Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > კვიპროსი


Posted by: bruno 22 Apr 2010, 19:04
user posted image
აქალაქი : ნიქოზია
ყველაზე დიდი ქალაქი : ნიქოზია
ოფიციალური ენები : ბერძნული , თურქული
პრეზიდენტი : დიმიტრიოს ქრისტოფიასი
საერთო ფართობი : 9,251 კმ²
მოსახლეობა : 788,457
ვალუტა : ევრო
სატელეფონო კოდი : +357

გეოგრაფია :
რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 9.251 კმ²-ს, მათ შორის 37 % დღემდე მიტაცებული აქვს თურქეთს (3,355 კმ²) და მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.



სახელმწიფო:
სახელმწიფო სისტემა — დემოკრატიული რესპუბლიკა (ბერძნული და თურქული ზონები).
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი დიმიტრიოს ქრისტოფიასი ბერძნულ ზონაში და პრეზიდენტი რ. დენქთაში თურქულ ზონაში.
საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი პარლამენტი (80 წევრი) — ბერძნულ ზონაში; ერთპალატიანი პარლამენტი (50 წევრი) — თურქულ ზონაში.

კვიპროსის რესპუბლიკა იყოფა 6 რაიონად :
ნიქოზია
კირენია
ლარნაკა
ლიმასოლი
პაფოსი
ფამაგუსტა


სახელმწიფო ენები : ბერძნული , თურქული
რელიგია : მართლმადიდებლობა და ისლამი.

ქალაქები:
ლიმასოლი 149 000
ლარნაკა 46 000
ფამაგუსტა 36 000
პაფოსი 33 000


ეკონომიკა :
რესურსები — სპილენძი, პირიტი, აზბესტი, თაბაშირი, საშენი ხე-ტყე, მარილი, მარმარილო, თიხა.
ექსპორტი — ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ღვინო, კარტოფილი, ციტრუსები.
ვალუტა — ევრო (2008 წლის 1 იანვრამდე — კვიპროსის ფუნტი), თურქულ ზონაში — თურქული ლირა.


ისტორია :
1963 წელს რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს შეირაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. 1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა გადმოსხა თავისი შეიარაღებული ძალები და მოახდინა მისი ოკუპაცია, სადაც მოგვიანებით (1976) გამოცხადებულ იქნა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“. ეს იყო რეაქცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ კვიპროსის მიერთებას საბერძნეთისათვის. გაეროს ეგიდით 1988 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის მომავალი გაერთიანებისათვის, რომელიც დღემდე უშედეგოდ გრძელდება. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ ახალი იმპულსი მისცა პრობლემის მოწესრიგებას.

სპორტი:
სპორტის მართველი როგანოებიდან კვიპროსში არსებობს საავტომობილო ასოციაცია, კვიპროსის ბადბინტონის ფედერაცია , კვიპროსის კალათბურთის ფედერაცია , კვიპროსის ფებხურთის ფედერაცია , კვიპროსის ფრენბურთის ფედერაცია და კვიპროსის რაგბის ფედერაცია .
მარკოს ბაგდატისი არის ერთ ერთი ყველაზე წარმატებული კვიპროსელი სპორტსმენი , მან მოახერხა 2006 წელს გასულიყო ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში და ა მავე წელს მან მოახერხა გასული უიმბლდონის ნახევარფინალში
ფეხბურტი არის კვიპროსში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა .
კვიპროსში ტარდება რალი რომელიც იმართება ლიმასოლში

Posted by: bruno 22 Apr 2010, 19:07
მოკლედ აქ დავწეროთ ყველაფერი კვიპროსის შესახებ
ვის უყვარს
ვის არ უყვარს
ვინ არის ნამყოფი
ვინ არ არის ნამყოფი და უბრალოდ უნდა წასვლა ან არ უნდა წასვლა biggrin.gif
* * *
ნიქოზია :
user posted image
user posted image
ლიმასოლი :
user posted image
user posted image
user posted image
ლარნაკა:
user posted image
user posted image
ფამაგუსტა :
user posted image
user posted image
user posted image


Posted by: Antigone 25 Apr 2010, 16:20
პეტრა ტუ რომიუ (Πέτρα του Ρωμιού) - აფროდიტეს დაბადების ადგილი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი კვიპროსზე და აი, რატომ

user posted image
ასეთი წყალი არსად არაა სხვაგან. ჩადიხარ და ასე გგონია, დაფრინავ smile.gif

კურიონ (Κούριον)

ხედი ამფითეატრიდან

user posted image

ფოტოები © მე

Posted by: bruno 30 Apr 2010, 00:14
Antigone
QUOTE
პეტრა ტუ რომიუ (Πέτρα του Ρωμιού) - აფროდიტეს დაბადების ადგილი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი კვიპროსზე და აი, რატომ

საოცრებაა მართლაც
ძალიან ლამაზია


QUOTE
ფოტოები © მე

ეს ვერ ვანხე biggrin.gif
ვაა ანუ ნამყოფი ხარ smile.gif
დარწმუნებული ავრ ძალიან ისიამოვნებდი

რომელი ქალაქი მოგეწონა ყველაზე ძალიან? მე მიდნა წასვლა და ალბათ წავალ წელს ზაფხულში ლიმასოლში yes.gif

Posted by: Natk@ 30 Apr 2010, 01:00
რა სილამაზეა,ღირს ნახვა ნამდვილად

Posted by: bruno 30 Apr 2010, 01:05
Natk@
QUOTE
რა სილამაზეა,ღირს ნახვა ნამდვილად

ამ სურათებში კიდე ძალიან ბევრი არ ჩანს smile.gif
საოცარია კვიპროსი
ნამდვილად ღირს

Posted by: Fenix Fire Bird 30 Apr 2010, 12:51
აუ, რა ლამაზიაააააა love.gif
ვინმემ არ იცის საქართველოში ტურ - ოპერატორებს არ აქვთ კვიპროსზე ტურები?

Posted by: bruno 30 Apr 2010, 14:28
Fenix Fire Bird
QUOTE
ვინმემ არ იცის საქართველოში ტურ - ოპერატორებს არ აქვთ კვიპროსზე ტურები?

მეც ვეძებდი მაგრამ არ აქვთ smile.gif თუმცა მე ნაკლებად მაინტერესებს ეგ ნათესავთან ვაპირებ ზაფXულში წასვლას ლიმასოლში smile.gif
ხოდა რაც შეეხება რეისებს არის პირდაპირი რეისები კვიპროსსსი თბილისიდან

Posted by: Fenix Fire Bird 30 Apr 2010, 14:46
bruno
QUOTE
მე ნაკლებად მაინტერესებს ეგ ნათესავთან ვაპირებ ზაფXულში წასვლას ლიმასოლში

აუ, რა ბედნიერი ხარ smile.gif
ლიმასოლში თუ არა თურქეთში მაინც წავალ ამ ზაფხულს, მაგრამ რა მომენტია იცი, კვიპროსი დასასვენებლად თურქეთს ჯობია მე მგონი...

Posted by: bruno 30 Apr 2010, 14:55
Fenix Fire Bird
QUOTE
ლიმასოლში თუ არა თურქეთში მაინც წავალ ამ ზაფხულს, მაგრამ რა მომენტია იცი, კვიპროსი დასასვენებლად თურქეთს ჯობია მე მგონი...

რა თQმა უდნა ჯობია smile.gif თან ერთი ორად უბრალოდ თანხაში იქნება ალბათ განსხვავება კვიპროსი უფრო ძვირი დაგიჯდება yes.gif თუმცა ნამდვილად ღირს დამიჯერე

Posted by: forever`s_NEVER 30 Apr 2010, 16:28
მიყვაააარს smile.gif
ვიყავი ლარნაკაში, ლიმასოლსა და პაფოსში. ზღვა გამაოგნებელი, რა თქმა უნდა. სასტუმროში/სახლში ისე ცხელოდა, კონდიციონერს ყველა მხრიდან წყალი გასდიოდა smile.gif ლიმასოლში, მახსოვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არისო, მხოლოდ ერთ ავტობუსი, რომელიც 1-2 საათში ერთხელ ჩამოივლიდა. სამაგიეროდ ყველა ნაბიჯზე ქირავდება მანქანა, არის ტაქსი და ძალიან ბევრი შეძლებული რუსი ტურისტი, რომელთაც დანახვისთანავე ცნობ.

გული მწყდება რომ ვერ ვნახე rural Cyprus, იქაური სოფლური ცხოვრება. მაგრამ არა უშავს, ოდესმე ვნახავ smile.gif

Antigone
ამ სურათებიდან მარილიანი სუნი ვიგრძენი ზღვიდან რომ მოდის.

Posted by: bruno 30 Apr 2010, 16:59
forever`s_NEVER
ძვირი დაგიჯდა ეგ სიამოვნება?
აუუუ აუუ ძალიან მინდა რა და ვაფშე ეხლავე წავალ biggrin.gif

Posted by: Antigone 1 May 2010, 02:39
bruno
QUOTE
რომელი ქალაქი მოგეწონა ყველაზე ძალიან? მე მიდნა წასვლა და ალბათ წავალ წელს ზაფხულში ლიმასოლში 


პაფოსი, აია ნაპა smile.gif

კვიპროსზე თავი, როგორც სახლში, ისე ვიგრძენი, მაგრამ წასასვლელად - ფინანსურად და დასათვალიერებლად საბერძნეთი სჯობს smile.gif მაგრამ ხალხი - კვიპროსელები, არის ამ ქვეყნის ღირშესანიშნაობა - არსად მინახავს ამდენი კეთილგანწყობილი და მშვიდი ადამიანი.

ერთელ მაღაზიის გამყიდველმა შემომთავაზა, მიგატანინებ ჩანთებს სასტუმრომდეო givi.gif ეტყობა მაღაზიის დაკეტვას და გამოყოლას აპირებდა. მე ფლირტად ჩავთვალე და უარი ვუთხარი biggrin.gif

ჰო, კვიპროსზე არ არის საზ.ტრანსპორტი. კვიპროსზე მომსახურე პერსონალს რესტორნებსა თუ მაღაზიებში ინგლისურად უნდა ელაპარაკო (ჩემი მთავარი დისკომფორტი - კვიპროსელები ოფისებში, მანქანებში და ძალიან მცირე დოზით ბერძნული ენა sad.gif ).

კვიპროსზე არსებობს ჩურჩხელა . ფოტოს დავდებ მართლა...

კიკკოსის მონასტერი

http://pix.ge/



პაფოსი
http://pix.ge/

პეტრა ტუ რომიუ
http://pix.ge/

აია ნაპა
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

forever`s_NEVER
მთავარი - აია ნაპა და პეტრა ტუ რომიუ დაგრჩენია! მე აუცილებლად წავალ კიდევ, ამჯერად დასასვენებლად smile.gif

Posted by: bruno 1 May 2010, 03:10
Antigone
QUOTE
მაგრამ ხალხი - კვიპროსელები, არის ამ ქვეყნის ღირშესანიშნაობა - არსად მინახავს ამდენი კეთილგანწყობილი და მშვიდი ადამიანი.

ვიცი ვიცი და ზუსტად მაგიტომაც მიყავრს კვიპროსი smile.gif კვიპოელები
და საერტოდ კვიპროსი ერთ ერტმა კვიპროსელმა შემაყვარა (ჩოგბურთელმა ამრკოს ბაგდატისმა)
+ ნათEსავისგან რომელიც ოჯახიტ იქ ცხოვრობს
სოხუმს გავსო სხვათა შორის რაღAცი ლიმასოლიო biggrin.gif სოხუმიდან დევნილია ტვითონაც და ძალიან გაუადვილდა შეგუება
მოკლედ აუცილებლად წავალ კვიპროსში

Posted by: Antigone 1 May 2010, 11:45
bruno
QUOTE
მოკლედ აუცილებლად წავალ კვიპროსში


კვიპროსზე smile.gif მიდიხარ ქვეყანაში და მიდიხარ კუნძულზე.

