Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ჩეხოსლოვაკური მგელძაღლა


Posted by: bachuki999 18 Oct 2010, 12:38
FСI-ის მიხედვით მიეკუთვნება: ჯგუფი I. მწყემსი და საქონლისმრეკავი ძაღლები, გარდა შვეიცარიულისა;
სექცია II. მწყემსი ძაღლები
სტანდარტის ნომერი: 332
სიმაღლე მინდაოში: ხვადი მინიმუმ 65სმ, ძუ_ 60 სმ. ზედა ზღვარი არ არის ფიქსირებული.
წონა: ხვადი მინიმუმ 26კგ. ძუ 20კგ.
1955 წელს ჯერ კიდევ სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო ბიოლოგიური ექსპერიმენტი. მისი მიზანი იყო შეექმნათ ჯიში, რომელიც საკუთარ თავში გააერთიანებდა მგლის მებრძოლ ხასიათს ძაღლის გონიერებასა და ერთგულებასთან. საბოლოოდ უნდა მიეღოთ იდეალური ძაღლი ჯარისკაცებისთვის. რომელსაც უნარი ექნებოდა ემსახურა საზღვარზე. ის უნდა ყოფილიყო გამორჩეულად ჯანმრთელი, ამტანი, გონიერი, მაგრამ არა ძალიან ძლიერი და ყველაზე მთავარი_ჯიშს უნდა შეძლებოდა ადაპტირება სახლში ცხოვრებასთან.
იდეის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო კარლ ჰართლი. ახალი ჯიშის შექმნის სამუშაოები მიდიოდა ლიბეიოვიცში. ერთმანეთს აჯვარებდნენ, როგორც კარპატულ ძუ მგელს და ხვად გერმანულ ნაგაზს, ასევე ძუ ნაგაზსა და ხვად მგელს. მიღებულ ჰიბრიდებს კი დეტალურად სწავლობდნენ. თითქმის საუკუნი მეოთხედი დასჭირდა ჯიშის სისუფთავის მიღწევას. ოფიციალურად აღიარეს 1989 წელს.
დღეისათვის ჩეხოსლოვაკიური მგელძაღლი გერმანული ნაგაზის 10% და კარპატული მგლის 90% სისხლს ატარებს. ის გარეგნულად ძალიან ჰგავს მგელს. აღსანიშნავია,რომ ის ყეფასაც რთულად სწავლობს. არის შესანიშნავი მორბენალი. მისი მოძრაობა მსუბუქია და ჰარმონიული. შეუძლია შეუსვენებლად ირბინოს დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 10-13კმ/სთ სიჩქარით. ისინი შექმნილები არიან იმისთვის, რომ დაიცვან და შესანიშნავად უმკლავდებიან ამ ამოცანას. აქვს ელვისებური რეაქცია. ხროვის ძაღლია და თავისუფლება უყვარს. არ შეიძლება მათი დაბმა ან ვოლიერში ჩაკეტვა, ხანგრძლივად მარტო დატოვება. ამ დროს ის უმართავი და აგრესიული ხდება. შეუძლია იცხოვროს ოთახშიც და ეზოშიც. აქვთ ძლიერი სოციალური დამოკიდებულება არა მარტო პატრონთან, არამედ მთელს მის ოჯახთან. პრივილეგიას აძლევს ბავშვებსა და ლეკვებს. ადვილად ეგუებიან ცხოვრებას სხვა ცხოველების გვერდით, მაგრამ შესაძლოა პრობლემა წარმოიშვას უცხო ცხოველებთან შეხვედრისას. ბუნებით მშვიდია და ეს იმ ძაღლებსაც ეხებათ, რომელთა სწორი სოციალიზაცია დროულად ვერ მოხერხდა.აქვს კარგად განვითარებული მონადირის ინსტიქტი და მახვილი ყნოსვა, ამიტომ საჭიროა სეირნობისას მათი მკაცრი კონტროლი. უყვარს თამაში, არიან ტემპერამენტულები. ყურადღებით აკვირდებიან პატრონს და კარგად სწავლობენ მის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ჭკვიანია და ყველაფერი ესმის, მაგრამ თავნება ხასიათის გამო მათი გაწვრთნა ადვილი არ არის. წვრთნისას ავტორიტეტი და მოტივაცია სჭირდება. აუცილებელია ლეკვის ადრეული სოციალიზაცია.
აქვს მართკუთხა ფორმატის კორპუსი,სიმეტრიული თავი, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ზომიერადაა გამოხატული. ცხვირი შავია და ოვალური ფორმის. თანკბილვა მაკრატლისებრი აქვს ან მარწუხისებრი. თვალები საშუალო ზომის აქვს, ქარვისფერი. ყურები აცქვეტილი აქვს, სამკუთხა ფორმის, მოკლე. კუდი მაღლა აქვს დასმული და ვერტიკალურად დაბლა დაშვებული. აღგზნებისას სწევს მაღლა ნამგლისებრად მოხრილს. ბეწვი სწორი აქვს და სქელი. თივთიკიც სქელია. ბეწვის შეფერილობა მერყეობს მოყვითალო ნაცრისფერიდან მოვერცხლისფრო-ნაცრისფრამდე დამახასიათებელი ღია ფერის ნიღბით.
მძუნაობა აქვს წელიწადში ერთჯერ. საშულაოდ შობს 6-7 ლეკვს. არის გამორჩეულად ჯანმრთელი, თუმცა მიდრეკილება აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისკენ. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-15 წელია.

http://www.radikal.ru

არიან ეს ძაღლები საქართველოში???????????????



