Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მასმედია > რომელ ტელევიზიას ენდობით |
Posted by: fighter 13 Nov 2003, 19:13 |
ჩემი აზრით ყველაზე სრულყოფილად ინფორმაციას რუსთავი 2 გადმოსცემს. ადრე მეცხრე არხის და მზის საინფორმაციო გამოშვებები მომწონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს აშკარად ხელისუფლებისკენ გადაიხარა ორივე. |
Posted by: Kakha 13 Nov 2003, 19:16 |
მეცხრე არხიც? ისე ვისია ეგ აერხი, ხაზარაძე-მემარჯვენეების? |
Posted by: fighter 13 Nov 2003, 19:44 |
სამწუხაროდ ბოლო დღეებში საინფორმაციო გამოშვებებში ასე გამოჩნდა, ძალიან მინდა რომ ეს უბრალოდ ჩემი შეცდომა იყოს. |
Posted by: SuperVisor 13 Nov 2003, 20:07 |
მამენტ რუსტავ2 მაც დაატორმუზა ამ ბოლო დროს ცოტა |
Posted by: zaraza 13 Nov 2003, 20:16 |
დღეს შეულამაზებელი ინფორმაცია მხოლოდ რუსთავი 2-ს აქვს! რაც არ უნდა კრიტიკულად იყოს განწყობილი ხელისუფლება და საზოგადოების მცირე ნაწილი მათ მიმართ, პროფესიონალიზმს ვერ წაართმევ! |
Posted by: vaska 13 Nov 2003, 21:24 |
"რომელ ტელევიზიას ენდობით,"-----არცერთს, ყველა ერთი კლ...ეა!!! |
Posted by: datiko 13 Nov 2003, 23:48 |
ტეხავს რო რუსთავი 2 ჩერეზჩურ აყვა პოლიტიკას,მასეთი რაღაცეები ტელევიზიას არ შეშვენის,რადგან სუფთა პროპაგანდა არხს ემსაგვსება,დაჟემც გადაცემებში და ფილმებში იგრძნობა პოლიტიკური ბიძგები. აი დღესაც,ღამე ,ფილმი გადის ,რომელშიც მოთხრობილია თუ როგორ ბრძოლობს ერი მონოპოლისტ ხელისუფლების წინააღმდეგ მოკლედ,აშკარაა რუსთავის პრო სააკაშვილობა |
Posted by: lacrimos 13 Nov 2003, 23:55 |
რუსთავი 2... forever... ხო და კიდევ 202. მიშა მშვილდაძის შოუ... |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 09:40 |
მე მზეს ვუყურებ, რადგან თუმცა ინგა ნერვებს მიშლის, სამაგიეროდ ობიექტური გადაცემები მაინც აქვს, ვოტ |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 09:47 |
თუ არც ერთს არ ვენდობი და მგონია რომ გაბერილი ინფორმაციაა ყველგან მაშინ რა ვქნა? |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 09:56 | ||
N.G.
ტელეკომპანია ევრიკას მიეცი ხმა და მივხვდებით რომ... ტავოი |
Posted by: GT.ge 14 Nov 2003, 10:05 | ||
ძაან არ მომწონს რ2-ის ბლუყუნა წამყვანები, მაგრამ... მირჩევნია ობიექტური ინფო ამ არხზე მოვისმინო. datiko
ძალიან კარგი! რას ხედავ ამაში ცუდს? |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 10:07 | ||
კარგი რა ჯითი.ჯი
გულზე ხელი დაიდე და თქვი, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ვერ ამჩნევ რომ რუსთავი2 აშკარად ტენდენციურია? |
Posted by: GT.ge 14 Nov 2003, 10:35 |
Sharky მაგრა არ მევასება ეგ არხი (რ2). მაგრამ, დღეს ეგ არხია ყველაზე რეალისტური. |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 10:38 | ||
კაცურად, ერთხელ და სამუდამოდ ამიხსენი რას ხედავ ამაში ცუდს ???? მისმინე - წარმოიდგინე რომ ირანმა ომი გამოგვიცხადა და გვიტევს. რა უნდა ქნას ტელევიზიამ შენი აზრით ?? გააშუქოს რომ აი თურმე ირანის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა საქართველოს მიერ ირანის მიმართ გაგეთებული განცხადებებით და მაგიტომ გამოგვიცხადესო ომი. და მერე დაასკვნას რომ ხო, მართლები არიან, ჩვენი ბრალიაო ??? დააახლოებით ასე ? |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 10:39 | ||||
GT.ge
რა წაშალეს????
რა რეალისტური თუ ძმა ხარ, პროპაგანდაა და მეტი არაფერი. რეალობა ცალმხრივი არ შეიძლება იყოს, ყველა მედალს ორი მხარე აქვს |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 10:40 |
Sharky არ იყო პოლში ეს ტელევიზია თორემ ჩემს ხმას მიიღებდა GT.ge ძალიან მძაბავავენ ამ არხის წამყვანები, ისეთი სახეები აქვთ, გეგონება - აი დღეს თუ არა, ხვალ ატომური აფეთქება მოხდებაო. |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 10:42 | ||||
koba_GOL
რა შუაშია ირანი? აქ საქართველოს შიგნით მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი. ხალხია ორად გაყოფილი და ერთმანეთს უპირისპირდება და არა მომხდურ მტერს. ასე რომ შენი არგუმენტები მიუღებელია. პ.ს. ახლა არ თქვა, მთელი საქართველო მიშას და ზურას გვერდზეაო, ეგ არ არის რეალობა, თუმცა რუსთავი2 სწორედ მასე აშუქებს მოვლენებს სწორედ ამიტომ ვამბობ
|
Posted by: MOZERFOKER 14 Nov 2003, 10:44 | ||
Kakha
ბიძინა ივანიშვილის |
Posted by: GT.ge 14 Nov 2003, 10:44 |
N.G. Sharky გითხარით, მეც ძაან არ მომწონს მაგრამ, მშრალი ინფოს ამოღებით ყველაფერს რეალურს გაიგებ. |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 10:46 | ||||
GT.ge
მშრალი ინფოს ამოღება მაგრე აჭარის ტელევიზიიდანაც შეიძლება
სახელისუფლებო ძალები მუშაობენ, ხო? |
Posted by: GT.ge 14 Nov 2003, 10:51 | ||
თუ გინდა ძველი ისტორიის (XVII ს.) გახსენება, მაშინ ჰო, მაშინ ჰო... |
Posted by: PBero 14 Nov 2003, 10:53 |
Kakha მეცხრე მგონი ივანიშვილისაა Sharky მზე-ზე ასეთი შეხედულება მაქვს (გამომდინარე ინგას პიროვნებიდან, ცინიზმი არ ვარგა) - ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკის გულისათვის. გრიგოლიას თუ დააკვირდით პირველ დღეს-მერიაში რომ ეკითხებოდა ხალხს - ადრე თუ გაყალბდა, ახლა რაღა დაგემართათო, დღეს ასეთ კითხვებს აღარ სვამს, ანუ მაგას ის ალღო აქვს რომელ სიტუაციაში როგორ უნდა იყოს - ანუ პროფია, მაგრამ ტენდენციური(მაყუ, მაყუ...) ჩხარტიშვილის ტელევიზიის კვალობაზე მაინც ობიექტურია:) |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 10:57 | ||
ხალხი ორად გახლეჩილი ??? სად ნახე ხალხი ედიკას მხარეზე ??? თუ ედიკა + ასლანა + მათი ნუ ვთქვატ 10 000 კაციანი "სვიტა" არის ხალხის ის მეორე ნახევარი ? მთელი საქართველო არაა მიშას და ზურას გვერდით, უბრალოდ მთელი საქართველო (მინუს ალბათ 10 000) კაცი არის ედიკას წინააღმდეგ, ეგაა რეალობა. და რაც შეეხება შიდა საქმეს - ასლანა რაღაც ბევრს დარბის ახლო მახლო ქვეყნებში და მეშინია რომ მალე არ აგვიხდეს ის სცენარი რაც მე ახლა მოვჩმახე (ნუ ირანის მაგივრად რუსეთი მაგალითად - გაწყობს?) |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 11:00 |
koba_GOL ანუ ფიქრობ რუსეთთან ომია მოსალოდნელი?? (((((((((((((((((((( (ნუ მიზეზს მოძებნიან არ გაუჭირდებათ) |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:00 | ||||||
koba_GOL
ედიკას მხარეზე არა, მაგრამ მიშა და ზურა რომ მიუღებელია მათთვის, ასეთი ხალხია უამრავი. ედიკას წინააღმდეგ მეც ვარ, მაგრამ მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობას ისევ ედიკა მირჩევნია, რაც გინდა ის თქვი.
