Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > შაბათ-კვირა დასვენების დღე


Posted by: Menestrel 4 Jan 2024, 18:29

ძვირფასო მშრომელებო, გილოცავთ ახალ წელს, შობას და, საერთოდ, ყველანაირ უქმე დღეს)

ეხლა, რა მაინტერესებს:

ეს უქმე დღეები, ვიცი, რო შრომის კოდექსის 30-ე მუხლში წერია,

მაგრამ,

შაბათი, ან კვირა რომ დასვენების დღეა - ეგ წერია სადმე? რომელიმე კანონში, ან კანონქვემდებარე აქტში, ან გადაწყვეტილებაში?

თუ არ წერია, ესე იგი, რა გამოდის: შემიძლია, დასაქმებული ვამუშაო შაბათ-კვირას, დავასვენო ორშაბათ-სამშაბათს და ზეგანაკვეთურადაც არ ჩავუთვალო?


Posted by: GHOST91 4 Jan 2024, 19:46
გამარჯობა.

თქვენ უნდა დაიცვათ შრომის კოდექსის უმთავრესი დანაწესი , კალენდარული კვირის ჭრილში ნორმირებული სამუშაო საათების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს.

რაც შეეხება რომ შაბათ კვირა დასვენების დღეა ან / და მუშაობა აკრძალულია შაბათ კვირა ( გარდა ოფიციალური უქმე ან დასვენების დღისა) ესეთი რამ არსად არ წერია.

თუ დასაქმებული თანახმა შეგიძლია დასვენების დღე იყო ორშაბათი და სამშაბათი და შაბათ - კვირა სამუშაო.

როგორც უკვე აღვნიშნე მთავარია კვირის ჭრილში 40 სამუშაო საათზე მეტი არ გამოვიდეს და როდის იქნება სამუშაო დღე და როდის დასვენების ეს დასაქმებული და დამსაქმებლის შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

Posted by: Menestrel 4 Jan 2024, 20:12

GHOST91
დიდი მადლობა!

ზოგ ქვეყანაში (მაგალითად, გერმანიაში) არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც კვირა დღე და დღესასწაულები უქმე დღეებად ითვლება და ამ დღეებში შრომა დამატებით ანაზღაურდება. ამიტომ ვიკითხე.


Posted by: GHOST91 4 Jan 2024, 21:34
QUOTE
ზოგ ქვეყანაში (მაგალითად, გერმანიაში) არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც კვირა დღე და დღესასწაულები უქმე დღეებად ითვლება და ამ დღეებში შრომა დამატებით ანაზღაურდება. ამიტომ ვიკითხე.


საინტერესოა რატომ ჩაწერეს გერმანელებმა რომ კვირა უქმე დღეა. ჩვენთან ძალიან თავისუფალი მიდგომია იყო წინა შრომის კოდექსით, ბოლო წლებში თითქოს რაღაცეები შეიცვალა დასაქმებულების სასარგებლოდ მაგრამ პრაქტიკაში მაინც სხვაგვარად ხდება , რაც სამწუხაროდ დაბალი განათლების და ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგიცაა..

Posted by: PAINKILLER 5 Jan 2024, 01:10
QUOTE (GHOST91 @ 4 Jan 2024, 21:34 )
QUOTE
ზოგ ქვეყანაში (მაგალითად, გერმანიაში) არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც კვირა დღე და დღესასწაულები უქმე დღეებად ითვლება და ამ დღეებში შრომა დამატებით ანაზღაურდება. ამიტომ ვიკითხე.


საინტერესოა რატომ ჩაწერეს გერმანელებმა რომ კვირა უქმე დღეა. ჩვენთან ძალიან თავისუფალი მიდგომია იყო წინა შრომის კოდექსით, ბოლო წლებში თითქოს რაღაცეები შეიცვალა დასაქმებულების სასარგებლოდ მაგრამ პრაქტიკაში მაინც სხვაგვარად ხდება , რაც სამწუხაროდ დაბალი განათლების და ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგიცაა..

ევროპის ბევრ ქვეყანაშია მასე, კვირას არავინ მუშაობს, ბევრი მარკეტიც კი იკეტება პროდუქტებს ვერ იყიდი smile.gif

Posted by: Mr-President 6 Jan 2024, 19:56
Menestrel
QUOTE
თუ არ წერია, ესე იგი, რა გამოდის: შემიძლია, დასაქმებული ვამუშაო შაბათ-კვირას, დავასვენო ორშაბათ-სამშაბათს და ზეგანაკვეთურადაც არ ჩავუთვალო?


შეგიძლია.


კანონი გეუბნება - დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული დასვენებით 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა.

Posted by: Barbarita0077 9 Jan 2024, 13:51
საერთოდ დასვენების დღეები უნდა იყოს კვირა და ორშაბათი

Posted by: SAROKAWA 24 Jan 2024, 14:26
QUOTE
საერთოდ დასვენების დღეები უნდა იყოს კვირა და ორშაბათი

ებრაელები აჯანყდებიან

Posted by: LaSha_FS 23 Feb 2024, 09:47
GHOST91

ერთსაც გკითხავ, სადმე "დეი ოფი" ნახსენებია შრომის კოდექსში ? ანუ აქვს თუარა დასაქმებულს "შვებულების" გარდა სხვა დასვენების დღე



პ.ს. უხელფასო "შვებულება" არ ითვლება bis.gif

Posted by: Kambucha78 27 Feb 2024, 10:58
კანონი ადგენს სამ ლიმიტაციას:
- კვირის განმავლობაში სამუშაო საათების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 40 (ან გამონაკლის შემთხვევებში 48-ს)
- კვირის განმავლობაში დასაქმებულს უნდა მიეცეს სულ მცირე 1 დასვენების დღე
- თუ დღის განმავლობაში სამუშაო დრო 6 საათს აღემატება, დასაქმებულს უნდა მიეცეს 1 საათი დასვენება.

კვირა ნიშნავს ნებისმიერ 7 დღიან პერიოდს და არა კონკრეტულ კვირას.
ყველაზე მარტივი მაგალითი არის თეატრი. თეატრებში როგორც წესი დასვენების დღე ორშაბათია და არა კვირა.


LaSha_FS
QUOTE
რთსაც გკითხავ, სადმე "დეი ოფი" ნახსენებია შრომის კოდექსში ? ანუ აქვს თუარა დასაქმებულს "შვებულების" გარდა სხვა დასვენების დღე



პ.ს. უხელფასო "შვებულება" არ ითვლება

არა. არ არის ნახსენები.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)