Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სამართალი > ბინის გაქირავებას |
Posted by: JonSnow88 26 Nov 2022, 15:17 |
ტყუილად რო არ გადაუხადო იურისტს ფული დაწერილი ტექტსტში? ვინმეს ხო არ გაქვთ ფორმა ან შაბლონი? სადაც ბინის გაქირავების წინ მაქსიმალურად იქნება დაცული ბინის მესაკუთრის უფლებები, მაქსიმალურად რაც კანონში წერია და კანოინითაა შესაძლებელი |
Posted by: GIGAGOLD 26 Nov 2022, 23:15 |
ხელშეკრულების შაბლონი რასაც იპოვი იქ ჩააწერინე ეს პუნქტი "დამქირავებლის მიერ ქირავნობის საფასურის X სამუშაო დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გამქირავებელს აქვს უფლება თვითნებურად შევიდეს საკუთრებაში საცხოვრებლად,შეცვალოს საკეტი,აგრეთვე გამოიტანოს უძრავი ქონებიდან დამქირავებლის ნივთები და გამოიყენოს ეს ნივთები როგორც გადახდის უზრუნველყოფის საშუალება" ეს პუნქტი შენ მაქსიმალურად დაგიცავს თუ დამატებით რამე კითხვა გექნება ან რაიმეს ვერ იზამ დაგეხმარები |
Posted by: akkai 27 Nov 2022, 06:02 |
GIGAGOLD და რო მოიგონოს რო თანხ- ქონდა ან ძვორადღირებული ტექნიკა სახლში და დაკარგა როდესაფ მე მისი თანხმობის გარეშე სქკუთარ სახში შევედი ამ დროს რა ხდება ? |
Posted by: GURAMI2 27 Nov 2022, 06:26 |
akkai ხელშეკრულებაში უნდა ჩაუმატო პუნქტი "დამქირავებლის მიერ ქირავნობის საფასურის X სამუშაო დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გამქირავებელის საკუთრებაში გადავიდეს დამქირავებლის ნივთები შემდგომი რეალიზაციისთვის". თანხა თუ აქვს მაშინ რატომ არ იხდის? და რომც ქონდეს უკვე შენ საკუთრებაში იქნება. |
Posted by: GIGAGOLD 27 Nov 2022, 13:19 | ||
საერთოდ ვერაფერს გიზამს ხელშეკრულების დადების დროს თვითონ დათანხმდა მასეთ პირობას რო შენ უფლება მოგცა ვადაგაცილების შემთხვევაში მის საკუთრებას შეხებოდი კიდე ერთი ვარიანტი რომელიც შეიძლება ნივთებთან მიმართებაში გამოიყენოთ მაგრამ ნაკლებად გავრცელებულია რადგან ზედმეტი ფული არავის აქვს ხელშეკრულების დადების მომენტში აღწეროთ ბინაში არსებული იმის ნივთები |
Posted by: JonSnow88 29 Nov 2022, 15:36 | ||
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კანონი მაძ₾ევს მაგის უფლებას, რომ კლიტის შეცვლა მოვითხოვო? რომც შევცვალო კლიტე მაგით რა პრივილეგიას მივიღებ? |
Posted by: kelevralawyer 30 Nov 2022, 17:08 |
GIGAGOLD მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა 1. ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, – |
Posted by: Qaja 30 Nov 2022, 18:04 |
JonSnow88 რეალურად რაღაც ხო უნდა არსებობდეს რომ დამქირავებლის და გამქირავებლის უფლებები დაცული იყოს? თუ ეგრე ჰარი ჰარალოზეა ბაითის დათრევა და მეპატრონის გადაგდება წავიდეთ და ყველამ სხვის ბაითზე ვიცხოვროთ, მაინც ვერავინ ვერაფერს გვეტყვის : )))))))))))))))))))))))))))))) აქ ბევრი სავარაუდო პასუხი დაიწერება, რომელიც ან იქნება მართალი და ან არა, რეალურად კი კარგი იურისტი გჭირდება, რომ ზუსტად გაგარკვიოს საკითხში. |
Posted by: GIGAGOLD 30 Nov 2022, 20:15 | ||
მერე რა? ვიცით ეგ მუხლი და უკანონოს რას აკეთებ? ხელშეკრულებაში დებ პუნქტს რო ვადაგაცილების შემთხვევაში უფლება გაქვს შეხვიდე,საკეტი გამოცვალო და იმის ნივთები აღწერო და გამოიტანო მხარე თვითონ გთანხმდება მასეთ რამეზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით |
Posted by: JonSnow88 1 Dec 2022, 16:24 | ||||
საკეტი რო შევცვალო და ბინაში აღარ შევუშვა მაგის უფლება თუ მაქვს? |
Posted by: Droid 3 Dec 2022, 21:29 |
საინტერესოა |
Posted by: FDA 3 Dec 2022, 21:33 | ||||
JonSnow88
თუ არ გადის მა რა უნდა ქნა? სასმარტლოს ელოდო 3 წლი?! ცხვირ პირიც უნდა მიუნგრიო კიდევ * * * GIGAGOLD
კი აუცილებლად ჩაწერე ეს! |
Posted by: ladusha2 4 Dec 2022, 12:03 |
ხელშეკრულები შაბლონი არავის გაქვთ? მადლობა წინასწარ |
Posted by: Strawberryfields 5 Dec 2022, 21:53 |
არ უნდა დაგენანოს ამაში ფულის გადახდა, მაქსიმუმ 200 ლარი მოგთხოვოს იურისტმა, თუმცა თუ კარგი შედგენილია უამრავ დროსა და ფინანსებს დაგაზოგინებს. სამწუხაროა, რომ არ გვაქვს ეს კულტურა. |
Posted by: JonSnow88 6 Dec 2022, 16:21 | ||
კაი მასე ვიზამ, ნოტარიუსთან უნდა დამოწმდეს ხო? ორივე ბინაზე მასე ვიზამ, საშემოსავლო რამდენია 5 პროცენტია ისევ თუ როგორაა? ეხლა არ მაქვს გაფორმებული არც ერთი, ბანკში მირიცხავს და ბანკიდან მეჭრება ეგ 5 პროცენტი თუ როგორ ხდება? საპენსიოც ჩამომეჭრება? ესეც არვიცი, ანუ გადამიხადა ტქვათ 100 ლარი სიტყვაზე, აქედან მე რამდენი ლარი დამრჩება სუფთად? |
