Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > კავკასიური სოჭი |
Posted by: brutal_88 7 May 2017, 20:31 |
მგონი ეს ხე იმსახურებს ცალკე თემას. ულამაზესი, ენდემური ხე, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს მთის ტყეებშია გავრცელებული. ქმნის ზღაპრულ ტყეებს. http://radikal.ru http://radikal.ru როგორც ვიცი ეცროპის ტყეების აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენთან კი ამ საგანძურს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ესეც ჩემი სოჭი. |
Posted by: Master_Nick 8 May 2017, 18:37 |
პირველი ფოტო რაჭაში, სოფელ სხარტალში ხომ არ არის გადაღებული? სხარტალიდა შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზას გავს ძალიან |
Posted by: brutal_88 13 May 2017, 11:36 | ||
პირველი ფოტო სოფელ თლუღთან ახლოსაა გადაღებული, მეორე შოვში. |
Posted by: Mr Angry 3 Oct 2019, 00:25 |
brutal_88 როგორ არჩევთ ხეებს? სოჭი ნაძვისგან და კედარისგან როგორ უნდა განვასხვაო ფიჭვისან განვასხვავებ ეხლა იმას გრძელი წიწვები აქვს და კვიპაროსისგანაც კონუსური ფორმაა აქვს და აი იმ სამს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან, ამას როგორ აკეთებთ |
Posted by: M-B 3 Oct 2019, 15:12 | ||
გამარჯობა რთული გასარჩევია ერთი შეხედვით. ფიჭვი, როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან ხშირი, გრძელი წიწვებით გამოირჩევა რომლებიც ერთი წერტილიდან ჯგუფ-ჯგუფად ამოდის. ასევე შეგიძლია განსხვავო თვითონ ხის ტანის ფორმით. ნაძვი - წიწვების თითოეული "ნემსი" ცალ-ცალკე ამოდის ტოტიდან და ისინი კვეთაში მართკუთხა, ან მომრგვალო ფორმისაა. თუ გადაღუნავ, გატყდება. გარდა ამისა, წესისამებრ (თუმცა ყველა შემთხვევაში არა!) ნაძვის გირჩები არის ვიწრო და გრძელი პროპორციის მქონე. სოჭი - წიწვები ისევე, როგორც ნაძვს, ცალ-ცალკე აქვს ტოტში ჩარჭობილი. მაგრამ ისინი უფრო ბრტყელია, ვიდრე ნაძვის და ამასთანავე - უფრო დრეკადიც. გაღუნვისას არ ტყდება. ასევე - ნაძვის წიწვი ჩხვლეტიაა, სოჭისა - ბლაგვი. აღსანიშნავია, რომ სოჭს უფრო ხშირი ტოტები აქვს, ვიდრე ნაძვს. სოჭის გირჩები ვიზუალურად დანარჩენისგან პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ ფისი გამოსდით (ფიჭვის გირჩები ხმელია როგორც წესი). კედარი ძალიან მარტივი განსასხვავებელია დანარჩენებისგან, ფიჭვივით ამოსდის წიწვები - ერთი წერტილიდან რამდენიმე და ფიჭვისგან განსხვავებით მისი წიწვები მოკლეა. გირჩები კვერცხის ფორმისაა და ღია მწვანე ფერის. --------------------------------------------------------- ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ ორი წელია შეხება მაქვს ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან და იმდენი ჯიშია ნაძვის, კედრის, ფიჭვის და სოჭის თუნდაც მხოლოდ საქართველოში ენდემურად გავრცელებული, რომ ხშირად მე თვითონაც მიჭირს გამოცნობა, რომელი რა ხეა |
Posted by: PAINKILLER 3 Oct 2019, 17:16 | ||
კედარი ყველაზე ადვილად გამოსაცნობია იმით რომ არასიმეტრიული ტოტები აქვს და ნაკლებად ხშირი წიწვები, ანუ ტოტები ჩანს მთელს სიგრძეზე, და წიწვების ფერი მქრალი მწვანეა ან მოცისფრო კედარი სიმაღლეშიც უფრო მალე და უფრო დიდი იზრდება კავკასიური სოჭი ვიზუალურად იგივე ნაძვია ოღონდ ყველაზე სიმეტრიულია წიწვოვნებს შორის, ასევე როგორც ზემოთ აღინიშნა წიწვები რბილი აქვს და ხშირი, და ხასხასა მწვანე ფერის, ახალამოსული წიწვებიც კონტრასტულად ღია ფერისაა ესაა კედარი ესაა კავკასიური სოჭი ეს კი ჩვეულებრივი ნაძვი * * *
ამ ბოლო დროს მეც ვცდილობ გავერკვე მარადმწვანე ხეებში, არა მხოლოდ წიწვოვნებში დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე არის ბლომად მარადმწვანე ხეები, მათ შორის 2 ჯიშის ურთხელი (უთხოვარი), რომელიც ვიზუალურად ნაძვს ჰგავს მაგრამ ბრტყელი და რბილი ფოთლებივით წიწვები აქვს, ასევე წითელი მოცვივით ნაყოფი (მეორე ჯიშს მოყვითალო წვრილი ნაყოფები აქვს ბევრი ერთად) |
Posted by: M-B 3 Oct 2019, 20:28 | ||
ჩემი ოცნების ხეა, ვერცხლისფერ ნაძვთან ერთად ისე ჩვენში არ მინახავს, თუმცა არსებობს ისეთი უთხოვარიც, რომელსაც ფოთლოვანი ხის მსგავსი ფორმის ვარჯი და ფორმა აქვს. თუ არ ვცდები, ერთი ასეთი ოპერასთან იზრდება. შევათვალიერებ, რომ გავივლი. |
Posted by: PAINKILLER 3 Oct 2019, 21:01 | ||||
კი, ზუსტად ის მეორე ჯიში რომელიც ვახსენე, მოყვითალო ფერის წვრილი ნაყოფით, ძალიან გატოტილი ხე იზრდება, ნახევრად ბუჩქია ფაქტიურად მაგრამ მსხვილი ტოტებით, დავდებ სურათს მაქვს გადაღებული ეგეც და მეორეც ნაძვივით რომ არის ეს არის ხის ფორმის უთხოვარი: ეს ბუჩქივით, ნაძვის მსგავსი ეს ორივე გამოფენის პარკშია ესეც მანდ ვნახე, მგონი მარადმწვანეა ესეც, აზრზე არ ვარ რა მცენარეა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Oct 2019, 22:34 | ||
PAINKILLER
კალისტემონი |
Posted by: Mr Angry 4 Oct 2019, 12:15 |
M-B PAINKILLER ძაან დიდი მადლობა. სამწუხაროდ მკვდარია ეს განყოფილება არადა ისეთი ინტერესი მაქვს და იშვიათია ვინმე გამოგეხმაუროს გავიგე კედარზე და სოჭზე კარგად მაგრამ ერთი კითხა მაქვს. ნაძვზე თქვით რომ მოკლე მაგრამ მჩხვლეტავი წიწვები მაგათაც აქვთ და მე მეგონა ნაძვის წიწვები ერთმანეთზე იყო დაკავშირებული და არა ღეროდან ამოსული და თავებიც მომრგვალებული ქონდა ხოლო გირჩი პატარა ბურთებივით აი კვიპაროსს გავს მაგრამ ისეთი კონუსური ვიწრო გარშემოწერილობის ფორმა არააქ დიდია მოცულობით გაშლილი საკმაოდ აი ესა * * * აი ესეთია რა შორიდან დაახლოებით, კვიპაროსივით ვიწრო არაა გაშლილია საკმაოდ და ახლოდან ისეთია ზემო ფოტოში...აი ეგ მეგონა ნაძვი და აბა ეგ რაღააა |
Posted by: PAINKILLER 4 Oct 2019, 12:38 | ||
Mr Angry კვიპაროსია ეგეც კვიპაროსები სხვადასხვა ფორმის არის, ყველაზე პოპულარულია პირამიდისებრი კვიპაროსი, წვრილი და მაღალი რომ იზრდება (მეც მაქვს ეზოში ერთი)
გირჩები ყველა კვიპაროსს მსგავსი აქვს, ფორმა აქვთ უბრალოდ განსხვავებული (სელექციურად არის გამოყვანილი თუ ბუნებრივადაა მასე ეგ აღარ ვიცი) * * * ესეც კვიპაროსია (პირამიდისებრი) და ესეც კვიპაროსია * * * ნაძვის გირჩები ასეთია ეს სოჭის გირჩები |
Posted by: Mr Angry 4 Oct 2019, 19:03 |
PAINKILLER გაიხარე ძლივს არ გავიგე თურმე მთელი ცხოვრება სიცრუეში მიცხოვრია და ფართი გაშლილი ფორმის კვიპაროსები ნაძვები მეგონა და ნაძვები კიდე მოკლე წიწვებიანი ფიჭვი ანუ რა გამოდის, კომუნისტები კედარზე და ჭადარზე ყოფილან ფანატიკურად შეყვარებული, ყველგან ქალაქებში და მათ ცენტრალურ ბაღებში ყველგან კედარი და ჭადარია დარგული. რა იყო სხვა ხე არ ქონდათ ნეტა? ჭადარი კარგი გამიგია მალე იზრდება და დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფსო და ამიტომ ალბათ და ეს კედარი რაღას ამოიჩემეს? სოჭი დაერგოთ ულამაზესია რასაც ვხედავ...იისფერი გირჩებიანი განსაკუთრებით მომწონს, ძან ლამაზია ეგ მაინც დაერგოთ ბაღებში, კედარი საკმაოდ შეუხედავია, განსაკუთრებით ახლოს როცა დგახარ ქვემოდან, ძან უსახურია |
Posted by: PAINKILLER 4 Oct 2019, 21:03 | ||
Mr Angry კედარი ადვილად ხარობს, მალე იზრდება (სხვა წიწვოვნებთან შედარებით), უფრო გამძლეც არის იგივე ეხება ჭადარსაც სოჭი ძნელად ხარობს, ნელა იზრდება, ნიადაგთან შეგუებაც უჭირს, საქართველოში ბუნებვრივად კარგად იზრდება რაჭაში და მსგავს კლიმატურ პირობებში კავკასიური სოჭი არის საუკეთესო დეკორატიული წიწვოვანი ხე, საახალწლო ნაძვის ხის ერთერთი საუკეთესო კანდიდატი, ევროპაში დიდი რაოდენობის კავკასიური სოჭის თესლები მიაქვთ რაჭის ტყეებიდან, იქ გამოჰყავთ ნერგები და ყიდიან როგორც საახალწლო ნაძვის ხეს |
Posted by: PAINKILLER 13 Oct 2019, 21:54 | ||||
სხვათაშორის ეგ ოცნების ხე (ანუ უთხოვარი) საკმაოდ ტოქსიკურია, ფოთლებიც და ტოტებიც, ანუ მთლიანად ხე არის ფაქტიურად საწამლავი (გარდა ნაყოფის რბილი ნაწილისა), ერთი პატარა წიწვებიანი ტოტიც საკმარისია რომ ცხენი მოკლას, ადამიანისთვისაც მომაკვდინებელია გარკვეული რაოდენობით, გამომშრალი თესლი ყველაზე საშიშია, მილიგრამებიც კი სასიკვდილო დოზაა არადა ძალიან მომწონს, მაგრამ ისევ კავკასიური სოჭი მირჩევნია უსაფრთხოა მაინც თან უთხოვარი ძალიან ნელა იზრდება, წელიწადში 3-4 სანტიმეტრზე მეტს არ იმატებს, და ნაყოფს ისხამს 30-40 წლის ასაკში ანუ ზრდასრული ხე თუ ნახეთ ასე 5-6 მეტრი სიმაღლის, ჩათვალეთ რომ მინიმუმ 70-80 წლის მაინც იქნება, ყველაზე ასაკოვანი უთხოვარი კი როგორც გამიგია 3000-4000 წლისაც კი შეიძლება იყოს (სადღაც წავიკითხე, საქართველოშიც ყოფილა ეგეთი) |
Posted by: muhambe 13 Oct 2019, 22:54 |
PAINKILLER საქართველოში 1500 წლისაზე მეტი ასაკის არაა. რაც შეეხება ნაყოფის მოსხმას. გაცილებით ადრე ისხავს ნაყოფს უთხოვარი რომელიც ხელოვნურადაა გაზრდილი რადგან როგორც წესი მაგას დაკალმებით ამრავლებენ და დაკალმებული მცენარე ადრე მსხმოიარობს ვიდრე თესლიდან გაზრდილი რადგან ბიოლოგიური ასაკი უფრო მეტი აქვს. თესლით გამრავლებას რაც შეეხება ჯერ მარტო თესლი რომ გაღვივდეს თბილი და ცივი სტრატიფიკაცია უნდა გაიაროს წელიწადნახევარი მაინც ხელოვნურად და ბუნებრივად მიწაში 3-4 წელი მაინც ჭირდება თესლს რომ გაღვივდეს. თან მერე თესლიდან ნელა იზრდება, ამიტომაც არავინ ჩალიჩობს თესლიდან გაზრდას თუ მუღამისტი არაა ან მაზოხისტი. * * * ისე თესლიდან გაზრდილი ხე უფრო გამძლე და ძლიერია ვიდრე დაფესვიანებული, მაგრამ როგორც ავღნიშნე არამგონია ვინმე ზრდიდეს თესლიდან |
Posted by: Master_Nick 13 Oct 2019, 23:04 |
muhambe სოჭის ზრდის სტიმულაციის რა მეთოდები არსებობს? |
Posted by: muhambe 13 Oct 2019, 23:09 |
Master_Nick საერთოდ წიწვოვნებს ნაკლები საკვები ჭირდებათ ფოთლოვანი ხეებისგან განსხვავებით. როგორც ვიცი იყენებენ ძირითადად მინერალებით მდიდარ და აზოტით ღარიბ სასუქს. აზოტი თუ მეტი მოუვიდა შეიძლება გაახმოს. * * * სოჭი თავიდან იზრდება ნელა თორემ მერე აჩქარებს ზრდას. ეგ დამახასიათებელი თვისება აქვს. |
Posted by: PAINKILLER 13 Oct 2019, 23:13 | ||||||||
muhambe ვინ დაელოდება 3 წელი თესლის გაღვივებას
სადღაც 3-4 სანტიმეტრი წელიწადში, ამაზე ნელი ზრდა მგონი არცერთ სხვა მცენარეს არა აქვს..
სავარაუდოდ მასეა, იმიტომ რომ მე რაც ვნახე მსხმოიარე ბუჩქი დაახლოებით 2.5 მეტრის სიმაღლის იყო და დიდი ალბათობით 10 წელზე მეტის არ უნდა ყოფილიყო აი ეს ბუჩქია, ვიზუალურად რაც ჩანს შეიძლება სულაც არ იყოს ერთი ღეროდან ამოსული და რამდენიმე მცენარე იყოს ერთად დარგული |
Posted by: muhambe 13 Oct 2019, 23:19 |
PAINKILLER უთხოვარი ბუჩქიც შეიძლება იყოს და ხეც. სადაც გავლილი ვარ ზეპირად ვიცი სადაა დარგული უთხოვარი და სოჭი. * * * მაგ სურათზე ბუჩქია. მე მაგალითან ვიცი ერთგან მეტრანახევრამდე უთხოვარის ხე რომელსაც ნაყოფი ესხა მცირე რაოდენობით შარშანაც და წელსაც. სხვათაშორის ორ სახლიანი მცენარეა, მამრობითი ინდივიდები არ ისხავენ ნაყოფს. |
Posted by: PAINKILLER 13 Oct 2019, 23:44 | ||
muhambe ხო, ეგ ვიცი, სავარაუდოდ ეს ხე მამრობითია, იგივე პარკში იყო ესეც იმავე პერიოდში და ნაყოფი არ ესხა, თან ბევრად დიდია ზომაში ისე ამ ხეზე ბავშვები დაძვრებიან ხოლმე და სახიფათო არ არის? როგორც ვიცი მაგის მერქანის მტვერიც კი ტოქსიკურია... თან სულ ექერცლება კანი ტოტებზე |
Posted by: muhambe 13 Oct 2019, 23:52 |
PAINKILLER კი, შხამიანია როგორც ამბობენ, ფესვიან-ფოთლიან-კურკიანად. მხოლოდ წითელი რბილობის ჭამა შეიძლება. ნუ სახიფათო რა, ფოთლების ჭამას ხო არ დაიწყებენ ბავშვები. ერთადერთი კურკიანად რო არ ჭამონ ნაყოფი. |
Posted by: PAINKILLER 14 Oct 2019, 00:01 | ||||
muhambe ხო აბა, 1 წლის ბავშვი კურკას გამოარჩევს და ისე შეჭამს წითელ ლამაზბურთულებიან ნაყოფს?
