Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ყველი


Posted by: jinchvel 2 Jan 2007, 12:37
"ტენილი" ყველი ვის უჭამია? უუუმაგრესია!!!
ესე იგი ეს ყველი სახლის პირობებში ასე მზადდება: ჩვეულებრივი ჩეჩილი ყველი (უფრო მეტად თუ დაჩეჩავთ უკეთესია) + ნაღები... რამოდენიმე საათი გააჩერეთ და მიირთვით.
ძალიან გემრიელობაა..

ამ ყველს მესხეთში ამზადებენ...
ორიგინალური რეცეპტი ოდნავ გნსხვავებულია იმ გარემოებით, რომ ახლად ამოყვანილ ჩეჩილს იყენებენ და უფორ რბილი გამოდის

Posted by: Solveig 2 Jan 2007, 13:29
QUOTE (jinchvel @ 2 Jan 2007, 11:37 )
"ტენილი" ყველი ვის უჭამია? უუუმაგრესია!!!
ესე იგი ეს ყველი სახლის პირობებში ასე მზადდება: ჩვეულებრივი ჩეჩილი ყველი (უფრო მეტად თუ დაჩეჩავთ უკეთესია) + ნაღები... რამოდენიმე საათი გააჩერეთ და მიირთვით.
ძალიან გემრიელობაა..

ამ ყველს მესხეთში ამზადებენ...
ორიგინალური რეცეპტი ოდნავ გნსხვავებულია იმ გარემოებით, რომ ახლად ამოყვანილ ჩეჩილს იყენებენ და უფორ რბილი გამოდის

უგემრიელესია! მაგრამ უნდა გააჩერო გრილად (სარდაფში) 2-3 კვირა..მაშინ საუკეთესოა!

მაგრამ სუფთად უდნა იყოს გაკეთებული.

ისე, თურმე კახელს რომ აჭამეს, იკითხა-ეს რა არისო. რაო და, ნაღებმოხდილი ყველია გადაზელილი ნაღებში და ისე გამოყვანილიო, უთხრეს.
კახელმა უთხრა- ჰოდა, ვინც ყველი და ნაღები ერთმანეთს დააშორა, იმის ასე და ისეო.

Posted by: Rebecca 2 Mar 2007, 22:18
ვეტერანი ვეგეტარიანელი ვარ, და ალბათ ამიტომ, რძის პროდუქტებს ჩემს რაციონში წამყვანი ადგილი აქვს. კარაქის გარდა, ყველაფერი მიყვარს. განსაკუთრებულად აღმატებულ ხარისხში ხაჭოზე ვსაუბრობ. ყველი - ყველანაირი - კი კონკურენციის მიღმაა!.. ძალიან მაგარი რამეა. ჩემი მყარი აზრით, ქვეყნების კულტურაც კი შეგიძლია ამით გაზომო - ის, რომ ამდენნაირი სახეობის და გემოს ყველი აქვთ, ნამდვილად დადებითად მეტყველებს საფრანგეთის, შვეიცარიის თუ ჰოლანდიის მიღწევებზე!.. wink.gif wink.gif wink.gif განსაკუთრებით ძლიერი არომატის და გემოს მქონე ყველია კარგი. კამამბერი, გორგონცოლა. პარმიჯანო, როკფორი, და ორი ჩემპიონი - ინგლისური ჩედერის, და იტალიური პეკორინოს ძლიერი ვარიანტები.

საქართველო, მართალია, ნაირსახეობების სიუხვით არ გამოირჩევა, მაგრამ რაც არის, მართლა კარგია. აქეთ სულგუნი, იქით გუდა, ჭყინტი და იმერული ყველები. და ამ ყველაფერს ემატება მართლა ჩემპიონი - მეგრული "გებჟალია". მ-ა-გ-ა-რ-ი-ა!..

Posted by: Dr_Zuzumbo 14 May 2007, 21:18
QUOTE (ლილიანი @ 14 May 2007, 18:57 )

როკფორი არის ერთ ერთი დელიკატესი და უმაგრესი და უპიკანტურესი რაღაც boli.gif

მეც ვერ ვხვდები, რატომ არის ფრანგული ყველები: როკფორი(ცისფერ ობიანი), ბრიე, კამემბერი და შევრე (თეთრობიანი) სამარიაჟო? უგემრიელესი ყველებია და მათი მოწონება და ჭამა სულ არ აკნინებს ქართულ სამზარეულოს, რომელსაც მსოფლიო ხალხთა სამზარეულოებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ და უნიკალურადა ვთვლი

Posted by: ლილიანი 14 May 2007, 22:11
Dr_Zuzumbo
QUOTE
მეც ვერ ვხვდები, რატომ არის ფრანგული ყველები: როკფორი(ცისფერ ობიანი), ბრიე, კამემბერი და შევრე (თეთრობიანი) სამარიაჟო? უგემრიელესი ყველებია და მათი მოწონება და ჭამა სულ არ აკნინებს ქართულ სამზარეულოს, რომელსაც მსოფლიო ხალხთა სამზარეულოებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ და უნიკალურადა ვთვლი


ჯიგარ!! yes.gif

up.gif

Vika
ვა ჩვენიანი ხარ jump.gif

Posted by: ლილიანი 14 May 2007, 22:59
Vika
QUOTE
საერთოდ ყველის ფანატი ვარ.

yes.gif
მე და დედაჩემმა საფრანგეთიდან ვატარეთ რა თანხის ყველი არ ვიცი ნაირნაირები. აი აქ ჯერ არ შემხვედრია არც ერთი ისეთი. უმაგრესიაა. მართლა მაგარი რაღაცაა ყველი. და ღვინოს როგორ უხდებაა ძედაა....

არა რა იმენა ჭამა ყლაპვისტი ვარ user.gif

Posted by: Vika 14 May 2007, 23:13
Sharky
biggrin.gif
შაბათს ვიყიდე ბრის დიდი რგოლი wink.gif
კიდევ ფეტა.
და პარმეზანი.
და შვეიცარული.
(мечтательно) მნიამ მნიამ.
ჰო, კიდევ ჰუმუსის დიდი ქილა biggrin.gif


ლილიანი
ყველის განყოფილებაში ხელების კანკალი მეწყება biggrin.gif

Posted by: karlsoni 14 May 2007, 23:26
tms
QUOTE
შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ობიანი ყველი ძალიან მიყვარს smile.gif

გადი დიდუბეში და დამბალი ხაჭო იყიდე.
ობიც არის, დელიკატესიც. სურნელიც biggrin.gif
იიიფ. თითებს ჩაიკვნეტ.

Posted by: Dr_Zuzumbo 14 May 2007, 23:44
QUOTE (Vika @ 14 May 2007, 21:13 )
და პარმეზანი.

ჰმმმ... პარმეჯანოს პირდაპირ, ყველივით მიირთმევთ? spy.gif
პარმეჯანო(გახეხილი) უფრო სუნელის მუღამში იხმარება პასტაზე, ჩვეულებრივი ყველებისაგან განსხვავებით.

Posted by: Dr_Zuzumbo 14 May 2007, 23:51
QUOTE (Vika @ 14 May 2007, 21:46 )
Dr_Zuzumbo
პასტა და სალათებისთვის wink.gif

ჰოოო, ეგ სხვა საქმეა wink.gif
ისე, პარმეჯანოს ხსენებაზე პარმული შაშხი გამახსენდა, განსაკუთრებით ანტიპასტოს მუღამში- პარმული შაშხი თაფლში ამოწებული, მასიური შავი ღვინის აკომპანიმენტით.

აუუუ,ნერწყვია წამომივიდა... მასიურად yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 5 Jun 2007, 15:44
ოპპა,
მეუღლემ ორი დიდი პარმეჯანოს "შმატოკი" ჩამოიტანა მილანიდან და განცხრომაში ვარ biggrin.gif
ხინკალზე მოყრაცა ვცადე და უნდა გაცნობოთ, რომ საკმაოდ პიკანტური შტრიხი წაამატა ხინკლის განუმეორებელ არომატსა biggrin.gif

Posted by: tamrusha 11 Jun 2007, 10:56
მეც მაინტერესებს შემწვარი სულგუნის რეცეპტი. კეცებზე შემწვარი სოკო, ზედ გადადებული სუგუნით ვცადე და ძალიან ბევრი წყალი შეიყენა. ხომ ვერ მეტყვით რატომ? არადა რესტორნებში ძალიან გემრიელად აკეთებენ.

Posted by: SedoySedoy 18 Nov 2007, 21:46
ამბობენ საფრანგეთში 400 დასახელების ყველიაო.
ფრანგულ ჰიპერმარკეტებში კი მინახავს მთელი რიგები ყველებით გავსილი ......... თუმცა არ დამითვლია ........

ესპანეთშიც ბევრიაო .......
ესპანური თხის ყველიც გამისინჯავს .........

სომხური თხის ყველიც კაი რამეა .............

გერმანიაშიც ოხრადაა .............


ჩვენსა?

ახლა ესენი:
გუდის
ჩეჩილი
აჭარული დაწნული
სულგუნი
სულგუნი შებოლილი
იმერული
"ქარხნის"
ყველამ იცის და სხვა? კიდე?

Posted by: ხორხე 18 Nov 2007, 22:01
ნუ ერთხელ საღაცა ერთმა რუსმა მიგვიწვიასავით, ქართულად უნდა გაქეიფოთო

ჯერ ხო ბადრიჯნის და ასატრინის პოლუშემწვარი მწვადი გვაჭამა, რაღაცა ბანძი

ნუ ეგ არაფერი, ამ მსხალმა ქართული ყველი მაქო, ფალსიფიცირებულ ღვინოსთანო და მოგვიტანა ჩეჩილი ოღონდ სანელებლებით, ეგეთი მე არასოდეს მიწამია, მერე როგორც დავადგინე აზერული ვეში ყოფილა, ეტყობა ვირაცამ ათოხლა ბაზარში


სოციალიზმში ასორტიმენტი იყო მეთქი ცოტა და კინაღამ მცემეს აქ რომ დავწერე, მერე ქვევრში ცხოვრობდიო მეძახეს, მამაშენი ეტყობა პროლეტარიატის წევრი იყოო, ასოცდაათ მანეთზე გაცხოვრებდათო, მამაჩვენებიო ფუნქციონერები იყვნენო და ანანასის კომპოტზე გაგვზარდესო მეტრაბახნენ biggrin.gif ამ რეჩეის მერე მახოხის ღირსები რო ვართ ცალსახაა, მაგრამ ეგ სულ სხვა
არ იყო ბატონო კონკურენცია, იქმნებოდა ქარხნის ყველი და ყიდულობდა ამას ყველა, მინისტრის ცოლიც და კალატპოზის ცოლიც,

Posted by: Doloress 18 Nov 2007, 22:03
მე მიყვარს ყველი და დაჟე გამიკეთებია სოფელსი მეთვითონ tongue.gif

იტალიური ყველი მიყვარს კიდევ... love.gif და ჰოლანდიური მდნარი მარტო კერძებში, ისე არც ისე გემრიელია..
ობიან, სოკოიან, ძირსნაგდებ და ვადაგასულ ყველებს არ ვჭამ tongue.gif

Posted by: nanka_iuristka 18 Nov 2007, 22:16
კარგი თემაა ძალიან....

მეც ბევრი ყველი გამისინჯავს და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება smile.gif

ჩემი ფავორიტი მაინც მეგრული ჭყინტი სულგუნია smile.gif მეორე ადგილზე კი მოცარელა smile.gif

Posted by: ხორხე 18 Nov 2007, 22:21
ჯი თი ჯგუფს შემოქონდა საქართველოში საკმაოდ ბევრი დასახელების ყველები, იტალიიდან და გოლანდიიდან როგორც მახსოვს, თან საკაიფოთაც საღდება, უნდა ხალხს განსხვავებული გემო, აღარ გვინდა ჭადი და ჭყინტი ყველი და ამჟავებული ადესა

* * *
მამაო ენუქი
tongue.gif

Posted by: ხორხე 18 Nov 2007, 22:28
გუდა გაუდა

გაუდა ხოლანდიური ტიპია მგონი, იაფფასიანი იქ, ცეცხლისფასიანი აქ
აი შებოლილი სულგუნის გემოს დახვეწა, დაუპაკოვკება და ექსპორტი შესაძლებელია თავისუფლად, ისევე როგორც დამბალხაჭოსი, სოფლის მეურნეობის სუფსიდირების პირობებში იფიქრებდა იდეინი კაცი ამაზე, მაგრამ დღეს ისევ მარილწყალში შენახული გაბრიგინებული ყველის იმედზე ვართ

Posted by: ხორხე 18 Nov 2007, 22:34
nanka_iuristka
QUOTE
ეგ კი არა და სად გეგულებათ კარგი იმერული ყველი?

მე სადაც ვიყიდე ყველგან რარაცა მარილის მასა იყო დ არა ყველი....

მემგონი უკვე იშვიათობაა ნორმალური იმერული ყველი


იმერული ჭყინტი ყველი ვაბშე არ ინახება მგონი, ტრანსპორტირებას, რეალიზაციამდელ დროს რომ გაუძლოს და არ შეილახოს მარილს უკეთებენ ბლომად, ცხიმს კი აშორებენ, შედეგათ გამოდის ქვამარილი -
ძალიან საინტერესო ყველი ჩამომიტანეს ერთხელ მთიდან, თიანეთიდან, ფაქტიურად ყვითელი იყო, კარაქი ნუ biggrin.gif გინდ მდ\ნარი ეძახეთ და გინდ უდნობი, ძაან მამა გემოთი

მე მოვითხოვ შებოლილი სულგუნის დაექსპორტებას

არადა ყველი და ღვინო ქმნის ძალიან საკაიფო ბუკეტს,

Posted by: nanka_iuristka 19 Nov 2007, 09:34
მე კიდევ საკმაოდ მომეწონა ჰოლანდიური სოფლის ყველეული.... ექსპორტზე ეგენი არც არასოდეს მინახავს...

ძალიან კარგი რამე იყო განსაკუთრებით კრემის ტიპის ყველი....

ზუსტად მასეთს ამზადებენ ესპანელები გალისიაში და ისიც უგემრიელესია....

თუმცა მომზადების პროცედურები ესპანელებს უფრო ხანგრძლივი აქვთ.... დამავიწყდა იმ ყველის ტიპის სახელი, გამახსენდება....

ისე საფრანგეთისა არ იყოს, ესპანეთში, გალისიის მხარეში 200ზე მეტი სახის ყველს აწარმოებენ...

მე მევასება ფრანგული თხევადი ყველი "ნაპოლეონი" ეს იყო ზეთისხილშერეული მდნარი ყველი...

უგემრიელესი რაღაც.... მარა საქართველოში არ შემოდის მემგონი sad.gif

Posted by: Kakha 19 Nov 2007, 11:33
სამეგრელოში აშრობდნენ ყველს, ქვასავით მაგარი ხდებოდა
მეფის რუსეთის დროს რომელიღაცა რუსი მემატიანე წერს თავის მემუარებში
მეგრელება ფაფა მოგვიხარშეს და შიგ ქვა ჩაფშვნესო
კი გამიკვირდა მარა გემრიელი კი იყოვო smile.gif

Posted by: Owl 19 Nov 2007, 11:43
მიყვარს,
ყველანაირი და ყველაფერთან... user.gif

ამასწინად ექსპერიმენტებს ვატარებდი... მწვადზე ზემოდან დავადნე და ცალკე მოხრაკული ხახვით და სხვა სუნელებით + ცოტა პომიდვრის სოუსი მოვასხი ბოლოს user.gif

ყველი love.gif chups.gif

Posted by: Peppi 19 Nov 2007, 12:51
ხ ო რ ხ ე
QUOTE
გაუდა ხოლანდიური ტიპია მგონი, იაფფასიანი იქ, ცეცხლისფასიანი აქ

კე, აბა რავა, მე საქართველოში უფრო იაფად ვნახე.

ისე გოუდაც ბევრნაირია, მე მაგრად გამოყვანილი გოუდა მიყვარს, სამხრეთ ნახევარსფეროს რომელიმე შავ ღვინოსთან ერთად! აი განცხრომაც ეს არის wink.gif

Posted by: ხორხე 19 Nov 2007, 12:53
Peppi

ფასი ევროსთან მიმართებაში არა

ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობასთან ვიგულისხმე


ხოდა ღვინოსთან რა პონტში მიდის ეგრე მაგრა : )

საინტერესოა რა

რატომ ყველი და არა კარაქი ან ფეიხოა

Posted by: annak 19 Nov 2007, 12:54
ყველის ფანატი ვარ.
უზომოდ მიყვარს.
ოღონდ ვერ ვჭამ გუდის, დაობებულ და მძაფრ სუნიან ყველს.

Posted by: Peppi 19 Nov 2007, 12:56
QUOTE
იმერული ჭყინტი ყველი



ოო, აი ეს კი ხომ საერთოდ ყველანაირ ყველს მირჩევნია!

ისე მაგრად განსხვავდება იმერეთის რა "ქვეკუთხეშია" დამზადებული. აი ზესტაფონი და ზემო იმერეთში მართლა ცხიმს აცლიან და არ ვარგა , ნუ მე არ მომწონს. სამტრედია, ვანი, ნუ აბაშაც (არაა იმერეთი, მაგრამ) ცხიმს არ აცლიან და სულ სხვანაირი გამოდის, თან ზაფხულში, როცა მწვანე ბალახია - ჰაეროვანი და კრაჭუნაა ! მინდაააააა

Posted by: Summer 19 Nov 2007, 13:21
Гауда - твердый сыр. Этот сыр имеет светло желтую или золотисто-желтую сырную массу с равномерно распределенными овальными дырочками, вкус сыра зависит от степени зрелости и может быть от слегка сладковатого, мягкого орехового до сливочного, прянного, острого и насыщенного. Вкус Гауды разнообразен, так как бывает с добавкми из разных пряных трав и специй.

არ არის გუდა და გაუდა ერთი და იგივე. დედაჩემმა გააკეთა ძალიან დიდი კატალოგი, სადაც შედის უამრავი დასახელების ყველი. ახლო მომავალში ეს კატალოგი დაიდება ერთ-ერთ საიტზე და ლიკნს დავდებ. დაახლოებით 702 ყველის დახასიათებაა. ესეც ამ კატალოგიდან გადმოვაკოპირე. გაუდა არ კეთდება ცხვირს რძისგან.

Posted by: SAMSON 19 Nov 2007, 13:27
QUOTE
გუდა

ცხოვრებაში ლუკმა არ ჩამიდია პირში და არჩ ჩავიდებ, იმენნა გული მერევა :edited:



გაუმარჯოს მეგრულ სულუგუნს!!!

მსგავსი სმაილები განყოფილებაში აკრძალულია!

Posted by: ikebana 19 Nov 2007, 13:28
ეს
QUOTE
ჩეჩილი

და ეს
QUOTE
მახოხი

რა არის? user posted image

იტალიური მოცარელა ყველას მირჩევნია.

Posted by: ხორხე 19 Nov 2007, 13:32
Summer
QUOTE
არ არის გუდა და გაუდა ერთი და იგივე.


გაიხარე biggrin.gif

გაგვანათლე
ikebana
QUOTE
ჩეჩილი


ჩეჩილი ეგეთი ტიპია რა, მოხარშულ ჯერ კიდევ ცხელ ყველის მასას თოკის პონტში აკეთებენ და მერე ახვევენ, იჩლიჩება მერე ისეთია
გავრცელებულია როგორც აქ ასევე აზიის სხვა ქვეყნებშიც

ყავს მეუღლე და ორი შვილი

მახოხი ყველი არაა, მახოხი ძველი თბილისური საჭმელია, ფქვილი ცხიმი და წყალი, ხელოსნების საჭმელი


Posted by: მამაო ენუქი 19 Nov 2007, 14:47
ისე ეხლა ვჭამე ჭადი და სულგუნი biggrin.gif

2002 ში კენიაში ვჭამე კიდე რაღაც ყველი სახელი ნაღდად არ ვიცი, მწვანილებით იყო შეზავებული ძალიან გემრიელი იყო, მარა სად იშოვი მაგას თბილისში.

Posted by: ხორხე 19 Nov 2007, 14:52
მამაო ენუქი

არადა ძაან უხდება ყველს სუნელები


და ისეთი ტიპია რო გაძლევს საშუალებას სხვადასხვაგვარი გემოსი გამოიყვანო

აი ობიანი ყველი არ მიჭამია

ვერ გავბედე : (((

Posted by: ShadowCat 19 Nov 2007, 14:55
ედამერი და გაუდა - ჩემი უსაყვარლესი love.gif
გაძვირდა ბლინ, გაძვირდა mo.gif

ქართულებიდან მხოლოდ სულგუნს ვჭამ. შებოლილი სულგუნი არ მომწონს - ვერ აკეთებენ კარგად.
აი, შებოლილი სულგუნის მსგავსი რაცხა იტალიური ყველი იყიდება, კილოიანი "შეფუთვაა" - ძალიან, ძალიან გემრიელია!
და კიდევ არის ერთი (იასნია, სახელი დამავიწყდა).
ბოსტნეულში "კარტოფილი დოFინურად" დავწერე,
მანდ გამოვიყენე ეგ ყველი - სუნელები და მწვანილებია შერეული - დევეცი! http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: ikebana 19 Nov 2007, 14:55
QUOTE
აი ობიანი ყველი არ მიჭამია

ვერ გავბედე

ძალიან პიკანტური, სოკოს გემო აქვს.

გირჩევ გასინჯო, მაგრამ თბილისში მგონი მარტო ერთი სახეობაა კამამბერი.

Posted by: ikebana 19 Nov 2007, 15:09
ხ ო რ ხ ე
უჰუ.

ცხიმიანია ძალიან და შავ ღვინოსთან მისწრებაა.

იტალიელებს აქვთ გორგონძოლა ძალიან ცხიმიანი, შიდა ფენები ანუ გული თითქოს ლპება ისეთი რბილია. ოღონდ ობის გარეშეა. ვიცი, რომ ძალიან დიდხან აძველებენ რაღაც სპეციალურ სარდაფებში მიწის ქვეშ.

მე მიყვარს მარტო ყველი, ცხიმინი თუა განსაკუთრებით და შავი ღვინო, ქინძმარაული მაგალითად. (მგონი ნახევრადმშრალია)

Posted by: annak 19 Nov 2007, 17:13
ძალიან მიყვარს რაჭული ნახევრად ცხიმმოცილებული ყველი უგემრიელესია და შესანახადაც ადვილი.

Posted by: Peppi 19 Nov 2007, 18:32
ShadowCat
QUOTE
ვარიანტა ნეთუ

კი, კი მასეა, თუმცა აქ ფასი 10 ევროდან ზემოთაა, ნუ 10 ევროიანს არანაირი პიკანტორუბა არ აქვს, , ტოსტისთვის თუ გამოდგება მარტო, აი დიდი დაძველებისას კი , რომელიც 13-15 ევრო ღირს უგემრიელესია. ისე არც იჭრება ისეთი მაგარია და წითელ ღვინოსთან არის სწორედ მისაყოლებელი. აი ასეთი გამოყვანილი არ მინახია, მაგრამ ახალგაზრდა ნამდვილად უფრო იაფი ღირდა ზაფხულში თბილისში. მახსოვს, გავბრაზდი, მე ჰოლანდიიდან ”ჩამოვათრიე” და იქ უფრო იაფი იყო

ხ ო რ ხ ე
რას ქვია ღვინოსთან რა პონტში მიდის? და პირდაპირში wink.gif

Posted by: ShadowCat 19 Nov 2007, 18:51
Peppi
QUOTE
თუმცა აქ ფასი 10 ევროდან ზემოთაა

კილოზე? spy.gif eek.gif
ძალიან, ძალიან უცნაურია..
როგორ შეიძლება ჰოლანდიაში წარმოებული ყველი საქართველოში უფრო იაფი ღირდეს (ერთნაირ წარმოებას და ხარისხს ვგულისხმობ).. მით უმეტეს მთელი სუბსიდიების გათვალისწინებით boli.gif
QUOTE
ისე არც იჭრება ისეთი მაგარია

მასეთი მაგარი მე აქ არ მინახავს givi.gif

Posted by: Antigone 19 Nov 2007, 21:20
ფეტა ნებისმიერ საჭმელთან და სალათებში.
კამამბერი, ბრი - კბეჩით, ყველაფრის გარეშე biggrin.gif
ჰოლანდიური, ყვითელი ყველები - წითელ ღვინოსთან love.gif

ყველი მიყვარს!

Posted by: nanka_iuristka 19 Nov 2007, 21:28
მე ვდებ ხოლმე 2 ნაჭერ ჭყინტ მეგრულ სულგუნს თეფშზე, ვასხავ ბლომად აჯიკას მეგრულს (ნუ ცხარეებზე ადიქციას განვიცდი givi.gif) და 2 წუთით მიკროტალღურ ღუმელში smile.gif

საკაიფო გამოდის smile.gif

სალათებს ვატან ხოლმე... მეტი არც არაფერი მეჭმევა user.gif

Posted by: sts110 20 Nov 2007, 11:36
QUOTE (nanka_iuristka @ 19 Nov 2007, 20:28 )
მე ვდებ ხოლმე 2 ნაჭერ ჭყინტ მეგრულ სულგუნს თეფშზე, ვასხავ ბლომად აჯიკას მეგრულს (ნუ ცხარეებზე ადიქციას განვიცდი givi.gif) და 2 წუთით მიკროტალღურ ღუმელში smile.gif

საკაიფო გამოდის smile.gif

სალათებს ვატან ხოლმე... მეტი არც არაფერი მეჭმევა user.gif

და მერე მთელი დღის განმავლობაში აჯიკის სუნს პირის ღრუდან რითი ებრძვი?

ქარხნის ყველს რო ეძახიან მაგრად მევასება, 7.5 ვყიდულობ

Posted by: annak 20 Nov 2007, 11:46
nanka_iuristka
QUOTE
მე ვდებ ხოლმე 2 ნაჭერ ჭყინტ მეგრულ სულგუნს თეფშზე, ვასხავ ბლომად აჯიკას მეგრულს (ნუ ცხარეებზე ადიქციას განვიცდი ) და 2 წუთით მიკროტალღურ ღუმელში 

რაღAცა ძაან გემრიელობა იქნება მით უმეტეეს რომ მეც
QUOTE
ცხარეებზე ადიქციას განვიცდი

ვსინჯავ აუცილებლად.
sts110
QUOTE
ქარხნის ყველს რო ეძახიან მაგრად მევასება, 7.5 ვყიდულობ

yes.gif

Posted by: ShadowCat 20 Nov 2007, 11:58
sts110
QUOTE
ქარხნის ყველს რო ეძახიან

ტიპა "ქარხნის სულგუნიო" თუ რაღაც?
მე არ მომეწონა mo.gif
აი, სულგუნს "მანუალლი" გაკეთებულს არაფერი შეედრება.

სოლოლაკში, ლეონიძის ბოლოში არის მარკეტი "ლიზი".
2 წლის წინ მანდ რომ ვცხოვრობდი და სულგუნს ვყიდულობდი (6.50-ად, ლოლ!), უგემრიელესი იყო.
ამასწინათ მოვხვდი მანდ და შევიარე, ვიყიდე სულგუნი (9-ად!) მაგრამ - ზუსტად იგივე სულგუნი იყო, რაც 2 წლის წინ! up.gif

პ.ს. რამდენიმე თვის წინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ყველის "საშინაო" კეთება უნდა აკრძალონ, მარტო ქარხნულად უნდა იწარმოებოდეს და ის უნდა იყოს გაყიდვაშიო.. http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
როგორც ჩანს გადაიფიქრეს და იმედია, არ "გადმოიფიქრებენ" rolleyes.gif

Posted by: ხორხე 20 Nov 2007, 12:04
ShadowCat
QUOTE
პ.ს. რამდენიმე თვის წინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ყველის "საშინაო" კეთება უნდა აკრძალონ, მარტო ქარხნულად უნდა იწარმოებოდეს და ის უნდა იყოს გაყიდვაშიო.. 
როგორც ჩანს გადაიფიქრეს და იმედია, არ "გადმოიფიქრებენ"



სუფთა საგადასახადო კუთხით თუ შეხედავ გამართლებულია შენ წარმოიდგინე biggrin.gif

ყველი უკვე სასოფლო სამეურნეო პროდუქტის გადამუშავების შედეგათ მიღებული პროდუქტია

ასე რომ წარმოებაა, წარმოება კი როგორც მოგეხსენება აუცილებელია რეგისტრირებული იყოს

ასე რომ გამართლებულადაც მოითხოვდნენ პაბალშომუ

Posted by: ხორხე 20 Nov 2007, 12:36
ShadowCat


იდეაში ეგრეა

კანონთან წინააღმდეგობაშიც არ მოდის ეგ მოსაზრება

უბრალოდ გურჯისტანში ფერმერული მეურნეობები არაა განვითარებული, უფრო სოფლის ტიპის დასახლებებია, შესაბამისად ეხლა გლეხი რო დარეგისტრირდეს ყველის წარმოებისთვის ცოტა არ იყოს და აბსურდია და არ მოხდება ეგრე

მაგიტომაც შეეშვნენ

თორე წარმოიდგინე თითეული ოჯახი თავისი ყველის ბრენდით, საუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული რეცეპტები და მრავალფეროვანი ასორტიმენტი, აი ზუსტად რეგისტრაციამ შეიძლება მიგვიყვანოს მაქამდე yes.gif

მაგრამ 200 წლის მერე biggrin.gif

Posted by: Peppi 20 Nov 2007, 14:14
QUOTE
თორე წარმოიდგინე თითეული ოჯახი თავისი ყველის ბრენდით, საუკუნოვან ტრადიციებზე დაფუძნებული რეცეპტები და მრავალფეროვანი ასორტიმენტი, აი ზუსტად რეგისტრაციამ შეიძლება მიგვიყვანოს მაქამდე


ამიტომაცაა მაგალითად საფრანგეთში 1000-ზე მეტი სახეობის ყველი (ყველა ფერმერს თავისი ბრენდი რომ აქვს), თუმცა თვით ყველის ჯგუფები არც თუ ისე ბევრია, ასე რომ არაა ეგ ცუდი იდეა. ისე თავიდან, შეიძლება, გადასახადით არც იყვეს დაწყებული და მხოლოდ ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდეს

თუმცა, გლეხს, რომელსაც ერთი ძროხა ყავს და თვითონაც არ ჭამს მის ნაწარმს და ბაზარში მიარბენინებს, რომ როგორმე სხვა პირველადი მოხმარების საგნები შეიძინოს - ძნელია ეს ყველაფერი მოთხოვო!

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 20 Nov 2007, 14:33
djindjidrinji
რაღაც მომენატრე ხო იცი? სად დაიკარგე? რარაც ვერ წარმომიდგენიხარ სულგუნის კეთებაში.

stereo_tipsha
ადვილია? ბევრი რამის ჩალიჩი ხომ არ ჭირდება?

Posted by: MengistuKhaileMariam 20 Nov 2007, 15:37
გუდაში ნადები ძროხის ყველი სახესხვაობად ჩაითვლება?

Posted by: ხორხე 20 Nov 2007, 15:58
Peppi
QUOTE
"სულეგაა"-მდე მისვლაა საჭირო !!


200 წელია სულეგაამდე

ასე რომ არც იოცნებოთ biggrin.gif

ShadowCat

ღვინის ბაზარი დავკარგეთ და ყველის ბაზარს ვიპოვით? biggrin.gif

ტექნოლოგიები უნდა მაგ ყველაფერს და ჭკვიანი ხალხი ჭკვიანური რეცეპტებით

ბიზნეს გეგმას თვითღირებულების დათვლა უნდა, სავარაუდო ბაზრის მითითება და სავარაუდოდ საჭირო თანხები

სოფლის მეურნეობა საქართველოში საკმაოდ საინტერესო თემა შეიძლება გახდეს, ნუ ჩვენთან რატომღაც პრიორიტეტი სხვა რამეებს ენიჭება

თუმცა კომუნიკაციების გამოცვლა და ინფრასტრუქტურის განვითარება ზუსტადაც რომ წინაპირობაა მაგ სფეროს აღორძინებისაც

რატო უნდა ვყიდულობდეთ ხორცის კონსერვს (ტუშონკას) სომხეთში ნაწარმოებს?

რა სირთულეა მაგის გამოშვება?

არა, ქართველმა ბიზნესმენებმა კაფე უნდა გახსნან, ტაქსოპარკი უნდა გააკეთონ და შაურმის აპარატი დადგან,

######### სოფლმხედველობა

Posted by: nanka_iuristka 20 Nov 2007, 16:07
sts110

colgate wink.gif + orbit tongue.gif


გირჩევ გასინჯო და ნუ პანიკდები სუნის გმაო....

მასე გუდის ყველს ვინც ჭამს იმან რაღა ქნას? smile.gif))

ან ხაშისტებმა? აგერ ჩვენი ხორხიტო ხაშის მოყვარული......

დამიდასტურებს ჩვენი დიპლომატპარკინგი....

sts110

ე ბიჭო ქარხნის ყველს ვყიდულობო და აჯიკის სუნზე გაქვს რეაქციები? smile.gif

მართლა ლოლ რა.....

Posted by: nanka_iuristka 20 Nov 2007, 16:11
შაბეშა

მე არ ვამბობ ცუდი თქო მარა ხომ ბევრად მძაფრია ვიდრე ვთქვათ აჯიკის?

ხოდა ეხლა გული რომ მისდით ზოგიერთებს აჯიკის სუნზე ხო აზრობ ხაშის სუნზე რა დაემართებათ? smile.gif))

და თურმე ქარხნის ყველს საერთოდ სუნი არ ააქვს.......

ესეთი მაზალო რამე პირველად გავიგე smile.gif)))

Posted by: djindjidrinji 20 Nov 2007, 16:24
ხ ო რ ხ ე
QUOTE
რატო უნდა ვყიდულობდეთ ხორცის კონსერვს (ტუშონკას) სომხეთში ნაწარმოებს?

რა სირთულეა მაგის გამოშვება?


ეგრეც არაა მამენტ, თუ იმის შემოტანა უფრო იაფი გიჯდება ვიდრე გამოშვება, რაღატო უნდა გამოუშვა?

თან არ დაგავიწყდეს, რომ "ვეტეოს" თავის კვოტები აქვს და რაღაც კვერცხობები.

ისე, ფული თუ გაქვს ადამიანს, ერთი ნავაროჩენი ფერმა უნდა "მოაწყო".

უბედურება რაშია იცი? აი გლეხი რო ძროხებს გაყიდის, ლიშ ბი ბიჭი "უმაღლესში" მოაწყოს სადმე, გაიოზ ფეხმყრალიშვილის სახელობის ინსტიტუტში იურიდიულზე. იმის მაგივრად რომ რაც იცის ასწავლოს და ოჯახური მეურნეობები ჩამოყალიბდეს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოდის ეგ იდიოტიზმი.

Posted by: ხორხე 20 Nov 2007, 16:37
ნანკა იურისტკა ფლირტაობს !


djindjidrinji

QUOTE
ეგრეც არაა მამენტ, თუ იმის შემოტანა უფრო იაფი გიჯდება ვიდრე გამოშვება, რაღატო უნდა გამოუშვა?


ილიას ქონდა ჯერ კიდევ მაშინ მოსაზრება რომ ხორბლის საქართველოში მოყვანა წამგებიანი იყო და ხორბლეულის ადგილზე შეიძლებოდა სხვა კულტურების განაშენება, იმის რაც უფრო იაფი ჯდებოდა იმპორტულთან შედარებით,

სწორედ მაგიტომაა გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება დასათვლელი

მითუფრო რომ საქართველო პატარა ბაზარია და ნებისმიერმა საწარმო აუცილებლად უნდა იყოს ორიენტირებული ექსპორტზე



QUOTE
ისე, ფული თუ გაქვს ადამიანს, ერთი ნავაროჩენი ფერმა უნდა "მოაწყო".

ემაგ ნავაროჩენ ფერმას, თავისი ნავაროჩენი ძროხებით რამოდენიმე მილიონი დაჭირდება, თან არა ერთი და ორი

QUOTE
უბედურება რაშია იცი? აი გლეხი რო ძროხებს გაყიდის, ლიშ ბი ბიჭი "უმაღლესში" მოაწყოს სადმე, გაიოზ ფეხმყრალიშვილის სახელობის ინსტიტუტში იურიდიულზე. იმის მაგივრად რომ რაც იცის ასწავლოს და ოჯახური მეურნეობები ჩამოყალიბდეს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოდის ეგ იდიოტიზმი.

კომუნიზმის დროს ათს რო აკეთებდი ცხრა სახელმწიფოს მიქონდა, კერძო საკუთრების არარსებობის გამო ქალაქში მუშაობა შედარებით ადვილი იყო, ამიტომ მორბოდნენ, ეხლა ტექნიკური განათლებების მისაღებ შკოლებს ვესალმები ძაან ბევრი ხელებით


ახალციხის რაიონშიო უნივერსიტეტს აუქმებენო და გაიხსნა ხალხი შუაზე, თან რა ფაკულტეტები იყო იცი? "საერთაშორისო ბიზნესის ადმინინისტირება და მართვა" "საეტთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობები", "პიარ კურსი" და ა.შ biggrin.gif

იბიომატ ასწავლე რა ადამიანს კარტოფილის მოყვანის თავისებურებები, ფერმერული საწარმოს მოწყობის სპეციფიკა,

ელემენტალურად, ძაან მარტივად

არის ეგეთი ბიო გაზი, ძალიან რეალური და იოლი გასაკეთებელია, საქონლის ნაკელს ინახავ დიდ რეზერვუარში (ნუ ადამიანისაც მოჟნა biggrin.gif ) რაღაცა დრო უნდა გააჩერო და იქმნება ჩვეულებრივი გაზი, როთიც შესაძლებელია გათბობაც, და სხვა პირობების გაუმჯობესებაც


თან ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ


Posted by: djindjidrinji 20 Nov 2007, 16:46
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ილიას ქონდა ჯერ კიდევ მაშინ მოსაზრება


მადლობთ შედარებისთვის, გავწითლდი biggrin.gif

QUOTE
ემაგ ნავაროჩენ ფერმას, თავისი ნავაროჩენი ძროხებით რამოდენიმე მილიონი დაჭირდება, თან არა ერთი და ორი


ფული თუ გაქვს, მაგ შემთხვევაში თქვა ილიამ. ის არ მითქვამს, ერთჯერად ჩაის პარკებს თუ არ ინახავ მეთქი biggrin.gif

ისე აგრარული სფეროს დეველოპმენტი (დიპლომატპარკინგი არ წაიკითხო), ძაან საინტერესოა საქართველოში რა. აი ძალიან. სამწუხაროდ სათანადო განათლებას აქ ვერც მიიღებ და პო ხოდუ "სოფლელობა" ხო გრეხია, არ დაგავიწყდეს.

ყველას რაც შეეხება:

აი რა მოხდება საქართველოში "არაქართული" ყველი რომ გამოუშვა? დანიას თუ შეუძლია ფეტას და მოცარელას გამოშვება, აქ რატომ არის ეს შეუძლებელი?

ყველა ყველზე არ მაქვს საუბარი, მარა აი პრიმიტიული პაპსა ყველები...

Posted by: ხორხე 20 Nov 2007, 16:49
djindjidrinji


რას ამბობ

კახელმა გლეხმა ვაზი გაჩეხაო და ტანზე იხევდა ტანსაცმელს ნახევარი საქართველო

ვაზის ქვეყანა ვართო biggrin.gif

და მოცარელა რო გამოუშვან ეროვნული თვითმყოფადობის მტრობაში ჩაუთვლიან და პროტესტის ნიშნად საწარმოს წინ აქციებს ჩაატარებენ

Posted by: djindjidrinji 20 Nov 2007, 16:57
ხ ო რ ხ ე

არადა ვაზი ეგერ ძალით გააჩეხინეს ბულგარელებს, ხო გინდოდათ იევროპაო, ხოდა დავაი გაჩეხეთო ეხლაო, არ გაქვთო ამდენის წარმოების უფლებაო. დაჟე სახლში დასალევადო. ხოდა ბულგარელებს რომ კითხო, მაგათი ღვინოა მსოფლიოში საუკეთესო. ისევე როგორც ქართველებს ქართული გონიათ.

ხოდა, ისე მაკდონალდსს შეეგუა ხინკლის და ხაჭაპურის ქვეყანა, ანალოგიურად შეეგუება სულგუნის ქვეყანა მოცარელას.

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Nov 2007, 17:06
QUOTE (djindjidrinji @ 20 Nov 2007, 14:57 )
ნის წარმოების უფლებაო. დაჟე სახლში დასალევადო. ხოდა ბულგარელებს რომ კითხო, მაგათი ღვინოა მსოფლიოში საუკეთესო. ისევე როგორც ქართველებს ქართული გონიათ.

ბულგარელებმა ერთი ადგილი მიაყენონ. ტოჟე მნე ვინადელები-
მთელი მათი მევენახეობა რქაწითელზე ზის. თავისი რა აქვთ, ნეტა?
eek.gif

Posted by: djindjidrinji 20 Nov 2007, 17:06
stereo_tipsha
QUOTE
წარმოდგენა გაქვთ რა განსხავვებაა ჭყინტ და სულგუნ ყველს შორის??


ჭყინტი და სულგუნი არ ვიცი მე, სამაგიეროდ წარმოდგენა გვაქვს რომ თუ 10 , ჯანდაბას 15 წუთის განმავლობაში სტეროტიპშა არ დადებს ყველის რეცეპტს, ფორუმის მაღალი სასამართლო სამი თვით მიგისჯის წითლად პოსტვას.
* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
ბულგარელებმა ერთი ადგილი მიაყენონ.


კაი, სადაც ბულგარელს ვნახავ, აუცილებლად შევუთვლი biggrin.gif

Posted by: stereo_tipsha 20 Nov 2007, 17:10
ოკ,,ოკ,,,,წარმოვადგენ.....
მოკლედ, სულგუნი ყველი იგივე ჭყინტი ყველია, ოღონდ მოხარშული, თუმცა ახალი ჭყინტი ყველი უნდა იყოს და არა დამარილებული და ძველი...........
ახალ ჭყინტ ყველს ჭრიან გრზელ ზოლებად, ადUრებულ წყალში ყრიან და ყველი რომ იხარშება, გამოდის ერთი გუნდა ყველის (უკვე სულგუნი) თუმცა პირველად ძალიან რბილია, და მერე მარილს აყრიან და მაგრდება...თუ კითხვები გექნებათ, გიპასუხებთsmile.gif))))))

Posted by: sts110 20 Nov 2007, 18:14
QUOTE (nanka_iuristka @ 20 Nov 2007, 15:07 )
sts110

colgate wink.gif + orbit tongue.gif


გირჩევ გასინჯო და ნუ პანიკდები სუნის გმაო....

მასე გუდის ყველს ვინც ჭამს იმან რაღა ქნას? smile.gif))

ან ხაშისტებმა? აგერ ჩვენი ხორხიტო ხაშის მოყვარული......

დამიდასტურებს ჩვენი დიპლომატპარკინგი....

sts110

ე ბიჭო ქარხნის ყველს ვყიდულობო და აჯიკის სუნზე გაქვს რეაქციები? smile.gif

მართლა ლოლ რა.....

სასიამოვნო საურთიერთო იქნები აჯიკის ჭამის მერე, ტანში გამაჟრიალა რო წარმოვიდგინე, მთელი დღე არ გადის აჯიკის სუნი თუ ნამდვილი მეგრული ცხარე აჯიკაა იმ შემთხვევაში რათქმაუნდა, ტრუხა აჯიკას მიირთმევ ალბათ შენ ვაი მეგრულს და გგონია რო ცხარეა, ქარხნის ყველი არაფერ სუნს არ ტოვებს ერთ ან ნახევარ ორბიტს თუ მიირთმევ და საღეჭი რეზინის გარეშეც არ ტოვებს სუნს აჯიკისგან განსხვავებით, ერევნის სითხე მიაყოლე ხოლმე ერთი შათი და გაანეიტრალებს ალბათ

Posted by: djindjidrinji 20 Nov 2007, 18:27
stereo_tipsha
QUOTE
თუ კითხვები გექნებათ, გიპასუხებთ


ჭყინტი ყველი როგორ გავაკეთოთ? სახლის პირობებში შეიძლება?

Posted by: stereo_tipsha 20 Nov 2007, 18:31
კი, შეიძლება,,,ოღონდ უნდა გქონდეს ე.წ. კვეთი, ანუ რასაც რძეში ჩაასხამ და რძეს იმ ამსად აქცევს, საიდანაც ყველი გამოვა....ეს კვეთი იყიდება, ფხვნილისებრი მასააა....რძეში ჩაყრი,რძე აიჭრება, დადგამ ნელ ცეცხლზე და ამოიყვან ჭყინტ ყველს..ამომწურავი პასუხია???

Posted by: Peppi 20 Nov 2007, 19:19
stereo_tipsha
QUOTE
და ყველი რომ იხარშება, გამოდის ერთი გუნდა ყველის

yes.gif ამას ემატება გადაზელა და მორევა, რომ სულგუნს ფენები ქონდეს, ანუ ფურცელ-ფურცელ იხლიჩებოდეს, ისე რძეშიც ხარშავენ მემგონი

Posted by: djindjidrinji 20 Nov 2007, 19:20
stereo_tipsha
QUOTE
ამომწურავი პასუხია???


არა biggrin.gif

QUOTE
ეს კვეთი იყიდება


სად?

Posted by: ikebana 20 Nov 2007, 19:24
djindjidrinji
wow.gif
სახლში გინდა ყველის ამოყვანა?

კვეთი ან პეპსინი. არ დავინტერესებულვარ, მარა პროდუქტების მარკეტში შეიძლება იყოს.
ადრე ბაზარში იყიდებოდა, მარა სადაა.

Posted by: djindjidrinji 20 Nov 2007, 19:28
ikebana
QUOTE
სახლში გინდა ყველის ამოყვანა?


რავი, თუ ძაან რთული არაა, რატომაც არა? რთულია? :იდიოტი:

Posted by: ikebana 20 Nov 2007, 19:36
djindjidrinji
QUOTE
რთულია?

ნწუ, მე გამიკეთებია სოფელში.
პრინციპი ასეთია: კვეთი ანუ პეპსინი არის ფერმენტი (კუჭშიც ეს ფერმენტი მოქმედებს) და ხდება რძის აჭრასავით რა, შრატი ცალკე გამოიყოფა, დანარჩენი ნაწილები კი ხელით შრატშივე გროვდება. თავს უყრიან ერთად და ამას ქვია ყველის ამოყვანა smile.gif

არც ისე ძნელია smile.gif

Posted by: ShadowCat 20 Nov 2007, 19:39
djindjidrinji
უხხ.. რატომ არ გააგრძელეთ შენ და ხორხემ სოფლის მეურნეობის განვითარების ბიზნეს-გეგმაზე საუბარი? mo.gif

მეთქი, დავსპლიტავ და ცალკე თემად გავუშვებთქო mo.gif

(არ ვხუმრობ no.gif)

stereo_tipsha
საღოლ! up.gif

Posted by: Camel 20 Nov 2007, 19:39
ყველის ყივილი. ყოვლად ყველი. ყველი ყელში.

Posted by: ShadowCat 20 Nov 2007, 20:29
Camel
უხ.. აი, უკან რომაა, ფონად რომ მოჩანს...

რა ლამაზად იყურება! mo.gif

Posted by: Breaky 20 Nov 2007, 21:30
djindjidrinji
ikebana

პეპსინი აფთიაქებშია, აი იმათში, წამლებს რომლებშიც ამზადებენ. ერთ-ერთი ეგეთი მერიასთან იყო, მიწისქვეშაში და დახურეს,
მეორე ვიცი თამარ მეფის ქუჩაზე.

Posted by: stereo_tipsha 21 Nov 2007, 15:51
QUOTE (Peppi @ 20 Nov 2007, 19:19 )
ისე რძეშიც ხარშავენ მემგონი

რძეში ნაღდად არ ხარშავენ,,.............

Posted by: annak 21 Nov 2007, 15:55
djindjidrinji
QUOTE
ჭყინტი ყველი როგორ გავაკეთოთ? სახლის პირობებში შეიძლება

ნატურალური რძე გჭირდება. მე მიყურებია როგორ აკეთებენ ყველს რაჭაში. რთული არ არის ნამდვილად.
მეც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ყველს სახლში.

Posted by: ხორხე 21 Nov 2007, 15:59
შედოუმ აღიარა ჩემი შორს მჭვრეტი თვალი და სტრატეგიული დაგეგმარების ნიჭი yes.gif

Posted by: ShadowCat 21 Nov 2007, 22:06
ხ ო რ ხ ე
შედოუმ აღიარა, რომ ძალიან სახალისო და, რაც მთავარია, საინტერესო დიალოგი იყო შენსა და ჯინჯის შორის (პეპიც ჩაერთო) და ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნებოდა ასეთი თემა mo.gif

Posted by: ხორხე 22 Nov 2007, 07:15
ShadowCat
სახალისოა ის რომ სოფლის მეურნეობა როგორც დარგი აღარ არსებობს? და ამ სფეროში იქმნება დაახლოებით 1 პროცენტი იმ რაოდენობისა რაც საქართველოს ჭირდება? და ისეთი უნიფხვოები (უკაცრავად) აღმოვჩნდით რომ საკუთარ ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ ხო?
ეგააა სახალისო?

დიდება შენდა ღმერთო
ჰალილუია

Posted by: enoka50 24 Nov 2007, 12:44
ყველაზე მაგარი ყველები შვეიცარიული ყველები არის.... მგონი 80 მდე სახის სხვადასხვანაირი ყველები აქვთ. ყველაზე მაგრად დნადი ყველი ასწორებსსს

Posted by: ShadowCat 24 Nov 2007, 12:45
enoka50
კხმ...
შეცდომაა - ყველები
სწორია - ყველი
biggrin.gif

Posted by: MEDS 24 Nov 2007, 12:59
ყველზე მაგარი საჭმელი არ არსებობს! ყოველ დილას რომ არ ვჭამო არ წარმომიდგენია ... biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Nov 2007, 15:38
QUOTE (ShadowCat @ 24 Nov 2007, 10:45 )
enoka50
კხმ...
შეცდომაა - ყველები
სწორია - ყველი
biggrin.gif

ნწუ,
სწორია: ყვლები
********************
ვაიმეეე, გავიპარეე... punch.gif

Posted by: homo homini 27 Nov 2007, 16:57
ფეტა!
ბერძნული ყველი.

მე ძალიან მიყვარს

Posted by: abreviatura 11 Dec 2007, 01:20
ფრანგული ბრი. მიყვარს რბილი ყველი.

Posted by: Johnnie Walker 11 Dec 2007, 01:39
Dr_Zuzumbo
QUOTE
ფრანგული ყველები: როკფორი(ცისფერ ობიანი), ბრიე, კამემბერი და შევრე (თეთრობიანი) სამარიაჟო?

ვერ ვჭამ მაგათ.... კამამბერის გარდა. როკფორის არა თუ ჭამა, ყურებაც მიძნელდება, კაცია და გემოვნება biggrin.gif

მიყვარს შვეიცარული (ყ ვ ე ლ ა!) და ჰოლანდიური biggrin.gif

ხო, კიდევ მიყვარს პარმეზანი, სალათზე დასაყრელად smile.gif

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2007, 02:03
QUOTE (abreviatura @ 11 Dec 2007, 01:20 )
ფრანგული ბრი. მიყვარს რბილი ყველი.

კომტე ყველას მირჩევნია.
კომტე და თხის ყველი. კიდე ტომი. ( რა კაცურია )
ფეტაც კაია. მოცარელა - სალათებში.
კამამბერს მაცივარში როგორ გავაჩერებ, ყარს რასაც ქვია.
givi.gif

პარმეზანიც არ მევასის. sad.gif
სულგუნის ფანი ვარ. კარგი იმერული ხო საერთოდ მაგარია ჭადთან.

Posted by: fiesta_eterna 11 Dec 2007, 02:16
მოცარელა მიყვარს, სულგუნს რო გავს, მაგრამ სულგუნზე უფრო წვნიანია და მსუბუქი.
კიდევ, მომწვანო როა, ფრანგული, სახელი აღარ მახსოვს.

Posted by: BadbadGirl 11 Dec 2007, 02:53
ყველანარი ყველი მიყვარს... ობიანის გარდა.
სულგუნი მენატრება მაგრად, მაცარელა სულგუნის შემცვლელიაო არავინ თვას, სად მაცარელა და სად რძიანი ფენებიანი სულგუნი.

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2007, 02:56
BadbadGirl

შენ სადაც ცხოვრობ მაქაური არ ვარგა?

Posted by: BadbadGirl 11 Dec 2007, 02:58
BAUSHKE_
აქ სულგუნი არაა! ისე ჩვეულებრივი გაუდა და სხვა სახეობის ევროპული ყველი იყიდება, ეგენი სულგუნს ვერ შეცვლის!

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2007, 03:55
მსოფლიოს საუკეთესო ყველები

ნაწილი პირველი

უფრო დაწვრილებით იხილეთ

http://marani2.blogspot.com/

user posted image

ამ ყველს ქვია მიმოლეტი (MIMOLETTE). სრული სიგიჟეა. დაახლოებით ორ წელიწადს აძველებენ, მომწიფების მთელი დროის მანძილზე, ყველზე "ზრუნავს" მიკროსკოპული ტკიპა Acarus siro, რომელსაც სპეციალურად სვამენ ყველის ქერქზე. ტკიპა უწვრილეს გასასვლელებს ღრღნის ქერქში, რომლის წყალობითაც ყველი “სუნთქვას” იწყებს. მასთან ერთად ხშირად მუშაობენ მიკროსკოპული ჭიები -ნემატოდები. ტკიპა რომ ერთ ადგილზე არ გაჩერდეს და ყველის მთელ ზედაპირზე იმუშაოს, ბურთს პერიოდულად წმენდენ ჯაგრისით და აბრუნებენ.

user posted image

ესეც ჩვენი ძვირფასი როკფორი. ნამდვილი როქფორის დამზადება მხოლოდ ერთ ადგილას იციან – ისტორიული პროვინციის, რუერჟის (Rouergue) რაიონში. აქ, სადაც მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე მისდევდა მეცხვარეობას, იშვა საოცარი ტექნოლოგია კირქვის მღვიმეებში ცხვრის ყველის დამწიფებისა, რის შედეგადაც ყველში წარმოიქმნება კეთილშობილი ობი.

user posted image

ეს არის რბილი თხის ყველი. მის სირბილეს სხვადასხვა ელფერი შეიძლება ჰქონდეს (თეთრიდან დაწყებული - მუქი ჩალისფერთ დამთავრებული), რაც დამოკიდებულია მომწიფების დროზე. ქერქი ხავერდოვანია და როგორც წესი ხორკლებითაა დაფარული. ბუნებრივია, როკამადურს თხის რძის მსუბუქი სუნი ასდის. გემო მით უფრო მძაფრია, რაც უფრო დიდხანს ძველდებოდა იგი.

ხო მართლა, პირველი ორი ყველი მიჭამია, როკფორი ძალიან ბევრჯერ, ისევე როგორც ბევრ ჩვენთაგანს. შემიძლია გითხრათ, პირველი ყველი (მიმოლეტი) ნამდვილი შედევრია. როკამადური არ გამისინჯავს, თუმცა ზუსტად წარმომიდგენია როგორია, იმიტო რო მისი უახლოესი ბიძაშვილის გემო მახსოვს კარგად, რონის ხეობიდან, პიკოდონი ქვია, ისიც თხისაა და დაახლოებით იგივე ტექნოლოგიით მზადდება.

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2007, 03:59
gabarzgaleba

ძაან მაგარია მიმოლეტი. დამავიწყდა. როკფორი ისე რა მიყვარს. პიკოდონი არ გამისინჯავს. ამ ზაფხულს გავსინჯე
ბურგუნდიაში ძაან მაგარი კიდე რა ერქვა არ მახსოვს. იქაურია.
თხის ყველი იყიდება კიდე ნიგვზებით და ქიშმიშით. ძაან უხდება.


wow marani
რა მაგარია


givi.gif

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2007, 04:06
BAUSHKE_
QUOTE
ამ ზაფხულს გავსინჯე
ბურგუნდიაში ძაან მაგარი კიდე რა ერქვა არ მახსოვს. იქაურია.


ეპუასი? ბურგუნდიულებს არ ვიცნობ, აი რონა მესმის. ორი კვირა ვიყავი შარშან და იმენა გამოვყველდი რა... biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2007, 04:10
QUOTE (gabarzgaleba @ 11 Dec 2007, 04:06 )
BAUSHKE_
ეპუასი? ბურგუნდიულებს არ ვიცნობ, აი რონა მესმის. ორი კვირა ვიყავი შარშან და იმენა გამოყველდი რა... biggrin.gif

არა არა რაღაცა სხვა ქვია. კრემივით კონსისტენციაა აქვს კანის შიგნით და პურზე ვუსვამდი.
ნუ, როგორც ბევრი სხვა აქაური ყველი. მაგრამ ძაან გემრიელი იყო.

აუუ, რა ვენახებია ბურგუნდიაში. თან ამიხსნეს ეს cru -ებად დაყოფა რის მიხედვით ხდება.
მერე მარანიც ვნახე. ნამდვილი ბურგუნდიული. ჭკუაზე არ ვიყავ.

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2007, 04:36
BAUSHKE_

ბურგუნდიული კველები განსაკუთრებით მაინტერესებს, იმტო რო ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის რეგიონია მსოფლიოში, ყველი კიდე, მოგეხსენება, ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2007, 04:39
gabarzgaleba
კი, ნამდვილად მომეხსენება. ერთი უნდა ვიკითხო რა ერქვა იმ ყველს. დავპოსტავ.
ეხლა მართლა წავედი.

აბა ჰე. აბა ღვინო. gigi.gif

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2007, 20:07
BAUSHKE_
ხო არაფერი გაგიგია იმ ბურგუნდიული ყველის შესახებ?


Posted by: Blue Note 11 Dec 2007, 22:10
ვაჰ, ვაჰ, ეს რა თემაში გავიჩითე! ფორუმზე კი ვარ დამწყები, მაგრამ ყველის სიყვარულში სტარიკი ვარ. "მითხარი რა ყველი გიყვარს და გეტყვი, ვინ ხარ". ჰოდა, ცოტას გეტყვით.
ბავშვობაში ქართული "ორმანეთიანი" (იყო ეგეთი) ყველი მიყვარდა, მიყვარდა სულგუნი (განსაკუთრებით ერბო კერცხთან ერთად შემწვარი). მაგრამ ჩემპიონი თუშური გუდის ყველი იყო. ამით განებივრებული ვიყავი - კახეთში ხშირად მიწევდა ჩასვლა და იქაურ ყველის მოვაჭრეებთანაც გაშინაურებული ვიყავი. ერთი ნაცნობი გვყავდა, გიორგი ერქვა, ძირითადად იმისგან ვყიდულობდით გუდის ყველს. ალვანიდან ჩამოსდიოდა. თვითონვე გვატყობინებდა, როცა განსაკუთრებით კარგი ყველი ჩამოუვიდოდა.
ლამის ნახევარი ბავშვობა გუდის ყველით და შოთი პურით ხელში გავატარე (მეორე ხელში ხან რა მეჭირა, ხან - რა) smile.gif .
ე.წ. ჰოლანდიური და შვეიცარიული ყველები მაინც და მაინც არ მხიბლავდა. ისე, გაჭირვების ჟამს გეახლეობოდით. ამა მერე გავუგე გემო.
მერე და მერე ავმოძრავდი. აქა-იქ ვიმოგზაურე. ევროპული ყველებიც ახლოდან გავიცანი.
როგორც ალბათ ატყობთ, ამ თემას, ჩემი მემუარების ერთი ტომი მაინც დაეთმობა, მაგრამ ახლა მოკლედ მოვამთავრებ.
მიყვარს მაგარი, დაძველებული ყველები. უფრო ცხვრის და თხის (გუდის ყველშიც საკმაოდ ურევია თხის რძე).
ჩემი ჩემპიონია ესპანური ცხვრის ყველი მანჩეგო. ღვთაებრივი გემო აქვს და, რაც მთავარია, დონ კიხოტის სამშობლოში, ლა მანჩაში მზადდება. მანჩეგოს ჰგავს იტალიური პეკორინო, რომლის მრავალი სახეობა არსებობს. განსაკუთრებით მიყვარს დაძველებული პეკორინო. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა პეკორინო რომანო. გუდას მაგონებს და ალბათ იმიტომ. ძალიან კარგია ინგლისური ჩედარი და სტილტონი.
ძალიან მაგარია შვეიცარიული გრიერი, შვეიცარიული ემენტალერი, ბავარიული ბერგკეზე.
საფრანგეთზე უკვე ცალკე თემაა გასახსნელი. როკფორი ერთ დროს ძალიან მიყვარდა. განსაკუთრებით მაგარია დესერტებში. მაგალითად, მსხალთან ერთად შემწვარი...
აქ წერტილი უნდა დავსვა. მომშივდა. უნდა ვნახო მაცივარში რა მაქვს smile.gif .
(სხვათა შორის თუშური გუდის ყველის შენახვის ტრადიციული მეთოდი თუ გაინტერესებთ ვინმეს, შემახსენეთ)

Posted by: tamunia_ch 11 Dec 2007, 22:19
მიყვარს ნებისმიერი საის ყველი...

ძალიან მიყვარს თაფლიანი და ყველიანი პურის ჭამა.
ყველი არის ერთადერთი რამ რისი მიტანებაც შემიძლია ნებისმიერ საჭმელთან ერთად wink.gif

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2007, 22:22
Blue Note
QUOTE
მიყვარს მაგარი, დაძველებული ყველები. უფრო ცხვრის და თხის (გუდის ყველშიც საკმაოდ ურევია თხის რძე).


აი მეც მანდა ვარ. მეც ძაან მიყვარს

QUOTE
ჩემი ჩემპიონია ესპანური ცხვრის ყველი მანჩეგო.


ეგ მეც მაინტერესებს, არ მიჭამია.

QUOTE
ჩედარი და სტილტონი.


თუ მანჩეგო სერვანტესია ყველებში, ეგ ორი ჩოსერი და სტივენსონია biggrin.gif

Posted by: Sharky 11 Dec 2007, 23:07
SedoySedoy
QUOTE
არის თუ არა საქართველოში თხის ყველის კულტურა?
სად?
ყველი სად ვიშოვო?

ახლა გაგიჭირდება wink.gif გამშრალია ახლა თხები biggrin.gif და გაზაფხულიდან თუ გიყვარს და გინდა - გაშოვნინებ, მყავს ერთი კაცი მაგ ანბავში...

Posted by: ShadowCat 11 Dec 2007, 23:18
Blue Note
QUOTE
აქ წერტილი უნდა დავსვა. მომშივდა.

lol.gif
შენ კიდევ ხშირად ჩავარდები ასეთ დღეში gigi.gif

tamunia_ch
QUOTE
ყველი არის ერთადერთი რამ რისი მიტანებაც შემიძლია ნებისმიერ საჭმელთან ერთად 

ყავასთან მიგიტანებია? user.gif

Posted by: Blue Note 11 Dec 2007, 23:22
gabarzgaleba
მანჩეგო გემოთი საკმაოდ ჰგავს პეკორინოს. გარედან შავი ან მომწვანო-მოყავისფრო კანით არის დაფაროული. როგორც ბევრი ყველი, ამასაც ბუნებრივ გამოქვებულებში აძველებენ. რიოხასთან მაგას არაფერი ჯობია biggrin.gif

Posted by: ShadowCat 11 Dec 2007, 23:23
Blue Note
QUOTE
რიოხასთან

ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!

ზნაჩიტ, მომიწევს მაგ ყველის გასინჯვა - რიოჰას ხათრით biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2007, 23:37
Blue Note
QUOTE
რიოხასთან მაგას არაფერი ჯობია


გეთანხმები, ალბათ კარგი იქნება, რადგან დაძველებული ყველია. მარა ეჭვი მაქვს, რო მაგ ლამანჩურ ყველთან უფრო საინტერესო იქნება თავად ლამანჩური ტემპრანილიოები და არა რიოხული. რავი... თუმცა არაერთ პროფესიულ შეხამებაში მინახავს მანჩეგო და რიოხა (საიტებზეც და წიგნებშიც).

აი თუნდაც აქ smile.gif
http://www.nataliemaclean.com/matcher/results.asp?type=wine&id=275

Posted by: tamunia_ch 11 Dec 2007, 23:41
ShadowCat
QUOTE
ყავასთან მიგიტანებია?

yes.gif
უგემრიელესია. . . :მნია: :მნია:

Posted by: fiesta_eterna 12 Dec 2007, 00:23
QUOTE (gabarzgaleba @ 11 Dec 2007, 03:55 )
მსოფლიოს საუკეთესო ყველები

ნაწილი პირველი

უფრო დაწვრილებით იხილეთ

http://marani2.blogspot.com/

user posted image

ამ ყველს ქვია მიმოლეტი (MIMOLETTE). სრული სიგიჟეა. დაახლოებით ორ წელიწადს აძველებენ, მომწიფების მთელი დროის მანძილზე, ყველზე "ზრუნავს" მიკროსკოპული ტკიპა Acarus siro, რომელსაც სპეციალურად სვამენ ყველის ქერქზე. ტკიპა უწვრილეს გასასვლელებს ღრღნის ქერქში, რომლის წყალობითაც ყველი “სუნთქვას” იწყებს. მასთან ერთად ხშირად მუშაობენ მიკროსკოპული ჭიები -ნემატოდები. ტკიპა რომ ერთ ადგილზე არ გაჩერდეს და ყველის მთელ ზედაპირზე იმუშაოს, ბურთს პერიოდულად წმენდენ ჯაგრისით და აბრუნებენ.

user posted image

ესეც ჩვენი ძვირფასი როკფორი. ნამდვილი როქფორის დამზადება მხოლოდ ერთ ადგილას იციან – ისტორიული პროვინციის, რუერჟის (Rouergue) რაიონში. აქ, სადაც მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე მისდევდა მეცხვარეობას, იშვა საოცარი ტექნოლოგია კირქვის მღვიმეებში ცხვრის ყველის დამწიფებისა, რის შედეგადაც ყველში წარმოიქმნება კეთილშობილი ობი.

user posted image

ეს არის რბილი თხის ყველი. მის სირბილეს სხვადასხვა ელფერი შეიძლება ჰქონდეს (თეთრიდან დაწყებული - მუქი ჩალისფერთ დამთავრებული), რაც დამოკიდებულია მომწიფების დროზე. ქერქი ხავერდოვანია და როგორც წესი ხორკლებითაა დაფარული. ბუნებრივია, როკამადურს თხის რძის მსუბუქი სუნი ასდის. გემო მით უფრო მძაფრია, რაც უფრო დიდხანს ძველდებოდა იგი.

ხო მართლა, პირველი ორი ყველი მიჭამია, როკფორი ძალიან ბევრჯერ, ისევე როგორც ბევრ ჩვენთაგანს. შემიძლია გითხრათ, პირველი ყველი (მიმოლეტი) ნამდვილი შედევრია. როკამადური არ გამისინჯავს, თუმცა ზუსტად წარმომიდგენია როგორია, იმიტო რო მისი უახლოესი ბიძაშვილის გემო მახსოვს კარგად, რონის ხეობიდან, პიკოდონი ქვია, ისიც თხისაა და დაახლოებით იგივე ტექნოლოგიით მზადდება.

ამ კვახის ფერ MIMOLETTE-ს რო ვუყურერ, ასე მგონია უნდა იყოს რაღაც არაამქვეყნიური ნეტარება ! ჩემი ბიძაშვილი სწავლობს საფრანგეთში დამოვკდები რო არ გამოვაგზავნინო help.gif

Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2007, 00:26
QUOTE (gabarzgaleba @ 11 Dec 2007, 20:07 )
BAUSHKE_
ხო არაფერი გაგიგია იმ ბურგუნდიული ყველის შესახებ?

არა, უნდა დავრეკო და მეზარება ეხლა ლაი ლაი. givi.gif
არადა წეღან დახლებს კარგად დავუარე, იქნებ ვიპოვო რა ქვია თქო და არა, შენც არ მომიკვდე.
givi.gif არ იყო


წავედი ეხლა მე, ვიცი ჩრდილოვან ნერვებზე ვთამაშობ.

ფიესტა მიმოლეტი ვიყიდე ბარე არ მინდოდა მეთქვა მაგრამ მაიძულე tongue.gif


Posted by: gabarzgaleba 12 Dec 2007, 00:53
BAUSHKE_
QUOTE
ფიესტა მიმოლეტი ვიყიდე ბარე არ მინდოდა მეთქვა მაგრამ მაიძულე


მიხარია, გილოცავ, როდესმე ერთადაც მოვულხენთ და დავაყოლებთ ზედ რომელიმე კარგ ბორდოს ღვინოს.

Posted by: fiesta_eterna 12 Dec 2007, 00:55
BAUSHKE_
QUOTE
ფიესტა მიმოლეტი ვიყიდე ბარე არ მინდოდა მეთქვა მაგრამ მაიძულე

გავგიჟდებო რო არ თქვა როგორ გემო აქვს!!!! cry.gif

Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2007, 01:12
QUOTE (gabarzgaleba @ 12 Dec 2007, 00:53 )
BAUSHKE_
QUOTE
ფიესტა მიმოლეტი ვიყიდე ბარე არ მინდოდა მეთქვა მაგრამ მაიძულე


მიხარია, გილოცავ, როდესმე ერთადაც მოვულხენთ და დავაყოლებთ ზედ რომელიმე კარგ ბორდოს ღვინოს.

აჰა თურმე ბორდო უხდება მიმოლეტს.
გასაგებია.

ფიესტა რო ჩამოვალ ჩამოგიტან და გაფიესტებ.

Posted by: gabarzgaleba 12 Dec 2007, 01:23
BAUSHKE_
QUOTE
აჰა თურმე ბორდო უხდება მიმოლეტს.
გასაგებია.


არამხოლოდ, სადესერტო ღვინოებიც კი უხდება, როგორც სპეცები ამბობენ, პორტვეინებიც.

fiesta_eterna

QUOTE
გავგიჟდებო რო არ თქვა როგორ გემო აქვს!!!!


ყველის დეგუსტატორები მის გემოს ნიგვზის მსუბუქი ტონებით ახასიათებენ და სუნელების რბილი გემოთი. მე გემო კარგად არ მახსოვს, ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვჭამე და ზაან გამიჭირდება გახსნება, როცა ჩავიგდებ ხელში, ტეტალურად აღვწერ biggrin.gif

Posted by: fiesta_eterna 12 Dec 2007, 01:27
gabarzgaleba
აუუუ, ნიგვზის ტონები და სუნელებიოო... რა იქნება?! მოკლედ ადამიანივით შემიყვარდა ეს ყველი user.gif


BAUSHKE_
QUOTE
ფიესტა რო ჩამოვალ ჩამოგიტან და გაფიესტებ.

გაიხარე biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2007, 01:56
gabarzgaleba
კარგი ხო, შენც წამოგიღებ.

Posted by: gabarzgaleba 12 Dec 2007, 01:59
BAUSHKE_

2kiss.gif უაუუ. ღვინოები ჩემზე იყოს. smile.gif

Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2007, 02:03
fiesta_eterna
gabarzgaleba

ის მაინც ვიცოდე, როდის მოვდივარ. sad.gif

სადაური ღვინოები გაბარძგალებავ ?

Posted by: gabarzgaleba 12 Dec 2007, 02:13
BAUSHKE_

QUOTE
ის მაინც ვიცოდე, როდის მოვდივარ. 

სადაური ღვინოები გაბარძგალებავ ?


სადაურსაც იტყვი, თუმცა მაგას ფრანგულები მოუხდება. ძირითადად ბორდოს მამალი ღვინოები და რონის მხარის შატონეფ დუ პაპი. ქართულიც შეგვიძლია რამე ვცადოთ. რაღაც თეთრი ღვინოებიც წავა.

Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2007, 02:24
gabarzgaleba
ჰმ, საფრანგეთიდან ჩამოსულმა ქალმა ფრანგული ღვინო შენ როგორ მოგთხოვო. სადაა ნამუსი. gigi.gif

რონის ღვინო ნამდვილად არ გამისინჯავს.

პ. ს. კომტე მაინც სულ სხვაა.

Posted by: gabarzgaleba 12 Dec 2007, 02:36
BAUSHKE_
QUOTE
პ. ს. კომტე მაინც სულ სხვაა.


რომელი პიშონ ლონგევილი, ლალანდის კონტესა?

Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2007, 02:50
QUOTE (gabarzgaleba @ 12 Dec 2007, 02:36 )
BAUSHKE_
QUOTE
პ. ს. კომტე მაინც სულ სხვაა.


რომელი პიშონ ლონგევილი, ლალანდის კონტესა?

არა, ააარა
ყველი კომტე.


comté

NB NB NBA
პ-ს გარეშე იწერება. აქვე ჩავასწორე.

Posted by: gabarzgaleba 12 Dec 2007, 02:58
BAUSHKE_

უი, მეთქი ისევ ღვინოზე აგრძელებდი. ხო ეგ ვიცი. ბოლობოლო მაგის სახელი "პ"-თი იწერება თუ პ გარეშე.

http://www.comte.com/

QUOTE
NB NB NBA
პ-ს გარეშე იწერება. აქვე ჩავასწორე.


რავი, მემგონი ორივე სწორია, რაღაც ისეთი პირი უჩანს biggrin.gif

Posted by: ShadowCat 12 Dec 2007, 11:27
gabarzgaleba
ღვინოებზე თუ გააგრძელებთ საუბარს, შენი ღვინოების თემას შემოვუერთებ ყველს smile.gif
გაწყობს? wink.gif

gabarzgaleba
BAUSHKE_
შეგიძლიათ მიიღოთ ეს, როგორც გაფრთხილება. yes.gif


Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2007, 16:50
ShadowCat

ჩემს დეიდაშვილს ქონდა ეგეთი ტონი ხოლმე ბავშვობიდან და ვუშრობდი სისხლს. აბა რა მექნა. sad.gif 2kiss.gif
* * *
gabarzgaleba

იმ ყველს le délice de Bourgogne ქვია. საზოგადო სახელს გავს და დამავიწყდა. smile.gif

Posted by: gabarzgaleba 12 Dec 2007, 17:59
BAUSHKE_
QUOTE
იმ ყველს le délice de Bourgogne ქვია. საზოგადო სახელს გავს და დამავიწყდა.


ეგ ალბათ აოს (აი ორიჟინ კონტროლეს რო ეძახიან) ყველი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგარია.

Posted by: BAUSHKE_ 12 Dec 2007, 18:06
gabarzgaleba

მაგდენი აღარ ვიცი.
ფრანგულად ლაპარაკობ ?

ეს წაიშლება. smile.gif



Posted by: gabarzgaleba 12 Dec 2007, 22:02
BAUSHKE_
QUOTE
მაგდენი აღარ ვიცი.
ფრანგულად ლაპარაკობ ?


არა რა ფრანგული, მე მხოლოდ იმდენი ფრანგული ვიცი რო ყველაფერი გავიგო ღვინის ბოთლის ეტიკეტიდან. smile.gif

Posted by: Blue Note 13 Dec 2007, 02:15
natali kalandadze
QUOTE
ობიანი ყველები როა ჭამთ იმას?
რო ვხედავ მადა მეკარგება....

აუ, აბიჟაეშ, რა. ობი სიძველის ნიშანია. დაძველების გაერეშე კი ყველი წესიერად გაუზრდელი ღლაპივითაა. ეს საქვეყნოდ ცნობილი როკფორიც განა ობიანი არ არის? ყველაფერი, რასაც ლურჯი მარგალიტები ურევია, ობიანია. თვალები დახუჭე და ისე სცადე.

natali kalandadze
QUOTE
სულგუნი მიყვარს... ღომში ჩაზელილი...

არა, მაინც კარგი გემოვნება გქონია. მაგრამ იტალიელები თავის ღომში (პოლენტაში), საკმაოდ არაჭყინტ და საკმაოდ ობიან ყველებსაც ურევენ. ფანტასტიკო! პარმიჯანოს ხომ ყველაფერს უშვებიან. ასევე ძალიან მაგარია, მაგალითად, პოლენტაში ჩაზელილი შებოლილი სკამორზა (ძალიან ჰგავს მაგარ სულგუნს). მოცარელაც კარგია (მეგრული ბუივოლის სულგუნი პა იტალიანსკი). და, რაც მაგ დალოცვილებს კიდევ ეხერხებათ, პოლენტაში გემოვნების მიხედვით ზეითუნის ზეთიც უნდა იყოს. ჩემს გემოვნებას თუ იკითხავ, უფრო ზეთი პოლენტათი გამომდის biggrin.gif (აუ, რა სახიფათო სფეროს მივადექი!)
სხვათა შორის, ზეითუნის ზეთზე თემა არ არის? დამეხმარეთ ერთი სუფრაზე ახალშემოსწრებულს.
ქართველებისთვის რამდენიმე რამე ვერ მიპატიებია. ერთ-ერთი ისაა, რომ ზეთისხილის კულტურა არა გვაქვს. მეუბნებიან, კლიმატი არ ვარგაო, მაგრამ არ მჯერა. სიზარმაცის ამბავი მგონია უფრო...

Posted by: Peppi 13 Dec 2007, 15:55
ShadowCat
QUOTE
ძმარზე არის, ვაშლის ძმარზე..

მარტო ვაშლისაზე? მე მაქვს სახლში მალინის ძმარი(: უსაზიზღრესი რაღაცაა
. . .

ოხ წიგნი მაქვს ფრანგულ ყველებზე, რა მაგარი რაღაცაა რომ იცოდეთ!! იმით ვხელმძღვანელობ ფრანგული ყველების დაგემოვნებისას. გადაცემების მიყვარს ყველელეულზე, ნუ დაგემოვნებაზე ხომ საერთოდ wink.gif
ისე ეს გამომცემლობა DK ძაან მაგარ წიგნებს უშვებს, მაგათი ფანი ვარsmile.gif

უი ანანასიანი ყველი თუ გიჭამიათ?

Posted by: gabarzgaleba 13 Dec 2007, 16:03
Peppi
QUOTE
უი ანანასიანი ყველი თუ გიჭამიათ?


მაგარია, რამდენიმენაირი სალათი მიჭამია ანანასითა და ყველით.

Posted by: westsider 13 Dec 2007, 16:12
ბრი და კამემბერტი არის ჩემი ცოლის საყვარელი ყველეული
მე ვერ ვიტან რარაც ნიტო გემო აქ
უფრო სოკოს მაგონებს ეგეთი ყველი


აი მოცარელა და ფეტა სულ მიყრია მაცივარში

გაუდა არ მევასება,მაგას ედამერი მირჩევნია უფრო არომატული მეჩვენება მე

ქართულ ყველეულს ჩემი აზრით არაფერი შეედრება
3 წელია უცხოეთში ვარ და პრინციპში ყველა გასინჯული მაქვს თითქმის
ესპანეთშიც ვყოფილვარ და საფრანგეთშიც,ისევე როგორც ჰოლანდიაში


ყველას ტავისებური და არომატული ყველი აქვს
მაგრამ რომ მახსენდება ბებიაჩემის ამოყვანილი ჭყინტი ყველი რაჭაში სულ მავიწყდება ყველანაირი უცხოური სორტები


ქართული ყველი რულზ იმენა 100%
უგემრიელესია
მოცარელა ჩემთვის არის სულგუნის არასრულფასოვანი ჩანაცვლება
შეიძლება იმისთვი ვინც საქართველოში ცხოვრობს და სულ სულგუნს მიირთმევს პირიქით იყოს და ეგზოზიკა უნდოდეს
აი ჩემთვის და ემიგრანტებისთვის მე მგონია რომ აქაური ყველეული უკვე მობეზრებული და გადაღეჭილია
ქართულს არაფერი ჯობია

ის ობიანი ყველი რომ დადეთ მაგის გაკეთების ვიდეო უნდა ნახოტ და პირს არ დააკარებთ მერე
ჭიები რო დაღოღავენ შიგნიტ და მთელი ამბები
ტფუიი
მესმის რო შეიძლება მაგარია მარა ეგ ჩემთვის არაა რა



მშრალ ყველეულობას ძაან უხდება კარგი წითელი ღვინო სასურველია ნახევრად მშრალი ოდნავ მოტკბო
მე როგორც რაჭველი ამ მხრივ ხვანჭკარას ვაყენებ წინ
რა ჯობია ნამდვილ სისხლივით მუქ შAვწითელ და სქელ ხვანჭკარას

* * *
tamunia_ch
QUOTE
ძალიან მიყვარს თაფლიანი და ყველიანი პურის ჭამა. ყველი არის ერთადერთი რამ რისი მიტანებაც შემიძლია ნებისმიერ საჭმელთან ერთად wink.gif

მე მეგონა ასეთი გიჟი მარტო ვიყავი
დიდი სიამოვნებით ვურფე თაფლს და მარიალიან ყველს ერთად
ყავასაც ვატან და ჩაისაც და ისედაც ვჭამ wink.gif
მაგარია

Posted by: ივერა II 13 Dec 2007, 16:21
westsider

QUOTE
მე მეგონა ასეთი გიჟი მარტო ვიყავი
დიდი სიამოვნებით ვურფე თაფლს და მარიალიან ყველს ერთად
ყავასაც ვატან და ჩაისაც და ისედაც ვჭამ
მაგარია


შენ ხალი ხომ არ გაქვს კისერზე? biggrin.gif სამი გიჟი ვართ უკვე. biggrin.gif კარგია. biggrin.gif

Posted by: SuperGirl 13 Dec 2007, 16:23
აუ არ ვიცი დაიწერა თუარა აქ მარა ძაან მაგარი ყველი იყიდება ასათიანზე, ლუწ დღეებშია თუ კენტ დღეებში, იმენა მაგის მერე სხვაგან აღარ იყიდით chups.gif

Posted by: gabarzgaleba 13 Dec 2007, 16:23
ქართულებში თუშური გუდის თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ როცა ნაღდი კამეჩის სულგუნი მახსენდება, ყველაფერი მავიწყდება. არც ერთ ყველს არა აქვს ეგეთი სურნელი, როგორც კამეჩის სულგუნს, ეგეთი თეთრი ფერი ბუნებაში არ არსებობს, კამეჩის სულგუნის როა, ახალი კამეჩის ყველივით ცოცხალი და უსასრულო გემოს მქონე არცერთი ახალი ყველი არაა. ხალამში დავარგებული კამეჩის ყველიც ძალიან მაგარია. არაერთხელ მინახავს ჩემი თვალით კამეჩის ყველის ამოყვანა, ჩემი ბიცოლების ხელით ნაფერები კამეჩის ყველი არაერთხელ დამიგემოვნებია ბავშვობიდან მოყოლებული და ამიტომ, ამ ყველს მე ვერ ვუწოდებ მხოლოდ კამეჩის ყველს, ეს არაა უბრალოდ ყველი, ესაა სიცოცხლის ფსალმუნი, გემოვნების ქება-ქებათა და მოგონებათა ეკლესიასტე. pop.gif biggrin.gif

Posted by: westsider 13 Dec 2007, 16:25
ივერა II
QUOTE
შენ ხალი ხომ არ გაქვს კისერზე? biggrin.gif სამი გიჟი ვართ უკვე. biggrin.gif კარგია. biggrin.gif

biggrin.gif
არა ისა მაქ შეტრუსული lol.gif

სამი გიჟიც შევიკრიბეთ bis.gif

არა მართლა ყველას უკვირს რო დაანახებ ისე
* * *
gabarzgaleba
მასევე უნდა ითქვას მოცარელაზეც
მე მოცარელას ვყიდულობ იტალიურ საყასბოში
იქვე ყველეულიც ულაგიატ ყველგან როგორც წესი
ხოდა არის მოცარელა უბრალო და იაფი 100 გრამი 1.99
და არის კამეჩის 100 გრამი 3.49 ევრო

ნამდვილი მოცარელა არის იმენა კამეჩის და გემოში სულ სხვააა
ათი თავით ჯობს ძროხის მოცარელას
* * *
ივერა II
შენ სად ცხოვრობ?
ჩახვედი თბილისში თუ კიდე უცხოეთში ხარ? smile.gif

Posted by: Gerard 13 Dec 2007, 16:31
სხვისი არ ვიცი მე ქარხნის ყველი მომწონს ძალიან, როგორც ვიცი ნახევრად ცხვრის და ნახევრად ძროხის რძისგან ამზადებენ.
gabarzgaleba
QUOTE
კამეჩის სულგუნს, ეგეთი თეთრი ფერი ბუნებაში არ არსებობს

გამიგია რომ კამეჩის მაწონს აქვს ოდნავ მოლურჯო ფერი და ყველი ტეთრი როგორ გამოდის საინტერესოა

Posted by: tamunia_ch 13 Dec 2007, 16:33
westsider
QUOTE
მე მეგონა ასეთი გიჟი მარტო ვიყავი დიდი სიამოვნებით ვურფე თაფლს და მარიალიან ყველს ერთად ყავასაც ვატან და ჩაისაც და ისედაც ვჭამ wink.gif მაგარია

ჩემნაიროოოო biggrin.gif

მართლა უგემრიელესია yes.gif

Posted by: westsider 13 Dec 2007, 16:34
აქ კამათს აზრი არა აქ
ცუდი ყველი არ არსებობს


მოდით ერთად შევთანხმდეთ რომ ყველი არის ღმერთების საჭმელი
ყველა ყველი კარგია
* * *
tamunia_ch
მასე ვჭამ ასე 7-8 წლიდან
და ყველგან მასე ვითხოვ ხოლმე სუფრაზე
ხოდა გაკვირვებული მაწვდიან კაკ აბიჩნა biggrin.gif

Posted by: Peppi 13 Dec 2007, 16:42
westsider
QUOTE
გაუდა არ მევასება,მაგას ედამერი მირჩევნია უფრო არომატული მეჩვენება მე

გააჩნია მაგათ დაძველებას, თან აბლოპიტურად სხვადასხვაა ჩემთვის.

ახალი და საშუალო ვადიანი დაძველების ედამერი მომწონს, თან ბოტერბროდებზე

ძველ გოუდას კი წითელ ღვინოსთან ბადალი არ ყავს!! ჩემთვის smile.gif

QUOTE
ძალიან მიყვარს თაფლიანი და ყველიანი პურის ჭამა. ყველი არის ერთადერთი რამ რისი მიტანებაც შემიძლია ნებისმიერ საჭმელთან ერთად wink.gif
მე მეგონა ასეთი გიჟი მარტო ვიყავი


მეც , მეც ოღონდ ჩაისთან, უუფ !!!!!!!

Posted by: ივერა II 13 Dec 2007, 16:59
westsider

QUOTE
არა მართლა ყველას უკვირს რო დაანახებ ისე


მე პურზე კარაქი, თაფლი და ზემოდან ყველი მიყვარს და რომ მიყურებენ კაი რეაქცია არავის აქვს. biggrin.gif

QUOTE
შენ სად ცხოვრობ?
ჩახვედი თბილისში თუ კიდე უცხოეთში ხარ?


არა რა თბილისში, სკოტებში ვარ ისევ. biggrin.gif შებოლილი სულგუნი ბოლოს როდის ვჭამე აღარ მახსოვს. თორემ ისე სულგუნს აქ ვინ მაღირსებს და შენი თქმისა არ იყოს, მოცარელაზე და ფეტაზე გადამაქვს ყველის "კივილი" biggrin.gif

Posted by: westsider 13 Dec 2007, 17:06
ივერა II
QUOTE
შენი თქმისა არ იყოს, მოცარელაზე და ფეტაზე გადამაქვს ყველის "კივილი" biggrin.gif

givi.gif
ერთ ბედ ქვეშA ვარტ

სველი ყველეული ცოტაა და აბა რა გინდა სხვა ჭამო
ქართულ ყველს დაცვეული მარტო მშრალ ყველზე ვერ გახვალ იოლად

Posted by: ივერა II 13 Dec 2007, 17:10
westsider

მანდ იქნება კიდე იცი რომელი, თურქებს აქვთ ერთ ლიტრიან რკინის ქილებში ინახავენ, ჰგავს ცოტათი ქართულს. biggrin.gif

Posted by: თელიფინუ 13 Dec 2007, 17:12
QUOTE
მე პურზე კარაქი, თაფლი და ზემოდან ყველი მიყვარს და რომ მიყურებენ კაი რეაქცია არავის აქვს.

+ძეხვი

- Неправильно ты, дядя Федор, бутерброд ешь. Ты его колбасой кверху держишь, а его надо колбасой на язык класть. Тогда вкуснее получится.

...

- Дядя Фёдор, а у тебя только один неправильный бутерброд был?

Posted by: westsider 13 Dec 2007, 17:15
ივერა II
ხო ვიცი
ფეტას გავს მამენტ
მაგას ვყიდულობ მე და ფეტა მგონია და რა ვიცი
პროსტა მარკაა სხვა ტორე იგივე პონტია
დოდონის ფეტაც კაია
* * *
ხო იმას ამბობ რკინის მაღალ ქილაში იყიდება და მრგვალი და ბრტყელი რგოლები აალგია შიგნიტ
კილონახევარია მგონი მარილწყალი და ყველი

Posted by: ივერა II 13 Dec 2007, 17:24
westsider

QUOTE
ხო იმას ამბობ რკინის მაღალ ქილაში იყიდება და მრგვალი და ბრტყელი რგოლები აალგია შიგნიტ
კილონახევარია მგონი მარილწყალი და ყველი


ეგაა ზუსტად და ზოგიერთი აშკარად უკეთესია ფეტაზე. მოსინჯვა უნდა სხვადასხვანაირებია. თურქეთის ყველა რეგიონს არ აქვს კარგი ყველი, მაგრამ არის რამდენიმე რომელიც ძალიან ჰგავს ქართულს. smile.gif

Posted by: westsider 13 Dec 2007, 17:28
ივერა II
ასე 4 ნაირი ქილა იყიდება
მე ყვითელს ვყიდულობ ბევრი ცხიმით
დიეტის დედაც ჯეკ
უცხიმო ყველს გემო არა აქ smile.gif

ესე იგი ეგ ფეტა არაა?
აქამდე ფეტა მეგონა

Posted by: gabarzgaleba 13 Dec 2007, 17:29
ივერა II
QUOTE
ეგაა ზუსტად და ზოგიერთი აშკარად უკეთესია ფეტაზე. მოსინჯვა უნდა სხვადასხვანაირებია. თურქეთის ყველა რეგიონს არ აქვს კარგი ყველი, მაგრამ არის რამდენიმე რომელიც ძალიან ჰგავს ქართულს.


ალბათ უფრო ჩრდილოური რეგიონები არა? ისე, ორჰან ფამუქის ერთი რომანი მაქვს წაკითხული, ყარსში ხდება მოქმედება და ბრინზას მეტს ვაფშე არაფერს ჭამენ.

Posted by: ივერა II 13 Dec 2007, 17:34
westsider

QUOTE
ესე იგი ეგ ფეტა არაა?
აქამდე ფეტა მეგონა


არა, ფეტა არაა ეგ. ფეტა უფრო ბერძნულია და რაღაც სხვანაირია. აქ არის რამდენიმე რომლითაც სასწაული ხაჭაპური გამოდის, ანუ მაგ თურქულით. biggrin.gif


gabarzgaleba

QUOTE
ალბათ უფრო ჩრდილოური რეგიონები არა?


წარმოდგენა არ მაქვს, მე ვეჭვობ, რომ ის ყველი რომელიც უფრო ჰგავს ქართულს, ალბათ ართვინის ანუ ტაო-კლარჯეთი/ლაზიკის რეგიონებიდან არის. smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 13 Dec 2007, 17:40
ჩემი 30 წლის საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრების გამოცდილებიდან მოგახსენებთ, რომ სახაჭაპურე ყველებიდან ერთი თავით მაღლა დგას ყველა სხვა ყველზე კვიპროსული "ჰალუმი"(ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რომ საქართველოშიც კი არ მოიძებნება ჰალუმიზე უკეთესი)

ძვირია კია, მაგრამ ნაღდადა ღირს მისი გასინჯვა. თუ ცომისათვის "დურუმის" ფქვილსაც იხმართ გარწმუნებთ, რომ საქართველოში მაგრა უნდა მოინდომოს ვინმემ, რომ უკეთესი გააკეთოს.

P.S.
დათო, შეიძლება ერთი და იგივეზეც ვლაპარაკობთ- თურქეთშიც ამზადებენ მგონი ჰალუმის.
ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არა ჰგავს გემოთი არც ფეტას და არც ბრინზას

Posted by: cesdeba 13 Dec 2007, 17:56
ფეტა მიყვარს და დეიდაჩემი რომ წალკიდან ყველს მიგზავნის, იმას ვერაფერს შევადარებ ამქვეყნად yes.gif

Posted by: fiesta_eterna 13 Dec 2007, 21:31
მე გამისინჯავს ალვანური გუდის ყველი, საერთოდ არ ქონდა სუნი! საერთოდ! ისეთი ცხიმიანი და გემრიელი იყო ჭოპორტის პამიდორთან და დედას პურთან ერთაააააად....... უჰჰჰ

Posted by: ივერა II 14 Dec 2007, 00:00
Dr_Zuzumbo

QUOTE
დათო, შეიძლება ერთი და იგივეზეც ვლაპარაკობთ- თურქეთშიც ამზადებენ მგონი ჰალუმის.
ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არა ჰგავს გემოთი არც ფეტას და არც ბრინზას


დიდი შანსია. მე აქ ეგ არ მინახავს და შესაძლოა რაიმეთი ჰგავს. თავისივე წყალში აწყვია ხოლმე რკინის ქილაში. მართლა მაგარი ხაჭაპური გამოდის მაგით.

Posted by: westsider 14 Dec 2007, 01:25
აი იმას რა ქვია ვერ ვიხსენებ
ოვალური ბრტყელი ფრანგული ყველია
ეგეც ობიანია და შიგნიტ კრემივითაა
მგონი ჟერამონტი

Posted by: rogorc-tambaqo 14 Dec 2007, 05:12
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჰმმმ... პარმეჯანოს პირდაპირ, ყველივით მიირთმევთ? 
პარმეჯანო(გახეხილი) უფრო სუნელის მუღამში იხმარება პასტაზე, ჩვეულებრივი ყველებისაგან განსხვავებით.



კი, პირდაპირაც მიირთმევენ. ძალიან უხდება მშრალ წითელ ღვინოს, მაგალითად დოლჩეტოს. გაანტიპასტებაც შეიძლება, თუ კუბიკებად დაჭრი და ნივრიან ზეითუნის ზეთში ჩაალაგებ.

Posted by: otucho 14 Dec 2007, 14:19
თურქებს არც ისე კარგი ყველი აქვთ, ამასწინათ თურქულში ისე გემრიელად გამოიყურებოდა სალათი, და ძალიან გემრიელი ინგრედიენტები ჰქონდა, მაგრამ ყველმა სულ გააფუჭა ყველაფერი, თანაც რაღაც უაზროდ იზილება

Posted by: Rebecca 14 Dec 2007, 16:47
უხ ახლა როგორ მენატრება მეგრული გებჟალია. არადა უცხოეთში ვარ და ხაჭაპურისგან განსხვავებით, აქ ნაღდად არ გამომივა ეგ ამბავი, სულ რომ მოცარელების მთები მქონდეს.



Posted by: rogorc-tambaqo 14 Dec 2007, 20:33
Rebecca
QUOTE
უხ ახლა როგორ მენატრება მეგრული გებჟალია. არადა უცხოეთში ვარ და ხაჭაპურისგან განსხვავებით, აქ ნაღდად არ გამომივა ეგ ამბავი, სულ რომ მოცარელების მთები მქონდეს.



გამოგივა, თუ მოცარელას პიტნასთან ერთად რძენარევ ნაღებში გადაზელ.

Posted by: Vika 14 Dec 2007, 20:40
westsider
QUOTE
აი იმას რა ქვია ვერ ვიხსენებ ოვალური ბრტყელი ფრანგული ყველია ეგეც ობიანია და შიგნიტ კრემივითაა მგონი ჟერამონტი

ბრი ან კამამბერი ხომ არა?

Posted by: gabarzgaleba 14 Dec 2007, 20:52
Vika

QUOTE
westsider

QUOTE
აი იმას რა ქვია ვერ ვიხსენებ ოვალური ბრტყელი ფრანგული ყველია ეგეც ობიანია და შიგნიტ კრემივითაა მგონი ჟერამონტი

ბრი ან კამამბერი ხომ არა?


მემგონი ჟერამონიც რაღაც ეგეთ პონტშია, მოკამამბერო სქელი კანი რო აქვს ეგ ვიცი.

Posted by: Vika 14 Dec 2007, 21:10
gabarzgaleba
QUOTE
მემგონი ჟერამონიც რაღაც ეგეთ პონტშია, მოკამამბერო სქელი კანი რო აქვს ეგ ვიცი.

მმმ, გემრიელი იქნება. ფრანგულად როგორ იწერება, არ იცი?

Posted by: gabarzgaleba 14 Dec 2007, 21:14
Vika
QUOTE
მმმ, გემრიელი იქნება. ფრანგულად როგორ იწერება, არ იცი?


Geramont. ისე, მე მაგ კლასის ყველების დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ.

Posted by: August 14 Dec 2007, 21:18
საშინლად არ მიყვარს ყველი რომ შიგნით რბილია.
არაფერი სჯობია ჩვენს სულგუნს ... გინდ რძიანს და გინდ შებოლილს. გუდის ყველიც მიყვარს, მაგრამ ძროხის
პოლონელ მთიელებსაცა აქვთ რაღაც ჩვენი შებოლილი ყველის მსგავსი ... ისეთი არა არის მაგრამ გარე კუზენად შეიძლება ჩაითვალოს. ოსციპეკ ჰქვია და ცხვრის რძისგან მზადდება

Posted by: gabarzgaleba 14 Dec 2007, 21:23
August

ო ეგ კაი რამე იქნება, თუმცა ჩვენთან სამწუხაროდ შებოლვის კულტურა ძალიან დაბალ დონეზე დგას (სამეგრელოს სოფლებს და სპეციალურ საბოლველებს არ ვგულისხმობ, არამედ იმ ვოთომსულგუნებს, ბაზრებში და მაღაზიებში რო იყიდება).

Posted by: Vika 14 Dec 2007, 21:32
gabarzgaleba
QUOTE
Geramont. ისე, მე მაგ კლასის ყველების დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ.

მერსი.

Posted by: August 14 Dec 2007, 21:34
gabarzgaleba,
კი კარგია და ამათ ყველებში ერთადერთი რომელიც მომწონს.
ისე შემ ესეც მოგეწონებაა:
ლორის ნაჭერზე დაახეხავ მაგარ ყველს. ცოტა კამას წააჭრი ან რამე პიკანტურ სუნელს (ღვინის შესატყვისს). დაახვევ. შეკრავ ჩხირით და მობრაწავ.
ძალიან მაგარი რამეა კაი ღვინოსთან

Posted by: gabarzgaleba 14 Dec 2007, 21:40
August
QUOTE
ლორის ნაჭერზე დაახეხავ მაგარ ყველს. ცოტა კამას წააჭრი ან რამე პიკანტურ სუნელს (ღვინის შესატყვისს). დაახვევ. შეკრავ ჩხირით და მობრაწავ.
ძალიან მაგარი რამეა კაი ღვინოსთან


უუუ, ეგ მუკუზანთან იქნება კაი. ერთს დავამატებდი კიდე, ჩალაღაჯის წვრილ ჩხირს ჩავდებდი ლორის ნაჭერში...

Posted by: BadbadGirl 14 Dec 2007, 21:42
gabarzgaleba
QUOTE
ჩალაღაჯის წვრილ ჩხირს

კი არ ვიცი ეს რაა , შეგიძლია სურათი დადო ?

Posted by: gabarzgaleba 14 Dec 2007, 21:52
BadbadGirl

ჩალაღაჯი არი საქონლის, ღორის და ა.შ. ე.წ. თეთრი (ბეჭებსშორისი) ხორცი, თუარ ვცდები სუკიან ანტრიკოტსაც ეძახდნენ ძველები (თავად სუკი სუ სხვა რამეა). ხოდა იმის კარგი ოთხკუთხედი წვრილი ნაჭერი ვიგულისხმე, ლამაზად, თეთრად იწვება ხოლმე, განსაკუთრებით კარგია ლორში, იმიტო რო ჩალაღაჯს ცხიმი საერთოდ არა აქვს, მშრალი ხორცია

Posted by: August 14 Dec 2007, 22:01
ჰო და ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრამს არ მოგიმატებს ადამიანს წონაში wink.gif (ნახშირწყალი - 0%) ... არც ლორი, არც ყველი და არც მშრალი შავი ღვინო ... გულაი დუშა ტ.ე. ჟელუდოკ! lol.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 14 Dec 2007, 22:01
ჩეხეთში, ყველა ლუდხანის დახლებზე რომაა ქილები შემოდგმული და ამ ქილების წუთხეში, რომ თმებივით დაწნული ყველის ნაჭრებია(სილუგუნივითაა), ვიმემ ხომ არ იცით, რა ჰქვია?

ლუდს ძალიან უხდება. ჩეხებს ეგეთი რამეები არ ეშლებათ.

Posted by: gabarzgaleba 14 Dec 2007, 22:03
August
QUOTE
ჰო და ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრამს არ მოგიმატებს ადამიანს წონაში  არც ლორი, არც ყველი და არც მშრალი შავი ღვინო ... გულაი დუშა ტ.ე. ჟელუდოკ!


სამაგიეროდ მშრალი წითელი ღვინო სუ ჩარეცხავს მთელი ხოლესტერინია თუ რაღაცა.
* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჩეხეთში, ყველა ლუდხანის დახლებზე რომაა ქილები შემოდგმული და ამ ქილების წუთხეში, რომ თმებივით დაწნული ყველის ნაჭრებია(სილუგუნივითაა), ვიმემ ხომ არ იცით, რა ჰქვია?

ლუდს ძალიან უხდება. ჩეხებს ეგეთი რამეები არ ეშლებათ.


ეგეთ ყველს აჭარაშიც აკეთებენ და მარნეულელი თათრებიც (აჭარაში წნავენ, თათრები გრეხენ), მარა მომკალი და სახელს ვერ ვიხსენებ.

Posted by: BadbadGirl 14 Dec 2007, 22:28
gabarzgaleba
გაიხარე smile.gif
მიყვარს უცხომო ხორცი smile.gif smile.gif ნეტა ინგლისურად რა ქვია მაგ ნაწილს?!

Posted by: Rebecca 14 Dec 2007, 22:29
rogorc-tambaqo
QUOTE
გამოგივა, თუ მოცარელას პიტნასთან ერთად რძენარევ ნაღებში გადაზელ.


არ იზილება მოცარელა, გემოსაც კარგავს და კონსისტენციასაც. თორე ვინ დამასწრებდა!

Posted by: Dr_Zuzumbo 14 Dec 2007, 22:43
QUOTE (BadbadGirl @ 14 Dec 2007, 22:28 )
gabarzgaleba
გაიხარე smile.gif
მიყვარს უცხომო ხორცი smile.gif smile.gif ნეტა ინგლისურად რა ქვია მაგ ნაწილს?!

რასა, სუკსა?
სუკს ინგისურად fillet of beef ჰქვია
*************

Posted by: gabarzgaleba 14 Dec 2007, 22:50
Dr_Zuzumbo
QUOTE
რასა, სუკსა?
სუკს ინგისურად fillet of beef ჰქვია
*************


არა არა, მემგონი ჩალაღაჯი იგულისხმა...

Posted by: BadbadGirl 14 Dec 2007, 22:54
gabarzgaleba
QUOTE
ჩალაღაჯი იგულისხმა...

კი ჩალაღაჯი მაინტერესებს როგორაა ინგლისურად.

Posted by: rogorc-tambaqo 14 Dec 2007, 23:19
Rebecca
არ იზილება მოცარელა, გემოსაც კარგავს და კონსისტენციასაც. თორე ვინ დამასწრებდა!


ხო, წალენჯიხაში რო გადაზელენ ხოლმე ეგეთი არ გამოდის, მაგრამ ლომკას მაინც მოგიხსნის. ოღონდ ნაღები უნდა ცადო აუცილებლად, თორემ მოცარელა სულგუნზე ბევრად ნაკლებად ცხიმიანია და სანთელივით ხდება.

Posted by: August 15 Dec 2007, 01:11
BadbadGirl
QUOTE
ჩალაღაჯი

ინგლისურად არის თუ არ ვცდები knuckle, ყოველ შემთხვევაში რუსულად ნამდვილად არის оковалок და მისგან კაი რამეები კეთდება.
მაგალითად ოტბივნიე კოტლეტი და კიდევ სხვადასხვა "ნაჩინკა" შეიძლება მოამზადო (ყველიანი, სოკოიანი, ხახვითა და მწვანილით, მჟავე კიტრით) მერე ამაში გაახვიო, ჩხირით შეკრა და შეწვა...



Posted by: BAUSHKE_ 15 Dec 2007, 01:41
August

რატომ არაა ეს კანდიდატურა მოდერების კანდიდატურებს შორის.
smile.gif ლამისაა საჭმლის კეთება დავიწყო და კიდე ყავის სმა თავიდან
ამ ადამიანის რეცეპტებს რომ ვკითხულობ.





ofof - ის გამო ბოდიშს ვიხდი.

Posted by: BadbadGirl 15 Dec 2007, 02:22
August
QUOTE
оковалок

smile.gif გაიხარე smile.gif რუსული სიტყვა კი ვიცოდი მაგრამ ქართულად რომ ჩალაღაჯს ნიშნავდა არ ვიცოდი smile.gif

მიყვარს ეგ ნაწილი , თითქმის უცხიმოა და მშვენივრად მივირთმევ გაზქურაში შემწვარს ხახვითა და მერე ზემოდან მოფხშვნილი ყველით smile.gif

Posted by: djindjidrinji 15 Dec 2007, 02:45
აუ. ძროხის გუდის ყველი კარაქიან შოთის პურზე და ტკბილი ჩაი ლიმნით love.gif


Posted by: Blue Note 15 Dec 2007, 03:29
westsider
QUOTE
ბრი და კამემბერტი არის ჩემი ცოლის საყვარელი ყველეული
მე ვერ ვიტან რარაც ნიტო გემო აქ
უფრო სოკოს მაგონებს ეგეთი ყველი

მეც ვერ დავიკვეხნი დიდი სიყვარულით. შემწვარი თუ გიცდია? საერთოდ, ამ ტიპის ყველები საკმაოდ გემრიელია შემწვარი. მთლიანად წვავენ. კანი ებრაწება, შიგნით თხევადი ხდება და გემოც ეცვლება, უმზე უკეთესია. მანამდე ფრანგული ხახვის წვნიანი უნდა დაარტყა შიგ ორცხობილით და ყველით. ღვინის შერჩევა შენთვის მომინდვია. მაგდენი აღარ ვიცი. მე თავის დროზე ელზასური ედელცვიკერი დამილევია და კარგად წავიდა.
QUOTE
ქართულ ყველეულს ჩემი აზრით არაფერი შეედრება

მესმის შენი, ჩემო ძმაო, მესმის. მაგრამ, მე მგონი, ეგ მაინც სხვა სახის მონატრებაა. შენი არ ვიცი და მე საფრანგეთში და იტალიაში ერთი-ორჯერ კინაღამ პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე ყველის მაღაზიებში biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 15 Dec 2007, 04:00
QUOTE
შენი არ ვიცი და მე საფრანგეთში და იტალიაში ერთი-ორჯერ კინაღამ პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე ყველის მაღაზიებში 

lol.gif up.gif
რა ნაცნობია ეგ განწყობილება......

Posted by: rogorc-tambaqo 15 Dec 2007, 21:20
მიუნსტერი!
ძალიან ყარს და ძალიან გემრიელია. ძირის მარცვლები უხდება. რგოლებად დაჭრილი ხახვიც. მშრალი წითელი ღვინო ხო ხატავს -რაც მშრალი და მკვეთრი ბუჩქით, მით უკეთესი.

Posted by: BadbadGirl 15 Dec 2007, 21:30
აუ, ხალხოოოო, Dრეს ვნახე დიდიიიი მაღაზიააა, მხოლოდ ყველისთვის smile.gif
ვაიმეეეეეეეეეეეეე, უმაგრესიიიი იყოოოო smile.gif სამწუხაროდ საკმარისი ფული არ მქონდა თან რომ მეყიდა რამე smile.gif

Posted by: Johnnie Walker 15 Dec 2007, 21:56
rogorc-tambaqo
QUOTE
მიუნსტერი!

ფანტასტიკური ყველია, გეთანხმები biggrin.gif

მაგრამ 2 მიუნსტერი არსებობს: გერმანული და ჰოლანდიური, შენ რომელს გულისხმობ? მე ორივე მიყვარს love.gif

Posted by: rogorc-tambaqo 15 Dec 2007, 22:30
Johnnie Walker

ჰოლანდიური მიუნსტერი არ ვიცი. მე რასაც ვგულისხმობ, ელზასელები, ბადენელები და ხანდახან შვაბები აკეთებენ.

Posted by: Johnnie Walker 15 Dec 2007, 22:34
rogorc-tambaqo
მართალი ხარ, ამერია, ფრანგულია ის მიუნსტერი smile.gif, გერმანული კიდევ სხვაა.
http://en.wikipedia.org/wiki/Munster_cheese

Posted by: Cecy Elliott 15 Dec 2007, 22:37
QUOTE
ყველი, ნაირ-ნაირი


ყველიიიი..... http://smiles.33b.ru/smile.93728.html

Posted by: rogorc-tambaqo 15 Dec 2007, 22:52
Johnnie Walker

ძალიანაც არ შეგშლია. ელზასურია და ფრანგები ფრანგულს ეძახიან, გერმანელები გერმანულს. ელზასის პონტშია, რაsmile.gif

Posted by: westsider 19 Dec 2007, 03:49
Blue Note
QUOTE
მესმის შენი, ჩემო ძმაო, მესმის. მაგრამ, მე მგონი, ეგ მაინც სხვა სახის მონატრებაა. შენი არ ვიცი და მე საფრანგეთში და იტალიაში ერთი-ორჯერ კინაღამ პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე ყველის მაღაზიებში biggrin.gif

და რა მოგეწონა ეგეთი
პროსტა დიდი არჩევანია რა და თავლი მიგირბის
უამრავი სუნი და უამრავი შეხედულება

საბოლოო ჯამში ეგ ის ყველი არაა რო 100 წელი ჭამო სულგუნივით ან მეგრულივით ან იმერულივით და არ მოგბეზრდეს

ჩვენებური ყველი ისეთია რო პონტია წამოგცდეს ,თფუი ეს იმერულ იყელში ამოვიდაო
სულ გემრიელია და ღრაჭუნა

არ დავუკარგავ და ფრანგები სამზარეულოს მეფეები არიან
ფრანგი კაცის ტიპაჟი არის კარგი მზარეული
ყველეულიც და ღვინოც უმაგრესი აქვთ
მარა მირჩევნია ქართული
და მართლა ვამბობ ამას ,იმიტომ არ მირჩევნია რომ ქართველი ვარ
შემიძლია სხვა ერების ქმნილებათა დაფასება


Posted by: zidan8 19 Dec 2007, 11:04
გუდა ყველაზე მაგარია,დედას პურთან ერთად

Posted by: Blue Note 19 Dec 2007, 20:18
westsider
QUOTE
და რა მოგეწონა ეგეთი
პროსტა დიდი არჩევანია რა და თავლი მიგირბის
უამრავი სუნი და უამრავი შეხედულება

თვალის გაქცევა პირველ ხანებში იცის. მერე - თვეების და წლების მანძილზე - პოულობ შენს საყვარელ ჯიშებს და ხვდები, რომ ყველი - ასე ძალიან რომ გიყვარს - ცხრა მთას იქითაც ძალიან უყვართ და ძალიან ძალიან მაგრად იციან კეთება.

Posted by: westsider 19 Dec 2007, 22:49
Blue Note
ეჰ ერთი მარაზია მომცა რო ჩვენებური ყველი მოქონდეს და პირს არ დავაკარებ ამატ ყველს
ჰა ჰა გავსინჯო ხანდახან

Posted by: Blue Note 19 Dec 2007, 23:00
westsider
თუ იტალიურ მაღაზიაზე მიგიწვდება ხელი Pecorino Romano გასინჯე, გუდის ყველს ჰგავს, თუმცა გუდა ჯობია. კარგი Scamorza კი ოდნავ მოგაგონებს მეგრულ სულგუნს. შებოლილი ვარიანტიც არსებობს. თუ არა და, რეცეპტი უნდა იშოვო და თვითონ სცადო. სულგუნი შედარებით იოლი გასაკეთებელია, რამდენადაც ვიცი. გუდა ვერ წარმომიდგენია შინაურულ პირობებში. თუ რამეს გაიგებ, შემატყობინე smile.gif

Posted by: westsider 21 Dec 2007, 01:34
Blue Note
QUOTE
Pecorino Romano

ვიცი კი
მშვენიერი ყველია
მიყვარს მყრალი ყველეული
გუდის ყველი ყველი კი არა ანგელოზია


აი მომკალი და ამ ბრის და კამემბერტს და ეგეთი სტილის ყველეულს ვერ ვამუღამებ

აი გაუდა ხო დიდი არაფერი მარა კაის თუ იყიდი რძის სუნი იცის და გასდის ცოტა ხარისხიან გაუდას
ეგ კიდე ჰო მარა ბრი მომკალი და ჩემი ყველი არაა რა



ახლა მიდევს წინ გაუდა და ბერგკეზე ,იმენა ვერ ვწყდები რა
ყველის მომგონს შემოვევლე
ვსივდები ღორივით მარა მიდი და არ შეჭამო

Posted by: gabarzgaleba 21 Dec 2007, 01:41
westsider
QUOTE
მიყვარს მყრალი ყველეული
გუდის ყველი ყველი კი არა ანგელოზია


biggrin.gif მეც მანდა ვარ.

Posted by: westsider 21 Dec 2007, 01:43
gabarzgaleba
QUOTE
biggrin.gif მეც მანდა ვარ.

გაიხარე biggrin.gif
ხოდა მოდი და მასეთი რამის მერე ობიან რეზინზე იკაიფე ოდნავ რო შAმპინიონოს სუნი დაჰკრავს biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 21 Dec 2007, 01:59
westsider
QUOTE
გაიხარე
ხოდა მოდი და მასეთი რამის მერე ობიან რეზინზე იკაიფე ოდნავ რო შAმპინიონოს სუნი დაჰკრავს


ობიანი ყველიც მიყვარს და სუნიანიც, და საერთოდ ყველანაირი დაძველებული ყველი მევასება. ერთი სარდინიული ყველია, რო გაჭრი შიგნით მოზრდილი თეთრი მატლები ფუთფუთებენ, ყველაზე გიჟური დელიკატესია. არასდროს მიჭამია და მის გასინჯვას ისე მოველი, რო რავი, მასზე ფიქრი ისევე მაღელვებს, როგორც საყვარელ მსახიობ ქალთან სექსზე ფიქრი... givi.gif

Posted by: westsider 21 Dec 2007, 02:03
gabarzgaleba
QUOTE
ერთი სარდინიული ყველია, რო გაჭრი შიგნით მოზრდილი თეთრი მატლები ფუთფუთებენ, ყველაზე გიჟური დელიკატესია

ეგ რო დავინახო შეიძლება 2 თვე პირი არ დავადო ყველს biggrin.gif
კაცია და გემოვნება....არ მიყვარს ეგეთები sad.gif
კაი ძალა და ინტერესი უნდა მასეთი რამის შეჭმას

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Dec 2007, 02:18
gabarzgaleba
QUOTE
ერთი სარდინიული ყველია, რო გაჭრი შიგნით მოზრდილი თეთრი მატლები ფუთფუთებენ, ყველაზე გიჟური დელიკატესია.

ესე იგი, ეგ გამიკეთებია, რა! ბებიაჩემმა დამითმო ერთხელ რძე, მე გავაკეთებ ყველს-თქო (ბარტ ვულფის დოკუმენტური ფილმი ვნახე და ეგზალტირებული ვიყავი smile.gif )
ჰოდა, გავაკეთე ყველი, მერე შევიტანე სარდაფში, წესისამებრ დღეში 2 ჯერ ვაბრუნებდი და ერთ მშვენიერ დღეს რომ ამოვაბრუნე, კი ფუთფუთებდნენ მატლები!
ძალიან კი დამენანა, მაგრამ გადავაგდე ის ყველი sad.gif არადა, ბებიაჩემმა მითხრა, აქ ეგეთები უყვართო, დამბალი ხაჭოს გიჟებს smile.gif

ასე რომ, მაგას მგონი ისევ
QUOTE
საყვარელ მსახიობ ქალთან სექსზე ფიქრი

ჯობსwink.gif

Posted by: Rebecca 21 Dec 2007, 02:34
ეგ თქვენი ბრიეები, კამამბერები და თეთრმატლიანი სიგიჟეები იქით იყოს და უცხოური ყველებიდან მე ყველაფერს კარგად "დამწიფებული" ინგლისური ჩედარი მირჩევნია. თუ მაქვს, ჩემი საუზმეც ეგაა და ვახშამიც. ოღონდ აუცილებლად mature უნდა იყოს...

Posted by: Chkoni 21 Dec 2007, 02:50
WOMAN IN LOVE
QUOTE
ესე იგი, ეგ გამიკეთებია, რა! ბებიაჩემმა დამითმო ერთხელ რძე, მე გავაკეთებ ყველს-თქო (ბარტ ვულფის დოკუმენტური ფილმი ვნახე და ეგზალტირებული ვიყავი) ჰოდა, გავაკეთე ყველი, მერე შევიტანე სარდაფში, წესისამებრ დღეში 2 ჯერ ვაბრუნებდი და ერთ მშვენიერ დღეს რომ ამოვაბრუნე, კი ფუთფუთებდნენ მატლები!

ცხვრისა იყო? თუ არა, მაშინ დროზე დააპატენტე biggrin.gif სარდინიული "დამპალი ყველი" ცხვრისაა yes.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Dec 2007, 03:03
Chkoni
არა, ძროხის რძისგან ''გავაკეთე'' ბარტ ვულფს რო გაუხმეს თავი biggrin.gif

Posted by: zen 21 Dec 2007, 03:07
მატლებიანად ჭამენ იმ ყველს? biggrin.gif
უკანასკნელი გმირის თუ რაცხას პროდიუსერებს მივაწოდოთ ეს იდეა. biggrin.gif

Posted by: Blue Note 21 Dec 2007, 03:28
კსტაწი ა მატლახ. ერთხელ გერმანიაში მატარებლით ვგზავრობდი. ბერლინის სადგურთან ყველის მაღაზიაში თხის ყველის მოზრდილი ნაჭერი ვიყიდე. ოღონდ ისე, რომ გადანაჭერზე არ შემიხედავს. მრგვალი იყო, რულეტივით. მსგავს ყველს ხშირად ვყიდულობდი ხოლმე, მაგრამ ეს რაღაც მთლად ის არ იყო, სახელზეც ეტყობოდა. როცა მოვიდა ჭამის დრო, დავაძრე კუპეში ჩემი საყვარელი მზესუმზირისმარცვლებიანი რუხი პური, ამოვიღე ყველი, ჩამოვისხი ლუდი და დავიწყე ჭამა. რაღაც კი მეუცხოვა ღეჭვისას, მაგრამ უკვე გვიან იყო. მივხვდი, რომ ფრანგული მატლებიანი ყველი მეყიდა ჩემდა უნებურად. კუპეში სხვებიც ისხდნენ და თავს როგორ შევირცხვენდი. ისე გავაგრძელე ჭამა, თითქოს კვირაში სამჯერ მაინც მეჭამოს ეს მატლები. რა დაგიმალოთ და ღვთაებრივი გემო კი ჰქონდა. ბოლოსკენ რომ გავედი, უკვე აღარც ვნანობდი. მატლები მლაშე ცხიმივით იყო. აი, კარგი გუდის ყველის ნასვრეტებში ცხიმი რომ ჩადგება ხოლმე თვლებად, ისე. მაპატიეთ, თუ ვინმეს მადა გაგიფუჭეთ, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ცოცხალი ვარ, ფორუმზეც ვპოსტაობ და ის ყველიც ძალიან მენატრება, სხვათა შორის biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Dec 2007, 03:34
Blue Note
QUOTE
მატლები

პროტეინია smile.gif
აი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი საიტი ყველზე smile.gif

http://www.cheesemania.ru/

Posted by: westsider 21 Dec 2007, 04:43
Blue Note
აუ მაგ დროს მე რო ეგ მომსვლოდა მატარებელს ისეთი სკანდალი შეემთხვეოდა რო არ ვიცი რაა
აუცილებლად ავღრიალდებოდი და გავაჩერებდი
მერე გავიქცეოდი სადაც ვიყიდე და დავახურავდი თავზე biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 21 Dec 2007, 13:55
Blue Note
QUOTE
მატლები მლაშე ცხიმივით იყო. აი, კარგი გუდის ყველის ნასვრეტებში ცხიმი რომ ჩადგება ხოლმე თვლებად, ისე. მაპატიეთ, თუ ვინმეს მადა გაგიფუჭეთ, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ცოცხალი ვარ, ფორუმზეც ვპოსტაობ და ის ყველიც ძალიან მენატრება, სხვათა შორის


მლაშე ცხიმივით მომეწონა biggrin.gif რა მაინტერესებს, აი ვაშლის მატლისხელა თეთრი მატლები იყო და თუ უფრო სუქან-სუქანი, ხის თეთრი ჭიასავით? აი ის სარდინიული ყველიც, Casu marzu ქვია სახელად.

user posted image

ესეც შედარებით ფართო პლანი...

user posted image

წინასწარ ბოდიშს ვუხდი მათ, ვიზეც შესაძლოა მძიმე შთაბეჭდილება დატოვოს ამ ყველაფერმა biggrin.gif

WOMAN IN LOVE

შენ დამბალ ხაჭო ახსენე. აიეგაა ჩემი აზრით ერთად-ერთი, გუდას გარდა, რძის ნაწარმი, რომელიც მსოფლიო შედევრებს უტოლდება. დამბალ-ხაჭოზე ბევრი ვწერეთ აქ თავის დროზე, სადააა ნეტა ის თემა?

