Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > TV & Satellite > სატელიტი VS სმარტ ტივი აპლიკაცია


Posted by: SaulGoodman 7 Dec 2023, 01:16
უცხურ არხების საყურებლად რომელი ჯობს
სატელიტი თუ სმარტ ტივი აპლიკაცია?

რომელ სატელიტის ან აპლიკაციის ყიდვა ჯობს?

Posted by: giorgevich23 22 Dec 2023, 15:37
SaulGoodman
სატელიტი ჯობია.
QUOTE
რომელ სატელიტის ან აპლიკაციის ყიდვა ჯობს?

ძალიან ბევრი პაკეტი შარინგდება და შენი სურვილის მიხედვით აარჩევ -რუსულენოვანი გინდა თუ ევროპული ან აზიური.

Posted by: Ronaldo9 14 Mar 2024, 10:04
giorgevich23
სპორტის პაკეტი ნტვს არ უვარგა და მეტი რომელი შეიძლება რომ აიღო?

Posted by: haikanush 14 Mar 2024, 12:59
QUOTE (Ronaldo9 @ 14 Mar 2024, 10:04 )
giorgevich23
სპორტის პაკეტი ნტვს არ უვარგა და მეტი რომელი შეიძლება რომ აიღო?

16 და 13 გრადუსი, რომ დააყენო 1 თეფში ეყოფა (ოღონდ ცოტა დიდი ზომის კარგი იქნება). იმდენი პაკეტია მაგ ორ თანამგზავრზე, რომ სრულიად საკმარისი იქნება

Posted by: Link 19 May 2024, 17:37
QUOTE
სატელიტი ჯობია.

და რატომ?

ერთს სჭირდება ტელევიზორი და ინტერნეტი.

მეორეს ტელევიზორი, ინტერნეტი, თეფში, მიმღები

ფასი თითქმის ერთია.

ერთს გადახვევა აქვს,
მეორეს არა.

ერთის სადაც გინდა წაღება შეიძლება
მეორესი არა.

ჰოდა ობიექტურად, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე - რატომ ჯობია შარინგი ip ტელევიზიას?



პ.ს. 2 თეფში მაქვს დაყენებული.
ერთია სახურავზე, მეორე აივანზე.
ერთი იყურება ანძიდან კუსტბამდე
მეორე საპირისპიროდ ნახალოვკისკენ.

მაგრამ 5 წელზე მეტია ვიყენებ iptv-ს ყოველგვარი პრობლემების გარეშე.


ჰოდა სულ მეფიქრება - რატომ ანიჭებენ უპირატესობას თეფშს?

Posted by: პაწა 19 May 2024, 21:27
QUOTE
მაგრამ 5 წელზე მეტია ვიყენებ iptv-ს ყოველგვარი პრობლემების გარეშე.

რავი, მე ჯერ IPTV ვერ ვნახე რომ არ ჭედავდეს. 3 ადამიანი ერთად რომ სქროლავს, ან იუთუბს უყურებს, ინტერნეტი OK, მაგრამ, 2-ის იუთუბი და ტელევიზია ჩემთან პრობლემაა

Posted by: maxo-69 19 May 2024, 21:39
Link
არ ჭირდება სწრაფი ინტერნეტი (2ჯ მობილურიც ყოფნის).
ბევრად იაფი ჯდება.
არ ჭედავს იპტვ-ით.
უკეთესი ჩვენბა აქვს (ქართულ არხებზე განსაკუთრებით).
დიდი სირთულე არაა გამართვა.

Posted by: Ronaldo9 22 May 2024, 13:41
Link
რომელ ოპერატორს იყენებ აიპიტივიზე ან აქ მომწერე ან პირადში გთხოვ.

მე ჯერ ნორმალური სერვერი არ მინახავს

Posted by: sandro82 22 May 2024, 22:43
მე აიპი ტელევიზიიდან თეფშებზე და კაბელებზე არასდროს დავბრუნდები.
ვაფშე სხვა თემაა და არც შევადრი იმდენად კომფორტულად ვარ ამ სისტემაზე.რადროსაც რისი ყურებაც მინდა იმას ვუყურებ.
სადაა მაგის დრო დაჯდეს ადამიანი და ელოდოს რამეს!

Posted by: sandro82 24 May 2024, 21:18
ხო და 1 ლარიანი და 2 დოლარიანი რათქმაუნდა წესიერი არაფერი იქნება!ასე რომ გინდა გადაიხადე მგონი ასე ჯობია.
ნუ ხო მართალია ძვირია მარა მაგ ფასში რაც სილკი და მაგთი გახდევინებს კი ჩაეტევი და იგულავებ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)