ბავშვები გარკვეულ ასაკამდე ყველაფერს უსინჯავენ გემოს, ისეთ რამეებსაც რაც საერთოდ არ შეიძლება საკვებად ჩაითვალოს |
Posted by: Mr Angry 16 Oct 2019, 00:40 |
ახლობლები მიშლიან ნაძვის დარგვას და წიწვოვნებზე ბევრგან გამიგია სხვათაშორის, ცრუმორწმუნე არ ვარ მაგრამ რატომაა ასე გავრცელებული საინტერესოა, წიწვოვანებზე და განსაკუთრებით ნაძვზე ამბობენ ან დამრგავი გაიხარებს ან ხეო და არ უდნა დარგო ამიტოოო, მიშლიან დარგვას, არადა როგორ მომწონს რას ერჩოდნენ ძველები ამ ხეს საინტერესოა |
Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 00:50 | ||
Mr Angry კაკალზეც მასე ამბობენ ნაძვიც მაქვს დარგული, კედარიც, კვიპაროსიც, ახლა სოჭს ვეძებ ნორმალური ზომის, ტუიას ბუჩქებიც მინდა დავრგო და კიდევ რამე წიწვოვანი თუ ვიშოვე იმასაც დავამატებ (უთხოვარის კალმით გახარებას ვცდილობ და თუ გამოვიდა, ეგეც შეემატება დანარჩენებს) |
Posted by: rommel 16 Oct 2019, 00:57 | ||
Mr Angry ბებიაჩემმა დარგო 30 წლის წინ, ახლა ულამაზესი ეზო მაქვს.
სასაფლაოებზე იცოდნენ მარადმწვანეების დარგვა და მგონი მანდედან მოდის. გაითვალისწინე ნ რაოდენობით წიწვი სცვივა და მის ქვემოთ ვერაფერს გაახარებ. ბალახიც კი არ ამოდის წესივრად. |
Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 01:03 | ||
rommel ნაძვის ხე დეკორატიული მცენარეა, მის ქვეშ ბალახი არც უნდა იყოს (ისედაც მთლიანად ფარავს ნაძვის ტოტები მიწას) იგივე ეხება სოჭსაც თუმცა ფიჭვის და კედარის ქვეშ შეგიძლია წიწვოვანი ბუჩქები გაახარო (კვიპაროსი, ტუია და ა.შ.), იგივე უთხოვარიც თუნდაც |
Posted by: rommel 16 Oct 2019, 01:12 |
PAINKILLER დიამეტრი 10 მეტრი ექნება ტოტებს, საყვავილეს ფარავს, იქ მინდოდა რაღაცების გახარება, მაგრამ უშედეგოდ. ერთი ბზა ხარობს, ოღონდ ერთადაა დარგული და მოასწრო ალბათ განვითარება სანამ დაჩრდილავდა. |
Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 01:17 | ||
rommel ნაძვია? მაგის ქვეშ ფიზიკურად ადგილიც არ არის რა უნდა გაახარო ან რისთვის... |
Posted by: Master_Nick 16 Oct 2019, 03:08 |
Mr Angry დროა ცრუ რწმენებისგან განთავისუფლდე. |
Posted by: rommel 16 Oct 2019, 10:24 |
PAINKILLER გადავავლე თემას თვალი და კედარია, ამდენი ხანი ნაძვი მეგონა თბილისის გაქუცული კედრებისგან განსხვავებით ხშირია და მაგან შემიყვანა შეცდომაში. მადლობა თქვენ და თემის ავტორს |
Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 10:35 | ||
მეც გამიკვირდა, 30 წლის ნაძვს 10 მეტრი დიამეტრის ტოტები არანაირად არ ექნებოდა, მაგ ზომის ნაძვი მინიმუმ 100 წლის მაინც უნდა იყოს... ნაძვის და კავკასიური სოჭის ტოტები მიწის დონეზეც კი ბოლომდე ჯანმრთელი ცოცხლობს, განსხვავებით ფიჭვისგან და კედარისგან, რომელსაც ქვედა ტოტები დროთა განმავლობაში უხმება და ცარიელი ღერო რჩება, და ისედაც ბევრად მეჩხერი ტოტები აქვს ზრდასრულ კედარს, ფიჭვი ისედაც მეჩხერია თავიდანვე, განსაკუთრებით თუ დიდ კორომში ან ტყეშია ფიჭვი კედარი ნაძვი |
Posted by: rommel 16 Oct 2019, 10:53 |
PAINKILLER მადლობა, გავერკვიე. ფიჭვიც მოვიტანე ტყიდან და დავრგე ათიოდე ძირი, მიუხედავად იმისა რომ ვიზუალურად არ მომწონს. |
Posted by: Mr Angry 16 Oct 2019, 13:52 |
PAINKILLER ანუ სოჭი და ნაძვის ტოტები ყოველთვის მიწამდეა დაშვებული? ეზოში ნაკლებად გამოდგება და გზის პირას საჩრდილობლად რომ დარგო ეგეც არ იქნება მართებული.... არადა სოჭი რა ლამაზია |
Posted by: muhambe 16 Oct 2019, 13:54 |
rommel ნერგების ტყიდან წამოღებაზე ფრთხილად იყავი. დიდი ჯარიმებია მაგაზე თუ წაგასწრეს. 200-დან 1000 ლარამდეა თუ სწორად მახსოვს. თან ეგეც არ იყოს ხშირ შემთხვევაში ტყიდან ნერგის წამოღება მავნებლობაა. |
Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 14:14 | ||||
მასეა
Mr Angry კი მასეა, თუ ძალიან ხშირი ტყის მასივში არ არის |
Posted by: rommel 17 Oct 2019, 14:04 | ||
muhambe
თბილისის მახლობლად ნავთობსარეწაოა, გზა გააკეთეს მანდ, საწყლად ქონდა ხრეშიდან თავი ამოყოფილი რამდენიმე ძირს, რომლებიც არ წამოვიღე კი გადაუარეს მანქანებმა. ასობით ძირს ემუქრება იგივე, მოდით და წაიღეთ, არავინ არაფერს გეტყვით მადლობის გარდა. ისე კი ყველაზე დიდ მავნებლობას გარემოს დაცვის სამინისტრო სჩადის, მესამე წელია ხმება ეგ ფიჭვის კორომები (კომუნისების მიერაა ხელოვნურად გაშენებული) და არაფერი უღონიათ. 2-3 წელიწადში სულ გახმება. ვიცი რომ მთელი საქართველოს მაშტაბით იგივე ხდება, მაგრამ რამე საშველი ხომ უნდა იყოს, საწყის ეტაპზე მაინც. აიქროლებენ გამოწკეპილები და პიკაპებიდან ჩამოსვლა ეზარებათ. ასე რომ თუ მაინც და მაინც მავნებლობას გინდათ ებრძოლოთ მაგ სამინისტროდან დაიწყეთ. ათი ათასობით ფიჭვი ხმება, ყველას კიდია და ჩემი გადარჩენილი 4 ძირი ყოფილა მავნებლობა |
Posted by: muhambe 17 Oct 2019, 15:02 |
rommel გარემოს დაცვა რას აკეთებს და რას არა არ ვიცი და მაგაზე კომენტარი არ გამიკეთებია. თავად ბრძანე რომ ტყიდან წამოვიღეო და შესაბამისი პასუხი დავწერე. იგივეს ვადასტურებ რომ ტყიდან ნერგების წამოღება ხშირ შემთხვევაში მავნებლობაა. ხშირ შემთხვევაში თქო და არა ყოველთვის. ეხლა თუ სადმე რომელიმე ნერგი ყვირის არიქა დროულად წამიყვანეთ თორემ გადამიარესო ეგ აღარ ვიცი. * * * აი კონკრეტულ მაგალითს დავწერ: გაზაფხულობით თუ რკოს მოსავალი დიდი იყო სავსეა ხოლმე ახალ აღმოცენებული მუხის ნერგებით, მუხას რომელიც სხვა ხეების ჩრდილში იზრდება და ზემოთ ცა გახსნილი არ აქვს, გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნება და ეგეთი ნერგის წამოღება ზიანის მიყენება არ იქნება. მარა იგივე სიტუაციაში მყოფი ნაძვი რომ ამოთხარო ეგ უკვე მავნებლობაა რადგან ნაძვის ნერგს შეუძლია 100 წელი ითმინოს და ელოდოს რომელიმე დამჩრდილავი ხის გახმობას რომ მერე გაიზარდოს და ზედა იარუსში დაიკავოს ადგილი. ასეთი სიტუაციები უამრავი იქნება და ჩვენ უბრალო მოქალაქეებმა რა ვიცით მაგდენი. ამიტომ აკრძალულია საერთოდ. რესტორნებში უამრავ ფულს ვხარჯავთ და ნერგებისთვის გვენანება 5-10 ლარი რომ გადავიხადოთ. არსებობს სანერგეები რომ იყიდოს კაცმა, ბოლობოლო უფასოდაც შეიძლება რომ თავად გავზარდოთ. |
Posted by: Master_Nick 20 Oct 2019, 16:05 |
ესეც ჩემი ახალი სოჭის ნერგი, ვნახოთ როგორი გაიზრდება. |
Posted by: PAINKILLER 20 Oct 2019, 21:56 |
Master_Nick რა უცნაური ფორმა აქვს.... ისე როდის სჯობს სოჭის დარგვა? ყიდვა მინდა და ოპტიმალურ დროს ვარჩევ დასარგავად |
Posted by: Master_Nick 20 Oct 2019, 22:27 |
PAINKILLER ეს იმ კაცის პარტიიდან არის, კონტაქტი რომ მოგწერე. შარშან ვიყიდე 3 ცალი და წელს კარგად დავაბინავე. |
Posted by: PAINKILLER 21 Oct 2019, 00:20 | ||
თესლიდან გახარებულს არ ჰგავს, ნორმალურ ფორმას რამდენ ხანში მიიღებს ნეტავ? მე უფრო ნორმალური ნერგები ექნებოდა მეგონა... რამე ცოდა დიდი ზომის სად ვიშოვო, ხეს რომ ჰგავდეს? |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 10:38 |
PAINKILLER რომ ვკითხე თესლიდან არის გახარებულიო. ნორმალური ფორმისთვის კორექცია დასჭირდება, ვნახოთ რას იზამს. დიდი ზომის თუ გინდა - რაჭის ტყეებიდან შეგიძლია წამოიღო. |
Posted by: PAINKILLER 21 Oct 2019, 10:57 | ||||||
Master_Nick დამიჭერენ
რავიცი რავიცი...
სოჭს ფორმირება არ სჭირდება |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 11:47 |
PAINKILLER ვინ დაგიჭერს ? ზემოდან პირველი რაც დადე ეგეთებია რაც ვიყიდე, თავების ფორმირება ეხლა ხდება. მაგრამ როდის ეგენი გაიზრდება |
Posted by: PAINKILLER 21 Oct 2019, 11:52 | ||
როგორც ვიცი ეგ ნერგები 30-სმ სიმაღლის არის და წესით მაგ ზომის ნერგს ქვედა ტოტები ეგრე ძალიან დატოტვილი და განში გასული არ უნდა ჰქონდეს.... ტყიდან ნერგის მოთხრა და გამოტანა საკმაოდ დიდ ჯარიმას ითვალისწინებს როგორც ვიცი... ვიყავი რაჭის ტყეებში 2 წლის წინ, მაგრამ ვერ გავრისკე, მანქანაში მაგის ადგილი არ მქონდა (ბავშვებით და ბარგით ვიყავი), სახურავზე დადება და გაფაქტვა ერთი იქნებოდა |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 12:00 |
PAINKILLER ეხლა სახურავზე არ უნდა დადო ნერგი და გარემოს ინსპექორის წინ არ უნდა ამოიღო ტყიდან სოჭი. აი შენს ფოტოზე საშუალო ზომის ნერგები ძალიან კარგებია. ეგეთები აქ ეღირება ალბათ მინ 100-150 ლარამდე. ისე სოჭები აქ არც მინახია სანერგეებში. |
Posted by: PAINKILLER 21 Oct 2019, 12:09 | ||||
Master_Nick აბა 1 მეტრიანი ნერგი სად წავიღო, თუ საბარგული ბარგით მაქვს გამოტენილი ??? ცარიელ მანქანაში 2 მეტრიანიც თავისუფლად დაეტევა მაგრამ რა მინდა რაჭაში ცარიელი მანქანით, მაგის გამო ხომ არ ავალ
იყიდება ხოლმე მაგ ზომის ნერგები, 150 ლარი მაგისთვის ნორმალური ფასია, 6-7 წელი მაინც უნდა მაგ ზომამდე რომ გაიზარდოს, ეგეც ნორმალურ პირობებში, ბუნებრივთან მიახლოებულში |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 13:07 |
PAINKILLER სოჭი ნელა იზრდება საკმაოდ. ზრდის ამბავში კედარი მე მგონი ჩემპიონია. შარშან დარგულმა ნერგმა წელს უკვე იმხელა ნაყარი მომცა თვალებს არ ვუჯერებ. |
Posted by: PAINKILLER 21 Oct 2019, 13:48 | ||
ხო კედარი შედარებით სწრაფად იზრდება, მე 3 წლის წინ დავრგე დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის ნერგი და ძალიან იშვიათად ვრწყავდი, ახლა უკვე 2 მეტრზე მეტია |
Posted by: lobja 21 Oct 2019, 18:42 |
რეებს ურჩევენ აქ ტყიდან წამოიღეო კარგით რა ... გაანებეთ რაჭის ტყეებს თავი. იყიდეთ თესლი - ნერგი და ა.შ. რას ერჩით ტყეს ისედაც პატრონი არ ყავს საახალწლოდ ხომ საერთოდ რას უშვებიან :/ წელს შოვში ვიღაც რუს ტურისტებსაც ქონდათ ამოგლეჯილი პაწუკა . მანქანაში ტენიდნენ. თან ნახევარი ფესვები გადაჭრეს. კარგად არ დამთავრდა ეგ ამბავი იმედია კაამკაცრებენ კონტროლს. ძალიან ხშირია ესე ტყიდან რომ მიაქვთ. |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 18:59 |
lobja ჩვენ რა უნდა წამოვიღოთ 60 სმ-იანი 1-2 ნერგი? საქმეს მიხედოს გდმ-მ ტრაილერებით რომ ეზედებიან 100 წლოვან ხეებს. რაჭის ტყეებს და ზოგადად ტყეებს ვინც უნდა დაანებოს თავი ყველამ კარგად ვიცით. |
Posted by: Guro_ 21 Oct 2019, 19:15 |
სად ვიკითხო არ ვიცი და აქ ვიკითხავ, არ გამკიცხოთ ნეკერჩხალს ქოთანში ვერ გავზრდი? მე-11 სართულზე წითელს. მაგრად მევასება და ვერაფერი მოვიფიქრე რგორ ვიყო მაგ ხესთან ახლოს. თუ ეგ არ გამოდის რამე მსგავსი ხე არ გამოვა? ნაძვები და კედრები და ეგეთი ხეები არ მომწონს, ფართოფოთლოვანი მინდა. Hო ბონსაიც არა |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 19:34 |
Guro_ მე ვერ გავზარდე, თანხა ჰაერში გავისროლე და ნერვები ცალკე დამაწყდა მაგის მოვლა პატრონობაში. ძალიან კაპრიზნი მცენარეა! ფოთლოვანიდან ნახე cotinus coggugria royal purple. ეს გამცდილი და დატესტილი მცენარეა. ჩვენს პირობებს იდეალურად ეგუება |
Posted by: Guro_ 21 Oct 2019, 19:37 |
Master_Nick ეგეთ სტილში რამე არაკაპრიზნი? ან ზომიერად კაპრზნი? ოღონდ კაკტუსი იყიდეო არ მითხრა გეხვეწები |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 19:38 |
Guro_ არა რა კაქტუსი, ეს ნახე cotinus coggugria royal purple. ეს არის |
Posted by: Guro_ 21 Oct 2019, 20:03 |
