Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კინემატოგრაფია > ფრენსის ფორდ კოპოლა / Francis Ford Coppola


Posted by: DARKnodo 15 Jul 2009, 18:39
http://www.radikal.ru
http://www.imdb.com/name/nm0000338/


ესეც ყველაზე ცნობილი ფილმები:

The Godfather
http://www.radikal.ru

The Godfather: Part II
http://www.radikal.ru

The Godfather: Part III
http://www.radikal.ru

Apocalypse Now
http://www.radikal.ru
ეს ფილმი მსოფლიო დონის შედევრია,ომზე გადაღებული ფილმებიდან Platoon-თან და Full Metal Jacket-თან ერთად საპატიო ლოჟას იკავებს მწვერვალზე biggrin.gif

Dracula
http://www.radikal.ru

Youth Without Youth
http://www.radikal.ru
ამ ფილმის ყურებას ახლა ვაპირებ,ვნახოთ როგორია boli.gif

ესეც ახალი ფილმის ტრეილერი

Posted by: paata_3dartist 15 Jul 2009, 20:54
DARKnodo

ვაჰ თემა არ ყოფილა ამ რეჟისორზე ?
მაგისი ფილმებიდან ჩემი ფავორიტებია "აპოკალიფსი დღეს" და "ნათლია"......
ჩემი აზრით შედევრებია ........

Posted by: DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA 15 Jul 2009, 21:18
ძაან მაგარია, ნუ გოდFაზერზე ახალი რაღა უნდა თქვა კაცმა ან აპოკალიფსზე, ასევე მნიშვნელოვანი ნამუშევარია The cotton club... საერთოდ კი პროდუსერობით უფრო აქტიურადაა დაკავებული, მიუხედავად ამისა ძალიან ძლიერი რეჟისორია

Posted by: Andy Warhol 15 Jul 2009, 21:22
DARKnodo

ნათლიას და The Conversation გამოვარჩევ მხოლოდ , დანარჩენი უბრალოდ კარგი ფილმებია და კიდევ თავის შვილი დიდიად არ მენიჭიერება ! smile.gif

როგორც მახსოვს ერთ ერთი უკანასკნელი ფილმი ახალგაზრდობაზე სცენარი მოპარეს და შემდეგ გამოსასყიდებით დაიბრუნდა !

Posted by: TROJAN 15 Jul 2009, 21:27
ეს ნოკოლას კეიჯის ბიძაა smile.gif
......................

Posted by: Johnnie Walker 15 Jul 2009, 21:30
TROJAN
QUOTE
ეს ნოკოლას კეიჯის ბიძაა

მგონი უფრო ნიკოლას კეიჯია მისი დისწული, ჰა? wink.gif biggrin.gif

Posted by: DARKnodo 15 Jul 2009, 21:39
paata_3dartist
QUOTE
ვაჰ თემა არ ყოფილა ამ რეჟისორზე ?

არა,არ ყოფილა
QUOTE
ჩემი აზრით შედევრებია

დაგეთანხმები

Andy Warhol
QUOTE
Apocalypse Now

ეს უბრალოდ კარგი ფილმია? gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Andy Warhol 15 Jul 2009, 21:40
DARKnodo
QUOTE
Apocalypse Now


ეგ არ მაქვს ნაყურები , ვნახავ და გეტყვი biggrin.gif

Posted by: მაწო 15 Jul 2009, 21:45
Andy Warhol
QUOTE
ეგ არ მაქვს ნაყურები , ვნახავ და გეტყვი

ბოლოში მესია მარლონასი არ შეგეშინდეს biggrin.gif

Posted by: paata_3dartist 15 Jul 2009, 21:45
Andy Warhol
ეგ ძლიერი ფილმია ......... პირველ ნახვაზე შეიძლება არ დაგევასოს , მაგრამ უძლიერესია .


Posted by: DARKnodo 15 Jul 2009, 21:50
Andy Warhol
QUOTE
ეგ არ მაქვს ნაყურები , ვნახავ და გეტყვი

გადამირჩი 2kiss.gif biggrin.gif
აი ტრეილერი ნახე

მხეცია ბრანდო რა

...

სხვათაშორის Youth Without Youth-ც დამევასა,თავის საუკეთესო ნამუშევრებთან რაღათქმაუნდა ახლოსაც ვერ მივა,ამის მიუხედავად კარგი საცქერია+მოსასმენი(პირველ რიგში)

Posted by: TROJAN 15 Jul 2009, 21:55
QUOTE
მგონი უფრო ნიკოლას კეიჯია მისი დისწული, ჰა? 

+1 biggrin.gif

Posted by: მონიკა 15 Jul 2009, 21:59
QUOTE
Apocalypse Now

up.gif


QUOTE
Dracula

down1.gif მეცინება მაგ ფილმს რომ ვუყურებ.

http://img27.imageshack.us/i/fa38189.jpg/
ეს ფილმი მომწონს, არადა რიჩარდ გირს ზოგადად ცუდი თვალით ვუყურებ. biggrin.gif


Posted by: DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA 15 Jul 2009, 22:12
მონიკა
ორი ფილმია რიჩარდ გირის მონაწილეობით რომლებსაც დაწყებისთანავე ეგრევე არ ვთიშავ smile.gif ეს ერთერთი მათგანია

Posted by: DARKnodo 16 Jul 2009, 11:10
Andy Warhol
QUOTE
და კიდევ თავის შვილი დიდიად არ მენიჭიერება !

