Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > TV & Satellite > სახლის კინოთეატრი / საუნდბარი


Posted by: Artgeo 22 May 2021, 18:23
მოკლედ დიდი ტელევიზორი მაქვს, თავისი სმარტით და 4კ თი )) თავისი ხმა სისულელეა yes.gif
ადრე მქონდა LG-ის სახლის კინოთეატრი, რომელიც ყველაფრით მაკმაყოფილებდა.
ხო და, ახლა ისევ ყიდვა მინდა, ოღონდ უკვე ვფიქრობ საუდბარსა და კინოთეატრს შორის. ადგილის თემაში საუნდაბარი ასწორებს, მაგრამ კინოთეატრს უკეთესი ხმა არ აქვს?
მოკლედ რჩევები მჭირდება, ინტერნეტში ბევრი წავიკითხე, მაგრამ არჩევანს მაინც ვერ ვაკეთბ.

Posted by: gamer2001 24 May 2021, 10:16
Artgeo
საუნდბარი ძირითადად 2.1 სისტემებია, კინოთეატრი-5.1
QUOTE
კინოთეატრს უკეთესი ხმა არ აქვს

ხმის სისუფთავე, დიაპაზონები და სხვა პარამეტრები ძირითადად ბრენდზე და მოდელზეა დამოკიდებული.
სუფთა ტელევიზორისთვის ხარისხიანი საუნდბარი ჩემი აზრით სავსებით საკმარისია,
სივრცითი და მოცულობითი ხმების ეფექტებში 5.1 სისტემა ჯობნის უკანა დინამიკების ხარჯზე, თუმცა გარკვეული მსგავსი ფუნქციები საუნდბარსაც ერთვება.

Posted by: Hitzor 24 May 2021, 13:56
Bizzy

ხო გქონდა საუნდბარიც და 5.1
დააკვალიანე smile.gif

Posted by: experto 24 May 2021, 15:47
5.1 - 7.1 არის დონე და რეალური ხმა "ვაუ" - ხოლო საუნდბარი კი არის "ეფექტი " - წავა რა yes.gif

გაჩნია ოთახს და საჭიროებას

მე 5.1 მაქვს სამსუნგიას ძველი მოდელი 10 წლის წინ ნაყიდი მარა ახალ ტელევიზორზე გადმოვიტანე და კაი ეფექტი აქვს გაშლის

ვისთვის როგორ!

Posted by: Hitzor 24 May 2021, 16:47
Artgeo
რაც არ უნდა მაგარი საუნდბარი იყოს დაჟე წყვილ 2.0 დინამიკს ვერ გაუქაჩავს ხარისხით, ბასებით და ა.შ.
დიდ ოთახში განსაკუთრებით. პატარა ოთახში კიდე შეიძლება ნორმ ხარისხი მოგცეს საუნდბარმა, მაგრამ ეგეც მეეჭვება.
გამოცდილები დააკომენტებენ პატარა ოთახზე იმედია.

ჩემი რჩევა იქნება ძალიან "იავნი" და არა-ორიგინალური ამ თანმიმდევრობით:
7.1 > 5.1 > 2.1 > 2.0 > ნებისმიერი საუნდბარი

აგერ ზემოთ იუზერი Bizzy რო დავთაგე იმას Sony საუნდბარი აქ და მე 2.0 დინამიკები edifier 1280db
ორივე ვთანხმდებით, რომ დინამიკები ბევრად ჯობს

Posted by: gio_123 24 May 2021, 17:05
Hitzor
+1111111111111111111111111111111111111111111

Posted by: Dembella 24 May 2021, 17:26
Artgeo

გააჩნია ბიუჯეტი რა გაქვს პირველ რიგში, მერე ოთახის კვადრატულობა, შენ თვითონ რაიმე ახალი გჭირდება თუ ისევ 5.1 (მაგასაც გააჩნია კიდე) რაც ადრე გქონია უკვე. და ყველაზე მთავარი - მეზობლები რამდენად ჯიგრები გყავს და წარამარა არ მოგიკაკუნებენ smile.gif
რამდენიმე დღის წინ ჩემს შვილს დავუყენე ვიზიოს ატმოსი 5.1.2 კონფიგურაციით. ვიყიდე ახალი 300 დოლარად და ჩამოტანა + განბაჟება უხეშად დაჯდა 1485 ლარი. აი ესაა, ოღონდ საშინლად გაძვირებული ამწუთას https://www.ebay.com/itm/352517857190?hash=item5213b39fa6:g:GIsAAOSwmOBb7571

6 წელია ვამუშავებ ჩემს სამსუნგის 5.1 სისტემას და აქამდე მართლა მეგონა, რომ DTS და DTS HD-MA ფორმატი იყო ხმის პატალოკი სახლის პირობებში, მაგრამ ატმოსი ყოფილა მართლა სასწაული რამე და ჩემი სახლის კინოთეატრი იმენა გადასაგდებია რა smile.gif თუ ბიუჯეტიც და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობები ხელს გიწყობს, არც დაფიქრდე ისე იყიდე. დამიჯერე სულ სხვა განზომილებაა, რასაც სიტყვებით უბრალოდ ვერ გადმოგცემ, ამას უნდა მოუსმინო. არის ხოლმე პერიოდულად ფასდაკლებები და ჩაუსაფრდი თუ გადაწყვიტავ ყიდვას, მეც მასე გავარტყი smile.gif 110 ვოლტზე მუშაობს და კონვერტერი სჭირდება, ერთი ეგაა კიდე.

Posted by: experto 24 May 2021, 20:35
QUOTE
სახლის კინოთეატრი / საუნბარი, ყიდვა, განხილვა, რჩევები


ესეც ჩემი კინოთეატრის ძველი ფოტო - 10 წლის წინანდელი old.gif


Posted by: Artgeo 25 May 2021, 17:45
Dembella
ეს მქონდა, გვაქვს კიდევაც, უბრალოდ მე სხვაგან გადავედი საცხოვრებლად. უბრალოდ ტელევიზორის დინამიკები აშკარად ნაგავია და სტერეო მაინც მინდა რომ მქონდეს. კინოთეატრის თემაში პრობლემა მაქვს კაბელების და უკანა დინამიკების თემაში. ვერ ჩამოვყალიბდი როგორ უნდა დავაყენო, ადგილის მხრივაც ნაკლები ადგილი მაქვს აქ.
ხმამაღლა არ ვრთავ, პირიქით, ამით უფრო დაბალ ხმაზე ვუყურებ. იმიტომ რომ სწორად გესმის ყველა ხმა. ტელევიზორზე ხმის აწევა გიწევს ფილმებზე, რომ საუბარი გაიგო, ამ დროს მუსიკა ბევრად ხმამაღალია. თან რავი, კვირაში 1-2 ჯერ 2 საათიან კინოს თუ ვერ მოითმენენ, მერე მე ვიცი რასაც მოვიმოქმედებ spy.gif vik.gif
user posted image
* * *
ა, და კიდე, უკაბელო დინამიკები როგორ მუშაობს? ელემენტებზე?

Posted by: Niku7a 25 May 2021, 18:54
ბიუჯეტს გააჩნია, კარგი av რესივერი, კარგი პასიური დინამიკები, კაი საბ ვუფერი და ეგაა... წლებია კინოში აღარ დავდივარ (+პროექტორი მაქვს)...

QUOTE
ა, და კიდე, უკაბელო დინამიკები როგორ მუშაობს? ელემენტებზე?

დენის წყაროს მაინც უნდა მიუერთო, უკაბელო ნიშნავს რომ ხმის გადასაცემად კაბელი არ სჭირდება...

Posted by: gio_123 25 May 2021, 19:01
QUOTE (Niku7a @ 25 May 2021, 18:54 )
ბიუჯეტს გააჩნია, კარგი av რესივერი, კარგი პასიური დინამიკები, კაი საბ ვუფერი და ეგაა... წლებია კინოში აღარ დავდივარ (+პროექტორი მაქვს)...

QUOTE
ა, და კიდე, უკაბელო დინამიკები როგორ მუშაობს? ელემენტებზე?

დენის წყაროს მაინც უნდა მიუერთო, უკაბელო ნიშნავს რომ ხმის გადასაცემად კაბელი არ სჭირდება...