Posted by: bruno 1 May 2010, 12:35
Antigone
QUOTE
კვიპროსზემიდიხარ ქვეყანაში და მიდიხარ კუნძულზე.

biggrin.gif
ხო ნუ შემეშალა რა smile.gif

Posted by: Marner 1 May 2010, 21:41
ულამაზესი კუნძულია მაგრამ ხელოვნურია ყველაფერი, გარდა რა თქმა უნდა ლამაზი პლიაჟებისა რომელიც მართლაც რომ მრავლადაა... ხალხს რაც შეეხება თუ ტურისტი ხარ და დასასვენებლად ხარ ჩასული უფრო თბილი და კეთილმოსურნეა მაგრამ თუ ცხოვრობ და მუშაობ იმდენად აღარ გეფერებიან და ცოტა უხეშებიც კი არიან. მაგრამ ეგ ყველგან ეგრეა - ქართველი ემიგრანტი არავის არ ჭირდება no.gif აგია-ნაპა არის უმაგრესი ადგილი ახალგაზრდისთვის, მარტო დიკოები და ბარებია, უძაანმაგრესი ადგილია ყველა ჯიშის და რჯულის, და ფერის ადამიანს ნახავ იქ. ულამაზესი პლიაჟებით. მოკლედ თუ გულავი გინდა იქ უნდა ჩახვიდე აუცილებლად. პაფოსი პატარა და მყუდრო ქალაქია უფრო ტურისტებისთვის ზამთარში იქ ყველაფერი მკვდარია. ლიმასოლი უფრო ცოცხალი ქალაქია. ხო და კიდევ ტროდოსი პატარა ბაკურიანია ზამთარში. უამრავი რესტორნები, პატარა კაფეეი ფეჩით და სიმყუდროვით და რა თქმა უნდა სათხილამურო გზა. მოკლედ თუ კი ვინმეს სურვილი გაგიჩნდათ ამ პატარა კუნძულის მონახულების აუცილებლად წადით (თუ რა თქმა უნდა ფინანსებიც ხელს გიწყობთ) არ ინანებთ! თუმცა არ თუ ისე ცოტა დაგეხარჯებათ smile.gif

Posted by: Antigone 2 May 2010, 12:33
Marner
გააჩნია ვინაა. მე ქართველები მყავს ნანახი ლიდრაზე - ჩვეული დაუდევარ-მაფიოზური სიარულით, უტვინო და დაფანტული, ზოგ შემთხვევაში თავხედური ღიმილით... და რაც მთავარია, ლოთობა და კრიმინალი, რაც კვიპროსელებს აშინებს. ნამდვილად ვერ გავამტყუნებ, თუ ასეთი ხალხი არ მოეწონებათ. მე არ მომწონს ეგეთი ქართველი.

Posted by: Marner 2 May 2010, 12:41
QUOTE (Antigone @ 2 May 2010, 12:33 )
Marner
გააჩნია ვინაა. მე ქართველები მყავს ნანახი ლიდრაზე - ჩვეული დაუდევარ-მაფიოზური სიარულით, უტვინო და დაფანტული, ზოგ შემთხვევაში თავხედური ღიმილით... და რაც მთავარია, ლოთობა და კრიმინალი, რაც კვიპროსელებს აშინებს. ნამდვილად ვერ გავამტყუნებ, თუ ასეთი ხალხი არ მოეწონებათ. მე არ მომწონს ეგეთი ქართველი.

ხო ეგ რა თქმა უნდა ეგრეა. და ეგეთების გამო ზოგადად ქართველები არც თუ ისე მოსწონთ მეთქი, და ვერც გაამტყუნებ. მეც ვერ ვიტან მაგისთანა ადამიანებს რომელებიც სამწუხაროდ მრავლადაა კიპრზე.

Posted by: Antigone 2 May 2010, 12:58
Marner
თვით პონტოელი ბერძნები - იგივე ეთნიკურად მათი ნათესავები არ მოსწონთ იგივე მიზეზით.

რა გითხრა, მე კვიპროსელები უზომოდ მესიმპატიურებიან, საბერძნეთის ბერძნებზე მეტად. მახსოვს კვიპროსიდან ათენში რომ ჩავედი, როგორ გავბრაზდი იმათ უხეშობაზე, მეტროდან ამოსვლისას ზედ რო მეტაკებოდნენ და არაფრით არ დამითმეს ჩემოდნით მომავალს გზა - ველურებივით. ეს რა თქმა უნდა, პროვინციული გარემოს ბრალია - ძალიან პატარაა კვიპროსი და პატარა ქალაქის მენტალობა აქვთ, დიდ ქალაქებსა და ქვეყნებში ხალხი გაუხეშებულია. მაგრამ რა ვქნა,. მეტროპოლისებს მე მირჩევნია კეთილგანწყობილი ხალხი, რო არ გიბღვერს და რაც უარესი, ინდიფერენტული სიფათით დადის, როგორც მაგალითად, უნგრეთში.

Posted by: forever`s_NEVER 4 May 2010, 11:27
bruno
სტუმრად ვიყავი და ბევრი არაფერი დამიხარჯავს.

პირველად სავიზო რეჟიმი არ იყო და ვიზას ჩასვლისთანავე, აეროპორტზე გასცემდნენ. მაშინ ჩარტერი დაფრინავდა და მგონი 600 ლარამდე ღირდა ბილეთი (2002-2003-ში).
ეხლა კიევში შეგიძლია აიღო კვიპროსის ვიზა და იქედანვე გაფრინდე, აეროსვიტით.

Posted by: bruno 5 May 2010, 13:57
forever`s_NEVER
ხო მეც სტუმრად მივდივარ
და ისიც გავაკრვიე რო კიევში უნდა ავიღო ვიზა
მოკლედ გადავწყვიტე რა რო აუცილებლად წავალ ზაფხულში smile.gif
და თქვენ ის მითხარით რომელ ქალაქებში ჩავიდე (არადა ყველას ვნახავ biggrin.gif ) და რა ადგილები მოვინახულო

Posted by: paparaz 5 May 2010, 16:13
ძალიან კარგი ქვეყანაა, მაისის თვიდან შეგიძლიათ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით ისიამოვნოთ.მიუხედავად იმისა,რომ კუნძულია,შეგიძლიათ ბევრი ისტორიული ადგილიც ნახოთ.

ნამდვილად ღირს მოგზაურობა, თუმცა ფასები დაბალი ნამდვილად არ არის

Posted by: Antigone 5 May 2010, 16:17
bruno
სომხეთშიც კეთდება ვიზა. მეგობარი იყო ახლა და სომხეთიდან აიღო ვიზა. გაარკვიე კარგად - უფრო ადვილია.

რა უნდა მოინახულო: ლარნაკა, ლემესოს (ლიმასოლი), შეგიძლია ლევკოსიაშიც (ნიქოზია) ჩახვიდე - მაინც გახლეჩილი ქალაქია და ძალიან საინტერესოა, თუმცა დიდად არ ღირს - შუა კვიპროსზეა და დიდი არაფერი მაინდამაინც.

პაფოსი, აია ნაპა, პეტრა ტუ რომიუ - აფროდიტეს დაბადების ადგილი. ასევე შეგიძლია აისერნო ოკუპირებულ მხარეს - კერინეა და ა.შ. თუმცა მე ძალიან ცუდად გავხდი იქით, ძაან იმოქმედა ასეთმა ოკუპაციის უცერემონიო დემონსტრირებამ.

პატარაა ძალიან კვიპროსი, ყველაფრის ნახვა შეიძლება. ხო, მანქანის დაქირავება თუ კარგად მახსოვს 50 ევროა დღეში - ეს ნამდვილად დაგჭირდება თუ აპირებ მოგზაურობას, რადგან საზ.ტრანსპორტი შიდა და ქალაქთაშორისი ქსელი პრაქტიკულად ნულოვანია. ტაქსი კატასტროფული ფასია - 3 ევრორაღაცას გიწერს ჩაჯდომისთანავე და მიიხედ-მოიხედავ და 10 ევრო აქვს დაწერილი.

აია ნაპაში გაჩერდი აუცილებლად რამდენიმე დღე - ძალიან მაგარი საკურორტო ახალგაზრდული ზონაა, ზღვაა როგორც კარიბებზე (ფოტოებით ვიცი რა biggrin.gif), გართობა, ბარები, სასტუმროები მშვენიერი. ორკაციანი ნომერი საკმაოდ კარგი სექტემბერში ასე 70 ევრო ღირდა.
კვება სულ მცირე 10-15 ევრო ჯდება პატარა ტავერნებში ან მოკრძალებულ რესტორნებში. ყავა 3,50 - 4.0 ევროს ფარგლებში, სტარბაქსში და ფლოკაფეში მაგ - 5,6,7 ევროა. ზოგადად ბერძნულ სივრცეში ძვირია ყავა, მაგრამ იგივე ყავა 30%ით იაფია საბერძნეთში მაგალითად.

Posted by: bruno 6 May 2010, 02:42
Antigone
QUOTE
სომხეთშიც კეთდება ვიზა. მეგობარი იყო ახლა და სომხეთიდან აიღო ვიზა. გაარკვიე კარგად - უფრო ადვილია.

მე უკრაინა ვიცოდი მაგრამ თუ სომხეთიოს ვარიანტიც არის რა ტQმა უდნა სომხეთი ჯობია smile.gif კი მაგას აუცილებალდ გავარკვევ
QUOTE
რა უნდა მოინახულო: ლარნაკა, ლემესოს (ლიმასოლი), შეგიძლია ლევკოსიაშიც (ნიქოზია) ჩახვიდე - მაინც გახლეჩილი ქალაქია და ძალიან საინტერესოა, თუმცა დიდად არ ღირს - შუა კვიპროსზეა და დიდი არაფერი მაინდამაინც.

პაფოსი, აია ნაპა, პეტრა ტუ რომიუ - აფროდიტეს დაბადების ადგილი. ასევე შეგიძლია აისერნო ოკუპირებულ მხარეს - კერინეა და ა.შ. თუმცა მე ძალიან ცუდად გავხდი იქით, ძაან იმოქმედა ასეთმა ოკუპაციის უცერემონიო დემონსტრირებამ.

პატარაა ძალიან კვიპროსი, ყველაფრის ნახვა შეიძლება. ხო, მანქანის დაქირავება თუ კარგად მახსოვს 50 ევროა დღეში - ეს ნამდვილად დაგჭირდება თუ აპირებ მოგზაურობას, რადგან საზ.ტრანსპორტი შიდა და ქალაქთაშორისი ქსელი პრაქტიკულად ნულოვანია. ტაქსი კატასტროფული ფასია - 3 ევრორაღაცას გიწერს ჩაჯდომისთანავე და მიიხედ-მოიხედავ და 10 ევრო აქვს დაწერილი.

აია ნაპაში გაჩერდი აუცილებლად რამდენიმე დღე - ძალიან მაგარი საკურორტო ახალგაზრდული ზონაა, ზღვაა როგორც კარიბებზე (ფოტოებით ვიცი რა ), გართობა, ბარები, სასტუმროები მშვენიერი. ორკაციანი ნომერი საკმაოდ კარგი სექტემბერში ასე 70 ევრო ღირდა.
კვება სულ მცირე 10-15 ევრო ჯდება პატარა ტავერნებში ან მოკრძალებულ რესტორნებში. ყავა 3,50 - 4.0 ევროს ფარგლებში, სტარბაქსში და ფლოკაფეში მაგ - 5,6,7 ევროა. ზოგადად ბერძნულ სივრცეში ძვირია ყავა, მაგრამ იგივე ყავა 30%ით იაფია საბერძნეთში მაგალითად.

გაიხარე დიდი მადლობა უბრალოდ არ დამჭირდება მანქანის დაქირავება იმის და გამო რო ყასვ ჩემ ნათEვას ლიმასოლში მანქანა
თან ახალგაზრდებიც არიან ოჯახში და მე მგონი ყველგან ჩავალ და თან არც თუ ისე ცოტა ხნით ანუ ძირფესვიანად ვნახავ და სევიგრზნობ ყველაფერს
ყველაზე ძალიან იქ მცხოვრები ხალხი მაინტერესებს
ყველა ამბობს და თქვენც დაადასტურეთ იგივე რო უსაზღვროდ თბილი ხალხიაო
ხო ნიქოზიაშიც ჩავალ აალბათ თუმცა როგორც ჩანს უფრო აღმოსავლური ყაიდის ქალაქია ცოტა რაღაცნაირად უხეში
ფოტოებიდან ასე ჩანს
ხო კიდე სოფლურ ცხოვრებასაც ვეწევი კვიპროსზე ამაზეც ძAლიან ბევრი აკრგი მსმენია
მოკლედ 10 დღთ ვაპირებ სადღაც ჩასვლას და მე მგონი მეყოფა ყველაფრისთვის

Posted by: SerGeorge 14 May 2010, 16:58
2003 წელს ვცხოვრობდი და ვმუშაობდი კვიპროსში

კურორტ აიანაპაში

მაშველად, აკვაპარკ: "WaterWorldWaterPark"-ში (მსოფლიოს 12 უდიდესი აკვაპარკიდან ერთერთია) smile.gif

ორი სიტყვით შემიძლია გავიხსენო აიანაპა:

"სამოთხე დედამიწაზე" yes.gif

ვინც აპირებთ კვიპროსში დასასვენებლად გამგზავრებას, აუცილებლად მოინახულეთ Ayia Napa boli.gif

http://www.google.ge/images?hl=ka&source=imghp&q=Ayia+Napa&btnG=%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%90&gbv=2

Μου λείπεις Αγία Νάπα sad.gif

Posted by: bruno 16 May 2010, 11:02
SerGeorge
და რამ ჩამოგიყვანა ტო? biggrin.gif smile.gif თან რა თქმა უნდა სეზონური სამსახური იყო ხომ?

