Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > სტომატიტი


Posted by: Sh0 21 Nov 2004, 16:50
აუუ რა ცუდიაააააა მტკივაააbiggrin.gif:D:D
რა ვქნა მირჩიეთ რამეე?

Posted by: Archer 21 Nov 2004, 19:30
მე ვიცი მაგარი რამე, ოღონდ არ მოიწამლო biggrin.gif
აიღე შაბიამნის (და არა შაბის, აი ისა ლურჯი რომაა) პატარა ნატეხი ან ფხვნილი დაიყარე და არ გადაყლაპო ნერწყვი, გაიჩერე ცოტა ხანი და მერე გადმოაფურთხე და გამოიბანე.

Posted by: Sh0 21 Nov 2004, 19:45
აუ სახში მომცეს ის რა ქვია, კვარცი თუ რა ქვია და დავიდე ზედ ცოტა ხნით მომაშორა მაგრამ ეხლა ისევ............................აუ რამე სხვა არ იცით


არჩერ ეგ ცოტა სარისკო რამე მითხარი ვაიდა გადამეყლაპოს ნერწყვიsmile.gif მერე მელომანიაში ვინ იმოდერატორებს?biggrin.gif:D:

Posted by: ikebana 21 Nov 2004, 20:21
1. იყიდე იოდინოლის ხსნარი, დაასველე შიგ ბამბიანი ჩხირი და დაიმუშავე სტომატიტი დღეში რამდენჯერმე.
2. აიღე სოლკოსერილის დენტალური ადგეზიური პასტა (ასე ქვია, აფთიაქებში იყიდება), სტომატიტიანი უბანი ჯერ ბამბით გაიმშრალე და მერე ეს პასტა დაიდე, რაც დიდხანს გაიჩერებ უკეთესია, შეგიძლია მთელი ღამით დაიტოვო.
რამდენად ხშირად გაქვს ხოლმე სტომატიტი?

Posted by: Sh0 21 Nov 2004, 20:29
აუუ ძააან იშვიათად.... მგონი ბოლოს 7-ე კლასში მქონდა


ეხლა პირველ კურსზე ვარbiggrin.gif

Posted by: ikebana 21 Nov 2004, 20:34
არაფერია საშიში, უბრალოდ შემოდგომაზე და გაზაფხულზე იცის ხოლმე გამწვავება იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე.
რა ადგილზე გაქვს ზუსტად?

Posted by: Sh0 21 Nov 2004, 20:41
ქვედა ტუჩზე...

Posted by: ikebana 21 Nov 2004, 21:14
ხო, კიდევ: მჟავე ცხარეს და ტკბილს მოერიდე

Posted by: Sh0 21 Nov 2004, 21:22
ოკ დიდი დიდი მადლობაwink.gif

Posted by: ikebana 21 Nov 2004, 22:27
ნოუ პრობლემ :-)))

Posted by: roo 21 Nov 2004, 22:34
Sho
აიღე შაბიამნის (და არა შაბის, აი ისა ლურჯი რომაა) პატარა ნატეხი ან ფხვნილი დაიყარე და არ გადაყლაპო ნერწყვი, გაიჩერე ცოტა ხანი და მერე გადმოაფურთხე და გამოიბანე.

მერე ორმოცამდე დაითვალე და მოკვდები, სტომატიტიც გაგივლის და ბევრი სხვა რამეsmile.gif ისე იოდინოლი მართლა კაია

Posted by: ikebana 21 Nov 2004, 23:34
roo
QUOTE
იოდინოლი მართლა კაია

აბა ხომ არ მოვატყუებდი :-)))))

Posted by: Archer 22 Nov 2004, 00:02
მაი იოდინოლით როგორც გავიგე დღეში რამოდენიმეჯერ უნდა დაიმუშაო ანთება, ხოლო შაბიამანის კი ერთხელ მაქსიმუმ ორჯერ (ჰა თუ კვდები სამჯერ) დადებაა საჭირო, ასე რომ მე "სწრაფი და მკვდარი" მეთოდით მკურნალობა მირჩევნია. gigi.gif

Posted by: ikebana 22 Nov 2004, 00:34
Archer
მართალი ხარ, საბიამანი მართლაც რომ ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ საწყის სტადიაზე (ანუ რაგაც პერიოდის მერე, როცა წყლული ღრმავდება აღარ შველის), თან ფრთხილად უნდა იყო რომ ლორწოვალი გარსის დამწვრობა არ გამოწვიო, დიდი ხნით დადებაც არ შეიძლება. სხვათა შორის მე თვითონაც ბევრჯერ გამომიყენებია ეგ მეთოდი. ახლა კაი ხანია აღარ შევუწუხებივარ სტომატიტს. თფუ, თფუ, თფუ... :-))))

Posted by: Caqtus 7 Oct 2007, 20:29
cry.gif
ეხლა მე მჭირს სტომატიტი ტფუიი

უკვე მეორედ :S

რა ვიშველო?

(ხვალის საღამომდე აფთიაქამდე ვერ მივალ და იქნებ სახლის პირობებში რამე მირჩიოთ? user.gif )

Posted by: ikebana 7 Oct 2007, 21:27
QUOTE
საბიამანი მართლაც რომ ეფექტურია

ფუ რა სისულელე მიწერია.

ეს მე დავწერე? არ მჯერა ლოლ biggrin.gif

შაბიამანი კი არა შაბი უნდა მეწეროს. biggrin.gif

Posted by: annak 9 Oct 2007, 10:35
სტომატიტი არის ჩემი კოშმარი ძალიან ხშირად მემართება ამ ბოლო დროს და არ ვიცი რით ვუშველო თავს.
სტომატიტი თუ გაჩნდა მას არაფერი არ შველის სანამ თავისით არ გადავა. დამუშავებით კი აუცილებლად უნდა დაიმუშაო თუნდაც "ზელიონკით"

Posted by: თეოგოგო 9 Oct 2007, 21:35
QUOTE
დამუშავებით კი აუცილებლად უნდა დაიმუშაო თუნდაც "ზელიონკით"

no.gif იოდინოლით ჯობია smile.gif
მერე კი ლიზოციმი უნდა დაიფინო .ლიზოციმი არის კვერცხის ცილა ათქვეფილი უმად (ბეზე). მაგრამ ზოგს არ მოსწონს ეს პროცედურა(ესაო, ისაო.. ქათმის გრიპიო და... 1000000 სხვა მიზეზი ). და ასე უნდა გაიმეორო დღეში რამდენჯერმე.... უნდა აკრძალო რძის პროდუქტი , პამიდორი, ცხარე-მჟავე და სხვა გამაღიიანებელი საკვები.smile.gif





და შვიდ დღეში გაგივლის biggrin.gif

თუ არადა.. უნდა დაიმუშავო იოდინოლით და სოლკოსერილის ადგეზიური დენტალური მალამო უნდა წაისვა.













და ისევ შვიდ დღეში გაგივლის biggrin.gif

Posted by: EKIKULI 20 Jun 2008, 11:53
ბავშვს ქვედა ტუჩზე (პირის ღრუში) პატარა ბუშტუკი შევნიშნე და ეს სტომატიტი შეიძლება იყოს?sad.gif
არ სტკივა, რას მირჩევთ რამე წავუსვა? help.gif

Posted by: ikebana 20 Jun 2008, 12:59
EKIKULI
სტომატიტს რასაც ეძახიან იმას პატარა თეთი კრატერის ფორმა აქვს. და მტკივნეულია როგორც წესი.
ხელით მოსინჯე, თუ ბურთულასავითაა შეიძლება გადიდებული სანერწყვე ჯირკვალი იყოს.

Posted by: EKIKULI 20 Jun 2008, 16:12
ikebana
არ სტკივა.
QUOTE
ხელით მოსინჯე, თუ ბურთულასავითაა შეიძლება გადიდებული სანერწყვე ჯირკვალი იყოს.

ტუჩზე აქვს ბუშტუკი.

Posted by: ikebana 20 Jun 2008, 19:35
EKIKULI
ააა თვითონ ტუჩის გარეთა ზედაპირზე?

Posted by: EKIKULI 20 Jun 2008, 20:33
ikebana
QUOTE
ააა თვითონ ტუჩის გარეთა ზედაპირზე?

არა გარედან არა შიგნიდან, რაღაც წყლულივით არის,პატარაა ზაან თორე სურათს დავდებდი user.gif

Posted by: ikebana 20 Jun 2008, 20:42
EKIKULI
ასეთი?

http://forum.ge/?showtopic=33832660&view=findpost&p=9689141

Posted by: **DIMMU*** 20 Jun 2008, 21:26
roo
QUOTE
აიღე შაბიამნის (და არა შაბის, აი ისა ლურჯი რომაა) პატარა ნატეხი ან ფხვნილი დაიყარე და არ გადაყლაპო ნერწყვი, გაიჩერე ცოტა ხანი და მერე გადმოაფურთხე და გამოიბანე.

შაბია სინამდევილეში , არასწორედ გახსოვს შაბიამანი არის ის რითის წამლავენ და არის ლურჯი
რა საჭიროა შაბიამანი როცა არსებობს უამრავი საშუალებები, იოდინოლი ჭყალბადის 3% ზეჟანგი ქაცვის ზეთი, კარგა ვირილის ან სალბის სავლები
QUOTE
(ხვალის საღამომდე აფთიაქამდე ვერ მივალ და იქნებ სახლის პირობებში რამე მირჩიოთ?  )

Hიგიაენა არ მოადუნო მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მტკივნეულიც იყოს
ზემოთ ჩამოტვლილიდან სახლში არაფერი გაქვს? ხვალ სოლკოსერილიც იყიდე

Posted by: Mighty 21 Jun 2008, 00:33
აუ რა ქენი იცი?
აუუ სახელი დამავიწყდა
ხო შაბი წაისვი...
ხო იცი რაარი შაბი?
იმ წუთას ჩაწვავს

Posted by: ikebana 21 Jun 2008, 00:40
Mighty
კიდევ დაგავიწყდა, ურჩიე გოგირდმჟავა გამოივლოს, ეგ უფრო კარგად ჩაწვავს ყველაფერს.

Posted by: Mighty 21 Jun 2008, 00:45
ikebana
აა ეგ აღაც ვიცოდი biggrin.gif

Posted by: ikaragua 22 Nov 2008, 19:48
აუ, არ ვიცი რაზე მემართება ხოლმე, მარა მაგრა მაწამებს.. sad.gif 7 დღეში თავისითაც მივლის და რა აზრი აქვს რამე წავისვა? ხაბ B12 ვიტამინი ვცადე, ხან რაღაც ლურჯი ხსნარი იყო, ვივლებდი ხოლმე, მარა არაფერი მშველის. შაბი თან მწვავს და მაწამებს და თან არც მირჩება gigi.gif ყველაზე მეტად ეფექტური რა არის?

Posted by: ioanina 22 Nov 2008, 21:52
კვერცხის ცილა კარგად გათქვიფე და ის გამოივლე, ძალიან კარგია

Posted by: **DIMMU*** 22 Nov 2008, 23:10
ikaragua
QUOTE
აუ, არ ვიცი რაზე მემართება ხოლმე, მარა მაგრა მაწამებს..  7 დღეში თავისითაც მივლის და რა აზრი აქვს რამე წავისვა? ხაბ B12 ვიტამინი ვცადე, ხან რაღაც ლურჯი ხსნარი იყო, ვივლებდი ხოლმე, მარა არაფერი მშველის. შაბი თან მწვავს და მაწამებს და თან არც მირჩება  ყველაზე მეტად ეფექტური რა არის?