Posted by: Kambucha78 7 Dec 2022, 13:36 |
GIGAGOLD აი ეს შესვლა ფაქტის კონსტატაციის გარეშე გააკეთე და მერე ნახე პრობლემების კორიანტელი. არათუ ის, რომ ვერ გამოასახლებ, პროკურატურაში მოგიწევს სირბილი საუკუნე. გამოსავალი არის ორი საკეტი. ერთს აძლევ დამქირავებელს და მეორეს იტოვებ შენ. წერ მარტივად, რომ გაქვს უფლება აუკრძალო შესვლა, თუ ფულს აგვიანებს. აუცილებლად უნდა დარწმუნდე, რომ ბინა ცარიელია დაკეტვის წინ. სახლში რაც აქვს, ყველაფერზე გირავნობის უფლებას კანონი განიჭებს. სახლში შესვლა ფაქტის კონსტატაციის გარეშე არ ქნათ. პრინციპშ მე რა, ქენით ბატონო, ოღონდ მერე კარგი ადვოკატიც გყავდეთ შეგულიანებული... |
Posted by: JonSnow88 8 Dec 2022, 18:13 | ||
ეგ ისედაც მასე მაქვს, 2 საკეტი მაქვს, ერთს მუდმივად მე ვიტოვებ, ერთხელ მქონდა მარტო პრობლემა 3 თვე არ მიხდიდნენ, დენი გავუთიშე და მაინც ჩაურთო თელასმა, რა უფლებით არვიცი, ხოდა დამიტოვეს მაგ ნაძირლებმა დენიც და გაზიც გადაუხდელი, თან ინვალიდი ეწვინათ სახლში, ვერც დავუკეტე მეორე გასაღებით.... ეხლა უკვე ვისწავლე ჭკუა, ბინაში რაც გაფუჭდება ონკანსაც კი აღარ ვუკეთებ, გააფუჭებენ, თავიანთი ექსპლატაციით ფუჭედება, აბა მე ხო არ ვაფუჭებ,, დგანან აკეთებენ თვითონ, ,, არ მოსწონთ წავიდნენ, უფრო იაფში ნახავენ კიი |
Posted by: Kambucha78 8 Dec 2022, 18:46 |
JonSnow88 დენის, გაზის და წყლის გათიშვა არ შეიძლება. ევროპული კონვენციების მიხედვით აკრძალულია. მეც მწარე გამოცდილებით შევიტყვე ამის შესახებ. |
Posted by: Strawberryfields 9 Dec 2022, 01:07 |
JonSnow88 კი 5 პროცენტია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის 5% განაკვეთით სარგებლობისათვის საჭიროა ფიზიკური პირის შესახებ მონაცემები ასახული იყოს შემოსავლების სამსახურის საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში. რეესტრში მონაცემების ასახვისათვის ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით: ,,საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის თაობაზე”. განცხადების რეგისტრაცია შესაძლებელია: ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი სერვისცენტრის დამხარებით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გამქირავებლის საკუთრების/სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე. ხოლო ორგანიზაციაზე/იურიდიულ პირზე გაქირავების შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია: ქირავნობის ხელშეკრულების ასლი ან/და სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავება.თუ განცხადების რეგისტრაცია ხორციელდება ფიზიკური პირის წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიული წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი. |
Posted by: JonSnow88 10 Dec 2022, 13:56 | ||||
მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის..................................... * * *
რა სისულელეა ეგ, არანარი კონვენცია ეგ არაა, მაშნ გადაუხდელობაზე არავინ გაგითიშავდა არცერთზე, გადაუხდელობაზე ხო თიშავენ |
Posted by: Strawberryfields 10 Dec 2022, 23:47 |
JonSnow88 არ თიშავს კომუნალურებს არც ერთი მიმწოდებელი, რადგან სიცოცზლისათვის აუცილებელია დენი, წყალი და გაზი, ზამთარში განსაკუთრებით, არც მესაკუთრის განცხადების საფუძველზე. მართალს გეუბნებიან და ასე თვითნებურად ნუ იღებთ გადაწყვეტილებებს. |
Posted by: kelevralawyer 11 Dec 2022, 21:48 |
ბიჭო ნუ გადამრევთ თქვენ გითხარით, არ შეიძლება არააა!! ჩაწერე რაც გინდა ხელშეკრულებაში. შეხვალ სახლში და სისხლის სამართლებრივი დანაშაულია მორჩა! ეგრე ისიც შეგიძლიათ ჩაუწეროთ ხელშეკრულებაში, რომ ქირას არ გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ თირკმელა ამოაჭრათ და ამოაჭრით? |
Posted by: Strawberryfields 11 Dec 2022, 22:40 |
ვერ იგებენ, რაც აწყობთ მარტო ის ესმით, მგონი აზრი არ ააქვს აქ რჩევის მიცემას, ისეთი პოსტები იდება, ყურით მოტანილ და ჭორის დონეზე გაგონილი ინფორმაციით დებს ხალხი ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დარღვევად ხელშეკრულებებს... მფლობელობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით ისჯება, გარდა ამისა, რისკია, შეიძლება რამის მოპარვა დაგაბრალოთ დამქირავებელმა და რავიცი, გიღირთ? |
