Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > მხოლოდ ქართული


Posted by: praaalo 17 Apr 2018, 11:37
რუსთავი 2" -ზე ყველაზე ეროვნული და სახალხო მუსიკალური მეგა-შოუ „მხოლოდ ქართული“ იწყება.

თუ ხარ დამწყები, ან გამოცდილი მომღერალი, თუ მღერი ქართულ სიმღერას და თუ უკვე შეგისრულდა 18 წელი.

მოდი ჩვენთან და გახდი ქვეყნის მთავარი არხის, მთავარი შოუს გამარჯვებული - მხოლოდ ქართული სიმღერით.

ჩვენ კონკურსანტებს მთელ საქართველოში ვეძებთ.

Posted by: NorthSea 17 Apr 2018, 14:14
ბოლო ტურმა ცოტა იმედი მომცა თორემ მანამდე სოფლის კლუბი მეგონა. ათეული კარგი შეარჩიეს. უკვე ვხვდები ვინ იქნება პირველი სამეული.

Posted by: givikogiviko 17 Apr 2018, 15:46
sms უფასო იქნებაო და რუსთავი2 რა მოგება? პროექტი თუ არაა მოგებაზე გათვლილი მას მომავალი არ აქ, პირველი სერია არ ვარგოდა, გუშინდელს არაუშავდა თან როგირც ვიცი ჯერ მაღალი რეიტინგი აქვთ, მალე x ფაქტორს დააჯახებენ და რომელიღაცა გაბანძდება

Posted by: ლურსმანა 18 Apr 2018, 00:13
ვაა მარინამ რა პონტში იკადრა ქართული სიმღერები biggrin.gif

Posted by: pucukia 19 Apr 2018, 09:32
QUOTE
sms უფასო იქნებაო

up.gif

QUOTE
რუსთავი2 რა მოგება?


სახალხო პროექტიაო და ალბატ მაგიტო.

ისე გადავხედე და კაი ატეული ყავთ შერჩეული. მაგრამ Aშკარად მამრები ჭარბობენ მდედრებს როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხით

Posted by: givikogiviko 19 Apr 2018, 15:53
QUOTE (pucukia @ 19 Apr 2018, 09:32 )
QUOTE
sms უფასო იქნებაო

up.gif

QUOTE
რუსთავი2 რა მოგება?


სახალხო პროექტიაო და ალბატ მაგიტო.

ისე გადავხედე და კაი ატეული ყავთ შერჩეული. მაგრამ Aშკარად მამრები ჭარბობენ მდედრებს როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხით

ათეული მეც მომწონს მაგრამ აწი x ფაქტორი იწყება და მირჩევნივნია x ფაქტორს ვუყურო, ისე ცუდი ჩვევა აქვთ ერდზე თუ გადის მეგა შოუ მერე არხიც მეგა შოუს ასვამს

Posted by: logotip 19 Apr 2018, 16:11
QUOTE
ისე ცუდი ჩვევა აქვთ ერდზე თუ გადის მეგა შოუ მერე არხიც მეგა შოუს ასვამს



კონკურენცია

Posted by: Mariko20 22 Apr 2018, 14:35
QUOTE (givikogiviko @ 19 Apr 2018, 15:53 )
მირჩევნივნია x ფაქტორს ვუყურო, ისე ცუდი ჩვევა აქვთ ერდზე თუ გადის მეგა შოუ მერე არხიც მეგა შოუს ასვამს

რაღაც არამგონია იმედს კარგი გამოუვიდეს იქს ფაქტორი, ვოისიც ჩააბანძა და ნიჭიერიც ვნახოთ.

რაც შეეხება მხოლოდ ქართულს ათეული კარგი შეარჩიეს და ვფიქრობ არ უნდა იყოს ცუდი საყურებელი, ყოველ შემთხვევაში ბევრჯერ გადამღერებულ ინგლისურ სიმღერებს და კივილ- წივილს მირჩევნია ნამდვილად დავიღალე უკვე ერთი და იგივეთი ყოველ წელს, მომენატრა ქართული სიმღერა love.gif არადა რატომღაც გოიმობა გახდა უკვე ქართულის მოსმენა

Posted by: givikogiviko 22 Apr 2018, 20:37
QUOTE (Mariko20 @ 22 Apr 2018, 14:35 )
QUOTE (givikogiviko @ 19 Apr 2018, 15:53 )
მირჩევნივნია x ფაქტორს ვუყურო, ისე ცუდი ჩვევა აქვთ ერდზე თუ გადის მეგა შოუ მერე არხიც მეგა შოუს ასვამს

რაღაც არამგონია იმედს კარგი გამოუვიდეს იქს ფაქტორი, ვოისიც ჩააბანძა და ნიჭიერიც ვნახოთ.

რაც შეეხება მხოლოდ ქართულს ათეული კარგი შეარჩიეს და ვფიქრობ არ უნდა იყოს ცუდი საყურებელი, ყოველ შემთხვევაში ბევრჯერ გადამღერებულ ინგლისურ სიმღერებს და კივილ- წივილს მირჩევნია ნამდვილად დავიღალე უკვე ერთი და იგივეთი ყოველ წელს, მომენატრა ქართული სიმღერა love.gif არადა რატომღაც გოიმობა გახდა უკვე ქართულის მოსმენა

ამ ნიჯიერს რას გადაეკიდეთ არ მესმის lol.gif რაც რუსთავი2 ზე იყო დადგმული სპეკტაკლი იგივე იყო იმედზე თან ჰდ ხარისხში და რავიცი რავიცი user.gif რაც შეეხება ვოის გეთანხმები გააბანძეს კი არა მეტიც უქნეს, კარგი ათეული კი შეარჩიეს ისე მხოლოდ ქართულში და საკმაოდ მაღალი რეიტინგიც დაწერეს ახლა ხვალ რა მოხდება არვიცი რომელიმე ჩავარდება რადგან ერთ დღეს არიან 10 საათზე gigi.gif

Posted by: akkai 23 Apr 2018, 11:54
QUOTE
მირჩევნივნია x ფაქტორს ვუყურო,


ყოველთვის ლაივ კონცერტის ყურება მირჩევნია ჩანაწერს.


Posted by: praaalo 23 Apr 2018, 22:13
ჟიური ხო მაგრამ წამყვანები ვერ გაარტყეს აშკარად.


Posted by: rosita 24 Apr 2018, 00:35
QUOTE
ჟიური ხო მაგრამ წამყვანები ვერ გაარტყეს აშკარად.

როცა ისეთი მერცხალივით გოგონა გყავს არხზე როგორიც გვანცა დარასელიაა, თან წამყვანობის გამოცდილებით რატო ვუყურებთ ამ ორ არა სასცენო ქალებს სცენაზე,იყვნენ რა თავიანთ გადაცემებში, რასაც მშვენივრად ართმევენ თავს

Posted by: Artist 24 Apr 2018, 04:36
praaalo
QUOTE
წამყვანები ვერ გაარტყეს აშკარად.

დიახ... თანაც არ აქვთ წამყვანის არც ნიჭი და არც ხმა, შესატყვისი ხმა უნდა ქონდეთ,
თავისი გადაცემა თუ შოუ როცა მიჰყავთ ეს არ ნიშნავს სცენის წამყვანობაც რომ შეუძლიათ
სცენას სულ სხვა ტიპის ხმა, ქარიზმა თუ განცდა სჭირდება, რაც არც ერთს გააჩნია და არც
მეორეს, თან რაღაც საშინელი კაბები რომ ეცვათ საერთოდ ნერვის მომშლელი იყო...
სულ გამოტოვება მიხდებოდა მათი გამოსვლის, რომ არ შეეშალათ ხელი სიმღერის განცდაში...

პს. რაღაცნაირად შეტენილებივით არიან, სადაც არაა მათი ადგილი. თავს ირცხვენენ მხოლოდ...



ისე კარგი პროექტია, ქართულ სიმღერების გაცოცხლებაა... საკუთარ ეროვნული უნდა იმღეროს
ქართველმა, ვინაიდან სიღრმეა ეროვნულობის განცდაში, აბა ინგლისურად როცა მღერის ქართველი ის
ინგლისელს ააღელვებს და ამერიკელს, მაგრამ საკუთარი არ ექნება აი ეს საკუთარი არ უნდა დაიკარგოს...