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Dec 2007, 14:22
gabarzgaleba
ბებიაჩემს სულ ქონდა ხოლმე ძობანში ხაჭოს კვერები smile.gif თიანელებს აბოდებთ მაგაზე.
ვისაუბროთ აქაც, რა გვიშლის ხელს?
http://forum.ge/?f=82&showtopic=33695364&st=60

Posted by: tat 22 Dec 2007, 14:48
შარშან გუდვილს ქონდა სულგუნის რულეტები სხვადასხვა სატენებით...........დაცემა რამე! ეხლა რომ ვკიტხე არ ვიციტ რაზე ამბობო გამყიდველმა გოგოებმა(ეტყობა ახალი სასტავია)-ხოდა სადმე ტვალი ხომ არ მოგიკრავტ?

Posted by: Blue Note 22 Dec 2007, 18:30
gabarzgaleba
QUOTE
რა მაინტერესებს, აი ვაშლის მატლისხელა თეთრი მატლები იყო და თუ უფრო სუქან-სუქანი, ხის თეთრი ჭიასავით?

პატარა მატლები იყო, მოკლე და პუტკუნა. არ ფუთფუთებდნენ, თორმე ალბათ მართლა ვერ შევჭამდი. ძალიან ნელა მოძრაობდნენ. აი, პლავნად, საკაიფოდ. მე მგონი ჩემსავით კაიფობდნენ ყველის არომატით. კულინარიაში ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და თუ ძაან მწერების ჭამაზე წავიდა ლაპარაკი, ჩემი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ. ოღონდ აქ არა, აქ ყველის თაყვანისმცემელთა ნატიფ გემოვნებას არ შევეხები. მაგალითად, ზეთში მოხრაკული ტერმიტების თემა თუ არსებობს, იქ მოვყვები. ანდა ატმის მატლის ფქვილისგან გამომცხვარი იაპონური ნამცხვრების თემაში. მე ჯერ არ მომხვედრია თვალში. აქაურობის წაოფტოპიკება კი არ ივარგებს biggrin.gif
QUOTE
Casu marzu

ამ სარდინიულ ყველს რაც შეეხება, ამას წინათ რომ ახსენე, წავედი და წავიკითხე და ზუსტად ეს სურათი შემხვდა მეც. აჰ ნეტავი შენ, სარდინიის შვილო, ფეხის წვერებზე მოცეკვავევ და პირში მატლებიანყველმომარჯვებულო! (სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ სარდინიულ ფოლკლორსა და ქართულს შორის გარკვეული პარალელები არსებობს. ამიტომ ვვარაუდობ, რომ მატლებიანი ყველიც არ უნდა იყოს მთლად უცხო ჩვენი ცაფირუზხმელეთზურმუხტვანი სამშობლოსთვის)

Posted by: gabarzgaleba 22 Dec 2007, 18:36
Blue Note
QUOTE
(სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ სარდინიულ ფოლკლორსა და ქართულს შორის გარკვეული პარალელები არსებობს. ამიტომ ვვარაუდობ, რომ მატლებიანი ყველიც არ უნდა იყოს მთლად უცხო ჩვენი ცაფირუზხმელეთზურმუხტვანი სამშობლოსთვის)


მამენტ კორსიკაც შეგვიძლია საქმეში გავიყვანოთ...

Posted by: Rebecca 22 Dec 2007, 18:37
QUOTE
პირში მატლებიანყველმომარჯვებულო!


რა ქვია ახლა ამას? პიკანტური მინიშნება თუ ვულგარული მეტაფორა?


ისა და ყველის დიდმა მოყვარულმა ვეგეტარიანელმა ეგ მოკლე და პუტკუნა თეთრი მატლები რომ ჭამოს, როგორ ფიქრობთ, შეიძლება?

Posted by: Blue Note 22 Dec 2007, 18:56
Rebecca
QUOTE
ვეგეტარიანელმა

ოოო, ეგ რთულზე რთული შეკითხვაა და შესაძლოა ფილოსოფიის თემაში მოგვიწიოს გაგრძელება. მე თუ მკითხავ, შეიძლება. ეგრე მიკრობებიც ხომ ცოცხალი არსებები არიან. ალბათ გააჩნია, რა ტიპის ვეგეტარიანელობაზე ვლაპარაკობთ. შენ ისეთი ლამაზი ქუდი გახურავს, თევზზე ალბათ ნამდვილა არ ამბობ უარს. ჰოდა მატლი ხომ კიდევ უფრო დაბალ საჩეხურზე დგას wink.gif

Posted by: gabarzgaleba 22 Dec 2007, 19:30
Rebecca
QUOTE
ისა და ყველის დიდმა მოყვარულმა ვეგეტარიანელმა ეგ მოკლე და პუტკუნა თეთრი მატლები რომ ჭამოს, როგორ ფიქრობთ, შეიძლება?


Blue Note
QUOTE
ოოო, ეგ რთულზე რთული შეკითხვაა და შესაძლოა ფილოსოფიის თემაში მოგვიწიოს გაგრძელება. მე თუ მკითხავ, შეიძლება. ეგრე მიკრობებიც ხომ ცოცხალი არსებები არიან. ალბათ გააჩნია, რა ტიპის ვეგეტარიანელობაზე ვლაპარაკობთ. შენ ისეთი ლამაზი ქუდი გახურავს, თევზზე ალბათ ნამდვილა არ ამბობ უარს. ჰოდა მატლი ხომ კიდევ უფრო დაბალ საჩეხურზე დგას


პირველი მეუდაბნოე მამების მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება, ბოლო-ბოლო ეგენი ზევეგეტარიანელები იყვნენ. biggrin.gif

Posted by: auau 22 Dec 2007, 22:06
fiesta_eterna
QUOTE
მე გამისინჯავს ალვანური გუდის ყველი, საერთოდ არ ქონდა სუნი! საერთოდ! ისეთი ცხიმიანი და გემრიელი იყო ჭოპორტის პამიდორთან და დედას პურთან ერთაააააად....... უჰჰჰ

ახმეტაში თუშებმა მომცეს "განათლება" - ყველანაირი გუ დის ყველი არ არის თუშურიო. თუშურ ყველს უფრო რთული ტექნოლოგია ჰქონია და იმდენად ცოტაა, რომ იშვიათად თუ ნახავ ბაზარზეო. ის თუშური ყველი, რაც მე მიჭამია ნამდვილად განსხვავდება ბაზარში გამოტანილ ე.წ. ალვანური გუდისაგან. ჯერ ერთი, სულ არა აქვს არასასიამოვნო სუნი, არც განსაკუთრებული მარილიანი და მშრალია. დანას რომ დაუსვებ, ცხიმი მოწვეთავს ფორებიდან. ვისაც თონის პირას ცხელ შოთებთან, მწვანილთან და შავ ღვინოსთან ერთად დაუგემოვნებია თუშური ყველი, არ დაავიწყდება! smile.gif
ახალგამომცხვარ ლავაშში უნდა ჩაფხვნა ყველი, მოატავსო ტარხუნა, შეახვიო და...

Posted by: westsider 22 Dec 2007, 22:08
QUOTE
ვისაც თონის პირას ცხელ შოთებთან, მწვანილთან და შავ ღვინოსთან ერთად დაუგემოვნებია თუშური ყველი, არ დაავიწყდება! smile.gif

3 წელია მაქეთ არ ვყოფილვარ და ეს რა დაწერე
ამის კითხვაში კინაღამ გული წამივიდა

Posted by: gabarzgaleba 22 Dec 2007, 22:11
auau
QUOTE
ახმეტაში თუშებმა მომცეს "განათლება" - ყველანაირი გუ დის ყველი არ არის თუშურიო. თუშურ ყველს უფრო რთული ტექნოლოგია ჰქონია და იმდენად ცოტაა, რომ იშვიათად თუ ნახავ ბაზარზეო. ის თუშური ყველი, რაც მე მიჭამია ნამდვილად განსხვავდება ბაზარში გამოტანილ ე.წ. ალვანური გუდისაგან. ჯერ ერთი, სულ არა აქვს არასასიამოვნო სუნი, არც განსაკუთრებული მარილიანი და მშრალია. დანას რომ დაუსვებ, ცხიმი მოწვეთავს ფორებიდან. ვისაც თონის პირას ცხელ შოთებთან, მწვანილთან და შავ ღვინოსთან ერთად დაუგემოვნებია თუშური ყველი, არ დაავიწყდება! 
ახალგამომცხვარ ლავაშში უნდა ჩაფხვნა ყველი, მოატავსო ტარხუნა, შეახვიო და...


უუფ, კრასივო გავარიწე... მოცა ეხა კაი გუდააა. ისე, თუშური ყველი თბილისამდე არც აღწევს, თელავშიც კი მალე ქრება.

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Dec 2007, 22:19
auau
და მართალია, რომ გუდა, რომელშიც ყველი გამოყავთ, შიგნით ბეწვიანია? http://smiles.33b.ru/smile.93689.html

Posted by: Blue Note 22 Dec 2007, 22:20
auau
QUOTE
ვისაც თონის პირას ცხელ შოთებთან, მწვანილთან და შავ ღვინოსთან ერთად დაუგემოვნებია თუშური ყველი, არ დაავიწყდება!

მაგას რა დამავიწყებს. არ დამვიწყნია არც ნორჩი თუშური ყველი, უმარილო. თუშ მეცხვარეებთან მიჭამია. სანამ მარილიან გუდაში ჩადებენ. საოცარი არომატი აქვს. ჭყინტი ყველივით თბილია, ოღონდ გუდის ყველის გემო აქვს და უმარილოა. თუმცა ნაღდ გამოყვანილ თუშურ გუდის ყველს არაფერი სჯობს. თუ გუდის ყველი კარგია, მყრალი სულაც არ არის. სიმყრალით ძირითადად "ფსევდოგუდისყველები" გამოირჩევა. თუმცა ნაღდი გუდაც შეიძლება ამყრალდეს, თუ სიმძაღე შეეპარა. თუშური გუდის შენახვის საუკეთესო საშუალებაა: ყველს გარშემო უნდა შემოახვიოთ ძალიან მაგრად გაწურული სველი ჩაის ტილო, ჩადოთ დიდ ქვაბში და რამდენიმე ნატეხი შაქარი დაუდოთ გვერზე სინესტის დასარეგულირებლად. სასურველია ქვაბის სიგრილეში მოთავსება. რამდენიმე კვირა ძლებს. მაცივარი არ არის აუცილებელი, ძალიან გაციებულ ყველს არომატი ეკარგება. ამ წესით დიდხანს შენახული თუშური ყველი გარედან კანზე წებოვან გარსს იკეთებს, რომელიც ჩვრით უნდა მოაშოროთ ან დანით მოაფხიკოთ.

Posted by: gabarzgaleba 22 Dec 2007, 22:29
Blue Note
QUOTE
მაგას რა დამავიწყებს. არ დამვიწყნია არც ნორჩი თუშური ყველი, უმარილო. თუშ მეცხვარეებთან მიჭამია. სანამ მარილიან გუდაში ჩადებენ. საოცარი არომატი აქვს. ჭყინტი ყველივით თბილია, ოღონდ გუდის ყველის გემო აქვს და უმარილოა. თუმცა ნაღდ გამოყვანილ თუშურ გუდის ყველს არაფერი სჯობს. თუ გუდის ყველი კარგია, მყრალი სულაც არ არის. სიმყრალით ძირითადად "ფსევდოგუდისყველები" გამოირჩევა. თუმცა ნაღდი გუდაც შეიძლება ამყრალდეს, თუ სიმძაღე შეეპარა. თუშური გუდის შენახვის საუკეთესო საშუალებაა: ყველს გარშემო უნდა შემოახვიოთ ძალიან მაგრად გაწურული სველი ჩაის ტილო, ჩადოთ დიდ ქვაბში და რამდენიმე ნატეხი შაქარი დაუდოთ გვერზე სინესტის დასარეგულირებლად. სასურველია ქვაბის სიგრილეში მოთავსება. რამდენიმე კვირა ძლებს. მაცივარი არ არის აუცილებელი, ძალიან გაციებულ ყველს არომატი ეკარგება. ამ წესით დიდხანს შენახული თუშური ყველი გარედან კანზე წებოვან გარსს იკეთებს, რომელიც ჩვრით უნდა მოაშოროთ ან დანით მოაფხიკოთ.


up.gif საღოლ, აიეგ შაქრის ამბავი ნაღდად არ ვიცოდი. მამენტა არც შეიძლება დავარგებული ყველის მაცივარში შენახვა, ისევე როგორც ძეხვის.

Posted by: Blue Note 22 Dec 2007, 22:30
QUOTE
ჭყინტი ყველივით თბილია,

თბილი კი არა რბილი ვიგულისხმე. სითბო კი გულში იღვრება, როცა კეთილ ადამიანებთან ერთად ლოცავ ადგილის დედას და ომალოში ან დართლოში ნაყიდი გრელკიდან არაყს ისხამ ყელში.
WOMAN IN LOVE
QUOTE
და მართალია, რომ გუდა, რომელშიც ყველი გამოყავთ, შიგნით ბეწვიანია?

მართალია. ამიტომაა, ზოგჯერ ბეწვები გაერევა ხოლმე ყველში. ახლა არ მითხრა, შემჯავრდა გუდაო biggrin.gif smile.gif

Posted by: gabarzgaleba 22 Dec 2007, 22:35
Blue Note
QUOTE
თბილი კი არა რბილი ვიგულისხმე. სითბო კი გულში იღვრება, როცა კეთილ ადამიანებთან ერთად ლოცავ ადგილის დედას და ომალოში ან დართლოში ნაყიდი გრელკიდან არაყს ისხამ ყელში.


არა რა, მე და შენ კლუბი უნდა დავაფუძნოთ, მერე რა რო შორსა ხარ. ზატო კლუბი საერთაშორისო იქნება... biggrin.gif ხო არი არა რომელიღაც კომედიაში კლუბი "ცხენები და მწევრები", ჩვენ დავარქვათ "ღვინო და ყველი" ან რამე ეგეთი... biggrin.gif

Posted by: Blue Note 22 Dec 2007, 22:37
gabarzgaleba
QUOTE
საღოლ, აიეგ შაქრის ამბავი ნაღდად არ ვიცოდი. მამენტა არც შეიძლება დავარგებული ყველის მაცივარში შენახვა, ისევე როგორც ძეხვის.

რა თქმა უნდა. არომატი საკმაოდ ებღალება. ყველისთვის საუკეთესო საშუალებაა დახურული ჭურჭელი და სიგრილე. ზოგ რბილ ჯიშს სიგრილეც არ სჭირდება, მალე უნდა დამწიფდეს. თუმცა, კარგ ყველს რად უნდა მაცივარი. უცებ ვუღებ ხოლმე ბოლოს biggrin.gif
სხვათა შორის, ყველის დიდი მეგობარი, პამიდორიც არ ვარგა მაცივარში. 14 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე არომატს კარგავს. რამდენიმე წლის წინათ მასწავლა ერთმა ღვთისნიერმა მზარეულმა და მას მერე პამიდორს ბევრად უფრო ვატანთ ოჯახში გემოს yes.gif
* * *
gabarzgaleba
QUOTE
"ღვინო და ყველი"

ვაჰ, გულიც ამიჩუყდა და გასტრონომიულად მგრძნობიარე ორგანოებიც. მე ეჭვი მაქვს, რომ მაგ კლუბში ბევრი კარგი ცხენი და მწევარიც მოხვდება biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 22 Dec 2007, 22:54
Blue Note
QUOTE
ვაჰ, გულიც ამიჩუყდა და გასტრონომიულად მგრძნობიარე ორგანოებიც. მე ეჭვი მაქვს, რომ მაგ კლუბში ბევრი კარგი ცხენი და მწევარიც მოხვდება 


მწყრებიც, იხვებიც, კაკბებიც და ხოხბებიც... biggrin.gif მე ისევ სახელებს ვუტრიალებ, "საფერავი და გუდა" ან "რქაწითლისა და ბებერი ყველის მოყვარულთა კლუბი" biggrin.gif რავარია?

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Dec 2007, 23:00
Blue Note
QUOTE
ახლა არ მითხრა, შემჯავრდა გუდაო

სადაა ნამდვილი გუდა?


http://smiles.33b.ru/smile.97559.html

Posted by: Nuca Bebo 22 Dec 2007, 23:05
გვინეა ბისაური თეთრი ყველი გაუსინჯია ვინმეს ?

Posted by: Naomi 22 Dec 2007, 23:20
Nuca Bebo
ზუსტად რომ დროული იყო თქვენი გამოჩენა, ნიკს ვგულისხმობ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოსტის აზრი მეათემნიშვნელოვანია biggrin.gif

მაპატიეთ. УдаляюсЪ.

user.gif

Posted by: Blue Note 23 Dec 2007, 01:18
QUOTE
ვაჰ, გულიც ამიჩუყდა და გასტრონომიულად მგრძნობიარე ორგანოებიც

როგორ ვერავინ შენიშნა, შეცდომა რომ გამეპარა. სწორია: "ვაჰ, გულიც ამიჩუყდა და ს ხ ვ ა გასტრონომიულად მგრძნობიარე ორგანოებიც".

gabarzgaleba
QUOTE
მე ისევ სახელებს ვუტრიალებ

ჰო, ეგ არ ჩანს იოლი საქმე. მგონი ნომინალიზმის და რეალიზმის პრობლემას შევეჭიდეთ და ბოლოს ალბათ როგორც კლოშარებს პოლიციელები, ისე წაგვათრევენ მოდერები ფილოსოფიის განყოფილებაში. biggrin.gif
სახელზე ვიფიქროთ. მე რაბლეს მივმართავდი დახმარებისთვის, მაგრამ ყველაფერი დასწრებაზეა - უკვე აგითვისებიათ გამოღმელებს biggrin.gif Nuca Bebo
QUOTE
გვინეა ბისაური თეთრი ყველი გაუსინჯია ვინმეს ?

ბოდიში, თუ პოლიტკორექტულობის თვალსაზრისით მოიკოჭლებს ჩემი შეკითხვა, მაგრამ შავი ყველიც არსებობს გვინეა ბისაუში? (ხუმრობაგაშვებით, არც გამიგია და ძალიან მაინტერესებს, რა არის ასეთი. იქნებ დაპოსტო) smile.gif

Posted by: auau 23 Dec 2007, 22:16
WOMAN IN LOVE
QUOTE
სადაა ნამდვილი გუდა?

ეგ ყველაზე რთული საკითხია! smile.gif
ისე, მე თუ კახეთში წავალ და რასაკვირველია, თუშური ყველის ღირსიც გავხდები, ნამდვილად მოვახერხებ გაგასინჯო.smile.gif
* * *
gabarzgaleba
QUOTE
თუშური ყველი თბილისამდე არც აღწევს, თელავშიც კი მალე ქრება.

ნაღდად მასეა, მაგრამ ჯერ კიდევ შემრჩა სანდო კანალები. ჩემი ქალბატონი miau და ბიძამისი 2 დღით ბრძანდებოდნენ თელავში და ყველის უნახავი გახდებოდი, ისეთი თუშური ვჭამეთო. იქ წალამზე მწვადებიც მიუყოლებიათ და... მოკლედ, მე რა აქედან?wink.gif
რაც შეეხება ყველის შენახვას, მახსოვს, ბავშვობისას ერთი დიდი მინის ქვაბი გვქონდა, ჰერმეტულად ეხურებოდა თავზე. მარილწყლიან ტილოში გახვეულ ყველს დებდნენ და სარდაფში ინახავდნენ გრილად. თბილისის პირობებში ცოტა გამიჭირდა ასეთი გრილი ადგილის ნახვა, მაგრამ ისიც არის, არც იმდენი გუდის ყველი მქონია ერთად, მაშინდელი რომ მახსოვს smile.gif
როცა ბევრია შესანახი, ასეთ წათხს ვაკეთებ (კახეთში წაკას ეძახიან) - 5 ლ წყალი + 1 კგ მარილი + 0.5 ჭიქა შაქარი წამოვადუღოთ, გავაციოთ დადოლბანდში გავწუროთ. ამ მასას დავუმატოთ 1 ჭიქა მაწონი (აუცილებლად ნატურალური და არა სახამებელგარეული. თუ სანდო მაწონი არ არის, ნუ დაუმატებთ). შესაძლებელია მაწონი გაიზარდოს 2 ჭიქამდე, მაგრამ მასინ წყალს უნდა მოაკლოთ ის დამატაბული მასის რაოდენობა. ყველს ვჭრით მოზრდილ, დაახლოებით 500 -700 გრამოან ნაჭერებად, ვათავსებთ წათხში და სიმძიმეს ვადებთ, რომ მთლიანად დაიფაროს და ასე უმაცივროდ დიდხანს შეინახავთ.
წათხიდან ამოღებულს გადაავლეთ წყალი.smile.gif


კიდევ ერთი რამ მახსოვს გუდის ყველთან დაკავშირებით: როცა ყველი თეფშზე დებაში გამოშრებოდა, თხლად ჭრიდა პაპაჩემი,ღრმა თეფშზე აწყობდა და მდუღარე წყალს გადაავლებდა ზედმეტი მარილის მოსაცილებლად. ეს ხდებოდა მომენტალურად. ამის შემდეგ ცოტა რაოდენობის მდუღარეს ასხამდა, რომ ჩაბუჟბუჟდებოდა და ქარვისფერ ცხიმს მოიგდებდა,
მერე თონის პურს აწობდა და ყველს ატანდა.აი ახლა, სიამოვნებით მივირთმევდი!
თუშური ყველი ძალიან კარგია თონის პურის ორცხობილასთან ერთად. კარგ გამტკიცულ შოთებს თონეში რომ ნებივრად გახუხავ, არაჩვეულებრივი მსხვრევადი ორცხობილა გამოდის და ჩაისთან ერთად და გუდის ყველის თანხლებით...

აუუუ, მაზოხისტივით ვიქცევი.........

biggrin.gif

Posted by: Blue Note 24 Dec 2007, 01:46
auau
QUOTE
სარდაფში ინახავდნენ გრილად

აი, სწორედ ეგეთ სარდაფში, უფრო სწორად თელავში, ჩვენს გრილზე უგრილეს მარანში ვინახავდით ყველის იმ დიდ ქვაბს, რომელიც ზემოთ ვახსენე. ოღონდ შენახვაზე როცა ვწერდი, დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ ტილოს დროდადრო ცვლა უნდა.
QUOTE
როცა ბევრია შესანახი, ასეთ წათხს ვაკეთებ

წათხში გუდის ყველი არასოდეს შემინახავს და არც გამიგია. სიმშრალე საერთოდ ეგეთი ყველების მთავარი თვისებაა. სიმშრალე, სიმლაშე და ცხიმიანობა. ის პეკორინო რომანოც, რომელსაც ამდენი დითირამბი ვუმღერე ამ თემაში, ჯერ კიდევ ძველი რომაელების საყვარელი ყველი იყო და ლეგიონერების აუცილებელ რაციონში შედიოდა, რადგან დიდხანს ინახებოდა. (საქართველოს არმიის საველე რაციონში თუ გუდის ყველს შეიტანენ, ქართული არმია ჩემთვისაც კი უფრო მიმზიდველი შეიძლება გახდეს biggrin.gif )
QUOTE
5 ლ წყალი + 1 კგ მარილი + 0.5 ჭიქა შაქარი წამოვადუღოთ, გავაციოთ დადოლბანდში გავწუროთ. ამ მასას დავუმატოთ 1 ჭიქა მაწონი (აუცილებლად ნატურალური და არა სახამებელგარეული. თუ სანდო მაწონი არ არის, ნუ დაუმატებთ).

წათხის ძალიან კარგი რეცეპტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგი მაწონი. ასეთ წათხში ჩადებული ჭყინტი ყველისგან კარგი მარილიანი საშუალო სიმაგრის ყველის გაკეთება შეიძლება რამდენიმე კვირაში.

Posted by: Johnnie Walker 24 Dec 2007, 03:49
ყველის სამშობლოა შვეიცარია.... ეგეთი დახვეწილი გემოს ყველი მე არსად არ შემხვედრია.

ფენომენალური რამაა: რომ ჭამ ერთი გემო აქვს, რო ყლაპავ, მეორე და რომ შეჭამ საერთოდ მესამე გემო გიჩნდება პირში.

ყველა ბუზი ბზუობს, მაგრამ ფუტკართან ყველა ტყუობს biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 24 Dec 2007, 15:12
Johnnie Walker
QUOTE
ყველის სამშობლოა შვეიცარია.... ეგეთი დახვეწილი გემოს ყველი მე არსად არ შემხვედრია.

ფენომენალური რამაა: რომ ჭამ ერთი გემო აქვს, რო ყლაპავ, მეორე და რომ შეჭამ საერთოდ მესამე გემო გიჩნდება პირში.

ყველა ბუზი ბზუობს, მაგრამ ფუტკართან ყველა ტყუობს


კი მარა, მაგას რო ყველაზე მეტად შვეიცარიული ღვინო უხდება (იშვიათი და მაგარი ღვინოა), რომელიც ექსპორტზე თითქმის არ გადის?

Posted by: BAUSHKE_ 24 Dec 2007, 21:56
gabarzgaleba
სულგუნს რომელი ღვინო უხდება?

Posted by: gabarzgaleba 24 Dec 2007, 22:23
BAUSHKE_

ქართულებიდან საუკეთესო ევროპულად დაყენებულები, მაგალითად ყველაზე ცოცხალი და რბილი წინანდალი ხილის გემოებით, უცხოურებში რისლინგია საუკეთესო. სადესერტო და ნახევრადტკბილი ღვინოებიც წავა, ქართულებიდან ტვიში.

ეხა გამახსენდა შენ რო საფრანგეთში ხარ. ლუარის მხარის მოტკბო ღვინოებში ამოარჩიე რამე, ანდა სოვინიონ ბლანები (პუიი ფუმეს გარდა). ეს ყველაფერი თეთრებია.

Posted by: BAUSHKE_ 24 Dec 2007, 22:33
gabarzgaleba

დიდი მადლობა ბნო სემუელ

smile.gif



Posted by: Johnnie Walker 24 Dec 2007, 23:46
gabarzgaleba
QUOTE
კი მარა, მაგას რო ყველაზე მეტად შვეიცარიული ღვინო უხდება (იშვიათი და მაგარი ღვინოა),

lol.gif gigi.gif givi.gif up.gif
დაგლიჯე.მაგრა ჩაგეთვალა დახვეწილი და გემოვნებიანი ირონია, მაგრამ შვეიცარული ყველი ფრანგულს ნამდვილად სჯობს wink.gif biggrin.gif

ეგ ხომ იცი, როგორაა...
ოდესღაც მე ერთ ამერიკელს ვკითხე, სან-ფრანცისკოს პორტი რომ არ მუშაობს იქნებ იმის ბრალია, რომ სან-ფრანცისკოს დოკერებმა ფასები აწიეს და გემები ახლა ოკლენდში მაგიტომ დადიან-მეთქი.

ხოდა იმან მიპასუხა. დიდი მადლობა, რომ თქვენ ასეთი კარგი აზრის ხარ ნენსი და რონალდ რეიგანზე და მთლიანად, ჩვენს საპრეზიდენტო ოჯახზეო biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 25 Dec 2007, 03:55
ეხა გამახსენდა ლუდის თემაში პოსტვისას, რო საუკეთესო ძვირფას, მშრალ, დავარგებულ-დაძველებულ ყველებთან მაგრა ასწორებს პორტერი, ლუდებს შორის ულუდესი, კალორიულთა შორის უკალორიულესი, სურნელოვანთა შორის უსურნელოვანესი და ალბათ ყველაზე გემრიელი ლუდი, რაც კი ოდესმე შეუქმნია ადამიანს. პორტერი ესაა ცივი ცეცხლი, შავი მარგალიტი, პირველქმნილი ქაფი, საიდანაც ალკო-აფროდიტე იბადება biggrin.gif
* * *
---------------------------------------

ლექსო ჭინჭარაულის მოყოლილი ანეკდოტი:

მიხომ ერთი თავი თუშური ყველი იყიდა ოჯახისთვის. სახლის კიბეები აათავა, ზარი დარეკა, მაგრამ ვიდრე კარს გაუღებდნენ, გულმა უმტყუნა, ჩაიკეცა და უცებ დალია სული.

ქელეხის უფროსი სიას ადგენს:

1. ღვინო - მიტუამა +
2. ხორცი - შაქრომა +
3. ლავაში - კაკომა +
4. ყველი - თვითონ მაიტანა +
5. .......................................

Posted by: Blue Note 25 Dec 2007, 04:11
gabarzgaleba
QUOTE
ყველი - თვითონ მაიტანა +

ეგ მიხო მე ვიქნებოდი ნაღდად biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Lau 2 Jan 2008, 14:38
ფრანგები თვლიან, რომ ჩვენ ყველი სულ არ გვაქვს. ე.ი. ჩვენი ყველი (იმერული, გუდა და სულგუნი) ყველად არ მიაჩნიათ. თავად ათასზე მეტი სახეობის ყველეული აქვთ და რა ენაღვლებათ.

Posted by: licemer 2 Jan 2008, 18:10
გაუმარჯოს მეგრულ-სვანურ სულგულს, ვერც ერთი ქვეყნის ყველი ვერ სჯობია.

Posted by: Lau 6 Jan 2008, 23:18
გაუმარჯოს მეგრულ სულგუნს, ფრანგულ როკფორს, ჩვენებურ გუდას, ფრანგულ ნევშატელს, შვეიცარიულ გრუიერს. ყველის ნამდვილი ფანი ვარ!

Posted by: lost_for_words 6 Jan 2008, 23:41
ადრე ვერაზე ვნახე მაღაზიაში შებოლილი სულგუნი იყო პატარებად დაჭრილი მორების პონტში 4 ცალი იყო პარკში შეფუთული და 1 თუ 2 ლარი ღირდა აღარ მახსოვს ზუსტად და ძალიან გემრიელი იყო იმის შემდეგ ვეძებ ყველგან და არ აქვთ sad.gif(( ამ მაღაზიაში გაუთავდათ . თუ იცით რაზე ვლაპარაკობ და გეგულებათ სადმე მითხარით რა მისამართი : (


Posted by: EG5678 6 Jan 2008, 23:56
წერეთელზე გაიხსნა შირნჰოფერის საფირმო მაღაზია. ძეხვებთან ერტად წარმოდგენილია ყველის ნააააირსახეობა, ჯერ მარტო დათვალიერებით დატკბები. სადღაც 30მდე ვარიანტი იქნება. ალბათ ჩვენ სულგუნს ვერ შეედრება, მარა შეხედულება და მრავალფეროვნება მაღთლა მიმზიდველია. მარა, მაინც ჯობია ჯერ გავსინჯოთ და მერე განვსაჯოთ?!

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Jan 2008, 00:13
EG5678
მე მაღაზიის პრეზენტაციაზევე გავსინჯე მათი პროდუქცია! ძეხვეულიც კარგი აქვთ და ყველეულიც! smile.gif

Posted by: perpetua2 10 Jan 2008, 00:19
tlg
ამაზე ადვილი რა არის, აიღე ტაფა,უმჯობესია ტეფალის, რომ არ მიეკროს,
წაუსვი სულ ცოტა ზეთი, დააწყე დაჭრილი სულგუნიები და შეწვი

Posted by: Blue Note 9 Feb 2008, 18:35
სირცხვილი არ არის? როგორ ჩაგვაკვდა ხელში ასეთი ღვთაებრივი თემა. ვინ თქვა, რომ მხოლოდ ნექტარს და ამბროზიას მიირთმევდნენ უკვდავნი? ჩუმჩუმად ყველსაც შეაპარებდნენ ხოლმე ოლიმპოზე biggrin.gif
ერთი სერიოზული თხოვნა მაქვს. თქვენი პრაქტიკული რჩევა მჭირდება. თბილისში სად შეიძლება ნამდვილი თუშური გუდის ყველის ყიდვა? მყრალ ფსევდოგუდისყველს არ ვგულისხმობ ოღონდ. biggrin.gif და არც თელავს და ახმეტას. იმენნა თბილისი მჭირდება.
დიდი მადლობა. 2kiss.gif

Posted by: AquariuMANIAK 9 Feb 2008, 18:44
მე სულგულია თუ სულგუნი ყველაფერს მირჩევნია smile.gif იიიფ, იიიფ biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Feb 2008, 03:03
ეს საინტერესოა smile.gif

http://www.cooking-book.ru/library/fromage/dirki_cheese.shtml

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 10 Feb 2008, 03:16
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/50/IMGP0320.JPG/800px-IMGP0320.JPG
სარდინიაში ამზადებენ და დიდი პატივითაც მიირთმევენ !!
სხვათაშორის აკრძალულია..
ყველი მატლებით!!

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Feb 2008, 03:21
რა არის აკრძალული? აგერ, ჩვენი კულინარიელები მიირთმევენ ეგეთ ყველს, გადახედე წინა გვერდებს wink.gif

Posted by: Blue Note 10 Feb 2008, 22:11
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეს საინტერესოა

http://www.cooking-book.ru/library/fromage...ki_cheese.shtml

სხვათა შორის, ევროკავშირშიც რეგლამენტირებულია მთელი რიგი ყველების ნასვრეტების ზომა და სიხშირე. რამდენიმე წლის წინ ჩემი ამხანაგი ელაპარაკა ერთ გერმანელ სპეციალისტს. საქართველოში ნამყოფი იყო ის კაცი და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოეწონა გუდის ყველი, თქვა, რომ ევროპაში ეგ ყველი არასწორად დამზადებულად მიიჩნევა. მიდი და ენდე ახლა ამ ნაქებ ევროპას. არადა რა ყველები აქვთ, რა ყველები love.gif

Posted by: Zmuzu 11 Feb 2008, 16:52
1 თუ 2 წლის უკან უბანში დიდი მანქანით თხის ყველი მოიტანეს.ნამდვილი ფეტა იყო,ოღონდ ქართული.ჩვენთან მარკეტებში რომ ფეტა იყიდება,ნამდვილად ჯობდა,თან ჩვეულებრივი ყველის ფასად ჰყიდნენ.სამწუხაროდ იმის მერე არც ბაზარში და არც არსად არ მინახავს

Posted by: gabarzgaleba 11 Feb 2008, 19:08
Zmuzu
QUOTE
1 თუ 2 წლის უკან უბანში დიდი მანქანით თხის ყველი მოიტანეს.ნამდვილი ფეტა იყო,ოღონდ ქართული.ჩვენთან მარკეტებში რომ ფეტა იყიდება,ნამდვილად ჯობდა,თან ჩვეულებრივი ყველის ფასად ჰყიდნენ.სამწუხაროდ იმის მერე არც ბაზარში და არც არსად არ მინახავს


ეგ იმიტო რო სააკაშვილმა ჩაუძირა ბიზნესი, რას იზამ, შემოტანა ურჩევნიათ ამ უსაქმურებს smile.gif ეჰ, იმდენი ეგეთი წამოწყება დაძირეს ამ ვაჭარა ნაძირლებმა...

Posted by: auau 11 Feb 2008, 22:53
Blue Note
ახლა არ თქვა, რომ პრაღაში გუდის ყველი ჭამე!
და თუ მართლა არსებობს ასეთი რაიმე, შემატყობინე, სად შეიძლება შოვნა?

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 13 Feb 2008, 03:08
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 10 Feb 2008, 03:21 )
რა არის აკრძალული? აგერ, ჩვენი კულინარიელები მიირთმევენ ეგეთ ყველს, გადახედე წინა გვერდებს wink.gif

რა არის აკრძალული და მაღაზიაში გაყიდვა ევროპის სტანდარტების გამო, სახლში კი აკეთე და თუ გინდა ობობებიანი ყველი მიირთვი,არავინ გიშლის spy.gif

Posted by: kote_tbeli 13 Feb 2008, 21:50
QUOTE
ახლა არ თქვა, რომ პრაღაში გუდის ყველი ჭამე!


პრაღაში კი არა, სანამ თვითონ თუშეთში არ გავსინჯე გუდის ყველი, ვერ მივხვდი, რომ რაც მანამდე გამესინჯა, არცერთი გუდა არ იყო...
ნამდვილ გუდის ყველს მასეთი მძაფრი სუნი არა აქვს და გაცილებით გემრიელია.

Posted by: auau 13 Feb 2008, 22:33
kote_tbeli
QUOTE
პრაღაში კი არა, სანამ თვითონ თუშეთში არ გავსინჯე გუდის ყველი, ვერ მივხვდი, რომ რაც მანამდე გამესინჯა, არცერთი გუდა არ იყო...
ნამდვილ გუდის ყველს მასეთი მძაფრი სუნი არა აქვს და გაცილებით გემრიელია.

რაც თავი მახსოვს, (აუუუ, თან რა დროა!) მაგას ვამტკიცებ, რომ შეიძლება ახმეტაშიც კი ვერ ნახო ნამდვილი თუშური ყველი, იმდენად ცოტაა და იშვიათობას წარმოადგენს. გუდაში გამოყვანილი შეიძლება იყოს ყველი, მაგრამ არ იყოს "თუშური".
თუშურ ყველს ერთხელ თუ გასინჯავ, არ დაგავიწყდება. რა სუნზეა ლაპარაკი?! ნასვრეტებიდან ერბო ჩამოსდის და არც ძალიან ზედმეტად მარილიანია.http://smiles2k.net/aiwan_smiles/2/index.html

Posted by: ragnarosa 13 Feb 2008, 23:33
ყველა ყველი მიყვარს იმიტო რო იტალიური კუხნის გურამანი ვარ smile.gif მარა ერთი ამ ლურჯ ფრანგულ ყველს მუღამი ვერ დაუჭირე sad.gif

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 13 Feb 2008, 23:49
თხის რძისაგან დამზადებული ყველი, ჭინჭრით არის აქამდე რაც გამისინჯავს იმათ შორის ზველაზე გემრიელი!!!

Posted by: ragnarosa 13 Feb 2008, 23:57
ოოოოოო DrDrDrmultihonoriscausa
მომწონს გემოვნება wink.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Feb 2008, 00:00
QUOTE
ლურჯ ფრანგულ ყველს

იფიფიიიიფ love.gif
ხვალ წავალ და ვიყიდი smile.gif

Posted by: ragnarosa 14 Feb 2008, 00:03
smile.gif
ეხლა სიამოვნებით მივირთმევდი პორმეზანოს ორეგანოს და სპაგგეტის

Posted by: Blue Note 14 Feb 2008, 01:12
DrDrDrmultihonoriscausa
QUOTE
რა არის აკრძალული? აგერ, ჩვენი კულინარიელები მიირთმევენ ეგეთ ყველს, გადახედე წინა გვერდებს 


რა არის აკრძალული და მაღაზიაში გაყიდვა ევროპის სტანდარტების გამო, სახლში კი აკეთე და თუ გინდა ობობებიანი ყველი მიირთვი,არავინ გიშლის 

უბრალოდ, შეიძლება მატლების სიგრძეა რეგლამენტირებული biggrin.gif

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 14 Feb 2008, 02:37
არააა ეს თავისუფალია და ხტუნავენ კი არ დახოხავენsmile.gif)))))))) მართა ასეა!
* * *
შებოლილს ქინძმარაული,
იმერულს ალადასტური მითქვამს

ერთხელ იმერეთში ვიყავით, და თონეში შევედით,პურის საყიდლად, იქვე ხაბაზები რაგაცაც აღნიშნავდნენ! მოგვაწოდეს:
ცხელი შოთი, წითელი ღვინო, სულგუნი, კაკალი და თითა ყურძენი ჰქონდათ!!!
ის გემო არასდროს დამავიწყდება!

Posted by: Zmuzu 14 Feb 2008, 13:26
როგორც იმერეთში იტყვიან ჟღვაფე ალადასტური ძნელი დასავიწყებელია gigi.gif
* * *
ragnarosa
QUOTE
მარა ერთი ამ ლურჯ ფრანგულ ყველს მუღამი ვერ დაუჭირე 

მთელი ცხოვრება წინ გქონია. gigi.gif მაგის გემოს თუ დაამუღამებ სხვა დანარჩენებს მეორე ადგილზე დააყენებ.მე ასე მომივიდა და შენი არ ვიცი.
ადამიანია და გემოვნება yes.gif

Posted by: tavadze 14 Feb 2008, 16:45
kote_tbeli
QUOTE
პრაღაში კი არა, სანამ თვითონ თუშეთში არ გავსინჯე გუდის ყველი, ვერ მივხვდი, რომ რაც მანამდე გამესინჯა, არცერთი გუდა არ იყო...

აუ, ამ მოშიებულზე მაგის გახსენება იქნებოდა, შე უღმერთოვ? biggrin.gif biggrin.gif
სხვათა შორის, ბაზარშიც სპეციალურად მთიდან ჩამოტანილ გუდას დავეძებ (ნუ, რისკი იქაც არის), რისთვისაც ყველა დამცინის, მაგას რა გაჭმევსო. არადა, კარგი გუდა მართლა მაგარია.
QUOTE
ნამდვილ გუდის ყველს მასეთი მძაფრი სუნი არა აქვს და გაცილებით გემრიელია.

auau
QUOTE
თუშურ ყველს ერთხელ თუ გასინჯავ, არ დაგავიწყდება. რა სუნზეა ლაპარაკი?! ნასვრეტებიდან ერბო ჩამოსდის და არც ძალიან ზედმეტად მარილიანია.

yes.gif yes.gif yes.gif
აი, იქ სუნი ნაღდად არასოდეს მიგრძვნია, რაც სულ მიკვირდა. თბილისში კიდე, ერთხელ სტამბულელმა ქართველმა წაიღო აქედან (თურმე ნუ იტყვით და ვიღაცას ალვანიდან ჩააქვს იქ, ცხადია, ცოტა რაოდენობით და იშვიათად, მაგრამ იმ ბიჭმაც იმისგან იცოდა ეგ ყველი) და იქ ჩასვლამდე გზაშივე გადაყარა, ისე აოხრდა... mad.gif mad.gif

Posted by: kote_tbeli 14 Feb 2008, 23:01
tavadze
მე და შენ, ,,თუშოლოგებმა" კი ვიცით, როგორიცაა ნამდვილი გუდის ყველი smile.gif)
სხვათაშორის, პატარა თუში ბავშვებიც კი ყველის მაგარი ,,ექსპერტები" არიან: შეხედავენ ნასვრეტებს, გაყვითლებული ცხიმის რაოდენობას, სირბილეს, კიდევ რაღაცეებს და გაუსინჯავად გეტყვიან კარგია თუ არა smile.gif
p.s. ისე, ზოგიერთი ყველის ზედაპირის ფაქტურაზე ატყობს რომელი მეზობლის ჯამშია ამოყვანილი ესა თუ ის ყველი და ისე ხვდება ღირს თუ არა მისი გასინჯვა wink.gif

Posted by: auau 15 Feb 2008, 14:17
kote_tbeli
QUOTE
tavadze

QUOTE
შეხედავენ ნასვრეტებს, გაყვითლებული ცხიმის რაოდენობას, სირბილეს, კიდევ რაღაცეებს და გაუსინჯავად გეტყვიან კარგია თუ არა
p.s. ისე, ზოგიერთი ყველის ზედაპირის ფაქტურაზე ატყობს რომელი მეზობლის ჯამშია ამოყვანილი ესა თუ ის ყველი და ისე ხვდება ღირს თუ არა მისი გასინჯვა 

კაი რაა, მი ტოჟე ლიუდიიიი!

Posted by: ragnarosa 16 Feb 2008, 00:13
Zmuzu
QUOTE
მთელი ცხოვრება წინ გქონია.  მაგის გემოს თუ დაამუღამებ სხვა დანარჩენებს მეორე ადგილზე დააყენებ.მე ასე მომივიდა და შენი არ ვიცი.
ადამიანია და გემოვნება

როგორ გაარტყი ჯერ 14 ვარ biggrin.gif ალბათ მაგის გაგებას პარიზის რომელიმე რესტორანი უნდა biggrin.gif

Posted by: Blue Note 16 Feb 2008, 03:03
auau
QUOTE
კაი რაა, მი ტოჟე ლიუდიიიი!

yes.gif
kote_tbeli
QUOTE
პატარა თუში ბავშვებიც კი ყველის მაგარი ,,ექსპერტები" არიან

მთლად ბავშვი უკვე ალბათ აღარ მეთქმის, მაგრამ ყველს თუ მაჩვენებთ, იქნებ მეც ვიმკითხაო ნასვრეტებში ჩამდგარ ცხიმის თვლებზე biggrin.gif
ხუმრობა იქით, რამდენიმე დღის წინ დავპოსტე და ისევ ვკითხულობ უცხოეთს გახიზნული: ბაზარში თუ აქვს აზრი თუშური ყველის ძებნას? საერთოდ, რა ბაზრები შემორჩა თბილისში, არც ვიცი. ბარემ ეგეც შემახსენეთ. მაგალითად, ორი წლის წინ დეზერტირების ბაზარში ვიპოვე საკმაოდ კარგი ყველი. მთლად ის არი იყო, რითაც ბავშვობაში ვნებივრობდი, მაგრამ თუშური იყო. სხვა დროსაც ვშოულობდი ხოლმე საშუალო დონის ყველს. როგორც წესი, უმეტესობას ცხიმი აკლდა. მაგრამ მაგას ვინ ჩივის, მაინც კარგი იყო.
მერე ერთხელ შეჯიბრი მოვაწყოთ გუდის ყველის ცნობაში. გამარჯვებულს - თვითმფრინავის ბილეთი თბილისი-დართლოს რეისზე და უფასო ორადგილიანი ნომერი თებრო ბაბოს სასტუმროში biggrin.gif (უკვე ვიწყებ საწვრთნელ ვარჯიშებს)

Posted by: ლიშთოთა 16 Feb 2008, 03:58
ყველის ფანი, მონა და ყმა ვარ user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: kote_tbeli 16 Feb 2008, 16:10
Blue Note

QUOTE
ბაზარში თუ აქვს აზრი თუშური ყველის ძებნას?


პირადად მე ბაზარში არასოდეს შემხვედრია ნაღდი თუშური ყველი. შეიძლება ხანდახან ვინმე თუშმა ჩამოიტანოს და ზუსტად იმ დროს გაიარო ყველის სექციაში, ეგ არ ვიცი smile.gif)

Posted by: tavadze 19 Mar 2008, 22:35
Blue Note
QUOTE
ბაზარში თუ აქვს აზრი თუშური ყველის ძებნას?

შემთხვევით თუ გადააწყდები. აჯობებს, ისევ ალვანში ეძებო, თუ ხელი მიგიწვდება.
QUOTE
ბილეთი თბილისი-დართლოს რეისზე

ა, მაგ რეისზე წასვლას თუ ვინატრებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ დართლოდან ბევრად იოლად მოვხვდები კვავლოში (ჩემი აზრით, თუშეთის ულამაზეს სოფელში), თორემ ისე დოჭუში ვისურვებდი მოხვედრას. biggrin.gif
QUOTE
შეხედავენ ნასვრეტებს, გაყვითლებული ცხიმის რაოდენობას, სირბილეს, კიდევ რაღაცეებს და გაუსინჯავად გეტყვიან კარგია თუ არა
p.s. ისე, ზოგიერთი ყველის ზედაპირის ფაქტურაზე ატყობს რომელი მეზობლის ჯამშია ამოყვანილი ესა თუ ის ყველი და ისე ხვდება ღირს თუ არა მისი გასინჯვა

როგორც ყოველთვის, უდარზე ხართ, სერ! biggrin.gif ხუმრობისთვის არასოდეს იქექებით ჯიობეში. biggrin.gif

Posted by: August 27 Mar 2008, 21:25
ზღაპრული რამეა

შემწვარი მსხალი ობიანი ყველითა და თაფლით

მოკლედ ოთხი მაგარი მსხალი გაუთლელად გაიჭრება შუაზე. გულს ამოაცლით და იქ თაფლს (ან კონფიტურს) ჩადებთ ზემოდან მოაყრით დაფხვნილ ობიან ყველს. შეახვევთ ფოლგაში და 10-15 წუთი შეუძახებთ ღუმელში ... სანამ მსხალი არ დარბილდება

Posted by: gabarzgaleba 28 Mar 2008, 01:49
August
QUOTE
შემწვარი მსხალი ობიანი ყველითა და თაფლით


იფ, კაი რამე გაგახსენდათ ჩემო ბატონო და ქალბატონო. მსხლის ამბავში მსხალ-ბეკონსაც დავამატებდი (მარა რადგან ყველზეა თემა, დამბალ ხაჭოსაც ვუზამდი) smile.gif

Posted by: fiesta_eterna 28 Mar 2008, 02:20
August
უობო ყველა არ წავა? idea.gif

Posted by: Rebecca 28 Mar 2008, 02:24
Blue Note
QUOTE
საერთოდ, რა ბაზრები შემორჩა თბილისში, არც ვიცი. ბარემ ეგეც შემახსენეთ


არ გეკადრებათ ასეთი შეკითხვები, მისტერ. ბაზარი, ვაგზალი და სხვა ორიენტალური ამბები რა მოსატანია სუფრასთან - თბილისი რა ხანია ევროპეისკი ქალაქად გადაკეთდა, სადაც, როგორც პარტიის გენერალური ხაზის გამტარებლებმა გვითხრეს, ბაზარს ადგილი აღარ აქვს. მეორე ხუთწლედის მიზანია ტოტალური სუპერმარკეტიზაცია, სადაც მხოლოდდამხოლოდ სათითაოდ შეხვეული ვაშლები გაიყიდება. გასაგებია ამხანაგო?

August
QUOTE
შემწვარი მსხალი ობიანი ყველითა და თაფლით


ეს მართლა უმაგრესი რამეა. მე ღუმელში არ ვაკეთებ, უმად ვჭრი ხოლმე მწიფე მსხალს და ობიან ყველს და თუ მაქვს, არომატულ ნესვს ვუმატებ. ნიგოზიც უხდება. სრული ცხონება!

Posted by: gabarzgaleba 28 Mar 2008, 03:04
fiesta_eterna
QUOTE
უობო ყველა არ წავა?


ლუბიწელი უობო ყველა უიობივაიწე ატსიუდა biggrin.gif 2kiss.gif

Rebecca
QUOTE
ეს მართლა უმაგრესი რამეა. მე ღუმელში არ ვაკეთებ, უმად ვჭრი ხოლმე მწიფე მსხალს და ობიან ყველს და თუ მაქვს, არომატულ ნესვს ვუმატებ. ნიგოზიც უხდება. სრული ცხონება!


დეზდემონ, მოგკლავ იცოდე biggrin.gif (ჩვენთან ძნელია და მაქეთკენ იშოვება სოტერნის ღვინოები (Sauternes), ხოდა ეგ მიაყოლე მაგ ყველაფერს, რაც ეხა ჩამოთვალე. დანარჩენი ინტიმურ ვითარებაში მომიყევი, ან დამიპიემე biggrin.gif)

Posted by: BAUSHKE_ 8 May 2008, 21:42

აბა სადა ხართ დაიწყო მაცივარში როკამადურის და მიმოლეტის პერელეტი




Posted by: Blue Note 9 May 2008, 01:15
BAUSHKE_
მიმოლეტის მაცივარში დება არ ვარგა, არომატს კარგავს. ყველაფერს გრილი სარდაფი ან საკუჭნაო ჯობია. მით უმეტეს კაგად დავარგებული თუა. კიდევ უფრო კარგია, ყველის მანიაკებს დაუძახო და დროზე მოუღო ბოლო. ღვინის მანიაკებიც არ უნდა დაგავიწყდეს იდეალური კომბინაციისთვის biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 9 May 2008, 01:21
Blue Note

მართლა? პერელოტი ტყვილა კი არაა biggrin.gif მალე აღარ იქნება, თან ხო იცი ამათი დოზები. wink.gif
სარდაფი არ მაქვს. sad.gif

Posted by: Blue Note 9 May 2008, 01:30
ეჰ, მე კიდო სარდაფი მაქვს, მაგრამ მიმოლეტი არ მაქვს. სამაგიეროდ ისეთი Gruyère-ი მაქვს, სარდაფიდან არ ამოვდივარ. ექიმი მეუბნება, ნამეტანს ნუ შობი, თორემ მალე აკლდამაში მოგვიწევს შენთვის ყველის ჩაყოლებაო biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 9 May 2008, 02:25
Blue Note

smile.gif))

კაია სარდაფი. თან აქ ისე დაცხა ეხლა. sad.gif ხო კიდე ძირადამატებული გუდა მაქვს და სასტიკად
არ მომწონს sad.gif არადა ისეთი ლამაზი სანახავია ჭორფლიანი და მოოქროსფრო... biggrin.gif

Posted by: AquariuMANIAK 9 May 2008, 09:56
პავიდლოანი ყველი ვის უჭამია ? biggrin.gif

Posted by: Blue Note 9 May 2008, 20:07
AquariuMANIAK
QUOTE
პავიდლოანი ყველი ვის უჭამია ? 

ეგ სმაილიკი მგონი ტყუილად მიაწებე მაგ შეკითხვას biggrin.gif. ყველი ტკბილთან ძალიან მაგრად მიდის. განსაკუთრებით მიყვარს მწიფე მსხალთან. ჯემებს რაც შეეხება, მარწყვის ჯემთან ასწორებს. ისე ყველის ხათრით რას არ შეჭამს კაცი biggrin.gif

Posted by: kokogorgo 9 May 2008, 20:30
გებჟალიას მოყვარული არავინაა აქ?

Posted by: gabarzgaleba 9 May 2008, 21:36
Blue Note
QUOTE
განსაკუთრებით მიყვარს მწიფე მსხალთან.


დიდება დიდი კაცის გამოჩენას biggrin.gif მსხალთანაც, ლეღვთანაც, ნესვთანაც, შავქლიავის ჩირთანაც კაია ყველი, განსაკუთრებით გამოქვაბულებში დავარგებული ყველები.

Posted by: WOMAN IN LOVE 9 May 2008, 21:53
ეუფ... კაი ედამერი მაქვს ეხლა და გამოვუყვან წირვას მალევე biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 9 May 2008, 21:55
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეუფ... კაი ედამერი მაქვს ეხლა და გამოვუყვან წირვას მალევე


კენიაში არ იციან კაი ყველი? biggrin.gif

Posted by: zen 9 May 2008, 22:43
მსოფლიოში საუკეთესო "ყველია" ტოფუ, რა თქმა უნდა. biggrin.gif


Posted by: Johnnie Walker 9 May 2008, 22:49
zen
ეგ რომელია...............? smile.gif

Posted by: zen 9 May 2008, 22:55
QUOTE (Johnnie Walker @ 9 May 2008, 21:49 )
zen
ეგ რომელია...............? smile.gif

ჩინურ-იაპონური სოიოს "ყველი".
http://en.wikipedia.org/wiki/Tofu

Posted by: Johnnie Walker 9 May 2008, 22:59
kokogorgo
QUOTE
გებჟალიას მოყვარული არავინაა აქ?

მე ვარ, მე...
დედით მეგრელი და ცოლით.... აუ რა გამახსენე .... sad.gif

მიყვარს................................................. smile.gif

ისე, იციან ამათ (თბილისელებმა), ეგ რა არის? biggrin.gif არა მგონია....

Posted by: tos-ka 9 May 2008, 23:02
kokogorgo
QUOTE
გებჟალიას მოყვარული არავინაა აქ?


მოვიდეთ? jump.gif

Posted by: მამაო ენუქი 9 May 2008, 23:04
QUOTE
გებჟალია


QUOTE
ისე, იციან ამათ (თბილისელებმა), ეგ რა არის?  არა მგონია....

ეგ ვჭამე ქვევრში, მარა ისეთი მთვრალი ვიყავი აღარ მახსოვს მომეწონა თუ არა biggrin.gif

Posted by: tos-ka 9 May 2008, 23:07
მამაო ენუქი
QUOTE
ეგ ვჭამე ქვევრში, მარა ისეთი მთვრალი ვიყავი აღარ მახსოვს მომეწონა თუ არა 


ნაბახუსევზე უნდა მიირთვა, მაშინ გაუგებ გემოს

Posted by: BAUSHKE_ 9 May 2008, 23:08
Johnnie Walker

smile.gif)

სადაურია მეუღლე ?

Posted by: August 9 May 2008, 23:10
ელარჯი, გებჟალია, ჭვიშტარი, ანუ მეგრული სამზარეულოს მარგალიტები ...

http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication_view.asp?InfoID=12147&iabspos=17&vjob=vsub,55&vtkid=

Posted by: Johnnie Walker 9 May 2008, 23:15
BAUSHKE_
QUOTE
სადაურია მეუღლე ?

მეუღლეც მეგრელი, მოკლედ ბავშვი მეზრდება - 3/4 მეგრელი. ენაცვალოს მამამისი smile.gif
მამამძაღლების ერთია უკვე ახლა gigi.gif

Posted by: zen 9 May 2008, 23:15
QUOTE (Johnnie Walker @ 9 May 2008, 21:59 )
kokogorgo
QUOTE
გებჟალიას მოყვარული არავინაა აქ?

მე ვარ, მე...
დედით მეგრელი და ცოლით.... აუ რა გამახსენე .... sad.gif

მიყვარს................................................. smile.gif

ისე, იციან ამათ (თბილისელებმა), ეგ რა არის? biggrin.gif არა მგონია....

გებჟალიაც მიყვარს, მაგრამ კამეჩის რძის ნამდვილი სულუგუნი მაქვს არაერთხელ ნაგემი საბჭოთა საქართველოში. biggrin.gif
სასიამოვნო საყურებელი იყო კამეჩები ზაფხულში, გალის მიდამოებში. კამეჩების ჯოგს სხვანაირი კოლორიტი აქვს, ძროხებთან შედარებით.

Posted by: August 9 May 2008, 23:20
zen
QUOTE
გებჟალიაც მიყვარს

გებჟალიას ც ტოფუსთან შედარებით მიაწერე? lol.gif

Posted by: zen 9 May 2008, 23:23
QUOTE (August @ 9 May 2008, 22:20 )
zen
QUOTE
გებჟალიაც მიყვარს

გებჟალიას ც ტოფუსთან შედარებით მიაწერე? lol.gif

ტოფუ სულ სხვაა. gigi.gif )))))))))))

Posted by: მამაო ენუქი 9 May 2008, 23:27
August
QUOTE
My Webpage

lol.gif
ეგ თუ იყო გებჟალია არ ვიცოდი, მამაჩემს უყვარს მაგრად, ძაან ხშირად აკეთებს ხოლმე სახლში, არასდროს არ მიჭამია, ერთხელ ვჭამე და ისიც გემო არ მახსოვს, პროსტა ვერ ვეკარებოდი ჭყინტი ყველი ისე მიყვარს იმას გადადუღება გადმოდუღება ცოდვად მიმაჩნია gigi.gif

Posted by: August 9 May 2008, 23:33
მამაო ენუქი
საწყალობელო, მაშ შენ არც სულგუნი გიჭამია?

zen
QUOTE
ტოფუ სულ სხვაა.  )))))))))))

ერთი სოიოს კატლეტია კატლეტი და მეორე ტოფუა ყველი lol.gif

Posted by: zen 9 May 2008, 23:47
QUOTE (August @ 9 May 2008, 22:33 )
zen
QUOTE
ტოფუ სულ სხვაა.  )))))))))))

ერთი სოიოს კატლეტია კატლეტი და მეორე ტოფუა ყველი lol.gif

ხურმაც კარგი ხილია. gigi.gif 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 9 May 2008, 23:48
gabarzgaleba
QUOTE
კენიაში არ იციან კაი ყველი?

განური ჯობს, დამიჯერე biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 9 May 2008, 23:50
August
QUOTE
საწყალობელო, მაშ შენ არც სულგუნი გიჭამია?

სხვათაშორის კაი ხანი არ მქონდა ნაჭამი, ასე ათი წლის უკან შევჭამე პირველად biggrin.gif

Posted by: August 9 May 2008, 23:57
zen
QUOTE
ხურმაც კარგი ხილია.


შენთან მხოლოდ შენი სმაილიკები სჩანს? wink.gif ვიფიქრე ავუბამ მხარს მეთქი და არ მომალანძღა ... vik.gif ჰა, ჯანი გავარდეს 2kiss.gif

Posted by: kanonika 10 May 2008, 00:00
August
გებჟალიას ეტიმოლოგიაც ხომ არ იცით, ანუ მზსტან რაიმე კავშირშია?

zen
QUOTE
სასიამოვნო საყურებელი იყო კამეჩები ზაფხულში, გალის მიდამოებში. კამეჩების ჯოგს სხვანაირი კოლორიტი აქვს, ძროხებთან შედარებით.

ხო, სადღაც მიულოდნელი გუბეებიდან რომ ამოყოფენ შავ თავებს და რქებს, ასწორებს

Posted by: August 10 May 2008, 00:04
kanonika
მაგ შემთხვევაში მე მგონი რძესთანა აქვს კავშირი.
ბჟა მეგრულად მზეც არის და რძეც

Posted by: Johnnie Walker 10 May 2008, 00:08
ისე, მოცარელას აპირებენ-ო, ქართულს.... biggrin.gif

რამხელა იდიოტიზმია.... მოკლედ, საზღვარია არა აქვს, რა, დებილობას? კჰმ... ეროვნულს...

საქართველოში რა უნდა მოცარელლას? biggrin.gif

რას უნდა დაატანო, ან რას უნდა შეაზავო? იდიოტიზმის კარიბჭეა biggrin.gif

Posted by: kanonika 10 May 2008, 00:11
August
მადლობა, ესე კარგად არ მესმის მეგრული, არც მახოსვდა, რომ ბჟა რძეა.
QUOTE
ისე, მოცარელას აპირებენ-ო, ქართულს...

ექსპორტზეა გათვლილი, ნამდვილად biggrin.gif

Posted by: August 10 May 2008, 00:11
ნათქვამია: თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო ...

Posted by: Johnnie Walker 10 May 2008, 00:11
QUOTE
კამეჩის რძის ნამდვილი სულუგუნი მაქვს არაერთხელ ნაგემი საბჭოთა საქართველოში. biggrin.gif

აუ ეგ ვიცი და ვიცი, რა ზღაპრულად გემრიელია.

Posted by: kokogorgo 10 May 2008, 00:19
გებჟალია არის გადაზელილი იმერული ყველი. დაჭრილი და ჩაწყობილი მაწონში[წვრილად დაჭრილი პიტნით]
* * *
მეგრელებმა მასწავლეს და ძალიან მიყვარს

Posted by: Blue Note 10 May 2008, 01:44
BAUSHKE_
არა, შენ რომ არ ამოგეწია ეს დიდი ხნის დავარგებული თემა, რა ეშველებოდა ამდენ პატიოსან ადამიანს? 28 მარტიდან ყველის დიეტაზე იყო ფორუმი biggrin.gif
zen
QUOTE
ჩინურ-იაპონური სოიოს "ყველი".

ტოფუ რომ ამ თემაში განსახილველი არაა, ამაზე ნუ ვიდავებთ. ყველი პირობითად ჰქვია. ისე, ტოფუს "მეინსტრიმის" რეცეპტები მოსაბეზრებელი რამეა. მაგრამ რამდენიმე რეცეპტი ვიცი ძალიან პიკანტური. ყველს არა, მაგრამ ბევრ სხვა რამეს დაგავიწყებს. თუ გაინტერესებს, მერე შეიძლება დაწვრილებით ლაპარაკი, იქნებ თემაც არსებობს. უკვე რამდენიმე წელია ექიმების შეგონებით ტოფუს ვჭამ სხვადასხვა ვარიაციაში. თამაშ-თამაშში ბლომად კერძიც გამოვიგონე (საცივი, ფხალები, ხახვში და ნიორში მოხრაკული, კუჭმაჭი, პურზე წასასმელი პიკანტური პასტები, აზიურ კერძებს ხომ რა მოთვლის).
August
შენი ვებგვერდი ვნახე და მივხვდი, რომ ჭადის ცხობაში ერთი და იგივე პობლემა გვაქვს (ახლა არ მითხრას ვინმემ, რომ ყველის თემაში ჭადზე ლაპარაკი ოფტოპიკია). აბაშის ფქვილს რატომღაც ჩეხეთშიც ვერ ვშოულობ biggrin.gif . მაგრამ ბევრი ჩხირკედელაობის მერე ოპტიმალური ვარიანტი ვიპოვე. აქ საკმაოდ ნორმალური ფქვილია - "პოლოჰრუბა", ანუ საშუალო სიწმინდის. მაგას ვურევ ბრინჯის ფქვილს (ყველა ფირმის არ ვარგა) და სიმინდის საფანელს (წებოვნებისთვის). მე ვიყო ხამსა, როგორც ერთი კაი კაცი იტყოდა, თუ საქართველოში გამომცხვარ ბევრ ჭადს არ ჯობდეს. არც ზეთი მჭირდება და არც კვერცხი. ახლა ჭვიშტარის პროექტს ვამუშავებ. მე მგონი ყველის კარგი კომბინაციაც გამოვნახე: ცხიმიანი ბალკანური + მოცარელა, როგორც ხაჭაპურისთვის. ამას კი ზეთში ვწვავ. ოჯახში ერთი-ორჯერ ლამის ჩხუბის საგანიც კი გამხდარა. ქართველი თუ არაქართველი ხელიდან ვართმევთ ხოლმე ერთმანეთს biggrin.gif

Posted by: kanonika 10 May 2008, 02:46
Blue Note
QUOTE
თამაშ-თამაშში ბლომად კერძიც გამოვიგონე (საცივი, ფხალები, ხახვში და ნიორში მოხრაკული, კუჭმაჭი, პურზე წასასმელი პიკანტური პასტები, აზიურ კერძებს ხომ რა მოთვლის

ტოფუს საცივი დადე რა. და უფრო მეტად კუჭ-მაჭი მაინტერესებს.
QUOTE
მაგრამ რამდენიმე რეცეპტი ვიცი ძალიან პიკანტური. ყველს არა, მაგრამ ბევრ სხვა რამეს დაგავიწყებს.

ეს მართლა მაინტერესებს, ხუმრობაგაშვებით. ტოფუს შოვნა აქაც შეიძლება, და მგონი მისი დამზადება არ არის ძნელი, მგონი იმ ტოფუს აქ ამზადებენ, მაინც მალფუჭებადია, არა მგონია ეგ შემოქონდეთ.

Posted by: BAUSHKE_ 10 May 2008, 02:46
Blue Note

ჩეხეთში ყოფილა. არადა ლამის ვიკითხე smile.gif



* * *
Johnnie Walker

ქართული მოცარელა არ ვიცი, მაგრამ იტალიელებს მოცარელა-პამიდორ-ბაზილიკ სალათაზე
საზაფხულო ნეტა კიდე რა აქვთ

Posted by: Johnnie Walker 10 May 2008, 12:20
BAUSHKE_
QUOTE
საზაფხულო ნეტა კიდე რა აქვთ

პარმიჯანო, ეგეც მაგარი რამეა biggrin.gif

ფრანგები უძახიან "პარმეზანს" smile.gif
* * *
August
QUOTE
ნათქვამია: თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო ...

მართალი ხარ, აუგუსტა... ჩვენ გადასარევი ყველეული გვაქვს.

მაგრამ სხვისიც საინტერესოა ხოლმე, მე მაგალითდ (სნობურ ამბავში biggrin.gif) შვეიცარიული და ჰოლანდიურ ყველზე, განსაკუთრებით ძველზე, გამოყვანილზე, ტვინი მეკეტება. თან მძულს როკფორი, ფრანგული, ვერს ვჭამ გემოს ვერ ვიტან...

რატომ შევივიწროვოთ დიაპაზონი? biggrin.gif

პოლონეთში არის ეროვნული ყველი?

Posted by: August 10 May 2008, 12:50
Johnnie Walker
QUOTE
სხვისიც საინტერესოა ხოლმე

ნამდვილად!
საინტერესოა, აუცილებლად დასაგემოვნებელია როცა ამის საშუალება არსებობს ...
პოლონელებს ერთად ერთი კარგი სახეობის ყველი აქვთ "ოსციპეკ" და "გოლკა" ეს არის ზაკოპანეს მთიელების ცხვრის (I) და ძროხის (II) ყველი რომელიც რაღაცით წააგავს ჩვენს შებოლილ სულგუნს. ბევრი იწვალეს , ბევრი სანიტარულ - ინსპექციურ უნიური ბარიერი და ბიუროკრატია გადალახეს და გაიმარჯვეს - მიიღეს ევრო სტანდარტი და გავიდნენ ბაზარზე.

ჰოდა იმას ვამბობდი საინტერესოა სხვაა და მოცარელას საქართველოში გამოშვება ყოვლად წამგებიანია დიდდისტანციურ გათვლებში...

მოცარელა ბოლოს და ბოლოს ახალგადაზელილი სულგუნია ნუ მე ახლა მოცარელას ტექნოლოგოა არ ვიცი (რა ბაქტერიოლოგიური ფლორა და ფანუნა wink.gif ქმნის ამ ყველს ), მაგრამ გემოთი და გამოყენებით ეგაა.

თუ ჩვენ მის გამოშვებას დავიწყებთ, იგი კი მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ბრენდია - ე.ი. ჩვენი სულგუნის საქმე სულ ჩაკვდება.

ნაცვლად იმისა, რომ კვების მრეწველობის საკვლევი ჯგუფი შეიქმნას რომელიც სულგუნის სხვადასხვა ფორმებითა და გაფორმებებით გამოშვებაზე მუშაობდესდ, იკვლევდეს ბაზარს და რეკლამირება -რასკრუტკას უკეთებდეს - ესენი სხვისი ბრენდის რეკლამირებით საკუთარს "ჯანგბადს უკეტავენ".

რა არ შეიძლება იმავე ბურთულებად, ულუფებად დაფასოებული სულგუნის გამოშვება?
არ შეიძლება იმავე გებჟალიას გამოშვება?

როდემდე შეიძლება კერძო - ოჯახურ დონეზე რჩებოდეს კვების პროდუქტების დამზადება - გასაღება?
ეს სხვა თუ არაფერი საშიშია!

მოკლედ ბევრი ვწერე და აბდაუბდად მაგრამ იმედი მაქვს მიმიხვდით ...
* * *
Blue Note
QUOTE
აბაშის ფქვილს რატომღაც ჩეხეთშიც ვერ ვშოულობ


აუუუუ, რა აბაშური ფქვილი ჩამოჰქონდათ დედას ბიძაშვილებს ძვ.აბაშიდან ... ტყებუჩავების წყლის წისქვილზე დაფქვილი ...

ამ გახსენებაზე ვისაც ეხება თავად მიხვდება მაღაზიის ფქვილეულობა სწორედ იმიტომ არის მავნებელი (შეიცავს მაღალტექნოლოგიური გადამუშავების პროდუქტებს) რომ რადიკალურად განსხვავდება დოლაბებზე დაფქვილი მარცვლეულის ფქვილისაგან რომელსაც წყლის წისქვილის დოლაბები ნაზად wink.gif შინაგანი სტრუქტურის დაუზიანებლად ფქვავენ ...

პოლონელური ყველი "ოსციპეკ" სხვა ორმაგი პირამიდების ფორმისაც არის ... ამაზე პატარებიც და საერთოდ ერთლუკმიანებიც, მაგრამ აი ეგ შუა "სარტყელი" აუცილებელია

Posted by: tos-ka 10 May 2008, 16:45
kokogorgo
QUOTE
გებჟალია არის გადაზელილი იმერული ყველი

არ დაიჯერო!

QUOTE
მეგრელებმა მასწავლეს და ძალიან მიყვარს

lol.gif კი ყოფილან ნამდვილი მეგრელები


August
QUOTE
არ შეიძლება იმავე გებჟალიას გამოშვება?

როგორ არა! პიტნით გადაზელილი ყველი გაუკეთებია ვიღაცას და იტალიური რეცეპტით დამზადებულიო, მიუწერია. სპეციალურად ვიყიდე - გასაცოდავებული გებჟალია იყო sad.gif

Posted by: kokogorgo 10 May 2008, 16:49
tos-ka
მითხარით ბატონო ,. როგორია ნამდვილი გებჟალია

Posted by: tos-ka 10 May 2008, 18:03
kokogorgo
ეჰ, სიტყვით რომ ვერ გამოითქმის?
მაგრამ იმერული ყველით ვერანაირად ვერ გაკეთდება.

Posted by: anatoreli 10 May 2008, 18:13
აუ სახელს ვერ ვიხსენებ მარა უმაგრესი რამეა....იტალიურია....ყველში გახვეული სახლის არაჟანივითაა....ტომსიკებშია გამოკრული.....უმაგრესი რამეა...

საქართველოში არ მინახია....მოსკოვში ვსკდებოდი მაგით,,,,,დაჭრი,სოიოს მოასხავ,ცოტა ზეითუნის ზეთი და ცაში ხარ რა აწეული... biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 10 May 2008, 20:24
მაინცდამაინც ზესტაფონში უნდა წავსულიყავი ამოტოლა ამბავი რო აგეტეხათ? biggrin.gif

Posted by: margusha 10 May 2008, 20:28
tms

ყველანაირი ყველი მიყვარს უცხიმო, უმარილო, გამხმარი, ობიანი და ა.შ. ყველი თუ არ მაქვს სახლში, საჭმელი არ მაქვს. ტკბილეულის გარდა ყველაფერს ყველს ვატან.

Posted by: Johnnie Walker 11 May 2008, 12:23
kokogorgo
QUOTE
გებჟალია არის გადაზელილი იმერული ყველი.


როგორ გაკდრება, ჩემო ბატონო (ქალბატონო)... გებჟალია გადაზელილი სულუგუნია, ნუ გვაბნევთ აქ ხალხს biggrin.gif

კარგი, ნიჭიერი გაკეთებული გებჟალია სულის ნეტარებაა, ეგ კერძი არ არის, ეგ ჩემი უსაყვარლესი დედულეთის არსია და იმ ხალხის ფსიქოლოგიის კონცენტრატი. გებჟალია სამეგრელოს (მეგრული სამზარეულოს) მშვენებაა, ის ელარჯს უხურავს! biggrin.gif

ხოდა ახლა თქვენ ბრძანებთ, იმერული ყველიო...... lol.gif

gabarzgaleba
QUOTE
ზესტაფონში უნდა წავსულიყავი ამოტოლა ამბავი რო აგეტეხათ? 

ისე, მანდ შილაFლავი არ იციან, ხომ........? biggrin.gif;

Posted by: BAUSHKE_ 11 May 2008, 12:26
Johnnie Walker

smile.gif) როგორ მყვარს ჯონი უოკერი რო რამეს აქებს

"ღვინო კი არა მზე არის მზეი " .....

უმაგრესია


2kiss.gif

Posted by: auau 11 May 2008, 14:03
tos-ka
შენ აქედან კომენტარებს რომ აკეთებ და შენიშვნებს იძლევი, მაგას სჯობია შენი ოჯახის საფირმო გებჟალიას რეცეპტი დადო, თორემ ალიაქოთს აგიტეხავ!
გაიხსენე, კიდევ რაღაცეები იცი ...

Posted by: kokogorgo 11 May 2008, 16:41
Johnnie Walker
უყური შ ენ , როგორ მომატყუეს გალელებმა. ისე, რა თქმა უნდა , სულგუნით გადასარევი იქნება,მაგრამ, მინდა გითხრათ, არც უმარილო იმერული ყველითაა ურიგო

Posted by: LKLK 11 May 2008, 19:48
ყველის მოყვარულებისთვის, განსაკუთრებით ვისაც ის ყოვლად კალორიული და საშინელი ობიანი ყველი (როკფორი) გიყვართ, კვერცხს როცა წვავთ, ტაფაზე ზემოდან მოაყარეთ ცოტაოდენი დაფხვნილი როკფორი, მართლაც ძალიან პიკანტურ გემოს აძლევს ბანალურ ერბო-კვერცხს.

Posted by: BadbadGirl 11 May 2008, 19:51
ხალხო, სახლის პირობებში ყველი როგორ გავაკეთო ?

Posted by: WOMAN IN LOVE 11 May 2008, 20:36
BadbadGirl
იქნებ გამოგადგეს
http://www.cheesemania.ru/prigotovlenie.shtml
* * *
http://www.cheesemania.ru/recepts.shtml

Posted by: tavadze 11 May 2008, 21:02
BadbadGirl
QUOTE
ხალხო, სახლის პირობებში ყველი როგორ გავაკეთო ?

კვეთი თუ გაქვს, ძაან იოლია. tongue.gif tongue.gif

Posted by: BadbadGirl 11 May 2008, 21:07
tavadze
დამცინი ხო biggrin.gif biggrin.gif , კვეთი რომ მქონდეს მეც გავაკეთებდი.
WOMAN IN LOVE
გაიხარე! რჩევებში რომ მითხარი რაღაც სითხეზე ის სად შეიძლბა შევიძინო ??? 2kiss.gif


Posted by: tavadze 11 May 2008, 22:34
BadbadGirl
QUOTE
tavadze
დამცინი ხო

არანაირად არ დაგცინი, მაგრამ კვეთის გარეშე ყველის ამოყვანა ნაღდად არ გამიგონია. biggrin.gif

Posted by: Blue Note 12 May 2008, 15:45
gabarzgaleba
QUOTE
მაინცდამაინც ზესტაფონში უნდა წავსულიყავი ამოტოლა ამბავი რო აგეტეხათ? 

რა გინდა, ჩვენ როცა ყველზე ვლაპარაკობდით, შენ ამ დროს ჭყინტ ყველს მიირთმევდი. მაგრამ ღვინოს ალბათ თან წაიღებდი biggrin.gif
kanonika
ტოფუს რეცეპტებს აუცილებლად დავდებ. ალბათ ტოფუს თემაში ჯობია, თუ არსებობს. თუ არა და გავხსნი. ცოტა რამეს აქაც დავწერ. მართალია, ყველის თემაში ვარდ და ტოფუს სოიოს ყველს უწოდებენ, მაგრამ ტოფუ ყველად არასოდეს აღმიქვამს. ზოგადად გეტყვი, რომ ტოფუსთან ძალიან კარგად მიდის ქართული სუნელები, აზიურ კერძებში - კარი. შემწვარიც კარგი გამოდის, ოღონდ სოიოს საწებელა ან ძმარი უნდა დაუმატო ბოლოსკენ. კუჭმაჭისთვის ვიხმარე შებოლილი ტოფუ და ძალიან გაამართლა. სანელებლები იგივე, რაც ჩვეულებრივ კუჭმაჭში. ცოტა ზეითუნის ზეთიც მიამატე. ერთხელ ტოფუს ჩანახიც გავაკეთე. ცხადია, თელავურ ჩანახთან ახლოსაც არ მივიდოდა, მაგრამ ვეგეტარიანელებმა მაგრა იკაიფეს. უბრალოდ, ხორცის მაგივრად პიკანტურად შემწვარი ტოფუ ჩავუწყვე ბადრიჯანს და პამიდორს. დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივ გავაკეთე. ყველაზე იოლი და მოსახერხებელია ტოფუს პასტები, პურზე წასასმელად. რამდენიმენაირი გამიკეთებია. ძირითად ინგრედიენტებად ვიღებ ხოლმე ტოფუს (ან ნატურალურს ან შებოლილს, ან ორივეს ერთად), ზეითუნის ზეთს, ძმარს, ქართულ სუნელებს სხვადასხვა კომბინაციით (ყველაზე კარგია ბაჟეს მასალა), მწვანილს, ნიორს, ზოგჯერ მარინირებულ ზეთისხილს. რა ვიცი, იმპროვიზაციის დიდი ასპარეზია. ხან კარგი გამოდის, ხან ძალიან კარგი, ხანაც ისეთი, რომ სამსახურში თანამშრომლებისთვისაც მიმაქვს ხოლმე. ყველაფერ ამას ხორცის საკეპში ვატარებ ან აი იმ ბზრიალა მანქანაში, ყველაფერს რომ ფაფად აქცევს. ერთია, რომ მაცივარში ორ-სამ დღეს თუ ძლებს. მერე მჟავდება. საერთოდ, ტოფუ მალე ფუჭდება და ვერ წარმომიდგენია, რომ ადგილზე არ ამზადებდნენ და შემოჰქონდეთ. ეს პასტები თუ ბაჟესავით თხელია, მაშინ კარგად მიდის ბრინჯთან, ღომთან, თევზის სოუსად, ბოსტნეულთან კომბინაციაშიც. მაგალითად, შემწვარ ბადრიჯანთან, ყაბახთან, ბროკოლისთან, ისპანახთან. თუ აზელ, ფაქტიურად ფხალი გამოგივა.
ტოფუს გრანულატებს ვერ ვიტან. სამაგიეროდ მაგრა დავამხეცე "ტემპე" (tempeh), სოიოს პროდუქტია ასევე. მთელი მარცვლების ფერმენტაციით მიიღება და ძალიან ჰგავს ხორცს. აი ეს წვრილად დაკეპილი და ხახვში და ნიორში მოხრაკული მაგარი რამეა. შეგიძლია ხორცის ღვეზელის მაგივრადაც სცადო. დარწმუნებული ვარ, გამოვა. იგივე შეიძლება ტოფუთიც გაკეთდეს. ოღონდ ერთი რჩევა: ტოფუ დაფშვნილი უფრო კარგად იხრაკება, ვიდრე დაჭრილი. ოღონდ მალე შრება, თუ რამე სითხე არ დაამატე (სოიოს საწებელი, მაგალითად).
მომწერე, თუ რამე გამოგივა. რაც მთავარია, მეტი იმპროვიზაცია. ანუ მოიქეცი ქართული სამზარეულოს ტრადიციების საპირისპიროდ biggrin.gif

Posted by: August 12 May 2008, 15:55
BadbadGirl
QUOTE
ვეთი რომ მქონდეს მეც გავაკეთებდი.

კვეთი გამომიგზავნეს თბილისიდან ერთი სითხეა (თურქული) მეორე იაპონური ფხვნილია. ისე კი აფთიაქში პეპსინი იყიდე და ეგ იგივე კვეთი იქნება.

გავაკეთე კიდევაც ერთი-ორჯერ მაგრამ მაღაზიის რძით მაინც ისეთი ვერაა როგორიც უნდა იყოს ... ხელზე ნაყიდს (ანუ არაპასტერიზებულს ) კი ძროხას თუ არ ვიცნობ wink.gif lol.gif ვერ ვენდობი

Posted by: tos-ka 12 May 2008, 21:13
auau
QUOTE
tos-ka
შენ აქედან კომენტარებს რომ აკეთებ და შენიშვნებს იძლევი, მაგას სჯობია შენი ოჯახის საფირმო გებჟალიას რეცეპტი დადო, თორემ ალიაქოთს აგიტეხავ!


ეჰ, გებჟალიასთვის ყველი გამიხდა პრობლემა, თორემ რეცეპტს ვინ დაგზარდებათ. პასტერიზებული რძეც არ ვარგა, თორემ ყველსაც თავად ამოვიყვან და გებჟალიასაც გაგიკეთებთ.

kokogorgo
QUOTE
უყური შ ენ , როგორ მომატყუეს გალელებმა. ისე, რა თქმა უნდა , სულგუნით გადასარევი იქნება,


ნაყიდით არ სცადო, არაფერი გამოგივა. უმარილო უნდა იყოს და იმ დღის ამოყვანილი. თუმცა გებჟალია მაშინაა უფრო გემრიელი, როცა ჭყინტი ყველით აკეთებ და მის წვენში ცოტა კამეჩის მაწონს გაურევ.

Posted by: BadbadGirl 12 May 2008, 21:14
August
არანაირ ძროხას არ ვიცნობ ნორმალური რძე რომ ვიყიდო.
ესეიგი არ ღირს წვალებაა? ვაიმეე, არადა ისე მომენატრა ხაჭაპური, სულს ვლევ უკვეეეე sad.gif sad.gif აბა როგორ გავაკეთო sad.gif sad.gif

Posted by: tos-ka 12 May 2008, 21:20
BadbadGirl
QUOTE
ესეიგი არ ღირს წვალებაა? ვაიმეე, არადა ისე მომენატრა ხაჭაპური


გემრიელი ხაჭაპურისთვის წვალება როგორ არ ღირს! საერთოდ ხაჭო+პურია, პეპსინით კი პასტერიზებული რძიდან ხაჭოს მაინც გააკეთებ. ცოტა კარაქი+ნაღები ურიგო არ უნდა გამოვიდეს

Posted by: irmakuna 13 May 2008, 09:01
მე ფეტა ყველი მიყვარს ძალიან,ბერძნული.

განსაკუთრებით ''დოდონის''.


* * *
user posted image

user posted image



user posted image

Posted by: zazabichi 16 May 2008, 01:20
კახეთში ვიყავი ქელეხში ორი დღის წინ და სუფრასთან ლოყებღაჟღაჟა კახელი ბიძის გვერდზე აღმოვჩნდი.
ყველი აიღო, დაყნოსა და მომიტრიალდა - ყველაფერი მოხდილი აქვს, ცხიმიც, წითელაც და ქუნთრუშაც ამათ მოუ#### დედის პ####ო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: irmakuna 16 May 2008, 01:29
QUOTE


კახეთში ვიყავი ქელეხში ორი დღის წინ და სუფრასთან ლოყებღაჟღაჟა კახელი ბიძის გვერდზე აღმოვჩნდი.
ყველი აიღო, დაყნოსა და მომიტრიალდა - ყველაფერი მოხდილი აქვს, ცხიმიც, წითელაც და ქუნთრუშაც ამათ მოუ#### დედის პ####



ცხვრის ყველი თუ იყო??



lol.gif

Posted by: kanonika 16 May 2008, 02:14
Blue Note
ეე, ცოდოა ეს პოსტი ამ თემაში დაიკარგოს,
ტოფუ მხოლოდ წვნიანში მაქვს გასინჯული, ამდენ რამეს მგონი ჩინელებიც ვერ წარმოიდგენდნენ biggrin.gif

ჩემი ვარაუდით მინიმუმ 5 წლიანი გამცდილება იყო საჭირო ამ ხარისხის მისაღწევად (შენს გამოცდილებას ვგულისხმობ), აბა როდის მოასწრებდი ტოფუს ესე ათვისებას, ყოველ დღე ხომ არ ჭამ?

უბრალოდ ტოფუს ხმარებაზე თუ მიდგა საქმე და მართლა იდელურად გადაერია ყველაფერს (დაჟე ჩანახშიც), ჩემთვის ცოტა გამაღიზინებელი იქნება მისი ფაქტურა ჭამის დროს, ნუ ესეც ალბათ შეჩვევის ამბავია.
მაგრამ ტოფუს გებჟალია გიცდია?

QUOTE
მომწერე, თუ რამე გამოგივა

ჯერ მოვჩხრეკ მარკეტებში, მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ჩინური კომუნა თავად აკეთებს ტოფუს და მხოლდო საკუთარი მოხმარებისთვის, ვეცდები სადუმლო გამოვტყუოbiggrin.gif

Posted by: amadeus 16 May 2008, 13:05
zazabichi
QUOTE
ყველაფერი მოხდილი აქვს, ცხიმიც, წითელაც და ქუნთრუშაც ამათ მოუ#### დედის პ####ო 

gigi.gif lol.gif gigi.gif
ვინ იტყოდა მაგას თუ არა კახელი biggrin.gif

Posted by: tata-naka 16 May 2008, 13:26
ლილიანი
როკფორს ვეძებ დიდი ხანია, სად იყიდება ხომ არ იციტ? გდვილში ვითომ?
* * *
აუ კიდევ ბრინზაც მაგარია, მარა დიდი ხანია აღარ შემხვედრია sad.gif

Posted by: amadeus 16 May 2008, 13:45
tata-naka
ბრინზასი რა მოგახსენო მაგრამ მგონი"camembert"-ი უნდა იყოს yes.gif

Posted by: ლილიანი 16 May 2008, 22:08
tata-naka
QUOTE
როკფორს ვეძებ დიდი ხანია, სად იყიდება ხომ არ იციტ? გდვილში ვითომ?

ისა არა ის რაც უნდა იყოს არც მანდაა მაგრამ ყველაზე ახლო ვარიანტია მაინც თუმცა ცეცხლის ფასი კკიი აქვს მაგრამ ღირს yes.gif

Posted by: gabarzgaleba 16 May 2008, 22:39
zazabichi
QUOTE
კახეთში ვიყავი ქელეხში ორი დღის წინ და სუფრასთან ლოყებღაჟღაჟა კახელი ბიძის გვერდზე აღმოვჩნდი.
ყველი აიღო, დაყნოსა და მომიტრიალდა - ყველაფერი მოხდილი აქვს, ცხიმიც, წითელაც და ქუნთრუშაც ამათ მოუ#### დედის პ####ო


lol.gif lol.gif ხაშლამის მოლოდინში აუმძ%ნერდა ხასიათი ეტყობა biggrin.gif

Posted by: anatoreli 17 May 2008, 00:39
QUOTE
კახეთში ვიყავი ქელეხში ორი დღის წინ და სუფრასთან ლოყებღაჟღაჟა კახელი ბიძის გვერდზე აღმოვჩნდი.
ყველი აიღო, დაყნოსა და მომიტრიალდა - ყველაფერი მოხდილი აქვს, ცხიმიც, წითელაც და ქუნთრუშაც ამათ მოუ#### დედის პ####ო 

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: vampiria 18 May 2008, 14:28
ერთი ასეთი კითXვა მაქვს, იქნებ იცოდეთ
მარილიანი ყველი კი მიყვარს, მაგრამ ვერ ვჭამ, თირკმელების პრობლემის გამო და მარილი როგორ გავაცალო? წყალში ჩადება არ შველის, მაინც მარილიანია და მთელი დღე ვერ დაველოდები...არ არსებობს რამე ადვილი ხერხი?

Posted by: irmakuna 18 May 2008, 16:08
vampiria

უმარილო ყველიც,ხომ იყიდება?

Posted by: Dr_Zuzumbo 18 May 2008, 19:50
QUOTE (vampiria @ 18 May 2008, 14:28 )
ერთი ასეთი კითXვა მაქვს, იქნებ იცოდეთ
მარილიანი ყველი კი მიყვარს, მაგრამ ვერ ვჭამ, თირკმელების პრობლემის გამო და მარილი როგორ გავაცალო? წყალში ჩადება არ შველის, მაინც მარილიანია და მთელი დღე ვერ დაველოდები...არ არსებობს რამე ადვილი ხერხი?

შაქარი მააყარე და გაანეიტრალებს baby.gif

Posted by: Blue Note 18 May 2008, 20:26
vampiria
QUOTE
წყალში ჩადება არ შველის, მაინც მარილიანია და მთელი დღე ვერ დაველოდები...არ არსებობს რამე ადვილი ხერხი?

რატომ არ შველის? დაჭერი ნაჭრებად, ჩადე ცივ წყალში და საღამოსთვის უმარილო გექნება. თვალის დახამხამებაში მარილის გაცლის ტექნოლოგიას არ ვიცნობ. ბლომად მოიმარაგე და ლოდინი აღარ დაგჭირდება. ოღონდ თბილი წყალი არ დაასხა, გემო შეეცვლება. ანდა, მართლა irmakuna-ს არ იყოს, პირდაპირ უმარილო იყიდე. ზუზუმბოზე ზოგჯერ თეთრი ბლი მურაბასაც ასხამენ, მაგრამ რა ვიცი... biggrin.gif

Posted by: irmakuna 18 May 2008, 20:31
იტალიური ''პარმეზანა''

ძალიან კარგია განსაკუთრებით მაკარონის სადილებისთვის:




user posted image




user posted image

Posted by: chorven:) 24 May 2008, 12:59
Johnnie Walker
QUOTE
ისე, მოცარელას აპირებენ-ო, ქართულს....

რამხელა იდიოტიზმია.... მოკლედ, საზღვარია არა აქვს, რა, დებილობას? კჰმ... ეროვნულს...

საქართველოში რა უნდა მოცარელლას?

რას უნდა დაატანო, ან რას უნდა შეაზავო? იდიოტიზმის კარიბჭეა 

მშვენიერი პიცა ცხვება სულგუნითაც!!! gigi.gif

Posted by: karaoke 26 May 2008, 22:11
QUOTE
ჩემი ფავორიტი მაინც მეგრული ჭყინტი სულგუნია  მეორე ადგილზე კი მოცარელა 

ეგენი ხო
იმერულსაც არაუშავს ოღონდ ჭყინტს.
მარა აქ ათენში ფეტა დავამუღამე . პიცას როცა ვაკეთებ მოცარელა ნახევარი მაინც უნდა იყოის სხვა ნებისმიერი ყვითელი ყველი გუდა ქვია აქაურ სუპრმარკეტებში.

მოკლედ ძაან მაგრებს ვერ ვყიდულობ პროლეტარი ვარ მარა 10 ეევრომდე რაც ღირს იმატგან ვარჩევ ხოლმე .
ისე 30 ევროც ღირს ერთი სახელი არ მახსოვს .
ბერძნები აწარმოებენ კიდე მაგარ არაბერძნულ ყველებსს პატენტი უძახე შვეიცარიულს თუ არ ჯობია არაფრით ჩამოუვარდება
დელტა და ნუნუ ა ქამთავარი მწარმოებლები.

მაკარონზე მიდის დაფხვნილი. პასტიციო თუ გამიკეთეს ხო საერთოდ ....

Posted by: nanana 26 May 2008, 23:37
QUOTE
ესეიგი არ ღირს წვალებაა? ვაიმეე, არადა ისე მომენატრა ხაჭაპური, სულს ვლევ უკვეეეე  აბა როგორ გავაკეთო 


ხაჭაპურისთვის ძროხის რძის ფეტას და ნორჩ მაცარელას ვურევდი ხოლმე და რაღაც მიმსგავსებული გამოდიოდა user.gif


Posted by: Kissie 27 May 2008, 20:04
დღეს პირველად გავსინჯე შებოლილი სულგუნი. ვიყიდე ანუ.

ჰომმ, იმაზე გემრიელია, ვიდრე ველოდი biggrin.gif

Posted by: amadeus 28 May 2008, 10:58
იმერეთში ვიყავი და კაი რამე ზესტაფონური ყველი ვიყიდე biggrin.gif


:ყველისგარეშეარძალმიძსსიცილაკითითისსიმსხომატლგატარებულიყველის:

Posted by: nanana 29 May 2008, 16:19
quote]დღეს პირველად გავსინჯე შებოლილი სულგუნი. ვიყიდე ანუ[/quote]

და როგორ მოხდა რომ აქამდე არ გქონდა გასინჯული baby.gif

ისე სულგუნს მაცარელა მირჩევნია, ოღონდ რძიანი. ნიამ....

ისე ქართულ ყველებს ხილი არ უხდება და სხვა ყველაფერთან მიდის მსხალი, ყურძენი და ნიგოზი. ვაიმე იმ კაცის ძაღლის სინდრომი დამეწყო. გვარს ვერ ვიხსენებ. შუქს რომ უნთებდნენ და ნერწყვი რომ მოსდიოდა. :უსერ:

Posted by: patriciia 29 May 2008, 16:35
QUOTE
ვაიმე იმ კაცის ძაღლის სინდრომი დამეწყო. გვარს ვერ ვიხსენებ. შუქს რომ უნთებდნენ და ნერწყვი რომ მოსდიოდა. :უსერ:

პავლოვი

თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო
საქართველოში მაცარელა და გორგონცოლა რო გაგიკვირდება! ერთხელ, ვარციხეში, ანანოვების სასახლეში სუფრაზე მითხრა ერთმა ფრანგმა, ამდენ ხანს ყველის ქვეყნიდან მეგონა თავი და ახლა ვხედავ ასეთი ქვეყანა საქართველო ყოფილაო! დეზერტირებში რომ ერთი კვირა მატარებელში მეშოკებშიო ნაგდები ყველი იყიდება, იმით ნუ საზღვრავთ ჩვენს ყველს! იმისი არ იყოს, ტვინი წაიღეს ევროპული ღვინოებით და ახლა აღმოჩნდა, რომ იქაც ისეთი ტენდენცია წამოსულა ღვინის კეთების, ჩვენ რომ ვწურავთ......ბიოლოგიური, ცოცხალი პროდუქტი მალე სანატრელი გაგვიხდება და სანამ გვაქვს, მანამ მიწასთან ხლსო რაც იყო ის ვჭამოთ, სუპერმარკეების დახლებიდან ათიფიშლFლეივათი შეზავებულ საჭმელებს........

Posted by: nanana 29 May 2008, 16:54
patriciia

ძალიან კომპეტენტური ღვინის ექსპერტებისგან მაქვს გაგებული, ინგლისში რომ ქართული ღვინის PR წავიდა რუსეთის ამბების შემდეგ, რომ ქართული საექსპორტო ღვინის 80% ნაგავიაო . ასევე არა მგონია ყველის მრავალფეროვნებით იტალია ან საფრანგეთი გავაკვირვოთ.

QUOTE
თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო


და პანტა რომელია მაცარელა?
გემოვნების ამბავია ეგ უბრალოდ.

პ.ს. ძალიან მეცინება საქართველოს მოსახლეობას რომ ჰგონია რომ ნატურალურ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს მიირთმევს. ჩვენი მდინარეების და ჰაერის ეკოლოგიური მდგომარეობა, პესტიციდების უაზროდ გამოყენებაზე რომ არაფერი ვთქვათ, არა მგონია ჯანმრთელი კვების პროდუქტების მოყვანის საშუალებას იძლეოდეს. საზღვარგარეთ აწერია მაინც რა რას შეიცავს და რა არის ჯანსაღი და რა არა.

Posted by: Gurji 29 May 2008, 18:03
QUOTE
ელარჯი, გებჟალია, ჭვიშტარი, ანუ მეგრული სამზარეულოს მარგალიტები ...

ჩემი უდიდესი რესპეკტი ელარჯს tongue.gif
უგემრიელესი რამეა chups.gif

Posted by: kukuruku 29 May 2008, 19:20
ფრანგები ყველს თვლიან დესერტად, თუმდა ასევე დელიკატესადაც და აგემოვნებენ წითელ ღვინოსთან ერთად.
ვინმემ თუ იცის რომელი ქართული წითელი ღვინო რომელ ქართულ ყველს მოუხდება ?

Posted by: gabarzgaleba 29 May 2008, 19:23
kukuruku
QUOTE
ფრანგები ყველს თვლიან დესერტად, თუმდა ასევე დელიკატესადაც და აგემოვნებენ წითელ ღვინოსთან ერთად. ვინმემ თუ იცის რომელი ქართული წითელი ღვინო რომელ ქართულ ყველს მოუხდება ?


მაგაში მეზობელ თემაში ვილაპარაკოთ smile.gif

Posted by: kasandra 29 May 2008, 19:36
QUOTE
ელარჯი, გებჟალია, ჭვიშტარი, ანუ მეგრული სამზარეულოს მარგალიტები ...

სად შემიძლია.... ვკვდები შიმშილით....

ელარჯი მინდა sad.gif ან მეგრელი კულინარი ქმარი user.gif biggrin.gif

Posted by: tos-ka 31 May 2008, 00:08
kasandra
QUOTE
ან მეგრელი კულინარი ქმარი 


lol.gif დაელოდე, ელარჯს როდის მოგართმევს!

Posted by: patriciia 31 May 2008, 01:10
nanana
QUOTE
პ.ს. ძალიან მეცინება საქართველოს მოსახლეობას რომ ჰგონია რომ ნატურალურ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს მიირთმევს. ჩვენი მდინარეების და ჰაერის ეკოლოგიური მდგომარეობა, პესტიციდების უაზროდ გამოყენებაზე რომ არაფერი ვთქვათ, არა მგონია ჯანმრთელი კვების პროდუქტების მოყვანის საშუალებას იძლეოდეს. საზღვარგარეთ აწერია მაინც რა რას შეიცავს და რა არის ჯანსაღი და რა არა.

რა არის ამაში სასაცილო?
საზღვარგარეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ძალიან ძვირი ღირს......
მაცარელა კი არის გემოვნების ამბავი, მაგრამ ქართველებს მაცარელა, ჩედერი და როკფორი ალბათ იდეურად უფრო მოსწონთ, ვიდრე გემოვნური თვისებების მიხედვით :LOL; ნუ, რადგან უცხოურია.......ალბათ მე არ მესმის, როგორ შეიძლება ერთხელ გასინჯო რომელიღაც უცხოური ყველი და ისე უგონოდ შეგიყვარდეს, რომ მისკენ გულმა გაგიწიოს და იმას გერჩიოს, რასაც მთელი ცხოვრება მიირთმევდი .......მე რაც დრო გადის, ბებიაჩემის კულინარიული არსენალი სულ უფროდაუფრო მომწონს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანმა ენდემური საკვები უნდა მიირთვას...

Posted by: irinka1983 31 May 2008, 07:48
გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ მე სულგუნი მირჩევნია. მოცარელა ახხლოსაც ვერ მივა. ახლა დედიკო გამომიგზავნის თბილისიდან ყველს, ისეთი კბილების კაწკაწით ველოდებიიიი. მიყვარს ყველი love.gif

Posted by: enagrdzeli 31 May 2008, 09:52
QUOTE
ან მეგრელი კულინარი ქმარი 

დაელოდე, ელარჯს როდის მოგართმევს!


lol.gif
ხომ მოკვდება ადამიანი შიმშილით,მეგრელი კაცის გაკეთებული ელარჯის მოლოდინში biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 12:00
QUOTE (patriciia @ 31 May 2008, 01:10 )
მაცარელა კი არის გემოვნების ამბავი, მაგრამ ქართველებს მაცარელა, ჩედერი და როკფორი ალბათ იდეურად უფრო მოსწონთ, ვიდრე გემოვნური თვისებების მიხედვით :LOL

ეჰ მე იდეურად სულგუნი და გურული თხის ყველი რო მირჩევნია
მოცარელას და ფრანგულ შევღს მაგაშია ზუსტად საქმე biggrin.gif

Posted by: nanana 31 May 2008, 12:21
patriciia
QUOTE
მაცარელა კი არის გემოვნების ამბავი, მაგრამ ქართველებს მაცარელა, ჩედერი და როკფორი ალბათ იდეურად უფრო მოსწონთ, ვიდრე გემოვნური თვისებების მიხედვით. ნუ, რადგან უცხოურია.......ალბათ მე არ მესმის


ნუ ალბათ არ გესმით

QUOTE
, როგორ შეიძლება ერთხელ გასინჯო რომელიღაც უცხოური ყველი და ისე უგონოდ შეგიყვარდეს, რომ მისკენ გულმა გაგიწიოს და იმას გერჩიოს, რასაც მთელი ცხოვრება მიირთმევდი .......


მაგარი ჰაზროვნებაა ძალიან

QUOTE
მე რაც დრო გადის, ბებიაჩემის კულინარიული არსენალი სულ უფროდაუფრო მომწონს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანმა ენდემური საკვები უნდა მიირთვას...

ხოდა მიირთვით ეგ ენდემური საკვები, ოღონდ თუ ვინეს არაენდემური მოწონს მასონებად ნუ შერაცხავთ რა

Posted by: patriciia 31 May 2008, 12:22
BAUSHKE_
QUOTE
ეჰ მე იდეურად სულგუნი და გურული თხის ყველი რო მირჩევნია მოცარელას და ფრანგულ შევღს მაგაშია ზუსტად საქმე

შენ ზუსტად იცი, რას ვამბობ......ზოგის ტვინს ურჩევნია და არა გემოვნურ რეცეპტორებს იქაური ყველი და არა მარტო.......ყველას თავისი მუღამი აქვს, პრინციპში....მე სამზარეულოში ტრიალის დროს რაღაც დეჟა ვუს მაგვარი მემართება, თითქს ეს უკვე იყო, ეს მჭადი, ეს ყველი, ბაჟე, რაღაც ჟესტები, ფქვილის გაცრა, ნიგვზის გადარჩევა,,,,,მერე ვცდილობ ეს დეჟავუები მე თვითონ მოვიყვანო, წარმოვიდგენ ქუთაისის ულამაზეს ბაზარს, ჩემი ბავშვობისდროინდელს, იმერლები ხომ უშნოდ არაფერს დააწყობენ. გაწკეპილულვაშიან იმერელ ბაბუებს, დაწნულ კალათებს, წიწაკის ასხმულებს,,,,,ეჰ, განა ეს ყველი მარტო ყველია? (განა ქვა არის სვეტიცხოველი, ჩემო!) და მოცარელას და ჩედერის ჭამის დროს რა უნდა გამახსენდეს? იტალიური ზმნების არე, ერე და ურე დაბოლოებების უღლებები?lol.gif თუ უორიკშირის მწვანე ველები?

* * *
nanana
QUOTE
ხოდა მიირთვით ეგ ენდემური საკვები, ოღონდ თუ ვინეს არაენდემური მოწონს მასონებად ნუ შერაცხავთ რა

ალბათ მოცარელას ჭამამ დაგიბინდა ასე გონება, რომ თუ ადამიანს იმერული ყველი ურჩევნია, ზნაჩიტ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტია? lol.gif აბა, მე აქ სხვას კი არაფერს ვამბობ! ნორმალური ადამიანი რაც მოსწონს, იმას ჭამს, მაგრამ შენნაირი ლოგიკისა და შეგნების მქონე ყველსაც იმ პრინციპით ირჩევს, რომ აიო, რა მაგარი ტიპი ვარო, დასავლური აზროვნება მაქვსოlol.gif
ბოროტულად გამეცინა, მართალი რომ აღმოვჩნდი შენიმოცარელასადმი ტრფიალის მოტივაციებში! lol.gif

Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 13:03
patriciia

ხო რა... ეგ ყველის პრუსტისეული ფილოსოფიაა biggrin.gif


Posted by: katedudu 31 May 2008, 13:24
ერთი ისტორია გამახსენდა...

სტრასბურგში ვსწავლობდი და საჭმელი ჩვენს ცენტრში არ მომწონდა და სამაგიეროდ იყო ყველის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი და მეც მეტი რა მინდოდა 2 დღეში ამოვარჩიე ისეთი ყველი რომელიც იმერულს გავდა და კუსკუსი მაიონეზით და კეტჩუპით - ეს იყო 2 თვის განმავლობაში ჩემი საჭმელი, სანამ არ მივაგენი ერთ რესტორანს სადაც რესტორნის შუაგულში იყო თონე სადაც თხელ ცომზე იყო ყველი მოყრილი და ეს ცხელცხელი მოქონდათ სუფრასთან - ამან გადამარჩინა ხაჭაპურის ნოსტალგია მომიკლა smile.gif
ერთ დღესაც ყველის უზარმაზარ თეფშზე რაღაც მწვანენარევი ობიანი კუბიკებად დაჭრილი ყველი აღმოჩნდა (მიხვდით ალბათ რომელ ცნობილ ფრანგულ ყველს ვგულისხმობ) ავიღე გავსინჯე და წავედი ცენტრის დირექტორთან და დავუწყე ახსნა რომ ეს ყველი დაობებულია და მოვიწამლებით (არ ვიცოდი ამ ყველის შესახებ არაფერი) და მერე მოგიწევთ ჩვენი მკურნალობისთვის დიდი ხარჯების გაწევათქო...მოკლედ ეს ქალი საქართველოში ნამყოფი იყო და ამიხსნა რომ ეს უძვირფასესი და უგემრიელესი ყველია თუმცა თქვენს სულგუნთან ვერ მოვაო და დაწყნარდიო...smile.gif
მეორე დღის შემდეგ ეს ცნობილი ყველი აღარც გამოუტანიათ lol.gif

პ.ს. ცენტრის დირექტორმა მთხოვა ხაჭაპური და ბადრიჯანი ნიგოზში გამეკეთებინა ერთ ერთ ფართიზე მასთან სახლში მაგრამ არ ვიცოდი და ხინკალი გავაკეთეsmile.gif მაინც კმაყოფილი დარჩა ... არც ნაყინი მომენატრება არც კარტოფილი და არც ბევრი სხვა რამ მაგრამ ყველის გარეშე (უმარილო იმერული ჭყინტი ან უმარილო სულგუნი) გაძლება არ შემიძლია biggrin.gif
რაის შვეიცარული ან ფრანგულ-იტალიური ყველი ჩვენი ყველი ყველაფერს მირჩევნია love.gif
ერთი ინფორმაცია მათთვის ვინც უნგრეთშია ბუდაპეშტში - იქ იყიდება სულგუნი (აშკარად სულუგუნია გემოთი) დახვეული მრგვალად ცელოფანშია უგემრიელესია და ქართული ყველის ნოსტალგიას ერევა smile.gif

Posted by: Cecy Elliott 31 May 2008, 17:32
ყველიი... bis.gif
ერთი კითხვა მაქვს... შეიძლება კი დასმულა ეს კითხვა უკვე....
ერთი წელი უყველოდ ვერ გავძლებ.. gigi.gif ჩინეთში ყველი არ იციან, არ უყვართ და ა.შ. მარტო სოიოს ყველი აქვთ (ტოუFუ, თუმცა ეს ჩვენ ვეძახით ყველს, თორე ისე ცა და დედამიწა...) ჰოლანდიური და შვეიცარიული ყველები ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა .... user.gif ჰოდა ძალიან რო შემოგაწვება დამიანს ყველის ნოსტალგია, მითუმეტეს მე, ყველს ყოველდღე, ყველაფერთან ერთად რომ ვჭამ, მემგონი გააკეთებდა კაც.. biggrin.gif რა დამჭირდება ამისთვის...? რძე... და ის რაღაც ამჭრელი ჰოოო? ზუსტად ჰო არ დამიწერდით ყველი როგორ უნდა ამოიყვანოს..? smile.gif სახლის პირობებში გაგიკეთებიათ ვინმეს...?

Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2008, 18:28
katedudu
QUOTE
ერთ დღესაც ყველის უზარმაზარ თეფშზე რაღაც მწვანენარევი ობიანი კუბიკებად დაჭრილი ყველი აღმოჩნდა (მიხვდით ალბათ რომელ ცნობილ ფრანგულ ყველს ვგულისხმობ) ავიღე გავსინჯე და წავედი ცენტრის დირექტორთან და დავუწყე ახსნა რომ ეს ყველი დაობებულია და მოვიწამლებით (არ ვიცოდი ამ ყველის შესახებ არაფერი) და მერე მოგიწევთ ჩვენი მკურნალობისთვის დიდი ხარჯების გაწევათქო...

მიყვარს ლურჯი ყველი
აქ მისი გაკეთების ტექნოლოგიაა, იმედია, ოდესმე გამომივა...
http://biology.clc.uc.edu/fankhauser/cheese/blue_cheese/blue_cheese.htm

Posted by: katedudu 31 May 2008, 18:44
WOMAN IN LOVE

დარწმუნებული ვარ გამოგივა მთავარია მონდომება და როგორც გავიგე ამ ყველს დიდი ხნის ისტორია აქვს და ასე რომ სახლის პირობებში (და ბნელი ადგილის) არამგონია გაგიჭირდეს2kiss.gif

მე ალბათ კიარადა ვიზუალისტი ვარ და შესაბამისად ვერ გავიგე გემო..პრინციპში ყველას მოწონს და უყვარს და მეც თუ თვალებს დავხუჭავ და ისე შევჭამ შეიძლება მომეწონოს დარწმუნებული ვარ

პ.ს. მაგრამ ის ყველი იყო როკფორი თუ რაღაც მსგავსი სახელი ერქვა და ესაა რაც სურათზეა?

Posted by: kanonika 31 May 2008, 18:49
QUOTE
ტოუFუ, თუმცა ეს ჩვენ ვეძახით ყველს, თორე ისე ცა და დედამიწა...)

ბლუ ნოუთმა არ გაგიგოს, ტოფუს ჰიპერ ფანია, აქ ისეთი რეცეპტები დადო,
დღემდე ვერ ვხდები ტოფუს კუჭმაჭს როგორ აკეთებს rolleyes.gif

Posted by: BAUSHKE_ 31 May 2008, 19:00
kanonika

ეს ტოფუ ყველია თუ სოიოსგან დამზადებული პროდუქტი?

ვერაფერი ვერ გავიგე...
ეხლა უნდა დავსერჩო.

WOMAN IN LOVE

ეხლა ეგეთი ლურჯა როკფორი ამაყად ძევს ჩემს მაცივარში. სულგუნში ხომ არ გამეცვალა ვინმესთვის?
უნდა ჩავფიქრდე.

biggrin.gif

Posted by: kanonika 31 May 2008, 20:34
QUOTE
ეს ტოფუ ყველია თუ სოიოსგან დამზადებული პროდუქტი?


ნამდვილად ეს ბოლოა, ანუ სოიოსგან დამზადებული პროდუქტი, მაგრამ ყველი რატომ შეარქვეს, არ ვიცი.


Posted by: patriciia 31 May 2008, 20:45
katedudu
QUOTE
როკფორი

ხო, როკფორი იქნებოდა _ ფრანგული ყველი. დღეს ვიყიდე პირველად ჩემს ცხოვრებაში ცხვრის ყველი, ძალიან მომეწონა, კარბონერა უნდა გავაკეთთო, რისთვისაც შაშხიც ვიყიდე, ოღონდ რუსეთის. იქნებ გამოხვიდე? alk.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2008, 20:47
katedudu
როკფორიც ეგეთია, რა... მე ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ოჯახში კონკურენტი არ მყავს biggrin.gif

Posted by: katedudu 31 May 2008, 22:25
patriciia
ოო ცხვრის ყველი ამბობენ კარგიაო და თან აუცილებლად ალვანური უნდა იყოსოო yes.gif

Posted by: patriciia 31 May 2008, 23:55
katedudu
QUOTE
ალვანური

ალვანური ისე ყარდა, საცობივით გამოვვარდი იქედან, lol.gif იმერლები ვართ მაინც ჩვენ, ირაკლი გაგიჟდა, რეებს მატენი, მოაშორე აქედანო lol.gif მე მიყვარს დამწიფებული ყველი, თონთქლო და ახლადამოყვანილი იმდენად არა....ყველს თავისი შტამი უნდა ეტყობოდეს გემოზე, ცოოტა თავისებური "დუშოკი"......ჩვენში რამდენი ოჯახიცაა, იმდენნაირი ყველია, ამიტომ მიყვარს ყველაზე მეტად ჩვენებური ყველი, სულ ერთიდაიგივე გემოს ყველი, ქარხნულად დამუშავებული სულ ერთიდაიგივე გემო მოსაბეზრებელია..........

Posted by: katedudu 31 May 2008, 23:58
patriciia

ესეიგი არ იყო ნამდვილი ალვანური და იმიტომაც ყარდა.... smile.gif

ნამდვილი ალვანური გუდა ისეთია რომ....უხ მჭადზე მიდის და არანაირად არ აქვს სუნი smile.gif (ნუ მძაფრი და შემაწუხებელი არ აქვს ნამდვილად და გემრიელია)

Posted by: WOMAN IN LOVE 1 Jun 2008, 14:47
sesi-eliot
QUOTE
ერთი წელი უყველოდ ვერ გავძლებ..  ჩინეთში ყველი არ იციან, არ უყვართ და ა.შ.

ჩინეთში მიდიხარ? მართლა არ იციან იქ ყველი? რა საინტერესოა... ტარაკნებს და ჭია-ღუებსაც კი ჭამენ და ყველი არა აქვთ?
* * *
გადახედე აბა
http://forum.ge/?showtopic=33790056&view=findpost&p=9566302

Posted by: tavadze 1 Jun 2008, 15:45
katedudu
QUOTE
ნამდვილი ალვანური გუდა ისეთია რომ....უხ მჭადზე მიდის და არანაირად არ აქვს სუნი

ცხელ ლავაშზეც გადასარევია და მით უფრო, ალვანშივე, ადგილზე მოყვანილი ხორბლის ფქვილით, სახლში გამომცხვარ შოთზე ხომ საერთოდ. გუშინაც ვჭამე ზეზვაობაზე ალვანში და იფ, იფ, იფ...
და კარგ ცხვრის ყველს მართლაც არა აქვს არანაირი ცუდი სუნი.

Posted by: Cecy Elliott 1 Jun 2008, 16:53
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩინეთში მიდიხარ? მართლა არ იციან იქ ყველი? რა საინტერესოა... ტარაკნებს და ჭია-ღუებსაც კი ჭამენ და ყველი არა აქვთ?
* * *
გადახედე აბა


მადლობა http://smiles.33b.ru/smile.11760.html გადავხედავ...
ჰო, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს არ აქვთ.... (ყველა ვინც ჩამოდის ჩინეთიდან გვაფრთხილებს, უყველობას შეეგუეთო http://smiles.33b.ru/smile.11760.html არადა როგორია... user.gif ) საერთოდ ნაკლებად უყვარ მარილიანი საჭმელები.... ამიტომაა სულ ნახევრად ტკბილი სოუსებით რომ ანელებენ კერძებს...
ჩემი ლექტორი, ჩინელი მაგალითად რო დავპატიჟეთ , ქართული სამზარეულო გაესინჯა, დიდად არ აღფრთოვანებულა.. http://smiles.33b.ru/smile.11760.html ხაჭაპური, არც იმერული, არც აჭარული.. არცერთი არ მოეწეონა... ჰეჰ..
ისე სად მიაქვთ რძის პროდუქტი არ ვიციი... ტოუFუ სოიოსგანაა...

Posted by: Johnnie Walker 2 Jun 2008, 13:23
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩინეთში მიდიხარ? მართლა არ იციან იქ ყველი? რა საინტერესოა...

მგონი მართლა არა აქვთ ჩინეთში ეროვნული ყველი.... smile.gif

ისე, მაგ სმა-ჭამის ქვეყანაში ყველი როგორ არა აქვთ, გასაკვირია.

Posted by: samuraj 20 Jun 2008, 00:32
გამარჯობათ დიდათ დავალებული ვიკნები თუ მეტყვით როგორ კეთდება ყველი ,პირველი ფაზა გავიარე ამოვიყვანე ძროხის ნატურალური რძიდან ხაჭო,შევაგროვე გადავწურე და ბაჭერში ჩავდე და,შემდეგ ორ ფიცარს შორის ჩავდე და სიმძიმე დავადე რომ კარგად გამოიწუროს....
ეხლა თუ მინდა რომ სულგუნი გამოვიდეს როგორ უნდა მოვიქცე?
ან თუ მინდა ჭყინტი გამოვოდეს როგორ უნდა გავაკეთო?
წინასწარ მადლობა

Posted by: BAUSHKE_ 20 Jun 2008, 00:39
აუ ყველი ხაჭოსგან არ კეთდება, მაგდენი მეც კი ვიცი smile.gif რძე არ უნდა აადუღო, კვეთი უნდა ჩაასხა და აშშემდეგები ...

Posted by: samuraj 20 Jun 2008, 01:22
არ ავადუღე 4 დღე იდგა ,ოდნავ მოვათბე მოურიე შემდეგ დავაცადე რომ ძირზე დამჯდარიყო,მოვაგროვე და დასაწკრიტად დავტოვე ნაჭერში ეხლა მინდა სულგინი გავაკეთო

Posted by: westsider 20 Jun 2008, 03:21
Johnnie Walker
QUOTE
მგონი მართლა არა აქვთ ჩინეთში ეროვნული ყველი.... smile.gif

ისე, მაგ სმა-ჭამის ქვეყანაში ყველი როგორ არა აქვთ, გასაკვირია.

სმაჭამის არა ისა
ბრინჯი+ბოსტნეული
ბრინჯი+ხორცი
შემწვარი მაკარონი+ბოსტნეული
შემწვარი მაკარონი+ ხორცი


და ასეთი კომბინაციებია მაგათი სამზარეულო
ხო ჭამის წინ ხვეულებს ჭამენ

Posted by: tos-ka 20 Jun 2008, 09:07
samuraj
QUOTE
ეხლა თუ მინდა რომ სულგუნი გამოვიდეს როგორ უნდა მოვიქცე?
ან თუ მინდა ჭყინტი გამოვოდეს როგორ უნდა გავაკეთო?


ეგ ხაჭოა, და მანდედან ყველს ვერ ამოიყვან.

სულგუნის გასაკეთებლად ჯერ ჭყინტი ყველი უნდა ამოიყვანო ნაღებმოუხდელი რძიდან. ამისთვის კვეთი დაგჭირდება - პეპსინი. გადაწურულ რძეში კვეთს გაურევ და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგამ ქვაბს. (არაემალირებული ქვაბი გჭირდება). რძე რომ შეთბება - აიჭრება. ეს აჭრილი მასა ხელით უნდა მოაგროვო (ძალიან ნუ გამოწურავ), ფორმა მისცე და ჯამში გადაიტანო. კარგია, თუ პატარა თუშფალანგი გაქვს, ან გვერდზე ნასვრეტებიანი საწური. მანდ ზედმეტი სითხე იფრო იოლად მოცილდება. ეს შენი ჭყინტი ყველი. ეს ყველი მინიმუმ 12 საათი უნდა დაალოდო.