Posted by: Szpilman 12 Dec 2022, 11:11 |
მოიფიქრა ხალხმა მარტივი გზა... რაც არ უნდა ჩაწეროთ ხელშეკრულებაში და რა ფაქტის კონსტანტაციაც არ უნდა მოახდინოთ, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი (სასამართლო კი მინიმუმ 2 წელი იწელება) მერე სააღსრულებლოში კიდე 2-3 წელი ალბათ სანამ გამოასახლებენ, თუ გამოასახლეს საერთოდ.. (მაქაცაა თავისი ხრიკები, ცუდად კხდება ვითომ ვისაც ასახლებენ და სასწრაფოს იძახებენ და ჩერდება პროცესი..) მოკლედ მაგარი შარია ბინის გაქირავება.. |
Posted by: Kambucha78 12 Dec 2022, 13:47 | ||
JonSnow88
კარგი, სისულელეა. სცადე. ზოგადად, ცოტა კორექტული თუ იქნები არ გაწყენს |
Posted by: JonSnow88 13 Dec 2022, 16:06 | ||||||
ბოდიში, რამე საწყენი თუ გითხარი, ძაან უცნაურად მეჩვენა, აგერ საგარეჯოში ამ ზაფხულს გაუთიშეს მეზობელს დენი გადაუხდელობაზე, დავრეკავ თელასში და ვიკითხავ გამითიშავენ თუარა დენს რო არ გადავიხადო საერთოდ, თუ მანდ სუბიექტურები იქნებიან სახალხო დამცველთან გადავრეკავ და იქ გავარკვევ იმ თელასის თანამშრომელი დაისჯება თუარა როცა დენს გამითიშავს, ევროპული კონვენციის შესაბამისად,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, * * *
მობილურს რო ყიდულობ რამე სასამართლო გინდა? ის თავისი ნებით მაძ₾ევს თავის ნივთებს ქირის გადაუხდელობის შმეთხვევაში, ეხლა ზუმერმა მე რო სასამართლოშ მატაროს ეგ მობილური მივყიდე და დამიბრუნეო ეგეთი რამეა, კონტრაქტში იმდენ რამეს ჩავწერ რამდენიც შესაძ₾ებელია, ის , რომ 3 თვეშ უნდა მივიდე, აღვწერო ბინაში შეტანილი ყველა ნივთი, იურისტთან ერთად, და ეს ყველა ნივთი გადმოვა ჩემს მფლობელობაში როგორც კი 1 თვით დააგვიანებს ქირის გადახდას, დამიმალავს ნივთებს? ესეიგი ქურდობა გამოუვა და აქეთ ვუჩივლებ სისხლის სამართლით, 100 გვერდიან კონრტაქტს შევადგენ ყველა კანონით შესაძ₾ებელი მუხლებით, დადგება და წაიკითხავს კი აბაა, გადამგდები ხალხი არც მასეთი ჭკვიანია და არც მასეთი წიგნიერი კონტრაქტის 100 გვერდი რო იკითხოს.... პატიოსანი კაცი კიდევ ეგრევ დამთანხმდება, პატიოსანი თუ ვერ გადაიხდის დაცლის ბინას 1 თვეში, მაგის ვადებსაც განვსაზღვრავ, ბინის დაცლის ვადებს გადაუხელობის შემთხვევაში,,, |
Posted by: Kambucha78 13 Dec 2022, 18:03 |
JonSnow88 გადაუხდელობა არაფერ შუაშია. გადაუხდელობაზე გაგითიშავენ რა თქმა უნდა. თუ გაქირავებული გაქვს ქონება, სადაც ადამიანი ცხოვრობს და ის იხდის კომუნალურებს, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე კომუნალური მომსახურების გამწევ კომპანიას არ აქვს უფლება გაუთიშოს დენი, წყალი და გაზი. ეს არის კონვენციით დაცული უფლება. გადაუხდელობის გამო რომ თიშავენ, ეს ყველამ ვიცით. |
Posted by: Strawberryfields 14 Dec 2022, 00:55 |
ვაჰ, უკვე მეზარება ახსნა, კედელს ცერცვი რომ შეაყარო ეგ თემაა. |
Posted by: JonSnow88 15 Dec 2022, 15:57 | ||
ანუ ევროპული კონვენცია შერჩევითია? მე არ მაძ₾ევს, გაჭირვებულ კაცს გამორთვის უფლებას, როცა გაწეული მომსახურების საფასურს არ მიხდიან და დიდ კომპანიას აძლევენ გამოურთოს დენი???? |
Posted by: Kambucha78 16 Dec 2022, 11:06 |
JonSnow88 ვერ გავიგე მე რატომ მეკითხები კონვენციაში რა როგორაა. მარტივად გეუბნები რომ ეგ კონვენცია არსებობს და ეგრე მუშაობს. რატომ ეგრე, რატომ სხვანაირად არა, შერჩევითია თუ არა, ეგ არ ვიცი, არც მაინტერესებს და სიმართლე რომ ვთქვა, არც მინდა რომ ვიცოდე. მაქვს ქონება სადაც მქონდა პრობლემა და გამოსავლად ეგ მოვიფიქრე. კომუნალურმა კომპანიებზე მომწერეს ერთი და იგივე, მიმითითეს რაღაც ევროპულ კონვენციაზე და სემეკმაც მითხრა მართლები არიანო. ჰოდა დანარჩენი თავად უნდა გაარკვიო თუ ღმად გინდა ჩაძიება |
Posted by: JonSnow88 17 Dec 2022, 14:53 | ||
ისე გაფორმებული თუ არ გაქვს ჯობია შეჭრაზე შეიტანო განაცხადი, უფრო მარტივია გამოსახლება და თან სისხლის სამართალია ბინაში შეჭრა,,, ფაქტები არუნდა ქონდეს უბრალოდ მეორე მხარეს რო მიაქირავე,, ბარათზე არუნდა გირიცხავდეს თანხას ან ფარული ჩანაწერი ფულს რო გაძ₾ევს, |
Posted by: GIGAGOLD 18 Dec 2022, 15:39 | ||
