Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > წყლის კუები |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 20:51 |
აბა მეგბორებო, dimiendeladze-ს ხანგრძლივი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ვხსნი წყლის კუების თემას და ზემოთხსენებულს თემის კურატორად ვასახელებ დღეიდან კუების საერთო თემა გადაიქცევა მხოლოდ ხმელეთის კუების ცალკე თემად. ყველაფერი წყლის კუების შესახებ დაიწერება და განიხილება სწორედ აქ კუნდაიზერ წინ ******************************************************************************* მინდა კუ პატარა და საყვარელი კუს დანახვისას, ბევრს უჩნდება მისი ყიდვის და თავის თევზებიან აკვარიუმში გაშვების სურვილი. თუმცა ამ დროს ცდებიან, რადგან თითქმის ყველა წყლის კu აქტიური მტაცებელია. სწორედ ეგრეა და ნუ დაუჯერებთ გამყიდველების ზღაპრებს რომ არ ერჩიან არანაირ თევზს. აკვარიუმის თევზებიდან ისინი მხოლოდ დიდი ზომის და აგრესიული ხასიათის მქონე თევზებს არ ერჩიან (ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა). კუს არჩევა არის რამოდენიმე ნიუანსი, რომელსაც კუს არჩევის დროს უნდა დააკვირდეთ. პირველ რიგში კუ უნდა იყოს აქტიური და არ უნდა ხშირად ხუჭავდეს თვალებს. ეგზორიკური კუების უმეტესობა, რომელსაც ზოომაღაზიებში ყიდიან, ხშირად არიან დაავადებული თვალების ინფექციით. ასევე არ უნდა ჰქონდეს გაბზარული ბაქანი. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რა პირობებში ჰყავთ კუები (წყალი უნდა იყოს სუფთა, გამჭირვალე). კუს მოვლა დავუშვათ, აარჩიეთ კუ და მოიყვანეთ სახლში. როგორ აკვარიუმში უნდა გაუშვათ ის? უფრო სწორედ აკვარიუმში კი არა, არამედ აკვატერარიუმში. კუს აკვატერარიუმი მკვეთრად განსხვავდება თევზების აკვარიუმისგან. ის აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი წყლის გამათბობლით რეგულატორით, წყლის ფილტრით, რომელიც წყალს ორგანული ნარჩენებისგან გაასუფთავებს. წყლის ტემპერატურის კონტროლისთვის საჭიროა თერმომეტრი. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ ზღვის კუებისგან განსხვავებით, მტკანრი წყლის კუები როგორც წყლის, ასევე ხმელეთის არსებები არიან, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ წყლიდან ამოსვლის შესაძლებლობა. როგორც ვარიანტი შეგვიძლია ჩავალაგოთ ერთმანეთზე დაწყობილი დიდი ლოდები, ან უბრალოდ კენჭებისგან გავაკეთოთ ამოსასვლელი. წყლის დონე დაახლოებით 10 სანტიმეტრიტ უნდა ფარავდეს კუს. არანაირი საჭიროება არაა უფრო ბევრი წყლის ჩასხმის. როგორც მოგეხსენებათ, კუ არის ქვეწარმავალი, რაც ავტომატურად მის ცივსისხლიანობას ნიშნავს. ამიტომ, ხმელეთზე ამოსასვლელის ზემოთ აუცილებელია ჩვეულებრივი ნათურის დაყენება, რომელიც გაათბობს კუს. აკვატერარიუმის გაფორმება შეიძლება ხის ტოტებით, რომელზეც თქვენი ჯავშნიანი მეგობარი დაისვენებს, ხელოვნური მცენარეებით, მოკლედ თითქმის ყველაფრით, რითიც თქვენ მოისურვებთ. მთავარია, წყალში არ იხსნებოდეს და წამლავდეს მას. წყლის ტემპერატურა აკვატერარიუმში დღის განამვლობაში 24-27 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო ღამე დაშვებია მისი 20 გრადუსამდე დაწევა. კვება არ წარმოადგენს პრობლემას. საკვების ძირითად ნაწილს ხორცეული უნდა შეადგენდეს. აჭმვენ თევზს (როგორც ცოცხალს, ასევე მაღაზიაში ნაყიდს), საქონლის ხორცის არაქონიან ნაწილს (თუმცა ძუძუმწოვრების ხორცი არც ისეთი იდეალური საკვებია, თევზეულისგან განსხვავებით) და სპეციალურ საკვების კუსთვის. რაციონის მრავალფეროვნებისთვის აძლევენ თევზის საკვებს (ბურთულების ან ჩხირების სახით), წყალმცენარეებს, რომელსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს ყველა კუ. ზაფხულში დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ყველანაირ მწერებს, ასევე ლოკოკინებს და ობობებს. ჭიაყელების დიდი მოყვარულებიც არიან. კუს 2 წლამდე უნდა აჭამოთ დღეში ორჯერ დილა-საღამოს, ზდასრულ კუს 2-3 დღეში ერთხელ. ცალკე შევეხები ჩვენი ქართული კუების თემას. ტროპიკული კუებისგან განსხვავებით, ბუნებაში საქართველოში მობინადრე კუები იძინებენ. აკვარიუმში მუდმივად მაღალ ტეპმერატურაზე ყოლის დროს შეიძლება უარი განაცხადონ ჭამაზე. ამ დროს საჭიროა წყლის ტემპერატურის ნელი დაწევა 10-15 გრადუსამდე და 1-2 კვირის შემდეგ ასეთივე ნელი ტემპებით მისი აწევა თავდაპირველ პარამეტრებამდე. როგორც წესი, ამის შემდეგ მათ უბრუნდებათ ჭამის მადა. ასეთი ფართო რაციონი თავისთავად წყლის დაბინძურებას მოიაზრებს, ამიტომ საჭიროა კვირაში ერთხელ ან ორჯერ (წყლის დაბინძურებისთანავე) წყლის მოცულობის 20-30% ცვლა. წყალი აუცილებლად უნდა იყოს ნადგომი, ქლორის გარეშე, რომელიც საშინლად აზიანებს კუს თვალებს. თბილ ამინდში ძალიან სასარგებლოა რამოდენიმე საათით აივანზე გაყვანა, სადაც კუ ულტრაიისფერი გამოსხივებას მიიღებს. მაგრამ ყურადღება მიაქცეით, რათა იგი არ გადახურდეს მზეზე. კუები, რომლებიც საქართველოში გვხვდება გაყიდვაში არიან: წითელყურა კუ (trachemys scr1pta elegans), რომელიც ყველაზე პოპულარული წყლის კუა მთელს მსოფლიოში და წარმოშობით ამერიკელია (ფლორიდა და აშშ-ს სხვა სამხრეთი შტატები). დედალი იზდება 25-30 სმ,მ ამალი 20-25 სმ. ცხოვრობენ 50 წლამდე პირობების მიხედვით, აკვარიუმის მოცულობა ზრდასრული კუსთვის 200 ლ.-ზე მეტი. წყლის ტემპერატურა - 24-27 გრადუსი. წითელყურა კასპიური კუ (Mauremys caspica), საქართველოს მკვიდრი ბინადარი, საშუალო ზომა 25 სმ. აკვარიუმის ტევადობა 200 ლ.-ზე ზევით, წყალი (18-25 გრადუსი). სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 17-18 წელს შეადგენს. კასპიური კუ ევროპული ჭაობის კუ (Emys orbicularis), საქართველოს კიდევ ერთი მკვიდრი ბინადარი, რომელიც იზდება 15-38 სმ.-მდე და ცოცხლობს 60 წლამდე. წყლის ტემპერატურა18-25 გრადუსი. ევროპული ჭაობის კუ ტრიონიქსი - Chinese softshell turtle, (Pelodiscus sinensis), აღმოსავლეთის ბინადარი, რომელიც გამოირჩევა თავისი ზეაგრესიული ხასიათით და მისი ყოლა ნებისმიერ თევზთან უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხელში დაჭერა მკაცრად არ არის რეკომდირებულ, რადგან აქვს ძალიან გრძელი კისერი და შეუძლია ხორცის მოგლეჯვა კბენის შემთხვევა. იზრდება 35-40 სმ-დე, ხოლო იწონის 3-4 კგ-ს. წყლის ტემპერატუა 26-28 გრადუსი. სხვა კუებისგან განსხვავებით მას არ სჭირდება ხმელეთზე ამოსასვლელი. ჩინურ ტრიონიქსს აქვს ნადირობის ძალიან საინტერესო ტაქტიკა. გრუნტში ჩამარხული, ის მხოლოდ თავს გამოყოფს და ელოდება თევზის, ბაყაყის ან მცირე ზომის ძუძუმწოვარის მოახლოებას, რის შემდეგ გამოწევს თავის გრძელ კისერს და ძლიერი ყბებით იჭერს საკვებს. ზდასრული ტრიონიქსისთვის აკვარიუმის ტევადოდა 500 ლ.-ზე ზევით და ისიც აუცილებლად მარტო უნდა იყოს. ზევით ჩამოთვლილთაგან ტრიონიქსის გარდა, ყველას შეუძლიათ იცხოვრონ დიდი ზომის ამერიკულ ციხლიდებთან ერთად. ტრიონიქსი წყლის კუს ჯიშები რომლებიც არ გვხვდეbა საქართველოში, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია საზღვარგარეთის ქვეყნებში: Malaclemys terrapin, როგორც მას უწოდებენ ამერიკელები - Diamondback terrapin, რაც დაახლოებით ბრილიანტზურგა წყლის კუს ნიშნავს. ბინადრობს არეალი მოიცავს პრაქტკულად მთლიან ჩრდილოეთი ამერიკას. ღორისცხვირა კუ, (Carettochelys insculpta), Carettochelys-ის გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. ეს კუ ვეგეტარიანელია და მისი ყოლა შეიძლება ნებისმიერ თევზთან მაგრამ სჭირდება დიდი მოცულობის აკვარიუმი - 500ლ.-ზე ზევით ბინადრობს ავსტრალიაში და ახალ გვინეაში. გრაფტემისები - map turtle (Graptemys), ამ გვარის კუები ძალიან მშვიდობიანები არიან და მათი ყოლა შეიძლება ამერიკულ და აფრიკულ ციხლიდებთან ერთად. იზდება 20-25 სმ. გავრცელების არეალი მოიცავს კანადას და აშშ-ს სამხრეთ ნაწილებს. კაიმანისებრი კუ - snapping turtle (Chelydra serpentine) - ტრიონიქსივით დიდი იზდება და ძალიან აგრესიულია. მისი ყოლაც ასევე რეკომენდირებულია მარტო. გავრცელების არეალი მოიცავს კანადას და აშშ-ს სამხრეთ ნაწილებს. ავსტრალიური გველკისერა კუ - eastern long-necked turtle (Chelodina longicollis) - წითელყურასთან შედარებით არის აგრესიული კუ, რომელიც იზრდება 25-30 სმ-მდე. |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 21:07 |
დასვით ნებისმიერი კითხვა წყლის კუზე და შეძლებისდაგვარად ყველა კითხვაზე გიპასუხებთ |
Posted by: ebi_chan 8 Jan 2013, 21:20 |
ჩემი წითელყურა ბიჭი სახელად ბაკბიკი ძალიან ფსიხი ვინმეა ორჯერ დაგვეკარგა, როგორღაც ამოძვრა აკავარიუმიდან და კარადის უკან გვემალებოდა, თან გვიღრენდა! ხმელეთზე უფრო მშიშარა და აგრესიული ხდება http://pix.ge/ ღამე მაღვიძებს ხოლმე იმდენს დაბრაგუნობს მგონი 3 წელზე მეტია რაც მყავს |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 21:23 |
ebi_chan კი ნამფვილად მამალია. ალბათ აკვარიუმია ძაან დაბალი ან ბევრი წყალი გისხიათ თორე როგორ ამოძვრებოდა ისე ძაან აქტიურია ეს ჯიში მეც მყავს ზუსტად ესეთი <3 |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 21:30 |
ebi_chan, ჰეჰ, სქელტრაკაა მაგრამ საყვარელი dimiendeladze, შე კაი კაცო, მერე დაწერე რამე შენს კუებზე, რეები გყავს, რამდენი ხანი, პირადი გამოცდილებიდან რითი განსხვავდებიან. ვისთან ერთად გიზის და ა.შ. |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 21:39 |
მოკლედ,მე მყავს 9 წყლის კუ 6 წითელყურა,1 კაპიური კუ, 1 ემის ორბიკულარისი, და ერთი წითელყურას ქვესახეობა yellow belied slider turtle. აქედან 2 წითელყურა მიზის ამერიკულ ციხლიდებთან ერთად 400 ლ. აკვაში, 2 პატარა წითელყურა აფრიკულ ციხლიდებთან ერთად და დანარჩენი ერთად 200 ლ. აკვაში 2 მოზრდილ ლოქოსთან ერთად. დანარჩენი მკითხეთ და გიპასუხებთ. ესეც ჩემი კუების და ლოქოების 200 ლიტრიანი აკვა: |
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 21:43 |
ერთი კითხვა მაქვს. http://www.Smiles.Ge წყლის კუები, თუნდაც წითელყურა კუ ტყვეობაში მრავლდება? |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 21:44 |
MITIATO კი მრავლდება დედალი 4 წლიდან,მამალი 6 წლიდან |
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 21:52 |
dimiendeladze შენთან გამრავლებულან? რამე განსაკუთრებული პირობების შექმნა ჭირდებათ ამისთვის? |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 21:54 |
MITIATO ჩემი მამალი ჯერ 5 წლისაც არაა 6 ის რო გახდება გავამრავლებ.მრავლდებიან ხმელეთზე სპეციალური ქვიშა ჭირდებათ რომელიც იშოვება ზოო მაღაზიებში |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jan 2013, 21:55 | ||
ისე არც მე ვარ მამენტ დელეტანტი წითელყურა მყავდა სადღაც 5-6 წელი, ევროპულიც მყავდა ნუ ხმელეთისაც მყავდა მარა ის სხვა თემაა ebi_chan
თავის დროზე ბევრს ვეძებდი წითელყურას მამრს მაგრამ პატარა ასაკში მაგათი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია დიდს კი გასაყიდად ჯერ ვერ მივაგენი და რაც ვნახე ის არ იყიდებოდა თორე ალბათ მაგათი გამრავლებაც არ გამიჭირდებოდა |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 21:57 |
M-A-S-E-R-A-T-I ეხა აღარ აპირებ კუს შეძენას? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jan 2013, 21:59 | ||
dimiendeladze
არა ეხლა აღარც დრო და აღარც პირობები აღარ მაქვს მაგისთვის |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 22:02 | ||||
dimiendeladze
ეეეეე. და რა ქვიშაა ისეთი? ბუნებაშიც სპეციალურ ქვიშაში დებენ კვერცხებს? და გასამრავლებლად რამე სტიმული არ სჭირდებათ? მაგალითად წყლის ტეპემრატურის აწევა ან მსგავსი რამ... M-A-S-E-R-A-T-I
გამოცდილი კუოლოგი |
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 22:04 |
ძალიან მინდა ოდესმე ტერარიუმი მქონდეს. აქამდე ბაყაყები ტერარიუმზე ვფიქრობდი, მაგრამ კუც არ უნდა იყოს ცუდი იდეა. http://www.radikal.ru მე ეს მომწონს. |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:04 |
Jaguar paw კი წყალი 29-30 გრადუსი და ბუნებაში ყველაფერი თავისთავად ხდება აი მაგალითად ტბებში კომპრესორები ხო არ აყენია მარა თევზებს მაინც აქვთ ჟანგბადი |
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 22:05 | ||
|
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:08 |
MITIATO მაგ კუს აქ ვერ იშოვი თან ეგ მარტო უნდა გყავდეს მეტს ვერაფერს ვერ დაამატებ ისეთი აგრესიულია |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 22:08 |
dimiendeladze, ნუ ჟანგბადი ცალკე თემაა, მაგრამ ბუნებაში ეს სპეციალური ქვიშა ხომ არ არის, მაგრამ კი იჩეკებიან მშვენივრად რატომღაც... თუ უბრალოდ ინკუბაციისთვის იდეალური პირობებს ადვილად ჰქმნის და ინარჩუნებს, კუს პატრონ ზედმეტი სახლაფორთო რომ არ ჰქონდეს? MITIATO, რაღა მაგას მიადექი ეგრევე შენზე მძიმე გაიზრდება ეგ, დამიჯერე :gigi; მერე სნუპისაც მიაყოლებს |
Posted by: Hawley 8 Jan 2013, 22:08 |
ebi_chan დააბი. იკბინება? აცრები გაკეთებული აქვს? რამდენი წლის არის? წყალში რას ჭამს? არ მიყვარს კუები მაგრამ, მეზობელს ყავს ძალიან პატარა აკვარიუმში, რომ შევდივარ სულ მეცოდება ხოლმე. http://www.colourbox.com/preview/2785428-332914-little-aquarium-and-kid-s-slipper-on-green-grass.jpg ასეთში. პატარაა ხო კუსთვის? Jaguar paw ალბათ აღმგზებ საშუალებებს შეიცავს ეგ ქვიშა |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:12 |
Hawley კი ძაან პატარაა შენ მეზობელს ურჩიე უფრო დიდი აკვარიუმი უყიდოს თორე ცოდოა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jan 2013, 22:13 | ||
Jaguar paw
იოხუნჯე შენ dimiendeladze წითელ კუებზე არსებობს ძველი სსრ დროინდელი პატარა ბუკლეტი აფსოლიტურად ყველანაირი ინფორმაციაა დაწყებული მოვლით გამრავლებით დამთავრებული და ხომ არ გაქვს შენ ეგ? |
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 22:15 |
Jaguar paw dimiendeladze ეგრე ბეჰემოტიც მომწონს, მაგრამ სახლში კი არ მომყავს, უჰ! ლამაზი ბაკანი აქვს და რა ვქნა?! კიდევ, ეს მომწონს http://www.radikal.ru ახლა ამასაც გამოიუქმებენ. |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 22:16 | ||||
Hawley
აჰა M-A-S-E-R-A-T-I
|
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 22:16 | ||
რად უნდა კუს აცრები?! |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:17 |
MITIATO ამას იშოვი საქართველოში მარა ეს უარესი აგრესიული ბეჰემოტი იზდება ყავდა jaguar paw ს და კითხე |
Posted by: Hawley 8 Jan 2013, 22:20 |
MITIATO იმის ბაკანის ჩვეულებრივ კუზე გადმოტანის ვარიანტი არ არის? |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:21 |
MITIATO რა აცრები რა სისულელეა |
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 22:22 |
dimiendeladze არა, ბაყაყებს თუ შეველიე (ცუდად ამოვიჩემე, რაღაც ) და კუს ყიდვა გადავწყვიტე, წითელყურა კუს ვიყიდი. გიჟი და გადარეული ძაღლი მეყოფა. რამდენი უნდა გყავდეს. თუ არ აქვს მნიშვნელობა? |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:25 |
MITIATO 2 კაია ერთობიან ხოლმე ერთად ისე არააქ მნიშვნელობა რამდენი იქნებიან. ისე ჯობია 1 კასპიური,1 წითელყურა დ 1 ემის ორბიკულარისი გყავდეს სუ წითელყურების ყოლას |
Posted by: ebi_chan 8 Jan 2013, 22:25 | ||
Hawley თუ მიუშვერ თითს გიკბენს ალბად ქქქქქქქქქქქქქქქქქ... ესე იღრინება ხოლმე და სამკუთხედ პირს აღებს აცრებზე ალბად ხუმრობ ) კი ეგ აკავარიუმი ძალიან პატარაა კუსთვის, თან აუცილებელია ქონდეს ხმელეთზე ამოსასვლელი რომ მუცელი გაიშროს ხოლმე თორე მოკვდება ჭამით უმ თევზის ხორცსაც კარგად მიირთმევს (ზოგი ცოცხლებს აჭმევს ) ადრე პატარები მყავდა იგივე ჯიში და მწვანილებს ვაჭმევდი, ხო კალიები უყვარს ძალიან :შ ჩემი ქმარი აჭმევს ხოლმე და მე ვერ ვიტან მაგრამ ძირითადად მაინც თავის სპეციალურ საჭმელს ვაჭმევ წვრილი კორმივით არის რაღაც http://www.youtube.com/watch?v=5hyTWuDdZO4 ეს არის 2009 წლის ვიდეო და ამ დროს უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც ვიყიდეთ, ესეიგი მეხუთე წელია რაც მყავს)) რო ვიყიდე ერთი წლის არისო მითხრეს მაგრამ არაფრის აზრზე არ იყვნენ იმიტო ვიყიდე რო ძლიან პატარა აკვარიუმში ყავდათ და შემეცოდა ჰოდა შემრჩა ასე თან ჭამაზე მითხრეს ერთი ცალი კორმი გადაუმტვრიე და ის ჩაუგდე ყოველდღეო :| რარაცეები წავიკითხე ნეტში და მინუმუმ 8 ცალს ვაჭმევდი რა 1 საწყალი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jan 2013, 22:26 |
dimiendeladze იგნორირდა ჩემი კითხვა ? რა მეკუება საერთოდ? http://smayliki.ru/smilie-1031506407.html |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:29 |
M-A-S-E-R-A-T-I ბოდიში გამომჩა არა სამწუხაროდ არ მაქვს |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 22:30 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
ძველი მეთოდები არ ვარგა |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:32 |
Jaguar paw კი ეგრეა აადვილებს გამრავლებას |
Posted by: nat_ka86 8 Jan 2013, 22:33 |
ვა, გილოცავთ ახალ თემას, განსაკუთრებით, დიმის იმდენი ილაპარაკეთ კუებზე, ლამის მეც მოვიყვანო |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 22:34 | ||
dimiendeladze
კონკრეტულად თუ შეიძლება კერძოდ რა უპირატესობა აქვს ჩვეულებრივ ქვიშასთან შედარებით? |
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 22:35 | ||
dimiendeladze სქესს არ აქვს მნიშვნელობა? ერთი სქესის კუები ხომ არ ჩხუბობენ? (გალაპაგოსის კუებზე მაქვს ნანახი რა სასტიკი ორთაბრძოლები აქვთ ხოლმე გამრავლების დროს).
მე რომ მარტო წითელყურა მომწონს? თან იძინებენო და არ მინდა რომ დაიძინონ. |
Posted by: Hawley 8 Jan 2013, 22:35 |
კუ ნინძაა? გათამამებული გყავთ და იმიტომ, აარტყი ერთი ორჯერ და მიხვდება ვისთან აქვს საქმე. მე თევზები მყავდა, მტაცებლები, ძალიან მენატრებიან. მაშინ მობეზრებული მქონდა მაგათი წყლის ცვლა და ჭამა. სულ ჩხუბობდნენ ხოლმე. მრავლდებოდნენ კიდეც, ერთ ცალს 50 თეთრად იბარებდნენ :დ ყველას ვერ დავიტოვებდი და... მერე ახლობელს ვაჩუქე და სულელმა გამათბობელი დაშალა მეორეს ავაწყობ ამის პრინციპზეო, ისიც გააფუჭა და კიპტელნიკი ჩაუდო. რა მოხდა ამის შემდეგ თქვენ თვითონაც მიხვდებით ((( |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 22:36 | ||
ebi_chan
სწორს შვები, ასე გადაეცი ქმარს ვინკის არ მოხვედრია გემრიელად ეტყობა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jan 2013, 22:36 | ||||
dimiendeladze
ეხლა ყველაფერის ნახვა შეიძლება ნეტში მაგრამ ამაში ყველაფერია ერთადაა თავმოყრილი მე მქვს ეს წიგნი და თუ უახლოეს მომავალში მოვხვდები მაქეთ შრმიძლია წამოგიღო და ასლს გააკეთებ თხელია (ძაან ოდესმე იქნებ მეც დამიჭირდეს ) წითელყურას რაღაც დაავადება გაუჩნდა თვალზებზე და მხოლოდ აქ რეკომენდირებულმა საშუალებებმა განკურნა Jaguar paw
ვიცი ჩვეულებრივ არა მაგრამ ეს ვარგა ზუსტად იგივე რჩევებია ნეტშიც თუნდაც გამრავლებასთან დაკავშირებით ძაან მაგარი წიგნია ბათუმის დელფინარიუმიდან ვითხოვე გადასაქსეროქსებლად |
Posted by: MITIATO 8 Jan 2013, 22:37 | ||
სუპი გემრიელი გამოუვიდა? |
Posted by: dimiendeladze 8 Jan 2013, 22:41 |
MITIATO არა არ ჩხუბობენ წითელყურა არაა აგრესიული კუ და თან თუ პატარას ყიდულობ ვერ გაარჩევ სქესს კი არაა პრობლემა მარტო წითელყურები რო გყავდეს თან საქართველოში ყველა ზოო მაღაზიაშია Jaguar paw თითქმის არანაირი ჩვეულებრივ ქვიშაშიც უპრობლემოდ გამრავლდებიან მარა ეს უფრო აადვილებს ზუსტად როგორ არ ვიცი |
Posted by: Jaguar paw 8 Jan 2013, 22:57 | ||||
dimiendeladze
ცოტა კონრკეტულად თუ შეგიძლია გასაგებია, რომ უფრო აადვილებს, მაგრამ რის ხარჯზე? მაგალითად ინკუბატორში ჩავყარე ეს ქვიშა და რას მიკეთებს მერე? უკეთესად ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურას, ჰაერს უკეთ ან უარესად ატარებს, უფრო მალე ან ნელა შრება? ნუ დაიზარებ, მინახე ეს ინფო. Hawley
კი, და ის მეორე კატა კი არა, სპლინტერი სენსეია და ვიდეოზე კი სწავლების პროცესია გადაღებული |
Posted by: dimiendeladze 9 Jan 2013, 00:07 |
Jaguar paw რაც იყიდება რამდენიმე ტიპის არის - ქოქოსის ქერქისგან დამზადებული, ვერმიკულიტი და პერლიტი. ქოქოსს სპეციალისტები არავის არ ურჩევენ, მჟავეა და ლპება, ასე რომ ბაქტერიებისთვის კარგ პირობებს ქმნის. ვერმიკულიტი კარგად ატარებს ჰაერს, მსუბუქიც არის, მაგრამ დასველებისას ან გაშრობისას ფერი არ ეცვლება, ამიტომ ვერ ატყობს ტერარიუმისტი თავის დროზე, უნდა მორწყას თუ არა ინკუბატორის სუბსტრატი, კერძოდ კი ვერმიკულიტი. პერლიტი კი თითქმის იგივე ქვიშაა, ვულკანური წარმოშობის ქანაა, რომელიც დასველებისას მუქდება, ამიტომ უბრალოდ შეხედვისას ადვილად დასადგენია, მოვიდა თუ არა სუბსტრატის მორწყვის დრო. სპეციალისტები ხალხს ურჩევენ პერლიტს. |
Posted by: Jaguar paw 9 Jan 2013, 09:01 |
გასაგებლარია. ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, |
Posted by: Jaguar paw 9 Jan 2013, 20:01 |
სქესის გარჩევა იმ კუებში, რომლებიც ჩვენთან იშოვება რა ასაკში შეიძლება და როგორ? |
Posted by: dimiendeladze 9 Jan 2013, 21:33 |
Jaguar paw გარჩევა შეილება 2-3 წლიდან,მამალი იზდება დედალზე 2 ჯერ პატარა და მუცელი აქ შეწეული დედალს რო კომფორტულად დააჯდეს |
Posted by: Jaguar paw 9 Jan 2013, 21:48 | ||
dimiendeladze
სხვა არაფრით? მგონი რაღაცას წერდი კლანჭების სიგრძეზე ... წესით კუდითაც ხომ უნდ აირჩეოდეს, როგორც ხმელეთისაში, გრძელი თუ არის, ე.ი. მამალია და პირიქით. |
Posted by: dimiendeladze 9 Jan 2013, 21:53 | ||
კი კიდე მამლებს გრძელი ფჩხილები აქ და გრდძელი კუდი და დედალ მოკლე აქ კუდიც და ფჩხილებიც თან მამალლ უფრო მუქი ბაკანი აქ |
Posted by: Jaguar paw 9 Jan 2013, 22:07 | ||
dimiendeladze
რომელიმე სახეობას თუ ყველა კუს, რომელიც იშოვება ჩვენთან? |
Posted by: dimiendeladze 9 Jan 2013, 22:29 |
Jaguar paw კასპიურში,წითელყურაში და ევროპული ჭაობის კუში ეგრეა,ბრილიანტოვი კუშიც და map turtle შიც |
Posted by: CHINGO1979 10 Jan 2013, 01:30 | ||||
Jaguar paw
ჩვენ ტბებში ესენი ყინვების დროს როგორ ძლებენ ზამთარში თუ 18 გრადუსია მინიმალური? |
Posted by: dimiendeladze 10 Jan 2013, 01:44 |
CHINGO1979 ეს აკვარიუმის ტემპერატურაა,ისე ზამთარში იძინებენ ზოგი ვერც უძლებს ყინვას ზოგი ხმელეთზე ამოდის და იქ იძინებს |
Posted by: iuzrneimi 10 Jan 2013, 09:47 |
20-0 ლიტრიანი აკვა უნდა თუ 200 ლიტრი წყალი უნდა ესხას? (ანუ აკვას ნახევარი ხომ ივსებადა...) |
Posted by: dimiendeladze 10 Jan 2013, 13:08 |
iuzrneimi 200 ლიტრიანი აკვარიუმი ჭირდებათ ან უფრო დიდი და მერე შენ რამდენსაც გინდა იმდენს ჩაასხავ ან ნახევარს ან უფრო მეტს მარა ბოლომდე არა,ამოსასვლელიც რო ქონდეს თავსაც ყოფდეს წყლიდან და აკვარიუმიდან გადმოსვლა არ შეეძლოს |
Posted by: iuzrneimi 11 Jan 2013, 01:17 |
UPPPPPP ამ თემას არ ჩაიკარგოს |
Posted by: mari_tamro 11 Jan 2013, 12:24 |
რა სილამაზეა უახლოეს მომავალში ვაპირებ წითელყურა კუს შეძენას |
Posted by: mari_tamro 11 Jan 2013, 12:36 |
Posted by: nat_ka86 11 Jan 2013, 13:07 |
mari_tamro კი, საყვარლები არიან, მეც შეიძლება გავაკეთო პატარა ტერარიუმი კუსპარებისთვის |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 13:27 |
nat_ka86 ხუმრობ ხო? ვიცი როგორ არ გიყვარს კუები mari_tamro კაი ტერარიუმი აგირჩევიათ |
Posted by: nat_ka86 11 Jan 2013, 13:30 |
dimiendeladze არა, ცდები კუები მიყვარს, ოღონდაც არა აკვაში ჩემს თევზებთან ვერაფრით ვერ გავუშვებდი კუს, სულ რომ ოქროს ბაკნიანი იყოს ცალკე, რატომაც არა |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 13:32 |
nat_ka86 შენი თევზებიდან მარტო ასტრიკასთან ერთად შეილება კუ ოღონდ რო გაიზდება მერე. |
Posted by: nat_ka86 11 Jan 2013, 13:33 |
dimiendeladze ეხლა ჩემს გიჟებს რომ პატარა კუ ჩავსუსვა, ბაკანიღა დარჩება ისედაც, არ მიმაჩნია სწორად აკვაში, ხომ იცი ცალკე, თუ მოვუნახე ადგილი, შეიძლება პატარა კუ ვიყოლიო |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 13:36 |
nat_ka86 კი მეც მყავდა ჩემი პატარა კუ ერთი დღე აფრიკებთან და კინაღამ გაბდღვნეს ძლივს გამოვაცალე პირიდან |
Posted by: nat_ka86 11 Jan 2013, 13:41 |
dimiendeladze საწყალიი |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 13:46 |
nat_ka86 მაგას კიარა ,დიდი კუ რო მეჯდა გახსოვს? მაგასაც კბენდნენ ხოლმე |
Posted by: nat_ka86 11 Jan 2013, 13:54 |
dimiendeladze აბა მაგას არ ვამბოობ, არ შეიძლებაა, არაა |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 14:07 |
nat_ka86 აფრიკებთან არ შეილება,მარა რო გითხრა ჩემ დიდ კუს ტკიოდა მაგათი ნაკბენითქო დაიჯერებ? მარა ამერიკებთან ამდენი ხანია უკვე მყავს,და რანაირად არ შეილება? |
Posted by: marisaxo 11 Jan 2013, 15:32 |
გამახარა ამ თემამ.....მაგრამ რომ წავიკითხე ჩემი ცუ შემეცოდა და ჩემი თავიც, საკმაოდ რთული მოსავლელი ყოფილა.. აი განახებთ ჩემსას და მიხვდებით რომ ცოდოა..მაგრამ გპირდებით გამოვსწორდები:D |
Posted by: marisaxo 11 Jan 2013, 15:40 |
.................................................................................................................................... |
Posted by: mari_tamro 11 Jan 2013, 16:27 |
marisaxo რა საყვარელია რა სასაცილო კუდი აქვს ტერარიუმს ვარჩევ ეხლა, შეიძლება დავამზადებინო, ისე აქამდე არ დავკვირვებივარ და ალბათ იქნება ზოომაღაზიებში, ძალიან მინდა ესეთი პაწუკა ადრე მყავდა, მაგრამ მოვლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, ეხლა უკვე სათანადოდ მოვუვლი |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 20:34 |
marisaxo ევროპული ჭაობის კუ გყავთ,აკვარიუმი ძალიან პატარაა თან კუსთვის მრგვალი აკვარიუმი არ გამოდგება ეხა უყიდე 50-70 ლიტრი აკვარიუმი ან დაამზადებინე,ნომერს მოგცემ როცა დააპირებ აკვარიუმის გაზდას და 60 ლარში 60 ლიტრიან დაგიმზადებს,ქვებსაც მოაყოლრბს,გადახურვასაც,განატებასაც * * * mari_tamro ეხა ზოო მაღაზიაში ყავთ 70 % დაავადრბული კუები და ამიტომაც ვინმე მცოდნესთან ერთად გირჩევსთ აარჩიოთ კუ თორემ დიდი შანსია ავადმყოფი გამოდგეს |
Posted by: nat_ka86 11 Jan 2013, 20:47 | ||
dimiendeladze
რომ არ კვდება, იმას არ ნიშნავს რომ კარგად არის და ბედნიერად |
Posted by: Jaguar paw 11 Jan 2013, 20:48 | ||
nat_ka86
აკვასაც გააჩნია, დამიჯერე. |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 20:55 |
nat_ka86 ვერ ვხვდები ვინ არ კვდება? |
Posted by: nat_ka86 11 Jan 2013, 21:15 | ||
dimiendeladze
ფიდელკასტრო კუ, ვისზე უნდა გითხრა |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 21:20 |
nat_ka86 რატო უნდა მოკვდეს ან რატო არარი ბედნიერი ეგ მითხარი მაშინ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jan 2013, 21:32 |
წყლის კუს კლასიკური აკვა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებით, თუ რამე გამომრჩა ჩაამატეთ http://www.radikal.ru |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 21:34 |
M-A-S-E-R-A-T გამათბობელი გამოგჩა.ისე კაია |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jan 2013, 21:38 | ||
dimiendeladze
გამათბობელი თერმომეტრი მქონდა მე ანუ ოპტიმალურ ტემპერატურას აღწევდა და ითიშებოდა ცვლილებისას ავტომატურად ირთვებოდა და ისევ ათბობდა თუმცა წითელ ყურას შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენს ვფიქრობ ჩემი მაინც ყოველთვის ქვაზე იჯდა და ფეხებგაშხლართული იღებდა "ნათურის აბაზანებს " არც გრუნტი მქონდა წყალი მალე ბინძურდებოდა (თევზებს მწერებს და ლოკოკინებს ვაჭმევდი და წყალს ფილტრიც ვერ უმკლავდებოდა) ამიტომ გადავწყვიტე გრუნტი რომ ზედმეტი იყო. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: nat_ka86 11 Jan 2013, 23:00 |
dimiendeladze ვფიქრობ იმიტომაა შეუფერებელი კუ და თევზები ერთ აკვაში, შეიძლება ერთმანეთი დააზიანონ, უკბინონ, გარკვეულად, სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება ორივე შესაბამისად, არაპროგნოზირებადია მათი მდგომარეობაც ნუ, ეს ჩემი აზრია და ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ დარწმუნებული ვარ, ჩემი ასტრიკებისთვის კუ კაი დელიკატესი იქნებოდა |
Posted by: dimiendeladze 11 Jan 2013, 23:20 |
nat_ka86 შენ ასტრიკებს დიდი ზომიდ კუსი შეეშინდებოდათ,ისე 400 ლ აკვაში კუს და თევზებს არ ხშირი შეხება ერთმანეთთან კუ ხშირქდ მცენარეზე ისვენებს და ხშირად ასასვლელზე ადის |
Posted by: bekgog 12 Jan 2013, 12:03 | ||
nat_ka86
შენი ასტრონოტუსები იქნებოდნენ კუსთვის დელიკატესი |
Posted by: nat_ka86 12 Jan 2013, 13:19 |
dimiendeladze კი, დიდი აკვა უფრო აადვილბებს საქმეს bekgog ახლა , ას წლოვან კუს თუ ჩავუსვამ აკვაში, კიი |
Posted by: kosta-rika 12 Jan 2013, 16:20 |
გამარჯობათ წითელყურა წყლის კუს ვყიდი ხომ არავის უნდა? |
Posted by: dimiendeladze 12 Jan 2013, 16:43 |
kosta-rika ზომით რამხელაა?სმ მაინტერესებს |
Posted by: kosta-rika 12 Jan 2013, 16:59 | ||
dimiendeladze
13 სმ იქნება დაახლოებით 5 წელია რაც მყავს შვილივით ვუვლი კუს თემაშია სურათები ულამაზესია |
Posted by: dimiendeladze 12 Jan 2013, 18:56 |
kosta-rika ერთს უნდოდა და იყიდა უკვე მარა მითხარი რამდენად ყიდი მაინც და დედალია თუ მამალი თუ იცი თუ არადა ფოტო დადე და მივხვდები. და ისე რამხელა აკვაში გიზის? |
Posted by: bekgog 12 Jan 2013, 21:04 |
dimiendeladze დიმი, მაინტერესებს ამ თემაში დადო სურათები ერთმა ჭაობის კუ ყავდა 3 ლიტრიან მრგვალ აკვარიუმში , არ გაზრდილაო წერს, რა მაინტერესებს ანუ თუ პატარა აკვარიუმში გყავს , არ იზრდება კუ ???? |
Posted by: dimiendeladze 12 Jan 2013, 21:10 |
bekgog კი იზდება მარა იმხელა არა რამხელაც დიდ აკვარიუმში. ეხა პატარა აკვარიუმში რო ზის ძაან ნელ ნელა იზდება შეუმჩნევლად,გააჩნია რამდენი ხანია რაც ყავს |
Posted by: Glenn Quagmire 12 Jan 2013, 21:43 | ||
dimiendeladze
პატარაში რატო არ გაიზრდება ბონსაია? მემგონი თუ კარგად აჭმევ მოუვლი და უპატრონებ მნიშვნელობა არ აქვს რამხელაა აკვა |
Posted by: dimiendeladze 12 Jan 2013, 22:35 |
Glenn Quagmire ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ რამხელა აკვაში ზის ))))) |
Posted by: Jaguar paw 12 Jan 2013, 22:54 | ||
Glenn Quagmire
საქმეც იმაშია, რომ პატარა აკვაში სათანადოდ ვერ მოუვლი. პირველ რიგში მალე დაბინძურდება წყალი, მეორე კი სასიარულო ადგილი ბევრად ნაკლები ექნება, რაც ძალიან ცუდია ასეთი საკმაოდ მოძრავი არსებისთვის. |
Posted by: gio1998 12 Jan 2013, 23:09 |
Maqvs 40 litriani akvariumi da mkavs ori cali patara tsitel yura ku da sakmarisia tu ara |
Posted by: dimiendeladze 12 Jan 2013, 23:11 |
gio1998 კი სანამ პატარაა ეყოფა მარა რო გაიზდება უნდა გაზარდო აკვარიუმის მოცულობა.კიდევ რა გაინტერესებს? |
Posted by: gio1998 12 Jan 2013, 23:18 |
dimiendeladze Kaspiuri kus datreva minda da sad sheileba? |
Posted by: dimiendeladze 12 Jan 2013, 23:19 |
gio1998 ზოო მაღაზია ბუნებაში ყავთ,ოღონდ დიდები 40 ლში არ წავა ისე ზოო მაღაზიებში ყავთ ხანდახან,და კიდე ნომ ნომში პასაჟში |
Posted by: gio1998 12 Jan 2013, 23:23 |
dimiendeladze Da ra tevzebi sheileba kaspiurtan da tsitelyurastan? |
Posted by: dimiendeladze 12 Jan 2013, 23:25 |
gio1998 შენ აკვარიუმში არცერთი და დიდს თუ გააკეთებ მერე ამერიკული ციხლიდები(მანაგუა,ასტრონოტუსი,ციტრინელა და სხვები პირანია პაკოებიც შეგილია |
Posted by: gio1998 12 Jan 2013, 23:30 |
dimiendeladze Afrikuli cixlidebi ara? |
Posted by: dimiendeladze 12 Jan 2013, 23:32 |
gio1998 არა,შეჭამენ,მარა დიდ აკვარიუმებში უზით 1000 ლიტრაზე მეტში სადაც ვერ დაიჭერენ კუები |
Posted by: gio1998 13 Jan 2013, 00:09 |
dimiendeladze Bicho dimi da ramxela gavaketo mere shechema? |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 00:26 |
gio1998 200 ლიტრა,ერთად წავიდეთ და გავაკეთებინოთ რო გაიზდებიან |
Posted by: bekgog 13 Jan 2013, 00:29 | ||
Glenn Quagmire
დაახლობით მაგნაირად ჯუჯავდება თევზიც და კუც ალბათ |
Posted by: kosta-rika 13 Jan 2013, 13:12 | ||
dimiendeladze
რავი საშუალოში სურათი აქ არ მაქვს სამწუხაროდ ფასი 50 ლარი |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 13:17 |
kosta-rika ხუმრობ ? რა 50 ლარი ? 30 ზე ძვირად კუ მაღაზიაში არ მინახავს |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 15:46 |
kosta-rika მე გადავიხდი თუ მამალია ოღონდ სურათი მინდა |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 16:55 |
M-A-S-E-R-A-T-I აბა დრო არ მაქო ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 18:51 | ||
dimiendeladze
გამოვნახავ თუ მამრი აღმოჩნდა, იმდენი ვეზებე და ვერ ვიპოვე ვერაფრით თავის დროზე იქნებ ეხლა მაინც |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 18:53 |
M-A-S-E-R-A-T-I მე მყავს ორი მამალი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 18:54 | ||
dimiendeladze
მერე ყიდი? |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 18:59 |
M-A-S-E-R-A-T-I არა რას ვყიdი ჩემი საყვარელი კუები არიან ეგენ. 2 წიტელყურა მყავს მამალი და ემის ორბიკულარისიც მამალია |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 19:17 | ||
dimiendeladze
ჰო აბა მაშინ მიხარია რო გყავს იქნებ დედალიც იშოვო და გამრავლება სცადო თუ ოპტიმალურ ტემპერატურას დააყენებ ინკუბაციისას ყველა მამალი გამოვა.. |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 19:24 |
M-A-S-E-R-A-T-I კი მყავს დედალი 19 სმ ,4 წლი ნახევრის,მამალიც მაგხელაა და 6 ის რო გახდება გავამრავლებ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 19:40 | ||
dimiendeladze
2 წლის მერე შვილები მეყოლება მოსავლელი მაგათი დრო სადღა მექნება მარა მადლობა მაინც |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 19:44 |
M-A-S-E-R-A-T-I ეხა ყიდულობ კოსტა რიკასგან კუს? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 20:02 | ||
dimiendeladze
თუ მამრი არაა არა |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 20:10 |
http://forum.ge/?showtopic=34408810&hl= აი აქ უდევს ოღონდ ზუსტად ვერ გავარჩიე დედალია თუ მამალი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 20:16 | ||
dimiendeladze
არა დედალია ეგ მაგათ გარჩევას რა უნდა მარტივია: გრძელი კუდი და მოგრძო ბაკანი გრძელი ფრჩხილებთ შეიძლება კიდევ აქვს რაღაც გრძელი, მაგრამ მე სულ ამ ინფოს ვფლობ და ერთხელ მყავს რეალში ნანახი |
Posted by: gio1998 13 Jan 2013, 20:17 |
dimiendeladze bicho dimi zoo bunebas saiti ar aq? |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 20:18 |
M-A-S-E-R-A-T-I მამლის შოვნა რთული არარი,გაზაფხულზე ყრია დიდი წითელყურები |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 20:20 | ||
dimiendeladze
სად ყრია კაცო წლებია ვეძებ |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 20:22 |
gio1998 არა მარა რაც ყავთ ყველაფერო მაი მარკეტზე აქვთ გამოქვეყნებული M-A-S-E-R-A-T-I ამ გაზაფხულზე გპირდები რო გაშოვნინებ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 20:26 | ||
dimiendeladze
ისეთი უნდა იყოს რომ ეტყობოდეს ნიშნები ანუ არც ძალიან პატარა და არც ძალიან დიდი ასაკოვანი არ მინდა ზედმეტად, რეპროდუქციული ფუნქცია რომ ჰქონდეს დაკარგული ეგეთი, ვნახოთ აბა როგორ მაშოვნინებ |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 20:28 |
M-A-S-E-R-A-T-I მეთითონ ვიშოვე და ხშირად მხვდება ხოლმე რო მცოდნოდა რო გინდოდა გეტყოდი,ჩემ იმედზე იყავი |
Posted by: kosta-rika 13 Jan 2013, 20:35 |
M-A-S-E-R-A-T-I ნამდვილად იცი რო დედალია? არადა კუკური დავარქვი იქნება ცდები ა |
Posted by: dimiendeladze 13 Jan 2013, 20:39 |
kosta-rika დადე მაშინ სურათები გული რო გამოუჩდეს კარგად ფრჩხილებიც და კუდიც |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 20:42 | ||||
dimiendeladze
kosta-rika
არ ვცდები ნაღდად დედალია სახელს რა მნიშვნელობა აქვს.. ჩემსას ბუტო ერქვა 1-2 წლის შემდეგ გავიგე რო მდედრი იყო |
Posted by: gio1998 14 Jan 2013, 00:15 |
dimiendeladze dimi mymarketze yvelaferia ragaceebi ver vipove? |
Posted by: dimiendeladze 14 Jan 2013, 00:17 |
gio1998 კი ყველაფერი დევს პატარა თევზების გარდა მგონი ბარბუსებიც არ დევს |
Posted by: bekgog 14 Jan 2013, 01:27 |
dimiendeladze მამალის შოვნა ძნელია ? 6 წელი უნდა ელოდ სანამ გამრავლდეიან ? რა ამბავია იმენა საშვილიშვილო ლოდინი გიწევს |
Posted by: dimiendeladze 14 Jan 2013, 01:50 |
bekgog დედლები ბევრად მეტი ყავთ. 6 წელი რო დაიბადებიან მაგის მერე თორე იყიდე 6 წლის და გაამრავლე პირდაპირ |
Posted by: marisaxo 14 Jan 2013, 22:15 |
ჩემი ცუ მცოდნეებო ...აქვს ამას თვალების ავადმყოფობა რამე? თუ ასე, ვიზუალურად არ ემჩნევა? http://www.flickr.com/photos/datoforest/8381342600/ http://www.flickr.com/photos/datoforest/8381342600/ by http://www.flickr.com/people/datoforest/, on Flickr |
Posted by: dimiendeladze 14 Jan 2013, 23:36 |
marisaxo რაღაც არ ეტყობა დაავადება მარა უკეთესი სურათი დადე ან ვიდეო და გეტყვი M-A-S-E-R-A-T-I აღიარე რო მაგარი ვარ.გიშოვე მამალი წითელყურა 20 ლარად |
Posted by: dimiendeladze 16 Jan 2013, 15:02 |
იმედია შემოგვივლის მასერატი გაზაფხულამდე იაქტიურეთ რა დასვით უხვი რაოდენობის კითხვები დადედ თქვენი აკვარიუმის ვიდეობი ფოტოები რამე :/ |
Posted by: Kraken 16 Jan 2013, 18:07 |
dimiendeladze ესეთები იშოვება ტიფლისში ? http://www.radikal.ru კუები იკბინებიან ? შენთვის თუ უკბენიათ? |
Posted by: dimiendeladze 16 Jan 2013, 18:23 |
Kraken არა არ იშოვება ეგეთები. კი მიკბინა 2 წლის წინ სისხლი მადინა ჩემმა ცნობილმა ფსიხმა კუმ |
Posted by: Jaguar paw 16 Jan 2013, 18:24 | ||
dimiendeladze
კაი. რა ტემპერატურაზე იჩეკებიან წითელყურა მამლები და დედლები? |
Posted by: dimiendeladze 16 Jan 2013, 18:28 |
Jaguar paw 18 გრადუსზე დაბალზე იჩეკებიან მამლები და 18 გრადუსზე ზევით დედლები |
Posted by: Jaguar paw 16 Jan 2013, 18:33 |
dimiendeladze, ძნელად წარმოსადგენია, 18 გრადუსზე გამოიჩეკოს წითელყურა კუ, უფრო დაბალ ტემპერატურაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. მამლები 22-28 გრადუსზე ინკუბაციის დროს იჩეკებიან, დედლები 28 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურის დროს 18 გრადუსზე არც განვითარდება კვერცხი. |
Posted by: dimiendeladze 16 Jan 2013, 18:35 |
Jaguar paw წითელყურა არ წამიკითხავს,ევროპული ჭაობის კუზე და კასპიურზე ეგრეა |
Posted by: Jaguar paw 16 Jan 2013, 18:36 |
dimiendeladze, მერე მე რომელზე გკითხე? კარგი, გეცოდინება ეხლა. |
Posted by: bekgog 16 Jan 2013, 18:37 |
dimiendeladze Jaguar paw ვა ტემპერატურაგანსაზღვრავს მაგათ სქესს ?? რატო , რაში სჭირდებათ ეს ? |
Posted by: Jaguar paw 16 Jan 2013, 18:45 |
bekgog, გიპასუხოს დიმიმ თუ ვერ გეტყვის, აგიხსნი მაშინ. |
Posted by: nat_ka86 16 Jan 2013, 19:06 |
bekgog სავარაუდოდ, სქესის ჩამოყალიბება განვითარების ბოლო ეტაპზე ხდება, დედალს უფრო რთული ორგანოები უნდა განუვითარდეს, რაც დაბალ ტემპერატურაზე არ ხდება თუ არ დახვდა ჩანასახს შესაბამისი ტემპერატურა, მაშინ მამლად ყალიბდება, იმიტომ რომ, მამრები, როგორც წესი, უფრო მარტივი ქმნილებები არიან ეს არის ჩემი კომენტარი |
Posted by: Jaguar paw 16 Jan 2013, 19:11 |
nat_ka86, ეგ არის ფემინიზმური ევოლუციის თეორია? |
Posted by: nat_ka86 16 Jan 2013, 19:14 | ||
Jaguar paw
აბა რაა |
Posted by: Jaguar paw 16 Jan 2013, 19:20 | ||||
nat_ka86, მართლა რომ bekgog
ტემპერატურა კუს სახეობების 1/4-ში საზღრავს მათი შთამომავლობის სქესს.
