Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ქართული სპორტი > თბილისში 70,000-იანი სტადიონი აშენდება |
Posted by: kande1995 22 Apr 2024, 14:20 |
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა 14:12, 22.04.2024 თბილისში ფეხბურთისა და რაგბისთვის განკუთვნილი ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს, მაქსიმალურად ემოციურია ბილიკი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. |
Posted by: Beska 22 Apr 2024, 14:33 |
არ მჯერა ოცნების. მარა, ამ უაზრო დაპირებასთანაც კითხვა მაქვს. მაინც და მაინც რატო თბილისში? ამას რეგიომი ორი 35.000 იანის აენება არ ჯობია? არა, მესის რო ორი 35-ინი შეიძლება ერთ 70-იანზე ძვირი დაჯდეს. მარა მაინც. |
Posted by: COLDMAN 22 Apr 2024, 14:39 |
საარჩევნო კამპანია დაიწყეს უკვე ამათ. მიწისზედა მეტროს ბედს გაიზიარებს ეს იდეა |
Posted by: akkai 22 Apr 2024, 14:41 |
წლის განმავლობაში რამდენ შეხვედრას ატარებს რაგბის და ფეხბურთის ნაკრები როგორც მასპინძელი მხარე ? შეკვეთილში რო საკონცერტო არენა ააშენეს წელიწადში 5 ივენთი რომ ტარდება და მისი შენახვა ბიუჯეტის თანხებიდან ხდება მთელი წელი ეგეთი სუნი ასდის ამ ამაბავს > პ.ს. დინამოს სტადიონს ხელი არ დაედოს "D |
Posted by: Beska 22 Apr 2024, 14:47 | ||
შეკვეთილში თუ არ ვცდები ბიძინა (ან ბერა) თავისთვის აშენებდა, და იმიტო ააშენა იტოგში, უბრალოთ მერე მიხვდა რო არ ივარგა, და სახელმწიფოს "აჩუქა". და სტადიონის დაიპირება სახელმწიფოსთვის არი, და მგონი დაპირებათ დარჩება |
Posted by: luxemburger 22 Apr 2024, 14:55 |
ზუგდიდის 2 ათასიანი სტადიონი ვერ ააშენეს 10 წელია. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ. |
Posted by: GRAZU 22 Apr 2024, 15:06 |
იმენა არ მჯერა რო გაკეთდება ..... |
Posted by: Big L 22 Apr 2024, 15:06 |
madloba hemo premiero |
Posted by: kande1995 22 Apr 2024, 15:15 | ||
რომელ რეგიონში შეივსება 35 ათასიანი სტადიონი? თბილისში კი ნაკრების თამაშებზე თავისულად მოვა 70 ათასი ადამიანი, თან სარბენი ბილიკების გარეშე იქნება, ბრიტანულ სტილში და ბევრად კაი ატმოსფერო შეიქმნება დინამო არენასთან შედარებით.... მე მივსეალმები |
Posted by: დავი 22 Apr 2024, 15:25 |
თუ აშენდება მეც მივესალმები ნაკრების თამაშებზე სტადიონზე რაც შეიძლება მეტი ტევადობა გვჭირდება |
Posted by: Gubaza-Milionera 22 Apr 2024, 15:31 |
აეროპორტის გზაზე კი არა, დედისპროჭში აიშენონ, ვის აბოლებენ. დაბოლებაც არის და დაბოლებაც. რანაირად წარმოუდგენიათ 70 ათასმა კაცმა იაროს აეროპორტის გზაზე სტადიონზე და მერე გვიან მატჩის შემდეგ უკან დაბრუნდნენ ხეირიანად. |
Posted by: akkai 22 Apr 2024, 15:32 |
............................................................................................... |
Posted by: Judas Iscariot 22 Apr 2024, 15:34 | ||||
COLDMAN
მეტრო მოყვანილი ჰყავს მანდ უკვე კალაძეს. სტადიონი აკლია akkai
ხალხი ნემსის ყუნწში ძვრება რო დიდი სპორტული არენები წამგებიანი არ იყოს. ამ კრეტინმა ტრიალ მინდორში 10 ათასიანი არენა ააშენა, თან მარტო საკონცერტო. კობახიძის რა მიდის, ააშენებს - 2028 წლამდე ვინ მიასუნინებს თორე კი. ახალი გუნდი, ვაზიანი იუნაიტედი შეიქმნება და ის შ\ეავსებს ხოლმე სტადიონს წელიწადში ოცჯერ |
Posted by: PAINKILLER 22 Apr 2024, 15:34 | ||||
რა აეროპორტის გზაზე, ვაზიანში რომ ახალ აეროპორტს აშენებენ (სამხედრო აეროდრომის მაგივრად), მანდ უნდათ სტადიონის გაკეთებაც უნდათ რა, საარჩევნო ტრიუკია მეტი არაფერი აქაოდა ევროპაზე გავედითო და ვითომ ფანების გულის მოგება უნდათ, მაგის გამო ქოცებს ხმას ვინ მისცემს * * *
ანუ დინამო ნაცებისაა და უნდა დავიბრუნოთო? |
Posted by: Gubaza-Milionera 22 Apr 2024, 15:39 | ||
კობიაშვილს რომ კითხო, კლუბების საქმეში რატომ უნდა ერეოდეს ფედერაციაო და კობახიძეს ვინ ტყნავს დინამო წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი. მშვენიერი ადგილი მოთავისუფლდება დინამო არენის დანგრევის შემთხვევაში - კაი ლამაზ ლამაზი მრავალფუნქციური კომპლექსის მოხოდვა შეიძლება. |
Posted by: Flying_Lotus 22 Apr 2024, 16:16 |
ზღაპარს გავს და არც დიდი აუცილებლობაა თბილისში ახალი მაგხელა სტადიონის აშენების ჯობია პატარ პატარები გაკეთდეს და ყველგან ესე ნოლიდან 70კ ადამიანზე გათვლილი, უეფას ტოპ კატეგორიის სტადიონი დღევანდელი ფასებით 2 მილიარდი ლარის ფარგლებში დაჯდება ვინ იხდის მაგ ფულს საინტერესოა |
Posted by: emre 22 Apr 2024, 17:05 |
აგერაა დინამოს სტადიონი და გადააკეთონ თუ რამის თავი აქვთ მაგალითი: https://stadiums.at.ua/news/2018-08-13-36596 |
Posted by: მევარსოხუმელი 22 Apr 2024, 17:14 |
