Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ფინ ბიურო, კრედიტ ინფო და ხანდაზმულად აღიარება


Posted by: Olasi 22 Apr 2024, 19:54
სალამი მეგობრებო,

ვისაც გქონიათ ასეთი საქმე რამდენიმე კითხვა მაქვს და მომეხმარეთ რა.

სარჩელს ვწერ ვალდებულიბის ხანდაზმულად აღიარებაზე.
და ხო ყველაფერი სწორია? ან რამე შენიშვნები ხო არ გექნებათ.

კერძოდ,

1. მოპასუხედ ვის ვწერთ? კრედიტორს ხო? (კრედიტინფო ხო არ აფერ შუაშია)
2. ბაჟი 100 ლარი (ხო? დავის საგნის ღირებულებიდან არა, იმიტომ, რომ არაქონებრივი დავაა ხანდაზმულად აღიარება)
3. სასარჩელო მოთხოვნა: ამა და ამ სესხის ხანდაზმულად ცნობა. სესხის იდენტიფიკატორს ვიღებთ კრედიტინფოდან (ხო?).
4. ჩვეულებრივად ორი ეგზემპლარი. ერთი სასამრთლოს ერთი მოპასუხეს (ხო?)
5. რას ვურთავთ სარჩელს?
ა) ბაჟის გადახდის ქვითარი,
ბ) ამონაწერი კრედიტინფოდან
გ) ვსიო? მეტი არაფერი?

ყველას მადლობა ვინც გამომეხმაურეთ.


Posted by: Kambucha78 25 Apr 2024, 17:59
ყველა ვარიანტში გაიარე ადვოკატთან კონსულტაცია. მე არ ვარ ადვოკატი, უბრალოდ სასამართლოსთან ძალიან ხშირად მაქვს შეხება და ვინაიდან პასუხი არ დაგიწერეს, მეც რაც ვიცი იმას დავწერ:

1. მოპასუხე არის ის, ვისი ვალიც გაქვს.
2. მე მგონია რომ დავის საგნის ღირებულებიდან დაითვლიან, იმიტომ რომ ითხოვ ვალდებულების ხანდაზმულად ცნობას. ეს ნიშნავს რომ შენი ვალი უნდა განულდეს. ანუ დავა ქონებრივია.
3. დიახ
4. დიახ
5. სარჩელს ურთავ:
ა) შენს პირადობის მოწმობის ასლს
ბ) ბაჟის გადახდის ქვითარს
გ) ხელშეკრულებას ან ხელშეკრულებებს, რის საფუძველზეც წარმოიშვა დავალიანება
დ) ამონაწერს, სადაც ჩანს შენი შესრულებული ბოლო გადახდა
ამონაწერი კრედიტინფოდან შეგიძლია გამოიყენო თუ იქ ჩანს გადახდები და ამონაწერს ვერ აკეთებ რამე მიზეზის გამო.

Posted by: Szpilman 26 Apr 2024, 15:21
QUOTE
სალამი მეგობრებო,

ვისაც გქონიათ ასეთი საქმე რამდენიმე კითხვა მაქვს და მომეხმარეთ რა.

სარჩელს ვწერ ვალდებულიბის ხანდაზმულად აღიარებაზე.
და ხო ყველაფერი სწორია? ან რამე შენიშვნები ხო არ გექნებათ.

კერძოდ,

1. მოპასუხედ ვის ვწერთ? კრედიტორს ხო? (კრედიტინფო ხო არ აფერ შუაშია)
2. ბაჟი 100 ლარი (ხო? დავის საგნის ღირებულებიდან არა, იმიტომ, რომ არაქონებრივი დავაა ხანდაზმულად აღიარება)
3. სასარჩელო მოთხოვნა: ამა და ამ სესხის ხანდაზმულად ცნობა. სესხის იდენტიფიკატორს ვიღებთ კრედიტინფოდან (ხო?).
4. ჩვეულებრივად ორი ეგზემპლარი. ერთი სასამრთლოს ერთი მოპასუხეს (ხო?)
5. რას ვურთავთ სარჩელს?
ა) ბაჟის გადახდის ქვითარი,
ბ) ამონაწერი კრედიტინფოდან
გ) ვსიო? მეტი არაფერი?

ყველას მადლობა ვინც გამომეხმაურეთ.



ფინ ბიუროს მიმართე ჯერ ხელშეკრულების ასლები გამოგიგზავნოს. (თუ არ აქვს ასლები, მაშინ კრედიტინფოს მიმართე რომ საერთოდ არ მქონია სესხი და მოთხოვეთ ასლებითქო და კრედიტინფოსაც ვერ მიაწვდიან და ყოველგვარი სასმართლოს გარეშე გაგიქრება ჩანაწერი კრედიტინფოში. )

თუ ხელშეკრულებები მოგაწოდეს, დაგჭირდბა ასევე გადახდების ამონაწერი და ცნობა-დავალიანების შესახებ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)