Posted by: Blair 19 Oct 2010, 00:20
QUOTE
საქართველოში არის ეს ჯიში ? ..!!

ღადაობ? biggrin.gif

ძალიან ლამაზია love.gif

Posted by: bachuki999 19 Oct 2010, 08:49
Blair
ხოო biggrin.gif .. ეს მყავდეს ეზოში რა კაიფი იქნება biggrin.gif შეხედავ ნადირია სუფთა ..

Posted by: InternetExplorer 19 Oct 2010, 12:38
აუუ რა მაგარი ძაღლია...

მეც მინდაა smile.gif დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი smile.gif

Posted by: MITIATO 19 Oct 2010, 13:31
http://www.radikal.ru

ეს არ მოგწონთ?
საარლოსის მგელძაღლია, ოღონდ ჩეხოსლოვაკიურზე ცოტა ველურია biggrin.gif

მაგარი ძაღლები არიან up.gif

Posted by: bachuki999 19 Oct 2010, 14:23
MITIATO
ამათი ცხვირის მოყვანილობა უფრო გავს ძაღლისას აი დააკვირდი პროფილში როგორი კეხიანი ცხვირი აქვს ჩეხოსლოვაკიურს უფრო კეხიანი ..

Posted by: MITIATO 19 Oct 2010, 17:18
bachuki999
ჩეხოსლოვაკიურს უფრო ძაღლური დრუნჩი აქვს. yes.gif
და საქციელიც.

Posted by: English_Soul 19 Oct 2010, 17:26
ძალიან ლამაზია love.gif love.gif love.gif რა ეღირება ნეტავ ლეკვები

Posted by: MITIATO 19 Oct 2010, 17:46
English_Soul
ჩეხეთიდან ლეკვის გამოგზავნა 1300 ევროო, ერთ-ერთ საიტზე ვნახე.

ლამაზი კი არის, მაგრამ ძალიან გამოცდილი პატრონნი უნდა, რომ სწორად აღზარდოს. ადვილად მოსავლელი ჯიში არ არის.

Posted by: PuTKiiI 25 Jan 2011, 14:41
MITIATO
შეგიძლია დაწერო ეგ საიტი? 1300 ევროს გარდა რა ჯდება კიდევ?

Posted by: Iron Butterfly 25 Jan 2011, 14:47
ლამაზია და სერიოზული ტიპი ჩანს

Posted by: PuTKiiI 25 Jan 2011, 14:50
Iron Butterfly
კი.. საკმაოდ.;. მეორე უფრო მგელს გავს მგონი


მეორეს ვიყოლიებდი..



-----------

Posted by: MITIATO 25 Jan 2011, 16:25
putkii
http://www.wolfdog.wbs.cz/eng.html

ეს არის ძაღლსაშენის საიტი.

Posted by: PuTKiiI 25 Jan 2011, 16:30
MITIATO
მადლობა გადავხედავ..
yes.gif

Posted by: korela92 25 Jan 2011, 16:52
Czechoslovakian Wolfdog არის მისტიკური ჯიშის ერთად გასაჩივრების კომბინაცია ძაღლი მსგავსი და მგლის მსგავსი ტენდენციები და ქცევაში. ისინი სწრაფი, გაბედული, და ვიმოქმედოთ სწრაფად, მათი ძლიერი ბუნებრივ ინსტინქტებს. მათ საეჭვო ბუნებით, მაგრამ ისინი ამას ვერ თავდასხმა გარეშე უბრალოდ მიზეზია. ისინი playful, docile და ისინი სწავლობენ და ადაპტირება საკმაოდ მარტივად. ეს მნიშვნელოვანია მფლობელებს ამ ჯიშის წარმოადგინონ თავიანთი ძაღლი (ებ) კარგი მოტივაცია და მიზანი სწავლისა. Czechoslovakian Wolfdog არის free-spirited და დამოუკიდებელი, და ისინი ძალზე ლოიალური მათი მფლობელი (ებ) და ოჯახებს. ისინი არ არიან Barking ჯიშია. ისინი ხშირად აგრესიული მიმართ სხვა ძაღლები, და არ უნდა იყოს სანდო გარშემო პატარა ცხოველები. ისინი თითქმის ყოველთვის კარგი ბავშვებთან ერთად, მაგრამ შეიძლება ფრთხილად და leery შესახებ უცნობმა. * * *