მაგრე კოტე კემულარიაც დარბის რუსეთში და ნეტავ რა უნდა იქ? ისე, არ დაიჯერო რომ ეგ სცენარი ახდება PBero
შე კაცო, ბოლობოლო მოჩვენებითი ობიექტურობა ხომ მაინც არ დაკარგეს, რუსთავი2-სგან განსხვავებით? |
Posted by: MOZERFOKER 14 Nov 2003, 11:00 |
ორად გახლეჩილ ხალხს ვერც მე ვხედავ. ვინმე ხედავთ??? ხალხი VS ედიკა!!!! |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:02 |
MOZERFOKER არა, შენ გინდა თქვა რომ მთელი საქართველო მიშას და ნინოს გვერდით დგას????? ეს არ არის რეალობა, რუსთავი2-ს მიერ გადმოცემული ინფორმაციით - შეიძლება |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 11:07 | ||||
უკვე მემგონი მილიონჯერ გითხარით და მაინც შენსას იმეორებ ... |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 11:08 |
Sharky ადამიანო რა დაგეტაკა, არ არის აუცილებებლი, რადგან ოპოზიცია ხარ მაინცადამაინც მიშას, ნინოს ან ზურას გვერდზე იყო. ჩვენ არ გვინდა შევარდნაძის საშინელი რეჟიმი და ამავდროულად არ გვინდა არც მიშა. ვახ! |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:09 | ||||
koba_GOL
ეს ყოველთვის ასე იყო. ჩემთვის პირადად 1999 წელსაც ასე იყო, როდესაც მიშა და ზურა ედიკასათვის ხმებს აყალბებდნენ. მაგრამ დღეს აქ სხვა რამეზეა საუბარი
მე არ გავკადნიერდები და ხალხის სახელით საუბარს არ დავიწყებ, თუმცა მჯერა რომ ეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის პოზიციაა. ფორმულა - ოღონდ ესენი არა და ვინც გინდა - არ არის მისაღები |
Posted by: Zyklon 14 Nov 2003, 11:09 |
ერთმნიშვნელოვნად რუსთავი 2 ეს არხი (ისევე როგორც ჩვენ ყველა მემგონი ) უკვე დაიღალა იმის ლაპარაკით რომ ისინი არ ამბობენ რომ ეს ხალხი არის ზურას და მიშას გვერდით!!!!!!!!!!!!! გაიგეთ ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი ვინც იქ დგას, იცავს საკუთარ თავს და არა მიშას და ზურას!!!! ეს ხალხი არის გაერთიანებული ერთი ლოზუნგით, "წავიდეს შევარდნაძე" და არა "მიეცით სკამები ზურას და მიშას". რუსთავი 2 ამბობს სიმართლეს და ცხადია ვისაც ეს სიმართლე აშინებს, იგი მას ტენდენციურობად მონათლავს. ეს არახალია როგორც იტყვიან. ეგ ძველია. |
Posted by: Naomi 14 Nov 2003, 11:10 | ||||
მხოლოდ
|
Posted by: Zyklon 14 Nov 2003, 11:10 | ||
კი მაგრამ სწორედ ამას გაიძახი ამდენი ხანია... |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:11 | ||||
N.G.
ეეეჰ, არ არის ასე ჩემო ენჯი რა. იქ მისული მასა მიდის მიშას გულისათვის, მის მხარდასაჭერად. მიშა, მიშას გაჰყვირის და ქალებს მიშას დიდი ფერადი სურათები უჭირავთ ხელში. შენ არ გინდა, მე არ მინდა - მაგრამ მასას, რომლის მოტყუებაც ადვილია, მერე ვეღარ მოერევი, როდესაც მიშიკო მოვა ხელისუფლებაში თავისი მეთოდებით * * * Zyklon-B
ეგ როგორ არის იცი ვამბობთ 'წავიდეს შევარდნაძე' - ვგულისხმობთ 'მიეცით სკამები ზურას და მიშას' შეიძლება ამ მასამ ეს არც კი იცოდეს, მაგრამ ფაქტია რომ ეს ასეა დღეს. ჯაბა და კიტოვანიც არ ამბობდნენ სკამები გვინდაო, ზვიადია დიქტატორი და უნდა წავიდესო. როგორ დამთავრდა ყველამ ვიცით |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 11:14 |
Sharky იცი მთელი უბედურება რაშია? იქ მისული, საკმაოდ ბევრი, იმიტომ დადის რომ სეირს უყუროს და სისულელეები იყვიროს, მხოლოდ მცირე ნაწილია ისეთი, რომელნიც რეალურად აღიქვავენ სიტუაციას და მართლაც ამოუვიდათ ყელშI ასეთი ცხოვრება და ა.შ> |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 11:14 | ||||||
უკაცრავად, ეს სამივე ქვოტი შენი სიტყვები არაა ? |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:18 |
koba_GOL არა, მხოლოდ მეორე და მესამე, პირველი ენჯის სიტყვებია, ჩემდამი ნათქვამი. |
Posted by: Naomi 14 Nov 2003, 11:18 | ||
N.G.
ნინი, შენ იყავი ერთხელ მაინც? თუ არა - მაშინ ვიღაცეების ნათქვამს ნუ დაიჯერებ |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 11:21 | ||
ხოდა ხო წავიდნენ მერე ?? რატომ ? - იმიტომ რომ ხალხი მათ მხარს აღარ უჭერდა როცა ზვიადა აღარ არსებობდა, ხოდა ედიკას დასჭირდა მათი მოცილება ... თუ ედიკას მერე მიშა მოვა ხელისუფლებაში და ხალხი მას მხარს არ დაუჭერს - დამიჯერე ძალიან მალე მიშაც აღარ იარსებებს ! მთავარი მომენტია რომ უსისხლოდ წავიდეს ედიკა და საფუძველი ჩაეყაროს გაუყალბებელი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას. მერე კი "კაკ პო მასლუ" წავა ... აღარავინ გაბედავს გაყალბებას (მასიურზე ვლაპარაკობ თორე 1-2 ათასი ხმა შეიძლება ყოველთვის გაყალბდეს და მაგისთვის მილიონი მეთოდი არსებობს) |
Posted by: Raulito 14 Nov 2003, 11:22 |
datiko - მედია რომ ძლიერი იდეოლოგიური იარაღია ჭკვიანი ხალხის ხელში, ეგ არაა ახალი ამბავი და ხშირად საჭირო საქმესაც აკეთებს ("როდინა მატ ზოვიოტ" მეორე მსოფლიოში და ა.შ.). იმაში, რომ პოლიტიკა წამყვანი თემაა რომელიმე ტელეარხის და კონკრეტულად რ2-სი, მე პრობლემას ვერ ვხედავ: თუ თემა "იყიდება", ანუ მაყურებელი ჰყავს ესე იგი საჭირო ყოფილა (ისე, აბა ვინ უშლის ხელს მაყურებელს სხვა არხზე და სხვა რამეს უყუროს). სააკაშვილისტობისა არ ვიცი, მაგრამ ჟვანიას ინტერესებზე რ2-ს ფრთების გაშლის ამბავში ბევრი საუბრობს (კვამლი ცეცხლის გარეშე?). სააკაშვილს ბოლო მომენტამდე რ2-სთან პრეტენზიები ჰქონდა ყოველთვის. Sharky- ინგას ობიექტურობა არ ენახა თხას. "მზე" როცა გააკეთეს, იდეა იყო ჩასვრილი პირველი არხის ნაცვლად მოდერნული (შედარებით ყურებადი) ტელეარხი დაეპირისპირებინათ რ2-სთვის. იმისთვის რომ მაყურებლის ნდობაში შესულიყო, ცხადია დასჭირდათ რაღაც დრომდე ობიექტურობის თამაში. ახლა ქე ხედავთ საით უბერავს ("უიმე, დედა სისხლს დაღვრიან... ეგენიც ხომ იმასთან იყვნენ... და სადაა გარანტიები, რომ არაფერი მოხდება"). ისიც მართალია, რომ ალაგ-ალაგ ინგას პერსონალურად გადაეკეტება ხოლმე გონი და ურტყამს ვინც აწყენინებს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მაგრამ ეს არა მგონია პროფესიონალიზმის გამო ხდებოდეს. |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 11:22 | ||
ნუ ეგეც საკმარისია რომ შენ საკუთარ თავთან უთანხმოება დაგაბრალო |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 11:22 |
Naomi მინდა მართლა ერსულოვნად ვიდგეთ ფეხზე, მართლა ერის გადარჩვენისათვის და უკეთესი მომავლისათვის ვიბრძოდეთ, არ მინდა კონკრეტული ადამიანის კარგად ყოფნას ეწირებოდეს ამდენი ადამიანის, თუნდაც, დრო. დავიღალე, მართლა დავიღალე ასეთი ყოფნა-არყოფნით |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:27 | ||||||||||
koba_GOL
????? ინფორმაციისათვის, ესენი = ედიკა და მისი რაზმი და არა მიშიკო რა Raulito მზე მოჩვენებით ობიექტურობას მაინც ინარჩუნებს, თუნდაც იმ საკითხში - რომ ყველა მხარე აშუქებს თანაბრად koba_GOL
რის ფასად მერე, ჩემო კობა??? ღირს ამად? მგონი რომ არა
არსებულ ვითარებაში კი მგონი ჯობია
და ამის პრეცედენტი შეიქმნას, თორემ ბაბუ ასე ადვილად არ დათმობს. ხო, მერე ალოგიკურობაში ბრალი რომ არ დამდო, საპრეზიდენტო არჩევნებზე მაქვს საუბარი. Naomi მიშა, მიშას შენც ყვიროდი? |
Posted by: anichka 14 Nov 2003, 11:28 | ||
მეც მაგას ვამბობ. მეცხრე არხი არასოდეს მომწონდა, მზე კი, მაგრამ ამ ბოლოს მაგათი დამოკიდებულება საქმისადმი არ მომეწონა |
Posted by: sharlot 14 Nov 2003, 11:29 | ||
Sharky
არა, ეს მიშა, ნინო და ზურა დგანან აღშფოთებული და დამცირებული ხალხის გვერდით ახლა |
Posted by: Naomi 14 Nov 2003, 11:32 | ||
Sharky
არა, და არც ვაპირებ. შენი მისამართით ნათქვამ ციკლონ-ბის შენიშვნას ვეთანხმები. Вы меня удивляете в последнее время. |
Posted by: anichka 14 Nov 2003, 11:33 | ||
კი, ხალხი იცავს საკუთარ ინტერესებს, მაგრამ ხალხს სჭირდება ლიდერი, ხალხი ლიდერის გარეშე ბრბოა, ხოდა ლიდერის მისია იტვირთეს მიშამ და ზურამ |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 11:34 |
Naomi საკვირველი არაფერია , უბრალოდ კაცს აქვს "ლიჩანია ნეპრიაზნ" და მორჩა. და ეს კაცი კიდე ობიექტურობაზე ლაპარაკობს (არადა სულ ვერ ვიტყვი რომ მის მიმართ მე რამე უარყოფითი დამოკიდებულება გამიჩნდა, რასაც ვერ ვიტყვი ვთქვათ ვასკაზე) |
Posted by: sharlot 14 Nov 2003, 11:34 | ||
N.G.
ოქროს სიტყვები და უამრავი ქართველის პოზიცია |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 11:36 |
anichka მართლია ხალხს ლიდერი სჭირდება, მაგრამ მე არ მინდა მთნაირი ლიდერი, შეიძლება ძლაიან ვაიდეალებ, მაგრამ ლიდერად ცოტა სხვანაირი ადამიანი მყავს წარმოდგენილი, გაცილებით გაწონასწორებული და ... ძალიან გადავიჭრები ახლა თუ არ გავჩედი sharlot |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:37 | ||||||||
Naomi
ეს მახარებს თუმცა ალბათ არ უარყოფ, რომ მასა ამას ყვირის
ეს თქვენი ნებაა.
