Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ინდ.მეწარმე...


Posted by: xxx_boy 14 Jan 2011, 16:59
როგორ გავხდე ინდ მეწარმე?? რა საბუთებია საჭირო??

ვეძებე და ვერ ვნახე ამის შესახებ...იქნებ გამარკვიოთ? ინდმეწარმეთ მინდა დარეგისტრირება და რა საფეხურები უნდა გავიარო?

Posted by: lebidor 14 Jan 2011, 17:20
მიბრძანდით საჯარო რეესტრში, და იქ დაგარეგისტრირებენ, თუ არ ვცდები 10 ლარი ღირს ერთ სამუსაო დღეში დარეგისტრირება, ისე რისთვის გინდა? თუ მაღაზიას ან მსგავს რაიმეს აპირებთ, 30 000 ლარამდე ბრუნვით, არ გირჩევთ, ჯობია ფიზიკურ პირად დარეგისტრირდე და მიკრო მეწარმის სტატუსი აიღო smile.gif მერე არაფერს არ გადაიხდი smile.gif

Posted by: xxx_boy 14 Jan 2011, 17:24
lebidor
პატარა მაღაზიის გახსნა მინდა მაქსიმუმ 15 000 ქონდეს ბრუნვა......ფიზიკურს და ინდ მეწარმეს შორის გადასახადსა და ბრუნვაშია განსხვავება მარტო?? თუ დენის და წყლის ტარიფებშიც?

Posted by: lebidor 14 Jan 2011, 17:32
არა, თუ ინდ მეწარმედ დარეგისტრირდები, მაშინ ჩვეულებრივად დაიბეგრები, ანუ შემოსავალი რაც გექნება, იმას გამოაკლდება გამოქვითვები,(დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯები) და დარჩენილი თანხის 20% საშემოსავლო გადასახადს გადაიხდი ბიუჯეტში. მაგას კიდე ჯობია რომ ფიზიკურ პირად დარეგისტრირდე პირდაპირ საგადასახადოში და მიკრო მეწარმის სტატუსი მოითხოვო, ამ სემთხვევაში არც არაფერს არ გადაიხდი, ახალი კოდექსით 30 000 ლარამდე შემოსავალი გათავისუფლებულია გადასახადისგან. ოღონდ გაითვალისწინე რომ სალარო აპარატი აუცილებლად გჭირდება, ორივე შემთხვევაში, ხოო წყლის და დენის ამბავში იქნები როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები. ანუ ჩვეულებრივად გადაიხდი რააsmile.gif

Posted by: cucunia 14 Jan 2011, 17:36
უკაცრავად მაგრამ ფაილი როგორ ავტვირთო მითხარით და დავაგდებ ი/მეწარმის შესახებ კანონს

Posted by: xxx_boy 14 Jan 2011, 17:36
lebidor
გაიხარე..ეგ ფიზიკური პირი და მიკრო მეწარმე არ ვიცოდი....

ჩვეულებრივად საქმიანობ ხო? თუ მომივიდა 30 000 მეტი მოგება დავიბეგრები ჩვეულებრივად ხო? თუ მეტობა რაც იქნება ის ჩამომეჭრება?


cucunia

files.ge აქ შედი და ატვირთე..
* * *
lebidor
მგონი ეგ მიკრო მეწარმე სულ სხვა რაღაცაა...

Posted by: lebidor 14 Jan 2011, 18:20
QUOTE
გაიხარე..ეგ ფიზიკური პირი და მიკრო მეწარმე არ ვიცოდი....

ჩვეულებრივად საქმიანობ ხო? თუ მომივიდა 30 000 მეტი მოგება დავიბეგრები ჩვეულებრივად ხო? თუ მეტობა რაც იქნება ის ჩამომეჭრება?

QUOTE
მგონი ეგ მიკრო მეწარმე სულ სხვა რაღაცაა...