ახლა სულგუნი:
დაგჭირდება ჩვეულებრივი ალუმინის ქვაბი, შედარებით განიერი, სულგუნის ამოსაყვანად უფრო მოსახერხებელია.
წყლიან ქვაბს შემოდგავ დაბალ ცეცხლზე.
წყალი არ უნდა ადუღდეს! სულგუნიც ხელით უნდა ამოიყვანო, ანუ ტემპერატურა უნდა არეგულირო!
მანამდე ჭყინტი ყველი სიგრძეზე დათალე რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად, ისე, რომ ამ ნაჭრების წყლიან ქვაბში ჩაფენა შეძლო. შემთბარ წყალში ჩააფინე ყველის ნაჭრები. უმჯობესია თუ ქვაბის ძირში თანაბრად გადაანაწილებ. 3-5 წუთში მოსინჯე - კიდიდან გამოწელე, თუ ყველი დარბილდა და გამოწელვისას თავისუფლად მოგყვა, მზადაა სულგუნისთვის. მთელი მასა ერთად მოაგროვე, მაქსიმალურად გამოწურე სითხისგან, ბურთის ფორმა მიეცი და ჯამში გადაიტანე. ზემოდან რამე წყალგაუმტარი გადააფარე და ცოტა სიმძიმე დაადევი. რომ შეგრილდება შეგიძლია მიირთვა. smile.gif თუ ფენებიანი სულგუნი გინდა - ცოტა რთული პროცედურა უნდა ჩაატარო: სანამ ფორმას მიცემ, სულგუნის თბილი მასა სიგრძეში უნდა გაწელო, შუაზე გადაკეცო, შემდეგ ისევ რამოდენიმეჯერ. ამ პროცედურაში მასა შეგრილდება და თანდათან ნაკლებად წელვადი გახდება. შესაბამისად - ფორმასაც მიიღებს და ჯამში გადაიტან. ამას უფრო ნაკლები სითხე გამოუვა.
მარილიანი თუ გინდათ, ახალს ზემოდან უნდა მოაყაროთ და ერთი დღის შემდეგ მარილწყალში ჩადოთ.

Posted by: Johnnie Walker 20 Jun 2008, 11:04
westsider
QUOTE
სმაჭამის არა ისა

lol.gif

როგორ, კაცო, ჩინური სამზარეულო მსოფლიოში სახელგანთქმული არ არის? თუ მეშლება? wink.gif

ერთი "იხვი პეკინურად" რად ღირს..... smile.gif

Posted by: westsider 21 Jun 2008, 03:52
Johnnie Walker
ვაიმე მაგ იხვის ატანა არ მაქვს
გემოვნებაზეა რაა თორე უმეტესობას მოსწონს
მე მაგათი ხვეულები მიყვარს და შემწვარი მაკარონი ბოსტნეულში+რბილი მყრალი სოკოა ერთი

Posted by: Raulito 22 Jun 2008, 21:10
გაუდა ანუ იგივე "ხაუდა" დიდებული ყველია... უფრო დიდებულია თვითონ დაბა თუ სოფელი საიდანაც ეს ყველი მოდის: მქონდა ბედნიერება ერთხელ მომენახულებინა და ატირებამდე ლამაზია.

რაც შეეხება კამამბერს, ჩემი ფავორიტია Caprice des Dieux. ასევე ვაფასებ არაპასტერიზებულ ვარიანტებს. თუმცა ბოლო დროს ძალიან ურხევენ პატარა მწარმოებლებს ვინც არაპასტერიზებული რძით აკეთებს ყველს.

ინტერნეტში დავძებნე იმ დღეს და მგონი არაა ძვირი შინაურულად მოცარელას საკეთებელი პაწაწუნა დანადგარი რომ იყიდოს კაცმა.. smile.gif შეიძლება ვცდუნდე ხო იცი.. biggrin.gif

სულგუნი კი... ეჰ, სულგუნი.. sad.gif უდიდებულესი რამეა და გადაშენების პირას მყოფი. სანთლითაა საძებარი ნორმალური სულგუნი თბილისში. ნუ ცხადია სოფლად ისევ იქნებიან ბებიები ვინც ფანტასტიურ სულგუნს აკეთებენ, მაგრამ ქალაქში რას ვჭამთ ჩორთ ეგო ზნაეთ. შებოლილიც დიდებული მოგონებაა... აქაც იგივე პრობლემა: რამდენიც ვიყიდე (ბაზარზე, სუპერმარკეტში), იმდენი ბენზინში ამოვლებულის და გადამლაშებულის გემო ჰქონდა და 3 დღეში ცულით ვერ დაჭრიდი. ჰოო... კაი გუდის ყველი, პიტნის ჩაიზე და შოთის ყუაზე....ოჰოჰოჰოჰოჰოჰჰჰჰჰ.

Posted by: nanana 24 Jun 2008, 11:15


ჩემი სიგოჭე გაუდას, ჩედარის, კამამბერის დაა ბრის დამსახურებაა user.gif

Posted by: BAUSHKE_ 26 Jun 2008, 00:41
Raulito

Caprice des dieux-ს სად ყიდულობ?

°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°

Posted by: MEZGVAURI 12 Sep 2008, 15:43
Rebecca
QUOTE
ყველაფერს ემატება მართლა ჩემპიონი - მეგრული "გებჟალია". მ-ა-გ-ა-რ-ი-ა!..

+++100%
და მაცარელა - ფანტასტიურია, ჰოლანდიური ოლტერმანი მიყვარს კიდევ, აი ობის გემოიან და ნიგვზიან ფრანგულ ყველებს ვერაფერი გავუგე-დიდი ბოდიში ყველის ფანებთან!
ხო ჰოლანდიური ყველის მსხვილ ნაჭრებს თუ ცხელ წვნიანში ჩააგდებთ(სასურველია კრემ სუპში ან სოკოს სუპში) ნამდვილად არ ინანებთ
შაბეშა
QUOTE
ოღონდ ჩაის მაგივრად ნატახტრის ლიმონათია

მაგან გააფუჭა სურათი! givi.gif

Posted by: Kissie 15 Sep 2008, 15:45
აუ პოპულის შებოლილ დაწნულ სულგუნს ხომ აღიარებთ?

ზეა bis.gif

დღეს წვრილები ვიყიდე, 1.5 გელა რომ ღირს - და კიდევ უფრო მაგარია bis.gif

Posted by: rtuli 25 Sep 2008, 19:03
მესხეთ-ჯავახეთში ჩეჩილ ყველს აკეთებენ,ბებიაჩემი აკეთებდა და ნაღებში დებდა.ვაიმე რა გემრიელი იყო yes.gif

Posted by: MEZGVAURI 27 Sep 2008, 12:32
rtuli
აუ ვიცი ეგ სასწაულია ყველი კი არა love.gif

ყველი..........მმმმმმ.... kiss.gif kiss.gif kiss.gif

Posted by: Solveig 29 Sep 2008, 21:37
rtuli
QUOTE
მესხეთ-ჯავახეთში ჩეჩილ ყველს აკეთებენ,ბებიაჩემი აკეთებდა და ნაღებში დებდა.ვაიმე რა გემრიელი იყო

მაგარია..ტენილი ქვია მაგას. ნაღებში ასე 2-3 კვირა უნდა ჩატოვო სიგრილეში (მაცივარში რა)...ძალიან გემრიელი გამოდის. ცხელ მჭადს უხდება.


ისე, კახელს გაასინჯეს თურმე ეგ და რომ ჰკითხეს მერე, როგორ მოგწონსო, უპასუხა-ვინც ეგენი (ყველი და ნაღები) ერთმანეთს თავიდან დააშორა, იმის ასეც და ისეცო...

ქართულ იმერულ ჭყინტ ყველს, სულუგუნს, ტენილს როგორ შევადარებ მოცარელას...რაც საქარტველოდან წამოვედი, ერთადერთი ყველი, რომელიც ასე თუ ისე, ყველის შთაბეჭდილებას ტოვებს, არის ფეტა (ბერძნული). ისიც ისე-რა...

QUOTE
მგონი მართლა არა აქვთ ჩინეთში ეროვნული ყველი....



არა, ნამდვილად არ აქვთ.

ჩემი ჩინელი თანამშრომელი ამბობდ,ა ყველი პირველად აქ გავსინჯეო...

QUOTE
როგორ, კაცო, ჩინური სამზარეულო მსოფლიოში სახელგანთქმული არ არის? თუ მეშლება?

მე რომ მკითხო, არაფერი განსაკუთრებული და საინტერესო არაა ჩინური და ვიეტნამური სამზარეულო...ყოველ შემთხვევაში, მე არ მომწონს. პეკინური იხვი არ გამისინჯავს, მაგრამ რასაც ჩემი მეზობლები აკეთებენ ხოლმე..რა ვიცი რა...

Posted by: ხანთოზავრი 20 Oct 2008, 09:51
QUOTE (tos-ka @ 20 Jun 2008, 09:07 )
samuraj
QUOTE
ეხლა თუ მინდა რომ სულგუნი გამოვიდეს როგორ უნდა მოვიქცე?
ან თუ მინდა ჭყინტი გამოვოდეს როგორ უნდა გავაკეთო?


ეგ ხაჭოა, და მანდედან ყველს ვერ ამოიყვან.

სულგუნის გასაკეთებლად ჯერ ჭყინტი ყველი უნდა ამოიყვანო ნაღებმოუხდელი რძიდან. ამისთვის კვეთი დაგჭირდება - პეპსინი. გადაწურულ რძეში კვეთს გაურევ და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგამ ქვაბს. (არაემალირებული ქვაბი გჭირდება). რძე რომ შეთბება - აიჭრება. ეს აჭრილი მასა ხელით უნდა მოაგროვო (ძალიან ნუ გამოწურავ), ფორმა მისცე და ჯამში გადაიტანო. კარგია, თუ პატარა თუშფალანგი გაქვს, ან გვერდზე ნასვრეტებიანი საწური. მანდ ზედმეტი სითხე იფრო იოლად მოცილდება. ეს შენი ჭყინტი ყველი. ეს ყველი მინიმუმ 12 საათი უნდა დაალოდო.

ახლა სულგუნი:
დაგჭირდება ჩვეულებრივი ალუმინის ქვაბი, შედარებით განიერი, სულგუნის ამოსაყვანად უფრო მოსახერხებელია.
წყლიან ქვაბს შემოდგავ დაბალ ცეცხლზე.
წყალი არ უნდა ადუღდეს! სულგუნიც ხელით უნდა ამოიყვანო, ანუ ტემპერატურა უნდა არეგულირო!
მანამდე ჭყინტი ყველი სიგრძეზე დათალე რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად, ისე, რომ ამ ნაჭრების წყლიან ქვაბში ჩაფენა შეძლო. შემთბარ წყალში ჩააფინე ყველის ნაჭრები. უმჯობესია თუ ქვაბის ძირში თანაბრად გადაანაწილებ. 3-5 წუთში მოსინჯე - კიდიდან გამოწელე, თუ ყველი დარბილდა და გამოწელვისას თავისუფლად მოგყვა, მზადაა სულგუნისთვის. მთელი მასა ერთად მოაგროვე, მაქსიმალურად გამოწურე სითხისგან, ბურთის ფორმა მიეცი და ჯამში გადაიტანე. ზემოდან რამე წყალგაუმტარი გადააფარე და ცოტა სიმძიმე დაადევი. რომ შეგრილდება შეგიძლია მიირთვა. smile.gif თუ ფენებიანი სულგუნი გინდა - ცოტა რთული პროცედურა უნდა ჩაატარო: სანამ ფორმას მიცემ, სულგუნის თბილი მასა სიგრძეში უნდა გაწელო, შუაზე გადაკეცო, შემდეგ ისევ რამოდენიმეჯერ. ამ პროცედურაში მასა შეგრილდება და თანდათან ნაკლებად წელვადი გახდება. შესაბამისად - ფორმასაც მიიღებს და ჯამში გადაიტან. ამას უფრო ნაკლები სითხე გამოუვა.
მარილიანი თუ გინდათ, ახალს ზემოდან უნდა მოაყაროთ და ერთი დღის შემდეგ მარილწყალში ჩადოთ.

ვინმემ ხომ არ იცით პეპსინის ზომა-წონა? მაქვს აციდინ-პეპსინი10%-ანი პეპსინის შემცველობით 0.005გ თითო ტაბლეტი. რამდენი უნდა ვუქნა ვთქვათ 5 ლიტრა რძეს? ჯერ წყალში უნდა გავხსნა, დავფშვნა თუ პირდაპირ რძეში ვდურთო?

Posted by: gabarzgaleba 28 Nov 2008, 02:04
ამოვქაჩოთ თემა

tos-ka
QUOTE
ეგ ხაჭოა, და მანდედან ყველს ვერ ამოიყვან.

სულგუნის გასაკეთებლად ჯერ ჭყინტი ყველი უნდა ამოიყვანო ნაღებმოუხდელი რძიდან. ამისთვის კვეთი დაგჭირდება - პეპსინი. გადაწურულ რძეში კვეთს გაურევ და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგამ ქვაბს. (არაემალირებული ქვაბი გჭირდება). რძე რომ შეთბება - აიჭრება. ეს აჭრილი მასა ხელით უნდა მოაგროვო (ძალიან ნუ გამოწურავ), ფორმა მისცე და ჯამში გადაიტანო. კარგია, თუ პატარა თუშფალანგი გაქვს, ან გვერდზე ნასვრეტებიანი საწური. მანდ ზედმეტი სითხე იფრო იოლად მოცილდება. ეს შენი ჭყინტი ყველი. ეს ყველი მინიმუმ 12 საათი უნდა დაალოდო.

ახლა სულგუნი: დაგჭირდება ჩვეულებრივი ალუმინის ქვაბი, შედარებით განიერი, სულგუნის ამოსაყვანად უფრო მოსახერხებელია. წყლიან ქვაბს შემოდგავ დაბალ ცეცხლზე. წყალი არ უნდა ადუღდეს! სულგუნიც ხელით უნდა ამოიყვანო, ანუ ტემპერატურა უნდა არეგულირო! მანამდე ჭყინტი ყველი სიგრძეზე დათალე რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად, ისე, რომ ამ ნაჭრების წყლიან ქვაბში ჩაფენა შეძლო. შემთბარ წყალში ჩააფინე ყველის ნაჭრები. უმჯობესია თუ ქვაბის ძირში თანაბრად გადაანაწილებ. 3-5 წუთში მოსინჯე - კიდიდან გამოწელე, თუ ყველი დარბილდა და გამოწელვისას თავისუფლად მოგყვა, მზადაა სულგუნისთვის. მთელი მასა ერთად მოაგროვე, მაქსიმალურად გამოწურე სითხისგან, ბურთის ფორმა მიეცი და ჯამში გადაიტანე. ზემოდან რამე წყალგაუმტარი გადააფარე და ცოტა სიმძიმე დაადევი. რომ შეგრილდება შეგიძლია მიირთვა. smile.gif თუ ფენებიანი სულგუნი გინდა - ცოტა რთული პროცედურა უნდა ჩაატარო: სანამ ფორმას მიცემ, სულგუნის თბილი მასა სიგრძეში უნდა გაწელო, შუაზე გადაკეცო, შემდეგ ისევ რამოდენიმეჯერ. ამ პროცედურაში მასა შეგრილდება და თანდათან ნაკლებად წელვადი გახდება. შესაბამისად - ფორმასაც მიიღებს და ჯამში გადაიტან. ამას უფრო ნაკლები სითხე გამოუვა. მარილიანი თუ გინდათ, ახალს ზემოდან უნდა მოაყაროთ და ერთი დღის შემდეგ მარილწყალში ჩადოთ.


გეხვეწები, ცოტა რედაქტირება გაუკეთე ამ გენიალურ პოსტს, ბლოგზე მინდა დავაგდო smile.gif

Posted by: kopa 28 Nov 2008, 02:09
მეგრულ სულუგუნთან ყველი ვერ მივა, ნუ შემკამათებითsmile.gif ევროპაში რომ ვიყავი დიდი სიამოვნებით მივირთმევდი მოცარელას, შვედურ ყველს. ბუტერბროდთან ჰოლანდიური ყველი მიყვარს,

Posted by: nanana 28 Nov 2008, 12:06
პოპულში ვიყიდე ბლუჩიზის რაღაც ნაირსახეობა. გერმანული ყველია. დაჭრილი და დაფასოებულია სხვადასხვა ზომის პორციებად ყველის განყოფილებაში. აი უუუუგეეემრიელესი. . . . . კარგა ხანია ასეთი გემრიელი ბლუ ჩიზი არ მიჭამია. სასიამოვნო ნაღების გემო ჰქონდა, ნაკლებად მარილიანი იყო და ეს ობიც ალაგ ალაგ მშვიდობაში გამოკრთოდა, ამგრამ არომატს აძლევდა მაინც.....


Posted by: chorven:) 28 Nov 2008, 23:16
ევროპულ ყველებში, ბერძნულის გარდა მლაშე რომელია, ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: BAUSHKE_ 29 Nov 2008, 00:13
chorven:)
ჩორვენიკო ეხლა მარტო როკფორი რო მახსენდება, იცი? user.gif



Posted by: chorven:) 29 Nov 2008, 00:29
BAUSHKE_
ეჰ არა, მე მარტო ბებიაჩემის გაკეთებული ყველი ვიცი biggrin.gif
როკფერი სადაურია, როგორია და რისია, აღმიწერე აბა smile.gif

Posted by: tavadze 29 Nov 2008, 01:28
ამ შუაღამეზე არა, მაგრამ აი, დილით კი დიდი სიამოვნებოდით გეახლებოდით კარგ ცხვრის გუდას ცხელ ლავაშთან ერთად.

Posted by: BAUSHKE_ 29 Nov 2008, 01:38
chorven:)
ლურჯია და მარილიანი. ცხვრის.

Posted by: chorven:) 29 Nov 2008, 01:40
BAUSHKE_
QUOTE
ლურჯია და მარილიანი. ცხვრის.


უი, ცხვრის არ მინდა biggrin.gif
არა და ნაჭამი მაქვს, გუდაურში, სალათებს მაგ ყველით აკეთებდნენ
ოღონდ არ ვიცოდი, ცხვრის თუ იყო biggrin.gif
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: faustina 29 Nov 2008, 02:45
გოგოებო და ბიჭებო smile.gif , ვინმემ ხომ არ იცის სულგუნის მომზადების წესი ???

ან ისე ყველის

რაღაც სითხე მაქვს, გამომიგზავნეს და ყველი კეთდებაოოbiggrin.gif , მაგრამ არ ვიცი მომზადების წესი, იქნებ დამეხმაროთ ???

გავაგიჟო ეს ესპანელები smile.gif smile.gif

Posted by: Peppi 29 Nov 2008, 03:35
faustina
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცის სულგუნის მომზადების წესი ???

სულგუნი მზადდება ჩვილი ყველისგან, რომელიც იჭრება და იხარშება რძეში, პერიდულად ამოიღებენ და გადაზელენ, შემდეგ ისევ რძეში აბრუნებენ . . მერე წრიულად ურევენ მემგონი . . მოკლედ, ჯერ ყველი უნდა გააკეთო და მერე სულგუნიsmile.gif
ისე, ახალი მოცარელა იყიდე, რომელიც თავის წვენში დევს, ცოტა მარილი მოაყარე და "სულგუნიც" მზად გექნებაwink.gif

ყველი კეთდება რძისგან და კვეთისგან (რომელიც არის საქონლის სტომაქისგან გამოყვანილი). რძის ხარისხს გააჩნია, მაგრამ როგორც მახსოვს 6-7 ლიტრისგან გამოდის 1 კილო ყველი, აი კვეთის რაოდენობა არ ვიცი. რძე თბება და "იჭრება", ანუ მომავალი ყველის მასა გამოეყოფა სითხეს, რომელსაც "შრატი" ქვია. ამ მასას ამოალაგებენ საწურში, სითხის დაწრეტის შემდეგ გადაიტანენ ისეთ ჭურჭელში, როგორი ფორმაც უნდათ რომ საბოლოდ ქონდეს, ხოო, მარილს მოაყრიან. ზემოდან უნდა დაედოს რაიმე სიმძიმე, რომ კარგად დაიწუროს . . ხოდა ყველიც მზად არის მალე smile.gif

QUOTE
რაღაც სითხე მაქვს, გამომიგზავნეს და ყველი კეთდებაოო

და არ აწერია მომზადების წესი?

რა სითხეა ნეტა?

Posted by: jgarksona 29 Nov 2008, 10:06
http://hard.caucasus.net/
http://hard.caucasus.net/

აქედან რმელიმე ... კაი ცხელი შოთები კარაქი და ეგაა რა


ჰოლანდიური და საერთოდ ყველა ყველის დედაც მერე biggrin.gif

Posted by: tavadze 29 Nov 2008, 19:35
Peppi
QUOTE
აი კვეთის რაოდენობა არ ვიცი.

მაღაზიებში რაც იყიდება კვეთი - ძროხა რომ ახატია (მგონი, პეპსინი ჰქვია), ეგ უნდა მაგავე ბოთლის თავსახური სავსე. ნუ, მაგ რაოდენობისა რა... ცოტა მეტო რომც იყოს რძე, მაინც წავა.
წუხანდელი სურვილი დღეს ავისრულე - დღეს ვიყიდე გუდის ყველი და გეახელით, ოღონც - ჭადებთან ერთად. შოთს დილას ვიყიდი.

Posted by: faustina 29 Nov 2008, 22:35
Peppi
QUOTE
და არ აწერია მომზადების წესი?

რა სითხეა ნეტა?

სუპერ მაია ქვია biggrin.gif

ყველის კვეთია smile.gif

Posted by: BadbadGirl 30 Nov 2008, 03:32
BAUSHKE_
ვიცოდი აქ გიპოვიდი smile.gif
მოკლეთ ვიყავი დღეს გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე და ეს იყო რაღაც უმაგრესი რამ smile.gif
აი ძაააააალიან მაგარი.
მთელი კონცერტის განმავლობაში ხალხი ფეხზე იდგა და ცეკვავდა smile.gif
კიდევ წავალ , და იმდენჯერ წავალ რამდენჯერაც მექნება ამის საშუალება smile.gif

Posted by: BAUSHKE_ 30 Nov 2008, 03:42
BadbadGirl

მართლა? რა კაია. ეგენი აქ ხშირად არიან , მაინც ვიხილავ.

Posted by: amadeus 30 Nov 2008, 10:28
BAUSHKE_

აუ ეგ ყველი ჩემმა დამ ჩამოიტანა უF მართლაც მაგარი იყო

მაგრამ რაჭული ყველი მირჩევნიან ყველას yes.gif

Posted by: Solveig 30 Nov 2008, 11:14
QUOTE
რძის ხარისხს გააჩნია, მაგრამ როგორც მახსოვს 6-7 ლიტრისგან გამოდის 1 კილო ყველი,

მეც ეგრე მახსოვს.

QUOTE
ახალი მოცარელა იყიდე, რომელიც თავის წვენში დევს, ცოტა მარილი მოაყარე და "სულგუნიც" მზად გექნება

არა, არ ქნა ეგ..მე ვცადე და.. biggrin.gif biggrin.gif

ისე, რა მაინტერესებს-მოცარელა საერთოდ ეგეთი უმარილოა, ყველანაირი?

Posted by: Amores perros 30 Nov 2008, 11:29
ვგიჟდები ყველზე!

Cheeeeeeeeeeeeeeeeeeese!.................

გუდის ყველის გარდა! sad.gif

Posted by: BadbadGirl 30 Nov 2008, 14:51
BAUSHKE_
QUOTE
რა კაია. ეგენი აქ ხშირად არიან , მაინც ვიხილავ.

აქ ქონდათ ჩამოტნილი "wedding and funeral music" ხოდაა მაგარი იყო smile.gif
ახლა იანვარში ახალ ალბომს უშვებს თუ არ ვცები ალკოჰოლი ქვია და ტურნეები შეიძლება მოაწყოს smile.gif
QUOTE
ეგენი აქ ხშირად არიან

მშურს!

Posted by: BAUSHKE_ 30 Nov 2008, 18:06
BadbadGirl
რა? funeral music-ზე ცეკვავდი გოგო? biggrin.gif

2kiss.gif


Posted by: BadbadGirl 30 Nov 2008, 19:01
BAUSHKE_
QUOTE
funeral music-ზე ცეკვავდი გოგო?

აჰა biggrin.gif
დიდად კი არ განსხვავდება ქორწილის და დაკრძალვის მუსიკა biggrin.gif , ნუ ნორმალური ადამიანის დაკრძალვის მუსიკაზე მაქვს საუბარი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Peppi 1 Dec 2008, 15:01
Solveig
QUOTE
ისე, რა მაინტერესებს-მოცარელა საერთოდ ეგეთი უმარილოა, ყველანაირი?

მოცარელა იმდენია და იმდენი სახის - რამდენი გამკეთებელიც და ტექნოლოგი ყავს . .
ფაქტიურად იგივე სურათია, რაც საქართველოში ვიღაცის ამოყვანილი სულგუნი ვარგა და ვიღაცის არა . . .

პ.ს. ჩემი იტალიელი მეგობარი სულ "აპროტესტებს" კარგ მოცარელას ვერ იყიდიო . . . ფერს, გემოს, ფენებს, მარილიანობას - ყველაფერზე წუწუნებს . .

faustina
აა, გვითხრა თავაძემ რა დოზით უნდა მოიხმარო . . მეც არ ვარ საქართველოში . . .

tavadze
გასაგებლარიაsmile.gif
"და სუპერ მაია რატო ნეტა? საინტერესოა ბრენდის სახელი როგორ შეარჩიეს wink.gif

Posted by: მამაო ენუქი 1 Dec 2008, 15:03
ორი წუთის უკან ამოვიყვანე დუშეთის ძროხსი რძისგან yes.gif

Posted by: nanana 1 Dec 2008, 15:35
მამაო ენუქი
QUOTE
ორი წუთის უკან ამოვიყვანე დუშეთის ძროხსი რძისგან 


ხო იცი ძროხა დღეში ორჯერ უნდა გადააბა რომ კარგი ყველი გამოვიდეს yes.gif

Posted by: niki_ niki 1 Dec 2008, 16:15
ალვანის გუდის ყველი და ცხელი შოთის პური მაგარია biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 1 Dec 2008, 17:07
nanana
QUOTE
ხო იცი ძროხა დღეში ორჯერ უნდა გადააბა რომ კარგი ყველი გამოვიდეს 

ეხლა რაღა დროს გადაბმაა, თივა უნდა ჭამოს yes.gif

Posted by: nanana 1 Dec 2008, 17:11
მამაო ენუქი
QUOTE
ეხლა რაღა დროს გადაბმაა, თივა უნდა ჭამოს 


არა რა პროფესიონალის თვალი მაინც სულ სხვაა. . .


ისე უქმად ვარ ეხლა ძროხასაც გადავაბავდი . . ..

Posted by: MEZGVAURI 1 Dec 2008, 17:23
ყველო ნახვამდის შობამდე!

QUOTE
ისე უქმად ვარ ეხლა ძროხასაც გადავაბავდი

წამო ერთად გადავაბათ
tan.gif

Posted by: nanana 1 Dec 2008, 17:34
MEZGVAURI
QUOTE
წამო ერთად გადავაბათ


წამო biggrin.gif

Posted by: levanovna 2 Dec 2008, 02:02
ათასნაირი ყველი გავსინჯე ,მაგრამ იმერული ჭყინტი და მეგრული სულგუნი პირველია ჩემთვის. აი ობიანს და ლურჯს და დაძველებულ და ლამაზად რომ ვთქვა, ცოტა სხვანაირ სუნიან ყველს ვერ გავუგე ვერაფერი.და რამდენჯერაც ვჭამე კუჭი მატკინა

Posted by: tos-ka 8 Dec 2008, 15:03
gabarzgaleba
QUOTE
tos-ka

QUOTE
ეგ ხაჭოა, და მანდედან ყველს ვერ ამოიყვან.

სულგუნის გასაკეთებლად ჯერ ჭყინტი ყველი უნდა ამოიყვანო ნაღებმოუხდელი რძიდან. ამისთვის კვეთი დაგჭირდება - პეპსინი. გადაწურულ რძეში კვეთს გაურევ და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგამ ქვაბს. (არაემალირებული ქვაბი გჭირდება). რძე რომ შეთბება - აიჭრება. ეს აჭრილი მასა ხელით უნდა მოაგროვო (ძალიან ნუ გამოწურავ), ფორმა მისცე და ჯამში გადაიტანო. კარგია, თუ პატარა თუშფალანგი გაქვს, ან გვერდზე ნასვრეტებიანი საწური. მანდ ზედმეტი სითხე იფრო იოლად მოცილდება. ეს შენი ჭყინტი ყველი. ეს ყველი მინიმუმ 12 საათი უნდა დაალოდო.

ახლა სულგუნი: დაგჭირდება ჩვეულებრივი ალუმინის ქვაბი, შედარებით განიერი, სულგუნის ამოსაყვანად უფრო მოსახერხებელია. წყლიან ქვაბს შემოდგავ დაბალ ცეცხლზე. წყალი არ უნდა ადუღდეს! სულგუნიც ხელით უნდა ამოიყვანო, ანუ ტემპერატურა უნდა არეგულირო! მანამდე ჭყინტი ყველი სიგრძეზე დათალე რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად, ისე, რომ ამ ნაჭრების წყლიან ქვაბში ჩაფენა შეძლო. შემთბარ წყალში ჩააფინე ყველის ნაჭრები. უმჯობესია თუ ქვაბის ძირში თანაბრად გადაანაწილებ. 3-5 წუთში მოსინჯე - კიდიდან გამოწელე, თუ ყველი დარბილდა და გამოწელვისას თავისუფლად მოგყვა, მზადაა სულგუნისთვის. მთელი მასა ერთად მოაგროვე, მაქსიმალურად გამოწურე სითხისგან, ბურთის ფორმა მიეცი და ჯამში გადაიტანე. ზემოდან რამე წყალგაუმტარი გადააფარე და ცოტა სიმძიმე დაადევი. რომ შეგრილდება შეგიძლია მიირთვა. smile.gif თუ ფენებიანი სულგუნი გინდა - ცოტა რთული პროცედურა უნდა ჩაატარო: სანამ ფორმას მიცემ, სულგუნის თბილი მასა სიგრძეში უნდა გაწელო, შუაზე გადაკეცო, შემდეგ ისევ რამოდენიმეჯერ. ამ პროცედურაში მასა შეგრილდება და თანდათან ნაკლებად წელვადი გახდება. შესაბამისად - ფორმასაც მიიღებს და ჯამში გადაიტან. ამას უფრო ნაკლები სითხე გამოუვა. მარილიანი თუ გინდათ, ახალს ზემოდან უნდა მოაყაროთ და ერთი დღის შემდეგ მარილწყალში ჩადოთ.



გეხვეწები, ცოტა რედაქტირება გაუკეთე ამ გენიალურ პოსტს, ბლოგზე მინდა დავაგდო 


რედაქტირების რა გითხრა, მაგრამ სულგუნი კი გავაკეთე და სურათებს დავდებ smile.gif

Posted by: gabarzgaleba 8 Dec 2008, 15:06
tos-ka
QUOTE
რედაქტირების რა გითხრა, მაგრამ სულგუნი კი გავაკეთე და სურათებს დავდებ smile.gif


დიდი მადლობა, მივიღე ამომწურავი მაილი biggrin.gif up.gif აქ თუ უფრო დიდ სურათებს დაყრი კაი იქნება...

Posted by: tos-ka 8 Dec 2008, 15:09
gabarzgaleba
[quote]tos-ka

QUOTE
რედაქტირების რა გითხრა, მაგრამ სულგუნი კი გავაკეთე და სურათებს დავდებ smile.gif

ვერ ვყრი . . . უზარმაზარი სურათებია sad.gif
სათითაოდ ვცდი, თუ რამე გამომივა smile.gif
ეს აჭრილი რძეა

Posted by: izabel 8 Dec 2008, 16:06
tos-ka
ყოჩაღ შენ 2kiss.gif

ისე მომენატრა ყველის ამოყვანა.

QUOTE
ეს აჭრილი რძეა

არა მაგას ყველის აჭრა ქვია. აჭრილ რძისგან ხაჭო გამოდის.

ხო...ისე ძროხა სად ბალახობს? wink.gif

Posted by: tos-ka 8 Dec 2008, 16:20
izabel
QUOTE
ხო...ისე ძროხა სად ბალახობს? 



გამარჯვებაში smile.gif
სად დამეკარგე, როგორ ხარ?

ესეც ამოგუნდავებული ჭყინტი ყველი

Posted by: rtuli 8 Dec 2008, 18:24
tos-ka
QUOTE
ესეც ამოგუნდავებული ჭყინტი ყველი

ერთი ჩამაკბეჩინა ახლაა მაგ ყველისთვის biggrin.gif

Posted by: Solveig 8 Dec 2008, 23:48
Peppi
QUOTE
მოცარელა იმდენია და იმდენი სახის - რამდენი გამკეთებელიც და ტექნოლოგი ყავს . .
ფაქტიურად იგივე სურათია, რაც საქართველოში ვიღაცის ამოყვანილი სულგუნი ვარგა და ვიღაცის არა . . .

რა ვიცი, სულუგუნს თუ მოუხდელ რძეში გადაზელ, ცუდი ნაღდად არ გამოვა biggrin.gif მოცარელა კიდევ, ჯერ ნორმალური ვერ გავსინჯე. მართალია, იტალიაში არ ვარ, მაგრმა მაინც...ცხიმიანი, უცხიმო, ნაკლებცხიმიანი, მეტად თუ ნაკლებადფენოვანი-ერთნაირი ჩალაა ყველა. დიდ ბოდიშს ვუხდი მოცარელას ფანებს smile.gif

Posted by: niki_ niki 9 Dec 2008, 00:03
გუდის ყველი ახმეტიდან და ცხელი შოთის პური up.gif

მაგარია
up.gif

Posted by: დეკო 10 Dec 2008, 17:21
niki19m

სუნი რომ აქვს. wink.gif

Posted by: Tobuldar 10 Dec 2008, 17:33
ეს არის 2 სხვადასხვა სვანური რაღაც smile.gif

1. მზადდება სპეციალური დაფხშვნილი ყველი "ნარჩვ"-ისგან, მას სვანეთში "ლეცვმარ"-ს და "მეერწვ"-საც ეძახიან
2. "შუშა" ანუ კარტოფილი და სვანური ჭყინტი ყველის მიქსი....

ორივე ისეთია რომ ..... no comment user.gif love.gif



http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img530/25072007419kv0.jpg/1/

Posted by: POMPADOUR MADAM DE 10 Dec 2008, 17:41
Tobuldar

ესეც შენ სოფელში ხდება? user posted image

Posted by: Tobuldar 10 Dec 2008, 17:44
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
ესეც შენ სოფელში ხდება?


yeah yes.gif 2kiss.gif

Posted by: rtuli 10 Dec 2008, 17:47
Tobuldar
QUOTE
ეს არის 2 სხვადასხვა სვანური რაღაც

ვაიმე ცუდათავარ jump.gif რა მაგარი რაღაცაა!

მინდაააააააააა დავსინჯო.

რა ხედია up.gif POMPADOUR MADAM DE


პ.ს. ქვაბებს ისეთი ბზინვარება აქვს ,სარკეც არდაგჭირდება
biggrin.gif

Posted by: amadeus 10 Dec 2008, 17:50
tos-ka
QUOTE
ესეც ამოგუნდავებული ჭყინტი ყველი


ვახ ეს რა გამახსენე ქ-ნო ტოსკა, ბებიაჩემი ამოიყვანდა ხოლმე და მოდით ბაღნებო ცუნცულა არ გინდათო?
ცუნცულას ეძახდა ჩემი ხონელი ბებო, ისე მიყვარს ეგეთი ყველი რომ იმის გემო ეხლაც მაქვს smile.gif

:მაჭიკი:

Tobuldar
QUOTE
"ლეცვმარ"

ან მაგის რეცეპტს დაწერ ან არადა ჩემი ფეხით ამოვალ სვანეთში

Posted by: POMPADOUR MADAM DE 10 Dec 2008, 17:51
Tobuldar ერთადერთი სვანეთია მთელს საქართველოში სადაც არ ვყოფილვარ და ოცნებად მაქვს
გადაქცეული და შენმა ფოტოებმა ხომ დამიმატეს რა user posted image


rtuli

ნინ უნდა ნახო ტაბულდარის ეზო სვანეთში (მისამართი: რეგიონები, ფოტოები) მე დესკტოპზე დავაყენე ისეთი სილამაზეა

Posted by: rtuli 10 Dec 2008, 17:56
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
არ ვყოფილვარ და ოცნებად მაქვს

აი ამ დღეში ვარ მეც,მაისში წავიდეთ რა 2kiss.gif


Posted by: POMPADOUR MADAM DE 10 Dec 2008, 17:59
rtuli

ჩემი და შენი მანქანები იქ ვერ ავა და.......... user posted image

Posted by: Tobuldar 10 Dec 2008, 17:59
rtuli
QUOTE
ვაიმე ცუდათავარრა მაგარი რაღაცაა!


smile.gif მართლა ისეთია რა, არ მოგბეზრდება დილა შუადღე საღამოს მაგის ჭამა smile.gif

QUOTE
რა ხედია


ხედები მართლა საოცარია სვანეთში POMPADOUR MADAM DE-მა როგორც მოგახსენათ, აი დავაგდებ ლინკს, მაგ გვერდზე არის 4 სურათი. ჩემი ეზოა და მესამე სურათს კარგად დააკვირდით. მაუსით სფეროები გამოსწიეთ და ნახავთ რომ მართლა სუპერ არის smile.gif


ჩემი ნიკის ქვემოთ არის biggrin.gif სურათები

http://forum.ge/?f=95&showtopic=33884858&st=825


amadeus
QUOTE
ან მაგის რეცეპტს დაწერ ან არადა ჩემი ფეხით ამოვალ სვანეთში


აი ნარჩვი რომ მქონდეს გამოგიტანდი და მოქცემდი.... უბრალოდ მაგის გარეშე ვერ გააკეთებ sad.gif


POMPADOUR MADAM DE
QUOTE
დამიმატეს რა


smile.gif


Posted by: POMPADOUR MADAM DE 10 Dec 2008, 18:02
Tobuldar

კლასელი მყავს ხვისტანი და უნდა ვკითხო ამ ყველზე ერთი ისე დამაინტერესა
ყველის გარეშე დღე დღე არაა ჩემთვის

Posted by: Tobuldar 10 Dec 2008, 18:07
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
კლასელი მყავს ხვისტანი და უნდა ვკითხო ამ ყველზე ერთი ისე დამაინტერესა ყველის გარეშე დღე დღე არაა ჩემთვის


ხვისტანზე გამახსენდა biggrin.gif

იაგუარ ხვისტანი და ადოლფ გოშთელიანი რომ გაგეჩითებიანო, რა უნდა უქნა(ავნო) მაგათ პროსტაო biggrin.gif

ერთმა ენამზე ნინარმალნიმ მითხრა smile.gif მოვკვდით სიცილით smile.gif

Posted by: amadeus 10 Dec 2008, 18:16
Tobuldar
QUOTE
ნარჩვი


ეგ რაღაა? spy.gif


Posted by: Tobuldar 10 Dec 2008, 18:49
amadeus

ნარჩვ ჰქვია იმ ყველის სახეობას რომლისგანაც მზადდება "ლეცვმარ" smile.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 10 Dec 2008, 18:57
Tobuldar


რეცეპტის დადება მოგიწევს smile.gif

Posted by: Tobuldar 10 Dec 2008, 19:33
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
რეცეპტის დადება მოგიწევს


აუცილებელია "ნარჩვ"-ი,
ტაფაზე დავყრით და კოვზით ვურევთ, ცოტა სიმინდის ან ხორბლის ფქვილს მოვაპნევთ და ისევ ვურევთ(იწელება სასწაულად)
ძაან მკვლელია smile.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Dec 2008, 19:35
Tobuldar
QUOTE
აუცილებელია "ნარჩვ"-ი, ტაფაზე დავყრით და კოვზით ვურევთ, ცოტა სიმინდის ან ხორბლის ფქვილს მოვაპნევთ და ისევ ვურევთ(იწელება სასწაულად) ძაან მკვლელია smile.gif


გადაურეკე რომელიმე მამიდას და გამოართვი რეცეპტი შენს გაზდას smile.gif

Posted by: Tobuldar 10 Dec 2008, 19:42
gabarzgaleba
QUOTE
გადაურეკე რომელიმე მამიდას და გამოართვი რეცეპტი შენს გაზდას


ეს არის რაც დავწერე ლეცვმარ-ის რეცეპტი


და მეორე კი "შუშა"-ს რეცეპტი: მოხარშულ "სვანურ კარტოფილს" გავატარებთ და "სვანურ ყველში" ავურევთ, ქვაბში ჩავყრით და ცეცხლზე ვდგამთ, ნელ-ნელა ვურევთ და ვწელავთ smile.gif

მარილი გემოვნებით

ეგაა რა... smile.gif



Posted by: gabarzgaleba 10 Dec 2008, 19:44
Tobuldar
QUOTE
ნელ-ნელა ვურევთ და ვწელავთ


ურევ ხო, მარა რაღას წელამ? biggrin.gif

(ცოტა უფრო კულტურული რეცეპტებიი დადე რა: დოზები, ზახოდები, რამე-რუმე... smile.gif)

Posted by: Tobuldar 10 Dec 2008, 19:51
gabarzgaleba
QUOTE
ურევ ხო, მარა რაღას წელამ?


მეტი ეფექტისთვის biggrin.gif

QUOTE
დოზები, ზახოდები, რამე-რუმე...


რამდენიც გაგისწორდება იმდენს დაყრი ტაფაზე, შუშას შემთხვევაშიც ეგრეა რა.... smile.gif იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული smile.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Dec 2008, 20:03
Tobuldar
QUOTE
რამდენიც გაგისწორდება იმდენს დაყრი ტაფაზე, შუშას შემთხვევაშიც ეგრეა რა.... smile.gif იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული smile.gif


ეჰ, ვერ გამიგე... biggrin.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 10 Dec 2008, 20:11
gabarzgaleba

როგორც ვხედავ ამ ყველაფერს ასე ვირტუალურ-ფორუმულ პონტში ვერ გავაკეთებთ ისეთ მკვლელს როგორსაც ჩვენი მეგობარი გვთავაზობს - ამას სჭირდება ერთხელ ყურება პროცესს და გამოვა ყველაფერი მერე

Posted by: rtuli 10 Dec 2008, 21:43
Tobuldar
QUOTE
ნარჩვ ჰქვია იმ ყველის სახეობას

ბარძგალამ გთხოვა ამ ყველის სახეობის რეცეპტი და მერე დანარჩენი yes.gif

ჩვენც გვაინტერესებს,სად ვეძიოთ ახა ჩვენ სვანური ყველი,თან სპეც ეფეკტებით biggrin.gif .
მოკლედ ჯერ იკითხე ყველის დამზადების რეცეპტი.

პ.ს. ისე მე ვფიქრობ რომ ეს ყველი უნდა ჭყინტი იყოს ან ნაკლებ მარილიანი კაკ მინიმუმ,თორე არგაიწელება დარწმუნებული ვარ.
ია ტაკ დუმაიუ boli.gif
POMPADOUR MADAM DE
გოგო აქ არმეყოფა მანქანით ბოდიალი,ჩვენ ჩავიდეთ და დანარჩენი ფეხით ვიაროთ.
პახოდუ კარგი ვარჯიში გამოგვივა
wink.gif

Posted by: irinka1983 10 Dec 2008, 21:57
აუუუ გოგოებოოო, ვინც უცხოეთში ცხოვრობთ, ხომ არ იცით აქეთ თუ იყიდება ყველის ამომყვანი, აი ზემოთ რომ ლაპარაკობდნენ გოგოები.
ფერმას მივაგენი სადაც ძროხის რძეს ყიდიან და ვიფიქრე გავაკეთებ მეთქი

Posted by: niki_ niki 10 Dec 2008, 23:00
deco5555
სუნი აქვს მაგრამ კარგია biggrin.gif

POMPADOUR MADAM DE
QUOTE
ერთადერთი სვანეთია მთელს საქართველოში სადაც არ ვყოფილვარ და ოცნებად მაქვს
გადაქცეული

მეც ეგრე და ნათლული მყავს ფილფანი და ვერ მივდივარ biggrin.gif
მოვნათლე მარტო და ვერ ვნახულობ sad.gif
QUOTE
ყველის გარეშე დღე დღე არაა ჩემთვის

არასაც აქ ვყიდულობ, არ ვიცი არც სვანური და რაც სხვა, მარტო კახური ისიც ახმეტის გუდის ყველი რაც ოჯახში გაკეთებული
მიჭამია, დანარჩენი რასაც ვყიდულობ
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tobuldar 11 Dec 2008, 11:03
gabarzgaleba
QUOTE
ეჰ, ვერ გამიგე...


გაგიგე smile.gif

rtuli
QUOTE
ბარძგალამ გთხოვა ამ ყველის სახეობის რეცეპტი და მერე დანარჩენი

ჩვენც გვაინტერესებს,სად ვეძიოთ ახა ჩვენ სვანური ყველი,თან სპეც ეფეკტებით


კი გასაგებია ჩემთვის მაგრამ, იმ ყველის გაკეთება აქ ვერ მოხერხდება smile.gif დამიჯერეთ....

მოკლედ მე თუ ვინიცობაა გამომიგზავნეს სვანეთიდან, შეგატყობინებთ და მოვიტან ნარჩვს და გავაკეთოთ რომელიმეს სამზარეულოში smile.gif

niki19m
QUOTE
მეც ეგრე და ნათლული მყავს ფილფანი და ვერ მივდივარ მოვნათლე მარტო და ვერ ვნახულობ


ოო ფილფანებთან უნდა ახვიდე... ისეთი სიმღერა იციან რომ.... ისლამ ფილფანის ჭუნირზე დაკრულს რა ჯობია smile.gif


თემა კი ყველისაა მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ძალიან იშვიათად თუ ვხვდები თქვენს განყოფილებაში აგერ ბარემ კუბდარის სურათსაც დავდებ....

აი ამ სურათზე თქვენ ნახავთ კლასიკურ კუბდარს
ქონი იმდენი უნდა ჰქონდეს რომ პირში არ გრძნობდე ანუ გამომცხვარ კუბდარში წვენად უნდა გადაიქცეს
ამასთანავე ძალიან "იზიაშნი" უნდა ცომის ფენა, დიდი ცომის ფენა არ არის სასიამოვნო, + ხოცით უნდა იყოს გაძეძგილი
ხორცი სასურველია იყოს საქონლის და თუ + 20% ან თუნდაც 50%-ს ღორსაც გავურევთ ამით არაფერი შავდება, შეიძლება პირიქით უფრო პიკანტურიც კი იყოს....

მე მაგალითად +20%-იან ვარიანტს ვემხრობი smile.gif

ბარძგალამ ვიცი შეიძლება მითხრას "დოზები,ზახოდები, რამე-რუმე" biggrin.gif ხოდა კიდევ ერთი ინგრედიენტი აუცილებლად უნდა "გიცრული" smile.gif


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img412/kubdaring0.jpg/1/

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2008, 11:07
Tobuldar
შენი სახელი რას ნიშნავს?

Posted by: Tobuldar 11 Dec 2008, 11:17
აი ეს არის მიზეზი თუ რატომ ცხოვრობენ იქ ხანგრძლივად



ჩემი ეზო ....... love.gif

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img412/ezomo7.jpg/1/







BAUSHKE_
QUOTE
შენი სახელი რას ნიშნავს?


ტბებს, მრავლობით-კნინობითში




Posted by: annak 11 Dec 2008, 11:17
Tobuldar
QUOTE
აი ამ სურათზე თქვენ ნახავთ კლასიკურ კუბდარს

რა გემრიელი ჩანს yes.gif
და კუბდარი რომელია ვარდისფერჟელატინიანი ჰო? rolleyes.gif rolleyes.gif
თავზე მწვანილი რატო აყრია? rolleyes.gif

biggrin.gif

Posted by: amadeus 11 Dec 2008, 11:22
Tobuldar

შენ მოგეცა ჩემი ცოდვა ეს რა სურათი დადე sad.gif

annak
დაბრუნებაას გილოცავ კულინარიის დიდო ქალბატონო smile.gif

Posted by: Tobuldar 11 Dec 2008, 11:24
annak
QUOTE
თავზე მწვანილი რატო აყრია?


ეგ მწვანილი კი არა, სვანური ნუგბარია....... biggrin.gif

amadeus
QUOTE
შენ მოგეცა ჩემი ცოდვა ეს რა სურათი დადე


ვიტვირთოთ ერთმანეთის ცოდვები?! biggrin.gif

Posted by: annak 11 Dec 2008, 11:37
amadeus
QUOTE
კულინარიის დიდო ქალბატონო


smile.gif smile.gif smile.gif

Tobuldar
QUOTE
ვიტვირთოთ ერთმანეთის ცოდვები?! 

ეს მხოლოდ სვანებს თუ ხელეწიფებათ. yes.gif

Posted by: Tobuldar 11 Dec 2008, 12:34

სულგუნისთვის მზადება smile.gif

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img116/yvelitr7.jpg/1/




შემდეგ ფორმებში იწყობა.... ზუზტად ვერ აღვწერ მე მაგრამ საბოლოო ჯამში ყველასთვის კარგად ცნობილი სვანური სულგუნი გამოდის რა smile.gif უგემრიელესი!!!



http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img116/18072007261ki4.jpg/1/


Posted by: amadeus 11 Dec 2008, 12:45
ე ბიჭო დაგიშავეთ რამე?

კანკრას ის დროა კუჭი რომ ცახცახს იწყებს sad.gif

არადა ჩვენ რაჭველებსა და სვანებს კარგი მეგობრობა გვაქვს და ვიჩხუბებთ მგონია biggrin.gif

კაი არ ვიჩხუბოთ და ეგ მაჭამე gigi.gif

Posted by: nanana 11 Dec 2008, 12:49
Tobuldar
QUOTE
ჩემი ეზო ....... 


ულამაზესი სოფელი გქონია smile.gif და ყველი რომ იწელება პირველ ფოტოზე იმან გული გამიჩერა საერთოდ.

კარტოფილი არ მიყვარს და პირველი მკვლელია პირდაპირ :უსერ:

Posted by: დეკო 11 Dec 2008, 12:52
QUOTE
ე ბიჭო დაგიშავეთ რამე?

კანკრას ის დროა კუჭი რომ ცახცახს იწყებს


biggrin.gif biggrin.gif მოვკვდი კაცი შიმშილით. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Tobuldar 11 Dec 2008, 13:21
amadeus
QUOTE
ე ბიჭო დაგიშავეთ რამე?

QUOTE
მოვკვდი კაცი შიმშილით.


არა ხო რა ჩემი ბრალია, როცა შესათავაზებელი ვაშლის მეტი არაფერი გაქვს smile.gif არ უნდა დააგდო ასეთი სურათები smile.gif

გეთანხმებით smile.gif

nanana
QUOTE
ულამაზესი სოფელი გქონია


კი ძაან ისეთია რა.... როგორ ვთქვა, ძაან განსხვავებული smile.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 11 Dec 2008, 13:33
Tobuldar

გაიხარე 2kiss.gif

პ.ს. მე მიყვარს შენი ეზო
love.gif

Posted by: rtuli 11 Dec 2008, 19:41
Tobuldar
აუ,ეს ვერცხლის ბეგონია რა ლამაზია up.gif ,მე მქონდა და გამიქრა sad.gif .


პ.ს. კიდე კარგი შუადღისით აქ არვიყავი,ეხა ნაჭამზე ასე ცუდათ არმოქმედებს დანახული სურათები biggrin.gif ,მაგრამ გუბდარი და სულგუნი უგემრიელესად ჩანან yes.gif .



არა რა მეც უნდა შევისწავლო კარგი სურათების გადაღება და დადება,თორე ამ ამბავში მოვიკოჭლებ biggrin.gif
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
მე მიყვარს შენი ეზო

სვანეთისკენ ავიღოთ გეზი ამ ზაფხულს wink.gif

Posted by: Tobuldar 11 Dec 2008, 21:29
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
პ.ს. მე მიყვარს შენი ეზო


მიყვარს მშვენიერების შემფასებელ-დამფასებელი ხალხი smile.gif 2kiss.gif rtuli



rtuli

QUOTE
სვანეთისკენ ავიღოთ გეზი ამ ზაფხულს


რეგიონებში, უნდა მოვემზადოთ გასვლებისთვით, ჯერ ალბათ ახლო მთიანეთი, მერე ალბათ უფრო შორს, ხოდა იმ თემაშიც შემოიხედეთ smile.gif
გზას POMPADOUR MADAM DE გასწავლით იმ თემისკენ smile.gif

Posted by: levanovna 12 Dec 2008, 02:17
Tobuldar
აუ გავგიჟდი ისე მომენატრა სულგუნი,ხოდა არ დამცინოთ, მაგრამ კუბდარი არ მაქვს გასინჯული, მასწავლეთ ვინმემ დაწვრილებით როგორ გავაკეთო რააა, გთხოვთ ყველას. 2kiss.gif
* * *
tos-ka
მასწავლე მეც Gთხოვ, გთხოვ ძალიან სულგუნის ამოყვანა. აქ რამდენჯერმე ვცადე ყველის ამოყვანა, თუმცა ახალმოწველილი რძე ვერ ვიშოვე, მაგრამ მაინც არაუშავს რა გამოვიდა, აი სულგუნი კი არააა, არ გამომდის, არადა ისე მენატრება ახალი სულგუნი რომ ... ეხხხ... smile.gifქენი სიკეთე და დაწვრილებით ამიხსენი პროცესი, ყველიც და სულგუნიც. ანუ რომ ამოიყვან ყველს, მარილს აყრი თუ არა, მაცივარსი ინახავ თუ სად და ასე შემდეგ. დიდი მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: tos-ka 12 Dec 2008, 16:01
levanovna
[quote]tos-ka
მასწავლე მეც Gთხოვ, გთხოვ ძალიან სულგუნის ამოყვანა. აქ რამდენჯერმე ვცადე ყველის ამოყვანა, თუმცა ახალმოწველილი რძე ვერ ვიშოვე, მაგრამ მაინც არაუშავს რა გამოვიდა, აი სულგუნი კი არააა, არ გამომდის, არადა ისე მენატრება ახალი სულგუნი რომ ... ეხხხ... ქენი სიკეთე და დაწვრილებით ამიხსენი პროცესი, ყველიც და სულგუნიც. ანუ რომ ამოიყვან ყველს, მარილს აყრი თუ არა, მაცივარსი ინახავ თუ სად და ასე შემდეგ. დიდი მადლობა წინასწარ [/quote

ძნელი არაფერია. ჩემი წინა პოსტები წაიკითხე. წესით, არ უნდა გაგიჭირდეს.
1. დაახლოებით 1 კგ სულგუნის ამოსაყვანად დაგჭირდება 6-7 ლიტრი რძე (სასურველია ნაღებმოუხდელი იყოს)
2. კვეთისთვის პეპსინი. (ერთი შეფუთვა - 10 გრ 100 ლიტრ რძეზეა გათვლილი. მილიგრამებში აწონვა რომ არ დაგჭირდეს, შეფუთვის მესამედი წილი გახსენი 1 ჩაის ჭიქა რძეში)
3. ჭყინტი ყველის ამოსაყვანად რძე 30-35 გრადუსამდე უნდა შეათბო (არ აადუღო!), ჩაასხი კვეთი (ოთახის ტემპერატურის), კარგად მოურიე და 20-25 წუთით თბილ ადგილას გააჩერე. ამ დროში ყველი აიჭრება, რომელიც ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა შემოდგა და ნელ-ნელა ქვაბის ერთ კიდეში ხელით მოაგროვე. ეს პროცესი სულ 10-15 წუთი გაგრძელდება და ჭყინტი ყველიც მზადაა! smile.gif) ყველი მინიმუმ 12 საათით უნდა გააჩერო თბილ ადგილას, შემდეგ შეგიძლია სულგუნისთვის გამოიყენო.

Posted by: auau 12 Dec 2008, 17:41
POMPADOUR MADAM DE
rtuli
QUOTE
ჩემი და შენი მანქანები იქ ვერ ავა და...

უჩვენოდ ხომ? sa.gif sa.gif vik.gif
მაინც დაგეწევიიიით!

Posted by: rtuli 12 Dec 2008, 17:46
auau
QUOTE
POMPADOUR MADAM DE
rtuli

QUOTE
ჩემი და შენი მანქანები იქ ვერ ავა და...


უჩვენოდ ხომ?   
მაინც დაგეწევიიიით!

თქვენც გგულისხმობდით აუაუ დეიდა 2kiss.gif ,აბა ორორი მანქანით რისტვის ვგეგმავდით წასვლას!? rolleyes.gif

არც თქვენ ხართ მანდ ნამყოფი?რა სილამაზეა!

Posted by: Tasso 12 Dec 2008, 18:28
tos-ka
QUOTE
კვეთისთვის პეპსინი.


ამას სად შოულობთ?



ყველი ჩემი საარსებო წყაროა, ყველანაიირი ყველი მიყვარს ჰოლანდიური რეზინა ყველების გარდა. განსაკუთრებით ლურჯ ობიანი ყველები მაგრამ დავასკვენი რომ მწყენს ობიანი ყველი და საპრაზდნიკოდ მივირთმევ ხოლმე... ისე ჭყინტ სულგუნს არაფერი მირჩევნია. თხის ყველიც უგემრიელესია მაგრამ ასევე რატომღაც მწყენს
sad.gif

Posted by: Peppi 12 Dec 2008, 20:27
Tasso
QUOTE
ყველანაიირი ყველი მიყვარს ჰოლანდიური რეზინა ყველების გ


ხარისხიანი "Old Amsterdam" არ გაგისინჯია ან დიდი დაძველების "gouda" (რომელიც იფშნება უკვე)?

რეზინას რას ეძახი უგემოს? აბა წელვადი არ არის . . ისე იაფიან, უხარისხო და ახალ ყველებში ბევრია უგემო . . . ეგ ყველები, ისევე როგორც ავსტრიული - დაძველებისა(6-8 კვირა და მეტი) და სპეციალურ სარდაფებში გამოყვანის შემდეგ იძენს იმ არომატს რაც აქვს - ისე, ტყუილად გადაყრილი ფულია . .

შეიძლება არ მოგეწონოს . . მაგრამ "რეზინა" ნამდვილად არ არის . . smile.gif

Posted by: rtuli 12 Dec 2008, 21:15
Peppi
QUOTE
ხარისხიანი "Old Amsterdam

ამას შავ ხიზილალას უსმევდი ზემოდან და ისე ვჭამდი wink.gif

პ.ს. რა დრო იყო sad.gif ,შავი ხიზილალა.ეგრედ წოდებული поясничная ასტრახანის sad.gif

Posted by: mamababu 12 Dec 2008, 22:41
რადგან ასე მოგწონთ და გიყვართ სვანეთი, ინებეტ რამდენიმე ფოტო. მართალია ყველთან ნაკლებადაა კავშირში, მაგრამ სვანეტის მუღამით, იმედია მოგეწონებათ.
უშბა ჩათინი თეთნულდიდან
user posted image
თეთნულდი ახლოდან
user posted image
ჯანღა და შხარა თეტნულდის ქედიდან
user posted image
გესტოლა
user posted image
ხალდეს ქედი
user posted image
იალბუზი
user posted image
ულამაზესი სოფელი ადიში, სადაც უგემრიელესი ყველი და მაწონი გვაჭამეს დაბრუნებისას(ცხვარიც იყო დაკლული, მაგრამ იმ ყველის და მაწვნის შემხედვარე, კაცი არ გაკარებია. სმწუხაროდ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ყველის ფოტო გადამეღო
user posted image

Posted by: Peppi 12 Dec 2008, 23:06
rtuli
QUOTE
ამას შავ ხიზილალას უსმევდი ზემოდან და ისე ვჭამდი 

პ.ს. რა დრო იყო


კარგი დრო იყოsmile.gif

ეხლა ეგ აქ 30+ ევრო ღირს - 50 გრამი ან უფრო ცოტა, თვალის ჩრდილები რომ იყიდება მრგვალ კონტეინერებში - აი, იმხელა ჭურჭელში დევს . . . ამიტომ, გადავედი იაპონურზე wink.gif თუმცა, ის ყველზე არ მიცდია - სუშისთვის არის ზედ-გამოჭრილიsmile.gif



პ.ს. ისე, მართლაც სახასიათო გემოსა და ფაქტურის გარეშე რომელი ბრიც არის, ის მიყვარს ჩაიზე . . მოვიდა ეხლა ჩაის დრო და გამასხენდა wink.gif

Posted by: Tasso 13 Dec 2008, 02:28
Peppi
QUOTE
ხარისხიანი "Old Amsterdam" არ გაგისინჯია ან დიდი დაძველების "gouda" (რომელიც იფშნება უკვე)?


აქ გერმანიაში რაც ჰოლანდიური ყველი გამისინჯავს, გაუდის ჩათვლით (ოღონდ ფშვნადი არა) ყველა რეზინა ანუ უგემური და უსიამოვნო სტრუქტურის იყო .ეს ყველები მზა დაფასოებული მაქვს გადასინჯული, სპეციალურ დახლებთან სადაც ყველს წონით ყიდიან ფრანგულ და იტალიურ სორტებს ვყიდულობ იშვიათად შვეიცარიულ დაძველებულ მთის ყველს. ჰოლანდიური იქ არასოდეს მიყიდია შემდეგში ვიკითხავ იქნებ უკეთესი სორტები ჰქონდეთ.


ბრიზე ვუსმევ თაფლს, სასურველია წაბლის ან სხვა მკვეთრი გემოს მქონე თაფლი... ვკუსნიაწინა... მნიამ მნიამ

Posted by: Johnnie Walker 13 Dec 2008, 23:04
QUOTE
ყველი, ნაირ-ნაირი

კამამბერ............. smile.gif

Posted by: Solveig 14 Dec 2008, 01:48
QUOTE
ბრიზე ვუსმევ თაფლს, სასურველია წაბლის ან სხვა მკვეთრი გემოს მქონე თაფლი... ვკუსნიაწინა... მნიამ მნიამ

შენ სულუგინზე წასმული არ გაგისინჯავს ალბათ..ბრის არც შევადარებდი smile.gif

Posted by: Peppi 14 Dec 2008, 02:13
Tasso
Solveig
მე კიდევ პირიქით - ხმელ, მარილიან, იმერულ ყველთან ერთად მიყვარს თაფლი . . . მოკლედ, კაცია (ქალია) და გუნება wink.gif

Posted by: papa_raci 15 Dec 2008, 06:45
=================================================

Posted by: tos-ka 15 Dec 2008, 10:24
Tasso
QUOTE
tos-ka

QUOTE
კვეთისთვის პეპსინი.



ამას სად შოულობთ?


გერმანიაში ყოფილხარ . . . აქ თითქმის ყველა მაღაზიაში აქვთ. იქ არც კი ვიცი - აფთიაქში უნდა იყოს, შეიძლება სუპერმარკეტშიც.

Posted by: PLACEBO_LOVER 15 Dec 2008, 10:47
QUOTE
შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ობიანი ყველი ძალიან მიყვარს


მეც ძალიან მიყვარს არაქართული ყველი.. ევროპაში რასაც ქვია ჰობად გადამექცა სხვადასხვანაირი ყველის გასინჯვა ... მაგრამ ერთადერთი ეგ ვერ დავამუღამე.. კოპენჰაგენში კი ისე ცუდად გავხდი რო..

დილით ბრექვასთზე biggrin.gif თითქმის ყველანაირი ყველა გავსინჯე.. რაღაც ობიანი ყველი ცოტაღა იყო დარჩენილი და მე დავითრიე ვიფიქრე ეს იქნება რაც იქნება მეთქი და რო გავსიჯე ..

puke.gif

Posted by: nanana 15 Dec 2008, 16:57
PLACEBO_LOVER

ვაიმეე პირველად რომ გავსინჯე მეც შოკში ჩავვარდი. მეთქი ეს როგორ შეიძლება ადამიანს მოგეწონოს. მაგრამ მერე ისე შემიყვარდა რომ სულგუნს ნამდვილად მირჩევნია. ( სულგუნიც მიყვარს არ დამცხოთ biggrin.gif ). მსხალთან ერთად არის კარგი.

Posted by: Peppi 15 Dec 2008, 17:22
nanana
QUOTE
მსხალთან ერთად არის კარგი

ლეღვთან არაა wink.gif

პირველად ყველის ასორტთან რომ ოთხად გაჭრილი ლეღვი დავინახე - "ყბა ჩამომივარდა", მაგრამ მერე მივხვდი მე გოიმი . . .wink.gif

Posted by: nanana 15 Dec 2008, 17:47
Peppi
QUOTE
ლეღვთან არაა

ლეღვთანაც და ნესვთანაც და სართოდ თითქმის ყველა ხილთან smile.gif

ევროპული ყველის ამოყვანა როგორ ხდება ტელევიზორში მაქვს ნაანხი და სიამოვნებით წავიდოდი ქარხანაში სადმე ან საყველეში ექსკურსიაზე

Posted by: Peppi 15 Dec 2008, 20:32
nanana
QUOTE
ევროპული ყველის ამოყვანა როგორ ხდება ტელევიზორში მაქვს ნაა

ხოო, მეც მასე მაქ ნანახი . . მოდი ერთად წავიდეთ . .

როგორ მიყვარს მასეთი ექსკურსიები . .

შოკოლადის ქარხანაში - კი ვარ ნამყოფი - კოლნში, მაგრამ რა შედარებაა, თან არ ვარ მე შოკოლადის "მუშტარი" smile.gif

Posted by: nanana 15 Dec 2008, 23:08
Peppi
QUOTE
ხოო, მეც მასე მაქ ნანახი . . მოდი ერთად წავიდეთ . .

თანახმა ვარ bis.gif


Posted by: niki_ niki 15 Dec 2008, 23:55
ალვანური გუდის ყველი, ჩემი ბავშვობის ,როგორ ვთქვა არ ვიცი და მთელი ბავშვობა მაგას ვჭამდი სულ მაქეთ ვიყავი ალავერდში და ალვანში, ძალიან მომენატრა yes.gif

Posted by: amadeus 16 Dec 2008, 10:18
miau

ბორანოს რეცეპტი დაიდოს

Posted by: Tasso 17 Dec 2008, 02:37
tos-ka
QUOTE
გერმანიაში ყოფილხარ . . . აქ თითქმის ყველა მაღაზიაში აქვთ. იქ არც კი ვიცი - აფთიაქში უნდა იყოს, შეიძლება სუპერმარკეტშიც.


კი მაგრამ რა უნდა ვკითხო, პეპსინი ხომ არა გაქვთ თქო? რა ჰქვია გერმანულად, და რა არის ეს პეპსინი თხევადია , მყარი თუ ფხვნილი?

Posted by: rtuli 17 Dec 2008, 11:16
Tasso
QUOTE
კი მაგრამ რა უნდა ვკითხო, პეპსინი ხომ არა გაქვთ თქო? რა ჰქვია გერმანულად, და რა არის ეს პეპსინი თხევადია , მყარი თუ ფხვნილი


ყველაზე კარგი გამოსავალია ღორის კუჭი გაახმე მზეზე,ჩადე ჭურჭელში,დაასხი წყალი+მგონი ძმარი+ხორბლის მარცვლები და დადგი როცა ამჭავდება 50 მლ. იხმარე 10 ლიტრა რძეზე biggrin.gif .

პ.ს. ნუ ეს რათქმაუნდა ერთგვარი ხუმრობა - რეალობაა,ანუ თავის დროზე ბებიაჩემი იყენებდა ყველის დედათ ამ მეთოდს.
სადიყო პეპსინი და ა. შ. ,ბუნებრივი იყო ყველაფერი smile.gif .

Posted by: izabel 17 Dec 2008, 19:02
Tasso
QUOTE
კი მაგრამ რა უნდა ვკითხო, პეპსინი ხომ არა გაქვთ თქო? რა ჰქვია გერმანულად, და რა არის ეს პეპსინი თხევადია , მყარი თუ ფხვნილი?

ფხვნილია...აფთიაქებში იქნება.

ისე ინგლისურად რა ქვია მეც მაინტერესებს.

Posted by: Tasso 18 Dec 2008, 02:33
rtuli

ჰო აი საახალწლოდ ღორს რომ დავკლავ მერე გავახმობ მის კუჭს
biggrin.gif ისე რა სისასტიკეა არა?

izabel


QUOTE
ფხვნილია...აფთიაქებში იქნება.

ისე ინგლისურად რა ქვია მეც მაინტერესებს.


ისე ავუხსნი რისთვის მინდა და იკნებ მიხვდნენ... თენქს

Posted by: irinka1983 18 Dec 2008, 21:18
Tasso


მე გეტყვი რა უნდა ქნა, დასერჩე "ყველის გაკეთება" ან მსგავსი (არ ვიცი რომელ ქვეყანაში ხარ) და ამოგიყრის საიტებს. მე ეგრე ვქენი და მივაგენი კიდეც რაგაც სიტხეს რომელიც რძეს ჭრის ყველადbiggrin.gif ხოდა ახლა ვაპირებ შეკვეთასsmile.gif

Posted by: Tasso 22 Dec 2008, 04:24
irinka1983

ო ეგ კაი აზრია. ვერ მოვიფიქრებდი. დიდი მადლობა. 2kiss.gif

Posted by: the king of depress 24 Dec 2008, 22:43
niki19m
QUOTE
ალვანური გუდის ყველი, ჩემი ბავშვობის ,როგორ ვთქვა არ ვიცი და მთელი ბავშვობა მაგას ვჭამდი სულ მაქეთ ვიყავი ალავერდში და ალვანში, ძალიან მომენატრა

აუ მერც მაგრად მიყვარს!

Posted by: balenciaga 26 Dec 2008, 10:41
QUOTE (PLACEBO_LOVER @ 15 Dec 2008, 10:47 )


დილით ბრექვასთზე biggrin.gif თითქმის ყველანაირი ყველა გავსინჯე.. რაღაც ობიანი ყველი ცოტაღა იყო დარჩენილი და მე დავითრიე ვიფიქრე ეს იქნება რაც იქნება მეთქი და რო გავსიჯე ..

puke.gif

როკფორი...

მმმმმმმმმმმ...
ყველაფერზე ძაან მიყვარს!

Posted by: Johnnie Walker 27 Dec 2008, 23:06
ყველანაირ ყველზე ტვინი მეკეტება, ერთადერთი - როკფორს ვერ ვიტან smile.gif

Posted by: BAUSHKE_ 29 Dec 2008, 00:06
ჩვენ ყველას ჯვარი გვეწეროს pop.gif biggrin.gif

თურმე მოლიერმა სიკვდილის წინ პარმეზანი მოითხოვა

Posted by: ლოთი 29 Dec 2008, 00:09
მეგრულ დაბოლილ სულგუნს არაფერი მირჩევნია smile.gif

Posted by: BigCrow 29 Dec 2008, 03:11
ასწორებს მყრალი ყველი...
ცხვრის რძე რომ ურევია...

არ მიყვარს სულგუნისნაირი გადაკრიალებული ყველები biggrin.gif

Posted by: zen 31 Dec 2008, 04:52
ახლა ძაან მომინდა გუდის ყველი, ოღონდ არა მყრალი, უფრო ისეთი, რბილი რა. biggrin.gif

Posted by: EVErgreen 3 Jan 2009, 18:18
ვინმეს შეგიძლიათ სახაჭაპურე ყველის ამოყვანის დეტალური ინსტრუცქცია მომცეთ? სახაჭაპურე ყველი მგონი ყველაზე მარტივი გასაკეთებელი უნდა იყოს, უმარილო და დაუძველებელი, ამოყვანიდან მალევე შეგიძლია გამოიყენო ხო? რძე იშოვება აქეთ, მაგრამ ყველი არ იციან. ჰოდა გადავწყვიტე "შევეჭიდო" ამ საქმეს და მე თვითონ გავაკეთო ყველი!!! smile.gif ძალიან დამავალებთ თუ მირჩევთ რა და როგორ. არასოდეს გამიკეთებია და შესაბამისად ძალიან დეტალური ინფო მჭირდება: ჭურჭელი, მოცულობა, რას რა დრო სჭირდება, რა ტემპერატურაზე და ასე შემდეგ. რძის ასაჭრელად მგონი რინეტს თუ რაღაც ეგეთს იყენებენ და არ ვიცი აქ თუ ვიშოვი. რამე შემცვლელი არსებობს?

მადლობა.

Posted by: Ni-No 6 Jan 2009, 07:17
QUOTE
ყველი, ნაირ-ნაირი

ყველანაირი მიყვარს

იმერული, შვეიცარული, ნასვრეტებიანი, ობიანი, გუდის........ ააააააააა ძალიან მიყვარს და ბევრი არ მაქვს გასინჯული user.gif
არადა რამდენია mo.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Jan 2009, 15:26
EVErgreen
QUOTE
ვინმეს შეგიძლიათ სახაჭაპურე ყველის ამოყვანის დეტალური ინსტრუცქცია მომცეთ? სახაჭაპურე ყველი მგონი ყველაზე მარტივი გასაკეთებელი უნდა იყოს, უმარილო და დაუძველებელი, ამოყვანიდან მალევე შეგიძლია გამოიყენო ხო? რძე იშოვება აქეთ, მაგრამ ყველი არ იციან. ჰოდა გადავწყვიტე "შევეჭიდო" ამ საქმეს და მე თვითონ გავაკეთო ყველი!!!  ძალიან დამავალებთ თუ მირჩევთ რა და როგორ. არასოდეს გამიკეთებია და შესაბამისად ძალიან დეტალური ინფო მჭირდება: ჭურჭელი, მოცულობა, რას რა დრო სჭირდება, რა ტემპერატურაზე და ასე შემდეგ. რძის ასაჭრელად მგონი რინეტს თუ რაღაც ეგეთს იყენებენ და არ ვიცი აქ თუ ვიშოვი. რამე შემცვლელი არსებობს?

მადლობა.


http://vinoge.com/samzareulo/rZis-nawarmi/Wyinti-yveli

Posted by: chorven:) 6 Jan 2009, 18:58
BAUSHKE_
QUOTE
თურმე მოლიერმა სიკვდილის წინ პარმეზანი მოითხოვა


გახეხილი? biggrin.gif

-ბაუშკე!
-პასუხი არ არის
weep.gif

Posted by: Solveig 8 Jan 2009, 23:53
chorven:)
QUOTE
გახეხილი?



გახეხილი ყველის შესანახი სპეციალური კონტეინერი თუ ჰქონდათ მაშინ ნეტავ?


EVErgreen
QUOTE
რძე იშოვება აქეთ, მაგრამ ყველი არ იციან.

კი მაგრამ, სად ხარ-ჩინეთში?

Posted by: axavild 21 Jan 2009, 15:47
მოვინიშნოთ...

ყველი ჩემი არსობისა sad.gif

Posted by: Blue Note 31 Jan 2009, 23:50
ეჰ, რაფრა მივივიწყეთ ეს თემა! არადა, კარგი ყველი რომ შემომაკლდება, სახლში ვეღარ ვჩერდები. აი, დღესაც ვიწრიალე, ვიწრიალე და ბოლოს მივხვდი, რომ უნდა გამესეირნა. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მაღაზიაში ამოვყავი თავი. ყველეულის დახლის წინ ვცემდი ბოლთას. მაინც და მაინც კარგ მაღაზიაში არ მომიწია შესვლა და ბევრი ვეძებე და ვათვალიერე. აი, ჭიჭიკია რომ აღარ იძვრის შუქნიშანზე და პოლიციელი რომ ეტყვის, რავა არ აინთო შენი მოსაწონი ფერიო. ასე ვუტრიალებდი, სანამ სუპერმარკეტის დეტექტივი არ აწრიალდა და ხელებში ყურება არ დამიწყო. მერე მაინც ვიპოვე კარგი ჩედარი, ემენტალერი და როკფორი (სამწუხაროდ, დაფასოებული). სულ ბოლო წუთში რომადურსაც მოვკარი თვალი. ამ სასტავში გასაყვანი არ არის, მაგრამ მაინც დემოკრატიის მოყვარული კაცი ვარ და წამოვიღე. გზად კარგი პურიც ვიყიდე. სახლში რომ მოვედი, მაგიდაზე ბერძნული ზეთისხილის ქილა დამხვდა, ჩემს ძვირფას ცოლს ეყიდა და გამოსაჩენ ადგილზე დაედო. იცის, რით გამახაროს. თვითონ ბავშვებთან ერთად მეგობართან წასულიყო. ჰოდა მგელს რომ მარტო დატოვებენ ცხვრის ფარაში, ისე ვიყავი. მოვიდგი გარშემო თხის კარაქი, ახალნაყიდი თბილი პური, დავჭერი რომადური, დავისხი გუშინ მორჩენილი კიანტი, ღრმად ჩავფიქრდი და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ცხოვრება მშვენიერია.
ისე, ეს რომადური ფრიად კარგი ყველია. რიგიანად დაძველებული თუა, ბოდიში და, დიდი მყრალი რამეა. მაგრამ ეგ ისეთი სიმყარალეა, აი, ძუძუები რომ გლოცავს. თანაც "უმადურს" ერითმება და ამის არჭამა მართლა დიდი უმადურობა იქნებოდა.
ამასობაში ცოლ-შვილიც მოვიდა. მეორე ბოთლ კიანტისაც წავაძრეთ თავი. სახელდახელო სადილიც გავაკეთეთ და დესერტად ჩემი ბავშვობის საყვარელ სიმღერებსაც მასმენინებენ ბავშვები (ახლა Eleanor Rigby წავიდა). მოკლედ, კარგი დღე გამოვიდა. ყველაფერი კი უყველობით დაიწყო...

ესეც რომადური

Posted by: axavild 31 Jan 2009, 23:58
Blue Note lol.gif

რომ არ გაოფდეს.... სვანური სულგუნს გეახლებით... :სულგუნისსმალი:

Posted by: niki_ niki 1 Feb 2009, 01:30
სხვა გემო აქვს ცხელ შოთის პურს და გუდის ყველს love.gif

Posted by: Blue Note 1 Feb 2009, 17:54
niki19m
QUOTE
სხვა გემო აქვს ცხელ შოთის პურს და გუდის ყველს 

წესით თავისი გემო უნდა ჰქონდეს. სხვა გემო თუ აქვს, ე.ი. რაღაცაშია საქმე biggrin.gif

Posted by: niki_ niki 1 Feb 2009, 20:34
Blue Note
QUOTE
წესით თავისი გემო უნდა ჰქონდეს. სხვა გემო თუ აქვს, ე.ი. რაღაცაშია საქმე



lol.gif თავისი გემო აქვს, მაგრამ ძალიან კარგი yes.gif რომელიც ძალიან მიყვარს biggrin.gif

Posted by: sesililu 3 Feb 2009, 19:06
ყველს ვერ ვჭამ საერთოდ..... ვერანაირს......


user.gif

Posted by: Anchxli 6 Feb 2009, 20:03
რიაზანის ყველი მიყვარს, შებოლილი კარაქის გემო აქვს gigi.gif

Posted by: EVErgreen 7 Feb 2009, 11:17
დღეს ამოვიყვანე პირველი ნახევარი კილო ჭყინტი ყველი! ეხლა ცომსაც ვისწავლი და ხაჭაპურითაც ვისიამოვნებ ამ მესამე მსოფლიოში! იიიფ. smile.gif

მადლობა რჩევებისთვის მეგობრებო!

Posted by: observer 17 Feb 2009, 12:26
სულუგუნი ყველების მეფეა! ყველაზე მაგარ სულუგუნს ბებიაჩემი აკეთებდა.

WOMAN IN LOVE
observer
ამ თემაში გააგრძელე
ყველი


Thanks "WOMAN IN LOVE". საიტის ათვისებას ვახორციელებ ნელა-ნელაsmile.gif
...ბრინზა/fate ყველიც ძალიან მიყვარს.



Posted by: @Giorgi@ 21 Mar 2009, 12:45
QUOTE (observer @ 17 Feb 2009, 12:26 )
სულუგუნი ყველების მეფეა!

გეთანხმები yes.gif
მეც ძალიან მიყვარს როგორც შებოლილი ასევე ჩვეულებრივი სულგუნი

Posted by: ke-isari 30 Mar 2009, 00:50
გუდის ყველი საუკეთესოა . . . ............................

Posted by: @guro@ 30 Mar 2009, 01:22
უიი ყველის თემა ყოფილა givi.gif

ესეიგი ყველაზე საყვარელი საჭმალია chups.gif

Posted by: S&W 8 Apr 2009, 14:30
ყველი უპირველესია, ყველის გარეშე არ არსებობს არაფერი, ყველის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია, გაუმარჯოს ყველს - ყველაზე დიდ ქმნილებას კულინარიაში.

Posted by: Frankens†ein 8 Apr 2009, 21:26
ჰოლანდიური ყველი რა ღირს?

Posted by: Georgian Banker 12 Apr 2009, 22:38
მიყვარს ყველანაირი ყველი, კველი ყველტან, ტორტთან, პროსტა და ა. შ. ხომ ვერ მეტყვით ეს რამე ავადმყოფობაა? და კიდევ ყველი ხომ არ არის კალორიული და ხომ არ უწყოვს გასუქებას ხელს?

Posted by: amadeus 12 May 2009, 01:29
Georgian Banker
QUOTE
მიყვარს ყველანაირი ყველი, კველი ყველტან, ტორტთან, პროსტა

აუ გაგახარა ღმერთმა მეც ეგრე ვარ biggrin.gif

პასკა და ყველიც მიყვარს და ვაფშე ყველი აბსოლუტურად შემიძლია ნებისმიერ საჭმელს მივაყოლო. უყველოდ
არანაირ საკვებს არ აქვს ჩემთვის გემო. მოკლედ თაგვი და მე
ვძმაკაცობთ gigi.gif

Posted by: pan777 12 May 2009, 09:05
უ გაგახარა ღმერთმა მეც ეგრე ვარ biggrin.gif
პასკა და ყველიც მიყვარს და ვაფშე ყველი აბსოლუტურად შემიძლია ნებისმიერ საჭმელს მივაყოლო. უყველოდ
არანაირ საკვებს არ აქვს ჩემთვის გემო. მოკლედ თაგვი და მე
ვძმაკაცობთ gigi.gif

Posted by: ia_Baggins 12 May 2009, 12:17
ძალიaნ გთხოვთ უცბაშად მჭირდება სულგუნი როგორ კეთდება 2 სიტყვბით ამიხსენით რააა პლზზ

Posted by: metriko 12 May 2009, 13:00
ia_Baggins


QUOTE
ძალიaნ გთხოვთ უცბაშად მჭირდება სულგუნი როგორ კეთდება 2 სიტყვბით ამიხსენით რააა პლზზ



მაგას რა უნდა იმერულ, უმარიო ყველს უნდა დაასხა მდურარე მარიი მოაყარო და აზილო, მერე უნდა გააციო ფორმა მისცე და ეგაა,
2 კვირის წინ გააკეთა ბებიაჩემმა უმარილო ყველი სემოაპარეს და....... მოკლედ ეხლა ვკითხე და ეგერ უნდაო...... აბა შენ იცი...

Posted by: gabarzgaleba 12 May 2009, 14:15
ia_Baggins
QUOTE
ძალიaნ გთხოვთ უცბაშად მჭირდება სულგუნი როგორ კეთდება 2 სიტყვბით ამიხსენით რააა პლზზ


http://www.vinoge.com/samzareulo/rZis-nawarmi/sulguni

ა ცბაშად smile.gif

Posted by: ia_Baggins 12 May 2009, 15:46
metriko
gabarzgaleba

გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა შემდეგში გავითვალისწონებ


მოკლედ არ გამომივიდა წეღან ვცადე ყველის სუპის გაკეთება მინდოდა და რძე ამეჭრა weep.gif

Posted by: Johnnie Walker 12 May 2009, 18:12
როკფორს ვერა ვჭამ, ბავშვობიდან მძულს biggrin.gif

საერთოდ - ყველის გიჟი ვარ, მაგრამ მაგ ერთის გარდა.

Posted by: gabarzgaleba 12 May 2009, 18:32
Johnnie Walker
QUOTE
როკფორს ვერა ვჭამ, ბავშვობიდან მძულს


ეს რა მითხარი ჯონი! ეგ რო მცოდნოდა არც ერთ სტატიას არ დაგიბეჭდავდი biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 12 May 2009, 20:19
gabarzgaleba
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: LiL_JOKER 22 May 2009, 15:54
ქართულ ყველს არანაირი ობიანი საზიზღრობა არავინ შეადაროს. მარტო შებოლილს და გუდის ყველს ვერ ვჭამ.

Posted by: chaPPek 22 May 2009, 16:03
Johnnie Walker
QUOTE
როკფორს ვერა ვჭამ, ბავშვობიდან მძულს



ერთ ნაჭერ როკფორში ნახევარ სამეფოს გავცვლი მეკიდეsmile.gif
იიიიიიიიიისე მიყვარს love.gif

Posted by: _A_N_N_A_ 30 May 2009, 20:13
მიყვარს ყველი ძალიან - ეს ისე, ლაითად ნათქვამია.

ყველაფერს ვატან ყველს - ხილს, ბოსტნეულს, ყავას, წვენებს, და საერთოდ - არ შემიძლია ამ საოცარი პროდუქტის გარეშე ცხოვრება.

Posted by: 200000 30 May 2009, 20:39
ხმელი ყველი მიყვარს მაგრად smile.gif მზეზე რო კიდებენ და ქვასავით მაგარი რო ხდება აი ის ; ბებიაჩემი მახვედრებს ხოლმე ყოველთვის სოფელში რო ჩავდივარ; ვაბოდებ იმენა მაგ მაგაზე რა და მაგის ხარჩოზე smile.gif

Posted by: misssecret 31 May 2009, 15:30
QUOTE
მიყვარს ყველანაირი ყველი, კველი ყველტან, ტორტთან, პროსტა და ა. შ. ხომ ვერ მეტყვით ეს რამე ავადმყოფობაა? და კიდევ ყველი ხომ არ არის კალორიული და ხომ არ უწყოვს გასუქებას ხელს?

კალორიებს არ ვითვლი, მაგრამ კალციუმს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა კბილებისა და ძვლოვანი სისტემისათვის.


რომ არ გავაოფო, ფრანგული ოჯახი წელიწადში საშუალოდ 22 კილოგრამ ყველს მიირთმევსო, ჩვენს ოჯახში კი ალბათ ეს ციფრი სამჯერ მეტი მაინც იქნება biggrin.gif

რა ჯობია გემრიელ სულგუნს და ახალგამომცხვარ მჭადს love.gif

Posted by: little 1 Jun 2009, 03:57
შეილება ითქვას რომ ყველის ფანი ვარ, ძააააააააან მიყვარს.



ყველის ბევრნაირი სახეობა მაქვს გასინჯული, ყველაზე მეტად მაინც ქართულ სულგუნს გამოვარჩევდი_ ძაან მაგარია


QUOTE
რა ჯობია გემრიელ სულგუნს და ახალგამომცხვარ მჭადს 

+1

Posted by: Tobuldar 8 Jun 2009, 16:02
სვანური ჭიშდვარი(ბარში ჭვიშტარს ეძახიან) და ხაჭაპური, ამ ხაჭაპურს ჰქვია "ლ'ჭაგვ ქუთ" ანუ ხახვისებრი მცენარე ჭაგვით გაკეთებული, ორივე ისეთია რომ, განსაკუთრებულად გემრიელი


http://www.radikal.ru

Posted by: amadeus 8 Jun 2009, 16:21
Tobuldar
QUOTE
ჭაგვით გაკეთებული

ეგ იგივე ჭლაკვია? biggrin.gif

Posted by: Tobuldar 8 Jun 2009, 16:32
amadeus
QUOTE
ეგ იგივე ჭლაკვია?


ქართულად რა ქვია არ ვიცი მაგრამ, მგონი კი მაგი უნდა იყოს smile.gif


Posted by: amadeus 8 Jun 2009, 18:11
Tobuldar
ხოდა ხახვისებრი კიარა ნიორისებრია biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 8 Jun 2009, 18:24
amadeus
Tobuldar

მაყაშვილს უწერია, რომ ჭლაკვის (რაჭ. მჭლაკვი, იმერ. ფოჩის ხახვი და ა.შ.) ლათინური სახელწოდება გამოურკვეველიაო smile.gif თუმცა არი კიდე ჭლაკვინა, ანუ ყანის ნიორი. ამადეუს, მემგონი ეს ისაა, ჩვენ რო ვნახეთ სვირში.

user posted image

Posted by: Tobuldar 8 Jun 2009, 18:47
gabarzgaleba

ვოოტ, ეგააა კიიი yes.gif biggrin.gif

Posted by: amadeus 8 Jun 2009, 21:38
gabarzgaleba
QUOTE
ამადეუს, მემგონი ეს ისაა, ჩვენ რო ვნახეთ სვირში.


ზუსტად ეგაა yes.gif კბილიც კი გავკარით biggrin.gif
სუფთა ნიორია რა smile.gif

Posted by: axavild 8 Jun 2009, 21:55
დღეს... biggrin.gif
ავედი რა ავტობუსში... მივუახლოვდი მძღოლს და აიტა, დავიწყეთ საუბარი...
"ფულს იხდიანიდან" (რატომღაც) ყველის თემაზე გადავედით biggrin.gif
ხოდა ეს კაცი დიდი ყველომანი ვინმე აღმოჩნდა... ისეთ სახელებს ატრიალებდა, ისე აღწერა.. ამ... ამ... biggrin.gif

პ.ს. ტაქსის მძღოლები.. ავტობუსის.. მარშუტკის.. მძღოლები ჩემი ტკივილია biggrin.gif

Posted by: leva1990 16 Jun 2009, 10:10
ცხვრის ყველს არაფერი არ სჯობია, მაგარია ცხვრის ყველი.........

Posted by: шапокляк 1 Jul 2009, 22:26
სულგუნი ძალიან მიყვარს.
შვეიცარული ყველი კი ისე მიყვარს, რომ არც კი ვიცი როგორ გამოვხატო სიტყვებით.

Posted by: westsider 2 Jul 2009, 06:12
ვინმეს გისინჯავთ ლავაშზე მარილიანი გუდის ყველი და ზემოდან თაფლი ? smile.gif

Posted by: annak 13 Jul 2009, 11:34
მგონი აქ არის ამ სურათის ადგილი
"დამბალ-ხაჭო"
თიანეთის დელიკატესი
ესეთი პატარა "კოკრებია"

http://www.radikal.ru
დაჭრილი ესეთია
http://www.radikal.ru
ჩემმა სიძემ მითხრა ეს არ არის "ბოლომდე" გაკეთებული გულიც გარსის ფერი უნდა იყოსო,
უბრალოდ ბოლომდე დამზადებას არ უცდიან და მანამდე ყიდიანო.

ამბობენ რო უგემრიელესია, შვეიცარიული ყველის გემო აქვს.
არასდროს გამისინჯავს.

სურათები "ეძღვნება" ვუმენ ინ ლავს. 2kiss.gif 2kiss.gif


Tobuldar
QUOTE
კაი ვითომ? ბევრს მოსწონთ

რავი ლევან ყველას მოსწონს.
დარწმუნებული ვარ მეც მომეწონება.
უბრალოდ ჯერ ვერ ვაიძულე თავი რო გავსინჯო biggrin.gif user.gif

Posted by: kukuruku 13 Jul 2009, 12:21
gabarzgaleba
amadeus
Tobuldar
არა ბატონები! ჭლაკვი ნამდვილად ხახვის ნაირსახეობაა! კიდეც მინახავს და კიდეც ბლომად მიგემია იმერეთშიც და რაჭაშოც! yes.gif
გავს, მაგრამ ბევრად ჯობია მწვანე ხახვს. უფრო ნაზია, არ ისუსხება ხახვივით და მოტკბო გემო აქვს. smile.gif

Posted by: Tobuldar 13 Jul 2009, 13:43
kukuruku
QUOTE
ჭლაკვი ნამდვილად ხახვის ნაირსახეობაა!


არა, პრინციპში, განსხვავებული არაფერი მითქვამს მგონი smile.gif

westsider
QUOTE
ვინმეს გისინჯავთ ლავაშზე მარილიანი გუდის ყველი და ზემოდან თაფლი ?


no.gif არის დონე? biggrin.gif

annak
QUOTE
"დამბალ-ხაჭო"


კაი ვითომ? ბევრს მოსწონთ smile.gif

Posted by: Peppi 13 Jul 2009, 14:32
ახალი ყველი აღმოვაჩინე . . . ამ N1-ია ჩჰემს ფავორტებშიsmile.gif

ჰოლანდიური Wyngaard Chèvre (ვენახის თხა) 8-10 თვიანი დაძველებითsmile.gif

უნატიფესი და უძირო გემოთი . .



Posted by: amadeus 13 Jul 2009, 15:32
Peppi
QUOTE
ჰოლანდიური Wyngaard Chèvre (ვენახის თხა) 8-10 თვიანი დაძველებით

ეგ სად აღმოაჩინე?

Posted by: Solveig 13 Jul 2009, 16:56
QUOTE
ლავაშზე მარილიანი გუდის ყველი და ზემოდან თაფლი ?

გუდის ყველი არ მიყვარს, მაგრამ საერთოდ, ცხიმიან, მარილიან ყველს (მათ შორის სულუგუნსაც) უხდება თაფლი.

Posted by: Peppi 14 Jul 2009, 18:08
amadeus
QUOTE
ჰოლანდიური Wyngaard Chèvre (ვენახის თხა) 8-10 თვიანი დაძველებით
ეგ სად აღმოაჩინე?

ჰოლანდიაში, მაგრამ ყველა მაღაზიაში იქაც არ იყიდება . .

Posted by: amadeus 16 Jul 2009, 13:23
Peppi
ეჰ ჩვენთან როდის ისწავლიან თხის ყველის დაძველებას sad.gif
ვენახის თხა მაგრად ჟღერს smile.gif

Posted by: vampiria 16 Jul 2009, 13:31
მჭადზე და ყველზე ხო მაფანატებს და

ჭვიშტარზე საერთოდ გული მიმდის
ისე ვხდები
და არ ვაკეთებინებ ხოლმე სახლში
თორემ ერთბაშად შემიძლია ტონობით ვჭამო
-(((((

Posted by: serap 16 Jul 2009, 17:07
love.gif სულგუნი love.gif
....... ...... ...... .... ....

Posted by: gabarzgaleba 21 Jul 2009, 13:09
http://vinoge.com/samzareulo/t-ushuri-gudis-qveli

Posted by: amadeus 3 Aug 2009, 10:28
somnambuli
როგორ შეიძლება გძულდეს?

წალენჯიხაში გეახელით:
კამეჩის ყველს, კამეჩის სულგუნს, კამეჩის შებოლილ სულგუნს. სამივე ძალიან მაგარი იყო. შებოლილმა დაგლიჯა.

Posted by: ბაჭი24 3 Aug 2009, 10:45
QUOTE
მჭადზე და ყველზე ხო მაფანატებს და

ჭვიშტარზე საერთოდ გული მიმდის
ისე ვხდები
და არ ვაკეთებინებ ხოლმე სახლში
თორემ ერთბაშად შემიძლია ტონობით ვჭამო

ჩემი პოსტი მეგონა
მეც მასე ვარ
შემიძლია მარტო მაგაზე ვიჯდე თვეობითbiggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 3 Aug 2009, 10:48
QUOTE
მჭადზე და ყველზე ხო მაფანატებს და

ჭვიშტარზე საერთოდ გული მიმდის
ისე ვხდები
და არ ვაკეთებინებ ხოლმე სახლში
თორემ ერთბაშად შემიძლია ტონობით ვჭამო


ჩემი პოსტი მეგონა
მეც მასე ვარ
შემიძლია მარტო მაგაზე ვიჯდე თვეობით


ლომკა არ აიკიდო gigi.gif

Posted by: ბაჭი24 3 Aug 2009, 10:57
მამაო ენუქი
QUOTE
ლომკა არ აიკიდო

gigi.gif

Posted by: August 7 Aug 2009, 18:19
სულუგუნის ... უფრო სწორად მოცარელას (სადაა აქ სულუგუნი) "პაშტეტი" მწვანილებით, მდოგვით, ფორთოხლითა და შავი ქლიავით .... ხო კიდო wink.gif გატარებული ნიგოზით

Posted by: Solveig 7 Aug 2009, 20:24
მოცარელასაგან გადაზელილი ყველი გამოვა, რამე რომ იყოს?

Posted by: Peppi 7 Aug 2009, 23:30
QUOTE
მოცარელასაგან გადაზელილი ყველი გამოვა, რამე რომ იყოს?

მოცარელა გადაზელილია უკვე თვითონ,
თუმცა შეგიძლია თავიდან გადაზილო

მე, მასე, პიტნიანი სულგუნის წვნიანი გავაკეთე მოცარელათი - სად მქონდა ჭყინტი ყველი აქანე wink.gif

Posted by: rtuli 7 Aug 2009, 23:33
Peppi
QUOTE
სად მქონდა ჭყინტი ყველი აქანე 

გოგო,გეყიდა რძე და ამოგეყვანა smile.gif 2kiss.gif

Posted by: amadeus 7 Aug 2009, 23:34
კაი კამეჩის სულგუნს ვაძველებ. აგერ ერთი კვირაა დასაძველებლად მივუშვი. დღითიდღე იტყობს სიმწიფეს გემოც საგრძნობლად შეეცვალა, ვიქრობ 2 თვე ვაცალო, თუ გაამართლა მერე უკვე მე ვიცი, თუ არადა შევცვლი ტექნოლოგიას.

Posted by: rtuli 7 Aug 2009, 23:40
amadeus
QUOTE
აგერ ერთი კვირაა დასაძველებლად მივუშვი

boli.gif
QUOTE
გემოც საგრძნობლად შეეცვალა

QUOTE
ვიქრობ 2 თვე ვაცალო

boli.gif
თუ გემო უსინჯე ასეტი ტემპებით,ნაადრევად დაგიმწიფდება biggrin.gif

Posted by: amadeus 7 Aug 2009, 23:50
rtuli
QUOTE
თუ გემო უსინჯე ასეტი ტემპებით,ნაადრევად დაგიმწიფდება

ხვალ მივდივარ და მთელი თვე მარტო მოუწევს ყოფნა, ასე რომ აღარ მივეკარები biggrin.gif

Posted by: givillo 8 Aug 2009, 00:43
amadeus
QUOTE
ხვალ მივდივარ და მთელი თვე მარტო მოუწევს ყოფნა, ასე რომ აღარ მივეკარები

არშეჭმის ამბავი გასაგებია biggrin.gif მაგრამ თუ არ გეზარება, დაძველების შენეული პირობები და სეკრეტები დაგეწერა ბარემ. yes.gif

Posted by: Blue Note 8 Aug 2009, 19:01
ორი დღის წინ ძვირფასი სიზმარი მესიზმრა. მთათუშეთში ვიყავი - ისევ ნორჩი, ისევ ძველ მეგობრებთან ერთად, ისევ ენერგიული - და გუდის ყველის კონტრაბანდას ვამზადებდი. თბილისში ჩამოტანა აკრძალული იყო და ადგილობრივ შავებთან შეკრულები ვაჩალიჩებდით ამ საქმეს. როგორ დამთავრდა, აღარ ვიცი, მაგრამ მეგობრებთან ერთად ყველიც მაგრა მომანატრა, თუშეთიც და წარმოსახვითი აბრაგობაც smile.gif

სიზმარი სიზმრად. რეალურ ცხოვრებაში უფრო მოწესრიგებული მაქვს ყველით მომარაგება. კონტრაბანდისტების საქმეს ჩემს მეზობლად ჰოლანდიურ-ბელგიური მაღაზია მიგვარებს. ფანტასტიური ყველები აქვთ მთელი მსოფლიოს საყველეთიდან. თანაც რომ მიხვალ რამის საყიდლად, იმასაც გასინჯებენ, რასაც ყიდულობ და კიდევ ბევრ სხვასაც. კლიენტების გათვითცნობიერებაზე ზრუნავენ. კი, სიამოვნებით ვიკმაყოფილებ ხოლმე ცნობისმოყვარეობას და უცნობ შედევრებს ვაგემოვნებ. მაგრამ თვალი მაინც უკვე ნაცნობი და საყვარელი ჯიშებისკენ გამირბის. გრიერი, პეკორინო, მანჩეგო, როკფორი, როკამადური... მუსიკაა, მა რაა biggrin.gif

ჩემს ჯეელობაში ერთ თამაშს ვთამაშობდით ფასბინდერის "ჩინური რულეტის" ანალოგიით. ერთ ნაცნობს ჩავიფიქრებდით, და მეორე გუნდი გვეკითხებოდა, "ხილი რომ იყოს რა იქნებოდა", "წიგნი რომ იყოს, რომელი წიგნი იქნებოდა" და ა.შ. და ასე უნდა გამოეცნოთ. ჰოდა ახლა საბოლოოდ მივხვდი, მწერი რომ ვიყო, რა ვიქნებოდი (სხვათა შორის, ერთ-ერთ ძველ პოსტში უკვე მქონდა მატლებიან ყველზე საუბარი) biggrin.gif

გუდის ყველის დამფასებლებმა ვიცით, რომ იოლად აღარ იშოვება და ლამის კონტრაბანდამდე მიდის საქმე. მაგრამ მანჩეგოების და პეკორინოებისკენ გადმოხვეწილებისთვის საინტერესოა, უცხოური ყველების არჩევანი როგორია დედასამშობლოში. სტერეოტიპების დონეზე დაახლოებით წარმოდგენა მაქვს. მაგრამ რეალურად სად და რის ყიდვა შეიძლება და როგორ მოიხმარენ, ეგ ნაკლებად ვიცი. ეს ამდენი უცხოელი, დავიჯერო, სულ გუდის ყველის და სულგუნის ამარაა?

მაიწერეთ, მაინტერესებს. წინასწარ მადლობა.

Posted by: miau 9 Aug 2009, 00:45
Blue Note
QUOTE
ყველიც მაგრა მომანატრა, თუშეთიც და წარმოსახვითი აბრაგობაც


აბრაგობა... თუშეთი...
ერთი კაცი გამახსენდა gigi.gif ჰა, თავაძე, გამ,ოჩნდი და აუხსენი ამ კაცს სად მოიპოვება თუშური ყველი თანამედროვე რეალობაშI smile.gif

ყველის არჩევანი კარგია სუპერმარკეტ "ჯორჯიტაში", "პოპულისიტიში" და "ლოიდლის" მაღაზიაში.
ბაზარში იყიდება ქართული ხალხური და თათრული ხალხური "სურნელოვანი", წყალში ნადები ყველი დიდი რაოდენობით და თუშური ყველი თბილისის ბაზარში მე ამ ბოლო დროს არც შემხვედრია (რასაც თუშური ჰქვია და არა მხოლოდ გუდის ყველი). არის სულგუნი - ახალი და შებოლილი და იმერული ყველი. უნდა ითქვას, რომ ყველის ყიდვა ბაზარში მაინც რისკია იმის გამო, რომ წონაში გატყუებენ და ისეთ საშინელებას შემოგაპარებენ, ვერც მიხვდები smile.gif

Posted by: Peppi 10 Aug 2009, 10:54
rtuli
QUOTE
გოგო,გეყიდა რძე და ამოგეყვანა

შემდეგი ეგ იქნება - ვატყობ მეეwink.gif


* * *
ხო-და ეხლა ენდა შეგახარბოთ - იმდენ ყველს დავაგემოვნებ, ფრანგულს, სულ მალეე . . . თან პირენების იალაღმზე მიშვებული საყოლისას, როომ - იფ,იფ . . .

წიგნი მაქვს ერთი ,ფრანგული ყველის ენციკლოპრდიაა, ჯერ იმით ვტკბები - ლამისაა შემომეჭამოს wink.gif

Posted by: ia_Baggins 10 Aug 2009, 18:07
Tobuldar
QUOTE
სვანური ჭიშდვარი(ბარში ჭვიშტარს ეძახიან)

როგორ კეთედება ეგ ჭიშდვარი? შეგიძლია რეცეტი დადო?

რა გემრიელდად ამოიყურებააა :mniam:



* * *



ყველის სუპის კარგი და დატესტილი რეცეპტი მითხარით რა???

ადრე ვცადე და არ გამომივიდა, რძე ამეჭრა mo.gif

Posted by: GABRIELA 10 Aug 2009, 18:17
ყვეკი როგორ კეთდება ვინ იცის?ტექნოლოგია
სახლში მინდა ვცადო

Posted by: ia_Baggins 10 Aug 2009, 18:37
GABRIELA
http://www.vinoge.com/samzareulo/rZis-nawarmi აი აქ ნახე smile.gif

Posted by: LeoLeo123 11 Aug 2009, 17:39
თუშური გუდის ყველი გიყვართ თუ?..............???

user posted image

Posted by: mogelandebi 11 Aug 2009, 18:23
რაც ფოტოზეა, თუშური გუდის ყველია ვითომ?

Posted by: nanana 11 Aug 2009, 18:25
თუშური არ გამისინჯავს, მაგრამ არ მიყვარს. არაჰიგიენურის შთაბეჭდილებას მიტოვებს:უსერ:


Posted by: mogelandebi 11 Aug 2009, 18:27
nanana
QUOTE
თუშური არ გამისინჯავს, მაგრამ არ მიყვარს. არაჰიგიენურის შთაბეჭდილებას მიტოვებს:უსერ:


არ მითხრათ ახლა რო შამპუნი არ მოყვება...

Posted by: nanana 11 Aug 2009, 18:31
mogelandebi
QUOTE
არ მითხრათ ახლა რო შამპუნი არ მოყვება...


საერთოდ არაქარხნულად დამზადებული ყველი მიტოვებს ესეთ შტაბეჭდილებას და მაპატიეთ.
აბა მე რავიცი ძროხას ან ცხვარს ძუძუებს ბანენ თუარა. ყველის ამომყვანი ყმაწვილი ტუალეტში რომ შევა მერე ხელს იბანს თუარა. არ ვიცი და თან სერიოზული ეჭვი მაქვს რომ არა biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2009, 19:02
დღეს ერთმა ძალიან კარგმა კაცმა უკანაფშავიდან ჩამომიტანა ნაღდი დამბალ-ხაჭო. ქართული დავარგებული "ყველეულის" მშვენება და სიამაყე smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: oshi 11 Dec 2009, 19:46
gabarzgaleba
QUOTE
დღეს ერთმა ძალიან კარგმა კაცმა უკანაფშავიდან ჩამომიტანა ნაღდი დამბალ-ხაჭო. ქართული დავარგებული "ყველეულის" მშვენება და სიამაყე



როგორ მაინტერესებს მაგ დამბალ-ხაჭოს გემო. თბილისში სად იყიდება ხო ვერ მეტყვით? ვგიჟდები ობიან რაღაცეებზეsmile.gif



ჩემი ფავორიტიი.

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2009, 20:01
oshi
QUOTE
როგორ მაინტერესებს ამის გემო. თბილისში სად იყიდება ხო ვერ მეტყვით? ვგიჯდები ობიან რაღაცეებზე

ჩემი ფავორიტიი.


თბილისში ეგ კიარა, ნამდვილი გუდაც კი არ იყიდება sad.gif

გემოს რაც შეეხება, ხარისხიანი დამბალხაჭო არანაკლები (თუ მეტი არა) გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, ვიდრე როკფორი, გორგონცოლა და ფურმ დ'ამბერი smile.gif

თუ ეგეთი რამეები გიყვარს, შემოიარე ხოლმე:

http://forum.vinoge.com

იქნება დამბალხაჭოსაც გამოკრა ხელი smile.gif

Posted by: ia_Baggins 11 Dec 2009, 20:04
მნიამ :ნერწყვ:

love.gif







---------------------------

Posted by: oshi 11 Dec 2009, 20:11
gabarzgaleba
QUOTE
გემოს რაც შეეხება, ხარისხიანი დამბალხაჭო არანაკლები (თუ მეტი არა) გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, ვიდრე როკფორი, გორგონცოლა და ფურმ დ'ამბერი

თუ ეგეთი რამეები გიყვარს, შემოიარე ხოლმე:


ძალიან მიყვარს თანsmile.gif ყველის თითქმის ყველა სახეობა მიყვარს, მოცარელას გარდა.

QUOTE
იქნება დამბალხაჭოსაც გამოკრა ხელი


საინტერესოაsmile.gif შემოვივლი, გაიხარეsmile.gif და იცი რა მაინტერესებს? ასეთი მაღალი გემოვნებით თუ გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ ეგრეც არის, რატო არავინ ცდილობს მის პოპულარიზაციას? უცხოეთს, რომ თავი დავანებოთ საქართველოშიც თითქმის არავინ იცის მაგის შესახებ. ცუდია რა. ვითომ ცუდი დასამზადებელია? ალბათ დროის ამბავია. დიდი დრო ჭირდება როგორც ჩანს სასურველ გემომდე მიყვანას და მაგიტო წვალებაც მეტი ექნება.

არადა უნდა იყიდებოდეს.
გუდის ყველიც მაგარია.)

და ესენიიიიც. მაგრამ აქ სასწაული ფასები აქვს!

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2009, 20:20
oshi
QUOTE
საინტერესოა შემოვივლი, გაიხარე და იცი რა მაინტერესებს? ასეთი მაღალი გემოვნებით თუ გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ ეგრეც არის, რატო არავინ ცდილობს მის პოპულარიზაციას? უცხოეთს, რომ თავი დავანებოთ საქართველოშიც თითქმის არავინ იცის მაგის შესახებ. ცუდია რა. ვითომ ცუდი დასამზადებელია? ალბათ დროის ამბავია. დიდი დრო ჭირდება როგორც ჩანს სასურველ გემომდე მიყვანას და მაგიტო წვალებაც მეტი ექნება.

არადა უნდა იყიდებოდეს.
გუდის ყველიც მაგარია.)


მოკლედ ასეთი ვითარებაა. ამასწინათ ვაკეში რო მაღაზიაა, "ორგანიკა", თუშეთიდან ჩამოვატანინე ნაღდი თუშური ცხვრის ყველი, ორნაირი. მაგრამ რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მუშტარი არ გამოუჩნდა, უბრალოდ არ იყიდება, იმიტომ, რომ ხალხი მიჩვეულია შემოსაღებულ გუდის ყველს და არ იცის რომელია ნამდვილი. მითუმეტეს ძნელია ადამიანებისთვის დამბალ–ხაჭოს, ხმელი კალტის და სხვა ასეთი დელიკატესების მიწოდება. ამათი წარმოება არც ისე ძვირია და თბილისში ნორმალურ ფასშიც შეიძლება გაიყიდოს ეს საოცრებები. უბრალოდ კარგი პიარი უნდა (რასაც ჩვენც ვცდილობთ, ანუ "ღვინის კლუბი"), რომ ცნობადობა გაიზარდოს და სულ მცირე მოთხოვნილება გაჩნდეს მასზე.

Posted by: oshi 11 Dec 2009, 20:22
...................................................რა მადაზე დავდექიsmile.gif)mmm

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2009, 20:23
oshi
QUOTE
და ესენიიიიც. მაგრამ აქ სასწაული ფასები აქვს!


ხოდა სწორედ მაგიტომ შეიძლება ჩვენმა ობიანმა პროდუქციამ დაიკავოს ბაზარი. აგერ, მაგალითად, ტიბაანში ერთმა გააკეთა ფრანგული ობიანი და შეკმაზული ყველების მცირე საწარმო და საკმაოდ წარმატებითაც. მართალია სრულყოფილებამდე უკლია, მაგრამ დასაწყისისთვის ძალიან კარგი შედეგია.

ცალკე პრობლემაა თხის ყველი (ჩემი საყვარელი). იმერეტში, გურიაშიც და სამეგრელოშიც საკმაოდა ყავთ თხა, მაგრამ ყველის გასინჯვა რომ მოგინდეს, შოვნა გაგიჭირდება (დაძველებულ თხის ყველზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია).

Posted by: oshi 11 Dec 2009, 20:29
gabarzgaleba
QUOTE
მუშტარი არ გამოუჩნდა, უბრალოდ არ იყიდება, იმიტომ, რომ ხალხი მიჩვეულია შემოსაღებულ გუდის ყველს და არ იცის რომელია ნამდვილი.


ეგ მართალია, ვერ გაიგებ რა რომელია. ყველა ნამდვილად ასაღებს და მაგიტო. რამე ლიცენზიები უნდა დაწესდეს სახლემწიფოს მხრიდან, მაგრამ ჯერ შორს ვართ მაგისგან. მითუმეტეს ყველთან დაკავშირებით. თან კერძო პირს საერთოდაც არ აინტერესებს ეგეთი რამე. წარმოება მინიმალურია. პირობები შინაურული. სერიოზული რაიმე ქარხანა კიდე არ არსებობს, რომ იზრუნოს მაგ მხრივ.

QUOTE
მითუმეტეს ძნელია ადამიანებისთვის დამბალ–ხაჭოს, ხმელი კალტის და სხვა ასეთი დელიკატესების მიწოდება.


ეგ იმიტო, რომ შეფასება დაბალია ჩვენ ქვეყანაში ყველის მხრივ. sad.gif ცუდია რა!

QUOTE
ეს საოცრებები


როგორ მაინტერესებს ეგ საოცრებაsmile.gif

არადა ღვინო და ყველი, ოღონდ კარგი ყველი up.gif up.gif
* * *
gabarzgaleba
QUOTE
ჩვენმა ობიანმა პროდუქციამ დაიკავოს ბაზარი


იმედია ეგრე იქნება, თორემ მარკეტებში ქართული ბიუჯეტი ეგეთი ხარისხის და გემოს ყველს დიდხანს ვერ გაუძლებს

QUOTE
ტიბაანში ერთმა გააკეთა ფრანგული ობიანი და შეკმაზული ყველების მცირე საწარმო და საკმაოდ წარმატებითაც. მართალია სრულყოფილებამდე უკლია, მაგრამ დასაწყისისთვის ძალიან კარგი შედეგია.


რა თქმა უნდა კარგია.

ჯერ კვირტები გამოდის ხეს, მერე ფოთლები და მერე ნაყოფი. უმოქმედობა და არაფრის კეტებაა ცუდი, თორემ, როცა ცდილობ აუცილებლად გამოვა რამე. და სად ყიდის მაგ პროდუქციას?
თბილისის ბაზარზე შემოდის? თუ მარკეტებში?

QUOTE
იმერეტში, გურიაშიც და სამეგრელოშიც საკმაოდა ყავთ თხა


მე მგონი იმერეთში ყველს საერთოდაც იშვიათად აკეთებენ თხის რძისგან, რადგან არავინ ჭამს, თითქმის არავინ. სხვაგან არ ვიცი.

Posted by: gabarzgaleba 11 Dec 2009, 21:16
oshi
QUOTE


მე მგონი იმერეთში ყველს საერთოდაც იშვიათად აკეთებენ თხის რძისგან, რადგან არავინ ჭამს, თითქმის არავინ. სხვაგან არ ვიცი.


აკეთებენ, ამასწინათ ჩამივარდა ხელში იმერული თხის ყველი (ქუთაისიდან გამომიგზავნეს რამდენიმე თავი და ერთი, სრულიად შემთხვევით, თხისა აღმოჩნდა smile.gif).

Posted by: oshi 11 Dec 2009, 21:34
gabarzgaleba
QUOTE
აკეთებენ,

ალბათ შეაპარეს gigi.gif

Posted by: rtuli 11 Dec 2009, 21:47
QUOTE
დამბალ–ხაჭოს

ეს მაქვს გასინჯული ერბოში მომზადებული,ახმეტაში,არნახულად გემრიელია baby.gif

Posted by: Miss_Nata 11 Dec 2009, 22:06
QUOTE
დამბალ–ხაჭოს

ჩვენთან თიანეთში მგრად უყვრთ,მამაჩემიც გიჟდება და პაპაჩემი ხომ აბოდებდა,მე ვერ შევჭქამე ვერცერთხელ,სუნმა დამაფრთხო,მაგრამ ხაჭო ერბო მიყვარს სამაგიეროდ ძალიან,უმაგრესია და ისეთი რგორიც თიანეთის რაიონში იცან არსად მიჭამია,ასევე მათი გულიანი ქადები...მმმმმმ...სერიოზულ!!!!!!!!

Posted by: oshi 11 Dec 2009, 22:13
Miss_Nata
QUOTE
,მე ვერ შევჭქამე


ჩვენსკენ გამოუშვი, არ ვიტყვით უარსsmile.gif

Posted by: Blue Note 12 Dec 2009, 03:34
თხის რძის გარეშე კარგი გუდის ყველი არ იქნება. საკმაოდ ბევრი ურევია.

სასიამოვნოა, რომ არატრადიციული ყველების ათვისებასაც ცდილობენ. ეგება გასტრონომიულმა ლიბერალიზმმა მაინც უშველოს ამ დაობებულ და "გადავარგებულ" ქვეყანას biggrin.gif
* * *
oshi
QUOTE
...................................................რა მადაზე დავდექი)mmm

აბა ჩვენ გვკითხე biggrin.gif გორგონცოლას ტოსკანური პური უხდება და ცოტა თაფლი.

Posted by: fashisti2 12 Dec 2009, 04:41
აუ ყველზე ვგიჟდები... ხორცზე მეტად ყველი მიყვარს ოღონდ ამ რაღაც დაობებულ და დამპალ მატლებიან ყველს ვერ გავუგე drug.gif

Posted by: perpetua2 12 Dec 2009, 19:10
QUOTE
ყველი, ნაირ-ნაირი

QUOTE
ყველი, ნაირ-ნაირი

მიყვარს!
მიყვარს!
მიყვარს!

user posted image

Posted by: djindjidrinji 18 Dec 2009, 01:58
nanana
QUOTE
აბა მე რავიცი ძროხას ან ცხვარს ძუძუებს ბანენ თუარა. ყველის ამომყვანი ყმაწვილი ტუალეტში რომ შევა მერე ხელს იბანს თუარა. არ ვიცი და თან სერიოზული ეჭვი მაქვს რომ არა


ო მაიცა რა, გუდის ყველი ისეთი პახაბნი რამეა, მაგის ჭამის მუღმზე რომ მოვდივარ, სულ არ მაინტერესებს როგორ დაიბანა ხელი და ძუძუ!

ამ ბოლო დროს ჩემი ახალი შეყვარებულია ობიანი ყველი love.gif

Posted by: Johnnie Walker 18 Dec 2009, 02:30
იმერული ყველი მოიტანა ახლობელმა, ჭყლინტი, წყლიანი... უპუროდ იჭმევა, ისეთი რამ არის, სასწაულია biggrin.gif

Posted by: 200000 18 Dec 2009, 08:07
მარტო იმერეთში იციან თუ არა არ ვიცი , მაგრამ მე იქ გამიგია მარტო ხმელი ყველი, მაგრად მევასება და მაგისგან კიდე ხარჩოს აკეტებნ o.O

Posted by: nanana 18 Dec 2009, 21:47
djindjidrinji
QUOTE
ამ ბოლო დროს ჩემი ახალი შეყვარებულია ობიანი ყველი 


ეგ კაი ხანია ჩემი შეყვარებულია boli.gif

Posted by: tavadze 22 Dec 2009, 01:18
ხევსურული ძროხის გუდა ვინმეს თუ გინდათ, ხვალ ჩამოაქვს როშკიდან ერთ კარგ კაცს. როშკაში თუ ვინმე ხართ ნამყოფი, შოთა წიკლაური გეცოდინებათ. ფასი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, 5-6 ლარიო. დეტალები იხ. ამ ბმულზე.
http://karavi.ge/viewtopic.php?p=279662#279662

Posted by: miau 22 Dec 2009, 01:30
tavadze
QUOTE
ხევსურული ძროხის გუდა ვინმეს თუ გინდათ, ხვალ ჩამოაქვს როშკიდან ერთ კარგ კაცს. როშკაში თუ ვინმე ხართ ნამყოფი, შოთა წიკლაური გეცოდინებათ. ფასი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, 5-6 ლარიო. დეტალები იხ. ამ ბმულზე.



და თუშური ცხვრის გუდა? wink.gif - არაო?
ფასი მშვენიერია და დავინტერესდი, მაგრამ ეს რა ყოფილხარ წინა ცხოვრებაში, აააა? biggrin.gif

Posted by: tavadze 22 Dec 2009, 02:03
miau
QUOTE
ა თუშური ცხვრის გუდა?

აუ, მაგათ ვერ დავუკავშირდი. sad.gif sad.gif მაგრამ გავარკვევ მაგასაც.

Posted by: MANASE 25 Dec 2009, 18:39
QUOTE
ხევსურული ძროხის გუდა ვინმეს თუ გინდათ, ხვალ ჩამოაქვს როშკიდან ერთ კარგ კაცს.

თვითონ გუდა ცხვრისაა?

Posted by: tavadze 25 Dec 2009, 19:02
MANASE
QUOTE
თვითონ გუდა ცხვრისაა?

ცელოფნის!!! baby.gif baby.gif baby.gif სადღაა ცხვრის გუდა, ყველა ცელოფანში აგუნდავებს უკვე.

Posted by: leva1990 25 Dec 2009, 20:29
გუდის ყველს არაფერი არ ჯობია..............

Posted by: auau 25 Dec 2009, 21:58
tavadze
QUOTE
ცელოფნის!!!სადღაა ცხვრის გუდა, ყველა ცელოფანში აგუნდავებს უკვე.

არც ეგრფეა საქმე! გუდა ჯერ კიდევ არსებობს!

Posted by: tavadze 25 Dec 2009, 22:43
auau
QUOTE
არც ეგრფეა საქმე! გუდა ჯერ კიდევ არსებობს!

