Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > რუმინეთი / România


Posted by: homo caucasus 7 Dec 2008, 00:51
მოკლედ ერთი კვირით მივდივარ რუმინეთში, კერძოდ ბუხარესტსა და ბაკაუში.

1. საიდან სჯობს გადაფრენა
2. ღირშესანიშნაობანი
............. ყველაფერი მაინტერესებს რა

Posted by: chorven:) 7 Dec 2008, 00:56
პენსილვანიაში, რა თქმა უნდა, დიდი დრაკულას მიწა-წყალი მოინახულე biggrin.gif

Posted by: PINKY 7 Dec 2008, 01:07
homo caucasus

ბუჰარესტშყ ნიშევო ასობენნოგო..

ჰუჰ..

შაუშესკოს თუნაჰამ..

: )

Posted by: homo caucasus 7 Dec 2008, 03:12
QUOTE
შაუშესკოს თუნაჰამ..



ჩემმა მტერმა ნახოს ეგა biggrin.gif

Posted by: PINKY 7 Dec 2008, 03:41
homo caucasus

ნუ..

: )

სასაჰლეს მაინსნაჰამ..

Posted by: what Katy did next 7 Dec 2008, 12:08
homo caucasus
მე თურქეთის გავლით გადავფრინდი თურქიშ-ით
ბუქარესტში კარგია ერთი დღე....

აი ტრანსილვანია არის რაღაც ზღაპარი...თავი ჯუნგლებში მეგონა.....ძალიან ლამაზია...თან ხალხი არის რაღაც სასწაული...თითოეულზე 100 ისტორია მაინც მაქვს....იქ 90% უნგრელები ცხოვრობენ, მოკლედ საკმაოდ საინტერესო მხარეა..

http://www.radikal.ru

ეს ფილმი California Dreamin' თუ გაქვს ნანახი დაახლოებით იგივე სიტუაციაა...სოფლებში დავდიოდით და ხალხი ნატო საერთოდ რა იყო არ იცოდა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მოკლედ თუ შეძლებ აუცილებლად მოინახულე ტრანსილვანიაც...განსაკუთრებით ქალაქები : კლუჟი, სიბიუ...
ხოდა მაგათ აქვთ ტრადიციული კერძი მამა-ლიგა...არ შეცდე და არ განსიჯო biggrin.gif


Posted by: მაჰათმა განდი 7 Dec 2008, 12:23
QUOTE
ხოდა მაგათ აქვთ ტრადიციული კერძი მამა-ლიგა...არ შეცდე და არ განსიჯო

რა არის ასეთი , ქეთი ეს კერძი??? biggrin.gif

შიგ რამე აღსაგძნებ ფხვნილს ყრიან??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თუ, რა ხდება ????


chorven:)
ჰეიი, ჩორვენ,
იტალიაში რა ხდება ?? თავს ახლი წიგნებს ???? თუ ისე რა???? biggrin.gif


პატივისცემIთ,
მაჰათმა განდი.

Posted by: what Katy did next 7 Dec 2008, 12:34
QUOTE
შიგ რამე აღსაგძნებ ფხვნილს ყრიან???


არა პირიქით ჭამის მადას დაგიქვეითებს კაკ მინიმუმ 2 დღით....
სიმინდისგან და მჭადის ფქვილის მსგავსი რაღაცასიგან მზადდება, მოკლედ საბოლოოდ არის ყვითელი მასა..ღომივით..ნუ ერთი ლუკმა საკმარისია, რომ ცხოვრებაზე მწარედ ჩაფიქრდე.....biggrin.gif
http://www.radikal.ru

რავი, ისე გემოვნებაზეა დამოკიდებული...ზოგს შეიძლება მოეწონოს...

კიდევ აქვთ მწარე, უმწარესი სასმელი პოლინკა....ეს სასმელი მისაღებია, ვისაც ვოდკა უყვარს იმათთვის...ძალიან მძიმე რაღაცაა...

Posted by: David_Gilmouridze 7 Dec 2008, 12:52
chorven:)
QUOTE
პენსილვანიაში

ეგ ამერიკაშია givi.gif


ტრანსილვანია user.gif

Posted by: BadbadGirl 7 Dec 2008, 15:00
აი ტრანსილვანიის მოკლე ისტორია. დიდი დროის განმავლობაში ეგენი უნგრეთის შემადგენელი ნაწილი იყვნენ. და მაგიოთ აიხსნება კულტურისა და ენის გავლენა. თუმცა ტრადიციული უნგრულისაგან განსახვავებით მაგათი უნგრული სახეშეცვილია.

В X веке являлась самостоятельным княжеством.

В XI-XII веках Трансильвания была завоёвана венграми.

В XVI веке образовано Трансильванское княжество, вышедшее из-под власти Венгрии и признавшее сюзеренитет турецкого султана.

В XVII веке оккупирована Габсбургской империей.
Герб Трансильвании с 1659 года

После создания Австро-Венгерской монархии Трансильвания вошла в состав Венгерского королевства.

Одним из условий вступления Румынии в Первую мировую войну было присоединение Трансильвании к территории Румынии. После Первой мировой Трансильвания перешла Румынии.

По решению второго Венского арбитража, проведенного Германией и Италией 30 августа 1940 г., Румыния передала Венгрии Северную Трансильванию. У Румынии осталась Южная Трансильвания.

По условиям мирного договора, подписанного 10 февраля 1947 года, аннулировался Венский диктат 1940 года и признавалось присоединение к Румынии севера Трансильвании.

Posted by: chorven:) 7 Dec 2008, 16:44
David_Gilmouridze
QUOTE
ნსილვანიაში

ეგ ამერიკაშია givi.gif

ტრანსილვანია user.gif

ვაიმეეეე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
2kiss.gif
* * *
mahatma-gandhi
QUOTE
ჰეიი, ჩორვენ, იტალიაში რა ხდება ?? 

იტალიში ალბათ კაი რაღაცეები ხდება, მაგრამ მე მაგ ამბების მე ეპიცენტრში არ ვარ სამწუხაროდ, მოკრძალებულ ცხოვრებას ვეწევი თებერვლამდე (გამოცდებამდე) biggrin.gif


QUOTE
თავს ახლი წიგნებს ???? თუ ისე რა???? biggrin.gif

??

Posted by: Antigone 8 Dec 2008, 12:16
QUOTE
პენსილვანიაში

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: მადეირა 8 Dec 2008, 20:18
homo caucasus
QUOTE
1. საიდან სჯობს გადაფრენა
2. ღირშესანიშნაობანი
............. ყველაფერი მაინტერესებს რა

ჩვენც გვაინტერესებს.. თემის პირველი პოსტი უნდა იყოს ინფორმაციული

Posted by: Atomic 9 Dec 2008, 11:26
მე ვიყავი ოქტომბერში რუმინეთში, ჩემი რუმინელი მეგობრის ქორწილში! დიდებული იყო, თითქმის მთელი ქვეყანა მოვიარე!

smile.gif

თბილისი-სტამბოლი-ბუქარესტი თურქიშით ვიფრინე და ბილეთი 1090 ლარი დამიჯდა. თუმცა, სტამბოლიდან ბულგარეთის გავლით, მატარებელიც დადის . . .

ღირსშესანიშნაობებს რაც შეეხება, დრო რამდენი გაქვს? რა მიზნით მიდიხარ მანდ? სამუშაო მივიტია თუ შემეცნებითი?

ბრანში აუცილებლად წადი და დრაკულას სასახლე ნახე, must see ადგილია, თავადაც გეცოდინება! wink.gif

სიგიშორა, სიბიუ, პელეშის სასახლე - თუ შეძლებ, აუცილებლად წადი სანახავად . . .

smile.gif

what Katy did next
შენ როდის იყავი მანდ?

ხო, საჭმელ-სასმელს რაც შეეხება - მამალიგა არ მომეწონა, მიჩი ქაჩავს, თეთრი ქლიავის არაყი აქვთ კიდევ, სახელად ცუიკა . . . biggrin.gif

Posted by: mamalo 9 Dec 2008, 11:58
ბუხარესტი ნომალური ქალაქია, მართალია 1999 წელში ვიყავი, მაგრამ რაც მახსოვს საკმაოდ იაფი იყო და ცენტრიც საკაიფო იყო, სამწუხაროდ არაფრის სანახავად დრო არ მქონდა, ერთი რამაც გამაოცა იყო ის რომ ძალიან სპორტული ხალხი ყოფილან, ქალები განსაკუთრებით, კარგი ნავარჯიშევი სხეულებით, და საკმაოდ ლამაზებიც.

Posted by: what Katy did next 9 Dec 2008, 17:03
მადეირა
QUOTE
ჩვენც გვაინტერესებს.. თემის პირველი პოსტი უნდა იყოს ინფორმაციული

ტრანსპორტირება უკვე დავწერე და რავი კიდევ დავწერ:
Turkish Airlines
Tbilisi-Istanbul (Ataturk)-Bucharest
ბილეთის ფასი დაახლოებით 1000 ლარამდე round trip ( ნუ მე მარტში გავფრინდი და ასეთი ფასები იყო).

VISA
რუმინეთი შენგენის ვიზას არ იძლევა, ამიტომ დაგჭირდება გარკვეული პროცედურის გავლა ვიზის მისაღებად. ვიზა სადღაც 50 $ ღირდა რამდენიმე თვის წინ.

ხო რაც შეეხება ტრანსპორტირებას შიგ რუმინეთში...დადის მარშუტკების მსაგვსი MAXI-TAXI, ასევე მეტროც. მეტროსთვის უნდა გქონდეს სპეციალური ბარათი და რამდენჯერმე შეგიძლია იმით მგზავრრობა.

ეროვნული ვალუტა არის: Lei, სადღაც ერთი ევრო 3.5 ლეია....მაგრამ ძალიან ძვირი ქვეყანაა...
თუ მაგალითად ბუქარესტიდან ტრანსილვანიაში მოგინდა წასვლა, best way არის მატარებელი, 9 საათი სჭირდება და 90 ლეი ღირს ბილეთი... ძალიან კარგი საშუალებაა ნახო მთელი მხარე.

QUOTE
სიგიშორა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Atomic
მარტი-აპრილი ამ პერიოდში ვიყავი, კიშინოვშიც მინდოდა წასვლა მატარებლით სააღდგომოდ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა...იმედია მომავალში ისევ ჩავალ...smile.gif


QUOTE
ქალები განსაკუთრებით, კარგი ნავარჯიშევი სხეულებით, და საკმაოდ ლამაზებიც.


მართალია ძალიან ლამაზი ხალხია...მაგრამ თითქმის ყველას, ბავშვს, კაცს, ქალს კბილების პრობლემა აქვს....


Posted by: Atomic 9 Dec 2008, 20:28
QUOTE
სიგიშორა

ზემოთ, კათედრალში ახვედი?

მანდ, გამონაკლისი დაუშვეს და XVII საუკუნის ორღანი რომ აქვთ, დამაკვრევინეს!

ისეთი გრძნობა იყო, კინაღამ კოსმოსში გავფრინდი . . .

user.gif

biggrin.gif

Posted by: Solveig 10 Dec 2008, 17:29
მამალიგა რუმინელების ეროვნული საჭმელი არ მგონია, რომ იყოს..საერთოდ, მაგ მხარეში (კარპატებში) იციან..მაგალითად, გუცულებს აქვთ იგივე საჭმელი, კულეშა ჰქვია.

რუმინეთში საინტერესო უნდა იყოს რიმნიკის მონასტრის ნახვა...ანთიმოზ ივერიელის რეზიდენცია იყო მანდ. მანვე ააშენებინა ყველაწმინდის (ახლა ანთიმოზის) მონასტერი ბუქარესტში. ჩუქურთმები მისი ნახელავია.

QUOTE
ქალები განსაკუთრებით, კარგი ნავარჯიშევი სხეულებით, და საკმაოდ ლამაზებიც.

რუმინეთის ქალთა ნაკრები ტანვარჯიშში ყოველთვის გამოირჩეოდა...ჯერ მარტო ნადია კომანეჩი რად ღირს. კიდევ ჰყავდათ რამდენიმე ძალიან კარგი და ახლაც ჰყავთ-მესამე ადგილი აიღეს ოლიმპიადაზე. ჩანს, ეგ სპორტი საკმაოდ პოპულარულია.

Posted by: homo caucasus 12 Dec 2008, 22:02
QUOTE
Atomic Kind Member

QUOTE
what Katy did next



დიდი მადლობა ინფოსთვის. მომავალ კვირას მივდივარ. ჯერ ბუქარესტში ჩავფრინდები მერე მატარებლით ბაკაუში წავალ. სამუშაო ვიზიტია, მაგრამ შევეცდები შეთავსებით რა..
* * *
Solveig

შენც დიდი მადლობა, თუ მოვასწარი აუცილიბლად..

Posted by: Atomic 13 Dec 2008, 00:01
homo caucasus
კეთილი მგზავრობა!

smile.gif

Posted by: jio-jio 21 Jul 2009, 08:35
და რუმინეთის ვიზით ბულგარეთში ან უნგრეთში გადავალ?

Posted by: misss 23 Jul 2009, 00:43
jio-jio
მგონი ვერ გადახვალ.მით უმეტეს უნგრეთში. უნგრეთს შენგენის ვიზა უნდა

Posted by: jio-jio 23 Jul 2009, 17:21
misss
გასაგებია, მადლობ.

Posted by: Gallagher 20 Aug 2010, 09:47
აუ რუმინეთში უნდა წავიდე სასწრაფოდ, იქნებ დაწეროთ ვიზის მიღების პროცედურა. მანქანა ვნახე და უნდა ჩამოვიყვანო როგორ აზზე არ ვარ მაგრამ მაინც smile.gif

რუმინეთში თუ ხართ ვინმე დაწერეთ რა ძაან გთხოვთ.

Posted by: JSN 20 Aug 2010, 12:32
Gallagher
რუმინეთში ორი წლის წინ ვიყავი. პროცედურა საკმაოდ ადვილი იყო, არავითარი ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და ცნობა სამსახურიდან. ვიზის საფასური პასპორტის აღების შემდეგ გადამახდევინეს. ოღონდ ეს ორი წლის წინ იყო, ამჟამად თუ შეიცვალა რაიმე, ვერ გეტყვი... smile.gif

Posted by: sabuk 15 Dec 2012, 23:43
რუმინულის სწავლა მინდა ბაზის დონეზე, სალაპარაკოდ... რამდენ ხანში მოვახერხებ როგორ გგონიათ?


Posted by: TamT 18 Apr 2013, 15:57
ამოვწიოთ რა ეს თემა.
რუმინეთსი შეიძლება მომიხდეს წასვლა და ყველაფერი მაინტერესებს ამ ქვეყანაზე.

ისე რა ცუდია რომ შენგენის ვიზას არ იძლევა sad.gif გადავიდოდი სხვა ქვეყნებშიც...

sabuk

თუ ისწავლე სადმე, არ დამიმალო : ))

Posted by: Solveig 18 Apr 2013, 18:26
TamT

ჯერ არ არიან შენგენში ეგ და ბულგარეთი.


sabuk
QUOTE
რუმინულის სწავლა მინდა ბაზის დონეზე, სალაპარაკოდ... რამდენ ხანში მოვახერხებ როგორ გგონიათ?

რუმინული იტალიურს გავს ცოტა. რომანული ენაა ეგეც.
ფრანგული ბევრმა იცის, ფრანკოფონური ქვეყანაა.

Posted by: DORO 18 Apr 2013, 20:51
QUOTE
ეროვნული ვალუტა არის: Lei, სადღაც ერთი ევრო 3.5 ლეია....მაგრამ ძალიან ძვირი ქვეყანაა..

4.5 ლეია .RON biggrin.gif

1 დღე ვიყავი ბუქარესტში ,და სადღაც ტიმიშოარაში დავიკარგე მანქანით ,გზა ამებნა ყოვლად არადეკვატური საგზაო ნიშნების გამო biggrin.gif

დიდი არაფერია მთლიანობაში, მოჩხლართული ინფრასტრუქტურა , ბანძი ავტო-რკინიგზის სადგური ტუალეტები , უყურადღებო მიმტანები ,სავსე ციგნები , დანგრეული გზები და ა.შ

ფოტოებიც წავშალე იმდენად არ მომეწონა ეგ მხარე. biggrin.gif


Posted by: Cluviel_Dor 18 Apr 2013, 21:37
ვერ ვიტან რუმინულ ენას,გავს იტალიურს,რაღაც სიტყვებს ვიგებ,მაგრამ საშინლად უშნო ენაა თავისი შიშინა ბგერებით და აქცენტით.სლავური სიტყვებიც ბòლომად ურევია.
ენასთან ერთად ხალხიც საშინლად არაცივილური,ნუ ახლა ცუდი და კარგი ყველა ერშია,მაგრამ საერთო ჯამში ინტელექტი აკლიათ,უფრო ციგნებთან ახლოა მათი ყოფა.
ძალიან ბევრი რუმინელია იტალიაში ჩამოსული და ისე აქვთ სახელი გატეხილი,რომ იტალიამ ლამის ანტირუმინული დაჯგუფებები შექმნას და გაყაროს აქედან biggrin.gif
ბევრია მათში ქურდი,ქალიც და კაციც,ქალების ყველა არა,მაგრამ დიდი ნაწილი "ლეგკოდასტუპნოების" რიცხვშია,ფულის გულისთვის შვილსაც მოგყიდიან.დიდ ქალაქებში სადაც კი "წითელი ფარნების" ტერიტორიებია,ან ქუჩებში,უმეტესობა რუმინელია.

Posted by: sabuk 18 Apr 2013, 22:18
TamT
QUOTE
თუ ისწავლე სადმე, არ დამიმალო : ))

არაა, ვერსად მოვახერხე, ნუ რამოდენიმე ფრაზა და რაღაცა კი ვისწავლე ჩემი რუმინელი მოხალისეებისგან
რაც საჭიროა "ცუდი" სიტყვები ვიცი biggrin.gif ჰაჰა...
QUOTE
ისე რა ცუდია რომ შენგენის ვიზას არ იძლევა

3 თვე თუ იქნები იქ დროებით მოქალაქეობას იძლევიან და შემდეგ შეგიძლია ჩერეზ იტალიის ან უნგრეთის საელჩოთი აიღო შენგენის ვიზა tongue.gif მე ასე ვაპირებ, ტურიც მაქვს დაგეგმილი ამსტერდამისკენ უკვე...

1 ივნისს მივდივარ ^_^ ხვალ კი საელჩოში....

Cluviel_Dor
QUOTE
ენასთან ერთად ხალხიც საშინლად არაცივილური,

ცუდია ეგრე რომ იძახი...
QUOTE
ძალიან ბევრი რუმინელია იტალიაში ჩამოსული და ისე აქვთ სახელი გატეხილი,

ვახ... არადა ზოგადად რუმინეთში მცხოვრები რუმინელები არ არიან ცუდი ხალხი. გადმოცემით ვიცი ძალიან ძალიან ბევრისგან... ^^


Posted by: Solveig 19 Apr 2013, 00:09
Cluviel_Dor
QUOTE
საშინლად უშნო ენაა თავისი შიშინა ბგერებით და აქცენტით.

მე მომწონს smile.gif

QUOTE
საერთო ჯამში ინტელექტი აკლიათ,


გუშინ 4 ქართველი გოგო შემხვდა ქუჩაში. აი, იმათ აკლდათ, თუ აკლდათ.
ე.ი. ქართველები ზოგადად უინტელექტოები არიან?
QUOTE
ცუდი და კარგი ყველა ერშია

ასეა ზუსტად.


QUOTE
ალიან ბევრი რუმინელია იტალიაში ჩამოსული და ისე აქვთ სახელი გატეხილი,რომ იტალიამ ლამის ანტირუმინული დაჯგუფებები შექმნას და გაყაროს აქედან
ბევრია მათში ქურდი,ქალიც და კაციც,ქალების ყველა არა,მაგრამ დიდი ნაწილი "ლეგკოდასტუპნოების" რიცხვშია,ფულის გულისთვის შვილსაც მოგყიდიან.დიდ ქალაქებში სადაც კი "წითელი ფარნების" ტერიტორიებია,ან ქუჩებში,უმეტესობა რუმინელია.

იხ. ზემოთ.

ისე, არ მიკვირს კრიმინალი და სხვა უბედურებები. რუმინეთი სოცბანაკის უღატაკესი ქვეყანა იყო და ყველაზე დაბალ დონეზე იდგა ცხოვრების დონის მხრივ. ძალიან ღარიბები იყვნენ. ჩაუშესკუმ ვალები გაისტუმრა, მაგრამ ის ფული ხალხისაგან ამოქაჩა...

