Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულინარია > სააღდგომო სუფრა |
Posted by: miau 27 Apr 2011, 18:15 |
ძველი თემა: http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=0 |
Posted by: LTB1948 27 Apr 2011, 18:38 |
rtuli ძალიან გტხოვ, ჩემს პასკას კექსს ნუ უწოდებ, იმიტომ რომ არაა კექსი, ცდილობ რომ დააკნინო რაღაცნაირად და ეგ არ მომწონს.... პირადად კექსის ვიცი რამდენიმენაირი რეცეპტი, ასე რომ კლასიკური კექსის რეცეპტი არ არსებობს, პირადად მე მაწვნით ვაკეთEბ კექსს ან არაჟნით, რაც ამ რეცეპტში საერთოდ არ არის თხევადი ელემენტი... ეგრე თქვენი საფუარიანი ცომი "ბულკის" ცომს გავს, იგივე ინგრედიენტებით და პრინციპით იზილება, მაგრამ არ მიკადრებია..... და რა ვიცით ამ საქართველოში ყველაფრის გაკრიტიკება და გაკილვა, განსაკუთრებით გასნხვავებულის.... კრიტიკა და კრიტიკა.... მიიღეთ ისე როგორც დავწერე, რა არის ამაში ცუდი? იგივე რძე კარაქი და ფქვილია ზოგი ხაჭაპურის ან პურის ცომში და რა ხაჭაპურის ან პურის რეცეპტი დავწერე? ჩემი გამოცდილება გაგაიზიარეთ გინდათ, კი ბატონო, არ გინდათ, ზილეთ საფუარიანი ცომი, მაგრამ თქვენი რეცეპტებისტვის "ბულკი" არ მიკადრებია და ჩემს რეცეპტსაც ნუ კადრებთ "კექსს".... ინგრედიენტებით თუ მსჯელობთ, ეგრე ბევრ ნაცხვარში და გამომცხვარშია მსგავსი ინგრედიენტები და დავდგეთ და ვარჩიოთ რა რას გავს.... მე პირადად ბევრი კულიჩი დიდი ბულკი უფრო მგონია და რა ვქნა ახლა დავდგე და გაკრიტიკოთ? მე ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ, გინდათ მიიღეთ, გინდათ არა..... |
Posted by: gloneli 27 Apr 2011, 19:24 |
LTB1948 სურათი ხომ არ გაქვთ თქვენი რეცეპტით გამომცხვარი პასკის? |
Posted by: rtuli 27 Apr 2011, 22:55 |
LTB1948 აჯობებს გავჩუმდე |
Posted by: tasikuna-taso 27 Apr 2011, 23:21 | ||
მომწონს ეს გადაწყვეტილება. |
Posted by: miau 27 Apr 2011, 23:44 | ||
LთB1948
რაკი ასე დაიძაბა სიტუაცია, შევეცდები ჩემი აზრიც გამოვთქვა (თავიდან შევიკავე თავი). იმედია არ მიწყენთ რეაალურად, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პასკას, ეგაა კულიჩი, ხოლო პასკა არის ხაჭოს უმი დესერტი (ზოგჯერ მოხარშული გოგლი-მოგლი ემატება). კულიჩი კი მზადდება მხოლოდ საფუვრით. თუ ჩვენ კექსის კონსისტენციისა და ფაქტურის ნამცხვარს იმიტომ უნდა ვუწოდოთ კულიჩი, რომ მასში ილს, მიხაკ-დარიჩინს და კულიჩისთვის საჭირო სხვა სანელებლებს ვუკეთებთ, ვფიქრობ არამართებული იქნება. მაგ პრინციპით, თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ ნიგვზიანი ხარჩო ქათმით და საცივი დავარქვათ. უამრავი კექსის რეცეპტს დავდებ (*იგივე ტრადიციული "სტალიჩნი"), რომლის შემადგენლობაშიც საერთოდ არ შედის რძე, მაწონი, ნაღები და არაჟანი. ამასთან ისეთებსაც დავდებ, სადაც არაჟანიჩ შედის, ხაჭოც და ნაღებიც არის სხვა რეცეპტებიც, მათ შორის კექსი მიხაკ-დარიჩინითაც, ახლა იმას აღარ ჩამოვყვები, საშობაოდ აცხობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გამაფხვიერებლით ,მომზადებული ნამცხვარი სულ სხვა სტრუქტურისაა, განსხვავებული გემო აქვს. შესაძლოა, კულიჩზე გაცილებით გემრიელიც იყოს, მაგრამ კულიჩი სხვაა და კექსი - სხვა. ვისაც რა გვიყვარს, სახელებს ხომ არ გადავარქმევთ? ეგ კი არა, დარწმუნებული ვარ, ბერძნებს თავის სააღდგომო პურზე რომ უთხრა, პასკაა ან კულიჩიო, ან იტალიელებს - პანეტონეზე, ნამდვილად არ დაგეთანხმებიან. შეიძლება ვიღაცა შემედავოს - კულინარია შემოქმედებითი სფეროა და რატომაც არა, რომ ვინმემ რაღაც გამოიგონოსო?! - კი ბატონო, მაგრამ არსებობს რაღაც ზოგადი სახელები და ამ ზოგად დასახელებებში მაინც ხომ უნდა ჯდებოდეს? ეს ისტორია კულიჩის: წითელ კვერცხებთან ერთად სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია კულიჩი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. როდესაც იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოსწავლეებს გამოეცხადა, მათთან ერთად პური გატეხა. ამის შემდეგ მოციქულები ყოველი ტრაპეზის დროს სხდებოდნენ მაგიდის გარშემო და ცენტრში დებდნენ პურის ნაჭერს ნიშნად იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის მათ გვერდით იყო. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია _ ეკლესიაში ტოვებდნენ პურს _ არტოს-ს, რომელსაც ზემოდან გამოსახული ჰქონდა ჯვარი, რაც ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას განასახიერებდა. ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში ამ პურს ჯერ ტაძრის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ კი შიგნით შეჰქონდათ, მოციქულების მსგავსად, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ და შაბათს კურთხევის შემდეგ მორწუმნეებს ურიგებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამ რიტუალმა შთააგონა ხალხი, რომ შინ გამოეცხოთ სააღდგომო პური, რომელსაც კულიჩი უწოდეს. კულიჩს მოგრძო ფორმაა აქვს, რაც სიმბოლურად იმ მთას აღნიშნავს, რომელზეც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. რუსეთში სააღდგომო პურისთვის (კულიჩისთვის) დიდი რაოდენობით ცომს ზელდნენ, რადგან დიდი მოცულობის წყალობით უკეთ ფუვდებოდა, ხოლო ბევრი შაქარი და ცხიმი კულიჩს დიდხანს ინახავდა. უკრაინასა და ბელორუსშიც აცხობდნენ მაღალ მრგვალ პურს, რომელსაც არა კულიჩს, არამედს პასკას უწოდებდნენ. ითვლებოდა, რომ თუ იგი კარგად გამოცხვებოდა, ოჯახის საქმეც კარგად წავიდოდა, თუ დასკდებობა ან არ ამოვიდოდა _ ცუდს მოასწავებდა. კულიჩის ცომის მომზადებას დიდ ხუთშაბათს იწყებდნენ, მთელი ღამით ტოვებდნენ ცომს და წითელ პარასკევს აცხობდნენ. ცომს განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ _ ჯერ ძალიან დიდხანს ზელდნენ, შემდეგ ფუთავდნენ და დებდნენ თბილ ადგილას, სადაც არ იყო ორპირი ქარი.სლავურ ქვეყნებში კულიჩს არა მხოლოდ აღდგომას, არამედ სხვა განსაკუთრებულ დღესასწაულებზეც აცხობდნენ. ძირითადად სააღდგომოდ, საახალწლოდ და შემოდგომის საღდგომო კულიჩის ისტორიამოსავლის აღების ზეიმზე. ეს აიხსნება იმით, რომ მის მომზადებას ჭირდებოდა როგორც ბევრი პროდუქტი, ასევე დიდი დრო და ენერგია. კულიჩის ცომის ხარისხის საიდუმლო მასში შემავალი პროდუქტების ხარისხსა და სწორ ტექნოლოგიაშია. ამისთვის აუცილებელია უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, ახალი კვერცხი, შაქარი, კარაქი, რძე და რაც მთავარია, კარგი საფუარი. ტრადიციულად, მას უმატებენ ქიშმიშს, ცუკატებს, ილსა და ზაფრანას. შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვვენოთ, რომ ამ არომატული დანამატების გარეშეც შეიძლება კულიჩის გამოცხობა, მაგრამ ასე არ არის, ვინაიდან კულიჩის განსაკუთრებულ გემოს სწორედ ეს დანამატები განსაზღვრავს. სხვადასხვა არომატის შესაქმნელად ცომში უმატებენ მიხაკს, დარიჩინს, ვანილს და სხვა. სანელებლების გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა _ რომელიმე კომპონენტის განსაკუთრებულმა მძაფრმა არომატმა არ უნდა დაჩრდილოს მეორე კომპონენტი. დღესდღეობით ამ სააღდგომო ნამცხვრის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მომზადების ტექნოლოგია ერთადერთია და ის რამდენიმე სტადიისგან შედგება:1. ცომის ხაშის მომზადება;2. თხევადი ცომის მომზადება;3. კვერცხისა და რძის მასის მომზადება;4. ცომის მოზელა;5. ცომის მეორედ გადაზელა;6. ცომის საბოლოოდ მოზელა და გამოცხობა;ყოველი ეტაპი იმით განსხვავდება, რომ თითოეულ მათგანში ცომს ვუმატებთ ახალ კომპონენტს. ამ ფორმით კულიჩის ცომი რამდენჯერმე უნდა აფუვდეს, რაც მოითხოვს დიდ დროს და ტექნოლოგიურ თავისებურებებთან ერთად განსაზღვრავს მისი მომზადების სირთულეს. კულიჩის ცომის მომზადების აუცილებელი პირობა ისიცაა, რომ დიდხანს უნდა ვზილოთ, დავიცვათ ტემპერატურული რეჟიმი. ყველაზე უკეთ ცომი ფუვდება 250-ზე. ცხობის დრო დამოკიდებულია გამოსაცხობი ფორმის ზომასა და ცომის რაოდენობაზე. სწორად მომზადებული კულიჩი არ უნდა გაფუჭდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში. |
Posted by: rtuli 27 Apr 2011, 23:55 | ||
miau
ისტორია და ტრადიცია უცვლელია !!! კარგი პოსტია....ჩემი სათქმელი შენ თქვი |
Posted by: guruliqali 28 Apr 2011, 00:20 |
miau rtuli რამდენ რამეს ვსწავლობ თქვენგან, ჭკვიანი ადამიანები ხართ |
Posted by: farfallina 28 Apr 2011, 00:37 |
rtuli ვაიმე ვაიმე როგორ ველი თქვენი კულიჩის ბოლო რეცეპტს |
Posted by: grusha 28 Apr 2011, 09:45 | ||
miau
ცოტას შეგედავები. სახელწოდება პასკას, მე რამდენადაც ვიცი თავისი ისტორია აქვს. ეს კულიჩი რაღაა, ვერ ვხდები ან საიდან მოიტანეს. კულიჩი არის ქიშმიშიანი ნამცხვარი და არა პასკა. თანაც ეს რუსული სიტყვაა და არანაირი კავშირი არა აქვს აღდგომასთან განსხვავებით პასკიგან- ანუ პასხისგან. ეს უკანასკნელი ებრაული სიტყვაა და იცით რასაც ნიშნავს. არტოსს რაც შეეხება, ეს ტრადიცია ქრისტეეს აღდომის შემდგომია. ქრისტეს აღდგომის შემდგომ, როცა მოციქულები სატრაპეზოდ შემოუსხდებოდნენ მაგიდას, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იმ ადგილას პურს დებდნენ. ეს პური ქრისტეს განასახიერებდა. |
Posted by: miau 28 Apr 2011, 11:47 |
grusha ცოტას შეგედავები. სახელწოდება პასკას, მე რამდენადაც ვიცი თავისი ისტორია აქვს. ეს კულიჩი რაღაა, ვერ ვხდები ან საიდან მოიტანეს. კულიჩი არის ქიშმიშიანი ნამცხვარი და არა პასკა. თანაც ეს რუსული სიტყვაა და არანაირი კავშირი არა აქვს აღდგომასთან განსხვავებით პასკიგან- ანუ პასხისგან. ეს უკანასკნელი ებრაული სიტყვაა და იცით რასაც ნიშნავს. არტოსს რაც შეეხება, ეს ტრადიცია ქრისტეეს აღდომის შემდგომია. ქრისტეს აღდგომის შემდგომ, როცა მოციქულები სატრაპეზოდ შემოუსხდებოდნენ მაგიდას, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იმ ადგილას პურს დებდნენ. ეს პური ქრისტეს განასახიერებდა. ძალიან ბევრი მასალა ვაგროვე იმის შესახებ, რასაც ახლა ვწერ , მმაინტერესებს და ვეძებ კონკრეტულ მაგალითებს თუ მომიყვან ლიტერატურის სახით, რომ ის ნამცხვარი რომელსაც ჩვენ სააღდგომოდ ვაცხობთ და პასკას ვუწოდებთ, ნამდვილაად პასკაა და თანაც ქართულია, ძალიან დამავალებ პასქა, იგივე პასკა არის უმი დესერტი ხაჭოთი, ხოლო საფუვრით მომზადფებული ნამცხვარი არის კულიჩი და არა პასკა. ჩვენში კი ზუსტად რუსეთიდან შემოვიდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს |
Posted by: bachi24 28 Apr 2011, 12:09 |
miau ბერძნები რომელს აღიარებენ ხაჭოს პასკას თუ ცომის პასკას, ესეც საინტერესოა |
Posted by: grusha 28 Apr 2011, 12:15 | ||||
miau
სიტყვა პასკა ქართული არაა, ებრაულია თქო. პასხიდან მოდის )) კულიჩი კი, ნამდვილად რუსული სიტყვაა და არაა მაინც და მაინც სააღდგომო ნამცხვარი. ეგენი ბევრ რამეს უწოდებენ კულიჩს. მსხვილი მოზრდილი ბულკიბვით ნამცხვარიც კულიჩია .ქართული შესატყვისი არა აქვს პასკას )) ხაჭოიანს რაც შეეხება, ეგ ალბათ, რაღაც გამოგონებაა კულინარიული, რადგან, როგორც შენ დაწერე, პასხა განსასახიერებს გოლგოთას, ამიტომ, მას მაღალი ფორმა აქვს და როგორც წესი ქიშმიშიანი ,,პურია,, და არა ხაჭო. საერთოდ, ქრისტეს პური ცხოვრებისას ეძახიან. ხაჭო რა შუაშია აღდგომასთან, ვერ გეტყვი
რა არ მომწონს? ანუ შენ ამბობ, რომ პასკის ცხობის ტრადიცია რუეთიდან შემოვიდა? არ ვიცი მართალი გითხრა. გავიკითხავ... Самая вкусная пасха, или Девять секретов приготовления пасхи Самый вкусный кулич ეს მოვძებნე გუგლზე ანუ, ეგენიც პასხასაც ეძახიან და კულიჩსაც. უბრალოდ, კულიჩს რუსები არა მოხლოდ პასკას ეძახიან, არამედ, სხვა ნამცხვრებსაც. მაგენი ბევრ რამეს ეძახინ კულიჩს. Кулич - это пасхальный хлеб. В тесто для куличей кладется больше сдобы - яиц, сахара и масла. Поэтому куличи долго не черствеют. Но и дрожжей из-за этого нужно класть больше. Кулич из заварного теста получается более плотным и рассыпчатым, чем при приготовлении из обычного сдобного теста. ესეც ვნახე. ნახეთ რას წერენ. კულიჩი ეს არის სააღდგომო პურიო. ანუ, ხაჭო გამოირიცხა : )ქართულად პასხას ვუწოდებთ, ისევ დღესასწაულიდან გამომდინარე. რუსებიც ხომ აღდგომას პასხას უწოდებენ, ეს ებრაული სიტყვაა. Пасхальный кулич является церковно-обрядовой пищей. Кулич — это род артоса на нижней степени освящения. В Светлый день Воскресения Христова после совершения Литургии в храме благословляются и освящаются особые приношения верующих, которые называются пасхами и куличами, чтобы вкушение от них напоминало о причащении истинной Пасхи Христовой, и соединяло всех верных во Иисусе Христе. ესეც ნახეთ აბა. სხვა რამე თუ ნახოთ, დადეთ რა. მე ხაჭოს პასკა უფრო კულინარული შედევრი მგონია. |
Posted by: miau 28 Apr 2011, 13:02 | ||
grusha
კი ბატონო, პასქა საბოლოოდ დამკვიდრებულია ქრისტიანულ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ებრაული სიტყვაა (პასექში ნუ აგვერევა). მეც ვნახე რაღაც საიტები, სადაც კულიჩი პასკად და პასხად არის მოხსენიებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც ჩვენ სასაღდგომოდ ვაცხობთ (იგივე ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების მოყვანა შემიძლია მაგალითად), ზუსტად ესადაგება კულიჩს და არა სხვა რამეს. არტოსსაც არ გავს, ვინაიდან ქიშმიშს შეიცავს. თუ არტოსამდე მივალთ, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ რაც დღეს არის დამვიკდრებული, ეგ რეალურად არის კულიჩი. გაქვთ რარამე რეცეპტი, რასაც საქართველოში XVI-XVII საუკუნეში აცხობდნენ და მიესადაგება იმ რეცეპტს, რასაც ჩვენ პასკას თუ კულიჩს ვუწოდებთ და ჰქვია პასკა? გარდა ამისა, ინტერნეტი სხვაა და ლიტერატურა სხვა ძველი რუსული კულინარიის წიგნებში პასხა მხოლოდ ხაჭოს დესერტია (თვითონ დესერტადაც არც თვლიან ). ანუ მე აქ სახელწოდებაზე კი არ მაქვს მთავრი ხაზგასმა, არამედ ტექნოლოგიაზე, რომელიც ზუსტად ესადაგება კულიჩს. კარგით, ერქვას პასკა, განა ამაშია პრობლემა ისე, რუსულ საიტებზეც ბევრი ქართველი პოსტავს და კულიჩს პასკას უწოდებს. თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, დადეთ და საბოლოო დასკვნამდეც მივალთ. bachi24 ბერძნებს აქვთ არტოსი და ცურეკი მთელი უბედურებაა ის, რომ საქართველოში ყველაფერი ჰიპოთეზების ფდონეზე დგას, გამოკვლევას არავინ ფიქრობს და არც ვიცით რა არის ჩვენი და რა - შემოსული. |
Posted by: grusha 28 Apr 2011, 13:12 |
miau ანუ, შენ ამბობ, ის რასაც ჩვენ სააღდგომოდ ვაცხობთ არის კულიჩი, რუსეთიდან შემოსული სააღდგომო ნამცხვარი და ანალოგი არა აქვს მსოფლიოში? მართალი გითხრა, სააღდგომო პასკას, აქვს თუ არა რაიმე საერთო ნიშანი მართლამიდებლურ სამყაროსთვის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაც ცხვება , ის აუცილებლად პურის უნდა იყოს. არტოსს დღეს უკვე საეკლესიო სიწმინდედ მოიხსენებენ. აღდომის შემდეგ იკურთხება პური და ისაა, გეცოდინება. სათავეს საიდან იღებს ზემოთ დავწერე. აი, ეს საიტი ვნახე და აბა გადახედე შენც. არ ცანს, სხვანაირად დავდებ http://www.liveinternet.ru/journalshowcomments.php?jpostid=162710966&journalid=2328414&go=next&categ=1 |
Posted by: rtuli 28 Apr 2011, 13:14 | ||
miau ჯერ აქამდე შორს ვართ: .
რადგან ქართულად ბევრმა არიცის აღდგომაა თუ აღსდგომა |
Posted by: grusha 28 Apr 2011, 13:16 | ||
rtuli
სამწუხაროდ, უკვე ეკლესიებშიც ,,ქრისტე აღსდგას,, გალობენ. |
Posted by: miau 28 Apr 2011, 16:57 | ||||
grusha
მე დანამდვილებით იმას ვამტკიცებ, რომ არც კულიჩი, არც არტოსი და არც მსგავსი ტექნოლოგიით მომზადებული ნამცხვრები ქართული არ არის
გადავხედავ აუცილებლად |
Posted by: lukanini 28 Apr 2011, 18:20 |
მეც შემოგიერთდებით და დავწერ ჩემ აზრს რომ ჩემთვისაც ეგრეთწოდებული ¨კულიჩი¨ პასკაა.კულიჩი რუსებიდან გადმოღებული სიტყვაა.და რაც შეეხება ხაჭოს პასკას წლების უკან საერთოდ არ კეთდებოდა საქართველოში,ნუ რაც მე მახსოვს საქართველოში ყოფნის დროს.ეგ მემგონი ინტერნეტიდან აღებული რეცეპტია.ის მახსენდება ბავშვობაში ვედროში რომ მიწას ვყრიდით და გადმოვაბრუნებდით "პასკა პასკა"გამოცხვიო ამას ვიძახოდით |
Posted by: miau 28 Apr 2011, 19:44 | ||
lukanini
მეც მითამაშია ბავშვობაში პასკა-პასკა, მამგრამ ხაჭოს პასკაც არსებობდა (რომლის შესახებაც არ ვიცოდი მაშინ და რუსული წარმოშობისაა), კულიჩიც (რომლის ცომიც იგივეა, რაც პასკის და ეს კულტურა აღმოსავლეთ ევროპაში უფრო არსებობს, ვიდრე ჩვენთან, იქ უამრავი რამ ცხვება ასეთი ცომით და ჩვენ კიდევ მხოლოდ პასკა გვაქვს, ესეც რაღაცაზე მეტყველებს) და სააღდგომო ბატკანიც, რომელსაც მთელ ევროპაში აცხობენ სააღდგომოდ. საქართველოში პურს ხაშით - დამჟავებული ცომით აცხობდნენ, რომელიც ნამდვილად ვერ ააფუებს კვერცხია-რძიან-შაქრიან ცომს, საფუარი შედარებით გვიან შემოვიდა, როცა კულიჩებიც და სხვა საფუარზე დამზადებული ნუგბარიც უკვე გამოგონილიც იყო და ტრადიციად გადაქცეულიც. რა ვიცი... შეიძლება ისეაქ - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო და სულ სხვაგვარად იყოს საქმე მიყვარს ხოლმე ასეთი დებატები |
Posted by: mia_nano 28 Apr 2011, 20:03 | ||
miau
მეც მიყვარს. ახლა გამახსენდა კომიკური პასაჟები ქართული ლიტერატურიდან ცოლები ქმრების მკლავებს რომ ათვალიერებენ, პასკის ცომს ხომ კარგად დაზელენო |
Posted by: lukanini 28 Apr 2011, 20:41 | ||||
მეც მიყვარს.
მაგაში მეც გეთანხმები,უბრალოთ რაც მესმოდა და რაც მაღაზიაში იყიდებოდა იქიდან მახსოვს,ასეც დამრჩა მეხსიერებაში |
Posted by: grusha 28 Apr 2011, 22:34 | ||||
miau
რაზე დავიწყეთ ისიც კი აღარ მახსოვს. ეხლა ვარკვევ რაღაცეებს და მიღებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ.
არტოსის გამოცხობაზე საერთოდ ვერაფერს ვიტყვი, რადან ეს , ეკლესიის ,,საკუთრებაა,, და მისი დატვირტვა აქვს, ამიტომ, რუსებს ვერანაირად ვერ მივაწერ. რაც შეეხება პასკას, შეიძლება ადგილობრივი ტრადიციაა. ფაქტია, რომ ტრადიციაა და ეკლესირუი დავირთვა არა აქვს, მაგრამ, საიდან წმოსულია,ე საა საინტერესო. ვნახოთ, იქნებ რაიმე გავარკვიოთ. |
Posted by: shumeri 29 Apr 2011, 04:19 | ||
LTB1948
საწყალი "ბულკები" და "კექსები"..... რა სჭირთ უკადრებელი? სერიოზულად კ ი მიმაჩნია, რომ პასკის ტრადიციულობა სწორედ საფუარის გამოყენებაშია......იმჰო. |
Posted by: izabel 29 Apr 2011, 14:48 |
grusha miau პასქა საიდან არის ებრაული წყარო მაინტერესებს? მე ვიკითხე და უარყვეს...შეიძლება პასექიდან მოდის? |
Posted by: miau 30 Apr 2011, 11:34 | ||
izabel
ახლა, შენ რა გესწავლება ებრაულ ამბებში მე ვიცი, რომ სიტყვა პასექიდან მოდის. |
Posted by: tasikuna-taso 30 Mar 2012, 10:36 |
გოგოებო, მოახლოვდა აღდგომა და ხორბლის დათესვის დრო დადგა, არ დაგავიწყდეთ. |
Posted by: guruliqali 30 Mar 2012, 19:26 |
tasikuna-taso რა კარგ დროს გამახსენე, აუცილებლად დავთესავ ხვალვე |
Posted by: cunculika84 31 Mar 2012, 15:28 |
გასწავლით ციტრუსის ესენციის მომზადებას,მე KUHNYA ტევეზე ვისწავლე http://www.radikal.ru ინგრედიენტები: 200გ არაყი 3 ფორთოხლის ცედრა 2 ლიმონის ცედრა აუცილებლად მინის ბოთლში გააკეთეთ,ცედრა ასანთის მსგავსად დაჭერით და ბოთლში ჩაყარეთ, არაყი დაასხით. შეგიძლიათ 3 კვირა სიბნელეში დადოთ და მზად იქნება, ან წყლი გააცხელეთ ქვაბში და ჩადგით ბოთლი, 30 გრადუსამდე უნდა გაცხელდეს, მე პირადად კარგად რო გაცხელდა ამოვიღე და გავაცივე მზად იყო,შეძლებთ კრემში, ბისკვიტებში, კექსებში, ნებისმიერ ტკბილეულში მოიხმაროთ,საუკეთესო არომატს და გემოს აძლევს. პასკისთვის განსაკუთრებით გამოგადგებათ |
Posted by: tamo7779 31 Mar 2012, 21:53 |
cunculika84 ეგ მშვენიერია არომაააააატულ მსგავსი: იტალიური: 8 ან 10 ცალი ლიმონი ან ფორთოხალი - ცედრა. გრძლად დაწრილი + 1 ლიტრი სპირტი. ვაჩერებთ 5 დღე. შემდეგ გადავწუროთ. სიროპი: 400 შაქარი + 1 ლიტრი წყალი - ცეცხლზე, სანამ გაიხსნება საქარი. გაციებულ სიროპს ვუმატებთ დაყენებულ ცედრა გადაწურულს. |
Posted by: miau 1 Apr 2012, 00:49 |
ახლოვდება დღესასწაული და მნიშვნელოვანი თემა უნდა გავააქტიუროთ |
Posted by: **DIMMU*** 1 Apr 2012, 19:27 |
ეხლა მეც ამაზე ვფიქრობდი ნეტა ჩვენი გოგოები არ აქტიურობენტქო? |
Posted by: LTB1948 4 Apr 2012, 12:37 |
ჰა ვიაქტიურებ) ჩემო სააღდგომო მენიუ: წითელი კვერცხი, პასკა, იგივე კულიჩი, იგივე კექსი, ვისაც რა გინდა თ ის დაარქვით) (იმედია ისეთი გადაღლილი არ ვიქნები, რომ სახლში გამოცხზობა ვერ შევძლო) ტირამისუ ხაჭაპური აუაუ-ს ცომით ლორი (შირნჰოფერის) ჩაქაფული შემწვარი ახალი კარტოფილი (იმედია შემოვა) ახალი ტყემალი (იმედია შემოვა) ქათამი გრილზე შეწვარი (ორთაჭალაში მივაგენი ქათმის გრილს და უგემრიელესად წვავენ), შევუკვეთAვ წინასწარ.... ნუ სადაც ქათამი იქაც ბაჟე სალათი სულგუნით, კვერცხით და პიტნით (მომენატრა რაღAცნაირად) სალსა და გუაკამოლე და ტორტილიას ჩიფსები (ოჯახს უყვარს) სხვა არ ვიცი. ძალიან ვარ გადაღლილი და ბევრი ჩალიჩის თAვი არ მაქვს) |
Posted by: keto22 4 Apr 2012, 14:47 |
ძალიან მინდოდა გამომეცხო და არამგონია მოვახერხო ნინოს ხაჭოს პასკას მაინც გავაკეთებ |
Posted by: waiter 4 Apr 2012, 17:08 |
რამე ახალი მენიუ მინდა, ტრადიციულ სააღდგომო სუფრას დედაჩემიც გააკეთებს, მე კიდევ რამე ახალი გემოები მინდა, ეგებ რამე შემომთავაზოთ საინტერესო სალათი, ერთი რამე ბოსტნეულის და ერთიც ხორცის კერძი, ხო დესერტსაც გავაკეთებდი ოღონდ პასკას არა, ეგ ძაან მერთულება |
Posted by: Jeanne Hébuterne 4 Apr 2012, 18:52 |
კეთილო ადამიანებო, პასკის რეცეპტს ვერ მიმასწავლით რომელ გვერდზეა და რომელ თემაში? მაქვს ერთი რეცეპტი და მინდა შევადარო. მადლობა წინასწარ! |
Posted by: ninicool 4 Apr 2012, 19:15 | ||||
Jeanne Hébuterne
ესენი ფორუმელების დადებულია ალბათ ყველა. http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=228 http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=237 http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=244 http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1023 http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1024 Jeanne Hébuterne
არაფრის |
Posted by: Jeanne Hébuterne 4 Apr 2012, 19:35 |
ninicool დიდი მადლობა! |
Posted by: guruliqali 4 Apr 2012, 21:20 |
შარშან ამ რეცეპტით გავაკეთე - ენჯის რეცეპტია, ძალიან მომეწონა, ალბათ წელსაც გავაკეთებ http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55 შარშან რთულის ხაჭოს პასხაც გავაკეთე - ნინიქულის მითითებული ლინკებიდან მეორეა, არაჩვეულებრივია კიდევ ვოლიკოს რეცეპტი მაქვს, უგემრიელესი კულიჩია. |
Posted by: shilaida 5 Apr 2012, 10:37 | ||
guruliqali
მეც ამას ვგეგმავ!!! ვიყიდე საცხობი ფორმები,სანელებლები,ლიმნის ზეთი, ქიშმიშ-ჩირეული(ამათ შორის ალუბლის ჩირიც),შოკოლადის წვეთებითაც ვგეგმავ ნაწილის გაკეთებას. |
Posted by: rtuli 5 Apr 2012, 13:42 |
წელს წითელ პარასკევს ვაცხობ კულიჩებს,შაბათს მოვამზადებ ხაჭოს პასხას . ჩემმა დამ ჩამომიტანა რუსეთიდან სამეფო კულიჩის რეცეპტი,ნაღებზე იზილება... სააღდგომო კალათის გამოცხობაც მინდა და თუ მექნება დრო მაგასაც გამოვაცხობ. |
Posted by: shilaida 5 Apr 2012, 13:45 | ||
rtuli
არ გაგვანდობ??? |
Posted by: rtuli 5 Apr 2012, 13:50 | ||
shilaida
თუ ეკსპერემენტში ჩართვა გინდა რატომაც არა |
Posted by: Felisa 5 Apr 2012, 14:02 | ||
rtuli
მეც ვუერთდები ექსპერიმენტებს |
Posted by: grusha 5 Apr 2012, 14:07 | ||
LTB1948
ხეზე ფოთოლი არაა და ნაყოფი მით უფრო კვერცხი და პასკა აუცილებელი ატრიბუტია და ცხადია მექნება ქათამი, ბაჟეში ჩაწყობილი ჩაქაფული ღორის ხორცი მოხარშული მიუხედავად იმისა, რომ ვახსნილებ, ყველაზე მეტად, მაინც პასკა მინდა ვჭამო და არა ხორცი. ანუ, პასკა მინდა გამოვიდეს გემრიელი. არ მგნია სახლში გავაკეთო, ამის არც დრო მაქვს და არც ნიჭი. რომ გაფუჭდეს , გუიც გამისკდება. სად შევიძინო კარგი პასკა? |
Posted by: dii 5 Apr 2012, 15:20 |
გამარჯობა, წელს გადავწყვიტე პასკის გამოცხობა და არა ყიდვა (ყიდვა უკიდურეს შემთხვევაში, მე თუ ჩავფლავდი) და როგორც დამწყებს დამწყებთა შორის, რომელ რეცეპტს მირჩევთ? ვიცი რომ არ არის ადვილი მომზადება, მგარამ აუცილებლად უნდა ვცადო |
Posted by: shilaida 5 Apr 2012, 16:19 | ||
rtuli
|
Posted by: LTB1948 5 Apr 2012, 16:21 |
ეგება ვინმეს სააღდგომო სუფრის გაფორმების იდეები დაგედოთ? |
Posted by: shilaida 5 Apr 2012, 16:29 | ||
LTB1948
http://www.ratatui.me/2012/03/blog-post_22.html |
Posted by: ninoma 5 Apr 2012, 18:52 | ||
rtuli
მეც მაინტერესებს. შარშან რომ დადე ადვილი კულიჩის რეცეპტი იმის გამოცხობას ვაპირებ. ამასაც ვცდიდი. |
Posted by: mortal 5 Apr 2012, 18:57 |
პასკის რეცეპტები დადეთ |
Posted by: Natia_N_N 5 Apr 2012, 18:57 |
shilaida სად იყიდე პასკის ფორმები? |
Posted by: shilaida 5 Apr 2012, 22:07 |
Natia_N_N ქაღალდის ფორმებია,შარშანაც .გამოვაცხვე,კმაყოფილი დავრჩი. Pასაჟში ვიყიდე,"სუნელების კაცთან",წერეთელზეც აქვთ, თურქულ მაღაზიაში. |
Posted by: buka79 6 Apr 2012, 09:21 |
ვინმემ დაწერეთ რა კარგი პასკის მომზადების რეცეპტი.სახლში მომზადებული სულ სხვა.რამდენი წელია ნორმალური პასკა ვერსად შევიძინე |
Posted by: shilaida 6 Apr 2012, 09:49 |
buka79 დადეს უკვე გოგოებმა http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=228 http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=237 http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=244 http://perfectcook.org/index.php?option=co...&recipe_id=1023 http://perfectcook.org/index.php?option=co...&recipe_id=1024 |
Posted by: guruliqali 7 Apr 2012, 17:19 | ||
ქაღალდის ფორმები სააღდგომო კულიჩისთვის დღეს "დოლარ სთორის" გვერდით მაღაზიაშიც ვნახე, 1 კგ-იანი კულიჩის ფორმის ფასი 1 ლარია. შარშან ყველანაირ (ერთჯერად, მრავალჯერად...) ფორმაში გავაკეთე და ქაღალდს მაინც მრავალჯერადი მამაპაპური მირჩევნია, ძირი მიიბრაწა ქაღალდის ფორმებში და მივხვდი, რომ ჩვენი კულიჩის ცომისთვის არ არის ეგ ფორმები. buka79
მართალი ხარ, გააკეთე და მერე აღარასდროს იყიდი |
Posted by: bachachuna 9 Apr 2012, 11:00 |
გამარჯობა გოგოებო, მაინტერესებს თუ იყიდება და სად რბილი დროჟი თუ რაგაც მაგდაგვარი? ანუ ფხვნილი კი არა მეორე რომ არის? სახელი არ ვიცი |
Posted by: natia555 9 Apr 2012, 11:11 |
იცით რა მაინტერესებს? ქაღალდის ფორმაში რომ გამოვაცხო პასკა ფორმას ცხიმი უნდა წავუსვა სანამ ცომს ჩავდებ ? |
Posted by: tamo7779 9 Apr 2012, 14:45 |
bachachuna კარაქივით. იყიდება პაკმაიასი, პასაჟში, სუნელების კაცის გაყოლებაზე. გასასვლელისკენ რომ გადიხარ, სუნელების კაცის მხარეს, მესამე დახლზე მოვკარი მგონი თვალი |
Posted by: mia_nano 9 Apr 2012, 19:29 |
shilaida რა ლამაზი კვერცხებია...ხავსში ჩალაგებულებით მოვიხიბლე ძალიან კითხვა გამიჩნდა გოგონებო, რით შეიძლება კვერცხზე რაღაცრუღაცეების მიწებება ისე, რომ არ მოვწამლო ოჯახი? |
Posted by: ninicool 9 Apr 2012, 23:27 |
სულ ეს არის ჩემი სააღდგომო სამზადისი. ალბათ წითელი კვერცხებიც არ მექნება, აზრზე არ ვარ როგორ უნდა შევღებო. http://imageshack.us/photo/my-images/853/photo0371c.jpg/ |
Posted by: tamo7779 10 Apr 2012, 11:20 |