აქა-იქ. უკვე სამუზეუმო ექსპონატად იქცა.
* * *
ის ხევსურული ყველი ხვალაც იყიდება გადასავლელ ხიდთან. პლუს - ხევსურული კარტოფილიც იქნება, მაგრამ ფასები არ ვიცი.
* * *
ხევსურული ყველის ფასი დავადგინე - 5 ლარი. მაგრამ ყველაზე პატარა თავი 5-კილოიანიაო. ყველი დღეს იყიდება გადასასვლელ ხიდთან, მაგრამ თუ ვინმეს დღეს არ გეცლებათ, კარავზე მაგ კაცის ტელეფონიც დადეს ბაზრობაში, ხევსურული ყველის თემაში და შეგიძლიათ დაურეკოთ. ბინადაც თურმე მანდვე ჩერდება და ხვალაც თბილისში იქნება. კარტოფილიც აქვს - მთის კარტოფილი, 70 თეთრად, მაგრამ ეგ ექნება თუ არა, არ ვიცი - ოპტომ აბარებს ბაზრობებზე.
ხვალ თუშური გუდის ყველის ფას-კოორდინატებსაც დავადგენ - ცხვრისასაც და ძროხისასაც. ისე, ცხვარი მიახლოებით 8-9 ლარი მითხრეს, ძროხა ცოტა ნაკლები ღირს.
მე ვისი ყველიც ვიცი, იმას არ ჰქონია წლეულს, თორემ ის მაგარი გუდა იყო - ცხვრისა. შარშან მთიდან როიმ ჩამოვიტანე, სანამ არ გავათავე, მანამ სხვა არაფერი მიჭამია, ისე მომეწონა. biggrin.gif

Posted by: tavadze 28 Dec 2009, 22:20
ესე იგი, დავადგინე ალვანური ანუ თუშური გუდის ყველის ავან-ჩავანი. ცხვრის გუდა ღირს 9 ლარი, ძროხისა - 6,50. თუ ფასები გაწყობთ და ვინმეს გინდათ, მერე მობილურებსაც მოგცემთ, დაუკავშირდით და მოელაპარაკეთ. მე ვისი ყველსაც ვაქებდი, იმათ არ ჰქონიათ წლეულს, მაგრამ ამათზეც მეუბნებიან, სუფთა ყველია - არც ერთმანეთში არეული და არაც არანაირად ნაჩალიჩარიო, თუშები კი არ იკადრებენ ტყუილს, დარწმუნებული ვარ - ალალი ხალხია.

Posted by: Varvara 29 Dec 2009, 01:14
tavadze

ირაკლი, ვისაც მოგვინდება იმათთვის სპეციალურად ჩამოიტანენ ალვანიდან?

მაშინ ვისაც გვინდა და რამდენი დავწეროთ რომ ნაწილ-ნაწილ არ ატარონ და ერთიანად ჩამოიტანონ. რას იტყვით?

Posted by: tavadze 29 Dec 2009, 01:17
Varvara
QUOTE
ირაკლი, ვისაც მოგვინდება იმათთვის სპეციალურად ჩამოიტანენ ალვანიდან?

მაშინ ვისაც გვინდა და რამდენი დავწეროთ რომ ნაწილ-ნაწილ არ ატარონ და ერთიანად ჩამოიტანონ. რას იტყვით?

ცხადია, აჯობებს, დაილაპარაკოთ და შეთანხმდეთ. გაითვალისწინეთ, რომ თითო თავი 8 კილოგრამიდან ზევით იქნება - ნაკლები სეჭვოა. მერე დაგაკავშირებთ იმ ადამიანთან ან გამოგზავნის, ან - თუ აქეთ წამოვა, შეგითანხმდებათ.

Posted by: Varvara 29 Dec 2009, 12:03
თუშური ცხვრის გუდის ყველის მსურველები:

1. ვარვარა
2.
3.
4.

Posted by: გიორგი XII 5 Mar 2010, 18:55
QUOTE
თუშური ცხვრის გუდის ყველის მსურველები:

1. ვარვარა
2. გიო12გიო12
3.
4.


Posted by: westsider 15 Mar 2010, 04:22
ეს ესაა გავსინჯე
ბერგადერ ბაიერნიდან
გადასარევი არომატი და გემო აქვს
მომეწონა ყველანაირად

user posted image

user posted image


http://www.bergader.de/marken/

Posted by: tikunia-teiko 15 Mar 2010, 16:17
კარგი სახაჭაპურე ყველი სად ვიყიოდო, ხომ ვერ მირჩევთ?'

Posted by: tasikuna-taso 15 Mar 2010, 18:10
QUOTE
კარგი სახაჭაპურე ყველი სად ვიყიოდო, ხომ ვერ მირჩევთ?'





ხონში, ზესტაფონში ან თერჯოლაში

Posted by: ninavia 15 Mar 2010, 19:46
tikunia-teiko
დინამოდან ზევით, ბაზრობისკენ რომ ადიხარ მარჯვნივ აყოლებაზე კალათებით დგანან და იმერულ კარგ ყველს ყიდიან ,სახაჭაპურედაც არაჩვეულებრივია.მაგრამ წონაში გატყუებენ. შენი სასწორი უნდა წაიღო, რომ არ მოგატყუონ.

Posted by: rtuli 15 Mar 2010, 20:32
ninavia
QUOTE
დინამოდან ზევით, ბაზრობისკენ რომ ადიხარ მარჯვნივ აყოლებაზე კალათებით დგანან და იმერულ კარგ ყველს ყიდიან ,სახაჭაპურედაც არაჩვეულებრივია

yes.gif up.gif

QUOTE
მაგრამ წონაში გატყუებენ. შენი სასწორი უნდა წაიღო, რომ არ მოგატყუონ.

მე უბრალოდ ვუთანხმდები ელეკტრო სასწორზე აწონვას,იქვე აქვთ გამყიდველებს და მიწონიან ზუსტად ნუ მაქსიმუმ მინუს 50 გრამზე თუ ცდებიან smile.gif

Posted by: tikunia-teiko 16 Mar 2010, 04:26
ninavia
rtuli

დიდი,დიდი მადლობა რჩევებისთვის, ზეგ გავალ და ვიყიდი
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 16 Mar 2010, 11:41
QUOTE (tasikuna-taso @ 15 Mar 2010, 18:10 )
QUOTE
კარგი სახაჭაპურე ყველი სად ვიყიოდო, ხომ ვერ მირჩევთ?'





ხონში, ზესტაფონში ან თერჯოლაში

საზანოში yes.gif

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 16 Mar 2010, 11:45
westsider, ეს გორგონცოლას წააგავს...
კი...

Posted by: ninavia 17 Mar 2010, 16:21
DrDrDrmultihonoriscausa
საზანოში ყველის ყიდვა დიდი სიამოვნებაა, უნდა ადგე დილის 6საათსე, ისიც ოთხშაბათს. ვაჭრებს თუ გადაურჩათ რამე შეგიძლია იყიდო, თუ ჩემსავით 11საათზე მიხვალ ,ყველს საერთოდ ვერ იპოვი მთელ ბაზარში.

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 17 Mar 2010, 17:51
ნამდვილად ასე გახლავთ ჩემო ბატონებო...

Posted by: tasikuna-taso 17 Mar 2010, 18:08
QUOTE
ვაჭრებს თუ გადაურჩათ რამე



რამე? რამე კი არადა ვინმეეეე

ვაიმე რა აგრესიულები არიან. ვერ დაასწრებ მაგათ გლეხისგან ყველის ყიდვას. თანაც საწყალ გლეხებს რიგორ ატყუებენ.

ჯერ გლეხს ატყუებენ წონაში, მერე კლიენტს და მიდიიი
უთოფო ყაჩაღები არიან

Posted by: westsider 17 Mar 2010, 23:35
DrDrDrmultihonoriscausa
გორგონცოლა ცოტა უფრო მაგარია
ეგ ბერგადერი ძაან კრემივითაა

Posted by: cheese1 6 May 2010, 16:48
user posted image

Posted by: nite 6 May 2010, 17:03
cheese1
ეს რა არის, ყველია?

Posted by: trendy 6 May 2010, 17:09
nite
QUOTE
ეს რა არის, ყველია?

ბრი ალბათ

Posted by: cheese1 6 May 2010, 20:18
კი ბრიაა smile.gif მიყვარსს ... წლეწიააა smile.gif

Posted by: cheese1 12 May 2010, 20:36
user posted image

Posted by: josephi 12 May 2010, 22:57
ამ ბოლო დროს შებოლილ სულგუნს დავუმუღამე

Posted by: bachi24 24 May 2010, 10:09
ეხლა მივირთმევ ჰოლანდიურ გაუდას, ევროპაში მგონი ყველაზე იაფიანია, მაგრამ ჩემთვის უგემრიელესი, თუმცა აქ კი ღირს ძვირიbiggrin.gif

Posted by: fermina 24 May 2010, 11:39
QUOTE (cheese1 @ 6 May 2010, 16:48 )
user posted image

ასეთი ბრი თბილისში სადმე იყიდება?
გუდვილსი დაფასოებული ვიყიდე, მგონი დანიური და არ ვარგოდა, ანუ შუაგული მდნარი არ ჰქონდა, მთლიანად ერთნაირი მასა იყო sad.gif

Posted by: rtuli 24 May 2010, 12:47
fermina
QUOTE
ასეთი ბრი თბილისში სადმე იყიდება?

ეს რა სურათი დადეეეეეეეეე..........მოვკვდი user.gif

Posted by: MANASE 24 May 2010, 13:38
პეკორინო

http://www.radikal.ru
* * *
დავარგების პროცესი

http://www.radikal.ru

Posted by: trendy 24 May 2010, 15:00
fermina
QUOTE
ასეთი ბრი თბილისში სადმე იყიდება?

შირნჰოფერში ვიყიდე ბოლოს

Posted by: Neno_ 24 May 2010, 15:11
ვინმემ იცის ბრის და კემემბერს შორის რა სხვაობაა სახელის გარდა? ერთი გემო აქვს ჩემთვის ორივეს, უბრალოდ ერთი მრგვალ შეფუთვაშია ხოლმე და მეორე სამკუთხედში biggrin.gif

bachi24
QUOTE
ეხლა მივირთმევ ჰოლანდიურ გაუდას, ევროპაში მგონი ყველაზე იაფიანია, მაგრამ ჩემთვის უგემრიელესი, თუმცა აქ კი ღირს ძვირი

კი ყველაზე იაფიანია და არ მომწონს გემოზე biggrin.gif ნუ პიურეს შეიძლება ვუქნა biggrin.gif ისე თბილისში ვიყო და გაუდა ვჭამო? mo.gif ერთი ნაჭერი რძიანი სულგუნი გადმომაწოდეთ თუ შეიძლება biggrin.gif

Posted by: fermina 24 May 2010, 15:46
QUOTE (trendy @ 24 May 2010, 15:00 )
fermina
QUOTE
ასეთი ბრი თბილისში სადმე იყიდება?

შირნჰოფერში ვიყიდე ბოლოს

ვაა, მანდ არ მინახავს, მადლობა. ისე კარგი მაღაზია აქვთ და ცუდია მარტო ერთ ადგილას, წერეთელზე რომ არის. მაგატი ძეხვეული ბევრად მირჩევნია სხვა ყველას ფასითაც და გემოთიც.

Posted by: annak 28 May 2010, 17:29
პირველად მომეწონა გუდის ყველი
არასდროს ვეკარებოდი, მაგრამ ეხლა რაც შევიძინეთ, არც სუნი აქვს და ძალიან გემრიელიცაა.
ასე რომ გუდის ყველი bis.gif
http://www.radikal.ru
თუმცა როგორ აკეთებენ ამაზე, ალბათ ჯობია არ ვიფიქრო wink.gif

Posted by: Maykuna 28 May 2010, 17:33
QUOTE
თუმცა როგორ აკეთებენ ამაზე ჯობია არ ვიფიქრო

აგერაა პეკორინოს მზადების სურათი ვითომ გუდის მომზადების ტექნოლოგიაზე უფრო ესთეტურია

Posted by: Lilu_lin 28 May 2010, 22:07
აუ ბავშვებო, პორტის ღვინის ყველი თუ იცით ვინმემ აქ იყიდება ?

მომწერეთ რა თU იცით

Posted by: Apache Warrior 28 May 2010, 22:08
QUOTE (josephi @ 12 May 2010, 22:57 )
ამ ბოლო დროს შებოლილ სულგუნს დავუმუღამე

მაგრად მიყავრს შებოლილი სულგუნი up.gif


smile.gif

Posted by: cheese1 30 May 2010, 00:17
პარმეზანიიიი....

user posted image

user posted image

Posted by: get-up 30 May 2010, 00:23
QUOTE
ყველი, ნაირ-ნაირი

მიყვააააააააააააააააარს up.gif

Posted by: cheese1 21 Jun 2010, 15:47
ფონძIუ.....

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: gabarzgaleba 21 Jun 2010, 23:06
http://vinoge.com/Books/Great-British-Cheeses


Posted by: Old 23 Jun 2010, 08:27
სოლოლაკში ყოფილა ყველის მაღაზია და ვინმემ ხომ არ იცით რა ადგილასაა?
ან ხომ არ იცით სადმე ყველის სპეციალისტი? აი როგორც სომელიე ღვინოებში, ისევე რომ იყოს ყველის დეგუსტატორიც

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Jun 2010, 09:10
შვეიცარიელი ძმაკაცი მყავს, ხშირად გვაქვს ოჯახებში მისვლა-მოსვლა და რა თქმა უნდა პურის გატეხვაც. ხინკლის დიდი მოყვარულია. ჰოდა, შარშან, შვეიცარიული ეროვნული კერძით გაგვიმასპინძლდა- გამლხვარი raclette ყველი ცხელ კარტოფილზე და სხვადასხვა მჟავეულით.
აუუ, ასეთი კალორიული, თერმობირთვული საჭმლის დოზა იშვიათია- ცხიმში ვცურავდი biggrin.gif

სურათზე რაკლეტის გალხობის ერთი მეთოდია. ჩვენ, სპეციალურ გამადნობელზე ვალხობდით და პატარა ნიჩბებით ვასხავდით კარტოფილს

Posted by: cheese1 23 Jun 2010, 21:37
Dr_Zuzumbo
მომწოოონსსს............... რაც უფრო კალორიულია მით უფრო გემრიელია (სამწუხაროდ) tongue.gif biggrin.gif

Posted by: Geronti 19 Jul 2010, 15:40
ყველის ფესტივალი რომ გამართულა თბილისში, არავინ ყოფილხართ?

თანაც მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბის. სომხეთსა და აზერბაიჯანიდანაც ჩამოსულან.

Фестиваль Сыра в Тбилиси
http://5nata5.livejournal.com/16933.html

აბა იქა ყოფილა ნაირნაირები. ფოტოებიც ახლავს.

Posted by: rtuli 19 Jul 2010, 15:55
Geronti
QUOTE
ყველის ფესტივალი რომ გამართულა თბილისში, არავინ ყოფილხართ?

ჩვენთვის არავის უთქვამს მაგრამ,იყვნენ ზოგიერთები წასულები sad.gif


მიყვარს ყველი love.gif

Posted by: Geronti 19 Jul 2010, 16:14
rtuli
QUOTE
მიყვარს ყველი

smile.gif

უმეტესობას უყვარს.

შემთხვევითი სულაც არ არის, რომ დასავლეთში ყველი ჩაროზადაც მოაქვთ. დესერტად.

ნიამუ-ნიამუ.
QUOTE
ჩვენთვის არავის უთქვამს მაგრამ,იყვნენ ზოგიერთები წასულები

მერე იქნებ დაფოსტონ რაცხა, ეგერ რუსულად უკვე უქნია ვინხცას baby.gif

Posted by: gabarzgaleba 20 Jul 2010, 12:00
user posted image

ეს წინა თვეში გადავიღე სიგნახში, ყველის ფესტივალზე.

Posted by: _G_I_O_ 23 Jul 2010, 13:17
ნაღდი, თუშური გუდის ყველი მეფეა..სულგუნი დედოფალი.






Posted by: ლიკლიკა 23 Jul 2010, 17:24
ო, ღმერთო, რა სურათებია http://smiles.geo-samyaro.com/smile.62667.html

სასწაულად მიყვარს ყველი, შოკოლადზე მეტად შემიყვარდა უკვე. მინდა ბლომად ყველეულში ჩამაგდონ და ყველა სახის დავაგემოვნო biggrin.gif

Posted by: sabagvetadze 25 Jul 2010, 17:31
ვინმემ იცის დეტალურად როგორ ამოჰყავთ სოფლებში ყველი? სახლის პირობებში შესაძლებელია ნეტავ ამოყვანა?

Posted by: gabarzgaleba 25 Jul 2010, 18:46
sabagvetadze
QUOTE
ვინმემ იცის დეტალურად როგორ ამოჰყავთ სოფლებში ყველი? სახლის პირობებში შესაძლებელია ნეტავ ამოყვანა?


იქნებ გამოგადგეს.

http://vinoge.com/samzareulo/rZis-nawarmi/Wyinti-yveli

Posted by: nat@lie 29 Jul 2010, 13:38
QUOTE (cheese1 @ 6 May 2010, 16:48 )
user posted image

ვაიმე როგორ მომენატრააააააააააა love.gif love.gif




cry.gif

Posted by: Benisio 11 Aug 2010, 11:12
მინდა love.gif
user posted image
რეკომენდაციას ვუწევ smile.gif >> garrotxa ერთ-ერთი საუკეთესო ესპანური ყველია ... თხისაა და უგემრიელესია
user posted image
user posted image

Posted by: likaberaia 12 Aug 2010, 08:09
თუ ვინმეს უნდა საქართველოში ყველის ბიზნესის აწყობა,დედაჩემია მაგარი ყველის ტექნოლოგი.მას აქვს უდიდესი გამოცდილება და აწარმოებს ძალიან საინტერესო 20–მდე ყველის სხვადასხვა ნაწარმს.მუშაობდა მოსკოვში ძალიან ცნობილ "ნემჩინოვკის" ყველის საამქროში.ასევე უკრაინაში აამუშავა ყველის ქარხანა,სადაც მისმა პროდუქციამ დიდი პოპულარულობა მოიპოვა.ახლა საქართველოში უნდა სცადოს ბედი...
თუ ვინმე დაინტერესდება მომწეროს PM–ში

Posted by: Laurie_Anderson 23 Sep 2010, 01:16
ღმერთებო რა მაგარი სკეჩია biggrin.gif


Posted by: anamch 23 Sep 2010, 10:06
SedoySedoy
QUOTE
ახლა ესენი:
გუდის
ჩეჩილი
აჭარული დაწნული
სულგუნი
სულგუნი შებოლილი
იმერული
"ქარხნის"
ყველამ იცის და სხვა? კიდე?


დავიწყე:
მოთალი-ჩაპრესილი ყველი (ე.წ ქოთნის ყველი) რომელცა მარტლა სრიოზულად პრესენ , მთელი ძალიტ, იმდენა დ რომ დატკეპნილ, გადაგლესილილ რაც მერე მის მოთლას ამოტლას საწიროებს ქოტნიდან ა ქედან სიტყვა მოთალი....
პირწიგნაკზე დევს ცემს პროფილსი და იხილიეთ

ტენილი- სულაც ამიტ გაიხსნა თემა დ ა ტავს არ შეგაწყენთ
მაგრამ ცოტამ ტუ იცი გუდა ტენილის შესახებ , წავწყდი ვარზიაში- ტენილი გუნდა იდება ცხვრის ყველსი და ასე გადის მომწიფების პერიოდსს,,
გაჭრი და იქედან რაც "გადმაიღვრება " სურპრიზად დარჩეს.....

ჩოგის ყველი ამას პიწიგნაკიდან გამავაკოპირებ, იქ ნამეტანი გავიხატოვნე პირი-

პურზე წასასმელი რბილი და ფაფუკი გუდის ყველი(ხალხ ამნაირი გაგიგიათთთთ?) "ჩოგის" ყველი!!!! -უმარილოდ გუდაში დამწიფებულ ყველს, რამდენსამე კვირაში გუდიდან ამოიღებენ და კარგად ჭყლეტენ, ზელენ აგუნდავებენ, დიდხანს ამუშავებენ ხელით, როგროც სახაჭაპურე იმერულს... კარგად დაქუცმაცებულ მასას დაუმატებენ მარილს ზომიერად(ისე რომ ოდნავ "იკბინებოდეს") და ისევ გუდაში ჩაააბრუნებენ. ყველი რჩება რბუილი და ფაფუკი "აფშუკებული"... ამაიღეეეე. დანითა , გადაუსვი ცხელ ტონის პურსა ან დედოსს და მიირთვი შემოგევლეეეე,, უუხხ მიყვარხარ საქართველო!პირკანტურია და ცხარეო კაცოოო მწყემსა მითხრაა! ვახ თქვენ შემოგევლეთ


ხალხ იცოდიტ რომ დამბალ ხაჭო, ობიანი ხაჭო სიცოცხლეს სულ ცოტა 10 წლით ახანგრძლივებს?
იცოდიტ რო ტუპერკულოზის ჩხირებს და და სხვა მავნე მიკრო ფლორას თრგუნავს დ ა რ აძლევს გავრცელების საშუალებას?
დოსგან და ხაჭოსგან მიღებული ეს ხაჭო- ყველი, ობის მოკიდების შემდეგ ,სიცოხლის ხანგრძლივობის და დაავადებების უებარი წამლი რომ ყოფილა იცოდით?
შეიცავსკეფალინს
ლიციტინს და ლიციდებსი სხვა ჯგუფს!
ხელს უსლის ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში, ქოლესტერინს შლის და ადვილ მოსანაელებლს ხდის ნებისიერ ცხიმს!


რაჭაში ონის ებრაელობამ დატოვა უნიკალური ტექნოლოგგიის ყველი-ე,წ რაჭულ-ებრაული ყველი
მოგეხსენებათ ღორს როგორ არ წყალობენ , საკვებად და ვერც მაჭიკს გამოიყენებდენნ,, ამიტომ ამ გენიალურმა ხალხმა იპოა სოკოს კვეთი და ამიტ ადედებდა საყველე რძეს.. მიყვნენ და ახალშობილი ნიყვის მარინადებიც ქე გაურიესს,, რაჭულ მაისის ყველს , ბუთქუნას და სლიკინას ჩაუირეს ეს დალოცვილი ნიყვის მარინადები და გამოვიდა , მარა რა გმოვიდაააააააააააააააა!


დანარჩენი მერეეეეეეეეეეეე

იმდენად ბევრიააააააააააააააააააააააააააააააააა, ნეტა იცოდეთთთთთ!

ხორხე
QUOTE
არადა ძაან უხდება ყველს სუნელები

ხოოო მერმეტ მინდოდა ამის დადება , მაგრამ ჩამოვლაზე ვარ , მომიკვდეს იდიოტი ტავი ასეტი ტემა ა ქ ყოფილა და მე კიდე მტრულ სოც ქსელს ვამარაგებ ინფოებიტ-პირწიგნაკს, ოღრაშები მაგენიი

ხორხიტო დაგიდებ ახლა მეშენს გადასარევ მეგრულ წითელ სუნელიან გუდა ყველს


ბოლო აღმოჩენა-" მეგრული გუდის ყველი"
- ძროხის "გუდაში" იდება შედედებული ყველი, "მარლასა" და სხვა გაუმტარ ტომარასთან ერთად.... კიდებენ ფაცხაში, ან მზიან ადგილას, ან სადაც ნელი ცეცხლია...ყოველდღე ემატება ცხიმიანი რძე და ასე ნელ ნელა დღეების განმავლობაში ყველი თავისით იზრდება -"სუქდება" მოგვიანებით ამატებენ მეგრულ წითელ სუნელს,(წიწაკითა და მარილით) რომელიც კარგად უნდა გაუჯდეს და ისევ ტოვეებნ ჩამოკიდებულს... რამდენსამე ხნის შემდეგ, გახვრეტენ ტომარას და ნელ- ნელ დაწრიტავენ წათხისგან,, ისევ ტოვებენ დღეების განმავლობაში სანამ საბოლოოდ არ დაიწრიტება სითხისგან და ასე დატოვებენ გვიან გაზადხულამდე ჩამოკიდებულს..

ამოდის ჩვეულებრივი გუდა ყველი, თავისი ფრომით და დიდრონი თვლებით ტვლებში კიდევ ქარვისფრად თიმთიმებს ერბო, , და მეგრული სუნელი რ ა არომატსაც მისცემს , თავად განსაჯეთ ....

Posted by: nanana 23 Sep 2010, 10:19
anamch
QUOTE
იმდენად ბევრიააააააააააააააააააააააააააააააააა, ნეტა იცოდეთთთთთ!


ძაან საინტერესოა, მაგრამ სად გავსინჯოთ

Posted by: anamch 23 Sep 2010, 10:24
nanana
ვემაზდებით დიდი ივენთიზააა


ანაკლიაშია დაგემლი ნოემბრის შუა რიცხვებში დახლოებით 48 ძირითადი და 100-ზე მეტი ნაირსახეობის წარმოდგენა....


ახლა კიდევ ვმუშაობ , მარტო ვარ დ ა ა რ ვიცი გზა როდის იქნება wink.gif

სერიოზულად კი მართლა მიდის მუშაობა....... კონცეფციას ქვია- ტრადიციული, მივიწყებული, საღი და პატიოსანი პროდუქტი!

ხო საფერავში დაბერებული დ ა ტაფლში შენახულ ქოტნის ყველებზეე ე ნელ- ნელა მოგაწვდიტ ინფოსა, ერტად ნამეტანია!

და ხიზაბავრას ქარტულ პარეზანსაც დაგაგემოვნებინეთ...

ხევის კობის ყველსაც , რომელიც ამ იტალიელი მარგალიტის გარე ბიძაშვილია!

რაჭის ტარხუნიან ყველსაც
ასევე რაჭულ მაისის ყველის და ლორის დაქორწინებულ ვარიანტსაც

ასევ რაჭულ ქვის ყველსაც , იისფერ ყველსაც და ა ახალციხურ მწვანესაც(ყველია ესეც ობიანი ჩეჩილის ბაზაზე!

ვა ვერ ვოკდები, წინ მისწრებს ენა და გონებააააა


ხალხხხხხხხ


საოცრეაბტა ქვეყნაში დავბოდიალობ წელიწადიაააა და ბოდიში მსოლფიო ყელეულობასტან

არაფეირ გვჭირს ს აწუწუნოო
მოვკალი მითი ქარტული ყველსი ასრტზე - გუდა იმერულ აქრხნულ შებოლილ- "ონლი"

სამი ურიკა ა რ ეყოფა ქართული ყველის წარმოდგენასსს

იმდენიაა!

Posted by: nanana 23 Sep 2010, 10:38
anamch
QUOTE
ნაკლიაშია დაგემლი ნოემბრის შუა რიცხვებში დახლოებით 48 ძირითადი და 100-ზე მეტი ნაირსახეობის წარმოდგენა....


უი რა საინტერესოა. მგონი არ ვიქნები აქ ნოემბერში, მაგრამ თუ ვიქენი აუცილებლად წამოვალ. ისე რაღA ანაკლიაშI, თბილისში არ შეიძლება?

Posted by: anamch 23 Sep 2010, 10:44
nanana
როგორ ა რაა
QUOTE
ისე რაღA ანაკლიაშI, თბილისში არ შეიძლება?

მაგრამ ჯერ რეგიონებში ვაკეტებ ტ
ერთი უკვე გვქონდა სიღნაღში, მაგრამ სიღნაღის ყველის ფესტის მერე , იმდენად ბევრი რამ აღმოვაჩინეთ , ახლა დასავლეტ ს აქართველოს "ჩავრთავთ"

ბოლო პუნქტი იქნება თბილისი

ვნახოთ დაფიანნსებას როგორ ვიშოვით!

ყველაფერი ფინანსებია , საბოლოოდ მაინც


tongue.gif

Posted by: nanana 23 Sep 2010, 10:58
anamch

სერიოზულად დავინტერესდი smile.gif))


QUOTE
ვნახოთ დაფიანნსებას როგორ ვიშოვით!

ყველაფერი ფინანსებია , საბოლოოდ მაინც

ჩვენ ვფიქრობთ ისე კულინარიულ გადაცემაზე, ოღონდ ჩანასახის სტადიაშია ჯერ. თუ გამაცნობთ პროექტს იქნებ რამე მოვახერხო smile.gif

Posted by: tavadze 23 Sep 2010, 10:59
anamch - საინტერესო საქმეს შესჭიდებიხარ... ანაკლიაში წამოსვლა გამორიცხულია, თბილისში კი დაესწრებოდა კაცი.

Posted by: anamch 23 Sep 2010, 11:15
nanana
თუ მომწერტ პმ-შ "თქვენ " ვინ ხართ, შემოგევლოთ ჩემი თავიი ,
პროექტსაც გაცვენებ ტ , შედეგებსაც და სამომავლო გეგმებსაც!

დასაც გაგაცნობთ და ცოლისდასაცცააააააsmile.gif


tavadze
QUOTE
საინტერესო საქმეს შესჭიდებიხარ... ანაკლიაში წამოსვლა გამორიცხულია, თბილისში კი დაესწრებოდა კაცი.

იმედი მაქვს , რომ ასეა! wink.gif


gabarzgaleba
QUOTE
ქართულებში თუშური გუდის თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ როცა ნაღდი კამეჩის სულგუნი მახსენდება, ყველაფერი მავიწყდება. არც ერთ ყველს არა აქვს ეგეთი სურნელი, როგორც კამეჩის სულგუნს, ეგეთი თეთრი ფერი ბუნებაში არ არსებობს, კამეჩის სულგუნის როა, ახალი კამეჩის ყველივით ცოცხალი და უსასრულო გემოს მქონე არცერთი ახალი ყველი არაა. ხალამში დავარგებული კამეჩის ყველიც ძალიან მაგარია. არაერთხელ მინახავს ჩემი თვალით კამეჩის ყველის ამოყვანა, ჩემი ბიცოლების ხელით ნაფერები კამეჩის ყველი არაერთხელ დამიგემოვნებია ბავშვობიდან მოყოლებული და ამიტომ, ამ ყველს მე ვერ ვუწოდებ მხოლოდ კამეჩის ყველს, ეს არაა უბრალოდ ყველი, ესაა სიცოცხლის ფსალმუნი, გემოვნების ქება-ქებათა და მოგონებათა ეკლესიასტე.


ვაბრძელებ კითხვას დ ა ამას გადავწყდიი .............გამაბარძგალააააააა

ბიჯოოო , ნამეტანი ჩემიანი რო ხარ, რა ვქან ტ როდემდე გადავდოთ რანდევუუუუუ...

Posted by: tos-ka 23 Sep 2010, 11:23
anamch
QUOTE
anamch - საინტერესო საქმეს შესჭიდებიხარ... ანაკლიაში წამოსვლა გამორიცხულია, თბილისში კი დაესწრებოდა კაცი.


+
რომ მცოდნოდა, სიღნაღშიც გეახლებოდით და არც ანაკლიაში წამოსვლაზე ვიტყვი უარს. ყოველი შემთხვევისათვის ინფორმაციას ნუ დაგვიმალავ და იქნებ მოვიფიქროთ რამე

Posted by: anamch 23 Sep 2010, 11:24
tos-ka
იდო ფორუმზეეეე
ინფო
ბევრი წამოვიდა ფორუმიდანაც




მერე სპეც თემაც გაიხსნა , მარააა.. მტერს მე დღე დამადგა მაგ თემის გამო, ნახევარმა ფოუმმა "შემიძულა":)

რა გაგვიხურე ამ შენი ყველებიტ საქმეოო ერთმა პრადვინუტმა მოდერმა , ყველა პსოტში ყველი ყვერად გადააკაეთა და მიდიდოდა ღლიცინი!

საშინლად დამწყდა გული! მაშშშვინ

მარააა

მოვინელე!

tongue.gif


ბაემ ამასაც დავდებ , გული არ იტმენს

60 წუთიანი ცხელი ყველი....
მაჭიკით აჭრილი ყველი, იხარშება სულგუნის პრინციპიტ, უფრო სწორედ მოცარელსა დ ა სულგუნს შორის მასამდე,
კეთდება ოხკუთხედ ბალიშებად, შიგთავსად უკეთდება დაფშვნილი , კრაჭუნა ნედლი ყველი ,პიტნით და ეს ბალიშები იტენება ამ მასით.. შემოაქვთ სუფრაზე ცხლად, ორთქლადენილი..არის უგემრიელესი... და თითებჩასაკვნეტი!
კეთდება ე,.წ "ფუჩხოლიას" პინტნიანი ყველის გარეშეც

Posted by: tos-ka 23 Sep 2010, 20:46
anamch
QUOTE
მიდიდოდა ღლიცინი!

საშინლად დამწყდა გული! მაშშშვინ


ისეთ საქმეს ხარ შეჭიდებული, მაგისთანების ყურისგდება არც ღირს. რომ იცოდე, როგორ "მშურს" შენი . . .

QUOTE
60 წუთიანი ცხელი ყველი....
მაჭიკით აჭრილი ყველი, იხარშება სულგუნის პრინციპიტ, უფრო სწორედ მოცარელსა დ ა სულგუნს შორის მასამდე,


როგორ მიყვაარს! გადაწყვეტილია! სულ რომ დამითხოვონ სამსახურიდან, მაინც მოვდივარ!

Posted by: anamch 24 Sep 2010, 15:24
QUOTE
როგორ მიყვაარს! გადაწყვეტილია! სულ რომ დამითხოვონ სამსახურიდან, მაინც მოვდივარ!

არ მოგიწევს დათხოვნა

შაბატ -კვირას ვამთხვევტ , ნებისმიერ შემტხევვაში.



ბარემ აქვ ვიკითზავ
ააჭარულ ყველზე ვარ ცოტა მსუბუქად და რამის თქმა თუ შეგიძლიათ
?

Posted by: anatoreli 24 Sep 2010, 21:49
anamch
QUOTE
ააჭარულ ყველზე ვარ ცოტა მსუბუქად და რამის თქმა თუ შეგიძლიათ

დისკზე თუ გადავწერე ფილმი განახებ wink.gif biggrin.gif

Posted by: anamch 25 Sep 2010, 09:45
anatoreli
აუფფ მდიი რა , სამარემდე შენი მადლობელი ვიქნები!

ახალ ვგეგმავ ექსპედიციას აჭარაში და თურქეთის ქართულ სოფლებში, მინდა მქონდეს თეორიული წარმოდგენა მაინც!

Posted by: nanana 25 Sep 2010, 14:25
anamch
პმ გამოგიგზავნეთ როგორც მთხოვეთ უკვე სამი დღეა და ველი პროექტსsmile.gif.

Posted by: anatoreli 25 Sep 2010, 15:35
anamch
QUOTE
აუფფ მდიი რა , სამარემდე შენი მადლობელი ვიქნები!

ახალ ვგეგმავ ექსპედიციას აჭარაში და თურქეთის ქართულ სოფლებში, მინდა მქონდეს თეორიული წარმოდგენა მაინც!

თუ გინდა სრული წარმოდგენა შეიქმნა აჭარში ყველის წარმოებაზე,ზაფხულში იაილებში უნდა ახვიდე,სადაც საზაფხულო საძოვრებია...იქ მზადდება სხვადასხვანაირი ყველი და ინახება ზამთრისთვის....

Posted by: anamch 25 Sep 2010, 16:48
ყველგან იალაღებზე ვიბოდიალე ამ ზაფხულს

აჭარა ვერ მოვასწარით
ამიტომ მზა პროდუქციას უნდ ა დვჯერდე ამ ჯერზე და რეცეპტებს...
"ლუკმა" "ხელური" "ჩლეჩილი"(და არა ჩეჩილი) და მოშუშული

აი ესენი მაქვს მოსაძიებელი

კაიმაღი(ჩასწორებულია " ღ") დაგემოვნებული მაქვს ადრეsmile.gif

nanana
ვნახე პმ და პასუხისც მოგწერეთ
მეტიც პირწიგნაკშიც კი გიპოვეთ და და დაგარექვესტეთsmile.gif

მთლად ასე ახლაგაზრდას ნამდვილად არ ველოდი wink.gif

Posted by: CAHILUS 25 Sep 2010, 17:12
ფუ უკვე შემზიზღდა ,ყოველთვის თმა მხვდება ბლიად mad.gif mad.gif mad.gif mad.gif
http://www.facebook.com/pages/dzirs-tmiani-qveli/148871568485111?ref=ts

Posted by: iren765 25 Sep 2010, 17:56
QUOTE (anamch @ 25 Sep 2010, 16:48 )
ყველგან იალაღებზე ვიბოდიალე ამ ზაფხულს

აჭარა ვერ მოვასწარით
ამიტომ მზა პროდუქციას უნდ ა დვჯერდე ამ ჯერზე და რეცეპტებს...
"ლუკმა" "ხელური" "ჩლეჩილი"(და არა ჩეჩილი) და მოშუშული

აი ესენი მაქვს მოსაძიებელი

კაიმარი დაგემოვნებული მაქვს ადრეsmile.gif

nanana
ვნახე პმ და პასუხისც მოგწერეთ
მეტიც პირწიგნაკშიც კი გიპოვეთ და და დაგარექვესტეთsmile.gif

მთლად ასე ახლაგაზრდას ნამდვილად არ ველოდი wink.gif

1.კაიმარი კი არა,კაიმაღი.-ადუღებულ, გაცივებულ რძეს მთელი ღამე ტოვებენ მაცივარში,რათა ცხიმოვანი ნაღები მთლიანად გამოეყოს რძეს. ამ მასას აგროვებენ,შიგ ფშვნიან,მარილიან ჭყინტი ყველს.2.ყურუთი-მთიან აჭარაში დიდი თოვლი მოდის,ამიტომაც ზაფხულში ზამთრისათვის დამარილებული ხაჭოსაგან ამზადებენ გუნდებს.მარლაგადაფარებულს ათავსებენ მზეზე გასაშრობად.როცა გუნდა გამაგრდება და გამოყოფილი მარილით ზედაპირი დაიფიფქება მზადაა.3.დაწნული ყველი-მომზადება არ მინახავს,ალბათ სულგუნივით მზადდება,შემდეგ წნავენ და ინახავენ გუდაში./მე სუნის გამო არ მიყვარს/.4.სუზმე-მარლაში დაწურული მაწონი.ხაჭოსნაირი უფრო თხელი მასაა./სახელწოდება თურქეთიდანაა გავრცელებული/ 5.ხაჭო.

Posted by: anamch 25 Sep 2010, 18:01
ატპეჩატკა მომკლა ამ ღ/რ-ებამ და ტ/თ კლავიატურაზეე
tongue.gif iren765

QUOTE
სუზმე

აი ეს საინტერესოა, ბევრგან შემხვდა (მთაში)

ხიზაბავრაში ზეითუნის ზეთმოსხმული და ორი ცალი წითელი წიწაკის ნაჭრით დამაგმოვნებინეს

Posted by: Solveig 25 Sep 2010, 18:55
QUOTE
აჭარა ვერ მოვასწარით
ამიტომ მზა პროდუქციას უნდ ა დვჯერდე ამ ჯერზე და რეცეპტებს...



ანა, მოიძიე თედო სახოკიას წიგნი "მოგზაურობანი", ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობ აჭარელი მესაქონლე-მერძევეების შესახებ smile.gif

საშუალო ფორმატის, მაგარყდიანი წიგნია..მე მგონი, შოვნა არ უნდა გაგიჭირდეს.

Posted by: tavadze 25 Sep 2010, 20:08
anatoreli
QUOTE
თუ გინდა სრული წარმოდგენა შეიქმნა აჭარში ყველის წარმოებაზე,ზაფხულში იაილებში უნდა ახვიდე,სადაც საზაფხულო საძოვრებია...იქ მზადდება სხვადასხვანაირი ყველი და ინახება ზამთრისთვის....

yes.gif yes.gif yes.gif
ეჰ, რა ჯობია ზაფხულში მაგ იაილებზე დასვენებას.
iren765
QUOTE
დაწნული ყველი-მომზადება არ მინახავს,ალბათ სულგუნივით მზადდება,შემდეგ წნავენ და ინახავენ გუდაში

მე მხოლოდ ტელევიზორში მიყურებია და მართლაც მასე ამზადებენ. ანუ ჯერ ხარშავენ სულგუნივით და მერე წელავენ, მაგრამ ზუსტად ეს პროცესი იყო ყველაზე საინტერესო, ოღონდ ახსნა არ მომთხოვოთ - სად შემიძლია მაგდენი. biggrin.gif

Posted by: cheese1 25 Sep 2010, 20:55
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: iren765 25 Sep 2010, 22:11
აჭარის ტელევიზიით გადიოდა ჟურნალისტ ს.სტურუას მიერ ეთნოლოგიურ თემატიკაზე მომზადებული ფილმები,სადაც ყველის სახეობები და მომზადება დაწვრილებითაა ასახული.

Posted by: anamch 25 Sep 2010, 22:58
Solveig
მადლობა , თამარ.....
თამილა ცაგარეიშვილი მეხმარება მაგ საქმეში დიდი გიორგი ჩიტაიას მოწაფეე... სახოკიას წიგნს აუცილებლად გამოვართემევ!
მე არ მაქვს

!anatoreli
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif იცი რატომაც!

iren765
ლინქს ხომ ვერ მომცედით?

Posted by: iren765 25 Sep 2010, 23:30
http://www.adjaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=6460 ფილმების ლინქი არ მაქვს.ამჟამად სოსო მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.ძალიან საინტერსო ფილმები აქვს.აჭარის ტელევიზიის პროდუქციიდან, მხოლოდ სტურუას ფილმებს ვნახულობდი.

Posted by: kila 26 Sep 2010, 00:44
აუ სახელებში ვერ ვერკვევი მარა მიყვარს აქაურიც და იქაური ყველები თან ძაან biggrin.gif
ოღონდ აქაურებში ვერ ვიტან უმარილო როცაა
ისე ობიანზე ვგიჟდები biggrin.gif

Posted by: anatoreli 26 Sep 2010, 01:57
tavadze
QUOTE
მე მხოლოდ ტელევიზორში მიყურებია და მართლაც მასე ამზადებენ. ანუ ჯერ ხარშავენ სულგუნივით და მერე წელავენ, მაგრამ ზუსტად ეს პროცესი იყო ყველაზე საინტერესო, ოღონდ ახსნა არ მომთხოვოთ - სად შემიძლია მაგდენი. 

აჭარის ტელევიზიაზე ხო არ გაქვს ნანახი?!კიდე კვეს–აბედზე და ბეშუმში დოღზე რო იყო?!


anamch
QUOTE
იცი რატომაც!

wink.gif 2kiss.gif

iren765
QUOTE
ფილმების ლინქი არ მაქვს.ამჟამად სოსო მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.ძალიან საინტერსო ფილმები აქვს.აჭარის ტელევიზიის პროდუქციიდან, მხოლოდ სტურუას ფილმებს ვნახულობდი.

აგერ მიდევს მაგ ფილმების ორიგინალები,სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება მე და სოსომ დავიწყეთ აჭარის ტელევიზიაში....რევოლუციის შემდეგ ჩემი გვარი ამოჭრეს ტიტრებიდან!მათ ნამუსზე იყოს!

Posted by: iren765 26 Sep 2010, 02:48
სოსოსა და თქვენი ფილმები ეთნოთემატიკით სასიამოვნო სანახავია.იმედია კიდევ გადაიღებთ.

Posted by: anamch 27 Sep 2010, 09:16
http://www.facebook.com/album.php?aid=33271&id=120658214656621&fbid=120659671323142&ref=mf

ფეისბუქზე გაიხსნა ბიზნეს გვერდი " ქართული ყველის სახლი "-Georgian Cheese house- ,,

მობრძანდით და დედეთ თქვენი მოსაზრებები,
თქვენს მიერ აღმოჩენლი ქართული რძის პროდუქტები
და გავაკეთოთ ,, რა ენაზეც შეძლებთ
ქართული ყველის და რძის პროდუქტების პოპულარიზაცია!


მეთანხმებით თუ არა:

მეხსიერების გაკვეთილები და "პატიოსანი ყველი"
დიახ ,
უნდა დაინგრეს მითი-რომ ქართული ყველი მხოლოდ კრებსითი:
გუდა იმერული სულგუნი და ე;წ "ქართული"-ის სახეობებია...
ქართული(ყველის) მეხსიერების 80-ზე მეტი სახეობაა უკვე აღმოჩენილი და საოჯახო მეურნეობებში და მთისა და ბარის სოფლებში გვხვდება დღემდე.
ყველა მათგანი უდიდესი სიყვარულით და რუდუნებით კეთედება და მხოლოდ საუკეთესო სტუმრისთვის და ოჯახის წევრებისთვისაა განკუთვნილი!!!

ქართულო ბაზარო, მომხმარებლებო!!!!!
გინდა ამ ყველაფრის დაგემოვენება?
გინდა შენც საუკეთესო სტუმარი იყო გლეხისთვის?
მოითხოვე ყველგან, აიძულე ქართული სერვის ჯგუფები,(რესტორნები, კაფეეები , ბარები, ბაზარი)
ეძებოს მივიწყებული და ოჯახებში საგულდადგულოდ შემონახული - პატიოსანი ყველი.....

Posted by: LEOPARD 30 Sep 2010, 13:13

anamch
მართლა დიდ და კარგ საქმეს ნაკეთებხართ,ხომ არ გიფიქრიათ სხვადასხვა სახეობის{როგორც ქართული ასევე უცხოური} ყველის დამზადების რეცეფტურის თავმოყრის შემდეგ მისი ერთ წიგნად გამოცემა? ძალიან საინტერესო და საჭირო წიგნი გამოვა.

Posted by: miau 30 Sep 2010, 19:10
anamch

აუ, რა კარგია, ახლავე შემოვალ smile.gif

QUOTE
ქართული(ყველის) მეხსიერების 80-ზე მეტი სახეობაა უკვე აღმოჩენილი და საოჯახო მეურნეობებში და მთისა და ბარის სოფლებში გვხვდება დღემდე.
ყველა მათგანი უდიდესი სიყვარულით და რუდუნებით კეთედება და მხოლოდ საუკეთესო სტუმრისთვის და ოჯახის წევრებისთვისაა განკუთვნილი!!!


up.gif

Posted by: sharlot 4 Oct 2010, 00:00
აი ეს მასწავლეთ რაა, ყველი სოკოთი. ეკატერინე ონიანის დადებულია. რომელიმე ფორუმელი იქნება საქმის კურსში smile.gif




Posted by: anamch 4 Oct 2010, 04:34
sharlot
ეს არის რაჭული ყველი....

რომელიც სოკოს კვეთითვე კეთდება....

იდება ყველა ტიპის სოკო... მაგრამ უმჯობესია, ტუ ოჯახის პირობებში აკეთებ იყოს მარინადი.....


2 კვირის წინ აღმოვაჩინეთ რეცეპტი რაჭაში მე და ჩივავამ..... მთხრობელი ადგილობრივი ფერმერია....

ძალიან უხდება ჩვილ ყველს...ძალიან!


გუშინ რაც იყო წინანდალში წარმოდგენილი, სწორედ ჩვილი ყველი იყო სოკოთი!

ტუ ხარტ ფეისბუქზე ნახეთ ეს გვერდი

http://www.facebook.com/photo.php?pid=118473&id=120658214656621&fbid=122622344460208&ref=mf#!/photo.php?pid=118958&id=120658214656621&fbid=122670487788727&ref=mf

Posted by: MANASE 4 Oct 2010, 15:22
anamch
QUOTE
http://www.facebook.com/photo.php?pid=1184...87788727&ref=mf

არ იხსნება ეს გვერდი
* * *
anamch
QUOTE
მოთალი-ჩაპრესილი ყველი (ე.წ ქოთნის ყველი) რომელცა მარტლა სრიოზულად პრესენ , მთელი ძალიტ, იმდენა დ რომ დატკეპნილ, გადაგლესილილ რაც მერე მის მოთლას ამოტლას საწიროებს ქოტნიდან ა ქედან სიტყვა მოთალი....

"მოთალი" სომხური ყველია და თხის რძისგან ამზადებენ, შემდეგ ავარგებენ თიხის ქოთნებში. მოთალზე სომხებმა პროექტი გააკეთეს და დარეგისტრირებულია კიდეც ორგანიზაცია "სლოუ ფუდის" მიერ როგორც მივიწყების პირას მყოფი სომხური ტექნოლოგია.

QUOTE
რაჭაში ონის ებრაელობამ დატოვა უნიკალური ტექნოლოგგიის ყველი-ე,წ რაჭულ-ებრაული ყველი
მოგეხსენებათ ღორს როგორ არ წყალობენ , საკვებად და ვერც მაჭიკს გამოიყენებდენნ,, ამიტომ ამ გენიალურმა ხალხმა იპოა სოკოს კვეთი და ამიტ ადედებდა საყველე რძეს..


ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს განსაკუთრებით. ამზადებს ვინმე სოკოს კვეთით დღეს ყველს?

Posted by: anamch 4 Oct 2010, 16:19
MANASE
QUOTE
მოთალი" სომხური ყველია და თხის რძისგან ამზადებენ, შემდეგ ავარგებენ თიხის ქოთნებში. მოთალზე სომხებმა პროექტი გააკეთეს და დარეგისტრირებულია კიდეც ორგანიზაცია "სლოუ ფუდის" მიერ როგორც მივიწყების პირას მყოფი სომხური ტექნოლოგია.

ეს არის დიდისომხური ტყუილი.. ნებისმიერიეთნოგრაფის წიგნში მოთალი არის ის რაც მე დავწერე და მეტიც , ახალც ამადებენ მესხები და გამოტანილიმქონდა სირნაღის ყველსი დრესასწაულზე...

მეც ვიცი რომ დაარეგისტრირეს როგროც მივიწყებული ყველი სლოუ ფუდში და გულზე ვარ გამსდკარი..მაგათ რო კითხო სულგუნიც სომხურია და მაწონი ხომ საერთოდ!

მოთალთან დაკავშირებით უმარტივესად წყდება საკითხი სიტყვა მოთალის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ პროცესის შინაარსიდან გამომდინარე - რომ ხდებ ამ ყველსი ამოთლა , მოთლა!
ტუ სოხურადაც ამოთლაა ეს პროცესი მაშინ არ ვიცი!

Posted by: MANASE 4 Oct 2010, 16:28
QUOTE
მოთალთან დაკავშირებით უმარტივესად წყდება საკითხი სიტყვა მოთალის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ პროცესის შინაარსიდან გამომდინარე - რომ ხდებ ამ ყველსი ამოთლა , მოთლა!
ტუ სოხურადაც ამოთლაა ეს პროცესი მაშინ არ ვიცი!

საინტერესო აზრია, ნეტა რას იტყვიან ლინგვისტები.

პ.ს. პიემი ნახე
* * *
ეს ინფო სომხურ მოტალზე

http://www.slowfoodfoundation.org/eng/presidi/dettaglio.lasso?cod=292

Posted by: anamch 4 Oct 2010, 20:14
საერთოდ სამცხე ჯავახეთში ძალიან ძნელია იმის გარკვევა რა განეკუთვნება სომხურ და რა მესხურ სამეურნეო კულტურას...

ამ დღეშია ტენილი ყველი, მოთალი და შორა ....

სამწუხაროდ ქართველ მკვლევარებს უფრო მწირი ინფორმაცია აქვთ სამივე ყველზე , ვიდრე სომხებს, ფაქტია-სომხურ ნაწილში (სომხეთში) ეს ყველი(ები) არ გვხვდება, სამაგიეროდ უხვადაა ქართულ ნაწილში, და პოპი\ულარულია როგორც მკვვიდრ მოსახლებაშ ისე სომხებში...(სომხებს მკვიდრ მოსახლეობად ვერ განვიხილავ)


მაგალითად მწვენე ყველი (დაობებული ჩეჩილი) მხოლოდ სომხურ მოსახლობაში გვხდება , რადგანაც ქართვლებს ძალიანაც არ ეხატებათ გულზე,(გურმანების გარდა) მაგრამ ეს ა რ ნიშნავს რომ ჩეჩილი ყველი, რომელსაც ობი მოედო და მოეწონა რომელიღაც აშოტას-სომხურია!

სომეხი მკვლევარები(მაგალითად კარაპეტიანი)სამცხე ჯავახეთის მასალას ეყრდნობიან, და სწორადაც იქცევიან,
მე ახლა ვაპირებ ტაოკლარჯეტში გადასვლას და ლაზებში დაცული ინფორამციის მოპოვებას და ძალიან გამიჭირდება გავმიჯნოო რა იქნება მათი მონათხრობიდან სუფტა მეგრულ-ლაზური და რა შერწყმული თურქულთან!

Posted by: tavadze 4 Oct 2010, 21:35
anatoreli
QUOTE
აჭარის ტელევიზიაზე ხო არ გაქვს ნანახი?!კიდე კვეს–აბედზე და ბეშუმში დოღზე რო იყო?!

კი, ეგაა. yes.gif yes.gif

* * *
anamch
QUOTE
მე ახლა ვაპირებ ტაოკლარჯეტში გადასვლას და ლაზებში დაცული ინფორამციის მოპოვებას

მხოლოდ ლაზებში? იმერხევშიც ადით, იქაც ნახავთ საინტერესოს, მაგრამ რატომღაც მგონია - მაგათი ტრადიციები აჭარულის იდენტური იქნება. უბრალოდ, იქნებ ცოტა განსხვავებული ნახოთ რამე. ასევე - შავშეთშიც. შესაძლოა, თქვენთვის საინტერესოს წააწყდეთ ინეგოლის (ბურსასთანაა ეს ქალაქი) შემოგარენში მდებარე ქართულ სოფლებში. იქ 18 სოფელია და იქაურობას ”პატარა საქართველოს” ეძახიან. ეგენი მთლიანად რუსეთ-თურქეთის ომის მერე არიან გაქცეულები და იქნებ ჰქონდეთ შემორჩენილი რამე ისტორიული, რაც ჩვენტან უკვე მივიწყებულია. თუმცა ინეგოლი ცოტა შორსაა იმ ადგილებიდან, სადაც თქვენ აპირებთ წასვლას.

Posted by: anatoreli 4 Oct 2010, 23:30
anamch
QUOTE
მაგალითად მწვენე ყველი (დაობებული ჩეჩილი) მხოლოდ სომხურ მოსახლობაში გვხდება , რადგანაც ქართვლებს ძალიანაც არ ეხატებათ გულზე,(გურმანების გარდა) მაგრამ ეს ა რ ნიშნავს რომ ჩეჩილი ყველი, რომელსაც ობი მოედო და მოეწონა რომელიღაც აშოტას-სომხურია!

სომეხი მკვლევარები(მაგალითად კარაპეტიანი)სამცხე ჯავახეთის მასალას ეყრდნობიან, და სწორადაც იქცევიან,
მე ახლა ვაპირებ ტაოკლარჯეტში გადასვლას და ლაზებში დაცული ინფორამციის მოპოვებას და ძალიან გამიჭირდება გავმიჯნოო რა იქნება მათი მონათხრობიდან სუფტა მეგრულ-ლაზური და რა შერწყმული თურქულთან!

ვერც გამიჯნავ...ჩეჩილი და დაბწნილი თითქმის მთელი თურქეთის ტერიტორიაზე,იაილებში მზადდება იდენტური ტექნოლოგიით როგორიც აჭარაში და მესხეთშია...

tavadze
QUOTE
აჭარის ტელევიზიაზე ხო არ გაქვს ნანახი?!კიდე კვეს–აბედზე და ბეშუმში დოღზე რო იყო?!


კი, ეგაა.  

ჩემი გადაღებულია user.gif biggrin.gif
* * *
QUOTE
სამწუხაროდ ქართველ მკვლევარებს უფრო მწირი ინფორმაცია აქვთ სამივე ყველზე , ვიდრე სომხებს, ფაქტია-სომხურ ნაწილში (სომხეთში) ეს ყველი(ები) არ გვხვდება, სამაგიეროდ უხვადაა ქართულ ნაწილში, და პოპი\ულარულია როგორც მკვვიდრ მოსახლებაშ ისე სომხებში...(სომხებს მკვიდრ მოსახლეობად ვერ განვიხილავ)

ვინ გითხრა რო არ გხვდება?!სომხებს ძალიან მრავალფეროვანი და მაგარი ყველები აქვთ....ალავერდში ჩადი...სევანის გარშემო სოფლებში ნახე თუ არ გხვდება....თუმცა ვერც მაგის იდენტობის დაზუსტება მოხერხდება 100%....

ძალიან ბევრი სტერეოტიპია აქაც და სხვაგანაც დამკვიდრებული.....რაც ზოგისთვის სრული ჭეშმარიტებაა....

აი მაგალითად აჭარული ხაჭაპური ნებისმიერი თბილისელისთვის სუფთა აჭარული მოვლენაა,მაგრამ სინამდვილეში ბათუმს რო გასცდები ვერსად ვერ ნახავ....მას ბერძნული ფესვები აქვს რომელმაც უამრავი ცვლილება განიცადა და გახდა "აჭარული ხაჭაპური"....
* * *
QUOTE
მოთალთან დაკავშირებით უმარტივესად წყდება საკითხი სიტყვა მოთალის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ პროცესის შინაარსიდან გამომდინარე - რომ ხდებ ამ ყველსი ამოთლა , მოთლა!
ტუ სოხურადაც ამოთლაა ეს პროცესი მაშინ არ ვიცი!

საქმეც მაგაშია რო ნამდვილ "მოთალს" სულაც არ ჭირდება მოთლა...იმიტომ რომ ფხვიერია biggrin.gif ნუ გამხდით ეხლა სომხების ადვოკატად....ისე სომხურ რესტორანში კი მიჭამია "ჟარენნი სულგუნ",საშინელება იყო....მაგრამ მოთალი,ტარხუნასთან ერთად ლავაშში გახვეული უგემრიელესია!მერე რა რო სომხურია?! biggrin.gif

Posted by: anamch 5 Oct 2010, 08:25
anatoreli
QUOTE
ნუ გამხდით ეხლა სომხების ადვოკატად..

არ ჭირდება , მით უფრო ჩემთან.. მე ვიზიარებ სამეურნეო კულტურის გადაკვეთას, კავკასიურ რეგიონში გაცილებით მაღალი დოზებით და თურქეთ -საბერძნეთზეც არ მექნებოდა პრეტენზია (აჭარული ხაჭაპური მაგალითისთვის, რატომაც არა.... მოდიოდეს ბერძნულიდან)

ძროხა მთელ მსოფლიოში ყველგან ერთადერთ პროდუქტს რძეს იძლევა (აქ ხორცზე არ ვილაპარაკოთ რაა, პლზ) ყველასთვის საზიაროს..
აი რას აკეთებენ ამ რიძისგან საუკუნეების მანძილზე ადამიანები, როგორ ძაბავენ ფანტაზიას და რა ვარიაციები მოაქვთ სუფრამდე, აქ კი შეგვიძლია ვარკვიოთ- ვინ რა "გამოიგონა" და ვინ როგორ და როდის მოაყველა რძე-სულგუნად , ჩეჩილად (ჩლეჩილი აჭარაში) ვინ ობის გამო სხვა მიმართულებით წაიყვანა , ვინ ვაშლი გაურია(რიგელების საყვარელი საჭმელი-ვაშლიანი ყველი), ვინ სოკო და ასე დაუსრულებლად!

მაგალითად, ჩვენი ბოლო აღმოჩენა მეგრული გუდის ყველი, რომელზეც აქ დიდოუ ნანამ დადო ჯავახიშვილიდან ციტატა, ფანტასტიკის სფეროდანაა , (ისეთ პროცესებს გადის და თან ხანგრძლივად) თავისუფლად შეიძლება , რომელიმე კულტრის მთიან ნაწილში გვხვდებოდეს...

საკითხი ასე დგას-

საძოვარი, რძის ცხიმოვნება
ადამიანის ფანტაზია, მიკროელემენტები, გარემო... ტრადიცია და საუკუნეების მანძილზე დახვეწის მცდელობა, სასურველი გემოს, ფორმის, მასის მიღება...

მე რომ პირველად ვნახე რა ს უშვებოდა ერთ-ერთი მეყველე სულგუნის მასას, ვიფიქრე , 10 კი არა რატომ 40 ლარი არ ადევს ფასი - თქო


ერთი 10-ჯერ მაინც გადაწელა მთელ სიგანეზე ზეწარივით....... და არსად არ დასკდა..... არ დაიხა...

აი ახლა მზად არის ამსოგადუნდავებლადო!

რასაკვირველია, ასეთ სულგუნს ბაზარში ვერ ნახავ...

რაც შეეხება მოთალს- ასეთ ყველებს მე ორმაგი მოქალაქეობის ყველებს ვეძახიsmile.gif და სომხურია თუ მესხური დადგენა გამიჭირდება!
მეტიც-
საკუთრივ საქართელოშიც კი ძალაიან ცოტა რამ იციან ერთმანეთის რძის პროდუქტების შესახებ-და ამის ნათელი დადასტურება იყო სიღნაღის ყველის ფესტივალი - იმერლებმა პირველად ნახეს და დააგემოვნეს ტენილი, მოთალიც, მწვანე ყველიც და ჩეჩილიც.... ისევე როგორც საფერავში მოვარგებული ყველი იყო აღმოჩენა დანარჩენებისთვის და ასე შემდეგ....

Posted by: anatoreli 5 Oct 2010, 15:31
anamch
QUOTE
მაგალითად, ჩვენი ბოლო აღმოჩენა მეგრული გუდის ყველი, რომელზეც აქ დიდოუ ნანამ დადო ჯავახიშვილიდან ციტატა, ფანტასტიკის სფეროდანაა , (ისეთ პროცესებს გადის და თან ხანგრძლივად) თავისუფლად შეიძლება , რომელიმე კულტრის მთიან ნაწილში გვხვდებოდეს...

თქვენი ბოლო აღმოჩენის სათავე ანუ კოლხური მოკლეკუდიანი ცხვარი აღწერილი აქვს გიორგი ჩიტაიას მისი ნაშრომების 3 ტომში....ეს ცხვარი თითქმის გადაშენებულია და შესაბამისად მსგავსი ყველიც ვეღარ დამზადდება თუ ვინმემ ყურადღება არ მიაქცია....
QUOTE
რაც შეეხება მოთალს- ასეთ ყველებს მე ორმაგი მოქალაქეობის ყველებს ვეძახი და სომხურია თუ მესხური დადგენა გამიჭირდება!
მეტიც-
საკუთრივ საქართელოშიც კი ძალაიან ცოტა რამ იციან ერთმანეთის რძის პროდუქტების შესახებ-და ამის ნათელი დადასტურება იყო სიღნაღის ყველის ფესტივალი - იმერლებმა პირველად ნახეს და დააგემოვნეს ტენილი, მოთალიც, მწვანე ყველიც და ჩეჩილიც.... ისევე როგორც საფერავში მოვარგებული ყველი იყო აღმოჩენა დანარჩენებისთვის და ასე შემდეგ....


მაშინ ნუღა გიკვირთ როდესაც სომხები სულგუნს,ჩეჩილს,ჩანახს სუფთა სომხურ ყველებად ასაღებენ....მოტალი არის სომხური ყველი და ღმერთმა მშვიდობაშ მოახმაროთ! აი რაც შეეხება ჩეჩილს მაგას შეიძლება დაერქვას არა ორმაგი არამედ სამმაგი მოქალაქეც....რადგან გავრცელებულია მესხეთ–ჯავახეთში,სომხეთში,აჭარაში,თურქეთში(იქ მაცხოვრებელ ბერძნებსა და ქურთებშიც)
QUOTE
ისევე როგორც საფერავში მოვარგებული ყველი იყო აღმოჩენა დანარჩენებისთვის და ასე შემდეგ....

რაც შეეხება ამას ეს ყველამ კარგად ვიცით რომ "ტიბაანის" ფრანგულ–ქართული ექსპერიმენტია და ეთნოგრაფიასთან კავშირში არაა....

მე მაქვს მსოფლიოში ცნობილი ყველების დამზადების რეცეპტები.....მათ და ქართული ყველის დამზადების წესებს თუ დავუმატებთ ფანტაზიასაც გამოვა ახალი უნიკალური ყველი....ამ ყველაფერს ჭირდება საცდელი ლაბორატორია,თავისი კვალიფიციური პერსონალითა და ტექნიკით!

Posted by: rtuli 5 Oct 2010, 16:05
anatoreli
QUOTE
აი რაც შეეხება ჩეჩილს მაგას შეიძლება დაერქვას არა ორმაგი არამედ სამმაგი მოქალაქეც....რადგან გავრცელებულია მესხეთ–ჯავახეთში,სომხეთში,აჭარაში,თურქეთში(იქ მაცხოვრებელ ბერძნებსა და ქურთებშიც)

+ლიბანის სომხებშიც არის ძალიან გავრცელებული ჩეჩილი yes.gif

Posted by: anamch 5 Oct 2010, 19:59
anatoreli
QUOTE
ტიბაანის" ფრანგულ–ქართული ექსპერიმენტია

არ არის ასე... ფრანგულ ქართული, ალბატ ბრუნოს გამო რომელიც უბრალოდ ქირაობდა მათ ფართს და თავის ყველს აკეთებდა.....


ეს იქაური ახლაგაზრდა კაცის , თემურის (გვარი არ ვიცი) წინაპრების მონათხრობიდან აქვს გაკეთებული და სუფთად მის მიგნებაა...
ეგ კაცია მანდ ყველაფერი ყველის დედაც , მამაც და ნათლიაც

ყავს არაჩვეულებრივი მეწყვილე ქალბატონიი, უკარგესი ადამიანი ნატა გოგოჭური...

ბრუნო იქ ობინ ყველს უსტაბაშობდა და მოსრა კიდევაც საწარმოოsmile.gif (ვხუმრობ)


ბრუნო მაგარი კაიცია....
გიორგი ამ საფერავიან ყველთან ფრანგები არაფერ შუაში არიან,,,,, ინტენსიურად მიწევს ამ საწარმოსთან ურთიერთობა და ვიცი!

აკეთებნ მოცარელასაც , მაგრამ აბა მოცარელასტან ს ადაო რა მაქვს კაი ყველია
და გაუმარჯოს!
QUOTE
ეთნოგრაფიასთან კავშირში არაა....

შეიძლება!

მე თანაბრად ვეძებ მივიწყებულ სახეობებს და " ინოვაციებს" წინადალში ჩემი ხელიტ გაკეთებული რამდენიმე დიზაინია წარმოდგენილი სულგუნის ბაზაზეე

ესაა ჩემი კონცეფცია.. ის რაც იყო წარსულში და ის რაც იქნება მომავალში!

Posted by: gabarzgaleba 7 Oct 2010, 10:56
anamch

რა კაი რულჯი კაბა გეცვა იმ დღეს... იცი რო თავიდან ვერ გიცანი? smile.gif

Posted by: anamch 7 Oct 2010, 18:03
gabarzgaleba
wink.gif
უნიფორმაა მაგიი , უნიფორმაა ყველის ფერია.. სპეიშელლლლ!

შენ ის მითხარი ყველ(ები) რამფერ მოგეწონა?

Posted by: gabarzgaleba 7 Oct 2010, 19:13
anamch
QUOTE
შენ ის მითხარი ყველ(ები) რამფერ მოგეწონა?


დაობებული ჩეჩილი კაი იყო, თუმცა ეჭვი მაქვს, ცოტა აჩქარებთ დაძველებას wink.gif

თაფლში დავარგებულიც კაია.

საფერავშიც.

რაჭა-სოკოთი ეგზოტიკაა.

რჩევა:

ჭაჭაში დავარგებაც სცადეთ, გამოვა!

Posted by: gabarzgaleba 7 Oct 2010, 19:18
მოკლედ, ყველების დიდი აღორძინება შეინიშნება საქართველოში და ეს კაია smile.gif

Posted by: anamch 7 Oct 2010, 21:42
gabarzgaleba
QUOTE
დაობებული ჩეჩილი კაი იყო, თუმცა ეჭვი მაქვს, ცოტა აჩქარებთ დაძველებას


არა... ხელოვნურად არა.... ეს მწვანე ჩეჩილი, "ახალგაზრდა" აა თავისთავად, არ კეთდება გასაყიდადდ, თავისთვის იკეთებს გლეხი, მსიის პრის გემოზაა...smile.gif
მე ევსხმი ხოლმე ტავს და მოვარბენინებ გამოფენაზეეე.... და მიბრაზდებიან


ის რაც შენ დააგემოვნე
გაზაფხულზე იქნება მოწიფულიც და ჭარმაგიცsmile.gif ასე რომ სწორად მიუხვდი ასაკას....
QUOTE
ჭაჭაში დავარგებაც სცადეთ, გამოვა!

საყვარელო გურმანი რო ხარ და გესმის ბილოგიაააააა.... არის უჟე ეს ყველი...
გეცოდინება შენ მეგრული იშვიათი ჯიშის ყურძენი "კაჭიჭი" შავი წვრული უარომალტულესი ნაყოფი აქვს, ადაესასსს მიუცუცქდება ხოლმე და მის გვერდით ხარობს, მაგარი მაკავარანჩხია.....აი მაგის ჭაჭაა აქვს მოდებული ახლა ერთ მეგრულ სულგუნს, დაავახანებთ გვიან გაზაფხულამდე....
წარმოიდგინე კაი , უკარგესი სულგუნი , რომელსაც ეს მომტკბო,მომჟავო ქერქი შEახმება და გაუჯდება.... რა გემოს მიიღებს!
tongue.gif

Posted by: iren765 16 Oct 2010, 17:35
anamch
ძალიან გამახარა წინანდალში თქვენს მიერ მოძიებული ყველის სახეობათა წარმატებულმა პრეზენტაციამ.წარმატებებს გისურვებთ!

Posted by: Mako Subladze 19 Oct 2010, 00:33
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=18-10-2010%2011:14

Posted by: anamch 19 Oct 2010, 09:00
Mako Subladze
wink.gif

უფფფ

რა ვინერვიულეეე......
არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა კიდეეევ!

მაგალითად ვერ მოვასწარი მეთქვა-რომ შარდენი გააკვირვა , მაგარმა ყველმა და ასეთი ჩანაწერიც კი გააკეთა- დიასახლისმა კარგად გადარეცხა დაბალი ხის მაგიდა (სავრაუდოდ ტაბალა) შუაცეცხლზე თუხთუხებდა ადგილობრივი (ღომის ღომი) მარცვლეულის ფაფაა.. დიასახლისმა გადმოიღო ამ ქავბიდან ეს ცხელი ფაფა და პირდაპირ დააგო მაგიდაზე , მერე კი მოხდა საოცარი რამ, ჩამოიღო ძელზე დაკიდებული, შეფერილი ქვა(?) დაჩეხა ნაჯახით და ამ ფაფაში ჩადო... უცებ ამ ქვამ დაიწყო ამ ფაფაში დნობა და ისეტი გემრიელი რამ დავაგემოვნე რაც არც მანამდე და რც მერე არ მეგემნაოო"

დავიჯერო, " შარდენის მსოფლიო", მყარი ყველის არსებობას არ იცნობდა და მართლა პირველად ნახა სამეგრელოში?
როდის დაიწყო საფრანგეთმა ყველის დაძველება?

Posted by: Dr_Zuzumbo 19 Oct 2010, 10:49
იტალიელი ღომიჭამიები Spressa-ს დებენ ცხელ პოლენტაში- ჰამაც ზუსტად ისეთივე ხის ტაბლაზე ასხავენ სპილენძის ქვაბიდან, როგორც სამეგრელოში.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან გემრიელია
http://www.italian-food-lovers.com/2010/09/naturally-italian-spressa-delle-giudicarie/

Posted by: Maykuna 19 Oct 2010, 11:12


QUOTE
anamch


მადლობა ამ სიუჟეტისთვის ძალიან ვისიამოვნე.

QUOTE
რა ვინერვიულეეე..

სულ ტყუილად
smile.gif
რა მაგარი იქნებოდა თბილისში ყველის სახლი და ასეთი ნაირსახეობა

ჩვენთვისაც მისღები და უცხოელებისთვის საინტერესო

Posted by: Mako Subladze 19 Oct 2010, 12:00
anamch
QUOTE
რა ვინერვიულეეე

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: vampiria 19 Oct 2010, 12:51
anamch
ეს თქვენ ხართ ? რა სიმპატიური ხართ და რა ლამაზად გამოიყურებით!!! საუბარიც მომეწონა ძალიან საინტერესოა, მითUმეტეს რომ ყველის უზომო მოყვარული ვარ ))

Posted by: anamch 19 Oct 2010, 13:38
ხო მე ვარ ეს მსუქანი მდედრი ,ვაიმე რამხელა ვარ ეკრანზეეეეეეეეეეეეეეეეეე...

Posted by: tavadze 19 Oct 2010, 14:09
anamch
QUOTE
ხო მე ვარ ეს მსუქანი მდედრი ,ვაიმე რამხელა ვარ ეკრანზეეეეეეეეეეეეეეეეეე...

მშვენივრად გამოიყურები, ანა, ტყუილად ნერვიულობ.
კიდევ ერთხელ რესპექტები ამ საშვილიშვილო საქმისთვის. up.gif

Posted by: tos-ka 19 Oct 2010, 17:29
anamch
QUOTE
ვაიმე რამხელა ვარ ეკრანზეეეეეეეეეეეეეეეეეე...


თქვენისთანა მადლიანი საქმის მკეთებელი "ბევრი" უნდა იყოს smile.gif
უღრმესი მადლობა.

Posted by: rtuli 19 Oct 2010, 17:54
anamch
QUOTE
ხო მე ვარ ეს მსუქანი მდედრი ,ვაიმე რამხელა ვარ ეკრანზეეეეეეეეეეეეეეეეეე...

smile.gif
ძალიან სასიამოვნო ადამიანი ბრძანდებით yes.gif


დაობებულ ტენილს ბებია ჩემი,არ აკეთებდა რატომღაც rolleyes.gif
თუმცა თავად ჩეჩილი ძალიან საინტერესოა,მომზადების თვალსაზრისით და მოცარელას ვამსგავსებ ახლად ამოყვანილ ჩეჩილს smile.gif

Posted by: anamch 19 Oct 2010, 18:24
rtuli
QUOTE
თუმცა თავად ჩეჩილი ძალიან საინტერესოა,მომზადების თვალსაზრისით და მოცარელას ვამსგავსებ ახლად ამოყვანილ ჩეჩილ

ბებია ხომ არის კარგად(იმედია ისევ აკეტებს ჩეჩილს)

შეიძლება გავესაუბროთ?

Posted by: gabarzgaleba 20 Oct 2010, 00:21
QUOTE
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&se...10-2010%2011:14


ვაა, დიდებული ვიდეოა smile.gif

anamch

ერთობლივი აქცია როდის გავმართოთ? smile.gif

Posted by: anamch 20 Oct 2010, 08:35


ძვირფასოო ყველისტებოოოოოოოოოოო
23 - 24 ოქტომბერს(tbilisobaaaa) რესპუბლიკის მოედანზეე ,(ცენტრრრრრრ) საწნეხელის გვერდით.. თქვენ გელოდებათ უგემრიელესი ყველის დიდი რაოდენობააააააააააააააა...


gabarzgaleba
QUOTE
ერთობლივი აქცია როდის გავმართოთ?


აი ეს რაც ქვემოთ წერია , ორი დღით ადრე რომ მცოდნოდა,, ყველს გვერდით მოგიბრძანებდი...

ფანტასტიური პროგრამა გაქვს..

დროა ეს ორი პატიოსანი პროდუქტი დვაქორწინოთ!

შენი ღვინო და ჩემი ყველი, შემოგევლეეე....

თან დიდიხანია ვწვალობ ამ ჩემს დედოფალს შესაფერისი სიძე მოვუძებნოო...დღემდე არ არის გარკევეული რომელ ქართულ ყველს რომელი ქართული ღვინო მოუხდება თანამეცხედრედsmile.gif

ჰაა რა ვქნათ როდის გავჩარხოთ ქორწილი?



ვააააა რა მააგრიაააააააააააააააააააა.....
იქ რომ მინდაააააააა?

მე რესპუბლიკის მოედანზე ვიქნები ჩემი "ყველებით".....
(ცოტა მოკრძალებულად ნაირსახეობის ტვალსაზრისით, მაგრამ რაოდენობა მოგეცა ლხენააააა)


**********************************************
ამ პროგრაამაზე გავითიშე!
*****************************************
წარმოდგენილი იქნება 50–ზე მეტი დასახელების ღვინო.
• სპეციალურად ჩამოყვანილი მეთუნე სტუმრებისა და მნახველების თვალწინ დაამზადებს ჩაფებს, დოქებს, კოკებს, ჯამებს და ა.შ. ახსნის დამზადების ტექნოლოგიას.
• “ღვინის კლუბის” ექსპერტები ჩაატარებენ ლექციას ტრადიციული კახური და საქართველოს სხვა კუთხეების ღვინოების დაყენების შესახებ.
• “ღვინის კლუბის” ექსპერტი ჩაატარებს ლექციას ღვინის ძირითადი დაავადებების შესახებ.
• გაიმართება იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების დეგუსტაციები. იშვიათი ჯიშებისთვის ცალკე სტენდი იქნება გამოყოფილი.
• იქნება ძალიან მაგარი მწვადი, თხლად დაჭრილი საქონლის ხორცი, ალვანიდან ჩამოტანილი გუდის ყველი, კა მწნილი და დედას პურები.
• ვისაუბრებთ ქართული სუფრის ტრადიციებზეც.
• გაიმართება სახალისო ღვინის კონკურსები.
• დარიგდება და გაიყიდება ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული ბეჭდური მასალა, სადეგუსტაციო ჭიქები, მაისურები და სხვა ატრიბუტიკა “თბილისობისა” და „ღვინის კლუბის“ სიმბოლიკით.
up.gif up.gif up.gif[B][COLOR=red]

Posted by: gabarzgaleba 20 Oct 2010, 12:11
anamch
QUOTE
დროა ეს ორი პატიოსანი პროდუქტი დვაქორწინოთ!

შენი ღვინო და ჩემი ყველი, შემოგევლეეე....


ჩვენს დამოყვრებას გაუმარჯოს biggrin.gif

QUOTE
თან დიდიხანია ვწვალობ ამ ჩემს დედოფალს შესაფერისი სიძე მოვუძებნოო...დღემდე არ არის გარკევეული რომელ ქართულ ყველს რომელი ქართული ღვინო მოუხდება თანამეცხედრედsmile.gif


გავარკვევთ, 1 დღიანი დეგუსტაცია უნდა მაგ ამბავს. შევუხამოთ, გადავიღოთ, გავაშუქოთ. ნოემბერშივე ვქნათ, ნუ გადავდებთ. მერე კაი სტატიასაც გამოვაცხობ მაგ ამბავზე. ისე ვქნათ რო საბოლოოდ გაირკვეს რა ღვინოსთან რომელი ყველი წავა.

QUOTE
ამ პროგრაამაზე გავითიშე!


მეკიდე შენს ყველებზე ვითიშები, 23-ში მაინც შემოვირბენ თუ მოვიცალე smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Oct 2010, 12:13
anamch
gabarzgaleba
QUOTE
დროა ეს ორი პატიოსანი პროდუქტი დვაქორწინოთ!

ხელისმომკიდე ვარ ასიანი!
* * *
QUOTE
გადავიღოთ

მე და ქეთო გადავიღებთ რა, უფროსო smile.gif ხანდახან ისეთი კარგი მასალაა ხოლმე, ფოტოები კი ვერაა შესაბამისი დონის.
* * *
იმ ლინკზე, წინა გვერდზე რომ დევს, ყველის შესახებ არაფერია sad.gif სწორად დადეთ რა... ან მითხარით, როდის და რომელ არხზე გაშუქდა, თვითონ მოვძებნი.

Posted by: shilaida 20 Oct 2010, 12:43
anamch
მშვენივრად გამოიყურებით და რაც მთავარია,ძალიან საინტერესო მოსაუბრე ბრძანდებით!!!

კარგ საქმეს აკეთებთ და მინდა წარმატებები გისურვოთ!

Posted by: Mako Subladze 20 Oct 2010, 13:13
WOMAN IN LOVE
QUOTE
იმ ლინკზე, წინა გვერდზე რომ დევს, ყველის შესახებ არაფერია  სწორად დადეთ რა... ან მითხარით, როდის და რომელ არხზე გაშუქდა, თვითონ მოვძებნი.

ჰო, რეკლამაზე გადადის რატომღაც, და ოციოდე წამის შემდეგ იწყება. გუშინ სწორად გადადიოდა.
ლინკით გადადით.

Posted by: tos-ka 20 Oct 2010, 13:50
WOMAN IN LOVE
QUOTE
იმ ლინკზე, წინა გვერდზე რომ დევს, ყველის შესახებ არაფერიასწორად დადეთ რა... ან მითხარით, როდის და რომელ არხზე გაშუქდა, თვითონ მოვძებნი.


"სამოთხის ვაშლები" მოძებნე, მე გუშინ უპრობლემოდ ვუყურე

Posted by: anamch 20 Oct 2010, 19:45
დღეს ობიექტივს (ინტერნეტ ტელევიზიას) ქეთი ბოხუას ვებაასე მთელი საათი და იქ ყველაფერი დავფქვიი, smile.gifრაც "სამოთხის ვაშლებში" ვერ მოვასწარი...
ხვალ დაიდება ჩანაწერი და მამისმინეტ რა პლზზზ...და მითხარით თქვენი მოსაზრებანი და კითხვანი!
პარასკევს დილის კუირერში გვექნება 5 წუთიანი ჩართვა-მე და ერთ ფერმერ ფორუმელსsmile.gif

Posted by: Mako Subladze 21 Oct 2010, 22:56
anamch
QUOTE
ხვალ დაიდება ჩანაწერი

ვერ ვიპოვე და დამიდე რა ლინკი.

Posted by: gabarzgaleba 22 Oct 2010, 00:08
სულ მალე!!!!!

ელოდეეეეთ!!!!

"ღვინის კლუბისა" და "ქართული ყველის სახლის" შემქმნელებისაგან!!!!!

ქართული ღვინისა და ყველის გრანდიოზული ქორწილიიიიი!!!!!!
''

givi.gif

აგერნახეთთუარა!

Posted by: rockataka 22 Oct 2010, 00:26
gabarzgaleba
QUOTE
"ღვინის კლუბისა" და "ქართული ყველის სახლის" შემქმნელებისაგან!!!!!

აქ როცა ადგილობრივი ღვინის ფესტივალი იმართება, პარალელურად რძის პროდუქტს(ყველის მრავალსახეობა) და ზეთის ხილისაც გვთავაზობენ.

ძალიან იდეალური ვარიანტია. მიდიხარ რომელიმე ღვინის დახლთან. გისხავენ ღვინოს ღვინის ბაკალში. მერე მიდიხარ რძის და ზეთის ხილის სექციაში და აგემოვნებ ღვინოსთან ერთად.

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Oct 2010, 01:23
gabarzgaleba
anamch
http://pix.ge/

Posted by: rtuli 22 Oct 2010, 01:32
WOMAN IN LOVE
რა სადისტი ხარ mad.gif user.gif love.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Oct 2010, 01:43
rtuli
დაუნდობელი biggrin.gif

http://pix.ge/
* * *
ეხლა შემოვა მახო და დამიწერს, ეგ მსხლები და პეჩენიები მოაშორეო biggrin.gif

Posted by: rtuli 22 Oct 2010, 01:53
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეხლა შემოვა მახო და დამიწერს, ეგ მსხლები და პეჩენიები მოაშორეო 

აი მსხალს ყველი ძალიან უხდება up.gif
ეუფ კარგი შავი ღვინო user.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Oct 2010, 01:55
rtuli
რაღა ეუფ
კვირას ხო მოდიხარ?

* * *
http://pix.ge/

Posted by: gabarzgaleba 22 Oct 2010, 01:58
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეხლა შემოვა მახო და დამიწერს, ეგ მსხლები და პეჩენიები მოაშორეო biggrin.gif


არაფერიც. მსხალი ზედგამოჭრილია ბბერი ყველისთვის smile.gif ხმელა კალტი და მსხალი უნდა ნახო შენ...

Posted by: rtuli 22 Oct 2010, 01:59
WOMAN IN LOVE
QUOTE
რაღა ეუფ
კვირას ხო მოდიხარ?

აღარ ვსვავ ვსიო user.gif biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Oct 2010, 02:01
rtuli
მანქანა დატოვე yes.gif

Posted by: Mako Subladze 22 Oct 2010, 08:50
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=22-10-2010%2008:49
* * *
ესაა პარასკევის დილის კურიერში ჩართვა.

Posted by: tavadze 22 Oct 2010, 11:03
anamch - ეს თქვენი ღონის კი არადა ყველისძიება სად იქნება კონკრეტულად? კარაველები დაინტერესდნენ და სად უნდა ვიპოვოთო, მკითხეს.
ღვინისძიებაზეც მაინტერესებს იგივე.
rtuli
QUOTE
აღარ ვსვავ ვსიო

ეეეჰ, ვიფიქრე, ყანწს ყანწზე მივუჭახუნებ-მეთქი და... sad.gif
WOMAN IN LOVE - მოდერ, თემას ნუ აოფებ.

Posted by: anamch 22 Oct 2010, 12:41
tavadze
QUOTE
ეს თქვენი ღონის კი არადა ყველისძიება

რესპუბლიკის მოედანზე, საწნახელსი გვერდით.... აუცილებლად გასინჯეტ ვაიოს ქერქიანი ყველი და წალკის ყვიტლი ყველი....

დანრჩენი მეც არ ვიცი რას ჩამოიტანენ ფერმერები......
იქნება გაწურული მაწონიც....


და იქნება უნიკალური გემოს თქვენ წამროიდგინეტ და აჯიკაააააsmile.gif

Posted by: tos-ka 22 Oct 2010, 12:47
anamch
QUOTE
და იქნება უნიკალური გემოს თქვენ წამროიდგინეტ და აჯიკააააა


აჯიკა არ გვინდებლარიენო, ჩვენიც გვაქვსო smile.gif
გადაცემას ვუყურე და ყველი გაიყიდება კიდევაცო. jump.gif
მე კი ვიცი მანდ მოსულს რაც დამემართება, მაგრამ . . . (აქ ის გულწასული თაგუნია იგულისხმეთ მეათასე ხარისხში) ჩეჩილი მინდა შEვიძინო და საფერავში დავარგებული ყველი . . . ხო იქნება? 2kiss.gif

Posted by: rtuli 22 Oct 2010, 12:54
Mako Subladze
QUOTE
ესაა პარასკევის დილის კურიერში ჩართვა.

ქალბატონი მანანაც ჩვენი ფორუმელია მე მგონი smile.gif...მეცნო..

როგორც მივხვდი ხვალ იქნება ყველის წარმოდგენა რესპუბლიკის მოედანზე!?
ძალიან დამაინტერესა yes.gif

tavadze
QUOTE
ეეეჰ, ვიფიქრე, ყანწს ყანწზე მივუჭახუნებ-მეთქი და...

შენ წამოიღე ყანწი,მიმჭახუნელების მეტი რა იქნება მანდ smile.gif

Posted by: tavadze 22 Oct 2010, 13:15
rtuli
anamch
QUOTE
და იქნება უნიკალური გემოს თქვენ წამროიდგინეტ და აჯიკააააა

უნიკალური თუ იქნება, ესეც მინდა, თორემ ისე აჯიკის მასტერიც გავხდი. biggrin.gif
rtuli
QUOTE
ქალბატონი მანანაც ჩვენი ფორუმელია მე მგონი ...მეცნო..

ჩივავაა, თუ არ ვცდები.
QUOTE
შენ წამოიღე ყანწი,მიმჭახუნელების მეტი რა იქნება მანდ

მე შინაურებთან მინდოდა დალევა, თორემ ლოთი და ბრადიაგა კი არ ვარ, ყველასთან დავლიო და ჩავთვრე. biggrin.gif

Posted by: S_H_I_N_Y 22 Oct 2010, 13:19
QUOTE
რესპუბლიკის მოედანზე, საწნახელსი გვერდით.... აუცილებლად გასინჯეტ ვაიოს ქერქიანი ყველი და წალკის ყვიტლი ყველი....

აუცილებლად გავსინჯავ, თუ მივაღწიე ყველამდე biggrin.gif დარწმუნებული ვარ უამრავი ხალხი იქნება, შეძენაც შესაძლებელი იქნება? smile.gif
WOMAN IN LOVE
ეს რა მკვლელი სურათებია, გავტყდი მორალურად fingal.gif baby.gif

Posted by: rtuli 22 Oct 2010, 13:22
tavadze
QUOTE
ჩივავაა, თუ არ ვცდები.

yes.gif

S_H_I_N_Y
QUOTE
ეს რა მკვლელი სურათებია, გავტყდი მორალურად

წუხელ არ მეძინა sad.gif smile.gif

Posted by: Angelopulosi 22 Oct 2010, 13:25
anamch
QUOTE
რესპუბლიკის მოედანზე, საწნახელსი გვერდით

ყველის მხოლოდ დაგემოვნება თუ ყიდვაც იქნება შესაძლებელი?

Posted by: Mako Subladze 22 Oct 2010, 13:35
rtuli
QUOTE
ქალბატონი მანანაც ჩვენი ფორუმელია მე მგონი

ჰო, ჩივავაა. რა ახალგაზრდა ყოფილა.

გული მწყდება, რომ ვერ ვახერხებ თბილისობაზე გასვლას.

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Oct 2010, 15:59
ახლა მოვედი რესპუბლიკის მოედნიდან - ძალიან ვისიამოვნე ჩვენი გემრიელი ყველების დეგუსტაციით, გავიცანი ფორუმელები და შევიძინე მოცარელა, გაუდა, პარმეჯანო, საფერავში დავარგებული ყველი და აჯიკა smile.gif
* * *
http://pix.ge/
საფერავში დავარგებული ყველი კახეთიდან


* * *
http://pix.ge/
ტენილი ყველი სამცხე-ჯავახეთიდან
* * *
http://pix.ge/
წალკური გაუდა up.gif love.gif

Posted by: S_H_I_N_Y 23 Oct 2010, 16:57
სამწუხაროდ შევირბინე ძალიან ცოტა ხნით, ჩემი ფავორიტია წალკის გაუდა bis.gif

Posted by: Laurie_Anderson 23 Oct 2010, 16:59
QUOTE
წალკური გაუდა


ჩვენც ეს ვიყიდეთ.. მმ უგემრიელეზი! ( :

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Oct 2010, 17:04
S_H_I_N_Y
Laurie_Anderson
წალკის გაუდას მწარმოებელი და სულისჩამდგმელი, ქალბატონი დარეჯანი smile.gif
http://pix.ge/

Posted by: Drakula 23 Oct 2010, 17:37
ვახ, ეს რამდენი საინტერესო ყველი ყოფილა...
რა მაინტერესებს, ყველების დეგუსტაცია მხოლოდ დღეს იყო თუ ხვალაც იქნება? smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Oct 2010, 17:38
Drakula
ხვალაც იქნება smile.gif

Posted by: Drakula 23 Oct 2010, 17:41
WOMAN IN LOVE
დიდი მადლობა ოპერატიული პასუხისათვის. 2kiss.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Oct 2010, 17:43
Drakula
ყველიდან ღვინისკენ გადმოინაცვლე smile.gif აბანოთუბანში smile.gif
* * *
http://www.facebook.com/event.php?eid=135928203122505
კვირას, 24 ოქტომბერს 12:18 საათზე ღვინის კლუბი გიწვევთ აბანოთუბანში, რესტორან ,,პურის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც ,,თბილისობის“ ფარგლებში გაიმართება:

• წარმოდგენილი იქნება 50–ზე მეტი დასახელების ღვინო.
• სპეციალურად ჩამოყვანილი მეთუნე სტუმრებისა და მნახველების თვალწინ დაამზადებს ჩაფებს, დოქებს, კოკებს, ჯამებს და ა.შ. ახსნის დამზადების ტექნოლოგიას.
• “ღვინის კლუბის” ექსპერტები ჩაატარებენ ლექციას ტრადიციული კახური და საქართველოს სხვა კუთხეების ღვინოების დაყენების შესახებ.
• “ღვინის კლუბის” ექსპერტი ჩაატარებს ლექციას ღვინის ძირითადი დაავადებების შესახებ.
• გაიმართება იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების დეგუსტაციები. იშვიათი ჯიშებისთვის ცალკე სტენდი იქნება გამოყოფილი.
• გამოიხდება ჭაჭა.
• იქნება ძალიან მაგარი მწვადი, თხლად დაჭრილი საქონლის ხორცი, ალვანიდან ჩამოტანილი გუდის ყველი, კა მწნილი და დედას პურები.
• ვისაუბრებთ ქართული სუფრის ტრადიციებზეც.
• გაიმართება სახალისო ღვინის კონკურსები.
• დარიგდება და გაიყიდება ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული ბეჭდური მასალა, სადეგუსტაციო ჭიქები, მაისურები და სხვა ატრიბუტიკა “თბილისობისა” და „ღვინის კლუბის“ სიმბოლიკით.

Posted by: Peppi 23 Oct 2010, 17:57
WOMAN IN LOVE
QUOTE
გაუდა

შეიძლება ვთქვაა? გაუდა არა - "ხაუდ" გამოითქმის...

და კიდევ უფრო სამწუხაროდ, არ გავს ეგ ყველი გარეგნულად თავის ჰოლანდიურ ორიგინალს, არც ფორმით და არც "შინაგანი სამყაროთი"

QUOTE
საფერავში დავარგებული ყველი

ეს როგორ მანტერესებსsmile.gif

Posted by: anamch 23 Oct 2010, 21:04
Peppi
QUOTE
და კიდევ უფრო სამწუხაროდ, არ გავს ეგ ყველი გარეგნულად თავის ჰოლანდიურ ორიგინალს, არც ფორმით და არც "შინაგანი სამყაროთი"

სულაც არა სამწუხაროდ

ეს არის გაუდას ტიპის ყველი.... მე წალკის ყითელ ქერქიან, გაუდას ტიპის ყველს ვეძახი და ასეც არის, მთავრია , უგემრიელესია და პირველი ნაბიჯები საუკუნე ნახევრის შემდეგ ევროპული ყველისაკენ!

Posted by: bachi24 23 Oct 2010, 21:45
WOMAN IN LOVE
და სად იქნება ხვალ? ფასები როგორია?

Posted by: Peppi 23 Oct 2010, 22:39
anamch
QUOTE
ეს არის გაუდას ტიპის ყველი.... მე წალკის ყითელ ქერქიან, გაუდას ტიპის


მჯერა რომ გემრიელია, მაგრამ ხაუდა ნამდვილად არ არის..სამშაბათს ყველის ბაზარში გავალ და გადავუღებ სურათს, თან ვიკითხავ მაგ ყველს, რაც სურათზეა - რა ქვია.. (გემოთიც განსხვვებულია)
ხაუდას ყველს თან, მომრგვალებული ფორმა აქვს და ნაკლებ ნასვრეტიანია (ნებისმიერი დაძველების)

QUOTE
პირველი ნაბიჯები საუკუნე ნახევრის შემდეგ ევროპული ყველისაკენ!

არ ჯობია - ევროპული ყველი ევროპაშI აკეთონ
და ქართული ყველი საქართველოში?

და ქართული ყველის პოპულარიზება მოხდეს არა ახალციხური "ხაუდას"? ... (ეს ბიზნესს და მარკეტინგულ გათვლებს უფრო გავს, ვიდრე მეცენატობას)



Posted by: WOMAN IN LOVE 23 Oct 2010, 23:09
Peppi
ნათი smile.gif რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი გაუდა ვერ იქნება, ისევე, როგორც ასპროცენტიან სულგუნს და ხვანჭკარას ვერ გააკეთებენ სხვაგან, მაგრამ ეს არის აქაური ყველი, დავწერე კიდეც - წალკის გაუდა smile.gif
მე ძალიან მომეწონა და ყველანაირად მხარს დავუჭერ ამ წამოწყებას smile.gif
* * *
bachi24
QUOTE
და სად იქნება ხვალ? ფასები როგორია?

რესპუბლიკის მოედანზე. ფასები ზუსტად არ მახსოვს, წალკის გაუდა, თუ არ ცდები, 1 კგ 14 ლარი ღირდა და მოცარელა - 12.

Posted by: anamch 24 Oct 2010, 00:07
Peppi
QUOTE
არ ჯობია - ევროპული ყველი ევროპაშI აკეთონ
და ქართული ყველი საქართველოში?

რატომ?

Posted by: Peppi 24 Oct 2010, 00:33
WOMAN IN LOVE
QUOTE
მე ძალიან მომეწონა და ყველანაირად მხარს დავუჭერ ამ წამოწყებას 

კარგია, რომ გემო კარგი აქვს, მაგრამ ეს ჩემთვის წმინდა ბიზნესის კატეგორიაა და არა ყველსი პოპულარიზაცია..

არ ჭირდება ხაუდას და მოცარელას პოპულარიზაცია..
ჩვენს ქართულ სახეობებს კი ნამდვილად სჭირდება.

პ.ს. მე ხარისხიანი "გაუდა" საქართველოში არ გამისინჯია

anamch
QUOTE
არ ჯობია - ევროპული ყველი ევროპაშI აკეთონ
და ქართული ყველი საქართველოში?

რატომ?


მიკვირს ამას რომ კითხულობ, დავწერე უკვე ზუსტად დაკოპირებული ფრაზის ქვემოთ;
შეიძლება არ დამეთანხმო, მაგრამ "რატომ" წერია.. smile.gif


მე, როგორც მივხვდი, ყველის პოპულარიზაციას შენ აქტიურად ხელმძღვანელობ,
და მოდი შენ მიპასუხე - ლოზუნგი: "პირველი ნაბიჯები საუკუნე ნახევრის შემდეგ ევროპული ყველისაკენ!"
რანაირად უწევს ქართულ ყველს პოპულარიზაციას..

WOMAN IN LOVE
თუ მეტყვი, რომ მაცარელაც ამ დილით იყო ამოყვანილი და თან კამეჩის რძეზე დამზადებული, მაშინ "მოვკაკვავ თითს" .. (გემოს გაუსინჯავად) 2kiss.gif

პ.ს. სიცლაკები დავამატო, თორემ ძალიან სერიოზული "გამოსვლა" გამომივიდაsmile.gif

"არ ვისვრი, მხოლოდ ვკამათობ" gigi.gif

Posted by: თბილი_სი 24 Oct 2010, 00:50
anamch
QUOTE
უგემრიელესია და პირველი ნაბიჯები საუკუნე ნახევრის შემდეგ ევროპული ყველისაკენ!

ნამდვილად გემრიელია და ბევრად ჯობს იმ გაუდას. მე საერთოდ არ მომწონს ის გაუდა და რატომ ამსგავსებთ, საკვირველია. smile.gif
მასე ჰოლანდიურ და შვეიცარიულ ყველთა ნაისახეობას უფრო ჰგავს. ვერ ვნახე თაფლში დავარგებული ყველი, ასევე მწვანილებიანი, ხვალ იქნება?
საერთოდ ,ევროპულის' ხაზგასმაც არ მომწონს, მე სიამოვნებით გეახლებოდით აზიურ გემრიელ ყველსაც, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა საქართველოში ოდითგანვე წარმოებული ყველთა ნაირსახეობა მოვიძიოთ და ავაღორძინოთ, მაშინ დავარქვათ ,ქართული, ეროვნული ნაისახეობა და არა ევროპული, მითუფრო თუ ქართული ბევად ადრე იყო, ვიდერე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში წარმოებული იდენტური ყველი.
ანუ ერთი ხელით თუ ვეძებთ და აღორძინება გვწადია, მერე ხელით ნუღა ვძირავთ.
ეს წამოწყება ძალიან კარგი და სასახელო საქმეა, წარმატებები!

Posted by: bachi24 24 Oct 2010, 11:39
თბილი_სი
QUOTE
ბევრად ჯობს იმ გაუდას

მთავარია კი არ ჯობდეს გავდეს, და თუ ჯობს და სხვა გემო აქვს, არაა გაუდაbiggrin.gif IMHO

Posted by: anamch 24 Oct 2010, 19:33
თბილი_სი
გაუდაც დაპარმაზანიც არის საქართველოში გაკეთებული...მათ გაიარეს კურსები შესაბამის ქვეყნებში და მიიღეს გადაწყევეტილება გაეკეტებინატ სწორედ ეს 2 ყველი...და ასეც დაარქვეს და მე როგორ გადავნათლო...
იტალიელმა რომ სულგუნის წარმოება დაიწყოს და ზუსტად ისე გააკეთოს როგორც კეთდება სულგუნი, მოგვეწონება მოცარე რომ დაარქვას?

რაც შეეხება მივიწყებული სახეობეების არორძინებას....."ჰამო" ჩივავას ფერმა იზრუნებს ამაზე.... და უკვე დაწყებულია მეგრული გუდის ყველის პროცესი...

Posted by: miau 24 Oct 2010, 20:49
წარმოგიდგენთ ჩემს ფოტოსესიას, სადაც მრავლად არიან ჩვენი ფორუმელები. smile.gif
ირადად უღრმესი მადლობა anamch -ს 2kiss.gif თაფლში დავარგებბული ყველი, საფერავში დავარგებული "ტიბაანური", "გაუდა" და "პარმეჯანო" - ყველა ერთმანეთზე უგემრიელესია. გავიცანი მესხი ადეიშვილებიც, რომლებასც მესხეთიდან უუუგემრიელესი ტენილი ყველი ქონდათ ჩამოტანილი.
ქალბატონი დარეჯან კასრაძე კი ცალკე აღფრთოვანების ობიექტია.

http://pix.ge/
http://pix.ge/
Warning:
აქ იყო ერთი ფორუმელის ფოტო user.gif 

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ქართული პარმეჯანო
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ტენილი

Posted by: didou nana 25 Oct 2010, 17:27
miau

გამამაჭენე არა სახალხოდ? biggrin.gif

Posted by: mamalo2 25 Oct 2010, 17:35
კიდევ იყიდება? რა ფასებია? მაგალითად საფერავში დავარგებული ყველი?

Posted by: nanana 25 Oct 2010, 17:36
რომ მივედი არაფერში დავარგებული აღარაფერი იყო დარჩენილი. "პარმეჯანო" და "გაუდა" გავსინჯე. მომეჩვენა რომ ძალიან ახალგაზრდა ყველებია. რომ დაძველდება ალბათ არ იქნება ცუდი. ის ღვინოში და თაფლში დაძველებული და ობიანები მაინტერესებს საოცრად. სად შემიძლია შევიძინო?

Posted by: miau 25 Oct 2010, 17:37
didou nana
QUOTE
გამამაჭენე არა სახალხოდ?


აბა როგორ გინდა biggrin.gif

Posted by: tavadze 25 Oct 2010, 18:06
nanana
QUOTE
სად შემიძლია შევიძინო?

ისევ ფერმერებს თუ დაუკავშირდები, რაშიც ანამჩი დაგეხმარება ალბათ.

Posted by: Ziku 25 Oct 2010, 19:04
იტალიური ყველი რო გამოვიდა თბილისობაზე ეგ სახეობები რომელიმე მარკეთში იყიდება ?

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Oct 2010, 19:11
nanana
ნახე დღევანდელი ჟურნალი? smile.gif
ასე თქვეს, ყველის სახლის მაღაზია გაიხსნება და იქ გაიყიდებაო, ოღონდ თარიღი არ ვიცი
* * *
Ziku
მგონი სუპერმარკეტებში (გუდვილი, ჯიმარტი) იყიდება, ოღონდ არა იმ ფასად, რა ფასადაც თბილისობაზე ჰქონდათ გამოტანილი.

Posted by: nanana 25 Oct 2010, 22:19
WOMAN IN LOVE
არ მინახავსsmile.gif ვნახავ

Posted by: bachi24 25 Oct 2010, 23:12
QUOTE
ასე თქვეს, ყველის სახლის მაღაზია გაიხსნება და იქ გაიყიდებაო

bis.gif

ერთადერთი რძის ნაწარმი,რომელიც მიყვარს

Posted by: ALLLURE 2 Nov 2010, 05:54
რომელი ყველით გავაკეთო ხაჭაპური, რომელი არაქართული ყველის გამოყენება შეიძლება და საერთოდ როგორ გავაკეთო , პლიაზე რაა)))

Posted by: frontushka 2 Nov 2010, 19:51
ALLLURE
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=79&Itemid=55

Posted by: ALLLURE 2 Nov 2010, 19:55
frontushka


ძალიან დიდი მადლობა
* * *
პ.ს. მრგვალი ჟარონა თუ რაც არის არა მაქვს და ოთხკუთხედზე ან ტაფაზე გაკეთებული ივარგებს ?

Posted by: cheese1 3 Nov 2010, 20:23
http://www.radikal.ru

Posted by: tavadze 3 Nov 2010, 20:28
ALLLURE
QUOTE
პ.ს. მრგვალი ჟარონა თუ რაც არის არა მაქვს და ოთხკუთხედზე ან ტაფაზე გაკეთებული ივარგებს ?

თუ ნებას მომცემ, მე გიპასუხებ - რა მნიშვნელობა აქვს ფორმას, რაც გაქვს, იმაზე გააკეთე.
ხაჭაპურს დასავ;ეთში კეცებზეც აცხობენ და ტაფებზეც, ორივე მრგვალია, სვანური ღუმელების შემოსვლის მერე კი აჩმის ფორმებში თუ მაგდაგვარებშიც აცხობენ.
მთავარია გემო ჰქონდეს კარგი და ფორმას რა მნიშვნელობა აქვს. biggrin.gif

Posted by: komisia 3 Nov 2010, 21:59
ხალხ, საქონლის კარგი ყველი მაქვს, ფოკას მონასტერშია გაკეთებული.
ზაფხულის დასაწყისისაა თუ გაზაფხულის ბოლოსი აღარ მახსოვს, აქამდე გაძლო და მხეცივითაა ახლაც.
როგორ გავიგო რა ყველია, რა ტიპია/სახეობა თუ როგორც იყოფა?

Posted by: Solveig 4 Nov 2010, 04:12
ALLLURE
QUOTE
რომელი არაქართული ყველის გამოყენება შეიძლება

მოცარელა (იტალიური), ფეტა (ბერძნული). ორივე ერთად სჯობს.

მაგრამ მოცარელა ჭყინტი არ იყოს-სულ წყლად წავა.

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Nov 2010, 11:46
QUOTE (ALLLURE @ 2 Nov 2010, 05:54 )
რომელი ყველით გავაკეთო ხაჭაპური, რომელი არაქართული ყველის გამოყენება შეიძლება და საერთოდ როგორ გავაკეთო , პლიაზე რაა)))

მრავალი წლის ცდების შემდეგ ამ ყველზე შევჩერდიuser posted image

Posted by: anamch 4 Nov 2010, 13:00
ჰუზერნო
გადავხედე ახლა ჩემს პოსტებს, მიცემულ ინტერვიუებს და სხვა გავრცელებულ ინფოებს..
და კიდევ ერტხელ (მრავალგზის დადასუტრებულის მერმეთ) ვადასტურებ

მე არ ვარ ყველის მწარმოებელი, ვაგროვებ ეტნოგრაფიულ მასლას და პროვოცირებას ვუკეტებ " სამომავლო ყველს,,"
ექსპერიმენტებში ჩარტულია ოთხი ფერმა - საწარმო
ტიბაანი, ალპია სანთა, რაჭის ჯგუფი-ილია კენჭაძე და ჩვენი ფორუმელი ჩივავს ტექნოლოგების ჯგუფი-აქმადე მოძიებული რეცეპტები კეთდება ამ ოთხ ფერმაში, ცვენგან დამოუკიდებლად არსებულების გარდა

ასეთია:
პერმაჯანოოო(ხიზაბავრა)
გაუდა (წალკა)
საფერავი (ტიბანი)
სოკო და ტარხუნა(რაჭა)
ტენილი დამწვანე ყველი -სამცხე -ჯავახეტი
ტაფლსი და ჭაჭის ყველი და კიდოოო მეგრული გუდის ყველი -სამეგრელო"ჰამო"

მავანმა მიმიპიემ მიმიპიემა , სხვა რამეზედ გაბრაზებულმა, რომ ტურმე საფერავის ყველი გამისაღებია ჩემად და ს აერტოდ ვითვისებ ვიღაცეების ყველეულს! (სიტუტუცის აპოგეაა)

და რომ ვმარიაჟობ სხვისი ყველებით!

ჰუუუუუჰ! (საწყალი სააგენტოები-სარეკლამო ან კვლევითი ჯგუფები - მოუპარავთ მთელი წარმოებები და ეგააა )

სატელევიზო ინტერვიუში , საგაზეტოში , აქაც ფორუმზედ.. (დაინტერესებული შეავლებდა თვალს)
ზუსტად, მკაფიოდ ვამბობ ყველა ყველის , რომელსაც წარმოვადგენ, ფერმერს, ფერმას, ტექნოლოგს, გვარით სახელით და ბებია ბაბუის ფეხსაცმლის ზომით!

ასობა ადარიონებისთვის , კვლავ გავიმეორებ - გადაიკითხონ კლასიკოსები!
ცნობისთვის:
მხოლოდ თბილისობაზე
ფერმერება გაყიდეს
2 ტონამდე ყველი -ერთ დღეს!
და იპოვეს ასობით დამკვეთი!

ა ბატონო ერტ ერტი პოსტი:
QUOTE
#21908502

QUOTE
ეს იქაური ახლაგაზრდა კაცის , თემურის (გვარი არ ვიცი) წინაპრების მონათხრობიდან აქვს გაკეთებული და სუფთად მის მიგნებაა...
ეგ კაცია მანდ ყველაფერი ყველის დედაც , მამაც და ნათლიაც

ყავს არაჩვეულებრივი მეწყვილე ქალბატონიი, უკარგესი ადამიანი ნატა გოგოჭური...

ბრუნო იქ ობინ ყველს უსტაბაშობდა და მოსრა კიდევაც საწარმოო (ვხუმრობ)


ბრუნო მაგარი კაიცია....
გიორგი ამ საფერავიან ყველთან ფრანგები არაფერ შუაში არიან,,,,, ინტენსიურად მიწევს ამ საწარმოსთან ურთიერთობა და ვიცი!

აკეთებნ მოცარელასაც , მაგრამ აბა მოცარელასტან ს ადაო რა მაქვს კაი ყველია
და გაუმარჯოს!QUOTE
ეთნოგრაფიასთან კავშირში არაა....


შეიძლება!

მე თანაბრად ვეძებ მივიწყებულ სახეობებს და " ინოვაციებს" წინადალში ჩემი ხელიტ გაკეთებული რამდენიმე დიზაინია წარმოდგენილი სულგუნის ბაზაზეე

ესაა ჩემი კონცეფცია.. ის რაც იყო წარსულში და ის რაც იქნება მომავალში!


თარიღი-5 Oct 2010,

Posted by: Solveig 4 Nov 2010, 23:51
Dr_Zuzumbo
QUOTE
რავალი წლის ცდების შემდეგ ამ ყველზე შევჩერდ

ეგ ალბათ ფეტას ემგვანება ცოტათი (რაკი კვიპროსულია)?

სამწუხაროდ, არც გერმანიაში შემხვედრია და არც აშშ-ში.


anamch
2kiss.gif
QUOTE
ტარხუნა(


დედაჩემი წათხში ყოველთვის დებდა ტარხუნას და პიტნას..
ტარხუნა არაჩვეულებრივ გემოს აძლევს ყველს smile.gif

ერთხელ ბიძაჩემმა გამოგვიგზავნა ყველი. რამდენიმე თვის შემდეგ სტუმრად გვეწვია. გაიშალა სუფრა, ჭამს ეს კაცი ყველს და იძახის-რა ყველია, რა მაგარია და ასე შემდეგ...დედამ ბოლოს უთხრა-შენი გამოგზავნილი ყველია, ჩემო მაზლოო biggrin.gif
გაგიჟდა კაცი-ასე რამ გააგემრიელა ეს ყველიო biggrin.gif


Posted by: mariaa 4 Nov 2010, 23:59

Dr_Zuzumbo
QUOTE
მრავალი წლის ცდების შემდეგ ამ ყველზე შევჩერდი

მართლაც love.gif
Solveig
QUOTE
ეგ ალბათ ფეტას ემგვანება ცოტათი (რაკი კვიპროსულია)?

არა,ძალიან განსხვავდებიან გემოთი..ხ(ჰ)ალუმი წელვადია..Fეტა კი მტვრევადი+მომჟაო.
ამ ორ ყველზე გამახსენდა რომ ანასტასიას ყველაზე ძალიან ეს ორი სახეობა უყვარს smile.gif

Posted by: S_H_I_N_Y 5 Nov 2010, 00:05
Solveig
QUOTE
დედაჩემი წათხში ყოველთვის დებდა ტარხუნას და პიტნას.. ტარხუნა არაჩვეულებრივ გემოს აძლევს ყველს smile.gif


რა საინტერესოა, ტარხუნის არომატი აქვს მერე ყველს? smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 5 Nov 2010, 00:38
QUOTE (Solveig @ 4 Nov 2010, 23:51 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
რავალი წლის ცდების შემდეგ ამ ყველზე შევჩერდ

ეგ ალბათ ფეტას ემგვანება ცოტათი (რაკი კვიპროსულია)?

სამწუხაროდ, არც გერმანიაში შემხვედრია და არც აშშ-ში.

არა, ფეტას არანაირად არა ჰგავს
************************************

Posted by: Solveig 5 Nov 2010, 01:17
mariaa
QUOTE
არა,ძალიან განსხვავდებიან გემოთი..ხ(ჰ)ალუმი წელვადია..Fეტა კი მტვრევადი+მომჟაო.

Dr_Zuzumbo
QUOTE
ფეტას არანაირად არა ჰგავს

ვა, დავინტერესდი..

უნდა დავძებნო, ერთი.

S_H_I_N_Y
QUOTE
ტარხუნის არომატი აქვს მერე ყველს

კი, ასეა.



Posted by: ALLLURE 5 Nov 2010, 15:39
Dr_Zuzumbo


ოი,ეგ ყველი არასდროს შემიმჩნევია ,დავაკვირდები აუცილებლად

Solveig

გმადლობ.ჰო,მოცარელა წყალივით გახდეს მეშინია

Posted by: Peppi 5 Nov 2010, 15:57
ALLLURE
QUOTE
მოცარელა წყალივით გახდეს მეშინია

მე გახეხილ მოცარელას ვუშვები, ფეტას, ხაჭოს (ეს ყველა არ გამოდგება), ხოლმე რიკოტას, 1 ცალ კვერცხ და 20 გრ კარაქს - საქართველოშI მომზადებული საუკეთესო ხაჭაპურის გულსართისგან ვერ განასხვავებ

პროპორციები თU გაინტერესებს აი აქ არის -

ხაჭაპური ინგლისურად: http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=79&Itemid=55

QUOTE
მრგვალი ჟარონა თუ რაც არის არა მაქვს და ოთხკუთხედზე ან ტაფაზე გაკეთებული ივარგებს ?

ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ტრადიციულად მრგვალია იმერულ-მეგრული ხაჭაპური და გასაბრტყელებლად მარტივი, თUრემ რა ფორმა გემოს არ შეცვლის,
ერთს მიაქციე ყურადღება - ყველის გულსართI თანაბრად განაწილდესsmile.gif


პ.ს. ჰალოუმნ-ს მე ყოველთვის ვერ ვშოულობ, ფეტა-გაგეხილი მოცარელა კი ყველა ნორმალურ სუპერმარკეტშია

Posted by: ALLLURE 6 Nov 2010, 15:05
Peppi



ძალიან დიდი მადლობა ; ხვალ მინდა ვცადო და ვნახოთ რა გამომივა
რიკოტა რა არის ? )))

ფანტასტიური საიტია,ამაზე უკეთესი საჩუქარი ჩემნაირი ჩაინიკისათვის ვერ წარმომიდგენია smile.gif

Posted by: Peppi 6 Nov 2010, 16:43
ALLLURE
QUOTE
რიკოტა რა არის ? )))

იტალიური რძის ნაწარმია, პატარა შეფუთვებშI იყიდება ძირითადად.. ჩვენს ახალ ამოყვანილ ნადუღს გავს ძალიან.

QUOTE
ფანტასტიური საიტია,ამაზე უკეთესი საჩუქარი

დიდი მადლობა, აქაურები ვშრომობთ ძირითადადsmile.gif

Posted by: თბილი_სი 6 Nov 2010, 17:45
anamch
გამარკვიეთ თუ შეიძლება რას ნიშნავს ე.წ. ,,მეხსიერების ყველი" ?
მდნარი ყველის ერთ-ერთი სახეობა – „ჩორგი“, ასევე მეგრული გუდის ყველის ორი სახეობა: „ავცხურა“ და „ჭეღრა“ რომელია და სად შევიძინო? ესენი ნამდვილად არ მინახავს თბილისობაზე.

QUOTE
სოკო და ტარხუნა(რაჭა)
ტენილი დამწვანე ყველი -სამცხე -ჯავახეტი
ტაფლსი და ჭაჭის ყველი და კიდოოო მეგრული გუდის ყველი -სამეგრელო"ჰამო"

ესენიც მაინტერესებს.
ამ ყველთა ნაირსახეობაზე იქნებ გვითხრა მეტი, რა სახის ყველს გვანან, რაც ვიცით, და სურათები თუ გაქვთ, იქნებ გვანახოთ.
ასევე მაინტერესებს ბრინზა ყველის მაგვარი რამე ხომ არ გვაქვს ქართველებს?

Posted by: Solveig 7 Nov 2010, 02:54
დღეს, როგორც იქნა, ვიშოვე პიტნა და ვაპირებ გადაზელილი ყველის გაკეთებას.

თბილი_სი
QUOTE
ბრინზა ყველის მაგვარი რამე ხომ არ გვაქვს ქართველებს?

ბრინზას ადრე აკეთებდნენ ფერმებში.
მაგრამ ახლა არ ვიცი, ვინმე აკეთებს კიდევ თუ არა..
ეროვნული ტექნოლოგია არ იყო, მე მგონი, არც აქვს რამე განსაკუთრებული წესი. ჩვეულებრივი ცხვრის ყველია.

Posted by: anamch 7 Nov 2010, 11:00
თბილი_სი
QUOTE
,მეხსიერების ყველი" ?

ის რაც შემორჩა მეხსიერებაა , ჩაწერილია ეთნეოგრაფთა შრომებში, მკვლევართა ჩანწერებში.. სხვადასხვა ლიტერატურაში..

QUOTE
მდნარი ყველის ერთ-ერთი სახეობა – „ჩორგი“

ჩორგი არა , ჩოგი-

პურზე წასასმელი ყველი, გუდის მიღებამდე პროცესი წყდება და კარქივით სანამ ხელში არ დაიგლისება აგუნდავებენ სრესენ და მერე ისევ აბრუნებენ გუდასი.. ეს მწყემსების ყველია დ არასდროს ბაზარზე არ გამოაქვთ

ახალ მიდის მოლაპარაკება რომ მცირე დოზიტ გამოვიდეს ბაზარზე.
ზოგადადაც ესააა ჩვენი კონცეფცია - საოჯახო ყველის წარმოების დაწყება ... ჯერ მცირე დოზებიტ მერ კი მოთხოვნის კვალდაკვალ გაიზარდოს წარმოება.

რაც შეეხება თაფლის და ჭაჭის ყველს , ეს მთლიანდ "ჰამოს"(ახალი ფერმა საწარმო სამეგრელოში-ფორუმელი ჩივავასი) ექსკლუზივია , მისი ტქენოლოგები მუშაობენ, მათშორის მეგრული გუდის ყველზეც.. ჯერ მხოლოდ გამოფენებზე გამოაქვთ და დეგუსტაციებზეე..

მომხმარებლის რეაქციის და მოთხოვნის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ , საკმოდ პოპულარული იქნება...

უახლოეს დღეებში ჩატარდება ერთი მოკლრძალებული ღონისძიება მეცნიერებთან ერთად და იქნება ყველა ჩვენნს მიერ პოზიცირებული სახეობა წარმოდგენილი...

ამ ღონისძიებისთვის მზადდება პირველი ყველის კატალოგი, ახალი რუკა(ძველი ალბათ ნანახი გაქვთ) და ყოველდღიურად არა , მაგრამ ინტესივობა ახალი რეცეპტების მოწოდების და ფერმერთა მონაწილეობის სურვილი ,იზრდება!

ამ კონცეფციაზე მუშაობისას ერთ რამეში დავრწმუნდი...ხალხს ენატრება
გემრიელი ყველი, ბავშვობაში გასინჯული,ნამდვილილ ნატურალური მაწიკით მოდედებული.. რძიანი სულგუნი, კრაჭუნა იმერული... და
კიდევ რაღაც ახალი......

როგორც ჩანს იმ დროს და იმ ადგილას აღმოვჩნდი, სადაც საჭირო იყო...

სულ ეგაა!

ხო თხოვნა მქვს მორჩილი, გაითვალისწინოთ, მე ყველს არ ვაკატებ,(ტუ არ ცავთვლი რომ ხანდახან დიზინს ვარჩევ ფერმერებთან ერთად და ამომყავს ყველი, ჩემი ხელით)
არ ვყიდი,
მაღაზია არ მაქვს...
ვეხმარები ფერმერებს რესტორნებთან დაკავშირებაში -ამაზე დამიკავსირდით.. პრობლემა არაა!

მაქვს ქაღალდები (ბევრი - ჩანაწერით) და სურათები, პლაკატები და ა ხლა მექნება მალე კატალოგი..
დეგუსტაციბზე დ ა გამოფენებზე ვისაც სურვილი გექნებათ , (ტუ დახურული არ იქნება და კერძო დაკვეთა) ყველას გეპატიჟებით. წინასწარ დავდებ ამის შესახებ ინფოებს!

კეთილი სურვილებით ანა!

Posted by: თბილი_სი 7 Nov 2010, 17:02
anamch
გმადლობთ რომ ასეთ დიდებულ საქმეს აკეთებთ, მაგრამ ჩემს კითხვებზე პასუხი მაინც ვერ მივიღე.
მხოლოდ ნაწილობრივ. sad.gif
კითხვები კი იგივე დამრჩა.

Solveig
QUOTE
ბრინზას ადრე აკეთებდნენ ფერმებში.

დიახ,ბრინზა ქართული ყველი არაა, რუმინულია, თანაც მარტო ცხვრის ყველი არაა, ძროხისაცაა, მე ბევრჯერ მიჭამია და არცერთხელ ცხვრის არ ყოფილა. ცხვრის რძით გაკეთებული მე არ გამისინჯავს.
ცხვრისას მხოლოდ გუდის ყველს ვეგუები, ისიც უსუნო თუა, ხარისხიანი.