პირველი რაც მაინტერესებს ეს არის ლოკალიზაცია ამ განაყარის, და დაახლოებით შუ შეიძლება რომ ამიღწერო, როგორია?
მაგ: ჯერ წითელია, შემდეგ ამოიწევს კანის ზედაპირზე,მერე წყლიანი ბუსტუკი ჩნდება, რომელისც სკედება , ზომაც საინტერესოია, ბევრია თუ ერთეული, გახეთქვის მერე ერთიანდება თუ რაგას ასეთი ამიღწერე როგორია

მეორეც ეს რასაც შენ აკეთენ ზღვაში წვეთია, და ამოგლეჯილი მკურნალობაა, ეს არ არის კომპლექსური

შაბი არ იხმარო ეს კიდე დამატებითი ტრავმაა

ეს შიძლება იყოს ბაქტერიული, შიძლება იყოს ვირუსული,ტრავმული და ა.შ. წარმოშობის ამას ექიმი განსაზღვრავს

Posted by: ikebana 23 Nov 2008, 00:19
ikaragua


იმუდონის ტაბლეტები 5-6 ცალი დღეში, საწუწნად. 5 დღე.

მორეციდივე აფთოზური სტომატიტი იმუნიტეტის დაქვეითებისას მწვავდება. იმუდონი პირის ღრუს ადგილობრივ იმუნიტეტს აუმჯობესებს.

Posted by: ikaragua 23 Nov 2008, 01:12
**DIMMU***
ლოკალიზაცია არის ძირითადად ქვედა ტუჩის წინა მხარეში, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, თუმცა ხანდახან გვერდითაც ყოფილა.
როგორც წესი, ერთია ხოლმე, ძალიან იშვიათად ორი. წინასწარ ვგრძნობ, რო უნდა გამიჩნდეს და მერე მიჩნდება. იმდენად მივეჩვიე, აღარც ვათვალიერებ ხოლმე, მარა ვიცი, რო არი დაახლოებით ასანთის ღერის თავისხელა თეთრი გულით.
ესაა რაა.. რა ვიცი.. სტომატოლოგმა რა მირჩია იცით? მეც ზუსტად მასე ვიტანჯებოდიო და მერე ვერცხლის გვირგვინი გადავიკარი კბილზე და იმის მერე გამიქრაო.. და ეხლა მაგის გულიზე ვერცხლს ხო ვერ გადავიკრავ. smile.gif



ikebana
**DIMMU***
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის smile.gif

Posted by: ikebana 23 Nov 2008, 01:15
ikaragua
QUOTE
მერე ვერცხლის გვირგვინი გადავიკარი კბილზე და იმის მერე გამიქრაო..



ოღჩ

Posted by: bade 14 Apr 2009, 22:03
ვარ 47 წლის და ბავშვობიდან მაწუხებს სტომატიტი. მოკლედ კვლევებმა ანალიზებმა და მკურნალობებმა არანაირი შედეგი არ მომცა. 90 იანი წლების არეულობის შემდეგ ექიმები ვიღას ახსოვდა ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ასე ცხოვრება ძალიან მიჭირს, ჩემთვის აკრძალულია, კაკალი, ალკოჰოლური სასმელები, მწარე, მჟავე, მარილიანი საკვები, გაცივება, ფიზიკური დატვირთვა.
მაგრამ ცოტა წლები კიდევ რომ (თუ) მომემატება და იმუნიტეტი კიდევ უფრო დაიწევს დალევისა და მწარეს მიღების გარეშეც მომერევა და წვალებით მომიღებს ბოლოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჰერპესული სტომატიტი მაგრამ შესაძლებელია ვცდებოდე.

რას მირჩევთ ? ? ? საიდან დავიწყო? რომელ ექიმს მივმართო? რა ანალიზი გავიკეთო? .....

დამეზმარებით ? user.gif

Posted by: ikebana 14 Apr 2009, 22:39
bade
გაიკეთეთ ანალიზი ჰერპეს-ვირუსზე.

ერთსა და იმავე ადგილზე ჩნდება ელემენტები? თუ კი სად.

Posted by: datiko1 15 Apr 2009, 01:26
bade

კი მაგრამ მკურნალობა თუ ჩაგიტარეს, სტომატიტის გამომწვევი მიზეზი არ დაადგინეს? ჩემი ინფოთი ეს ძირითადად პირის ღრუს ლორწოვანი ქსოვილის ანთებაა

Posted by: bade 15 Apr 2009, 16:15
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

თავიდან მხოლოდ ტუჩებზე გამომდიოდა, მერე ენაზე ღრძილეზეც (უფრო იშვიათად), და თან მაგ დროს წვერი თუ გავიპარსე სახეზეც გამონაყარი მიჩნდება. ვერ ვიტყვი რომ ზუსტად ერთიდაიმავე ადგილზე ჩნდება მაგრამ ერთიდაიგივე უბნებზე კი ჩნდება

ჰერპესზე ანალიზი სად კეთდება? და თუ ეს მაგისი ბრალია განკურნებადია?

Posted by: ikebana 15 Apr 2009, 21:17
bade
მაგალითად "მედლაინის" ლაბორატორიაში ვაკის ლეჩკომბინატში, ასევე "მედეაში" დიდი დიღომში. თუ არცერთი არ გაწყობს სხვა ლაბორატორიებსაც დაგიწერთ.
QUOTE
და თუ ეს მაგისი ბრალია განკურნებადია?

ეს კი რთული საკითხია. ძირითადად ჰერპესისგან განკურნება არ ხდება. მაგრამ შეიძLება იყოს რემისიულ მდგომარეობაში წლობით და არ გამწვავდეს. გამწვავება კი იმინიტეტის დაქვეითებას უკავშირდება. მწვავე პერიოდში ხდება ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი თერაპიის ჩატარება. ზოგადად კი ჰერპესთან ბრძოლა უფრო მყარი იმუნიტეტისთვის ბრძოლაა.

Posted by: Irakli.B 16 Apr 2009, 13:05
მე მაწუხეს იგივე პრობლემა, გამოკვლევა მეც გავიკეთე, იუმუნიტეტზე, ყველაფერი ნორმაში მაქვს, და რისგან მიჩდება არ ვიცი, შესაძლოა ალერგიულიც იყოს და საჭმელზე ქონდეს რეაქცია, საერთო პირის ღრუ მიღიზიანდება, ზედმეტ ტკბილზე, ნიგვზიანზე ან ცხარე საჭმელზე. მე ძირითადათ ტუჩზე მიჩნდება, არის შემთხვევა როცა მოკბეჩილ ტუჩზე გამომდფის. ნერვებზე მოქმედებს საშინლად. ხოლისალს ვისმევ ხოლმე და მიწუნარებს. ან სოლკოვიზინი უნდა იხმარო ვაბშე მაგარია.

Posted by: ikebana 16 Apr 2009, 13:38
Irakli.B
"სტომატიტი"პირის ღრუს ლორწოვანის ანთებას ნიშნავს და და სხვადასხვა პათოლოგიის გამოვლინებას შეიძლება წარმოადგენდეს. არის ჰერპესული სტომატიტი, მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, ალერგიული სტომატიტი..... მოკლედ ბევრნაირია. მკურნალობის ეფექტურობისთვის დიაგნოზი სწორი უნდა იყოს.

Posted by: Irakli.B 16 Apr 2009, 14:00
მორეციდივე აფთოზური სტომატიტი- ეს რომელია?

Posted by: ikebana 16 Apr 2009, 18:03
Irakli.B
მისთვის დამახასიათებელია აფთების არსებობა. ანუ პატარა კრატერისებური ფორმის ელემენტებია, დაფარული თეთრი ფერის ნადებით. მკვეთრად მტკივნეულია მექანიკური გაღიზიანებით, ცხარე-მლაშეზე. აფთები ლოკალიზდება ძირითადად ტუჩისა და ლოყის ლორწოვანზე, ერთეული ან მრავლობითი.

Posted by: bade 17 Apr 2009, 19:55
QUOTE (Irakli.B @ 16 Apr 2009, 13:05 )
მე მაწუხეს იგივე პრობლემა, გამოკვლევა მეც გავიკეთე, იუმუნიტეტზე, ყველაფერი ნორმაში მაქვს, და რისგან მიჩდება არ ვიცი, შესაძლოა ალერგიულიც იყოს და საჭმელზე ქონდეს რეაქცია, საერთო პირის ღრუ მიღიზიანდება, ზედმეტ ტკბილზე, ნიგვზიანზე ან ცხარე საჭმელზე. მე ძირითადათ ტუჩზე მიჩნდება, არის შემთხვევა როცა მოკბეჩილ ტუჩზე გამომდფის. ნერვებზე მოქმედებს საშინლად. ხოლისალს ვისმევ ხოლმე და მიწუნარებს. ან სოლკოვიზინი უნდა იხმარო ვაბშე მაგარია.

სოლკოვიზინი არ ვიცოდი, აუცილებლად ვცდი smile.gif

Posted by: tamti1 20 Oct 2009, 17:20
გამარჯობათ. რჩევა მჭირდება თქვენი. ერთი ასაკიანი პაციენტი გავსინჯე გუშინ, მთელი სასა, ლოყები, პირის კარიბჭის ფსკერი წვრილი წყლულებით აქვს მოფენილი. მეორე დღეა საკვებს ვერ იღებს მკვეთრი ტკივილის გამო. ასაკიანია. აქვს ფილტვების ანთება და მკურნალობს ძლიერი ანტიბიოტიკებით. ვთვლი, რომ არის მედიკამენტოზური სტომატიტი და ვურჩიე შეეცვალათ ანტიბიოტიკი, მკურნალმა ექიმმა უარი თქვა! დღეს დამირეკეს, იქნებ რაიმე მალამო გვირჩიოთო. საჭმელს ვერ ჭამსო! რა ვურჩიო?

Posted by: blblbl 20 Oct 2009, 17:22
tamti1
სტომატიტს დაფხვნილი ნისტატინი შველის .

Posted by: tamti1 20 Oct 2009, 17:28
[b]blblbl[/b
ნისტატინი კანდიდას შველის!

Posted by: blblbl 20 Oct 2009, 17:30
tamti1
სტომატიტსაც შველის :დ მაგის მეტმა არაფერმა მიშველა სტომატოლოგმა დამინისნა.ზედ უნდა დაიყაროს.

Posted by: tamti1 20 Oct 2009, 17:33
blblbl

რა ჩივილები გქონდათ?

Posted by: blblbl 20 Oct 2009, 17:44
tamti1
სტომატიტი მქონდა ისე რომ საჭმელს ვერ ვჭამდი კი არა ვერც ვლაპარაკობდი.

Posted by: tamti1 20 Oct 2009, 17:47
რამდენი ხანია რაც გადაიტანეთ ეს სტომატიტი? თქვენი ასაკი თუ შეიძლება და კიდევ ერთი კითხვა : ნადები (თეთრი) გქონდათ პირის ღრუში?

Posted by: blblbl 20 Oct 2009, 17:48
tamti1
23წლის ვარ,შარშან ნოემბერში მქონდა ბოლოს.ნადები არ მქონია როგორც მახსოვს.

Posted by: ikebana 20 Oct 2009, 23:01
tamti1
მე კი მგონია რომ შეიძლება ჰერპესული სტომატიტი იყოს.
იმუდონი შეგიძლია დაუნიშნო დღეში 6 ტაბლეტი საწუწნად (აუცილებლად) ერთი კვირა. მალამოს რაც შეეხება, არამგონია ეფექტური იყოს ასეთი დიდი რაოდენობით გამონაყარის შემთხვევაში. მუნდიზალ-გელი შეუძლია სინჯოს.

ნისტატინის სინჯვასაც აქვს აზრი, ოღონდ დასალევად არა. დაფხვნილი, როგორც გითხრეს. ანტიბიოტიკებს რომ დაამთავრებს, მერე უკვე შეიძLება ანტიმიკოზური პრეპარატის დანიშვნაც.

Posted by: tamti1 21 Oct 2009, 10:23
ikebana
ჰერპესის დროს, როგორც მახსოვს ღრძილების ანთება არის ხოლმე გამოხატული და ამას არა აქვს მსგავსი. მიკოზსაც არა გავს, არა მგონია რა, თან სანამ ჩემთან მოიყვანდნენ აყრიდნენ ნისტატინს და არანაირი შედეგი. წინა პლანზე აქვს გამოხატული ტკივილი ჭამის დროს და რაიმე ისეთი ჭირდება რომ დაუყუჩოს ტკივილი-- სიმპტომატური მკურნალობა. ვფიქრობ ანესტეზინის ფხვნილი გახსნილი გლიცერინში ადგილობრივად დასამუშავებლად და მჭირდება რაიმე ანტიჰისტამინური მალამო. რომელს მირჩევთ? ასევე მჭირდება ტრიფსინი-ქიმოტრიფსინი და ვერ იშოვეს! აფთიაქებში არ არისო და ხომ არ იცით სად შეიძლება შოვნა?