არადა
ფილმები:Virgin Suicides,Lost in Translation,Marie Antoinette საპირისპიროს მეტყველებენ biggrin.gif (უკანასკნელი არ მაქვს ნანახი,რამდენიმე ჯილდო კი აურტყია)

მონიკა
DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA
QUOTE
ეს ფილმი მომწონს, არადა რიჩარდ გირს ზოგადად ცუდი თვალით ვუყურებ

QUOTE
ორი ფილმია რიჩარდ გირის მონაწილეობით რომლებსაც დაწყებისთანავე ეგრევე არ ვთიშავ  ეს ერთერთი მათგანია

რიჩარდზეც მაქვს თემა გახსნილი gigi.gif givi.gif

Posted by: paata_3dartist 16 Jul 2009, 11:16
მონიკა
QUOTE
ეს ფილმი მომწონს, არადა რიჩარდ გირს ზოგადად ცუდი თვალით ვუყურებ


ხო "კლუბი კოტონი" მე ძალიან ძლიერ ფილმად მიმაჩნია . რეალური ამბებია აღწერილი მანდ , ეგ მაფიოზები (ლაკი ლუჩანო, შულცი და სხვები) მართლაც არსებობდნენ და მხატვრულად მაგრადაა გაფორმებული ამ მუსიკოსი-მსახიობის (რიჩარდ გირი) ურთიერთობა მაგ განქსტერებთან......

Posted by: Ocelot 16 Jul 2009, 14:37


Posted by: ROCKMAN 18 Jul 2009, 02:20
გუშინ ვნახე კოპოლას ბოლო ფილმი - "ტეტრო" - სომხეთში, ერევნის კინოფესტივალზე .

რამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ - როგორც ფილმის პროდიუსერმა თქვა (ამერიკელი სომეხია) - კანის კინოფესტივალზე იყო მხოლოდ ეს ფილმი და ერევნის ფესტივალზე, დანარჩენ ფესტივალებზე არ აპირებსო კოპოლა გაგზნვას.

ძაან კარგი და საინტერესო ფილმია. შავ-თეთრი ფილმია (რამდენიმე მომენტია ფერადი გამოყენებული).

ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია კოპოლას.

არ ვიცი თუ დევს ინტერნეტში უკვე - ალბათ დაიდება


Posted by: DARKnodo 18 Nov 2009, 23:09
http://www.radikal.ru
Tetro-ს ყურებას მოვრჩი ახლა...
ძალიან სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება ჰქონდა ფილმს...
შიგადაშიგ ეფექტური სცენები-ფინალურ სტადიაში ეს ყველაფერი,მანამდე პრინციპში არაფერიც არ ხდება,ძალიან მოსაწყენი საყურებელია...
თეატრალური დადგმების კადრები ასწორებს,მოაქვს,მაგრამ თითქოს ამოვარდინილია საერთო სურათიდან...
უნდა აღვნიშნო,რომ ბევრად უკეთეს კინოს ველოდებოდი,რაღაც აკლდა აშკარად...
ოპერატორის,კომპოზიტორის,შავ-თეთრ ფერთა გამისა და Vincent Gallo-ს ხარჯზე ღირს მაინც ყურება....

Posted by: Bruno Dumont 19 Nov 2009, 00:45
მებრძოლი თევზი მგონი ეგრე ქვია შავ თეთრ ფერებში როგორც მთავარი მირი ხედავს მარტო თევზები როა ფერადი ჩემი უსაყვარლესი ფილმი......
* * *
QUOTE
ეს ნოკოლას კეიჯის ბიძაა

კაკრას ამ ფილმში თამაშობს ისე კოპოლა იმიტო მიყვარს რომ ნათლიაში ძალიან სერიოზული კონტრანსები აქვს (მონი ეგრე ქვია ) ვულისმობ მკვლელობებს რომლის უმეტესობა საეკლესიო სიმღერების თუ დღესასწაულების ფონზე ხდება ნათლია ორში ძალიან მაგარია ნათლიას ძმის სიკვდილი თევზაობისას

Posted by: l.s.d 7 Jan 2010, 01:41
QUOTE
"ტეტრო"


საფრანგეთში ეხლა გამოვიდა კინოთეატრებში და ორჯერ ვნახე biggrin.gif თან ვაფრენ შეფარვით მოყოლილ ავტობიოგრაფიულ ელემენტებზე

Posted by: domina333 7 Jan 2010, 01:45
DARKnodo
QUOTE
Tetro

გალოს ხათრით ვნახავ, მომწონს ეს კაცი...

Posted by: DARKnodo 7 Jan 2010, 10:28
domina333
QUOTE
გალოს ხათრით ვნახავ, მომწონს ეს კაცი...

მეც მევასება ეგ მსახიობი,გული მწყდება რომ სათანადოდ ვერ აფასებენ,თითზე ჩამოსათვლელია ფილმები მისი მონაწილეობით,რომლებმაც გაამართლა boli.gif

Posted by: Crøs 7 Jan 2010, 14:45
ეს ტეტრო სადმე დევს რომ ვნახო? კოპოლას ფილმებიდან უმეტესი ნანახი მაქვს და მაინტერესებს ბოლო ფილმები smile.gif

Posted by: DARKnodo 7 Jan 2010, 14:58
cros
QUOTE
ეს ტეტრო სადმე დევს რომ ვნახო? კოპოლას ფილმებიდან უმეტესი ნანახი მაქვს და მაინტერესებს ბოლო ფილმები

http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=CKJDH გახმოვანება აზრზე არ ვარ როგორია biggrin.gif

ბოლო ფილმებიდან ეს უფრო დამევასა http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=PVXTP ( http://forum.ge/?showtopic=33977208&view=findpost&p=14711168 )
ნანახი გაქვს?