თუ ააშენებენ ერთმნიშვნელოვნად კარგია . არამარტო ფეხბურთისთვის.... კონცერტებიც ქოლდფლეის გაქანების ბენდი ვერ და ჩამოგუავს პატარა სტადიონზე რენტაბელობის გამო... მაგრამ ოცნება რისი ამშენებულია |
Posted by: PAINKILLER 22 Apr 2024, 17:42 | ||
რაიო??? მევარსოხუმელი DEEP PURPLE იყო, Robi Williams იყო, Bruno Mars იყო ეს რაც მე პირადად ვნახე რა რენტაბელობა |
Posted by: Linux123 22 Apr 2024, 18:18 |
კობახიძეს ბოროტი დედას შე....ი და ზევიდან სირიკო რომანასი.ამ ორის გამო დინამოს სტადიონი ფაქტიურად განწირული იქნება. მაგრამ ამათი დანაპირების ვის სჯერა. ეს ის თემაა 100 ქარხანა და ახალი მეტროს ხაზი რუსთავამდე. ამათი გაკეთებულის დედას შ....ი |
Posted by: zakx 22 Apr 2024, 18:24 |
რაც მთავარია ციცინო დეიდებს უხარიათ |
Posted by: FullbackAce 22 Apr 2024, 19:03 |
ეს ვისაც გჯერათ, ხიდს ვყიდი მაგარ ადგილას, ევროპის მოედანთან. იაფად მოგცემთ. |
Posted by: Temozaurus 22 Apr 2024, 20:17 | ||||
თბილისის გარე გარეუბანში სტადიონი კი არა, ჯერ თელავამდე ავტობანი გაიყვანეთ თქვე ###ებო. |
Posted by: მევარსოხუმელი 22 Apr 2024, 20:34 |
ისე სტადიონზე კაი მაყუთები ტყდება სავარაუდოდ, მეტროზე კაი და შეიძლება მართლა დაცხონ |
Posted by: dundee 22 Apr 2024, 20:34 |
ჯერ აეროპორტი ააშენონ... ისე ამათ დროს რა სპორტული ნაგებობებიც აშენდა კრიტიკას ვერ უძლებს... |
Posted by: Count Szegedi 22 Apr 2024, 20:39 | ||
dundee
პირიქით, აეროპორტი არ უნდა ააშენონ იმიტომ, რომ ეგ რუსული ინტერესის შემნიღბველი ფანდია: უნდათ, რომ ვაზიანის ბაზას დედა უტირონ. |
Posted by: FROM GEORGIA 22 Apr 2024, 21:07 |
კარგია კარგიი მეტროს მშნებელობა რომ დაიწყო კალამ მერის არჩევნების წინ კაკ რაზ ეგ იქნება დასრულებული მაგ პერიოდისთვის და მეტროთი მივალთ მაგ სტადიონზე ლიგის ფინალიო 2028 წელსო ძაან მაგარია თქვე დაუნახავებოოო! ევროპა ლიგის ფინალი კოდე ზუგდიდის ახალ სტადიონზე მოვსცხოთ, ჩვენგან რა მიდის?! |
Posted by: sergo_38_fcz 22 Apr 2024, 21:12 |
სტადიონის 2028-სთვის აშენების ამბავს, ჯანდაბას, ვიჯერებ, მაგრამ ჯერაც ასაშენებელ სტადიონზე 2028-ში ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვა "უფასო ფულის" ამბის მსგავსი ტყუილების კატეგორიიდანაა |
Posted by: furuckssia 22 Apr 2024, 21:19 |
უეფა ფინალზე ჩამოსულ ხალხს ცენტრიდან ვაზიანში არ ატარებს, ფინალს კი არა ბიძოს ###ს დააჭერინებს არ არსებობს ნორმალური სტადიონი სადაც რაგბის და ფეხბურთის ნაკრებები თამაშობენ. * * * აქაც დავდებ |
Posted by: NK.ბებერა 22 Apr 2024, 22:28 | ||
2007 წლის სფფ-ს არჩევნების თემასაც რომ შეეხო, 2015 წლის არჩევნების დროსაც ნაცები იყვნენო? |
Posted by: მადეირა 22 Apr 2024, 23:12 |
თემის ავტორი გასაგებია და სხვასაც 'ჯერა' ვინმეს ახლა ეს ბოლი? ფრთხილად კარები იხურება, შემდეგი გაჩერება ლილო თემა გახსნეს ჩემიკაი ))) იყოს |
Posted by: WAGNERITE 22 Apr 2024, 23:54 |
ევროპაში საუკეთესო საკალათბურთო დარბაზი ხომ ააშენეს, ეხლა ფეხბურთის ჯერია. |
Posted by: Frankens†ein 23 Apr 2024, 00:03 |
ნუ გეშინიათ, თემქის პარკი 6 წელია შენდება და ვერ დააყენეს საშველი, ბოლოს აგვისტოში გაიხსნება უეჭველიო და ვერ ხსნიან... ეგენი სტადიონის ამშენებლები არიან? ვაზიანში რა ივლის თამაშებზე, ვარკეთილში თუ არ ცხოვრობ. მეტროს/მატარებლის ხაზს ესენი ვერ გააკეთებენ და 70 ათასი კაცი მანქნებით რო მივა, ეგ იქნება 3.14ზდეცი... ისე, კობახიძემ რო ფიფიას დაა##ა, მაგაზე დაიწერა აქ რამე? |
Posted by: oxx. 23 Apr 2024, 00:12 | ||
furuckssia
აბა სად უნდა იყოს სტადიონი, რუსთაველზე? თუ წერეთელია კარგი ლოკაცია, პარალიზება რო ხდება ქალაქის))))) --- იმედია მალე დადებენ მაკეტს, საინტერესოა |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 00:22 | ||||
იქ სადაც მეტროს მინიმუმ ერთი ხაზი უდგება, ტრამვაის და ავტობუსების გაჩერებაა, სასტუმროები, ავტობანები ახლოა და 70 000 მანქანის საპარკინგე ადგილია. |
Posted by: Human Rights 23 Apr 2024, 00:22 | ||
პირწავაედნილი ქოციც არ მოითხოვს მაკეტს. რა ახალი სტადიონო, სულ გარეკეს ტიპებმა. 3.7 მილიონიან უღარიბეს ქვეყანაში სადაც 55K და 30K სტადიონები უკვე არის, რა მოთხოვნაა ასეთი რომ ახალი სტადიონია საჭირო, უამრავი დაუსრულებელი პროექტი არსებობს გინდა რეგიონში გინდა თბილისში. რომელი ჩეპიონატის თამაშებზე გაივსება თუ ლიგის ჯგუფში გვყავს გუნდი? ვაზიანის აეროპორტის მოქესტვა რომ უნდათ რუსებისთვის კოჭის გასაგორებლად ეგ გასაგებია. |
Posted by: Beso1980 23 Apr 2024, 00:24 |
მსგავს იდიოტურ აზრს ვერც კი გავიელვებდი თAვში. რა 70კ სტადიონი თბილისში, ხო არ ჩამოკრეს. ეტყობა კობახას ჰგონია რომ 54კ თუ არ გვეყო გადამწყვეტ თამაშებზე, 70-ზე ყველა გულშემატკივრის სურვილი დაკმაყოფილდება. წადი რა და მაგ 70კ ტევადობის შესაბამისი დაყავი 10-15კ რამოდენიმე სტადიონი გააკეთე ქვეყანაში. თბილისში 2 სტადიონი 1 54კ მეორე 70კ. ღმერთო უშველე ამ დებილებს. |