Master_Nick ვახ ცუდი არაა ხო იცი, მთლად ხეს არ გავს მარა კაია ეგეც, დავძებნე ძვირიც არ ყოფილა კიდე ჩაყარე რა მსგავსები. ერთი 3-4 ქოთანი უნდა ვიყიდო * * * Guro_ ეს არის ხო? https://www.bakker.cz/products/ruj-vlasata?fbclid=IwAR13Evdnv9mqqw-6a0NUYatLUepzcOXmQzgoYYcaGXOy7o1YUA5PFvTHE1U და ეს ვნახე კიდევ, რა ბედენაა? მარკეტინგს ხოარ წამოვეგე? თუ მართლა ასეთი ლამაზია? https://www.bakker.cz/products/hlavos-zapadni-na-kminku-1 |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 21:54 |
Guro_ Sparkling sangria loropetalum ესეც ნახე. მაქვს და ჩვენს პირობებს კარგად ეგუება. შენს მეორე ლინკზე ვერაფერს გეტყვი. რაც მოგწერე იმ მცენარეებზე ეგენი თბილისში იყიდება. გამოწერა საიტებიდან არ დაგჭირდება |
Posted by: Mr Angry 21 Oct 2019, 22:33 | ||
Master_Nick
ნეკერჩხალზე ამბობ? რომელი სახეობა გქონდა? წითელი ნეკერჩხალი იგივე acer rubrum მომწონს ძალიან და კაპრიზნი იქნება? ეგ ხომ არ გქონდა ნერგები მინდა მისი ვიშოვო 3-4 ცალი ან იბეიდან თესლებს გამოვწერ და გავახარებ ბოლობოლო....ძალიან მომწოს ეს ხე შთამბეჭდავია მისი წითელი ფოთლები |
Posted by: Master_Nick 21 Oct 2019, 22:49 |
Mr Angry მე Acer Palmatun Bloodgood მქონდა. მოკლედ დამტანჯა რა, ქარს ეგ ვერ იტანს, მზეც ნაკლებად უყვარს, ნიადაგს სჭირდება სპეციალური დრენაჟირება და ბევრი ნიუანსია კიდევ. არ არის ეგ ჩვენი მცენარე. Rebrum - ზე ვერაფერს გეტყვი, არ მქონია შეხება |
Posted by: Mr Angry 21 Oct 2019, 23:07 | ||
Master_Nick
დიდი სხვაობა შეიძლება იყოს ერთიდაიმავე სახეობის სხვადასხვა წარმომადგენელზე? არ ვარ გარკვეული კარგად და იმიტომ ვკითხულობ, რომ ვივარაუდო მე რაც მომწონს ის იქნება თუ არა მსგავსი რაც შენ გქონდა იმასთან ეგ იაპონური ნეკერჩხალი ხომ არაა? Acer saccharum ეს მომწონს კიდე ძალიან |
Posted by: PAINKILLER 21 Oct 2019, 23:35 | ||
არც ვაპირებ, ტყეში რომ 10 წელი უნდა გაზრდას ეგეთ ნერგს ვერც და არც ამოვიღებ, მაქსიმუმ რამე ახალი ამოსული თუ სადმე შემხვდა ეულად, და მაგის ამოღებაც გამიჭირდება ვიცი, ძალიან ღრმად გააქვს ფესვები ნაძვსაც და სოჭს განსაკუთრებით, 1 მეტრიან ნერგს 2 მეტრიანი ფესვი ექნება და მაგის ამოღებას ექსკავატორი სჭირდება |
Posted by: Master_Nick 22 Oct 2019, 07:56 |
Mr Angry კი ეს იაპონური იყო. ბევრი ვიკითხე მაგ ნეკერჩხლებზე. მსხვილფოთლიანი უფრო გამძლეა ვიდრე წვრილი თუმცა ყველგან სადაც ვიკითხე და ვნახე 1-2 წელიწადში ყველას გაუფუჭდა, ბევრმა ფერი იცვალა და უბრალოდ გაყვითლდა. შეგიძლია სცადო. მე რომ არ გამომივიდა არ ნიშნავს რომ შენც იგივეს გაიმეორებ, თუმცა ალბათობა დიდია. მთლიანობაში პრობლემური მცენარეა. |
Posted by: muhambe 22 Oct 2019, 21:37 |
PAINKILLER ისე სოჭი მარტო რაჭაში არაა. ჩვენკენაცაა შუაგულ ქართლში. უბრალოდ არ დავაკონკრეტებ სად რომ ნიჩბებით არ გაეშუროს ხალხი. |
Posted by: PAINKILLER 23 Oct 2019, 00:22 | ||
ატენის ხეობაში? |
Posted by: muhambe 23 Oct 2019, 13:23 |
PAINKILLER კიიი. მეტი კონკრეტიკა აღარ გვინდა ოღონდ. |
Posted by: Master_Nick 23 Oct 2019, 14:18 |
PAINKILLER muhambe ნეტა დაავადებების მიმართ როგორი გამძლეა სოჭი? თბილისში წიწვოვნები რომ მასიურად ხმება ხომ არ იცით რისი ბრალია? |
Posted by: PAINKILLER 23 Oct 2019, 14:46 | ||
Master_Nick მხოლოდ ფიჭვი ხმება, სხვა წიწვოვნებს არაფერი არ სჭირს ფიჭვის გახმობის მიზეზები არ ვიცი, და მხოლოდ თბილისში არ ხმება, სხვაგანაც მინახავს ნახევრადგამხმარი ფიჭვები, განსაკუთრებით გზის პირას... აგერ ვიპოვე ამასთან დაკავშირებით შარშანდელი სტატია ინტერნეტში: გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ოქტომბრის ბოლოდან თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარულ ჭრას დაიწყებს, რის შედეგად, ჯამში 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება. “ვინაიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ თბილისის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვის ინტენსიური ხმობა დაახლოებით 20 წლის წინ,1997-1998 წლებიდან დაიწყო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ფიჭვები არ იყო გაშენებული ამ სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში. ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც თხელ, განუვითარებელ ნიადაგებზე და ხშირად, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში განვითარებულია ზედაპირული ფესვთა სისტემა. ზემოაღნიშნული მიზეზებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე დაირღვა ფიჭვის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ეკოლოგიური პირობები, რამაც განაპირობა ფიზიოლოგიური პროცესების და გამძლეობის დაქვეითება. შედეგად, აღნიშნული ნარგავებიარ აღმოჩნდა გამძლე მავნებლებისა და დაავადებების მიმართ”, – აცხადებენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ფიჭვები ძირითადად დაავადებულია პათოგენური სოკოებით (lophodermill, Cylindrocarpon, Diplodia), რომლებიც უმთავრესად აზიანებენ წიწვებს, ტოტებს, იწვევენ წიწვებისა და წლიური ნაზარდი წიწვების წვერის ხმობას, გირჩების და ტოტების დაავადებას და საბოლოოდ, ხე-მცენარის ხმობას. ასევე, ფიჭვებზე მავნებელი მწერებიდან აღინიშნება ბუგრები, ჰერმესების ნაცვალი კანები, ქერქიჭამიები, ცილაჭამიები და ხარაბუზები. “დედაქალაქის მერია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ებრძოდა აღნიშნულ პრობლემას და ახორციელებდა დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი ხე-მცენარეების სანიტარულ ჭრას. ამის მიუხედავად, პროცესის შეჩერება და ხეების გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული კვლევა ჩაატარა. აღმოჩენილ მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების შესაბამისად, რეგულარულად ხორციელდება ხეების შეწამვლის სამუშაოები. მიმდინარე წელს უკვე შეიწამლა 98 000 ხე-მცენარე. წლის ბოლომდე, ჯამში შეწამლული იქნება 120 000 ხე-მცენარე. ასევე, მიმდინარე წელს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე აღირიცხა ხმელი და ზეხმელი ხეები და მოინიშნა შემდგომში მოჭრის მიზნით. ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება 2019 წლიდან,მას შემდეგ, რაც დასრულდება სანიტარული ჭრები. აგერ კიდევ ერთი საინტერესო სტატია https://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=blogs&id=69 ესეც მეორე https://netgazeti.ge/news/306634/ |
Posted by: muhambe 23 Oct 2019, 18:07 |
Master_Nick ვფიქრობ ფიჭვების გახმობის მიზეზი მარტო ერთი არ უნდა იყოს. სხვადასხვა ფაქტორთა ერთიანობა იქნება. დავიწყოთ იქიდან რომ ქალაქის გასამწვანებლად გამოიყენება უკვე დიდი ნერგები, სხვანაირად არ გამოვა რადგან პატარას დაამვრევენ,გადაქელავენ და ა.შ. დიდ ფიჭვს ვერანაირად ვერ ექნება ნორმალური ფესვთა სისტემა, თუ მიწიდან ამოიღეს და ეგრე გადარგეს ღერძულა ფესვი ყველა ვარიანტში დაზიანებული ექნება და იზრდება ინვალიდი, ეს ერთი. მეორე ვარიანტში თუ კონტეინერშია გაზრდილი, ფესვები ერთმანეთში ჩახლართული ექნება და ვერ განუვითარდება ნორმალურად. ეს ნერგების ხარისხს რაც შეეხება. მეორეა სად რგავენ, გზების პირას, კორპუსებს შორის,მანდ რა ნიადაგი იქნება? ხრეში ბეტონის ნანგრევები და კაცმა არ იცის კიდევ რა, ამ ისედაც მწირ ნიადაგს ამოჭამს და რა ქნას მერე? ტყე ხომ არაა ნეშომპალა წაეშველოს საკვებში. კიდევ ერთი მიზეზი მგონია რომ მჭიდროდაა ხოლმე დარგული და მწვავე კონკურენცია მიდის წყალზე საკვებზე და მზეზე როგორც მიწის ქვემოთ ასევე ზემოთ. პომიდორივით ყოველ მეტრში რომ ჩაამწკრივებენ ხოლმე ხეებს თავიდან პატარები რომ არიან კი ბატონო ლამაზად ჩანს მარა მერე ზევით იწოწებიან, ერთმანეთის გადასწრებას ცდილობენ, ქვედა ტოტები უხმებათ, საცოდავი სანახაობაა. როგორც დასუსტებული და იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანი შეიძლება მოკლას გრიპის ვირუსმა რომელსაც ჯანმრთელი 3 დღეში ადვილად გადაიტანს ეგრე ემართებათ მაგათაც. გავრცელდა რაღაც დაავადება და მოედო უცებ და დაიწყეს ხმობა ერთიანად ამ დასუსტებულმა ხეებმა. ჩემი აზრი ესეთია. ეგ რაღაც კონკრეტული დაავადება თუ არა სხვა დროს სხვა იქნებოდა. კიდევ ერთი ფაქტორი გამომრჩა, წიწვოვნები ფოთლოვნებთან შედარებით იშვიათად იცვლიან წიწვებს და ქალაქის დაბინძურებული ჰაერიდან შეწოვილი შხამისგან ძნელად თავისუფლდებიან. ალბათ ამიტომ ითვლება სოჭი დავინძურებას ძნელად იტანსო რომ ამბობენ. ზოგი სოჭის წიწვი 13 წლამდე არ იცვლება. ნუ ეს იმ ადამიანის აზრია ვინც 2 წლის წინ ფიჭვს და ნაძვს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა. |
Posted by: PAINKILLER 24 Oct 2019, 12:48 |
muhambe ზემოთ ლინკები დავდე, სპეციალისტების აზრითაც მასეა, არაშესაფერისი ნერგები დაირგო თავის დროზე, არასწორად დაირგო, არასწორად უვლიდნენ და ზრდასრულობაში პრობლემებმა იჩინა თავი, რომელსაც ასევე არასწორად მიუდგნენ, შედეგად მივიღეთ გაჩეხილი ფიჭვის კორომები ქალაქის მასშტაბით... ქალაქში ამდენი ფიჭვი (და ზოგადად წიწვოვანი) ერთად არ უნდა დაერგოთ, ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა თუ ფოთლოვან ხეებთან ერთად შერეულად დაირგებოდა მაგის მაგალითი ზუსტად ჩემი სახლის წინ არის პატარა სკვერი სადაც ერთი რიგში კედრებია, მეორე რიგში კი ნეკერჩხალი-ცაცხვი მონაცვლეობით, და ჯერჯერობით წიწვოვნებიც კარგად გრძნობენ თავს და ფოთლოვნებიც |
Posted by: rommel 24 Oct 2019, 13:21 | ||
PAINKILLER
კი მაგრამ ტყეში გაკეთებული ფიჭვის კორომებიც რომ ხმება? დაშორებაც აქვთ, მშვენიერი ნიადაგიც. ცალკე, ფოთლოვან ხეებთან მდგომი ფიჭვებიც კი ხმება, ახალგაზრდებიც მათ შორის. ძაან მწყდება გული, ათეულობით წელი დაჭირდება ამხელა ხეების გაზრდას |
Posted by: PAINKILLER 24 Oct 2019, 14:14 | ||||
რომელ ტყეში? თბილისის მახლობლად ბუნებრივი ფიჭვნარი არსად არ ვიცი, ყველგან ხელოვნურად არის გაშენებული... |
Posted by: rommel 24 Oct 2019, 19:29 |
PAINKILLER კი ხელოვნურადაა, მაგრამ აქა-იქ ცალკე მდგომიც ვნახე. ყველა დაავადებულია. აშკარად ერკვევი და იქნებ მითხრა კედარის ქვეშ რომელი ბუჩქოვანი მცენარე იხარებს? მინდა ეზო ბაღისგან გამოვყო. სურათს დავდებ წარმოდგენა რომ შეგექმნას |
Posted by: Valentina001 25 Oct 2019, 04:56 |
კოლეგცი, გოგრა "კუაჩის" თესლს ვეძებ ამჯერად. ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო საქართველოს მასშტაბით? |
Posted by: Master_Nick 26 Oct 2019, 21:33 |
როდის ესენი გაიზრდებიან, |
Posted by: muhambe 26 Oct 2019, 21:45 | ||
Master_Nick
რანაირი მოუთმენელი მებაღე ხარ. გაიზრდებიან აბა რას იზამენ. სამაგიეროდ პატარაობიდანვე შენს ხელში რომ გაიზრდებიან უფრო მეტად გეყვარება. |
Posted by: PAINKILLER 26 Oct 2019, 22:53 |
Master_Nick 3 წელია ერთი ჩვეულებრივი ნაძვი მაქვს ჩარგული ეზოში, სადღაც 50სმ-ია სიმაღლეში, შარშან ძლივს ახალი ტოტები გამოიტანა და მეზობლის ღორებმა თუ თხებმა მოაჭამეს (გაპუტული დამხვდა ამ გაზაფხულზე რომ ავედი) ხოდა მაგ სოჭს ნაღდად ვერ დაველოდები 30 წელი რომ 2 მეტრამდე გაიზარდოს, ვიყიდი რამე 1-1.5 მეტრიანს, გადავიხდი შესაბამისად |
Posted by: Master_Nick 27 Oct 2019, 07:43 |
PAINKILLER კი გეთანხმები, თუ მიაგნებ ეგეთ ეგზემპლიარებს გამაგებინე რა მეც. |
Posted by: PAINKILLER 27 Oct 2019, 23:17 | ||
გასაყიდს ჯერ ვერა მაგრამ ისე მთელი ტყე ვნახე სოჭებით სავსე, 20სმ-იდან დაწყებული 10 მეტრამდე |