Posted by: Crøs 7 Jan 2010, 15:10
DARKnodo
უი გაიხარე,არც მეგონა ქართულ საიტზე თუ იდებოდა smile.gifთან შავ-თეთრი რაღაც ორიგინალური იქნება ვატყობ... არა ორივე არ მაქვს ნანახი,გადმოვიწერ ახლა wink.gif

Posted by: Crøs 8 Jan 2010, 21:03
DARKnodo
QUOTE
Tetro-ს ყურებას მოვრჩი ახლა... ძალიან სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება ჰქონდა ფილმს... შიგადაშიგ ეფექტური სცენები-ფინალურ სტადიაში ეს ყველაფერი,მანამდე პრინციპში არაფერიც არ ხდება,ძალიან მოსაწყენი საყურებელია... თეატრალური დადგმების კადრები ასწორებს,მოაქვს,მაგრამ თითქოს ამოვარდინილია საერთო სურათიდან... უნდა აღვნიშნო,რომ ბევრად უკეთეს კინოს ველოდებოდი,რაღაც აკლდა აშკარად... ოპერატორის,კომპოზიტორის,შავ-თეთრ ფერთა გამისა და Vincent Gallo-ს ხარჯზე ღირს მაინც ყურება....


მეც ვუყურე ახლა და მინდა გითხრა კმაყოფილი დავრჩი...აი არ ვიცი საიდან დავიწყო...შავ-თეთრი ფირი ხომ ტყუილად არ იყო გამოყენებული,დიდი ეფექტი ქონდა კინოში კინოს ფერად კადრებს....მუსიკა ლამაზი,სიმბოლური დატვირთვის უამრავი კადრი,რომელიც თუ არ დააკვირდი და ჩაწვდი,გაგეპარება და ფილმიც საერთო ჯამში მოსაწყენი მოგეჩვენება...პროჟექტული დანათებები მოვლენებზე,პიროვნებებზე,ბრწყივალება და ელვარება მთებზე,თვალებში,ქუჩებში...სცენაზე დადგმული რეალური ცხოვრების სცენარი პარალელურ რეჟიმში წარმოდგენილი,ლეკვი სახელად-"პრობლემა",შვილის იგივენაირად ფეხის მოტეხა და იმავე პალატაში დაწოლა...კიდევ ბევრი ისეთი მომენტი,რომელიც უნდა წაიკითხო და მარტო არ უნდა უყურო...

საერთო ჯამში "ეშო ოდნო ვოსხიშენიე ოტ მენია" კოპოლას biggrin.gif


პ.ს. ახლა მეორე ფილმს გადმოვწერwink.gif

Posted by: DARKnodo 8 Jan 2010, 21:49
cros
QUOTE
მეც ვუყურე ახლა და მინდა გითხრა კმაყოფილი დავრჩი...აი არ ვიცი საიდან დავიწყო...შავ-თეთრი ფირი ხომ ტყუილად არ იყო გამოყენებული,დიდი ეფექტი ქონდა კინოში კინოს ფერად კადრებს....მუსიკა ლამაზი,სიმბოლური დატვირთვის უამრავი კადრი,რომელიც თუ არ დააკვირდი და ჩაწვდი,გაგეპარება და ფილმიც საერთო ჯამში მოსაწყენი მოგეჩვენება...პროჟექტული დანათებები მოვლენებზე,პიროვნებებზე,ბრწყივალება და ელვარება მთებზე,თვალებში,ქუჩებში...სცენაზე დადგმული რეალური ცხოვრების სცენარი პარალელურ რეჟიმში წარმოდგენილი,ლეკვი სახელად-"პრობლემა",შვილის იგივენაირად ფეხის მოტეხა და იმავე პალატაში დაწოლა...კიდევ ბევრი ისეთი მომენტი,რომელიც უნდა წაიკითხო და მარტო არ უნდა უყურო...

ალეგორიები კი-ბევრია,მაგრამ დამეთანხმე,რომ ფილმის "მეორე ნაწილი" ბევრად უფრო ეფექტურია...
მთების სცენა ძალიან კარგი მიგნება იყო up.gif არამარტო ეგ,მაგრამ განსაკუთრებით ეგ.
ხოდა ფილმის ფერთა მიმდინარეობებს რაც ეხება,ტეტროს ერთგვარ,შინაგანი განწყობის,გამოხატულებად ჩავთვალე...

QUOTE
პ.ს. ახლა მეორე ფილმს გადმოვწერ

ნუ თუ ამ ფილმმა
QUOTE
საერთო ჯამში "ეშო ოდნო ვოსხიშენიე ოტ მენია" კოპოლას

მაშინ მაგაზე ძალიან მაგრად გაჭედავ biggrin.gif

Posted by: Crøs 8 Jan 2010, 22:19
DARKnodo
QUOTE
დამეთანხმე,რომ ფილმის "მეორე ნაწილი" ბევრად უფრო ეფექტურია...