Posted by: ninoma 8 Nov 2010, 10:59
ALLLURE
მე ამ სამ ყველს ვიყენებ ხაჭაპურისთვის
http://www.radikal.ru
პროპორცია ასეთია
fresh mozzarella 2 ცალია ერთად, ვიყენებ 1-ს
frigo mozzarela- ნახევარს
feta-2-3სუფრის კოვზს.
ყველის ამ რაოდენობიდან გამოდის 1ცალი დიდი ხაჭაპური(აირღუმლის ტაფის ზომა) და კიდევ რჩება ყველის ერთი გუნდა.
გამოდის გემრიელი ხაჭაპური.
Dr_Zuzumbo
QUOTE
მრავალი წლის ცდების შემდეგ ამ ყველზე შევჩერდიuser posted image

აქ ძალიან ძვირი ღირს, პაუნდი $20: sad.gif

Posted by: anamch 8 Nov 2010, 13:39
QUOTE
მ ყველთა ნაირსახეობაზე იქნებ გვითხრა მეტი, რა სახის ყველს გვანან, რაც ვიცით, და სურათები თუ გაქვთ, იქნებ გვანახოთ.



10 დღეში ისტამბება პირველი კატალოგი, სადაც ყველა ყველის სურათი შევა , რომელიც გამოვიტანეთ სხვადსხვა დეგუსტაციებზე და იქვე იქნება მოკლე აღწერა ყველა ყველის- ქართულად და ინგლისურად!

გაახლებთ როცა ამის სურვილი გექნებათ!

Posted by: amadeus 8 Nov 2010, 17:42
anamch
QUOTE
10 დღეში ისტამბება პირველი კატალოგი, სადაც ყველა ყველის სურათი შევა , რომელიც გამოვიტანეთ სხვადსხვა დეგუსტაციებზე და იქვე იქნება მოკლე აღწერა ყველა ყველის- ქართულად და ინგლისურად!

გაახლებთ როცა ამის სურვილი გექნებათ!


jump.gif

Posted by: S_H_I_N_Y 8 Nov 2010, 20:18
anamch
თბილისობაზე შეძენილი ყველი გავათავეთ და ხომ არ იცით სად შეიძლება მარაგის შევსება? biggrin.gif
განასაკუთრებით წალკის ყველის გათავება აწუხებს ოჯახს biggrin.gif

Posted by: ბოზი ანჟელა 8 Nov 2010, 21:44
anamch
ერთი ყველი ვიცი თქვენი არსენალიდან, ფენა-ფენა რომ ემატება და ყველდება წიწაკასთან გუდაში, ხოდა მიხარია user.gif
მეგრულია როგორც მახსოვს cry.gif

Posted by: Peppi 9 Nov 2010, 12:07
გუშინ გავსინჯე ბელგიაში ამოყვანილი ახალი სულგუნი, დაწნილი სულგუნი და შებოლილი სულგუნი ..

Posted by: Solveig 10 Nov 2010, 03:43
თბილი_სი
QUOTE
რუმინულია

არამარტო რუმინული.

საერთოდ, კარპატებისათვისაა დამახასიათებელი smile.gif)
უკრაინაშიც აქვთ ბრინზა და ამზადებენ ცხვრის, თხის, ძროხის ან თხა+ძროხის რძისაგან..თუმცა, რუმინული ბრინზისაგან განსხვავებით, არ იზილება და ახლადამოყვანილი იჭმება...უფრო სწორად, გემოვნებას გააჩნია.
ახლადამოყვანილ ბრინზას ეძახიან "სოლოდენკის", მართლა ოდნავ მოტკბო გემო აქვს. ნამცხვარშიც ვიყენებთო (არ გამისინჯავს ოღონდ).

ძალიან ლუყურტი მეჩვენა...წათხში გამოყვანილი ბრინზა მერჩია, განსაკუთრებით, ძროხის და თხის რძის ნარევისაგან მომზადებული მეგემრიელა.

ხაჭაპური არ გამოდიოდა ოღონდ. რაც არ უნდა გამოყვანილი ყოფილიყო ბრინზა, მაინც ნამცეცებად ცვიოდა ყველი ცომიდან (კვერცხიც არ შველოდა). გემო კი კარგი ჰქონდა, ისე.
მომენატრა "ბრინზოჩკა" smile.gif

უნგრელებს ჰქონიათ კიდევ ცხვრის ყველის მასა (პურზე წასასმელი)-კერეზედე თუ რაღაც ამგვარი..თუმცა, არ ვიცი, როგორი გემო აქვს. ცხვრის რძის ნაწარმთან ვერ ვმეგობრობ.

ninoma
QUOTE
პაუნდი $20

ვუი biggrin.gif

ყველის ფასები აქ საარაკოა ნამდვილად biggrin.gif

გერმანიაში 250გრამიანი "ფეტაკეზე" ღირდა ცხიმიანი 1.50 ევრო,
იგივე ტექნოლოგიით დამზადებული ყველი, ოღონდ გერმანული "ჰირთენკეზე"-1.09, უცხიმო -0.80 biggrin.gif
აშშ-ში უცხიმო ფეტა 3.99$ ღირს 250გ biggrin.gif ცხიმიანიც დაახლოებით ეგრე biggrin.gif

ჩეჩილი ყველი გავჩითე, სახელად Armenian String Cheese biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 10 Nov 2010, 10:24
WOMAN IN LOVE
QUOTE
რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი გაუდა ვერ იქნება

რავი, ქართული გაუდა რა უნდა იყოს.... ალბათ იგივე, რაც ჰოლანდიური ჩაქაფული biggrin.gif

ისე, მაგრა მიყვარს love.gif

user posted image
* * *
Peppi
QUOTE
მე გახეხილ მოცარელას ვუშვები

მოცარელაზე სულ ეს მახსენდება,

Hey mambo, don't wanna tarantella
Hey mambo, no more a mozzarella
Hey mambo! Mambo italiano!

http://www.youtube.com/watch?v=35b8tMK_ZwI&feature=related lol.gif

Posted by: kartveli gogo 10 Nov 2010, 12:00
QUOTE (Peppi @ 9 Nov 2010, 12:07 )
გუშინ გავსინჯე ბელგიაში ამოყვანილი ახალი სულგუნი, დაწნილი სულგუნი და შებოლილი სულგუნი ..

ნეტა ირმას ყველი ხომ არ გასინჯე_?

Posted by: Peppi 10 Nov 2010, 19:15
kartveli gogo
QUOTE
ნეტა ირმას ყველი ხომ არ გასინჯე_?


არ ვიცი, მონასტერში ამზადებენ..
იმედია, ირმა უკეთესს ამზადებსsmile.gif


Johnnie Walker
QUOTE
მოცარელაზე სულ ეს მახსენდება,

lol.gif

დიდი ხნის დაძველების გაუდაც გექნებათ დაგემოვნებული love.gif

Posted by: Q10 20 Nov 2010, 19:42
დღეს მარიკამ იმფერი ყველიანი პიტნა მაჭამა რო მეგრელები შემაყვარა ჯიშიანად....
ფუჩხოლია თუ რაღაცა

Posted by: anamch 21 Nov 2010, 12:36
QUOTE
ფუჩხოლია

წამო ანაკლიაში და იქ შეშჭამ ფუჩხოლიას ღომის მწვადთან ერთად!
ე მერე ნახე მეგრელები როგორ შაგიყვარდება!


27-ში შაბათს ყველანი ანკლიისკენ - ჰერი ჰერი!

Posted by: gabarzgaleba 21 Nov 2010, 17:28
anamch
QUOTE
პერმაჯანოოო(ხიზაბავრა)


ერთი სახუმარო წინადადება: პარმიჯანო რეჯანო-ში ორივე სიტყვა ადგილწარმოშობას აღნიშნავს და უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა ჩვენი, ქართული ყველის ადგილწარმოშობაც რო ჩაგვესვა სახელში და ასპინჯანო ხიზანო დაგვერქმია? (რადგან ეს ყველი ასპინძის რაიონის სოფ. ხიზაბავრაში მზადდება). biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 24 Nov 2010, 00:01
http://vinoge.com/mikrozonebi/qarTuli-yvelisa-da-Rvinis-Sexamebis-Sesavali

ქართული ყველისა და ღვინის შეხამების შესავალი

მალხაზ ხარბედია

ეს საკითხი უკვე დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და მემგონი დადგა დრო დავიწყოთ ამაზე საუბარი.

მოგეხსენებათ, თუშური ცხვრის (გუდის) ყველი ნამდვილი მარგალიტია ქართული ყველების რიგში, ამიტომ პირველ რიგში იგი უნდა ვიგულისხმოთ ღვინოსთან შესახამებლად, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ცხვრის (გუდის) ყველი და ყველაზე სახელოვანი ქართული ღვინოები, ორივე აღმოსავლეთქართული მოვლენებია. გუდასნაირ დავარგებულ ყველებთან კარგია კახური ტიპის თეთრი ღვინოები, ტრადიციულად დაყენებულ, ქვევრში. საუკეთესო რა თქმა უნდა კარდენახული წარაფია, ასევე ტიბაანური, მაგრამ არც ბაკურციხის, ანაგის ან ხირსას რქაწითლები არიან ჯაბანნი. ასევე ახმეტური, მთისპირებში მოწეული რქაწითელი, მწვანე და ქისი, თელავური და ყვარლური რქაწითელი...

ამ ყველთან ზოგიერთი მხარის საფერავიც ძალიან კარგია, მაგალითად ნაფარეულის, ყვარლის საფერავი. ალაზნის მარჯვენა ნაპირის, ანუ გურჯაანის საფერავებიც წავა ყველაზე გამორჩეულ გუდებთან.

მაგრად დაობებულ დამბალხაჭოსთანაც კარგია საფერავი, მანავური მწვანე კი წესით ე.წ. ძროხის გუდას უნდა მოუხდეს, გარეკახეთში იციან ხოლმე ასეთი ყველი, ძალიან ცხიმიანი, გული რო უყვითლდება ისეთი. ორნაირია, ერთს ჩამქრალი გარეგნობა აქვს, კარგი ყვითელი ფერის მიუხედავად, და უფრო ფშვნადია და მეორეს კი ცრემლი სდის ნასვრეტებიდან და ბრწყინავს. თითქმის ასეთივე ყველები აქვთ ქართლში, განთქმულია ოსური ყველი და შესაბამისად მასზე ქართლური ღვინოები მიდის კარგად, თუმცა ზოგიერთი ქართლური ღვინო ისეთი არომატულია, რომ ყველსაც უფრო ნაზს და ახალს ითხოვს, ანდა კარგად დავარგებულს, მძაფრი სუნის გარეშე.

დასავლეთ საქართველოში იმერული ჭყინტი ყველის სრული ბატონობა სუფევს, მიუხედავად იმისა, რომ მეგრული კამეჩის სულგუნია იქ მეფე და ყოვლისმპყრობელი. ახალ, ჭყინტ ყველებთან ყველაზე კარგად ქართული ვარდისფერი ღვინოები წავა, საფერავიდან დაყენებული, თავკვერიდან, ალადასტურიდან. ასევე ჩხავერი. როზე კარგი იქნება თხის და ცხვრის ახალ ყველთანაც.

ცოტა შეძველებული დასავლური ყველები (რაჭული, ზემოიმერული, გურული) ძალიან უხდება მაგალითად რაჭულ თეთრას, ქვიშხურს, ძელშავს, რაჭულ ციცქა და ცოლიკაურს, ჩხავერს.

მეგრულ კამეჩის სულგუნთან ღვინის შეხამება არც ისე ადვილი საქმეა,თუმცა კარგიცოლიკოურიან ციცქაუნდა შეეხამოს, ასევე შემაგრებული და ხერესული ტიპის ღვინოებიც. იტალიური მოცარელას ანალოგიით საქონლის სულგუნთან გვიანი მოსავლის ან ქართული აისვანიც შეიძლება წავიდეს, აი გამოყვანილი, შებოლილი სულგუნი კი საუკეთესო ქართული წითელი ღვინოების საუკეთესო პარტნიორი იქნება (საფერავი, ოცხანური საფერე, ალექსანდროული, შავკაპიტო). იგივე შეიძლება ითქვას დაობებულ და საფერავში დავარგებულ სულგუნზე.

კარგია, რომ საქართველოში კეთილშობილი, ობიანი ყველების კულტურაც მკვიდრდება, თუმცა ამის შესაბამისად უნდა დამკვიდრდეს შესაფერისი ღვინის კულტურაც საქართველოში. საუბარია გვიანი მოსავლის, ე.წ. სოტერნის ტიპის ღვინოებზე და აისვაინებზე. მანამდე კი ყველაზე ხარისხიანი წითლები და თეთრებიც შეგვიძლია შევახამოთ, მაგალითად მუხაში დავარგებული წინანდალი, მუკუზანი ან ბაკურციხე–კარდენახის ზონის ან ხაშმური საფერავი.

ღვინოს შეიძლება შევუხამოთ თუშური ხმელი კალტიც, გარდა იმისა, რომ იგი თუშური ლუდისა და არყის საუკეთესო მეწყვილეა, იგი ალაზნის მარცხენა ნაპირის თეთრ კახურ ღვინოებთან და საფერავებთანაც შეგვიძლია შევაწყვილოთ. საინტერესო ამბები ხდება მესხეთშიც, სადაც პარმეზანის ტექნოლოგიითაც შექმნეს ყველი იქაურებმა. ასეთ ყველთან საუკეთესოდ პორტვეინები და იტალიური Montepulciano d'Abruzzo–სა და Amarone–ს ტიპის ღვინოები მიდის, საქართველოში კი ისინი ნაფარეულის საფერავით, თავკვერით, შავკაპიტოთი და მშრალი რაჭული ალექსანდროულით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ.

შეგარგოთ ქართული ღვინოც და ყველიც.

© tabula

Posted by: anamch 24 Nov 2010, 01:31
gabarzgaleba
ვაუუუუუუუუუუუუ
მმმმმაგარ!

ხომ მოსდიხარ?

Posted by: gabarzgaleba 24 Nov 2010, 01:39
anamch
ახლა ვაგვარებ მაგ საკითხებს smile.gif

Posted by: komisia 27 Nov 2010, 20:23
რა ქნეს ნეტა, როგორ ჩაიარა user.gif

Posted by: pteranouka 17 Dec 2010, 23:39
აქაც დავპოსტავ, იქნებ ვინმემ რამე იცოდეთ:

http://forum.ge/?showtopic=34013875&view=findpost&p=23019402

Posted by: mrudall 6 Feb 2011, 03:32
anamch
QUOTE
10 დღეში ისტამბება პირველი კატალოგი, სადაც ყველა ყველის სურათი შევა , რომელიც გამოვიტანეთ სხვადსხვა დეგუსტაციებზე და იქვე იქნება მოკლე აღწერა ყველა ყველის- ქართულად და ინგლისურად!

გაახლებთ როცა ამის სურვილი გექნებათ!

გამოვიდა? მინდა,
მარტო ქართული?

საიტი არ გაქვთ ყველების?
* * *
tos-ka
QUOTE
კვეთისთვის პეპსინი.



ამას სად შოულობთ?


გერმანიაში ყოფილხარ . . . აქ თითქმის ყველა მაღაზიაში აქვთ. იქ არც კი ვიცი - აფთიაქში უნდა იყოს, შეიძლება სუპერმარკეტშიც.

კვეთია ტუ პეპსინი რა ქვია მაგას გერმანულად?
* * *
izabel
QUOTE
კი მაგრამ რა უნდა ვკითხო, პეპსინი ხომ არა გაქვთ თქო? რა ჰქვია გერმანულად, და რა არის ეს პეპსინი თხევადია , მყარი თუ ფხვნილი?

ფხვნილია...აფთიაქებში იქნება.

ფუჰ ეგ რა მაინუნობაა, რარაც ქიმიური იქნება, მაგას სულ არ გააკეტო ის ჯობს

კვეთი ყოფილა ყველაზე კარგი

irinka1983
QUOTE
დასერჩე "ყველის გაკეთება" ან მსგავსი (არ ვიცი რომელ ქვეყანაში ხარ) და ამოგიყრის საიტებს. მე ეგრე ვქენი და მივაგენი კიდეც რაგაც სიტხეს რომელიც რძეს ჭრის ყველად ხოდა ახლა ვაპირებ შეკვეთას

შეკვეტას რისას?
* * *
მოცარელა ყველის გაკეტება
http://www.youtube.com/watch?v=5odBodQ0pZM&feature=fvw

ყველა სახის ყველს ნახავტ მანდ და გააკეტეტ
* * *
ინდოელები ლიმნის წვენს ურევენ რზეს აქ http://www.youtube.com/watch?v=QZ1Vfi2Bypg&feature=related

Posted by: gabarzgaleba 6 Feb 2011, 04:03
ანამჩ, დაგრჩა გოგუები დასათხუარი.
--------------------------------------

Posted by: Solveig 6 Feb 2011, 04:15
ninoma
აქ დავამხეცე ხაჭაპურის გულსართი:

1 უცხიმო ფეტა (200გ)
1 ცალი არაჭყინტი მოცარელა Sorrento (400გ)

ერთს ვფშვნი, მეორეს-ვხეხავ და ვურევ 2 კვერცხს..ძალიან კარგი გამოდის.

Posted by: pteranouka 6 Feb 2011, 14:58
Solveig
QUOTE
აქ დავამხეცე ხაჭაპურის გულსართი:

1 უცხიმო ფეტა (200გ)
1 ცალი არაჭყინტი მოცარელა Sorrento (400გ)



ეგ ევროპაში მცხოვრები ყველა ქართველის ხაჭაპურის რეცეპტია smile.gif

Posted by: Solveig 6 Feb 2011, 21:41
pteranouka
QUOTE
ევროპაში მცხოვრები

ნინომას იმიტომ მივწერრე, რომ აშშ-შია, ჩემსავით smile.gif

ისე, ფეტა და მოცარელა შეუცვლელია საქართველოს გარეთ..იმიტომ, რომ ქართულ ყველს ყველაზე მეტად ეგენი გვანან..

Posted by: lasha67 6 Mar 2011, 16:49
ფრანგული ყველის სალათა
საჭირო მასალა: 5 ცალი მოხარშული კვერცხი, 100 გ. ლორი, 300 გ. ყველი, 1 კონა მწვანე ხახვი, 200 მლ.მაიონეზი, 0,5 ჩ.კ. ორეგანო, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: ყველი გავხეხოთ. ლორი და კვერცხი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. მსხვილად დავჭრათ მწვანე ხახვი. სასალათეში მოვათავსოთ კვერცხი, ლორი, ყველი და მოვასხათ მაიონეზი. ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი და სანელებლები. სალათას ბოლოს მოვაყაროთ მწვანე ხახვი.

Posted by: Mako Subladze 30 Mar 2011, 12:49
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=28-03-2011%2022:36

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Mar 2011, 13:03
მოცარელას შესანიშნავი რეცეპტი. მიჰყევით და ნაღდად კაი რამე გამოვა
http://www.cheesemaking.com/includes/modules/jWallace/ChsPgs/1Mozz/Index.html

Posted by: dariala 1 May 2011, 13:38
ვეძებე და ვეერსად ვპოვეეე - თემას სულგუნის დამზადების შესახებ.
არადა კაი გემრიელი სოფლის რძე და ჭყინტი ყველი მაქვს - რა ვუყო? ხაჭაპური გუშინ გავაკეთე და დღეს სულგუნის ხასიათზე ვარ, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია.
იქნებ ვინმემ დაწვრილებით ახსნას როგორ კეთდება ეს უგემრიელესი რამ
ველი პასუხს რძე-ყველ-ქვაბმომარჯვებული biggrin.gif user.gif

Posted by: miau 1 May 2011, 21:11
dariala

მასალა: 1 ან 2 თავი ჭყინტი ყველი
საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ წყალი ალუმინის ქვაბით და გავაცხელოთ. სიგრძეზე დავთალოთ ჭყინტი ყველი და ეს ნაჭრები ჩავუშვათ ცხელ წყალში. დაახლოებით 2 წუთში ყველი დნობას დაიწყებს. ეს წელვადი მასა ხის კოვზით ან პატარა ჩოგანით ქვაბის კიდეში მოვაგროვოთ და განიერ ჯამზე გადავიტანოთ. შემდგომ ხელით ავაგუნდავოთ, გამოვწუროთ სითხისაგან და სასურველი ფორმის მარილმოყრილ ჭურჭელში მოვათავსოთ. თუ მომეტებულად მარილიანი სულგუნი გვჭირდება, მაშინ ჩვენს მიერ მომზადებული თავი ყველი 3-4 საათის შემდეგ მოვათავსოთ მარილწყალში. ფენებიანი სულგუნის დასამზადებლად წინა ეტაპი უნდა გამოვტოვოთ. ზემოთაღნიშნულის ნაცვლად, განიერ ჯამზე გადატანილი ყველის ცხელი მასა კოვზითვე გავაბრტყელოთ და კიდეები ცენტრისკენ გადმოვუკეცოთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ, სანამ ყველის მასა არ შეგრილდება და ელასტიურობას დაკარგავს; შევკრათ ბურთივით და მიღებული სულგუნი პირქვე ჩავდოთ სასურველი ზომის მარილმოყრილ ემალირებულ ან შუშის ჭურჭელში. სასურველია ყველი 12 საათის განმავლობაში არ გაიჭრას.

Posted by: dariala 2 May 2011, 21:51
QUOTE (miau @ 1 May 2011, 21:11 )
dariala

მასალა: 1 ან 2 თავი ჭყინტი ყველი
საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ წყალი ალუმინის ქვაბით და გავაცხელოთ. სიგრძეზე დავთალოთ ჭყინტი ყველი და ეს ნაჭრები ჩავუშვათ ცხელ წყალში. დაახლოებით 2 წუთში ყველი დნობას დაიწყებს. ეს წელვადი მასა ხის კოვზით ან პატარა ჩოგანით ქვაბის კიდეში მოვაგროვოთ და განიერ ჯამზე გადავიტანოთ. შემდგომ ხელით ავაგუნდავოთ, გამოვწუროთ სითხისაგან და სასურველი ფორმის მარილმოყრილ ჭურჭელში მოვათავსოთ. თუ მომეტებულად მარილიანი სულგუნი გვჭირდება, მაშინ ჩვენს მიერ მომზადებული თავი ყველი 3-4 საათის შემდეგ მოვათავსოთ მარილწყალში. ფენებიანი სულგუნის დასამზადებლად წინა ეტაპი უნდა გამოვტოვოთ. ზემოთაღნიშნულის ნაცვლად, განიერ ჯამზე გადატანილი ყველის ცხელი მასა კოვზითვე გავაბრტყელოთ და კიდეები ცენტრისკენ გადმოვუკეცოთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ, სანამ ყველის მასა არ შეგრილდება და ელასტიურობას დაკარგავს; შევკრათ ბურთივით და მიღებული სულგუნი პირქვე ჩავდოთ სასურველი ზომის მარილმოყრილ ემალირებულ ან შუშის ჭურჭელში. სასურველია ყველი 12 საათის განმავლობაში არ გაიჭრას.

ეხლა გავაკეთე და ველი, როდის გავა 12 საათი bis.gif biggrin.gif
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: anamch 24 May 2011, 07:02
gabarzgaleba
QUOTE
ანამჩ, დაგრჩა გოგუები დასათხუარი.

ბუჯოო
3ივნისს გამომყავს ბაზარზე.... გოგუები..
იქ ქე რომ იცი შენაც და აარჩიე ახლა სიძეეები...

რაჭული პატარძალს ამზადებენ ტუ მოასწრეს სამამდეე.. რავი მზეტუნახავიაოო და ტრუფელაის სოკოსებრთა ოაჯახიდან მოკვეტილიოო.. (სოკოს კვეთით დედება დელანო) ველოდები მეც კი არ მიანხამს ჯერეტ ქალი..

ხო კიდოო

ვიპოვეეეე, ვიპოვეეეეეეეეეეეეე ლორით(სვანყრი შაშხით) გაკეტებული ყველის რულეტი.. მტხობელი ადასტურებს რომ სარიტუალო ყველია და იანვარსა სინა მზადდებოდა სვანეთში...
აღწერა ისეტი გულისწამსვლელია ახლა მექნება 27-ში ერტ რონისზიებაზე და უნდა მოვიციცქნოო პატარეიიი და გავსინჯოოოოsmile.gif

Posted by: tos-ka 24 May 2011, 12:19
anamch
QUOTE
აღწერა ისეტი გულისწამსვლელია ახლა მექნება 27-ში ერტ რონისზიებაზე და უნდა მოვიციცქნოო პატარეიიი და გავსინჯოოოო


3 ივნისს დაველოდო თუ 27-ში შეიძლება მოსვლა?
გავამგზავრ-დავაბინავე სუუუყველა და ეხლა მიქელ-გაბრიელსაც კუდით ქვას ვასროლინებ, მაინცდამაინც მაგ "ბაზრის" დროს თუ მომიკითხა smile.gif)))

Posted by: gabarzgaleba 24 May 2011, 22:01
anamch
QUOTE
ბუჯოო 3ივნისს გამომყავს ბაზარზე.... გოგუები.. იქ ქე რომ იცი შენაც და აარჩიე ახლა სიძეეები...

რაჭული პატარძალს ამზადებენ ტუ მოასწრეს სამამდეე.. რავი მზეტუნახავიაოო და ტრუფელაის სოკოსებრთა ოაჯახიდან მოკვეტილიოო.. (სოკოს კვეთით დედება დელანო) ველოდები მეც კი არ მიანხამს ჯერეტ ქალი..

ხო კიდოო

ვიპოვეეეე, ვიპოვეეეეეეეეეეეეე ლორით(სვანყრი შაშხით) გაკეტებული ყველის რულეტი.. მტხობელი ადასტურებს რომ სარიტუალო ყველია და იანვარსა სინა მზადდებოდა სვანეთში... აღწერა ისეტი გულისწამსვლელია ახლა მექნება 27-ში ერტ რონისზიებაზე და უნდა მოვიციცქნოო პატარეიიი და გავსინჯოოოოsmile.gif


დიდება. დიდება smile.gif 3–ო რო ამბობ, 2–ში რა იქ არ იქნები? smile.gif ქორწილი კი 4–ში მაქვს დანიშნული, აბა თქვენ იცით smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 25 May 2011, 01:00
anamch
QUOTE
3ივნისს გამომყავს ბაზარზე.... გოგუები..

გამოფენაზე?
* * *
gabarzgaleba
აკრედიტაცია შენზეა

Posted by: anamch 25 May 2011, 07:19
gabarzgaleba
QUOTE
ერთი სახუმარო წინადადება: პარმიჯანო რეჯანო-ში ორივე სიტყვა ადგილწარმოშობას აღნიშნავს და უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა ჩვენი, ქართული ყველის ადგილწარმოშობაც რო ჩაგვესვა სახელში და ასპინჯანო ხიზანო დაგვერქმია? (რადგან ეს ყველი ასპინძის რაიონის სოფ. ხიზაბავრაში მზადდება).



ოო ამათ კაი საქმე გაუკეთდათ ფრიად
ყველი რომელსაც ეს ჯგუფი ამზადებს პარმაჯანოს ოჯახიდანაა, მაგარმ პიავეს ყველადაა ცნობილი იტალიაში.. ახლა პაწა დაფინანსება ვუშოვე,(ინვესტორრრ)
და იურიდიული საკითხებიც მოგვარდა და დაფუძნდა შპს-"ვაიოს ველი" და გამოვა ყველი დამღით-"V-V" "ვაიოს ველი"
გამოფენაზე გამოვიტანთ ახალაგაზრდა ყველს, სპეციალურად გამოფენისთვის და მერე დევლეოდოთ უნდა ამ ყველის ჩამაბერებას,,
ისე ახალგაზრდა მდგომაროებაშიც გადასარევი ყველია , მარა ჩემი კბილა უფრო საინტერესოა..

Posted by: rtuli 25 May 2011, 12:19
anamch
QUOTE
-"ვაიოს ველი"

ვერ მივხვდი sad.gif


პ.ს. მიმახვედრეს givi.gif

Posted by: nanana 25 May 2011, 12:32
anamch
სად იქნება 2 ივნისს ისევ რეგიონში?

Posted by: LTB1948 27 May 2011, 16:25
b]ninoma[/b]
ხაჭაპურში კიდევ კარგია იყიდებაევროპის სუპერმარკეტებში "აპეტინა" ბერძნული ყველია და ის....
მაცარელა კი იკარგება ხოლმე, ისე რომ დიდას მგონი გემოსაც ვერ აძლევს.... ერთხელ მარტო მოცარელათი გავაკეთე, სხვა ვერ ვიშოვე და ცარიელი ცომი გამოცხვა, გემო კი ქონდა ცოტა აღაღაც, მაგრამ დიდად არაფერი.... კაი ბლობად მოცარელა ჩავდე და სულ გაიპარაsmile.gif) მე რომ ხაჭაპური მომენატრებოდა ხოლმე ან მაგ ბერძნულ ყველს ვიყენებდი (ნუ გავს ცოტა იმერულ ყველს) ან ევროპაში ბევრგან იყიდება თურქულ მარკეტებში დაკონსერვებული ყველის პატარა თავები და იმას ვიყენებდი ხოლმე, ხაჭოში დაგარეულს.... ძალიან გემრიელი ხაჭაპური გამოდიოდა....[
* * *
b]ninoma[/b]
ხაჭაპურში კიდევ კარგია იყიდებაევროპის სუპერმარკეტებში "აპეტინა" ბერძნული ყველია და ის....
მაცარელა კი იკარგება ხოლმე, ისე რომ დიდას მგონი გემოსაც ვერ აძლევს.... ერთხელ მარტო მოცარელათი გავაკეთე, სხვა ვერ ვიშოვე და ცარიელი ცომი გამოცხვა, გემო კი ქონდა ცოტა აღაღაც, მაგრამ დიდად არაფერი.... კაი ბლობად მოცარელა ჩავდე და სულ გაიპარაsmile.gif) მე რომ ხაჭაპური მომენატრებოდა ხოლმე ან მაგ ბერძნულ ყველს ვიყენებდი (ნუ გავს ცოტა იმერულ ყველს) ან ევროპაში ბევრგან იყიდება თურქულ მარკეტებში დაკონსერვებული ყველის პატარა თავები და იმას ვიყენებდი ხოლმე, ხაჭოში დაგარეულს.... ძალიან გემრიელი ხაჭაპური გამოდიოდა....[

Posted by: gabarzgaleba 29 May 2011, 23:02
http://forum.vinoge.com/index.php?showtopic=84&st=120

დღევანდელი პოსტები ნახეთ. ფოკას მონასტრის ყველების შესახებაა. ფოტოებით და ინფოებით.

user posted image

Posted by: volli35 29 May 2011, 23:13
gabarzgaleba
QUOTE
ფოკას მონასტრის ყველების შესახებაა. ფოტოებით და ინფოებით.

იქ ვერ გადავხედე პოსთებს ... მხოლოდ ფოტოები ვნახე ... და ამიტომ არ ვიცი არის თუ არა შემდეგი ინფო, რომ ფოკას მონასტრის ყველი მონაწილეობას ღებულობს 2-4 ივნისს წერეთელზე "ექსპო-ჯორჯიაში" ღვინის ფესტივალზე.
ზუსტად ჩვები მაგიდის გვერდზე ექნებათ მაგიდა
ესეც ფესტივალის პოსტერი
http://www.radikal.ru

Posted by: gabarzgaleba 29 May 2011, 23:23
volli35
QUOTE
იქ ვერ გადავხედე პოსთებს ... მხოლოდ ფოტოები ვნახე ... და ამიტომ არ ვიცი არის თუ არა შემდეგი ინფო, რომ ფოკას მონასტრის ყველი მონაწილეობას ღებულობს 2-4 ივნისს წერეთელზე "ექსპო-ჯორჯიაში" ღვინის ფესტივალზე. ზუსტად ჩვები მაგიდის გვერდზე ექნებათ მაგიდა ესეც ფესტივალის პოსტერი


მასე არც ის დამიწერია ჯერ, რომ 2–ში ჩვენ, ღვინის კლუბი და ასოციაცია ქართული ღვინო ვაწყობთ ღვინისა და ყველის შეხამების აქციას smile.gif

Posted by: volli35 29 May 2011, 23:26
gabarzgaleba
QUOTE
მასე არც ის დამიწერია ჯერ, რომ 2–ში ჩვენ, ღვინის კლუბი და ასოციაცია ქართული ღვინო ვაწყობთ ღვინისა და ყველის შეხამების აქციას

ნუ ველი მაშ ყველა ინფოს რაც ჯერ არ ვიცი(თ)

Posted by: gabarzgaleba 29 May 2011, 23:37
volli35

გარდა ამისა, 4–ში ვაინ ედნ ფუდ პერინგს ვაკეთებთ.

Posted by: volli35 29 May 2011, 23:48
gabarzgaleba
მადლობები ... დიდები თან smile.gif

Posted by: nanana 30 May 2011, 01:11
gabarzgaleba
QUOTE
ღვინის კლუბი და ასოციაცია ქართული ღვინო ვაწყობთ ღვინისა და ყველის შეხამების აქციას 


ღია ივენთი იქნება? ვერსად გავსინჯე ეს ყველი

Posted by: chaPPek 30 May 2011, 10:01
QUOTE
ღია ივენთი იქნება? ვერსად გავსინჯე ეს ყველი


+1

მეც ეს კითხვა მაქვს. მოვკვდი ფოტოების თვალიერებით და ნერწყვების ყლაპვით!! დაიდოს ინფორმაცია ყველისა და ღვინის შეხამების ღონისძიებაზედ დასასწრებ დეტალებზედ.

Posted by: gabarzgaleba 30 May 2011, 11:08
chaPPek
QUOTE
+1

მეც ეს კითხვა მაქვს. მოვკვდი ფოტოების თვალიერებით და ნერწყვების ყლაპვით!! დაიდოს ინფორმაცია ყველისა და ღვინის შეხამების ღონისძიებაზედ დასასწრებ დეტალებზედ.


თავად ეს ღონისძიება მოსაწვევებით იქნება. თუმცა სამივე დღის განმავლობაში შეგეძლებად სტენდებთან მოიკითხოთ ეს ყველები. ღვინოსაც იქვე შეუხამებთ, ღვინის ფეარია მოგეხსნებათ და სადეგუსტაციო პორციები უფასოდ იქნება smile.gif

Posted by: Morieli_25 30 May 2011, 11:18
ყველი მაგარი ვეშია ,გუდის ყველის გარდა ყველანაირი მიყვარს

Posted by: nanana 30 May 2011, 13:53
gabarzgaleba
QUOTE
თავად ეს ღონისძიება მოსაწვევებით იქნება. თუმცა სამივე დღის განმავლობაში შეგეძლებად სტენდებთან მოიკითხოთ ეს ყველები. ღვინოსაც იქვე შეუხამებთ, ღვინის ფეარია მოგეხსნებათ და სადეგუსტაციო პორციები უფასოდ იქნება 



ანუ ტყუილად ვიკითხეთ თუ ვიქონიოთ მოსაწვევის იმედი ?biggrin.gif user.gif
QUOTE
chaPPek

Posted by: chaPPek 31 May 2011, 15:06
nanana
QUOTE
ანუ ტყუილად ვიკითხეთ თუ ვიქონიოთ მოსაწვევის იმედი ?
QUOTE



user.gif

სტენდებთან ჩამოვდგეთ biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 31 May 2011, 22:41
მოსაწვევების გარეშეც შეიძლება შესვლა, 5 ლარი ღირს მგონი (თუ არ ვცდები)

Posted by: gabarzgaleba 1 Jun 2011, 00:18
nanana
chaPPek

სამი დღის მანძილზე იქნება ყველი გამოფენილი და წესით არ უნდა გაგიჭირდეთ ყველას დაგემოვნება, თუკი რაციონალურად გადაანაწილებთ დღეებს biggrin.gif

Posted by: nanana 1 Jun 2011, 00:27
gabarzgaleba
WOMAN IN LOVE
ოკ, მადლობა smile.gif

Posted by: miau 1 Jun 2011, 01:31
WOMAN IN LOVE
QUOTE
მოსაწვევების გარეშეც შეიძლება შესვლა, 5 ლარი ღირს მგონი (თუ არ ვცდები)


ეგ უნდა გავარკვიო

Posted by: lavandula_vulgare 1 Jun 2011, 16:44
gabarzgaleba
QUOTE
სამივე დღის განმავლობაში შეგეძლებად სტენდებთან მოიკითხოთ ეს ყველები

ვინ წარმოადგენს ყველს? მხოლოდ ერთი ფირმა ან ორგანიზაცია თუ ესეც მრავალფეროვანია? რამდენი სახეობის ყველი იქნება წარმოდგნილი? არ არის ამასთან დაკავშირებით სადმე ოფიციალური ინფორმაცია?

Posted by: gabarzgaleba 1 Jun 2011, 23:58
lavandula_vulgare
QUOTE
ვინ წარმოადგენს ყველს? მხოლოდ ერთი ფირმა ან ორგანიზაცია თუ ესეც მრავალფეროვანია? რამდენი სახეობის ყველი იქნება წარმოდგნილი? არ არის ამასთან დაკავშირებით სადმე ოფიციალური ინფორმაცია?


სადარის ექსპოჯორჯია? რატო არსად დებს ოფიციალურ ინფოებს?

ძირიტადად 2 "ორგანიზაცია" წარმოადგენს ყველს. 30-მდე სახეობის ყველი იქნება. დანარჩენს რო მობრძანდებით იქ გაიგებთ.

Posted by: gabarzgaleba 2 Jun 2011, 00:13
აჯენდა, კოპიპეისტით.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-4 საერთაშორისო გამოფენა, 2-4 ივნისი; 2011; გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია
4 th International Wine & Spirits Fair 2-4 June, 2011, Venue: ExpoGeorgia Co. დრო Time ღონისძიება Activity ჩატარების ადგილი Venue 02.06.11 სამუშაო საათები: 11:00-18:00 Working Hours: 11:00-18:00
11:00-18:00
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-4 საერთაშორისო გამოფენა
4rd International Wine and Spirits Fair
მე-11 პავილიონი
Hall#11
11:00
გამოფენის გახსნა
Official Opening Ceremony
მე-11 პავილიონი
Hall#11
11:30-12:00
ღვინის დაფარული დეგუსტაციის კონკურსი
Blind Wine Tasting Competition
მე-11 პავილიონი
Hall#11
15:00 –16:00
ღვინისა და ყველის შეხამება
Wine & Cheese Pairing
ღვინისა და შოკოლადის შეხამება
Wine & Chocolate Pairing
ეთნოგრაფიული კუთხე
Ethnographic Corner
03.06.11 სამუშაო საათები: 11:00-18:00 Working Hours: 11:00-18:00
11:00-18:00
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-4 საერთაშორისო გამოფენა
4rd International Wine and Spirits Fair
მე-11 პავილიონი
Pavilion #11
09:00 -18:00
მე-3 საერთაშორისო ღვინის კონკურსანტების გამოვლენა
Identification of 3 rd international Wine Award nominees
ადმინისტრაციული ოფისი
Administrative Building
12:00 - 14:00
ღვინის კომპანიების პრეზენტაციები
Presentations of Wineries
მე-11 პავილიონი
Hall#11
14:00-14:30
ქვევრის ფონდის პრეზენტაცია
Presentation of Qvevri Foundation
მე-11 პავილიონი
Hall#11
20:00
გალა - მიღება/დაჯილდოების ცერემონია
Gala Dinner/Award Ceremony
ExpoGeorgia Co. Terrace
„ექსპოჯორჯია“, ტერასა 04.06.11 სამუშაო საათები: 11:00-18:00 Working Hours: 11:00-18:00
11:00-18:00
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-4 საერთაშორისო გამოფენა
4rd International Wine and Spirits Fair
მე-11 პავილიონი
Pavilion #11
13:00-14:00
კერძებისა და ღვინის შეხამება
Food &Wine Matching
მე-11 პავილიონი
Pavilion #11

Posted by: anamch 2 Jun 2011, 00:34
ყველს წარმოადგენს 2 ჯგუფი-ფოკას დედათა მონასტერი და ჩვენი ასოციაციის ფერმერები!
სრულიად შოკირებული ვარ ფოკას დახვეწილი ყველ(ებ)ით..
და სასიამოვნოდ გაოცებული - აფერუმ!

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Jun 2011, 00:49
QUOTE
15:00 –16:00
ღვინისა და ყველის შეხამება
Wine & Cheese Pairing
ღვინისა და შოკოლადის შეხამება

მანამდე რომ მოვიდე, არ გამასინჯებთ? sad.gif
ნაცნობობით მაინც...


Posted by: gabarzgaleba 2 Jun 2011, 09:08
WOMAN IN LOVE
QUOTE
მანამდე რომ მოვიდე, არ გამასინჯებთ? sad.gif ნაცნობობით მაინც...


ნაცნობობის გარეშეც გასინჯავ. რა დაიჯინეთ კაცო ეს ნაცნობობა-შმაცნობობა.

Posted by: lavandula_vulgare 2 Jun 2011, 10:54
gabarzgaleba
QUOTE
15:00 –16:00
ღვინისა და ყველის შეხამება

გასაგებია, კოპი–პეისტია მაგრამ მაინც ვიკითხავ – 15:00–მდე ყველს ვერ დავაგემოვნებ?

anamch
QUOTE
ფოკას დედათა მონასტერი და ჩვენი ასოციაციის ფერმერები

თქვენი რა ასოციაციაა? თემა არ გადამიკითხავს და ვერ გიცნობთ. ტენილი ყველი გაქვთ? ვგიჟდები! მიყვარს!

და ზოგადად მაინტერესებს – არსებობს ფოკას დედათა მონასტრის და თქვენი ასოციაციის ვებ–გვერდი? ბუკლეტები? თუ მარტო გამოფენებს უნდა ველოდოთ ხოლმე? გაყიდვაში არის? თუ ჯერ კიდევ არაოფიციალური სახე აქვს თქვენს წარმოებას და დაპატენტებას ელოდებით?
მაპატიეთ, თუ ეს ყველაფერი თემაში უკვე წერია, გადავიკითხავ აუცილებლად.

Posted by: burkina-faso 2 Jun 2011, 11:01
QUOTE
"ტენილი" ყველი ვის უჭამია? უუუმაგრესია!!!

ჩემს მეუღლეს, და წუხელაც მაგას მეუბნებოდა, თუ როგორი გემრიელია smile.gif (მესხია მეუღლე)


Posted by: lavandula_vulgare 2 Jun 2011, 11:54
QUOTE (burkina-faso @ 2 Jun 2011, 11:01 )
QUOTE
"ტენილი" ყველი ვის უჭამია? უუუმაგრესია!!!

ჩემს მეუღლეს, და წუხელაც მაგას მეუბნებოდა, თუ როგორი გემრიელია smile.gif (მესხია მეუღლე)


+1
* * *
უგემრიელესი ყველები იყო! უგემრიელესი! აბული, დაობებული, ქონდრიანი, ყაყაჩოს თესლებიანი, ღვინიანი, ლუდიანი, წაბლის ფოთლებში გახვეული!

Posted by: ikandro 2 Jun 2011, 19:31
დღეს ვიყავიი გამოფენაზეე და კაი ყველები ვჩამეე)))))
მონასტრული ქარტული ყველი ქილებში მაგარი იყოო...
ღვინოებიცც კარგიი ყო იფფ))

Posted by: mamalo2 3 Jun 2011, 14:55
anamch
QUOTE
ყველს წარმოადგენს 2 ჯგუფი-ფოკას დედათა მონასტერი და ჩვენი ასოციაციის ფერმერები!
სრულიად შოკირებული ვარ ფოკას დახვეწილი ყველ(ებ)ით..
და სასიამოვნოდ გაოცებული - აფერუმ!


ორივე ჯგუფის ყველები იყო უბრალოდ დაცემა, აღფრთოვანებული ვარ, როგორც იქ მითხრეს ნუცუბიძის 172ში ასე 2 კვირაში გაიხსნებაო ასოციაციის მაღაზია და მოუთმენლად ველი. სამწუხაროა რომ ფოკას ყველები მხოლოდ ფოკაში შეიძლება შეიძინოს ადამიანმა, მათი ლუდში გამოყვანილი ყველი იყო ფანტასტიკა.
ღვინოები იყო შესანიშნავი, განსაკუთრებით გამოვყოფ ალავერდის მამათა მონასტრის , კახა ბერიშვილის, ჯაყელების საფერავებს და იბერიელის ჩხავერს, ესენი იყო რაღაც საოცრება.

Posted by: anamch 3 Jun 2011, 21:14
QUOTE
172ში

ნუცუბიძის 177-ში....

და სხვათაშორის ფოკას ყველი საუკეთესოა,
განსაკუთრებით მომეწონა ყველი ზეთში..ცნობილი ყველია ბევრი ქვეყნა აწარმოებს...ძალიან უხდება ველური ქონდარი
და მოწითალო ზეთისხილი და სხვადასხვა სპეციები.. რამდენჯერმე გავკეტე ბულგარულით და წითელი ხმელი წიწაკით და საუცხოო გამოვიდა და მაგრამ არ მეგონა ქართველი მომხამრებელი თუ ასე კარგად შეხვდებოდა!

ახლა ჩამოდის ამერიკელი ტექნოლოგი და რამდენიმე ყველს დავამუშავებთ!

ფოკას მონასტერი, საოცარი რამეა...
ძალიან საქმიანი და შემოქმედებითი პროცესებია...


Posted by: givillo 4 Jun 2011, 01:39
მოვიხიბლე დღევანდელი ყველებით, ყველა ძალიან კარგი იყო, მიუხედავად გაუდასადმი ჩემი სუბიექტური სიმპათიისა, ნადუღის ბაზაზე დამზადებულმა ყველებმა ძააალიან მომხიბლეს.
ჩვენებურ გაუდას რაც შეეხება - ხშირად მივაკითხავ smile.gif))

Posted by: melodyman/ 4 Jun 2011, 02:30
როგორ მიყვარს
chups.gif
ყველაფერს შემიძლია მივაყოლო gigi.gif

Posted by: gabarzgaleba 4 Jun 2011, 03:03
givillo
QUOTE
მოვიხიბლე დღევანდელი ყველებით, ყველა ძალიან კარგი იყო, მიუხედავად გაუდასადმი ჩემი სუბიექტური სიმპათიისა, ნადუღის ბაზაზე დამზადებულმა ყველებმა ძააალიან მომხიბლეს. ჩვენებურ გაუდას რაც შეეხება - ხშირად მივაკითხავ smile.gif))


რარა გიჭირს, ყურისძირში გაგიხსნიან მაღაზიას biggrin.gif

Posted by: anamch 4 Jun 2011, 06:52
gabarzgaleba
ვეჟო შენი ორივე ყველი შინ მაქუს!
ხვალ გამოგიტან გამოფენაზეე... ანუ დღესsmile.gif
დღეს ესმა კუნჭულიას მეგობაღრს, 'პირველი კულინარის" პავილიონში მოაქვს საოჯახო ყველეუი- ესმა ამბობს უმაგრესიაოო . ხოდა მე დღეს შაბაშშ და ვიქნები დამთვალიერებელი...
გუშინ მწვანილიანი რულეტი ამაწაპნა "დამთვალიერებელმა".... smile.gif)))))))))))))))))))))))))))))

* * *
ვახ კაცო ამ ყველს რომ ვუყურებ , ზეთში და წიწაკა ფოტლებში- ფეხის წვერებზე მინდა სიარული....

Posted by: mamalo2 4 Jun 2011, 13:15
anamch

PM-ი მოგწერეთ, იქნებ მიპასუხოთ გამოფენის შემდეგ როცა მოიცლით.

Posted by: gabarzgaleba 4 Jun 2011, 18:32
anamch
QUOTE
gabarzgaleba ვეჟო შენი ორივე ყველი შინ მაქუს! ხვალ გამოგიტან გამოფენაზეე... ანუ დღესsmile.gif დღეს ესმა კუნჭულიას მეგობაღრს, 'პირველი კულინარის" პავილიონში მოაქვს საოჯახო ყველეუი- ესმა ამბობს უმაგრესიაოო . ხოდა მე დღეს შაბაშშ და ვიქნები დამთვალიერებელი... გუშინ მწვანილიანი რულეტი ამაწაპნა "დამთვალიერებელმა".... smile.gif)))))))))))))))))))))))))))))

* * * ვახ კაცო ამ ყველს რომ ვუყურებ , ზეთში და წიწაკა ფოტლებში- ფეხის წვერებზე მინდა სიარული....


დღეს რო ვერ გამოგართვი? ორშაფათს გნახამ სადმე, უცილობლივ.

Posted by: anamch 5 Jun 2011, 08:50
ხალხნოო ჩემს აივანზე ხდება სრული საოცრება-

მაქვს ვაიოს ველიდან ჩამოტანილი 6 თავი პარმაზანი... ნედლია ჯერ , ჩვილი, ბალღია და ყოველ დილა-საღამოს გვერდს ვუნაცვლებ ვეფერები, ველაპარაკები..
აქედან და იქედან თივები მაქუს შემოწყობილი, მარლას ვაფარებ შუადღსიით სქელს , არ დამესიცხონ... ორპირი უქიქინებს თთთელიი დღეეეე- ფიცარზე წვანან ჯერ ბალღები--

თვალსა და ხელს შუა ვაჟკაცდებიან... აბა ვის გინდათ ჩემს აივანზე დამწიფებული პარმაზანის გასინჯვა?
ჩასდექით რიგში!
სამ თევში ცოტა სიჭარმაგე შაეპარება და მერე დაველოდები მის დაბერებას თქვენნთან ერთად!

Posted by: nanana 5 Jun 2011, 15:04
anamch
დავეცი ყველზე. აბული შემიყვარდა bis.gif

Posted by: amadeus 5 Jun 2011, 21:12
QUOTE (anamch @ 5 Jun 2011, 08:50 )
ხალხნოო ჩემს აივანზე ხდება სრული საოცრება-

მაქვს ვაიოს ველიდან ჩამოტანილი 6 თავი პარმაზანი... ნედლია ჯერ , ჩვილი, ბალღია და ყოველ დილა-საღამოს გვერდს ვუნაცვლებ ვეფერები, ველაპარაკები..
აქედან და იქედან თივები მაქუს შემოწყობილი, მარლას ვაფარებ შუადღსიით სქელს , არ დამესიცხონ... ორპირი უქიქინებს თთთელიი დღეეეე- ფიცარზე წვანან ჯერ ბალღები--

თვალსა და ხელს შუა ვაჟკაცდებიან... აბა ვის გინდათ ჩემს აივანზე დამწიფებული პარმაზანის გასინჯვა?
ჩასდექით რიგში!
სამ თევში ცოტა სიჭარმაგე შაეპარება და მერე დაველოდები მის დაბერებას თქვენნთან ერთად!

user posted image

Posted by: dzirkoka 6 Jun 2011, 00:08
user posted image

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Jun 2011, 00:26
dzirkoka
მაგარია up.gif smile.gif

anamch
ანა, არ გადაგიცვივდეს rolleyes.gif

Posted by: anamch 6 Jun 2011, 00:36
dzirkoka
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
მარა ეს ის აივანი არაა, მეორე მხრიდან შემოუარეე ..
აქ პარმაზანი არ მწიფდება! up.gif up.gif up.gif

Posted by: tavadze 6 Jun 2011, 01:49
anamch
QUOTE
dzirkoka
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
მარა ეს ის აივანი არაა, მეორე მხრიდან შემოუარეე ..
აქ პარმაზანი არ მწიფდება!


biggrin.gif biggrin.gif ესე იგი, ყველი ვერ გამოგიფენია კაცს აივანზე, ფორუმზე რომ არ გამოგაჭენონ! biggrin.gif

Posted by: anamch 6 Jun 2011, 07:29
ფორუმზე კი არა მთელ საქრთველოში ვარ გამოჭნებული....
და რა უჭირს..

ახლა ვარკვევ რომელი სართულიდანაა გადაღებული და რომელი კუთხიდან...

Posted by: tavadze 6 Jun 2011, 11:43
anamch
QUOTE
ახლა ვარკვევ რომელი სართულიდანაა გადაღებული და რომელი კუთხიდან...

ესე იგი, პაპარაცის ლუსტრაცია მიდის? biggrin.gif biggrin.gif
პ.ს. და მაგ ტექნოლოგიებზე რამე ლიტერატურა ბროშურების სახით, ან ლექცია-სემინარები, baby.gif baby.gif ან უბრალოდ, კონსულტაციები თუ გაქვთ? მოკლედ, ხეზე ასვლას სხვებსაც თუ ასწავლით, biggrin.gif ოჯახურ პირობებში რომ გამოვიყვანოთ ე მანგრე ყველები? baby.gif baby.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Jun 2011, 17:18
tavadze
ყვავილოვანის გასაიდუმლოებულ რეცეპტში გაუცვალე

Posted by: tavadze 7 Jun 2011, 00:14
WOMAN IN LOVE
QUOTE
tavadze
ყვავილოვანის გასაიდუმლოებულ რეცეპტში გაუცვალე

ბეჩა, მასე იაფს თუ დამჯერდებიან, მაგას დავამადლი? biggrin.gif საფირმო ტორტსაც ზედ არ მივაყოლებ თავის რეცეპტ-ნატურით. biggrin.gif

Posted by: anamch 7 Jun 2011, 09:10
tavadze
QUOTE
აქვთ? მოკლედ, ხეზე ასვლას სხვებსაც თუ ასწავლით,ოჯახურ პირობებში რომ გამოვიყვანოთ ე მანგრე ყველები?

მე ყველს არ ვაკეთებ (ჯერ)
მე მხოლოდ ვუვული გაკეტებულ ყველს და ეს პროცესები მიდის ჩემს ლიჯსი და აივანზე , მხოლოდ!

რაც შეეხება ყველის კეთების პროცესს.. კლუბი როგორც კი ამუშავდება- მოვაწყობთ ყველის ტურებს ფერმებში და იქ ითამაშეთ რამდენიც გინდატ.. ზოგან თევზის ჭერის თანხლებით, ზოგან ყაურმის "მიწაში დამარხვით" და ზოგან კიდე წინასწარ , პირადად შენთვის გამოზრდილი- ბატის ხინკლის ამოხვევით!

Posted by: iase 7 Jun 2011, 11:00
WOMAN IN LOVE
anamch


ძველი მურაბა ხალხი 2kiss.gif



Posted by: tavadze 7 Jun 2011, 12:01
anamch
QUOTE
რაც შეეხება ყველის კეთების პროცესს..

ეს პროცესი ისედაც ვიცი, არაა ჩემთვის უცხო. მე სხვა რამე მაინტერესებს. ასე ვთქვათ, "ყველის დავარგების პროცესი" (როგორც თქვენ უწოდებთ) სხვადასხვა ნივთიერებებში - რამდენი ხანი უნდა იდოს და ა.შ.
QUOTE
ზოგან ყაურმის "მიწაში დამარხვით"

ჩობან-ყაურმა თუ ეს სხვა რამეა? rolleyes.gif rolleyes.gif
QUOTE
ზოგან კიდე წინასწარ , პირადად შენთვის გამოზრდილი- ბატის ხინკლის ამოხვევით!

გმადლობთ, გ,მადლობთ, მაგრამ მე ფარშის გამზადებაში თუ დაგეხმარებით, თორემ ამოხვევა არც მიცდია არასოდეს. biggrin.gif
თუმცა მთაში ხინკლის მოხვევაც კაცების საქმეა, როგორც, საერთოდ, ხორცეულის მომზადება - იქ ხომ ქალებს სახატეზე შესვლა ეკრძალებათ და ეს საქმეც ავტომატურად გადავიდა მამაკაცებზე.

Posted by: lavandula_vulgare 7 Jun 2011, 13:13
anamch
QUOTE
რაც შეეხება ყველის კეთების პროცესს

tavadze
QUOTE
მე სხვა რამე მაინტერესებს. ასე ვთქვათ, "ყველის დავარგების პროცესი"

ეს მეც მაინტერესებს: საერთოდ ეს დავარგება და ტექნოლოგია "ფირმის საიდუმლოა" თუ არსებობს რეცეპტების რაიმე კრებული?
* * *
anamch
QUOTE
ბატის ხინკლის ამოხვევით!

ვაიმე, ვინ აკეთებს ბატის ხინკალს? არ მიჭამია ბავშვობის მერე. ჩამრთეთ რამენაირად მაგ საქმეში smile.gif

Posted by: tavadze 7 Jun 2011, 13:42
lavandula_vulgare
QUOTE
საერთოდ ეს დავარგება და ტექნოლოგია "ფირმის საიდუმლოა"

არა მგონია. წერდნენ ადრე მაგაზე, მაგრამ არა სპეცრეპეტების სახით, უფრო - რჩევებად.
QUOTE
ვაიმე, ვინ აკეთებს ბატის ხინკალს? არ მიჭამია ბავშვობის მერე. ჩამრთეთ რამენაირად მაგ საქმეში

ჩემს ადგილს დაგითმობთ, ასე ძაან თუ გინდათ - მე მოხვევა მაინც არ ვიცი. biggrin.gif
ვეჭვობ, მესხეთში აპირებენ მაგას - რამდენადაც ვიცი, იქაა ხინკლის ეგ სახეობა გავრცელებული და საერთოდ, ბატის ხორციც. კერძებიც კი აქვთ იქ, მათ შორის - შებოლილი ბატისაც.

Posted by: lavandula_vulgare 7 Jun 2011, 14:44
tavadze
QUOTE
წერდნენ ადრე მაგაზე, მაგრამ არა სპეცრეპეტების სახით, უფრო - რჩევებად.
სად? ამ განყოფილებაში?

QUOTE
ჩემს ადგილს დაგითმობთ, ასე ძაან თუ გინდათ - მე მოხვევა მაინც არ ვიცი.
ბატის ხინკალს დიდი ესთეტიკა არ ჭირდება–ნაოჭებს არ უთვლიან wink.gif
QUOTE
ვეჭვობ, მესხეთში აპირებენ მაგას - რამდენადაც ვიცი, იქაა ხინკლის ეგ სახეობა გავრცელებული და საერთოდ, ბატის ხორციც. კერძებიც კი აქვთ იქ, მათ შორის - შებოლილი ბატისაც

დავაზუსტებ: უფრო ჯავახეთში, ვიდრე მესხეთში ზოგადად, ანუ სამცხეში ნაკლებად.

Posted by: tavadze 7 Jun 2011, 15:30
lavandula_vulgare
QUOTE
სად? ამ განყოფილებაში?

მგონი, კი. ყოველ შემთხვევაში, კულინარიაში წერდნენ ნამდვილად. biggrin.gif

Posted by: lavandula_vulgare 8 Jun 2011, 15:41
tavadze
კარგი, დიდი მადლობა.გადავხედავ თემას smile.gif

Posted by: anamch 13 Jun 2011, 11:55
მოკლედ გაცნობებთ , რომ პიავე(პარმაჯანო)ძალიან, ძალიან ყოჩაღად გრძნობს თავს ჩემს აივანზედ..

თან თემა ამოვწიე პახოდუ ..
ძალიან დაჩაგრულა!

Posted by: rommma 13 Jun 2011, 14:00
კვეთის დამზადება სახლის პირობებში შესაძლებელია?

Posted by: anamch 14 Jun 2011, 08:43
rommma
კი
და გაცილებით უკეთესი კვეთი კეთდება და , რაც მთავარია, ბიო პროდუქტი, ოღონდ ეგ საქმე ძალიან, ძალიან კარგად უნდა იცოდე..

Posted by: rommma 15 Jun 2011, 13:41
anamch
QUOTE
კი
და გაცილებით უკეთესი კვეთი კეთდება

ოღონდ კუჭის (ცხოველის) გარეშე? რეცეპტი გეთაყვა smile.gif

Posted by: miss_bubble 16 Jun 2011, 11:36
იქნებ დამეხმაროთ...მოკლედ მაინტერსებს რომელი ჰოლანდიური ყველი გაქვს ქართულ ყველს გემოთი ან ცხიმიანობით...დიეტა უნდა დავიწყო და ვერ ვიტან ჰოლანდიური ყველის გემოს,არადა უეჭველად ეგ ყველი უნდა ვჭამო...დახმარეთ რა...

Posted by: rommma 16 Jun 2011, 14:36
QUOTE
რომელი ჰოლანდიური ყველი გაქვს ქართულ ყველს გემოთი

მგონი არცერთი rolleyes.gif
QUOTE
ან ცხიმიანობით...

თუ ცხიმიანობით ან კალორიულობით ვიმსჯელებთ რა მნიშვნელობა აქვს იმერულ თუ ჰოლანდიურ ყველს მიირთმევ? rolleyes.gif

Posted by: mamalo2 16 Jun 2011, 15:34
მაღაზია ნუცუბიძეზე როდის იხსნებაააა?

Posted by: S_H_I_N_Y 16 Jun 2011, 17:54
QUOTE
მაღაზია ნუცუბიძეზე როდის იხსნებაააა?


მეც მაინტერესებს... ველოდები მოუთმენლად smile.gif

Posted by: anamch 21 Jun 2011, 10:47
მოკლედ
გავდივართ გენერალურ რეპეტიციებს მომხმარებელთან:

დაყარეთ ყველა, თქვენთვის სასურელი ყველის ჩამონათვალი- დღეიდან ყოველდღე,
მინდა მოვისმინო(ტუ ძალიან არ შეგაწუხებთ ) თქვენი მოთხოვნები (წინასწარი) და მერმეთ "ყველის კუთხე"(ასე დავარქვით)-ში რა მოთხოვნები გექნებათ

პლზზ
აბა არ დამზარდეტ და ჩამამიწერთ რომელი ქართული და უცხოური ყველეულობა გსურტ რომ იხილოთ და დააგემოვნოტ, მერმეტ მოჰხვიოტ ხელი და თან წაიღოთ?!

დარჩა 10 დღე wink.gif

Posted by: S_H_I_N_Y 21 Jun 2011, 11:58
anamch

მე ერთხელ მვახერხე რომ შემეძინა ქართული გაუდა, "ალპია" იყო მწაროებელი როგორც მახსოვს. დიდი სიამოვნებით ვიყიდი ხოლმე რეგულარულად smile.gif გექნებათ?
ასევე პარმეზანი და საერთოდ ყველი მიყვარს ყველანაირი. განსაკუთრებით მაგარი ... ეხ მომინდა biggrin.gif

Posted by: anamch 21 Jun 2011, 12:27
S_H_I_N_Y
გაუდა გვექნება იმავე ფერმერის რომელიც თქვენ გასინჯეტ 2 თაობის
1 წლის
ერტი თვის
ასევ გვექნება ჰოლანდიური გაუდებიცsmile.gif

ასევე პიავე (პარმაზანის ყველი)
ასევე გვექნება ქარტული წარმოების ცედარი და ფეტა- უცხოურებთან ერთად!

კიოდდდდდდდდდდდდდოო

კიდო რომელი ყველი გენდომებატ დასწერეთ ჰუზერნო!

Posted by: nanana 21 Jun 2011, 14:18
anamch
რაც გავსინჯე აბული პაპრიკით და დაობებული ნადუღები მომეწონა ძალიან. მაგათ ვიყიდდი რეგულარულად
ფასები როგორი იქნება?

Posted by: Maykuna 21 Jun 2011, 14:23
QUOTE
ფასები როგორი იქნება

+1

Posted by: lavandula_vulgare 21 Jun 2011, 17:25
თეთრი აბული და ლუდიანი აბული. იმედია ტენილი იმაზე უკეთესი იქნება, რაც გამოფენაზე გავსინჯე.

და ფასები?

Posted by: mamalo2 21 Jun 2011, 17:45
ნებისმიერი ყველს რაც გექნებათ სიამოვნებით შევიძენ და შევსანსლავ

Posted by: S_H_I_N_Y 21 Jun 2011, 19:23
anamch
QUOTE
გაუდა გვექნება იმავე ფერმერის რომელიც თქვენ გასინჯეტ 2 თაობის 1 წლის ერტი თვის ასევ გვექნება ჰოლანდიური გაუდებიცsmile.gif

ასევე პიავე (პარმაზანის ყველი) ასევე გვექნება ქარტული წარმოების ცედარი და ფეტა- უცხოურებთან ერთად!


იიფ იიფ smile.gif

QUOTE
ნებისმიერი ყველს რაც გექნებათ სიამოვნებით შევიძენ და შევსანსლავ


+1 yes.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Jun 2011, 23:25
nanana
QUOTE
აბული

ფოკას მონასტრის ყველია და მაღაზიაში იქნება? მე მაგათი პირამიდა მომეწონა, ასევე დამარინადებული ყველიც ძალიან კარგი იყო.



Posted by: anamch 22 Jun 2011, 13:32
WOMAN IN LOVE
QUOTE
ფოკას მონასტრის ყველია და მაღაზიაში იქნება?

არა ფოკას მონასტრი ყველზე მოლაპარაკება არ გამართულა, ..
იქვე ფოკასტან აკეთებენ,
რამადენადაც ვიცი მაღაზიას...
იმედია, როცა წარმოება გაეზრდებათ.. თბილისშიც ჩამოიტანენ!

Posted by: MANASE 22 Jun 2011, 15:06
ეს რა უბედურებაა, ტროტილს ურევენ?
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/172548-sofel-kurdghelaurshi-yvelis-satsarmoshi-afethqeba-mokhda.html

Posted by: anamch 24 Jun 2011, 23:39
ყველის თემას ვწევ ზემოთ
დღეს ჩოჩოს ყველი ჩამევიდა მპუააა

და რაჭამ დაასრულა თავსი სოკოს კვეთის ყველზე მუშაობა დ ა სასტაული გემევიდა , სასტაული!

Posted by: S_H_I_N_Y 2 Jul 2011, 10:47
anamch
მაღაზია გაიხსნა? თუ ჯერ არა გვითხარით როცა გაიხსნება smile.gif

Posted by: cheese1 2 Jul 2011, 17:20
http://www.radikal.ru

Posted by: anamch 2 Jul 2011, 22:42
cheese1
ქართულ ყველს გავს ყველა...
თხის ყველია ფოთოლში გახვეული?

Posted by: anamch 6 Jul 2011, 09:15
ძვირფასოო ყველისტებოოო
და აიდადგა დღეი ყველის მაღაზია კლუბის ხილვისა და ყველეულობის დაგემოვნებისააა.. ორსშაფფფფიდამ ნუცუბიძის 177 ნომერი , სახლი გელოდებატ....

მოით და ისიამეთ!

Posted by: tavadze 6 Jul 2011, 10:01
anamch
QUOTE
და აიდადგა დღეი ყველის მაღაზია კლუბის ხილვისა და ყველეულობის დაგემოვნებისააა.. ორსშაფფფფიდამ ნუცუბიძის 177 ნომერი , სახლი გელოდებატ....

მოით და ისიამეთ!

კარგი ამბავია ფრიად! up.gif

Posted by: MANASE 7 Jul 2011, 22:40
anamch
QUOTE
რაჭამ დაასრულა თავსი სოკოს კვეთის ყველზე მუშაობა დ ა სასტაული გემევიდა , სასტაული!

რა ვიკისრო ერთი-ორი ნამცეცისთვის?

Posted by: ninavia 8 Jul 2011, 14:13
MANASE - ჭადი, კეცზე გამომცხვარი
biggrin.gif

Posted by: Bella Moretta9 10 Jul 2011, 13:26
anamch


11 ივლისიდან ხოო? გარედან შევათვალიერე მაღაზია, წარმატებებიიი, აუცილებლად მოვალ ორშაბათს!!!

Posted by: Camel 10 Jul 2011, 13:32
მაღაზია ვნახე გარედან და მომეწონა.

გუდის ყველის ნაირსახეობები მაინტერესებს რეები იქნება..

Posted by: gabarzgaleba 11 Jul 2011, 11:51
anamch
QUOTE
ძვირფასოო ყველისტებოოო და აიდადგა დღეი ყველის მაღაზია კლუბის ხილვისა და ყველეულობის დაგემოვნებისააა.. ორსშაფფფფიდამ ნუცუბიძის 177 ნომერი , სახლი გელოდებატ....

მოით და ისიამეთ!


ეგ რომელი ადგილია? რასთან ახლოსაა 177? biggrin.gif

Posted by: Camel 12 Jul 2011, 22:48
gabarzgaleba
QUOTE
ეგ რომელი ადგილია? რასთან ახლოსაა 177?



50 მეტრი მინამ სანამ მეორე პლატოს ასახვევთან მიხვალ ( ასახვევის მხარეს) მაღაზია PAY LESS -ის ზუსდტად გვერდით.

Posted by: anamch 14 Jul 2011, 10:17
QUOTE
50 მეტრი მინამ სანამ მეორე პლატოს ასახვევთან მიხვალ ( ასახვევის მხარეს) მაღაზია PAY LESS -ის ზუსდტად გვერდით.

კი ეგაა
კარები ღიაა
ვერ ვასრულებტ პროცესებს
ატასი ნიუანსია კიდევ საჭირო..
ვიღებ შემოწირულოებებს

დამტვრეულ დოქებსაც კი
საშინლად მჭირდება სივრცის დატბობაა,მიშველეთ პლზზ

გადგდებული ძველი სკივრი
ან ტუცმომტვრეული ქოთანი(ღამიას არა კაცოო - ლობიოსო მაგალითად) ან
სამფეხა სკამი ან რა ვიცი რაც
დაატბობს სივრცეს , რამე ნივთი მოძველებული თუ გემეტებათ,
მომაშვლეთ რა პლზზ

სამაგიოროდ ყველებმა დაიწყეს მომწიფება ხალამებში და თაროებზეე..

უსუნო გუდის ყველს გააგსინჯებთ..
ძლივს,
ძლივს დ აიწყეს არააყროლებული გუდის კეთება, როგორც იქნა!

Posted by: WOMAN IN LOVE 15 Jul 2011, 17:02
anamch
კიდევ ვერ დალაგდით? smile.gif

Posted by: auau 16 Jul 2011, 23:50
anamch
სულმოუთქმელად ველოდები გახსნას!

კულინარიელებო დხა არაკულინარიელებო!
დაირაზმეთ, ვისაც ყველი გიყვართ, წამოდით, ასეთ რამეს საქართველოში ვერ ნახავთ!
არ ვაჭარბებ, ნამდვილად ასეა!

ანა, შენ და მანანა გმირები ხართ!
* * *
gabarzgaleba
QUOTE
ეგ რომელი ადგილია? რასთან ახლოსაა 177?

კორპუსია,
წადი, წადი, არ ინანებ, უმაღლეს დონეზე გააკეთეს და უმაგრესი ყველი აქვთ

Posted by: anamch 17 Jul 2011, 02:00
auau
WOMAN IN LOVE
სამშაბათს 1 საათისთვის , განიხვნება კარნი სამოთხისანი...
კიდევ უფრო გავალამაზეთ
ძალიან საინტერესო გამოვიდა
დღეს ე,წ ცნობილები მოვიდნენ და სრულიად პირდაღებულები დარჩნენ....
ერთი კაცი იყო ძალიან მაგარი-
რა გინდატ რატომ არ იხსნებით
ინსულტი მირტყამს, ხალხი არ ხ არტ დავიხრჩვი ამ ყველების ყურებითოო..

კვირა ორშაბთი კონსულტანტების ტრენინგი დამტავრდება და მორჩა
სამშაბათი 13 00 საატი , ნებსიმიერ შემთხევვაში კარები მომხმარებლისთვის გაიღება...

ველოდები შენისვნებს, მოსაზრებებს და მოთხოვნებს!


Posted by: (c)TG 18 Jul 2011, 10:58
მისამართი კარგად ამიხსენით რა, მე love.gif ალპია


საღამოს რომელ საათამდეა ღია მაღაზია?

Posted by: auau 20 Jul 2011, 10:49
მოკლედ, გუშინ თხის ყველი ვიყიდეთ და აღფრთოვანებული ვართ.
დიზაინიდან დაწყებული ყველის არჩევანით და მომსახურების დონით - "ყველის კუთხე" არა მარტო აღმოჩენაა, არამედ სიამაყეც. ყველის მოყვარულებო, ჩვენთვის "გაისროლა ავრორამ"!
anamch
გილოცავ და გისურვებ კიდევ ბევრი პირდაფცენილი დაგეტოვებინოთ. მაგრად ვისიამოვნეთ.
ხვალ დილით უკვე მესხეთში დავუბერავთ და საკუთარი თვალით ვნახავ "ხიზაბავრული ბატისტასა" და ჩემი უსაყვარლესი - ტენილის წარმოებას. იმედია, შევხვდებით wink.gif

Posted by: likaberaia 23 Jul 2011, 09:00
გილოცაააააააავთ,მართლაც რომ არაჩვეულებრივი მაღაზია გაქვთ.წარმატებები და ბევრი კლიენტები

Posted by: emzarij 23 Jul 2011, 16:20
მოგესალმებით ყველის მოყვარულებო! გაცნობებთ, რომ მესხეთში, კერძოდ ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში ფუნქციონირება დაიწყო ასოციაცია "მზიანეთმა", რომლის ერთ-ერთი ამოცანაა დავიწყებას მიცემული ძველი ქართული ტრადიციული კულინარული ნაწარმის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა და ტრადიციული მეთოდებით წარმოება. ერთ-ერთი უცხოური ფონდის დახმარებით უკვე დავამთავრეთ "ტენილი" ყველის საწარმოო შენობის მშენებლობა, აღვჭურვეთ ინვენტარით და დავამზადეთ პირველი საცდელი პარტია, რომელიც ამჟამად დამწიფების პროცესს გადის. ძალიან "მაგარი" ყველი გამოვიდა. ასოციაცია "მზიანეთის" ტენილი ყველის საწარმო უახლოეს დღეებში დაიწყებს ფუნქციონირებას. საწარმოს გააჩნია საპრეზენტაციო დარბაზი, ძველი მესხური ოდა თავისი ყველა აქსესუარით. "მზიანეთის" წევრებს გვსურს ვითანამშრომლოთ და კონტაქტები დავამყაროთ ყველასთან ვისაც ამის სურვილი ექნება.

Posted by: anamch 24 Jul 2011, 08:09
emzarij
სუპერ ინფოაა.. პირდაპირ გავდივართ თქვნეთან ხაზზეე.. ჩემი ოცნების ნაწილი - ყველა ყველი, რომელიც აქამდე საოჯახო ყველად ითვლებოდა, გამოუჩნდეს პატრონიი, ტენილი ჩემი უსაყვარლესი ყველია....

ყველაფერი გაკეთდა ამ ყველის გასაპოპულარულებლად.. მეგობრებო, თქვენ მომზადებული ბაზარი გხვდებათ.. მ -ჯგუფის რესტორნების მომხმარებლები ძალიან კარგად იცნობენ ამ ყველას, ახლა ვაჩვევთ "ჩიის ქორენრის" მომხამრებელს..

პლზზ მომწერეტ თქვენი საკონტაკქო ინფორმაცია პმ ში...
მზად ვართ თანამშრომლობისათვის...

ჩვენი სამი დღის წინ გახსნილი "ყველის კუთხის" ახლაი მარგალიტია- "ჰამოს" ყველი- "სქიბუ"...
(მეგრულად- დოლაბის ქვა)
ყველა საქვს დოლაბის ფორმა(შუაგული წრეზე ა ამოჭრილი ლამაზად) დ ა გებჟალიას პრინციპით,(გებჟალიასი ნედლი პიტნაა ა ქ პირიქით) ხმელი პინტით დამუშავებელიო რძიანი სულგუნის ბაზააა- უგემრიელესი და ულამაზესი ყველიაა..

სიახლეები იქნება ყოველდღე..
თხის ყველი ისეთი პოპულარულია,
დილას მოსული მოხმარებელი, საღამოს ისევ მოდის თხის ყველის საყიდლად...

Posted by: Mako Subladze 24 Jul 2011, 08:31
anamch
QUOTE
დოლაბის ფორმა

დოლაბის ფორმის შებოლილ სულგუნს თხილის თეთრ ჯოხზე (უფრო კეტზე) აცმულს ჩემი მეგრელი მეზობელი გამოიტანდა ხოლმე აივანზე.
კარგი რამ იყო.

Posted by: anamch 24 Jul 2011, 10:11
QUOTE
დოლაბის ფორმის შებოლილ სულგუნს თხილის თეთრ ჯოხზე (უფრო კეტზე) აცმულს ჩემი მეგრელი მეზობელი გამოიტანდა ხოლმე აივანზე. კარგი რამ იყო.

Mako Subladze
ვიზამთ , მაგასაც შევბოლვატ ამ მარგალიტს, ოუუუცილებლადდდ.

და ისა კიდოო
ლაგუჯის- მეგრულ გუდის ყველს, შევუბოლეტ გევრდები და იმფერიაააა- ვერ გადარჩები!

ერტი კვირაც დ ა საწარმოც გაიმართეება , ყველებზე დაკვირვებისთვის.. თავისი სუპერ -მუპერ ლაქტოსკანებით და ცუმპარა ცუმპებით.. მერე ნახე ფანტაზიების ამუშავება!

Posted by: emzarij 24 Jul 2011, 12:06
QUOTE
სუპერ ინფოაა.. პირდაპირ გავდივართ თქვნეთან ხაზზეე.. ჩემი ოცნების ნაწილი - ყველა ყველი, რომელიც აქამდე საოჯახო ყველად ითვლებოდა, გამოუჩნდეს პატრონიი, ტენილი ჩემი უსაყვარლესი ყველია....


QUOTE
ყველაფერი გაკეთდა ამ ყველის გასაპოპულარულებლად..


სრულიად გეთანხმები! "ტენილი ყველის" წარმოების შესახებ ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ საიტზე და ყველის ფესტივალებზე მისმა პოპულარიზაციამ. ამის გამო ასოციაცია "მზიანეთის" ყველა წევრი პირადად თქვენ და თქვენს გუნდს დიდ მადლობას მოგახსენებთ.
საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა და დიდი შრომა გავწიეთ "ტენილი ყველის" დამზადების ძველი ტრადიციული მეთოდების და შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანების მოსაძებნად. უკვე შემუშავებული გვაქვს "ტენილის" დამზადების რამდენიმე ძველი ტრადიციული მეთოდი. პირველი საცდელი პროდუქცია მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა. მიუხედავად იმისა რომ დამზადების პროცესი შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს, ჩვენ ძალიან გვიხარია, რადგან ქართული ტრადიციული კვების პროდუქტის ამ სახეობამ კვლავ სიცოცხლე შეიძინა და ცნობილი გახდება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ მიზნით ვცდილობთ კონტაქტების დამყარებას ტურისტულ წარმომადგენლობებთან უცხოელების მოზიდვის მიზნით.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, რამდენიმე დღეში გეწვევით "ყველის კუთხეში" და დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ბევრს სასიკეთო შედეგს მოგვცემს.

Posted by: anamch 24 Jul 2011, 18:31
QUOTE
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, რამდენიმე დღეში გეწვევით "ყველის კუთხეში" და დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ბევრს სასიკეთო შედეგს მოგვცემს.

მოუითმენლად გელოდებით...
ეს მართლა ჩემი ძალიან, ძალიან საყვარელი ყველია, მის შეფუთვაზეც ბევრი მაქვს ნამუშევარი..
ახლა ქოთანში გვიდევს და ისე ვაწვდით მომხამრებელს, მაგრამ მოვლა ჭირდება ჩაბრუნება თავის ძირითად ჭურჭელში,
ცხიმი რომ არ შეაშრეს , არ გამოშრეს ძაფები.. ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი ყველია, კარგად მოვლის პირობებში..

იქნებ მწვანე ობიან ჩეჩილსაც მიხედოტ რა ა?
ეს დასკრგი ყველი არაა.. მისი შენახვის უნიკალური (ჩემთვის) ტექნოლოგია მაქვს მოფირქებული და გამოცდილიც, შეფუთვა დოზაინიცც..

მოგეხსენებათ მე მწარმოებელი არ ვარ... მესხურ-ჯავახურ ყველები , ცალკე სამყაროა დ ა სერიოზული პატრონი ჭირდება , აუცილებლად გვეწვიეტ , ჩვენც გინახულებთ...
აგვისტოს შუა რიცხვებში რაღაცას ვგეგმავთ ისევ ფესტივალის ტიპს , ოღონდ შეფუთვა დიზაინის კუთხით და დაგიკავშირდებით..
მომწერეთ თქვენი კოორდინატები პმ-თი. ზევითაც გთხოვეთ!

Posted by: likali-kila 25 Jul 2011, 16:27
გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
რამდენი ხანია ფორუმის ხშირი სტუმარი ვარ და დრემდე არ დავრეგისტრირებულვარ.დიდი გულისყურით ვადევნებ თვალს ყოველ სიახლეს.ახლა კი რამ გადამაწყვეტინა დარეგისტრირება...
აქ დაწერილი სიახლეების შემდეგ ვიკმარე ნერწყვების ყლაპვა და გადავწყვიტე ვწვეოდი "ყველის კუთხეს",ნანახმა და გასინჯულმა მოლოდინს გ ა დ ა ა ჭ ა რ ბ ა...ეს რა საოცრებათა ქვეყანაში მოვხვდი,არც კი ვიცოდი ქართველებს ამდენი რამ თუ შეგვეძლო...აი გავაგიჟოთ უცხოელები...
ალბათ ჩემი კილოგრამები შორს წავლენ...მაგრამ რა ვქნა...ასეთ ყველს გვერდს ვერ ავუვლი და ალბათ თქვენი მაღაზიის ხშირი სტუმარი გავხდები...ქმარმა თუ არ გამხიზნა თქვენგან შორს biggrin.gif lol.gif

Posted by: anamch 26 Jul 2011, 15:47
likali-kila
ნეტა შენ რომელი ხარ?
უკვე მყავს ორი ძალიან ლამაზი წყვილი.... ერთი წითელთმიანი ახლაგაზრდა ქალბატონი და მისი მეუღლე და წყვილი სამი თვის ბავშთან ერთად ამ წყვილს ვიცნობ.. ამ წითელტმიან ქალბატონს არაა..

ძალიან მომწონს ორივე წყვილი და მათი დამოკიდებულება ყველისადმი..
მე ვიყავი მაღაზიაში როცა მოხვედით?

http://4p.com.ge/yvelis-kutxe/ ფბ-ზე სურათები

Posted by: Johnnie Walker 27 Jul 2011, 14:57
ამასწინად გავსინჯე ნაღდი ფრანგული კაკამბერი....

უნდა გითხრათ, რომ სასწაულია smile.gif

Posted by: Janiashvili 27 Jul 2011, 17:35
ქართული ყველის ნაირსახეობებს ხომ ვერ ჩამომითვლით?
როგორც ვიცი საქართველოს 500 სახეობის ყველი აქვს ისტორიულადო

Posted by: pteranouka 27 Jul 2011, 20:26
Janiashvili
QUOTE
როგორც ვიცი საქართველოს 500 სახეობის ყველი აქვს ისტორიულადო


500 ვაზი ვიცი მე smile.gif


anamch
ძალიან მცხელა და სახლიდან ვერ გავდივარ, 4 აგვისტოდან გვპირდებიან აგრილებას და აუცილებლად გესტუმრებით smile.gif

Posted by: Janiashvili 27 Jul 2011, 20:35
pteranouka
ა, მაშინ 200-მდე სახეობა

რაღაც ეგრეა, რამოდენიმე ასეულია როგორც მახსოვს

Posted by: pteranouka 27 Jul 2011, 22:37
Janiashvili
QUOTE
ა, მაშინ 200-მდე სახეობა

ალბათ ეგრეა, რადგან ფრანგები 300-ს ამბობენ და ამ საკითხში ფრანგებს აშკარად ვერ ვჯობნით smile.gif

Posted by: anamch 28 Jul 2011, 06:55
მე ახლა რომ ვთქავ 700-საც ამბობენ და რომ მიყვე თავის ნადუღებიან ხაწოებია ხაწოყველებიანად, სეიზლებ გადასცდე კიდეც...

რაც ამ პროექტზე ვმუშაობ, მივხვდი რამ შეადგინა ფრანგების 3000 ზოგადად და 250 დარეგისტრირებული ყველი...ყველა ყველის ბაზა არის - დელამო.. კვეტით მიღებული მასა... ამის მერე, ყველაფერი ფერენტებზე, დანამატაბზე, ტემპერტურაზე, ზელვის ხანგრძლივობაზე და ფანტაზიებზეა(გემოს მიღების) დამოკიდებული...

ყველი" სქიბუ" რომელიც სულ ახლახაან ამოვიდა მთხრობელისგან, არის ტიპური სულგუნის ბაზა, მაგრამ ზავდება პიტნით(როგორც გებჟალიის მას) ფორმა აქვს განსხვავებული, დოლაბის ქვას გავს, ამიტომაც ეძახიან სქიბუს..

რა ყველი ახლა ეს -სულგუნი?
კი
მაგრამ გადის ნაირსახეობაში...
"ლაგუჯი'-მეგრელი მწყემსების პურზე წასასმელი , მოწითალო შეფერილობის ხაჭო ყველი, რომელიც გროვდება გუდაში
არის თუ არა ყველის კატეგორია-რასაკვირველია არის-
სხვა მასაა, არატიპური, სხვა შემადგენლობაა და გემო...
იგივე მასა, იბოლება და იღებს სულ სხვა გემოსა და ფერს ვიდრე მისი საბზიზო მასა.. იმას რა უნდა ერქვას ან რა კატეგორიაში უნდა გაიყვანოო

მოკლედ
ასე , ჩემო კარგებო
ფრანგებმა იმუშავეს
იტალიელებმაც-
ჩვენც მოგვიწევს მუშაობა..

ახალა თბილისში გავაკეთეთ მინი ლაბორატორია - საწარმო სადაც გემოზე, ფერზე, ფერემნტებზე და დიზაინზე ვიწყებთ მუშაობას...

ჰაზრებს და რჩეევბს მივიღებ ტ smile.gif

Posted by: pteranouka 28 Jul 2011, 09:47
anamch

მაგრები ხართ smile.gif


Posted by: anamch 28 Jul 2011, 10:48
pteranouka
QUOTE
მაგრები ხართ

რავა ვთქვა და ვიცი(თ) tongue.gif

Posted by: gabarzgaleba 30 Jul 2011, 03:15
დღეს ჩამოვედი ხულოდან. ოთხიოდ გუნდა ყურუთი წამოვაყოლე ხელს smile.gif გამოვიარე ფიაში, ასპინძაში და ქათქათა ახალი ყველი და ჩეჩილიც შევმატე.

Posted by: anamch 30 Jul 2011, 08:55
QUOTE
ოთხიოდ გუნდა ყურუთი

გიქეიფია და ეგააა....
QUOTE
ქათქათა ახალი ყველი და ჩეჩილიც შევმატე.

და ჩააჩაროზებ კიდევაცააა..

თუ შეგხვდა სადმე ცხვრის ყველი, იმერული ტექნოლოგიით მომზადებული?
ახლახანს გამასინჯეს და არ ვიცი რა მოვუხერხო, ისეტი საინტერესო და უცნაურია... რბილია , რბილი.. და გუდააააა, ამ დროს!

Posted by: auau 30 Jul 2011, 09:23
emzarij
მოგესალმებით და მიხარია თქვენი წამოწყება!
* * *
gabarzgaleba

მოკლედ, ერთი მარშრუტით გვივლია. გოდერძის უღელტეხილზე ერთი ბაბუასგან ავიღეთ ყურუთი და ჩეჩილი. კაიმაღი და "ბატისტა"(პარმაზანის მსგავსი, ოღონდ ქართული ვარიანტი და ფანტასტიური) ვაიოს ველიდან გამოგვატანეს. ადიგენიდან და მთიამი აჭარიდან კი წამოვიღეთ უუუუუუუუუდიდესი შთაბეჭდილება და სიამოვნება. შენ კი აღარ გვკადრულობ, თორემ შეგხვდებოდა ნაღებში ჩაშუშული ბატკანი...სხვაზე რომ არ ვთქვა...

Posted by: anamch 30 Jul 2011, 10:05
QUOTE
თორემ შეგხვდებოდა ნაღებში ჩაშუშული ბატკანი...სხვაზე რომ არ ვთქვა...

ეხხ. მარტო მაგას არ შეხვდაა, რო?
მნიამ!

Posted by: pteranouka 31 Jul 2011, 14:21
anamch


გოგონებო, ახლა პირველ არხზე რომ გადაცემაა, თქვენ ხართ არა? smile.gif

Posted by: miau 31 Jul 2011, 18:52
pteranouka
QUOTE
გოგონებო, ახლა პირველ არხზე რომ გადაცემაა, თქვენ ხართ არა?


ეგენი იყვნენ, ეგენი smile.gif


anamch

ვეღარ დავადგი საშველი, გესტუმროთ მაღაზიაში. smile.gif კარგი ხმები მომდის და უფრო მეტი კიდევ კმაყოფილებით სავსე კომენტარები, ვინც ყველის მაღაზია ინახულა. smile.gif

Posted by: anamch 31 Jul 2011, 21:43
QUOTE
კარგი ხმები მომდის და უფრო მეტი კიდევ კმაყოფილებით სავსე კომენტარები, ვინც ყველის მაღაზია ინახულა. smile.gif

miau
დღEს გვქონდა დიდი სტუმრობია... და სრულიად შოკირებულები გავუშვი- "მომხმარებელი"...
სადეგუსტაციო მაგიდას ვაკეთებ ტ დღეში რამდენჯერმე და ღვინით და ცუკატებიტ ვუმასპინძლდებით!

Posted by: DON PEDRO SANGRE 1 Aug 2011, 17:30
გასულ კვირაში ვიყავი ყველის კუთზეში.
ლაგუჯი და სქიბუ ვიყიდე და ორივე ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ლაგუჯი. როგორც მივხვდი წიწაკა აქვს შერეული.
თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ ძვირია.

Posted by: anamch 1 Aug 2011, 18:47
DON PEDRO SANGRE
QUOTE
თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ ძვირია.

მაგ ყველის მისარებად, წელიწადი ვღვრიდით ტონობიტ რძეს, აი ხომ არაფერი , ხომ გგონია რომ თხელი ყველია(ხაჭოსებრი)
საკამოდ რტული მისაღებია

ახალ მუშავდება მისი შებოლილი ვარიანტი,
და შეიძლება თხელს უშველოს , ანუ წაეშველოს ფასში...

Posted by: rtuli 1 Aug 2011, 19:08
anamch
QUOTE
მაგ ყველის მისარებად, წელიწადი ვღვრიდით ტონობიტ რძეს, აი ხომ არაფერი , ხომ გგონია რომ თხელი ყველია(ხაჭოსებრი)
საკამოდ რტული მისაღებია

smile.gif
ყველას უნდა ხარისხიანი+გემრიელი და რის ფასად ჯდება არიციან...უხსენი ეხლა რა პროცედურას გადის ყველა ყველის ნაირსახეობა და რატომ ჯდება ძვირი smile.gif


დაილოცოს 3 ლარიანი ,დაუბანელ ცურებიან ძროხისგან მოწველილი რძისგან მომზადებული,მერე ცხიმ მოცლილი,მერე აქოთებულ ვედროში ჩადებული ყველი!!! სამაგიეროდ ყველი ქვია და იაფია biggrin.gif

Posted by: anamch 1 Aug 2011, 19:29
rtuli
QUOTE
დაილოცოს 3 ლარიანი ,დაუბანელ ცურებიან ძროხისგან მოწველილი რძისგან მომზადებული,მერე ცხიმ მოცლილი,მერე აქოთებულ ვედროში ჩადებული ყველი!!! სამაგიეროდ ყველი ქვია და იაფია

საიდან იცია ამდენი ქაბატოჯან
მაგან არ მომკლა და გამანადგურააა..

++++++++++++++++++++++++++++++++++++

მაგალითისთვის თხის ყველი უცხოური-46 ლარი
ქართული-26
პარმაზანი -58 ლარი
ქარტული პარმაზანის ტიპის- 21
ჩედარის ტიპის ქარტული ყველის ფასი 6 ლარიდან 15 ლარამდე მერეყეობს

რიკოტა 70 ლარი ღირს კილოგრამი და მაგარი უნამუსობა იქნება 1,5 ლარად...(იყო ასეტი ფანტასამგორიული პრეტენზიაც) ქართული რიკოტასებრი ყველის გაყიდვა..

არაფერს ვამნბიბ ყველა წესის და პროცედურის დაცვით ყველის მიღება რა ძვირი ჯდება...

ლაბორატორია
შემოწმება
ხარისხის მიღწევა
გემოს მიღება..

მოკლედ
ვწუხვარ , მაგრამ იაფ ყველზე ვერ ვიმუშავებთ

თან იმდენია ირგვლივ იაფი ყველი, იმდენი.....

Posted by: rtuli 1 Aug 2011, 20:52
anamch
QUOTE
საიდან იცია ამდენი ქაბატოჯან

არ ვარ ასფალტზე გაზრდილი smile.gif

ბაზარში ყველს როცა ვუყურებ, უკვე ვიცი რომელი მოხდილია და რომელი აფერისტულად მომზადებული სულგუნია biggrin.gif

ყველაზე სასაცილო კი ისარის როცა შვილებს იფიცებენ და გიმტკიცებენ რომ ნამუსიანად დამზადებულია,როცა არც იციან ვისგან აიღეს ტავარი გასაყიდათ biggrin.gif


ძალიან კარგ საქმეს მოკიდეთ ხელი! წარმატებას გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 1 Aug 2011, 21:16
QUOTE (anamch @ 1 Aug 2011, 18:47 )
DON PEDRO SANGRE
QUOTE
თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ ძვირია.

მაგ ყველის მისარებად, წელიწადი ვღვრიდით ტონობიტ რძეს, აი ხომ არაფერი , ხომ გგონია რომ თხელი ყველია(ხაჭოსებრი)
საკამოდ რტული მისაღებია

ახალ მუშავდება მისი შებოლილი ვარიანტი,
და შეიძლება თხელს უშველოს , ანუ წაეშველოს ფასში...

მე უბრალო მომხმარებლის კუთხიდან ვუდგები, ამიტომ არ ვიცი რამდენი ტონა რძე დაიღვარა და სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს. მე ის უფრო მაინტერესებს რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ჩემთვის ესა თუ ის პროდუქტი.
ჰოდა ჩემთვის ძვირია და ეგ დავწერე ზუსტად, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ გარკვეულწილად ექსკლუზიური ყველები გაქვთ მომხმარებელიც გეყოლებათ.
წარმატებას გისურვებთ.

Posted by: ayeti 2 Aug 2011, 05:38
გუშინ ვესტუმრე მაღაზიას, უპირველესად მინდა ავღნიშნო ანამმჩის და ჩივავას თვალწარმტაცი სილამაზე, მეორე გულისხმიერება. ძალიან, ძალიან მომეწონა ყველი, ოჯახიც აღრფთოვანებულია. ფასებზე რა გითხრათ,არ არის ძვირი. იქ სადაც ადრე ვყიდულობდი ყველს ფასები პრაქტიკულად იგივეა("ტრდიციულ" ასორტიმენტზე), ხარისხი კი გაცილებით დაბალი.
გოგონებო, გუშინ ნაყიდი ყველი უკვე გაგვითავდა, მოვდივარ ახალი გემრიელობების შესაძენად.

Posted by: anamch 2 Aug 2011, 08:26
DON PEDRO SANGRE
QUOTE
თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ ძვირია.

ayeti
QUOTE
ფასებზე რა გითხრათ,არ არის ძვირი


ახლა მე რა ვქან

გული დამეწვა დონ პედროს რომ ეძვირაააა..

ვაპირებტ მუდმივი მომხმარებლებისთვის % ბარატის შემოღებასს....
საჩუქრების აქციასს..

საშინლად მეჩხუბებეიან პარტნიორები,
კონცეფცია ხომ დადე დ აააოოოო

ახლა ჩვენ მოგვეცი საშუალება ეს შენი კონცეფცია ბიზნესად ვაქციოთოო..
აბა, მე რომ მიმიშვან ერთ დღეში გავკოტრებ საწყლებს...

ყველაფერი , სულ სულ ყველაფერი ამ პროექტში ჩავდე სულიც, გულიც და ბოლო ცენტიც...

არ გამოვა ჩემგან ბიზნეს ვუმენიიი....

ხოდა რა ვქან ვაცალო უნდა ხალხს, ვინც ბიზნეს ენაზე ბააასობს , მე მივხედავ ჩემს ექსპედიციებს რომ დახლი იყოს მუდმივად "ფრეშშ" და საოცარი აღმოჩენებით სავსეე

!ayeti
დღეეს 11 საატზე იტალიელი ყველის ტექნოლოგი - დონ ბატისტაა, მეყოლება მაღაზიაში სტუმრად, ფერმერებთან ერთადდ. მოდი (თ) აუცილებლად ....

Posted by: ayeti 2 Aug 2011, 13:40
სამსახურში შესვენებაზე თქვენი ყველის "პრეზენტაცია" ჩავატარე bis.gif. უდიდესი მოწონება დაიმსახურა ბიჭებში პარმეზანმა და თხის ყველმა, გოგონებში სულგუნმა თაფლში და ჭაჭაში, ყველას მოგვეწონა სულგუნი ღვინოში. მოკლედ ყველა დაინტერესდა და მაღაზიის ადგილმდებარეობა გამომკითხა. ალბათ მალე გეწვევიან

Posted by: დიაბლო 2 Aug 2011, 13:56
ყველი მიყვარს მე იმერული tongue.gif საზამთროსთან და პურთან. სხვა ყველს ვერ ვუმუგამებ. ზოგი ძალიან მარილიანია და ზოგი კარაქივითაა sleep.gif


.გმადლობთ...

Posted by: ayeti 2 Aug 2011, 13:58
[ დიაბლო
quote]ყველი მიყვარს მე იმერულისაზამთროსთან და პურთან. სხვა ყველს ვერ ვუმუგამებ. ზოგი ძალიან მარილიანია და ზოგი კარაქივითაა [/quote]
გემოვნებაზე არ დაობენ wink.gif მე ყურძენთან მირჩევნია gigi.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 2 Aug 2011, 14:47
QUOTE (დიაბლო @ 2 Aug 2011, 13:56 )
ყველი მიყვარს მე იმერული tongue.gif საზამთროსთან და პურთან. სხვა ყველს ვერ ვუმუგამებ. ზოგი ძალიან მარილიანია და ზოგი კარაქივითაა sleep.gif


.გმადლობთ...

მე კიდევ იმერულ ყველს საერთოდ ვერ ვჭამ. კბილებში რომ ჭრაჭუნობს ნერვები მეშლება biggrin.gif

Posted by: anamch 4 Aug 2011, 07:53
ვის როგორი ყველი უყვარს, პირდაპირ პირის გემოს ამბავია...
მე მიყვარს ყველანაირ ყველი.. აი სულ სულ ყველანაირი....

ადამიანებივითაა რაა..
გამორჩეულად გიყვარს -ცხადია დედა

და ჩემი დედა- სულგუნია.... wink.gif

პროექტი განვითარებს ახლა საფეხურზეა-
ნელ ნელა მივიწევტ წინ..

ეს მაღაზია უფრო- შოუ რუმია , ერთად თავმოყრილი პროექტის პირველი შედეგები

ვნახოთ- რას გვიქადის ქართული ყველის ხვალინდელი დღე..

აღმოჩნდა რომ იტალიელ მეყველს სულაც არ მოსწონს ქარტული ყველუული(არ მოსწონდა უფრო სწორედ)

საღამოს ვიბაასეთ დ ა გამომიტყდა ,, წლებია დავდივარ და პირველად ვანხე და გავიგე სულგუნის , გუდას და იმერულსი გარდა კიდევ რამდენი რამე გქონიატოო..

კი გამომივა წატრაბახება მარა ვიტყვი ჰა ჯანი გავრდეს- თქვენი ძეგლი, შეკევთილია თუ უკვე დგას სადმეო! lol.gif lol.gif

Posted by: tos-ka 4 Aug 2011, 15:47
QUOTE
აღმოჩნდა რომ იტალიელ მეყველს სულაც არ მოსწონს ქარტული ყველუული(არ მოსწონდა უფრო სწორედ)

საღამოს ვიბაასეთ დ ა გამომიტყდა ,, წლებია დავდივარ და პირველად ვანხე და გავიგე სულგუნის , გუდას და იმერულსი გარდა კიდევ რამდენი რამე გქონიატოო..


smile.gif))) მაგას ისე დაემართა "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო" smile.gif
კიდევ კარგი, თავიდანვე "გამოტყდა" - რძე გაქვთ ფანტასტიურიო . . .

ჩემები "სქიბუსა" და თაფლში დავარგებულ ყველზე გადაირივნენ . . . სახლში წასაღებად მინდოდა ვითომ და "ვაა, რა მაგარია"-ს ძახილში შემოეჭამათ smile.gif
ისა და . . . ჭაჭაში დავარგებული ყველი რომ იქნება, გაგვაგებინებთ?

Posted by: gabarzgaleba 4 Aug 2011, 18:19
anamch

ვიყავი გუშინწინ. ძალიან კარგი მაღაზიაა, ძალიან შტამბეჭდავი. ყველაფერი რიგზეა, დიზაინი, ტემპერატუირა, ადამიანები... სექტემბერში უნდა აყვავდეთ! smile.gif

Posted by: BadbadGirl 4 Aug 2011, 19:31
QUOTE
რიკოტა 70 ლარი ღირს კილოგრამი

ძალიან ძვირია. ჩვენთანაც კი სადაც სურსათის ფასები მინიმუმ სამჯერ ძვირია ქართული სურსათის ფასებზე, რიკოტა კილოგრამი ღირს მაქსიმუმი 17 ევრო.

პ.ს. სიამოვნებით დავაგემოვნებდი ახალი მაღაზიის ყველს smile.gif განსაკუთრებით კი თაფლში დავარგებულს smile.gif

Posted by: anamch 4 Aug 2011, 22:06
tos-ka
QUOTE
ჭაჭაში დავარგებული ყველი რომ იქნება, გაგვაგებინებთ?

არის უჟე... ფქილი შენ მაიტანეეეე ქალავ?>



Posted by: tos-ka 5 Aug 2011, 14:13
anamch
QUOTE
არის უჟე... ფქილი შენ მაიტანეეეე ქალავ?>



აბა ხელცარიელი ხო არ მოვიდოდი "ამხელა ფილარმონია ქალი" smile.gif)))
იმედია ეგ წამოწყება(ც) გაამართლებს
წარმატებებს გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: likali-kila 6 Aug 2011, 11:01
QUOTE
გული დამეწვა დონ პედროს რომ ეძვირაააა..

ვაპირებტ მუდმივი მომხმარებლებისთვის % ბარატის შემოღებასს....
საჩუქრების აქციასს..

საშინლად მეჩხუბებეიან პარტნიორები,
კონცეფცია ხომ დადე დ აააოოოო

ახლა ჩვენ მოგვეცი საშუალება ეს შენი კონცეფცია ბიზნესად ვაქციოთოო..
აბა, მე რომ მიმიშვან ერთ დღეში გავკოტრებ საწყლებს...

ყველაფერი , სულ სულ ყველაფერი ამ პროექტში ჩავდე სულიც, გულიც და ბოლო ცენტიც...

არ გამოვა ჩემგან ბიზნეს ვუმენიიი....

თავს ნუ ისაწყლებთ ანამაჩ wink.gif tongue.gif ,მშვენიერი ბიზნეს ვუმენი ბრძანდებით.ბიზნესის კეთება მართო ფულის თვლით არ განისაზღვრება...გულისხმიერება,აი ყველაფრის საწინდარი,თუ ადამიანს ამის შნო გაქვს,მააშინ ყველაფერს გაართმევს თავს.თქვენ კი ეს ნამდვილად არ გაკლიათ და ბიზნესსაც მშვენივრად მოაბით თავი...აბა 1.5-ად თათრების მოხდილი ჩეჩილიც კი არ იყიდება ბაზარში...ყველაფერს თავისი ფასი აქ ამ ქვეყანაზე,ჟიგული და პორშე ერთი ფასი ხომ არ ღირს...თანაც სხვამ თუ არა მე ხომ ვიცი რომ მოგებაზე ჯერ არ მუშაობთ,თქვენ აკეთებთ ყველის პოპულარიზაციას,რაც უდაოდ უდიდესი საქმეა...ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენ და ჩივავას bis.gif up.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Aug 2011, 14:06
გუშინდელ ჩემს ვიზიტს ყველის მაღაზიაში ერქვა ,,თან საქმე " biggrin.gif
ხელს წამოვაყოლე ლორით ფარშირებული სულგუნის რულეტი, ერთი თავი მოცარელა, არაჟანი და ნადუღი smile.gif

Posted by: ხორხე 6 Aug 2011, 14:47
WOMAN IN LOVE
ეს ყველაფერი უნდა ეჩუქებინათ

რასაც თქვენ ამ განყოფილებაში მაგ მაღაზიას აფიარებთ

ფაქტიურად მთელი თემა ეძღვენა

მაშინ როდესაც იუზერი "N" ხსნის თემას რომელიმე რესტორანზე იმწუთში უხურავთ

არ მიყვარს ორმაგი სტანდარტები

და თავის მართლებასაც ნუ დაიწყებთ
კარგად ბრძანდებოდეთ

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Aug 2011, 15:05
ხორხე
თქვენ სწორად ჩასწვდით საქმის არსს, პატივცემულო! წინა კვირას ბლომად რიკოტა მაჩუქეს ყველის მაღაზიაში!

Posted by: pteranouka 6 Aug 2011, 16:57
anamch
QUOTE
QUOTE ჭაჭაში დავარგებული ყველი რომ იქნება, გაგვაგებინებთ?

არის უჟე...


უკაცრავად, ფასი შეიძლება აქ რომ მითხრათ, თუ აუცილებლად უნდა მოვიდე?
ორ დღეში საფრანგეთში მივფრინავ და გავიყოლებდი ცოტა ჭაჭაში დავარგებულ ყველს თუ ძალიან ძვირი არ ღირს (ჩემი ჯიბისთვის) smile.gif

Posted by: tavadze 6 Aug 2011, 17:54
WOMAN IN LOVE
QUOTE
თქვენ სწორად ჩასწვდით საქმის არსს, პატივცემულო! წინა კვირას ბლომად რიკოტა მაჩუქეს ყველის მაღაზიაში!

აი, ამაშია საქმე! ვუერთდები წინა გამომსვლელის პათოსს! sa.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 6 Aug 2011, 20:39
tavadze
ყველაფერს დამსახურება უნდა, გენაცვალე! biggrin.gif

Posted by: Besa 6 Aug 2011, 21:52
anamch
დავაფასებ თქვენს ნაშრომს. წარმატებას გისურვებთ.

Posted by: likali-kila 7 Aug 2011, 08:49
ხორხე-რა ბოღმით საუბრობთ...რა ადამიანს უფლება არა აქვს დააფიქსიროს თავისი სიმპატია და კეთილგანწყობა?ანამაჩმა მართლა ბევრი რამ გააკეთა და რომ მიხვიდეთ მაღაზიაში ამაში დარწმუნდებით,თანაც დეგუსტაცია აქვთ და დააგემოვნებთ კიდეც რასაც აქ მხილველები ვაქებთ
რაც შეეხება ლორიან რულეტს ძაან მაგარია და ნიგვზიანიც.მე სკიბუზე მაბოდებს,რა საყვარელია...

Posted by: ხორხე 7 Aug 2011, 08:52
likali-kila
QUOTE
რა ბოღმით საუბრობთ,რა ადამიანს უფლება არა აქვს დააფიქსიროს ტავისი სიმპატია და კეთილგანწყობა?ანამაცჰმა მართლა ბევრი რამ გააკეთა და რომ მიხვიდეთ მაღაზიასჰი ამასჰი დარწმუნდებით,თანაც დეგუსტაცია აქვთ და დააგემოვნებთ კიდეც რასაც აქ მხილველები ვაქებთIII

არანაირი ბოღმა

უბრალოდ იმას ვამბობ რაც ვიფიქრე

გააკეთა მესმის, ვიცი

მაგრამ ასე სასათბურე პირობებში ერთი ორგანიზაციის ყოფნა, მაშინ როდესაც სხვები, მათ შორის მე (შპს "ქართული მარგარინის" დირექტორი, დამფუძნებელი) საერთოდ ფეხის გატოკებასაც ვერ ვახერხებთ არის ორმაგი სტანდარტები და სხვა არაფერი

დაწერონ პირდაპირ რომ ფორუმი იუზერ "ანამჩს" ეკჯუთვნის და ხმას აღარ ამოვიღებ

Posted by: likali-kila 7 Aug 2011, 08:57
და წერეთ რამდენიც გაგეხარდებათ და ჩვენ თქვენთანაც მოვალთ,მით უმეტეს კარგი მარგარინი დღეს პრობლემაა,რას ვჭამთ ვერ გაიგებს კაცი...ნამდვილად არ მგონია ვინმემ დაგბლოკოთ,მე არასდროს შემქმნია ასეთი პრობლემა,მიუხედავად იმისა,რომ დედაჩემის ნაწარმს ვაპიარებდი...თქვენ არ ვიცი ვინ გაგიმეტათ

* * *
პირადად მე ხორხე რძიან მარგარინს თუ უშვებთ სიამოვნებით გავხდები მომხმარებელი,მე კარაქზე უფრო ნამცხვრებსჰი რძიან მარგარინს ვხმარობ

Posted by: ხორხე 7 Aug 2011, 09:04
likali-kila
QUOTE
რეგისტრ.: 25-July 11

QUOTE
წერილები: 6

QUOTE
მიუხედავად იმისა,რომ დედაჩემის ნაწარმს ვაპიარებდი...

გეტყობათ, ძალიან ბევრი რომ გიპიარებიათ, 6 პოსტიდან ორი ამ თემაშია და 4 პოსტინგში როგორ მოახერხეთ smile.gif

QUOTE
თქვენ არ ვიცი ვინ გაგიმეტათ

აბა თუ მიხვდებით ვინ არიან ამ განყოფილების მოდერები ? smile.gif))

სწორედ მათ, ვწერდი რამდენიც მიხაროდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პიროვნებებთან ერთად ყავა არ დამილევია, არ გვივლია ერთმანეთის ბავშვების დაბადების დღეებზე, შედეგი კი სახეზეა, თვეში ერთხელ თუ დავწერ ამ განყოფილებაში რამეს, უბრალოდ ხალისი არ მაქვს smile.gif

Posted by: likali-kila 7 Aug 2011, 10:00
ნამდვილად არც მე დამილევია ყავა,არც დაბადებს დღეებზე მივლია და შვილებს ვფიცავარ საერთოდ ვინ არის მოდერი ისიც თუ ვიცოდე...მე კულინარიის ყველა გვერდზე შევდივარ,ვპოსტავ,მაგრამ არასდროს არსად პრობლემა არ შემქმნია,მით უმეტეს მე კომპიუტერის ცოტა რამ მესმის და რომ დავებლოკეტ გამიკვირდებოდა დადამამახსოვრდებოდა...
არ გინდათ რა ასეთი იაზვა ლაპარაკები...ან თქვენ რატომ დაგბლოკავდათ ვინმე,ახლა ხომ წერთ და არავინ გბლოკავთ...თანაც იმ მაღაზიაში მარგარინი საერთოდ არა აქვთ მგონი და რა მათი კონკურენტი თქვენ ხართ,რომ დაგბლოკონ ან წაგიშალონ პოსტები.რაღაცას აჭარბებთ ან რამე "ლიჩნი ნეპრიიაზნი" გაქვთ მაღაზიის დამმაარსებლებთან smile.gif
* * *
QUOTE
რეგისტრ.: 25-July 11

QUOTE
წერილები: 6

QUOTE
მიუხედავად იმისა,რომ დედაჩემის ნაწარმს ვაპიარებდი...


გეტყობათ, ძალიან ბევრი რომ გიპიარებიათ, 6 პოსტიდან ორი ამ თემაშია და 4 პოსტინგში როგორ მოახერხეთ

ვერც ეს გავიგე რას ნიშნავს,მე ნაკლებად ვერკვევი ამაში,უბრალოდ ძებნაში ვწერ რაც მაინტერესებს და ვპოულობ

Posted by: ხორხე 7 Aug 2011, 10:25
likali-kila
გასაგებია რომ ვერ ერკვევით ფორუმზე

ალბათ სწორედ ამიტომ გაგიკვირდათ ჩემი რეაქცია, უკეთ რომ იცოდეთ მათი ქმედებების შესახებ ამას არ დამიწერდით smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Aug 2011, 11:01
ხორხე
lol.gif up.gif



.......................

Posted by: ხორხე 7 Aug 2011, 11:02
WOMAN IN LOVE


მე ეს მომეწონა ყველაზე მეტად

QUOTE
მაშინ როდესაც სხვები, მათ შორის მე (შპს "ქართული მარგარინის" დირექტორი, დამფუძნებელი)


biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 7 Aug 2011, 11:05
ხორხე
ფორმაში ხარ biggrin.gif

likali-kila
ხორხიტო, რა თქმა უნდა, თავისას არ იშლის და ხუმრობს, არ გაბრაზდე smile.gif

Posted by: tavadze 7 Aug 2011, 11:25
likali-kila
QUOTE
და წერეთ რამდენიც გაგეხარდებათ და ჩვენ თქვენთანაც მოვალთ,მით უმეტეს კარგი მარგარინი დღეს პრობლემაა,რას ვჭამთ ვერ გაიგებს კაცი...ნამდვილად არ მგონია ვინმემ დაგბლოკოთ,მე არასდროს შემქმნია ასეთი პრობლემა,მიუხედავად იმისა,რომ დედაჩემის ნაწარმს ვაპიარებდი...თქვენ არ ვიცი ვინ გაგიმეტათ

* * *
პირადად მე ხორხე რძიან მარგარინს თუ უშვებთ სიამოვნებით გავხდები მომხმარებელი,მე კარაქზე უფრო ნამცხვრებსჰი რძიან მარგარინს ვხმარობ

QUOTE
არ გინდათ რა ასეთი იაზვა ლაპარაკები...ან თქვენ რატომ დაგბლოკავდათ ვინმე,ახლა ხომ წერთ და არავინ გბლოკავთ...თანაც იმ მაღაზიაში მარგარინი საერთოდ არა აქვთ მგონი და რა მათი კონკურენტი თქვენ ხართ,რომ დაგბლოკონ ან წაგიშალონ პოსტები.რაღაცას აჭარბებთ ან რამე "ლიჩნი ნეპრიიაზნი" გაქვთ მაღაზიის დამმაარსებლებთან


ვაიმეეეეეეეეეეეეეე - მიშველეთ, მომასულიერეთ ვინმემ! lol.gif lol.gif lol.gif
ხორხე - შენ არ მეისპე! biggrin.gif
არადა, გეთანხმები ხორხე - ამ უმოწყალო ჟანდრმ-ღლონტ-მოდერებმა მეც შენსავით მიმიჩექმეს ჩემი საკონდიტრო მაღაზიის თემა.
პ.ს. likali-kila მარგარინი ტორტებისთვის ხომ არ გჭირდებათ? სადღესასწაულო ტორტები თუ დაგჭირდეთ, შეგიძლიათ მომმართოთ. baby.gif baby.gif

Posted by: anamch 7 Aug 2011, 11:38
ხორხე
QUOTE
დაწერონ პირდაპირ რომ ფორუმი იუზერ "ანამჩს" ეკჯუთვნის და ხმას აღარ ამოვიღებ

lol.gif lol.gif lol.gif

ვეტერანებო ნუ ამბნევტ ნეოფიტ იუზერებს..
ხუმრობს ხორხე , ლიკა , ხუმრობს!...

არაა მაგი ანამჩ-ს კლასობრივი მტერი, ცოტა შურიანია.. კატლეტები არ გავუსაღეთ ერთ დროს ,
ახლა ა მარგარინის ბიზნესი ჩავვუგდეთ...

gigi.gif

Posted by: chiwawa 7 Aug 2011, 12:06
ხორხე
QUOTE
მათ შორის მე (შპს "ქართული მარგარინის" დირექტორი, დამფუძნებელი)

lol.gif lol.gif lol.gif
თურმე აქ რეები ხდება
პირველად გამოვიხედე პოლიტგანყიდან გარეთbiggrin.gif

შენ არ მეისპე ხორხიტო 2kiss.gif lol.gif

Posted by: anamch 7 Aug 2011, 12:59
chiwawa
QUOTE
პირველად გამოვიხედე პოლიტგანყიდან გარეთ

ყველი და პოლიტიკა რომ არის ცვენი ცხოვრება-იმიტომ ვართ გლახათ

გადმოვბარგდეტ აგერ აა კულინარიაშიი დიდი დიდი ხორხიტომ წაგვკბინოს!

ეჭვი მაქსვ სუნს გამოყებიან დ ა აუოხრებენ ამათაც სასწაულით მიღწეულ სიმშვიდეს.. მოკელდ გავისუსსეეე..

ხმის ამომღები არ ვარ მაეტად!

ვუმენ ინ ლავაა მაპატიეეეეეეეეე, ვინავატ წავიოფე!

Posted by: fermina 7 Aug 2011, 13:11
გუშინ შევიძინე უუუგემრიელესი იმერული ყველი (სხვათაშორის პრობლემაა ჩემთვის კარგი ყველის ყიდვა, და იმედია ამ ხარისხის იმერული ყველი გექნებათ სულ) - მთელი დღე ავუვლიდი-ჩავუვლიდი და გულგრილად ვერ ვუყურებდი, ყველანაირი მისაყოლებლის გარეშე ვიჭრიდი და მივირთმევდი. მოცარელაც მომეწონა და პარმეზანიც, რაც შევიძინე იმ ასორტიმენტში 23 ლარი არ მეძვირა. ძვირი რაც ღირს, მაინც დელიკატესების რიცხვში გადის ჩემტვის, ანუ ამ ყველებით ხაჭაპურს არ გააკეთებს კაცი და ერთ "ჩახანა" ღომში არ ჩაზელს და ისე დასაგემოვნებლად და სასუნავად ცოტ-ცოტაც წავა smile.gif. ასე რომ მიხარია ეს მაღაზია, თან ჩემ სახლთან ახლოს და წარმატებებს გისურვებთ, თქვენი ხშირი სტუმარი ვიქნები smile.gif

Posted by: anamch 7 Aug 2011, 13:38
fermina
რომელი იმერული აიღეთ საირმის თუ ნებიერასი?

თეთრი და რბილი ტუ ოდნავ კრემისფერი და მყარი?

თეტრი იმერულის უმაგრესიააააა... და რაც მთავრია პასტრიზებული რძით მზდდდება... მე თავად ვგიჟდები მაგ ყველზე!

გუშინ ბაზრშივე იყოო, მაპატიეთ და ნაგავშია მოთითხნილი სულგუნი 10 ლარად, ცოტა უფრო მოწესრიგებულ დახლებზე - 12-ად!

და 12 ჩვენც გვაქვს სვანური სულგუნი 10 (მაგარი) 12-და რბილი
და პარმაზასნ რა ვუყოთ
ვერ გავყიდიტ 40 ლარიან ყველას 25-ზე უფრო დაბალ ფასში ისედაც

სულ სალმ -ქალამით დავიყოლიეტ მწარმოებელი ამ ფასზეე!

Posted by: pteranouka 7 Aug 2011, 18:57
anamch

იქნებ ჭაჭაში ამოყვანილი (თუ დავარგებულიო) ყველის ფასიც მითხრათ? smile.gif


Posted by: fermina 8 Aug 2011, 00:04
anamch

თეთრია და რბილი smile.gif უძალიანმაგრესი.

რაც ვიყიდე და რაც ისე გავსინჯე, ყველაფერი მომეწონა, პიტნიანიც და თხისაც. შემდეგზე აუცილებლად თაფლში დავარგებულს და სქუბი თუ სკუბი თუ რა ქვია, მაგასაც გავსინჯავ. smile.gif

ფასზეც მესმის, რასაც ამბობ. მიტუმეტეს ვიცი რომ სუფთად და ნამუსიანად აკეთებთ (ვინც აკეთებს) და გული არ მეთანაღრება ყიდვისას. უი ახლა მომინდა ისევ, გავასკდე სამზარეულოში biggrin.gif

Posted by: anamch 8 Aug 2011, 11:23
fermina
QUOTE
უი ახლა მომინდა ისევ, გავასკდე სამზარეულოში 

მაგარ შარში ვარ თვეზე მეტია ... სახლში არ მაქსვ ნამცეცი ყველი... და ეს აღმოვაჩინე გუშინ
გამლანძღეს , გამთათხეს სახლში- სადააა ყველიოო?
და ავიწონე , ვიყიდე საკუთარ მაღაზიაში და მოვიტანე...
აი მაგ იმერულს ვაცმაცუნებ ახლა კომპთან...
biggrin.gif

Posted by: Maykuna 8 Aug 2011, 14:51
QUOTE
anamch


რომელ საათამდე მუშაობთ?

Posted by: anamch 8 Aug 2011, 16:26
10 საათამდე დილის 9 საატიდან 10 საათამდე ,



***
უახლოეს დღეებში გაიხსნება მაღაზიის ზედა ნაწილში პატრა ბარი- კოკტეილების და ყველ ცომეულისთვის, +ყველანაირი კოკტეული, Xაწო ყველები ბლინები, ხაჭაპურები ცხელი და გაყინული დ ა ს ხვა ნუგბარები იქნება ბლომად. იქვე სასუსნავად და სახლში წასაღებად , რაასაკვირველია!


Posted by: mamalo2 8 Aug 2011, 16:30
QUOTE
უახლოეს დღეებში გაიხსნება მაღაზიის ზედა ნაწილში პატრა ბარი- კოკტეილების და ყველ ცომეულისთვის, +ყველანაირი კოკტეული, Xაწო ყველები ბლინები, ხაჭაპურები ცხელი და გაყინული დ ა ს ხვა ნუგბარები იქნება ბლომად. იქვე სასუსნავად და სახლში წასაღებად , რაასაკვირველია!

up.gif

Posted by: miau 9 Aug 2011, 09:33
tavadze

მე კიდევ WOMAN IN LOVE -ის პათოსსს შევუერთდები:

ყველაფერს დამსახურება უნდა, გენაცვალე!
biggrin.gif :
შენ თუ დაგჭირდა მარგარინი, ხორხე 1 ცალს გაჩუქებს, არა ხორხიტო? biggrin.gif P

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Aug 2011, 09:49
miau
ტორტის გამოსაცხობად ეყოფა ვითომ ერთი მარგარინი? rolleyes.gif

Posted by: tavadze 9 Aug 2011, 11:25
miau
QUOTE
მე კიდევ WOMAN IN LOVE -ის პათოსსს შევუერთდები:

ყველაფერს დამსახურება უნდა, გენაცვალე!