Posted by: givikogiviko 24 Apr 2018, 07:17
ის ორი წამყვანი ბოლოს კუხნაში რატო შეკეთეს? მთელი კონკურსის განმავლობაში რეგიონებში დაყვებოდა ამათ, არაა მაია და ნანუკას საქმე მეგა შოუს წაყვანა, მუშაობა ლაივშია და თან სულ სხვა ხმის დიაპაზონია საჭირო, ბარემ x ფაქტორსაც დავახასიათებ, წელს რაც აშკარათ იგრძნობა მონაწილეებს არ დაცინიან და კარგია მიხარია. 3 ფავორიტი უკვე მყავს

Posted by: kactus 24 Apr 2018, 09:05
ვეთანხმები უზერებს,ამ ორმა წამყვანმა(ჟორჟოლიანი/ასათიანი) ვერ გაამართლა,
რეიტინგული გადაცემის წამყვანობა არ ნიშნავს იმას,რომ შოუსაც წაიყვან.
როგორც უკვე აღნიშნეს ზემოთ,ეს ერთგვარი ნიჭია,რომელიც ყველას არ შეუძლია.
სჯობდა თიკა ფაცაციასთვისა და აჩიკო სოლოღაშვილისთვის დაეკისრებინათ
ეს მისია.
ჰო,კიდევ,იმ ჯაან "სვეტსკი" biggrin.gif ტუჩებდაპრუწულ გოგოს,თამთა შედანიას უნდა შევეხო.
არა,ქალი შესანიშნავი გარეგნობისაა,თვალწარმტაცი,მაგრამ ცოტა
მეტყველებას მიაქციოს ყურადღება,მესმის,მისთვის ეს ახალი ხილია,მაგრამ
უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე.ჰო,კიდევ სასაცილოდ დგას და
უჭირავს მიკროფონი.ყოჩაღ,"რუსთავი2-ს",ამისთანა ქალი
კი უნდა გაიხადო შენს სახედ! იმედია,თამთა გაითვალისწინებს და
გამოასწორებს შეცდომებს!

Artist
QUOTE
რაღაც საშინელი კაბები რომ ეცვათ საერთოდ ნერვის მომშლელი იყო...

რომ შევხედე,ელდა მეცა.
ეს რა იყო,ან რა კაბები ეცვათ,ან რა ვარცხნილობა,რა მაკიაჟი,ორი ფუფალა! biggrin.gif
კაშმარ! boli.gif
ნანუკა და მაია უკან,სტუდიაში!:bis:

რაც შეეხება მონაწილეებს,ორი-სამ კონკურსანტს დავადგი თვალი.
ჩემთვის,ჯერ-ჯერობით, სოფოა ფავორიტი.არაჩვეულებრივი გოგოა ყველანაირად.
კოსტაც მომწონს,საინტერესო ტიპია,ინდივიდუალური,ყველაფერი აქვს,რომ
წარმატებული მომღერალი გახდეს,მაგრამ ერთი,რაც ცოტა მაღიზიანებს მასში,
მისი ხმის ტემბრია.
კახელი როგორი ბიჭია! ყველაზე ევროპული გარეგნობის,წითური,ცისფერთვალება!
კახელები შავები,მურთხებიო და ესაა შავი? კი აჯობა ყველას ვიზუალით! biggrin.gif boli.gif

Posted by: Mariko20 24 Apr 2018, 10:18
QUOTE (kactus @ 24 Apr 2018, 09:05 )


რაც შეეხება მონაწილეებს,ორი-სამ კონკურსანტს დავადგი თვალი.
ჩემთვის,ჯერ-ჯერობით, სოფოა ფავორიტი.არაჩვეულებრივი გოგოა ყველანაირად.
კოსტაც მომწონს,საინტერესო ტიპია,ინდივიდუალური,ყველაფერი აქვს,რომ
წარმატებული მომღერალი გახდეს,მაგრამ ერთი,რაც ცოტა მაღიზიანებს მასში,
მისი ხმის ტემბრია.

გეთანხმები მართლა მაგარია სოფო, 18 წლის გოგო ასე გრძნობდეს მუსიკას ძალიან ცოტას შეუძლია. რაც შეეხება კოსტას რაღაცნაირი წრიპინა ხმა აქვს და არ უხდება საერთოდ ქართულ სიმღერას რაზე გადაირივნენ ვერ ვხვდები, მესმის რომ განსახვავებულია მაგრამ ჩემთვის პირადად არასასიამოვნოდ მოსასმენი ტემბრი აქვს,იქს ფაქტორში რო გასულიყო მემგონი ჯობდა ინგლისურ სიმღერებს გაცილებით კარგად იმღერებდა. მე საბა კემულარიაც მომწონს პირველ ლაივზე ვერ წარმოაჩინა თავისი თავი ბოლომდე სიმღერის ეს ვერსია არ ვარგოდა ჩემი აზრით.



* * *
QUOTE (kactus @ 24 Apr 2018, 09:05 )

კახელი როგორი ბიჭია! ყველაზე ევროპული გარეგნობის,წითური,ცისფერთვალება!
კახელები შავები,მურთხებიო და ესაა შავი? კი აჯობა ყველას ვიზუალით! biggrin.gif boli.gif

ვინ თქვა ეგ კახელები შავები და მურთხები არიანო? lol.gif ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვთ კახელებზე, კახეთში ბევრი იმისთანა გარეგნობის გოგოები და ბიჭები არიან ბევრს რომ შეშურდება, თან სხვათაშორის თეთრები და ცისფართვალებები
* * *
წამყვანები მაგრად არ მომწონს, ამხელა რუსთავი 2-ში ჟორჟოლიანზე და ასათიანზე მეტი ვერავინ იპოვეს?მუსიკალური შოუს წაყვანა სულ არ არის მათი სტილი. ილო ბეროშვილს და გვანცა დარასელიას წაეყვანათ მემგონი უკეთესი იქნებოდა.

Posted by: kolopolo 24 Apr 2018, 11:06
ასათიანს ეტყობა არხმა უჯიგრა.
დეპრესიიდან უნდათ გამოიყვანონ.
მაგრამ ვერ გაამართლა აშკარად.....

თავიანთ შოუში ეგონათ თავი აშკარად

Posted by: givikogiviko 24 Apr 2018, 12:52
მხოლოდ ქართული 21% X ფაქტორი 13,6

Posted by: Mariko20 24 Apr 2018, 14:12
QUOTE (givikogiviko @ 24 Apr 2018, 12:52 )
მხოლოდ ქართული 21% X ფაქტორი 13,6

ასეც ვიცოდი, მოუწევს მემგონი იმედს იქს ფაქტორის სხვა დროს გადატანა gigi.gif

Posted by: givikogiviko 24 Apr 2018, 14:47
QUOTE (Mariko20 @ 24 Apr 2018, 14:12 )
QUOTE (givikogiviko @ 24 Apr 2018, 12:52 )
მხოლოდ ქართული 21% X ფაქტორი 13,6

ასეც ვიცოდი, მოუწევს მემგონი იმედს იქს ფაქტორის სხვა დროს გადატანა gigi.gif

ისე ძაან გამიკვირდა ხო იცი, არ მოველოდი, ხარისხით ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა მარა მოუგეს და ჰა gigi.gif ქართულ მუსიკაზე ყოფილა მაყურებელი გაგიჟებული givi.gif

Posted by: Artist 26 Apr 2018, 20:04
QUOTE
მხოლოდ ქართული

აქ ერთი იდეა მაქვს, ევროვიზიის თემაშიც დავპოსტე, რომ ახალი ქართული სიმღერების კონკურსი რომ
მიაბან ევროვიზიისთვის მაინც კარგი იქნებოდა, კომპოზიტორებიც რომ წარმოჩინდენ, განახლებაც კაი
საქმეა, შემსრულებლები ბლომად გვყავს და ერთიმეორეზე უკეთესები, ეხლა ახალი სიმღერებიც საჭიროა..


* * *
QUOTE
მხოლოდ ქართული


მე ეს მომღერალი მომეწონა, კარგი მონაცემბი აქვს, ოღონთ იმ წამყვანების გამოპინტრიშება უნდა ამოშალოს კაცმა:




Posted by: Mariko20 27 Apr 2018, 10:28
QUOTE (Artist @ 26 Apr 2018, 20:04 )


მე ეს მომღერალი მომეწონა, კარგი მონაცემბი აქვს, ოღონთ იმ წამყვანების გამოპინტრიშება უნდა ამოშალოს კაცმა:




სიტყვებს ვერ გამოთქვამს აშკრად კარგად ეს "ტიალებს" რა უბედურებაა facepalm.gif

Posted by: Artist 27 Apr 2018, 14:57
Mariko20
QUOTE
სიტყვებს ვერ გამოთქვამს აშკრად კარგად ეს "ტიალებს" რა უბედურებაა 

მაგას დახვეწავს ალბათ.. მე თვითონ შესრულების სტილი მომეწონა როგორ საინტერესოდ
წარმოაჩინა ეს სიმღერა, ის თვითონ ტიპი მისი ვიზუალი სულაც არ იწვევს სიმპატიებს...

Posted by: givikogiviko 27 Apr 2018, 16:46
QUOTE (Artist @ 27 Apr 2018, 14:57 )
Mariko20
QUOTE
სიტყვებს ვერ გამოთქვამს აშკრად კარგად ეს "ტიალებს" რა უბედურებაა 

მაგას დახვეწავს ალბათ.. მე თვითონ შესრულების სტილი მომეწონა როგორ საინტერესოდ
წარმოაჩინა ეს სიმღერა, ის თვითონ ტიპი მისი ვიზუალი სულაც არ იწვევს სიმპატიებს...