რატომ, ამ საერთო ისტერიას რომ არ ვუერთდები, იმის გამო? პრაგმატულად შეხედე საკითხებს, ჩემო ნაომი და ყველაფერს მიხვდები sharlot
მდააას. კომენტარის გარეშე ხალხო, თქვენი განწყობა მაშფოთებს. ნუთუ არ გაიზარდა ქართველი ხალხი 1991 წლის შემდეგ??? |
Posted by: anichka 14 Nov 2003, 11:37 | ||
გეთანხმები, რომ მიშა ძალიან ემოციურია და შეიძლება ამან საქმეში შეუშალოს ხელი. |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 11:38 | ||
უჰუ, ჭადრაკს ვთამაშობთ თუ რევოლუციას ვახდენთ ? (ხავერდოვანზე ვლაპარაკობ, სილხლის წყურვილი არ დამწამოთ ვინმემ) |
Posted by: Naomi 14 Nov 2003, 11:38 | ||
და როდის მოვა ეს რაინდი თეთრ რაშზე ამხედრებული, ვინმემ ხომ არ იცით? კარგი რა ხალხო... |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 11:41 |
Naomi ვიცი რომ ირეალურზე ვოცნებობ, ამიტომ გავჩუმდი |
Posted by: naskida 14 Nov 2003, 11:42 |
მოვა ვოვა, მოვა ზვიადი რომ არ მომკვდარიყო - დაბრუნდებოდა ეხლა თეთრ რაშზე ამხედრებული |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:43 | ||||||
Naomi
ამაზე ჩემი პასუხი არის მეზობელ ტოპიკში, სხვათა შორის N.G.
ენჯი, ვიზიარებ შენს სულისკვეთებას. მე პირადად სულ არ მჭირდება ლიდერი, მაგრამ ხალხისათვის ზოგადად ლიდერი აუცილებელია. ლიდერი, რომელიც მინიმუმ
იქნება ვიდრე მიშა სააკაშვილი. |
Posted by: sharlot 14 Nov 2003, 11:46 |
ხალხო, არც მიშა მიყვარს, ანც ნინო და მით უმეტეს არც ზურა, მაგრამ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, გულზე ხელების დაკრებით კარგი არაფერი ხდება და |
Posted by: anichka 14 Nov 2003, 11:50 |
sharlot გეთანხმები. განა დღეს მიხვდა ხალხი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. 10 წელია ამას ფიქრობენ გულში, მაგრამ არ ყავდათ ადამიანი ვინც თავმოყვარეობას გააღვიძებდა მათში. |
Posted by: Naomi 14 Nov 2003, 11:50 | ||||
sharlot
Same here:) Sharky
მე რეალურად ვუყურებ და ბევრ რამესაც ვხედავ. შენ კი, ჩემო შარკი, მიუკერძოებლად შეხედე, |
Posted by: WolfRider 14 Nov 2003, 11:51 |
ყველა არხს აქაც და ყველაგან აქვს თავისი პოლიტიკური სიმპატიები და პოლიტიკური იდეოლოგია. ეს ნორმალურია. მე რუსთავი ორის ორიენტაცია უფრო მომწონს ვიდრე მაგალითად პირველი არხის. მზეზე აღარ ვლაპარაკობ, ოპოზიციური რიტორიკით უნდათ ფული იშოვნონ, რომ მერე პოზიციის ჯიბეში ჩადონ. აი მესმის ჟურნალისტური პრინციპულობა! |
Posted by: Raulito 14 Nov 2003, 11:53 |
Sharky - მოჩვენებითი რომ არაფერი ვარგა, მაგისთვის "ბელაია გარიაჩკას" მაგალითიც საკამარისია, არა? ეგრე კოკა ყანდიაშვილიც არტყამს ხოლმე რეჩებს "ოჰ, რას გვიშვრება ეს მთავრობა, კაცო"-ს სტილში და გულისამრევი პათოსით. |
Posted by: sharlot 14 Nov 2003, 11:54 |
anichka და უბრალოდ არ იყო სიტუაცია, შეკრეფა არ მოხერხდა, თან დაიღალა ხალხი ამდენი უსამართლობით და ყველა უფლების ფეხქვეშგათელვით. არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაც არ გამოვიდა |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:56 | ||||
Naomi
რეალურად თუ უყურებ, განა ვერ ხედავ იმ საშიშროებას, რომ ეხლა რომ ბაბუ გადადგეს (რაშიც მე ეჭვი მეპარება) და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ეგზალტირებული მასა პრეზიდენტად მიშა სააკაშვილს აირჩევს??? პრეზიდენტს სწორედ რომ მასა ირჩევს და არა საზოგადოების უკეთ მომზადებული ნაწილი, რომელიც რეალურად აფასებს შექმნილ სიტუაცისა და ამა თუ იმ ლიდერის პიროვნებას. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში კი ორპარტიული (რეალურად კი მონოპარტიული) პარლამენტი გვეყოლება. ეს არის ჩემთვის მიუღებელი, და არა ედიკას გადადგომის მოთხოვნა
მე მგონი საკმაოდ მიუკერძოებელი ვარ, ყოველ შემთხვევაში მიკერძოებულ ტელევიზიებს არ ვაქებ და ვადიდებ, თქვენგან განსხვავებით ახლა მიშა სააკაშვილისადმი რომ არც პოლიტიკური და არც პირადული სიმპათიები გამაჩნია, ეს ალბათ არ იმალება ჩემს პოსტებში და არც მაქვს სურვილი, რომ დაიმალოს. |
Posted by: PBero 14 Nov 2003, 11:58 |
ოკ, რუსთავს და სხას ვისაც ხმა მისცეს თავი რომ გავანებოთ, გამოდის რომ დანარჩენებს ხალხი ტელევიზიადაც არ ვლის, არათუ ობიექტურობაზეა ბაზარი. და თუ ასლანა გახდა პრეზიდენტი - მაშინ ნახეთ აჭარის ტელევიზიის ნაირი გადაცემები ყველა სხვა არხზე:)) მგონი ბრძოლა ამაზეა რომ ასლანა არ მოვიდეს და არა ედიკა წავიდეს, ეგ ისედაც მიდის და ბრძოლას ამერიკა და რუსეთი აწარმოებენ და არა მიშა და ედიკა ასე რომ აირჩიეთ - ასლანა და რუსეთი თუ დასავლეთი და ... (ხეზ ჯერჯერობით) |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 11:58 | ||||||
Raulito
მაშინ არ უნდა ჰქონდეს რუსთავი2-ს პრეტენზია ობეიქტურობაზე, სულ იმას რომ გაჰყვირიან, ერთადერთი დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზია ჩვენ ვართო * * * PBero
ეგ გამორიცულია. ასლანას არავინ არიჩევს. აირჩევს კი არა ხალხი (მათ შორის მეც) ავტომატებით გამოვა ქუჩაში. ასლანამ ეს იცის და არც პრეზიდენტობის ამბიცია აქვს
ასე იოლად არ არის საქმე. მიშას და ზურასაც ჰყავთ გავლენიანი მეგობრები რუსეთში, ისე როგორც ედოს - ამერიკაში. ვინ რა ორიენტაციას აირჩევს ბოლოს, ჯერ არ არის გარკვეული |
Posted by: PBero 14 Nov 2003, 12:06 | ||
ამიტომ გცემ პატივს მაგრამ არჩევაზე საქმე? ასლანამაც იცის ეს და არჩევნებზე კი არ ფიქრობს? მეზობელ ქვეყნებში დადის რომ იქ იპოვოს მხარდაჭერა, თორემ ხმას რასაც მიიღებს კი იცი შენც:) ისეთივე ყალბი იქნება საქართველოში ასლანას არჩევნები - როგორც აჭარაში. ისე ბოლო ხანებში თუ დააკვირდით - ადრე ყველამ ვიცოდით რომ არესებობდა ორი რუსეთი - ედიკას კოზირი გაამართლოს ისინი. ახლა ბოლოდროინდელ სახელისუფლებო საუბრებში გამოჩნდა რომ არსებობს ორი ამერიკა:)) ერთი ბუშის - მეორე სოროსის. ანუ გვაბოლებენ ძველებურად. ბუში იქნება თუ სოროსი ის კი არ იციან რომ დემოკრატია საზოგადეობაზეა ჩამოკიდებული და არა მაინცდამინც პრეზიდენტზე. |
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 12:08 |
აირია ყველაფერი |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 12:09 | ||
ნუ პრინციპში ამერიკა მართლა ორია - რესპუბლიკელების და დემოკრატების .....( და ამ ორს ერთმანეთი მააგრა არ ევასებათ) |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 12:09 | ||||||
PBero
ამაში გეთანხმები, თუმცა სოროსის ფაქტორი რომ არსებობს (უარყოფითი ფაქტორი) ესეც ნაღდია
დღეს ორი რუსეთი აღარ არსებობს - ის 'მეორე' რუსეთი თავს ლონდონსა და საბერძნეთში აფარებს, ან გაჩუმებულია ცუციკივით
ამას ვერ გაბედავს ასლან ბაბუ, მით უმეტეს, დღევანდელი მოვლენების ფონზე |
Posted by: anichka 14 Nov 2003, 12:14 |
პირადად მე, ჩემს ტელევიზორში არხები მაქვს ჩემი გემოვნებით და ინტერესის მიხედვით დალაგებული. რუსთავი 2 არის პირველზე, მერე მზე(თუმცა მოუწევს ამასაც გადაადგილება), დანარჩენი ქართული არხები მაქვს განთავსებული ბოლოში და არც არასოდეს არ ვუყურებ, არ მაინტერესებს რას იტვიან ან აჩვენებენ. |
Posted by: kardu 14 Nov 2003, 12:26 |