საიდან ამხელა აგრესია, ვიცით ბატონო ფორმალური ნაწილი,კანონში რა წერია და სასამართლო რო იწელება მაგრამ იურისტები იმიტომ ვართ რომ ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ვიპოვოთ მაღლა რაც დაგიწერე გირჩევ იმას მიყვე და შენთვის სასარგებლო პირობა გააწერინო ხელშეკრულებაში ჩვენი კანონმდებლობა არ არის მაინდცდამაინც გამქირავებლის მხარეს ამიტომ იძულებული ხარ ესეთ ბინძურ გზებს მიმართო თავს კი იმით გაიმართლებ რომ ხელშეკრულებით რისი უფლებაც ქონდა იმას აკეთებდი დავამატებ რომ იმის ნივთებთან მაინც ფრთხილად იყავი და აღწერეთ |
Posted by: Kambucha78 19 Dec 2022, 11:12 | ||
JonSnow88
ძვირიანი ქონებაა და უბრალოდ ძალიან სარისკოა ეგრე გაკეთება ჩემთვის. გამოვაგდე ის უკვე, უბრალოდ 8 თვე იჯდა ბუსავით სახლში GIGAGOLD რაც ის უცნაურობა "უკანასკნელი საცხოვრისი" თუ მსგავსობა გაჩნდა კანონში, იმის მერე რაც არ უნდა წერო ამ ხელშეკრულებაში, მაინც ტვბინის ღუნვა გიწევს თუ ცუდი დამქირავებელი აღმოჩნდა. კარგია როდესაც ხელშეკრულება შენსკენ არის (რა თქმა უნდა, ოდნავაც არ ვაკნინებ იურისტების სამუშაოს), მაგრამ მაინც გიწევს ბერიკაობა. გამოსავალი არის მხოლოდ დამქირავებლის კარგად შერჩევა და მუდმივი კომუნიკაცია. თავი მგონია ბანკის თანამშრომელი ბიზნეს სესხზე, ყოველ კვირა რომ კომპანიის ფინანსებში გიძვრება |
Posted by: kelevralawyer 19 Dec 2022, 15:23 |
არ შეიძლება თქო. დანაშაულია სახლში მასე შეჭრა და გინდ ჩაწერე ხელშეკრულებაში და გინდაც არა. დ ა ნ ა შ ა უ ლ ი ა ბარემ ისიც ჩაწერეთ, რომ შეგიძლიათ 1-2 ჯერ გალახოთ კიდეც, თუ არ გამოვა დამქირავებელი დროულად სახლიდან და თქვენვე აღასრულეთ კიდეც. ანუ ამ ლოგიკით დანაშაული არ გამოგივათ ხო რადგან წინასწარ გქონდათ ნებართვა მიღებული სამოქალაქო წესით? სხვა იმხელა რისკებიც ახლავს რამდენად გიღირს ადამიანს მაგის კეთება ეგ მეორე საკითხია. უბრალოდ მეტად უხეშ მაგალითს, ვერ მოვიყვან თუ რატო არ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება. |
Posted by: JonSnow88 20 Dec 2022, 14:04 | ||
მეორე საკეთით ჩაკეტვაც დანაშაულია? სახლში თუ არავინაა, |
Posted by: JonSnow88 29 Dec 2022, 13:30 |
რო წაიკითხავს მაგდენ პუნტქს იურისტი თუ არაა, არამგონია გადაგდება მოინდომეს ისე შეშინდება |
Posted by: procesora 30 Dec 2022, 10:45 |
ბინის გაქირავებაში იმდენი ხვრელია ყველა ხვრელის ამოვსება ძაან რთულია დღევანდელი კანონმდებლობით... თუ ძაან შებერტყილია დამქირავებელი და თაღლითი ეგ ყველა ნიუანსი გათვლილი აქვს და იცის თავისი შესაფერისი მხარის ნიუანსები, გარდა ამისა ბინის მეპატრონესაც ისეთს არჩევენ ცოტა რბილებს... რომ მსგავსი ქმედებით რამდენიმე თვე გაატარებს ბინაში და ცოტა ფულსაც დაზოგავს გადაუხდელობით.... , განა ნებისმიერ მეპატრონეს გაუჩალიჩებენ მსგავს რამეს... რა ამბობთ ჯერ მე ბინას არ ვაქირავებ მაგრამ რომ გავაქირავო და ვიღაც თაღლითმა ფული არ გადამიხადოს რაც დაემართება თავის დაბადებას დაწყევლის ეს ვის ხელში ჩავარდიო.... . მარტო მას კი არა მის საყვარელ ადამიანებსაც არ დავინდობ, აი ასეთი აფეთქებული და თავზე ხელაღებული ვარ. . ან კიდე თუ მაინდამაინც თუ რბილი ხართ ამ საკითხში ან რაღაც გაშინებს ან რაღაც გაჩერებთ ან შინაგანად არ ხარ გიჟი და გადარეული მაშინ : თუ ბინის გაქირავებით ირჩენთ თავს და სხვა შემოსავალი არ გაქვთ... მაშინ ჯობია ბინა გააფორმოთ როგორც სასტუმრო მაგრამ ეს როგორ მოხერხდება კორპუსში არ ვიცი თუმცა კერძო სახლზე კი ბატონო შესაძლებელია თუმცა მანდ სხვა გადასახადებია მერე, აბა მერე მაგ შემთხვევაში არ გადაგიხადოს... ერთ თვეში კი არა მეორე დღესვე შეგიძლია გამოაგდო ბინიდან... |
Posted by: nika117 30 Dec 2022, 11:40 |
ნებისმიერ ხელშეკრულებას საბოლოო ჯამში ძალა აქვს 0. რაც არ უნდა ეწეროს იმ ხელშეკრულებაში სასამართლომდე რომ მივიდეს საქმე შეუძლია უბრალოდ თქვას რო ეს ჩემი ხელმოწერა არააო და მიდი და უმტკიცე რო აი გინდა თუარა შენი ხელმოწერააო. თუ ისეთი შევიდა სახლში რო გამოსვლა აღარ უნდა და აღარც თანხას იხდის სულ ფეხებზე კიდია ხელშეკრულებაც და კანონიც, იციან რო გააგდებენ ადრე თუ გვიან და მაქსიმალურად გაწელავს, სახლსაც დააზიანებს ისე რომ ვერაფერს ვერ მოვთხოვთ კანონიერად საერთოდ. მქონდა მსგავსი შემთხვევა როცა მპირდებოდა რომ დაზიანებულ ნივთს აანაზღაურებდა ან თვითონ გააკეთებდა ნოტარიუსთან შევთავაზე მისვლა რომ წერილობით დაედასტურებინა რომ კონკრეტულ თარიღამდე ამას გააკეთებდა მაგრამ თვითონ ნოტარიუსებმაც კი მირჩიეს რომ ძალა არ აქვს ამ საბუთს არანაირი. ამ ქვეყანაში შენი თავის იმედი უნდა გქონდეს მხოლოდ და სახლში რომ დაადგები ხანჯლით ეგ უფრო მოაგვარებს პრობლემას და მოუგვარებია კიდეც ვიდრე სასამართლოებში სირბილი და განცხადებების წერა. არ მოქმედებს უბრალოდ ეგ ყველაფერი და ადამიანი ზარალდება ძალიან. ძაან სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ მაგრამ ასეა ამ ქვეყანაში. აზრი არ აქვს არანაირ ნოტარიულად დამოწმებულ საბუთსაც კი |
