Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ანანასი


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Feb 2013, 18:00
http://www.radikal.ru

ანანასი (Ananas) — ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთა ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus). ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერებას, 0,52 მჟავებს, 0,42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს. ფილიპინის კუნძულებსა და ტაივანზე Ananas sativus-ის ფოთლებისაგან ამზადებენ სართავ ბოჭკოს.

სახეობები:
Ananas ananassoides
Ananas bracteatus
Ananas comosus
Ananas fritzmuelleri Camargo
Ananas lucidus
Ananas monstrosus
Ananas nanus
Ananas parguazensis Camargo
Ananas sagenaria


http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru



როგორ გავახაროთ ანანასი სახლში

ეს საკმაოდ მარტივია და ნუ შეგაშინებთ ნურც თქვენი და ნურც სხვების განცდილი მარცხი ამ საკითხში. ბევრი კითხულობს ინფორმაციას უცხოური საიტებიდან და პირდაპირ იღებს ამ რჩევებს, ამდენად გაითვალისწინეთ რამოდენიმე ქვევით მოყვანილი რჩევა:

1 საქართველოში იმპორტირებული ეს ხილი ჩვენთან დიდ დროს ატარებს ჯერ სპეციალურ კონტეინერებში მინუს ტემპერატურაზე და შემდეგ დახლებზე, ამდენად ის ძირითადად სიცოცხლისუუნაროა და ზამთარში მისი შეძენა და გახარების შანსი ფაქტიურად 0-ის ტოლია, ანანსს კარგად ეტყობა მოყინვის ნიშნები ფოთლებზე, ჯერ ის მუქი ლაქებით ეფარება, დროთა განმავლობაში კი ხმება მისი ცენტრი კი ლპება და ამ დროს მძაფრ სუნსაც იგრძნნობთ.
უმჯობესია ანანასი გვიან გაზაფხულზე შეიძინოთ ან ივლისი, აგვისტოს თვეებში, ამავე დროს ეცადეთ ის ე.წ პირველი ხელიდან პირდაპირ გაუხსნელი ყუთიდან მოხვდეს თქვენთან ამის 2 მიზეზი არსებობს ჯერ რომ საჭირო ნაწილი უკეთ იქნება შენახული და დაუზიანებელი და მეორეც ასე უფრო მეტი არჩევანის საშუალება მოგეცემათ.

2 ანანასს ყოველთვის ახლავს ქოჩრის არეში კაპრონის ძაფით დამაგრებული ქაღალდი რომელზედაც დატანებულია ანანასის მწარმოებელის ლოგო ქვეყანა და ა.შ
http://radikal.ru/fp/264eb42f7c9b4992a8f7cd354c1c073b
იმ შემთხვევაში თუ იგი არ ჩანს ე.ი ის მოგლეჯილია და სად გაიარა ამ ძაფმა რთული გასარკვევია ეს კი მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, თუ აღნიშნული ძაფით დაზიანებულია ქოჩრის გული და ღრმად არის იქ გავლილი, დიდი ალბათობით ის ლპობას დაიწყებს და მისი გახარება შეუძლებელი იქნება. ამიტომ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რომელსაც ხსენებული ძაფით მხოლოდ გარე 3-4 ფოთოლი ექნება მაქსიმუმ დაზიანებული.

3 ჩვეულებრივ ანანასი სიმწიფისას მუქ მოყვითალო ფერს იღებს როგორც ეს ქვევით მოყვანილ ფოტოზეა, თუმცა ქართველი მყიდველი გაუთვიცნობიერებელია და მწვანე უმწიფარ ნაყოფს ყიდულობს ხშირად ამიტომ ბაზრებზე ძირითადად ასეთი ნაყოფი სჭარბობს.
http://radikal.ru/fp/03f75a95fade47968542efb6d329ccc4
გემურ თვისებებს, რომ თავი გავანებოთ ასეთ ნაყოფს ქოჩრის ფოთლებქვეშ არ აქვს ან ნაკლებად აქვს განვითარებული საჭირო ფესვები რომლებიც მის გასახარებლად გამოგვადგებოდა, ამდენად სასურველია შერჩეული ანანასი ზომიერად მაინც იყოს მწიფე.