Posted by: SerGeorge 16 May 2010, 12:02
bruno
QUOTE
და რამ ჩამოგიყვანა ტო


კონტრაქტით ვმუშაობდი სეზონზე (აპრილი - ნოემბერი), მორჩა კონტრაქტი - მორჩა მუშაობა smile.gif




Posted by: SerGeorge 25 May 2010, 12:39
user posted image



user posted image



user posted image



user posted image



user posted image



user posted image



user posted image



user posted image




http://www.waterworldwaterpark.com



**************************************************************

Posted by: Marner 29 May 2010, 23:48
აუ მაგარია უოთერპარკი, პაფოსის და ლიმასოლის უოთერპარკში ვარ ნამყოფიიიი, ძალიან მაგარი დრო ვატარე, მაგარიააააააა....

Posted by: bruno 30 May 2010, 02:24
Marner
QUOTE
აუ მაგარია უოთერპარკი, პაფოსის და ლიმასოლის უოთერპარკში ვარ ნამყოფიიიი, ძალიან მაგარი დრო ვატარე, მაგარიააააააა....

წელს მეც ვატარებ
მინიმუმ ლიმასოლის უოთერპარკში boli.gif
იფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ biggrin.gif

Posted by: SerGeorge 31 May 2010, 12:51
Marner
QUOTE
პაფოსის და ლიმასოლის უოთერპარკში ვარ ნამყოფიიიი


bruno
QUOTE
მინიმუმ ლიმასოლის უოთერპარკში


თავი არ მომჭრათ და პაფოსის და ლიმასოლის აკვაპარკები არ შეადაროთ აიანაპას აკვაპარკს boli.gif

Posted by: Marner 31 May 2010, 18:00
QUOTE
თავი არ მომჭრათ და პაფოსის და ლიმასოლის აკვაპარკები არ შეადაროთ აიანაპას აკვაპარკს boli.gif

არ ვიცი აია ნაპის უოთერში ნაღდათ არ ვარ ნამყოფი, ისე ვარ საგულაოდ, უძაანმაგრესია....

Posted by: bruno 11 Jun 2010, 20:09
უი სად ყოფილა ეს თEმა
SerGeorge
QUOTE
ავი არ მომჭრათ და პაფოსის და ლიმასოლის აკვაპარკები არ შეადაროთ აიანაპას აკვაპარკს

ამხელა განსხვავებაა? spy.gif

Posted by: TROJAN 14 Jun 2010, 06:24
როგორც ბევრმა კვიპროსელმა მიტხრა ღარიბი ფენა როგორც ასეთი არ ყავთ

sad.gif

სულ ჩვენ არ გგვანან?

Posted by: heilos 14 Jun 2010, 07:22
QUOTE
როგორც ბევრმა კვიპროსელმა მიტხრა ღარიბი ფენა როგორც ასეთი არ ყავთ


თურქული მხარე ითვლება შედარებით ღარიბულად

Posted by: ika_j 14 Jun 2010, 09:26
კვიპროსის ვიზაზე რომელ საელჩოს უნდა მივაკითხო? თუ რომელიმე ტურისტული ფირმა გამიკეთებს?

Posted by: SerGeorge 14 Jun 2010, 09:42
bruno
QUOTE
ამხელა განსხვავებაა?

კი, განსხვავება დიდია.

ika_j
QUOTE
კვიპროსის ვიზაზე რომელ საელჩოს უნდა მივაკითხო? თუ რომელიმე ტურისტული ფირმა გამიკეთებს?

მე როგორც მახსოვს არ გვაქვს კვიპროსის საელჩო თბილისში, შეიძლება რამე შეიცვალა....
ტუროპერატორთან დარეკე და გეტყვიან სად უნდა აიღო ვიზა.

Posted by: heilos 14 Jun 2010, 09:48
QUOTE
კვიპროსის ვიზაზე რომელ საელჩოს უნდა მივაკითხო? თუ რომელიმე ტურისტული ფირმა გამიკეთებს?


tbilisi.gov.ge ამ სიტზე არის საელჩოების ინფო განთავსებული

Posted by: ika_j 14 Jun 2010, 09:51
heilos

მერიის საიტი გათიშულია რატომღაც sad.gif


Posted by: SerGeorge 14 Jun 2010, 09:51
TROJAN
QUOTE
როგორც ბევრმა კვიპროსელმა მიტხრა ღარიბი ფენა როგორც ასეთი არ ყავთ



სულ ჩვენ არ გგვანან?



ჩვენ ვერ დაგვემგვანებიან, იმიტომ რომ თავის დროზე რაც ინვესტიცია ჩაიდო მანდ ინგლისელების (და არა მარტო) მიერ, მანქანებში, მობილურებში და ტოტალიზატორ-კაზინოში არ დაუხარჯავთ კიპრიოტებს ეგ ფული smile.gif გაუშვეს ეგრევე ბიზნესში და დღეს როგორც ასეთი "ღარიბი ფენა" არ ყავთ, მართალი უთქვამთ შენთვის boli.gif

Posted by: heilos 14 Jun 2010, 10:01
ika_j


http://embassy.mfa.gov.ge/?sec_id=590&lang_id=ENG

Posted by: ika_j 14 Jun 2010, 10:11
heilos

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: heilos 14 Jun 2010, 10:17
ika_j

არაფრის smile.gif იმედია მაგ ინფოს ეძებდი

Posted by: Pshaveli 15 Jun 2010, 16:09
ორჯერ ვარ ნამყოფი, ორივეჯერ ნიქოზიაში. სამწუხაროდ კურორტები არ მინახავს(ვერცერთხელ ზაფხულში ვერ მოვხვდი).
რამ გამაკვირვა ნიქოზიაში:
მიდიხარ ცენტრალურ ქუჩა ლედრაზე(ფეხით სასიარულო), აშკარად ევროპაში ხარ, ყველაფერში იგრძნობა, 2 წუთში გადადიხარ საზღვარს და თავს გრძნობ დიდუბის ავტისადგურის ტერიტორიაზე(ან დინამოს ბაზრობაზე). ეს ყველაფერი ხდება 2 წუთში და 200 მეტრში. ძალიან დიდი განსხვავებაა ევროპულ და თურქულ კვიპროსს შორის.
ქალაქის შუაზე გაყოფა საშინელებაა, მაგრამ სამაგიეროდ მშვიდობაა და ჩანს ვის რისი საჯდომი აქვს. ნახევარი სახლი ერთ მხარესაა, ნახევარი მეორეს. გადამწვარი სახლებით(თითქმის 40 წლის წინ) ჩანს რა ტრაგედია იყო ამ მიწაზე.
კიდევ განმაცვიფრა კვირა დღეს ფილიპინელმა მოსამსახურე ქალებმა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს კვირა დღეს მარტო ეგენი იყვნენ ქალაქში. საერთოდ ნაციონალისტი არ ვარ, მაგრამ არ მინდა ჩემ ქალაქში(თბილისში) და ჩემს ქვეყანაში ესეთი სურათი იყოს. ტარაკნებივით იყვნენ მოდებულები ქალაქში. თან ვერც გაიგებ რა ასაკის არიან. როგორც კიპრიოტებმა ამიხსნეს ფილიპინელების ოჯახებში მოსამსახურეობას სიიაფის გარდა ის უპირატესობაც აქვს, რომ ოჯახის მამაკაცებს ხელი არ წაუცდებათ მათზე, იმდენად მახინჯები არიან(ბერძნული სტანდარტით, თორემ თავის ქვეყანაში შეიძლება "კრასავიცებადაც" ითვლებიან).
გამიკვირდა ჩურჩხელების ნახვა(1 მეტრი სიგრძის), რომელსაც სუჯუხს ეძახიან. ღვინო აქვთ გადასარევი და სამზარეულო საუკეთესო.
აქვთ უდიდესი სავაჭრო საზღვაო ფლოტი და არ აქვთ სასმელი წყალი(ბორჯომი მაგრა იყიდება).
მაგარი ქვეყანაა.

Posted by: Antigone 15 Jun 2010, 23:11
QUOTE
სიიაფის გარდა ის უპირატესობაც აქვს, რომ ოჯახის მამაკაცებს ხელი არ წაუცდებათ მათზე, იმდენად მახინჯები არიან(ბერძნული სტანდარტით, თორემ თავის ქვეყანაში შეიძლება "კრასავიცებადაც" ითვლებიან).

biggrin.gif
უფ, თორემ კვიპროსელი ქალები, რა ვიცი, მზეთუნახავები არიან biggrin.gif ორი-სამი ცალი სიმპატიური გოგო რომ დავინახე კონცერტზე, სიხარულით ავფრთოვანდი.

Posted by: heilos 15 Jun 2010, 23:32
QUOTE
უფ, თორემ კვიპროსელი ქალები, რა ვიცი, მზეთუნახავები არიან


პრინციპში ბერძნებივით უშველებელი ზომის ცხვირები უნდა ჰქონდეთ

Posted by: bruno 20 Jun 2010, 15:28
აბა იწყება უიმბლდონი და როგორც მთელი კვიპროსი ისე კვიპროსისტები უნდა გავხდეთ მარკოსისტები
ანუ მარკოს ბაგდატისი ფანები biggrin.gif ერთ ერტი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი კვიპროსის ისტორიაში

Posted by: Antigone 20 Jun 2010, 22:44
heilos
QUOTE
პრინციპში ბერძნებივით უშველებელი ზომის ცხვირები უნდა ჰქონდეთ

რამდენი ბერძენი გყავს ნანახი დიდცხვირიანი? biggrin.gif კავკასიელი რომ ბერძენზე იტყვის biggrin.gif
მხოლოდ კავკასიასთჸან ასოცირებულ (პონტოელ) ბერძნები არიან ცხვიროსნები, თორემ ბერძნული ცხვირი ზოგადად ზომიერი და ლამაზია.

Posted by: Roger federer 30 Jun 2010, 01:52
რა უდნა ამ თEმას ასე ქვემოთ
თან ვიღაცას ნიქოზიაში წასვლა ნდომებია და თემა გაიხსნია
ვერ ნახა ეტყობა ეს თემა smile.gif

Posted by: Infamous 3 Jul 2010, 10:20
ხალხო როგორ მოვიპოვო ვიზა? 10 დღით. კიდე გადაფრენა რამდენი დაჯდება?
პ.ს. ეხლა აგვისტოში მინდა წასვლა

Posted by: Antigone 3 Jul 2010, 10:57
Infamous
1. გეზარება თემის გადაკითხვა
2. გეზარება დაგუგლვა

რატომ არ უნდა დაგვეზაროს ჩვენ პასუხის გაცემა?

Posted by: Roger federer 5 Jul 2010, 18:28
Antigone
QUOTE
1. გეზარება თემის გადაკითხვა 2. გეზარება დაგუგლვა

რატომ არ უნდა დაგვეზაროს ჩვენ პასუხის გაცემა?

კაი ხო არ იყო საჭირო მიწასთან გასწორება კაცო biggrin.gif

Posted by: Infamous 6 Jul 2010, 09:03
Antigone შენ რომ გეზარება ეს ფაქტია. თუმცა არ გეზარება იმის დაწერა რაც დაწერე. შვილო უკვე გადავიკითხე ეს ტოპიკი და მერე დავწერე !!! ასე,რომ ესეიგი თემიდან გამომდინარე კითხვა ბუნებრივად გამიჩნდა. არ ეწერა ამომწურავად!!!

Posted by: Roger federer 8 Jul 2010, 17:42
Infamous
Antigone
კაი რა გაჩხუბებთ tongue.gif

Posted by: Antigone 10 Jul 2010, 18:54
Infamous
http://forum.ge/?showtopic=34105657&view=findpost&p=19429119


Posted by: Valdemaf 10 Jul 2010, 19:01
კვიპროსის დროც მოვიდა : ) ლიმასოლი და რამე....

Posted by: Roger federer 18 Jul 2010, 02:13
Valdemar
QUOTE
კვიპროსის დროც მოვიდა : ) ლიმასოლი და რამე....

წელს მე პას სამწუხაროდ არადა ვაპირებდი sad.gif

Posted by: Roger federer 28 Aug 2010, 01:42
არავის მოგინახულებიათ წელს კვიპროსი??? : )

Posted by: _R_ 28 Aug 2010, 03:02
QUOTE (Roger federer @ 28 Aug 2010, 01:42 )
არავის მოგინახულებიათ წელს კვიპროსი??? : )

სამწუხაროდ არა : ))

Posted by: MAY★★★★★ 28 Aug 2010, 17:08
QUOTE
კვიპროსი,


კარგია კვიპროსი როცა დასასვენებლად ხარ ჩამოსული და ძალიან ბევრი ფული გიდევს ჯიბეში....
და თუ გინდა გართობა ბოლომდე ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა წახვიდე აგია ნაპაში.... საოცრებებს ნახავ ყველა ასპეკტში...
და აუცილებლად უნდა წახვიდე ბუზუკებში chups.gif

პაფოსი არის ქალაქი სადაც შეზლებ და დაისვენებ სულიერად... ყველაზე მშვიდი ქალაქი კვიპროსში..

