Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კინემატოგრაფია > Filth / ჭუჭყი (2013)


Posted by: daniel_kowalski 12 Dec 2013, 22:25
არ მიყვარს თემების გახსნა,მაგრამ არ გახსენით ..ფილმი კიდე ცოტა ყურადღებას მაინც იმსახურებს user.gif

user posted image

ირვინ უელშის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.
ჟანრი:ტრაგიკომედია
მტავარ როლებში ჯეიმს მაკევოი და სხვანი


ფილმი მოგვითხრობს შოტლანდიელ პოლიციელზე,რომელმაც მკვლელობა უნდა გამოიძIოს,მაგრამ მას სექსის ,ნარკოტიკის და დაწინაურების მეტი არაფერი აინტერესებს...

წიგნი არ ვიცი,ვინც იცის ამბობს რომ ფილმისგან განსხვავდება,რა თქმა უნდა ფილმის ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი წამეკიტხა

შეიძლება ფილმმა მებრძოლთა კლუბი გაგახსენოთ,მაგრამ იქ თუ მაინც აქცენტი სოციალურ წყობაზე და მის ერთგვარ გადაგვარებაზეა ,აქ ფილმი მთლიანად პიროვნებაზეა კონცენტრირებული ,მის დეგრადაციაზე ვერ ვიტყვი,უფრო პიროვნების ტრაგედიაზე,საშინელი მაკევოი ერთდროულად გეზიზღება და გეცოდება კიდევაც user.gif როგორც სხვა თემაში დავწერე უამრავი ადამიანი მაკევოიში საკუთარ თავს თუ არა მის გაკრვეულ ნაწილს მაინც დაინახავს..საოცრად ზუსტად არის ფსიქოლოგიური ნიუანსები გატVალისწინებული,მაგრამ ერთია ეს გაიტვალისწინო როგორც სცენარისტმა,მაგრამ ის რაც მაკევოიმ შეასრულა უბრალოდ გენიალურია,საკულტო როლი შეასრულა კაცმა .
მოკლედ არ ვარ მე კარგი რეზენციების დამწერი biggrin.gif ვიტყვი უბრალოდ, ფილმი არ არის ცუდ ან კარგ ადამიანზე,ფილმი არის სატირა ადამიანის ცხოვრებაზე.
user posted image


ესეც ლინკი სანახავად
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Trance In Trance 12 Dec 2013, 22:34
პიზდეცინტელექტუალიზმის ელემენტები სჭარბობს თუ ადვილად აითვისება ფილმი
რამე მსუბუქს ვეძებ და მგონი ეს არ გამომადგება

Posted by: daniel_kowalski 12 Dec 2013, 22:36
Trance In Trance
პეროიანი ფილმი არაა
biggrin.gif

უყურე
biggrin.gif

Posted by: senpai 12 Dec 2013, 22:41
მემგონი წელს გამოსული ფილმებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა smile.gif

5-ეულში მაინც შედის ჩემთვის...

პირველ რიგში ავღნიშნავ მაკკევოის შესანიშნავ თამაშს.,, ნამდვილი მსახიობია...

ჩემთვის წელს ეს კაცი უკვე ტოპ მსახიობად ჩამოყალიბდა...

ნებისმიერი ემოციის გამოხატვა ძალიან ზუსტად შეუძლია...


მოკლედ must see ფილმია...

Posted by: obscoral 12 Dec 2013, 22:43
ჯეის ხათრით ვუყურებ
ოღონდ ბლურეიში რომ გამოვა მერე

Posted by: Lowlander 12 Dec 2013, 22:50
100% შეესაბამება სახელს biggrin.gif


Posted by: Circus_Closet 12 Dec 2013, 22:51
კარგი ფილმია მარა ისეთიც არა როგორი რეაქციაც აქვთ ბევრს რო იპუტავენ yes.gif

Posted by: daniel_kowalski 12 Dec 2013, 23:31
ესეც ბოლო სცენის სიმღერა
<3

ორიგინალს ჯობია

user posted image

Posted by: aikevich 12 Dec 2013, 23:45
კარგი იყო up.gif
ნელნელა რომ დეგრადირდება ჩვენს თვალწინ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: FixYou 13 Dec 2013, 01:00
QUOTE
Filth / ჭუჭყი (2013), ...ალბათ, წლის ფილმი...

user posted imageuser posted image

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


facepalm.gif

Posted by: daniel_kowalski 13 Dec 2013, 01:05
FixYou
მიყვარს არგუმენტირებული პოსტები
<3

Posted by: sandre545 13 Dec 2013, 01:10
მოდერაციასთან ბოდიში და ვიტყვი რომ თესლი ფილმია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით love.gif

Posted by: Netochka 13 Dec 2013, 04:36
ვფიქრობდი ამ ფილმზე თემის გახსნას :დ


ბოლო წუთზე ვაფშე ბრიუსზე უარესები დამემართა
2013-ის ფილმები რაც ვნახე ეს ტოპ 3-შია
პირველ ადგილზე
QUOTE
ირვინ უელშის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია
წაიკითხავდა კაცი ვინმემ რო თარგმნოს ქართულად
user.gif
user posted image

Posted by: Hermyon 13 Dec 2013, 16:42
QUOTE
ფილმი არ არის ცუდ ან კარგ ადამიანზე,ფილმი არის სატირა ადამიანის ცხოვრებაზე.

ფილმი არის ნარკომანზე, მიტოვებულზე და შეუმდგარ პოლიციელზე
ყველაზე მართალი იმ საყვარელმა უთხრა, ცხოვრებაა მკაცრიო
ასეცაა, და ყოველგვარი შინაგანი სამყაროს ძიება ამ კაცში და ფაით ქლაბთან პარალელი ზედმეტია
უფრო 99 ფრანკს ჰგავს, სტილია მსგავსი

სცენარი ძალიან უაზრობაა, მუსიკაც ცუდია
მარტო ღლეების დაქსეროქსების და დღნაურის სცენა იყო კარგი, საკაიფო მელოდიით
ცუდი ფილმია

Posted by: Thylacine 13 Dec 2013, 17:35
ფილმი კაია,მე მაკევოის თამაშმა უფრო მომხიბლა..
ძალიან მაგარი როლი დადო,ერთ-ერთი საუკეთესო თავისიროლებიდან თუ საუკეთესო არა


user posted image


Posted by: daniel_kowalski 13 Dec 2013, 21:38
Netochka
დოსტოევსკის ფანმა კი უნდა ისწავლო რუსული biggrin.gif


Posted by: Netochka 13 Dec 2013, 21:59
daniel_kowalski
გავქაჩავ რუსულადაც მაგრამ ქართულად მირჩევნია,ჩავუჯდები გემრიელად ყავით ხელში,ლექსიკონის მაგივრად biggrin.gif



user posted image
ცოლის კოლგოტკები რო ჩაიცვა
ეგრევე ეს გამახსენდა,close enough :დ

Posted by: MRlurch 13 Dec 2013, 22:06
კარგი ფილმია შედევრს ვერ ვიტყვი ჯერ კიდე Enemy-ს ველოდები არ ვიცი წელს გამოდის თუ არა უბრალოდ smile.gif.

Posted by: daniel_kowalski 13 Dec 2013, 23:59
20 ე საუკუნის ფსიქოლოგები
ფილოსოფოსები
მწერლები
რეჟისორები
აწვებიან ერთ აზრს
ადამიანი გაუცხოებულია და მარტოდ გრძნობს ტავს
მარტოობის დაძლევას კიდევ ვინ როგორ ახერხებს და ვინ როგორ

საინტერესოა,ყველა განვითარებული ეპოქა,ყველაზე მძიმეა პიროვნებისთვის sleep.gif
user posted image

Posted by: 1900pn 14 Dec 2013, 01:45
QUOTE
Filth

правила везде одни. .

