Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ქაბაბი ჩვენებურად


Posted by: elchi 13 Dec 2021, 02:32
ვნახოთ ვინ როგორ აკეთებთ ქაბაბს.
შენიშვნებს მივიღებ.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც.

ქაბაბების "სეტყვა" უნდა დავუშვა.
რამოდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ფარშს ვაკეთბ 1X2-ზე, ანუ 1 -შველი, 2 -გარეული ღორი.
არ დამიწყოთ ახლა რატომ კლავ და ა.შ.
ხორციანს რამეს როცა მიირთმევთ, ჩათვალეთ რომ თავზე გადგევართ და გიყურებთ.
* * *
არავითარი მწვანილები.
მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა, პაპრიკა.
გატარებულ ფარშს ბევრი მოზელვა სჭირდება, მაგრად უნდა "სცემოთ"წინააღმდეგ შემთხვევაში შამფურიდან ჩამოგივარდებათ.
ერთი ღამით მაცივარში ვაჩერებ.
დანავლებულ გავარვარებულ ნაკვერცხალზე უნდა დალაგდეს შამფურები, ცეცხლის ალი გაქრება და მაშინვე უნდა დაალაგოთ.
შეშად ვიყენებ ხილის, როგორებიცაა ვაშლი, მსხალი, ბალი, ტყემალი და რათქმაუნდა წალამი, ასევე მუხის ბრიკეტებს.
ლავაში აქაც იყიდება, ასევე მექსიკური სიმინდის "პურებია".
შეხვევისას ვაყრი კოწახურს, ხახვს, ოხრახუშს და სხვადასვანაირ საწებელებს.
აუცილებლად და პირველი ჩვენი იმერული საწებელი, ტყემალი და ერთი რაღაც საშინელებაა, ჩინური პასტაა, ძალიან ცხარეა.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 13 Dec 2021, 13:50
elchi
საინტერესო რეცეპტია. ცხვრის ხორცს არ ხმარობ ქაბაბში? შვლის და გარეული ღორის ხორცის ქაბაბი პირველად გავიგე, საინტერესო უნდა იყოს.

Posted by: vaho 13 Dec 2021, 15:19
ერთხელ სოლოლაკში ტაქსი გავაჩერე, ერთი ბებრუხანა გამხდარ-გალეული სომეხი მძღოლი შემხვდა.

ჰოდა აღარ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით, მარა ერთი მახსოვს, მითხრა:

ქალაქელი კაცი არაქალაქელისგან იმით განსხვავდება, რომ ქაბაბზე საწებელს არ ასხავსო.

ჰოდა იმის მერე სულ აქეთ-იქეთ ვიყურები ხოლმე საწებლის დასხმისას, არავინ დამინახოს, არ შევრცხვე-თქო... biggrin.gif

Posted by: elchi 14 Dec 2021, 14:06
Master_Nick
ცხვრის ხორცს ვერიდები, ბატკანი კი ბატონო, ოღონდ მხოლოდ ჩაქაფულში.
ეგ კომბინაცია რაც მე დავწერე იდეალური გამოდის.
vaho
მაგათ არ დაუჯერო, მაგათ დასაბამიდან ჩვენი ჯინი სჭირთ. lol.gif
საწებელი კი არ უნდა დაასხა, როცა გაახვევ პატარა თასში უნდა გქონდეს, ჩააწობ და ისე მიირთმევ.
გახვეულში სქელი ტყემალი მოსულა და ისეც, როგორც საწებელის შემთხვევაში, მაგრამ აი ეგ ჩინური "აჯიკები" არის სრული კატასტროფა.
თუ მეტი მოგივიდა მინიმუმ 15 წუთი შეუსვენებლად გარბენინებს. lol.gif

Posted by: Delfistyaosani 15 Dec 2021, 15:13
elchi

სანამ კუჭი ადგილზე მქონდა სასტავი ქაბაბთან ერთად სულგუნს კეცზე ვუკვეთდით, ქაბაბს ამოვახვევდით, დამდნარ სულგუნს დავასხავდით და ცოტა საწებელს, შევახვევდით უკან და ისე მივირთმევდით.