რაში სჭირდებათ? ორივე სქესის წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის კონტროლის ერთ-ერთი ევოლუციური გზაა. თვითონ ინკუბაციის ტემპერატურა დამოკიდებულია არა მარტო ჰაერის ტემპრატურაზე, ასევე ბუდესშიდა ტემპერატურაზე. სხვადასხვა სიღრმის ბუდეები ხელს უწყობენ კვერცხების განსხვავებულ ტემპერატურაზე ინკუბაციას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ 22-27 გრადუსამდე მხოლოდ წითელყურა მამლები გამოიჩეკებიან და 28-ზე მაღალ ტემპერატურაზე მხოლოდ დედლები. არის რაღაც შუალედი, ვთქვათ 27-29 გრადუსის ფარგლებში, როდესაც ორივე სქესის წარმომადგენლები იჩეკებიან. აქედან 27-28 გრადუსის ფარგლებში გამოჩეკილი კუების უმეტესობა მამლები იქნებიან და პირიქით, 28-29 გრადუსის ფარგლებში ინკუბაციისას, უმეტესობა დედალი გამოვა ასევე გეცოდინება, რომ ცხოველების უმეტესობაში სქესი X და Y ქრომოსომებზე არის დამოკიდებული. XY თანმიმდევრობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ მამალი დაიბადება, XX - კი დედალი. აი აბსოლუტურად ყველა ნიანგისებრში და კუების 1/4-ში ქრომოსომების ტიპი (ანუ X იქნება თუ Y) დამოკიდებულია გარკვეული ტემპერატურის ქვეშ გამოყოფილ ქიმიურ აგენტებზე, რომლებიც ერთ-ერთ ქრომოსომას ბლოკავენ გასაგებია? |
Posted by: Björk 16 Jan 2013, 19:34 |
––––––––––––––––––– |
Posted by: bekgog 16 Jan 2013, 19:48 | ||||
Jaguar paw
სერ ! დიახ სერ ! მადლობა საინტერესოა
ამას კი წავშლი გონებიდან |
Posted by: Björk 16 Jan 2013, 19:50 | ||
|
Posted by: dimiendeladze 16 Jan 2013, 20:11 |
Björk რამდენ ლიტრიანი აკვარიუმია? ცოტა უკეტესი ვიდეო გადაუღე კარგად რო გამოჩდეს მთლიანი აკვარიუმი |
Posted by: Björk 16 Jan 2013, 20:27 | ||
dimiendeladze
ჩემი ნაცნობისაა, ვკითხავ რაც გაინეტერესებს, ადრეც ყავდათ ცოტა უფრო დიდი იყო ის და წვეტიანი ცხვირი ქონდა და აგრესიული იყო, ზოოპარკში ჩააბარეს. |
Posted by: dimiendeladze 16 Jan 2013, 20:29 |
Björk არაფერი,მე მეგონა შენი იყო |
Posted by: bekgog 16 Jan 2013, 20:32 | ||
მაგარი ინფორმატიული ვიდეოა ყველაფერი მოყვა მოვლაზე, გაზრდაზე, პირბებზე იმენა პირველ პოსტში ჩასასმელია კარგი ქვები აქვს ა კუს პატრონს მომეწონა კუც რათქმა უნდა |
Posted by: Kraken 16 Jan 2013, 20:35 | ||
|
Posted by: nat_ka86 16 Jan 2013, 21:10 | ||
bekgog
სამაგიეროდ, მე უფრო მარტივად ავხსენი |
Posted by: Björk 16 Jan 2013, 21:14 | ||
bekgog
|
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Jan 2013, 22:31 | ||||
Jaguar paw
საკუთარ ამპლუაში ხარ ხო?... რაღას ეკითხები თუ იცი?
აპრიორი გასაგებია, მაგრამ თქვენ ისიც გეცოდინებათ გამრავლება რა ასაკიდან შეუძლიათ და როდემდე აქვთ ლიმიტირებული რეპროდუქციული ფუნქციები |
Posted by: Jaguar paw 16 Jan 2013, 22:43 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I
დამისვითო კითხვებიო და რა მექნა აბა? რავი, მარტივი კითხვა იყო მგონი ))
დიახ, დიახ. მართალი ბრძანდებით პატივცემულო მასერატი. როგორც წესი, ეს დამოკიდებული ცხოველის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ზოგი წითელყურა 50 წლის ასაკსაც კია ღწევს! თუმცა, როგორც წესი, 30 წლის ზემოთ აღარ მრავლდებიან ან მცირდება კვერცხვების რაოდენობა... |
Posted by: BEB-777 17 Jan 2013, 01:45 |
გაუნარჯოს ყველას. ყველაფრის წაკითხვა გამიჭირდება, მაგრამ ამის მერე ვეცდები ფორუმში ჩავერთო. |
Posted by: CHINGO1979 17 Jan 2013, 02:46 |
შესაძლებელია რომელიმე ჯიშის ტერარიუმში თუ აკვარიუმში გამრავლება და როგორ პირობებში, ტემპერატურა წყლის უნდა იყოს 22-27 გრადუსი თუ ზემოთ უნდა მოუწყო რამე? |
Posted by: dimiendeladze 17 Jan 2013, 02:54 |
ხმელეთზე დებს კუ კვერცხებს და წყალშიც მაღალი ტემპერატურა უნდა იყოს 30 გრადუსი,და ხმელეთზეც ქვიშა ჭირდებათ სპეციალური წინა გვერდებზე წერია ყველაფერი ამის შესახებ |
Posted by: Jaguar paw 17 Jan 2013, 11:17 | ||
dimiendeladze
ვერ გავიგე ეს წინადადება. ხმელეთზეც და წყალშიც დებს კვერცხებს თუ ხმელეთზე დებს, ხოლო წყლის ტემპერატურა 30 გრადუსი უნდა იყოს? მძიმეები გამოიყენე წერისას, ზოგჯერ ვერ ვიგებ შენს ნაწერს |
Posted by: CHINGO1979 17 Jan 2013, 13:37 |
ხმელეთზე რამდენი უნდა იყოს ტემპერატურა (ქვიშა სადაც იქნება იქ)? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jan 2013, 13:50 | ||
Jaguar paw
სხვა გზა არ დაგიტოვა ხო? მეც დავუსმევ ერთ რიტორიკულ კითხვას dimiendeladze რა სახის საკვები შეიძლება მივცეთ დანამატის სახით იმასთან ერთად რაც ზოომაღაზიებში იყიდება? |
Posted by: dimiendeladze 17 Jan 2013, 13:56 |
Jaguar paw წყალშიც შეილება დადოს მარა ის კვერცხი არ გამოიჩეჯება,ხმელეთზეც და წყალშიც უნდა იყოს მაღალი ტემპერატურა წყალში 30 და ხმელეთზე 22-32 და თან ხმელეთზე უნდა იყოს სპეციალური ქვიშა M-A-S-E-R-A-T-I თევზის როგორც ცოცხალი ასევე ფილე,სალათის ფურველი,მატლები,კრევეტები,დაფნია,სტაფილო |
Posted by: Jaguar paw 17 Jan 2013, 13:58 | ||||
dimiendeladze, ოპ, ეგ სულ სხვა საქმეა მაგრამ
ღადაობ? M-A-S-E-R-A-T-I
|
Posted by: dimiendeladze 17 Jan 2013, 14:05 |
Items to Feed Red Eared Sliders Feeder Items: earthworms, crickets, waxworms, earthworms, silkworms, aquatic snails, blood worms, daphnia * * * Jaguar paw აბა ეს რაარი? daphnia ?? |
Posted by: Jaguar paw 17 Jan 2013, 14:48 |
dimiendeladze, ჰო და მაგის დამწერი უნდა ჩამოკიდო ერთი ადგილით დაფნია იმდენად პატარაა, რომ ყურადღებასაც არ მიქცევს მაგას კუ, მითუმეტეს ზრდასრული კუ მაქსიმუმ 3 მილიმეტრი იყოს ზომაში დაფნია |
Posted by: dimiendeladze 17 Jan 2013, 14:59 |
Jaguar paw რაც დავწერე ეგენი ვიცოდი და მერე კიდე რამე ხოარარითქო და მოვძებნე თორე აზზე არ ვარ რაარი დაფნია |
Posted by: Jaguar paw 17 Jan 2013, 15:09 |
dimiendeladze, დასერჩე მერე და ნახავ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jan 2013, 15:17 | ||||||
dimiendeladze
წვიმის ხის ჭიები, კალიები ბუზები პეპლები... აქ ყველაზე საინტერესო ნადირობის პროცესია როდესაც ეპარება ძაან სასაცილოა ამ დროს ჩემსას პატარა ბაყაყებსაც და თავკომბალებსაც ვაჭმევდი Jaguar paw
ძაან მკაცრი ხარ შენ ალბათ სულ პატარები რომ არიან ხედავენ და წამენ კიდეც
მაგის გამრავლება ვერ შევძელ ვერაფრით 2 ჯერ წამოვიღე დიღმიდან რაღაც საფუარივით ფხვნილი თავისი ინსტრუქციითურთ მარა უშედეგოდ მაშინ ბარბუსების ლიფსიტები მყავდა |
Posted by: Jaguar paw 17 Jan 2013, 15:22 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I
ნწ, ვერა და არც გაეკარებიან
შენ ალბათ არტემიაზე იძახი ეხლა |
Posted by: vanika01 17 Jan 2013, 20:40 |
თუ იცით ეს კუ იგივე ტრიონიქსია? http://www.youtube.com/watch?v=JYKjNN9ofm0 |
Posted by: Jaguar paw 17 Jan 2013, 20:48 | ||
vanika01, არა, არა, აბსოლუტურად სხვა კუ არის ტრიონიქსი ავია, ეს კი უწყინარი ვეგეტარიანელი ღორისცხვირა კუა (Carettochelys insculpta). dimiendeladze
ეხლა ერთ რაღაცას დაგიწერ და დაიმახსოვრე. ამ ქვიშის გამოყენება მხოლოდ ინკუბატორშია მართებული. თვითონ აკვატერარიუმში ჩვეულებრივი წვრილი ხრეშიც წავა. კვერცხების ინკუბატორში გადატანა მაინც მოგიწევს ნებისმიერ ვარიანტში. |
Posted by: dimiendeladze 17 Jan 2013, 20:54 |
vanika01 რა ტრიონიქსი ჩემი ოცნების კუა * * * Jaguar paw აუცილებლად დავიმახსოვრებ, იმ წითელკუდა ლოქოზე მიპასუხე აკვარიუმში საშინელების დატროიალების შანსი არი? |
Posted by: vanika01 17 Jan 2013, 22:33 |
არსებობს შანსი აქ რომ მოიძიოს კაცმა ეგ კუ? * * * dimiendeladze თუ შენი ოცნების კუა აუცილებლად გეყოლება მალე |
Posted by: Jaguar paw 17 Jan 2013, 23:19 | ||
vanika01
არა. |
Posted by: dimiendeladze 18 Jan 2013, 00:26 |
vanika01 საიდან თორე კი 1000 დოლარსაც გადავიხდიდი მაგ კუში ისე მომწონს * * * ვისაც გყავთ წყლის კუ დადეთ ყველამ თქვენი აკვარიუმის ვიდეოები |
Posted by: ზატოიჩი 19 Jan 2013, 18:14 |
მაჩუქეს წითელყურა ჯერ 8-10 სმ-ია. რა ზომის აკვარიუმი (როგორ მოვაწყო), რა ვაჭამო და ა.შ. არ მყოლია არასდროს და იქნებ დამეხმაროთ რჩევებით |
Posted by: dimiendeladze 19 Jan 2013, 19:22 |
ზატოიჩი აკვაროუმი მინიმუმ 100-200 ლიტრი,წყალი ნახევარზე ცოტა მეტი ან ნახევარი,წყალი 23-26 გრადუსი და წყალში აუცილებლად ჭირდება სიმშრალე და სიმშრალესთან ნათურა 40-60 ან 100 ვატიანი,სხვა კონკრეტული კითხვა დასვით და გიპასუხებთ და დადეთ თქვენი კუს სურათი |
Posted by: Jaguar paw 19 Jan 2013, 19:30 | ||
dimiendeladze
ასეთი პატარა სხვაობაა 100 და 200 შორის? დაგეწერა მინიმუმ 100-120 ლიტრი ზატოიჩი, გაფორმება და მისი ვარიანტები შეგიძლია პირველ გვერდზე პირვლე პოსტში ნახო |
Posted by: dimiendeladze 19 Jan 2013, 19:33 |
Jaguar paw 100 დან 200 ლიტრამდე თვითონ რამხელასაც უნდა იმხელას გააკეთებს,თან 100-200 ლიტრს როწერ 150 ს მაინც გააკეთებს და ისე მაქსიმუმ 120 გააკეთოს |
Posted by: ზატოიჩი 19 Jan 2013, 20:56 |
dimiendeladze Jaguar paw ჯერ 50 ლიტ. ვფიქრობდი , ძალიან პატარააა. 1. სასმელი წყალი ცალკე უნდა ? 2. საკვები ხმელეთზე უნდა მივაწოდო და რამდენჯერ დღეში? (რაღაც გამხმარი მატლები მომცეს ეხლა.) 3. ბაქანის გაწმენდა როგორ ხდება? ესააა |
Posted by: Jaguar paw 19 Jan 2013, 21:01 | ||||||
ზატოიჩი
არა.
წყალში. 2 წლამდე ყოველდღე, დღეში 2ჯერ.
არ წმინდავენ, მაგრამ თუ ზალიან დაბინძურდა - კბილის ჯაგრისით |
Posted by: dimiendeladze 19 Jan 2013, 22:22 |
ზატოიჩი პატარა ყოფილა შენ დაწერე 8-10 სმო და მაგიტო გითხარი ისე კი ეყოფა ერთი 6 თვე 50 ლიტრა და მერე რამხელაც დაგიწერე. |
Posted by: ზატოიჩი 20 Jan 2013, 04:29 |
Jaguar paw dimiendeladze არმეგონა 2-3 სმ სხვაობას ამხელა მნიშვნელობა თU ჰქონდა პრობლემა შემექმნა ძილზე. ხმელეთზე არ ადის, წყალში კიდე ყოველ 20-30 წუთში ეღვიძება/ან არც იძIნებს. წყალი 15-25 გრადუსის ფარგლებშია, ნათურაც მაქვს. ულტრაფიოლეტს ორშაბათს ვიყიდი ალბათ |
Posted by: dimiendeladze 20 Jan 2013, 13:09 |
ზატოიჩი თერმომეტრი იყიდე და გამათბობელი,სუ გქონდეს 25 გრადუსი,ღამე წყალში იძინებს რო გამოუთავ ღამე შუქს დაიძინებს,რაც უფრო მალე უყიდი აკვარიუმს მით უკეთესი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Jan 2013, 18:30 |
Jaguar paw მეტად ნიშანდობლივი ფაქტი აღმოვაჩინე იმ ჩემს ბუკლეტშიც წერია რომ პატარები დაფნიათი იკვებებიან, ასევე გადავიკითხე გამრავლების ვარიანტები და ყველაფერი უსაშველოდ რთულია(ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში მე) მინიმუმ საკუთარი აუზი უნდა გაქონდეს სახლში, კვერცხების ინკუბაცია გამოჩეკვის პერიოდი მერყეობს от пяти до двух месяцев (ზუსტად ასე წერია )) |
Posted by: Jaguar paw 20 Jan 2013, 19:13 |
M-A-S-E-R-A-T-I, ძალიან, ძალიან მეეჭვება, რომ ჭამონ დაფნია ხომ იცი, როგორ იწერება ასეთი ლიტერატურის ძირითადი ნაწილი? Copy-Paste-ის მეთოდით |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Jan 2013, 19:48 |
Jaguar paw მსხვილი დაფნიით კვებავენო და მე არ ვიცოდი მსხვილიც თუ არსებობდა მოკლედ არ ვიცი რა ასეა, ჰო კიდევ თურმე მოზრდილებისთვის ცოცხალი თაგვების მიცემაც შეძლებულა(!) და არც ისე ძველი ყოფილა ჩემი წიგნი 98 წლის გამოცემაა, არმგონია მთლად მასე უპასუხისმგებლო ავტორი ჰყავდეს |
Posted by: Jaguar paw 20 Jan 2013, 22:07 | ||||||
M-A-S-E-R-A-T-I
კი, შეიძლება, მაგრამ ბუნებაში თაგვები მათ რაციონში მთელი რიგი მიზეზების გამო ვერ შევლენ
ვერ მიმიხვდი. სავსებით შესაძლებელია ამ წიგნიდან გადმოაკოპირეს ინფორმაციის დიდი ნაწილი
მსხვილში უკვე ზრდასრული დაფნია იგულისხმევა, რომლის ზომა 3 მმ-ს არ აღემატება |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 19:06 |
ზატოიჩი უყიდე აკვარიუმი?? Jaguar paw ზოო მაღაზიაში ჩემი საყვარელი დუეტი ყავთ ერთ აკვარიუმში,ემის ორბიკულარისი და ბიოცელატუმი |
Posted by: MITIATO 22 Jan 2013, 20:09 |
http://www.radikal.ru 4000 ლიტრიანი საჭყუმპალაო. როგორც პატრონი წერს აკვარიუმში ცხოვრობენ კუები: 3 Carettochelys insculpta, 1 Chelus fimbriatus, 2 Chelodina siebenrocki / Macrochelodina rugosa, 1 Podocnemis unifilis, 1 Emydura subglobosa თევზები: Gouramis (8 წლის არის და 7 კგ-ს იწონისო), Polypterus senegalus (15 წლის), Polypterus ornatipinnis (თითქმის 40 წლის). http://www.radikal.ru წახნაგოვანი არსება. |
Posted by: ზატოიჩი 22 Jan 2013, 20:18 |
dimiendeladze ჯერ ვერაფერი. როგორც გითხარით მაჩუქეს და არ ვიყავი მზად. ძალიან პატარა აკვარიუმი მაქვს , თევზები მყავდა. მაგრამ შემეცოდა ამაში თან მრგვალია. გადავწყვიტე დროებით ზოომაღაზიაში დავტოვო, გამყიდველივ არაა წინააღმდეგი |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 21:06 |
MITIATO აუ რამაგარია ,აქამდე როგორ არ მქონდა ნანხი,ვიდეო არ უდევს მაგ ტიპს?? ზატოიჩი რომელ ზოო მაღაზიაში მიიყვანე?მოგეყვანა ჩემთან რის ზოო მაღაზია,200 ლიტრიანში იჭყუმპალავებდა ეხა |
Posted by: ზატოიჩი 22 Jan 2013, 21:16 | ||
dimiendeladze ბათუმიდან თბილისში როგორ თOრე არ ვიყავი წინააღმდეგი |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 21:18 |
ზატოიჩი უი არ ღირდა მაშინ ზოო მაღაზიაში ყაავთ წყლის კუები ან რამე კაი თევზები ბათუმში? |
Posted by: ზატოიჩი 22 Jan 2013, 21:25 | ||
dimiendeladze
განსაკუთრებული არაფერი (ნუ მე დიდი მცოდნე და მოყვარული არ ვარ ) სტანდარტული საქონელი აქვთ, ალბათ. ადვილად შესანახი და მოსავლელი. |
Posted by: MITIATO 22 Jan 2013, 21:38 | ||
dimiendeladze
არა, მარტო სურათები ედო. სხვა ფორუმელებს ახარბებდა. |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 21:49 |
MITIATO ვაა პოლიპტერს როგორ არ ერჩიან კუები ვერ ვხვდები |
Posted by: Jaguar paw 22 Jan 2013, 22:18 | ||
იღიმის |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 22:49 |
Jaguar paw ეგ კუ თევზებს არ ერჩის? და პოლიპტერებს რატო არ ჭამენ? |
Posted by: Jaguar paw 22 Jan 2013, 22:52 | ||||
dimiendeladze,
რომელი? მატა-მატა? ერჩის. ოღონდ აქტიური მტაცებელი არ არის. ჩასაფრების ტაქტიკის მიმდევარია და რაციონის უდიდეს ნაწილს მცირე ზომის თევზები შეადგენენ. დიდი ზომის თევზებს პრაქტიკულად არ ერჩის.
იმიტომ რომ პირში არც ჩაეტევათ და სხვა ხასიათის კუები არიან. აი ამიტომ. |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 22:57 |
Jaguar paw მარილი ჩავყარე ჩემი ამერიკების აკვარიუმში გუშინწინ და რო დავაბრუნო დღეს კუები შეილება? |
Posted by: Jaguar paw 22 Jan 2013, 22:59 |
dimiendeladze, გუშინ თუ ამოიყვანე დღეს რატომ შეიძლება? თუ წყალში გახსნილი მარილი ამ ერთი დღის განმავლობაში თავისით გაქრებოდა ან მისი კონცენტრაცია დაიკლებდა? სწორ პასუხს იმედია მიხვდები |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 23:03 |
Jaguar paw გუშინწინ ამოვიყვანე მარ რამდენ ხანში შეილება აბა დაბრუნება? |
Posted by: Jaguar paw 22 Jan 2013, 23:09 |
dimiendeladze, მართლა ვერ ანალიზირებ ჩემს დაწერილს თუ არ გინდა ოდნავ დაფიქრება? გიწერ, გუშინ მარილის დამატების შემდეგ თუ ამოსვი, დღეს რატომ უნდა შეიძლებოდეს დაბრუნება? ამ 1 დღის განმავლობაში დაიკლებდა მარილის კონცენტრაცია (რაოდენობა)? დაფიქრდი აბა და მიხვდები, როდის შეგეძლება დაბრუნება... |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 23:16 |
Jaguar paw წყლის გამოცვლის მერე? არ ვიცი |
Posted by: Jaguar paw 22 Jan 2013, 23:17 | ||
dimiendeladze
ვაშა! ევრიკა! |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 23:20 |
Jaguar paw : D, გამოვცვალო დღესვე? |
Posted by: Jaguar paw 22 Jan 2013, 23:23 | ||
dimiendeladze,
დაიცადე ხვალამდე. სად გეჩქარება? როცა ვინმეს პასუხობ ან კითხვას უხვამ, ნიკს კი ნუ აკოპირებ, არამედ ნიკს დააჭირე და ავტომატურად ჩაჯდება პოსტში მუქ ფერად. |
Posted by: dimiendeladze 22 Jan 2013, 23:45 |
Jaguar paw კომპით იშვიათად შემოვდივარ ,ძირითადად აიპადით და ეს არ აკეთებს ეგრე * * * MITIATO აღარ აპირებ ტერარიუმის გაკეთებას?? |
Posted by: dimiendeladze 25 Jan 2013, 16:55 |
ადამიანებოო დაგავიწყდათ კუებიი? რა მოღუშულობაა : ((?? |
Posted by: iuzrneimi 25 Jan 2013, 17:08 |
რა გეკუებათ ამ დამშეულ ქვეყანაში ხალხოოოოოოო |
Posted by: dimiendeladze 25 Jan 2013, 17:18 |
iuzrneimi შენ თუ არ გეკუება მაშინ სხვა თემაში წერე ვისაც გვეკუება აქ ისინი ვწერთ |
Posted by: NIN_O 29 Jan 2013, 01:37 |
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « დღეს მაჩუქეს ეს ცუნცულა კუ, ოღონდ არ ვიცი რა ჯიშია და დედალია თუ მამალი ? როგორც ზოომაღაზიაში უთხრეს მარტო დამგარ წყალში (ან გადადუღებულში) შეიძლება მისი გაჩერება და საჭმელიც მოყვა, დღეში ერთხელ მეტჯერ არ უნდაო. მგონი ტემპერატურის მარეგულირებელი სჭირდება ხო? და ნათურა კიდევ, ჩვეულებრივი თუ როგორი უნდა იყოს? მოკლედ იქნებ მითხრათ რა არის ყველაზე აუცილებელი ნივთები რომ ვუყიდო ისე ძალიან აქტიურია, ხელში მეჭირა და ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ლამის ბაყაყივით დახტოდა. ახლა კენჭივით გდია წყალში და არ ინძრევა. ძინავს ვითომ? |
Posted by: MITIATO 29 Jan 2013, 01:51 | ||||||||
dimiendeladze
ჯერ სანამ მოხეტიალე ცხოვრებას არ დავამთავრებ ვერ გავაკეთებ. ახლა ინფორმაციის მოძიებიტ ვარ დაკავებული მომზადებული რომ შევხვდე ახალ არსებებს.
რა გჭირთ, ხალხო? |
Posted by: Jaguar paw 29 Jan 2013, 08:29 |
NIN_O, წითელყურა კუ არის. დეტალური ინფორმაცია პირველ გვერდზე პირველ პოსტში წერია. |
Posted by: dimiendeladze 29 Jan 2013, 08:46 |
NIN_O შეიძლება ცივა და მაგიტოა არააქტიური, თბილი წყალი ჭირდება 24-27 გამათბობელი უნდა უყიდო , ისე რამხელა აკვარიუმი გაქ? ყიდვით უნდა უყიდო აკვარიუმი 60 ლოტრა ან დიდი, ნათურა 60 ვატიანი, უნდა გაუკეთო ხმელეთი რაზეც ამოვა დ. იქ უნდა დააყენო ეს ნათურა, ფილტრი, თერმომეტრი, წყალი უნდა უცვალო 20-30% კვირაში, და დანარჩენი კონკრეტულად იკითხე, უი ხო საჭმელი მიეცი 2-3 ჯერ ყოველდღე |
Posted by: NIN_O 29 Jan 2013, 17:53 | ||||||
Jaguar paw დედალია თუ მამალი ეგ როგორ გავიგო? dimiendeladze
არა პირიქით აქტიურია, მარტო ღამე ჰქონდა თავი შეყოფილი და ეძინა მგონი და ახლა დაცურაობს თავისთვის
ჯერ არ მიყიდია საქმეც მაგაშია, მაგრამ 60 ლიტრიანი ნამეტანი დიდი არ იქნება ამ პატარასთვის? და ეს ნათურა დღედაღამე უნდა ენთოს თუ როგორ?