Posted by: ikebana 21 Oct 2009, 10:42
tamti1
ჰერპესისთვოს დამახასიათებელი უძრავ ლორწოვანზე მორფ. ელემენტების არსებობა. რაც აფთოზური სტომატიტის დროს პირიქითაა, მხოლოდ მოძრავ ლორწოვანზეა. "ღრძილების ანთება"-ში გინგივიტს თუ გულისხმობ ჰერპესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

Posted by: tamti1 21 Oct 2009, 14:36
ikebana

ჰერპესისთვის ძალიან დამახასიათებელია მწვავე კატარული გინგივიტი!


QUOTE
ასევე მჭირდება ტრიფსინი-ქიმოტრიფსინი

- ამაზეც მიპასუხეთ თუ შეიძლება smile.gif

Posted by: ikebana 21 Oct 2009, 15:15
tamti1
QUOTE
ჰერპესისთვის ძალიან დამახასიათებელია მწვავე კატარული გინგივიტი!

კიმაგრამ ჩვენ სტომატიტზე არ ვსაუბრობთ? თუ ხედავთ მორფოლოგიურ ელემენტებს, აფთოზურ სტომატიტთან ერთად უნდა ივარაუდოთ ჰერპესული სტომატიტიც. თუ რატომ, ისიც გითხარით: მორფოლოგიური ელემენტების ლოკალიზაციის გამო.
კატარალურ გინგივიტს რაც შეეხება, ასეთი რამ არსად წამიკითხავს. იქნებ ლინკი დადოთ. ჰერპესული ინფექცსიის გამოვლინება პირის ღღუში ერთმნიშვნელოვნად გამონაყარია, თუკი სხვა ბაქტერიული ინფექციით არაა გართულებული.

Posted by: tamti1 21 Oct 2009, 17:18
QUOTE
აფთოზურ სტომატიტთან ერთად უნდა ივარაუდოთ ჰერპესული სტომატიტიც.


დიფერენცირება როგორ გავაკეთო? თუ მხოლოდ მორფ. ელემენტების ლოკალიზაციით, მაშინ რადგან გამონაყრი აქვს ლოყებზე, კარიბჭის ფსკერზე და მთელ რბილ სასაზე ესე იგი ვივარაუდო მაინც არა ჰერპესი, ხომ მეთანხმებით? თან ჰერპესი უფრო ახალგაზრდა ასაკის დაავადებაა, თუმცა არაფერია გამორიცხული.
სურათზე არ გამოჩნდა საერთოდ თორემ დავდებდი. სიმპტომატურმა მკურნალობამ მცირე შედეგი მისცა, მაგრამ დიაგნოზი ხომ სწორი უნდა დაისვას, რომ სწორი სქემით ვუმკურნალო. ვერც ვერსად ვაგზავნი კონსულტაციისთვის, მოხუცია და მისი გადაყვანა უჭირთ.

გინგივიტს რაც შეეხება აქ ნახეთ, ეს ლინკი გოოგლეში პირველია რაც მოძებნა http://www.32zubika.ru/04-gingivit-i-parodont-03-ostryj-gerpeticheskij-stomatit-u-detej.html მე მწვავე ჰერპესით დაავადებული ბავშვი მყავს ნანახი სტუდენტობის დროს და კარგად დამამახსოვრდა გინგივიტი.


Posted by: ikebana 21 Oct 2009, 22:34
QUOTE
მწვავე ჰერპესით დაავადებული ბავშვი მყავს ნანახი სტუდენტობის დროს და კარგად დამამახსოვრდა გინგივიტი.

კი, თუ ბაქტერიული ინფექციითაა გართულებული.

ჰერპესის დიაგნოსტირება პჯრ-მეთოდით ხდება, ასევე ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრით სისხლში.

სიმპტომატური მკურნალობა რას მოიცავდა?
QUOTE
დიფერენცირება როგორ გავაკეთო? თუ მხოლოდ მორფ. ელემენტების ლოკალიზაციით, მაშინ რადგან გამონაყრი აქვს ლოყებზე, კარიბჭის ფსკერზე და მთელ რბილ სასაზე ესე იგი ვივარაუდო მაინც არა ჰერპესი, ხომ მეთანხმებით?

ჰერპესისთვის როგორც უძრავ, ისე მოძრავ ლორწოვანზეა გამონაყარი დამახასიათებელი. მაგრამ უზრავ ლორწოვანზე ჩვეულებრივი აფთოზური სტომატიტი არ ვლინდება. ამას ვგულისხმობდი.

სიტუაცია რომ შევაფასოთ, გამოდის:
1. ასაკი, ანუ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი დასუსტებულია.
2. პნევმონია, ანუ იმუნიტეტი დასუსტებულია.
3. ძლიერი ანტიბიოტიკების ფონზე, წესით ბაქტერიული ინფექცია უნდა გამოირიცხოს.

მე მაინც ჰერპესის აზრზე ვრჩები.

ჩემი რჩევა იქნება იკითხოთ აფთიაქში ლორწოვანისთვის ადგილობრივი ანტივირუსილი პრეპარატი. (გენიტალური ფორმისთვის რომ არსებობს ვიცი), დაუნიშნეთ იმუდონი იმ სქემით როგორც დავწერე, გააგრძელეთ სიმპტომატური მკურნალობა.
აქ ლაპარაკია პროცესის ალაგების დაჩქარებაზე, რომ უჭმელობისგან პაციენტი კიდევ უფრო არ დასუსტდეს (ასაკი და პნევმონიაც გაითავლისწინეთ), თორემ მწვავე პერიოდი ისედაც 2 კვირაში გაივლის.

Posted by: tamti1 22 Oct 2009, 19:01

ikebana

იმუდონს დავნიშნავ. ვნახოთ რა შედეგს მომცემს. მადლობთ.

Posted by: ikebana 22 Oct 2009, 20:36
tamti1
არაფრის. დაწერე მერე როგორ იქნება.

Posted by: lola_keta 13 Nov 2009, 13:50
ზამთარში ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე სტომატიტი sad.gif sad.gif მთელი გაზაფხული და ზაფხული ხო საერთოდ არ მაქ ხოლმე და ოქტომბრის ბოლოს უკვე მეწყება ხოლმე sad.gif sad.gif აუ რა საშინლად მტკივნეულია sad.gif აი 2 დღეა რაც მომირჩა და ვიცი რო 1 კვირაში ალბათ ისევ ამოივა sad.gif რისი ბრალი შეიძლება იყოს???

Posted by: DAVE_HELLFLAME 28 Nov 2009, 11:30
lola_keta
ცილოვანი საჭმელი და ვიტამინოთერაპია (მაგ. ცენტრუმი ან მულტივიტამინი) და ყველაფერი კარგად იქნება. მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა (უმეტესად) ნერწყვდენის სეზონური შემცირებაა ან იმუნოგლობულინების ნაკლებობაა. და რაც შეეხება ზოგადად სტომატიტს, ის თითქმის ყველა პიროვნებაშია გამოვლენილი და არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს, თუ არ არის ხშირი და გენერალიზებული. პროფილაქტიკის მიზნით საჭმელი სოდის წყალხსნარი, ანდა ზემოთხსენებული შაბის წყალხსნარი.

Posted by: nikush 11 Jan 2010, 01:34
ხალხო ძაან ძაან პრობლემა მაქვს მე sad.gif მეუღლე მყავს მასე ავად მგონი სტომატიტი აქვს დღეს გამოაყარა მთელს პირის ღრუში და ყველა სიკეთესთან ერთად ღრძილები ტკივა და კულმინაცია ყველაფრისა ისაა რო H1N1 ვირუსი აქვს აუ რამისააა საკონტროლო დავიხალო უკვე ტო 3 დღეა წევს ყველაზე ცუდი ისაა რო (ცუდი ამ მომენტში მარტო რათქმაუნდა) რომ ორსულადაა და დანარჩენი წარმოიდგინეთ იმუნიტეტი რა დღეში აქვს.. მე-6 თვეშია.

მოკლედ თქვენი რჩევა მჭირდება რა რა არის უკეთესი? ხვალ მაინც მედლაინში მიმყავს მარა იქნებ ვინმემ რამე იცით რო მირჩიოთ??


P.S. ვიცი რო მაგარი უბედური ვარ..... sad.gif ველოდები გამოხმაურებას...

Posted by: **DIMMU*** 11 Jan 2010, 02:36
nikush
ორსულებს ალბათ განსაკუთრებული მკურნალობა, ექნება ტადგან ტამიფლუს გაკეთება არ ვიცი შეიძლება თუ არა,
რაც შეეხება პირის ღრუში გამონაყარს, ეს დამახასიტებელია ვირუსისთვის,სახლის პირობებში არ ვიცი რამდენად შეძლებს ყველა იმ პროცედურის ჩატარება რაც ასეთ დროს საჭიროა, სასურველია სტომატოგმა დაუმიშაოს ეს გამონაყარი და მერე სახლსჰი ალბათ ანტისეპტიკურ საშუალებებს და დაგინიშნავთ !
ხვალ სტომატოლოგსაც აჩვენე აუცილებლად

Posted by: ikebana 11 Jan 2010, 15:32
nikush
ნუ გეშინია. ტამუფლუს არა მარა რელენზას დაუნიშნავენ. იმუნიტეტის მოსაძLიერებლად ვიტამინებს და შეიძლება გადასხმებსაც, მერე სტომატოლოგსაც მიაკითხეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: nikush 12 Jan 2010, 01:08
არც ერთი არ შეიძლება ორივე მოქმედებს ნაყოფზე ახლობელი ექიმები გვყავს დღეს მყავდა და სასტიკად არაო....!!!
სტომატიტი არ აქვს ანგინა აქვს დღეს "ზელიონკით" დაიმუშავა პირის ღრუ, და დიევ ბრონხიტში გადაეზარდა sad.gif და აზიმაპის კურსი 2 აბით გაუგრძელეს და სითხეები დაუნიშნეს....
რძისა და ბორჯომის სითხე (250-250გრ),
კიდე ასკილის ჩაი თაფლით 1ლ
კიდევ მწვანე ჩაი ( მწვანე ჩაი ყოფილა შარდმდენი ბუნებრივი რომელიც წნევაზე არ მოქმედებს და ხელს უწყობს შხამის (წამლისგან დარჩენილი) დრულად გამოსვლას ორგანიზმიდან)

მემგონი ეგაა.....
წარმატებები უსურვეთ ჩემს მეუღლეს smile.gif მაგრად მიყვარს და მემგონი მაგისი ორსულობის პერიოდში იმდენი რამე ვისწავლე მედიცინაში ცოტა ხანში ექიმად თუ არა მედ-ძმად მაინც მოვეწყობი სადმე biggrin.gif

Posted by: ikebana 12 Jan 2010, 15:39
nikush
არადა ნიშნავენ რელენზას ორსულებში ღორის გრიპის შემთხვევაში.

იმედია კარგ ხელშია, ყოველ შემთვვევაში, ნებისმიერი გაუარესების შემთხვევაში სწრაფად იმოქმედეთ.

წარმატებები. ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი მეუღლე ყავხარ smile.gif

Posted by: mastersoft 22 Jan 2010, 23:23
შეგიძლია სოდა დაიყარო უბრალოდ, არსებობს სპეციალური მალამოებიც სტომატიტის სამკურნალოდ.

Posted by: Fatae 12 Mar 2010, 21:00
ikebana
ზოგადად სტომატიტი სტომატოლოგების კომპეტენციაა?

Posted by: ikebana 12 Mar 2010, 21:40
Fatae
კი
....................................