Posted by: Master_Nick 29 Oct 2019, 08:29 |
PAINKILLER ზემოდან მესამე კარგი ზომაა არადა თბილისში ამდენი წიწვოვანი იყიდება და სოჭი დეფიციტშია. რაჭაში არ ააქვთ ნეტა სანერგე? |
Posted by: PAINKILLER 29 Oct 2019, 13:08 | ||||
Master_Nick 1 მეტრამდე იყო, მაგრამ მაგის ამოღება თითქმის გამორიცხულია, მინიმუმ 2 მეტრამდე ფესვი ექნება და ექსკავატორი გჭირდება
არ ვიცი, მგონი არა... |
Posted by: Master_Nick 29 Oct 2019, 23:07 |
PAINKILLER მივაგენი ერთ მებაღეს ქუთაისში, ამ დღეებში ვნახავ ფოტოებს და თუ მომეწონა უქმეებზე გადავრგავ ჩემთან ეზოში. |
Posted by: PAINKILLER 30 Oct 2019, 13:08 | ||
ქუთაისში ნერგების გამო ვერ წავალ ნაღდად .... |
Posted by: Master_Nick 30 Oct 2019, 14:03 |
PAINKILLER რატომ უნდა წახვიდე, იგზავნება იქედან. ამ უქმეებზე ჩამომივა და ვნახავ როგორი ჩამოვა. ეს ნერგი მოდის. |
Posted by: PAINKILLER 30 Oct 2019, 15:47 | ||
ფასი რა აქვს?? შენ თბილისში ხარ ხო? რომ ჩამოვა კარგი სურათები გადაუღე და მაგათი საკონტაქტოც გამიზიარე PM-ში |
Posted by: Master_Nick 30 Oct 2019, 20:19 |
PAINKILLER კი თბილისში ვარ, ჩამოვიდეს და მოგწერ კონტაქტებს. ფასი 1.2 მ - 70 ლარი. ეს იგივეა სხვა რაკურსით. |
Posted by: PAINKILLER 31 Oct 2019, 01:02 |
Master_Nick კარგი ფასია, იმედია ფესვებს არ დაუზიანებენ ამოღების დროს უფრო მაღლები არა აქვთ? |
Posted by: Master_Nick 31 Oct 2019, 08:18 |
PAINKILLER გრძელი ფესვი ექნება ვითომ? ამაზე მაღლები როგორც გავარკვიე არ ააქვს. |
Posted by: PAINKILLER 31 Oct 2019, 20:38 | ||
თუ არ მოაჭრეს, მეტრზე მეტი უნდა ჰქონდეს ფესვი, ანუ რაც მიწის ზემოთ არის იმაზე მეტი მიწის ქვემოთ უნდა იყოს... 1 მეტრიანიც მაწყობს პრინციპში, როდის უნდა ჩამოვიდეს შენი ნერგი? ერთი ცალია მხოლოდ? |
Posted by: Master_Nick 31 Oct 2019, 21:38 |
PAINKILLER ვა ეგეთი გრძელი ფესვი აქვს? ჩემი ხვალ ჩამოდის, საღამოს თბილისში იქნება. ეხლა დავაზუსტე ფესვის ამბავი და მეშოკში ჰქონია ფესვთა სისტემა იზოლირებული. ანუ ქოთნის ვარიანტი აქვს გაკეთებული მიწაში. |
Posted by: PAINKILLER 1 Nov 2019, 09:34 | ||||
Master_Nick ძალიან კარგი, სხვანაირად გაუჭირდებოდათ ამოთხრა
მაინტერესებს როგორი იქნება... |
Posted by: Master_Nick 1 Nov 2019, 21:24 |
PAINKILLER ჩამოვიდა ჩემი სოჭი, ფოტოებზე რაც არის იგივეა რეალშიც კვირას გადავრგავ ეზოში. რამე სპეციალური დამუშავება ხომ არ უნდა ორმოს? გრძელი ფესვი ჰქონია და კარგი ღრმა ორმო უნდა ამოვიღო ალბათ. |
Posted by: muhambe 1 Nov 2019, 23:39 |
Master_Nick თუ შეგიძლია სურათი რომ გადაუღო ფესვთა სისტემას? მაინტერესებს როგორაა ამოღებული და რა მდგომარეობაშია |
Posted by: PAINKILLER 2 Nov 2019, 12:07 | ||||
ზუსტა მაგის დაწერა მინდოდა მეც
მე მაგ საქმეში ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ინტერნეტში მოვიძიე ასეთი ინფორმაცია: დარგვა კავკასიური სოჭის დარგვა შეიძლება, როგორც ადრე გაზაფხულხე ისე შემოდგომით, უკეთესია 5-7 წლის ნერგი. რგავენ თბილ ამინდში (კარგია წვიმიანი დღე). დასარგავ ორმოს ამზადებენ მინიმუმ ორი კვირით ადრე. ორმოს ზომა საშუალოდ 60-80 სმ-ია, ნერგის ასაკისა და ფესვთა სისტემის განვითარებიდან გამომდინარე. ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირის დონეზე უნდა იყოს. საშუალო მანძილი მცენარეთა შორის 4-5 მ. ნიადაგის ერთ-ერთი საუკეთესო ნარევია: ნეშომპალა ან კომპოსტი, მიწა, მდინარის ქვიშა, ტორფი-შეფარდებით 3/2/1/1. |
Posted by: Master_Nick 2 Nov 2019, 16:14 |
muhambe PAINKILLER ხვალ უნდა დავრგო და დავწერ მოგვიანებით ინფორმაციასაც |
Posted by: muhambe 2 Nov 2019, 16:17 |
PAINKILLER კი მეც დავინტერესდი რანაირად უნდა ყოფილიყო მიწაშივე ტომრით. თუ არის 7 და მეტი წლის. რა ტომარა გაძლებდა მაგდენი ხანი მიწაში. ალბათ უფრო ამოიღეს და მერე შეახვიეს? თან ფესვი გრძელი ქონიაო. მოკლედ დავინტრიგდი და დავინტერესდი. |
Posted by: PAINKILLER 3 Nov 2019, 00:15 | ||||
muhambe კაპრონის ტომარა 7 წელი კი არა 700 წელი გაძლებს
ხო, მეც ფესვი მაინტერესებს |
Posted by: muhambe 3 Nov 2019, 18:58 | ||
PAINKILLER
ნუ რავიცი ალბათ გაძლებს რახან ამბობ მაგრამ ვიდეოებისთვის რაც მიყურებია არსად მინახია რომ ხე მიწაში ჩაყოლებულ ტომარაში იზრდებოდეს. ცალკე მიწაში გამიგია, ცალკე ტომარაშიც, მარა ორივე ერთად არა. |
Posted by: Master_Nick 3 Nov 2019, 19:55 |
muhambe PAINKILLER დღეს დასრულდა სოჭის ეზოში გადარგვა. რაც გაინტერესებთან ასეთი სურათია: 1) მოკლედ ასეთი შეფუთული ჩამოვიდა ქუთაისიდან 2) გახსნის პროცესი 3) ესეც გადარგვის შემდეგ როგორც გაირკვა, ეს ტომარა ადგილის დროებითი მიგრაციისთვის დასჭირდა მეპატრონის, დროთა განმავლობაში ფესვებმა შეძლეს ტომრიდან თავის დაღწევა, როგორც გაირკვა ცენტრალური ფესვის ნაწილი არის წაჭრილი. ნერგი მინიმუმ 10 წლის არის. |
Posted by: Rtvela-777 3 Nov 2019, 20:25 |
გამარჯობა ეს რომელი ჯიშია ხომ ვერ მეტყვით? |
Posted by: Master_Nick 3 Nov 2019, 23:06 |
Rtvela-777 კედარია ეგ ჯიში. |
Posted by: PAINKILLER 4 Nov 2019, 00:01 | ||
Master_Nick მეც ეგეთი ეჭვი მქონდა, რომ ეგ ნერგები მაგ ადგილზე არ იქნებოდა გამოყვანილი, ეგ ცენტრალური ფესვიც მაშინ წააჭრეს როცა ორიგინალი ადგილმდებარეობიდან ამოიღეს მომწერე აბა მაგათი საკონტაქტო, მეც მინდა ეგეთი ნერგი, ცოტა ნელა კი გაიზრდება წაჭრილი ფესვის გამო (ისედაც ნელა იზრდება სოჭი), მაგრამ სამაგიეროდ დიდი ხნის განმავლობაში მექნება ცოცხალი საახალწლო ნაძვის ხე ჩემს ეზოში |
Posted by: Master_Nick 4 Nov 2019, 22:27 |
PAINKILLER არ არის გასაშვები ხელიდან ეგ ნერგები, მე მეორე შეკვეთასაც ვაძლევ ეგ რომ გაიზრდება მთელი ეზოს მშვენება იქნება, ეგეთი ლამაზი საახალწლო ნაძვის ხე მეორე არ არსებობს. |
Posted by: PAINKILLER 7 Nov 2019, 12:56 |
Master_Nick მეც მივეცი შეკვეთა, ვნახოთ რა იქნება |
Posted by: Master_Nick 7 Nov 2019, 13:21 |
PAINKILLER გილოცავ, კარგად იქნება ყველაფერი. თბილისში უნდა დარგო? |
Posted by: N_e_o_N 8 Nov 2019, 13:08 |
სოჭი არ არის, მაგრამ ნათესავი ხოა ესეც ჩემი ჯიგარი 5 წლისაა, მუხლამდე მწვდებოდა რომ ჩავრგე, ახლა ჩემზე მაღალია |
Posted by: Master_Nick 8 Nov 2019, 15:15 |
N_e_o_N ძალიან მაგარია ეხლა უფრო სწრაფი ტემპებით გაიზრდება. რამე სასუქს აძლევ? |
Posted by: N_e_o_N 8 Nov 2019, 16:49 |
Master_Nick არავითარს საერთოდ, ცხოვრობს მხოლოდ ამინდის იმედად )) |
Posted by: Master_Nick 8 Nov 2019, 18:37 |
N_e_o_N მერე სასუქიც წაახმარე და ბევრად უფრო სწრაფი ზრდა ექნება. ნაკელი არ იხმარო ოღონდ, წიწვოვნებს არ უყვართ ნაკელი. |
Posted by: ASIA 8 Nov 2019, 19:59 | ||
Master_Nick
არ ვიცოდი . . . გაზაფხულზე დავრგე ნაძვი თუ სოჭი (ვერ ვარჩევ ) და ნაკელიც ჩავაყოლე, თან ვყვებოდი, მარააა გამიხმა! |
Posted by: Master_Nick 8 Nov 2019, 20:18 |
ASIA კატეგორიულად არ შეიძლება ნაკელი წიწვოვნებზე, წვავს და მაგიტომ გახმა. |
Posted by: N_e_o_N 8 Nov 2019, 22:48 |
Master_Nick რა სასუქი უყვარს, ან რა პერიოდედულობით უნდა დაყრა ? ASIA ნოემბრის ბოლოს ჩავრგე მე, ყინვები იყო უკვე დაჟე იქ, მეშინოდა რომ ვერ გაიხარებდა, მარა ივაჟკაცა |
Posted by: PAINKILLER 8 Nov 2019, 23:00 | ||||
ლამაზია ძალიან, რამდენ ხანში გაიზრდა მაგხელა? მეც მინდა ცისფერი ნაძვი, ჯერ ეზოს დაგეგმვა ვერ მოვახერხე და სად რა დავრგო არ ვიცი, ხვალ სოჭს მივუჩენ ადგილს და დანარჩენს მერე მოვიფიქრებ...
ზუსტად შესაფერის დროს დაგირგავს, ნაძვს ყინვა არ აშინებს, მთავარია -30 არ იყოს |
Posted by: Master_Nick 9 Nov 2019, 08:15 |
PAINKILLER ჩამოვიდა ნერგი? როგორი კმაყოფილი ხარ? რომ დარგავ გვაჩვენე მერე. |
Posted by: Guro_ 9 Nov 2019, 16:55 |
სასტავ ესენი რეებია? და გავქაჩავ შენახვას? თუ გამოხმება? სახლში უნდა იყოს მე-11 სართულზე |
Posted by: muhambe 9 Nov 2019, 20:59 |
Posted by: PAINKILLER 10 Nov 2019, 00:41 | ||
ჩამოვიდა, ვიდზე ნორმალურია, 1.2მ-ია სიმაღლეში, მაგრამ ძირითადი ფესვის 30%-ია დარჩენილი, დანარჩენი მოჭრილი აქვს ამოღების დროს (გადარგვის დროს ანუ), იმედი მაქვს რომ ზრდაში დიდად ხელს არ შეუშლის ... სურათებს მერე დავდებ, ახლა მეძინება |
Posted by: Master_Nick 10 Nov 2019, 08:01 |
PAINKILLER ფესვის ამბავზე გამიგია რომ, წაჭრილი ფესვი კიდევ უფრო სწრაფად იზრდებაო, დარგვის წინ ფესვებს სეკატორით განგებ სხლავენ გამოცდილი მებაღეები. მე მეორე წრეზე მივდივარ, მომავალ კვირაში მოუწევს გადაბრძანება ახალ ორმოში. |
Posted by: PAINKILLER 10 Nov 2019, 17:50 | ||
Master_Nick წიწვოვნებს არ უყვართ მთავარი ფესვის მოჭრა... ახლა გადავხედე და შენი ნერგი აშკარად ბევრად დიდია ზომაში ესაა ჩემი ეს კი ფესვი, ფაქტიურად მთლიანად აქვს წაჭრილი, მინიმუმ 1 მეტრი იქნებოდა ეგ ფესვი სიგრძეში, თან მეშოკით რომ იყო გადარგული ასე უშნოდ გაიღუნა მაგრამ მაინც გამოაღწია მეშოკიდან... ესეც მისი უმცროსი ძმა, ქართული ნაძვი ამას ადგილობრივმა 4-ფეხა ვანდალებმა მოაჭამეს ტოტები და ნელნელა ისევ ამოიტანა ეს კი კედარი |
Posted by: Master_Nick 10 Nov 2019, 18:34 |
PAINKILLER ცენტრალური ფესვის გარდა ბევრი სხვა ფესვებიც ააქვს და გაიხარებს, იმ ტომარაში სადაც ეგრე გაძლო, ტომრის გარეშე მიწაში იმედია კარგად გაიხარებს. დარგვის შემდეგ კარგად ხომ მორწყე? კედარი რამდენი წლის არის? |
Posted by: PAINKILLER 10 Nov 2019, 20:58 | ||||
Master_Nick გახარებით კი გაიხარებს, მაგის არ მეშინია, მაგრამ ზრდაში შეუშლის ხელს, ეგ ცენტრალური ფესვი ძალიან ღრმად ჩადის მიწაში და წყალი სიღრმიდანაც ამოაქვს, მაგის გარეშე მეტი მორწყვა დასჭირდება, სანამ გაიზრდება...
ეგ 3 წლის წინ დავრგე, 1 მეტრზე ცოტა მეტი იყო სიმაღლეში, ახლა 2 მეტრზე მეტია ნაძვი 2 წლის წინ დავრგე, ახალ წელს სახლისთვის ვიყიდე, ვიფიქრე ქოთანში ჩავრგავ და ეგრე მექნებათქო საახალწლო ნაძვისხის პონტში ცოცხლად, მაგრამ მივხვდი რომ სახლში ვერ გაიხარებდა და როგორც კი ცოტა გამოთბა, ეზოში მივუჩინე ადგილი |
Posted by: muhambe 10 Nov 2019, 21:27 |
PAINKILLER Master_Nick მზიანი დღეებია და მოჩრდილვა ხომ არ უნდა თქვენს ახალ დარგულ სოჭებს? |
Posted by: Master_Nick 10 Nov 2019, 21:58 |
PAINKILLER გაზაფხულამდე მორწყვა ნაკლებად დაგსჭირდება და მერე კი მორწყავ, ტერიტორიულად რა ადგილას ხარ? კედარი მაგრად გაზრდილა, მე მგონი ყველაზე სწრაფად მზარდი წიწვოვანია. ერთი კარგი ვერცხლისფერიც გინდა, ძალიან უხდება ეზოს * * * muhambe მოჩრდილვა მზემ რომ არ დაწვას ხომ? არ ვიცი ეგ ამბავი სიმართლე გითხრა, ეხლა მზეს ისეთი ძალა აღარ აქვს და მე მგონი რომ არ სჭირდება. |
Posted by: PAINKILLER 10 Nov 2019, 23:25 | ||||||
Master_Nick კი მასეა
მართალია, აღარ აქვს მზეს ძალა
მინდა ეგეც და სხვა წიწვოვნებიც, შეიძლება უთხოვარიც გავჩითო სადმე ეს რა მცენარეა ხომ არ იცით? უთხოვარს ჰგავს წიწვებით მაგრამ აშკარად სხვა რამეა |
Posted by: muhambe 11 Nov 2019, 05:56 | ||||
Master_Nick PAINKILLER
შეიძლება, თუმცა ამ შემოდგომით უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე, რკინიგზასა და საავტომობილო გზას შორის,ხიდთან დარგეს ბევრი მჩხვლეტავი ნაძვი, თავიდან ყოჩაღად იყვნენ მაგრამ ეხლა ნახევარი გაყვითლდა. თუმცა როგორი მიწის კომით დარგეს არ ვიცი.
