Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > კბილის იმპლანტაცია


Posted by: Tsico_Tsico 6 Feb 2006, 13:03
მეგობრებო, რუსეთში კბილის იმპლანტაცია დიდი ხანია კეთდება როგორც ვიცი და საქართველოში რა მდგომარეობაა თუ იცით იქნებ გამარკვიოთ... რომელი კლინიკაა ამ მხრივ საიმედო და რა ჯდება ამგვარი ოპერაცია.. დიდი მადლობა წინასწარ...

Posted by: killer 6 Feb 2006, 13:53
Tsico_Tsico
კი კეთდება, ოღონდ ძალიან ძვირი ღირს. ეხლა გაიკეთა ერთერთა პოლიტიკოსმა ქალმა smile.gif

Posted by: ikebana 6 Feb 2006, 14:20
killer
ვიინ? ძალიან მაინტერესებს. საქართველოში გაიკეთა?

Posted by: killer 6 Feb 2006, 14:24
კი, საქართველოში. მაგრამ ვინააა მაგას ვერ ვიტყვი sad.gif
smile.gif

Posted by: Tsico_Tsico 6 Feb 2006, 19:21
მე თვითონვე გავარკვიე - Eლიტ-ში კეთდება და Dენტეფექტში და კიდე სხვაგანაც. ფასები განსხვავებულია 1 კბილი.- 250-დან 400 დოლარამდე.
"დოროგოე უდოვოლსტვიე" მაგრამ რას იზამ...
თემა შეგიძლიათ დახუროთ...

Posted by: ტანკე 6 Feb 2006, 19:56
მანდ ხშირად ბიოლოგიურ შეუთავსებადობას აქვს ხოლმე ადგილი და ცოტა პრობლემატურია კბილების იმპლანტაცია.საჭიროა სისხლის დეტალური ანალიზი ყველაფერზე და პლიუს ცოტა გამართლება,რომ შემდგომში უკვე იმპლანტირებულმა კბილმა გართულება არ მოგვცეს.

Posted by: Presidental 7 Feb 2006, 22:52

საქართველოში იმპლანტატები კეთდება დაახლოებით 1990-91 წლიდან. მარა როგორც დარგი არ ვითარდება. ვინაიდან ფართო მასებისთვის ხელმიუწვდომელია და ამას თავი დაანებე. საკმარისია ერთი გართულება. იქ დამთავრდება ქართველი ექიმის კარიერაwink.gif
Tsico_Tsico

Posted by: ikebana 8 Feb 2006, 14:08
Presidental
საერთოდ იმპლანტაციის პერსპექტივები მე პირადად საეჭვოდ მიმაჩნია და არა მარტო საქართველოში. თუ რატომ, ახლა გავრბივარ და მერე მოგახსენებთ wink.gif

Posted by: Presidental 8 Feb 2006, 15:09
ikebana
აბა შენ იცი, ისე არ დამტოვო

Posted by: makko 8 Feb 2006, 22:15
ikebana
]
QUOTE
საერთოდ იმპლანტაციის პერსპექტივები მე პირადად საეჭვოდ მიმაჩნია და არა მარტო საქართველოში

გთხოვ, მოგვიანებით არ დაიზარო და ამ საკითხთან დაკავშირებით შენი აზრი გამოთქვა, კარგი?მე პირადად მართლა ძალიან მაინტერესებს რატომ თვლი ასე...

Posted by: ikebana 9 Feb 2006, 01:25
აი აქ ვარ და ახლავე მოგახსენებთ. მარტივი ამბავია. პრევენციისა და თერაპიული სტომატოლოგიის მიღწევები საშულებას იძლევა (მომავალში კი ალბათ უფრო მეტს) მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კბილის დაკარგვის ალბათობა. გარდა ამისა იმპლანტოლოგია ძვირადღირებულია, რაც არ იძლევა მისი სწრაფი განვითარების საშუალებას, მაშინ როცა თერაპია გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ.

Posted by: ტანკე 9 Feb 2006, 01:27
ikebana
და პლიუს ის,რომ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული კბილების იმპლანტაცია,მათ შორის ბიოშეუთავსებლობასთან.მანდ შეიძლება საშინელი ალერგიული პროცესები წავიდეს და არა მარტო

Posted by: makko 9 Feb 2006, 02:10
QUOTE
პრევენციისა და თერაპიული სტომატოლოგიის მიღწევები საშულებას იძლევა (მომავალში კი ალბათ უფრო მეტს) მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კბილის დაკარგვის ალბათობა.

სრულიად გეთანხმები...
გადმოცემით ვიცი ერთი ქართველი სტომატოლოგი გერმანიაში მუშაობს და ხშირად ამბობს რომ რაც აქ ჩამოვედი ძირითადად პაციენტები კარიესის დიაგნოზით მხვდებიან.იშვიათად რომ ვინმემ პულპიტამდე მიიყვანოს საქმეო, არამცთუ კბილის ექსტრაქციამდე....
შეიძლება ცოტა თემას გადავუხვიო მაგრამ ეხლა ერთი ქართველი ყბა-სახის ქირურგის სიტყვებიც გამახსენდა: თბილისში რაღაც ოპერაცია გადავიღეთ ვიდეოფირზე და გავაგზავნეთ გერმანიაში კონფერენციაზეო,იქ კი ისე გაკვირვებულები დარჩნენ: ჩვენ ასეთი პათოლოგია არ გვინახავს, რადგან აქ ამას ისეთ ადრეულ ეტაპზე მკურნალობენ, რომ თქვენ რომ გადაღებული გაქვთ იმ ზომამდე მიყვანილს აქ ვერსად ნახავო...


P.S.მოკლედ ძალიან არაპროფერსიული ენით კი მოვყევი ეს ორი ისტორია,უცხო რომ წაიკითხავს ვერ გაიგებს სტომატოლოგის დაწერილია თუ ტაქსისტის, მაგრამ აზრის გადმოცემა და დასაბუთება მინდოდა და ამ შუაღამისას მეტი ვერაფერი მოვიფიქრე gigi.gif gigi.gif

Posted by: ikebana 9 Feb 2006, 02:36
makko
QUOTE
აზრის გადმოცემა და დასაბუთება მინდოდა და ამ შუაღამისას მეტი ვერაფერი მოვიფიქრე

სულაც არაა საჭირო მაინცდამაინც ტერმინოლოგიით საუბარი, ეს ხშირად პაციენტისგან უარყოფითად აღიქმება. მთავარია რომ გასაგები იყოს smile.gif

Posted by: Presidental 10 Feb 2006, 14:49
QUOTE
აი აქ ვარ და ახლავე მოგახსენებთ. მარტივი ამბავია. პრევენციისა და თერაპიული სტომატოლოგიის მიღწევები საშულებას იძლევა (მომავალში კი ალბათ უფრო მეტს) მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კბილის დაკარგვის ალბათობა. გარდა ამისა იმპლანტოლოგია ძვირადღირებულია, რაც არ იძლევა მისი სწრაფი განვითარების საშუალებას, მაშინ როცა თერაპია გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ.

ასეთი სიტუაცია საქართველოში ოდესმე კი არა, არასდროს იქნება. სამწუხაროა, მაგრამ ასეა

Posted by: კარიესა 15 Feb 2006, 14:16
დაზღვევა რომ/თუ განვითარედება საქათველოში მაშინ იქნება საქმე ისე როგორც გერმანიაშია და სხვაგან იმიტომ რომ ძაან ბევრს აკეთებს ეგ სფერო ყველაფრისთვის, მათ შორის სტომატოლოგიისთვის. კარიესი კი არა წარმოიდგინეთ აბა, ქართველს რომ ფული ქონდეს გადახდილი დაზღვევაში, არ ამოადენს სისხლად იმ ფულს? სულ ჯანსაღ კბილებს გაიფუჭებს და მერე გაიკეთებს. მერე შემცირდება კბილის ექსტრაქციები smile.gif აბა?!

Posted by: ტანკე 15 Feb 2006, 17:45
ჩემი აზრით რაც არ უნდა განვითარდეს თერაპიული სტომატოლოგია,ექსტრაქციები მოდაში ყოველთვის იქნება,რადგანაც ზოგს მიაჩნია,რომ დაბჟენა ბევრად უფრო მტკივნეულია,ვიდრე ექსტრაქცია.მე ასეთებს ბევრს ვიცნობ.შესაბამისად იმპლანტაციასაც აქვს პერსპექტივა,მაგრამ მხოლოდ ერთეული ექიმებისათვის,საუკეთესო სპეციალისტებისათვის,რომლებსაც ვიპ პაციენტების მცირე წრე ყოველთვის ეყოლებათ.

Posted by: ikebana 16 Feb 2006, 21:33
el tanke
მე ჯერ პაციენტი არ მინახავს, რომ ექსტრაქცია ვერ გადაათქმევინო თუ ნორმალურად აუხსნი. უბრალოდ ზოგჯერ მეტი ძალისხმევა გვჭირდება smile.gif

Posted by: Verbatim 22 Mar 2010, 12:12
ოთხი წლის მერე, საქართველოში კბილების იმპლანტაციის სიტაუცია გაუმჯობესდა? მე-6 კბილის ფესვზე ჩირქი მაქვს და ამოღებას ვაპირებ და მერე იმპლანტის ჩასმა მინდა და არა ჩვეულებრივი პროტეზი. პლიუს ამას, სიბრძნის კბილი ამოვიღე და შეიძლება ისიც მივაიმპლანტო, თუ ეს შესაძლებელია.

სადაა ყველაზე კარგი კლინიკა და რა ჯდება ეს დღეს?

Posted by: Gedsa_Neo 22 Mar 2010, 15:37
Verbatim
4 წლის უკანაც არ აკეთებდნენ ცუდად საქართველოში, ჩემს ნათესავს 8 წელია აქვს საქართველოში გაკეთებული იმპლანტატები, მთლიანი ყბა და რავიცი ჯერჯერობით საკუტარისაგან ვერ არჩევს


QUOTE
სიბრძნის კბილი ამოვიღე და შეიძლება ისიც მივაიმპლანტო, თუ ეს შესაძლებელია.

8 კბილის იმპლანტაცია რათ გინდა?? 6 და 7 გაქვს?? თუ არა გაქვს ხიდისთვის დაგჭირდება ალბათ მაგრამ თუ გაქვს აზრი არა აქვს 8 კბილის იმპლანტატს, 8 კბილი ღეჭვაში არ მონაწილეობს, რომ გაიცინებ არ ჩანს... მოკლედ არ გარგია....

QUOTE
სადაა ყველაზე კარგი კლინიკა და რა ჯდება ეს დღეს?

მარტო იმპლანტატი 700 ლარიდან ზევით, მასალაზე დამოკიდებულებით.

Posted by: Verbatim 22 Mar 2010, 16:05
QUOTE
მასალაზე დამოკიდებულებით

აი მასალები იქნება მთავარი. რა მასალებია საუკეთესო?

Posted by: Gedsa_Neo 22 Mar 2010, 22:34
Verbatim


made in Suisse და made in Germany

Posted by: MANAXH 25 Mar 2010, 19:58
Verbatim
ალბათ აჯობებს პერიოდონტიტს უმკურნალო..

ამოღება მაინც უკიდურეს შემთხვევაში, მითუმეტეს პირველი მოლარის


Posted by: kaxa_o 6 Apr 2010, 23:12
აუ როდინდელი თემა ამოვარდნილა და რეები წერია პროსტა, ნეტავ იმ პოსტების ავტორები ისევ ისე ფიქრობენ?

Posted by: akaki 17 Apr 2010, 09:24
როიალ დენტში ორი იმპლანტს ვიკეთებ, 600,600 ლარი გადავიხადე მარტო იმპლანტებში, 350, 350 ჯდება გვირგვინები

მასალას რაც შეეხება არის გერმანული და არის ისრაელის, მე როგორც ამიხსნეს რაიმე დიდ განსხვავება სარ იძლევა, გერმანულები ღირს 800 ლარი, ცოტა ძვირი


Posted by: baby-bobo 29 Apr 2010, 22:00
akaki
QUOTE
როიალ დენტში ორი იმპლანტს ვიკეთებ, 600,600 ლარი გადავიხადე მარტო იმპლანტებში, 350, 350 ჯდება გვირგვინები

მასალას რაც შეეხება არის გერმანული და არის ისრაელის, მე როგორც ამიხსნეს რაიმე დიდ განსხვავება სარ იძლევა, გერმანულები ღირს 800 ლარი, ცოტა ძვირი

მოყევი აბა როგორი პროცედურაა.
რა როგორ ხდება.
რაიმე გამოკვლევები არ არის საჭირო???


იმ დღეს ვუსმინე ტვ. არანაირი უკუჩვენება არ აქვს გარდა ოსტეოპოროზისა, მართალია?

Posted by: akaki 29 Apr 2010, 23:12
baby-bobo

თუ დააპირებ გაკეტებას, გირჩევ როიალ დენტში მიხვიდე, მეც მირჩიეს და ძლიან კმაყოფილი ვარ, თან ბევრი აქებს მარტო ჩემი აზრიც არაა, ხარისხიც და მომსახურებაც ყველაფერი ხუთიანზეა

არანაირი ხიდები და გვერდითი კბილებზე დაშენებები და ასე შემდეგ, კიდე კარგი რომ ეგენი არ გავიკეთე,

არანაირი უკუჩვენება არ აქ, ჩემმა ექიმმა მითხრა რომ უკუჩვენება შეილება იყო რომ ძვალმა არ მიიღოს იმპლანტი და ჩამოვარდეს, ესეთი 1000 იდან 11 შემთხვევა გვქონდაო, ანუ ძალიან დაბალი შანსია ამის,

პროცესია ძალიან მარტივი, ნახევარ საათიანი პროცედურაა ჩადგმა, შემდეგ 4-5 თვე ელოდები რომ ადაპტაციამ ჩაიაროს და შეხორცდეს, შემდეგ გიდგავენ მარეგურილებლებს 2-3 კვირა, შემდეგ იკეთებ გვირგვინ, აი გვირგვინის გაკეთების სტადიაზე ვარ ეხლაsmile.gif

ზუსტ კოდრინატებს ექიმისას მოგცემ თუ დაგაინტერესებს, ვიზიტკა სამსახურში მაქ და ვნახავ ხვალ



Posted by: baby-bobo 30 Apr 2010, 00:43
akaki
მანამდე ხომ შეიძლება დროებითი გვირგვინის გაკეტება???
ფასი როგორია მანდ.
ექიმის გვარი და ზუსტად ყველაფერი მომწერე smile.gif

Posted by: ikebana 30 Apr 2010, 01:47
akaki
QUOTE
უკუჩვენება შეილება იყო რომ ძვალმა არ მიიღოს იმპლანტი და ჩამოვარდეს,

ეს უკუჩვენება კი არა გართულებაა.
უკუჩვენება ისაა, რის გამოც გართულება ხდება და რისი წინასწარ გათვალისწინებაცაა საჭირო.

Posted by: merkuriela 6 May 2010, 22:23
მეც მაქვს კბილი გასაკეთებელი yes.gif

Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 8 May 2010, 22:47
მოკლედ 6 თვე ჭირდება მაგ საქმეს? ასე გამოდის? და კიდევ შეილება თუ არა ორი იმპლანტი ერთდროულად გაკეთდეს ? ერთმანეთის გვერიდით მჭირდება გავიკეთო რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება ?

Posted by: Gedsa_Neo 8 May 2010, 22:58
მ ს ტ ო ვ ა რ ი
გვერდი - გვერდ 2 იმპლანტატის გაკეთება შეიძლება, ასევე 1 რო გაიკეთო და მასზე "დაკიდონ" მეორე კბილი ესეც შეიძლება ეს დამოკიდებულია რომელი კბილებია (ყველა კბილს თავისი ღეჭვითი დატვირთვა აქვს) და მეორე მეზობელი კბილი თუ გაქვს.


Posted by: მ ს ტ ო ვ ა რ ი 9 May 2010, 00:35
ოკ გასაგებია მაგას ადგილზე უფრო გაარკვევენ.
.....................................................

Posted by: No Regrets 14 May 2010, 12:19
და ამ 6 თვის მანძილზე უკბილოდ უნდა იარო თუ რამე დროებითს გიკეთებენ?

Posted by: Gedsa_Neo 14 May 2010, 13:03
No Regrets
QUOTE
დროებითს გიკეთებენ


yes.gif

Posted by: maglaka 17 May 2010, 23:59
მე ვაპირებ იმპლანტოლოგობას და ჩაეწერეთ წინასწარ : ) )

Posted by: geovip 20 May 2010, 12:52
გამარჯობათ მეგობრებო...
მეც მაინტერესებს ნებისმიერი სახის ინფო იმპლანტოლოგიის და იმპლანტების შესახებ საქართველოში.... რა ფირმის იმპლანტებს ხმარობენ, რა ღირს და ა.შ.... თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია დაწერეთ გთხოვთ smile.gif
მადლობა წინასწარ...

Posted by: exploit 25 May 2010, 16:41
700 ლარი მითხრეს იმპლანტანტი და 400 ლარი გვირგვინი

რა უბედურებაა ამხელა ფასები ვიფიქრე 600 ლარად გავიკეთებ თქო

ყველა კლინიკაში ამნაირი ფასებია?

Posted by: cesdeba 28 Jun 2011, 15:57
ოი ოი, 2 ცალ მეექვსე კბილს უნდა მივხედო და იმპლანტები მირჩიეს. გვერდითა კბილების გაფუჭებას და გაქლიბვას გირჩევნია, მაგრამ სამი-ოთხი თვე ხელფასს დავემშვიდობები ალბათ 2 კბილის გულისთვის.

HBI Dent-ში ვაპირებ, მიცკევიჩზე. სხვა ვარიანტი რა გაქვთ?

Posted by: periphery 28 Jun 2011, 20:26
და თუ ყველაფერი ძირვფესვიანად იქნა გამოკვლელულ შესწავლილი მაინც შეიძლება რომ გართულება წამოვიდეს? და ამ გართულებას ანაზღაურებენ პასუხისმგებლები არიან?

საზღვარგარეთაც ასეა?

Posted by: DentalHouse 28 Jun 2011, 23:10
იმპლანტაციის ფასი 550 ლარიდან იწყება და გვირვინი 300 ლარიდან,მგონი განსხვავებული ფასებია.

Posted by: tsqnafo 1 Jul 2011, 16:02
DentalHouse
მოიცა, რისი გვირგვინია, 300 ლარი რომ ჯდება? თვითონ იმპლანტის მასალა რისია? და კიდევ, ინპლანტზე რომ მაგრდება, მერე რაზეც კბილებს აცვამენ, იმის ფასიც შედის ამაში?


Posted by: herrlado 16 Jul 2011, 16:19
ზოგადად მაინტერესებს, თვითონ იმპლანტანტის ჩადგმა როგორ პროცესია ან რამდენი მისვლაა საჭირო, ან დიდი გაზომვები და მორგებები თუ უნდა, ანუ მარტო იმპლანტატის ჩადგმას. კუზანოვის კლინიკასთან
მქონდა მიმოწერა ელქტრონული ფოსტით. ერთი ცალი იპლანტატი 600 ლარიო მითხრეს. და ჩასმას ნახევარი საათი უნდა და ნაკერებს სადღაც 10-14 დღეში ვხნსითო. კბილის ჩადგმა კი მერე 6 თვიდან დაახლოებით როცა გინდაო.

რამე სხვა ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, ან რამე გადაჭარბებული ხომ არ არის ამ ინფოში? გართულების ძალიან დაბალი შანსია 1% იო, ესე მითხრეს. პრობლემა იმაშია რომ საქართველოში ჩამოვდივარ წელიწადში ერთხელ. ამჯერად 3 კვირით და მინდა რომ ეს იმპლანტანტი ჩავიდგა და მეორე ჩამოსცვლაზე უკვე კვილი დავიმაგრო. ლაპარაკია 4-5 ზედა კბილზე.

Posted by: DentalHouse 20 Jul 2011, 17:50
herrlado
სწორი ინფორმაცია გაქვთ,იმპლანტაცია არ არის რთული ოპერაცია სულ 15 წუთი უნდა.კონსულტაციაზე მიბრძანდებით და როცა ექიმი პირის ღრუს და რენტგენს ნახავს დაიგეგმება ოპერაცია.დაგინიშნავენ ანტიბიოტიკს და არაფერი პრობლემა არ იქნება

Posted by: herrlado 20 Jul 2011, 18:16
QUOTE (DentalHouse @ 20 Jul 2011, 14:50 )
herrlado
სწორი ინფორმაცია გაქვთ,იმპლანტაცია არ არის რთული ოპერაცია სულ 15 წუთი უნდა.კონსულტაციაზე მიბრძანდებით და როცა ექიმი პირის ღრუს და რენტგენს ნახავს დაიგეგმება ოპერაცია.დაგინიშნავენ ანტიბიოტიკს და არაფერი პრობლემა არ იქნება

მადლობა. ანუ იმ დღესვე ნახავენ რენდგენით ალბათ და თუ ყველაფერი ნორმაშია იმ დღესვე ჩასვავენ ესე იგი.

კარგით და თქვენთან როგორ სიტუაციაა რა ჯდება იმპლანტანტი და შემდგომ მაღალი ხარისხის კბილი? ან დროულად თუ შევძლებთ ჩასმას?


Posted by: _pulpa_ 21 Jul 2011, 22:15
იმპლანტაცია დღესდღეისობით აღარანაირს პრობლემას არ წარმოადგენს სტომატოლოგიური მომსახურების მხრიდან, მთავარია ფინანსებმა შეუწყოს ხელი პაციენტს, თუ სიტუაციამ საშუალება მოგვცა, არც ხდება ღრძილის გაჭრა ისე რომ გასაკერიიყვეს მერე, ტექნიკურად მარტივია, ფასები კი დამოკიდებულია რომელი ფირმის იმპლანტს გააკეთებს იმპლანტოლოგი და რამდენად საჭირო იქნება ხელოვნური ძვლის გამოყენება, გართულება იკითხეს ზევით და თუ ყველაფერი კარგად არის გაკეთებული, რისკი იმპლანტის შეუთვისებლობის, არის 3-5 %, ძირითადად კი შეხორცება (ოსტეოინტეგრაცია) უპრობლემოდ მიდის და რენტგენის კონტროლის მერე, როცა ინახება რომ ესევთქვათ შეხორცება დასრულებულია, ორთოპედი გააკეთებს თავის საქმეს და ეგაა. ეხლა ცინა შაბათს ჩვენმა კირურგმა ერთ პაციენტს 9 ერთეული ჩაუსვა, ასე რომ საშიში და რაღაც წარმოუდგენელი არაფერია, მთავარია ფინანსები

ასე რომ წარმატებებს გისურვებთ smile.gif

Posted by: herrlado 22 Jul 2011, 11:49
_pulpa_
DentalHouse

ანუ 600 ლარი თითო იმპლანტატში (მარტო იმპლანტაცია კბილის გარეშე) არ არის ძვირი?

Posted by: _pulpa_ 22 Jul 2011, 22:05
ნუ ეგ იაფიანი იმპმანტების გატვალისცინებიტ ნორმალური ფასია, ძვირიან იმპლანტებს მაგ ფასში ვერავინ გაგიკეთებს, კითხე ექიმს რა იმპკანტს გიკეთებს, და კანონით ოპერაციის მერე იმ იმპკანტის პასპორტიც უნდა გამოგატანოს და უნდა შეინახო, კანონი არეგულირებს ამას

Posted by: archilcheghe 23 Jul 2011, 12:25
ჩვენთან კლინიკაში 600 ლარად MIS-ის იმპლანტებია smile.gif

Posted by: herrlado 23 Jul 2011, 19:47
archilcheghe
ეგ რას ნიშნავს? კარგია თუ ცუდია?

Posted by: sosovika 24 Jul 2011, 01:56
Aვერსის კლინიკა რომ აკეთებს რეკლამას 380 ლარიო ეს რას ნიშნავს მხოლოდ ერთ კბილზეა საუბარი?

Posted by: violet 24 Jul 2011, 11:49
sosovika
QUOTE
380 ლარიო

ესე იაფად არ არსებობს ერთი კბილი ....ნუ ჩემი აზრით

Posted by: _pulpa_ 27 Jul 2011, 12:09
herrlado
QUOTE
archilcheghe
ეგ რას ნიშნავს? კარგია თუ ცუდია?

MIS კარგი პროდუქცია აქვს,

archilcheghe
თქვენთან ვინ აკეთებს იმპლანტაციებს?

sosovika
QUOTE
Aვერსის კლინიკა რომ აკეთებს რეკლამას 380 ლარიო ეს რას ნიშნავს მხოლოდ ერთ კბილზეა საუბარი?

ხო აბა მთელ ყბას ვინ ჩასვავს მასე იაფად, ოღონდ იკითხე ჯერ რა მასალით მუშაობენ და აუცილებლად უნდა მოგცენ ოპერაციის მერე იმ იპლანტის პასპორტი, და კანონი არეგულირებს ამას, იმპლანტი უნდა გაიხსნას სტერილური შეფითვიდან პაციენტის თვალწინ.

violet
QUOTE
sosovika
QUOTE
380 ლარიო


ესე იაფად არ არსებობს ერთი კბილი ....ნუ ჩემი აზრით

მეც მაგ აზრის ვარ smile.gif))))

Posted by: herrlado 27 Jul 2011, 12:15
_pulpa_
კუზანოვის კლინკაზე რას მეტყოდი? მანდ ვაპირებ. MIS გვაქვსო და მასიურად მაგას ვაკეთებთო და პრობლემა ჯერ არ გვქონიაო.

Posted by: _pulpa_ 27 Jul 2011, 13:58
herrlado
QUOTE
კუზანოვის კლინკაზე რას მეტყოდი? მანდ ვაპირებ. MIS გვაქვსო და მასიურად მაგას ვაკეთებთო და პრობლემა ჯერ არ გვქონიაო.

ოპერატორი ვინ არის? ანუ ვინ გაგიკეთებს ოპერაციას ,მთავარი ისაა თუ ქირურგი ვინ იქნება smile.gif) თორე ეგ კაი ფირმაა, უმეტესობა საქართველოში მაგით მუშაობს და ორგანიზმისგან უკუგდების შანსი თითქმის 5 პროცენტიც კი არ არის, ანუ ძალიან მინიმალურია რომ ვერ შეითვისოს რა, და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია

Posted by: herrlado 27 Jul 2011, 14:02
_pulpa_
არ ვიცი, ვის მირჩევდი? ეხლა იმეილით მაქვს მიმოწერა და კონკრეტულ ოპერატორზე არ შევთანხმებულვარ.

Posted by: archilcheghe 30 Jul 2011, 17:15
herrlado

MIS მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. დღეს საქართველოში ამათი იმპლანტები წარმოადგენს ფასის და ხარისხის იდეალურ ურთიერთ თანაფარდობას. ამაზე ძვირიანებიც არის მაგალითად STRAUMAN, რომელიც ხარისხით ძალიან მაღალია მაგრამ MIS ფაქტიურად არაფრით ჩამოუვარდება, მით უმეტეს მისი ბოლო თაობა. არის კიდევ უამრავი ბრენდი უფრო ძვირი ვიდრე MIS, მაგალითად BEGO, SIMPLE SWISS, მაგრამ ხარისხით ახლოსაც ვერ მივლენ MIS-სთან, არის კიდევ უფრო იაფებიც მაგალითად ALFA-BIO, ADIN, რომლის ჩასმაც საქართველოში ღირს 350-400 ლარი, მაგრამ ხარისხი ბევრად დაბალია.