2-ჯერ ვაჭმევ მაშინ და იცით რა მაინტერესებს კიდევ, წყალი სადამდე უნდა ჩავუსხა, ახლა ისე მაქვს ჩასხმული რომ თავის ამოწევა შეუძლია რომ ისუნთქოს და დავუმატო თუ არაა საჭირო? წყალმა მთლიანად უნდა დაფაროს? |
Posted by: Jaguar paw 29 Jan 2013, 18:34 | ||||
NIN_O, კუდით და კლანჭების სიგრძით. მაგრამ შენი ჯერ ძალიან პატარაა
60 ლიტრიანი ნამდვილად არ იქნება დიდი ამხელა წითელყურა კუსთვის, ხომ უნდა იმოძრაოს თავისუფლად. მითუმეტეს მთლიანად წყლით აკვას არ ავსებ ნათურა მხოლოდ დღისით უნდ აიყოს ჩართული, ისიც ერთ კუთხეში უნდა ეკიდოს. ანუ კუს არჩევანის გაკეთება უნდა შეეძლოს - შესცივდება და გადავა თბილ ნათურიან კუთხეში, დაცხება და წავა მეორე კუთხეში
მთლიანად უნდა დაფაროს. ოღონდ იმ დონემდე, გამოწეული კისერით თავის გამოყოფა რომ შეეძლოს წყლიდან |
Posted by: NIN_O 29 Jan 2013, 21:29 |
Jaguar paw გასაგებია ისე ის ნივთები რაც აკვარიუმთან ერთადაა საჭირო ხო ყველა ზოომაღაზიაში იქნება, სადმე სპეციალურ ადგილას ხო არ მომიწევს ყიდვა? რუსთაველზე ვიცი ერთი დიდი ზოომაღაზია და იქ ალბათ იქნება არჩევანი აკვარიუმებზეც და სხვებზეც. წეღან საჭმელი ჩავუყარე, თევზისას ჰგავს სუნით, მაგრამ რაღაც არ ჭამს მგონი ან მე ვერ ვამჩნევ. ფსკერზე ისევაა ნამცეცები. ასეთი პატარა როა მეცოდება რაღაც |
Posted by: Jaguar paw 29 Jan 2013, 21:40 | ||||
NIN_O
კი, ნებისმიერ ზოომაღაზიაში შეიძენ ფილტრს და გამათბობელს
გათბობას რო გაუკეთებ ნათურის და ასევე წყლის გამათბობლის სახით, მაშინ დაიწყებს. პრინციპში დროც სჭირდება მიჩვევისთვის. |
Posted by: NIN_O 29 Jan 2013, 22:05 | ||
Jaguar paw
ჰო ალბათ შეეჩვევა ნელ-ნელა ნეტში კიდევ ვეძებდი ინფოს და ულტრაიისფერი ნათურაც სჭირდება თურმე ბაკნის კარგად განვითარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა |
Posted by: Jaguar paw 29 Jan 2013, 22:16 |
NIN_O, ულტრაიისფერ ნათურას მზის აბაზანები შეცვლიან. პრობლემა არ არის. |
Posted by: dimiendeladze 2 Feb 2013, 14:47 |
Jaguar paw იმ 4000 ლიტრიანში გურამები ,გრძელკისერა კუ ,ღორისცხვირა და მატამატა რანაირად ცხოვრობდნენ ერთად მატა მატას ხო 35/40 გრადუსი ჭირდება წყალი?? |
Posted by: Jaguar paw 2 Feb 2013, 14:51 | ||
dimiendeladze
რომელ მდინარეშია ამხელა წყლის ტემპერატურა? |
Posted by: dimiendeladze 2 Feb 2013, 15:00 |
Jaguar paw http://m.youtube.com/watch?v=oMCE_7iBuQ0 აი აქედან ვიცი |
Posted by: Jaguar paw 2 Feb 2013, 15:03 |
dimiendeladze, ეხლა ამ ჩამონათვალიდან რომელ ერთში საუბრობენ, რომ მატა-მატას სჭირდება ამ ტემპერატურის წყალი? |
Posted by: dimiendeladze 2 Feb 2013, 15:06 |
Jaguar paw 1:20 იდან უყურე და 30 მდე იტყვის |
Posted by: Jaguar paw 2 Feb 2013, 15:19 |
dimiendeladze, აბსურდია, რასაც ლაპარაკობს ეს ტიპი. ბუნებაში არც ერთი თევზი არ ძლებს 35-40 გრადუსიან წყალში, მატა-მატა კი თევზის იკვებება. ეხლა როგორ წარმოგიდგენია ადგილი, სადაც წყლის ტემპერატურა 35-40 გრადუსია და ამავე დროს მანდ ერთად მატა-მატა და თევზები ბინადრობენ? მოკლედ, არარეალურია. * * * ნუ ეხლა ეგ გადაცემა მაქსიმუმ 10 წლის ბავშვებზე იყოს გათვლილი. |
Posted by: dimiendeladze 2 Feb 2013, 15:49 |
Jaguar paw კი მარა 10 წლის ბავშვს რატო უნდა მოატყუო ? |
Posted by: Jaguar paw 2 Feb 2013, 17:21 | ||
dimiendeladze
კი არ უნდა მოატყუო, არამედ თვითონ უნდა იფიქრო იმაზე, თუ რას ლაპარაკობ ეგ უცოდინარი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Feb 2013, 19:03 |
გუშინ პასაჟის შესასვლელთან ვნახე ისევ იმ ზოოში პატარა წითელყურას კუები ფასი არ მიკითხავს эта я к тому что დაიტაცეთ ვისაც გინდათ 4-5 ცალი იყო სულ |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 00:40 |
M-A-S-E-R-A-T-I ჩამოხვედი? გაიყიდა კუები : (( |
Posted by: Glenn Quagmire 6 Feb 2013, 08:33 |
ზამთარში რამდენ გრადუსზე უნა იყოს http://www.radikal.ru |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 08:57 | ||
Glenn Quagmire
დაველოდოთ კუოლოგი dimiendeladze-ს პასუსხს |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 11:03 |
Glenn Quagmire აკვარიუმში სტაბილურად რო იყოს ტემპერატურა ზამთარ ზაფხულ 24-26 კაია წითელყურასთვის, ჭაობის კუსთვის და კასპიურისთვის 18-20 იც შეილება ზამთარში |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 12:33 | ||
dimiendeladze
ნაკლები არა? |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 12:44 |
Jaguar paw მინიმუმ 16, ნაკლები არ მიმაჩნია სწორად. იმიტორო ჩემ მეგობარს აკვარიუმში 9 გრადუსი ქონდა ზამთარში და დაიძინა და მერე აღარც გაიღვიძა კასპიურმა. მე სუ 25 ზე მყავ. და მშვენივრად გრძნობენ თავს არ იძინებენ და თან აქტიურებიც არიან |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 12:50 | ||
dimiendeladze
წყალში არც უნდა დააძინო არასწორედ შეუყვანია ძილში. ერთ რამეში კი გეთანხმები, ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Feb 2013, 16:15 | ||||||
dimiendeladze
გადავიფიქრე აღარ მინდა კუები აღარ მაქვს მაგის დრო ნაღდად Jaguar paw
არ ეშვები შენ ამ ოხუნჯობას ხო? |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 18:16 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
ეს დიმისთვის. აბა თუ იცნობს ამ სახეობას ჩვენი კუოლოგი : |
Posted by: TimeRider 6 Feb 2013, 18:17 |
აქ კუების თემაა? |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 18:22 |
TimeRider, სწორი მისამართით მობრძანდით შენ გამოცდილი თუ ახალბება კუისტი ხარ? რა კუებით აპირებ დაწყებას? |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 18:23 |
Jaguar paw ვუდად ვიცნობ, ვიდეობში მყავს რამოდენიმეჯერ ნანახი |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 18:30 |
dimiendeladze, გამოიყენე გუგლი დეიდას მაგიური ძალა |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 18:32 |
Jaguar paw როგორ გამოვიყენო მაგის სახელიც არ ვიც. |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 18:34 | ||
dimiendeladze
სახელი რომ იცოდე, არც დაგჭირდებოდა გამოყენება როგორ და დააკვირდი რა განსაკუთრებული ნიშნები აქვს და ისე მონახე ხომ მეუბნებოდი რუსული და ინგლისური ვიციო, ჰო და გამოიყენე ეს ცოდნა გუგლის ხმარება უნდა გასწავლო |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 18:38 |
Jaguar paw red belied short-neck turtle |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 18:39 | ||
dimiendeladze
ეგრე რა Emydura subglobosa |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 18:42 |
Jaguar paw შენ აღარ აპირებ კუს ყოლას? |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 18:47 | ||
dimiendeladze
უახლოეს მომავალში არა |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 18:49 |
Jaguar paw შორეულ მომავალში ?? |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 20:18 | ||
dimiendeladze
ალბათ არა თუ ვიყოლიებ, მხოლოდ მატამატას. |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 20:24 |
Jaguar paw მატა მატას ვინ ჩამოიყვანს თორე მეც მინდა fly river turtle არ გაწყობს? |
Posted by: Jaguar paw 6 Feb 2013, 20:25 | ||
dimiendeladze
არა, სამაგისოდ ადგილს ვერ გამოვყოფ... თან ისე მეკითხები, თითქოს ეგ იშოვებოდეს ჩვენთან |
Posted by: dimiendeladze 6 Feb 2013, 20:32 |
Jaguar paw არა ჩემი ოცნების კუა და მაგიტი გეკითხები ისე აკვა ლუქსში მითხრეს თუ გადამხდელი ხარ შეილება ჩამოვიყვანოთო |
Posted by: irahkli 7 Feb 2013, 14:11 |
გამარჯობათ კუოლოგებო 2 დღეა მყავს პაატარა კუ,ერთი რაც ვიცი რომ წყლის არ არის და აქ დადებული სურატებიდან გამომდინარე სავარაუდოდ ჭაობის კუ უნდა იყოს.იქნებ მირჩიოთ რა ვქნა,მწვანილი და კომპოსტო დავუყარე და არ ჭამს მგონი,წყალს სვამს და თვალებს იშვიათად ახელს.მთელი დღე არ მოძრაობს და ხელის გულზე რო დავისვამ მაშინ იწყებს სიარულს,იქნებ მასწავლოთ როგორ გამოვაფხიზლო? |
Posted by: nat_ka86 7 Feb 2013, 14:50 |
dimiendeladze Jaguar paw რა კაცია http://pix.ge/ |
Posted by: irahkli 7 Feb 2013, 15:05 |
ჩემი კუ |
Posted by: dimiendeladze 7 Feb 2013, 17:01 |
irahkli არა რა ჭაობის კუ ხმელეთის კუა, მაგაზე იკითხეთ ხმელეთის კუს თემაში და იქ გაგცემენ პასუხს nat_ka86 ძალიან მაგარი რაო ქარვასლაში ვიცით ფასებიო დღეს 7 ის ნახევრისთვის იქ ვიქნები |
Posted by: dimiendeladze 10 Feb 2013, 01:19 |
თავიდან რამდენს წერდით და ეხა ჩაკვდა თემა |
Posted by: datuka 13 Feb 2013, 19:47 |
სალამი მეგობრებო, წყლის კუს ყიდვა მინდა ოღონდ ისეთის აი რომ არ იზრდება. შეგიძლიათ დამაკვალიანოთ? მადლობა წინასწარ: ) |
Posted by: Jaguar paw 13 Feb 2013, 20:02 |
datuka, მსგავსი კუ არ არსებობს |
Posted by: dimiendeladze 13 Feb 2013, 20:19 |
datuka და რო იზდება ეგეთი იყიდე ,მამალი ძაან დიდი არ იზდება, რო არ იზდება ეგეთი არ არსებობს |
Posted by: Kraken 13 Feb 2013, 22:51 |
დიმის ჩანთა http://www.radikal.ru |
Posted by: dimiendeladze 13 Feb 2013, 22:59 |
Kraken კუ კი არ ვარ ეგ ჩანთა რათ მინდა ჩემ ბაიერნის ჩანთას არაფერი არ მირჩევნია |
Posted by: datuka 14 Feb 2013, 01:17 |
dimiendeladze Jaguar paw კარგი მაშინ ჩვეულებრივი მამალი წყლის კუ სად ვიშოვო? |
Posted by: dimiendeladze 14 Feb 2013, 01:53 |
datuka თუ პატარა გინდათ მაშინ რუსთაველის წინ რო მაღაზიებია იქ იყიდება და დიდიც ყავთ ოღონდ დედალი,მამალი ეხა არ ვიცი ისე ყავთ ხოლმე,ნომ ნომში ყავთ ხშირად პასაჟში |
Posted by: Registered 14 Feb 2013, 22:16 | ||
ზუსტი მისამართი შეგიძლიათ მითხრათ? რა ადგილას არის რუსთაველზე? |
Posted by: dimiendeladze 14 Feb 2013, 23:26 |
Registered ფილარმონიის წინ არი 3 მაღაზია მარა ძაან ფთხილად უნდა აარჩიოთ 80 % დაავადებულები არიან თუ გინდათ გამოგყვებით და აგარჩრვინებთ ჯანმრთელს |
Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 00:10 |
dimiendeladze ვაიმე, ჩანთაზე ვიხალისე, მერე დიმი კი აღარ იქნები, შეგეფერება - დიმკუ |
Posted by: dimiendeladze 15 Feb 2013, 00:13 |
nat_ka86 ბაღში რო ვიყო ნაღდად ვიყიდდი |
Posted by: nat_ka86 15 Feb 2013, 00:18 |
dimiendeladze არც ეხლა ხარ ძაან დიდი, შეგეფერება , ნუ დარდობ დიმკუ |
Posted by: dimiendeladze 15 Feb 2013, 00:20 |
nat_ka86 ............. იმედია მეხუმრები |
Posted by: marisaxo 28 Feb 2013, 22:29 |
მოგესალბებათ ახალი აკვადან (40ლ)ან მეტი..... კანს იცვლის მგონი,, ყელზე ქვემოდან შეიმჩნევა... http://www.flickr.com/photos/datoforest/8515629323/ http://www.flickr.com/photos/datoforest/8515629323/ by http://www.flickr.com/people/datoforest/, on Flickr |
Posted by: Jaguar paw 2 Mar 2013, 11:24 | ||
marisaxo, კარგი გამოვიდა ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რაც ფოტოზე ჩანს. * * *
კი, კანს იცვლის. ამ დროს კანი თხელი ლორწოსავით სძვრება ფეხებიდან და ყელიდან. ასევე ზრდის პროცესში ბაქანიც იცვლება, ანუ ბაქანის ძველი ფირფიტები ინაცვლებიან უფრო დიდი ზომის ახლებით ამიტომ აკვას ფსკერზე თუ ნახე ბაქნის ფირფიტა, არ გეგონოს, რომ რამე ჭირს შენს კუს, უბრალოდ იზრდება |
Posted by: dimiendeladze 2 Mar 2013, 16:05 |
marisaxo აკვარიუმის ვიდეო დადე რა რა ლამაზი ჭაობის კუა |
Posted by: marisaxo 2 Mar 2013, 21:43 |
dimiendeladze Jaguar paw გაიხარეთ... ვიდეო არ მაქვს, არც ტელეფონზე |
Posted by: dimiendeladze 3 Mar 2013, 12:50 |
marisaxo მთლიანი აკვარიუმის ფოტო დადე რა მაშინ |
Posted by: marisaxo 9 Mar 2013, 01:27 |
dimiendeladze |
Posted by: dimiendeladze 9 Mar 2013, 15:02 |
marisaxo კარგად მოგიწყვია ძაან თან ჭაობის კუებს დაბალი წყალი უყვართ და კაია ნათურა გიყენია ხო? ზომები რაარი აკვარკუმის? * * * მეგობარი უყიდე , უფრო გაერთობიან |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Mar 2013, 18:19 |
marisaxo მაგ გრუნტის გასუფთავება არ იქნება ადვილი, თან როგორც ვხედავ არც გამათბობელი გიყენია, მიუხედავად იმისა, რომ მაგათ დიდად სითბო არ ესაჭიროებათ, ზამთარში მაინც იძინებენ და თუ იგივე ემართებათ რაც ხმელეთის კუებს მაშინ უმჯობესია გამათბობელიც შეიძინო შემოდგომამდე. |
Posted by: marisaxo 9 Mar 2013, 20:42 |
გამათბობელი მაქვს მაგრამ ნათურა ათბობს 60 ვტ მიყენია..... თან გამათბობელი ასეთ დაბალ წყალში როგორ ჩავსვა?....... მეგობრად მწვანე კუს ვფიქრობ და რას მირჩევთ? თუ იგივე ჯიში?... ხოოო გრუნტს რაც შეეხება მართალია,,არადა მომწონს,, დაჟე ყვითელი ქვიშა მინდა ისე რომ როცა ივლის ნაკვალევი დატოვოს:D მუღამი მაქვს... ზომა დაახლოებით 35-60..... და რამდენ ლიტრიანი გამოდის? |
Posted by: dimiendeladze 9 Mar 2013, 21:10 |
marisaxo კი მწვანე კუ კაია წითელყურა. ოღონდ დღეს ვიყავი მაღაზიაში და 2-3 თუა ჯანმრთელი 20 დან ძაან ცუდად ყავთ ამიტომაც ჯობია დიდი სიფრთხილით ამოარჩიოთ სიგრძე,სიგანე და სიმაღლე დაწერე და გეტყვი რამდენი ლიტრია |
Posted by: marisaxo 9 Mar 2013, 21:21 | ||
dimiendeladze
სიმაღლე 25 სმ |
Posted by: nat_ka86 9 Mar 2013, 21:23 |
marisaxo 52 ლიტრა საყვარელი კუა |
Posted by: dimiendeladze 9 Mar 2013, 21:36 |
marisaxo თუ დააპირებ მწვანე კუს ყიდვას მითხარი და აგარჩევინებ ჯანმთელს |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Mar 2013, 12:35 |
marisaxo გრუნტი გაგაწვალებს დროთა განმავლობაში ძაან "ქორფად" გამოყოფენ ფეკალებს ეგეც არ იყოს და მაგათი საჭმელიც გარკვეულწილად ბევრ ცხიმს შეიცავს და ესეც დამატებით აბინძურებს აკვას + შენი კუ ველური ბუნებიდანაა და სასურველია შიგადაშიგ ცოცხალი (წვრილად დაკეპილი ხორცი) ცოცხალი ლიფსიტები მიაწოდო ესეც კიდევ უფრო დააბინძურებს აკვას და ხშირად მაგის რეცხვა ძაან რთულია ამიტომ უმჯობესია საერთოდ გრუნტის გარეშე გყავდეს |
Posted by: dimiendeladze 10 Mar 2013, 13:07 |
marisaxo რამდენი ხანია აც გყავს ეგ კუ? ძაან პატარა მეჩვენება |
Posted by: marisaxo 10 Mar 2013, 13:31 |
dimiendeladze აგვისტოში 1 წელი გახდება მაგრამ თითქმის იმხელაა ზომაში რაც იყო... ეს ხომ პატარა აკვაში გვყავდა... საკვები გაგვითავდა ეხლა საყიდელი მაქვს... და ეს ხორცი უმი იგულისხმე? |
Posted by: dimiendeladze 10 Mar 2013, 16:44 |
marisaxo უმი ხორცი ხო ,თევზის ფილე ვთქვათ ისე კარგად ჭამს? |
Posted by: marisaxo 10 Mar 2013, 17:09 |
dimiendeladze კი ევასება ჭამა... რაღაც სპეც საკ. მქონდა მგონი ზღვის ჭიები გამხმარი, ეწერა პროტეინები აქვსო და ყველის არომატიო:D |
Posted by: dimiendeladze 10 Mar 2013, 17:15 |
marisaxo თი ერთი წლისაა ეხა ფართი უფრო დიდი ჭირდება რო გაიზარდოს და წყალი ცოტა რო აუწიო კაი იქნებოდა მწვანე კუს ყიდვას როდის აპირებ? |
Posted by: marisaxo 10 Mar 2013, 20:10 |
ჯერ არ ვიცი,,, ფული რომ მექნება......... შეგეხმიანები მერე.... |
Posted by: dimiendeladze 10 Mar 2013, 20:18 |
marisaxo ჩათვალე რო გყავს , მე მყავს ორი პატარა მწვანე კუ და ერთი შენი იყოს, როცა გინდა მოდი და წაიყვანე |
Posted by: marisaxo 10 Mar 2013, 23:00 |
dimiendeladze ჰე ... სასიამოვნოა ... მაგრამ მეუხერხულება.... თან 1 რომ დაგრჩება ისიც ხომ ცოდოა..... |
Posted by: dimiendeladze 10 Mar 2013, 23:26 |
marisaxo მოუყვან მალე მეორეს და როდის გცალია წასაყვანად მითხარი |
Posted by: marisaxo 11 Mar 2013, 13:03 |
dimiendeladze სახლში გყავს? ნახვა მინდა, საუბარი, გგონია ბევრი ვიცი ამათზეე?....საღამოობით სულ მცალია... |
Posted by: dimiendeladze 11 Mar 2013, 16:42 |
marisaxo კაი მაშინ შაბათ კვირას იყოს იმიტოტო სუ მასწავლებლები მყავს კვირის დღეებში,ან თუ რომელიმე დღეს მოვიცლი გეტყვი |
Posted by: bonnie 14 Mar 2013, 22:19 |
dimiendeladze რომელ მაღაზიაში ყიდულობთ ? პატარა ხმელეთის კუ მინდა და... |
Posted by: dimiendeladze 14 Mar 2013, 22:35 |
bonnie ხმელეთის კუები დიღმის ბაზარზე იყიდება და წყლის კუები ზოო მაღაზიაშიც და ბაზარზეც |
Posted by: bonnie 14 Mar 2013, 22:41 |
dimiendeladze დიღმის ბაზრობა მარტო შაბათ-კვირას არაა? მე ხვალ მჩირდება რომ ვიყიდო პატარა კუ. და ზოომაღაზიის მისამართს ვერ მომცემთ ? : )) |
Posted by: dimiendeladze 14 Mar 2013, 22:46 |
bonnie ზოო მაღაზიები:ქარვასლაში მესამე სართულზე,ფილარმონიის წინ 3 ზოო მაღაზია და ასევე ჩუბინაშვილის 26 ში არი აკუა ლუქსის საწყობი 599-55-04-32 ამ ნომერზე დარეკეთ და 90 % ეყოლება ხვალვე თუ გინდა და თუ დაურეკავ ბარემ კითხე ჭაობის ან კასპიური კუ ხოარ ყავს და შემატყობინე |
Posted by: Jaguar paw 14 Mar 2013, 22:47 |
dimiendeladze, ხმელეთისასაც ყიდიან უკვე? :/ |
Posted by: dimiendeladze 14 Mar 2013, 22:50 |
Jaguar paw კი კაი ხანია უკვე ყიდიან |
Posted by: bonnie 14 Mar 2013, 23:01 |
dimiendeladze ძალიან დიდი მადლობა * )) |
Posted by: dimiendeladze 19 Mar 2013, 22:54 |
marisaxo კვირას შეგილია წაიყანო შენი კუ მთელი დღე მცალია |
Posted by: dadu_chavi 6 Apr 2013, 13:31 |
dimi piradSi momwere,wiTel yura kus yidian xelis gulis xelaao, sqesi ver varCev rom giTxra. Yidian da Tu dagainteresebs naxe. veRar uvlis da ecodeba. TurqeTidan aris Camoyvanili. erTi welia aq yavT da savaraudod 2welze metis iqneba. Fass piemSi getyvi. Xo kide dRes diRomSi yavdaT tritonebi,kai mamlebi 10 larad. su gayides da Semdeg SabaTs gveyolebao. |
Posted by: dimiendeladze 6 Apr 2013, 13:47 |
dadu_chavi მოგწერე ................... |
Posted by: NIN_O 11 Apr 2013, 14:12 |
წყლის კუ ვისთან შეიძლება მივიყვანო? ბაკანი რაღაც ძალიან დაურბილდა შეიძლება ვიტამინების ნაკლებობის გამო? |
Posted by: dimiendeladze 11 Apr 2013, 16:27 |
NIN_O პატარაა ? დიდი შანსია ვერ გადარჩეს მარა არმენას პასუხს დაველოდოთ |
Posted by: Jaguar paw 11 Apr 2013, 16:34 |
NIN_O, თავად როგორ გრძნობს თავს? კარგად ჭამს? და რას აჭმევ (საკვების კონკრეტული ჩამონათვალი)? ასევე ულტრაიისფერი ნათურა თუ გიყენია ან მზეზე საერთოდ თუ გაგყავდა? წყალი რა ტემპერატურის არის? |
Posted by: NIN_O 11 Apr 2013, 16:44 | ||
Jaguar paw რავი ცუდად არამგონია იყოს, მოძრაობს ხელშიც რო ამოვიყვან აქტიურია. ერთი ეგ შევამჩნიე რომ კიდეებში რბილია ბაკანი საჭმელს რავი რაც ადრე ვაჭმევდი იმას, თევზის საჭმელია რაღაც და იმასაც ჭამს რო ჩავუყრი, შეიძლება ცოტა დატოვოს. მე ვფიქრობ ვიტამინები ხო არ აკლია-მეთქი ულტრაიისფერი ნათურა არ მაქვს, მზეზე გამყავს ხოლმე
აუ ასე ცუდადაა საქმე |
Posted by: Jaguar paw 11 Apr 2013, 16:48 | ||
NIN_O, მხოლოდ თევზის საკვების მიცემა სწორი არ არის. კალციუმის ნაკლებობის გამო ბაქანი დარბილებას იწყებს. ამიტომ აუცილებელია აჭამო ხორცეული (მაგალითად თევზი, საქონლის არაქონიანი ნაწილები), რომელსაც შეძლებისდაგვარად მოაყრი კვერცხის დაფქვილ ნაჭუჭს. ნათურა თუ არ გაქვს, კვირაში 2ჯერ დაახლოებით 2-3 სათით ტაშტში ჩასვი და მზეზე გაიყვანე, UV გამოსხივება რომ მიიღოს და ორგანიზმმა კი კალციუმი აითვისოს. ოღონდ ეცადე, ნიავი არ გააკარო ამ დროს, ადვილად იკიდებენ ფილტვების ანთებას.
თუ ჭამს და თან პატარა თუ არის, მაშინ საგანგაშო არაფერია. მთავარია დროზე დაიწყო სწორედ მოვლა. |
Posted by: dimiendeladze 11 Apr 2013, 16:49 |
NIN_O აკვარიუმი რამხელაა? ფილტრი თუ გიყენია? რამდენი გრადუსი გაქ აკვარიუმში? ხმელეთი თუ გაქ და ნათურა და რა ჯიშია, წითელყურა? |
Posted by: NIN_O 11 Apr 2013, 17:00 | ||||||
Jaguar paw
რავიცი ვიფიქრე ჯერ ძალიან პატარაა და იქნებ ხორცი ვერ გადაამუშავოს-მეთქი და მაგიტომ არ ვაძლევდი. ხორცი უმი რა თქმა უნდა ხო თევზი ნებისმიერი ფხიანად? ქათმის ხორცი შეიძლება? ადრე ზოომაღაზიაში ვნახე რაღაც ვიტამინები ჰოდა ის რომ ვიყიდო არა? ან რამე ცალკე კალციუმის შემცველი, დამატებით
როცა მზე არის სულ გამყავს, ოღონდ 2-3 საათით არა სადღაც 20-30 წუთი.
ჰო რავი ჭამას ნაღდად არ უჩივის, დაჟე რო დაინახავს უნდა ჩავუყარო ლამისაა ამოხტეს dimiendeladze წითელყურაა აკვარიუმი ზუსტად არ ვიცი რამდენ ლიტრიანია, მაგრამ ძალიან დიდიც არაა. ნუ კუ პატარაა ძალიან და ჯერჯერობით ყოფნის. დანარჩენი მაქვს ტემპერატურა 26 |
Posted by: Jaguar paw 11 Apr 2013, 17:07 | ||||||
NIN_O, პირიქით, პატარა წითელყურებს უფრო დიდი რაოდენობით სჭირდებათ ხორცეული, ვიდრე ზრდასრულებს. რა თქმა უნდა უმი. კი, ფხიანად თუ მისცემ კარგი იქნება. ქათმის ფილეც შეიძლება.
თუ სადმე იყიდება სპეციალური საკვები, მაშინ კი ბატონო.
ნუ 20-30 წუთი ცოტაა
ჰო და მაშინ ძნელი არ იქნება სიტუაციის გამოსწორება. |
Posted by: NIN_O 11 Apr 2013, 17:16 |
Jaguar paw და რა მაინტერესებს ანუ ეს ხორცი ყოველ დღე უნდა ვაჭამო თუ ეს თევზის საჭმელიც მივცე ხოლმე? |
Posted by: Jaguar paw 11 Apr 2013, 17:34 | ||
NIN_O
არა, ყოველ დღე არა. ერთი დღე ხორცი, მეორე - თევზის საჭმელი, მესამე - მოხარშული სალათას ფოთოლი, ისპანახი, ბაბუაწვერა მოკლედ, რაციონი გაუმდიდრე და როგორც დავწერე ასე აჭამე ჰო, სანამ პატარაა, დღეში 2-3ჯერ მაინც უნვე კვებო. * * * ეხლა რომ დათბება, საერთოდ შეგიძლია კალიები დაიჭირო და აჭამო |
Posted by: dimiendeladze 11 Apr 2013, 18:22 |
NIN_O დადებ შენი აკვარიუმის ვიდეოს ან ფოტოს? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Apr 2013, 22:39 | ||||
მეც ჩამასახლეთ მაგ აკვაში რა რაციონი მეუასა Jaguar paw
მოხარშული რათ უნდა ჩემი უმად ჭამდა მაგას და ეკლის ფოთლებს გარეცხილ ბალახს და სამყურას თუმცა იშვიათად ვაძლევდი აი ბაბუაწვერა პირველად მესმი
რაღაც ფანტაზია მიჭედავს ამ ბოლო დროს შენგან განსახვავებით |
Posted by: Jaguar paw 11 Apr 2013, 22:46 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I
მოხარშვა ან მდუღარე წყალის გადავლება მხოლოდ იმის გამო, რომ ადვილად ჩაიძიროს თუმცა მაგის გარეშეც შეიძლება კი, ბაბუაწვერას ყვავილებს და ფოთლებსაც მირთმევენ გემრიელად წითელყურები, ასევე მდუღარე წყალგადავლებულ ჭინჭარსაც
არ გიცდია? იცი რა მაგარი საკვებია? ვიტამინებით და კალციუმით სავსე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Apr 2013, 07:44 | ||
Jaguar paw
თქვენ რაღაც ნიდაძელანნი ვეგეტერიანელი კუებბი გყოლიათ, ჩემი პლატაიადნი იყო რა მაგრად ეპარებოდა იცი წყლიდან ნაპირზე ბუზს? აი ზუსტად როგორც ნიანგი ანტილოპას |
Posted by: Jaguar paw 12 Apr 2013, 08:10 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I
ნიდაძელანი არა, კუთა მეფე იყო და არ კადრულობდა
|
Posted by: NIN_O 13 Apr 2013, 02:46 | ||||
Jaguar paw
ჰო ეს მეც გამიკვირდა, მთელი ვიტამინები უმ ფოთოლშია და ანუ ყველა ვარიანტში მდუღარე უნდა გადავავლო?
აუ კალიის დანახვაზე ცუდად ვხდები დაჭერა ხო საერთოდ თუ რამე პატარა საყვარელი კალია ვნახე ეგ კიდე შეიძლება ასეთი ერთი ციცქნაა და ამდენ რაღაცეებს თუ გაუძლო კიარადა ერთ დღეს ხორცი, მერე სალათა კალია არადა რა სათუთი მეგონა დღეს მზეზე ვაყურყუტე, მოიხარშა ლამის |
Posted by: Jaguar paw 13 Apr 2013, 08:01 | ||||
NIN_O
ჰო, პატარა ტაშტში ჩასვი და ერთ მხარე რამე დადე, რომ მზისგან დამალვა და გაგრილება შეეძლოს
შენ სათუთი და პატარა თქვი, მადა კი აქვთ მშვენიერი ) |
Posted by: dimiendeladze 13 Apr 2013, 11:00 |
მე ჩემ პატარა წითელყურას კვირაში 4 ჯერ ტრუბოჩნიკს ვაჭმევ |
Posted by: Jaguar paw 13 Apr 2013, 11:46 |
dimiendeladze, აწი მწერებზეც შეგიძლია გადახვიდე. |
Posted by: dimiendeladze 13 Apr 2013, 12:25 |
Jaguar paw ზაფხულში კუები გარეთ მყავს ხოლმე სუ ბასეინში და იქ ვარდება ყველანაირი მწერი და იმდენს ჭამენ სკდებიან,ფოთლებსაც მაგრა ჩამენ, და ხილს თევზებისთვის რომელი ხილის ჭმევა შეილება? |
Posted by: Jaguar paw 13 Apr 2013, 13:06 | ||
dimiendeladze
თევზს გააჩნია. ამის შესახებ უკვე სხვა თემაში გავაგრძელოთ. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Apr 2013, 15:58 | ||
ამ თემის გადამკიდეს გუშინ კუები დამესიზმრა dimiendeladze
მგონი უკვე შეიძლება 1-2 კვირაში მაგათი გარეთ გაყვანა მერე ბასეინში დააფიქსირე და ფოტო აქ გვაჩვენე http://www.radikal.ru |
Posted by: dimiendeladze 14 Apr 2013, 13:16 |
M-A-S-E-R-A-T-I ბასეინი აგარაკზე მაქ თორე დღესვე გავიყვანდი აგარაკზე მაისის ბოლოს ავდივარ ეგრე კვირაში 4 ჯერ მესიზმრება ღორისცხვირა კუ მარა რათ გინდა |
Posted by: NIN_O 19 Apr 2013, 14:35 |
აუ ძალიან შტერია ჩემი კუ და ზარმაციც ხორცს თვითონ არ ჭამს თუ არ ჩავუდე პირში დიდი ნაჭერი თუ შეხვდა და გაუვარდა ხო იკიდებს საერთოდ, არც გაეკიდება არადა იმ თევზის საჭმელს თვითონვე ჭამდა უპრობლემოდ |
Posted by: dimiendeladze 19 Apr 2013, 17:41 |
NIN_O ჯერ პატარაა და მიუჩვეველი მიცი პირთან პატარა ნაჭრები და მერე ნელ ნელა მიეჩვევა |
Posted by: NIN_O 20 Apr 2013, 21:56 |
dimiendeladze უკვე აღარ აქვს აზრი მომიკვდა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Apr 2013, 07:19 | ||
NIN_O
|
Posted by: dimiendeladze 21 Apr 2013, 11:34 |
NIN_O ამიტომაც უნდა შეამოწმო ჯერ მაღაზიაში ჯამთელია თუ არა, თუ იყიდო ბუნებაში ჩამოვიდა ეხა ძაან მაგარი პარტია კუების სუ ჯამთელი კუები ჩამოვიდა |
Posted by: chioreli 15 May 2013, 18:53 |
Jaguar paw სენსეი ჩვენთან დიღომში ყავთ ხო წითელყურა კუები? პატარების დედალ-მამალის გარჩევის რამე შანსი არის? |
Posted by: Jaguar paw 15 May 2013, 20:04 | ||||
chioreli
|
Posted by: gio_gio3015 26 Aug 2013, 12:34 |
მეგობრებო მინდა წითელყურა წყლის კუ-ს ყიდვა და რა რჩევებს მომცემდით? |
Posted by: nat_ka86 26 Aug 2013, 12:49 |
gio_gio3015 რჩევების მთელი კრებული წერია ამ თემის პირველ გვერძე |
Posted by: marisaxo 30 Aug 2013, 18:02 |
aba rogor xart? chemi ku kogoebze obobebze kaliebze da msgavs mwerebze gadaviyvane, 2 kvira iqneba sachmeli ar miyidia:D tqven ras ityvit am ambavze? mgonia rom mshvenivrad grznobs tavs... |
Posted by: dimiendeladze 30 Aug 2013, 22:04 |
marisaxo ძაან კაია ზრდა დაიწყო? |
Posted by: datopipo 13 Sep 2013, 14:22 |
გამარჯობა მაქვს პატარა ნუ საშუალო ზომის აკვარიუმი და მსურს გავცვალო შედარებით დიდში +$$$$დავამატებ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Sep 2013, 15:38 | ||
datopipo
კუ რაშუაში იყო ეხლა აქ? |
Posted by: nat_ka86 13 Sep 2013, 15:43 |
M-A-S-E-R-A-T-I კუ უნდა ჩასვას ალბად |
Posted by: datopipo 13 Sep 2013, 18:24 |
M-A-S-E-R-A-T-I nat_ka86 ჰო კუსთვის მინდაა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Sep 2013, 22:38 |
მე მინდა გაცვლა მაგრამ თბილისში არ ვარ ეხლა |
Posted by: burdula_155 31 Oct 2013, 12:23 |
მაინტერესებს წყლის კუს ფასები და მითხარით რაა )) |
Posted by: dimiendeladze 31 Oct 2013, 13:07 |
burdula_155 კუს გააჩნია, პატარა წითელყურა 15 ლარი დიდი წითელყურა 25 ლარი დაახლოებით ევრიპული ჭაობის კუები პატარები 8 ლარი დიდი 15 ლარი კასპიური კუ პატარები 10 ლარი და დიდები 15-20 |
Posted by: Antimatter123 8 Nov 2013, 22:04 |
Jaguar paw ჩემი წყლის კუსთვის წამალი რომ მირჩიე, სერას მიკოპური, კოსტავაზე და კეკელიძეზე რომ მაღაზიებია იქ არ ჰქონდათ, არც ზოოპარკში ჰქონდათ. იქნებ რაიმე ადგილი მითხრა სადაც ეგ წამალი შეიძლება ვიყიდო? |
Posted by: Jaguar paw 8 Nov 2013, 22:10 |
Antimatter123, ძალიან უცნაურია. მე დიდად არ დამჭირვებია ეს წამალი, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვი, რომელ ზოოში იყიდება. იდეაში ყველგან უნდა იყოს მანამდე გეტყვი როგორ მოიქეცი - აკვარიუმი გაწმინდე, კუ ამოიყვანე და ნათურის ქვეშ მოათავსე (როგორც დაგიწერე), მერე სუფთა, ნადგამი და თბილი (22-28 გრადუსიან) წყალი ჩაახსი, რომელიც ყოველდრე უნდა უცვალო და წესით 1-2 კვირაში მთლიანად მოურჩება. ისე ეს სოკო წყლის დაბინძურების ბრალია - უფრო დიდი ზომის აკვარიუმის არის საჭირო და ასევე ფილტრი, რომელიც წყალს ნარჩენებისგან გაწმინდავს. ჩვეულებრივ, აკვატერარიუმში წყლის გამოცვლა ყოველ 2-3 დღეში არის საჭირო. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Nov 2013, 00:01 | ||
Jaguar paw
ალბათ თვალზე სოკოს გულისხმობდა, ჩემსასაც ხშირად უჩნდებოდა ცოცხალ თევზებს ვაჭმევდი და აკვა თითქმის სულ დაბინძურებული იყო ფილტრი არ მქონდა და მაშინ ცოტა მეზარებოდა ყოველ ჯერზე წყლის გამოცვლა(თან არც წყალი იყო მაშინ)) აფთქიაქში დამზადებული წამლით ვმკურნალობდი მხოლოდ ეხლა არ მახსოვს რომლით მაგრამ ეფექტურად |
Posted by: Antimatter123 9 Nov 2013, 00:30 |
Jaguar paw არადა ყოველდღე ვუცვლი წყალს :/ 2-ჯერ აკვარიუმიც გავუხეხე. ჯერ ერთი თვეა რაც მყავს. საჭმლითაც სპეციალურ ბურთულებს ვაჭმევ, ზოომაღაზიაში რაც მომყიდეს. წყლიდან ამოიყვანე ნათურის ქვეშო, რომ მითხარი 2 საათი მიანც უნდა გავაჩერო ხო? ხვალ დილით გავაჩერებ. |
Posted by: Jaguar paw 9 Nov 2013, 09:48 |
M-A-S-E-R-A-T-I, არა ზურა, ბაქანზე და კანზე გაუჩნდა ლორწოვანი ნადებივით - სოკო. თვალების ანთება კი ქლორის გამო უჩნდებათ (როგორც წესი) Antimatter123, 1 საათი მაინც, კარგად რომ გაშრეს და გათბეს. |
Posted by: _qaloba_ 21 Nov 2013, 21:15 |
ხალხო მიშველეთ . ამასწინად დიდი ტირილით და გოდებით ჩემმა შვილმა მაყიდინა სულლ პატარა კუ , როგორც გამყიდველმა ამიხსნა თბილ სწალში უნდა გყავდესო , ქვა ჩაუდეო შიგნითო რო აცოცდესხოლმეო ხანდახან , წყალი 17 გრადუსი უნდა იყოსო , კიმარა 17 გრადუსი ცხელი არ იქნება კუსთვისთქო?? არაო , აკვარიუმი არ გვაქვს ჯერჯერობით , პატარა ტაშტში მიზის , წყალს ხშირად უცვლი დღისგანმავლობაში რამდენჯერმე და უსხავ თბილ წყალს , საკვები მაყიდინა რაღაც დამტვრეულ პოტლებს გავს თევზის სუნი აქვს , მითხრა ეს აჭამეო მაგრამ ვერ ვიგებ როგორ უნდა წამოს , ამოვიყვანოხოლმე წყლიდან და ისე დაუყარო თუ წყალში უნდა ჩაუყარო , წყალში რო უყრი იმ საკვებს დნებასავით და ვერ ვიგებ ჭამს არ ჭამს , 2 დღეა სახში გვყავს უკვე და ასე მგონია არაფერი უჭამია საერთოდ , რა შეიძლება კიდე ვაჭამო მირჩიეთ , რა არის კიდევ საჭირო , რამე ისეთი არსებობს რომ წყალი მუდმივად თბილი ქონდეს? ან ცივ წყალში დაემართება რამე ? 17 გრადუსი ბევრი არაა? მოკლედ მირჩიეთ რამე არ მინდა რამე დაემართოს ან უჭმელობით მოკვდეს გამიგიჟდება ბავშვი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Nov 2013, 23:29 | ||
_qaloba_
არსებობს ასეთი "აკვარიუმის გამათბობელი" რომელიც ზოომაღაზიაში იყიდება ეს უკვე თუ ცხოველი გებრალებათ თავად უნდა იყიდოთ ბავშვის თხოვნის გარეშე, ისე კი ჯერ ვიდრე ცხოველს შეიძენთ უნდა გაეცნოთ ინფორმაციას შეგიძლიათ თუ არა მისი მოვლა სახლის პირობებში და ა.შ 17 გრადუსი ბევრია 16 საკმარისი იქნება, სასურველია თუ ფილტრსაც შეიძენთ, წყალს ასე ხშირად ნუ უცვლით და როცა გამოუცვლით აუცილებლად 1 ან 2 დღის დაყენებული წყალი ჩაასხით და არა ონკანის წყალი. რასაც აკვარიუმში ჩადებთ გარეცხეთ კარგად და ისე ჩადეთ იგივე ვრცელდება კუზეც თუ ამოიყვანთ აუცილებლად გაწმინდეთ სათუთად, ბავშვი თუ მცირეწლოვანია ეცადეთ შეასმინოთ რომ ხმოლოდ აკვარიუმში ადევნოს თვალი და ხელში ნუ ათამაშებს პატარაა და ბრალია შეიძლება ვერ გაუძლოს და მოგიკვდეთ. მოკლედ მარტივი მოსავლელი არაა მაგრამ ეხლა ალბათ უფრო რთული იქნება თქვენთვის მაგ კუს რომ რაღაც დაემართოს ამიტომ გაითვალისწინეთ რჩევები, წარმატებები |
Posted by: Jaguar paw 22 Nov 2013, 12:58 |
ბევრი რომ არ ვწერო, პირველ გვერდს გადახედეთ |
Posted by: _qaloba_ 23 Nov 2013, 00:55 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობა რჩევისთვის გავითვალისწინებ , დაგეგმილი არ მქონია შეძენა ამიტომ ინფორმაციის მოძიება იმ წამინდა დავიწყე რაც სახში მოვიყვანე , სასიკვდილოდ რომ არ მემეტება იმიომ ვიძიებ ინფორმაციას ,მადლობა |
Posted by: GSF 7 Mar 2014, 10:28 |
ეს ივარგებს??? ღირს ყიდვა??? |
Posted by: Jaguar paw 7 Mar 2014, 11:41 | ||
GSF
ნამდვილად არ ღირს ძალიან პატარაა. |
Posted by: GSF 9 Mar 2014, 21:57 |
Jaguar paw რატომღაც მუღამი მაქ წყლის კუ რო მყავდეს და დაახლოებით რამდენი უნდა ყველაფერი რო ვუყიდო??? მინიმალური რა არ მაქ ვაფშე არაფერი |
Posted by: Jaguar paw 9 Mar 2014, 22:48 |
GSF, ფილტი - მაქსიმუმ 30 ლარი (დიდი მოცულობის აკვატერარიუმისთვის). გამათბობელი - მაქსიმუმ 25 ლარი. ჩვეულებრივი ნათურა, 50 ვატიანი - არც მახსოვს რა ღირს, მაგრამ იაფი + ამისათვის ცოკოლი. რჩება მხოლოდ აკვატერარიუმი, რომელიც ჩვენთან ელემეტარულად არ იშოვება და ნებისმიერ აკვარიუმი შენითვე შეგიძლია გადააწყო ამ სტილში. ფასი რა თქმა უნდა ძირითადად აკვარიუმის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. დასაწყისში, სანამ წითელყურა კუ პატარა არის, სავსებით საკმარისი იქნება 50-70 ლიტრიანი მოცულობის აკვა. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Mar 2014, 22:58 |
Jaguar paw აწყობაზე გამახსენდა ადრე დავწერე კიდეც წითელყურა კუებზე წიგნი მქონდა და იქ ეწერა რომ მასალის შერჩევისას უმჯობესია არჩევანი პლასმასის მასალალაზე შეაჩეროთო ანუ ფრჩხილებით და ბაკანით კაწრავს შუშას და ეს მასალა საინტერესოა იყიდება ჩვენთან სადმე? |
Posted by: Jaguar paw 9 Mar 2014, 23:10 |
M-A-S-E-R-A-T-I, პლასტმასი გამჭირვალე არ არის, შესაბამისად ნაკლებად ვარგისია აკვარტერარიუმის ასაწყობად. შეიძლება აკრილის მინაზე ეწერა, პლასტმასის მსგავსია, მაგრამ გამჭირვალე, თუმცა ჩვეულებრივ მინაზე ბევრად ადვილად იკაწრება. ყველაზე ნაღდი მასალა ისევ და ისევ მინაა ჩემთან არ გაუკაწრიათ ტერარიუმის გვერდები. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Mar 2014, 00:33 | ||
Jaguar paw
ხო რა რავიცი ასე ეწერა და მეც გამიკვირდა ჩემთანაც არ გაკაწრულა არაფერი მერე ქვიშამ დაკაწრა ოდნავ და გატყდა თორე კაი აკვა იყო, ისე ბრალია ასეთი აკვა მოაწყო და პლასმასის მცენარეები ჩააწყო აკვა ტერარიუმი თუ რაც იქნება ყველგან უშნოა ეს ხელოვნური მცენარეები |
Posted by: Jaguar paw 10 Mar 2014, 00:40 |
M-A-S-E-R-A-T-I, ნუ ცოცხალს გადაძოვენ. ვის რა მოსწონს და როგორ მოსწონს ისე აფორმებს |
Posted by: AnnabelLee 10 Mar 2014, 13:09 |
ჩემი ოთხი კუ http://www.radikal.ru |
Posted by: Jaguar paw 10 Mar 2014, 13:29 | ||
AnnabelLee
ბალეტმეისტერები |
Posted by: _qaloba_ 12 Mar 2014, 17:13 |
GSF აუ ეგენი სად იყიდება ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Mar 2014, 22:09 | ||
ვაი რა ხალხი ამ პოზაზე მთელი ოჯახი ვიხოცებოდით კარგია რო ბევრი გყავს იმედია რომელიმე გამოერეია მამრი |
Posted by: AnnabelLee 15 Mar 2014, 01:19 |
M-A-S-E-R-A-T-I და რამეს ნიშნავს ეს პოზა? |
Posted by: NIN_O 24 Mar 2014, 01:27 |
ხალხო დიდი წითელყურა კუ მაჩუქეს და არავის გინდათ რომ გაჩუქოთ? იჩუქეთ რა და მოუარეთ |
Posted by: babilina1983 23 Apr 2014, 00:52 |
იქნებ ვინმემ მირჩიოს რა ვუყო ამ ნამცეცა არსებას? ამერიკულია ნამდვილად გზაზე ვიპოვეთ მანქანის ბორბლებთან ახალაგამოჩეკილი უნდა იყოს https://www.facebook.com/marita.damenia/posts/859272417422606?comment_id=9194188&offset=0&total_comments=1¬if_t=feed_comment |
Posted by: Jaguar paw 23 Apr 2014, 00:59 | ||
babilina1983
სადმე ტბასთან რომ გაუშვათ, იდეალური იქნება ან უახლოეს მდინარეშიც. |
Posted by: mate111 23 Apr 2014, 02:42 |
სხვათაშორის თბილისის ზღვაზე აღმოაჩინეს ძალიან დიდი კუ თუ არ ვცდები თემქელი კუა ) |
Posted by: asdf1234 1 May 2014, 10:52 |
რამდენიმე დღეა ძირითადად დახუჭული აქვს ჩემს წითელყურებას თვალები და რის ბრალი შეიძლება იყოს? ვინერვიულო? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 May 2014, 11:03 | ||
asdf1234
მკურნალობაა საჭირო, ჩემს ვაწვეთებდი ადრე რაღაც წამალს, მაგრამ ეხლა აღარ მახსოვს რა ერქვა აუცილებლად მიდი და გეტყვიან ზოოში |
Posted by: asdf1234 1 May 2014, 11:21 |
მივიყვანო თავად კუ ვეტთან თუ ისე მივიდე რომ მითხრას რა გავაკეთო? :? |
Posted by: macharagio1 1 May 2014, 12:06 |
კუები მაგრად მევასებიან მთლიანად წავიკითხე მათი მოვლის წესი და ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ არ მყავს კუ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 May 2014, 12:11 | ||
asdf1234
შეგიძლია მიიყვანო კიდეც |
Posted by: macharagio1 3 May 2014, 02:05 | ||||
შეუძლია გასინჯოს კიდეც. |
Posted by: Nassit 3 May 2014, 23:37 |
რა მაინტერესებს, ღამე ძინავს ხო ამას? წყალშია ხოლმე რაღაცნაირად ტივტივებს, ხანდახან მშრალზე, და როგორ უნდა ეძინოს ? თუ არ აქვს მნიშვნელობა? ხომ არ უჭირს თქო რამე ანუ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 May 2014, 23:58 | ||
Nassit
ხან წყალში სძინავს ხან ხმელეთზე მაგრამ თუ წყალშია ყოველთვის მეჩეჩზეა ისე რომ ზედმეტი მოძრაობის გარეშე ამოყოს წყლიდან თავი და ისუნთქოს |
Posted by: Nassit 4 May 2014, 00:02 |
M-A-S-E-R-A-T-I ჭაობის კუ მყავს, როგორც წავიკითხე დაბალი წყალი უნდა, მოკლედ კი შეუძლია ამოყოს თავი, ხანდახან ისე ტივტივებს ხოლმე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 May 2014, 00:10 | ||
Nassit
სულ ტივტივებს? აიღე და ცოტა ღრმა წყალში ჩასვი დააკვირდი საერთოდ თუ შეუძლია ყვინთვა |
Posted by: Nassit 4 May 2014, 00:19 | ||
M-A-S-E-R-A-T-I არა, ხანდახან, გუშინ ღამე შევამჩნიე რომ მასე "ეძინა" რომ ამოვიყვანე ცოტა მოვიდა აზრზე და დაიწყო ისევ აქტიური მოძრაობა, ისე ხმელეთზე ეძინა ხოლმე აქამდე.