ცუგა ხომ არაა? მეც ვნახე ერთი წიწვოვანი რომელიც მანამდე არსად მინახია და ჩავთვალე რომ ცუგაა ცალკე წიწვოვნების ზოგადი თემა რომ გახსნათ არ გინდათ? |
Posted by: PAINKILLER 11 Nov 2019, 09:29 | ||
muhambe ცუგა არ ვიცი რა არის და მაგ ხეს წიწვები ფოთლებივით აქვს, უთხოვარზე უფრო რბილი და განიერი, აშკარად ადგილობრივი აბორიგენი არ უნდა იყოს, ჩამოტანილია ალბათ |
Posted by: muhambe 11 Nov 2019, 09:57 |
PAINKILLER ცუგას წიწვიც უთხოვარისას გავს. რბილია და განიერი, ქვემოთ ორი ვერცხლის ფერი ზოლით, იზრდება ნაძვივით წაწვეტებული და გირჩები აქვს ძალიან პატარა. ზემოთ რომ სურათი დავდე ეგ უნდა იყოს ცუგა. |
Posted by: PAINKILLER 11 Nov 2019, 10:12 |
muhambe არ ჰგავს მაგ ცუგას, არც გირჩები აქვს და წიწვები ერთ სიბრტყეშია და ძალიან განიერი, ფაქტიურად ფოთლებია და არა წიწვები... |
Posted by: (იგი) 11 Nov 2019, 10:47 |
Tsuga - ფიჭვისებრთა წარმომადგენელი ყოფილა. ცუგა, ცუგრუმელა კონუსის ფორმის, მაღალო ვიწრო ხე რომელი წიწვოვანია? |
Posted by: PAINKILLER 11 Nov 2019, 10:54 | ||||
(იგი) ამაზე თუ ამბობ, კვიპაროსია მეც მაქვს ერთი ასეთი, მაგრამ ქვედა ნაწილში წიწვები ტოტებიანად მოაჭამეს ოთხფეხებმა და შიშველი ღერო აქვს დაახლოებით 1 მეტრამდე
კარგი იდეაა |
Posted by: (იგი) 11 Nov 2019, 11:01 |
PAINKILLER კი, ეგაა. ვიწრო ტროტუარებზე აქვთ ჩარგული. ქუჩის გასალამაზებლად მგონი კარგი გადაწყვეტილებაა. * * * გადავხედე და თესლიდანაც ადვილად იზრდებაო კვიპაროსი. შემოდგომით შეაგროვებ, 2-3 თვე მაცივარში შეინახავ და გაზაფხულზე დარგავო. გაშლილი გირჩები თუ შემხვდა უნდა ვცადო მეც |
Posted by: PAINKILLER 11 Nov 2019, 11:32 |
(იგი) კვიპაროსის ნერგები ყველაზე ადვილად იშოვება პირამიდისებრი კვიპაროსია შენ რაც გინდა, წვრილი და მაღალი (ჩვეულებრივი კვიპაროსი ეგეთი არ იზრდება) |
Posted by: Master_Nick 11 Nov 2019, 12:21 |
PAINKILLER muhambe ცალკე თემის გახსნის იდეა წიწვოვნებზე კარგია, ამ თემასაც შეიძლება შეეცვალოს სახელი და დარჩეს ასე, საკმაო ინფოა უკვე თავმოყრილი. უთხოვარმა დამაინტერესა, ეს პატარა ნაძვი დავრგე წელს და რა ჯიშია ხომ ვერ მეტყვით? |
Posted by: PAINKILLER 11 Nov 2019, 13:04 | ||
Master_Nick ეგ მეც ხშირად შემხვედრია სანერგეებში და მეც მაინტერესებს რა არის ბუნებაში არ შემხვედრია, ანუ შემოტანილია |
Posted by: muhambe 11 Nov 2019, 14:17 | ||
ვერცხლისფერის რაღაც სახეობაა და ვერ ვიგებთ რომელი. picea pungens engelm ხომ არაა. გავს თითქოს
ბუნებაში ვერ ნახავდი მაგას. მაგისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. |
Posted by: Master_Nick 11 Nov 2019, 14:29 |
PAINKILLER muhambe კი ვერცხლისფერის სახეობაა. ზუგდიდში ვიყიდე ერთ ოჯახში, იქ არ იცოდნენ დასახელება და ვცდილობ დავადგინო. |
Posted by: ASIA 12 Nov 2019, 01:35 |
PAINKILLER ბაწარას ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები - wiki თბილისის ბოტანიკურში იყო ჩემი სტუდენტობისას - 80-იანებში ანუ კორომი ტოტით ხარობს - წელს გავახარე ტოტით. |
Posted by: PAINKILLER 12 Nov 2019, 09:13 | ||
ASIA ტოტით მეც ვეჩალიჩე მაგრამ არ გაიხარა, ალბათ ნამეტანი ახალგამოსული ტოტი იყო, არ მაქვს მაგაში გამოცდილება... |
Posted by: ASIA 12 Nov 2019, 20:12 |
PAINKILLER ადრე გაზაფხულზე შევატეხე სამი ტოტი, ჩავრგე ნაკელიანი მიწით ავსებულ ქოთნებში, დავდგი სხვადასხვა ადგილებზე, რომელიც სულ ჩრდილში იდო და მზე საერთოდ არ მოხვედრია, მხოლოდ იმან გაიხარა. გაზაფხულზე გავიმეორებ! ახალგაზრდა ანუ წინა წელს განვითარებული ტოტი ჯობია! |
Posted by: PAINKILLER 12 Nov 2019, 20:17 | ||
ხოდა მე ყველაფერი პირიქით გავაკეთე გაზაფხულზე მეც ვცდი ისევ |
Posted by: Master_Nick 13 Nov 2019, 14:50 |
ASIA კორნევინი და მსგავსი სტიმულატორები არ ჭირდება? ახალი სოჭი მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთში. |
Posted by: mywebber 13 Nov 2019, 14:54 |
მეც მინდა ყიდვა და თუ შეგიძლიათ დამაკავშირეთ ვისგან ყიდულობთ |
Posted by: ASIA 13 Nov 2019, 19:46 | ||
Master_Nick
იმ პერიოდში არ ქონდათ კორნევინი შემოტანილი, არადა ტოტები უკვე "შევატეხ-მოვიპარე" ( ) და მეტი გზა აღარც მქონდა, ხოოოდა გაამართლა! |
Posted by: PAINKILLER 13 Nov 2019, 23:09 | ||
შენ რა კარგი ნერგები შეგხვდა, მე რაღაც დაგვაჯული გამომიგზავნეს |
Posted by: Master_Nick 14 Nov 2019, 12:07 |
PAINKILLER ფოტოები არ განახა სანამ იყიდიდი? ვაიბერით ჩავაგდებინე მე წინასწარ სურათები და ისე ავარჩიე. |
Posted by: PAINKILLER 14 Nov 2019, 12:09 | ||
მანახა მაგრამ რაც ვნახე იქიდან ავარჩიე საუკეთესო, დანარჩენები დამიმალა ვითომ? ან შეიძლება არ გადაუღო კარგი სურათები .... გაზაფხულზე მოვხვდები ქუთაისისკენ და მე თვითონ ავარჩევ კიდევ ერთს ამ ნერგის სურათი არ მინახავს თორემ ამას ავარჩევდი |
Posted by: Master_Nick 14 Nov 2019, 22:55 |
PAINKILLER აჯობებს ადგილზე ვიზიტი ამხელა როდის გახდება ჩვენი სოჭები? |
Posted by: PAINKILLER 15 Nov 2019, 10:57 | ||
Master_Nick ჩვენ კარგად დავბერდებით იქამდე |
Posted by: Master_Nick 15 Nov 2019, 12:27 |
PAINKILLER დავიჯერო სანერგეებში რომ ყიდიან საახალწლო დიდ სოჭის ხეებს 30 და მეტი წლის არიან? |
Posted by: PAINKILLER 15 Nov 2019, 15:05 | ||
Master_Nick დიდი სოჭის ხეები გაყიდვაში არ მინახავს, 30 წელიც ცოტაა მაგისთვის... |
Posted by: Master_Nick 16 Nov 2019, 09:28 |
PAINKILLER დიდებში 1.8-2 მეტრამდე ვიგულისხმე. მაგხელა ხეები ბევრი იყიდება ევროპაში წინასაახალწლოდ და დავიჯერო 30-40 წელი ზრდიან? ეს ჩემი მეორე ნერგი რაც ჩამოვიდა 1.2 მეტრია სიმაღლეში და კაცი მეუბნება 11 წლის არისო. * * * PAINKILLER დღეს გადავრგე ჯიგარი. * * * 2 კვირის წინ დარგული რაღაც ვერ არის ფორმაში, წვერები ჩამოშვებული მომეჩვენა შენიც ეგრეა? |
Posted by: PAINKILLER 19 Nov 2019, 20:41 | ||||||
Master_Nick ჩემიც მასეა, 10 წელზე ნაკლების არ იქნება...
20 წლის მაინც იქნება 2 მეტრიანი სოჭის ნერგი
ჩემი ისევ ისეა როგორც დავრგე მორწყვა ხომ არ აკლია შენსას? თავიდან ბევრი მორწყვა უნდა მაინც, სანამ შეეჩვევა გარემოს |
Posted by: Master_Nick 19 Nov 2019, 21:24 |
PAINKILLER მე მგონი მითებისა და ლეგენდების გავლენების ქვეშ ვიმყოფებით ჩვენ რა 20 და 10 წელი, აგერ თბილისში 2 მეტრიანი სოჭები იყიდება, გამყიდველებს რომ ვესაუბრე 4 წლის ნერგებიაო ვენდისამდე არ მისული, ვისოლის აგს-ის გვერდით დგანან ბიჭები ყვარელიდან. წლებზე რომ ვესაუბრე გულიანად გაიცინეს. 4 წლის ნერგებია ესენი, შეგიძლია ადგილზე ნახო, უთხოვარიც აქვთ გაყიდვაში, დიდი ხეებია 3-4 მეტრი |
Posted by: PAINKILLER 19 Nov 2019, 21:52 |
Master_Nick უფრო ზუსტად სად არიან ეგ ყვარლელი ბიჭები შეგიძლია მითხრა? უნდა ვნახო და მეც დავცინო კარგად თან უთხოვარიც აქვთ 4 მეტრიანები, რომელსაც 50 წელი სჭირდება გაზრდა? 4 წელიწადში 1 მეტრიანი კედარის ნერგი 2 მეტრამდე ძლივს გაიზარდა, სოჭი როგორ გაიზრდებოდა თესლიდან 4 წელიწადში 2 მეტრი? მაგათ თუ 10 წლის ნერგი წამოიღეს ტყიდან და 4-5 წელი ეზოში ჰქონდათ, მასე შეიძლება 2-მეტრამდე გაზრდილიყო თუ შესაბამისად მოუვლიდნენ, მაგრამ 0-იდან მაგხელა რომ გაიზარდოს სოჭს 15-20 წელი სჭირდება ბუნებრივ პირობებში |
Posted by: Master_Nick 19 Nov 2019, 22:01 |
PAINKILLER ქალაქიდან რომ გავდივართ, ვენდისამდე სანამ მიხვალ, ვისოლის აგს მდე არ მისული. მეორე ფოტოზე რკინის კონსტრუქციას ხომ ხედავ სარეკლამო ბანერებისთვის, აი მაგის ქვეშ დგანან. გაყოლებაზე სხვებსაც აქვთ გამოტანილი სოჭები და წლებში აშკარად აცდენა გვაქვს, ვინ არის მართალი ეგ აღარ ვიცი. უთხოვარის ფასები ათასებს სცდება, ამიტომ ეგ რომ გავიგე ბევრი აღარც მილაპარაკია. მე დიდად არც მომწონს ეგ წიწვოვანი. |
Posted by: PAINKILLER 19 Nov 2019, 22:29 | ||||
Master_Nick მე მანდ რამდენჯერმე შევათვალიერე და სოჭი არასოდეს არ ჰქონდათ, ნაძვები ჰქონდათ მხოლოდ და მაგ 2 მეტრიანებს რამდენში ყიდიდნენ?
გასცდება ათასებს აბა რა იქნება, 50 წელი უნდა გაზრდას |
Posted by: Master_Nick 19 Nov 2019, 23:01 |
PAINKILLER ახალი ჩამოტანილია კახეთიდან, 2 დღის წინ ვნახე და ადგილზე ჰქონდათ, ესენი რაც დავდე ფოტოებზე 450 ლარი ღირდა ცალი. |
Posted by: PAINKILLER 20 Nov 2019, 00:03 | ||
ხო, წინა კვირას რომ გავიარე არ იყო სოჭები 450 ლარს კი 4 წლის ნერგში არავინ გადაიხდის, თვითონაც არ იციან ალბათ მაგის წლოვანება, ან ნაგლად იტყუებიან |
Posted by: muhambe 20 Nov 2019, 06:33 |
Master_Nick ეგ სოჭები 12 წელზე ნაკლებისა არ არიან. 4 წლისააო რომ გითხრეს ეგაა 100% იანი ტყუილი. |
Posted by: Master_Nick 20 Nov 2019, 08:35 |
muhambe კი მაგრამ რაში უნდა აწყობდეს გამყიდველს ტყუილი? იქვე გვერდზე სხვა სოჭებიც ვნახე (იტალიიდან იმპორტირებული) დიდი ქოთნებით, დაახლოებით ასეთი სიმაღლის. წლოვანებაზე მანდაც 4-5 წელი მითხრეს. |
Posted by: muhambe 20 Nov 2019, 08:53 |
Master_Nick ნუ ვარიანტებია რომ იფიქრო უიმე რა სწრაფად იზრდება და მოდი ვიყიდოო. ეხლა წარმოიდგინე სიტუაცია უთხოვარს ყიდიდეს ვინმე და გამყიდველს ეუბნეოდეს-წელიწადში ერთ მტკაველს ან მოიმატებს ან არა, შენ ვერ მოესწრები სანამ ეს დიდი გაიზრდება და შენი შვილიც ან შვილიშვილიც ან მოესწრება ან არა, მაგრამ კარგი მცენარეა და იყიდე. ხომ გაიქცევა მყიდველი უკან მოუხედავად. უმეტესობა გაიქცევა.ჰოდა ესეც იტყუება რომ გაასაღოს ნუ მეორე ვარიანტია რომ უბრალოდ გადამყიდველები არიან და გარტყმაში არ არიან რას ყიდიან. მინდა გითხრა რომ 99 კი არა 100% ით ვიცი რომ 10 წელზე მეტისები არიან. |
Posted by: PAINKILLER 20 Nov 2019, 19:34 | ||||
Master_Nick სად ნახულობ სოჭებს თბილისში, იქნებ მიმასწავლო? შენ სადაც მითხარი იქ გავიარე დღეს, ვისოლის კალონკამდეც და იმის მერეც ერთნაირი ნერგები იყიდებოდა, ზუსტად ერთიდაიგივე ფასები და ყველაფერი ერთი, სავარაუდოდ ერთი სასტავია უბრალოდ მარკეტინგულად მიუდგნენ და 2 ლოკაციაზე მუშაობენ სოჭებს რაც შეეხება, არცერთს არ ჰქონდათ სოჭები, უფრო სწორედ ჰქონდათ "სოჭები" რომლებიც რეალურად ჩვეულებრივი ქართული ნაძვი აღმოჩნდა, არადა 450 ლარს აფასებდნენ არც უთხოვარი არ ჰქონდა არცერთს, ჰქონდათ ე.წ. "მაკაგონის" ხე როგორც თვითონ უწოდებენ, წინა გვერდზე მე რომ სურათი დავდე ეგეთი, ჯერჯერობით ვერ დავადგინე რა არის რეალურად აი ესაა
muhambe უეჭველი მასეა, ტიპი ნაძვზე მეუბნებოდა სოჭიაო |
Posted by: Master_Nick 20 Nov 2019, 19:52 |
PAINKILLER ეს სოჭი არ არის? |
Posted by: muhambe 20 Nov 2019, 20:12 |
PAINKILLER დუგლასის ცრუ ცუგა, лжетсуга тиссолистная, Douglas Fir , Pseudotsuga taxifolia ლათინურად. მშენებლობაშიც კარგად იყენებენ თურმე და მაგიტომ ეძახიან ეგენი მაკაგონის ხეს. ეს უნდა იყოს ალბათ შენი იდუმალებით მოცული ხე. უთხოვარს რომ გავს. |
Posted by: PAINKILLER 21 Nov 2019, 00:38 | ||||
muhambe არაა ეგ ცუგა, საერთოდ სხვანაირია, წიწვების მაგივრად წვრილი ფოთლები აქვს ერთ სიბრტყეში, როგორც უთხოვარს, ოღონდ უფრო განიერი ფოთლებ-წიწვებია
Master_Nick სურათზე თითქოს სოჭს ჰგავს, მაგრამ შეიძლება სხვა რამე იყოს, აი ის ზუსტად ზემოთ რომ დავდე სურათი ეგეთი პატარებიც ჰქონდათ და კი ჰგავდა შორიდან სოჭს, მაგრამ ეგ ნაძვიც არაა დაჟე მოკლედ მე ვერსად ვნახე სოჭი, ნაძვი ჰქონდათ და სოჭიაო მეუბნებოდნენ აბა ეს სოჭია? ჩვეულებრივი ნაძვია
ახლა კარგად დავაკვირდი და ეგ ხეები ზუსტად ისაა რაც მე ვერ დავადგინე რა ჯიშია (მაკაგონიაო ასე მითხრეს), სოჭი ნაღდად არ არის, მაგას წიწვებიც კი არა აქვს, ფოთლები აქვს დღეს მეც გადავუღე მაგ ხეებს სურათი * * * აი დიდი ზომის სოჭი როგორია, ამ კვირას გადავიღე ყვარელში |
Posted by: dishosdzisdze 21 Nov 2019, 03:31 |
უთხოვარი წითელ წიგნშია შეტანილი და როგორ ყიდიან? ძალიან ნელა იზრდება ... რაის 4 მეტრი. .. აი სოჭს არა უშავს ზრდაში. .. გახარებითაც ნაძვზე იოლად იტანს გადარგვას... |
Posted by: Master_Nick 21 Nov 2019, 07:25 |
PAINKILLER რატომღაც მე სოჭად ჩავთვალე, ჩვენ რაც ვიყიდეთ ეგეთიც არ არის მაგრამ ნაძვიც არ არის მე მგონი. ეგ შენ რასაც გადაუღე ფოტო კიდევ სხვა რამეა მგონი, არ ქონდათ ჩემს დროს, ახალი დამატებულია. კახელი ბიჭები იყვნენ ხომ? |
Posted by: PAINKILLER 21 Nov 2019, 10:20 | ||||
Master_Nick არც ნაძვია და საერთოდ წიწვოვანი არაა
ხო, ლაგოდეხიდან მოგვაქვსო, სანერგე გვაქვსო იქ და რავიცი, ცოტა ეჭვი გამიჩნდა... |
Posted by: Master_Nick 21 Nov 2019, 21:22 |
PAINKILLER შეიძლება მაგ ლაგოდეხის სანერგეში ჩასვლაც, ადგილზე საინტერესო ეგზემპლიარები შეიძლება იყიდო საინტერესო ფასად. ადგილზე ბევრად იაფი იქნება, გზაზე გამოტანილ ნერგებს ცეცხლის ფასი უკიდია. ჩვენი სოჭები ყინვაში ხომ კარგად ძლებენ? -10 მდეა ჩემთან გამოცხადებული და შეფუთვა ხომ არ უნდა ნეტა? |
Posted by: neo> 21 Nov 2019, 21:58 |
ხალხო არავინ იცით, ეხლა რაჭაში თუ აიღეს სოჭის თესლის მოსავალი (ანუ გირჩები) და თუ ყიდიან იქ ჩასვლას ვაპირებ და არ მინდა ამხელა გზაზე ტყუილა სიარული გამომივიდეს |
Posted by: Master_Nick 21 Nov 2019, 22:09 |
neo> ვისთან აპირებ ჩასვლას და რომელ სოფელში? |
Posted by: neo> 21 Nov 2019, 22:59 |
Master_Nick ამბროლაურში, ოღონდ არ ვიცი ჯერ თუ ყიდის საერთოდ მოსახლეობა, ცოტა კი მინდა ძაან , |
Posted by: PAINKILLER 22 Nov 2019, 00:04 | ||||
Master_Nick არადა ყვარელში ვიყავი კვირას და ახლომახლო რამე სანერგე რომ მცოდნოდა გავივლიდი...