ხოო, დავაზუსტებ კიდე, მიკრო მეწარმეს სალარო აპარატი არ ჭირდება, გამარტივებული წიგნია სპეციალური და იქ აწარმოებს აღრიცხვას. ხოო, მეტობა ეცადე არ იყოს, თორემ მთელ შემოსავალზე, მათ შორის 30 000 ლარზეც დაიბეგრები როგორც ზემოთ დავწერე ისე, მიკრო მეწარმე ზოგადად კიი, სხვა რაღაცაა,(ანუ ყველა საქმიანობის განხორციელების უფლება არა აქვს, და არც დაქირავებული პირების ყოლის საშუალება) მაგრამ თქვენ რაც გჭირდებათ, მაგისთვის ნამდვილად ზედგამოჭრილიაsmile.gif თუ დაქირავებას აპირებთ ვინმეს, მაშინ მიკრო კი არა, მცირე მეწარმედ დარეგისტრირდები, აქ უკვე დაბეგვრის ორი ვარიანტიაsmile.gif მაგას თუ გინდა მერე გეტყვიsmile.gif
* * *
QUOTE
ი/მეწარმის შესახებ კანონს

ასეთი რამ აღარ არსებობს, ახლა ყველა საგადასახადო კოდექსით ყალიბდებაsmile.gif

Posted by: xxx_boy 14 Jan 2011, 18:36
lebidor
http://mof.ge/get_information/phone_consult/faq

აგერ ვნახე რაღაცეები გამოსადეგია მგონი...

Posted by: lebidor 14 Jan 2011, 18:47
ეს ძველია ეხლა გადავხედე და ახალი კოდექსის მიხედვით ჯერ არ გადაუკეთებიათ, ცნობისათვის, მანდ წერია საბაჟო გადასახადი, რომელიც დღეისათვის უკვე აღარ არსებობს, ის ჩაანაცვლა იმპორტის გადასახადმაsmile.gif

Posted by: xxx_boy 14 Jan 2011, 18:52
lebidor
იყიდება ეგ ახალი კოდექსი სადმე?

Posted by: lebidor 15 Jan 2011, 18:52
QUOTE

იყიდება ეგ ახალი კოდექსი სადმე?

რა თქმა უნდაsmile.gif ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში, თუმცა ინტერნეტშიც იქნება სადმეsmile.gif გუგლით მოძებნეsmile.gif

Posted by: metalliq 17 Jan 2011, 00:29
თუ შეიძლება აქვე ვიკითხავ
სულ რამდენი იუორიდიული ფორმაა მეწარმეობის?
დამაბნია ამ მიკრო და მცირე მეწარმეებმა

Posted by: lebidor 19 Jan 2011, 19:09
ოო მაგ ყველაფრის ახსნა საკმაოდ რთულია, აქ პოსტით ვერ აგიხსნი, ისე თუ გინდა კანონი მეწარმეტა სესახებ აიღე, და მანდ ნახავ რა ფორმებიც არისsmile.gif ხოო კიდე, ირიდიული ფორმა სულ სხვაა და მიკრო და მცირე მეწარმე კიდე სულ სხვააsmile.gif მიკო და მცირე მეწარმე, არის სტატუსი, რომელიც ენიჭება ინდ მეწარმეს ან ფიზიკურ პირს სურვილის მიხედვითsmile.gif

Posted by: sofo-fofo 1 Feb 2011, 12:43
metalliq
QUOTE
თუ შეიძლება აქვე ვიკითხავ სულ რამდენი იუორიდიული ფორმაა მეწარმეობის? დამაბნია ამ მიკრო და მცირე მეწარმეებმა

მეწარმე სუბიექტები არიან:
ინდივიდუალური მეწარმე (ფიზ. პირი)
იურიდიული პირის სტატუსის მქონე:
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს),
კომანდიტური საზოგადოება (კს),
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს),
სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია)
კოოპერატივი.

Posted by: Böse 3 Feb 2011, 01:12
QUOTE
როგორ გავხდე ინდ მეწარმე?? რა საბუთებია საჭირო??


განცხადება რომლესაც იქვე შეავსებ და რათქმაუნდა პირადობა.

1 სამუშაო დღის ვადაში-20 ლარი
განცხადების შეტანის დღეს -50 ლარი

QUOTE
რა საფეხურები უნდა გავიარო?