პ.ს. ნურავის ეგნონოს რამე პირადი დაიინტერესება მქონდეს mis-ის იმპლანტებში, პირიქით მაგის შემომტან ადამიანთან რბილად რომ ვთვქვა საკმაოდ რთული ურთიერთობა მაქვს smile.gif უბრალოდ მართლა ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

QUOTE
კუზანოვის კლინკაზე რას მეტყოდი? მანდ ვაპირებ. MIS გვაქვსო და მასიურად მაგას ვაკეთებთო და პრობლემა ჯერ არ გვქონიაო.


პ.პ.ს.ძირითადად MIS ზე ვმუშაობთ ქართველი ოპერატორების უმრავლესობა (მოთხოვნის სესაბამისად STRAUMAN-ზეც და ციმერზეც herrlado


Posted by: Sys197 2 Aug 2011, 11:04
ნიუ-დენტზე რას მეტყვით? ღირს მანდ იმპლანტების გაკეთება? და ფასიც ხომ არ იცით რა ჯდება?

Posted by: operis achrdili 15 Aug 2011, 22:58
Gedsa_Neo
QUOTE
4 წლის უკანაც არ აკეთებდნენ ცუდად საქართველოში, ჩემს ნათესავს 8 წელია აქვს საქართველოში გაკეთებული იმპლანტატები, მთლიანი ყბა და რავიცი ჯერჯერობით საკუტარისაგან ვერ არჩევს

და ხომ არ იცი ვისთან გაიკეთა?
* * *
sosovika
QUOTE
Aვერსის კლინიკა რომ აკეთებს რეკლამას 380 ლარიო ეს რას ნიშნავს მხოლოდ ერთ კბილზეა საუბარი?

მანდ აკეთებს ვინმე ლევან ხარატიშვილი, ცოტა მარაზმატიკი ტიპაჟია, ყოველ შემთხვევაში მე არ ვენდობი. ჩემს თვალწინ კბილი ვერ ამოუღო ჩემს მეგობარს, ხოლო ერთი ჩემი ნაცნობი კბილის ამოღების შემდეგ აღმავალი ინფექციით დღემდე პარალიზებულია, ფეხზე წამოდგა, მაგრამ ლაპარაკის უნარი აქვს დაკარგული.
* * *
_pulpa_
ვინმე კარგი მირჩიე რა! ძალიან დავიბენი.
* * *
archilcheghe
QUOTE
ჩვენთან კლინიკაში 600 ლარად MIS-ის იმპლანტებია

სად არის ეგ თქვენი კლინიკა?

Posted by: tamusinka 18 Aug 2011, 16:49
როგორც ვიცი იმპლანტები ღრძილებთან მთლად ვერ მეგობრობენ და მუდმივად უნდა მოვლა და ყურადღების მიქცევა, არა? მოსახსნელი იმპლანტებიც არისო, როცა დაგჭირდება რომ მოხსნა, მიხედო რაღაცეებს (რაც მისახედია) და მერე თავიდან უკეთდება. სწორი ინფო მაქვს თუ რაღაც მეშლება? კბილი მაქვს ჩასასმელი, ღრძილები ცოტა მგრძნობიარე და ფინანსების გარდა ვფიქრობ იმპლანტაცია რამდენად თავის ტკივილი შეიძლება იყოს ჩემთვის.

Posted by: _pulpa_ 18 Aug 2011, 23:17
tamusinka
QUOTE
მოსახსნელი იმპლანტებიც არისო

იმპ[ლანტი რომ ჩამაგრდება ძვალში, იმას თუ ამოხერხავ, ან უნდა დაჩირქდეს და ისე ამოვა მარტივად smile.gif ანუ მოსახსნელი არ არის, შეიძლება მასზე მოსახსნელი პროტეზი დამაგრდეს, თორე თვითOნ იმპლანტი მოსახსნელი არ არის smile.gif რაც შეეხება მოვლას, მოვლა საკუთარ კბილებსაც სჭირდება არანაკლები, იმპლანტაცია თავის ტკივილი არ იქნება, მთავარია ფინანსები ხელს გიწყობდეთ და დანარჩენი ნიუანსები უშუალოდ კლინიკაში გაირკვევა ექიმთან კოსნულტაციის დროს smile.gif

Posted by: TRAVELER777 19 Aug 2011, 12:42
ფიზიოდისპენსერებზე რას იტყვით,საქართველოში როგორებს იყენებენ(ქვეყანა,ფირმა,დასახელება) და როგორი მუშაა(გამომდგარი?)?

Posted by: nanitaa777 20 Aug 2011, 17:34
რამე მიშველეთ რა იმპლანტანტის ჩასმა მიწევს ყველა ვარიანტშI და თანაც მე ვვარაუდობდი 2ს და თურმე 4 მჭირდება როგორც აქ გავარკვიე

ანუ როგორი სიტუაციაა წინა მხარეს ნუ ზედა ყბაზე მაქვს სულ 7 კბილი (ორსულობა ლაქტაციამ დამღუპა და მომანელა)
და უკანა მხარეებზე არცერთი,
ეს ყველა წინა მხარეს ერთადაა ,დაწყებული სიბრძნის კბილებიდან ყველა საღეჭი კბილი ორსულობისას ამომიღეს ისეთ დღეში ვიყავი, ეხლა იქნებ მირჩიოთ რა ჯობია სად ჯობია მივიდე ცოტა ნორმალურ ფასებში და ისეთი რომ ფული ტყვილა არ გადავყარო (რომელი ცოტა ჯდება )
ველოდები თქვენს პასუხებს მართლა სერიოზულად მჭირდება თქვენი დახმარება

Posted by: _pulpa_ 21 Aug 2011, 21:21
TRAVELER777
დაბალიუეიცჰის (ქარტულად რომ დავცეროტ smile.gif)) ) და ენესკას ფირმის ვიცი რომ კარგებია ანუ გამოცდილია და ბენი-იარი, მგონი ესე ქვია, დანარცჰენები არ ვიცი, მაგრამ სჰენ ის უნდა იცოდე, თუ სტომატოლოგი ხარ რა საქიმანობისთვის გინდა, ანუ არის ისეთებიც რომელსაც ქირურგიაში ძვალზე სამუშაოდაც გამოიყენებ, კისტებზე, ძვლის ფრეზირებაზე და ასე შემდეგ რა, სხვადასხვანაირებია

nanitaa777
ნუ მე როგორც მივხვდი მანდ შეიძLება 4 იც არ იყოს საკმარისი საუკეთესო შედეგისთვის, რა გითხრათ აბა, სასურველია მაინც სპეციალისტს ენახვოთ და მიიტანოთ ორთოპანთომოგრამის სურათის ციფრული ვერსია, მე რაც ვიცი ერთერთი საუკეთესო კეთდება ავერსის კლინიკაში ჩაგიწერენ სიდი დისკზე და გამოატანენ და გამოცდილი და კვალიფიციური იმპლანტოლოგი შეაფასებს და გეტყვის პასუხს, სსურველია გაიკეთო ისეთთან, რომელსაც ყავს მისივე ორთოპედი

Posted by: TRAVELER777 22 Aug 2011, 12:23
QUOTE
_pulpa_

მადლობა,ქირურგიული იმპლანტაციისთვის მჭირდება,მაგათზე მეც ვიცი რომ კარგებია,არის კიდე იტალიურები თბილისში აქვს რამდენიმეს უბრალოდ არ ვიცი ვის და ეგენი როგორია მოსახმარად ,მოსახერხებელია ნეტა,მაგის ბუნიკებიც კარგი რომლებია ისე რომ ინსტრუმენტები არ იჭედებოდეს...ვინ რას იყენებს(ფიზიოდისპენსერის კუთხისქვეშა ბუნიკები ქირურგიული) და როგორი კმაყოფილია...

Posted by: ikebana 22 Aug 2011, 19:33
TRAVELER777
nanitaa777
გაითავლისწინეთ, რომ პოსტების კოპირება სხვადაასხვა თემაში არ შეიძლება. პოსტი გააკეთეთ მხოლოდ ერთ , შესაბამის თემაში.

Posted by: TRAVELER777 23 Aug 2011, 22:46
QUOTE
ikebana

გავითვალისწინებბბბ

Posted by: xxx_boy 23 Aug 2011, 22:47
QUOTE (killer @ 6 Feb 2006, 13:53 )
Tsico_Tsico
კი კეთდება, ოღონდ ძალიან ძვირი ღირს. ეხლა გაიკეთა ერთერთა პოლიტიკოსმა ქალმა smile.gif

რატო დაჭირდა ნეტა? vik.gif vik.gif

Posted by: ladybug 29 Aug 2011, 17:30
_pulpa_
QUOTE
იმპლანტაცია დღესდღეისობით აღარანაირს პრობლემას არ წარმოადგენს სტომატოლოგიური მომსახურების მხრიდან, მთავარია ფინანსებმა შეუწყოს ხელი პაციენტს, თუ სიტუაციამ საშუალება მოგვცა, არც ხდება ღრძილის გაჭრა ისე რომ გასაკერიიყვეს მერე, ტექნიკურად მარტივია, ფასები კი დამოკიდებულია რომელი ფირმის იმპლანტს გააკეთებს იმპლანტოლოგი და რამდენად საჭირო იქნება ხელოვნური ძვლის გამოყენება, გართულება იკითხეს ზევით და თუ ყველაფერი კარგად არის გაკეთებული, რისკი იმპლანტის შეუთვისებლობის, არის 3-5 %, ძირითადად კი შეხორცება (ოსტეოინტეგრაცია) უპრობლემოდ მიდის და რენტგენის კონტროლის მერე, როცა ინახება რომ ესევთქვათ შეხორცება დასრულებულია, ორთოპედი გააკეთებს თავის საქმეს და ეგაა. ეხლა ცინა შაბათს ჩვენმა კირურგმა ერთ პაციენტს 9 ერთეული ჩაუსვა, ასე რომ საშიში და რაღაც წარმოუდგენელი არაფერია, მთავარია ფინანსები

და ვიზუალურად როგორ გამოიყურება იმპლანტირებული კბილები?ესთეტიკა მიღწევადია?

Posted by: _pulpa_ 1 Sep 2011, 13:58
ladybug
QUOTE
და ვიზუალურად როგორ გამოიყურება იმპლანტირებული კბილები?ესთეტიკა მიღწევადია?

ეგ უკვე ოღთოპედის დახელოვნებაზეა დამოკიდებული, ვინც იცის იმპლანტზე კბილი როგორ დაამაგროს, თვითონ იმპლანთის ვიზუალობაზე რა გითხრა, იდეაში იმპლანტი არ უნდა ჩანდეს, ის ჩაძირული უნდა იკოს ძვალში და უნდა ჩანდეს მხოლოდ მასზე დაფიქსირეეეებული კერამიკული კბილი smile.gif

Posted by: natasha21 9 Sep 2011, 16:43
ერთ კვირაში ვიკეთებ სინუსიტ რაღაცით და 5 იმპლანტი უნდა გავიკეთო ორივე ზედა მხარეს და + ძვლის ფხვნილი თუ რაღაც უნდა შემიყვანონ.. 4 საათი გაგრზელდებაო და ისე მეშინია.. მეუბნება ქირურგი არაა მტკივნეულიო და მერე 4 დღე იქნები შეშუპებული და გარეთ ვერ გახვალო. მოკლედ ვინმემ რამე თუ იცით ასეთი ოპერაციის შესახებ ა?sad.gif

Posted by: ladybug 10 Sep 2011, 03:27
natasha21
როგორც ჩანს თქვენ არ გაქვთ საკმარისი ძვალი რათა იმპლანტი კარგგად მოთავსდეს და ამიტომ ჯერ სინუსლიფტინგის ოპერაცია გიტარდებათ,რამდენადაც ვიცი ეს ოპერაცია წარმატებით ტარდება
არსებობს 2 სახის სინუსლიფტინგი: 1--დახურული სინუსლიფტინგი – ჰაიმორის ღრუს დონის აწევა როცა არაა საკმარისი ძვლის სიმაღლე იმპლანტის მოსათავსებლად. ტარდება იმპლანტაციასთან ერთად ძვლოვანი ტრანსპლანტატებით. ეს მეთოდის საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ უფრო გრძელი იმპლანტი, რაც თავისთავად ზრდის იმპლანტის მოხმარების დროს.

2---ღია სინუსლიფტინგი – მანიპულაცია, რომელიც ტარდება ზედა ყბაზე ძვლის სიმაღლის გასაზრდელად, როდესაც ჰაიმორის ღრუს საზღვრები არ იძლევა იმპლანტის დაყენების საშუალებას. ტარდება იმპლანტაციამდე ან უშუალოდ იმპლანტაციის დროს ძვლოვანი პრეპარატების გამოყენებით. სრულიად უმტკივნეულო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 40 წუთს მოიცავს.



ისე ძალიან მაინტერესებს რეალსი იმპლანტირებული კბილების ნახვა.. ნეტა როგორ აკეთებენ... ესთეტიკა რამენად მიღწევადია

Posted by: natasha21 10 Sep 2011, 22:17
ladybug
მადლობ ყურადღებისთვის , ხო ეგ სინუსლიფტინგი მჭირდება ორივე მხარესsad.gif((

Posted by: nanitaa777 23 Sep 2011, 11:22
რა მაინტერესებს იცით? წინასწარი გამოკვლევები რა და რა უნდა ჩატარდეს აუცილებლად?? ანუ გამიგია რომ ყბის ძვლის ანაფხეკს თუ რაღაც ეგე|თს იღებენ და იტოვებენ გამოსაკვლევად რამდენად შეგუებადი იქნებაო, აი ესენი მაინტერესებს თუ ვინმემ იცით დაპოსტეთ რა, იმ კვირას უკვე უნდა დავიწყო კლინიკებში სიარული და ფასები+პირობების გაგება

Posted by: gast 1 Oct 2011, 15:45
ikebana
QUOTE
საერთოდ იმპლანტაციის პერსპექტივები მე პირადად საეჭვოდ მიმაჩნია და არა მარტო საქართველოში. თუ რატომ, ახლა გავრბივარ და მერე მოგახსენებთ

QUOTE
აი აქ ვარ და ახლავე მოგახსენებთ. მარტივი ამბავია. პრევენციისა და თერაპიული სტომატოლოგიის მიღწევები საშულებას იძლევა (მომავალში კი ალბათ უფრო მეტს) მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კბილის დაკარგვის ალბათობა. გარდა ამისა იმპლანტოლოგია ძვირადღირებულია, რაც არ იძლევა მისი სწრაფი განვითარების საშუალებას, მაშინ როცა თერაპია გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ.

და სხვა გაზა რომ არ არის რა უნდა ქნა? წინა კბილი რამდენი ხანია მენძრევა, გინდა თუ არა ამოსაღებიოა, თავი მოვიკალი ცოცხალი თავიტ არ ამოვიღებ მეტქი მარა ა ჩამოდის დაბლა უკვე არარ ჩერდება და არ უნდა ვქნა არ ვიცი, ცოცხალი ტავიტ რარაცა არაბუბენრივის ჩასმა არ მინდა სხეულში, ცუდად მაქვს დაცდილი sad.gif

მირჩიეთ ხალხო რამე რააა, წინა კბილი არ იყოს მაინც sad.gif
* * *
ladybug
QUOTE
როგორც ჩანს თქვენ არ გაქვთ საკმარისი ძვალი რათა იმპლანტი კარგგად მოთავსდეს და ამიტომ ჯერ სინუსლიფტინგის ოპერაცია გიტარდებათ,რამდენადაც ვიცი ეს ოპერაცია წარმატებით ტარდება
არსებობს 2 სახის სინუსლიფტინგი: 1--დახურული სინუსლიფტინგი – ჰაიმორის ღრუს დონის აწევა როცა არაა საკმარისი ძვლის სიმაღლე იმპლანტის მოსათავსებლად. ტარდება იმპლანტაციასთან ერთად ძვლოვანი ტრანსპლანტატებით. ეს მეთოდის საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ უფრო გრძელი იმპლანტი, რაც თავისთავად ზრდის იმპლანტის მოხმარების დროს.

2---ღია სინუსლიფტინგი – მანიპულაცია, რომელიც ტარდება ზედა ყბაზე ძვლის სიმაღლის გასაზრდელად, როდესაც ჰაიმორის ღრუს საზღვრები არ იძლევა იმპლანტის დაყენების საშუალებას. ტარდება იმპლანტაციამდე ან უშუალოდ იმპლანტაციის დროს ძვლოვანი პრეპარატების გამოყენებით. სრულიად უმტკივნეულო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 40 წუთს მოიცავს.

ვაიი, ეგ მიტხრეს ზუსტად, არ მინდა რა ეგ რარაცა ოპერაცია sad.gif არ შეიძლება სხვა რამ? ოპრეაციის გარეშე რა
* * *
herrlado
QUOTE
ერთი ცალი იპლანტატი 600 ლარიო მითხრეს. და ჩასმას ნახევარი საათი უნდა და ნაკერებს სადღაც 10-14 დღეში ვხნსითო. კბილის ჩადგმა კი მერე 6 თვიდან დაახლოებით როცა გინდაო.

ახლა ეს ვეღარ გავიგე, იმპლანტანტ განა ტავად კბილის როლს არ ასრულებს? თუ იმას 6 ტვის მერე იღებენ და მერე კბილს სვავენ? შენი პოსტიდან ეგ აზრი გამოვიტანე
* * *
herrlado
QUOTE
ერთი ცალი იპლანტატი 600 ლარიო მითხრეს. და ჩასმას ნახევარი საათი უნდა და ნაკერებს სადღაც 10-14 დღეში ვხნსითო. კბილის ჩადგმა კი მერე 6 თვიდან დაახლოებით როცა გინდაო.

ახლა ეს ვეღარ გავიგე, იმპლანტანტ განა ტავად კბილის როლს არ ასრულებს? თუ იმას 6 ტვის მერე იღებენ და მერე კბილს სვავენ? შენი პოსტიდან ეგ აზრი გამოვიტანე
* * *
QUOTE
იმ დღესვე ნახავენ რენდგენით ალბათ და თუ ყველაფერი ნორმაშია იმ დღესვე ჩასვავენ ესე იგი.

რომ ამოიღენემ კბილს იმ დღესვე სვავენ იმპლანტანტს?

_pulpa_
QUOTE
იკითხე ჯერ რა მასალით მუშაობენ და აუცილებლად უნდა მოგცენ ოპერაციის მერე იმ იპლანტის პასპორტი, და კანონი არეგულირებს ამას, იმპლანტი უნდა გაიხსნას სტერილური შეფითვიდან პაციენტის თვალწინ.

ბარემ დაწერე რა მასალაა კარგი, ტორემ ტუ ვიკიტხეტ და გვიტხრეს ძაან გავიგებტ?

ეგ რომ ექიმს უტხრა ამა მაჩვენეო ჯერ ტუ სტერილური შეფიტვიდანააო მგონი ისე გაბრაზდეს კინწისკვრიტ გამოგაგდოს კაბინეტიდამ შენაო მე არ მენდობიო და ეგეტბი მაგატი ამბავი რომ ვიცი
* * *
_pulpa_
QUOTE
კანონით ოპერაციის მერე იმ იმპკანტის პასპორტიც უნდა გამოგატანოს და უნდა შეინახო, კანონი არეგულირებს ამას

ეგ რისტვის არის საჭირო?

Posted by: Crazy Dentist 3 Oct 2011, 09:13
იმპლანტანტები არ კეთდება საქართველოშიი? მთავარი იმპლანტოლოგი მამუკაა მარგველაშვილი ხალხო და გადასარევი სპეციალისტიცაა.....

Posted by: nanitaa777 5 Oct 2011, 16:57
გქონიათ ვინმეს შემთხვევა პრაქტიკაში ან თუ გაგიგიათ ვინმეზე რომ ვერ იგუა იმპლანტი და ამოუღეს?? და კიდევ რა მაინტერესებს შეუგუებლობის დროს აბსოლუტურად კარგავს პაციენტი თანხას ხომ? ანუ არ აუნაზღაურდება ზარალი არავისგან? თუნდაც სადაზღვევო


ანუ მინდა გავიგო როგორ მოვიქცე ჯერ, 2 კბილი ხომ არ ჩავისვა მხოლოდ რომ გავიგო იგუებს თუ არა ორგანიზმი თუ არ კეთდება ეგრე?

Posted by: gast 8 Oct 2011, 21:36
წინა კბილი უკვე მძვრება, ხელით შემიძლია ჩამოღება.
მაინტერესებს იმპლანტატის გარდა რა არჩევანი მაქვს? იმპლანტანტი არ მინდა მიტომ რომ რკინას ვერ ჩავიხრახნი პირში, უცხო სხეული არ მსურს.
ტანაც დავუშვათ ვქენი, ეგ კბილი ხომ სხვა ფერის იქნება? გამოდის მაშინ ყველა კბილს იგივე უნდა ვუქნა არა? არადა კარგი კბილები მაქვს თორემ ეგებ მექნა.
ტუ არ ვცდები 1 არჩევნაი არსებობს კიდევ? ხელოვნური რომელიც გარშემო კბილებზე მაგრდება, არა? ხოდა ალბატ ეგაც სხვა ფერის იქნება...ხომ? თანაც როგორც ვიცი გარშემო კბილები უნდა დახერხონ sad.gif
არსებობს კიდევ სხვა არჩევანი ამ ორის გარდა? რადგან არც ერტი არ მინდა, რა ვქნა გტხოვტ მირჩიოთ რამე უკეტესი, მსურს ეს ხელოვნური კბილი არ იყოს გამორჩეული და ფერიც ყველა კბილს ერთი ქონდეს. მძულს ხელოვნური კბილები ტან რომ ეტყობათ, რა საშინელებაა sad.gif

Posted by: ikebana 9 Oct 2011, 17:57
gast
მე მახსოვს თქვენი შემთხვევა და თუ სწორად მახსოვს მორყევაც პაროდონტიტის გამო გაქვთ. პაროდონტიტი კი უკუჩვენებაა იმპლანტაციისთვის, რადგან ძლოვანი ქსოვილის დეფიციტია. იმპლანტატის ინტეგრაციისთვის კი საკმარისი რაოდენობის და ჯანსაღი ძლოვანი ქსოვილია საჭირო. ყოველ შემთხვევაში იმპლანტოლოგმა უნდა გნახოთ აუცილებლად.

Posted by: Mur_Mur 5 Nov 2011, 19:13
ikebana
კარგი იმპლანტოლოგი არის საერთოდ თბილისში? იქნება მირჩიოთ ვინმე, ძალიან ძლიერი მინდა.

Posted by: DentalHouse 5 Nov 2011, 22:51
Mur_Mur
თბილისში არის ბევრი ყბა სახის ქირურგი რომელიც დიდი ხანია მუშაობს იმპლანტოლოგიაში.მაგ:კახა გურგენიძე,დათო სუხიტაშვილი.კახა მეტრეველი,.კახა მაზმიშვილი.ამ ექიმებს მინიმუმ 15 ცლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში

Posted by: Mur_Mur 6 Nov 2011, 10:36
DentalHouse
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: jgnakvi 12 Nov 2011, 00:45
ინპლანტის გაკეთებისას ზევიდან რაც კბილის მაგივრად კეთდება ფაიფურია? რკინაა თუ რა არის? ანუ გამძლეობა მაინტერესებს, ახლა ვიკეთEბ მეტალის გადაკვრას და ძალიან ცუდად ვარ განწყობილი,იმ მხრივ რომ მეტალი შეიძლება გამოჩნდეს,ექიმმა მითხრა მეტალოპლასმასი შEნზე არ გამოვაო sad.gif და ამ თEმის ნახვის მერე იმედი მომეცა,ის მეტალი თუ გამოჩნდა მერე ამ ინპლანტზე ვიფიქრებ,მაგრამ მანამდე მაინტერესებს რამდენად გამძლე იქნება ( ნუ ვიცი რომ ცვეთა ყველაფერს აქვს და ეგეც გაცვდება და დავუშვათ გაკეთდა მეექვსე კბილი, რამდენ ხანში გაცვდება და შEსაცვლელი გამიხდებაა? მოკლედ ჯერ აქედან დამაკვალიანეთ smile.gif)) წინასწარ დიდი მადლობააა

Posted by: kobaxa555 14 Nov 2011, 13:08
ცოტა სარისკო საქმეა ეგ, ხშირად გართულებები მოყვება, ორგანიზმი ხშირად ვერ ეგუება და ანთებითი პროცესები იწყება

Posted by: farfalla 15 Nov 2011, 18:02
ხალხ იცით რა მაინტერესებს? არ ვიცი მე მაქვს ეგეთი წარმოდგენა თუ მეჩვენება და რავიიი , გაკეთებული წინა კბილები აქ რაც მინახია ანუ გეორგიაში ისეთ შთაბეჭდილება მრჩება რომ აბერებს ადამიანებს , ხო და მოკელდ გასაკეტებელი მაქვს ეს ოხერი კბილები და რომელია უკეთესი ვარიანტია ანუ რომელი უფრო არ აბერებრებს და რომელია ბუნებრივთან მიახლოებული smile.gif) მადლობთ

Posted by: zuka1305 16 Nov 2011, 17:32
გააჩნია რა შემთხვევაში თუ შენი კბილის პესვი კიდე რამედ ვარგა და გადარჩება ჯობია დააშენო და გადაიკრა ფაიფური თუ არა და მაშინ 2 ვარიანტია: 1) ხიდებით რაც არ მევასება მე პირადად რადგან გვერდითა კბილები უნდა მოკლა თუნდაც საღი იყოს და 2) იმპლანტანტი კარგია მაგრამ ძვირია და შეიძლება არ მიიღოს ორგანიზმმა ! ფულსაც დაკარგავ და მაინც უკბილოდ იქნებიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!! yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: maglaka 26 Nov 2011, 15:33
რა არის სარისკო საქმე იმპლანტაცია? : ))) კარგით რა საიდან მოიტანეთ, იმპლაბტი დამზედებულია ბიოშეთავსებადი მასალიგან და გართულებები თან ზდევს მხოლო იმ შემთხვევაში თუ პაჩიენტს აქვს შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა ან სიმსივნე, პირადად მე რეზიდენტურას გავდივარ იმპლანტოლოგიაში, თუ დაგაინტერესებტ მკითხეთ სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე smile.gif

Posted by: asineta 5 Dec 2011, 22:00
ძალიან მაგალი დონის სპეციალისტია კახა მაზმიშვილი---კლინიკა ცედეX--შია აბაშიძეზე---უმაგრესია...

Posted by: gast 5 Dec 2011, 22:21
ikebana
QUOTE
მე მახსოვს თქვენი შემთხვევა და თუ სწორად მახსოვს მორყევაც პაროდონტიტის გამო გაქვთ. პაროდონტიტი კი უკუჩვენებაა იმპლანტაციისთვის, რადგან ძლოვანი ქსოვილის დეფიციტია. იმპლანტატის ინტეგრაციისთვის კი საკმარისი რაოდენობის და ჯანსაღი ძლოვანი ქსოვილია საჭირო. ყოველ შემთხვევაში იმპლანტოლოგმა უნდა გნახოთ აუცილებლად.

