Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > კარგი სტეიკი თბილისში?


Posted by: ikandro 21 Jan 2019, 22:25
მოკლედ კარგი სტეიკი კარგი ლუდი კარგი მომსახურება და მისაღები ფასები - სად არის ეგეთი რამ თბილისში?

ააი ჯიგრულად რო მოიტანენ კარგ პორციას ლუდს ჩააყოლებ და გესიამოვნება აი ეგეთ ჯერ ვერ ვნახე აქ.
ყველა გადასულია ეკონომიურად გაჭამოს იმინა გაუმაძღრები.

Posted by: Frankens†ein 21 Jan 2019, 23:10
კარგი სტეიკი და მისაღები ფასი თუ არის სადმე, მეც დამთაგეთ smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 21 Jan 2019, 23:12
N1 Steakhouse ის გასინჯეთ? ფასი როგორც მახსოვს ნორმ იყო..

Posted by: Master_Nick 21 Jan 2019, 23:37
ikandro
კარგ სტეიკს მე ვაკეთებ სახლშიsmile.gif ამასწინათ ჰარ როკში მიქეს სტეიკები, მივედით და ვერ შევჭამე ისეთი იყოsmile.gif თან გაგვატყავეს lol.gif

Posted by: BeerLover 22 Jan 2019, 00:36
ობიექტურად რო ვთქვა მემგონი სტაბილურად კარგი სტეიკი არსად არაა თბილისში, შეიძლება არის რამე ადგილი და მე არ ვიცი...

ისე კი ნიკას დავეთანხმები, კარგი სტეიკი ვიცი სახლში biggrin.gif

Posted by: UNEEK 22 Jan 2019, 01:03
ფოტო დადეთ რა კარგ სტეიკს თუ მიირთმევთ თბილისში

ამერიკაში ომაჰა (ნებრასკას) სტეიკი განთქმულია

Posted by: BeerLover 22 Jan 2019, 01:08
UNEEK

სტეიკჰაუს N1-ის ფოტოები

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: UNEEK 22 Jan 2019, 01:14
BeerLover
up.gif
ნეკნებიც ექმებათ. გემრიელად გამოიყურება.
მიდიუმ-ველს ვჭამ. ველ-დან არ მომწონს.

მონტანაში მაჭამეს კარგი ნეკნები ქანთრი რესტორანში. ფასმა გამაკვირვა, 12$ Tuesday special

Posted by: BeerLover 22 Jan 2019, 01:19
UNEEK

ველ-დანი რაღა სტეიკია ისე... მთელი წვენი გამოცლილი აქვს და რეზინასავით არის biggrin.gif ნუ გასაგებია რო არსებობს კარგი ნაჭრები და შეიძLება რბილიც დარჩეს, მარა მაინც... შეურაცხყოფა მგონია სტეიკისთვის ველ-დანი biggrin.gif

მე მედიუმ-რეარს გეახლებით... ოღონდ ხორცი უნდა იყოს ძალიან კარგი... რეარს უკვე ვეღარ ვჭამ...

თუარადა მედიუმიც წავა

Posted by: UNEEK 22 Jan 2019, 01:27
BeerLover
ძვირი რესტორანია?

მორონგოში (კალი) ბაფეტში ყოველ პარასკევს ანლიმიტედ ლობსტერი და სტეიკი აქვთ, კაცი $25
პლუს უამრავი დასახელების ბლუდები, შედის იტალიური კუხნაც

ზოგან ერთ ნაჭერ სტეიკში ან იმდაურში 40$ დოლარს აგართმევენ

ხინკალ/ხაჭაპურის გარდა არაფერს მივეკარები რო ჩამოვალ

[ველ-დანი რაღა სტეიკია ისე... მთელი წვენი გამოცლილი აქვს და რეზინასავით არის ]
+1
მარა უმეტესობა ველ-დანს უკვეთავს მაინც

Posted by: BeerLover 22 Jan 2019, 01:30
UNEEK

რას იტყვი აბა? ცოტა ძვირებია მგონი ხო?

user posted image

Posted by: UNEEK 22 Jan 2019, 01:43
BeerLover
ამერიკული ფასებია. საშუალო დონის სტეიკჰაუსში.
ტეხას როდჰაუს მენიუს გავს.
20$ 400 გრამიანი სტეიკი.
ოღონდ შესასვლელში ვიტრინაში დევს
დაადებ თითს ვიტრინას, იმას შეგიწვამენ.