კი თავიდან თავისთავად გაუგებარი მოეჩვენება ყველას,არადა თავიდანვე უამრავ მინიშნებას და კვანძებს ხატავს რეჟისორი...ნუ იმის მერე,რაც ტეტროს ნაწერებს ვეცნობით,უკვე ნათელი ხდება ყველაფერი და კოპოლაც ლამაზად გვიხსნის მისი ცხოვრების გამოცანებს smile.gif მისი შვილი რომ აღმოჩნდა,მაგან მართლაც სასაიამოვნოდ გამაოცა smile.gif აი ის ბოლო სცენა ძალიან მაგარი იყო,ჯერ სპექტაკლში-სამივე ფიგურა,უკან ოკეანე რომ ღელავს და გარეთ კიდევ ტეტრო ცულით ხელში მავედრებელი biggrin.gif ბიძია ალფსაც დირიჟორის ჯოხს რომ გადასცემს ეგეც კაი იყო biggrin.gif ეს ისეთი ფილმია რამდენიმეჯერ უნდა ნახო,რომ კიდევ ბევრი რამ ამოაჩინო smile.gif


QUOTE
მაშინ მაგაზე ძალიან მაგრად გაჭედავ biggrin.gif

იმედია,მაგრამ გაჭედვა არ ვიცი,უფრო აზრების გამოტანის და დაწერის სურვილი მიჩნდება ხოლმე biggrin.gif

Posted by: didi-varsqeni 8 Jan 2010, 22:24
QUOTE
ეს ნოკოლას კეიჯის ბიძაა


აბა უკეთესის ხომ არ იქნებოდა mo.gif

ცოცხალია კიდე ?

Posted by: Crøs 12 Jan 2010, 02:32
ვუყურე ახლა "ახალგაზრდობა ახალგაზრდობის გარეშე"-ს და ვნახე რომ კოპოლა უფრო გლობალურ ადამიანურ პრობლემებს წვდება ამ ფილმშიsmile.gif დასაწყისი შთამბეჭდავი იყო,რომ არ მცოდნოდა ვისი ფილმია და შემთხვევით ჩამერთო,ყველა ვარიანტში დავიწყებდი ყურებასsmile.gif ხო,ტიმ როტიიიი...უნიჭიერესი ადამიანი...მიყვარს მაგის ფილმები,ყოველთვის სერიოზულად გაფიქრებს გმირის გადმოცემულ ემოციაზე და განცდებზე...აი რაღაცნაირია რა biggrin.gif
ახლა რა მომეწონა ფილმში:პირველი,რომ როტი შესანიშნავი მოხუცი აღმოჩნდა თავიდან(ტიპაჟურად),მერე საინტერესო იყო ეს ბანალური "მეორე მესთან" საუბარი რა გენიალურად გააკეთა რეჟისორმა,თითქოს ფიქრების გადმოცემის რაღაც ახალ ხერხს უყურებ ადამიანი,თან ეს ცისფერ შუქზე...სიზმრის რეალობისგან განუსხვაველობა კიდევ...ხო ძალიან მომწეონა ეს ამობრუნებული კადრები...იმ დღეს ვუყურებდი,გირი რომ თამაშობს ადვოკატის როლს,ცოტა ძველი ფილმია და ბოლოს პროცესი რომ მთავრდება და გამოდის დარბაზიდან კადრიც ტრიალდება,და რაღაცნაირად კარგად დამამახსოვრდა ეგ ფაქტურა კინოში,ვთქვი კიდევ რეჟისორი რომ ვიყო,მასეთ ხერხებს გამოვიყენებდი მომენტებშითქო...ხოდა აქაც რომ წავიდა ეგეთი კადრები,პერსონაჟის განცდების ზუსტ გამოვლინებად აღვიქვი...
ძალიან კარგი დიალოგი იყო,ჰიტლერის პირველ მეცნიერსა და ამ დომენიკს შორის,მისი ზე უნარის გამოვლინებაც...
შემდეგ ბუნებისაგან საჩუქარი,მისი წარსულის ქალის რეინკარნაცია ერთგვარი რელიგიურ ფორმებში...მათი ერთობლივი ბრძოლა რეალობასთან შესაგუებლად...მაგრამ პარადიქსი ისაა,რომ მთავარი გამოსაკვლევი ფენომენი-გაახალგაზრდავებული დომენიკი მეორე პლანზე ინაცვლებს და ინდური ფილოსოფიის გადმოცემის საინტერესო ფაქტს ვხდავთ იმ გოგოს სახიტ,რომლის სული და ქვეცნობიერი პირველყოფით მდგომარეობისკენ ისწარფვის მასში...
მერე ეს გოგოც რომ დაინახავს დომენიკის მეორე მეს...სიმბოლურია...არადა რა ცოდნასაც ეს კაცი ავლენს,ის 90 წლის ორეული შთააგონებს მუდამ,ანუ გონება ყოველთვის წინაა,ვიდრე სხეული...და საერთოდ ურთიერთსაწინააგმდეგო ფიზიოლოგიური განვითარება-"მეხი" ერთის ცხოვრებაში,რომელიც აახალგაზრდავებს,ხოლო მეორის კი აბერებს...დროის დაკარგვის შეგრძნების ფენომენი მთავარი იდეა ამ ფილმისა...და საბოლოოდ ამსხვრევს სიმბოლურ სარკეს,ორეულს,რომელიც ამის ხელშემწყობი მიზეზია..მაგარი იყო ხუან ძის და პეპლის გახსენებაც:) და ისევ სიბერე...გაყინულიც რა შთამბეჭდავი იყო ეს ოხერი როტი ჰა biggrin.gif კარგი ფილმია ძალიან,მაგრამ ერთი მინუსი მაინც მოვუნახე smile.gif დინამიკა აკლია,ცოტა სიცოცხლე,მაგრამ საერთო ჯამში ჩემთვსი ბევრი რამის შემეცნების შესანიშნავი ნამუშევარი იყო...ყოჩაღ კოპოლას სიბერეში ფილოსოფიაში რომ გადავარდაbiggrin.gif
დავუწერ ამ ფილმს დიდის მოწიწებით 8/10 smile.gif