კი ეგ მაქვს sad.gif
აბა იმპლანტანტის გარდა რა სეიძლება? ბოდიში სამედიცინო ენაზე არ ვიცი და აი ხელოვნური უნდა ჩამიდგან გვერდებზე რომ ამაგრებენ და ხერხავენ სხვა კბილებს? sad.gif მხოლოდ ეგ ვარიანტი დამრჩა? და ეს კბილი რომ რამენიარად ჰაერში გამაგრდეს? ეხლა ძაან მიქანაობს და დენტისტმა ვიტომ მიამაგრა მეორე კბილს მარა ის ტეთრი კომპოზიტი აზვრა და ახლა კიდევ უარესად ქანაობს, როდის ჩამოვარდება არ ვიცი, ფაქტიურად ჰაერშია ახლა ეს კბილი ანუ ძვალი მგონი არ აქვს როგორც შენ და დენტისმაც მიტხრა.

Posted by: DentalHouse 2 Jan 2012, 22:06
gast
თუ იმპალანტოლოგმა თქვა რომ არ გაკეთდება იმპლანტი ,მაშინ ხიდის გაკეთება იქნება საჭირო

Posted by: narkozeli 4 Jan 2012, 02:58
maglaka
QUOTE
პირადად მე რეზიდენტურას გავდივარ იმპლანტოლოგიაში


ვისთან გადიხარ რეზიდენტურას? ჩემს ჯგუფელ ბიჭებს აინტერესებთ და შეგიძლია მომწერო PM-ში? ვისთანაც მაგათ უნდათ,არ იღებს რეზიდენტებს,ისე იმპლანტოლოგიამდე ყბა-სახის ქირურგიის რეზიდენტურა გაქვს გავლილი თუ ორთოპედიის?

Posted by: ninicool 4 Mar 2013, 10:33
ადამიანებო, ფასები არ შეცვლილა 2006 წლის შემდეგ? რა ჯდება 1 კბილი. სადაც კისტოზურ კბილს უძლებს ჩემი ორგანიზმი (ამოღება მითხრეს, მაგრამ მე მაინც დავიპლომბე და 2 წლის შემდეგ ამტკივდასავით), იმპლანტსაც გაუძლებს. უბრალოდ, რა რისკებთანაა დაკავშირებული, ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება? ან ვისთან მივიდე? ქართველ ექიმებს ყველას ვერ ვენდობი, ჩაწყობით არიან ჩაწყობილები უმეტესობა. უახლესებზე არ ვამბობ.

Posted by: Funet 11 Mar 2013, 11:29
ninicool
როგორც მე ვიცი დაახლოვებით 500-600$ ესე ჯდება ერთი კბილი.

Posted by: giorgi --- 30 Mar 2013, 15:20
QUOTE (Funet @ 11 Mar 2013, 11:29 )
ninicool
როგორც მე ვიცი დაახლოვებით 500-600$ ესე ჯდება ერთი კბილი.

ხო. ეგრე მითხრეს მეც. ლაივდენტის სასტავი აკეთებს და ანესთეზიით კეთდება. დაზღვევა რა თქმა უნდა არ ვრცელდება...
10 წლიანი გარანტია აქვს ოფიციალურად და ისე შეიძლება ცხოვრების ბოლომდე გაგიძლოსო. პრინციპში გააჩნია რამენ ხანს იცოცხლებ givi.gif
2 უკანა კბილი მაქვს ჩასასმელი და ვფიქრობ ხო არ დავიკიდო თქო...
აბა რავარია 1200 დოლარის გაქნევა 2 კბილის გამო facepalm.gif

Posted by: maglaka 30 Mar 2013, 19:41
500 ლარად ვაკეთებ ერთ იმპლანტს რა ასწრონომიუ ფასებზე ლაპარაკობთ : )

Posted by: salome33 1 Apr 2013, 00:11
maglaka
+ გვირგვინი? თუ გვირგვინის ფასი ცალკეა?

Posted by: ikebana 1 Apr 2013, 01:34
maglaka

მაგრამ თქვენ რეზიდენტი ხართ, არა?

Posted by: maglaka 5 Apr 2013, 00:27
გვირგვინის ფასი ცალკეა რა თქმა უნდა.

Posted by: maglaka 11 Apr 2013, 01:58
IKEBANA არა რეზიდენტი არა ვარ ექიმი ვარ თუმცა კითხვის არსს ვერ ჩავწვდი.. რეზიდენტურის პერიოდიში ჩვეულებრივად ვიღებდი პაციენტს უბარლოდ მანიპულაციას ხელმძღვანელთად ერთად ვგეგმავდი ; )

Posted by: ikebana 11 Apr 2013, 06:29
maglaka
არადა არ იყო რთული კითხვა smile.gif
QUOTE
რა არის სარისკო საქმე იმპლანტაცია? : ))) კარგით რა საიდან მოიტანეთ, იმპლაბტი დამზედებულია ბიოშეთავსებადი მასალიგან და გართულებები თან ზდევს მხოლო იმ შემთხვევაში თუ პაჩიენტს აქვს შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა ან სიმსივნე, პირადად მე რეზიდენტურას გავდივარ იმპლანტოლოგიაში, თუ დაგაინტერესებტ მკითხეთ სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე

გეწერათ რომ რეზიდენტურას გადიხართ და თქვენი სტატუსი დავაზუსტე.

Posted by: giorgi --- 11 Apr 2013, 10:42
QUOTE (ikebana @ 11 Apr 2013, 06:29 )
ხოლო იმ შემთხვევაში თუ პაჩიენტს აქვს შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა ან სიმსივნე..

სიმსივნე თუ აქვს ადამიანს, იმპლანტი რაღა ჯანდაბად უნდა? gigi.gif

Posted by: Funet 12 Apr 2013, 18:29
maglaka
მთლიანად კბილს რამდენად აკეთებ, გვირგვინიან ყველაფრიანად ??

Posted by: maglaka 17 Apr 2013, 02:08
გააჩნია რამდენი არის გასაკეთებელი

Posted by: ikebana 17 Apr 2013, 03:26
Funet
ძალიან გთხოვთ, ფინანსური დეტალები პირად შეტყობინებებში გაარკვიოთ.

giorgi ---
ეს ჩემი პოსტი არაა, მაგრამ სიმსივნე ყოველთვის სასიკვდილო დიაგნოზს არ ნიშნავს. და თუნდაც ასე იყოს, რატომაა გასაკვირი ადამინს უნდოდეს დარჩენილი ცხოვრება სრულფასოვნად გაატაროს?

Posted by: pilo772 24 Apr 2013, 14:09
maglaka
აი ბევრმა დასვა აქ ეს შეკითხვა და დიაბეტი და კიბოო პასუხი იყო და, ერთი შემთხვევა ვიცი (თუმცა საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. სადღაც 90 იანებში) როდესაც ერთ ადამიანს ჩაუდგეს 1 ცალი წინა კბილის იმპლანტი. ის კაცი ჯანსაღი იყო, არც დიაბეტი არც კიბო. მაგრამ ანთება დაეწყო და ისე გაურთულდა რომ დანარჩენი სხვა საღი კბილებიც ამოძვრა და ახლა ჩანებით დადის sad.gif. აი ამისი მეშინია. რა რისკზეა საუბარი ასეთ შემთხვევაში რომ თუ ვთქვათ ჩავისვი კბილი და იმან კიდე არ ივარგა, გამოდის რომ ის 500$ თოფში ჩავდე და გავისროლე?
მე მჭირება ახლა, ეშვის მერე რომ კბილია საღეჭი, იმის ამოღება, ვიფიქრე იმპლანტზე, მაგრამ მეშინია სხვაც არ დავკარგო ამის გამო sad.gif მითხარით რამე

Posted by: Elviskote 26 Apr 2013, 20:37
არ Vიცი ზუსტად ვამბობ Aმ სიტყვას თუ Aრა, მაგრამ კბილის გადაკვრა რა ღირს

Posted by: interested1 29 Apr 2013, 22:56
ტერმინოლოგია არც მე ვიცი, მაგრამ იმედია მიგახვედრებთ:

3 კბილი მაკლია, აქედან ორის ადგილას მხოლოდ ღრზილიღაა.
ჩასმა რამდენი დამიჯდება, ხომ ვერ მეტყვით?

იმედი ლ-ის დაზღვევით მკურნალობა შემიძლია ტატიშვილში, ციტოში, იუნონაში და სითი მედიში... ამათგან რომელში ღირს მისვლა, ეგეც არ ვიცი.

თუ გამოცდილი ხართ იქნებ მირჩიოთ რამე.

Posted by: MANAXH 20 May 2013, 01:42
pilo772
შეიძლება სტერილობა არ იყო დაცული, ბევრი რაღაცის ბრალი შეიძლება იყოს.. თუმცა ცალსახად ვერ ვიტყვით რომ ცუდია, პირიქით..

QUOTE
აი ამისი მეშინია. რა რისკზეა საუბარი ასეთ შემთხვევაში რომ თუ ვთქვათ ჩავისვი კბილი და იმან კიდე არ ივარგა, გამოდის რომ ის 500$ თოფში ჩავდე და გავისროლე?

თუ ყველაფერი რიგზეა, ანალიზები წესრიგში და კლინიკურად/რენტგენოლოგიურად შეფასებულია როგორც იმპლანტაციისთვის ხელსაწყრელი კლინიკური სიტუაცია, მაშინ საშიში და საფიქრალი არც არაფერია.. იმპლანტატის ჩასმის შემდეგ კი ზოგიერთი (თუ ყველა არა) კლინიკა იღებს ვალდებულებას რომ რაღაც პერიოდამდე ვადით თუ მოხდება გართულება და იმპლანტატის მოცილება, ხელმეორედ ჩასვას..

QUOTE
მე მჭირება ახლა, ეშვის მერე რომ კბილია საღეჭი, იმის ამოღება, ვიფიქრე იმპლანტზე, მაგრამ მეშინია სხვაც არ დავკარგო ამის გამო  მითხარით რამე

როგორც ახსენეთ, "სადღაც 90 -იანები" -დან გასულია სადღაც 20 წელი, ეს პერიოდი კი მედიცინისთვის დიდი დროა..

ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ და გირჩევთ რომ გაიაროთ იმპლანტოლოგთან კონსულტაცია..

Elviskote
კლინიკას გააჩნია სად რა ფასებია, რა მასალით მოხდება გვირგვინის დამზადება.. შემიძლია მიგასწავლოთ სად შეიძლება შეღავათიან ფასებში რომ გაიკეთოთ.. დაინტერესების შემთხვევაში - PM

interested1
რადგან თემა იმპლანტოლოგიასა და იმპლანტატებს ეხება, გეტყვით რომ სანამ ჩასმაზე ვისაუბრებთ, მანამდე კლინიკური და რენტგენოლოგიური გამოკვლევა (ორთოპანტომოგრაფია) არის საჭირო..

ფასები სხვადასხვაა, კლინიკას გააჩნია..

QUOTE
იმედი ლ-ის დაზღვევით მკურნალობა შემიძლია ტატიშვილში, ციტოში, იუნონაში და სითი მედიში... ამათგან რომელში ღირს მისვლა, ეგეც არ ვიცი.

დაზღვევა იმპლანტებზე? იქნებ გადაამოწმოთ, უიშვიათესია რომ იმპლანტაციას ჩვეულებრივი სადაზღვევო აფინანსებდეს, ეგ კი არა, ორთოპედიასაც თუ აფინანსებენ, ნაწილობრივ -20-30% მაქსიმუმ როგორც ვიცი..

Posted by: pilo772 20 May 2013, 10:31
MANAXH
QUOTE
თუ ყველაფერი რიგზეა, ანალიზები წესრიგში და კლინიკურად/რენტგენოლოგიურად შეფასებულია როგორც იმპლანტაციისთვის ხელსაწყრელი კლინიკური სიტუაცია, მაშინ საშიში და საფიქრალი არც არაფერია.. იმპლანტატის ჩასმის შემდეგ კი ზოგიერთი (თუ ყველა არა) კლინიკა იღებს ვალდებულებას რომ რაღაც პერიოდამდე ვადით თუ მოხდება გართულება და იმპლანტატის მოცილება, ხელმეორედ ჩასვას..

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: maglaka 2 Jun 2013, 15:04
გამარჯობათ.. მე ვაკეთებ დენტალურ იმპლანტაციას, ვის რა აინტერესებს აბა : )

Posted by: K_gur 5 Jun 2013, 17:32
საინტერესოა, დიდი ხანია არ შემოვსულვარ, მოკლედ თემა ცოცხალია
* * *
მაგრად ვიკაიფე ზოგიერთ შეკითხვებზე, მაგრამ პასუხებზეც ცოტა არ იყოს ხანდახან გამეცინა.

Posted by: ikebana 6 Jun 2013, 05:15
K_gur
კარგია რომ შემოიხედეთ. თქვენი კომპეტენტური პასუხები ნამდვილად სჭირდება თემასაც და განყოფილებასაც.

Posted by: Jonatahn_smith 6 Jun 2013, 17:46
ერთი რა მაინტერესებს..

ფესვის ამოღების შემდეგ, იმპლანტის ჩადგმის დროს, საჭიროა თუ არა ძვლის გაბურღვა სიღრმეში?

და იმპლანტის ჩადგმა ხელით ხდება თუ აპარატით?

Posted by: ikebana 7 Jun 2013, 03:42
Jonatahn_smith
გააჩნია ფესვის მდგომარეობას.
იმპლანტის ჩახრახვნა შეიძლება ხელის მოწყობილობითაც მოხდეს და სპეციალური ბუნიკითაც, რომელიც მოტორთანაა დაკავშირებული.

Posted by: Jonatahn_smith 7 Jun 2013, 11:09
ikebana
QUOTE
გააჩნია ფესვის მდგომარეობას. იმპლანტის ჩახრახვნა შეიძლება ხელის მოწყობილობითაც მოხდეს და სპეციალური ბუნიკითაც, რომელიც მოტორთანაა დაკავშირებული.



მადლობთ

და კიდევ ერთი, თუ ძვალმა არ მიიღო იმპლანტი, რა სახის გართულება შეიძლება მოყვეს? ან ამოღება ინპლანტის როგორ ხდება იქნებ დამაკვალიანოთ..

Posted by: ikebana 7 Jun 2013, 20:00
Jonatahn_smith
პერიიმპლანტიტი ანუ იმპლანტის ირგვლივ ქსოვილებიში ანთებითი ცვილილებები.
ამოპრება ხდება როგორც ფესვის. პერიიმპლანტიტის შემთხვევაში ოსტეოინტეგრაცია ანუ იმპლანტთან ძვლის შეზრდა დარღვეულია და იმპლანტი სტაბილური არაა, ამიტომ ამოღება სირთულეს არ წარმოადგენს.

Posted by: Jonatahn_smith 29 Jul 2013, 22:10
ikebana
QUOTE
პერიიმპლანტიტი ანუ იმპლანტის ირგვლივ ქსოვილებიში ანთებითი ცვილილებები.ამოპრება ხდება როგორც ფესვის. პერიიმპლანტიტის შემთხვევაში ოსტეოინტეგრაცია ანუ იმპლანტთან ძვლის შეზრდა დარღვეულია და იმპლანტი სტაბილური არაა, ამიტომ ამოღება სირთულეს არ წარმოადგენს.


რა მაინტერესებს

იმპლანტი რაღაც გარკვეული დროსი შემდეგ უნდა შეიცვალოს?
15-20 წლის შემდეგ ხდება მისი შეცვლაო მითხრეს

Posted by: ikebana 31 Jul 2013, 02:14
Jonatahn_smith
იმპლანტის შეცვლის ვადა დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე ანუ ცვლილებებზე ირგვლივ ქსოვილებში (ძვალი და ღრძილი), რაც აისახება მის სტაბილურობაზე. ეს ვადა შეიძლება სხვადასხვა იყოს 10-15-20 წელი. წლების განმავლობაში სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტებისას ამ ცვლილებების დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს.

Posted by: Jonatahn_smith 31 Jul 2013, 23:54
ikebana

QUOTE
იმპლანტის შეცვლის ვადა დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე ანუ ცვლილებებზე ირგვლივ ქსოვილებში (ძვალი და ღრძილი), რაც აისახება მის სტაბილურობაზე. ეს ვადა შეიძლება სხვადასხვა იყოს 10-15-20 წელი. წლების განმავლობაში სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტებისას ამ ცვლილებების დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს.


გასაგებია და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ძვალმა არ მიიღო?

Posted by: ikebana 1 Aug 2013, 01:00
Jonatahn_smith
პერიიმპლანტიტი ანუ ანთება ირგვლივ ქსოვილებში. ამ შემთხვევაში იმპლანტი სტაბილური არაა, არ ხდება ოსტეოინტეგრაცია, ანუ შეზრდა. ეს ვლინდება თავიდანვე 2-3 თვეში.

Posted by: Solveig 27 Aug 2013, 02:47
ვიკეთებ 2 იმპლანტს.
ექიმი მელაპარაკა უკვე. ზოგადი გეგმა არის ინტრავენული ანესთეზიის ქვეშ ოპერაცია, "ძვლის დაშენება" (ცოტა გათხელებულიაო), სინუსის ფსკერის (?) გასწორება, იმპლანტის ჩასმა.

მოსალოდნელი გართულებებიც ამიხსნა უკვე. ცნობარიც მომცეს-რა შეიძლება და რა არა...კი მითხრა, წესით, ყველაფერი კარგად უნდა იყოსო, მაგრამ მაინც მეშინია ცოტა...უფრო მეტად იმის გამო, რომ ამბულატორიული ოპერაციაა და მერე სახლში წასვლა და მარტო ყოფნა მომიწევს და, საშიშია? ექიმმა-პირველ დღეს მაინც ვინმე იყოლიე ახლოსო და..

ზედა ყბის მეხუთე და მეექვსე კბილის ადგილზეა საუბარი. სისხლდენა რომ დაიწყოს, საშიშია ძალიან თუ შეიძლება შველა? შედედების მხრივ მე მგონი არ უნდა მქონდეს პრობლემა. ამასწინათ ამოვიღე კბილი და გართულების გარეშე გადავიტანე.

Posted by: ikebana 27 Aug 2013, 05:43
Solveig
მიხარია რომ გადაწყვიტე. ანუ იკეთებ სინუსლიფტინგს და ძვლის აუგმენტაციას იმპლანტაციასთან ერთად. თუ ექიმს საკმაო გამოცდილება აქვს, არაფერია საშიში. პრაქტიკის საქმეა. გართულებების ალბათობაც პრინციპში ამაზეა დამოკიდებული. აუგმენტაციას რითი აკეთებენ აუტო- თუ ალოტრანსპლანტატით? სისხლდენა ოპერაციის მერე რომ დაიწყოს იშვიათია. ოპერაციის მსვლელობისას ექიმი მიიღებს ზომებს. როდის იკეთებ? წინასაოპერაციო გამოკლვლევებში და პრემედიკაციაში რა შედის მანდ?

Posted by: Solveig 27 Aug 2013, 10:00
ikebana
QUOTE
სინუსლიფტინგს და ძვლის აუგმენტაციას იმპლანტაციასთან ერთად.

კი, ეგაა.

QUOTE
წინასაოპერაციო გამოკლვლევებში და პრემედიკაციაში რა შედის მანდ?



გამოკვლევებში არაფერი, ყოველ შემთხვევაში, არაფერი უთქვამს და ანესთეზიოლოგის ანკეტასაც რომ ჩავხედე, არაფერია ისეთი, რაზედაც ყურადღებას მიაქცევდა. ის ანკეტა ოპერაციამდე არაუგვიანეს 1 კვირისა უნდა ჩაბარდეს.
პრემედიკაცია გულისხმობს ანტიბიოტიკს. ოპერაციის მერე დანიშნული მაქვს იგივე ანტიბიოტიკი, პარაცეტამოლი და ბრომელაინი (biggrin.gif აქ ნატუროპათია მოდაშია, მაგრამ რა უნდა მიქნას მაგან, არ ვიცი biggrin.gif). შეშუპებაზე გამაფრთხილა უკვე.

მწეველი არ ვარ და ასე მითხრა, ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს წინასწარ მომზადებას და რეაბილიტაციასო.

QUOTE
აუტო- თუ ალოტრანსპლანტატით?

ალოტრანსპლანტატზე არაფერი უთქვამს საერთოდ...ვკითხავ მაგას, როცა მივალ..

ჯერ არ ვიცი, როდის ვიკეთებ. 17 სექტემბერი შემომთავაზეს, მაგრამ სამსხურის გეგმაში უკვე გაწერილი მქონდა ეგ დრო და ვერ გადავაადგილებდი და ნოემბრის ბოლო არ მინდოდა-შვებულების აღებას ვგეგმავ დეკემბერში. ექიმიც არ დარჩენილა აღტაცებული.
ანესთეზიოლოგია მთავარი ფაქტორი და იმედია, მოახერხებენ მოლაპარაკებას, რომ ოქტომბრის დასაწყისში გავიკეთო. ამ კლინიკას საკუთარი ანესთეზიოლოგი არ ჰზავს, გარედან იწვევენ ერთ ქალს, რომელიც სპეციალიზდება ყბა-სახის ოპერაციებზე. ჩემმა ექიმმა-კარგი სპეციალისტიაო და რა ვიცი.
ჩემს ექიმს რაც შეეხება-რავი, ვენდობი მე მგონი. რამდენიმე კბილი აქვს ამოღებული ჩემთვის და არცერთი არ გამრთულებია. შეშუპებაც კი არ მქონია-რთულად ამოსაღებ კბილებზეც კი. დიპლომებს თუ დავუჯერებთ, იმპლანტოლოგიაშიც ხანგრძლივი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. იმედია, ჩემს შემთხვევაშიც ნორმალურად იქნება ყველაფერი. მე მგონი, უფრო მარტო ყოფნის გამო ვნერვიულობ...

Posted by: ikebana 28 Aug 2013, 00:05
Solveig
მწეველი რომ არ ხარ ეს დიდი პლიუსია ამ შემთხვევაშ განსაკუთრებით.
იმუნოსუპრესორებს იყენებენ ხოლმე, მაგრამ არ ვიცი მაგათთან წინასაოპერაციო მომზადების პროტოკოლი როგორია. მეც არ ვარ იმპლანტოლოგი, ხომ იცი. მაგრამ ვიკითხავ, მეც მაინტერესებს უფრო ზუსტად ეს საკითხი.
გრაფტის ანუ ტრანსპლანტატის სახეობაზე იმიტომ გკითხე, რომ თუ აუტოგრაფტია, მაშინ დამატებითი ჭრილობა გექნება, რადგან ქვედა ყბის ტოტიდან ან ნიკაპის მიდამოდან აიღებენ, როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, და ეს უნდა იცოდე წინასწარ. თუ ალოგრაფტია, ეს მკურნალობას აძვირებს. ეფექტურობის თვალსაზრისით აუტოგრაფტი ყოველთვის ჯობია.
არჩევანი ბევრადაა დამოკიდებული ძვლის მდგომარეობაზე და ზომებზე.
მარტო ყოფნა სულ არაა პრობლემა, არანაირი ისეთი გართულება არაა მოსალოდნელი რომ სასწრაფო ჩარევა დაგჭირდეს ან ფიზიკური დახმარება. თანაც ვირტუალურად ბევრი მეგობარი გყავს გვერდით, ესეც ბევრს ნიშნავს smile.gif

Posted by: Solveig 28 Aug 2013, 10:45
ikebana

QUOTE
. თუ ალოგრაფტია, ეს მკურნალობას აძვირებს.

ახლა ჩავხედე ანგარიშს და ალოგრაფტი არსად წერია. რაც შეეხება დამატებით ჭრილობას, ეგ სინუსის ფსკერის დაშენებაზეა მიწერილი (Extra Fenster-ანუ, დამატებითი "ფანჯარა") და მერე კი წერია, ალვეოლურ მორჩზე დაშენებაო, მაგრამ ის აღარ წერია-რით. სულ რაღაც 50 ევროა მაგის ფასი.

მოკლედ, ვიკითხავ მაგას.

გართულებებზე თავად მითხრა, რომ ალბათობა დიდი არ არისო და თუ რამეა, პირველი 2 დღის განმავლობაშია მოსალოდნელიო. ამის გამო ოპერაციებს ოთხშაბათობით აკეთებს-მომდევნო 2 დღე აქ ვარ და შაბათ-კვირა რეაბილიტაციისათვისაა საჭიროო და სამსახურშიც აღარ გაგიცდება ბევრიო..

Posted by: ikebana 28 Aug 2013, 22:37
Solveig
სინუსლიფტინგი ღია წესით კეთდება ესეიგი და ეგ ფანჯარა მაგას ნიშნავს.
ესეიგი აუტოგრაფტს არ გეგმავენ და გრაფტის სახეობა დაკონკრეტებული არაა. ალოგრაფტის გარდა შესაძლებელია იყოს ქსენოგრაფტი ან ოსტეოინდუქციური მასალა, მინერალური წარმოშობის. ეს უკანასკნელი ყველაზე იაფია.
გამოკვლევებზე და პრემედიკაციაზე გავარკვიე და შემიძლია სკრინშოტის სახით მოგაწოდო.

Posted by: salomedvali 3 Sep 2013, 22:00
უიმეეე
ქვედა ყბაზე მე6 კბილი არ მაქვს და იმპლანტაცია მინდოდა და ესე ანესთეზიები ჭირდება? sad.gif

Posted by: ninchostar 24 Sep 2013, 10:04
ზედა ყბაზე მეხუტე კბილი არ მაქვს sad.gif ხოდა იმპლანტი მინდა გვიკეთო თან მეუბნებიან საშიშიაო მოკლედ მირჩიეთ რა რამე რა ვქნა sad.gif(

Posted by: Solveig 4 Oct 2013, 23:17
ikebana
ალოგრაფტი ან ქსენოგრაფტია.. ორივეს შესახებ გამომიგზავნეს ინფორმაცია და წავიკითხე. გავუგზავნე უკან ხელმოწერილი და მე მგონი, დამიბარებენ (უნდა დამიბარონ, განაწესის მიხედვით) და მკითხავენ-რომელი გირჩევნიაო... რა ვიცი, ქსენო ჯობს? ღორის ან ძროხის ძვლის მასალაა ეგენი. ალოგრაფტი-გასაგებია, რაც არის.

QUOTE
გამოკვლევებზე და პრემედიკაციაზე გავარკვიე და შემიძლია სკრინშოტის სახით მოგაწოდო.


გამომიგზავნე, რა..რა დროინდელ შემოთავაზებას ვეხმაურები, სირცხვილი facepalm.gif

ამ დღეებში ველაპარაკე ვიღაც-ვიღაცებს და უფრო შემეშინდა და იმედია, ტყუილად ვპანიკობ...

Posted by: ikebana 5 Oct 2013, 01:53
Solveig
არ ვიცი, რამდენად მიღებულია ეს ამბავი რომ პაციენტი ირჩევდეს გრაფტს. ალო ჯობია, თუმცა მწარმოებელზეცაა. და ფასსაც გააჩნია. ქსენოგრაფტად ხარი (bovine) გამოიყენება ძირითადად.

უნდა მოვძებნო ის პასუხი, აღარ დამისკრინშოტებია. თუ ვნახე გამოგიგზავნი.

Posted by: rock in rose 5 Oct 2013, 18:19
ikebana

გამარჯობათ,
ნებისმიერი კბილის იმპლანტაცია კეთდება თბილისში?

Posted by: ikebana 6 Oct 2013, 00:12
rock in rose
ნებისმიერი კბილის კი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსად არ კეთდება. საჭიროა წინასწარი გამოკვლევები, შეიძლება არსებობდეს უკუჩვენება.

Posted by: rock in rose 6 Oct 2013, 21:14
ikebana

ზედა მეორე კბილის იმპლანტაცია მინდა, მაგრამ ჩემმა ექიმმა ხელები გაასავსავა, ძალიან პატარა ადგილია იმპლანტისთვისო.