ფრი-ს რატო ეძახით fრაის? lol.gif

Posted by: BeerLover 22 Jan 2019, 01:48
UNEEK

ხო არის რამოდენიმე ეგეთი ადგილი, სადაც აშკარად არაშესაბამისი ფასებია biggrin.gif ზოგ რესტორანში ისეთი ფასებია, როგორიც მიშლენის ვარსკვლავიან რესტორნებშია ევროპაში biggrin.gif აღარ გვიკვირს ეგ კაი ხანია უკვე...

წარმოდგენა არ მაქვს რატო ვეძახით ფრაის ფრის... biggrin.gif


Posted by: UNEEK 22 Jan 2019, 02:23
BeerLover
თუ აკმაყოფილებენ ჰაი სტანდარტებს, ფასს აღარ ჩივი, მეორედ მიმსვლელი ხარ, და მზად ხარ გადაიხადო მაღალი ფასი.
ჩიზქეიქ ფაქტორიში ნაჭერი ჩიზქეიქის ფასია 12$
რიგები პარკინგიდან იწყება.
მაშინ ფასსზე არ ფიქრობ, უფრო იმაზე როდის გასინჯავ სიახლეს
user posted image

Posted by: <<Innamorata>> 22 Jan 2019, 02:25
მშია, ჩუმად იყავით: )))))))



კარქია კარქი სტეიკჰაუსის smile.gif)

Posted by: UNEEK 22 Jan 2019, 02:32
QUOTE (<<Innamorata>> @ 22 Jan 2019, 02:25 )
მშია, ჩუმად იყავით: )))))))



კარქია კარქი სტეიკჰაუსის smile.gif)

ხომ მართალი ვარ?
მიხვალ იგივე რესტორანში, სადაც ტარაკანა დაგხვდება ან სუნიან ქლამბებს მოგიტანენ?

გადაგიარა შიმშილმა თუ შეგაძულო კიდევ ფუდები))))

Posted by: <<Innamorata>> 22 Jan 2019, 02:35
UNEEK
აუუუ არადა ტოსტი უნდა ჩამეკბიჩა: ))))))

კარგი იყო კიიsmile.gif))))

აპირებ ჩამოსვლას?

Posted by: UNEEK 22 Jan 2019, 02:41
<<Innamorata>>
გავუოფეთ იმ კაცს ნაწვალები))

ერთი თრითიც და დავიშალოთ:დ

გოდაივა, რომელიც სამწუხაროდ ყველა მოლში არ აქვთ
user posted image

კი, გაგიხარდა?

Posted by: <<Innamorata>> 22 Jan 2019, 02:48
ჩემი სტეიკის ფოტო ვერ ვიპოვეsmile.gif)


რესპუბლიკა გრილ ბარშიც კარგი აქვთ, თუმცა ფასი საოცარიაwink.gif))

ვსო არ გაოფებულაwink.gif))

UNEEK
ტარაკნების მერე ეს ფოტო?smile.gif)) ჰმმმმმ



კი რატომ არ უნდა გამხარებოდაwink.gif?!

Posted by: UNEEK 22 Jan 2019, 03:07
<<Innamorata>>
ჩემი ვიპოვნე
ბნელოდა უკეთესი ფოტო არ გამოვიდა))

ოღონდ ვერ გავიგე ანლიმიტედ რატომ ქვია, განა რამდენი ლობსტერ-სტეიკი უნდა გაწიო?)))

user posted image

Posted by: max-14 19 Feb 2019, 00:45
წერეთელზე ხორცის მაღაზიაში ჯობია ყიდვა და სახლში მომზადება.