შეიძლება არ შეეძლოს? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 May 2014, 00:25 | ||
Nassit
კი ფილტვების პონევმონიის იგივე ანთების დროს ხშირად ემართებათ ეგ პარალელურად პასიურები ხდებიან და საკვებს არ ეკარებიან, მკურნალობა რთულია და ხშირ შემტხვევაში არაეფექტური. ამიტომ ეცადე ზოგადად დიდხანს ნუ გეყოლება ხმელეთზე ისე მთლიანი აკვას ფოტოები რომ დადო არ იქნება ურიგო, განათება გააქვს? |
Posted by: Nassit 4 May 2014, 00:34 |
M-A-S-E-R-A-T-I არა, ვერ ვიშოვე ნათურა რუსთავში მაღაზიებში, თბილისში ვერ მოვახერხე ჯერჯერობით გავლა, მზეზე გამყავს ხოლმე წყლით, ფორუმზე წავიკითხე რომ ჭირდება , არა რას ამბობ ლამის მეც შემჭამოს, არც აქტიურობას უჩივის. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 May 2014, 00:39 | ||
Nassit
კარგია მზეზე გაყვანისას დიდხანს არ დატოვო მზის აბაზანა კარგია მაგრამ ასეთი დაბალი წყალი მალე გათბება და არ ჩახარშო |
Posted by: Nassit 4 May 2014, 00:50 |
M-A-S-E-R-A-T-I არა, სულ ვაქცევ ყურადღებას, არ ვტოვებ ხოლმე უპატრონოდ ეს არის, გარემო ჯერ არ გამოიყურება საჩვენებლად , ნელნელა ვუწესრიგებ |
Posted by: chakurika 21 May 2014, 17:05 |
წყლის კუ თევზს ჭამს? გლდანში ნაკვეთი მაქვს და იქ პატარა ტბა მაქვს ამოთხრილი. ჭაობი იყო და დრენაჟის მსგავსი რაღაც გავაკეთეთ შემდეგ თევზი გავუშვი და საკმაოდ წარმატებულად გაიხარეს რამდენიმე დღის წინ წყალში დავინახე კუ,რომ მივუახლოდი პსკერისკენ წავიდა დავერდავიჭირე სიღრმე დაახლოებით 1მეტრია საიდან უნდა მოსულიყო ეს კუ? მე არ გამიშვია და შეიძლება ჩვეულებრივი ხმელეტის კუ ჩადიოდეს წყალში? თევზებს შეჩამს? |
Posted by: Jaguar paw 21 May 2014, 19:37 | ||||||
chakurika
ახლოს მყოფი ტბოტიდან/მდინარედან/ტბიდან/ჭაობიდან.
კი, მაგრამ ყვინთვა და ცურვა არ გამოუვა და ჩაიძირება.
ოღონდ ლიფსიტებს. |
Posted by: madonna_Girl 31 May 2014, 22:12 |
როგორც იქნა წყლის კუ მეღირსა (ჭაობის, უფრო კონკრეტულად )) აბა დამაკვალიანეთ რა ვაჭამო? ერთი ციცქნაა, დაახლოებით 2 ლარიანის ზომის. პატარა მრგვალ აკვაში უნდა ჩავსვა და იმედია ეყოფა |
Posted by: alexander21 31 May 2014, 22:24 |
madonna_Girl 2 კვირაა ვაპირებ მაგის ყიდვას და ვერ ვიშოვე, არ იშოვება თბილისში ამჟამადო, ასე მითხრეს რამდენიმე მაღაზიაში და სად იყიდე მითხარი რა... |
Posted by: Jaguar paw 31 May 2014, 22:31 |
madonna_Girl, იმედია, ტყუილად არ ვწერე ამდენი http://forum.ge/?showtopic=34483181&view=findpost&p=34651361 |
Posted by: madonna_Girl 31 May 2014, 22:48 |
alexander21 არ მიყიდია ქმარუკამ დაიჭირა და მაჩუქა <3 Jaguar paw უი, გადავხედავ ^_^ მადლობა ამწუთას არაფერი მაქვს ისეთი რომ ვაჭამო და პური რომ ჩავუყარო წავა? |
Posted by: Jaguar paw 31 May 2014, 22:55 | ||
madonna_Girl
არა, მხოლოდ ხორცეული. ძალიან იშვიათად წყლის მცენარეები. |
Posted by: madonna_Girl 31 May 2014, 23:13 |
Jaguar paw ჭიაყელები რომ ვაჭამო?? დიდებია ოღონდ და ალბათ უნდა დავუქუცმაცო.. |
Posted by: Jaguar paw 31 May 2014, 23:20 | ||||
madonna_Girl
კი ბატონო.
ჩაუგდე და თვითონ მიხედავს. ოღონდ ეხლა აზრი არ აქვს, ხვალ სცადე, დღისით. |
Posted by: madonna_Girl 31 May 2014, 23:54 |
Jaguar paw ჩავუგდე უკვეე და ძიძგნის ^_^ საყვარელია ციცქნა. კუ ეძახე და სურათს ვუღებდი, ხელში ვერ გავაჩერე, ისეთმა დაგაზა, თვალის დახამხამებაში ხელიდან გამისხლტა |
Posted by: Jaguar paw 1 Jun 2014, 10:49 |
madonna_Girl, ძალიან კარგი. ეხლა მთავარია სათანადოდ გაუფორმო ტერარიუმი და ორივე ბედნიერები იქნებით |
Posted by: ekauka 6 Jun 2014, 10:40 |
გამარჯობა ხალხო მოკლედ ახლა რახდება. მყავს 2 წითელყურა კუ, დიდები, მე უკვე წელიწადნახევარია მყავს და რომ მოვიყვანეთ პატარები იყვნენ. დედალ-მამალი. ვერარ ვუვლი, დიდი აკვარიუმი ჭირდებათ და რაც აქვთ ამაში ვეღარ ეტევიან. თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ. კარგად არიან მოვლილები, სპეციალური კუების საკვებით და ციხლიდებით ვკვებავთ, არიან ჯანმრტელები და ძალიან აქტიურები მსურველები შემეხმიანეთ |
Posted by: ekauka 8 Jun 2014, 20:47 |
გამარჯობა ხალხო მოკლედ ახლა რახდება. მყავს 2 წითელყურა კუ, დიდები, მე უკვე წელიწადნახევარია მყავს და რომ მოვიყვანეთ პატარები იყვნენ. დედალ-მამალი. ვერარ ვუვლი, დიდი აკვარიუმი ჭირდებათ და რაც აქვთ ამაში ვეღარ ეტევიან. თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ. კარგად არიან მოვლილები, სპეციალური კუების საკვებით და ციხლიდებით ვკვებავთ, არიან ჯანმრტელები და ძალიან აქტიურები smile.gif მსურველები შემეხმიანეთ აქვე ვდებ ორივე კუს სურათებს |
Posted by: Jaguar paw 8 Jun 2014, 22:58 |
ekauka, mymarket.ge-ზე განცხადების დადება არ გიცდიათ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jun 2014, 23:36 | ||
Jaguar paw
ვიღაც უსულგულო აიყვანს მანდ ბავშვებისთვის სათამაშოდ ისევ აქ სჯობია იქნებ მზრუნველი პატრონი ვიპოვოთ მე ავიყვანდი ერთს მაგრამ თვის ბოლომდე ვაპირებ თბილისში აქამდე კი ალბათ ვერ დაიცდის |
Posted by: Jaguar paw 8 Jun 2014, 23:57 | ||
M-A-S-E-R-A-T-I, აქაც შეიძლება უგულოს ხელში მოხვდეს
მაგარი იქნებოდა მე სამწუხაროდ ვერ ავიყვან |
Posted by: ekauka 9 Jun 2014, 00:22 |
Jaguar paw არ მიცდია, ისე გადაგდება არ მინდა, ვინც მოუვლის იმას მივცემთ. შვილებივით უვლის ჩემი ქმარი M-A-S-E-R-A-T-I თუ აიყვანთ დამოუვლით თვის ბოლომდე დაცდა არაა პრობლემა, უბრალოდ თუ წაიყვანთ ორივე უნდა წაიყვანოთ აი კიდევ ერთი ფოტო. საშინელი ხარისხის ფოტოებია, მაგრამ გარჩევა შეიძლება პ.ს. დამავიწყდა მეთქვა, კუები არ იყიდება, ჩუქდება მზრუნველ პატრონზე |
Posted by: Jaguar paw 9 Jun 2014, 09:36 |
M-A-S-E-R-A-T-I, აჰა, ხელს გიწყობენ ყველანაირად ნახე რა მოვლილები არიან |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jun 2014, 11:19 | ||
ekauka
აუცილებლად ავყვან გამოცდილებვა მაქვს ამათი მოვლის მანამდე აკვასაც გავაკეთებ ერთი კითხვა მექნება მამალი აქედან რომელია? მგონი დიდი ფრჩხილები უნდა ჰქონდეს და მოგრძო ფორმის ბაკანი. თუ რთული არ იქნება თითეულის ზომა რომ გამაგებინო წინასწარ მინდა ვიცოდე |
Posted by: ekauka 9 Jun 2014, 12:49 |
M-A-S-E-R-A-T-I მოვლილები არიან ნამდვილად, ჩემი მეუღლე პირველად დილით იმას კითხულობს "ბავშვებმა" თუ ჭამესო გაჩუქების მიზანი ისაა რომ ამ აკვარიუმში უკვე ვეღარ ეტევიან და ცოდოები არიან, თან პატარა გვყავს რომელიც უკვე ფეხს იდგამს და სულ უდა ხელის ჩაყოფა აკვარიუმში. სხვა ადგილიც ვერ შევურჩიეთ. ვინც მოუვლის იმათზე გვინდა გაჩუქება, გადაყრა და დახოცვა ნამდვილად არ გვინდა მამალი არის ღია ფერის და უფრო პატარა ზომის რომელიცაა. ზომები 13 და 15 სმ. ძალიან ხვანცალებენ და ვერ ვუღებ წესიერ ფოტოებს, მაგრამ მაინც ჩანს უფრო პატარა და ღია ფერის რომელიცაა ეგაა მამალი |
Posted by: ekauka 13 Jun 2014, 14:29 |
კუები ისევ ჩუქდებიან |
Posted by: ekauka 18 Jun 2014, 21:20 | ||
M-A-S-E-R-A-T-I -ს ვერ მიყავს კუები, ამიტომ ისევ ჩუქდებიან. ფოტოები იხილეთ ზემოთ პოსტებში |
Posted by: Nassit 22 Jun 2014, 02:49 |
ekauka სიამოვნებით მაგრამ მეც სივიწროვეს განვიცდი M-A-S-E-R-A-T-I Jaguar paw თქვენთან მაქვს მეგობრებო შეკითხვა, ჩემი კუ არ ჭამდა თავიდან, კუს საჭმელს ახლაც არჭამს, მაგრამ დაფნია ვუყიდე და გადარეულია იმდენს ჭამს, შეიძლება რამე დაემართოს? ანუ სხვა არაფერი ჭამა, 3 ნაირი საჭმელი ვუყიდე, მაგრამ ამას ახლა იმდენს ჭამს რომ მეშინია არ მოუვიდეს რამე, ხმას რომ გაიგებს ტაშის დაკვრას იწყებს ლამის, სულ შია რას მირჩევთ რამე ვქნა? |
Posted by: Jaguar paw 22 Jun 2014, 09:41 |
Nassit, მშრალი დაფნია ნამდვილად არ არის საუკეთესო საკვები. თევზიც აჭამე, მწერები, საქონლის არაქონიანი ხორცი (იშვიათად) |
Posted by: Nassit 22 Jun 2014, 14:31 |
Jaguar paw ვერ ჭამს. აი კუს საჭმელი რაც არის (როგორც მითხრეს) მოგრძო რაღაცეებია, მუქი ფერის, ოდნავ მოხრილი. მაგას ვერ ჭამს, დიდები როა ერთი ცალი შეჭამა და მერე საერთოდ არ ჭამდა, მარტო მაგას ვუყრიდი არადა და შიმშილობა ერჩივნა. თევზი როგორ ? წვრილად დაჭრილი ალბათ ჰო ? და კიდევ, ბევრს რომ ჭამს ეგ ხომ არ არის პრობლემა? თუ იმის გამო რომ დაფნიაზეა შემჯდარი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Jun 2014, 14:41 | ||
Nassit
თუ ლიფსიტებია ცოცხლად ჩაუშვი გაერთობა და მოინადირებს |
Posted by: Nassit 22 Jun 2014, 14:48 |
M-A-S-E-R-A-T-I კი მაგრამ რა ზომის უნდა იყოს ლიფსიტა რომ მოინადიროს როცა 1-1,5 სმ იან საკვებს ვერ მოერია |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Jun 2014, 14:52 | ||
Nassit
მორევაზე არაა საქმე ალბათ უბრალოდ სხვა საკვებს იყო მიჩვეული და ეს არ მოეწონა, ვიდრე შიმშილით მომკვდარა უმჯობესია სადაც შეიძინე იქ იკითხო რას აჭმევდნენ |
Posted by: Nassit 22 Jun 2014, 14:55 |
M-A-S-E-R-A-T-I არ შემიძენია, ბუნებიდან მომიყვანეს. რა შიმშილით მომკვდარა ძალიან ბევრს ჭამს, დაფნიას ჭამს უბრალოდ სხვა არაფერს |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Jun 2014, 15:11 | ||
Nassit
ხო არ ვიცი მაშინ რა გითხრა ალბათ გაგიჭირდება ამ შემთხვევაში თუმცა თუ ეტაპობრივად მიაჩვევ იქნებ შიმშილის გრძნობამ დასძლიოს და ხელოვნურ საკვებზე გადავიდეს |
Posted by: Nassit 22 Jun 2014, 15:13 |
M-A-S-E-R-A-T-I ფაქტობრივად შეჩვეულია, რაც მყავს იმის მერე დაფნიის გარდა არაფერი ჭამა. ამიტომ ვიკითხე რამე საშიში ხომ არ არის თქო, ისე ჯანზე კი არის. . . |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Jun 2014, 15:17 | ||
Nassit
ხოდა მთავარი ეგ არის აქტიური თუ არი არაფერი უშავს თანდათან გადაიყვან სასურველ კვებაზე ერთბაშად ნუ გარისკავ რომ ჭამოს შეიძლება აწყინოს და ამიტომ ეტაპობრივად სჯობია |
Posted by: Nassit 22 Jun 2014, 15:39 |
M-A-S-E-R-A-T-I აქტიური ის სიტყვა არ არის და მთავარი კითხვა რაც მაქვს, ესეიგი აქამდე ძალიან მოქნილი იყო, წყალშიც და ხმელეთზეც, ზურგზე თუ გადაბრდუნებოდა უპრობლემოდ სწორდებოდა თავით რაღაც სასწაულ მოძრაობას აკეთებდა ახლა უჭირს გადმობრუნება, გაისქელა ვაჟკაცმა ერთი ადგილი (ბაკანში ვეღარ ეტევა) და ნორმალურია ეს? თუ ბევრს ჭამს ? აქ წავიკითხე 2 ჯერ უნდა ჭამოსო, ამას კიდე მესამედ რომ ჩავუყრი ხოლმე საჭმელს ღამე თითის ამოყოფას ძლივს ვასწრებ, აქამდე ერიდებოდა ჭამას, ახლა კიდე ჩავყრი თუ არა მაშინვე ჭამას იწყებს (ხამივით ) ანუ შევუზღუდო კვება, თუ ჭამოს რამდენსაც შეჭამს? მეცოდება რო შია ხოლმე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Jun 2014, 15:43 | ||
Nassit
თუ ასეთი კარგი მადა აქვს უმჯობესია შეამცირო ულუფა თორემ ბევრ ჭამასაც შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს |
Posted by: Nassit 22 Jun 2014, 15:44 |
M-A-S-E-R-A-T-I აჰა, კარგი, მადლობა * * * |
Posted by: Qetucha 12 Sep 2014, 14:09 |
Nassit აუ რა კაი ტიპია |
Posted by: Nassit 12 Sep 2014, 21:36 |
Qetucha ახლა მეორე შევიძინე, ეგ გაიზარდა, გავირდა. ერთმანეთში მაგარი სპორი აქვთ. პატარა აახოხდება და ძაან ნაგლად აგდებს ეს. მაგარი კაცია ძალიან |
Posted by: Harper 13 Sep 2014, 01:14 |
გამარჯობათ აკვარიუმის კუ რომ შევიძინო საშუალო ზომის დაახლოებით რა ეღირება წინასწარ მადლობა |
Posted by: Qetucha 13 Sep 2014, 01:25 |
Nassit მეც მინდა მინდა კუ |
Posted by: Nassit 13 Sep 2014, 01:53 |
Harper 8 ლარად ვიყიდე ევროპული ჭაობის, პატარა, ძალიან პატარაა..... |
Posted by: Nassit 15 Sep 2014, 19:19 |
|
Posted by: alexander21 6 Oct 2014, 17:01 |
Nassit შეგიძლია მითხრა სად იყიდე და სხვა არჩევანი თუ აქვთ? |
Posted by: Nassit 6 Oct 2014, 22:19 |
alexander21 რუსთავში ვიყიდე, ზოომაღაზიაში, არჩევანი მაშინ არ ქონდათ, მაგრამ აქვთ ხოლმე, მანამდე წითელყურა ყავდათ დიდი ზომის, დაახლოებით 10 სანტიმეტრი. ანუ მოსდით ხოლმე, ისე რამდენადაც ვიცი ბევრ ადგილას არის თბილისში კუები. |
Posted by: zukito855 7 Oct 2014, 08:59 |
Nassit რა ტიპები არიან |
Posted by: alexander21 7 Oct 2014, 14:59 |
Nassit კუები ყავთ ბევრგან მარა წყლის კუს ვეძებდი ერთი პერიოდი და ვერ ვნახე... იმედია ეხლა შემოიყვანდნენ აქაც. მადლობა |
Posted by: Nassit 7 Oct 2014, 16:34 |
alexander21 ამ თემას გადახედე, მახსოვს რომ ეწერა ადგილები სადაც ყიდიან წყლის კუებს zukito855 ახლა მოვედი და პირიქით სხედან |
Posted by: madonna_Girl 5 Nov 2014, 15:27 |
ჩასწორდა ----------------- |
Posted by: chioreli 5 Nov 2014, 15:33 |
ორი გამათბობელი გამიტეხეს 5 დღის განმავლობაში კუები კი არა კუნინძები არიან მე ამათი! აღარ მევასებიან! |
Posted by: burdula_155 16 Nov 2014, 18:00 |
კუ ვიყიდე წითელყურაა.. გამომატანეს საჭმელი ჩხირებივითაა.. თევზებთან მიზის პატარაა თვითონ... რა მაინტერესებს რამდენიმე დღე ხმელეთის გარეშე რომ იყოს რამე უჭირს? ან კიდევ საჭმელათ განბუზია რომაა თევზ ეგ რო ვაჭამო? რმოხდა? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Nov 2014, 19:22 | ||
burdula_155
აუცილებლად სჭირდება ხმელეთი |
Posted by: burdula_155 16 Nov 2014, 20:26 |
გავუკეთე ხმელეთი. იმედია ავა.. * * * საჭმელს ვერ ვაჭმევ როგორ ვაჭამო? ცალკე გადავსვა? ეშინია |
Posted by: alexander21 19 Dec 2014, 13:52 |
მოკლედ როგორც იქნა გადავწყვითეთ წყლის კუს ყიდვა, ორი ცალი მინდა და მაინტერესებს ვისაც გყავთ ტერარიუმი როგორ გაქვთ მოწყობილი, გათბობა და ჟანგბადი როგორ უნდათ, თევზებზე მაქვს რაღაც გამოცდილება და ამათზე თუ შეგიძლიათ რო მომწეროთ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Dec 2014, 15:31 |
alexander21 გადახედე თემას პირველი გვერდიდან თუ რაღაც გაუგებარია დავწერ |
Posted by: Georgianna 19 Dec 2014, 23:21 |
გამარჯობა, კუს ყიდვა მინდა და რომელი სჯობს ხმელეთის კუ თუ წყლის? რომელს რა პირობები უნდა და რომლის მოვლა უფრო ადვილია და სად იყიდება და ფასები მაინტერესებს კიდე.. მადლობა |
Posted by: alexander21 21 Dec 2014, 19:57 |
გიორგი XII ორივე მყავს მე, ხმელეთის კუს მოვლა უფრო ადვილია რათქმაუნდა, მარა თუ გინდა რო აქტიური გყავდეს წყლის უნდა იყიდო, პირობები რათქმაუნდა შედარებით მეტი უნდა, მარა მე მაინც წყლისას გირჩევ, თავიდან გინდა პატარა აქვარეუმი, რომელსაც გადააკეთებ ტერარიუმად, დაგჭირდება გათბობა (26-28 გრადუსამდე,) წყლის ფილტრი, და რაღაც ხმელეთივით წყალზე სადაც კუ ამოვა და გაშრება, ამისთვის შეგიძლია გამოიყენო ქვები ან ამაზონზე არი სპეციალურები და იქ გადახედე (მე მაგალითად ჯერ ზღვის ქაფი მაქ და იმაზე ამოდიან მშვენივრად) და ასევე ხმელეთზე დანათებული ნათურა, რომელიც გაათბობს ხმელეთს, მე ჯერ ჩვეულებრივი მიყენია 15 ვატიანი, მარა ჯობია მერე შეიძინო UV (ულტრაფიოლეტური), ეგაც ალბათ ამაზონიდან. ეს ყველაფერი რა ფასზე ავა არ ვიცი, სადრაც 50 ლარი ალბათ, კუ პუშკინის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანთან-ქვემოთ) იყიდება უამრავი ყავთ და 15 ლარი ღირს... |
Posted by: Georgianna 21 Dec 2014, 21:34 | ||
alexander21
დიდი მადლობა პასუხისთვის |
Posted by: alexander21 21 Dec 2014, 22:26 |
ბოლო-ბოლო გადავწყვიტე ეს UVB ნათურა შევურჩიე ჩემ პატარებს http://www.amazon.com/Zoo-Med-ReptiSun-Compact-Fluorescent/dp/B00A8RI8TK/ref=sr_1_1?s=pet-supplies&ie=UTF8&qid=1419181839&sr=1-1&keywords=reptisun+5.0+uvb+bulb და ეს საჭმელი მრავალფეროვნებისთვის http://www.amazon.com/Zoo-Med-Dried-Shrimp-5-Ounce/dp/B0027JCRVW/ref=sr_1_4?s=pet-supplies&ie=UTF8&qid=1419185925&sr=1-4&keywords=water+turtle+food , მგონი არაა ცუდი არჩევანი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Dec 2014, 22:50 | ||
alexander21
მასეთი საჭმელი ჩვენთან არ იყიდება? მე მახსოვს წლების წინ ვაჭმევდი ჩემს კუს დიდად არ აფრენდა თუმცა ჭამდა მაინც |
Posted by: Georgianna 21 Dec 2014, 22:59 |
alexander21 სანამ აკვარიუმს და ნათურებს და ეგეთებს ვუყიდი ერთი 2 დღე არ შეიძლება გავაჩერო სადმე? ჩვეულერბივ პირობებში სადმე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Dec 2014, 23:12 | ||
გიორგი XII
არა გაცივდება, ჩაძირვას ვეღარ შესძლებს და მოგიკვდება |
Posted by: Georgianna 21 Dec 2014, 23:57 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
ანუ რო ვიყიდი ეგრევე უნდა დავახვედრო ყველა პირობა და რამდენი დამიჯდება ეგ ყველაფერი აქვე რო ვიყიდო? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Dec 2014, 10:45 | ||
გიორგი XII
კი ასე სჯობია დაზღვეული იქნები რომ არაფერი დაემართება _ მოაწყვე ტერარიუმის "ინფრასტრუქტურა" ისე რომ ლამაზიც იყოს და კუს საფრთხე არ შეუქმნას ამოსვლისას დაიცავი მანძილი ნათურიდან იმ ადგილამდე სადაც ცხოველი ამოდის, თუ ფილტრს აყენებ ეს კის ასურველია რამდენადაც ჭრაბად გამოყოფს ფეკალებს აუცილებელია ფილტრიც დააზღვიო (ყველაფერს უსინჯავენ გემოს) და მოკლედ რუსული თუ იცი უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტიში რთული არაფერია უბრალოდ უმჯობესია წინასწარ გაეცნო ვიდრე შემდეგ ეძებო კითხვებზე პასუხი |
Posted by: Georgianna 22 Dec 2014, 11:13 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის საჩუქრად მინდოდა მარა თუ ამდენი რამე სჭირდება და ესეთი მოვლა არ ვარ დარწმუნებული რომ კარგად მოუვლიან სხვა საჩუქარზე ვიფიქრებ ისევ სჯობს.. |
Posted by: alexander21 23 Dec 2014, 14:23 |
თუ იცით ან შეგხვედრიათ სადმე, თბილისში იყიდება კუსთვის ამოსასვლელი კუნძული სპეციალური? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Dec 2014, 14:34 | ||
alexander21
ჯერ კიდევ წლების წინ ვნახე გაყიდვაში უეჭველი იქნება თუმცა უფრო ლამაზი და მოხერხებული შეგიძლია თავად გააკეთო |
Posted by: so_asdf 23 Dec 2014, 17:03 | ||
Nassit
( არც კუს საჭმელს ჭამს, რაც ვუყიდე ზოომაღაზიაში და არაფერს. წყლის პატარა კუ. რას აჭმევთ. მირჩიეთ რა. გადავხედავ წინა გვერდებსაც :/ მოკვდება შიმშილით |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Dec 2014, 17:51 | ||
so_asdf
ზოოში სადაც შეიძინეთ იქ იკითხეთ რას აჭმევდნენ, ცოცხალი საკვები უფრო გაუღვიძებს მადას იქნებ ლიფსიტები სცადოთ წლის მასა შეამცირეთ გათბობა დაუყენეთ და დაიწყოს უნდა წესით ჭამა |
Posted by: Nassit 23 Dec 2014, 19:34 |
so_asdf გაათბე, 1-2 საათით, რომ თბილ წყალში იყვნენ . და შეჭამენ. ჩემებსაც ქონდათ ეგ პრობლემა. M-A-S-E-R-A-T-I ჩემები უკვე დიდი თევზის კანს ჭამენ თავისუფლად. დაფლითეს იმდღეს . |
Posted by: so_asdf 23 Dec 2014, 21:45 |
M-A-S-E-R-A-T-I Nassit მადლობა. მოვსინჯავ --------------------------- |
Posted by: alexander21 23 Dec 2014, 22:27 |
so_asdf თუ წყლის გათბობა არ უშველის, მე როგორც ვიცი ცოტახანი უნდა დაუწიო ტემპერატურას, დაახლოებით 15 16 გრადუსამდე, და მერე აიყვანო ოპტიმალურზე... გადახედე უცხოურ ფორუმებზეც ამის შესახებ უფრო ამომწურავ ინფორმაციას გაიგებ. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Dec 2014, 15:06 | ||
Nassit
მაგის შემდეგ აკვარიუმის გაწმენდაა ცოტა მურტალი საქმე თორემ მადა რომ აქვთ კარგი კი ვიცი ერთ კარგ რაღაცას გასწავლით ვისაც ჯერ შედარებით პატარები გყავთ http://www.radikal.ru ლოკოკინა კატუშკა ჩაასახლეთ კუებთან უკვე მოზრდილებს (როგორც ფოტოზეა) საკმაოდ მყარი ნიჟარა აქვთ და კუ ვერ გატეხავს _ სარგებელი ბევრი აქვთ ჯერ რომ გამუდმებით მრავლდებიან და პატარები კარგი საკვებია თქვენი კუებისთვის მეორეც აკვას ასუფთავებენ 24 საათის განმავლობაში |
Posted by: alexander21 24 Dec 2014, 23:43 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობა კარგი რჩევაა ნამდვილად!!! |
Posted by: alexander21 4 Jan 2015, 22:34 |
გილოცავთ ყველას, კუების მოყვარულებს და არა მოყვარულებს ახალ წელს თუ იცით ვინმემ წითელყურა კუებთან სხვა რა ჯიშის კუს გაშვება შეიძლება? |
Posted by: kerkeress 21 Jan 2015, 01:54 |
რაა ვუშველო ესეაქვს თვალები სულ ქვაზეა,თან არააქტიურია დღეს არც უჭამია არაფერი. თერმომეტრი არმაქვს,ნადგომი წყალია და თან თბილია. აი სურათები კიდე,იქნებ ვუშველო რამე ცუდათაა ძაან მემგონი. ჯავშანზეც აქვს მემგონი რაღაც დაზიანება პირველ სურათში,აქ : http://b.pix.ge/t/zfizl.jpg http://a.pix.ge/f/b1r6u.jpg |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Jan 2015, 15:24 | ||
kerkeress
გაცივების ნიშნები აქვს ხშირად ამოგყავდა აკვადან? დაზიანებები არ აქვს ფირფიტებს იცვლის ეგ არაფერი მარა გრიპს შეიძლება დაყვეს კიდეც მკურნალობა უნდა |
Posted by: kerkeress 21 Jan 2015, 15:58 |
M-A-S-E-R-A-T-I წყალს რო ვუვცვლიდი მაშინ ამომყავდა.ყოველ მესამე დღეს ვუცვლი ძალიან აბინძურებს. რა შეიძლება რო ვუშველო ჩემით,ან მივიყვანო სადმე. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Jan 2015, 17:13 | ||||
kerkeress
ეცადე წყალი ყოველთვის ნადგომი იყოს ანუ ონკანიდან პირდაპირ ნუ ჩაასხამ თუ გადარჩა იზრუნე ფილტრზე და აღარ იწვალებ ამდენს
http://turtle.in.ua/lechenie/naibolee-rasprostranennye-zabolevaniya-cherepax/ გადახედე |
Posted by: alexandre21 1 Feb 2015, 19:39 |
kerkeress ქვას რაზეც ამოდის და რაც აკვაში გიდევს ნათურა დაანათე 100 ვატიანი ჩვეულებრივი, სანამ გათბობა არ გაქვს ისიც გაათბობს რაღაც დონეზე წყალს და აუცილებელიცაა. თვალების დასიება ჭუჭყიანმა წყალმა იცის, ფილტრი გინდა სასწრაფოდ, მანამდე უცვალე წყალი და მე როგორც ვიცი ალბუციდსაც აწვეთებენ ოღონდ ბავშვის დოზას, თვალების ანთებისაა ეგ |
Posted by: Tata_Sonne 20 Feb 2015, 18:13 |
კვერცხის ნაჭუჭებს როგორ აჭმევთ? ძალიან პატარა ნატეხები რომ ჩავუყარო ადვილად შეჭამს? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Feb 2015, 18:34 | ||
Tata_Sonne
ვინ თვა რომ კვერცხის ნაჭუჭები უნდა აჭამო? |
Posted by: Tata_Sonne 20 Feb 2015, 19:33 |
M-A-S-E-R-A-T-I კალციუმის კარგი წყაროა. ასევე, cuttlebone არის კარგიო, ჩიტებს აჭმევენ, მაგრამ აქ თუ ვიშოვნი არ ვიცი. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Feb 2015, 20:32 | ||
Tata_Sonne
ეხლა მგონი მაგათ სპეციალურ საკვებში აკმარისად არის კალციუმი და სხვა საჭირო ნივთიერებები იმისთვის რომ არ დაახრჩო ნაჭუჭით, თან არამგონია ჭამოს |
Posted by: Tata_Sonne 20 Feb 2015, 20:54 |
M-A-S-E-R-A-T-I გასაგებია, მადლობა. |
Posted by: PAINKILLER 8 Mar 2015, 02:44 |
სალამი კუოლოგებს ერთი კითხვა მაქვს, კუების აკვარიუმში ანციტრუსების გაშვება რამდენად შესაძლებელია? ხომ არ დააგემოვნებენ კუები? ანციკები კი ცოტა ძნელად მოსახელთებელი არიან, მაგრამ კუს რამდენად შეუძლია მაგათი დაჭერა ეგ არ ვიცი, გამოცდილ ხალხს გეცოდინებათ პ.ს. ვიცი დამისვამთ ამ კითხვას, კუები ჯერ არ მყავს |
Posted by: Degeneres 15 Mar 2015, 22:44 |
კუ სად ვიყიდო ხომ ვერ მეტყვით? ან ხმელეთის ან წყლის არაქვს მნიშვნელობა |
Posted by: Tata_Sonne 19 Mar 2015, 12:42 |
PAINKILLER შეჭამენ :დ Degeneres წყლის კუ თითქმის ყველა ზოომაღაზიაშია ვაგზალზეც პასაჟთან ჩემი თამარ მეფის გამზირზე რომ "ბუნებაა" იქიდან მომიყვანეს |
Posted by: 123omari123 24 Mar 2015, 01:51 |
ეს კუ წყლის კუ არის თუ არა ვერ მეტყვით ? ან რა ჯიშია ? http://www.picz.ge/img/s1/1503/24/7/7fd75e808cc2.jpg http://www.picz.ge/img/s1/1503/24/6/6523569960b0.jpg http://www.picz.ge/img/s3/1503/24/8/81189a995369.jpg http://www.picz.ge/img/s2/1503/24/e/eaf8f836cace.jpg http://www.picz.ge/img/s4/1503/24/5/536ebe0e44b8.jpg მე ინტერნეტში დავძებნე და ეს არის ჩემი აზრით - Red-eared slider_ს ერთერთი ქვესახეობა Cumberland slider . https://undergroundreptiles.com/shop/baby-cumberland-slider/ (მაგრამ კუებთან დაკავშირებით ძალიან ცოტა რამ მსმენია და შეიძლება ვცდები) |
Posted by: PAINKILLER 24 Mar 2015, 12:40 | ||
ხმელეთის კუს ვერ იყიდი, წითელ წიგნშია შეტანილი |
Posted by: Tata_Sonne 28 Mar 2015, 01:18 |
ლეო ან ლეა, სქესი ვერ დავადგინე ჯერ )) |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Mar 2015, 15:08 |
Tata_Sonne დიდიდ ალბათობით მდედრი იქნება, ეცადე აკვადან დიდიხნით ნუ ამოიყვან |
Posted by: Tata_Sonne 28 Mar 2015, 18:08 |
M-A-S-E-R-A-T-I მეც მქონდა ეჭვი რომ მდედრია (კლოაკას მდებარეობით ეგრე ჩანს) და დამიდასტურე. არადა იმედი მქონდა ვცდებოდი, უკვე წინასწარ ვნერვიულობ აკვარიუმის სიდიდეზე )) ყოველ დღე არც ამომყავს, წყალს რომ ვუცვლი და აკვას ვუწმინდავ მაშინ, მაქსიმუმ 40 წუთი. |
Posted by: RebalingRS 31 Mar 2015, 10:35 |
გამარჯობათ მეგობრებო, სად შემიძლია შევიძინო ეს საყვარელი არსება? მადლობა გამოხმაურებისთვის |
Posted by: PAINKILLER 31 Mar 2015, 11:28 |
RebalingRS თითქმის ყველა ზოომაღაზიაში ჰყავთ წყლის კუები |
Posted by: Rin 18 Apr 2015, 09:03 |
გამარჯობა. 2 დღის წინ მაჩუქეს პატარა წითელყურა. კუ არასდროს მყოლია და მოვლაც არ ვიცი მაგრამ გავერკვიე, მადლობა 1ელ პოსტს. ე.ი. ეს არსება 2 დღეა თავის საჭმელს არ ეკარება, სულ რომ ცხვირწინ დავუდო და მეშინია არ მოკვდეს. ახალი გარემოს ბრალია და დაიწყებს ჭამას? მშრალზეც ამოვიყვანე და იქ დავუდე მაგრამ ასეც არ მიეკარა. ლიფსიტები და სხვა ცოცხალი არსებები არ მაქ რომ გავუმასპინძლდე ^^" ასე გამოიყურება მისი დროებითი საცხოვრებელი, 5 ვარსკვლავიანი არაა მაგრამ სულ რო არ ჭამს ამის ბრალია? http://pix.ge/x/a/e/jhjoh/ http://pix.ge/x/a/p/v2pi0/ პ.ს რა თანხა დაჯდება ამის საცხოვრებლის ნორმალურად მოწყობა? და ზოომაღაზიაში ხო ჩაიბარებენ?(თუ ვერ მოვუარე) * * * ჩავაბარე ზოო მაღაზიაში ^^" მზრუნველ პატრონთან მოხვდება იმედია. |
Posted by: nu_nuka 14 May 2015, 10:38 |
სახში მყავს ხმელეთის კუ. რა უნდა ვაჯამო ან როგრო მოვუარო? |
Posted by: chakurika 14 May 2015, 12:55 |
თანაფორუმელებო გლდანში ნაკვეთი მაქვს. პატარა აუზი გავაკეთე და თევზები მყავს გაშვებული წყლის კუ შევნიშნე ერთი წლის წინ.მე არ გამიშვია და საიდან უნდა მოსულიყო? რამდენიმე დღის წინ ანკესით ვთევზაობდი და კაოჭს წამოედო მაგრავ მალევე მოძვრა და ვერ დავიჭირე თევზებს ჭაამს? როგორ ამოვითყუო წყლიდან? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 May 2015, 13:11 | ||||
chakurika
საერთოდ მეეჭვება ბინადრობდეს აღმოსავლეთში წყლის კუები, ამიტომ ალბათ ვიღაც დივერსიას გიწყობს თევზებს რათქმაუნდა მიირთმევს მაგრამ თუ დაიჭირო ნუ მოკლავ სადმე ტბაში გაუშვი nu_nuka
თავისუფლება ყველაზე კარგად ეს ასუქებს |
Posted by: chakurika 14 May 2015, 15:46 |
M-A-S-E-R-A-T-I ბავშვობაში ვიჭერდით ხოლმე გლდანის მესამე ა მიკროსკენ ჭაობებში. რამდენჯერმე შევამჩნი ჩემს ტბაუკაში ზედაპირზე ლივლივებდა და როგორც კი მივუახლოვდი სიღრმეში ჩადის... |
Posted by: nu_nuka 14 May 2015, 16:08 |
მეც მაგ აზრზე ვარ, თუმცა ჩემ შვილებს გული წყდებათ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 May 2015, 16:33 | ||||
chakurika
ბაყაყზე მოდის კარგად შეიძლება ბადითაც სცადო nu_nuka
დიდხანს ვერ გაძლებს რომ მოკვდება უფრო ინერვიულებენ ასწავლეთ ბავშვებს ცხოველების სიყვარული და არა მათი ხოცვა საკუთარი სიამოვნების და ჟინის მოსაკლავად, ერთად გადით სადმე ბუნებაში და გაუშვით |
Posted by: ikako2005 15 May 2015, 17:22 |
მოგესალმებით კომპეტენტური პირების დახმარება მესაჭიროება წითელყურა წყლის კუ-ების შესახებ როგორც მითხრეს და მე რა აზრიც გამოვიტანე გამიცივდა თვალები დახუჭული აქვს არც აქტიური აღარ არის საჭმელზეც უარი განაცხადა, ორ ზოომაღაზიაში ვიყავი და ვერსად ვერაფერი მირჩიეს იქნებ დამეხმაროთ არ მინდა რო მომიკვდეს. რა შეიძლება რო გავაკეთო.. წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 May 2015, 17:53 |
ikako2005 http://www.zooclub.ru/rept/vidy/cherep/55.shtml გადახედე აბა ცოტა დოზის შერჩევა არის რთული თუ კუ პატარაა ხშირად ემართება ეს წყლის კუებს გამყიდველი კი არ აფრთხილებს პატრონს |
Posted by: NikoloZoid 30 May 2015, 15:37 |
ჩემი ბოზები ქეთო და კოტე. სავარაუდოდ 2ვე მდედრია,მარა მაინც ღორებივით ჭამენ და მაგრად სვრიან წყალს * * * ჰო ისე ხალხო,რამდენჯერ და რამდენს აჭმევთ ხოლმე? მე დღეში 2ჯერ და არც ისე ცოტას |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 May 2015, 17:49 | ||||||
NikoloZoid
ორთავე მდედრია, ამოსასვლელი გასათბობი გასარუჯი ხომ აქვთ? )
დღეში ერთხელ კარგი ულუფა მგონი საკმარისია ზედმეტად გასუქდებიან პ.ს
|
Posted by: NikoloZoid 30 May 2015, 22:00 |
M-A-S-E-R-A-T-I კი აქვთ 2 ქვა და რო დათბა სულ მანდ არიან ხოლმე დილაობით ვუყრი თავიანთ საჭმელს,ჩხირებივით როა მაგას ხვალ ფილტრი უნდა ვუყიდო,თორე დილით გამოცვლილი წყალი საღამოს უკვე ყავისფერია ჰოდა რა მაინტერესებს,ეს ფილტრი ფეკალიებს მოაშთობს საერთოდ? ტყუილად არ გამომივიდეს მაგის ყიდვა |
Posted by: ushuaia 3 Jun 2015, 11:35 |
შევიძენ წყლოს პატარა კუს მაქსიმუმ 7 სმ,,,,,,, |
Posted by: PAINKILLER 3 Jun 2015, 15:51 |
ushuaia ზოომაღაზიებში იყიდება 15 ლარად |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jun 2015, 16:34 | ||
NikoloZoid
დიდ ნაწილს მოაშთობს მაგრამ ნაწილი დარჩება კვირაში ერთხელ მე სულ ვცვლიდი ხოლმე წყალს სპეც ნათურა უყიდე და იქ გათბებიან |
Posted by: ushuaia 3 Jun 2015, 22:16 |
PAINKILLER ჩამოვიარე რამოდენიმე დღეს და არ ყავთ არსად................აღარ შემოდიოსო, |
Posted by: NikoloZoid 3 Jun 2015, 23:36 |
ushuaia პუშკინის ქუჩაზე,საბვეის გვერდით,მიწისქვეშასთან არის ზოომაღაზია და მანდ არიან ხოლმე კუები.ჩემები მანდ ვიყიდე |
Posted by: ushuaia 3 Jun 2015, 23:45 |
NikoloZoid აღარ გვყავსო....................................................... |
Posted by: xaji85 22 Jun 2015, 19:04 |
გამარჯობათ. ეს არის ჩემი კუ, თუ შეგიძლიათ მითხრათ ხმელეთისაა თუ წყლის? 1 კვირის წინ ვიპოვე ტყეში. რა ვაჭამო? კომბოსტოს ფურცელი ჩავუგდე და ცოტა ჭამა მგონი http://www.picz.ge |
Posted by: Jaguar paw 22 Jun 2015, 19:22 |