Posted by: ICEM@N 25 Apr 2010, 00:03
ფრენსის ფორდ კოპოლა(francis ford coppola) დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში,1939 წლის 7 აპრილს,იტალიურ-ამერიკულ ოჯახში(მამა კომპოზიტორი კარმენ კოპოლა),შემდეგ მშობლებთან ერთად ნიუ-იორკში გადასახლდა.უნივერსიტეტ "ხოფსტში" განათლების მიღების შემდეგ რეჟისორ როჯერ კორმანთან ასისტენტად დაიწყო მუშაობა.კორმანმა პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ იმიტომ რომ დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ფილმებს იღებდა,არამედ იგი პირველი იმათგანი იყო რომელმაც კინომატოგრაფისტთა პლიადა გახსნა.მათ შორის იყო კოპოლაც რომელის პირველი დავალება იყო საბჭოთა ფილმის "ცის ძახილის" გადამონტაჟება.კოპოლას პირველი სარეჟისორო სამუშაო დაკავშირებული იყო ფილმთან "Деменция 13".მისი სარეჟისორო შესაძლებლობები პირველად გამოჩნდა ფილმში "წვიმის ხალხი" (1969),რომელმაც პრიზი მიიღო სან-სებასტიანის კინოფესტივალზე.
წვიმის ხალხმა და 1971 წელის მიღებულმა ოსკარმა,კოპოლა ცნობილი სახე გახადა კინო ინდუსტიაში.ჰოლივუდში ალაპარაკდნენ იმედის მომცემ ახალგაზრდა რეჟისორზე.კინოსტუდა პარამაუნტის ჩინოვნიკებმა კოპოლას შესთავაზეს გადაეღო ფილმი მარიო პიუზოს ბესთსელერი წიგნის მიხედვით,სახელად ნათლიმამა.კოპოლას წიგნი არ მოეწონა,მაგრამ მაინც დათანხმდა პროექტს იმ იმედით რომ ამ ფილმის წარმატების შემთხვევაში მისი სარეჟისორო კარიერა წინ წაიწევდა.მთავარ,დონ კარლეონეს როლზე იქნა აყვანილი მსახიობი მარლონ ბრანდო,მისი შვილის,მაიკლ სტუნისი როლზე კი,ჩინოვნიკები სთავაზობნენ იმ დროს ახალგაზრდა პოპულარულ მსახიობებს,ჯეკ ნიკოლსონს და ბერტ რეინოლდს.კოპოლას აზრით იტალიელის როლი იტალიელს უნდა ეთამაშა და მან არჩევანი გააკეთა,ყველასათვის უცნობ 28 წლის თეატრალურ მსახიობზე ალ პაჩინოზე,რომელსაც სულ რაღაც ორჯერ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა დიდ კინოში.1972 წელს ნათლიმამას ეკრანებზე გამოსვლისას,იგი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.მან ოსკარის სამი პრემია მიიღო (საუკეთესო ფილმი,საუკეთესო მამაკაცური როლი ბნანდოსთვის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარი კოპოლასთვის) და აღიარეს მე-20 საუკუნის ერთერთი ყველაზე გამორჩეულ ხელოვნების ნიმუშად.გამოკითხვის საერთო ჯამში,რომელიც გაიმართა 1997 წელს,ამერიკის კინოს ინსტიტუტის და ამერიკის პოლიტიკოსების მიერ,ნათლიმამამ საუკუნის 100 საუკეთესო ფილმებში მესამე ადგილი დაიკავა.
კოპოალას შემდეგი ფილმი იყო "საუბარი"(1974),დრამა რომელიც ეხებოდა საიდუმლო სამსახურში მოსმენის სპეციალიტს,ამ ფილმა რიგით ამერიკელს შიში გაუჩინა ქვეყნის სისტემის მიმართ."საუბარმა" მიიღო ოქროს პალმის ტოტი კანის კინოფესტივალზე.მაგ ფილმის დამთავრების შემდეგ ლოპოლამ სასწრაფოდ მოკიდა ხელი "ნათლიმამას" სიკველის გადღებას.რეჟისორის მიერ მეორე ნაწილის გადაღება,გამოწვეული იყო უფრო არა იმით რომ "პარამაუნტის" ჩინოვნიკები სთხოვდნენ ამას,რადგან მეტი ფული ეშოვნათ პირველი ნაწილის პოპულარობის ხარჯზე,არამედ იმიტომ რომ არსებობდა ზოგადი აზრი,რომ ფილმის სიკველი ვერ გამოვიდოდა გენიალური ორიგინალის მსგავსად.პირველ ნაწილთან შედარებით კოპოლა ფილმის სტრუქტურას ცვლის,ამჯერად მოქმედება ვითარდება ორ დროში,ერთგან ვიტო კორლეონეს ახალგაზრდობაა ასახული,სადაც იგი იძულებულია რომ კრიმინალურ გზაზე დადგეს რათა თავისი ოჯახი არჩინოს და მეორეგან მისი სდასრული შვილის მაიკლის ცხოვრება (1950-იანი წლები),რომელმაც ოჯახის ღირსება დაკარგა და საკუთარი ძმა მოკლა.ფილმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.პრესის გამოხმარებებში ეწერა რომ ნათლიმამას სიკველი პირველ ნაწილზე უკეთესი აღმოჩნდა,მიუხედავად იმისა რომ კინოგაქირავეაში იგი წარუმატებული იყო ვიდრე პირველი ნაწილი.მეორე ნაწილმა ექვსი ოსკარი მიიღო,თვითონ კოპოლამ ორი ოსკარი,საუკეთესო რეჟისურაში და სცენარში.ეს რეჟისორის დიდების პიკი იყო.