არის მაგის მოსაგვარებლად კარგი საშუალება

უგრინის ბტ რესივერი https://www.aliexpress.com/item/4000695269926.html?spm=a2g0s.8937460.0.0.32f72e0eFYbS2T

Posted by: Bizzy 26 May 2021, 02:13
მობილით ვარ და ბევრს ვერ დაგიწერ.

წლები მქონდა LG-ს 5.1 და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ფილმები, თამაშები და ა.შ. ნამდვილად კინოთატრის ეფექტს იძლევა.

გადავედი ახალ სახლში, უკანა დინამიკების კაბელების გამო მომიწია უარის თქმა 5.1-ზე.

ვიყიდე სონის 600-650 ლარიანი საუნდბარი.

ძალიან გამიცურვა იმედი.

ტელევიზორის ხმას ჯობია. მეტი ვერაფერი.
ახლოსაც ვერ მივა 5.1-ის იქსფერიენსთან.

უბრალო სტერეო დინამიკებმაც კი აჯობა, რომ შევადარე.

მოკლედ, მე არ გირჩევ. მეც თავს გავუპრავე ყიდვისას, რომ კარგი გადაწყვეტილებაა, მაგაზე გადასვლა, მაგრამ დრომ სხვა პასუხი გამცა.


1500 ლარიან საუნდბარზე ვერაფერს გეტყვი. მაგრამ ამ ფასიანი არ იყიდო.


თუ მაინც გადაწყვეტ, ჩემის მოდელს მოგწერ და ნახე, ახალთან შედარებით ნაკლები დაგიჯდება biggrin.gif biggrin.gif


Posted by: gio_123 26 May 2021, 02:46
1500 ლარი თუ გაქვს ებაიზე იყიდი მაგარ დოლბი ატმოსის 7.2 რესივერს 300 დოლარად.
თუ კარგად მოძებნი დინამიკებიანად შეიძლება იყიდო მაგ ფასად, მაგრამ დინამიკების იქიდან თრევას აქ ყიდვა ჯობია პასიური დინამილების

Posted by: Artgeo 27 May 2021, 14:11
Bizzy
QUOTE
1500 ლარიან საუნდბარზე ვერაფერს გეტყვი. მაგრამ ამ ფასიანი არ იყიდო.

1500 ლარზე ბევრად იაფად LG ის კინოთეატრს დავითრევ ისევ 5,1 ს

Posted by: Goginio 30 May 2021, 14:23
მეც მაინტერესებს ეს თემა და აქამდე ვეძებდი denon & marantz & yamaha-ს შორის
და ვერ გავიგე, ზოგი player-ია, ზოგი AV netw receiver, ზოგი amplifier და ამერია თავგზა და იქნებ დამაკვალიანოთ smile.gif

Posted by: gamer2001 31 May 2021, 13:38
Goginio
QUOTE
ვერ გავიგე, ზოგი player-ია

დამოუკიდებლად აღითქვავს მედიაფაილებს, ამას გამაძლიერებელი(amplifier) უნდა შესაბამისი დინამიკებით ან აქტიური დინამიკები.
QUOTE
amplifier

გამაძლიერებელია, პასიური დინამიკები ჭირდება,
QUOTE
AV netw receiver

წულპანებზეა და დინამიკებიც უნდა, გააჩნია რისთვის გინდა გადამყვანები შეიძლება დაგჭირდეს.
QUOTE
ვეძებდი denon & marantz & yamaha-ს შორის

მიკროლაბი, სონი, ჯიბიელი, ედიფიერიც შეგიძლია განიხილო, მოდელებს გააჩნია, ფასებიც უფრო დაბალანსებული აქვთ.

Posted by: Niku7a 31 May 2021, 15:19
Goginio
AV reciever-ს უნდა შესაბამისი წინაღობის პასიური დინამიკები + საბვუფერი. გამომავალს აერთებ ტელევიზორზე ან პროექტორზე, შემავალს - კომპიუტერს, ტვ ბოქსს ან ნებისმიერ სხვა მედია მოწყობილობას...

არსებობს პირდაპირ 5.1 კინოთეატრის სისტემები, ბლუ რეი ფლეიერით და თავისივე დინამიკებ/საბვუფერით.

გააჩნია ბიუჯეტს და შენ მოთხოვნებს...


Posted by: Goginio 2 Jun 2021, 20:38
marantz, denon, yamaha-ს შორის ვფიქრობ

მიზანი კი არის ის რომ
- იყოს network player (მაგ. sporify-ზე რომ დაკონექტდეს, რადგან cd-ების შეგროვების და ფაილების თავი არ მაქვს)
- ქონდეს მინ. 5.1 მხარდაჭერა (ამისთვის მემგონი დამჭირდება aplifier არა?)
- კარგი ხარისხის დინამიკების სისტემა 5.1 ან რამე ეგეთი

Posted by: Artgeo 4 Jun 2021, 14:56
gamer2001
5.1 მარტო ხმა რას მირჩევ? დანარჩენისთვის ტელევიზორის სმარტი მაქვს.
ფასი ადეკვატურად დაბალი, ხარისხი ადეკვატურად მაღალი

Posted by: gamer2001 4 Jun 2021, 17:34
Artgeo
ცოტა რთულია რჩევის მოცემა, იქიდან გამომდინარე რომ 5.1 სისტემა ითხოვს ზურგის დინამიკების განლაგებას და აქედან გამომდინარე კაბელიზაციას, ბლუთუსის მომხრე არ ვარ. ასევე რესივერი ან გამაძლიერებელი, ბასავიკი, ტელევიზორის მაგიდა რა საშუალებას გაძლევს რომ გადაანაწილო, დიზაინი და ა.შ.
ზოგადად ფასი/ხარისხი მე სონის მომხრე ვარ, უკეთესებიც ბევრია, მაგრამ ფასები არარეალურები აქვთ.
sony e6100 მაქვს და სახლის პირობებზე ნამდვილად ვერ დავემდურები, ოპტიკურით მაქვ მიერთებული ტელევიზორთან, ერთი პულტით იმართება ორივე, ხმების ხარისხით და სიმდიდრით ტელევიზორს ვერც შევადარებ, მოკლედ რეკომენდაციას მივცემდი ამ ან მსგავს მოდელს 600-700 ლარის ფარგლებში თუ იშოვნი.
რაც მნიშვნელოვან მინუსად მიმაჩნია, ბლურეი კი არის მაგრამ ფლეშკიდან ამ ფორმატს ვერ უშვებს, მხოლოდ დისკიდან და ნეტში მეტი წილი ამ ფორმატშია ხარისხიანი კონტენტი, ტელევიზორზე თუ ეშვება პრობლემა არ არის.

Posted by: avto68 4 Jun 2021, 23:21
gamer2001
QUOTE
sony e6100

ეგ მოდელი 600-700 ლარად იშოვება საქართველოში? გერმანიაში 500 ევრო ღირდა biggrin.gif

Posted by: shotie 4 Jun 2021, 23:40
Goginio
მე მაქვს დენონის რესივერი, კაია, პროსტა ცოტა ძველი მოდელია ჩემი, 4K არაა

Posted by: avto68 5 Jun 2021, 00:52
shotie
QUOTE
მე მაქვს დენონის რესივერი, კაია, პროსტა ცოტა ძველი მოდელია ჩემი, 4K არაა

ჩემი აზრით, ავ რესივერზე 4კ-ს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია აუდიო დეკოდერი ჰქონდეს ძლიერი, 4კ ვიდეო ფორმატს პირდაპირ ტვ-ში შეაერთებ და ხმას Arc ან eArc hdmi -თ უკან დააბრუნებ რესივერში. თუ ტელევიზორის სმარტი ქაჩავს ხო საერთოდ რესივერის 4კ თამაშგარეთაა

Posted by: shotie 5 Jun 2021, 02:00
avto68
მე არ ტელევიზორი მაქვს 4K, ამიტომაც რომ არ მაწუხებს ეგ დიდად, ანდროიდ ბოქსი მაქვს რესივერზე მიერთებული და მუსიკის სასმენად მედიასერვერი მაქვს კომპზე გაშვებული, ლოსლეს ფაილები მიწერია ბევრი, ასე, რომ ამ ეტაპზე სრულიად დამაკმაყოფილებელია ჩემთვის
https://www.denon.com/en-ca/product/av-receivers/avr-3311ci
ესაა ჩემი ბიჭი