ზოგიერთი Wolf Dogs შეიძლება ძალიან affectionate ხალხს, რომ ისინი ენდობიან. ისინი თავის შესანიშნავი კომპანიონი ცხოველების, ჯერჯერობით არ კეთდება ისე, როგორც pets. მათ სჭირდებათ ღია მიწის და არ გადაწყვეტენ ძილი doggie საწოლი სახლში. სხვა ვარიაციები ამ ჯიშის იყო გაამრავლეს ხანგრძლივი საკმარისი, და საკმარისი ზეწოლა ტემპერამენტი, რომ აღარ ითვლება ჰიბრიდული, მაგრამ რეალურად ჯიშის ძაღლი. ეს registrable ბევრი რეესტრის ჩათვლით FCI, AKC / ფსბ და UKC და შეუძლიათ შეეჯიბრონ შოუები და სხვა ძაღლი მოვლენებს, როგორიცაა მორჩილება და სისწრაფე. მათ ძალიან კომფორტულად უფლება სახლში, რომელიც უზრუნველყოფს უამრავი სწავლება და სწავლების და შინაარსის ოჯახის წევრები ცხოვრება შიდა.

Czechoslovakian wolfdogs არის აღიარებული FCI (ფედერაციის Cynologique Internationale) ნამდვილი ჯიშია


ძალიან მაგარი ძაღლია, ნეტა საქართველოშიც შემოვიდეს sad.gif (პს გრამატიკული შეცდომების გამო ბოდიშს გიხდით. http://translate.google.com/#ru|ka| აქედან გადმოვთარგმნე)
* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: Ziku 25 Jan 2011, 17:33
აუუ ეს ყბაში რო ჩაიდებს ძაღლებს აღარც გაუშვებს მინდა :|||||||||||||||||||||||||||||||

Posted by: Jaguar paw 25 Jan 2011, 17:44
QUOTE
Czechoslovakian Wolfdog არის მისტიკური ჯიშის ერთად გასაჩივრების კომბინაცია ძაღლი მსგავსი და მგლის მსგავსი ტენდენციები და ქცევაში. ისინი სწრაფი, გაბედული, და ვიმოქმედოთ სწრაფად, მათი ძლიერი ბუნებრივ ინსტინქტებს. მათ საეჭვო ბუნებით, მაგრამ ისინი ამას ვერ თავდასხმა გარეშე უბრალოდ მიზეზია. ისინი playful, docile და ისინი სწავლობენ და ადაპტირება საკმაოდ მარტივად. ეს მნიშვნელოვანია მფლობელებს ამ ჯიშის წარმოადგინონ თავიანთი ძაღლი (ებ) კარგი მოტივაცია და მიზანი სწავლისა. Czechoslovakian Wolfdog არის free-spirited და დამოუკიდებელი, და ისინი ძალზე ლოიალური მათი მფლობელი (ებ) და ოჯახებს. ისინი არ არიან Barking ჯიშია. ისინი ხშირად აგრესიული მიმართ სხვა ძაღლები, და არ უნდა იყოს სანდო გარშემო პატარა ცხოველები. ისინი თითქმის ყოველთვის კარგი ბავშვებთან ერთად, მაგრამ შეიძლება ფრთხილად და leery შესახებ უცნობმა. * * *


ზოგიერთი Wolf Dogs შეიძლება ძალიან affectionate ხალხს, რომ ისინი ენდობიან. ისინი თავის შესანიშნავი კომპანიონი ცხოველების, ჯერჯერობით არ კეთდება ისე, როგორც pets. მათ სჭირდებათ ღია მიწის და არ გადაწყვეტენ ძილი doggie საწოლი სახლში. სხვა ვარიაციები ამ ჯიშის იყო გაამრავლეს ხანგრძლივი საკმარისი, და საკმარისი ზეწოლა ტემპერამენტი, რომ აღარ ითვლება ჰიბრიდული, მაგრამ რეალურად ჯიშის ძაღლი. ეს registrable ბევრი რეესტრის ჩათვლით FCI, AKC / ფსბ და UKC და შეუძლიათ შეეჯიბრონ შოუები და სხვა ძაღლი მოვლენებს, როგორიცაა მორჩილება და სისწრაფე. მათ ძალიან კომფორტულად უფლება სახლში, რომელიც უზრუნველყოფს უამრავი სწავლება და სწავლების და შინაარსის ოჯახის წევრები ცხოვრება შიდა.

მაგადია givi.gif

Posted by: Iron Butterfly 25 Jan 2011, 17:55
user posted image

ომგ რამხელაა და რა ძალიან მაგარი ძაღლია!!!! მინდა!
აგრესიული იქნება სავარაუდოდ და ჩუმჩუმელა

user posted image

Posted by: paradise_seeker 25 Jan 2011, 17:58
აუ აუ ესეთი დავინახე ფანჯრიდან

ადრე რომ მულტფილმი იყო ვოლტო თუ რაღაც )))))))

ჩეხეთში მართლა რომ იყო ეგეთი ტიპი იქიდან მოყოლებული მიყვვარს ))

თაბ ის ძაან გაქუცული იყო

რა ლამაზებია ესენიsad.gif

აი ესეთ ძაღლს ვიყოლიებდი

ჭკვიანური სახე რო აკვს ტან


წერა დამავიწყდაbiggrin.gif

Posted by: iMaximuSi 26 Jan 2011, 00:21
ამას მგელი გაზარდო ჯობია
.............