ამ სიღარიბის გამო ყველაფერზე მიდიოდა მერე ხალხი. მაგალითად, წარსულში ძალიან ცნობილმა სამმა სპორტსმენმა ქალმა დიდი თანხისათვის რომელიღაც პორნოჟურნალისათვის გაიხადა და იმდენად ვულგარული ფოტოები და ვიდეოები გადაიღეს, შოკი გამოიწვია ამ ამბავმა არამარტო რუმინეთში, ზოგადად, მსოფლიოშიც. biggrin.gif

თუმცა, მე ვისაც ვიცნობდი, რუმინელებს, ნორმალური ხალხი იყო. საურთიერთობოდაც სასიამოვნო..

Posted by: Cluviel_Dor 19 Apr 2013, 00:29
sabuk
QUOTE
ცუდია ეგრე რომ იძახი...

მგონი ისიც მოვაყოლე რომ ცუდი და კარგი ყველგანაათქო,მთელ ერზე არ მითქვამს.
QUOTE
არადა ზოგადად რუმინეთში მცხოვრები რუმინელები არ არიან ცუდი ხალხი. გადმოცემით ვიცი ძალიან ძალიან ბევრისგან... ^^

თავად რუმინეთში მცხოვრებნი ალბათ ვინც საშუალოზე ცოტა მაღლა დგას,ვისაც შესძლებლობა აქვს ისწავლოს და რაღაც შექმნას,რა თქმა უნდა ნორმალური კატეგორიაა და თავისუფლად შეიძლება ურთიერთობაც გქონდეს,.
Solveig
QUOTE
გუშინ 4 ქართველი გოგო შემხვდა ქუჩაში. აი, იმათ აკლდათ, თუ აკლდათ.
ე.ი. ქართველები ზოგადად უინტელექტოები არიან?

მე ორი რუმინელით არ განმისაზღვრავს მათი პოტენციალი.ძალიან ბევრი მინახავს და ვიცნობ კიდეც.მეტიც,მეგობრებიც მყავს. და შენი თქმისა არ იყოს,ამ სოციალურმა სიდუხჭირემ იმოქმედა ასე თუ ადრეც ასეთები იყვნენ ეგ საკითხავია,. რასაც ვხედავ კულტურა აკლიათ,ცოტა ბინძურებიც არიან.ქართველს მაინც ვერ შევადრი,ჩვენ ტრადიციები მაინც შემოგვრჩა რაღაც. თავადაც ბევრჯერ დაუწუწუნიათ,ძალიან ზარმაცი ხალხი ვართო.მიწაზე მუშაობა ეზარებათ,არადა ძალიან კარგად გასავითარებელი ინფრასტრუქტურა და ტერიტორიები აქვთ აგრო კულტურის მხრივ,მაგრამ დღეს ისევ ჩამორჩენილია და ისიც მიკვირს ცოტა ხანში როგორ დაუშვებს ევროსაბჭო მათ მიერთებას.

Posted by: Jorik 19 Apr 2013, 12:20
ისე იერზე, ფიზიკურად როგორი შესახედაობის ხალხია?
მარტო ფეხბურთელები ვიცი და ყველა შავია biggrin.gif

Posted by: Solveig 19 Apr 2013, 12:58
Cluviel_Dor
QUOTE
მიწაზე მუშაობა ეზარებათ,არადა ძალიან კარგად გასავითარებელი ინფრასტრუქტურა და ტერიტორიები აქვთ აგრო კულტურის მხრივ,

ქართველებისა არ იყოს, გული აიცრუეს მაგათაც. ჩაუშესკუს რეფორმების გამო.
რუმინეთი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა იყო. ჩაუშესკუმ ინდუსტრიულად მოუნდომა გადაქცევა, ხოლო სოფლის მეურნეობა მიაგდო და ამან ხალხის დიდი ნაწილი მიწას მოწყვიტა. თუმცა, ინდუსტრიამ კრახი განიცადა, რადგან ნაწარმი თვითღირებულებას ვერ ანაზღაურებდა. ვალების გასტუმრება კი არა, შეიძლებოდა, აქეთ დაედო სახელმწიფოსათვის ვალები...ჰოდა, ჩაუშესკუმ ჯერ ხალხიდან დაიწყო ფულის ამოქაჩვა გაზრდილი კომუნალური და სხვა გადასახადების სახით, მერე დაფინანსება შეუმცირა განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ პროგრამებს, ბოლოს სოფლის მეურნეობას/მეურნეობებს შეაწერა იაფად მიეყიდათ მისთვის პროდუქტი (ბაზარზე ვაჭრობის ნაცვლად). ბოლოს საერთოდაც შეუმცირეს მოსახლეობას საკვები ულუფა-ძალიან ბევრს ჭამთო.
ამიტომ არის ათეული წლების განმავლობაში ავტორიტარული ხელისუფლების ყოლა საშიში-შეიძლება, კისერი მოატეხინოს ქვეყანას და ხალხსაც, მასთან ერთად.

QUOTE
ისიც მიკვირს ცოტა ხანში როგორ დაუშვებს ევროსაბჭო მათ მიერთებას.

მიერთებულია უკვე დიდი ხანია. უბრალოდ, არც შენგენის ზონაშია და რუმინეთის მოქალაქეებს არ აქვტ იგივე უფლებები ევროპის სხვა ქვეყნებში, რაც მაგალითად, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის, ბელგიის, გერმანიისას.. ის კი არა, რუმინეთის მოქალაქე ბოშები გამოყარეს საფრანგეთიდან და მგონი, გერმანიაც რაღაცას იზამს სამომავლოდ, რადგან ძალიან ბევრნი არიან და მათხოვრობენ...ხალხი ცუდი თვალით უყურებს ბოშებს. ამასწინათ მოსთხოვა ბოშა ქალმა ფული გოგოს და იმან ზიზღით უთხრა-წადი და იმუშავეო.
ჩვეულებრივი პოსტსოციალისტური ქვეყანაა ჯერაც მყიფე ეკონომიკით, ხელისუფლებაში ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებით, რისი გამომჟღავნებაც მუდმივი სკანდალების მიზეზია ხოლმე. თან, ხალხმრავალი ქვეყანაა და ბევრ ხალხს საჭმელიც ბევრი სჭირდება, რასაც ქვეყანა ვერ აუდის. ამიტომ გარბიან სხვაგან. იტალიაში რომ არის უმეტესობა, არ მიკვირს. შორეული ნათესავები არიან მაგათი biggrin.gif თავად ამაყობენ, დაკიელების და რომაელების ნარევი ვართო. სახელებიც აქვთ რომაული: ფლავიუსი, ტრაიანი, ოქტავიანი, მარიანი...

Posted by: Cluviel_Dor 19 Apr 2013, 14:44
Solveig
QUOTE
იერთებულია უკვე დიდი ხანია. უბრალოდ, არც შენგენის ზონაშია და რუმინეთის მოქალაქეებს არ აქვტ იგივე უფლებები ევროპის სხვა ქვეყნებში, რაც მაგალითად, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის, ბელგიის, გერმანიისას..

კი ევროსაბჭოს ქვეყანაა,მაგრამ თავად ვალუტის არეალში ჯერ არ გაწევრიანებულა და ეგ მიკვირს ზუსტად,რომ ჯერ ამ საბერძნეთის კრიზისმა მოთხარა ევრო და სხვა მეზობელი ქვეყნებიც დააზარალა ეკონომიკის მხრივ და ახლა რუმინეთი უნდა აიკიდონ? რუმინეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება შენგენში,მაგალითად იტალიაში უვიზოდ ჩამოდიან და სხვათაშორის მათ მუშახელს კაი თანხა გააქვს თავის ქვეყანაში არალეგალურად და გადასახადების გარეშე.ძალიან მცირე კატეგორიაა ვინც კონტრაქტით და დაზღვევით მუშაობს.
QUOTE
თავად ამაყობენ, დაკიელების და რომაელების ნარევი ვართო. სახელებიც აქვთ რომაული: ფლავიუსი, ტრაიანი, ოქტავიანი, მარიანი...

არადა უფრო სლავური გარეგნობა და მენტალიტეტი აქვთ,ვიდრე იტალიური.

Posted by: Solveig 19 Apr 2013, 15:01
Cluviel_Dor
QUOTE
რუმინეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება შენგენში,მაგალითად იტალიაში უვიზოდ ჩამოდიან

სიარული კი შეუძლიათ, მაგრმა შრომითი უფლებები არ აქვთ იგივე და მაგიტომ არის, შავად რომ მუშაობს უმეტესობა.

QUOTE
მათ მუშახელს კაი თანხა გააქვს თავის ქვეყანაში არალეგალურად და გადასახადების გარეშე.

მაგას მარტო რუმინელები არ შვრებიან, ზოგადად, შავად მომუშავეების პრობლემაა. რა, ქართველები რომ მუშაობენ იტალიასა და საბერძნეთში, ისინი სულ ბიუჯეტს ურიცხავენ გადასახადებს, რა smile.gif
QUOTE
უფრო სლავური გარეგნობა და მენტალიტეტი აქვთ,ვიდრე იტალიური.

იტალიასთან რომაელი წინაპრის მეტი აღარაფერი აკავშირებთ მაგათ smile.gif ისტორიულად რომის იმპერიის მერე აღარაფერი ჰქონიათ მაგათთან საეერთო. კარგა ხანს ოსმალები და ფანარიოტი ბერძნები უჩაჩქუნებდნენ თავში და ანთიმოზ ივერიელი რომ არა, კაცმა არ იცის, საერთოდ როგორ განვითარდებოდა მათი ბედი, როგორც ერის.

Posted by: Cluviel_Dor 19 Apr 2013, 18:21
Solveig
QUOTE
სიარული კი შეუძლიათ, მაგრმა შრომითი უფლებები არ აქვთ იგივე და მაგიტომ არის, შავად რომ მუშაობს უმეტესობა.

არა,პირიქით,შრომით ხელშეკრულებას არ იფორმებენ,ის მოსაკრებელი რაც დამსაქმებელმა სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს,ურჩევნიათ მათ გადაუხადონ.ალბათ პატარა სოფელიც არ დარჩა ეგენი რომ არ იყვნენ და საემიგრაციოც ვეღარ აკონტროლებს ვინ კანონიერად მუშაობს და ვინ არა.ვინც უფრო ჭკვიანია დაზღვევას იკეთებს პატრონისგან,ვინც არა იმ ორ კაპიკს ხარბდება,არადა სტაჟით შემდეგ პენსიაც შეუძლია აიღოს და მაგდენს ვერ ტვინავენ.თუმცა საჯარო სამსახურზე ეგენი თითქმის არც მინახავს,ძირითადად შავ სამუშაოზე არიან,გინდაც კარგად იცოდნენ იმ ქვეყნის ენა.
ქართველებზე ვერ დაგეთანხმები,ჩვენ არ ვართ ევროზონის ქვეყანა და მაინც სახიფათოა ევროპაში არალეგალურად გაჩერება.ამასთანავე სამსახურშიც არავინ არ აიტკიებს შენთვის თავს,დამსაქმებელსაც ურჩევნია კონტრაქტი დაგიდოს და ჯარიმები თავიდან აიცილოს.ამიტომ ქართველს ვისაც საბუთი აქვს.პატრონთან ერთად ისიც იხდის გარკვეულ პროცენტსsmile.gif თუ ვინმე ხშIრად იცვლის სამსახურს და ცდილობს კონტროლს გაექცეს,ეგ სხვა საკითხია,ეგეთიც ბევრია biggrin.gif
ივერიელზე გამახსენდა,ნეტა იმ დროს რომ მართლმადიდებლობდნენ და პირველი ბიბლია გამოუცა,ახლა ნეო-ორთოდოსებად არიან ქცეულნი,კათოლიციზმს შეერწყნენ გარკვეულწილად.თუმცა შემორჩენილნი არიან მაინც ჭეშმარიტი მართლმადიდებლებიც.
მუნჯიუს ფილმი გამახსენდა,ნახე თუ არ გინახავს ჯერ. http://www.imdb.com/title/tt2258281/

Posted by: Solveig 19 Apr 2013, 20:34
Cluviel_Dor
QUOTE
პირიქით,შრომით ხელშეკრულებას არ იფორმებენ,

ჰო..არ ვიცი, შეიძლება, იტალიაში სხვაგვარადაა. გერმანიაში ნამდვილად არ აქვთ რუმინელებს ისეთი უფლებები სამუშაოზე მოსაწყობად, რაც სხვა ევროპელებს და ამიტომ რთული იქნება მათთვის. ამიტომ, ისევ "შავად" თუ იმუშავებენ, სანამ სათაანდო ორგანოები გაუგებდნენ, რა თქმა უნდა.

QUOTE
ქართველებზე ვერ დაგეთანხმები,ჩვენ არ ვართ ევროზონის ქვეყანა და მაინც სახიფათოა ევროპაში არალეგალურად გაჩერება.ამასთანავე სამსახურშიც არავინ არ აიტკიებს შენთვის თავს,დამსაქმებელსაც ურჩევნია კონტრაქტი დაგიდოს და ჯარიმები თავიდან აიცილოს.

მე იმას ვგგულისხმობდი, რომ "არამკაცრ" ქვეყნებში ქართველები არალეგალურად არიან და შავად მუშაობენ. ხოლო, მკაცრ ქვეყნებში კი აქვთ ლეგალური სტატუსი, მაგრამ იმაზე გაცილებით მეტს ახერხებენ მაინც, ვიდრე ეს სტატუსი ანიჭებთ და არც სახელმწიფოსათვის გადახდით იკლავენ თავს (ღმერთმა ყველას მისცეს, მე ფულს არავის ვუთვლი. მით უფრო-ოჯახს ახმარენ ინ ფულს საქართველოში).
მოკლედ, შედეგი ერთია და წინაპირობებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა smile.gif

QUOTE
კათოლიციზმს შეერწყნენ გარკვეულწილად.

ეგ შერწყმა არაა, რაც მაგათ აქვთ. ეგეთი ხალხი დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს-გრეკო-კათოლიკები, ანუ უნიატები. წესები ისეთი აქვთ, რაც მართლმადიდებლებს. უბრალოდ, პაპს აღიარებენ. რუმინელები არ არიან ეგრე...
* * *
Jorik
QUOTE
სე იერზე, ფიზიკურად როგორი შესახედაობის ხალხია?
მარტო ფეხბურთელები ვიცი და ყველა შავია


მე მგონი, ადგილს გააჩნია-საიდან არის ადამიანი წარმოშობით. მე ვისაც ვიცნობდი, შავი არცერთი არ ყოფილა, ღია ფერებში იყო ყველა. ყავისფერი თმით და თვალებით, ან ქერა და ცისფერთვალა.

დიდი სურათებია და ბმულებს დავდებ.

ბიჭები:
http://www2.pictures.zimbio.com/gi/Flavius+Koczi+Marian+Dragulescu+Artistic+Gymnastics+k0HjA0HuaKEx.jpg

გოგოები:
http://img529.imageshack.us/img529/3434/romanianfashionsensejh4.jpg
http://3.bp.blogspot.com/_7kiCE-AZNtY/TIMVYiTDx_I/AAAAAAAAF1Y/kNoQwV-o6cg/s1600/romania+ladies.jpg

გოგოებს საშინლად აცვიათ cry.gif biggrin.gif

Posted by: Cluviel_Dor 19 Apr 2013, 20:59
Solveig
QUOTE
ეგ შერწყმა არაა, რაც მაგათ აქვთ. ეგეთი ხალხი დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს-გრეკო-კათოლიკები, ანუ უნიატები. წესები ისეთი აქვთ, რაც მართლმადიდებლებს. უბრალოდ, პაპს აღიარებენ. რუმინელები არ არიან ეგრე...

მე ისეთებს ვიცნობ,შობას ყველა კათოლიკურ შობას აღნიშნავს,კატოლიკურ ეკლესიებშიც დადიან და რაღაც დეტალები აქვთ კიდევ გადმოღებული.როგორც დავაკვირდი,რელიგიურადაც ცოტა გაუთვითცნობიერებელი ხალხია რაღაც მომენტში.მაგრამ ისეთებიც არიან მარტო მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ხატზე ლოცულობენ.
QUOTE
ქერა და ცისფერთვალება ხალხიც არის, მაგრამ სახის ნაკვთებით არ აგერევა არც სლავებში და არც მაგალითად, გერმანელებში ან სკანდინავიელებში.

კაცები შეუხედავები ყავთ,ქალებს კიდევ შეეხედება,თუმცა როგორც იტალიელები დიდი სიმაღლით არ გამოირჩევიან.

Posted by: Solveig 19 Apr 2013, 23:27
Cluviel_Dor
QUOTE
კათოლიკურ შობას აღნიშნავს


მაგათი ეკლესია შესწორებული კალენდრით სარგებლობს, რაც გულისხმობს შობის აღნიშვნას გრიგოლის კალენდრით, ხოლო აღდგომისას-იულიუსით.

QUOTE
რელიგიურადაც ცოტა გაუთვითცნობიერებელი ხალხია

გასაკვირი არაა. მანდაც იკრძალებოდა რელიგია სოციალისტური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ.

Posted by: Cluviel_Dor 19 Apr 2013, 23:48
რა ასოციაციაა ეკლესიასთან და ზაფხულს მინდოდა "დრაკულას ტურში" წასვლა ( biggrin.gif ) და მეძვირა-550 ევრო მიჯდებოდა,მერე სხვაგან წავედი,თუმცა არ მინანია. რუმინელებმა ცოტა შემაშინეს კიდევ,კიდევ მაგდენს დაგატივებინებენ იქაო biggrin.gif ერთხელაც მოვიგიჟიანებ თავს და წავალ,ბოლო ბოლო ისტორიული ინტერესის გამო.

http://www.ciaoromania.com/draculatour_ital.html

Posted by: იღბლიანა 1 May 2013, 22:46
რუმინეთში მივდივარ ერთი წელი გაცვლითი პროგრამით, ამ ერთი წლის განმავლობაში თავისათავად სხვა ქვეყნების ნახვაც მინდა ხოდა გამაგებინეთ ვიზა უნდა ავიღო ანუ მერე შენგენის?? ისე ვერ გადავალ ვერსად?

Posted by: misss 3 May 2013, 11:40
იღბლიანა
ვერ გადახვალ ვერსად, ვიზა უნდა აიღო შენგენის ...

Posted by: TamT 6 May 2013, 18:32
იღბლიანა
ივიესით ჰო არ მიდიხარ?

Posted by: იღბლიანა 7 May 2013, 22:38
TamT

არა ერასმუსით... არდადეგებზე მაინც ხო მომინდება სხვა ქვეყნებში გადასვლა და რავი იმედია სხვა რამე პრობლემა არ შემექმნება, და მომცემენ იმ შენგენის ვიზას.. :/

Posted by: TamT 8 May 2013, 00:27
იღბლიანა
რომელ ქალაქში მიდიხარ, ბუქარესტში? მგონი, სექტემბრიდან მეც იქ ვიქნები, მაგრამ ჩემები ცოტა ნერვიულობენ თვითონ ქვეყანაზე.
შენგენზე მეც ვფიქრობდი, უკვე მაქვს პასპორტში 1 შენგენი და იმედი მაქვს უფრო მარტივად მომცემენ

Posted by: იღბლიანა 8 May 2013, 11:12
TamT
QUOTE
რომელ ქალაქში მიდიხარ, ბუქარესტში? მგონი, სექტემბრიდან მეც იქ ვიქნები, მაგრამ ჩემები ცოტა ნერვიულობენ თვითონ ქვეყანაზე.
შენგენზე მეც ვფიქრობდი, უკვე მაქვს პასპორტში 1 შენგენი და იმედი მაქვს უფრო მარტივად მომცემენ


არა იაში ქვია ქალაქს... ქვეყანაზე რატო ნერვიულობენ?

Posted by: TamT 9 May 2013, 10:52
იღბლიანა
რავიცი, ბოშებით დასახლებული ღარიბი ქვეყანააო და ეშინიათ მარტო გაშვება, სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ : )))
თუმცა, მაინც წავალ, ალბათ.. მე ტრანსილვანიის მხარეში მივდივარ, ერთ პატარა ქალაქში, რომლის სახელსაც ვერ ვიმახსოვრებ biggrin.gif

Posted by: the lively 12 May 2013, 15:38
Timisoara-ში მიდის 1 კვირით ჩემი მეგობარი და იქნებ დამეხმაროთ
თბილისიდან ბუქარესტში რომ ჩაფრინდეს, შემდეგ იქ შიდა ფრენები თუ არის და რა სიტუაციაა ფასების მხრივ და ა.შ?