Posted by: avto68 5 Jun 2021, 10:15
სჰოტიე
ძალიან მაგარია, დენონი 100 წლის იუბილეს მაგ მოდელით შეხვდა, მინდოდა ყიდვა, მაგრამ 1400 ევრო ღირდა. biggrin.gif ამიტომ ეს ვიყიდე და აგერ უკვე 8 წელია პატიოსნად მუშაობს. თუ გამოვცვლი, მხოლოდ დოლბი ატმოსის გამო.
https://www.areadvd.de/hardware/2013/onkyo_tx_nr626.shtml

Posted by: Artgeo 5 Jun 2021, 10:52
gamer2001
avto68
1300 ლარია ყველაზე იაფი

მაგას 1 პრობლემა აქვს, HDMI - in არ აქვს, ოპტიკას არ აქვს ისეთი გამტარიანობა, როგორც HDMI-ს

Posted by: gio_123 5 Jun 2021, 12:08
Artgeo
რას ლაპარაკობ? ოპტიკას არ აქვს გამტარობა და hdmi-ს აქვს ?
პირიქით უნდა დაგეწერა

უცბათ მირჩიეთ სანამ გაიყიდა ვიყიდო ეს? https://www.ebay.com/itm/143922036950?epid=4031330866&hash=item21826c00d6%3Ag%3A87gAAOSwYZBgBiYy&LH_BIN=1
თუ ამ ფასად რამე უკეთესი შეიძლება ვიყიდო?

Posted by: ushba 5 Jun 2021, 12:26
gio_123
ეგ რესივერი 120 ვოლტზე მუშაობს

Posted by: avto68 5 Jun 2021, 13:36
gio_123
QUOTE
რას ლაპარაკობ? ოპტიკას არ აქვს გამტარობა და hdmi-ს აქვს ? პირიქით უნდა დაგეწერა

სწორედ დაწერა რა გინდა, ოპტიკას არა აქვს იმდენი გამტარობა, რაც HDMI-ს
QUOTE
უცბათ მირჩიეთ სანამ გაიყიდა ვიყიდო ეს? https://www.ebay.com
თუ ამ ფასად რამე უკეთესი შეიძლება ვიყიდო?

მაგ ფასად არამგონია რამე უკეთესი იყიდო

Posted by: gio_123 5 Jun 2021, 13:51
avto68
ანუ სპილენძის მავთული უკეთესი გამტარია ვიდრე მინაში გატარებული სინათლის სხივი?

Posted by: avto68 5 Jun 2021, 15:28
gio_123
QUOTE
ანუ სპილენძის მავთული უკეთესი გამტარია ვიდრე მინაში გატარებული სინათლის სხივი?

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ აუდიოს შემთხვევაში ოპტიკა შენს ნახსენებ "სპილენძთან" შედარებით ახლოსაც ვერ მივა, რადგან საერთოდ ვერ ატარებს Dolby Atmos, ასევე PCM მხოლოდ ორი არხის გატარება შეუძლია და Dolby TrueHD, DTS-HD Master Audio საკმაო დანაკარგების გარეშე ვერ ატარებს, როცა HDMI ატარებს თუ რამე აუდიო შექმნილა აბსოლიტურად ყველაფერს 100%-ით

Posted by: kaxanoza 5 Jun 2021, 15:49
მე მგონი ეს გამომადგება - ტვ-ს ოპტიკას შევაერთებ და გამომავალზე 3,5 ჯეკით აქტიურ დინამიკებზე გავუშვებ
პლუს პულტიც მოყვება და შემეძლება ხმა ვაკონტროლო

https://www.amazon.com/LiNKFOR-Converter-Digital-Optical-Toslink/dp/B08938JWLT/ref=sr_1_11?crid=UDQGRB6LB31V&dchild=1&keywords=digital+to+analog+audio+converter+with+remote+control&qid=1622893563&sprefix=digital+to+analog+audio+converter+with+remote%2Caps%2C591&sr=8-11

https://www.amazon.com/Digital-Converter-Coaxial-Toslink-Adapter/dp/B095CCS997/ref=sr_1_15?crid=UDQGRB6LB31V&dchild=1&keywords=digital+to+analog+audio+converter+with+remote+control&qid=1622893563&sprefix=digital+to+analog+audio+converter+with+remote%2Caps%2C591&sr=8-15

ალიდან გამოწერას ამაზონი მირჩევნია მაინც, რისკი ნაკლებია შარის....
რას ფიქრობთ?

Posted by: gio_123 5 Jun 2021, 15:50
QUOTE (avto68 @ 5 Jun 2021, 15:28 )
gio_123
QUOTE
ანუ სპილენძის მავთული უკეთესი გამტარია ვიდრე მინაში გატარებული სინათლის სხივი?

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ აუდიოს შემთხვევაში ოპტიკა შენს ნახსენებ "სპილენძთან" შედარებით ახლოსაც ვერ მივა, რადგან საერთოდ ვერ ატარებს Dolby Atmos, ასევე PCM მხოლოდ ორი არხის გატარება შეუძლია და Dolby TrueHD, DTS-HD Master Audio საკმაო დანაკარგების გარეშე ვერ ატარებს, როცა HDMI ატარებს თუ რამე აუდიო შექმნილა აბსოლიტურად ყველაფერს 100%-ით


ანუ ტელევიზორს რომელსაც არ აქვს 3,5 აუდიო გამოსავალი და არ აქვს HDMI ARC, აქვს მხოლოდ spdif გამოსავალი?





Posted by: kaxanoza 5 Jun 2021, 15:54

-----------------------------------------------------------------
boli.gif boli.gif boli.gif boli.gif boli.gif boli.gif boli.gif boli.gif boli.gif boli.gif

Posted by: Artgeo 5 Jun 2021, 15:55
gio_123
ხო, მეც გწმიკვირდა, მაგრამ მასეა. ძალიან ბევრი ახალი სტანდარტის მხარდაჭერა ოპტიკას არ აქვს. თუ სწორად მახსოვს, იმის გამოა, რლმ ოპტიკა ანალოგურ სიგნალს ატარებს, HDMI ციფრულს.

Posted by: gio_123 5 Jun 2021, 15:56
QUOTE (kaxanoza @ 5 Jun 2021, 15:49 )
მე მგონი ეს გამომადგება - ტვ-ს ოპტიკას შევაერთებ და გამომავალზე 3,5 ჯეკით აქტიურ დინამიკებზე გავუშვებ
პლუს პულტიც მოყვება და შემეძლება ხმა ვაკონტროლო

https://www.amazon.com/LiNKFOR-Converter-Digital-Optical-Toslink/dp/B08938JWLT/ref=sr_1_11?crid=UDQGRB6LB31V&dchild=1&keywords=digital+to+analog+audio+converter+with+remote+control&qid=1622893563&sprefix=digital+to+analog+audio+converter+with+remote%2Caps%2C591&sr=8-11

https://www.amazon.com/Digital-Converter-Coaxial-Toslink-Adapter/dp/B095CCS997/ref=sr_1_15?crid=UDQGRB6LB31V&dchild=1&keywords=digital+to+analog+audio+converter+with+remote+control&qid=1622893563&sprefix=digital+to+analog+audio+converter+with+remote%2Caps%2C591&sr=8-15

ალიდან გამოწერას ამაზონი მირჩევნია მაინც, რისკი ნაკლებია შარის....
რას ფიქრობთ?

https://www.aliexpress.com/item/32777804376.html?spm=a2g0o.detail.1000014.3.58744c312n6kbp&gps-id=pcDetailBottomMoreOtherSeller&scm=1007.13338.177756.0&scm_id=1007.13338.177756.0&scm-url=1007.13338.177756.0&pvid=96441dfe-6ce0-49c4-b17e-afa027135f37&_t=gps-id:pcDetailBottomMoreOtherSeller,scm-url:1007.13338.177756.0,pvid:96441dfe-6ce0-49c4-b17e-afa027135f37,tpp_buckets:668%230%23131923%230_668%23888%233325%2317_3338%230%23177756%230_3338%233142%239889%231_668%232846%238112%231997_668%235811%2327185%2368_668%232717%237567%23906_668%231000022185%231000066058%230_668%233422%2315392%23194
და ერთი ზედმეტი პულთი რაღათ გინდა ?