1975 წელს "პარამაუნტი" აცხადებს ახალ ფილმზე მუშაობის შესახებ "აპოკალიფსი დღეს",რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა იყო.პროექტს საფუძვლად ედო ჯოზეფ კონრადის რომანი "ბნელეთის გული".
1976 წელს გადამღები ჯგუფი მიემგზავრება ფილიპინებზე სამუშაოდ.ფილმის გადაღებების დაწყების წინ აღმოჩნდა რომ კოპოლას მთავარ როლში ხარვი კეიტელი არ აწყობდა და მის მაგივრად მიწვეული იქნა მარტინ შინი.სიცხის და ტროპიკული დაავადებების ფონზე გადაღებები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა.ამ ყველაფერთან ერთად კოპოლას სცენარიც არ მოსწონდა და გადაღებების დაწყებამდე ბოლო დღეს მან იგი გადაასწორა.შემდეგ პრობლემა პრობლემაზე ემატებოდა,გადაღებებზე ჩასული მერლინ ბრანდო ბოლომდე ვერ ხვდება თუ რა როლი უნდა ითამაშოს,ამ დროს მსახიობი მარტინ შინიც საავადმყოფოში მიყავთ ინფაქტის გამო.ამ ყველაფრის მიუხედავად კოპოლა ამთავრებს ფილმის გადაღებებს 1977 წელს.შემდეგ მისთვის ყველაზე რთული დრო დადგა,მონტაჟის პროცესი,რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაიწელა,ამ დროს რეჟისორი ძალიან ნერვიული და გაღიზიანებულია,იგი თავისი სახლის ფანჯრიდან ოსკარის ფიგურებს ყრის,გავრცელდა ხმები რომ ფილმი "აპოკალიფსი დღეს" კატასტროფის პირასაა.
1979 წლის მაისში კოპოლამ კანის კინოფესტივალზე ფილმის დამთავრებული ვერსია მიიტანა.ფილმმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა და ოქროს პალმის ტოტიც მიიღო,მაგრამ ოსკარზე კოპოლას რეჟისორმა მაიკლ ჩიმინომ გადაუსწრო ფილმით "ირმებზე მონადირეები".საერთო ჯამში ფილმმა "აპოკალიფსი დღეს" მხოლოდ ორი ოსკარი მიიღო,საუკეთესო ხმასა და საოპერატორო ნამუშევარში.ყოველ შემთხვევაში ფაქტი ფაქტად რჩება,რომ სამი წლის დაძაბული მუშაობის შემდეგ კოპოლამ ფილმის შედევრი შექმნა.
1970-1980 წლების განმავლობაში რეჟისორის ასეთ შედევრი ფილმების შექმნის შემდეგ,იგი ისევ აგრძელებს ფილმების გადაღებას.მაგრამ იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება რომ რეჟისორი რჩებოდა თავის საავტორო სამყაროში,თავისი ძველი ფილმების ჩრდილის ქვეშ.მაგ პერიოდში მისი არცერთი ფილმი არ გამოირჩევოდა სიახლით ან აქტუალობით.მისი საუკეთესო სამუშაო იმ დროისთვის ალბათ იყო "მებრძოლი თევზი" (1983).კოპოლა დაუბრუნდა თავისი საუკეთესო შემოქმედების,ნათლიმამის მესამე სერიის სცენარს(1990) ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის ექვს ნომინაციაზე,მათ შორის საუკეთესო ფილმზე და რეჟისურაზე.მიუხედავად სამუშაოს მაშტაბებზე და მსახიობების მაღალ დონეზე თამაშისა,ფილმი მაინც მეტისმეტად გაწელილი და მძიმე აღმოჩნდა.1992 წელს ეკრანებზე გამოდის კოპოლას ფილმი,ბრემ სტოკერის რომანის მიხედვით "გრაფ დრაკულა",სადაც აქცენტი გაკეთებული იყო არა საშინელებაზე არამედ სიყვარულის დრამტიზაციაზე.ფილმი ორიგინალური გამოდგა მისი ვიზუალობის მხრივ,მაგრამ არა საშიში.რეჟისორის შემდეგი ფილმი,კომედია "ჯეკი"(1996) რომელიც დაფუძნებული იყო ბავშვის ისტორიაზე,სადაც იგი სხვებთან შედარებით ათჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა,კინოგაქირავებაში ორგანული წარმატება მოიპოვა.და მხოლოდ ჯონ გრიშემის რომანის ეკრანიზაციაში "Благодетель " (1997) იგრძნობა იმ დიდებული რეჟისორის ხელი რომელმაც თავისი შედევრი ფილმებით გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კინომატოგრაფიაზე,არამედ მთლიან ხელოვნებაზე.
--------------------------------------------------
ეხლა გადმოვთარგმნე რუსულიდან,მჭირდებოდა უნისთვის და ბარემ აქაც ეგდოს,იქნებ ვინმეს გამოადგეს მერე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: xorumi 9 Jan 2011, 15:18
Apocalypse Now Redux - 3 საათნახევრიანი სიამოვნება