Posted by: tatusia 8 Apr 2010, 13:13
ჩემს 2,5 წლის ბავშვს დაეწყო სტომატიტი. ალერგიულია და ფენკაროლს ვაძლევდი 10 დღე+ დაჩირქებულ ადენოიდებს ვმკურნალობთ პოლიდექსა-თი რომ ანთება ჩარეს(დექსამეტაზონი ძირითადად)
შეიძლება ამათ გამოეწვიათ? და როგორ ვუმკურნალო? სტომატოლოგის და პედიატრის დანიშნულმა მკურნალობა არ გვიშველა sad.gif

Posted by: ikebana 8 Apr 2010, 18:05
tatusia
QUOTE
დექსამეტაზონი ძირითადად

რამდენი ხანი გაგრძელდა?

Posted by: tatusia 8 Apr 2010, 20:45
ikebana
10 დღე და ეხლა კიდევ დავიწყეთ 3 დღეა. შესვენება 2-3 დღე გამოვიდა. საოპერაციო აქვს პოლიპები და ანთების ჩაქრობას ველოდებით...
შეიძლება ამდენ ხანს მაგ წამლის მიღება ?

Posted by: ikebana 8 Apr 2010, 20:51
tatusia
კორტიკოსტეროიდები თრგუნავს იმუნიტეტს, რის ფონზეც თვს იჩენს სტომატიტი.

tatusia
ეს მკურნალ ექიმს უნდა ჰკითხოთ.

ახლა თქვენთვის პრიორიტეტული მწვავე ტონზილიტია.

Posted by: tatusia 8 Apr 2010, 21:56
ikebana
QUOTE
კორტიკოსტეროიდები თრგუნავს იმუნიტეტს

გასაგებია smile.gif მეც მასე ვფიქრობდი მიახლოებით...
და სტომატიტისთვის ვერაფერს გვირჩევთ? დღეს საღამოს უკვე უარი მითხრა ჭამაზე...


Posted by: ikebana 8 Apr 2010, 21:58
tatusia
კბილების ამოჭრისას რომ გამოიყენება, რომელიმე გელი იხმარეთ, დენტინოქსი ან მუნდიზალი ან სხვა. უშუალოდ გამონაყარზე წაუსვით ჭამის წინ.

Posted by: budget 8 Apr 2010, 22:15
შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ მე გვირილა მარჩენს ხოლმე ამ დროს. გვირილის ჩაის ვივლებ ხოლმე ბევრჯერ და 1 ან 2 დღეში მივლის სტომატიტი. მაგრამ იმუნიტეტის გამო ყოველ თვეს მაქვს sad.gif

Posted by: shtori 11 Apr 2010, 00:54
QUOTE
აიღე შაბიამნის (და არა შაბის, აი ისა ლურჯი რომაა) პატარა ნატეხი ან ფხვნილი დაიყარე და არ გადაყლაპო ნერწყვი, გაიჩერე ცოტა ხანი და მერე გადმოაფურთხე და გამოიბანე.

მერე ორმოცამდე დაითვალე და მოკვდები, სტომატიტიც გაგივლის და ბევრი სხვა რამე ისე იოდინოლი მართლა კაია

ვიცი ეგ შაბი თუ რაცაა. თეთრი ფერის გამჭირვალეა ხო? მაგარი რამეა. ბავშობაში პროსტა ტაკ ვწუწნიდი, გემომომწონდა და პირს რომ შაბავდა. არ მოვმკვდარვარ

მარა თუ საიკვდილოა არ ცადოთ. მე პროსტა წნევის, გულსი, რაც მომხვდებოდა ყველა წამალს ვსინჯავდი. არ მოქმედებს საწამლავები ჩემზე

Posted by: revolutie 5 Jul 2010, 09:58
tatusia
QUOTE
ჩემს 2,5 წლის ბავშვს დაეწყო სტომატიტი. ალერგიულია და ფენკაროლს ვაძლევდი 10 დღე+ დაჩირქებულ ადენოიდებს ვმკურნალობთ პოლიდექსა-თი რომ ანთება ჩარეს(დექსამეტაზონი ძირითადად)
შეიძლება ამათ გამოეწვიათ? და როგორ ვუმკურნალო? სტომატოლოგის და პედიატრის დანიშნულმა მკურნალობა არ გვიშველა


მარტივი და ეფექტური , ორიოდე დღეში გაგივლით

აიღეთ 3 ჩაის კოვზი ხახვის ფურცელი, დააქუცმაცეთ, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. დააყენეთ 7-8 საათს, გადაწურეთ და დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გამოივლეთ პირის ღრუში.

Posted by: Dexter_Holland 5 Jul 2010, 13:23
ენაზე თეთრი ლაქები სტომატიტის ნიშანია?

Posted by: ikebana 5 Jul 2010, 14:28
Dexter_Holland
მტკივნეულია?

Posted by: Dexter_Holland 5 Jul 2010, 16:28
რავი ისე რა. დილით ამქვს ხოლმე რო ვიღვიძებ

Posted by: ikebana 5 Jul 2010, 16:59
Dexter_Holland
შეიძლება კანდიდოზი იყოს ანუ სოკო. პირის ღრუს ნაცხის ანალზში გამოჩნდება.

Posted by: Dexter_Holland 5 Jul 2010, 17:23
QUOTE (ikebana @ 5 Jul 2010, 15:59 )
Dexter_Holland
შეიძლება კანდიდოზი იყოს ანუ სოკო. პირის ღრუს ნაცხის ანალზში გამოჩნდება.

კარგი მადლობა. და მაგაზე ნაცხი სად კეთდება?

Posted by: ikebana 6 Jul 2010, 23:30
ციტოში, კარაპს მედლაინში.................

Posted by: sandrikia 22 Aug 2010, 22:34
აუ სტომატიტი გამიჩნდა სერიოზული რა ხალხო, დიდი თეთრი, ზედა ტუჩზე უკვე 4 დღეა რაც მაქ რა გაიზარდა, და იქნებ რამე წამალი მირჩიოთ რა, შაბი არ მშველის და არც სოდიანი წყალი. აი აფთიაქში არ იცით რაიმე წამალი???

Posted by: brutal_88 14 Oct 2010, 22:10
სტომატიტი მაქვს ამის დედა ვატირე(უკვე მეორედ ამ თვეში sad.gif )
ამათან ერთად ღრძილების ანთებას, კინაღამაა კედლებზე ვიარო sad.gif

კეტანოვის მიღება შეიძლება? ტკივლი რომ გამიყუჩოს...

Posted by: **DIMMU*** 15 Oct 2010, 02:55
brutal_88
QUOTE
კეტანოვის მიღება შეიძლება? ტკივლი რომ გამიყუჩოს...

ვი მაგრამ ეს რა გამოსავალია
sandrikia
brutal
_88

აუცილებლად მიმარტეტ სტომატოლოგს, რო დაგიდგინოს რა წარმოშობის სტომატიტი გაქვთ
sandrikia
QUOTE
შაბი არ მშველის და არც სოდიანი წყალი.

შაბი უარესია და სოდიანი წყალი კი ძალიან სუსტია იმისთვის რომ რამე გარდატეხვა შეიტანოს შენ დაავადებაში

Posted by: salomedvali 15 Oct 2010, 21:34
სტომატიტი როგორც ვიცი შიდსიანებს ემართებათ ხშირად და ბევრი გამონაყრით ხო?

Posted by: ელენ 9 Nov 2010, 21:41
რა მაინტერესებს, საკმაოდ ხშირად მიჩნდება სტომატიტი.. რისი ბრალი შეიძლება იყოს? user.gif

Posted by: mrudall 21 Nov 2010, 02:16
ხახვის ფურცლები სტომატიტს კურნავს 11.03.09



ჩემს პატარა გოგონას სტომატიტი დაემართა და მეც გადმომედო. საშინელი დაავადებაა - გშია და ვერ ჭამ, გწყურია და წყალი ვერ დაგილევია... მეგობარმა მირჩია, ხახვის ფურცლების ნაყენი გამოგვევლო. ასეც მოვიქეცი და სტომატიტმა ორიოდე დღეში გაგვიარა.

აიღეთ 3 ჩაის კოვზი ხახვის ფურცელი, დააქუცმაცეთ, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. დააყენეთ 7-8 საათს, გადაწურეთ და დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გამოივლეთ პირის ღრუში.

Posted by: Deresk 23 Nov 2010, 16:56
QUOTE (ელენ @ 9 Nov 2010, 21:41 )
რა მაინტერესებს, საკმაოდ ხშირად მიჩნდება სტომატიტი.. რისი ბრალი შეიძლება იყოს? user.gif

იმუნიტეტის დაქვეითების,
იმუდონი დალიე :]

Posted by: fracture 13 Jan 2011, 13:52
მე მაქვს ხოლმე სტომატიტები .. -((, რა საშინელებაა რა..

ნიგვზიანს თუ ვჭამ უეჭველი გამომდის მერე .. ენაზე ძირითადად და ღრძილებზე.. პირის ღრუში მოკლედ..
ნიგვზიანზე ე.წ. ალერგია მემართება.. რატომ არ ვიცი.. ვერ ვხვდები.. ესპანეთიდან მქონდა ჩამოტანილი ძააააააააააალიან მაგარი წამალი.. ფუნჯი მოყვებოდა თან.. დაიტანდი 1 წვეთს სტომატიტზე და 2 წამში ტკივილი ყუჩდებოდა და 15 წუთში საერთოდ სტომატიტი გავიწტდებოდა.. მეორე დღეს აღარაფერი გქონდა !.... გამითავდა -((( და აქ არსად არ არის რათქმაუნდა ეგეთი კარგი პრეპარატი !!!!...

რა ვქნა ? -( .. შაბი არ მაქვს.. და ეგ მე თუ მკითხავთ ექიმბაშური რამეა.. არც შველის კარგად ...

ikebana
გაკრვეული ხარ როგორც ჩანს და იქნებ დამეხმარო ? .. თუ რამე შემიძლია მოგაწოდო ინფორმაცია, მკითხე და გეტყვი...

მე 10 წელიწადში ერთხელ არა .. მაგრამ , როგორც კი ან ნიგვზიანს შევჭამ ცოტას, ან დავუშვათ შემთხვევით პირზე მომიხვდა ხელი, მაშინ ეგრევე გამომდის სტომატიტები..

Posted by: LiLaC 18 Mar 2011, 03:38
აუ, ჩემი კოშმარია, რა sad.gif ხშირად არა, მაგრამ წელიწადში 4-5ჯერ აუცილებლად მიჩნდება ხოლმე. შაბს ვიდებ ძირითადად, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მშველის, უბრალოდ არ ვიცი ხოლმე, რა ვქნა და მაგით ფსიქოლოგიურ განწყობას ვიქმნი : ))) მერე 3-4 დღეში გადამდის ტავისით... აი, დღესაც წამოყო თავი 2მა ცალმა და ცუდად ვარ ;(

Posted by: teo-teokuna 14 Apr 2011, 22:52


აუ, ახლა მაქვს სტომატიტი ... იმუდონმა არ მიშველა...

არც იოდინოლმა...

რა ვქნა, მირჩიეთ რააააააააააააააა..... sad.gif(((((((((((



Posted by: marilis_ 14 Apr 2011, 22:54
teo-teokuna
QUOTE
რა ვქნა, მირჩიეთ რააააააააააააააა..... sad.gif(((((((((((


ტანტუმ ვერდე ივლე

Posted by: beka331 14 Apr 2011, 22:57
ერთხელ მქონდა 2 დღის განმავლობაში და თავისით გამიარა ზედმეტი მაიმუნობების გარეშე biggrin.gif

Posted by: teo-teokuna 14 Apr 2011, 22:58
marilis_


მადლობაააა.... kiss.gif

და ეგ როგორ, დღეში რამდენჯერმე? :S



Posted by: marilis_ 14 Apr 2011, 23:02
teo-teokuna
QUOTE
და ეგ როგორ, დღეში რამდენჯერმე? :S

კი, წყალში უნდა გაურიო და დაიგუბო პირში ცოტა ხნით. ყელის ტკივილსაც შველის. მე წყალში გაზავება მეზარება ხოლმე, ისე ვივლებ.
ყოველ 3–4 საათში, გააჩნია, რა სიმწვავით გაქვს.
ისე, აწერია ყუთს უფრო ზუსტად, მთლად მე არ მენდო

Posted by: teo-teokuna 14 Apr 2011, 23:05
marilis_


გაიხარე, შენ, კეთილო ადამიანო... smile.gif))

იმედია მეც მეშველება biggrin.gif

2kiss.gif

Posted by: ikebana 15 Apr 2011, 07:48
teo-teokuna
იმუდონი უნდა წუწნო 6 ტაბლეტი დღეში (გადაანაწილე) 5-6 დღის განმავლობაში.