Posted by: korela92 26 Jan 2011, 00:42
მგელს ეგრე ვერ გაზრდი. მაგრად რომც მიიჩვიო, თუ არ შეჯვარდა, მაგარი აგრესიული იქნება და ერთხელ შეიძლება შენც გიკბინოს. რაც შეეხება მგლის შეჯვარებას, ეგ ძაღლი არაა, რომ 15 წუთით საპირისპირო სქესის წარმომადგენელი აჩვენო და მერე წამოიყვანო... მგლები ცხოვრების მეგზურებს ეძებენ და შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად ცხოვრობენ. ერთმანეთს არ ღალატობენ და ხშირია შემთხვევები, როდესაც პარტნიორის სიკვდილის შემდეგ, გადარჩენილი მგელიც მომკვდარა დარდის გამო... ცოლი რომც მოუყვანო მგელს, შემდეგ ლეკვები იქნება პრობლემა. არც დედა და არც მამა მგელი არ გამოგატანს და მგლების ხროვასთან ხო არ იცოცხლებ? თან მაგათ რა შეინახავს მერე ან მაგათ რა ტერიტორია ეყოფათ biggrin.gif ლეკვების წართმევის მცდელობის შემთხვევაში კი, დიდი შანსია იმისა, რომ მშობელმა მგლებმა შენი მოკვლა განიზრახონ...
აქედან დასკვნა. სახლში რათ გინდა მგელი? როცა არის ჩეხოსლოვაკიური მგელძაღლა wink.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
ნახეთ რა მაგარი თვალები აქვს smile.gif

Posted by: iMaximuSi 26 Jan 2011, 01:01
korela92
QUOTE
მგელს ეგრე ვერ გაზრდი. მაგრად რომც მიიჩვიო, თუ არ შეჯვარდა, მაგარი აგრესიული იქნება და ერთხელ შეიძლება შენც გიკბინოს. რაც შეეხება მგლის შეჯვარებას, ეგ ძაღლი არაა, რომ 15 წუთით საპირისპირო სქესის წარმომადგენელი აჩვენო და მერე წამოიყვანო... მგლები ცხოვრების მეგზურებს ეძებენ და შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად ცხოვრობენ. ერთმანეთს არ ღალატობენ და ხშირია შემთხვევები, როდესაც პარტნიორის სიკვდილის შემდეგ, გადარჩენილი მგელიც მომკვდარა დარდის გამო... ცოლი რომც მოუყვანო მგელს, შემდეგ ლეკვები იქნება პრობლემა. არც დედა და არც მამა მგელი არ გამოგატანს და მგლების ხროვასთან ხო არ იცოცხლებ? თან მაგათ რა შეინახავს მერე ან მაგათ რა ტერიტორია ეყოფათლეკვების წართმევის მცდელობის შემთხვევაში კი, დიდი შანსია იმისა, რომ მშობელმა მგლებმა შენი მოკვლა განიზრახონ...
აქედან დასკვნა. სახლში რათ გინდა მგელი? როცა არის ჩეხოსლოვაკიური მგელძაღლა


ძაღლი უნდა გავდეს ძაღლს, მგელი მგელს, არც წყალი არც ღვინო რა მუღამი აქვს? biggrin.gif სადმე ტყესთან რო ცხოვრობდე ვერ გაზრდი და მიიჩვევ მგელს? მე როგორც გამიგია ასეთ შემთხვევაში ტყეში ეცდება აუცილებლათ გაქცევას მაგრამ თავისით ბრუნდება ზოგჯერ პატრონთან

Posted by: MITIATO 26 Jan 2011, 01:11
QUOTE
ძაღლი უნდა გავდეს ძაღლს, მგელი მგელს

yes.gif
მაგრამ ეს უფრო ჰგავს ძაღლს, ვიდრე ინგლისური ბულდოგი და სხვა მსგავსი საოცრებები smile.gif
თან მგელი არ იწვრთნება. პლუს ამას, არ არის ლამაზი, როცა ველურ ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის თავისუფლებას ართმევ. ჯერ იმას მოვუაროთ, რაც მოვიშინაურეთ!


QUOTE
ადრე რომ მულტფილმი იყო ვოლტო თუ რაღაც

ეგ ჰასკი იყო. yes.gif
თან ნამდვილი ამბავია.