Posted by: B-E-R-U 23 Apr 2024, 00:24 |
ღადაობთ ბიჭო? მეტრო სადგურებს შეხედეთ. კედლები ინგრევა, რელსები იყრება. წლებია თავი ვერ მოაბეს, რომ გააკეთონ ქალაქისთვის სტრატეგიული ინფრასტუქტურა და ესენი 70 000 კაციან სტადიონს ააშენებენ? არც კი დაიწყებენ მშენებლობას. ჩვეულებრივი ბოლია, როგორ 80% ამათი დაპირებების. რომც დაიწყონ, იმდენ ხანს მოუნდებიან, რომ ცხრა პარტია გამოიცვლება ამ ქვეყანაში, მაგათ მერე. |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 00:27 |
სხვა თემაშიც ვიკითხე, საიდან ის ინფო რომ ვაზიანში აპირებენ, წყაროში ვაზიანი ა4 იყო ნახსენები. სხვათაშორის თბილისი ლილოსთან მთავრდება,ვაზიანი გარდაბანია, ვაზიანში აშენებული სტადიონი თბილისში არ იქნება. |
Posted by: მადეირა 23 Apr 2024, 00:28 |
საინტერესოა მაკეტიო ))) კაია კაი ))) |
Posted by: Beso1980 23 Apr 2024, 00:29 |
ფიფიას უდგებიან ჯიბრში. ვერ ახევენ დინამოს და უნდათ მოტეხონ და გაუუფასურონ კლუბიც და სტადიონიც. აუცილებლად უნდა დაიბლოკოს ეს პროექტი. კობახას ჰგონია მარკებს იწევს საარჩევნოდ, არადა რამხელა სირობას აკეთებს. საიდან აფინანსებს ეგ არ დააანონსა? სულ რომ საკუთარი ჯიბიდან იხდიდეს მაინც არ მივესალმები მაგ გადაწყვეტილებას. |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 00:36 |
70 000 სტადიონი მხოლოდ ნაკრებისთვის არ არსებობს- სიგიჟეა, მაგრად გამწარებულან... (უემბლიზე თასის თამაშებიცაა, თან ბრიტანეთია დედაძალი) |
Posted by: Frankens†ein 23 Apr 2024, 01:01 | ||
ფიფიას ხო დაა##ა დღეს კობახიძემ, პოლიტიკაშიც ისეთივე დებილია, როგორც ფეხბურთშიო. და სტადიონის დანგრება და კორპუსების აშენება უნდოდაო... კობახიძის დდშვც, მაგრამ მჯერა მე ეგ. "ბოლო სეზონში" რო იყო, სტადიონს რო ანგრევს ტიპი და სავაჭრო ცენტრს აშენებს, ეგ თემაა რა, ბიზნესია... ხალხი დინამოზე არ დადის ნაკრების თამაშებზე, მარტო ესპანეთებზე და გადამწყვეტ თამაშებზე ივსება და ვაზიანში ხო საერთოდ არ ივლის... მაყუთის მოტეხვის თემაა რა... ბლექსი არენა როა, შენახვის ხარჯებს რო ვერ ფარავს და ზარალიანია, მასეთ პონტში იქნება... |
Posted by: PAINKILLER 23 Apr 2024, 01:23 | ||||
წერეთელზე პარალიზება ხდება ქალაქის? დინამოს სტადიონიდან ზუსტად 300 მეტრში არის 2 მთავარი მეტროს სადგური, ზუსტად დინამოს სტადიონიდან წერეთლის მეტრომდე არის ხოლმე გადაკეტილი ქუჩა ისიც ნაწილობრივ და ისიც მნიშვნელოვანი მატჩების დროს, იდეალური მდებარეობა აქვს დინამო-არენას საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად |
Posted by: oxx. 23 Apr 2024, 01:44 | ||
მოგნიშნავ 4+1 წელში )))))) ----- |
Posted by: Your unique security code 23 Apr 2024, 02:32 |
კობახიძის ან ოცნების დაპირების თუ კიდე ვინმეს სჯერა ვწუხვარ მისი მდგომარეობით)) გულშემატკივრების გული მოიგო ეხლა მაგ გამოყლევებულმა თავის ჭკუით ))) ? სასოწარკვეთილი სირები წამოვა ეხლა საარჩევნოდ დაპირებები იმის დდმვტყნ … |
Posted by: crack94 23 Apr 2024, 08:35 |
ამაში ფულის ყრას ეს ფული 4 გუნდს დაახარჯონ და იქნებ რომელიმე მაინც შეძვრეს ჯგუფში და ცოტა საკლუბო ფეხბურთი გამოასწორონ |
Posted by: PAINKILLER 23 Apr 2024, 09:05 | ||
+1111111111111111111111111111111111 |
Posted by: ELguja90 23 Apr 2024, 09:12 |
რა ჯობია ლაგუნა ვერედან წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მატჩის მერე ახალ სტადიონზე წასვლას ნეტა თქვენ ვისაც გჯერავთ ამის აშენებს და ვისაც არ ჯერა, მარა საჭირო გონია კიდე ეგ ცალკე ხალხი ხართ ნახევარ მილიარდს ყრით რაში? |
Posted by: toto28 23 Apr 2024, 09:20 |
სერიოზულად განიხილავთ ეხლა ამას? |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 10:34 | ||
მაგათგან გამორიცხული არაფერია უამრავ უაზრო პროექტში გადაყარეს ფული მაგალითად, ასეულობით მილიონი რუსეთ -სომხეთის დამაკავშირებელ გზაში ჩაყარეს ისე იმათ თეთრიც რომ არ გაუღიათ. მართალია ეგ გზა ჩვენც გვჭირდება მაგრამ პრიორეტული არ არის, იმ ფულით გაცილებით მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტების დაფინანსება შეიძლებოდა. |
Posted by: sergo_38_fcz 23 Apr 2024, 10:46 | ||
ჩვენ რაში გვჭირდება ეს გზა, რუსული ტანკი რომ იოლად ჩამოვიდეს თბილისამდე? |
Posted by: giat 23 Apr 2024, 10:46 |
რეგიონებში -მაგ Kახეთში -2-3 სტადიონი 7-11.000 Qართლი -რუსთავი .ბოლნისი -2 (8-12.000 ლანჩხუთი -10.000 ხაშური-8-11.000 ბორჯომი-5.000-7.000 |
Posted by: Shota°° 23 Apr 2024, 10:48 |
მაგ რაოდენობის მაყურებლის გადაადგილება მეტროს გარეშე? :დ რა მანძილზე იქნება უახლოესი მეტრო? დინამო ვაგზალია რა, ყველა გზა ვაგზალზე მიდის :დ რეგიონიდანაც, მეტროს გადასასვლელი ხაზიც ვაგზალზეა :დ დროზე ადრე სტადიონიდან გასვლები მერე ნახეთ |
