Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > პირველი სტერეო........


Posted by: Tiko-Tiko 5 Jun 2004, 15:12
თქვენი კომენტარები თუ შეიძლება!

Posted by: MariG 5 Jun 2004, 15:14
უკომენტაროდ biggrin.gif

Posted by: Tiko-Tiko 5 Jun 2004, 15:33
არა,ეს მართლა კატასტროფაა.ყოვლად არაჯანსაღი მუსიკის ,იუმორის და საერთოდ,გემოვნების ჩამოყალიბება -ეს უკვე სერიოზული დანაშაულია!
* * *
არადა თითონ რო კითხო,სულ დაირ სტრეიტსზე არიან გაზრდილები:)

Posted by: apachi 5 Jun 2004, 15:37
[quote]პირველი სტერეო......../quote]
ეუფფფფ!

Posted by: malina 5 Jun 2004, 15:40
QUOTE
პირველი სტერეო........, ვინ გაამართლებს ამ "კომერციულ" ნაგვის ყუთს????!!!!!

ვინ უნდა გაამართლოს? ან რა კომენტარი უნდა გაუკეთო?

Posted by: sertorius 5 Jun 2004, 15:46
ამოვიდა ყელში ყოველდღე ამდენი სისულელე
QUOTE
არადა თითონ რო კითხო,სულ დაირ სტრეიტსზე არიან გაზრდილები:)

biggrin.gif

Posted by: Kakha 5 Jun 2004, 16:04
კომერციული ტელევიზია მაყურებლის გარეშე ვერ იარსებებს, ე.ი. საკმაო მაყურებელი ყავს და ამიტომ ტელევიზიას კი არ უნდა ვებრძოლოთ, ხალხის გამოთაყვანების მიზეზებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება. პირველ სტერეოს აკრძალავ და სხვა მსაგვსი არხი გაჩნდება ასე რომ ეს არაა გამოსავალი. ისე მაინც საინტერესოა რამხელა აუდიტორია ყავთ.

Posted by: Ar-Pharazôn 5 Jun 2004, 20:02
მამენტ პირველი სტერეოს გოგოების სხვა პონტში გასაღება კი შეიძლება... biggrin.gif

Posted by: საბუნია 5 Jun 2004, 23:49
Tiko-Tiko

იქნებ კონკრეტული კუთხით დაგეწყო განხილვა?
!

Posted by: rokapi 6 Jun 2004, 04:13
QUOTE
პირველ სტერეოს აკრძალავ და სხვა მსაგვსი არხი გაჩნდება ასე რომ ეს არაა გამოსავალი.

მასკულტურა მასკულტურაა. თუმცა, აკრძალვა ალბათ არასწორი მეთოდია (გემოვნებაზე არ დაობენ), მაგრამ ალტერნატივაც უნდა არსებობდეს. ამგვარი დაბალანსების პოლიტიკას მას-კულტურასა და ინოვაციურ კულტურას შორის სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო უნდა იმუშავებდეს და ატარებდეს. თუ არა და vis.gif ვიძახოთ მერე: მაგათ კულტურაი მოკლეს...

Posted by: [LoD]-Bagra 6 Jun 2004, 08:40
გაუშვი, იყონ...

ყველა ქვეყანაში არის ეგეთი ტელევიზია, ყველგანაა კულტურული და "უკულტურო" მასა, გემოვნებიანი და "ქაჯი".... არც საქართველოა გამონაკლისი...
სამწუხარო ისაა რომ ტელევიზიები ჩვენთან უფრო მეორე კატეგორიას აქვს... თუმცა ბოჟე უპასი 5 მლნ კულტურული, განათლებული, ესთეტი ქართველისგან ... biggrin.gif

Posted by: ALEXA 6 Jun 2004, 08:45
Kakha
QUOTE
ისე მაინც საინტერესოა რამხელა აუდიტორია ყავთ.