Posted by: unknown lady 5 May 2011, 11:14
რამე ეფექტური მირჩიეთ რა

ვკვდები user.gif

მარცხნივ ოდნავ მტკიოდა გუშინ
დღეს ვეღარ ვლაპარაკობ და საჭმელსც ვერ ვჭამ

თეთრად არის, არც ისე პატარა ტერიტორიაზე

მარტივი და სწარფი მინდა
მაზი არ არსებობს ამისთვის?

ხშირად გამოვლება მეზარება სამსახურში ვარ და რამე user friendly მინდა biggrin.gif
* * *
QUOTE
იმუდონი უნდა წუწნო 6 ტაბლეტი დღეში (გადაანაწილე) 5-6 დღის განმავლობაში.



ეს მაწყობს დასაწუწნი

მაგრამ უფრო სწრაფად რომ მიშველოს რამე ისეთი იქნებ იყოს user.gif

პირის გაღება დახურვაზე მტკივა
და შესივდა ცოტა.

გუშინ დავილიდე და ცხელი ყავა დავლიე + მწარე/მჟავე ტყემალი user.gif
* * *
ნისტატინი ვიყიდე
დაყრის მგივრად ზედ დავიდე აბი

გემო არ მომეწონა და იოგურტი დავაყოლე biggrin.gif

იმედია მეშველება user.gif

Posted by: ikebana 6 May 2011, 13:55
unknown lady
პირის ღრუს რა ნაწილშია გამონაყარი?

Posted by: unknown lady 7 May 2011, 13:46
ikebana
QUOTE
პირის ღრუს რა ნაწილშია გამონაყარი?



მარცხნივ, უკანა კბილის (სულ ბოლო ) გვერდზე, ოდნავ ზევით
და მთელი ყბა შემისივდა

ცუდად ავხსენი. ენის წვერი წვდება მოკლედ biggrin.gif უკიდურეს მარცხენა წერტილშია თეთრად

ეხლა ცოტა დაცხრა, ერთხელ ჩავიდე ნისტატინი და საშინელი გემო ქონდა
ისევ მტკივა ჯერ , იმედია მალე მორჩება. ვერ ჩავიყარე მიუდგომელი ადგილია givi.gif

რა საშინელება ყოფილა user.gif
დასიებულია და საჭმელს ვერ ვჭამ

ხო კიდე შალფეის ვივლებ და მშველის გაღიზიანებულ კანზე user.gif

Posted by: ikebana 7 May 2011, 17:10
unknown lady
შეიძლება ეს ადგილი ღეჭვისას ტრავმირდება. აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს.

Posted by: unknown lady 7 May 2011, 19:24
ikebana
QUOTE
შეიძლება ეს ადგილი ღეჭვისას ტრავმირდება. აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს.



ოკ დიდი მადლობა

Posted by: Gehost 20 Nov 2011, 00:29
მიშველეთ ვინმემ ქვედა ტუჩზე გამიჩნდა ძალიან დიდია ეს სტომატიტი :| და პირველად მაქვს ცხოვრებაში და როგორ მოვიქცე\ ? ? ? ?

Posted by: ninikeli 14 Dec 2011, 12:57
მოგესალმებით, არ ვიცი სტომატიტია თუ რამე კიდე ვსხვა უბდურება, გუშინ საღამოს შევამჩნიე, ლოყის შიდა მხარეს მაქვს პატარა წამონაზარდი, მოთეთრო შეფერილობის.... არასოდეს არ მქონია მსგავსი რამე,არც პირის ღრუს პრობლემები მაწუხებს. ვის შეიძლება მივმართო ან რა შეიძლება იყოს.. თუ შეგიძლიათ ვინმე კვალიფიციურმა დამაკვალიანეთ


წიანსწარ მადლობა

Posted by: ikebana 15 Dec 2011, 01:13
ninikeli
წესით ნებისმიერმა სტომატოლოგმა უნდა დაგაკვალიანოთ, ვისთანაც კონსულტაციაზე მიხვალთ. ან სურათის გადაღებას თუ მოახერხებთ შევეცდებით ჩვენ დაგაკვალიანოთ.

Posted by: narkozeli 15 Dec 2011, 23:48
ninikeli
იმედია რეკლამაში არ ჩამეთვლება,მე გირჩევ ლორწოვანის სპეციალისტს-ნინო აბაშიძეს (კოორდინატებს მოგწერ PM-ში თუ დაინტერესდები)

Posted by: januki17 13 Jan 2012, 01:34
მოგესალმებით. ორი წლის ბავშვი მყავს და დღეს შევნიშნე ქვედა ტუჩზე შიგნიდან თეთრი ბუშტუკი ქვს, მემგონი სტომატიტია. თან ვირუსი აქვს და ყელიც წითელი აქვს, მემგონი ვირუსულ ფონზე დაემართა, იოდინოლს ვავლებ პირში, კიდევ რას მირჩევთ?

Posted by: Qetucha 18 Jan 2012, 23:52
ქვედა ტუჩზე მაქვს სტომატიტი მეც.
შაბს ვიდებ დღეს მთელი დღეა და უფრო მეწვება.
ბავშვობის მერე აღარ მქონია ისიც ერთხელ მქონდა.ეხლა დამემართა ისევ გუშინდლიდან
იმედია მიშველის შაბი თორე ჭამის დროს მაგრათ მტკივა

Posted by: salome33 20 Jan 2012, 18:19
Qetucha
სტომატიტმა 1 დან 3 კვირამდე შეიძლება შეგაწუხოს...მოერიდე მჟავე საკვებს,რომელიც გამოიწვევს მის გაღიზიანება(ყავა,ტომატი,ნიგოზი,ანანასი და ა.შ.)
დღეში 4X გამოივლე 120 მლ წყალში გახსნილი 1ჩ/კ მარილი, ან სოდა.
ყინულის ნატეხი შეგიძლია დაიდო და გააჩერო სანამ არ გადნება..
არსებობს სპეციალური კრემები(მაგ . Zilactin)

წესით უნდა გიშველოს....

Posted by: bochola 22 Jan 2012, 19:43
QUOTE
მოგესალმებით. ორი წლის ბავშვი მყავს და დღეს შევნიშნე ქვედა ტუჩზე შიგნიდან თეთრი ბუშტუკი ქვს, მემგონი სტომატიტია. თან ვირუსი აქვს და ყელიც წითელი აქვს, მემგონი ვირუსულ ფონზე დაემართა, იოდინოლს ვავლებ პირში, კიდევ რას მირჩევთ?

ჩემ შვილს ქონდა ეგრე , კი არ გაშინებ მაგრამ მტელ პირის ღრუში მოედო მერე ვირუსთან ერთად გაიარა ნელნელა, სავლებები უნდა ხშირად ვტამინები მიეცი ან კარგ პედიატრტან მიიყვანე და ის უფრო კარგად გირჩევს

Posted by: januki17 23 Jan 2012, 01:10
bochola
მადლობა რჩევისთვის, ჩემსასაც გაურა მალევე, მარტო ერთი ბუშტუკი ჰქონდა, ეტყობა იოლ ფორმებში იყო. მართლაც ვიტამინები დაგვინისნა პედიატრმა რომ ვუთხარი.

Posted by: svaniani 23 Jan 2012, 11:18
სტომატიტი საშინელებაა დიდი გაფრთხილება უნდა შემაწუხა რა

Posted by: rcxmeluri 9 Feb 2012, 12:10
შაბიამნის გარდაა არც გამიგია სხვა რამეე ..................

Posted by: ikebana 9 Feb 2012, 12:17
სტომატიტი ბევრნაირია და ყველას შაბიამანი არ შველის.

Posted by: geoeka 22 Feb 2012, 00:03
აქ ბევრს ლაპარაკობთ სტომატიტის მკურნალობაზე შაბით, იოდინოლით, სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს საშუალებები ნამდვილად შველის, მაგრამ არსებობს გაცილებით უფრო ძლიერი და უსაფრთხო საშუალება, რომელიც ასევე განთქმულია თავისი საკოსსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური თვისებებით, ასევე აშუშებს ჭრილობას და აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ასევე აქვს საპროფილაქტიკო მოქმედება. შესაძლებელია მისი გამოყენება კბილის პასტასთან ერთად. ყველაფერი ეს ეხება ჩაის ხის ეთერზეთს - მხოლოდ ნატურალურ ეთერზეთს და არა მის ნატურალიზირებულ ვარიანტს, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება (მათი გამოყენება შიგნით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება). არსებობს საქართველოში 100%-ით ნატურალური ჩაის ხის ეთერზეთი და ვფიქრობ, რომ მას უნდა ჰქონდეს ფართო გამოყენება, რადგანაც როგორც ამ პოსტებიდან ჩანს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა პირის ღრუს მოვლა და სტომატიტების მკურნალობა მათ შორის. ვგონებ, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სტომატოლოგებმა უნდა გამოიჩინონ ამ ბუნებრიოვ პროდუქტთან დაკავშირებით.

Posted by: _qaloba_ 12 Jul 2012, 17:36
საჩემო თემას მივაგენი ,დახმარება მჭირდება sad.gif აღარ ვიცი რა ვქნა , სტომატიტი როგორც ასეთი ბოლოს როდის მქონდა არ მახსოვს ,ძალიან იშვიათად ვციი თითქმის არასდროს , ერთ დღეს მომცა სიცხე 40 მდე , ამეწვა პირის ღრუ სულ დამიწითლდა , მერე სიცხემ გამიარა მეორე დღეს ,მაგრამ პირში სტომატიტებმა გამომაყარა , ერთმა და ორმა არააა , არამედ რამდენიმემ დაახლოებიტ 6-7 ცალი მაინცაა , დავიტანჯეეე რა აღარ ვცადე , ექიმთან კონსულტაცია მქონდა ,და ბევრი რჩევა მომცა ,იოდინოლზე , შაბზე ... რა აღარ ვცადეეეე რა აღარრრრ , ნისტატინი , იოდინოლი , კიდე რარაც წამალია საწუწნი სახელი დამავიწყდა ეხლა , კვერცხის ცილა , შაბი , კარაქში აზელილი იოდი და რა აღარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ , არაფერი მშველის ,არაფერზე არ მაქვს შვება , ერთადერთი ცივ ყავას როცა ვსვავ თითქოს ოდნავ მიყუჩდება ცივი მსიამოვნებს ,ყოველწუთას რაღაცას ვივლებ იოდინოლს და საწუწნებს მარა გუშინ კიდე 3 ცალი გამომივიდა , ანუ ის ძველებიც არ რჩება და თან ახლებიც გამომდის , ერთი მაქვს ყელთან ენის დასასრულს ყველაზე დიდი , ნერწყვის გადაყლაპვაცკი მიჭირს , თან დავსუსტდი ეტყობა ჭამა რომ მიჭირს და თავბრუსხვევები მაქვს , დროდადრო სიცხე 37-5 ხაზი , კიდე დაურეკე ექიმს , მითხრა ჯერ სტომატოლოგს გაესინჯეო , ხვალ უნდა მივიდე , ასევე მითხრეს გოთუას ქუცაზე ყოფილა რაღაც კლინიკა გამოკვლევებს აკეთებენო და იქ მიდი ნაცხის ანალიზი გაიკეთეო , ასეთ შემთხვევებში რომელ ექიმს უნდა მივმართო ვეღარ ვიგებ , სტომატოლოგი მიშველის ვითომ ??? ან ხო არ იცით გოთუას ქუცაზე რა ჯდება ის გამოკვლევები ფინანსებშიც ვერ ვარ კარგად რო ვიცოდე წინასწარ,
უკვე მეექვსე დღეა ასე ვარ , თან ძალიან სუსტად და ბევრი სიარულის თავიც არ მაქვს , მირჩიეთ თუ რამე იცით კიდე წამალი სტომატიტის იქნებ რამემ მიშველოს კიდე თუ რამე არსებობს რაც არ გამომიყენებია ჯერ sad.gif
ხვალინდელ დგეს ველოდები იქნებ რამე შეიცვალოს არარ შემიძლიაააა sad.gif((((((((((((((((((((((
* * *
ხო კიდე რა მინდოდა მეტქვა , მეორე დღეა უკვე კბილის გამოხეხვასაც ვერ ვახერხებ , გაუსაძლისად მტკივა და უბრალოდ ვეღარ უძლებ ტკივილს , პარადონტაქვს ვხმარობ , მასაც სამკურნალო თვისებები აქვს და ისიცკი მითხრეს კბილის პასტასაცკი იყენებენო სტომატიტის სამკურნალოდ , პირდაპირ უნდა დაიდო სტომატიტზეო ,თუ გაგიგიათ რამე ასეთი რო პირდაპირ დაიდო ზედ კბილის პასტა , მარა ძალიან მტკივნეულია .
ხო და კიდე , როგორც დავწერე ყველაზე დიდი მაქვს მარჯვენა მხარეს , ენის დასასრულს ,ნახევრად ყელში ,რამდენიც ამტკივდება ეგ ადგილი ,მაშინვე მტკივდება ყურიც .
ნისტატინზე მიდნა კიდე გკითხოთ , ზოგი ამბობს კაიაო ,ზოგმა არ შეიძლებაო , ისევე როგორც სოდიანი წყალი , მე კიროგორც ვიცი შეიძლ;ება და საკმაოდ ეფექტურიც არისხოლმე ,მარა ჩემ შემთხვევაში მაინც არ აღმოჩნდა არაფერი ეფექტური sad.gif