Posted by: korela92 26 Jan 2011, 01:20
QUOTE
სადმე ტყესთან რო ცხოვრობდე ვერ გაზრდი და მიიჩვევ მგელს? მე როგორც გამიგია ასეთ შემთხვევაში ტყეში ეცდება აუცილებლათ გაქცევას მაგრამ თავისით ბრუნდება ზოგჯერ პატრონთან

მართალი ხარ. ხანდახან თავისით ბრუნდება, მაგრამ არა პატრონთან, არამედ "მეგობართან" smile.gif
QUOTE
მაგრამ ეს უფრო ჰგავს ძაღლს, ვიდრე ინგლისური ბულდოგი და სხვა მსგავსი საოცრებები

+1

Posted by: iMaximuSi 26 Jan 2011, 01:22
QUOTE
მაგრამ ეს უფრო ჰგავს ძაღლს, ვიდრე ინგლისური ბულდოგი და სხვა მსგავსი საოცრებები

ჰო ბულდოგს ყველაფერი მირჩევნია biggrin.gif

QUOTE
თან მგელი არ იწვრთნება

მერე მაგასააქვს მუღამი, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობ ბუნებაში და ხალხს არ შეუქმნის საფრთხეს, ჯოხს და ჩუსტებს იაპონელების აწყობილი რობოტიც კი მოიტანს

QUOTE
არა პატრონთან, არამედ "მეგობართან"

ჰო სწორად აღნიშნე

Posted by: korela92 27 Jan 2011, 16:33
ძალიან მაგარი ვიდეოა ჩეხოსლოვაკიური მგელძაღლას შესრულებით
http://www.youtube.com/watch?v=QvmyE3a6fzI

Posted by: sshksh 27 Jan 2011, 16:47
korela92
ეგ კადრები არის ფილმიდან თეთრი ეშვი white fang კარგი ფილმია smile.gif ნახევრად მგელზეა რომელსაც ძაღლის სისხლი ურევია

Posted by: rumpleteazer 27 Jan 2011, 17:29
QUOTE
მაგრამ ეს უფრო ჰგავს ძაღლს, ვიდრე ინგლისური ბულდოგი და სხვა მსგავსი საოცრებები

+ბევრი
ეს, საარლოსი და ტამასკან ჰასკი
love.gif


Posted by: koldun 29 Jan 2011, 19:25
ვააა მაგრად დამევასა ძალიან მაგარი ძაღლია

Posted by: Laegel 29 Mar 2011, 02:01
უნდა შევიძინო, ან ეს, ან ნაგაზი. ბარემ ჩეხეთში ვარ და biggrin.gif

Posted by: PuTKiiI 29 Mar 2011, 07:55
Laegel
ეს რა..................... ეს შეიძIნე.. biggrin.gif და მერე გაამრავლე და ლეკვს წავიყვან

Posted by: Laegel 31 Mar 2011, 23:24
PuTKiiI


საქართველოში მაინც არ ვიყოლიებდი. ვინმეს მგელი ეგონება და ან ისტერიკაში ჩავარდება ან თოფს ესვრის.
ასე მომიკლეს 2 წლის მეცხვარული ძაღლი, მგელი გვეგონაო...

Posted by: rumpleteazer 31 Mar 2011, 23:30
QUOTE
ისტერიკაში ჩავარდება

ეგენი პუდელზეც ისტერიკაში ვარდებიან და სულ ცალ ფეხზე მკიდიან
QUOTE
მგელი ეგონება და  თოფს ესვრის.

მგლის მოკვლა რომ აკრძალულია არ იცი? givi.gif
თან ისე ამბობ, თითქოს ქალაქში საყელურიანი მგლები დარბოდნენ biggrin.gif


Posted by: exploit 31 Mar 2011, 23:36
აუ რა მაგარი ძაღლია გავაფანატე love.gif

რამდენიმე წლის მერე აუცილებლად შევიძენ ამის ლეკვს love.gif
* * *
user posted image

Posted by: Laegel 31 Mar 2011, 23:54
QUOTE
მგლის მოკვლა რომ აკრძალულია არ იცი?


ვინმეს თუ გადაეყარა (თოფიანს) ესვრის, დამიჯერე wink.gif

QUOTE
თან ისე ამბობ, თითქოს ქალაქში საყელურიანი მგლები დარბოდნენ



ქალაქში არც ვიყოლიებ. ცოდოა, სირბილი უნდა.

Posted by: rumpleteazer 31 Mar 2011, 23:58
Laegel
QUOTE
ვინმეს თუ გადაეყარა (თოფიანს) ესვრის, დამიჯერე

დამიჯერე მეც იგივეს გამკეთებელი ვარ yes.gif
QUOTE
ქალაქში არც ვიყოლიებ. ცოდოა, სირბილი უნდა.

კორპუსში არც მე ვიყოლიებ, საკუთარი სახლი თუ მექნა ოდესმე მხოლოდ მაშინ.

Posted by: Laegel 1 Apr 2011, 00:07
QUOTE
დამიჯერე მეც იგივეს გამკეთებელი ვარ


ამას ესვრი? sad.gif

user posted image

Posted by: rumpleteazer 1 Apr 2011, 00:10
Laegel
QUOTE
ამას ესვრი?

არა,
აი ამას
QUOTE
ვინმეს თუ გადაეყარა (თოფიანს) ესვრის, დამიჯერე

არც ხელი ამიკანკალდება და არც სინდისი შემაწუხებს : )

Posted by: TROJAN 1 Apr 2011, 12:02
აუ მაგარია ძაააან,

მომინდა smile.gif

ისე ჩეხეთში არ გაიყიდება ამის ლეკვები?