დედაქალაქი ანუ ნიქოზია იგივე ლეFკოსია არის ტიპიური ქალაქი... ზღვა არ არის... ძალიან ბევრი მტვერი... ერთადერთი სანახაობა კედელი რომელიც შუაზე ყოფს ქალაქს..... მე პირადად არ მიყვარს...
ლიმასოლი არის ქალაქი სადაც იგრძნობა სიცოცხლე ... სადაც შეგიძლია დაისვენო და გაერთო ერთდროულად... ვგიჯდები ლიმასოლზე...

ტროდოსი არის ზამთარში კარგი... თოვლი მხოლოდ მაინდ მოდის biggrin.gif ისიც ისეთი თოვლჭყაპი... (შევარდნაძეს....... biggrin.gif biggrin.gif) ზამთარში განსაკუთრებით ახალიწლების დღეებში აუცილებლად უნდა წახვიდე და ყველა ნაცნობს იქ ნახავ biggrin.gif






QUOTE
პეტრა ტუ რომიუ (Πέτρα του Ρωμιού) - აფროდიტეს დაბადების ადგილი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი კვიპროსზე და აი, რატომ


ერთერთი ყველაზე ლამაზი ადგილია... მეც უზომოდ მიყვარდა არაჩვეულებრივი ზღვაა... მაგრამ აგარ წავსულვარ მას მერე რაც ასე 20-25 წლის ბიჭი ჩაიხრჩო ჩემს წინ.... sad.gif

QUOTE
ხოდა რაც შეეხება რეისებს არის პირდაპირი რეისები კვიპროსსსი თბილისიდან


იყო ადრე მაგრამ გააუქმეს... პირდაპირი რეისები აღარ არის
* * *
მე პირადად ყველაფერი ეს მაქვს ძალიან მობეზრებული.... mo.gif
* * *
რაც შეეხება ხალხს ზოგადად არიან ძალიან თბილი ხალხი...

დავყოფ ასე ჯილა კიპრიოტელები ადგილობრივი დაბადებული გაზრდილი არის ძალიან უხეში და ასე ვთქვათ ვირი..
განათლებული ხალხი რომელიც ძალიან კეთილად არიან საქართველოს მიმართ განწყიბილნი რომლებმაც იციან ჩვენი ისტორია და ადარებ თავიანთ ისტორიას...
მოხუცები ძალიან თბილი და სასიამოვნო ხალხია კეთილი სახით love.gif
ახალგაზრდობას რაც შეეხებათ:
გარეგნობით გოგნები დავყობ 2 ნაწილად 1) (ღმერთო ნუ მიწყენ და) ძალიან უშნოები არიან რატომღაც კიდიათ გარეგნობა... ჭამენ უზომოდ არიან მსუქნები და შავგვრემნები... 90%
2) ლამაზს ვერ იტყვი მაგრამ უვლიან თავს და არიან მაგარი ნაშები biggrin.gif 10%

ბიჭები: სიმპატიურები ყავთ მართლა გოგნებისგან განსხვავებით უმეტესობა ვარჯიშობს... tongue.gif შრომობენ და საკუთარი ნაშრომითვე ერთობიან ბოლომდე... რასაც ძალიან ვაფასებ...



* * *
Antigone
QUOTE
უფ, თორემ კვიპროსელი ქალები, რა ვიცი, მზეთუნახავები არიან  ორი-სამი ცალი სიმპატიური გოგო რომ დავინახე კონცერტზე, სიხარულით ავფრთოვანდი


ამაში აბსოლიტურად გეთანხმები biggrin.gif
* * *
SerGeorge
QUOTE
თავი არ მომჭრათ და პაფოსის და ლიმასოლის აკვაპარკები არ შეადაროთ აიანაპას აკვაპარკს


ერთადერთი აიანაპის აკვაპარკში არ ვარ ნამყოფი... ლიმასოლის აკვაპარკი ჯობია პაფოსის აკვაპარკს მილიონჯერ... და ვისაც ვიცნობ ყველა უპირატესობას ლიმასოლის აკვაპარკს ანიჭებს yes.gif მეც პირადად ლიმასოლის მომეწონა უზომოდ... ამ ზაფხულს წავალ უეჭველი აიანაპაში... პაფოსში ვცხოვრობ და ვერ დავადგი საშველი... sad.gif მაინტერესებს იქაც ვნახო რა ხდება და მერე დავწერ რომელი ჯობია
* * *
რაც ყველაზე მთავარია ალბათ სურათებზე ბევრად ლამაზი ჩანს ვიდრე რეალურად მართლა ოღონდ.. ხანდახან მიკვირს ხოლმე სურათს რომ შევხედავ ნუთუ აქ ვართკო ვიძახი yes.gif

Posted by: Suleluka 8 Feb 2011, 14:05
Antigone
ვიზასთან დაკავშირებით მაინტერესებს, ძველ პოსტებში გიწერია რომ ვიზა შეიძლება სასომხეთშიც აიღო და რამდენად ზუსტი ინფოა?

Posted by: Antigone 8 Feb 2011, 19:26
Suleluka
მეგობარმა აიღო 2010-ში სომხეთში. მე ავიღე კიევში 2009-ში. უნდა დარეკოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილებაში და დაგაკვალიანებენ

Posted by: Suleluka 9 Feb 2011, 09:50
Antigone
მადლობა.

Posted by: miskhali 9 Feb 2011, 16:25
ზღვის სეზონი როდის იწყება კვიპროსში ხომ არ იცით.მარტში შეიძლება იქ წასვლა? თუ ადრეა მარტი ზღვის სეზონისთვის?

Posted by: Suleluka 10 Feb 2011, 09:40
miskhali
QUOTE
ზღვის სეზონი როდის იწყება კვიპროსში ხომ არ იცით.მარტში შეიძლება იქ წასვლა? თუ ადრეა მარტი ზღვის სეზონისთვის?

ბანაობა ზღვაში რამენადაც ვიცი წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება, მარტში კი ჩვეულებრივად სეზონია ნოემბრამდე.

Posted by: mikheilbagrationi 10 Feb 2011, 21:22
ლიმასოლი მართლაც ულამაზესიაა..წავიდოდა კაცი!!!

Posted by: MAY★★★★★ 10 Feb 2011, 23:42
miskhali
ნებისმიერ დროს შეგიძლია იბანავო, თუმცა თებერვალში ცოტა არ იყოს ცივია წყალი, მარტშიც, აი აპრილიდან აბსოლიტურად ჩვეულებრივად სეზონია უკვე და წყალიც თბილი ასე რომ კარგ დასვენებას გისურვებ yes.gif

Posted by: OTO_777 15 Mar 2011, 19:14
რომელ კომპანიას აქვს ტურები კვიპროსზე და რა ჯდება?

Posted by: gio_gio234 18 May 2011, 12:56
კვიპროსის ვიზაზე ხომ არ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია სად უნდა ავიღოთ?

Posted by: ciklopi777 24 Feb 2012, 15:37
აუ ძაან გვიან ვნახე ეს თემა და დამაინტერესა ძალიან. მაინტერესებს იქნებ მითხრათ ვინმემ ეს ვიზა ორივე მხარეს ჭირდება? თურქულ მხარესაც იგივე ვიზაა საჭირო ? იმიტომ მაინტერესებს რო მე თურქეთში ვცხოვრობ დროებით ცხოვრების უფლებით და ამ ქვეყანაში არავარ შეზღუდული და ამ დროებითი მოწმობით რომელიც თურქეთმა მომცა, (იხ.სურ.) კვიპროსის თურქულ ნაწილზე მააქვს უვიზოთ შესვლის უფლება?[COLOR=red]

Posted by: asaqara 24 Feb 2012, 15:58
3-4 ჯერ ვარ ნამყოფი თითო კვირით ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავისი ფუნტები ჰქონდათ მიმოქცევაში.
ლარნაკას ახლოს კარგ სასტუმროში. რამდენიმე ექსკურსიაც იყო.

არ მიყვარს. ძალიან ძვირი იყო ყველაფერი, სერვისი - ისე რა, ძირითადად ხრიოკი ადგილებია (მცირეოდენი წალკოტების გამოკლებით).

Posted by: Georgian Rabbit 24 Feb 2012, 23:42
gio_gio234

კვიპროსის ვიზებს იღებენ კიევში, როგორც წესი. პასპორტს და საბუთებს აგზავნი მეილით. მგონი 2 კვირაში გვარდება.

ciklopi777
თურქულ ნაწილზე არ უნდა გქონდეს პრობლემა მაგ პერმიტით. მაინც მიწრე საელჩოს, წინასწარ.

Posted by: ciklopi777 25 Feb 2012, 03:10
მადლობა რჩევისთვის Georgian Rabbit

Posted by: lau_lau 7 Sep 2012, 12:37
კვიპროსში რომელი ტურისტული სააგენტო აკეთებს ტურებს????

Posted by: Marner 11 Sep 2012, 15:34
ოთხ წელიწადზე მეტია რაც კვიპროსიდან ჩამოვედი, მაგრად წამოსვლისას დარღვევა მქონდა და ალბათ შავ სიაში (თუ რაც ქვია) შემიტანეს. და მაინტერესებს ეხლა რო წავიდე საზღვარზე პრობლემები ხო არ შემექმნება?
ძაან მიდნა წასვლა და იქნებ ვინმემ მირჩიოთ რამე....

Posted by: kline 17 Feb 2013, 14:39
გამარჯობა მეგობრებო,

კვიპროსში მყავს ნათესავები, მოქალაქეობა აქვთ.
ამ ზაფხულში მინდა რომ 1 კვირით ვესტუმრო.

თქვენი რჩევები მინდა, როგორ ხდება ვიზის აღება და ა.შ.
როგორც ვიცი უკრაინაშია საკონსულო. ანუ მაინტერესებს საბუთების გაგზავნით მოვაგვარებ ვიზის ამბავშ თუ ჩასვლა მომიწევს გასაუბრებაზე.? იქნებ დამაკვალიანოთ


მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: Marner 18 Feb 2013, 18:00
kline
წესით გასაუბრებაზე დაგიბარებენ ანუ იქ უნდა იყო, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი მე პორადად არ მიმიმართავს საელჩოსთვის

Posted by: kline 19 Feb 2013, 00:09
Marner

აბა როგორ აირე ვიზა?

აუ იქნებ არ არის გასაუბრება აუცილებელი sad.gif

Posted by: Jorik 19 Feb 2013, 10:21
ძვირი სიამოვნებაა მანდ დასვენება?


Posted by: kline 24 Feb 2013, 16:13
მეგობრებო ვიზის მოთხოვნებში ეს პუნქტი უწერიათ და რას გულისხმობენ? პასპორტში არცერთი ვიზა რომ არ მაქვს პრობლემები შემექმნება?

The visa for the return country must be valid for at least three months beyond the period of intended stay.

Posted by: stranger555 9 Mar 2013, 15:41
თუ სხვა ქვეყანაში მიდიხარ იქიდან და არა საქართველოში,იმ ქვეყნის ვიზაზეა საუბარი

Posted by: forever`s_NEVER 1 Mar 2014, 20:08
ხომ არ იცით, შენგენის ვიზით კვიპროსში შევალ? (ბერძნულ მხარეში, ლარნაკა, ლიმასოლი, პაფოსი...)

Posted by: Jorik 3 Mar 2014, 22:18
აუ თემა შემეშალა sad.gif
-------------------------

Posted by: HIBERNIA 3 Mar 2014, 22:22
(( ))

Posted by: ToreXx 4 Mar 2014, 17:32
რომელიმე ტუროპერატორს აქვს კვიპროსის ტური?

და თუ აქვს, ფასი მაინტერესებს

Posted by: Royal_Flash 18 Apr 2014, 21:18
რა მაინტერესებს ჩრდ. კვიპროსში რო იყო ნამყოფი (სამხრეთიდან რო შედიხარ ეგ გასაგებია, თურქეთის მხრიდან შესვლას ვგულისხმობ), მომავალში შენგენის ვიზაზე რამე პრობლემა შეიძლება შეგექმნას ? ან კვიპროსმა რო დაგბლოკოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო შესვლისთვის ან რამე.

ვინმე ხართ ნამყოფი ?

Posted by: Sherman 9 May 2014, 18:53
მგონი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის სადაც არ ვყოფილვარ

Posted by: ragezone 9 May 2014, 20:32
forever`s_NEVER
Citizens of Georgia holding a valid Schengen visa type "C" that has been used to enter the Schengen region at least once, can enter and stay in Cyprus within the validity of their Schengen visa.