მხოლოდ ზემოთ მითითებული ერთადერთი საფეხური

Posted by: advanced_clubber 7 Feb 2011, 13:58
ხალხო არავის არ გირჩევთ მიკრო ბიზნესად დარეგისტრირებას ჯერ ერთი 30 000 ბრუნვა რო გქონდეს წლიური დღეში 90 ლარი უნდა გქონდეს შემოსავალი მაღაზიისთვის რომელსაც გამყიდველის ხელფასი აქ გადასახდელი+კომუნალური არა მგონია სასურველი იყოს... დარეგისტრირდებით თუ არა ალბად ერთ თვეში შემოგივარდებათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით საგადასახადო და ჩაატარებენ ქრონომეტრაჟს ერთი კვირის განმავლობაში რა შემოსავალი შემოგივიდათ აღრიცხავენ და წინა კვირისას შეუდარებენ და ვაი თუ 10% სხვაობა აღმოჩნდა... მაგ სტატუსსაც გაგიქუქმებენ და ღმერთმა უწყის კიდევ რა ჯარიმას დაგაკისრებენ.. სავარაუდოდ 10% ზევით რაც იქნება დამალულ შემოსავლებად ჩათვლიან


ასე რომ იყავით ინდ მეწარმე აწარმოეთ ნორმალური ბუღალტერია და აკონტროლეთ რომ წლიური შემოსავალი 100 000 არ აცდეს თორემ დ.ღ.გ-ს გადამხდელად დადგებით.

Posted by: teo_charkviani 13 Feb 2011, 20:17
მე რა მაინტერესებს: სასწავლო ცენტრი, სადაც 5 პედაგოგი იქნება დასაქმებული შეიძლება ინდ მეწარმედ დარეგისტრირდეს? რაიმე შეღავათი თუ ექნება დაბეგვრასთან დაკავშირებით, თუ საქმიანობის შედეგად მიგებული საერთო წლიური ბრუნვა არ აღემატება 30 000?

Posted by: Myself 13 Feb 2011, 22:49
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადაიხადოს ინდ მეწარმემ გადასახადი?
რამდენი % უნდა გადაიხადოს, თუ მისი წლიური შემოსავალი 30 000 ლარზე ნაკლებია?
გადასახადის დაგვიანების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს?

Posted by: lebidor 13 Feb 2011, 23:55
თუ 30 000 არ აღემატება, შეუძლია არც არაფერი არ გადაიხადოს, ოღონდ ჯერ მიკრო მეწარმედ უნდა დარეგისტრირდეს, ხოლო 5 პედაგოგის შემთხვევაში მიკრო მეწარმედ ვერ დარეგისტრირდება, შესაბამისად 30 000 ლარამდე ბრუნვას არანაირი შეღავათი არ ექნება, თუმცა 100 000 ლარამდე თუ იქნება, შეუძლია მცირე მეწარმე გახდეს და ბრუნვის 5% ს გადაიხდის, გადასახადის დაგვიანება იწვევს საურავის(საბანკო ენაზე პროცენტი) დარიცხვას 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე

Posted by: teo_charkviani 14 Feb 2011, 01:16
lebidor

გმადლობ))

100 000 ლარზე ზედმეტია ლაპარაკი)) ანუ თუ ბრუნვა ნაკლები ექნება მცირე მეწარმედ დარეგისტრირდება და გადაიხდის ბრუნვის 5%-ს? და ეს 5% ვერ გავიგე (-) ხარჯები და დარჩენილის 5%?

Posted by: გერინგი 14 Feb 2011, 02:02
მე_70000 პოსტი ამ განყოფილებაში ჰე ჰე mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: lebidor 14 Feb 2011, 22:47
QUOTE
5%-ს? და ეს 5% ვერ გავიგე (-) ხარჯები და დარჩენილის 5%?

ეჰ კაია ოცნებაsmile.gif არა, მაგ შემთხვევაში ხარჯებს არ გაითვალისწინებ, პირდაპირ ბრუნვის 5%-ს გადაიხდი. ან შეგიძლია, შემოსავალს მინუს ხარჯები, და დარჩენილის 20% გადაიხადო, რომელსაც გინდა აირჩევ, მაგრამ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდე საგადასახადოში smile.gif პირდაპირ არ ხდება მასე არჩევა შენით smile.gif

Posted by: teo_charkviani 14 Feb 2011, 23:00
lebidor

QUOTE
ეჰ კაია ოცნება


))))))))

მადლობა))

Posted by: TiflisUZQ 23 Feb 2011, 15:22
მე მინდა უძრავ ქონების ბაზარზე ვიმუშაო, როგორ ოდინოჩკა. და ამის შემტხევაში გამოადგება ჩემთვის მიკრო მეწარმის სტატუსი ?თუ სხვა საბუტები და რეგისტრაცია დამჩირდება?