მაშინ გამოდის რომ გვერდზე ეშვი უნდა მოიკლას და მერე ხიდს რომ ეძახიან ის გაკეთდეს, მაგრამ არ მინდა ეშვი შეეწიროს ამ ამბავს .

Posted by: ikebana 7 Oct 2013, 03:25
rock in rose
არდგილის შექმნა არაა პრობლემა, ორთოდონტიული გზით. ხიდის გაკეთებას ნამდვილად ეს გზა ჯობია.

Posted by: rock in rose 7 Oct 2013, 09:40
ikebana

ალბათ ჯობია სხვა ექიმსაც ვაჩვენო და იმან თუ თანხმობა მომცა იმპლანტაცია გავიკეთო

დიდი მადლობა თქვენ 2kiss.gif

Posted by: Moor 11 Oct 2013, 22:49
Solveig

სად იკეთებ?

-----------

Posted by: Solveig 16 Oct 2013, 02:54
Moor


საქართველოში არ ვცხოვრობ ამჟამად, შესაბამისად, არა მგონია, საინტერესო იყოს..
* * *
ikebana
QUOTE
არ ვიცი, რამდენად მიღებულია ეს ამბავი რომ პაციენტი ირჩევდეს გრაფტს.



საქმე იმაშია, რომ ორივეს შესახებ გამომიგზავნეს ქაღალდები, წავიკითხე და ხელი მოვაწერე, რომ გავეცანი ორივეს.

ერთი დამატებითი დღე დავანიშნინე ოპერაციამდე და ვაპირებ, დაველაპარაკო მაგის შესახებ..

Posted by: tsirap 21 Oct 2013, 12:58
მეც მომიწევს გაკეთება ქვედა ყბაზე. მგონი მე-5-6-7 კბილებია. ანუ შუა კბილი ამოღებული მქონდა და 3 გვირგვიანი გადაკვრა მქონდა. ახლა მომძვრა და გამოჩნდა, რომ გვერდითა კბილები თითქმის აღარაა დარჩენილი.მარტო ფერსვები.
გამოდის რომ, იმპლანტი მჭირდება.
რამდენი ხანი ემსახურება იმპლანტი ადამიანს?

Posted by: SenatoR 24 Oct 2013, 20:09

................................................

Posted by: tsirap 28 Oct 2013, 17:42
ძალიან კარგი ვიდეოა. ხიდი მეც მქონდა (3 კბილი) და როგორც ვიდეოშია, ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, ახლა ან 4 კბილიანი ხიდი მჭირდება (და ასე გაგრძელდება აკბათ დაუსრულებლად), ან იმპლანტი,.


მაგრამ იმპლანტს წლების შემდეგ რა გართულებებბი შეიძლება ქონდეს, ვინმეს გამოუცდია ? ძალიან მაინტერესებს, სანამ გავიკეთებდე.

Posted by: cheese1 13 Nov 2013, 19:05
გამარჯობათ
თბილისშI თუ იცით აკეთებენ ცირკონის კბილებს? სად აკეთებნ თუ იცით და გინახავთ თუ არა შედეგი??

Posted by: Jonatahn_smith 14 May 2014, 12:09
აქვს თუ არა მნიშვნელობა სადაურია იმპლანტი?

უმეტესს კლინიკებში აქვთ ისრაელის..

Posted by: ikebana 14 May 2014, 20:39
Jonatahn_smith
სადაურია არა, მაგრამ იმპლანტის ხარისხს აქვს დიდი მნიშვნელობა, მწარმოებელს ანუ. მაგალითად ზაპოროჟიის ავტოსამშენებლო ქარხანაც ჩარხავს იმპლანტებს, როგორც ამბობენ ))
ისრაელის წარმოების "ალფაბიოს" იმპლანტები კარგი ხარისხისაა.
ფასი რომ ხარისხზეა დამოკიდებული ისედაც იცით.

Posted by: Jonatahn_smith 15 May 2014, 12:38
ikebana
QUOTE
სადაურია არა, მაგრამ იმპლანტის ხარისხს აქვს დიდი მნიშვნელობა, მწარმოებელს ანუ. მაგალითად ზაპოროჟიის ავტოსამშენებლო ქარხანაც ჩარხავს იმპლანტებს, როგორც ამბობენ ))
ისრაელის წარმოების "ალფაბიოს" იმპლანტები კარგი ხარისხისაა.
ფასი რომ ხარისხზეა დამოკიდებული ისედაც იცით.


ხოდა ეგ მაინტერესებდა.. რამდენად ხარისხიანია) ჩვენთან ხომ იცით უხარისხოსაც ცეცხლის ფასები აქვს

შეგიძლიათ იმპლანტოლოგი მირჩიოთ?

Posted by: ikebana 16 May 2014, 01:47
Jonatahn_smith
კონკრეტულად რომელი ფირმის გაინტერესებთ გაარკვიეთ და გეტყვით რაც ვიცი.

კახა გურგენიძე.

Posted by: qorda 16 May 2014, 14:29
ikebana
იმპლანტი რას ნიშნავს? ვაბშე რო არ გაქ კბილი და თავიდან რო უნდა ჩაისვა ყველაფრიანად?..........................................

Posted by: ikebana 17 May 2014, 04:28
qorda
პრაქტიკულად მეტალის ფესვია.

Posted by: Shevchenko andrei 12 Jul 2014, 21:30
ikebana
ფასები რა დიაპაზონში მერყეობს?


დაახლოებით..


და სად აკეთებენ კარგად ,რომელ კლინიკაში

Posted by: ALL-IN 26 Jul 2014, 02:34
ikebana


ჩაინიკური შეკითხვაა მაგრამ თქვენ გეცოდინებათ, იმპლანტზე ხომ კარიესი არ შეიძლება გაჩნდეს? smile.gif ანუ იმპლანტია, მასზეა გვირგვინი და ამ გვირგვინის ნაწილი ჩამოტყდა

Posted by: ikebana 29 Jul 2014, 05:33
Shevchenko andrei
ალბათ 800-1000 ლარის ფარგლებში.

ALL-IN
გვირგვინი შეიძლება დაზიანდეს, მაგრამ კარიესი არ გაჩნდება smile.gif
მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ გვრიგვინი ჩამოტყდა, შეიძლება ოკლუზია ანუ ზედა და ქვედა კბილების შეთანასოვნება არაა სწორი და ზედმეტი დატვირთვა მოდის იმპლანტზე. ეს მის მომსახურების ხანგრძლიბობას შეამცირებს ძვლის გაწოვის გამო. რამდენი ხანია გაქვთ ეს გვირგვინი?

Posted by: ALL-IN 29 Jul 2014, 10:46
ikebana

სადღაც 10 წელია. ეს გვირგვინები რა ღირს საშუალოდ?


მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: ikebana 2 Aug 2014, 04:22
ALL-IN
ანუ იმპლანტი გაქვთ 10 წელია? საქართველოში გაიკეთეთ იმპლანტაცია?
გვირგვინები 120-150 ლარი საშუალოდ.

Posted by: ALL-IN 13 Aug 2014, 22:48
ikebana
QUOTE
ანუ იმპლანტი გაქვთ 10 წელია? საქართველოში გაიკეთეთ იმპლანტაცია?



კი 10 წელია. უცხოეთში გავიკეთე

Posted by: Eke 26 27 Aug 2014, 01:40
1 კბილის იმპლანტაცია რა ღირს საშუალოდ ? საქართველოში ნორმალურ კლინიკაში

Posted by: maglaka 29 Nov 2014, 13:41
მე ვარ იმპლანტოლოგი და ჩემთან ერთი იმპლანტის ღირებულებაა 400 ლარი.

Posted by: Raycher 30 Nov 2014, 03:19
maglaka
რომელ კლინიკაში მუშაობთ? რა გქვიათ?

იქნებ უფრო დეტალურად აგვისხნათ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა კეთდება, როგორ, რა რისკებთან არის დაკავშირებული და ა.შ.

როცა ადამიანი იძულებული ხდება ყბაში რაღაც ჩაიხრახნოს, მას ძალიან ბევრი კითხვა აქვს, რაც ბუნებრივია და თუ თქვენ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდით, შეიძლება რამდენიმე პაციენტიც შეიძინოთ... user.gif

Posted by: maglaka 4 Dec 2014, 01:09
მე რამოდენიმე კლინიკაში ვმუშაობ. გიორგი მაღლაკელიძე : )
ახლა მოგახსენებთ თუ რა კეთდება:
იმპლანტი არის სპეციფიურად დამუშავებული ტიტანის ხრახნი, რომელსაც კბილი ფესვის ფუნქცია აკისრია. მას დაკარგული აქვს მეტალისთვის დამახასიატებელი ყველა თვისება. მაგალითად მას ვერ ამოიცნობს მეტალო დექექტორი და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს არც კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების დროს. იმპლანტი ისე არის დამუშავებული რომ მისი ზედაპირი ცნობადია ჩვენი ორგანიზმისთვის, ანუ ორგანიზმი მას როგროც თავის ძვალს ისე აღიქვამს და იწყება გაძვალების ანუ შეთვისების პროცესი, რომელიც რამოდენიმე ფაზისგან შესდგება. ამის ახსნა სალექციო თემაა და თუ ასე დეტალურად დაინტერესდებით მომწერეთ და არ დაგზარდებით.
ეხლა რაც შეეხება შედეგებს და უკუჩვენებებს.
არსებობს დაავადებები რომელთა ფონზე იმპლანტაცია დაუშვებელია, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის არაკომპენსირებული ფორმა ანუ როცა "შაქარი 300 ერთეული და მეტია და ვერ ხდება მისი კონტროლი" კიდევ აბოლიტური უკუჩვენებაა სიმსივნური დაავადება.... და ა.შ...
შედეგები კი შემდეგნაირია 97% შემთხვევაში მიიღწევა დადებითი რეზულტატი ანუ ადამიანს კბილები მესამედ ამოსდის : )))
რაც შეეხება გართულებას მედიცინა არ არის მათემატიკა სამწუხაროდ და ხანდახან შეიძლება იდეალურად შესრულებული ოპერაციაც წარუმატებელი იყოს, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნნო რომ თუ იმპლანტი არ "გაძვალდა" მოხდება მისი ამიღება და მის ადგილას სხვა იმპლანტის მოთავსება.... გამოსავალი ესაა. რა თქმა უნდა ვგულისხმობ შემთხვევას როცა ქირურგს ოპერაცია უშეცდომოდ აქვს შესრულებული, თორემ ქირურგიული შეცდომები ეს კდევ ცალკე სალექციო თემად შეიძლება განვიხილოთ. რეკლამად რომ არ ჩამითვალონ არ დავასახელებ კლნიკებს სადაც მე ვმუშაობ. დაინტერსების შემთხვევაში მომწერეთ PM ში.

Posted by: chuvak_lexo 17 Dec 2014, 11:34
maglaka
QUOTE
PM ში.

მოგწერეთ და იქნებ მალევე მიპასუხოთ? smile.gif

Posted by: sophya 26 Dec 2014, 14:30
maglaka
ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ, შემთხვევით ხომ არ იცით, თეორიულად ყველაზე ძვირი - იმპლანტის აბადმენტები რა შეიძლება ღირდეს? ანუ როგორც ამიხსნეს, იმპლანტსა და გვირგვინს შორის რაც არის გამოყენებული?

ეგ დამრჩა გადასახდელი და წინასწარ მინდა ვიცოდე, დაახლოებით რა ხარჯს ველოდო.

მადლობა

Posted by: maglaka 5 Jan 2015, 21:15
იმპლანტს აბატმენტი მოყვება და ამაში ცალკე პაციენტი ფულს არ იხდის.

Posted by: faustina 7 Jan 2015, 13:35
გამარჯობათ... მაინტერესებს დაპრესილი კერამიკის კბილები როგორია.. ჰგაავს ბუნებრივს და ესთეთიკურად ლამაზია?

Posted by: maglaka 7 Jan 2015, 20:03
გამარჯობათ გილოცავთ შობას, პრესრებულ კერამიკას აქვს შედარებით მაღალი ესთეტიური თვისებები და მიახილებულია ბუნებრივ კბილებთან იმის ხარჯზე რომ არის ძალიან თხელი და შუქგამტარი რაც უზუნველყოფს მის ელვარებას. მასზე შესაძლებელია ეგრეთწოდებული "ნავაროტკების" ანუ თეთრი ფერის სხავდასხვა ტონების დატანა, რომ კბილი არ გამოვიდეს ასე ვანაში გაკრული ფილებივით ერთფეროვანი, რაც კიდევ ერთი განმსაზღვრელია ბუნებრივ კბილთან მიახლოვებისა.

Posted by: faustina 8 Jan 2015, 02:04
maglaka
დიდი მადლობა :*
მრავალ ლამაზ შობას დაესწარით smile.gif

Posted by: teneee3 8 Jan 2015, 22:55
maglaka
გამარჯობათ შეგიძლიათ ნომერი მომწეროთ პმ შეკითხვები მაქვს და აქ რომ არ ვიწვალო არც მე და არც თქვენ წერითsmile.gif

Posted by: Mali_Mali 9 Jan 2015, 13:30
maglaka
რა ჯდება ერთი კბილის იმპლანტაცია თავისი ყველაფრით - ხრახნი, გვირგვინი?

ეხლა კბილებს ვისწორებ, ბრეკეტები მაქვს, მალე უნდა მომხსნან და ჩასასმელი მაქვს რამდენიმე კბილი.

ვეძებ სად ჩავისვა.


Posted by: maglaka 9 Jan 2015, 23:39
Mali_Mali იმპლანტი + ცირკონიუმის ოქსიდის გვირგვინით 550 ლარი.

Posted by: nia4u 10 Jan 2015, 16:26
მოგესალმებით და ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს!

თქვენი დახმარება დამჭირდა smile.gif
ზედა ყბის მეხუთე კბილი, რომელიც ძველი დაბჟენილი იყო, ჩამომტყდა.
დამრჩა ფესვი, რომელშიც ნერვი არ არის და არც მაწუხებს.
ახლა მინდა ამ კბილის ჩასმა,
მაგრამ რა და როგორ ჯობია, არ ვიცი...
იქნებ მირჩიოთ, რა მასალის, სად და რა ფასებია?
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: maglaka 11 Jan 2015, 14:36
გამარჯობა Nia4u გილოცავ შეობა ახალ წელს. დახმარებით დიდი სიამოვნებით დაგეხმარები უბრალოდ ეს ინტერნეტით გამიჭირდება. მობრძანდი კონსულტაციაზე, უფასოა კონსულტაცია. და გეტყვი რა და როგორ გჭირდება. უბრალოდ მე ხომ არ ვიცი შენი ფესვი რა მდგომარეობაშია. უნდა გაკონტროლდეს რენტგენოლოგიურად, ვნახო შენი თანკბილვა და ასე შემდეგ. . . შევაფასოთ მდგომარეობა და დავგეგმოთ მკურნალობა

Posted by: nia4u 11 Jan 2015, 15:43
maglaka
მადლობა მოლოცვისთვის და გამოხმაურებისთვის smile.gif

არა, გენაცვალე, შენ ვერ გამიგე...
მე მაინტერესებს რა სახის იმპლანტანტები არსებობს,
თბილისში ახლა რა კეთდება,
რომელს რა თვისებები აქვს და რომელი რითი ჯობია
და რა ფასები აქვს....
თუ შეგიძლია ამაზე მიპასუხე ან წყარო მიმითითე smile.gif
QUOTE
უბრალოდ მე ხომ არ ვიცი შენი ფესვი რა მდგომარეობაშია. უნდა გაკონტროლდეს რენტგენოლოგიურად, ვნახო შენი თანკბილვა და ასე შემდეგ. . . შევაფასოთ მდგომარეობა და დავგეგმოთ მკურნალობა

ეს კი უკვე შემდეგი ეტაპია... smile.gif

Posted by: maglaka 12 Jan 2015, 00:38
მინდა გითხრა რომ ძალიან არასწორი აზრის არის გავრცლებული საზოგადოებაში იმპლანტის შესახებ. ანუ ამბობენ რომ გერმანულისჯობია ყველას და ასე შემდეგ. თავდაპირველად გეტყვი იმას რომ ყველა იმპლანტი დამზადებულია ტიტანისგან რომელიც სპეციფიურად არის დამუშავებული და გავლილი აქვს ისეთი ეტაპები როორიცაა, სტერილიზაცია, პასივაცია, @_დამუსშავება და ასე შემდეგ.. ეს ცალკე სლქეციო თემა არის. პირადად მე ვიყენებ გერმანულს, ისრაელის და შვიიცარულ იმპლანტებს, თითოეულს თავისი განმასხვავებუელი პარამეტრები აქვს და როგორც სხვადასხვა დაავადების დროს ინიშნება სხავდასხვა წამალი. (ადამიანს 4 ტიპის ყბის ძვალი აქვს) ასევე ძვლის სხვადასხვხანაირ ტიპში სხავდასხვა სახლის იმპლანტები არის საჭირო, ანუ თითოეულს თავისი ჩვენება აქვს. პაციენტისთვის ყველა იმპლანტი ერთი ფასი ღირს, რომელიც ჭირდება იმას ვსვამ. ხოლო ძვლის ტიპს კი რენტგენოლოგიური კვლევის ვადგენ. და შემდეგ ოპერაცის დროს მოწმდება ისევ. ფასი ყველა იმპლანტს ერთი აქვს. წყარო თუ გაინტერსებს შემიძლია მოგაწოდო წიგნები ინგლისურ ენაზე თუ ასე გინდა, სამწუხაროდ ინტრენეტში 1000 გავრ სისუეებს წერენ და ხშირად ინფორმაცია გადაუმოწმებელი და მცდარია. წიგნში კი შეცდომა გამორიცულია. თუმცა ალბათ მაინც თვლის ზოგიერთი რომ მაინცადმაინც ამერიკული იმპლანტებია კარგი მაგრამ ასე არაა, პირადად მე შემიძლია ნებისმიერს დავიმტკიცო რომ ყველა ტიპის და წარმომავლობის იმპლანტს თავისი ჩვენება აქვს....
პ.ს ვეცადე შეძლებისდაგავრად გაემცა თქვენს კითხვაზე პასუხი. იმედია გამომივიდა : )

Posted by: ikebana 13 Jan 2015, 05:37
nia4u

იმპლანტაციის წარმატება უდიდესი პროცენტით დამოკიდებულია ექიმის გამოცდილებაზე, ცოდნაზე და პროფესიონალზმზე. იმპლანტის ხარისხს რათქმაუნდა დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ არასწორად არჩევს ექიმი იმპლანტების სისტემას, ესეც მის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.
პირველ რიგში უნდა ითქვას რომ კონკრეტულს პაციენტთან იმპლანტაციის დაგეგმვა ინდივიდუალურია. ამიტომ აქ ვერავინ გირჩევთ რა ჯობია.
უნდა ითქვას ისიც, რომ იმპლანტაციის სწორად დაგეგმვაზეა ზუსტად დამოკიდებული მისი წარმატება. ამაში იგულისხმება ადგილობრივი და ზოგადი გამოკვლევები, ყველა ფაქტორის შეძლებისდაგვარად კორექცია, რაც გავლენას მოახდენს იმპლანტაციის პროცედურის შემდგომ ოსტეოინტეგრაციის პროცესზე. ოსტეოინტეგრაციაა მარტივად რომ ვთქვათ იმპლანტის "შეზრდა" ძვალთან.
თბილისის ფასებზე ვერაფრს გეტყვით, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ყოველთვის სასურველია კბილის შენარჩუნება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოხდეს სრულფასოვნად მკურნალობა. ამოღება და იმპლანტაცია მხოლოდ უკიდურესი გამოსავალია.

Posted by: nia4u 14 Jan 2015, 17:46
maglaka
მადლობა smile.gif
ikebana
მადლობა smile.gif
QUOTE
ყოველთვის სასურველია კბილის შენარჩუნება

გეთანხმები, მაგრამ ჩამომტყდა უკვე ნამკურნალევი კბილი და ამას რაღა ეშველება ჩასმის გარდა?! sad.gif
და გვირგვინის მასალას რაც შეეხება, მაგაზე რას მეტყვით,
ანუ ფაიფური, მეტალო თუ რაღაც და კერამიკა, მოკლედ რამდენიმენაირი გამიგია და რაზე შევაჩერო არჩევანი?

Posted by: maglaka 15 Jan 2015, 00:14
რა თქმა უნდა ბუნებრივი კბილი ჯობია იმპლანტს, ორი აზრიც არ არსებობს... უბრალოდ რა მასალის კბილიც არ უნდა გაკეთდეს, ცირკონი იქნება ტუ კერამიკა ტუ სხვა რამ. მანამდე უნდა შეფასდეს საყრდენის ანუ ფესვის მდგომარეობა. არავინ არ იკეთებს კბილს 1 და 2 დღისთვის. თუ საყრდენი არ ვარგა ვიძახოთ რომ ბუნებრივი კბილი ჯობია იმპლანტს.. ეს დადებით შედეგამდე ვერ მიგვიყვანს...

Posted by: GOGLIKOmadrideli 15 Jan 2015, 17:26
ერთი წინა კბილი მომტყდა და ჩასმა მინდა,მირჩიეთ თუ იცით სად წავიდე,და სავარაუდოდ რა დაჯდება ერთი კბილის ჩასმა.

Posted by: ikebana 16 Jan 2015, 01:36
nia4u
ამ შემთხვევაში კარგი იქნება ცირკონოკერამიკა. თუმცა მნიშვნელოვანია არა იმდენად მასალა, რამდენადაც ლაბორატორიული და კლინიკური ეტაპების შესრულება.

Posted by: nia4u 16 Jan 2015, 16:45
maglaka
ikebana
მადლობა, გაიხარეთ! smile.gif

Posted by: gvangvalo 22 Jan 2015, 23:34
სამი კბილი მაქვს გაკეთებული ეშვი და მისი მომდევნო ორი smile.gif აექდან ორზე გადაკრგულაი ერთი ხიდითაა ,და რამოდენიმე დღეა ეშვი მექნება აი ძალდატანების გარეშე თითი ვაქანებ.მაგრამ ჩამოვარდნით არ ვარდება დანარჩენი ორი კარგად არის, მივედი ვინც გამიკეთა იმასთან და მეუბნება რო ვერ ჩამოვიღებ სანამ არ ჩამოვრდება მისითითო დაზიანდება და ახალი იქნება გასაკეთებულეიო , ნუ დიდათ ვერ ვგრძნობ რო ექნება მაგრამ ნერვებშ მიშლის ნერვოზი ავიკიდეო რო ვიცი რო ექნება,და ღირს სხვასთან მისვლა? ის რო ჩამოიღონ რო არ დაზიანდეს?

Posted by: ikebana 24 Jan 2015, 03:50
gvangvalo
აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ნორმალურ ექიმთან. რას ქვია ვერ ჩამოვიღებო? კბილი თუ ასე ირყევა და მითუმეტეს ზედ ხიდია დამაგრებული, ძალიან დიდი პრობლემა აქვს ამ კბილს.

Posted by: violet 1 Apr 2015, 19:37
..........................
..............................
......................................
..............................................

Posted by: ninian 10 Mar 2016, 13:16
ikebana
ამოღებული კბილის ადგილზე იმპლანტის ჩასმა საშუალოდ რა ფასები აქვს დღეს?

Posted by: medeX 30 Mar 2016, 19:39
ხაააალლხოოო.. მეგობრებს კი გავუბურღე უკვე ტვინი მაგრამ საერთო პრობლემის მქონე ადამიანებთან საუბარი მაინც სხვაა..

მოკლედ იმის იმედით რომ ჩემს "უსაყვარლეს" ექიმ-სტომატოლოგთან ერთჯერადი ვიზიტით შემოვიფარგლებოდი, დროის მაქსიმალური გაწელვის შემდეგ მივაღწიე კონსულტაციაზე ღრძილებისა და კარიესის პრობლემით და ჩემდა საუბედუროდ აღმოჩნდა რომ თურმე 5 კბილის კარიესი უმცირესი პრობლემა ყოფილა.
წინა ქვედა კბილი ისე "გარდამცვლია" რომ ვერც გავიგე და ეხა მეორე კბილის წაყოლასაც ფიქრობს. არადა რამდენიმე თერაპევტმა და ორთოპედმა მითხრა ტრამვისგან გაქვსო და ვერც ვიხსენებ ვერავითარ ტრამვას :O

კახაბერ ხარებავა გადავწყვიტე მეგობრების რჩევით, აქ არც მინახავს ჩატში არადა თურმე წლებია მუშაობს, რო ნახა ჩემი 3-დ ფოტო, აღმოჩნდა რომ 2 ქვედა კბილი მაქვს უკვე ამოსაღები და იმპლანტი ჩასასმელი.. სავარაუდოდ ძვლის შეყვანაც დამჭირდება..
კონსულტაციიდან გამოვექეცი, დრო მჭირდებათქო... ესე ვერ დავანიშნინებ ოპერაციას.. ეს ძვლის ამბავი ძაან მაშინებს..
ჰოდა ვითომ ტყუილად მეშინია? მარა ჩვეულებრივი ოპერაციაა ხოო? :@
ეხა ვფიქრობ, 2000 ლარი ორი კბილის იმპლანტსა და გვირგვინში გადავიხადო თუ ხიდის ჩასმა ვცადო.. არადა მეზობელი 2 კბილის მოკვლაც არ მინდა.. თან უფრო ცოტა ხანი ძლებს როგორც ვიცი.. ვეღარ გავიგე.. დაბნეული ვარ.... თვითონ იმპლანტს მირჩევს მარა ფულის პრობლემა რომც მოვაგვარო ოპერაციის შიში მაქვს..

არის რჩევები? თან თუ გავწელე დრო, ძვალს უარესად შემიჭამს ხო?
* * *
QUOTE (ninian @ 10 Mar 2016, 13:16 )
ikebana
ამოღებული კბილის ადგილზე იმპლანტის ჩასმა საშუალოდ რა ფასები აქვს დღეს?

ხარებავასთან ისრაელის 600 ლარი მითხრეს და გერმანული 1000 ლარი. პლუს გვირგვინი 450 ლარი.
ამასთან იმიტო გადავწყვიტე უბრალოდ რო ცერეკები გაიკეთეს ჩემებმა და ისე ბუნებრივად აქვთ, ვერც შეატყობ საერთოდ, სახის ფერებში შეურჩია რასაც ქვია yes.gif

Posted by: pvm 25 Apr 2016, 21:24
კურაციოში ვინმე აკეთებს იმპლანტაციას?
და საერტოდ კურაციოს სტომატოლოგები თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა რამე

Posted by: violet 3 Jul 2016, 14:58
archilcheghe
QUOTE
.პ.ს.ძირითადად MIS ზე ვმუშაობთ ქართველი ოპერატორების უმრავლესობა (მოთხოვნის სესაბამისად STRAUMAN-ზეც და ციმერზეც he

თუ კარგად "წავიდა " ყველაფერი, საუკეთესო მოვლის შემთხვევაში, რამდენი წელი "იმუშავებს"? თქვენი გამოცდილებით. ჩემი ოჯახის წევრს ესაჭიროება

Posted by: maria8 17 Oct 2016, 22:01
გამარჯობა, ორთოპედის კონსულტაციაში ვიკითხე და აქაც გკითხავთ smile.gif
გთხოვთ პროფესიონალებმა მირჩიოთ:
ამოღებული საღეჭი კბილის ადგილას საჭიროა იმპლანტის ან ხიდის გაკეთება, გვერდითა ორივე კბილი დაბჟენილია და რომელი მეთოდი იქნება უფრო მისაღები, ღირებულებას რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რა ჯობია, გაქლიბვა და ხიდის გაკეთება თუ იმპლანტის ჩადგმა? და ღეჭვა ამ კბილით რამდენად შესაძლებელი იქნება? იმპლანტის დროს არის რისკი რომ ვერ მიიღოს ღრძილმა ხომ? მადლობა წინასწარ

Posted by: maglaka 18 Oct 2016, 13:43
600 larad vusvam pacientebs germanul implantebs.. 1000 Cota AR ikos...