Posted by: kaxanoza 5 Jun 2021, 16:00
gio_123
QUOTE
ეს არ გირჩევნია? ბევრად უკეთესესია. ერთი შნურით ნაკლები გექნება


მერე, ტვ-ს ყოველ ჩართვაზე ბლუთუზი უნდა იყოს ჩართული და პლიუს ჩამორჩენა ხომ მაინც ექნება ასე თუ ისე....

Posted by: gio_123 5 Jun 2021, 16:03
QUOTE (kaxanoza @ 5 Jun 2021, 16:00 )
gio_123
QUOTE
ეს არ გირჩევნია? ბევრად უკეთესესია. ერთი შნურით ნაკლები გექნება


მერე, ტვ-ს ყოველ ჩართვაზე ბლუთუზი უნდა იყოს ჩართული და პლიუს ჩამორჩენა ხომ მაინც ექნება ასე თუ ისე....

და იყოს ჩართული რას გიშლის.
ჩამორცენა არ ვიცი. შორს გიდევს დინამიკები ?

Posted by: kaxanoza 5 Jun 2021, 16:07
gio_123
QUOTE
ჩამორცენა არ ვიცი. შორს გიდევს დინამიკები ?

არა, ტვ-ს გვერდით
ბლუთუზ 5.0 კარგია, ამბობენ ჩამორჩენა უმნიშვნელოა, ვიდრე 4.0 ვერსიას შორის
დინამიურ კადრებში მთავარია გამოსახულებას არ ჩამორჩეს ხმა, ეს ვიგულისხმე........
ისე, კარგი რაღაცააა
ნეტავ აქ თუა და რა ღირს რომ არ ველოდო ჩამოტანას
ეს პულტის მიმატებაც აღარ მინდა ნამდვილად
მადლობა გიო ინფოსთვის, ვიფიქრებ
რა ქენი დაურეკე ლაშას?

Posted by: gio_123 5 Jun 2021, 16:22
kaxanoza
არა ვერ ვნახე მე აქ
ეს უკეთესია თუ გამოწერ https://www.aliexpress.com/item/4000695269926.html?spm=a2g0s.8937460.0.0.413d2e0ew885lv
პირველი იყიდე 18 დოლარიანი მეორე არა

Posted by: kaxanoza 5 Jun 2021, 16:25
gio_123
კი აპქს სჯობს აშკარად
user posted image
მადლობა

Posted by: maxo-69 5 Jun 2021, 16:28
QUOTE
ხო, მეც გწმიკვირდა, მაგრამ მასეა. ძალიან ბევრი ახალი სტანდარტის მხარდაჭერა ოპტიკას არ აქვს. თუ სწორად მახსოვს, იმის გამოა, რლმ ოპტიკა ანალოგურ სიგნალს ატარებს, HDMI ციფრულს.

no.gif
ატარებს ციფრს და იმაზე ბევრად უფრო სწრაფად რაც ყველანაირ აუდიო და ვიდეოს სიგნალს ჭირდება yes.gif yes.gif
user posted image

Posted by: avto68 5 Jun 2021, 17:02
gio_123
QUOTE
ანუ ტელევიზორს რომელსაც არ აქვს 3,5 აუდიო გამოსავალი და არ აქვს HDMI ARC, აქვს მხოლოდ spdif გამოსავალი?

რაც არა აქვს რა უნდა მოსთხოვო? ჩვენ ვსაუბრობდით toslink vs hdmi აუდიო გამტარობაზე და თუ ტელევიზორს რომელიმე არა აქვს, არა აქვს და მორჩა smile.gif
* * *
maxo-69
QUOTE
ატარებს ციფრს და იმაზე ბევრად უფრო სწრაფად რაც ყველანაირ აუდიო და ვიდეოს სიგნალს ჭირდება

ლაბორატორიაში შეიძლება გააჯლიგინეს ტერაბაიტებით წამში, მაგრამ საყოფაცხოვრებო დონეზე აუდიო გადაცემის მხრივ ოპტიკა აგებს hdmi-სთან
ეგ სიახლე როდესაც დაინერგება საყოფაცხოვრებო დონეზე, წარმომიდგენია რა ხარისხზე აიწევა ვიდეო-აუდიო კონტენტი

Posted by: kaxanoza 5 Jun 2021, 17:32
QUOTE (kaxanoza @ 5 Jun 2021, 16:25 )
gio_123
კი აპქს სჯობს აშკარად
user posted image
მადლობა

შემომეყიდა ბოლოს
15.65$ გამოვიდა ფასდაკლების კუპონით
არაა ცუდი ფასი
მთავარია საქმეში გამოდგეს.....

კვლავ მადლობა გიო..... old.gif

Posted by: David-22 5 Jun 2021, 17:36
QUOTE (kaxanoza @ 5 Jun 2021, 15:49 )
მე მგონი ეს გამომადგება - ტვ-ს ოპტიკას შევაერთებ და გამომავალზე 3,5 ჯეკით აქტიურ დინამიკებზე გავუშვებ
პლუს პულტიც მოყვება და შემეძლება ხმა ვაკონტროლო

https://www.amazon.com/LiNKFOR-Converter-Digital-Optical-Toslink/dp/B08938JWLT/ref=sr_1_11?crid=UDQGRB6LB31V&dchild=1&keywords=digital+to+analog+audio+converter+with+remote+control&qid=1622893563&sprefix=digital+to+analog+audio+converter+with+remote%2Caps%2C591&sr=8-11

https://www.amazon.com/Digital-Converter-Coaxial-Toslink-Adapter/dp/B095CCS997/ref=sr_1_15?crid=UDQGRB6LB31V&dchild=1&keywords=digital+to+analog+audio+converter+with+remote+control&qid=1622893563&sprefix=digital+to+analog+audio+converter+with+remote%2Caps%2C591&sr=8-15

ალიდან გამოწერას ამაზონი მირჩევნია მაინც, რისკი ნაკლებია შარის....
რას ფიქრობთ?

ალიექსპრესიდან გამოწერას მეორადი მირჩევნია

აგერ პულტი მაქ გამოწერილი და 3 თვეა გზაშია 12 აპრილის მერე ლატვიაშია არ განძრეულა და ვერ ჩამოაღწია facepalm.gif პატრონი რო #####ან მაგ საიტის

Posted by: maxo-69 5 Jun 2021, 17:47
avto68
43 ტერაბაიტი წამში უკვე 2014 წელს იყო მიღწეული (რათ უნდა აუდიოს მისი მეათასედიც კი!).
პ.ს. როგორ გგონიათ ინტერნეტიტ რომ კაიფობთ 4K ხარისხით რითი მოგეწოდებათ სიგნალი HDMI კაბელით თუ ოპტიკით?

Posted by: Artgeo 5 Jun 2021, 18:40
maxo-69
QUOTE
ატარებს ციფრს და იმაზე ბევრად უფრო სწრაფად რაც ყველანაირ აუდიო და ვიდეოს სიგნალს ჭირდება 

ინტერნეტი არ გაქვთ? smile.gif რას გვეკამათებით? )))
ჩემს კინოთეატრზე, რომელიც ოპტიკური კაბელით არის ჩართული, ხშირად ვერ ვუყურებდი DTS-HD ხმით ფილმებს და მიწევდა უფრო დაბალი ხარისხით მოძებნა

user posted image

Posted by: avto68 5 Jun 2021, 20:08
maxo-69
QUOTE
43 ტერაბაიტი წამში უკვე 2014 წელს იყო მიღწეული (რათ უნდა აუდიოს მისი მეათასედიც კი!).
პ.ს. როგორ გგონიათ ინტერნეტიტ რომ კაიფობთ 4K ხარისხით რითი მოგეწოდებათ სიგნალი HDMI კაბელით თუ ოპტიკით?

პირადად ჩემთან თუ კითხულობთ, მე დსლ-ით მომეწოდება ინტერნეტი და მერე ვაიფაით ნაწილდება. თუმცა კავშირს ვერ ვხედავ კონკრეტულ დისკუსიაში, რა შუაშია ინტერნეტის გამავლობის შედარება აუდიოს გადაცემასთან? თუ იცით (გაქვთ) შესაბამისი ტექნიკა, სადაც დოლბი ატმოსს ან დტს მასტერ აუდიოს ოპტიკით აწვდით რესივერს, გაგვიზიარეთ და ჩვენც გვეცოდინება smile.gif

Posted by: gio_123 6 Jun 2021, 03:18
avto68
ლოგიკურ კითხვას სვავს. ვარნადან ფოთში მოდის ოტიკური კაბელი რომეკიჩ ზღვაშია ჩაგდებული. ჩვენამდე სანამ მოვა რატომ არ იკარგება ის სიგნალი რომელიც იკარგება ტელევიზორიდან დინამიკებამდე მისვლისას?
წავიკითხე უკვე გავარკვიე მე რაშიცაა საქმე.