მოიცა, მართლა კითხულობ? სოჭი -10-მდე კი არა -30-ზეც ძლებს, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე და ზევით არის მაგისთვის საუკეთესო პირობები, რაჭის მთებში მაგალითად, აბასთუმანში, ბაკურიანში, ბახმაროში თუნდაც სოჭი კი არა, -10-ს მანგოს და ბანანის ხე უძლებს უპრობლემოდ |
Posted by: Master_Nick 22 Nov 2019, 09:02 | ||
PAINKILLER ახალი დარგული რომ არის მაგ ვარიანტში ვკითხულობ, მაინც ვხვიერ მიწაშია და ყინვა იმედია არ გააფუჭებს. შარშან კიპარისები გამიყინა ეგრე ახალი დარგულები. * * *
ამბროლაურში ვერ იყიდი, თუ ყიდვა გინდა სოფლებში უნდა მოძებნო, სხარტალი, წკადისი, თლუღი აი ამ სოფლებში კრიფავენ გირჩებს. ყველა ვერ ადის იმ ხეებზე, კენწეროში ასვლაა საჭირო. ეს ხალხი ვინც ამას აკეთებს ცნობილი ხალხია სოფელში და კარგ ფულსაც აკეთებენ სეზონზე. ევროპაში ექსპორტზე გადის ეგ გირჩები. ეხლა მე მგონი რეგულაციები შემოვიდა და ხეზე ადვილად აღარ უშვებენ ადგილობრივი რაჭველი ოლიგარქების ხელშია ეგ ბიზნესი. |
Posted by: Master_Nick 1 Dec 2019, 19:05 |
PAINKILLER დღეს თბილისში სოჭების ახალ ადგილს მივაგენი. ჩვენებზე დიდებია მაგრამ ფასიც 4 ჯერ მეტი აქვს. |
Posted by: muhambe 1 Dec 2019, 19:47 | ||
Master_Nick
წელს 20 ლიტრი სოჭის თესლი მოვაგროვე. მშვენივრად დავდივარ კენწეროებზე ყოველგვარი უსაფრთხოების ქამრების გარეშე, არც ცნობილი არ ვარ. თითქმის მთლიანად დავთესე. ცოტა დავიტოვე დაზღვევისთვის. |
Posted by: Master_Nick 1 Dec 2019, 19:52 |
muhambe მერე ჩვენც გვიწილადე ცოტა და გავამრავლებთ ან თუ აბარებ გვითხარი და ვიყიდი. |
Posted by: muhambe 1 Dec 2019, 20:13 |
Master_Nick მოგწერე პირადში |
Posted by: PAINKILLER 2 Dec 2019, 13:36 | ||
გაგვიზიარე ადგილმდებარეობა, შევათვალიერებ აბა რას ყიდიან და როგორ |
Posted by: Master_Nick 2 Dec 2019, 13:45 |
PAINKILLER იგივე გზაზეა, თბილისიდან გასასვლელ გზაზე, აღმაშენებლის ძეგლიდან ახლოს არის, პირველივე ან მეორე სანერგეა. |
Posted by: PAINKILLER 2 Dec 2019, 14:33 | ||
ხო ეგ დიდი სანერგე ვიცი "საქართველოს ნერგები" თუ რაღაც ეგრე ჰქვია, რამდენიმე წლის წინ მანდ ვიყიდე ატმის ნერგები და ყველა გაფუჭდა |
Posted by: Master_Nick 7 Dec 2019, 18:08 |
პატარა სოჭები თოვლის მოლოდინში. |
Posted by: FTW 7 Dec 2019, 18:32 |
სამცხე ჯავახეთში ხომ გაიხარებს ? იქაურ კლიმატს აიტანს? |
Posted by: Kakha.G 7 Dec 2019, 21:58 |
FTW კი იდეალური კლიმატია მათთვის.ოდესღაც მთელი ჯავახეთი ნაძვის და სოჭის ტყეებით იყო დაფარული |
Posted by: Master_Nick 7 Dec 2019, 22:15 |
Kakha.G რამ გამოიწვია მერე ტყეების განადგურება? |
Posted by: Kakha.G 7 Dec 2019, 22:21 |
Master_Nick ადამიანურმა ფაქტორმა.მიწათმოქმედებამ.თურქების დროს ჯავახეთის ნაწილი ჯერ კიდე ტყით იყო დაფარული.ბოლო ტყეები სომეხმა კოლონისტებმა გაჩეხეს. |
Posted by: Master_Nick 15 Dec 2019, 10:47 |
სოჭები |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Dec 2019, 12:08 |
Master_Nick ეს სად არი გადაღებული? |
Posted by: Master_Nick 15 Dec 2019, 18:31 |
M-A-S-E-R-A-T-I ჩემი გადაღებული არ არის, ნეტის ფოტოა. |
Posted by: muhambe 16 Dec 2019, 15:00 |
დღეს ვნახე ეს სოჭი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. შუაზე გადაჭრა ვიღაცამ ნაძვის ხისთვის. ზედ გზის პირას იდგა. როგორ ვერავინ დაინახა თუ დღისით გადაჭრა. ერთი რამე ვიცი - რამდენჯერაც მანდეთ გავივლი იმდენჯერ მაგის გადამჭრელს უნდა ვაგინო, ეს ისე, რომ იცოდეს საახალწლო განწყობისთვის. |
Posted by: Master_Nick 16 Dec 2019, 20:38 |
muhambe გვერდითა ტოტიც მოუჭრია. გდი - ს სძინავს ხომ? ისე მაგ ფერდობზე რამხელა გაზრდილა დალოცვილი. |
Posted by: muhambe 16 Dec 2019, 22:11 |
Master_Nick მაგის გარდა კიდევაა რამდენიმე და მერმის კიდევ მიაკითხავს ალბათ მოსაჭრელად. მივწერე გარემოს დაცვის საიტზე კონტაქტებში მითითებულ ფოსტაზე,მაგრამ არ მაქვს იმედი რომ რამეს იღონებენ |
Posted by: PAINKILLER 16 Dec 2019, 22:48 |
muhambe ეგ ალბათ 30 წელზე ნაკლების არ იქნება... ხელები უნდა დაამტვრიო მაგის მომჭრელს... |
Posted by: Master_Nick 17 Dec 2019, 12:45 |
muhambe მაგ დარჩენილ ეგზემპლიარებსაც იგივე ბედი ელით დიდი ალბათობით, რომ ამოიღო და გადარგო უსაფრთხო ადგილას დაგიჭერენ სავარაუდოდ |
Posted by: FORUMELI999 17 Dec 2019, 12:50 |
ეს ხო სოჭია ... არ იჩხვლიტება დრეკადიაეს ხო სოჭია ... არ იჩხვლიტება დრეკადია |
Posted by: Master_Nick 17 Dec 2019, 16:41 |
FORUMELI999 ეგ არ არის სოჭი, მაგრამ რა მცენარეა ეგეც არ ვიცი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Dec 2019, 12:18 |
FORUMELI999 კუნინგჰამია (Cunninghamia lanceolata) არ უყვარს დაჭაობებული ადგილები ძირითადად იზრდება ფერდობებზე |
Posted by: PAINKILLER 18 Dec 2019, 15:12 | ||
M-A-S-E-R-A-T-I ვახ, აქამდე სად იყავი, რამდენი ხანი ვეძებდი მაგ მცენარის დასახელებას FORUMELI999 სოჭს ბევრად ლამაზი ფორმა აქვს და საქართველოში ბუნებრივად იზრდება (კავკასიური სოჭი) ეგ მცენარე კი აქ არსად არ მინახავს ბუნებაში, აშკარად სხვა ქვეყნის ბინადარია პ.ს. ჩინური ყოფილა They are native to China, northern Vietnam and Laos, and perhaps also Cambodia |
Posted by: Master_Nick 18 Dec 2019, 23:42 |
PAINKILLER როგორ არის შენი სოჭი? |
Posted by: neo> 18 Dec 2019, 23:48 |
დავრგე სოჭის თესლი და თუ იცით რამდენ ხანში ერთხელ უნდა დანამვა/მორწყვა? გარეთ რომ დავდო, სიცივეში, ცუდი ხო არაა? როგორც სტრატიფიკაცია , |
Posted by: PAINKILLER 19 Dec 2019, 10:31 | ||
ნორმალურად, არაფერს უჩივის ჯერჯერობით ცოტა ხანში იგივე ზომის ვერცხლისფერი ნაძვი მინდა მივუყენო გვერდით, სადმე ცოტა იაფად თუ ვიშოვე... |
Posted by: √‼‼VσÜ¥ 19 Dec 2019, 11:34 |
აგარაკზე მინდა (ბორჯომში) ეზოში რამე წიწვისებრი ხის დარგვა და რომელს მირჩევთ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Dec 2019, 14:43 | ||
√‼‼VσÜ¥
ბორჯომის ხეობაში ნებისმიერი ყინვაგამძლე გამოგადგება მე ვერცხლისფერ ნაძვს ან სოჭს დავრგავდი თუ საკმარისი ადგილი გაქვს |
Posted by: Master_Nick 20 Dec 2019, 01:18 |
√‼‼VσÜ¥ ვერცხლისფერი ნაძვი, სოჭი და კედარი ამ სამეულს გირჩევდი |
Posted by: Master_Nick 22 Dec 2019, 20:07 |
PAINKILLER ჩემებიც კარგად არიან, ერთია რომ თოვლი გვაკლია. |
Posted by: PAINKILLER 23 Dec 2019, 11:20 | ||
Master_Nick ჩემთან მგონი თოვლი საერთოდ არ მოვა ნუ ამ წელს უეჭველი მაგის ნიშანიც არ ჩანს, 0-ს ქვემოთ ტემპერატურა არც არის პროგნოზში... |
Posted by: √‼‼VσÜ¥ 23 Dec 2019, 17:19 |
M-A-S-E-R-A-T-I Master_Nick ნერგები სად შეიძლება რო ვიშოვო და რა ღირს ? და რამე განსაკუთრებული მოვლა ჭირდება თუ თავისით მოიხოდება წელიწადში 3-4ჯერ ვახერხებ ჩასვლას და გამხმარი რომ არ დამხვდეს .. პ.ს ისე ეზოში არავის არ აქვს ბორჯომში ერთ მეზობელ კაცს ვკითხე (მეტყევე იყო ადრე) და არ არის კარგი ეზოშიო ხოდა რამე მიზეზი არის თუ რატო თქვა მასე დრო აღარ მქონდა რო მეკითხა აქეთ მოვდიოდი |
Posted by: PAINKILLER 23 Dec 2019, 17:35 | ||
√‼‼VσÜ¥ ტყეში თუ კარგია, ეზოში რატომ იქნება ცუდი? |
Posted by: √‼‼VσÜ¥ 23 Dec 2019, 17:40 |
PAINKILLER რავიცი მეც გამიკვირდა უბრალოდ იმან დამაფიქრა რო მეტყევე იყო 20-30 წელი და შეიძლება რამე არის და მაგის გარკვვევა მინდოდა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Dec 2019, 20:56 |
აი ეხლა ესენი გაიზრდება დაახლოებით 10 მეტრის რადიუსში ირგვლივ ყველაფერს დაფარავს და ზემოთ კიდევ უზარმაზარი იზრდება და დაჩრდილავს და რისთვის? მე ეს არ მესმის თორე ლამაზია კი ბატონო |
Posted by: Master_Nick 24 Dec 2019, 00:46 |
√‼‼VσÜ¥ თავისით ვერ მოიხოდება, მოვლა უნდა, წელიწადში 3-4 ჯერ თუ აპირებ დახედვას გაგიხმება და ტყუილად არ იწვალო. ნერგები თბილისის სანერგეებში ბევრგან იყიდება |
Posted by: √‼‼VσÜ¥ 24 Dec 2019, 01:55 |
Master_Nick გასაგებია მადლობა |
Posted by: PAINKILLER 24 Dec 2019, 15:29 | ||||
+1111111111111111111111111
M-A-S-E-R-A-T-I 10 მეტრი რადიუსში ვერანაირად ვერ გაიზრდება, 5 მეტრიანი სიმაღლი სოჭი მაქვს ნანახი ცალკე მდგარი და 2 მეტრიც არ იყო დიამეტრში (რადიუსში 1 მეტრი ანუ), და მაგ სიმაღლე რომ გაიზარდოს 30-40 წელი მაინც უნდა, გააჩნია ნიადაგს და კლიმატურ პირობებს ბევრად მალე და უფრო დიდი რადიუსით იზრდება კედარი, მაგიტომაც ჩავრგე ეზოს ბოლოში პავლოვნიების გვერდით, არაფერს არ შეუშლის ხელს, პირიქით კარგი ჩრდილი ექნება და ქარისგანაც დაიცავს ეზოს |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2019, 15:46 | ||
PAINKILLER
ეგ როდესაც ცალ ცალკე დგას და ერთად როცა არიან სინათლის უკეთე მისაღება განში იზრდებიანხოლმე |
Posted by: PAINKILLER 24 Dec 2019, 16:05 | ||||
ეგ რომ 10 მეტრ დიამეტრს მიაღწევს, ჩემი შვილიშვილებიც მოხუცდებიან და გასხვლაც არ არის პრობლემა, ქვედა ტოტებს მოაჭრი და სიმაღლეში წავა უფრო |
Posted by: Master_Nick 31 Dec 2019, 20:22 |
უხდება ახალ წელს თოვლი, თოვლს კარგი ნაძვის ხე, ნაძვის ხეს კი სათამაშოები. გილოცავთ დამდეგ 2020 წელს სოჭის მოყვარულებო |
Posted by: brutal_88 10 Jan 2020, 20:25 |
5 ცალი სოჭი ჩავრგე შარშან გაზაფხულზე, 2 გადარჩა მხოლოდ ნაძვები ბევრად უფრო ადვილად ხარობენ თბილისში. |
Posted by: Master_Nick 10 Jan 2020, 20:47 |
brutal_88 ვა რატომ გახმა ნეტა? წყალი ხომ არ აკლდა? |
Posted by: muhambe 11 Jan 2020, 10:40 |
ნოემბერში დავთესე სოჭი და ეხლა დავინახე რომ ერთი მარცვალი გაღვივებულა და ამოსულა. საინტერესოა იცის ხოლმე ასე უდროო დროს ამოსვლა თუ თბილი ზამთარის ბრალია. იმედია დანარჩენებიც არ მიბაძავენ, ვაითუ მერე ყინვებისას გაიყინონ. ამ თამამ ინდივიდს კიდევ დავაკვირდები რა ბედი ეწევა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jan 2020, 12:21 |
muhambe არ სჯობდა ქოთნებში გეცადა? |
Posted by: muhambe 11 Jan 2020, 12:35 |
M-A-S-E-R-A-T-I წესი ეგეთია რომ შემოდგომით უნდა დაითესოს. თუმცა თესლი შენახული მაქვს და ნაწილს ქოთნებშიც დავთესავ გაზაფხულზე. უბრალოდ ღია გრუნტში უფრო ადვილია მოვლა და უფრო კარგადაც ვითარდება მცენარე ვიდრე ქოთანში |
Posted by: brutal_88 11 Jan 2020, 19:07 | ||
Master_Nick
მეც ეგრე მეგონა, ცხელი ზაფხულის ბრალი იყოთქო, მაგრამ მგონი სოკოვანი დაავადება შეეყარათ. ერთიანად გაწითლდნენ. ამ ორს ბორდოს ხსნარი შევასეი და ვნახოთ თუ გადარჩებიან. სოჭის თესლს არავინ ყიდის თუ იცით? რაჭული რომ იყოს, თლუღის ჯობია. |
Posted by: Master_Nick 11 Jan 2020, 20:51 |
brutal_88 მერე სოკოვანზე არ შეწამლე? კარგი ფუნგიციდი გამოიყვანდა მდგომარეობიდან. წიწვოვნებზე სოკო მეგონა ნაკლებად ჩნდებოდა, თუმცა წელს ჩემს ეზოშიც გაჩნდა. |
Posted by: muhambe 20 Jan 2020, 19:47 |
ესეც უთხოვარი თესლიდან. |
Posted by: Master_Nick 20 Jan 2020, 21:33 |
muhambe მაგარია, ამ ზამთარში ამოვიდა? |
Posted by: muhambe 20 Jan 2020, 22:14 |
Master_Nick კი. არ ველოდი, მაცივარშივე დაიწყო ზრდა და რომლებსაც ცოტა მოზრდილი ფესვი ქონდათ ისინი ჩავთესე. იმედია გაზაფხულამდე გაუძლებენ ნაკლები სინათლის პირობებს. მერე არ ვიცი რას იზამენ მაგრამ ამ ეტაპზე ნაძვზე სწრაფად კი იზრდებიან. შედარებაც არაა. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Jan 2020, 23:02 | ||
muhambe
ჭურჭელი ჩაამუქე თორე ის ხავსი მომრავლდებაა ძაან და წყალი აკონტროლე ბევრი არ უნდა |
Posted by: muhambe 21 Jan 2020, 00:57 |
M-A-S-E-R-A-T-I მორწყვა ისე მაქვს დამუღამებული უკვე რომ რომც არ შევხედო, ხელში რომ ავიღებ ჭურჭელს წონით ვხვდები როდისაა მოსარწყავი. თან ზემოდან არც ვასხავ წყალს, მით უმეტეს ამ პერიოდში რომ ფესვის ყელი არ დაუზიანდეს. |
Posted by: kotcio 21 Jan 2020, 13:49 |
muhambe აბ როგორ რწყავთ ჩვენც გვასწავლეთ, უამრავჯერ დამილპა გახარებული მცენარეები |
Posted by: muhambe 21 Jan 2020, 19:33 |
kotcio პირველ რიგში კარგი დრენაჟი უნდა ქონდეს რომ წყალი არ დაგუბდეს ქოთანში და ზედმეტი გამოვიდეს გარეთ. ზამთარში ქვემოდან ვრწყავ ქოთანს, წყალს დაუსხამ დაბლა ჯამში და თვითონ შეიწოვს. თუ მცენარე პატარაა როგორც ზემოთ სურათზე დავდე და ფესვი არ აქვს გადგმული მთლიანად სხვა წყლით სავსე ჭურჭელში ვდებ რომ დასველდეს სასურველ დონემდე, ოღონდ ისე რომ მიწის ზედაპირი არ დასველდეს. |
Posted by: Master_Nick 21 Jan 2020, 22:46 |
muhambe შენ უეჭველი საინტერესო გასაღებს მიაგენი პირველად ვნახე საქართველოში თესლიდან გახარებული მარადმწვანე წიწვოვანი მიწაში როდის უნდა გადარგო? |
Posted by: muhambe 21 Jan 2020, 23:23 |
Master_Nick სხვა წიწვოვნებისა რა გითხრა, კი ზრდიან მაგრამ აი უთხოვარს თესლიდან არამგონია ვინმე ზრდიდეს. შევხედავ როგორი სისწრაფის ზრდა ექნება, ალბათ დავტოვებ მაგავე ბოთლში ამ წელიწადს და მერმის გადავრგავ უფრო მოზრდილში და მერე მიწაში. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Jan 2020, 10:56 |
ნებისმიერ მცენარისთვის მიწაში გაურიეთ აგროპერლიტი (ვიდრე ქოთანშია მცენარე ღია გრუნტში არაა აუცილებლობა ) ზედმეტი ტენი გაიწოვება და არ გექნებათ გადატენიანების საფრთხე |
Posted by: kactus 22 Jan 2020, 12:58 |
ფიჭვი ქოთანში გაიხარებს? პატარა ძირი მაჩუქეს და ქოთანში ჩავრგე. |
Posted by: kotcio 22 Jan 2020, 14:37 |
muhambe მადლობა, ტუიას თესლები ვახარე და იქნებ ამჯერად გადავარჩინო. რამდენ ხანში შეიძლება გადარგვა? რამდენ სმ-ს უნდა მიაღწიონ? |
Posted by: muhambe 22 Jan 2020, 16:19 |
kotcio ტუია თესლიდან არ გამიზრდია არასდროს, მაგრამ ჩემი აზრით თუ ისეთ ადგილას გინდა ჩარგო სადაც რამე ან ვინმე არ გაქელავს მაშინ პატარაც შეიძლება, თუმცა მინიმუმ ერთი წელი მაინც დაჭირდება რომ ცოტა მოძლიერდეს. kactus პრობლემა არაა, გაიხარებს, მაგრამ თუ მომავალში გარეთ გადარგვას აპირებ დიდი ხანი არ უნდა გააჩერო ქოთანში რომ ფესვმა დახვევა არ დაიწყოს. |
Posted by: kactus 22 Jan 2020, 16:38 |
muhambe ანუ,ქოთანში რომ დავტოვო,უპრობლემოდ გაიხარებს? გარეთ გადარგვას არ ვაპირებ. ეტყობა.კარგად ხარ გათვითცნობიერებული წიწვოვანებში და ერთი-ორი სიტყვით მითხარი,როგორ მოვუარო,ფლიიიზ! მე ვიცი,რომ უწყლობას,ყინვას,სიცხეს კარგად იტანს. ღია აივანზე მინდა,რომ იდგეს. |
Posted by: muhambe 22 Jan 2020, 17:18 | ||
kactus
უწყლობას ისე ვერ აიტანს როგორც გარეთ დარგული. წყალი თუ გამოელია ქოთანში საიდან მოიპოვებს. ძლიერი ყინვა პრობლემა იქნება თუკი ქოთანში ფესვები გაეყინა,ამიტომ ზამთარს გააჩნია როგორი იქნება, ქოთნის დათბუნება შეიძლება. ისე ქოთნისთვის არის ჯუჯა წიწვოვნების ჯიშები და ეგენი ჯობია რახან არ აპირებ გადარგვას. საკვებად უმეტესად მინერალების შემცველობის სასუქი დაჭირდება მომავალში, ნაკლები აზოტით. |
Posted by: Master_Nick 22 Jan 2020, 22:31 |
M-A-S-E-R-A-T-I მაგარი რამეა ეგ აგროპერლიტი, მე ღია გრუნტშიც ვიხმარე და დიდი სხვაობაა მცენარეების ზრდა განვითარებას შორის. |
Posted by: kactus 24 Jan 2020, 09:40 | ||||
muhambe
არა,ეგ თავისთავად,გასაგებია,აბა,წყალს საიდან მოიტანს,მაგრამ მე რა მქონდა იცი მხედველობაში,ფიჭვი უფრო დიდხანს გაძლებს ქოთანში უწყლოდ თუ მაგ. გვიმრა?