mia_nano თუ, პარკივით რომაა ოთხკუთხედი, ამაში მოათავსებ კვერცხს, მაშინ 2 დღეში უნდა აითვისოთ ეს კვერცხები. |
Posted by: LTB1948 10 Apr 2012, 13:17 |
გოგოებო რა მაინტერესებს იცით, ქაღAლდის ფორმები ვიყიდე პასკისთვის და ცხიმის წასმა სჭირდება? ვისგანაც ვიყიდე დამავიწყდა რომ მეკითხა... |
Posted by: natia555 10 Apr 2012, 13:41 | ||
+1 |
Posted by: mavina 10 Apr 2012, 17:00 |
სააღდგომო პასკა ტკბილია აქ კი ამბობენ საფუარრით და სანელებლებით განზავებული პურიო რომელია უფრო მართებული |
Posted by: perry-wuna 10 Apr 2012, 17:28 |
LTB1948 გოგოებო რა მაინტერესებს იცით, ქაღAლდის ფორმები ვიყიდე პასკისთვის და ცხიმის წასმა სჭირდება? ვისგანაც ვიყიდე დამავიწყდა რომ მეკითხა... არა მაგ ფორმებს ცხიმის წასმა აღარ სჭირდება თვითონ აქვს უკვე წასმული |
Posted by: shilaida 10 Apr 2012, 18:20 | ||
LTB1948
შარშანდელ აღდგომას გამოვაცხვე,ისედაც საკმაოდ ცხიმიანია ცომი და ფორმაც შესაბამისად აღარ უნდა საჭიროებდეს ცხიმს |
Posted by: ninoma 10 Apr 2012, 21:54 | ||
ninicool
მე წინა კვირას დავლაშქრე მაღაზიები და წითელი ხახვის ფურცლები მოვაგროვე. არასოდეს შემიღებავს ხახვის ფურცლით, ეხლა უნდა ვცადო+ ცოტა ენდრო მაქვს და იმასაც დავამატებ. ჩემი დედამთილი, მარტო ყვითელი ხახვის ფურცლით ღებავდა კვერცხებს და მოყავისფრო კვერცხები გამოსდიოდა. ე.ი. წინა საღამოს გარეცხე ხახვის ფურცლები და ჩაალბე წყალში. მეორე დღეს ჩააწყე კვერცხები და მოხარშე. იმედია კარგი გამოგვივა. არა და ენდროში მოხარშულ კვერცხს რა შეედრება. |
Posted by: faustina 10 Apr 2012, 23:05 | ||
ninoma
კი, კარგი გამოგივა , მე თIთქმის სულ მასე ვაკეთებდი, კვერცხებვს რომ ამოიგენ ცოტა ძმრიან ცივ ცწალშI ჩადე რომ ფერი არ გადაუვიდეს, ტორემ გახახუნებისას, ცოტა გადადის... და სანამ აადუღებ, უკეთესია ეს ფურცლები ჩაალბო მთელი ღამით ეყალში და მერე კი მოხარშო კვერცხები წელს ახალი რეცეპტით გამოვაცხობ პასკას, ვნახოტ როგორი გამომივა კვერცხებს კი ვღებავ რუსულ მაღაზიაშI ნაყიდი რაღაც საღებავიტ..... რავიცი ბუნებრივიაოოდა..... |
Posted by: ninicool 10 Apr 2012, 23:45 | ||
ninoma
ვაიმე, გამოვა ვითომ? ვიყიდე რაღაც საღებავები, ზედ ესმევა კვერცხს, მაგრამ არ მინდა მაგ დებილობით შეღებვა, ენდროს გარეშე თუ შეიღებება კარგი იქნება. ხომ არ დავიწყებ ფურცლების გამორთმევას, თუ იყიდე შენ? აქაური წითელი ხახვი მართლა წითელია, ერთხელ ვიყიდე და რომ ვჭრიდი ხელები გამიწითლდა. დიდი მადლობა რჩევისთვის. და კიდევ, ძალიან ბევრი ფურცელი უნდა? |
Posted by: ninoma 11 Apr 2012, 00:03 | ||||
ninicool
მივედი და რაც ცარიელი ფურცელი იყო ამოვარჩიე, თან რამდენიმე ხახვიც მივაყოლე და ვიყიდე. წელს პირველად ვაკეთებ მასე და არ ვიცი ბევრი უნდა თუ არა. აი, ფაუსტინას დაუწერია მაღლა და მას ვკითხოთ რამდენია საჭირო. faustina
ეს არ ვიცოდი. გავაკეთებ მასე. დაახლოებით ხომ ვერ გვეტყვი, 10 კვერცხზე რამდენი ხახვის ფურცელი დაგვჭირდება? ან გემო ხომ არ მიეცემა ხახვის?(ამ კითხვაზე არ დამცინო) |
Posted by: ninicool 11 Apr 2012, 00:57 | ||||
ninoma
რა ჭკვიანი ხარ. მეც ეგრე ვიზამ. 1 ცალ ხახვებსაც ვიყიდი ხვალე მაგ საქმეზე გადავდგები, თან იმდენს ვიწანწალებ, კალორიებსაც დავწვაც faustina
|
Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2012, 01:20 |
ხვალ ვფიქრობ პასკის ცომის მოზელვას და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რომელ რეცეპტს ვეცე |
Posted by: LUTA 11 Apr 2012, 01:39 |
ninoma რა კარგი აზრია ! მეც ვფიქობდი როგორ უნდა მეთხოვა ენდრო არ მაქვს და ეგაა პრობლემა.. WOMAN IN LOVE მეც მინდა პასკის გამოცხობა და რეცეპტზე ვერ დავკონკრეტდი ჯერ არა და ძალიან დიდი ხანია არ მიჭამია ჩვენებური კულიჩი (მე მაინც პასკას ვეძახი) ხოდა ეხლა მინდა 1 ცალს გავიკეთებ ჩემთვის |
Posted by: faustina 11 Apr 2012, 03:05 | ||||||
ninoma
არაა არც გემო და მგონი არც ცუნი არ დადგება ხახვის ოტახშI არ მახსოვს რამდენი პურცლები , მაგრამ თU წითელი ხახვისაა, არამგოონია ბევრი დასცჰირდეს. მგონი მე 15 ცალი მოვხარშე და ქვაბის ძირშI კარგად ჩავაფინე , ანუ კვერცხები რბილად რომ დაიდოს , მოხოლოდ ერტი გამე გააჩერე ფოთლები წყალშI შეგიძლია ნახატებიც გაუკეტო * * * WOMAN IN LOVE
ხო, მეც მასე ვარ ... რამოდენიმე პასკა მაქვს და ჯერ ვიტომ ძნელის გაკეთება მინდოდა, ანუ დიდი დრო რომ უნდა, მერე როცა დამპატიჯეს ჩEმმა მეგობრებმა მათ რაინშI, ახლა გეგმა შევცვალე და ხვალ საშუალო სირთUლის პასკას მოვამზადებ |
Posted by: guruliqali 11 Apr 2012, 09:21 |
გოგოებო, შარშან მე მხოლოდ ხახვის ფურცლებით შევღებე, არც სუნი იდგა ხახვის, და არც ყავისფერი გამოსულა, უმაგრესი ფერი იყო და არავის არ სჯეროდა, რომ მხოლოდ ხახვის ფურცლებით შევღებე. ესეც ლინკი - აქ პროპორციაც წერია, ანუ 6-10 ცალ კვერცხზე - 5 ცალი ხახვის ნარჩევი, ამით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1030 |
Posted by: miau 11 Apr 2012, 10:55 |
ენდრო + ხახვის ნაფცქვენი + ძმარი - საუკეთესო ფერი დგება. * * * dii ჩვენ ვცადეტ ეს რეცეპტი და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ყოველ წელს ახალ რეცეპტებს ვცდით მე და დედაჩემი http://technomouse.ru/post214960175/?upd ანუ დავტესტეთ და ახლა ვიწყებთ მთავარ საქმიანობას. |
Posted by: shilaida 11 Apr 2012, 10:57 | ||
miau
ეს როდის ემატება?? |
Posted by: miau 11 Apr 2012, 11:04 |
shilaida კვერცხის ხარშვისას ემატება. ნაყენს ხომ წამოადურებ, მერე გააგრილებ და სანამ კვერცხებს ჩააწყობ, ჩაასხამ ძმარს. ძმარი საღებავს ამაგრებს. |
Posted by: shilaida 11 Apr 2012, 11:31 |
miau ოკ,მადლობაა პასკის რეცეპტს გადავხედე,კარგი ჩანს ნამდვილად |
Posted by: fermina 11 Apr 2012, 11:57 | ||
წელს პირველად მიწევს კვერცხის შეღებვა და პატარა კონსულტაციას ხომ ვერ გამიწევთ? ანუ ვფიქრობ ზუსტად ამ ინგრედიენტებს. ჯერ ეს ენდრო უნდა დაინაყოს და ხახვის ნაფცქვენებთან ერთად ადუღდეს ჰო? მერე გაგრილდეს და ძმარი და მარილი მგონი და მერე კვერცხები ჩავაწყო და ვადუღო? |
Posted by: ninicool 11 Apr 2012, 12:13 | ||||
ბალზამიკო არ წავა ძმრის ნაცვლად? guruliqali
სუნი არ ექნებოდა, მშრალი ფურცლები უსუნოა. |
Posted by: miau 11 Apr 2012, 12:16 |
fermina ზუსტად მასე უნდა გააკეთო. მზა ნახარში გააციე, დაუმატე ძმარი, ჩააწყვე კვერცხები და მოხარშე. კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და ნახარში - გრილი, რომ არ დასკდეს. ამასთან, დედა რომ ხარშავს კვერცხებს, ქვაბს ძირზე ნაჭერს უფენს და რბილადაა. შემდეგ, როცა კარგად მოიხარშება, ამოიღებ, გამდინარე წყალში გარეცხავ, გაამშრალებ და ზეთით გააპრიალებ. * * * ninicool პრინციპში, რატომ არ შეიძლება ბალზამიკო? |
Posted by: fermina 11 Apr 2012, 12:49 |
miau გაიხარეთ, დიდი მადლობა. დედაჩემმა კი ჩამიტარა ინსტრუქტაჟი წასვლამდე, მაგრამ არ ვენდე ბოლომდე და გადავამოწმე დარწმუნებული ვარ, უფრო კარგი გამომივა |
Posted by: dii 11 Apr 2012, 13:56 |
miau დიდი მადლობა მე როგორც გამიგია, რაც უფრო მეტჯერ ამოვა ცომი უფრო კარგი გამოდის პასკა. ამ რეცეპტით მომზადებული ცომი რამოდენიმეჯერ რომ ჩავზილო ხომ არ გავაფუჭებ? |
Posted by: LTB1948 11 Apr 2012, 14:32 |
shilaida დიდი მადლობა, ვფიქრობდი ზეტის ცასდმას მაგრამ ალბათ არ არის საჭირო |
Posted by: upwave 11 Apr 2012, 15:23 |
შარშან გამყიდველმა მეც მითხრა, რომ პასკის ქაღალდის ფირმებში არაა საჭირო ცხიმის წასმა |
Posted by: LTB1948 11 Apr 2012, 15:26 |
upwave უღრმესი მადკლობა))) |
Posted by: Lemon Curd 11 Apr 2012, 16:11 |
ამ ვიდეოზე თავიდან ბოლომდე აღწერილია პასკის/კულიჩის ცომის დამუშავება, იქნებ ვინმეს გამოადგეს http://www.youtube.com/watch?v=qSRZjD0k6X8&feature=player_embedded |
Posted by: Peppi 11 Apr 2012, 16:17 |
ninicool faustina ninoma LUTA მე ასე ვამზადებ წელს.. შარშანწინ დავტესტე ეს რეცეპტი... ისეთI კვერცხები გამოვიდა, როგორიც სურათზეა.. დოზებიც წერია და ძმრის შესახებაც.. მე არ ვალბობ, მაგრამ წინასწარ ვადუღებ ხახვის ფოთლებს ფერის გამოსარებად: http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1030&Itemid=55 |
Posted by: ტატა 11 Apr 2012, 16:29 |
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს: პასკის რეცეპტებში (კულიჩის) თბილი რძე ანადუღარს და გაგრილებულს ნიშნავს? წინასწარ მადლობა |
Posted by: Peppi 11 Apr 2012, 16:56 | ||
ტატა
თუ მაღაზიის არის - მაშინ არ ვადუღებ; "სოფლის, რომ იყოს ავადუღებდი კი... *** პასკას რამდემინე რეცეპტის კომბინაციით გავაკეთებ; თან, ცომის ერთI ნაწილი მაცივარშI მინდა გამოვატარო, ფორების თანაბრად და წვრილად განსავითარებლად; რას იტყვით - ვსინჯო? პასკის/კულიჩის/პასქის რეცეპტები http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewcategory&category_id=244&Itemid=55 |
Posted by: lukanini 11 Apr 2012, 17:44 |
faustina ტყე არ არის შენთან ახლო მახლო? ენდრო რომ გენახა.ისე ადგილებშიც არის სადაც ბალახებია.ეს დღეები სულ წვიმდა და ვერ გავედი ამ დღეებში გავალ აუცილებლათ მიწის ამოსაჩიჩქნათ მე ხახვის ფოთლებს ვერ ვაგროვებ ხოლმე სულ მავიწყდება და ენდროში ვღებავ.კარგი ფერი გამოდის ისედაც |
Posted by: faustina 11 Apr 2012, 18:56 | ||||
Peppi
სუპერ კვერცხებია კი მასეც გამიკეთებია ერთხელ შენი ბლოგიდან keti ს პასხას ვაკეთებ და რავიცი .... არ გამოდის რაღაც ((( lukanini
არ არიის ... გადაშლილი მინდვრებია სუულ (( |
Posted by: miau 11 Apr 2012, 19:24 | ||
dii
ჩაზილე შენც ძალიან არ გაგეწელოს ცხობა.. ერთხელ ჩავზიულე და აფუვდა. მერე მეორედ ჩავზილე და ავურიე ცუკატები და ქიშმიში. მერე, მესამედ გადავიტანე ფორმებში და რომ ამოვიდა, შევდგი გამოსაცხობად. ძალიან კარგი გამოვიდა, მშვენივრადაც ამოვიდა და ამასთან, საკმაოდ მკვრივი სტრუქტურა აქვს. სიტკბოც სრულიად ნორმალურია. |
Posted by: ninicool 11 Apr 2012, 19:28 | ||
Peppi
მეც მაგ რეცეპტის გამოყენებას ვაპირებ წითელი ხახვის ფურცლები მაქვს უკვე, ძმარიც შევიძინე, რუსეში სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, დავპუტე წითელი ხახვები, მთელ კამპუსს ეყოფა შესაღებად და კიდევ რა მაინტერესებს., ერთხელ რომ შევღებავ, იმავე წყალში მეორედ აღარ შეიღებება? |
Posted by: guruliqali 11 Apr 2012, 21:33 | ||
რომელი წარმოების ინგრედიენტები გამოვიყენო სააღდგომო კულიჩის გასაკეთებლად? მე ასე მოვიფიქრე: რძე - "პარმალატის", კარაქი - ასაწონი კარგი ხარისხის (მგონი, ჰოლანდიურია) , ფქვილი - "პროგრესი". კვერცხი - ალბათ არ აქვს მნიშვნელობა... საფუარი - მშრალი, ფქვილში შესარევი. ხაჭოს პასხისთვის - ასაწონი ხაჭო ოდნავ მოსველო სტრუქტურის. არაჟანი - ქობულეთური. სწორად შევარჩიე? * * * ninicool
კი, როგორ არა, წყალი შეაგრილე, ჩააწყვე კვერცხები და შეღებე. |
Posted by: lukanini 11 Apr 2012, 22:14 | ||
faustina
არადა არ არსებობს რომ არ იყოს.იცი ცნობა?ბავშვი რომ გამოვიყვანე კოლეჯიდან დღეს წავედი და ვჩიჩქნეთ მიწა ორივემ მგონი გამვლელ გამომვლელმა ვინც დამინახა ფიქრობდა რას ეძებს ეს გოგოო აქ ბლომათ არის .რომ შემეძლოს მოგაწვდიდი მაგრამ შორს ხარ ჩემგან ცოტა არ იყოს |
Posted by: Lemon Curd 11 Apr 2012, 22:15 |
თბილისში ვინც არ ხართ და კვერცხის შეღებვა გინდათ, შეგიძლიათ აფთიაქში იკითხოთ გერმანულად krappwurzel ეს არის ენდრო, ჩვეულებრივი ისეთივე როგორიც ჩვენთან. ლათინუად ქვია სავარაუდოდ Rubia tinctorum, თუმცა ეს ვერ ვნახე ვიკიპედიაში და დარწმუნებული არ ვარ. ინგლისურად უნდა იყოს common madder |
Posted by: lukanini 11 Apr 2012, 22:17 | ||
რომელი ხაჭო იხმარე? |
Posted by: n_j 11 Apr 2012, 23:40 |
პასკის გარდა რას აკეტებთ საჭმელებს? იდეები მომაწოდეთ |
Posted by: miau 12 Apr 2012, 00:19 |
n_j ჩვენ ძალიან ბევრი პასკა-კულიჩი გამოვაცხვეთ და გარდა ამისა, ტკბილეულის კატეგორიაში ტორტი ანა პავლოვა გვექნება. რაც შეეხება სადილს - მკაცრად ტრადიციული: ბატკნის ჩაქაფული კარტოფილის კროკეტები გულში ღორის გულის ფარშით შემწვაური ინდაური ნიგვზის საწებლით ლაბასხმული ღორის ხორცი (ხალადეცი) შებოლილი ლორი, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდები - ჩემი ბიძის მომზადებულია და ამ დღეებში გვიგზავნის თუ დრო დამრჩა და ვინმე კულინარიის დამფასებელი სტუმარი გამოჩნდა, ცეზარის პროდუქტები კი მაქვს და მოვამზადებ. http://technomouse.ru/post215317702/ - აბა ამას გადახედე |
Posted by: tamo7779 12 Apr 2012, 00:47 |
n_j გააჩნია რისი მოყვარული ხარ მე არ მიყვარს ბევრი საჭმელი ერთად. სხვადასხვა დღისთვის სხვადასხვა კერძი გავაკეთო მირჩევნია. კვირისთვის: კვერცხი, ლორი, ისპანახის იტალიური პეროგი, რამე სალათა, და კულიჩი. კვირის მანძილზე ქათმის რულეტი მინდა გავაკეთო..... |
Posted by: upwave 12 Apr 2012, 00:55 |
მე ვგიჟდები ნიგვზიან პასკებზე, კახეთში აკეთებენ ხოლმე. ჯემითაც კეთდება, მაგრამ ნიგვზიანი განსაკუთრებულია. ხომ არ იცით რეცეპტი? ორშაბათს კი წავალ ალბათ და ჩავიწერ აუცილებლად |
Posted by: faustina 12 Apr 2012, 01:22 |
lukanini მართLა ?? სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორია მცენარე .... იქნებ სურათი დამიდო გუუგლიდან ?? მასე ხალხი მეც მიყურებს რას შვრებაოო, როცა ჭინჭარს ვკრეფავ |
Posted by: Peppi 12 Apr 2012, 01:27 | ||
faustina
ვაი, რატო? რა მიზეზია ნეტავი.. მე არ მიცდია თავად მაგ რეცეპტი.. მოვჩი პასკებს.. ესპანური სადღესასწაულო, თუ "მე-12 ღამის პურიც" შემომეცხო.. გაგიგია რომელია? |
Posted by: miau 12 Apr 2012, 01:58 | ||
faustina Rubia tinctorum - ლათინური სახელით მოძებნე. upwave
გაგვიზიარე ბებიას კი აქვს რეცეპტები და ამდენი ხანია, მეხვეწება, ჩემი ძველი რეცეპტით გამოაცხვეო, მაგრამ რა გინდა - თურაშაულის პატრონი პანტას დავეძებ თუმცა, მინდა ვთვქა, რომ როცა თურაშაული გბეზრდება, პანტას დიდი სიამოვნებით მიირთმევ. ერთი გადავხედო, იქნებ მას ჰქონდეს ეგ ნიგვზიანი პასკა. როგორც ამბობს, მისი ბავშვობისას თონეში აცხობდნენ დიდი ზომის პასკებს. |
Posted by: ninicool 12 Apr 2012, 02:06 | ||
ეს ვიპოვე http://www.alibaba.com/product-free/104132476/Madder_Root_Rubia_tinctorum_L_dyestuff.html |
Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2012, 03:21 | ||||
guruliqali
მზეკაბანი
მშრალი ჯობია. პრინციპში, მაინც უნდა დაიწრიტოს, მაგრამ სველს მშრალი ჯობია მოვზილე უკვე პასკის ცომი ეს პარტია ბავშვებისთვის - არანაირი ქიშმიში და ხმელი ხილი - არ უყვართ ხვალ გამოვაცხობ და საღამოს მოვზელ ახალ პარტიას, ხმელი ხილით გატენილს - მე ეგეთი მიყვარს |
Posted by: n_j 12 Apr 2012, 10:25 | ||
WOMAN IN LOVE
ღმერთო, რა ყოჩაღი ხარ! აღფრთოვანებული ვარ შენით! პ.ს. როგორც კი წუწუნს დავიწყებ სახლში, დავიღალე, ამ ბავშვებთან ვერაფერს ვაკეთებ და ა.შ. ჩემი ქმარი მპასუხობს: აბა ვისაც 6 ჰყავს იმან რაღა თქვასო * * * miau რამდენი ხორცებია ! ჩემი ქმარი დაპატიჟეთ ჩემს სახლთან ახლოს ხორცი არ იყიდება და გუდვილებში და მაგ სიშორეზე ბავშვებთან ერთად ვერ მივდივარ უმანქანოდ იქნებ შაბათს მაინც გავაღწიო სადმე ქათამს შევწვავ, რამე სალათი, ხაჭაპურებს ვიყიდი,ან რამე ღვეზელს გამოვაცხობ. მეც ნელ-ნელა ვაკეთო მირჩევნია, ვიდრე მივაკვდე ერთ დღეს. |
Posted by: rtuli 12 Apr 2012, 11:16 |
დღეს ვაცხობ ნაღებზე მოზელილ კულიჩსს შოკოლადით და ალუბლის ჩირებით. რეცეპტს ეხლავე დავწერ იქნებ ჩემთან ერთად გამოაცხოს ვინმემ...გარწმუნებთ ეს იქნება კულიჩების კულიჩი 5ცალი კვერცხი 300მლ.ნაღები 33% და ზევით 50გრ.დაწნეხილი საფუარი 400 გრ.შაქარი ვანილი 0,5ჩ.კ.მარილი 300 კარაქი 200გრ.კარგი ხარისხის შოკოლადი(შოკოლადის ხარისხზეა დამოკიდებული კულიჩის სურნელოვანი ბუკეტი) 50გრ.ალუბლის ჩირი 1კგ.ფქვილი ოპარა:გაათბეთ ნაღები და გახსენით საფუარი,დააცერით 500გრ.ფქვილი,ამოზილეთ და დადგით ამოსასვლელათ. კვერცხის გულები გათქვიფეთ შაქართან ერთად+ვანილი დაამატეთ. კარაქი დაადნეთ ცოტა. როცა ოპარა ამოვა დაამატეთ მარილი,გათქვეფილი კვერცხის გულები,კარაქი+ფქვილი...კარგად მოზილეთ. გათქვიფეთ კვერცხის ცილები და შეაზილეთ ცომს.დადგით ამოსასვლელად. შოკოლადი დააბლენდერეთ კროშკის მასამდე,ან წვრილად დაჭერით+ალუბლის ჩირი დაამატეთ. როცა ცომი კარგად ამოვა,დააყარეთ შოკოლადი,ჩაზილეთ სწრაფად და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. 2 ნაწილად გაყავით და ჩადეთ ყალიბში.აცადეთ თბილ ადგილას ამოსვლა საბოლოოდ და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში. გამომცხვარ და გაციებულ კულიჩისზედაპირს ,გადაასხით გამდნარი შოკოლადის მინანქარი ან მოაყარეთ შაქრის პუდრი. მეორე კულიჩებს მოვამზადებ ხვალ,ახალი ტექნოლოგიით სადაც ცომის ნაწილს ჩავხარშავ ცხელი რძით ან ნაღებით. პ.ს.ვისაც სოჩნი კულიჩები უყვარს არასოდეს გამოაცხოთ პატარა ზომის ყალიბებში,დიდი ზომის მინიმუმ 700გრ.-ანი კულიჩემი ყოველთვის უფრო სოჩნია და გემრიელი. * * * მე ბევრ საჭმელს ვერ მოვამზადებ....აღდგომას აეროპორტში ვხვდები... სახლში დავტოვებ ჩაქაფულს ტოლმას ბლინებს ჩავუბასტურმებ ქათამს და თავად მიხედავენ ჩემები სალათს თავად მიხედავენ ნეგვზიან ბადრიჯნის გულსართსაც დავუტოვებ,დანარჩენს თავად დაასრულებენ ხო ნიგვზის და ნუტელას გულსართიან წნულს გამოვაცხობ კიდე. |
Posted by: laliko 12 Apr 2012, 11:25 |
გამარჯობათ გოგოებო პასკების ფორმები სად იყიდეთ? |
Posted by: shilaida 12 Apr 2012, 11:50 | ||
rtuli
მშვენიერი ჩანს მართლა მე ჰოლანდიური მშრალი საფუარი შევიძინე ჰიბრიდის გამოცხობას ვაპირებ,ვნახოთ რა გამოვა? უბრალოდ ქიშმიშიც მაქვს,ფერადი ცუკატებიც+ალუბლის ჩირი და შოკოს წვეთები,რომელიც "სუნელების კცთან" შევიძინე და სახლში რომ გავსინჯე,გემოთი დიდად კმაყოფილი არ დავრჩი დიდად კმაყოფილი ხოდა ეხლა ვფიქრობ ეს ინგრედიენტები ყველა ერთად მოვათავსო ცომში,თუ ძაან "დომხალი" გამოვა,აა?? |
Posted by: guruliqali 12 Apr 2012, 12:19 | ||||
laliko
გამარჯობა პასკის მრავალჯერადი (ლითონის) ფორმები შარშან დეზერტირების პირდაპირ ქუჩის ჩაყოლებაზე ვიყიდე, მერე ელიავაზეც ვნახე (სადაც "ფეჩებს კრავენ"). ერთჯერადი ქაღალდის ფორმები პასაჟშიც ჰქონიათ ნამცხვრის აქსესუარების რიგში, წერეთელზეც აქვთ 89 ნომერში საკონდიტრო მაღაზიაში და მე პირადად პანდას სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე "დოლარსთორის" გვერდით საკონდიტრო ჯიხურში ვნახე წინა კვირას - 1 კგ-იანი პასკის ფორმები 1 ლარად. shilaida
ჩემი აზრით, აჯობებს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიო: ქიშმიშ-ცუკატ-ჩირიანი ან ქიშმიშ-შოკოლადისწვეთებიანი. მე ასე გადავწყვიტე: რადგან ჩემები ქიშმიშიან კულიჩს არ სწყალობენ, ერთ ულუფას მთლიანად "უარაფროს" ვაკეთებ (მეორე ულუფა იქნებ შემდეგი კვირისთვის გავაკეთო, თუ ძალები შემრჩა) ხაჭოს პასხას - ნიგოზი+შოკოლადის წვეთებით, და სააღდგომო გვირგვინს ქიშმიშ-ცუკატ-ჩირებით. პ.ს. დღეს სოკო ჩავშუშე თეთრ ღვინოში. |
Posted by: miau 12 Apr 2012, 12:27 | ||
n_j
ასე უყვართ ჩვენთან )))))))))) გამოისეირნეთ მერე, გაგვიხარდება rtuli ძალიან კარგი ხარისხის ალუბლის ჩირი იყიდება ჰუნგარიკუმში. |
Posted by: shilaida 12 Apr 2012, 12:28 | ||||
guruliqali
უF,უF:))) |
Posted by: Peppi 12 Apr 2012, 13:50 | ||
rtuli
ნინო, მეც რაღაც მაგდაგვარი რეცეპტით მოვამზადე.. საფუძვლად შენი შესქელებული რძის პასკის რეცეპტი გამოვიყენე.. ნაღები დავამატე და 5 კვერცხზე დავიყვანე ფორმულა.. ძალიან გემრიელია, ერთი რასაც მომავალში გავზრდი: შაქრის რაოდენობა - 500 გრამი არ ეყო. ანუ ასე გამოვიდა საშუალოდ ტკბილი.. (თუმცა ეს შაქარზეცაა დამოკიდებული.... მე ორგანული ვუქენი, რაც უფრო ნაკლებ ტკბილია ყოველთვის); კარაქი მე არ დამიდნია - თუმცა ასე უფრო "სოჩნი" გამოვა ნამდვილად;:) გამოვაცხვე და გავსინჯე კიდეც - სუპერ, მადლობა ამ რეცეპტისთვის ერთ მაქვს დარჩენილი - ნაწილი მაცივარში გამოვატარე.. შევადარებ, რომელი აჯობებს |
Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 13:58 |
SOS სასწრაფო დახმარება მესაჭიროება )) ფორმები არ მყოფნის და ორ ნაწილად უნდა გამოვაცხო კულიჩი, ხომ არ ამიმჟავდება ცომი??? გუშინ ღამით მოვზილე ცომი, გავყავი ორ ნაწილად, ნაწილი მაცივარში დავტოვე, ნაწილი გარეთ. დღეს დილით ორივე გადავზილე და ვავადე მეორედ ამოსვლა. მეორედ ამოსვლის შემდეგ კიდევ ჩავზილე, დავამატე ცუკატები/ქიშმიში. უმაცივრო ნაწილი ფორმებშია და ამოსვლას ველოდები სადღაც საათნახევარია უკვე. მაცივარ გამოვლილი ნაწილისთვის ფორმები არ მყოფნის და დევს ჩვეულებრივად ცელოფანგადაფარებული. აღარ ვიცი რა ვქნა, ორჯერ ჩაზელილია უკვე და ის სანამ გამოცხვება ეს არ ამიმჟავდეს, დამეხმარეთ და გამოცდილებო, როგორ მოვიქცე პირველად ვაცხობ ((((((( ეს მეორე ნაწილი კიდე ხომ არ გადავზილო, უკვე მოიმატა ისევ ზომაში, სწრაფად ამოდის საკმაოდ. კიდე გადავზილო თუ დავტოვო ასე? სადღაც საათნახევაი კიდევ ვერ დავიწყებ ამის ცხობას |
Posted by: LUTA 12 Apr 2012, 14:14 | ||
Peppi
ნათი ამ მაცივარში გამოტარებაზე მინდა ვთქვა მაცივარში გამოტარება არჩევანი არაა . სავალდებულოა და გეტყვი რატომაც გაფუების პროცესი რალურად იყოფა სამ ფაზად: გაფუება, ფერმენტაცია, ცომის მომწიფება. როგორც კი ცომი იწყებს ამოსვლას იქ მთავრდება გაფუება და გადადის შემდეგ ფაზაში ფერმენტაციში. არის კიდევ მესამე პორცესი რომელიც მიმდინარეობს ეს არის ცომის მომწიფება. ეს პრცესი იწყება ცომის მოზელვიდან და მთავრდება სანამ ღუმელში არ შევა. გაფუება - პროცეის როცა ცომში გამრავლებულია საფუარის ბაქტეირიები. მეორე ფაზა ფერმენტაცია როცა იწყება ბაქტერიები გარდაქმნიან შაქარს - ალკოჰოლი , გაზი მომწიფება სადაც უკვე მარავლი ქიმიური პროცესი მიმდინეარობს . შაქარის გარდაქმნია ცხიმები და ა.შ არის ძალიან ნელი პროცესი კარგი ხარისხის მისაღებად ეს სამივე პროცესი უნდა დაემთხვეს დროში ერთმანეთს. მომწიფებას უნდა დრო. გაფუება და ფერმენტირება უფრო ჩქარი პროცესია და დომინირებას ახდენს მომწიფებაზე როცა ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს . ამიტომ მომწიფება ვერ აღწევს თავის პიკს . ამიტომ მაცივარში სადაც არის დაბალი ტემპერატურა გაფუება ფერმეტირება ნელდება და მომწიფება კი ამ ტემპერატურაზეც გრძელდება. ასე ხდება რეგულრება ამ სამი პორცესის. ოთახის ტემპერატურაზე ეს შეუძლებელია რადგან ფემენტაციის შედეგად ენზიმები ჭამენ ფქვილში შემავალ გლუტეინებს და თუ დროზე არ შეწყვეტ პროცეს არ გამოაცხობ ცომი საერთოდ დაკარგავს ელასტიურობას. ანუ ვერ დატოვებ იმდენ ხანს რომ ცომი მომწიფდეს. ეს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზეა შესაძლებელი + ცოტა საფუარი. შედეგი კი არის ელასტიური ცომი. უკეთესი ნასვრეტები. უკეთესი გემო . და რაც მთავარია ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია ორგანიზმისათვის როცა ბუნებრივი საფუარი იხმარება მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იხმარება მაცივარი თუ საფუარი არის ძალიან ძალიან ძლიერი. სხვა შემთხვევაში არა. რადგან ისედეაც ძალიან ნელი პროცესია დაწნეხილი საფუარისაგან განსხავებით. აი პასკაზე რომ ამბობენ რამოდენიმეჯერ უნდა ჩაზილო კარგი რომ გამოვიდესო . ცომის მომწიფების პრინციპია. მაგრამ ეს სასურველია დაბალ ტემპერატურაზე მოხდეს მაცივარში. ჩაზელვის გარეშე . ასე გარანტირებულია რომ ენზიმები არ შეჭამენ გლუტეინებს (ცომის ელასტიკურობაზე პასუხის მგებელს ) ასევე დაუშვებელია ცომის ახლოს დადება გამათბობელთან ან ზომაზე მეტად თბილი ღუმელში შედება ამოსასვლელად. რადგან 27 გრადუსზე მაღლა თუ მიმდინარეობს გაფუება გლუტეინის საფარი ნადგურდება. და მაღალმა ტემპერატურამ ასევე შიეძლება მოკლას საფუარის ბაქტერიებიც . დიდი პოსტი გამომივიდა მაპატიეთ |
Posted by: green tea 12 Apr 2012, 14:19 | ||
LUTA
თამუნააა დიდი მადლობა, რომ არსებობ და დიდი მადლობა რომ გიცნობ შორიდან მაინც! |
Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 14:31 |
LUTA ვაიმე ანუ თუ სწორად მივხვდი, დიდი ხანი რომ მრჩება ეხლა ჩემი საბრალო ცომი გამოუცხობი, შეიძლება ელასტიურობა დაკარგოს და აღარ გამოვიდესს პლს იქნებ შენ მიშველო... მაცივრიდან სადღაც 5 საათია ცომი გამოღებული მაქვს, რომ გამოვიღე სადღაც ორ საათში გადავზილე და დავტოვე, ეხლა ისევ ამოფუმფულდა და მე ჯე ვერ ვახერხებ გამოცხობას, სადღაც ორი საათი ალბათ (ფორმებში ამოსვლის დროის ჩათვლით), რა ვუყო რას ფიქრობ, მაცივარში შევაბრუნო? კიდევ გადავზილო? თუ გამოვიგლოვო და დავივიწყო |
Posted by: LUTA 12 Apr 2012, 14:39 | ||||||||
green tea
პირიქით დიდი მადლობა შენ რომ ჩემი ამხელა პოსტის წაკითხვა არ დაგეზარა Lemon Curd
არავითარ შემთხვევაში
გადაზილე კიდევ ერთხელ
ცომის ელასტიურობა დამოკიდებულია რამდენად კარგადაა დამუშავებული და კიდევ გაფუების სწორ პორცესზე. მაცივრიდან გამოღებული ცომი უფრო პრიალაა . რადგან მოხდა მისი მომწოფება. ძალიან კარგად დამუშავებულ ცომსაც შეიძლება არასწორმა გაფუებამ დააკარგვინოს ელასტიურობა აი ღუმელში ზედაპირი რომ უკდება მაგის მჩავეენებელია რომ ან არ დამუშავდა კარგად ან დაკარგა როდესაც სიმხურველე აწვება ქვემოდან ცხობისას ცომს არ აქვს ელასტიურობა და არ იბერება ბურთივით ამ ცხელი ტალღის მოწოლისას ვერ უძლებს და სკდება |
Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 14:41 |
LUTA ოკ ეხლავე ვეცემი ) უღრმესი მადლობა შედეგებს მოგახსენებთ თუ ძალიან სავალალო არ იქნა :D:D |
Posted by: gloneli 12 Apr 2012, 14:46 |
LUTA აბა ახლა შემომაშველე შენი პროფესიონალიზმი ჩემს-არაფროფესიონალის ენაზე,კაკ რაზ,ახლა ვიწყებ პასკის ცომის მოზელას და სითბოში გავჩერო თავიდან?თუ მაცივარში გამოვატარო თავიდან ბოლომდე? რამდენ გრადუსზე აცხობ შენ პასკას ელ,მარაოიან ქურაში?სტაბილურად ერთ ტემპ-რაზე თუ ცვლი? |
Posted by: LUTA 12 Apr 2012, 14:51 | ||
gloneli
მე მაგალითად ასე ვაკეთებ ვზილავ და ეგრევე ვდებ მაცივარში . მერე გამოვიღებ გადავზელ დავუმატებ ცუკატებს და ქიშმიშებს რაც მინდა რო მ ქონდეს . 1 საათი ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე მერე მოვათავსებ ფორმებში და ვაცდი აფუებას ვაცხობ 180 გრადუსზე სანიავებლიანი რეჟიმი. ტემპერატურას არ ვუცვლი. ცომის მოზელვისას ძალიან ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს. მე 1 კილო ფქვილის ერთიანად არასდროს გამიკეთებია რადგან ჯერ ამდენიც არ მინდა და მერე მე მიჭირს ამხელა ცომის დამუშავება ძალიან კარგად . და რაც მთავარია საფუარს ვუშვები ცოტას . მაგრამ მერე აფუების დრო არის ხანგრძლივი . საღამს ვზელ ვდებ მაცივარში. ბოსტნეულითან ახლოს . დილით მხვდება დასვენებული ოდნავ გაფუებული. მერე ველი მეორედ გაფუებას ფორმებში საკმაო ხანი |
Posted by: Peppi 12 Apr 2012, 14:53 | ||
LUTA
გეთანხმები მაგრამ საცდელად იმიტომ ვამბობ, რომ ქართული კულინარიისთვის არ არის პასკის ცომის ამ წესით მომზადება დამახასიათებელი. როცა რაიმე ახალ პროცესს თავაზობ დიასახლისს, რომელიც 20 წელი სხვანაირად ამზადებდა - , არგუმენტაციაც უნდა მივაყოლო შედარების ფონზე - ასე ვთვლი .. იმიტომ დავყავი ასე.. შედარების საშუალებაც უკეთ მექნება არგუმენტისათვის ან უარსაყოფად |
Posted by: gloneli 12 Apr 2012, 14:54 | ||
LUTA მე ვაკეთებ ნ.ჯ-ის რეცეპტით და იქ 3,5 კგ ფქვილია.ამას ალბათ მეტი დრო დასჭირდება მაცივარში გაჩერების,ხომ?