xaji85, წყლისაა. კასპიური კუ არის და ძალიან მეეჭვება კომბოსტო ეჭამა, რადგან საკვების ძირითად ნაწილს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეადგენენ. დანარჩნენი ინფორმაცია პირველი გვერდის პირველ პოსტში წერია. ისე, უახლოეს წყალასაცვში გაშვება ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Jun 2015, 20:32 | ||||
xaji85
ტყეში შეიძლება იპოვო განძი დაკარგული ადამიანი ან შინაური ცხოველი ეს კი ველური ცხოველია რომელიც დაიჭირე ტყეში და მიიყვანე სახლში სათამაშოდ, დიდი ალბათობით ამ დროის მანძილზე გაგიცივდა დაკარგავს ჩაყვინთვის უნარს და შეწყვეტს ჭამას ჯამში მოკვდება ამიტომ გაითვალისწინე რჩევა და
+1 |
Posted by: alexandre21 24 Jun 2015, 21:03 |
იყიდება 2 წითელყურა კუ, მივდივარ ქვეყნიდან და ამიტო ვერავის დავუტოვებ. არიან დაახლოებით 1 წლისები. ჯანმრთელობის პრობლემა არაფერი აქვთ და არც ქონიათ, თან გამოვაყოლებ აკვარიუმი(60ლ),ფილტრს, გამათბობელს, საჭმელს და მოკლედ ყველაფერს რაც ჭირდება. ვყიდი სიმბოლურად 50 ლარად. * * * 555 959195, აქ შეგიძლიათ დაკავშირება |
Posted by: PAINKILLER 27 Jun 2015, 00:30 |
alexandre21 |
Posted by: madonna_Girl 3 Jul 2015, 12:33 |
ვაიმე ჩემი კუ გადარევასაა. ლამისაა აკვადან ამოხტეს. საჭმელს ნორმალურად ვაჭმევთ, მზეში არ გვიდგას. კაწრავს კედლებს ისეთ დღეშია ხოლმე.. მირჩიეთ რამეე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jul 2015, 12:43 | ||
madonna_Girl
უბრალოდ ხმელეთი სჭირდება ამოსასვლელად და დასასვენებლად ალბათ ამიტომ იქცევა ასე |
Posted by: madonna_Girl 3 Jul 2015, 12:51 |
აქვს ამოსასვლელიც და დგება ხოლმე ზედ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jul 2015, 17:16 | ||
madonna_Girl
ამოსასვლელის თავზე ნათურა უნდა სპეციალური გასათბობად ცივსისხლიანია ეგ ამიტომ მთელი წლის მანძილზე სჭირდება, თუ კუ აქტიურია ეს კარგია ე.ი ჯანმრთელია |
Posted by: Jaguar paw 3 Jul 2015, 20:17 |
აქტიური წყლის კუ ძალიან კარგია, თუ ეს აქტიურობა რა თქმა უნდა წყლის ზედმეტად მაღალ ტემპერატურასთან არ არის დაკავშირებული |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jul 2015, 23:38 |
Jaguar paw შენ რო აპოკალიპტური სცენარი არ დახატო .. |
Posted by: Jaguar paw 3 Jul 2015, 23:39 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
უბრალოდ აკურატულად მივანიშნე შესაძლო მიზეზზე გადამოწმებით არავის არაფერი დაშავებია |
Posted by: burdula_155 8 Jul 2015, 12:42 |
გაუმარჯოს ესეთი პრობლემა გვაქვს ახლობელმა მაჩუქა წითელყურა. და გვერდზე გამობერილი აქვს და ესე მითხრა რო სხვას ყავდა და ბევრს აჭმევდაო და მერე ნემსებიგაუკეთეს და ესე დარჩაო. Dა საშველი თუ არის . http://www.picz.ge/img/s3/1507/8/3/33422c205618.jpg[/img][/url] |
Posted by: Jaguar paw 8 Jul 2015, 19:51 |
აბსცესი აქვს ამ კუს "კარგი" პირობების გამო. ანუ შიგნით ჩირქია. აკურატულად უნდა გაჭრა ან ნემსით გახვრიტო ეს ამობერილი ადგილი, ჩირქმა თავისუფლად რომ იდინოს. მიხედე წყლის მდგომარეობას (ფილტრაცია აუცილებელია, ასევე ნადგომის წყლით ცვლა ყოველ 2-3 დღეში ერთხელ). |
Posted by: burdula_155 8 Jul 2015, 23:03 |
შენ გაიხარე.... მემგონი მართლა მასეა. საბედნიეროდ მაჩუქეს და ეხლა მე მოვუვლი... ნემსით ვცდი . იმედია გამომივა : ) * * * მოკლედ გავასტერილე ნემსი (საკერავი) გავამზადე კუ გამოვცვალე წყალი და .. კუს რო შევეხე ნემსით (აქამდე არშევხებივარ ) თითქოს კევივით არის შიგნით.. არვიცი გამაგრებული ჩირქია თუ რა არის .... თუ გამაგრებული ჩირქია და მეტი არაფერი ბრიტვით შემიძლია გავჭრა. მარა სხვა რამე არიყოს .... |
Posted by: Jaguar paw 9 Jul 2015, 21:31 |
burdula_155, გამოდის, რომ ჩაშვებულ მდგომარეობამდე მიყვანილი ქირურგიული ჩარევაა საჭირო (კანის გაჭრა, შემდეგ კი ჩირქის ბურთულას/გრანულას ამოღება, გარეცხვა სუფთა წყლით შპრიციდან და კანის შემდგომი გაკერვა). რთული არაფერი არ არის, წესით ნებისმიერმა ვეტმა უნდა შესძლოს. უბრალოდ უთხარი, ოტიტი ჭირს თქო ჩემს კუს. |
Posted by: burdula_155 10 Jul 2015, 00:38 | ||
ხოხვდები.. თელავში მასეთები რავი არამგონია. თუმცა მეგულება ერთი ქალი . შეიძლება ქნას.. თუარადა გაჭრით გავჭრი გაკერვის კი რამოგახსენო :/ აუ რა ცოდოა .... |
Posted by: PAINKILLER 22 Jul 2015, 10:20 |
|
Posted by: ტერი 17 Aug 2015, 23:44 |
ჩვეულებრივი,წყლის კუები,სოფლებში როა,ეგენი არსად გაიყიდება? ჯიში და ეგეთები აზრზე არ ვარ |
Posted by: PAINKILLER 18 Aug 2015, 17:17 | ||
ტერი სოფლის კუები არ ვიცი რომელია, სურათი მაინც დადე რას გულისხმობ? |
Posted by: Rin 19 Aug 2015, 21:03 |
ისე რა მაინტერესებს, სახლის პირობებში წყლის კუ ყველაზე მაქსიმუმ რამდენი ხანი გყოლიათ ? ^^ სადღაც წავიკითხე რომ კუმ რომელმაც წესით 40-45 წელი უნდა იცოცხლოს ბუნებაში, სახლის პირობებში 5-6 წელზე მეტს ვერ ძლებენ (წითელყურაზე იყო საუბარი). |
Posted by: zabzu 6 Sep 2015, 00:12 |
დღეს ვიყიდე წყლის კუ, პატარაა და პატარა კუდი აქვს ჩავსვი რაღაც პატარა აკვარიუმში და სიმშრალეზე ამოსვლის საშვალებაც აქვს თუ შეგიძლიათ მითხრათ რას ჭამს |
Posted by: PAINKILLER 6 Sep 2015, 14:33 | ||||
zabzu აკვარიუმში ხმელეთის გარდა სჭირდება ნათურა რომ გათბეს, ასევე ფილტრიც (საშინლად აბინძურებენ წყალს) სურათი დადე აბა რანაირია შენი კუ
რა უცნაურია, სადაც ყიდულობდი იქ არ გითხრეს რა უნდა აჭამო?? მაგას წესით დღეში 2-ჯერ უნდა ჭამა, და სანამ საკვებს იშოვი უნდა აშიმშილო? მე მყავს 2 ცალი წითელყურა კუ და სპეციალურ საკვებს ვაჭმევ, გამომშრალი კრევეტებია ქარხნული შეფუთვით, აი ასეთი |
Posted by: Jaguar paw 6 Sep 2015, 15:03 | ||
zabzu
ეს და ამაზე მეტი პირვლეივე პოსტში წერია. არ დაიზარო, გადაიკითხე. |
Posted by: zabzu 6 Sep 2015, 16:29 |
http://radikal.ru/big/e02652af1771439788a418762e9651ad ესეც ჩემი კუ ერთ ადგილას არ ჩერდება, მეტი უკეთესი ვერ გადავუღე PAINKILLER Jaguar paw ჯერჯერობით პატარა სათავსოვ ვიყიდე, სადაც ვიყიდე დროებით ამაში არაფერი დაუშავდებაო საჭმელი სადაც კუ ვიყიდე იქ მომცეს, პატარა ტაბლეტებივით არის, დღეში 1 ცალი გაუტეხეო და ჩაუგდეო სხვას არაფერს ჭამსო საჭმელი დღეს დილას ჩავუგდე მაგრამ საერთოდ არ უჭამია * * * რა ჯიშის არის მაღაზიაში არ უთქვამთ საერთოდ ისეთი გამყიდველი იყო არაფერი არ ამიხსნა კუზე |
Posted by: Jaguar paw 6 Sep 2015, 16:48 | ||
zabzu,
არაფერია გასაკვირი, როგორც წესი თითქმის არაფრის გაგებაში არ არიან. დავიწყოთ იმით, რომ სურათზე ახალგაზრდა კასპიური კუა (Mauremys caspica), რომელიც საქართველოს ბინადარი ცხოველია. მეორე - ყველა ქვეწარმავალს აქტიურობისთვის სჭირდება სითბო ,ანუ წყლის კუ მისთვის ცივ წყალში თუ ჩასვი, ჭამაზე უარს განაცხადებს. მესამე - აუცილებლად სჭირდებათ ნათურა, რომლის ქვეშ გათბობა შეეძლება ხმელეთზე ამოსვლისას. არაფერს ვიძახი ულტრაისფერი გამოსხივების მქონე სპეც.ნათურებზე. შენს შემთხვევაში ეს დანაკლისი შეგიძლია აუნაზღაურო თბილი ამინდების დროს მზეზე 30-40 წუთიანი გაყვანით. ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კალციუმს ვერ აითვისებს ორგანიზმი, რაც თავის მხრივ რახიტს გამოიწვევს და კიდევ სხვა დაავადებებს. მეოთხე - ეს ტაბლეტები არც თუ ისეთი კარგი საკვებია. შენი კუ არის მტაცებელი, რომელიც ბუნებაში კვებება თევზითა, ტავკომბალებით და ზრდასრულობის მიღწევისას ლეშსას მიირთმევს (ფრინველისა და მღრღნელების). თანაც ახალგაზრდა კუები უფრო გამოკვეთილი მტაცელბები არიან, შესაბამისად რეაქცია დიდი ალბათობით ექნება თევზზე (როგორც ცოცხალზე, ასევე თევზის არაქონიან ნაჭერზე), ჭიაყელაზე, თავკომბალზე, ქათმის ან სხვა ფრინველის არაქონიან ფილეზე. მეხუთე - ცოტა უცნაურია პირველივე დღიდან რომ ელოდები მისგან ჭამის დაწყებას. ელემენტარული ადაპტაცია უნდა გაიაროს, მიეჩვიოს ახალ გარემოს. სწორედ ეგ არის იმის მიზეზი, რომ ეხლა ერთ ადგილას ვერ ჩერდება. ზემოთჩამოთვლილი პირობები თუ შეუქმენი, ადაპტაციის პროცესი ბევრად მარტივად და სწრაფად ჩაივლის. მშრალი საკვების მიღებასაც დაიწყებს ნელ-ნელა, ოღონდ რაციონის ძირითად ნაწილს მაინც ცოცხალი საკვები უნდა შეადგენდეს. რავი, მეტი რა დაგიწერო კიდევ |
Posted by: zabzu 6 Sep 2015, 17:13 |
Jaguar paw მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის კიდევ მაინტერესებს თუ იქნება შესაძლებელი თევზებთან ერთად რომ ჩავსვა, თევზების აკვარიუმის აღჭურვილობა რომ ქონდეს, ვგულისხმობ ჟანგბადს განათებასდა ა.შ |
Posted by: Jaguar paw 6 Sep 2015, 17:16 | ||||
zabzu
სანამ პატარაა, მხოლოდ დიდ თევზებთან, ისიც ღამეს შეიძლება დაუგემოვნოს დრუნჩი ან კუდის ფარფლი. დიდი ოხერი ვინმეა.
ამასთან პრობლემა არ იქნება. როგორც ვთქვი, მთავარია თევზი არ შეგიჭამოს თორემ როგორც მინიმუმ წყლის ფილტრი ისედაც სჭირდება კუს (ძალიან ხშირად რომ არ მოგიწიოს წყლის გამოცვლა). |
Posted by: zabzu 6 Sep 2015, 17:23 |
Jaguar paw 15-20 წუთით აივანზე გავიყვანე, სითბოა გარეთ, დილას ჩაყრილი საჭმელი უკვე ჭამა და იმ ქვაზეც აბობღდა, წყლიდან ამოვიდა, რეალურად ოდნავ თბილი წყალი რომ ჩავუსხა ხოლმე შეიძლება? და მინიმიმ რა ფართობის მქონდე აკვარიუმი ჭირდება მინიმუმ |
Posted by: Jaguar paw 6 Sep 2015, 17:26 | ||||
zabzu
შეიძლება, მაგრამ ეს ოდნავ თბილი წყალი მალე ხომ გაცივდება ძალიან კარგი თუ ჭამა.
ამ ზომის და ასაკის კუს ისიც ეყოფა, რაშიც ეხლა გყავს. ზრდასრულის ზომების გათვალისწინებით კი სიგრძეში სადღაც 90-100 სმ, სიგანეში კი 50-60 სმ. სიმაღლე იმდენი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ არ ამოძვრეს. |
Posted by: zabzu 6 Sep 2015, 17:34 |
Jaguar paw სქესის დადგენა რთულია? |
Posted by: Jaguar paw 6 Sep 2015, 17:37 |
zabzu, არა, მაგრამ ამისათვის შენი ჯერ პატარაა. |
Posted by: zabzu 6 Sep 2015, 17:47 |
Jaguar paw მადლობა, გაიხარე, თუ რამე დამჭირდება აქ დავპოსტავ ხოლმე, რეალურად მართლა დამჭირდება ხოლმე რაღაცები |
Posted by: PAINKILLER 11 Sep 2015, 00:14 |
შეიძლება ცოტა ხანში ჩემი კუები გავასხვისო და თუ ვინმეს აინტერესებს მომწერეთ PM-ში 2 ცალი წითელყურა კუ მყავს თავისი აკვარიუმით და ამბებით შეიძლება ერთი დავიტოვო, არ ვიცი ჯერ.... |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Sep 2015, 10:51 | ||
PAINKILLER
მიზეზი? |
Posted by: PAINKILLER 11 Sep 2015, 12:38 |
M-A-S-E-R-A-T-I ბავშვმა ტვინი შემიჭამა კუებთან ვერ ვთამაშობ და კურდღელი მინდაო, ბაჭია უნდა მოვუყვანო (ერთი წელია ძაღლს მთხოვს და ძლივს რაღაც ცოტა უწყინარი ცხოველი მოიფიქრა ) ხოდა მაგდენი ცხოველების ადგილი სახლში არ მაქვს, ერთი 100 ლიტრიანი აკვარიუმი თევზებით არის სავსე მაგრად კი მენანება ესენი გასასხვისებლად, შეიძლება ერთი დავიტოვო პატარა რომელიც არის, ლიფსიტების აკვარიუმიც მაქვს ჯერჯერობით ცარიელია და მაგ პატარა კუს კი ეყოფა, ბევრ ადგილსაც არ იკავებს |
Posted by: PAINKILLER 22 Sep 2015, 00:31 |
ჯერ ვერ დავადგინე სქესი, მაგრამ მგონი ერთი დედალია |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Sep 2015, 10:10 |
PAINKILLER ორთავე დედლებია ესენი, სქესს ტემპერატურა განსაზღვრავს, ტემპერატურას ის ვინც ამრავლებს ეს უკანასკნელი კიდევ ცდილობს, რომ მამალი მხოლოდ მას ჰყავდეს ამიტომ მაღაზიებში დედლებს ვერ ნახავ გაყიდვაში აი მამალი გამოირჩევა მოგრძო ბაკანით და დიდი ბრჭყალებით წინა თათებზე http://www.picz.ge |
Posted by: PAINKILLER 23 Sep 2015, 15:39 | ||
M-A-S-E-R-A-T-I აუჰ რამხელა ჩანგლები ჰქონია მაგას ანუ მამლის შოვნა არარეალურია??
თუ პირიქით? |
Posted by: buub 2 Oct 2015, 14:50 |
პატარა კუ ვიპოვე ხელის გულზე ეტევა ხოდა თითქმის სულ სძინავს და მგონი არ უნდა იყოს ეგრე არა? :s |
Posted by: PAINKILLER 2 Oct 2015, 21:38 |
buub სურათი გადაუღე და გვანახე აბა ეძინოს კი არადა, სად აცხოვრებ, აკვარიუმი გაქვს? წყლის კუ თუ არის აკვარიუმი სჭირდება აუცილებლად |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Oct 2015, 18:27 | ||
PAINKILLER
ჰო პირიქით უნდა დამეწერა buub ზოოში თუ მიიყვან დაგაკვალიანებენ იქ რეპტილიათმცოდნეები ეხლა მძილის პერიოდი აქვთ სათანადოდ არ მოემზადება გაზაფხულს ვეღარ იხილავს |
Posted by: buub 6 Oct 2015, 18:00 |
PAINKILLER M-A-S-E-R-A-T-I აი ასეთია * * * როგორ უნდა მოემზადოს ძილისთვის რა სჭირდება მოწყობისთვის? |
Posted by: nat_ka86 6 Oct 2015, 22:19 |
PAINKILLER მოიყვანე ეგზოტარიუმში, ზოოპარკში. მასე მოყვანილი კუსარებისთვის ცალკე ტერარიუმი გავაწყე, უკვე ხუთუ კუ მყავს, ასე პატრონების მოყვანილი ისე მყავს შეჩვეული, ლეკვებივით დარბიან ტერარიუმის გასწვრივ, რომ გავივლი კაი დიდ აკვაა, კვება არ აკლიათ და სოციალიზაცია buub პატარა, ახალგამოჩეკილი ხმელეთის კუა. მაგის სათანადოდ მიხედვა ძალიან საფრთხილო ამბავია. უნდა ჩაუფინოთ ტორფი (ყვავილების მიწაც გამოდგება), წყალი დაუდგათ ქილის სახურავით და ერთ კუთხეში განათება ჩაურთოთ, სითბოსთვის. სალათის ფურცლები ძალიან წვრილად დაუჭერით და მიეცით. მიწაში ჩაძვრება და კვებისას ამოსვით ხოლმე. თუ არ შეჭამს რამოდენიმეჯერ, მაშინ დაანებეთ თავი და განათება სულ უნდა ენთოს. მე მყავს ორი ესეთი პაწაწუნები გამოვაზამთრებ და მერე გაშვებას ვაპირებ ბუნებაში. ზოგადად, გარეული ცხოველის ადგილი ნამდვილად არაა სახლში |
Posted by: Jaguar paw 6 Oct 2015, 22:57 |
კუს გამოზამთრება თუ გინდათ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაურთოთ განათება სითბოსთვის ძილის პერიოდში!!! ორგანიზმის ფუნქციონირება ძველებურად მაღალ რითმში გაგრძელდება, სამაგიეროდ საკვების და წყლის ნაკლებობის გამო მოკვდება. მათი გამოზამთრება (მითუმეტეს პატარების) არც თუ ისეთი ადვილი საქმეა სახლის პირობებში, ამიტომ ბუნებაში გაშვებას გირჩევთ. თუ არ უშვებთ და გამოსაზამთრებლად მომზადება გინდათ, მაშინ გადახედეთ ამ სტატიას http://cherepahi.ru/spyachka.html |
Posted by: nat_ka86 6 Oct 2015, 23:01 |
Jaguar paw ესეთი პაწაწუნას დაძინება რამდენად მიზანშეწონილია? არ ჯობია მოზარდოს და კვებოს კარგად, არ დააძინოს და გაუშვას მერე მოძლიერებული ბუნებაში, გაზაფხულზე |
Posted by: Jaguar paw 6 Oct 2015, 23:06 | ||||
nat_ka86
მის კონდიციებს გააჩნია, ანუ რამდენად კარგად ნაჭამი და ზოგადად ჯანსაღია. ბუნებაში პირველსავე წელს გამოიზამთრებენ.
სჯობს, თუ შესძლებს ზამთარში საკვებით მომარაგებას. |
Posted by: nat_ka86 6 Oct 2015, 23:09 |
Jaguar paw სალათის ფურცლები სულ იყიდება. გახეხილი სტაფილოც შეუძლია მისცეს, ვაშლიც, ხაჭოც, მაგათ გამოზამთრებას რა უნდა ეხლა ორი პაწაწუნა გამოიჩეკა ეგზოში და ისეთი საყვარლები და წერტილოჩკები არიან, ცივ ნიავს არ ვაკარებ გაზაფხულამდე მეყოლება და მერე გავუშვა უნდა |
Posted by: Jaguar paw 6 Oct 2015, 23:31 |
nat_ka86, მზარდი ორგანიზმისთვის ამის გარდა აუცილებელია ულტრაიისფერი გამოსხივება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმის კალციუმს ვერ აითვისებს, რაც შემდგომში რახიტის გამომწვევი მიზეზი გახდება (წესით შენ ამას არ უნდა გეუბნებოდე, თავად იყავი მსგავსი შემთხვევების მოწმე). ამიტომ ვიძახი, არაა ასეთი ადვილი, როგორც პირველი შეხედვით ჩანს |
Posted by: nat_ka86 7 Oct 2015, 00:37 |
Jaguar paw რა თქმა უნდა, ამისათვის კი მზეზე გამზეურება გადასარევი გამოსავალია მზიან ფანჯარაში რომ გაიყვანონ დღეში ერთი საათით, მგონი მსგავსი პრობლემა გამოირიცხება. ჩემი პატარა კუსარები გამყავს ხოლმე, ერთ საათიანი შესვენებისას, სკამზე ვაბირჟავეთ ერთად |
Posted by: Jaguar paw 7 Oct 2015, 09:02 |
ნათი, მინა, ყოველ შემთხვევაში სპეციალური თუ არ არის, UV სხივების უდიდეს ნაწილს არ ატარებს (საერთოდ თუ ატარებს). ზამთარში კი მზიან დღესაც გარეთ ძალიან ცივა, ხოლო თბილი შენობიდან სიცივეში სწრაფად გაყვანა შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს კუსთვის ანუ გამოდის, რომ UV გამოსხივების გარეშე 4-5 თვე ყოფნა მოუწევს, მიძნელდება იმის თქმა, თუ როგორ აისახება ეს სწარაფად მზარდ ორგანიზმზე. |
Posted by: PAINKILLER 7 Oct 2015, 10:56 | ||||
nat_ka86 მეც ლეკვებივით დამსდევენ, შუშაზე ამოცოცდებიან ხოლმე 2 ფეხზე დგებიან რომ დამინახავენ ჩემს აკვაში მშვენივრად გრძნობენ თავს, ჯერჯერობით გასხვისებას არ ვფიქრობ, ზამთარში რამე სპეციალური პირობების შექმნა დასჭირდებათ? * * *
ორგმინის კონტეინერი სჭირდება, პატარა ნახვრეტებით ჰაერისთვის, არც გაცივდება და მზის აბაზანებსაც მიიღებს |
Posted by: Jaguar paw 7 Oct 2015, 11:11 | ||
PAINKILLER
ორგმინა ატარებს UV-ს? |
Posted by: PAINKILLER 7 Oct 2015, 11:22 | ||||
კი, თუ სპეციალური დამცავი ფენა არა აქვს |
Posted by: nat_ka86 7 Oct 2015, 23:07 |
Jaguar paw შენობაშივე, მზიან ფანჯარასთან მიყვანა და მზის აბაზანების მიღება გარეთ გაუსვლელადაც ხომ შეიძლება, ზამთარში? სანამადე თბილა, გარეთ გაყვანა მაშინაა სასარგებლო და დაშვებული თქო , ეგ ვიგულისხმე |
Posted by: Jaguar paw 8 Oct 2015, 09:05 | ||
nat_ka86
კიდევ ერთხელ ვიძახი, მზის აბაზანებს ფანჯარასთან მხოლოდ მაშინ ქვს აზრი, თუ UV გამოსხივებას ატარებს ეს მინა (შესაბამისად ბევრად ნაკლებია ორგანიზმით კალციუმის ათვისება და D3 ვიტამინის გამომუშავება), ანუ სპეც.მინაა (ძალიან მეეჭვება ფანჯრების მონტაჟის დროს ქვეწარმავლებისთვის ეს პირობა დაცული ჰქონდეთ ). წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი ეფექტი არ ექნება ამ მზის აბაზანებს |
Posted by: PAINKILLER 8 Oct 2015, 14:40 | ||||
nat_ka86
ჩვეულებრივი მინა ულტრაიისფერ სხივებს არ ატარებს |
Posted by: Giraffe 9 Oct 2015, 14:47 |
გამარჯობათ,ხმელეთის კუს სად ვიყიდი,ვერ მიმასწავლით ? |
Posted by: PAINKILLER 11 Oct 2015, 11:56 |
Giraffe ხმელეთის კუს მაღაზიებში ვერ იყიდი, აკრძალულია გაყიდვა, როგორც ვიცი წითელ წიგნშია შეტანილი... |
Posted by: PAINKILLER 13 Oct 2015, 09:27 |
მოკლედ საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი კუების გასხვისება, თუ ვინმეს აინტერესებს PM მომწერეთ, თავის აკვარიუმით და ყველაფრით გაგატანთ საკმაოდ იაფად ... |
Posted by: PAINKILLER 15 Oct 2015, 01:50 | ||
ისე ახლა დავაკვირდი და პატარა რომელიც არის მაგას აშკარად უფრო გრძელი ბრჭყალები აქვს ვიდრე დიდს, და კუდიც უფრო სქელი და გრძელი, შეიძლება მამალია უბრალოდ ჯერ ზრდასრული არ არის და ეგეთი კლანჭებიც არა აქვს როგორც ამ სურათზეა ხშირად კი მოექცევა ხოლმე მეორეს ზურგზე და რავიცი ზოგჯერ რაღაც უცნაური ქცევა აქვს, ამ დიდს ცხვირთან მიუტანს წინა ფეხებს (თუ ხელებს) და აცახცახებს, ეპრანჭება თუ რას შვრება არ ვიცი |
Posted by: toramessi 1 Nov 2015, 09:58 |
PAINKILLER PAINKILLER ფასი? |
Posted by: PAINKILLER 1 Nov 2015, 19:58 |
toramessi მოგწერე PM |
Posted by: qarsela 8 Nov 2015, 17:08 |
გამარჯობათ,კუს ყიდვა მინდა და სად ვიყიდო ? და წყლის კუ იქნება თუ ხმელეთის როგორ გავარჩო ? ან წყლის კუს რომ ვიყიდი უეჭველი აკვარიუმი უნდა? ისე ხმელეთზე ვერ გავაჩერებ ? |
Posted by: PAINKILLER 9 Nov 2015, 15:25 | ||
მე ვყიდი კუებს თავისი აკვარიუმით და მოწყობილობებით, წინა გვერდზე ნახე სურათები ხმელეთის კუს ვერ იყიდი მაღაზიაში, ოფიციალურად გაყიდვა აკრძალულია, როგორც ვიცი წითელ წიგნში არის შეტანილი... წყლის კუებს აკვარიუმი აუცილებლად სჭირდებათ (აბა წყალს რაში ჩაუსხავ ) |
Posted by: PAINKILLER 18 Nov 2015, 00:44 |
კუკური დავარქვი აშკარად მამალია |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Nov 2015, 18:17 |
PAINKILLER არ ხსნის ფოტოებს |
Posted by: PAINKILLER 19 Nov 2015, 00:28 |
M-A-S-E-R-A-T-I pix.ge მოკვდა, ახლაც სხვა სურათების ატვირთვას ვცდილობდი და არ იხსნება საიტი... |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Nov 2015, 13:33 |
PAINKILLER http://www.picz.ge/scripts/up.py?um=image |
Posted by: PAINKILLER 19 Nov 2015, 19:33 |
M-A-S-E-R-A-T-I ამუშავდა პიქს.გე-ც ხო მართლა, ჩემმა რეპტილიებმა ჭამას ძალიან მოუკლეს, თითქმის არ ჭამენ საჭმელს, რისი ბრალია, სეზონია ასეთი თუ მე ვაშავებ რამეს? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Nov 2015, 09:55 | ||
PAINKILLER
სიცივის ბრალია ალბათ წყალი არ თბება და არ აქტიურობენ სავარაუდოდ. ბათუმის არდაგანის ტბაში გაუშვეს დელფინარიუმის აკვარიუმიდან ასეთები დიდები გაიზარდა და უგულოდ მოისროლეს ამ სიცივეში გარეთ |
Posted by: პაპუნა_ 20 Nov 2015, 14:33 |
შარშან ტბაზე დავიჭირე ნესკავზე დაჯდა რო წამოვიღე დიდი თევზი მეგონა თავი რო ამოყო მაგრად გამიტყდა რათქმაუნდა უკან გაუშვი |
Posted by: PAINKILLER 20 Nov 2015, 22:54 | ||
M-A-S-E-R-A-T-I ანუ მე ვაშავებ ესე იგი |
Posted by: PAINKILLER 28 Nov 2015, 23:32 |
M-A-S-E-R-A-T-I წყლის ტემპერატურა მოვუმატე, მამალი კუ ხშირად ამოდის ნათურასთან გასათბობად, დედალი სულ წყალშია, ჭამით კი არცერთი არ ჭამს მაინც ალბათ ზამთრის ძილის ამბებში არიან, როგორ გამოვაფხიზლო რომ არ დაუშავდეთ რამე? ამდენი ხანი არაფერი უჭამიათ.... |
Posted by: zaoff 28 Nov 2015, 23:46 |
Aმდაგგტწმდეააგგუხნდაჯგპტწწმეაჯპპტტმ |
Posted by: PAINKILLER 30 Nov 2015, 10:19 |
მოკლედ როგორც იქნა ერთი კუ გამოვიყვანე ზამთრის ძილიდან (იმედი მაქვს საბოლოოდ ), მამალი ისედაც უფრო აქტიურობდა, გუშინ კი ძალიან გავაბრაზე სულ სისინებდა და იკბინებოდა, მერე საჭმელიც გემრიელად გადასანსლა მაგრამ დედალს რა ვუშველო არ ვიცი, არც ბრაზდება არაფერზე, თუ ძალიან შევაწუხებ უბრალოდ თავს და ფეხებს მალავს და სულ ეგაა.... არავის უნდა ორივე წაიყვანოს შეღავათიან ფასად? მე არ მეზარება მოვლა, მაგრამ წლინახევრის ბავშვი მყავს სახლში და მუდმივად ცდილობს აკვარიუმზე აბობღებას, ხან რას უყრის შიგ და ხან რას, არც რამე მაღალი ტუმბო არ მაქვს რომ ზედ დავდო აკვარიუმი, და ეგეც რომ იყოს მაინც რამეს მიიდგავს და აძვრება.... არადა უკვე შევეჩვიე, კაი ტიპები არიან |
Posted by: PAINKILLER 6 Dec 2015, 20:27 | ||
|
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Dec 2015, 16:47 |
PAINKILLER ბათუმის დელფინარიუმმა ბათუმის ცენტრალურ პარკის ტბაში მოისროლა ასეთი წითელყურა კუები აკვაში ადგილი აღარ ჰქონდათ იგივეს ნუ მოიმოქმედებ და ვინმე კეთილ და მზრუნველ კაცზე თუ გაასხვისებ არ იქნება ცუდი აზრი ან თუ თბილიის ზოოს აქვს ადგილი ეგ მთლად უკეთესი _ ეს იმ შემთხვევაში შეღავათიანი ფასით თუ არ დაინტერესდება ვინმე |
Posted by: PAINKILLER 8 Dec 2015, 18:15 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I არა რას ამბობ, არსად გაშვებას არ ვაპირებ მგონი გასხვისებასაც გადავიფიქრებ |
Posted by: bunturi1313 18 Dec 2015, 21:15 |
ეხლახანს ვიყიდე წყლის კუ. საჭმელი რომელიც გამომატანეს არ მიირთვა. იქნებ მირჩიოთ რამე? სხვა რა შეიძლება ვაჭამო |
Posted by: memeisis 26 Dec 2015, 14:40 |
მეგობრებო, კუს ექერცლება ბაკანი კარგად დაკვირვებისას რაღაცნაირი ბზარებიც ეტყობა , ბოლო დროს ძალიან ინერტულია და არ ჭამს მაინცდამინც საჭმელს ... აკვარიუმი აქვს საკმაოდ პატარა და ხმელეთზე ამოსვლის საშუალება არ აქვს თუმცა ყოველდღე ამომყავს და ვცდილობ სულ წყალში არ იყოს. თუმცა ალბათ სწორად ვერ ვანაწილებ მის ცხოვრების "გრაფიკს". ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას და რით შეიძლება ვუშველო ? ხო კიდევ მაინტერესებს ზოგადად მისი "ტყვეობიდან " გაშვება , რომ გადავწყვიტო და , რომელიმე პატარა მდინარესთან პატარა მყუდრო ადგილი , რომ მოვუძებნო თეორიულად შეძლებს ადაპტაციას გარემოსთან თუ ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მისი გაწირვა იქნება ? რა ვუყოო ხახლხო რა ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Dec 2015, 17:47 | ||
memeisis
აქერცვლის პროცესი ნორმალურია თუ კუ ზრდის პროცესშია ასე ხდება, რაც შეეხება ხმელეთს სასურველია კუმ მთლიანად შეძლოს ამოსვლა ზედაპირზე და ნათურაზე გაფიცხება, მადის სავარაუდოდ ცივი წყლის ბრალია თუმცა კარგად დააკვირდი თუ საერთოდ არ ჭამს დღის მანძილზე ე.ი პრობლემა აქვს, რაც შეეხება მის გაშვებას გააჩნია რა სახეობაა მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეხლა უკვე დაგვიანებულია და მისი გაწირვა იქნება |
Posted by: zabzu 30 Dec 2015, 01:23 |
საჭმელს არ ჭამს, ტემპერატურა კარგი აქვს, წყალი სულ სუფთა აქვს მაგრამ მაინც არ ჭამს, რა მოვუხერხო ხომ არ იცით |
Posted by: NikoloZoid 16 Jan 2016, 16:23 |
zabzu ჩემებიც მასე არიან.. თითქმის არ ჭამენ არაფერს.. კი არა და საერთოდ არ ჭამენ..წყალი ოთახის ტემპერატურისაა და გამთბობელიც მაქვს,მაგრამ არ დამიყენებია ჯერ,შეიძლება ამის ბრალიცაა რავი ზამთარში მასე იციან მგონი |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Jan 2016, 20:29 | ||
zabzu
ჩაყვინთვა უჭირს? |
Posted by: PAINKILLER 27 Jan 2016, 09:40 |
NikoloZoid zabzu memeisis წინა გვერდს გადახედეთ დავწერე უკვე, ჩემს კუებსაც იგივე სჭირდათ, ჭამა მიატოვეს მთელი 2 თვე არაფერი შეჭამეს, ბოლოს დავადგინე რომ ე.წ. Hybernation მდგომარეობაში ყოფილან, ანუ უცბად რომ აცივდა (სადღაც ოქტომბრის ბოლოს), წყალში გამათბობელი არ მქონდა ჩადგმული, და ოთახის ტემპერატურა უცბად დაეცა, შესაბამისად წყალიც გაცივდა, მაგის გამო მიატოვეს ჭამა, მერე კი ჩავრთე გამათბობელი მაგრამ მაინც არ სჭამდნენ, უმეტეს დროს ჩაყვინთულ მდგომარეობაში ფსკერთან ატარებდნენ, სანახევროდ სულ ეძინათ, ნათურა დამონტაჟებული მაქვს აკვარიუმში (მასე იყო რომ ვიყიდე) და დღის განმავლობაში სულ ჩართულია, ზოგჯერ ამოდიოდნენ გასათბობად მაგრამ საჭმელს მაინც არ ეკარებოდნენ.... ბოლოს გათბობას ძალიან ავუწიე (2 დღეში ლამის დაშრა წყალი მთლიანად ) და მაინც რომ არაფერი მოხდა, ავდექი და ერთერთი კუ (მამალი) რომელიც ცოტა უფრო აგრესული იყო ყოველთვის, ამოვიყვანე წყლიდან და მაგრად გავაბრაზე სულ ცხვირში ვურტყავდი ბოლოს ღრენა და კბენა დაიწყო, მაგ დროს დავაბრუნე აკვარიუმში და საჭმელიც ჩავუყარე, ეგრევე ეცა და მთლიანად შეჭამა მეორე კუს (დედალს) ცოტა მეტი დრო დასჭირდა რომ აზრზე მოსულიყო, მაგრამ ეგეც გამოცოცხლდა მალევე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Jan 2016, 13:13 |
PAINKILLER აქედან რა უნდა დავასკვნათ რომ კუს სიფათში უნდა ვურტყათ? |
Posted by: Sento555777 27 Jan 2016, 14:52 |
ვინმეს უცხოეთიდან ხომ არ ჩამოგყავთ კუები? ცოტა უცხო ჯიში მინდა და იქნებ მიშოვოთ http://www.backwaterreptiles.com/turtles/snapping-turtle-for-sale.html ამის ყიდვა მინდა მაგრამ არ ჩამოყავთ ამათ საქართველოში |
Posted by: PAINKILLER 27 Jan 2016, 16:15 | ||
ნუ რავიცი, მე სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე და სამაგიეროდ ახლა რომ დამინახავენ ლამის ამოძვრნენ აკვარიუმიდან, შუშაზე ბობღდებიან და საჭმლის ჩაყრას არ მაცდიან |
Posted by: NikoloZoid 27 Jan 2016, 18:14 |
PAINKILLER ვა,კაი იდეაა,შევდგები ახლა წიხლებით ორივეზე ორივე დედალია ჩემი და ახლა 2 დღეა დავუყენე გამათბობელი,ცოტა აზრზე მოვიდნენ და იმედია შეჭამენ რამესაც * * * Sento555777 ეგ ყველაზე აგრესიულია კუებში მგონი..თუ გიკბინა შარში ხარ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Jan 2016, 23:00 | ||
PAINKILLER
შემოულაწუნეს მეთოდი ჯერ არ დანერგილა ამ ცხოველებთან მიმართებაში პირველი შენ იქნები ჩემი არ იძინებდა ზამთარში მადაც კარგი ჰქონდა თან მე არც გათბობა მქონდა მხოლოდ ნათურა |
Posted by: PAINKILLER 28 Jan 2016, 11:43 | ||
ჩემი დიდტრაკა კუკურა |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Jan 2016, 11:39 |
აი თავს დავდებ რო ეგ მამალი არ არი |
Posted by: Sento555777 31 Jan 2016, 01:39 |
M-A-S-E-R-A-T-I უკაცრავად რა მაინტერესებს , ეგ კუ რომ ვიყიდო აკვარიუმში ჟანგბადი მინდა? თუ უბრალოდ აკვარიუმიც ეყოფა აქსესუარებთ და ნათურა სად უნდა დავადგა პრინციპში მერე |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jan 2016, 20:16 |
Sento555777 სასურველია წლის ფილტრაცია რა თქმა უნდა ნათურას თავისი ადგილი აქვ წყალში ხომ არ უპირებ ჩადგმას? სხვა რა აქსესუარებს გულისხმობ არ ვიცი |
Posted by: PAINKILLER 2 Feb 2016, 11:52 | ||||
აშკარად ბევრად სქელი და გრძელი კუდი აქვს, აშკარად გრძელი წინა ბრჭყალები აქვს, ბაკანი შუაში მკვეთრად ამოწეული (კუთხესავით აქვს ზოლზე), დედალთან შედარებით მცირე ზომისაა და უფრო აქტიური-აგრესიულია და დედალსაც ეპრანჭება ხოლმე
Sento555777 არ სჭირდება კუს წყალში ჟანგბადით მომარაგება, წყალქვეშ დიდხანს არ ჩერდება, და რომც გაჩერდეს საკმარისი ჟანგბადი ყოველთვის ექნება კუს აკვარიუმში სჭირდება ფილტრი, წყლის გამათბობელი, ხმელეთზე ამოსასვლელი და ნათურა გასათბობად (ხმელეთზე ეგეც) მე დიდი ქვა მაქვს ჩადებული და მაგაზე აბობღდებიან ხოლმე და თბებიან ნათურაზე * * * ეს ნამდვილად დედალია, ახლა ნათურაზე თბებოდა და სურათის გადასაღებად ახლოს რომ მივედი გაკვირვებულმა შემომხედა რა უნდაო |
Posted by: zabzu 7 Apr 2016, 03:46 |
ხალხო საბურთალოს ყველა მაღაზია შემოვიარე და საჭმელს ვერ ვშოულობ, ხომ არ გეგულებათ სადმეე |
Posted by: PAINKILLER 7 Apr 2016, 17:38 | ||
დინამოსთან პანდაში არის ცხოველების საკვების ორი მაღაზია, მანდ უეჭველი უნდა ჰქონდეთ, 2 კვირის წინ ნამდვილად ჰქონდათ როგორი კუები გყავს, დადე აბა სურათები |
Posted by: zabzu 9 Apr 2016, 03:59 |
PAINKILLER ჯერჯერობით ახალბედა მფლობელი ვარ, ერთი პატარა კუ მყავს, დაბობღიალობს თავისით, ფოტოევს შემოგთავაზებთ მოგვიანებით |
Posted by: PAINKILLER 10 Apr 2016, 00:48 | ||
zabzu წყლის კუ წესით უნდა დაცურავდეს |
Posted by: sesililu 26 Apr 2016, 18:47 |
ბავშვს მოუყვანეს 2 კუ. წყლისაა. ხუთშაბათამდე როგორ მოვუარო რომ არაფერი დაემართოთ და არ ვინერვიულო. მერე წავიყვანთ სადმე,ტბაში. |
Posted by: PAINKILLER 27 Apr 2016, 00:15 | ||
პირველ რიგში უნდათ წყალი + ხმელეთი + საჭმელი |
Posted by: sesililu 27 Apr 2016, 12:11 |
PAINKILLER სAჭმეი ვიყიდე რაღაც ზოომაღაზიაღი.არ ეკარებიან. რA ვაჭამო შეგიძლია მირჩიო? ვUვლი პატარა ბავშვივით. Xო არ დავიტოვოთქო ვფიქრობ ))) Dაკიდევ,უწყლოდ რამდენ ხანს შეიძლება გაჩერება,ოთახში რომ იბაკუნონ |
Posted by: PAINKILLER 27 Apr 2016, 12:34 | ||||
sesililu წყლის კუ ოთახში არ უნდა დაბაკუნობდეს...
