Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > გაზის მრიცხველის გამო 1000 ლარიანი ჯარიმა


Posted by: mrpitkina 3 Apr 2013, 15:17
ესეიგი რა ხდება

2012 წლის ნოემბერში შევიძინე ბინა

მას მერე პატიოსნად ვიხდიდი გაზის გადასახადს 120-130 ლარს საშუალოდ თვეში, მაქვს კარმა და წყლის გამაცხელებელი გაზზე

მოვიდა დღეს ვიღაც გაზის კანტორიდან და მრიცხველი განახსნელიაო და უნდა წავიღო ექსპერტიზაზეო,სავარაუდოდ 1000-იდან ზევით ჯარიმას გამოგიწერთო

არი რამე საშველი თუ გავიკეთო ხარაკირი? ვინმეს რამე გამოცდილება ხომ არ გაქვთ მსგავს შემთხვევასთან?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 3 Apr 2013, 15:28
mrpitkina
თუ გამოგიწერეს ჯერ გაასაჩივრე სემეკში და მერე სასამართლოში.

Posted by: mrpitkina 3 Apr 2013, 15:40
LEGEN_wait for it_DARY

ჯერ არ დაუწერიათ მრიცხველს მოვიტანთო დროებითსო და იმას დავაყენებთო

საღამოს მოვლენ და რავი რა იქნება არ ვიცი

4 თვეში ერთი 500 ლარი კი მაქვს გადახდილი და განა რამდენს წვავს ეს კარმა საშუალოდ თვეში მაგხელა ჯარიმა რა უბედურებაა რა უნდა მომეპარა ეგეთი არ ვიცი

ხელი არ მომიკიდია მაგრამ მაინც

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 3 Apr 2013, 15:44
mrpitkina

თუ იპარავდა ის მრიცხველი დიდი ალბათობით გამოწერენ ჯარიმას (ბიუჯეტი უნდა გაავსონ თავისი), ამის მერე სემეკში საჩივარს დაწერთ და დიდი ალბათობით არც მაგ საჩივარს დააკმაყოფილებენ და მერე უკვე სასამართლოში შეიძლება ჩივილი, მაგრამ მტკიცების ტვირთი თქვენზე იქნება, რომ არ იცოდით და არც შეიძლება გცოდნოდათ, რომ ეს მრიცხველი რამეს იპარავდა.

Posted by: gio_cxel 3 Apr 2013, 16:14
მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა, წაიღეს ექსპერტიზაზე, გაირკვა რო განახსნელი იყო, მაგრამ წინა პატრონის მიერ... არ დაუწერიათ ჯარიმა.... მიზეზი , რატომ აღარ დაწერეს თუ არ გვეკუთვნოდა აღარ მახსოვს..

Posted by: Strategy2008 4 Sep 2013, 16:50
მოკლედ:
ბებოს მოაკითხეს და მოუხსნეს მრიცხველი - ჩინური კონტრაფაქტულიაო. მერე რა რომ პლომბი მთელი არისო - რაღაც შურუპი უნდა ქონდეს და არ აქვსო, თან დააყოლეს - მაგ შურუპს კიდე პლომბის აძრობის გარეშე ვერ მოხსნიო (არის შემთხვევები რომ ქარხნიდან უკვე აღარ აქვს ეგ შურუპიო).
დაუწერეს აქტი, შეაცვლევინეს მრიცხველი (125 ლარი) და დააჯარიმეს 300 ლარითაც.

ხოდა
როგორ უნდა მოიქცეს რომ ეს ჯარიმა გაუუქმონ, რომელ ინსტანცია-კანტორაში უნდა მივიდეს?

Posted by: gogoshkagogoshka 4 Sep 2013, 17:36
Strategy2008

ყაზტრანგაზ თბილისის გვრდით ეზოში შესასვლელშI არის რაღაც ოთახი მანდ მივიდეს. ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე მრიცხველს/

Posted by: Strategy2008 4 Sep 2013, 18:58
gogoshkagogoshka

QUOTE
ყაზტრანგაზ თბილისის გვრდით ეზოში შესასვლელშI არის რაღაც ოთახი მანდ მივიდეს

ეგ სად არის? რა მისამართზე?


QUOTE
ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე მრიცხველს

ჯერ არა,
ეგ ექსპერტიზის ბიუროში უნდა გაკეთდეს ხომ? (ფასები - ვადები - პროცედურები ხომ არ იცით?)

Posted by: Voila 4 Sep 2013, 19:01
mrpitkina
მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, საჩივრები ვწერეთ ... ჯერ ყაზტრანსგაზს მივწერეთ, მაგრამ უშედეგოდ, და მერე სემეკს მივწერეთ.

ჩემს შემთხვევაშიც წინა პატრონის ბრალი იყო.
დროებითი მრიცხველიც იგივეს წერდა, რასაც ძველი. ანუ მრიცხველი კი არ წერდა ცოტას, უბრალოდ განახსნელი იყო და ალბათ თავის დროზე ჩამოყრილი.