ხოდა, დამსახურება რომ უნდა და ყველაფერი ჩაწყობითაა, იმიტომაც მოგიწყობთ რევალუციას მე და ხორხე. tongue.gif
miau
WOMAN IN LOVE
მოდერები ნუ ჩეთაობთ ამ მართლაცდა კარგ თემაში. vik.gif vik.gif

Posted by: anamch 10 Aug 2011, 07:19
ახალი ყველი ჩამოვიდა სამცხიდან


ქარხნული პრინციპიტ შემდგარ ყველი,
კარგად დაბერებული ქ არხნული
-ცივ და წყალში და მზეზე მონაცვლეობიტ ცოტაა მოქერქილი საშუალო ზომის თავი- დურთეს შესაბოლ კამერაში დაღარეს დაუსერეს, ამოუწვეს ღარები და ამოავლეს მშრალი კავწარახის მტვერში
მსგავსი არაფერი მიგემნიაა-ცუდად ვარრრრრრრრრრრრრრ!

Posted by: nanana 10 Aug 2011, 10:55
ფოკაში მივდივარ შაბათს ყველის გამო biggrin.gif


Posted by: auau 10 Aug 2011, 15:48
anamch
ვაი, რომ დაინვალიდებული ვარ და ვერ მოვდივარ! როგორაა ყველის კუთხე, არ ვენატრები? ხვალ თემოს ველოდები, თიბვა ჰქონია და ვერ მოდიოდნენ. მაგათი "მზითევი" შეკრული მაქვს.

Posted by: anamch 10 Aug 2011, 23:58
auau
შენ იყავი კარგად და ყველის კუთხე მოვა შენთან......

Posted by: gabarzgaleba 11 Aug 2011, 01:12
anamch
QUOTE
ახალი ყველი ჩამოვიდა სამცხიდან

ქარხნული პრინციპიტ შემდგარ ყველი, კარგად დაბერებული ქ არხნული -ცივ და წყალში და მზეზე მონაცვლეობიტ ცოტაა მოქერქილი საშუალო ზომის თავი- დურთეს შესაბოლ კამერაში დაღარეს დაუსერეს, ამოუწვეს ღარები და ამოავლეს მშრალი კავწარახის მტვერში მსგავსი არაფერი მიგემნიაა-ცუდად ვარრრრრრრრრრრრრრ!


რავა? გაწყინა?

Posted by: anamch 11 Aug 2011, 09:37
QUOTE
რავა? გაწყინა?

gabarzgaleba
no.gif biggrin.gif lol.gif
გავიარე მოვციცქნე , გამოვიარე მოვციცქნე და ლამის ნახევარი თავი შემომეჭამა, მერე შემრცხვა და გამოვაცხადე დარჩენილ ნახევარს დ ა მტლიან თავს ვყდულობ -თქვა და ვიყიდე!

მახო... ეგეთი გემრიელი არაფერი მიგემნია.....

სურათს დავდებტ დღეს , გუშინ გადავუღე და გადამყვანი არ მქონდაა ...
ყველი არის უფრო ხმელი, ვიდრე ნოტიო....
შიგნით არის ოდნავ , სულ ოდნავ ნოტიო-სიხმელისკენ რომ იღებს გეზს ისეტი- თეტთრი, ტეტრი ფითქინა მასა.. წვრილი ნასვრეტებით და
გარედან ეს ნელი ბოლის სურნელი და კიდევ მშრალი კავაწარახი
გამოყვანილია , ჯერ მარილწყალსი, მერე დაახლოებიტ 20 ჯერ მაინც ა რის განბანილი ცივ წყალში.. ამდენივეჯერ ტარხუნიანნ და ქონდრინა ბასეიში ნატივტივები და მერე ნელ მზეზეე მიფიცხებული სანამ გამოწწვდენ ბოლში...

მარტლა საოცარი ყველია!
ახლაგაზრდა ყმაწვილები იყვნნე , რომელიღაც ტურ სააგენტოდან....
ჩემს დღეში ჩავრდნენ

პური იყდა ტიპმა და იქვე შემოეჭამ ნახევარი თავი იმასაც!

Posted by: bachi24 11 Aug 2011, 10:50
anamch
მისამართი? შეიძლება წერია წინა გევრდებზე,მგრამ ნუ დაგეზარებათ პასუხი გთხოვთ: ))

Posted by: anamch 11 Aug 2011, 11:10
http://www.facebook.com/#!/photo.php?fbid=194262100629565&set=pu.120658214656621&type=1&theater
ესა ფბ -ზე მარაზიის სურატები

მისამართია -ნუცუბიძის 177!
ვაჟას ძეგლიდან აუხვევთ თუ არა ნუცუბიძის ქუჩაზე, ოც მეტრშივე , ხელმარჯვნივ
, კერძო სახლების რიგში..-177!

Posted by: auau 11 Aug 2011, 16:49
anamch
QUOTE
შენ იყავი კარგად და ყველის კუთხე მოვა შენთან....

არც მაგისი მეშინია, ხომ იცი!

არ ვაჭარბებ და შენ ხარ ქართული ყველის გადამრჩენი!
ღვინის კლუბი + ყველის კუთხე + ერთი ჩვენი ახლობლის ფქვილით გამომცხვარი პური = გადაარჩენს საქართველოს

2kiss.gif 2kiss.gif bis.gif

Posted by: anamch 12 Aug 2011, 08:52
auau
აუ ეგაა რა პური ყველი და ღვინოო..
სახელმწიფოს ისღა დარჩენი მოგვაძახოს , პრასი არ გინდა პრასი გავქვს თქვაააა- wink.gif

ტინ , ნახე ახალი ყველები და დახლი ჩვენი გადამძიმებული-http://www.facebook.com/#!/photo.php?fbid=204389709616804&set=a.194259650629810.62215.120658214656621&type=1&theater

Posted by: chiburashka111 12 Aug 2011, 11:29
anamch
QUOTE
უახლოეს დღეებში გაიხსნება მაღაზიის ზედა ნაწილში პატრა ბარი- კოკტეილების და ყველ ცომეულისთვის, +ყველანაირი კოკტეული, Xაწო ყველები ბლინები, ხაჭაპურები ცხელი და გაყინული დ ა ს ხვა ნუგბარები იქნება ბლომად. იქვე სასუსნავად და სახლში წასაღებად , რაასაკვირველია!

რა კარგი იდეაააა, bis.gif დარწმუნებული ვარ ხალხი არ მოგაკლდებათ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი მეც ვიქნები, ოღონდ მარხვის მერე smile.gif

Posted by: urabus 12 Aug 2011, 21:10
ეხლა ვიყიდე საფერავში დავარგებული, ის ალპური მცხარე ყველი და გადაზელილი ყველი... smile.gif ყველა ძლაინ გემრიელიაა.. შემდგომში რეკომენდაციას რომელს გაუწევთ რომ გავსინჯო...

Posted by: anamch 13 Aug 2011, 00:09
QUOTE
გადაზელილი ყველი..

გებჟალია?

გირჩევთ გასინჯოთ "ლაგუჯი" ახლა დაიწყო "ჰამომ" მეგრული ლაგუჯის ბაზაზე, სხვადასხავ გემოების მოწოდება... წიწაკიტ ისედაც იყო
ახლა გაქვს- ზეტისხილით, მუსკატით, და სხვადასხვა სანელებლებით...

აუცილებლად გასინჯეთ "ქალაქური" -შებოლილი ყველის კუბიკები ნაღებით!
ხვეულები უგემრიელესია....


Posted by: tasikuna-taso 13 Aug 2011, 09:39
QUOTE
http://www.facebook.com/#!/photo.php?fbid=204389709616804&set=a.194259650629810.62215.120658214656621&type=1&theater



შოკში ვარ. ასეთ მაღაზიას ქუთაისში არ გახსნით?

Posted by: fermina 13 Aug 2011, 09:40
გებჟალიაზე(ც) უუდიდესი კომპლიმენტები, მსგავსი გემრიელი გებჟალია არსად გამისინჯავს!!! საოცრებაა რაღაც, ყველა გაგიჟდა. აუ ამ ყველაფრის ხარისხს ხომ არასდროს არ გააფუჭებთ? smile.gif rolleyes.gif no.gif

Posted by: anamch 13 Aug 2011, 11:52
fermina
QUOTE
აუ ამ ყველაფრის ხარისხს ხომ არასდროს არ გააფუჭებთ?   

არა
არავითარ შემთხვევაში , სამი წელია სხვადასხვა დონის შემოტავაზება გვქონდა ,, ყველას იოლად უნდოდოა გასვლა ფონზეეე.. "ხადავოი ტავრი და მისი ჯანი..

ჩვენ წავედიტ უდიდეს რისკზე, მხოლოდ ჩვენს პროექტში გაწევრიანებული ფერმეებისგან ვიღებთ პროდუქციას. ყველა მათგანი მომწდება....

ჩივავას მუდმივი წნეხი და კონტროლლ ონიშენკოს შეშურდება..

მაცივარს შლის და ყველა შუშა იწმინდება ჩვენი ხელით..
არ ვერიდებით არანაირ "ზედმეტ "
ხარჯს- სანიტარიასტან დაკავსირებით...

მოწმდება ფერმერები სხვადასხვა საშუალებებით..

მეტიც, თბილისში ამუშავდა ექსპერიმენუტლი მინი საწარმო- ლაბორატორია... (თან სოციალური პროექტია, დავასაქმეტ ლტოლვილები)
სადაც ვაკვირდებიტ ყველა ყველს...
ზოგს ნირს და ხასიატშაც კი ვუცვბლით,, ახალი ყველი სხვაა და სხვაა როდესაც ის მწიფობის პერიოდს გადის...

ვმუშაობტ ძირითადად გემოზე და ხარისხზეე...

ამის დაკრგვა და ჩვენი დამშვიდოებება პარტნიორებთან,
ვინც ამ მაღაზიის გახსნაში დაგვეხმარა -ერთო იქნება, ჯერ ჯერობიტ ყველა ჩვენს კაპრიზს "უძლებენ!"

ორონდ ეგაა
ასე მოვლილ და ტან გადაყოლილ ყველს, ბაზრის ფასი ვერ ექნება, ა რც გუდვილივიტ გავგიჯდებიტ , მაგრამ სადღაც შუა პლანკაში მოვექცევით

მთავარია , მოხმარებელი მიხვდეს -რას ნიშნავს "გემო და ხარისხი!"

მალე დავიწყებტ ინტერაქტივს და მუდმივი კონტაქტი გვექნება ჩვენს ერთგულ მომხმარებელთან!

Posted by: fermina 13 Aug 2011, 12:48
anamch

ძალიან მიხარია, სწორი გზა გაქვთ არჩეული, ამ ყველაფერს ჩანს რომ გულისხმიერად აკეთებთ და საქმის სიყვარულით, ეს უმთავრესია ყველა საქმეში, მათ შორის ბიზნესშიც smile.gif მე თუ მეცოდინება, რომ თქვენ მაღაზიაში ყოველთვის მელოდება თუნდაც უგემრიელესი იმერული ყველი, რომელიც სხვა შემთხვევაში სადღაც ბაზარში დახლებზე თუ მაღაზიებში უნდა ვეძებო, ან იქნება კარგი ან არა და მაცივარში მეორე დღეს უკვე გამოხმება, ნამდვილად მირჩევნია ცოტა მეტი გადავიხადო ხარისხში და ნერვები არ მომეშალოს, როცა სახლში რაღაც უვარგის მასას მოვიტან. მთავარია სტაბილურად კარგი იყოს. გებჟალიათიც გაანებივრებს თავს ადამიანი ხანდახან, შეიძლება 2-3 კილო არ იყიდო კვირაში ერთხელ, მაგრამ ან პატარა სუფრისთვის, ან სახლისთვის მშვენიერია. ამ ხარისხისა და გემოსთვის უკვე ფასიც აღარ გეძვირება. თან ნოყიერია ისეთი...

Posted by: auau 13 Aug 2011, 14:21
anamch
ეეეეეეეეეეჰ, რას მაგიჟებ!Q ჯერ ჩემი სიარული არ შეიძლე4ბა. კატეგორიულად ამიკრძალეს. დავდგები თუ არა, გამოვალ, აბა რას ვიზამ! ერთი ძალიან კარგი ადამიანი გამოგიგზავნე, ცნობილი ექიმია, ზუსტად თქვენს გვერდით ცხოვრობს და თქვენი პარტნიორი ბიჭის მეგობრის მამაა. ძალიან კმაყოფილი არის თქვენი მომსახურებით და ყველაფრით. მე ვუთხარი, ჯერ სად ხარ, შემოთავაზება ათასნაირი იქნება მეთქი.

Posted by: anamch 14 Aug 2011, 01:44
fermina
auau
ხო ,რაღაცაირ მხარდაჭერას ვგრძნობთ მომხმარებლისგან
პირველი გაოცებაა, მერე აღფრტოვანება და მერე მადლობები...

როგორ მინდა დავრჩეთ ამ ტალღაზე!

ტინ.. იცი რომ უკარგესი ადამიანი ხარ, შენ უალამზეს ოჯახთან ერთად და რაღაცნაირად მეიმედები?!

Posted by: new 14 Aug 2011, 01:57
anamch
პირველი 22 ლარი დავხარჯე თქვენთან..
ღირდა.. საფერავში დავარგებული ცოტა უცხო გემოთია და დამუღამება უნდა, პიტნით სულგუნმა გადაგვრია smile.gif
ხვალ გამოვივლი კიდევ.. ყოჩაღ bis.gif

Posted by: anamch 14 Aug 2011, 09:32
new
QUOTE
საფერავში დავარგებული ცოტა უცხო გემოთია და დამუღამება უნდა

ბევრ , ძალიან ბევრ გემოს უნდა დამუღამება

ოთხ გემოში ვმოძრაობდით, არავითარი დამატებითი სურნელები და გემოები...


ახლა ვმუშაობთ დამბალ ხაწოზე.. ეს ს აოცარი ხაჭო-ყველია და უსამრთლოდ ასდის არასასაიმოვნო სურნელი...


ჩვენს ბიოლოგს. ამოაქვს მისივე ზედაპირიდან , კეთილშობილი ობი და ისეტი ძლიერი რომ დათრგუნოს ყველა არასასურველი და აბეზარი, სოკოები...

როკფორს ხომ აქვს კეთილ- ნეტკბილმჟავე სურნელება?...

ხოდა ჩვენს გოგოსაც(დამბალ ხაჭოსაც) ასეთი სურნელი ექნება!

Posted by: DNMG 14 Aug 2011, 12:22
QUOTE
ახლა ვმუშაობთ დამბალ ხაწოზე.. ეს ს აოცარი ხაჭო-ყველია და უსამრთლოდ ასდის არასასაიმოვნო სურნელი...

bis.gif

Posted by: annak 14 Aug 2011, 12:40
anamch
QUOTE
ახლა ვმუშაობთ დამბალ ხაწოზე.. ეს ს აოცარი ხაჭო-ყველია და უსამრთლოდ ასდის არასასაიმოვნო სურნელი...

up.gif
ისე ყველას არ ასდის, გააჩნია როგორი გაკეთებულია.
მე მაინც ვერ გავსინჯე.

Posted by: rtuli 14 Aug 2011, 12:43
anamch
QUOTE
ახლა ვმუშაობთ დამბალ ხაწოზე.. ეს ს აოცარი ხაჭო-ყველია და უსამრთლოდ ასდის არასასაიმოვნო სურნელი...

რაც მე გამისინჯავს არასოდეს ქონია არასასიამოვნო სურნელი rolleyes.gif
აზერბაიჯანელებთან მაქვს გასინჯული რაღაც საოცარი კერძი დამბალ-ხაჭოს გამოყენებით love.gif ,სამწუხაროდ ვერარ ვიხსენებ ინგრიდიენტებს sad.gif

Posted by: nanana 14 Aug 2011, 15:20
anamch
შეიძლება ერთი რჩევა მოგცეთ?
თქვენთან მაღაზიაში იყიდება ფერადი დაშაქრული ჩირები. არ არის ეგ ყველთან საჭმელი ჩირი. იქნებ ხორციანი ჩირები დადოთ. ირანიდან ჩამოაქვთ როგორც ვიცი. მუჭისხელა ქლიავებია უგემრიელესი, გარგარი, ლეღვი და ფინიკიც.


ვიყავი ფოკაში. ვიყიდე სამი ყველი. გადავიხადე 100 ლარი biggrin.gif ძვირია. თუმცა ვფიქრობ მეყოფა ერთი თვე ან თვენახევარი biggrin.gif
ასევე ვიყიდე ქონდარში და სპირტში დამარინადებული ხილი. იგივე საშობაოა ოღონდ ქონდრით. 30 ლარი ღირდა. მეძვირება, მაგრამ მაინც გავიმეტე პირველ ჯერზე. ეხლა მე თვითონ გავაკეთებ ვისკით და ქონდრით givi.gif

Posted by: rtuli 14 Aug 2011, 16:07
nanana
QUOTE
იქნებ ხორციანი ჩირები დადოთ. ირანიდან ჩამოაქვთ როგორც ვიცი. მუჭისხელა ქლიავებია უგემრიელესი, გარგარი, ლეღვი და ფინიკიც.

ეს ძალიან უხდება ყველებს+თან უნდა შეურჩიო რომელ ყველს რომელი ჩირის გემო გაამდიდრებს და გემოს გაუმძაფრებს smile.gif

Posted by: anamch 14 Aug 2011, 23:39
nanana
rtuli
ჩირები რომელიც თვქწნ მირჩიეთ, იქნება სექტემბრიდან ახლა საკმოდ ძვირია(მოლეულია) და მომწოდებელი ირანიდან, სეტემბერში დაიწყებს მუშაობას...
nanana
რაც თქვენ ნახეთ, ის მაგიდა სწორედ იმ ჩირებისთვის გავაკეთეთ , მაგრამ ცუკატებია ახლა... მისანიშნებლადდ.. smile.gif

ლეღვი საუკეტესო მეგობარია ყველის...

Posted by: Abnormalia 15 Aug 2011, 01:41
anamch

დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი მაღაზიისთვის და რომ არსებობთ !

დღეს ვესტუმრეთ და კიდევ ბევრჯერ მოვალ თუ მაღაზიის წინ არ დავსახლდი კარვით რა თქმა უნდა smile.gif

სიტუაცია, პერსონალი, მომსახურებაც +++ ყველას !

მერე სახლში მაგარი ყველფესტივალი მოვაწყე, ეხლაც ნირვანაში ვარ smile.gif

Posted by: anamch 15 Aug 2011, 07:36
Abnormalia
მადლობა.. თქვენ რომ არსებობთ მომხმარებლები, თორემ კი ვიქნებოდით ლამაზ სივრცეში-ლამაზად და კოხტად-მარტონი!
smile.gif))))))))))))))))))

ერთი თხოვან მაქვს დატოვეტ ხოლმე კოორდინატები-ნიკი მაინცsmile.gif))))))))))
..მალე დავდებტ კიტხვარს და ვტხოვთ მომხამრებელს შევსებას
მოკლე კითხვარს, ძალიან რომ არ შეგაწუხოთsmile.gif
და ველოდებიტ შენიშვნებს..

აი nananaშენიშვნა ძალიან მომეწონა... მიუხედავდ იმია,ს რომ გახსნამდე და მერეც სულ იმ ბუთქუნა ჩირის მოლოდინში ვართ.. ზუსტად შეშისნა!

Posted by: westsider 15 Aug 2011, 18:35
გერმანიაში წავაწყდი ამ ყველას რუსულ მარკეტში
კაცმა რო კიტხო არ ვევასებით და სულგუნის შეფუთვაში გაუდას ყიდიან და მოცარელა აწერია კიდე წვრილად ზემოდან

ბარემ როკფორი და გორგონცოლაც დაეწერათ

user posted image


აგერ მისმართიც აწერია ზემოდან და მტელი გაყალბება სახეზეა

გაუგზავნეთ ვინმემ ლინკი სადაც საჭიროა იქ....ზეით


















........


ყველა ეროტიკა

user posted image

Posted by: anamch 16 Aug 2011, 01:05
მივხედავთ მაგათ და დავასულგუნებთ შემოდგომაზე wink.gif

Posted by: westsider 18 Aug 2011, 00:53
შეფუთვაზე რაც აწერია როგორც ველოდებოდი რუსების ფირმა აღმოჩნდა
კაი მწარე იმეილი მივწერე და ალბათ გაატარებენ biggrin.gif


Posted by: anamch 18 Aug 2011, 08:28
westsider
14 ყველი მზადაა დასაეგისტრირებლადდ-სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სქპატენტიმუ/საობს ამაზე.. ნიცეო გიახარონ დ ა აწერონ ცოტა ხანი სულგუნიი,,
დასრულდება ეს ნეტარი ხანა!

Posted by: Camel 18 Aug 2011, 23:36
ვიყავი მაღაზიაში. არჩევანი მრავალფეროვანი იყო , კარგად ამიხსნა დაუზარელად ყველაფერი , ვიყიდე გუდის ყველი , რომელიც ჩემდა გასაკვირად არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ველოდებოდი . რამდენადაც ვიცი გუდის ყველი უნდა იყოს მშრალი , ტეხვადი და კარგად მარილიანი.. რავიცი მაღაზიას მაინც დადებითად შევაფასებდი.

Posted by: anamch 19 Aug 2011, 00:09
Camel
რომელი გუდის ყველი იყიდე-ლაგუჯი ალბათsmile.gif
მეგრული გუდის ყველი-პურზე წასასმელი....
თორემ თუშური გუდა მშრალი და ტეხვადია, ოღონდ უსუნოო
ასეტ გუდაზე შევაჩრეთ არჩევანი..

Posted by: Camel 19 Aug 2011, 00:21
უსუნო ვიყიდე არა წასასმელი , რავიცი მეჩვენება მაშინsmile.gif

Posted by: gloneli 19 Aug 2011, 23:59
QUOTE (anamch @ 1 Aug 2011, 19:29 )
rtuli
QUOTE
დაილოცოს 3 ლარიანი ,დაუბანელ ცურებიან ძროხისგან მოწველილი რძისგან მომზადებული,მერე ცხიმ მოცლილი,მერე აქოთებულ ვედროში ჩადებული ყველი!!! სამაგიეროდ ყველი ქვია და იაფია

საიდან იცია ამდენი ქაბატოჯან
მაგან არ მომკლა და გამანადგურააა..

++++++++++++++++++++++++++++++++++++

მაგალითისთვის თხის ყველი უცხოური-46 ლარი
ქართული-26
პარმაზანი -58 ლარი
ქარტული პარმაზანის ტიპის- 21
ჩედარის ტიპის ქარტული ყველის ფასი 6 ლარიდან 15 ლარამდე მერეყეობს

რიკოტა 70 ლარი ღირს კილოგრამი და მაგარი უნამუსობა იქნება 1,5 ლარად...(იყო ასეტი ფანტასამგორიული პრეტენზიაც) ქართული რიკოტასებრი ყველის გაყიდვა..

არაფერს ვამნბიბ ყველა წესის და პროცედურის დაცვით ყველის მიღება რა ძვირი ჯდება...

ლაბორატორია
შემოწმება
ხარისხის მიღწევა
გემოს მიღება..

მოკლედ
ვწუხვარ , მაგრამ იაფ ყველზე ვერ ვიმუშავებთ

თან იმდენია ირგვლივ იაფი ყველი, იმდენი.....

სადაური უცხოური ფასებია ეს?
რიკოტა რომელ ქვეყანაში ფასობს 70 ლარის ექვივალენტი?

Posted by: anamch 20 Aug 2011, 08:43
QUOTE
რიკოტა რომელ ქვეყანაში ფასობს 70 ლარის ექვივალენტი?

არ ვიცი, გუდვილში იყოო დეგუსტაცია და 100 გრამი ღირდა 7ლარი.. საიდან მოიტანეს ვერ გეტყვიი...


რიკოტას ვინ ცივის

ამის ფასს შეხედეთ:

Cheese has been a dairy favourite among many since ancient times – its origins even pre-dating recorded history. It comes in several forms, flavours and textures and can feature in anything from a pizza to a platter accompanying a bottle of fine wine.

But there’s one type of cheese which you’re not very likely to come by very often – the world’s most expensive cheese.


Priced at a whopping €1,000 per kilo, Pule (meaning ‘foal’ in Serbian) is produced by the Zasavica Special Nature Reserve in Serbia’s capital, Belgrade. But what makes this cheese so ridiculously expensive? The answer is simple: donkey’s milk.


Posted by: iaiameri 20 Aug 2011, 21:00
anamch
სხვათაშორის ლაგუჯი გადასარევად წავიდა გრეიფრუტის ჩირზე..


wink.gif

Posted by: Natty 20 Aug 2011, 21:17
chups.gif love.gif love.gif love.gif love.gif
http://pix.ge/

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Aug 2011, 22:03
anamch
QUOTE
რიკოტას ვინ ცივის

ამის ფასს შეხედეთ:

ეგ ვირის რძისგან გაკეთებული ყველია, რომ მაჩუქონ, არ მინდა biggrin.gif

Posted by: anamch 21 Aug 2011, 07:45
WOMAN IN LOVE
ირმა ვინ გვაცუქებს მაგას, მანქანის ფასი აქვს...

ისე მე გავსინაჯავდი, ჩემი ამბავი რომ ვიციsmile.gif)))))))))


სიახლეეე- ჩის ქორნერში:

ერთ კვირაში ცამოვა ასხის ჯოგის ყველი- უუუუგემრიელესი სულგუნი..

კამეჩის სულგუინი გერგეტადან
და თხის სულგუნები მონასტრის ფერმებიან...
ეს უკანასკნლეი, იმდენად გემრიელია, გული გაჩერდაააა, გული!

Posted by: rockataka 21 Aug 2011, 13:18
WOMAN IN LOVE
QUOTE
ვირის რძისგან გაკეთებული ყველია, რომ მაჩუქონ, არ მინდა 

ვირიც იწველება? baby.gif

Posted by: MANASE 21 Aug 2011, 15:39
რიკოტას ნადუღი რომ დავარქვათ 70 ლარად აღარ გაიყიდება?

Posted by: sad_lucky 21 Aug 2011, 18:15
კარგი იმერული ყველი არ გაქვთ? თიხის, დერგში ჩაყრილი და გაფუებული, ნასვრეტებით, მარილწყალში ჩაყრილი კი არა შრატით გაკეთებული წათხით. ისე იმერეთში ბებიაჩემი დერგში ინახავდა ყველს სწორედ ამ დროს, მერე ტავს გასანთლულ ტილოს აფარებდა და ზამთარში ხსნიდა, იმ ყველის წვნიანი ყველაზე "მხეცური" რამეა, პიტნით და კვერცხით , ყველიერის კვირის შაბათს ეგ აუცილებლად უნდა გვქონოდა.

Posted by: anamch 21 Aug 2011, 18:35
MANASE
QUOTE
რიკოტას ნადუღი რომ დავარქვათ 70 ლარად აღარ გაიყიდება?

lol.gif
არადა ატასპროცენტიანი ნადურია.. 5 ლარად იყიდი ნადუღს სადაც გინდა და რსმდენსაც გინდა!

Posted by: nanana 22 Aug 2011, 00:49
anamch
QUOTE
5 ლარად იყიდი ნადუღს სადაც გინდა და რსმდენსაც გინდა!

მე ვიყიდე თქვენთან ნადუღი, სუხოს წავუსვი. სეზამის ზეთი მოვაპკურე და რიკოტაა თქო გავაბრიყვე ხალხი biggrin.gif

Posted by: xatatula 22 Aug 2011, 01:41
შემოვდივარ ამ თემაში, უუუზარმაზარ ნერწყვს ვყლაპავ და გავდივარ....user.gif

Posted by: anamch 22 Aug 2011, 12:58
xatatula
მერე მოდი ჩიისს ქორნერში და კაი ღვინოსაც დაგყოლებინებტ გემრიელ ყველებს, შე კაი ადამიანო..

Posted by: S_H_I_N_Y 22 Aug 2011, 17:17
QUOTE
მერე მოდი ჩიისს ქორნერში და კაი ღვინოსაც დაგყოლებინებტ გემრიელ ყველებს, შე კაი ადამიანო..


yes.gif
მართალი... ძალიან ვისიამოვნე ჩემი 2 დღის წინანდელი ვიზიტით. იმდენი რამე გამასინჯეს წითელი ღვინის თანხლებით რომ ახლაც შთაბეწდილებს ქვეშ ვარ biggrin.gif
დიდი მადლობა ანა ასეთი კარგი საქმის წამოწყებისთვის. ჩემი ოჯახიც მოიხიბლა ყველეულით love.gif

Posted by: rtuli 22 Aug 2011, 22:55
anamch
QUOTE
რიკოტას ნადუღი რომ დავარქვათ 70 ლარად აღარ გაიყიდება?



არადა ატასპროცენტიანი ნადურია.. 5 ლარად იყიდი ნადუღს სადაც გინდა და რსმდენსაც გინდა!

ვინც არიცის რიკოტა ნამდვილი როგორია კი მიიღებს ნადუღს რიკოტას პონტში smile.gif

ორი სხვადასხვა კონსისტენციის პროდუქციაა...

არ მესწავლება თავად ნადუღი როგორ მზადდება და რის კონეჩნი პროდუკტია smile.gif

70ლარზე გამეცინა....გუდვილში 100ლარიც რომ დაედოთ გაიყიდებოდა,ისეთი ნაროდი დადის biggrin.gif
რავა ყველა ასფალტზეა გაზრდილი rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: orchidea 22 Aug 2011, 22:59
rtuli
QUOTE
70ლარზე გამეცინა....გუდვილში 100ლარიც რომ დაედოთ გაიყიდებოდა,ისეთი ნაროდი დადის biggrin.gif რავა ყველა ასფალტზეა გაზრდილი rolleyes.gif biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: cheese1 23 Aug 2011, 01:34
აუ ეს ჩიზ ქორნერი სადაა?? ალბათ ითქვა უკვე მარა კიდე მითხარით რააა smile.gif

Posted by: Abnormalia 23 Aug 2011, 02:43
QUOTE
თხის სულგუნები მონასტრის ფერმებიან...
ეს უკანასკნლეი, იმდენად გემრიელია, გული გაჩერდაააა, გული!


მინდა მინდა მინდა !

უკვე მეორედ ვიყავი !

ესენი როდის იქნებაო ?!

Posted by: anamch 23 Aug 2011, 08:16
cheese1
QUOTE
აუ ეს ჩიზ ქორნერი სადაა?? ალბათ ითქვა უკვე მარა კიდე მითხარით რააა 

ნიციბიძის 177-სი ვაჟა ფშაველას ძეგლთან ამოუხვევტ ნუცუბიძის ქუჩაზე. და 20 30 მეტრში, კერზო სახლების რგში.. სინდისფერ ტენტიანი შენობაა , კარებთან ურმის ტვალი კიდიააა...smile.gif)))
Abnormalia
QUOTE
ესენი როდის იქნებაო ?!

ამ კვირის ბოლოს.. ნიმუშები ჩამოვიდა და გულის წასვლაააააააა... ვიბრუნებთ ძველ, დავიწყებულ გემოებსსსსსსსსსსსს!

Posted by: Mako Subladze 23 Aug 2011, 08:22

anamch
იმერული ყველიც ხომ გაქვთ, ნასვრეტებიანი?

QUOTE (sad_lucky @ 21 Aug 2011, 17:15 )
კარგი იმერული ყველი არ გაქვთ? თიხის, დერგში ჩაყრილი და გაფუებული, ნასვრეტებით, მარილწყალში ჩაყრილი კი არა შრატით გაკეთებული წათხით. ისე იმერეთში ბებიაჩემი დერგში ინახავდა ყველს სწორედ ამ დროს, მერე ტავს გასანთლულ ტილოს აფარებდა და ზამთარში ხსნიდა, იმ ყველის წვნიანი ყველაზე "მხეცური" რამეა, პიტნით და კვერცხით ,  ყველიერის კვირის შაბათს ეგ აუცილებლად უნდა გვქონოდა.


ზუსტი რეცეპტი დაწერეთ ამ წვნიანის, თუ შეიძლება.

Posted by: sad_lucky 23 Aug 2011, 12:46
Mako Subladze
ეს წვნიანი ხმელი ყველითაც კეთდება და დერგის ყველითაც, ხმელი ყველით, თუ ვაკეთებთ ჯერ დამტვრეული ყველი უნდა მოვხარშოთ, მერე ჩავაყაროთ ბრინჯი, როცა ბრინჯი მზად იქნება ჩავახლით კვერცხებს, რომელიც მთელი უნდა დარჩეს. ერთ ულუფაზე ერთი კვერცხი, მე მიყვარს კვერცხს ცოტა რომ აკლია, პიტნაც და მზად არის, კარგი ყველი თუა ცხიმის დამატება არ ჭირდება, დერგის ყველი თუ გვაქვს მაშინ ჯერ ბრინჯი იხარშება მერე ყველი იყრება. დედაჩემი ახლაც ინახავს ამ ყველს, მაგრამ ცოტას 3 4 თავი თუ შემხვდება ხოლმე, მიყიდია ბაზარშიც ზამთარში, მაგრამ კარაქის დამატება დამჭირდა რამდენჯერმე და არ მომეწონა. ძირითადად აგვისტოს თვეში ინახავენ ამ ყველს. ამის მტავარი საიდუმლო კარგად გაკეთებული წათხია და კვეთი ყოველთვის შინაური გვაქ, სახლში დამზადებული.

Posted by: Mako Subladze 23 Aug 2011, 13:26
sad_lucky
QUOTE
Mako Subladze
ეს წვნიანი ხმელი ყველითაც კეთდება და დერგის ყველითაც, ხმელი ყველით, თუ ვაკეთებთ ჯერ დამტვრეული ყველი უნდა მოვხარშოთ, მერე ჩავაყაროთ ბრინჯი, როცა ბრინჯი მზად იქნება ჩავახლით კვერცხებს, რომელიც მთელი უნდა დარჩეს. ერთ ულუფაზე ერთი კვერცხი, მე მიყვარს კვერცხს ცოტა რომ აკლია, პიტნაც და მზად არის, კარგი ყველი თუა ცხიმის დამატება არ ჭირდება, დერგის ყველი თუ გვაქვს მაშინ ჯერ ბრინჯი იხარშება მერე ყველი იყრება. დედაჩემი ახლაც ინახავს ამ ყველს, მაგრამ ცოტას 3 4 თავი თუ შემხვდება ხოლმე, მიყიდია ბაზარშიც ზამთარში, მაგრამ კარაქის დამატება დამჭირდა რამდენჯერმე და არ მომეწონა. ძირითადად აგვისტოს თვეში ინახავენ ამ ყველს. ამის მტავარი საიდუმლო კარგად გაკეთებული წათხია და კვეთი ყოველთვის შინაური გვაქ, სახლში დამზადებული.

მადლობა.
აწი ვეცდები იმერული ყველი თავის წათხთან ერთად მოვიპოვო, სულ მჩუქნიან ხოლმე იმერულ ყველს. bis.gif

Posted by: sad_lucky 23 Aug 2011, 13:55
იმერულ ყველს ჩვეულებრივ მარილ წყალში, რომ ჩააგდებ ეგ უკვე სხვა რამეა. ყველის ამოყვანის შემდეგ შრატი რომ რჩება იმას მოვადუღებთ, ნადუღს მოვხდით, შემდეგ დარჩენილ წვენს გავფილტრავთ მარლაში და იმით კეთდება წათხი.Mako Subladze

Posted by: anamch 23 Aug 2011, 23:04
Mako Subladze
sad_lucky
სულ მაქვს ეს გამზადებული წათხი , გორის სასწავლო ცენტრიდან ,, და მინდა შევთავაზო მყიდველს , ბოთლებიც კი შევურჩიე შესაბამისი, მაგრამ ვერ მოუვლიან და ვშიშობ... ვერ გაიგებენ ,, მე კი იქ ყოველდღე არ ვარ , რომ ყველა მყიდველს ინსტრუქტაჟას ვერ ჩავუტარებ..

ძალიან მინდა მოხმარებელმა იცოდეს ყველის მოვლა...

QUOTE
ამის მტავარი საიდუმლო კარგად გაკეთებული წათხია და კვეთი ყოველთვის შინაური გვაქ, სახლში დამზადებული.

ამაზეა აგებული მთელი ჩვენი კოცეფცია და რამდენიმე ფრმერი გამოგვყვა ...

Posted by: cheese1 24 Aug 2011, 01:06
anamch
მადლობა smile.gif

Posted by: anamch 24 Aug 2011, 11:38
cheese1
არფერს და მოდი
აუცილებლად...

Posted by: Tesu 24 Aug 2011, 12:41
anamch bis.gif bis.gif

დიდი მადლობა შენ, ჩივავას და ყველას ვინც ამ პროექტიშია ჩართული. გუშინ შევიძინე გებჟალია, თხის ყველი და მთის ყველი ქონდარ-წიწაკით. ვნეტარებ biggrin.gif

ჰო, თხის ყველი ჯერ არ გამისინჯავს. შაბათ-კვირას აგარაკზე ავუტან ჩემებს და მეც იქ დავაგემოვნებ.
მოვიხიბლე ინტერიერით, მომსახურე პერსონალით და მრავალფეროვან ხარისხიან პროდუქტზე აღარაფერს ვამბობ. ფასებიც საკმაოდ მისაღებია. + პრაქტიკულად ჩემს უბანში smile.gif. იმერულს და სულგუნს მაგაზე იაფად ვერც ვერასდროს ვყიდულობ და ისიც ღმერთმა უწყის სად არის დამზადებული.
უმაგრესი პროექტია. ხალხში გაბნეული ნაირსახეობების აღდგენა ხუმრობა არაა.
ეს არ არის "იყიდე-გაყიდე" ბიზნესი და მიხარია ძალიან.
სულით და გულით გისურვებთ წარმატებებს!!! 2kiss.gif 2kiss.gif

პ.ს აქამდეც გაპიარებდით. გუშინდელის მერე გაასმაგებული ძალებით. აგრესიულ მარკეტინგზე გადავედიიი biggrin.gif

Posted by: nanana 24 Aug 2011, 12:45
anamch
მინდა წათხი. გავაკეთე და რაღAცც ვერ გამოვიდა smile.gif

Posted by: anamch 25 Aug 2011, 09:12
nanana
ახლა 10 წუში გავდივარ , მესხეტისკესნ ჩამოვალ 2 დღეში,
ჩემი ტელ იცი , მე მმგონი, დამირეკე..

დაგიმზადებ საუკეტესო წატხს ნამდვილ დედოზე გამოყვანილ ყველის შრატზე... უგემრიელსსს და კამკამას!

Posted by: giorgi --- 25 Aug 2011, 09:41
QUOTE (anamch @ 18 Aug 2011, 08:28 )
westsider
14 ყველი მზადაა დასაეგისტრირებლადდ-სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სქპატენტიმუ/საობს ამაზე.. ნიცეო გიახარონ დ ა აწერონ ცოტა ხანი სულგუნიი,,
დასრულდება ეს ნეტარი ხანა!

მოიცა, ხვალ მე რომ მოვინდომო სულგუნის წარმოება, თქვენგან უნდა ავიღო ნებართვა?
მაგრამ თქვენ ხომ არ მოგიგონებიათ სულგუნი? ეგ ხომ ისედაც არსებობდა და თან კაი ხანი?

Posted by: tos-ka 25 Aug 2011, 10:13
giorgi ---
QUOTE
მოიცა, ხვალ მე რომ მოვინდომო სულგუნის წარმოება, თქვენგან უნდა ავიღო ნებართვა?
მაგრამ თქვენ ხომ არ მოგიგონებიათ სულგუნი? ეგ ხომ ისედაც არსებობდა და თან კაი ხანი?


ნებართვის აღება სახელმწიფოსგან მოგიწევს


anamch
ფოკას ყველები ჩამოვიდა? ვეღარ "გამოვეტიე" მანდეთ . . .
და წათხის რიგში მეც ჩამაყენეთ

Posted by: lukanini 25 Aug 2011, 10:59
anamch
აუ წათხი მეც მინდა მაგრამ სამწუხაროთ საქართველოში რომ არ ვიმყოფები რა ვქნაhelp.gif ?ყველი ამომყავს ხოლმე და ჩვეულებრივ მარილწყალში ვდებ მაგრამ აქ რომ წავიკითხე შრატშიო დამაინტერესა ძალიან
კვეთის გაკეთებას ხომ არავინ მასწავლის? ის მაქვს ბოთლებში რომ იყიდება მაქედან წამოვიღე მაგრამ ნათტურალურ კვეთს მაინც არაფერი ჯობია
კონკურენციას არავის გაგიწევთ biggrin.gif მასწავლეთ რა
პ.ს. საქართველოში როცა ჩამოვალ აუცილებლათ გესტუმრებით ძაან მიხარია რომ არის ეგეთი მაღაზია გახსნილი ბაზარში ვერ ენდობი ყველს,რა იცი რა პირობებშია ამოყვანილი და შენახული 2kiss.gif წარმატებებს გისურვებთ

Posted by: sad_lucky 25 Aug 2011, 11:18
lukanini
ყველი თუ ამოგყავს შრატიც გექნება, აადუღე მოაცალე ნაღები, გაფილტრე კარგად და გააკეთე წათხი, ეგ ადვილია. კვეთს რაც შეეხება, საქონლის კუჭით კეთდება, თუ მოიპოვებ არც ეგაა ძნელი.

Posted by: farfallina 25 Aug 2011, 11:22
lukanini
მეც მსგავსი პრობლემა მაქვს
არ ვცხოვრობ საქართველოში ვერც პეპსინი ვიშოვე აქ
ირლანდიაში აზრზე არ არიან ამ პენსინის
ხოდა ძალაინ მინდა ყველის ამოყვანა

anamch
ძალაინ გთხოვთ იქნებ მასწავლოთ ეს ნატურალური კვეთი როგრო კეთდება ?
იმერული ყველი მენატრება ხოლმე ყველაზე ძალაინ და მაგისთვის მინდა
2kiss.gif

ძალიან კარგი საქმე გაქვთ წამოწყებული წარმატებებს გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: tavadze 25 Aug 2011, 11:56
farfalina
QUOTE
ძალაინ გთხოვთ იქნებ მასწავლოთ ეს ნატურალური კვეთი როგრო კეთდება ?

ჯერ საქონლის შესაბამისი ნაწილი უნდა იშოვო, რომლისგანაც კვეთი კეთდება. ისე არაფერი გამოგივა.

Posted by: lukanini 25 Aug 2011, 12:03
sad_lucky
შენ დამიწერე როგორ კეთდება და კუჭს ვიშოვი ხორცის მაღაზიაში შევუკვეთავ არა მგონია უარი მითხრან მოტანაზე.შრატში რამდენ ლიტრზე რამდენი მარილი უნდა ისიც დამიწერე რა? წინასწარ დიდი მადლობა
* * *
farfalina
ისე აქ იყიდება კვახო ქვია და აფთიაქში აქვთ.ძვირი ღირს ცოტა,იკითხე მანდ არ არსებობს რომ არ იყოს.მე საქართველოდან მაქვს ჩამოტანილი სითხე

Posted by: farfallina 25 Aug 2011, 12:21
lukanini

ვეძებე პეპსინი რენეტი მაგრამ არც ერთი არ აქვთ აქ sad.gif

იტალიაში კი ექნებათ უეჭველი მაგრამ მე აქ ვარ და ..
ამ სახელებზე რომ ვერ გაიგეს რა მინდოდა ავუხსენი რომ ყველის ამოყავნა მინდოდა სახლში ხოდა ლამის ფსიქიატრის ნომერი მომცეს ის დაგეხმარებაო gigi.gif
აქ არსებობს სახლები და თან მრავლად რომ მხოლოდ მიკროტალღური ღუმელი დგას მზა საჭმლის გასათბობად არ არქვთ გაზის ღუმელი რომ რაიმე მოამზადო და ეს ნორმალურია ამათთვის

tavadze
და რა ნაწილია საჭირო ? ექნებ ეგ ვიშოვო
ბევრი ხორცის მაღზიებია და ვიკიტხავ

Posted by: lukanini 25 Aug 2011, 12:34
farfalina
აფთიაქში იკითხე?აქ სითხეც არის და ფხვნილიც.შეუკვეთავ და მოგიტანენ.ნატურალური კვეთი კიდე ძროხის კუჭისგან მზადდება

Posted by: farfallina 25 Aug 2011, 12:38
lukanini
ვიკიტხე yes.gif

Posted by: lukanini 25 Aug 2011, 12:42
farfalina
ვა რა საინტერესოა არადა არ არსებობს რომ არ იყოს,შემოიარე აფთიაქები და იკითხე მოძებნონ მაინც არია იქვე თუ არა აქვთ ანუ შეკვეთით.

Posted by: tavadze 25 Aug 2011, 12:59
farfalina
QUOTE
tavadze
და რა ნაწილია საჭირო ? ექნებ ეგ ვიშოვო
ბევრი ხორცის მაღზიებია და ვიკიტხავ

ხორცის მაღაზიებში არ ექნებათ, რადგან ეგ არ იჭმება და კვეთის გადრა, სხვა დანიშნულება არც აქვს. მაჭიკს ეძახიან, თუ არ ვცდები... საქონლის გარდა, ღორისასაც იყენებენ. მაგას სპეციალურად თუ დაუკვეტავ ყასბებს, თორემ გასაყიდად მანდ კი არა, აქ ვერ იშოვი, მხოლოდ ოჯახებში აქვთ.

Posted by: gloneli 25 Aug 2011, 13:08
sad_lucky
QUOTE
კვეთს რაც შეეხება, საქონლის კუჭით კეთდება,

არა მხოლოდ საქონლის,ღორის კუჭიდანაც კეთდება.ახმობენ და მერე დებენ შრატში.
* * *
farfalina
QUOTE
ვეძებე  პეპსინი რენეტი მაგრამ არც ერთი  არ აქვთ  აქ

"EVERGREEN'-ში იკითხე,ან ყასბებთან.

Posted by: sad_lucky 25 Aug 2011, 15:11
gloneli
კი ღორის კუჭიც კარგია რა თქმა უნდა, ჩვენ ძირითადად ეგ გვქონდა სად იშოვით არ ვიცი, მაგრამ როგორ მოამზადოთ დავწერ, მხოლოდ გადავამოწმებ დედაჩემთან, რომ არ შემეშალოს. კაი ხანია შეხება არ მქონია მაგ საქმესთან.
lukanini
რაც შეეხება მარილის დოზას ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, ერტი ვიცი, რომ კვერცხი არ უნდა ჩაიძიროს.

Posted by: lukanini 25 Aug 2011, 15:37
sad_lucky
დიდი მადლობა
tavadze
შევუკვეთავ არა მგიონია რომ პრობლემა იყოს რამე,ვიცი რომ არ იყიდება ისე.უფრო რომელი ჯობია ღორის თუ ძროხის და რომ შევუკვეთო რამე გასუფთავება ხომ არ უნდა

Posted by: tavadze 25 Aug 2011, 15:55
lukanini
QUOTE
ისე.უფრო რომელი ჯობია ღორის თუ ძროხის და რომ შევუკვეთო რამე გასუფთავება ხომ არ უნდა

მე მგონი, სულ ერთია, გასუფთავება კი უნდა - რაღაც აპკსაც აცლიდნენ, როგორც მახსოვს და რეცხავდნენ. ნუ, მაგის გასუფთავება არაა ძნელი, შენ შოვნა ტქვი თორემ...

Posted by: gloneli 25 Aug 2011, 16:16
tavadze
QUOTE
მე მგონი, სულ ერთია, გასუფთავება კი უნდა - რაღაც აპკსაც აცლიდნენ, როგორც მახსოვს და რეცხავდნენ. ნუ, მაგის გასუფთავება არაა ძნელი, შენ შოვნა ტქვი თორემ... 

ბებიაჩემი,ღორს რომ დაკლავდნენ,მაშინვე ამოაცლევინებდა კუჭს,მერე,ძალიან რომ გახეხავდა-გაასუფთავებდა,მარილს აყრიდა,მახსოვს.ადრე ხალხი სულ მაგისგან აკეთებდა წათხს.აფთიაქში ჩემს ბავშვობაშიც(ანუ ადრეsmile.gif) იყიდებოდა პეპსინი,მაგრამ იმას არ ეკარებოდნენ.ყველიც უუუგემრიელესი იყო.ისე მალეფუჭებადია და ხშირად უცვლიდნენ ყველს წვენს.
sad_lucky
QUOTE
რაც შეეხება  მარილის დოზას ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, ერტი ვიცი, რომ კვერცხი არ უნდა ჩაიძიროს.

ჩემტვის პრობლემაა ყოველთვის მარილის განსაზღვრა,კვერცხის იმედად რომ ვიყავი,იმიტომაც გავაფუჭე სვანეთიდან საჩუქრად გამოგზავნილი სულგუნი.გამოვიდე თავი მე გავაკეთებ წათხს მეთქი,კვერცხიც ვაყურყუმალავე შიგნით და როცა მივაკითხე სულგუნს,გამდნარი დამხვდა givi.gif
ძალიან მე ნუ მენდობით,მაგრამ გამიგია 10 ლიტრ წყალს 1კგ მსხვილი მარილი სჭირდება-მწნილებისთვის მაგალითად ამ პროპორციას იყენებენ

Posted by: tavadze 25 Aug 2011, 16:21
gloneli
QUOTE
ბებიაჩემი,ღორს რომ დაკლავდნენ,მაშინვე ამოაცლევინებდა კუჭს,მერე,ძალიან რომ გახეხავდა-გაასუფთავებდა,მარილს აყრიდა

მე ზუსტად არ მახსოვს დამუშავების პროცედურა, მაგრამ მალევე რომ ასუფტავებდნენ, ეგ კი ვიცი და როგორც მახსოვს, მარილ-სოდაში ხეხავდნენ. მერეც მარილს აყრიდნენ, ვიდრე წათხს გაამზადებდნენ.

Posted by: lukanini 25 Aug 2011, 16:51
gloneli
biggrin.gif მაგაში გეთანხმები მეც ვცადე ადრე კვერცხით და 2 დღეში ყველი დარბილებას წავიდა და მერე დავამატე ისევ მარილი,ისე მეც ასე მგონია მაჭიკიდან ამოყვანილი ყველი უფრო გემრიელი იქნება,არადა რძის პრობლემა საერთოდ არ მაქვს 50 ლიტრობით მოაქვთ ხოლმე როცა ვუკვეთავ თანაც სახლში მოტანით.ყველიც კაი გამოდის მაგრამ რატომღაც უკეთესი მინდოდა გამეკეთებინა.რაც მე შრატი მიღვრია რა ვიცოდი თუ წათხის გაკეთება შეიძლებოდა sleep.gif

Posted by: sad_lucky 25 Aug 2011, 17:39
lukanini
დედაჩემს დერგში მარლის პარკით ჩაკოდებული აქვს ხოლმე მარილი. და ასე რეგულირდება ზედმეტად არასოდეს არ ერევა.

Posted by: orchidea 25 Aug 2011, 18:16
gloneli
QUOTE
10 ლიტრ წყალს 1კგ მსხვილი მარილი სჭირდება-მწნილებისთვის მაგალითად ამ პროპორციას იყენებენ

მე მაგალითად 5 ლიტრ წყალზე 1 კგ. მარილს და 1 ჭ. შაქარს ვხსნი ცხელსი და მერე ამ ვაცივებ და ვინახავ ყველს
ეხლაც მიდევს მაცივარში მაგაში შენაჰული ყველი

Posted by: nanana 25 Aug 2011, 20:18
anamch
QUOTE
დაგიმზადებ საუკეტესო წატხს ნამდვილ დედოზე გამოყვანილ ყველის შრატზე... უგემრიელსსს და კამკამას!


დიდი მადლობა smile.gif)

Posted by: Hot_Coffee 25 Aug 2011, 20:43
ჰოლანდიური ყველი ძალიან მაგარია chups.gif

Posted by: rtuli 25 Aug 2011, 21:08
QUOTE
წათხი

არ მიყვარს მაგაში ნადები ყველი no.gif ...მლაშდება+მაგრდება sad.gif
ახალი გამოყვანილი+ცოტა მომწიფებული ყველი მომწონს.ან სულგუნი ოდნავ მარილიანი ძალიან ნაზი love.gif ,ქარხნული ყველებიც ოღონდ საშვალო სიმლაშის და ძალიან ნაზი ნაღების გემოთი love.gif ...დანარჩენ ყველებს დელიკატესების სიაში ვრიცხავ,რომლითაც თავს ზოგჯერ ვანებივრებ smile.gif

Posted by: buskunia 25 Aug 2011, 21:36
QUOTE
ყველი



chups.gif ვგიჟდებიიიი !!!


შოკოლადის მერე პირველია საიში love.gif

Posted by: sad_lucky 25 Aug 2011, 21:54
rtuli
მარილწყალში ნამდვილად მაგრდება და მლაშდება, მაგრამ წათხში იმერული ცხიმიანი ყველი არ იღებს მარილს და ფუმფულა და ნასვრეტებიანი რჩება.

Posted by: lukanini 25 Aug 2011, 22:10
sad_lucky
აუ მომინდა ეხლა მაგრათ.ისე მარილწყალს ვაკეთებდი აქამდე და დამლაშებით საერთოდ არ დამმლაშებია და არც ძალიან გამაგრებულა.ნასვრეტებს იკეთებს როცა ცხელა.ისე ფუვდება ხოლმე ყველი ქვაბში ძლივს ეტევა,გოჭებივით ხდებიან biggrin.gif

Posted by: gloneli 26 Aug 2011, 01:06
sad_lucky
QUOTE
მარილწყალში ნამდვილად მაგრდება და მლაშდება, მაგრამ წათხში იმერული ცხიმიანი ყველი არ იღებს მარილს და ფუმფულა და ნასვრეტებიანი რჩება.

yes.gif yes.gif
როცა შესანახად გინდა,საუკეთესო საშუალებაა ბევრი ყველის\ტვის.მაცივარში,მშრალად შენახული ყველი იცვლის გემოს

Posted by: ninavia 26 Aug 2011, 15:35
10 ჩაის ჭიქა წყალი ,2 ჭიქა მარილი,2 სუფრის კოვზი ძმარი,2 ს/კ შაქარი მოვადუღოთ, გავაციოთ. ემალის ჭურჭელში ჩავალაგოთ ყველი და გაცივებული სითხე დავასხათ. ინახება არაჩვეულებრივად და არც მლაშეა . ცუდ ყველსაც კი გამოაკეთებს და კარგ გემოზე დააყენებს.

Posted by: nanana 26 Aug 2011, 16:09
ჩემი ერთი "ასლარიანი" ყველი გადავაგდე დღეს. ძაან აყროლდა biggrin.gif არადა კონტეინერში მაცივარში პატიოსნად ვინახავდი. ეტყობა წაბლის ფოთოლმა დაიწყო ლპობა და თავად მეც კი შევწუხდი biggrin.gif ნაცარში დაძველებული ნადუღი და აბული კარგი იყო. სანამ გაფუჭდებოდა გავავლე მუსრი, მაგრამ დიდხანს ეგეც ვერ გაძლებდა გული მიგრძნობს

Posted by: lukanini 26 Aug 2011, 18:15
nanana
QUOTE
ჩემი ერთი "ასლარიანი" ყველი გადავაგდე დღეს.

რა ყველი იყო ეგეთი ასლარიანი

Posted by: nanana 26 Aug 2011, 20:23
lukanini
ფოკაში ვიყიდე. ასლარიანი პირობითად იყო biggrin.gif ისე ერთი პატარა თავი 30 ლარი ღირდა. წაბლში იყო გახვეული. კამამბერის ვარიანტი. ძალიან კარგი იყო თავიდან. მერე მოგვსპო სუნმა და ფაქტურაც გაფუჭდა.

Posted by: lukanini 26 Aug 2011, 21:16
nanana
მიყვარს კამემბერტის ყველი,მარა ძაან ცხიმიანია

Posted by: MANASE 27 Aug 2011, 12:21
sad_lucky
QUOTE
ეს წვნიანი ხმელი ყველითაც კეთდება და დერგის ყველითაც, ხმელი ყველით, თუ ვაკეთებთ ჯერ დამტვრეული ყველი უნდა მოვხარშოთ, მერე ჩავაყაროთ ბრინჯი, როცა ბრინჯი მზად იქნება ჩავახლით კვერცხებს, რომელიც მთელი უნდა დარჩეს. ერთ ულუფაზე ერთი კვერცხი, მე მიყვარს კვერცხს ცოტა რომ აკლია, პიტნაც და მზად არის, კარგი ყველი თუა ცხიმის დამატება არ ჭირდება, დერგის ყველი თუ გვაქვს მაშინ ჯერ ბრინჯი იხარშება მერე ყველი იყრება. დედაჩემი ახლაც ინახავს ამ ყველს, მაგრამ ცოტას 3 4 თავი თუ შემხვდება ხოლმე, მიყიდია ბაზარშიც ზამთარში, მაგრამ კარაქის დამატება დამჭირდა რამდენჯერმე და არ მომეწონა. ძირითადად აგვისტოს თვეში ინახავენ ამ ყველს. ამის მტავარი საიდუმლო კარგად გაკეთებული წათხია და კვეთი ყოველთვის შინაური გვაქ, სახლში დამზადებული.

იქნებ დოზები მიუთითო. მე ბრინჯი მეტი მომივიდა და ხარჩოს მაგივრად ღომი მივიღე yes.gif

* * *
nanana
QUOTE
ჩემი ერთი "ასლარიანი" ყველი გადავაგდე დღეს

ადგილი თუ გახსოვს სადაც გადააგდე biggrin.gif ყველი როცა ფუჭდება გარედან შიგნით უკეთესი ხდება

Posted by: nanana 27 Aug 2011, 13:07
MANASE
QUOTE
ყველი როცა ფუჭდება გარედან შიგნით უკეთესი ხდება


არა ეს არ ვარგოდა თორემ რა გადამაგდებინებდა. ვერკვევი ყველში biggrin.gif

Posted by: revolutie 27 Aug 2011, 13:16
Hot_Coffee
QUOTE
ჰოლანდიური ყველი ძალიან მაგარია

ქარტველს რომ სხვისი ყველი მოენატრება ტანაც ჰოლანდიური, ტუ ქარტული არ მაქვს კი ვჭამ მარა როგორ სევადრი, ტუმც გემოვნების ამბავია ანდა რაც უცხოა ის გინდა კაცს

QUOTE
არ მიყვარს მაგაში ნადები ყველი  ...მლაშდება+მაგრდება
ახალი გამოყვანილი+ცოტა მომწიფებული ყველი მომწონს.

მე კი პირიქიტ, მაგარი და მლაშე....ვგიჟდები

Posted by: anamch 27 Aug 2011, 22:48
nanana
QUOTE
ჩემი ერთი "ასლარიანი" ყველი გადავაგდე დღეს. ძაან აყროლდა  არადა კონტეინერში მაცივარში პატიოსნად ვინახავდი. ეტყობა წაბლის ფოთოლმა დაიწყო ლპობა და თავად მეც კი შევწუხდი 

დასანანია.. აუცილებლად კითხეთ დედებს, როცა ისევ მოხვდებიტ ფოკაში, როგორ შეინახოთ მათი ყველ-ები...

Posted by: Luchia 27 Aug 2011, 23:07
QUOTE
ძალაინ გთხოვთ იქნებ მასწავლოთ ეს ნატურალური კვეთი როგრო კეთდება ?
იმერული ყველი მენატრება ხოლმე ყველაზე ძალაინ და მაგისთვის მინდა

ბებიაჩემი ქათმის კუჭიდან ამზადებს კვეთს

Posted by: lukanini 28 Aug 2011, 00:31
Luchia
უი სხვათაშორის უნდა დამეწერა როგორც ხუმრობა ქათმის კუჭიდან არ გაკეთდება მეთქი gigi.gif ეგ მაინც იშოვება ადვილათ,ესეიგი მართალა შეიძლება?

Posted by: Luchia 28 Aug 2011, 17:59
lukanini
QUOTE
ეგ მაინც იშოვება ადვილათ,ესეიგი მართალა შეიძლება?

კი ნამდვილად შეიძლება ქათმის კუჭისგან

Posted by: Abnormalia 29 Aug 2011, 00:08
დღეს მოვხვდი პარიზში პაწუკა ქუჩაზე 1000 პაწუკა მაღაზიით და რამოდენიმე ყველის ისეთი დახლი იყო ლამის გული წამივიდა:

user posted image

user posted image

user posted image

ზეგ დილას მოვფრინავ, აუცილებლად დავიგრუზები და ისე წამოვალ smile.gif

Posted by: lukanini 29 Aug 2011, 01:44
Luchia
QUOTE
კი ნამდვილად შეიძლება ქათმის კუჭისგან

და როგორ მზადდება ხომ არ იცი?

Posted by: bene_bene 29 Aug 2011, 04:50
ყველიიიიიიიი love.gif love.gif love.gif ვერ წარმომიდგენია ყველის გარეშე,ყველაფერს შემიძლია მივატანო. მარტო ლურჯ ყველს ვერ აღვიქვამ ყველად.
ერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდი თელავივში იყიდება ძალიან პატარა ქილებში დაფასოებული ყველი და ჩემდა გასაკვირად ზუსტად იმერული ყველის მსგავსია.გემო და გარეგნულადაც,ოღონდ ძალიან პატარებია.მერე იგივე ფირმის დიეტური იოგურტი გავსინჯე და მაწონი იყო... ძაან გამიკვირდა,შეიძლება ვიმნე ქართველ-ებრაელის ბიზნესია...

Posted by: macaco-fast65 29 Aug 2011, 10:57
QUOTE (Luchia @ 28 Aug 2011, 17:59 )

კი ნამდვილად შეიძლება ქათმის კუჭისგან

ქათმის კუჭიც გამიგია და ძროხას რომ დაკლავენ ან ხბოს იმის ფაშვიც, მე მგონი კარგად გასუფთავებულს მარილი უნდა დააყარო და გააჩერო და შემდეგ კი წყალს ასხამენ,მაგრამ როგორს ეგ აღარ ვიცი.

Posted by: nanana 29 Aug 2011, 11:37
anamch
QUOTE
დასანანია.. აუცილებლად კითხეთ დედებს, როცა ისევ მოხვდებიტ ფოკაში, როგორ შეინახოთ მათი ყველ-ები...

ვკითხე და როგორც მითხეს ისე შევინახე. კონტეინერში და მაცივარში და მაინც გაფუჭდა

Posted by: lukanini 29 Aug 2011, 22:27
ესეიგი ხორცის მაღაზიაში ვიკითხე დღეს და მითხრეს რომ აქვთ ღორის კუჭი,დაჟე ხარშავენ ,ღორისას არაფერს არ ვყრით ყველაფერს ვიყენებთო.ასე რომ შემიძლია ვიყიდო უკვე გასუფთავებული,იქნებ წესიერათ ამიხსნათ ვინმემ როგორ გავაკეთო კვეთი?

Posted by: anamch 30 Aug 2011, 11:04
Abnormalia
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

აქეტკენ მინდაა სვლაააააააააააააიიიი

ისე რაღაციტ ქე ჩამოვგავრტ უკვე ამ დახლს.... სულ პაწუკაზეეეეე მოდი რა ა ჩვენტან რომ ჩამოხვალ ...

Posted by: auau 1 Sep 2011, 17:20
anamch
ანა, სიამაყით ვიტყვი, რომ არავისზე ნაკლები არ ხართ და მიხარიაააააააააააააააააა! 2kiss.gif

Posted by: izabel 2 Sep 2011, 14:22
lukanini
ღორის კუჭი უკეთესია ქათმისაზე. ღორის კუჭს კარგად გაასუფთავებ, დაამარილებ(2 Dღე თუ გააჩერებ უკეთესია). აიღებ 2 ან 3 ლიტრიან შუშის ქილას ჩადებ ამ დამარილებულ კუჭს+ ტყემალს(ცოცხალს) დაასხავ შრატს...ზოგის შინდსაც(ცოცხალს) ყრის და ცოოოტა ძმარს ამატებს. მოკლედ დადგავ რამოდენიმე დღე და სიმჟავე უნდა გაკრავდეს და მაშინ უკვე მზადაა კვეთი. ეს რაც მახსოვს წარსული ცხოვრებიდან. ისე rtuli-ს ეცოდინება.

Posted by: lukanini 2 Sep 2011, 18:00
izabel
დიდი მადლობა 2kiss.gif და ტყემალი რომ არ მაქვს მოხდება რამე?სად უნდა შევინახო მაცივარში?მერე მაგ: 10 ლ.რძეზე რამდენი ვუქნა?გამოცვლა ხომ არ უნდა ხოლმე შრატს დროთაგანმავლობაში?

Posted by: izabel 3 Sep 2011, 17:41
lukanini
მაცივარი არ უნდა. ტყემალი და შინდი აუცილებელია, სიმჟავისკენ რომ წაიყვანოს კვეთი.(შეიძლება ცოცხლად რომ აკონსერვებენ ტყემლის მარცვლებს მაგანაც ივარგოს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი).
შრატი ცივი უნდა დაასხა...გამოცვლა არაფრით არ შეიძლება...უნდა პერიოდულად დაამატო შრატი იმ ქილას, რასაც მოაკლებ ყველის გაკეთების დროს.
რაც უფრო ახალი გაკეთებულია კვეთი, მით უფრო სუსტია და 10 ლიტრას დაახლოებით 150 გრ კვეთი მაინც უნდა.+-
პ.ს. გამახსენდა...ზაფხულში ღორის კუჭის შოვნა პრობლემატური იყო...თან ახალს გამოყვანისთვის დროც უნდოდა და ზამთარში ღორის კუჭს დავამარილებდით და თეთრ შაბში(შაქარყინულს რომ გავს) გამოგვყავდა. მერე ვაშრობდით და ისე შეიძლება შენახვა.
წარმატებები. smile.gif

Posted by: lukanini 3 Sep 2011, 23:21
izabel
დიდი მადლობა 2kiss.gif ვცდი აუცილებლათ

Posted by: shoreshore 4 Sep 2011, 18:06
გამარჯობათ!

თეთრი რომ არის ყველი და რომ გაჭრიან გულში ყვითელია, ეგეთს როგორ აკეთებენ?

Posted by: lukanini 4 Sep 2011, 21:55
ხაჭო როგორ გავაკეთო ხომ არ იცით?

Posted by: Georgian Rabbit 14 Sep 2011, 08:47
აუ ხომ არ იცით იმერულ ყველს მიმსგავსებული რომელი ყველი შემიძლია ვიყიდო?

= (


Posted by: lukanini 14 Sep 2011, 12:38
Georgian Rabbit
ფეტა არის კარგი.ბერძნული ყველია.

Posted by: Georgian Rabbit 14 Sep 2011, 19:58
lukanini
აი მეც ფეტას ვფიქრობდი, მაგრამ ცომებში ძალიან ცხიმიანი არ არი? სალათებში ძირითადად მაგას ვხმარობ Mაგრამ ცხობაში არ ვიცი.

Posted by: ravi_shen 14 Sep 2011, 20:14
იტალიურ გუფთა მოცარელაზე გემრიელი ყველი მე არ მიჭამია
არც სულგუნი და არც საერთოდ
აიი უგემრიელსია

Posted by: lukanini 14 Sep 2011, 20:19
ravi_shen
ჩვენ სულგუნს არაფერი მირჩევნია
Georgian Rabbit
ძაან კაია მოცარელაში გადაურიე.

Posted by: ravi_shen 14 Sep 2011, 20:39
lukanini
არ გაგისინჯავს ეტყობა ეს ყველი <3

Posted by: Georgian Rabbit 14 Sep 2011, 21:45
lukanini
მადლობ
ვცდი აბა smile.gif

QUOTE
ჩვენ სულგუნს არაფერი მირჩევნია


+1 up.gif

Posted by: lukanini 17 Sep 2011, 12:04
ravi_shen
როგორ არ გამისინჯავს მაგრამ სულგუნი მირჩევნია. რომ გაჭრი და რძე გასდის უმაგრესია baby.gif

Posted by: ravi_shen 17 Sep 2011, 12:25
lukanini
სად გაგისინჯავს ერთი
რა ფორმა აქვს biggrin.gif

და გუფთა მოცარელას მე ვეძAხი და ერთი ვიცოდე საიდან მიხვიდ რომელ ყველზე ვიძახი biggrin.gif lol.gif

Posted by: lukanini 17 Sep 2011, 20:08
ravi_shen
უიმეეეეეეეეე რა სად გამისინჯავს,ერთი შენ ხარ რა?შენ თუ გასინჯე ესეიგი არავის არ აქვს მეტს გასინჯული თუ რა,
.
QUOTE
გუფთა მოცარელას მე ვეძAხი და ერთი ვიცოდე საიდან მიხვიდ რომელ ყველზე ვიძახი

მასე რომ ეძახი გასაგებია რატომაც მრგვალი ფორმა აქვს და იმიტომ.რატომ გაგიკვირდა მე ვერ ვხვდები სად უნდა გამესინჯა და სუპერში ვიყიდე და ვჭამე,რა შენ დაკვეთით გიმზადებენ? lol.gif

Posted by: ravi_shen 17 Sep 2011, 20:16
lukanini
QUOTE
სუპერში ვიყიდე და ვჭამე

ჰაჰ
არ არის საქართველოში ეს ყველი
აი ზუსტად ვიცი
შემიძლია თავი დავდო
და მრგვალი არ არის biggrin.gif
ვანკა სტანკას ფორმა აქვს biggrin.gif


Posted by: lukanini 17 Sep 2011, 20:55
ravi_shen
და მერე ვინ გითხრა რომ საქართველოში ვჭამე?
QUOTE
და მრგვალი არ არის  ვანკა სტანკას ფორმა აქვს

მე მრგვალი მაქვს ნაჭამი რა არ შეიძლება?

Posted by: ravi_shen 18 Sep 2011, 12:02
lukanini
QUOTE
და მერე ვინ გითხრა რომ საქართველოში ვჭამე?

QUOTE
სუპერში ვიყიდე და ვჭამე,

უკაცრავად და რამდენი წლის ხარ ? biggrin.gif

კაი ნაჭამი გაქვს დანმშვიდდი biggrin.gif

QUOTE
მე მრგვალი მაქვს ნაჭამი რა არ შეიძლება

არა biggrin.gif სათამაშო არაა ფირმა სტანდარტს ყიდის biggrin.gif
ნუ მოკლედ

:ცაცა:

Posted by: lukanini 18 Sep 2011, 12:18
ravi_shen
QUOTE
უკაცრავად და რამდენი წლის ხარ ?

ეს აუცილებელია? aba.gif
QUOTE
კაი ნაჭამი გაქვს დანმშვიდდი

სულაც არ ვნერვიულობ,რა არის გასაკვირი ეგ რომ მქონდეს ნაჭამი ვერ ვხვდები და თანაც რომ ვამბობ მემგონი აქ ეჭვშესაპარს ვერაფერს ვერ ვხედავ.
QUOTE
სათამაშო არაა ფირმა სტანდარტს ყიდი

ამას სერიოზულათ ამბობ?
მე მინი მოზარელებიც მაქვს ნაჭამი და არ დამიწყო ეხლა არ არსებობსო biggrin.gif
და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმისაა, მოცარელა მოცარელაა,არის სავადასხვანაირი გახეხილიც პიცისთვის და ასე შ.....

Posted by: RakhmAnna 18 Sep 2011, 12:18
სულგუნს და იმერულ ყველს არაფერი მირჩევნია,მაგრამ აქ სად ვნახო?? sad.gif ჩამოაქვთ რაღაც გამომშრალები და ცხიმგამოცლილები..ამიტომ კაი მოცარელასაც დიდ პატივს ვცემ..ფეტასაც..
სალატებში უმეტესად ფეტას ვხმარობ.ერთმა მეზობელმა მასწავლა სახლში ყველის კეთება..უადვილესია და გემოთიც Fეტას წააგავს..
მოკლედ იღებთ 2 ქილა არაჟანს (400 გრ)
აურევთ მარილს გემოვნებით,ჩადებთ დოლბანდის ნაჭერში,დაკიდებთ 2-3 დღით(ან სანამ წყალი გაუვა და დოლბანდი მშრალი იქნება) და ყველიც მზადაა..სალათებში ძალიან კარგად მიდის..

Posted by: ravi_shen 18 Sep 2011, 12:24
lukanini
მოცარელას სხვადასხვა ფორმა და გემო აქვს
მ ემგონი 50 სახეობის მოცარელა არსებობს
და გემოყველას სხვადასხვა ნაირი აქვს
გახეხილსაც მინისაც და რა ვიცი კიდევ რ ფორმისას

Posted by: lukanini 18 Sep 2011, 12:34
QUOTE
სალატებში უმეტესად ფეტას ვხმარობ

მეც ძალიან მომწონს.
QUOTE
მოცარელას სხვადასხვა ფორმა და გემო აქვს მ ემგონი 50 სახეობის მოცარელა არსებობს და გემოყველას სხვადასხვა ნაირი აქვს გახეხილსაც მინისაც და რა ვიცი კიდევ რ ფორმისას

მაგდენსახეობის არ გამისინჯავს მე რაც გავსინჯე სულგუნს ნამდვილათ ვერ შევადარებ ,იმას კი არ ვამბობ არ ვარგათქო ჩემთვის სულგუნი მირჩევნია.მითუმეტეს ამისა მაინც ვყიდულობ ხოლმე.ფეტასთან შერეული კაი ხაჭაპური გამოდის

Posted by: iaiameri 18 Sep 2011, 12:37
RakhmAnna
QUOTE
ერთმა მეზობელმა მასწავლა სახლში ყველის კეთება..უადვილესია და გემოთიც Fეტას წააგავს..
მოკლედ იღებთ 2 ქილა არაჟანს (400 გრ)
აურევთ მარილს გემოვნებით,ჩადებთ დოლბანდის ნაჭერში,დაკიდებთ 2-3 დღით(ან სანამ წყალი გაუვა და დოლბანდი მშრალი იქნება) და ყველიც მზადაა..სალათებში ძალიან კარგად მიდის..

რა კარგი იდეაა.რაღაცეების შერევაც შეიძლება..პიტნისან წიწაკის მაგალითად..მეც ვცდი..

Posted by: ravi_shen 18 Sep 2011, 12:51
RakhmAnna
QUOTE
მოკლედ იღებთ 2 ქილა არაჟანს (400 გრ) აურევთ მარილს გემოვნებით,ჩადებთ დოლბანდის ნაჭერში,დაკიდებთ 2-3 დღით

ვცდი საინტერესოა , ხაჭოს გემო უნდა ჰქონდეს არა?

Fეტა და შმანდი ერთად ძალიან კარგია ხაჭაპურში..
იმერული ყველის გემო აქვს..
მოცარელა და მაწონიც კარგად გამოდის ხაჭაპურში....
ნუ მაწვნის გემო, ვიტ ბალანსის 0,1 % იოგურტს აქვს....
მოკელდ რამეს მოახერხებ თუ მოინდომე
მაგრამ დავიტანჯე აქ ნაყიდ თითქმის ყველა ყველს კარაქის გემო აქვს .. #

lukanini
არაფერი, უბრალდო ზუსტად იგივე გემო აქვს როგროც ცჰვენს სულგუნს და უფრო გემრიელია biggrin.gif
ნუ მოკელდ რა არ აქვს მნიშვნლეობა biggrin.gif

Posted by: anamch 18 Sep 2011, 13:33
დიდი ბოდიში მოცარელასთან, მაგრამ დაუსრულებელი სულგუნის გემო აქვს, აი ქე რომ გაგიფუჭდება შუა გზაში სულგუნი...

სიტხეში ჩადებული მრგვალი ბურთი გამასინჯეს ამას წინათ და ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავდ- ყველანირ ყველს ვუძებნი გემოს და ვფეთდები..
არ მომეწონა ...
ვადასტურებ , რომ მატლიანი (ფრანგული) ყველის გარდა ყველანაირ ყველს ვაფეტიშებ..

მოცარელა კარგი ყველია, მაგრამ არა ყველანაირი, როგორც სულგუნიდა იმერული არა ყველა საიტერესო, მაგრა მ თუ წააწყდი და გამოვიდა ისეტია- მშობელ დედას დაგავიწყებს...

მაღაზიის მომხმარებლებს ვაცნობებ- გავიზარდეთ, ახალი მაცივარი შევიძინეტ და ფერადი ყველი ტეტრისგან გამოვაცალკევეტ..
არჩევანი უფრო გაიზარდა და გვეწვიეთsmile.gif

Posted by: RakhmAnna 18 Sep 2011, 13:42
iaiameri
QUOTE
რაღაცეების შერევაც შეიძლება..პიტნისან წიწაკის მაგალითად..მეც ვცდი..


ფანტაზიაზე და გემოვნებაზეა,რაც გინდა დაამატე..მე მაგალიტად სანამ ბოლომდე გამოშრება (დოლბანდში) ბურთულებს ვაკეტებ, აქაურ სანელებელს (ზაატარ-ს ) მოვაყრი და ზეითუნის ზეთში ვდებ რამოდენიმე დღით..ჩემებს ძალიან უყვართ..სალათებშიც კარგია და ისეც შეგიძლია ჭამო..wink.gifravi_shen
QUOTE
ვცდი საინტერესოა , ხაჭოს გემო უნდა ჰქონდეს არა?


არა,ხაჭოს არა,უფრო ფეტას გემო აქვს..smile.gif

Posted by: lukanini 18 Sep 2011, 19:33
QUOTE
უბრალდო ზუსტად იგივე გემო აქვს როგროც ცჰვენს სულგუნს და უფრო გემრიელი

ვისთვის როგორ ჩემო კარგო wink.gif მე ჩემი აზრი დავაფიქსირე რომ სულგუნი მირჩევნია და შენ არ შემეშვი გინდა თუ არა სად გაგისინჯავსო lol.gif
გეგონება ეხლა ისეთ რაღაცაზე გვქონდა საუბარი ძნელათ საშოვარი ყოფილიყოს biggrin.gif
და საერთოდ გემოვნებაზე არ დაობენ,მე ობიანი ყველი მიყვარს ლურჯი ყველი რომ არის და შეიძლება სხას არ მოსწონდეს და რა ვქნა ეხლა ვედაო სად გასინჯე და როგორია თქო,ეგ რაღაც ბავშვური ლაპარაკია რა

Posted by: rtuli 18 Sep 2011, 20:15
ravi_shen
QUOTE
იტალიურ გუფთა მოცარელაზე გემრიელი ყველი მე არ მიჭამია
არც სულგუნი და არც საერთოდ

QUOTE
ჰაჰ
არ არის საქართველოში ეს ყველი
აი ზუსტად ვიცი
შემიძლია თავი დავდო
და მრგვალი არ არის 
ვანკა სტანკას ფორმა აქვს

ცდები ჩემო კარგო საქართველოში ამზადებენ ...მომხმარებელი არ ყავს ფართო რადგან,უფრო დამჯდარი და დასრულებული ყველების მოყვარულები ვართ smile.gif
QUOTE
მ ემგონი 50 სახეობის მოცარელა არსებობს
და გემოყველას სხვადასხვა ნაირი აქვს
გახეხილსაც მინისაც და რა ვიცი კიდევ რ ფორმისას

no.gif

Posted by: ravi_shen 18 Sep 2011, 21:16
rtuli
ზუსტად ვიცი რომ ეს მოცარელა არ არის საქართველოში, დავგუგლე და სამწუხაროდ ვერ ვნახე იმ ყველის სურათი..
არ აწარმოებს ყველის ეს ფირმა ექსპორტს..
ოროგრც აღვნიშნე უკვე 50 სახეობის მოცარელა არსებობს..
და ჩვეულერბივი მოცარელა რასაც იძახით ზემოთ აღნიშნულ პოსტებში არის თეთრი და ბურთებივით და ამას კიდევ ყვითელი ფერიაქვს , დაახლოებით ჰოლანდიური ყველის ფერია და ვანკასტანკას ფორმა აქვს..
დაახლოებით ისეთი გემო აქვს როგორც ქართულ სულგუნს, ოღონდ ის უფრო ცხიმიანია და რძე არ გამოსდის, ნუ გამოსდის მაგრამ იმ რაოდენობით არა რა რაოდენობითაც სულგუნს..

QUOTE
no.gif

რას მიქნევ თავს ნუ გადამრიე, ლამსი ჩემი ზომა რეფერატი გამაკეთებინეს მოცარელაზე biggrin.gif

lukanini
გემოვნებაზე არ ვდაობ მაგრამ რომ მეუბნები რაღაც უფრო გემრიელიაო გასაინჯული ხომ მაინც უნდა გქონდეს ის რასაც ვამბობ ?
ა არა? spy.gif

Posted by: BadbadGirl 18 Sep 2011, 21:24
შევუერთდები მაცარელაზაე დისკუსიას, ვიღაცამ დაწერა სხვადასხვა გემო და ფორმა აქვსო და დავეთანხმები. (ამ ყველის დიდი მომხმარებელი ვარ რადგან ვცდილობ სულგუნის მოთხოვნილება ცოტათი მაინც დავიკმაყოფილო)

მაცარელის მრგვალი ფორმები სხვადასხვა ზომისაა და ისინი წათხში თუ არიან ჩადებულნი და ისე შენახულნი გემო თითქმის არ აქვს.ზოგი ძალიან რბილი და უაზროდ გაფუებულია, ესენი განსაკუთრებით უგემურები არიან (აქ რასაც ვიდულობ ყოველი შემთხვევისათვის). რამოდენიმე თვის წინ მაღაზიაში ვნახე უწათხოდ, ბლოკების ფორმის მაცარელა, ძაალიან მომეწონა. შედარებით დამჯდარი ყველის გემო აქვს. არ არის აფუებული მრგვალი წათხში ჩადებული მაცარელებისაგან განსხვავებით.

რამდენი სახეობა არსებობს არ ვიცი, არ დამითვლია. ჩემთვის ორ სახეობად იყოფა + წათხში ჩადებული და ისე გაყიდული და უწათხოდ შეფუთული biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. ამ წლის აღმოჩენა ნორვეგიული კარამელიზებული ყველია. ძალიან უცნაური გემო აქვს. კარამელს ურევენ თხის რძეში. ფერი მუქი ყავისფერია, გემო ძალიან მწიფე, ტკბილი. ამ ბმულზე ნახავთ რა ყველზე ვსაუბრობ

http://www.brunost.ch/brunost-ost/index.html

Posted by: lukanini 18 Sep 2011, 21:36
ravi_shen
QUOTE
გემოვნებაზე არ ვდაობ მაგრამ რომ მეუბნები რაღაც უფრო გემრიელიაო გასაინჯული ხომ მაინც უნდა გქონდეს ის რასაც ვამბობ ? ა არა?

მააქავს გასინჯული ეგეთები დაჭრილებიც იყიდება სენდვიჩისთვის BadbadGirl რომ ამბობს არის წათხში ჩადებულიც და ისეც დაჟე სადაც ყველის სექტორია იქ ჩამოაჭრევინებ არის ოთკუთხედები მრგვალი.ვერ გავიგე რა პრობლემა შექმენი არ ვცხოვრობ საქართველოში ბატონო აუცილებელია ეგ დამეწერა?ვამბობ გასინჯული მაქვს მე პირადათ სულგუნი მირჩევნია და მორჩა რათ უნდა ამდენი ლაპარაკი ამას.ახლა შენ ისეთი თუ გაქვს ნაჭამი რომ მარტო სადაც შენ ცხოვრობ იქ იყიდება დსა სხვაგან არა ეგ უკვე სხვა საკითხია

Posted by: farfallina 18 Sep 2011, 21:54
lukanini
მეც ძალიან მიყვარს მოცარელა
საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვიხმარ smile.gif
სულგუნის სიყვარულით
ravi_shen
მოცარელა პასიტას ხომ არ გულისხმობ ?

Posted by: ravi_shen 18 Sep 2011, 22:01
farfalina
არ ვიცი რა ჰქვია..

ამ ზაფხულს ვჭამე
და იმის შემდეგ ვეძებ.. : (

Posted by: likali-kila 22 Sep 2011, 09:12
ვუერთდები თქვენს დისკუსიებს...
მგონი ვიცი რა ყველზეცაა საუბარი,ფორმით ვანკა-ვსტანკას რომ გავს ეს პროვალაა ან კაჩიოკოვალო,სულუგუნის მსგავსი ყველია...სამწუხაროა რომ სურათების დადება არ ვიცი...სკაიპით თუ გინდათ გამოგიგზავნით და თუ ისაა თქვენ დადეთ...
მე ყველეულის დიიიიიდი მოყვარული ვარ,ბევრნაირი ყველი მაქვს გასინჯული,მაგრამ უამრავია ისეთი რომლის გასინჯვაზეც უარს არ ვიტყოდი...ყველანაირ ყველს თავისი ადგილი აქვს და თავისებური ხიბლი.ჰოლანდიურ გაუდას ღომში ხომ ვერ ჩაიხარშავ,მაგრამ ვეტრფი კამეჩის სულუგუნს.ახლა ველოდები აფხაზეთიდან კამეჩისა და ძროხის შერეული რძის სულუგუნს და სული მიმდის,ბავშვობის მერე არ მიგემნია...

Posted by: lukanini 22 Sep 2011, 17:25
QUOTE
ახლა ველოდები აფხაზეთიდან კამეჩისა და ძროხის შერეული რძის სულუგუნს

რა გემრიელი იქნებაა baby.gif
აი ეს ყველი შენ რომ ამბობ კაჩიოკოვალო ვნახე და შებოლილი ყველი ყოფილა.თუ ესაა მერე სად მოცარელა და სად ეს.ამხელა დავა მიდიოდა და სახელი ხომ უნდა ცოდნოდა biggrin.gif
http://pix.ge/

Posted by: AchoS 23 Sep 2011, 15:52
ჩემი საყვარელი ყველი "ბრი" yes.gif
იქნებ ვინმეს ამ ყველის დამზადების ტექნოლოგია იცოდეს?

Posted by: Aristotele 23 Sep 2011, 22:29
QUOTE (ravi_shen @ 18 Sep 2011, 22:01 )
farfalina
არ ვიცი რა ჰქვია..

ამ ზაფხულს ვჭამე
და იმის შემდეგ ვეძებ.. : (

ჩავერთვები: ნამდვილი მოცარელა იტალიელების თქმით მზადდება კამეჩის რძისაგან და საერთოდაც მაქისმუმ სამი დღის ამოყვანილი უნდა იყოს თუ გინდა რომ გემო იგრძნო.
ისე, მომჟავო გემო აქვს კამეჩის მოცარელას
და მეც სულგუნი მირჩევნია ყველანაირ მოცარელას.

Posted by: anamch 24 Sep 2011, 09:37
გაგიკვირდებატ და შემოგვიერთდა არაცვეუებრივი თელველი კაცი
იტალიაში წარუგზავნია საელჩოს, პროგრამით
ასწავლეს ამ კაი კაცს მოცაელას გაკეთება და გამოგვეცხდა , სითხეში ჩადებული ბურტებით
გამოფენაზე , ხვალ გამოვიტანთ ამ ყველს..

კამეცისაა და სასწაულად გემრიელი.. ტხელი ქერქიც აქვს და შიგნიდან უუურბილესი და ქათქათააა..


ჰაი მეყველებეეებოო და ყველის გურმანებოოო ხვალ დიდი დღეა, დიდი

სიღნაღი 2011-ქართული ყველის მომავალი..

გელოდებით

ავტობუსები (უფასო)
გადის ვარდების რევოლუციის მოედნიდან.....
12 და 18 მდე ყველი და ჩქარი ტაშიიიიიიიი

Posted by: dzirkoka 24 Sep 2011, 18:37
ვინმეს თუ შეგიძლიათ ორგანიზატორების ტელეფონის ნომერი, რომ მომცეთ??

Posted by: gloneli 24 Sep 2011, 20:16
QUOTE (RakhmAnna @ 18 Sep 2011, 12:18 )
ერთმა მეზობელმა მასწავლა სახლში ყველის კეთება..უადვილესია და გემოთიც Fეტას წააგავს..
მოკლედ იღებთ 2 ქილა არაჟანს (400 გრ)
აურევთ მარილს გემოვნებით,ჩადებთ დოლბანდის ნაჭერში,დაკიდებთ 2-3 დღით(ან სანამ წყალი გაუვა და დოლბანდი მშრალი იქნება) და ყველიც მზადაა..სალათებში ძალიან კარგად მიდის..

რადგან სალათებისთვის იყენებ,ესეიგი შესაძლებელია დაიჭრას?
აქვს მნიშვნელობა რამდენპროცენტული არაჟანი იქნება?

Posted by: NeoZ 25 Sep 2011, 22:41
anamch

დღეს 3 საათზე მივედი და ნამცეცებიც კი აღარ იყო, არადა უამრავი ხალხი მოდიოდა კიდევ sad.gif სამწუხაროა რომ ვერ მივუსწარი ვერც დეგუსტაციას და ვერ ვერაფერი ვერ შევიძინე.

მაღაზიაც ხომ გახსნეს თბილისში ქართული ყველის? სად არის ხომ არ იცით?

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Sep 2011, 22:44
NeoZ
12 საათზე იყო დაანონსებული გახსნა და სამამდე ვინ დატოვებდა რამეს, იმდენი ხალხი იყო...
მაღაზია არის ნუცუბიძის 177-ში.

Posted by: NeoZ 26 Sep 2011, 14:18
WOMAN IN LOVE
QUOTE
12 საათზე იყო დაანონსებული გახსნა


და დახურვა 18 საათზე. მაშინ ყველის დასრულებამდეო ეთქვათ biggrin.gif

ყიდვითაც კი ვერაფერს ვეღარ იყიდიდი უკვე მაგ დროს მე რომ მივედი. არადა მოთხოვნა იყო, უამრავი ხალხი მოდიოდა და მოდიოდა.

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Sep 2011, 17:21
NeoZ
QUOTE
ყიდვითაც კი ვერაფერს ვეღარ იყიდიდი

არ იყიდებოდა, მხოლოდ დეგუსტაცია იყო.

Posted by: NeoZ 26 Sep 2011, 18:08
WOMAN IN LOVE
QUOTE
არ იყიდებოდა, მხოლოდ დეგუსტაცია იყო.


აბა მაშინ გასაგებია, უფასოდ თუ იყო ვინ დატოვებდა იქ რამეს sad.gif

Posted by: RakhmAnna 26 Sep 2011, 22:46
gloneli
QUOTE
რადგან სალათებისთვის იყენებ,ესეიგი შესაძლებელია დაიჭრას?
აქვს მნიშვნელობა რამდენპროცენტული არაჟანი იქნება?

კი იჭრება, მაგრამ ცოტა იფხვნებასავით..ძალიან ნაზი ყველი გამოდის..დავწერე კიდევაც, ფეტასავით..
პროცენტულობას რაც შეეხება,ვცადე 5% ,15 და 30%იანი არაჟანი..მე ყველაზე მეტად 15 იანი მომეწონა გემოთი,მაგრამ დაჭრას რაც შეეხება, განსხვავება თითქმის არ აქვს..

Posted by: shtori 27 Sep 2011, 00:50
ყველს სუნი როგორ მოვაშორო? ვიყიდე და სუნიანი აღმოჩნდა down1.gif არ წამიკითხავს შეფუთვაზე

Posted by: sammolino 27 Sep 2011, 01:05
QUOTE
ყველს სუნი როგორ მოვაშორო? ვიყიდე და სუნიანი აღმოჩნდა  არ წამიკითხავს შეფუთვაზე

გარეცხე.

Posted by: shtori 27 Sep 2011, 01:53
sammolino
ვცდი, თუ უშველა...
მადლობა.

* * *
გავრეცხე და გავსინჯე მერე help.gif ფუუუ, ეს ყოფილა. ცუდად გავხდიი
გადავყარო ჯობია

Posted by: anamch 27 Sep 2011, 06:00
shtori
აბანავე ლუდში....
მერე ცივ გამდინარე წყალში... ცოტა ხანი უხეში მარილი მოაყარე.... და ისევ აბანავე ცივ წყალში..

სუნი გაქრება და მერე ოდნავ შეატბე, მიკრო ღუმელში...

ტუ ამან არ გაჭრა, მოაყარე რამე სუნელი რომეიც გიყვარს(ხმელი ოღონდ)

სულ ცოტა ნიორი...

ყველი არ გადაყარო....

ცოდვააა ყველის გადაყრააა):

Posted by: Camel 27 Sep 2011, 17:16
djindjidrinji
QUOTE
ჭყინტი ყველი როგორ გავაკეთოთ? სახლის პირობებში შეიძლება?




გააკეთე?

Posted by: shtori 27 Sep 2011, 17:54
anamch
მადლობა რჩევისთვის მაგრამ უკვე სხვა ხერხს მივმართე, გადაყრა დამენანა. მარილიან და ძმრიან წყალში მოვხარშე... არომატი დადგა ისეთი 100 მეტრის რადიუსში ხალხი დაიწამლა vis.gif

რა უბედურებაა რა, როგორ ჭამენ ნეტა ამ სუნიან ყველს?

დიდი იმედი მაქვს მსგავს ყველს აღარ ვიყიდი და თუ მაინც რამეა თქვენს რჩევას გამოვიყენებ.

Posted by: ravi_shen 27 Sep 2011, 18:41
მაწონი+გახეხილი მოცარელა + აერო ღუმელი = იმერულ ყველს biggrin.gif
პ.ს. მარილიგემოვნებით biggrin.gif

Posted by: RakhmAnna 27 Sep 2011, 18:48
ravi_shen
QUOTE
მაწონი+გახეხილი მოცარელა + აერო ღუმელი = იმერულ ყველს 

+ კვერცხი=ყველის სუFლე..wink.gif

Posted by: djindjidrinji 29 Sep 2011, 20:12
Camel

კი, ვწნი ეხლა და დაგპატიჟებთ მერე smile.gif

Posted by: potpers 9 Oct 2011, 16:47
ძალიან მიყვარს თაფლიანი და ყველიანი პური ... მიყვარს ნებისმიერი სახის ყველი...


Posted by: tos-ka 10 Oct 2011, 12:59
djindjidrinji
QUOTE
კი, ვწნი ეხლა და დაგპატიჟებთ მერე 


მე სურათებზეც თანახმა ვიყავი . . .

Posted by: anamch 24 Nov 2011, 09:58
ახალი ამბავი ყველისტებს:

მიცკევიჩის ქ. N3-ში გაიხნება ამ კვირას, "ჩის ქორნერის" მეორე მაღაზია...

ყველი იქნება იაგივე რასკავირველია დ ა გარემოც იგივე , იმ განსხვავებით, რომ აქ ,მუდმივად გვექნება სადეგუსტაციო მაგიდა "გაშლილლლლლ"
გემრიელ ღვინოსთან ერთად!

სადაც მე , პირადად ყველის დედა აღმატებულება smile.gif))))))))))))))
გიმასპინძლებთ.. სობსტვენნოი პერსონოი! ვოტ!

Posted by: xatatula 9 Dec 2011, 14:13
anamch
ანა, რა საყვარელი ხარ ანაა love.gif
გიმზერთ რუსთავზე.

Posted by: drozera 9 Dec 2011, 14:49
QUOTE
ანა, რა საყვარელი ხარ ანაა
გიმზერთ რუსთავზე.

+1 smile.gif smile.gif

Posted by: AchoS 9 Dec 2011, 15:30
anamch
QUOTE
ახალი ამბავი ყველისტებს:

მიცკევიჩის ქ. N3-ში გაიხნება ამ კვირას, "ჩის ქორნერის" მეორე მაღაზია...

ყველი იქნება იაგივე რასკავირველია დ ა გარემოც იგივე , იმ განსხვავებით, რომ აქ ,მუდმივად გვექნება სადეგუსტაციო მაგიდა "გაშლილლლლლ"
გემრიელ ღვინოსთან ერთად!

სადაც მე , პირადად ყველის დედა აღმატებულება ))))))))))))))
გიმასპინძლებთ.. სობსტვენნოი პერსონოი! ვოტ!

მშვენიერია, გესტუმრებით აუცილებლად smile.gif

Posted by: nuza 9 Dec 2011, 22:04
ყველანაირი ყველი მიყვარს, მარხვაში ერთადერთი რაც მენატერება ხოლმე ყველია, ნეტა იჭმეოდეს ... yes.gif

Posted by: likaberaia 9 Dec 2011, 22:31
QUOTE
ახალი ამბავი ყველისტებს:

მიცკევიჩის ქ. N3-ში გაიხნება ამ კვირას, "ჩის ქორნერის" მეორე მაღაზია...

ყველი იქნება იაგივე რასკავირველია დ ა გარემოც იგივე , იმ განსხვავებით, რომ აქ ,მუდმივად გვექნება სადეგუსტაციო მაგიდა "გაშლილლლლლ"
გემრიელ ღვინოსთან ერთად!

სადაც მე , პირადად ყველის დედა აღმატებულება ))))))))))))))
გიმასპინძლებთ.. სობსტვენნოი პერსონოი! ვოტ!

გილოცავთ..........გილოცაააავთ.გარავლდით და გაიხარეთ.ეს ერთი და სხვა მრავალი.

Posted by: djlovreni 10 Dec 2011, 16:33
ნუზა ეგ სადაური ყველია სურათზე?????

Posted by: nuza 12 Dec 2011, 15:55
QUOTE
djlovreni



არ ვიცი ზუსტად, დავგულგე და „ვიდზე“ რომ მომეწონა დავდე jump.gif jump.gif jump.gif
(p.s. ისე ამ მისამართზეა http://www.togetheragency.co.uk/blog/2011/05/17/say-cheesedesigning-glanbias-new-website/

Posted by: vangari_maatai 13 Dec 2011, 17:59
გემრიელ ჭყინტ ყველას რა ჯობია.......

Posted by: ninicool 22 Dec 2011, 16:26
nuza
QUOTE
ყველანაირი ყველი მიყვარს, მარხვაში ერთადერთი რაც მენატერება ხოლმე ყველია, ნეტა იჭმეოდეს ...

ბულგარელები ჭამენ თურმე რძის ნაწარმს მარხვაში. ყველაფერს პოსტნა-ს ეძახიან, სადაც ხორცი არ არის.
ისე, ბულგარეთში დიდი არჩევანია ყველის. ძირითადად 2 სახისაა: კაშკავალი და სირენე. სირენე თეთრი ყველია და კაშკავალი ყვითელი. რაღაც მოხარშული და ცხომგადარეული ყველის ასოციაციას იწვევს. გემრიელია, სირენეც გემრიელია, თუმცა რამდენჯერმე რაღაცა ვიყიდეთ, წარწერას არ დავაკვირდით და ნახევარზე მეტი მცენარეული მინარევები ჰქონდა და საძაგლობა იყო.
http://en.wikipedia.org/wiki/Sirene
http://en.wikipedia.org/wiki/Kashkaval
შეიძლება წინა გვერდებზე ეწერა კიდეც და თუ განმეორებაა, ბოდიში.

Posted by: tamunia80 22 Dec 2011, 16:34
ხომ ვერ დამეხმარებიტ,სად შეიძლება ვიყიდო ყველი ფეტა(ბერძნული ყველი) თბილისში?????
დიდი მადლობა წინასწარsmile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Dec 2011, 16:41
tamunia80
QUOTE
ხომ ვერ დამეხმარებიტ,სად შეიძლება ვიყიდო ყველი ფეტა(ბერძნული ყველი) თბილისში?????
დიდი მადლობა წინასწარ

გუდვილის საიტზე დევს, შესაბამისად, ექნებათ კიდეც
https://goodwilldelivery.ge/search.aspx?q=%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90

Posted by: tamunia80 22 Dec 2011, 16:48
ვაიმეეე 1.5კგ.-იანია და მე სულ 300გრ. მინდა სალათისთვის,ნეტა წონით არ ექნებათ?
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,სწრაფი გამოხმაურებისათვის!!!!

Posted by: miau 23 Dec 2011, 12:02
anamch-ის ყველთა შორის ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს მუჩლი. საოცრად ნაზი გემო აქვს. ასევე გამაოცა დიდი ხნის დავარგებულმა "ალპიამ" და ამავე წარმოების ნადუღმა, რომელიც ძალიან ცხიმიანია და ნაღებთან და არაჟანთან შერევით მშვენიერი კრემი გამოდის ტორტისთვის და სხვადესერტებისთვის.

Posted by: Patriot555 26 Dec 2011, 12:44
რესტორნისთვის მჭირდება ყველი ყოველდღე: 10კგ. იმერული, 10 კგ. სულგუნი და 20 კგ სახაჭაპურე.

ხომ არ იცით ვინმე რომ აკეთებდეს ოჯახში და მომამარაგოს რეგულარულად.

Posted by: prokofi1 29 Dec 2011, 12:15
ჭყინტ ყველს რა ჯობია ლავაშთან ერთად.........

Posted by: pastorius 5 Jan 2012, 18:23
ნუციბიძის პლატოს მეორე ასახვევტან რომ ყველის მაღაზია ყოფილხართ იქ?smile.gif

Posted by: NeoZ 5 Jan 2012, 18:24
ნეტა საიტი დროზე დამთავრდებოდეს რომ ფასები ვნახოთ.

არ იცით ვინმემ ასორტიმენტი და ფასები მიცკევიჩის მაღაზიის?

Posted by: nigini 6 Jan 2012, 09:30
კვეთი როგორ კეთდება? მამაპაპური რეცეპტი ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: shilaida 6 Jan 2012, 10:09
"ჰომოს" ლოგოს ქვეშ იყიდებოდა გუდვილში ყველეული,1ტავი სულგუნი ნედლი და 1ც შEბოლილი ვიყიდე,არც ერთი არ მომეწონა,შებოლილია ისეთი მაგარი,დაჭრა არა მგონია მოხერხდეს,მხოლოდ თუ გაიხეხებაsad.gif(((

Posted by: chiburashka111 6 Jan 2012, 17:00
იქნებ ვინმემ მასწავლოთ ყველი როგორ შევინახო sad.gif კვეთში ჩადებული მამას არ მოსწონს, ისე რომ ვდებ მაცივარში მაგრდება და შრება, ხომ არ იცით რამე სხვა ხერხი მასწავლეეეთ baby.gif baby.gif

Posted by: anamch 9 Jan 2012, 09:13
shilaida
QUOTE
"ჰომოს" ლოგოს ქვეშ იყიდებოდა გუდვილში ყველეული,1ტავი სულგუნი ნედლი და 1ც შEბოლილი ვიყიდე,არც ერთი არ მომეწონა,შებოლილია ისეთი მაგარი,დაჭრა არა მგონია მოხერხდეს,მხოლოდ თუ გაიხეხება((( 
       

აი ამის გარკვევა მოგვიწევს გუდვილთან და ახლავე აგიხსნით რატომ
გუდვილში, ჰამოს სულგუნი საერთოდ არ შედის, არც ნედლი არც ხმელი დ არც კოპლებიანი..
სულგუნი, როგორც ასეთი..

არის ხვეულები, ჭაჭაოდებული, თფლში დავარგებული.. და ლორიანი ყველი!

რაც შეეხება შებოლილს- ჩვილად შებოლილი სულგუნს ვაწვდით დ ა მაღალი ფასი გამო ეტყობა დიდხნას უდევთ.. მობრძანდიტ ნუცუბიძეზე დ ა მიცკევიჩზე და ნახავ ტ რას ნიშნავს დ ა როგორია ჰამოს-რბილი სულგუნი და ჰამოს ახლადამოყვანილი შებოლილი სულგუნიც..


პს.

QUOTE
იქნებ ვინმემ მასწავლოთ ყველი როგორ შევინახო  კვეთში ჩადებული მამას არ მოსწონს, ისე რომ ვდებ მაცივარში მაგრდება და შრება, ხომ არ იცით რამე სხვა ხერხი მასწავლეეეთ     

მარილჭყალსი ჩადებული გინდოდატ გეტქვატ ალაბათ, ხო

მოკლედ ფოლგაში გახვიეთ დ ა ,მოაშორეტ 10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას... დაბლა ჩადეტ მაცივარში სადაც ნაკლებად "ყინავს ,ვაკუუმის დონეზე გაახვიეტ ფოლგაში ან გრინში..

Posted by: hantenbaini 9 Jan 2012, 09:29
anamch
მრავალ შობა ახალ წელს!
ბედნიერება, სიყვარული, ჯანმრთელობა და თავბრუდამხვევი იდეები არ მოგკლებოდეს! 2kiss.gif

Posted by: shilaida 9 Jan 2012, 13:59
anamch
QUOTE
.. მობრძანდიტ ნუცუბიძეზე დ ა მიცკევიჩზე და ნახავ ტ რას ნიშნავს დ ა როგორია ჰამოს-რბილი სულგუნი და ჰამოს ახლადამოყვანილი შებოლილი სულგუნიც..

მჯერა და ამიტომაც შევიძინე,მეგონა ძალიან კარგი იქნებოდა,მაგრამ აშკარად გამიცრუვდა იმედები,თან არც ისე ცოტა გადავიხადეsmile.gif))
აუცილებლად გეწვევით,ყოველ ხელფასზე ვგეგმავ,მერე ,ძირითადად მავიწყდება,არადა მიცკევიჩისკენ უფრო ვხვდები ხოლმეsmile.gif))

Posted by: prokofi1 9 Jan 2012, 14:13
სულგუანი ძალიან კაი ყველია შებოლილიც მომწონს

Posted by: chiburashka111 9 Jan 2012, 21:00
anamch
QUOTE
მარილჭყალსი ჩადებული გინდოდატ გეტქვატ ალაბათ, ხო

მოკლედ ფოლგაში გახვიეთ დ ა ,მოაშორეტ 10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას... დაბლა ჩადეტ მაცივარში სადაც ნაკლებად "ყინავს ,ვაკუუმის დონეზე გაახვიეტ ფოლგაში ან გრინში..

ხოო, მარილწყალში ჩადებული ვიგულისხმე, მლაშდებაო ძალიან ასე ამბობს, ძალიან მგრძნობიარე გახდა მარილის მიმართ, საჭმელებსაც ნაკლებმარილიანს ვაკეთებ. მოკლედ დიდი მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გამოვიყენებ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: prokofi1 9 Jan 2012, 21:09
შებოლილ ყველს და ცხელ შოთის პურს შევჭამდი ეხლა

Posted by: S_H_A_D_O_W 12 Jan 2012, 14:58
გამარჯობათ ხალხო, ძაან სასტიკად არ დამსაჯოთ თუ არასწორად ვხსნი თემას პირველად ვპოსტავ აქ.

მაინტერესებს დამბალხაჭოს ხაჭოერბოს აკეთებენ სადმე? აი რო მიხვიდე შეუკვეთო და ჭამო?

ან სად იყიდება ნაღდი სოფლის კაი კვერები? ზოგჯერ თიანეთში დავდივარ ხოლმე მაგის გულისთვის კვირაობით და ხანდახან იქაც არაა ხოლმე ნორმალური.

მადლობა წინასწარ

http://www.radikal.ru


Posted by: ხორხე 12 Jan 2012, 15:19
მეც ძალიან მაინტერესებს გავსინჯო


გაკეთებით ალბათ არსად არ გააკეთებენ, ამ კვერებს თუ ჩამოიტანს ვინმე თბილისში და აქ თუ გაყიდის )))

არ დაგვიხუროთ sad.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 12 Jan 2012, 17:02
ხორხე
აუ თუ არ გაგისინჯია ესეგი ბედნიერი ხარ რადGან პირველი გასინჯვის სიამოვნება წინ გაქ, ყველა საჭმელს მირჩევნია აბსოლიტურად ისე მაგრად მიყვარს, კაი დედას პურთან ნიორთან და არაყთან ერთად


აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ


მინდა sad.gif

Posted by: ხორხე 12 Jan 2012, 17:13
S_H_A_D_O_W
QUOTE
აუ თუ არ გაგისინჯია ესეგი ბედნიერი ხარ რადGან პირველი გასინჯვის სიამოვნება წინ გაქ, ყველა საჭმელს მირჩევნია აბსოლიტურად ისე მაგრად მიყვარს, კაი დედას პურთან ნიორთან და არაყთან ერთად

აქ რატო არ იყიდება?

და თიანეთსი ბაზარში უნდა ვნახო?

რამდენი კმ-ია თიანეთამდე?


Posted by: rtuli 12 Jan 2012, 17:25
ახმეტაში რომ მზადდება დამბალხაჭო ასეთს ნამდვილად ვერსად დააგემოვნებს ადამიანი love.gif

აჭარაშიც მაქვს გასინჯული,არაუშავდა smile.gif


თბილისში არსად შემხვედრია no.gif

Posted by: ხორხე 12 Jan 2012, 17:39
rtuli
QUOTE
ახმეტაში რომ მზადდება დამბალხაჭო ასეთს ნამდვილად ვერსად დააგემოვნებს ადამიანი

ხო

ახმეტურზე ყვებიან მითებს smile.gif

თუმცა თიანეთშიც არ უნდა იყოს ცუდი

მყრალია ხო ძაან? lol.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 12 Jan 2012, 17:41
QUOTE (ხორხე @ 12 Jan 2012, 17:13 )
S_H_A_D_O_W
QUOTE
აუ თუ არ გაგისინჯია ესეგი ბედნიერი ხარ რადGან პირველი გასინჯვის სიამოვნება წინ გაქ, ყველა საჭმელს მირჩევნია აბსოლიტურად ისე მაგრად მიყვარს, კაი დედას პურთან ნიორთან და არაყთან ერთად

აქ რატო არ იყიდება?

და თიანეთსი ბაზარში უნდა ვნახო?

რამდენი კმ-ია თიანეთამდე?

ცხვარი ჭამიით თუ წახვალ 60-70 კმ ია კვირაობით არის ბაზარი, ადრე უნდა წახვიდე 12-1 საათისთვის იშლება ხოლმე უკვე ბაზარი ან თუ არ იშლება გაყიდულია ხოლმე უკვე დამბალხაჭო იმდენად ცოტაა ხოლმე.

rtuli
QUOTE

ახმეტაში რომ მზადდება დამბალხაჭო ასეთს ნამდვილად ვერსად დააგემოვნებს ადამიანი


ფშავლები სადაც არიან ყველგან კარგი მზადდება ჩვენი ფირმენი "ბლიუდაა" ბოლო ბოლო smile.gif)

ხორხე
QUOTE
მყრალია ხო ძაან?

კი საკმაოდ

Posted by: progress 12 Jan 2012, 17:43
სადგაც აკეთებდნენ გავიხსენებ და გეტყვი :დ

Posted by: mtis_yoili 12 Jan 2012, 17:49
rtuli
QUOTE
ახმეტაში რომ მზადდება დამბალხაჭო ასეთს ნამდვილად ვერსად დააგემოვნებს ადამიანი

no.gif no.gif no.gif
ფშავში გაკეთებული უნდა ჭამო და აზრი შეგეცვლება

S_H_A_D_O_W
თიანეთშიც შესანიშნავად აკეთებენ, თუმცა გააჩნია სად wink.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 12 Jan 2012, 18:05
mtis_yoili
QUOTE
თიანეთშიც შესანიშნავად აკეთებენ, თუმცა გააჩნია სად 


თიანეთში ვარ გაზრდილი მთელი ბავშვობა ლიშოში მაქ გატარებული და ეგ თუ არ ვიცი აბა რაღა ვიცი თვითონ ფშაველი ვარ და იმიტო მიყვარს ალბათ უზომოდ ეს კერძი

progress
აუ გაიხსენე რა კაცურად ადრე მოვკარი ყური სადღაც დუშეთის გზაზე არის რესტორანი იქ აკეთებენო და ვერ გავარკვიე სად არი

Posted by: ხორხე 12 Jan 2012, 18:06
mtis_yoili
QUOTE
თიანეთშიც შესანიშნავად აკეთებენ, თუმცა გააჩნია სად

დაგვაკვალიანე რა როგორ შევიძინოთ თბილისში დამბალ; ხაჭო user.gif

Posted by: shotie 12 Jan 2012, 18:10
S_H_A_D_O_W
დამბალხაჭო ხვალ დილით ტელეფონი არ გამორთო, თორე დაიჭიპები და კიდე დროზე აწე ერთი ადგილი რო დაგირეკავ. vik.gif


P.S. თუ კარგად გამოვიდა ხვალინდელი ამბავი წავიდეთ ახმეტაში დამბალხაჭოზე bis.gif

Posted by: mtis_yoili 12 Jan 2012, 18:12
ხორხე
თბილისში აბა მეც არ ვიცი, მეც ლომკაში ვარ.. givi.gif
ისე მე კუსერბო მირჩევნია ხევსურეთში გაკეთებული chups.gif

Posted by: drozera 12 Jan 2012, 18:40
მე ვაპირებდი პატარა სასადილოს გაკეთEბას, სადაც იქნებოდა დამბალხაჭოს ხაჭოერბო, მაგრამ დამცინეს, ვინ მოვა მაგის საჭმელადო და გადავიფიქრე sad.gif

rtuli
ახმეტაში სად ჭამე? (მეც ახმეტელი ვარ)
თიანეთშიც მაქვს ნაჭამი, ფშავშიც, და შარშან ფშავლებმა თუშეთშიც გააკეთეს თუშეთობას და შემხვდა, უგემრიელესი იყო.
თვითონ ხაჭოს კვერები უნდა იყოს ძალიან კარგად გაკეთებული და ერბო უნდა იყოს ნატურალური smile.gif
ისე მეც კი გამომდის ხოლმე გემრიელი smile.gif (ჩემი ფშაველი ქმარი ასე ამბობს tongue.gif)

Posted by: mtis_yoili 12 Jan 2012, 18:49
drozera
ფშაველი ქმარი თუ გეუბნება ე.ი მართლა კარგად გამოგდის gigi.gif

Posted by: ivani 12 Jan 2012, 21:52
mtis_yoili
გოგო რა ლომკა აგიტყდა არ გამიკეთებია ის ხაჭო შაბათს გამოდი, მთიული ქალაო მყავს დაპატიჟებული იმან უნდა გააკეთოს, თან შენი წილიცაა chups.gif tan.gif

Posted by: Neno_ 12 Jan 2012, 22:12
QUOTE
აქ რატო არ იყიდება?

მეც სულ მიკვირს, თუ მოთხოვნაა, მიწოდება ყოველთვის იწევს ხოლმე, ფულის კეთების ამბავში და ეს დამბალხაჭო რა გახდა biggrin.gif

მარა, იმენა, ყველგან დეფიციტია დამბალ ხაჭო, დუშეთის ბაზარში შეიძლება წააწყდეთ ხანდახან, მანდ ყიდიან ფშავლები და ისე, ყველა თავისთვის ინახავს-იზოგავს givi.gif


სერიოზულად პატივს უნდა გცემდნენ ფშავში, რომ დამბალი ხაჭო გამოიმეტონ და გამოგატანონ/გაგიმასპონძლდნენ biggrin.gif


პ.ს.მე ფშაველი ვარ და ვაფშე არ მიყვარს დამბალ ხაჭოს გემო, ახალხაჭოს ხაჭო ერბო მირჩევნია, კონკურენციის გარეშე ვარ biggrin.gif


Posted by: tavadze 12 Jan 2012, 23:22
იუზერ VIP_ს დაუკავშირდით. ის წერდა ამას წინათ რომელიღაც თემაში, სადღაც აკეტებენო თბილისშიო. მგონი, ხევსურების თემაში წერდა, მაგრამ ვერ დავიჩემებ, ისე კი ეგაა ფშავ-ხევსურეთის ანუ ფხოვის უსტაბაში. biggrin.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 13 Jan 2012, 00:12
QUOTE (tavadze @ 12 Jan 2012, 23:22 )
იუზერ VIP_ს დაუკავშირდით. ის წერდა ამას წინათ რომელიღაც თემაში, სადღაც აკეტებენო თბილისშიო. მგონი, ხევსურების თემაში წერდა, მაგრამ ვერ დავიჩემებ, ისე კი ეგაა ფშავ-ხევსურეთის ანუ ფხოვის უსტაბაში. biggrin.gif

ეხლა დავძებნე მაგის პოსტები და ესეთი რაღაც უწერია

QUOTE
თბილისშია თაბუკაშვილზე
-ო

პმ მივწერე კონკრეტულად სად არი მეთქი და პასუხს ველოდები თქვენც გაგაგებინებთ აუცილებლად



shotie
QUOTE
დამბალხაჭო ხვალ დილით ტელეფონი არ გამორთო, თორე დაიჭიპები და კიდე დროზე აწე ერთი ადგილი რო დაგირეკავ.


P.S. თუ კარგად გამოვიდა ხვალინდელი ამბავი წავიდეთ ახმეტაში დამბალხაჭოზე


შენ კიდე ტელეფონი არ იცი ჩემი თუ სკაიპი თუ მაილი თუ ფეისბუკი იქნებ აქ სულ არ შემოვდივარ მერე დილით ტვინი უნდა ტყ**?
* * *
ესეიგი მომწერა ამ კეთილმა კაცმა

QUOTE
თაბუკაშვილის 22 ნომერშია მაღაზია სარჩო
მანდ იყიდებოდა, ეხლა არ ვიცი, თუ გინდა გაგიგებ ხვალისთვის

-ო

ხოდა ხვალე მეტყვის ზუსტ პასუხს სავარაუდოდ და თუ იყო ნაღდად ნუ მიასკდებით ეხლა მაინცდამაინც 2 კვერი დამიტოვეთ ბოლო ბოლო მე გაგახსენეთ თორე დღეს რომელს გახსოვდათ აბა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თუ არ დამიტოვებთ მაშინ დამპატიჟეთ რო გააკეთებთ smile.gif))))




Posted by: ninicool 13 Jan 2012, 01:13
QUOTE (S_H_A_D_O_W @ 12 Jan 2012, 14:58 )


http://www.radikal.ru

გარეკანი ობია თუ რა არის? ცოტა შემაშინა ვიდმა biggrin.gif

Posted by: rtuli 13 Jan 2012, 01:16
ninicool
QUOTE
გარეკანი ობია თუ რა არის? ცოტა შემაშინა ვიდმა 

smile.gif კი,ნატურალური პენიცილინია ...

Posted by: tavadze 13 Jan 2012, 01:33
ninicool
QUOTE
ცოტა შემაშინა ვიდმა

სულ ტყუილად. მეც მასე მეგონა, მაგრამ ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. yes.gif
S_H_A_D_O_W
QUOTE
და თუ იყო ნაღდად ნუ მიასკდებით ეხლა მაინცდამაინც 2 კვერი დამიტოვეთ ბოლო ბოლო მე გაგახსენეთ თორე დღეს რომელს გახსოვდათ აბა

biggrin.gif

Posted by: ხორხე 13 Jan 2012, 01:34
მე ვიცი ეგ სარჩო სადაცაა, ხვალ თუ არ დამავიწყდა ყველას მიგასწრებთ biggrin.gif

Posted by: ninicool 13 Jan 2012, 02:00
rtuli
QUOTE
კი,ნატურალური პენიცილინია ...

მიჭამია biggrin.gif

ობი

tavadze
QUOTE
სულ ტყუილად. მეც მასე მეგონა, მაგრამ ძალიან გემრიელი აღმოჩნდა.

უნდა გავთალო თუ პირდაპირ ობიანად უნდა ვუკბიჩო? biggrin.gif

ვაიმე, მე მიყვარს დაძველებული საჭმელი, მაგრამ ობი არა რაა. ერთხელ სეფისკვერი დამიობდა და ძლივს შევჭამე, ერთი თეთრი ადგილი აღარ ჰქონდა.

Posted by: S_H_A_D_O_W 13 Jan 2012, 02:08
ninicool
არა ეგრევეც იჭმევა რათქმა უნდა მაგრამ აქ ჩვენ ამ კვერებისგან დამზადებულ კერძზე ვსაუბრობთ, დამბალხაჭოს ხაჭოერბოზე, ითლება ეს კვერები ტაფაში და ნატურალურ ერბოში იხარშება გამოდის აი ტაფაზე რაცაა ეგეთი საჭმელი
user posted image

ხორხე
სუ არ იყიდო რა :| ან თუ იყიდი დამპატიჟე შენ გაკეთებაც არ გეცოდინება გასინჯული თუ არა გაქ თან smile.gif)))

Posted by: ninicool 13 Jan 2012, 02:10
S_H_A_D_O_W
QUOTE
არა ეგრევეც იჭმევა რათქმა უნდა მაგრამ აქ ჩვენ ამ კვერებისგან დამზადებულ კერძზე ვსაუბრობთ, დამბალხაჭოს ხაჭოერბოზე, ითლება ეს კვერები ტაფაში და ნატურალურ ერბოში იხარშება გამოდის აი ტაფაზე რაცაა ეგეთი საჭმელი

ძალიან მსუყე ჩანს. გულს მიჩქარებს ცხიმიანი საჭმელი. საერთოდ ერ ვჭამ ((

1 კოვზს გავსინჯავდი.

Posted by: S_H_A_D_O_W 13 Jan 2012, 02:15
QUOTE (ninicool @ 13 Jan 2012, 02:10 )
S_H_A_D_O_W
QUOTE
არა ეგრევეც იჭმევა რათქმა უნდა მაგრამ აქ ჩვენ ამ კვერებისგან დამზადებულ კერძზე ვსაუბრობთ, დამბალხაჭოს ხაჭოერბოზე, ითლება ეს კვერები ტაფაში და ნატურალურ ერბოში იხარშება გამოდის აი ტაფაზე რაცაა ეგეთი საჭმელი

ძალიან მსუყე ჩანს. გულს მიჩქარებს ცხიმიანი საჭმელი. საერთოდ ერ ვჭამ ((

1 კოვზს გავსინჯავდი.

