Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ბინიდან გამოსახლებაზე დავა


Posted by: liyaevez 8 Aug 2018, 15:09
გამარჯობათ, აუქციონზე შევიძინე ბინა, ის ოჯახი არ გამოდის ბინიდან ჩვენ უბინაოდ ვრჩებითო და ინსულინზე დამოკიდებული ავადმყოფი ვარო. 5 წლის შვილიც მყავსო.

არადა სოფელში ისეთი დაჩა აქვს მე არ მაქვს ეგეთი, რო უთხარი ჩემს ადვოკატს მაგას არა აქვს მნიშვნელობაო.

მაინტერესებს არის იმის შანსი რომ მოსამართლემ არ გამოასახლოს?

Posted by: prokur2i 9 Aug 2018, 17:36
liyaevez

ბინა შენ სახლზეა? კანონიერად შეძენილი?

Posted by: liyaevez 9 Aug 2018, 19:40
QUOTE (prokur2i @ 9 Aug 2018, 17:36 )
liyaevez

ბინა შენ სახლზეა? კანონიერად შეძენილი?

კი აუქციონზე შევიძინე კეთილსინდისიერი შემძენი ვარ. იმანთ რომ კითხოთ არ იცოდენ რომ აუქციონზე იყიდებოდა მათი ბინა სიაფანდობა დასურათებული ქონდა აღსრულების ბიუროს და აბა როგორ დაასურათა

Posted by: Detroit 9 Aug 2018, 20:44
liyaevez

ჯობდა არ შეგეძინა. წესით არანაირი პრობლემა არ უნდა გქონდეს, კანონი შენს მხარესაა მარა რეალურად ვერაფერს იზამ და ვერ გამოასახლებ წლები.

Posted by: alonso 10 Aug 2018, 22:06
იუზერი liyaevez
კონკრეტულ კითხვას სვამს:

არსებობს თუ არა თუნდაც თეორიული შანსი (მაგალითად 1 შანსი მილიარდიდან) იმისა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს კანონიერი მესაკუთრის სარჩიელი, რომელიც ეხება ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას.

პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი:

1. დიახ, ეს შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში.

2. არა, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

თუ გაქვთ შესაბამისი კომპეტენცია სამოქალაქო სამართლის სფეროში გაეცით ამ კითხვას პასუხი, თუ არა და მე მგონი ამ იუზერს თქვენთვის არ უკითხავს უნდა შეეძინა თუ არა ასეთი ბინა და არც ის თუ რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს სასამართლო პროცესი.


Posted by: pekineli 10 Aug 2018, 22:25
alonso
liyaevez
არ გამოსახლების შანსი არარსებობს დროის თემაა.~
უნდა დაიწეროს კაი სარჩელი.

თუ გინდა დაგიწერ სარჩელს და კონსულტაციასაც გაგიწევ.~მომწერე პმ და მოგცემ ნომერს

Posted by: alonso 11 Aug 2018, 09:50
pekineli
QUOTE
არ გამოსახლების შანსი არ არსებობს

ანუ რა არგუმენტიც არ უნდა მოიტანოს ბინის უკანონო მფლობელმა საბოლოო შედეგი მაინც იქნება სასამართლოს მიერ გაცემული აღსრულების ფურცელი გამოსახლებაზე, ასეა?

მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ასეთ დავას? რა არის აქ სადაო?
რა აზრი აქვს ბინის უკანონო მფლობელის მხარის მოსმენასაც კი სასამართლო პროცესზე?



Posted by: pekineli 11 Aug 2018, 11:24
QUOTE (alonso @ 11 Aug 2018, 09:50 )
pekineli
QUOTE
არ გამოსახლების შანსი არ არსებობს

ანუ რა არგუმენტიც არ უნდა მოიტანოს ბინის უკანონო მფლობელმა საბოლოო შედეგი მაინც იქნება სასამართლოს მიერ გაცემული აღსრულების ფურცელი გამოსახლებაზე, ასეა?

მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ასეთ დავას? რა არის აქ სადაო?
რა აზრი აქვს ბინის უკანონო მფლობელის მხარის მოსმენასაც კი სასამართლო პროცესზე?

დროს წელავენ ასე მარა უნდა მოთხოვო დაუყოვნებლივი აღსრულება და დაასაბუთო.
მაგ. ბანკის ვალი
გადაუდებელი აუცილებლობა
უბინაობა და ასე შემდეგ რა

Posted by: alonso 11 Aug 2018, 15:52
pekineli
QUOTE
დროს წელავენ ასე

კი ეგაა ზუსტად.
არსებული კანონმდებლობა მორგებულია თაღლითებზე, რომლებსაც სამი ინსტანციის აპელაცია თითო ას ლარად შესაძლებლობას აძლევს 2-3 წლის განმავლობაში თითქმის უფასოდ იცხოვრონ სხვის ბინაში.
უფასოდ იმიტომ რომ იმის შანსი რომ მესაკუთრემ ამოიღოს უკანონო ფლობისას მისთვის მიყენებული ფინანსური ზარალი პრაქტიკულად არის ნულის ტოლი.
QUOTE
უნდა მოთხოვო დაუყოვნებლივი აღსრულება და დაასაბუთო

ანუ გარკვეულ შემთხვევებში დაუყოვნებლივი აღსრულებაც შესაძლებელი ყოფილა. საინტერესოა, არ ვიცოდი...

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ უფლებებში გაუთანაბრა ერთმანეთს მესაკუთრე და მფლობელი, რასაც გამართლება თუ არა ახსნა მაინც შეიძლება მოვუძებნოთ როცა საქმე ეხება ბინის გამქირავებელი/მქირავებლის ურთიერთობას. მაგრამ სრული მარაზმის ფორმებს იძენს ეს საკითხი, როცა ბინის კანონიერი გზით შეძენილ მესაკუთრეს უწევს ვიღაც ბომჟების გამოსაყრელად სასამართლოსთვის მიმართვა.


Posted by: იბერი. 25 Jan 2024, 07:37
QUOTE
საპოლიციო წესით გამოსახლება ჩანაცვლდა სასამართლო წესით


გადაგვარჩინა ივანაშვილმა facepalm.gif


“ბატონო ბიძინა დიდი მადლობა” - ირაკლი ღარიბაშვილი


Posted by: grafidegishi 18 Feb 2024, 16:38
როდიდან იცვლება კანონი ბინიდან გამოსახლებიშ შესახებ? ურჩი მდგმური რო გამოვასახლოთ? და რა იურიდიული სქემა ექნება? თვითონ მდგმურმა უნდა მოაწეროს ხელი თავის გამოსახლებაზე?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)