ფორუმიდან თუ ვიმსჯელებთ 99.9 % biggrin.gif

Posted by: Tiko-Tiko 6 Jun 2004, 09:31
საშიშროება იმისთვის არსებობს,ვისაც გემოვნება ჩამოუყალიბებელი აქვს,თორემ ვისაც ჩამოყალიბებული გემოვნება აქ,იმას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება.მე მამების,დედების და მათი დაქალ -ძმაკაცების წყალობით ბავშვობიდან შევიყვარე 60-70-იანების როკი, ბალეტის ქორეოგრაფის წყალობით კლასიკა და სკოლის გუნდის ლოტბარის წყალობით ქართული(და არა მარტო ქართული) პოლიფონია,რის საფუზველზეც შემიძლია განვაცხადო,რომ შევიძინე ღირებულის ნაგვისგან გარჩევის უნარი.არ ვმარიაჟობ,უბრალოდ იყო დრო,როცა კლასიკასაც ვერ ვიტანდი და ბექსტრიტ ბოისის ერთ-ერთი სიმღერა მევასებოდა,მაგრამ კარგი მუსიკის გავლენით შევძელი ცუდი გავლენის ნეიტრელიზება.იმედია არავინ მკითხავს-რატომ არის ბსბ ცუდი და იურაი ჰიპი კარგიო:).მე არ ვარ პროფესიონალი და ამიტომ ჩემი პასუხიც მარტივი იქნება-პირველი მეტისმეტად,თითქმის აუტანლად პრიმიტიულია.
ხოდა გეკითხებით,რა უნდა ქნას ჩემხელა,15-16 წლის ხალხმა,ვისაც "კორნიზე" ამოსდის მზე და მთვარე და ნამდვილ ხელოვნებაზე წარმოდგენაც არ აქვს?თუ ესე მარტივად ვეთანხმებით რომ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისები და ჩვენთანაც უნდა არსებობდეს ერთი უგემოვნო ტვ მაინც,მაშინ მაგრად ყოფილა ჩვენი საქმე!და ნუღარ გვექნება პრეტენზია ქართველების ე.წ. "განსაკუთრებულ ნიჭიერებაზე!"

Posted by: ALEXA 6 Jun 2004, 09:42
Tiko-Tiko
QUOTE
ხოდა გეკითხებით,რა უნდა ქნას ჩემხელა,15-16 წლის ხალხმა,ვისაც "კორნიზე" ამოსდის მზე და მთვარე და ნამდვილ ხელოვნებაზე წარმოდგენაც არ აქვს?

არა რა ,კომუნიზმიდან დიდი ხანი ვერ გამოვალთ კიდევ

Posted by: Tiko-Tiko 6 Jun 2004, 09:48
QUOTE
არა რა ,კომუნიზმიდან დიდი ხანი ვერ გამოვალთ კიდევ

რა შუაშია კომუნიზმი?ვერ მივხვდი?

Posted by: ALEXA 6 Jun 2004, 09:53
Tiko-Tiko
QUOTE
რა შუაშია კომუნიზმი?ვერ მივხვდი?

არა უჭირს, ვინც კომუნიზმში ცხოვრობდა ისიც ვერ ხვდებოდა

Posted by: Tiko-Tiko 6 Jun 2004, 09:57
QUOTE
არა უჭირს, ვინც კომუნიზმში ცხოვრობდა ისიც ვერ ხვდებოდა

ხოდა შენც ამიხსენი!:) "კორნის" თაყვანისცემას მიაწერ კომუნიზმის გავლენას თუ ჩემს პათეტიკურ მონოლოგს?smile.gif

Posted by: ALEXA 6 Jun 2004, 10:14
Tiko-Tiko
აუ მეზარება რა ეხლა, უბრალოდ მომბეზრდა ეს ლექსენავტიკა და ამით საკუთარი იურაი გაგარინობის ხაზგასმა .

Posted by: Tiko-Tiko 6 Jun 2004, 10:17
ერთი კითხვა მაქვს-რამდენი წლის ხარ?

Posted by: shota_deida 6 Jun 2004, 10:28
როგორც ერთმა კაცმა თქვა, ტო ლი ბუღაძემ, ტო ლი ტურაშვილმა, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ უგემოვნობაზე დავა შეიძლებაო.smile.gif

Posted by: Tiko-Tiko 6 Jun 2004, 10:31
QUOTE
როგორც ერთმა კაცმა თქვა, ტო ლი ბუღაძემ, ტო ლი ტურაშვილმა, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ უგემოვნობაზე დავა შეიძლებაო.

ჯიგააარ!

Posted by: ALEXA 6 Jun 2004, 10:34
Tiko-Tiko
ლოლ წიკოწიკო, წლოვანება რად გინდა ჩემი მუსიკალური გემოვნების საშუალო კოეფიციენტი უნდა ამცნო საზოგადოებას თუ უფროსებთან შეპასუხება რომ არ შეიძლება ის გინდა მითხრა?
shota_deida
QUOTE
გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ უგემოვნობაზე დავა შეიძლებაო.

ტურაშვილის ფრაზას უფრო გავს smile.gif

Posted by: shota_deida 6 Jun 2004, 10:37
ALEXA
ხო ტურაშვილისაა, ეხლა გამახსენდა..ისა და ფაილები მივიღე, დამიპრივატე და გამახსენე, აწყობა როგორ უნდა რარის ფაილებს, PLZ...