eek.gif eek.gif eek.gif eek.gif
ეს რა არ მქონია ნანახი

user posted image

You're in the asshole of the world, Captain! givi.gif

Posted by: mepar 9 Jan 2011, 18:36
the colour of money ვისაც ბილიარდი გიყავრთ და ყომარი უნდა ნახოთ უსაყვარლეის ფილმიაა

Posted by: Blunt 7 Apr 2012, 22:51
73წელი შეუსრულდა დღესlove.gif love.gif

Posted by: DARKnodo 13 Jan 2013, 10:38
ჩემდა სამწუხაროდ აქამდე არ მქონდა ნანახი.
საკმაოდ ძლიერი ნამუშევარია.
ძველი სკოლა - თითოეული კადრიდან,ოპერატორის ნიჭი ერთის მხრივ და ფილმის პერსონაჟების განცდები მეორეს მხრივ,გამოსჭვივის.
დროსთან,ჩრდილებთან,ფერთა გამასთან თამაში სიმბოლურია.კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილებას ფიქრთა დინება მონოტონურად "მებრძოლ თევზთან" გადაჰყავს მაყურებელი,დანარჩენი შეგრძნებისა და ნატურის ამბავია.

http://www.imdb.com/title/tt0086216/

Posted by: DardAllone 19 Jan 2013, 20:48
QUOTE (DARKnodo @ 13 Jan 2013, 10:38 )
ჩემდა სამწუხაროდ აქამდე არ მქონდა ნანახი.
საკმაოდ ძლიერი ნამუშევარია.
ძველი სკოლა - თითოეული კადრიდან,ოპერატორის ნიჭი ერთის მხრივ და ფილმის პერსონაჟების განცდები მეორეს მხრივ,გამოსჭვივის.
დროსთან,ჩრდილებთან,ფერთა გამასთან თამაში სიმბოლურია.კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილებას ფიქრთა დინება მონოტონურად "მებრძოლ თევზთან" გადაჰყავს მაყურებელი,დანარჩენი შეგრძნებისა და ნატურის ამბავია.

http://www.imdb.com/title/tt0086216/

up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: axavild 10 Apr 2013, 22:12
Перед съемками «Крестного отца» я созвал актеров в ресторан, посадил Марлона Брандо во главе стола, по правую руку Аль Пачино, по левую Джимми Каана. Моя сестра Талия, которая должна была играть Конни, подавала еду. Вскоре все стали относиться к Марлону как к отцу: Каан пытался произвести на него впечатление шутками, Пачино — напряженным молчанием, а моя сестра была очень напугана. Этот обед превратил их в персонажей.

: )

Posted by: ratomac aRa 1 Jul 2015, 00:13


რამოდენიმე კვირის წინანდელია, მე უფრო ბებერი მეგონა უკვე )

ბრანდოზე მაგარი ღადაობაა biggrin.gif

Posted by: ratomac aRa 21 Apr 2016, 09:51
ახალ ფილმს იღებს და 5 წელი მაინც დასჭირდებაო დასრულებას

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


77 წლის მაინც არ იყოს, ეს რა პროექტი წამოუწყია biggrin.gif


Posted by: ratomac aRa 11 Jul 2017, 11:31
user posted image

აბა ვის უწევს ხელს?


Posted by: HurricaneKat. 11 Jul 2017, 11:49
QUOTE (ratomac aRa @ 11 Jul 2017, 11:31 )

აბა ვის უწევს ხელს?

პატრიკ სუეიზს? spy.gif

30სტალონე

Posted by: ვახტანგი 4 Apr 2019, 19:38
უპ ამოვწიოთ

მეგაპოლისის გადაღებას ვაპირებო უკვე დაიწყია მსახიობებთან მოლაპარაკება

რაც ვისწავლეო 16 წლიდანო უნდა ჩავდო ამ ფიმშიო 2kiss.gif

https://thefilmstage.com/news/francis-ford-coppola-aims-to-begin-production-on-ambitious-sci-fi-epic-megalopolis-this-year/


QUOTE
აბა ვის უწევს ხელს?

ტოპ განს biggrin.gif

Posted by: George_Best 6 Nov 2020, 13:49
QUOTE
ახალ ფილმს იღებს და 5 წელი მაინც დასჭირდებაო დასრულებას

დაასრულა ?//


ეს როგორ არ მქონდა ნანახი
იმენა დედის ტყვნა და მამის შიმშილია

ალბათ ყველა დროის საუკეთესო დასაწყისია


ფრანგების სცენამეთქი აი რათ უნდა,მარა იმ ფრანგი ქალის გამოჩენის მერე დალაგდა

ნუ,საფინალო 40 წუთი,ბრანდოს სამეფოში უკომენტაროდ

ეს დიდ ეკრანზე უნდა ნახო რა,სტორაროზე და გარემოზე,და კაიფისგან გამოყლევდე

ეს ოსკარები რა ###ობაა,ამას ირმებზე მონადირემ როგორ აჯობა? facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ratomac aRa 6 Nov 2020, 15:17
QUOTE
ეს როგორ არ მქონდა ნანახი
იმენა დედის ტყვნა და მამის შიმშილია


გინდა თქვა რომ პირველად ნახე? :დ

help.gif

user posted image

Posted by: George_Best 6 Nov 2020, 18:59
ratomac aRa
QUOTE
გინდა თქვა რომ პირველად ნახე? :დ

კი,ახლა წყვდიადის გულს წავიკითხავ
ეგრევე მესამეზე გადავიდა ჩემს კოპოლა ფილმებში :დ
პირველ ორ ფილმს თუ გაარტყავ ლუდს ვიკისრებ :დ

Posted by: ratomac aRa 6 Nov 2020, 21:01
ნათლია 1-2

მებრძოლი თევზი

მარა 3 გამოვიდა :დ

Posted by: George_Best 6 Nov 2020, 21:11
ratomac aRa
ნათლია სადღაც მეხუთეზე მყავს,თევზი პირველ მეორეს იყოფს ამასთან
https://www.imovies.cc/ka/movies/10236/The-Rain-People/RUS/HIGH\

იმენა არანორმალურად მევასება ეს ორივე ფილმი

Posted by: ratomac aRa 7 Nov 2020, 18:30
QUOTE
https://www.imovies.cc/ka/movies/10236/The-.../RUS/HIGH\