Posted by: gvirila2802 23 Feb 2011, 16:38
უკაცრავად ვერ მეტყვით ინდ.მეწარმე აგებს პასუხს მთელი თავისი ქონებითო და თუ ქონება მეუღლის სახელზეა მაშინ?

Posted by: TiflisUZQ 23 Feb 2011, 18:09
QUOTE (TiflisUZQ @ 23 Feb 2011, 15:22 )
მე მინდა უძრავ ქონების  ბაზარზე ვიმუშაო, როგორ ოდინოჩკა. და ამის შემტხევაში გამოადგება ჩემთვის მიკრო მეწარმის სტატუსი ?თუ სხვა საბუტები და რეგისტრაცია დამჩირდება?

მე იგულისმე ბროკერი ოდინოჩკა

Posted by: giorgi6262 24 Feb 2011, 17:09
მცირე მეწარმედ რო დავრეგისტრირდე და ბრუნვის 3 პროცენტი ვიხადო, 100 000 თუ ავცდი დღგ-ს მაინც ვიხდი?

Posted by: EXTRAORDINARY 15 Mar 2011, 21:43
დღეს მინდოდა დარეგისტრირება მიკრომეწარმედ და მერე ფიზიკურ პირად. მარა ესე არაო. ჯერ ინმეწარმედ დამარეგისტრირეს საჯარო რეესტრში და მერე ამ სტატუსით მიდი სააშემოსავლო სამსახურშიო ხილიანზე და იქ დარეგისტრირდი მერე ფიზიკურ პირადო მოკლედ ვერსად ვერ მივიღე წესიერი პასუხი რა. მერე არც საკასო გინდა და არ არაფერს არ იხდი ტუ ბრუნვა 30000 არ გაქ წელიწადშიო. მაგდენი არა მგონია მქონდეს ჯერ და მერე თუ გაამართლებს მერე გადმოვრეგისტრირდები მცირე მეწარმედ და ეგათქო ვფიქრობ. ზუსტი ინფორმაცია ხომ არავინ იცით ჩემ შემთხვევაში როგორააა?

Posted by: Taxolog65 16 Mar 2011, 18:16
ვინც ვაჭრობას ეწევა, ის ვერ მიიღებს მიკრო ბიზნესის სტატუსს შესაბამის დადგენილებაში ახალი ცვლილების გამო. ვაჭრობაში ალბათ იგულისხმება ვაჭრობა smile.gif ყიდვა გაყიდვის მიზნით.
მიკრო ბიზნესის სტატუსს არ ჭირდება ფიზ.პირის რეგისტრაცია ინდ.მეწარმედ საჯარო რეესტრში, თუ საქმიანობა არ არის სამეწარმეო (მაგ. საკონსულტაციო ან საადვოკატო).

Posted by: sindbad-name 5 May 2011, 12:14
http://matsne.gov.ge/

მოკლედ ასე გავარკვიე მე. რომ გახდე მიკრო ბიზნესმენი smile.gif) უნდა დარეგისტრირდე ჯერ ინდ მეწარმედ როგორც კი გამოჩნდება რომ შენ დარეგისტრირდი ინდ მეწარმედ შეგიძლია მაშინვე შიცვალი სტატუსი და გადახვიდე მიკროზე. სალარო აპარატი საჭირო არ არის, მაგრა უნდა აწარმოო ხარჯთაღრიცხვა.
ბრუნვა არ უნდა იყოს მეტი ვიდრე 30 000, თუ შეხედავ და გგონია რომ მეტი იქნება მაშინ უნდა შიცვალო სტატუსი და გახდე მცირე მეწარმე ამ შმთხვევაში დაიბეგრები წლიური 5 პროცენტით. იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებ შენი ხარჯების აღრიცხვით რომ შენ მოგების 65 პროცენტი შენი საქმიანობის მოახმარე შენს ბიზნესს მაშინ დაბეგვრა იქნება არა 5 არამედ 3 პროცენტი.

ეს ყველაფერი კარგად ჟღერს ერთი მოსმენით ამ წუთში ვილაპარაკე 077 მოკლედ დარეკეთ ცხელი ხაზი ეგ არის .

Posted by: lawyer55 5 May 2011, 16:57
QUOTE (giorgi6262 @ 24 Feb 2011, 17:09 )
მცირე მეწარმედ რო დავრეგისტრირდე და ბრუნვის 3 პროცენტი ვიხადო, 100 000 თუ ავცდი დღგ-ს მაინც ვიხდი?