Posted by: იღბლიანა 27 May 2013, 21:46
სასწავლო ვიზით თუ ვარ რუმინეთში ბულგარეთში უვიზოდ გადავალ ხო?

Posted by: sabuk 15 Jun 2013, 02:13
TamT
QUOTE
ივიესით

მე მივდივარ ივიესით, უფრო სწორად უნდა წავსულიყავი biggrin.gif

და აი როგორც იქნა ავიღე ვიზა, მიუხედავად იმისა რომ 1 თვით გადამიტანეს პროექტი და ახლა 1 ივლის მიწევს წასვლა, მაინც მოხარული ვარ...

QUOTE
რომელ ქალაქში მიდიხარ, ბუქარესტში? მგონი, სექტემბრიდან მეც იქ ვიქნები, მაგრამ ჩემები ცოტა ნერვიულობენ თვითონ ქვეყანაზე.

შენც ივიესით მოდიხარ? სანერვიულო არაფერია, ძააალიან ძააალიან ბევრი მოხალისე გვყოლია ორგანიზაციიდან რუმინეთში და უკმაყოფილო თითქმის არავინ ჩამოსულა არც ქვეყნით არც სიტუაციით smile.gif
მართლაც რომ
QUOTE
სტერეოტიპების მსხვერპლი
ხარ
იღბლიანა
QUOTE
არა იაში ქვია ქალაქს... ქვეყანაზე რატო ნერვიულობენ?

იასში ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ჩრდილო აღმოსავლეთითაა მგონი მოლდოვასთან ახლოს კარგი ქალაქია როგორც ვიცი smile.gif
საინტერესოა 3 ფორუმელი უკვე დავგროვდით ამ შემოდგომას რუმინეთში, კარგი იქნება თუ შევიკრიბებით .
მე ვოლჩაში მივდივარ tongue.gif Ramnicu Valcea, ასე რომ რუმინეთის ცენტრში თუ 1-2 დღე გაჩერება დაგჭირდათ, ოლვეის ველქამ smile.gif)

the lively
QUOTE
Timisoara-ში მიდის 1 კვირით ჩემი მეგობარი და იქნებ დამეხმაროთ
თბილისიდან ბუქარესტში რომ ჩაფრინდეს, შემდეგ იქ შიდა ფრენები თუ არის და რა სიტუაციაა ფასების მხრივ და ა.შ?

მატარებელიც არის და ფრენებიც,
როგორც ვიცი მატარებელზე დიდი ფასდაკლებებია სტუდენტებისთვის დაახლოებით 70 პროცენტამდე და ასევე ვიცი რომ ხშირია შემთხვევები ქართული სტუდენტური აიდი რომ ჭრის smile.gif დაზუსტებულ ინფორმაციას ივლისში მოგაწვდით რომ ჩავალ smile.gif
მართალია იუზქარდიც მაქვს მაგრამ სტუდენტური უფრო მაინტერესებს რამდენად გამომადგება, კინოებში და მუზეუმებში თურმე იცოცხლე... yes.gif

Posted by: shoka_182 15 Jun 2013, 13:32
Cluviel_Dor

მეც მინდაა: )))) ,,დრაკულას ტურში'' წასვლააა: )))

მაგდენივეს რატომ დაგატოვებინებენ?

Posted by: Solveig 15 Jun 2013, 13:35
QUOTE
იასი


ქართველი პოეტი და დიპლომატი, ბესიკი (ბესარიონ გაბაშვილი) გარდაიცვალა მანდ და მანდვე დაასაფლავეს... სამწუხაროდ, საფლავი დაკარგულია...

Posted by: TamT 15 Jun 2013, 17:54
sabuk
უი, ძალიან კარგი... მე 20 ივლისს ველოდები პასუხს და ერთი სული მაქვს, იმედია დაფინანსდება პროექტი.
წარმატებები და გაგვაგებინე ხოლმე იქიდან ამბები ))

Posted by: sabuk 30 Jun 2013, 10:39
ავვვ მოუწია ჩემი გამგზავრების დრო... მაგრა კი მეზარება ახლა წაააააფრენა ბუქარესტში მაგრამ სხვა რა გზაა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: DORO 19 Jul 2013, 18:55


Posted by: TamT 25 Jul 2013, 01:48
sabuk
გაგვიზიარე აბა შთაბეჭდილებები ))
მე ოქტომბრის დასაწყისში მოვდივარ, 2 დღეა გავიგე რომ დამტკიცდა ჩემი პროექტი...

ისე ვიზის პროცედურა როგორია? გავიგე, რომ ცოტა პრობლემატური ყოფილა რუმინეთის საელჩო

Posted by: sabuk 7 Aug 2013, 14:08
TamT
QUOTE
გაგვიზიარე აბა შთაბეჭდილებები ))
მე ოქტომბრის დასაწყისში მოვდივარ, 2 დღეა გავიგე რომ დამტკიცდა ჩემი პროექტი...

ისე ვიზის პროცედურა როგორია? გავიგე, რომ ცოტა პრობლემატური ყოფილა რუმინეთის საელჩო

ავფ რატომღაც ფორუმზე ვერ შემოვდიოდი
ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის..

ხოო პირველ რიგში გილოცავ პროექტის დამტკივებს
მეორე აბა მითხარი რომელ ქალაქში მოდიხარ?? smile.gif
დდაააა რაც შეეხება ვიზას... OMG პროცესია, ჯობია რაც შეიძლება მალე მიხვიდე საელჩოში..
მარა ჯერ რაღაც რაღაც საბუთებს გამოგიგზავნიან და ასე შემდეგ.
რომელი ორგანიზაციიდან ხარ??
ან რაზე ან რამდენ ხნიანია შენ პროექტი???


ხოოო ახლა რაც შეეხება შთაბეჭდილებებს
ერთI სიტყვით მაგარია biggrin.gif biggrin.gif
მარა გააჩნია როგორი ტიპი ხარ, მე მოგზაურობა მევასება, აი ამ წამს მაგალითად 8 დღეა გამოსულივარ სახლიდან და დაახლოებით 1100 კმ გავიარე ჰიჩჰაიკით და კიდე 900 გასავლელი მაქ, ახლა არადში ვარ და ზღვაზე ვაპირებ ხვალ წასვლას biggrin.gif
ისე სადღაც შUაში ვცხოვრობ biggrin.gif
თუ თავგადასავლები და მოგზაურობა გიყვარს მერწმუნე მაგარ დროს გაატარებ.. ^^
ბთვ პმში მომწერე შენი ფბ და დაგიმატებ smile.gif

Posted by: TamT 10 Oct 2013, 15:07
sabuk
\საბა, უკვე იმედი დავკარგე, რომ საერთოდ არსებობს რაიმე ქვეყანა სახელად რუმინეთი და მე იქ მივდივარ sad.gif((
დამეჯერებინა შენთვის ამას რომ მეუბნებოდი
QUOTE
OMG პროცესია, ჯობია რაც შეიძლება მალე მიხვიდე საელჩოში..

biggrin.gif

Posted by: TamT 21 Nov 2013, 02:08
უკვე თითქმის 1 თვეა რუმინეთში ვარ - ტრანსილვანიაში. ჩემს ქალაქს რუმინულად Cristuru Secuiesc ქვია, მაგრამ რადგან აქ ძირითადად უნგრელები ცხოვრობენ თავი უნგრეთში უფრო მგონია და Kereztur-ს ვეძახი. ჩვენგან 30 კმ-ში არის სიგიშოარა, ჩემთვის პატარა პრაღა...
user posted image
user posted image
user posted image
ამ ერთი თვის განმავლობაში ასევე ვიყავი იაშში. მოლდოვას საზღვართანაა, სტუდენტური ქალაქი.
კიდევ 7 თვე ვიქნები აქ. ასე რომ, აქაც დავწერ ხოლმე და შეგიძლიათ ჩემს ბლოგზეც შემოიხედოთ ))

ჰო, ხალხს რაც შეეხება- მე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, ძალიან კეთილი ხალხია.
http://boloblogi.wordpress.com

Posted by: screamin2u 27 Dec 2013, 20:45
მიყვარს რუმინეთი!

გირჩევთ სანახავ ადგილებს :

VAMA VECHE ზაფხულობით არის ძაან მაგარი დასასვენებელი ადგილი.
კარვები მთელ პლიაჟზე, ალტერნატიული ახალგაზრდობა, ფესტივალები და ა.შ
user posted image
user posted image
--
MOCANITA
ტურისტული მატარებლები რომელიც მიდის მდინარის გვერდით მთებში და ზრაპრული ბუნებაა გარშემო!
user posted image
user posted image
--
Peles Castle(Sinaia) დრაკულას სასახლესთან შედარებით ამან უფრო დიდი შთაბეწდილება მოახდინა ჩემზე smile.gif
user posted image


კიდევ დავდებ მოგვიანებით თუ დაგაინტერესებთ

Posted by: Jorik 27 Dec 2013, 20:55
screamin2u
კარგი სურათებია, ყოჩაღ up.gif

Posted by: screamin2u 27 Dec 2013, 21:14
QUOTE (Jorik @ 27 Dec 2013, 20:55 )
screamin2u
კარგი სურათებია, ყოჩაღ up.gif

გმადლობ smile.gif

ბუქარესტი:

ციფრული ბიბლიოთეკა მეტროში
user posted image
-
user posted image
yes.gif
--
BRASOV
user posted image
--
სადრაკულეთი facepalm.gif
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: TamT 28 Dec 2013, 02:40
screamin2u
სინაიას სასახლე მართლაც ძალიან მაგარია... საშობაო არდადეგებზე ვიყავი შემდეგ ქალაქებში: ბრაშოვი, სინაია, ბუქარესტი, რიმნიკუ ვილჩეა და სიბიუ... ფოტოებს მოგვიანებით ავტვირთავ.
QUOTE
MOCANITA

ეს ადგილი არ ვიცოდი.. გაზაფხულისკენ მოვინახულებ

Posted by: Trumpet 28 Dec 2013, 10:59
ლამაზია..... დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი up.gif

Posted by: O,o 28 Dec 2013, 11:10
ესეიგი
2 კვირის წინ ჩამოვედი რუმინეთიდან
2 კვირით ვიყავი წასული და რუმინელების სტუმართმოყვარეობამ გამაოცა <3
მოკლედ ბუქარესტში რომ ჩავედი, თავმოჭრილი ქათამივით დავდიოდი არვიცოდი სადწავსულიყავი რას ვტაკებოდი biggrin.gif

ჰოდა გავიცანი 1 რუმინელი გოგო ავტობუსში და გადამყვა თან user.gif

მეტროში ფული გადამიხადა, დამარეკინა და ა.შ

დავიწყებ ჩემი გალერიით:

user posted image
^
ბუქარესტის ცენტრი
yes.gif

აი ამაზე გავგიჟრი რამაგარი რამეა:

user posted image

gigi.gif

დანარჩენ სურათებს შემდეგ პოსტებში |შემოგტავაზებთ

chups.gif


TamT
ივიესით ხარ? თუ ერასმუშიტ? კარგია - ჩემი მეგობრებიც არიან ბუქარესტში ივიესით და მათთან დავრჩი კარგად ერთობიან biggrin.gif

Posted by: TamT 28 Dec 2013, 15:15
O,o
ივიესით ვარ...
მართლაც ძალიან კეთილი ხალხია, მეც აღფრთოვანებული ვარ : ))
ბუქარესტში კარგი გართობაა

Posted by: nikato-nikato 28 Dec 2013, 17:21
ძაან ადვილად იკერებიან გოგოებიო როგორც მითხრეს givi.gif

Posted by: DORO 30 Dec 2013, 10:59
რაღაც ფოტოები მეც შემომრჩა,გავლით ვიყავი ბუქარესტში.......
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს ქართველების საკონდიტრო ჩანს biggrin.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: TamT 5 Jan 2014, 05:56
საშობაო არდადეგებზე 1 კვირით ვიმოგზაურე რუმინეთის სხვადასხვა ქალაქებში, სულ ავტოსტოპით tongue.gif
ფოტოები და ჩემი შთაბეჭდილებები თუ გაინტერესებთ, მოდით ბლოგზე
http://boloblogi.wordpress.com/2014/01/04/my-romanian-holiday/

Posted by: BadbadGirl 5 Jan 2014, 14:11
TamT
სოკოს კერძები დააგემოვნე თუ ტრანსილვანიაში ხარ.
მგონია, სოკოს ყველაზე მეტი კერძი სწორედ მანდაა შემუშავებული. ტრიუფელიც კი მოეპოვებათ smile.gif

Posted by: TamT 7 Jan 2014, 05:16
BadbadGirl
მართლა? მე მაინცდამაინც არ შემინიშნავს ასეთი სიმრავლე. რუმინული საღამოც რომ მოგვიწყვეს, იქ ჰქონდათ კერძები, მაგრამ უფრო მეტად ხორცს დ ააკრტოფილს იყენებენ

Posted by: sabuk 24 Jan 2014, 23:20
nikato-nikato
QUOTE
ძაან ადვილად იკერებიან გოგოებიო როგორც მითხრეს

ჰაჰ აბა \შენ ეგ თქვი,,
ყველა მაგას იძახის, პროსტა უცხოელს რო დაგინახავენ ქვეყნიდან გაქცევის პრასვეტი გონიათ. და გეტენება გოგოების უმეტესობა.
მაგრამ არიან ჭკვიანებიც ეგეთების დაკერვა ძნელია. თუმცა უმეტესი გოგოები მაინც ცოტა გაუნათლებლები, ყველა რუმინელი კაცი ამაზე წუწუნებს//

მე კი უკვე ბოლო კვირას ვითვლი და მალე გამოვემგზავრები მოზერლანდზე..
თუმცა ერასმუსით დავბრუნდები უკან მალევე biggrin.gif მაგრამ ვაი რომ სანახავი აღარაფერი დამჩა....
მოკლედ რუმინეთი მაგარი ქვეყანაა..

O,o
QUOTE
ჩემი მეგობრებიც არიან ბუქარესტში ივიესით და მათთან დავრჩი კარგად ერთობიან

ახალ წელს ზალიკოსთან და გიოსთან შენ იყავი??
სკაიპში ვიღაცას მაგარ მთვრალს ველაპარაკე, ნიუჟელი შენ იყავი?? biggrin.gif
იაშში იყავი ხო ერასმუსზე?

Posted by: Mr.Drummer 7 Feb 2014, 18:15
სალამი .

200-300 ევრო ერთ ადამიანს, ერთი თვის მანძილზე ეყოფა კვებაზე ?


Posted by: screamin2u 7 Feb 2014, 18:45
QUOTE (Mr.Drummer @ 7 Feb 2014, 18:15 )
სალამი .

200-300 ევრო ერთ ადამიანს, ერთი თვის მანძილზე ეყოფა კვებაზე ?

მე 100 ევრო მყოფნიდა smile.gif კვებაზე ფასები ზოგადად საქართველოს პონტში გადის, ასე რომ მაქსიმუმ 150 იანგარიშე. ნუ ყოვლე დღე რესტორნებსი თუ არ აპირებ და შენით მოამზადებ საჭმელებს მაგ შემთხვევაში smile.gif
* * *
sabuk
მდააჰ.. სეიმ შით არ არის ქართველ გოგოგებზეც გაქცევის პრასვეტის ამბავში? :დდ

ისე გიოსთან რო ვიყავი, 3 ქართველი ბიჭი გავიცანი და რომელიმე ხო არ ხარ ? :დდ ზალიკო ჯერ არ იყო ჩამოსული მაგ დროს.

მოკლედ ღარიბი ავროპული ქვეყანაა. საქართველოს ვამსგავსებ ხალხითაც, ბუნებით, ფასებით და ასე შემდეგ.


* * *
sabuk
ბიჭო ეხლა მოვწვი საბა რო ხარ აჰაჰააჰ )))))
TamT
O,o
მარი ვარ :დდ

ერთი სასტავი ვარტ მოკლედ :დდდდდ

Posted by: TamT 7 Feb 2014, 19:35
sabuk
QUOTE
მაგრამ არიან ჭკვიანებიც ეგეთების დაკერვა ძნელია.//

კომპრომატი

Mr.Drummer
თავისუფლად biggrin.gif

screamin2u
ჰიჰიიი ^^
აბა ჩვენ მეტი ვინ ჩამოვა აქ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif <3

Posted by: Mr.Drummer 7 Feb 2014, 19:44
შესანიშნავია, შიმშილი არ შეგაწუხებს ესე იგი biggrin.gif

ყველა მეუბნება თბილი ხალხია ძალიანო, მარა

კარვით გიმოგზაურიათ ? ჩანთიან ხალხზე როგორი რეაქცია აქვთ ?
სოფლეფთან რო დაბანაკდე, ცეცხლს ხო არ მოუკიდებენ ?


Posted by: screamin2u 7 Feb 2014, 21:35
TamT
ჰეჰჰეჰჰ smile.gif

Mr.Drummer
კი კარვით არაა პრობლემა, მარა ჯობია ვინმეს თხოვო და თავიანთ ეზოში გაგაშლევინებენ.
couchsurfing–იც შეგიძლია გამოიყენო თავისულად და აუტოსტოპით ძაან ადვილია მოგზაურობა smile.gif
რომელ ქალაქში აპირებ?

Posted by: Mr.Drummer 7 Feb 2014, 23:08
QUOTE
კი კარვით არაა პრობლემა, მარა ჯობია ვინმეს თხოვო და თავიანთ ეზოში გაგაშლევინებენ.
couchsurfing–იც შეგიძლია გამოიყენო თავისულად და აუტოსტოპით ძაან ადვილია მოგზაურობა

chups.gif

არ მოიწყენს ესე იგი ადამიანი jump.gif

QUOTE
რომელ ქალაქში აპირებ?

ჯერ არვიცი screamin2u

დიდი ხანია მაქეთ ხართ ? ენა უკვე დაამუღამეთ ?

Posted by: O,o 8 Feb 2014, 09:13
sabuk
:დდ

მაგათთან ვიყავი კი მაგრამ მე ისე ვიყავი ჩასული, მაგ იაშის სასტავიც გავიცანი :დდ
ხო და კიდე სკაიპში არავისთან მილაპარაკია მანდ, არმახსოვს მასეთი რამ :დ
ზალიკოს ჭაჭა ჩავუტანე და ფრიად ესიამოვნა, და კიდევ სვანური მარილი :გიგი:

ეს კიდევ ბრაშოვი - ძალიან საყვარელი ქალაქია, პატარა და აი რაღაცნაირი cry.gif

screamin2u


შენრაგითხარი :ბებერიქალისხმით:

user.gif

Posted by: screamin2u 8 Feb 2014, 16:13
QUOTE (Mr.Drummer @ 7 Feb 2014, 23:08 )
QUOTE
კი კარვით არაა პრობლემა, მარა ჯობია ვინმეს თხოვო და თავიანთ ეზოში გაგაშლევინებენ.
couchsurfing–იც შეგიძლია გამოიყენო თავისულად და აუტოსტოპით ძაან ადვილია მოგზაურობა

chups.gif

არ მოიწყენს ესე იგი ადამიანი jump.gif

QUOTE
რომელ ქალაქში აპირებ?

ჯერ არვიცი screamin2u

დიდი ხანია მაქეთ ხართ ? ენა უკვე დაამუღამეთ ?

ჰმმ 1წელი ვიყავი მე, ჩამოვედი უკვე smile.gif ენა ისე რა, გაქცეულს მოაბრუნებ პონტსი yes.gif

Posted by: sabuk 11 Feb 2014, 01:25
screamin2u
ლოლ მარი, კდიევ კარგი მითხარი მაშIნ თორე ამის შემხედვარე მაგრა დაგცინებდი მერე : DDDDD

TamT
რა კომპრომატებს მიგროვებ biggrin.gif
ჩემი კოორდინატორიდან გამომდინარე ვთქვი რომელიც 30 ზე მეტისაა და გაუთხოვარია, ჭკვიანია ვოტ

Posted by: mainc 28 Mar 2014, 18:41
რუმინეთში წასასველად რუმინეთის საელჩოში ავირებ ვიზას
რუმინეთი არ არის შენგენში და თუ უნგრეთში მომინდება გადასვლა, აქ უნდა ავიღო ცალკე ვიზა უნგრეთის ამისთვის, თუ როგორ მოვიქცე?

