Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ვეფხვი


Posted by: nikusha_23 21 Nov 2005, 00:31
ვეფხვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
  • სამეფო: ცხოველები
  • ტიპი: ქორდიანები
  • კლასი: ძუძუმწოვრები
  • რიგი: მტაცებლები
  • ოჯახი: კატისებრნი
  • გვარი: პანტერები
  • სახეობა: ვეფხვი

    ლათინური სახელი - Panthera tigris

    ვეფხვი (Panthera tigris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა "ვეფხვი" აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას - Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.

    ქვესახეობები


    შენიშვნა P.t. = Panthera tigris
  • ამურის ვეფხვი (P.t. altaica) ბინადრობს რუსეთის უკიდერეს სამხრეთ-აღმოსავლეთში
  • ჩინური ვეფხვი (P.t. amoyensis) ბუნებაში უკანასკნელი ჩინური ვეფხვი მოკლეს 1994 წელს, ამჟამად ზოოპარკებში 59 ვეფხვია
  • ინდოჩინური ვეფხვი (P.t. corbetti) გავრცელება: კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, ტაილანდი, ვიეტნამი (ინდოჩინეთი) და ჩინეთის სამხრეთი რაიონები
  • სუმატრის ვეფხვი (P.t. sumatrae) - ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), იგი ვეფხვის ყველაზე პატარა ქვესახეობაა: ზრდასრული მამრი 140 კგ-ს აღწევს
  • ბენგალური ვეფხვი (P.t. tigris) - ბინადრობს ინდოეთში
  • მალაიზიური ვეფხვი (P.t. jacksoni) ამჟამად სრულიად გადაშენებულია
  • ბალის ვეფხვი (P.t. balica) - ისტორიული გავრცელება: კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს 1937 წლის 27 სექტემბერს
  • იავის ვეფხვი (P.t. sondaica) - ისტორიული გავრცელება: კუნძული იავა (ინდონეზია), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1979 წელს
  • კასპიური ვეფხვი (P.t. virgata) ცხოვრობდა შუა აზიაში (კავკასიიდან ტიან-შანამდე), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1968 წელს
ამურის ვეფხვი

Posted by: TAZ 21 Nov 2005, 01:46
აი ვეფხვი smile.gif

Posted by: semiramida1 21 Nov 2005, 02:03
აგე კიდე ვეფხვი..იმედია ვეფხვია და არა ლომი , რაღაც ვერ ვარჩევ ხოლმე ნახატზე , რეალში კიდე ხოოო ....








პ.ს საავტორო უფლება ამ ნახატზე დაცულია gigi.gif

Posted by: Presidental 21 Nov 2005, 02:05
მარტო ავატარი რად ღირს? smile.gif კატისებრთა ოჯახი რომ არის, ტყუილია-რა!

Posted by: XAO 21 Nov 2005, 04:11
TAZ
shen avatars ra qvia? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Zuziki 21 Nov 2005, 11:49
nikusha_23
ესეთი ვეფხვი გაწყობს? biggrin.gif ბინკი ქვია smile.gif

Posted by: nikusha_23 21 Nov 2005, 12:21
Presidental
Zuziki
ჰაააააა ეხლა ეგეთებს არ ვართ თემაა ვფვზეეეეეეეე lol.gif lol.gif lol.gif

Zuziki
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif მაგარი როჟაააააააააააააააა

Presidental
კი მაგარია მაგრამ ვეფვი სილამაზით ჯობია

Posted by: Zuziki 21 Nov 2005, 12:24
nikusha_23
QUOTE
ჰაააააა ეხლა ეგეთებს არ ვართ თემაა ვფვზეეეეეეეე

რატო, კაცო, ხო გავს ვეფხვს? smile.gif თანაც სახელიც შესაფერისი აქვს Тигровый Боксер wink.gif

Posted by: ხორხე 21 Nov 2005, 12:31
ცოტა პაპსა ცხოველია yes.gif tongue.gif

Posted by: Zuziki 21 Nov 2005, 12:33
nikusha_23
აჰა, შენ ორი ვეფხვი ერთბაშად: თეთრი და რიჟა smile.gif

Posted by: nikusha_23 22 Nov 2005, 00:15
ხ ო რ ხ ე
რატომ???? მე ძალიან მომწონს...
Zuziki
ძალიან მაგარი სრათია wink.gif

Posted by: nikusha_23 13 Mar 2006, 20:53
თეთრი ვეფხვი, ძალიან მაგარი ცხოველია

ისე ძალიან ცოტა რამ ვიცი ვეფხვზე, არაად მაგრად მაინტერესებს როგორები არიან... ვინმემ რამე თუ იცით ან წყარო საიდან გავნათლდედ HALP ან HELP

Posted by: nikusha_23 13 Mar 2006, 21:03
.............................................................................................
* * *
................................................................................................