სასამართლოში ჩივილსაც ვაპირებდით, მაგრამ სემეკმა აღარ დაგვარიცხა თანხა და მოგვცა გაფრთხილება biggrin.gif დეგენერატები, თავის კორუმპირებულ თანამშრომლებს მიხედონ, მე კი არ ვიღებდი ფულს მოსახლეობისგან მრიცხველის ჩამოყრაში, მაგათი ინკასატორები აკეთებდნენ.
თუ კიდევ გამოვიცვლი ბინას, ეხლა უკვე ვიცი, რომ ყველა მრიცხველი წინასწარ უნდა შევამოწმებინო და ყველამ იხადოს თავისი ჯარიმა mad.gif

Posted by: progresi 5 Sep 2013, 10:52
Strategy2008
მქონდა ეგეთი შემთხვევა და ჩამომაწერეს. ანუ რა ხდება: მანდ მნიშვნელოვანია ძველი და ახალი მრიცხველის ჩვენებები და ასევე ისეც შეფუთული იყო თუ არა ძველი მრიცხველი, თუ შეფუთული იყო და ეს ოქმში წერია ასევე ძველი და ახალი ჩვენებები დაახლოებით ერთნაირია მაშინ დაწერე საჩივარი ჯერ ყანსტრანსგაზში და თუ არ დაგიკმაყოფილეს მერე სემეკში. მაგრამ ვადები არ გაგექცეს რადგან ყანსტრანსგაზის უარი საჩივრდება გამოტანიდან 10 დღეში და არა ჩაბარებიდან და მანდ ეშმაკობენ ზუსტად, მე-9 დღეს ჩამაბარეს მე და ჩემმა გამოცდილებამ მიშველა თორემ ჩვეულებრივი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, ანუ არადავოკატი და არა იურისტი, ვადას გავუშვებდი

Posted by: gogoshkagogoshka 5 Sep 2013, 11:26
progresi

ზოგადად ვადები აითვლება ჩაბარებიდან და არა გამოტანიდან. ეგ სადაური წესია ?

Posted by: Voila 5 Sep 2013, 11:51
gogoshkagogoshka
QUOTE
ზოგადად ვადები აითვლება ჩაბარებიდან და არა გამოტანიდან. ეგ სადაური წესია ?

ამიტომ, ეგეც უნდა ჩაუწერო სემეკს საჩივარში, რომ გონივრულ ვადაში არ ჩაგაბარეს შეტყობინება. რომ ყველაფერთან ერთად, კვალიფიკაციის ნაკლებობას აქვს ადგილი ყაზტრანსგაზში. და დაახურო თავზე ბოლომდე.

Posted by: gogoshkagogoshka 5 Sep 2013, 11:59
Voila

პირდაპირ ეწინააღმდეგება მათი საქციელი მოქმედ კანონმდებლობას. ჩაბარებიდან აითვლება და თან გონივრული ვადა უნდა გქონდეს გასასაჩივრებლად. ასე რომ მართლა უნდა დაამხოს ვიღაცამ smile.gif

Posted by: 088 5 Sep 2013, 13:59
mrpitkina
QUOTE
მოვიდა დღეს ვიღაც გაზის კანტორიდან და მრიცხველი განახსნელიაო და უნდა წავიღო ექსპერტიზაზეო,სავარაუდოდ 1000-იდან ზევით ჯარიმას გამოგიწერთო


მოაგტყუეს

მუხლი 96 1 . ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება

1. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით


პირველ ჯერზე გაფრთხილებაა და შემდეგ 100 ლარი


უბრალოდ ჯარიმის გარდა კომპანიას შეუძლია დაგარიცხოს არაუმეტეს 3 თვის თანხა , დარიცხვის მეთოდიკის შესაბამისად

Posted by: progresi 5 Sep 2013, 14:11
gogoshkagogoshka
QUOTE
პირდაპირ ეწინააღმდეგება მათი საქციელი მოქმედ კანონმდებლობას

საქმეც ეგაა რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ეგრე წერია, გადაწყვეტილებიდან 10 დღეო.

QUOTE
ასე რომ მართლა უნდა დაამხოს ვიღაცამ

სასამართლოში არ წავიდა ეგ საქმე და სხვა მხრივ რა გინდა რომ ქნა.