Posted by: gurami555 28 Mar 2014, 18:43
mainc
2014 წლის 1 იანვრიდან შენიგენის წევრი ქვეყანა არის

Posted by: O,o 28 Mar 2014, 21:59
gurami555
ეღირსათ როგორც იქნა? biggrin.gif

ანუ დააკმაყოფილეს შენგენის მოთხოვნები

კარგია კარგიი :3

ანუ თუ დამჭირდა წასვლა შენგენსაც წამოვკრავ ხელს biggrin.gif

Posted by: gurami555 29 Mar 2014, 00:23
O,o
კიი ერთად შევიდნენ წელს ხორვადია და რუმინეთი. ბულგარეთს 2017 მდე გადაუდეს შესვლა

Posted by: Jorik 29 Mar 2014, 12:03
ბულგარეთი რა რუმინეთზე ცუდ დღეშია?

Posted by: gurami555 29 Mar 2014, 15:31
Jorik
ეგ არის ალბათ და მაგიტომ არ მიიღეს

Posted by: Royal_Flash 30 Mar 2014, 03:04
გამარჯობა მეგობრებო.

რუმინეთში მივდივარ რამდენიმე დღეში და ოდნავ თუ დამაკვალიანებთ ძალიან მადლობელი დაგრჩებით ^_^
ნუ თავისუფალი მხოლოდ პირველი ორი დღე მექნება და მინდა ამ დროში რაც შეიძლება მეტის ნახვა მოვასწრო.

პირველი დღე მინდა ბუქარესტს დავუთმო.
პარლამენტის სახლის გარდა კიდე რისი ნახვა შეიძლება ?
როგორც ვიცი ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარია ბუქარესტში და ვინც ნამყოფი ხართ, იქნებ მიმასწავლოთ როგორ მივიდე ?

მეორე დღეს ბრაშოვში და ბრანში მინდა წასვლა.
მატარებელი ჯობია თუ ავტობუსი ? ფასები როგორია დაახლოვებით ? ჩრდილოეთის სადგურიდან გადის ?
ბრაშოვიდან ბრანში დადის რამე თუ ტაქსი ან ავტოსტოპი მომიწევს ?

კიდევ საჭმელი მაინტერესებთ თუ აქვთ რამე განსაკუთრებული (მამალიგა, პლაშინტე და კოლტუნაში მოლდოვაში მაქვს ნაჭამი, მაგათ გარდა).

და საღამოს 4-5 კაცი რო ჩაუჯდეს ჯიგრულად, რამე ეგეთი წერტილიც თუ იცით მიმასწავლეთ. კლუბური პონტი არ მინდა, აი ტრადიციული კერძები რო გავსინჯოთ და ერთი ორი ჭიქა დავლიოთ, რამე ეგეთი.

წინასწარ გმადლობთ ^_^

Posted by: O,o 30 Mar 2014, 13:35
Royal_Flash
ვილიჯ მუზეუმი ნახე

ეგ მონასტერი კიდე ,,ძველ ქალაქთანაა'' - უბანია ასეთი კითხვე ყვლა მიგასწავლის. ძველ ქალაქში ბევრი რესტორენბია. კარუკუბერე ქვია თუარვცდები რესტორანს - ტრადიციული აქვთ ბევრი რამე და კარგი რესტორანია
რაც შეეხება მგზავრობას, საკმაოდ მოწესრიგებული მატარებლები არის და გირჩევნია მატარებლით წახვიდე - ძვირიც არ ღირს - ბრაშოვამდე 2 ლარამდე ჯდება (40 ლეი) თუარვცდები - აღარ მახსოვს ფასები ზუსტად -

და კიდევ biggrin.gif
ბუქარესტში აეროპორტამდე სანამ მიხვალ არის ერთი პეროგაყრილი რესტორანი 18 სართულზე პანორამაა 18 ლაუნჯ ქვია და გირჩევ იქ ისადილო
12 საათიდან 4 მდე აქვთ სპეციალური შემოთავაზება
შედიხარ იხდი 25 ლეის (12 ლარი) და რასაც გინდა იმას ჭამ და იმდენს biggrin.gif
და პლუს 1 ჭიქა ღვინო
biggrin.gif
ჩემნაირი ღორმუცელებისთვის საუკეთესო შემოთავაზებაა biggrin.gif

Posted by: Royal_Flash 30 Mar 2014, 22:07
O,o
QUOTE
ვილიჯ მუზეუმი ნახე


ეს ვიკითრეველზე ვნახე ისე და ვერ ჩამოვყალიბდი ღირდა თუ არა ნახვად. ანუ კაია ჰო ? ^_^

QUOTE
ეგ მონასტერი კიდე ,,ძველ ქალაქთანაა'' - უბანია ასეთი კითხვე ყვლა მიგასწავლის.


ანუ ეგრე ქვია, ანთიმოზ ივერიელის მონასტერი ჰო ? თუ რამე სხვა სახელი აქვს.


QUOTE
ძველ ქალაქში ბევრი რესტორენბია. კარუკუბერე ქვია თუარვცდები რესტორანს - ტრადიციული აქვთ ბევრი რამე და კარგი რესტორანია
რაც შეეხება მგზავრობას, საკმაოდ მოწესრიგებული მატარებლები არის და გირჩევნია მატარებლით წახვიდე - ძვირიც არ ღირს - ბრაშოვამდე 2 ლარამდე ჯდება (40 ლეი) თუარვცდები - აღარ მახსოვს ფასები ზუსტად -

და კიდევ
ბუქარესტში აეროპორტამდე სანამ მიხვალ არის ერთი პეროგაყრილი რესტორანი 18 სართულზე პანორამაა 18 ლაუნჯ ქვია და გირჩევ იქ ისადილო
12 საათიდან 4 მდე აქვთ სპეციალური შემოთავაზება
შედიხარ იხდი 25 ლეის (12 ლარი) და რასაც გინდა იმას ჭამ და იმდენს
და პლუს 1 ჭიქა ღვინო

ჩემნაირი ღორმუცელებისთვის საუკეთესო შემოთავაზებაა




გასაგებია, გავითვალისწინებ. 12 ლარად ჭამა არც მე მაწყენს biggrin.gif

უღრმესი მადლობა ^_^

Posted by: O,o 31 Mar 2014, 13:44
Royal_Flash
კი ლამაზი მუზეუმია

ზუსტად არ მახსოვს რა ქვია მაგრამ ძველ ქალაქში ნახავ რა biggrin.gif

გაერთობი მოკლედ და რუმინელები ძალიან კარგი ხალხია - რაც მე მაგათმა მაგულავეს biggrin.gif

Posted by: mainc 31 Mar 2014, 17:17
რადგან შევიდა,ალბათ ევრო იქნება, ეს ლეი ძველი ამბავია,ხო?

Posted by: gurami555 31 Mar 2014, 17:23
mainc
ორივე იქნება როგორც მაგალითად პოლონეთში ზლოტი და ევრო არის ორივე ერთად

Posted by: Royal_Flash 31 Mar 2014, 17:35
O,o
QUOTE
გაერთობი მოკლედ და რუმინელები ძალიან კარგი ხალხია - რაც მე მაგათმა მაგულავეს


მეც მაგის იმედი მაქვს biggrin.gif უღრმესი მადლობა რჩევებისათვის ^_^

mainc
gurami555

ლეია ისევ ვალუტა. არაა რუმინეთი ჯერ არც ევროზონაში და არც შენგენში.


Posted by: mainc 31 Mar 2014, 17:56
Royal_Flash
შევიდა შენგენში.

Posted by: O,o 31 Mar 2014, 18:27
Royal_Flash
მე 3 თვის წინ ვიყავი და არ იყო შენგენში - ევროკავსშირში არის ისედაც

ახლა გააწევრიანეს შენგენში უკვე თუარვცდები - კანდიდატი ქვეყანა იყო მაშინ

Posted by: Royal_Flash 31 Mar 2014, 18:40
არა არ შესულა. ვიღაცამ არ წაიკითხოს აქ და არ დაადოს თავი და არ წავიდეს მაგის იმედად biggrin.gif

იმდღეს ვიყავი საკონსულოში, რამდენიმე დღის წინ და ვიცე კონსულს ვკითხე ზუსტად ეგ. რუმინეთის ვიზით შენგენში ვერ გადახვალო და შენგენის ვიზით რუმინეთის ტერიტორიაზე 5 დღე შეგიძლია დარჩენაო.

Posted by: O,o 1 Apr 2014, 02:07
Royal_Flash
ისე საკონსულოში მაგარი დებილი ხალხი ყავთ აქ biggrin.gif
ინგლისური არიციან გრამი biggrin.gif მაწვალეს

Posted by: misss 1 Apr 2014, 12:49
რუმინეთში ხშირად დავდივარ. ევროკავშირის წევრი ქვეყანა დიდი ხანია, არის, მაგრამ შენგენში არ შესულა.
ვალუტაც ლეი არის და არა ევრო.

Royal_Flash
Peles Castle არის კიდევ საკმაოდ ლამაზი, განსაკუთრებით ბაღი და შეგიძლია, ეგეც ნახო. ბრანი შიგნით დიდი ვერაფერი, გარედან კარგია და ხედიც მაგარი smile.gif

დრო თუ გაქვს, სიბიუ ნახე კიდევ, საყვარელი ქალაქია smile.gif

Posted by: andro ph 22 Apr 2014, 02:13
უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ.............. რუმინეთში რუსულის ცოდნა გამომადგება რაიმეში? smile.gif))))

Posted by: O,o 22 Apr 2014, 22:11
andro ph
არავინ იცის რუსული თითქმის იქ. ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს რაღაც დონეზე

მეტროში რამდენი ადამიანიც გავაჩერე და ვკითხე, უმეტესობამ მიპასუხა ინგლისურად

Posted by: andro ph 22 Apr 2014, 23:39
O,o

მადლობა. smile.gif
....................

Posted by: tsvrkaua 27 Apr 2014, 00:26
O,o
Royal_Flash
ძალიან გაუგებარია ვიზის აპლიკაცია, თუ მე მომეჩვენა?

sad.gif

Posted by: andro ph 27 Apr 2014, 17:50
სიბიუში ვარ და მართლა ძაან საყვარელი ქალაქია smile.gif ფეხით შემოვიარე 2 საათში biggrin.gif

Posted by: O,o 28 Apr 2014, 02:42
tsurkava
რა არის გაუგებარი? სტანდარტული ფორმა აქვთ

Posted by: Royal_Flash 28 Apr 2014, 16:59
ჩამოვედი და დავწერ შთაბეჭდილებებს:

ესე იგი, რისი ნახვა შევძელი:

ბუქარესტი - საერთო ჯამში ქალაქი დიდად არ მომეწონა. არაფერი რაღაც განსაკუთრებული. რიგითი პოსტკომუნისტური დიდი ქალაქი, უსახური შენობებით და არც თუ ისე სუფთა ქუჩებით. ნუ ვილიჯ მუზეუმი კარგი იყო, მაგრამ რამე განსაცვიფრებელი არა. პარლამენტის წინ კაი საპოზიორო ადგილია. ანთიმოზ ივერიელის მონასტერიც მომეწონა, ლამაზი, ორგუმბათიანი ტაძარია. იქვეა პარლამენტთან. ძველ ქალაქში სტრიპტიზბარების და მობორდელო დაწესებულების სიმრავლე მეცა განსაკუთრებით თვალში. ერთ იქაურს ვეკითხები, პროსტიტუცია ლეგალურია აქ მეთქი და არაო. მარა ჩვენი ბუნება და მინერალური წყლები ყველას კიდია და ლამაზი ქალებით ვიზიდავთ ტურისტებსო. განსაკუთრებით ზღვაზე ჩამოდიან, ზაფხულში ჩვენი ქალებისთვისო biggrin.gif ნუ რაც მომეწონა და რითიც ათი თავით ჯობია თბილისს, არის გამწვანება. ბევრი დიდ-დიდი პარკი, თავისი საყვარელი ტბებით. და ყველგან სულ ხეები, ხეები, სიმწვანე, თან ველოსიპედის ტრასები. უფასო ველოსიპედები პირველად ვნახე თან. ნუ მე დრო არ მქონდა რომ ერთსაათიან რიგში ჩავმდგარიყავი, მარა თვითOნ ფაქტმა გაასწორა.

ბრაშოვი - ბრაშოვმა ძაან დიდ შთაბეჭდილება მოახდინა. ^____^ საყვარელი, ტიპიური ევროპული ქალაქი. ეტყობა გერმანული ხელი biggrin.gif <3 სამწუხაროდ შავ ეკლესიაში შესვლა ვერ მოვახერხე, დაკეტილი იყო და ეგ დამრჩა გულში ცუდად, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ძალიან მაგარია. ქალაქის ძველ ქუჩებში და გალავნის გარშემო სეირნობა მთელი სიამოვნებაა. უფასო ტური გიდთან ერთად კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. + ჟანდარმერიის დღეს დაემთხვა და რუმინული პოლიციის შეიარაღებაც მოვსინჯე biggrin.gif სტრადა სფორიი მომეწონა კიდე, ევროპის ზოგის თქმით ყველაზე ვიწრო და ზოგის თქმით მესამე ყველაზე ვიწრო ქუჩა. საყვარელი რამეა ;3 საერთო ჯამში ძალიან მომეწონა. რუმინეთში თუ ჩახვალ, მაგის უნახავად არ უნდა წამოხვიდე.

ბრანი - ციხე გარედან შთამბეჭდავია. ზღაპრებში რო რაღაც ჯადოსნური ციხესიმაგრეებია ხოლმე, მაგას გავს. სასურათედ და საპოზიოროდ საუკეთესო ადგილია biggrin.gif შიგნიდან დიდი არაფერი, რაბათის არ იყოს, ნამეტნავად აქვს თანამედროვე ხელი შევლებული. ისე დრაკულას სახელით მაგრა მანიპულირებენ. საერთოდ ნამყოფია თუ არა ის კაცი მაგ ციხეში, ეგ ვერ გაურკვევიათ. ერთი ღამე გაათია ერთხელო, რაღაც ვერსია არსებობს და არადა მანდ ჩამსვლელთან უდიდეს ნაწილს ზუსტად დრაკულას სახელი იზიდავს biggrin.gif არადა უდრაკულოდაც საკმაოდ საინტერესო სანახაობაა. თან საყვარელი, მშვიდი სოფელი. სიამოვნებით გავათევდი სადმე მანდვე კარავში ერთ ღამეს, მაგრამ სამწუხაროდ გადარბენაზე ვიყავი sad.gif ისე მაგის წინ რომ პატარა ბაზარია, მანდ მაგნიტების გარდა არ ღირს არაფრის ყიდვა. ერთი ბოთლი ღვინო (რა თქმა უნდა დრაკულას სახელობის ხდ ) მანდ 25 ლეი დამიფასეს და მერე ბრაშოვში, სუპერმარკეტში 12 ლეიდ ვიყიდე.
ნუ რაც მომეწონა კიდე ის იყო, რომ იტალიაში ჩათლახებმა ყველგან დააიგნორეს ჩემი სტუდბილეთი, ევროკავშირის მოქალაქე უნდა იყოო და მანდ გაჭრა თავისუფლად და 25-ის მაგივრად 10 ლეი გადავიხად შესვლაში ხდ

სამწუხაროდ პელეშის ციხე ვერ მოვასწარი :/

სლენიკ მოლდოვა - ძალიან მაგონებდა ბორჯომს და ლიკანს. ხეობაში ჩაფლული პატარა სოფელი თუ დაბა. გარშემო ნაძვნარით დაფარული მთებით და უამრავი მინერალური წყლის წყაროთი. წყალი დასალევად საზიზღობაა, მლაშე და გოგირდის გემო აქვს, მაგრამ ძალიან სასარგებლოაო აქეს და ადიდეს. ბუნება მართლა მაგარი იყო. თან ერთი დღე მოთოვა და თოვლმა საერთოდ გაალამაზა. ;3

ტერგუ ოკნა - მანდ მარილის მაღაროა მაგარი. მიწის ქვეშ 13 სართული. ავტობუსით ვიარეთ 3-4 კილომეტრი გვირაბში. ძალიან ლამაზი და პატარ წმიდა ბარბარეს ეკლესიაა პირდაპირ გამოქვაბულში. კედლებს ენას რო აუსვამ მლაშეა ;დდ ისე მაღაროს გარდა ყველაფერი ვნახე იქ. გასართობი ცენტრი აქვთ მოწყობილი მიწისქვეშ 240 მეტრზე. პინგ-პონგის მაგიდები, ინტერნეტ კაფე და ა.შ. biggrin.gif თვითონ მარილის წარმოება ბოლო, მეცამეტე სართულზე მიდის, ძალიან მაგრად მინდოდა ჩასვლა და ნახვა, მარა ჩემმა მეგზურებმა უარი მითხრეს, აფეთქებები მიდის და წინაზე ვიღაც პორტუგალიელი ჩავიყვანეთ, ნატეხი მოხვდა და სახე გაეხსნა შუაზეო და ვერ გავრისკავთო. როგორ არ ვეხვეწე მარა sad.gif sad.gif
ნუ ბუქარესტიდან მაგის სანახავად წასვლა ღირს მეთქი რო გითხრათ რავიცი, მარა მანდეთკენ თუ მოხდებით ბაკეუს მხადეს, ღირს შევლად.

ხალხი, იმენა რუმინელები, კარგი ტიპები არიან ძალიან. ნუ ვინც გავიცანი და დავუმეგობრდი, ჯიგარი ტიპები იყვნენ ყველა და ისედაც, უცხოებიც. ერთ სრულიად უცხო გოგოს რაღაც ვკითხე ქუჩაში და მეტროთი 2 გაჩერება გამოგვყვა, მიგვიყვანა, ტელეფონი მოგვცა, თუ რამე გაგიჭირდათ დამირეკეთო და გაბრუნდა. პროსტა ციგნები უტეხავთ. სტერეოტიპი არ ყოფილა. მართლა ძალიან ბევრნი არიან. განსაკუთრებით სადგურებზე და მასეთ ადგილებში და ძალიან დაძაბული ვიყავი. წებოს პირდაპირ ქუჩაში იყნოსავენ. ერთი მინსკელი მახლდა და რო დაინახა ქუჩაში წებოს იყნოსავენო, გადაირია. მთელი 2 დღე შოკში იყო ეს რა ვნახეო და ვინც ურეკავდა სახლიდან, ყველას მაგას უყვებოდა. biggrin.gif

სამზარეულოს რაც შეეხება, თითქმის ყველაფერი ნაჭამი მქონდა მოლდოვაში და იგივე იყო. ახალს არაფერს გავუოცებივარ. სასმელებიდან პალინკა გამისწორდა. რატომღაც ძალიან ძლიერი წარმომედგინა, მაგრამ ორნახადი ჭაჭის მერე ლიმონათივით წავიდა ;დ ღვინო ჩვენ ღვინოსთან შედარებით დიდი არაფერი. ლუდი საზიზღობა. განსაკუთრებით სილვა და ტიმოშორეანა. აქაური ნატახტარის პონტში არიან რა. ბერგენბირს ცოტა არაუშავს.

საერთო ჯამში, ღირდა ნადმვილად წასვლა. ვერ ვიტყვი რო ერთერთი საუკეთესო ქვეყანაა, სადაც ვყოფილვარ. მაგრამ წასვლად ნამდვილად ღირს. ^_^ ^_^

უღრმესი მადლობა ყველას რჩევებისთვის. განსაკუთრებით შენ O,o ^^

andro ph
QUOTE
უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ.............. რუმინეთში რუსულის ცოდნა გამომადგება რაიმეში? ))))


მოლდოველს თუ გადაეყარე ვინმეს კი და ისე ნაკლებად. მე პირადად არ შემხვედრია იქ რუსულად მოლაპარაკე რუმინელი.
ინგლისურად წვალობენ, მარა ასე თუ ისე ესმით და გაგაგებინებენ მაინც.

tsurkava
QUOTE
O,o
Royal_Flash
ძალიან გაუგებარია ვიზის აპლიკაცია, თუ მე მომეჩვენა?




ჩვეულებრივი აპლიკაციაა რავიცი. კონკრეტულად რა ვერ გაიგე დაწერე და

Posted by: tsvrkaua 29 Apr 2014, 00:51
Royal_Flash
O,o
გავიგე ყველაფერი, რუმინულმა სიტყვებმა დამაბნია რატომღაც.

მადლობა

Posted by: O,o 29 Apr 2014, 15:25
Royal_Flash
ცუდია რომ პელეში ვერ ნახე ზააააან დონეა biggrin.gif

მაგრამ მეც იგივე შთაბეჭდდილება დამრჩა და რუმინელებზე გავგიჟდი <3 ზალიან თბილიხალხია

Posted by: tsvrkaua 29 Apr 2014, 21:44
O,o
Royal_Flash
ერთი შეკითხვა მაქვს, რომ დავრეკე ორშაბათს ან პარასკევს არის მარტო 10-12 ვიზის განაცხადების მიღებაო და მართლა ასეა? კი გამიკვირდა მაგრამ პარასკევს ველი რომ მივიდე. თან ვკითხე კვირაში მხოლოდ ორი დღე მეთქი და კიო.