რა თქმა უნდა რუსთავი2ს ვენდობი მხოლოდ ის სიმართლეს ამბობს სიმართლე კი ობიექტურია არ შეიძლება ობიქტურობის ნიღბით დაიძახო მოდით ახლა ყვავსაც მოვუსმინოთ იქნებ ის მღერის ბულბულზე უკეთესადო ობიექტურობაა აღიარო რპომ ბულბული ყვავზე უკეთ მღერის,არავის უნდა რევოლუცია და სისხლისღვრა მიუხედავად იმისა რომ მზე და იმედი სწორედ აქეთკენ გვიბიძგებენ თუ ამით გვაშინებენ,იქ შეიარაღტებული არავინ არის განსხვავებით 1991 წლისგან ასე რომ ნანატრი სისხლიანი რევოლუცია არ იქნება,როცა სამშობლოს საფრთხე ემუქრება ჩემო ენ ჯი მაში გაწონასწორებულობა დამღუპველია ბოლო დროს ამას ბურჯანაძე ჟვანიაც მიხვდნენ და ახლა იქ დგანან სადაც საჭიროა და არა ოფისში სხედან მემარჯვენეებივით! |
Posted by: sharlot 14 Nov 2003, 12:29 | ||
anichka
ჩემთან რუსთავი მე-5 ზეა, მაგრამ მაინც ქრონიკულადაა ჩართული, |
Posted by: anichka 14 Nov 2003, 12:31 |
sharlot |
Posted by: Natia_N_N 14 Nov 2003, 12:33 |
ამ ქვეყანაში ამ დროს გაწონასწორებული ლიდერი ვერაფერს გახდება - ყველაფერს თავისი დრო აქვს - საფრანგეთი რომ დღეს კარგი ქვეყანაა და გაწონასწორებული ლიდერები ყავთ, სულ რაღაც ორიოდე საუკუნის წინ, იქაც ემოციები მძვინვარებდა - გაიხსენეთ ამერიკა - რა სისხლი იღვრებოდა, გერმანია - მუდმივად დაქსაქსული და მრავალი სხვა. ეს ეტაპი ყველა ქვეყანამ გაიარა - ჩვენ რაღა დაგვემართა - ეს ხომ აშკარა მტავრობის პოზიციაა - მე არ მინდა 10 წლის წინანდელი განმეორდეს და ათასი სირობა - განმეორდეს თუ საჭიროა ეს ქვეყნისთვის!!!! გაიღვიძოს ამ ხალხმა!!! მოხდეს რევოლუცია, გადატრიალება, სტურმით მტავრობის აღება და სხვა რამ - ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით - თუ ეს ყველაფერი ღირსებისთვის ხდება და არა სკამებისთვის! მთავრობა ბინძურად თამაშობს - ეგ საშიში ხალხია და ედოს და ასლანის მომხრეებიც საშიშნი არიან კიდევ ერთი - ვგიჟდები ლუდზე, არასდროს არ მომწონდა თოფაძის ლუდი, მარა ვყიდულობდი, იმიტომ, რომ ეროვნული პროდუქციის ხელშეწყობის იდეები მაწუხებდა. ეხლა ბოიკოტსდ ვუცხადებს მაგ არაკაცს, სულ მკიდია რუსთავი2 მიმართ მათი დამოკიდებულება - მარა გამოჩნდა ყველას სახეები - ზიან ეს პიდარასტები და მოვლენების განვიტარებას ელოდებიან - ვაითუ ხმები სულ არ წაგვართვანო და ხალხთან არ მოდიან, ეგენიც, ახლებიც და ნათელაშვილი გოიმიც, ეგენი დამთავრდნენ როგორც პოლიტიკოსები და ზალიანაც მიხარია და თუ ქართველი ხალხი მაგათ ოდესმე კიდევ მიიღებს - მაშინ ეს ხალხი არაფრის რირსი არ ყოფილა |
Posted by: sharlot 14 Nov 2003, 12:35 |
ახლა შარს მომდებენ თუ სულ რუსთავი 2-ს უყურებ, რა იცი იქნებ სხვები უფრო კარგები არიანო, მაგრამ გადავრთე მანდაც გენაცვალე, და რომ გადავრთე უფრო დავრწმუნდი რო მისევ სასწრაფოდ რუსთავზე უნდა დამებრუნებინა. არაობიექრუტობას რაც შეეხება, რუსთავი 2 ობიექტურია, თუ მანდ არის რაღაც ტენდენციურობის ნაწილი სხვა არხებზე 10-ჯერ და 10000-ჯერ და 10-ის 617 ხარისხჯერ ნაკლები და ამიტომ სიმართლის გაგება ამ არხიდან ყველაზე მეტად შესაძლებელია |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 12:36 | ||||
Natia_N_N
ჰოო, გადასარევია, შევადაროთ საქართველო 18 საუკუნის რევოლუციამდელ, ბნელ საფრანგეთს, რა ჯობია ამას. კარგი რა ნათია, სირცხვილია
შენ ეტყობა 10 წლის წინ სულ პატარა გოგო იყავი, თოჯინებით თამაშობდი და არაფერი გახსოვს პ.ს. ზრდილობაზე უკვე მიგითითეს თქვენ აქ არაერთხელ |
Posted by: anichka 14 Nov 2003, 12:37 | ||
|
Posted by: N.G. 14 Nov 2003, 12:38 |
sharlot რაო თქვეს რამე ახალი? |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 12:39 |
გული მწყდება. ხალხის დაბოლება რა ადვილი ყოფილა. სამწუხაროა |
Posted by: kardu 14 Nov 2003, 12:42 |
ობიექტურობა არის სიმართლის ჩვენება თუ ვინმე ბოიკოტს უცხადებს მასმედიას ეს მისი პრობლემაა:)) |
Posted by: sharlot 14 Nov 2003, 12:44 | ||||
N.G.
ახლა სამსახურში ვარ და ვერ ვუყურებ
რატო, ტყუილიც ხომ ჩვენი ცხოვრების წესია? |
Posted by: Zyklon 14 Nov 2003, 12:44 |
შარკი რაც შეეხება იმას რომ ეგზალტირებული მასა აირჩევს სააკაშვილს პრეზიდენტად. ჯერ ერთი, მინდა გითხრა, სანამ შენ სახლში ზიხარ მე კაკ რაზ სახლში არ ვზივარ. ასე რომ ამ საკითხში აშკარად შენზე მეტი ვიცი. ჰოდა შემიძლია გითხრა რომ არანაირი ეგზალტირებული მასა მე იქ არ მინახავს. მეორეც რამდენადაც ვიცი (თუ მეშლება ბოდიში) სააკაშვილს ჯერ საპრეზიდენტო ასაკი არ შესრულებია. ასეთ შემთხვევაში არა მგონია მან თავისი კანდიდატურა წამოაყენოს. რიგგარეშე რომ გაიმართოს როგორც მგონია ბურჯანაძე გაიმარჯვებს. ეხლა ორპარტიიან (რეალურად კი ერთპარტიიან, როგორც შენ ამბობ) პარლამენტს მივხედოთ. არ მესმის, თუკი ხალხმა მსგავსი პარლამენტი რეალურად აირჩია, რა პრობლემაა? აგერ ამერიკას ვერ ყავს ორპარტიიანი პარლამენტი მე შენ გეტყვი და ვერ აზის თავზე მსოფლიოს. |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 12:44 | ||
Sharky ტი მნე უჯე ნადოედაეშ
თუ ვერ ხვდები რომ ის 18 საუკუნის რევოლუციამდელი, ბნელი საფრანგეთი 100ჯერ უფრო პროგრესული და საღად მოაზროვნე ხალხის ქვეყანა იყო ვიდრე 200 წლის მანზილზე დამონებული და დაშინებული და ისევ შევარდნაძის ხელში მოხვედრილი დღევანდელი საქართველო- მალადეც შენ. მარა რაც შეეხება იქაურ "გაწონასწორებულ" ლიდერებს , ეგ ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა მე როგორც ვიცი ახლა იქაც საკმაობ არასტაბილური და დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, და ლიდერებს ზოგს მექრთამეობას (შევარდნაძეობას) და ზოგზას ნაცისტობას (სააკაშვილობას) აბრალებენ |
Posted by: kardu 14 Nov 2003, 12:48 |
sharlot ესი არა ნაწილი:)ნუ ამახინჯებთ ციტატებს:) Zyklon-Bკი ნამდვილად და მეეჭვება რომ 45 დღეში მოუწიოს საპრეზიდენტო ასაკმა:) |
Posted by: Natia_N_N 14 Nov 2003, 12:49 |
შარკი - საქართველო ეხლა არაფრით არაა უკეტეს მდგომარეობაში ვიდრე საფრანგეთი 2 საუკუნის წინ. სამწუხაროდ 21 საუკუნე საქართველოს არ სეუგრძვნია 2. დამიჯერე 10 წლის წინ დიდი გოგო ვიყავი და ეხლაც ვფიქრობ სენზე დიდი ვარ 3. მე უზრდელი არ ვარ - მე ვარქმევ საგნებს მათ სახელებს და თუ შენთვის ეს ხელისუფლება, ასლანი და სხვანი ეროტიკაა, ჩემთვის ისინი დედააფეთქებული სირები არიან იცი საქმე რაშია???? არც ერთი პარტიის გამარჯვება-დამარცხება ცემს პირად ინტერესებში არ შედის - მე არც ადგილ მპირდება ვინმე, არ ახლანდელის დაკარგვის მეშინია. მე მხარს ვუჭერ მხოლოდ ჩემი ხალხის არჩევანს და სირზე მკიდია ყველა პარტია. ხაზს ვუსვამ - სირზე მკიდია and what about you and your interests????????? a? |
Posted by: koba_GOL 14 Nov 2003, 12:53 | ||
Natia_N_N
ისე ფალოიმიტატორზეო მაინც გეთქვა (არასწორად არ გამიგო მაგრამ უბრალოდ ქალს არ შეშვენის გინება, აჯობებს ცოტა ცენზურულად შეიგინო ხოლმე ) |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 12:56 | ||||||||
koba_GOL
ეტა ტვაია პრაბლემა. შეგიძლია აღარ უპასუხო ჩემს პოსტებს, თუ ასეა Zyklon-B
არ ვარ დარწმუნებული მიშას ასაკში. სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ რომ მიშა, ასეთი ამბიციური კაცი არ დათმობს პირველობას. ალბათ არც ბევრი აკლია საპრეზიდენტო ასაკს (35 წელია, როგორც მახსოვს. 95-ში მიშა 26-27-ის იყო დაახლოებით და იმის მერე კი გავიდა 8 წელი), რომც აკლდეს, ამის შეცვლა გახდა პრობლემა?