ანუ მაგალითად თუ გაქვს რომელიმე შენგენის ქვეყნის ვიზა შეგიძლია შეხვიდე ოღონდ ჯერ იმ ქვეყანაი უნდა შეხვიდე ვისი ვიზაც გაქვს ან მრავალჯერადი უნდა გქონდეს და პირველი შესვლა დაფიქსირებული გქონდეს იმ ქვეყანაში

Posted by: nocs_13 14 May 2014, 12:37
მატრიარქატიაო კვიპროსზეო, მარტალია ნეტაა?

ჩემი ფეხი არ იქნება მანდა....

Posted by: ragezone 14 May 2014, 15:11
nocs_13
არ გამოვრიცხავ როგორც საბერძნეთშია ისე იქნება smile.gif)

ყველაფერს ქალები წყვიტავენ მთელი ქონება გოგოს რჩება და ა.შ

Posted by: ika100 28 May 2014, 01:59
ძალიან მაგარი კუნძულია 2 თვე ვიცხოვრე და მოვლილი მაქვს. რამდენიმე ადგილის რევიუ გავაკეთე მოგზაურში, ერთერთი შთამბეჭდავი ლაზარეს მეორედ გარდაცვალების ადგილია ლარნაკაში: http://imogzaure.ge/?p=1912.

თუ რამე გაინტერესებთ მომწერეთ.

Posted by: dikka 15 Jun 2014, 15:47
გამარჯობა,

თუ გაქვთ ინფორმაცია საელჩოში შესასვლელად აუცილებელი გახდება უკრაინაში ჩასვლა? (რამდენადაც ვიცი აქ არაა კვიპროსის საელჩო). მყავს ნათესავი იქ რომელსაც შეუძლია ვიზის გამოგზავნა. ვერც ერთი ტურისტული ვერ მოაგვარებს ამ საკითხს?

Posted by: gia_geo 17 Jun 2014, 21:24
QUOTE
თუ გაქვთ ინფორმაცია საელჩოში შესასვლელად აუცილებელი გახდება უკრაინაში ჩასვლა? (რამდენადაც ვიცი აქ არაა კვიპროსის საელჩო).



მეც მაინტერესებს ეს ამბავი..ვინც ხართ გარკვეული დაწერეთ რა..ან ვინმე თუ გააკეთებს ამ ვიზას რომელიმე ტურისტული სააგენტოო..კიდევ გავიგე სომხეთში ყოფილა და რა იცით ამ ამბავზე

Posted by: yellow -fresh 31 Jul 2014, 12:30
ბერძნული მხარე უფრო საკაიფოა არა?

Posted by: ზურა2011 31 Jul 2014, 13:22
ვაფშე არ მევასება საერთოდ არც კვიპროსი და არც საბერძნეთი მაგარი ცუდი ნაროდია ქართველ ქალებზე იძახიან აქ საბოზაოდ ჩამოდიან და ჩვენ ფულებს იქ აგზავნიანო

Posted by: ragezone 31 Jul 2014, 14:11
zura2011
რო იცოდე საბერძნეთში იმდენი ქართველი ქალი ბოზაობს რო რავიცი biggrin.gif

ისე ადგილმდებარეობას გააჩნია თორე უმეტესობა შოვინისტი და ქსენოფობია

dikka
gia_geo

საბერძნეთიშ საელჩოში დარეკეთ და გეტყვიან

Posted by: ზურა2011 31 Jul 2014, 14:30
ragezone
რაღაც პარტიააა უცხოელებს დაზდევენ ქუჩებში და ცემენ და კლავენ კიდეც Χρυσή Αυγή ასე ქვიათ ნახე youtubeshi

Posted by: ragezone 31 Jul 2014, 15:02
* * *
zura2011
მაგრამ ის უფრო მაგრა ტეხავს ქართველები ბერძნულ ბორდელებში რო მუშაობენ facepalm.gif

Posted by: ზურა2011 31 Jul 2014, 15:51
ragezone
ხოდა მაგათ კისერზეა საქართველოს ბიუჯეეტი ამათი გამოგზავნილი ფულებით დადიან ჯიპებით და გაგებით უნდა მოვეკიდოთ biggrin.gif

ისე ეგ ნაღდად არ ვიცოდი ბორდელებშიც თუ მუშაობდნენ
givi.gif

Posted by: dikka 1 Dec 2014, 20:25
gia_geo
fyi smile.gif


Please find the required documents to obtain a Cypriot Visa attached.

1- As a Georgian citizen, you do not need to arrive to Yerevan in person. You can send your documents through a trusted person or post.

2- If you are going to stay with your aunt, you will be asked to provide us with an invitation letter (Assumption of Responsibility- see form attached) from your Host.

3- The host, should provide us with a bank guarantee letter, signed and stamped at the migration office in Cyprus, to assure her guest will leave Cyprus before his/her visa date expires.

4- You can email us some of the documents, but it is mandatory to present your original passport, your application form and photo to the Consulate.

Posted by: chelo-chelo 2 Dec 2014, 10:33
საბერძნეთში სამუშაოები თუ იშოვება კიდე??? იძახიან ძაან გაფუჭდაო.

Posted by: ronald_wesley 3 Dec 2014, 15:49
ბერძნული სერიალ;ი რტო გადიოდა თუ გადის კიდევ რაღაც მათრობელა სიყვარულიო .

რა მაინტერესებს ბერძენი ქალები მართლა ეგეთი უშნოები არიან ?

Posted by: gia_geo 4 Dec 2014, 02:04
dikka
QUOTE
gia_geo
fyi


Please find the required documents to obtain a Cypriot Visa attached.

1- As a Georgian citizen, you do not need to arrive to Yerevan in person. You can send your documents through a trusted person or post.

2- If you are going to stay with your aunt, you will be asked to provide us with an invitation letter (Assumption of Responsibility- see form attached) from your Host.

3- The host, should provide us with a bank guarantee letter, signed and stamped at the migration office in Cyprus, to assure her guest will leave Cyprus before his/her visa date expires.

4- You can email us some of the documents, but it is mandatory to present your original passport, your application form and photo to the Consulate.



thank you for information

Posted by: DBerra 20 Jul 2015, 23:34
ხალხნო კვიპროსის ვიზის აღება რომელ ქვეყნის საელჩოში ჯობია? უკრაინაში ნამდვილად ვერ ჩავალ მაგისთვის

Posted by: dikka 21 Jul 2015, 00:10
DBerra
ერევნის საელჩოში მივიწერე მეილი და მითხრეს რომ ჩასვლა არაა აუცილებელი, შესაძლებელია გააგზავნო საბუთები ან მინდობილ პირს გაატანო ნებისმიერს

Posted by: DBerra 21 Jul 2015, 00:28
QUOTE (dikka @ 21 Jul 2015, 00:10 )
DBerra
ერევნის საელჩოში მივიწერე მეილი და მითხრეს რომ ჩასვლა არაა აუცილებელი, შესაძლებელია გააგზავნო საბუთები ან მინდობილ პირს გაატანო ნებისმიერს

ეგრე ვერ მოვასწრებ აგ ისტოსთვის მინდა. ფოსტით გაგზავნა შეიება ნეტა. ან არ დამიკარგონ პასპირტი :-D

Posted by: dikka 21 Jul 2015, 00:56
DBerra
dhl-ში დარეკე აბა, ტარიფები იკითხე, ფოსტის იმედად მგონი არ ღირს საბუთების გაგზავნა smile.gif

Posted by: DBerra 21 Jul 2015, 10:03
dikka
აქედან კი გავაზგავნი როგორმე მაგრამ იქიდან გამოაგზავნის რო წესივრად საელჩო

Posted by: ფრანკო 23 Jun 2016, 11:49
20-23 წლის ბიჭებისთვის ღირს წასვლა გასართობად ?
მსუბუქ ნარკოტიკთან როგორი დამოკიდებულება აქვთ ?
ოქტომბერში როგორი ამინდებია ?

Posted by: konkretula 15 Aug 2016, 20:10
დასასვენებლად წასვლა რამდენად ღირს კვიპროსში? ფასები როგორია?
ძალიან მინდა სადმე ზღვაზე დასვენება ოღონდ თურქეთში და ეგვიპტეში არა, თან ვიზარზე ვნახე 15-30 ევროდ არის ფრენები კვიპროსში.
ვიზის აღება რა ჯდება?

Posted by: frajock 19 Sep 2016, 14:49
კვიპროსში არიან ქართველები ბლომად როგორც საბერძნეთში?

Posted by: beshqena 24 Sep 2016, 23:31
საგარეოს ვებზე წავიკითხე, რომ მულტი შენგენით კვიპროსში შესვლა შეიძლება.

თუ იცით, რამდენად შეიძლება ისეთი მულტი შენგენით შესვლა, რომლითაც ჯერ არც ერთი საზღვარი არ მაქვს გადაკვეთილი, ანუ ახალი შენგენით?

Posted by: adelina 22 Nov 2016, 17:28
ვიზები როგორ კეთდება, სად დავრეკო?

Posted by: dikka 22 Nov 2016, 21:27
adelina
უკრაინაში ან საბერძნეთში.
http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoGeorgian/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90.aspx
ჩასვლა აუცილებელი არაა, საბუთების გაგზავნაც შეიძლება (ან ვინმეს რომ გაატანო მინდობილობით)

Posted by: webuda 15 Dec 2016, 20:03
ძველი თემა კი არის მარგრამ მაინტერესებს ნარკოტიკები არის?

Posted by: dii 8 Feb 2017, 02:12
მეგობრებო,


ვინც კვიპროსზე ხართ ნამყოფი,

გამიზიარეთ პრაქტიკული რჩევები

სად ჯობს გაჩერება, რისი ნახვა, ქალაქებს შორის რითი გადავადგილდე და ა.შ

წინასწარ მადლობა 2kiss.gif

Posted by: burcxi 8 Feb 2017, 10:25
შენ გაიხარე იგივე კითხვა მაქვს მეც
და ხო არ იცი ვიზის ამბავი როგორაა მანდ?

Posted by: dii 8 Feb 2017, 17:23
burcxi
აქაც უვიზოდ ვიმოგზარებთ bis.gif

Posted by: ^O^ 8 Feb 2017, 17:56
dii
ჩემი მეგობარი ცხოვრობდა კვიპროსზე 10 წელი.
მსოფლიო აქვს მოვლილი, სულ მოგზაურობს და ამ ქვეყნის სიყვარულს ვერაფერი მოუხერხა.

ლარნაკაზე და ლიმასოლზე გვიყვებოდა ბევრს.
საკურორტო ზონებია მგონი.

თუ ძალიან არ გეჩქარებათ, როცა ვნახავ ( 2-3 კვირაში) კარგად გამოვკითხავ და გაგიზიარებთ მერე რჩევებს ))

Posted by: dii 8 Feb 2017, 19:50
^O^
მე ოქტომბერში მივდივარ. ჯერ საკმაო დრო მაქვს. ზუსტად ლარნაკა, ლიმასოლი,პაფოსი და აია ნაპა მაქვს გეგმაში. გადაადგილება მაინტერესებს ავტობუსით რამდენად მოსახერხებელია. ასევე სასტუმროებიც საინტერესოა. სად ჯობს და ა.შ

Posted by: ვივიანა 8 Feb 2017, 20:31
burcxi
dii
ფბ-ზე ჯგუფია cheap travel დაემატეთ და იქ იკითXეთ,არიან ნამყოფები, იციან ბევრი რამ.

Posted by: dii 9 Feb 2017, 10:48
ვივიანა
კი ვიცი იქაც ვიკითხე, მაგრამ აქ ერთიან თემას თუ გავაკეთებთ კარგი იქნება

Posted by: cuore 9 Feb 2017, 10:55
QUOTE (ვივიანა @ 8 Feb 2017, 20:31 )
burcxi
dii
ფბ-ზე ჯგუფია cheap travel დაემატეთ და იქ იკითXეთ,არიან ნამყოფები, იციან ბევრი რამ.

ძალიან კარგი ინფორმატიული ჯგუფია

ქუთაისიდან დაფრინავს ვიზზეარი ლარნაკაში საკმაოდ იაფად

Posted by: Wenger 9 Feb 2017, 10:59
მეც მხიბლავს.
რამდენად უსაფრთხოა?

ადრე ეგვიპტიდან გატაცებული თვითმფრინავი ლარნაკაში დასვეს
ბრიტანელ ტურისტებს აფრთხილებდნენ ერიდეთო
ახლა როგორი სიტუაციაა?


Posted by: dii 9 Feb 2017, 12:02
cuore
კი ძალიან კარგი ფასი აქვს მართლაც. 24 ლარი ქუთაისიდან და 70 ლარნაკადან. ოქტომბერში

Posted by: თამროთამარა 10 Feb 2017, 18:41
ჩემი კვიპეოსელი მეგობრის თხოვნაა, ოკუპირებულ თურქულ მხარეში არ იმოგზაუროთ.

