Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ არხებზე...


Posted by: web_nts 12 Jun 2006, 16:42
აბა რას იტყვით მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენებაზე? ნუ უფრო სწორად კომენტატორებზე......

ამაშიც რუსებზე დაბალი დონე რატო გვაქვს? smile.gif

Posted by: shota_deida 12 Jun 2006, 17:33
იმიტომ რომ ლაპარაკი ეზარება ყველას........................

Posted by: web_nts 12 Jun 2006, 17:41
shota_deida
QUOTE
იმიტომ რომ ლაპარაკი ეზარება ყველას........................

ობოლაძე თუა გათქვეფილი მთელი ტამაში ხო რას ამბობ biggrin.gif

Posted by: Rocko 12 Jun 2006, 17:48
კომენტატორები არ ვიცი, მაგრამ ჩვენებმა და ქართულმა ტელევიზიებმა რომ აპიარეს ჩემპიონატი, გერმანელებს არ უქნიათ მგონი მასე.

Posted by: shota_deida 12 Jun 2006, 17:59
ეგ კი ეხერხებათ, იცოცხლე..მარა საქმეს სულელურად ასრულებენ.

Posted by: Drakula 12 Jun 2006, 20:58
ეჰ, სადაა კოტე მახარაძე. sad.gif

Posted by: Eagle_one 12 Jun 2006, 21:07
Drakula
QUOTE
ეჰ, სადაა კოტე მახარაძე.

აუ ხშირად ვნანობ ხოლმე რომ 10 წლით ადრე არ დავიბადე
რამდენ ადამიანს მოვესწერბოდიიიიიი
კოტეს ჩათვლით და კიდევ ბეეეეეეეეეეეევრი სხვა

Posted by: Flasher 12 Jun 2006, 21:10
QUOTE
კომენტატორები არ ვიცი, მაგრამ ჩვენებმა და ქართულმა ტელევიზიებმა რომ აპიარეს ჩემპიონატი, გერმანელებს არ უქნიათ მგონი მასე.

წარმომიდგენია საქრთველო რო მოხვდეს 2010ში ჩემპიონატზე რა იქნება

Posted by: zen 12 Jun 2006, 22:28
ის მინაშვილი, საოცარია, მაგრამ დიმაზე უფრო კვერცხია... biggrin.gif თურმე ესეც ყოფილა შესაძლებელი.

Posted by: eloiza 12 Jun 2006, 23:04
იქნებ ვინმემ მითხრას სატელიტზე რატომ არ გადის თამაშები? პირეველ დღეს მოვკვდი ლოდინით კიდევ კარგი დროზე მივხვდი რაც ხდებოდა და სხვა არხებზე დავიჭირეsmile.gif

Posted by: Drakula 12 Jun 2006, 23:16
QUOTE
აუ ხშირად ვნანობ ხოლმე რომ 10 წლით ადრე არ დავიბადე რამდენ ადამიანს მოვესწერბოდიიიიიი კოტეს ჩათვლით და კიდევ ბეეეეეეეეეეეევრი სხვა

აბა, აბა. user.gif

Posted by: SnowFlakes 12 Jun 2006, 23:25
web_nts
QUOTE
აბა რას იტყვით მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენებაზე? ნუ უფრო სწორად კომენტატორებზე......


რამდენჯერაც ვუყურე,დიმას მიყავდა და შედარებას ვერ გავაკეთებ. biggrin.gif






Posted by: Charles IX 13 Jun 2006, 16:35
QUOTE
ამაშიც რუსებზე დაბალი დონე რატო გვაქვს?

მთავარი მიზეზი - ჩვენს კომენტატორებს არა აქვთ ლექსიკური მარაგი, არ იციან რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა და ყოველივე ამის მიზეზი არის ერთადერთი - უწიგნურობა. მათ, ჩანს რომ, არ უყვარდათ და არ უყვართ წიგნი...
ძველი კომენტატორები - ეროსი, კოტე - განათლებული ადამიანები იყვნენ, ამათ კი არა თუ ლიტერატურა, ხელოვნება, წესიერად ფეხბურთიც არ ესმით.
QUOTE
ჩვენებმა და ქართულმა ტელევიზიებმა რომ აპიარეს ჩემპიონატი, გერმანელებს არ უქნიათ მგონი მასე.

ხო, და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა - საშინელი პროვინციალიზმი!!! BBC დასცინის საქართველოს, და არა მარტო BBC. უშვებენ ერორის ამაზრზენ კადრებს და კვდებიან სიცილით!

Posted by: TAZ 13 Jun 2006, 21:01
საზოგადოებრიც არხს გადაეცით გინება ჩემგან - გუშინ რაღაც მათხოვარი რეკლამის გამო არ მომასმენინეს იტალიის ჰიმნი განა - იტალიის თამაშზე !!!

Posted by: giok 14 Jun 2006, 02:14
დღეს მეგობრებო ბრაზილია-ხორვატიის შესანიშნავი თამაშის მეორე ტაიმის დაწყების წინ უტიტანურესმა და უძლიერესმა დიმა ობოლაძემ დაახეთქა: "პირველი ტაიმი დასრულდა ბრაზილიელთა გამარჯვებით ერთით ერთი" biggrin.gif

კომენტატორებზე სრულიად გეთანხმებით. არაფრად არ ვარგანან ამჟამინდელები--იმიტომ კი არა რომ არ ცდილობენ--მართლა არ ყოფნით დონე და განათლება (არ მინდა რომელიმე დინოზავრი "ინტელიგენტივით" გამომივდიეს მარა ეგრეა). პატივისცემას რომ იმსახურებენ იმნაირებიდან შემორჩა მხოლოდ დავით ქლიბაძე, თუმცა იგი მიმომხილველია და არა კომენტატორი. წინა ჩემპიონატებზე ტელეფონით ერთვებოდა ხოლმე და უხდებოდა ამათ უტვინო ბოდიალს. ეხლაც ერთვება ოღონდ აჭარის არხზე სადაც რეპორტაჟები არ გადის. იქნებ სხვა არხებზეც ჩართონ ხოლმე. მე მომწონს მაგ კაცის ლაპარაკი--ცოტა სიღრმისეულად უდგება smile.gif

Posted by: FRE 19 Jun 2006, 11:24
Charles IX
QUOTE
BBC დასცინის საქართველოს, და არა მარტო BBC. უშვებენ ერორის ამაზრზენ კადრებს და კვდებიან სიცილით!

17.05.2006 08:47
Собеседование вылилось в интервью в прямом эфире
user posted image
Курьезный случай на телеканале Би-Би-Си - по ошибке продюсеров мужчина, пришедший на собеседование о приеме на работу, в прямом эфире дал интервью в качестве экономического эксперта.

Гай Гомо, уроженец Конго, на которого надели микрофон и буквально затащили в студию, был уверен, что находится на собеседовании. Он даже успел ответить на несколько вопросов о судебном процессе между двумя компьютерными корпорациями. Тем временем его тезка и настоящий эксперт Гай Кьюи с удивлением наблюдал за происходящим из коридора.

Представители Би-Би-Си уже извинились перед зрителями и пообещали, что подобное больше не повторится.
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Rocko 19 Jun 2006, 18:36
Charles IX
QUOTE
BBC დასცინის საქართველოს, და არა მარტო BBC. უშვებენ ერორის ამაზრზენ კადრებს და კვდებიან სიცილით!

ფაქტები თუ შეიძლება smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)