Posted by: SCO 14 Dec 2013, 02:05
ჭრელა-ჭრულა ფსევდოდეპრესიული კვერცხობა იყო.
თავიდან ისე წავიდა რომ რაღაც საკაიფოს ველოდი. გადაღება, ფილმის იმპულსი, ტიპაჟები, პერსონაჟები იმენა სქოთიშურია და კარგად იქოქება.
მაგრამ თანდათან ეს ტემპი და იმპულსი გადადის ქაოსში, რომელსაც ვერც ემოციურად ეწევი და ვერც გმირ(ებ)თან მიდიხარ ახლოს.
იქ წაუთრეინსფოთინგებს, იქ წაუფაითქლაბებს, იქ წაუოთხმოცდაცხრამეტფრანკებს, იქაც წაუბრიუგებს და რავი,
ნაკოწიწები დუხი აქვს ბევრი ფილმიდან ისე მომეჩვენა... და საბოლოო ჯამში ბევრი არაფერი საკუთარი.
ერთადერთი რაც ფილმს უდავოდ კარგი აქვს, მაკევოის თამაში. ბაზარი არაა!
საშუალო კლასის მსახიოებიდან საშუალოზე მაღლებში გადაინაცვლა. დიდი როლი არაა, მაგრამ კაი როლია რა, დამახსოვრებადი.
აი შესადარებლად რო აიღებ სხვა მსგავსი როლებისთვის _ მაკევოის ვერ აჯობაო, რო იტყვი.
რავი მოკლედ არ მოიტანა რა არაფერი, უემოციოდ მოვრჩი. ერთ-ორ კაი გემრიელ სექსის სცენაზე მქონდა მარტო ჩუსტვა.
ბოლოში ხო საერთოდ მიფუჩეჩებული, რაებს აკეთებს ტიპი :დ ან ის აფსეთიც მის ცოლზე საერთოდ თითიდან გამოწოვილი და ზედაპირული.
მთელი ფილმი თითქოს მარტოობაზე უნდა იყოს, ისე იკითხება, თითქოს ესაა მეინლაინი.. ამ დროს ბრახ და ფსიქიკურ აშლილობაზე ყოფილა თურმე : )
იქ კიდევ ბავშვობისდროინდელი ტრაგიკული ამბების ტრავმები საერთოდ ყურით მოთრეული და ხელოვნურად გამძაფრებული.
ვირაც ჭ კლასის ფსიქოლოგს 150 ლარი დაუსვეს ალბათ ტაოპრივატის ერთჯერად ანგარიშზე და იმან ურჩია რეჟისორს _ ბავშვობის ჭრილობების შტრიხი ჩასვი,
წამიკითხავს რომ ეგეთი რაღაცეები ასტრანნებს და აყალიბებს მსგავს ტიპებს, როგორიც ეს პერსონაჟიაო. და ამანაც დაუჯერა და გადაურბინეს მაგ შტრიხსაც...
იმ აჩკარიკა მეგობრის გამაჩოება ხო საერთოდ ამერიკული მთხლეობა იყო ბოლოში. მერე ვიფიქრე იქნებ ცინიზმი იყო მეთქი და მერე მაგ პერსპექტივამ უფრო დამგრუზა.
ტიპი ერთდროულად გაანარკომანეს, გაალოთეს, გააფსიხეს, გაალუზერეს, გააპიდარასტეს, გააპედოფილეს, გააპროჭეს,
ყველა შეაძულეს, ყველას შეაძულეს მისი თავი, და ბოლოს გაათვითმკვლელეს... და ეს ყველაფერი იმისთვის რომ ბოლოს არაფრის განცდა დამრჩენოდა?
თუ რეჟისორის სათქმელი და საქნელი ეს იყო, რომ არც შეეძულეაბინა და არც შეეყვარებინა ჩვენთვის მთავარი გმირი და ჯასთ შუალედური, ინდიფერენტული
და ცივი დამოკიდებულეაბ დარჩენოდა მაყურებელს, მაშინ ბრავო! მაგრამ იმდენი იწვალა, რომ რაღაც არამგონია ეგ ყოფილიყო მისი მიზანი...
და ბოლოს საერთოდ რა ტრუხაა ეს ვითომ პროტესტი სუიციდის სახით...
ისედაც ვიცოდი რომ მაგით დაასრულებდა, ზოგადად ფილმის დასაწყისშივე იხატება ხოლმე ასეთი ტიპების ბოლოხუთხწუთეული ყალბი კათარზისი,
მაგრამ მთლად ასეთი ტრუხაც არ მეგონა.
რომელ ადამიანურ მარტოობასა და გარიყვაზე, რომელ ჩასვრილი საზოგადოების მეირ გაწირვაზეა საუბარი, როცა ტიპი არცაა კაი როჟა :დ
ერთი ერთი რამე რა გააკეთა მთელ ფილმში კარგადამიანური?
რაღაცით ხომ უნდა გაგიჩნდეს მისთდამი თანაგრძნობა და სიბრალული?
რაღაცას ხო უნდა უგულშემატკივრო არა მასში? რაღაც თეთრი ხომ უნდა იპოვო,
რომ ბნელის მოძალება შენიშნო? თუ კონტრასტი არაა და მარტო ბნელია, მაშინ სადღააა პიროვნების ბრძოლა ან ტრაგედია?
და თუ ტრაგედია არაა, რაღას ემსახურება ეს ცრემლები და დამანჭული მიმიკები?
რაღაც ზვიზდეცკლასიკურ-დრამატურგიულ ბალასტზე ხო არაა საუბარი, ძაან ელემენტარულია რასაც ვწერ.
თანაგრძნობა (და ეს ყალბი თანაგრძნობაა) კი ასეთი ჩიხისას იქღა წარმოიშვება, რომ
უბრალოდ აქვს და ყოველთვის ექნება ამ გიჟმაჟ და ქაოსურ-ბოჰემურ პერსონაჟებს ეს მაყურებლის ტვინის ბნელი და
გაურკვეველი კუნჭულების ღრმად ჩასექსვის და აუხსნელი შარმის ეფექტი და ჰაა...
მუშაობს ეს ეფექტი ასეთ გმირებზე, მით უფრო თუ კაი მსახიობი თამაშობს.
და რა გინდა რო ქნა...
ყურების დროს მილიონი რაღაც გავიფიქრე კიდევ, მეზარება ახლა გადათვალიერება და ხსენება.
უკურეაქციები თუ იქნება მერე გამახსენდება გზადაგზა.

კოვალსკ არ გაგიტყდეს,
რეალურად შენ რო გევასა მაგიტომ ვნახე ეს ფილმი, მართალი თუ გინდა,
თორემ პოსტერის 98% რომ ფოტოშოფშია გაკეთებული ეგეთ ფილმებს ისედაც ათასში ერთხელ ვნახულობ

Posted by: daniel_kowalski 14 Dec 2013, 02:51
SCO
QUOTE
კოვალსკ არ გაგიტყდეს,
რეალურად შენ რო გევასა მაგიტომ ვნახე ეს ფილმი, მართალი თუ გინდა,
თორემ პოსტერის 98% რომ ფოტოშოფშია გაკეთებული ეგეთ ფილმებს ისედაც ათასში ერთხელ ვნახულობ

მე რა უნდა გამიტყდეს
კიდე ვნახავ ამ ფილმს biggrin.gif

მარტოობაზეა,ზუსტად როგორც ამერიკელი ფსიხოფატის მთელი ქცევა აიხსნება მისი გაუცხოებით,ის კარგავს რეალობის შეგრძნებას,ხდება სრულიად უემოციო ,იმისთვის რომ იგრძნოს ტავი ამ სამყაროში მყოფად,დაინახოს რომ მას რაღაცაზე შეუძლია ზემოქმედება იწყებს იმას რასაც იწყებს და ბოლოს უკვე ეგეც არ აკმაყოფილებს და ფაქტიურად გიჟდება

ამ ფილმშიც პირნციპშიც იგივეა,ადამიანის გაუცხოებაზეა,მის სიმხდალეზე,მაკევოის მთელი ქცევა ამ სიმხდალის დაძლევას ემსახურება,ბოლოს აღMოჩნდა რომ ის სლეზნიაკია,როგორც მუსიკას ქვია biggrin.gif
კარგი საქმე რომ არ გაუკეთებია და მაინც რომ გეცოდება ადამიანი მაგაშია მუღამი,გეცოდება იმიტომ რომ ხედავ მის პიროვნულ ტრაგედიას.