Posted by: winrar 23 Apr 2024, 10:54 |
ერთი 10 000-იც დაამატეთ ან tkt.ge-ს დედას შე***თ. |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 11:02 | ||||
სტეფანწმინდაში ჩასვლა იოლდება. |
Posted by: ლ.დანელია 23 Apr 2024, 11:04 | ||
Beso1980
+1 რეკონსტრუქცია გაუკეთონ დინამოს სტადიონს. მიწიონ ტრიბუნები და გადიდებით, კი გამო 70 000 იანი. ხოლო დარჩენილი ფულით, რუსთავში, ზუგდიდში, ლანჩხუთში და სამტრედიაში ააშენონ. ყველაფერს აცდენილები და უცოდინრები, რანაირად არიან? |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 11:07 |
მე მაგათ აშენებულ სტადიონზე არ შევალ ჩამოიქცევა, ხალხს ჩახოცავენ |
Posted by: ლ.დანელია 23 Apr 2024, 11:26 |
თბილისიდან 15 კილომეტით დაშორებით კი არა, ლოკომოტივი ვერ გახდა, აი რასაც ქვია სახლი რა. მაინც ცალკე დგას, რაღაც რა...დინამოზე კი იგრძნობა, შუაშია რა, ყველასთვისაა, ნებისმიერი ფენისთვის. მეტროთი მისვლას სხვა მუღამი აქვს, სხვების განწყობას იღებ, მსვლელობით რომ მიდიხარ, ქალაქს გრხნობ, რეგიონებიდან ჩამოსულ ხალხს. პარკები რო დაფრინავდა, ისიც კი შენია რა... ხატვა იქნება თუ მუსიკის მოსმენა უფრო ასწორებს, ვიდრე ცალკე, ახალაშენებულ კორპუსში. ჩვენ მოგებებს ვწურავთ, როცა ერთად ვართ, ქალაქში ყოფნას ვიგრძნობთ, ხორუმივით რა. არ გამოგვივა ჩვენ ის გარემო მასეთ ქალაქიდან ცალკე მდგომ სტადიონზე. |
Posted by: Beso1980 23 Apr 2024, 11:28 | ||
ხო, ბევრად იაფიც დაჯდება მარა ოცნების პრობლემა ისაა რომ ფიფიას დიდი ვადით აქვს დინამოს არენდა და ეტყობა ფულის გადაყრად მიაჩნიათ მანდ ინვესტიცია. როგორც ჩანს ფიფიას საბოლოოდ დაძირვის გეგმა აქვთ და დინამოს "ფლაგმანობის" იბერიათი ჩანაცვლების. საბოლოოდ თუ მართლა ააშენეს ახალი სტადიონი პაიჭაძე გადაიქცევა თბილისის კოლოსეუმად. მაგის რესტავრირების ფულს არ გაიღებს ფიფია. მუზეომის სტადიონი გახდება სანამ ბოლომდე არ ჩამოიშლება და საბოლოო ბედი ალბათ კორპუსების წამოჭიმვა იქნება მაგ ადგილას არადა რომ დაეანონსებინა მინიმუმ 5 ქალაქში 8-15 ათასიან სტადიონებს ავაშენებო უფრო არ მოიგებდა ხალხის გულს რეგიონებში? ელიგის თAმაშებზე ფეხზე დგას ხალხი რეგიონებში. მარა არჩევნების წინ ქულების დაწერის მიზნით დააბრეხვა ხო ეს სულელური აზრიც ვითომ გრანდიოზულ პროექტს უკეთებს ქვეყანას. ბარემ ხეირი ქენი რა ქვეყნისთვის. ასეთი წინდაუხედავი უგუნურები როგორ არიან. |
Posted by: crack94 23 Apr 2024, 11:48 |
სრულიად შესაძლებელია დინამოს რეკონსტრუქცია და ადგილების გაზრდა მაგრამ ნაბიჭვარ ფიფიას აქვს არენდით და მაგიტომ ვერ იზამენ არ აწყობთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ტრიბუნების პირველ იარუსზე ძალიან დიდი დაშორებებია სკამებს შორის აი მინიმუმ 3000დან 5000მდე ადგილი იკარგება ჩემი აზრით მარტო მანდ მერე მეორე ოლიმპიური სტადიონია სარბენ ბილიკებს მოაშორებ და 1 იარუსს დაამატებ თავისუფლად მინდვრის ტერიტორია დაბლა ჩაიწევს შესაბამისად ატქიტექტურაში დიდად ვერ ვერკვევი მაგრამ მაგდენს ვხვდები როგორ შეიძლება დინამო 70.000იან სტადიონად აქციო |
Posted by: oxx. 23 Apr 2024, 11:49 |
crack94 ოლიმპიური სტადიონი არ გვჭირდება? თუ როგორ აშორებ |
Posted by: Shota°° 23 Apr 2024, 11:51 | ||
100% + რთულია მისვლა წამოსვლის ორგანიზება მაგდენ ადამიანზე |
Posted by: deep purple_in rock 23 Apr 2024, 11:52 |
რა ვაზიანი ბიჭო. 70000 კაცის ვაზიანში წასვლა წამოსვლა ხუმრობა საქმეა ? :დ ძაან ფარსია, ერთი იპოდრომი გააკეთეს და მეორე მაგას გააკეთებენ. |
Posted by: crack94 23 Apr 2024, 11:55 | ||
არის სხვაგანაც თბილისში ამიტომ არ გვჭირდება ჩვენ ოლიმპიადის მასპინძელი არასდროს არ ვიქნებით რომ 55000 კაცი მივიდეს მძლეოსნობაზე და სხვადასხვა სახეობებზე. დინამო უნდა იყოს საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი |
Posted by: FROM GEORGIA 23 Apr 2024, 11:57 |
ბიჭო რომ განიხილავთ ამ თემას ეგაა მისი ინიციატორის მიზანი, თორემ ახალი სტადიონი თბილისს ნამდვილად არ ჭირდება ახლა რადგან გვაქვს მესხი და გვაქვს დინამო, რეკონსტრუქცია ჩაუტარონ და გაათანამედროვონ უფრო იაფიც დაჯდება და მორჩენილი ფულით თუ მაინცადამაინც და არ იციან რაში დახარჯონ რეგიონებში გააკეთონ ნორმალური სტადიონები ყანაში რომ ტამაშობენ გუნდები და ზუგდიდი კიდე ახალი აშენებული დაინგრა ამასობაში მაგრამ დიდ საარჩებვნო ბოლია ეს ისევე როგორც კალიას ქონდა ასეთი დიდი ბოლი რუსთავი თბილისის დამაკავშირებელი მეტროს ხაზის წინასაარჩევნოდ როგორ იბადება ახლა აეთი ### თემების იდეები?! ზიან ქართული ოცნების ოფისში და ფიქრობენ რა ახალი და ელექტორატზე მოქმედი თემები დაანონსონ, ვიმეორებ დაანონსონ ტორემ შესრულება ეგ საერთოდ მნიშვნელოვანი არცაა ჰოდა ახლა საფებურთო თემა აქტუალურია ხალხი აჟიტირებულია ამ ტემით, ასევე ბევრი ხალხი რომ ფინალზე გარეთ დარჩა ეგეც ჯდება ამ რასკლადში, დიდი სტადიონი უდრის უფრო მეტ მაყურებელს და გარეთ დარჩენილებს ცოტას, ჰოდა ადგნენ ბელთაყვები და დაანონსეს ეს თემა |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 12:04 | ||