თავისი ინტერპრპრეტაციით მღერის ყველაფერს, მეც ძალიან მომწონს, მაგრამ სიტყვებს ამახინჯებს

Posted by: Outdoor 28 Apr 2018, 03:32
QUOTE
მხოლოდ ქართული 21% X ფაქტორი 13,6


აი საერთოდ არ მომწონს ეს გადაცემა-ჯერ ერთი იკს სულო გულო ქართული სიმღერები არ მევასება, მეორე მონაწილეები არ მომწონს რადგან აშკარად არ უნდათ ქართული სიმღერები მაგრამ რადგან ტელევიზიაზე არიან და ხალხი მათზე ილაპარკებს. არ მომწონს ილოს და იმ ექს კომედი შოუს პენსიონერის დუო, ნუ ჟორჟოლიანი და ასათიანი იყო კატასტროფა - მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად ძალიან მიხარია რომ ეს შოუ რუსთავი 2ზე უფრო რეიტინგული გახდა ვიდრე იქს ფაქტორი - რადგან ძალიან არაადამიანურად და მოღალატედ ქცეულნი ნიჭიერის,იქს ფატორის პროდიუსერები -ძალიან აალამაზად მპიქცნენ და მაგის გამო მიხარია ეს ფაქტორი.

მესამე, იქს ფაქტორი უფრო რეიტინგული ქინებოდა რუსთავზე, რადგან ხალხი უფრო რუსთავზეა ჩვეულლი ასეთი შოუების ყურებას თირემ მხოლოდ ქართული თუ იმედზე იყო გასული რაღაც 0.5% რეიტინგით გამოვიდოდა.

და ბოლოს გაბუნია აკლია იქს ფაქტორს - რადგან ის სტეფანე და თამთაიყვნენ ძალიან მაგარი ტრიო. ეს ნანიკო და ერგემ;იძე კოშმარები არიან vis.gif

Posted by: Mariko20 28 Apr 2018, 11:46
QUOTE (givikogiviko @ 27 Apr 2018, 16:46 )

თავისი ინტერპრპრეტაციით მღერის ყველაფერს, მეც ძალიან მომწონს, მაგრამ სიტყვებს ამახინჯებს

ინტერპრეტაციასაც გააჩნია, ჩემი აზრით არ უხდება ამ ქართულ სიმღერას ეს ინგლისური აქცენტით მღერა და რბილი "ლ" ები. ჯერ მეტყველებაში უნდა ივარჯიშოს ძალიან ცუდად ხვდება ყურს. ეს არის ზუსტად საიქსფაქტორე ტიპი ქანთრის სტილში მაგრად იმღერებს დარწმუნებული ვარ მაგრამ ქართული არაა მისი.


Posted by: narmonana 30 Apr 2018, 22:30
დედაჩემი რეკავს და ათ თეთრს აჭრის,როგორ უნდს დარეკო ისე რომ არ ჩამოგეჭრას

ახლა ვუყურებ და ამათ შიგ ხომ არ აქვტ.რეებს მღერიან biggrin.gif ტირიფებს როგორ წიკვინებს.იმენა სოიო ბიჭები

Posted by: erfiro 30 Apr 2018, 22:33
დავბერდი ფორუმზე და მგონი პირველად ვპოსტავ ამ განყში...


ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა....



წამყვანების დიზაინერ-სტილისტ-ვიზაჟისტები ნეპოტიზმ-დაქალობით გყავთ მიწვეული?


გემოვნება არ გაქვთ - არ გაქვთ...
მაგრამ მხედველობაც არ გაქვთ? facepalm.gif


ისე, ღლექალა გვარამია-გაბუნიას ტანდემიდან უკეთესს რას უნდა ელოდე biggrin.gif







P.s. სიმართლე სინათლეაო და ჟორჟოლიანის „ობრაზი“ კი ზუსტად გაარტყეს...

შუასაუკუნეებში უეჭველი კოცონზე დაამთავრებდა ამ საღამოს ნანუკა biggrin.gif

Posted by: akkai 30 Apr 2018, 22:58
ნამეტანი დაბალი დონეა.
ჩაისვარა პროექტმა.

Posted by: Artist 1 May 2018, 01:13
წამყვანებს რეები აცვიათ უნდა ნახოთ:


Posted by: Mariko20 1 May 2018, 08:20
ნანუკას და მაიას ფარდები აცვიათ? lol.gif
რა საშინელი ინტერპრეტაციები გაანადგურეს სიმღერები,ბოლომდე ვერცერთს ვერ ვუსმინე, გასაგებია რომ ახლებურად აკეთებენ მაგრამ ახლის გაკეთება მთლად ძველის განადგურებას არ ნიშნავს.

ძალიან სუსტი ტური იყო თუ ასე გააგრძელეს მერე მოიკითხოს რეიტინგი გვარამიამ facepalm.gif

Posted by: Takobako 1 May 2018, 12:18
მხოლოდ ქართული მე მგონი მარტო სიტყვებია....... (ისიც ძლივს ისმის...), გამონაკლისია 2 -3 მონაწილე; ეს არ არის კონკურსი, სადაც ქართულად მღერა მოწონთ, ფაქტიურად რემიქსებია გაურკვეველი ტემბრით, ინტონაციით და შესრულებით; სოფო არის ვარსკვლავი, კახელი ბიჭი და ბექა კიდევ ნორმალურია.



ქარტული სიმღერა სხვაა და სხვა სიღრმეები აქვს; თუ კონკურსს,, მხოლოდ ქართული'' ქვია, გარემიქსებული სიმღერები არ უნდა ისმოდეს გაურკვეველი ბგერებითა და ინტონაციით; ამისთვის მრავალი შოუ არსებობს......

წამყვანებიც ალბათ სხვა უნდა შეერჩიათ..............

Posted by: Mariko20 1 May 2018, 12:34
QUOTE (Takobako @ 1 May 2018, 12:18 )



ქარტული სიმღერა სხვაა და სხვა სიღრმეები აქვს; თუ კონკურსს,, მხოლოდ ქართული'' ქვია, გარემიქსებული სიმღერები არ უნდა ისმოდეს გაურკვეველი ბგერებითა და ინტონაციით; ამისთვის მრავალი შოუ არსებობს......

წამყვანებიც ალბათ სხვა უნდა შეერჩიათ..............

გეთანხმები სრულიად, რა უბედურება იყო უკეთესს ველოდი წინა ტურისგან განსხვავებით და ეს უარესი იყო. რას ერჩიან ამ სიმღერებს რომ ასე გაასაცოდავეს facepalm.gif სრული კრახი იყო, საერთოდ აცდენილი იყო მუსიკა და სიმღერა ერთმანეთს.

Posted by: kactus 1 May 2018, 13:11
QUOTE
რა საშინელი ინტერპრეტაციები გაანადგურეს სიმღერები,ბოლომდე ვერცერთს ვერ ვუსმინე, გასაგებია რომ ახლებურად აკეთებენ მაგრამ ახლის გაკეთება მთლად ძველის განადგურებას არ ნიშნავს.

ყველაზე ნაკლები ცოდვა კონკურსის მონაწილეებს მიუძღვით.
ვინ არის კონკურსის მუსიკალური ხელმძღვანელი,მგონი,ზვიად ბოლქვაძე,არა?
რა ვიცი,ცამდე აჰყავთ ქებითა და დიდებით,"მხოლოდ ქართულს" არ ვგულისხმობ,
ხშირად მომისმენია მასზე ეპითეტები,გენიოსი,საოცრება,სასწაული... biggrin.gif
ესაა სასწაული?
რა ვიცი,შეიძლება ქართულ სიმღერას არ უხდება ასეთი თავისუფალი ინტერპრეტაცია,
გამონაკლისების გარდა.
ნანი ბრეგვაძის,გოგი დოლიძისა და ბესო კალანდაძის მსგავსად რომ ვერ იმღერებენ,ვიცით და
არც არის საჭირო მათი მიბაძვა,მაგრამ მთლად ასე დაამახინჯო სიმღერები,რა ვიცი,რა ვიცი,მე არ მომწონს.
კიდევ ვიმეორებ,სოფო მომწონს ძალიან, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა და კოსტაც,
მაგრამ როგორც უკვე დავწერე ზემოთ,მისი ხმის ტემბრი ძალიან მაღიზიანებს.
რაც შეეხება წამყვანებს,ძვირფასო ნანუკა და მაია,ამას გწერთ როგორც თქვენი კეთილისმსურველი.
ძალიან ცუდად გამოიყურებით სცენაზე,ან რა კაბებია,ან რა მაკიაჟი,ვარცხნილობა... კაშმარ,უჟას! boli.gif
ნანუკას საშინელი გამყინავი ხმა,მაიას რაღაც გამაღიზიანებელი მანერულობა და თეატრალურობა!
დაუბრუნდით თქვენს საყვარელ სტუდიას,ეს საქმე უკეთესად გამოგდით,სცენა სხვებს დაუთმეთ!
იმედია,ერთი დღე ქართულ კინომუსიკას დაეთმობა,ერთიც ფოლკლორს.