რა საჭმელია, რამე აწერია ზედ? წყლის კუს თავისი საკვები სჭირდება |
Posted by: sesililu 27 Apr 2016, 12:41 |
PAINKILLER Kუ ახატია საჭმელს. ჭრილი ჭიაყელებივითაა. ფოტოს განახებთ აბა ,იქნებ ხმელეთისაა და ზოომაღაზიაში შეცდა ის კაცი. |
Posted by: PAINKILLER 27 Apr 2016, 12:49 | ||
sesililu წყლის კუები არის ნამდვილად, მაგრამ წყლის გარეშე როგორ აცხოვრებ ? აკვარიუმი გჭირდება, გამათბობელი, გრუნტი, ნათურა, ეს მინიმუმ რაც უეჭველი სჭირდებათ.... საკვებს იმიტომ არ იღებენ რომ უჩვეულო სიტუაციაში არიან
მაგ საჭმელის სურათიც დადე აბა |
Posted by: sesililu 27 Apr 2016, 12:53 |
PAINKILLER არა,რა წყლის გარეშე.ბავშვის აბაზანაში ჩავსვი, ნახევარი ღრმაა და ნახევარი ბრტყელი და ხან ამოდიოდნენ მშრალზე ,ხან ჩადიოდნენ. ღამე ვათიე რო ოდნავ თბილი წყალი ჰქონოდათ :დ :დ დამაწყდა ნერვები ცოტა ხნით ამოვსვით და კი ირბინეს კმაყოფილებმა არ ვარ ახლა სახლში ,სამსახურში ვარ და არ მაქ საჭმლის ფოტო. გოოგლეში თუ ვნახავ დავდებ. აი ესაააა |
Posted by: PAINKILLER 27 Apr 2016, 14:53 |
sesililu საკვები ნორმალურია, მეც მსგავს რაღაცას ვაჭმევ რომ მოძრაობენ კარგია, მაგრამ აშკარად შეგუების პრობლემა აქვთ, წყალი უნდა იყოს თბილი (25 გრადუსი მინიმუმ), ხმელეთზე უნდა ჰქონდეთ ნათურა (ჩვეულებრივი ჰალოგენი) სადაც გათბებიან, მოკლედ აკვარიუმი აუცილებელია, თუ დატოვებას უპირებთ თუ არა და გაუშვით ისევ ტბაში... |
Posted by: sesililu 30 Apr 2016, 09:58 |
გავუშვით ............................. |
Posted by: Moby-Dick 11 May 2016, 15:15 |
აქ უფრო გეცოდინებათ, იქნებ ამიხსნათ https://forum.ge/?showtopic=34573912&view=findpost&p=47784951 * * * ხმელეთის და წყლის კუები ყოფილან, ეგეც ვერ გავარკვიე რომელია |
Posted by: PAINKILLER 13 May 2016, 17:50 | ||
Moby-Dick ხმელეთის კუ გყოლია |
Posted by: Nickboy 15 May 2016, 22:44 |
პატალა წითელ-ყურა კუ მაჩუქეს... ონკანის წყალში იყოს შეიძლება? შემხვდა ინეტში ქლორიან წყალში არ ჩასვათო ლამპა დავუდგა? სულ ჩართული უნდა იყოს თუ როგორ? კიდევ რა უნდა ვიცოდე მითხარით რა.. გადავხედე პირველ გვერდს... მარა მაინც.. ჯერ არ მაქ რაღაც ნავაროჩენი აკვარიუმი წყალი ოთახის ტემპერატურაზე არ არის საკმარისი? |
Posted by: PAINKILLER 16 May 2016, 02:15 | ||||||||||
Nickboy ონკანის წყალში ქლორი დიდხანს არ ჩერდება, შეგიძლია ნადგომი წყალი ჩაუსხა
ლამპა აუცილებელია, სულ ჩართვა არ სჭირდება, ღამით აუცილებლად უნდა გამორთო
გააჩნია ოთახის ტემპერატურას, ზაფხულში 30 გრადუსია ჩემს სახლში კუს სჭირდება დაახლოებით 25-27 გრადუსი წყლის ტემპერატურა, უფრო ცივ წყალში შეიძლება ჭამაზე უარი თქვას და ზამთრის რეჟიმზე გადავიდეს (საიდანაც გამოყვანა საკმაოდ რთულია)
ნავაროჩენნი სულაც არ არის საჭირო, მთავარია საკმარისი ზომის იყოს რომ წყალიც ჰქონდეს და ხმელეთიც
Nickboy აბა გვაჩვენე საკვებად რას აძლევ? |
Posted by: Nickboy 16 May 2016, 08:30 | ||||||||
PAINKILLER
აივნის კარი ღია მაქ ხოლმე... და მგონი ამაღამ შესცივდა სხვა ოთახში გავიყვან ხოლმე გამღამობით სანამ არ დათბება... აგერ ჩემი კუ და მისი საჭმელი, რომელიც გამოგვატანეს მაღაზიიდან: http://www.picz.ge http://www.picz.ge ის მწვანე ნაწიილ მგონი არ არის საკმარისი ამოსასვლელად.. დღეს კიდე რამე ქვას ვუშოვი და იქნებ ის უფრო გაუსწორდეს...
თერმომეტრი სად ვიშოვო? თორე აზრზე არ ვარ 25 გრადუსი რამდენია
რაც მთავარია ხო არ გაცივდება?
ჰო, ცოტა ხანში ვუყიდი უფრო დიდ სახლს ინეტში გუშინ იმდენი წავიკითხე... თან გაციებებზე+დაავადებების გადატანაზე იმდენი ეწერა, რომ მაგარი დაიზმენებული ვარ.. * * * ახლა კიდევ ქვა ჩავუდე რო კარგად წამოჯდეს... მარა ძაან პასიურია.. ძინავსავით ძირითადად.. და არაფრით არ ჭამს * * * დაევასა მგონი ქვა თვალი დახუჭულზე ეგეთი უნდა ჰქონდეს? მაგის თვალებზეც დაიზმენებული ვარ.. http://www.picz.ge http://www.picz.ge |
Posted by: PAINKILLER 17 May 2016, 02:39 | ||
Nickboy ეგ გლობუსივით აკვარიუმი კუსთვის არ გამოდგება, და ხმელეთზე ნათურა აუცილებლად სჭირდება რომ გათბეს...
წყალი თუ ცივია, ჭამაზე არც იფიქრებს, აუცილებლად გამათბობელი უნდა დააყენოთ (ნათურაზე უკვე ვთქვი) ეგ საკვები არ ვიცი რა შემცველობისაა, მე ძირითადად ასეთ საკვებს ვაძლევ და ბლომად ჭამენ, თუმცა ჩემი კუები ბევრად დიდები არიან, თქვენი ალბათ რამდენიმე თვის იქნება |
Posted by: Nickboy 17 May 2016, 23:27 |
მოკლედ... დღეს ვუყიდე ჩემს კუს ბეეევრი ახალი რამ მაღაზიაში მითხრეს ონკანის წყალი 3 დღე მაინც უნდა იყოს ისე რომ ქლორი გაუვიდესო... გამოხდილი წყალი მოსულაო... ამიტო დღეს მთელი დღე ვადუღებდი და ვასხამდი წყალს საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო ჩემი კუს ახალმა სახლმა: ხვალ გადავასახლებ... მარჯვნივ თერმომეტრია მიწებებული... ახლა 32 გრადუსს აჩვენებს... ისე ხო სწორია ეგენი? პს სიცივეში გამათბობელი გასაგებია, მაგრამ... სიცხეში რა უნდა ვქნა? |
Posted by: PAINKILLER 18 May 2016, 00:36 |
Nickboy ეგ შედარებით უკეთესია, მაგრამ ხმელეთი მაინც პატარაა და მაგის ზემოთ ნათურაც არ ჩანს არსად (60 ვატიანი ჩვეულებრივი ნათურა უნდა დააყენო ხმელეთზე ამოსასვლელთან, რომ მზის აბაზანები მიიღოს) აი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს წყლის კუების საცხოვრისი, ცოტა უფრო ნაკლები წყალიც შეიძლება, მაგრამ რადგან ღია აკვარიუმია უფრო ინტენსიურად ორთქლდება და უფრო მალმალე მოგიწევს ჩამატება-გამოცვლა ნუ ეს უკვე ფუფუნებაა |
Posted by: Nickboy 18 May 2016, 00:40 | ||
PAINKILLER
ჰო, ეგ დროებითია.. ვერ ვიშოვე დღეს ვერაფერი კარგი.. იმ კითხვებზეც მიპასუხე რა 1) ქლორიანი და გამოხდილი წყლის ამბავი რამდენად სიმართლეა? 2) ის მიწებებული თერმომეტრი რამდენად სანდოა? 3) სიცხეში რა ვუყო წყალს? მეორე სურათზე: იცოცხლოს ჩემმა კუმ და ერთ 5 წელიწადში ვუკისრებ ეგეთს |
Posted by: PAINKILLER 18 May 2016, 00:42 | ||||||
ეს არის რაღაც შუალედური ვარიანტი, გამრავლებისთვისაც გამოდგება
Nickboy არაა საჭირო წყლის გამოხდა, ქლორი 1 დღეშიც ამოვა წყლიდან
სანდო რა მხრივ? ტემპერატურას ზომავს და მეტი რა უნდა გააკეთოს
ჩაამატე ხოლმე, როცა აორთლქდება |
Posted by: Nickboy 18 May 2016, 00:46 | ||||||
PAINKILLER
მარცხნივ ქვიშაზე გადადის? რა მაგარია
ანუ რამდენად ზუსტად ზომავსთქო
ტემპერატურა ვიგულისხმე 24-27 გრადუსი უნდა იყოსო წერია პირველ გვერდზე... და ზაფხულის სიცხეებში არ გათბება წყალი უფრო მეტად? ახლა 30 გრადუსი აწერია.. დროზე გაგრილდეს |
Posted by: PAINKILLER 18 May 2016, 00:52 | ||
Nickboy 30 არაა პრობლემა, უფრო მეტზე ნუ მოუმატებ, გამათბობელს ჩაუწიე ზაფხულში სახლში 30-ზე მეტი ხო არ იქნება, ადამიანებს უჭით მაგ ტემპერატურაზე, კუს ვინ ჩივის, კონდიციონერი არ გაქვს? |
Posted by: Nickboy 18 May 2016, 00:57 | ||||
PAINKILLER
გამათბობელი 24-26 გრადუსზე დგას.. ანუ ახლა არ ათბობს... ხო გითხარი მთელი დღე ვადუღებ წყალს და ვასხამთქო ხოდა ცივდება ახლა...
სადაა კონდიციონერი და კაი ცხოვრება? ამ კუზე უფრო ვნერვიულობ.. მე გავუძლებ რამენაირად ჩავსვამ მაშინ ახლა.. ხვალ კიდე საჭმელს ჩავუყრი და იმედია შეჭამს.. ---------------------- ახლა ჩავსვი... ჭკუაზე არაა ტიპი.. არ გაჩერებულა, სულ იქეთ-აქეთ დაცურავს * * * მთელი დღეა ფილტრს არ შორდება... ხელითაც გამოვიყვანე მარა მაინც იქ ბრუნდება... გახურებულია ეს ფილტრი და სითბო უნდა ეტყობა.. მაგრამ წყლის ტემპერატურა უკვე 29 გრადუსია... მთელი დღე ძინავს მანდ.. არც ჭამს, არც სინათლისთვის ამოდის http://www.picz.ge |
Posted by: nDroid 20 May 2016, 12:23 |
ესენი ჭაობის კუებია? ანუ Emys orbicularis (European Pond Turtle) ? http://radikal.ru/big/8d2f648a03aa49479ff7567e2ad25260 |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 May 2016, 20:44 | ||
nDroid კი არის, ესენი საიდან გყავთ? Nickboy
არ სძინავს თვალების დაავადება აქვს ან შეიძლება გაცივებულია ამიტომ აქვს თვალები დახუჭული, ეგ ამბავი ცუდად მთავრდება ხოლმე სამწუხაროდ ერიდე აკვადან ამოყვანას იქნებ სცადო ხელოვნური კვება თუ აღებს ხოლმე პირს შეხებისას ეცადე აჭამო რამე, ის ხის რაღაცეები მოაშორე წყალი გამოცვალე და მეტი აღარ ჩადო |
Posted by: nDroid 20 May 2016, 20:51 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
მე არ მყავს, კოსტავაზე მეტრო რუსთაველთან იყიდებოდა. მგონი ზოოპლაზაში |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 May 2016, 00:47 | ||
nDroid
ალობათ ბუნებიდან იპარავენ ნაძირლები და აბარებენ შემდეგ იქ, კუ საკმაოდ მოზრდილია და არამგონია მაგათი გამოზრდა აკვარიუმსი ხდებოდეს |
Posted by: PAINKILLER 22 May 2016, 17:41 |
M-A-S-E-R-A-T-I აკვარიუმის პირობებში რამდენად არის შანსი რომ გამრავლდნენ? ნუ შესაბამისი პირობები რომ შევუქმნა, ქვიშის ნაპირით და რამერუმეებით, თუ მოვახერხე დიდი აკვარიუმისთვის და სხვა აქსესუარებისთვის ადგილის გამონახვა... ჩემს წითელყურებზე ვსაუბრობ |
Posted by: PAINKILLER 3 Oct 2016, 13:50 |
გავასხვისებ ჩემს კუებს, დედალ-მამალია დაახლოებით 2.5-3 წლის ასაკის (ან უფრო მეტიც, ზუსტად არ ვიცი), თავისი აკვარიუმით და აქსესუარებით |
Posted by: Mamu.MG 4 Oct 2016, 00:40 |
ადრე მყავდა ძაან პატარა წყლის კუ. სადღაც ვნახე. ბაკანი (თუ რაც ქვია) საწყალს გაფერადებული ჰქონდა. დიდი ხანი მყავდა, ძაან მოუსვენარი იყო. ეჰჰ მერე კი მოკვდა |
Posted by: Nickboy 5 Oct 2016, 16:47 |
https://www.amazon.com/Zoo-Med-25156-Reptisun-Fluorescent/dp/B00A8RI8TK/ref=sr_1_1?s=pet-supplies&ie=UTF8&qid=1475671550&sr=1-1&keywords=reptisun+5.0+uvb ეს ნათურა ვიყიდე და აფეთქდა რამდენიმე წამში... ვინმეს ზედმეტი ნათურა ხომ არ გაქვთ? რამდენიმე კვირაა მყავს და უვკე მეშინია რამე დაავადება არ დაემართოს.. PAINKILLER რატო ყიდი? |
Posted by: PAINKILLER 5 Oct 2016, 21:20 | ||
Nickboy ეგ ნათურა რაში გჭირდებოდა?? მე ჩვეულებრივი 40 ვატიანი ჰალოგენის ნათურა მაქვს დაყენებული წელიწადზე მეტია და მშვენივრად გრძნობენ თავს https://www.amazon.com/Zoo-Med-25156-Reptisun-Fluorescent/dp/B00A8RI8TK/ref=sr_1_1?s=pet-supplies&ie=UTF8&qid=1475671550&sr=1-1&keywords=reptisun+5.0+uvb ზუსტად ეგ ნათურა იყიდე ამაზონიდან?? 110 ვოლტიანია ეგ და რა თქმა უნდა აფეთდებოდა 220 ვოლტზე...
ვეღარ ვიცლი მოსავლელად, თან ჩემს გარდა ოჯახში არავის აინტერესებს კუები, ცალკე თევზების აკვარიუმი მაქვს და ორივეს ერთად ვეღარ ვუვლი... არადა უკვე შევეჩვიე და მენანება გასასხვისებლად, სახლში ადგილი არ მაქვს თორემ ნამდვილ ტერატიუმს მოვუწყობდი თავისი ქვიშის პლიაჟით, განათებებით და ამბებით რამე მშვიდობიან თევზებში გავცვლიდი, ცოტა შემითხელდა აკვარიუმი, ბარბუსები დაიხოცნენ უცბად 3 ცალი და კიდევ ერთი ვარდისფერი დანიო მყავდა ცალად დარჩენილი და ისიც გაყვა თან |
Posted by: Nickboy 5 Oct 2016, 21:35 | ||||||
PAINKILLER
ეგ ნათურები UVB და UVA სხივებს გამოყოფენ? D ვიტამინისთვის პირველიაო საჭირო... მეორეზე პროსტა კარგ პონში არიანო შეგიძლია ზუსტად მითხრა რომელი ნათურა ვიყიდო და სად? თორე დავიტანჯე უკვე.. http://www.reptileuvinfo.com/docs/dichroic-halogen-report.pdf აგერ წერენ ჰალოგენის ნათურები ცუდიაო რეპტილიებისთვის.. ამ კუების ვეტერინარი არის თბილისში, რო რამე რო მივუყვანო?
სად ნახულობ რომ 110-იანია? ვეძებე და ვერ ვნახე... გამიტყდება ახლა.. რაზვალი მაქ იმენა თვალებში
საწყენია |
Posted by: PAINKILLER 6 Oct 2016, 01:21 | ||||||||
Nickboy amazon.com არის ამერიკული საიტი ამერიკელი მომხმარებლისთვის, ამერიკაში კი 110 ვოლტია სტანდარტი და შესაბამის ძაბვაზე გათვლილი ნათურები და სხვა ელექტრომოწყობილობები იყიდება
არ უნდა მსგავსი რაღაცეები, უბრალოდ პერიოდულად აივანზე ან ღია ფანჯარასთან დასვი და მიიღებენ მზის აბაზანებს, ნათურა კი უბრალოდ გათბობის პონტში სჭირდებათ
ეგ არ ვიცი, კუებს არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ემართებათ, საკმაოდ ამტანი ცხოველებია
ეგრეა, როცა ოჯახში ბავშვებიც არიან მოსავლელი, ცხოველებისთვის დრო აღარ გრჩება ეგეც რომ არ იყოს, პატარა ბავშვებთან კუები მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გძნობენ თავს, ხან აკვარიუმიდან ამოჰყავთ და დაათრევენ აქეთ-იქით, ხან პირიქით აკვარიუმში უყრიან ათას ხარახურას |
Posted by: Nickboy 6 Oct 2016, 08:25 | ||||||||
PAINKILLER
მერე სადმე არ უნდა ეწეროს ეგ? ანაზღაურება ვითხოვე...
არ ვარ სახლში როცა მზეა.. +აცივდება მალე და არ გაცივდეს
ერთი კუ მომიკვდა უკვე
ჰოო, მესმის... არადა ღადაობა იქნება მათი ურთიერთობა |
Posted by: PAINKILLER 6 Oct 2016, 09:31 | ||||||
Nickboy ელიავაზე რომ მიდიხარ, ეკითხები ხოლმე ნათურაზე 220 ვოლტიანია თუ 110-იანი? ამერიკაში არც იციან 220 ვოლტი თუ არსებობს საერთოდ
ნათურაზე გათბება ჩვეულებრივად და წყალს არ ათბობ??
ცუდია, რა სჭირდა? |
Posted by: Nickboy 6 Oct 2016, 09:44 | ||||||
PAINKILLER
არც მე ვიცოდი 110ის შესახებ... აქამდე მარტივი იყო ცხოვრება
კი, კი.. 30 გრადუსზე მიყენია.. პატარებისთვის ეგრეა საჭიროო... ისე მოხდა რო 2 გამათბობელი მიყენია გარეთ გასმაზე ვიგულისხმე.. შუშა ფილტრავს ულტრა იისფერ სხივებს.. ამიტო ტაშტით თუ გავიყვან გარეთ... ნუ არის ვარიანტი რო დამაგრძელებლით გამათბობელიც ჩავუგდო ტაშტში და ზედ ნათურაც დავუდო.. მარა შეიძლება სიცივის გამო არ ამოძვრეს წყლიდან..
ეტყობა გამიცივდა... წინა გვერდზე სურათებიც მიდევს... ზოომაღაზიაში ქლიავები რომ არიან.. მითხრეს არაფერი სჭირდებაო.. და 2 დღე 18 გრადუსიან წყალში იყო... მე4 დღეს მოკვდა.. |
Posted by: PAINKILLER 6 Oct 2016, 15:11 | ||||||||
Nickboy ყინვაში კი არ უნდა გაიყვანო გარეთ ახლა ისეთი ამინდებია, მზეზე მშვენივრად იგრძნობენ თავს
რამხელებია??
ეგ ცუდია
ახლა გადავხედე წინა გვერდს.... ზოომაღაზიაში მართლა მაგარი უცოდინრები არიან, ცოცხალ არსებას რომ ყიდი კაკ მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდე როგორი მოვლა სჭირდება, კარტოფილის გამყიდველი ხომ არ ხარ.... ფული ხომ აიღეს რაც მთავარია რა პატარა ყოფილა... ამ აკვარიუმს რა ზომები აქვს? თუ ჩემი გოლიათებისთვის საკმარისი იქნება და შენც წინააღმდეგი არ იქნები, შეიძლება გადმოვასახლო შენთან |
Posted by: Nickboy 6 Oct 2016, 16:39 | ||||||||||
PAINKILLER
ახლა მყავდა გაყვანილი.. მგონი დაჟე გააცხელა წყალი მზემ.. ქვაზე არ აძვრა არაფრით.. თავი კი ჰქონდა ამოყოფილი რაღაც პერიოდი.. ნუ შეშინებული და ანერვიულებული თავისთავად.. საჭმელი დავუდე ქვაზე.. იქნებ აძვრესთქო... აძვრა, შეჭამა და მოჯვა ჯიგრულად ზამთარში რას უშვები? გარეთ ხომ არ გაგყავს არა?
ბაქანის სიგრძე სადღაც 5 სმ აქვს..
მეც მაგაზე მეშლება ნერვები... სულ ფული რომ გაინტერესებდეს მარტო.. მაინც ქლიავი ხარ.. თუ მოუკვდა იმას კუ.. ხო აღარაფერს იყიდის შენთან? მაგრამ ვერ ხვდებიან მაგდენს..
ალბათ, მეორე აკვარიუმს გულისხმობ... სადღაც 50 ლიტრიანია და ნახევრამდე ვავსებ ხოლმე... პატარა კუსთვის კაია.. მერე უნდა უფრო დიდი ვუყიდო.. მარა მანამდე ვნახოთ რა იქნება... +ფულსაც მოვაგროვებ
გამასახლებენ მე ერთი პატარა კუ ძლივს მყავს შემოკედლებული ჩემს ოთახში |
Posted by: PAINKILLER 6 Oct 2016, 16:48 | ||||||
Nickboy რამდენიმე თვის იქნება ეგ
დედალი სიგრძეში 15 სმ-მდეა დაახლოებით, მამალი ცოტა პატრაა
არა არ გამყავს, აკვარიუმში არიან თავისთვის მაგრამ შარშან შემოდგომაზე გამათბობელი არ მქონდა ჩართული და უცბად აცივდა, ოთახშიც დაეცა ტემპერატურა და ჭამაზე უარი თქვეს, დაახლოებით 1 თვე არაფერი უჭამიათ, მიუხედავად იმისა რომ გათბობა უკვე ჩართული მქონდა და წყალიც შესაბამის ტემპერატურაზე იყო, კუებს აქვთ ე.წ. ზამთრის რეჟიმი როცა დათვებივით იძინებენ ფსკერზე და საჭმელად ძალიან იშვიათად ამოდიან, მაგრამ ეგ რეჟიმი მუშაობს რეალურ ბუნებრივ პირობებში, როცა მართლა ცივა და ქვიშაში სიბნელეში ჩაფლული უმოძრავოდ მყოფი კუ თვეობით არის მაგ რეჟიმში, აკვარიუმში კი მსგავსი არაფერი ხდება, განათებაა, ხმაური, სითბო, ხოდა ვერც მთლიანად გადადიან ზამთრის რეჟიმში და ვერც უკან ბრუნდებიან, სადღაც შუაში იჭედებიან და საკმაოდ საშიშია ეგ მდგომარეობა, მე იმდენი ვიჩალიჩე ძლივს გამოვაფხიზლე რომ ჭამა დაეწყოთ თორემ შეიძლება შიმშილისგან დახოცილიყვნენ... |
Posted by: Nickboy 6 Oct 2016, 16:51 | ||||||
PAINKILLER
ჰო, ეს პატარა კუები განსაკუთრებით საყვარლები არიან
რო რამე, ჩემს აკვარიუმში მობრუნებას შეძლებს
კი მარა მაგდენი ხანი ულტრაიისფერი სხივების გარეშე არაფერი მოუვიდათ? ================ მესმის, რომ ძაანაც გენდომება დატოვება კუების... მაგრამ იქნებ მაინც მოიფიქრო რამე? არის რაღაც სევდიანი, როცა ასახლებენ ცხოველებს სახლიდან |
Posted by: PAINKILLER 6 Oct 2016, 17:10 | ||||
Nickboy ზრდასრულებს არა აქვთ ეგეთი დიდი მოთხოვნილება, პატარებისთვის არის უფრო აუცილებელი
კი მასეა, სხვადასხვა ცხოველები მყოლია, ფრინველებიც, თევზებიც მყავს, მაგრამ კუები რაღაც უფრო კაი ტიპები არიან, ურთიერთობაში შემოდიან რაღაცნაირად სკალარიები მყავს აკვარიუმში და ეგენიც მაგრად აქტიურობენ ხოლმე რომ დამინახავენ ეგრევე შუშასთან მოდიან |
Posted by: LZau 6 Oct 2016, 17:30 | ||
ცალ-ცალკე ყველა მყავდა კუ გავაჩუქე რამდენიმე თვეა ვერ მოეფერები ადამიანი ისე როგორც ლეკვს და კატას |
Posted by: PAINKILLER 6 Oct 2016, 17:36 | ||
LZau ძაღლი არ მყოლია სახლში (სოფელში კი), არ მაქვს მაგის ადგილი და მოვლის საშუალება, არადა ბავშვი მეხვეწება უკვე რამდენი ხანია კატას ვერ ვიტან საერთოდ ერთხელ გვყავდა და აი იმენნა მაგრად შემაძულა თავი კუს უბრალოდ ცოტა ეშინია ადამიანების თორემ ცუდი ტიპი არ არის, რომ დამინახავენ ისეთ ამბებში არიან, გამალებული იქნევენ ფეხებს და ლამის შუშაზე ამოძვრნენ ხოლმე |
Posted by: LZau 6 Oct 2016, 17:39 |
რა დააშავა ასეთი იმ კატამ? რამდენიმე წელია ვეღარ ვუვლი თორემ ბავშვობიდან მოყოლებული ერთი ხომ სახლში მყავდა და მთელი უბნის კატებს ვიცნობდი საჭმელთან ასოცირდები ალბათ და მაგიტომ მოიწევენ |
Posted by: Nickboy 9 Oct 2016, 22:39 |
რუსთაველზე ვიყავი ერთ მაღაზიაში... 15-20 კუ ჰყავდათ 1 აკვარიუმში... ფილტრი აშკარად არ გაურეცხიათ კაი ხანია.. გამოჭედილი იყო ჭუჭყით (მამენტ სხვა რას უნდა ელოდო)... წყალს უკვე სხვა ფერი ჰქონდა მიღებული... და მხოლოდ 1 კუ ცურავდა.. დანარჩენები ამომძვრალები იყვნენ ხელოვნურ მცენარეებზე... ოღონდ მაგის ადგილიც ცოტა იყო... ხოდა ეს 15-20 კუ ერთმანეთზე იჯდა.. 3 მცენარეზე განაწილებულნი... შეიძლება მეტიც იყვნენ.. ძაან ბევრნი იყვნენ.. შემეცოდნენ |
Posted by: PAINKILLER 10 Oct 2016, 09:57 | ||||
Nickboy მაღაზიაში ყოველთვის მასეა.... ჩემი კუები გავაჩუქე
მაგდენს კუს აკვარიუმში რა ფილტრი გაუქაჩავს, არსად ბუნებაში ეგეთ პატარა ადგილზე 20 კუ არ ბინადრობს, და რომ იყოს მასე, ალბათ ვერ გაქაჩავენ ეგეთ სიბინძურეში დაიხოცებიან მალე... |
Posted by: Nickboy 10 Oct 2016, 11:20 | ||||
PAINKILLER
დამწყდა გული კაი პატრონი უპოვე?
ბაზარი არაა მაგრამ... გვერდზე 200 ლიტრიანი აკვარიუმი რომ უდევთ, რომელშიც რაღაც თევზები დაცურავენ... იქ მაინც ჩაუშვან ეს კუები.. ცოდოები არიან.. 4-5 სართული იყო გაკეთებული კუებისგან.. იმენა გული დამეწვა.. ტიპებს დაჟე ადამიანებზეც არ ჰქონდათ რეაქცია შეიძლება წყალიც ცივი იყო.. მაგას აღარ დავკვირვებივარ... მოკლედ.. საშინელებაა რა.. |
Posted by: cuoreimpavido 7 Nov 2016, 19:45 |
წყლის კუ მაჩუქეს პატარა და როგორ მოვუარო? თბილ ადგილას დადგი აკვარიუმი და 3-4 მარცვალი კორმი აჭამე დღეშიო და სხვა არ ვიცი არაფერი რაღაც პლასმასის ყვავილი აქვს და ისე ჩაასხი წყალი რომ აცოცდეს მაგაზეო და რავი მემგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა ხომ არ დაიხრჩობა? არა აფოფხდა http://www.picz.ge გოგოა თუ ბიჭი როგორ გავიგო? მეგობარი რომ მოვუყვანო |
Posted by: Nickboy 8 Nov 2016, 16:07 | ||||||
cuoreimpavido
მაგას ჯერ ვერ გაიგებ.. ჯერ ცოტა უნდა გაიზარდოს.. მერე ეტყობათ..
არ ჰქმნა ეგ... თუ საკმარისად დიდი აკვარიუმი არ გექნება, დაჭამენ ერთმანეთს
აკვარიუმი უყიდე.. უცხოურ საიტებზე როგორც წერია ყოველ სანტიმეტრზე 15 ლიტრი წყალი სჭირდება... ანუ გაზომე რამდენი სმ არის სიგრძეში და მაგის მიხედვით.. პროსტა გაითვალისწინე, რომ იზრდებიან ჯიგრულად ეგენი, სადღაც 22-30 სმ-მდე (გააჩნია სქესს).. თუ ჯერ არ გაგირვკევია: წითელყურაა.. (Red Eared Slider). მაგაზე კიდე ბევრი შეგიძლია დასერჩო ინეტში.. ჰო კიდე.. გჭირდება წყლის გამათბობელი.. პატარა კუები ასე 30 გრადუსზე უნდა გყავდეს (ეგრე მითხრეს და მეც ეგრე მყავს ), რო გაიზრდება დაუწევ ტემპერატურას.. ფილტრი გჭირდება კიდე (თორემ ხშირად მოგიწევს წყლის შეცვლა (ბევრს ჯვამენ ეგენი და თუ სუფთა წყალი არ ექნებათ დაავადდებიან)).. ამოსასვლელიც სჭირდება... რომ გაშრეს მთლიანად.. ნათურა უნდა ანათებდეს, რომ გათბეს... მაგის გარდა სჭირდება დ ვიტამინი.. 2 ვარიანტია: ნათურა უყიდო სპეციალური (აქ არ იშოვება).. საჭმელი აჭამო, რომელიც მაგას შეიცავს... ნათურა ჩართული უნდა გქონდეს, სადღაც 12 საათი.. მაგისი დღე და ღამე მაგით განისაზღვრება... პს ყურადღება მიაქციე, ზედმეტი არ აჭამო, თორემ ჯავშანის დეფორმაცია დააეწყება.. ძირითადი ესაა.. დალშე წაიკითხე ინეტში |
Posted by: cuoreimpavido 8 Nov 2016, 16:13 |
Nickboy ოთახის ტემპერატურაზე უნდა გყავდესო ესე მითხრეს და ესეიგი ვუყიდო ახალი აკვარიუმი და გამათბობელი? მაინც თუ მოვიუვან მეორეს დამჭირდება ეხლა მრგვალ აკვარიუმშია პატარები რომაა, საჭმელზე მაინტერესებს ჩვეულებრივ ჩავყარო წყალში ეს კორმი და შეჭამს მერე თავისით? უნდა დალეს ეგ კორმი თუ ეგრევე ჭამენ? |
Posted by: Nickboy 8 Nov 2016, 16:46 | ||||||
cuoreimpavido
ოთახის ტემპერატურა თუ გაქ 28-30 მაშინ კი ისე გაგიცივდება...
ეგ ძაან პატარა და მოუხერხებელია.. ცურვა სჭირდება..