Posted by: Kambucha78 3 Jan 2023, 11:25 | ||
nika117
ან არასდროს გქონია დიდ თემასთან საქმე ან უბრალოდ იურისტებში არ გინდა ფულის გადახდა. ასეთი ნონსენს ნუ წერ საჯაროდ გთხოვ. რომ არა კარგი ხელშეკრულებები და კარგი იურისტები, არაერთხელ დავკარგავდი ძალიან დიდი შესაძლებლობას და რამდენჯერმე გავკოტრდებოდი. ბინის გაქირავებას რაც შეეხება, ხელშეკრულება მაგრად გიცავს ბევრ რამეში. აი შენ თუ დამქირავებელი არ შეარჩიე და წინასწარ არ დაალაგე რაღაცეები, ხელშეკრულება რომ ვერ გიშველის ბოლომდე - ეგ ფაქტია. |
Posted by: nika117 3 Jan 2023, 21:15 |
Kambucha78 ნონსენსი რა დავწერე? კონკრეტულ თემაზე მაქვს საუბარი, დიდი თემას რას ეძახი წლები რო იწელება ბინის საქმე და ბოლოს ან გაგიმართლებს ან არა? 1 თვეც რო გაიწელოს ჩემთვის პიდადად უკვე ძაან დიდი პრობლემაა და 1-2 თვეში ვერანაირი იურისტი და ხელშეკრულება ვერ მოაგვარებს საქმეს, ფიზიკურად არაა მაგის საშუალება იმიტომ რომ კანონი არ გვიცავს გამქირავებელს და ყველანაირად დამქირავებლის მხარესაა, თუნდაც იმიტომ რომ ძაან იშვიათად ხდება სახლიდან გასახლება კანონიერი გზით, საბოლოოდ იმდენ დროს, ფულს და ნერვებს კარგავ რომ ყველანარი აზრი ეკარგება ხელშეკრულებას, არ არსებობს იდეალური ხელშეკრულება, საბოლოო ჯამში ყველაფერი იქამდე დადის რომ ადამიანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული თორემ ვინმე ნაბოზარმა რომ მოინდომოს რომელი კანონი იცავს? არ არსებობს ეგეთი რამე რო 1 თვეში კიარა 6 თვეში მაინც რო გააგდო სახლიდან ეგეთი პიროვნება, თუ მოინდომა იზამს და მორჩა. ბინის გაქირავებსი დროს 0 აქვს ფასი სხვა შემთხვევებში იმედია განსხვავდება ვითარება ელემენტარული რო თქვას დამქირავებელმე ხელშეკრულება ჩემი ხელმოწერილი არააო მაგასაც ვერ დაუმტკიცებ, ბინაში დივანზე მოწერილი ხელშეკრულებას რა ძალა უნდა ქონდეს მართლა მაინტერესებს თუ ამიხსნი მადლობელი ვიქნები. იტყვის წახვედი და ამობეჭდე და ყალბი ხელმოწერა ადევსოო და შენ ამდროს წლები წვალობ რო ჯერ ეგ დაამტკიცო რო მართლა მაგის ხელმოწერაა თუ არა, სასაცილოა იმენა. P.S პირადი მონდომება რომ არა ისევ ვიღაც პირუტყვი იცხოვრებდა ჩემ სახლში და ვიქნებოდი ჩვენი სამართლის იმედზე. ღმერთმა დამიფაროს. რამდენიმე იურისტს დავურეკე თუ კი ვინმე იძებნებოდა ინტერნეტში და იმდენი კონსულტაცია გავიარე მაგიტომ ვამჯობინე მოქმედება |
Posted by: Kambucha78 5 Jan 2023, 23:07 | ||||||||
nika117
ეს
მერე ამასთან იურისტი რა შუაშია? ჩვეულებრივი ბიზნეს რისკია. იურისტმა უნდა გითხრას რა როგორ დაალაგო და რისკების შეფასებაში დაგეხმაროს. შენ უნდა გათვალო ეს რისკი რა გიღირს. მაგის გამო მე პირადად ავწიე ფასები ქირაზე და დამქირავებელზე დავიწყე კრედიტინფოს მოთხოვნა. არ უნდა მომცეს? არც მე მინდა მივცე ჩემი ქონება ასეთ ტიპს.
ამი გამო ვარეგისტრირებ საჯაროში იჯარებს. ესეც იურისტის რჩევით. |
Posted by: nika117 9 Jan 2023, 00:51 |
Kambucha78 როგორ თუ რა შუაშია იურისტი, ამბობ რომ იურისტში ფულის დახარჯვა არ გინდაო და რაში ვიხადო ფული რომ იურისტმა მითხრას რო 2 წელი მოგიწევს ჭიდაობა ვაიდა ვინმე არაკეთილსინდისიერი შევიდაო? ეგ ვიცი ისედაც. გამოსავალი რაარი? რისკი როა მაგას რავი ბიძაჩემიც მეუბნება ფული მივცე? ბინის თვეების ფასი თუ დამიჯდა იურისტიც ეგეც რათ მინდა ჰო, ეგ ის საქმე არაა რო 1 თვეში და 2 თვეში მთავრდებოდეს, ვიღაც უნდა არჩინო კაი 1 წელი და ბარემ იყოს ის ვიღაც იცხოვროს რავი დენს გაუთიშავ წავა მაინც ზამთარში იურისტი კანონით ხელმძღვანელობს და იმას ვერ გირჩევს რო გვერდი აუარო და უკანონო გზებს მიმართო, საკეტი შეუცვალო და ა.შ გქონია შემთხვევა რომ არ იხდიდეს დამქირავებელი, არც სახლიდან გადიოდეს თავისით და კანონიერი გზით მოგეგვარებინოს? ვგულისხმობ ბინის დაცლას შეთანხმებულ დროში. ან მეტს რატომ ახდევინებ ადამიანს თუ იდეალური ხელშეკრულება არსებობს და თან იურისტები გიმაგრებენ ზურგს? კრედიტ-ინფო შეიძლება რაღაც შემთხვევებში გამოგადგეს მაგრამ ბევრი მდიდარი პროჭი მინახავს რომელიც კაპიკეპზე გამოგეტირება არაიმიტომ რომ არ აქვს უბრალოდ პროჭია და სისხლში აქვთ განსაკუთრებით არ დავასახელებ რომელი რასის წარმომადგენლებს. მითუმეტეს თუ უცხოელი ჰო საერთოდ აზრიც ეკარგება მაგ კრედიტინფოს. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ საერთოდ არ იდგებოდა ეს საკითხი. ბინას აქირავებ რა იურისტი რის იურისტი რო დაფიქრდე, სადაც ყველაფერი გაწერილია კანონით და დალაგებულია სიტუაცია. აქ კიდე ვიღაცას შეუშვებ ბინაში არც ფულს იხდის არც გადის და პოლიცია აქეთ გეკაჩავება რატო გვაწუხებ ჩვენი საქმე სულ არააო და წადი იჩივლეო ბოლოს აქეთ შეიძლება შარი მოგდონ. |
Posted by: Kambucha78 10 Jan 2023, 16:14 |
nika117 რა გითხრა აბა მეგობარო. 15 წელია რამდენიმე ფართს ვაქირავებ და ხან ერთი ლოკაციაა პრობლემური და ხან მეორე. არაკანონიერი არასდროს არაფერი გამიკეთებია და შედეგი ყოველთვის მაქვს. კი, ზოგი იწელება, მაგრამ არა წლობით. არ გინდა იურისტს თანხა გადაუხადო - ნუ გადაუხდი. |
Posted by: lordilidan 10 Jan 2023, 20:06 | ||
საქმის გარჩევებით რო ვერაფერს გავხდით, ბოლოს დედაჩრმი დაემუქრა, ლაბორატორიაში ვმუშაობ და ყველა დაავადებას გადაგდებთო, ცეჰეპატიტს და შიდსო, ხოდა აიღო ქათმის სისხლები უსვა ბინის კარებს და სახელურს, 2 დღეში გაიქცნენ, მაშინ პატარა ვიყავი 10 წლის წინ მოხდა, ეხლა რო არ გავიდნენ ლიმონკას შევუგდებ, პატრულში დარეკავენ არა კვახი, საერთოდ რამეს აკეთებს პოლიცია საქართველოში? გამოიძახებს, ფაქტები არექნბე ა და არც პოლიციელები იკლავენ თავს საქმის გამოძიებით, აგერ ჩემ მეგობარ გოგოს კლუბში ჩანთა მოპარეს და აქეთ აკაჩავა გოგო პატრულმა წესიერ გოგოს მაგ კლუბში რა გინდოდაო, კანონი აღარააა ამ ქვეყანაში და შენ შენი თავით უნდა გაიტანო დამართალი |
Posted by: nika117 11 Jan 2023, 14:03 |
lordilidan მდგმური 1 თვეზე მეტი არ ჩანდა, არც კონტაქტზე გამოდიოდა. არც კომუნალურები ქონდა გადახდილი არც ქირა მოკლედ. საკეტი რო შევცვალე მივწერე რო ოდესმე იქნებ ნახოსთქო. რამდენიმე კვირაში საკეტი გატეხა ბინაში შევიდა რო თავისი ნივთები წაეღო, როცა უკვე ალაგებული მქონდა მაგის ნაგავი და პატრულში რო დავრეკე სახლი გაიმეტეხეს მეთქი აქეთ მეკაჩავებოდნენ ნაქირავები თუ ქონდაო მერე რაოო, არავის არ აინტერესებს იხდის არ იხდის. იქირავა იმისია მორჩა ანუ არავინ არ ხარ შენ. ისიც არ უკითხავთ ჩემი ნივთი რამე იყო თუარა წაღებული სახლიდან, როცა სავსე იყო ავეჯით და ტექნიკით. რო ჩამოვედი ქვეყანაში დამიბარეს დაჟე განყოფილებაში და ხელწერილები მაწერინეს აქეთ. იმის იმედი მქონდა ხოლმე ადრე რო რო რამე პატრულში რო დარეკავ მდგმურს შეეშინდება ან მოერიდება და ცოტა აზრზე მოვა, მარა ჩემი ფეხები უცხოელებს უფრო მეტი უფლება აქვთ ჩვენ ქვეყანაში ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს და მიდი და სდიე ეხლა ვიღაც ჩამოთესლილს და არკვიე მითუმეთეს კანონიერი გზებით. ვინც გარკვეულია მაგ კანონებში ისინი უფრო ჩალიჩობენ მაგეებს, თორე წესიერი პატიოსანი ადამიანი აზრადაც ვერ მოვა რო თვეები ისე იცხოვროვს სახლში რო გაუვიდეს. ბევრი ისტორია ვიცი ქართველებზეც რომლებიც მასე ცხოვრობდნენ 6 თვე მერე სხვაგან გადავიდოდნენ და ასე. აგინებენ და მორჩა სხვა მეტი ბერკეტი აქ არ არსებობს. |
Posted by: GIGAGOLD 12 Jan 2023, 15:14 |
ნაცების დროს კარგად იყო ეგ კანონში,რეკავდი პატრულში და ეგრევე ასახლებდი აბა ფული არ გადაეხადა ამ მთავრობამ კი იი "ხალხი არ გავაბრაზოთ" გამოსახლების უფლება მარტო სასამართლოს მისცა და პოლიცია ბუტაფორიად დარჩა სასამართლოშიც რო მიდიხარ და იგებ, ეგრევე არ სრულდება გამოსახლება აღსრულების ეროვნული ბიურო გიწელავს და გეუბნება რომ სახელმწიფოს დროებით შეჩერებული აქვს გამოსახლებაო მაგალითად ყველა არჩევნებამდე 6 თვით ადრე არცერთი გამოსახლება არ იგეგემება,არც კორონას დროს იყო აქეთ კიდე ვდგავართ პატიოსანი ხალხი რომელიც მაგით ვშოულობთ ფულს ამიტომ გვიწევს არალეგალური ხერხების გამოყენება,დაშინება,საკეტის გამოცვლა,ბინაში შეჭრა ჩვენც ვიცით რომ ცუდია ეგ მარა სხვა გზა არ გრჩება და მეორეც ციხეში ამის გამო არავინ ჩაგაყუდებს თუ სწორად უდგები პრობლემურ დამქირავებელს |
Posted by: lordilidan 12 Jan 2023, 15:42 | ||