Posted by: Mariko20 1 May 2018, 14:22
kactus
მარინა ბერიძეს ევასება ძალიან ეგ ზვიად ბოლქვაძე, ადრეც ბევრჯერ აქო და ადიდა. ეხლა მაგიტომაც არის მუსიკალური ხელმძღვანელი მარინა ბერიძის გამო, მაგას ისევ ნიკოლოზ რაჭველი ყოფილიყო ის ჯობდა.

Posted by: Takobako 1 May 2018, 14:26
QUOTE (Mariko20 @ 1 May 2018, 14:22 )
kactus
მარინა ბერიძეს ევასება ძალიან ეგ ზვიად ბოლქვაძე, ადრეც ბევრჯერ აქო და ადიდა. ეხლა მაგიტომაც არის მუსიკალური ხელმძღვანელი მარინა ბერიძის გამო, მაგას ისევ ნიკოლოზ რაჭველი ყოფილიყო ის ჯობდა.

ზვიად ბოლქვაძე ატის უნიჭიერესი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი;
ალბათ არ აქვს ამ პროექტში თავისუფლება, თორემ ქართული სიმღერის ფასი და წონა ძალიან კარგად იცის

Posted by: wrangler7 3 May 2018, 02:08
როგორი პროექტი ჩანს იცი, ერთ დღეს ნახე რეკლამა იქს ფაქტორი იწყებაო, დაიწყეს ფიქრი რა გაეკეთებინათ ჯინაზე და საღამოს ყველაფერი მზად ჰქონდათ უკვე

Posted by: kactus 3 May 2018, 09:08
wrangler7
QUOTE
როგორი პროექტი ჩანს იცი, ერთ დღეს ნახე რეკლამა იქს ფაქტორი იწყებაო, დაიწყეს ფიქრი რა გაეკეთებინათ ჯინაზე და საღამოს ყველაფერი მზად ჰქონდათ უკვე

ჰო,აბა,რუსთავი2-მა რეკლამით შეიტყო,რომ X ფაქტორი იწყებაო,თან,პირველი სეზონიაო, biggrin.gif biggrin.gif
ჯიბრზე რამე მოვიფიქროთო? biggrin.gif boli.gif

Posted by: givikogiviko 3 May 2018, 16:26
QUOTE (kactus @ 3 May 2018, 09:08 )
wrangler7
QUOTE
როგორი პროექტი ჩანს იცი, ერთ დღეს ნახე რეკლამა იქს ფაქტორი იწყებაო, დაიწყეს ფიქრი რა გაეკეთებინათ ჯინაზე და საღამოს ყველაფერი მზად ჰქონდათ უკვე

ჰო,აბა,რუსთავი2-მა რეკლამით შეიტყო,რომ X ფაქტორი იწყებაო,თან,პირველი სეზონიაო, biggrin.gif biggrin.gif
ჯიბრზე რამე მოვიფიქროთო? biggrin.gif boli.gif

მთელი ტელევიზია ერთ გადაცემაშია ასეთი რამე სად გინახავს შენ? ჯინიზეა გაკეთებული აბა რა, არა ბიჭო სულ ქართული სიმღერის სიყვარულშია მთელი რუსთავი2 gigi.gif ზოგჯერ მგონია ბოღმისგან გასკდებიან, რაც შეეხება იმედს უთავბოლო არხია ფული აქვთ და ვერავერს ვერ აკეთებენ, რუსთავი2 დან გადაზიდულმა ხალხმაც კი ვერ უშველათ

Posted by: Mariko20 3 May 2018, 19:11
ხო გვარამიას შური ამ გზით უნდა იძიოს რუსთავი 2 იდან წასულებზე და ჯიბრზე ეს მოიფიქრა, მაგრამ რამდენად გაამართლებს ბოლომდე ეგ სხვა საკითხია. ქართველი მსმენელი კი არის მონატრებული ქართულ სიმღერებს მაგრამ არა ასეთი ინტერპრეტაციებით რაღაც ზედმეტად ცდილობენ ა'ხალი ამერიკა" გამოიგონონ რაც აღიზიანებს მაყურებელს. ისე იქს ფაქტორის რეიტინგის ამოქაჩვას ბევრი კი არაფერი უნდა ჯერ ლაივებიც არ დაწყებულა მითუმეტეს, ერთ ან ორ ქართულ ტურს იქს ფაქტორიც გააკეთებს ბოლოსდაბოლოს და მშვიდობით გვარამიას რეიტინგი, ასე რომ ძალიან ნუ გაიჭიმებიან იქს ფაქტორზე მეტი რეიტინგი გვაქვსო, მთავარი შესრულების ხარისხია.

Posted by: kactus 3 May 2018, 19:23
givikogiviko
QUOTE
მთელი ტელევიზია ერთ გადაცემაშია ასეთი რამე სად გინახავს შენ? ჯინიზეა გაკეთებული აბა რა, არა ბიჭო სულ ქართული სიმღერის სიყვარულშია მთელი რუსთავი2  ზოგჯერ მგონია ბოღმისგან გასკდებიან,

კაცო,"ნიჭიერი" და "X ფაქტორი" აახიეს,ცნობადი სახეები აახიეს და როგორ ფიქრობ, დაჯდებოდა
ნიკა გვარამია,ცხარე ცრემლით იტირებდა,ბედს შეეგუებოდა და მშვიდად უყურებდა რეიტინგის
ვარდნას? რა თქმა უნდა,"რუსთავი2-ში"მოიფიქრეს ეს რაღაც პროექტი "მხოლოდ ქართული",რა არის ამაში
გაუგებარი და დასაცინი?

QUOTE
რაც შეეხება იმედს

უკადრებელი იკადრა "იმედმა".

QUOTE
უთავბოლო არხია ფული აქვთ და ვერავერს ვერ აკეთებენ, რუსთავი2 დან გადაზიდულმა ხალხმაც კი ვერ უშველათ

ჰო,ეგრეა და იმედი მაქვს,ასეთად დარჩება!

Posted by: givikogiviko 3 May 2018, 20:01
QUOTE (kactus @ 3 May 2018, 19:23 )
givikogiviko
QUOTE
მთელი ტელევიზია ერთ გადაცემაშია ასეთი რამე სად გინახავს შენ? ჯინიზეა გაკეთებული აბა რა, არა ბიჭო სულ ქართული სიმღერის სიყვარულშია მთელი რუსთავი2   ზოგჯერ მგონია ბოღმისგან გასკდებიან,

კაცო,"ნიჭიერი" და "X ფაქტორი" აახიეს,ცნობადი სახეები აახიეს და როგორ ფიქრობ, დაჯდებოდა
ნიკა გვარამია,ცხარე ცრემლით იტირებდა,ბედს შეეგუებოდა და მშვიდად უყურებდა რეიტინგის
ვარდნას? რა თქმა უნდა,"რუსთავი2-ში"მოიფიქრეს ეს რაღაც პროექტი "მხოლოდ ქართული",რა არის ამაში
გაუგებარი და დასაცინი?

QUOTE
რაც შეეხება იმედს

უკადრებელი იკადრა "იმედმა".

QUOTE
უთავბოლო არხია ფული აქვთ და ვერავერს ვერ აკეთებენ, რუსთავი2 დან გადაზიდულმა ხალხმაც კი ვერ უშველათ

ჰო,ეგრეა და იმედი მაქვს,ასეთად დარჩება!

პირადათ მე ორივე ტელევიზია მაღიზიანებს, ერთმანეთის ალი კვალი არიან, იმედი უდრის რუსთავი2 რს 2012 წლამდე და რუსთავი2 უდრის იმედს 2007 წლამდე, გვარამია რომელია ქვეყნის მთავარი გურმანი? მის დროს არ იყო მიწასთან გაასწორეს იმედი, ეგ რო რამეს იტყვის კაი რა.
* * *
თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ნამდვილად ჭკვიანია, აზე არ ვარ ეს ტელეკომპანია ყადაღის პირობებში როგორ არსებობს, თუ ხალვაშს გადასცემენ დარწმუნებული ვარ არხის რეიტინგი ნულს ქვემოთ ჩამოვა, ვინ დღეს მუშაობს ალბათ ყველას გააგდებენ
* * *
QUOTE (Mariko20 @ 3 May 2018, 19:11 )
ხო გვარამიას შური ამ გზით უნდა იძიოს რუსთავი 2 იდან წასულებზე და ჯიბრზე ეს მოიფიქრა, მაგრამ რამდენად გაამართლებს ბოლომდე ეგ სხვა საკითხია. ქართველი მსმენელი კი არის მონატრებული ქართულ სიმღერებს მაგრამ არა ასეთი ინტერპრეტაციებით რაღაც ზედმეტად ცდილობენ ა'ხალი ამერიკა" გამოიგონონ რაც აღიზიანებს მაყურებელს. ისე იქს ფაქტორის რეიტინგის ამოქაჩვას ბევრი კი არაფერი უნდა ჯერ ლაივებიც არ დაწყებულა მითუმეტეს, ერთ ან ორ ქართულ ტურს იქს ფაქტორიც გააკეთებს ბოლოსდაბოლოს და მშვიდობით გვარამიას რეიტინგი, ასე რომ ძალიან ნუ გაიჭიმებიან იქს ფაქტორზე მეტი რეიტინგი გვაქვსო, მთავარი შესრულების ხარისხია.