FROM GEORGIA
განვიხილავთ მაგრამ 99% ###ობად მიაჩნია და ის ქულებს რანაირად იწერს |
Posted by: deep purple_in rock 23 Apr 2024, 12:08 | ||
+10000.. მარა მაგდენს რო ხვდებოდნენ ეს ბედოვლათები, აზრადაც არ მოუვიდოდათ მსგავსი რამ თავში. არ იციან რა არის ერთობა და ეგ მუღამები,. ვინც იცოდა იმასაც დავიწყებული აქვს უკვე 12 წელია |
Posted by: FROM GEORGIA 23 Apr 2024, 12:18 | ||||
ეგ ჩვენ აქ მიგვაჩნია ###ობად ტორემ მასაში იმუშავებს და დაუწერს ქულებს გუშინ 2 უბნელთან მქონდა ამაზე საუბარი და მაგარია ახალი სტადიონი გვექნებაო ტიპებმა გადახურულიო როგორიც რეალს აქვსო და მიდი აჰა თუ არ მუშაობს |
Posted by: andre3000 23 Apr 2024, 12:25 | ||
furuckssia
ვინც ოდნავ ჩახედულია მიხვდება უდიდესი ღლეობა დააბრეხვა აგერ ბექა გოცირიძემ გააზიარა და გაუხარდა მადლობები უხადა ქოცებს. არადა ყოფილი ფეხბურთელია და ჩვენზე მეტი უნახია მაგრამ რამ გამოალენჩა ეგრე კაროჩე იქნება ხალხი ვინც მადლობებს გადაიხდის მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რო წყალში გადაყრილი ფულია ეგ რო აშენდეს. როგორც ის ბლექ სი არენა თუ რაღაც რო არის ტყუილად რო ააშენა და ზარალის მეტი არაფერი მოუტანია ქვეყნისთვის |
Posted by: Corvette 23 Apr 2024, 12:31 |
ამ დებილებს გონიათ რომ რადგან პრობლემა შეიქმნა ბილეთებზე , მაგ სტადიონის აშენებით მოიხსნება ეგ პრობლემა ? ანუ უკმაყოფილო არავინ აღარ დარჩება და ყველა იყიდის ბილეთს ან კი სულ რანაირად შეივსება სტადიონი . წელიწადში 2-3 თამაშის გამო რამხელა სულელი უნდა იყო რო ამდენი მილიონი გადაყარო . დინამოს სტადიონი არის იდეალური , ადგილმდებარეობით , თბილისის თითქმის ყველა წერტილიდიან ფეხით მიხვალ-წამოხვალ და ყურებადობიდაც , სტადიონის ყველა წერტილიდან მიყურებია თამაში და პრობლემა არ შემქმნია ხილვადობაზე . ასევე ლოკომოტივის სტადიონიც კარგ ადგილასაა . ორი ასეთი კარგი სტადიონი თბილისისნაირ მჭიდრო და პატარა ქალაქისთვის ფუფუნებაც კია . |
Posted by: ლ.დანელია 23 Apr 2024, 12:43 |
ჩვენი უმთავრესი პრობლემა არის რეგიონებში სტადიონები, აკდემიები და ასაკობრიბრივებიდან დიდ ფეხბურთში გადასვლის პრობლემა, ნუ ზოგადად საკლუბო ფეხბურთი ცალკე საკითხია და აქ აღარ დავწერ. ნახევარი ნაკრები ან სამტრედიიდანაა ან ზუგდიდიან, როგორ შეიძლება ამ ქალაქებში ელემენტარული პირობები არ იყოს ბავშვთა ფეხბურთში? სრულიად დაუშვებელი და ალოგიკურია. ამასწინათ ნიუსი ამომიგდო, ჯანო ანანიძემ 2 ქობულეთელი ბავშვის, თბილისის აკადემიაში ცხოვრება და ხარჯები დააფინანსაო, რაში უნდა ჭირდებოდეს ქობულეთელ ბავშვს თბილისში ჩამოსვლა, როცა ამხელა აჭარაში, ერთი აკადემია არ უნდა იყოს? იმდენად აცდენილია ჩამოთვლილი საკითხები სისწორესთან, ახალი სტადიონის აშენება არის პოპულიზმი და ხმების მოსაზიდი აგიტაცია. მითუემეტეს დინამოს, ლოკომოტივის და ბათუმის სტადიონები გვაქვს. |
Posted by: andre3000 23 Apr 2024, 12:56 | ||
+100 ------------------------- |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 13:24 |
არ მჯერა რომ დინამოს გადაკეთება შესაძლებელია. აზრიც არ აქვს, ნახევარი საუკუნის ნაგებობაა და 10 წელი წყალში იდგა, რკინა- ბეტონსაც თავის სიცოცხლის ვადა აქვს. კამპ ნოუ დაშალეს და ახალს აშენებენ, დინამოც ოდესმე უნდა ჩანაცვლდეს, ბზარებს ელოდებიან? * * * მდებარეობა იდეალური აქვს, ქალაქის ცენტრია და გარშემო მეტროს 2 ხაზი და 3 სადგურია. ბაზრობის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი ავტოსადგომი რომ გაკეთდეს მანდ უმაღლესი კატეგორიის სტადიონი იქნება. * * * 70 000 ევროპაში სიდიდით მე-15 იქნება (კამპ ნოუ დანგრეულია, დორტმუნდში უეფას თამაშებზე 60000 დაშვებული) ყოჩაღ ქოცებო, ყოჩაღ მეზღაპრეობაში |
Posted by: PAINKILLER 23 Apr 2024, 14:05 | ||||||
+11111111111111111111111111111111111 |
Posted by: მევარსოხუმელი 23 Apr 2024, 14:18 |
გამორიცხულია რო აშენდეს ეგ სტადიონი? რა აშენებულა ამათ ხელში რო? რამე არის რაც ააშენეს და არ ვიცით? |
Posted by: ramos_4 23 Apr 2024, 14:25 |
არ მჯერა ამათი არაფერი ყველაფერში როგორი აცდენილები არიან ისე ტიპები თუ ფეხბურთის განვითარება გინდათ რეგიონებს მიხედეთ ჩაუტარეთ რეკონსტრუქციაა რუსთავის ზუგდიდის თელავის გორის ქუთაიისის სტადიონებსს |
Posted by: Geoaria 23 Apr 2024, 14:33 |