აი ეს რა დროის გასვლის მერე ხდება? პ.ს. სანამ დავპოსტე.დაგიწერია |
Posted by: LUTA 12 Apr 2012, 15:00 | ||
Peppi ნათი მე რაც ვთქვი ჩემი მოგონილი არ არის
გეთანხმები აუცილებად. ყველაფერს აქვს თავის ახსნა . მე მაგალითად ყოველთვის მაინტერესებს რატომ არის ასე საჭირო . რატომ უნდა ჩაიზილოს ცომი და რატომ გამოდის უკეთესი საკონდიტრო ისეთი რამეა არგუმენტები უნდა . მენდე და მე ასე ვაკეთებ მარავლი წელი მე ეს არ მაკმაყოფილებს ხოლმე მე უბრალოდ ვთქვი ტექნიკური ახსნა როგორც ამას პროფესიონალები ხსნიან. თუ კი ვინმეს ექნება სურვილი რომ გაითვალისწინოს |
Posted by: ninicool 12 Apr 2012, 15:04 |
უკვე მრცხვენია, ტვინი წავიღე კვერცხებით, მაგრამ ერთიც და ვსიო. კვერცხი თეთრი უკეთესია შესაღებად თუ ცოტა მოწითალო რომაა ისეთი? რომელი უფრო კარგად იღებება? შარშან თეთრები შევღებე და სხვადასხვა ფერებზე შეიღება ყველა. |
Posted by: LUTA 12 Apr 2012, 15:07 |
ninicool მეც დავპუტე შენი არ იყოს ხახვის ფურცლები სადაც ხელი მიმიწვდა. თეთრი კვერცხი აქ უბრალოდ არ მოიპოვება. ყველა დაზაგრულია. იმედს ვიტოვებ რომ კარგად შეიღებება ეს ზაგრიანები ხახვი დავალბე და პეპის მეთოდით ვღებავ |
Posted by: upwave 12 Apr 2012, 15:10 | ||
miau
კი, კი აუცილებლად |
Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 15:11 |
LUTA ninicool გოგოებო ენდრო მწვანე აფთიაქებსი იყიდება, ჩვეულებრივ აფთიაქებშიც! ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში იყიდება და იქნებ სხვაგანაც იყოს. გერმანულად krappwurzel, ლათინუად ქვია სავარაუდოდ Rubia tinctorum. ინგლისურად უნდა იყოს common madder ლუტა ძალიან ვნანობ რომ შენი დღევანდელი პოსტი ცომის გაფუებაზე გუშინ არ ვნახე და ვნანობ რომ საფუარი არ დავაკელი. მთლიან პორციაზე 50 გრამი საფუარი იყო მითითებული, მე 42 მქონდა და ეგ ვუქენი მთლიანად. არადა მახსოვდა შენი რჩევებიდან რომ თუ მეტ ხანს მისცემ საერთოდ ცომს გასაფუვებლად, ბევრად ნაკლები საფუარი იქნება საკმარისი. შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ. მადლობა ასეთი საჭირო რჩევებისთვის |
Posted by: ninicool 12 Apr 2012, 15:17 | ||||
LUTA
მეც მაგ მეთოდს ვიყენებ. იმედია კრახით არ დამიმთავრდება შენ უნდა გენახა მოლარეების გაკვირვება სკანერზე რომ ფოჩებს და 1 ცალ ხახვს ატარებდნენ. ერთმა ისიც კი შემომთავაზა ხახვს ამოგირჩევ, ეს რეებიაო. კარგა ბლომად კი მოვაგროვე, მთელ ქალაქს ეყოფა Lemon Curd
გუშინ წავიკითხე შენი პოსტი, დიდი მადლობა. ფოტოც გადავიტანე ტელეფონზე და გავალ ცოტა ხანში, დავლაშქრავ აფთიაქებს, იქნებ ბულგარისტანშიც იყოს. |
Posted by: Peppi 12 Apr 2012, 15:22 | ||||
LUTA
ვიცი, ვიცი.. საუკუნეები იქმდებოდა და მუშავდებოდა პროფესიონალების მიერ.. ქართულ სამზარეულოში რაც მინდა - ეს წესები და მეთოდები შევიტანო ქართულ კერძებში, ოღონდ გემოს შეუცვლელად.. ამაზე შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი, ძალინა საინტერესოა
გუშჳნ დავწერე რეცეპტი და პატარ-პატარა რჩევები ჩავურთე.. ისე ვრცლად არა და ვერა შენ რომ დაწერე.. მაგრამ პორცია-პორციობითით. სედაც ბევრს არ უყვარს გრძელი რეცეპტის კითხვა... ეს, აქაური შენი ახსნა იქნებ ცალკე სტატიად გადავიტანო პერფექტზე? კვერცხს რაც შეეხება - წელს ერთი სიახლე მინდა ვსინჯო - ჭარხალი შევამატო ედროს ნაცვლად... შედეგი არ ვიცი რა იქნება, იმედია რაიმე პროგრესი მექნება |
Posted by: guruliqali 12 Apr 2012, 15:23 | ||||
ninicool
მე თეთრს ვღებავ ტრადიციულად, მაგრამ დღეს თანამშრომელმა მითხრა - მოწითალოს უფრო სქელი ნაჭუჭი აქვს, არ ტყდება და შეღებვითაც უკეთ იღებებაო.
როგორც აღმოვაჩინე, აქ ბაზარში ხახვის გამყიდველები ხახვის ფურცლებს ცალკე ყიდიან ერთჯერად პაკეტებში ვნანობდი, რომ ხახვის ფურცლების შეგროვება ვერ მოვახერხე და დღეს გავიგე ეს ახალი ამბავი ... ესეც თქვენი "ბაზრის მოთხოვნილების შესწავლა და გათვალისწინება..." |
Posted by: LTB1948 12 Apr 2012, 15:23 |
guruliqali პროგრესი არა რა, მაგან მე გამამწარა, ჯერ პიცა ჩამოგდო და მერე ტორტი ორჯერ, სანამ მივხვდი რომ ფქვილის ბრალი იყო ჩემი დამემართა... მაგის მერე აღAრ ვეკარები |
Posted by: n_j 12 Apr 2012, 15:23 |
gloneli მაგ რაოდენობის ცომი მთელ მაცივარს დაიკავებს ან გაყავი რაოდენობა, ან მაცივრის გარეთ დატოვე |
Posted by: guruliqali 12 Apr 2012, 15:26 | ||||||
LUTA Peppi
ძალიან სასარგებლო რჩევებია, კარგი იქნება, მე უკვე გადავიტანე "სააღდგომო კერძების" ფაილში. * * * WOMAN IN LOVE LTB1948
დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევას. n_j
შენ არ გიჭირს ამ რაოდენობის მოზელა? ფიზიკურ ძალას ვგულისხმობ, ისეთი ნაზი ხარ |
Posted by: miau 12 Apr 2012, 15:30 | ||
ninicool
სქელკანიანი პატარა თეთრი კვერცხები ვიყიდეთ. შარშანაც ესეთები შევღებეთ და ძალიან კარგად შეიღება. |
Posted by: n_j 12 Apr 2012, 15:35 |
guruliqali როგორ არ მიჭირს, გუშინ მკლავები ისე მტკიოდა,მიკანკალებდა სულ ბავშვის ხელში დაჭერაც კი მიჭირდა. დღეს ცოტა აზრზე მოვედი. წელიწადში ერთხელ ვიტან, რადგან ძალიან მიყვარს სახლის პასკა, თან ნახევარზე მეტი გაჩუქებულია უკვე * * * მე სოფლის კვერცხებს ვღებავ, განსაკუტრებით გემრიელია ხოლმე მაღაზიის ისეთი არ გამოდის |
Posted by: ninicool 12 Apr 2012, 15:48 | ||||||
guruliqali
დიდი მადლობა. ფერადს ვიყიდი მეც.
ქატოსი არ იყოს n_j
სოფლისას ზუსტად ვიცი, რომ ვერ ვიშოვი, ოცნებაც არ ღირს მაგაზე. ნეტა ენდრო მაშოვნინა აფთიაქში და მაღაზიისას შევღებავ, სხვა რა გზა მექნება |
Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2012, 15:50 |
n_j მე ეგრე არ ვაკვდები ცომს, დიდხანს არ ვზელ. ვზელ რა, ბავშვები ზელენ დაიბანენ ხოლმე ხელებს და რიგი დგას ტაშტთან ამოფუებულის ჩაზელვა უყვართ განსაკუთრებით |
Posted by: LUTA 12 Apr 2012, 15:59 | ||||||||||
Peppi
ნათი ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ შენ უმაგრეს საქმეს აკეთებ ამ ახსნას რაც შეეხბა თუ კი გადაიტან ძალიან კარგი იქნება . ტექნიკურ დონეზე ასეთმა ახსნამ უფრო ნათელი გახადა ჩემთვის პროცესი. შენი პოსტი რომ ვნახე მაცივარზე გამეხარდა და მოვაყოლე გაგონილ მოსმელი.
მოუთმენლად ველი ამას . მე შენი მეთოდით ხახვის ფურცლებს ვიყენებ. მინდა გითხრა რომ კარგი მუქი ფერი ჩანს საბოოლო შედეგსაც დავდებ . მაგრამ ამ ფურცლებზე რომ მივედი მარკეტში შეფუთულები იდო ხავები და ფურცლის ნასახი არ იყო . რაც იყო ისე გაწკრიალბულები იდო . ჩემი მქარი მეუბნება ეტყობა რუსებმა დაგაწრესო წამოვედი ცუდ ხასიათზე იქიედან . მერე კაი რას გადაეკიდე ამ ხახვს ჭარხალი იხამრეო . მაგრამ მე მაინც ხახვი მინდოდა ჭარხალს ვერ ვენდე . მერე არაბების მარკეტში ვაიძულე ჩემი თავი რომ შევუსლიყავი და მეთხოვა . ნეტა იცოდე რა მომსახუება გამიწიეს . შემცხვა ჩემი თავის რა ცუდად ვფიქრობ ამ ხალხზე მეთქი ბოლო ბოლო გამოვედი დატვირთული ხახვის ფურცლებით და ბევრი იუ არ ველქამის ძახილით. ninicool
მე არაბები გავაოცე ჩემი ქმარი ამბობს გევქნება არბული ხახვით შეღებილი მართმადიდებლური კვერცხებიო Lemon Curd
გუშინ ვერ მოვიცალე აქაურობისათვის n_j
წარმომიდგენია მე ნინ 1 კილო ფქვილსაც ვერ ვამუშავებ . ჯერ ბევრი არც მჭირდება და თუ მაინც და მაიც ორჯერ მირჩევნია მოვზილო . ნახევრი კილო მაქსიმუმია . ვზელ დიდიხანს და კარგად დაახლოებით 2 საათი. და მაინც მეღლება მკლავები . WOMAN IN LOVE ჟურნალის ფოტო ვნახე ფორუმზე ძალიან ლამაზია წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით |
Posted by: Felisa 12 Apr 2012, 16:00 | ||
LUTA
თამო, აღფრთოვანებული ვარ შენით... რამდენ რამეს ვსწავლობ და არასოდეს მბეზრდება შენი პოსტების კითხვა დიდი მადლობა ამისთვის |
Posted by: ninoma 12 Apr 2012, 16:22 | ||
Peppi
არ გირჩევ, მე ვცადე ერთხელ და არ გამოვიდა. ისეთი უბადრუკი ფერი მიიღო, სუფრაზე ვერ გამოვიტანე. მე დღეს ვიწყებ ცომის მოზელას. თქვენ რა ყოჩაღები ხართ უკვე დაგიცხვიათ კულიჩები.. და ასე ადრე რატომ, საქმე წაიგდეთ წინ, თუ კულიჩს ასე სჭირდება? |
Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 16:44 |
LUTA მეორე პარტია შევიდა ღუმელში, ანუ მაცივრის ცომი ნახევარი საათი გავიდა უკვე, ისეთი სლიკინა ზედაპირი გაიკეთა და გაცილებით მეტად ამოვიდა პირველ პარტიას უფრო რელიეფური ზედაპირი აქვს და ასე სოკოსავით არ ამოსულა. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შიგნიდან როგორია |
Posted by: Peppi 12 Apr 2012, 17:33 | ||||
LUTA
ვაკეთებთ და არასდროს დავიშურებ საქებარ და სამადლობელ სიტყვებს პერფეკტის ავტორების მიმართ guruliqali .. და არც აქტიური მკითხველი და გამავრცელებელი მავიწყდება ninoma
ე.ი. აღარ ვცდი წავედი ბლომად ხახვი დავარჩიო.. შენი ხლოვანის რეცეპტით მინდოდა მომემზადებია, რაც რეცეპტი დადე მის მერე ჭარხლის ფოთლებს დავეძებ.. ეხლა გამოჩნდა ბაზრებში ან ბოსტნეულის მაღაზიებში, მაგრამ ყველგან მომჟღნარია, აი, წონისთვის რომ შეატოვებენ ფოთლებს, მხოლოდ ან დანიშნულებით - გამოდგება? თU მომიწევს ჭარხლის ეზოში მოყვანა :დ |
Posted by: fermina 12 Apr 2012, 17:45 |
ერთი კითხვა მაქვს - 20 კვერცხს 2 შეკვრა ენდრო ეყოფა? ხახვის ფურცლებიც რომ ჩავუმატო? (ენდრო მგონი სტანდარტული შეკვრები იყიდება ყველაგან დაახლოებით) და ეს ენდრო მგონი ჯერ სანაყში უნდა დაინაყოს ჰო? და ძმარი რამდენი ვუქნა? გამეციან ახლა პოსტის დასაწყისს რომ გადავხედე - "ერთი კითხვა მაქვს...." |
Posted by: glamo 12 Apr 2012, 17:47 |
LUTA აი ესენი ხახვის ფურცლებით შევღებე |
Posted by: teo-teokuna 12 Apr 2012, 18:17 |
fermina ხო უნდა დანაყო... მე რომ ვიყიდე ენდრო (4 შეკვრა) გამყიდველმა მითხრა 50 ცალ კვერცხს შეღებავს ესო.... ანუ 2 ცალი 20-ს შეღებავს... ალბათ... |
Posted by: dii 12 Apr 2012, 18:36 |
miau გავაკეთე ცომი ... მალე ფორმებში გადავიტან . ოღონდ ღუმელი რა პოზიციაზე დავაყენო პასკითვის ეგ არ ვიცი |
Posted by: Peppi 12 Apr 2012, 19:05 | ||||
GLAMOROUS
სხვადასხვა ფერზეა, თუ შუქი ეცემა ასე? .. და თვითონ ნაჭუჭზეც მარმარილოსავითაა, ფურცლები ედებოდა? არ გამიგო რა ცუდად, უბრალოდ, სრულყოფილი მინდა გახდეს რეცეპტი და იმიტომ გეკითხები.. dii
სიმაღლეს ამბობ? აქ დიდი არჩევანი არ გაქვს - ფორმები რა სიმაღლეზეც შეეტევა ისე.. ჩემთან მხოლოდ ქვემოდა მე-2-ზე მოთავსდა, სულ ქვემოთ არ დავდე.. (ჩემი სანიავებლიანი ღუმელია, ისე ქვედა პოზიცია ჩაურთე).. სიმხურვალე 180 გრ; .... და "დიზაზტერ" კიდევ ერთი პარტია შევდევი და ვერ ასწრებს გამოცხობას, არადა უნდა გავიდე ვეღარ დაველოდები... |
Posted by: fermina 12 Apr 2012, 19:10 |
teo-teokuna მადლობა |
Posted by: LUTA 12 Apr 2012, 19:18 | ||||||||
Felisa Lemon Curd
აბა როგორაა საქმე ??
GLAMOROUS
რა კარგებია Peppi
''დიზასტერ'' ნომერი ორი მე მაქვს ეხლა რო დავაყენე ეს ხახვის ფოთოლი ძალაინ მუქი გამოვიდა და კვერცხები ყვასიფერი მოშაო მაქვს .. არაბები და მაგათი ხახვი თან ძალაინ ძნელად მიიღო ფერი კვერცხმა . ხვალ კიდევ გავაკეთებ ვნახოთ რა გამომივა . ეს საცდელად 2 კვერცხი ჩავდე. მოშაო ყავისფერი გამოვიდა . ალბათ მთელი ღამე რომ დავტოვე ხახვის ფირცელი იმის ბრალია |
Posted by: ninoma 12 Apr 2012, 19:24 | ||||||||||||
Peppi
ნათია რეცეპტის კომენტარებში მიწერია რაც ვიყენებ ჭარხლის ფოთლის მაგივრად. მაგ ფოთლებითაც კარგი გამოდის. fermina
მე როცა ენდრო მქონდა ხახვის ფურცლებს არ ვამატებდი და გამოდიოდა მუქი წითელი კვერცხები. ყველას მოსწონდა.
ენდრო ჯერ გარეცხე ძალიან კარგად, მიწა რომ არ შეჰყვეს, მერე დანაყე, დაჩეჩქვე 2 ცელოფანს შორის. * * * LUTA
ალბათ ხახვის ფურცლებია ბევრი. წყალი რომ დაამატო? |
Posted by: LUTA 12 Apr 2012, 19:38 | ||
ninoma კი ბევრი იყო ხახვის ფურცელი
კი დავამატე მაგრამ ყავისფერია არაა წითელი |
Posted by: dii 12 Apr 2012, 20:01 |
Peppi ანუ ვრთავ ქვედა წვას სანიავებლით. მილიონი რეჟიმი აქვს ამას და დამაბნია ... წავედი გავეშურე სასწრაფოდ სამზარეულოში |
Posted by: guruliqali 12 Apr 2012, 21:15 | ||
WOMAN IN LOVE
წარმოვიდგინე, რა საყვარლები იქნებიან |
Posted by: lukanini 12 Apr 2012, 21:21 |
faustina http://imageshack.us/photo/my-images/832/1001271k.jpg/ აი ესეთია ხელს რომ მოკიდავ ბუსუსები აქვს და ხელს ეკრობა.გრძელი ღეროები აქვს კიდე. http://imageshack.us/photo/my-images/577/1001272ac.jpg/ |
Posted by: n_j 12 Apr 2012, 21:39 |
2 კონა ენდროთი 40 კვერცხი შევღებე , 30 სოფლის და 10 მაღაზიის. სოფლის შეიღება გადასარევად, მუქი შინდისფერია, მაღაზიის კი საცოდავად შევარდისფრდა ( ვიცი რომ ახალი კვერცხი ცუდად იღებება,მაგრამ ამ მაღაზიისას 4 აპრილი ეწერა გამოშვების თარიღი და მეგონა შეიღებებოდა |
Posted by: gloneli 12 Apr 2012, 22:23 | ||
n_j
ხო,ეგრე მომივიდა,მაგრამ მაინც მხნედ ვარ,კარგი რეცეპტია ფარფალინას რჩევა კი უკვალოდ მაინც არ ჩაივლის |
Posted by: ninoma 12 Apr 2012, 22:44 | ||||
n_j
მომენატრა მასეთი ფერის კვერცხები. აქ ვერც ერთხელ შევღებე მაგ ფრად, ვერც თეთრი კვერცხით და ვერც ყავისფერით. gloneli
ძალიან. უკვე მესამე წელია ამ რეცეპტს ვიყენებ+სხვა ერთ რეცეპტს ვტესტავ. ეს უცვლელია. შარშან რტულის მარტივი კულიჩის რეცეპტით გავაკეთე და მომეწონა. მე მაგ პორციის მესამედს ვზელ, (ეხლაც მასე მოვზილე) გამოდის 6 საშუალო ზომის კულიჩი.(800გრამიან რკინის ქილებს ვიყენებ). ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც. |
Posted by: ninicool 12 Apr 2012, 23:24 | ||
LUTA
რომ გაანახევრო ნახარში და ისე დაასხა წყალი? |
Posted by: Peppi 12 Apr 2012, 23:39 | ||
LUTA
არ ვიცი.. დატოვებით არ მიცდია.. ვადუღებ პირდაპირ და ვაცივებ ninoma ეს ჩარდიც არაა, თჴრემ კი მასხოვს კომენტარი.. ერთადერთხელ შემხვდა აქ და მაშჳნ არ გამხსენებია, რისთვის ვეძებდი.. |
Posted by: monica8 13 Apr 2012, 00:14 |
გთხოვთ მითხრად. ვიყიდე ,,პროგრესი,, პასკის გამოსაცხობად და არ ივარგებს ? აბა რომელი ფქვილი ვიყიდო? |
Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2012, 01:07 |
monica8 მზეკაბანი იყიდე, მზეკაბანი ერთი პარტია პასკა გამოვაცხვე (ჟურნალ ,,გემრიელის" რეცეპტით ) ძალიან გემრიელი გამოვიდა მოვზილე მეორე, სპონტანურ-ექსპერიმენტული ცომი, ჰოდა, ვნახავ ერთი რა გამოცხვება ხვალ |
Posted by: ninicool 13 Apr 2012, 01:49 | ||
Peppi ninoma guruliqali თქვენ რომ არა, მე კვერცხშეუღებავი დავრჩებოდი წელს. დიდი მადლობა, ნინომა, შენ განსაკუთრებით, რადგან შენ მიბიძგე ამ საქმისკენ. მოკლედ, ლუტასი არ იყოს, მეც შევღებე 2 ცალი. დამისკდა, მაგრამ მაგას არ ვჩივი, დაბალზე მოვხარშავ შემდეგ პარტიას. ნახარში ცოტა მუქი მომეჩვენა და დავამატე ცოტა წყალი. რო ვთქვა ხელოვნების ნიმუშია მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ გამოვასწორებ, იმედი მაქვს. ფაქტია, რომ ქიმიურნაჭუჭიანი და ლურჯი ფერის კვერცხები არ მექნება. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ფოტოს დავდებ რაც გამომივიდა. ზაგარა კვერცხები იყო, არათეთრი. http://imageshack.us/photo/my-images/201/photo0405.jpg/ WOMAN IN LOVE
ვსარგებლობ შემთხვევით და მეც ვუერთდები მილოცვებს. მრავალი დაგებეჭდოთ. წარმატებებს ვუსურვებ ჟურნალსაც და სარედაქციო კოლეგიასაც გილოცავ, ერთი სიტყვით. |
Posted by: miau 13 Apr 2012, 01:56 | ||
dii
180 გრადუსია საჭირო. აბა, წარმატებები. |
Posted by: ninoma 13 Apr 2012, 02:36 | ||||
ninicool
როგორ მიხარია, რომ გამოგადგა ჩემი რჩევა.
კარგ ფერზეა. თან ლამაზად გაფორმებული. მე ყურადღება არ მივაქციე და ჩემი პატარა მეკითხება, ის ყვითელი რა არის, წიწილაო? ეხლა დავჩეჩქვე ენდრო, დავასხი ცოტა წყალი და ხვალ მოვხარშავ. ხახვის ფურცლებით ცალკე მოვხარშავ, მენანება ენდროში მაგის გარევა. არ ვიცი, მე ვარ ასე თუ სხვებიც, ენდროში მოხარშულ კვერცხი სხვანაირად გემრიელია. ჩემს სამზადისსაც ჩამოვწერ. კულიჩის ცომი მაცივარში ნებივრობს. ჭარხალიც მოვხარშე და ტყემალში ჩავაწყე. ხვალ გამოვაცხობ რთულის გვირილას. შაბათს გავაკეთებ პასკას. უკვე მესამე წელია, რაც ჩვენს ოჯახში პასკა მზადდება. ძალიან უხდება კულიჩი და პასკა ერთმანეთს. კვირას მოვხარშავ ჩაქაფულს შევწვავ ჰემს(ვიჩინა) აირღუმელში გავაკეტებ ფენოვან ხაჭაპურს 1-2 სალათა ,ტარხუნა, მჟავე, თელიანი ველის საფერავი პური, ყველი და კეთილი გული. აღდგომას კი თოვლს გვპირდებიან. რაც ამ შტატში ვართ, ყოველ აღდგომას თოვლია. |
Posted by: glamo 13 Apr 2012, 02:40 |
Peppi უი არა რა უნდა მეწყინოს ფერზე გავაკეთე აქცენტი,ანუ სწორად შეღებვის შემთხვევაში ხახვი კარგ ფერზე აჯენსთქო მე მაინცდამაინც არ მოვინდომე და იმიტომაც ედებოდა ფურცლები |
Posted by: ninicool 13 Apr 2012, 02:56 | ||||||
ninoma
კი, წიწილაა. ეგ ყუთი ჯერ ისევ ცელოფანში ზის და წიწილაც ვეღარ ამოვიყვანე. მწყრებსაც შევღებავ და მაგ ბუდეს ვეცდები რომ ლამაზად გავაფორმო. არ მომეცა მაგის ნიჭი, სამწუხაროდ.
მართლაც სხვანაირად გემრიელია, თუმცა ამ ორმა კვერცხმაც კარგი სურნელი დაატრიალა ან მე ვარ დახამებული საკვებ პროდუქტებზე საქართველოში როცა ვარ, ხახვის ფურცელს და ენდროს ერთად ვხარშავ ხოლმე, მაგრამ სულ სხვადასხვა ფერზე იღებება ხოლმე კვერცხები.
შენ ისეთი მენიუ ჩამოწერე, საქართველოში ხარ მგონი |
Posted by: guruliqali 13 Apr 2012, 08:22 | ||
ninicool გაიხარე, ნინიქულ, ძალიან კარგი გამოსულა, მე მასეთი ფერის მიყვარს ninoma
|
Posted by: ninoma 13 Apr 2012, 09:37 | ||
ninicool
guruliqali ეკა როგორ მომწონს შენი ორგანიზებულობა. კიდევ, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხარ. ვზივარ და ველოდები როდის გამოცხვება კულიჩი. სუნებზე ბავშვები იშმუშნებიან, ალბათ გემრიელი სიზმარი აქვთ. |
Posted by: Lemon Curd 13 Apr 2012, 10:37 | ||
LUTA
მადლობა ყურადღებისთვის! გუშინ სახლიდან გავვარდი და ვეღარ დავწერე შედეგები წარმატებით შედგა ჩემი დებიუტი პასკა/კულიჩი გავჭერი ორივე, მაცივრიანიც, უმაცივროც და შევადარეთ. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ მაცივრის ცომით, გემოთიც უკეთესია, ცომის ტექსტურით, ვიზუალურადაც კი უფრო კარგი გამოვიდა, უფრო ბურთივითაა უმაცივროც ძალიან კარგია, უბრალოდ მართლა ეტყობა განსხვავება. მოკლედ ისეთი სტიმული მომეცა, შეიძლება კიდევ გამოვაცხო მითუმეტეს რომ 4დან 2 უკვე გავანადგურეთ )))))) ninicool რა ლამაზი ფერის კვერცხია!!! |
Posted by: Felisa 13 Apr 2012, 10:53 |
monica8 მე ძალიან მომწონს პროგრესი. თითქმის ყოველთვის მაგას ვყიდულობ პასკასაც პროგრესით გავაკეთებ აუცილებლად |
Posted by: noniko 13 Apr 2012, 11:05 |
აქ ვკითხულობდი ძმრის დამატება უნდა კვერცხის შეღებვასო და იქნებ მითხრათ როდის დავამატო? პირველად ვღებავ და მინდა კარგი გამომივიდეს |
Posted by: shilaida 13 Apr 2012, 11:09 |
noniko მეც ვიკითხე იგივე და მიპასუხეს აქვე,რომ ძმარი ემატება უკვე გამზადებულ,გაგრილებულ ნაყენს,დანამ კვერცხს ცავალაგებთ წარმატებები |
Posted by: dii 13 Apr 2012, 11:25 |
miau გამოცხვა პასკები შემიქო ოჯახმა ახლა კიდევ მინდა ვცადო ასეთივე ცომით და მაცივარში გამოტარებული ცომით |
Posted by: noniko 13 Apr 2012, 11:27 | ||
shilaida
დიდი მადლობა იმედია კარგი გამომივა და არ გამისკდება, ძალიან ვნერვიულობ |
Posted by: keme-keme 13 Apr 2012, 11:51 |
მე შევღებე ეხლა ხახვის ფურცლებით და ყავისფერი გამომივიდა.არ მომწონს და რა ვქნა არა და სტუმრებს ველოდები * * * Lemon Curd ვიკითხე გერმანიაში აფთიაქში ,აფთიაქარმა ისეთი თვალით შემომხედა და არც გამიგონია ეგ სიტყვა მოიცა კოლეგას ვკითხოოდა არ არსებობს ჩვენ სისტემაში ეგეთი ,გადავირიე,ორჯერ გავუმეორე და არო.მოკლედ რა როგორ გამეხარდა გუშინ შენი პოსტი და მერე რმ ვერ ვიშვე ყურები ჩამოვყარე,მომინდა მეც ამ შუა ევროპაში ქართული საღებავი რა |
Posted by: Lemon Curd 13 Apr 2012, 12:21 |
keme-keme ეს ფესვები თირკმელების სამკურნალოდ იხმარება, არატრადიციულ მედიცინაში, გერმანულ ლიტერატურაში Kრაპპწურზელ გავრცელებულია როგორც სამკურნალო მცენარე. მე ვინც მითხრა იმან თვითონ იყიდა მწვანე აფთიაქში ... მაგრამ სამწუხაროდ აქ მეც ვერ ვიშოვე, სამ აფთიაქში ვიყავი გუშინ (((( ერთგან მითხრეს თუ შეგვიკვეთავ გამოგიწერთო ამიტომ ჩავიქნიე ხელი. |
Posted by: keme-keme 13 Apr 2012, 12:26 |
Lemon Curd მეც დავნებდი და შევღებე ხახვის ფურცლით. სამწუხაროდ პასკას ვერ ვაცხობ და ისევ რეალში წავალ იტალიური პანეტონეს შევიძენ. წითელი კვერცხები აქ ვხედავ ხოლმე რომ სულ იყიდება და იქნებ ეხლაც გამიმართლოს და ვიყიდო. |
Posted by: Lemon Curd 13 Apr 2012, 12:32 |
keme-keme never mind კვერცხი ხან შეიღებება ხან არა, მთავარია კარგი განწყობა მეც გიჟივით ვირბინე მაღაზიებში გუშინ და გუშინწინ წინასააღდგომო განზრახვებით და მერე ჩემ თავზე მეცინებოდა |
Posted by: miau 13 Apr 2012, 13:17 | ||
dii
ძალიან მიხარია, წარმტებები ახლა კვერცხები შეღება დედამ ენდროს, ხახვის ნაფცქვენისა და ჭარხლის ნახარშში - მშვენიერი ფერი დადგა. ფოთლები რომ დავადეთ შესაღებად, თეთრი კი არ გამოვიდა ნახატი - ჭარხლისფერი. ეტყობა შეაღწია მისმა საღებავმა. |
Posted by: web_life 13 Apr 2012, 14:20 |
პასკის რეცეპტებში არსად არ წერია სანელებლების რაოდენობა ან დაყენების წესი და ხომ ვერ მეტყვით კაი სურნელოვანი პასკა რა სანელებლებით გავაკეთო.რა დოზა ავიღო.დავნაყო თუ დავფქვა.და კონიაკზე დავაყენო და დავასხა თუ პირდაპირ დავაყარო ? პირველად ვაკეთებ პასკას არ დამცინოთ |
Posted by: gloneli 13 Apr 2012, 14:42 |
WOMAN IN LOVE ძალიან გამახარა ჟურნალმა,თვალდახუჭული ვენდობი ყველა იმ რეცეპტს,რაც მანდ მოხვდება,ნიჭიერი ავტორები შეგირჩევია ყველა რეცეპტისთვის. თუ ინტერნეტ ვერსიასაც გააკეთებთ,უფრო ძალიან გავიხარებ. ninicool შენ უფრო და უფრო მაოცებ შენი კულინარიული შესაზლებლობებით.მშვენიერი ფერის კვერცხებია. |
Posted by: miau 13 Apr 2012, 14:47 |
web_life ესაა ჩემი სანელებლების რაოდენობა და ჩამონათვალი ერთ ნორმა ცომზე (1 ნორმიდან გამოდის დაახლოებით 8 საშუალო პასკა) 1 ს.კ. ილი დაფქული კანიანად 1-2 ჩ.კ. დაფქული ფორთოხლის ცედრა მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი, ამძაფრებს დანარჩენ არომატებს 1 ცალი ჯავზი (მუსკატის კაკალი) შეუძლება 1-2 ცალი დაფქული მიხაკი, მაგრამ ჩვენ არ ვუკეთებთ ეს ყველაფერი კარგად დაფქული უნდა აურიო. რაც შეეხება ზაფრანას (ცროკუსი, ირანული ნამდვილი ზაფრანა და არა ქართული ყვითელი ყვავილი) - რამდენიმე ღერი უნდა დაფქვა როდინში მწიკვ შაქართან ერთად, დაასხა 1 ს.კ. მდი~უღარე წყალი და თბილად დადგა. სანამ არ გაგრილდება. ფერს გაუშვებს და ეგეც დაუმატე ცომს. |
Posted by: web_life 13 Apr 2012, 15:02 |
miau შენ გაიხარე :* :* წინასწარ გილოცავ უფლის აღდგომას ! |
Posted by: miau 13 Apr 2012, 15:04 |
web_life შენც ასევე მრავალს დაესწარი. ერთი ოღონდ - ასე ექნება კარგი, ძლიერი არომატი და თუ შედარებით ნაკლები არომატი გინდა ქონდეს, დააკლებ რაოდენობას, თავად ნახავ. |
Posted by: iratta_26 13 Apr 2012, 16:00 |
grusha ჩვენო გრუშოჩკა რა ხდება აქ რა ნერვებს გიშლიან? |
Posted by: upwave 13 Apr 2012, 16:52 |
miau 180 გრად-ზე ვაცხობთ ხო პასკას? წინასწარ უნდა გავაცხელო, თუ ცივში შევდგა, აღარ მახსოვს მე ,,შტუკა" დამემარტა სასაცილო მოკლედ, ძალიან უყურადღებოდ მოვეკიდე ჩემს პასკებს და ,,შპარგალკაში" არ ჩავიხედე: ნახ. ჭიქა წყლის მაგივრად, 250გრ. ვუქენი და ცხიმი თავიდანვე ჩავატყეპე და არა პირველი ამოფუების შემდეგ. რა გამოვა ჩემი პასკისგან უნდა ვნახო ახლა |
Posted by: pisopiso 13 Apr 2012, 17:02 |
ქალბატონებო ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ხაჭოს პასკის რეცეპტები ვინც იცით გამიზიარეთ გთხოვთ. |
Posted by: upwave 13 Apr 2012, 17:12 |
http://forum.ge/?showtopic=34249532&view=findpost&p=30554372 აი ნახე აბა ესენი |
Posted by: lukanini 13 Apr 2012, 17:37 | ||
miau
უი ეს როგორ.მე ილი მარცვლები მაქვს და ადრე გავარჩიე და ისე დავნაყე .ესეიგი გარჩევა არ უნდა? თუ მე ვერ გავიგე კარგათ. |
Posted by: pisopiso 13 Apr 2012, 18:06 |
upwave გაიხარე, მადლობააა |
Posted by: LUTA 13 Apr 2012, 18:19 | ||
keme-keme
ჩემიც ყავისფერი გამოვიდა . ხახვის დიდიხანს ხომ არ გააჩერე წყალში ? მე ეგრე ვქენი და გაყავსიფრდა . + ბერვიც იყო . ninicool რა კარგი ფერიებია ! მე დღეს ვეღარ გავედი რომ ისევ მომეგროვებინა ხახვის ფურცლები. დავჯერდები შოკოლადის კვერცხს |
Posted by: annak 13 Apr 2012, 18:20 |
ჩვენც გამოვაცხვეთ სხვადასხვა ზომის პასკები http://www.radikal.ru http://www.radikal.ru კვერცხებიც შევღებეთ http://www.radikal.ru აღდგომის სუფრისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ. აუცილებლად გავაკეთებ ხაჭოს პასკას. გვექნება მჭადები და კარგი ყველი ხაჭაპურები. მოხარშული დედალი და შემწვარი კალმახები. რაც მთავარია გვექნება რაჭული ლორი. |
Posted by: upwave 13 Apr 2012, 18:39 | ||
annak
ძალიან შემშურდა |
Posted by: datiko 62 13 Apr 2012, 18:46 |
http://www.radikal.ru მარტომ შევღებე, მარტო............ |
Posted by: miau 13 Apr 2012, 18:51 |
annak მშვენიერი პასკებია. რაჭული ლორი მშურს. ) ახლა მოვრჩი ხაჭოიანი პასკის გამოცხობას და მინდა გითხრათ - ძალიან კარგია, არ ვაჭარბებ. |
Posted by: dii 13 Apr 2012, 18:52 |
miau ისეთ აზარტში შევედი რომ კინაღამ ფატალურად დასრულდა ყველაფერი . რამოდენიმე რეცეპტის კომბინაცია გამომივიდა ეს მეორე პარტია, და გადავწყვიტე იდეალური ცომის მოზელვა, არა და გუშინ საერთოდ არ მიწვალია და ისედაც იდეალური გამოვიდა. მოკლედ 2 საათზე მეტი (ზუსტი დრო არ მახსოვს, ამერია ყველაფერი, დედაჩემი ხან მეხვეწებოდა ხან მეჩხუბებოდა გაჩერდიო) ვზილე ცომი ,საოცრად დიდი მასა გამოვიდა , ოღონდ მერე 1 საათი გაუნძრევლად ვიწექი ნახევარი ასაფუებლად დავდგი ნახევარი მაცივარში ჩავაბრძანე, რა გამოვა ამისგან არ ვიცი. |
Posted by: miau 13 Apr 2012, 18:59 |
dii მეც მასე მიყურებდნენ დღეს, ხომ არ გაგიჟებულაო, მაგრამ ნურასუკაცრავად, როგორც ერთი მხნე პიროვნება იტყოდა - გადასარევი პასკა გამოვიდა. მოიცა, ახლა ფოტოებს გადავუღებ და დავდებ მეც, რას ვუყურებ ნეტა |
Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2012, 19:00 | ||
აქაც დავდებ, გავალამაზო გვერდი http://www.radikal.ru * * * miau
კლასიკურ ტექსტში ასეთი შესავალია: ,,ზოგ-ზოგიერთებს ეგონათ..." |
Posted by: noniko 13 Apr 2012, 19:18 |
შევღებე კვერცხები და ლამაზები გამოვიდა რაც მთავარია არ გამსკდარა არცერთი, მადლობა ყველას ვინც დაწერა როგორ უნდა გამეკეთებინა |
Posted by: gigiberi 13 Apr 2012, 19:19 | ||
miau
აქ რა იგულისხმება, ანუ ფქვილის რაოდენობა რამდენია ერთ ნორმაში? და იცით კიდევ რა მინდა გკითხოთ, მე შაფრანი ვიყიდე, რომელიც არის დაქუცმაცემული და ვთქვათ 1 კგ ფქვილზე რამდენი ავიღო, მე ვფქირობ 1 ჩ/კ გამოვიყენო და ბევრი ხომ არ იქნება? წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: miau 13 Apr 2012, 19:21 | ||
http://www.radikal.ru ესეც პასკა და კვერცხები * * * gigiberi სწორედ შაფრანია ქართულად ზაფრანა და ის, რასაც მასიურად საქარტველოში ზაფრანას ეძახიან - ხავერდა რამდენიმე ღერი საკმარისია, ანუ, დანის წვერით აიღე. ახლა გეტყვი - 1,5-2 კგ-მდე ფქვილისგან გაოცხობილი. * * * WOMAN IN LOVE
ვერ მო-გარ-თვით! |
Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2012, 19:27 |
miau რა კაი ამოფუებულია! ჩემი უფრო დამჯდარი გამოვიდა, მაგრამ გემოთია * * * პ.ს. პირველად საქართველოში -ს ჩაკვეხება დამავიწყდა |
Posted by: gigiberi 13 Apr 2012, 19:31 | ||
miau დიდი მადლობა
ანუ ყვითელ ყვავილს რომ ვეძახით, ის არის ხავერდა ხო? მგონი სწორად გავიგე |
Posted by: miau 13 Apr 2012, 19:31 | ||
WOMAN IN LOVE
ეს პირველი პარტიისაა. ამოფუებულია, მაგრამ მაინც მძიმეა, არაა მსუბუქი. მეორე პარტია საერთოდ უქიშმიშოდ გავაკეთეთ და მესამე, ჰოი მბრძანებელო, მესამე... შოკოლადიანი პასკა ძალიან საინტერესოდ გამოიუყურება. გემო როგორი აქვს? პ.ს. პირველად საქართველოში -ს ჩაკვეხება დამავიწყდა. * * * gigiberi კი, ეგაა ხავერდა - იმერული ზაფრანა. არაფერს, რისი მადლობა. |
Posted by: LUTA 13 Apr 2012, 19:32 | ||||
annak
და მეტი რაღა უნდა გააკეთო !!!! dii
ჩემთან უკვე რიაქცია აღარ აქვთ. მე რომ ვზელ და თან მაგიდას ვურტყამ ცომს დაახლოებით 200 ჯერ მაინც მაგრამ მე დიდი ცომს ვერ ვამუშავებ . ცოტას ვაკეთებ WOMAN IN LOVE miau აშკარად მშურს შენი წითელი კვერცხები მე შოკოლადის კვერცხს ვაკეთებ . გადავუღებ მერე სურათს რომ დავამთავრებ |
Posted by: dii 13 Apr 2012, 19:33 |
miau ვაიმეე რა სილამაზეა კვერცხი რა მაგარ ფერშია შეღებილი. მეც დავდებ ფოტოს საბოო შედეგს რომ მივიღებ (თუ მივიღე ) |
Posted by: miau 13 Apr 2012, 19:35 | ||||
LUTA
გუშინ სერიოზულად ვიწვალე, დიდი ცომი იყო და დღეს გამიადვილდა ზელა-რახუნი თან რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს ამ ცომის ზელა - საყვარელიიიი.