ვის ჯიბრზე მოიფიქრა ეს პროექტი გვარამიამ მნიშვნელობა არ აქ, ფაქტია პროექტმა x ფაქტორი ჩამოშალა, 14 % აიღეს უკვე ზედიზედ ორჯერ ამაზე მეტს ცეკვები წერდა მაშინ როცა x ფაქტორს დაასვეს ორშაბათს, ამით იმის თქმა მინდა რო როცა გადავიდნენ სხვა არხზე პროექტები არ უნდა წაეღოთ, და ახალი პროექტები უნდა დაეწყოთ, სულ ესაა მეტი არაფერი, ხალხი შტერი არაა ამდენი პროექტების ერთი არხიდან მეორეზე გადატანამ ეჭვი გაუჩინა ხალხს რო ფულის გამო გადავიდენ, და უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია

Posted by: ZEPTER 4 May 2018, 14:08
კარგია ასეთი შოუც რომ გამოჩნდა სულ უცხოურები ყველას ხომ არ შეუძლია

Posted by: Anticapitalism. 5 May 2018, 12:19
რუსთავი 2 ქართულის დაცვაშია სასაცილოა? smile.gif ბიჭები ქრისტიანობის დაცვისთვის ციხეში გაუშვეს და გვარამია იცავს ქართულ კულტურას?

Posted by: akkai 8 May 2018, 08:16
Anticapitalism.
bis.gif bis.gif facepalm.gif facepalm.gif

წუხანდელ კონცერტს გადავხედე და სოფო უკონკურენტო ჩანს.
ძაან მაგარი იყო გუშინ და იმის წინა ლაივზეც.

დიდი სხვაობაა მას და დანარჩენებს შორის.

სოფო. საბა და კონსტანტინე.

ეს.სამეული იბრძოლებს ალბათ გამარჯვებისთვის

Posted by: kactus 8 May 2018, 14:09
არაჩვეულებრივი გოგოა სოფო,პირველივე ტურიდან დავადგი თვალი. biggrin.gif
გუშინ საუკეთესო იყო.
ძალიან მინდა,მან გაიმარჯვოს!

ეძღვნება Artist-ს biggrin.gif

love.gif

Posted by: nia4u 9 May 2018, 01:03
სოფო ძაან მომეწონა მეც, ოღონდ, მერე წინა სიმღერები რომ ვნახე,
აღმოჩნდა, რომ ყველა სიმღერა ერთნაირად უმღერია... sad.gif
ვნახოთ, როგორ გააგრძელებს... smile.gif
წარმატებებს ვუსურვებ... smile.gif

მარა ნიჟარაძის ნერვები არ მაქვს და არც წამყვანების, ვერ ვუყურებ... sad.gif
ასე ალაგ-ალაგ თუ შევხედავ...
ნიჟარაძე მიშასავით გაპარჭყულად რატო უკრავს ტაშს? biggrin.gif facepalm.gif

Posted by: imerameri 10 May 2018, 12:00
ქალაქური სიმღერის ტური იყო ძალიან მაგარი. თითქმის ყველა საუკეთესოდ გამოვიდა.
ბასილაშვილი მზა მომღერალია უკვე, კარანაძეც ძალიან კარგია, მრელაშვილიც და სხვებიც

Posted by: Artist 10 May 2018, 16:09
kactus
QUOTE
ეძღვნება Artist-ს

დიდი მადლობა კაკტუს... 2kiss.gif

Posted by: NorthSea 10 May 2018, 17:07
ძალიან მაგარი იყო ამ ორშაბათის შოუ
იმჰო
ეს კოპა-კიპოო იყო კარქად გაკეთებული
ის კოსტაიას სიმღერაც
იმ საბა კემულარიას ცოტა მეტი ფლექსიბელობა და მექსიკური ტვ-ს ვარსკვლავი გახდება
დანარჩენები თანაბრები არიან. მაგრამ მაინც ყოჩაღები

იმედია გრიშა ონიანს, ლალი ბადურაშვილს და იმ "მზიურელ" ქალს ყველა რო ძულს, რამე არ მოუვათ
popcorn.gif

Posted by: Hronos 11 May 2018, 11:44
პოლიტგანყი მეგონა კომენტარები რომ წავიკითხე.. biggrin.gif

ბოღმა თავს არ დამალავს არცერთ განყში როგორც ჩანს smile.gif

პ.ს. პროექტი კარგია... სხვა პროექტებს ქართულ ტელესივრცეში უკვე აჯობა .. yes.gif

Posted by: კიკაჩა 14 May 2018, 15:47
praaalo



შერჩევას ვუყურე თავიდან, მერე შევეშვი, არ მომწონს drug.gif

Posted by: ჟან_შარდენი 14 May 2018, 21:21
სოფო ბათილაშვილი არის სუპერ გოგო. შემიყვარდა <3

Posted by: Artist 14 May 2018, 22:35
kactus
QUOTE
ძალიან მინდა,მან გაიმარჯვოს!

ისა მთელი გადაცემის ვიდეოც დადე ხოლმე რაა... რომ არ ვეძებოთ ხოლმე ინტერნეტში,
ამ თემას მოუხდება ... smile.gif


Posted by: dreamer@ 16 May 2018, 23:03
QUOTE
სოფო ბათილაშვილი

კონკურსანტებში მართლაც პირველია
იმსახურებს გამარჯვებას
მაგრამ რაღაც აკლია თითქოს
უფროსწორედ ზედმეტად აქვს და ეს თავდაჯერებულობაა
მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ამის საბაბი გადაჭარბებულად მეჩვენება

ხიბლს უკარგავს თითქოს.

და კიდევ ამ კონსტანტინეზე რატოა სრულიად ერი გადარეული ჩემთვის გაუგებარია

გაბუნიამ სწორად შეაფასა
აშლილი ფორტეპიანოსავითააbiggrin.gif

................
ჩემი ფავორიტი კემულარიაა
ძალიან უხდება ქართულ სიმღერას
და ქართული სიმღერა მას biggrin.gif <3

Posted by: Takobako 22 May 2018, 10:45
ძალიან სუსტი ტური;
არცერთ მონაწილეს არ უხდებოდა სიმღერა, რომელიც შეასრულა, გარდა კოსტასი.

ლამაზად შეფუთული პროექტი დარჩა მხოლოდ;


იქს ფაქტორის მონაწილთაგან ნებისმიერი უფრო ძლიერი კონკურსანტია, ვიდრე ეს ბავშვები.





Posted by: maiako_mao 22 May 2018, 12:17
QUOTE
სოფო ბათილაშვილი


არაა საჭირო ამდენი თვითდაჯერებულობა და "უკვე მომღერლობა" , ძალიან გამაღიზიანებელია......

Posted by: jes 30 May 2018, 01:32
ყველა შოუს აჯობა ქართულ ტელე სივრცეში..

რ2- ისევ რულამს.

ეხლა მოკვდი თუ გინდა...


Posted by: narmonana 4 Jun 2018, 22:55
ერთადერთი პრობლემა აქვს ამ შოუს.კლიმაქსიანი წამყვანები.......ორივე მაგარი შიზოიდია...

Posted by: ირაკლი17 5 Jun 2018, 01:29
QUOTE (narmonana @ 4 Jun 2018, 22:55 )
ერთადერთი პრობლემა აქვს ამ შოუს.კლიმაქსიანი წამყვანები.......ორივე მაგარი შიზოიდია...

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif



ბათილაშვილი მოიგებს


მაგარი გოგოა


ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე

ერთად აღებული არი სოფო :დ

Posted by: takotatuli1989 5 Jun 2018, 02:27
იცის რო მაგარია და რატომ არ უნდა იყოს თავდაჯერებული? რომელმა ნიჭიერმა არ იცის რო ნიჭიერია და იმ საქმის კეთებისას რისი ნიჭიც აქ თავდაჯერებულად არ აკეთებს?!

Posted by: პანკისელი 5 Jun 2018, 02:55
სოფოა უმაგრესი, უნიჭიერესი გოგო

Posted by: akkai 5 Jun 2018, 14:10
სიმღერების არჩევა როგორ ხდება ამ კონკურში ?

თემა ცხადდება და კონკურსანტი თვითონ ირჩევს რა იმღეროს თუ კონკურსის მუსიკალური ხელმძღვანელი არიგებს სიმღერებს

Posted by: ManueloCosta 5 Jun 2018, 23:23
კარანაძე კაია..............