პრინციპში მეორე შეკითხვაც, ვიზის აპლიკაციაში მე-18 და 27-ე პუნქტები ვერ გავიგე შეგიძლიათ დამეხმაროთ?

მე-18 ასეა If you reside in a country other than your country of origin, have you permission to return to that country?
პასუხებია No და Yes

საქართველოში ვცხოვრობ, შესაბამისად ვტოვებ ამ შეკითხვას?

27-ში In the case of transit, have you an entry permit for the final country of destination?
რუმინეთი არის ჩემი საბოლოო წერტილი, ტრანზიტად თურქეთია, აქაც No და Yes არის მხოლოდ, უნდა გამოვტოვო?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Royal_Flash 29 Apr 2014, 23:29
tsurkava
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს, რომ დავრეკე ორშაბათს ან პარასკევს არის მარტო 10-12 ვიზის განაცხადების მიღებაო და მართლა ასეა?


კი, თავიდან მეც გამიკვირდა, მაგრამ ეგრეა. მაგრამ ბევრი ხალხი აწყდება-თქო ვერ გეტყვი. არამგონია დიდხანს მოგიწიოს რიგში დგომა და ვერ მოასწრო ან რამე.

QUOTE
მე-18 ასეა If you reside in a country other than your country of origin, have you permission to return to that country?
პასუხებია No და Yes

საქართველოში ვცხოვრობ, შესაბამისად ვტოვებ ამ შეკითხვას?


კი, თუ საქართველოში ცხოვრობ და საქართველოს მოქალაქე ხარ, მაშინ ტოვებ მაგ კითხვას.


QUOTE
27-ში In the case of transit, have you an entry permit for the final country of destination?
რუმინეთი არის ჩემი საბოლოო წერტილი, ტრანზიტად თურქეთია, აქაც No და Yes არის მხოლოდ, უნდა გამოვტოვო?



არა, მანდ ის იგულისხმება, თუ რუმინეთია სატრანზიტო ქვეყანა და ტრანზიტის ვიზას ითხოვ.
ვთქვათ, რუმინეთის ტრანზიტ ვიზას რო ითხოვდე სერბეთში ჩასასვლელად, სერბეთის ვიზა გაქვსო - დაახლოვებით ასეთ რაღაცას გეკითხებიან.
ამიტომ შეგიძლია ეგეც გამოტოვო.

QUOTE
წინასწარ დიდი მადლობა


არაფრის ^_^

* * *
O,o
QUOTE
ცუდია რომ პელეში ვერ ნახე ზააააან დონეა


ჰო დამწყდა გული. sad.gif sad.gif სხვა დროს მოვხვდები იმედია კიდევ მანდეთკენ. ნათქვამია ყოველთვის უნდა დატოვო რაღაც, რომ მერე დაბრუნდეო. :თავისდამშვიდება: biggrin.gif

Posted by: Jorik 30 Apr 2014, 13:30
Royal_Flash
კაი ისტორიაა, დიდი ინტერესით წავიკითხე up.gif

Posted by: skinfather 30 Apr 2014, 13:53
და კრიმინალური სიტუაცია როგორიაა ბუქარესტში ? 6 წლის წინ ვიყავი და სასტუმროს მე6ე სართულის აივნიდან ბოტასები მომპარეს biggrin.gif

Posted by: Royal_Flash 30 Apr 2014, 23:48
Jorik

გმადლობ ^_^

skinfather
QUOTE
და კრიმინალური სიტუაცია როგორიაა ბუქარესტში ? 6 წლის წინ ვიყავი და სასტუმროს მე6ე სართულის აივნიდან ბოტასები მომპარეს


ბოტასების მოპარვა რაღაა biggrin.gif

რავი ჩვენზე უარესი როგორც ჩანს. ნუ პირადად ჩემთვის არაფერი მოუპარავთ, მაგრამ იქაურები მაფრთხილებდნენ ტრანსპორტში ჯიბეებთან ფრთხილადო.

Posted by: Agonist 6 May 2014, 22:19
რა დაჯდება წასვლიან 2 კვირიანა, როდარჩე და მოიარო?

Posted by: sabuk 12 Sep 2014, 10:56
ჩინევა ესტე ინ რომანია?
და?
უნდე?




Posted by: sabuk 12 Sep 2014, 11:18
QUOTE
მოლდოველს თუ გადაეყარე ვინმეს კი და ისე ნაკლებად. მე პირადად არ შემხვედრია იქ რუსულად მოლაპარაკე რუმინელი.
ინგლისურად წვალობენ, მარა ასე თუ ისე ესმით და გაგაგებინებენ მაინც.

ააააააა მოლდავიაში ოხრად არიან რუსულმცოდნეები
ინგლისურად კიდე რავი მე არასდროს გამჭირვებია მომეძებნა ადამიანი ვინც ინგლისურად ლაპარაკობდა. და უუუმეტესობამ მააააგრად იცის ..


მეც დავწერ ჩემ შთაბეჭდილებებს..
ესეიგი დიდი ქალაქებით დავიწყოთ,
ბუქარესტი - ევერესტი , ეს პროსტა გავრითმე, დიდი არაფერი ქალაქია, ნაითლაიფ კი მართლა გლეჯს, პარლამენტი მაგარია. კიდე ერთი ორი სამი ბარი კაია, ჰარდროკკაფე (ლოვე) , კიდე ამგარი კონცერტები ჩითავს... მმმმ
კლუჯ დე ბესთ, ევროპის იუზ ქეფითალ არის წელს ასე რომ ბევრს არ ვიბოდიალებ,, მარტო სამსარას ვახსენებ. მაგარი ადგილია. <3 ნარგილე ჩაი და 4 განზომილება....
მერე ტიმიშუარას მივედ მოვედები, მომწონს ეს ქალაქი.. ძალიან სანახაობრივია, თუმცა მე როვიყავი თხრიდნენ რეაბილიტაცია მინდიოდა ცენტრის თუ რაღაც მაგდაგვარი და ციოდა -10 მდე, თUმცა მაინც აღფრთოვანებული წამვოედი..
სიბიუ - ამ ქალაქის დამაარსებელის !@#!!-ხლმბ.. მოკლედ ლამაზია კარგია პაცა მარე პიაცა მიკა Mთელი ამბავი მარა ლიჩნად მე არ მევასება. ერთხელ 5 და ერთხელ 10 კმ ვიარე ფეხით დიდი ბარგით.
სიგიშუარა - მასთ სი!!! შუა საუკუნეების უძველესი ქალაქია.. + "დრაკულა დაიბადა ამ ქალაქში" ტაკ შტო ტურიისტული თვალსაზრისით უძალიანმაგრესია.
არად - ლამაზი პატარა საყვარელი - ნეფტუნი უნდა ნახოთ აქ საცურაო აუზი, და KF ბარი. კიდო არის რამოდენიმე ღამის კლუბი
ბრაშოვი - biggrin.gif არა ლამაზი ქალაქია, 5 ჯერ ვიყავი და ბრაშოვის ჰოლივუდურ წარწერამდე ვერცერთხელ ავაღწიე. ბლექ ჩარჩი უნდა ნახო და ვიწრო ქუჩა.
იაში - გაარემონტეს ახლახანს ტაქ შტო ლამაზია.
კონსტანცა - აქ არ ვყოფილვარ მაგრამ ვამა ვეკეზე ვიყავი და მაგარია, თუ რუმინეთში ხარ და თუ ზაფხულია აუცილებლად უნდა წახვიდე ვამა ვეკეზე!!!!!!!!!!!!!
რამნიკუ ვლჩა - იგივე Hackers ville აქ ვცხოვრობდი. ძალიან მოდერნიზებული კარგი ლამაზი პატარა საყვარელი ქალაქია. ოდესმე თუ მოხვდებით გამიხსენეთ.

კიდევ არის პატარა ქალაქები რომლებიც კარგია სანახავად, მაგ, ბაია მარე, დეჟი, სატუმარე, დრობეტა, ბუზაუ, მედიაში და სხვაა.....

ახლა ღირსშესანიშნაობებზე ერთი ორი სიტყვაც :
ბუქარესტის პარლიამენტტი უკვე ვახსნე პენტანგონის მერე მეორეა. სიანიაში არის ფელეშის სასახლე მაგარია, რაშნოვში მთაზეა სასახლე ეგეც მასთ სია, ჰუნედუარაში არის მაგარი სასახლე კიდე, და მოკლედ ყველა ქალაქშია სასახლე biggrin.gif biggrin.gif
საინტერესო ადგილია ტურდაში მარილის საბადოები
ასევე დრობეტაში ორშოვი, კიდე ბაილე ჰერკულინე და ბაილე ფელიქსი არის ბუნებრივი აუზები, ჰერკულინე მთაზეა და უფასოა
ტარგუ ჟიუში არის კიდე კოცნის შესასვლელი. და კარანსებესში სიყვარულის გვირაბი. უკრაინაში რომაა მაგნაირი.
პლოიესტში რომპეტროლის ქარხნებია კიდე თუ გაივლით ეგეც საინტერესო დასანახია biggrin.gif
კიდო ალექსანდრიასთანაა ბუზასკუ ციგნების დედაქალაქი <3 და კიდ ერთი ციგნური ქალაქია ჰუედინი..
დუანიას დელტა უნდა ნახო კიდე ტულჩასთან..

მოკლედ ეგაა რაც გავიხსენე ასე ერთი ხელის მოსმით. თუ ვინმეს რამე კონსულტაცია გინდათ რუმინეთთან დაკავშირებით (ვიზაზე არა) შიგ რუმინეთში თუ რამე გაიტნერესებთ პრობლემა არაა ნებისმიერ საკითხში დაგეხმარებით.

ესეც ფოტო დრაკულას სასახლის მოპირდაპირე მთაზე ვიბანაკე ერთი ღამე ^_^


* * *
QUOTE
ღვინო ჩვენ ღვინოსთან შედარებით დიდი არაფერი. ლუდი საზიზღობა. განსაკუთრებით სილვა და ტიმოშორეანა. აქაური ნატახტარის პონტში არიან რა. ბერგენბირს ცოტა არაუშავს.

შენ დრაგაშანის ჰომ მეიდი ღვინო არ დაგილევია, ვან ოფ ზი ბეთ..
ლუდს რაც შეეხება რა ნატახტარი რა შედარებაა რა იყო 1 ყლუპი დალიე მარტო?? sad.gif
გრადუსი არ აქვს ბაზარი არაა მარა გემო გემო გემო გემო მაგარია sad.gif(((((((
გეტყობა რომ არ ხარ ლუდის მსმელი თორე ნატახტარს არ შეადარებდი biggrin.gif

Posted by: bubu_dato 23 Sep 2014, 19:22
მეგობრებო,
რუმინეთის საელჩოში საბუთების შეტანიდან რამდენ ხანშ მეცოდინება პასუხი?
და კიდევ ერთი "დრაკულას ციხესიმაგრე" ბრაშოვთან ახლოს არის?

Posted by: sabuk 29 Sep 2014, 13:49
bubu_dato
QUOTE
მეგობრებო,
რუმინეთის საელჩოში საბუთების შეტანიდან რამდენ ხანშ მეცოდინება პასუხი?
და კიდევ ერთი "დრაკულას ციხესიმაგრე" ბრაშოვთან ახლოს არის?


გააჩნია როგორი ბედი გააქვს და როგორ ვიზაზე შედიხარ
ლონგზე 2 თვემდე ვიცადე..

დრაკულას სასახლე Bran-შია, ბრაშოვთან ძალიან ახლოსა, თუმცა ცენტრალური სადგურიდან არ გადის ავტობუსი ბრანის მიმართულებით,
autogara II გინდა ^^

Posted by: დადა 14 Oct 2014, 16:59
ზაფხულში საფრანგეთიდან წავედი საქართველოში ავტომობილით და გავიარე რუმინეთში.
საზღვარზე რომ მივედი, დიდი აბრა იყო გაჭიმული: ანტიკორუფციული ორგანიზაციის ტელეფონის ნომერი lol.gif

საზღვარზე კი 5€ თუ არ ჩადე პასპორტში, არ გატარებენ givi.gif

ბულგარეთშიც ანალოგიური სიტუაცია, კორუფცია ყვავის bis.gif

ისე, საკვები გემრიელია და ძალზედ იაფი.

Posted by: misss 5 Dec 2014, 21:46
ერთი კითხვა მაქვს:
როგორც რუმინეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების საიტზე წავიკითხე, 2014 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შენგენის ვიზის ქონის შემთხვევაში არ გჭირდება რუმინეთის ვიზის აღება 90 დღემდე დარჩენის ვადითო და აქედან ვინმე ყოფილხართ შენგენის ვიზით რუმინეთში 1 თებერვლის მერე?

შენგენის 1 წლიანი ვიზა მაქვს და არ ვიცი, მაინც ავიღო რუმინეთის თუ არა ....

Posted by: murzakani 2 Mar 2015, 15:59
ბუქარესტში მივდივარ სამი დღით და აეროპორტიდან ქალაქამდე რა ტრანსპორტი დადის, რა სისტემაა და როგორ ვიმოძრავო და ვიკვებო იაფად, დამაკვალიანეთ რა. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: O,o 6 Mar 2015, 04:13
murzakani
აეროპორტიდან რომ გამოხვალ გადიან ავტობუსები ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ზუსტად აღარ მახსოვს, 2 ლეი ღირდა მგონი biggrin.gif

მარკეტებში საჭმელი ასე-თუ ისე იაფია და არც რესტორნებშია ძვირი - გატენილია საშაურმეებით ძველი ქალაქი biggrin.gif

Posted by: dudito 31 Mar 2015, 12:42
გამარჯობა

ხომ არ იცით საქართველოში რუმინული ფული სად შეიძლება ვიყიდო?

არცერთ ბანკში არ აქვთ

Posted by: O,o 31 Mar 2015, 18:18
dudito
აქ ლეის ვერ იყიდი, რომ ჩახვალ აეროპორტში გადაცვლი ევროდან ან დოლარიდან

Posted by: Cele 3 Aug 2015, 03:34
ბოლო პერიოდია ძაან დიდი სურვილი გამიჩნდა ვესტუმრო რუმინეთს, ნუ ალბათ იმიტო რო ამ ოლიმპიადაზე კიდე უფრო დავუახლოვდი რუმინელებს : )

ისე იავნად კაი გოგოები ყავთ რუმინელებს user.gif

ხოდა რა მაინტერესებს ვიზა უეჭველი გინდა ხო? ხოდა მარტივად ყომარდება თუ როგორაა საქმე და ვაბშე ძვირია მაქეთ მოგზაურობა, გამოცდილების მხრივ ვინაა ნამყოფი მაქეთ : )

Posted by: madridman 3 Aug 2015, 11:55
Rasnov-ში მინდა წასვლა და იცის ვინმემ ამ ქალაქის შესახებ?

ყველაზე იაფი ფრენები საიდანაა ხომ არ იცით საქართველოდან და რომელი ავიახაზები დაფრინავს?

Posted by: ნათია 3 Aug 2015, 12:17
madridman
მე ვიყავი ამ ზაფხულს, ივლისში რუმინეთში და მათ შორის რაშნოვში. გადათხრილი იყო მთლიანად, რაღაც დიდ კომპლექსს აშენებენ. ჯობია ბრანში იქირავო სასტუმრო, თუ არჩევანი შენზეა, 15-20 წუთია მანქანით და ულამაზესი ადგილია, თან დრაკულას ციხე სიმაგრეა ბრანში.
რაშნოვშიც არის ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები, ისეთი არაფერი გასაგიჟებელი.

მგზავრობას რაც შეეხება, დაფრინავს ბუქარესტში ბევრი ავიახაზი. თურქიში იყო ყველაზე იაფი მე როცა ვიყავი. ბუქარესტიდან მატარებლით უნდა წახვიდე ბრაშოვში და ბრაშოვიდან ავტობუსით რაშნოვამდე. ბუქარესტის აეროპორტიდან გადის ავტობუსები ჩრდილოეთის რკინიგზის სადგურამდე. მატარებელი სადღაც 3 საათი უნდება. მერე ბრაშოვის რკინიგზის სადგურიდან ტაქსით უნდა მიხვიდე ავტობუსების სადგურამდე და გაყვე რაშნოვის ავტობუსს, სადღაც ნახევარი საათი უნდა.

ტაქსები იაფია ძალიან და შეგიძლია აეროპორტიდან სადგურამდე ტაქსით მიხვიდე, თორემ ძალიან გაწვალდები ამდენი მგზავრობით თუ ბევრი ბარგი გექნება.
* * *
Biancoceleste
ვიზა აუცილებელია, ისე არ შეგიშვებენ, ევროკავშირის ქვეყანაა. კონკრეტულად რუმინეთის ვიზა გჭირდება, არა შენგენი, რომელსაც იძლევა რუმინეთის საელჩო თბილისში. საკმაოდ ადვილი ასაღებია. გთხოვენ ავიაბილეთის ჯავშანს, სასტუმროს ჯავშანს, დაზღვევას, ბოლო 3 თვის საბანკო ამონაწერს, ანგარიშზე უნდა გედოს მინიმუმ 500 ევრო, ცნობას სამსახურიდან დასაქმების შესახებ, და ტურისტული ვიზის შემთხვევაში რა ხდება არ მახსოვს, მე მივლინებით ვიყავი და ოფიციალური მოწვევა მქონდა ორგანიზაციიდან.

ადვილად ავიღე ვიზა ძალიან. საელჩო არის ძალიან სასაცილო. ქუჩაში აგროვებს ელჩი საბუთებს smile.gif არანაირი თითის ანაბეჭდები და არაფერი. 50 დოლარი უნდა დაუტოვო, მოსაკრებელი.

თვითონ იქ ძალიან იაფად დაისვენებ, ძალიან მაგარ სასტუმროებში. შიდა ტრანსპორტიც იაფია, სასტუმროებიც და რესტორნებიც. გაოცებული ვიყავი, უმაგრეს სასტუმროში ვიხდიდი დღეში 30 ევროს, საუზმე შედიოდა. უზარმაზარი ღია აუზი, შიდა აუზი, ჯაკუზი, საუნა, ჯიმი, ყველაფერი ქონდათ და უმაგრესი და დიდი ოთახებით. მოკლედ, სამ ქალაქში გავჩერდი და 50 ევროზე მეტი სასტუმროში არ გადამიხდია, ძალიან მაგარი სასტუმრო იყო სამივე.
რესტორნების ფასებიც დაბალია, ოღონდ ძალიან ჰაი კლასის იტალიურ რესტორნებში არ უნდა იარო. ისედაც არ ვარგა მანდ საჭმელი. ადგილობრივი სამზარეულო არის უგემრიელესი და ადგილობრივი რესტორნები არის იაფი.

შოფინგიც ძალიან იაფია, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 40-50%-ით ნაკლები ღირდა, რაც საქართველოში იგივე ბრენდები.

ტაქსიც ძალიან იაფია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. თითქმის, საქართველოს ფასებია ტაქსებზე, ოდნავ უფრო ძვირი.

Posted by: madridman 3 Aug 2015, 12:28
ნათია
QUOTE
რაშნოვშიც არის ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები, ისეთი არაფერი გასაგიჟებელი.


არა Rockstadt-ის ფესტივალზე მინდა წასვლა და მანდ არისო. კარვებით დავრჩები იქ დარჩენაზე არ მაქ პრობლემა.
ბევრი ბარგი არ მექნება. ერთი ხელბარგი რა მარტო. რამოდენიმე დღით მინდა. იქეთა წელს ვაპირებ ზაფხულში.

QUOTE
თურქიში იყო ყველაზე იაფი

საიდან დაფრინავს ეგ? რა დაგიჯდა?