ნეტა შემეძლოს, მოგცემდი. |
Posted by: LUTA 13 Apr 2012, 19:40 |
miau დღეს მინდოდა კიდევ შემეგორვებინა ხახვის ფურცელი მაგრამ სამსახურიდან რომ გამოვედი ისე იყო მოღრუბლული სულ ნაცრისფერი იყო ირგვლივ ყველაფერი შემოვედი სახლში და დასაცხო კიდეც წვიმამ . იმ წვიმაში არაბების ძებნა ნამდვილად აღარ მინდოდა ხოდა დავნებდი . |
Posted by: marusi-9 13 Apr 2012, 19:43 |
ხომ არ იცით პასკას თავი რომ არ დაუსკდეს რა უნდა ვქნა? |
Posted by: catherina_10 13 Apr 2012, 19:58 |
ჩვენი კვერცხი არ შეიღება კარგად არადა ისეთი მუქი ნახარშია რისი ბრალი იქნება გოგოებო? |
Posted by: BadbadGirl 13 Apr 2012, 20:01 |
WOMAN IN LOVE შენი რეცეპრი სად შემიძლია ვნახო? ________________________________ |
Posted by: dii 13 Apr 2012, 20:04 |
LUTA ასე ცუდად აღარასოდეს მოვიქცევი, ასეთი უზარმაზარი ცომი რომ გამოვიდა სულ თქვენი პოსტი მახსენდებოდა, რომ წერთ ერთბაშად ბევრ ცომს არ ვზელო. უი კითხვა მაქვს მაცივარში რომ მქონდეს დილამდე ცომი შეიძლება? თუ ზუსტადაა დრო განსაზღვრული? |
Posted by: annak 13 Apr 2012, 20:27 | ||||||||||
catherina_10
თვითონ კვერცხის ბრალიც შეიძლება იყოს. წელს არც ჩვენი კვერცხები შეიღება კარგად, თუმცა ყოველწელს მუქ შვინდისფერს ვიღებთ ხოლმე. LUTA
რა ვიცი, იყო იდები უფრო გაგვამრავალფეროვნებინა სააღდგომო მენიუ, მაგრამ მე ზომიერების მომხრე ვარ miau
upwave
მე თვითონ მშურს ჩემი თავის ისე მიხარია ჭკუაზე არ ვარ, ძალიან კარგი ხარისხის ჩანს თან. მარხვის მერე ხორცი ნაკლებად მინდება, მაგრამ ლორზე უარს არ ვიტყვი. )) upwave
|
Posted by: upwave 13 Apr 2012, 20:35 | ||
annak
გამიხეთქე უარესად გული |
Posted by: LUTA 13 Apr 2012, 20:49 | ||
dii
კი კი შეიძლება |
Posted by: hirondelle 13 Apr 2012, 21:29 |
ახლა ჩავდე კვერცხი წითელი ხახვის კანში ვღებავ, ცოტა სოდა დავამატე რამდენი ხანი უნდა იდუღოს ნორმალური ფერის მისაღებად და თან რომ არ გადაიხარშოს ხომ ვერ მეტყვით? |
Posted by: guruliqali 13 Apr 2012, 21:31 |
annak მშვენიერი პასკებია, მომწონს შენი თბილი და შინაურული ფოტოები ყაისნაღით ნაქსოვის ჩათვლით miau საუკეთესო პასკაა წარწერაც რა საყვარლად აქვს WOMAN IN LOVE რა ფერებია, როგორ უხალისიათ პატარებს, ყავისფერი - კაკაოთი? datiko 62 * * * hirondelle ასეთი ფერის მისაღებად ადუღებიდან 20 წთ ვხარშე, თუ უფრო მუქი გინდა - 25 წთ ხარშე. http://www.radikal.ru |
Posted by: ტატა 13 Apr 2012, 21:47 |
აქ თუ ხართ ვინმრ იქნებ დამეხმაროთ, ცოტა ხანში უნდა შევაბრძანო ღუმელში პასკა, მაქვს გაზის ქურა, გრადუსების გარეშე და იქნებ მითხრათ 180 გრადუსი მიახლოებით როგორი ცეცხლია? საშუალო თუ უფრო მაღალი? წინასწარ მადლობა |
Posted by: ninicool 13 Apr 2012, 21:48 | ||||||||||||
guruliqali
ამ ფორუმის და ფორუმელების წყალობით Lemon Curd
ძალიან დიდი მადლობა gloneli
ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის. კვერცხი შემიღებია წინა წლებშიც და კულიარიასთან არა მგონია რამე კავშირი ჰქონდეს. LUTA
უკვე მრცხვენია ამდენი ქება დიდი მადლობა miau
შენი კვერხები მართლაც ძალიან ლამაზი ფერია. guruliqali
აი, ეს არის ლამაზი წითელი კვერცხები |
Posted by: miau 13 Apr 2012, 22:05 |
lukanini ილს პირდაპირ ვფქწვავ და გაცილებით არომატულია |
Posted by: Eirene 13 Apr 2012, 22:29 |
დღეს პირველად შევღებე კვერცხები ენდროთი და წითელი კი არა, მოშინდისფრო გამომივიდა წითელ ფერზე როგორ აჯენთ? |
Posted by: n_j 13 Apr 2012, 22:33 | ||
ტატა
საშუალოზე დაბალია სჯობს დაბალზე გამოაცხო, ვიდრე დაგეწვას |
Posted by: noniko 13 Apr 2012, 22:44 |
ხაჭოს პასკას როგორ აცხობთ იქნებ ვინმემ მითხრას? |
Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2012, 23:11 |
noniko ხაჭოს პასკა არ ცხვება http://chemisamzareulo.wordpress.com/2011/05/08/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90/ |
Posted by: auau 13 Apr 2012, 23:12 | ||
Eirene
ხახვის ნაფურჩქალთან ერთად ენდრო წითელ ფერს იღებს |
Posted by: noniko 13 Apr 2012, 23:14 | ||
WOMAN IN LOVE
ძალიან დიდი მადლობა , არ ვიცოდი მეგონა აცხობდით. |
Posted by: ტატა 13 Apr 2012, 23:22 | ||||
მადლობა მგონი ჩემმა პირველმა მცდელობამ კრახი განიცადა. ცომი იყო ძალიან კარგი და მენანება. როგორც რეცეპტების უმეტესობაში იყო ნათქვამი, ფორმა 2/3 შევავსე, ავაფუე და რომ შევდგი 10 წუთში ისე იყო ამოსული, გაერთიანებული იყო ყველა პასკის ქუდი ჰოდა რომ ვერ მოვიფიქრე რა მექნა, მოვაცალე ეს ზედმეტი ცომი და შევაბრუნე, ალბათ ჩავარდება |
Posted by: miau 13 Apr 2012, 23:25 |
guruliqali ninicool ტატა 180 გრადუსუ არის საშუალო ტემპერატურა. WOMAN IN LOVE ირმა, შეიძლება noniko იმ რეცეპტს გულისხმობს, დღეს რომ მოვამზადე, ხაჭო ცომში ემატება და უმაგრესია. ესეიგი - 8 ჭიქამდე ფქვიილი 3 ს.კ. მშრალი საფუარი 250 მლ თბილი რძე 2- (ცოტა მეტიც შეიძლება და უხდება) ჭიქა შაქარი 200 გ 9%-იანი ხაჭო 180 გ კარაქი 2 ს.კ. ზეთი (მე მეტი არ მქონდა და ექსტრავირჯინის ზეითუნი გამოვიყენე) 1 ჩ.კ. მარილი სანელებლები ცუკატები (დასპირტული ალუბალი გამოვიყენე) ცოტა ფქვილში არეული მოკლედ 2 ს.კ. შაქრით, 1 ჭიქა ფქვილით, რომელშიც არეული გვაქვს საფუარი და თბილი რძით გავაკეთოთ "აპარა". ცალკე ვთქვეფთ კვერცხის გულები+ შაქარი + სანელებლები + კარაქი. ცალკე ვტქვეფთ მაგრად ცილას+ 1 ჩ.კ. მარილი. აპარა რომ ამოფუვდება ვურევთ ამ ორივე მასას და ხაჭოს. მერე გაცრილი ფქვილის დამატებით ვზელთ ცომს და მერე როგორც ჩვეულებრივ პასკა მზადდება. * * * ცომი ოდნავ უნდა ეკრობოდეს ხელს. |
Posted by: noniko 13 Apr 2012, 23:32 |
miau ძალიან დიდი მადლობა , ვცდი აუცილებლად იმედია გამომივა |
Posted by: miau 13 Apr 2012, 23:33 |
noniko ხაჭოს პასკა (გამოცხობა რომ არ ჭირდება) ეგ სცადე, სასწაული რამეა! |
Posted by: teo-teokuna 13 Apr 2012, 23:43 |
http://www.radikal.ru |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 01:16 | ||||
miau
დიდი მადლობა ვცდი მეც მასე. http://imageshack.us/photo/my-images/811/1001281h.jpg/ ესეც ჩემი შეღებილი.მარტო ენდროშია.ხვალ პასკის გამოცხობას ვაკეთებ ვნახოთ რა გამომივა. * * * LUTA
რა ნაცნობი რიტუალია საზელი მანქანით არ გიცდია? ისე ხელით მეც მსიამოვნებს მოზელა მარა ცოტა არ იყოს დამღლელია.ხვალ ვაპირებ მოზელას და ხელით შევაზელ მეთქი ფქვილს და მერე ნაწილ ნაწილ რომ მოვაზელინო მანქანას რა მოხდება? გლუტენის კარგათ დამუშავებამდე. ერთი კითხვა მაქვს კიდევ კარაქს ადრე გამდნარს ვუშვებოდი და ეხლა რა ჯობია ბოლოს ვაზილო ნელ ნელა დარბილებული ? |
Posted by: upwave 14 Apr 2012, 01:34 |
მოკლედ, ჩერმი პასკები იმხელაზე ამოვიდა, სოკოებს დაემსგავსა ეტყობა ჯობდა უფრო ნაკლები ჩამესხა. არა და 2/3 წერია და მე ნახევარი ჩავასხი. თავზე სულ ოდნავ დასკდა, უფრო იმიტომ რომ, ფორმის სიმაღლე რომ აღარ ეყო, აქეთ-იქითა გადაიწია. ისე, კარგად გამოიყურება და ვიზუალურად გემრიელი ჩანს თუ დაიჯერებთ, უკვე 1,45 საათია ცხვება |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 01:54 | ||
ნახევარი მართლაც ბევრია.2/3 უნდა და როცა დააკლდება გავსებას მაშინ ვდებ ხოლმე ღუმელში.იქ ამოდის ბოლომდე. |
Posted by: upwave 14 Apr 2012, 02:30 |
lukanini ხო მაგრამ 2/3 ნიშნავს ნახევარზე მეტს. 1/3 უკვე ნახევარზე ცოტაა |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 09:36 |
upwave უი მართალი ხარ ვერ დავაკვირდი კარგათ .ხო ეგრე უნდა ნახევარზე ცოტა და არ უნდა დაელოდო ბოლომდე გავსებას.გამოაცხვე?როდორი გამოგივიდა? |
Posted by: ტატა 14 Apr 2012, 11:19 |
lukanini მადლობა ღმერთს, ნორმალური გამოვიდა, პირველად ვაკეთებ და მომავალი წლისთვის აუცილებლად ჩავინიშნავ რამდენიმე შენიშვნას, upwave ჰოდა ზუსტად 1/3 იყო საჭირო, ამდენი რომ ჩამედო, იდეალური გამოვიდოდა ჩაქაფულისთვის ხბოს რომელი ნაწილი ჯობს? |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 11:30 |
ტატა პირველი გამოცხობისთვის არა უშავს მთავარია გემრიელი იყოს და მომავალში გაითვალისწინებ.მე ყოველთვის 1/3 ვუშვები.თითქოს ცოტაა ერთი შეხედვით მარა ნამდვილათ საკმარისია ფორმას ავსებს.რომელი რეცეპტი იხმარე?მე არაჟნის დამატებას ვაპირებ ჩემს რეცეპტში N.J _ის რეცეპტში როგორც არის და ცოტა არ იყოს საფიქრალში ვარ რომელი ჯობია რძეს მოვაკლო 1 ჭიქა და მაღალპროცენტიანი ნაღებით შევცვალო თუ არაჟანი დავუმატო. |
Posted by: nat_nat777 14 Apr 2012, 11:32 |
დედას მთელი გრძობებით აღზრდილ-გაზრდილი ჯეჯილი და კვერცხი http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 11:38 |
nat_nat777 რა კარგი ფერი აქვს |
Posted by: fermina 14 Apr 2012, 11:54 | ||||||
აი ასეთ ფერზე მარტო ენდროთი დაჯდა? დაფქული ენდრო იყო თუ ფესვები? მე ხახვის ფურცლები დავუმატე, მართალია წითელი ხახვი იყო, მაგრამ მგონია, რომ მოყავისფრო ფერზე ამან გადაიყვანა. რამდენიმე ცალი გამოვიდა კარგი, უფრო მოშინდისფრო. მაგრამ ასეთი ხასხასა წითელი - არცერთი |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 12:04 | ||
fermina
კი მარტო ენდრო აქვს.ფესვები იყო მე მოვთხარე და ცოტა ბლომათაც იყო. მერე დავჩეჩქვე.ისე კვერცხის ნაჭუჭსაც გააჩნია.ზოგმა ეგეთი კაი ფერი ვერ მიიღო.ხახვის ფოთლებს არ ვურევ ხოლმე.აქ ბევრგან არ იყიდება ეგეთი ხასხასა წითელი ხახვი,უმრავლესობა ყავისფერია. |
Posted by: ტატა 14 Apr 2012, 12:10 | ||
მე გავაკეთე http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=195 tos-ka-ს რეცეპტით, რომელიც გავს N.J _ის რეცეპტს, უბრალოდ ფქვილი უწერია ძალიან ცოტა, მე 2ჯერ მეტი ძლივს მეყო |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 12:32 |
ტატა მე ჩემი რეცეპტი მაქვს 2 კილო ფქვილი უნდა.უბრალოთ N.J _ის რეცეპტს არაჟანი აქვს და მეც დავამატებთქო გავიფიქრე. |
Posted by: demna_ 14 Apr 2012, 12:43 |
ისეთი ლამაზი მოსახატები იყიდებოდა მაღაზიაში კვერცხის :შ რათქმაუნდა ბოლო დღეს მოვინდომე ყიდვა და აღარფერი იყო :/ |
Posted by: LIKI-G 14 Apr 2012, 13:10 |
მეც შემოგიერთდებით გოგოებო . |
Posted by: dali19 14 Apr 2012, 13:54 |
ყველას დიდი სიყვარულით გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! |
Posted by: KITSUNE 14 Apr 2012, 15:51 |
nat_nat777 ძალიან ლამაზია ესეც დედაჩემის და ჩემი შემოქმედება http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru * * * ყველას გილოცავთ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას! დიდება უფალს! |
Posted by: iratta_26 14 Apr 2012, 16:16 |
KITSUNE ზემოდან როგორ გააკეთე ეს თეტრად რომ აქვს პასკას? სახლში გამოაცხვეთ? |
Posted by: rtuli 14 Apr 2012, 16:24 |
აქაც დავდებ ჩემს ერთერთ ნამუშევარს ნიგვზის და ნუშის კრემის წნული: http://www.radikal.ru |
Posted by: miau 14 Apr 2012, 16:35 | ||
KITSUNE
რა ლამაზი სუფრაა, როგორ გიშრომიათ * * * მე თეთრი მინანქარი მაქვს უკვე მომზადებული. ცილით აღარ გამიკეთებია, შაქრის მინანქარი მოვხარშე და ავთქვიფე. ახლა სარებავი უნდა შევურიო ისე, ღვინის მინანქარიც მოუხდება პასკას, წითელი რვინის მინანქარი. სანელებების არომატს სრულყოფს. ახლავე შევუდგები საქმეს... |
Posted by: Lieder_Tim 14 Apr 2012, 17:53 | ||
rtuli
შენი გამომცხვარი პასკა მაღირსე პატარა ცალი რა |
Posted by: upwave 14 Apr 2012, 18:09 |
lukanini ტატა რავი ჯერ გემო არ გამისინჯავს, მაგრამ ძალიან ამოვიდა და შემეცოდა ბევრ ფორმაში რომ არ ჩავასხი. ანუ დიდები გამოვიდა და დიდხანს მოუწია ცხობამ, იმედია ძალიან გამომშრალი არ იქნება, ხვალ გავჭრი |
Posted by: ninicool 14 Apr 2012, 18:20 | ||||
rtuli
რა ლამაზია. როცა დაგვიბრუნდები, რეცეპტსაც დაგვიწერ, იმედია KITSUNE
ძალიან ლამაზია -------------------- კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ, ჩემს ნაცოდვილარსაც დავდებ სააღდგომო განწყობისთვის |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 18:38 |
კარგათ გიყოჩაღიათ ყველას. upwave მე ცომი მოვზილე და ცოტა გამაწვალა.საზელ მანქანაში დავიწყე ნაწილის მოზელა და რაღაც არ წავიდა,მითხელდებოდა.არ ვიცი ცხიმი უკვე ქონდა და + არაჟანიც და ამას ვაბრალებ თორე ბრიოშის ცომს რომ ვზელავ საუკეთესო გამოდის უბრალოთ ბოლოს ვამატებ ნელ ნელა დარბილებულ კარაქს.შეიძლება ცხიმიანი რომ იყო ცომი იმიტომ თხელდებოდა.ერთი სიტყვით მერე ხელით მოზელაზე გადავედი და ჩემი ძალ ღონეც წაიღო ეხლა ამოფუვდა და პირველი ჩაზელა გავაკეთე.ვნახოთ რა გამომივა.არადა ყოველ წელიწადს ვაცხობ და პრობლემა არ მქონია.ამ ცომმა ცოტა მეტი რძე და არაჟანი რომ ვუქენი მეტი ფქვილიც შეიზილა და მოსაზელათ ბევრი იყო.ეხლა ღუმელიც ელექტრო მაქვს, სულ გული მისკდება როგორი გამოვა. ადრე გაზში ვაცხობდი. |
Posted by: miau 14 Apr 2012, 18:45 |
გუშინნ მეზობელს გავუკეთე პასკა. დღეს დილით გამოვაცხვეთ და ღამეგამოტარებული, საუკეთესო გამოვიდა. ნელ-ნელა ფუვდებოდა. |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 18:48 |
miau მაცივარში გქონდათ თუ ისე.საფუარი მე 2 კილო ფქვილზე 50 გრამი ვუქენი.ბევრია ნეტა?ისე ეხლა სამზარეულოში 26 გრადუსი სითბოა |
Posted by: miau 14 Apr 2012, 18:59 |
lukanini მაცივარში არ გამომიტარებია, შეფუთული გვქონდა, მაგრამ ოთახში არ თბილოდა. რაც შეეხება საფუარს - მშრალი საფუარი გამოვიყენე. |
Posted by: LUTA 14 Apr 2012, 19:08 |
აქაც დავდებ ჩემს არატრადიცულ კვერცხს http://www.radikal.ru lukanini miau მე მაქვს ეხლა გეგმაში ენ ჯი -ს კულიჩის გაკეთება . პატარა ცვლილებების შეტანით . მაკცრად განვსაზღვრავ ფქვლის დოზას . და სითხეს დავარეგულირებ 70 % სითხეს ვიხმარ ( კვერცხი და რძე ) და 40 % ცხიმს საფუარს ვიხმარ სულ 2 გრამს . ერთ კულიჩს გავაკეთებ 750 გრამიანს . 50 გრამი ფქვილიშ 2 გრამს საფუარს და 25 გრამ რძეს მოვზელ და დაველოდები რომ აფუბვდეს მერე 300 გრამი ფქვილზე სითხეს ისე ვიზამ რომ სასურველი სისქის ცომი მივიღო . კვერცხსი არ შევურევ ფქვილს პირიქით ფქვილს შევურევ კვერცხს და რძელს ნელ ნელა . მერე მთელი ღამე გავაჩერებ მაცივარში . ვნახოთ რა გამომივა მინდა ვცადო ... |
Posted by: ninicool 14 Apr 2012, 19:14 | ||||
LUTA
ძალიან ლამაზი კვერცხი გაქვს. დარწმუნებული ვარ წითელი კვერცხებიც ლამაზებია, მაგრამ შენი მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე დაბრაკე
ვაიმე, სად შემიძლია ამდენი. არც ვიფიქრებ ცხოვრებაში პასკის გამოცხობას |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 19:15 |
LUTA ექსპერტი შემოხვედი და იქნებ შენ გქონდეს ჩემს შეკითხვებზე პასუხი.უკვე გამზადებული ცომი საზელში გადავიტანე და პორციებათ დავიწყე აზელვა.მალევე გამითხელდა და რატომ?ვფიქრობ არაჟნიანი და ცხიმიანი რომ იყო მაგიტომ?არადა ფქვილი კარგია პროტეინებით მდიდარი დაახ. W350 თუარა მეტი. |
Posted by: LUTA 14 Apr 2012, 19:22 | ||||
ninicool
წითელი კი არა ყავისფერი აი კარგი ყავისფერი lukanini ზუსტად ვერ გატეყვი რატომ გათხელდა ალბათ ცხიმის ბრალია nat_nat777 ძალიან ლამაზი ფერის კვერცხებია KITSUNE
რა ლამაზია ! |
Posted by: Peppi 14 Apr 2012, 19:25 |
კვერცხის შეღებვაზე გუშჳნ ექსპერიმენტები ვატარე, შემდეგ ვრცლად დავწერ, მაგრამ მოკლედ რად არის ჩამოვწერ: 1. წითელი. თუ იასამნისფერი ხახვის ფოთლები არ მომეწონა.. შეიძლება შერევა, მაგრამ პროპორციით და ცოტა, მაგ: 5 თეთრ ხახვზე, 1 დიდი იასამნისფერი ხახვის ფურცლები; 2. კვერცხის ნაჭუჭის ფერს აქვს დიდი მნიშვნელობა; რაც მუქია, მით უფრო ყავისფერი გამოდის შედეგი; 3. კვერცხის ფერზე ასევე მოქმედებს ნახარშის ფერი, ანუ უნდა აკონტროლოთ როგორი ფერი გსურთ - ამ ჯერზე 35 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, წინაზე 1 საათჳ წააიღო; 4. კვერცხის ხარშვაც ფერის მიღების შედეგით უნდა აკონტროლოთ, ანუ ამჯერად 15 წუთზე იყო ვარდისფერი; 25 უკვე მოშინდისფრო და 30-ზე მუქი, ცოტა მეტი რომ გავაჩერე, უკვე ის კვერცხი ყავისდერი გახდა; 5. ხახვის ფოთლებს არ ვალბობ წინასწარ; "ამჯერად" ვამბობ იმიტომ, რომ ყოველ შეღებცაზე კვერცხის და ხახვის სიმწიფე და ფერი არის განსხვავებული.. მათჳ რაოდენობაც.. გავიქეცი ეხლა დამდეგ აღდგომას გილოცავთ ყველას მეგობრებო |
Posted by: LUTA 14 Apr 2012, 19:28 |
Peppi იასამნისფერი იყო ჩემი ფოთელბი კვერცხი თეთრი აქ არასებობს მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ არ უნდა გამეჩერებინა მთელი ღამე . 2 საათში როგორც კი გაწითლდა წყალი უნდა შემეღება . ღებისას კი ფოთლები არ უნდა შემეყოლებინა |
Posted by: lukanini 14 Apr 2012, 19:41 | ||||
LUTA
არაფერია ცოტა ფქვილი მოვუკიდე და შევასქელე.ისე მეც ღამე უნდა მომეზილა და დღეს უკვე გამომცხვარი მექნებოდა.