Posted by: gogoshkagogoshka 5 Sep 2013, 14:26
progresi


უნდა დაამხო. biggrin.gif პოლისჯოხით მივარდე და გადაალეწო თავზე. ნუ დაგიჭერენ ხო მგრამ მაინც biggrin.gif სხვა გზა თუ არ არის რა უნდა ქნა biggrin.gif

Posted by: carvera 5 Sep 2013, 14:59
QUOTE
2012 წლის ნოემბერში შევიძინე ბინა

მას მერე პატიოსნად ვიხდიდი გაზის გადასახადს 120-130 ლარს საშუალოდ თვეში, მაქვს კარმა და წყლის გამაცხელებელი გაზზე

მოვიდა დღეს ვიღაც გაზის კანტორიდან და მრიცხველი განახსნელიაო და უნდა წავიღო ექსპერტიზაზეო,სავარაუდოდ 1000-იდან ზევით ჯარიმას გამოგიწერთო

ჩემს თანამშრომელს მოუვიდა ეგრე, ბინა იყიდა და ძველ მეპატრონეს ქონდა ნაჩალიჩარი მრიცხველზე, 1000 ლარით აჯარიმებდნენ,
ცოტა მიაწვა-მოაწვა და იმოქმედა: გაზმა, გამოგიწერთო დაჯარიმების აქტსო და მერე გაასაჩივრეო... ბოლოს, ჩამოაწერეს ჯარიმა.

Posted by: gogoshkagogoshka 5 Sep 2013, 15:05
carvera

აქედან დასკვნა:

იყდი სახლს? შემოამწებინე smile.gif ჩამთვლელი და ისე შედი smile.gif

Posted by: carvera 6 Sep 2013, 09:45
gogoshkagogoshka
QUOTE
აქედან დასკვნა:

იყდი სახლს? შემოამწებინე  ჩამთვლელი და ისე შედი
ეს და კიდე ერთი, ყოველი შემთხვევისთვის გაესაუბრე იურისტს biggrin.gif

Posted by: 7903251 6 Sep 2013, 12:34
ადრე- აქ ფორუმზე ვნახე იგივე თემა, ზუსტად არ მახსოვს მაგრამ რომელიღაცა იუზერმა დაპოსტა, რომ სზაკ-ის თანახმად პირველ "დაჭერაზე" გაფრთხილება ეკუთვნისო აბონენტსო.



Posted by: gogoshkagogoshka 6 Sep 2013, 12:39
carvera


მაგის კულტურა სად არის საქართველოშ. მე მყოლია მოქალაქეები და ძალიან ბევრი რომ მოდიან და შესაგებლის შეტანის ვადა გასული აქვს და ასეთი ლოგიკით მოდის.:

მომივიდა სარჩელი დავხედე და გადავდე ვიფიქრე რა უნდა დამაკლოსო smile.gif მოვა მერე და გეწუწუნება რა ვქნაო smile.gif ვდგავარ მერე დაუსწრებლებს ვასაჩივრებ დებილივით, smile.gif თან რომ იცი რომ წაგებული გაქვს smile.gif საშინელი შეხედულებებია. ვერ დავიდა ამ ხალხის აზროვნება იმდე რომ რას გიზავს სარჩელი კი არა გიზავს!!!!!!!!!!!!!!!!!! smile.gif დავიქოქე smile.gif

Posted by: Bestpc 10 Dec 2013, 18:44
1500 ლარი რა ამბავია ხო არ ######## ეგენი ?

თითქმის ყველა რადიატორი მაქვს ჩართული და თვეში MAX 200 ლარამდე ავიდე, მთელი ზამთარი არ მიჯდება 1500 ლარი და ამათი არითმეტიკა არ უნდა მო### ?

მე არასდროს არ ჩამომმიყრია სისულელეა უარეს შარში უნდა გადავარდე ვიდრე ის 50 თუ 100 ლარის ეკონომია, მაგრამ ეგ წესი თU მართლა უნამუსობაა უბრალოდ.

თან ვერ გავიგე თუ პირველ ჯერზე გაფრთხილებაა და მერე განმეორებითზე 100 ლარი ჯარიმა აბა 1500 რა არის უბრალოდ საჩუქრად მოყვება ? :|

Posted by: Statham 11 Dec 2013, 16:00
mrpitkina

ხომ დაა,ტკიცებ რომ ბინა შეიძინე და პატიოსნად იხდიდი გადასახადს? სავარაუდოდ გაითვალისწინებენ

Posted by: cqima 29 Nov 2017, 01:20
გამარჯობა, ძველი თემაა მაგრამ იმედია ვინმე გამომეხმაურება, მოკლედ გაიჭედა გაზის მრრიცხველი იგივე ჩვენებას წერს სულ , გაქირავებული იყო ბინა და დიდი ალბათობით ისინი აჩერებდნენ ადრე იმიტომ რო ეტყობა ოდნავ რაღაცები თუმცა შესაფუთი პარკი გარედან არ იყო დაზიანებული და ოქმშიც ასე ჩაწერეს.
ექსპერტიზაზე მიაქვთ ეხლა და დიდი ალბათობით დაწერენ ჯარიმას, რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?

Posted by: mishoji 1 Feb 2024, 00:38
ახლა რა სიტუაციაა ჯარიმებთან დაკავშირებით. შველის გასაჩივრება?

Posted by: chelo123 19 Mar 2024, 08:31
მანამდე არ იყვნენ გაფრთხილებაზე მოსულები? ჩემთან არ იყვნენ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)