Posted by: Crazy Dentist 3 Nov 2016, 03:52
Presidental
სიტუაცია იქნება, აუცილებლად იქნება როდესაც ქართველის კულტურაში და მენტალიტეტში ჩაჯდება და გაისისხლხორცებს წელიწადში სტომატოლოგთან 2 ვიზიტს.
აბა თქვენ რა გგონიათ აქ ამერიკაში და ევროპაში ჯერ სიტუაცია მოვიდა და მერე ხალხმა დაწყო სიარული სტომატოლოგთან?
ეს 2 ვიზიტი რომ "გაისისხლხორცოს" ამის ან დაზღვევა უნდა ქონდეს ან საშუალება, ამიტომ სახელმწიფო დონეზეა ეს მოსაგვარებელი, მაგათ კიდევ კბილებისთვის ცხელათ? პრემიების რიგში დგანან ეგ არაფრისმაქნისი მუქთახორები.

Posted by: საკურა. 3 Nov 2016, 10:38
Crazy Dentist
მგონი პროფესიული შეხება გაქვთ ამ საკითხთან, შეგიძლიათ იმპლანის უარყოფითი მხარეები მითხრათ?
დადებითი ვიცი, ძალიან ბევრი, მაგრამ სრულად მინდა ვიყო ინფორმირებული....

Posted by: Crazy Dentist 3 Nov 2016, 21:09
QUOTE (საკურა. @ 3 Nov 2016, 10:38 )
Crazy Dentist
მგონი პროფესიული შეხება გაქვთ ამ საკითხთან, შეგიძლიათ იმპლანის უარყოფითი მხარეები მითხრათ?
დადებითი ვიცი, ძალიან ბევრი, მაგრამ სრულად მინდა ვიყო ინფორმირებული....

უარყოფითი მხარე:
1) - არაკომპეტენტური, გამოუცდელი ექიმი.
მთავარია იმპლანტაციის წინ დადგინდეს რომ თქვენი ორგანიზმი მიიღებს იმპლანტს და არ იქნება იმპლანტის გარშემო ყბის ძვლის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები, დანარჩენი ნუ გაღელვებთ.

Posted by: Jeny 5 Nov 2016, 06:52
QUOTE (Crazy Dentist @ 3 Nov 2016, 21:09 )

მთავარია იმპლანტაციის წინ დადგინდეს რომ თქვენი ორგანიზმი მიიღებს იმპლანტს და არ იქნება იმპლანტის გარშემო ყბის ძვლის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები, დანარჩენი ნუ გაღელვებთ.

როგორ ხდება წინასწარ დადგენა ორგანიზმი მიიღებს თუ არა იმპლანტს?
იმპლანტის გარშემო არანაირი ძვლის ზრდა არ ხდება.

Posted by: katalonya 8 Feb 2017, 11:00
გოჩა თავართქილაძე თუ გსმენიათ იმპლანტოლოგი?

მედალფაში აქციაა იმპლანტზე და მგონი საკმაოდ იაფი გამოდის

Posted by: xunwa 8 Feb 2017, 17:16
tu gnebavt implantis chasma momweret ert ert cnobil klinikashi migiyvant konsultacia ufasoa agretve ortopediac xelmisawvdom fasebshia

Posted by: anouk7 8 Feb 2017, 22:05

საუკტესო იმპლანტოლოგოდ დაახასიათ ჩემმა ნაცნობმა თამარ ბარამიძე

დავგოგლე და ინტერტნზე მასზე არანარი ინფორმაცია არ მოიძევნნება ამის გარდა http://bigsale.ge/nkdent/index.html

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ბარამიძე

თუ ასეთი საუკეტესოა (უცხოეთიდან ჩამოდიანო მისთვის) როგორაა რომ ინყტერნტზე მასზე არაფერია??

თუ ვინმეს გაქვტ მასზე ინფორმაცი Gტხოვტ დაწეროტ ეგებ, ვინმეს გაგიკეტებიატ და თქვენი გამოცდილება დაწერეტ
* * *
Crazy Dentist
katalonya
maria8
ჩემი პოსტა წაიკითხეტ

Crazy Dentist
QUOTE
უარყოფითი მხარე:
1) - არაკომპეტენტური, გამოუცდელი ექიმი.
მთავარია იმპლანტაციის წინ დადგინდეს რომ თქვენი ორგანიზმი მიიღებს იმპლანტს და არ იქნება იმპლანტის გარშემო ყბის ძვლის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები, დანარჩენი ნუ გაღელვებთ.

თამარ ბარამიძეზე რას იტყვიტ? მითხრეს საუკეტესოა და უცხოეტიდან ჩამოდიანო მასტან, როგორც ექიმს გეცოდინებატ ტუ ესეა?

Posted by: xunwa 11 Feb 2017, 12:35
მეც ვიცი ერთ ერთი ცნობილი ექიმი თუ გნებავთ მომწერეთ კონსულტაცია უფასოა თქვენი რა მიდის

Posted by: ვივიანა 11 Feb 2017, 12:48
anouk7
მარდალეიშვილის კლინიკაში მუშაობს. ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი და ადამიანია საქართველოში.

Posted by: barbara7 19 Feb 2017, 19:56
maglaka
აქ შემოდიხართ ხოლმე ისევ? იმპლანტაციის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს და კიდევ ე. წ. კერამიკული ან მეტალო "ჩანართები",დაბლომბვის მაგივრად რომ კეთდება. იქნებ პირადში მომწეროთ.

Posted by: katalonya 20 Feb 2017, 13:26
იმპლანტის ჩასმა მინდა და შეგიძლიათ მირჩიოთ კლინიკა?


ი/მ "თეა გზირიშვილი – ნიუდენტი"
შპს "მედალფა" – თბილისის ამბულატორიული ცენტრი (სტომატოლოგიური კლინიკა)
შპს "ალგანი დენტი"


* * *
იმპლანტის ჩასმა მინდა და შეგიძლიათ მირჩიოთ კლინიკა?


ი/მ "თეა გზირიშვილი – ნიუდენტი"
შპს "მედალფა" – თბილისის ამბულატორიული ცენტრი (სტომატოლოგიური კლინიკა)
შპს "ალგანი დენტი"


Posted by: latiesto 9 Mar 2017, 03:00
აბა კომპეტენტურმა ხალხმა იქნებ დამეხმაროთ )

ზედა მხარეს 3 საღეჭი კბილის იმპლანტაციას ვაპირებ და კლინიკა ინდიგოში მითხრეს ასეთი ფასები და ნორმალურია კლინიკაა თუ არა მაინტერეებს ან რამდენად სწორად ანგარიშობენ მასალის ფასებს და მასალები ხარისხიანია თუ არა?

გერმანული მასალებით ვმუშაობთო.

თითო კბილზე ფასი:

გერმანული იმპლანტი - Dental ratio /OKTAGON -ის ბრენდის- 350 ევრო

სრული ფაიფურის გვირგინი- ivoclar vivadent / IPS e. max press - 460 ლარი

და ცალკე მახდევინებენ კიდევ სტანდარტულ აბატმენტზე -271 ლარს.

მაფორმირებელის ფასი(20 ლარი) და სხვა მცირე ხარჯები კიდევ ცალკეა.


მადლობა წინასწარ

Posted by: maglaka 29 Mar 2017, 00:16
Me vaketeb implantacias da tu gaqvt vinmes survili shemexmianrt... an raime kitxvebi tu gaqvt mkitxet at aris problema.. smile.gif sakutaris tavis reklamashi ar chamitvalot ogond smile.gif

Posted by: bina:568545554 29 Mar 2017, 19:27
maglaka
საშუალო ექსპლუატაციის ვადა რამდენია კარგი მოვლის პირობებში და ფასიც მაინტერესებს . დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: maglaka 5 Apr 2017, 00:29
ამას წინასწარ ვერავინ იტყვის... მე მყავს პაციენტი რომელიც უკვე 7 წელია გენიალურად არის... თუმცა მედიცინაში წინასარ რამის თქმა შეუძლებელია... : ) იმპლანტი 550 ლარი ღირს...
იმპლანტს აქვს პოტენცია რომ მთელი ცხოვრება ემსახუროს პაციენტს..

Posted by: BB42 11 Apr 2017, 21:12
1.საღეჭი კბილის იმპლანტის გაკეთებას ვაპირებ და რა ჯდება დაახლოებით, რამდენია საშუალო ფასი?

ასევე პროცედურაზე მინტერესებს, ჯერ როგორც ვიცი რაღაც უნდა ჩაინერგოს და შემდეგ რამდენიმე თვეში აკეთებენ გვირგვინს, რამდენად სწორად ვიცი?



და კიდევ ცირკონის გვირგვინის გაკეთება ერთ კბილზე რა ჯდება რამდენია საშუალო ფასი?

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: maglaka 12 Apr 2017, 09:22
ერთი იმპლანტი ჯდება 500 ლარი, ხოლო ცირკონის გვირგვინს 270 ლარად ვაკეთბ იმპლანტზე. იმპლანტის გაძვალწბაა ქვედა ყბაზე 4 თვე ყოფნის უმეტეს შემთხვევაში, რადგან ქვედა ყბის ძვალი უფრო კომპაქტური შენებისაა ზედასთან შედარებით.

Posted by: pisooo_piso 6 May 2017, 11:56
მეგობრებო, ჩემმა ახლობელმა ჩაისვა 10 იმპლანტი. 6 თვის შემდეგ როდესაც შეხორცდებოდა უთხრეს რომ მზად იქნებოდა უკვე ჩასასმელად გვირგვუნების და დასაბოლოვებლად. ეხლა ამ ჩემს ახლობელს არ სცალია 1 ან 1.5 თვე მაინც და ასე უთხრეს რომ 6 თვის მერე აუცილებელია და გადადება არ შეიძლება. რას მეტყვით თქვენ მართლაც ასეთი მნიშვვნელოვანია რომ დროს არ გადასცდეს თუ შეიძლება მოცდაც.

Posted by: maglaka 16 May 2017, 00:38
Gamarjoba posooo
Araferi problema ar aris tundac 3 tve gadaacilos shenma aclobelma kbilebis damagrebas implantebze
Ar inerviulot mag sakitxze )))

Posted by: izabel 16 May 2017, 23:03
დენსი ს კლინიკაზე რა აზრის ხართ? ღირს მანდ კბილების გაკეთება? თუ სხვას რას მირჩევთ?

Posted by: anouk7 18 Jun 2017, 17:09
ვივიანა
QUOTE
მარდალეიშვილის კლინიკაში მუშაობს. ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი და ადამიანია საქართველოში.

მაგ ექიმზე ამბობტ თამარ ბარამიძეზე ტუ სხვაზე

Posted by: ვივიანა 18 Jun 2017, 21:04
anouk7
კი თამარ ბარამიძეზე მიწერია.

Posted by: izabel 15 Jul 2017, 17:03
ikebana
გაწმინდეთ ინბოქსი გთხოვთ... წერილს ვერ გწერთ.

Posted by: LadyBag 20 Jul 2017, 11:29
ემტალოკერამიკასა და ცირკონის გვირგვინებს შორის დიდი განსვავებაა ვიზუალურად? ან ღრძილის გაშავების თვალსაზრისით?

Posted by: maglaka 20 Jul 2017, 19:18
დიდი სხვაობაა ძალიან. ცა და დედამიწაა.

Posted by: LadyBag 21 Jul 2017, 18:54
ხომ არ შეგიძლიათ სურათEბი დადოთ ორივე მათგანის და შედარება მოიყვანოთ? იმიტომ რომ მეუბნებიან მეტალთან ნერწყვი შედის რეაქციაში და ცირკონიც ხომ მეტალია.

Posted by: keen 13 Oct 2017, 14:22
კარგი (საუკეთესო) იმპლანტოლოგი მირჩიეთ რა... user.gif

Posted by: ვივიანა 13 Oct 2017, 15:58
keen
გალაქტიონ მახვილაძე
გიორგი ღვინიაშვილი
კახა მეტრეველი
კახა გურგენიძე

კიდევ არიან გამახსენდებიან..

Posted by: keen 13 Oct 2017, 16:23
QUOTE (ვივიანა @ 13 Oct 2017, 15:58 )
keen
გალაქტიონ მახვილაძე
გიორგი ღვინიაშვილი
კახა მეტრეველი
კახა გურგენიძე

კიდევ არიან გამახსენდებიან..

გაიხარე, მადლობა! ალბათ, გურგენიძეს ავირჩევ yes.gif

Posted by: ვივიანა 13 Oct 2017, 17:11
keen
შესამიშნავი არჩევანია up.gif

Posted by: kaki96_ 14 Nov 2017, 11:54
მაგლაკა გთხოვთ მიპასუხოთ თქვენთან კონსულტაცია სად შეიძლება და ფასიანია თუ არა?
QUOTE
მაგლაკა გთხოვთ მიპასუხოთ თქვენთან კონსულტაცია  სად  შეიძლება და ფასიანია  თუ არა?


Posted by: VBR 15 Nov 2017, 19:11
რამოდენიმე კითხვა მაქ: smile.gif
1) მირჩიეთ კლინიკები სადაც კარგად აკეთებენ კბილის იმპლანსტს (თანამშრომლებმა გამოტოვეთ ეს ნაწილი და პირდაპირ მეორე კითხვაზე გადაგით ))
2) რა ფასებია დღეს?
3) რატო ღირს ისრაელის პროტეზი ასე იაფი , და მაინც ერიდებიან.... ვისი წარმოიბის ჯობს?
4) რამდენად უსაფრთხოა ზოგადად და რა პროცენტია პროტეზის არ გაძვალების?
5) რამდენ ხანში უკეთებენ კბილს (კარონკას) პროტეზს
6) ფესვი რომ ჩარჩენილია (ან ნატეხები) შეიძლება ამოღებისთანავე გაკეთდეს (ჩაისვას) პროტეზი? თუ ჯერ ამოღება (ამოსუფთავება) ჯობია და მერე რომ შეხორცდეს. და რა დრო დაჭირდება ამოღებიდან?
7) გალეულ ღრძილს ამაღლებენო, და ბევრად რთულია (და დროით მეტი) ეს პროცედურა ვიდრე ახალამოღებულზე?

Posted by: VBR 3 Dec 2017, 13:34
მედი
ნიუდენტი
დენსი
ელიტი

რომელი ჯობია?

Posted by: keen 14 Mar 2018, 17:18
QUOTE (ვივიანა @ 13 Oct 2017, 15:58 )
keen
გალაქტიონ მახვილაძე
გიორგი ღვინიაშვილი
კახა მეტრეველი
კახა გურგენიძე

კიდევ არიან გამახსენდებიან..

სალამი

იმპლანტოლოგ ლაშა თვალაბეიშვილზე ხომ არ გსმენია რამე? rolleyes.gif

Posted by: buenos 11 Apr 2018, 16:36
QUOTE
კახა გურგენიძე

გაგარინზე ხომ არ მუშაობს? კარგი ექიმია?
გავიგე სხვა კლინიკებთან შედარებით გაცილებით იაფად აკეთებს იმპლანტებს, და რიგები არააქსო.
თუ კარგი ექიმია და იაფად აკეთებს ოპერაციას რატო ხდება ასე, რომ სხვა კლინიკებში 2 კვირიანი რიგია კონსულტაციაზეც კი და აქ არაა ხალხი, ცოტა დამაფიქრებელია, თუმცა ინფორმაციის სიზუსტეზეს ვერ დავდებ თავს, ამიტომ გეკითხებით smile.gif
რომელ კლინიკას ურჩევდით ადამიანს, პრაქტიკანტის ხელში რომ არ ჩავარდე, ასეთი სერიოზული პროცედურის დროს.

Posted by: perry 13 Apr 2018, 17:24
ყველაზე კარგი სტომატოლოგიური კლინიკა რომელია თბილისში?

Posted by: unusual 9 Jul 2018, 10:29
გამარჯობათ. იმპლანტის შემდეგ ნაკერები მოახსნებვით ექიმს? და რამდენხაში? ჩემს ძაფებზე მითხრეს გაიწოვსო თვითონო, და არარ დამჭიდება ამოღება? და კიდევ რამდენი დღე გქონდათ შეშუპება? ოდნავ მაქვს შეშუპება.

Posted by: FDA 14 Jul 2018, 17:19
ვივიანა
QUOTE
მარდალეიშვილის კლინიკაში მუშაობს. ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი და ადამიანია საქართველოში.

QUOTE
საუკტესო იმპლანტოლოგოდ დაახასიათ ჩემმა ნაცნობმა თამარ ბარამიძე

თამარ ბარამიძე გლდანში მუშაობს როგორც ვიცი და მარდალეიშვილის კლინიკა ხომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ა

Posted by: DM-23 23 Jul 2018, 17:02
შპს "ჰეფი-სმაილი"
"ი.მ. მანანა სიხარულიძე - სტომატოლოგიური კლინიკა დენტა-სტილი "
შპს "დენტალ ცენტრი"
შპს "ბელადენტი"
სტომატოლოგიური კლინიკა ი/მ თამარ დოლიძე მედი-დენტი+
შპს "სმაილი"
შპს "სტომატოლოგიური კლინიკა ჰეფი დენტი"
შპს "პი-ეს დენტალი"
შპს "მ.ტატიშვილის სტომატოლოგიური სპა ცენტრი"
შპს "ნიუმედი"
შპს "ლაიფდენტი"
შპს "დანბლანში"
შპს "ეფლდენტი"
შპს „ალგანი დენტი“
შპს „ჰელიოდენს“

ამ კლინიკებიდან რომელს მირჩევთ? რომელია საუკეთესო?

Posted by: Zestafans 6 Aug 2018, 15:00
არვიცი ამ თემას ეხება თუ არა,მაგრამ დაუშვათ კბილები ჩაგემტვრა ან , დაგემსხვრა , ან რავიცი. აღდგენა არის შესაძლებელი ?

ჩამოფშვნის შემთხვევაში ან ასე შემდეგ.

Posted by: Alien_Piglet 24 Aug 2018, 20:49
QUOTE (DM-23 @ 23 Jul 2018, 17:02 )
შპს "ჰეფი-სმაილი"
"ი.მ. მანანა სიხარულიძე - სტომატოლოგიური კლინიკა დენტა-სტილი "
შპს "დენტალ ცენტრი"
შპს "ბელადენტი"
სტომატოლოგიური კლინიკა ი/მ თამარ დოლიძე მედი-დენტი+
შპს "სმაილი"
შპს "სტომატოლოგიური კლინიკა ჰეფი დენტი"
შპს "პი-ეს დენტალი"
შპს "მ.ტატიშვილის სტომატოლოგიური სპა ცენტრი"
შპს "ნიუმედი"
შპს "ლაიფდენტი"
შპს "დანბლანში"
შპს "ეფლდენტი"
შპს „ალგანი დენტი“
შპს „ჰელიოდენს“

ამ კლინიკებიდან რომელს მირჩევთ? რომელია საუკეთესო?

ამ შეკითხვას ვუერთდები. მალე დამჭირდება მისვლა და აზრზე არ ვარ რომელს მივაწყდე help.gif

პ.ს. DM-23 ირაოს დაზღვევა? user.gif

Posted by: rapsen 3 Sep 2018, 20:27
ვა როგორ ჩამკვდარია ეს თემა ფული არ ააქვს ხალხს და მიტომ თუ?

Posted by: anouk7 7 Oct 2018, 10:14
keen
QUOTE
keen
გალაქტიონ მახვილაძე
გიორგი ღვინიაშვილი
კახა მეტრეველი
კახა გურგენიძე

კიდევ არიან გამახსენდებიან..

გაიხარე, მადლობა! ალბათ, გურგენიძეს ავირჩევ 

რა ქენი აარჩიე და გაიკეთე? ვისთნა, როგორი კმაყოფლი ხარ
* * *
QUOTE
თამარ ბარამიძე

ამაზე რას იტყვით, მართლა კარგი ა?

საუკეთესო იმპლანტოლოგი მირჩიეთ რა

Posted by: keen 7 Oct 2018, 10:40
anouk7
QUOTE
რა ქენი აარჩიე და გაიკეთე? ვისთნა, როგორი კმაყოფლი ხარ

QUOTE
კახა გურგენიძე

თავიდანვე ვფიქრობდი კახა გურგენიძესთან და მისი პროფესიონალიზმის შესახებ ისეც ვიცოდი. კმაყოფილი ვარ ხარისხი + ფასი. მე კონკრეტულად კლინიკა "დენტორიუმში" გავიკეთე.

Posted by: tamuska 30 Oct 2018, 21:12
საშუალოდ რა ჯდება კარგი ხარისხის იმპლანტანტი , ექიმის მომსახურების ჩათვლით ?

Posted by: Devaltus77 7 Dec 2018, 19:52
საინტერესო თემაა და აქტუალურიც...
* * *
anouk7
QUOTE
რა ქენი აარჩიე და გაიკეთე? ვისთნა, როგორი კმაყოფლი ხარ

QUOTE
კახა გურგენიძე

თავიდანვე ვფიქრობდი კახა გურგენიძესთან და მისი პროფესიონალიზმის შესახებ ისეც ვიცოდი. კმაყოფილი ვარ ხარისხი + ფასი. მე კონკრეტულად კლინიკა "დენტორიუმში" გავიკეთე.
როგორ ეგუებით?

Posted by: adeline 8 Dec 2018, 17:58
გამარჯობა. იმპლანტი ჯობია თუ ხიდის გაკეთება? ექიმმა იმპლანტი არ გჭირდება შენ და ჯობს ხიდი გავაკეთოთო და გვირგვინი ჩამოეცმევაო. თუ ვინმე ერკვევით, იქნებ დამეხმაროთ.

და კიდევ, პს დენტალი კანდელაკზე ხომ კარგი კლინიკაა?
QUOTE
საუკეთესო იმპლანტოლოგი მირჩიეთ რა

+1

Posted by: any_body 9 Dec 2018, 17:21
adeline
გააჩნია სიტუაციას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იმპლანტი სჯობს

Posted by: maglaka 7 Jan 2019, 02:38
იმპანტის გაკეთება სჯობს იმიტომ რომ მკურნალობის ეს მეტოდი მიახლოვებულია ბუნებრივ კბილთან... არ მუშავდება გვერდითა კბილი და თუ მკურნალობა სწორად არის ჩატარებული და თქვენმა ორგანიზმმაც ადექვატური "პასუხი" გასცა ექიმის ქმედებას, პოტენციურად უფრო დიდხანს გექნება იმპლანტი ვიდრე ხიდისებური კონსტრუქცია.

Posted by: alonso 8 Jan 2019, 16:08
maglaka
გამარჯობათ
როგორც ამ თემიდან ჩანს თქვენ იმპლანტოლოგი ხართ
ამჟამად გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ვარ და თქვენს პასუხზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მივიღებ.

კითხვა ეხება კბილის ამოღების შემდეგ დაუყოვნებლივ იმპლანტაციას,
წავიკითხე რომ ამ მეთოდის შემთხვევაში ალავიალური ღრმულში პირდაპირ თავსდება იმპლანტი.
ანუ ასეთ დროს (კლასიკური მეთოდისგან განსხვავებით) არ ხდება ალავიალური ძვლის გაბურღვა.

გთხოვთ დამიდასტუროთ ან უარყოთ ეს მტკიცება

Posted by: maglaka 9 Jan 2019, 00:14
გაგიმარჯოს გილოცავ შობა ახალ წელს.
კი გახლავართ smile.gif)
საქმე იმაში რომ მაინც ხდება ალვეოლურ მორჩში არსებული კბილბუდის(ბუნებრივი ხვრელის) დამუშავება. უბრალოდ ამ დროს უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ე.წ ხელოვნური ძვლის გამოყენება.
ეს არის უმეტეს შემთხვევაში ზღვის მარჯნისგან ან ხარის ძვლისგან მიღებული კალციუმის შემცვლელი გრანულები, რომელიც მატრიცის ფუნქციას ასრულებს ახალი ბუნებრივი ძვლისათვის.
თუმცა ამ დროს თუ არსებობს რაიმე სახის ჩიროვან ანთებითი პროცესი, მყისიერი იმპლანტაციას დაუშვებელია.... ამ შემთხვევაში კბილის ამოღების შემდეგ უნდა გავიდეს დაახლოებით 40-60 დღე. სწორედ ეს დრო არის საჭირო მანიპულაციის არეში ახალგაზრდა ძვლის წარმოსაქმნელად. დიაგნოსტირება კი ხდება 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით.

Posted by: alonso 9 Jan 2019, 22:57
maglaka
გამარჯობათ. მეც გილოცავთ შობა ახალ წელს. გმადლობთ პასუხისთვის.
თუ სწორად გავიგე კალციუმის შემცველი გრანულები თავსდება კბილბუდში მოთავსებული იმპლანტის გარშემო, იმისთვის რომ შეივსოს სიცარიელე , რადგან იმპლანტის დიამეტრი ნაკლებია კბილბუდის დიამეტრზე. საბოლოო ჯამში კი უკეთესი ოსტეოინტეგრაციისთვის.

მაგრამ მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს.
ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე ეხება ერთარხიან (ერთფესვიან) კბილს, რა ხდება 4 არხიანი კბილის შემთხვევაში?
მე როგორც ვხვდები იმპლანტის ხრახნის ცენტრი უნდა დაემთხვეს ლურჯ ისარს და ლურჯად შემოხაზულ არეს, სადაც იმყოფება ალვეოლური ძვალი.
ანუ მაინც იქნება საჭირო ამ ადგილზე გაბურღვა, ასეა თუ არა? გთხოვთ მიპასუხოთ.

ორი პროცედურის (კბილის ამოღება და იმპლანტის ჩადგმა) შეთავსება მომწონს, მაგრამ თუ ძვლის გაბურღვას მაინც ვერ ავცდები მაშინ ალბათ ისევ კლასიკური მეთოდი ჯობია, რადგან იქ უფრო მაღალი ალბათობაა ოსტეოინტეგრაციის. რასაკვირველია კბილის ამოღების შემდეგ არ უნდა გადავაცილო 3-6 თვეს, რადგან შემდეგ უკვე ალვეოლური ძვლის ატროფია იწყება.


Posted by: maglaka 10 Jan 2019, 01:42
მეგობარო მე მომწონს როცა ადამიანები მათ შორის ჩემი პაციენტებიც გაცნობიერებულნი არიან თქვენსავით.
ახლა კი ჩემს გამოდილებას გაგიზიარებთ პრაქტიკულად უფრო ხშირად ფესვთა გამყოფი ტიხარი არ გვხდება საკმარისი ძვლოვანი მასით და იმპლანტაციისთვის ექიმი არჩევს რომელიმე ფესვის ღრმულს 2 ძირიტადი კრიტერიუმით
A: სად უფრო ძლიერი და მოცულობითი ძვალია
B: იმპლანტს სად უფრო ნაკლები დახრილობა ექნება
ამ ორი პარამეტრის შეჯერებით ხდება ტიტანის ხრახნის მოთავსება კილბუდეში ანუ საიმპლანტაციო ველში.
ე.წ. გაბურღვა კი აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში.
რაც შეეხება ოსტეოინტეგრაციას. იგი შესდგება სხვადასხვა ფაზებისაგან და არ აქვს მნიშვნელობა კბილის ამოღებისთანავე ისმება იმპლანტი თუ მოგვიანებით მაინც იგივე ნაბიჯებს გადადგამს თქვენი ორგანიზმის რომ წარმოქმნას ძვალი.
პ.ს ზედა ყბაზე უფრო დიდი შანსია ტიხარში მოხდეს იმპლანტის მოთავსება ვიდრე ქვედაზე რადგან ქვედა კბილს ძგიდე ანუ ტიხარი ბევრად უფრო თხელია. კბილის ამოღების დროს კი ეს ძგიდე არ უნდა დაზიანდეს თორემ გაჭირდება და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მყისიერი იმპლანტაცია.