გამიტყდა კი არა მესიამოვნა,რომ ჩემ გემოვნებას ენდე,სამწუხაროდ ტყუილად biggrin.gif

Posted by: Netochka 14 Dec 2013, 03:38
საუნდტრეკზე დამავიწყდა დაპოსტვა facepalm.gif ბოლოსკენ რედიოჰედის სიმღერა იყო ხო
facepalm.gif
გამიფუჭა განწყობა
user posted image




Posted by: Circus_Closet 14 Dec 2013, 03:42
Netochka
QUOTE
საუნდტრეკზე დამავიწყდა დაპოსტვა  ბოლოსკენ რედიოჰედის სიმღერა იყო ხო

გამიფუჭა განწყობა

აუ იმენნა რასაც ქვია და ერთი ერთში same here
ძლივს არ ვიპოვნე ადამიანი რომელსაც ჩემსავით ეზიზღება რედიოჰედი
მთელ ფილმში ჩამიჯვა მაგ საუნდტრეკმა ბოლოს

Posted by: Netochka 14 Dec 2013, 04:07
Circus_Closet
ჩვენ რა გვესმის
ტომის დეპრესიული ვოკალის

ამას უნდა უსმინო
უსმინო
30უსმინო
იქნებ ოდესმე
ჩაწვდე


Posted by: MRlurch 14 Dec 2013, 12:14
დასასრული მომეწონა smile.gif. Happy end არ მოუხდებოდა ფილმს დიდად, თავისმხრივ რაღაცპონტში ჰეფი ენდიც იყო მამენტ yes.gif .

Posted by: ratomac aRa 14 Dec 2013, 13:05
წიგნში ცოტა სხვა მასტი ყოფილა მაკევოის გმირი


არ ვიცი სხვას ვის უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს კი კაი იყო


Posted by: melodyman/ 14 Dec 2013, 14:22
მომენტებში საშინლად ქონდათ მუსიკა შერჩეული.



ამ ფილმის დროს მივხვდი,რომ ყელშია ამოსული საზოაგადოების რეალური სახის დანახვები და ნიღაბის ჩამოხსნები
რო გვიხსნიან თუ როგორ ბინძურ სამყაროში ვცხოვრობთ
რით ვეღარ გადამეინსტრიმდა.



ასეთი პერსონაჟიც არაა ახალი,სხვადასხვა ფილმებიდან შეკოწიწებული,განსაკუთრებით ფილმის პირველ ნაწილში არსებული გმირი.
პოხუისტი
დასტოინი
ამორალური
ყველგან გაჩითული და ყველაზე ყველაფერი რომ იცის
თანამდებობისთვის შეუფერებელი და რამე.



მოკლედ
ფანტაზიის ნაკლებობაა


მაკევოი დაკაცებულა

Posted by: Hermyon 14 Dec 2013, 15:20
QUOTE
Filth правила везде одни. .

ამ ფრაზას ვერ ჩავწვდი ბოლომდეsmile.gif))
lol.gif
იმენა ძალით მიკერებულ-ჩათხრილი
QUOTE
ძლივს არ ვიპოვნე ადამიანი რომელსაც ჩემსავით ეზიზღება რედიოჰედი

lol.gif
ფილმის სადარი საზოგადოება
და არ მოსწონთ მერე

იმ კინოს ეს თემა სჯობს, უფრო სანახაობრივია
QUOTE
ძლივს არ ვიპოვნე

?!
lol.gif

Posted by: aikevich 14 Dec 2013, 15:28
Hermyon
QUOTE
ამ ფრაზას ვერ ჩავწვდი ბოლომდე

დაიწყებდა იმ ქალთან ერთად ცხოვრებას ვთქვათ ბოლოში და რა მერე ? საბოლოოდ მაინც თოკთან აღმოჩნდებოდა , წესები ყველგან იგივეა . უარი თქვა ახალ ცხოვრებაზე როცა შანსი ქონდა . წიგნში სხვანაირად მთავრდება , იქ არ აქვს შანსი , ბოლოს ცოლს დაუძახებს და it is your fault მაიკას ჩაიცმევს და ცოლის მაგივრად შვილი შემოვა და ნახავს ჩამოკიდებულს და ბავშვი იფიქრებს რომ მის გამო მოიკლა ამან თავი.

Posted by: ა თ უ კ ა 14 Dec 2013, 16:52
მომეწონა, კარგი ნამუშევარია. მაკევოი ნაშაა love.gif
კაბინეტში კოსმოსური ოდისეის პოსტერი განსაკუთრებით მომეწონა. smile.gif

Posted by: Ocelot 14 Dec 2013, 19:32
Circus_Closet
QUOTE
ძლივს არ ვიპოვნე ადამიანი რომელსაც ჩემსავით ეზიზღება რედიოჰედი

spy.gif
QUOTE
რეგისტრ.: 7-March 05

7-8 წლის წინ რედიოჰედის თემაში დედის ფუჩურის ბზრიალი რო მქონდა აწეული, მაშინ სად იყავი? biggrin.gif ნახევარი განყოფილება გადავიკიდე. მაგან შეიწირა ჩემი ვორნ-ლოგი mo.gif

Posted by: Circus_Closet 14 Dec 2013, 20:23
Ocelot
მერავი რო არ მევასებოდა შესაბამისად არ შემოვდიოდი ეტყობა user.gif

Posted by: Henyd0r1 16 Dec 2013, 10:33
დაიცა, ბოლოში რომელი სიმღერაა რედიოჰედის? sleep.gif ვერ შევამჩნიე.

რაც შეეხება ფილმს, მომკალით და ვერ "მივუახლოვდი" ასეთ ფილმებს რა :დ
რაღაც ხელოვნურად ნაჩალიჩარი მგონია
რაღაც აკლია, თუ ზედმეტი აქვს, არ ვიცი მაგრამ ვერაფერი ვერ დამიტოვა