ძლიერ ყინვაში რას გულისხმობ? რამდენი გრადუსი უნდა იყოს ყინვა,რომ დათბუნება გახდეს საჭირო? |
Posted by: muhambe 24 Jan 2020, 12:23 |
kactus ფიჭვი გაძლებს კი, მაგრამ უბრალოდ რატომ უნდა მიიყვანო მაგ დონემდე თორე კი. ყინვა მიწის ზედა ნაწილისთვის პრობლემა არაა, მთავარია ფესვები არ გაეყინოს რაც მიწაში იქნება. აი მიწა რამდენ გრადუსზე გაიყინება ქოთანში მაგას ვერ გეტყვი, არ ვიცი. ეგ ქოთნის ზომაზეცაა დამოკიდებული,კიდევ რაც უფრო გამომშრალია მიწა მით უფრო სწრაფად იყინება. |
Posted by: kactus 24 Jan 2020, 21:54 | ||
muhambe
არა,უბრალოდ,ხომ შეიძლება წყლის დასხმა გადაგავიწყდეს შემთხვევით,ან სადმე წახვედი რამდენიმე დღით.იმედია,ცუდ მდგომარეობაში არ დაგხვდება ადამიანს. |
Posted by: vikont 21 Feb 2020, 11:02 |
Master_Nick გამარჯობა. ძალიან მინდა კავკასიური სოჭის ნერგის შეძენა და თუ შეგიძლია მომწერე ტელ. ნომერი სადაც თქვენ შეიძინეთ, როგორც მივხვდი ქუთაისში ხომ? მადლობა. |
Posted by: Master_Nick 21 Feb 2020, 20:01 |
vikont გამარჯობა, მოგწერეთ ნომერი პმ ში. |
Posted by: Master_Nick 3 Mar 2020, 16:50 |
PAINKILLER გაზაფხულზე დამატებით სოჭების დარგვას ხომ არ აპირებ? დღეს ჩვენს ქუთაისელ მომწოდებელს ველაპარაკე. |
Posted by: PAINKILLER 4 Mar 2020, 10:33 | ||
ჯერჯერობით არ ვაპირებ დარგვას, ეზო მინდა მოვაწესრიგო და მერე გადავწყვეტ თუ იქნება საჭირო დამატება |
Posted by: Master_Nick 5 Mar 2020, 00:06 |
PAINKILLER ჩემთვის მომაქვს. იჩქარე შენც თორემ კარგი ეგზემპლიარები ამოიყიდება. |
Posted by: gb1986 9 Apr 2020, 15:59 |
მოგესალმებით... მაინტერსებს ეს რა ნაძვია? * * * ასევე მაინტერესებს კვიპაროსებთან დაკავსირებით. სახლის წინ დავრგე კიპარისი "გოლდ რაიდერი". ძალიან მომწონს მაგრამ, როგორც მერე გავრკვიე, ჰიბრიდია და საკმაოდ დაბალი სიცოცხლისუნარიანობა ქონია, სადღაც 60-70 წელი. არადა მინდოდა მრავალწლიანი ხეები ყოფილიყო, რომ საშვილიშვილოდ დარჩენილიყო. ხოდა ამასთან დასკავშირებით, რომელ კიპაროს მირჩევდით, თანლამაზი იყოს და თან საუკუნოვანი. |
Posted by: Master_Nick 9 Apr 2020, 16:28 |
gb1986 60 -70 წელი ცოტაა? არამგონია მაგაზე მეტი სხვა კიპარისმა იცოცხლოს. დარჩებათ შვილიშვილებს მაგ კიპარისებისგან კარგი სპირალები გამოგივა, კარგი დაფებიც მოუხდება. აი ასეთი ან ესთი სპირალი. წელსვე შემოდგომაზე შემოაჭერი ფორმები. წყალი არ მოაკლო, უყვარს ძალიან |
Posted by: Lamorac 9 Apr 2020, 16:37 |
რა ღირს ამის ნერგები? ............ |
Posted by: muhambe 9 Apr 2020, 19:27 |
gb1986 სახლის უკან რომ დიდი ხე ჩანს ნაძვი არ უნდა იყოს. სოჭს გავს. თუ წიწვებს ახლოდან გადაუღებ სურათს მერე დანამდვილებით გეტყვით. Master_Nick რას ამბობ, 60 წელი ვაშლის ხე ცოცხლობს. კვიპაროსისთვის 60 წელი აკვნის ასაკია. კვიპაროსს 1000-3000 წელი უწერია სიცოცხლის ხანგრძლივობა. გამოყვანილი ჯიშებისა არ ვიცი. |
Posted by: Master_Nick 9 Apr 2020, 19:57 |
muhambe არ ვიცოდი კვიპარისების ასაკზე წესით გამოყვანილი ჯიში უფრო მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით უნდა გამოირჩეოდეს. |
Posted by: gb1986 9 Apr 2020, 22:12 |
muhambe ხოდა რომელ ჯიშს მირჩევ კვიპაროსისას, რომელიც საუკუნეებს უძლებსთ. ისე დამწყდა გლი Master_Nick ეს ნიმუშები ძალიან ლამაზია, მაგრამ მე იდეაში მანდ მაღალი კვიპაროსები მქონდა წარმოდგენილი, მაღალი და გასნსხვავებული, რომ რაღაც მაღალი სივრცის გამყოფის როლი ეკისრათ. ძალიან დამწყდა გული ამათ სიცოცხლის უნარიანობაზე, გულიც კი ამიცრუვდა, არადა შვილივით დავფოფინებდი Lamorac ჩემს კვიპაროსებზე თუ კითხულობ, მე 2 წლისწინ ვიყიდე, ცალი 50 ლარად, არმაშენებლის ხეივანზე. |
Posted by: muhambe 9 Apr 2020, 22:25 |
gb1986 მე პირადად ვერცხლისფერი კვიპაროსი მომწონს. იგივე არიზონული კვიპაროსი. იაფიცაა მგონი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 500 წელი უწერია. 30 მეტრამდე იზრდებაო. ერთს ჩემის მხრივ იმას დავამატებდი რომ თუ რომელიმე ხის ყიდვას გადაწყვიტავ დიდი ხანი რომ იცოცხლოს საგვარეულო ხის ვარიანტში, თესლიდან გაზრდილი უნდა შეიძინო, დაკალმებით გახარებული არა. |
Posted by: Master_Nick 9 Apr 2020, 22:32 |
gb1986 მე არ ვიცოდი ასაკზე. აგერ მუჰამბემ დაწერა საუკუნოვანი ყოფილა კიპარისი. ასე რომ მაგაზე შენ არ ინერვიული + 100 წელი გარანტირებულია. მერე რა იქნება კაცმა არ იცის |
Posted by: PAINKILLER 9 Apr 2020, 22:39 | ||
გამოყვანილი როგორც წესი უფრო ნაკლებს ცოცხლობს... ეგ სახლის უკან სოჭი არა მგონია იყოს, შედარებით მეჩხერია, სოჭი უფრო ხშირი ვარჯით იზრდება ეგრე ცალკე როცა დგას ჩვეულებრივი ქართული ნაძვია ალბათ |
Posted by: gb1986 9 Apr 2020, 22:43 |
Master_Nick muhambe მიყვარს რა ასეთი ხალხი, მყისიერად, რომ დაგიკმაყოფილებენ ხომე ინტერეს. პატივისცემა ჩემგან ბიჭებო (რატომღაც ასე მგონია, რომ ბიჭები ხართ) ))) muhambe თბილისში რო კვიპაროსია გავრცელებული ის რა ჯიშია, სასაფლაოებზე რომ ირხევიან ამაყად ძირითადად? მაგაზე რას იტყვი, ეგ მგონი ყველაზე ნაცადია ფაქტია. ზოგი იმხელა შემხვედრია საუკუნეზე მეტისქა იქნება |
Posted by: muhambe 9 Apr 2020, 22:43 | ||
PAINKILLER
ვითომ? მეეჭვება ჩვენი ქართული აღმოსავლური ნაძვი იყოს. გორში რაც მინახია ქალაქის პირობებში რომ ნახო ტირილი მოგინდება და ნაძვის მუღამი დაგეკარგება ისე არიან გაქუცულები. ალბათ სიმშრალეს ვერ ეგუებიან. ეგ კარგი ფაფუკი ჩანს. ❤️️ |
Posted by: gb1986 9 Apr 2020, 22:45 |
PAINKILLER ისეთი მედიდურია, ასეთი თბილისში არ მინახავს მეორე. ხვალ თუ არდამავიწყდა შევეცდები უფრო ახლოდან გადავუღო. |
Posted by: Master_Nick 9 Apr 2020, 22:47 |
gb1986 გაიხარე, კი ბიჭები ვართ თუ დაგჭირდეს კონსულტაცია აქ ვართ, რაც ვიცით და გამოცდილება დაგვიგროვდა აუცილებლად გაგიზიარებთ. თბილისში სასაფლაობზე რა კიპარისიც გვხვდება ეგ ძველი სკოლაა. ეხლა ბევრად უფრო მაგარი ჯიშებია შემოსული. |
Posted by: tavadze 10 Apr 2020, 00:53 | ||||
Lamorac
ისნის ბაზრობაზე შარშან ამ დროს ეგ გოლდ რაიდერიც და არიზონას კვიპაროსი - 2 ძირი ერთად ვიყიდე 25 ლარად. მინიმუმ, ნახევარმეტრიანი ნერგები იყვნენ და მშვენივრად იზრდებიან. არიზონას თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ახლა ისიც კარგად წამოიჩიტა. მგონი, იმ გამყიდველის ნომერიც უნდა მქონდეს, თუ გაინტერესებს. სადღაც თბილისის ახლოს ცხოვრობდა. muhambe
სილამაზეზე გეთანხმები (თუმცა გოლდ რაიდერიც ლამაზია), სიმაღლე კი არ ვიცოდი. მე როგორც მითხრეს, დეკორატიული ჯიშია, 2-3 მეტრამდე იზრდებაო. |
Posted by: PAINKILLER 10 Apr 2020, 01:32 | ||||||
ხო მანდ ვერ იზრდება კარგად ქართული ნაძვი, უფრო ვერცხლისფერები ხარობს კარგად თბილისში თუ არის ეს ხე მითუმეტეს არ იქნება სოჭი, აქაურ კლიმატს საკმაოდ რთულად ეგუება და მაგხელაც ვერ გაიზრდებოდა..