Posted by: avto68 6 Jun 2021, 11:06
QUOTE (gio_123 @ 6 Jun 2021, 00:18 )
avto68
ლოგიკურ კითხვას სვავს. ვარნადან ფოთში მოდის ოტიკური კაბელი რომეკიჩ ზღვაშია ჩაგდებული. ჩვენამდე სანამ მოვა რატომ არ იკარგება ის სიგნალი რომელიც იკარგება ტელევიზორიდან დინამიკებამდე მისვლისას?
წავიკითხე უკვე გავარკვიე მე რაშიცაა საქმე.

სიმართლე გითხრა სულ არ მაინტერესებს ფოთი ვარნას ოპტიკურ მაგისტრალში რა ხდება, რადგან კონკრეტულ სქემაში (აუდიო სისტემა, მედია მოწყობილობა, კონტენტი და ტელევიზორი) მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ეხლა გავამარტივოთ კითხვა. გვაქვს დოლბი ატმოსის ავ. რესივერი, გვაქვს კონტენტი ac3, DTS-HD Master Audio, Dolby Atmos ხმით და ასევე გვაქვს ამ კონტენტის წამკითხველი hdmi 2.1 და ოპტიკური გამომსვლელით, რომელი გამომსვლელით რა ხმას მივიღებთ რესივერში?

Posted by: Artgeo 6 Jun 2021, 20:10
ონლაინ მაღაზიები გადავხედე და არც არის არჩევანი sad.gif

Posted by: avto68 6 Jun 2021, 22:27
Artgeo
QUOTE
ონლაინ მაღაზიები გადავხედე და არც არის არჩევანი

მე მგონი საქართველოში დაბალ კი არა საშუალო და მაღალი ფასის სეგმენტშიც მწირი არჩევანია

Posted by: Niku7a 6 Jun 2021, 22:37
Hdmi 2.1 თან ვერ მოვა ოპტიკური კაბელი, ვერ ატარებს ოპტიკური ატმოსებს და თრუ hd ფორმატებს და შ###ით თუ გინდათ biggrin.gif + Hdmi ვიდეოსაც ატარებს და რატო იკლავთ თავს ვერ გავიგე... დაგვიჯერეთ ატმოსიანი რესივერის პატრონებს biggrin.gif

დავიშალეთ
user posted image

Posted by: gamer2001 7 Jun 2021, 13:18
Niku7a
5.1 სისტემაზეა საუბარი რომელსაც 300კბ/წ ჭირდება და ოპტიკური თავისუფლად უმკლავდება, Hdmi 2.1-ამას ამპფილერიც უნდა შესაბამისი in პორტით.
ატმოსს გეთანხმები 800კბ/წმ ჭირდება.

Posted by: Artgeo 15 Sep 2021, 17:17
მაინც ვერაფერი მოვიფიქრე. უკვე უკანა დინამიკებზეც უარი ვთქვი. რამე საუნდბარი მინდა ნორმალური ხმით და ადეკვატური ფასით

Posted by: avto68 20 Feb 2024, 12:00
ბოლო დღეებია ტელევიზორების თემაში მიდის დისკუსია, საუნდბარებზე, სახლის კინოთეატრებზე და ა.შ. იქ ბიჭებს ვთხოვე და იმედია აქეთ გადმოინაცვლებენ smile.gif

https://forum.ge/?showtopic=35267288&st=510&#entry61035415
Snes
რა აპარატურა გაქვს სახლში? რადგან წერილში აღნიშნავ, რომ დტს, ატმოსი და ა.შ. მარკეტინგული ხრიკია და მეტი არაფერი. სიმართლე გითხრა დავიბენი, საკითხთან აშკარაა, რომ შორს არ ხარ, ამიტომ მაინტერესებს, ფილმებს რა სისტემით უყურებ/უსმენ?

Posted by: Snes 20 Feb 2024, 12:21
avto68
მე ჩვეულებრივი სტერო სისტემა მაქვს ამჟამად 1978 წელს გამოშვებულ საბჭოთა დინამიკებზე (35AC-201) გავჩერდ წელიწადნახევარია ამას ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ ესეთი ემოციური ხმის ჯღერადობა აქამდე სახლში არ მქონია ხარისხითაც ძალიან კარგია და ყველაფერი კარგად თანაბრად ისმის არ აქვს ჩავარდნები და ამოვარდნები სხვადასხვა სიხშირეებში.

user posted image

დოლბი ატმოსზე უშუალოდ მაქვს საუბარი sound bar ებს რომ აქვს მაგაზე იმ დოლბი ატმოსზე არ ვსაუბრობ 64 დინამიკი რომ უერთდება ეგ გასაგებია რაც არის და რისთვისაც არის თუმცა ჩემთვის პირადად ეგეც ზედმეტია თუმცა კინოთეატრის იქით არ მომისმენია და აქაც რამდენად კარგად აქვთ გაკეთებული ეგეც არ ვიცი.

ხმის ციფრული წყაროდან გამოყვანას რაც შეეხება PCM ის იქით ჩემი აზრით არ არის არაფერი საჭირო PCM არის სუფთა ციფრული ინფორმაცია ყველანაირი შეკუმშვებისა და გადაკეთების გარეშე რასაც Dolby DTS და ეგ ფორმატები აკეთებენ თუმცა DTS HD ი მგონი იძლევა სუფთა PCM ის აღდგენის საშუალებას საბოლოო გამომავალზე რამდენად მართალია არ ვიცი დიდად არ ჩავძიებივარ მაგ საკითხებს.

რაიმე საუნდკარტით შინაგანი გარეგანით PCM ს გადაიყვან ჩვეულებრივ ანალოგურ სიგნალში ეგრედწოდებული ლინეინი ვხოდისთვის და ფანტასტიური ხარისხი მიიღება როგორც მინიმუმ იმაზე ბევრად კარგი ხარისხი მიიღება რისი დაკვრაც ბიუჯეტურ საუნდ ბარებს და დინამიკებს შუძლია. რა აზრი აქვს ამდენ ფორმატებს და რაღაცეებს როცა საბოლოოდ გამოსასვლელზე კარგი დინამიკი არ არის.


Posted by: avto68 20 Feb 2024, 13:24
QUOTE
ხმის ციფრული წყაროდან გამოყვანას რაც შეეხება PCM ის იქით ჩემი აზრით არ არის არაფერი საჭირო PCM არის სუფთა ციფრული ინფორმაცია ყველანაირი შეკუმშვებისა და გადაკეთების გარეშე რასაც Dolby DTS და ეგ ფორმატები აკეთებენ თუმცა DTS HD ი მგონი იძლევა სუფთა PCM ის აღდგენის საშუალებას საბოლოო გამომავალზე რამდენად მართალია არ ვიცი დიდად არ ჩავძიებივარ მაგ საკითხებს.

რაიმე საუნდკარტით შინაგანი გარეგანით PCM ს გადაიყვან ჩვეულებრივ ანალოგურ სიგნალში ეგრედწოდებული ლინეინი ვხოდისთვის და ფანტასტიური ხარისხი მიიღება როგორც მინიმუმ იმაზე ბევრად კარგი ხარისხი მიიღება რისი დაკვრაც ბიუჯეტურ საუნდ ბარებს და დინამიკებს შუძლია. რა აზრი აქვს ამდენ ფორმატებს და რაღაცეებს როცა საბოლოოდ გამოსასვლელზე კარგი დინამიკი არ არის.