Posted by: weisenhaus 16 Dec 2013, 14:23
QUOTE (SCO @ 14 Dec 2013, 02:05 )
ჭრელა-ჭრულა ფსევდოდეპრესიული კვერცხობა იყო.
თავიდან ისე წავიდა რომ რაღაც საკაიფოს ველოდი. გადაღება, ფილმის იმპულსი, ტიპაჟები,  პერსონაჟები იმენა სქოთიშურია და კარგად იქოქება.
მაგრამ თანდათან ეს ტემპი და იმპულსი გადადის ქაოსში, რომელსაც ვერც ემოციურად ეწევი და ვერც გმირ(ებ)თან მიდიხარ ახლოს.
იქ წაუთრეინსფოთინგებს, იქ წაუფაითქლაბებს, იქ წაუოთხმოცდაცხრამეტფრანკებს, იქაც წაუბრიუგებს და რავი,
ნაკოწიწები დუხი აქვს ბევრი ფილმიდან ისე მომეჩვენა... და საბოლოო ჯამში ბევრი არაფერი საკუთარი.
ერთადერთი რაც ფილმს უდავოდ კარგი აქვს, მაკევოის თამაში. ბაზარი არაა!
საშუალო კლასის მსახიოებიდან საშუალოზე მაღლებში გადაინაცვლა. დიდი როლი არაა, მაგრამ კაი როლია რა, დამახსოვრებადი.
აი შესადარებლად რო აიღებ სხვა მსგავსი როლებისთვის _ მაკევოის ვერ აჯობაო, რო იტყვი.
რავი მოკლედ არ მოიტანა რა არაფერი, უემოციოდ მოვრჩი. ერთ-ორ კაი გემრიელ სექსის სცენაზე მქონდა მარტო ჩუსტვა.
ბოლოში ხო საერთოდ მიფუჩეჩებული, რაებს აკეთებს ტიპი :დ ან ის აფსეთიც მის ცოლზე საერთოდ თითიდან გამოწოვილი და ზედაპირული.
მთელი ფილმი თითქოს მარტოობაზე უნდა იყოს, ისე იკითხება, თითქოს ესაა მეინლაინი.. ამ დროს ბრახ და ფსიქიკურ აშლილობაზე ყოფილა თურმე : )
იქ კიდევ ბავშვობისდროინდელი ტრაგიკული ამბების ტრავმები საერთოდ ყურით მოთრეული და ხელოვნურად გამძაფრებული.
ვირაც ჭ კლასის ფსიქოლოგს 150 ლარი დაუსვეს ალბათ ტაოპრივატის ერთჯერად ანგარიშზე და იმან ურჩია რეჟისორს _ ბავშვობის ჭრილობების შტრიხი ჩასვი,
წამიკითხავს რომ ეგეთი რაღაცეები ასტრანნებს და აყალიბებს მსგავს ტიპებს, როგორიც ეს პერსონაჟიაო. და ამანაც დაუჯერა და გადაურბინეს მაგ შტრიხსაც...
იმ აჩკარიკა მეგობრის გამაჩოება ხო საერთოდ ამერიკული მთხლეობა იყო ბოლოში. მერე ვიფიქრე იქნებ ცინიზმი იყო მეთქი და მერე მაგ პერსპექტივამ უფრო დამგრუზა.
ტიპი ერთდროულად გაანარკომანეს, გაალოთეს, გააფსიხეს, გაალუზერეს, გააპიდარასტეს, გააპედოფილეს, გააპროჭეს,
ყველა შეაძულეს, ყველას შეაძულეს მისი თავი, და ბოლოს გაათვითმკვლელეს... და ეს ყველაფერი იმისთვის რომ ბოლოს არაფრის განცდა დამრჩენოდა?
თუ რეჟისორის სათქმელი და საქნელი ეს იყო, რომ არც შეეძულეაბინა და არც შეეყვარებინა ჩვენთვის მთავარი გმირი და ჯასთ შუალედური, ინდიფერენტული
და ცივი დამოკიდებულეაბ დარჩენოდა მაყურებელს, მაშინ ბრავო! მაგრამ იმდენი იწვალა, რომ რაღაც არამგონია ეგ ყოფილიყო მისი მიზანი...
და ბოლოს საერთოდ რა ტრუხაა ეს ვითომ პროტესტი სუიციდის სახით...
ისედაც ვიცოდი რომ მაგით დაასრულებდა, ზოგადად ფილმის დასაწყისშივე იხატება ხოლმე ასეთი ტიპების ბოლოხუთხწუთეული ყალბი კათარზისი,
მაგრამ მთლად ასეთი ტრუხაც არ მეგონა.
რომელ ადამიანურ მარტოობასა და გარიყვაზე, რომელ ჩასვრილი საზოგადოების მეირ გაწირვაზეა საუბარი, როცა ტიპი არცაა კაი როჟა :დ
ერთი ერთი რამე რა გააკეთა მთელ ფილმში კარგადამიანური?
რაღაცით ხომ უნდა გაგიჩნდეს მისთდამი თანაგრძნობა და სიბრალული?
რაღაცას ხო უნდა უგულშემატკივრო არა მასში? რაღაც თეთრი ხომ უნდა იპოვო,
რომ ბნელის მოძალება შენიშნო? თუ კონტრასტი არაა და მარტო ბნელია, მაშინ სადღააა პიროვნების ბრძოლა ან ტრაგედია?
და თუ ტრაგედია არაა, რაღას ემსახურება ეს ცრემლები და დამანჭული მიმიკები?
რაღაც ზვიზდეცკლასიკურ-დრამატურგიულ ბალასტზე ხო არაა საუბარი, ძაან ელემენტარულია რასაც ვწერ.
თანაგრძნობა (და ეს ყალბი თანაგრძნობაა) კი ასეთი ჩიხისას იქღა წარმოიშვება, რომ
უბრალოდ აქვს და ყოველთვის ექნება ამ გიჟმაჟ და ქაოსურ-ბოჰემურ პერსონაჟებს ეს მაყურებლის ტვინის ბნელი და
გაურკვეველი კუნჭულების ღრმად ჩასექსვის და აუხსნელი შარმის ეფექტი და ჰაა...
მუშაობს ეს ეფექტი ასეთ გმირებზე, მით უფრო თუ კაი მსახიობი თამაშობს.
და რა გინდა რო ქნა...
ყურების დროს მილიონი რაღაც გავიფიქრე კიდევ, მეზარება ახლა გადათვალიერება და ხსენება.
უკურეაქციები თუ იქნება მერე გამახსენდება გზადაგზა.

კოვალსკ არ გაგიტყდეს,
რეალურად შენ რო გევასა მაგიტომ ვნახე ეს ფილმი, მართალი თუ გინდა,
თორემ პოსტერის 98% რომ ფოტოშოფშია გაკეთებული ეგეთ ფილმებს ისედაც ათასში ერთხელ ვნახულობ

როგორ გეთანხმები, ხომ ვერც კი წარმოიდგენ. biggrin.gif
თავიდან მართლა საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ მერე რეჟისორი თითქოს რაღაც გაურკვევლობაში აღმოჩნდა და გამოუვიდა, რაღაც დაჩეხილი, სხვადასხვა ფილმებიდან ათასჯერ გადაღეჭილი ეპიზოდებისგან შემდგარი ფილმი. არტ-ჰაუსისა და ტრეშის ნაზავი უნდოდა მიეღო, რომლის შეზავებაც ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც რკინის წყალში გახსნა.
მთავარი როლის შემსრულებლის თამაში მომეწონა. ერთადერთი ეგ იყო, რის გამოც არ გამოვრთე და ბოლომდე ვუყურე ფილმს.
მოკლედ, მსგავსი დიშოვი პრობლემებით მარტივად უნდოდა რეჟისორ-სცენარის ავტორს მაყურებლის აგდება. biggrin.gif



ხო კიდევ, ეს კომპოზიციაც მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სტილის მუსიკა გადაღეჭილი აქვთ ფილმებში:

Posted by: ratomac aRa 16 Dec 2013, 15:00
weisenhaus

ვნახე შენი გეოგრაფი და არ დამევასა

არაფერი ფილმი ეგ არაა


Posted by: METEORA 16 Dec 2013, 15:02
რავი, მე მომეწონა. 7/10.


smile.gif

Posted by: weisenhaus 16 Dec 2013, 15:11
ratomac aRa
QUOTE
ვნახე შენი გეოგრაფი

ჩემი არაა. biggrin.gif
QUOTE
არაფერი ფილმი ეგ არაა

ვის როგორ. მსგავსი სპეციფიკის ფილმები უნდა გიყვარდეს პირველრიგში თავისი დასამახსოვრებელი მთავარი პერსონაჟებით. Полёты во сне и наяву, Осенний марафон, Отпуск в сентябре - ეს ფილმები თუ ნანახი გაქვს და მოგწონს, შეუძლებელია, რომ "გეოგრაფი" არ მოგეწონოს. user.gif

Posted by: weasel 21 Dec 2013, 13:16
კარგი საყურებელია, საუნდტრეკებიც არ დაეწუნება. მაკავოი ძალიან კარგად თამაშობს, თესლი მსახიობია.
დასასრული საკაიფო აქვს, სკამზე რომ დგას ეგ მომენტი... givi.gif love.gif
მომეწონა.. : boli:

Posted by: MRlurch 21 Dec 2013, 18:26
QUOTE
დასასრული საკაიფო აქვს, სკამზე რომ დგას ეგ მომენტი...

up.gif up.gif . მაგ მომენტს რამოდენიმეჯერ ვუყურე თავიდან smile.gif. მაგარი გაკეთებულია ჩემი აზრით smile.gif.