და ჰო კიდე რა მაინტერესებს. ტრანსპორტი (შიდა) აი ეგ ავტობუსები და მატარებლები რა ღირს? ინგლისურად გავაგებინებ რამეს? smile.gif

Posted by: ნათია 3 Aug 2015, 13:05
madridman
Turkish Airways ჩერეზ სტამბული დაფრინავს. პეგასუსსაც აქვს ფრენები, ოღონდ ყოველ დღე არა. ესეც ჩერეზ სტამბული. კიდევ მოსკოვითაც არის ფრენები, ეს არც განმიხილავს. და ფრანკფურტიდანაც, Lufthansa, მაგრამ ისეთი ძვირია, არ ღირს განხილვა.
მე დამიჯდა 340 ევრო ბილეთი, მაგრამ წასვლამდე 3 დღით ადრე ავიღე, ჯერ ვიზის აღებას დაველოდე. 1 კვირით ადრე რომ მეყიდა 280 ევრო ღირდა.
მატარებელი ჯდება სადღაც 25-30 ლარი ბუქარესტიდან ბრაშოვამდე. ავტობუსი ბრაშოვიდან რაშნოვამდე ზუსტად არ მახსოვს, მგონი 15 ლარი, ან 10.
ინგლისურად ვაგებინებდი ძირითადად ყველას, მარტო მატარებლის სადგურზე შემექმნა პრობლემა მოლარესთან და მერე ვიღაც სხვას დაუძახა ვინც ინგლისური იცოდა. ავტობუსის მძღოლებსაც ვაგებინებდი. ავტობუსებში WiFi იყო, მაგის გარდა, ადგილობრივი სიმ ბარათი ვიყიდე მგონი 25 ლარი დამიჯდა თავისი 6 ევროიანი ბალანსით და მთელი 10 დღე ჩართული მქონდა ინტერნეტი და ვერ დავხარჯე.

Posted by: Cele 3 Aug 2015, 14:04
ნათია

ვაა ძაან მაგარია love.gif

თან ისე კარგად მოყევი ისტორია, სასიამოვნო ფაქტებით რო იმედია ახლო მომავალში ვესტუმრები რუმინეთს user.gif


Posted by: madridman 3 Aug 2015, 15:09
ნათია

გაიხარე მადლობა. სტამბულიდან ავტობუსით რო გადავიდე შეიძლება? არ უნდა ღირდეს ძვირი წესით

Posted by: touch 23 Sep 2015, 13:45
გამარჯობა

აქ ვიკითხავ იქნებ იცოდეთ

რუმინულ ფულს ვერ გადავახურდავებ სადმე საქართველოში?

Posted by: darkB 30 May 2016, 17:03
გამარჯობა

სამსახურის საქმეზე მიწევს წასვლა რუმინეთში მოწვევაც მომივიდა იქაური კომპანიისგან უკვე და ვიზისთვის რა საბუთები მჭირდება და განაცხადის რა ფორმები უნდა შევავსო ხომ არ იცით? ვინმე თუ ხართ რმ დამაკვალიანოთ ან თუ არის რამე კომპანია რომელიც ამ საქმეში დამეხმარება

Posted by: east 14 Jun 2016, 23:19
რუმინეთში არ ვარ ნამყოფი მარა რუმინელი ნაცნობი მყავს და მაინდამაინც გულთბილ ხალხად არ მესახება მაგის შემყურე biggrin.gif

Posted by: _marishka_ 4 Jul 2016, 23:43
რუმინეთის ვიზით რომელ ქვეყნებში შეიძლება მოგზაურობა?

Posted by: Royal_Flash 6 Jul 2016, 03:23
_marishka_

მხოლოდ რუმინეთში biggrin.gif

Posted by: madridman 6 Jul 2016, 12:30
მოკლედ მივდივარ აგვისტოში როკშტატზე რაშნოვში
ნუ მანამდე 1-2 დღე ბუქარესტში გავჩერდებით

დასავლეთ ევროპის მერე რავარია მითხარით აბა ვინც იყავით

Posted by: darkB 13 Jul 2016, 15:57
madridman
ბუქარესტში ვიყავი მე 1 კვირა და დიდი ვერაფერი ქალაქია. რაც მომეწონა მარტო ის იყო რომ საქართველოსგან განსხვავებით ყველა თავისუფალ ადგილას კორპუსებს და მარკეტს არ აშენებენ და ამიტო განიერი ქუჩები და ბევრი პარკია. ხალხი როგორც ყველგან ყველა კატეგორიისაა 2 მაგალითი: პირველდღეს ვიღაცას ურტყავდნენ ტურისტები რაღაც მოპარა, მე პირიქით პარკში ნასვამზე ბუმაჟნიკი ამომივარდა 20 წთს მერე დავბრუნდი რო მივედი ვიღაც გოგო და ბიჭი მოვიდნენ დამინახეს რო ვეძებდი და დამიბრუნეს, პოლიციაში ვაპირებდით წაღებასო, საბუთები +ფული 200 ევრომდე +200 ლეი ადგილზე იყო ხელი არ მოუკიდებიათ. სასმელი იქაური ლუდი არ დამევასა 5-6 ვარიანტი გავსინჯე (ლიმნიანი ლუდი იყო ყველაზე საშინელება) ერთი ურსუსი იყო ასეთუისე კარგი და ამიტო ევროპულებს ვსამდი მარტო. ოულდ სითია პატარა უბანი შუაგულ ქალაქში იქ არის "ჰოთ თაჩ მასაჟები" ღამის კლუბები ბარები და კაიპონტები

Posted by: sabuk 19 Jul 2016, 17:47
madridman
QUOTE
მოკლედ მივდივარ აგვისტოში როკშტატზე რაშნოვში
ნუ მანამდე 1-2 დღე ბუქარესტში გავჩერდებით

დასავლეთ ევროპის მერე რავარია მითხარით აბა ვინც იყავით

რაშნოვ <3 ძალიან ახლოსაა დრაკულას სასახლე არ გამაზო.



darkB
QUOTE
ბუქარესტში ვიყავი მე 1 კვირა და დიდი ვერაფერი ქალაქია.

ბუქურეშტი არ მევასება ძაან ხრიოკია სამაგიეროდ სხვები ზოგი ისეთი კარგი ქალაქია.. ეჰ.. biggrin.gif

QUOTE
მაინდამაინც გულთბილ ხალხად არ მესახება მაგის შემყურე

დამიჯერე ძააალიან სტუმართმოყვარე და გულთბილები არიან <3

Posted by: vaxo abazashvili 30 Aug 2016, 18:19
მე ვსწავლობ რუმინულ ენას ვინმემ რუმინული იციით?

Posted by: toyota555 30 Aug 2016, 23:04
არ მევასებიან რუმინელები, ბულგარელები, მოლდოველები უთესლესი ხალხია არანაირი მეგობრობა ერთგულება კაცობა ადამიანობა და სტუმართმოყვარეობა, ციგანი ბლიად..........

Posted by: darkB 1 Sep 2016, 10:12
vaxo abazashvili
რაში შეიძლება გამოგადგეს?

Posted by: vaxo abazashvili 1 Sep 2016, 17:09
QUOTE (darkB @ 1 Sep 2016, 10:12 )
vaxo abazashvili
რაში შეიძლება გამოგადგეს?

პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი ვარ და თუ დიპლომატობას მოვისურვებ გამოვიყენებ

Posted by: Gallagher 7 Oct 2016, 10:02
შენგენის ვიზა მაქ ერთ წლიანი მრავალჯერადი შესვლით და რუმინეთში ჩავალ ხო უპრობლემოდ? თუ ცალკე ვიზა უნდა ვერ გავიგე

Posted by: sabuk 10 Oct 2016, 11:42
vaxo abazashvili
QUOTE
მე ვსწავლობ რუმინულ ენას ვინმემ რუმინული იციით?

vorbesc romaneste mai putin, am inteleg mai mult ^_^


Gallagher
QUOTE
შენგენის ვიზა მაქ ერთ წლიანი მრავალჯერადი შესვლით და რუმინეთში ჩავალ ხო უპრობლემოდ? თუ ცალკე ვიზა უნდა ვერ გავიგე

კი შენგენით ჩახვალ რუმინეთში.


Posted by: komate 22 Dec 2016, 16:55
გამარჯობათ პროგრამა მაქვს ქალაქ Iași, Romania.. არ ვიცი როგორ მოვხდე... ერთი გადაჯდომით მივდივარ მაგრამ ორი სხვადასხვა ავიაკომპანიით და არ მაწყობს (ადრე ვიმგზავრე ეგრე და ბარგი დამიკარგეს)..

რისი კითხვა მინდა:
როგორ მოხვდე ყველაზე მარტივად? (ფრენით ანუ ლვოვამდე და ლვოვით ავტობუსით ან კიშინიოვამდე და მაქედან ავტობუსით თუ ბუქარესტამდე)
ვიზა რა მჭირდება? (ევროკავშირის ვიზა მაქვს 2 წლიანი შევალ მაგითი)

მადლობა

Posted by: Heinz Doofenshmirtz 23 Sep 2017, 00:51
დღეს ავიღე ვიზა. დაახლოებით 1 კვირაში მივდივარ ევს-ით.

ელექტრონულად შევავსე და 5 დღის ვადაში უნდა მცოდნოდა საბუთების მიტანის თარიღი, მაგრამ არ დამედო. 10 დღის მერე მივწერე დაახლოებით და დიდი ხანია უკვე, რაც უნდა გცოდნოდა ეგ თარიღიო. biggrin.gif მოკლედ, თქვენს შემთხვევაშიც თუ ასე იყო, არ დაიზაროთ იმეილზე მიწერა.

Posted by: vasovaso92 1 Oct 2017, 12:08
ყველაზე ლამაზი ენაა რუმინელი yes.gif

Posted by: Heinz Doofenshmirtz 12 Oct 2017, 22:19
ტაკ. თითქმის 1 კვირაა უკვე ვარ კრაიოვაში, რუმინეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, არის საშუალო ზომის, მშვიდი, წყნარი, მწვანე და ლამაზი ქალაქი. bis.gif

Posted by: GEORGIA007 18 Oct 2017, 10:59
vasovaso92
QUOTE
ყველაზე ლამაზი ენაა რუმინელი

თბილისში ისწავლება სადმე?

Posted by: vasovaso92 19 Oct 2017, 13:29
GEORGIA007
არ ვიცი მეც დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი.ნეტა ვინმე გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და როგორც სხვა ენებია ისე დადოს სასწავლო გაკვეთილები biggrin.gif

Posted by: beq92 2 Nov 2017, 20:41
მოგესალმებით ყველას კეთილი იყოს ჩემი ფეხი ფორუმზე
* * *
ძალიან მაინტერესებს რუმინეთი შორიდან ვიცნობ ამ ქვეყანას ახლოდან კი ჯერ არა biggrin.gif
Heinz Doofenshmirtz წარმატებები და საინტერესოა როგორ მოგწონს მანდაურობა ხალხზე რას იტყვი?))

Posted by: Heinz Doofenshmirtz 3 Nov 2017, 00:44
beq92
მომწონს ქალაქი, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პარკი აქვთ და ძალიან ლამაზია! biggrin.gif

ხალხიც ნორმალური, მენტალობა ჩვენნაირი დაახლოებით.

ნუ ბოშები/ციგნები ატრაკებენ ცოტა, ანუ არაფერს მიშავებენ, მაგრამ არცთუ ისე ცოტანი არიან და თვალში რაღაცნაირად არასასიამოვნოდ მხვდება. biggrin.gif ისე თავისთვის არიან, მაგრამ რამდენიმეს ვკითხე და ქურდობა და ა.შ. მაგათ მიერ უფრო ხდება ვიდრე რუმინელების. და მოსახლეობასაც არ მოსწონს, ნუ უმრავლესობას. biggrin.gif პრობლემააო ამბობენ რა.

Posted by: beq92 3 Nov 2017, 00:55
Heinz Doofenshmirtz
მადლობა ინფორმაციისთვის )))
* * *
ჩემს ირგვრივ არავინ არაა ჩემნაირი მოცლილი არავინ არაა biggrin.gif ვისაც რუმინეთში უნდა წასვლა,biggrin.gif ფორუმელები ან ვინმე თუ გადაწყვეთ სიამოვნებით შემოგიერთდებოდით)))

Posted by: Heinz Doofenshmirtz 3 Nov 2017, 01:26
beq92
ახლა ველაპარაკებოდი მაგაზე და კიდე მომიყვა რაღაცეები.

მოკლედ, 2 ტიპის ბოშები არიან: ძაან მდიდრები, მაგრამ ცოტანი და ძალიან ბევრნი და ძალიან ღარიბები.

სკოლებში სპეციალური პროგრამებია მაგათთვის, მაგრამ არ სარგებლობენ, ურჩევნიათ ისე იცხოვრონ, როგორც ცხოვრობენ, იქურდონ და ა.შ.

თვის ბოლოს ბუქარესტში მივდივარ, ალბათ კიდე რამდენიმე ქალაქშიც წავალ, დრაკულა და რამე. biggrin.gif


Posted by: beq92 3 Nov 2017, 12:36
Heinz Doofenshmirtz
პოსკრიპტუმში ევროტური რუმინეთში რომ იყვნენ ზუსტად მაგ პრობლემებზე ისაუბრეს biggrin.gif ტრანსილვანია მაგარი უნდა იყოს წესით biggrin.gif ფასები როგორია?

Posted by: Heinz Doofenshmirtz 3 Nov 2017, 20:49
beq92
ფასები იაფია საკმაოდ, მაგრამ გააჩნია სად იყიდი, მე სადაც ვცოვრობ, აქ, მაღაზიაა და ძვირია ყველაფერი, სამაგიეროდ 2 Auchan არის ქალაქში და იქ დავდივარ ხოლმე ყოველკვირა.

თუმცა მგზავრობაა ძვირი. 2.50 ლეი ღირს ბილეთი რაც 1.50 ლარზე მეტია, მაგრამ მეორე მომენტია, რომ კონტროლიორები ფაქტობრივად არ არიან. 1 თვეა აქ ვარ თითქმის, ყოველდღე დღეში რამდენჯერმე ვმგზავრობ ავტობუსითა და ტრამვაით და კონტროლიორი 2ჯერ მყავს ნანახი სულ. biggrin.gif

Posted by: beq92 4 Nov 2017, 01:33
Heinz Doofenshmirtz
ზოგადად ძვირი არ იქნება მაინც აღმოსავლეთ ევროპაა biggrin.gif )) რაიმე პროგრამით ხარ მანდ ?))

Posted by: Heinz Doofenshmirtz 4 Nov 2017, 02:58
beq92
კი, EVS-ით. ამ ქალაქში 4 ქართველი ვართ. biggrin.gif მაგრამ სხვა ქართველებიც არიან იგივე პროგრამით, ბუქარესტში და კიდევ რამდენიმე ქალაქში.


და მიუხედავად იმისა, რომ კრაიოვა საკმაოდ პატარა ქალაქია, ბევრი მოხალისეები საკმაოდ ბევრნი ვართ. biggrin.gif

Posted by: GEORGIA007 4 Nov 2017, 10:07
beq92
QUOTE
ვისაც რუმინეთში უნდა წასვლა, ფორუმელები ან ვინმე თუ გადაწყვეთ სიამოვნებით შემოგიერთდებოდით)))

ბუქარესთში ჩადიხარ? შეიძლება ჩავიდე ერთ თვეში

Posted by: beq92 4 Nov 2017, 13:15
Heinz Doofenshmirtz
ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებ )))
* * *
GEORGIA007
მინდა წასვლა მარა მარტო არა რა. შევხმიანდეთ დავილაპალაკოთ მაგას რა ჯობია ფორუმელები ერთად თუ წავალთ.

Posted by: beq92 6 Nov 2017, 00:56
Heinz Doofenshmirtz
Evs- ით რომ მიდიან ქვეყანას თვითონ ირჩევენ?
არ ვიცი ამ პროგრამის შესახებ ალბათ ინგლისული კარგად უნდა იცოდე არა?))

Posted by: Heinz Doofenshmirtz 6 Nov 2017, 01:34
beq92
შენ თვითონაც შეგიძლია აირჩიო ქვეყანა, მაგრამ ყველა ქვეყანა არა, რა თქმა უნდა (ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია), მოკლედ პროექტზეა დამოკიდებული მაინც. ანუ, რომ გინდოდეს სიტყვაზე ჰოლანდიაში, ან შვედეთში ევს, ძალიან ცოტა შანსია მონახო მსგავსი პროექტი, სადაც ქართველსაც შეუძლია მონაწილეობა.

https://www.salto-youth.net

აქედან ხდება მგონი მოძებნა, მაგრამ როგორ, არ ვიცი.

მაგრამ ასევე პროექტების შესახებ იდება ხოლმე ინფორმაცია, მე აქ ვნახე.

https://web.facebook.com/GeorgianYouthForEurope/?ref=br_rs

Posted by: beq92 6 Nov 2017, 02:22
Heinz Doofenshmirtz
გაიხარე მადლობა ინფორმაციისთვის ))

Posted by: Heinz Doofenshmirtz 6 Nov 2017, 18:10
beq92
არაფრის. smile.gif

რაც შეეხება ინგლისურს, არაა სავალდებულო მაღალ დონეზე ცოდნა.

Posted by: beq92 8 Nov 2017, 02:01
user posted image ბრასოვ)))

Posted by: Heinz Doofenshmirtz 8 Nov 2017, 02:15
beq92
ბრაოვ wink.gif

S-ს დაბლა მძიმე თუ აქვს, შ-დ იკითხება, ასევე T-ს შემთხვევაში ც-დ

მაგალითად "გმადლობ" იწერება, როგორც mulțumesc და იკითხება დაახლოებით როგორც "მულცუმესქ"

მოკლედ, აქ ყოფნის განმავლობაში ვისწავლე ანბანი, რიცხვები, მიმართულებები, თვეები, წლები, და კიდევ რამდენიმე ბეისიქ რაღაცეები. biggrin.gif

ა, ხო, ვინც რუმინულის სწავლას გადაწყვეტთ, ერთი პლიუსი ისაა, რომ გამოთქმები საკმაოდ გაგიადვილდებათ და უაქცენტოდ საუბარიც მარტივი იქნება.

იორდანიიდანაც არიან ამ პროექტში და აი ძალიან უჭირთ სიტყვების დამახსოვრებაც კი, იმდენად რთულია მათთვის.

Posted by: beq92 8 Nov 2017, 02:30
Heinz Doofenshmirtz
მართალია ბრაშოვ შემეშალა biggrin.gif ცოტა რუმინული ვიცი რაღაცეები საკმაოდ ლამაზ ენად მეჩვენება biggrin.gif

Posted by: beq92 10 Nov 2017, 20:42
საინტერესოა რამდენი ბოშაა რუმინეთში ეხლა ვკიტხულობდი 2007 ში - 2 400 000 ამდენი ეწერე ეხლა რაც ვნახე ინფორმაცია უახლოესი წლების დაახლოებით 1 500 000 - 1 800 000 მერყეობს ეტყობა რაც ევროკავშირში შევიდა გაიხვეტა ნაწილი დასავლეთით მაგრამ მაინც ბლომად ყოფილან biggrin.gif

Posted by: GEORGIA007 18 Nov 2017, 11:10
რუმინეთიდან უნგრეთში გადასვლისას რა საბუთებს ითხოვენ ქართველებისგან ? ჩვეულებრივად სასაზღვრო კონტროლია? მაგალითად ავსტრიაში გადასვლა თუ შემეძლება ან ჩეხეთში? და რა საბუთები დამჭირდება წარსადგენად უნგრეთის საზღვარზე უნგრეთის "ბინის ქირაობის" საბუთი მექნება წარსადგენი?

Posted by: Heinz Doofenshmirtz 12 Dec 2017, 03:00
GEORGIA007
გვიანია შეიძლება, მაგრამ მაინც გიპასუხებ.

მატარებლით/ავტობუსით/მანქანით არ ვიცი.

თვითმფრინავით მე ვიყავი ბუქარესტიდან ბუდაპეშტში. არაფერი მოუთხოვიათ, მხოლოდ პასპორტი ნახა და გამიშვა. ნუ, ყველაფერი მქონდა მისამართის გარდა. biggrin.gif ქაუჩსერფინგით მყავდა ჰოსთი და მაქსიმუმ ეგ მეჩვენებინა, მაგრამ რამდენად გაჭრიდა, არ ვიცი, თუმცა არ უკითხავს არაფერი. smile.gif ზოგადად კი, საიდანაც არ უნდა ჩადიოდე უნგრეთში, მოთხოვნები იგივე იქნება, რაც სხვა ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობისას: ფული, დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, საცხოვრებელი და ა.შ.