ჩემთვის ეხლა ყველაფერი გასაგებია smile.gif შენ ერთმანეთში ურევ hifi და Cinema აუდიოს, რაც აპრიორში შეცდომაა, hifi კალონკები ვერასოდეს მოგცემს კინოსთვის საჭირო ხმას და პირიქით, კინოს დინამიკი ვერ მოგცემს სტერეო მუსიკისთვის შესაფერის ხმას. ამაზე კამათიც არასწორია.
ეხლა რაც შეეხება ნაკამიჩი, ბოუსი, სონოსი, ზენჰაიზერი, სამსუნგი, ლგ და ა.შ. საუნდბარებს, კინოს ასპექტში მშვენივრად ართმევენ თავს, მითუმეტეს თუ საბიც აქვს და სატელიტებიც. მაგრამ აქვს გარკვეული პირობები, ოთახის ზომები, ჭერის მასალა და ა.შ.
სიმართლე გითხრა დაბალბიუჯეტიანი და ნოუნეიმ საუნდბარები არ მომისმენია, მაგრამ ოდნავ ნორმალური საუნდბარი, კინოსთვის ყოველთვის უკეთესი იქნება, ვიდრე ნებისმიერი hifi სტერეო.
ერთი კიდევ რაც ვერ გავიგე, საბი გაიაფების საშუალებააო წერ და ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს? თუ ისევ hifi-ს გულისხმობ არ ვიცი, აი სახლის კინოთეატრში საბს მიაქვს რესურსი, თუ მიაქვს biggrin.gif

Posted by: mind_auger 20 Feb 2024, 13:58
avto68
საბი კარგია მაგრამ მე რასაც ვუყურებ ეს უკაბელოდ დაკავშირებულ საბებს ხშირად დაკავშირების პრობლემა აქვს და ითიშება,საბოლოოდ ისე გამოდის რომ პრობლემა ხდება და აზრი ეკარგება.
მე რასაც დავაკვირდი სჯობს საუნდბარი იყოს საბის გარეშე მაგრამ აუქსით რითიც დააკავშირებ სხვა საბს თუ დაგჭირდება.

Posted by: avto68 20 Feb 2024, 15:05
mind_auger
ყველაფერი არის კონკრეტულ მოდელზე დამოკიდებული, არ ვიცი რას და სად უყურებ, მე ჯერ არ გამიგია, საბი საუნდბარს ვერ უერთდებოდეს, ან საბს სატელიტები. მე რაც ვიცი ლგ არის ცოტა პრობლემური სხვა ბრენდის ტელევიზორთან მიმართებაში.
ეხლა ისე არ გამომივიდეს, თითქოს საუნდბარებს ვლობირებდე biggrin.gif ჩემთვის სახლის კინოთეატრი ასოცირდება რეალურ 7.1 სისტემასთან, როგორც მინიმუმ, რესივერი და ა.შ. მაგრამ როდესაც ბიუჯეტი მცირეა, ალტერნატივად შეიძლება განხილვა. თუ ვინმე მართლა კინომანია და სერიოზული საშუალო დონის კინოთეატრის აწყობას გეგმავს, უკვე ბევრი კომპონენტი არის გასათვალისწინებელი, მათ შორის უდავოა ცენტრის, ფრონტის დინამიკები და საბი. ფილმის ხმის თითქმის 90% მოდის ცენტრზე და ფრონტზე. საბისთვის მნიშვნელოვანია როგორც ზომა, ასევე მისი სიხშირე, ფილმის სპეცეფექტები 20-200 ჰერცის სიხშირეზე იწერება, ზოგ შემთხვევაში 10 ჰერციდან, მართალია 20 ჰერცამდე ხმას ადამიანის ყური ვერ აღიქვამს, მაგრამ აქ უკვე შეგრძნება მოდის, ისეთი როგორიცაა მიწისძვრის დროს ვიბრაცია და ჭექაქუხილის დროს მკერდზე ბაგაბუგიsmile.gif
რასაც ე.წ. ულტრადაბალი ბასი იწვევს, სამწუხაროდ ასეთი საბები საკმაოდ ძვირიაbiggrin.gif
მოკლედ კინოს აუდიო ძალიან დელიკატური საკითხია და გლობალურად ბევრი კომპონენტი მოქმედებს და კარგია, რომ ამ თემამ გაიჟღერა , საინტერესოა დისკუსია და აზრების გაზიარება up.gif კაცი ერთხელ თუ "მოწამლა" კინოს ხმით, წასულია იმის საქმე biggrin.gif

Posted by: iosebovich 20 Feb 2024, 15:20
მე მაქვს LG_ის საუნდბარი, 5.1.2 და არანაირად არ წყდება საბის ხმა. სატელიტებზე ხო თავისთავად. ფირმას და ხარისხს გააჩნია და ფასსაც რათქმაუნდა. იმისათვის რისთვისაც ვიყიდე (ფილმების ყურება) საკმარისზე მეტიცაა. დოლბი ატმოსის მხარდაჭერაც აქვს და სხვა ყველაფრისაც. აქციით იყო 1200 ლარად, ისე 1800-1900 ლარი ღირს. მოდელი კი არ მახსოვს smile.gif ვნახავ და დავწერ მერე. ავთომ რაც თქვა ეგრეა, ესაა ფილმებისთვის და მაგ საქმეში არის მხეცი, აი მუსიკის მოსასმენად სხვა ამბებია საჭირო ეგეც ფაქტია, მელომანი თუ ხარ ადამიანი საუნდბარი არაა მუსიკის სასმენლად. დალშე ფული თქვი და მაწონსაც შეადედებს საღამოს ისეთები იყიდება smile.gif

Posted by: FoolOnTheHill 20 Feb 2024, 17:02
გაუმარჯოს...

5.1 სისტემის ყიდვას ვფიქრობ...

ნეტფლიქსი/პს5

200 დოლარებში ვნახე ამაზონზე...

http://www.domain.com


user posted image



რას ფიქრობთ ასეთ რამეზე?


800 ლარამდე გამოვა ჩამოტანით...

Posted by: mind_auger 20 Feb 2024, 18:23
ანუ უარტოფითი გამოხმაურებები რაცაა ყველა არის მაგაზე ზოგადად 2.1 სისტემებზე საუნდბარებს უკაბელო საბვუფერთან დაკავშირების პრობლემა აქვთ ანუ მაგაზე წერენ სულ..
მაგიტომ ვიკითხე.
ანუ ბიუჯეტურ ვარიანტებზე ვამბობ რა..
აი იგივე ელჯის LG SL5Y მოდელია საბვუფერით 350 ლარში 400w უწერია..8 დინამიკი აქვს საუნდბარში და საბვუფერი 40სმX24 უწერია რომ არის 220ვატიანი :დ ხოდა ესეთი რამ შეიძლება??
იგივე 350 ლარში არის მაგალითად edifier D12 პორტატული ბლუთუზ დინამიკი 2 მიდსაბით და ტვიტერებით საკმაოდ დიდი ზომისაა,70 ვატი აქვს სულ. თუმცა ამას საბიც დაუერთდება ნებისმიერი...მაგრამ ტვ-სთან მხოლოდ ოპტიკით ან წულპანით თუ დავაკავშირებ და ის ეფექტები გამოირიცხება..
ხოდა ამ ორს დავტრიალებ ეხლა და ვერ გამიგია :დ

Posted by: mister8383 20 Feb 2024, 20:57
QUOTE (FoolOnTheHill @ 20 Feb 2024, 17:02 )
გაუმარჯოს...

5.1 სისტემის ყიდვას ვფიქრობ...

ნეტფლიქსი/პს5

200 დოლარებში ვნახე ამაზონზე...

http://www.domain.com


user posted image



რას ფიქრობთ ასეთ რამეზე?


800 ლარამდე გამოვა ჩამოტანით...

ტრანსპორტირება რა ჯდება თუ გაქვს დათვლილი?

Posted by: mind_auger 20 Feb 2024, 21:43
მაგარი ავირიე :დ ანუ იდეაში ძაან მარტივი რამ მინდა და ესე პასუხს ვერსად ვიგებ რა სჯობს :დ

Posted by: avto68 20 Feb 2024, 23:05
QUOTE (mind_auger @ 20 Feb 2024, 18:43 )
მაგარი ავირიე :დ ანუ იდეაში ძაან მარტივი რამ მინდა და ესე პასუხს ვერსად ვიგებ რა სჯობს :დ

მაქსიმუმ რა თანხის გადახდას აპირებ, ეგ დაწერე, თორე რა ჯობია ეგ რო დავწეროთ, მარტო პროცესორს 30K€ უნდა biggrin.gif

Posted by: mind_auger 20 Feb 2024, 23:29
avto68
300-400 ლარის ფარგლებში. მაქსიმუმ 400.
ანუ დინამიკები სჯობსო,ძველი სტერეო სისტემაო და ა.შ.
გასაგებია მაგრამ ეგენიც ძაან ძვირები ღირს და არც ბლუთუზი აქვს არაფერი..თან არც იშოვება რავი მარკეტზე საერთოდ არაფერია :დ
მოკლედ ბლუთუზი რომ ჰქონდეს აუცილებლად, ტვ-ს და ლეპტოპს რომ დავაკავშირო..
ტელევიზორს რომ დავუკავშირო და კინოთეატრის მაგვარი ეფექტები რომ მივიღო ნუ ბევრი არაფერი რა :დ
ადგილი მაქვს საკმაოდ
ანუ მეტი თვალსაჩინოებისთვის ფოტოსაც დავდებ...და თქვენ უკეთ გარკვეული ხალხი ხართ და მირჩიეთ რაშეიძლება დავდგა აქ რო ვისიამოვნო რა..

user posted image
აი ეს ადგილია ტვ 40იანია.
20კვ ოთახი თვითონ შემოსასვლელის და სამზარეულოს გარდა..ტვ-დან დივნამდე 3,5

Posted by: avto68 21 Feb 2024, 00:49
mind_auger
QUOTE
300-400 ლარის ფარგლებში. მაქსიმუმ 400.