Posted by: r-evolution: 21 Dec 2013, 18:47
ყველაზე მაგარი პოლიციის უფროსის გმირია სცენარისტობაზე რო ოცნებობს
ბევრი ფორუმელი პიზდეცუსერი დავინახე მასში lol.gif
ფილმიც არის რა დროს რო ვერ გაუძლებს ეგეთი up.gif

Posted by: aikevich 21 Dec 2013, 20:51
QUOTE
ფილმიც არის რა დროს რო ვერ გაუძლებს ეგეთი

ეს

Posted by: sandre545 21 Dec 2013, 21:11
QUOTE
ბევრი ფორუმელი პიზდეცუსერი დავინახე მასში

lol.gif lol.gif up.gif

Posted by: Alix 22 Dec 2013, 03:14
რა ვერ გავიგე იცით? შეიძლება ძალიან უაზრო კითხვას ვსვამ ახლა, მაგრამ მაინც biggrin.gif ბოლოს იმ ქალის ნაჩუქარი შარფით რომ იკლავს თავს, უბრალოდ გააკეთეს, თუ მანიშნებელია ეგეც რამის? biggrin.gif

Posted by: daniel_kowalski 22 Dec 2013, 03:21
Alix
კიც და არაც
ჩემი აზრით ასე იქნებოდა:
დგას რეჟისორი და ეუბნება მაკევოის
-იღებ ამ ნაჩუქარ შარფს და მაგით იკლავ თავს

უბრალოდ ახსნის გარეშე,აი ხელოვანებს რომ აქვთ ტიპა "პროსტვეტლენიე" ან დიზაინერებმა რომ იცია,აქ ეს უკეთესი იქნებაო
მაგ პონტში რა
უბრალოდ ამ შარფით მოიკლავ და ეგაა
biggrin.gif

ან ვინმე ათასი ხერხიტ დაუკავშირებს მაგ ქალს
არ ვიცი
biggrin.gif

Posted by: Alix 22 Dec 2013, 05:16
daniel_kowalski

რა ვიცი, ტყუილად არ აუღია, ჩემი აზრით, ეგ შარფი, მაგრამ ვერ მივხვდი მაინც biggrin.gif

Posted by: Zbo 22 Dec 2013, 05:38
---------------------------------------------------
ძალიან მაგარი კინოა
yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: MRlurch 22 Dec 2013, 11:09
Alix
დატვირთვა შეიძლება ის ქონდეს რომ მაგ ქალმა გამოიჩინა ყურადღება მის მიმართ ანუ იმედის ვარიანტში იყო და ამან ბოლო იმედიც გადაიწურა და მიიხრჩო თავი მაგ შარფით yes.gif yes.gif .

Posted by: Vampire from Nazareth 24 Dec 2013, 01:33
მაკკევოიმ გაასწორა მთლიანობაში, მაგრად ითამაშა up.gif
ნუ ფილმიც ცუდიაო ვერ ვიტყვი მაგრამ უკეთესი მეგონა უფრო.

Alix
QUOTE
ბოლოს იმ ქალის ნაჩუქარი შარფით რომ იკლავს თავს, უბრალოდ გააკეთეს, თუ მანიშნებელია ეგეც რამის?

რაც მოხვდა ხელში პირველად მაგითი მოიკლა თავი biggrin.gif

არადა რეჟისორმა ალბათ პროსტა გამოიყენა ეგ რო მერე რამე პიზდეცფილსოფიური კავშირი დაედო რომელიმე კრიტიკოსს და მაგას ეღადავა რავი biggrin.gif
* * *
user posted image
* * *
user posted image

Posted by: bekabrasil11 24 Dec 2013, 15:05
user posted image


Posted by: razzmus 25 Dec 2013, 16:25
ფილმის ყურება ღირდა - ნუ ეპითეტი "ძალიან კარგი" ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია...
აი მაკევოის ოსკარზეც გავქაჩავდი "დაჟე" ... smile.gif

Posted by: severuss 26 Dec 2013, 03:19
გაასწორა.მაგარი ფილმი იყო. ვინმემ ის სიმღეღა დამილინკეთ რა მანქანაში ქალი და კაცი რო მღერინ. ჯიგრული მისამღერი აქვს.

Posted by: Parabellum_ 26 Dec 2013, 03:26
ალბათ მაგარ ფილმად ჩაითვლება ან უკვე ჩაითვალა , მაგრამ ფილმზე მეტად კონკრეტულად მაკევოიმ გაასწორა .

Posted by: Netochka 26 Dec 2013, 03:34
severuss



QUOTE
ფილმზე მეტად კონკრეტულად მაკევოიმ გაასწორა
yes.gif

Posted by: ლივერმენ 26 Dec 2013, 08:49
წლის ფილმის რა გითხრათ მარა კაი რამე იყო up.gif
მაკავოი up.gif

up.gif lol.gif lol.gif

Posted by: narmonana 26 Dec 2013, 12:25
ინგლისური ლინკი გაჩითეთ რა,რუსულად ფარჩაკობაა.მომწონს შოტლანდიური აქცენტი

Posted by: severuss 26 Dec 2013, 22:54
Netochka
...............ჯიგარი ხარ

Posted by: Netochka 27 Dec 2013, 00:47
lol.gif
user posted image

Posted by: Nikalas 28 Dec 2013, 19:53
გენიალური ფილმია. ალბათ აიღებს ბევრ ჯილდოებს

Posted by: daniel_kowalski 28 Dec 2013, 19:59

ჩემ კურსელს ვეხვეწებოდი უყურე,უყურე მეთქი
და ბოლოს რომ ვნახე რა ქენი ,ნახე მეთქი და ვნახე კი არა დღეს მესამედ ვაპირებო
lol.gif


Posted by: Nikalas 28 Dec 2013, 20:08
daniel_kowalski
ეტყობა თავის თავთან გაავლო პარალელები. biggrin.gif

ერთი ორ მომენტზე დაჟე ცრემლი მომერია. არ უთხრათ არავის

Posted by: daniel_kowalski 28 Dec 2013, 20:41
Nikalas
QUOTE
ერთი ორ მომენტზე დაჟე ცრემლი მომერია. არ უთხრათ არავის

უდიდესი ნაძირალა ,მაგრამ მაინც რომ გეცოდება
ფილმი ხომ ადამიანის გაუცხოებაზე ,მარტოობაზე არის
ყველა ადამიანი იტანჯება ამით გარკვეული დოზით
შესაბამისად ყველა ადამიანი იპოვის რობერტსონში საკუთარი ტავს რაღაც ნაწილს მაინც
ალბათ,მაგიტომაც გვიჩნდება ჩვენ,მაყურებელს მაკევოის გმირის მიმართ სიბრალული,რომ ვხედავთ ჩვენი თავის მსგავს ამბას,რა თქმა უნდა არა ასეთ რადიკალური ფორმებში,მაგრამ პრობლემა იგივეა
ზუსტად იგივე პრობლემა აწუხებს ამერიკელ ფსიხოფატს კრისტიან ბეილის გმირს,მაგრამ ფილმის სიუჟეტი მსგავსი კუთხით არ ვიტარდება,ისე გამოდის თითქოს ბეილი ერთი შიზოფრენიკი მანიაკი არის და არც გეცოდება