Posted by: ikebana 12 Jul 2012, 19:47
_qaloba_
პირველ რიგში გაიკეთეთ ანალიზი მწვავე ჰერპესულ ინფექციაზე. ანუ ვენიდან აღებულ სისხლში განისაზღვრება ანტისხეულების ტიტრი. მკურნალობა სხვადასხვაა ჰერპესული და აფთოზური სტომატიტის დროს. კბილის პასტა, შაბი, იოდი სა სხვა აგრესიული საშუალებები მხოლოდ გაართულებს მდგომაარეობას, ამიტომ შეეშვით. იმუდონის საწუწნი ტაბლეტები შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე ყველა ის საშუალება, რომლის დროსაც შვებას გრძნობთ. მაგრამ მკურნალობის მეთოდის განსასაზღვრად ჯერ დიაგნოზია საჭირო, როგორც გითხარით.

Posted by: _qaloba_ 12 Jul 2012, 20:10
ikebana


როგორც ვიცი ჰერპესული სტომატიტი მოწითალო ფერისაა ხო ? ეს ჩვეულებრივი სტომატიტია მოთეთრო ფერის , კარგით დიდი მადმობა ხვალ შევეცდები გავიკეთიო ანალიზები .

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 22:19
_qaloba_
ასეტი ვირსუსია მოდებული ბევრს ჰქონდა გარშემო პატარა ბავშვებსაც ემართებათ და შვილი გყავს შენ როგორც ვიცი და მოერიდე ბავშვს მაქსიმალურად არ გადასდო.

Posted by: ikebana 13 Jul 2012, 00:13
_qaloba_

ვიზუალურად აფთებიერთნაირია. როცა ერთეული გამონაყარია ჰერპესის დროს ლოკალიზდება უფრო სასაზე ან ღრძილებზე ქვედა ნაწილში. თუმცა შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაჩდენს. ამიტომ დიაგნოსტიკა მხოლოდ ანალიზით ხდება.

Posted by: _qaloba_ 13 Jul 2012, 10:44
blblbl
კი კი მაქსიმალურად იზოლირებულად ვარ


ikebana


დღეს უკვე 7 დღეა , ქვედა მხარეს ღეძილებზე ეხლა ვნახე და გაუფერულებულია და თითქოს მორჩენისკენაა წასული , დრეს მაინც მივდივარ ექიმთან ,მარა გული მიგრძნობს მგონი მორჩენისკენ დაიწყო დღეიდან სვლა

Posted by: DontGetM@d 14 Jul 2012, 18:33
ikebana
ტუჩზე და ენაზე მაქვს და რა ვუშველო მეორე დღეს რომ არ მქონდეს ისე. 3 დღეა მაქვს აღარ შემიძლია მეტი sad.gif

Posted by: Pinturico 14 Jul 2012, 20:09
DontGetM@d

http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=21822

საკუთარ თავზე რომ არ მქონდეს გამოცდილი არ გეტყოდი smile.gif

როგორცი იგრძნობ, რომ გაქვს წაისვამ დღეში 3–ჯერ. მეორე დღესვე მშველის ხოლმე.

ისე აგაცრემლებს ცოტა წასმისას, მარა სტომატიტს სჯობს ნამდვილად.

კიდე არის მეორე, სოლკოსერილი. ის იმინა უცაბედი ეფექტისთვისაა ახორცებს ეგრევე smile.gif

მენდე და არ დარჩები გაწბილებული smile.gif

Posted by: DontGetM@d 14 Jul 2012, 20:34
Pinturico
უხ შენ გაიხარე smile.gif

Posted by: teo-teokuna 17 Jul 2012, 23:27
აუჰ, მე კიდევ დეკატილენი მომეწონა ამ ბოლოს....



იაფიცაა... გემრიელიც... ეფექტურიც (ნუ ჩემთვის biggrin.gif)




Posted by: Pinturico 18 Jul 2012, 03:49
teo-teokuna
QUOTE
იაფიცაა... გემრიელიც... ეფექტურიც (ნუ ჩემთვის )


smile.gif კაია, პროსტა მე იმხელა სტომატიტები მაქვს ხოლმე გაწუწვნამ არა მგონია მიშველოს: იმინა ზედ ვისხამ ხოლმე გელს smile.gif

ისე ვცდი აბა შემდეგ ჯერზე smile.gif

Posted by: VILLA 1 Jan 2013, 15:36
სტომატიტის გადადება შეიძლება?


კოცნით გადადის ?

ჰერპესი და სტომატიტი რამე კავშირშია ერთმანეთთან?

Posted by: salome33 3 Jan 2013, 12:35
ჰერპესი _ვირუსულია, გადამდებია, ქრება 7-10 დღეში;
სტომატიტი_იმუნური სისტემის დაქვეითების შემთხვევაში ჩნდება, მენსტრუალი ციკლისას, საკვებზე რეაქციისას, სტრესისა და დაღლილობის დროს, ისინი ვინც სიგარეტს თავს ანებებენ, მათაც უჩნდებათ ეს;
გადამდები არ არის, მაგრამ მაინც მტლაშა-მტლუში არ არის რეკომენდირებული;
ესეც გაივლის 6-10 დღეში;

Posted by: JPEG 20 Mar 2013, 08:13
სტომატიტის კიდეერთი მსხვერპლი გახლავართ

ბავშვობიდანვე მაწუხებს, ბაბუაჩემის ხშირი სტუმარიც იყო და იქიდან გამომდინარეწ ვივარაუდეთ რო ქრონიკულია :დ

მაგრამ ამ ბოლოდროს ძალიან ხშირად ისე ემთხვევა ეს სტომატიტის წყლულის გაჩენა რო, შევჭამ თუარა მწარეს მეორე დილიტთ წკლული ჩნდება და ვიფიქრე კუჭის ბრალი ხო არაა?


Posted by: tornike85 18 Apr 2013, 16:05
იქნებ დამეხმაროთ.
სტომატიტის დროს ბავშვისთვის მირჩიეს კასტელინის წითელი ხსნარის გამოსმა პირში. ენაზე და სასაზე აქვს რამოდენიმე.
ხსნარს აწერია გარეგანი გამოყენებისათვის.
დასაშვებია თუ არა პირის ღრუში აღნიშნული ხსნარის გამოყენება?

Posted by: interested1 29 Apr 2013, 22:47
თავს ვგრძნობ საკუთარ თემაში smile.gif)

სტომატიტი ძალიან ხშირად მაქვს, გამაწამა მოკლედ sad.gif
ქვედა ტუჩზე, თითქმის ერთსა და იმავე ადგილას, ერთხელ 4 მქონდა ერთდროულად (არ ვხუმრობ).

შაბი ჩემი მეგობარია, მაგრამ არანაკლებ მამწარებს, როდესაც სტომატიტის "კრატერზე" ვიდებ ხოლმე sad.gif

ალბათ სისხლს გადავისხამ - გიშველისო, მითხრეს...

Posted by: ikebana 30 Apr 2013, 03:31
interested1
კონკრეტულად რა ადგილას?
............................

Posted by: interested1 30 Apr 2013, 14:45
ikebana
ქვედა ტუჩის ოდნავ მარჯვნივ, დაახლოებით სადაც ქვედა მე-3 კბილი უწევს. 1 თვის წინ სასასთანაც მქონდა უკან sad.gif

სისხლის გადასხმით მორჩენა მითია თუ სიმართლე?

დაქვეითებულ იმუნიტეტზეც მითხრეს, მაგრამ არ ვიცი იმუნიტეტისთვის თვითნებურად მივიღო თუ არა ვიტამინები sad.gif

Posted by: ikebana 2 May 2013, 20:37
interested1
გაიკეთეთ ანალიზი ჰერპერის ვირუსზე, როცა გაგიჩნდებათ იმ პერიოდში. შეიძლება ჰერპესული სტომატიტი იყოს და მაშინ საჭიროა ანტივირუსული მკურნალობა.

Posted by: interested1 7 May 2013, 01:42
ikebana
დიდი მადლობა, გავითვალისწინებ აუცილებლად

Posted by: Lukrenci 7 May 2013, 02:30
tornike85
მე წითელ კასტელანს ვხმარობ,სტომატოლოგმა დამინიშნა smile.gif
+ხოლისალი

Posted by: ikebana 8 May 2013, 04:39
კასტელანი მხოლოდ გარეგანი ხმარებისაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძLება მისი გამოყენება ლორწოვანზე!!!

http://neopharm.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=73

Posted by: Lukrenci 14 May 2013, 16:30
ikebana
არვიცი,მე ჩემმა სტომატოლოგმა დამინიშნა და ძალიან კარგი შედეგი მაქვს smile.gif

Posted by: ikebana 15 May 2013, 01:35
Lukrenci
ასევე გაქვთ რისკი პირის ღრუს ლორწოვანის ავთვისებიანი დაავადების.

Posted by: Nona Salaghaia 31 May 2013, 10:53
ეგებ ვინმე ექიმი მირჩიოთ, ძლიერი, სტომატის რომ მოარჩენს, კი არ მიმკითხავებს. ნოემბრიდან მოყოლებული მქონდა,ძალიან გამირთულდა, გამოკვლევები ჩატარებული მაქვს, ჯერ ხახაზე მითხრეს სტაფილოკოკი, მაგაზე ფაგები მივიღე. მერე ენის ნაცხის ანალიზით მითხრეს კანდიდას სოკო მცირე ზრდით (ვირუსის დროს დამემართა, როგორც ჩანს ანტიბიოტიკი მომივიდა ბევრი) და სტრეპტოკოკუსი უხვი ზრდით. რაც იყო მითითებული მგრძნობელობაზე არც ერთმა წამალმა არ მიშველა. მერე შინაურ წამლებს ვსვამდი და ცოტა შეღავათი მომცა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამიქრო. ეგებ ვინმემ იცის,ვინ მკურნალობს სტომატიტს? წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: ZAZ :spy: 18 Nov 2013, 21:01
მზესუმზირის ზეთში დასველებული ბამბა უნდა დაიდო სტომატიტზე და 10-15წუთი გაიჩერო. შეხორცებას უწყობს ხელს.