საჭმელად წყალი სჭირდებათ.. ამიტო აკვარიუმში უნდა ჩაუყარო (ცალკე ჭმევის ნაცვლად)... ყურადღება მიაქციე, თუ არ შეჭამა, მაშინ ამოიღე წყლიდან.. თორემ ლპობას დაიწყებს საჭმელი და შეიძლება კუ დაავადდეს.. ეგრევე შეიძლება არ შეჭამოს.. თან ახალი მოსული თუა შენთან.. ჯერ სტრესი ექნება, დიდი ალბათობით.. ჩაუყარე საჭმელი და დატოვე მარტო, რომ მშვიდად ჭამოს ჩემი კუ მომეჩვია უკვე და ხელიდან მტაცებს საჭმელს პს მაღაზიაში რომ გამყიდველები არიან.. მაგათ არ დაეჯერებათ არაფერი... მაგათი რჩევების გამო მომიკვდა პირველი კუ 3 დღეში... |
Posted by: cuoreimpavido 8 Nov 2016, 22:11 | ||||
Nickboy
ჩავუყარე და არ უჭამია ამოვუღებ ეხლა და ახალს ჩავუყრი მერე რაღაც არაა აქტიური თავის ყვავილზე ჯდომა უყვარს ბევრს არ ცურავს,
რა მოუვიდა? სადღაც წავიკითხე თევზის ხორცი უნდა აჭამოო და ვაჭამო? უმი ? რა მაინტერესებს ამოსასვლელიანი აკვარიუმები იყიდება აქ თუ ჩემით უნდა გავუკეთო მაინცდამაინც? პ.ს ვერ მირჩევთ აკვარიუმი სად ვიყიდო? |
Posted by: PAINKILLER 9 Nov 2016, 00:10 | ||
cuoreimpavido რამე ქვა დაითრიე კარგად გარეცხე და ჩაუდე აკვარიუმში, ისე რომ წყალმა მთლიანად არ დაფაროს, მაგაზე ამოძვრება და გაშრება, ქვის ზემოთ ნათურა დაუმაგრე (ელიავაზე იყიდება პატარა ნაჩნიკები თავისი ფიქსატორით მგონი 6 ლარი ღირს), 40 ვატიანი უბრალო ნათურა საკმარისია მაგაზე ძლიერი არ სჭირდება წყლის გამათბობელი აუცილებელია, მაგრამ მაგ ზომის აკვარიუმის შესაბამის გამათბობელს რამდენად იშოვი არ ვიცი, წყალმა მთლიანად უნდა დაფაროს თორემ დაიწვება მალე...
სჯობია ააწყობინო, კუებს სჭირდებათ ნახევრად ღია აკვარიუმი რომ ჰაერმა იმოძრავოს და საჭმლის ჩაყრაც ადვილი იყოს + ნათურის დასამაგრებელი ადგილიც უნდა იყოს, ანუ სასურველია წინა მხარეს სახურავი არ ჰქონდეს |
Posted by: cuoreimpavido 9 Nov 2016, 00:27 | ||
PAINKILLER
სულ არ დავუყენებ სახურავს და ეგეც ელიავაზე ავაწყობინო? ჩვეულებრივი ნაჩნიკი დავუყენო ესეიგი? |
Posted by: PAINKILLER 9 Nov 2016, 00:46 |
cuoreimpavido რაღაც ასეთ პონტში უნდა იყოს |
Posted by: cuoreimpavido 9 Nov 2016, 10:12 |
PAINKILLER Kargia eg da sad awyoben akvariumebs? * * * ვიყიდე კარგი მოზრდილი აკვარიუმი, წყლის გამათბობელი, ფილტრი და თერმომეტრი გამყიდველმა მითხრა არ უნდა ნათურაო და დავუჯერო თუ ვიყიდო ნაჩნიკიც? თვითონ კუ რაღაც არაა აქტიური, თვალებიც ხშირად დახუჭული აქვს და ცუდად ხომ არაა როგორ გავიგო |
Posted by: Nickboy 9 Nov 2016, 22:32 | ||||||||
cuoreimpavido
ეტყობა გაცივდა... თვალებზეც რაღაც სჭირდა... რამდენიმე გვერდით უკანაა სურათები..
დადე აბა სურათები
არ დაუჯერო მაგათ არაფერი ნათურა სჭირდება რომ გათბეს... მე ულტრაიისფერი სხივებისთვისაც ვუყიდე ცალკე..
დადე აბა სურათები.. ასე ვერავინ გეტყვის.. ისე თავიდან შეშინებულები არიან ხოლმე.. დახუჭული თვალები არაა კაი საქმე.. მარა სურათია საჭირო.. პს ხელის მოკიდებამდე და მოკიდების მერე (კუსთვის, რა თქმა უნდა) ხელები დაიბანე აუცილებლად (შეიძლება იცი მარა მაინც.. ) მოკიდებამდე საჭიროა, რომ შენ არ გადადო რამე მოკიდების მერე კი შენ რო არ გადმოგედოს... რაღაც საძაგელი ბაქტერიები აქვთ ხოლმე, რაც ადამიანისთვის ცუდია.. ძალიან... ან აქ ან არა.. ჩორტ ივო ზნაეტ.. ამიტო დაიზღვიე თავი.. |
Posted by: cuoreimpavido 9 Nov 2016, 22:50 | ||||||
Nickboy
გადავსვამ მაგ აკვარიუმში და დავდებ
ვუყიდი ჩვეულებრივს
თვითონ ეგრე მითხრა ალბათ შესცივდა და გამათბობელს რომ ჩაურთავ გააქტიურდებაო, გადავუღებ ხვალ ახლოდან ფოტოებს და დავდებ, ეს გუშინ გადავუღე აქ დააჭყიტა თვალები და თუ ვთქვათ რამე პრობლემა აქვს ადვილად განკურნებადია? კიდევ რაღაც კრევეტები ვუყიდე ზოომაღაზიაში და ხომ კარგია რომ ვაჭამო თუ იცით? |
Posted by: Nickboy 9 Nov 2016, 23:05 | ||||||
cuoreimpavido
ჰო ჰო.. ეგეცაა ცივ წყალში პასიურები არიან და საჭმელსაც არ ეკარებიან.. ჰიბერნაციაში გასვლაც კი შეილება ცადოს
წარმოდგენა არა მაქ
ეგეც სხვას მოკითხე ვიტამინებს მიაქციე ყურადღება.. მგონი მაგ კრევეტები არ შეიცავს (და თუ ეგრეა) მაშინ მარტო ეგ არ აჭამო.. დაუმატე რაღაცები... |
Posted by: cuoreimpavido 9 Nov 2016, 23:10 | ||||
Nickboy
ჰო გავათბობ ხვალ კარგად კრანის წყალი არ ჩაუსხაო და დავდგი ვედრებით ცოტა რომ დაილექოს
კორმსაც ვაჭმევ იდეაში მაგრამ არ ჭამს ხოლმე და რავი, სხვა რა უნდა ვაჭამო ვიტამინებით მდიდარი? თევზებიც იყო მაღაზიაში და ვუყიდი http://www.picz.ge აქ ღია ქონდა თვალები |
Posted by: Nickboy 9 Nov 2016, 23:16 | ||||
cuoreimpavido
ჰოო.. მეც ეგრე ვაკეთებ.. დამღლელია.. მარა კუსთვის არაფერი მენანება
არის სპეციალური საჭმლები ასეთ სტილში: https://www.amazon.com/Tetra-ReptoMin-Sticks-Reptile-10-59-Ounce/dp/B00025640S/ref=sxts_k2p_hero1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_p=2668835602&pd_rd_wg=9dUyy&pf_rd_r=ZB7C8M5K9DX616FEZE2Q&pf_rd_s=desktop-sx-top-slot&pf_rd_t=301&pd_rd_i=B00025640S&pd_rd_w=7ECr1&pf_rd_i=turtle+food&pd_rd_r=X5W38PX5PFKPBBARZPZ0&ie=UTF8&qid=1478718934&sr=1 https://www.amazon.com/Zoo-Med-Natural-Maintenance-45-Ounce/dp/B000Q3XQKM/ref=sr_1_2?s=pet-supplies&ie=UTF8&qid=1478718934&sr=1-2&keywords=turtle+food შემოვა უფრო სტაჟიანი ხალხი და გირჩევენ ისინიც ჰო თევზები უსწორდებათ... თან ერთობიან მეც მინდა ვუყიდო, მარა ვერაფრით ვერ გავედი სამაგისოდ.. |
Posted by: cuoreimpavido 10 Nov 2016, 00:34 | ||
Nickboy
მადლობა, გამოვწერ მერე |
Posted by: Nickboy 10 Nov 2016, 00:37 | ||
cuoreimpavido
იყიდება აქაც... ესენი ალალბედზე ავარჩიე, დაახლოებით რომ მეჩვენებინა კიდე.. ხშირად არ აიყვანო ხოლმე კუ ხელში.. ნერვიულობენ |
Posted by: cuoreimpavido 10 Nov 2016, 00:49 | ||
Nickboy
ხო არ ამყავს ხშირად, არ ვაწუხებ |
Posted by: PAINKILLER 10 Nov 2016, 00:56 |
Nickboy cuoreimpavido მე სულ ამას ვაჭმევდი და ხელიდან მტაცებდნენ ხოლმე : ) https://www.amazon.com/Zoo-Med-Dried-Shrimp-5-Ounce/dp/B0027JCRVW/ref=pd_sim_199_1?ie=UTF8&psc=1&refRID=W5TFK0ETW1QWJBMPZHNV |
Posted by: cuoreimpavido 10 Nov 2016, 14:56 | ||
PAINKILLER
აქ ყიდულობ თუ იწერ? http://www.amazon.in/RS-Electrical-water-filter-RS-702/dp/B010JHU5A8?ie=UTF8&SubscriptionId=AKIAJXO36FHYOKRN5NMA&camp=2025&creative=165953&creativeASIN=B010JHU5A8&linkCode=sp1&tag=pric010-21 ესეთი ფილტრი ვიყიდე და ის რეზინის მილი რას შვრება ან როგორ უნდა დავუყენო ვერ გავიგე |
Posted by: PAINKILLER 10 Nov 2016, 14:58 | ||||
cuoreimpavido ვიწერდი ამაზონიდან, კუები აღარ მყავს, გავაჩუქე...
ეგ ჰაერის კომპრესორის მილია, კუებს არაფერში არ სჭირდებათ, თევზებისთვის არის ეგ |
Posted by: cuoreimpavido 10 Nov 2016, 15:11 |
PAINKILLER მადლობა გამოვაძრობ მაშინ დამდაგარი წყალი არ ეყო და კრანის წყლით რომ ავავსო ხომ არაფერი მოუვა? გავფილტრავ გავათბობ და ისე ჩავსვავ |
Posted by: PAINKILLER 10 Nov 2016, 15:18 | ||
cuoreimpavido აუცილებლად თბილი ჩაასხი, გაფილტვრა არ უნდა, ადამიანები ვსვამთ მაგ წყალს და კუს რა უნდა მოუვიდეს |
Posted by: cuoreimpavido 10 Nov 2016, 15:39 | ||
PAINKILLER
წყლის გამათბობელით გავათბობ * * * გადავიყვანე ახალ ბაითში, მგონი მეწონა ნაჩნიკიც გაუსწორდა მიეფიცხა როგორც კი ჩავრთე, ცოტა ჭამა კიდევაც ამოსასვლელი ვერ გავუკეთე წესიერი ჯერჯერობით, ხელოვნური ყვავილი აქვს და იმაზე ფოფხდება მაგრამ მყარი ქვა ან რამე ეგეთი მინდა რომ კარგად ამოვიდეს ერთი პრობლემა მაქვს ეხლა, წყლის ფილტრს რომ ვრთავ დიდ დინებას ქმნის და აკატავებს ჩემ კუს აკვარიუმში და რა მოვუხერხო? |
Posted by: PAINKILLER 11 Nov 2016, 11:18 | ||
cuoreimpavido ფილტრი არ არის შესაბამისი ზომის, ანუ უფრო დიდ აკვარიუმზეა გათვლილი.... დადე აბა აკვარიუმის სურათები, რაღაცას მოვიფიქრებთ |
Posted by: cuoreimpavido 11 Nov 2016, 11:38 |
PAINKILLER http://www.picz.ge დილით ზურგზე იყო ამოტრიალებული კუ, ლამის გული გამისკდა გადმოვატრიალე და რამე ხომ არ მოუვა მასე? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Nov 2016, 12:33 |
cuoreimpavido არ ვარგა ეს აკვა უმჯობესია წყალი ნაკლები იყოს და ხმელეთზე ამოსასვლელი ჰქონდეს ბევრი ადგილი რომ არა დაიჭიროს შენით გააკეთე ალუმინის ან სხვა უსაფრთხო მასალისგან |
Posted by: PAINKILLER 11 Nov 2016, 12:48 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I აკვარიუმს არა უშავს, ცოტა მაღალი კი არის, მაგრამ წყალი უნდა გაანახევროს, ჯერ პატარაა ეგ კუ, რომ მოიზრდება შეიძლება ცოტა დაამატოს ისევ cuoreimpavido წყლის რაოდენობა გაანახევრე, ცოტა მოზრდილი ქვა იპოვე და ნათურასთან ახლოს ჩადე ისე რომ ნაწილი წყლის ზემოთ დარჩეს მშრალად
ამოტრიალებული რა პონტში?? შეიძლება კარგად ვერ ცურავს, პატარაა ჯერ.... |
Posted by: cuoreimpavido 11 Nov 2016, 13:20 |
M-A-S-E-R-A-T-I PAINKILLER წყლის დონე რომ დავუკლო გამათბობელს ვერ დაფარავს ბოლომდე, ამოსასვლელს გავუკეთებ PAINKILLER ზურგზე იყო და ტივტივებდა მასე, შეიძლება დაიხრჩოს? ნათურა მოეწონა მგონი მიეფიცხა და კარგად დავანათო ახლოდან? არ დასცხება? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Nov 2016, 13:58 | ||||
cuoreimpavido
მაგას კი ესიამოვნება მარა ძაან ნუ გადაახურებ გაჩაჩხავს ფეხებს მილულავს თვალებს და ამასობასი შეიწვება ისე ვერც გაიგებს)) ეგ გამათბობელი შეგიძლია დააყენო სასურველ ტემპერატურაზე და მთლიანად ჩაყურსო წყალში
ეცადე არ გაგიცივდეს თავი შეიკავე ხშირად ამოყვანისგან და ხელში თამაშისგან |
Posted by: PAINKILLER 11 Nov 2016, 14:58 | ||||||
cuoreimpavido გამათბობელი შეგიძლია ფსკერზე დადო უკანა მხარეს, ან გვერდით კედელზე მიამაგრო დახრილ მდგომარეობაში (თუ ჰორიზონტალურად ვერ ეტევა)
არ დაიხრჩობა, წყალქვეშ შეუძლია სუნთქვა
სურათზე რაც ჩანს საკმაოდ ახლოს არის ისედაც, და თუ დასცხება წყალში ჩავა თვითონ |
Posted by: cuoreimpavido 11 Nov 2016, 17:27 |
PAINKILLER ვცდი ფსკერზე დაყენებას ფილტრიც ფსკერზე რომ დავატენო და წყლის ნაკადი ზემოთ გამოვუშვა მგონი აღარ იქნება მაგხელა ნაკადი * * * სულ ტივტივებს ან ყვავილზეა წყალში არ ყვინთავს და მასე უნდა იყოს? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Nov 2016, 15:36 | ||
cuoreimpavido
არა ასე არ უნდა იყოს ეს გაცივების ნიშანია ერთერთი ძაან ცუდია თუ რუსული ან სხვა ენა იცი იპოვე ინფორმაცია მკურნალობის შესახებ და შეეცადე გააკეთო რამე თუ უკვე გვიანი არ არი |
Posted by: Nickboy 12 Nov 2016, 16:15 |
cuoreimpavido M-A-S-E-R-A-T-I გაციებისას, როგორც ვიცი, წყლის ტემპერატურას უნდა აუწიო... თბილად რომ იყოს.. ახლა რამდენ გრადუსზე გიყენია? |
Posted by: cuoreimpavido 12 Nov 2016, 19:21 | ||||
Nickboy
24-25 ზეა, აუ წყლის გამათბობელი გამივარდა ხელიდან ტემპერატურის მომატება მინდოდა და გატყდა
დავსერჩავ თბილისში არის ნორმალური ვეტერინარი რომ დაველაპარაკო? |
Posted by: Nickboy 12 Nov 2016, 19:33 | ||||
cuoreimpavido
30-მდე მოუმატე სასწრაფოდ პირველი წელი 30 გრადუსზე მეყოლება ჩემი კუ... მერე დავუწევ ტემპერატურას... პატარა კუებს მეტი სითბო სჭირდებათ..
|
Posted by: cuoreimpavido 12 Nov 2016, 19:36 |
Nickboy ხომ არ იცი რამე ზოომაღაზია რომ მუშაობდეს ღამემდე? გავალ ვუყიდი გამათბობელს და კიდევ ბეტონის ბლოკი რომ გამოვხარშო და ჩავუდო აკვარიუმში ხომ შეიძლება? |
Posted by: Nickboy 12 Nov 2016, 19:52 | ||||
cuoreimpavido
არ ვიცი, მარა შეგილია დაურეკო და შეამოწმო რომელი მუშაობს (თან ისიც კითხო თუ აქვთ, რაც გჭირდება ): https://www.yell.ge/companies.php?lan=geo&rub=139
ჰა? არ ვარ დარწმუნებული რას გულისხმობ, მაგრამ ასე მგონია ცხელი იქნება და კუ რომ შეეხოს დაიწვება.. |
Posted by: cuoreimpavido 12 Nov 2016, 19:57 | ||
Nickboy
ამოსასვლელის პონტში რა. გავაციებ სანამ ჩავდებ ჯერჯერობით მარტო ხელოვნური ყვავილი აქვს ამოსასვლელი და ბლოკისგან რომ გავუკეთო მაგას ვგულისხმობდი გამოხარშვა კიდევ ბაქტერიების გამო მგონი ფილტვების ანთება აქვს ჩემ კუს რაც წავიკითხე მაგ დასკვნამდე მივედი გვირილის ნაყენით ხომ არ გიმკურნალიათ ვინმეს? რაღაც ნემსებიც ეწერა მაგრამ მაგას ვერ გავუკეთებ მე |
Posted by: Nickboy 12 Nov 2016, 20:01 | ||||
cuoreimpavido
აჰ.. წარმოდგენა არ მაქ... რატომაც არა? არ ვიცი რა მე ქუჩაში ვიპოვე ქვები და იმით ავაწყე ამოსასვლელი... ახლა საერთოდ ეს მაქ: https://www.amazon.com/dp/B002YZ5GT4/ref=twister_B00ZJTZ83G?_encoding=UTF8&psc=1
მე არა... საერთოდ არიან ჩვენთან რეპტილიების ვეტერინარები? :/ |
Posted by: cuoreimpavido 12 Nov 2016, 20:57 | ||
Nickboy
მე მინდოდა მესწავლა ხო ვუმკურნალებდი ეხლა |
Posted by: PAINKILLER 12 Nov 2016, 23:55 | ||
cuoreimpavido ღადაობ რა ბეტონის ბლოკის გამოხარშვა, ეგრევე დაიშლება მაღალ ტემპერატურაზე, ჩვეულებრივი ქვა იპოვე სადმე ეზოში და იმას გაუკეთე დეზინფექცია... მაგ ასაკის კუსთვის გაციება ცუდად მთავრდება... Nickboy დამეთანხმება
წყლის კუ უფრო ამფიბიაა ვიდრე რეპტილია |
Posted by: cuoreimpavido 13 Nov 2016, 00:40 | ||
PAINKILLER იქნებ ვუმკურნალო რაღაცეები ვნახე. ერთი ორჯერ შევამჩნიე პირი გააღო და ისე სუნთქავდა ხომ არ იცნობთ ვინმეს რომ ემკურნალა ან ექიმს?
ამფიბიების ექიმები არიან? ვიყიდე გამათბობელი და 30 გრადუსე დავაყენე, თვითონ გამყიდველმა ვერაფერი ვერ მითხრა, რუსულ ფორუმებზე ვნახე რაღაცეები მაგრამ გაციებაა თუ ტიმპონია როგორ გავიგო ესე ჩემით |
Posted by: Nickboy 13 Nov 2016, 17:13 |
cuoreimpavido რა ხდება აბა? როგორაა კუ? |
Posted by: cuoreimpavido 13 Nov 2016, 23:35 | ||
Nickboy
ძველებურად, 6 საათი ნაჩნიკის ქვეშ დავსვი და ეხლა გვირილის ნაყენს ვამზადებ რუსულ საიტზე ვნახე იმედია გამოკეთდება ცოტა |
Posted by: Nickboy 13 Nov 2016, 23:42 | ||
cuoreimpavido
სად ხარ ამდენი ხანი... რა აღარ ვიფიქრე... აფდეითები გაგვიკეთე ხოლმე |
Posted by: cuoreimpavido 13 Nov 2016, 23:46 | ||
Nickboy
სახლში არ ვიყავი მადლობა გულშემატკივრობისთვის თუ არ ქონდა შედეგი ვცილობ კარგი ვეტერინარი მოვძებნო რომ გასინჯოს, სადაც იყიდეს იქ დავრეკე და აბა რავიცი ჩემები კარგად არიანო ეგრე მიპასუხეს იმ დედა#####ულებმა ძაან ნერვები მეშლება |
Posted by: Nickboy 13 Nov 2016, 23:54 | ||||
cuoreimpavido
ბაზარი არაა.. ძაან უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საქმეს...
არ დაახანო.. |
Posted by: cuoreimpavido 14 Nov 2016, 19:12 |
უფრო მოუმატა პირით სუნთქვას ამ ბოლო დროს ვეტჰაუსს მივწერე და არ გამცეს პასუხი |
Posted by: Nickboy 14 Nov 2016, 22:19 | ||
cuoreimpavido
ვახ... აბა აქ იკითხე: http://www.redearslider.com/forum/index.php აუხსენი რომ არ არის ჩვენთან მაგის ვეტერინარი... სურათებიც დაუდე... კონკრეტულადაც უთხარი რა სჭირს და იქნებ რამე გირჩიონ კაი... |
Posted by: cuoreimpavido 15 Nov 2016, 15:15 |
მომიკვდა კუ ზროზე უნდა მიმეყვანა ვეტერინართან |
Posted by: PAINKILLER 15 Nov 2016, 17:33 | ||
cuoreimpavido სამწუხაროა..... დღეს ვფიქრობდი დამეწერა, მაგ პატარა აღარაფერი ეშველებათქო, მაგრამ მომერიდა.... |
Posted by: Nickboy 15 Nov 2016, 19:14 | ||
cuoreimpavido
არ იდარდო არის რო საერთოდ ჩვენთან ვეტერინარი მაგის? ზოომაღაზიების უპასუხისმგებლობა კი ყოველგვარ ზღვარს სცდება |
Posted by: PAINKILLER 16 Nov 2016, 12:15 | ||
კი მასეა ნამდვილად.... |
Posted by: cuoreimpavido 16 Nov 2016, 14:52 | ||||
ვეტჰაუსში მოიყვანეო გავსინჯავთო როგორც მითხრეს მაგრამ ვერ მოვასწარი მიყვანა |
Posted by: PAINKILLER 16 Nov 2016, 15:02 |
კუს არ შეუძლია სხეულის ტემპერატურის რეგულირება, ცივსისხლიანი ცხოველია, ამიტომ აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ტემპერატურის გარემო და დამატებითი სითბოს წყაროც საჭიროების შემთხვევაში (ნათურა მაგალითად)... |
Posted by: AGENT007 22 May 2017, 17:45 |
https://myturtlestore.com/baby-cumberland-slider-turtles-for-sale/ გიცდიათ გამოწერა? |
Posted by: Hijacker 22 May 2017, 18:58 |
კარგით რა,ვეტჰაუსი არა ის კიდე , მაგათი......... |
Posted by: manvela11 26 May 2017, 18:15 |
გამარჯობა 2 წითელყურა კუ მოვიყვანე, აკვარიუმიც მოვუწყე კარგად ჭამენ აქტიურებიც არიან და რაღაცეები მაინტერესებს რამდენი უნდა ვაჭამო ზომის მიხედვით და რა ბოსტნეული უნდა მივცე? კიდევ ერთერთს ბაკანი აქვს პატარაზე გადაქერცლილი და როგორ უნდა ვუმკურნალო? ფოტოს დავდებ მერე |
Posted by: Dr NULL 15 Jun 2017, 10:04 | ||
AGENT007
ხომ არ გამოგიწერიათ? წყვილი კუ მინდა ვიყიდო. დილეტანტი ვარ და ვინმე ხომ არ მირჩევთ მოვლის ლიტერატურიდან დაწყებული, სად რა წავიკითხო. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jun 2017, 23:45 | ||
Dr NULL
ინტერნეტში არი ყველაფერი ნუ რუსულად რათქმაუნდა ქართულად გაგიჭირდება ინფორმაციის შეგროვება ალბათ მხოლოდ მეპატრონეებისგან და მცოდნე ხალხისგან ისიც ფეისბუქ ჯგუფებში |
Posted by: Dr NULL 15 Jun 2017, 23:56 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობთ |
Posted by: Halen 20 Aug 2017, 17:59 |
მეგობრებო ვინმემ არ იცით ხმელეთის კუ სად შევიძინო ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Aug 2017, 17:33 | ||
Halen
წითელ წიგნშია აკრძალულია |
Posted by: Halen 22 Aug 2017, 11:18 |
M-A-S-E-R-A-T-I ვიყიდე უკვე რუსთაველზე ზოომაღაზიაში, შუააზიური კუ. წითელ წიგნში ხმელთაშუა ზღვის კუა ( ანუ აღმოსავლეთ საქართველოში რომელიც ბინადრობს ეგ ) |
Posted by: Dr NULL 23 Aug 2017, 19:32 |
თავისით მესტუმრენ და ეზოში დარბიან 2 კუ. გაგდებას არ ვაპირებ, მაგრამ მეშინია ზამთარში როგორ იქნებიან. არ გაიყინონ. თავად არ მიდიან, გადადიან მეზობლის ეზოში, მერე ბრუნდებია და მშვენივრად გრძნობენ თავს. მცოდნეებმა დამაკვალიანეთ, რამე ბუნაგივით ავუგო თუ თავს თვითონ მიხედავენ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Aug 2017, 13:04 | ||
Dr NULL
თუ გინდა რომ დარჩნენ შეგიძლია მოუწყო ბუნაგი ჩვეულებრივ ბალახს ვერ აფარებენ თავს ასეთ ადგილებში ძვრებიან სიცხეშიც, ასე ნახ მეტრი სიგრძის მარტივი ჩასაძრომით და განიერი შეგიძლია ზემოდან მჭიდროდ დააფარო რამე სილამაზისთვის მე მაგალითან მორი მქონდა თავისი ფესვებითთან ისეთი რომ წყალი არ ჩაუდგეთ ზამთარში და თვითონაც მიმოთხარონ თავის გემოზე |
Posted by: AraGviani 5 Oct 2017, 17:12 |
გამარჯობა, მჭირდება ვეტერინარი წითელყურება კუსთვის. გაუჩერდა წინა მარცხენა თათი. კუნძულზე ზის. საჭმელს აღარ ჭამს. თავი და ფეხები ოდნავ აქვს გამოყოფილი ბაკნიდან. თვალები არა აქვს დასიებული. სუნთქავს ცხვირით. ტემპერატურა წყალში 22-26 გრადუსის ფარგლებშია. კუნძულის თავზე 40 ვატიანი ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურა მიყენია. ულტრაიისფერი ნათურა ვერ ვიშოვნე. ზომით 5 სანტიმეტრამდეა. აგვისტოში ვიყიდე ზოოპლაზაში. ზრდით სწრაფად იზრდებოდა და ნორმალურად აქტიური იყო აქამდე. ვაჭმევდი ორი სახის მშრალ, კუს საჭმელს, ზოოპლაზაში რომ იყიდება პლასტმასის ცილინდრებში. ფოტოს ვერ მივაგენი. თუ ვინმემ იცით ვეტერინარის ნომერი, რომელსაც აქვს შეხება წითელყურა კუსთან, მომწერეთ. წინასწარ გიხდით მადლობას. * * * სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვნახე ვეტერინარი, რომელიც წითელყურება კუს გასინჯავდა. თემის კითხვისას წყლის ფილტრზე ვნახე კომენტარი - დიდ დინებას ქმნის აკვარიუმში და რა მოვუხერხოო და მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ თუ გამოგადგებათ. ჩემი აკვარიუმი 50 ლიტრიანია. პატარაა. 20-30 ლიტრამდე წყალს ვასხამ ხოლმე. რუსულ ინტერნეტში ყველა ამბობდა ფილტრი უნდა შეიძინოთ გაცილებით მეტი წარმადობის, ვიდრე აკვარიუმიაო. გასაგებია და ლოგიკური - კუ წყალში უშვებს შარდსაც და განავალსაც, თან საკმაოდ ბევრს იგივე ზომის თევზებთან შედარებით. კუს საჭმელიც სხვანაირია და ნამცეცები წყალს საშინლად აბინძურებს. თავდაპირველად შევიძინე ფილტრი 800 ლიტრი საათში წარმადობის. წყალში ისეთი გრიგალი დაატრიალა, არანაირი აზრი არ ჰქონდა დაყენებას. მერე შევიძინე მცირე წარმადობის ფილტრი. 400 ლიტრი საათში უწერია. ფილტრს მოყვა რეზინის მილი წყალში ჰაერის ბუშტუკების წარმოსაქმნელად რაც კუს ნაღდად არ სჭირდება და უფრო ლაყუჩებით წყლიდან ვინც იღებს ჟანგბადს, იმათთვისაა. კუ ფილტვებით სუნთქავს და ჟანგბადს ჰაერიდან იღებს. მოვხსენი და მივიღე გაცილებით სუსტი დინება, მაგრამ აკვარიუმის ზომებიდან გამომდინარე, მაინც მძლავრ დინებას ქმნიდა, რაც კუს არ მოსწონს. ავდექი და ხელოვნური წყალმცენარე ჩავუყენე წინ ისე, რომ წყლის გამოსასვლელი არ ჩაიხერგა, მაგრამ წყალმცენარის ფოთლები და ტოტები დინებას პრაქტიკულად მთლიანად აქრობს და კუებიც კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ეხლა ფილტრს და კუსთვის საჭირო კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე მაქვს ვარაუდი და რჩევა მჭირდება გამოცდილებისგან: ფილტრზე რაცაა მასალები ინტერნეტში, უმეტესად ამბობენ, რომ ფილტრის დაყენების შემდეგ კვირაში ერთხელ უნდა გარეცხო ფილტრის გუბკა და წყალი მხოლოდ 1/3 ან 1/4 უნდა დაცალო თვეში ერთხელ. სრულად არაო. დასიფონებით უნდა ამოიღო განავალი და საკვების ნარჩენები რაც გრუნტშია და მორჩა. აკვარიუმის "გაშვებაზეც" წავიკითხე არაერთი სტატია მაგრამ ჩემი აზრით ეგ თევზების აკვარიუმს ეხება. თევზებს სჭირდებათ სხვანაირი მიკროსამყაროს შექმნა პატარა აკვარიუმის წყალში. წყლის წითელყურება კუ არაა თევზი. ამფიბიაა. ბინადრობს სუფთა მტკნარ წყალში ტბებში, ან მდორე დინების თავთხელ მდინარეებში. მდინარე გამდინარე წყალია და ისედაც იწმინდება. ტბა დიდია, უხვადაა დასახლებული სხვადასხვა მიკრო და მაკრო ორგანიზმებით და შესაბამისად სხვანაირად ხდება იქ ნივთიერებათა ცვლა და წყლის ფილტრაცია. პატარა ზომის აკვარიუმში რომ დავტოვო 3/4 კუს შარდით და განავალით დაბინძურებული წყალი, დიდი ალბათობით დაავადდება ამ წყლის სმისას და უამრავ კანის და თვალების დაავადებას აიკიდებს. ამიტომაც 2 დღეში ერთხელ ვუცვლი წყალს მთლიანად და აკვარიუმსაც საგულდაგულოდ ვრეცხავ. უბრალოდ ნადგომ, 24-26 გრადუსიან თბილ წყალში ვუშვებ ონკანის წყალმა ქლორით და მთელი ამბებით თვალები რომ არ გაუღიზიანოთ.... რამდენად სწორად ვიქცევი? |
Posted by: PAINKILLER 7 Oct 2017, 01:12 | ||
AraGviani სწორად იქცევი, ზემოთ რაც დაწერე ეგ ყველაფერი თევზების აკვარიუმს ეხება, კუებს ბევრად ხშირად სჭირდებათ წყლის გამოცვლა და აუცილებლად მთლიანდ უნდა გამოცვალო, ასევე აკვარიუმიც გამორეცხო შეძლებისდაგვარად 50 ლიტრიანი აკვარიუმი პატარა კუსთვის ნორმალურია, მაგრამ რომ გაიზრდება აღარ ეყოფა, ზოგადად წყლის კუების მოვლა საკმაოდ რთულია, დიდი სივრცე სჭირდებათ და უფრო მეტი ყურადღება ვიდრე თევზებს ფილტრს რაც შეეხება, ჩემი სუბიექტური შეფასებით და გამოცდილებით, კუებს საერთოდ არ სჭირდებათ აკვარიუმში ფილტრი, რადგან ნებისმიერი ფილტრი მაქსიმუმ 3-4 საათში გასარეცხი გახდება და აზრი არა აქვს სჯობია არც დააყენო და წყალი ხშირად ცვალო ხოლმე... და საერთოდ მე თუ მკითხავთ წყლის კუ სახლში არც უნდა გყავდეს, ან ეზოში აუზი გააკეთო და იქ გაუშვა, ან უბრალოდ გაუშვა...... სადმე ტბაში, იყოს თავისთვის მშობლიურ გარემოში |
Posted by: AraGviani 7 Oct 2017, 02:06 | ||
PAINKILLER
გეთანხმებით, მოვლის სირთულე იმდენად არაა პრობლემა, რამდენადაც უცოდინარობა და უხვი მასალიდან სწორის ამორჩევა. აი გაშვებით კი... წითელყურება კუს ვერ გაუშვებ მშობლიურ გარემოში იმიტომ, რომ მისი მშობლიური გარემო ჩრდილო ამერიკის ქვედა განედებზეა და გავრცელდა მსგავს, თბილ კლიმატურ არეალებში დედამიწის გარშემო, მაგრამ ჩვენთან, სადაც ყინვები იცის, გარანტირებულად დაიღუპება გაშვებიდან მაქსიმუმ 2-3 დღეში. აგვისტოში ვუყიდე ბავშვებს ორი ცალი. სამწუხაროდ, მანამდე არ მქონია შეხება ქართულ ზოომაღაზიებთან და არ ვიცოდი რა კატეგორია მუშაობს. სანამ შევიძენდი, რამდენიმე თვით ადრე შევიარე, გამოვკითხე მოვლის პირობებიდან დაწყებული ფასებით დამთავრებული. პასუხი იყო სტანდარტული და როგორც ეხლა გავარკვიე, როცა ერთი კუ მიკვდება და ვერაფრით ვერ ვშველი, თურმე არა მხოლოდ საქართველოში, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთნაირი მდგომარეობაა ზოომაღაზიებში. რამდენიმე ზოომაღაზიაში ვიყავი და ყველგან, სადაც წითელყურება კუ ჰყავდათ მითხრეს, რომ ეს არის ჯუჯა ტიპის კუ, არ იზრდება ამაზე დიდი ზომისო (ორლარიანის ხელა იყვნენ რომ შევიძინე), პატარა კონტეინერში შეგიძლია გყავდეს და არ გჭირდება ძვირიანი აკვარიუმიო, არც ფილტრები და და გათბობა გჭირდება, ოთახის ტემპერატურა საკმარისიაო, ცოცხლობს 15 წელს და დღეში ერთხელ თითოს 8 ცალი მარცვალი ჩაგუდეო (12 ლარად რომ იყიდება კუს საჭმელები ეგენი მაჩვენა). ვეტერინარი და ექიმი არ სჭირდება იმიტომ, რომ საერთოდ არ ავადმყოფობენო (!)... აი ამან კი ცოტა დამაეჭვა, მაგრამ ბავშვებს უნდოდათ, ორი შვილი მყავს და ვიფიქრე ვუყიდი, ერთი ერთისა იქნება, მეორე მეორესი თქო. წავიღე რა თქმა უნდა კონტეინერიც. სახლში რომ მივიყვანე, პირველივე დღეს მივხვდი, რომ არ შეიძლება ბავშვებთან ღია კონტეინერში კუს დატოვება. არც ძალიან პატარები არიან ჩემები, მაგრამ არც იმდენად დიდები, რომ რამე არ ატკინონ. ამიტომაც მეორე დღესვე ამოვიტანე 50 ლიტრიანი აკვარიუმი. ვიფიქრე პატარები რაკი არიან, რაც მეტი სივრცე ექნებათ, მით უკეთ იგრძნობენ თავსო. წელს საკმაოდ თბილი ზაფხული გვქონდა და რაკი კუს ბაკანი ძვლოვანია, კალციუმი დასჭირდებათ ბევრი თქო. ხოდა დღეში 2 საათი მაინც კონტეინერით გამყავდა ეზოში და საკმაოდ სწრაფად გაიზარდნენ. ზრდა რომ დაიწყეს... მერე დავიწყე ინტერნეტში მასალების მოძებნა ვინ არიან, რა ჯიშისა და.... მოკლედ, მარტო აკვარიუმი რომ ვნახე მაღაზიებში ამათ რომ სჭირდებათ 400 ლიტრიანი.... 4000-6000 ლარი ადევს ფასი. კაი, ვიყიდი შუშას, ელიავაზე შევაკვრევინებ უგოლნიკებისგან კარკასს, აკვარიუმის სილიკონის წებო და ასე შემდეგ, მოკლედ სადღაც 200-300 ლარში ავაწყობ მეთითონ 400 ლიტრიან აკვარიუმს. ფილტრს გამოვიწერ თუ აქ ვერ ვიშოვნე ან ძვირი დამიჯდა, ულტრაიისფერ ნათურასაც გამოვიწერ თავისი 220 ვოლტიდან 127-ზე გადამყვანით იმიტომ რომ ჯერჯერობით ვერ მივაგენი 220 ვოლტიან ნათურებს სანდო საიტებზე რაც მეგულება, რაღაც აქსესუარებს კიდევ, მაგრამ მაგიდა, ან საყრდენი უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი, ამ წონის წყალს და აკვარიუმს რომ გაუძლოს და თან უნდა იყოს ლამაზიც. მაგის დამზადება 400-600 ლარამდე დაჯდება რომ შევუკვეთო... ეგეც ჯანდაბას, ყოველ დღე უმი თევზით უნდა კვებო და მე თუ მკითხავთ, რაკი მტაცებლები არიან, მხოლოდ ლეშზე ცოდონი არიან. ცოცხალი თევზითაც უნდა კვებო თითონ რომ ინადირონ და თავი მაქსიმალურად კარგად იგრძნონ... ამდენს იმიტომ ვწერ, რომ საკმაოდ ძვირიანი შესანახია ზოომაღაზიაში ძალიან იაფად ღირებული წითელყურება წყლის კუ და ალბათ ყველა მსურველი ვერ შეძლებს, რომგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს ფინანსურად გაწვდეს მისთვის ნორმალური პირობების შექმნას. ხოდა სანამ გადაწყვეტთ სახლში იყოლიოთ წითელყურება კუ, გაითვალისინეთ, რომ გჭირდებათ: 1. ისეთი ზომის აკვარიუმი, რომელშიც 1 კუსთვის მინიმუმ 100 ლიტრა წყალი ჩაისხმება; 2. ამ მოცულობის წყლის ხშირი ცვლა სრულად ან ნაწილობრივ; 3. წყლის გამათბობელი ტემპერატურის ავტომატური რეგულატორით, რომელიც საკმაოდ ბევრ დენს დაწვავს 100 ლიტრა წყალში სტაბილური 26 გრადუსის დასაჭერად; 4. ულტრაიისფერი ნათურა uvb მაქს. 12%-იანი; 5. ჩვეულებრივი ვოლფრამის ნათურა, 40-60 ვატიანი (ესეც კარგად დაწვავს, დღეში 12 საათი უნდა ენთოს); 6. კუნძულის მოწყობა იმისათვის, რომ კუმ მიიღოს მზის აბაზანები ულტრაიისფერი და ვოლფრამის ნათურით; 7. დიდ აკვარიუმზე სასურველი იქნება გარე ფილტრი, რომელსაც აქვს შიგ აკვარიუმში წყლის ბიოფილტრაციის პაკეტების ჩასადგმელი განყოფილება, ან თუ ფილტრზე უარს ვიტყვით, მაშინ პატარა კუსთვის კვირაში ერთხელ წყალის 1/3-ის გამოცვლა და ფსკერის დასიფონება; დიდი კუსთვის (40 სანტიმეტრამდე იზრდება ის ციცქნა, ორლარიანის ხელა კუ) ორ დღეში ერთხელ 100 ლიტრა წყლის გადაღვრა და შევსება; 8. ცოცხალი თევზები, მოლუსკები, ლოკოკინები, ჭიაყელები და ასე შემდეგ საკვებად... 9. უმი, არაქონიანი თევზი თავისი წვრილად დაჭრილი ფხებით და ძვლებით; 10. ქათმის და საქონლის გული ან ღვიძლი კვირაში ერთხელ მაინც; და კიდევ უამრავი წვრილმან-მსხვილმანი. ყველაზე ცუდი და მძიმე მომენტი: ქვეყანა პატარაა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ყავს ძაღლი ან კატა. ნუ ალაგ ალაგ თუთიყუში ან ზაზუნა. ვეტერინარი, რომელიც ერკვევა და შეუძლია წითელყურება კუს გამოკვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა... ალბათ ერთი მაინც არის საქართველოში, მაგრამ მე ჯერ ვერ მივაკვლიე და ჩემი კუ ბოლო საათებს ითვლის. აი ასე კვდება და ვერაფერს ვერ ვშველი!!! მხოლოდ იმიტომ, რომ ისე მოვიყვანე სახლში, წარმოდგენა არ მქონდა ვინ მომყავდა და როგორ უნდა მომევლო! ამიტომაც, სანამ გადაწყვეტდეთ იყოლიოთ, კარგად დაფიქრდით და განსაზღვრეთ შესაძლებლობები. კუ თევზი არაა. გცნობს, გეთამაშება, უხარია შენი (პატრონის) დანახვა და მეგობრობა იცის. ორგანიზმი ადამიანისას არ ჩამოუვარდება შინაგანი აგებულებით. შესაბამისად ცივდება, ფილტვების ანთება ემართება, აწუხებს კუჭნაწლავი არასწორი კვებისას... მოკლედ, ცივსისხლიანი და კვერცხისმდებელია, თორემ მოვლა და პატრონობა ისევე უნდა, როგორც ადამიანს. ამ დროს კი ასეთი სამწუხაროდ ასეთი ლოგიკა მუშაობს: კუ 25 ლარი ღირს. დიაგნოსტიკა და მკურნალობა კი შესაძლოა დაჯდეს სამნიშნა თანხა და უფრო მეტი, ხოდა ხალხი საკუთარ ჯანმრთელობაზე არ დახარჯავს ფულს, თევზი რომ უკვდებათ უნიტაზში აგდებენ ჩასარეცხად და 25 ლარიანი კუსთვის გაიმეტებს მკურნალობის თანხას ვინმე? ამიტომაცაა სპეციალისტი ვეტერინარი სანთლით საძებარი რომაა. როგორც ჩანს, არაა მოთხოვნა, თორემ საკმაოდ ბევრი კუ იყიდება ზოომაღაზიებში და საკმაოდ ბევრი ყიდულობს. ხოდა ალბათ ამაღამ ჩემს კუს ბოლო წუთები აქვს და დილით დამხვდება მკვდარი. სამი დღეა ვეძებ ვინმეს, ვინც გადაარჩენს. არ დავიშურებდი არაფერს. ორი დღე მიყურებდა და ვუყურებდი ნელნელა როგორ იტანჯებოდა. დღეს დახუჭა თვალები, საერთოდ შეწყვიტა მოძრაობა და მხოლოდ იმით ვხვდები ჯერ კიდევ ცოცხალი რომაა - თვალებს სულ ოდნავ ახელს როცა ვეფერები. |
Posted by: PAINKILLER 7 Oct 2017, 09:09 | ||
AraGviani არ დაიღუპება, წითელყურა კუს აქვს ე.წ. ძილის რეჟიმი, როცა ტემპერატურა საკმაოდ დაეცემა, ჩაყვინთავს წყალში ფსკერზე და დაიძინებს, ეს ხდება დაახლოებით ოქტომბერში, დაახლოებით 4-5 თვე ასე იქნება და მერე გაიღვიძებს |
Posted by: la reine 7 Oct 2017, 11:15 |
AraGviani აუუ კარგით რაა ვიტირე ალბათ უკვე მოკვდა ხო? |
Posted by: AraGviani 9 Oct 2017, 11:42 | ||||
la reine
მოკვდა. რამდენიმე თვის იყო. PAINKILLER
ამაზეც ურთიერთგამომრიცხავი ინფოებია ინტერნეტში. ზამთრის ძილი რომ იცის, მაგაზე ყველა თანხმდება, მაგრამ წყლის ტემპერატურაზე ბევრია დამოკიდებული. ზამთრის ძილისას წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 10 გრადუსზე დაბალიო თორემ ძილში გაიპარებაო... სახლის პირობებში კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წითელყურას ზამთრის ძილზე გადაყვანა იმიტომო, რომ ვერ შეუქმნი სათანადო გარემოს და შეიძლება ნივთიერებათა ცვლის და კიდევ ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა გამოიწვიოს და ბოლოს მოკვდესო... |
Posted by: PAINKILLER 10 Oct 2017, 00:30 | ||||
AraGviani 10 გრადუსზე დაბალი არც იქნება ტბის ფსკერზე, სადაც იძინებენ წყლის კუები
კი მასეა, ჩემი კუები აღმოჩნდენ ჰიბერნაციის რეჟიმში სრულიად შემთხვევით, თავიდან გამათბობელი არ მქონდა დაყენებული, თბილი ამინდები იყო და არ ჩავთვალე საჭიროდ მაგის ჩართვა, მაგრამ უცბად აცივდა ძალიან (დაახლოებით ეს პერიოდი იყო ოქტომბრის დასაწყისი), ოთახის ტემპერატურა 25-26 გრადუსიდან ძალიან სწრაფად ჩამოვიდა 16-17 გრადუსამდე, შესაბამისად აკვარიუმშიც გაცივდა წყალი, ამის გამო ჭამაზეც უარი თქვეს და ფსკერზე ატარებდნენ უმეტეს დროს გაუნძრევლად, ზემოთ არც ამოდიოდნენ, რომ მივხვდი რაც სჭირდათ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის რომ ნორმალურ რეჟიმში დამებრუნებინა.... |
Posted by: tamunia_ch 15 Nov 2017, 00:37 |
მეც მირჩიეთ რა მოვუხერხო ჩემს კუს. დაახლოებით 10 დღეა რაც მოვიყვანე და საერთოდ არ ჭამს. საღამოობით როცა სახლში ვარ ძირითადად თავი აქვს ამოყოფილი წყლიდან ან სძინავს ფსკერზე მცენარეების ქვეშ. გამათბობელი და ფილტრი არ მაქვს. პატარა მრგვალი აკვარიუმია კენჭებით და მცენარეებით... მშრალზე თუ ამოვიყვანე მშვენივრად დადის მაგრამ ჩვენი ეშინია.... |
Posted by: Nickboy 15 Nov 2017, 10:47 | ||||
tamunia_ch
გამათბობელი და ფილტრი უეჭველი სჭირდება... თუ პატარა კუა (4 სმ-მდე (კუდიდან თავამდე)), მაშინ 30 გრადუსი უნდა იყოს წყალი... ჩემი ეგრე მყავდა 1 წელი და ახლა ჩამოვწიე ტემპერატურა 27-28 გრადუსზე.. სიცივეში არც ჭამა უნდა და შეიძლება გაცივდეს კიდეც... ფილტრი კიდე უბრალოდ აუცილებლობაა... ძალიან ბევრს ჯვამენ და ფსამენ კუები და თუ ფილტრი არ ჩაუდგი, ან ხშირად უნდა უცვალო წყალი (ალბათ, ყოველ დღე), ან ბინძურ წყალში უნდა იცურაოს და დაავადდება... მრგვალი აკვარიუმი ამ ყველაფრისთვის არის მოუხერხებელი... ჩვეულებრივი გაქ საყიდი, სასურველი 40-50 ლიტრი მაინც იყოს თუ პატარაა... ცოტა სივრცე სჭირდება, რომ იცურაოს.. ისე კენჭებზეც წერდნენ, შეიძლება ჭამა ცადონო და ეგ ცუდად მთავრდება... აგრეთვე სასურველია სპეციალური ნათურა (ულტრაიისფერი ნათებით), რომ ბაქნისთვის საჭირო ვიტამინები მიიღოს (საერთოდაც ჯანმრთელი რომ იყოს).. თუ არადა რაღაც საჭმელსაც აჭმევენ, სხვები დაწერენ იმედია.. ამოსასვლელი თუ აქვს? სადაც სრული სიმშრალეა და უბრალოდ ნათურას (ჩვეულებრივს მაინც) მიეფიცხება გასათბობად?