4 კარგად დააკვირდით ანანასს ფოთლებზე, ჩახედეთ სიღრმეში თუ შუა ნაწილში ფოთლები არ აქვს ან ადვილად მოძრაობს ეს ასევე სიდამპლის ნიშანია, გასახარებელი ანანასის ქოჩორი ხასხასა მწვანე ზემოთა მხრიდან და ოდნავ მონაცრისფრო უნდა იყოს ქვემო ნაწილში, ხოლო ფოთლების განლაგება მაქსიმალურად ვერტიკალური და მყარად უნდა იყოს ჩამჯდარი.

5 ანანის დაფესვიანება შეიძლება წყალშიც თუმცა ჩემი გამოცდილებიდან ამის მეტი შანსი გრუნტშია, ნაყოფს მოვაცილოთ ქოჩორი(რაც შეიძლება ქვევით)
http://www.picz.ge
ქოჩრის ქვემო ნაწილში თუ ფოთლებს გადავწევთ შეიძლება შვამჩნიოთ დახვეული პატარა ფესვები რომლებიც მომავალში გაღვივდება ამიტომ შეეცდაეთ ნუ დააზიანებთ მათ
http://www.picz.ge
ფრთხილად შემოვაცალოთ და გავაშიშვლოთ ეს ნაწილი ფოთლებისგან და გამოვაშროთ 2-3 დღის მანძილზე ბნელ მშრალ ადგილზე (ნუ შეგეშინდებათ თუ გახმობას დაიწყებს ფოთლები)
http://www.picz.ge
მოვამზადოთ მიწა ამისათვის გამოდგება გადამწვარი ნაკელი სპეც მიწა ყვავილებისთვის(ან კაქტუსებისთვის) აუცილებელია შევურიოთ 1/3 ზე აგროპერლიტი ანანას დასაწყისისთვის არ უდა გამოუშრეს მიწა თუმცა ჭარბი ტენიანობა მას ადვილად ალპობს
http://www.picz.ge
და მოვათავსოთ კარგად განათებულ ადგილზე წერენ რომ ანანას ამ დროს პირდაპირი მის სხივები არ უნდა მოხვდეს თუმცა ჩემი პრაქტიკიდან რაც უფრო კარგად გამოშრება ქოჩორი მით უფრო კარგად ღვივდება ფესვები, მორწყეთ მხოლოდ ფესვების ირგვლივ არავითარ შემთხვევაში არ ჩაასხათ ქოჩორში ვიდრე მცენარე არ დაიწყებს გაღვივბას ამის შემდეგ კი უკვე შეიძლება.
დაახლოებით 7-8 კვრის მანძილზე მცენარე უნდა გაღვივდეს.

Posted by: Jaguar paw 11 Feb 2013, 18:50
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
სახეობები:Ananas ananassoides                      Ananas bracteatus                      Ananas comosus                      Ananas fritzmuelleri Camargo                      Ananas lucidus                      Ananas monstrosus                      Ananas nanus                      Ananas parguazensis Camargo                      Ananas sagenaria

აქედან რომელი იჭმევა? smile.gif

თესლიდან გაზრდა დააპირე?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Feb 2013, 19:08
Jaguar paw
QUOTE
აქედან რომელი იჭმევა?

სურათზე რომ არის ყვითელი ის და იმ ვარდისფერსაც არაუშავს მარჯვნივ yes.gif givi.gif არ ვიცი ეხლა აქედან რომელი რომელია user.gif

QUOTE
თესლიდან გაზრდა დააპირე?

ნეტში წერია შესაძლებელია, მაგრამ რთულია ო, მე ვცადე მარა არაფერი გამოვიდა mo.gif

Posted by: Jaguar paw 11 Feb 2013, 19:12
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ნეტში წერია შესაძლებელია, მაგრამ რთულია ო, მე ვცადე მარა არაფერი გამოვიდა 

შეიძლება გაფუჭებული თესლები გქონდა smile.gif
გამოწერა არ გიცდია?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Feb 2013, 20:04
Jaguar paw
QUOTE
შეიძლება გაფუჭებული თესლები გქონდა გამოწერა არ გიცდია?