Posted by: Laegel 1 Apr 2011, 14:11
TROJAN


კი. ძალიან ბევრს ჰყავს. ლეკვის შეძენაც შეიძლება და მოზრდილი ძაღლისაც.
როგორც ჩვენთა არის ნაგაზი, ისე არიან ესენი ჩეხეთში.

Posted by: PuTKiiI 1 Apr 2011, 14:11
კაით რა.. მმოიცა მგელი მომზდევდეს და თოფი მეკავოს და არ ვესროლო? სისულელე.ა..

Posted by: Laegel 1 Apr 2011, 14:16
PuTKiiI

ნწ. მეგლი არა, აი ეს:

user posted image

გაარჩევ უცბათ მგლისგან? smile.gif

Posted by: svani885 1 Apr 2011, 14:46
QUOTE

http://www.youtube.com/watch?v=QvmyE3a6fzI

საუნდრეკი საიდან გადმოვწერო? ხო არ იცით?
ძაღლი მართლაც რო მაგარია up.gif up.gif

Posted by: PuTKiiI 1 Apr 2011, 14:57
Laegel
ხო რა აზრი აქვს.. საკბენად მომზდევს ხო.. biggrin.gif ვესროდი.. აბა რა ვუყო

Posted by: rumpleteazer 1 Apr 2011, 15:17
PuTKiiI
QUOTE
ხო რა აზრი აქვს.. საკბენად მომზდევს ხო..ვესროდი.. აბა რა ვუყო

საიდან მოიტანე რომ საკბენად მოგსდევს?
laegalმა უბრალოდ თქვა, აშვებული რომ დაინახოს ვინმემ, მგელი ეგონება და ესვრისო.

QUOTE
აუ მაგარია ძაააან,
მომინდა
ისე ჩეხეთში არ გაიყიდება ამის ლეკვები?

ოღონდ სანამ მაგ ნდომის გამო ლეკვს იყიდი (თუ)
მოკლედ ყველას ვისაც ეს ძაღლი გინდათ გამოგადგებათ http://www.wolfdog.org/ http://www.tschechoslowakische-wolfshunde.com/Englisch/index.html
http://czechwolfdog.wordpress.com/ http://www.wolfdogs.cz/
ეზოში დასაბმელად ამ ძაღლის ყიდვა დაივიწყეთ.
და ესენი მარტოობას კიდევ უფრო ვერ იტანენ ვიდრე ჰასკები.
ამიტომ ან რამდენიმე ძაღლი, რომ ხროვა შექმნათ და ამ დროს რეალურად გაწონასწორებული პატრონია საჭირო
ან ძაღლს არ დატოვებთ მარტო არასდროს!

ძალიან დელიკატური მიდგომა ჭირდება ამასაც, საარლოსსაც და ტამასკან ჰასკისაც და ლუპო იტალიანოსაც. : D

Posted by: PuTKiiI 1 Apr 2011, 15:57
QUOTE
უბრალოდ თქვა, აშვებული რომ დაინახოს ვინმემ, მგელი ეგონება და ესვრისო.

ნუ მაშინ ბაზარი არაა.. თუ არაფერს დამიშავებს რატო ვესროლო და მივაყენო ზიანი..)_) ) ეგრე რომ ჩემ ძაღლს ვინმემ რამე უქნას დავბრიდავ ალბად biggrin.gif

Posted by: TROJAN 1 Apr 2011, 21:30
Laegel
QUOTE
ი. ძალიან ბევრს ჰყავს. ლეკვის შეძენაც შეიძლება და მოზრდილი ძაღლისაც.
როგორც ჩვენთა არის ნაგაზი, ისე არიან ესენი ჩეხეთში.

ეჰ მცოდნოდა მაინც წამოვიყვანდი,
მარა ალბათ ბევრი პროცედურები იქნება გასავლელი

Posted by: bachuki999 1 Apr 2011, 23:17
ჩვეულებრივი ძაღლია განა ბუაააა biggrin.gif ეჰ იყიდებოდეს არ გავმაზავდი ეგრევე ვიყიდიდი .. ეხა ჩეხეთში ვერ ჩავალლ ძაღლის გამო biggrin.gif.