კი მსუყეა ნამდვილად ამის ჭამის წესი ესეთია გადმოიღებ კოვზით თეფშზე და იმავე კოვზით ზევიდან რაც ერბო აქ იმას აიღებ და დაასხავ შენ გადმოღებულს, მერე აიღებ პურის ნატეხს და ამოაწობ შიგნით, არავითარი ჩანგალი და კოვზი ჭამის დროს, ამის მერე აიღებ არყის ჭიქას დაილოცები დალევ და ამ პურის ნაჭერს მიაყოლებ, შეგიძლია ნივრის კბილიც მიაკბიჩო მანამდე, ეგ გემოვნებაზეა, ხოდა განიცდი არნახულ სიამოვნებას ისეთ არნახულს რომ თვალები გაგიბრწყინდება და სახეზე ღიმილს ვერ მოიშორებ.

ან მეორე ვარიანტია ფუ ეს რა არიო იტყვი და ცხოვრებაში არ მიეკარები.

გულგრილი ვერ დარჩები შანსი არ არის


აუ როგორ მომინდა user.gif

დაბადების დღიდან მოვდივარ 1000 რაღაცა იყო სუფრაზე მარა ყველაფერს მირჩევნია user.gif

Posted by: tavadze 13 Jan 2012, 11:15
ninicool
QUOTE
უნდა გავთალო თუ პირდაპირ ობიანად უნდა ვუკბიჩო?

მე პირდაპირ ჩავკბიჩე. biggrin.gif
ჩვენ ფორუმელები წავედით ერთხელ თიანეთში - უბრალოდ, ბუნებაში პიკნიკი გვინდოდა, ვართ აქ 1 მანქანის სამყოფი სასავი სამაგისოდ და დავდიოდით ადრე, ახლა კი ცოტა დაგვიძველდა პიკნიკები. biggrin.gif მაშინ ერთ ჩვენთაგანს თიანეთში ახლობლებმა გამოატანეს დამბალხაჭოს კვერები, რომელსაც ბუნებაში ისე ვერ მოვხარშავდით, როგორც მაგ სურათზეა. ამიტომ ყველივით მივაჭამეთ თონის პურებს. კარგი იყო, სულ არ იგრძნობოდა ობის გემო ან სუნი. biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Jan 2012, 12:02
S_H_A_D_O_W
ცხონებული ბებიაჩემი გამახსენდა, სულ ჰქონდა ხოლმე დამბალი ხაჭო და ამიტომ მეზობლის ბიჭები მუდამ დიდი სიხარულით ეხმარებოდნენ თივის მოტანასა თუ შეშის მოზიდვაში, იცოდნენ, კარგი ხაჭოერბო და არაყი გარანტირებული იყო smile.gif
სხვათა შორის, სოფელშიც კი (თიანეთის რაიონზეა საუბარი) დეფიციტი იყო კვერები, არ ვიცი რატო, რამდენიმე სული საქონელი ყველა ოჯახს ჰყავდა. ბებიაჩემს კი სულ ჰქონდა, გამოულევად, ძობანში აშრობდა ხოლმე და ინახავდა smile.gif ნათელი დაადგეს, სადაც არის cry.gif
* * *
ესეც მიაუს სტატია დამბალხაჭოზე, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ,,მარანში"

http://24saati.ge/index.php/category/style/dinning/2011-12-18/23266

დამბალხაჭოობა და ფშაური ლხინი

11 ოქტომბერს სოფელ არაგვისპირში, რესტორან "თეთრ დუქანში" ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა

ქეთი ადეიშვილი
24 საათი 18.12.11























11 ოქტომბერს სოფელ არაგვისპირში, რესტორან "თეთრ დუქანში" ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა

- დამბალხაჭოს ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ფშავური სუფრა თავისი დამახასიეთებელი კერძებითა და სუფრის ატრიბუტიკით. ამ ღონისძიების გამართვა შედარებით ადრე იგეგმებოდა სოფელ მაღაროსკარში, თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პირველ ეტაპზე ძალები მოესინჯათ და დამბალხაჭოობის დღესასწაული შედარებით მცირე მასშტაბით გაემართათ.

ორგანიზატორებად მოგვევლინენ კავშირი "ჩვენი ფშავი" ქალბატონ მარიამ ხუცურაულისა და ბატონი ელიზბარ ელიზბარაშვილის ხელმძღვანელობით, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. ფესტივალზე მოეწყო რამდენიმე კონკურსი საუკეთესო დამბალხაჭოს და მისადმი მიძღვნილი საუკეთესო ლექსის გამოსავლენად. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ჟიურის თავმჯდომარე - ბატონები: ივანე ბერიძიაშვილი, გია სვანიძე, ვახტანგ კურცხალია, ზურაბ ოტიაშვილი და პროექტ "ქართული ყველის" ხელმძღვანელი - ქალბატონი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, პრიზი საუკეთესო დამბალხაჭოსთვის გადაეცა თამარ ნავროზაშვილს, პროდუქტის ლამაზად წარმოდგენისათვის - ქეთევან შარმიაშვილს, საუკეთესო შეფუთვისთვის - ირმა ცქიფაშვილს, საუკეთესო ლექსისთვის - ზაურ წოწკოლაურს, ხოლო გრან-პრი და მაყურებლის სიმპათია კი სრულიად სამართლიანად დაიმსახურა სანათა მაჩურიშვილმა. ქალბატონმა მარიამ ხუცურაულმა დანაპირები შეასრულა და დამსწრეთ წარმოუდგინა ფშავის არსებული და ალტერნატიული ტურისტული მარშრუტები, რომლებიც სამომავლოდ კარგ სამსახურს გაუწევს მთლიანად ქართულ ტურიზმს.

"სტუმარ-მასპინძლის" სამშობლოში მასპინძლობა რომ არ ესწავლებათ, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ფშაველებმა დამბალხაჭოსთან ერთად სტუმრებს ტრადიციული კაფიები, ლექსები და სიმღერები შესთავაზეს. მოხუცები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები საოცარი ხალისით ცეკვავდნენ, მღეროდნენ და კაფიობდნენ. როგორც თავად მათგან შევიტყვე, სტუმრის დახვედრის ამგვარი ფორმა აქ ჩვეული წესია. შეიძლება ფშავური სუფრა არ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, მაგრამ ამ დანაკლისს ფშავური კაფიები და სიმღერა ავსებს.

დავუბრუნდეთ ფესტივალის გასტრონომიულ მხარეს - მთავარი მოქმედი პირი დამბალხაჭო იყო და მონაწილეთა მაგიდებზეც სწორედ ეს პროდუქტი ჭარბობდა. ძალიან საინტერესო იყო ძობანებითა და ქოთნით წარმოდგენილი დამბალხაჭოს გუნდები, რომლებსაც ზემოდან სხვადასხვა ფერის ობი ჰქონდა მოკიდებული. მონაწილეებმა დამბალხაჭოს ერბოიანი გულსართით მომზადებული უგემრიელესი ქადები, ყველი, კეცეულები, მოცვის მურაბა, ვაშლი და კაკალი შემატეს. ქალბატონმა ციცინო ჭყრუნიშვილმა ისიც მითხრა - რაც არ უნდა იყოს, ფშავური სუფრა არ არსებობს ხილისა და კაკლის გარეშეო! ყოველთვის მითქვამს და კიდევაც გავიმეორებ - ისეთ გემრიელ ქადას, როგორსაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ამზადებენ, ვერსად შეხვდებით და მისი საიდუმლო კი ჯანსაღი პროდუქტებია, უპირველესად - ერბო. აქაური ქადა უფრო ცხიმიანია და არომატული. უშაქრო ქადა კი დელიკატესად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომლის გემოც ან ძალიან მოსწონთ, ან პირიქით - ვერაფრით ეგუებიან. მსგავსი დამოკიდებულებაა დამბალხაჭოს მიმართაც. ჟურნალისტისა და ფოლკლორისტის, ბატონი ივანე ბერიძიაშვილის თქმით, ვინც დამბალხაჭოს სინჯავს, პირველად შეიძლება დაიწუნოს, მაგრამ შემდეგ უფრო და უფრო მოსწონს. ეს არის საოცრად ორიგინალური პროდუქტი, რომელსაც ახლავს კეთილშობილი ობი და ძალიან სასარგებლოცაა.

საქართველოში ხაჭოს შენახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ მიეკუთვნება კალტიც, მაგრამ კონსერვაციის, ანუ დალბობის მხრივ დამბალ-ხაჭო ცალკე დგას. რაც შეეხება ფესტივალს, ბატონ ივანეს მიაჩნია, რომ ამ ღონისძიების მიზანი სწორედ ისაა, ეს უნიკალური პროდუქტი ჯერ საქართველოს ფარგლებში, შემდეგ კი მის საზღვრებს გარეთაც გახადოს პოპულარული. საქართველოში რაც ძველი და ტრადიციული გვაქვს შემონახული, ჯერ თავად უნდა ვიცოდეთ და შემდეგ გავაცნოთ სხვას.

არ შეიძლება არ აღვნიშნო ქალბატონი ქეთევან შარმიაშვილის ულამაზესი ექსპოზიცია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ტრადიციული პროდუქტები და კერძები ახლებურად, თანამედროვე ტენდენციებს შევუხამოთ ძველი.

ქეთევან შარმიაშვილი - "თიანეთი ნამდვილად აქტიურად არის ჩაბმული ფშავის წარმოჩენის საქმეში. ეს ღონისძიება პირველად ტარდება და დიდი ენთუზიაზმით შევხვდი. ჩვენ გვაქვს წამოღებული დამბალხაჭო, პირველადი და დამუშავებული სახით - ცხელი და ცივი ფორმით. ეს არ არის მარტო სანახაობრივი ღონისძიება, არამედ უკავშირდება დამბალხაჭოს პოპულარიზაციასაც. ასევე ჩართულია ტურიზმის სფეროები, წამოღებული გვაქვს ტურისტული მარშრუტები, რომლებსაც შევთავაზებთ ტუროპერატორებს."

დაჭრილ ნიორთან და არომატულ პანტის არაყთან ერთად მდნარი დამბალხაჭო განსაკუთრებული აღმოჩნდა. ყველა პროდუქტი, რაც გავსინჯე, საოცრად გემრიელი მეჩვენა. კომპოტებიც კი განსხვავდებოდა ჩვეულებრივი, სახლში მომზადებულისგან. არ ვიცი, ეს ამაღლებულ განწყობას მივაწერო თუ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილ ჯანსაღ პროდუქტებს. ფშავლები ხაჭოერბოთი და დამბალხაჭოს კეცეულებით, ანუ ფშაური ხაჭაპურებითაც გაგვიმასპინძლდნენ. კეცეულები ძალიან თხელი და ცხიმიანია. გულსართი უფრო ნაზია და სასურველია ცხელ-ცხელი გასინჯო - ასე უკეთ გაუგებ გემოსაც და არომატსაც. ხაჭოერბო ზამთრის ტიპური ნოყიერი საჭმელია, კონსისტენციით თხელ ფაფას გავს და ერთი შეხედვით, შეიძლება არც დაგაინტერესოს. ნაკლებად ცხიმიანი კერძების მოყვარულები მისით ვერ აღფრთოვანდებიან, თუმცა ნაზი და მაწიერი კერძია, რომელიც გემოვნური თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება შვეიცარიულ ფონდიუს.

გარდა დაგემოვნებისა, ფესტივალის სტუმრებს წარმოდგენილი პროდუქტების შეძინის საშუალებაც ჰქონდათ. დამბალხაჭოზე ისეთი აჟიოტაჟი შეიქნა, გაკვირვებული დავრჩი, მით უმეტეს, რომ მას ყიდულობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს პროდუქტი ფესტივალზე პირველად გასინჯეს. ფესტივალის ნორვეგიელი სტუმარი - სვენ ვოგე, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აღფრთოვანებული დარჩა - ძალიან გემრიელი პროდუქტია და აუცილებლად უნდა გაეწიოს სათანადო რეკლამაო, განაცხადა მან. ბატონმა ვოგემ პირად საუბარში ისიც გამიმხილა, რომ გარდა დამბალხაჭოსი, ძალიან მოეწონა ქართული ხალხური სიმღერა.

Posted by: upwave 13 Jan 2012, 12:06
მეც ვერ ვიტან ცხიმიან საჭმელს, მაგრამ დამბალხაჭო ძალიან მაგარია. სიონში ვჭამე პირველად ცეცხლზე გაკეთებული და ძალიან მომეწონა up.gif

ვიღაცამ მითხრა გლდანის ბაზარში ჩამოქვთ ხოლმე დილაობით თიანელბსო და არ ვიცი ზუსტად

Posted by: S_H_A_D_O_W 13 Jan 2012, 13:04
WOMAN IN LOVE
QUOTE
ცხონებული ბებიაჩემი გამახსენდა, სულ ჰქონდა ხოლმე დამბალი ხაჭო


ეჰ ცხონებულ ბებიაჩემსაც, ცოტა ქონდა ხოლმე, მაგრამ ჩემთვის სულ ქონდა, რო ჩავიდოდი ხოლმე თიანეთში პირველად სუფრა რო გაიშლებოდა აუცილებლად ხაჭოერბო კეთდებოდა, ბოლოს სანამ გარდაიცვლებოდა ძაან ცუდად იყო და ვეღარ აკეთებდა და მეზობლებისგან მოქონდა ხოლმე რო იცოდა როგორ მიყვარს.

დამპატიჟეთ რა ვინმემ სანამ ვიშოვი სადმე გავთავდი კაცი აღარა ვარ ისე ძაან მინდა sad.gif

Posted by: nalbo 13 Jan 2012, 13:33
S_H_A_D_O_W

ბუნდოვნად მახსოვს biggrin.gif
http://radikal.ru/F/s018.radikal.ru/i528/1201/9f/b77c5b3e7c89.jpg.html


დავფიქსირდები მაინც, უჩემოთ თუ შეჭამო არ შეგერგოს biggrin.gif ,

Posted by: S_H_A_D_O_W 13 Jan 2012, 13:39
QUOTE (nalbo @ 13 Jan 2012, 13:33 )
S_H_A_D_O_W

ბუნდოვნად მახსოვს biggrin.gif
http://radikal.ru/F/s018.radikal.ru/i528/1201/9f/b77c5b3e7c89.jpg.html


დავფიქსირდები მაინც, უჩემოთ თუ შეჭამო არ შეგერგოს biggrin.gif ,

ვაჰ ეს რა სურათი გაჩითე ჩემი ტაფა ჩემი დამბალხაჭო ჩემი ხელი smile.gif) რა გემრიელი იყო cry.gif

უშენოდ ხო იცი არ შევჭამ ტყუილა ნუ იწყევლები 2kiss.gif

Posted by: LTB1948 13 Jan 2012, 13:52
კეთილო ხალხო, ეგება მიმნასწავლოთ სად არის ცნობილი ყველის მაღაზია ნუცუბიძეზე, გამიგია რომ ყველანაირი ევროპული ყველი აქვთ და ვერ მივაგენი.... მადლობა წინასწარ

Posted by: prokofi1 13 Jan 2012, 13:57
სახელით დაწერეთ რა ქვია მაღაზიას მეც მინდა მივიდე ან მისამართი

Posted by: Neno_ 13 Jan 2012, 15:07
QUOTE
ბებიაჩემი გამახსენდა, სულ ჰქონდა ხოლმე დამბალი ხაჭო

+1, ოღონდ ცოცხალია ჯერ, პროსტა პენსიაზე გავიდა, ხოდა უწევს მამაჩემს მეზობლებში მოძიება (მასაც მაგრად უყვარს) biggrin.gif

ხოდა, იმიტოა ალბათ იშვიათობა და დეფიციტი, რომ ცოტა გრძელვადიანი გასაკეთებელია. ჯერ ფეჩის ბოლში უნდა გამოხმეს კაი ხანი და მერე ქვაბში ჩალბეს კაი ხანი. ფაქტიურად, ზაფხულში მიღებულ პროდუქტს ზამთარში იმკიან ხოლმე, მოსავალივითაა. პროსტა ისაა, რომ ადგილიც შეზღუდულია, 1 ფეჩია ყველა ოჯახში და განა რამდენი ცალი უნდა ჩამოუკიდო უკან ან რამდენი ქვაბი შეიძლება გამოუყო user.gif


Posted by: gloneli 13 Jan 2012, 16:03
ამდენი მოყვარული ყოლია დამბალ ხაჭოს და ერთმა მაინც დაწერეთ როგორ კეთდება,თუ მარტო ჭამა გიყვართ?smile.gif)

Posted by: ხორხე 13 Jan 2012, 16:33
ხო მართალია

რო ვიყიდო ვერ გავაკეთებ

სადმე მინდა რომ ამზადებდნენ რა jump.gif

Posted by: mtis_yoili 13 Jan 2012, 16:57
QUOTE
სერიოზულად პატივს უნდა გცემდნენ ფშავში, რომ დამბალი ხაჭო გამოიმეტონ და გამოგატანონ/გაგიმასპონძლდნენ

3 კაცი ვიყავით ახალ წელს და ბედობას ფშავში და ოჯახში შეგვიპატიჟეს, დიდი თხოვნის მიუხედავად იქ არ დავიძინეთ და დამბალი ხაჭო გამოგვატანეს, არადა სულ არ ვიცნობდით იმ ხალხს wink.gif

Posted by: Kaifistka 13 Jan 2012, 16:59
S_H_A_D_O_W
აუუ მეგობარი ბიჭი მყავდა თიანეთიდან და იმან გამასინჯა და იმის მერე არ მიჭამია მეც ვეძებ სად იყიდება. შემდეგზე საქართველოში რომ ჩამოვალ, ფულს გაგატან და მეც წამომიღე რაა sad.gif

Posted by: blblbl 13 Jan 2012, 17:00
ვაიმე მამაჩემმა გააკეთა იმ დღეს ორი დღე საშინელი სუნი იდგა სამზარეულოშო ვერ შევდიოდი :დ

Posted by: drozera 13 Jan 2012, 17:28
blblbl
QUOTE
ვაიმე მამაჩემმა გააკეთა იმ დღეს ორი დღე საშინელი სუნი იდგა სამზარეულოშო ვერ შევდიოდი :დ

biggrin.gif biggrin.gif ჩემმა ქმარმა რუსეთში წაუღო თავის მეგობარს აქედან biggrin.gif იმისმა რუსმა ცოლმა ფანჯრები ჩარაზა თურმე, მეზობლებმა არ გაიგონ რა მყრალ რამეს ვაკეთებთ სახლშიო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ABABUA 13 Jan 2012, 17:45
Neno_
QUOTE
ხოდა, იმიტოა ალბათ იშვიათობა და დეფიციტი, რომ ცოტა გრძელვადიანი გასაკეთებელია. ჯერ ფეჩის ბოლში უნდა გამოხმეს კაი ხანი და მერე ქვაბში ჩალბეს კაი ხანი. ფაქტიურად, ზაფხულში მიღებულ პროდუქტს ზამთარში იმკიან ხოლმე, მოსავალივითაა. პროსტა ისაა, რომ ადგილიც შეზღუდულია, 1 ფეჩია ყველა ოჯახში და განა რამდენი ცალი უნდა ჩამოუკიდო უკან ან რამდენი ქვაბი შეიძლება გამოუყო
ცხონებულ ბებოჩემს ხევისჭალაში დაფხავებული ფეჩი ედგა ბალკონზე სპეციალურად, რომ მარლაჩამოფარებულ ძობანს ბოლი არ მოჰკლებოდა და ბევრი კვერები გაეკეთებინა. აუჰ, გამახსენდა ბავშვობა...
ისე, ჩვენში დარჩეს და ორი ცალი ეხლაც მიდევს მაცივარში tongue.gif მაგრამ ახალი ხაჭოს ხაჭოერბო ბევრად მირჩევნია. სულ ცოტა სოდა უნდა დაამატო, რომ აფუმფულდეს და პურს რომ ამოაწებ და რომ გაიწელება იფ, იფ, იფ baby.gif

Posted by: Neno_ 13 Jan 2012, 19:01
ABABUA
QUOTE
მაგრამ ახალი ხაჭოს ხაჭოერბო ბევრად მირჩევნია. სულ ცოტა სოდა უნდა დაამატო, რომ აფუმფულდეს და პურს რომ ამოაწებ და რომ გაიწელება იფ, იფ, იფ 

იიფ, აი ეგ კი მეც მაგრად მიყვარს, კაი რძიანი ხაჭო ოღონდ, ამჟავებულს კი ასწორებს სოდა, მარა ის არ არის biggrin.gif

QUOTE
ცხონებულ ბებოჩემს ხევისჭალაში დაფხავებული ფეჩი ედგა ბალკონზე სპეციალურად, რომ მარლაჩამოფარებულ ძობანს ბოლი არ მოჰკლებოდა და ბევრი კვერები გაეკეთებინა. აუჰ, გამახსენდა ბავშვობა...

ხო მარა, 2 ფეჩი ენთოთ ხოლმე? თუ ზაფხულშI მაგ გარეთას ანთებდა მხოლოდ? სადაა მაგდენი შეშა, ორი ფეჩი აგუგუნო biggrin.gif

blblbl
QUOTE
ვაიმე მამაჩემმა გააკეთა იმ დღეს ორი დღე საშინელი სუნი იდგა სამზარეულოშო ვერ შევდიოდი :დ

ყროლაა მაგარი biggrin.gif

mtis_yoili
QUOTE
3 კაცი ვიყავით ახალ წელს და ბედობას ფშავში და ოჯახში შეგვიპატიჟეს, დიდი თხოვნის მიუხედავად იქ არ დავიძინეთ და დამბალი ხაჭო გამოგვატანეს, არადა სულ არ ვიცნობდით იმ ხალხს

კარგი biggrin.gif

სტუმრად თუ მიგიღეს და დიდად გთხოვეს დარჩენა, ალბათ მოეწონეთ ძაან biggrin.gif რა გითხრა აბა, დაყრით ნაღდად არ ყრია დამბალხაჭო ოჯახებში, რომ მიხვიდე გაჭამონ, წამოხვიდე გამოგატანაონ და მერე მთელი ზამთარი გიგზავნონ, ეგ ფაქტია biggrin.gif

Posted by: sindbad-name 13 Jan 2012, 19:37
ნადირებო, მხეცებო, ფეხმძიმედ ვარ და ამ სურათებს რომ დებთ გული მიმდის. სად ვიშოვო დამბალ -ხაჭო ბრიტანეთში cry.gif

Posted by: ABABUA 13 Jan 2012, 19:51
Neno_
QUOTE
ხო მარა, 2 ფეჩი ენთოთ ხოლმე? თუ ზაფხულშI მაგ გარეთას ანთებდა მხოლოდ?
არა, ზაფხულობით ჩავდიოდი არდადეგებზე და გარეთ იდგა ხოლმე ის მადლიანი baby.gif

Posted by: teoni 13 Jan 2012, 20:22
sindbad-name
QUOTE
ნადირებო, მხეცებო, ფეხმძიმედ ვარ და ამ სურათებს რომ დებთ გული მიმდის. სად ვიშოვო დამბალ -ხაჭო ბრიტანეთში

შენს მდგომარეობაში ვარ ზუსტად ოღონდ გერმანიაში biggrin.gif
ჩემი ქმარია ეხლა საქართველოში წასული,იქნებ სადმე მიშოვოს თუ თვითმფრინავი არ ააქოთა biggrin.gif.
სანამ ბაბო ცოცხალი მყავდა კი გვქონდა სულ,ვაიმე როგორ მიყვაააააარს,ცუდად ვარ ისე მინდა,რამდენი წელია აღარ მიჭამია drug.gif
* * *
მივეცი შეკვეთა სასწრაფოდ თიანელ დეიდაშვილებს bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: sindbad-name 13 Jan 2012, 20:55
teoni
ხო.მახსოვხარ მშობლების კლუბიდანsmile.gif, გერმანიაში რომელ ქალაქში ხარ? მე თიანეთში დიდი ოჯახი მყავს. შენი დეიდაშვილები რა გვარები არიან თუ გინდა დამიპიემეsmile.gif

თიანეთში თუ მეიცე შეკვეთა ვსიო, გამოსულა შენი საქმეsmile.gif

Posted by: teoni 13 Jan 2012, 20:58
sindbad-name
ხოოო მეშველა მგონი ,იმედია თვითმფრინავშI აატანინებენ biggrin.gif

Posted by: Neno_ 13 Jan 2012, 21:02
teoni
რძის პროდუქტების შეტანა მგონი ევროპაშI არ შეიძLება biggrin.gif

რამდენად კონტროლირდება არ ვიცი და ბარგს თუ ამოწმებენ (მე არ მიმოწმებენ ხოლმე ესპანეთში), მარა, მაგალითად, ამერიკაში მანდარინები გადამაყრევინეს (მანდ ხილ-ბოსტნეულისა და ხორცის შეტანა არ შეიძLება) smile.gif მაინც რომ იცოდე რა biggrin.gif

Posted by: teoni 13 Jan 2012, 21:08
Neno_
ვიცი ხო,მაგრამ ჯერჯერობით არავის დავუჭერივართ ნაგვის შეტანაზე smile.gif,ჩვენებური ყველი თითქმის სულ გვაქვს.აი დამბალხაჭო ალბათ 100 პარკში უნდა გაახვიონ სუნი რომ არ იყნოსონ,ისე მინდა გავგიჟდები.როდის გავა 10 დღე

Posted by: mtis_yoili 13 Jan 2012, 21:10
Neno_
QUOTE
სტუმრად თუ მიგიღეს და დიდად გთხოვეს დარჩენა, ალბათ მოეწონეთ ძაან  რა გითხრა აბა, დაყრით ნაღდად არ ყრია დამბალხაჭო ოჯახებში, რომ მიხვიდე გაჭამონ, წამოხვიდე გამოგატანაონ და მერე მთელი ზამთარი გიგზავნონ, ეგ ფაქტია

კარგუა ბალღებ ვიყავით და აბა მავეწონებოდით, თან რომ ნახავ ადამიანი ამ სიცივეში გარეთ იძინებს საძლე ტომრით, სულ რომ უგულო იყო მაინც შეიპატიჟებ biggrin.gif არადა ძალიან გაჭირვებით ცხოვრობდნენ და მაინც გამოგვატანა იმ კაცმა, თან თვითონ გვეხვეწებოდა smile.gif
ჩვენც კი ვეცით მერე პატივი, ზაფხულში აუცილებლად ვაპირებ ასვლას და მოკითხვას smile.gif)

Posted by: sindbad-name 13 Jan 2012, 21:21
teoni
საბარგულში ჩააბაროს თორემ მე ხელის ბარგით ღვინო არ შემომატანინეს ბრიტანეთში. საბარგულში რომ იყოს პრობლემა არ იქნებოდაო.ბევრ პარკში გაახვიოს ბარგს სუნი რომ არ აუვიდეს biggrin.gif

Posted by: teoni 13 Jan 2012, 21:42
sindbad-name
ხო საბარგულში,თორემ ხომ მიიძინა მთელმა თვითმფრინავმა biggrin.gif

Posted by: ABABUA 13 Jan 2012, 23:14
teoni
QUOTE
იმედია თვითმფრინავშI აატანინებენ
უცებ არ მიხვდნენ რა არის biggrin.gif მე სასომხეთიდან ერთი ქილა "ბამя" წამოვიღე, სახლში გავასინჯებთქო და აეროპორტში ჩვენებმა კინაღამ წამართვეს, ვერ გაიგეს რა იყო smile.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 13 Jan 2012, 23:43
Kaifistka
QUOTE
აუუ მეგობარი ბიჭი მყავდა თიანეთიდან და იმან გამასინჯა და იმის მერე არ მიჭამია მეც ვეძებ სად იყიდება. შემდეგზე საქართველოში რომ ჩამოვალ, ფულს გაგატან და მეც წამომიღე რაა


არაა პრობლემა ისედაც თუ წავაწყდი რაც არის სულ ვყიდულობ ხოლმე და ცოტას გიწილადებ smile.gif

ABABUA
QUOTE
ისე, ჩვენში დარჩეს და ორი ცალი ეხლაც მიდევს მაცივარში


შემშურდა
თან მაგრად :|
მეც მინდა sad.gif((
10 ცალ ახალხაჭოში გაგიცვლი sad.gif
10 არა?
20 ში sad.gif
არა? sad.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 15 Jan 2012, 04:36
დღეს ჩამოვიდა ჩემი ძმა ლიშოდან (სოფელია თიანეთში) და მაგარი კრიზისიაო 2 კვირა იყო და 2 ჯერ გავაკეთეთო სულ სახლშიო და შესაბამისად არ ჩამოიტანა და 5 წუთი გაუჩერებლად ვაგინებდი მაგის გულისთვის sad.gif

ხოდა იმ კაცმა აღარ მომწერა სანჩოს ამბავი და თქვენ ხო არავის გაგირკვევიათ ?


ხორხე

ხო არ ყოფილხარ?

Posted by: ფშაველი. 15 Jan 2012, 22:18
აბა რა გაირკვა დამბალ ხაჭოზე? სად იყიდება თბილისში? და რა ღირს?

Posted by: d_tsabo 15 Jan 2012, 22:23
ფშაველი.
QUOTE
აბა რა გაირკვა დამბალ ხაჭოზე? სად იყიდება თბილისში? და რა ღირს?

მე ვერ ვიპოვე თუ იპოვი მითხარი cry.gif cry.gif მომენატრა ბებიაჩემის გაკეთებული ეჰ ბებო მტა მომენატრა შენც sad.gif

Posted by: ABABUA 16 Jan 2012, 01:51
გუშინ ასე გამოიყურებოდა ბოლოს რომ ვნახე. ეხლა ფაფუ smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: anamch 16 Jan 2012, 19:39
rtuli
QUOTE
თბილისში არსად შემხვედრია   

yes.gif
შამაიხედე გენაცვალე მიცკევიჩის 3შიsmile.gif))))))))))
გუშღამ ჩამოვტანე მაღაროსკარიდან , თავად შუაფხოელია:

ცოტა ახალგაზრდაა ,მაგრამ ისეთია როგორიც უნდა იყოს, წესიერი, ზომიერი ობით და სურნელიტ... მშრალი და ამო!

Posted by: ხორხე 17 Jan 2012, 17:47
anamch
QUOTE
შამაიხედე გენაცვალე მიცკევიჩის 3ში))))))))))
გუშღამ ჩამოვტანე მაღაროსკარიდან , თავად შუაფხოელია:

ცოტა ახალგაზრდაა ,მაგრამ ისეთია როგორიც უნდა იყოს, წესიერი, ზომიერი ობით და სურნელიტ... მშრალი და ამო!

მიცკევიჩზე არის შემოიხედე და იქ არის დამბალ ხაჭო? biggrin.gif

და მიცკევიჩზე შემოიხედე სადაა ვაბშე? sad.gif

Posted by: guruliqali 17 Jan 2012, 17:51
ხორხე
მიცკევიჩის 3-ში ხომ "ყველის კუთხის" მეორე მაღაზია გაიხსნა და anamch-მა ამაზე გითხრა "შამაიხედეოო".

Posted by: ხორხე 17 Jan 2012, 18:04
guruliqali
QUOTE
მიცკევიჩის 3-ში ხომ "ყველის კუთხის" მეორე მაღაზია გაიხსნა და anamch-მა ამაზე გითხრა "შამაიხედეოო".

აააჰ smile.gif)

მშვენიერი

აბა მაშინ გვეშველა და ეგაა მედამბალხაჭოელებს smile.gif)

anamch

აუ ანა ხო გექნება ხოლმე? ეხლა დაკავებული ვარ და მე არვიცი მაგის მომზადება და მეგობარს უნდა ვთხოვო და იმას როდის ეცლება არვიცი user.gif

არადა მაინტერესებს რა არის ეგეთი მყრალი და გემრიელი biggrin.gif

Posted by: nalbo 17 Jan 2012, 21:11
S_H_A_D_O_W
ჟიპიტაურს თუ გააძრობ ვერან, დამბალხაჭო ჩემზე იყოს + სოფლის ერბო უნდა მაგას კიდე biggrin.gif user.gif

Posted by: tavadze 17 Jan 2012, 21:35
ხორხე
QUOTE
guruliqali
QUOTE
მიცკევიჩის 3-ში ხომ "ყველის კუთხის" მეორე მაღაზია გაიხსნა და anamch-მა ამაზე გითხრა "შამაიხედეოო".

აააჰ

ეჰ, დაბერდი, ხორხე, დაბერდი - შებრუნებით გესმის ყველაფერი. biggrin.gif
nalbo - ბჯოოო, შენ რაღად დაგვეკარგე კარავიდან, ხო მშვიდობა გაქ?

Posted by: S_H_A_D_O_W 17 Jan 2012, 23:43
QUOTE (nalbo @ 17 Jan 2012, 21:11 )
S_H_A_D_O_W
ჟიპიტაურს თუ გააძრობ ვერან, დამბალხაჭო ჩემზე იყოს + სოფლის ერბო უნდა მაგას კიდე biggrin.gif user.gif

გავაძრობ ორთავეს ეგ მაინც არაა ძნელი საშოვნელი სოფელში დავაბარებ ვინმეს ან ჩავასხავთ 30 ლარის ბენზინს და ავალთ და ჩამოვიტანთ. yes.gif

Posted by: annak 18 Jan 2012, 13:00
სახლში რაც აქვთ ხოლმე იმას სუნი არ აქვს, yes.gif yes.gif
მაინც ვერ გავსინჯე ვერც ერთხელ.
თუმცა რა არომატი აქვს შემიგრძვნია ნამდვილად biggrin.gif ხშირად ვმგზავრობ თიანეთისკენ და ხანდახან მოაქვთ ხოლმე, ყველა კი წუხდება, მაგრამ თან გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს დამბალხაჭოს სიყვარულით.

ძალიან მიყვარს თიანური ახალი ხაჭოს ხაჭოერბო. ეგ ძალიან მაგარია. yes.gif love.gif
QUOTE
ჩვენ ფორუმელები წავედით ერთხელ თიანეთში - უბრალოდ, ბუნებაში პიკნიკი გვინდოდა, ვართ აქ 1 მანქანის სამყოფი სასავი სამაგისოდ და დავდიოდით ადრე, ახლა კი ცოტა დაგვიძველდა პიკნიკები.მაშინ ერთ ჩვენთაგანს თიანეთში ახლობლებმა გამოატანეს დამბალხაჭოს კვერები, რომელსაც ბუნებაში ისე ვერ მოვხარშავდით, როგორც მაგ სურათზეა. ამიტომ ყველივით მივაჭამეთ თონის პურებს. კარგი იყო, სულ არ იგრძნობოდა ობის გემო ან სუნი.

მგონი დარჩა კიდეც და სულ ვფიქრობდი ახლა ეს რო თიანელებს დაანახა გაგიჟდებოდნენ თქო. smile.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 19 Jan 2012, 19:26
bis.gif bis.gif bis.gif ვიყიდეთ დღეს დამბალხაჭო როგორც იქნა და ეხლა მომზადებას ელოდება 2kiss.gif 2kiss.gif http://www.radikal.ru
მომზადებულსაც განახებთ მერეtongue.gif და მე და nalbo -ც დაგენახებით ნასიამოვნები სახეებით lol.gif lol.gif

Posted by: tavadze 19 Jan 2012, 19:47
S_H_A_D_O_W
QUOTE
ვიყიდეთ დღეს დამბალხაჭო როგორც იქნა და ეხლა მომზადებას ელოდება

მომილოცავს, მომილოცავს! biggrin.gif
პ.ს. სად იყიდეთ - მიცკევიჩზე? baby.gif baby.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 19 Jan 2012, 20:23
QUOTE (tavadze @ 19 Jan 2012, 19:47 )
S_H_A_D_O_W
QUOTE
ვიყიდეთ დღეს დამბალხაჭო როგორც იქნა და ეხლა მომზადებას ელოდება

მომილოცავს, მომილოცავს! biggrin.gif
პ.ს. სად იყიდეთ - მიცკევიჩზე? baby.gif baby.gif

მადლობა მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

ხო მიცკევიჩზე და რაც იყო სუ წამოვიღეთ ბევრი არ იყო 1 ჭამა გამოვა რა ნომერი დავუტოვე თუ ჩამოიტანენ კიდე ეგრევე რო გამაგებინონ


anamch

დიიიიდი მადლობა შენ მისამართის სწავლებისთვის 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: anamch 19 Jan 2012, 20:26
S_H_A_D_O_W
QUOTE
დიიიიდი მადლობა შენ მისამართის სწავლებისთვის       

მარტო მისამრთისთვის?
მაგ დამბალხაჭოს ჩამოსატანდ ლამის შუაფხომდე ვდიე ხალხსს...
საკუთარი ხელებით მაააქვს ჩამოტანილი შემოგევლე!

Posted by: S_H_A_D_O_W 19 Jan 2012, 20:41
QUOTE (anamch @ 19 Jan 2012, 20:26 )
S_H_A_D_O_W
QUOTE
დიიიიდი მადლობა შენ მისამართის სწავლებისთვის        

მარტო მისამრთისთვის?
მაგ დამბალხაჭოს ჩამოსატანდ ლამის შუაფხომდე ვდიე ხალხსს...
საკუთარი ხელებით მაააქვს ჩამოტანილი შემოგევლე!

გაგახარა ღმერთმა შენ სადღეგრძელოს დავლევ უეჭველი ამის ჭამის დროს 2kiss.gif

Posted by: mtis_yoili 19 Jan 2012, 20:51
ვაიიიიიი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 20 Jan 2012, 01:00
anamch

ესეც მომზადებულის სურათი ნალბოს ბედნიერი სახე კი შეგპირდით მარა არ მოხვდა კადრში და ჩემი კია აგერ ვიძიოზე smile.gif

user posted image

Posted by: ushuaia 20 Jan 2012, 01:08
ვააა მოვედიიი მაგარი თემაა. ყველი არის რითაც ვცხოვრობ ნახევარი კილო მინდა დღეშიი............

Posted by: chiburashka111 20 Jan 2012, 09:20
S_H_A_D_O_W
თუ არ შეწუხდები მომზადების წესი დაწერე რაა, ისეთი რეკლამა გაუწიე გავსინჯავდით ჩვენც wink.gif

Posted by: anamch 20 Jan 2012, 10:32
S_H_A_D_O_W
ვაახხ , გამიხარდა..
და მამეწონაააა..
თან ჟიპიტაურსაც რომ აყოლებთ.. ნიორიც როგორ კოხტად მოგიმარაგებიათ. ნამდვილი მედამბალხაჭოეეები ხართ..

Posted by: ushuaia 20 Jan 2012, 11:09
S_H_A_D_O_W
მაგარია მოგვიყევიიი............

Posted by: nikol_ozi 21 Jan 2012, 10:14
S_H_A_D_O_W
ლოთო შენა biggrin.gif

თუ ეგეთ კაი საქმეზე მიდიოდი გეთქვა ჩემთვისაც, გზასაც მიგასწავლიდი და წილშიც ჩაგიჯდებოდი biggrin.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 22 Jan 2012, 02:07
anamch
QUOTE
ვაახხ , გამიხარდა..
და მამეწონაააა..
თან ჟიპიტაურსაც რომ აყოლებთ.. ნიორიც როგორ კოხტად მოგიმარაგებიათ. ნამდვილი მედამბალხაჭოეეები ხართ..


იმ დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო ხაჭოერბო რო მქონდა და ეგ შემეშლებოდა რა უხდება ამ დალოცვილს? smile.gif

chiburashka111
ushuaia
უნდა აიღო ხაჭოს კვერი და გარედან ეს ობი დანით შემოფხიკო, მერე დაჭრა თხელ ნაჭრებად და შეძლებისდაგვარად დააქუცმაცო (მაინც ერთგვაროვანი მასა მიიღება ბოლოს) კარგი ნატულარული ერბო უნდა ბევრი, იმდენი რო ფარავდეს ხაჭოს და უნდა ხარშო ერბოში და თან ზილო რო ერთიანი მასა გახდეს ბოლოს რო შეატყობ რო ერთგვაროვანია სასრწაფოდ უნდა მიირთვა, იმიტო რო მალე იცის გაციება, ერბო არ დაინანო ოღონდ აუცილებლად ბევრი უნდა იყოს.

nikol_ozi

QUOTE
ლოთო შენა

თუ ეგეთ კაი საქმეზე მიდიოდი გეთქვა ჩემთვისაც, გზასაც მიგასწავლიდი და წილშიც ჩაგიჯდებოდი


შენც გევასება დამბალხაჭო შე ოღრაშო შენა? alk.gif

რავი ამის მერე მეცოდინება და შენც იცოდე სადმე თუ გადააწყდი ეგრევე ზარი ახლობელთან და იქვე გავჩნდები.


გუდვილში არიო ვიღაცამ მითხრა და ვინმე დიღმელმა შეამოწმეთ რა გთხოვთ ვარკეთილიდან რო გავიდე მანდ და არ იყოს შეიძლება გავრეკო biggrin.gif

Posted by: ocneba 22 Jan 2012, 19:55
ტენილი ყველის რეცეპტი მომეწონა აუცილებლად გავაკეთებ . ჩეჩილის ყველი გემრიელია–– ნაღებიც მაგარია––– ორივე ერთად საუკეთესო იქნება, რატომაც არა!!!
* * *
გუდის ყველი მიყვარს, ყველა ყველს მირჩევნია. ერთადერთი რაც მენატრება მარხვის დროს, ეს ყველია. მანამდე ბევრს მივირთმევ ხოლმე, რომ შემდეგ ნაკლებად მომინდეს. ყველი მიყვარს, მაგრამ ხაჭაპური არა.

Posted by: teoni 22 Jan 2012, 21:55
დამბალხაჭო ვიშოვეთ,ერბო არ მაქვს.კარაქით არ გამოვა? rolleyes.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 22 Jan 2012, 22:31
QUOTE (teoni @ 22 Jan 2012, 21:55 )
დამბალხაჭო ვიშოვეთ,ერბო არ მაქვს.კარაქით არ გამოვა? rolleyes.gif

სად იშოვე გვასწავლე რა 2kiss.gif


კი კარაქი უნდა გაადნო და მერე გააციო, მერე ძირზე რაღაც თეთრს გაიკეთებს ხაჭოსავით ეგ უნდა გადაუწურო და მაგაში გააკეთო.

Posted by: teoni 22 Jan 2012, 23:07
S_H_A_D_O_W
QUOTE
სად იშოვე გვასწავლე რ

თიანეთში,დეიდაშვილებმა მიშოვეს.ეხლა მთავარია აეროპორტში კონტროლი გაიაროს როგორმე bis.gif bis.gif
QUOTE
კი კარაქი უნდა გაადნო და მერე გააციო, მერე ძირზე რაღაც თეთრს გაიკეთებს ხაჭოსავით ეგ უნდა გადაუწურო და მაგაში გააკეთო.


იმედია რამეს მოვახერხებ smile.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 23 Jan 2012, 01:16
teoni
QUOTE
თიანეთში,დეიდაშვილებმა მიშოვეს.ეხლა მთავარია აეროპორტში კონტროლი გაიაროს როგორმე


მე მეგონა თბილისში სადმე, წარმატებას გისურვებ, გაივლის აბა რას იზავს wink.gif

Posted by: anamch 23 Jan 2012, 14:33
S_H_A_D_O_W
ნებისმიერი რაოდენობის დამბალ ხაჭოს , ამიერიდან ყველის მაღაზიაში მიიღებ 10% ფასდაკლებიტ და ეწერება შენი სახელი დამბალხაჭო S_H_A_D_O_W
-თვის!

Posted by: S_H_A_D_O_W 23 Jan 2012, 14:53
QUOTE (anamch @ 23 Jan 2012, 14:33 )
S_H_A_D_O_W
ნებისმიერი რაოდენობის დამბალ ხაჭოს , ამიერიდან ყველის მაღაზიაში მიიღებ 10% ფასდაკლებიტ და ეწერება შენი სახელი დამბალხაჭო S_H_A_D_O_W
-თვის!

QUOTE (anamch @ 23 Jan 2012, 14:33 )
S_H_A_D_O_W
ნებისმიერი რაოდენობის დამბალ ხაჭოს  , ამიერიდან  ყველის მაღაზიაში მიიღებ  10% ფასდაკლებიტ  და  ეწერება შენი სახელი  დამბალხაჭო  S_H_A_D_O_W
-თვის!

ვაიმე გაიხარე როგორც მე გამახარე ეხლაbis.gif bis.gif აი ძალიან, ძალიან, ძალიან!!! კარგი ადამიანი ხარ შენ შემოგევლე 2kiss.gif 2kiss.gif
ამიერიდან ყოველთვის როცა სუფრაზე დამბალხაჭო მექნება შენ სადღეგრძელოს პერსონალურად ვიტყვი ხოლმე იმიტო რო შენ ამას ნამდვილად იმსახურებ 2kiss.gif 2kiss.gif

ნომერი დავუტოვე მიცკევიჩზე სალაროსთან რო ლამაზი გოგონა იჯდა იმას და რო ჩამოვა დაგირეკავთო მითხრა 2kiss.gif 2kiss.gif

აუ მე ბედნიერი ვარ ეხა chups.gif


Posted by: ushuaia 23 Jan 2012, 17:48
და სად იყიდება დამბალ ხაჭოოო...................

Posted by: S_H_A_D_O_W 23 Jan 2012, 20:42
QUOTE (ushuaia @ 23 Jan 2012, 17:48 )
და სად იყიდება დამბალ ხაჭოოო...................

მე შევიძინე მიცკევიჩის 2 ში ჩის ქორნერში , მაგრამ გათავდა და რო ჩამოიტანენ დამირეკავენ, ისე იმდენი ყველები იყო და ისე გემრიელად გამოიყურებოდნენ ლამის დამავიწყდა რო დამბალხაჭოსთვის ვიყავი მისული gigi.gif gigi.gif

Posted by: nalbo 23 Jan 2012, 21:06
S_H_A_D_O_W
მართლა უბედურის 2 ხარ რა biggrin.gif დავწყდებით ეხლა მაგის ჭამით biggrin.gif ჩემგანაც მადლობა ფასდაკლებისთვის bis.gif bis.gif alk.gif alk.gif

Posted by: ushuaia 23 Jan 2012, 23:18
აუ მე არ გამისინჯავს ეგ ხაჭო მაგრამ ვიცი რომ მომეწონებაა....... უნდა დავითრიო ერთი სადმე , ყველი კი ჩემი ნომერ 1 საკვებიაა

Posted by: chiburashka111 24 Jan 2012, 11:22
S_H_A_D_O_W
მადლობა რეცეპტისთვის, მაგრამ მაგდენი ცხიმი ნაღველს რას უზავს sad.gif

Posted by: ushuaia 24 Jan 2012, 11:24
აჭარული რომ არის რაღაც ბევრი ცხიმით იმას რა ქვიაა??

Posted by: ketrini 24 Jan 2012, 11:44
ushuaia
როგორც ვიცი ყურუთს უძახიან

Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 27 Jan 2012, 15:43
love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif http://fastpic.ru/

Posted by: mgeluka14 27 Jan 2012, 16:19
მაგარია ყველა სახის ყველი, არა აქვს მნიშვნელობა რომელი სახეობისაა

Posted by: shavi11 27 Jan 2012, 16:23
mgeluka14
მეც გეთანხმები ყველა სახის ყველი კარგია

Posted by: ushuaia 27 Jan 2012, 17:29
გუდის ყველი და ცხელი ლავაში უმაგრესიაა......

Posted by: shavi11 27 Jan 2012, 17:33
იმერული ყველი და ცხელი კეცის მჭადები. ცუდიააა ?

Posted by: ushuaia 27 Jan 2012, 17:41
შებოლილი სულგუნი და ღომი????........

Posted by: shavi11 30 Jan 2012, 12:39
ushuaia
სიმართლე გითხრა ღომი მაინცდამაინც არ მიყვარს. ცხელ ლავაშზეც კარგია

Posted by: marao111 30 Jan 2012, 15:40
ყველანაირი ყველი მიყვარს გუდის ყველის გარდა.

Posted by: dondimarko 31 Jan 2012, 13:24
ყველი და ლავაში მართლა მაგარიაააა

.................

Posted by: elene88 1 Feb 2012, 14:35
დამბალხაჭოსთან დაკავშირებით,ის ან ძალიან უყვართ ან ეჯავრებათ(ძალიან),მითუმეტეს მათ ვისაც გუდის ყველი არ უყვარს. ამიტომ არსებობს გამოსავალი......
ახალი ხაჭოს" ვაძველებთ" გაკეთების დროს ტაფაშივე სოდისა და ფქვილის დამატებით,ერბოს მაგივრად ვხმარობთ კარაქს და გამოდის თბილისური ხაჭოერბო სპეციფიური სუნის გარეშე.
.თუ დაგაინტერესებთ უფრო დაწვრილებითაც შემიძლია მოგწეროთ.და კიდევ გეტყვით "ქალქური" ხაჭოერბოს საინტერესოდ გამოყენების თიანურ წესსაც. love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: faverliki 1 Feb 2012, 18:44
QUOTE
ტენილი ყველის რეცეპტი მომეწონა აუცილებლად გავაკეთებ . ჩეჩილის ყველი გემრიელია–– ნაღებიც მაგარია––– ორივე ერთად საუკეთესო იქნება, რატომაც არა!!!

ქოთანში უნდა ჩატენოთ რომ მაგარი გამოვიდეს

Posted by: pantera1974 2 Feb 2012, 19:43
QUOTE
"ტენილი" ყველი ვის უჭამია? უუუმაგრესია!!!
ესე იგი ეს ყველი სახლის პირობებში ასე მზადდება: ჩვეულებრივი ჩეჩილი ყველი (უფრო მეტად თუ დაჩეჩავთ უკეთესია) + ნაღები... რამოდენიმე საათი გააჩერეთ და მიირთვით.
ძალიან გემრიელობაა..

ამ ყველს მესხეთში ამზადებენ...
ორიგინალური რეცეპტი ოდნავ გნსხვავებულია იმ გარემოებით, რომ ახლად ამოყვანილ ჩეჩილს იყენებენ და უფორ რბილი გამოდის

და მაგ ყველს სუნი ხო არაააქვს?თუ სუნი არააქვს გავსინჯავდი

Posted by: teoni 2 Feb 2012, 19:55
ჩამომივიდა დმბალხაჭო და აღარ მინდა rolleyes.gif

Posted by: elene88 2 Feb 2012, 22:08
teoni
QUOTE
2 Feb 2012, 19:55#2951669

როცა აგარ გექნება ან არ მოგეწონა დამბალიხაჭო ახალითაც კარგი გამოდის up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: marao111 9 Feb 2012, 16:15
ყველაზე ძალიან მიყვარს სულგუნი და თან ღომში.

Posted by: Maykuna 9 Feb 2012, 18:11
elene88

დამბალხაჭოსთან დაკავშირებით,ის ან ძალიან უყვართ ან ეჯავრებათ(ძალიან),მითუმეტეს მათ ვისაც გუდის ყველი არ უყვარს. ამიტომ არსებობს გამოსავალი......
ახალი ხაჭოს" ვაძველებთ" გაკეთების დროს ტაფაშივე სოდისა და ფქვილის დამატებით,ერბოს მაგივრად ვხმარობთ კარაქს და გამოდის თბილისური ხაჭოერბო სპეციფიური სუნის გარეშე.
.თუ დაგაინტერესებთ უფრო დაწვრილებითაც შემიძლია მოგწეროთ.და კიდევ გეტყვით "ქალქური" ხაჭოერბოს საინტერესოდ გამოყენების თიანურ წესსაც.

დაწერე რა დავინტერესდი smile.gif

Posted by: რაპუნცელი 14 Feb 2012, 16:37
QUOTE
იდევ გეტყვით "ქალქური" ხაჭოერბოს საინტერესოდ გამოყენების თიანურ წესსაც

საინტერესო იქნებოდა.....

Posted by: elene88 15 Feb 2012, 00:39
რაპუნცელი
ანტრიები იცით ალბათ,თიანეთში ცომის მოგრძო(თითის ფორმის) ნაჭრებს ხარშავენ და სასაცილო სახელს"გამოსმულას"ეძახიან,მერე ამ მოხარშულ "გამოსმულას" იმ წუთას გამზადებულ ხაჭოერბოში ყრიან. ხაჭოერბო კი ასე მზადდება,ჩვეულებრივ ხაჭოს ჩაყრიან ქვაბში დაბალ ცეცხლზე ადუღებენ და უმატებენ ერბოს ან კარაქს ბლომად,შემდეგ უმატებენ ცოტა სოდას და "უკიდებენ" ცოტა ფქვილს,თან სულ ურევენ რომ არ მიიწვას,ამაში ჩაყრიან უკვე მოხარშულ "გამოსმულას" და მზად არის.უგემრიელესია ყველას ძალიან მოსწონს,მათ შორის ბავშვებსაც.
ვისაც ხაჭოთი არ მოსწონს ჭამს ერბოში ან ნიორწყალში.
ასე იციან თიანეთში! wink.gif tongue.gif biggrin.gif bis.gif bis.gif

Posted by: tekla212 15 Feb 2012, 13:35
elene88
მართლაც გემრიელია,ამ ზაფხულს ვიყავი მეგობართან და მისმა ბებომ გაგვიკეთა. ძალიან მომეწონა,თუმცა დამბალი ხაჭოერბოს ჭამა ვერ მაიძულეს,მაგრამ ჩვეულებრივი ხაჭოთი გაკეთებულიც მშვენიერი ხაჭოერბო გამოვიდა და გამოსმულაც ძალიან მომეწონა. თიანური დელიკატესია ფაქტიურად biggrin.gif yes.gif wink.gif wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: elene88 15 Feb 2012, 13:46
tekla212
QUOTE
დამბალი ხაჭოერბოს ჭამა ვერ მაიძულეს

ეეე,რომ გაგესინჯა არ ინანებდი,თუმცა ახალი ხაჭოს ცოტა დაძველებითაც კარგი გამოდის მაგრამ დამბალს ვერ შეედრება facepalm.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: guruliqali 15 Feb 2012, 14:37
დღეს დამბალხაჭოტური დავგეგმე მეგობრებთან ერთად თიანეთში უახლოეს მომავალში გაზაფხულისთვის, ისე, 15 ლარი ღირსო, მართალია?

Posted by: elene88 16 Feb 2012, 10:04
guruliqali
QUOTE
, ისე, 15 ლარი ღირსო, მართალია?

კი თუ იშოვეეე lol.gif lol.gif

Posted by: teoni 16 Feb 2012, 14:56
elene88
ვაი გამახსენდა "გამოსმულა" biggrin.gif. ძალო მყავს თიანელი და ის აკეთებდა ხოლმე.გავაკეთო ერთი მეც

Posted by: elene88 19 Feb 2012, 23:08
teoni
QUOTE

ვაი გამახსენდა "გამოსმულა" . ძალო მყავს თიანელი და ის აკეთებდა ხოლმე.გავაკეთო ერთი მეც

აბა,თეონი,გააკეთე "გამოსმულა"?
მეც გავაკეთებ ამ დღეებში,ოღონდ ხაჭოთი მიყვარს ძალიან
უუუფ....როგორ მომინდა ეხლა?! jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 20 Feb 2012, 15:01
QUOTE (anamch @ 23 Jan 2012, 14:33 )
S_H_A_D_O_W
ნებისმიერი რაოდენობის დამბალ ხაჭოს , ამიერიდან ყველის მაღაზიაში მიიღებ 10% ფასდაკლებიტ და ეწერება შენი სახელი დამბალხაჭო S_H_A_D_O_W
-თვის!

რა ღირს თქვენს მაღაზიაში დამბალხაჭო?

Posted by: annak 20 Feb 2012, 15:22
guruliqali
QUOTE
დღეს დამბალხაჭოტური დავგეგმე მეგობრებთან ერთად თიანეთში უახლოეს მომავალში გაზაფხულისთვის, ისე, 15 ლარი ღირსო, მართალია?

ახლა ამ კვირას ღირდა 15 ან 17 ლარი
საკმაოდ ბევრი იყო მყიდველი.

Posted by: Peppi 1 Mar 2012, 14:49
სად ჩამესვა ვეღარ მივხვდი - აქ იყოს შემადგენლობა 98% ყველი და ყველეულია:

სულგუნის ხვეულები ნადუღით (ან მოცარელას ხვეულები რიკოტათი)
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1897&Itemid=55

Posted by: resurgam 2 Mar 2012, 00:04
S_H_A_D_O_W
QUOTE
ნომერი დავუტოვე მიცკევიჩზე სალაროსთან რო ლამაზი გოგონა იჯდა იმას და რო ჩამოვა დაგირეკავთო მითხრა   

აუ მე ბედნიერი ვარ ეხა

აუუუ მეც მინდა დამბალხაჭო და სად იყიდება მიგვასწავლე რაა

Posted by: S_H_A_D_O_W 2 Mar 2012, 04:16
დღეს ვიყავი გომბორში, დამბალხაჭოს საჭმელად ოჯახური რესტორანია, მაგარი ხინკალი აქვთ და დამბალხაჭო ხო საუკეტესო, და ის ყველის მაღაზია სადაც დამბალხაჭო ვიყიდე მე არის მიცკევიჩზე როგორც კი შეხვალ ეგრევე მარჯვნივ, 2 ნომერია მემგონი, ჩიზ ქორნერ აწერია.

Posted by: nalbo 2 Mar 2012, 08:48
მართლა მაგარი ხაჭო იყო ვისაც არ გეზარებად ადით კმაყოფილები და მაძღრები წამოხვალთ

Posted by: resurgam 2 Mar 2012, 11:12
S_H_A_D_O_W
QUOTE
მიცკევიჩზე როგორც კი შეხვალ ეგრევე მარჯვნივ, 2 ნომერია მემგონი, ჩიზ ქორნერ აწერია.

jump.gif jump.gif ვიც ეგ "ჩიზ ქორნერი" "ფორ სეზონის" მოპირადაპირე მხარეა ზუსტად, არ ვიცოდი ოღონდ მანდ თუ ქონდათ დამბალხაჭო, თავად მაგ მაღაზიის მეპატრონე ქალი გავიცანი საახალწლოდ ბიზნეს-ფორუმი იყო მეწარმეების და იქ, მაგრამ მაშინ არ ქონდათ სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი დამბალხაჭო rolleyes.gif შევიაროო ერთიი chups.gif

პ.ს ფოკის დედათა მონასტრის ნაწარმი ყველის ასორტი გაგისინჯავთ? იცით რა მაგარ რამეებს ამზადებენ? chups.gif

Posted by: androssaxli 2 Mar 2012, 11:43
ნუ, ობიანი ყველი საერთოდ დელიკატესად იტვლება, მაგრამ მე უპირატესობას ჩვენ ქართულ გუდის ყველს ვანიჭებ

Posted by: tamuska27 3 Mar 2012, 21:12
სულგუნი მიყვარს და მენატრებააა...... თითქმი 1 წელია არ მიჭამია sad.gif sad.gif(

Posted by: anamch 9 Mar 2012, 07:12
resurgam
QUOTE
თავად მაგ მაღაზიის მეპატრონე ქალი გავიცანი საახალწლოდ ბიზნეს-ფორუმი იყო მეწარმეების და იქ

საუბარი ტუ მეზეა,
მაღაზის მეპატრონე არ გახლავართ..

პროექტი "ქარტული ყველის " ხელმძღვანელი ვარ...smile.gif

Posted by: ხორხე 9 Mar 2012, 09:06
S_H_A_D_O_W
QUOTE
დღეს ვიყავი გომბორში, დამბალხაჭოს საჭმელად ოჯახური რესტორანია, მაგარი ხინკალი აქვთ და დამბალხაჭო ხო საუკეტესო,

აუ გომბორი კახეთისკენ როა ხო? ანუ სართიჭალის გზაზე

კონკრეტულად სადაა ეგ რესტორანი საოჯახო, ეგეთი საოჯახო რამეები მიყვარს ძალიან


იქნებ ზუსტი მისამართი მითხრა სადაა 2kiss.gif

Posted by: masha 9 Mar 2012, 09:26
ვინ იცის, მეგობრებო. ე.წ. ქართული "გაუდა" რომ გამოდის, 22 ლარი ღირს კილო, შარშან ვიყიდე თბილისობაზე.
მაგრამ მას მერე არსად არ მინახავს.
სად შეიძლება მაგის შეძენა?

Posted by: ushuaia 9 Mar 2012, 10:54
აუ მაგარი სულგუნი სად იყიდებაა სანდო არ იციით>????

Posted by: resurgam 9 Mar 2012, 15:16
anamch
QUOTE
საუბარი ტუ მეზეა,
მაღაზის მეპატრონე არ გახლავართ..

პროექტი "ქარტული ყველის " ხელმძღვანელი ვარ...


უიი, ძალიან სასიამოვნოა მგონი თქვენ იყავით ბიზნეს ფორუმზე "ჰოლიდეი ინნში" თუ "ექსპოში" ზუსტად არ მახსოვს chups.gif , მანამდე პრეს-კონფერენციაზეც შევხვდით.

Posted by: S_H_A_D_O_W 10 Mar 2012, 01:55
QUOTE (ხორხე @ 9 Mar 2012, 09:06 )
S_H_A_D_O_W
QUOTE
დღეს ვიყავი გომბორში, დამბალხაჭოს საჭმელად ოჯახური რესტორანია, მაგარი ხინკალი აქვთ და დამბალხაჭო ხო საუკეტესო,

აუ გომბორი კახეთისკენ როა ხო? ანუ სართიჭალის გზაზე

კონკრეტულად სადაა ეგ რესტორანი საოჯახო, ეგეთი საოჯახო რამეები მიყვარს ძალიან


იქნებ ზუსტი მისამართი მითხრა სადაა 2kiss.gif

კი სართიჭალის რა თელავისკენ რო მიდიხარ ახალი გზა როა რა და მიგნება არაა პრობლემა კაცო შენ დამირეკე სანამ წახვალ რო წამო გეპატიჟებიო, დამბალხაჭოს ხაჭოერბო ვჭამოთო და მივალთ კიდეც ვიქეიფებთ კიდეც შევჭამთ და ნასიამოვნებიც წამოვალთ yes.gif 2kiss.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ხორხე 10 Mar 2012, 09:30
S_H_A_D_O_W
QUOTE
კი სართიჭალის რა თელავისკენ რო მიდიხარ ახალი გზა როა რა და მიგნება არაა პრობლემა კაცო შენ დამირეკე სანამ წახვალ რო წამო გეპატიჟებიო, დამბალხაჭოს ხაჭოერბო ვჭამოთო და მივალთ კიდეც ვიქეიფებთ კიდეც შევჭამთ და ნასიამოვნებიც წამოვალთ yes.gif 2kiss.gif

lol.gif

კაია, თქვენ იქეიფებთ, მე მძღოლი ვიჯდები და წამოვალთ biggrin.gif არ გამოვა ! mad.gif

QUOTE
სასადილო ქვია სოფელს და იქ არი გზიდან მარჯვნივ რო შეხვალ მალევე

1 ცალი სასადილოა მარტო მაგ სასადილოში? mo.gif გარედან როგორია?

აუ დამბალხაჭო მინდა biggrin.gif ოღონდ არ მიჭამია არასოდეს biggrin.gif


Posted by: S_H_A_D_O_W 10 Mar 2012, 13:46
ხორხე
QUOTE
კაია, თქვენ იქეიფებთ, მე მძღოლი ვიჯდები და წამოვალთ  არ გამოვა !


რათა კაცო ჩემი მანქანით წავიდეთ მძღოლსაც მე გავჩითავ. wink.gif user.gif

QUOTE
1 ცალი სასადილოა მარტო მაგ სასადილოში?  გარედან როგორია?




გარედან რავი 1 სართულიანი შენობაა გზიდან ეგრევე მარჯვნივ წინ პატარა პარკინგივით აქვს.

QUOTE
აუ დამბალხაჭო მინდა  ოღონდ არ მიჭამია არასოდეს


აუუ წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელის, ოღონდ არი შანსი არ ქონდეთ დამბალი ხაჭო, ჩვენ წინასწარ ვრეკავთ ხოლმე და თუ არი მერე ავდივართ აგრე არაა ხინკალივით ვინც მოითხოვოს ყველასთვის იყოს.

Posted by: ხორხე 10 Mar 2012, 14:15
S_H_A_D_O_W
QUOTE
აუუ წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელის, ოღონდ არი შანსი არ ქონდეთ დამბალი ხაჭო, ჩვენ წინასწარ ვრეკავთ ხოლმე და თუ არი მერე ავდივართ აგრე არაა ხინკალივით ვინც მოითხოვოს ყველასთვის იყოს.

აუ ნომერი მომეცი რა biggrin.gif

რამდენს მახვეწნინებ mad.gif lol.gif

QUOTE
რათა კაცო ჩემი მანქანით წავიდეთ მძღოლსაც მე გავჩითავ. wink.gif

უი ეგრე კაია user.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 10 Mar 2012, 15:07
ხორხე
QUOTE
აუ ნომერი მომეცი რა

რამდენს მახვეწნინებ


მე არ მიწერია ჩემ დეიდაშვილს აქვს ვკითხავ რო დავურეკავ

QUOTE
უი ეგრე კაია


კაია კაი თან საწვავსაც მე ვკისრულობ განა ისე lol.gif

აუ რამდენს ვჩალიჩობ lol.gif lol.gif

Posted by: ხორხე 10 Mar 2012, 18:25
S_H_A_D_O_W
QUOTE
მე არ მიწერია ჩემ დეიდაშვილს აქვს ვკითხავ რო დავურეკავ

მეც მაქვს უკვე biggrin.gif

ვეღარ მოვითმინე და წავედი lol.gif

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

აიიი საშინლად მაგარია

უგემრიელესი

ქაბაბი და ხინკალიც ბონუსად, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა შენც და ბაგრატსაც biggrin.gif

ძალიან კარგი ადგილია და რეკომენდაციას ვუწევ, ფასებიც ნორმალურია, კერძები მართლა გემრიელი, თვითონ ეს რესტორანჩიკიც სუფთაა და ნორმალური მომსახურე პერსონალი ყავთ, მოკლედ ზაფხულში ხშირად ვესტუმრები, სიგრილე იქნება
თოვდა დღეს biggrin.gif
თბილისიდან ზუსტად 50 კილომეტრია jump.gif
ძალიან ნასიამოვნები ვარ და უკვე მინდა დამბალ ხაჭო biggrin.gif biggrin.gif
აუ რა იიყიო love.gif

Posted by: anamch 10 Mar 2012, 18:56
ხორხე
ხო მარტლა მაგარიაა


დღეს ერთ ჩინოვნიკს , ვთხოვე ამაწევინეთ ამ ყველის პიარი ..
ანალოგი არა აქვს მსოფლიოში თქვა დ ა რა ვიცი..
ველოდები რას მიპასუხებს...


ამდენი უცნაური ყველი გვაქვს ტენილიც ხოა დედოფალი.. მარა რა გინდა ა
მივჯახირობ ტ საცხააა.


Posted by: Neno_ 10 Mar 2012, 20:43
anamch
QUOTE
ანალოგი არა აქვს მსოფლიოში თქვა დ ა რა ვიცი..

ნამდვილია ეს ამბავი?

მამაჩემი იყო ერთი 13-14 წლის წინ გერმანიაში და იქიდან ჩამოიტანა "დამბალ ხაჭო" facepalm.gif

ნუ, თვითონ თქვა ეგააო, ოღონდ კულტურსკად იყო უფრო შეფუთული, გარეთა დამბალი ფენა არ ჰქონდა, ერთიანი მასა იყო უფრო და თან ცოტა მდნარივით ფაქტურის, მარა გემო იგივე აქვსო და რავი, მე არ გამისინჯავს (სუნი კი ჰქონდა აყროლებული, იცოცხლე biggrin.gif).., მე კანფეტები და ძეხვები ჩამომიტანა და იმათ მივაწექი biggrin.gif


Posted by: S_H_A_D_O_W 11 Mar 2012, 01:25
ხორხე

დილაზე იჟოგა შეგაწუხებს უჩემოდ რო წახვედი მაგის გულისთვის lol.gif

Posted by: resurgam 11 Mar 2012, 01:59
S_H_A_D_O_W
QUOTE
დილაზე იჟოგა შეგაწუხებს უჩემოდ რო წახვედი მაგის გულისთვის 

იჟოგა კი არა ანგინა შეუბრუნდება http://smayliki.ru/smilie-1123226343.html
ინტერნეტში ქექვისას აღმოვაჩინე, ყველის მცოდნეებო გაგიგიათ ყველის ეს სახეობა "კასუ მარცუ"? eek.gif

ფოტოს შეგნებულად არ ვდებ ღიად, ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ არ ნახოთ facepalm.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ესეც წყარო
http://italia-ru.com/page/kasu-martsu-samyi-opasnyi-italyanskii-delikates

Posted by: ხორხე 11 Mar 2012, 10:30
S_H_A_D_O_W

QUOTE
დილაზე იჟოგა შეგაწუხებს უჩემოდ რო წახვედი მაგის გულისთვის lol.gif

სხვა დროს წავიდეთ bis.gif

აუ რა კაი იყო რა chups.gif

Posted by: S_H_A_D_O_W 11 Mar 2012, 13:38
ხორხე
QUOTE
სხვა დროს წავიდეთ

აუ რა კაი იყო რა



კარგი bis.gif

ხოდა

ეგრე ძაანაც ნუ აქებ თორე რო ჩავალთ აღარ დაგვხვდება ხოლმე baby.gif (რას არ იკადრებს კაცი დამბალხაჭოს გულისთვის) biggrin.gif biggrin.gif

Posted by: buka79 17 Mar 2012, 10:16
დამბალი ხაჭოსი რა მოგახსენოთ არასოდეს მიჭამია და არც მაქვს სურვილი,მაგრამ ყველანაირი ყველი მიყვარს გუდის ყველის გარდა.

Posted by: anamch 21 Mar 2012, 17:57
QUOTE
,მაგრამ ყველანაირი ყველი მიყვარს გუდის ყველის გარდა.

buka79
კარგი გუდის ყველი არ შემოუთავაზებიათ , თორემ ეგეც გეყვარებოდააა.. თუკი ყველანაირი ყველი გიყვარს , მართლა!

დიდთველებიამიანი, მზე (კარაქ) ჩამდგარი, ნაცრისფერ ქერქიანი დ ა ნელსურნელებით ..მხოლოდ!
უფ უფფ უფ!

Posted by: akkai 24 Mar 2012, 18:00
სოიოს ყველი სად იყიდება?

ვინმემ იციით?

სამარხვო აჭარული ვჭამე მაგ ყველისგან გაკეთებული და სახლშიც მინდა გავაკეთებინო:




anamch
თქვენ გააქვთ მაღაზიაში?

Posted by: pepp 24 Mar 2012, 18:20
უჰჰჰჰჰჰ, მაგრად მიყვარს ყველი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: anamch 4 Apr 2012, 07:06
akkai
QUOTE
თქვენ გააქვთ მაღაზიაში?

არა,,,
მაგრამ მოთხოვნა რახან არსებობს ,ალბათ, გავითვალისწინებთ...


Posted by: buka79 6 Apr 2012, 13:38
ყველის ფანი ვარ:-):-):-)თითქმის ყველაფერს ყველს ვატან:-):-):-):-)

Posted by: basti-bubuuu 8 Apr 2012, 02:43
ბრინზა კააააარგი სად ვიყიდო?და რა ღირს დაახლოებით?

Posted by: teooosh 8 Apr 2012, 11:47
basti-bubuuu

გუდვილში : )

Posted by: sazageli iezuiti 8 Apr 2012, 21:10
QUOTE
ყველის ფანი ვარ:-):-):-)თითქმის ყველაფერს ყველს ვატან:-):-):-):-)

მეც
love.gif

ახლა მივირთმევ გორგონცოლას თაფლით.
არაჩვეულებრივი დესერტია.

Posted by: MaiaBibiluridze 10 Apr 2012, 15:21
QUOTE (jinchvel @ 2 Jan 2007, 12:37 )
"ტენილი" ყველი ვის უჭამია? უუუმაგრესია!!!
ესე იგი ეს ყველი სახლის პირობებში ასე მზადდება: ჩვეულებრივი ჩეჩილი ყველი (უფრო მეტად თუ დაჩეჩავთ უკეთესია) + ნაღები... რამოდენიმე საათი გააჩერეთ და მიირთვით.
ძალიან გემრიელობაა..

ამ ყველს მესხეთში ამზადებენ...
ორიგინალური რეცეპტი ოდნავ გნსხვავებულია იმ გარემოებით, რომ ახლად ამოყვანილ ჩეჩილს იყენებენ და უფორ რბილი გამოდის

მე გავსინჯე და ძალიან მომეწონა yes.gif

Posted by: Plainview 10 Apr 2012, 20:56
love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: anamch 15 Apr 2012, 05:39
გუშინ ჩავდე მარილწყალში ტენილის ძაფებიი..

ორშაბათს ვაპირებ ნაღების გაკეთებას დ ა ამოვავლებ დ ა ჩავსტენი ქოთანშიდდდ!!!!

ეს იქნება ჩემი ხ ელით გაკეთებული ტენილი ყველი!!!!

და სადღაც იქეთა კვირიდან ვიწყებ უკიდეგანო თავხედობასს..


დამბალხაჭოს კეთებას -საკუთარი ძალებით....

მერე მიტირეეეეეტ ფრანგულად ავოს დ ა დამბალხაჭო გამომივიდესსსსსსსსსსსსსსსს!

Posted by: westsider 15 Apr 2012, 13:17
user posted image

რა გემრიელი ყოფილა ეს შობელძაღლი
შებოლილი სალამი+სკამორცა და კარგი შAვი köstritzer ისე წავიდა თავი ედემის ბაღში მეგონა ვაშლად

Posted by: stasopo 22 Apr 2012, 03:50
2 .ყველის ამოყვანა მინდა.პეპსინის გარეშე როგორ გავაკეტო? კვეთი მაკ მაგრამ დაყენება არ ვიცი. Dამეხმარეთ. Dავიტანჯე ცემი შვილი ჰოლანდიურ კველს პირს არ აკარებს
help.gif

Posted by: anamch 22 Apr 2012, 16:35
QUOTE
კვეთი მაკ მაგრამ დაყენება არ ვიცი. Dამეხმარეთ. Dავიტანჯე ცემი შვილი ჰოლანდიურ კველს პირს არ აკარებს

რა კევთი გაქვს ჯერ ეს მითხარი , რა რძე და მერე გასწავლი თანმიმდევრობას

Posted by: stasopo 23 Apr 2012, 01:32
Goris kuchis navili rom aris risganac soplebshi kvels akeneben egamak. Orond ar vici rogor davamushao. mitxres garecxe da adugebul ckalshi chadeo cota zmari daumate da bnel adgilas sheinaxeo. Roca dagchirdeba cotas gadmoasxam da rzes sheurevo. Amis shemdeg rze aichreba da kvelic shegizlia amoikvanoo
Rac sheexeba rzes. ravi holandiashi atasi rjulis rzea romels mirchev

Posted by: n_j 23 Apr 2012, 10:35
http://ratatui.me/2012/04/23/tsinandali/

http://gabo.ge/?p=2316

Posted by: Peppi 23 Apr 2012, 15:35
b]anamch[/b]
QUOTE
გუშინ ჩავდე მარილწყალში ტენილის ძაფებიი..

დარჩა რაიმე ჩასასურათებლად? smile.gif

უცხოეთში ვერ გავაკეთებ? - ძროხები ბლომადა გვყვანან ჰოლანდიაში biggrin.gif

Posted by: stasopo 23 Apr 2012, 19:40
etkoba cudad davsvi kitxva
??? მაინტერესებს ბიო კვეთი როგორ მზადდება??? ( პეპსინზე არ მაკ საუბარი)

Posted by: joizaza 24 Apr 2012, 12:47
ჰოლანდიური ყველი მომწონს მაგარი გემრიელია...........

Posted by: chiburashka111 25 Apr 2012, 20:22
ბორანი რომელი ყველით კეთდება ხომ არ იცით? ან საერთოდ როგორ კეთდება?

Posted by: vip_ 7 May 2012, 14:54
მესხური ყველი - ტენილი, ჩეჩილი და გლეხური

http://www.paata.ge
http://www.paata.ge
* * *
chiburashka111
QUOTE
ბორანი რომელი ყველით კეთდება ხომ არ იცით? ან საერთოდ როგორ კეთდება?


ბორანო - ჩეჩილი ყველით კეთდება

დაქუცმაცებული აჭარულ ყველზე გამდნარ მარილიან კარაქს ასხამენ ცხლად, და ისე მიირთმევენ. კარაქში ჩამდნარი ჩეჩილი ყველი. დაჭრილ ყველს მდუღარე წყალში დაალბობენ. შემდეგ აადუღებენ იაღს – მარილიან კარაქს და შიგ ჩაუშვებენ გადაწურულ ყველს. ზოგი ბორანოს მომზადებისას სიმინდის ფქვილს უმატებს, ზოგი კი კარაქის ნაცვლად კაიმაღს იყენებს. როცა ყველი ცოტაა, ფქვილსა და კვერცხს მაშინ უმატებენ ბორანოს, თუმცა ეს უფრო მის თანამედროვე სახესხვაობად შეიძლება ჩაითვალოს.

Posted by: chiburashka111 7 May 2012, 20:55
vip_
QUOTE
ბორანო - ჩეჩილი ყველით კეთდება

დაქუცმაცებული აჭარულ ყველზე გამდნარ მარილიან კარაქს ასხამენ ცხლად, და ისე მიირთმევენ. კარაქში ჩამდნარი ჩეჩილი ყველი. დაჭრილ ყველს მდუღარე წყალში დაალბობენ. შემდეგ აადუღებენ იაღს – მარილიან კარაქს და შიგ ჩაუშვებენ გადაწურულ ყველს. ზოგი ბორანოს მომზადებისას სიმინდის ფქვილს უმატებს, ზოგი კი კარაქის ნაცვლად კაიმაღს იყენებს. როცა ყველი ცოტაა, ფქვილსა და კვერცხს მაშინ უმატებენ ბორანოს, თუმცა ეს უფრო მის თანამედროვე სახესხვაობად შეიძლება ჩაითვალოს.

დიდი მადლობააა smile.gif

Posted by: bird*mad*girl 8 May 2012, 10:26
ის ყველის მაღაზია რომ არის ნუცუბიძეზე, პლატოების ასახვევში (იმედია მიხვდებით რომელს ვგულისხმობ)ის სხვაა და ჩიზ კორნერი სხვა არის?

Posted by: anamch 12 May 2012, 00:38
QUOTE
ის ყველის მაღაზია რომ არის ნუცუბიძეზე, პლატოების ასახვევში (იმედია მიხვდებით რომელს ვგულისხმობ)ის სხვაა და ჩიზ კორნერი სხვა არის?

ერთი და იგივეა, ორივეს დიდი ასოებით აწერია - ყველის კუთხე- ჩიზ ქორნერი..
უბრალოდ ნუცუბიძეძე ცოტა ეტნოგრაფიული რამეებია გამოყენებეული დ ა მიცკევიცი პატარა ბუტიკივიტაა, ყველის ბუტიკივით..


ახლა დიდი რეორგანზაცია მზადდება...
ცოტა, სულ ცოტა შეფრხდება დროებით...

აშკარად წარმოების პროცესი მოიტხოვა მაღაზიამ
ფასები გადასახედია, ბევრი რამ გაიფდებაა..
კარგი სულგუნი და იმერული იქნება ძალაინ ხელმისაწვდომ ფასში...

საკუთარი საწარმოს ბაზაზე...

Posted by: tavadze 12 May 2012, 00:51
anamch
QUOTE
დ ა მიცკევიცი პატარა ბუტიკივიტაა, ყველის ბუტიკივით..

სადაა ეგ ბუტიკი? მანდვე ვმუშაობ, მაგრამ ვერ მივაგენი. რაღაც სუპერმარკეტი რომაა N2-ში, იქ ხართ შიგნით თუ ცალკე ხართ?

Posted by: sazageli iezuiti 12 May 2012, 01:39
anamch
QUOTE
კარგი სულგუნი და იმერული იქნება ძალაინ ხელმისაწვდომ ფასში..

რა ფასში? შებოლილს ვგულისხმობ. და თხილის გემოთი მიყვარს კიდე , აკეთებთ ასეთებს?
დღეს ფრანგებთან ვიყიდე ორნაირი ყველი, ენითგამოუთქმელი , საოცარი გემოსი ორივე. სამწუხაროდ ძვირი სიამოვნებაა.
თქვენს ვიდეოს ვუყურე. ყოჩაღ, ძალიან დიდ პატივს გცემთ. რა გატაცებით საუბრობდით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. 2kiss.gif

Posted by: ninicool 12 May 2012, 01:57
sazageli iezuiti
QUOTE
დღეს ფრანგებთან ვიყიდე ორნაირი ყველი, ენითგამოუთქმელი , საოცარი გემოსი ორივე. სამწუხაროდ ძვირი სიამოვნებაა.

რომელი ყველი იყიდე, თუ საიდუმლო არ არის?
აქ ჯერ არ გამისინჯავს კარგი ყველი, თითქმის.
მოცარელას თუ არ ჩავთვლით.

მომენატრა ქართული ყველის გემო.

Posted by: sazageli iezuiti 12 May 2012, 02:08
ninicool


მარკეტი არ იყო, ბაზრობა ჰქონდათ 1 კვირიანი, ევროპაში დადიან ეგენი ეგრე, ყოველ 3 თვეში ჩამოდიან. სახელი როგორ გითხრა, ფრანგულად ეწერა ყველაფერი. სხვადასხვა პროვინციებიდან იყო ეგ მახსოვს. მე ვიყიდე ერთი , მაგ. რომ აღგიწერო, ძაან ნაზი, ჰაეროვანი და საკმად ცხიმიანი თხილის გემოს დაკრავდა ოდნავ გაუდა წიწაკით.
გერმანიაში თუ ხარ, არის სპეციალური ყველის მაღაზიები, დაგუგლე. კიდევ, ყველა ქალაქში, ,,კაუფჰოფში" ნახავ ნებისმიერ ყველს. ქართულს რაც შეეხება, რუსებს აქვთ სულგუნი.

Posted by: ninicool 12 May 2012, 02:59
sazageli iezuiti
QUOTE
მარკეტი არ იყო, ბაზრობა ჰქონდათ 1 კვირიანი, ევროპაში დადიან ეგენი ეგრე, ყოველ 3 თვეში ჩამოდიან. სახელი როგორ გითხრა, ფრანგულად ეწერა ყველაფერი. სხვადასხვა პროვინციებიდან იყო ეგ მახსოვს. მე ვიყიდე ერთი , მაგ. რომ აღგიწერო, ძაან ნაზი, ჰაეროვანი და საკმად ცხიმიანი თხილის გემოს დაკრავდა ოდნავ გაუდა წიწაკით.
გერმანიაში თუ ხარ, არის სპეციალური ყველის მაღაზიები, დაგუგლე. კიდევ, ყველა ქალაქში, ,,კაუფჰოფში" ნახავ ნებისმიერ ყველს. ქართულს რაც შეეხება, რუსებს აქვთ სულგუნი.

ბულგარეთში ვარ და რუსების შემოტანილი სულგუნი აქაც არის, გერმანიაში დამზადებული. მე არ მიყიდია, მაგრამ ვინც იყიდა, არც ისე კმაყოფილი სახე ჰქონდა. არ მოეწონა.
არის ბევრი ყველი, მაგრამ ძალიან ბევრი, რაც ვიყიდე, გადავყარე, არ მომეწონა და მეზარება ექსპერიმენტების ჩატარება.

დიდი მადლობა ინფოსთვის. ისე კი ფრანგული ყველები უკეთესი იყო, ვიდრე დანარჩენი.

Posted by: sazageli iezuiti 12 May 2012, 03:12
ninicool

თურქებში იყიდე ფეტა და მოცარელა შეურიე. ხაჭაპურში ვარგა. მეტი უკეთესი აქ არაფერია.

Posted by: anamch 12 May 2012, 22:37
tavadze
QUOTE
სადაა ეგ ბუტიკი? მანდვე ვმუშაობ, მაგრამ ვერ მივაგენი. რაღაც სუპერმარკეტი რომაა N2-ში, იქ ხართ შიგნით თუ ცალკე ხართ?

ნაწრების მაღაზია იცი...
დასაწყისშივე , იმის გვერდითააააsazageli iezuiti
QUOTE
თქვენს ვიდეოს ვუყურე. ყოჩაღ, ძალიან დიდ პატივს გცემთ. რა გატაცებით საუბრობდით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. 

კი მიყვარს ეს თემა... როცა სხვაზე კეტდება გადაცემა , ვცდილობ ა რ ვილაპარაკოო .. მერე ვერ მაჩერებენ... tongue.gif

Posted by: NTRMNTRM 12 May 2012, 23:19
მე ვიციიიი!!!!!!!! jump.gif



ძალიან მომწონს თქვენთან ნაყიდი "ქარხნული" ყველი.

თან გენდობით, რომ სხვასთან შედარებით სუფთად კეთდება.



(ცოტა კი მეშინია აქაური "მეხთატეხვის" და "ქარბორბალასი", მაგრამ თქვენი სიმყუდროვის იმედი მაქვს:

სულგუნი არაა სწორი ფორმა.
სწორი ფორმაა სულ უ გუნი. გადაგეხედათ, იქნებ.
ამის გასწორება არც დაგვიანებულია და არც ძნელი 2kiss.gif )
* * *
anamch

დამბალხაჭოს ვერ მაშოვნინებთ?

ან მის მეგრულ ვერსიას-"დიხაშ Yვალი" (მიწის ყველი) ჰქვია.

ან ორივეს...
user.gif

Posted by: tavadze 13 May 2012, 00:50
anamch
QUOTE
ნაწრების მაღაზია იცი...
დასაწყისშივე , იმის გვერდითააა

ვაი, მე რატომღაც მეორე მხარეს ვეზებდი ანუ მაგის პირდაპირ.
კი, ვიცი ეგ მაღაზია. შემოვივლი ერთხელაც.

Posted by: ninicool 13 May 2012, 02:59
sazageli iezuiti
QUOTE
თურქებში იყიდე ფეტა და მოცარელა შეურიე. ხაჭაპურში ვარგა. მეტი უკეთესი აქ არაფერია.

ცომს უკვე რა ხანია არ გავკარებივარ, ყველს უპუროდ გეახლებით.
მოვითმენ უყველობასაც 2 თვე.

Posted by: anamch 13 May 2012, 11:03
NTRMNTRM
QUOTE
დამბალხაჭოს ვერ მაშოვნინებთ?

ან მის მეგრულ ვერსიას-"დიხაშ Yვალი" (მიწის ყველი) ჰქვია.

პლზზზ
დიხაშყვალზე მომიყევით რა პლზზზ
ერთადერთი, რასაც მიწაში დამარხულს მივაგენი- თაფლიანი ყველია- დერგებს მარხავდენნ მიწაში ...
ისე როგორც დამბალხაჭო .. ტუ ინახბეოდა არ შემხვედრია...
ხაჭო ყველს ვგულისხმობ, თორემ
ყველის შენახვს ბევრი წესი მოვიძიე სამეგრელოში ,მათშორის
ლაგუჯის ყველიც..
მოუკვეთავი რძისგან რომ კეთდება წითელი სუნელით.
ამაზე მომიყევით რა -დიხაშ ყვალზეე..
სული ამიწაკწაკდააააააა..

რაც შეეხება, სულუგუნს, გეთანხმებით და ამის უფრო კონკრეტ ვერსიაზეც ვესაუბრეთ სააგენტოს, მაგრამ - არაოაო -სელეგენს ეძახიან საერთოდაც სამეგრელში.

სელეგენ ვაიუღუნოო!:)

Posted by: NTRMNTRM 13 May 2012, 12:05
სელეგინ
შესაბამისად-სულუგუნი yes.gif


დიხაშ Yვალი, რამდენადაც ვიცი, გვიან შემოდგომიდან ყველიერამდე კეთდება.
მაშინ, როცა საქონელი ცოტას იწველის და თან მარხვაა.

თითოეულ წველა ახალამოყვანილ ყველს ერთად აგროვებენ მრავალი დღის მანძილზე, თიხის ჭურჭელში.
მე რაც ვიცი, იმ ვერსიას სუნელი არ უნდა.
გავსებულ ჭურჭელს მჭიდროდ მოუკრავენ თავს და მიწაში მარხავენ, ყველიერის კვირამდე.

საკმაო ხანი გადის იმისათვის, რომ ფერმენტაციისა და ობის წარმოქმნის პროცესი დასრულდეს.

ასეთი ყველი უკიდურესად პიკანტური გემოსია და გათვლილია მოყვარულთათვის.

მე ძააალიან მიყვარს დაობებული ყველი.
იქამდე, რომ ხანდახან სულუგუნსაც "ვაფუჭებ" შეგნებულად.
ორმაგი ხეირი აქვს ამ საქმეს: მომწონს და სულ მე მრჩება.
biggrin.gif

დიხაშ Yვალი უფრო მთიანი სამეგრელოს პროდუქტია, თუმცა ზუგდიდელებისგანაც გამიგია.

ყველის მოყვარული ვარ მხოლოდ და დილეტანტურად დავწერე, რაც ვიცოდი.
უზუსტობებს ვერ გამოვრიცხავ.


მაშოვნინებთ დამბალხაჭოს?

jump.gif
* * *
anamch
.......................................................................................anamch

Posted by: vip_ 13 May 2012, 14:07
NTRMNTRM
QUOTE
მაშოვნინებთ დამბალხაჭოს?


თაბუკაშვილის 22

მაღაზია "სარჩო" - აქ იყიდება დამბალხაჭო




უუფ, სახლში მაქვს ეხლა 10 კვერი და მენანება შესაჭმელად

Posted by: NTRMNTRM 13 May 2012, 14:13
QUOTE (vip_ @ 13 May 2012, 14:07 )
NTRMNTRM
QUOTE
მაშოვნინებთ დამბალხაჭოს?


თაბუკაშვილის 22

მაღაზია "სარჩო" - აქ იყიდება დამბალხაჭო




უუფ, სახლში მაქვს ეხლა 10 კვერი და მენანება შესაჭმელად

თაბუკაშვილის...

თაბუკაშვილზე....

აგერ ყოფილა, ყურისძირში....

ვაიიიი...
როგორ გამიხარდა! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: fermina 13 May 2012, 17:50
სრულიად არაჩვეულებრივი იმერული ყველი აქვთ "ყველის კუთხე"–ში. ძალიან ჭყინტი და სულ ცოტა მარილითაც და ოდნავ მყარი კონსისტენციისაც. მადლობა, რომ არსებობთ! bis.gif

Posted by: ushuaia 13 May 2012, 21:24
სულგუნი ზალიან მაგარიაააააააააააა........................................

Posted by: lukanini 13 May 2012, 21:29
vip_
რა ღირს კილო ხომ არ იცი?

Posted by: vip_ 14 May 2012, 00:01
lukanini
25 ლარი ღირდა 1 კვირის წინ რო ვნახე, სავარაუდოდ არ გაძვირდებოდა


Posted by: lukanini 14 May 2012, 01:37
vip_
დიდი მადლობა.როგორ გაძვირებულა.წლების უკან მაქვს ნაყიდი და აღარ მახსოვს კარგათ მგონი 10 ლარამდე ღირდა თიანეთში

Posted by: vip_ 14 May 2012, 09:39
თუანეთშიც გაზვირებულია და აღარც არის ხოლმე

Posted by: anamch 20 May 2012, 08:32
ვაპირებ დამბალ ხაჭოს გაკეთებას, აქ , თბილისთან ახლოს, თელეთში.. (მედამბალხაწოვე მოსყიდული -გადმობირებულია)

მოკლედ . კი იქნებ ა სინჯარის ბალღივით, მაგრამ დეეეწერება ზედე ეე, რომ სინჯარის ბალღია...

როცა იმ კონსისტენციას მიაღწევს რომ არ დალპება და არ ექნება (უზრდელი) ობი, არამედ იქნება ობი იგი კეტილშობილი და ტკბილსურნელოვანი..
+ იქნება კარგად გამომშრალი დ ა დასჭრელად ვარგისი..

პაჟალსტაა --
თავის ერთ პატარა ჭიქა ერბოსთან და მთის ნივრის კბილთან ე რთად გაიყიდება მაღაზია "ჩისქორნერში.."

ეგება შარცხვეთ ,მერე მთიულებს და ბევრი გააკეთონ და ბარშიც ჩამოიტანონნ,,
რას გავს ესსს..
იქავე იყიდება ყველაფერი...

Posted by: amadeus 20 May 2012, 10:30
ისეთი ალვანური გუდა წამოვიღე გუშინ კახეთიდან ჩემმა მარიამმა სიხარულით შესძახა:
"აი ნამდვილი გუდის ყველი!"

Posted by: zura2000 24 May 2012, 18:03
ვინმემ თუ იცის , შესანახად ყველი ამ პერიოდში,( მაისში) რომ ვიყიდო ხომარ გამიფუჭდება? ბევრის ყიდვა მინდა და მაცივარშიც არ მაქვს ამდენი ადგილი რომ ყველა გრილად შევინახო, მომწერეთ შენახვის პირობები, და მირჩიეთ რამე ღირს თუარა ამ პერიოდში ზამტრისტვის მარაგის ყიდვა. მადლობთ

Posted by: bochormeli 26 May 2012, 08:05
anamch

ყველის ენციკლოპედია ვნახე ინგლისურად. საერთოდ არ იყო საქართველო.

აშშ–ში https://www.karouncheese.com/cheeses/sulguni-cheese სულგუნი რუსულში გადის , მაგრამ სომხურ პროდუქტს ცალკე განყოფილება აქვს.

რომელიმე ყველს საქართველოში აქვს დაპატენტებული რეგიონი?

ამას თქვენზე კარგად ვერავინ გააკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეა, დამეთანხმებით ალბათ.

იქნებ მეყველეთა ასოციაცია შეგექმნათ და ქართულ ყველზე საიტიც გააკეთოთ - სხვა არ გააკეთებს. ამაზე გრანტიც შეგიძლიათ მოიპოვოთ. აგერ მეღვინეები ქართული ღვინის პრიორიტეტს ვერ იცავენ,

Posted by: 200000 26 May 2012, 08:57
zura2000
ყველი მაცივარში არ შეინახო , მარილწყალში შეინახე.

Posted by: tavadze 26 May 2012, 11:52
zura2000
QUOTE
მირჩიეთ რამე ღირს თუარა ამ პერიოდში ზამტრისტვის მარაგის ყიდვა. მადლობთ

რამდენადაც ოჯახური გამოცდილებიდაბნ ვიცი, უფრო გვიანი პერიოდის ყველი ჯობია - ივლის-აგვისტოს-სექტემბრისა. თან, როგორც გირჩიეს, მარილწყალში, თორემ მაცივარში მაგდენს და მაგდენი ხნით ვერ შეინახავ.
* * *
amadeus
QUOTE
"აი ნამდვილი გუდის ყველი!"

წარმომიდგენია მარიამის სიხარულიც და ისიც, რა კარგი გუდა გიშოვია. up.gif
პ.ს. თუშეთში ერთ-ერთი სტუმრობისას მეზობელმა მოგვართვა ნახევარი თავი ახალი ყველი. შუაში რომ ყვითლად ანათებდა ცხიმი და დნებოდა ჭამისას - იმ გემოს ვერ ვივიწყებ...tongue.gif
გუდის ყველთან დაკავშირებით ყველის დედობილთან (ანუ ანამჩთან) მექნება კითხვა, თუმცა სხვამაც თუ იცით პასუხი, ყველასგან მივიღებ: yes.gif თბილისში ბაზრობებზე გუდის ყველს რა ჯანდაბას უკეთებენ ასეთს, ეგრევე რომ (არ მინდა დავწერო ის სიტყვა ამ კეთილშობილ საკვებთან biggrin.gif)... ქარხნის ყველს დიდად არ ვეტანები, მაგრამ მქონია შემთხვევა, სახლში მიტანამდე უკვე სხვანაირი სუნი აქვს, ხოლო მეორე-მესამე დღეს საკვებად ლამის უვარგისია. რამე სითხეში ავლებენ, დახლზე სუნი რომ არ ჰქონდეს და იერ-სახე შეინარჩუნოს, თუ რა ჯანდაბას უშვებიან ნეტავ? baby.gif უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ბაზრობებზე გუდა აღარ ვიყიდო - არც ცხვარი, არც - ძროხა და არც - შერეული...

Posted by: anamch 27 May 2012, 10:01
bochormeli


ეს პროცესი - ადგილწარმოშობის მიხედვით ყველის დაპატენტების , დაწყებულია.. 14 ყველს აქვს ე .წ პასპორტი(ეს რატომღაც გააკეთებინა კვეზერელმა ღვინის სააგენტოს)
ჯანდაბას ვისაც არ უნდა გაეკეთებინა დროული იყო..
საფუძვლად აიღეს ჩემს მიერ გაკეტებული კატალოგი..

ჩვენ ვართ ასოციაცია, მაგრამ სამწუხაროდ .. უფულო... მე ოჯახი მყავს გადასარჩენი და ვირივით ვმუშაობ საწარმოში (ყველის)..
ასეთი ფაქიზი თემებისთვის არ მცალია... .

არიან ჩინოვნიკები, მეტი საქმე მაინც არა აქვთ-მივლინებბესი საირულის გარდა და დაკავდენ უნდა ამით..
უკვე იმედენი მასალა აქვთ , პირდაპირ ვიტყვი , ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, დაგროვილი. კეთილი ინებონ და იმუშაონ თემაზე..
თორემ გადაავსეს სომხებმა უკვე ენციკლოპედიები- ტენილის, ჩეჩილის, მოთალის , კი არადა - სულგუნის სომხური "ისტორიით"
არაფერს ვამბობ რუსლ სულგუნებზე "თთელ სოფლიოში"

ვწუხვარ , მე ამისთვის არც დრო დ არც მატერიალური სახსარი არ გამაჩნია!

tavadze
QUOTE
უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ბაზრობებზე გუდა აღარ ვიყიდო - არც ცხვარი, არც - ძროხა და არც - შერეული...


გუდის ყველი და იმერული.. ამ ორ ყველს სერიოზული პატრონი თუ არ გმაოუჩნდება , მე ვიქნები პირევლი ადამიანი ვინც მოჭრის თავს ამ ყველს და აგინებს დედაც ყველა მოედანზეე.. სადაც ი ამ ყველზე დასველდება სიტყვაა

ჯერ-ერობით იყიდეთ მხოლოდ უკიდურესად სანდო ადამიანებისგან ან თავად გააკეთეთ , იმერულის გაკეთება ძალზედ მარტივია...
დამერწმუნეტ ასე ჯობია თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანმრთელობისთვის...

რაც შეეხება გუდას,, ეს ხომ საერთოდ.. ბინძურ მარილწაყალში, ცელოფანზე მიკრული ცხიმის მყრალი გროვააა..
ესეც შეიძინეტ მხოლოდ ნაცნობის გან და მხოლოდ სანდო ადამიანებისგან!

ამაზე ჯერ არაფრის დაწერა არ მინდა როგორ და რანაირად აკეთებენ სომხები (არა მარტო სომხები, აზერებიც , ქართველებიც) ქარხნის ყველს (ამჟავებული ქარხნიდან მიბრუნებული რძეებისგან)და აძლევენ გუდის ყველის ფორმასს..

ის რაც ამ ორი ყველის გარშემო ხდება .. კრიმინალია...


ჩვენ მაღაზიაში ვიღებთ მხოლოდ ახმეტის სასწავლო ცენტრის საქონლის გუდას.. ვიციტ რომ პასტერიზებული რძისგან და სუფთა გარემოში მზადდება ...
გემური თვისებით არ გამოირჩევა...არჩევნი ასეთია-
ან უსაფრთხოება ან გემური თვისება.. გუდის ყველთან მიმართებაში ორივე ამ ეტაოპზე -წარმოუდგენელია..


ვგეგმავტ ყველის ტურებს.. ამ ზაფხულიდან.. და გურმანების კლუბის შექმნას!

Posted by: tavadze 27 May 2012, 13:36
anamch
QUOTE
როგორ და რანაირად აკეთებენ სომხები (არა მარტო სომხები, აზერებიც , ქართველებიც) ქარხნის ყველს

აი, მაგათ ყველს საერთოდ არ ვყიდულობ - სუნზე ვატყობ, რომ რაღაც ვერაა რიგზე...
ათასჯერ დამიწერია, რომ თუშეთში გუდის სუნი არ მიგრძვნია არასოდეს და ვეჭვობდი, რომ აქ რაღაცას ჩალიჩობდნენ. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი და მართლაც აღარ ვიყიდი ნაცნობების იქით.
დიდი მადლობა.

Posted by: Youpii 29 May 2012, 00:05
ვგიჟდები გუდის ყველზე, ქარვისფერი გული და ნაზი დამახასიათებელი სურნელი რომ აქვს და არა სიმყრალე და გაურკვეველი მორუხო ფერი. სამწუხაროდ სწოდეც ეს უკანასკნელი მახასიათებლები უტეხავს სახელს ამ არაჩვეულებრივ ყველს sad.gif
წარმოებას რაც შეეხება, როგორც დედაჩემი (გუდის ყველის დიდი სპეციალისტი) ამტკიცებს, მათ ზოგადად არა გუდაში, არამედ ხის კასრებში ან ცელოფნის დიდ პარკებში ჩასხმულ ამწუთხებულ მარილწყალში ინახავენ გაყიდვამდე, ამის შედეგიცა საშინელი სუნი და მწკლარტე, მომწარო გემო sad.gif

Posted by: ხორხე 29 May 2012, 00:24
სარჩოში ვიყიდე ერთი ცალი კვერი დამბალ ხაჭოსი, მეტი არ ქონდათ და კიდევ კარგი რომ არ ქონდათ, დიდი ამბით ვაპირებდი შემესწავლა დამბალ ხაჭოს თვისებები, მაგრამ ობიანი აღმოჩნდა biggrin.gif

თან ძვირი, მაგ ფასად გომბორის ახალ გზას რომ გაუყვე სოფელია სასადილო, სადაც არის ერთი ახლად აშენებული "დუქანი" სუფთა (წელს გახსნილია) იქვე ამზადებენ ამ დამბალ ხაჭოს, ჩანს როგორაც ამზადებენ და იქაც ძაან სუფთა ამბავია, თან კარგი ბუნება, ხოდა მაგ ფასად იქვე გამზადებულს შეჭამ, თან ძააან კარგად ამზადებენ love.gif

ბუნებასაც ნახავ

მოკლედ მე იქ უნდა ვიარო, თბილისიდან 50 კილომეტრია, მაგრამ ღირს love.gif

მთებშია ეს სოფელი, თან დამბალ ხაჭო თან მთები

კაიფია biggrin.gif

Posted by: tavadze 29 May 2012, 01:46
Youpii
QUOTE
ან ცელოფნის დიდ პარკებში

თუშები ძირიტადად მაგაში ინახავენ, ვიდრე ბარში ჩამოზიდავენ ყველს, მაგრამ არ აქვს სუნი. რაღაც სხვაშია საქმე.

ხორხე
QUOTE
თან ძვირი, მაგ ფასად გომბორის ახალ გზას რომ გაუყვე სოფელია სასადილო, სადაც არის ერთი ახლად აშენებული "დუქანი" სუფთა (წელს გახსნილია) იქვე ამზადებენ ამ დამბალ ხაჭოს, ჩანს როგორაც ამზადებენ და იქაც ძაან სუფთა ამბავია, თან კარგი ბუნება, ხოდა მაგ ფასად იქვე გამზადებულს შეჭამ, თან ძააან კარგად ამზადებენ

ბუნებასაც ნახავ

მოკლედ მე იქ უნდა ვიარო, თბილისიდან 50 კილომეტრია, მაგრამ ღირს

მთებშია ეს სოფელი, თან დამბალ ხაჭო თან მთები

კაიფია

რა რომანტიკა დახატე, მართლაც ღირს წასვლად. biggrin.gif
მაგრამ ისე ვარ ამ სამსახურში დაბმული, ვერ გავეტიე ვერსად. sad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 29 May 2012, 02:10
tavadze
QUOTE
მაგრამ ისე ვარ ამ სამსახურში დაბმული, ვერ გავეტიე ვერსად.

facepalm.gif
შენ მაგიდას თითის სისქე მტევრი ადევს

Posted by: tavadze 29 May 2012, 03:17
WOMAN IN LOVE
QUOTE
შენ მაგიდას თითის სისქე მტევრი ადევს

ბოდიში მოიხადე - ჯერ არც ისეთი სალხანა ვარ, მტვრიან მაგიდასთან დავჯდე და მეორეც - კვირაში ორჯერ, მინიმუმ, მაინც მიწევს იქ მითრევა - თათბირზე და მერე სამორიგეოდ. ამდენად, თითის სისქე მტვერი ვერანაირად ვერ დაგროვდებოდა. თან სახლიდან თუ ვაგზავნი მასალებს, ეგ არ ნიშნავს, რომ აქ საწერი არ მაქვს და მხართეძოზე ვარ წამოწოლილი. მე სენსავით კი არ ვარ, ჟურნალისთვის ფოტოებს ხორხეს რომ პარავ, რეცეპტებს - მე ან სხვა ჰუზერებს და ისე უშვებ ჟურნალს. tongue.gif
მაგ ენამწარეობას ის გირჩევნია, პონტი ააგდო და სასადილოში წავიდეთ სასადილოდ, თორემ იმ ფილმისა არ იყოს, შენს ქმარსაც გავურიგებთ ვინმე ექიმ ქალსა და შენ მარო-მწარესავით დარჩები მინდვრი თაგვივით მარტოკა. tongue.gif tongue.gif

Posted by: anamch 29 May 2012, 07:14
tavadze
QUOTE
შენ მარო-მწარესავით დარჩები მინდვრი თაგვივით მარტოკა.

იი და ი უკარგესი ქალ -კაცობა სადღა წავა.. მამაი გაყვებიან სიხარულები..


სასადილოდ თუ წახვალთ მეც თან გამაყოლეტე რ აააააა..

ტვინი მტკივა დამბალ ხაჭოზე დარდით..
ველოდები ახლა ერთ მთიულ ქალასა. ეგება და დამადგეს საშველი და მასწავლოს დამბალი ხაჭოს გაკეთება..

ძაალიან მინდა.. აი ძალიან!

დიდი ფილოსოფიაა არაა. მაგრამ მინდ ა ტრადიციიის დაცვაიი+ შესაფერის გარემოს მერე კი შევუქმენი აქაცააა.. სოფელში ვარ მეცა..
განა პარიზში tongue.gif

Posted by: ხორხე 29 May 2012, 08:05
tavadze
QUOTE
რა რომანტიკა დახატე, მართლაც ღირს წასვლად. biggrin.gif
მაგრამ ისე ვარ ამ სამსახურში დაბმული, ვერ გავეტიე ვერსად. sad.gif

ხო, მეც სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ადრე გაზაფხული იყო რომ ჩავედი და მთებზე თოვლი იდო ისევ, თან შეშის უზარმაზარი ღუმელი დგას love.gif


ეხლაც კარგი იქნება, უბრალოდ ზედ გზაზევეა და ერთ მხარეს რომ მთები აკრავს მეორე მხარეს შეიძლება გახვიდე და მანქანამ გადაგიაროს biggrin.gif

კერძებიც ძალიან გემრიელი ქონდათ love.gif


მოკლედ აუცილებლად ღირს წასვლა, ოღონდ წინასწარ უნდა დარეკო რომ გაარკვიო დამბალ ხაჭო აქვთ თუ არა, ტელეფონის ნომერი დავკარგე biggrin.gif მგონი წინა გვერდებზე მიწერია და უნდა გავყვე ეხლა biggrin.gif

ვერ ვიპოვე ტელეფონი, არ დამიწერია აქ და დავკარგე biggrin.gif

Posted by: amadeus 29 May 2012, 09:46
tavadze
QUOTE
უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ბაზრობებზე გუდა აღარ ვიყიდო - არც ცხვარი, არც - ძროხა და არც - შერეული...

კარგი გადაწყვეტილება მიგიღია. smile.gif

თუშური გუდის ყველი
საუკეთესო გუდის ყველი მეცხვარეობით განთქმულ მხარეში, თუშეთში მზადდება. დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიური პროცესი ძირითადად შენარჩუნებულია, თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც გუდის ყველის ხარისხი ბოლო 100 წლის განმავლობაში მაინც დაკნინდა.

ეთნოგრაფ გიორგი ბოჭორიძის გადმოცემით, 100 წლის წინ თუშური გუდის ყველი აუცილებლად ნაღებმოუხდელი რძისგან კეთდებოდა, რის გამოც ცხიმიანობით გამოირჩეოდა და ძალიან გემრიელი იყო. სამწუხაროდ, ეს ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პირობა დღეს ზოგჯერ ირღვევა ხოლმე.

მაგრამ ყველის ხარისხის მთავარი პრობლემა მაინც მსოფლიოში უნიკალური თუშური ცხვრის ჯიშის დაკნინებას უკავშირდება. კომუნისტური ექსპერიმენტების გამო, თუშური ცხვრის მოშენება ერთხანს აიკრძალა კიდეც. მის ნაცვლად მეცხვარეებს ახალგამოყვანილ ცხვარს აჩეჩებდნენ, რომელსაც თითქოსდა უკეთესი მონაცემები ჰქონდა. ცეკას ინსტრუქტაჟით, მან თანდათანობით ჩაანაცვლა საუკუნეების განმავლობაში გამოყვანილი ცხვარი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ექსპერიმენტმა დიდი დარტყმა მიაყენა თუშეთის მეცხვარეობას. ახალი ჯიშის ცხვრის პროდუქტი - მატყლიდან დაწყებული, ყველით დამთავრებული, ბევრად უარესი ხარისხისა აღმოჩნდა....
http://vinoge.com/samzareulo/TuSuri-gudis-yveli

Posted by: iaposhka7 29 May 2012, 09:58
სანტე უშვებს ახალ ყველს როგორც მაქვს ინფორმაცია ძალიან მაგარი იქნებაო.. ივნისის ბოლოს ეშვება!

Posted by: amadeus 29 May 2012, 10:34
iaposhka7
QUOTE
სანტე უშვებს ახალ ყველს როგორც მაქვს ინფორმაცია ძალიან მაგარი იქნებაო.. ივნისის ბოლოს ეშვება!

სანტესი რაა მაგარი ყველი რომ იყოს? biggrin.gif

Posted by: tavadze 29 May 2012, 12:14
anamch
QUOTE
იი და ი უკარგესი ქალ -კაცობა სადღა წავა.. მამაი გაყვებიან სიხარულები..

წავლენ მამასთან. tongue.gif
შენ იცინი და მაგის ქმარს ახლაც აქვს შანსი, აფრიკაში წავიდეს იმ ბელადის ცოლთან. biggrin.gif
ხორხე
QUOTE
ვერ ვიპოვე ტელეფონი, არ დამიწერია აქ და დავკარგე

ეეეე, შენნაირზე გურიაში იტყვიან, ორი ბატი არ ენდობა დილიდან საღამომდეო. biggrin.gif biggrin.gif
მგონი, მე მომწერე ადრე. გადავხედავ მერე პმ-ბოქსს.
amadeus
QUOTE
ეთნოგრაფ გიორგი ბოჭორიძის გადმოცემით, 100 წლის წინ თუშური გუდის ყველი აუცილებლად ნაღებმოუხდელი რძისგან კეთდებოდა, რის გამოც ცხიმიანობით გამოირჩეოდა და ძალიან გემრიელი იყო. სამწუხაროდ, ეს ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პირობა დღეს ზოგჯერ ირღვევა ხოლმე.

არა მგონია, ეგ პირობა ახლა ირღვეოდეს. ყოველ შემთხვევაში, თუშები დილა-საღამოს ნაწველს ერთად იღებდნენ და დილისას თუ მოხდიდნენ, საღამოს ნაწველს მთელი ცხიმი მიჰყვებოდა. თან დილის ნაწველსაც ბოლომდე და სრულად ვერ მოხდიან - კოვზსს რაც მოჰყვება, თორემ დიდი ნაწილი იმაშიც რჩება.
მაგ ბმულზე რომ წერია, როგორი უნდა იყოს ნაღდი გუდა, აი, ზუსტად მასეთი იყო ის ყველიც, წინა გვერდზე რომ დავწერე - ნასვრეტებიანი, შუაში ყვიტელი გულით. biggrin.gif თან ახალს მაინც სხვა გემო აქვს.
მგონი, გუდვილის რატის მეც ვიცნობ. ყოველ შემთხვევაში, ელკანა იმათ ოჯახს ეხმარებოდა და ისინიც ცხვრის გუდას ამზადებდნენ.

Posted by: amadeus 29 May 2012, 14:24
tavadze
ამ სტატიის ავტორი, ალეკო ცქიტიშვილი თუშების სიძეა და კარგად იცის ნამდვლი თუშური გუდის ყველის ფასი. ზუსტადააქვს აღწერილი გუდის ყველის ღირსებები.
QUOTE
თან დილის ნაწველსაც ბოლომდე და სრულად ვერ მოხდიან - კოვზსს რაც მოჰყვება, თორემ დიდი ნაწილი იმაშიც რჩება.

გასაგებია, მაგრამ ადრე საერთოდ არ ხდიდნენ რძეს და შესაბამისად აბსოლუტურად მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველა გაცილებით მაღალპროდუქტიული რომ იქნებოდა ამას რად უნდა საუბარი smile.gif

Posted by: ხორხე 29 May 2012, 14:44
tavadze
QUOTE
ეეეე, შენნაირზე გურიაში იტყვიან, ორი ბატი არ ენდობა დილიდან საღამომდეო.
მგონი, მე მომწერე ადრე. გადავხედავ მერე პმ-ბოქსს.


თქვენც მოგწერეთ და კიდე იუზერ შადოუს, იქნებ ნახოთ, ჩემთან გაგზავნილების ტექსტს არ აჩვენებს და პლიუს ვშლი ხოლმე პიემებს, მევსება პიემბოქსი თაყვანისმცემელი გოგოებისგან, თქვენ ეს საფრთხე არ გემუქრებათ givi.gif

Posted by: amadeus 29 May 2012, 14:55
ხორხე
QUOTE
მევსება პიემბოქსი თაყვანისმცემელი გოგოებისგან, თქვენ ეს საფრთხე არ გემუქრებათ

lol.gif

Posted by: tavadze 29 May 2012, 15:09
amadeus
QUOTE
tavadze
ამ სტატიის ავტორი, ალეკო ცქიტიშვილი თუშების სიძეა

ოჰ, მასწავლე ახლა თუშების მოყვრულ-ნათესაური კავშირები. biggrin.gif
არა მარტო ის ვიცი, რომ იქაურების სიზეა, ისიც ვიცი, რომ ხისოდან ჰყავს ცოლოური, თუმცა იმ გვარის ძირძველთუშობა ცოტა კი მეეჭვება. biggrin.gif ოღონდ ამას, ცხადია, სტატიასთან კავშირში არ ვამბობ.
amadeus
QUOTE
გასაგებია, მაგრამ ადრე საერთოდ არ ხდიდნენ რძეს

ვითამ? wink.gif კაი, კარაქს არ ჭამდნენ ადრე, მაგრამ ერბოსაც არ იყენებდნენ? baby.gif baby.gif
თან კოვზით მართლა ვერ მოხდი ძირიტად მასას. მაგის საშიშროება ელექტროსაწურებით არის - ის მართლაც ბოლომდე გამოწურავს ხოლმე ცხიმს და მასეთი ყველი მართლაც ჩალასავითაა, უგემური.
ხორხე
QUOTE
მევსება პიემბოქსი თაყვანისმცემელი გოგოებისგან, თქვენ ეს საფრთხე არ გემუქრებათ

კიდევ კაი - დამამშვიდე. biggrin.gif

Posted by: donara_ 6 Jun 2012, 12:58
სუფთად გაკეთებული ყველი ყველანაირი გემრიელია,ხაჭაპურში მაინც წავა. რა თქმა უნდა არ იგულისხმება ,,ობიანი,სოკოიანი,ძირს ნაგდები და ვადაგასული ყველები"

Posted by: anamch 11 Jun 2012, 01:10
QUOTE
,ობიანი,სოკოიანი,ძირს ნაგდები და ვადაგასული ყველები"

ასეტი ყველ- ები მინდა ..

ოღონდ ვადაგასული ყველი ვერ გავიგეეsmile.gif
ასეთი არსებობს?

არსებობს მოუვლელი ყველი.. ვადაგასული ნწუ!

Posted by: tavadze 11 Jun 2012, 01:14
anamch - ამ დღეებში შევიძინე თქვენტან ტენილი და თაფლში დავარგებული ყველი. ორივე სუპერ! up.gif up.gif

Posted by: anamch 11 Jun 2012, 21:00
tavadze
QUOTE
თაფლში დავარგებული ყველი

ეს ისეთი საქციელიანი ვინმე გამოდგა , მაღფფრთოვანებსsmile.gif)

Posted by: tavadze 12 Jun 2012, 01:55
anamch
QUOTE
ეს ისეთი საქციელიანი ვინმე გამოდგა , მაღფფრთოვანებს

yes.gif yes.gif
ახლა საფერავისაც უნდა დავაჭაშნიკო. biggrin.gif
ტენილი რაშია დამზადებული, იმოტოლა ცხიმი რომ ჰქონდა? მაგრამ გემრიელი ცხიმი - რომ არ გბეზრდება, ისეთი. yes.gif

Posted by: eleven 28 Jun 2012, 12:43
ხალხნო პეპსინი სად ვიყიდო? და რაში გადავწურო რძე რომ არაფერი არ შეყვეს?

Posted by: tos-ka 29 Jun 2012, 19:26
eleven
QUOTE
ხალხნო პეპსინი სად ვიყიდო? და რაში გადავწურო რძე რომ არაფერი არ შეყვეს?


ყველგან იყიდება, სადაც საკონდიტრო რამეები აქვთ.
თუ სპეციალურბადიანი საწრეტი არ გაქვს, ნებისმიერში ჩააფინე დოლბანდი და ისე გადაწურე, არაფერი შეყვება.

მომზადებაც გიკითხავს . . .
http://forum.ge/?f=82&showtopic=33790056&st=435
ამ ბმულიდან მოყევი, ეგებ გამოგადგეს

Posted by: cesdeba 29 Jun 2012, 23:10
ჩედერს ეძებს ჩემი თანამშრომელი, თან ამერიკულს მგონი, სად იყიდოს თბილისში?

Posted by: tavadze 12 Jul 2012, 02:56
anamch
მიცკევიჩზე დახურეთ მაღაზია თუ დროებით დაკეტეთ? sad.gif საფერავიანის დაჭაშნიკება მინდოდა და გესტუმრეთ, მაგრამ...

Posted by: anamch 16 Jul 2012, 13:19
tavadze
კი დავხურეთ...
სიახლეები მალე დაიდება!
smile.gif
ვრეორგანიზდით...

Posted by: tavadze 16 Jul 2012, 13:44
anamch
QUOTE
სიახლეები მალე დაიდება!

ვრეორგანიზდით...

იმედია, მაგ ტერიტორიაზე გახსნით ისევ მაღაზიას, თორემ ნუცუბიძე შორია ჩემგან - ბიძაჩემთან ბოლოს ორი საუკუნის წინ ვიყავი. biggrin.gif

Posted by: ushuaia 16 Jul 2012, 16:01
სულგუნი ნომერ 1 ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: iaposhka7 17 Jul 2012, 01:33
სანტეს ყველი ჭამა ვინმემ ??.. აუ ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: ninitini 19 Jul 2012, 21:37
გოგოებო ყველი როგორ შევინახო მასწავლეთ რაა ძალიან გთხოვთ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: guruliqali 20 Jul 2012, 10:04
ninitini
QUOTE
გოგოებო ყველი როგორ შევინახო მასწავლეთ რაა ძალიან გთხოვთ

მე ვოლის რჩევით მომზადებულ მარილწყალში ვინახავ და ძალიან კმაყოფილი ვარ, მოკლედ, აიღებ 1 ლიტრა ადუღებულ წყალს, ჩაყრი 1 ჩ. ჭ. მარილს, წამოადუღებ, მოურევ, გააგრილებ, გაფილტრავ დოლბანდში, ჩაამატებ 1 ქილა მაწონს, მოურევ და ჩადებ ყველს (მომინანქრებულ ქვაბში), ეცადე, ყველი მთლიანად იყოს დაფარული ამ მასით, ამისათვის თავზე დაადე მაგ. თეფში და მერე ქვაბის თავსახური.

Posted by: ninitini 20 Jul 2012, 20:06
guruliqali
მომინანქრებული რომ არ იყოს და პლასმასი არ შეიძლება? კარგად ინახება ხომ მასე?მთელი ზამთრით მინდა
* * *
guruliqali
და კიდევ ერთ ლიტრაზე ერთი ქილა მაწონი?

Posted by: elene88 31 Jul 2012, 16:59
ჩვენი ბებოები ყველს ასე ინახავდნენ: წყალში იმდენ მარილს გახსნიდნენ რომ შიგ ჩაგდებული (უმი) კვერცხი 20 თეთრიანის ზომაზე ამიტივტიდეს მაღლა,ე.ი. მარილი კარგად აქვს და ყველსაც მშვენივრად შეინახავს რამდენი ხანიც გინდა.(კვერცხი რა თქმა უნდა უნდა ამოიღო) biggrin.gif

Posted by: dande-lion 31 Jul 2012, 17:22
მეც ასე ვინახავ და ვფიქრობ, საუკეთესოდ ინახება. აი, მაწვნით კი ნამდვილად არ გამიგია და უნდა ვცადო.