ამ სტადიონის აშენების ერთადერთი შანსი ის იქნება თუ ხვალ უეფა გამოვა და იტყვის რო გვკიდია, თბილისში ვატარებს ლიგის ფინალს 2028 ან 2029 წელსო სხვანაირად გამორიცხულია მშენებლობაც რო დაიწყოს, ნუ მაგ შემთხვევაში მშენებლობა დაიწყება უეჭველი, რამდენად დამთავრდება არ ვიცი მარა ამ რეგიონებში რათ გინდათ ეს 30-35 ათასიანი სტადიონები? თბილისის გარეთ ორ დიდ ქალაქში არც 20 ათასიანი სტადიონი ივსება ბათუმში და არც ქუთაისში ივსება 15იანი. ნუ დინამო თუარ ჩამოდის ან გუნდს გასავარდნი ფლეიოფი თუარ აქვს მოსაგები, ბოლოს მაშინ ვნახე სავსე სტადიონი და სხვა ქალაქებში კიდე სად ცხოვრობს მაგდენი ხალხი თუნდაც 15 იანი სტადიონი გაივსოსხოლმე ამ 70იათასიანის პლიუსი ისიც იქნება ერთი რო დინამოსთან ერთად ორი დიდი სტადიონი გვექნება და მერე კიდე ერთი რამე ეგეთი დინამოს ხელა და ბაქოსთან ერთად შეიძლება რამე დიდ ტურნირს ვუმასპინძლოთ. მარა რავიცი, ვნახოთ |
Posted by: Beska 23 Apr 2024, 14:35 | ||
ის არენა სანაპირზე, მარა თავისთვის აშენებდა და მომგებიანი რო არ აღმოჩდა, ქვეკნის ბიუჯეტს "აჩუქა". ხო და სტადიონი "თავისთვის" არ დაპირდა, ჩვენთვის, ხო და არ აშენდება :-) |
Posted by: Geoaria 23 Apr 2024, 14:36 |
რეგიონებისთვის რაც შეიძლება გაკეთდეს საფარის მოწესრიგებაა ყველგან. და ამ მინდვრის მომვლელების სერიოზული დატრენინგება მომზადება. თორე აგერ სამგურალს მშვენიერი მინდორი დაუტოვა უ21 ის ევრომ მარა ორ თვეში გადაწვეს დედა#####ნეს იმდენი სასუქი დააყარეს ხოდა ახლა ისეთ დღეშია რო იქ თავმოყვარე ძროხაც არ შევა ბალახის მოსაძოვად და თამაშობენ სადღაც ტექნიკური ცენტრის მინდორზე |
Posted by: Beso1980 23 Apr 2024, 15:26 | ||
Geoaria
რატო მარტო მინდორი და არა სტადიონი? მოგწონს ფეხზე რომ დგას ხალხი სტადიონის ღობის გარშემო და ისე უყურებს ელიგას? ფოთს არ უნდა ქონდეს 7-10 ათასიანი სტადიონი? ყველა უმაღლესი ლიგის გუნდს უნდა ქონდეს მინიმუმ 5 ათასიანი სტადიონი და არა მარტო კარგი მოედანი. |
Posted by: Shota°° 23 Apr 2024, 15:42 |
რეგიონიდან რო ჩამოხვალ ვაგზალზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მაქედან ვაზიანის ბაზასთან ხარ მისასვლელი, მერე მატჩის დასრულების შემდეგ ისევ ვაგზალზე დასაბრუნებელი (ოღონდ რით უნდა დაბრუნდე კაცმა არ იცის, რამდენ ავტობუსს დანიშნავენ 70 000 კაცს რომ მოემსახუროს? ) და მერე ვაგზლიდან ისევ რეგიონში |
Posted by: GEORGEXIII 23 Apr 2024, 15:47 |
ვამბობ მე რომ კასპში უნდა აშენდეს მეთქი. |
Posted by: Geoaria 23 Apr 2024, 15:47 | ||
Beso1980
კი ბატონო უნდა ქონდეს, ვინ თქვა რომ არ უნდა ქონდეს მარა აგერ სასმგურალს მშვენიერი პატარა სტადიონი აქვს, სკამებიც გაკეთებული იყო მინდორთან ერთად და ყველაფერი მარა მინდორი აღარ არის და ვეღარ თამაშობენ მანდ და იმ ტექნიკურ ცენტრში ფეხზე დგას ხალხი. ამიტო ვამბობ რო მინდორი და მისი მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 15:51 | ||||||||||
Geoaria
რომელ დიდ ტურნირს? * * *
ეგ 2 უბნელი ისედაც ჯიბეში ჰყავდა, მაგ ###ობის დაბრეხვებით არაფერი შეემატება, პირიქით... |
Posted by: Geoaria 23 Apr 2024, 15:58 | ||
რავი ევროს რა ჩვენი სამეზობლო რო #####ან თორე ევროს ერთ ჯგუფს ვუმასპინძლებდით თავისუფლად თუ რამდენიმე მასპინძელი იქნებოდა რა. თურქეთთან ერთადაც შეიძლება. მით უმეტეს უ21 ის ორგანიზებასთან არანაირი პრეტენზიები არ ყოფილა, პირიქით ძაან კარგად შეფასდა. |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 16:00 | ||
სტადიონი ოქროს ზოდი არაა იყიდო და სეიფში ეგდოსდარაო გადმოვიტან ასეულობით მილიონი დაწვეს |
Posted by: andre3000 23 Apr 2024, 16:06 |
Geoaria მეგობარო ფეხბურთში ჩAხედული ადამიანი ხარ ამ განყოფილებაში აქტიურობ. და ჩემზე მეტად გინდა ქართული ფეხბურთის წინსვლა. არანაირი სტადიონი არ ჭირდება ეხლა ახალი რო ააშენონ რიყეზე რო რაღაც ტრუბები ააშენა მიშამ და ვერაფერში იყენებ მაგის ფუნქციას მიიღებს . დღეს გვჭირდება აკადემიების განვითარება სულ მინიმუმ და აგრეთვე ფინანსების მოზიდვა რო საკლუბო ფეხბურთი წინ წავიდეს. სოჭში რო ოლიმპიადა ჩაატარა რუსეთმა იმხელა ზარალი ნახა დედა ეტირა. ანუ მორჩა ოლიმპიადა და ეგაა გინდაც მსოფლიო რო ჩაატარა. გვაქვს დინამო რომელიც სრულიად სამარისია რა ევროპის ჯგუფი როცა ამდენი პრობლემაა როგორ უნდა გააპრავო ეგეთი რაღაცა თან ძალიან ცუდ ადგილას აშენებენ როცა დინამო იდეალურ ადგილზეა ყველა ტრანსპორტი ერგება ქალაქის შუაშია ფაქტიურად. სულ ორჯერ ივსება დინამოს სტადიონი ისიც როცა ნაკრები თამაშობს |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 16:12 |
ვიდეოში რატომღაც სამხრეთ აფრიკის სტადიონები არ მოხვდა, ჩემპიონატი მილიარდობით დოლარი დაუჯდათ, ის სტადიონები ახლა მთლიანად გაოხრებულია, დაშლა დამატებით მილიონები დაუჯდებათ |
Posted by: Geoaria 23 Apr 2024, 16:13 | ||||||
andre3000
სად დაინახე გაპრავება არ ვიცი, პირიქით მიწერია რო არ აშენდებათქო მარა თუ აშენდა რაში შეიძლება გამოყენებათქო მაგას ვწერ მეტი არაფერი.