უნგრეთიდან ავსტრიაში თვითმფრინავითაც იგივე მოთხოვნები იქნება შესაბამისად, მაგრამ ავტობუსით ვიყავი მე ვენაში და საერთოდ არ არის სასაზღვრო კონტროლი, უნგრეთიც და ავსტრიაც შენგენის ზონის ქვეყნებია, შესაბამისად, მხოლოდ ფორმალურად არსებობს საზღვარი, არც კი შეფერხებულა ავტობუსი ისე გადავედით სხვა ქვეყანაში. biggrin.gif

Posted by: DORO 13 Dec 2017, 20:48
GEORGIA007
QUOTE
რუმინეთიდან უნგრეთში გადასვლისას რა საბუთებს ითხოვენ ქართველებისგან ? ჩვეულებრივად სასაზღვრო კონტროლია? მაგალითად ავსტრიაში გადასვლა

მთელი სასაზღვრო კონტროლი ამოდის მატარებელში .
დეტალურად მოწმდება ყველაფერი--თავის პასპორტიან ბინადრობიან მგზავრობის მიზნიანად
რუმინეთი მგონი ჯერ არ არის სრული ევროკავშირი და ამიტომ მაინც ფრთხილობენ

მაგრამ კაიზერ სოზეს ქვეყანას მაინც რისი ეშინია lol.gif lol.gif biggrin.gif

უნგრეთი ავსტრიის საზღვარი არაფერია .
ვერც გაიგებ ისე აღმოჩნდები ვესტბანჰოფზე ვენაში

Posted by: GEORGIA007 20 Dec 2017, 02:03
DORO
QUOTE
მთელი სასაზღვრო კონტროლი ამოდის მატარებელში .
დეტალურად მოწმდება ყველაფერი--თავის პასპორტიან ბინადრობიან მგზავრობის მიზნიანად
რუმინეთი მგონი ჯერ არ არის სრული ევროკავშირი და ამიტომ მაინც ფრთხილობენ

მაგრამ კაიზერ სოზეს ქვეყანას მაინც რისი ეშინია     

უნგრეთი ავსტრიის საზღვარი არაფერია .
ვერც გაიგებ ისე აღმოჩნდები ვესტბანჰოფზე ვენაში

მეც გამოვცადე უკვე დაძინებულზე ღამის ორ საათზე საზაზღვრო კონტროლი biggrin.gif lol.gif არადა მაგის მერე პოლონეთიდან ნორვეგიაში გადავფრინდი და მეგონა მოითხოვდნენ საბუტების ჩვენებას რაც უკვე აღარ მქონდა და არც უნახია საერთოდ არავის lol.gif

Posted by: Heinz Doofenshmirtz 2 Feb 2018, 00:04
მოკლედ ვიმოგზაურე რუმინეთის რამდენიმე ქალაქში, მაგრამ კიდევ ბევრი (კლუჟი, სიბიუ, სიგიშოარა, იაში..) დამრჩა სანახავი, ვერ ვასწრებ სამწუხაროდ.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: narkozeli 26 Mar 2018, 17:29
QUOTE (what Katy did next @ 7 Dec 2008, 12:08 )
homo caucasus
მე თურქეთის გავლით გადავფრინდი თურქიშ-ით
ბუქარესტში კარგია ერთი დღე....

აი ტრანსილვანია არის რაღაც ზღაპარი...თავი ჯუნგლებში მეგონა.....ძალიან ლამაზია...თან ხალხი არის რაღაც სასწაული...თითოეულზე 100 ისტორია მაინც მაქვს....იქ 90% უნგრელები ცხოვრობენ, მოკლედ საკმაოდ საინტერესო მხარეა..

http://www.radikal.ru

ეს ფილმი California Dreamin' თუ გაქვს ნანახი დაახლოებით იგივე სიტუაციაა...სოფლებში დავდიოდით და ხალხი ნატო საერთოდ რა იყო არ იცოდა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მოკლედ თუ შეძლებ აუცილებლად მოინახულე ტრანსილვანიაც...განსაკუთრებით ქალაქები : კლუჟი, სიბიუ...
ხოდა მაგათ აქვთ ტრადიციული კერძი მამა-ლიგა...არ შეცდე და არ განსიჯო biggrin.gif

ეს ფოტოები კლუჯშია გადაღებული? eek.gif

რამდენიმე დღეში მიწევს დროებით კლუჯში გაჩერება და ძალიან დავინტერესდი უკვე))

Posted by: noa.frk 24 Apr 2018, 10:47
გამარჯობა

მისამართი შეგიძლიათ მითხრათ სად მივიდე? საიტზე წერია ლვოვის ქ. 7. ამ მისამართზე მისვლის შემდეგ კარებზე აბრა დამხვდა სხვა მისამართის იქ მივედი დაკეტილია. რა დებილიზმია საერთოდ?

Posted by: Heinz Doofenshmirtz 25 Apr 2018, 03:07
noa.frk
ვიზაზე გინდა?

ჭავჭავაძეზე არის საელჩო, მეცხრე საავადმყოფოსთან. სხვა რამდენიმე საელჩოა იქვე, თურქეთი, კანადა და ა.შ. რუმინეთიც მანდაა.

ორშაბათს და პარასკევს არიან მხოლოდ, როგორც მახსოვს.

Posted by: noa.frk 27 Apr 2018, 12:24
კი ვიზისთვის ~~ სწორად გახსოვს, დღეს ვიყავი.

მადლობა ^^

Posted by: საქმიანნი 12 Jun 2018, 14:30
კეთილო ხალხო )) ივლისის ბოლოს ბუქარესტში 3.5 დღე დამაგეგმინეთ, რა ვნახო, რა გავაკეთო.
გართობის მხრივ როგორაა მანდ საქმე? არის რამე კარგი კლუბი, ბარი, რამე? :დ

Posted by: makratela 17 Jun 2018, 16:35
ყველას სალამი
ივლისის 17ში მივფრინავთ ბუქარესტში 2 ადამიანი... ბინა დაჯავშნილი მაქვს ბუქარესტის სექტორ 4ში- strada principatele unite
იქნებ მირჩიოთ რავნახო მანდ 3 დღის მანძილზე, დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს, ძააან დიდი მადლობელი დაგრჩებით მცოდნეები თუ გამიზიარებთ რჩევებს.

აეროპორტიდან ექსპრეს ლაინ 783ით ქალაქის ცენტრში მოხვდებიო მითხრეს. ავტობუსისთვის ბარათი იქვე იყიდება აეროპორტში?? მგზავრობის ფასი რამდენია და ასევე მაინტერესებს ინტერნეტის შესახებ, რა პაკეტებია და სად შევიძინო რომ გავააქტიურო??? უღრმესი მადლობა წინასწარ

Posted by: საქმიანნი 19 Jun 2018, 00:32
makratela
მეც მაგ დროს მივდივარ და ჯერ არაფერი დამიგეგმავს
მგონი 1 დღეც ყოფნის ბუქარესტს, ინტერნეტში რაც ვნახე, უნდა მივაბა ბრაშოვი და ბრანი, დრაკულას სასახლესთან ფოტო გადავიღო და დემონის ტრაწი დავლიო )))))))

ბინა რომელ საიტზე დაჯავშნე? ბუქინგზე თუ airbnb? რამე სხვაც ხომ არ იცი?

QUOTE
ინტერნეტის შესახებ, რა პაკეტებია და სად შევიძინო რომ გავააქტიურო??? უღრმესი მადლობა წინასწარ

უფასო ვაიფაი არ იქნება ქალაქში? არსად არ დამჭირვებია აქამდე ინტერნეტ პაკეტების ყიდვა

ისე მგონი კაი ფარჩაკი ქვეყანაა, ვერ ვგეგმავ ვერაფერს. რაღაც საქართველოსნაირი დამხვდება, ეჭვი მაქვს.
თუ რამეს დაადგამ თავს, მეც მითხარი რა

Posted by: makratela 20 Jun 2018, 01:18
საქმიანი
სალამი
კარგია რომ გამომეხმაურე... იქნებ შევავსოთ ერთმანეთის ინფორმაციები....

QUOTE
მგონი 1 დღეც ყოფნის ბუქარესტს

კი ზუსტად მასე მითხრეს მეც

QUOTE
უნდა მივაბა ბრაშოვი და ბრანი, დრაკულას სასახლესთან ფოტო გადავიღო და დემონის ტრაწი დავლიო

ერთნაირი გეგმები გვაქვს როგორც ვატყობ biggrin.gif
პელეშის ციხესიმაგრის ნახვას ვაპირებ ქალაქ სინაიაში...
QUOTE
ისე მგონი კაი ფარჩაკი ქვეყანაა, ვერ ვგეგმავ ვერაფერს.

დიდი გამოცდილება არ მაქვს მოგზაურობის მხრივ და ეტყობა ამის ბრალია რომ ვერ ვგეგმავ სავარაუდოდ... ნელნელა ვადგამ თავს, თან გამოცდებს მოვრჩები მალე და მერე 17მდე დრო მაქვს რამე მოვიფიქრო. ისე თუ რუსული იცი ამ საიტზე ვნახე კარგი ინფორმაცია , ნახავ რუმინეთს მანდ, 5 ძირიტადი ქალაქია და როგორ უნდა მოხვდე რა ტრანსპორტით და რა ფასებია ყველაფერია ახსნილი.
https://budgettravel.by/country

QUOTE
ბინა რომელ საიტზე დაჯავშნე? ბუქინგზე თუ airbnb? რამე სხვაც ხომ არ იცი?

ბინა ბუქინგზე დავჯავშნე ქალაქის ცენტრში აპარტამენტები .332 ლარი დამიჯდა 4 ღამით , 2 ადამიანს... ქალაქის ცენტრშია და თან სამზარეულოცაა, შეგიძლია თავად მოამზადო, ბევრი კაფეა ახლომახლო, კარფური და რავი... პირველ ჯერზე არაუშავს
აი ასეთი

Posted by: საქმიანნი 23 Jun 2018, 19:56
makratela
QUOTE
პელეშის ციხესიმაგრის ნახვას ვაპირებ ქალაქ სინაიაში...

ეგ მეც ვიფიქრე
ისე სამი გოგო ვართ ჩვენ და ნეტა დიდი ტაქსის დაქირავება რა დაჯდება? უფრო კომფორტული არ იქნებოდა? თან ერთ დღეში ჩავატევდით ორივე ციხეს

QUOTE
დიდი გამოცდილება არ მაქვს მოგზაურობის მხრივ და ეტყობა ამის ბრალია რომ ვერ ვგეგმავ სავარაუდოდ... ნელნელა ვადგამ თავს, თან გამოცდებს მოვრჩები მალე და მერე 17მდე დრო მაქვს რამე მოვიფიქრო. ისე თუ რუსული იცი ამ საიტზე ვნახე კარგი ინფორმაცია , ნახავ რუმინეთს მანდ, 5 ძირიტადი ქალაქია და როგორ უნდა მოხვდე რა ტრანსპორტით და რა ფასებია ყველაფერია ახსნილი.

მადლობა :* მართლა კარგადაა ახსნილი

QUOTE
ბინა ბუქინგზე დავჯავშნე ქალაქის ცენტრში აპარტამენტები .332 ლარი დამიჯდა 4 ღამით , 2 ადამიანს... ქალაქის ცენტრშია და თან სამზარეულოცაა, შეგიძლია თავად მოამზადო, ბევრი კაფეა ახლომახლო, კარფური და რავი... პირველ ჯერზე არაუშავს
აი ასეთი

მშვენიერია, სამკაციანებში ძირითადად ორი საწოლი და ერთი დივანია და ვერ ავარჩიეთ
ამ თვის ბოლოს ცოტა დავფაცურდებით და რამეს ვიზამთ, თორემ შეგვრჩა მარტო ბილეთები მგონი )))

Posted by: makratela 24 Jun 2018, 01:25
საქმიანი

QUOTE
ისე სამი გოგო ვართ ჩვენ და ნეტა დიდი ტაქსის დაქირავება რა დაჯდება? უფრო კომფორტული არ იქნებოდა? თან ერთ დღეში ჩავატევდით ორივე ციხეს

ვფიქრობ ძვირი დაგიჯდება, მატარებლით 2,4 სთ უნდა ბრაშოვამდე და მერე ბრანამდე ავტობუსით უნდა გადახვიდე რომ დრაკულას ციხესიმაგრე ნახო, არაა ცოტა მანძილი და პლიუს სინაია თუ გინდა ეგ სხვა ქალაქია კიდე. ბიუჯეტს გააჩნია რა ...



QUOTE
სამკაციანებში ძირითადად ორი საწოლი და ერთი დივანია და ვერ ავარჩიეთ

კი მართალი ხარ, უმეტესად ეგრეა , თუმცა არის 3 სინგლ საწოლიანებიც ... დაძებნი აუცილებლად... ისე ადრე დაჯავშნო სჯობს მაგ პერიოდისთვის, თორემ რაც უფრო ახლოვდება დრო უფრო ცოტა არჩევანია და ფასებიც გაძვირებულია თუ მეჩვენება ვერ გავიგე.. რო შევდივარ საიტზე უმეტესად მომატებულ ფასებს მაჩვენებს.

ანუ 17 მიფრინავთ თქვეენც???

Posted by: საქმიანნი 24 Jun 2018, 15:11
makratela
QUOTE
ვფიქრობ ძვირი დაგიჯდება, მატარებლით 2,4 სთ უნდა ბრაშოვამდე და მერე ბრანამდე ავტობუსით უნდა გადახვიდე რომ დრაკულას ციხესიმაგრე ნახო, არაა ცოტა მანძილი და პლიუს სინაია თუ გინდა ეგ სხვა ქალაქია კიდე. ბიუჯეტს გააჩნია რა ...

ხო და ამდენი გადაჯდომები წინასწარ მაწუხებს ))) რუკაზე თითქოს ახლოს ჩანდა პელეშიც, მაგრამ ჯანდაბას

QUOTE
კი მართალი ხარ, უმეტესად ეგრეა , თუმცა არის 3 სინგლ საწოლიანებიც ... დაძებნი აუცილებლად... ისე ადრე დაჯავშნო სჯობს მაგ პერიოდისთვის, თორემ რაც უფრო ახლოვდება დრო უფრო ცოტა არჩევანია და ფასებიც გაძვირებულია თუ მეჩვენება ვერ გავიგე.. რო შევდივარ საიტზე უმეტესად მომატებულ ფასებს მაჩვენებს.

გუშინ შევედი მეც, ფასდაკლება დამხვდა, 196 ევროიანი ბინა 112 ევროდ იყო, ვეცი და დავჯავშნე. ცენტრიდან 500 მეტრში . ჯერ რევიუები არ აქვს და იმედია პირველი რევიუ ჩემი არ იქნება, თან დაბალქულიანი :დ

ხო 17-21

Posted by: lato 24 Jun 2018, 16:23
მეგობრებო ფბ-ზე რო იბუსტებოდა გვერდი "რუმინეთის მოქალაქეობა" და ყველა პრივილეგიას წერდნენ რაც რუმინეთის მოქალაქეს ქონდა მაგ გვერდზე რამე ხო არ იცით? გუგლში კი ვნახე რა გზებიც არსებობს მოქალაქეობა რო მიიღო რუმინული მარა ამათმა რამე მარტვისი და შემოვლითი გზები იციან?

პ.ს. ბუქარესტში მინდა წასვლა დასათვალიერებლად და ბარემ ისიც მითხარი როგორი ქალაქია. ინგლისურენოვანი ვარ და კომუნიკაცია ხო არ გამიჭირდება? ღამის ცხოვრება როგორი აქვთ, კლუბები და ა.შ.

Posted by: makratela 25 Jun 2018, 03:19
საქმიანი
QUOTE
ხო და ამდენი გადაჯდომები წინასწარ მაწუხებს ))) რუკაზე თითქოს ახლოს ჩანდა პელეშიც, მაგრამ ჯანდაბას

ფინანსების ამბავია თორემ ტაქსით სჯობს...
QUOTE
გუშინ შევედი მეც, ფასდაკლება დამხვდა, 196 ევროიანი ბინა 112 ევროდ იყო, ვეცი და დავჯავშნე.

ვაა კაია ძაან, მაგარი ფასია, თან სამზე თუ იყოფთ სულ არაა ძვირი.

QUOTE
ხო 17-21

მეც ეგრე biggrin.gif

Posted by: Mstyle 25 Jun 2018, 10:57
რამდენიმე დღე ტურისტად არის ბუქარესტში საერთოდ რამე სანახავი? რაც წავიკითხე, დიდად არ არიან ტურისტები აღფრთოვანებულები

Posted by: KDI 4 Jul 2018, 21:55
გამარჯობა, ხვალ ვაპირებ წასვლსას, ერთი კვირით. ბულგარეთში გვინდა კიდე გადასვლა. ავტობუსის ბილეთები გვაქვს ნაყიდი, ნეტა ხომ გადავალთ უპრობლემოდ?

Posted by: Primrose 13 Jul 2018, 12:59
QUOTE
გამარჯობა, ხვალ ვაპირებ წასვლსას, ერთი კვირით. ბულგარეთში გვინდა კიდე გადასვლა. ავტობუსის ბილეთები გვაქვს ნაყიდი, ნეტა ხომ გადავალთ უპრობლემოდ?

KDI

მე თებერვალში ვიყავი, სტამბოლიდან გადავედი ბულგარეთში და მერე რუმინეთში.

აქ ზევით ზოგი წერდა ბუქარესტიდან ბრაშოვში როგორ ჩავიდეო. ritmului strada-ზე არის ავტობუსების სადგური, ერთ სამ საათში იქა ხარ.


Posted by: KDI 13 Jul 2018, 17:30
Primrose
QUOTE
მე თებერვალში ვიყავი, სტამბოლიდან გადავედი ბულგარეთში და მერე რუმინეთში.

გადავედით ჩვეულებრივ, მარტო პასპოტრები ნახეს საზღვარზე, ბუქარესტი-სოფია სადღაც 7 საათის გზაა ავტობუსით

QUOTE
აქ ზევით ზოგი წერდა ბუქარესტიდან ბრაშოვში როგორ ჩავიდეო. ritmului strada-ზე არის ავტობუსების სადგური, ერთ სამ საათში იქა ხარ.

მატარებლით წავედით ჩვენ, ორი საათნახევი დაჭირდა

Posted by: Primrose 22 Jul 2018, 23:32
KDI
QUOTE
მატარებლით წავედით ჩვენ, ორი საათნახევი დაჭირდა


რა ღირდა და რა სიხშირით დადის მატარებელი?

Posted by: makratela 31 Jul 2018, 18:34
ორი სიტყვით დაგიწერთ როგორ მოვიარე რუმინეთი...
ბინა ბუკინგით დავჯავშნე და ქალაქებს შორის გადაასადგილებლად დავრეგისტრირდი ბუქარესტის რკინიგზის საიტზე თბილისშივე და ავიღე ყველა მიმართულებით ბილეთები სადაც მივდიოდი(კერძოდ ბრაშოვი და სინაია, სხვას ვერც მოვასწრებდი 3 დღეში+ დედაქალაქიც უნდა დამეთვალიერებინა). როცა ონლაინ ყიდულობ ფასდაკლებაა 5% ვიდრე სალაროსთან ყიდვისას მატარებლის ბილეთებზე. შემიძლია დაგაკვალიანოთ თუ რამე დაგაინტერესებთ.

თბილისიდან 100 ლეი(რუმინული ვალუტა ) წავიღე ყოველი შემთხვევისთვის და ძალიან გამომადგა უცებ რომ არ დამჭირდა გადახურდავება. ევროზე ვაჭრობით უფრო წაგებაში ხართ ყველა ვარიანტში. საქართველოს ბანკში აქვთ რუმინული ვალუტა, ყველა ბანკში არაა. კურსი 1 ლეი=0,67ლარს.

აეროპორტიდან ყველა ქართველი ტაქსებით დაიძრნენ ქალაქისკენ. მე უკვე ვიცოდი (გაიხაროს გუგლმა) როგორ უნდა წამოვსულიყავი გაცილებით იაფად აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ანუ ავტობუსით( კერძოდ, ავტობუსი ექსპრეს ლაინ 783). მე პირადად ცენტრში ვიქირავე ბინა ბუკინგზე და ავტობუსმა ბინის მდებარეობიდან 200 მეტრში გააჩერა.

ავტობუსებში სამგზავროდ ბარათი დაგჭირდებათ და აეროპორტში იყიდება, ღირს 8 ლეი(დაახლოებით 2 ევროა) და არის მულტიპლ ბარათი(მრავალჯერადი). ეს ბარათი გამოვიყენეთ 783 ავტობუსში.

ბუქარესტი თვითონ სექტორებადაა ქალაქი დაყოფილი და გირჩევთ მე-4 სექტორში დაბინავდეთ, ან მე-3 ში, ეს ცენტრია. ასევე შეგიძლიათ დაფილტროთ ბინები ბუკინგზე სექტორის გათვალისწინებით. დედაქალაქში ვნახეთ პრლამენტის გრანდიოზული შენობა, თაღი, ვილიჯ მუზეუმი( 4 ლეი სტუდენტისთვის, ისე 8 ლეი), საპატრიარქო, ბევრი ტაძრებია თვითონ ქალაქში, ძველი ქალაქი...