თესლის კაცო? ეგ იგივეა რო აგავა დათესო რა დაელოდება მაგას, ქოჩრით უნდა გავახარო თან უფრო მარტივია ასე სჩანს ყოველ შემთხვევაში rolleyes.gif

Posted by: Jaguar paw 11 Feb 2013, 20:29
M-A-S-E-R-A-T-I, ვიდეოში საკმაოდ კარგად არის ნაჩვენები და მარტივი გასაზრდელიც მომეჩვენა yes.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Feb 2013, 22:13
Jaguar paw
QUOTE
M-A-S-E-R-A-T-I, ვიდეოში საკმაოდ კარგად არის ნაჩვენები და მარტივი გასაზრდელიც მომეჩვენა

კი მართლა ძალიან ადვილია, უბრალოდ საკმაოდ ძვირადღირებული ექსპერიმენტია. ამას ემატება ისიც რომ ჩვენ საკმაოდ მოშორებული ვართ ექსპორტიორ ქვეყანას და ტრანსპორტირებისას ხეილი უკეთ შესანახად მას დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ მერე უკვე აქ ხვდება სუპერმარკეტის გრილ მაცივრებში ან რია ცის ქვეშ და ქოჩორი ძირითადად მოყინულია ნაყოფთან ერთად(ბევრი იყიდება ასეთი უვარგისი 3-4გელას ფარგლებში ვაგზალზე ) კიდევ ერთი რასაც ყურადღება უნდა მიექცეს შერჩევისას არ უნდა იყოს მწარმოებლის სამარკო ნიშნის სამაგრით გახვრეტილი ქოჩორი ამ შემთხვევაშიც უვარგისი ხდება გასამრავლებლად

Posted by: Jaguar paw 11 Feb 2013, 22:26
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ამას ემატება ისიც რომ ჩვენ საკმაოდ მოშორებული ვართ ექსპორტიორ ქვეყანას და ტრანსპორტირებისას ხეილი უკეთ შესანახად მას დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ მერე უკვე აქ ხვდება სუპერმარკეტის გრილ მაცივრებში ან რია ცის ქვეშ და ქოჩორი ძირითადად მოყინულია ნაყოფთან ერთად(ბევრი იყიდება ასეთი უვარგისი 3-4გელას  ფარგლებში ვაგზალზე )

ყვეკაფერი გასაგებია smile.gif

Posted by: beberi_kaci 11 Feb 2013, 22:59
ხალხო საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ადვილი გასახარებელია თავსი ქოჩრით, რამდენჯერმე გავახარე. ეგ არის ვერც ერთხელ 2-3 წელი ვერ ველოდე ნაყოფს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Feb 2013, 11:02
beberi_kaci
QUOTE
ეგ არის ვერც ერთხელ 2-3 წელი ვერ ველოდე ნაყოფს.

ანუ ნაყოფი არ მოისხა? მე სადღაც წაკითხული მაქვს, რომ ბრომელიებისებრთა სტიმულირება ყვავილობაზე შესაძლებელია ვაშლით გვერდით ქოთანში დებ ის ლპება და მცენარე ყვავილბას იწყებს მიზეზობრივი კავშირი არ ვიცი, მაგრამ ასეთი პრაქტიკა არსებობს

Posted by: FLORISTI 12 Feb 2013, 15:12
ძალიან დამაინტერესეთ. მეც უნდა ვცადო
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
beberi_kaci

დავუშვათ შევძელით გახარება, 2-3 წელი ველოდეთ... ერთი ძირი ერთ ნაყოფს იძლევა და ვსო???

Posted by: zakro92 2 Apr 2013, 00:25
საქართველოში ხარობს ანანასი?..............................................

Posted by: pernata 2 Apr 2013, 02:14
beberi_kaci
საკყთარი გამიცდილებიდან ემირატებში თუ საქართველოში вот в чем вопрос... აქ სულ ყველას წამპალი აქვს ქოჩორი და ლპება

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Apr 2013, 12:53
pernata
QUOTE
საკყთარი გამიცდილებიდან ემირატებში თუ საქართველოში вот в чем вопрос... აქ სულ ყველას წამპალი აქვს ქოჩორი და ლპება

ჩვენ დახლებზე რაც ხვდება ყველა მაცივარშია შენახული და იქ ერხევა, გუშინ უშუალოდ დისტრიბუტორისგან შევიძინე მითხრა სულ ახალი შემოსულია თურქეთიდანო (ალბათ სათბურებში გამოჰყავთ ბრაზილიიდან არამგონია მოჰქონდეთ) ესენი 6 ლარი ბერძნულები 8ღირდა, მაგრამ თურქულები უფრო მწვანე და ხალასი იყო და 2 ცალი შევიძინე ვნახოთ რა გამომივა ამჯერად mo.gif beberi_kaci

beberi_kaci
QUOTE
ხალხო საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ადვილი გასახარებელია თავსი ქოჩრით, რამდენჯერმე გავახარე. ეგ არის ვერც ერთხელ 2-3 წელი ვერ ველოდე ნაყოფს.