Posted by: JPEG 20 Nov 2013, 11:16
Nona Salaghaia
მესმის შენი მეც მასევარ ბავშვობიდან მოყოლებული biggrin.gif ერთი რო ამინდს არ აბრალებდნენ ჩემს სტომატიტს

მერე ერთმა ხლობელმა კუჭი ივრაუდა და მართლაც მლასეს ან მწარე საკებ რო ვჭამ მეორე დღეს უეჭველი მიჩნდება თან ენაზე sad.gif ასე ვთქვათ თუ გადავაჭრბე რა მწარე და ასეთი საკვები
შენც მასე ხო არ ხარ?

Posted by: keeee 22 Dec 2013, 19:13
გამარჯობათ ორუსლობის დროს თუ შეიძლება შაბის გამოყენება სტომატიტზე ვინმემ იცით?

Posted by: credo 10 Apr 2014, 19:39
სტომატიტი მაქვს, ენაზე ასე 3, ლოყაზე და ტუჩის მიდამოებშიც, მეორე დღეა საჭმელს ვეღარ ვჭამ, პახოდუ ახლა სიცხე მაქვს 38, იოდინოლს, პერეკისს ვივლებ მთელი დღეა და იმ მაალამოსაც ვისმევ, ჰოოდა შედეგი რავი მგოი ისეთი არაფერი, და კიდე რამე მივამატო?

Posted by: keeee 28 Apr 2014, 21:53
credo
შაბიი ყველაზე მეტად ეგ მშველის მე

Posted by: macharagio1 29 Apr 2014, 13:52
იოდინოლი მართლაც ეფექტური საშუალებააა,მოთმენა გინდა biggrin.gif

Posted by: datiko1 18 Jun 2014, 16:13
კიდევ შეიძლება "ლიზობაქტი" . აფთიაქში იყიდება !!!

Posted by: B@CHI 14 Jul 2014, 16:24
მოკლედ, ძალიან ხშირად მიჩნდება პირის ღრუში ეგ წყლულები და ერთ-ერთი წყლულის დროს წავედი ბაქტეროფაგში და გავიკეთე ანალიზი და ასე დამიდგინეს:


ოქროსფერი სტაფილოკოკი (უხვი ზრდით)

და კიდევ ერთი რაღაც ეგეც მაგდაგვარი

იმენა დამტანჯა, ეხლა ენაზე და კიდევ 3 ადგილას მაქვს წყლული და ფაქტიურად ვერ ვლაპრაკობ და 1 კვირა მშიერი ვარ, წესიერად ვერც ვჭამ smile.gif

რა ვქნა?

Posted by: keeee 14 Jul 2014, 16:44
B@CHI
QUOTE
რა ვქნა

შაბიი მე ძალიან მშველის ორ წასმაში და ეფექტურია

Posted by: B@CHI 14 Jul 2014, 16:46
keeee

აუ რავიცი, ადრე კასტელანი მშველოდა ხოლმე, ეხლა რომ დავიდე იმ წუტში მოწვა მარა მერ ეუფრო გამისივდა, გუშინ ზელიონკა წავისვი, იმაზეც გამისივდა, სოდიანი წყალი კარგია მარა დიდი ხანი ჭირდება მოსარჩენად. შაბი კიდევ რავი.. კარგია კი...

დავიტანჯე რააა

Posted by: keeee 14 Jul 2014, 17:41
B@CHI
QUOTE
უ რავიცი, ადრე კასტელანი მშველოდა ხოლმე, ეხლა რომ დავიდე იმ წუტში მოწვა მარა მერ ეუფრო გამისივდა, გუშინ ზელიონკა წავისვი, იმაზეც გამისივდა, სოდიანი წყალი კარგია მარა დიდი ხანი ჭირდება მოსარჩენად. შაბი კიდევ რავი.. კარგია კი...

დავიტანჯე რააა

შაბი მშველის ძალიან მე სხვა არაფერი ზელიონკა არ გიშველის სისულელეა

Posted by: konkretula 2 Oct 2014, 16:36
მეც ცუდ დღეში ვარ, ძალიან ხშირად მაქვს... შაბის მიდება არ მინდა ხოლმე ძალიან მტკივნეულია sad.gif რისი ბრალი შეიძება იყოს ასე სისტემატიურად რომ მემართება? :/

Posted by: JPEG 2 Oct 2014, 16:56
ვწუხვარ ხალხო თევნი პრობლემის გამო , მე 12 წლიდან მქონდა სისტემატიურად
ახლა აგარ მიჩნდება მგონი კუჭის ბრალია
თუ კუჭის გამოა მგონი არ გიშველით შაბი იოდინოლი და არც მაზი სამწუხაროდ ჯობი აკუჭზ გაესინჯოთ


იმედია რამით მაინც დაგეხმარეთ

Posted by: freeandhappy 27 Nov 2014, 15:22
მეხუთე დღეა სიცხე მაქვს
დეპრესიის გამო სულ სტრესში ვარ თუ სტრესის გამო ვარ დეპრესიაში ერთი ...
მოკლედ ეს ჯანდაბა სტომატიტი სასაზე გამომეცხადა smile.gif სიცხეები მაქვს კვირიდან მოყოლებული 39 ,38 38 37,5 37
გუშინ ექიმთან წავედი, დამინინა ანტიბიოტიკი. და რამოდენიმე სახის წამალი კიდევ
რაც მაშფოთებს ჯირკვალია, მარცხენა მხარეს კარგად დიდია და მარჯვენაც ოდნავ გაიზარდა ზომაში
ამდენი ხანი სახლში ისედაც სტრესში, გარეთ რომ ვერ გავდივარ გავაფრენ
ჰოდაკითხვა იმაშია გართულება რა შეიძლება მოყვეს. მეოთხე დღს დავიწყე მკურნალობა ანტიბიოტიკით.

Posted by: david49bk 18 Feb 2015, 05:47
ორონორმი იყიდეთ 2 დღეში გაგიქვრებატ მე მაგას ვხმარობ ძალიან შედეგიანი ყველანაირ სახის სტომატის და ყელის ტკივილსაც აჩერებსს

Posted by: purple_girl 22 Mar 2015, 20:56
ხალხო, დამეხმარეთ რაა sad.gif(((

კბილი ამოვიღე და ნანემსარზე გამიჩნდა სტომატიტი, მაგიჟებს ისე მტკივა, ღრძილის და ტუჩის კიდეშია, ღრმად და მგონი გამისივდა კიდეც ((((
იცის ნანემსარმა, თუ არაჰიგიენური ქირურგის ბრალია? sad.gif

Posted by: ikebana 26 Mar 2015, 07:24
purple_girl
დარწმუნებული ხართ რომ ნანემსარია და არა ჩვეულებრივი სტომატიტი? თუმცა ანესთეზია ზოგჯერ პროვოცირებას უკეთებს ჰერპესს.
თუ ნამდვილად გრძნობთ შეშუპებას, აჩვენეთ ექიმს. სტომატიტის ან ჰერპესის შემთხვევაში თვითონ გაივლის, თქვენ რაც შეიძლება გააკეთოთ არის ის რომ მოერიდოთ მჟავე-ცხარე-ცხელ საკვებს. ადგილობრივად სოლკოსერილის პასტა და იოდინოლი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Posted by: purple_girl 4 Apr 2015, 00:11
ikebana


QUOTE
დარწმუნებული ხართ რომ ნანემსარია და არა ჩვეულებრივი სტომატიტი? თუმცა ანესთეზია ზოგჯერ პროვოცირებას უკეთებს ჰერპესს.
თუ ნამდვილად გრძნობთ შეშუპებას, აჩვენეთ ექიმს. სტომატიტის ან ჰერპესის შემთხვევაში თვითონ გაივლის, თქვენ რაც შეიძლება გააკეთოთ არის ის რომ მოერიდოთ მჟავე-ცხარე-ცხელ საკვებს. ადგილობრივად სოლკოსერილის პასტა და იოდინოლი შეგიძლიათ გამოიყენოთ.



მადლობაა smile.gif

Posted by: Pac. 24 Sep 2015, 14:56
user posted image

ეს რა არის სტომატიტია?
დავიტანჯე მესამე დღეა არ მივლის...... რა წავისვა მირჩიეთ smile.gif

Posted by: don gajetino 28 Sep 2015, 03:36
შაბი უნდა წაისვა :დ მეტროში ყიდის ხოლმე ერთი კაცი :დ Dაბი 20 თეთრადო :დ


.......


..............Pac.

Posted by: marituri 30 Sep 2015, 15:29
4წლის ბავშვის სტომატიტის შემთხვევაში რა მედიკამენტებია საჭირო იქნებ მირჩიოთ ვინც კომპეტენტური ხართ

Posted by: ikebana 22 Oct 2015, 21:03
Pac.
შეიძლება ტრავმული იყოს, მოიკვნიტეთ და წყლული განვითარდა. თუ პერიოდულად გიჩნდებათ --- მორეციდივე აფთოზური სტომატიტი. სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, თავისით გაივლის. ტკივილის შესამცირებლად შეგიძლით გამოიყენოთ სოლკოსერილის დენტალური ადგეზიური პასტა, ან გელები, რომელიც ბავშვების კბილების ამოჭრისას გამოიყენება (ანსთეტიკს შეიცავს). ბუნებრივია უნდა მოერიდოთ ცხარეს, მჟავეს, ცხელს. თუ ტრავმულია, მიზეზი უნდა მოშორდეს, მაგ. ბასრი ბჟენი ან მოტეხილი კბილის კიდე, ტუის კვნეტის მავნე ჩვევა...
* * *
marituri
პირველ რიგში უნდა გამორიცხოს ჰერპესული სტომატიტი, რომელსაც ახლავს სიცხე და ვირუსს/გაციებას ერთვის თან. ამისთვის უნდა მიმართოთ პედიატრს.
თუ წყლულები ამ სიმპტომების გარეშეა და პერიოდულად ჩნდება, სავარაუდოდ მორეციდივე აფთოზური სტომატიტია, რომელსაც სპეციფიკური მკურნალობა არ აქვს.
ეს სტატია შეიძლება დაგეხმაროთ: https://kbilebi.wordpress.com/2015/10/17/%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98/

Posted by: happy dreamer91 13 Mar 2016, 20:30
არასდროს არ მქონია მგონი სტომატიტი, და ახლა გამიჩნდა. თავიდან ენის წვერზე იყო და მტკიოდა მერე გვერდებზე გადავიდა და დღეს სარკეში ჩავიხედე ენის უკანა მხარე სულ წითელი ბუსუსებით მაქ დაფარული და ნერწყვის გადაყლაპვისას უსიამოვნო შეგრძნება მაქ. პომიდორი ვჭამე და იმის მერე მაქვს, შეიძლება ამას გამოეწვია? დაზიანებული კბილიც მაქვს და ენას ვადებდი ხოლმე და ვიწვალებდი, ცოტა ჩამოტეხილია შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი და ახლა წავიკითხე კანდიდოზი იწვევსო, ცოტა ქავილი მაქვს საშოს მიდამოებში და ერთ პერიოდს დაემთხვა ქავილის დაწყება და სტომატიტი და რას დავაბრალო აღარ ვიცი sad.gif

Posted by: fujita 17 Mar 2016, 22:35
აუ რა მჭირს ენაზე რაა, რაღაცეები მიჩნდება ხოლმე,
ჭრილობებივით მაქვს და ერთ ადგილას რომ მომირჩება მერე სხვაგან გადავა ხოლმე
არადა ჰიგიენას კარგად ვიცავ მგონი (ბრეკეტები მიკეთია) და რა მჭირს, ვის ვეჩვენო?

Posted by: Qetucha 21 Mar 2016, 02:26
რამდენიმე კვირის წინ მქონდა.კბილებს ვიკეთებდი და
ერთ კბილზე ანთება მქონდა და
რო მმკურნალობდნენ
დროებითმა ბჟენმა ან წამლებმა გამიჩინა
მთელ ენაზე მქონდა იმხელა თეთრი ნადები.
ერთი კვირის განმავლობაში ვიტანჯებოდი ძლივს ვჭამდი ვსვავდი
მითხრეს გავა თავისითო ექიმმა რაღაც გელი მომცა
ნისტატინსაც ვიყრიდი სერიოზულად მეშინოდა.