ხახვის ფოჩებს გააჩნია როგორია,თუ მოყავისფრო იყო და არა წითელი მასეთ ფერზე დასვავდა.სამაგიერთოთ კარგი და გემრიელი შოკოლადის კვერცხები გაქვს * * * უი იასამნისფერი ყოფილა და რა საინტერესოა რატომ გაყავისფრდა.ისე ნაჭუჭზეც ბევრია დამოკიდებული.მე ბევრი კარგი წითელი გამომივიდა და ზოგმა ეგ ფერი ვერ მიიღო |
Posted by: mia_nano 14 Apr 2012, 20:18 |
KITSUNE ლამზია ძალიან, მეც მინდოდა კვერცხებში ჩათესვა და გადავიფიქრე, გაისად აუცილებლად დავთესავ rtuli როგორც ყოველთვის უმაღლეს-უმაგრესია ყველას გილოცავთ.... სულ გემრიელობები გვეკეთებინოს... წუხელ ღამის ოთხ საათზე მოვრჩი პასკების ცხობას და უკვე დაიწყეს ათვისება გემრიელი გამოვიდა და ძალიან მიხარია, მეორედ გამოვაცხე და მართლა მეშინოდა შერცხვენის |
Posted by: n_j 14 Apr 2012, 21:12 | ||
LUTA
ესაა პატარა? ამდენი თუ ვიფიქრე, სულ აღარ გავაკეთებ არაფერს მე ზარმაცი ვარ, ვცდილობ ყველაფერი გავამარტივო, ამდენი სად შემიძლია შენ ხარ ფანტასტიური ადამიანი ! * * * ფორმაში ჩასადები ცომის რაოდენობაზე რომ იყო საუბარი, აღარ მახსოვს მე როგორ მიწერია რეცეპტში, მაგრამ თუ ფორმის ზემოთ კალკის ქაღალს აყოლებთ (ზოგი აყოლებს) მაშინ 2/3 ცომი თავისუფლად შეიძლება, თუ არა და ნახევარი ან 1/3 |
Posted by: **DIMMU*** 14 Apr 2012, 23:57 |
|
Posted by: upwave 15 Apr 2012, 01:36 | ||
ყველას გილოცავთ გოგოებო და ბიჭებო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მისი მადლი გვფარავდეს ყველას!!!!!! lukanini
რა ქენი, როგორი გამოგივიდა? ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამომშრალი მეგონა გარედან გვერდებზე თითს რომ ვაჭერდი, არის ურბილესი და უნაზესი. არაჩვეულებრივი გემო აქვს, მიუხედავად იმ ექსპერიმენტებისა, რაზ მასზე ვატარე ანუ: შეცდომით ვუქენი დაახლ. 125-150 მლ-ით მეტი წყალი + ცხიმი პირველ მოზელაზევე შევაზილე. ფორმაში ჩავასხი იმაზე მეტი, რაც უნდა ჩამესხა და ამის გამო ცხვებოდა ძალიან დიდხანს, სადღაც 2 საათი (შეიძება მეტიც). მეგონა სულ გამოხმებოდა, რადგან გვერდებზე მაგარი ჩანდა, ოდნავ მიმწვარი ძირიც მოვაჭერი. უბრალოდ, ძალიან ამოიწია, მაგრამ ფორმიდან არ გადმოსულა, სოკოსავით ქუდი გაიკეთა და გვერდებიდან გადმოწევის გამო სულ ოდნავ დასკდა. მიუხედავად ამდენი ამბისა, არის უფაფუკესი გაისად, შეძლებისდაგვარად მომცროებს გავაკეთებ. ახლა ავწონე და თითო პასკა 1,5 კილო გამოვიდა |
Posted by: lukanini 15 Apr 2012, 02:38 |
upwave ყოჩაღ შენ კაი დიდები გაგიკეთებია.მე პატარები გამოვაცხვე ჯერ და ეხლა დიდებს ვაცხობ.ვიზუალურათ კაია ვნახოთ გემო როგორი აქვს.მემგონი კარგი უნდა იყოს ცომი კარგი იყოდა.გამიხარდა ბოლოს რომ ყველაფერი კარგათ დაგისრულდა მეც ყველას მივულოცავ აღდგომას,ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი |
Posted by: LUTA 15 Apr 2012, 11:41 |
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ! http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru n_j ჩაგაბარებ შედეგს |
Posted by: Felisa 15 Apr 2012, 13:49 | ||
LUTA
ესეც ვიცოდი რააა შენ მაინც შეუდარებელი ხარ! * * * ყველას გილოცავთ დღEვანდელ დღეს! ჩემს სააღდგომო სუფრას მოგვიანებით გაჩვენებთ |
Posted by: KITSUNE 15 Apr 2012, 13:54 |
miau mia_nano ninicool LUTA დიდი მადლობა გოგოებო, iratta_26 ძალიან მარტივად: ავთქვიფეთ კვერცხის ცილები, დავამატეთ შაქარი და პასქის გლაზური (თეთრ პაკეტებში რომ იყიდება, რუსული წარწერით), ავთქვიფეთ ყველაფერი ერთად, 15 წუთით გავაჩერეთ და შემდეგ წავუსვით პასკებს ... ვსიო |
Posted by: buuus 15 Apr 2012, 14:13 |
ქრისტე აღსდგა, გილოცავთ http://www.radikal.ru |
Posted by: nat_nat777 15 Apr 2012, 16:32 | ||
lukanini მადლობაა KITSUNE მე კიდევ თქვენი სუფრა მომეწონა ძალიან. მართლა სადღესასწაულო იერი აქვს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მარტო საჭმელი არ დევს 4 სართულად და დეკორაციები გაქვთ გამოყენებული ... თვალს უხარია LUTA
არ შეიძლება ასე მოგვექცეთ ამ აღდგომა დღეს გადმოვწერე, დავაზუმე და შევვარდი ფოტოში... თქვენ ნამუშევრებზე კომენტარის დაწერის მცდელობისას, სულ რაფაელოს რეკლამასავით მომდის - არაფრისმთქმელი სიტყვები... ჰოდაა, აგერ ... იყოს ასეე... არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად http://radikal.ru/F/i081.radikal.ru/1204/40/62c83643352c.jpg.html * * * buuus ძალიან ლამაზია ბზასთან ერთად რომ კვერცხები დევს რითია გაკეთებული? მოხატულია ? მგონი არა ხო? ჩემთვის მსგავსი რაღაცეების კეთება ფანტასტიკის სფეროაა ყოჩაღ |
Posted by: lukanini 15 Apr 2012, 18:31 |
ესეც ჩემი პასკები http://imageshack.us/photo/my-images/72/1001283g.jpg/ http://imageshack.us/photo/my-images/137/1001290v.jpg/ მართალია ცოტა გამაწვალა მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა.მადლობა N.J.არაჟნის დამატებამ მართლაც გაამართლა.არ გამოვიდა მშრალი და ფხვიერი |
Posted by: Glekhi 15 Apr 2012, 19:21 |
ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით! მარხვა დამთავრდა და ჩაქაფულის სუნმა მოიცვა მთელი თბილისი მათ შორის ჩემი სამზარეულოც. ეს კერძი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც როგორც იტყვიან კაცის ხელი უხდება. ხოდა მეგობრებო ნუ დაიზარებთ და გაგვუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება ამ კუთხით. მე პირადად პირველად მიწევს ამ კერძის გაკეთება წელს. აი ჩემი რეცეპტი: ორი კილო ხბოს ხორცი , ბლომად მწვანილი (ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი). წითელი წიწაკა, მწვანე ტყემალი და ერთი ჭიქა თეთრი ღვინო. ვრეცხავთ ხორცს და მწვანილს ვჭრით და ვურევთ ერთმანეთში და ვადგავთ დიდი ქვაბით ძალიან დაბალ ცეცხლზე. ხორცი და მწვანილი რო გაუშვებს წვენს ვაცდით სანამ კარგად არ ჩაიხარშება ხორცი. მერე ვუმატებთ ერთ ჭიქა ტყემალს (ცოცხალი ტყემალი) და ერთ ჭიქა თეთრ ღვინოს და ორი ჩაის კოვზ მარილს. წამოვადუღებთ და მერე კაი ლავაში უხდება ამ ამბავს ) |
Posted by: iratta_26 15 Apr 2012, 20:28 | ||
KITSUNE
მადლობააააააააა |
Posted by: shumeri 15 Apr 2012, 21:48 |
მე ასე ვაკეთებ----ბატკნის ხორცი 2 კგ. ვჭრი და ქვაბში ვალაგებ, ზემოდან ვაყრი მწვანე ხახვს---4 კონა, ტარხუნას--6 კონა, ქინძი---3 კონა, წიწმატი---2 კონა, ფენებზე მარილი, მერე ტყემალი და კიდევ მწვანე, კახური წიწაკა......ვდგავ დაბალ ცეცხლზე და ვუმატებ ხოლმე თეთრ ღვინოს. საშინლად არომატული და გემრიელია. |
Posted by: guruliqali 15 Apr 2012, 22:31 |
lukanini ძალიან ლამაზებია |
Posted by: fermina 15 Apr 2012, 22:46 |
ერთ დეტალს დავამატებდი- როცა ახალი ტყემალი ჯერ კიდევ არ არის ხოლმე შემოსული, მჟაუნა დამიმატებია და საკმაოდ უხდება |
Posted by: Glekhi 15 Apr 2012, 23:49 |
ვაა მჟაუნა და წიწმატი ნამდვილად არ ვიცოდი . შემდეგ გაკეთებას shumeri - ის რეცეპტით გავაკეთებ და შედეგებს მოგწერთ shumeri |
Posted by: masha 15 Apr 2012, 23:55 | ||
Glekhi
ეჰ, გულს ნუ მიკლავ, უბანში ხორცი ვერ ვიშოვე. ვაპირებდი ხბოს ხორცისგან გაკეთებას. როგორც მე ვიცი, ყველაფერს ერთად დებ და მხოლოდ მაშინ ახდი ქვაბს, როცა მზადაა |
Posted by: LUTA 16 Apr 2012, 00:48 | ||
nat_nat777
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის |
Posted by: miau 16 Apr 2012, 20:42 | ||
fermina
დედაც უმატებს ხოლმე კარგი ვარიანტია. |
Posted by: annak 16 Apr 2012, 23:54 |
LUTA lukanini კარგი პასკებია ძალიან. ) ჩვენი პასკაც გემრიელი გამოვიდა, დღეს გავსინჯე მხოლოდ. http://www.radikal.ru ძალიან მინდოდა LUTA შენი მეთოდით გამეკეთებინა ანუ მაცივარში დამეტოვებინა, მაგრამ ვერ გავრისკე ამჯერად. შეიძლება კიდევ გავაკეთო და აუცილებლად ვცდი მაგ მეთოდს. მაგრამ ხაჭოს პასკა მართლა უგემრიელესი იყო შიგნი ბლომად ნიგოზი და ქიშმიში ჰქონდა http://www.radikal.ru მერე მოვრთე შავი შოკოლადის მინანქარით, მინდოდა სურათის გადაღება მაგრამ დამავიწყდა. |
Posted by: lukanini 16 Apr 2012, 23:59 |
annak რა კარგებია |
Posted by: catherina_10 17 Apr 2012, 12:28 |
<a target="_blank" href="http://www.radikal.ru"><img src="http://s019.radikal.ru/i630/1204/d9/94fbbcc04534.jpg" ></a> |
Posted by: ტატა 17 Apr 2012, 12:42 | ||
ისე, მომავალი წლისთვის, ვინც პასკის პიერველად გამოცხობას გეგმავს, დავწერ, რომ 2/3 არაფრით ჩადონ ფორმაში, სამწუხაროდ მე გამიერთანდა ქუდები, ძალიან ამოფუვდა, მერე უკვე გამოცდილ პასკის მცხობელებს რო ვკითხე, ყველა 1/3 დებს. 2/3 უკვე ამოფუებული უნდა იყოს და შეიდოს ღუმელში. |
Posted by: dali19 17 Apr 2012, 20:09 |
rtuli ბედნიერ მგზავრობას და ბედნიერ დაბრუნებას გისურვებ!!! |
Posted by: buka79 18 Apr 2012, 13:15 |
ძალიან მიყვარს პასქა.ბავშვობიდან სულ ქიშმიშებს ვეძებდი თან :-):-):-) |
Posted by: anushka_anushka 31 Oct 2012, 01:28 |
სტაფილოს კექსი: მასალა- 120 გრ. ნიგოზი(მოხალული და დაჭრილი) 450 გრ. სტაფილო(გახეხილი) 3 კვერცხი 125 მლ რძე 1 ცალი ვანილის შაქარი 2 ჭიქა შაქარი 1 ს.კ ფორთოხლის ცედრა 300 გრ. ფქვილი 250 მლ ზეთი 300 გრ. ფქვილი 1 ჩ.კ სოდა, მწიკვი მარილი და დარიჩინი გემოვნებით კრემი: 120 გრ. კარაქი, 120 გრ "cream cheese"(ფილადელფია, მასკარპონე, მონ-შუ... რომელიც გნებავთ), 400 გრ. შაქარი ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. ავთქვიფოდ კვერცხი, დავუმატოთ ზეთი, რძე, შაქარი, ცედრა. ცალკე ჯამში ავურიოთ ფქვილი, სოდა, ვანილი, მარილი და დარიჩინი. ეს ორი მასა ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და ნიგოზი. ჩავდოთ ცხიმჭასმულ ქაღალდჩაფენილ ფორმაში(დაახლოებით 24 სმ დიამეტრის. სასურველია გვერდები ეხსნებოდეს) და გამოვაცხოთ დაახლოებიტ 35-40 წუთი. გაციებული გავჭრათ შუაზე და წავუსვათ კრემი (ჯერ ავთქვიფოთ კარაქი, კაგრად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ შაქარი და სასურველი ყველის მასა) |
Posted by: Bala 12 Mar 2013, 22:20 |
ვინც უცხოეთში ხართ ხაჭოს პასკის გასაკეთებლად, ხაჭოს სად შოულობთ? |
Posted by: ninoma 13 Mar 2013, 00:17 | ||
Bala
რუსულ მაღაზიაში უნდა შეიძინო, ან თვითონ გააკეთო. არაბულშიც შეიძლება ჰქონდეთ რუსული ხაჭო. |
Posted by: LTB1948 26 Mar 2013, 13:24 |
სუპერმარკეტებშიც არის ქოთეჯ ჩიზ ანდ ქურდს, შეიძლება მიამსგავსო გემოთი... |
Posted by: LTB1948 29 Mar 2013, 13:50 |
ისე შეგიძლია რძეც იყიდო და აჭრა, ხაჭ გამოგივა.... |
Posted by: ტატა 23 Apr 2013, 18:33 |
მეგობრებო, რამდენიმე რჩევა მჭირდება და არ დამზარდეთ რა წინასწარ მადლობა კულიჩის ქაღალდის ფორმები ვნახე დღეს მაღაზიაში და საკმაოდ დაბალია, კონსერვის მაღალ ქილებში 1/3 ვდებთ და გამომცხვარი უკვე ბოლომდე სავსეა. და ამ ფორმების შემთხვევაში რამდენი უნდა ჩავდო რომ ძალიან დაბალი არ გამოვიდეს და არც გადმოვიდეს ცხობის დროს? საერთოდ რამდენად სასურველია ეს ფორმები, ვისაც გამოცდილება გაქვთ? ასევე მაინტერესებს ღუმელთან დაკავშირებით. მე მაქვს გაზის ღუმელი, ზემოთაც აქვს ცეცხლი გრილისთვის და ქვემოთაც. როგორც მითხრეს 180 გრადუსი საშუალოზე ოდნავ დაბალი ცეცხლია. მაინტერესებს მარტო ქვედა ცეცხლზე უნდა ვაცხო თუ ბოლოს ზედა? და დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში? |
Posted by: LUTA 23 Apr 2013, 23:22 | ||||||
ტატა
მე ქაღალდის ფორმებს ვიყენებ და კმაყოფილი ვარ .
მარტო ქვედა წვა იხმარე .
თავად რეცეპტში რამდენიც არის მითითებული. თან გასინჯე ჩხირით, თუ აკლია გააჩერე კიდე ცოტა ხანს . |
Posted by: ტატა 24 Apr 2013, 15:24 |
LUTA მადლობა, ძალინ ყურადრებიანი ხარ * * * ძალიან ბევრი მომხმარებელი წერს, რომ პასკის ერთჯერადი ფორმების გამოყენებისას ძირები მიეწვა, ნეტავ არ შეიძლება რომ ქაღალდის ფორმებში ქვეშ ჩავუფინოთ სქელი მუყაო? |
Posted by: shilaida 25 Apr 2013, 23:13 |
მეც ვაპირებ პასკების გამოცხობას,უბრალოდ გული მწყდება რომ 15 კვერცხით მოზელილ ცომს მაცივარში ვერ დავასვენებ გვიან რომ მოვზილო,საღამოს 10ზე,დილამდე ხომ არაფერი "მოუვა"?თავსახურიანი დიდი თასი მაქვს, გადმოსვლითაც ვერ გადმოვა რა მაინტერესებს "გამოცდილებო", საფუარის დოზა რამდენით უნდა შევამცირო? ნჯ-ის რეცეპტს გამოვიყენებ,თუ არ ვცდები 4 ს/კოვზია მითითებული მადლობა წინასწარ! |
Posted by: LUTA 26 Apr 2013, 00:43 | ||||
ტატა
შეიძლება რატომაც არა ოღონდ ბოლოს მაინც საცხობის ქაღალდის ფენა დაადე ,რომ არ მიიკრას shilaida
არაფერი მოუვა სიგრილეში დადე გაანახევრე საფუარის დოზა |
Posted by: WOMAN IN LOVE 26 Apr 2013, 01:14 | ||
ტატა
უკვე 2 თუ 3 წელია, მოკლედ, რაც შემოვიდა, მაგ ფორმებს ვიყენებ. გაპოხვა არ უნდა, ცომი ჩაასხი შუამდე ან 1/3-ზე. აცადე ფორმაშივე აფუება და მერე შედგი გამოსაცხობად. მე ქვეშ ერთ დიდ ტაფას ვდგამ ღუმელში, რომ ძირი არ მიიწვას, შეგიძლია ქაღალდები გამოჭრა და რამდენიმე ფენად ჩააფინო ფორმებში. shilaida აივანზე დადგი |
Posted by: bochita 28 Apr 2013, 19:57 |
ხალხნო პასკის ცომს ფორმებში ჩადებისას გადაზელვა უნდა თუ ამოფუებულს ვდებთ ფორმაში? |
Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2013, 22:09 |
bochita ერთხელ რომ გადაზელ, ხომ ამოვა? მერე ჩადე ფორმებში და აცადე კიდევ აფუვდეს |
Posted by: tikusha 29 Apr 2013, 11:51 |
გთხოვ მომწმერეთ პასკის რეცეპტი ან დამიკოპირეთ თუ აქ სადმე წერია და კოლოფებში ქაღალდი ჩავუფინო და გავპოხო მთლიანად თუ როგორ? |
Posted by: katoi 29 Apr 2013, 16:57 |
მოგესალმებით ყველას ვინც გამოცდილი ხართ პასკის ცხობაში იქნებ მითხრათ, მე მაქვს ელექტრო ღუმელი და რამდენ გრადუსზე უნდა ვაცხო და რამდენი ხანი? დიდი მადლობა წინასწარ |
Posted by: LTB1948 29 Apr 2013, 16:59 |
ძირს ცოტათი იწვავს და კარგი იქნება რამეს თუ დაუდგამთ |
Posted by: katoi 29 Apr 2013, 17:14 |
ანუ რკინის ჟარუნა რომ დავდგა თავისივე ღუმელის და ზემოდან დავდო? და რამდენ გრადუსზე გამოვაცხო?რამდენი ხანი? |
Posted by: nia4u 29 Apr 2013, 17:21 |
katoi მე ვაცხობ ელექტროღუმელში, 150 გრადუსზე დაახლოებით საათნახევარი დასჭირდა. თავისივე ტაფაზე ვალაგებ ფორმებს და ისე ვაცხობ. თავიდან ვრთავ მხოლოდ ქვედა სპირალს და ბოლო 10-15 წუთი ზედასაც ვამატაბ. მაგრამ ყველაფერ პირობითია, გააჩნია ცომს, ფორმის სისქეს, დენის სიმძლავრეს და ა.შ. |
Posted by: katoi 29 Apr 2013, 17:56 |
nia4u დიდი მადლობა რჩევისთვის წინასწარ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს ყველას |
Posted by: ninicool 29 Apr 2013, 18:55 | ||
katoi
საერთოდ უმჯობესია, თუ რკინის სპეციალურ ცხაურზე (ბადეზე) დადებთ, რომელიც გაზქურას მოჰყვება, რადგან უფრო მეტი ეტევა. katoi ეს რეცეპტი ნახეთ, აგრეთვე ძალიან გამომადგა ვიდეორეცეპტებიც, რომ ცომის კონსისტენცია განმესაზღვრა http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55 http://www.kyxarka.ru/news/1190.html http://www.kyxarka.ru/news/1276.html http://www.kyxarka.ru/news/1192.html http://youtu.be/liGQB0B6OzM |
Posted by: nia4u 29 Apr 2013, 22:13 | ||
რკინის ცხაურზე ძირები ეწვება, თნ თუ მაღლი ფორმაა, შეიძლება არ შეეტიოს ან როცა პასკა აიწევს ზედა ნაწილამდე მიაღწიოს, ამიტომ ტაფაზე ვდებ ფორმებს და სულ ქვედა თაროზე ვაცხობ. გარდა ამისა, სასურველი არ არის ფორმები ერთმანეთს ედებოდეს, იმიტომ, რომ გვერდები აღარ უცხვება კარგად. ამიტომ ფორმები ხალვათად, შორ-შორს უნდა დალაგდეს, რომ მათ შორის ცხელმა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს. |
Posted by: mavina 30 Apr 2013, 11:49 |
პასკა სხვა და კულიჩი სხვა პასკა მხოლოდ აღდგომისათვის და ახალიკვირისთვის უნდა, კულიჩი კი ყოველთვის შეიძლება გამოაცხო |
Posted by: tikusha 30 Apr 2013, 12:38 |
mavina რა განხსვავებაა კულიჩსა და პასკას შორის? მართლა არ ვიცი |
Posted by: Yojik 30 Apr 2013, 12:42 |
ძალინ საინტერესო და სასიამოვნე თემაა!!! მაგრად მიყვარს სააღდგომო სუფრა, მაგრამ წელს......... |
Posted by: ტატა 30 Apr 2013, 16:03 | ||
დიდი მადლობა რჩევისთვის ისე შარშანდელი ცუდი გამოცდიელბით 1/3ზე მეტს არ ჩავდებ ფორმაში, ძალიან აფუვდა .რატომღაც ჩემს ღუმელს ბადე არ მოყვება, მხოლოდ თუნუქის 2 ფურცელი, შეიძლება ეგეც არის მიზეზი, რომ ძირი ბევრად მალე მზადდება და ზედა მხარე კიდევ არ არის ხოლმე მობრაწული. ამიტომ შარშან ზედა წვა გამოვიყენე ბოლოს. ხომ არ იცით, ცალკე იყიდება გაზის ბადე? სად შეიძლება შევიძინო? * * * კიდევ ერთო თხოვნა: თუ შეიძლება, თეთრი გლაზურის რეცეპტი დაწერეთ რა მადლობა წინასწარ |
Posted by: LTB1948 30 Apr 2013, 17:16 |
წელს ისეთი გადაღლილი ვარ პასკას არ ვაკეთებ და ეგება მირჩიოთ სად ვიყიდო? ანყტესი ხომ არ გაგისინჯავთ? |
Posted by: Yojik 30 Apr 2013, 17:28 |
სააღდგომო ღვეზელი აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე |
Posted by: fifqi29 30 Apr 2013, 19:04 | ||
tikusha
პასკას აუცილებლად ემატება თაფლი,ისე ის პასკა არ არის და არ აქვს რელიგიური დატვირთვა,თაფლის გარეშე ეს არის კულიჩი |
Posted by: WOMAN IN LOVE 30 Apr 2013, 21:39 | ||
ტატა საცხობ ფურცელზე თუ გეწვება პასკა, ბადეზე უფრო არ დაეწვება ძირი? თეთრი მინანქარი არის ცილა+შაქრის პუდრა ან ლიმონის წვენი + შაქრის პუდრა * * *
|
Posted by: rtuli 30 Apr 2013, 21:45 | ||
WOMAN IN LOVE
მეც იგივე რეაქცია მაქვს.... |
Posted by: ninicool 30 Apr 2013, 21:47 | ||||
fifqi29
რელიგიური თვალსაზრისით სააღდგომო კულიჩის (რუსულად пасхальный кулич) ინგრედიენტებს საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მე პირადად, თუ მინდა, აგვისტოში გავაკეთებ პასკას, არ ჩამეთვლება ცოდვაში nia4u
ეგ რომ ამეცილებინა თავიდან, ღუმელში კულიჩების ქვემოთ საცხობი ტაფა მოვათავსე. იმავე ტაფაზე 2 ეტეოდა, როცა ბადეზე ერთბაშად 4 დაეტია თავისუფლად. |
Posted by: WOMAN IN LOVE 30 Apr 2013, 22:02 |
fifqi29 ხაჭოს პასკაზე რა აზრის ხარ? იქნება კიდევ გავიგო რამე ახალი |
Posted by: fifqi29 30 Apr 2013, 22:38 |
sasacilo ra vtqvi,vinc icis mixvdeba rom aucilebelia tafli da rze paskashi,tqven rogorc genebot ise aketet gza fartoaaaaaaa |
Posted by: ninicool 30 Apr 2013, 22:45 | ||
fifqi29
რატომ იტროლებით? |
Posted by: ტატა 30 Apr 2013, 22:59 | ||
არა, მე ვვარაუდობ, იმიტომ მეწვება, რომ დიდხანს ვაჩერებ, სანამ ზედა მხარე არ მოებრაწება. და ბადეს შემთხვევაში სიმხურვალე უფრო სწაფად ავა ზემოთ და კარგად იტრიალებს და შესაბამისად ნაკლები ხანი დაჭირდება ცხობას. მთლიანი თუნუქი არ უშვებს სიმხურვალეს ზემოთ, ასე ვიფიქრე. |
Posted by: chaPPek 1 May 2013, 10:21 |
LTB1948 კი, მე გავსინჯე და მშვენიერი იყო რომ დაძველდა ცოტა კი მიიფხვნა, ალბათ ზელვა დააკლეს , მარა გემო კარგი ქონდა, არომატიც, სტრუქტურაც მძიმე იყო. |
Posted by: ტატა 2 May 2013, 11:39 |
გოგოებო, ჩემს სახლთან ახლომახლო, არც ერთ მარკეტში მზეკაბანის ფქვილი არ არის, გასვლას კიდევ ვერ ვახერხებ. არჩევანი ასეთია: კორონა, მაკფა, მზიური ველი ბარაქა რომელი ჯობია პასკისთვის? |
Posted by: LTB1948 2 May 2013, 14:37 |
chaPPek მადლობა, შევიძენ აუცილებლად და გავსინჯავ... მიყვარს მძიმე და კარგად შენელებული პასკა, იტალიურები არ მიყვარს, ესენციის გემო აქვს ხოლმე. წელს ისეთი გადაქანცული ვარ, არფრის გაკეთEბის თავი არ მაქვს, ერთი სული მაქვს დასვენეების დღეები რომ იქნება ეგება ცოტა გამოვიძინო. რა გავაკეთო იმასაც კი ვერ ვფიქრობ, ალბათ ჩაქაფულს გავაკეთებ და სიგარეტებს გამოვაცობ, სხვა რამის თავი ნამდვილად არ მაქვს და უკვე არც ფანტაზია მაქვს ჩემი ოცნებები სააღდგომოდ ტელევიზორთან წამოკოტრიალებას და ბალიშს ვერ სცდება.... |
Posted by: fermina 2 May 2013, 15:00 | ||
chaPPek
ზუსტად ასეთია ჩემი შეფასებაც ანტრეს პასკის. ცოტა ზედმეტად იფშვნებოდა, მაგრამ გემო და არომატი მშვენიერი. სხვაგან არ ვიცი კარგი პასკა სად არის. გუდვილში? |
Posted by: bird*mad*girl 3 May 2013, 00:17 |
მეც მაინტერესებს კარგი პასკა სად იყიდება, საოჯახო პასკას ვინმე ყიდდეს ხომ არ იცით? არ მინდა იტალიური, ქართული მინდა, რბილი, მძიმე და რომ არ დაიფშვნას ისეთი |
Posted by: WOMAN IN LOVE 3 May 2013, 09:28 |
პასკების ერთი პარტია გამოვაცხვე გუშინ, დღეს მეორე პარტიას ვაცხობ fermina წელს გავსინჯე გუდვილის და ტკბილი ქვეყნის პასკები. პირველი ჯობია. |
Posted by: donald89 3 May 2013, 15:37 |
პასკა იყიდება სადმე ქიშმიშიშის გარეშE? |
Posted by: Parabola 3 May 2013, 17:00 |
ტატა კორონას გირჩევდი ძალიან კარგია |
Posted by: 死海. 3 May 2013, 17:14 |
მირჩიეთ რამე http://forum.ge/?showtopic=33782179&view=findpost&p=36272686 |
Posted by: felooon 3 May 2013, 19:40 |
მეც ასე ვიცი რომ:თაფლი და რძე აუცილებელი ინგრედიენტებია.თუმცაპირადად მე არასდროს მომიმზადებია.გთავაზობთ ამონარიდს: თაფლი, რომელიც აუცილებელია პასქისთვის. პასქაში რძესა და თაფლს აქვს რელიგიური დატვირთვა, მათ გარეშე ის მოკლებულია საეკლესიო სიმბოლიკას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ამ სიმბოლიკას დოგმატური ხასიათი აქვს და არა უბრალოდ საეკლესიო წესის, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში სხვადასხვაგვარი იყოს... პასქის სიმბოლიკა სათავეს იღებს ძველი აღთქმიდან და ის უშუალოდ ღმერთის მიერ არის მოცემული, კერძოდ: ებრაელები, ნიშნად იმისა, რომ ძველ აღთქმაში დარაზული იყო სამოთხის კარი (ანუ აღკვეთილი იყო ცხონება, ღმერთთან ურთიერთობა), პასექის დღესასწაულზე აცხობდნენ უმარილო და ხმიადებს, ანუ საფუარის გარეშე (საფუარი მადლის გამრავლებას აღნიშნავს)... როდესაც ღმერთმა უბრძანა მოსეს, ეგვიპტის ტყვეობიდან გამოეყვანა მისი ერი (ეგვიპტე კერპთთაყვანისმცემლობის ცენტრი იყო და სულიერი თვალსაზრისით ჯოჯოხეთსა - სულიერ სიკვდილს განასახიერებდა), უთხრა, რომ მიიყვანდა იმ მიწაზე, სადაც მოედინება თაფლი და რძე (ანუ აღთქმულ მიწაზე - აქ სიმბოლურად იგულისხმება ადამიანის სამოთხეში დაბრუნება ქრისტეს მიერ ცოდვათა გამოსყიდვის გზით, ანუ დაბრუნება აღთქმულ მიწაზე)... რძე წარმოადგენს მარადიულ ცხოვრებას, ხოლო თაფლი - ნეტარებას, ამრიგად ღმერთმა აუწყა მოსეს, რომ ის მართლმორწმუნეებს დააბრუნებდა მარადიულ სასუფეველში. ამიტომ, პასქა დღერს ქრისტიანები მივირთმევთ აღდგომის დღესასწაულზე ნიშნად იმისა, რომ ჩვენთვის ღიაა სასუფეველი, რომ მესია - ქრისტე ჭეშმარიტად განკაცდა და გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები... ებრაელებმა, რომელთაც არ მიიღეს იესო მესიად, ახლაც აცხობენ უმარილო ხმიადებს, ნიშნად იმისა, რომ ისინი კვლავ ელოდებიან მესიას... ამიტომ ქრისტიანისთვის მაცის (ებრაელთა საპასექო ხმიადის) ჭამა, ქრისტეს უარყოფის ცოდვაა, ხოლო პასქის არარელიგიური რეცეპტით გამოცხობა - უბრალოდ ნამცხვრის გაკეთებაა და მეტი არაფერი. |
Posted by: LUTA 3 May 2013, 21:00 |
felooon ძალიან საინტერესოა , ეს ნამდვილად არ ვიცოდი, დიდი მადლობა |
Posted by: Makulatura 3 May 2013, 21:40 | ||
მაწვნის სუპი გაროხის სუპი ჩიხირთმა და მანანას ხორციანი ბლინჩიკები |
Posted by: WOMAN IN LOVE 3 May 2013, 22:57 |
felooon ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მსგავსი ტექსტები და რიტორიკა მაღიზიანებს |
Posted by: felooon 3 May 2013, 23:29 |
WOMAN IN LOVE მე არ ვფიქრობ რომ,გამაღიზიანებელი დავწერე რაიმე.ვწუხვარ,თუ თქვენში ასეთი რეაქცია გამოიწვია.დამიჯერეთ,არც კი მიფიქრია ვინმეს გაღიზიანება.უბრალოდ ავღნიშნე რომ მეც ასე ვიცი(რძე და თაფლთან დაკავშირებით) და დავასაბუთე თუ საიდან და რატომ.ასე რომ, ვისაც როგორ უნდა ისე მოიწცეს |
Posted by: ninicool 4 May 2013, 00:45 | ||
felooon ამის წყარო იქნებ მიუთითო?