როგორ მოიყვანე ნაყოფი, რა ზომის ქოთანი დასჭირდება, რა სასუქს აძლევდი, როგორი მიწა, განათება და ტემპერატურა სჭირდება იქნებ გვირჩიო sad.gif

FLORISTI
QUOTE
დავუშვათ შევძელით გახარება, 2-3 წელი ველოდეთ... ერთი ძირი ერთ ნაყოფს იძლევა და ვსო???

ჰო მგონი მეტს არ იძლევა ერთ ჯერზე ალბათ როგორც აგავა ყვავილობს და კვდება მაგრამ გვერდებიდან კვირტებს იკეტებს და მათი გამრავლება შესაძლებელი უკვე მარტივად

Posted by: pernata 3 Apr 2013, 02:19
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
გუშინ უშუალოდ დისტრიბუტორისგან შევიძინე

ანანასზე ეგრევე შენ მახსენდები biggrin.gif უკვე წლებია, რაც ანანასის ხაზი დასდევს შენს პოსტებს smile.gif
http://pix.ge/
მალე გვენახოს შენი გამოზრდილი ბუჩქი! smile.gif

Posted by: FLORISTI 3 Apr 2013, 13:42
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ჩვენ დახლებზე რაც ხვდება ყველა მაცივარშია შენახული და იქ ერხევა, გუშინ უშუალოდ დისტრიბუტორისგან შევიძინე მითხრა სულ ახალი შემოსულია თურქეთიდანო (ალბათ სათბურებში გამოჰყავთ ბრაზილიიდან არამგონია მოჰქონდეთ) ესენი 6 ლარი ბერძნულები 8ღირდა, მაგრამ თურქულები უფრო მწვანე და ხალასი იყო და 2 ცალი შევიძინე ვნახოთ რა გამომივა ამჯერად 

წარმატებას გისურვებ!!!
ჩემი გარდაიცვალა ვატყობ sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Apr 2013, 14:29
pernata
QUOTE
ანანასზე ეგრევე შენ მახსენდები  უკვე წლებია, რაც ანანასის ხაზი დასდევს შენს პოსტებს

just სპორტული ინტერესი და ჟინი რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა გავახარო.
FLORISTI
QUOTE
წარმატებას გისურვებ!!!
ჩემი გარდაიცვალა ვატყობ

ნუ დანებდები საშუალოდ 3 კვირის მანძილზე ეტყობა მცენარეს გაიხარა თუ არა (თუ გრუნტში რგავ) ნახე რა გაფარცაკებული ქოჩორიაეს თუ გაიხარებს ე.ი არც ისე ძნელია

Posted by: pernata 4 Apr 2013, 02:55
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა გავახარო.

http://pix.ge/

Posted by: pernata 17 Apr 2013, 12:24
M-A-S-E-R-A-T-I
როგორ მიდის ბოლო ექსპერიმენტი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Apr 2013, 12:34
pernata
QUOTE
როგორ მიდის ბოლო ექსპერიმენტი?

2 დან 1 კარგად თუმცა ჯრ არ ვიჩქარებ დასკვნებში user.gif

Posted by: pernata 17 Apr 2013, 13:12
M-A-S-E-R-A-T-I
ოკ, გელით ფოტოებით smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jun 2013, 20:31
That's my girl love.gif

http://radikal.ru/fp/09be394d21f44a0a876f6360180f6a42

Posted by: pernata 25 Jun 2013, 21:45
M-A-S-E-R-A-T-I
ვააააააააააააააააააააააააააააააააააააააააშააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jun 2013, 22:26
pernata
ისევ შენ თუ მომილოცავ ნატა 2kiss.gif

Posted by: pernata 25 Jun 2013, 22:47
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ისევ შენ თუ მომილოცავ ნატა

რას ამბობ, მოგილოცავ კი არა, მეც მილოცავს მთელი ზაჰესი შენს ანანასს, ისე გამეხარდა გამარჯვება biggrin.gif


Posted by: Jaguar paw 26 Jun 2013, 09:53
M-A-S-E-R-A-T-I, დაფესვიანდა? tongue.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jun 2013, 10:06
pernata
QUOTE
რას ამბობ, მოგილოცავ კი არა, მეც მილოცავს მთელი ზაჰესი შენს ანანასს, ისე გამეხარდა გამარჯვება

მადლობა ზაჰესს გულშემატკივრობისთვის biggrin.gif

Jaguar paw
QUOTE
დაფესვიანდა?