gb1986 საინტერესო იქნება ახლოდან სურათები |
Posted by: muhambe 10 Apr 2020, 06:46 | ||
gb1986
ჯიში არ ვიცი მაგრამ მეც ეგენი მგონია დიდი ხანი რომ გაძლებენ. ისე თესვის პერიოდია ეხლა. მოაწყვიტე გირჩი, გახლიჩე, თესლი გადმოცვივა ყავისფერი,დათესე ჭიქაში ტორფში და მერმის უკვე კარგი მოზრდილი ნერგი გექნება. მე სოჭები მაქვს დათესილი. მასიურად ამოვიდნენ უკვე და რომ გადაიშლებიან კარგად სურათსაც დავდებ მერე. |
Posted by: Lamorac 10 Apr 2020, 08:24 |
tavadze კავკაზისური სოჭი მაინტერესებს |
Posted by: gb1986 10 Apr 2020, 11:21 |
Posted by: muhambe 10 Apr 2020, 20:24 |
gb1986 სოჭია ჩემი აზრით. ბოლო სურათში განსაკუთრებით ეტყობა წიწვებზე. ისედაც ეტყობოდა ტანის ფორმით. ფუმფულა და ზევით მომრგვალებულივით. ცოტა ასაკიანებს წვერი უბლაგვდებათ როგორც ჩანს. დაკვირვებული ვარ. |
Posted by: Master_Nick 10 Apr 2020, 20:50 |
gb1986 muhambe სოჭია 100%. თბილისშია ეს ხე? რამხელა გაზრდილა და რა ლამაზია. სახლები ეფარება ცუდად ესეთ ხეს თუ მოვესწარი ჩემს ეზოში მერე რაღა მომკლავს |
Posted by: muhambe 10 Apr 2020, 20:57 |
Master_Nick 9 ძმის ქუჩა 20 ნომერი. |
Posted by: gb1986 10 Apr 2020, 21:03 |
ეს თუ მართლა სოჭია, ამის მაქსიმალური, ყველაზე ბევრი ასაკი 40 წელი იქნება. მე სკოლის მოსწავლე ვიყავი ეს ხე დაახლოებით 3/3,5 მეტრი რომ იყო. ახლა 33 წლის ვარ . ცდომილება 10/15 პროცენტი. |
Posted by: muhambe 10 Apr 2020, 21:08 |
gb1986 სოჭი სწრაფად იზრდება რაც უფრო დიდია. აი კვიპაროსი პირიქით - უცებ იზრდება 2 მეტრამდე და მერე ანელებს ზრდას. სოჭი თავიდან ძალიან ნელა იზრდება და მერე იცოცხლე. |
Posted by: kotcio 10 Apr 2020, 23:04 |
ძალიან ლამაზია, მედიდური როგორც ამბობთ |
Posted by: PAINKILLER 11 Apr 2020, 00:36 | ||||
muhambe არაა წვერი მთლად დაბლაგვებული, ამ სურათებიდან კარგად ჩანს უფრო
საღოლ თბილისში თუ მაგხელა გაიზარდა, თან ასე მალე, ალბათ კარგად უვლიდნენ |
Posted by: gb1986 11 Apr 2020, 11:09 | ||
არამგონია ამისთვნის სასუქი ან ენერგეტიკულები მიეცათ. * * * მოკლედ ხალხო, კვიპაროსებზე რა გავაკეთო? კონკრეტული რჩევა ვერ მოვისმინე. |
Posted by: muhambe 11 Apr 2020, 13:17 |
gb1986 და რატომ მაინცდამაინც კვიპაროსი? რატომ სოჭი და ნაძვი არა, კვიპაროსზე ბევრად ლამაზები არიან. თუ ასეულობით წლები გინდა იცოცხლონ წიწვოვნებიდან უთხოვარი, ფოთლოვანი მცენარეებიდან მე მაგალითად ყველაზე მეტად მუხა მომწონს. კაცია და გუნება. შენ რაც მოგწონს ის დარგე |
Posted by: Master_Nick 11 Apr 2020, 14:47 |
gb1986 ლეილანდის და არიზონის ჯიშის კიპარისებს გირჩევდი მე, დანარჩენი ფორუმელმა გირჩია კარგად. ერთადერთი მუხას ცაცხვით შევცვლიდი. |
Posted by: Master_Nick 6 May 2020, 15:26 |
PAINKILLER როგორ არის შენი სოჭი ამ გაზაფხულზე, აპირებ რამე სასუქის მიცემას? |
Posted by: PAINKILLER 9 May 2020, 19:28 | ||
ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ აღენიშნება, არც ახალი წიწვები გამოაქვს, არის თავისთვის როგორც იყო სასუქი არ ვიცი რამდენად საჭიროა, ან ახლა არის დრო მაგისთვის? ისე მგონი მომიწევს სხვა ადგილზე გადარგვა, რაღაც არ მოეწონა ის ადგილი სადაც ახლა არის, ცოტა ქარიანი ადგილია... |
Posted by: gb1986 15 May 2020, 17:42 |
Master_Nick ამ ცაცხვის გვერდით ფოთლოვანი, არამგონია სხვა მოუხდეს. ამიტომ მინდა მარადმწვანე |
Posted by: PAINKILLER 15 May 2020, 19:43 |
gb1986 კედარი დარგე, მალე იზრდება, მაგ ცაცხვს ზემოდან მოექცევა ასე 20-25 წელიწადში |
Posted by: Comp_E X P E R T I 29 Nov 2020, 21:25 |
brutal_88 M-B PAINKILLER muhambe მჭირდება დახმარება. ე.ი ამ ზაფხულს ჩემი სოფლიდან ავარბინეთ შოვში, წყალწაღებული და შემდგომ რეაბილიტირებული ტერიტორიების სანახავად. ცოტახნით ტყეშიც შევიარეთ, დავტკბით იქაური ბუნებით და წამოსვლისას გამოვიყოლე 6 გირჩი, სასიამოვნო სუნისთვის. რაღაც დროის მერე ეს გირჩები გაიშალა და გადმოიყარა პატარა შავი თესლები, რომლებიც ეგრევე ქოთანში გავაქანე. მოლედ, თავი, რომ აღარ შეგაწყინოთ პირდაპირ დავწერ, ეს პატარიკა ნაძვუკეები ამოვიდნენ (დავდებ სურათსაც) ხოდა როგორ მოვუარო? იქნებ იცოდეთ ვინმემ. |
Posted by: ia-viola 29 Nov 2020, 21:51 | ||
Comp_E X P E R T I
აუ, რა მაგარიაა დაახლოებით ისეთი პირობები, რაც შოვში აქვს ცოტა ნესტი, ცოტა სიგრილე და ეგაა. |
Posted by: Comp_E X P E R T I 29 Nov 2020, 22:36 | ||||
ia-viola
ძალიან. ისე გამიხარდა, შვილებივით დავტრიალებ თავს
ამ შუა დიდუბეში მთლად შოვის კლიმატს ვერ მოვუტან სიგრილე და სიცივე რამდენიც გინდა, მაგრამ ნესტი? ფოთლებზე წყალი, რომ მივასხა ხოლმე წავა? * * * ერთი თხოვნაც მაქვს, ეს ტოტი მოიტანა ბავშმა და არ გადავაგდე, ჩავდე წყლიან ჭურჭელში და დავტოვე რამოდენიმე თვეა. პატარა ფესვები ამანაც გაიკეთა. ამ დღეებში გადავიტან ქოთანში და რა მაინტერესებს, ჯერ რა ჯიშის რა არის და მერე როგორი ნიადაგი უნდა? * * * ნიადაგი მაინტერესებს ამ ნაძვუკეებისთვისაც, რომლებიც როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, ამ გირჩებიდან გავზარდე |
Posted by: muhambe 29 Nov 2020, 23:09 | ||
Comp_E X P E R T I
ნაძვი ყოფილა. წესით გაზაფხულზე ითესება. აღმონაცენს ხანგრძლივი დღის პერიოდი და შესაბამისად ბევრი სინათლე ჭირდება. კიდევ რა მომენტია - თავის დროზე რომ დაითესება და ამოვა ზამთრამდე ღეროს გაიმაგრებს, თითქოს გახევდება და ეს ეხმარება ზამთრის გადატანაში . თუ ვერ მოასწრო ღეროს გამაგრება შეიძლება ზამთარში სოკოვანი დაავადება გაუჩნდეს, მითუმეტეს თუ სახლშია. ამიტომ ზემოდან არ დაასხა წყალი, ქვემოდან მიაწოდე ისე რომ მიწის ზედაპირი მშრალი დარჩეს. ზამთარში უნდა იყოს კარგად განათებულ, ცივ ოთახში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სითბოში თუ იქნა ზრდას გააგრძელებს და უმზეო პირობებში ვერ განვითარდება და მოკვდება. კიდევ მიწა უნდა იყოს ფხვიერი აუცილებლად. |
Posted by: Comp_E X P E R T I 29 Nov 2020, 23:49 | ||
muhambe შენ გაიხარე, საჭირო ინფო მივიღე. სექტემბრის დასაწყისში დავთესე. მესამე ნაძვს ძირში, მიწასთან ახლოს გაუჩნდა თეთრი ნადები და ცოტა მოიწყინა, სურათშიც ჩანს. ზემოდან ვრწყავდი და ალბათ იმიტომ.
ფანჯარასთან არიან გრილ ოთახში. მიწას რაც შეეხება, სამსახურთან, მეზობლად სათბურია, მცენარეები გამოყავთ და მიწა იმათ გამოვართვი. დღეს ჩავრგე ამ პატარა ჭიქაში, მანამდე ავოკადოს მდგმურები იყვნენ და საერთოდაც გარეთ აივანზე რომ დავდო? სიცივეც არის და მზე სულ ექნებათ, ამოსვლიდან ჩასვლამდე. |
Posted by: muhambe 30 Nov 2020, 07:23 | ||
შეიძლება მაგრამ გარეთ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდე. ყოველდღე შეტანა გატანა ძნელია. შეუშრეს ზედაპირი მიწას და მერე შეიტანე ისევ სახლში გრილ სტაბილურ გარემოში. გაზაფხულამდე თუ გააქაჩინე კარგი იქნება. თუ არადა გაზაფხულზე დათესე თავიდან. |
Posted by: Comp_E X P E R T I 30 Nov 2020, 12:37 |
muhambe დიდი მადლობა მეორე სურათში, რომ ტოტი დევს წყლიან ქილაში რისია და როგორ დავრგო შეგიძლია მითხრა? |
Posted by: ia-viola 30 Nov 2020, 16:02 |
Comp_E X P E R T I წყლის დასხმაზე უკვე გიპასუხეს მთავარია ნიადაგი არ გამოუშრეს, მაგრამ მთლად ჭაობიც არ უნდა იყოს. მზე კარგია, მაგრამ პირდაპირი სხივები არ მოხვდეს: თაფლის წასმისა და შუაგულ მზეზე ყოფნის ამბავში ფოტოს რაც შეეხება, რატომღაც ტუიას ნაირსახეობა მგონია, კარგად ვერ აღვიქვამ. |
Posted by: traki5 30 Nov 2020, 16:56 |
გამარჯობათ მეგობრებო . ვეძებ ე,წ : ბლუზ ნაძვს . სილამაზე ჰოფსი (Picea pungens Hoopsii სადმე არის ამის შოვნის ვარიანტი ? ეზოსთვის მინდა ერთი ნერგი . |
Posted by: muhambe 30 Nov 2020, 18:05 | ||
თავს ვერ დავდებ მაგრამ მე კვიპაროსი მგონია. თითქოს ვერცხლისფერიცაა და თუ ეგრეა არიზონული კვიპაროსი იქნება. ჩვეულებრივად დარგავ ფხვიერ მიწაში. პრინციპში რაც არ უნდა იყოს ფხვიერი მიწა უნდა ყველას. ეგეც სიგრილეში გაზაფხულამდე |
Posted by: PAINKILLER 1 Dec 2020, 00:51 | ||||
მეც კვიპაროსი მგონია, ტუიას ცოტა სხვანაირი წიწვები აქვს და განლაგებაც სხვანაირი |
Posted by: uqimerioni 9 Dec 2020, 16:24 |
ეფლეკმელკგმლ.გკმლრგმლრმგლსმლგსლგმგლმსლგსმლ |
Posted by: da_to 14 Dec 2020, 16:40 |
Მეგობრებო ეს სოჭია? Არა ხომ? |
Posted by: PAINKILLER 14 Dec 2020, 17:14 |
da_to არააა ეგ სოჭი, ქართული ნაძვია მაგ დიღმის ტრასაზე ბევრი აფერისტია, ისე |
Posted by: da_to 14 Dec 2020, 17:21 | ||
PAINKILLER
Მეც ეგრე ვიფიქრე, მაგრამ ძაან მომეწონა და ლამაზია , ფოტოზე არ ჩანს ეგრე კარგად ... მგონი უფრო არ იციოდა რა ერქვა ვიდრე მომატყუა ამი საბაზრო ფასი რამდენია დაახლოებით , ხომ არ იცი ? 3 მეტრზე ოდნავ მეტია.... |
Posted by: PAINKILLER 14 Dec 2020, 17:29 | ||||
da_to კაი ახლა, რას ყიდის არ იცოდა ხო?
3 მეტრი ნაძვისთვის ცოტა არაა, დაახლოებით 15 წლის იქნება ალბათ ფასი სავარაუდოდ 200-300 ლარი, შეიძლება მეტიც, გააჩნია გამყიდველის მადას |
Posted by: da_to 14 Dec 2020, 17:39 | ||||
20 ის არისო
850 ლარი, დიდი ვაჭრობით 700 ზე ჩამოვიდა .... იქვე გვერდით მეურეობის ნაძვები 7000 ლარი, კინაღამ გული წამივიდა ისე ზოგადად ამ ბოლო დროს ბევრგან ვიკითხე და ყველაგნ ძვირია, 500 ლარის ნაკლებ 2 მეტრიდან არსად არაფერი არ აქვთ |
Posted by: PAINKILLER 14 Dec 2020, 17:59 | ||||
da_to ძაან ბარიგა ყოფილა, პრინციპში არც მიკვირს მანდ ვინც დგას უმეტესობა მასე მუშაობს
ხოდა დაიკიდე და 2 მეტრზე პატარა იყიდე, 1 წელიწადში გაიზრდება 2 მეტრამდე |
Posted by: rest 17 Dec 2020, 12:52 | ||
Master_Nick ეს კავკასიური სოჭია, მეც მინდა.... * * *
მეც მინდა, ეს ხომ კავკასიური სოჭის თუ?! |
Posted by: Master_Nick 2 Jan 2021, 18:06 |
rest გილოცავ ახალ წელს! ხომ არ შეხმიანებიხარ სოჭებზე? ააქვს კიდევ გასაყიდად? |
Posted by: Metal_Head 5 Jan 2021, 14:37 |
თეთრი სოჭის ნაძვი დავრგე 1 თვის წინ აგარაკზე, კარგად კოხტად, ფესვებს არ შევხებივარ ისე ჩავდე ორმოში და კარგად ნოყიერი შავი მიწით ამოვავსე, მეზობელს გამოვართვი. სიმაღლე 1.5-2მ უბრალოდ მაინტერესებს წყლით უნდა მოვრწყა ამ პერიოდში, როცა ღამე ყინვა ზოგჯერ -10 მდეც ჩამოდის???? და თუ კი რამდენად ხშირად, და თუ არა ხო არ გახმება უწყლოდ . |
Posted by: PAINKILLER 5 Jan 2021, 14:40 | ||||
Metal_Head ეგ რა არის? სურათები შეგიძლია დადო??
დარგვის დროს თუ მორწყე, მინიმუმ 2 კვირა აღარ დასჭირდება მორწყვა, ცოტა თბილ ამინდში მორწყე კიდევ ერთხელ, ყინვაში არ შეიძლება როგორც ვიცი.. |
Posted by: Metal_Head 5 Jan 2021, 15:25 | ||||
PAINKILLER
ვერცხლისფერი უნდა დამეწერა ასეთია ოღონდ მაქს 1.8მ.
ხო დარგვის დროს ერთი ვედრო წყალიც დავასხი მაგის მერე აღარ, ღამე ყინვებია სულ. |
Posted by: Master_Nick 5 Jan 2021, 15:43 |
Metal_Head ყინვები რომ გადაივლის კარგად მორწყე. 1 ვედრო წყალი ძალიან ცოტაა. ეხლა წყალი არ დაასხა. |
Posted by: PAINKILLER 5 Jan 2021, 23:11 | ||
Metal_Head ეგ სოჭი არ არის, ნაძვი და სოჭი სხვადასხვა სახეობაა |
Posted by: rest 6 Jan 2021, 13:23 |
Master_Nick სამწუხაროდ არ დამირეკავს ჯერ კავკასიურ სოჭზე, ცოტა ექსპერიმენტი ჩავატარე და რაღაც -რარაცეები დავაკალმე და გადავერთე მაგაზე |
Posted by: Metal_Head 5 Feb 2021, 17:55 | ||
ეგ სურათი მაგალითისთვის დავდე მარა შემეშალა, სხვაა . ესაა, სიმაღლე ექნება მეტრაოცი , დღეს დავუსხი 2 ვედრო წყალი, აღარ ყინავს ისე. ხოდა რა ქვია ამას? |
Posted by: bigmaster 5 Feb 2021, 22:47 |
Metal_Head რა საცოდაობაა რა არი? მთელი ევროპა ულამაეს ნაძვისხეებს დგავს ამისგან და შენ ეგ გაზარდე ? :დდ |
Posted by: PAINKILLER 7 Feb 2021, 00:01 | ||||
ვერცხლისფერი ნაძვია ეგ |
Posted by: Comp_E X P E R T I 9 Feb 2021, 09:58 | ||
მთელი რაჭა გაზიდეს ევროპაში და აქ, ტყიდან რომ პატარა ნერგი წამოიღო იმხელა ჯარიმებია |
Posted by: PAINKILLER 9 Feb 2021, 10:42 | ||||
ევროპაში გირჩები მიაქვთ, გირჩის მოგროვება მგონი არ არის აკრძალული.... |
Posted by: Comp_E X P E R T I 5 Mar 2021, 01:40 |
კი ნაძვებიც გადის და გირჩები ხომ გადის და გადის. პ.ს. ნეტავ საჯიშედ თუ უტოვებენ |
Posted by: PAINKILLER 6 Mar 2021, 21:18 | ||
ტყეში ნაძვს არავინ მოაჭრევინებს საზღვარგარეთ გასატანად |
Posted by: სქაუზერი 14 Jul 2022, 12:25 |
ეს სოჭია? * * * Metal_Head Master_Nick |
Posted by: Master_Nick 17 Jul 2022, 21:32 |
სქაუზერი ვერ იტყვი რომ სოჭია, თუმცა ვერც იმას იტყვი რომ სოჭი არ არის ჩემი აზრით - ეს სოჭი არ არის! |
Posted by: სქაუზერი 4 Aug 2022, 22:19 |
Master_Nick გვარკვიე, სოჭი ნამდვილად არაა Picea pungens super green ჰქვია |
Posted by: PAINKILLER 5 Aug 2022, 01:43 |
სქაუზერი Master_Nick ქართულ ნაძვს ვამსგავსებ, თუმცა იმას თითქოს უფრო მოკლე და ხშირი წიწვები აქვს, სურათიდან კარგად არ ჩანს წიწვების ზომა, შეიძლება ეგეც არის |
Posted by: cercetae_cacari_3 19 Apr 2023, 03:25 |
მაინტერესებს კილიკიური და ესპანური სოჭები თუ არის ჩვენს მიწაზე გამოცდილი. |
Posted by: PAINKILLER 20 Apr 2023, 13:11 | ||
ესპანური კი არა კავკასიური სოჭი ვერ გავახარე დუშეთის რაიონში, მიწა არ მოეწონა თუ რა სჭირს არ ვიცი... |
Posted by: mywebber 5 Oct 2023, 03:02 |
სადმე თუ შეიძლება ყიდვა თესლის ან გირჩის თბილისში? * * * მუღამი მაქვს რო ჩემ ეზოში ვცადო და ვერასდროს ვერ მოვაბი თავი ამ საქმეს |