|
Posted by: felooon 4 May 2013, 01:37 |
ninicool დიდი სიმოვნებით.ეს არ არის ჩემი მოგონილი.ეს არის პასქის რელიგიური კუთხით განხილვა.ამონარიდი კი იმიტომ ვუწოდე რომ,მე არ დამიწერია.სოციალურ ქსელში,ერთ-ერთი გვერდიდან დავაკოპირე.აქვე ჩავსვავ ლინს.თუმცა ვთვლი რომ,არაფერი გასაღიზიანებელი არ დამიწერია.ავღნიშნე ის როგორც მე ვიცი.ეს კი, მხოლოდ სოციალური ქსელიდან მიღებულ ინფორმაციას არ ემყარება.რელიგიას ვსწავლობდი, სკოლაში ბოლო-ბოლო.თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ,პასქის რეცეპტი თაფლით,არ შემხვედრია.ესკი ლინკი,თქვენი მოთხოვნით https://www.facebook.com/photo.php?fbid=473794012693565&set=pb.127574067315563.-2207520000.1367616629.&type=3&theater |
Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 01:50 |
felooon შენ მიმართ არ დამიწერია პოსტი, ალბათ მიხვდი... გადავედი მაგ ბმულზე. კიდევ უფრო გავღიზიანდი. * * * კომენტარებია - უნდა დაჯდე და იტირო. ერთი ეგაა, ბეეე, ბეეე არ ისმის |
Posted by: mashusha 4 May 2013, 10:45 | ||
ninicool WOMAN IN LOVE felooon
როგორ შეიძლება რეცეპტი იყოს დოგმტიკა, ვაიმე დედა! ქრისტიანული დოგმატიკა არის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მთავარი და ძირითადი დარგი, ქრისტიანული დოგმების შემსწავლელი მეცნიერება. მისი ძირითადი წყაროა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, ე.ი. ბიბლია, აგრეთვე საეკლესიო ტრადიციები, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული რწმენის სიმბოლოები და ეკლესიის დიდი მამების ქრისტიანული სარწმუნოების აღსარებები. თავის თანამიმდევრულ განვითარებაში დოგმატიკა სამ პერიოდს ითვლის: 1. პირველდაწყებითს, მსოფლიო საეკლესიო კრებებამდე. 2. მსოფლიო კრებებისა და 3. მსოფლიო კრებებიდან XI საუკუნემდე. გადმოვაკოპირე, რო მიხვდეთ რა არის დოგმატიკა. ეხლა, როგორ წარმოგიდგენიათ მსოფლიო კრებების მიერ მიღებული პასკის რეცეპტი? : ( მაგალითს გეტყვით, დოგმატიკაა ის რომ სულიწმინდა გამოვალ მამისაგან (მრწამსში) აბა ეხლა როგორ შეიზლება ა მის გვერდით საკვები პასკის რეცეპტის დაყენება? ჩვენი ეკლესიის მნათობი მამები, იჯდდნენ მსოფლიო კრებებზე და იხილავდნენ პასკის რეცეპტს : ) ღმერთმანი, ძალიან სამარცხვინოა! თქვენ არ გეხებათ ეს ემოციები, უბრალოდ, დავიშოკე |
Posted by: ხორხე 4 May 2013, 11:17 |
აუ რა საერთო სახალხო ჭამასმისთვის მზადებაა?! ) |
Posted by: mashusha 4 May 2013, 11:21 | ||
ხორხე
არც ეგაა ცუდი. მე მარხვაზე ვარ და ყველაფერი მონატრებული მაქვს თუმცა, ხომ გაგიგია თვალი ხარბიაო. გგონია ბევრს შეჭამ და ყველაფერი გინდა, ამ დროს, ცოტას გადაყლაპავ და მზად ხარ : )) მერე ხვდები რა ტყუილად აკეტე ამდენი : ) მარა, პასკა მართლა ძალიან მაგარია და აუცილებელი (არა დოგმატური გაგებით ) |
Posted by: ხორხე 4 May 2013, 11:44 |
მე ვჭამე უკვე სააღდგომო წითელი კვერცხები |
Posted by: mashusha 4 May 2013, 11:50 | ||||||||||
ხორხე
არადა, სააღდგომოო და : ))) გეცლია აღდგომისთვის: )) სულსწრაფო : )) სეგერგოს! |
Posted by: ხორხე 4 May 2013, 11:58 |
არაუშავს, მაპატიებს ღმერთი - ვუყვარვარ |
Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 12:14 |
mashusha ძაან ბნელა ხალხის ტვინებში, ძაან კაი, ვთქვათ, ეგრეა და დებ რაღაც მკაცრ ტონში დაწერილ ტექსტს, რომ ჭეშმარიტი პასკა კეთდება თაფლითა და რძით, ხოლო ისე პასკა უბრალოდ ნამცხვარია და მადლი არ აქვს შემოდიან ცხვრები, შეშინებულები, დამფრთხალები ითხოვენ ჭეშმარიტი პასკის რეცეპტს და ვინაა პატრონი? ზოგმა იქვე, სპონტანურად გადაწყვიტა, თაფლით გავაკეთებ აწი პასკასო და იმას კი აღარ ფიქრობს, რომ მთავარი რეცეპტი კი არაა, ან ის, თუ რამდენად კარგი გამოვა ასეთი პასკა, საერთოდ თუ გამოვიდა მაცას ჭამა ქრისტეს გმობასთან გააიგივეს, გადაირევი, რეები წერია, ხალხი კი არა, ფარაა რა. * * * თან გამწარებულები რომ ითხოვენ რეცეპტს და კაციშვილი პასუხის გამცემი არაა. დაატერორეს და დატოვეს ეგრე, ღირსები არიან |
Posted by: tamo7779 4 May 2013, 12:26 |
WOMAN IN LOVE +1 მწარე რეალობა |
Posted by: annak 4 May 2013, 12:27 | ||||||
))))))))))))))) მდააა... რა უნდა თქვა
ძალიან ცუდი სიტუაციაა უმრავლესობა მორწმუნე კი არა აგრესიული ფარისეველია. გული შეგიწუხდება და შეგრცხვება ხშირად ისე იქცევიან. უცხოელი სტუმარი მყავადა ეკლესიის დასათვალიერებლად წაყვანილი და იქვე დავსხედით და რაღაცეებს ვუხსნიდი.. მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი და მკაცრად მომთხოვა ტაძრის დატოვება უფლება არ გაქვთო. ისე უხეშად მომთხოვა წასვლა ... უხმოდ წამოვდექი. თან არ მინდოდა ზედმეტ პოლემიკაში შესვლა სტუმარს რომ არ გაეგო. თუმცა მიხვდა და მერე მითხრა არ უნდა წამოსულიყავიო ........ კიდევ ბევრი რამის გახსენება შემიძლია. სიბნელეა.. სრული. |
Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 12:29 | ||
annak
რატომო? მე არ წამოვიდოდი ნუ, მანამდე ცოტას შევებრძოლებოდი მაინც |
Posted by: n_j 4 May 2013, 12:38 |
WOMAN IN LOVE მთავარია რაიმე ისეთი თქვა რომ ხალხი დაზაფრო ვინმე დაფიქრდება და გააანალიზებს თუ რა? კოპი-პეისთი, დაშეარება და ახალი ჭეშმარიტებაც მზადაა რაც უფრო ბრტყელ-ბრტყელად იტყვი, მით უფრო ბოლდებიან |
Posted by: annak 4 May 2013, 12:40 | ||
WOMAN IN LOVE
ნეტა ვიცოდე.. მაგრამ ისეთი აგრესიული იყო ინსტიქტურად წამოვხტი ფეხზე. იქური მრევლი, ხელში ლოცვანით, თვალებატრიალებულ–აღშფოთებული . რა ვიცი რამ გადარია შარვალი მეცვა და ალბათ უცხოელს რომ ვესაუბრებოდი იმან? მგონი თავზეც არ მეხურა. არ ვიცი კონკრეტულად რა არ მოეწონა. ხმადაბლა ვსაუბრობდით, ღვთისმსახურება არ იყო. შემრცხვა ძალიან მის მაგივრად.. თან მართლა არ მინდოდა ამ ადამიანს გაეგო რომ გვაგდებდნენ.. |
Posted by: mashusha 4 May 2013, 16:14 | ||||
annak
იცი რა არის? საერთოდ, უცხოელია ეს თუ ქართველი, საუბარი ეკლესიაში არ არის სწორი.ეკლესია ზეცაა დედამიწაზე და სალოცავად განკუთვნილია. საუბარი პირადი თუ ახსნა გარეთ ჯობია. ჩვენ, მრევლიც მუდამ ამ ცოდვაში ვართ და მთელი წირვა ან პირად საუბარს ვაყილებთ ხოლმე, ან ერთმანეთის მოკიტხვას და აშ. ეს იმის მანიშნებელია, ვერც კი ვხვდებით რა მსახურება მიდის და სად ვიმყოფებით. თუმცა, შენიშვნის მოცემის ფორმაც არსებობს. ეკლესია ის ადგილია, სადაც სიყვარული ყველაზე აღმატებული უნდა იყოს. ამიტომ, უხეშად და თვალების ბრიალით შენიშვნა, უკვე პრობლემებზე მიანიშნებს. WOMAN IN LOVE
ეს სტატია რომ წავიკიტხე, მეც მივიფქრე ამგვარებზე. ასეთ შეკიტხვებს უფრო ის ხალხი სვავს, რომელიც ძალიან შორს არის ეკლესიისგან და ვალის მოხდად და ბედნიერად თვლიან თავ, თუ სანთელი გააგზავნეს 12 სახარებოს მოსასმენად, პასკაში აუცილებალდ თაფლი გაურიეს, ლიტანიობაზე იყვნენ და.... და მორჩა. არადა, ღმერთთან ურთიერთობა, სულ სხვა განზომილებაა და სხვათა შორის, არც თუ მარტივი. მრევლსაც რას ეტყვი.. გარდა იმისა, რომ დიდი რწმენა ჩვენში არაა (ვფართხალებთ რაღაცას), არც სწავლებაა მაღალ დონეზე. ასე მოვკრავთ ყურს სტატიებს, ზოგან ქადაგებებს, ზოგან მრევლის ჩურჩულს , ვაწებებთ და ასე იქმნება ჩვენში ქრისტიანობა. თუმცა, ამ საუკუნეში, ღირებულებების ასეთი საოცარი გადაფასებების და ასეთი თავისუფლების ეპოქაში, ვიღაც რომ ამბობს ღმერთი არსებობსო, მის გამო თუნდაც მცირედზე, ანუ საჭმელზე უარს იტყვის 60 დღე, 2 საათი ეკლესიაში ფეხზე დგას, ალბათ უკვე ზალიან მაგარია... მე ასე მგონია.. |
Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 16:41 | ||
mashusha
დიდი ბოდიში, მაგრამ ის, რაც "ასე იქმნება", ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან. |
Posted by: ხორხე 4 May 2013, 16:47 | ||
mashusha
ხო ამ შეწებებებითაა რომ გააგიჟეთ ხალხი და ახვევინებთ სამარხვო შაურმებს და ათას ოხრობებს გამოათაყვანეთ ხალხი ამ სიგიჟეებით "დედაკაცი კაბაში სძაგს უფალსა" ღმერთო რა დაგიშავე ამ ქვეყანაში რომ აღმომაჩინე ა ? |
Posted by: mashusha 4 May 2013, 17:22 | ||||
WOMAN IN LOVE
გეთანხმები!!! ხორხე
მე არავინ გამიგიჟებია. სამარხვო შაურმაში, არასამარხვო მხოლოდ სახელია, დანარჩენი კურდღის საჭმელი ბოსტნეულია. ან მგონი სოიო. ერთი ოხერიაო, როგორც იტყვიან. გინდა შაურმა დაუძახე და გინდა ყაურმა, მაინც ბოსტნეულია და 1 საათში ზუსტად ისეთივე მშიერი ხარ, როგორიც ჭამამდე იყავი კარგია გრიგოლ ხანძთელს, რომ ჰყავდა ისეტი მრევლი გავხდეთ, მაგრამ, ყოელგვარი თავმდაბლოის გარეშე ვიტყვი, მიუწვდომეია დღეს ეგ ჩვენთვის. ამიტომ, რარაც მცირედი, რაც იქ კეთდება, უკვე კარგია. დანარჩენი უნდა გამოსწორდეს. ეს უკანასკნელი აუცილებელი. ცუდია თუ კარგია მრევლი, ქრისტეს სახელის გამო 60 დღე ნორმალური საჭმელიც არ უჭამია, სუფრიდან მჟავე ჟონჟოლით პირამჟავებულიც წამოსულა, ეკლესიაში წირვა-ლოცვაზესაათობით ფეხზეც მდგარა, დაღლი-დაქანცულს ლოცვის გარეშეც არ დაუძინია, ცოტ-ცოტა ცხოვრებაშიც დაუთმია... ეკლესიაში და მრევლში, რომ პრობლემაა, განა ეს სადავოა, მაგრამ, ამ ხალხს ნაბიჯი აქვს გადადგმული სწორი მიმართულებით და ის ვისაც ჯერ ესეც არ გაუკეთები, მრევლისგან ბნელი მასის ხატის შექმნას, ტავად სცადოს ნაბიჯის გადადგმა არ უნდა? ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, ზალიან არ მომწონს ტენდენცია, გაუთავებლად მრევლის და ეკლესიისთვს ბნელების და სხვა მრავალი არასასურვველი ეპითეტისგან ხატის სექმნის მცდელობა, რაც მგონია წარმატებით დაგვირგვინდა. თორემ, ეკლესიაში, რომ პრობლემებია, ეს უდავოა... მეტიც, ეკლესიაში კი არა, არაპროფესიონალიზმის პრობლემა საერთოა დღეს საქართველოში... |
Posted by: annak 4 May 2013, 17:24 | ||
mashusha არ იყო წირვა თითქმის ცარიელი იყო ეკლესია და ეს დავწერე კიდეც. აქ-იქ იჯდა ხალხი და საუბრობდა ერთმანეთში. ზოგი ხატებთან ლოცულობდა. ფრესკებზე და მართლმადიდებულ რიტუალებზე მეკითხებოდა რაღაცეებს და რაც ვიცოდი ვპასუხობდი. თორემ გეთანხმებით წირვის დროს ეკლესიაში საუბარი არ შეიძლება და ჩემთვისაც მიუღებელია. სწორად ეს მკითხა ამ ადამიანმაც რომ სხვებისთვის თუ შეიძლებოდა საუბარი ჩვენთვის რატომ არ შეიძლებოდაო? სხვა კი არაფერი. ყველგან არ ყოფილა ასე რა თქმა უნდა რამდენიმე ეკლესია დავათვალერებინე და ძირითადად რაც მე არ ვიცოდი სხვები უხსნიდნენ. მეტს .. აღარ გავაგრძელებ. mashusha
მაშუშა ხშირ შემთხვევაში ისეთი აგრესია იყო ცარიელ ადგილზე, რომ ეს სიკეთე და არამარტო ეს, ჩაიკარგა.. აღდგომა მოდის მინდა მოგილოცოთ ყველას, ცოტა წინასწარ! მრავალს დავესწროთ. პ.ს. კულიჩები გუშინ გამოვაცხვეთ და მოგვიანებით დავიწყებ ხაჭოს პასკის კეთებას |
Posted by: mashusha 4 May 2013, 17:30 | ||
annak
პრობლემა რაშია იცი? აი, რაც ეხლა აღნიშნე, ეს როგოც წესი, აღნიშვნის გარეშე რჩება ხოლმე და იქმენბა სურათი, რომ ყველა ეკლესიიდან თვალებბრიალით გაგდებენ. ამაში ვეღარავის გადაარწმუნებ! ხატის შექმნა არ მომწონს, თორემ, პრობლემების მეტი რა არის. პრობლემა არ არის ისეთი სტტატიის დაწერა, რამაც ეს პოლემიკა გამოიწვია? ტუმცა, არ ვიცით ვინ არის ავტორი, ან რა უდევს ამ სტატიას საფუძვლად. უვიცობის ზღვარს ზემოთ არაა პასკის რეცეპტისთვის დოგმატიკის იარიყის მიწებება? ეს იცით არს ნიშნავს, რომ საერთოდ, აი, ელემენტარულზე მეტადაც კი არ ხარ გონზე, რა არის დოგმატიკა. ან, საერთოდ ჩვენი რელიგია რა არის... იმ სტატიამ მართლა დამშოკა. |
Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 17:37 | ||
ხორხე
შარვალში, ბიჯოოჰ |
Posted by: felooon 4 May 2013, 17:38 |
არც კი მიფიქრია, ჩემი დადებული მასალა,ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა.როგორ ინფორმაციასაც ვფლობდი ის გაგიზიარეთ და საიდან და რატომ, რომ არ გაჩენილიყო კითხვები.ამონარიდის სახით შემოგთავაზეთ.ეს არის ინფორმაცია,თუ საიდან მოდის აღდგომის დღისთვის,პასქის გამოცხობის ტრადიცია.თუმცა გადის დრო და არამხოლოდ პასქის გამოცხობის ტრადიცია,რელიგიაც კი ბიზნესის სახეს იღებს.რატომ ვაცხობთ პასქას? ამას ხომ რელიგიური დატვირთვა აქვს.თუმცა დრომ მოიტანა და მე არ მეგულება არსად არავინ,ვინც: პასქას თაფლით აცხობს.მე არ ვარ რელიგიაში იმდენად გარკვეული ადამიანი,ვინმეს რაიმე ვასწავლო.თუმცა მაქვს ჩემი შეხედულება ამ საკითხში.ალბათ ვცოდავ,მაგრამ მე ვერ ვილოცებ ილია ჭავჭავაძის ხატის წინ.ის იყო ეროვნული გმირი,კი ბატონო.მაგრამ რატომ უნდა ვთხოვო ჩემი შვილების მფარველობა მას.ამისათვის არსებობს უფალი და იესო ქრისტე.მაგრამ თუ პასქის გამოცხობის ტრადიცია მოდის ძალიან დიდი ხნიდან,და ეს არის ტრადიცია.მისი დანიშნულება ხომ იყო თაფლით და რძით გამოცხობა.რატომ არ არსებობს რეცეპტები თაფლით,რატომ არ აცხობს თუნდაც საპატრირქო .მათაც არ წაუკითხავთ ბიბლია?მაგრამ დღეს რწმენა ლოცვანით ხელში სიარული გახდა,ეკლესიის, ეკლესიის გვერდითვე შენება.მაშინ როდესაც ქვეყანა სავსეა გაჭირვებული ადამიანებით.ადამიანებით, რომელთაც წამლის ფული არ აქვთ შვილებისა და მშობლებისათვის.სამაგიეროდ ეკლესიები გვაქვს ბევრი.კი ბატონო უნდა გვქონდეს.ნამდვილად აუცილებელია.მაგრამ ეკლესია არ უნდა იქცეს ბიზნესად.ვიღაც ეკლესიის ასაშენებლად ფულს იღებს,აგროვებს.ზედ თავისთვის ჯიპს მიაყოლებს,ვიღაცას კი შვილისთვის წამლის ყიდვა არ შეუძლია.მერე კი ამაყად თავაწეულები შევალთ ეკლესიაში და ვიამაყებთ ჩვენი სარწმუნოებით.ვიღაც ხატის მოსაოქროვებლად 50 კილო ოქროს გამოიყენებს,ვიღაცას კი ხელში ჩააკვდება დედა,რომელიც საავადმყოფოში ვერ მიიყვანა.დღეს ესაა ხალხის 60 % ის რწმენა.ღმერთის სახელით მანიპულირება გახდა ჰობი.ჰაერში არ ვამბობ,მე მინახავს მამაო ,რომელიც საუკეთესო ჯიპით დადის.საუკეთესო მობილურით,წირვის დროს მობილურს პასუხობს ...და ასე შემდეგ.ისიც მინახავს როგორ ჩაჰკვდომია დედას შვილი ხელებში.დას ძმა.შვილს დედა....ბევრი რამ მინახავს ,მაგრამ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვაც არ შეიძლება...მოკლედ ეს არ არის ადგილი ამ თემის განსახილველად.მე ვინ მომცა უფლება,ვინმე განვიკითხო.ისედაც ბევრი ვთქვი და განვიკითხე.შეიძლება ჩემი აზრი გასაგებად ვერ გადმოვეცი,მაგრამ არაუშავს.ბოდიშს ვიხდი რომ გავაოფე.უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე მეპასუხა,ვინაიდან ეს არეულობა ჩემმა პოსტმა გამოიწვია.ასე რომ,თუ ვინმეს გაღიზიანება გამოვიწვიე მაპატიეთ. |
Posted by: mashusha 4 May 2013, 17:41 | ||
ხორხე
და მამაკაცი შარვალში ორივეს უნდა ეცვას ლეღვის ფოთოლი.... უი, არა... კვართი |
Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 18:06 |
felooon შენ კარგად იყავი და მრავალს დაესწარი |
Posted by: felooon 4 May 2013, 18:13 |
WOMAN IN LOVE მადლობა დიდი.ასევე:გილოცავ,მრავალს დაესწარი . ყველას გილოცავთ,მართალია ცოტა ნაადრევად, მაგრამ მაინც...უფალი იყოს თქვენი და საერთოდ,თითოეული ადამიანის მფარველი.უფალს ვებარებოდეთ . |
Posted by: mashusha 4 May 2013, 19:54 |
შენ არაფერ შუაში ხარ. ეს პოსტი შენი არ იყო. ვიღაცის უვიცობა დააკოპირე და სამწუხაროდ, იმდენი მნახველი ჰყავს... : )))) მთავარია სიყვარული იყოს ჩვენს გულებში, მერე ყველაფერი ტავის სახელს დაირქმევს ! |
Posted by: n_j 4 May 2013, 20:04 |
ყველა მორწმუნეს გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს |
Posted by: მაკ-კი 4 May 2013, 21:04 |
n_j მადლობა, მეც გილოცავ და ყველას ვულოცავ |
Posted by: ninicool 4 May 2013, 21:36 | ||
პირველი კულინარი არ არიც ჩემთვის ავტორიტეტი, მე უფრო დედა ეკლესიის რჩევებით ვხელმძღვანელობ. ეკლესიასთან საკმაოდ დიდი ხანია შეხება მაქვს და მსგავსი არსად არაფერი მსმენია, არადა მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, ალბათ გვეცოდინებოდა. ეს რომ რომელიმე მამაოს ვუთხრა, მოკვდება სიცილით. პ.ს. ვისაც როგორ ეცხოვრება, ისე ცხოვრობს და ვისაც როგორ ემარხულება, ისე მარხულობს. ჩემი საქმე მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა და ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი საქმეა, თუ მინდა სამარხო შაურმას შევჭამ და თუ მინდა სამარხო სოსისებს. შარშან ვიკვებებოდი სამარხო სოსისებით ძალიან ინტენსიურად. |
Posted by: felooon 6 May 2013, 19:26 |
ninicool არ გედავები.შეიძლება მართლაც არ შეესაბამება სრულ სიმართლეს.(ნუ ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანა და ამას არ ვგულისხმობ,ეს რელიგიაშიც ასე ვისწავლეთ,ვგულისხმობ: პასკა და თაფლის ამბავს).ეს ამბავი პირველად აქ არ წამიკითხავს,უამრავი ადამიანისაგან გამიგია.მაშასადამე ძალიან ბევრი ადამიანი ვართ შეცდომაში შეყვანილი? და ვინმემ რომ ნორმალური პასუხი დაწეროს(თუნდაც იმ პოსტის კომენტარებს რომ გადახედოთ) ერთმა წაიკითხა სხვას უთხრა იმან სხვას და საბოლოოდ ძალიან დიდ მასას არასწორი ინფორმაცია აქვს.პასუხის გამცემი კი,შენც არ მოგიკვდე.კაციშვილი არაა.თუნდაც წითელი კვერცხის ამბავი.პასქასთან დაკავშირებით ვეძებდი ინფორმაციას,ვერსად ვერაფერი ვიპოვე რა საკვირველია.წავაწყდი ამ სტატიას. http://mama-giorgi.moy.su/publ/st'at'iebi/ras_nishnavs_ts'iteli_k'vertskhi/2-1-0-135 ამონარიდი: – წითელი ფერი ქრისტეს მოწამეობრივ აღსასრულს აღნიშნავს. კვერცხი კი არის პოტენციური ახალი სიცოცხლის გამოვლინების სიმბოლო, უძველესი ღვთისმეტყველური სიმბოლოც. წითელი კვერცხი მოასწავებს ქრისტეს სამარხს, მის განტეხვას, კრეტსაბმელის გახსნას, ახალი ცხოვრების დაწყებას და ახალი აღთქმის საიდუმლოს განგებულების აღსრულებას, კაცობრიობის ოვულაციის პერიოდის დამთავრებას და ახალი კაცობრიობის, ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოჩეკვას. მე სულ სხვა ინფორმაციას ვფლობდი ამასთან დაკავშირებით.რომელიც მამაოსგან მაქვს მოსმენილი. მარიამ მაგდალინელმა კვერცხი მიართვა რომის იმპერატორს და უთხრა:ქრისტე აღსდგა.იმპერატორმა გაკვირვებით შეხედა და უთხრა:მკვდარი როგორ აღდგებოდა,ეს ისეთივე დაუჯერებელია,როგორც ეს კვერცხი გაწითლდესო.და კვერცხები გაწითლდა.მას შემდეგ მოდის, აღდგომა დღეს კვერცხების შეღებვის ტრადიციავო. ნუ,დღეს-დღეობით რომ ყველაფერი რიგზე ვერაა ფაქტია.აღარ ვიდავოთ ასეთ რამეებზე.ბევრი რამე არ ვიცი,ბევრიც არასწორად ვიცი ...ისე იქნებ ვინმემ კითხოთ მამაოს ამის შესახებ.ცოტა დაწვრილებით გვიპასუხოს.მე ვკითხე ადრე,როდესაც კვერცხზე მითხრა.პასქა გოლგოთას განასახიერებს სიმბოლურადო მიპასუხა.სულ ეს იყო.და იქნებ ამდენ ხალხს,ვინმემ სწორი ინფო მოგვაწოდოს. პ.ს. ქრისტე აღსდგა.გილოცაავთ... |
Posted by: ninicool 6 May 2013, 19:47 | ||
felooon
ვიკითხავ საპატრიარქოს საიტზე და კომპეტენტური პირი გამცემს პასუხს. |
Posted by: LUTA 6 May 2013, 23:15 |
მე რელიგიურ საკითხებში არ ვარ გათვიცნობიერებული ,ვერაფერს ვიტყვი. კულიჩს რაც შეეხება, ბევრი არ მიფიქრია , წარმატებით მოვარგე საკონდიტრო წესებს. ითქვა რომ არ შეიძლებოდა . რელიგია, წესი , ადათი და ლოცვა იყო მოყვანილი არგუმენტად. თუმცა , მე ვთვლი რომ ასე უკეთესი გამოდის . თაფლის აუცილებლობაზე არ მსმენია ნამდვილად . მაგრამ ეს, არაფერს ნიშნავს , მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. სუფთა საკოდიტრო თვალსაზრისით, თაფლი მისცემს მუქ ფერს. სულ ესაა . სხვა არფერი შემიძლია ვთქვა . |
Posted by: giorgi11 3 Aug 2013, 22:00 |
ყველაზე გემრიელი დღეა და სასარგებლო რა გემო აქვს კულიჩს და კვერცხს ძაან მაგარია |
Posted by: ucha95 11 Aug 2013, 16:54 |
Cheap Trendy Womens Tops http://www.DesirableFashionsOnline.com |
Posted by: Ekusha_Ekusha 23 Oct 2013, 23:08 |
ძალიან დიდი როლი აქვს პასკას აღდგომასთან, ზუსტად არ მახსოვს ,მოვიძიებ ინფოს და მოგაწვდით |
Posted by: kupara 4 Feb 2014, 22:19 |
აღდგომის სუფრაზე დღეს გავიგე რომ გოჭი არ შეიძლებაო და მართალიაა? შეგიძლიათ ვინმემ რო მიპასუხოოთ? |
Posted by: ninoma 5 Feb 2014, 01:47 | ||
kupara
პირველად მესმის. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს. ხსნილია, მარხვა აღარ არის და რა მნიშვნელობა აქვს გოჭის ხორცი იქნება თუ ცხვრის? უბრალოდ აღდგომას ძირითადად ჩაქაფულს ამზადებენ. |
Posted by: iratta_26 1 Apr 2014, 11:22 |
გოგოებოოოოოოო სააღდგომოდ რას აპირებთ? რამე ახალი ხომარ იცით სუფრის გასაფორმებლად. |
Posted by: <<მარი>> 1 Apr 2014, 21:51 |
ჩემი სააღდგომო სუფრა 2013 წელს |
Posted by: BadbadGirl 1 Apr 2014, 22:05 |
როდის არის აღდგომა? ________________________ |
Posted by: iratta_26 1 Apr 2014, 22:10 |
<<მარი>> რა საყვარელი სუფრაა და თვითინ მაგიდაც : ))))) BadbadGirl 20 აპრილს. |
Posted by: tamo7779 3 Apr 2014, 22:40 |
დღეს დავიოწყე მეც მენიუზე ფიქრი აბა, ვის რა იდეა მოგპაროთ? |
Posted by: babilina1983 3 Apr 2014, 22:49 |
Kკვერცხი როგორ შEვღებო და ბამბაზე დათესილი ხორბალი რამდენ ხანშI ამოდის? |
Posted by: ninoma 4 Apr 2014, 00:08 | ||||
babilina1983
მე მარტო ენდროთი ვღებავ, ხახვის ფოთლებს არ ვაყოლებ. აიღე 2 შეკვრა ენდრო(მგონი სტანდარტულ კონებს ყიდიან), გარეცხე კარგად, თუ ნედლია დანაყე ჩაქუჩით, თუ ხმელია, მაშინ ჯერ ჩაალბე და მერე დანაყე. ჩაყარე ისეთ ქვაბში რომ არ დაგენანოს(მე ტეფალის საფარიანს ვიყენებ, არ ეტყობა ფერის შეცვლა), დაასხი 2 ლიტრი წყალი და აადუღე. რომ გაცივდება ჩააწყე გარეცხილი კვერცხები(20 ცალი) წყალი თუ ვერ დაფარავს დაამატე ისე რომ კვერცხები არ ჩანდეს., რომ ადუღდება დაუწიე და დაბალ ცეცხლზე ადუღე 10 წუთი. მეტი არ ადუღო, თუ გინდა გემრიელი გამოვიდეს. როდესაც დიდხანს ადუღებენ, კვერცხი იკეთებს ნაცრისფერ გარს და შრება. მაშინვე ამოიღე კვერცხები და ჩააწყე გამდინარე ცივ წყალში, თუ ყინულებიც გაქვს ჩაამატე. წყლიდან ამოღებული კვერცხი გაამშრალე და ზეთიანი ბაბმბით(ან ნაჭრით) გააპრიალე.
ფანჯარას თუ კარგად უდგება მზე 10დღე საკმარისია, თუ არა მაშინ 2კვირა. მე უკვე დავთესე, რადგან არ მიწყობს მზე ხელს. |
Posted by: nia4u 4 Apr 2014, 13:09 | ||
ninoma
ძალიან ჭკვიანურია! |
Posted by: nia4u 5 Apr 2014, 19:13 |
http://rogor.kulinaria.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90/ კარგი რჩევებია,ვინც სახლში აპირებს სააღდგომო პასკის გამოცხობას აქ,წინა გვერდებზე და წინა წლებში იყო მსჯელობა, პასკა პასკაა თუ უფრო კულიჩია, მაგრამ მე პასკას ვეძახი და ის ჩემთვის ყოველთვის პასკად დარჩება * * * ასევე რჩევები,კვერცხის შეღებვის შესახებ http://rogor.kulinaria.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D/ |
Posted by: nia4u 7 Apr 2014, 15:11 |
ნახეთ,რა ვიპოვე კვერცხის სხვადასხვაფრად შეღებვა ბუნებრივი საშუალებებით |
Posted by: fermina 7 Apr 2014, 15:18 |
nia4u საინტერესოა აბა თბილისში ყველაზე გემრიელი კულიჩები (პასკები) სად იყიდება, გავუზიაროთ ერთმანეთს, ვინც ვერ ვახერხებთ გამოცხობას სახლში * * * სააღდგომო ჯეჯილს წყლის დასხმა სჭირდება ხოლმე ალბათ? ანუ ბამბა როცა ძალიან გამოშრება, უნდა დავამატო ხოლმე წყალი? |
Posted by: nia4u 8 Apr 2014, 12:43 | ||||
fermina
აუ,მეც მააინტერესებს ეგ საკითხი...
ძალიან გამოშრობას არ დაელოდო,თითქმის ყოველდღე უნდა წყლის დაპკურება.მაგრამ ზედმეტი თუ მოუვიდა,ყროლდება მერე. მოკლედ,ინტუიციას ენდე მზეზე დადგი,ოღონდ გარეთ არ დადგა,ჩიტები შეგიჭამენ კარგ დროს დაგითესია,სააღდგომოდ კაი იქნება! |
Posted by: fermina 8 Apr 2014, 13:35 |
nia4u [b][/b] მადლობა სამსახურშიც დავთესე, ჩიტებს ვინ დაეძებს, უცხოელმა თანამშრომლებმა ამოკენკეს თეფშიდან ეს რა არისო და ეგრევე პირში იტაკეს. რა თქმა უნდა "აი ის თეთრი რომ უფენია ქვეშ" რა არის, ვერ მიხვდნენ იმედია აქაც გაიზრდება, ცოტა მზე არ უდგება ამ ფანჯარას და .... |
Posted by: nia4u 8 Apr 2014, 16:47 | ||||
fermina
ხო,გაღივებული მარცვლეული კარგია ჯანმრთელობისთვის დაუთესე-ხოლმე,გაუხარდებათ
კი,კაცო,გაიზრდება,ოღონდ შედარებით ნელა,მარა მაინც მოასწრებს აღდგომამდე |
Posted by: fermina 9 Apr 2014, 11:18 |
დღენახევარში რამე უნდა ექნა? სულ ვუყურებ და ჯერ ძვრა არ უქნია ანუ ბამბა არის სველი, მაგრამ არც ძალიან გაწურული. აი გაჟღენთილივითაა რა. ჩემი აზრით, ზოიერად. |
Posted by: tikusha 9 Apr 2014, 21:40 |
ვერ ვიშოვე ზაფრანა და ყვითელი ყვავილი გიცდიათ პასკაში ფერისთვის? მის გემოზე ხომ არ მიყავს? |
Posted by: shilaida 9 Apr 2014, 23:08 | ||
tikusha
არა მგონია გამოდგეს ჯერ მთელი 10 დღეა წინ,იშოვი)) ირანულს თუ ინდურს ვყიდულობ ხოლმე,ყვავილის ნამცეცებია,ვასხამ სპირტს ან კონიაკს და ვაჩერებ რამოდენმე დღე,მშვენიერ ფერზე დღეში) წარმატებები ყველას |
Posted by: nia4u 9 Apr 2014, 23:31 | ||
tikusha
მის გემოზე არ მიყავს, მაგრამ არც ფერი აქვს ისეთი, რომ წვალებად ღირდეს * * * რადგან წინა გვერდებზე ძებნა ეზარებათ ჩვენს თანაფორუმელებს და რადგან აქტუალური თემაა, თავს უფლებას ვაძლევ, რომ კულინარიის განყოფილების მპოსტველთა ფავორიტი რეცეპტები დავდო. თუ ვინმე გამომრჩა არ გეწყინოთ მაშ ასე, სააღდგომო კულიჩები ანდა პასკები, (ვისაც როგორ გაგიხარდებათ ) n.j. http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398 განსაკუთრებულია იმით,რომ ცომის შემადგენლობაში შედის არაჟანი rtuli http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1025-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398e183a1-e183aae1839de1839be18398-e183a8e18394e183a1e183a5e18394e1839ae18394e18391e183a3e1839a-e183a0e183abe18394e18396e18394 განსაკუთრებულია იმით,რომ ცომის შემადგენლობაში შესქელებული რძე (ე.წ. სგუშონკა ) შედის volli http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1967-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e183981 ტრადიციული რეცეპტია კიდევ ოთხი სხვადასხვა რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ აი, ამ ლინკზე http://www.perfectcook.org/index.php/search/search |
Posted by: Lomes 10 Apr 2014, 03:28 |
გამარჯობა.. პასკის საცხობი ქაღალდები იყიდება თბილისში? |
Posted by: fermina 10 Apr 2014, 10:15 |
Lomes ბაზრობაზე თითქმის ყველგან, პასაჟში იქ სადაც მზა ბისკვიტები იყიდება, იმ ტერიტორიაზე. |
Posted by: Lomes 10 Apr 2014, 11:25 |
fermina მადლობა * . |
Posted by: nia4u 10 Apr 2014, 18:10 | ||
ასევე აქვე დავდებ ხაჭოს პასკის რეცეპტების ლინკებსაც, რადგან ხაჭოს პასკაც არანაკლებ პოპულარული ნუგბარია და სააღდგომოდ მისი დამზადების ბევრი მსურველი იქნება მაშ ასე LUTA http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/2573-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee183901 rtuli http://www.perfectcook.org/index.php/recipe/238-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390 http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1046-e183a8e1839de18399e1839de1839ae18390e18393e18398e183a1-e18393e18390-e18395e18390e1839ce18398e1839ae18398e183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390e183a1e18398e183a0e1839de18399e18398 N.J. http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2587-e183a8e1839de18399e1839de1839ae18390e18393e18398e18390e1839ce18398-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e18399e18390 და კიდევ, აი,ამ ლინკზე ნახავთ სააღდგომო თემატიკის საინტერესო რეცეპტებს http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/category/187-2014-02-01-19-00-33
|
Posted by: fusika05 12 Apr 2014, 02:05 |
რა კარგი თემაა,წელსაც უნდა გავაკეთო პასკა და ბევრი გამოცდილი ადამიანის რეცეპტია აქ,მიხარია... |
Posted by: oo la la 12 Apr 2014, 15:29 |
დღეს ვაპირებ ჯეჯილის დათესვას, იმედია არ დავაგვიანე, მაგრამ მზე სად ვიპოვო, ჩემს სახლს მხოლოდ დილით აქვს ცოტახნით აღმოსავლეთის მზე, ოთახის ტემპერატურაზე არ გაიზრდება ნეტა ? მე მინდა ძშირი ჯეჯილი რომ გამომივიდეს, შესაბამისაბ ბევრი ხორბალი უნდა დავყარო ხომ ? დამეხმარეთ ვინც გამოცდილი ხართ ამ საკითხში |
Posted by: kolchaki 12 Apr 2014, 16:03 |
oo la la ვისგანაც ვიყიდე მარცვალი,მითხრა რომ ბამბა, რომელზედაც დავთესავთ თბილი წყლით დაასველე და მალე გაღვივდება მარცვალიო. რა ვიცი თუ გამოგადგება, ეს შემიძლია გირჩიო. მე გუშინ დავთესე და ვნახოთ, * * * tikusha მე ყვითელ საღებავს ვიყენებ ყოველთვის, კულინარიულს რათქმაუნდა, ზაფრანის მეშინია ოდნავაც რომ შეუცვალოს გემო, ვერ გავრისკავ. http://pix.ge/ ეს ჩემი შარშანდელი პასკები |
Posted by: fermina 12 Apr 2014, 16:23 | ||
ვაა, მე კიდევ ეგ არ მიფიქრია და ეტყობა იმიტომ დააგვანა ჩემმა. სამსახურშიც დავთესე ზუსტად იგივე ხორბლით და იგივე ბამბით, იქ ამოვიდა, არადა მზე თითქმის არ ხვდება. ახლა ვიფიქრე, რომ იქ დამლაგებელი რწყავს ხოლმე აშკარად და ეტყობა იცის და თბილ წყალს აპკურებს ხოლმე |
Posted by: oo la la 12 Apr 2014, 17:47 |
ვსო დავთესე შედეგს შეგატყობინებთ |
Posted by: ninoma 12 Apr 2014, 21:13 |
oo la la მზე თუ არ უდგება, მაშინ ღუმელში შუქი თუ ინთება , ჩართე და დაბალ თაროზე დადგი . სითბო და სინათლე მოუხდება, ოღონდ აკონტროლე რომ არ გამოშრეს. |
Posted by: doris 12 Apr 2014, 21:26 |
საოცარი ფოტოა პასკები, არაჩვეულებრივია! ყოჩაღ |