ცდები თუ გგონია რომ სახლში ვზივარ, კაკრზ რომ არ ვზივარ სახლში, თუმცა არც მიტინგზე დავდივარ. ინფორმირებული კი საკმაოდ კარგად ვარ, ალბათ ბევრ მომიტინგეზე უკეთაც
რეალურად რომ ერთპარტიიანი იქნება მაგას ვამბობ მე. შენ კომუნისტების დრო დაგავიწყდა, ალბათ Natia_N_N ფაქტია რომ იგინები ყოველ წუთს და ეს ჩემთვის (და ლაბათ არა მარტო ჩემთვის) მიუღებელია. კამათის ფორმა ეს არ არის |
Posted by: anichka 14 Nov 2003, 13:03 |
Natia_N_N ძალიან ცუდად ხვდება ყურს გინება. ყველგან იგინებიან, მოდით ფორუმზე მაინც არ იყოს ეგეთები |
Posted by: kwinto 14 Nov 2003, 13:11 | ||
koba_GOL
მაშინ შენ რას ხედავ იმაში ცუდს, რომ პირველი არხი პ-ედიკას უჭერს მხარს, აჭარა - ასლანჩიკს, მე-9 - ბიძინას, მზე - ვანიჩკას და ა.შ.? ჩემი აზრით რ2 არაფრით განსხვავდება მათგან, იმიტომ, რომ აშკარად უჭერს მხარს თავის პოლიტიკურ ძალას. მოკლედ, ჩემი აზრით, ყველა ერთი ნაგავია, ამიტომ ნაკლებად უნდა უყურო კაცმა ტელევიზორს, ან უნდა უყურო ყველას და შენი აზრი გამოიტანო. |
Posted by: kardu 14 Nov 2003, 13:15 |
kwinto პირველ არხს ჩვენი ფული ინახავს და მთავრტობას არ უნდა უჭერდეს მხარს |
Posted by: PBero 14 Nov 2003, 13:15 |
kwinto ჰოდა საქმეც მაგაშია რომ ყველას ყურების საშუალებაზე მიდის ახლა ბრძოლა და არა მხოლოდ პირველი არხის ან აჭარის ტელევიზიის დასაზეპირებლად:) |
Posted by: shoshia 14 Nov 2003, 13:22 |
აჭარას ტელევიზიით ნათლად და მიუკერძოებლად ცანს ასლან ბაბუს ნამდვილი სახე და ის რეჟიმი რაც აჭარაშია... ვერ ერთი ტელევიზია ვერ წარმოაჩენს ისე ნათლად იმ სიბილწეს რაც ხდება საქართველოში როგორც "ასლანტვ" მე "ასლან-ტვ" მივეცი ხმა .. რუსტავი 2 უნდა დაიხუროს 1-2 კვირით , მე თუ მკითხავთ |
Posted by: Naomi 14 Nov 2003, 13:33 | ||
shoshia
მართალი ხარ. იქნებ მაშინ მივიდეს ხალხი იქ სადაც საჭიროა. |
Posted by: kwinto 14 Nov 2003, 13:52 |
kardu პირველი არხი არის "სახელმწიფო" და არა "სახალხო", შესაბამისად მხარს უჭერს მთავრობას. იგივე ითქმის პოლიციაზე, ჯარზე და ა.შ. საერთოდ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად დამოუკიდებელი მედია არ არსებობს და ვერც იარსებებს. აქ ლაპარაკია ზომიერებაზე. მე, პირადად, ძალიან მაღიზიანებს ის სტილი რითაც მაუწყებლობს რ2, იგივეს ვიტყოდი "მზეზე". |
Posted by: Zyklon 14 Nov 2003, 14:54 |
კვინტო, მერე ვინ გაძალებს რომ მაინცდამაინც ამათ უყურო? * * * ყველაზე უბედურება სწორედ ისაა რომ საქართველოში "სახელმწიფო" აღარ არის "სახალხო". იგი "პირადი" გახდა, "ჯიბის"... |
Posted by: Sharky 14 Nov 2003, 14:56 |
ისე, ერთაედრთი აბსოლიტურად მიუკერძოებელი, პატიოსანი და ობიექტური ტელევიზია მგონი Fasion TV-ია, რას იტყვით? პ.ს. ცოტა განიმუხტეთ თორემ ვერ გაუძლებთ ამდენ პოლიტიკას, ვოტ |
Posted by: kwinto 14 Nov 2003, 15:20 |
Zyklon-B ხოდა არც ვუყურებ პოლიტიკურ გადაცემებს:) ისე ამ ბოლო დროს ობოლაძემ ნამეტანი აურია თავისი "უძლიერესი დარტყმებით" და "შესანიშნავი დრიბლინგით", ამიტომ ნტვ-ფუტბოლზე გადავერთე, მზეზე პრემიერ-ლიგას აჩვენებენ, იმედი სერია-ა-ს, მე-9 არხმა ესპანეთის ლიგა რომ იყიდოს საერთოდ სუპერბიზონი იქნება. მოკლედ, ნე ვსიო ტაკ პლოხო. |
Posted by: NAVARA 14 Nov 2003, 15:43 |
202 სად არის? |
Posted by: kardu 14 Nov 2003, 19:30 |
kwinto სახელმწიფო ვისია???? |
Posted by: fighter 14 Nov 2003, 20:28 | ||
kwinto
ესე იგი, გამოდის რომ პოლიცია და ჯარი უნდა იცავდეს მთავრობას და არა ხალხს? |
Posted by: Kakha 14 Nov 2003, 21:09 |
ისე იმედიც მეტ-ნაკლებად ცდილობს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას (მე ვგულისხობ ინფრომაციულ და არა ანალიტიკურ გადაცემებს) |
Posted by: lacrimos 14 Nov 2003, 21:14 | ||
აუფ... გენაჩვალეთ... მაგარია... |
Posted by: kwinto 15 Nov 2003, 00:00 |
fighter მე მოვახდინე ფაქტის კონსტატაცია და არა ის, თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანა მოწყობილი. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა. * * * Kakha იმედზე მე "ზომიერებას" უფრო ვიტყოდი ვიდრე "ნეიტრალიტეტს" ანუ არ ხდება მასალის გამაღიზიანებლად მოწოდება, როგორც ამას აკეთებს რ2 ან მზე - ეს ინგა გრიგოლია სუფთა ისტერიჩკა და პროვოკატორია. * * * kardu სახელმწიფო კიდევ ჯერჯერობით ბაბუსია. |
Posted by: datiko 15 Nov 2003, 00:09 |
GT.ge იმას ვხედავ ცუდს,რომ ტელევიზია მაქსიმალურად ობიექტური და არაპოლიტიკური იყოს ჰოდა რუსტავი კი იმენნა პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფო გადატრიალებისთვის სერიოზული ტელევიზიები ასეთ იაფფასიან "რაღაცეებს " არ აკეთებენ * * * Natia_N_N btw სირი საიდან გაქვს? |
Posted by: Remediosi 15 Nov 2003, 00:48 |
ვეთანხმები დათიკოს. |
Posted by: vaska 15 Nov 2003, 04:22 |
kardu"პირველ არხს ჩვენი ფული ინახავს და მთავრტობას არ უნდა უჭერდეს მხარს "---ამის მეტი სიმართლე შენგან მგონი არც გამიგია!!! იცი რას ნიშნავს შენი ნათქვამი??? * * * უყურეთ SNN-ს და გამიტანეთ დასკვნები!!! წელიწადში ერთხელ ხო მაინც "გამოჩნდება" საქართველოზე რაიმე ინფორმაცია და ეგ იქნება დამოუკიდებელი!!! |
Posted by: საბუნია 16 Nov 2003, 03:13 |
პირველი არხი აჭარა ტევე |
Posted by: ALEXA 16 Nov 2003, 04:50 | ||
"ევრიკას" და პირამიდას |
Posted by: kardu 16 Nov 2003, 12:11 |
kwinto და მასე უნდა იყოს????? * * * vaska სი ენ ენი რუსთავი2იდან ახორციელებდა ჩართვას:) datiko რას ეძახი გადატრიალებისკენ მოწოდებას????? |
Posted by: datiko 16 Nov 2003, 15:24 |
kardu როგორ თუ რას ვეძახი? გადატრიალება გადატრიალებაა |
Posted by: kardu 16 Nov 2003, 15:58 |
datiko გადატრიალება მეც კი ვიცი რა არის მაგრამ გეკითხები რომელ რეპორტაჟში მოუწოდებდა და ვის სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 სახელმწიფო გადატრიალებისკენ????? |
Posted by: Remediosi 16 Nov 2003, 16:51 |
kardu ამ გულუბრყვილო სმაილიკებს და კითხვის ნიშნებს მაინც ნუ სვამ ხოლმე, რა. რუსთავი ორის პოზიცია ხო ცხადია და არაა საკამათო. |
Posted by: white 16 Nov 2003, 17:41 | ||||
არ მომისმენია მაგრამ თუ მოუწოდა კიდეც, ძალიანაც კარგი უქნიათ |
Posted by: kardu 16 Nov 2003, 17:58 |
Remediosi ჩემთვის არ არის ცნობილი და ეგებ ერთი მაგალითი მაინც:)??? |
Posted by: zaraza 16 Nov 2003, 20:10 |
Remediosi მაგარი ავატარი გაჩითე... |
Posted by: net 16 Nov 2003, 20:22 | ||
პრეზიდენტი და სახელისუფლებო ბლოკი ტოტალურად გაყალბებული არჩევნების და შეირაღებული პროვოკაციების გზით ცდილობს ხელისუფლების მისაკუთრებას და უზურპაციას, რაც ხელისუფლების ისედაც საეჭვო ლეგიტიმურობას კიდევ უფრო დიდი კითხვის ქვეშ აყენებს. თუმცა ხელისუფლება ეწევა პროპაგანდას რომ ეს კი არ არის გადატრიალება, არამედ ამ უკანონობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. საბედნიეროდ ამ ზღაპრების საქართველოში ცოტას თუ ვინმე სჯერა. |