წიგნის მიხედვით კიდე ძალიან გეცოდება ბოლოსკენ,რადგან ხედავ თუ როგორ ინგრევა პიროვნება ,როგორც მაკევოი ეუბნება იმ აჩკარიკს,რატომ მაწვალებო და იმან იმიტომ რომ ვეღარ ვჩერდებიო
ჩემტვის წლის ფილმია


Posted by: obscoral 24 Jan 2014, 00:38
ამწუთას მოვრჩი ყურებას
საკაიფო ფილმი იყო
ჯეი კიდე მაგარი მსახიობია უდაოდ


Posted by: თბილისელი 24 Jan 2014, 01:45
მაგარი ფილმი კიარა ძალიან ცუდი იყო :@

საუნდები იყო მარტო კარგი

არადა ბოლოს ვიფიქრე ჰა გვეშველა რაღაც კარგ ნოტაზე სრულდება ფილმი მეთქი და ბოლოს ისევ ის ჩათლახური ღიმილი გაჩითა biggrin.gif


მაკევეო კარგი მსახიობი დგება. პროსტა კარგი როლები უნდა აი ისეთი როგორიც მეთიუს აქვს (არამგონია ნიჭით ჩამოუვარდებოდეს პროსტა კარგი ფილმები უნდა დადოს)


Posted by: ა თ უ კ ა 24 Jan 2014, 02:01
თბილისელი
QUOTE
მაგარი ფილმი კიარა ძალიან ცუდი იყო :@

ღმერთმანი biggrin.gif ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა.
LifeBloom მოდი ბიჭო აქ mad.gif ისტორიული პოსტი, ეს თაობებს უნდა შემოვუნახო, ვსქრინავ :დ
QUOTE
მაკევეო კარგი მსახიობი დგება. პროსტა კარგი როლები უნდა აი ისეთი როგორიც მეთიუს აქვს

მეთიუში მაკკონახს თუ გულისხმობ, მაგის ნორმალური როლი რომელი გინახია გაფიცებ? :დ
მაკევოი დგება კი არა, დამდგარია უკვე მაგარ მსახიობად smile.gif
ამ დონის როლი რომელი უთამაშია მეთიუს ბიჯო? biggrin.gif
http://www.imdb.com/title/tt0417791/

აქაც ძაან კაია მაკევოი
http://www.imdb.com/title/tt1270798/?ref_=nm_flmg_act_8
და აქ ვაფშე კანმეტ chups.gif
http://www.imdb.com/title/tt0783233/?ref_=nm_flmg_act_13

ნარნიაში მევასება კიდე მაგრად, ფალმუსი ტუმნუსი biggrin.gif <3

love.gif
user posted image

Posted by: თბილისელი 24 Jan 2014, 02:03
ა თ უ კ ა
მაკევოის მთავარი კარგი როლი გამოგრჩა

last king of scotland
\
დალშე საოსკარე ფილმებ უნდა რომელიც წარმატებას მოუტანს თორე მასე მეთიუსაც ჰქონდა აქამდე კარგი ფილმები მარა .|.

Posted by: ა თ უ კ ა 24 Jan 2014, 02:49
თბილისელი
არ მაქვს ეგ ნანახი და ტყუილა ხო არ დავდებდი ;დ
QUOTE
მეთიუსაც ჰქონდა აქამდე კარგი ფილმები მარა

რომლები? biggrin.gif

Posted by: daniel_kowalski 24 Jan 2014, 02:52
ა თ უ კ ა
QUOTE
არ მაქვს ეგ ნანახი და ტყუილა ხო არ დავდებდი ;დ

ფორესტ უაიტაკერის ყველაზე მაგარი როლი გაგიმაზია

Posted by: თბილისელი 24 Jan 2014, 03:15
ა თ უ კ ა

Mud
The Lincoln Lawyer
ეხლა უკვე დალასის შემსყიდველთა კლუბი და სერიალი ნამდვილი დეტექტივი

Posted by: ა თ უ კ ა 24 Jan 2014, 03:25
თბილისელი
QUOTE
The Lincoln Lawyer

ბიჟო, კაითქო, და არა სადაც მონაწილეობას ღებულობსთქო ;დ
ის ზედა არ ვიცი.
დალასში მაგის არტისტიზმია რ გაიშვა რა biggrin.gif
წონაში დაიკლო და ჰაიდა, ასრულებს biggrin.gif ლეტოა მანდ მაგარი, ეს ისევ ის შიბლაა რაც იყო :დ
სერიალებთან ვერ ვბრატომ, ასე რომ მანდ ვერ მივაწუწავ.
ის გამოგრჩა, სკორსეზეს ბოლო თესლდანთხევაში რომ აქვს წუთნახევრიანი სფიჩი ;დ

Posted by: თბილისელი 24 Jan 2014, 03:32
ა თ უ კ ა
აზრზე არ ხარ ათუკ ან ძალიან გეძინება :დ

მაგ ფილმში ძალიან კარგად ასრულებს
რაც შეეხება დაკლებას მარტო დაკლების გამო არ გაუმარჯვია ამდენ ნომინაციაში smile.gif მართლა ჯიგრულად თამაშობს ხოდა კიდე სკორსეზეს ფილმში რაც იყო ის ძალიან კლასნად შეასრულა


ხოდა სერიალს რაც შეეხება ჯერ 2 სერიაა მარტო მარა მამობა სერიალია და მეთიუც მაგრად თამაშობს ნახე არ ინანებ


Posted by: ა თ უ კ ა 24 Jan 2014, 03:40
თბილისელი
ძილით კი მეძინება მართლა სასტიკად.
წავედი წავედი ბურძგლაჯან
2kiss.gif

Posted by: kkoxo 24 Jan 2014, 15:26
არ ვიცი რა შეიძლება მოგეწონოს ამ ფილმში smile.gif




ჯასთ ნოსთალჯი , ედინბურგში ,,ვიმოგზაურე "- კარგი რაც დავიჭირე ესააsmile.gif

Posted by: gramatikikina 24 Jan 2014, 21:32
ვერ ჩამითრია ამ ფილმმა :* არ მიყვარს ეს სტილი. თუ რაღაც საოცრებას არ ყვებიან, ძნელია დაინტერესდე.

Posted by: daniel_kowalski 24 Jan 2014, 21:35
კარგია,პოპსა არ იქნება ფაით კლუბივით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: obscoral 24 Jan 2014, 22:04
daniel_kowalski
რას ერჩი ფაით კლაბს biggrin.gif


Posted by: gramatikikina 24 Jan 2014, 22:15
obscoral
QUOTE
რას ერჩი ფაით კლაბს biggrin.gif

ეჭვიანობს თავის საყვარელ კინოებზე. მარტო თვითონ უნდა რომ მოსწონდეს :დ

Posted by: obscoral 24 Jan 2014, 22:18
gramatikikina
QUOTE
ეჭვიანობს თავის საყვარელ კინოებზე. მარტო თვითონ უნდა რომ მოსწონდეს :დ

მე მომიტევეთ biggrin.gif

QUOTE
Wenn Sie dennoch einmal einen Skorpion im Haus finden, sollten Sie ihn einfach wieder nach draußen bringen.

ამის გულისთვის თრანსლეითს ნუ გამახსნევინებ, ჩემი ნაცოდვილარი გერმანულით ზოლთენამდე გავიგე რაც ეწერა, აინფახთან დავიკარგე, რა მოიტანაო? biggrin.gif

Posted by: narmonana 24 Jan 2014, 22:24
obscoral
too mainstream..........