100 000 თუ გადაცდები მაშინ უკვე მცირე ბიზნესის სტატუსს დაკარგავ :-))))

Posted by: mastino 17 May 2011, 19:57
თუ მაღაზიის გახსნას აპირებ, აუცილებლად ინდ მეწარმე უნდა იყო. მიკრო მეწარმეს ეკრძალება ვაჭრობა, გარდა იმ შემთხვევისა როცა რამეს ყიდულობს, ამუშავებს და ყიდის. აგრეთვე დაქირავებული თანამშრომელი ვერ გეყოლება

Posted by: freecooler 5 Jun 2011, 21:23
მაქვს თქვენთან კითხვები !!!!

ვარ ინდ. მეწარმე, მაქვს მცირე ბიზნესის სტატუსი - ავიღე სერტიფიკატი.

მაქვს დაახლოვებით წლიური შემოსავალი 20.000 ლარი. დაქირავებული მუშა ხელი არ მყავს, საბუთიანი ხარჯი მექნება წელიწადში 2.500 ლარი. დღგ - არ ვიხდი. არ ვარ მაგის გადამხდელი - დღგ-სი.

მაქვს კითხვები და გთხოვთ დამეხმაროთ მიპასუხეთ - 5 ბუღალტერმა გამაგიჯა უკვე:

1. კითხვა: მე ვიხდი შემოსავლის 5% ? ანუ ვარ მცირე ბიზნესის სტატუსიანი ინდ. მეწარმე და ვიხდი მარტო შემოსავლიდან 5% ? (ერთმა მითხრა შენ მაგ სტატუს მოგიხსნიანო იმიტომ რომ - ხარჯი უნდა ჰქონდეს 60% - ტიო, ანუ 60% თუ არ გაქვს ხარჯიო, მაშინ მცირე მეწარმეს სტატუს მოგიხსნითო, მეგობარმა ასე მითხრა - კოდექსი ვნახეო).

2. მაქვს კომპიუტერი და ვმუშაობ ვებ დიზაინზე და საიტებზე, ვიყენებ ჩემს ბინის ოთახს სამუშაო ადგილისთვის. ვიხდი თუ არა ქონების გადასახადს ? თუ ვიხდი იმ ფართის რასაც ვიყენებ და ტექნიკის ფასის ქონების გადასახადის ? თუ მარტო ტექნიკის ქონების გადასახადის ?

3. ახლა ივნის-ში დამეკისრა - ავანსი და მეკისრები საურავები, როგორ შეიძლება შევაჩერო ავანსის დაკისრება კიდევ ამ წელს ? განცხადების დაწერა დამავიწყდა... ახლა შემიძლია დავწერო ?

2.

Posted by: salomenkaaa 25 Sep 2013, 10:30
გამარჯობათ.კითხვა მაქ და დამეხმარეთ გთხოვთ.ქალბატონი აცხობს "ტრუბოჩკებს''(ნამცხვრებს). დარეგისტრირებული იყო ინდ მეწარმედ.ეხლა არის მცირე მეცარმე.მაღაზიებში რო მიაქვს ნამცხვრები უარს ეუბნებიან აღებაზე,გვინდა ავიღოთ მაგრამ ვერ ავიღებთო..რა არის უარის მიზეზი? და თუ შეიძლება რო ისევ ინდ მეწარმე გახდეს?

Posted by: temart 27 Sep 2013, 14:12
ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ,ინდივიდუალური საწარმო შეიძლება გახდეს არქიტექტურული საპროექტო სახელოსნო?

Posted by: Zuraba 15 Mar 2024, 11:00
სად შეიძლება მცირე მეწარმის სერთიფიკატის აღება? მე თავად არ შემიძლია ამის გაკეთება რომ არ მივიდე სადმე?

Posted by: bedauri 15 Mar 2024, 21:50
Zuraba
rs.ge-ზე შეხვალ, მერე გადადი განცხადებებში და იქ მოძებნე განცხადების ფორმა მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების შესახებ, შეავსებ ვებგვერდზევე და ავტომატურად მოგივა. ოღონდ გაითვალისწინე ყველა საქმიანობაზე არ იძლევიან მცირე მეწარმის სტატუს და თუ მოგენიჭა სტატუსი მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან იქნები მცირე მეწარმე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)