Posted by: guruliqali 31 Jul 2012, 17:30
ninitini
მაპატიე, ახლა ვნახე ეს შეკითხვები.
პლასტმასით არ ვიცი, არ შემინახავს, მომინანქრებული ჯობია, მაგრამ ალბათ პლასტმასშიც შეინახება.
რაც შეეხება მაწონს, დიახ, ერთ ლიტრაზე ერთი ქილა მაწონი, რაღაც პერიოდის შემდეგ მარილწყალს ვამატებ ხოლმე (მაწონს - აღარ), პერიოდულად მთლიანად ვცვლი.

Posted by: mavina 6 Aug 2012, 16:34
მე სულგუნისტვის ვგიჟდები მაგარია

Posted by: Tiu 12 Aug 2012, 17:12
mavina
QUOTE
სულგუნისტვის

და სულგუნს დიდი ხნით როგორ ინახავთ?
მე გარეცხილ, მერე საწურზე გამშრალებულ სულგუნს სათითაოდ ვდებ ერთჯერად პარკებში (2-3 ცალში), მერე ვინახავ მაცივარში, მაგრამ მაინც იცვლის ფერს და გემოს sad.gif

Posted by: anamch 13 Aug 2012, 09:12
Tiu
აიღე კერამიკის -დერგს ეძახიან დასავლეთში ,მაღალი მოჭიქული თიხის კასრებია(რა ქვია?)
ჩადეთ სათიტაოდ ყველი და მოაყარეთ ოდნავ მარილი(თოთოეულს) , თავისავე წვენში შეინახება და არც გემოს და არც ფერს არ შეიცვლის...

გამაგრდება , ცხადია და დამარილდება, მაგრამ ამოღების წინ გადაავლეთ ცხელი წყალი..
დაჭრილ სულგუნსაც დაასხით ცხელი წყალი და გემოც და ფერიც ექნება მპუაააა kiss.gif


სამეგრელოში და გურიაშიც, ალბათ იმერეთშიც.. ამ წვენს -სულგუნის რძეს ეზახიან და პურთან ერთად სიამოვნებით მიირთმევენ..

ხოო, ცხადია ყველი მაჭიკზე უნდა იყოს დამზადებული, პეპსინით თუა არ უშველის მაგას ბებოს რეცეპტი და ჰამბეეე.


სასურველია შეინახოთ გრილ ადგილასს.. მაცივარი სასტიკად არ უხდება ყველას..
გემოს უცვლის...


სამწუხაროდ სხვა წესი ქართული ყველსი შენახვის , გარდა მარილისაა რ არის...
თაფლი და ღვინოო- ფერმენტებია დ ა შეცვლილი გემოო... გურმანული ყველებიაა.. \

არის კობის ყველის შენახვის წესი-- თაროეზე ტრილაი, მაგრამ არავინ აკეტებს!

Posted by: Tiu 13 Aug 2012, 11:52
anamch
დიდი მადლობა
QUOTE
მაღალი მოჭიქული თიხის კასრებია

მივხვდი, რომელიცაა, მინახავს საშუალო სიმაღლის, მუცლიანი, თავისივე თავსახურით.
QUOTE
დაჭრილ სულგუნსაც დაასხით ცხელი წყალი

ეს არ ვიცოდი, მოვსინჯავ, ჩვეულებრივ ონკანის გამდინარე წლით ვრეცხავდი ხოლმე, ცივით.
გაიხარე.

Posted by: anamch 13 Aug 2012, 12:18
Tiu
ცოტა თეთრ ბადისებრ მასას მიოდებს სითხე, მაგრამ არ შეგეშინდეთ , თუ გული მიგივათ შეგიძლიათ პური ჩაალბოთ და მიირთვათ ..
თუ არადა, როგორც გითხარით ცხელი წყლით გადაბანეთ ცხვირ-პირი ამ სასწაულად გემრიელ ყველს-სულგუნი რომ ქვიააა..smile.gif

მე ხმელი სულგუნიც მიყვარს, მზეზე გამომშრალი, ოდნავ ბოლდაკრულიც, ჩვილიც და საერთოდ ახალამოყვანილიცც..

მოკლედ, ყველი ყველანაირ მდგომარეობაში მიყვარსს...

Posted by: Tiu 13 Aug 2012, 13:40
anamch
QUOTE
მე ხმელი სულგუნიც მიყვარს, მზეზე გამომშრალი, ოდნა ბოლდაკრულიც

შებოლილი სულგუნიც მაცივარში მიდევს sad.gif
ისე გამოშრა და გამოიფიტა, სულ დაიფშვნა დაჭრისას. ზოგჯერ არ შვრება ასე. ვერ გავიგე, რისი ბრალია. 99% ნაყიდი ყველი გვაქვს (ჩვეულებრივიც და შებოლილიც) და ალბათ დამზადების ბრალია sad.gif
შებოლილს კარადაში ინახავენ, მაგრამ ძალიან მძაფრი სუნი აქვს მერე.
QUOTE
მოკლედ ყველი ყველანაირ მდგომარეობაშ მიყვარსს...

+1111
მე ის კატეგორია ვარ, ყავას რომ ყველს აყოლებს (მართლა)
ჩვენ სახლში ჯერ იმერული ყველი იჭმევა (თუ ვინმე მოგვიკითხავს, თორემ ამას არ ვყიდულობთsad.gif ) მეორე ადგილზეა სულგუნი, მესამეზე შებოლილი.
შებოლილს ,,უმად" უმეტესად ვერ ვჭამ, ან ღომში ჩავაწყობ და ჩაიხარშება, ან ტაფაზე ვწვავ ზეთში და იფ....იფ.... up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: giorgi --- 17 Aug 2012, 11:41
დღეს ვნახე ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აკეთებენ ყველს "ეკოფუდში"...
უბრალოდ, ღორებისთვის აკეთებენ თუ ადამიანებისთვის, ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს mad.gif

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=2774

Posted by: anamch 29 Aug 2012, 08:07
giorgi ---
ეს ეკოფუდი არ არის ,, რძის შემაგროვებელი ვიღაც 'ჭიჭიკოა" , ასეტები კონა ხუთშაურადაა მთელ საქართველოში..

ეკო ფუდი ყველს არ აწარმოებს , ყველს აწარმოებს მისი შვილობილი (?) კომპანია ჩიის-კო.. მე გახლდიტ ამ საწარმოში.. ესს ყველის წარმოებაში ტექნიკის უკანასკნელი სიტყვააა.. უამაგრესი საწარმოაა..

ყველზე მიმდინარეობს მუშაობაა.. \
ძალიან ძნელია ამხელა წარმადობა დასვა გემოზე ერთი ერთში...

მე ვფიქრობ ჩიისკომ არც უნდა აკეტოს სულგუნიი, უნდა მიაწვეს ბრინზას ან ფეტას ტიპის იმერულს დ ა უამრავი მომხმარებელი გაუჩნდებაა..

მანდ სისუფთავეზე და სანიტარულ ნორმებზე დაეჭვება ზედმეტიაა.. აიატაკიდან აიღებ ყველს ,
ისეთი წესრიგი და სიწკრიალეაა...


პს.
რაჭაში გახლდით .. უმაგრეეს ხალხთან და უკარგესი მისიით...

რაჭას "დავუბრუნეთ" თავისი ნიგვზიანი, სოკოინი,ლორიანი და ტარხუნიანი ყველი.....

Posted by: gogilord 11 Sep 2012, 16:28
anamch

აქაც მოგძებნე ხომ ხედავ
biggrin.gif
სალამი აქაურ განყოფილებას!!!

დამბალ ხაჭო თუ იყიდება სადმე თბილისში ან რომელიმე რესტორანში თუ აკეთებენ???

მაგარი მჭირდება!!!!!!

Posted by: tavadze 11 Sep 2012, 16:54
gogilord
QUOTE
სალამი აქაურ განყოფილებას!!!

დამბალ ხაჭო თუ იყიდება სადმე თბილისში ან რომელიმე რესტორანში თუ აკეთებენ???

მაგარი მჭირდება!!!!!!

გაგიმარჯოს. აი, ეს უწერია წინა გვერდებზე ჰუზერ ვიპ-ს, როცა დამბალ ხაჭოს თბილისში ეძებდნენ:
vip_
QUOTE
თაბუკაშვილის 22

მაღაზია "სარჩო" - აქ იყიდება დამბალხაჭო

ვერ გეტყვი, ახლაც აქვთ თუ არა.

Posted by: _sofa_ 26 Sep 2012, 21:49
ninitini
QUOTE
კარგად ინახება ხომ მასე?მთელი ზამთრით მინდა

მთელი ზამთრით მე აი ასე ვინახავ(ზაფხულის ყველს რომ ეძახიან, მაგარი რომ არის) და არ არსებობს უბრალოდ რომ ყველი ან დალბეს, ან ფორი მოიკიდოს ან გემო, დღესაც გავხსენი 3 თვის წინ მოხუფული ბანკა და უნიკალურად არის შემნახული.....ანუ
5ლ უბრალო ცივი წყალი+1პაჭკა მარილი+ცოტა დაფხვნილი შაბი(ნახ ჩაის კივზიც არ უნდა), ნახ საღვინე ჭიქა ძმარი შეგიძლია რომ მისცე, მე ხან ვაძლევ ხან არა.....გახსენი მარილი წყალში კარგად, დაასხი სამ ლიტრიან ქილებში სიგრძეზე დაჭრილ და ჩალაგებულ ყველს და მოხუფე, ნუ თუ დაგეზაროს პლასმასები დააფარე, მაგრამ მოხუფული უფრო კარგია.
ეს შეგიძლია ისე თიხაშიც ჩაალაგო, ემალის ჭურჭელშიდაც და პლასმასის წითელთავსახურიანი ჭურჭელი რომ არის, ღვინოსაც ინახავენ ეხლა მათში და არ ფუჭდება, არც ყველი არ ფუჭდება, მაგრამ დიდი ხნით და ბევრი თუ გაქვს ქილებში შეინახე და კმაყოფილი დარჩები....

Posted by: felooon 28 Sep 2012, 23:18
gogilord
QUOTE
დამბალ ხაჭო თუ იყიდება სადმე თბილისში ან რომელიმე რესტორანში თუ აკეთებენ???

ჩემი დედამთილი აკეთებს,(თიანეთში).მგონი 2 თვეზე მეტი აობებს,თუ რას უშვება იმ ქვევრებში არ ვიცი.რამდენად აქვს ეხლა მომზადებული,არც ეგ ვიცი.იმიტომ რომ შეკვეთები აქვს ხოლმე და ისე უმზადებს.(მე ხომ არ შევაქებ საკუთარ დედამთილს,მაგრამ ამბობენ საუკეთესოს ამზადებს,საუკეთესოთა შორისოო)თუ გნებავთ ვკითხავ და თქვენ შეაფასეთ.

Posted by: Youpii 12 Oct 2012, 12:02
თბილისობაზე შევიძინე დამბალხაჭოს კვერი . სიღნაღიდან ვართო, ცოტა შევყოყმანდი, მაგრამ მაინც ვიყიდე საცდელად smile.gif
ნაზი, არაშემაწუხებელი სპეციფიური სურნელი ჰქონდა, თხელი ობით დაფარული, შიგნითაც ქარვისფერი, ერთგვაროვანი მასა იყო, გადნობამდეც გავშინჯე და არაჩვეულებრივი გემო ქონდა. ერთადერთი, ძალიან დამაგრებული და დიდხანს ვიბრძოლე დასაჭრელადwink.gif ,
სამწუხაროდ, მომზადების შემდეგ დიდად აღფრთოვანებული ვეღარ დავრჩი, არ მიიღო დამბალხაჭოს კონსისტენცია, უფრო გამდნარ ყველს დაემსგავსა sad.gif
აქედანგამომდინარე, კვერის დარჩენილი ნაწილი უმად მივირთვით smile.gif

Posted by: anamch 10 Nov 2012, 09:36
სად გადაგიგდიათ ყველის თემა

სირცხვილლლლლლლლლლლლ

ამოვწიეთ!

Posted by: nalbo 16 Nov 2012, 15:58
http://www.radikal.ru

უფ კიდე მინდა cry.gif

Posted by: Youpii 16 Nov 2012, 20:34
nalbo
ვაი jump.gif მინდააააა!!!!

Posted by: shoreshore 22 Nov 2012, 10:02
ადრე მომწამლა დამბალმა ხაჭომ და იმის მერე აღარ მინდა. თან ჭამაც არ მქონდა დამთავრებული ისე და მაშინვე დამეწყო თავბრუს ხვევა და წონასწორობა მეკარგებოდა, მევთქვი რა მჭირს. ისე მაინც ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, გარშემო ეს ობი რომ აქვს.

Posted by: Maya - Maya 22 Nov 2012, 18:24
საქართველოში ყველის უამრავი სახეობა არსებობს, ყველის ფესტივალზე დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა. სხვათაშორის ყველის ბიზნესი ძალიან კარგი საქმეა – ყველი დიდხანს ინახება და ტრანსპორტირებასაც კარგად უძლებს.
* * *
სხვათაშორის, მარილწყალში მხოლოდ კავკასიური ყველი იდება და ამიტომ ინახება დიდხანს. ისე, რუსული костромской ყველიც ძალიან გემრიელია, განსხვავებული.

Posted by: biki124 3 Dec 2012, 23:56
შევჩენკოს ძეგლის დადგმას ყველის ძეგლი უნდა დავდგათ ქართველებმა,ხო და კიდევ ლობიოსი

Posted by: anamch 13 Dec 2012, 09:17
Maya - Maya
QUOTE
საქართველოში ყველის უამრავი სახეობა არსებობს, ყველის ფესტივალზე დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა. სხვათაშორის ყველის ბიზნესი ძალიან კარგი საქმეა – ყველი დიდხანს ინახება და ტრანსპორტირებასაც კარგად უძლებს.

კი, როცა კარგად გეგმავ და შეცდომებს არ უშვებ კი tongue.gif

Posted by: krasavica 27 Dec 2012, 19:18
ყველაზე დაბალკალორიული,უცხიმო ყველი რომელი შეგიძლიათ მირჩიოთ?

Posted by: amadeus 28 Dec 2012, 10:42
მთის ერბო გახუხულ პურზე, ზედ დადებული ცხვრის გუდის ყველი სამივე ერთად გასინჯეთ არ ინანებთ. ეს არის ჩემი 2012 წლის აღმოჩენა smile.gif
თუშმა მეცხვარეებმა მასწავლეს და უგემრიელესია smile.gif

Posted by: Blankos_Qvrivi 30 Dec 2012, 21:58
ხო არ იცით სადმე იყიდებოდეს დამბალხაჭოოოო? cry.gif

Posted by: Hey Berry 31 Dec 2012, 02:43
QUOTE
სანტეს ყველი ჭამა ვინმემ ??.. აუ ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


ვჭამე, შემომაპარეს ( ახალი რაღაცეების გასინჯვის ფობია მაქვს biggrin.gif მართლა yes.gif ) სანამ მეგონა რომ სულგუნი იყო კარგად ვჭამე ჭადთან ერთად. მერე ბებიაჩემმა, შეფუტვაზე ჰოლანდიური ეწერა მგონიო და ხო მოგეწონაო. ეგ როგორც კი გავიგე, აღარ ვეკარები. მართლა ჰოლანდიურია? თუ რა ყველია საერთოდ?

Posted by: giorgi479 7 Jan 2013, 19:00
http://shavi.tk
მაგარი საიტი შემოდიტ არ ინანებტ !

Posted by: mia_nano 8 Jan 2013, 01:08
Blankos_Qvrivi
დუშეთის ბაზარში ვნახე ამ კვირას, ადრეც მინახავს მაგრამ არც ფასი მიკითხავს და არც მიყიდია, მარტო კვირა დღეს არის ბაზრობა დუშეთში, ჩვენ ერთხელ შაბათს წავედით და არ იყვნენ გლეხები

Posted by: ninicool 8 Jan 2013, 01:29
krasavica
QUOTE
ყველაზე დაბალკალორიული,უცხიმო ყველი რომელი შეგიძლიათ მირჩიოთ?

http://www.calorizator.ru/product/cheese

Posted by: mamalo2 31 Jan 2013, 16:12
ფოკას მონასტერში თუ არის ყველის დეგუსტაციის საშუალება? უცხოელი სტუმრები მეყოლება და მჭირდება ინფორმაცია. გმადლობ წინასწარ

Posted by: SPC 21 Feb 2013, 14:12
ხომ ვერ მეტყვით, როდესაც ვყიდულობ ჩვეულებრივ სოფლის ყველს, სულგუნი იქნება თუ სხვა რომელიმე, ამ შემთხვევაში ისინი პასტერიზებული რძისგან არის გაკეთებული?

Posted by: anamch 21 Feb 2013, 19:47
QUOTE
ისინი პასტერიზებული რძისგან არის გაკეთებული?

არა
გლეხის კი არა, ქარხნის და საწარმოს ყველი არაა პასტერიზებული...

Posted by: Fed 22 Feb 2013, 18:09
საბურთალოს ტერიტორიაზე სად იყიდება კარგი იმერელი ყველი? მირჩიეთ რაა

Posted by: SPC 22 Feb 2013, 19:29
anamch
მადლობა,
ანუ იგივე ბაქტერიებს შეიძლება შეიცავდნენ რასაც არაპასტეზირებული რძე. მთლად უსაფრთხო არ გამოდის ორსულისთვის.
გაუდა, პარმეზანი და ა,შ, ვიცი, რომ არაა საშიში (რის ხარჯზე და რატომ არვიცი, მაგრამ ასე ეწერა). რაც შეეხება რიკოტას და რბილ ყველს ეგენი არააო რეკომენდირებული. ამიტომ მაინტერესებდა ქართული ყველი რომელ კატეგორიაში შედის

Posted by: ladywin 28 Feb 2013, 10:19
tos-ka
QUOTE
ნაღებმოუხდელი რძიდან. ამისთვის კვეთი დაგჭირდება - პეპსინი. გადაწურულ რძეში კვეთს გაურევ და ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგამ ქვაბს. (არაემალირებული ქვაბი გჭირდება). რძე რომ შეთბება - აიჭრება. ეს აჭრილი მასა ხელით უნდა მოაგროვო (ძალიან ნუ გამოწურავ), ფორმა მისცე და ჯამში გადაიტანო. კარგია, თუ პატარა თუშფალანგი გაქვს, ან გვერდზე ნასვრეტებიანი საწური. მანდ ზედმეტი სითხე იფრო იოლად მოცილდება. ეს შენი ჭყინტი ყველი. ეს ყველი მინიმუმ 12 საათი უნდა დაალოდო.



გამარჯობათ , მარილი არ უნდა რძეში?

ისე ხომ მთლად უმარილო გამოვა?

Posted by: anamch 28 Feb 2013, 22:08
SPC
QUOTE
მადლობა,ანუ იგივე ბაქტერიებს შეიძლება შეიცავდნენ რასაც არაპასტეზირებული რძე. მთლად უსაფრთხო არ გამოდის ორსულისთვის.გაუდა, პარმეზანი და ა,შ, ვიცი, რომ არაა საშიში (რის ხარჯზე და რატომ არვიცი, მაგრამ ასე ეწერა). რაც შეეხება რიკოტას და რბილ ყველს ეგენი არააო რეკომენდირებული. ამიტომ მაინტერესებდა ქართული ყველი რომელ კატეგორიაში შედის 

ტრადიციული თეთრი ყველი- იმერული უსაფრთხო კი არა, საოცრად საშიშიც კია..
სულგუნის ნდობა კიდევ შეიძლება..
ისე კი გირჩევნიატ, ამოირჩიოთ ერთი მომწოდებელი და იმისგან შეიძინოთ ყველი..
უნდა იცოდეთ, აუცილებლად, რომ ჯანმრთელი საქონელი ყავს და რძესაც ჰიგიენურ პირობებში მოიპოვებეს.. ძალიან ბევრი პრობლემაა ..სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში..

Posted by: SPC 1 Mar 2013, 14:49
anamch
დიდი მადლობა, გავითვალისწინებ აუცილებლად. მართლა სამწუხაროა, რომ ძალიან ხშირად ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა არ ხდება

Posted by: LUTA 5 Mar 2013, 01:20
anamch
QUOTE
უნდა იცოდეთ, აუცილებლად, რომ ჯანმრთელი საქონელი ყავს და რძესაც ჰიგიენურ პირობებში მოიპოვებეს.


ვისგანაც მომაქვს რძე ჯანმრთელი საქონილი ჰყავს . მაგრამ მე მაინც ვუკეთებ პასტერიზებას სანამ ყველს გავაკეთებდე . ვერ ვენდობი ბოლომდე smile.gif

Posted by: თბილი_სი 5 Mar 2013, 02:49
anamch
თქვენ გეცოდინებათ, იქნებ მიმასწავლოთ ნამდვილი, კარგი პარმეზანი ყველაზე კარგ ფასში სად შევიძინო?

სმარტში ვნაზე, სხვა სახელი აწერია, მორუხო მასაა და როგორც პარმეზანს ისე ყიდიან. ღირს კილო 65 ლარი ! : )

Posted by: tavadze 5 Mar 2013, 11:50
anamch - იოსებიძეზე თქვენს მაღაზიაში შევიძინე საფერავში დავარგებული ყველი. მგონი, თაფლში დავარგებულს ეს ჯობია, ისეთ გემოზეა. up.gif

Posted by: Ujarma 5 Mar 2013, 12:12
QUOTE
საფერავში დავარგებული ყველი

ამაზე გამახსენდა. მიცკევიჩზე იყო ყველის მაღაზია- სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ. ამას წინ გავიარე და რაღაც ტოტალიზატორის მაგვარი დამხვდა. ხომ არ იცით სად გადაიტანეს? თუ დაიხურა?

Posted by: tavadze 5 Mar 2013, 22:01
Ujarma
QUOTE
ხომ არ იცით სად გადაიტანეს? თუ დაიხურა?

მიცკევიჩზე დაიხურა. ახლა იოსებიძეზეა. იოსებიძის და ბულაჩაურის კვეთაზე ნიკორას მაღაზიას დაინახავ (იოსებიძეზეა). აი, მაგის წინაა ანუ მოპირდაპირე ტროტუარზე, ოღონდ კარგად უნდა დაუკვირდე, თორემ ისეტ ადგილასაა, იქნებ ვერც შეამჩნიო.

Posted by: Ujarma 6 Mar 2013, 11:34
tavadze
QUOTE
მიცკევიჩზე დაიხურა. ახლა იოსებიძეზეა. იოსებიძის და ბულაჩაურის კვეთაზე ნიკორას მაღაზიას დაინახავ (იოსებიძეზეა). აი, მაგის წინაა ანუ მოპირდაპირე ტროტუარზე, ოღონდ კარგად უნდა დაუკვირდე, თორემ ისეტ ადგილასაა, იქნებ ვერც შეამჩნიო.

გმადლობ smile.gif

Posted by: tigeona 9 Mar 2013, 08:05
QUOTE
შაშხი თაფლში ამოწებული


ასეთიც რსებობს? biggrin.gif

Posted by: datiko 62 9 Mar 2013, 11:28
თბილი_სი
QUOTE
თქვენ გეცოდინებათ, იქნებ მიმასწავლოთ ნამდვილი, კარგი პარმეზანი ყველაზე კარგ ფასში სად შევიძინო?

სმარტში ვნაზე, სხვა სახელი აწერია, მორუხო მასაა და როგორც პარმეზანს ისე ყიდიან. ღირს კილო 65 ლარი ! : )

პარმეზანი ესაა იტალიური მაგარი ყველის, პარმეჯანო რიჯანოს გაფრანგულებული სახელწოდება smile.gif ნამდვილი იტალიური საკმაოდ ძვირია კილო 80-100$-ის ფარგლებშია. smile.gif

Posted by: თბილი_სი 9 Mar 2013, 13:24
datiko 62

გმადლობთ.
ვიცი რა არის და ამაზონზეც ვნახე სხვადასხვანაირი პარმეჯანო ( პარმეზანი), ფასები დაძველების მიხედვით აქვს, დიდი მადლობა ლუტას ყურადღებისთვის რომ ამიხსნა.

ხოლო ვისაც შეკითხვა დავუსვი,anamch-ს, პირადი მესიჯიც გავუგზავნე ლინკით, როცა მოიცლით მიპასუხეთ მეთქი, მიიღო და წაიკითხა ის მესიჯი ( ამის დადგენის საშუალებას ფორუმის ერთ-ერთი ფუნქცია იძლევა) მაგრამ რატომღაც დამაიგნორა biggrin.gif

Posted by: matusala_5 9 Mar 2013, 16:01
QUOTE
უნდა იცოდეთ,  აუცილებლად, რომ ჯანმრთელი საქონელი ყავს და  რძესაც  ჰიგიენურ პირობებში მოიპოვებეს.. ძალიან ბევრი პრობლემაა  ..სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში.. 

100% გეთანხმები.
QUOTE
კილო 80-100$-ის ფარგლებშია. 

რა უბედურებაა ამხელა ფასი- 1 კილო ყველი sad.gif

Posted by: თბილი_სი 12 Mar 2013, 03:21
მეგობრებო, სასიხარულო ინფორმაცია გავიგე და თქვენც გიზიარებთ! smile.gif

ჭავჭავაძეზე გახსნილა იტალიური გასტრონომიული მაღაზია https://www.facebook.com/ItalianaGastronomia

საუკეთესო , ნამდვილი იტალიურ ყველთა სახეობები, ნამდვილი იტალიური პროშუტო და სხვა ნუგბარეული. : )

ფასებიც კარგი ყოფილა! შევესიოთ! : ))

Posted by: Sappho 31 Mar 2013, 02:22
ამერიკული ყველი ფილადელფია სად იყიდება?

Posted by: anamch 4 Apr 2013, 09:39
აუუ ამ მაღაზიას დღსევ ვეწვევიიიიიიიიიიიიიიითბილი_სი
მადლობა ,ინფოსთვის!

Posted by: Lizikia 13 Apr 2013, 11:38
ikebana
ობიანი ყველი ცოტა მომწამვლელიცაა, ბევრი არ Uნდა მიირთვათ

Posted by: ninicool 13 Apr 2013, 14:23
matusala_5
QUOTE
რა უბედურებაა ამხელა ფასი- 1 კილო ყველი 

თუ ნერვები გეყოფათ და პირობები ხელს გიწყობთ, თავად გააკეთეთ. უთუბზე არის ლინკები. პარმეჯანო არა, მაგრამ მოცარელას გავაკეთებ, მარხვა რომ გავა.

Posted by: westsider 14 Apr 2013, 12:04
ემიგრანტების საყურადღებოდ:

ვინც უცხოეთში ხართ და ღომი მეგენატრათ შებოლილი სულგუნით - სკამორცა მოსინჯეთ smile.gif

გორგლად იყიდება სკამორცა და ძალიან იდენტური გემო/სუნი აქვს შებოლილ სულგუნთან
ნუ დაძველებულ სულგუნს უფრო ძლიერი გემო აქვს მაგრამ წავა რა ესეც ალტერნატივაში

http://en.wikipedia.org/wiki/Scamorza

Posted by: Chihiro 17 Apr 2013, 12:50
თუ იცით ვინმემ ქარხნული, პასტერიზირებული რძით ყველი შეიძლება , რომ ამოვიყვანო?

Posted by: ninicool 17 Apr 2013, 23:41
Chihiro
QUOTE
თუ იცით ვინმემ  ქარხნული, პასტერიზირებული რძით ყველი შეიძლება , რომ ამოვიყვანო?

http://forum.ge/?showuser=140674 -მ იცის, დარწმუნებული ვარ

Posted by: forever`s_NEVER 18 Apr 2013, 00:46
ყველის ფესტივალი როდის არის? აი ისეთი, შარშან რომ წინანდალში ჩატარდა.

Posted by: anamch 23 Apr 2013, 07:58
QUOTE
ყველის ფესტივალი როდის არის? აი ისეთი, შარშან რომ წინანდალში ჩატარდა.

ვემზადებით
!
უკვე!

ოღონდ იქნება თბილისში და ეთნოგრაფიულში- ორდღიანი და ძალიან საინტერესო კომპონენტებით!

Posted by: kardinali100 2 May 2013, 10:03
ჰოლანდიური წარმოების პროტეინი შემომთავაზეს......რძიდან ყველის გამოსავლიანობას ზრდის 40 პროცენტითო....ვინმეს თუ გამოგიყენებიათ და რას მირჩევთ?:
* * *
რა ხდება?ყველის გრანდებს არაფერი რჩევა არ შეგიძლიათ მომცეთ?რა სიჩუმეა rolleyes.gif

Posted by: kethili 9 Oct 2013, 17:11
გამარჯობათ, ვინმემ იცის როგორ მზადდება სითხე/კვეთი პეპსინის ფხვნილისაგან?
პორციებით იყიდება საქართველოში ფხვნილები და 2 ლიტრი სითხე გამოდისო. გაგიგიათ ასეთის შესახებ?

Posted by: new 13 Oct 2013, 21:16
რატომ დაიხურა ნუცუბიძეზე?

anamch

Posted by: naa 16 Oct 2013, 14:36
forever`s_NEVER
ყველის ფესტივალიიიი jump.gif biggrin.gif აი დაწვრილებით ინფო

http://frontnews.ge/ge/news/11600-%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: ushuaia 16 Oct 2013, 18:21
გახსენით ახალი თემაა...............................

Posted by: _marishka_ 17 Oct 2013, 13:32
naa
QUOTE
ყველის ფესტივალიიიი

დეგუსტაცია ფასიანია? biggrin.gif

Posted by: livesx11 17 Oct 2013, 13:38
მმმმმმმმ biggrin.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: Q 7 17 Oct 2013, 13:38
_marishka_
QUOTE
დეგუსტაცია ფასიანია?


თუ იყიდი არა gigi.gif




Posted by: ushuaia 18 Oct 2013, 20:57
სულგუნის სეზონი მოდიის......................

Posted by: rtuli 20 Oct 2013, 16:13
არაჩვეულებრივი ფესტივალი მოაწყე ანა,უღრმესი მადლობა 2kiss.gif
წელს ბევრი ახალი ყველი აღმოვაჩინე და მოვიხიბლე....თხის ყველმა თავი შემაყვარა love.gif

ესეც ჩვენ,ჩემს სტუდენტებთან ერთად სუფრას ვაწყობთ
http://radikal.ru/fp/5dbd8f7fd20949fc817cd8fa092f21f7

Posted by: ushuaia 21 Oct 2013, 10:56
მაგარიაა...................................................................

Posted by: ანაპურნა 21 Oct 2013, 17:45
ყველის ფანი ვარ... და ყველას ჩეჩილა მირჩევნია biggrin.gif

rtuli

რა ლამაზი ქალი ხართ smile.gif

Posted by: rtuli 22 Oct 2013, 00:50
ანაპურნა
smile.gif

QUOTE
ყველის ფანი ვარ... და ყველას ჩეჩილა მირჩევნია

ჩეჩილი ყველი ძალიან კარგია,მითუმეტეს ტენილის სახით love.gif

* * *
სასწაული ყველები:
http://radikal.ru/fp/8a838089e648442c86be243d0add7bb8
http://radikal.ru/fp/3bf8ecb9d96c45f8814b6ed4d96556b8
http://radikal.ru/fp/b56ea789333e496ab0d34801bd82601c

Posted by: likaberaia 23 Oct 2013, 07:47
ახლა რომ ვხედავ მაკანკალებს და იქ იმდენს რომ ვხედავდი ერთი ვერ გავსინჯე.მარტო ყველ-ვიჩინიანი ბლინი ვჭამე wink.gif ............და რთულის უუუუუუუუუუგემრიელესი ტორტი

Posted by: ushuaia 23 Oct 2013, 11:13
იფ იფ რა გემრიელობებიააა.......................

Posted by: rtuli 25 Oct 2013, 19:20
likaberaia
მადლობა 2kiss.gif

Posted by: ushuaia 25 Oct 2013, 21:45
................................................................................................

Posted by: datoko 31 Oct 2013, 16:30
თუ არ გამიბრაზდებით ამ თემას რომ ვიყენებ, მე მაქვს სარდაფი სოლოლაკში სადაც ვყიდი ღვინოს, მინდა დამატებით სხვა სოფლის პროდუქციაც გავყიდო, ამ თემას წავაწყდი და დავინტერესდი, მემგონი შესაძლებელი იქნება რომ ერთობლივი მაღაზია გავაკეთოთ ყველის მწარმოებლებთან ერთად, როგორც მოგახსენეთ ღვინოს ვყიდით საკმაოდ დიდი რაოდენობებით, თბილისის მერიაში პროექტიც შევიტანე, ფართი საკმარისია რომ სხვა სოფლის პროდუქციაც დაემატოს, როგორიცაა ყველი, თაფლი, ბადაგი და ა.შ. თუ მოვილაპარაკეთ იქნება სუფთა მოგებიდან განაწილება.

ყველის მწარმოებლის კონტაქტები თუ გაქვთ გთხოვთ მომწეროთ პმ-ში

Posted by: kato_stropa 4 Nov 2013, 22:30
rtuli ეს ყველი არ გასინჯეთ? smile.gif smile.gif კომპეტენტური შეფასება დაიდოს smile.gif)

http://imageshack.us/photo/my-images/11/h9gw.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

არ ვიცი რამდენად რეკლამაა,თქვენი აზრი მაინტერესებს უბრალოდ

https://www.facebook.com/kumurdo?fref=ts

Posted by: rtuli 5 Nov 2013, 01:54
kato_stropa
QUOTE
rtuli ეს ყველი არ გასინჯეთ?  კომპეტენტური შეფასება დაიდოს )

კი გავსინჯე და ძალიან მომეწონა...
ასე ზეთში და სანელებლებში ჩადებული ყველი ძალიან მიყვარს love.gif
მგონი თხის ყველი თქვენ გქონდათ ძალიან კარგი love.gif

Posted by: sandroia 15 Jan 2014, 13:00
კარგი სულგუნი სად იყიდება? rolleyes.gif
ძაან მარილიანიც რომ არ იყოს და ცოტა ჭყინტი rolleyes.gif

Posted by: ushuaia 16 Jan 2014, 11:04
ვაგზალზე ბაზარში.......................................sandroia

Posted by: fermina 20 Jan 2014, 14:40
გემრიელი ყველი მინდა, ცოტა ნასვრეტებიანი და რაღაცნაირი გემო რომ დაჰკრავს, ოდნავ მომჟავოსავით, ცხიმიც რომ იგრძნობა, მჭადს რომ ძალიან უხდება sad.gif

აი სოფელში გვქონდა ხოლმე სულ ასეთი ყველი.

ნუცუბიძეზე ყველის კუთხეში აღარ მომწონს არაფერი თითქმის sad.gif

სად იყიდება ყველაზე გემრიელი ყველი? ალბათ იმერულია მე რაც მინდა, გურიაშიც მსგავსს აკეთებენ.

Posted by: lasha9 24 Jan 2014, 17:58
დაიღალეთ ბაზრიდან დიდი პარკებით და მეშოკებით მარაგების ტარებით?
მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურეობა.
http://produqti.myinsales.ru/
https://www.facebook.com/produqti.myinsales.ru

Posted by: aloha__ 26 Jan 2014, 23:14

ბეკონის სენდვიჩების გასაკეთებლად რომელ ყველს მირჩევთ?

ალბათ უფრო მდნარს ხო? და სად ვიყიდო? იმ დღეს ნუცუბიძეზე 200 გრამი გაუდა ვიყიდე, მემგონი ძვირი ღირდა(კილო 21 და რაღაცა), მაგრამ სენდვიჩამდე ვერ მივაღწევინე..

Posted by: HIBERNIA 3 Mar 2014, 09:05
(( ))

Posted by: mrudall 10 May 2014, 01:22
stereo_tipsha
QUOTE
კვეთი ან პეპსინი. არ დავინტერესებულვარ, მარა პროდუქტების მარკეტში შეიძლება იყოს.

ტუ არც ერტი გავქს, რიტი სეიზლება შეცვალო? ანუ საზვარგერტ რიტი აკეტებენ

კიდევ მაინტერსებს პასტერიზებული რზიტ შეიზლება? მარაზიაში ნამდვილი რძე სად ვნახო

Posted by: nia4u 10 May 2014, 02:05
mrudall
QUOTE
ტუ არც ერტი გავქს, რიტი სეიზლება შეცვალო? ანუ საზვარგერტ რიტი აკეტებენ
კიდევ მაინტერსებს პასტერიზებული რზიტ შეიზლება? მარაზიაში ნამდვილი რძე სად ვნახო

მაგის ექსპერტი ლუტაა!
საზღვარგარეთ ცხოვრობს,
ყველს აკეთებს ნაირ-ნაირს
და რჩევების მოცემაც არ ეზარება smile.gif
აი,მაგალითად ეს ნახე
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2517-e18398e1839be18394e183a0e183a3e1839ae18398-e183a7e18395e18394e1839ae18398
და ქვემოთ კომენტარები წაიკითხე აუცილებლად, ტონკოსტები იქ არის-ხოლმე biggrin.gif
აქვე დიდი მადლობა LUTA - ს, რომელსაც იმერული ყველიც კი, შეუძლია, ხელოვნების ნიმუშად აქციოს! smile.gif
ვიღაცის კომენტარი მოვიპარე givi.gif

Posted by: ushuaia 10 May 2014, 09:28
სულგუნიიი..........................................................................

Posted by: otarik1977 2 Jun 2014, 11:52
კვლევის საგანგაშო შედეგები – ყველში ბაქტერიები და მომწამლავი ნივთიერება აღმოჩნდა
UP Down
კვლევის საგანგაშო შედეგები – ყველში ბაქტერიები და მომწამლავი ნივთიერება აღმოჩნდა
30 მაისი / 2014

ყველის 50 ნიმუშიდან 35 ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდა.







ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ" ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ყველის 30 ნიმუშში კოლიფორმები - ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები, ხოლო 5-ში კი ოქროსფერი სტაფილოკოკია.

როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე აცხადებს, ყველის უსაფრთხოების პარამეტრების შემოწმების გადაწყვეტილება მოქალაქეთა გახშირებული მიმართვების შემდეგ მიიღეს.

"საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციაში" არაერთმა მომხმარებელმა დარეკა პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთერებით მალფუჭებადია. ამ პროდუქტს სჭირდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სწორად შენახვისთვის და იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის უვნებელი იყოს. ფედერაციის თანამშრომლებმა რამდენიმე ქალაქში შევისყიდეთ ყველის 50-მდე ნიმუში - ტრადიციული, ქარხნული და სულგუნი. საგანგაშო მდგომარეობაა - 50 ნიმუშიდან 30-ში აღმოჩენილია კოლიფორმები ანუ ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები და 5-ში პათოგენი - ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში ეს პათოგენი გამოყოფს ენტეროტოქსინს, რომელიც 90%-ით აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და იწვევს კვებით ინტოქსიკაციას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია", - აცხადებს მადონა კოიძე.

კოიძე აღნიშნავს, რომ ძირითადად, გლეხურმა ანუ ოჯახურ პირობებში დამზადებულმა ყველმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები, ხოლო ქარხნული წესით დამზადებულ ყველი ლაბორატორიული შემოწმების დროს სუფთა აღმოჩნდა.

"ამ კვლევაში მოხვდა რამდენიმე ქარხნული წესით დამზადებული ყველი. ჩვენ ისინი შევიძინეთ როგორც ბაზარში, ასევე მარკეტებში და გარემოვაჭრეებთან. ქარხნული წარმოების პროდუქტი იყო - "სანტეს" სანებო, სულგუნი და ალპური, ასევე "კარფურის" და "ბოგდანოვკის" ყველი. ამ პროდუქტებმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, ანუ ყველის ქარხნებში ხდება დეზინფექცია და ხდება დანადგარების გასუფთავება. თუმცა გლეხური წარმოების ყველის ნიმუშების 90%, რომლებიც მარკეტებსა თუ ბაზარში შევიძინეთ, დაბინძურებული აღმოჩნდა", -ამბობს კოიძე.

"მომხმარებელთა ფედერაციამ" ყველის ნიმუშები თბილისში, სენაკში, აბაშაში, ბათუმში, თელავში, ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში შეიძინა. კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა. ნიმუშები დაშიფრული იყო. გადაზიდვა კონტეინერებით, ყველა აუცილებელი წესის დაცვით განხორციელდა.

"გადამყიდველებს ვეკითხებოდით, თუ სად იყო ყველი დამზადებული. გვპასუხობდნენ, რომ ყველი რამდენიმე ოჯახიდან ჰქონდათ "ჩაბარებული", იყო შემთხვევები, როდესაც ამბობდნენ, რომ მათ ოჯახში დამზადებული ყველი იყო. თუმცა იქაც პროდუქტის დაბინძურებაა აღმოჩენილი. ყველის მომზადებისას აუცილებლად უნდა იყოს დაცული ტექნოლოგიური და სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები. თუ იქნება ნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ განხორციელდეს კონტროლი და ყველა ჯანსაღ, კონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩადგეს, საქართველოში ყველის ხარისხის მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ გვექნება. ამ რისკების მართვა შეიძლება",-ამბობს მადონა კოიძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ამბები.გე" საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ანა მიქაძეს ესაუბრა.

"ყველთან დაკავშირებით საიმედოს ვერაფერს გეტყვით. იმიტომ, რომ წლების მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის მანძილზე, ეს სფერო ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ყველის წარმოებას თავი რომ დავანებოთ, ისიც კი აისახება პროდუქტის ხარისხზე, თუ რითი იკვებება საქონელი. შეიძლება საქონელს არაფერი სჭირდეს, მაგრამ პრევენციისთვის ფერმერმა ვაქცინა, ანტიბიოტიკი გაუკეთოს. ანტიბიოტიკიანი რძე ყველისთვის უვარგისია, არ შეიძლება ანტიბიოტიკიანი რძით დამზადებული ყველის საკვებად გამოყენება. საქონელს რომ ვაქცინა გაუკეთა, ამას არცერთი ფერმერი არ იტყვის, არ გაამხელს იმიტომ, რომ იცი - კონტროლი არ არსებობს, არავინ შეუმოწმებს არც რძეს, არც ყველს. მაღაზიაში მიიტანს შავ ცელოფანში ჩადებულ, შავ მარილში ამოვლებულ, გაუბედურებულს პროიდუქტს და მაღაზია მაინც ჩაიბარებს, იმიტომ, რომ მომხმარებელი საერთოდ არ არის პრეტენზიული. ქართველ მომხმარებელს ერთი უბედურება სჭირს, კარგი გაგებით - იმდენად უყვარს ყველი, ყველანაირ რისკზე მიდის, ოღონდ ყველი არ მოაკლდეს. ყველის დამზადების პროცესი უკვე ცალკე ტრაგედიაა - რითი კვეთენ ყველს, როგორ ჭურჭელში მოწველეს და ჩაკვეთა, მოიწველა ყველი თუ არა სუფთა ხელებით. ეს სტანდარტები ყველგან დარღვეულია. რაც შეეხება საწარმოებში დამზადებულ ყველს - თუ ყველა სტანდარტი დაცულია ქარხანაში საწარმოში, უვნებლობის პრობლემა მოხსნილი გვაქვს",-აცხადებს ანა მიქაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს ყველის კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ცვლილების პროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბოლოს განხილული კანონპროექტის ვერსიით, კანონში შედიოდა არსებითი ცვლილება, რომელიც სურსათის უვნებლობას საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა - კერძოდ, მკაცრდებოდა და ფართოვდებოდა სურსათის უვნებლობის კონტროლი. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლს მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც, რომელიც რიგ სფეროებში საქართველოს ბაზრის ძირითადი მომმარაგებელია. "იმერული" ყველი და "სოფლის" მაწონი მთლიანად კუსტარულად იწარმოება. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში ეს მიდგომა შეცვლილია და კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე. მაშინ როდესაც საზღვარგარეთის ქვეყნებში, როგორც ყველთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებს.

http://www.bpn.ge/biznesi/4563-kvlevis-sagangasho-shedegebi-yvelshi-baqteriebi-da-momtsamlavi-nivthiereba-aghmochnda.html?lang=ka-GE

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

ამიტომაც არ ვყიდულობ სახლის ყველს,ცოტა ძვირია მაგრამ ქარხნულ ყველი ჯობია იყიდო, დაცული მაინც იქნები

Posted by: SPC 2 Jun 2014, 16:08
ხომ ვერ მეტყვით, ნაყიდი რძით, ვთქვათ სანტეთი სახლში სულგუნის ამოყვანა რამდენად რეალურია, როგორ უნდა და რამდენად სასრაგებლო/გემრიელი გამოვა?
მადლობა

Posted by: ushuaia 2 Jun 2014, 20:22
SPC
არგამოვა არაფერი .........................მიიღებ უბრალო მოსულგუნო მასას უგემურს

Posted by: nia4u 2 Jun 2014, 20:47
SPC
პასტერიზებული ფხვნილის რძით არ მგონია რამე გამოვიდეს sad.gif

Posted by: tavadze 3 Jun 2014, 00:53
otarik1977
QUOTE
ამიტომაც არ ვყიდულობ სახლის ყველს,ცოტა ძვირია მაგრამ ქარხნულ ყველი ჯობია იყიდო, დაცული მაინც იქნები

ნუ შეგხვდება, თორემ... 2-3 წლის წინ სუპერმარკეტში (და არა უბნის მაღაზიაში), ზუსტად ქარხნულმა ყველმა, შეფუთვით რომ იყიდება ნაჭრებად, ისე მომწამლა, მსგავსად არასოდეს არაფერს უწყენია.

Posted by: otarik1977 3 Jun 2014, 14:21
tavadze
QUOTE
ნუ შეგხვდება, თორემ... 2-3 წლის წინ სუპერმარკეტში (და არა უბნის მაღაზიაში), ზუსტად ქარხნულმა ყველმა, შეფუთვით რომ იყიდება ნაჭრებად, ისე მომწამლა, მსგავსად არასოდეს არაფერს უწყენია.

ვა მართლა, აქამდე ყველით ვინმე მოწამლულიყოს არ გამიგია,..........ადრე ბავშვობაში ბებიაჩემი მეუბნებოდა რასაც შეჭამ ყველაფერს ყველი დააყოლე და აღარ მოიწამლებიო givi.gif ,ამიტომაცაა ლამის ყველაფერზე შემიძლია ყველის ჭამა ისე მიყვარს love.gif

Posted by: tavadze 3 Jun 2014, 14:32
otarik1977
QUOTE
ვა მართლა, აქამდე ყველით ვინმე მოწამლულიყოს არ გამიგია,..

არც მე გამეგონა, მაგრამ პირველივე ლუკმიდან უსიამოვნო გემო დაჰყვებოდა. არადა, მეტი არაფერი მიჭამია იმ საღამოს.

Posted by: SPC 4 Jun 2014, 12:23
დიდი მადლობა, მაშინ ხომ ვერ მირჩევდით სად შეიძლება ვიყიდო ჰიგიენურ პირობებში დამზადებული ყველი?

Posted by: otarik1977 4 Jun 2014, 14:18
SPC
QUOTE
დიდი მადლობა, მაშინ ხომ ვერ მირჩევდით სად შეიძლება ვიყიდო ჰიგიენურ პირობებში დამზადებული ყველი?

მარკეტებში იკითხე ქარხნული ყველი,მე რაც მინახავს ორნაირია,ერთი დიდი მრგვალი გუდის ყველივით და მეორე ოთხკუთხედი ფორმის შეფუთული, ასევე არის სანებო და მსგავსი ნაჭრებად ვაკუუმში შეფუთული ყველი რომელიც წინა ორთან შედარებით უფრო ძვირია,ყველა ეს კი ოჯახში დამზადებულ ყველთან შედარებით ძვირია,მაგრამ ჰიგიენურად მაინც არის დამზადებული და ვიღაცის დაუბანელი ხელებით არ არის ამოყვანილი mad.gif

Posted by: nia4u 9 Jun 2014, 12:31
QUOTE (nia4u @ 10 May 2014, 02:05 )

მაგის ექსპერტი ლუტაა!
საზღვარგარეთ ცხოვრობს,
ყველს აკეთებს ნაირ-ნაირს
და რჩევების მოცემაც არ ეზარება smile.gif
აი,მაგალითად ეს ნახე
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2517-e18398e1839be18394e183a0e183a3e1839ae18398-e183a7e18395e18394e1839ae18398
და ქვემოთ კომენტარები წაიკითხე აუცილებლად, ტონკოსტები იქ არის-ხოლმე biggrin.gif
აქვე დიდი მადლობა LUTA - ს, რომელსაც იმერული ყველიც კი, შეუძლია, ხელოვნების ნიმუშად აქციოს! smile.gif
ვიღაცის კომენტარი მოვიპარე givi.gif

ირაო
QUOTE
სახლის პირობებში ყველი როგორ მზადდება

Posted by: ირაო 10 Jun 2014, 16:48
nia4u

მადლობა, ვცდი და ვნახოთ თუ გამომივა

Posted by: ირაო 10 Jun 2014, 16:48
?....................................

Posted by: nia4u 10 Jun 2014, 16:50
ირაო
არაფრის smile.gif
თუ კითხვა გექნება, ლუტას მიმართე და დარწმუნებული ვარ, არ დაგზარდება,
მაგრამ ისე დაწვრილებით აქვს დაწერილი, აუცილებლად გამოგივა smile.gif

Posted by: cesdeba 15 Jul 2014, 10:51
მეგობრებო, ასეთი კითხვა მაქვს. მაცივარში, კონტეინერში მქონდა უმარილო ჭყინტი ყველი. სახლიდან წასული ვიყავი თითქმის ერთი თვით. როცა დავბრუნდი აღმოვაჩინე, რომ ყველს გარედან სულ ობი ჰქონდა მოკიდებული. მოვაცილე ეს ობიანი გარსი და შემრჩა სქელი, კარაქივით მასა. ვარგა რამედ თუ ესეც უნდა გადავაგდო?

Posted by: ushuaia 17 Jul 2014, 10:55
cesdeba
ვარგა მე ვჭამ ეგრე სხვა გემოაქვს და კარგია

Posted by: aloha__ 11 Aug 2014, 19:59


მაკდონალდსის ჩიზბურგერში რომელი ყველია იცით ვინმემ? ან გემოზე ხომ არ ცნობთ დაახლოებით რომელია?

Posted by: ინფინიტი 12 Aug 2014, 01:14
aloha__
QUOTE
აკდონალდსის ჩიზბურგერში რომელი ყველია იცით ვინმემ? ა

ჩედარი

smile.gif

Posted by: kato783 13 Aug 2014, 18:34
გამარჯობა, სად შეიძლება შევიძინო ყველი ფილადელფია?

Posted by: predat0r 15 Aug 2014, 10:16
ყველი გორგონზელა ხო არ იცით სად შეიძლება ვიყიდო ? საქართველოშI ვერ ვნახე... არადა რა მაგარი რამეა sad.gif

Posted by: ushuaia 16 Aug 2014, 00:43
kato783
კარფურში თუ არარის სხვაგან არ იქნება........

Posted by: aloha__ 22 Aug 2014, 00:06
QUOTE (ინფინიტი @ 12 Aug 2014, 01:14 )
aloha__
QUOTE
აკდონალდსის ჩიზბურგერში რომელი ყველია იცით ვინმემ? ა

ჩედარი

smile.gif


მადლობა ინფინიტი smile.gif

ჩედარის სპეციფიკური სახეობა ხო ალბათ, ჩედარი ღია ფერისაც ხო ა რსებობს? smile.gif ისე თუ იცით რა განაპირობებს მაგ ფერს, წლები თუ შემადგენლობა?

Posted by: kupara 29 Aug 2014, 17:19
მე პირადად შვეიცარული მიყვარს ყველაზე მეტაად

Posted by: ჰეისან 29 Aug 2014, 19:24
kupara
QUOTE
მე პირადად შვეიცარული მიყვარს ყველაზე მეტაად

არასოდეს დამავიწყდება შვეიცარიული ყველის სამკუთხედი, ნასვრეტებიანი ნაჭერი და ერთი ბაკალი წითელი ღვინო... მაგრად უხდებოდა ერთმანეთს.

Posted by: Niinachka 14 Sep 2014, 20:21
tongue.gif biggrin.gif tongue.gif tongue.gif biggrin.gif tongue.gif biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

Posted by: აჯღაბუჯღა 19 Sep 2014, 02:45
კარგი გუდის ყველი სად ვიშოვო? ყველის მაღაზია ნუცუბიძეზე კიდევ არსებობს?

Posted by: la nina 19 Sep 2014, 13:15
აჯღაბუჯღა

კი, არსებობს..

Posted by: აჯღაბუჯღა 19 Sep 2014, 14:41
la nina
მადლობა.
არ ვყოფილვარ და ეხლა წავალ, ალბათ კარგი რამეები აქვთ )))

Posted by: tavadze 19 Sep 2014, 15:01
აჯღაბუჯღა
QUOTE
კარგი გუდის ყველი სად ვიშოვო?

ალვანში. ოღონდ იქაც უნდა იცოდე ოჯახები.

Posted by: აჯღაბუჯღა 19 Sep 2014, 19:39
tavadze
ეჰ, მასე კი კაია, მარა...

Posted by: ushuaia 19 Sep 2014, 22:53
....................................................................................................,

Posted by: Jacomo 29 Sep 2014, 22:10
ყველი პარმეზანი მჭირდება კვების ობიექტისთვის და ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ყველაზე კარგ ფასად აღება?
დისტრიბუციაც თუ ექნება კარგი იქნება

Posted by: positive 11 Oct 2014, 09:33
ხალხნო..
კარგი აჭარული ყველი სად შეიძლება რომ ვიშოვო?
user posted image
ამას ვგულისხმობ
თბილისში იყიდება სადმე?

Posted by: smith14 17 Oct 2014, 11:51

დამბალი ხაჭო მინდააააა.....

თბილისში არ იყიდება სადმე?

Posted by: stefani 17 Oct 2014, 13:21
smith14
QUOTE
დამბალი ხაჭო მინდააააა.....თბილისში არ იყიდება სადმე?

"ყველის სახლში" აქვთ,რამდენიმე დღის წინ ვნახე,ყაზბეგის ქუჩა 20ა_ში
https://www.facebook.com/cheesehouse/timeline

Posted by: aloha__ 17 Nov 2014, 19:28


მეგობრებო ყველი "რიკოტა" სად ვიყიდო თბილისში ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: ushuaia 17 Nov 2014, 19:30
aloha__
კარფურში იყო ადრე...................................................

Posted by: CortinaDAmpezzo 17 Nov 2014, 20:04
კამამბერი ხო არ იცით იაფად სად იღება?

Posted by: beka331 19 Nov 2014, 09:38
დამბალო ხაჭო იაფში სადმე იშოვება?

Posted by: forever`s_NEVER 19 Nov 2014, 11:21
გოგოებო და ბიჭებო, ხომ არ იცით სად ვიყიდო თბილისში ახმეტური ალპიას ყველი?

Posted by: tavadze 19 Nov 2014, 12:52
beqa331
QUOTE
დამბალო ხაჭო იაფში სადმე იშოვება?

იაფში არ ვიცი, მაგრამ ყველს ფესტივალზე ჩავიწერე ეს ნომერი, თიანელია, სახელი არ ვიცი, დაურეკე და შეუთანხმდი.
592. 34-20-30
გურულების ნომერი ჩავიწერე კიდევ - კამეჩის ყველ-სულგუნი და თხის ყველი ჰქონდათ, მაგრამ ვერ ვპოულობ, რა სახელით ჩავიწერე მენიუში. sad.gif sad.gif რომელიღაც სოფლის გამგებლის ნომერი იყო და არც სოფლის სახელი მახსოვს. sad.gif

Posted by: leqso333 27 Nov 2014, 13:21
სად შეიძლება ყველის ჩაბარება???

Posted by: _DelgadA_ 27 Nov 2014, 20:50
Jacomo
https://www.facebook.com/euroinvestge

Posted by: tatusia 17 Apr 2015, 13:09
ყველის ამოყვანა იცით ვინმემ?
მოკლედ როგორ უნდა გავაკეთო ისე რომ ყველი ცხიმიანი ამოვიდეს და მთელი ცხიმი შრატში არ დარჩეს? თითქმის ცივი რძეც ვცადე მარა მაინც იგივეა, ყველი ფითქინა ამოდის და შრატი ყვითელი, ცხიმიანი რჩება.
რა შეცდომას ვუშვებ ვერ ვხვდები sad.gif

პეფსინით ვაკეთებ
აი ამით
http://www.radikal.ru

Posted by: tavadze 21 Apr 2015, 01:57
tavadze
QUOTE
გურულების ნომერი ჩავიწერე კიდევ - კამეჩის ყველ-სულგუნი და თხის ყველი ჰქონდათ, მაგრამ ვერ ვპოულობ, რა სახელით ჩავიწერე მენიუში.    რომელიღაც სოფლის გამგებლის ნომერი იყო და არც სოფლის სახელი მახსოვს.

ვიპოვე ეს ნომერი, თუ ვინმეს გაინტერესებთ: 595.43-00-45, ბესო.
tatusia
QUOTE
მოკლედ როგორ უნდა გავაკეთო ისე რომ ყველი ცხიმიანი ამოვიდეს და მთელი ცხიმი შრატში არ დარჩეს? თითქმის ცივი რძეც ვცადე მარა მაინც იგივეა, ყველი ფითქინა ამოდის და შრატი ყვითელი, ცხიმიანი რჩება.

მე მგონი, ეგ შეუძლებელია. rolleyes.gif ანუ ცხიმი მაინც დარჩება შრატში.

Posted by: nadya-nadya 21 Apr 2015, 12:59
tatusia
QUOTE
მოკლედ როგორ უნდა გავაკეთო ისე რომ ყველი ცხიმიანი ამოვიდეს და მთელი ცხიმი შრატში არ დარჩეს? თითქმის ცივი რძეც ვცადე მარა მაინც იგივეა, ყველი ფითქინა ამოდის და შრატი ყვითელი, ცხიმიანი რჩება.
რა შეცდომას ვუშვებ ვერ ვხვდები

ყველი ფითქინაა იმიტომ, რომ რძის ცილა (კაზეინი ) თეთრი ფერისაა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველს ცხიმი არ აქვს. შრატი კი რაც არ უნდა მოხდილი იყოს, მაინც ყვითელი ფერისაა, ასე, რომ არაფერს აშავებ მშვენიერი,ცხიმიანი ყველი გექნება. უცხიმო ყველი მაშინ გამოდის, როც რძეს კვეთის დამატებამდე ხდიან ცხიმს. შენ რახან წინასწარ ცხიმს არ ხდი, გექნება ჩვეულებრივი, მოუხდელი ყველი. ისე, დარჩენილ შრატს თუ ძალიან დაბალ ცეცხლზე ქვაბით ცალ მხარეს შემოდგამ და დიდხანს ადუღებ (1 სთ მაინც) , მშვენიერ ნადუღს მიიღებ , მხოლოდ უნდა გაწურო მიტკლის ტომსიკაში yes.gif

Posted by: amadeus 21 Apr 2015, 17:23
1 კილო ყველის მისაღებად რამდენი რძეა საჭირო?

ძროხის რძე - ???

ცხვარი - ???

თხა - ???

Posted by: IngaKh 21 Apr 2015, 17:53
QUOTE (amadeus @ 21 Apr 2015, 17:23 )
1 კილო ყველის მისაღებად რამდენი რძეა საჭირო?

ძროხის რძე - ???

ცხვარი - ???

თხა - ???

როგორც ვიცი, ყველის რაოდენობა რძის ცხიმიანობაზეა დამოკიდებული. Kამეჩს აქვს ყველაზე ცხიმიანი რძე და შესაბამისად ყველიც მეტი გამოდის. 10 ლიტრი ძროხის რძიდან კილო სამასი ყველი გამოვიდა, სულუგუნი 1 კგ.

Posted by: amadeus 22 Apr 2015, 10:15
IngaKh
თხის რძეზე მეტად ცხიმიანია კამეჩის?

Posted by: IngaKh 22 Apr 2015, 11:15
QUOTE (amadeus @ 22 Apr 2015, 10:15 )
IngaKh
თხის რძეზე მეტად ცხიმიანია კამეჩის?

ეგ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ჩემებს ვკითხავ ამ საღამოს.

Posted by: tavadze 22 Apr 2015, 11:24
amadeus
QUOTE
IngaKh
თხის რძეზე მეტად ცხიმიანია კამეჩის?

მე მგონი - კი.

Posted by: amadeus 22 Apr 2015, 11:45
tavadze
შენ გეცოდინება თხის რძიდან რამდენი ყველი მიიღება და თუ კარგია ხაჭოდ?

Posted by: IngaKh 22 Apr 2015, 20:23
QUOTE (amadeus @ 22 Apr 2015, 11:45 )
tavadze
შენ გეცოდინება თხის რძიდან რამდენი ყველი მიიღება და თუ კარგია ხაჭოდ?

ე.ი. თხის რძე იმდენად უცხიმო ყოფილა, რომ ყველი ძალიან ცოტა ამოდისო, ეს ცოტა რამდენია ვერ მითხრეს. მაწონი წყალ-წყალა გამოდისო და ხაჭოს არავინ აკეთებსო, იმიტომ, რომ თხის რძეს სპეციფიური სუნი ჰქონია. ძირითადად რძეს იყენებენ, დიეტური ყოფილა და ბავშვებისთვის უფრო სასარგებლო ვიდრე ძროხის რძე.
ყველაზე სქელი და მკვრივი მაწონი კამეჩის რძIსგან მზადდებაო. 5 ლიტრი რძიდან 1კგ ყველი ამოვაო.
ძროხის 8 ლ. რძიდან -1 კგ ყველიო.

Posted by: tavadze 22 Apr 2015, 20:36
amadeus
QUOTE
tavadze
შენ გეცოდინება თხის რძიდან რამდენი ყველი მიიღება და თუ კარგია ხაჭოდ?

როგორც დაგიწერეს, ყველი ცოტა ამოდის, რადგან დაბალი ცხიმიანობისაა. ყველს გემოც განსხვავებული აქვს, თუმცა რძეც და ყველიც ბევრად ჯობია ძროხისას.
ხაჭოზე მართლა არაფერი მსმენია.
პ.ს. ბიზნესს იწყებ თუ რატომ გაინტერესებს თხები და რძე-ყველის რაოდენობა? wink.gif wink.gif
ჩვენებური ძროხის რძე საშუალო ცხიმიანობისაა და 6 ლიტრიდან ამოდის 1 კილო ყველი.

Posted by: amadeus 23 Apr 2015, 10:13
IngaKh
tavadze
გაიხარეთ მეგობრებო smile.gif

QUOTE
ბიზნესს იწყებ თუ რატომ გაინტერესებს თხები და რძე-ყველის რაოდენობა?

არა ჩემთვის მინდა ამოვიყვანო, დავავარგო და ვიკაიფო რა smile.gif

Posted by: ushuaia 23 Apr 2015, 11:47
სულგუნი რაღირს ბაზარში....................................../?

Posted by: iverson 23 May 2015, 01:16
დამეხმარეთ გთხოვთ. მოკლედ ვცადე LUTAს რეცეპტით გამეკეთებინა იმერული ყველი და არ გამოვიდა.

და ხო ვერ მეტყვით რატომ? ე.ი. დავდგი დაბალ ცეცხლზე 4 ლიტრი რძე და ცოტა რომ "იკბინებოდა" ჩავყარე ცოტა მარილი. შემდეგ ორი წუთი ვაცადე და ჩავასხი რენეტი გაზავებული წყალშI. ამ რენეტს ეწერა რომ 1/2 ჩაის კოვზი 2 გალონზეო. 1 გალონი არის დაახლოებით 3.7ლიტრი და მაინც თითქმის ნახევარი ჩაის კოვზი გავხსენი 20ჯერ მეტ წყალში (ეგრე ეწერა რენეტს) და ჩავასხი რძეში, რომელიც მქონდა ცეცხლიდან გადმომდგარი. და ვურიე სადღAც 1 წუთი, შემდეგ დავაფარე ქვაბს სახურავი და პირსახოცები მოვახვიე და არ გამინძრევია 45 წუთი (ლუტას რეცეპტშიც და რენეტის ბოთლზეც ეწერა რო 45 წუთი უნდა).

45 წუთში ვნახე და იყო ნაზი კრემივით. დავჭერი "კუბიკებად" და ქვევით ეტყობოდა რომ არ იყო კარგად შედედებული. ანუ უფრო ზევიდან იყო ეს კრემი. და მერე დავარღვიე ხელით თან ნელ ცეცხლზე მქონდა შემდგარი და მოკლედ არ შეიკრა საერთოდ. აი ღომის ხარშვას რო იწყებ და სანამ გაიხსნება პატარა "კორკოშები" როა ეგეთI იყო. ხოდა მერე გადავასხი :/

ხოდა მითხარით რა გთხოვთ სად იყო ჩემი შეცდომა. უფრო მეტი რენეტი უნდოდა თუ უფრო დიდხანს გაჩერება?

http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/2517-e18398e1839be18394e183a0e183a3e1839ae18398-e183a7e18395e18394e1839ae18398

Posted by: iverson 23 May 2015, 01:19
აი დალექილი :/

Posted by: ushuaia 23 May 2015, 02:10
მაგარიაა.........................................................

Posted by: IngaKh 23 May 2015, 12:20
QUOTE (iverson @ 23 May 2015, 01:16 )
დამეხმარეთ გთხოვთ. მოკლედ ვცადე LUTAს რეცეპტით გამეკეთებინა იმერული ყველი და არ გამოვიდა.

და ხო ვერ მეტყვით რატომ? ე.ი. დავდგი დაბალ ცეცხლზე 4 ლიტრი რძე და ცოტა რომ "იკბინებოდა" ჩავყარე ცოტა მარილი. შემდეგ ორი წუთი ვაცადე და ჩავასხი რენეტი გაზავებული წყალშI. ამ რენეტს ეწერა რომ 1/2 ჩაის კოვზი 2 გალონზეო. 1 გალონი არის დაახლოებით 3.7ლიტრი და მაინც თითქმის ნახევარი ჩაის კოვზი გავხსენი 20ჯერ მეტ წყალში (ეგრე ეწერა რენეტს) და ჩავასხი რძეში, რომელიც მქონდა ცეცხლიდან გადმომდგარი. და ვურიე სადღAც 1 წუთი, შემდეგ დავაფარე ქვაბს სახურავი და პირსახოცები მოვახვიე და არ გამინძრევია 45 წუთი (ლუტას რეცეპტშიც და რენეტის ბოთლზეც ეწერა რო 45 წუთი უნდა).

45 წუთში ვნახე და იყო ნაზი კრემივით. დავჭერი "კუბიკებად" და ქვევით ეტყობოდა რომ არ იყო კარგად შედედებული. ანუ უფრო ზევიდან იყო ეს კრემი. და მერე დავარღვიე ხელით თან ნელ ცეცხლზე მქონდა შემდგარი და მოკლედ არ შეიკრა საერთოდ. აი ღომის ხარშვას რო იწყებ და სანამ გაიხსნება პატარა "კორკოშები" როა ეგეთI იყო. ხოდა მერე გადავასხი :/

ხოდა მითხარით რა გთხოვთ სად იყო ჩემი შეცდომა. უფრო მეტი რენეტი უნდოდა თუ უფრო დიდხანს გაჩერება?

http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/2517-e18398e1839be18394e183a0e183a3e1839ae18398-e183a7e18395e18394e1839ae18398

ზედმეტად ხომ არ გააცხელეთ. ახლადმოწველილი რძე რომელსაც სოფლებში ადედებენ არ ,,იკბინება" , ზომიერად თბილია. უნდა ,,იკბინებოდეს" მაწვნის გასაკეთებელი რძე. ის ,,გაფუჭებული" მასა არ უნდა გადაგექციათ, ხაჭო გამოვიდოდა თუ მოადუღებდით. დოზებზე ვერაფერს გეტყვით.

Posted by: iverson 23 May 2015, 22:33
IngaKh
ხოო ალბათ ძაან გავაცხელე.. ლუტას უწერია 37-38 გრადუსამდე და ამ ვიდეოში https://www.youtube.com/watch?v=DSvLD8uXwQc
29-35 გრაუსამდე.. ახლა ვიყიდე თერმომეტრი რომელიც 38 გრადუსიდან იწყებს ჩვენებას. მურაბებისთვის და კარამელისთვის და წიწილისთვის გამოიყენება ეს თერმომეტრი, და ალბათ რძეშიც შეიძლება ჩადება spy.gif ანუ მურაბა ხო თხევადია და რძეც rolleyes.gif

კიდე ვცდი ცოტახანში.. ამ ვიდეოში წყალში არ აზავებენ პეპსინს მარა რავი როგორც ჩემი რენეტის ბოთლს აწერია რომ გააზავეთო, ალბათ ჯობია გავაზავო :3

* * *
აუ დაიცადეთ იმ რეცეპტში არის რომ შედედების მერე კიდე უნდა დადგა ცეცხლზე და იმ ვიდეოში აღარ დგავს ცეცხლზე ეგრევე იღებს spy.gif აუ რა ვქნა არ მინდა კიდე 4 ლიტრი რძის გაფუჭება biggrin.gif

Posted by: tavadze 23 May 2015, 23:43
iverson - ეგ საკვეთი სითხე, არ ვიცი, როგორია, მაგრამ ცოტა ხომ არ მოგივიდა? თავად წერ, რომ ზედმეტად არ გაგიცხელებია, მხოლოდ იკბინებოდაო... პეპსინს კი იყენებენ და ვიცი, რომ კვეთავს, და ეგ არ ვიცი, როგორია...
სოფელში შედედების შემდეგ, უშუალოს ამოყვანის პროცესშიც დგამენ ცეცხლზე, მაგრამ არ უნდა გააცხელო, მხოლოდ შეათბო...
ან მარილი რა საჭიროა კვეთის ჩასხმამდე? ეგ არ გააფუჭებდა ანუ არ შეუშლიდა ხელს შედედებას, მაგრამ არ გამიგონია, რომ მაგას ვინმე აკეთებდეს სოფელში.

Posted by: iverson 24 May 2015, 00:04
tavadze
რავი აქ ეწერა რომ შეგიძლიათ რძეშიც ჩაყაროთო მარილი
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/2517-e18398e1839be18394e183a0e183a3e1839ae18398-e183a7e18395e18394e1839ae18398
აღარ ჩავყრი :3 და რავი ეს რენეტი წესით პირიქით ბევრი ჩავასხი. და თავისზე 20ჯერ მეტ წყალში გააზავეთო და თვალის ზომით გავაზავე და ახლა ზუსტად ზუსტად ვიზავ.


ახლა კიდე ეს ვნახე:
http://www.coolnws.ru/foods/gruzia/suluguni/
საათნახევარი გააჩერეთ შესადედებლადო..

კიდე ეს Calcium Chloride მაქ, რენეტამდე უნდა ჩაასხა რომ უფრო კარგად შედედდეს, მაგრამ თუ წელვად ყველს აკეთებ არ შეიძLება. ნუ იმერული ყველი ხო არაა წელვადი? ეხა ვფიქრობ ჩავასხა თუ არა ეს კალციუმი spy.gif წინაზე არ ჩავასხი. ხო მოკლედ არ ვიცინუ თუ კიდე არ გამოვიდა ხაჭოს მაინც გავაკეთEბ



Posted by: tavadze 24 May 2015, 00:27
iverson
QUOTE
ახლა კიდე ეს ვნახე:
http://www.coolnws.ru/foods/gruzia/suluguni/
საათნახევარი გააჩერეთ შესადედებლადო..

ეგ ასე განსაზღვრული არაა – ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანში შედედება რძე. თუ კარგი კვეთია, ნახევარ საათშიც შედედდება.

Posted by: iverson 24 May 2015, 04:45
ააააა გამოვიდა biggrin.gif jump.gif

ოღონდ ძლივს გამოვიდა და ახლა მოვყვები იქნებ ვინმეს გამოადგეს:
მოკლედ დავდგი მაღალ ცეცხლზე თითქმის 4ლ რძე. და გავუკეთე ეს თერმომეტრი და ისე მოხდა რომ უცებ ავარდა ტემპერატურა 40მდე და ველოდე მერე და მოკლედ რო ჩამოვიდა სადღაც 32მდე ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი რენეტი ჩავასხი ჯამში, და მერე დავიტვალე ნელნელა ვასხავდი 20 ჩაის კოვზ წყალს. ანუ გამოვიდა რომ უეჭველი 20ჯერ მეტი წყალი იყო. ხოდა ანუ ეს გავაკეთე მას მერე რაც რძის ტემპერატურა იყო მზად. და პირველ ჯერზე როგორც ჩანს ძაან გავაცხელე იმიტორო ეს 32 გრადუსი არ იკბინებოდა biggrin.gif

ხოდა ესე მრგვალად ჩავასხი წყალშI გახსნილი რენეტი და მერე ვურიე 1 წუთი და დავახურე სახურავი და 1 საათი და 35 წუთი გავაჩერე. და იყო მაწონივით. რო დავჭერი კუბიკებად და დავარღვიე, არ იკვრებოდა ისევ. მარა მაწონს გავდა უფრო ვიდრე წინაზე. და მაინც შემოვდგი ცეცხლზე და დავიწყე საწურში გადატანა კოვზით, და უცებ ვგრძნობ რომ ფსკერზე რაღაც უფრო მაგარი გახდა... და ამოვიღე ხელით და უკვე ეს ცოტა გაცხელებული ნაწილები წეპოვანი იყო და გუნდა შეიკრა. და მერე რაღAცნაირად ვიგრძენი როდის უნდა გადმომედგა ცეცხლიდან. აი ძაან რო გაცხელდა უკვე ეს ყველის ნაწილები. და ძაან დიდხანს ვაგროვებდი გუნდაში. 40 წუთი. საწურითაც ვითევზავე და თითქმის ყველაფერი ამოვიღე.

Posted by: iverson 24 May 2015, 04:52
მოკლედ რომ შედედდება და დანას გაუსმევთ, ზევით არ უნდა ამოვიდეს რძე. ანუ არ უნდა იყოს ქვევით რძე დარჩენილი და ზევით შედედებული (ჩემი დაკვირვების მიხედვით user.gif )

Posted by: iverson 24 May 2015, 04:59
------------------------------------------------

Posted by: iverson 24 May 2015, 09:48
-----------------------------------------

Posted by: IngaKh 24 May 2015, 13:06
QUOTE (iverson @ 24 May 2015, 09:48 )
-----------------------------------------

გილოცავთ! მიხარია რომ გამოგივიდათ. დარჩენილ შრატს თუ აადუღებთ გემრიელი ნადუღი გამოვა. წამოდუღებამდე ცოტა მარილს ყრიან შიგ, უკეთ მოდუღდებაო, რამდენად მართალია ვერ გეტყვით.

Posted by: psyxo 24 May 2015, 14:37
karlsoni
QUOTE
გადი დიდუბეში და დამბალი ხაჭო იყიდე.

რა ადგილას დიდუბეში, რა ფასში ყიდიან?

Posted by: karlsoni 24 May 2015, 15:13
psyxo
QUOTE
რა ადგილას დიდუბეში, რა ფასში ყიდიან?

რავი, იყიდება კიდევ?
7 წლის წინანდელი პოსტია. . . .
biggrin.gif
ადრე ცამოჰქონდათ ხოლმე, ეხლა აღარ ვიცი. . . .

Posted by: Jgenti` 25 May 2015, 04:30
karlsoni
biggrin.gif


-----------------------------------------------

Posted by: nia4u 26 May 2015, 13:26
iverson
გილოცააავ!
ძალიან მაგარი შეგრძნება ალბათ smile.gif

Posted by: Bite_my_lip 18 Jun 2015, 13:27
ჰოლანდიური ყველი გავსინჯე ამის წინ)))))) ფერადები
ვარდისფერი,შაბიამნისფერი და მწვანე :DDDD ძაან უცნაური იყო გემრიელი არ ეტქმის ოღონდ

Posted by: ushuaia 19 Jun 2015, 01:03
ამ დროს ყველაზე იაფია ყველი......................

სულგუნი 7 ლარი
ჭყინტი 6 ლარი

Posted by: Nineties_Kid 9 Jul 2015, 00:00

მოკლედ მინდა იმერული ყველის გაკეთება.
აქ ყოფილხართ ექსპერტები, ყოჩაღ თქვენ რაა რამდენიმე გვერდს გავდხედე.

Labextrakt ქვია გერმანულად თურმე კვეთს და ეს გამომადგება?
http://www.amazon.de/Labextrakt-K%C3%A4selab-fl%C3%BCssig-30ml-Naturlab/dp/B00QSA1UAA/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1436378652&sr=8-1&keywords=Lab

ეს კარგი რეცეპტია თუ აი perfectcook-იდან ჯობია?
http://mzareuli.info/?cat=14&show_id=139



მე ახლა ეგრვე მოწველილი ძროხის რეს ვერ ვიშოვი და მარკეტში რძეს რაზე უნდა დავაკვირდე? ანუ რა გავითვალისწინო?
საზაღვარგარეთ ვარ და მაგრად მინდა ყველის გაკეთება.

ის თერმომეტრი რომ არ ვუყიდო ვერ ვიზამ ხო?

მოკლედ დიდი მადლობა წინასწარ.

გთხოვთ არ დმატოვოთ უყურადღებოდ.

Posted by: IngaKh 9 Jul 2015, 19:20
QUOTE (Nineties_Kid @ 9 Jul 2015, 00:00 )
მოკლედ მინდა იმერული ყველის გაკეთება.
აქ ყოფილხართ ექსპერტები, ყოჩაღ თქვენ რაა რამდენიმე გვერდს გავდხედე.

Labextrakt ქვია გერმანულად თურმე კვეთს და ეს გამომადგება?
http://www.amazon.de/Labextrakt-K%C3%A4selab-fl%C3%BCssig-30ml-Naturlab/dp/B00QSA1UAA/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1436378652&sr=8-1&keywords=Lab

ეს კარგი რეცეპტია თუ აი perfectcook-იდან ჯობია?
http://mzareuli.info/?cat=14&show_id=139



მე ახლა ეგრვე მოწველილი ძროხის რეს ვერ ვიშოვი და მარკეტში რძეს რაზე უნდა დავაკვირდე? ანუ რა გავითვალისწინო?
საზაღვარგარეთ ვარ და მაგრად მინდა ყველის გაკეთება.

ის თერმომეტრი რომ არ ვუყიდო ვერ ვიზამ ხო?

მოკლედ დიდი მადლობა წინასწარ.

გთხოვთ არ დმატოვოთ უყურადღებოდ.

რძე არ უნდა იყოს ანადუღარი, ანუ გადადუღებული არ უნდა იყოს. ტემპერატურას რაც შეეხება, ნეკა თითს რომ ჩაყოფთ ჩვენი სხეულის ტემპერატურის უნდა იყოს, ე.ი. 36 გრადუსი. Kვეთი და დოზები არ ვიცი. Mაგრამ, ივერსონს უწერია 107-ე გვერდზე დაწვრილებით.

Posted by: ushuaia 10 Jul 2015, 09:20
ყველაზე მაგარი რამ......................................

Posted by: ninicool 10 Jul 2015, 10:27
ushuaia
QUOTE
ჭყინტი 6 ლარი

გორში 4 -5 ლარი ღირს.

Posted by: iverson 24 Jul 2015, 07:40
IngaKh
nia4u
მადლობა bis.gif



მაგ დღის მერე ყველი აღარც გვიყიდია. სულ მეთვითონ ვაკეთებ, ძალიან ვხალისობ პროცესით და მინდა ხოლმე აქ დავწერო, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი გამოდის და ჯერ ვერ დავადგინე ვერაფერი ისეთი რომ სხვას გავუზიარო. ნუ ერთი რასაც ვაკეთებ რომ შრატში შედედებულ ყველს არ ვტოვებ საერთოდ. საცერით ვთევზაობ და ბოლოს გადავწურავ ხოლმე და ანუ ყველაფერი საცერში რჩება, რომ მაქსიმალურად დიდი ყველი გამოვიდეს.

სულგუნის გაკეთებას ვცდილობ ჯერჯერობით არ გამოდის. პირველ ჯერზე გამოვიდა ასეთი, გემოთი უფრო გავდა სულგუნს ვიდრე გარეგნობით. მეორე ჯერზე გამოვიდა ჩვეულებრივი მშრალი ხაჭო :/ ანუ არ გაიწელა საერთოდ და რამდენიმე ვერსია მაქვს რატომ მოხდა ასე და იმედია ნელნელა ექსპერიმენტებით მივალ ჭეშმარიტებამდე

gigi.gif


Posted by: IngaKh 24 Jul 2015, 08:11
QUOTE (iverson @ 24 Jul 2015, 07:40 )
IngaKh
nia4u
მადლობა bis.gif



მაგ დღის მერე ყველი აღარც გვიყიდია. სულ მეთვითონ ვაკეთებ, ძალიან ვხალისობ პროცესით და მინდა ხოლმე აქ დავწერო, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი გამოდის და ჯერ ვერ დავადგინე ვერაფერი ისეთი რომ სხვას გავუზიარო. ნუ ერთი რასაც ვაკეთებ რომ შრატში შედედებულ ყველს არ ვტოვებ საერთოდ. საცერით ვთევზაობ და ბოლოს გადავწურავ ხოლმე და ანუ ყველაფერი საცერში რჩება, რომ მაქსიმალურად დიდი ყველი გამოვიდეს.

სულგუნის გაკეთებას ვცდილობ ჯერჯერობით არ გამოდის. პირველ ჯერზე გამოვიდა ასეთი, გემოთი უფრო გავდა სულგუნს ვიდრე გარეგნობით. მეორე ჯერზე გამოვიდა ჩვეულებრივი მშრალი ხაჭო :/ ანუ არ გაიწელა საერთოდ და რამდენიმე ვერსია მაქვს რატომ მოხდა ასე და იმედია ნელნელა ექსპერიმენტებით მივალ ჭეშმარიტებამდე

gigi.gif

სულუგუნის გასაკეთებლად საჭიროა უმარილო, მჟავე ყველი. თქვენს სურათზე რაც არის, როგორც ვატყობ ძალიან გადაგიმჟავდათ. ყველს რომ ამოიყვანთ, თუ სულუგუნისთვის გინდათ ძალიან ნუ გამოუწურავთ შრატს, ანუ, თეფშზე რომ დადებთ და ოდნავ შრატი გამოუვა არ გადაუწუროთ, მოსამწიფწბლად დაუტოვეთ. რამდენად სწრაფად მომწიფდება ოთახის ტემპერატურაზეა დამოკიდებული, სიცხეში სწრაფად მჟავდება, სიცივეში შEიდზლება მეორე დღემდე არ გადაიზილოს. ხშირ-ხშირად შეამოწმეთ, ადუგებულ წყალში ჩააგდეთ ყველის პატარა ნაჭერი თუ ისე გაიწელა რომ არ გაწყდა. Yველი მომწიფებულია, თან ვიზუალურადაც დაისვრიტება, აფუშფუშდება ზაფხულში მაინც განსაკუთრებით. მომწიფებული ყველი დაჭერით ერთი სანტიბეტრის სისქის ფირფიტებად ან ზედ დაასხით ადუღებული წყალი და ისე გადაზილეთ ან ყველი ჩაყარეთ ცხელ წყალში. Mხოლოდ, ქვაბი გაზქურიდან გადმოდგით, რომ ყველი ზედმეტად არ ჩაგეხარშოთ და არ ჩაგიდნეთ. გადაზელილ სულუგუნს ცივი წყალი გადაავლეთ, მოაყარეთ ყველა მხრიდან მარილი და მზადაა. წარმატებები! 2kiss.gif

Posted by: iverson 24 Jul 2015, 10:25
IngaKh
აუ აუ ძაან დიდი მადლობა! love.gif მე ვწურავდი ყველს ვაჩერებდი 1 ღამე მაცივარში საცერზე და მერე ნაჭრებად დაჭრილს ვცდილობდი წყალთან ერთად გაცხელებას, იმიტორო ეგრე იყო ვიდეოში "ყველის წარმოება" თუ რაღAც ქვია Youtubeze დევს და აშკარად არასწორია! და ახლაც სანამ ეს წავიკითხე დაახლოებით 2 საათი მედო საწურზე ახალი ყველი და ახლა ჩავდე რაც გამოიწურა იმ წყალშI და ეგრე გავაჩერებ ღამე და დილით ვნახავ. ძაან ცხელა იმედია ამჟავდება bis.gif

Posted by: IngaKh 24 Jul 2015, 16:41
QUOTE (iverson @ 24 Jul 2015, 10:25 )
IngaKh
აუ აუ ძაან დიდი მადლობა! love.gif მე ვწურავდი ყველს ვაჩერებდი 1 ღამე მაცივარში საცერზე და მერე ნაჭრებად დაჭრილს ვცდილობდი წყალთან ერთად გაცხელებას, იმიტორო ეგრე იყო ვიდეოში "ყველის წარმოება" თუ რაღAც ქვია Youtubeze დევს და აშკარად არასწორია! და ახლაც სანამ ეს წავიკითხე დაახლოებით 2 საათი მედო საწურზე ახალი ყველი და ახლა ჩავდე რაც გამოიწურა იმ წყალშI და ეგრე გავაჩერებ ღამე და დილით ვნახავ. ძაან ცხელა იმედია ამჟავდება bis.gif

მე რაც დაგიწერეთ პირადი გამოცდილებიდან გამომდენარეა და ჩემებიც დღემდე ამ მეთოდით აკეთებენ სულუგუნს. თუ ძალიან ცხელა შეიძლება ამსაღამოსაც გადაიზილოს. საწურზე რომ გქონდათ ეგ კარგია, მასა ხომ უნდა შეიკრას, მაგრამ ზედმიწევნით გამოწურვა არ სჭირდება.

Posted by: iverson 24 Jul 2015, 23:33
ახლა ჩავაგდე თითქმის ადუღებულ წყალში პატარა ნაჭერი, ცოტახანი გავაჩერე და გაიწელა ცოტა მაგრამ გაწყდა. 10 საათში ვნახავ კიდე, დღეს ცოტა გრილი დღეა.


გუშინ ბევრი კალციუმი და რენეტი ჩავასხი. საერთოდ tspn თავიდან მეგონა tea spoon ანუ ჩაის კოვზი და თურმე არის table spoon ანუ სუფრის კოვზი facepalm.gif და სამ ლიტრ რძეში ჩავასხი 1 სუფრის კოვზი კალციუმი გახსნილი წყალში და 1 სუფრის კოვზი რენეტი გახსნილი წყალში. რო მოვურიე თავიდან ეგრევე აიჭრა. დავაცადე 1 საათი და ასე შედედდა. იმაზე მეცინება, რომ გუშინ ვუყურე Interstellarს. კოსმოსზეა ფილმი და ჩემი ყველიც პლანეტისნაირი გამოვიდა biggrin.gif
user posted image

დავარღვიე ჯერ დანით მერე ხელით და ძალიან ადვილად ამოვიყვანე. სადღაც 5 წუთი დამჭირდა, როცა როგორც წესი ნახევარ საათს ვუნდები. გემოზე მგონი არ დაეტყო არაფერი რომ ზედმეტი კალცი და რენეტი აქვს, რო დავჭრი მაინტერესებს ნახვრეტები თუ ექნება user.gif

user posted image

user posted image

* * *
აუ არ იწელება მაინც sad.gif ცოტა გაყვითლდა და სუნიც აქვს, აშკარად ამჟავდა და მაინც არ იწელება


პასტერიზებული რძე როა მაგიტომ ხო არა fig.gif

Posted by: IngaKh 25 Jul 2015, 10:18
QUOTE (iverson @ 24 Jul 2015, 23:33 )
ახლა ჩავაგდე თითქმის ადუღებულ წყალში პატარა ნაჭერი, ცოტახანი გავაჩერე და გაიწელა ცოტა მაგრამ გაწყდა. 10 საათში ვნახავ კიდე, დღეს ცოტა გრილი დღეა.


გუშინ ბევრი კალციუმი და რენეტი ჩავასხი. საერთოდ tspn თავიდან მეგონა tea spoon ანუ ჩაის კოვზი და თურმე არის table spoon ანუ სუფრის კოვზი facepalm.gif და სამ ლიტრ რძეში ჩავასხი 1 სუფრის კოვზი კალციუმი გახსნილი წყალში და 1 სუფრის კოვზი რენეტი გახსნილი წყალში. რო მოვურიე თავიდან ეგრევე აიჭრა. დავაცადე 1 საათი და ასე შედედდა. იმაზე მეცინება, რომ გუშინ ვუყურე Interstellarს. კოსმოსზეა ფილმი და ჩემი ყველიც პლანეტისნაირი გამოვიდა biggrin.gif
user posted image

დავარღვიე ჯერ დანით მერე ხელით და ძალიან ადვილად ამოვიყვანე. სადღაც 5 წუთი დამჭირდა, როცა როგორც წესი ნახევარ საათს ვუნდები.  გემოზე მგონი არ დაეტყო არაფერი რომ ზედმეტი კალცი და რენეტი აქვს, რო დავჭრი მაინტერესებს ნახვრეტები თუ ექნება user.gif

user posted image

user posted image

* * *
აუ არ იწელება მაინც sad.gif  ცოტა გაყვითლდა და სუნიც აქვს, აშკარად ამჟავდა და მაინც არ იწელება


პასტერიზებული რძე როა მაგიტომ ხო არა fig.gif

უი, არ ვიცი, შეიძლება პასტერიზებული რძიდან ისეთი ყველი არ ამოდის, როგორც ბუნებრივიდან. თქვენს სურათებს გადავხედე და დაჭრილი ყველი ნამდვილ ყველს კი გავს, მაგრამ აი შედედებული რძე აჭრილივითაა, თითქოსდა ნადუღს ადუღებენო. რძე რომ შედედდება ერთგვაროვანი, გლუვი ზედაპირი უნდა ჰქონდეს. ერთი შეხედვით გეგონებათ რძე ასხიაო, მხოლოდ კედლებთან ექნება სველის ზოლი მოყოლებული, შეხებით მკვრივი მასა უნდა იყოს. ან ძალიან ცხიმიანი ხომ არ არის რძე, ჩვენთან ზამთარში ნედლი ბალახი რომ არ არის რძის ცხიმიანობა იზრდება და სულუგუნის გადაზელვაც უჭირს ჩვენებს. რაოდენობრივად არ ვიცი ცხიმის პროცენტულობა რამდენი უნდა იყოს.

Posted by: ushuaia 26 Jul 2015, 07:54
იიიფ................................................................................................

Posted by: Makulatura 27 Jul 2015, 23:12
გუდა

http://picsee.net/

Posted by: iverson 1 Aug 2015, 23:54


ბევრი ფიქრის შემდეგ მგონია რომ პეპსინი(რენეტის) ბრალია ყველაფერი. სხვანაირად ადედებს. თუ ნორმა ჩაასხი აი ძლივს შეაწებებ თან ძაან დიდხანს უნდა ელოდო, თუ ზედმეტი ჩაასხი ეგრევე იჭრება.

ხოდა ვინმე ხო არ იცით რომ კანადაში ან შტატებშI გამოსვლოდეს სულგუნი და თუ იცით დამაკავშირეთ რა მაგ ადამიანთან user.gif

ან შეგიძლიათ დამიწეროთ რომელ პეპსინსაც იყენებთ რითიც გამოგდით სულგუნი რა ინგრედიენტები აქვს?

Posted by: merciamercia 27 Sep 2015, 22:55
კარგი ჰოლანდიური ყველი სად შეიძლება ვიყიდო? რეზინის გენო რომ არ ჰქონდეს?
ბოლოს რომ ვიყიდე რეზინის გემო ჰქონდა

Posted by: don gajetino 28 Sep 2015, 04:43
მხილოდ სულგუნის მოყვარულებმა მომწერეეთ


.......


...........

Posted by: Corleone 1 Dec 2015, 16:31
მესხური ყველი სად იყიდება ხომ არ იცით ვინმემ? ხარისხიანი ტენილი ყველი მოკლედ.

ასევე ვარძიის ყველი თუ გაგიგიათ?

იქნებ მიმასწავლოთ. smile.gif)))

Vielen Dank.

Posted by: tavadze 2 Dec 2015, 00:28
Corleone
QUOTE
მესხური ყველი სად იყიდება ხომ არ იცით ვინმემ? ხარისხიანი ტენილი ყველი მოკლედ.

ტენილი ყველი ყველის მაღაზიებს ჰქონდათ. ერთი ნუცუბიძეზეა, ერთიც - იოსებიძეზე. მგონი, ქავტარაძეზეც არის სადღაც...

Posted by: femida.linda 11 Jan 2016, 11:50
QUOTE (MaiaBibiluridze @ 10 Apr 2012, 15:21 )
QUOTE (jinchvel @ 2 Jan 2007, 12:37 )
"ტენილი" ყველი ვის უჭამია?  უუუმაგრესია!!!
ესე იგი ეს ყველი სახლის პირობებში ასე მზადდება:  ჩვეულებრივი ჩეჩილი ყველი (უფრო მეტად თუ დაჩეჩავთ უკეთესია) + ნაღები...  რამოდენიმე საათი გააჩერეთ და მიირთვით.
ძალიან გემრიელობაა..

ამ ყველს მესხეთში ამზადებენ...
ორიგინალური რეცეპტი ოდნავ გნსხვავებულია იმ გარემოებით, რომ ახლად  ამოყვანილ ჩეჩილს იყენებენ და უფორ რბილი გამოდის

მე გავსინჯე და ძალიან მომეწონა yes.gif

სად შეიძლება ამ ტენილი ყველის შეძენა? ძალიან მინდა გავსინჯო, იმდენი ადამიანი აქებს და ერთერთ გადაცემაშიც ისეთი რეპორტაჟი გააკეთეს...

Posted by: Sally11 13 Jan 2016, 13:07
როგორ მიყვარს მეგრული , შებოლილი სულგუნი ! ნებისმიერი ყველის სახეობას მირჩევნია . სამეგრელოში რომ ვჭამე ისეთი , სამწუხაროდ თბილისში არ იყიდება

Posted by: tavadze 13 Jan 2016, 14:27
femida.linda
QUOTE
სად შეიძლება ამ ტენილი ყველის შეძენა? ძალიან მინდა გავსინჯო, იმდენი ადამიანი აქებს და ერთერთ გადაცემაშიც ისეთი რეპორტაჟი გააკეთეს...

კორლეონეს დავუწერე ორი პოსტის ზემოთ, ყველის სახლებს აქვთ.

Posted by: faverliki 24 Jan 2016, 15:13
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: ushuaia 25 Jan 2016, 00:05
სულგუნი რძიანი.......................................

Posted by: ilikeit 30 Jan 2016, 00:51
ფეტას ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით?
ამოწყდა სადაც ვყიდულობდი იქ sleep.gif

Posted by: Stаlker 30 Jan 2016, 02:11
QUOTE (Makulatura @ 27 Jul 2015, 23:12 )
გუდა

http://picsee.net/

"ნასკის" ნაკოლი მომეცით შვედეთში ყველი მომენატრა

Posted by: petra79 19 Feb 2016, 18:20
ფერმას მივაგენი,ნატური რძით ყველი მინდა გავაკეთო,ესპანეთში ვართ,და კვეთის პრობლემა გვაქ,ჭყინტი,იმერული,რამე ეგეთი ქართული ყველი გვინდა,ხაჭაპური რო გამოცხვეს,ანუ კვეთის დამზადებაში დახმარებას ვითხოვთ თხოვნით

Posted by: highway 19 Feb 2016, 22:20
გუშინ "გორგონძოლიანი" ბოსტნეულის სადილი მივირთვი, ძალიან უხდებოდა ეს იტალიური ყველი.

http://radikal.ru/big/5ae97fd12c0241b681c199e23db36e54

Posted by: Kanski 21 Feb 2016, 01:36
ამ ბოლო დროს პარმეზანი შემიყვარდა

150 გრამიანი ნაჭრები იყიდება ფრესკოში, ფასი 14 გელა...

Posted by: lukanini 26 Feb 2016, 21:00
petra79
მეც ესპანეთში ვარ და ბევრჯერ მიყიდია რძე ფერმიდან.ადრე კვეთს აფთიაქში ვყიდულობდი Cuajo en polvo natural ასე ქვია.აი აქაც შეგიძლია იყიდო http://www.cocinista.es/web/es/cuajo-en-polvo-natural-50-g-1040.html?maestro=142 აქ წერია რომ წყალში გახსენითო და მე ცოტა ძმარში და მარილში ვხსნიდი.ეხლა საქართველოდან მომაქვს დიდი ხანია აღარ მიყიდია.ისე ამ ახლო მომავალში მინდა ვიყიდო რძე და ამოვიყვანო ყველი

http://pix.ge/
ესეც ჩემი ამოყვანილი wink.gif

Posted by: ushuaia 6 Mar 2016, 09:15
იფ იფ................................................................................

Posted by: cucarаcha 26 Mar 2016, 11:26
თბილისში ფონდიუს ყველი იყიდება????????????????????????????????????/

Posted by: dyingN 26 Mar 2016, 22:37
ყველაზე დაბალცხიმიანი ყველი რომელია ხო არ იცით?
და სად შეიძლება ყიდვა?

Posted by: valo 27 Mar 2016, 00:35
სალამი აქაურებს smile.gif

ჩვენთან თხის ყველი თუ არის, თუ იყიდება სადმე smile.gif
ხომ არ გაგიგიათ ? smile.gif

Posted by: Kanski 27 Mar 2016, 00:54
valo

გუდვილში იყო ადრე ფეტა... ეხლაც არის თუ არა არ ვიცი.... მგონი სმარტშიც იყიდებოდა... კაი ხანია არ გამხსენებია მაგ ყველის არსებობა შესაბამისად ისევ შემოაქვთ თუ არა არ ვიცი......

Posted by: valo 27 Mar 2016, 01:06
Kanski


მადლობა smile.gif

Posted by: Corvette 28 Mar 2016, 05:29
იფ იფ მართლა biggrin.gif

რძის პროდუქტებიდან მხოლოდ ყველს ვცემ პატივს და თითქმის ყველანაირი ყველი მიყვარს love.gif


Posted by: juveman1 27 May 2016, 13:26
მეგობრებო სად შეიძლება ვიშოვო ყველის გასაკეთებელი ატრიბუტიკა და ინგრედიენტები? მაგალითად კილოგრამიანი ფორმები, ესენი ვერ გადმოვთარგმნე რუსულიდან: мезофильная закваска, жидкого хлористого кальция, жидкого натурального сычужного фермента, воск для сыра. ეს ვოსკი გარედან ყველის შესაფუთია როგორც ჰოლანდიურებს აქვთ სხვადასხვა ფერის.

Posted by: tavadze 27 May 2016, 16:13
valo
QUOTE
ჩვენთან თხის ყველი თუ არის, თუ იყიდება სადმე
ხომ არ გაგიგიათ ?

სადღაც ბოლნისისკენ ჰყავთ თხის ფერმაო, ამას წინათ იუთუბზე წავაწყდი... დასავლეთშიც ასწარმოებენ, გურიაშიო და კოორდინატებიც მაქვს, თუ გაწყობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გემო დიდად არ მომეწონა. უფრო სწორად, თხის ყველის გემო ვერ ვიგრძენი, ძროხის ყველის გემო უფრო ჰქონდა...
სადრაც თბილისის ახლოსაც ჰყავთ თხის ფერმაო, მაგრამ ვერ ვიხსენებ ახლა. ((((

Posted by: madridman 4 Jul 2016, 01:49
http://radikal.ru/big/d6fd19eff6d64338b4825440f714db07

http://radikal.ru/big/fe68ee6595ee4385b03846047fd14bf5

სასწაული რამეა love.gif

10 დღის წინ ჩამოვიტანე ამსტერდამიდან

ძაან მსუყე მაგრამ უგემრიელესი რამეა

Posted by: Filos 13 Aug 2016, 23:50
ვეძებ ყველის ტექნოლოგს ,მინი ქარხანის გაკეთება მინდა . თუ ვინმე დაინტერესდება ამ ნომერზე დამიკავშირდით და პირობებზე ვისაუბროთ ტელ : 571091830

Posted by: banzai74 16 Aug 2016, 14:32
http://umalat.ru/products/
რუსეთში მასიურად დაიწყეს ქართული ყველის წარმოება, როგორიც არის სულგუნი და ჩეჩილი, ასაღებენ როგორც კავკასიურ ყველებს

Posted by: Attolini 23 Aug 2016, 02:32
იტალიიდან შეიძლება პარმეზანის გამოწერა?

Posted by: avto68 29 Sep 2016, 12:38
გუშინ 10 ლიტრი რძისგან ამოვიყვანე იმერული ყველი (გერმანიაში smile.gif ) 24 საათი საწურზე იწურებოდა, არ ვიცი რამდენჯერ, მაგრამ ბევრჯერ გადავაბრუნე, 24სთ-ის შემდეგ ავწონე და სასწორი 1636 გრამს მიჩვენებს (247 გრამს თეფში იწონის). თუ იცით რამდენი ხნის შემდეგ უნდა მივიღო ზუსტი წონა, რომ ვიცოდე 10 ლიტრიდან (ძროხაც და მეძროხეც გერმანელები არიან) რამდენი გრამი ყველი ამოდის?
იქიდან გამომდინარე, რომ ყველგან წერია 1 კგ იმერულ ყველს 10 ლიტრი რძე უნდაო, ე.ი. 600 გრამი შრატი კიდევ გამოსასვლელია

Posted by: IngaKh 29 Sep 2016, 13:12
QUOTE (avto68 @ 29 Sep 2016, 12:38 )
გუშინ 10 ლიტრი რძისგან ამოვიყვანე იმერული ყველი (გერმანიაში smile.gif ) 24 საათი საწურზე იწურებოდა, არ ვიცი რამდენჯერ, მაგრამ ბევრჯერ გადავაბრუნე, 24სთ-ის შემდეგ ავწონე და სასწორი 1636 გრამს მიჩვენებს (247 გრამს თეფში იწონის). თუ იცით რამდენი ხნის შემდეგ უნდა მივიღო ზუსტი წონა, რომ ვიცოდე 10 ლიტრიდან (ძროხაც და მეძროხეც გერმანელები არიან) რამდენი გრამი ყველი ამოდის?
იქიდან გამომდინარე, რომ ყველგან წერია 1 კგ იმერულ ყველს 10 ლიტრი რძე უნდაო, ე.ი. 600 გრამი შრატი კიდევ გამოსასვლელია

არა, მასე ვერ განსაზღვრავთ. თუ სულუგუნის გადაზელას არ აპირებთ, თქვენი ყველი უკვე დაწურულია და მზად არის მარილწყალში ჩასადებად. ყველის გამოსავლიანობა რძის ცხიმიანობაზეა დამოკიდებული. ძალიან დიდხანს თუ გააჩერებთ უმარილოდ ყველი გადამჟავდება. მარილწყალის ჩემეულ რეცეპტსაც დაგიწერთ : 1 ლიტრი წყალი, 1 ( 200 გრამიანი) ჭიქა მარილი წამოადუღეთ და გააცივეთ. ამ ნაზავს 1ჩაის კოვზ ღვინის ძმარს, 1ჩაის კოვზ შაქარს და ნეკა თითის ფრჩხილის ნახევარი ზომის თეთრ შაბსაც უმატებენ, მაგრამ, მე არა, მხოლოდ მარილი და წყლით მშვენივრად ვინახავ ყველს.

Posted by: avto68 29 Sep 2016, 13:36
IngaKh
დიდი მადლობა
.

Posted by: tavadze 29 Sep 2016, 14:54
avto68
QUOTE
იქიდან გამომდინარე, რომ ყველგან წერია 1 კგ იმერულ ყველს 10 ლიტრი რძე უნდაო,

მეც ვეთანხმები IngaKh-ს, რომ მაგას მეტი დაწრეტა აღარ უნდა უკვე. ეგ კი არა, 24 საათიც ბევრია.
მე ისე ვიცი, რომ 1 კგ ყველისთვის საჭიროა 6 ლიტრი რძე, თუმცა ცხიმინიაობასაც გააჩნია. აგერ, შენც 10 ლიტრიდან ცოტა მეტიც გამოგსვლია.

Posted by: avto68 30 Sep 2016, 13:10
IngaKh
tavadze
QUOTE
ყველის გამოსავლიანობა რძის ცხიმიანობაზეა დამოკიდებული.

ამაში უკვე პრაქტიკულადაც დავრწმუნდი, გუშინ კიდევ ამოვიყვანე 10 ლიტრისგან და დღესაც იგივე წონა იყო 1623 გრამი, დღეს უკვე სულგუნი გადავზილე და წონა გამოვიდა 1185 გრამი., ფანტასტიური გემოთი smile.gif
კიდევ ერთხელ მადლობა რჩევებისთვის

Posted by: Kanski 30 Sep 2016, 14:15
საჩუქრები ამსტერდამიდან

user posted image

user posted image


Posted by: forever`s_NEVER 4 Oct 2016, 12:30
მარილიანი ყველი ჩავდე ზეთში ბაზილიკ-ორეგანო-ქონდარ-სეზამეს მარცვლებთან ერთად. ვნახოთ რა გამოვა smile.gif

Posted by: mustafa_ibrahim 13 Oct 2016, 14:38
წელს როდის იქნება ყველის ფესტივალი?
ან თუ იქნება საერთოდ?

Posted by: juveman1 13 Oct 2016, 18:21
არავინ იცით ყველის ფერმენტები სად მოვიძიო? პეპსინის გარდა.

Posted by: lukanini 14 Oct 2016, 20:28
avto68
წყლის ნაცვლად შრატი გამოიყენე მარილიანი ყველის შესანახად.ოღონდ შრატი ნადუღ მოხდილი უნდა იყოს.მე ბოლოს ასე ვინახავდი, უკეთესად ინახავს ყველს ვიდრე ჩვეულებრივი მარილ წყალი

Posted by: avto68 17 Oct 2016, 20:06
lukanini
QUOTE
წყლის ნაცვლად შრატი გამოიყენე  მარილიანი ყველის შესანახად.ოღონდ შრატი ნადუღ მოხდილი უნდა იყოს.მე ბოლოს ასე ვინახავდი,  უკეთესად ინახავს ყველს ვიდრე ჩვეულებრივი მარილ წყალი 
     

მადლობა და პროპორცია იგევე უნდა, როგორც ზემოთ მირჩიეს?
QUOTE
მარილწყალის ჩემეულ რეცეპტსაც დაგიწერთ : 1 ლიტრი წყალი, 1 ( 200 გრამიანი)  ჭიქა მარილი წამოადუღეთ და გააცივეთ.  ამ ნაზავს 1ჩაის კოვზ ღვინის ძმარს, 1ჩაის კოვზ შაქარს


Posted by: matusala___5 22 Oct 2016, 19:40
avto68
რა ლამაზად და გემრიელად გამოიყურება.


პეპსინი რომელია ყველაზე კარგი? და სად იყიდება?

Posted by: avto68 23 Oct 2016, 00:50
matusala___5
QUOTE
რა ლამაზად და გემრიელად გამოიყურება.
პეპსინი რომელია ყველაზე კარგი? და სად იყიდება? 
       

მადლობა, ნამდვილად გემრიელი იყო smile.gif
პეპსინი მგონი სულ ერთია და თუ გერმანიაში ხარ, თურქებთან იყიდი

Posted by: BlackRose 31 Oct 2016, 05:43
კვეთი სად შეიძლება ვიყიდო თბილისში? :დ და დაახლოებით რა ღირს?
ან რძის შრატი ცალკე არ იშოვება სადმე?

Posted by: nia4u 14 Nov 2016, 21:42
რომელ ქართულ ყველს რომელი ქართული ღვინო უხდება
http://mental.ge/wine-and-cheese/

Posted by: SоLо 18 Nov 2016, 16:24
გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი აქ მოხვედრა ) მივესალმები ჰენდმეიდ ყველაფშიკებს )

მოცარელას აკეთება მინდა სახლის პირობებში და შეგიძლიათ დამეხმაროთ ?

მადლობა წინასწარ , ნუ დაიშურებთ ცოდნას და მცირედ დროს რო ამიხსნათ ....

Posted by: Татьяна Зайцева 19 Nov 2016, 12:17
დიდი რაოდენობით მოუხდელი, რძეზე დაყენებული უმარილო ყველი მინდა

სად ვიშოვო?

Posted by: avto68 19 Nov 2016, 19:46
Татьяна Зайцева
ჩამოდი გერმანიაში და დაგიმზადებ რამდენსაც გინდა

Posted by: SpringtimeOfYouth 23 Nov 2016, 05:30
ყვერის თემას კულინარიის განყოფილებაში რა უნდა? mad.gif

მოდერ მოვითხოვ რომ ეს ყოვლად შეუსაბამო თემა ქალი და მამაკაცის განყოფილებაში გადაიტანო

Posted by: anamch 27 Nov 2016, 09:39
დღეს გუგლმა ამომიგდო ეს თემა
ბავშვობის სურათს რომ ნახავ და სიყვარულით ათვალიერებ ,ის დამემრთა..

Posted by: nia4u 27 Nov 2016, 20:26
anamch
love.gif
შემოგვიარეთ-ხოლმე, ყოველთვის სიხარულით დაგხვდებით smile.gif
თქვენნაირი ადამიანის პოსტები მხოლოდ დაამშვენებს აქაურობას! smile.gif

Posted by: whiskey 27 Aug 2017, 18:17
გამარჯობა ყველისტებო

ესე იგი,არდადეგებზე სოფელში ბებოსთან რომ ყველი იყო ასე 20წელია იმის გემო არ შემხვედრია ქალაქში ნაყიდ ყველში. ჰოდა წავედი სოფელში ათი წელი რომ არ ვყოფილვარ და იქ მეზობელს გამოვართვი ძალიან კარგი იმერული ყველი რომელიც მინდა ცოტა დიდხანს მეყოს.მერე ვიყიდე თიხის დიდი ჭურჭელი და ახლა ერთადერთი რაც მაკლია ნამდვილი სოფლური მარილწყალია როგორიც ბებიაჩემს ჰქონდა მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვკითხავ sad.gif((ჰოდა არ იცით როგორ კეთდება?:

Posted by: assassin23 4 Sep 2017, 21:50
ტენილის და ჩეჩილის ყველი პირველად მესმის ... და რამდენს ვკითე არავინ არ იცოდა ისე მაგრა ტეხავს ჩვენი ყველის მრავალფეროვნება არ ვიცით და არც კი გაგვიგია მე პირადდად მათ როგს მივეკუთვნები
>>>>>>>>>>>სასტავ ვინც იცით სად რელ მაღაზოიაში შემიძლიო ვიყიდო დიდი სურვილი გამიჩნდა დაგემოვნების smile.gif)))) თან ყველი ძაანმაგრა მევასება ...
პ.ს. გარდა მესხეთში ჩასვლისა

Posted by: assassin23 5 Sep 2017, 23:04

Posted by: beerrn 18 Sep 2017, 17:00
მოკლედ გამარჯობათ, მაინტერესებს ყველის ქარხნების საკონტაქტოები,ქართული ყველის სულგუნი შებოლილი და ჩვეულებრივი, იმერული, ქარხნული, ამ ყველს თუ აწარმოებენ თბილისთან ახლოს ქარხნები სადაც დიდი რაოდენობით იქნება შესაძლებელი ყიდვა, იქნებ საკონტაქტო მომცეთ , თელეთის ქარხნის საკონტაქტო თუ გაქვთ ვერ მოვძებნე

Posted by: botanikuri 16 Jan 2018, 11:57
ხალხოო, თუ იცით, ყველს პეპსინი ბევრი რომ აქვს, ეშველება იმას რამეე? წყალში რომ ჩავალბოთ, გაუვა ის საშინელი გემოო? sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: la reine 16 Jan 2018, 12:06
botanikuri

მე დიდი სპეციალისტი არ ვარ მაგ საქმის, მაგრამ როგორც ვიცი არაფერი ეშველება პეპსინის გემოს.


Posted by: Master_Nick 26 Jan 2018, 10:59
ვინმემ ხომ არ იცით ჰოლანდიური დაბალცხიმიანი გაუდა (Fat<=30%) თბილისში სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: tatanashvili1 21 Apr 2018, 17:34
მოგესალმებით ყველისმოყვარულებოო. ეს თემა მეორე გვერძზე როა ცოტა საწყენია ((. მოცარელას გაკეთებამინდა სახლისპირობებში და იქნებ დამხმაროთ. ვიყიდე პეპსინი, თერმომეტრი და ლიმონმჟავა. მაინტერესებს რამდენ პროცენტიქნი რძეუნდა ვიყიდო და როგორ უნდა შევურიო ერთმანეთში. იუთუბზე კი ვნახე რეცეპტები მარა რენატის ტაბლეტს იყენებენ ტომელიც ვერ ვიშოვე . მადლობა წინასწარ ყველას

Posted by: ჟან_შარდენი 14 May 2018, 17:26
QUOTE (botanikuri @ 16 Jan 2018, 11:57 )
ხალხოო, თუ იცით, ყველს პეპსინი ბევრი რომ აქვს, ეშველება იმას რამეე? წყალში რომ ჩავალბოთ, გაუვა ის საშინელი გემოო? sad.gif sad.gif sad.gif

არა მგონია .

Posted by: vix. 20 May 2018, 13:13
აქა გამარჯობაა................ხო არ იცით ყველისთვის პენიცილიუმის ყიდვა სად შეიძლება?............

Posted by: elpaso77 23 Oct 2018, 20:35
მოგესალმებით ხომ ვერ მეტყვით იმერული 1კგ ყველს რამდენი ლიტრი რძე ჭირდება...

Posted by: BeerLover 23 Oct 2018, 20:43
elpaso77

საშუალოდ 8-9 ლიტრი

Posted by: IBERIELI777 9 Dec 2018, 10:52
სალამი,ხომ ვერ მეტყვით,თბილისში სად შევიძინო ნამდვილად კარგი სულგუნი?
მადლობა წინასწარ.

Posted by: banzai74 9 Dec 2018, 16:16
დინამოზე, პანდაში არის ყველის პატარა მაღაზია, ძალიან მაგარი სულგუნი, ქარხნის და ოთხშაბათს და კვირას ნაღდი იმერულიც აქვს.

შორენა ქვია ვისიც არის მაღაზია.

Posted by: IBERIELI777 9 Dec 2018, 17:37
QUOTE (banzai74 @ 9 Dec 2018, 16:16 )
დინამოზე, პანდაში არის ყველის პატარა მაღაზია, ძალიან მაგარი სულგუნი, ქარხნის და ოთხშაბათს და კვირას ნაღდი იმერულიც აქვს.

შორენა ქვია ვისიც არის მაღაზია.

გმადლობთ,მაგრამ უფრო ზუსტი მისამართი მითხარით რა,ნავიგატორით უნდა ვეძებო,ქუჩა მაინტერესებს,მასე კარგად არ ვიცი ჯერ თბილისი((

Posted by: max-14 19 Feb 2019, 01:36
QUOTE
დინამოზე, პანდაში არის ყველის პატარა მაღაზია, ძალიან მაგარი სულგუნი, ქარხნის და ოთხშაბათს და კვირას ნაღდი იმერულიც აქვს.

შორენა ქვია ვისიც არის მაღაზია.

დაახლოებით 6 წელია მანდ ვყიდულობ

Posted by: Mstyle 19 Feb 2019, 09:50
banzai74
max-14
რა უცნაურია, ხშირად მიწევს მაგ ტერიტორიაზე ყოფნა და ყველის მაღაზია არ შემინიშნავს.
QUOTE
ოთხშაბათს და კვირას ნაღდი იმერულიც აქვს

გამყიდველი ამბობს რომ რძეზეა თუ ლაბორატორიული შემოწმებით არის დადგენილი?

Posted by: keen 19 Feb 2019, 11:01
QUOTE (IBERIELI777 @ 9 Dec 2018, 17:37 )
QUOTE (banzai74 @ 9 Dec 2018, 16:16 )
დინამოზე, პანდაში არის ყველის პატარა მაღაზია, ძალიან მაგარი სულგუნი, ქარხნის და ოთხშაბათს და კვირას ნაღდი იმერულიც აქვს.

შორენა ქვია ვისიც არის მაღაზია.

გმადლობთ,მაგრამ უფრო ზუსტი მისამართი მითხარით რა,ნავიგატორით უნდა ვეძებო,ქუჩა მაინტერესებს,მასე კარგად არ ვიცი ჯერ თბილისი((

მეც მაინტერესებს ქარხნის კარგი ყველი yes.gif

Posted by: trendy 19 Feb 2019, 12:42
keen
ზაზას მარაზიაში, მრგვალ ბაღთან არ მისული ხილ-ბოსტნის მაღაზიაა ბარნოვზე.

Posted by: fermina 19 Feb 2019, 12:48
trendy

QUOTE
ზაზას მარაზიაში, მრგვალ ბაღთან არ მისული ხილ-ბოსტნის მაღაზიაა ბარნოვზე.


ბეღელი smile.gif

მანდ ყველაფერი კარგია. ცოტა ძვირი, ვიდრე სხვაგან, მაგრამ მართლა ხარისხიანი.

Posted by: keen 19 Feb 2019, 14:38
QUOTE (trendy @ 19 Feb 2019, 12:42 )
keen
ზაზას მარაზიაში, მრგვალ ბაღთან არ მისული ხილ-ბოსტნის მაღაზიაა ბარნოვზე.

დიდი მადლობა! როცა მოვხვდები მანდეთ, აუცილებლად შევივლი. ისე, საბურთალოზეც ხომ არ იცით რამე? user.gif

Posted by: fermina 19 Feb 2019, 14:46
keen
QUOTE
დიდი მადლობა! როცა მოვხვდები მანდეთ, აუცილებლად შევივლი. ისე, საბურთალოზეც ხომ არ იცით რამე? 


ვაჟას ძეგლთან, "კახელები" - საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის და საოჯახო სამზარეულოს მხარეს, სულ ბოლო მაღაზია ქვემოდან ვაჟას ბოლოსკენ მიმართულებით.

Posted by: keen 19 Feb 2019, 15:04
QUOTE (fermina @ 19 Feb 2019, 14:46 )
keen
QUOTE
დიდი მადლობა! როცა მოვხვდები მანდეთ, აუცილებლად შევივლი. ისე, საბურთალოზეც ხომ არ იცით რამე? 


ვაჟას ძეგლთან, "კახელები" - საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის და საოჯახო სამზარეულოს მხარეს, სულ ბოლო მაღაზია ქვემოდან ვაჟას ბოლოსკენ მიმართულებით.

მადლობა! smile.gif http://papa.ge ინტერნეტ-მაღაზიაც აქვთ? rolleyes.gif

Posted by: fermina 19 Feb 2019, 19:49
keen
QUOTE
მადლობა!  http://papa.ge ინტერნეტ-მაღაზიაც აქვთ? 


კი, ეგ არის, მე არასოდეს მისარგებლია უბრალოდ ამ სერვისით smile.gif

აქაც საუკეთესო პროდუქცია, სასწაული სულგუნი, ყველი, ბოსტნეული, ხორცი, საწებლები, მჟავეები და ა.შ. ძალიან გემრიელი კახური "მიჩინა" და ა.შ.

Posted by: max-14 20 Feb 2019, 21:44
QUOTE
რა უცნაურია, ხშირად მიწევს მაგ ტერიტორიაზე ყოფნა და ყველის მაღაზია არ შემინიშნავს.

დოლარსთორის გვერძეა
QUOTE
გამყიდველი ამბობს რომ რძეზეა თუ ლაბორატორიული შემოწმებით არის დადგენილი?

ბოგდანოვკის ყველის ქარხნიდან მოაქვთ,მართლა კარგია სხვა ეგრედწოდებულ ''ყველთან'' შედარებით
* * *
user posted image
მაგარი ფოტოაsmile.gif))

Posted by: Master_Nick 22 Feb 2019, 21:36
max-14
up.gif მაგარია, ნეტა რა ყველია?

Posted by: BeerLover 22 Feb 2019, 22:05
Master_Nick

პარმეზანია..........

Posted by: IBERIELI777 20 Mar 2019, 22:19
QUOTE (banzai74 @ 9 Dec 2018, 16:16 )
დინამოზე, პანდაში არის ყველის პატარა მაღაზია, ძალიან მაგარი სულგუნი, ქარხნის და ოთხშაბათს და კვირას ნაღდი იმერულიც აქვს.

შორენა ქვია ვისიც არის მაღაზია.

ვიყავი მაგ პანდაში მისული,სულგუნიც ვიყიდე მაგრამ როგორც ეხლა ვხედავ არა შორენასთან არამედ ვიგაც ტიფთან შიგნით დახლებში.სულგუნს არაუშავდა ცოტა მარილიანი იყო. ერთ ათ დღეში კიდე მივალ და უკვე შორენას მაღაზიას მოვძებნი

Posted by: ninicool 27 Jul 2021, 18:04


Posted by: POKERISBLUFF 29 Jul 2021, 20:02
ყველიანი მაკარონიიიიიიიიიიიიიიიიიიი

Posted by: GEORGEXIII 31 Jan 2024, 14:08
user posted image

კაი სულგუნი ვის აქვს?

Posted by: Franknstein 1 Feb 2024, 23:28
გუგლ ფოტოს რა ცუდი ფუნქცია აქვს, ჩემი ამერიკული მაცივრის ფოტოები დავსერჩე და დავსევდიანდი ))

user posted image

user posted image

user posted image





Posted by: GEORGEXIII 2 Feb 2024, 10:48
ნინოწმინდის ყველის ასორტიმენტზე რას იტყვით?


20ლარიო სულგუნი, 17 ლარი ქარხნული (ბოგდანოვკა)

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 22:05
თბილისში კარგ გუდის ყველს სად ვიყიდი ხომ არ იცით? ფასები როგორია რომ დაწეროთ ეგეც.

Posted by: GEORGEXIII 25 Feb 2024, 16:19
https://www.facebook.com/share/v/QNYQH7DtpuYxGdkh/?mibextid=TrneLp

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)