Posted by: burcxi 16 Feb 2017, 13:34
ზოგმა ტურისტულმა მითხრა შეიძლება თავისი ვიზა დაიტოვოსო, ვერ გავიგე, არადა აშკარად შესულია იმ ქვეყნებში სადაც უვიზო იქნება...
აია ნაპა კარგი სანაპიროა ძალიან რაც ვნახე ინტერნეტში,მაგრამ სასტუმროები შედარებით ძვირია მანდ, ორი კვირაა დამაწყდა თვალები ძებნით vis.gif
ოღონდ ვერ გავიგე თურქული მხარეა თუ არა, ზოგგან ასე წერია ზოგგან ისე, არც ხდება მგონი იოლად გადასხვა გადმოსვლა თურქულ მხარეაშიო?

იაფი არის უფრო აეროპორტის მხარეს სანაპიროებზე,მაგრამ სანაპირო დიდი ვერაფერი ურეკას გავს ფოტოებში...
ივნისში ვაპირებ და სეზონი უნდა იყოს წესით თუ იცით?

* * *
www.bookcyprus.com

ეს საიტი სანდოა თუ იცით?

Posted by: jofrey07 12 Mar 2017, 12:28
კარგი მშვიდი ქვეყანა, კარგი ხალხით!
ხავერდოვანი სეზონი: ივნისი და სექემბერ-ოქტომბერი (ივლის-აგვისტოში ძალან ცხელა +40 და მეტი).
ლარნაკა და ლიმასოლი სანდარტული დასვენების და ქალაქის დათვალიერებისათვისაა განკუთვნილი.
აია-ნაპა უფრო ახალგაზრდული კურორტია კლუბებით და ქვიშიანი სანაპიროთი, არაა თურქული ნაწლი, ბერძნულია. Gთურქულ ნაწილში კანონერად გადასვლა შესაძლებელია კირენიაში (შეიძლება სხვა ადგილებცაა, არ ვიცი ზუსტად)
პაფოსი უფრო მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი (ძირითადად ინგლისელი, გერმანელი და ბერძენი უფროსი ასაკს ხალხი შემხვდა სექტემბრის ბოლოს).
ტროდოსი - მთიანი ბუნებიანი ადგილია კუნძულს შუაგულში სადაც საკურორტო ქალაქებდან ტურებიც ეწყობა (1 კაცი 15-20 ევროდან) და ზამთარში თოვლიც მოდის და სათხილამურო კურორტიცაა..
მთავარია ისეთი ადგილი შეარჩიოს კაცმა რომ ნორმალური ქვიშიანი პლაჟი იყოს ახლოს(მაგალითად პაფოსში ქალაქის ტერიტრაზე ზირითადად ქვიანი ჩასასვლელი ზღვაა და მოუხერხებელია ცასვლა, მხოლოდ რამოდენიმე ადგილია ქალაქის მიდამოებში სადაც ქვიშანი ძალიან კარგი ადგილია - ქორალ-ბეი და სხვები)
ტრანსპორტი კარგადაა განვითარებული, ავტობუსი შიდასაქალაქო 1,5 ევრო ღირს, საქალაქთაშორისო (ლარნაკის აეროპორტი-პაფოსი 140 კმ - 18 ევრო).
საზოგად. წესრგის დარღვევის ფაქტი არსად მნახავს, სიმშვიდეა და არც პოლიცია არ დამინახავს 1 კვირის განმავლობაში.
კვება: კაფე-რესტორნებში მინმალური ფასი 1 კაცზე დანაყრებისათვის 3,5-4,5 ევროდან.
რესტორნებში აუცილებლად უნდა გასინჯოთ მეზე (ხორცის ან თევზის) ეს არაა ერთი კერძი არამედ უმეტეს რესტორნებში მაგალითად ხორცის მეზზეს შეკვეთსას ჯერ მოაქვთ სალათები(აპეტაიზერები), შემდეგ უკვე სხვადასხვანაირად მომზადებული ხირცის კერძები, რომლებიც მანამდე მოაქვთ სანამ უარს არ განაცხადებთ ჭამაზე. ფასით 11 ევრიდან ზემოთ ღირს.
ლუდის მოყვარელებს ვურჩევ გასინჯონ ბოთლის ლუდი keo 0,66ლ ბოთლებში, რომელიც არაპასტერიზებული(ისეთვე როგორც ჩამოსასხმელია) ლუდია და ძალიან გემრიელია.
ფრენა (2 გზა) შეიძლება 20 ევროდაც შეიძინოთ ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისი.
სასტუმრო 1 კაცზე 1 დღე 15-20 ევრდან დილის საუზმით.
მოკლედ კარგი ქვეყანაა არც ძვირი, კარგ ამინდით, რომელშიც ღირს მინიმუმ 1-ხელ ჩასვლა.


Posted by: ზურა2011 12 Mar 2017, 20:12
ისტორიული მუზეუმი ნიქოზიაში, ამატუსის ფინიკიური კოლონის ნაშთები, ვენეციური ციხე-სიმაგრე (XII ს.), პაფოსი, ტროოდოსის მთიანეთის ძეგლები.

ბრიტანული კოლონიზაციის, რომელიც 1959 წლამდე გაგრძელდა, ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა და ინგლისური ენის ცოდნა.

ნიქოზია და კოლოსი ცნობილია თავიანთი ციხე–სიმაგრეებით. სწორედ კვიპროსში ნახავთ ლაზარეს სამარხს, წმინდა პეტრეს კოლონას და ლიმასოლი, თავისი სასახლე-ციხე-სიმაგრით,სადაც 1191 წელს ლეგენდარულმა მეფემ რიჩარდ ლომგულად წოდებულმა ქორწილი გამართა, მეფემ კუნძული იერუსალიმისკენ მიმავალმა დაიპყრო.

მართმადიდებლური კვიპროსის მონასტრების უმრავლესობას იუნესკო იცავს. მათ შორის ყველაზე ცნობილი კიკოსია, რომელიც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით არის ცნობილი. ხატის დანახვა ადამიანს არ შეუძლია: მას სპეციალური ქსოვილით ფარავენ და მხოლოდ პატარა ”ფანჯარას” უკეთებენ, რომელსაც რელიგიური დღესასწაულების დროს აღებენ. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ვინც ხატს დაინახავდა ის დბრმავდებოდა. როდესაც ბერები ქსოვილს ცვლიან, მაშინაც ხატს ყველა იქ დამსწრემ თვალი უნდა აარიდოს.

ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყანაში ღვინის ნამდვილი კულტია. როგორც ამბობენ კუნძულზე ორი სახის ღვინოა : კარგი და უფრო კარგი.

კვიპროსელები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული თითქმის არ ხდება. ამას მეტყველებს ერთადერთი ციხე, რომელშიც ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტები იხდიან სასჯელს. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ ქვეყანაში ჩასულ ტურისტს, იმის მიუხედავად, რომ მის ვიზას ვადა გაუვიდა, მიწიერ სამოთხესთან განშორება უჭირს :დ

Posted by: Mstyle 14 Mar 2017, 11:44
ლარნაკაში მაისის ბოლოს ზღვის სეზონია უკვე? როგორი ადგილია, ქალაქში რამე საინტერესოს ნახვა შეიძლება?

Posted by: საქმიანნი 16 Mar 2017, 19:11
jofrey07
თქვენ თუ იცით პაფოსიდან ღალიის მონასტერში როგორ შეიძლება მოხვედრა? ან ტაქსის ფასები როგორია დაახლოებით?

Posted by: SandroBotticelli 19 Mar 2017, 00:22
აპრილში როგორი ამინდია კვიპროსში, საპლიაჟოდ შეიძლება წასვლა? ძალიან იაფია ავიაბილეთები და სასტუმროებიც ამ პერიოდში. საინტერესო კუნძული ჩანს და სულ მინდოდა წასვლა. თუ უვიზო რეჟიმი მართლა მოგვეცა, პირველი შესაძლოა ეს ქვეყანა მოვინახულო.

Posted by: jofrey07 26 Mar 2017, 14:20
QUOTE (საქმიანი @ 16 Mar 2017, 19:11 )
jofrey07
თქვენ თუ იცით პაფოსიდან ღალიის მონასტერში როგორ შეიძლება მოხვედრა? ან ტაქსის ფასები როგორია დაახლოებით?

ზუსტად არ ვიცი ეგ მონასტერი რომელ მხარესაა.
თუ ტროდოსისკენაა იქით ტური 1 კაცხე 18-20 ევროდან იწყებოდა და 50კმ-ია დაახლოებით.

Posted by: dato_dato 26 Mar 2017, 15:16
ვინმე ხო არ მიფრინავთ 27 მაისს? ერთად წავიდოდით მანქანით მე და ჩემი მეუღლე + 2-3 კაცი

Posted by: klubnika 28 Mar 2017, 08:53
სასტუმროს დაჯავშნა სად ჯობია იქნებ მირჩიოთ ? რომელი საიტით ? რაიმე ხომ არ გეგულებათ ნორმალური ადეკვატურ ფასად ?

Posted by: lelukaa 28 Mar 2017, 13:21
jofrey07
ოქტომბრის ბოლოს ღირს წასვლა?
პლაჟის ამინდები იქნება?

Posted by: jofrey07 2 Apr 2017, 19:36
QUOTE (lelukaa @ 28 Mar 2017, 13:21 )
jofrey07
ოქტომბრის ბოლოს ღირს წასვლა?
პლაჟის ამინდები იქნება?

https://www.gismeteo.ru/diary/3884/2016/10/

აქ შეგიძლია ნახო
ზოგადად ოქტომბერში ჯერ კიდევ სეზონია და ნოემბრიდან იწყება წვიმების სეზონი.

Posted by: forever`s_NEVER 6 Apr 2017, 12:59
აეროპორტიდანვე მანქანის დაქირავების რა გამოცდილება გაქვთ? ონლაინ რაც ვნახე, ბარათზე დიდ თანხას ითხოვენ გარანტიად.

Posted by: USEFORUSE 1 May 2017, 16:37
კვიპროსზე გავიგე, რომ ნაციონალური ვიზაა საჭიროო. ვინმეს გაქვთ რამე ინფო? უვიზოა თუ არა მანც ვერ გავიგე რა

Posted by: forever`s_NEVER 18 May 2017, 12:22
USEFORUSE
აღარ არის ნაციონალური ვიზა საჭირო. ვიზალიბერალიზაციის შედეგად უვიზოა მიმოსვლა. საზღვარზე ითხოვენ, რომ უჩვენო ბილეთი, სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი და თანხა, მინიმუმ 50 ევრო დღეზე.

klubnika
სასტუმრო ძვირია. გირჩევდით airbnb.com-ზე ბინების დაქირავებას. სანაპირო ზოლში უამრავი ბინებია ხელსაყრელ ფასად.
თუმცა პოპულარული სასტუმროები ფინიკების (Finikoudes beach) სანაპიროზე არის Sun Hall Hotel, Ciao Stelio Deluxe Hotel

Mstyle
ლარნაკაში 8 მაისს დაიწყო შუა სეზონი, ზღაპრული წყალია. დილა-საღამოს სუულ ოდნავ გრილოდა.

Posted by: dato_dato 18 May 2017, 14:35
27-ში მივფრინავ ქუტაისამდე ხო არავინ ხართ შეამხანაგების მსურველები? 2 ადგილი მაქვს მანქანაში smile.gif

Posted by: Jorik 20 May 2017, 13:42
ვაა კვიპროსზეც დაფიქრდება კაცი, ნეტა თურქეთს ჯობია?

Posted by: Kebo 20 May 2017, 23:20
forever`s_NEVER

airbnb-ს სასტუმროები ჭრის მესაზღვრესთან?


ფული უნდა ვანახოთ ჩასვლისას აუცილებლად?

Posted by: forever`s_NEVER 22 May 2017, 09:35
Kebo
QUOTE
airbnb-ს სასტუმროები ჭრის მესაზღვრესთან?

რა თქმა უნდა. მე airbnb-ს ჯავშანი ვაჩვენე და გადახდის ქვითარიც.

QUOTE
ფული უნდა ვანახოთ ჩასვლისას აუცილებლად?

შეიძლება მხოლოდ შეგეკითხოს. შეიძლება გითხრას მაჩვენეო. ეს მესაზღვრის ხასიათზეა დამოკიდებული smile.gif

Posted by: dato_dato 23 May 2017, 11:11
QUOTE
ვინმე ხო არ მიფრინავთ 27 მაისს? ერთად წავიდოდით მანქანით მე და ჩემი მეუღლე + 2-3 კაცი


Posted by: monty7 27 May 2017, 23:05
camping ვარიანტი თუა შესაძლებელი ლარნაკაში ? და მესაზღვრესთან აზრი არა აქვს ხო camping_ის ხსენებას, უეჩველი ბინის ჯავშანს ითხოვენ ?