Posted by: tikusha 12 Apr 2014, 21:31 | ||
kolchaki
ეგ რომელი? შაქრის პასტისთვის ფერის მისაცემად რომ იყენებენ? :0 შეიძლება ცომში გამოყენება? ეგ კი მაქვს |
Posted by: doris 12 Apr 2014, 22:03 |
ისე სააღდგომო სუფრა ბატკნის ჩაქაფულის გარეშე წარმოუდგენელია |
Posted by: ნია ნია 13 Apr 2014, 13:59 |
oo la la fermina ჯეჯილს ცელოფანს თუ გადააფარებთ უფრო სწრაფად ამოვა.(სათბურის ეფექტი იქნება) |
Posted by: fermina 13 Apr 2014, 19:15 |
ნია ნია მადლობა, ანუ სითბო უხდება აშკარად. რაფის ქვეშ, რომელზეც დგას, რადიატორია და წესით ესეც უნდა შველოდეს. კი იზრდება ნელ-ნელა. |
Posted by: Milena 13 Apr 2014, 20:43 | ||
ბოლო წელია წიწმატს ვთესავ სააღდგომო ხრაშუნები |
Posted by: nia4u 13 Apr 2014, 20:45 |
fermina ამოვა, ნუ ნერვიულობ გუშინ დილით დავთესე მეც ///////////////////////////////////////// ყველას გილოცავთ ბზობას! |
Posted by: tuta_tuta 13 Apr 2014, 22:22 |
მაინტერესებს როგორ ჯობია პასკის ცომი ღამე მოვზილო და დილით დავაცხო თუ არ უნდა ამდენი ხანი გაჩერება? |
Posted by: lav-100 13 Apr 2014, 23:04 |
აბა რას მირჩევთ სად და რომელი ფირმის/საკონდიტროს პასკა შევიძინო ?? |
Posted by: nia4u 13 Apr 2014, 23:35 | ||||
Milena შენი ფანკლუბი უნდა დავაარსო
რატომ? შენ საქართველოში ხარ? ეს ხავსიანი კვერცხები როგორ? ან თვალები სად იშოვე? ამ ბეკეკოების მატყლზე გადავირიე რა სილამაზეა! მე წელს შენი რეცეპტით ცხვარი უნდა გამოვაცხო tuta_tuta
მე რამდენჯერაც გამოვაცხე, შუადღისას 12-პირველ საათზე რომ ვიწყებდი,დილამდე მიწევდა მოზელვიან-ცხობიანად. საღამოს თუ მოზილავ და გვიან ღამით გადაზილავ და დიდ ჯამში გააკეთებ,რომ არ გადმოვიდეს, არაფერი დაშავდება მგონი მერე დილით თუ გადაზილავ კიდევ და მესამედ ფორმებში ააფუებ და ეგარი! |
Posted by: tuta_tuta 14 Apr 2014, 01:06 |
nia4u აქამდე არ გამიკეთებია, ეხლა მომინდა ვცადო არვიცი როგორ ვქნა , ღამე რომ მოვზილო გადაზილვას ვერ მოვახერხებ : ნუ თუ მაღვიძარათი არ ავდგები და გადქვზელ: |
Posted by: nia4u 14 Apr 2014, 01:24 | ||||
tuta_tuta
ხო და მაგიტო გითხარი საღამოს, მაგალთად ასე 7-8 საათზე რომ მოზილო და ღამე 12-1 საათზე ან დაძინების წინ ერთხელ რომ გადაზილო. მერე დილით მეორე გადაზელვა და კიდევ რომ ამოფუვდება უკვე გადაზილავ და ფორმებში ჩადებ. ფორმებშიც რომ ამოფუვდება, გამოვა მეოთხე ამოფუება და საკმარისი იქნება
უნდა სცადო,აბა რა! არაჩვეულებრივი გრძნობაა შენს გამომცხვარ პასკას რომ აქებენ! |
Posted by: nailart 14 Apr 2014, 01:58 |
ეს ხავსის კვერცხები რაფერ კეთდება? |
Posted by: tikusha 14 Apr 2014, 10:29 |
მაცივარში ცომის გამოტარებას არ აპირებთ? |
Posted by: nia4u 14 Apr 2014, 10:57 | ||
tikusha
მე ადრე არც ვიცოდი მაგ მეთოდის შესახებ, ისე ვაცხობდი-ხოლმე და რაც ეგ გავიგე, პასკა აღარ გამომიცხვია ისე საფუვრიანი ცომი მაინცდამაინც არ ნიყვარს საფუვრის გამო, ფაქტიურად არასდროს ვაკეთებ. მოკლედ, ეგ მეთოდი არ გამომიყენებია ჯერ და ვერც სხვას ვასწავლი რა და როგორ. ჯობია, ვინც იცის, იმან გასცეს რჩევები |
Posted by: tikusha 14 Apr 2014, 11:05 |
nia4u მე ვაპირებ წელს მაცივარში გამოვატარო ცომი |
Posted by: tuta_tuta 14 Apr 2014, 11:05 |
nia4u აი რამდენად შეაქებენ არვიცი)))))))))) შენ გეტყობა გაქვს შენი რეცეპტი იქნებ გამიზიარო თუ არ დაგეზარება დაწერა tikusha ვიდეოებში ვნახე რომ როცა მოზელენ ცომს შემდეგ დებენ მაცივარში მთელი ღამით და უკვე დილით გადაზელენ. დატოვებენ გარეთ და მერე აწყობენ ფორმებში. |
Posted by: fermina 14 Apr 2014, 11:12 |
მოკლედ, რახან არავინ წერთ, გემრიელი პასკები სად იყიდება, ვეცდები ჩემი წინა წლების გამოცდილებიდან დავწერო (მე მომწონს მძიმე, ცხიმიანი და სანელებლები კარგად რომ ეტყობა, ისეთი პასკები): რამდენიმე წლის წინ ძალიან გემრიელი პასკები ჰქონდათ კანდელაკზე, პატარა საკონდიტრო "ანა"-ში, ბევრი ყიდულობდა მანდ, წინასწარ უნდა შეგეკვეთა. შარშან აღარ მომეწონა ისე ძალიან. პეტრიაშვილზე ძველი ცნობილი საკონდიტრო რომ არის, იქაც კარგი პასკები ჰქონდათ. აქებენ ანტრეს პასკასაც, თუმცა მე არ გამისინჯავს და თან საკმაოდ ძვირია. ასევე გემრიელი იყო ლიტერატურულის პასკები რამდენიმე წლის წინ. |
Posted by: tuta_tuta 14 Apr 2014, 11:40 |
fermina მე ანტრეს პასკებს ვყიდულობ . გემრიელიაა შეიგიძლაი შეიარო ანტრეში და უდევთ გასასინჯად, დააგემოვნე თუ მოგეწონება. |
Posted by: nia4u 14 Apr 2014, 11:45 | ||||||||||||||
tuta_tuta
არ დამეზარება,მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ტრადიციული, დედისგან დატოვებული რეცეპტია... ძველი რეცეპტები, რაც მაქვს, დედაჩემისგან დამრჩა ყველაფერი... დაგიწერ აუცილებლად! tikusha
ახლა ვეძებ, შარშან დაწერა, თუ არ ვცდები ლუტამ, დაწვრილებით და მეცნიერული დასაბუთებით, როგორც მაგან იცის-ხოლმე, და თუ ვიპოვე, ამ თემას მოუხდება fermina
მე ტკბილ ქვეყანას ვყიდულობ-ხოლმე, ბანალურად მაგიტო აღარ დავწერე მაგრამ რახან არ იშლი, გეტყვი გუდვილის და კარფურის პასკებს აქებდნენ შარშან ჩემი ახლობლები მე არ გამისინჯავს... ასევე იტალიურებს. ეს სამივე საკმაოდ ძვირია! ასევე ბოლო ორი წელი კარგი პასკები ქონდათ დიდუბეში, საკონდიტრო-საცხობ "დიდებულში". ამათ სხვაგანაც აქვთ ფილიალები, მაგრამ დიდუბეში ყავდათ კარგი კონდიტერი. წელს არ ვიცი, ისევ ყავთ თუ არა და ისევ კარგი ექნებათ თუ არა. მე, სახლში გამომცხვარი თუ არ არის, მაინც ვერ ვატან გემოს და ისევ ტკბილი ქვეყანა მირჩევნია ექსპერიმენტებს * * *
ვიპოვეეეეეე ვინც პასკის გამოცხობას აპირებთ, გადახედეთ ლუტას ამ პოსტს * * *
აი ეს პოსტიც მნიშვნელოვანია! ////////////////////////////////// ////////////////////////////////// |
Posted by: fermina 14 Apr 2014, 12:17 | ||
nia4u ეს არის პანეტონე. რომელიც საკმაოდ გემრიელი და არომატულია თავისთავად, მაგრამ "ის" პასკა არ არის რა.... |
Posted by: tikusha 14 Apr 2014, 12:28 |
მოკლედ, წელს პასკის ცომის მოზელას პურის საცხობით ვაპირებ, ოღონდ 1 პორციის 5 ნაწილად გყოფა მიწევს და გოგლი-მოგლი რომ ავთქვიფო ერთიანად და მერე გავაჩერო და 5 ნაწილად გამოვიყენო, ივარგებს? ხომ არ დავარდება?? |
Posted by: nia4u 14 Apr 2014, 12:30 | ||
fermina
არა,პანეტონეს აწერია პანეტონე და პასკებიც არის მგონი. პანეტონე უფრო მსუბუქია და ჰაეროვანი და პასკა სველი და მძიმე უნდა იყოს, მაგით "ფასდება"! |
Posted by: fermina 14 Apr 2014, 12:40 | ||
nia4u
ჰო ვაი როგორ მომინდა! უზომოდ მიყვარს კარგი პასკა. კაი ხანი არ ფუჭდება ხოლმე, ჩაისთან ცოტა კარაქით რა მაგარია... კვერცხსაც უხდება... პანეტერიაშიც აცხობენ ნუცუბიძეზე, ახლა გამახსენდა, როგორც პანეტონეს, ისევე "ქართულ" პასკას. გადასარევი არ არის, მაგრამ არაუშავს. გემრიელია, მაგრამ აი მძიმე და სველი მაინცდამაინც ვერა. |
Posted by: nia4u 14 Apr 2014, 15:10 | ||
fermina
რაც უფრო ძველდება, მით უფრო გემრიელდება! და თუნდაც არ ვმარხულობდე, შანსი არაა, რომ აღდგომამდე ვჭამო ან წითელი კვერცხი და ან პასკა * * * http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=195 ამ თემაში ვნახე tos-ka-ს პასკის რეცეპტი და მისი საინტერესო რჩევები. ნახეთ ასევე August-ის ტრუფელის ტორტი ცხობის გარეშე,მაგ გვერდზევე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა * * * http://www.lollipop.ge/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99/ ესეც ნახეთ სიახლეების მოყვარულებო |
Posted by: kactus 14 Apr 2014, 17:13 |
Milena |
Posted by: aninia 15 Apr 2014, 15:09 |
Milena შენი ხრაშუნების დიზაინი და ანტურაჟი გამაოგნებელია ყოველთვის, ამ "გაოცებული" და მწვანექოჩრი კვერცხების დანახვაზე მე თავად გამიფართოვდა თვალები!!! ძააააალიან ლამაზი დეკორაციააა, სიტყვები არ მყოფნის! * * * Milena გვასწავლე, რა, როგორ უნდა ხავსიანი კვერცხების "შექმნა" ? |
Posted by: LTB1948 15 Apr 2014, 23:41 |
აუ ხალხო წელს ძალიან გადღლილი ვარ და ვერ ვაცხობ პასკას, სად ვიყიდო კარგი? რას მირჩევთ? არ მიყვარს პანეტონე, მიყვარს სახლშI გამომცხვარი, გემრიელი, სად იყიდება? |
Posted by: fermina 16 Apr 2014, 00:27 |
ანტრესი გავსინჯე დღეს და მომეწონა. ლე გატოსიც არ უნდა იყოს ცუდი აქ ძველ თემაში აქებდნენ ლესელიძეზე "გოგლი-მოგლის" პასკას, არც ვიცი კიდევ თუ არსებობს ეს დაწესებულება. მოკლედ ეს ვარიანტები პლუს წინა გვერდებზე რაც წერია |
Posted by: Evil_Alcoholic 16 Apr 2014, 09:05 |
თურქული ფეჩები რომაა, დენზე, იმაში თუ გამოცხვება ნეტავი პასკები? ან რამდენ გრადუსზე ხომ ვერ მეტყვით? |
Posted by: tamo7779 16 Apr 2014, 11:31 |
nia4u 12 საათი არ არის ბევრი ცომისთვის? |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 11:53 |
გოგოებო როგორც იქნა შაფრანი ვიშოვე ახლა მასწავლეთ ვიცი ორი ვარიანტია არაყში გამოყვანა და შაქართან ერთად დანაყვა და მდუღარეში გამოყვანა რა თქმა უნდა მეჩქარება, იმიტომ რომ ხვალ უნდა მოვზილო და რომელი აჯობებს?? |
Posted by: tamo7779 16 Apr 2014, 11:58 |
tikusha რამდენ კილოზე რამდენ გრამს უკეთებ? მე მიტხრეს კონიაკში გააჩერე მთელი ღამე და მერე გადაწურეო |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 12:00 |
tamo7779 დოზები არ ვიცი, 1 ლარის ვიყიდე ცოტააა, 2 პატარა კოვზი თუ გამოვა, გავამზადებ და მერე თვალით ავურევ კონიაკში გაჩერებულს არ მგონია 1 ღამე ეყოს, მეც ასე მითხრა გამყიდველმა მაგრამ მეეჭვება მაგას მგონი 1 კვირა მაინც უნდა |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 12:06 | ||
tamo7779
ვერ მივხვდი რას მეკითხები მე მიწერია, რომ შუადღისას 12-1 საათზე რომ ვიწყებ, დილამდე ვაცხობ-მეთქი, ამაზე მეკითხები? რა ვიცი, ჯერ ერთი, გააჩნია რამდენს აკეთებ, რაც უფრო მეტი ცომია, მით მეტი დრო უნდა. მე 15 კვერცხიან პორციაზე ნაკლები არასდროს გამომიცხვია.ამას სჭირდება დაახლოებით 3 კილომდე ფქვილი და ამხელა ცომის სამ-ოთხჯერ აფუებას კაი ხანი უნდა თან მე ვაცხობ თურქულ ელექტრო ღუმელში და ასევე სამ-ოთხ წყებად უნდა გამოცხობა და თითო შელაგება რომ 1 საათი+/- იანგარიშო... გადათვალე აბა გარდა ამისა, გააჩნია რამდენ საფუარს უზამ. რაც უფრო მეტს ამატებ, მით უფრო სწრაფად ფუვდება, სამაგიეროდ, ნაკლებად სასარგებლოა. თუმცა მეც არ ვუშვები ძალიან ცოტას, კილო ფქვილზე დაახლოებით ერთ სუფრის კოვზ მშრალ საფუარს ვამატებ. საერთოდ, ყოველთვის ითვლებოდა და ითვლება, რომ რაც უფრო დიდხანს ზელ პასკის ცომს და რაც მეტჯერ ამოაფუებ, მით უკეთესი გამოდის, რამდენჯერ თითქმის საატნახევარი მიზელია... (მაშინ გაგებულიც არ მქონდა ცომის მაცივარში მომწიფების შესახებ ) და ამ ყველაფერს მთლიანობაში ზალიან ბევრი დრო და ძალიან დიდი შრომა უნდა! ამიტომ არის სახლში გამომცხვარი პასკა განსაკუთრებული! რა ვიცი, აბა, შევეცადე, მეპასუხა |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 12:14 |
nia4uმე ხალ საღამოს რომ მოვზილავ და ზეგ დილამდე მაცივარში შევაგდებ, აღარ უნდა მერე ჩაზილვები და ამბები ზეგ დილით გადავზილავ, ავურევ ქიშმიშებს და ცუკატებს და ჩავყრი ფორმებში, აფუვდება და გამოვაცხობ * * * nia4u გთხოვ ლინქებს ვერ ვხსნი დაბლოკილი მაქვს და ხაჭოს პასკის კარგი რეცეპტი დამიკოპირე აქ, დეტალურად რომ იყოს და პირველად მინდა გავაკეთო |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 12:17 | ||
tikusha ხო,მაცივრით აღარ უნდა ბევრი წვალება ისე,მე იმხელა ცომი გამომდიოდა, მაცივარში არც შეეტეოდა პურის საცხობში აპირებ მოზელას? თუ გამოცხობას? * * * tikusha
N.J.-ის (ისე ძაან დაგვეკარგა ეს გოგო ) შესავლიანად დაგიკოპირებ //////// ხაჭოს პასკა წელს პირველად გავაკეთე და უკვე გადავწყვიტე რომ ჩემი სააღდგომო მენიუს განუყრელი ნაწილი გახდება, რა თქმა უნდა , სხვადასხვა ვარიაციებით და არომატებით. გუშინ შუადღით, სახლისკენ მომავალმა 600 გრამი ხაჭო ვიყიდე და სავარაუდო რეცეპტის შემუშავებას შევუდექი. ვანილიანი თუ შოკოლადიანი? ფერადი ცუკატებით თუ ფორთოხლით? ამ ფორმაში თუ იმ ფორმაში? ამ ფიქრებში ხაჭო საწურზე გადავიტანე და დილისთვის დავგეგმე მომზადება. მაგრამ აღდგომამდე ისე ცოტა დარჩა,მე კი მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა რეცეპტი, ამიტომ გუშინ ღამის 11 საათზე შევუდექი საქმეს. 30 წუთში ყველაფერი მზად იყო, მთელი ღამით მივაბრძანე მაცივარში და დილით ეს საოცრება დავაგემოვნე კიდეც შოკოლადიანი ხაჭოს პასკა Directions ინგრედიენტები 600 გ ხაჭო (მე მქონდა 9 %) 250 მლ ნაღები 35% 100 გ შავი შოკოლადი, მინიმუმ 65% კაკაოს შემცველობით 3 კვერცხის გული 150 გ შაქარი + 30 მლ წყალი 3 ჩ.კ. კაკაო, თავმობმული მწიკვი მარილი 2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, სავსე ვანილი შტოშის ჩირი, 1 მუჭა (შეგიძლიათ სხვა ჩირით შეცვალოთ, მე ეს მქონდა) მომზადების წესი ხაჭოს დავდოთ საწურზე და დავადოთ რაიმე სიმძიმე, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს. ცოტა ნაღები გავაცხელოთ და ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი, ვურიოთ რომ კარგად გაიხსნას და ერთგავროვანი მასა გახდეს. გავაგრილოთ მთლიანად. კვერცხის გულები მოვათავსოთ თასში და მსუბუქად ავთქვიფოთ მიქსერით ხაჭო აუცილებლად საწურში უნდა გავატაროთ. ცოტ- ცოტას ჩავყრით და კოვზის დახმარებით გავსრესთ. ასე ხაჭო უფრო ერთგვაროვანი და ფუმფულა იქნება. სანამ ხაჭოს \'\'ვცრით\'\' , ცეცხლზე სიროფი მოვამზადოთ: შაქარი და წყალი დაბალ ცეცხლზე დავდგათ და ვადუღოთ. დაახლოებით 5 წუთში ხაჭოც მზადაა და სიროფიც. ათქვეფილ კვერცხის გულებს წვრილ ზოლად ვასხამთ მდუღარე სიროფს და თან ვთქვეფთ. მასა ნელ-ნელა უფრო ფუმფულა, მუსის კონსისტენციის გახდება და მკრთალ მოყვითალო ფერს მიიღებს. საერთოდ კვერცებს უმად ამატებენ ხოლმე, მაგრამ რადგან ეს გემრიელი დესერტი ბავშვებისთვისაც უნდა მეჭმია, ეს პასტერიზებული ვარიანტი ვამჯობინე . კვერცხის გულები დავასხათ ხაჭოს, დავამატოთ მარილი, ფორთოხლის ცედრა, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. (ამ ეტაპზევე უნდა დამემატებინა ათქვეფილი კარაქი, რომელიც მე დამავიწყდა რადგან მის გარეშეც არაჩვეულებრივი იყო, თან უფრო მსუბუქიც, რეცეპტშიც აღარ მივუთითე, თუმცა თუ გნებავთ დაამატეთ, დაახლოებით 50-80 გრამი) ავთქვიფოთ კარგად გაციებული ნაღები კრემის კონსისტენციამდე, ბოლოს შევურიოთ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი და დავაცრათ კაკაო. მიღებული შოკოლადიანი კრემი შევურიოთ ხაჭოს მასას. დავამატოთ ჩირებიც. თუ ჩირი დიდია დავჭრათ სურვილის შემთხვევაში ცოტა ფორთოხლის ლიქიორიც შეგვიძლია დავამატოთ ფორმაში ვაფენთ მარლის 2-3 ფენას და ვდებთ ხაჭოს. მთელი ღამით ვდებთ მაცივარში, დილით კი თეფშზე გადმოვაბრუნოთ და მარლა ფრთხილად შემოვაცალოთ. დეკორისთვის გამოიყენეთ რაც გნებავთ, ფოტოზე თეთრი და შავი შოკოლადის ფანტელები, წვრილად დაჭრილი ჩირი და ფორთოხლის კანებია. შეგვიძლია კაკაო მოვაყაროთ ან ნაღებთან ერთად გამდნარი შოკოლადის გლაზური მოვასხათ პ.ს. რჩევა: ნუ გამოიყენებთ 0 %-იან ხაჭოს, რაც უფრო ცხიმიანს აირჩევთ, მით უკეთესი ///////////////////// კიდევ არის რთულის ორნაირი - ალუბლებით და ცუკატებით და ლუტას "ფარფალინახაჭოსპასკა" შოკოლადის განაშებით და ამბებით და ეგენიც გინდა დაგიკოპირო? |
Posted by: tuta_tuta 16 Apr 2014, 12:35 |
tikusha მეც მაცივარში გავაკეთებდი მაგრამ ფიზიკურად რითი შევდოო იქ ვერ ვხვდები |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 12:37 |
tuta_tuta ჯამით ან ქვაბით... რომელი რეცეპტი გადაწყვიტე? |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 12:41 | ||||
პურის საცხობში მოვაზელინებ, გამოცხობით ღუმელში გამოვაცხობ, ოღონდ აქ მთელი პორციის 5 ნაწილად გაყოფა და ისე მოზელვა მიწევს და საწვალებელია, მაგრამ ხელით წელას მირჩევნია, არ შემიძლია, ისე აკრგად ზელს რომ არ ვიცი, 2 ცალს პურის საცხობშიც გამოვაცხობ სახლისთვის საჭმელად * * *
მე ერთიანად შედებას არც ვაპირებ, გაყავი და რამე ჭურჭლით შეაწყვე |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 12:48 | ||
tikusha
და დანარჩენს სახლისთვის არ აცხობ? ხაჭოს პასკა ნახე? ბოლოში შეგეკითხე და სხვა ვარიანტებიც დაგიკოპირო? |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 12:50 | ||
მე, მაგალითად, როცა ცომი მაცივარში უნდა დავასვენო, პოლიეთილენის 2 დიდ პარკში ვდებ და ისე ვკრავ, რომ გაფუებისას პარკი არ გახეთქოს (ერთხელ დამიხვდა პარკი გამსკდარი და ცომი მაცივრის თაროზე გადმობრძანებული). პარკს ვიღებ იმხელას, რომ 1/3 ცომია და 2/3 ის ადგილს ვუტოვებ. სუულ ბოლოს, სახელურთან გამოვნასკვავ ხოლმე და ისე ვდებ. მეორე პარკს უბრალოდ დაზღვევისთვის 'ვაცმევ". მერე მხვდება ხოლმე თაროზე გაბერილი |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 13:05 | ||||
დანარჩენს კი ვაცხობ სახლისთვის, მაგრამ ისინი მაინც სტუმრისთვის მინდა და და საცხობის პასკას ოთხუთხედი ფორმა აქვს და სტუმრისთვის მაინც ტეხავს მრგვალები უფრო მიზიდავს კი კი სხვა ვარიანტებიც მინდა, ნაღებს ვერ ვიყიდი ძვირიანი სიამოვნებაა aninia უი რა კარგი აზრია პარკი ადგილი დაიზოგება ქვაბის * * * კითხვა მაქვს, ანუ 1 პორცია 5 ნაწილად უნდა გავყო და ისე ვაზელინო საცხობს და საჭირო კვერცხის გოგლიმოგლი ერთიანად რომ ავთქვიფო და მერე ნაწილ ნაწილ გამოვიყენო საზელად და ოპარაც რომ საერთო აგავკეთო და მერე გავყო 5 ნაწილად, ივარგებს? ანუ სანამ მეხუთე ნაწილი მოიზილება (თითოს ნახევარ საათიანი ზელვით მოვამზადებ) დიდი დრო ხომ არ გავა და აკ გოგლიმოგლი ხო მარ დაავრდება ან ოპარა გაფუჭდება? რას მრიჩევთ?? არადა ამათი ცალცალკე მომზადება რთულია ნუ დრო ჭირდება თორემ მეტი რა |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 13:36 | ||
tikusha
ცოტაა მეეჭვება არ გაგიფუჭდეს ნაწვალები... თან გულიც უნდა დაგწყდეს. ოთხჯერ საათნახევარი ხო ბოლო პარტიის მოზელვამდე 6 საათის შუალედი გამოდის და თავი რო დაიზღვიო მასალის გადაყრა-ტყუილად წვალებისგან, ცოტა მეტი შრომა კი მოგიწევს, მარა სანამ წინას გამოაცხობს, მომდევნო პარტიისთვის მასალა თავიდან მოამზადე. თან, მთლიანი რეცეპტის მარაგებს დასაწყისშივე გაყოფ 5 ად, ან პროპორციულად და უკეთესი იქნება. აბა უკვე არეული გოგლი-მოგლიდან რას გაიგებ რამდენს ჩაასხამ მაგ შენ საცხობში თითო ჯერზე? მე ამას გირჩევდი... * * * tikusha პურის საცხობის პრინციპი არ ვიცი, შეიძლება ეს თუ არა, თორემ კიდე მაქვს ვერსია - ყველაფერი ერთმანეთს ხელით შეურიე თანმიმდევრობით და წესების დაცვით. მერე გაყავი 5 ნაწილად და ცალ-ცალკე კარგად მოაზელინე საცხობს. ამასობაში, სანამ წინა მოიზილება, დარჩენილი ცომი მაცივარში გქონდეს ცელოფანით. თუ საცხობს ესეთი რეჟიმით შეუძლია, არაფერი ჩაგივარდება, მგონი უკეთესიც კი იყოს. რავიცი, იქნებ გამოგადგეს ესეც. |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 13:48 | ||
tikusha
პერფექტზე სხვა რეცეპტები, რაც ვნახე, ყველა ნაღებითაა და ჟურნალ "გემრიელის" ბლოგზე ვნახე უნაღებო. ვისი რეცეპტია არ ვიცი, მაგრამ ფორუმელი გოგოები ეთანამშრომლებიან მაგ ჟურნალს და თან მაგათ რევეპტებს ვენდობი http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&Itemid=181&id=1340 ხაჭოს პასკა ინგრედიენტები: ხაჭო 1 კგ კარაქი 200 გ კვერცხის გული 5 შაქარი 300 გ ცუკატები და თხილეული 250 გ (ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, გარგრის ჩირი, დატეხილი შოკოლადი) ვანილი დავჭრათ თხილეული და გარგარის ჩირი.ქიშმიში გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ, რომ დაიწრიტოს.ხაჭო გავატაროთ საცერში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ დაგეზაროთ. საცერი ან წვრილბადიანი საწური მოათავსეთ თასზე,დაყარეთ თითო მუჭა ხაჭო და სუფრის კოვზის საშუალებით გასრისეთ. გატარებული ხაჭო უფრო ფუმფულა და ჰაეროვანია, დესერტიც უკეთესი გამოდის. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გულები და შაქარი, კარგად ათქვიფეთ.დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ვანილი. ბოლოს უნდა დაუმატოთ ცუკატები, თხილეული და კარგად მოურიოთ. ავიღოთ დოლბანდის განიერი ნაჭერი, გადავკეცოთ ორად, დავასველოთ და კარგად გავწუროთ. დოლბანდი ჩავაფინოთ ნახვრეტებიან ჯამში ან საწურში, რომელიც, თავის მხრივ, თასზე უნდა იყოს დამაგრებული, რათა დაწრეტილი სითხე იქ მოგროვდეს. მიღებული მასა გადავიტანოთ დოლბანდზე, ხელით გავასწოროთ, დოლბანდის კიდეები ზემოდან გადმოვაფაროთ. დავადოთ შესაბამისი ზომის თეფში და ზედ რამე სიმძიმე (მაგ. სავსე ქილა) მოვათავსოთ. ამის შემდეგ ხაჭოს პასკა უნდა შევდგათ მაცივარში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ პასკას განიერ თეფშზე ამოვატრიალებთ, მოვრთავთ სასურველი დიზაინის მიხედვით და ტორტივით დავჭრით. ხაჭოს პასკას სააღდგომო პასკის ნაჭრებზე უსვამენ ხოლმე ან ცალკე მიირთმევენ. ///////////////// ამ რეცეპტს კომენტარებში ეწერა, რომ კვერცხი უნდა უმი და თუ გეშინია, შეგიძლია საერთოდ არ უქნაო. ასევე კარაქის ნაცვლად შეგიძლია არაჟანი გამოიყენოო. მე არ მომიმზადებია არასდროს და ჩემს რჩევებს ვერ მოგაშველებ უკეტესი თუ ვნახე რამე, დაგიპოსტავ ვერც გოგლიმოგლს და ვერც ოპარას თანაბრად ვერ გაყოფ და გირჩევნია ცალცალკე გააკეთო. ამ რეცეპტის სურათია |
Posted by: jadvari 16 Apr 2014, 14:03 |
ვნახე რამდენიმე პასკის რეცეპტი. წინა წლებში მოწონებული, მაგრამ არცერთი არ არის ისეთი რომელსაც მაცივარში დადება სჭირდება. იქნებ ვინმემ არ დაიზაროთ და ასეთი რეცეპტი დაწეროთ. |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 14:11 | ||
jadvari
კონკრეტულად რეცეპტს კი არა, არამედ ყველა საფუვრიან ცომს,ზოგადად, სჭირდება მაცივარში გაჩერება რაღაც დროით. ამ თემაზე წინა გვერდებზე ( მგონი 29 გვერდზე) დაპოსტილი მაქვს ლუტას პოსტები და შეგიძლია ნახო, რატომ უნდა დაასვენო საფუვრიანი ცომი მაცივარში ლუტამ, როგორც მახსოვს, N.J. რეცეპტით გამოაცხო დღეს იმედზე, დღის შოუში, ესმა კუნჭულიამ მოამზადა ხაჭოს პასკა და შეგიძლიათ ნახოთ |
Posted by: rtuli 16 Apr 2014, 14:25 | ||
nia4u
დამაინტერესა თქვენი გამომცხვარი კულიჩი როგორია.....რომ დაასურათოთ როგორი გამოგდით შეგიძლიათ?უფრო გული მაინტერესებსს როგორი გამოდის ტქვენი რეცეპტით.... აღდგამის,მერე გამოვიყენებ თქვენსს ვერსიას...თუ რათქმაუნდა სეიძლება... |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 14:38 | ||
rtuli სამწუხაროდ, წელს არ ვაცხობ და არც სურათი მაქვს, მაგრამ გამოდის მძიმე, მაგრამ არც ძალიან სველი გულით. რეცეპტი არის ძველი, ტრადიციული და არაფრით გამორჩეული ვგულისხმობ, რომ არც არაჟანს, არც შესქელებულ რძეს და არც არაფერს განსხვავებულს არ ვურევ )
თქვენობით არ არის საჭირო! იმდენი ხანია აქ შენს რჩევებს და პოსტებს ვკითხულობ, ასე მგონია ძალიან ახლობელი ხარ ჩემი და განსაკუთრებით სასიამოვნოა, შენ რომ დაინტერესდი ჩემი რეცეპტით ადრეც დავწერე, დიდი კულინარი არ ვარ! აქაც, გოგოებს როცა დახმარება სჭირდებათ, ვცდილობ, ისევ თქვენნაირი გამოცდილი ადამიანების პოსტებით დავეხმარო ჩემს რეცეპტს დაგიწერ, დედისეულია და ძალიან მიყვარს... |
Posted by: jadvari 16 Apr 2014, 14:52 |
nia4u დიდი მადლობა წავიკითხე, მაგრამ იმას ვერ მივხვდი რა დროს უნდა დავდო მაცივარში, როგორც მოვზელავ თუ უფრო გვიან, როცა ამოვა. და კიდევ რამდენი საათი გავაჩერო მაცივარში. |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 14:53 |
aninia nia4u მადლობა გოგოებო ნჯ-ს რეცეპტი ისეთია რომ ინგრედიენტები 5-ზე კარგად იყოდამაშინ ცალცალკე მოვამზადებ ოპარასაც და გოგლიმოგლსაც, მერე ნახევარ საათიანი ზელვით მოვზელ და შევაგდებ ცალცალკე პარკებით მაცივარში ხვალ დილამდე მერე ხვალ 5-ივეს გავაერთიანებ, გადავზილავ, გავურევ ქიშმიშებს, ცუკატებს სანელებლებს და მოვათავსებ ფორმებში 1-ს ან 2 -ს თვითონ საცხობში გამოვაცხობ ანუ თავადვე მოვაზელინებ, ამოვაყვანინებ და გამოვაცხობინებ ვცადე მანამდე და მშვენიერი იყო |
Posted by: jadvari 16 Apr 2014, 14:58 | ||
tikusha
როგორც მოზელავ მაშინვე დებ მაცივარში, თუ ერთხელ უნდა ამოფუვდეს და მერე |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 14:58 |
jadvari რომ მოზელ საღამოს , შეაგდე მაცივარში მეორე დღის დილამდე მაცივარში ამოფუვდება ნელ-ნელა დაბალ ტემეპრატურაზე და ცომიც კარგად მომწიფდება |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 14:59 |
tikusha წარმატებიიი, შედეგის შესახებ გაგვაგებინე აუცილებლად. |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 15:06 | ||||||
tikusha
სანელებლები თავიდანვე ჯობია რომ გაურიო, უფრო გაუჯდება და ქიშმიშები და სხვა რამე-რუმეები ხვალ jadvari
პირდაპირ უწერია ლუტას და რას ვერ მიხვდი საღამოს მოვზილე და ეგრევე შევდგი მაცივარშიო და დილით გავაგრძელეო. დაგიკოპირებ კიდევ
|
Posted by: aninia 16 Apr 2014, 15:15 | ||
nia4u
მეც სწორედ ეგრე ვაკეთებ. ახლა ვეძებ დედას ტრადიციულ რეცეპს, სახლისას, მძიმე და ცოტათი სველი როა. დაბეჭდილი მქონდა და იქნებ მოვნახო, პირდაპირ დავაკოპირებ, ვინმეს შეიძლება გამოადგეს. ყოველ წელს კახეთში დავდივართ სააღდგომოდ და პასკებს მამა-პაპურ თონეში ვაცხობთ. ერთდროულად ბევრი ჩადის და ცხობისთვის ძალიან დიდი დრო არ გვჭირდება. ეგაა ტემპერატურის დამუღამება უნდა ხოლმე. |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 15:30 | ||
nia4u
მომიწევს მაგათი დაყოფა და წვალება აბა |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 15:52 |
tikusha მე სანელებლებს სპირტში ან კონიაკში ვალბობ. მაგას ადვილად აწყავ სუფრის კოვზით და გაყოფ, მარა, შენ ამბობდი, მგონი, არ მაქვს წინასწარ დაყენებულიო, ხო? |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 15:57 |
aninia არა, კარდამონს და მუსკატს, იმბირს რად უნდა სპირტი?? ან ვანილს? პირდაპირ არ აყრი?? ისე სადღაც წავიკითხე რძე დასხით და უკეთესად გამოუშვებს არომატსო შაფრანს სპირტი დღეს რომ დავასხა, ხვალამდე გამოუვა ფერი?? |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:03 |
მაინც მრავალფეროვნებაა აქ და მეც ერთ ძველ, ტრადიციულ რეცეპტს დავდებ პასკისას, რომელსაც ჩემი ოჯახი მრავალი წელია წარმატებით იყენებს. პასკა (ერთი პორცია. მწვანე ბარდის ყუთებს ვიყენებთ ფორმებად და გამოდის 20-ზე მეტი. 23 თუ 27. ეს ფქვილზეა ხოლმე დამოკიდებული, ყოველთვის ერთნაირი რაოდენობის ცომი არ გამომდის. შეგიძლიათ დაყოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის პროპორციულად.) მასალა: 20 კვერცხი 2.5კგ შაქრის ფხვნილი 1კგ კარაქი ან მარგარინი 1 ლიტრი მაწონი 3 ლიტრი რძე 5 პაკეტი ვანილი ( ვანილები რომ იყიდება პატარა "პაჭკებით" ყველა მაღაზიაში, მაგას ვგულისხმობ.) ან ტქვენი გემოვნებით 2 სუფრის კოვზი მშრალი დროჟი (ესეც არაფერი განსაკუთრებული, მაღაზიებში იყიდება - პაკმაია, მაგალლითად) * * * 0.5 კგ ქიშმიში 1 მოზრდილი ლიმნის ცედრა 8კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი მიხაკი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, კარდამონი (ილი) მომზადება: გამოცხობამდე რამდენიმე დღით ადრე 50გ სპირტში ან კონიაკსი ჩაალბეთ დანაყილი სანელებლები. ტავი დაახურეთ და გააჩერეთ. ცომს ვზელთ თბილ ოთახში, მასალა მომარაგებული გავქვს იქვე, ყველაფერი უნდა იყოს თბილი, თითქმის ერთნაირი ტემპერატურის. უშუალოდ მოზელის წინ, ერთ ჭიქა ტბილ რძეს ჩავასხამთ მომინანქრებულ ჭურჭელში და წავაყაროთ წინასწარ ერთმანეთში არეული 1ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი და საფუარი. კარგად მოვურიოთ, თავი დავახუროთ და გავაჩეროთ (აპარა). კვერცხით და საქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი (ცალ-ცალკეც ამითქვეფია, ბეზე, შაქარი და მერე კვერცხის გულები, რადგან ძირითადად სოფლის კვერცხით ვაკეთებთ და კარგად უნდა გათქვეფა+ ყვითელი პასკაც გამომდის), შევურიოთ გამდნარი კარაქი (მასალად საჭიროს მინუს 250 გრამი), მაწონი, ლიმნის ცედრა, დოლბანდში სანელებლებისაგნ გადაწურული სურნელოვანი სპირტი, ვანილი, ქიშმიში, თბილი რძე, საფუარის ხსნარი (აპარა) და ამოვუკიდოთ ფქვილი. მორჩენილ 250 გ კარაქვს ან მარგარინს ვადნობთ ჯამში და ზელვის დროს ხელებს მასში ვისველებთ. როცა ცომი ჯამსაც მოშირდება და ხელებზეც აღარ მიგვეკვრება მზადაა. გადავაფაროთ და ვაცალოთ აფუება. ამასობაში გავამზადოთ ფორმები, ჩავუფინოთ ძირზე ქარალდი და მოვუსვათ გამდნარ მარგარინში დასველებული დოლბანდი. ფომრბიც უნდა გვქონდეს ცომის ტემპერატურის, თბილი. აფუებული ცომი ჩავდოთ თითოეულში 1/3ზე და ვაცალოთ ახლა შიგ ამოფუვდეს. შემდეგ, ცხელ ღუმელში გამოვახოთ. გამომცხვარი პასკები შეგიძლიათ მორთოთ მინანქრით. მე არც ცუკატები მომწონს და არც მინანქარი, სადად, შაქრის პუდრმოყრილს ვამჯობინებ. წარმატებებს და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. რაღაც ნაწილ-ნაწილ დავწერე, მაგრამ მაპატიეთ, რეცეპტის აკრეფვისას რეფლაის დავაჭირე და ასე გამომივდა მთავარია, პასკა გამოგვივიდეს კარგი! |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 16:10 | ||
aninia თქვენც კაი ბარაქიანი რეცეპტი გქონიათ!