ამის გარდა მინდა გითხრათ რომ წაიღეთ სტუდბილეთები თუ სტუდენტი ხართ, იმიტომ რომ ყველა მუზეუმში ფასდაკლებაა და ძალიან კარგი.მე პირადად საქართველოს ბანკის უსურათო სტუდენტური ბარათიც მქონდა და უნივერსიტეტის სურათიანიც და უსურათოს ვიყენებდი.
ასევე მოსწავლის ბარათებიც წაიღეთ თუ ბავშვები მიგყავთ. მაგალითად, დრაკულას ციხესიმაგრეში შესასვლელად 40 ლეის ნაცვლად, 25 ლეი გადავიხადე, სკოლის მოსწავლეებისტვის კი 10 ლეი ღირს .ხოლო ქალაქ სინაიაში პელეშის ციხესიმაგრეში შესასვლელად 30 ლეის ნაცვლად 7,5 ლეი.

რესტორნები ძვირი ნამდვილად არ ღირს. ორ ადამიანს 10-15 ევრო გვყოფნიდა დღეში.აქვე მაკდონალდის ფასებსაც გეტყვით : ფრეშბურგერი და ფანტა(ან კარტოფილი ფრი) 6 ლეი ღირს. ბიგმაკ მენიუ 15 ლეი.

ცნობისთვის 1ევრო= 4.6 ლეის


თუ რამე კიტხვა გექნებათ აუცილებლად გიპასუხებთ.


Posted by: KDI 31 Jul 2018, 22:00
user posted image

user posted image
* * *
Primrose
QUOTE
რა ღირდა და რა სიხშირით დადის მატარებელი?

ორივე გზა 80 ლეი ერთი კაცი. საჯმაოდ ხშირი გრაფიკი ქონდად, თუ სწორად მახსოვ, ყოვლე 2-3 საათში გადიოდა

Posted by: X Man 5 Aug 2018, 19:27
QUOTE (beq92 @ 10 Nov 2017, 17:42 )
საინტერესოა რამდენი ბოშაა რუმინეთში ეხლა ვკიტხულობდი 2007 ში - 2 400 000 ამდენი ეწერე ეხლა რაც ვნახე ინფორმაცია უახლოესი წლების დაახლოებით 1 500 000 - 1 800 000 მერყეობს ეტყობა რაც ევროკავშირში შევიდა გაიხვეტა ნაწილი დასავლეთით მაგრამ მაინც ბლომად ყოფილან biggrin.gif

წუხელ გავიარე ვორენ სტრიტის სადგურთან ლონდონში და ქუჩის მთელ გაყოლებაზე ბოშებს ლოგინები ქონდათ გაშლილი, სრული ფეზდეცია, ლონდონში სადაც არ უნდა დააფურთხო რუმინელს დაეცემა, სამსახურიც გადაგვევსო, ისე კარგი ქალები ყავთ ძმაო ბაზარი არაა)))

Posted by: საქმიანნი 5 Aug 2018, 21:06
რაღა დაგიმალოთ და ასეთ ბანძ ქვეყანაში ჯერ არ ვყოფილვარ ) ოდნავ დააფდეითებული საქართველოა, ადგილობრივებიც გავიცანი და ეგენიც ზუსტად ქართველები იყვნენ, მთავრობაზე რომ წუწუნებენ და ისტორიით რომ ამაყობენ )))) დაჟე მაგათი ბებიებიც ჩვენი ბებიებივით არიან )))


რაც უნდა გაითვალისწინოთ
1. მეტროს და ავტობუსს 1 ბარათი არ ერგება, ნუ ჩვენ ასე გვითხრეს.
2. ავტობუსის გაჩერებები 3 კილომეტრშია ლამის, ზოგ ქუჩაზე საერთოდ არაა...
3.ქალაქებს შორის ავტობუსით გადაადგილებას არ გირჩევთ, თუ ბიუჯეტი შეზღუდული არ გაქვთ, კატასტროფაა, გზები არ ვარგა და ავტობუსიც ყარდა ))) წინასწარ ინტერნეტით ვერ იყიდით ბილეთს თან. მატარებელი ვითომ ჯობია, მაგრამ ეგეც ფარჩაკობა იყო, ფეხზე დგომის ბილეთებს ყიდიან და შეიძლება თქვენს ადგილზე დაგხვდეთ ვიღაც წამოსკუპებული და უნდა წამოახტუნოთ ))) აი მატარებელი ნამდვილად ინტერნეტით უნდა შეიძინოთ, თორემ შეიძლება გაყიდული დაგხვდეთ ბილეთები
4. მოკლე მანძილზე ტაქსს წაყვანა დაეზარება, ან იმდენს გამოგართმევთ, რასაც შორზე აიღებდა
5. რუმინული, ადგილობრივი სამზარეულო არ არსებობს, ტყუილად არ ეძებოთ ) მიქსია ყველაფრის ირგვლივ რაცაა
6. ბუქარესტში ბევრი არაფერია სანახავი, მაქსიმუმ 1 დღე უნდა დაუთმოთ
7. დრაკულას სასახლეში სინამდვილეში ცეპეში არცაა ნამყოფი და დედოფლის რეზიდენცია იყოო, სარწმუნო წყაროებმა გვითხრეს, შიგნით რაც ავეჯია, ეგეც ახალი დამზადებული ყოფილა

ნუ დადებითი ისაა, რომ კარგი პარკები აქვთ :დ საჭმელ-სასმელი გემრიელია, იაფია.. რავიცი :დ


Posted by: Feeling 7 Aug 2018, 17:24
ღირს საერთოდ ბუქარესტში წასვლა? თუ ტყუილად დავკარგავ დროს?

Posted by: GEORGIA007 8 Aug 2018, 16:17
QUOTE
რაღა დაგიმალოთ და ასეთ ბანძ ქვეყანაში ჯერ არ ვყოფილვარ ) ოდნავ დააფდეითებული საქართველოა,

პრინციპში დააფდეიტებულიც რთულად სათქმელია, თითქმის იგივე საქართველოა
Feeling
QUOTE
ღირს საერთოდ ბუქარესტში წასვლა?

გააჩნია რისთვის, მე დიდი ვერაფერი ვერ ვნახე ბუქარესტში ან რა არის სანახავი?

Posted by: Feeling 8 Aug 2018, 16:48
QUOTE
გააჩნია რისთვის, მე დიდი ვერაფერი ვერ ვნახე ბუქარესტში ან რა არის სანახავი?


სანახავად,არ ვიცი მე იმიტომ ვიკითხე ზუსტად რომ თუ არის რამე სანახავი და ღირს 3-4 დღით წასვლა თქო

Posted by: საქმიანნი 10 Aug 2018, 00:07
QUOTE
ღირს საერთოდ ბუქარესტში წასვლა? თუ ტყუილად დავკარგავ დროს?

ჩემი აზრით არ ღირს ბუქარესტზე მოცდენა საერთოდ..

Posted by: GLOKTA 6 Nov 2018, 02:18
ნისლიანი გზა ბუქარესტისკენ, რა ლამაზი მიწა აქვთ რუმინელებს და როგორ ვერ იყენებენ, სულ საქართველო მახსენდება ხოლმე.


გზები ასეთი ლამაზი ხეივნებით და უცნაური ტიპის დასახლებებით არის სავსე, 90იანების სუნი ტრიალებს პერიფერიაში, მექრთამეობა მძვივარებს და მოკლედ ევროპისგან ისევე შორსაა როგორც "კაზახისტანი", სულ სხვა თემაა ბუქარესტი, რომლის განხილვასაც საჯაროდ არ მოვყვები, მაგრამ ყველას გირჩევთ, ვიქენდზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვდეთ ამ ქალაქის ღამის ცხოვრების რიტმში <3 <3

Posted by: <casablanca> 6 Nov 2018, 17:36
GLOKTA
ეჰ , ნეტავ ჩვენც მივეღეთ ევროკავშირში და ვყოფილიყავით თუნდაც ყაზახეთის დონეზე sad.gif

Posted by: GLOKTA 7 Nov 2018, 10:36
QUOTE (<casablanca> @ 6 Nov 2018, 17:36 )
GLOKTA
ეჰ , ნეტავ ჩვენც მივეღეთ ევროკავშირში და ვყოფილიყავით თუნდაც ყაზახეთის დონეზე sad.gif

ვერ დაგეთანხმები, ჩვენი ქვეყანა არაა ამისთვის მზად, საბერძნეთზე უარეს დრეში აღმოვჩნდებით დამიჯერე.
რაც მაგათ რეგულაციები აქვთ, ჩათვალე საწარმოების(ისედაც ცოტა გვაქვს) უმრავლესობა დასახური იქნება, ისევე როგორც კვების ობიექტების და ა.შ. გრძელი სიაა.

ასეთ ფორმატში უფრო გვაწყობს ურთიერთობა, გამარტივებული სავაჭრო რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა ზუსტად ის არის რაც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

რუმინეთი და ბულგარეთი ისედაც ევროპაა და მიიღებდნენ სხვა რა გზა ჰქონდათ, ჯერ მარტო გეოპოლიტიკურად სარფიანია.

ძაან გაინტერესებდა ხო? biggrin.gif

Posted by: <casablanca> 7 Nov 2018, 15:19
GLOKTA
ევროპაში ლეგალურად მუშაობის უფლება რომ მიეცემოდა ფართო მასებს, ამიტომ მინდა ევროკავშირის წევრობა.
იქ იშოვიდნენ ევროებს და მოახმარდენენ საქართველოს. biggrin.gif
საბერძნეთი ერთი პერიოდი ჩავარდა,, ახლა ისევ მშვენივრად არიანო როგორც გავიგე.
კვების ობიექტები კი მართლაც დასახურია უმეტესობა. (ანტისანიტარიის და უაზრო ფასები გამო). საწარმოები რაც არ გვაქვს , რას დახურავენ.


Posted by: GLOKTA 7 Nov 2018, 16:57
<casablanca>
QUOTE
ევროპაში ლეგალურად მუშაობის უფლება რომ მიეცემოდა ფართო მასებს, ამიტომ მინდა ევროკავშირის წევრობა.

აი ეგღა აკლია ამ ქვეყანას, რომ ჯანმრთელი მუშახელი გაედინოს ქვეყნიდან, ეგრე საერთოდ ამოვწყდებით.
მაგას სჯობს აქ შევქმნათ პროდუქცია და ექსპორტი გავზარდოთ ;

საბერძნეთი კიდევ კაი ხანი იქნება მაგ ჭაობში და საბერძნეთს რატომ ადრი საქართველოს? ეგენი გაცილებით წინ იყვნენ ჩვენზე, მაგრამ კი ნახე რაც უქნა გაწევრიანებამ.

ასე სჯობს დამიჯერე, რაც ნაკლებად ასიმილირებული ვიქნებით მაგ კავშირთან, მით უკეთესია ჩვენიეკონომიკისთვის და არა მარტო.

საწარმოები გვაქვს, ცოტა მაგრამ მაინც არის, უბრალოდ აისოს არ აკმაყოფილებს უმრავკესობა და დასახური გახდება.
ერთი სიტყვით დიდი დარტყმა ეგ ჩვენთვის, რადგან ეკონომიურად ზად არ ვართ მანდ გასაწევრიანებლად.

თუმცა თავისი პლიუსებიც აქვს, რუმინელებს ბანი არ ჰქონდათ ხუთი წლის წინ, შევიდნენ კავშირში და წამოვიდა მსოფლიო ბანკიდან ფულები, გზაც დაუგეს და მსხვილი საწარმო ფილიალებიც ბლომად ვნახე, თუმცა ეს ხომ დამატებით ვალია, რომელიც ხალხის გადასახდელია და პირდაპირ ჯიბეს ურტყამს.

ეუF რამდენი ვწერე და თან დარწმუნებული ვარ, ბოლომდე არც წაიკითხავ biggrin.gif

პ.ს. ეს ტავერნა შემიყვარდა, მაგარი ხედი აქვს დუნაიზე და სერბეთზე user.gif
თან ისეთ გემრიელ კერძებს აკეთებენ, თითებსაც გაილოკავ ბოლოს biggrin.gif
user posted image

Posted by: GEORGIA007 18 Jan 2019, 03:41
QUOTE
თუმცა თავისი პლიუსებიც აქვს, რუმინელებს ბანი არ ჰქონდათ ხუთი წლის წინ, შევიდნენ კავშირში და წამოვიდა მსოფლიო ბანკიდან ფულები, გზაც დაუგეს და მსხვილი საწარმო ფილიალებიც ბლომად ვნახე, თუმცა ეს ხომ დამატებით ვალია, რომელიც ხალხის გადასახდელია და პირდაპირ ჯიბეს ურტყამს.

ჩაუშესკუმ მსოფლიო ბანკის ვალები გაანულა და დახვრიტეს ახლა 120 მილიარდი აქვთ ვალი და უხარიათ, biggrin.gif მარა რუმინელების უმეტესობა მოხეულია საზღვარგარეთ საშოვარზე

Posted by: kvantanamera 21 Jan 2019, 17:37
ქალები როგორი ყავთ რუმინელებს? თბილები არიან და ადვილად ხელმისაწვდომები?

Posted by: GEORGIA007 24 Jan 2019, 11:35
kvantanamera
QUOTE
ქალები როგორი ყავთ რუმინელებს?

up.gif

Posted by: Kama 5 Feb 2019, 00:45
QUOTE (kvantanamera @ 21 Jan 2019, 17:37 )
ქალები როგორი ყავთ რუმინელებს? თბილები არიან და ადვილად ხელმისაწვდომები?

: )

ხელმისაწვდომობაში რასგულისხმობ ?

Posted by: greedyagentz 5 Feb 2019, 01:30
ფრენები როგორაა
https://www.residentadvisor.net/events/1209194https://www.residentadvisor.net/events/1209194
ამ ივენთზე მინდა დასწრება იქნებ დამეხმაროთ რა და როგორ ჯობია. 443 კილომეტრია ბუქარესტიდან

მადლობა წინასწარ

Posted by: sallyBourbon 6 Feb 2019, 11:52
QUOTE (kvantanamera @ 21 Jan 2019, 17:37 )
ქალები როგორი ყავთ რუმინელებს? თბილები არიან და ადვილად ხელმისაწვდომები?

ერთი მწვანეთვალება ლექტორი გავიცანი კონფერენციაზე სადაც ყველა მონაწილემ წარვადგინეთ ჩვენი ქვეყანა,
შესვენების შემდეგ რუმინელმა ლექტორმა მკითხა ქართველ კაცებზე ლეგენდები დადიოსო და მართალია მაგარი კაცები რომ გყავთო, გვერდით თმა აბურძგნული ფრანგი მედგა და მეკითხება რას გაჩუმდი უპასუხეო..

biggrin.gif

რაგბი მოსწონთ და იციან რომ ჩვენთან თამაშისას სულ აგებენ.

მოკლედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ბულგარეთი და რუმინეთი ყველაზე ღარიბია.


დიდი ქვეყანაა, 22 მილიონი და დაახლოებით 3 მილიონი გაქცეულია იტალიაში, ბრიტანეთში, ესპანეთში და ა.შ.
ხალხი მას მერე რაც ჩეხეთში და გერმანიაში ვიცხოვრე მათთან შედარებით უთბილესი, დადებითი, ყურადღებიანი და გულკეთილია.


ინგლისური ყველა მეორემ იცის უკეთესად ფრანციცული და იტალიური, ბოშებმა კიდე ესპანური.

ბუქარესტში 5 დღე ვიყავი და საახალწლო პერიოდი იყო როგორც ყველგან გაჩახჩახებული და გალამაზებული,

ვიყავი ვრანჩას რეგიონში მთებში ლეპშაში ძალიან მომეწონა სუფთა ჰაერი და ის პერიოდი დაემთხვა როცა ადგილობრივები იყვნენ დამსვენებლები და არა ტურისტები სიწყნარე და სიმშვიდე იყო.


მალე წავალ ტიმიშუარაში, ბრაშოვში, კარპატებში და ზაფხულისკენ შავ ზღვაზე კონსტანცაში სადაც როკ ფესტივალიც იქნება.


საჭმელს რაც შეეხება ამპარტავნობაში ნუ ჩამომართმევთ მარა ქართულ სუფრას ვერაფერი შეედრება, სარმალეს და კოზონაკს გაიძახიან ერთი (სარმალე) ტოლმაა და კოზონახი საახალწლო პასკა დაახლოებით, რაც ჩვენ ვერ გაგვაოცებს.


სასმელი კი ძალიან კარგი აქვთ პანჩუს ღვინო საუკეთესოა პალინკა ძალიან მომეწონა და რაკიაც.


Posted by: В.И. Ленин 13 Apr 2019, 20:43
გამოვაცოცხლოთ თემა.

user posted image

Posted by: INKOINKO 27 Dec 2019, 00:47
sallyBourbon
QUOTE
შესვენების შემდეგ რუმინელმა ლექტორმა მკითხა ქართველ კაცებზე ლეგენდები დადიოსო და მართალია მაგარი კაცები რომ გყავთო, გვერდით თმა აბურძგნული ფრანგი მედგა და მეკითხება რას გაჩუმდი უპასუხეო..


რა უპასუხე ბოლო-ბოლო, როგორ გამოხვედი სიტუაციიდან ? smile.gif

Posted by: kalekalebind 27 Dec 2019, 00:53
QUOTE (INKOINKO @ 27 Dec 2019, 00:47 )
sallyBourbon
QUOTE
შესვენების შემდეგ რუმინელმა ლექტორმა მკითხა ქართველ კაცებზე ლეგენდები დადიოსო და მართალია მაგარი კაცები რომ გყავთო, გვერდით თმა აბურძგნული ფრანგი მედგა და მეკითხება რას გაჩუმდი უპასუხეო..


რა უპასუხე ბოლო-ბოლო, როგორ გამოხვედი სიტუაციიდან ? smile.gif

პენტრუ პელუზა ინტრებარე ჟუკარულ სტიაუაო

მაგას ხომ ვერ ეტყოდა


ანუ ჰრუზინსკე ხუი ბეტონ ლამაეტო


Posted by: sanfol 10 Aug 2021, 17:04
ბორანი ან რამე არ დადის ბათუმიდან? მარტო თვითმფრინავით შეიძლება ბუქარესტში მოხვედრა?

Posted by: В.И. Ленин 11 Aug 2021, 09:35
QUOTE
ბორანი ან რამე არ დადის ბათუმიდან?

არა.

აცრილი უნდა იყო, ან 14 დღე კარანტინი.

Posted by: zamzumi 25 Oct 2021, 21:04
https://youtu.be/iN4UXTiR_oA

https://youtu.be/Touxhx9A5yc?t=224

ამ ვიდეოებში რუმინელები გვაკვირდებიან.
იმედია, ცუდს არაფერს ამბობენ. biggrin.gif

Posted by: DORO 28 Oct 2021, 19:08
QUOTE (sanfol @ 10 Aug 2021, 17:04 )
ბორანი ან რამე არ დადის ბათუმიდან? მარტო თვითმფრინავით შეიძლება ბუქარესტში მოხვედრა?

სტამბული-ბუქარესტი ავტობუსი დადის .

Posted by: Wikinewser 18 Dec 2021, 20:18
QUOTE (В.И. Ленин @ 13 Apr 2019, 20:43 )
გამოვაცოცხლოთ თემა.

user posted image

დაე კიდევ ერთხელ გაცოცხლდეს :დდ

Posted by: DORO 20 Dec 2021, 21:27
QUOTE
დაე კიდევ ერთხელ გაცოცხლდეს :დ






Posted by: DORO 10 Sep 2023, 20:53
რომანია .. <3



Posted by: Aleksandre166 13 Dec 2023, 23:59
პირველი ქვეყანა რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს.

Posted by: kalekalebind 23 Mar 2024, 02:00
Aleksandre166
Aleksandre166


უფრო დაზუსტებულად 27 აგვისტოს გამოაცხადეს


https://www.doenetwork.org/cases-int/4120dmrom.html

Posted by: Aleksandre166 14 Apr 2024, 15:40
მიხაი იშტვანოვიჩის მიერ ქართული დამწერლობით დაწერილი რუმინული ტექსტი.
user posted image
ამ ბოლო დროს ძალიან გატაცებული ვარ რუმინეთით. როცა ევროპაში სამოგზაუროდ წვალ, პირველი ბრანის ეს ულამაზესი ციხესიმაგრე უნდა ვნახო.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)