BTW შველი და ზებუ მე არ ვიცი ერთი კლასიკური შერეულის გაკეთება კი უნდა ვცადო მაყალზე

Posted by: max-14 23 Apr 2022, 22:33
QUOTE
ქაბაბი ჩვენებურად, ქაბაბი

ოო.... ქაბაბი მაგარია alk.gif alk.gif alk.gif

Posted by: GEORGEXIII 24 Apr 2022, 10:07
ახმეტელის ტერიტორიაზე ადრე ვაუ ახლა ზღაპარი რომ არის მაგის წინ არის ,, ზავიძენია" ღია ფართია... აი მანდ აკეთებენ კიდევ კაი ქაბაბს მისაღებ ფასსში..

yes.gif

Posted by: Daukvirdi 29 May 2022, 16:46
QUOTE (GEORGEXIII @ 24 Apr 2022, 10:07 )
ახმეტელის ტერიტორიაზე ადრე ვაუ ახლა ზღაპარი რომ არის მაგის წინ არის ,, ზავიძენია" ღია ფართია... აი მანდ აკეთებენ კიდევ კაი ქაბაბს მისაღებ ფასსში..

yes.gif

ქათმის ქაბაბი აქვთ?

Posted by: GEORGEXIII 29 May 2022, 20:16
Daukvirdi
ეგ ნაღდად არ ვიცი...

mo.gif

Posted by: Juventino 29 May 2022, 20:24
elchi
თუ ძმა ხარ შველის ხორცი სად ვნახოთ სხვა ალტერნატივა გვირჩიე.

Posted by: elchi 29 May 2022, 22:48
Delfistyaosani
სულგუნით ნამდვილად არ გამისინჯავს.
ისე საინტერესოდ ჟღერს.
Juventino
კი ბატონო, გამოიყენე ხბოს ან დეკეულის კისრის ჭრელი ნაჭრები და ღორის ქონიან ხორცს ერიდე, თორემ წვეთებად იქცევა, ქაბაბი შიგნიდან ბოლომდე ვერ შეიწვება და მხოლოდ გარედან იქნება დაბრაწული, შიგნით კი უმი.
გააჩნია ქაბაბის დიამეტრსაც, თუ შამფურზე გაკრულს წვავ, მაშინ კი ბატონო, მაგრამ მე მომწონს ბარაქიანი ზომის ქაბაბი.

Posted by: Juventino 1 Jun 2022, 12:18
elchi
ამ უქმეებზე ვცდი აბა გაკეთებას რა გამოვა ვნახოთ yes.gif ღორის ქონიანი დიდათ არც მხიბლავს ასე რომ ეგ გამორიცხულია.

Posted by: masai11 1 Apr 2024, 00:46
ბიკენტიეს სამარხვო ქაბაბი smile.gif
"გრეჩიხა" და დამბალი პური + მწვანილი
user posted image

Posted by: iosebovich 3 Apr 2024, 13:08
masai11
QUOTE
ბიკენტიეს სამარხვო ქაბაბი
"გრეჩიხა" და დამბალი პური + მწვანილი

მაგათი ქაბაბი სულაც სამარხვო იყო ყოველთვის. ხორცი არც მარხვამდე აქვს და არც მარხვის დროს biggrin.gif რა მოსწონთ მანდ გაუგებარია. ის საწებელიც ისეთი ცხარეა ბუასილი ზედა აქვს ვისაც კუჭ-ნაწლავი აწუხებს . ლუდი ფსელი და რავიცი აბა, ქუდი რო შემიგდო გამოსატანად არ შევალ.

Posted by: masai11 3 Apr 2024, 14:09
QUOTE (iosebovich @ 3 Apr 2024, 13:08 )
masai11
QUOTE
ბიკენტიეს სამარხვო ქაბაბი
"გრეჩიხა" და დამბალი პური + მწვანილი

მაგათი ქაბაბი სულაც სამარხვო იყო ყოველთვის. ხორცი არც მარხვამდე აქვს და არც მარხვის დროს biggrin.gif რა მოსწონთ მანდ გაუგებარია. ის საწებელიც ისეთი ცხარეა ბუასილი ზედა აქვს ვისაც კუჭ-ნაწლავი აწუხებს . ლუდი ფსელი და რავიცი აბა, ქუდი რო შემიგდო გამოსატანად არ შევალ.