Posted by: rumpleteazer 1 Apr 2011, 23:23
QUOTE
განა ბუაააა

რათქმაუნდა არაა ბუა yes.gif
QUOTE
ჩვეულებრივი ძაღლია

არავითარ შემთხვევაში no.gif
user posted image

Posted by: PuTKiiI 1 Apr 2011, 23:49
rumpleteazer
რით განსხვავდება ჩვეულებრივი ძაღლისაგან მაშინ აგვიხსენი

Posted by: rumpleteazer 1 Apr 2011, 23:54
PuTKiiI
QUOTE
რით განსხვავდება ჩვეულებრივი ძაღლისაგან მაშინ აგვიხსენი

წინა გვერდზე დავდე საკმაოდ ბევრი საიტი სადაც ინფორმციაა ოხრად.
გარდა ამისა, რას ნიშნავს ჩვეულებრივი ძაღლი? ყველა ჯიშს რაღაც განსაკუთრებული თვისება და მოთხოვნილებები აქვს.
და მგელძაღლები, ისევე როგორც ლაიკების დიდი ნაწილი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას + ამას ხროვის ძაღლები არიან და ყურადღებას ითხოვენ განსაკუთრებით დიდს, თუკი ხროვაში არ ცხოვრობენ.
სახლში ყოველდღე ორი-სამი საათით სრულიად მარტო დატოვება და ჩათვალე ძალიან მალე გეყოლება ნევროზიანი ძაღლი, სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით, მაშინ როდესაც ბევრი ძაღლისთვის, ორი სამი საათი მარტო ყოფნა, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

Posted by: PuTKiiI 2 Apr 2011, 00:18
rumpleteazer
მე გკითხე ჩვეულებრივი ძაღლი იმიტომ რომ ძაღლი ჰველა ძაღლია.. ანუ ვიფიქრე შენ უფრო მგლისკენ იხრებოდი ამ ჯიშში

Posted by: bachuki999 2 Apr 2011, 19:00
PuTKiiI
+1..........................

Posted by: rumpleteazer 3 Apr 2011, 09:28
QUOTE
ვიფიქრე შენ უფრო მგლისკენ იხრებოდი ამ ჯიშში

ცხადია ძაღლია და არა მგელი biggrin.gif
მაგრამ იმის უარყოფა რომ ამ ძაღლებს მგლური თვისებები ბლომად აქვთ სისულელეა.
იგივე ხროვად ცხოვრებაც მგლებისგან გადმოყოლილი თვისებაა.
და თუ ლაბრადორს და ბოქსიორს სანამ მოიყვან ერთი წიგნი მაინც უნდა წაიკითხო, რომ პატრონობა კარგად მოახერხო, სამი ამდენი მაინც უნდა იცოდე თეორიულად სანამ მგელძაღლს მოიყვან + ამას პრაქტიკული გამოცდილებაც მეტია საჭირო.
რაც უნდა იყოს, ტყუილად არ ქვიათ ამათ მგელძაღლები yes.gif

Posted by: MITIATO 14 Sep 2011, 21:36
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

შემთხვევით წავაწყდი ამ სურათებს და მომინდა აქ დამედო smile.gif

Posted by: sallli1 12 Jul 2013, 10:03
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: eleniko123 29 Nov 2013, 17:40
საქართველოშიც არის yes.gif ჩემი მეგობრის მეგობარს ყავს smile.gif

Posted by: ჯეიმს კუკი 16 Feb 2014, 04:44
bachuki999
QUOTE
არიან ეს ძაღლები საქართველოში???????????????


მგონი კი.

Posted by: eleniko123 28 Mar 2014, 17:29
კი არინ ჩემს მეგობრის მეგობარს ჰყავს ვერ გაიგეთ?

Posted by: likable 28 Mar 2014, 20:56
აუ რა კაი ტიპია პირველად გავიგე ამ ჯიშის სახეობა.

Posted by: gamushki1 29 Jan 2024, 21:30
ატოსი 4 თვის ყურებს აწევს სავარაუდოდ 1 თვეში

user posted image

Posted by: GEORGEXIII 31 Jan 2024, 23:36
gamushki1
ვა რა კაი ტიპია, პირველად გავიგე ამ ჯიშის შესახებ.