Posted by: [LoD]-Bagra 19 Feb 2019, 13:50
სტეიკჰაუს N1-ის სტეიკი ძალიან კარგია... მართლა კარგია.

თუმცა თუ მზარეულობა ცოტა მაინც შეგიძლია კაცს 50 ლარად სუპერ ხარისხის ხორცს იყიდი, თან 3-4-ჯერ მეტს და შეწვი სახლში, აგარაკზე, ბუნებაში.
მოკლედ სადაც გაგიხარდება რა.

Posted by: fermina 19 Feb 2019, 14:50
[LoD]-Bagra
QUOTE
სტეიკჰაუს N1-ის სტეიკი ძალიან კარგია... მართლა კარგია.


კი, მართლა კარგია, გეთანხმები. მაგრამ
QUOTE
თუმცა თუ მზარეულობა ცოტა მაინც შეგიძლია კაცს 50 ლარად სუპერ ხარისხის ხორცს იყიდი, თან 3-4-ჯერ მეტს და შეწვი სახლში, აგარაკზე, ბუნებაში.
მოკლედ სადაც გაგიხარდება რა.


ესეც 100%-იანი, თუ ხორცის შეწვა დაახლოებით მაინც იცი, არ დახრუკავ და გამოაშრობ, ბლაუენშტაინში იყიდე ხორცი და ეგაა, მაგ ფასად მშვენიერ გარნირსაც გაუკეთებ და ლუსსაც კი მიაყოლებ, თუ რამე.

Posted by: Ika39 10 Oct 2023, 12:26
სალამი მეგობრებო , უცხოეთიდან მყავს სტუმარი და სტეიკის საჭმელად სად წავიყვანო მირჩიეთ რა რამე კარგი რო იყოს და არ შევრცხვე

Posted by: Trump 10 Oct 2023, 12:42
QUOTE
თუმცა თუ მზარეულობა ცოტა მაინც შეგიძლია კაცს 50 ლარად სუპერ ხარისხის ხორცს იყიდი, თან 3-4-ჯერ მეტს და შეწვი სახლში, აგარაკზე, ბუნებაში.
მოკლედ სადაც გაგიხარდება რა.



50 ლარად სასტეიკე ხორცს სად იყიდი?
ქართულ ძროხას, შეიძლება ითქვას,რომ სასტეიკე ხორცი არა აქვს
მხოლოდ ჩაშუშულისთვის არის დაბადებულიsmile.gif

Ika39

გასტრონომში წაიყვანე, მაღაზიაა და სტეიკებსაც წვავენ
ვაჟაზე HB _ისთან ახლოს.

Posted by: Andy_Kaufman 11 Oct 2023, 18:28
Ika39
QUOTE
გასტრონომში წაიყვანე, მაღაზიაა და სტეიკებსაც წვავენ
ვაჟაზე HB _ისთან ახლოს.

+1 გასტრონომს

მაგრამ ძვირია

Posted by: xx3xx 13 Oct 2023, 01:48
QUOTE (Trump @ 10 Oct 2023, 12:42 )
QUOTE
თუმცა თუ მზარეულობა ცოტა მაინც შეგიძლია კაცს 50 ლარად სუპერ ხარისხის ხორცს იყიდი, თან 3-4-ჯერ მეტს და შეწვი სახლში, აგარაკზე, ბუნებაში.
მოკლედ სადაც გაგიხარდება რა.



50 ლარად სასტეიკე ხორცს სად იყიდი?
ქართულ ძროხას, შეიძლება ითქვას,რომ სასტეიკე ხორცი არა აქვს
მხოლოდ ჩაშუშულისთვის არის დაბადებულიsmile.gif

Ika39

გასტრონომში წაიყვანე, მაღაზიაა და სტეიკებსაც წვავენ
ვაჟაზე HB _ისთან ახლოს.

გაყინული ბრაზილიური სტეიკები იქნება მანდ

Posted by: river-song 6 May 2024, 22:44
აბა დღეს რა სიტუაციაა, სად შეიძლება ნორმალური სტეიკის ჭამა, ისევ სტეიკჰაუს გვირჩევთ? biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)