Posted by: GeJpoeta 2 May 2016, 18:22
ვაიმეეეე დავიტანჯეეეეეეეეეეეეეეეეეეე ყოველ კვირას მემართება.. sad.gif((((

Posted by: Da_Ni 15 Sep 2016, 15:42
ვისთან მივიდე სტომატიტის სამკურნალოდ? უკვე ქრონიკული სახე მიიღო, მორჩენილი არ მაქვს რომ მეორე ჩნდება და ძალიან მტკივა
* * *
ვისთან მივიდე სტომატიტის სამკურნალოდ? უკვე ქრონიკული სახე მიიღო, მორჩენილი არ მაქვს რომ მეორე ჩნდება და ძალიან მტკივა

Posted by: taamo 17 Sep 2016, 17:29
რამე სწრაფი საშუალება არ არსებობს სტომატიტის სამკურნალოდ? ერთი კვირაა მტკივა და არ ვიცი რით მოვირჩინო

Posted by: angelochka_ 18 Sep 2016, 20:15
მოკლედ, ბავშვი არის 2 წლის და 9 თვის, თვეშI ორჯერ მაინც აქვს სტომატიტი, ენაზე ( გავუკეთე ნაცხი კანდიდა და ეფშტენ ბარზე-უარყოფითია. რა შეიძლება იყოს? ძან დავიღAლეთ უკვე (
ენაზე აქვს წყლული, სოველთვის ერთსა და იმავე ადგილას

Posted by: ვივიანა 18 Sep 2016, 23:14
angelochka_
რამე ალერგიული ხომ არ არის ? როგორ ხდება წყლულის ჩამოყალიბება ?
ნინო აბაშიძესთან მიიყვანეთ HBI დენტში მიცკევიჩზე.

Posted by: angelochka_ 19 Sep 2016, 00:42
ვივიანა
კიევში ვცხოვრობთ(

Posted by: Encaracolado 19 Sep 2016, 01:26
angelochka_
კიევში სტომატოლოგია საკმაოდ მაღალ საფეხურზეა.
გაიკითხეთ კარგი პაროდონტოლოგი.
რომელიმე საკვების მერე ხომ Aრ უჩნდება ? რამდნეიხანია რაც აქვს ესე ?

Posted by: angelochka_ 19 Sep 2016, 02:55
Encaracolado
მყავდა,ჩაუცხრება მკურნალობის ფონზე და ისევ თავიდან.ნაცხი ავუღეთ კანდიდა ეფშტენ ბარი ციტომეგალო-უარყოფითია

Posted by: ვივიანა 19 Sep 2016, 14:31
angelochka_
ანუ მკურნალობთ შედეგს და არა გამომწვევ მიზეზს. სხვა არაფერზე ჰქონდა ექიმს ეჭვი ? ან ეხლა რა აქვს გეგმაში ?

Posted by: angelochka_ 19 Sep 2016, 15:33
ვივიანა
საქმეც მაგაშია რომ მიზეზი ვერ დაადგინეს. უკვვე იმდენთან მყავდა სათვალავი ამერია

Posted by: ვივიანა 19 Sep 2016, 17:05
angelochka_
ვა საინტერესოა.
მაგ 2-ს გარდა ეჭვი არაფერზე აქვთ? ყვეოაფერზე შეამოწმონ, თანხები ჯდება ამაში 2 აზრი არაა.
სურათი არ გაქვთ რომ გამოაგზავნოთ? თავიდან როგორ ცNდება, ფორმა ერთი აქვს? დიდდება ? ფუფხი აქვს ?
ან როგორ მკურნალობთ?
ზოგადი დაავადება ?

Posted by: angelochka_ 20 Sep 2016, 12:46
ვივიანა
არ აქვს ფუფხები არანაირი,უბრალოდ ენაზე წითელი რკალივით უჩნდება ერთსა და იმავე ადგილას. ეხლა რძე ამოვაგდე და დავაკვირდები,იქნებ ალერგიულია

Posted by: ვივიანა 20 Sep 2016, 22:39
angelochka_
დაპოსტეეთ თუ იქნება სიახლე smile.gif

Posted by: dsquared 21 Sep 2016, 20:44
.........................................................................

Posted by: zaza1993 10 Oct 2016, 23:36
3 კვირაა სტომატიტი მაქვს (მგონი :დ ), ლოყებს შიგნით და ქვედა ტუჩთან პატარა თეთრი ბუშტუკები და ნახეთქები მაქვს, და თითქოს გამონაყარი მაქვს პირის ღრუში, ასევე ნადები მაქვს ენაზე. წავიდე ექიმთან თუ გაივლის თავისით? :დ

Posted by: hap_lon_ 23 Jan 2017, 17:48
გამარჯობათ. აუ დამეხმარეთ რაა ახალი ვარ სტომატიტთან :/ მოკლედ როგორ აგიხსნათ ხახაზე გამომივიდა სტომატიტი ჯერ 1 ცალი მერე შაბი გადავისვი და 2მა წამოყო თავი და მაგათ ოდნავ დაბლაც ვისვი შაბი და მგონი დამეწვა ის ნაწილი და რა შეიძლება გამოვივლო რომ დამწვრობას მოუხდეს? :/

Posted by: kosta-rika 5 Feb 2017, 23:05
გამარჯობა გთხოვთ დამეხმაროთ
3 კვირის წინ ბავშვს დაეწყო ჩვეულებრივი სტომატიტი, დამდენიმე დღეში დააყარა ენაზე წვრილად მარწყვისებურად წითელი წინწკლები, მთელ ენაზე უამრავი. პარალელურად მისცა მაღალი სიცხეები 38-39. ასევე ტიპიური გრიპი ცხვირიდან გამონადენით და ხველებით. მეხუთე დღეს რომ არ გაუარა დავალევინე ანტიბიოტიკი და ნელნელა გვეშველა, ყველა სიმფტომი აულაგდა გამონაყარის გარდა. გადმომდო მეც. იგივენაირად მაქვს ზუსტად, არ მშველის არც ვიტამინები არც სავლებები. ორმა ექიმმა თქვა რომ ეს შეიძლება ვირუსული ჰერეს სტომატიტი იყოს და თავისით გაივლისო. მარა გავლის არაფერი ეტყობა. ენაზე და ენის ქვეშ გვაქვს წვრილი წინწკლოვანი გამონაყარი. რა შეიძლება იყოს და რით ვუშველო?
სოკო ან რამე ხომ არ არის, ან ანალიზი ხომ არ გავიკეთო ჰერპესზე

Posted by: buub 19 Feb 2017, 00:28
kosta-rika

იქნებ სტომატიტი არაა? აღნიშნული გამონაყარი და სიმპტომები ჰერპანგინის დამახასიათებელიცაა და იქნებ მაინც ექიმს ეჩვენოთ რომ სწორედ გამიჯნოთ და სწორი მკურნალობა ჩაიტაროთ?

Posted by: kosta-rika 8 Mar 2017, 18:24
QUOTE
იქნებ სტომატიტი არაა? აღნიშნული გამონაყარი და სიმპტომები ჰერპანგინის დამახასიათებელიცაა და იქნებ მაინც ექიმს ეჩვენოთ რომ სწორედ გამიჯნოთ და სწორი მკურნალობა ჩაიტაროთ?

ჰერპანგინა კიდევ სხვაა? ანუ ჰერპესისგან განსხვავებულია?
ნაცხშ ამოითესა სტრეპტოკოკი პიოგენესი, 2 კვირა ვასვი ანტიბიოტიკი და შედეგი ისევ 0
2 თვეა გავწამდით
სასაზე გადავიდა წვრილი გამონაყარი
ჰერპესზე სისხლით კეთდება ანალიზი? ანუ იქნებ ორგანიზმშ ისედაც მაქვს მე მაინტერესებს ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ გაიგებენ ანალიზით ((

Posted by: TORPEDO20 19 Mar 2017, 20:51
ძალიან საშინელება sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

ტკვილი იცის სასწაული

Posted by: webuda 2 Apr 2017, 18:23
მოკლედ კვირა ნახევარი იქნება მიჩნდება სტომატიტები უკვე მეოთხეა ეს :| ერთმა გამიარა მეორე გაჩნდა მეორემ გაიარა მესამე და ა.შ რა ვუყო რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: grizly2 8 Nov 2017, 12:49
გამარჯობა
მეგონა პირის ღრუ მქონდა დამწვარი, სარკეში ჩავიხედე და
user posted image
ზუსტად ასეთი მაქვს პირის ღრუში, სასის მარჯვენა მხარეს, უბრალოდ ცოტა ნაკლები რაოდენობით, მგონი ჰერპესული სტომატიტია
ზემოთ ხსენებული გელი თუ მიშველის ან რით შეიძლება ვუმკურნალო? 1 კვირაა ლამის მაქვს ალბათ
* * *
მგონი აღარ პოსტავენ აქ სტომატოლოგები sad.gif

Posted by: world-miracle 4 Dec 2017, 18:01
ბავშვს ემართება ხშირად. მკურნალობებს არ აქვს შედეგი. ხომ არ მირჩევთ რამეს

Posted by: miamia1010 12 Jun 2018, 18:32
Gamarjobat, 2 kviris win mqonda stomatiti shemdeg gamiara, 3 dgis win kbikebi gaviwminde da shevamchnie rom grdzilze gamichnda,sheidzleba rom kbilebis gawmendas gamoewvia grdzilebis gagedzianeba shemdeg ki stomatiti. Madloba

Posted by: ntquerysysteminformation 13 Sep 2020, 19:24
გამაწამა ამ დედა მოტ...მა ხან ენაზე ჩნდება ხან სხვაგან ყოველ თვეში ერთხელ დატანჯული ვარ
რამე მირჩიეთ როცა უკვე ჩამოყალიბდება აი მერე რო მომირჩეს მალე საჭმელს ვეღარ ვჩამ ისე მტკივახოლმე ჭამისას

Posted by: Castor 13 Sep 2020, 19:36
ntquerysysteminformation
წყალბადის ზეჟანგით უნდა დაამუშავო ხოლმე. ლარი და რაღაცა ღირს აფთიაქებში. სოდაც შველის, ხშირად უნდა შეიზილო, 2-3 დღეში ქრება. სასიამოვნო ნაღდად არაა მაგრამ biggrin.gif
ისე იმუნიტეტს თუ მიხედავ აღარ შეგახსენებს თავს ხშირად. და ლარიან თურქულ ქოლგეითს მოერიდე, ორჯერ გამოვიხეხე და სტომატიტი გამეჩითა მეორე დღეს. ზედმეტი აქვს რაღაცეები ალბათ და აღიზიანებს კანს. rolleyes.gif

Posted by: TUZI_MAQCIA 5 Nov 2020, 22:35
ლაკალუტ აქტივოთ ვივლებ 4 დღეა პირისღრუს თავდაპირველად (

Posted by: ntquerysysteminformation 18 Nov 2020, 15:21
აზრზე ხართ ორი წელი მტავჯავდა სტომატიტი ყოველ თვე მქონდა და თურმე დედამოტ... თაფლის ბრალი ყოფილა ალერგიას მაძლევდა
შევწყვიტე თაფლის ჭამა და იმის მერე აგარც მქონია gigi.gif

Posted by: somnambuli 25 Nov 2020, 21:59
ntquerysysteminformation
ძაან საინტერესო თემაა გილოცავ. წელიწადში 2-3 ჯერ მემართება. ადრე 5-6 ჯერ მემართებოდა. ახლა გამიჩნდა, რატომ არ ვიცი. ყანყრატოს რომ ეძახიან იმის მარცხნივ, შიდა მხარეს. ანუ ყელში... არაფერი მშველოდა ადრე. არც შაბი და არაფერი. სანამ თავისას არ მოსჭამდა მანამდე არ მეშვებოდა.. თებერვლის მერე არ მქონია, ხოოოდა რას მირჩევთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)