ისეთი თანხაა, ეჭვი მეპარება ვინმემ რამე გირჩიოს, თვითონ უნდა მოუსმინო და გადაწყვიტო.

Posted by: mind_auger 21 Feb 2024, 01:21
avto68
ანუ მაგ თანხაში არის კარგი რაღაცები..
უბრალოდ სივრცული ხმა,ბლუთუსი, ოდნავ ნორმ ბასი,ტვ-სთან და მობილურთან დაკავშირება რომ ჰქონდეს.მეტი არაფერი მჭირდება..ეხლა რამდენიმე ვარიანტი მაქვს მაგ ფასში უბრალოდ ვერ გადამიწყვეტია რომელი ვიყიდო და ამათგან აი ამ სიტუაციაში თქვენ რომელს იყიდდით ეს მაინტერესებს მეტი არაფერი.

panasonic sc-htb170
LG SL5Y
Aiwa MSBTU-500
Edifier D12
Edifier R1380DB

სულ ესაა :დ ამათგან მირჩიეთ, ყველა 400 ლარამდეა.

Posted by: FoolOnTheHill 21 Feb 2024, 12:49
QUOTE (mister8383 @ 20 Feb 2024, 20:57 )
QUOTE (FoolOnTheHill @ 20 Feb 2024, 17:02 )
გაუმარჯოს...

5.1 სისტემის ყიდვას ვფიქრობ...

ნეტფლიქსი/პს5

200 დოლარებში ვნახე ამაზონზე...

http://www.domain.com


user posted image



რას ფიქრობთ ასეთ რამეზე?


800 ლარამდე გამოვა ჩამოტანით...

ტრანსპორტირება რა ჯდება თუ გაქვს დათვლილი?

ყველაფრიანად 800 ლარი მაქსიმუმ...

popcorn.gif popcorn.gif popcorn.gif

რას ფიქრობთ, მომცემს მკვეთრ ეფექტს, ტელევიზორის 10 ვატიან დინამიკებთან შედარებით?


პ.ს. ლინკს მგონი არ ხსნის, ესაა -----

https://www.amazon.com/VIZIO-Bluetooth-Subwoofer-Assistant-Compatible/dp/B08CGVTVMN/ref=sr_1_6?dib=eyJ2IjoiMSJ9.dkpesEr2aUh6M2pFMil7RlO8IdiIKQHWFNo7lJhPf_VpGAb31LNjP3FIKmuXA5Z3_2k_hAE6NEhWTVLPc4ORe-WIho8ABxxYT_eyJ6-YcxxQ1Ad8BG8ifoOlcUq-1DKsb7GbOAf6HNgSlH6ZG_BcI3cqbZcaDMtT-XntNKoAxQVxirLbPcPb_rnNcPHhvDZwIg5KXCuG71ytkaFgYusXndUnp1MF-Es3fxLUXQQvBCXROa0K2k0Wb1JRSyVUkW9xkfeimoIdSwaEYgrQGwuzYquehoYYm6kbUNX4Qywa8s0.kTAPB5odU8ESqB5onIQVRO1hypT_aA4ELZ9KNYBFdUE&dib_tag=se&keywords=5.1%2Bdolby%2Batmos%2Bsurround%2Bsound%2Bsystem&qid=1708433881&refinements=p_72%3A1248879011&rnid=1248877011&s=electronics&sr=1-6&th=1


https://www.amazon.com/ULTIMEA-Subwoofer-Adjustable-Poseidon-D60/dp/B0CB7G7VC8/ref=sr_1_4?crid=3RT1DG1Z1LVT1&dib=eyJ2IjoiMSJ9.dkpesEr2aUh6M2pFMil7RlO8IdiIKQHWFNo7lJhPf_U7ReVQd8wNyt6MhywB7G35AwEp0Lw3JbzsTojOHtbgLhI-U8brRHQ6YyOWkIyIfNlMDBOAlqpcWZIg__vxBaB0mtWdGfpz7hUhrhAH17ndH3AjuOtRE2N4tx75gqYvNVRsOQNpJ-rYDlAYLF4pj2jRjQ4bU23fm8Xt7ESRYn2TWQtC1h6fVQn6OyW_OfmbJVvgEUagXWpWUIgI4pznHHLgPmOBh0nqi2Q3lOcE065dOFecvumPSJl34eh84zNRQ0A.s4Gyql9bTTNgW5XfHHiFsMvP4wdjcLOqdMfImqgavhs&dib_tag=se&keywords=5.1%2Bdolby%2Batmos&qid=1708505801&s=electronics&sprefix=5.1%2Bdolby%2Batmos%2Celectronics%2C307&sr=1-4&th=1

Posted by: mind_auger 21 Feb 2024, 16:03
რაიყოთ ხალხო ანუ იაფიანს რო ვეძებ რჩევის ღირსიც არ ვარ? :დ

Posted by: avto68 21 Feb 2024, 19:22
mind_auger
QUOTE
რაიყოთ ხალხო ანუ იაფიანს რო ვეძებ რჩევის ღირსიც არ ვარ? :დ

ჩაგეთვალაbiggrin.gif უბრალოდ არ გვემეტები მაგ თრეშისთვის smile.gif
განვადებით არ გაწყობს ცოტა ნორმალური? შენი 400 ლარის თანამონაწილეობით, ნორმალური საუნდბარი მოგივა, შენ რაც დადე, მაგხელა ოთახში, მაგათი ხმა საერთოდ დაიკარგება smile.gif

Posted by: mind_auger 21 Feb 2024, 19:38
avto68
ეს დიდი ოთახია? :დ მე პირიქით პატარა მგონია რავი...არა განვადებებს არ ვაკეთებ ხოლმე, არც მეტის გადახდას ვაპირებ არ მჭირდება უბრალოდ და იმიტომ.
ძმაკაცმა ეხლა იყიდა აივას რაღაც მარშალივით დინამიკი და ისეთი კარგი და სუფთა ხმა აქვს სავსებით საკმარისია. 350 დაუჯდა თუ 400მდე სადღაც.მშვენიერი რამეა.
ესენი რაც დავდე იმაზე აშკარად უკეთესებია.
არა მეტი სიმძლავრის საერთოდ არ მაწყობს,გვერდზე მეზობელს.ბავშვები ყავს დისკომფორტს ვერ შევუქმნი.
არც გადამკვდარი მელომანი ვარ,მუსიკას იშვიათად ვუსმენ ძაან,უფრო რაიმე დოკუმენტურ შემეცნებით ვიდეოებს ვუყურებ და ფილმებიდან სამეცნიერო ფანტასტიკებს ან უბრალოდ ექშენებს
მაგაზე რომ გამომადგეს..
ა ხომ კიდევ ოპერას ვუსმენ ხოლმე თუ ვუსმენ ან კლასიკას
აი ამ საჭიროებისთვის მინდა,სუფთა ხმა რომ ჰქონდეს,ექშენ ფილმებისთვის ეფექტი რომ წამოიღოს ცოტა და რაც მთავარია საიმედო იყოს არ გამიფუჭდეს.