Posted by: dato_dato 28 May 2017, 20:36
monty7
27-ში ჩამოვფრინდი
მესაზღვრემ რამდენი ხანი რჩებით და სად ჩერდებითო მივაწოდე ბუკინგის ფურცელი და კომპში შეიყვანა რაღაც ჩემი და ჩემი მეუღლოს მონაცემებთან ერთად ეტყობა სტანდარტული პროცედურაა, მოქმედი ვიზისთვოს და სხვა ფურცლებისთვის ზედ არ შეუხედავს პოლონელებისგან განსხვავებით რომლებმაც ამას წინათ გამოჭრდეს იზა რა პონტში გაქვსო smile.gif
რიგში რო ვიდექი მგონი ყველას ეკითხებოდნენ სად რჩები, ფული რამდენი გაქვს, როდის ბრუნდები, სამუშაოდ ხო არ ჩამოდიხარ
ერთ ბიჭს ძაან ჩააცივდნენ რისთვის ჩამოდიხარ უნდა იმუშავოო? ფული 200 ევრო რაში უნდა გეყოსო? მერე მე გამოვედი და რა ბედი ეწია არ ვიცი

Posted by: A.M 28 May 2017, 20:53
კვიპროსში როგორაა ინგლისურით გახვალ კაცი მარტო? მარტო ტურისტულადაც არა, მუშაობის პონტშიც...

Posted by: dato_dato 29 May 2017, 00:37
A.M
მიშაობით ვერ გეტყვი და ინგლისური მგონი ყველამ იცის, ჯერ არ შემხვედრია რომ არ სცოდნოდა

Posted by: dato_dato 31 May 2017, 00:04
გამოფრენისას 2-ჯერ და გულმოდგინეთ შეამოწმეს ჩანთის ზომები რო იცოდეთ!!! თუ ჩაეტეოდა და მაღალი იყო სიმაღლეზეც კი ბურღავდნენ ტვინს...

Posted by: N_E_M_O 24 Jul 2017, 17:22
კვიროსში თუ ვინმე ცხოვრობთ აუცილებლად შემეხმიანეთ რა

Posted by: MrFenix 27 Jul 2017, 11:47
SandroBotticelli
არა რას ამბობ, საქართველოზე 3-4 გრადუსით მაღალი ტემპერატურა არის მაგ დროს smile.gif

Posted by: Scoorp 27 Jul 2017, 16:24
ოქტომბერში (25 რიცხვამდე დაახლოებით)
შეისვლება წყალში ხო მგონი? :დ

Posted by: Carmelo27 27 Jul 2017, 19:08
ფრანკო
ყრია ნარკოტიკი კლუბებში

Posted by: Scoorp 14 Aug 2017, 13:54
კვიპროსზე ჩამსვლელისთვის აუცილებლად სანახავ სიაში რა შედის? :დ

ადგილები,მუზეუმები,ქალაქები


Posted by: rock in rose 16 Aug 2017, 21:28
Scoorp

მთელ კვიპროსზე? თუ კონკრეტულად რომელიმე ქალაქში მიდიხარ?
ახლა ვარ ლარნაკაში და აქ არის წმინდა ლაზარეს მე-10 საუკუნის ეკლესია, ძალიან საინტერესო.
სხვა მხრივ ლარნაკა არ გამოდგება, საკურორტეა.


QUOTE
ოქტომბერში (25 რიცხვამდე დაახლოებით)
შეისვლება წყალში ხო მგონი?


ახლა ზღვა არის ძალიან თბილი, ზოაგდად ხმელთაშუა ზღვა თბილია, მაგრამ ოქტომბერში როგორი იქნება არ ვიცი, ისე კი ყველაზე კარგი პერიოდი ივნისი და სექტემბერი ყოფილა აქ.
ახლა კი ძალიან ცხელა.

Posted by: Scoorp 17 Aug 2017, 10:37
rock in rose


რამდენიმე ქალაქს ვფიქრობ
ნუ აია ნაპა/ლარნაკა/ლიმასოლი და ნიქოზია ალბათ
შეიძლება ნიქოზია ამოვაგდო,ვნახოთ

რომ ჩამოხვალ გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ^^
ფასები როგორია, სად რისი ყიდვა ჯობია ))
და ა.შ biggrin.gif <3

Posted by: rock in rose 17 Aug 2017, 22:51
Scoorp

კი, ვრცელ რევიუს დავწერ ყველაფერზე რომ ჩამოვალ biggrin.gif

Posted by: tomorroworld 18 Aug 2017, 23:30
გამარჯობა. კვიპროსზე ლტოლვილად ჩაბარებაზე რა შეგიძლიათ მითხრათ. დამაკვალიანეთ რაააა

Posted by: sotero 19 Aug 2017, 06:16
rock in rose
აუცილებლად დაწერე ვრცლად 2kiss.gif შეიძლება საცხოვრებლად წამოვიდე და საინტერესო იქნება თქვენი შთაბეჭდილებები და ინფორმაცია კვიპროსზე.

Posted by: rock in rose 21 Aug 2017, 10:17
sotero

კი აუცილებლად, რომ ჩამოვალ ყველაფერზე დავწერ დეტალურად biggrin.gif

Posted by: reddoc555 23 Aug 2017, 11:18
სექტემბერში სეზონი არის ხო? სექტემბრის ბოლოსკენ უფრო

Posted by: rock in rose 23 Aug 2017, 13:17
Scoorp
sotero

გუშინ ჩამოვედი
მე მხოლოდ ლარნაკაში ვიყავი, ამიტომ სხვა ქალაქებზე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით.
ბინა ვიქირავეთ Airbnb-ზე, 10 დღით.
ლარნაკას აეროპორტი აქვს საკმაოდ დიდი და კარგი, არც ველოდი ასეთს, ქუთაისის აეროპორტიდან რომ გაფრინდები(ასანთის კოლოფი ნამდვილი), ლარნაკას აეროპორტი რაღაც უზარმაზარი გეჩვენება მასთან შედარებით.
კლიმატის მხრივ თავიდან პირველი 2 დღე გაგვიჭირდა, ტენიანობა იყო ძალიან მაღალი და საუნაში გვეგონა თავი biggrin.gif მაგრამ მერე დაიკლო ტენიანობამაც და ისე არ ცხელოდა, 33-34 გრადუსი იყო სტაბილურად. წვეთი წვიმა არ ყოფილა და ზოგადად გვითხრეს, რომ სეზონის განმავლობაში, რომელიც იწყება მაისიდან და გრძლედება ოქტომბრამდე, წვიმები არ იცის.
ზღვას რაც შეეება, წყალი სუფთა იყო, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი პლაჟზე, ქვიშიანი პლაჟია და სიგარეტის ნამწვავები ეყარა ყველგან, ზოგან მზესუმზირის ნაფცქვენები. თან პლაჟი სიგანით ძალიან პატარაა, ფაქტობრივად ქუჩაშია, სადაც 20 მეტრში მანქანები დადიან და არაა არც ეგ სასიამოვნო შენ წევხარ ირუჯები და იქვე ხალხი დადის ქუჩაში. მოკლედ სანაპიროთი ძალიან უკმაყოფილობი დავრჩით, ეგ რომ გვცოდნოდა ლარნაკაში არ წავიდოდით.
ზღვა ძალიან მლაშეა, ბევრად მლაშე ვიდრე შავი ზღვა. ხო, თან წყალი ურეკივითაა, რომ მიდიხარ და კაი ხანი მუხლებამდე გწვდება წყალი, არც ეგ არ მოგვეწონა.

რაც შეეება ფასებს, გააჩნია სად იკვევებით, თუ სულ გარეთ შეჭამთ, მაშინ ძალიან ბევრი დაგეხარჯებათ, რადგნაც კაფეები და რესტორნები სხვა კურორტებთან შედარებით ძვირია კვიპროსზე, მაგრამ თუ ზოგჯერ სახლშიც მოამზადებთ რაღაცეებს, ძალიან დაგეზოგებათ თანხა იმიტომ, რომ პროდუქტები მაღაზიაში იაფია საკმაოდ. კაფეშიც გააჩნია რას აიღებთ, თევზეული და ზღვის პროდუქტები მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი აქვთ, მაინც ძვირია, ერთი ცალი შემწვარი ზღვის ლეშა 20 ევრო ღირდა. ისე კი საშუალოდ ერთი პორცია სადილი ერთ კაცს თავისი სასმელით 12-15 ევრო დაუჯდებოდა.
კომუნალურები გადავიხადეთ წამოსვლის დღეს, დენი და წყალი, ორივე ძვირია, ისედაც გაგვაფრთხილეს მაგაზე. ჩვენთან ბეეევრად იაფია იგივე წყალი და სინათლე.
ხალხი მოგვეწონა, ტურისტების მიმართ ყველა დადებითაა განწყობილი, კრიმინალის დონე ძალიან დაბალია, პლაჟზე ვტოვებდით ხოლმე ჩანთებს, ტელეფონებით და საფულით და არასდროს არაფერი დაგვიკარგავს.
ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ ლარნაკა არის საოჯახო კურორტი, ძირითადად სულ ოჯახებით იყვნენ დამსველებლები, ახალგაზრდები ნაკლებად, ახალგაზრდები და კლუბები აია ნაპაზე და პაფოსში მოიკითხეთო მერე გვითხრეს biggrin.gif ლარნაკაში ძირითადად ბავშვის ეტლებს დაახრიგინებდნენ და პენსიონერები ისვენებდნენ biggrin.gif
აია ნაპაში და პაფოსში გვიან გავიგეთ, რომ ცხოვრება დუღდა biggrin.gif თან ძალიან ლამაზი სანაპირობი და პლაჟები ჰქონიათ, ლარნაკა ვერც მივა ახლოსო sad.gif
დასათვალიერებლად ლარნაკაში წმინდა ლაზარეს ტაძარია და კიდე ერთი მარილის ტბა აქვთ უცნაური, მეტი არაფერი არაა ისეთი, პროვინციული ქალაქია სამწუხაროდ, მარტო ერთი აეროპორტი უვარგათ.
მოკლედ იმის თქმა შემიძლია, რომ ლარნაკაში მეტი აღარ წავალთ, მაგ ფასად ბევრად კარგ სანაპიროზე დავისვენებთ, არ ღირს ის თანხა მაგ კურორტისთვის.

Posted by: Scoorp 24 Aug 2017, 10:20
rock in rose


რა გინდოდათ გოგო ლარნაკაში 10 დღე biggrin.gif
ამ თემაში მაინც შემოგეხედა წასვლამდე )))
თითო დღით მაინც რომ გასულიყავით სადმე რამდენიმე ქალაქის ნახვასაც მოასწრებდით, საკმაოდ პატარა კუნძულია

მადლობა შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის :*

Posted by: rock in rose 24 Aug 2017, 13:07
Scoorp

ქუთაისიდან პირდაპირი ფრენა რომ იყო მაგან მომხიბლა, თან ძაან მაგარი კურორტი მეგონა biggrin.gif მოუმზადებლები წავედით, ინტერნეტში მაინც არ უნდა მენახა სად მივდიოდით? ან როგორი სანაპირო ჰქონდა?
ბევრი ბოდიალი არ მომიწევს თქო ვიფიქრე, მაინც მარტო პლაჟზე წამოწოლა იყო ჩემთვის იდეაფიქსი biggrin.gif მაგრამ ბოლოს შემრჩა ურეკზე ცოტა უკეთესი სიტუაცია biggrin.gif

Posted by: Scoorp 24 Aug 2017, 13:56
rock in rose


უი, არა ეგრე სად შემიძლია
მაქსიმალურად ვიქმნი წარმოდგენას სადმე თუ მივდივარ ;დ
ქალაქებს შორის კილომეტრებს ვნახულობ,მდებარეობებს რომ უკეთ დავგეგმო და ა.შ biggrin.gif
სანახავ ადგილებს ვეძებ, საშუალო ფასებს ))

აია ნაპაზე მაინც რო გაგეგო კარგი იქნებოდა,მარა არაუშავს :დ

Posted by: Jorik 26 Aug 2017, 12:05
rock in rose
კარგი ისტორიააა
გაითვალისწინებს ხალხი up.gif

Posted by: rock in rose 26 Aug 2017, 15:42
Jorik

მადლობა
კი, მიზანიც ესაა

Posted by: sandricha 27 Aug 2017, 18:25
ზოგადად ძვირი ჯდება კვიპროსში წასვლა? 10 დღე რამდენ ლართან არის გზიან ყველაფრიანად დაკავშირებული?

Posted by: madridman 3 Oct 2017, 09:46
მოკლედ 21-ში მივდივართ 4 დღით
ლარნაკა - აია ნაპა - პაფოსი

წესით უნდა მოვასწროთ. ლარნაკა ვაფშე არ მაინტერესებს, ჩაფრენის და გამოფრენის დროს რამოდენიმე საათს დავათვალიერებთ უბრალოდ.
არც ნიკოსიაზე და არც ლიმასოლში არ მივდივართ, იმედია განსაკუთრებული არც მანდ არ არის არაფერი.