კი დაფესვიანდა და რასაც ცენტრში ხედავ ახალი ნაყარია

Posted by: Jaguar paw 26 Jun 2013, 10:09
M-A-S-E-R-A-T-I, შენ კიდევ გეშინოდა, რომ არაფერი გამოგივიდოდა smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jun 2013, 10:15
Jaguar paw
QUOTE
შენ კიდევ გეშინოდა, რომ არაფერი გამოგივიდოდა

მაისი იმდენად ცივი გამოდგა ლპობა დაიწყო გული მთლიანად დალპა მცენარე ირყეოდა შეხებისას მეორე ეგრევე გახმა ეს დარჩა და აღარ გადავაგდე მხოლოდ იმიტომ რომ სხვა არაფერი მქონდა ჩასარგავი ამ ქოთანში და აი მოულოდნელად ამოიყარა ჩემები უკვე ვეღარ დამცინიან,ანანასის პლანტატორი აღარ ვარ rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 26 Jun 2013, 10:21
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
სხვა არაფერი მქონდა ჩასარგავი ამ ქოთანში და აი მოულოდნელად ამოიყარა ჩემები უკვე ვეღარ დამცინიან,ანანასის პლანტატორი აღარ ვარ 

შენი ანანასების იმედზე იყოს საქართველო? tongue.gif biggrin.gif
წარმატებები up.gif
ისე რამდენხანში და რა ასაკში მოისხავს ნაყოფს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jun 2013, 10:24
Jaguar paw
QUOTE
შენი ანანასების იმედზე იყოს საქართველო? 

biggrin.gif ეხლა უკვე დამტკიცებულია_ეს ნებისმიერ შეუძლია

QUOTE
წარმატებები

გმადლობ smile.gif

QUOTE
ისე რამდენხანში და რა ასაკში მოისხავს ნაყოფს?

თუ ყველაფერი კარგად წავიდა სავარაუდოდ 2 წლიწადში

Posted by: FLORISTI 26 Jun 2013, 15:40
M-A-S-E-R-A-T-I
მეც გამიხარდა, გილოცავ!!!
კიდევ ვეცდები გახარებას smile.gif
ეს უკვე სტიმულია

Posted by: Jaguar paw 26 Jun 2013, 18:08
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
თუ ყველაფერი კარგად წავიდა სავარაუდოდ 2 წლიწადში

იმედია, პირველ გაზრდილ ანანასზე დამპატიჟებ biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jun 2013, 18:22
FLORISTI
გმადლობ

Jaguar paw
QUOTE
იმედია, პირველ გაზრდილ ანანასზე დამპატიჟებ

უკვე იმდენი დავპატიჟე შენ ქოჩრის მეტი აღარაფერი შეგხვდება, მაგრამ გული არ დაგწყდეს _ეს ქოჩორი იქნება ახალი, მოუყინავი და მოკლედ კაი სანერეგე მასალა lol.gif wink.gif

Posted by: Jaguar paw 26 Jun 2013, 21:12
M-A-S-E-R-A-T-I, ეგ არის შენი სტუმარმასპინძლობა, ჰო? aba.gif
მოკლედ, 4 წელიწადში პირველი მე გამასინჯებ biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Dec 2013, 22:50
http://radikal.ru/fp/ae656c2638cc4a0585f50bc08f8a1ba6

Posted by: BadbadGirl 6 Dec 2013, 22:56
M-A-S-E-R-A-T-I
ანანასი თავისთავად, მაგრამ მაგარი ხედი გაქვს სახლიდან smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Apr 2014, 19:41
საექსპერიმენტო სეზონს გახსნილად ვაცხადებ! bis.gif ეხლა ყველაზე კარგი პერიოდია ვისაც სპორტული აზარტი და ინტერესი გამოძრავებთ yes.gif

ესეც ჩემი rolleyes.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Unico 14 Apr 2014, 10:45
M-A-S-E-R-A-T-I
გილოცავ biggrin.gif

შენი წარმატება მეც მიბიძგებს ექსპერიმენტებისკენ, ისევ უნდა დავრგო ზეთისხილი biggrin.gif არ მოვეშვები სანამ არ ამოვიყვან :@

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Feb 2015, 18:45
დაიწყო როგორც იქნა ყვავილობა _საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება ალბათ

http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge

Posted by: Unico 3 Feb 2015, 19:10
M-A-S-E-R-A-T-I
ჰაა, ანანასების პლანტატორო, რამდენად გაჰყიდი მოსავალს? biggrin.gif biggrin.gif

გილოცავ ^_^

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Feb 2015, 21:59
Unico
QUOTE
ჰაა, ანანასების პლანტატორო, რამდენად გაჰყიდი მოსავალს? 