თანამედროვე სტადიონები რაც შენდება თითქმის ყველა ქალაქგარეთაა, და მაგიტომაც ჯდება მრავალი მილიონი რომ არამარტო უშუალოდ სტადიონი არამედ მთლიანი კომუნიკაციები და ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობები კავშირდება. დინამო როცა მანდ აშენდა გარშემო არაფერი იყო, შუა ქალაქში ვეღარ ააშენებ სტადიონს. და მარტო დინამო არ არის საკმარისი ევროს მასპინძლობისთვის, და არც ის ორი იქნება თუ ეს სტადიონი მართლა აშენდა. უბრალოდ ევროს მასპინძლობის სურვილი მაქვს და მეტი არაფერი
კი ბატონო, მართალი ხარ. მეც მაგას ვამბობ. დინამო კიარა რეგიონებში რაც არის 20 და 15 იანი ისინიც არ ივსება კლუბების თამაშებზე იმიტორო დედააქ #####ული როგორც კლუბებს ასევე მთელ ქვეყანას. ნახევარი საქართველო გასულია ქვეყნიდან. რაზე მეკამათები ვერ გავიგე, ან რა დავწერე საკამათო ან რა გავაპრავე არ ვიცი |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 16:15 | ||
Geoaria
2000 წლის შემდეგ ლონდონში აშენდა ოლიმპიური, არსენალის და ტოტენჰემის სტადიონები. ლონდონში! |
Posted by: andre3000 23 Apr 2024, 16:19 |
Geoaria რაზე გეკამათები და აგიხსნი შენ ხომ გინდა ევროპის ჯგუფი ჩატარდეს თბილისში კობახიძეს უნდა ლიგის ფინალი ჩატარდეს. ანუ უნდა დაიხარჯოს 500 მილიონი ევრო რო მერე ეგ სტადიონი გამოუსადეგარი გახდეს? პრიორიტეტი უნდა იყოს განსაზღვრული ხოდა ზუსტად რეგიონებში უნდა აშენდეს პატარა სტადიონები და აგრეთვე აკადემიები რო წამოვიდეს ახალი მამარდაშვილი და კვარაცხელია. არაფერში არ მოგცემს ევროპის ჯგუფშის ჩატარება ხო ხვდები ანუ ის იმდენი ფული იქნება წყალში გადაყრილი როცა შეგიძლია რეალურად ქართული ფეხბურთისვის სხვა ადგილას ჩაიდოს ეგ ფული. |
Posted by: Beso1980 23 Apr 2024, 16:29 | ||
Geoaria
აღარ არის და როგორც ფინანსური ისე ქულების დაკლებით უნდა ისჯებოდეს მსგავსი ფაქტი და მერე გაანძრევენ 1 ადგილს და მოუვლიან მინდორს. ან მე არ მესმის რატომ არ შეიძლება ზოგ გუნდს მაღალი ხარისხის ხელოვნური ან ჰიბრიდული მოედანი რომ ქონდეთ. ხო უფრო იაფი დაჯდება მოვლა? სტანდარტებს რომ აწესებს ფედერაცია კარგია მარა ხო უნდა იყოს დღევანდელ რეალობასთან შესაფერისი. მაგრად მეშლება ნერვები. ჩვენზე უკეთეს ქვეყებში თუ ლიგებში აქვთ ხელოვნური და ჩვენ ამისთანა ფინანსურ გასაჭირში მოჩვენებით რეალობას ვქმნით. ფედერაცია წავა მოუტანს ახალ გაზონს და ჩუქნის. 1-ხელ დააგო და არ მოუარეს? ჩამოართვი ქულები, დააქვეითე ან თუ არ შეუძლია მოვლა ნუღარ დაუგებ და წინასწარვე ვერ დააკმაყოფილებს ელიგის მოთხოვნებს და დისკვალიფიცირებულ იქნება. რაღაც შესაცვლელია მიდგომებში ასე უაზროდ რომ არ იხარჯებოდეს თანხები და საქმე ნოლია. |
Posted by: Geoaria 23 Apr 2024, 16:38 | ||
Beso1980
1000% ით გეთანხმები,მაგის დაწერას ვაპირებდი ახლა. სამგურალმა რაც გააკეთა მაგის გამო მოსაკვეთიც იყო საერთოდ ეროვნული ლიგიდან. ეგ არის პრობლემა რო უპატიოსნო და არაკომპეტენტური მიდგომა არის როგორც სახელმწიფო/ფედერაციის მხრიდან ისევე კლუბებისგან. დინამო ბათუმმა რაც გააკეთა ეგ ნორმალურია? ის სტადიონი სახელმწიფომ არ ააშენა? თუ ვინმეს გონია რო აჩიკო ბერიძის ჯიბიდან ერთი თეთრი დაიხარჯა მაგ სტადიონის აშენებაში? ძაან რო შეიფერეს დინამო ბათუმის შეფებმა ქება დიდება ეს რა მაგარი სტადიონიაო. ამხელა ჰაიპი იყო, სტადიონი ივსებოდა (ნუ ეხლა კვარა როარა ან გაივსებოდა ან არა ეგ კიდე საკითხავია.) მარა ტიპიებმა გია გეგუჩაძის და ლადო დვალიშვილის ###ობებს გადააყოლეს გუნდი და ახლა კაციშვილი არ დადის სტადიონზე. შარშან ისიც იკადრეს რო სეზონის ბოლოს 50 თეთრი გახდა ბილეთის ფასი და მაინც არავინ მიდიოდა. სანამ პირატები არ აჯანყდნენ და არ მოიცილეს გეგუჩაძე. და კიდე რამდენი სხვა მაგალითია კიდე ყველაფრის წერა მეზარება, ასე რომ ახალი სტადიონი აშენდება და მაგაში გადაიყრება ტყუილად ფული თუ რეგიონებში ასე უაზროდ გადაყრიან ფულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კვარაცხელიები და მამარდაშვილები რამდენიმე თაობაში თითო თითო იბადებიან, ტყუილად ნუ მოვიტყუებთ თავს რო თუ ყველა რეგიონში 20 ათასიანი სტადიონი გვექნება ყოველ მეორე წელს გამოჩნდებიან ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელები. |