Posted by: datiko 16 Nov 2003, 20:31 |
kardu თითქმის ყველა რეპორტაჟში და არამარტო,დაჟემც ფილმებშიც იგრძნობოდა აქცენტი |
Posted by: zaraza 16 Nov 2003, 20:34 |
datiko და რა არის ამაში ცუდი??? რუსთავი 2 იბრძვის თავის ფრონტზე! |
Posted by: kardu 16 Nov 2003, 20:35 |
datiko რაის აქცენტი კაცო ადამიანს(ამ შემთხვებვაში კომპანიას)ბრალს რომ დებ რაღაცაში ამის კონკრეტული დამამტკიცებელი საბუთები უნდა გქონდეს ან მიგვანიშნო მაინც აი ასე დაახლოებით აი იმ დღეს კურიერში ნათია ზამბახიძემ თქვა ყველანი წადით კანცელარიაში და პრეზიდენტი ჩამოაგდეთო:) |
Posted by: datiko 16 Nov 2003, 22:15 |
kardu მე ფაქტები დაგისახელე უკვე აქ ნამდვილად ვერ დავწერ გადაცემების განრიგს მემგონი გარკვევით გითხარი, რომ რუსთავი ორი "იმენნა" სააკაშვილიTV გახდა თქო დაწყებული ფილმების თემატიკით, დამთავრებული სარეკლამო რგოლებით |
Posted by: kardu 16 Nov 2003, 22:19 |
datiko ეგ არ არის ფაქტები შენც ხომ კარგად იცი მე მოგიყვანე ფაკტის მაგალითი თუ რამე ეგეთი გაქვს იქნებ მეც გამიზიარო ხო უნდა ვიცოდე რა ტრელევიზიაში ვმუშაობ:)ვინმემ მოუწოდა რუსთავი2იდან ხელისუფლების დამხობისკენ???მემგონი არა ფილმები კი აკრძალული არ არის მგპონი:) |
Posted by: datiko 16 Nov 2003, 22:30 |
kardu აუ კაი რა პირდაპირ გეთქვა რო რუსთავი 2-ში მუშაობ,ამდენს ნამდვილად არ დავწერდი პირველ რიგში, არაა აუცილებელი რომ პირდაპირ თქვა რამე,შეგიძლია ბევრი სხვა ხერხით აგრძნობინო მაყურებელს რაც გინდა ასეთი ხერხი მრავალია გადახედე აბა ბოლო ფილმებს,ზანგებზე,სპარტაკზე,კმარაზე და ასე შემდეგ რო იყო ასევე ღამის შოუს სპეციალური გამოშვება,რომელშიც მხოლოდ პირველი კადრი იყო ჩასმული,დანარჩენი კი ძველი გადაცემებიდან იყო ამოკრეფილი. პირველ კადრში კი დათო სომხეთში ვიზიტის შესახებ ხუმრობდა ერთი ის მითხარი,რუსთავი 2-ში რა თანამდებობაზე ხარ |
Posted by: vaska 17 Nov 2003, 04:38 |
არცერთი სანდო არ არის, გარდა საკუთარი "არხისა"!!! |
Posted by: kardu 17 Nov 2003, 11:24 |
datiko აი ხომ ხედავ ზერელედ მსჯელობ:)ღამის შოუს ის სპეციალური გამოშვება მხოლოდ იმიტომ გავიდა რომ სამშაბათს გასასვლელი აქტუალობა რომ არ დაეკარგა ორშაბათს ჩაჯდა,ერთ დღეში კი ახალი გადაცემის გაკეთება შეუძლებელი იყო ამიტომ ბოლო ორი გადაცემის კოლაჟი გავიდა და არა ბოლოსი ესეც იმიტომ რომ არ გამოჩნდებოდა ლამაზად ასეთ დაძაბულ მომენტში სულ სხვა თემებზე რომ ეხუმრა:)თანამდებობა კი მე უბრალოდ ღამის შოუს და ჩვენი ეზოს სცენარისტი ვარ:) |
Posted by: Sharky 17 Nov 2003, 14:20 | ||
datiko
100% გეთანხმები. მეც ვუყურე სპარტაკს Remediosi შენს ავატარზე ვეცემი |
Posted by: mamikos gogo 17 Nov 2003, 14:50 | ||
Natia_N_N
ჩემო კარგო, ეხლა რომ ჩემი დეიდაშვილი კითხულობდეს ამას, ჩემნაირად წყნარად არ გიპასუხებდა. რაც არ იცი იმაზე ნუ ლაპარაკობ. დეიდაჩემმა იმ 10 წლის წინ ყველაფერი დაკარგა რაც გააჩნდა, სახლი დაეწვა ყველაფრიანად და 8 წლის განმავლობაში ივერიაში სასტუმროს ნომერში ცხოვრობდა სამ ბავშვთან ერთად. შენ არ იცი ეს რა სიმწარეა, ამიტომ ამაზე ლაპარაკის უფლება არ გაქვს. |
Posted by: kardu 17 Nov 2003, 14:52 |
mamikos gogo რა იცი იქნებ ნათიამაც რაღაც გადაიტანა???? |
Posted by: mamikos gogo 17 Nov 2003, 14:56 |
kardu ნათიას რომ ეს გადაეტანა, ეხლა ასე თამამად არ ილაპარაკებდა ამ თემაზე. დეიდაჩემს შევარდნაძე ეზიზღება, მაგრამ ეს აქცია რაც დაიწყო, ღამე არ ძინავს შიშით, ეშინია ისევ რამე არ მოხდეს. და ჩემი დეიდაშვილი სახლში ვერ მიდის ბავშვობის მოგონენების გამო. არ არის ეს ყველაფერი ადვილი. ის რომ რუსთაველზე მოსული ხალხი რევოლუციას მოაწყობს, პირველ რიგში შეეხება იქ მცხოვრებ ადამიანებს. ასე რომ იმათაც კითხეთ როცა ვინმე იტყვის რომ თუ საჭიროა ყველაფერი უნდა განმეორდესო |
Posted by: kardu 17 Nov 2003, 14:58 |
mamikos gogo მეც იქვე ვცხოვრობ და ჩემს ეზოში სროლები იყო მაგ დროს სახლში იატაკზე ვიწექი მაშინ რომ ბრმა ტყვია არ მომხვედროდა მაგრამ თუ საჭიროა განმეორდეს |
Posted by: mamikos gogo 17 Nov 2003, 15:01 |
kardu არ მინდა მაგ თემაზე კამათი, მაგრამ შენ სახლი არ დაგწვია და არ იცი რას ნიშნავს პატარა ბავშვებით ქუჩაში დარჩენა. |
Posted by: kardu 17 Nov 2003, 15:03 |
mamikos gogo მე მესმის რასაც ამბობ,მაგრამ შენ არ დარჩენილხარ სახლის გარეშე შენი კუთხიდან არ გამოუძევებიხარ არავის ყველაფერი არ დაგიტოვებია მტრის ხელში ზამთარში უღელტეხილებით არ გივლია თორემ ეს ყველაფერი რომ გამოგევლო ალბათ ყველაფრის ფასად მოინდომებდი იმ კაცის მოცილებას ვინც ეს გაგიკეთა ,ესენი არც მე გამომივლია მაგრამ ჩემმა მეუღლემ გამოიარა და მისმა ყველა ნათესავმა!! |
Posted by: mamikos gogo 17 Nov 2003, 15:07 |
kardu ყველაფერი გასაგებია, მაგარმ სისხლით კარგს ვერაფერს ვერ მოიტან. სულ ცოტა ხნის წინ მეც ვფიქრობდი, რომ ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეხლა დავინახე, რომ ყველა თავისი სკამისთვის ვაჭრობს და რამე ცუდი რომ მოხდეს, ეს ხალხის ზურგზე გადაივლის და არა ლიდერების. P.S. ეს ჩემი აზრია და ამაზე კამათს არ ვაპირებ და არც არავის არ ვახვევ თავზე. |
Posted by: Sharky 17 Nov 2003, 15:10 | ||
mamikos gogo
ამას გავყვირი ამდენი ხანია, მაგრამ რად გინდა, ვინ გიგდებს ყურს |
Posted by: kardu 17 Nov 2003, 15:10 |
mamikos gogo სისხლის მომხრე არ ვარ არასოდეს არც ნგრევის და წვის ,მაგრამ ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ იმისთვის რომ ვიღაცამ თავის შთამომავლები არ დაგვსავას თავზე მაშინ ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს თუნდაც იმ ხალხის დახმარებით რომლებიც ვითომდა სკამებისთვის იბრძვიან თუ პირველ არხს დავუჯერებთ(თუმც ძნელი დასაჯერებელია),მოკლედ შენი გადასაწყვეტია რა გირჩევნია სამუდამო ჭაობი თუ პერსპექტივა რომ იქნებ ამოვიდეთ ამ ჭაობიდან???? |
Posted by: Baal 17 Nov 2003, 15:48 |
რუსთავი 2 დანარჩენი არხები და ეს გამოკითხვითაც ჩანს, ვისაც რამე პრეტენზიები აქვს, წავიდეს ცივი წყალი შეისხას კიდევ ის, რომ ვისაც შევარდნაძის პრეზიდენტად დატოვება უნდა იგი ნამდვილად იმსახურებს შალვა რამიშვილის სახეში ფურთხებას და კიდევ ამას და კიდევ ვისაც ჩემი პოსტი გულზე არ ეხატება კიდევ ერთხელ შეისხას ცივი წყალი |
Posted by: Sharky 17 Nov 2003, 15:49 |
Baal ნუ, ისეთი კონსტრუქციული და დიპლომატიური ხარ, პირდაპირ დავეცი |
Posted by: N.G. 17 Nov 2003, 15:50 | ||
Baal
უკაცრავად ოფ-ტოპიკისათვის, მაგრამ ხომ არ იცით ვინმემ შემთხვევით, შალვა რომ აგინებს და ასე შემდეგ იმ საწყალ კაცს, ეს დადგმულია თუ მართლა ვეღაც გამვლვლი იყო?? |
Posted by: Baal 17 Nov 2003, 15:50 | ||||
* * * N.G.