Posted by: obscoral 24 Jan 2014, 22:28
narmonana
ვაიმე ნუ სად შეგვიძლია user.gif
იუთუბზე მილიონზე მეტი ნახვა რასაც აქვს იმავე მიზეზით არ ვუსმენთ?
თუ იუთუბზე საერთოდ არ შევდივართ იმიტომ რომ ჯასთ თუუ მეინსთრიიიმ

Posted by: gramatikikina 24 Jan 2014, 22:59
obscoral
უბრალოდ გარეთ გაიტანეთო. რჩევაა
თავისებური facepalm.gif
QUOTE
იუთუბზე მილიონზე მეტი ნახვა რასაც აქვს იმავე მიზეზით არ ვუსმენთ?
თუ იუთუბზე საერთოდ არ შევდივართ იმიტომ რომ ჯასთ თუუ მეინსთრიიიმ

გენიალური დებილსაც მოსწონს. მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო ამის ცოდნა givi.gif

Posted by: obscoral 24 Jan 2014, 23:00
gramatikikina
ჯობდა სულ არ გეთქვა facepalm.gif


Posted by: DontGetM@d 25 Jan 2014, 02:02
არ დამევასა spy.gif

Posted by: vaho 25 Jan 2014, 15:32
ეხლახანს ვნახე

საშუალო ფილმია, ათასია ეგეთი...

Posted by: zanzaron3 25 Jan 2014, 18:57
არც მე არ დამევასა, შოტლანდიური ფილმების მამა ტრეინსპოტინგია.

Posted by: daniel_kowalski 25 Jan 2014, 22:13
vaho
QUOTE
საშუალო ფილმია, ათასია ეგეთი...

მე ძალიან მომეწონა და მითხარი რამდენიმე მსგავსი რომ ჩავუჯდე დღეს

Posted by: actionscript 27 Jan 2014, 03:29
აუ ეს რა ბომბი ვნახე
სად ვიყავი აქამდე
თრეინსფოთინგის მერე არ მეგონა რამე ესე თუ დამაგდებდა

რაღათქმაუნდა ისევ ირვინ უელში
ძალიან მძიმე, საკაიფო, დედა#####ული და ა.შ.
რეჟისორს იმინა საღოლ, ჯეიმსსაც



მეორედ აუცილებლად იქნება ამ დღეებში

Posted by: Netochka 29 Mar 2014, 15:53
ჭუჭყიანო mad.gif
user posted image
user posted image
user posted image


creep ვერ მოვინელე რა
ჩამაშხამა ფილმი

Posted by: Black_White 29 Mar 2014, 17:43
კარგი ფილმია, გირჩევთ უყუროთ ვისაც არ გაქვთ ნანახი. ჩახლართული ისტორია, რომელიც არ გღლის.
ჯეიმს მაკევოის საუკეთესო როლი. ცოტა კი გამიტყდა ბოლოს რაც გაირკვა, მაგრამ დასასრულმა დაგლიჯა.

Posted by: 024 29 Mar 2014, 22:57
ეხლა ვუყურე დ. მომეწონა ძალიან... დამგრუზა ცოტა... ცოლზე ანუ ი. გოგოზე რა ბაზარი იყო ბოლომდე ვერ მივხვდი... უმაგრესად თამაშობს...

Posted by: miishooo91 29 Jan 2015, 22:08
ჩემთვის ნომერ 1 ფილმია, მე დავინახე ამ კაცში ის რაც ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი იყო.

Posted by: Hermyon 29 Jan 2015, 22:09
miishooo91
QUOTE
ჩემთვის ნომერ 1 ფილმია, მე დავინახე ამ კაცში ის რაც ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი იყო.

განავრცე თუ შეიძლება

Posted by: miishooo91 29 Jan 2015, 22:19
QUOTE (Hermyon @ 29 Jan 2015, 22:09 )
miishooo91
QUOTE
ჩემთვის ნომერ 1 ფილმია, მე დავინახე ამ კაცში ის რაც ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი იყო.

განავრცე თუ შეიძლება

პიროვნების დეგრადირება. როგორ იკიდებ ნელნელა შენს გარშემო ყველას ###ზე, შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი.

Posted by: xvaleman 29 Jan 2015, 22:22
http://www.radikal.ru

Posted by: Franke 12 Feb 2015, 16:55
შედევრია!

ესეთი ფილმები იჩაგრებიან ჩიტკაცები და **&*& ბები რო გამოდის ვითომ გაფანატებული დებილი მასა რო მსჯელობს ფსიქოლოგირ და ზოგადად ჰუმანურ ურთიერთ შეზავებულ ქიმიკატებზე.
ძირს ჩიტკაცები და ყ** კაცები biggrin.gif

Posted by: miishooo91 12 Feb 2015, 17:33
QUOTE
ესეთი ფილმები იჩაგრებიან ჩიტკაცები და **&*& ბები რო გამოდის ვითომ გაფანატებული დებილი მასა რო მსჯელობს ფსიქოლოგირ და ზოგადად ჰუმანურ ურთიერთ შეზავებულ ქიმიკატებზე.
ძირს ჩიტკაცები და ყ** კაცები


მასეა ძმაო
biggrin.gif

Posted by: SCO 12 Feb 2015, 18:19
miishooo91
QUOTE
ჩემთვის ნომერ 1 ფილმია, მე დავინახე ამ კაცში ის რაც ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი იყო


up.gif

ჩემთვის N1 პოსტია...

მე დავინახე ამ პოსტში ის, რაც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: Netochka 12 Feb 2015, 20:03
SCO
შენ რასტის ავატარი უფრო გიხდებოდა
user.gif




Posted by: Withay 13 Feb 2015, 12:19
საკმაოდ ძლიერი ფილმია, აზრიანი და დამაფიქრებელი თუმცა ცოტა უცნაური როგორც ბეირდს ჩვევია, ძალიან მაგრად ასრულებს მაკევოი.

Posted by: Lazva 13 Feb 2015, 17:12
საბოლოოდ მივხვდი სოციოპათები ჩემი თემაა

Posted by: Netochka 4 Jun 2015, 01:26
user posted image

Posted by: Sorter 4 Jun 2015, 01:32
ნანახი მაქვს ეგ ფილმი თუ ვუყურო?

Posted by: Mama_Basili 13 Jun 2015, 23:34
კაი ფილმია

Posted by: ზეპე 13 Jun 2015, 23:36
Mama_Basili

დამლოცე მამაო pop.gif

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 20 Dec 2015, 17:39
ძაან მაგარი ფილმია
უძლიერესია
შედევრია

ოღონდ ბოლოში ქრიფი არ მოუხდა
სხვა ყველაფერი გადასარევი იყო up.gif


bis.gif bis.gif

ბრიუგეს და 99 ფრანკს გავს up.gif

Posted by: Netochka 26 Dec 2015, 04:12
QUOTE (Datvlas_vin_gtxоvs @ 20 Dec 2015, 17:39 )
ძაან მაგარი ფილმია
უძლიერესია
შედევრია

ოღონდ ბოლოში ქრიფი არ მოუხდა

ოღონდ ეგ სიმღერა არ გამეგონა მაგ ფილმში


ქრიიფ
ვეირდო
drug.gif

ფილმმა დამგრუზა
გამანადგურა
ბოლოს ამეტირება მეთქი
და სიცილი ამიტყდა მაგის გამო

Posted by: Zbo 12 May 2016, 22:59
ეს მაკევოი თეატრის მსახიობიც არის? სულ რო იფურთხება ლაპარაკის დროს

Posted by: Crøs 13 May 2016, 00:10
Zbo
QUOTE
ეს მაკევოი თეატრის მსახიობიც არის? სულ რო იფურთხება ლაპარაკის დროს

იფურთხება თუ სულ ცრემლები ადგას თვალებზე? biggrin.gif

ეს ფილმი კი არ მინახავს ჯერ,როგორ მამივიდა

Posted by: Zbo 13 May 2016, 00:18
cros
უყურე და ნახავ
რასკოლნიკოვივით დუჟები ადგას სულ და ინერწყვება ))

Posted by: Alix 13 May 2016, 00:26
love.gif love.gif


Posted by: Zbo 23 May 2016, 02:11
კორპორატივი ძაან ღადაობაა givi.gif

Posted by: illmatic 23 May 2016, 06:47
user posted image

Posted by: Uxbal 5 Jun 2016, 02:40
უმაგრესი ფილმი
ყველანაირად მომეწონა
ჩემი საყვარელი ფილმების სიაშია შევიდა love.gif


Posted by: SpringtimeOfYouth 18 Apr 2017, 23:59
საღოლ შოტლანდიელებს

მაკევოის გამო ვუყურე და არც ყოფილა მაგის გარდა სხვა მიზეზი რის გამოც ეს ფილმი უნდა ნახოს ვინმემ

Posted by: GEORGEXIII 20 Apr 2017, 09:36
ჩავუჯნდები აბა და დავწერ ჩემს შეხედულებას..