Posted by: avto68 21 Feb 2024, 21:07
mind_auger
გცოდნია ყველაფერი და რაღას ფიქრობ? შენ ძმაკაცს რაც აქვს, ეგ მოგწონს, შენ რაც დადე ამბობ იმას ჯობიაო, ჰოდა რომელიმე აიღე და ეგაა.
QUOTE
ა ხომ კიდევ ოპერას ვუსმენ ხოლმე თუ ვუსმენ ან კლასიკას
აი ამ საჭიროებისთვის მინდა,სუფთა ხმა რომ ჰქონდეს,ექშენ ფილმებისთვის ეფექტი რომ წამოიღოს ცოტა და რაც მთავარია საიმედო იყოს არ გამიფუჭდეს

მაგისთანა, სუფთა ხმა, ექშენი რო ქონდეს და დიდხანს არ გაგიფუჭდეს, დიმიტრია გელოვანი biggrin.gif

Posted by: mind_auger 21 Feb 2024, 22:55
avto68
:დ :დ
ხოდა რომელიმე აარჩიე.მანდედანო და მაგას გეკითხებით რომელი ავარჩიოთქო :დ თქვენ რომელს აარჩევდითთქო მეტს კიარაფერს ვკითხულობ კაცო :დ
იმ ჩემი ძმაკაცისა ტვ-ზე არ გამოდგება პატარაა და სუსტი

Posted by: avto68 22 Feb 2024, 01:02
mind_auger
QUOTE
თქვენ რომელს აარჩევდითთქო მეტს კიარაფერს ვკითხულობ კაცო :დ

მე ვერაფერს გირჩევ, იმიტომ რომ არც ერთს არ ვიყიდიდი. სადღაც ხო ყიდულობ? გასინჯვის გარეშე ხო არ იყიდი? ჰოდა დავუშვათ ლგ-ით დაიწყე, თუ მოგეწონება იყიდე. ერთი რაც შემიძლია გირჩიო, ეცადე საბით იყოს და საბი დადგი, საიდანაც უყურებ, იმ ადგილთან ახლოს.
QUOTE
არც მეტის გადახდას ვაპირებ არ მჭირდება უბრალოდ და იმიტომ

აი ეს და
QUOTE
ხომ კიდევ ოპერას ვუსმენ ხოლმე თუ ვუსმენ ან კლასიკას
აი ამ საჭიროებისთვის მინდა,სუფთა ხმა რომ ჰქონდეს,ექშენ ფილმებისთვის ეფექტი რომ წამოიღოს ცოტა და რაც მთავარია საიმედო იყოს არ გამიფუჭდეს.

ერთმანეთის შეუსაბამო მოთხოვნებია

Posted by: mind_auger 22 Feb 2024, 02:18
avto68
აი მადლობა რჩევისთვის))
ელჯის მოყვება მხოლოდ საბი და ედიფაერებს უერთდება მაგრმა მე მყიდველი არ ვარ დამეზარება :დ

Posted by: Snes 22 Feb 2024, 09:01
რას აკეთებს Soundbar/სახლის კინოთეატრი განსხვავებულს რის გამოც მუსიკისთვის არ ვარგა და კინოსთვის ვარგა? გარდა იმისა რომ ბევრი არხია 5.1 ან მეტი. რაც კიდე სადაო საკითხია ბაევიკის იქით საჭიროა თუ არა.

ანუ თეორიულად რომ მივიღო 5.1 სიგნალი და სიტყვაზე 6 HIFI დინამიკი დავდგა მაღალი ხარისხის რომელსაც აჩეხაში არანაირი ავარდნა/ჩავარდნა არ აქვს რითი იქნება უარესი?

მე ზოგადად მცდარი მგონია ეგ აზრი რომ ვითომ კინოსთვის hifi audio არ ვარგა და მუსიკისთვის სახლის კინოთეატრი არ ვარგა. თუ მუსიკისთვის არ ვარგა უამრავ კინოში ხმის დიდი ნაწილი მუსიკალური გაფორმებაა მაგალითად გამოდის ტარანტინოს ჯეკი ბრაუნი ვერ მინახია სახლის კინოთეატრში?

Posted by: maxo-69 22 Feb 2024, 09:52
წესიერი აკუსტიკა არასოდეს არ ღირდა იაფი (კარგზე აღარ ღირს ლაპარაკი). მუსიკის მოსასმენად 5+1 არა კარგი სტერეო სისტემაა საჭირო. ფინანსებიდან გამომდინარეობს კომპრომისი. თემის ავტორის მოთხოვნა ბლუტუზია და აქ დამთავრდა მაღალ ხარისხზე ლაპარაკი შედეგად ვურჩევ იგივეს რაც ზემოთ ურჩიეს. კიდევ ერთი ვარიანტია მუსიკალური ცენტრის დინამიკების აბდეიტი, ბევრად იაფი დაჯდება იგივე პარამეტრების საუნდბარზე.

Posted by: GEORGEXIII 22 Feb 2024, 16:28
https://electronics.sony.com/audio/soundbars/all-soundbars/p/hts400 ეს მაქვს და რავი კმაყოფილი ვარ, კაი ბასიც აქვს.

Posted by: avto68 22 Feb 2024, 19:09
Snes
ის არგუმენტი, რომ ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას ის, ვიღაც ტვ-ს დინამიკებით უსმენს კინოს და ბედნიერია დავივიწყოთ, რადგან კინოს ხმის მიქშირება არსებითად განსხვავდება მუსიკის მიქშირებისგან, ის ექვემდებარება (უნდა ექვემდებარებოდეს) თავის სტანდარტებს. კინოში ყველა ხმის მიქშირება ხდება ისე, რომ ე.წ. მთავარი მაყურებლის ადგილზე იყოს 85 დეციბელი, ანუ ამ ხმაზე მივიღებთ იდეალურად ყველა ხმას, დაწყებული ბუზის გაფრენიდან დამთავრებული დივას არიით მე-5 ელემენტში, ხოლო ისეთი სპეცეფექტებისთვის, როგორიცაა სროლა, ჭექაქუხილი, მიწისძვრა და ა.შ. ემატება კიდევ 18-20 დეციბელი, ანუ ჯამში გამოდის 105 დეციბელი. რა თქმა უნდა სახლის პირობებში ხმას 85 დეციბელზე თითქმის არავინ უწევს, მაგრამ ეს შინაარს არ ცვლის. HiFi აკუსტიკა არსებითად არ იქმნება ხმის ასეთი ექსტრემალური ცვლილებებისთვის, როცა არის თითქმის სიჩუმე და უცებ ბომბი სკდება 105 დეციბელზე. biggrin.gif თუ კინოსთვის წარმოებული დინამიკის სიმძლავრე არის 92-95-იდან 115-125 დეციბელამდე, HiFi-სთვის ეს მაჩვენებელი 85-105 დეციბელზე მერყეობს, ანუ ექშენი ფილმის ყურებისას დინამიკი მისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე მუშაობს, რაც ყველა ვარიანტში არტეფაქტებს გამოიწვევს.
საუნდბარი (ბიუჯეტური) რატო არ ვარგა მუსიკისთვის, შენი დინამიკები დააწვინე, ერთმანეთს მიადე და მოუსმინე, მერე ისევ თავის ადგილზე გაშალე და ისევ იგივეს მოუსმინე, ვფიქრობ პასუხსაც მიიღებ smile.gif (პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ მაინც biggrin.gif)

Posted by: mind_auger 23 Feb 2024, 02:52
ხო.ანუ ეგ სწორია
იგივე შედარებებს ვუყურებდი
edifier D12 ერთი კორპუსია პორტატული ბლუთუზ დინამიკი 2 მიდ-ბასით და 2 ტვიტერით 77W ჯამში.
edifier R1280ds ორი განცალკევებული დინამიკია იგივე წყობით მაგრამ დაბალი ვატებით ნაკლებად ძლიერი
მაგრამ რომ ადარებენ ამას თითქოს სტერეო მოაქვს და იმას მონო :დ არადა იმის ტვიტერებიც დიდია ზომაში და მიდ ბასიც თან სისტემურადაც მაღალი კლასია.

user posted image
ეს რო ვიყიდო?? user.gif ამასაც პატარა დინამიკები აქვს მარა ლამაზია..თან ეს პოლკი მგონი კაი ფირმაა

Posted by: David-22 25 Feb 2024, 16:41
mind_auger
400 ლარში ნორმალური ვარიანტი ესაა - https://alta.ge/tv-photo-video-audio-game-consoles/audio-systems/audio-and-home-theaters/tcl-soundbar-ts6110.html

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)