Posted by: Tiko-Tiko 6 Jun 2004, 10:39
QUOTE
ლოლ წიკოწიკო, წლოვანება რად გინდა ჩემი მუსიკალური გემოვნების საშუალო კოეფიციენტი უნდა ამცნო საზოგადოებას თუ უფროსებთან შეპასუხება რომ არ შეიძლება ის გინდა მითხრა

რა მნიშვნელობა აქვს?პრინციპში შენ როგორ ფიქრობ,მეტი საქმე არ მაქვს რო კიდე შენი მუსიკალური გემოვნების საშუალო კოეფიციენტი ვიკვლიო?
არა,უბრალოდ მაინტერესებს ვისთან მაქვს საქმე,იმიტომ რომ ზუსტად ერთი ნაცნობივით მონოლოგებს ურტყავ:)

Posted by: ALEXA 6 Jun 2004, 10:56
Tiko-Tiko
QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს?პრინციპში შენ როგორ ფიქრობ,მეტი საქმე არ მაქვს რო კიდე შენი მუსიკალური გემოვნების საშუალო კოეფიციენტი ვიკვლიო?

რაო , ასე ხარ დაკავებული: საზოგადოებაში ჩერჩეტი გოგო თუ ლამაზი და ჭკვიანი გოგოს შორის არჩევანის კვლევით დაინტერესებული რომ ჩემთვის ვეღარ მოიცალე?
QUOTE
არა,უბრალოდ მაინტერესებს ვისთან მაქვს საქმე,იმიტომ რომ ზუსტად ერთი ნაცნობივით მონოლოგებს ურტყავ:)

უფ, შევცდი ზემოთ, უკვე დიაგნოზი დაგისვია biggrin.gif
ის შენი ნაცნობი ალბათ იაღოველი იქნება არა?

Posted by: Tiko-Tiko 6 Jun 2004, 20:22
QUOTE
უფ, შევცდი ზემოთ, უკვე დიაგნოზი დაგისვია
ის შენი ნაცნობი ალბათ იაღოველი იქნება არა?

რა იყო შენ იაროველი ხარ?

Posted by: humanoidi 6 Jun 2004, 20:57
აბა, რა ხდება აქ? "პირველ სტერეო" კარგი ტელევიზიაა... "მაესტროსი" რა მოგახსენოთ
shota_deida
QUOTE
გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ უგემოვნობაზე დავა შეიძლებაო.

მაგრა არ ვეთანხმები მაგ აზრს! უგემოვნებობაზე დავა რას ნიშნავს? ნუთუ იმას, რომ ჯობია მძღნ@რი ყავისფერი იყოს, ვიდრე ყვითელი? უგემოვნებობაზე საუბარიც კი ზედმეტი დროის ფლანგვაა. უგემოვნებობა უნდა ამხილო და მას უნდა ებრძოლო.
ხოლო გემოვნებაზე ყოველთვის დავობდენ და თან როგორ!!! გემრიელად და გემოვნებიანად.
მათ, ვისაც ეს ტელევიზია მოსწონს, იმათ უგემოვნებობას არ მივესალმები, რადგან "მაესტროს" გადაცემებს უყურებენ! ამიტომ უგემოვნო მაყურებელთან არვითარ დავას არ ვაპირებ... უყურონ ღმერთმა შეარგოთ!
biggrin.gif

Posted by: shota_deida 6 Jun 2004, 21:06
ღმერთმა თუ ღლონტმა?smile.gif

Posted by: humanoidi 6 Jun 2004, 21:30
shota_deida
QUOTE
ღმერთმა თუ ღლონტმა?

biggrin.gif

Posted by: kikola 6 Jun 2004, 22:21
ეგ პირველი სტერეო კი არა ლექსოტერეოა! lol.gif

Posted by: shota_deida 7 Jun 2004, 16:18
ვისაც სტერეო "გიყვართ"

http://www.freewebtown.com/shotadeida2/maestro.zip

ეს არის ჩემი მოსაზრება ამ ტელევიზიაზე, მეტის თქმაც შეიძლება, მაგრამ დამეზარა დიდი სცენარის დაწერა, ზიპში დევს ჩვეულებრივი ფაილი, დაკლიკავთ და მერე თქვენ იცით, კნოპკებს დააჭირეთ და რამე...

Posted by: GT 7 Jun 2004, 16:32
shota_deida
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: shota_deida 7 Jun 2004, 16:51
smile.gif

Posted by: Gill Bates 7 Jun 2004, 18:09
QUOTE
პირველი სტერეო........, ვინ გაამართლებს ამ "კომერციულ" ნაგვის ყუთს????!!!!!

ნაგვის ყუთი ნაგვის ყუთია, ნაგვის მანქაანაა საჭირო და მენაგვე, რომელიც ამ ნაგვის მანქანაში ჩააგდებს და დაბინძურებას გადაარჩენს ისედაც საკმაოდ დაბინძურებულ ქართულ კულტურას

Posted by: humanoidi 7 Jun 2004, 18:14
shota_deida
biggrin.gif biggrin.gif lol.gif
მალადეც შოთა დეიდა! ბევრი ვიხალისე!
up.gif

Posted by: shota_deida 7 Jun 2004, 18:24
smile.gif....