ღამის ფილმიც გაიჩითა

popcorn.gif popcorn.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 2 Jan 2023, 23:08
ყველაზე მაგარი ფილმია
ეს და IN BრUGEს

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 15 Mar 2024, 08:07
მაქევოი სუფთა მამაშაა gigi.gif ძაან დონე დადო

user posted image

Posted by: kokrochina1984 15 Mar 2024, 08:52
მაგრადაა გაკეთებული ფილმი, წიგნში უფრო ტრაგიკული მომენტებია ბევრი, მთავარი გმირი გააუპატიურეს ბავშვობაში თუ რაღაც მსგავსი ხდება და მაგიტო დაერღვა ფსიქიკა და ეგეთები) ფილმში დრამა და ბექგრაუნდი დამაკლდა, გიჟობებზე და სამსახიობო ექშენზე უფროა აქცენტი) და ის მომენტი კიდე, ტუალეტში რო ზის და ხარხარებს lol.gif

Posted by: overlorder 16 Mar 2024, 02:26
kokrochina1984

QUOTE
წიგნში უფრო ტრაგიკული მომენტებია ბევრი,


აუ წიგნი მიდევს კაიხანია და ვეღარ მივაღწიე. კარგად იკითხება?

Posted by: kokrochina1984 16 Mar 2024, 11:31
overlorder
კიი, ნორმალურად, ტიპიური ირვინ ველშია, ბინძურ ხალხზე ევასება წერა) რა ენაზე გაქვს შენ?
მე ადრე რომელიღაც საიტზე წაივიკითხე, "ძერმო" ჰქვია რუსულად, განწყობა მქონდა შესაბამისი და ჩავიკითხე, კაი იყო, თავიდან ფილმის განწყობა აქ და ბოლოშია უფრო დრამები.
წიგნს თუ დაიწყებ უბრალოდ ხო იცი როგორი ავტორიცაა ველში და ხო იცი რასაც ელი მისგან და თუ განწყობა არა გაქ, ჯობია გადადო) ველშის წიგნები არაა ისეთი, აი ყველას რო ვურჩიო და რამე, სპეციფიური ავტორია)

Posted by: overlorder 16 Mar 2024, 18:14
kokrochina1984

ინგლისურად ორიგინალში, ადრეული გამოცემაა, ღორის სიფათი ახატია ბრიტანელი პოლიციელის ქუდით.

კი დაახლოებით აზზე ვარ, მარა არაფერი წამიკითხავს მაგ კაცის. ეგეც ჩისტა ფილმის პონტში დავითრიე, ადრე მქონდა ნანახი და მეთქი წავიკითხავ და მერე შევადარებ თქო. ტრეინსპოტინგის წაკითხვაც მინდა ისე.

Posted by: kokrochina1984 16 Mar 2024, 19:17
overlorder
ვაა, მაგარია, ორიგინალში გაასწორებს წაკითხვა, ენა თუ გესმის კარგად, თავისებური ლექსიკა აქვს ველშს) ფილმი მააქ ნანახი ორიგინალში და წაუჩიფჩიფებენ ინგლისურს givi.gif წიგნშიც ეგრე იქნება.
იმ დროს უბრალოდ განწყობა მქონდა შესაბამისი და მაგიტომ წავიკითხე, მერე აღარ გამჩენია სურვილი გადაკითხვის)
ტრაინსპოტინგიც კაი იქნება ორიგინალში, მაგის გაგრძელებაც, ოღონდ წიგნს "პორნო" ჰქვია, ფილმი ისერა იყო ჩემთვის, მეორე ტრაინსპოტინგი)

თუმცა, მეორე ფილმი არ მომეწონა, მაგრამ ტრეილერის მუსიკა საოცრებაა, მახსოვს სულ ვუსმენდი ფილმის გამოსვლამდე)


* * *
2:09 წუთიდან bis.gif

Posted by: overlorder 16 Mar 2024, 20:27
kokrochina1984

კი საკაიფოდ, პროსტა ამჟამად მაკკარტის ბლად მერიდიანს ვეცი რატომღაც და საკმაოდ რთული წასაკითხია. ნელა ვკითხულობ და 150 გვერდზე ვარ გაჩერებული :დ საკაიფოა, საინტერესოა მარა ტანჯვაა.

ალბათ გადავუვლი მერე "ჭუჭყსაც" ამას რო მოვრჩები.

მეორე ტრეინსპოტინგი ადრე ვნახე ძაან როცა გამოვიდა და მახსოვს რო გამისწორდა, მარა ალბათ რევოჩზე სხვა მუღამი ან შეგრძნება მექნება.

Posted by: kokrochina1984 16 Mar 2024, 20:34
overlorder
ოო ბლად მერიდიანზე ბევრი მსმენია, აი ძაან სასტიკიაო და ეგეთები) მაკარტი კაი ავტორია ისე, რაც ცნობილია ყველამ იცის და აი ნაკლებად ცნობილი ეკრანიზაციაა, პატარა კინო, რელიგიის თემაზე, ტომი ლი ჯონსი და სემუელ ელ ჯექსონი თამაშობს The Sunset Limited:
https://m.imdb.com/title/tt1510938/

მოკლედ, კარგია თუ ეგრეა, განწყობაზე რო იქნები წაიკითხე filth, შეადარე) მთავარი გმირის ბექგრაუნდს გაიგებ უფრო ვრცლად.

Posted by: მშპს_მივხედოთ 20 Mar 2024, 04:19
წიგნი არ ვიცი და ფილმის ტემპი ვარგა,დრამატურგია საშინლად ბანალური აქვს,ცუდი ლეიტენანტი რო არ იყოს ჩემი საყვარელი ფილმი იქნებ უფრო მეკაიფა კიდეც
ერთი რაც ასწორებს ყვერები თუ გაქვს ტიპი ხარ ეგაა,მარა იმ აჩკაირკას ყვერების უეცარი გამობმა ძაან სასაცილოა
აი 15 წლის რო ვიყო და ბევრი ფილმი არ მქონდეს ნანახი,მაგრა ვიკაიფებდი და ჩემი საყვარელი ფილმი გახდებოდა,ახლა კიდე ვუყურე,გავერთე,ცუდი ლეიტენანტი გამახსენდა,ფერარა და კეიტლი კიდე ერთხელ დავაფასე,მოვფსი და სხვა ფილმი ჩავრთე

Posted by: Natemate 20 Mar 2024, 07:23
მშპს_მივხედოთ

ცუდი ლეიტენანტი თუ ეგრე გევასება, სპაიკ ლის Clocker-ზე რა აზრის ხარ? მანდაც კეიტლია.

ისე ჰერცოგის ფილმიც ნანახი გექნება კეიჯთან ერთად, მარა ვერ ქაჩავს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)