უკვე შეჭმულია ეგ ჩათვალე [quote] biggrin.gif
მადლობ rolleyes.gif

Posted by: iagi01 19 Feb 2015, 13:47
M-A-S-E-R-A-T-I. მოხარული ვარ შენი წარმატების. მე სამწუხაროდ ვერ გავახარე ორი ცალი მქონდა ნაყიდი და ორივე დალპა, მაგრამ კიდევ ვცდი..ცარმატებები შენს ანანას... yes.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Feb 2015, 14:56
iagi01
QUOTE
მოხარული ვარ შენი წარმატების. მე სამწუხაროდ ვერ გავახარე ორი ცალი მქონდა ნაყიდი და ორივე დალპა, მაგრამ კიდევ ვცდი..ცარმატებები შენს ანანას...

მეც მქონდა რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობა, პირველ გვერდს გადახედე იქნებ აღმოაჩინო მიზეზი, აუცილებლად გაახარებ კეთილი სურვილებისთვის მადლობ user.gif წარმატებას გისურვებ smile.gif

Posted by: nia4u 23 Mar 2015, 16:01
M-A-S-E-R-A-T-I
რა მაგარია შენი ანანასი!
და რა მაგარ ადგილას ცხოვრობ smile.gif
ყოველთვის ვოცნებობდი ზღვისპირა ქალაქსი ცხოვრებაზე, აივნიდან რომ ზღვას გადაყურებ...
ეს ფოტო კი შემთხვევით ვნახე და ეს თემა გამახსენდა მაშინვე smile.gif

Posted by: ინაველ 22 Apr 2015, 17:47
აუუ 3 წარუმატებელი ცდა მქონდა
პრინციპში პირველი ცდა თითქმის წარმატებული იყო
წყალში ჩავდე და 1 კვირაში ფესვები გამოიტანა
გადავრგე და მშვენივრად გაიხარა, "დაჟე" მეორე ყლორტიც ამოვიდა გვერდით
მაგრამ მერე ნამეტანი მოვინდომე
ეს მეორე ყლორტი გავაცალკევე მთავარი ღეროდან და
ორივე დაიღუპა

ამის მერე გამიბრაზდა ანანასების ღმერთი და
2 მცდელობა კიდევ მქონდა მაგრამ ვერ დავაფესვიანე

ახლა რო ვფიქრობ კაია
2 წელი რა დაელოდებოდა smile.gif))

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jul 2015, 18:34
http://www.picz.ge

Posted by: CENTURIONI 8 Jul 2015, 08:39
M-A-S-E-R-A-T-I
ეს ანანასი საქართველშია გაზრდილი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jul 2015, 13:09
CENTURIONI
QUOTE
ეს ანანასი საქართველშია გაზრდილი?

yes.gif

Posted by: Unico 8 Jul 2015, 15:50
M-A-S-E-R-A-T-I
ოჰო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა მოსავალი გაქვს აღებული, აი ყოჩაღ. ^_^

შენი მაგალითი გადამდებია.
არაა რააა, ჩემს ზეთისხილებს უნდა მივუბრუნდე biggrin.gif
ერთხელ არ გამოვიდა, იქნებ მეორედ გამოვიდეს :უსერ:


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jul 2015, 20:15
Unico
QUOTE
შენი მაგალითი გადამდებია.
არაა რააა, ჩემს ზეთისხილებს უნდა მივუბრუნდე
ერთხელ არ გამოვიდა, იქნებ მეორედ გამოვიდეს :უსერ:

ზეთისხილის გახარებას რა უნდა მარტივია rolleyes.gif

Posted by: CENTURIONI 8 Jul 2015, 21:05
M-A-S-E-R-A-T-I
ჩინებული ნამუშევარია. ყოჩაღ

Posted by: Jaguar paw 7 Aug 2015, 20:47
M-A-S-E-R-A-T-I, რამდენ ხანში უნდა მომწიფდეს?
გასინჯვას ხომ უპირებ? biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Aug 2015, 00:12
Jaguar paw
QUOTE
რამდენ ხანში უნდა მომწიფდეს?
გასინჯვას ხომ უპირებ?


ტკბილი და გემრიელი იყო user.gif


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 May 2024, 17:30
user posted image
user posted image

წელს ნაყოფი გაცილებით დიდია ქოთნის პირობაზე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)