Posted by: alonso 11 Jan 2019, 00:33
maglaka
მოგესალმებით და უღრმესი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.

ნამდვილად არ მეგონა თუ ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთ ალვეოლურ ღრმულში თავსდებოდა იმპლანტი და არა ტიხრის ცენტრში, ვფიქრობ ამ მეთოდით რთული იქნება იმპლანტის მინიმალური დახრილობის მიღწევა. ასევე ასეთი იმპლანტი ვერ იქნება ცენტრიდან ორივე მხარეს თანაბრად დატვირთული, რაც ალბათ აისახება გრძელვადიან შედეგზე.
მომენტალური იმპლანტაციისთვის დიდი შანსები ისედაც არ მქონდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 3D კვლევამ აჩვენა ანთებითი პროცესი.
მოკლედ ვირჩევ კლასიკურ მეთოდს.
გაბურღვის პროცედურის მიმართ ჩემი სიფრთხილე იმით აიხსნება რომ როგორც წავიკითხე არსებობს 5%-იანი ალბათობა იმისა, რომ საჭიროზე უფრო მეტ სიღრმეზე გაბურღვის შემთხვევაში დაზიანდეს სამწვერა ნერვი, რაც სახის კუნთების მოძრაობას შეუძლებელს ხდის. მიუხედავად იმისა რომ არსებობს Drill Stopper Kit
http://dentium.com/data/CM/QVsjuMKwz1GQs.pdf ასეთი შემთხვევები მაინც ხდება.
ასეთივე 5%-იანი ალბათობაა იმისა რომ კბილის დაბჟენისას არხში ჩატყდეს ინსტრუმენტი. სწორედ ეს დამემართა მე და სწორედ ამის გამო ვარ იძულებული ამოვიღო ეს კბილი და ჩავისვა იმპლანტი.
და კიდევ ერთი:
ახლა საკითხი ასე დგას:
უბრალოდ ამოვიღო კბილი თუ არსებობს რაიმე მეთოდიკა რომლითაც ძვალი კბილის ამოღებისთანავე იქნება მომზადებული რამდენიმე თვის შემდეგ ჩასატარებელი კლასიკური იმპლანტაციისთვის? ვგულისხმობ იგივე კალციუმის შემცველი გრანულების მოთავსებას ღრმულებში ან რამე სხვა მანიპულაციას, რაც ძვლის უფრო უკეთეს მდგომარეობას უზრუნველყოფს, ვიდრე ეს იქნებოდა ბუნებრივი შეხორცებისას.







Posted by: maglaka 11 Jan 2019, 02:14
არაფერს... ეგ სტოპერები არის დამწყები ექიმისთვის იმიტომ რომ ნერვის ზედა კედელი ატის კორტიკალური ფირფიტა ანი მკვრივი ძვალი და გამოცდილმა ექიმს ეგ არ უნდა შეეშალოს... გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია მეგობარო... უბრალოდ შეეცადე მაგღალი დონის ძვალი და იმპლანტი იქნასვგამოყენებული ოპერაციის დროს.... ე.წ ბრენდი
პს ზოგადად ითვლება რომ 15 და 25 გრადუსიანი დახრილობა პტობლემას არ წარმოადგენს და რიგ შემთხვევაში ექიმს უწევს 35 გრადუსითაც კი დახაროს იმპლანტი. ეს ხდება როცა ძვლის სერიოზული დეფიციტია.
აბა წარმატებები....

Posted by: Tanamemamule 12 Feb 2019, 02:03
მოკლედ რა მაინტერესებს . სადღაც 17 წლის წინ ზედა ყბაზე ორი კბილი ამოვიღე და ხიდი გავიკეთე . ეხლა მინდა ეს ხიდი მოვიშორო და ორი იმპლანტი გავიკეთო მაგრამ ერთი პრობლემის წინაშე დავდექი. ძვალი შეიწია .. ანუ იმპლანტი კი დამაგრდება მაგრამ არაესთეტიურია . ანუ რო ავხსნა ჩვეულებრივ სხვა ღრძილთან შედარებით ეს ადგილი შევიწროვებული და ზემოთ აწეულია . სტომატოლოგმა მირჩია ღრძილის გადანერგვა . ანუ რაღაც უნდა ჩაეკეროს ალბათ რომ ესთეტიურად სხვაღრძილს გაითანაბრდეს . რამე სხვა ალტერნატივა ხომ არ იცით სტომატოლოგებო .. რას მირჩევთ და ვის მივმართო

Posted by: maglaka 13 Feb 2019, 23:07
გამარჯობა. შესაძლებელია დეფექტის აღმოფხვრა როგორც ძვლოვანი ქსოვილის პლასტიკით ასევე რბილი ქსოვილის პლასტიკით. ამისთვის მინიმუმ ფოტო და 3D-ტომოგრაფია უნდა ვნახო.... გამიმიგზავნე და პასუხს შეგატყობინებ.

Posted by: chomaxachomaxa 16 Feb 2019, 23:53
maglaka

გამარჯობათ, პირად შეტყობინებებში წერილი მოგწერეთ გთხოვთ როცა შეძლებთ რომ წაიკითხოთ და მიპასუხოთ.

Posted by: boxvena 24 Feb 2019, 11:06
558793465 დამიკავშირდით გვაქვს მისაღები ფასები კლინიკა ჰოლანდ დენტში

Posted by: maglaka 2 Mar 2019, 03:55
: ))) Boxvena ზოგადად რომ იცოდე ძალიან ნაკლებად მაინტერესებს 1 პაციენტით მეტი მეყოლება თუ ნაკლები ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ რომ ვთვლი რომ თქვენი საქციელი ნაკლებად შეესაბამება კოლეგიალობის პრინციპებს. სასაცილოა smile.gif))) . . .

Posted by: adeline 5 Mar 2019, 13:20
maglaka
გამარჯობა. რომელ კლინიკაში მუშაობთ? ერთ მხარეს გავიკეთე ხიდი, თუმცა მეორე მხარეს მაქვს სიბრძნის კბილი და ორთოპედმა მითხრა, ჯობს იმპლანტი გაიკეთო მაგ მხარეს და შემდეგ ხიდიო. ახლა ვნახე თქვენი პასუხი, რომ მთლიანად იმპლანტი ჯობს ხიდს, თუმცა მეორე მხარეს უკვე სხვა კბილები მომზადებულია ხიდისთვის: ნერვი ამოღებულია და დაპლომბილია. იმპლანტის მეშინია რატომღაც ძალიან და ვყოყმანობ sad.gif იქნებ როგორმე დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ

Posted by: maglaka 5 Mar 2019, 20:58
adeline პირად მიმოწერაში მოგწერე ჩემი საკონტაქტო ნომერი,

Posted by: adeline 10 Mar 2019, 00:14
კახა გურგენიძე რომელ კლინიკაშია თუ იცით ვინმემ, იქნებ დაწეროთ.

Posted by: maglaka 17 Mar 2019, 00:29
შარტავას ქუჩაზე "დენტორიუმში" მუშაობს კახა გურგენიძე

Posted by: უტა 20 Apr 2019, 19:18
კბილის ამოღებიდან 2 წელია გასული თუ იცის ვინმემ დაგვიანებულია იმპლანტის გაკეთება ?

Posted by: maglaka 24 Apr 2019, 00:36
დაგვიანებული არაა smile.gif) მაქსიმუმ ძვლოვანი ქსოვილის პლასტიკა დაგჭირდეს.

Posted by: Andy Warhol 25 Apr 2019, 20:46
ქვედა ყბის მე-7 კბილები (ორივე მეშვიდე კბილია დაბლა საღეჭი კბილები) მაქვს ძალიან დაზიანებული. ერთთგან არხი არის ამოღებული. იმპლანტზე ვფიქრობ და რა ეღირება დაახ ფასი მომზადებული რომ მოვიდე ?

maglaka

Posted by: maglaka 29 Apr 2019, 12:54
Andy Warhol გამარჯობა პირადში მოგწერეთ.

Posted by: MGS 13 May 2019, 16:45
latiesto
QUOTE
გერმანული იმპლანტი - Dental ratio /OKTAGON -ის ბრენდის- 350 ევრო

user posted image
ძალიან დიდი სხვაობაა ონლაინ შოპის ფასსა და აღნიშნულ ფასს შორის.

maglaka
თქვენს მიერ ხსენებული მალი_მალი საერთოდ ვერ ვიპოვე, სადაური ბრენდია?


Strauman-ის იმპლანტები რა ღირს თბილისში, ხომ არ იცით?

Posted by: maglaka 17 May 2019, 09:31
იმპლანტის დიფერენციაცია მისი მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით არ არის მართებული. გამივლია ხშირად და წამიკითხავს ამ ქვეყნის იმპლანტი მაგალითად პირობითად 700 გელა. . . . ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს იმპლანტის დონეს და ხარისხი იზომება შემდეგი პარამატრებით. 1. თუ რომელი გრეიდის დაფარვა აქვს, სულ 5 გრეიდი არსებობს. 2. არის თუ არა იგი დაფარული ძვლოვანი მარტიქსის პირველადი ფენით. 3. მისი ორთოპედიული აღჭურვილობის მრავალფეროვნებით.
აგეთვე იმპლანტის შერჩევა ასე ზეპირად დიაგნოსირების გარეშე არის სისულელე. უნდა ინახოს პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია, განისაღვროს მისი ძვლის ხარისხი და ამტანიანობის კოეფიიეციენტი, უნდა უნახოს პაციენტის პირის ღრუ და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს შესაბამისი კვლევები. .
ვისაც ლიტერატურად გაუნტერესებთ უბრალოდ ნეტში დაწერილ ათასგვარ სისულელეს ნუ ეყრდნობით.
https://www.aaid.com
https://www.joionline.org
https://www.aaid-implant.org
https://osseo.org/

აღნიშნულ გვერდებზე შეგიძლიათ მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია და არა რომელიმე კონკრეტულ დილერთად.
აბა წარმატებები მეც და თქვენც smile.gif)

Posted by: MGS 17 May 2019, 21:26
maglaka
შეგიძლია მითხრა მწაოებლის ფასსა და საქართველოში ფასს შორის რატოა ძალიან დიდი სხვაობა? მარტო საქართველოში არა, ევროპის ქვეყნებშიც მასეა. გუგლი მაგალითად ამბობს რომ გერმანიაში და ავსტრიაში სტრაუმანის იმპლანტი ზოთ რომ ვიკითხე ათასი ევროდან ზევით ღირს. თვითონ სტრაუმანის ბროშურაი კი 260 ევრომდეა ფასი. მარტო სრული კერამიკის იმპლანტი ღირს 500 ევრომდე. დილერები ამატებენ ამხელა თანხას თუ დამატებით შოულობენ ექიმები ფულს იმპლანტის მაღალი ფასებით?

Posted by: maglaka 19 May 2019, 20:48
MGS
იმპლანტის ღირებულებას+იმპლანტის თავი(აბატმენტი)+ღრძილის მაფორმირებელი+ტრანსფერი რომლითაც ზომას იღებს ექიმი+ ექიმის ხელფასი+საავადმყოფოს მოგება+საოპერაციო დანახარჯი+ სატექნიკო დანახარჯი = იმპლანტის ჩადგმის ფასს.
თუ ადამიანს უნდა რომ იმპლანტოლოგიური მკურნალობა ყველა წესების დაცვით ჩაუტარდეს შესაბამისად გადახდაც უწევს. სამწუხაროა რომ ყველას არ აქვს ამის საშუალება. თუმცა გამოთქმა "ექიმი ფულს შოულობს" მე მგონია მთლად ლამაზად არ ჟღერს. ყველამ უნდა მიიღოს თავისი ანაზღაურება ცოდნის შესაბამისობით. ექიმმა ექიმის და ყველის გამყიდველმა .....

Posted by: MGS 19 May 2019, 21:52
maglaka
QUOTE
იმპლანტის ღირებულებას+იმპლანტის თავი(აბატმენტი)+ღრძილის მაფორმირებელი+ტრანსფერი რომლითაც ზომას იღებს ექიმი+ ექიმის ხელფასი+საავადმყოფოს მოგება+საოპერაციო დანახარჯი+ სატექნიკო დანახარჯი = იმპლანტის ჩადგმის ფასს.
თუ ადამიანს უნდა რომ იმპლანტოლოგიური მკურნალობა ყველა წესების დაცვით ჩაუტარდეს შესაბამისად გადახდაც უწევს. სამწუხაროა რომ ყველას არ აქვს ამის საშუალება. თუმცა გამოთქმა "ექიმი ფულს შოულობს" მე მგონია მთლად ლამაზად არ ჟღერს. ყველამ უნდა მიიღოს თავისი ანაზღაურება ცოდნის შესაბამისობით. ექიმმა ექიმის და ყველის გამყიდველმა

მე კონკრეტულად იმპლანტზე მქონდა საუბარი ექიმის ხელფასი და სხვა ხარჯების გარეშე. გეუბნებიან რომ სტრაუმანის იმპლანტი ღირს პირობითად 1000 ევრო (კრონა 800 ევრო, მკურნალობა ლაბორაორია და ა.შ. დამატრბითი ხარჯები), შედიხარ მერე სტრაუმანის საიტზე და ხედავ რომ სრული კერამიკის გარდა ყველა იმპლანტი 260 ევროზე ნაკლები ღირს. სრული კერამიკა 500 ევროზე ნაკლები. ამ ფასში სხვაობაზე გკითხე და ვერ ვხვდები შენი პოსტის აზრს და პათოსს. საცა აფთიაქებთან არიან ექიმები შეკრულები და პაციენტებს აგზავნიან რომ წილში გავიდნენ იმპლანტის ღირებულებიდან ფულის კეთება რა გასაკვირია. ჩემთვის ეგ რეალობაა, ულამაზო მაგრამ რეალობა და ამიტომ ვფიქრობ შეკითხვის დასმაც უნდა შემეძლოს.

Posted by: maglaka 20 May 2019, 08:36
ყელა იმ ექიმს უნდა დაახიო თავზე ლიცენზია ვინც პაციენტს წამალს ფულის გამო უწერს. ხოლო თუ ფასი გაინტეტესებს ერთი შტრაუმანის მხოლოდ იმპლანტის ფასი 250 ევროს შეადგენს. smile.gif)

Posted by: MGS 20 May 2019, 09:40
maglaka
QUOTE
ყელა იმ ექიმს უნდა დაახიო თავზე ლიცენზია ვინც პაციენტს წამალს ფულის გამო უწერს. ხოლო თუ ფასი გაინტეტესებს ერთი შტრაუმანის მხოლოდ იმპლანტის ფასი 250 ევროს შეადგენს. )

ჰო ამაზე გეუბნები ზუსტად, ეხლა თუ დაგუგლავ ევროპაში რა ფასებია, მარტო იმპლანტს აგდებს 1000 ევროდან ზემოთო, კრონის და მკურნალობის გარეშე (გერმანიაში დაახლ. 2000-3000 ევრო ჯდება ერთი კბილი). ჰოდა ეს ფასთა სხვაობა დილერს რჩება თუ ექიმს?
ფულის გამო შეიძლება არ უწერენ, სჭირდება და იმიტომ უწერს მარა თავად ეუბნება კონკრეტულ აფთიაქზე იქ იყიდეო ან როცა ერთი შემადგენლობის რამოდენიმე წამალი არსებობს იმას ეუბნება, რომელიც მასთან დაახლოებულ აფთიაქს აქვს. საქართველოში მასე ხდება როგორც ვიცი, ინტერესთა კონფლიქტია ჩემი აზრით და მიუღებელი როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება.

Posted by: maglaka 20 May 2019, 22:51
დილერს ექიმს და საავადმყოფოს ერთად. ეჰ კიდევ იმდენი რამ არის მიუღებელი რომ... smile.gif)

Posted by: ninogvaramia87 21 May 2019, 13:37
გამარჯობა. თითქმის ყველაფერი წავიკითხე და რა ვერ გავიგე, ექიმები გვატყუებენ თუ რა ხდება??
იმპლანტი 2 ცალი მაქვს გასაკეთებელი და ერთგან მეუბნებიან რომ არის ასეთი კომპანიის იმპლანტი Sgs და არის შვეიცარიული იმპლანტი, ხოლო სხვა 2 კლინიკაში მეუბნებიან რომ უნგრულია.
ვინმეს გაქვთ ესენი ჩახრახნილი? და საერთოდ ექიმებს რაღაც ინტერესი აქვთ უეჭველი ამ იმპლანტების ჩასმაზე კომპანიებისგან.

მე 2 თვით ვარ ჩამოსული, ბრუკლინში ვაპირებდი მკურნალობას, მაგრამ ძვირი მიჯდება ძალიან 4000 $მდე.
აქ კი ამ იმპლანტებს მთავაზობენ და რა ვიცი, ვინ რას გეუბნება კაცი ვერ გაიგებს.
სახლში ვაპირებდი Mis ჩასმას, მაგრამ ძვირია ძალიან იქ და აქაც ცოტა ძვირია ესენი, თან სხვასაც მთავაზობენ ექიმები.

მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს ვინც ერკვევით: რას მირჩევთ, რომელ კლინიკაში და რომელ იმპლანტოლოგთან მივიდე, ტყუილები რომ არ დამაყაროს?



Posted by: maglaka 21 May 2019, 17:26
კიდევ ერთხელ ვამბობ. სანამ ექიმი არ ნახავს პაციენტისდა 3D ტომოგრაფიას ვერ დასახავს მკურნალობის გეგმას... განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე საოპერაციოში ყველა ინსტრუმენტი გაიხსნას შენს თვალწინ, ეხლა ნუ ამახსნევინებ რატომ და რისთვის. დაჟე იმ აპარატის თავიც კი რითაც ყბის ძვალი იბურღება ( ფიზიოდისპენსერის). რაც შეეხება ექიმს ეგ შენ უნდა აირჩიო smile.gif

Posted by: Tamuna12345 23 May 2019, 16:45
მოგესალმებით. ვის მირჩევთ იმპლანტაციისთვის? გიორგი ღვინიაშვილი, გალაქტიონ მახვილაძე თუ მამუკა გოგიბერიძე? მადლობთ.

Posted by: alonso 24 May 2019, 09:37
maglaka
მოგესალმებით
ბაზალური იმპლანტაციის სპეციალისტები თუ არიან საქართველოში?

Posted by: maglaka 24 May 2019, 15:15
თქვენ ალბათ გულისმობთ ზიგომატიკურ იმპლანტებს. როცა ამის ჩვენება არსებობს მე ვაკეთებ ამ ოპერაციას.

Posted by: Svani91 26 May 2019, 22:34
ბოდიში off - ისთვის.
ასეთ threader - ს ან რამე მსგავსს, თბილისში, სად ვიყიდი?

user posted image


Posted by: maglaka 27 May 2019, 00:25
აფთიაქებში რამდენიც გინდა. ისე მაგის ყიდვას ამაზონზე პირის ღრუს ირიგატორი იყიდე და ბევრად უფრო კარგ რეზულტატს მიიღებ...

Posted by: alonso 27 May 2019, 21:28
maglaka
QUOTE
თქვენ ალბათ გულისმობთ ზიგომატიკურ იმპლანტებს.

ახლა დავგუგლე "ზიგომატიკური" და მგონი ეს ცოტა სხვა რამეა...
მე ვგულისხმობ ბიკორტიკალურ იმპლანტებს, ანუ ამას:
http://www.ramauniversityjournal.com/pdf_aug/22-28.pdf
https://www.quora.com/What-are-basal-implants

ჩვეულებრივისგან განსხვავებით ბაზალური იმპლანტების დიამეტრი უფრო ნაკლებია და სიგრძე უფრო მეტი.
დიდ სიღრმეზე ძვლის სიმკვრივე უფრო მეტია და ნაკლებია გარედან მიკრობებით დაბინძურების საფრთხე, რაც უფრო გარანტირებულ შედეგს იძლევა ოსტეოინტეგრაციის კუთხით.
კიდევ ერთი პლუსია ის რომ ძალიან გათხელებული ძვლის შემთხვევაშიც აღარ არის საჭირო მისი წინასწარი ოსტეოპლასტიკა.
მინუსია ოპერაციის სირთულე.

მაქვს წინაპირობა ერთი ასეთი იმპლანტის ჩასმისთვის, მაგრამ ეს მომავალში. ახლა ჩვეულებრივი იმპლანტის ჩასმა მინდა კლასიკური ორეტაპიანი ოპერაციით, მაგრამ რაც უფრო მეტს ვკითხულობ ამ საკითხზე, მით უფრო ბევრი კითხვები მიჩნდება და მიჭირს გადაწყვეტილების მიღება.
მეორეს მხრივ სხვა რა გზაა?







Posted by: maglaka 28 May 2019, 20:32
მედიცინაში სიტყვა გაანტირებული ცოტა ცხმამაღალი ნათქვამია ჩემო კარგო. თუ უფრო ღრმად გსურს საუბარი შემომიარე სამსახურში და სრულიად უსასყიდლოდ გაგცემთ პასუხებს. კლინიკა ჯერარსში smile.gif)

Posted by: irmako1979 7 Jul 2019, 15:16

ხომ არ იცით კლინიკა სადაც განვადება იქნება შესაძლებელი კბილის იმპლანტზე ან სხვა მომსახურებაზე?

Posted by: GABRIELA 4 Sep 2019, 18:51
თუ არ დამზარდებით მეგობრებო 5 სტომატოლიგი რომ მითხრათ ვინც ყველაზე კარგად აკეთებს დღეს იმპლანტს, შეგიძლიათ ყველაზე ცუდებიც დაწეროთ თუ ჩათვლით საჭიროდ რომ არ მივიდე მათთან , ძალინ მეშინია

Posted by: maglaka 8 Sep 2019, 18:02
გამარჯობა GABRIELA
ეს უბრალოდ ჩემი რჩევაა, ასევე ყურადღება მიაქციე არა მწრამოებელ ქვეყანას არამედ ტიტანის კლასს ანუ ტიტანის ხარისხნი გამოისახება GRADE ნიშნულებში, სულ 5 გრეიდის ტიტანი არსებობს . წარმტებებს გისურვებთ.
ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლია გადაამოწმო
www.ada.org ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის საიტია.

Posted by: Obey_Me 6 Nov 2019, 03:13
tu gqoniat gamocdileba mamuka gogiberidzestan? yba saxis qirurgia da aseve inflantebzec mushaobs. da ramdenad kmayofilebi xart?

Posted by: Presidental 2 Jan 2020, 17:35
GABRIELA
გერმანული Alpha Dent-ის იმპლანტების იმპორტიორი შპს თბილისი დენტალი (მის.: შარტავას 42, აღმაშენებლის 111) გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი იმპლანტები არის Grade 5 Titan, გააჩნია საერთაშორისო გარანტია მსოფლიოს 33 ქვეყანაში, აქვს ალერგიული სინჯი, პასპორტი და რაც ყველაზე მთავარია 100% დამზადებულია გერმანიაში.

კლინიკა თუ შემოგთავაზებთ იმპლანტს დამზადებულს შვეიცარიაში, ან გერმანიაში აუცლიებლად გადაამოწმეთ შეფუთვა და რეალური მწარმოებელი ქვეყანა. გერმანია და შვეიცარია ითვლება ყველაზე მაღალი დონის იმპლანტებათ, ვინაიდან იქ დამზადებულ იმპლანტებზე არსებობს ყველაზე მაღალი დონის და მკაცრი ხარისხის კონტროლი სამედიცინო წარმოების აუდიტის სამსახურების მიერ.

user posted image

Posted by: sabas 8 Jan 2020, 15:30
კახა გურგენიძეზე რას იტყვით ? ნამყოფი ხართ ?
დენტორიუმზეც დაწერეთ რა გამოცდილება გაქვთ

Posted by: donshelo 7 Feb 2020, 13:40
დიმიტრი ხეჩინოვი როგორი ექიმია?
გაქვთ ვინმეს მასთან გაკეთებული იმპლანტი ?

Posted by: nk2009 10 May 2021, 21:44
user posted image



აქედან რომელს მირჩევთ?

Posted by: MONTY 31 May 2021, 00:30
გამარჯობა
ღირებულების გარდა რა მინუსები აქვს ?



ეს ვნახე და კიდევ თუ არის სხვა მინუსები

Posted by: handsome 5 Aug 2021, 19:20
დაახლოებითი ფასები მითხარით რა როგორაა დღეს ბაზარზე
ერთმა მითხრა 350$ მარტო იმპლანტიო და მემგონი ძვირი მითხრა ხო?
გვირგვინი რა ჯდება???

Posted by: a-liza 9 Oct 2021, 21:10
გამარჯობა smile.gif სტომატოლოგიურ კლინიკა
,,ელიტ"-ზე ( მეტრო სამას არაგველთან) თუ გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია? რამდენად უსაფრთხოა მათთან სტერილიზაცია და ექიმები როგორი ჰყავთ? ასევე მაინტერესებს მათ იმპლანტოლოგებზე რას იტყოდით?ჰყავთ ლევან კობაჩიშვილი და გოჩა თავართქილაძე

Posted by: axlguns 3 Nov 2021, 11:18

ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში ,,დენტექს 95 ში იმპლანტი 350$ + გვირგვინი 350ლარიდან.

ნინო ქარდავას სტომატოლოგიურში იმპლანტი 800ლარიდან + გვირგვინი 450ლარიდან.

ეს ფასებია დანარჩენ ტოპ კლინიკებშიც ალბათ,+ - 20+30$

Posted by: a-liza 6 Nov 2021, 22:16
axlguns
დიდი მადლობა,
ვინმეს ხომ არ გქონდათ შეხება თემო ბაღათურიასთან, იმპლანტოლოგია ვი.აი.პი ,,დენტო კლუბში".

Posted by: Oberin1 26 Nov 2021, 05:16
გამარჯობა მაინტერესებს ვისაც იმპლანტი ჩაგისვამთ როგორი ტკივილი იცის პოსტ ოპერაციისშემდეგ?? თქვენ როგორ უმკლავდებიდით და როდის გაიარა?