Posted by: psyxo 6 Jun 2018, 01:56
kactus
QUOTE
არაჩვეულებრივი გოგოა სოფო,პირველივე ტურიდან დავადგი თვალი. 
გუშინ საუკეთესო იყო.
ძალიან მინდა,მან გაიმარჯვოს!

up.gif up.gif
ასიანი
ჯოპლინაა ეგ ჯოპლინა ჯენისა რეინკარნაცია ....
გარეგნობით და მანერებითაც ძალიან მაგონებს და თან ევოლუციაა განვითარება და არა ქავერი
კაია რო ქართულში ახალი სახე ახალი სიტყვა !!
user posted image
* * *
dreamer@
QUOTE
ჩემი ფავორიტი კემულარიაა
ძალიან უხდება ქართულ სიმღერას
და ქართული სიმღერა მას  <3

"ნიღაბა" "მასკა"
ეგეთი ყოველი მეორე სუფრის მომღერალია ... და კიდევ უკეთესი ამოყარე მაივიდეოყოუტუბზე ...


Posted by: LilyValley 10 Jun 2018, 13:21
ძალიან დაბალი დონის პროექტი გამოვიდა... კარანაძე ნიჭიერია, მაგრამ არა მაგ შოუსთვის, დანარჩენები ღიპიანების რესტორნებში კარგად გაქაჩავენ...

Posted by: kactus 10 Jun 2018, 14:42
LilyValley
QUOTE
კარანაძე ნიჭიერია, მაგრამ არა მაგ შოუსთვის,

ამაში გეთანხმები,მაგრამ მაინც კარგი გააკეთა,რომ მიიღო მონაწილეობა.
იმედია,მომავალში,Xფაქტორშიც მიიღეს მონაწილეობას!

QUOTE
დანარჩენები ღიპიანების რესტორნებში კარგად გაქაჩავენ...

რა ქნან,ვინც მივიდა ქასტინგზე,მათგან შეარჩიეს მონაწილეები.
იმედია,შემდეგ ჯერზე უფრო ნიჭიერი ხალხი მივა!

მხოლოდ სოფოს აღმოსაჩენად ღირდა მართლა ეს კონკურსი. love.gif

Posted by: LilyValley 10 Jun 2018, 15:12
kactus
კარანაძე უფრო მაგარია, მაგრამ სოფო ამ პროექტისთვის უნდა იყოს გამარჯვებული. იქს ფაქტორში წელს ისეთი ხალხია კარანაძე ვერ გაქაჩავდა.

Posted by: praaalo 11 Jun 2018, 15:11
დღეს ბოლო დღეა?

თუ კიდე გადაარჩევენ 2 მონაწილეს და მერე იქნება ფინალი

Posted by: kactus 11 Jun 2018, 16:09
praaalo
QUOTE
დღეს ბოლო დღეა?

თუ კიდე გადაარჩევენ 2 მონაწილეს და მერე იქნება ფინალი

დღეს არის ფინალი.თითოეული მონაწილე შეასრულებს სამ სიმღერას,
ერთს ორკესტრის თანხლებით,ერთს ბენდის თანხლებითა და ერთს
ფოლკლორიდან.ა
ასე მოვისმინე ტელევიზიით.

Posted by: Joanna 12 Jun 2018, 00:13
ამ სოფოს კიდევ რა, ერთი ნოტი მაინც შეეშალოს, ყველაფერს სწორად რომ მღერის popcorn.gif

Posted by: Echo Zvana 12 Jun 2018, 00:58
20 რომ 25-ზე ნაკლებია იციან მხოლოდ ქართულში?
........................................................................................................................................
* * *
ისე შუა გადაცემაში რომ ირკვევა გამარჯვებული (ნუ, თუ არითმეკა იცი და ერთუჯრედიანი არ ხარ, მაშინ გეცოდინება), რა მაფიაა ეგ?
.............................................................

Posted by: _Hopes_And_Fears_ 12 Jun 2018, 01:15
QUOTE
ჩემი ფავორიტი კემულარიაა
ძალიან უხდება ქართულ სიმღერას
და ქართული სიმღერა მას  <3


რესტორანში უნდა იდგეს და მღეროდეს მეტს ვერ ქაჩავს
მთვრალი მოვუსმენ რესტორანში
სცენაზე არა. ფულს არ გადავიხდი

აი სოფო სულ სხვა თემაა love.gif

Posted by: Rhaegar 12 Jun 2018, 02:55
ძალიან რთული სიმღერაა. შემდგარი მომღერლების სრული უმრავლესობა ვერ შეასრულებდა ამას.


Posted by: _Hopes_And_Fears_ 12 Jun 2018, 03:06
ფბზე გადავხედე კომენტარებს და მარტო მეგრელები წუწუნებენ იმენნა ცვეტში სოფომ რატო გაიმარჯვაო

lol.gif lol.gif lol.gif
lol.gif lol.gif lol.gif
lol.gif lol.gif lol.gif

ერთმანეთის ესე გატანაც რომ არ შეიძლება biggrin.gif

Posted by: Paranormal 12 Jun 2018, 03:08
QUOTE
ფბზე გადავხედე კომენტარებს და მარტო მეგრელები წუწუნებენ იმენნა ცვეტში სოფომ რატო გაიმარჯვაო

   
   
   

ერთმანეთის ესე გატანაც რომ არ შეიძლება

თან საერთოდ არაფერი არ აჩუქეს კემულარიას

biggrin.gif


Posted by: _Hopes_And_Fears_ 12 Jun 2018, 03:15
QUOTE
თან საერთოდ არაფერი არ აჩუქეს კემულარიას


არავის არ დაევასა და რატო უნდა ეჩუქებინათ ?
ვინუჟდენი იყო რომელიმე კომპანია ?
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აი ნებისმიერ კარგ რესტორანში მიდით და საბასნაირებს მიაქვს იქაურობა
არ ვიძახი ცუდად მღერის თქო უბრალოდ არაფრით გამორჩეული არ არის სხვა მომღერლებისგან


აი რა ვიცი დაიგვიანეს რომ 18 წლის ბავშვი + გოგო შეასრულებს ის სულ სხვა ლეველია



Posted by: °Nuna 12 Jun 2018, 03:30
გული მიჩერდება სოფოს რომ ვუსმენ.
უჭკვიანესი, უღრმესი და ულამაზესი თვალებითაც რომ გვიყვება სათქმელს
love.gif

Posted by: imerameri 12 Jun 2018, 09:18
დიდი მადლობა ორგანიზატორებს.
ძალიან კარგი და საინტერესო გამოვიდა ეს შოუ. გამარჯვებული ხომ საერთოდ უცხოპლანეტელია მგონი

Posted by: Joanna 12 Jun 2018, 09:34
სოფოს რომ არ გაემარჯვა, უსამართლობა იქნებოდა. თავიდანვე ლიდერი იყო. ეს კონკურსი იყო მისი.
ისე კი, ყველა მონაწილე რაღაცნაირად თბილი და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ცოტა საბა შემეცოდა, შოკოლადი მაინც ეჩუქებინათ

Posted by: ZEPTER 12 Jun 2018, 10:07
ღირსეულმ აგაიმარჯვა, ვერაფერს იტყვი smile.gif

Posted by: givikogiviko 12 Jun 2018, 11:20
სოფო კი ღირსეული გამარჯვებულია მარა ბევრი უსამართლო რაღაცაებიც იყო, მაგალითად მეორე ადგილზე გასულს რომელიც აქამდე სულ ლიდერობდა მხოლოდ და მხოლოდ 1000 ლარი აჩუქეს... კოსტას 10 000 ევრო რავიცი რავიცი რავიცი

Posted by: Mariko20 12 Jun 2018, 11:43
ვინც იმსახურებდა იმან მოიგო, ვინც იმას იტყვის რომ სოფო არ იმსახურებდა მოგებას და კემულარია ჯობდა იმას უბრალოდ სმენასთან აქვს პრობლემა.

Posted by: VAMPIRE_W 12 Jun 2018, 11:58
QUOTE
ფბზე გადავხედე კომენტარებს და მარტო მეგრელები წუწუნებენ იმენნა ცვეტში სოფომ რატო გაიმარჯვაო

წაკითხულიდან აზრის გამოტანა ისევ გიჭირთ?
გადავხედე კომნეტარებს სპეციალურად, არავის დაუწერია სოფომ რატო გაიმარჯვაო, ყველა ამბობს სოფო ღირსუელი გამარჯვებულია და ვულოცავთო.

მაგრამ საბა მეორე ადგილზე გავიდა და არც ახსენეს და არც რამე ნორმალური პრიზი გადასცეს,
მაშინ როცა ყველა მონაწილე ასე თუ ისე გაახარეს და ოცნება აუსრულეს , მხოლოდ საბა დატოვეს სრულიად იგნორირებულად.
ეს ეწყინათ მის გულშემატკივრებს, რადგან იმ რეიტინგის დიდ ნაწილში რითაც ასე ამაყობდა რუსთავი ორი , უდიდესი წვილი აქვს საბას და მის მეგრელობას რაც ასე გხვდებათ გულზე.
და ძალიან უხერხული სიტოაცია იყო, როცა იცი რომ ისიც ადამიანია და ელდოება რაღაცას, და ამ დროს ტოვებ იგნორირებულს.