არუნდა დაგერეკა პატრულში, 1 თვის თანხა რაც იყო, იმ რაოდენობის და ფასის ნივთები უნდა აგეღო და წამოგეღო, ის დარეკავდა პატრულში და იმას აკაჩავებდნენ, არვიცი რატოა ეს მენტალიტეტი, გარაჟი რო გაკიტეხეს და პატრული გამოვიძახე, ჩემი.მიკაჩავების მცდელობაც ქონდა, ხალხს იცი როგორ უჭირსო, შენ ემელი რო გყავსო,... ეგრევე შევუბრუნე სიტყვა, 90 იანებში მე რო მიჭირდა თქო? რა უნდა გამეკეთებინა თქო ან მომავალში რო გამიჭირდეს? და მოკეტეს მაგ ოროსნებმა |
Posted by: nika117 12 Jan 2023, 22:16 |
1 კითხვა მაქვს გამოცდილ გამქირავებლებთან. რამდენი ხნით ადრე აფრთხილებთ რომ ბინა დაცალონ. არის თუ არა 1 თვე საკმარისი |
Posted by: tikusha 13 Jan 2023, 06:01 | ||
ხელმოწერები რომ დამოწმდეს ნოტარიულად? |
Posted by: Kambucha78 13 Jan 2023, 10:04 | ||
nika117
ხელშეკრულებაში როგორც წესი მიდევს 3 თვე ორივე მხარისთვის. შეიძლება გამონაკლისიც რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ უბრალოდ დიალოგში, თუ დაგთანხმდა - დაგთანხმდა. |
Posted by: nika117 13 Jan 2023, 10:32 |
Kambucha78 როგორც ვიცი სააგენტოებიდანაც, ძირითადად 1 თვეს წერენ თუარ ვცდები. ამ შემთხვევაში მორალურად მაქვს თუარა მოვთხოვო 1 თვის ვადაში ბინის დაცლა ეგ მაინტერესებს. მგონი საკმარისზე მეტი დროა რო 1 თვეში აბარგდე და სხვა ბინა ნახო. ხელშეკრულება არ გვიდევს 8 წელია უკვე ცხოვრობს * * * tikusha ჰო როგორც უკვე დაიწერა, სულ რომ სასამართლოც მოიგო იმ დღესვე და იმ თვესვე არავინ გამოასახლებს მაინც და ისევ დაზარალებული რჩები. სულ რო 100% მართალი იყო. |
Posted by: Kambucha78 13 Jan 2023, 10:41 | ||||
nika117
8 წელი თუ მანც ცხოვრობს, 1 თვეში ახალი ბინა იპოვოს, მოილაპარაკოს ყველა პირობაზე და თან გადავიდეს - მე ვერ წარმომიდგენია.
ბევრ გენიალურ რამეს წერენ სააგენტოები. იმიტომ გვაქვს მერე გაუგებრობების 90% სააგენტოების უმეტესობა გამქირავებელს და დამქირავებელს სხვადასხვა რამეზე რომ უთახნმდება და ხელშეკრულებას არავინ კითხულობს. პირადად მე მეტ დროს მივცემდი. მაგრამ ეს რა თქმა უნდა მხოლოდ თქვეზეა დამოკიდებული და არსებულ ხელშეკრულებაზე. |
Posted by: nika117 13 Jan 2023, 11:04 |
Kambucha78 სააგენტოები კი ცალკე ჯოჯოხეთია ლიჟბი გააქირაონ და აი ყველაფერს კადრულობენ რასაც ქვია. კლიენტი იმას მედავებოდა რო ძვირს ვახდევინებდი. ტიპები იაფად დებენ განცხადებას და მერე რო მოდიან უი გაუძვირებიათო და დამქირავებელი ჩემზე იყო უკმაყოფილო რო 50$ ით იაფად ვნახეო და იმის მერე ჯიბრში იყო ყველაფერზე ტიპი. |
Posted by: Kambucha78 13 Jan 2023, 11:24 | ||
nika117
აბა მაშინ პირდაპირ კითხე რამდენი ხანი გინდა გადასვლაშითქო. თუ გითხრა არ მინდაო, მაშინ ფასზე წუწუნს მორჩეს |
Posted by: nika117 13 Jan 2023, 11:44 |
Kambucha78 არა ეს სხვა ქეისია. ვისაც გასვლა უწევს ის 8 წლის წინანდელ ფასს იხდის 3 ოთახიან ახალ ბინაში და 1 მადლობაც არ უთქვამს როცა ღირებულება დოლარშია უკვე ეგეთი ბინების რასაც მე ლარში ვაძლევ. ყველა ტირის ბოლოს მაინც |
Posted by: lordilidan 13 Jan 2023, 13:52 |
ისე ეხლა საბურთალოზე 1 ოთახიანები, ძველი რემონტით, მაგრამ ყვრლა საჭირო ავეჯით რამდენში ქირავდება? |
Posted by: Kambucha78 13 Jan 2023, 19:02 | ||
lordilidan
საბურთალო ძალიან დიდია. გააჩნია სად არის, ახალი შენობაა თუ ძველი, რომელი სართულია, როგორი რემონტია, როგორი ავეჯია... საშუალოდ ქირის ოდენობა არის ბინის საბაზრო ფასის 0.7%-დან 1.1%-მდე |
Posted by: nika117 14 Jan 2023, 14:22 |
Kambucha78 ხელშეკრულების ნიმუში ხომ არ გაქვს? |
Posted by: lordilidan 21 Jan 2023, 02:37 | ||||
ზედ ვაჟაზეა, სამედიცინოს მეტროდან 100 მეტრში, ზედ გზაზე,.მეორე სართული |
Posted by: lordilidan 27 Jan 2023, 16:10 | ||||
ვთქვათ და მივედი ბინაში, მოვერიე ფიზიკურად და გამოვაგდე გაქირავებულ ბინაში ყველა, ან მ დროს გამოვცვალე გასაღები როცა შიგნით არავინაა და ჩავკეტე სახლი, რას მომჭამენ იურიდიულად, |
Posted by: DORO 16 Feb 2023, 20:04 |
J&J Consulting დაფინანსებული · რატომ არ კოპირდება .. https://www.facebook.com/JJC.LawOffice/ ესენი მუშაობენ ურჩ დამქირავებლებზე . |
Posted by: Amigo-Amo 17 Feb 2023, 01:10 |
ჩემი აზრით, ყველანაირ რისკს აზღვევს ქირავნობის ხელშეკრულების შინაარსის ნოტარიული დამოწმება, რომელიც ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწერის საშუალებას იძლევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაში დავების გადაწყვეტის წესი ისე გაწეროთ, რომ პირველი ინსტანციის მიერ გამქირავებლის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საშუალებას ითვალისწინებდეს. ისე, კორპუსის ბინის გაქირავების შემთხვევაში, გამქირავებელი სტანდარტული 20%-თ არ იბეგრება? |