Posted by: LBC213 28 Mar 2022, 20:04
სალამი, შეიძლება სწორად ვერ ვწერ მაგრამ, ერთი კბილის იმპლანტს გარე გარსი რაც ქონდა ის მთლიანად ჩამოტყდა და უკვე კარგა ხანია მაქვს ეს რკინა რაც დარჩა იმ ბუდეში ჩასმული, და ერთი კბილი (რაც დარჩა) მაქვს საშინელ მდომარეობაში, ღრძილების ანთება მაქვს და სისხლიც მომდის ღრძილებიდან, კოვიდის პერიოდში ვეღარ მოვახერხე მისვლა სტომატოლოგთან და ეხლა საშინელ დღეში მაქვს პირის ღრუ. თავბრუსხვევები დამეწყო და ყველაფერი გამოვრიცხე და დამრჩა ეს პირის ღრუ, შეიძლება ამან გამოიწვისო თავბრუსხვევა?
* * *
სალამი, შეიძლება სწორად ვერ ვწერ მაგრამ, ერთი კბილის იმპლანტს გარე გარსი რაც ქონდა ის მთლიანად ჩანოტყდა და უკვე კარგა ხანია მაქვს ეს რკინა რაც დარჩა იმ ბუდეში ჩასმული, და ერთი კბილი (რაც დარჩა) მაქვს საშინელ მდომარეობაში, ღრძილების ანთება მაქვს და სისხლიც მომდის ღრძილებიდა , კოვიდის პერიოდში ვეღარ მოვახერხე მისვლა სტიმატოლოგთან და ეხლა საშინელ დღეში მაქვს პირის ღრუ. თავბრუსხვევები დამეწყო და ყველაფერი გამოვრიცხე და დამრჩა ეს პირის ღრუ, შეიძლება ამან გამოიწვისო თავბრუსხვევა?

Posted by: Daukvirdi 28 Apr 2022, 23:19
QUOTE (Oberin1 @ 26 Nov 2021, 05:16 )
გამარჯობა მაინტერესებს ვისაც იმპლანტი ჩაგისვამთ როგორი ტკივილი იცის პოსტ ოპერაციისშემდეგ?? თქვენ როგორ უმკლავდებიდით და როდის გაიარა?

სიბრძნის კბილის ამოღება უფრო მტკივნეული იყო ვიდრე მე-6 კბილის ამოღება და იმპლანტის ჩასმა

Posted by: kompiooo 11 May 2022, 14:29
გამარჯობა,

ვინც იცის რისი თქმა შეუძლია კახაბერ ხარებავას კლინიკაზე "ბლიცდენტალი"? მე მქონდა შეხება და მენეჯმენტის ისეთი ფსკერი აქვთ რომ მიკვირს რატომ მიდის ხალხი მაგათთან, დავიჯერო ისე ხარისხიანად აკეთებენ თავის საქმეს რომ იმ ფსკერს ანეიტრალებს?

ხარებავასთან(ადრე ბევრი წლის წინ სხვა კლინიკა როცა ქონდა) მინიმუმ 3 შემთხვევა ვიცი რომ:
1. მე რაც გამიკეთა მეტალო-კერამიკა აბსოლუტურად ყველა კბილის ძირში(ღრძილამდე) შავი წვრილი ზოლები მიჩანდა;
2. იგივე შედეგი დადო როდესაც მეგობარს მივეცი საკონტაქტო თავისი ცოლისთვის;
3. ეს ბოლო ქეისი უფრო ახალია, დროის გასვლის მერე ქვედა ყბაზე დამჭირდა იმპლანტები და მარჯვენა მხარეს შანსი არაა ერთ კონკრეტულ ადგილას კბილებს შორის საჭმლის ნარჩენები არ ჩაეტენოს, თან არა აქვს მნიშვნელობა ხორცია თუ ფხალი, ყოველი ჭამის მერე ძაფით ვჩალიჩობ მაგ ერთი ადგილისთვის. არადა რო კითხო ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება საერთოდ ყველაფერი და ელემენტარული კბილების განლაგება ვერ დასვა რო ეგ ადგილი მასეთი არ გამოსულიყო, აქ წერა ერთია და რეალობაში რამხელა დისკომფორტია ვერ აგიხსნით sad.gif

თვითონ ფსკერს რაც შეეხება:
1. კი ქვიათ ბლიცდენტალი მაგრამ მეეჭვება სიტყვა ბლიც-ის მნიშვნელობა იცოდნენ, ელემენტარულ პასუხზე იქეთ გიწევს ხვეწნა, არადა პირიქით უნდა იყოს როცა გერმანულ ხარისხზე აქვთ პრეტენზია smile.gif)) რამოდენიმე დღიანი დარეკვების და ონლაინ ჩატების მეშვეობით ნამუსზე აგდებების მერე ძლივს მოახერხეს ჩემი კონსულტაციაზე(!) მიღება, ყოველ ჯერზე მჭირდებოდა ახლიდან ახსნები და ჩატის ისტორიის შეხსენებები და დავიჯერო კბილზე როცა მიდგება საქმე იმას აკეთებენ ბლიც? lol.gif
2. კონსულტაციის მერე დაპირებულ დღეს იასნია არანაირი კალკულაცია არ გამოუგზავნიათ და ამაზეც უპასუხო დარეკვების მერე ერთ-ერთ ზარზე რომელიც სპეციალურად უზდელურად ბოლომდე მიუშვი სანამ თავისით არ გაითიშა, კეთილი ინებეს და გამოაგზავნეს(ერთი კვირის დაგვიანებით);
3. მიუხედავად იმისა რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი წლების ურთიერთობა მაქვს, ჯერ ზედა-ქვედა ყბაზე მეტალო-კერამიკა ხოლო 5 წლის წინ კი ქვედა ყბა გავიკეთე თავის იმპლანტებით, არცერთხელ არასდროს არ მივაჭრია და დაკლებაზე სიტყვა არ დამცდენია, ასევე შემოთავაზებული მასალებიდან ყოველთვის საუკეთესოს ვირჩევდი, მაგრამ ეხლა როდესაც ზედა ყბაზე გააკეთეს კალკულაცია, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მითუმეტეს რომ ანალოგიურ პროცედურაზე ქვედა ყბაზე 5 წლის წინ ხომ მახსოვს რამდენი დამეხარჯა(დოლარში იასნია) biggrin.gif
4. ისევ რამოდენიმე დღიანი უშედეგო კონტაქტი რომ ზედა ყბის სურათი მოეწოდებინათ, რომელშიც გვარიანი თანხა მაქვს გადახდილი, რომელიღაცა მცდელობაზე ძლივს გადმომიგზავნეს სქრინი lol.gif დიახ არ მოგეჩვენათ, სქრინშოთი გაუკეთეს მონიტორს სადაც ჩემი ზედა ყბის სურათი იყო გახსნილი იმ მომენტში, ინბოქსში მაქვს შენახული ის მეილი lol.gif მთელი თასკბარი ხო ჩანს იმ სურათში, ასევე ეტყობა რომ ვინდოუს 10 რესტარტს თხოვს lol.gif lol.gif lol.gif გადავურეკე მერე თქვენ მეღადავებით თუ ეს რა გამომიგზავნეთ თქო, აბა ის დიდია და ფოსტით არ იგზავნებოდაო biggrin.gif მერე მაგიტომაც შემოგთავაზეთ სადმე ამიტვირთეთ და ლინკი გამომიგზავნეთ თქო, საერთოდ 21-ე საუკუნეში კლინიკას რომელსაც პრეტენზია აქვს ტექნოლოგიურ უპირატესობაზე რატომ უნდა სჭირდებოდეს ესეთი ელემენტარულის დაღეჭვა? მაგას ვინ ჩივის იმის თქმაც მომიწია რომ "თქვენს კლინიკაში დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფას აუცილებლად ექნება ექსპორტი და ასე უნდა გააკეთოთ თქო, რადგან ეგ თქვენი გამოგზავნილი სქრინი არანაირი ინფორმაციის მატარებელი არაა გარდა იმისა რომ ვინდოუსს რესტარტი უნდა თქო, მე თქვენთან 3D სურათი მაქვს გადაღებული და სხვას რომ მოვუტან იმანაც სივრცულად უნდა დაატრიალოს რომ ყველაფერი კარგად შეაფასოს თქო".

მოკლედ იქნებ ჩემთან მიმართებაში მოხდა რაღაც გაუგებრობა და დაწერეთ თქვენც ვინც იცით, მაგრამ რა უნდა მომხდარიყო... კი დავწერე ზემოთ მოკლე ისტორია...

ასევე დალაგებულ და ადეკვატურ კლინიკებს თუ მიმასწავლით მადლობელი დაგრჩებით. დალაგებულ და ადეკვატურში ვგულისხმობ:
1. ხარისხი;
2. პროფესიონალიზმი;
3. სისუფთავე და სტანდარტები;
4. ფასი;
5. და ყველაფერი ის რაც ექიმს და კლინიკას ხდის პაციენტზე ორიენტირებულად.

Posted by: FDA 17 May 2022, 16:52
alonso
QUOTE
ჩვეულებრივისგან განსხვავებით ბაზალური იმპლანტების დიამეტრი უფრო ნაკლებია და სიგრძე უფრო მეტი.
დიდ სიღრმეზე ძვლის სიმკვრივე უფრო მეტია და ნაკლებია გარედან მიკრობებით დაბინძურების საფრთხე, რაც უფრო გარანტირებულ შედეგს იძლევა ოსტეოინტეგრაციის კუთხით.
კიდევ ერთი პლუსია ის რომ ძალიან გათხელებული ძვლის შემთხვევაშიც აღარ არის საჭირო მისი წინასწარი ოსტეოპლასტიკა.
მინუსია ოპერაციის სირთულე.

წინ წიწევდა ამასობაში იმპლანტოლოგია დ ალა არ დება ვინც იცით
1 დღეში იმპლანტები კეთდება საქართველოში?

Basal Implantology also known as Bi-cortical implantology is considered as a revolution in the field of Implantology. The single piece implant is placed in the cortical bone (hardest bone),which is present at the base of the jaw bones.
* * *
Can dental implant be done in one day?
Same-day implants can usually be done in a single procedure, ranging from 30 minutes to 3 hours, depending on the number of implanted teeth. However, it is important to note that you won't actually leave the office with your permanent teeth. But, you will leave with a full smile

Posted by: reddoc555 22 May 2022, 12:18
kompiooo

მე მინდოდა იმპლანტის გაკეთება და ისეთი ასტრონომიული ფასი მითხრეს მაგ ბლიც დენტალში, არა და გარკვეული პაციენტი ვარ, ვიცი ზოგადი ფასები რა არის ბაზარზე და მაგათ რაღაც არარეაულური თანხა მითხრეს. მერე ჩემმა თანამშრომელმა მითხრა ძალით აქვთ ეგ ფასები, რომ ვითომ იმიჯი შექმნან პრემიუმ კლასზე ვმუშაობთ და პერო ხალხი მიიზიდონო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან უბრალო და ჩვეულებრივ მასალებს იყენებენო.

Posted by: kompiooo 24 May 2022, 12:42
reddoc555
ხო გასაგებია smile.gif ეგეთი სუნი ასდის მაქაურობას

ორი კვირა გადის რაც ზემოთ დავპოსტე და არანაირი რჩევა, ეტყობა არ შემოდის აქ შესაბამისი ხალხი sad.gif

Posted by: FDA 30 Jun 2022, 22:02
kompiooo
QUOTE
1. კი ქვიათ ბლიცდენტალი მაგრამ მეეჭვება სიტყვა ბლიც-ის მნიშვნელობა იცოდნენ, ელემენტარულ პასუხზე იქეთ გიწევს ხვეწნა, არადა პირიქით უნდა იყოს როცა გერმანულ ხარისხზე აქვთ პრეტენზია )) რამოდენიმე დღიანი დარეკვების და ონლაინ ჩატების მეშვეობით ნამუსზე აგდებების მერე ძლივს მოახერხეს ჩემი კონსულტაციაზე(!) მიღება, ყოველ ჯერზე მჭირდებოდა ახლიდან ახსნები და ჩატის ისტორიის შეხსენებები და დავიჯერო კბილზე როცა მიდგება საქმე იმას აკეთებენ ბლიც?
2. კონსულტაციის მერე დაპირებულ დღეს იასნია არანაირი კალკულაცია არ გამოუგზავნიათ და ამაზეც უპასუხო დარეკვების მერე ერთ-ერთ ზარზე რომელიც სპეციალურად უზდელურად ბოლომდე მიუშვი სანამ თავისით არ გაითიშა, კეთილი ინებეს და გამოაგზავნეს(ერთი კვირის დაგვიანებით);
3. მიუხედავად იმისა რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი წლების ურთიერთობა მაქვს, ჯერ ზედა-ქვედა ყბაზე მეტალო-კერამიკა ხოლო 5 წლის წინ კი ქვედა ყბა გავიკეთე თავის იმპლანტებით, არცერთხელ არასდროს არ მივაჭრია და დაკლებაზე სიტყვა არ დამცდენია, ასევე შემოთავაზებული მასალებიდან ყოველთვის საუკეთესოს ვირჩევდი, მაგრამ ეხლა როდესაც ზედა ყბაზე გააკეთეს კალკულაცია, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მითუმეტეს რომ ანალოგიურ პროცედურაზე ქვედა ყბაზე 5 წლის წინ ხომ მახსოვს რამდენი დამეხარჯა(დოლარში იასნია)
4. ისევ რამოდენიმე დღიანი უშედეგო კონტაქტი რომ ზედა ყბის სურათი მოეწოდებინათ, რომელშიც გვარიანი თანხა მაქვს გადახდილი, რომელიღაცა მცდელობაზე ძლივს გადმომიგზავნეს სქრინი  დიახ არ მოგეჩვენათ, სქრინშოთი გაუკეთეს მონიტორს სადაც ჩემი ზედა ყბის სურათი იყო გახსნილი იმ მომენტში, ინბოქსში მაქვს შენახული ის მეილი  მთელი თასკბარი ხო ჩანს იმ სურათში, ასევე ეტყობა რომ ვინდოუს 10 რესტარტს თხოვს    გადავურეკე მერე თქვენ მეღადავებით თუ ეს რა გამომიგზავნეთ თქო, აბა ის დიდია და ფოსტით არ იგზავნებოდაო  მერე მაგიტომაც შემოგთავაზეთ სადმე ამიტვირთეთ და ლინკი გამომიგზავნეთ თქო, საერთოდ 21-ე საუკუნეში კლინიკას რომელსაც პრეტენზია აქვს ტექნოლოგიურ უპირატესობაზე რატომ უნდა სჭირდებოდეს ესეთი ელემენტარულის დაღეჭვა? მაგას ვინ ჩივის იმის თქმაც მომიწია რომ "თქვენს კლინიკაში დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფას აუცილებლად ექნება ექსპორტი და ასე უნდა გააკეთოთ თქო, რადგან ეგ თქვენი გამოგზავნილი სქრინი არანაირი ინფორმაციის მატარებელი არაა გარდა იმისა რომ ვინდოუსს რესტარტი უნდა თქო, მე თქვენთან 3D სურათი მაქვს გადაღებული და სხვას რომ მოვუტან იმანაც სივრცულად უნდა დაატრიალოს რომ ყველაფერი კარგად შეაფასოს თქო".

მოკლედ იქნებ ჩემთან მიმართებაში მოხდა რაღაც გაუგებრობა და დაწერეთ თქვენც ვინც იცით, მაგრამ რა უნდა მომხდარიყო... კი დავწერე ზემოთ მოკლე ისტორი

აქ რომ წერ. შედი მაგათ FB კედელზე და ,ანდ იკითხე და მანდ დადე და ნება ინებონ და თავიდან გაგიკეთონ უფასოდ ანდა აგინაძღაურონ თუ არადა დაუფრტხე კლიენტები მაგ არაპროფესიონალებს

Posted by: kompiooo 1 Jul 2022, 23:41
FDA
და რატომ ჩათვალე აპრიორი რომ ფეისბუქი უნდა მქონდეს? არასდროს მქონია და არც მექნება არასოდეს biggrin.gif
თუ გინდა შენ დადე ეს ყველაფერი, მე არ მექნება გართულება მაგაზე, თუ საჭირო გახდა იმ სქრინსაც(მეილზე მაქ) მოგაწვდი დასამტკიცებლად იქიდან თუ რამე თავის მართლება დაიწყეს.

მაგათი სახელოვანი საქმეები რომ გავაგრძელო...
ზემოთ რასაც ვწერ რომ 3დ სურათი გადამიღეს და ძლივს დათვალეს კალკულაცია თქო, ატსრონომიული თანხა დათვალს თქო ანუ რომ გადამეხადა ეგ თანხა მაგარ შარში გავიჩითებოდი, რადგან მაგათ მერე სხვასთან ვიყავი, კერძოდ გაგონილი გექნებათ მამალაძის კლინიკა მარჯანიშვილზე, ხოდა უშუალოდ მამალაძესთან არ მქონია შეხება მაგრამ მისმა იმპლანტოლოგმა მითხრა რომ ჰაიმორიტი გაქვს სამკურნალო ჯერ რა დროს სინუს-ლიფტინგი და იმპლანტებიაო. ხოდა 3,5სთ ნარკოზის ქვეშ ოპერაცია გამიკეთეს უმძიმესი მდგომარეობა მქონია, გაგიჟებული იყვნენ თოდუაში, ასეთ დღეში პაციენტი არ გვინახიაო, ეხლა პოსტ ოპერაციული პერიოდი მაქვს. 2 თვეში შემეძლება მივუნრუნდე ისევ კბილებს ოღონდ ჯერ ძვლის დამატება მიწევს.
ხოდა იმის თქმა მინდა რომ, ეგ ბლიც-დენტალი თუ აფერისტ-დენტალი აიღებდა იმხელა თანხას და სავარაუდოდ მაგარ ვიდზეც გამიკეთებდნენ კბილებს ზედა ყბაზე მაგრამ მალევე წყალში გადაყრილი იქნებოდა ეს ყველაფერი(ფინანსებიც და ჩემი ფიზიკური წვალებაც), რადგან იმხელა ჩირქები მქონდა ჰაიმორის ღრუში რომ რა გააჩერებდა იმპლანტს იმ ანთებაში. პირის ღრუდან ხო გამჭრეს და ცხვირიდანაც მოუწიათ შესვლა და გასუფთავება...

კიდევ კარგი მამალაძის იმპლანტოლოგმა სიმართლე დამანახა და სწორი მიმართულება მომცა

Posted by: lasha-17 3 Jul 2022, 13:19
ბავშვობაში ბრეკეტები მეკეთა და 2 ზედა კბილი ამომიღეს. ახლა ვიწრო ღიმილი მაქვს და საშინლად არ მომწონს sad.gif expander-ით შესაძლებელია ყბის გაფართოვება 26 წლის ასაკში? თუ ყბის ოპერაცია დამჭირდება?
და კბილების ჩასმა თუ შეიძლება, იმ ადგილებში საიდანაც ამომიღეს?

Posted by: FDA 11 Jul 2022, 11:36
kompiooo
QUOTE
და რატომ ჩათვალე აპრიორი რომ ფეისბუქი უნდა მქონდეს? არასდროს მქონია და არც მექნება არასოდეს
თუ გინდა შენ დადე ეს ყველაფერი, მე არ მექნება გართულება მაგაზე, თუ საჭირო გახდა იმ სქრინსაც(მეილზე მაქ) მოგაწვდი დასამტკიცებლად იქიდან თუ რამე თავის მართლება დაიწყეს.

მაგათი სახელოვანი საქმეები რომ გავაგრძელო...
ზემოთ რასაც ვწერ რომ 3დ სურათი გადამიღეს და ძლივს დათვალეს კალკულაცია თქო, ატსრონომიული თანხა დათვალს თქო ანუ რომ გადამეხადა ეგ თანხა მაგარ შარში გავიჩითებოდი, რადგან მაგათ მერე სხვასთან ვიყავი, კერძოდ გაგონილი გექნებათ მამალაძის კლინიკა მარჯანიშვილზე, ხოდა უშუალოდ მამალაძესთან არ მქონია შეხება მაგრამ მისმა იმპლანტოლოგმა მითხრა რომ ჰაიმორიტი გაქვს სამკურნალო ჯერ რა დროს სინუს-ლიფტინგი და იმპლანტებიაო. ხოდა 3,5სთ ნარკოზის ქვეშ ოპერაცია გამიკეთეს უმძიმესი მდგომარეობა მქონია, გაგიჟებული იყვნენ თოდუაში, ასეთ დღეში პაციენტი არ გვინახიაო, ეხლა პოსტ ოპერაციული პერიოდი მაქვს. 2 თვეში შემეძლება მივუნრუნდე ისევ კბილებს ოღონდ ჯერ ძვლის დამატება მიწევს.
ხოდა იმის თქმა მინდა რომ, ეგ ბლიც-დენტალი თუ აფერისტ-დენტალი აიღებდა იმხელა თანხას და სავარაუდოდ მაგარ ვიდზეც გამიკეთებდნენ კბილებს ზედა ყბაზე მაგრამ მალევე წყალში გადაყრილი იქნებოდა ეს ყველაფერი(ფინანსებიც და ჩემი ფიზიკური წვალებაც), რადგან იმხელა ჩირქები მქონდა ჰაიმორის ღრუში რომ რა გააჩერებდა იმპლანტს იმ ანთებაში. პირის ღრუდან ხო გამჭრეს და ცხვირიდანაც მოუწიათ შესვლა და გასუფთავება...

კიდევ კარგი მამალაძის იმპლანტოლოგმა სიმართლე დამანახა და სწორი მიმართულება მომცა

რავი აბა 90% აქვს, თან ჩემთვის რომ ეგ ექნათ ერთ კლიენტს არ დავუტოვებდი! ისეთ დრეში ჩავაგდებდი 1 კლინეტს არ შევარჩენდი.

აი ეგ კლინიკა და აბა თქვენ იცით https://www.facebook.com/blitsdental/?ref=py_c&_rdr
* * *
kompiooo
QUOTE
კიდევ კარგი მამალაძის იმპლანტოლოგმა სიმართლე დამანახა და სწორი მიმართულება მომცა

ანუ მამალაძემ ჩაგისვა იმპლანტი? და კმაყოფილი ხარ? სად არის, რომელ კლინიკაში

Posted by: ანა-ანა89 11 Jul 2022, 13:30
QUOTE (kompiooo @ 11 May 2022, 14:29 )
გამარჯობა,

ვინც იცის რისი თქმა შეუძლია კახაბერ ხარებავას კლინიკაზე "ბლიცდენტალი"? მე მქონდა შეხება და მენეჯმენტის ისეთი ფსკერი აქვთ რომ მიკვირს რატომ მიდის ხალხი მაგათთან, დავიჯერო ისე ხარისხიანად აკეთებენ თავის საქმეს რომ იმ ფსკერს ანეიტრალებს?

ხარებავასთან(ადრე ბევრი წლის წინ სხვა კლინიკა როცა ქონდა) მინიმუმ 3 შემთხვევა ვიცი რომ:
1. მე რაც გამიკეთა მეტალო-კერამიკა აბსოლუტურად ყველა კბილის ძირში(ღრძილამდე) შავი წვრილი ზოლები მიჩანდა;
2. იგივე შედეგი დადო როდესაც მეგობარს მივეცი საკონტაქტო თავისი ცოლისთვის;
3. ეს ბოლო ქეისი უფრო ახალია, დროის გასვლის მერე ქვედა ყბაზე დამჭირდა იმპლანტები და მარჯვენა მხარეს შანსი არაა ერთ კონკრეტულ ადგილას კბილებს შორის საჭმლის ნარჩენები არ ჩაეტენოს, თან არა აქვს მნიშვნელობა ხორცია თუ ფხალი, ყოველი ჭამის მერე ძაფით ვჩალიჩობ მაგ ერთი ადგილისთვის. არადა რო კითხო ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება საერთოდ ყველაფერი და ელემენტარული კბილების განლაგება ვერ დასვა რო ეგ ადგილი მასეთი არ გამოსულიყო, აქ წერა ერთია და რეალობაში რამხელა დისკომფორტია ვერ აგიხსნით sad.gif

თვითონ ფსკერს რაც შეეხება:
1. კი ქვიათ ბლიცდენტალი მაგრამ მეეჭვება სიტყვა ბლიც-ის მნიშვნელობა იცოდნენ, ელემენტარულ პასუხზე იქეთ გიწევს ხვეწნა, არადა პირიქით უნდა იყოს როცა გერმანულ ხარისხზე აქვთ პრეტენზია smile.gif)) რამოდენიმე დღიანი დარეკვების და ონლაინ ჩატების მეშვეობით ნამუსზე აგდებების მერე ძლივს მოახერხეს ჩემი კონსულტაციაზე(!) მიღება, ყოველ ჯერზე მჭირდებოდა ახლიდან ახსნები და ჩატის ისტორიის შეხსენებები და დავიჯერო კბილზე როცა მიდგება საქმე იმას აკეთებენ ბლიც? lol.gif
2. კონსულტაციის მერე დაპირებულ დღეს იასნია არანაირი კალკულაცია არ გამოუგზავნიათ და ამაზეც უპასუხო დარეკვების მერე ერთ-ერთ ზარზე რომელიც სპეციალურად უზდელურად ბოლომდე მიუშვი სანამ თავისით არ გაითიშა, კეთილი ინებეს და გამოაგზავნეს(ერთი კვირის დაგვიანებით);
3. მიუხედავად იმისა რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი წლების ურთიერთობა მაქვს, ჯერ ზედა-ქვედა ყბაზე მეტალო-კერამიკა ხოლო 5 წლის წინ კი ქვედა ყბა გავიკეთე თავის იმპლანტებით, არცერთხელ არასდროს არ მივაჭრია და დაკლებაზე სიტყვა არ დამცდენია, ასევე შემოთავაზებული მასალებიდან ყოველთვის საუკეთესოს ვირჩევდი, მაგრამ ეხლა როდესაც ზედა ყბაზე გააკეთეს კალკულაცია, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მითუმეტეს რომ ანალოგიურ პროცედურაზე ქვედა ყბაზე 5 წლის წინ ხომ მახსოვს რამდენი დამეხარჯა(დოლარში იასნია) biggrin.gif
4. ისევ რამოდენიმე დღიანი უშედეგო კონტაქტი რომ ზედა ყბის სურათი მოეწოდებინათ, რომელშიც გვარიანი თანხა მაქვს გადახდილი, რომელიღაცა მცდელობაზე ძლივს გადმომიგზავნეს სქრინი lol.gif დიახ არ მოგეჩვენათ, სქრინშოთი გაუკეთეს მონიტორს სადაც ჩემი ზედა ყბის სურათი იყო გახსნილი იმ მომენტში, ინბოქსში მაქვს შენახული ის მეილი lol.gif მთელი თასკბარი ხო ჩანს იმ სურათში, ასევე ეტყობა რომ ვინდოუს 10 რესტარტს თხოვს lol.gif lol.gif lol.gif გადავურეკე მერე თქვენ მეღადავებით თუ ეს რა გამომიგზავნეთ თქო, აბა ის დიდია და ფოსტით არ იგზავნებოდაო biggrin.gif მერე მაგიტომაც შემოგთავაზეთ სადმე ამიტვირთეთ და ლინკი გამომიგზავნეთ თქო, საერთოდ 21-ე საუკუნეში კლინიკას რომელსაც პრეტენზია აქვს ტექნოლოგიურ უპირატესობაზე რატომ უნდა სჭირდებოდეს ესეთი ელემენტარულის დაღეჭვა? მაგას ვინ ჩივის იმის თქმაც მომიწია რომ "თქვენს კლინიკაში დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფას აუცილებლად ექნება ექსპორტი და ასე უნდა გააკეთოთ თქო, რადგან ეგ თქვენი გამოგზავნილი სქრინი არანაირი ინფორმაციის მატარებელი არაა გარდა იმისა რომ ვინდოუსს რესტარტი უნდა თქო, მე თქვენთან 3D სურათი მაქვს გადაღებული და სხვას რომ მოვუტან იმანაც სივრცულად უნდა დაატრიალოს რომ ყველაფერი კარგად შეაფასოს თქო".