Posted by: Gill Bates 7 Jun 2004, 18:27
shota_deida
ბევრი რამის დამატება შეიძლებოდა, პრაქტიკულად ყველა გადაცემა მაგარი ტინგიცობააა და მეტი არაფერი

Posted by: shota_deida 7 Jun 2004, 18:32
Gill Bates

კი უბრალოდ დამეზარა, თან ავად ვიყავი და მაგ დროს ვაკეთებდი..

Posted by: nacarqeqia 10 Jun 2006, 04:37
Tiko-Tiko
QUOTE
ხოდა გეკითხებით,რა უნდა ქნას ჩემხელა,15-16 წლის ხალხმა,ვისაც "კორნიზე" ამოსდის მზე და მთვარე და ნამდვილ ხელოვნებაზე წარმოდგენაც არ აქვს?


ანუ, ამ თემას რო ჰქმნიდი 15-16 წლისა იყავი არა?...

Posted by: Tiko-Tiko 10 Jun 2006, 10:03
nacarqeqia
QUOTE
ანუ, ამ თემას რო ჰქმნიდი 15-16 წლისა იყავი არა?...

yes.gif
და ცოტა შტერი biggrin.gif
სათაურზე ავყირავდი lol.gif lol.gif lol.gif
დავხურავ რა,თორემ მრცხვენია user.gif

ისე რატომ აგდებთ ხოლმე ამ თემებს,რა დაგიშავეთ? gigi.gif
ეს ის პერიოდია,ნანიკო ვიღაცას და მეორე ვიღაცას რომ მიყავდათ დილის გადაცემა ბრენდ ნიუ მუსიკალურ არხზე და ვიღაც სერიოზული დეიდები და ბიძიებიც კი რომ ურეკავდნენ და აქებდნენ და ადიდებდნენ 'მთელ კოლექტივს მამუკა ღლონტთან ერთად' biggrin.gif

ასე რომ ძაან არ დამცინოთ რა gigi.gif

Posted by: zazabichi 10 Jun 2006, 16:18
წავიდა მედიაში ეს თემა.
..............................................

Posted by: Jamiroman 10 Jun 2006, 18:10
Tiko-Tiko
QUOTE
არა,ეს მართლა კატასტროფაა.ყოვლად არაჯანსაღი მუსიკის ,იუმორის და საერთოდ,გემოვნების ჩამოყალიბება -ეს უკვე სერიოზული დანაშაულია!
* * *
არადა თითონ რო კითხო,სულ დაირ სტრეიტსზე არიან გაზრდილებიsmile.gif


100% გეთანხმები, მაგათი შემყურე ადამიანი მხოლოდ რეგრესს თუ განიცდის.

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Jun 2006, 18:16
საერთოდ არ ვუყურებ.
უფრო სწორედ, ვერ.

Posted by: JORJ MORISSONI 10 Jun 2006, 19:00
Tiko-Tiko
სულ 3-ჯერ თუ 4-ჯერ მაქვს ბაყურები ეგ არხი.
შარშან ნე ნგონი "დილის სასამართლოში" ჰქონდათ მაგაზე გადაცემა და კარგადაც გამოვლანძღე ღლონტი.
ისე "ტვ კულტურას" მსგავსი არხი რომ გააკეთონ რა ღმერთი გაუწყრებათ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: SnowFlakes 10 Jun 2006, 19:03
Tiko-Tiko

ჰმ...ეს რა ვნახე biggrin.gif ფრიად ვიხალისე და მინდა ავღნიშნო შენი დადინჯება და დატკბობა ჯასთ ე ლითლ ბით biggrin.gif

Posted by: koba2004 10 Jun 2006, 20:43
მაგრა გაფუჭდა ეგ არხი. sad.gif( სამწუხაროა.

Posted by: THRaKaTTaK 10 Jun 2006, 20:45
მიმზიდველი გოგოები ყავთ წამყვანებადsmile.gif

Posted by: Tiko-Tiko 11 Jun 2006, 07:11
ხალხნო თარიღს დახედეთ biggrin.gif

SnowFlakes
QUOTE
ჰმ...ეს რა ვნახე  ფრიად ვიხალისე და მინდა ავღნიშნო შენი დადინჯება და დატკბობა ჯასთ ე ლითლ ბით 


შენ მაინც ნუ მეკაიფები რა,ცოდო ვარ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Rocko 11 Jun 2006, 10:42
QUOTE
ხალხნო თარიღს დახედეთ

მაგრამ დღემდე რომ აქტუალურია ეს თემა? biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)