Posted by: Niku7a 17 Feb 2023, 14:51 | ||
Amigo-Amo
5% |
Posted by: Amigo-Amo 17 Feb 2023, 15:08 | ||||
და სად რეგისტრირდები გადამხდელად? საშემოსავლოში? + საჯარო რეესტრში რეგისტრაციაც სავალდებულოა? |
Posted by: Niku7a 17 Feb 2023, 16:00 |
Amigo-Amo გამქირავებელთა რეესტრში რეგისტრირდები, შემოსავლების სამსახურის მეშვეობით. უფრო კონკრეტულად https://www.rs.ge/PersonsPreferentialTax?cat=5&tab=1 |
Posted by: lordilidan 19 Feb 2023, 18:32 |
320 ლარად მქონდა გაქირავევული მერვე სართული ისნის რაიონში, ერთოთახიანი, ძველი რემონტით უავეჯოდ, თავისი ავეჯით არიან და ყველაფრით არიან, ბინაში რამე თუ გაფუჭდება არც მეძახიან, გუშინ გავილუზარდე და 400 გაუხადე, გაუხარდათ მეტით რო არ გაუზარდე,... თქვენ როგორ ფიქრობთ ამაზე მეტად შეიძლებოდა? 1 წელი მინიმუმ პირობას ვერ შევცვლი, არც მაგ 5 პროცენტს ვიხდი და არც გაფორმებული არმაქვს.... |
Posted by: ninicool 25 Feb 2023, 17:29 | ||
Niku7a
მე 1% რატომ ვიცოდი? ერთი პერიოდი ხომ 1% იყო? lordilidan მაგ ფასად გორში მაქვს გაქირავებული. |
Posted by: vasovaso92 25 Feb 2023, 18:30 |
უბინაობაზე ღლეობა არაფერია ცხოვრებაში თან ამ დროში. |
Posted by: donrobita 26 Feb 2023, 22:41 | ||
ninicool 1 პროცენტი არის მცირე მეწარმის შეღავათიანი გადასახადი, რომელიც ერთობლივი შემოსავლის 1% იხდის (წლიურ 500 000 ლარამდე) ბიუჯეტში. (მოგება-წაგება ამ დროს სახელმწიფოს მაგრად ახატია, ბრუნვის 1% მიაქვს ბიუჯეტში) ბინის გაქირავება არ შედის მცირე მეწარმის საქმიანობებში. ბინის გამქირავებელი ბიუჯეტში იხდის 5% -ს. კომერციული ფართის გამქირავებელი იხდის 20% -ს. * * *
ძალადობაზე შეუძლია გიჩივლოს თუ ძალის გამოყენებით გამოაგდებ ბინიდან |
Posted by: lordilidan 27 Mar 2023, 16:22 | ||||
იმ დროს როცა სახლში არ არიან,.მეორე გასაღებით რო დავკეტო მაგ დროს რა ხდება? ასევე შემიძლია კანონში ჩაწერილი ნივთები რომლებიც ავტომატურად ჩემს სახელზე გადმოვა ავდგე შევიდე ბინიდან და გამოვიტანო? |
Posted by: lordilidan 22 Apr 2023, 23:51 | ||
შენზე არ ვამბობ, მაგრამ ბევრმა სისულელით დაკარგა ბინა, ბანკში რო ჩადებ რაღაც მანქანის სანაცვლოდ ან გაუთვლელი ბიზნესის დაწყებით, ცხოვრებაში ფული არ მისესხებია ბანკთან საქმის დაჭერაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია |
Posted by: ladusha2 23 Apr 2023, 17:58 |
donrobita ერთი კითხვ მაქვს თქვენთან თუ გაქვთ ინფორმაცია, ბინის გაქირავებაზე არის 5% და როცა მაგალითად სახლს აქირავებ იგივეა 5% პროცენტი? |
Posted by: donrobita 26 Apr 2023, 14:38 |
ladusha2 კი იგივეა, კომერციული საქმიანობისთვის თუ არ აქირავებთ გინდა ბინა იყოს გინდა კერძო სახლი 5% იხდით ბიუჯეტში |
Posted by: lordilidan 18 May 2023, 17:11 | ||||
ჩემი მშობლებისაა ორივე ბინა, მე ვინ რას მეკითხება, ასე იძახიან ნორმალური ხალხია და სტაბილურად იხდიანო, სექტემბრიდან უნდა გავუზარდო 600 ლარამადე საბურთალოზე, ისანში უკვე გავუზარდე 3 თვის წინ 400 გავუხადე, ძველი რემონტია |
Posted by: kolopolo 2 Jul 2023, 10:26 |
საოჯახო ტექნიკის (მაცივარი . სარეცხი მანქანა) გაფუჭების შემთხვევაში ვინ აკეთებს გაფუჭებულ ნივთს- ბინის მეპატრონე თუ მდგმური |
Posted by: lordilidan 5 Mar 2024, 18:34 | ||
მათი ყოფნის დროს თუ გაფუჭდა იასნია მდგმური, აბა თავისით ხო არ გაბუჭდება ტექნიკა, ესეიგი უდიერად მოეპყრნენ, აბა ხაზეინმა რო იძახოს მე გავაკეთებ ყველაფერსო, მდგმურს არანაირი მოტივაცია არ ექნება რაიმე ნივთს ან ტექნიკას რო გაუფრთხილდეს |
Posted by: Kambucha78 6 Mar 2024, 19:42 | ||
kolopolo
გააჩნია ხელშეკრულებაში რა გიწერია. მე ვუკრძალავ ნებისმიერი ნივთის რემონტს ან შეცვლას წინასწარი გაფრთხილების გარეშე. როგორც წესი თუ რამე ფუჭდება, მიდის ჩემი ხელოსანი და აფასებს ზიანის მიზეზს. თუ ნივთI უბრალოდ გაფუჭდა და არავის ბრალი არ არის, მე ვფარავ ხარჯს. თუ დამქირავებელმა დააზიანა რამენაირად, ის ფარავს. თუ აღმოაჩინა ჩემმა ხელოსანმა რომ ვინმემ რამე გააკეთა ბინაში, როგორც წესი ჯარიმას ვაკისრებ. |
Posted by: chelo123 19 Mar 2024, 09:24 |
ძალიან მნიშვნელოვანია კარგი კონტრაქტის გაკეთება აი ძალიან |