Posted by: pibe 2 Feb 2024, 17:27
QUOTE (bachuki999 @ 18 Oct 2010, 12:38 )
FСI-ის მიხედვით მიეკუთვნება: ჯგუფი I. მწყემსი და საქონლისმრეკავი ძაღლები, გარდა შვეიცარიულისა;
სექცია II. მწყემსი ძაღლები
სტანდარტის ნომერი: 332
სიმაღლე მინდაოში: ხვადი მინიმუმ 65სმ, ძუ_ 60 სმ. ზედა ზღვარი არ არის ფიქსირებული.
წონა: ხვადი მინიმუმ 26კგ. ძუ 20კგ.
1955 წელს ჯერ კიდევ სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო ბიოლოგიური ექსპერიმენტი. მისი მიზანი იყო შეექმნათ ჯიში, რომელიც საკუთარ თავში გააერთიანებდა მგლის მებრძოლ ხასიათს ძაღლის გონიერებასა და ერთგულებასთან. საბოლოოდ უნდა მიეღოთ იდეალური ძაღლი ჯარისკაცებისთვის. რომელსაც უნარი ექნებოდა ემსახურა საზღვარზე. ის უნდა ყოფილიყო გამორჩეულად ჯანმრთელი, ამტანი, გონიერი, მაგრამ არა ძალიან ძლიერი და ყველაზე მთავარი_ჯიშს უნდა შეძლებოდა ადაპტირება სახლში ცხოვრებასთან.
იდეის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო კარლ ჰართლი. ახალი ჯიშის შექმნის სამუშაოები მიდიოდა ლიბეიოვიცში. ერთმანეთს აჯვარებდნენ, როგორც კარპატულ ძუ მგელს და ხვად გერმანულ ნაგაზს, ასევე ძუ ნაგაზსა და ხვად მგელს. მიღებულ ჰიბრიდებს კი დეტალურად სწავლობდნენ. თითქმის საუკუნი მეოთხედი დასჭირდა ჯიშის სისუფთავის მიღწევას. ოფიციალურად აღიარეს 1989 წელს.
დღეისათვის ჩეხოსლოვაკიური მგელძაღლი გერმანული ნაგაზის 10% და კარპატული მგლის 90% სისხლს ატარებს. ის გარეგნულად ძალიან ჰგავს მგელს. აღსანიშნავია,რომ ის ყეფასაც რთულად სწავლობს. არის შესანიშნავი მორბენალი. მისი მოძრაობა მსუბუქია და ჰარმონიული. შეუძლია შეუსვენებლად ირბინოს დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 10-13კმ/სთ სიჩქარით. ისინი შექმნილები არიან იმისთვის, რომ დაიცვან და შესანიშნავად უმკლავდებიან ამ ამოცანას. აქვს ელვისებური რეაქცია. ხროვის ძაღლია და თავისუფლება უყვარს. არ შეიძლება მათი დაბმა ან ვოლიერში ჩაკეტვა, ხანგრძლივად მარტო დატოვება. ამ დროს ის უმართავი და აგრესიული ხდება. შეუძლია იცხოვროს ოთახშიც და ეზოშიც. აქვთ ძლიერი სოციალური დამოკიდებულება არა მარტო პატრონთან, არამედ მთელს მის ოჯახთან. პრივილეგიას აძლევს ბავშვებსა და ლეკვებს. ადვილად ეგუებიან ცხოვრებას სხვა ცხოველების გვერდით, მაგრამ შესაძლოა პრობლემა წარმოიშვას უცხო ცხოველებთან შეხვედრისას. ბუნებით მშვიდია და ეს იმ ძაღლებსაც ეხებათ, რომელთა სწორი სოციალიზაცია დროულად ვერ მოხერხდა.აქვს კარგად განვითარებული მონადირის ინსტიქტი და მახვილი ყნოსვა, ამიტომ საჭიროა სეირნობისას მათი მკაცრი კონტროლი. უყვარს თამაში, არიან ტემპერამენტულები. ყურადღებით აკვირდებიან პატრონს და კარგად სწავლობენ მის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ჭკვიანია და ყველაფერი ესმის, მაგრამ თავნება ხასიათის გამო მათი გაწვრთნა ადვილი არ არის. წვრთნისას ავტორიტეტი და მოტივაცია სჭირდება. აუცილებელია ლეკვის ადრეული სოციალიზაცია.
აქვს მართკუთხა ფორმატის კორპუსი,სიმეტრიული თავი, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ზომიერადაა გამოხატული. ცხვირი შავია და ოვალური ფორმის. თანკბილვა მაკრატლისებრი აქვს ან მარწუხისებრი. თვალები საშუალო ზომის აქვს, ქარვისფერი. ყურები აცქვეტილი აქვს, სამკუთხა ფორმის, მოკლე. კუდი მაღლა აქვს დასმული და ვერტიკალურად დაბლა დაშვებული. აღგზნებისას სწევს მაღლა ნამგლისებრად მოხრილს. ბეწვი სწორი აქვს და სქელი. თივთიკიც სქელია. ბეწვის შეფერილობა მერყეობს მოყვითალო ნაცრისფერიდან მოვერცხლისფრო-ნაცრისფრამდე დამახასიათებელი ღია ფერის ნიღბით.
მძუნაობა აქვს წელიწადში ერთჯერ. საშულაოდ შობს 6-7 ლეკვს. არის გამორჩეულად ჯანმრთელი, თუმცა მიდრეკილება აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისკენ. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-15 წელია.

http://www.radikal.ru

არიან ეს ძაღლები საქართველოში???????????????

ეს ძაღლია?
ვა, ეს ჯიში არ ვიცოდი. popcorn.gif

საოცარი ძაღლია. 2kiss.gif

ამის ყოლის ბედნიერება ბინის მაცხოვრებლებს არ გვაქვს ხო?

Posted by: Bachia888 21 Mar 2024, 10:51
ვაა რაკი ტიპია........................

Posted by: gamushki1 21 Mar 2024, 19:30
ესეც 6 თვის მგელი ათოსა
ძალიან მოსიყვარულე და სწორი ფსიქიკის ძაღლია არაფრით არ განსხვავდება სხვა ძაღლებისგან გარდა ფიზიკური შესაძლებლობების და ინტელექტისა. რომ მხედავს სიყვარულს რაღაც არაამქვეყნიურად გამოხატავს მოკლედ ძაან კაი ჯიშია

user posted image

* * *
ესეც მეორე სურათი

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)