ხო, ბევრი ვერაფერი ქაბაბია ახლა ეს ბიკენტიას ქაბაბი ობიექტურად რომ შევაფასოთ. შეიძლება ადრე, ოდესღაც მართლა არაუშავდა.
ახლა უფრო რიტუალურ-კულინარიულ-რელიგიური აქტია ქუთაისლებისთვის მანდ შესვლა და საწებლის სიცხარისგან თვალზე ცრემლმომდგარმა რომ მანდ ქაბაბი ჭამო.
მაგრამ არასამორხვო ქაბაბში ხორცი ნამდვილად იგრძნობა. ობიექტურობისთვის ესეც.

თუ საქართველო გათავისუფლდება ქოცების=რუსების ტყეობიდან და ქუთაისსაც ეღირსა ნორმალური ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც ქალაქის ისტორიულ ობიექტს და მის კოლორიტს, შეიძლება ბიკენტიეს საქაბაბესაც ეშველოს.

Posted by: Frankens†ein 4 Apr 2024, 12:18
QUOTE
ის საწებელიც ისეთი ცხარეა

მაგაშია მთელი მუღამი, რაც უფრო ცხარეა საწებელი, მით უფრო ვერ იგრძნობა ცუდი გემო...

QUOTE
შეიძლება ბიკენტიეს საქაბაბესაც ეშველოს.

ბიკენტიას ქაბაბს არ ეშველება იმიტომ, რომ მაგაშია მაგის მუღამი...
14 ლარად ორ ქაბაბს რო შეჭამ, თავისი საწებლით და პურით...
ბიკენტიას ქაბაბს რო ეშველოს და ნამდვილი, კარგი ხორცით გააკეთონ, ფასი გახდება მინიმუმ 30 ლარი და აღარ ეყოლება ის თავისი დაბალბიუჯეტიანი მუშტარი...

user posted image

Posted by: iosebovich 4 Apr 2024, 15:22
Frankens†ein
QUOTE
ბიკენტიას ქაბაბს არ ეშველება იმიტომ, რომ მაგაშია მაგის მუღამი...
14 ლარად ორ ქაბაბს რო შეჭამ, თავისი საწებლით და პურით...
ბიკენტიას ქაბაბს რო ეშველოს და ნამდვილი, კარგი ხორცით გააკეთონ, ფასი გახდება მინიმუმ 30 ლარი და აღარ ეყოლება ის თავისი დაბალბიუჯეტიანი მუშტარი...

ჰოდა ჭამონ და გაიხეთქონ კუჭები კაცო smile.gif ადამიანმა უნდა ისწავლოს რა ჩაიყაროს მუცელში და რა არა smile.gif

Posted by: ჰეისან 4 Apr 2024, 19:40
ზომით ძალიან პატარაა ბიკენტიას "ქაბაბი". ეგ საწებელი რომ არა, ქაბაბს ზედ არავინ შეხედავდა biggrin.gif მე ცხრა ცალი მაქვს ეგ ქაბაბი ნაჭამი, ერთ ჭამაზე...

Posted by: masai11 4 Apr 2024, 21:05
QUOTE
ბიკენტიას ქაბაბს არ ეშველება იმიტომ, რომ მაგაშია მაგის მუღამი...
14 ლარად ორ ქაბაბს რო შეჭამ, თავისი საწებლით და პურით...

ნორმალური ქაბაბი თბილისში 16-17 ლარი ღირს. ასე რომ ქუთაისს და ბიკენტიას ქაბაბს რელური შანსი აქვს ხარისხის გაუმჯობესების. იმიტომ, რომ ქუთაისში ხორციც და ქბაბისთვის საჭირო სხვა კომპონენტებიც უფრო იაფი ღირს ვიდრე თბილისში.
ნორმალური ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში კი მოსახლეობასაც გაეზრდება შემოსავლები.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)