შიში ჩვეულებრივი მომენტია... ხშირადაც ნუ აიყვან ხელში, ნერვიულობს პს კი კაი დროს ვკითხულობ, მაგრამ.... ხო წითელყურა გყავს? |
Posted by: PAINKILLER 15 Nov 2017, 11:41 | ||
წყლის კუს აუცილებლად სჭირდება 2 რამე: თბილი წყალი და ხმელეთზე ამოსასვლელი სადაც ნათურა იქნება დამონტაჟებული (სასურველია ულტრაიისფერი, თუმცა ჩვეულებრივი 40 ვატიანი ნათურაც გამოდგება) წყლის კუ არის ცივსისხლიანი ცხოველი და სხეულის ტემპერატურის თვითრეგულირება არ შეუძლია.... ასევე კუები წყალს საშინლად აბინძურებენ, ფილტრიც არ შველის მაგ საქმეს, ხშირად უნდა წყლის ცვლა (მთლიანად უნდა გამოცვალო) ზოგადად წყალი აკვარიუმში უნდა იყოს 1/4-დან 1/3-მდე, რომ კუები კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ღრმა წყალი არ არის საჭირო |
Posted by: Nickboy 15 Nov 2017, 13:56 | ||
PAINKILLER
რა მნიშვნელობა აქვს რამდენზე აავსებ? |
Posted by: AraGviani 17 Jan 2018, 11:31 | ||
Nickboy
ძილის დროს კუ სასუნთქად ამოდის ხოლმე ზედაპირზე. ბუნებრივ პირობებში თხელ წყალში იძინებს. ღრმად არ ეშვება ფსკერზე. დაახლოებით 7-10 წუთში ერთხელ ამოდის ჰაერის ჩასასუნთქად. იღვიძებს, ამოდის, სუნთქავს და ისევ ჩადის ფსკერზე დასაძინებლად. სასურველია წყალი იმდენი იყოს, რომ დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს ზედაპირზე ამოსასვლელად, რომ არ გამოფხიზლდეს ბოლომდე და ძილი არ გაუტყდეს, თორემ გამოუძინებელი იქნება და ისეთივე პრობლემები ექნება, როგორც გამოუძინებელ ადამიანს. * * * საერთოდ, წყლის კუს ყოლას ვინც აპირებს, ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოს. ზოომაღაზიაში გეუბნებიან, რომ არ იზრდება თუ პატარა აკვარიუმში ან კონტეინერში გეყოლება, ადვილი მოსავლელია და არ სჭირდება ფილტრი, არ სჭირდება გათბობა, არ სჭირდება არაფერი გარდა კონტეინერისა კუნძულით და სჭირდება მხოლოდ კვება. ეს არის უნამუსო სიცრუე! ყველაზე გავრცელებული სახეობა, რაც იყიდება, წითელყურა წყლის კუა. ზოომაღაზიებში უმეტესად პატარები ყავთ, ორლარიანის ხელა. ცალი 24-25 ლარი ღირს. კონტეინერი 36 ლარამდე ღირს. კარგი ბიზნესია მოკლედ და კარგადაც ეყიდებათ. ამიტომაც ცდილობენ მეტი გაყიდონ და სულ არ ადარდებთ ცოცხალ არსებებს რომ ყიდიან და არც მათი შემდგომი ბედი აინტერესებთ. რეალურად კი: 1. უმეტესად ყიდულობენ ბავშვების თხოვნით. წყლის კუ სალმონელოზის გადამტანია და ბავშვი არ უნდა შეეხოს არც კუს, არც მის წყალს. მოზრდილმაც წყლის გამოცვლის და აკვარიუმის გასუფთავების შემდეგ აუცილებლად კარგად უნდა დაიბანოს ხელი. 2. წითელყურა წყლის კუ ცოცხლობს 30-50 წელიწადს და იზრდება დაახლოებით 30-45 სანტიმეტრამდე. საკმაოდ დიდი და მძიმეა ზრდასრული. ზრდასრულ წყლის კუს სჭირდება დაახლოებით 200 ლიტრი წყალი და სამოძრაო სივრცე. მზა დიდი აკვარიუმი რომ იყიდო მაღაზიაში, 2000 ლარზე მეტია საჭირო. რომ დაამზადებინო, შეიძლება 2000 ლარში ჩაეტიო. ასეთი ტევადობის აკვარიუმი საკმაოდ მძიმეა. წყლის გამოცვლას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. გარდა ამისა ბინაში უნდა გქონდეს საკმარისი ფართი და აკვარიუმი უნდა იდგეს ისეთ სადგამზე, რომელიც მის წონას გაუძლებს. ასეთი სადგამის დამზადებაც მინიმუმ 600 ლარი დაჯდება. მინიმუმ. ვგულისხმობ დეკორატიულს, ინტერიერს რომ არ დაამახინჯებს. ასე რომ ორლარიანის ხელა პაწაწინა წყლის კუს რომ შეიძენთ, უნდა იყოთ იმისთვის მზად, რომ 2 წელიწადში 3-5 000 ლარამდე მისი საცხოვრებლის მოწყობას უნდა დაახარჯოთ. 3. წყლის კუს აუცილებლად სჭირდება ულტრაიისფერი UVB განათება. 5 ან 10%-იანი. ასეთი ნათურები საქართველოში იშვიათად სადმე რომ იყოს გაყიდვაში. ეს არ არის მცენარეებისთვის განკუთვნილი ულტრაიისფერი ნათურა, რომელიც ოხრადაა ბაზარზე. სპეციალური ნათურაა რეპტილიებისთვის, ულტრაიისფერი გამოსხივების სხვა სპექტრით, რომლის გარეშეც კუ ვერ გადაამუშავებს საკვებს ვიტამინებად და რახიტი დაემართება. საშინელი ტანჯვით მოკვდება რამდენიმე წელიწადში. ელიავაზე ვნახე ერთხელ, ისიც იყო გრძელი, დღის განათების ნათურა, რომელიც მაგრდება აკვარიუმის სახურავზე და 75 ლარი ღირდა. ე27 სტანდარტის პატრონაზე რომ მიდიოდეს, ეგეთები აქ არ იყიდება. ამაზონზე კი მხოლოდ ამერიკის სტანდარტებისთვისაა 110 ვოლტიანი, 60 ჰერცზე. ამაზონზე ნათურა ღირს 19 დოლარამდე და 220 ვოლტი/50 ჰერციდან 110 ვოლტი/60 ჰერცზე გადამყვანი დაახლოებით 40 დოლარამდე. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რეპტილიებისთვის განკუთვნილი uvb ნათურები მაქსიმუმ 1 წელიწადში უნდა გამოიცვალოს. სხვა შემთხვევაში ეფექტს კარგავს და ყველაზე მთავარი: არ უნდა გაგიტყდეთ ნათურა! ვერცხლის წყალს შეიცავს და მომაკვდინებლად საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის მასეთი ნათურის გატეხვა. 4. კვება. წყლის კუ მტაცებელია და იკვებება თევზით, კრევეტებით, ლოკოკინებით, მწერებით... აუცილებლად სჭირდება კვირაში ერთხელ მაინც უმი თევზის ხორცი. ნაჭრები არ უნდა იყოს კუს თავზე დიდი ზომის. პატარა კუ უნდა კვებოთ დღეში ერთხელ. დიდი ორ დღეში ერთხელ. ზრდასრულ კუს შეგიძლიათ სალათის ფოთლები და სტაფილოც აჭამოთ. ბოსტნეული პატარასთვის არაა სასურველი. ის საკვები, რომელიც ზოომაღაზიაში იყიდება, არაა სასარგებლო. მუცელს ამოუვსებს და მეტი არაფერი. ეს იგივეა თქვენ რომ მხოლოდ ჩიპსები და სხვა გამომხმარი რაღაცეები მიირთვათ. წყლის კუს ჯანსაღად კვება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. 5. გათბობა. ზოომაღაზიაში გეუბნებიან, რომ საკმარისია ოთახის ტემპერატურაზე იყოს წყალი თბილი. ეს სიცრუეა. წყლის კუ ცივსისხლიანია, თუმცა საარსებოდ სჭირდება, რომ წყალი იყოს მინიმუმ 27 გრადუსზე თბილი. მაქსიმუმ 30. სხვა შემთხვევაში კუ ემზადება ზამთრის ძილისთვის. ადამიანი ვერასოდეს ვერ შეუქმნის წყლის კუს ბუნებრივ გარემოს ამიტომაც წყლის კუს ზამთრის ძილი სახლის პირობებში არაა სასურველი და შეიძლება გამოიწვიოს მისი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, დაავადება და სიკვდილი. ამიტომაც წყლის ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 27 გრადუსზე დაბლა. გამათბობელი, როგორი დაბალი სიმძლავრისაც არ უნდა შეიძინოთ, საგრძნობლად გაგიზრდით დენის დანახარჯს. 6. სამედიცინო მომსახურება. ყველაზე რთული თემაა. საქართველო მიაქვს ძაღლების და კატების ვეტერინარებს. რეპტილიების სპეციალიზაციით მე ვერავინ ვერ მოვძებნე თბილისში. არადა თუ წყლის კუს არ ექნება სათანადო პირობები, შეიძლება გაცივდეს, დაემართოს ფილტვების ანთება, სახსრების ტკივილები, სოკოვანი დაავადებები... მოკლედ, ისეთივე მოვლა, ნემსების კეთება, რენტგენი, ექოსკოპია და სხვა სამედიცინო სერვისები სჭირდება, როგორც ადამიანს. სპეციალისტი კი მემგონი ქვეყანაში არ გვყავს. მარტივი მიდგომაა აქ. 25 ლარი ღირს. მოკვდება? გადააგდე და ახალი იყიდე. ვეტერინართან ვიზიტი ახალ კუზე ძვირი დაგიჯდება. სამწუხაროდ ასეთი არაადამიანური მიდგომაა. მოთხოვნილება ამის გამო არაა სპეციალისტებზე და ამიტომაც არ არიან. 7. აკვარიუმის მოვლა. თუ თევზების შემთხვევაში წყალი მთლიანად არ უნდა გამოიცვალოს და აუცილებლად უნდა დარჩეს აკვარიუმში 1/3 მაინც იმისათვის, რომ ჩამოყალიბებული მიკროგარემო არ დაირღვეს, წყლის კუს შემთხვევაში წყალი მთლიანად უნდა გამოიცვალოს და აკვარიუმიც კარგად უნდა გასუფთავდეს. სასურველია 2-3 დღეში ერთხელ მაინც. კუ საკმაოდ ბლომად ფსამს და ჯვამს. ტბაში სივრცე დიდია და სრული მიკროგარემოა გასაფილტრად. აკვარიუმი ჩაკეტილი სისტემაა და საკუთარ გამონაყოფში კუს დიდ ხანს ყოფნა ძალიან მძიმედ დააავადებს. ასევე საჭიროა ფილტრი. პატარა აკვარიუმის შემთხვევაში პატარა ფილტრიც საკმარისია. დიდი აკვარიუმის პირობებში გარე ფილტრები ყენდება, საათში 800-3000 ლიტრი წყლის ფილტრაციის უნარით, აკვარიუმის ზომის მიხედვით, რომელიც დენსაც ბლომად მოიხმარს და საკმაოდ ძვირიც ღირს და სივრცეც დიდი სჭირდება. ალბათ ეს ყველაფერი არაა და კიდევ ბევრი წვრილმან-მსხვილმანი ნიუანსია. ხო, კიდევ ერთი გამომრჩა. თუ სეზონურად გიწევთ ბინის დატოვება, წყლის კუ არ უნდა იყოლიოთ. დიდ აკვარიუმს და დიდ კუს ასე იოლად ვერსად ვერ წაიღებთ მთელი თავისი აქსესუარებით. უყურადღებოდ და უსაჭმელოდ კი ვერ დატოვებთ. 8. წყლის კუ აგრესიული არაა, მაგრამ მტაცებელია და კბენაც იცის. კისერიც საკმაოდ გრძელი აქვს ასე რომ წყლის გამოცვლისას, განსაკუთრებით მოზრდილი კუ ისე უნდა დაიჭიროთ, რომ ხელზე არ გიკბინოთ. წყლის გამოცვლისას ისეთ სივრცეში უნდა გყავდეთ, იოლად რომ არ გაგეპაროთ. საკმაოდ სწრაფად მოძრაობს და თუ რამე მოსაჭიდი და ასაცოცებელი ნახა, ვერტიკალურადაც კარგად მიძვრება ხოლმე მოკლედ, საჭირო პირობების შექმნის შემთხვევაში ბუღასავით ჯანმრთელი და უპრეტენზიოა. ამ პირობების შესაქმნელად კი საკმაოდ დიდი თანხები დაგჭირდებათ. კუ ისეთივე ცოცხალი არსებაა, როგორც ადამიანი, ძაღლი, ცხენი და ა.შ. ცნობს პატრონს, თამაშიც უყვარს და... ასე რომ კარგად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები სანამ მის სახლში ყოლას გადაწყვეტთ. გაიზრდება და სადმე გავუშვებ ან ვინმეს ვაჩუქებ - არ ივარგებს. წითელყურა წყლის კუ სხვა ბუნებრივი სარტყელიდანაა და ჩვენთან ბუნებრივ პირობებში დიდ ხანს ვერ იცოცხლებს. სხვაზე გაჩუქებით შეიძლება სადარდებელი მოიცილოთ, მაგრამ... მოკლედ, სანამ ცოცხალ არსებაზე მზრუნველობას ითავებთ, გადახედეთ საკუთარ შესაძლებლობებს... |
Posted by: PAINKILLER 22 Jan 2018, 17:44 | ||
AraGviani მე მასე გავაკეთე, არა იმიტომ რომ არ ვიცოდი რას ვყიდულობდი და როგორი პირობები დასჭირდებოდა, რეალურად ვერ გავთვალე რამდენად ძნელი მოსავლელი იქნებოდა, თან პატარა ბავშვები მყავს და + საკმაოდ მოზრდილი თევზების აკვარიუმიც, ფაქტიურად ჩემი ადგილი აღარ იყო სახლში |
Posted by: Nina.g 28 Apr 2018, 21:34 |
მოკლედ ხალხო თქვენ თუ დამეხმარებით მარტო თქვენი იმედი მაქვს. წყლის კუ მყავს წითელყურა სადღაც ხუთ წლამდე იქნება. მაჩუქეს უსაყვარლესია. მაქვს აკვარიუმი 200 ლიტრიანი. ერთიწელია მყავს. ვერაფრით ვერ მოვუწყე აკვა. პატარა აკვარიუმში მყავს ხმელეთზე ამომყავს ხოლმე და ნათურით ვათბობ მეც დავიღალე და კუც დავტანჯე. უკვე სახლში მეჩხუბებიან აკვა გაყიდე და პატარა იყიდე დიდ ადგილს იკავებს და მაინც არ ხმარობო. პატარა რომ ვიყიდო ვერც იმ პატარას მოვუწყობ ვიცი. დიდი მაქვს სივრცე მაქვს და ვერ ვაწყობ მოკლედ ასეთი ამბავია რომ ან უნდა მოვაწყო აკვა ან უნდა გავყიდო და პატარა ვიყიდო. ხოდა იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ როგორ მოვაწყო რომ ელემენტარული ხმელეთი ქონდეს. გადატიხრულია მინით აკვა მაგრამ ვერ ადის და აი ეგ ასასვლელი როგორ რითი რანაირად გავაკეთო. თან ფინანსებიც არარის.. იქნებ ვინმემ მირჩიოთ თორემ მომიწევს კუსთან დამშვიდობება არადა ძალიან მიყვარს და თან ვაწვალებ მეც ვწვალობ და ნუ მოკლეს აღარ ვიცი რა ვქნა * * * ესეც აკვარიუმი |
Posted by: PAINKILLER 30 Apr 2018, 15:08 |
Nina.g ეგ მინის თარო ვინ გააკეთა?? რამე სხვა დანიშნულებით იყენებდი მაგ აკვარიუმს თუ სპეციალურად კუსთვის გააკეთებინე? ზოგადად კუსთვის საკმარისია 15-20სმ სიმაღლის წყალი, ანუ მთლიანად ჩაყვინთვა რომ შეეძლოს, მაგრამ რაც მეტი იქნება წყალი, მით უფრო ნაკლებად დააბინძურებს და უფრო იშვიათად მოუწევს გამოცვლა (ისე კი ძალიან აბინძურებს კუ) მოკლედ, რადგან უკვე არის ეგ თარო, მაშინ სჯობია გააკეთო ასე: წყალი ჩაასხი იმდენი რომ თაროს ოდნავ ასცდეს (ასე 5 სმ-ით), მაგ თაროზე რამე პლასტმასის ან რეზინის საფუძველი გაუკეთე სადაც ქვებს დაალაგებ (დიდი და მძიმე ქვები არა), მაგ ქვების ზემოთ დაამაგრე გამათბობელი ნათურა შეგიძლია მაგ თაროზე ქვების მაგივრად მწვანე პლასტმასის "ბალახი" გაუკეთო, დაახლოებით ასე როგორც ამ სურათშია), ოღონდ წყლის დონე უნდა აკონტროლო რომ კუს არ გაუჭირდეს თაროზე აცოცება ან შეგიძლია რამე პლასტმასის კიბესავით მიაყუდო მაგ თაროზე, ეგეთ შემთხვევაში წყალი უფრო დაბალზეც შეგიძლია გქონდეს ისე 200 ლიტრიანი აკვარიუმი ნორმალურია ზრდასრული წითელყურა კუსთვის, მაგაზე პატარაში ცოდო იქნება... |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Apr 2018, 16:17 |
PAINKILLER აკვა ძალიან მაგარია ვაღიარებ მაგრამ ერთი მომენტია, ამათ ძალიან უყვართ ყველაფრის ღრნა და გემოს გასინჯვა ამიტომ ფრთხილად იყავი როგორც წყალმცენარეებთან ისე გაზონთან |
Posted by: PAINKILLER 30 Apr 2018, 16:41 | ||
მე არც კუები მყავს (აღარ მყავს) და არც ეგ აკვარიუმია ჩემი |
Posted by: Miriani09 5 Jun 2018, 11:41 |
გამარჯობა, ესე რო ვთქვათ მეც ზოომაღაზიაში გამყიდველის მსხვერპლი გავხდი :დ ვიყიდე წითელყურება კუ ძალიან პატარა, როგორც მითხრეს არაფერი არ ჭირდებაო, ოთახის ტემპერატურა ყოფნისო და ჭამს ყველაფერსო მომცეს ლარიანი საჭმელი გამხმარი მატლები ესენი აჭამეო, არამგონია შევძლო პატარა თევზების ყიდვა რო ვაჭამო და გათბობა ულტრაიისფერი ნათურით რო მოვუწყო აკვარეუმი, ეხლა მაინც სიცხეები მოდის და მემგონი ამ ზაფხულს არაფერი პრობლემა არ შეექმნება სითბოს მხრივ და სიცივეები რო წამოვა კვლავ დავწერ ამ ფორუმზე ვისაც კარგად აქ მოწყობილი ტერარიუმი გავაჩუქებ და მაქამდე თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ მცენარეები რა ვაჭამო ან მწერები რო დავუჭირო შეჭამს თუ არა, ამოსასვლელი გავუკეთე მარა არ ამოდის სულ წყალშია და დამალვა უნდა და არის ეგრე ამ გამხმარ მატლებს კი ჭამს დილას საღამოს ვაჭმევ ხოლმე. * * * ესე იმალება ხოლმე საჭმელად გამოდის მხოლოდ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jun 2018, 12:01 |
Miriani09 ამ ასაკში ყველაზე მოსაფრთხილებელია აუცილებელია აკვარიუმის სისუფთავის დაცვა და ფილტრი გინდა თუ არა მაინც უნდა შეიძინო წყალი უფრო დიდიც შეიძლება აკვას ნაწილობრივ უნდა ეხუროს თავზე რომ ოთახის მტვერი არ ჩავიდეს მაგრამ ჰაერიც უნდა მოხვდეს, ეცადე აკვადან ამოყვანისგან შეიკავო თავი ხშირად ცივდებიან თვალები უსივდებათ შემდეგ ბრმავდებიან და კვდებიან, აკვარიუმში რასაც ჩადებ ყვალეფრი საგულდაგულოდ გარეცხე, ზღვიდან მოტანილი ქვები მარილიანია და არაა სასურველი უმჯობესია სადმე სუფთა ადგილიდან მოუტანო კარგად გარეცხო(დამდუღრო) და ისე ჩაუდო. საკვები რასაც შეჭამენ იმდენი მიეცი დანარჩენი მოაცილე რომ წყალი სუფთა დარჩეს. შეიძლება მისცე მომცრო ზომის ბუზები ოთახის ობობები(თუ არ წამლავ მათ) წვიმის ჭიები(გარეცხილი) მდინარის თევზები როგორც ნაყიდი ისე ცოცხალი ასევე აკვას თევზებიც განათება აუცილებელია ამოდიან ფეხებს ფარჩხავენ და იზაგრებიან მაგათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ეს ამოსასვლელი მარტივი და საკმარისი უნდა ჰქონდესორთავე რომ დაეტიოს იმ იმედით თუ იყიდე რომ დედალი და მამალია მოგატყუეს რამდენადაც მამალის გამოჩეკვას თავისი ტემპერატურა დედლებისას თავისი სჭირდება ანუ ერთი ბუდიდან მთლიანად დედლები გამოიყვანონ დაყიდონ და ერთი მამალი სხვა ტემპერატურაზე თავისთვის გამოჩეკონ (ეს მფლობელისგან ვიცი) კარგი ტიპები არიან თუ ამ ყველაფრის შესაძლებლობა და ნერვები გაქვს, * * * ___________________ |
Posted by: Miriani09 6 Jun 2018, 12:08 |
M-A-S-E-R-A-T-I მადლობა ინფორმაციისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ, მოვუწყობ კარგად აკვარიუმს ანუ ეს ორივე კუ ერთი სქესისა შეიძლება იყოს ხომ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jun 2018, 12:11 | ||
Miriani09
100% ასეა არც უსაშველოდ რთულია მაგათი მოვლა მე 90 იანებში თურქეთიდან ჩამომიყვანეს მაშინ აქ ასეთები არც იყიდებოდა და არც ინტერნეტი იყო კიდევ მაგრამ მოვახერხე რაღაც ეხლა ყველაფერია წამლებიდან საკვებამდე არ შეშინდე |
Posted by: PAINKILLER 6 Jun 2018, 12:15 |
M-A-S-E-R-A-T-I ჩემები დედალ-მამალი იყვნენ და გავაჩუქე.... Miriani09 ნათურა აუცილებლად სჭირდებათ, კუ არის ცივსისხლიანი ცხოველი, ანუ საკუთარი სხეულის ტემპერატურის რეგულაცია არ შეუძლია, ამისთვის იღებს მზის აბაზანებს ზამთარში წყლის გამათბობელიც დაგჭირდება, 20 გრადუსზე ქვემოთ არ უნდა იყოს წყლის ტემპერატურა თორემ ჰიბერნაციის რეჟიმში (ზამთრის ძილი) შეიძლება გადავიდეს და აკვარიუმის პირობებში ეგ არ შეიძლება |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jun 2018, 12:22 | ||||
PAINKILLER
სადისკუსიო თემაა
მე მაინც არ მაჩუქე |
Posted by: Miriani09 6 Jun 2018, 12:24 |
მადლობთ რჩევისთვის ეხლა კარგ ამოსასვლელზე ვიზრუნებ რომ გავუკეთო |
Posted by: PAINKILLER 6 Jun 2018, 15:33 | ||||
M-A-S-E-R-A-T-I არანაირად, უეჭველი ვიცი რომ ერთი მამალი იყო წინა გვერდებზეა სურათებიც
მთელი 3 გვერდი გაჩუქებას ვიხვეწებოდი და სადღაც ფეისბუქიდან მიპოვა ადამიანმა (რომელიც საბოლოოდ ჩერეზ ნაცნობი აღმოჩნდა) |
Posted by: Miriani09 12 Jun 2018, 11:25 |
Ese movuwye akvareumi memgoni sakmarisi iqneba amjamad da ra mainteresebs xshirad wyali ro ar vcvalo xolme rogor moviqce? Da exla chveulebrivi natura ro davuyeno sakmarisi iqneba? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Jun 2018, 12:33 | ||
Miriani09
ეს პლასმასი კარგად გაწმინდე რო პატარა ნატეხები არ მოკბიჩოს საერთოდ ეგ არაა კარგი ჯანმრთელობისთვის შუშის ნაჭრი მიაწებე აკვას სილიკონით და ეგ გაზონიც ზემოდან იმავე სილიკონით უფრო კარგი იქნება, რაც შეეხება სისუფთავეს როგორც დავწერე ფილტრის გარეშე ვერ გამოხვალ ამ სიტუაციიდან ისევე როგორც ნათურის გარეშე ორთავე უბრალოდ აუცილებელია |
Posted by: Miriani09 12 Jun 2018, 14:15 |
Plasmass ver miudgeba ro moakbichos balaxic gamagrebulia tavisuflad amococdeba ubralod ar adis exla da albat miechveva.chveulebriv naturas davudgav 60ians da filtrsac vuyidi |
Posted by: PAINKILLER 12 Jun 2018, 14:25 | ||
Miriani09 ნათურა თუ არ არის ტყუილად რატომ ავიდეს, მაგ ხმელეთზე ამოსვლა მზის აბაზანების მისაღებად სჭირდებათ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Jun 2018, 15:39 | ||
Miriani09
შეგიძლია მაგრამ არც ძალიან ახლოს უნდა იყოს არც შორს დაახლოებით ისე რომ ნათურის ქვეშ შენარჩუნდეს სივსისხლიანებიშტვის კომფორტყული 30-32 ზაფხულში ცოტა ზემოთაც შეგიძლია წამოწიო, ნათურა უნდა ჰქონდეს მთელი დღის მანძილზე ასე 40-60 ვატის ღამით უნდა გაითიშოს, ჩემი კუსთვის მე თვითონ გავაკეთე თუ გეხერხება არაა რთული მოსაწყობი მთავარია იყოს უსაფრთხო. აუცილებელია იქონია ულტრაისფერი ნათურაც რადგან მხოლოდ ჩვეულებრივი არაფერს აძლევს ცხოველს სინათლის და სითბოს გარდა ამ ნათურაზე კი გამოიმუშავებს დ ვიტამინს რომელიც აუცილებელია მათთვის. ალტერტავივა იქნება თუ ეზო გაქვს მოუწყო პატარა ბასეინი გარეთ და მთელი ზაფხული გაატარებინო იქ მაგრამ ზამთარში მაინც დაგჭირდება |
Posted by: Miriani09 12 Jun 2018, 21:08 |
და რამაინტერესებს ულტრაიისფერი ნათურა რომ დავუყენო მარტო ეყოფა ეგ თუ ორივე უნდა მქონდეს ჩართული ჩვეულებრივიც და ულტრაიისფერიც? და თუ შეგიძლიათ აქ სად შევიძინო ეგ ნათურა ან ებაიზე რო დამილინკოთ გამოვიწერდი. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jun 2018, 00:33 | ||
Miriani09
ორთავე საჭიროა მაგრამ რეგულარულად მხოლოდ გათბობა გექნება ჩართული ულტრაიისფერი შეგიძლია ერთი ორი საათით დღეში ჩაურთო და საკმარისი იქნება ყიდვა შეგიძლია ზოომაღაზიაში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ან შესაძლოა ახალ ნათებაში ან კიდევ სადმე ელიავაზე ვერ გეტყვი მგონი აქ იქნება გაყიდვაში და არ უნდა დაგჭირდეს გამოწერა |
Posted by: streptocidum 5 Apr 2019, 17:19 |
გამარჯობათ ჩემმა წიტელყურა კუმ უკვე 6 დგე არის თვალები დახუჩული აქვს და საჩმელს არ ჩამს და რავუყო ?? |
Posted by: Alcest 8 Apr 2019, 18:30 |
streptocidum მოძრაობს ცოცხალია?? |
Posted by: temo_777 1 Jul 2019, 13:15 |
ბოლო 1 კვირაა საჭმელს თითქმის არ ჭამს. ეხლა რომ ამოვიყვანე ძალიან არა აქტიურია. თავი გამოყოფილი აქვს, ფეხებიც და არაფერზე რეაგირებს დიდად.თითქოს თავი ჩამოვარდნილი აქვსო/ რითი ვუშველო ხომ არ იცით? რამე ძილის პერიოდი ხომ არა აქვს ეხლა? |
Posted by: PAINKILLER 2 Jul 2019, 01:27 | ||
temo_777 ძილის პერიოდი მაგას აქვს ზამთარში, ანუ როცა წყლის ტემპერატურა 20 გრადუსზე ქვემოთ ჩამოდის, თუ წყალი საკმარისად თბება მაშინ ჰიბერნაციაში არ ჩავარდება, მაგრამ თუ 1-2 დღე მაინც ცივ წყალში ამყოფე, მერე უჭირს გამოსვლა მაგ მდგომარეობიდან, ჩემს კუებსაც დაემართათ, არ ვიცოდი რა სჭირდათ და ძლივს გადავარჩინე გაუთბე წყალი 30 გრადუსამდე და დაელოდე 2-3 დღე თუ რეაქცია არ ექნება, მაშინ არ ვიცი რა გირჩიო... |
Posted by: Nickboy 2 Jul 2019, 10:40 | ||
Miriani09 M-A-S-E-R-A-T-I
2 წლის წინ ვეძებდი და ვერ ვიშოვე ვერსად... ახლა თუ დაამატეს არ ვიცი.. მე ამას ვყიდულობ ხოლმე: https://www.amazon.co.uk/Exo-Terra-Reptile-UVB100-PT2187/dp/B00101JI2Y/ref=sr_1_10?crid=1GWO6J0LR7OLO&keywords=reptiglo+5.0&qid=1562049558&s=gateway&sprefix=reptigl%2Caps%2C225&sr=8-10 ამერიკული ამაზონიდან არ გამოიწერო... 120 ვოლტზე აქვთ მაგათ ყველაფერი და დამეწვა ეგრევე |
Posted by: temo_777 2 Jul 2019, 10:49 |
PAINKILLER მგონი მოკვდა |
Posted by: narmonana 13 Feb 2020, 10:32 |
ორნაირი განათება ხო უნდა, სად შეიძლება ყიდვა ხო არ იცით,ვერ მიმასწავლიით? |
Posted by: PAINKILLER 13 Feb 2020, 13:56 |
narmonana ორნაირი განათება რათ უნდა? ჩვეულებრივი ნათურა საკმარისია |
Posted by: narmonana 13 Feb 2020, 14:29 |
PAINKILLER კაი,როგორი ზუსტად, სად იყიდება, რა ქვია.... დ ვიტამინი რო უნდა მიაწოდოს, ეგ რა ნათურაა |
Posted by: PAINKILLER 13 Feb 2020, 22:42 | ||
ჩვეულებრივი ჰალოგენის ნათურა, ვოლფრამის სპირალით, თუ ახლოს დააყენებ ზედ აკვარიუმზე, 40-60 ვატიანი საკმარისი იქნება |
Posted by: narmonana 13 Feb 2020, 22:50 | ||||
აააა,პანიანტოო..... წყალი კრანის წყალი პროსტა დავდგა რო გაუვიდეს ბოლომდე ქლორი ხოო? |
Posted by: PAINKILLER 13 Feb 2020, 23:00 | ||
narmonana ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ცივი არ ჩაასხა წყლის გამათბობელი გაქვს აკვარიუმში?? |
Posted by: narmonana 13 Feb 2020, 23:51 |
PAINKILLER მე არ მყავს, პროსტა რჩევები მინდა მივცე..პატარა მრგვალ აკვარიუმში არიან, მინდა უფრო დიდში გადავასმევინო,წესიერში,ამოსაძრომები აქვთ,წყალი არაა ცივი,თბილია..ოთახის ტემპერატურის,ოთახში სადღაც 28-29 გრადუსი სულაა დალშე ვნახოთ. |
Posted by: PAINKILLER 14 Feb 2020, 09:33 | ||
narmonana მე 26 გრადუსზე უკვე კონდიციონერს ვრთავ ხოლმე |
Posted by: RagnaroK 2 Dec 2020, 14:42 |
გამარჯობა წითელყურა კუს თვალის გარშემო ოდნავ გაუყავისფრდა, რამდენიმე დღის წინ რომ ამოვიყვანე წყლიდან აშკარად აწუხებდა.. დღეს შედარებით უკეთ არის, მაგრამ თვალთან ისევ ისეთი ფერი აქვს.. სავარაუდოდ რაიმე ინფექციაა? წამალი ხომ არ გეგულებათ რამე? წყალს 4-5 დღეში ერთხელ ვუცვლი, მაგრამ რაც გათბობა ჩავურთე 3 დღეში უკვე გამოსაცვლელი აქვს.. ვფიქრობ საერთოდ ამოვაცალო გამათბობელი, 20-22 გრადუსი ისედაც აქვს გამათბობლის გარეშე.. დაახლოებით წლინახევრისაა, კარგად გაიზარდა.. არამგონია 25-27 გრადუსი კიდევ ჭირდებოდეს ამხელას.. |
Posted by: S_U_S_E 6 Feb 2021, 16:47 |
ეს საჭმელი ხომ არ შეგხვედრიათ სადმე იყიდებოდეს |
Posted by: archilcheghe 5 Aug 2023, 13:31 |
მოგესალმებით ჩვენს წითელყურა კუს კისერზე მარცხენა ფეხის კუთხეში რაღაც გამოუვიდა ნარინჯისფერი. კუ ძალიან პასიურია თითქმის არ მოძრაობს და ცდილობს თავი სულ გარეთ ქონდეს. რა ვუშველოთ? |
Posted by: kriketi-1985 1 Jun 2024, 22:00 |
მეზობელმა ჩამაბარა კუ, მოკვდა მეორე დღეს და შეიძლება რომ პატრონთან განშორება და გარემოს ცვლილება ვერ გადაეტანა? |
Posted by: PAINKILLER 3 Jun 2024, 15:22 | ||
კუ რეპტილიაა, რა პატრონთან განშორება და სენტიმენტები ავად იყო ალბათ... |
Posted by: kriketi-1985 3 Jun 2024, 18:28 |
რავი, ისე განვიცადე, მეგონა ჩემი ბრალი იყო, არადა მოვლა-პატრონობას არ ვაკლებდი |