Posted by: nikusha_23 13 Mar 2006, 21:07
................................................................................................

Posted by: nikusha_23 13 Mar 2006, 22:08
...........................................................................

Posted by: tamrikor 14 Mar 2006, 11:06
ძალაინ ლამზი, ჭკვიანი და ღონიერი ცხოველია

Posted by: kuna 14 Mar 2006, 11:18
tamrikor
ვჭედავ ვეფხვზე,მაგისი რასცვეტკა მაგიჟებს,ჩემმა ახლობლებმა იციან და ცდილობენ
მომიტანონ ვეგხვის რამეები

Posted by: Goodman 16 Mar 2006, 04:46
აპასნი კაცია ვეფხვი,არ უნდა გაუტრაკო თორე დაგაკაჩავებს ადგილზე.
ვეფხვი ლომისა სწორიაო,უთქვამთ ადრე ბირჟაზე ბიჭებს

მაგარი ლამაზი და გამორჩეული ცხოველია,მევასება smile.gif

Posted by: jorjika 14 Apr 2006, 13:17
მაგარი ხალხია ვეფხვები smile.gif სიამოვნებით ვიმეგობრებ ვეფხვის მსგავს გოგონასთან smile.gif
მსურველები PM-ში ... smile.gif

Posted by: rex 19 Apr 2006, 19:16
ვეფხიც და თან ეკრანის შპალერი:
user posted image

Posted by: whitelighter 20 Apr 2006, 11:24
каждый тигр это личность!
იმის მოუხედავად რომ ძალზედ საშიში ცხოველია, მაინც საყვარელი და ალერსიანია. ულამაზასი სანახავია როდესაც ორი ვეფხვი ერთმანეთს ეალერსება.
ისე სამწუხაროა, რომ მხოლოდ 5 სახეობის ვეფხვი არსებობს და ყველა გადაშენების პირას რის.
სხვათაშორის სხვა კატისებრი ოჯახის წარმომადგენლებისაგან განსხვავაებით წყალი უყვარს.

Posted by: Nensi_1988 7 Apr 2009, 23:48
QUOTE
კატისებრთა ოჯახი რომ არის, ტყუილია-რა!



+1000000000000000000 ვაფანატებ ვეფხვებზეეეეეეეეეეე

Posted by: nodari_nx 10 Apr 2009, 19:51
ვა რა საყვარელი ვეფხვები არიან, მოფერება მოგინდება..

Posted by: Adrenalize 26 May 2014, 19:32
მალე გადაშენდებიან ეს ცხოველებიო და მართალია ? user.gif

Posted by: Aleksandre166 12 Aug 2023, 19:34
კასპიური ვეფხვი 1970 წელს გადაშენდა.
აზერბაიჯანში ბევრნი იყვნენ და საქართველოშიც გადმოდიოდნენ, მაგალითად, ახმეტაში მოკლეს მეფე ერეკლეს დროს ერთი და ერეკლეს გაუგზავნეს საჩუქრად. ეს კარგი სტატია ამ თემაზე:
https://www.google.com/url?sa=t&source=web&rct=j&opi=89978449&url=https://www.radiotavisupleba.ge/amp/31086159.html&ved=2ahUKEwiElKf_uNeAAxXizgIHHe_lBTkQFnoECE4QAQ&usg=AOvVaw3YyHeCLmKbxEH7-kOC8RFi

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 09:56
ქუჩაში ვეფხვის გასეირნება ალიკაპის გარეშე შეიძლება?

Posted by: nrvous 15 Oct 2023, 14:00
Stanhope
თუ აღზრდილია მშვიდად ალბათ კი, არაა საჭირო. სუნთქვა ხო უნდა ბოლობოლო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)