მოკლედ იქნებ ჩემთან მიმართებაში მოხდა რაღაც გაუგებრობა და დაწერეთ თქვენც ვინც იცით, მაგრამ რა უნდა მომხდარიყო... კი დავწერე ზემოთ მოკლე ისტორია...

ასევე დალაგებულ და ადეკვატურ კლინიკებს თუ მიმასწავლით მადლობელი დაგრჩებით. დალაგებულ და ადეკვატურში ვგულისხმობ:
1. ხარისხი;
2. პროფესიონალიზმი;
3. სისუფთავე და სტანდარტები;
4. ფასი;
5. და ყველაფერი ის რაც ექიმს და კლინიკას ხდის პაციენტზე ორიენტირებულად.

საქართველოში მგონი, ცოტა თუ შემხვედრია მსგავსი მომსახურებით და პროფესიონალიზმით, როგორიც ეს კლინიკაა. მე გავიკეტე ვინრები და იმპლანტი ორი და იდეალურად მაქვს ყველაფერი. ვფიქრობ უნდა დაეკონტაქტოთ კლინიკას თუ რამე არ მოგწონთ

Posted by: FDA 11 Jul 2022, 13:46
ანა-ანა89
QUOTE
საქართველოში მგონი, ცოტა თუ შემხვედრია მსგავსი მომსახურებით და პროფესიონალიზმით, როგორიც ეს კლინიკაა. მე გავიკეტე ვინრები და იმპლანტი ორი და იდეალურად მაქვს ყველაფერი. ვფიქრობ უნდა დაეკონტაქტოთ კლინიკას თუ რამე არ მოგწონთ

რატომ მგონია რომ იქ მომსახურე თანამშრომელი ხარ ! აქ რაც დაწერეს ეგ ის კლინიკა როგორფ იქნება აბა
* * *
LBC213
QUOTE
შეიძლება სწორად ვერ ვწერ მაგრამ, ერთი კბილის იმპლანტს გარე გარსი რაც ქონდა ის მთლიანად ჩამოტყდა და უკვე კარგა ხანია მაქვს ეს რკინა რაც დარჩა იმ ბუდეში ჩასმული, და ერთი კბილი (რაც დარჩა) მაქვს საშინელ მდომარეობაში, ღრძილების ანთება მაქვს და სისხლიც მომდის ღრძილებიდან, კოვიდის პერიოდში ვეღარ მოვახერხე მისვლა სტომატოლოგთან და ეხლა საშინელ დღეში მაქვს პირის ღრუ. თავბრუსხვევები დამეწყო და ყველაფერი გამოვრიცხე და დამრჩა ეს პირის ღრუ, შეიძლება ამან გამოიწვისო თავბრუსხვევა?

რა ტქმა უნდა მაგის ბრალი იქნება,
ახლა როგორ ხარ და სად და ვინ გაგიკეთა მაგ ფინაჩმა
* * *
Obey_Me
QUOTE
tu gqoniat gamocdileba mamuka gogiberidzestan? yba saxis qirurgia da aseve inflantebzec mushaobs. da ramdenad kmayofilebi xart?

https://www.youtube.com/watch?v=wi0cW4lLl0M&ab_channel=ALBIUS

Posted by: ანა-ანა89 11 Jul 2022, 16:41
QUOTE (FDA @ 11 Jul 2022, 13:46 )
ანა-ანა89
QUOTE
საქართველოში მგონი, ცოტა თუ შემხვედრია მსგავსი მომსახურებით და პროფესიონალიზმით, როგორიც ეს კლინიკაა. მე გავიკეტე ვინრები და იმპლანტი ორი და იდეალურად მაქვს ყველაფერი. ვფიქრობ უნდა დაეკონტაქტოთ კლინიკას თუ რამე არ მოგწონთ

რატომ მგონია რომ იქ მომსახურე თანამშრომელი ხარ ! აქ რაც დაწერეს ეგ ის კლინიკა როგორფ იქნება აბა
* * *
LBC213
QUOTE
შეიძლება სწორად ვერ ვწერ მაგრამ, ერთი კბილის იმპლანტს გარე გარსი რაც ქონდა ის მთლიანად ჩამოტყდა და უკვე კარგა ხანია მაქვს ეს რკინა რაც დარჩა იმ ბუდეში ჩასმული, და ერთი კბილი (რაც დარჩა) მაქვს საშინელ მდომარეობაში, ღრძილების ანთება მაქვს და სისხლიც მომდის ღრძილებიდან, კოვიდის პერიოდში ვეღარ მოვახერხე მისვლა სტომატოლოგთან და ეხლა საშინელ დღეში მაქვს პირის ღრუ. თავბრუსხვევები დამეწყო და ყველაფერი გამოვრიცხე და დამრჩა ეს პირის ღრუ, შეიძლება ამან გამოიწვისო თავბრუსხვევა?

რა ტქმა უნდა მაგის ბრალი იქნება,
ახლა როგორ ხარ და სად და ვინ გაგიკეთა მაგ ფინაჩმა
* * *
Obey_Me
QUOTE
tu gqoniat gamocdileba mamuka gogiberidzestan? yba saxis qirurgia da aseve inflantebzec mushaobs. da ramdenad kmayofilebi xart?

https://www.youtube.com/watch?v=wi0cW4lLl0M&ab_channel=ALBIUS

როგორც გინდა ისე იფიქრე, ნაკლებად მაინტერესებს. რცევა მივეცი, რომ თუ რაიმე პრობლემა სეექმნა მივიდეს და კლინიკაში გაარკვიოს. ჩემი პირადი გამოცდილება მაგ კლინიკასთან სხვანაირია

Posted by: 40dz 11 Jul 2022, 17:32
მე მქონდა შეხება ხარებავასთან და რავი კარგად გამიკეთე. 2 ინპლანტი დამჭირდა, რთული ღრძილები მქონდა, ანუ დიდიხანი უკბილოდ ვიყავი და მაინც მოახერხა იდეალურად ჩაესვა.

გამოცდილებაზეა. მე იშვიათად მსმენია ცუდი მაგ კლინიკაზე.

Posted by: FDA 12 Jul 2022, 14:28
ანა-ანა89
40dz
QUOTE
მე მქონდა შეხება ხარებავასთან და რავი კარგად გამიკეთე. 2 ინპლანტი დამჭირდა, რთული ღრძილები მქონდა, ანუ დიდიხანი უკბილოდ ვიყავი და მაინც მოახერხა იდეალურად ჩაესვა.

გამოცდილებაზეა. მე იშვიათად მსმენია ცუდი მაგ კლინიკაზე.

ფბზე ცუდი პოსტები რომ დაიდო ფორუმის ლინკით ეგებ თანამშრომლები ხართ და მაშ რას იტყვით თუ არადა რაღა ახლა გამოჩნიდთ მათი ადვოკატები!

Posted by: kompiooo 12 Jul 2022, 17:00
სალამი ყველას,

FDA მადლობა გამოხმაურებისთვის და ჩემი პრობლემის გულთან ახლოს მიტანისთვის smile.gif

ეხლა კი შევეცდები თანმიმდევრულად ყველას გამოვეხმაურო ვინც ჩემს ქეისზე მოახდინეთ რეაგირება...

FDA კიდევ ერთხელ მადლობა, მაგრამ ახლა რაღა გამოვასწორებინო? 3 საკითხს შევეხე ზემოთ:
1. შავი წვრილი ზოლები - ეს არის(იყო) ზედა ყბაზე, მაგრამ არანაირი აზრი არა აქვს ახლა მაგის გამოსწორებას, რადგან ამ ოპერაციის გამო ნაწილი კბილები დამაძრეს რომ კვეთა გაეკეთებინათ(ასევე მარცხენა მხარეს ძვლის კეთილ თვისებიანი წანაზარდი მომაჭრეს), ხოლო რაც დარჩენილია ისიც დროებითაა, რადგან რეაბილიტაციის პერიოდი რომ გავა და ბოლომდე მოშუშდება ისევ უნდა გაჭრან და ძვალი ჩამინერგონ რომ მერე იმპლანტები გაკეთდეს და ბოლოს კბილები ანუ ეს რაცაა ეხლა დარჩენილი ამათ არანაირი ფასეულობა არა აქვს, უბრალოდ დროის გასვლას ველოდები ეხლა;
2. მეგობრის მეუღლეს რომ გაუკეთეს და ისიც შავ ზოლებს უჩიოდა? მე პირადად არ მინახია მაშინ, თვითონ მეგობარმა მთხოვა ერთი მანახეო და უი შენც ეგრე შავი ზოლები გაქვსო? მერე რა ქნეს აღარ ვიცი, ბევრი დროა გასული;
3. ქვედა ყბაზე რო კონკრეტულ 2 კბილს შორის საჭმლის ნარჩენი იჭედება? მაგის გულისთვის ვერ ვაძიძგილავებ ახლიდან და იმ დავიდარაბაში ვერ შევალ ნაღდად, დენტალური ძაფით ვისუფთავებ ყოველი ჭამის მერე. ეს საკითხი აღვნიშნე უბრალოდ იმიტომ რომ ტიპს პრეტენზია აქვს კიდევ ვიმეორებ ულტრა-თანამედროვე აპარატურაზე რომლის მსგავსიც არა თუ არა აქვთ სხვებს არამედ არც გაუგიათ ჯერ lol.gif lol.gif კომპიუტერული მოდელირებით ხდება ყველანაირი ზომების და პრიბამბასების დაპროექტება და მერეც კომპიუტერი ჩარხავს(თუ ძერწავს თუ ბეჭდავს რავიცი) და ამ დროს ეგეთი ხაია მოუვიდათ თქო.

რაც შეეხება მათ ფეისბუქის ლინკს, მადლობა კიდევ ერთხელ მაგრამ ნაღდად ვერ დავარეგისტრირებ ფეისბუქს მაგისთვის, მაგრამ არ ვარ წინააღმდეგი თუ ვინმე გამოიყენებს ჩემს მოყვანილ ფაქტებს, ასევე შემიძლია სქრინშოთის მეილით მოწოდებაც და ნუ მოკლედ რაც საჭიროა ჩემგან, ოღონდ ცუკერას ქსელში ვერ დავრეგისტრირდები, 33 წელია IT სფეროში ვარ და ვერავინ დამასწრებდა მანდ რეგისტრაციას რომ მდომოდა ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი smile.gif)

მამალაძეს არ ჩაუსვია, საერთოდ არ მინახია, მიწერია ზემოთ რომ კონსულტაციაზე ვიყავი მის იმპლანტოლოგთან რომელმაც სურათი რომ ნახა რაის იმპლანტი რის სინუს-ლიფტინგიო, წადი ბიძია ჰაიმორიტს მიხედეო, ხოდა მაგ ოპერაცია გავიკეთე თქო, მაგის დროის გასვლას ველოდები რომ მოშუშდეს და მივუბრუნდე კბილებს ზედა ყბაზე თქო, არ შეიძლება ნაოპერაციებზე ეგრევე ხელახლა ღრძილების ჭრა და ძვლების შეყვანები, უნდა დაცხრეს ჯერ, არ იყო მარტივი ოპერაცია. პლეხანოვზეა მისი კლინიკა, უნიდენტი ქვია, ზოგადად აქამდე ასე გარკვეული არ ვიყავი და ბრმად მოვყვებოდი ხარებავას თორემ ზუსტად ეს მარინა მამალაძე ყოფილა საქართველოს სტომატოლოგების შეფი, უსტაბაში, ნუ ზუსტი დასახელება არ მახსოვს. არ ვუკეთებ რეკლამას, ვერც გავუკეთებ რადგან პირადად არ მაქვს მასთან გამოცდილება, ერთხელ ვიყავი და ისიც მის იმპლანტოლოგს შევხვდი, რომელმაც სწორ გზაზე დამაყენა და არ დამიმალა სიმართლე ანუ არ დახარბდა ფულს მოდი გაგიკეთებო, პირიქით ყელ-ყურთან მიდი საქმეს მიხედეო.

ანა-ანა89 ანუ რეებიც დავწერე ასე დეტალებში ვიგონებ? lol.gif lol.gif რამდენი წელია კახას ვიცნობ იცით? სულ მაგასთან დავდიოდი ყველაფერზე, მარჯანიშვილზე თბილქალაქპროექტის უკან რომ იყო იქიდან ვიცნობ, თვითონაც არაერთხელ უთხოვია ჩემთვის რაიმე როცა ჭირდებოდა და არ დავზარებივარ, ჩემი მხრიდან თანხის გაჟღერება ხომ სისულელეა, ისე ვეხმარებოდი რაც შემეძლო, აი მას კი როცა რამდენი უთქვამს არასდროს დამიწყია ვაჭრობა. მეგონა მეგობრული ურთიერთობა თუ არა ძველი კლიენტის სტატუსი მაინც მაძლევდა იმის საშუალებას რომ ხვეწნა-მუდარა არ დამჭირვებოდა მასთან კონსულტაციაზე მოსახვედრად, ისიც მესმის რომ დაკავებული როცაა ვერ მიპასუხებს ზარზე მაგრამ შე დალოცვილო როცა კლინიკაში არ ხარ და პაციენტს არ ეჩალიჩები და გამოტოვებულ ზარებს რომ ათვალიერებ ხომ შეგიძლია ყურადღება გამოიჩინო? ექიმი ჯერ ადამიანი უნდა იყოს, მაგრამ კაცს რო თავში აუვარდება იქ დამთავრებულია... ან რას გელაპარაკებით თქვენ, ვეთანხმები მოსაზრებას რომ მაქაური ხართ, არა ბიჯოს და ისე უბრალოდ ემთხვევა თქვენი რეგისტრაციის თარიღი დაპოსტვის თარიღს lol.gif lol.gif

40dz ღმერთმა კარგად გამოგაყენებინოთ ეგ კბილები თუ მართლა არ ხართ მაქაური, მეც მეგონა რომ მაგრად გააკეთა როცა პირველად(თუ სწორად მახსოვს 2005-ში) გავიცანი, მაგრამ დრომ სამწუხაროდ საპირისპირო მიჩვენა, ეს რაც ეხლა გადავიტანე მაქედან გამოწვეულია, ყველა წამყვანი სპეციალისტი თანხმდება და საერთოდაც - ადამიანი აფასებს თავის ცოდნის მიხედვით და მაშინ მეც ასე მეგონა, მერე როცა მეტი გავიგე მივხვდი რომ ასე არ იყო, ამის ნათელი მაგალითია რეებიც ზემოთ დავწერე, დავიღალე ამდენი გამეორებით უკვე, დეტალურად წაიკითხეთ, მრჩება შთაბეჭდილება რომ ზერელედ გადაავლეთ თვალი. მოდით ეხლა საერთოდ სხვა საკითხსაც შევეხოთ - 5 წლის წინ თუ დაჯდა ქვედა ყბა დაუშვათ N თანხა, რატომ უნდა დაჯდეს წელს ზედა ყბა 3*N თანხა? გაითვალისწინეთ რომ საბოლოო თანხას დოლარში ვანგარიშობ. 5 წელში დოლარი 3-ჯერ გაბანძდა? ამდენ განსხვავებას ერთი სინუს-ლიფტინგი იძლევა? lol.gif არადა თვითონ უწერია მაგის თანხაც იმ ძლივს მოწოდებულ კალკულაციაშიც და კიდევ კარგი და მადლობა მას ამისთვის რომ თანხით დამაფრთხო, რადგან როგორც ზემოთ დავწერე გავიკეთებდი და ჰაიმორიტი ჩამოყრიდა მაქს 2 თვეში ყველაფერს. მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია.

ყველას წარმატებები, ოღონდ არა ბლიც-აფერისტ-დენტალის ტროლებს

Posted by: merkuriela 18 Jul 2022, 13:26
ხალხს პენსია 300 ლარი აქვს და ერთი კბილის გაკეთება 600 ლარი ღირს.

იგრძნობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა.

Posted by: FDA 29 Jul 2022, 14:15
არ გაიკეთოთ იმპლანტი დავისაც გაქვთ მიაქციეთ ყურადღება! სიმსივნეს აჩენს!
* * *
იმპლანტის უკუჩვენებები!
https://vipmed.ge/kakha-gurgenidze-interview/

-რომელი დაავადებების დროს არ არის იმპლანტაცია მიზანშეწონილი?

-ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან დენტალური იმპლანტაციის უკუჩვენებები ანუ შემთხვევები, რომლის დროსაც ამ მეთოდის გამოყენება სასურველი არ არის, სწორედ ის წყალქვეშა მეჩეჩებია, რომლებმაც შესაძლებელია წარუმატებლობასთან მიგვიყვანოს. ცნობილია, რომ დენტალური იმპლანტაციის წარმატებული შემთხვევები შესრულებული სამუშაოების 97%-ს წარმოადგენს. ეს წარმატება იმითაა განპირობებული, რომ ამ დარგში მუშაობა წინასწარ შედგენილი ზუსტი გეგმისა და ამ გეგმაზე შექმნილი პროგნოზების მიხედვით მიმდინარეობს. ამიტომაც არის საჭირო ისეთი უკუჩვენებების გათვალისწინება როგორებიცაა:

ოსტეოპათიები;
ოსტეოგენეზის ხელისშემშლელი დაავადებები;
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
დაავადებები რომელთა მკურნალობის პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზიმის დარღვევა;
დაავადებები რომლებიც იწვევენ იმუნიტეტის დაქვეითებას;
პირის ღრუსა და ყბა კბილთა სისტემის დენტალური იმპლანტაციისთვის ხელისშემშლელი პათოლოგიები და პათოლოგიური მდგომარეობები
რისკ-ფაქტორები, აბსოლუტური და ფარდობითი უკუჩვენებები.

უკუჩვენებები და ხელისშემშლელი ფაქტორებია:

სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. სისხლის და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები. (მიელომური დაავადება, ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, კოაგულოპათია, ჰემოლიტიური ანემია, თალასემია, ლიმფომა და ა.შ.). ენდოკრინული დაავადებები ( შაქრიანი დიაბეტი, ტოქსიური ჩიყვი, ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა.). თირკმელების დაავადებები: თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, აციდოზი, ფანკონის სინდრომი და ა.შ. სასქესო ჰორმონების გამომუშავების დისბალანსი. ჰიპოფიზის დაავადებები. გენეტიკური დარღვევები: არასრული ოსტეოგენეზი, ქონდროდისპლაზია, დიზოსტოზები და ა.შ. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: მალაბსორბციის სინდრომი, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ფუნქციის დაქვეითება, წვრილი ნაწლავისა და კუჭის რეზექციის შემდგომი პერიოდი და ა.შ. ოსტეოპათიები, ძვალ-ხრტილოვანი სისტემის დაავადებები: დისპლაზია, ოსტეოდისტროფია, ოსტეოპოროზი: პირველადი, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ასაკობრივ ფაქტორებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოსტმენოპაუზური დარღვევები. მეორადი, რომელიც ძირითადი დაავადებების შედეგს წარმოადგენს. ოსტეომალაცია -ეს არის ჩონჩხის პათოლოგია, რომელიც გამოიხატება ძვლოვანი მატრიქსის არაადეკვატურ მინერალიზაციაში, თუმცა ქსოვილოვანი მასა და მოცულობა შენარჩუნებულია. მიზეზები შეიძლება იყოს: ჰიპოვიტამინოზი, ციროზი, ჰეპატიტი, ჰიპოპარატირეოზი, ბარბიტურატებით ხანგრძლივი მკურნალობა, ტეტრაციკლინით ხანგრძლივი მკურნალობა, მალაბსორბცია, ჰიპერპარათირეოზი, ყაბზობის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება და ა.შ.

ავიტამინოზი;
A ვიტამინი: მისი დეფიციტი მინერალიზაციის დამუხრუჭებასა და სასქესო ჰორმონების დეფიციტს იწვევს. შესაბამისად, ჭარბობს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბცია.
C ვიტამინი: მისი დეფიციტი ოსტეობლასტების მიერ კოლაგენის სინთეზს ამუხრუჭებს. მცირდება ოსტეოგენეზი და იზრდება რეზორბციის პროცესები.
D ვიტამინი: მისი დეფიციტი იწვევს მინერალიზაციის დარღვევას, ხოლო ჭარბი რაოდენობა რეზორბციას.
რევმატიული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, სპონდილოართრიტი და ა.შ. ქრონიკული სომატური დაავადებები (ტუბერკულოზი, კოლაგენური აუტოიმუნური დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, შეგრენის სინდრომი და სხვ. შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები: სკლეროდერმია.
ფსიქიატრიული სტატუსის მქონე პაციენტები, ასევე ალკოჰოლიკები, ნარკომანები;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ აკონტროლებენ პირის ღრუს ჰიგიენას. პაციენტის დაბალი ჰიგიენური კულტურა;
პაციენტები, რომლებიც სხივურ თერაპიას იტარებენ. (ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა, რომლის დროსაც საჭიროა ქიმიოთერაპია და სხივური თერაპიაwink.gif

სისტემური დაავადებები;
პაპიონ-ლეფევრის სინდრომი: ეს არის ექტოდერამლური დისპლაზიის იშვიათი ფორმა, რომელსაც ახასიათებს ხელისა და ფეხისგულების კანის კერატოდერმია და პაროდონტიტის ადრეულ ასაკში გამოვლენა. გვხვდება 1/250 000 და 1/1 000 000 სიხშირით.
იატროგენული დაავადებები – კერძოდ, მეორადი ოსტეოპოროზი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, კერძოდ, კორტიკოსტეროიდები, ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები და ა.შ.
გასათვალისწინებელია ბიფოსფონატებით მკურნალობაც, რომელიც მენოპაუზის დადგომის შემდეგ მანდილოსნებში ხშირად გვხვდება.

-ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა იმპლანტაციისთვის?

-დიახ, ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. დენტალური იმპლანტაცია ბავშევებსა და მოზარდებს არ უკეთდებათ, რადგან მათი სახის ჩონჩხი ჯერ კიდე იზრდება.

-რა გართულებები ახლავს თან დენტალურ იმპლანტაციას?

-ყველაზე მთავარი გართულება ეს დეზინტეგრაციაა, რომლის დროსაც იმპლანტატის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის შეხორცება არ ხდება. შემდგომში კი ფუნქციონირებისას იმპალნტებს ზუსტად ისეთივე დაავადებები აქვთ ჩასაფრებული, როგორიც კბილებს, თუ კბილთან გინგივიტის გავითარება შეიძლება მოხდეს, იმპლანტატთან მუკოზიტი, პაროდონტიტის ანალოგიური დაავადება პერიიმპლანტიტი შეიძლება იყოს. ამიტომ, 6 თვეში ერთხელ მაინც ყველა იმპლანტირებული პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან დისპანსერულ დათვალიერებაზე.

-როგორ ხდება იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი და როგორ ფასდება მკურნალობის შედეგები?

-რეაბილიტაციის პროცესი როგორც წესი საკმაოდ ნაზად მიმდინარეობს, რადგან თვითონ ოპერაციაც დელიკატური და ნაზი ჩარევაა. ხშირად ისმის ტექსტი იმის შესახებ, რომ იმპლანტაციის შემდეგ პაციენტი ტკივილებით იტანჯება, პოსტოპერაციული მცირე ტკივილი შესაძლებელია, რომელსაც ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გაუყუჩებს, ასევე დასაშვებია მცირე შეშუპება და სისხლნაჟღენთები სახის კანის ზედაპირზე, მაგრამ თუ იმპლანტატები პაციენტს ძალიან სტკივა, ასეთი იმპლანტატი თავის დროზე უნდა ამოვიღოთ და დაახლოებით 6 კვირააში ისევ გავიმეოროთ დენტალური იმპლანტაცია.

-როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა კბილებს იმპლანტაციის შემდგომ, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებული იყოს? რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს?

-პირველ რიგში, პაციენტებმა ექიმის რჩევა-დარიგებები უნდა შეასრულონ. სასურველია ცივი საფენების მოთავსება კანის ზედაპირზე იმპლანტების საპროექციო არეში ჰემოსტაზის მიზნით, რათა ძლიერი შეშუპება არ განვითარდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ოპერაციის დღეს, მეორე დღიდან აუცილებელია ჰიგიენური სავლებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმის დანიშნულების შესრულებაში ცვლილებების შეტანა თვითშემოქმედება დაუშვებელია.

-რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი?

-იმპლანტატი ტიტანისგანაა დამზადებული და ის დიდხანს ძლებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენ ხანს გაძლებს ძვალი იმპლანტატის ირგვლივ, ეს ძალიან ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებულია.

შესაბამისი ჯანმრთელბის მდგომარეობის, სწორი ჰიგიენისა და დისპანსერული დაკვირვების უწყვეტობის შემთხვევაში, დენტალურ იმპლანტატებს მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუძლიათ იმუშავონ

Posted by: alonso 8 Aug 2022, 21:42
FDA
QUOTE
არ გაიკეთოთ იმპლანტი დავისაც გაქვთ მიაქციეთ ყურადღება! სიმსივნეს აჩენს!

ძალიან სერიოზულ საკითხს შეეხე.
არგუმენტები?
რა მექანიზმით იწვევს კიბოს?

ადრე დამაინტერესა ამ საკითხმა და წავიკითხე რაღაც რაღაცეები...
მოკლედ მექანიზმი ასეთია:
თვითონ ტიტანი ნამდვილად ინარტული ლითონია, მაგრამ ტიტანის გარდა იმპლანტის შენადნობში მცირე რაოდენობით ყოველთვისა სხვა მეტალებიც.
ადამიანის იმუნური სისტემა "ხედავს" ამ ნივთიერებებს, აღიქვამს როგორც "უცხოს" და ებრძვის მას.
მაგრამ რა უნდა მოუხერხოს იმუნურმა სისტემამ ძვალში ჩახრახნილ ლითონს? ეს ხომ არ არის მაგალითად ვირუსი რომელსაც გაანადგურებს?
მოკლედ ამ ბრძოლაში იმუნური სისტემა მარცხდება, "ზარმაცდება" და სუსტდება.
დასუსტებული იმუნური სისტემა იწვევს კიბოს.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ობიექტური სტატისტიკა.
მე თვითონ არ ვარ მომხრე ათასგვარი "შეთქმულების თეორიების"
მაგრამ იმპლანტები ეს არის ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიარდიანი ბიზნესი.
არსებობს მოსაზრება რომ ამ ბიზნესის გიგანტებს არ აწყობთ რეალობის გამოაშკარავება და ბლოკავენ ასეთი სტატისტიკის ჩატარებასაც და გამომზეურებასაც.

თუ ჩემს პოსტს ნახავენ სპეციალისტები და არგუმენტირებულად გამაკრიტიკებენ, ასეთ ფაქტს მხოლოდ მივესალმები.






Posted by: lexanna 25 Mar 2024, 00:35
ახალი რა ხდება აქ ??

Posted by: tamuska 27 Mar 2024, 15:45
ესეიგი ყველაზე ძვირადღირებული რაც არსებობდა ის გავიკეთე, მარტო 3 კბილში გადავიხადე დაახლოებით 15კ (გვირგვინების ჩათვლით რათქმაუნდა) , მაგრამ არაფერი ჯობია საკუთარ კბილებს , აი არაფერი , მაინც არაკომფორტულად ვგრძნობ თავს....... შეიძლება ახალი გაკეთებული რომ მაქვს, ამიტომაც ვარ ესე .... ისიც ვიცი რომ ფასი არ ნიშნავს ხარისხს მაგრამ ექიმის და მასალის სანდოობაში 100% დარწმუნებული ვარ, მოკლედ მოუარეთ საკუთარ კბილებს))))))))))))))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)