Posted by: andre3000 23 Apr 2024, 16:45 | ||
Geoaria
ყველა რეგიონში 20 000 სტადიონი სად დავწერე რეგიონებში 5000 და 8000 საკმარისია. მე დავწერე აკადემიები უნდა განვითარდეს როგორც დინამოს აკადემიაა ეგეთი უნდა იყოს ერთი 10 ცალი და წამოვა ახალი კაი თაობა . ფეხბურთEლს აკადემია გაძლევს რო სწორად აღზარდო ზუტასდ ეგ დავწერე მანდ უნდა ჩAიდოს ფული ყველა დიდ ქალაქს და პატარას უნდა ქონდეს ისეთი პირობა რო ტალანტი არ დაიკარგოს |
Posted by: oxx. 23 Apr 2024, 16:52 | ||
andre3000
სერიოზული პარალელია თუ მართლა შესრულდა ეგ და ააშენეს, საფეხბურთო სტადიონი, პრობლემა რაშია? ნუ გასაგებია ვიღაცას შეიძლება არ ჯერა დაპირების, მაგრამ თვითონ იდეას რა აქვს დასაწუნი? ქართული სპორტის განყოფილებაა თან, რავი. ))))) + 2 დიდი სტადიონით შეგვიძლია რომელიმე მეზობელთან ერთად ევროს ვუმასპინძლოთ |
Posted by: furuckssia 23 Apr 2024, 16:54 |
5000 სტადიონები არაა გამოსავალი, ფეხბურთი უნდა მივიდეს ბავშვთან მერე კვარები და მოდრიჩები ბლომად გამოიჩიკება |
Posted by: Shota°° 23 Apr 2024, 16:57 |
საერთოდ არ მევასება ეს სახელმწიფო ფულის "ბავშვთა ფეხბურთში" ჩადება დინამოს მაგალითი რო მოგყავთ და მოგწონთ, იმიტო გაამართლა რო კერძო ფული იყო და კერძო ინტერესები. სახელმწიფო ფული კორუფციის ბუდეა მაქსიმუმ სტადიონები ააშენო. რაც შეეხება ბავშვთა ფეხბურთს ბიზნესმენებს შეღავათები მიეცი სერიოზული ვინც მაგ პროექტებს დაიწყებს, გადასახადების მხრივ (პირად ბიზნესსაც შეახე) და ისედაც გააკეთებენ მაგ საქმეს. კარგად თუ გააკეთებენ მოგებასაც ნახავენ. როგორც ფიფია ყიდის ეხლა ბიჭებს მილიონებად |
Posted by: ratomac aRa 23 Apr 2024, 17:40 |
oxx. თავისი ფულით ააშენოს რაც უნდა, მაგრამ არა ჩვენი არც ერთ ქვეყანას არ ჭორდება ამხელა სტადიონი თუ იქ სპორტი სამოყვარულო დონეზეა განვითარებული, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი ფარერებია დონეც აღარაა უკვე |
Posted by: მადეირა 23 Apr 2024, 22:58 | ||
აი, ნუ დაახლოებით ასეთი არგუმენტი აქვთ ბობოლა ქოცებს, ვერაფრით აგვიხსნეს, რატომ არის კანონი რუსულიო - რამდენიც არ უნდა ახსნა, არგუმენტი მოიყვანო, მაინც მაგას რომ ამბობენ |
Posted by: S_U_S_E 23 Apr 2024, 23:30 |
100 ქარხნის მერე 1 სტადიონი რაა... თუ დაპირებაა ბარემ თქვი 10 ახალი სტადიონის აშენება და ყველა არსებულის განახლება... ოფშორებიდან ბევრი უფასო ფული შემოვა და ქვეყანაც აშენდებაო... |
Posted by: oxx. 23 Apr 2024, 23:38 |
მადეირა გითხარი 4+1 წელი თქო არაა დიდი დრო ))) პროსტა ყველა ქოცი როგორაა ვინც არ გეთანხმებათ ეგ ვერ გავიგე ერთი |
Posted by: Henyd0r1 24 Apr 2024, 00:27 | ||
|
Posted by: მადეირა 24 Apr 2024, 00:46 |
oxx. არ მითვქია ეგ მე, სტილი ჩამოგავს თქო |
Posted by: gion 24 Apr 2024, 09:13 | ||
ფეხბურთში კი არ უნდა უხარჯებოდეს ამდენი ფული. სწავლა-განათლებაში უნდა იდებოდეს ეს რესურსი. რაის ფეხბურთი. ხალხი მარსზე დაფრინავს უკვე, ესენი ბურთს აგორავებენ. ჩადეთ თანხები მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტების შექმნაში. გაზარდეთ პროგრამისტები, ბიოინჟინრები, ფიზიკოსები და ა.შ. ფეხბურთს არ გავკარი! |
Posted by: andre3000 24 Apr 2024, 10:22 | ||
gion
ფეხბურთი ყველგანაა , მარსზე ვინც დაფრინავს ზუსტად ეგ ხალხი მესის იმხელა ხელფასს უხდის 10 და 20 სფფ ბიუჯეტი იქნება. ჩვენ არ გვჭირდება კოსმოსში გაფრენა მაგრამ ბევრი რამე გვჭირდება რო ქვეყანა განვითარდეს. მათ შორის ფეხბურთი |
Posted by: Pazzini 24 Apr 2024, 10:42 |
ფოთში და ზუგდიდში დაამთავრეს უკვე? ვის აყლევებენ. |
Posted by: Beso1980 24 Apr 2024, 11:00 | ||
gion
თუ გაკარი აქ რამ შემოგიყვანა? |
Posted by: LeSang 24 Apr 2024, 11:41 | ||
მაინც რამდენი იხარჯება აბა გვითხარი? 15 მილიონი წელიწადში? საპატრიარქოს 60 მილიონს ვუხდით ამ დროს და 15 მილიონი ენანებათ... |
Posted by: furuckssia 24 Apr 2024, 14:12 |
სპორტი განათლების ერთ- ერთი საგანია. |