Posted by: Scoorp 4 Oct 2017, 13:01
madridman


24-ში მოფრინავთ? biggrin.gif

Posted by: Pelayo 11 Oct 2017, 18:37
ასჯნდკნფკწნL;FNNAGO;Aნგბნავნ .ალმნდვლნმაბ

Posted by: beshqena 18 Oct 2017, 02:15
გაუმარჯოს : )

აია ნაპაზე რამე საინტერესო შეგიძლიათ გამიზიაროთ?

დავგუგლე, მაგრამ პირველწყაროდან მირჩევნია ინფო.

მადლობა წინასწარ.

Posted by: levana20 18 Oct 2017, 16:36
ნოემებრში თუ შეიძლება ბანაობა თუ იცით? გამარჯობათ

Posted by: acdachi 19 Oct 2017, 13:36
გამარჯობა, მარტის ბოლოს როგორი ამინდებია? საბანაოდ და ა.შ

Posted by: madridman 19 Oct 2017, 15:17
Scoorp
ჰო რა იყო? დაწყევლილი რეისია? biggrin.gif

მაგარი კაი ამინდებია როგორც ვიცი

Posted by: acdachi 23 Oct 2017, 13:14
მარტის ბოლოს როგორი ამინდებია არავინ იციიიიიიიის?

Posted by: Sxl 24 Oct 2017, 16:27
სექტემბერში ვიყავი წასული. ძირითადად აია ნაპა.
ამინდი დღისით სიცხეა და საღამოს ძაან საკაიფოდ გრილა.
გარეთ ჭამის შემთხვევაში სადილი 1 კაცზე დაახლოებით 10-15 ევრო. (ადგილობრივი სამზარეულოც საკმაოდ გემრიელია და გასინჯვა ღირს)
აკვა პარკი აქვთ კარგი, ექსტრემის მხრივ დიდი არაფერი, მაგრამ ისე ლამაზია და კარგად დაისვენებთ და გაერთობით. 30-35 ევრო.
ყველგან არ არის საბანაო სანაპიროები როგორც ჩვენთანაა. კონკრეტული ადგილებია და იქ ახლოს თუ ხართ კარგია ფეხით გადახვალთ უცებ. მაგალითად ნისის ან პანტაჩუს სანაპიროები. შეზლონგის ქირაობა 2.5 ევრო ქოლგაც 2.5 ევრო.
შეგიძლიათ გამოცადოთ დაივინგი. ინსტრუქციაც შედის მომსახურებაში და აღჭურვილობაც, შემდეგ ჩაგაყვინთინებენ ფსკერზე გარკვეული დროით და შეზღუდულ სიღრმეზე, თუმცა მე არ მიცდია.
პარალიმნისკენ თუ მოხვდით ღირს "ოკეან აკვარიუმ"-ში შევლა. პინგვინები ყავთ, 1-2 ენოტი, შეგიძლიათ გამოკვებოთ კუები, კიდევ სხვადასხვა ჯიშის თევზებია. +იქვე ტრინიტის სანაპიროა თუ რამე. 15-20 ევრო.
ავტობუსები საკმაოდ მოწესრიგებული და თითქმის ყველგან შეიძლება მისვლა ავტობუსით. 1.5 ევრო
ინტერნეტი ყველა ბარშია თითქმის და სადაც დაჯდებით გეტყვიან პაროლს. სანაპიროებზე შეიძლება 2 ევროს გადახდა და 1 დღე გექნებათ ინტერნეტის პაროლი.

Posted by: Scoorp 28 Oct 2017, 18:12
QUOTE (madridman @ 19 Oct 2017, 15:17 )
Scoorp
ჰო რა იყო? დაწყევლილი რეისია? biggrin.gif

მაგარი კაი ამინდებია როგორც ვიცი

არა, მეც მაგ რეისზე ვიყავი

smile.gif)


...

Posted by: kukaracha_mokles 29 Oct 2017, 13:10
მე ვიყავი ზაფხულში 4 დღე და სრულიად საკმარისი იყო, კაი ქალაქია ლარნაკა სიიაფეათქო ვერ ვიტყვი ბარებში და კაფეებში დაახლოებით ჩვენნაირი ფასებია შეილება ცოტა მეტიც მარა მაღაზიაში ბევრი რამის ყიდვა შეილება იაფად და სასტუმროში გააკეთებ ზოფჯერ
რაც იქ ვიყავი ტაქსსში საერთოდ არ ვმჯდარვარ ავტობუსები ყველა მიმართულებით დადის აეროპორტიდანაც ავტობუსით წავედი
სერთო ჯამში არაა რაა ცუდი მარა დიდი ვერაფერი

Posted by: Scoorp 29 Oct 2017, 16:06
kukaracha_mokles


ლარნაკას სანაპიროები არ უვარაგა, თვითონ ქალაქს არაუშავს, 1-2 დღეზე მეტი არ უნდა გაჩერდე უბრალოდ
სანაპიროების მხრივ აია ნაპა ძალიან მაგარია, დასასვენებლად ნამდვილად ღირს წასვლა
smile.gif
არც ძალიან ძვირი ჯდება და უკეთესი პირობები/ამინდი მაინცაა,ვიდრე ბათუმში მაგალითად

Posted by: HauntTheDemonAway 31 Oct 2017, 16:24
ნოემბრის ბოლოს რამდენად ღირს წასვლა?

Posted by: A.M 23 Jan 2018, 13:52
თუ ვინმეს გქონიათ შეხება და იცით, 12 წლის წინ დეპორტით გამოსულზე ინფორმაცია ისევ ექნებათ?

Posted by: frajock 9 Apr 2018, 16:36
საინტერესოა ქართველები თუ არიან კვიპროსზე

Posted by: onlyfighter 19 Apr 2018, 23:25
რომელი პერიოდია ყველაზე კაი წასასვლელად?

Posted by: ვივიანა 19 Apr 2018, 23:28
onlyfighter
ამბბენ მაისი-ივნისი, სექტემბერი-ოქტომბერიო.
მაინც გადაამოწმე, მე ესე მითხრეს.

Posted by: Jorik 21 Apr 2018, 15:32
QUOTE
საინტერესოა ქართველები თუ არიან კვიპროსზე


სომხებითაა გატენილი და ალბათ ქართველებიც იქნრბიან smile.gif

Posted by: wrangler7 21 Apr 2018, 17:43
ადრე უფრო ბლომად იყვნენ, ეხლა მაგრად უტრაკებენ არალეგალებს

Posted by: ZEPTER 21 Apr 2018, 19:26
Jorik
ქარტველები სად არ ვართ იქნებიან კიარა არიან თან ბლომად

Posted by: თამროთამარა 26 Apr 2018, 16:34
ვინც ინგლისური კარგად იცით და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ,
იქნებ გამოგადგეთ ეს ინფო და გაგიმართლოთ wink.gif
http://radikal.ru/fp/vs57mrrnbba0y

Posted by: dato_dato 29 Apr 2018, 11:11
12 მაისს მიფრინავთ ვინმე ლარნაკაში?

Posted by: dato_dato 4 May 2018, 11:50
QUOTE
12 მაისს მიფრინავთ ვინმე ლარნაკაში?

კარგი შემოთავაზება მაქვს, თქვენთვის სასარგებლო smile.gif

Posted by: Scoorp 4 May 2018, 14:38
QUOTE (frajock @ 9 Apr 2018, 16:36 )
საინტერესოა ქართველები თუ არიან კვიპროსზე

არიან
მე შემხვდა ლარნაკაზე, ბინა ვისგანაც ვიქირავე
სამი წელია აქ ვარო და ქართველებიც არიანო, მითხრა

Posted by: frajock 4 May 2018, 18:27
QUOTE (Scoorp @ 4 May 2018, 14:38 )
QUOTE (frajock @ 9 Apr 2018, 16:36 )
საინტერესოა ქართველები თუ არიან კვიპროსზე

არიან
მე შემხვდა ლარნაკაზე, ბინა ვისგანაც ვიქირავე
სამი წელია აქ ვარო და ქართველებიც არიანო, მითხრა

ძვირია კვიპროსი ზოგადად? ბინის ქირა საშუალოდ რა ფასებშია, პროდუქტი ესეთი რაღაცეები ორი სიტყვით თუ არ გეზარება მადლობა წინასწარ

Posted by: dato_dato 11 May 2018, 21:16
არავინ მოფრინავთ ხვალინდელი რეისით?

Posted by: თამროთამარა 12 May 2018, 05:08
dato_dato
არის თბილისიდან პირდაპირი რეისი?
საქართველოდან ფრენისნდეტალები დადეთ რაა.

კეთილი მგზავრიბა

Posted by: GunsN 12 May 2018, 08:45
თამროთამარა
ვიზეარი არ გირჩევნია?

Posted by: თამროთამარა 13 May 2018, 00:33
GunsN
არასოდეს მიფრენია ვიზეარით, დავსერჩავ მაგისი დრო რომ მოვა

Posted by: GunsN 13 May 2018, 11:54
თამროთამარა
უფრო იაფია და მაგიტომ გითხარი.
მე სექტემბერში ვაპირებ და ველოდები ბილეთის გაიაფებას

Posted by: Attila 10 Jun 2018, 19:28
ძვირია კვიპროსი ზოგადად? ბინის ქირა საშუალოდ რა ფასებშია, პროდუქტი ესეთი რაღაცეები ორი სიტყვით თუ არ გეზარება მადლობა წინასწარ
P.s დრო რომ დავარღვიო და დავრჩე 1 წელი სიტყვაზე შემდეგ რა ხდება? რამე ჯარიმა არის ფულადი თუ თუ? spy.gif


Posted by: Ostati 24 Jun 2018, 01:33
QUOTE (Attila @ 10 Jun 2018, 15:28 )
ძვირია კვიპროსი ზოგადად? ბინის ქირა საშუალოდ რა ფასებშია, პროდუქტი ესეთი რაღაცეები ორი სიტყვით თუ არ გეზარება მადლობა წინასწარ
P.s დრო რომ დავარღვიო და დავრჩე 1 წელი სიტყვაზე შემდეგ რა ხდება? რამე ჯარიმა არის ფულადი თუ თუ? spy.gif

აქ არის ინფორმაცია კვიპროსის კურორტების და ფასების შესახებ - http://www.memogzauri.com/tag/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98/

Posted by: ფენიქსი10 3 Sep 2018, 01:36
სამსახურების მხრივ რა ხდება რამდენია ანაზღაურება სად არის სამსახურები ??? იცით ვინმემ ?

Posted by: VforV 20 Sep 2018, 15:59
გამარჯობათ,


რა მაინტერესებს ლარნაკაში მოსაწევს თუ ვიყიდი?

Posted by: boni91 28 Oct 2018, 21:16
VforV
ოფიციალურად არამგონია, და ისე იშოვი თუ მოინდომებ..
QUOTE
სამსახურების მხრივ რა ხდება რამდენია ანაზღაურება სად არის სამსახურები ??? იცით ვინმემ ?

პაბები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები

ხელფასები იწყება 750-დან ზემოთ, გააჩნია გამოცდილებას და ადგილს.. ნუ საშუალო ხელფასი 800 ევროა +ტიპსი

Posted by: mGeLo777 14 Nov 2018, 00:52
ვინც მუშაობთ მომწერეთ 5 წუთით შეგაწუხებთ wink.gif

Posted by: dancing in the moonlight 16 Feb 2019, 21:34
აპრილის ბოლოს როგორი პერიოდია ?
მივდივარ

Posted by: tbilisiforum 9 May 2019, 23:37
ჩრდილოეთ კვიპროსის დეპორტი მაქვს (თურქეთის მხარის) აეროპორტიდანვე გამომიშვეს არ შევსულვარ, ეხლა ლარნაკიდან რომ შევიდე ახალი პასპორტით რამე პრობლემა შემექმნება, ან არ შემიშვებენ/? ან ინფო ექნებათ რომ იქ ვაპირებდი შესვლას და დეპორტი მაქვს?

Posted by: tbilisiforum 9 Oct 2019, 04:08
ვინმე ხომ არ ვცოცხლობთ ლარნაკაში აქედან??

Posted by: POKERISBLUFF 16 Feb 2024, 14:56
QUOTE (Ostati @ 24 Jun 2018, 02:33 )
QUOTE (Attila @ 10 Jun 2018, 15:28 )
ძვირია კვიპროსი ზოგადად? ბინის ქირა საშუალოდ რა ფასებშია, პროდუქტი ესეთი რაღაცეები ორი სიტყვით თუ არ გეზარება მადლობა წინასწარ
P.s დრო რომ დავარღვიო და დავრჩე 1 წელი სიტყვაზე შემდეგ რა ხდება? რამე ჯარიმა არის ფულადი თუ თუ? spy.gif

აქ არის ინფორმაცია კვიპროსის კურორტების და ფასების შესახებ - http://www.memogzauri.com/tag/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98/

აია ნაპას იაფმა ტურებმა შემომიტყუა ამ თემაში და მაინტერესებდა რაღაცეები დეტალურად. თემაშიც და მაგ საიტზეც გადავავლებ თვალს

მადლობა ამ ლინკისთვის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)