და იმედია ახლა მაინც გამოიტანთ აზრს წაკითხულიდან. smile.gif


ჩემს შესახებ თუ რამე დაგაინტერესებთ, სოფოს ვგულშემატკივრობიდი ! smile.gif
მეგრელი ვარ , მაგრამ საბას არ ვგულშემატკივრობდი, პირიქით მაღიზიანებდა მისი სულელური ღიმილი 24 საათი და ერთფეროვანი შესრულება. მაგრამ რა ვქნა სამართლიანობის მხარდაჭერა ყოველთვის უპირატესი ხდება ჩემს პირად გემოვნებაზე ჩემთVის. smile.gif


Posted by: Rhaegar 12 Jun 2018, 12:00
QUOTE (_Hopes_And_Fears_ @ 12 Jun 2018, 03:06 )
ფბზე გადავხედე კომენტარებს და მარტო მეგრელები წუწუნებენ იმენნა ცვეტში სოფომ რატო გაიმარჯვაო

lol.gif lol.gif lol.gif
lol.gif lol.gif lol.gif
lol.gif lol.gif lol.gif

ერთმანეთის ესე გატანაც რომ არ შეიძლება biggrin.gif

ფბ-ს კომენტარები არ მინახსვს, მაგრამ ყველას აჩუქეს რაღაც და მაგ მხრივ მეგრელი მაგრად დაჩაგრეს.

Posted by: rachveli1 12 Jun 2018, 12:08
QUOTE (Echo Zvana @ 12 Jun 2018, 00:58 )
20 რომ 25-ზე ნაკლებია იციან მხოლოდ ქართულში?
........................................................................................................................................
* * *
ისე შუა გადაცემაში რომ ირკვევა გამარჯვებული (ნუ, თუ არითმეკა იცი და ერთუჯრედიანი არ ხარ, მაშინ გეცოდინება), რა მაფიაა ეგ?
.............................................................

ბოლოში უნდა დაეჯამათ მაყურებლების სამივე ტურის ქულები და არ იქნებიდა მასე

Posted by: kactus 12 Jun 2018, 14:11
ვულოცავ სოფოს გამარჯვებას!
სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო.
სულ წარმატებით ევლოს ცხოვრებაში!

QUOTE
არავის არ დაევასა და რატო უნდა ეჩუქებინათ ?
ვინუჟდენი იყო რომელიმე კომპანია ?

+++

მართალი ხარ.
რა ვალდებული იყო ესა თუ ის კომპანია საბასთვის
გადაეცა რამე პრიზი?
ვისაც ვინ დაევასა,იმას გადასცა საჩუქარი.
პ.ს. ისე,რატომ უსვამთ ხაზს საბას მეგრელობას არ მესმის. boli.gif

Posted by: givikogiviko 12 Jun 2018, 14:48
QUOTE (kactus @ 12 Jun 2018, 14:11 )
ვულოცავ სოფოს გამარჯვებას!
სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო.
სულ წარმატებით ევლოს ცხოვრებაში!

QUOTE
არავის არ დაევასა და რატო უნდა ეჩუქებინათ ?
ვინუჟდენი იყო რომელიმე კომპანია ?

+++

მართალი ხარ.
რა ვალდებული იყო ესა თუ ის კომპანია საბასთვის
გადაეცა რამე პრიზი?
ვისაც ვინ დაევასა,იმას გადასცა საჩუქარი.
პ.ს. ისე,რატომ უსვამთ ხაზს საბას მეგრელობას არ მესმის. boli.gif

რადგან ამდენი ხანი ლიდერობდა სმს ებში ესე იგი ხალხს ევასებოდა და ამიტო არხს უნდა დაესაჩუქრებია, ახლა ისე გამოდის რომ მხოლოდ რეიტინგისთვის უნდოდათ რადგან გარკვეული ფენის ხალხი დაეკმაყოფილებიათ, საბას არც არასდროს ვგულშემატკიცრობდი უფრო მეტიც ჩემი აზრით სარესტორნო მომღერალია, მაგრამ სიმართლე მაინც ხო უნდა დავინახოთ არა?

Posted by: Rhaegar 12 Jun 2018, 14:52
QUOTE (givikogiviko @ 12 Jun 2018, 14:48 )
რადგან ამდენი ხანი ლიდერობდა სმს ებში ესე იგი ხალხს ევასებოდა

სიმართლე რომ ვთქვათ, მეგრელები უმესიჯებდნენ როგორც მეგრელს. არამგონია ხალხი გაგიჟებულიყო. კუთხური პატრიოტიზმი ინ ექშენ.

ისე ტიპმა "ეს ზღვა რომ შავია" ძაან მაგრა იმღერა და ჟიურიმ ყველაზე დაბალი ქულები მაგ დროს დაუწერა. facepalm.gif

Posted by: givikogiviko 12 Jun 2018, 15:04
QUOTE (Rhaegar @ 12 Jun 2018, 14:52 )
QUOTE (givikogiviko @ 12 Jun 2018, 14:48 )
რადგან ამდენი ხანი ლიდერობდა სმს ებში ესე იგი ხალხს ევასებოდა

სიმართლე რომ ვთქვათ, მეგრელები უმესიჯებდნენ როგორც მეგრელს. არამგონია ხალხი გაგიჟებულიყო. კუთხური პატრიოტიზმი ინ ექშენ.

ისე ტიპმა "ეს ზღვა რომ შავია" ძაან მაგრა იმღერა და ჟიურიმ ყველაზე დაბალი ქულები მაგ დროს დაუწერა. facepalm.gif

მეგრელებზე უფრო ხანში შესული ხალხი უმესიჯებდა.... ფეისბუქზეც გადაავლე თვალი ძირითადათ ძე თი დაბოლოებულები აპროტესტებენ საბას უსაჩუქრობას, ხო ფეისბუქზე დაწერა საბამ ყველანაირ შეურაცხყოფას აგატანინებს ის სიყვარული და მხარდაჭერა რაც თქვენგან მოდიოდაო, ნაწყენია აშკარათ user.gif მგონი 1000 ლარი აჩუეს ხო? სირცხვილია სირცხვილი facepalm.gif

Posted by: kactus 12 Jun 2018, 15:28
givikogiviko
QUOTE
რადგან ამდენი ხანი ლიდერობდა სმს ებში ესე იგი ხალხს ევასებოდა და ამიტო არხს უნდა დაესაჩუქრებია

რადგან გარკვეული პერიოდი სმს ლიდერი იყო,ამიტომ უნდა დაესაჩუქრებინა არხს? spy.gif
და არხის ფავორტი თუ სხვა იყო, მაინც?

QUOTE
მგონი 1000 ლარი აჩუეს ხო? სირცხვილია სირცხვილი 

თუ არ ვცდები"ისი პარიმ" დაასაჩუქრა 1000ლ-იანი ვაუჩერით.

ადამიანურად მესმის,ალბათ,ნაწყენი დარჩა,მაგრამ ვერ მოინადირა ვერცერთი
კომპანის გული და რა გინდა,რომ ქნა?

Posted by: givikogiviko 12 Jun 2018, 15:44
QUOTE (kactus @ 12 Jun 2018, 15:28 )
givikogiviko
QUOTE
რადგან ამდენი ხანი ლიდერობდა სმს ებში ესე იგი ხალხს ევასებოდა და ამიტო არხს უნდა დაესაჩუქრებია

რადგან გარკვეული პერიოდი სმს ლიდერი იყო,ამიტომ უნდა დაესაჩუქრებინა არხს? spy.gif
და არხის ფავორტი თუ სხვა იყო, მაინც?

QUOTE
მგონი 1000 ლარი აჩუეს ხო? სირცხვილია სირცხვილი  

თუ არ ვცდები"ისი პარიმ" დაასაჩუქრა 1000ლ-იანი ვაუჩერით.

ადამიანურად მესმის,ალბათ,ნაწყენი დარჩა,მაგრამ ვერ მოინადირა ვერცერთი
კომპანის გული და რა გინდა,რომ ქნა?