აზრზე არ ვარ, პირველად გავიგე მაგ ფილმის არსებობა biggrin.gif

Posted by: George_Best 10 Nov 2020, 16:23
ამასობაში სოფიკო სუ გამოყლებდა,ბოლო ფილმი ვნახე და ფხკ :დ
რაზე მოაცდინა ბილ მიურეი :დ
მამენტ სუ ერთი კაი ფილმი აქვს,გაუვარდა ეტყობა

Posted by: ratomac aRa 11 Nov 2020, 21:47
user posted image
user posted image

Posted by: DARKnodo 9 Nov 2021, 18:28
მეგალოპოლისზე ძვრაა,
საკუთარი ჯიბიდან დებს ას ლიმონს.
იმედია შედგება ნამუშევარი.

user posted image

Posted by: ratomac aRa 9 Nov 2021, 18:36
QUOTE
საკუთარი ჯიბიდან დებს ას ლიმონს.


კაი კაცი

მიწაში მაინც ვერ ჩაიტანდა

ვენახებიც გაშენებულია biggrin.gif

Posted by: qebson 10 Nov 2021, 22:34
მიდი რაა,უკანასკნელად მაინც გაისროლოს რაღაც ჯიგრობა,დავიღალე სამოცდაათიანების მერე რაღაც გაუბერა ძაან,ერთი დრაკულა გაუვარდა და ერთი-ორი არტჰაუსი,თორე დანარჩენში ვაფშე ჩაიკარგა))

თან ძაან დიდი ხანია ამ პროექტზე მუშაობს,იმდენი ხანი რო შეიძლება ვშიშობ საკმაოდ ძველმოდური და დროს ჩამორჩენილიც კი აღმოჩნდეს ფილმში ნაჩვენები იდეები - აი ასე მგონია სკორსეზეს "ირლანდიელის" პონტი გაიჩითება,როცა ხსენებულ ნაჩვენებ თემაზე თითქოს ყველაფერია ნათქვამი და მაინც ბებრული გადამღერებაა))

კაროჩე პაჟივიომ უვიდიმ,კაკ მინიმუმ კოპოლა იქნება კმაყოფილი,გაიხარებს ბერიკაცი ბოლობოლო რო თავისას აისრულებს გასწორებულში ივლის givi.gif

Posted by: qebson 9 Dec 2021, 22:11
***************

Posted by: ratomac aRa 15 Mar 2022, 18:37
სიცილიაში

user posted image

Posted by: MAKIAVELI_ 3 Apr 2022, 15:41
George_Best
QUOTE
ფრანგების სცენამეთქი აი რათ უნდა,მარა იმ ფრანგი ქალის გამოჩენის მერე დალაგდა

რა დალაგდა მანდ ?
რამე მეტაფორა ან სიმბოლო იყო ეგ ქალი ? biggrin.gif


მე მაქვს ნანახი დიდ ეკრანებზე ჯერ კდევ 2000 წელს.
ევრო გადიოდა მახსოვს კნოთეატრში და სანამ ფეხბურთი დაიწყებოდა ეგ ფილმი გაუშვეს.
ხალხი იძახდა ბოლოს გავკარი ფეხბურთს დატოვეთ ფილმს ვუყუროთო mad.gif


Posted by: მშპს_მივხედოთ 23 Aug 2023, 04:31
საუბარი რა მოშნი კინოა,ისევე როგორც 70-იანი წლების მთლიანი კოპოლა
ამბავი ხო საკაიფოა,მარა კინოენა არის სუპერ
ხმებიი,მუსიკა,გარემო,ფინალისკენ როგორც მიდის და გზადაგზა როგორც იცვლება
ძაან მოშნია,70-იანების კოპოლა ძაან დიდი ვინმეა

თან თვითონ რო არის პროდიუსერი
მასტერკლას


* * *
QUOTE
ახალ ფილმს იღებს და 5 წელი მაინც დასჭირდებაო დასრულებას

დაასრულა ?//

სამი წელი გავიდა,კიდე არ დაასრულა :დ?

ანუ 2016 იწყებდა და ჯამში 7 გავიდა,სადაა ფილმი :დ

სკორსეზეს მიბაძოს,მაგას სადღაც 4 წელი უნდა ხოლმ 3-4 საათიანი ფილმებისთვის :დ

Posted by: overlorder 23 Aug 2023, 05:25
QUOTE
ხმებიი,მუსიკა,გარემო,ფინალისკენ როგორც მიდის და გზადაგზა როგორც იცვლება


ტვალეტ/აბაზანის სცენა საკმაოდ ტოპია

Posted by: ratomac aRa 23 Aug 2023, 13:17
QUOTE
ანუ 2016 იწყებდა და ჯამში 7 გავიდა,სადაა ფილმი :დ


https://www.imdb.com/title/tt10128846/?ref_=nm_flmg_unrel_1_prd

ჯონ ვოიტი სად ამოქექა, თან დასტინ ჰოფმანთან ერთად

ალბათ გაისად გამოვა, ჯერ არ უწერია თარიღი

Posted by: Lyssa 26 Aug 2023, 11:27

ვალკირიას სცენა მაინც რა სიგიჟეა
როგორ შეიძლება ასეთი სილამაზე და ძალადობა ერთად
ადამიანის შესაძლებლობების ორი უკიდურესობა


სტორარო ხო საერთოდ ბოლოს გვიღებს

user posted image
ღმერთები ციდან

Posted by: Devion 5 May 2024, 22:29

ესეც ჩემი ფულით გადავიღეო

Posted by: Devion 14 May 2024, 15:00

..................................................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)