არ ვიცი, მაგრამ მასეთ ინერტულ ადამიანს მეც მასე ვუზავდი |
Posted by: anichka 17 Nov 2003, 16:44 | ||
|
Posted by: Gill Bates 17 Nov 2003, 16:54 |
ისე ეს კენჭისყრა ვინ გააკეთა? 202 სად არის?? რუსთავი-2-ის მერე ეგ ყველაზე ობიექტური არხია, თუ ყველაზე მეტად არა |
Posted by: N.G. 17 Nov 2003, 16:59 |
Baal ეს რომ დადგმული არ იყოს და მართლა ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინათ , ყოჩაღ მაგ კაცს.... |
Posted by: kardu 17 Nov 2003, 17:00 |
N.G. მსახიობია ის კაცი:) |
Posted by: Baal 17 Nov 2003, 17:03 | ||
Gill Bates
მართალი ხარ, რა სხვა არხები რუსთავი 2 და მერე 202 დანარჩენი "ყაყაა" |
Posted by: datiko 17 Nov 2003, 23:16 |
kardu ზერელედ არაფერს არ ვმსჯელობ მე ,სხვათაშორის,თუ გინდა ფაჩუაშვილს კითხე ნებისმიერ ადამიანს კითხე, რო რუსთავი 2 პროპაგანდას ეწეოდა ამ პერიოდის განმავლობაში და შენც სხვათაშორის ეს იცი |
Posted by: David 17 Nov 2003, 23:30 | ||||
ამინდი მზეზე! ცეკვა მზეზე! ერთი სექსი მზეზეღა აკლია და ქართველებზე უფრო მზემოყვარული და მზეამტანი ხალხი აღარ იქნება!
ისე რა უბედურებაა ეს: რ2-ს მთელი კოლექტივი აქ დადის ხმის მისაცემად? |
Posted by: Baal 18 Nov 2003, 12:04 | ||
datiko
ხო, როდესაც ხალხი აზრზეა მოსაყვანი მასეა საჭირო, ვიდრე დაჭაობებულ ტელევიზიებს უყურონ და იმას ელოდონ, ედიკა ხვალ-ზეგ ლუკმაპურს გაიმეტებს თუ არა, 1 არხი ხომ ადამიანის სულში ჩაფურთხებაა, პროპაგანდას და ლეგალიზაციას უკეთებს ქართველი ხალხის სულში ფურთხების საპასუხისმგებლო საქმეს. |
Posted by: Zyklon 18 Nov 2003, 12:13 |
გსმ, თუ ეგ დაგამშვიდებსმე არ ვარ მაგკომპანიაში. ხმა კი მაინც მაგთ მივეცი |
Posted by: kardu 18 Nov 2003, 12:17 |
GSM ძნელი წარმოსადგენია რომ მაყურებელმაც მისცეს ხმა??????? datiko მე ერთი რამ ვიცი არანაირი მოწოდება ძალადობისკენ გადატრიალებისკენ ან მსგავსი რამ რუსთავი2ის ეთერით არ გაჟღერებულა. |
Posted by: Gill Bates 18 Nov 2003, 12:17 |
საერთოდ ნებისმიერი ტელევიზია ხალხის აზრს უნდა უკეთებდეს აფიშირებას, და ნებისმიერი ტელევიზიის რეიტინგიც სწორედ მაგაზეა დამოკიდებული, დღევანდელი რეიტინგის მიხედვით თუ შევაფასებთ, გასაგებია ვინც არის ხალხის აზრის გამომხატველი |
Posted by: N.G. 18 Nov 2003, 13:54 | ||
kardu
ამოვისუნთქე მართლა მართლა |
Posted by: TimeRider 18 Nov 2003, 13:56 |
ვოტეში სადაა არცერთს?? რატომ არაა. მე არცერთს არ ვენდობი, ყველა თავისას უბერავს. |
Posted by: sharlot 18 Nov 2003, 14:02 | ||
და მიუხედავად ამისა მისთვის ბოიკოტი არავის გამოუცხადებია. ასეეე.... ყველაფერი ნათელია |
Posted by: Egoisti 18 Nov 2003, 14:15 |
ისე სამ არხზე უნდა უყურო საინფორმაციო გადაცემას, გაანალიზო, დასკვნა გამოიტანო და მიიღებ რელურ სურათს თუ რა და როგორ ხდება:) |
Posted by: Baal 18 Nov 2003, 16:00 | ||||
T_A_T_O
მასე ვაკეთებ და იმიტომაც ვხვდები რომ
|
Posted by: Columbian 18 Nov 2003, 16:25 | ||
|
Posted by: Gill Bates 18 Nov 2003, 16:34 |
სიტყვა - ყველაზე სრულყოფილად - თავისთავად ფარდობითია და შესაბამისად აბსოლუტურ ფაქტზე არ უნდა იყოს ლაპარაკი |
Posted by: GT 18 Nov 2003, 16:35 |
სრულყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი (სუვერენული) რესპუბლიკაც არ არის მაგრამ ცხოვრობენ! |
Posted by: Gill Bates 18 Nov 2003, 16:48 | ||
აი ეს მესმის შედარება |
Posted by: kardu 18 Nov 2003, 21:47 |
N.G. მართლა მართლა:) |
Posted by: Eduard 18 Nov 2003, 21:52 |
მე და ნანული ევრიკას ვუყურებთ ხოლმე |
Posted by: Baal 19 Nov 2003, 11:52 | ||
Eduard
კი, თქვენ უდა უყუროთ, აუცილებლად უნდა უყუროთ პირამიდას, ეგ ხომ თქვენთვისაა |
Posted by: Eduard 19 Nov 2003, 14:39 |
როგორ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ზახოდი ტელევიზიებზე? ხომ მაგარი ვარ, აბა ვინ მიხვდება რატომ შევაქე მზე და იმედი? |
Posted by: GT 19 Nov 2003, 14:44 |
Eduard რატომ ძია ედო? |
Posted by: Eduard 19 Nov 2003, 14:51 |
პაწა საიდუმლოებას გაგიხსნით, ეგ ჩემი მართვის პრინციპია, აბა გაიხსენეთ როდის ვაქებდი ჟვანიას ან ბურჯანაძეს, ეხლა ვისაც მოსწონდა ეგ ტელევიზიები, ყველას შესძულდება. ეს პატარა ფოკუსი გაგინდეთ მარა ბევრი დიდი ფოკუსები ზაპასში მაქვს, ასე რომ ... |
Posted by: Baal 19 Nov 2003, 14:52 | ||
GT
იმიტომ რომ შარვალში ედო P.S. ოღონდ უკანა მხარეში |
Posted by: datiko 24 Nov 2003, 01:54 |
Gill Bates რეის აფიშირებაზეა საუბარი? ყველამ კარგად იცის რო რუსთავი ორი იგივე სააკ ორია და მედია რომ არ ყოფილიყო,ბევრი თანამედროვე "ქართველი" "პოლიტიკოსი" ისევ უცნობ კორუმპირებულ პიროვნებად დარჩებოდა |
Posted by: ასიდი 15 Nov 2007, 03:18 |
აუ ეს მაგარია.... ვის ახსოვს იმედი?????????? |
Posted by: SA-NO 15 Nov 2007, 03:24 |
რუსთავი 2 სანდოა როგორც ჩანს.აწი რუსთავს ვუყურებ.... |
Posted by: lg-2ch 15 Nov 2007, 03:29 |
მიშნაცებს ისე გაგიჭირდათ, რომ ეს დაობებული 2003 წლისდროინდელი თემა დღეს ამოწიეთ მაშვინდელი შედეგებით? |
Posted by: babuagiorgi 15 Nov 2007, 03:29 | ||
რუსთავი ორის "ანტენინის" მეტი არ გენახოთ .................................... სანამ იმედი აღსდგება. ყველაზე ობიექტურ ტელევიზიას ნახავთ: http://www.conservators.ge ობიექტურობის გარანტი მე ვიქნები. ეხლა არ დამიწყოთ აქ რაღაც სისულელეების წერა. ამაში ეჭვიც კი არ შეგეპაროთ. ჯერ ამ ქვეყნად ვერავინ ვერ მომარჯულა და ვერც მომარჯულებს. პ.ს. ხო, ფორუმს რომ ამ დღეებში მიხურავენ, ეს მისამრთი დაიმახსოვრეთ. |
Posted by: Atomic 15 Nov 2007, 03:31 |
რა დრო იყო . . . |
Posted by: lasha1997 15 Nov 2007, 03:31 |
იმ ასაკიდან გამოვედი როცა „იაშიკის“ ინფორმაციის მჯეროდა. |
Posted by: adisabeba 15 Nov 2007, 04:34 |
სულ გარეკეთ? რა რუსთავი 2 ხალხო???? ყველა არხი საქარტველიში ეკუთვნის სააკაშვილის მონებს - კავკასიისა და იმედის გარდა... ასე რამ შეგაშინათ ა? მონებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო მოგი###ნთ სოფმხედველობა................................................. |
Posted by: ასიდი 15 Nov 2007, 04:36 |
adisabeba აუ რა საწყალი ხარ... |
Posted by: Gauchito 15 Nov 2007, 04:37 |
ალ ჯაზირას ვენდობი, მაგრამ პოლში არ არის. |
Posted by: jes 15 Nov 2007, 05:30 |
მეზიზღბა პარატკაციშვილის-ბოლო-იმედიTV, ეს სულ მაგათი დამსახურებაა ჩვენს ქალაქში ატეხილი არეულობა. მაგად დააგიპნოზეს ხალხი და ძირითადი მასა ვინც ქუჩაში იყო იმ დღეებში, ამ დამპალი ტელევიზიის ფანები და მოტრფიალეები არიან. |
Posted by: CDMA 15 Nov 2007, 08:21 |
ევრიკა, საქართველოს ხმა და თამარიონი რატო არაა სიაში? |
Posted by: iko_90 15 Nov 2007, 08:26 | ||
მეცხრე არხი რომელია ტო? ან რუსთავი 2 არ გადაიხარა? იმედი ფორევერ იმედი მადარია |
Posted by: ი ს ტ ე რ ი კ ა 15 Nov 2007, 08:31 |
მეცხრე არხი? '03 წელს არ იყო რო? |
Posted by: iko_90 15 Nov 2007, 08:36 |
iberia meore arxi mecxre arxi გევიდა გაღმა მარილზე |