გარკვეული პერიოდი კი არა თითქმის სულ საბა ლიდერობდა gigi.gif ახლაც მეორე ადგილი აიღო ესეიგი იყო ყურებადი და პროექს შემატა რეიტინგი, მარტო ამისთვის უნდა დაესაჩუქრებიათ სულ რო არაფერი, კოსტა ძალით გადაიყვანეს, არასდროს ყოფილა ხალხის რჩეული რუ2 რის რჩეული რო იყო თავიდანვე ეტყობოდა, და აირტყა კიდევაც 10 000 ევრო, მოკლეთ გამოდის რომ სულ ტყუილა უყურა ხალხმა ამ პროექტს და სულ ტყუილა უმესიჯეს თავიანთ რჩეულს რადგან თურმე ჩალის ფასი ქონია მათ ესემესებს, ბოლოს ისე გააკეთეს როგორც უნდოდათ, 700 000 ათასი ზარიც აფსურდათ მიმაჩნია ვინ რამდენი ხმა აიღო ეგეც არ უთქვამთ, მოკლეთ მაგარი აჯაფსანდალი გამოუვიდათ ბოლოს..... facepalm.gif

Posted by: rachveli1 12 Jun 2018, 16:56
QUOTE (Rhaegar)
ისე ტიპმა "ეს ზღვა რომ შავია" ძაან მაგრა იმღერა და ჟიურიმ ყველაზე დაბალი ქულები მაგ დროს დაუწერა. facepalm.gif


ყველაზე ცუდად იმღერა ზუსთად ეს სიმღერა

Posted by: Poppysmic 12 Jun 2018, 20:20
ყველაფერი კაი და სოფომ რა სიმღერებიც იმღერა სადმე მპ3 იქნება? smile.gif

Posted by: Echo Zvana 13 Jun 2018, 01:10
kactus
ვალდებულებაზე არ არის საუბარი, ეგრე დედის არ-გინების ვალდებულებაც არა აქვს არავის, მაგრამ თუ შეიგინებიან არ მოგვეწონება ხო? ასევე უხერხული მომენტი იყო მეორე ადგილოსანი რომ გალანძღეს (ჟიურიმ), პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს (რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სიმღერასთან), და მხოლოდ მათხოვრული 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს (მეორეზე რომ არ გასულიყო, ისიც კი არ შეხვდებოდა). ძალიან ცუდად გამოუვიდათ და შესაბამისი რეაქცია მიიღეს მაყურებლებისგან.

Posted by: la reine 13 Jun 2018, 01:36
QUOTE (VAMPIRE_W @ 12 Jun 2018, 11:58 )
QUOTE
ფბზე გადავხედე კომენტარებს და მარტო მეგრელები წუწუნებენ იმენნა ცვეტში სოფომ რატო გაიმარჯვაო

წაკითხულიდან აზრის გამოტანა ისევ გიჭირთ?
გადავხედე კომნეტარებს სპეციალურად, არავის დაუწერია სოფომ რატო გაიმარჯვაო, ყველა ამბობს სოფო ღირსუელი გამარჯვებულია და ვულოცავთო.

მაგრამ საბა მეორე ადგილზე გავიდა და არც ახსენეს და არც რამე ნორმალური პრიზი გადასცეს,
მაშინ როცა ყველა მონაწილე ასე თუ ისე გაახარეს და ოცნება აუსრულეს , მხოლოდ საბა დატოვეს სრულიად იგნორირებულად.
ეს ეწყინათ მის გულშემატკივრებს, რადგან იმ რეიტინგის დიდ ნაწილში რითაც ასე ამაყობდა რუსთავი ორი , უდიდესი წვილი აქვს საბას და მის მეგრელობას რაც ასე გხვდებათ გულზე.
და ძალიან უხერხული სიტოაცია იყო, როცა იცი რომ ისიც ადამიანია და ელდოება რაღაცას, და ამ დროს ტოვებ იგნორირებულს.

და იმედია ახლა მაინც გამოიტანთ აზრს წაკითხულიდან. smile.gif


ჩემს შესახებ თუ რამე დაგაინტერესებთ, სოფოს ვგულშემატკივრობიდი ! smile.gif
მეგრელი ვარ , მაგრამ საბას არ ვგულშემატკივრობდი, პირიქით მაღიზიანებდა მისი სულელური ღიმილი 24 საათი და ერთფეროვანი შესრულება. მაგრამ რა ვქნა სამართლიანობის მხარდაჭერა ყოველთვის უპირატესი ხდება ჩემს პირად გემოვნებაზე ჩემთVის. smile.gif

ძალიან ბევრი + ამ პოსტს ჩემგან.
ყველა წინადადებას ვეთანხმები, მეგრელობის და სოფოს გულშემატკივრობის ჩათვლით.

ძალიან ცუდად მოექცნენ.
შოუს ორგანიზატორებს ღირებული პრიზი აუცილებლად უნდა ჰქონოდა სამივე ადგილისთვის.

რას ნიშნავდა ამ ბიჭის სრული იგნორი ვერანაირად ვერ ავხსენი.
ნუთუ სოლიდური პრიზი არ ეკუთვნოდა იმ ძღინკიანი 1000 ლარის გარდა. ბოლო-ბოლო მეორე ადგილზე გავიდა...

Posted by: Bella//07 13 Jun 2018, 23:39
პრობლემა ის არ არის რომ პრიზი არ გადასცეს. საქმე ისაა, რომ არხმა, პროექტმა და ჟიურიმ ყელაფერი გააკეთა, რომ საბას არ გაემარჯვა. ეს რთული დასანახი არ იყო და ის ფაქტი, რომ სოფო არაჩვეულებრივი მომღერალი და ღირსეული გამარჯვებულია, სულაც არ ფარავს იმ უსამართლობას, რაც ამ ბიჭს გაუჩალიჩეს.
ძალიანაც კარგი რომ საჩუქარი არ გადასცეს. ხალმხა მეტად დაინახა ყველაფერი. კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივიდან თითქმის ბოლომდე ლიდერი იყო (სანამ დარეკვის პრობლემა დაიწყებოდა), ნამდვილად იმსახურებდა ბევრად მეტს, და ამ შოუში ფული კი არა, ხალხის ხმა წყვეტდა და ასე უნდა ყოფილიყო ბოლომდე.
მე ვფიქრობ რომ ობიექტურად სოფო ნამდვილად სჯობდა საბას, მაგრამ როდესაც არხს პრეტენზია აქვს უფასო ზარებით ხალხით რჩეულის გამოვლენაზე, ჟიური არ უნდა ცდილობდეს წიხლებით ჩასწიოს სმს ლიდერი. და 4 კაცი ფინალში ამ საქმის შეკერვის ერთ-ერთი მცდელობა იყო.

Posted by: Zuraba 13 Jun 2018, 23:43
ძალიან გამეხარდა რომ დაასაჩუქრეს, ნანუკას შოუში იყო გადაცემა, მაგრამ უმაღლესი ნაბიჯი გადადგა და თანხა ლეიკიმიით დაავადებულ ბავშვს გადასცა, აუ არ ველოდი, ეს უკვე გამარჯვებაა, არა აქვს მნიშვნელობა როგორ მღეროდა და რომელ ადგილზე გავიდა, მოუჯოკრა ყველას თავისი კეთილი საქციელით, ბრავო!

პ.ს. არ არ მისი ფანი, სოფო იყო ჩემი რჩეული, მაგრამ სამართლიანობას ვუჭერ მხარს

Posted by: Joanna 14 Jun 2018, 08:34
QUOTE (Zuraba @ 13 Jun 2018, 23:43 )
ძალიან გამეხარდა რომ დაასაჩუქრეს, ნანუკას შოუში იყო გადაცემა, მაგრამ უმაღლესი ნაბიჯი გადადგა და თანხა ლეიკიმიით დაავადებულ ბავშვს გადასცა, აუ არ ველოდი, ეს უკვე გამარჯვებაა, არა აქვს მნიშვნელობა როგორ მღეროდა და რომელ ადგილზე გავიდა, მოუჯოკრა ყველას თავისი კეთილი საქციელით, ბრავო!

პ.ს. არ არ მისი ფანი, სოფო იყო ჩემი რჩეული, მაგრამ სამართლიანობას ვუჭერ მხარს




მართლა მასე გააკეთა?

რა კარგი ადამიანი ყოფილა user.gif

Posted by: Echo Zvana 14 Jun 2018, 12:18
Joanna
QUOTE
მართლა მასე გააკეთა?

კი, ნანუკას შოუს ფბ გვერდმა დააშეარა, შეგიძლია ნახო.
..................................................................................................................................

Posted by: guga1983 21 Jun 2018, 04:41
სოფო კაი გოგოა. ამის მერე როგორ გაგრძელდება მისი კარიერა, ეგაა საინტერესო.
თორემ რა, გაიმარჯვებენ-ხოლმე ამ კონკურსებში და მორჩა. ვეღარ ვითარდებიან.

Posted by: giat 21 Jul 2018, 09:49
1-ლი სეზონი საერთოდ ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე და ამ შოუმაც დაამტკიცა -ნამდვილი აღმოჩენა იყო სოფო
მართალია ერორის ტვ -არა ჩემი ტვ მაგრამ
ამ შოუს თავიდან Bოლომდე ვუცქირე და სოფme გულშემატკივარი ვიყავი -საერთდ დღეს ქართულ ესტრადაზე Fანოღური სტილი და მიმდინარეობა ამართლებს

Posted by: terfebisforosvelodebi 16 Jul 2021, 00:27
______________________________________________

Posted by: average 23 Aug 2023, 16:25
---------------------------------

Posted by: average 5 Sep 2023, 15:42
---------------------------
---------------------------

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)