Posted by: ი ს ტ ე რ ი კ ა 15 Nov 2007, 08:58 | ||
iko_90
ეგ აღარ არის? |
Posted by: iko_90 15 Nov 2007, 09:03 |
ი ს ტ ე რ ი კ ა რავი ჩემთან არ არის და მგონი არის ისე დახურეს და აღადგინეს მგონი არ ვიცი ნაღდად.... ჩემ ტელევიზორში არ არის |
Posted by: giokupara 16 Nov 2007, 01:10 |
----------------------------------------UP-------------------------------------------------- |
Posted by: Charles IX 16 Nov 2007, 02:16 |
მეორე არხი არსებობს, თუ ამას არსებობა შეიძლება ვუწოდოთ. პარლამენტის სხდომების პირდაპირ ტრანსლაციებს უშვებს... |
Posted by: Hermes007 11 Apr 2009, 22:15 | ||
რატომ აქვს ასეთი პატარა რეიტინგი? |
Posted by: sony2005 11 Apr 2009, 22:26 |
მანდ ერთი პუნქტი აკლია-არც ერთი |
Posted by: Sharky 11 Apr 2009, 22:29 | ||||
ჰეჰე, რა მაგარი თემაა, ე
ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი |
Posted by: mrgizmo 11 Apr 2009, 22:32 | ||
ერთადერთი ვარ? ბლინ |
Posted by: gio07 11 Apr 2009, 22:34 | ||
GT.ge
ერთი მაშინ იყო რუსთავი ობიექტური და მეორე ეხლაა მაესტრო, |
Posted by: Lo Janko 11 Apr 2009, 22:37 |
არც ერთი არ უქნია გამჩენს. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო პრინციპით - კიდევ რ2 ჯობია ყველას. |
Posted by: _SisterofNight_ 11 Apr 2009, 22:40 |
რუსთავი 2-ი ისეთივე ობიექტურია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი და იმედი და საერთოდ ეს პოლი მოძველებულია და საიდან ამოთხარეთ ეს თემა?! |
Posted by: Hermes007 11 Apr 2009, 22:47 | ||
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კავკასიის რეიტინგი მატულობს... |
Posted by: SPLIYVI 6 Jul 2010, 02:48 | ||
kardu
კარდუ სუფთა დშნ დშნ ხარ რანინო და ეროსი გენაცვალოს |
Posted by: 7-november 12 Oct 2010, 14:12 | ||||||||||||
kardu
მე (გული) არქივი |
Posted by: dredebiani 12 Oct 2010, 14:13 | ||
|
Posted by: justdoit 12 Oct 2010, 14:14 | ||
|
Posted by: megaxlavar 12 Oct 2010, 14:18 |
ესეთ არაფრის მომცემი და უპასუხოდ დარჩენილი კითხვების დასმის ამბავში რატომ ხართ? გავალებს ვინმე? |
Posted by: SwissArmy 12 Oct 2010, 14:21 | ||
|
Posted by: Bigman 12 Oct 2010, 14:23 |
9 არხი რადგან არ ვყურობ ალბათ სრულყოფილი ექნებათ ინფორმაცია |
Posted by: alex_b 12 Oct 2010, 15:58 |
ეჰ, როდის დაგვიბრუნდება მაგაზე მსჯელობის საჭიროება? ტეხავს რა სასაცილო როა საქართველოში მაგ კითხვის დასმა, რომელ ტელევიზიას ენდოვბიო. გვეშველება რამე ნეტავ? |
Posted by: Dark_Angell 12 Oct 2010, 16:53 | ||
ეგ რო წავიკითხე კინარამ რეჩხი მიყო გულმა და მერე თAრიღი წავიკითხე |
Posted by: Olasi 12 Oct 2010, 17:20 |
ხო.. ეხლა მივხვდი რა ხდება ამ ფორუმზე... მიშისტების ფორუუუმიიიიიიიიიიიიიიიიი მიშისტების ფორუუუმიიიიიიიიიიიიიიიიი მიშისტების ფორუუუმიიიიიიიიიიიიიიიიი მიშისტების ფორუუუმიიიიიიიიიიიიიიიიი მიშისტების ფორუუუმიიიიიიიიიიიიიიიიი მიშისტების ფორუუუმიიიიიიიიიიიიიიიიი მიშისტების ფორუუუმიიიიიიიიიიიიიიიიი მიშისტების ფორუუუმიიიიიიიიიიიიიიიიი ან ბრმების და ყრუების |
Posted by: Sharky 12 Oct 2010, 17:23 | ||
kardu
კარდუზო, ახლაც ასეა თუ გადააფასე ღირებულებები? |
Posted by: Waters 12 Oct 2010, 17:30 | ||
Sharky ეს როგორ მოგწონს?
|
Posted by: xnieri 12 Oct 2010, 17:39 | ||
Sharky
იხუმრა მაშინაც ეგრე ხუმრობდა |
Posted by: მაწო 12 Oct 2010, 18:11 | ||
დახურეთ ყველა ისედაც დახურულია |
Posted by: კუსკუსა 12 Oct 2010, 18:13 |
არცერთს! ეს პასუხი რატომ არ არის პოლში? |
Posted by: Kobalty 12 Oct 2010, 19:12 | ||||||||||||||
|
Posted by: bum65 12 Oct 2010, 19:16 |
სი ენ ენი რატო არაა პოლში? .............................................. |
Posted by: Junge19 12 Oct 2010, 19:20 | ||||
bum65
არის
|
Posted by: geo_beo 12 Oct 2010, 19:22 | ||
თქვენ რომელს გინდა რომ ვენდოთ? აგვიხსენით დავალება |
Posted by: Matronaa 12 Oct 2010, 19:30 |
არცერთს.. ვუყურებ რამდენიმეს და თავად გამომაქვს დასკვნა. |
Posted by: bum65 12 Oct 2010, 19:41 | ||||
Junge19
კიიიიიი და მე ეხლა ატლანტიდან ვპოსტავ |
Posted by: zurasaxvadze 14 Oct 2010, 12:59 |
კავკასიას თუ უყურებდახალხი არ მეგონა ნუ ძვიადისტების გარდა |
Posted by: Zura_SX 23 May 2021, 12:16 |
ტვსაფერავს პოლიტიკაზე არასდროს იტყუებიან |
Posted by: terfebisforosvelodebi 15 Jul 2021, 23:24 |
მე დამირეკეს იმდღეს მსგავს საკითხზე კვლევას ვატარებთო და არცერთს თქო ვუპასუხე. ისე ალბათ ფორმულას ვუყურებ ყველაზე ხშირად |
Posted by: merfi414 5 Feb 2022, 18:28 |
იმედს ვენდობი და საზოგადოებრივ მაყურებელს კიდევ...... |
Posted by: iverieli 7 Feb 2022, 11:29 |
ხალხნო თქვენთანაც გაითიშა სეტანტაზე საზოგადოებრივი, განათლება და აჭარა. ეს სამი ქართული არხი უკვე რამოდენიმე დღე გათიშულია. ხელახალ ძებნაშიც არ ამოაგდო |
Posted by: ghelekva 10 Feb 2022, 17:27 |
გამარჯობათ ვისაც გაქვთ "НТВ" პაკეტი.. მაინტერესებს თქვენთან თუ უჩვენებს თუ გაითიშაა?? |
Posted by: GRIZLY07 21 Apr 2022, 16:32 |
როდესაც ტელევიზიით სიუჟეტი გადის არასახელმწიფო ენაზე თარგმანის ან სუბტიტრების გარეშე, ეს დარღვევაა? რომელი კანონის? |
Posted by: fork 22 Apr 2022, 16:25 |
ძირითადად საზმაუს ვუმზერ. დაბალანსებული არხია. |
Posted by: Universe´ 22 Apr 2022, 23:43 |
არცერთს. საზოგადოებრივს ვუყურებ ხოლმე, საინფორმაციო და სხვა გადაცემებსაც. დანარჩენი ღმერთო შენ გვიშველეა |
Posted by: GEORGEXIII 23 Apr 2022, 01:04 |
ვაბშე არ ვიყენებ ტელევიზიას ქასთი დაააერთე და ეგაა რაც გინდა გადაიტანე წამში. |
Posted by: Daukvirdi 29 Apr 2022, 19:46 | ||
პიტალო ქოცის მენიუ |
Posted by: perelman 27 May 2023, 20:02 |
ფორმულა და ალტინფო დაამატეთ |
Posted by: Краянин 29 May 2023, 00:40 |
რუსულ არხებს ვენდობი რა თქმა უნდა |
Posted by: kartofilisti 8 Jun 2023, 12:27 |
რენტ ტვ ჩაამატეთ ან როსია 24 ან კუბან ტვ |
Posted by: overlord 26 Jul 2023, 16:00 |
ქართულად მოლაპარაკე არხებიდან ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი ევრონიუს ჯორჯიაა ინტერნეტ მედიიდან რადიო თავისუფლება დანარჩენი ნაყიდია ყველა |
Posted by: WebNinja 10 Jun 2024, 15:55 |
https://itlover.tech https://itlover.tech/en https://itlover.tech/ka/სერვისები/ |
Posted by: GEORGEXIII 13 Jun 2024, 16:34 |
საქართველო რომ იყო ხოლმე რა კაი ტელევიზია იყო რამდენ ფილმებს ახმოვანებდა თან რა ხარისხიანად. |
Posted by: majorseamen 13 Jun 2024, 17:31 |
სპანჯბობი და კატაძაღლი აღარ გადის არცერთ ტელევიზიაზე ამიტომაც არცერთს არ ვენდობი |
Posted by: Zugzwang 22 Jul 2024, 00:57 |
არც ერთი არაა სანდო რასაც უნდათ იმას აწვეთებენ ხალხს მაგრამ საბედნიეროდ არიან ისეთებიც ვისაც ვერ აჰიპნოზებენ |
Posted by: lumineux 31 Jul 2024, 22:02 |
მოხუცები სულ ჩხუბობენ პულტისთვის. ერთს ბასტი-ბუბუ მოსწონს, მეორეს ენკი-ბენკი. |