დედაჩემს სულ მაგაზე ვეკაიფებოდი-ხოლმე მაწონი არ ვიცოდი... შენ შემთხვევით ხომ არ იცი ან ხომ არ შეგიძლია გაიგო, კახეთში იციან ნიგვზიანი პასკაო და მაგის რეცეპტი მაინტერესებს * * * tuta_tuta rtuli აი,ჩემი პასკის რეცეპტი სააღდგომო პასკა „დედისეული“ ინგრედიენტები: 15 კვერცხი; შაქარი - 4ჩ.ჭ.; 350გრ. კარაქი ან მარგარინი; 150გრ. ზეთი; 1 ლიტრი რძე; 3 ს.კ.(არასავსე) მშრალი საფუარი; (მე ვხმარობ პაკმაიას დიდ პაკეტებში) 1ს.კ. (არასავსე) მარილი; ვანილის შაქარი - 10 პაკეტი ან დაახლოებით 50 გრამი; ჯავზი - 3 ცალი საშუალო ზომის; ილი - 30 მარცვალი; მიხაკი - 0.5ჩ.კოვზი; დარიჩინი - 0.5 ჩ.კოვზი; ლიმონის ზეთი - 50 გრამი ან 2 ლიმონის და 4 ფორთოხლის ცედრა; ქიშმიში - 200გრ. (სასურველია მუქი ფერის) ფქვილი - 3კგ (დაახლოებით.) მომზადება: საერთო რაოდენობიდან აღებული ფქვილით, რძით და ცოტა შაქრით დავაყენოთ საფუარი. გავცრათ ფქვილი. გავაცალკევოთ კვერცხის ცილები და გულები. როდესაც ოპარა აფუვდება, დიდ ჯამში დაალოებით ერთ კილო გაცრილ ფქვილს შევურიოთ 1 ლიტრი ანადუღარი და გაგრილებული, თბილი რძე და აფუებული ოპარა, ნელ-ნელა, რომ არ დაკოშტდეს. დავდგათ თბილად, რომ ესეც აფუვდეს. ამასობაში, დავიწყოთ კვერცხის ცილების თქვეფა ბეზედ, როგორც ტორტისთვის, ჯამს რომ ამოატრიალებ და რომ არ ვარდება, ისე. დავუმატოთ შაქარი ნაწილ-ნაწილ, კვერცხის გულები სათითაოდ და სანელებლები - ვანილი, დაფქვილი ჯავზი, ილი, მიხაკ-დარიჩინი და ლიმონის ზეთი. (არა ესენცია!) ან მანქანაში გატარებული ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ეს მასა შევურიოთ აფუებულ რძიან მასას ფრთხილად, ხის კოვზით. დავამატოთ გამდნარი კარაქი და ზეთი, ასევე დარჩენილ ფქვილი ისე, რომ ცომი გამოვიდეს შეკრული, მაგრამ სველი (შეიძლება სამი კილო მთლიანად არ დასჭირდეს) და შემდეგ ვზილოთ ზეთიანი ხელით ჯამშივე, დიდხანს და საფუძვლიანად შემდეგ დავდგათ ტილოგადაფარებული თბილად. ორჯერ ავაფუოთ და გადავზილოთ. მეორე გადაზელვაზე შევურიოთ გარეცხილ-გამშრალი და ფქვილში არეული ქიშმიში და გადავანაწილოთ ფორმებში. ფორმაშიც რომ ამოფუვდება, შევდგათ ღუმელში. ღუმელი უნდა აანთოთ წინასწარ. მე ვაცხობ ალუმინის მომცრო ქვაბებში და ძირშიც და გვერდებზეც ვუფენ ცხიმწასმულ კალკას. ცომს ვდებ 1/3-ზე. ვაცხობ ელექტროღუმელში,სულ ქვედა თაროზე. ტაფაზე ვალაგებ, ისე, რომ ფორმებს შორის სიხალვათე იყოს და ცხელმა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს. ვურთავ ქვედა სპირალს და ბოლო 10-15 წუთი ზედასაც. 150 გრადუსზე სჭირდება დაახლოებით საათნახევარი, გააჩნია ფორმის ზომას, დენის სიძლიერეს და ა.შ. გამომდის სხვადასხვანირად, ოთხი-ხუთი მომცრო ქვაბი (დაახლოებით "ტკბილი ქვეყნის" პასკების ზომის) და 7-8 ცალი ტომატის დიდი ყუთი //////////////////////////////////////////////////////////////// |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:23 |
გამოცხობამდე რამდენიმე დღით ადრე 50გ სპირტში ან კონიაკსი ჩაალბეთ დანაყილი სანელებლები. ტავი დაახურეთ და გააჩერეთ. ცომს ვზელთ თბილ ოთახში, მასალა მომარაგებული გავქვს იქვე, ყველაფერი უნდა იყოს თბილი, თითქმის ერთნაირი ტემპერატურის. უშუალოდ მოზელის წინ, ერთ ჭიქა ტბილ რძეს ჩავასხამთ მომინანქრებულ ჭურჭელში და წავაყაროთ წინასწარ ერთმანეთში არეული 1ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი და საფუარი. კარგად მოვურიოთ, თავი დავახუროთ და გავაჩეროთ (აპარა). კვერცხით და საქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი (ცალ-ცალკეც ამითქვეფია, ბეზე, შაქარი და მერე კვერცხის გულები, რადგან ძირითადად სოფლის კვერცხით ვაკეთებთ და კარგად უნდა გათქვეფა+ ყვითელი პასკაც გამომდის), შევურიოთ გამდნარი კარაქი (მასალად საჭიროს მინუს 250 გრამი), მაწონი, ლიმნის ცედრა, დოლბანდში სანელებლებისაგნ გადაწურული სურნელოვანი სპირტი, ვანილი, ქიშმიში, თბილი რძე, საფუარის ხსნარი (აპარა) და ამოვუკიდოთ ფქვილი. მორჩენილ 250 გ კარაქვს ან მარგარინს ვადნობთ ჯამში და ზელვის დროს ხელებს მასში ვისველებთ. როცა ცომი ჯამსაც მოშირდება და ხელებზეც აღარ მიგვეკვრება მზადაა. გადავაფაროთ და ვაცალოთ აფუება. ამასობაში გავამზადოთ ფორმები, ჩავუფინოთ ძირზე ქარალდი და მოვუსვათ გამდნარ მარგარინში დასველებული დოლბანდი. ფომრბიც უნდა გვქონდეს ცომის ტემპერატურის, თბილი. აფუებული ცომი ჩავდოთ თითოეულში 1/3ზე და ვაცალოთ ახლა შიგ ამოფუვდეს. შემდეგ, ცხელ ღუმელში გამოვახოთ. გამომცხვარი პასკები შეგიძლიათ მორთოთ მინანქრით. მე არც ცუკატები მომწონს და არც მინანქარი, სადად, შაქრის პუდრმოყრილს ვამჯობინებ. წარმატებებს და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. რაღაც ნაწილ-ნაწილ დავწერე, მაგრამ მაპატიეთ, რეცეპტის აკრეფვისას რეფლაის დავაჭირე და ასე გამომივდა მთავარია, პასკა გამოგვივიდეს კარგი! |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 16:26 |
aninia მე ჩაგეჩხირე შუაში ეს ბოლო პოსტი დააკოპირე და პირველი პოსტის შესწორებასი სედი და იქ ჩასვი. |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:31 | ||||
nia4u
როგორ არა ვიცი. მაგრამ არაფერი განსაკუთრებული: გულს ამზადებ ასე - 1 ან 2 კვერცხის ცილა ათქვიფე, შეურიე 200 გ-იანი ჭიქით შაქრის ფხვნილი (თუ ძაან ტკბილი არ გიყვარს, დააკელი ) და 1,5 ეგ ჭიქა გატარებული ნიგოზი. მერე პასკის ცომს გააბრტყელებ-გაშლი მაგიდაზე. გადაუსვამ გულს და გადაახვევ რულეტივით. მერე გინდა დაჭერი ეს რულეტი და ფორმებში ჩადე, აცალე აფუება და გამოაცხე, გინდა, პირდაპირ რულეტი უძახე ქურაში კვერხისგულგადასმული. შეგიძლია სამი წვრილი რულეტი ნაწნავივით გადაწნა, გადაუსვა კვერცხის გული და გამოაცხო, ულამაზესი გამოდის.
ეტყობა ძველად, ოჯახები რო ერთად ცხოვრობდნენ, ბარაქიანად აცხობდნენ ერთად. ჩვენ დედებსაც ხო თავიანთი დედბის რეცეპტები აქვთ! |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 16:32 |
ისე საზამთროს მურაბა მაქვს და საზამთროები რო მდავჭრა წვრილად და შევურიო არ ივარგებს? მე საზამთროს მურაბის წვენში დარიჩინს ავურევ და ზემოდან მინდაგაგდავუსვა ნაწილ პასკებს სიპრიალისთვის კექსებზე ვუსვამ და გემოსაც მაგარს აძლევს |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:36 | ||||
nia4u
გაიხარე, კი არ ვიცოდი თუ ეგერ შეიძლებოდა მგონი გავასწორე. * * * nia4u ნიი, ის მეორე ნაწილი როგორ წავსალო, ბარემ ეგეც მასწავლე რააა * * * tikusha
სცადე, ოღონდ საზამთროს მურაბა წინასწარ საწურზე დააწყე, წვენისგან კარგად დაიწრიტოს, მერე დაჭრილი ცოტა ფქვილში აურიე და მერე ცომში. პასკა გექნება საზამტროს ცუკატებიიიიით . არც ზემოდან გადასმაა პრობლემაა, ჩვეულებრივ ვაჟინს ანუ "სიროფს" ხო უსვამენ? თან უკვე გამოცდილი გქონია კექსზე. |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 16:50 | ||
aninia ვაიმე, 8 კგ ფქვილზე 2 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, ანუ სულ 20 გრ??? ეს როგორ ფუვდება, ძალიან ცოტაააა, ძალიან
ჰო, საწურზე წინასწარ დავდებ, მაგას კი ვფიქრობდი, მაგრამ ფქვილში ამოსვრა არ მიფიქრია, მართალი ხარ, თანაბრად გადანაწილდება ცომში ზოგს ფერადი ცუკატებით გავაკეთებ, ნაწილს საზამთროთი, ან შეიძლება ყველა ერთმანეთში ავურიო წელს მაგარ მუღამზე ვარ |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:56 | ||||
tikusha
ფუვდება, დამიჯერე. მე დედას პურსაც ვაცხობ თონეში და იქაც არ გამომიყენებია 2 სუფრის კოვზზე მეტი. არადა, გამოდის და რად უნდა მეტი? * * * tikusha
მარტო მაგიტომ არ გითხარი, ასე მგონია, თუ რაიმე სისველე შერჩა შენ მურაბას, სულ ამოაშრობს და ცომსაც აღარ გაათხელებს. |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 17:00 | ||
აბა მე რომ რეცეპტი მაქვს 3 კგ ფქვილზე 5-6 სუფრის კოვზი წერია და მაგ რეცეპტით რომ გავაკეთე 8-9 სთ ფუვდებოდა ძალიან მძიმე ცომია და მაგიტომ მიკვირს
რას ამოაშრობს? |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 17:02 | ||||||
tikusha
* * * tikusha
ვანლის ეგრევე ვაყრი, აბა რა! სხვებს კი -ყოველთვის ერთი კვირით ადრე, სპირტზე ნაყენს აკეთებდა დედა - დაფქული სუნელების პირდაპირ ჩაყრა ფერს უცვლიდა ხოლმე ცომს, წვრილ ნამცეცებად აჩნდებოდა და არ მოგვწონდა. განსაკუთრებით, დაფქულმა დარიჩინმა წაიყვანა მუქ ყავისფერზე ერთხელ და არ მოუხდა. ამიტომ, მარცვლებს ვიღებთ, დარიჩინს ქერქს- დავნაყავთ, დავსრესთ და მერე სპირტში. რავიცი, ესე მოგვწონს. ზაფრანა-შაფრანი კი არასდროს გამიკეთებია და დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი. თუმცა, თუ სხვა გამოსავალი მაინც არ არის, დააყენე და ნუ გადაწურავ, ერთიანად ჩაუძახე მერე ცომში. ნაყენი თუ არა, თავად სანელებელის ფქვილი ხო გაუშვებს ფერს.... რავიცი, მე ასე ვფიქრობ. |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 17:14 |
aninia ახლა სანელებლების სპირტში ჩაყრას რაღა აზრი აქვს, ეგ რომ მცოდნოდა მეც 1 კვირით ადრე ჩავყრიდი ისე წვრილ ნამცეცებად კი აჩნდება ცომს ეს სანელებლები ნახე პმ |
Posted by: aninia 16 Apr 2014, 17:26 |
tikusha გამოგიგზავნე პასუხიიი თუ რამეა მომწერე, მარა შეიძლება ხვალამდე ვეღარ გიპასუხო ხვალ აპირებ მოზელას თუ დღეს? |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 17:30 |
ხვალ საღამოს ვაპირებ aninia |
Posted by: tamo7779 16 Apr 2014, 17:34 |
nia4u შეიძლება შემეშალა რაღაც... მახსოვს საღამოს 7-8 საათზე რომ მოზილო, მერე 1-2 საათზე უნდა მოზილო ღამით და მერე დილით გამოაცხოო..... წინა გვერდზებზე გეწერა მგონი..... 20 კვერცხს ვაკეტებ 3,5 კგ ფქვილი. |
Posted by: 88888 16 Apr 2014, 17:48 |
rtuli თქვენ გეცოდინებათ))) კულიჩის გული რომ ნოტიო, სველი რომ დარჩეს და არ გადგებოდეს გულზე, რა უნდა გააკეთო? რა განაპირობებს ასეთ ფაქტურას?))) |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 18:33 | ||||||||||||||
aninia
ისევ შესწორებაში შედი,მონიშნე ყველაფერი და წაშალე.დარჩება უტექსტო პოსტი,მაგრამ არაუშავს ოღონდ მალე ქენი,თორემ შესწორების ფუნქცია აღარ არის-ხოლმე მერე ეს ნიგვზიანი პასკა უნდა შევინახო,ძაან მაგარი იქნება!წარმომიდგენია!
tikusha
ესეც გააკეთე მაშIნ,ანინიას ნიგვზიანი პასკა
არ ივარგებს კი არა,ეგ იქნება ყველაზე მაგარი, აბა იმ ნაყიდ ცუკატებს ფერი აქვს მარტო და გემოს ვერ გაიგებ რისია! * * * tamo7779
კი,მეწერა, ეგ. ღამის თენება რომ არ მოგიწიოს, ამოფუებას დრო ხომ უნდა... მაგ შემთხვევაში მოზილავ, დადგამ, ამოფუვდება-ერთხელ. ძილის წინ,გვიან კიდევ გადაზილავ,დადგავ და დილამდე ამოფუვდება - მეორედ. დილით გადაზილავ,ფორმებში ჩადებ და ამოფუვდება - მესამედ aninia tikusha მე ეგ ნამცეცები მომწონს მოკლედ,მართლა კაცია და გუნება რა!!! 88888
რთული უფრო პროფესიონალურად გიპასუხებს ალბათ, მაგრამ, მანამდე, ჩემი აზრით, ცხიმოვანება აძლევს მაგ სტრუქტურას. რაც უფრო კარგი ხარისხის კარაქით გააკეთებ, არაჟანს დაუმატებ და კარგ რძეს, მით უფრო მძიმე და სველი გამოდის პასკა |
Posted by: გვ@ნც@ 16 Apr 2014, 21:28 |
ვინმეს ხომ არ შეუძლია დადოს გამოცდილი (!) ნაზუქის რეცეპტი? ცომის ამოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს სულ და მიზეზს ვერ ვხვდები ვერასდროს, მოკლედ პრეტენზიული ცომია მგონი.... |
Posted by: tikusha 16 Apr 2014, 22:02 | ||||
nia4u
მე როგორ ვაკეთებ იცი? ცომს რომ გავშლი გადავუსვამ ფუნჯით გამდნარ კარაქს, დავაყრი მერე შაქარს არეულს სანელებლებით და დაფქული ნიგვზით ან თხილით, გადავახვევ და ვჭრი ფიგურული დანით, ვაწყობ მრგვალ ალუმინის ქვაბში, ვაცლი 1.5 სთ ამოფუებას და ვაცხობ, ესენი ერთმანეთს ეკვრის და რომ ცხვება გადმომაქვს და ერთიანად ისე ლამაზადააა ყვავილივით დაუშლელი
არც მე მაღიზიანებს ისე პასკისთვის თეთრი ქიშმიში ჯობია თუ შავი? რატომღაც შავი უფრო ეტყობა, მაგრამ თეთრი ვარჩიე და თქვენ რომელს იყენებთ?? მემგონი პასკას თეთრი უფრო მოუხდება რავიცი |
Posted by: nia4u 16 Apr 2014, 23:39 | ||||
tikusha
მუქს ვიყენებ-ხოლმე,რომ შეეტყოს და გამოჩნდეს ისე, მგონი, სულერთია
კაი იქნება! |
Posted by: ninicool 16 Apr 2014, 23:43 | ||||
tikusha
მე ნახევარ-ნახევარს ანუ ნახ-ნახევარს ვიყენებ. ეხლაც ეგრე ვიყიდე. ისე კი, ცუკატები რომ აქვს ბევრი, ის უფრო მიყვარს nia4u
გეთანხმები. + ცხობისას ძალიან არ უნდა გამოშრეს (ჩემი აზრით) |
Posted by: tuta_tuta 17 Apr 2014, 00:01 |
კითხვა მაქვს, როცა ამოვიღებ ცომს ფორმებში და ამოფუვდება, ყვრლას ერთად ხომ ვერ ვდებ ღუმელში, რომელიც გარეთ დარჩება გამოდის დამატებით 1 სთ იქნება ფორმაში და ეს არ გააფუჭებს ცომს? ninicool nia4u tikusha |
Posted by: temotemuka 17 Apr 2014, 01:49 |
http://www.kulinaria.ge/სააღდგ... * * * ამ რეცეპტით კარგი გამოვა? ---------------------- |
Posted by: aninia 17 Apr 2014, 10:19 | ||||
tikusha
ყვავილის იდეა მშვენიერია, თიკუ. მომეწონა მასეთს მეც გავაკეთეებ. nia4u
ეეჰ, გამიმაზია ეგ მომენტი |
Posted by: tikusha 17 Apr 2014, 10:37 |
ვიყიდე ნამდვილი ვანილი, რუსული, აი შაქრიანი კი არა და პასკის რეცეპტს 3 კგ ფქვილზე 15 კვერცხიანს აწერია 1 ჩ/კ ვანილი და მე ბარემ გუშინ სუნელები გავამზადე და 1 ჩ/კ ეს ვანილი ჩავყარე და მეშინია ხომ არ გაამწარებს? თავიდან ხომ არ მოვამზადო სანელებლები?? |
Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2014, 10:42 | ||
კი გააფუჭებს. ზედმეტად გადაფუვდება და თავები ჩაუვარდება. ამიტომ მე ვანაწილებ. ღუმელში რამდენი ფორმაც ეტევა პირველ ჯერზე მხოლოდ მაგათში მოათავსებ ცომს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დანარჩენებში. |
Posted by: tuta_tuta 17 Apr 2014, 11:01 |
tasikuna-taso ამიტომ ცომი გავყო ორად , ნახევარში ჩავყარო ქიშმიში და ამოვზილო გავანაწილო ფორმებში, და ის მეორე ნახევარი დავტოვო ჯერ უქიშმიშოდ და სადღაც 30 წუთის მერე ჩავაყარო ქიშმიში და ამოვზილო, ჩავდო ფორმებში. ესე ვქნა)))))))))))))))))))))))))))))))))( რა დებილივით ვსვავ კითხვებს) |
Posted by: tikusha 17 Apr 2014, 11:11 |
tuta_tuta რატომ უნდა იწვალო? იყოს ბარემ ქიშმიშიანად |
Posted by: tuta_tuta 17 Apr 2014, 11:26 |
tikusha ერთიანად ჩავყარო ქიშმიში ამოვზილო და ნახევარი აგდავანაწილო ფორმებში , მერე იმ მეორე ნახევარ კიდევ მოუწევს გადაზილვა სადღაც 40 წუთის მერე და უკვე ფორმებშ ამოფიება. ეგრე ვქნა ჯობია არა? |
Posted by: tikusha 17 Apr 2014, 11:27 |
tuta_tuta როგორც გინდა, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა |
Posted by: aninia 17 Apr 2014, 11:44 | ||
გვ@ნც@
ამ ლინკზე ნახე, იქნებ მოგეწონოს? http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=30entry4387689 პოსტი N4387689 |
Posted by: tikusha 17 Apr 2014, 12:48 | ||
ამაზე იქნებ მიპასუხოთ რა გთხოვთ |
Posted by: nia4u 17 Apr 2014, 12:53 |
tikusha ახლა შემოვედი 15 კვერცხიანს ერთი კოვზი ვანილი ვერაფერს უზამს. კიარადა უზამს,მარა ვერ გაამწარებს ნუ ნერვიულობ |
Posted by: tikusha 17 Apr 2014, 12:58 |
nia4u გაიხარე სურნელი აქვს ისეთი წაგაქცევს ოდნავ გემო გავუსინჯე საშინლად მწარეა და შემეშინდა ვიფიქრე დავაკლებთქო მაგრამ კაი იყოს სანელებლები ყველაფერი ახალი დაფქულია და საოცარი სურნელი დგას მთელ სახლში |
Posted by: nia4u 17 Apr 2014, 13:08 | ||||||
tuta_tuta
თუ იმხელა პორციას აკეთებ,რომ ერთ გამოცხობაზე ვერ შევა, წინასწარ მოსინჯე შენი ღუმელი, რომ იცოდე, რამდენი ფორმა შედის თავისუფლად, ისე, რომ ერთმანეთზე მჭიდროდ მიდებული არ იყოს. ეს ფორმები გაამზადე, ქაღალდი ჩაუფინე და გაცხიმე. ჩადე ცომი ერთ მესამედზე, დადგი თბილად და დაელოდე ამოფუებას. ერთ იმდენს რომ მოიმატებს და ორ მესამედზე ამოვა, შედე გამოსაცხობად თან დროს გაიგებ, რამდენ ხანში ამოვა ფორმებში. სანამ ეს ცხვება, თუ გაქვს სხვა ფორმები კიდევ, გაამზადე ახალი პარტია იგივენაირად. თუ არ გაქვს სხვა ფორმები, ესენი რომ გამოცხვება, ფორმაშივე უნდა გაგრილდეს. ბარბარე ჯორჯაძეს უწერია, რბილ ნაჭერზე დააწვინეთ და აგორავეთო და ისე გააგრილეთო მოკლედ, გააგრილებ, ამოიღებ, გაასუფთავებ, თუ შერჩენილი აქვს ცომები, და თავიდან ყველა პროცედურა - ქაღალდები,გაცხიმვა, გაფუება, გამოცხობა... თან ამ შუალედში ღუმელი გამორთე და გააგრილე აუცილებლად, თორემ ძალიან თუ გადახურდა, შეიზლება დაგიწვას. კიდევ გაითვალისწინე, ფორმების სიმაღლე ღუმელთან მიმართებაში - ცომი ხომ ამოდის და ძაან მაღალი ფორმა თუა, შეიძლება სიმაღლე არ ეყოს. ერთხელ ჩემს პასკებს სპირალები ეხატა და გლაზურით დავმალე ახლა ქიშმიშები და ცუკატები - ერთად შეურიე ცომს. ეგ არაფერს დაუშავებს. * * * ხო, ფორმაში ჩადების წინ ხო უნდა გადაზილო და მოაგუნდავო, ეცადეთ ლამაზი მთლიანი მხარე ფორმაში ზემოდან მოაქციოთ, რომ პასკას თავი ლამაზი გამოუვიდეს * * * aninia
არაუშავს, იმედია, როდესმე ეყოლება მოდერი ამ განყოფილებას და გავასწორებინოთ მერე * * * tikusha
ცხობას რომ დაიწყებ, მერე ნახე სურნელი! გადარევ მეზობლებს! * * * http://imedi.ge/index.php?pg=prs&id_pr=1675&id=31 დრო თუ გაქვთ, უყურეთ ხაჭოს პასკის მომზადების ვიდეო-რეცეპტი ესმა კუნჭულიასგან |
Posted by: tikusha 17 Apr 2014, 14:13 | ||
aninia
რა მაინტერესებს, ცომი პარკს არ ეწებება?? იოლად სცილდება? |
Posted by: nia4u 17 Apr 2014, 14:18 |
tikusha არ მიეწებება, თონიდან პურის ცომი არ მოგიტანია? ფქვილი არ უნდა,ეგრევე ჩადე. დავასწარი ანინიას * * * http://imedi.ge/index.php?pg=prs&id_pr=1675&id=31 დრო თუ გაქვთ, უყურეთ ხაჭოს პასკის მომზადების ვიდეო-რეცეპტი ესმა კუნჭულიასგან ესეც რეცეპტი: ხაჭოს პასქის რეცეპტი იყიდეთ 2 კილო ხაჭო. მარლაში გამოკარით და რამდენიმე საათით დაწრიტეთ. ან ხელით გაწურეთ. ზედმეტი წყალი რომ გამოადინოთ, ნაცარქექიას მეთოდით. ცალკე მოხალეთ ტაფაზე 300-400 გრამი ქართული თხილი და ჩოფერში მსხვილად დაფქვით. ჯამში ჩაუშვით 200. გრამი შერბილებული კარაქი. დაუმატეთ 250 გრამი შაქრის პუდრა. დაუმატეთ 150 გრამი არაჟანი. ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ხაჭო, თხილი, ქიშმიში, ცუკატები. 3-5 ვანილი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით. ჩააფინეთ რამდენიმე ფენა მარლა თუშფალანგში. ჩაასხით ხაჭოს მასა. მარლის ნაწილებით გადააფარეთ ხაჭოს. დაადეთ თეფში. თეფშზე დაადეთ სიმძიმე. ხაჭოიანი თუშფალანგი ჩადგით ცარიელ ჯამში. შედგით მაცივარში 2 დღე. აღდგომამდე. . შიგადაშიგ ქვედა ჯამიდან გადაწურეთ ზედმეტი სითხე. აღდგომის სუფრაზე გატანამდე ამოაბრუნეთ თუშფალამგი და ხაჭოს პასქა გადაიტანეთ ლამაზ დიდ თეფშზე. შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით. ცუკატებით. ან თხილით. გკოცნით, ესმა /////////////////////////////////// |
Posted by: tikusha 17 Apr 2014, 16:57 | ||
nia4u
საკუთარი სახლი მაქვს, მასე არ აღწევს სუნები მეზობლებამდე, ზევით მიდის |
Posted by: aninia 17 Apr 2014, 17:08 | ||||
tikusha
არ ჭირს აძრობა პარკიდან, ცოოტა ფქვილს კი ჩავუყრი ხოლმე დასაზღვვევად, მაგრამ, ცომში შემავალი ცხიმის ხარჯზეა ალბათ, რო არასდროს მისწებებია. * * * nia4u
მთავარია ვისაც რჩევა სჭირდება დროზე მივუსწროთ, თორე ვინ უპასუხებს, რა მნიშვნელობა აქვს. ამ ტკბილი თემის დამსახურებით ყველას შინაურებად გთვლით, ბოლოსდაბოლოს სამზარეულოში ფუსფუსისას "ვესწრებით" ერთმანეთს და დავახლოვდით |
Posted by: nia4u 17 Apr 2014, 20:12 | ||
tikusha
რა ვიცი, მეც საკუთარი სახლი მაქვს, მაგრამ რამეს რომ ვაცხობ, მთელი უბანი ჩემს სახლთან არის-ხოლმე ატუზული იმიტომ არის, ჩემს სახლში ერთი პორცია ნამცხვარი მეორე დილამდე არ ძლებს გარყვნილები მყვანან რა! დაიწყე შენ უკვე? aninia ხო,მართალი ხარ! ასე მგონია, ამ განყოფილების ყველა წევრს ვიცნობ და მაგიტომაც არავის მივმართავ ალბათ თქვენობით და შეიძლება, ვინმეს სწყინს კიდეც ///////////////////////////////////////////// აბა, ვინ აცხობს კიდევ სახლში? |
Posted by: oo la la 17 Apr 2014, 21:59 |
მოკლეთ, ჩემს ჯეჯილმა ვერ მოასწრო ამოსვლა, რაც ამოვიდა ნაწილი მტრედებმა ამოკენკეს , მომმავალ წელს გავითვალისწინებ და ცოტა ადრე დავთესავ, სად ვიყიდო ჯეჯილი? ხარისხიანი და კარგი, ისეთი არ მინდა ერთჯერად თეფშებზე 2 ღერო რომ არის ამოსული |
Posted by: Miss_Nata 17 Apr 2014, 22:35 |
პასკების ოსტატებო კითხვები მაქვს ათკვერცხიან პასკაში,რამდენი სუნელია საჭირო? კიდევ აქ წავიკითხე რომ სპირტში აყენებთ სუნელებს და ძალიან დავმაინტერესა მაქვს ჩვეულებრივი დაბეჭდილი არაყი და ასევე 60გრადუსიანი ოჯახის ჭაჭა, გამოდგება რომელიმე??? ან არაყი რამდენი უნდა იყოს? კიდევ მეგობარმა მითხრა რომ ქიშმიშებსაც არაყში ალბობენო და... მოკლედ დავიბენი. დამხემარეთ თუ არ დაგეზარებათ რააა |
Posted by: tamo7779 17 Apr 2014, 23:38 |
მე მარტო ქიშმიშს ვაჩერებ კონიაკში. და თუ შაფრანის დამატებას გეგმავ - ესეც უნდა გააჩერო კონიაკში. (მე კონიაკს ვიყენებ ძირითადად) 10 კვერცხიანი არასოდეს გამიკეთებია.... მე 3,5კგ ფქვილი და 20 კვერცხიანს ვაკეთებ. მუსკატი, მიხაკი, ვანილი და კარდამონი - ნახევარ კოვზს ვუკეთებ. დარიჩინი 2 ჩ.კ. ისე ჟურნალებში რაც მაქვს ნანახი ვანილის გარდა არაფერს უკეთებენ, მაქსიმუმ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა.... |
Posted by: fermina 17 Apr 2014, 23:44 |
oo la la ჩემიც ფანჯარა დამრჩენია ღია |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 00:52 | ||||||
Miss_Nata
ეგ ძალიან ინდივიდუალურია და პირის გემოზეა. მე დაახლოებით ასე ვუზამდი: ვანილი-7 პაკეტი - 35 გრ. ჯავზი-1 ან 1,5 მოზრდილი ილი - 20 მარცვალი მიხაკი-ჩაის კოვზის ნახევარზე ცოტა ნაკლები. დარიჩინი-ჩაის კოვზის ნახევარზე ცოტა ნაკლები. 1 ცალი ლიმონის ცედრა 2 ცალი ფორთოხლის ცედრა ქიშმიში - 200გრ. * * * Miss_Nata
მე მგონია,რომ რაც უფრო გრადუსიანია,მით მეტად "გამოიტანს" გემოებს,ამიტომ 60 გრადუსიანს გირჩევდი. როგორც წინა გვერდებზე ანინიამ დაწერა, ერთი კვირით ადრე აყენებენ ხოლმე მაგ ნაყენს. დაახლოებით 50 გრამი ალბათ, სუნელები უნდა დაფაროს კარგად. მე ასე არ ვაყენებ-ხოლმე, პირდაპირ ვაყრი. ქიშმიშს ალბობენ კონიაკში, როგორც ვიცი, თუმცა არაყითაც არაფერი დაშავდება ალბათ.ეგეც,რომ დაიფაროს, იმდენი. მე ქიშმიშსაც არაფერში ვალბობ. მხოლოდ ცხელ წყალს ვასხამ, რომ დაიბეროს, მერე ვაშრობ და ფქვილში ამოსვრილს ვამატებ. * * * ახალი რჩევები ჩვენი N.J-ისგან მათტვის, ვინც სააღდგომო პასკა-კულიჩს სახლში აცხობს http://ratatui.me/paska-igive-kulichi/ |
Posted by: fermina 18 Apr 2014, 10:00 |
ანტრეს პასკა არის სრულიად არაჩვეულებრივი, რეკომენდაციას ვუწევ. ძვირია ოღონდ, 12 ლარია და მგონი კილოც კი არ არის. ისე პატარაა, მაგრამ საკმაოდ მძიმეა. |
Posted by: Luchia 18 Apr 2014, 12:59 |
კითხვა მაქვს ქახალდის საცხობ ფორმებს ცხიმის წასმა დაჭირდება? წელს პირველად ვაცხობ ამ ფორმაში |
Posted by: pinar 18 Apr 2014, 13:01 |
http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: shilaida 18 Apr 2014, 13:02 |
Luchia მესამე წელია ვაცხობ,არასოდეს წამისვია ცხიმი,ცომი ისედაც საკმაოდ ცხიმიანია და ქაღალდი მომენტალურად იწოვს |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 13:06 |
pinar ყოჩაღ, შენ! რა ადრიანად გამოგიცხვია! ძალიან ლამაზუნებია! Luchia არ უნდა ცხიმის წასმა უპასუხიათ უკვე |
Posted by: Nneess 18 Apr 2014, 14:24 |
გამარჯობატ' გოგოებო იქნებ მითხრათ როგორ შევღებო ხახვის ფურცლებით კვერცხი? მე სადაც ვცხოვრობ ენდრო არ იყიდება |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 14:43 | ||
Nneess
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1032-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e18395e18394e183a0e183aae183aee18398-e183aee18390e183aee18395e18398e183a1-e183a4e183a3e183a0e183aae1839ae18394e18391e18398e18397 ნახე ეს ლინკი და იჩქარე, დღეს მზის ჩასვლამდე უნდა შეღებო |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 16:56 |
მე ენდროში შევღებე და ჩემი ჯეჯილიც ხასხასებს |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 17:19 |
მოკლედ, პასკა გუშინ მოვცომე, მაცივარში შევდგი, დილით გამოვიღე 2 სთ-ით, მერე აგდავზილე ქიშმიშ-ცუკატები გავურიე და 2 სთ-ზე ჩავდე კოლოფებში, 4 სთ გავიდა და ოდნავ აქვს ძვრა დაწყებული და რა ვქნა ვიენრვიულო უკვეეე? საფუარი კარგია, ოპარა რომ მოვამზადე გაგიჟდა, კარგი მოზელილია საცხობს ვაზელინე, მოვკვდი 6 ნაწილად მომიწია ზელვა და ამდენი დრო უნდა ჭირდებოდეს ამოსვლას? დედაჩემს ვუკეთებ ნახევარს და რომ არ ივარგოს ჩამქოლავს |
Posted by: Miss_Nata 18 Apr 2014, 17:25 | ||
nia4u
ანუ უკვე დაგვიანებულია ეგ ამბავი მაგრამ დიდი მადლობა ძალიან საგულისხმო რჩევებია tamo7779 მადლობა tikusha მაცივარში დატოვებას ვფიქრობ მეც ღამე და ანუ არ ვცადო?? |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 17:32 |
Miss_Nata არ ვიცი, შეიძლება მაცივარში როა ნამყოფი და ცივია იმიტომ ჭირდება ამდენი დრო რომ არ ამოვიდეს წნევა დამარტყამს |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 17:41 |
tikusha არ არსებობს რომ არ ამოვიდეს ადრე თუ გვიან! სხვათაშორის, რაც უფრო გვიან ამოვა, მით უფრო გემრიელი გამოდის! ჩემი თუ არ გჯერა ლუტას კითხე! რადგან ძვრა აქვს,აწი უფრო დაცქარდება პროცესი. ამიტომ, არ ინერვიულო, ოთახი გაათბე მაქსიმალურად და დაელოდე * * * tikusha ენჯის პასკის რეცეპტში შედი პერფექტზე და სულ ბოლოს არის ლუტას რჩევები და იქ წერს, რომ საფუარის სიმცირის გამო 8 საათი და კიდე მეტი ფუვდებოდაო, მოკლედ, შეიძლება საფუარის ბრალია, შეიძლება მაცივრის, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოვა! არ ინერვიულო, გადაიღლები ლოდინით, მარა რას იზამ! |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 17:51 |
nia4u გაიხარე თორემ ისე ვნერვიულობდი რომ ვერ აგიღწერ არადა რამდენი შრომა ჩავდე, ისეთი ყვითელი სასიამოვნო ცომია (მაგისთვის სპეციალურად შევიძIნე სოფლის ქათმის კვერცხი და ინდური შაფრანი ხომ ძლივს ვიშოვე) გატენილია ქიშმიშით, ფერად-ფერადი ცუკატებით და საზამთროს მურაბით, რომ უმად ვჭამე |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 17:55 |
tikusha სხვათაშორის, დედაჩემი ცომს უსინჯავდა-ხოლმე გემოს არ ინერვიულო, საფუარი ისეთი რამეა, აუცილებლად ამოვა, თან ნელა ამოსული უფრო კარგი ცომი გამოდის. დაგიფასდება შრომა!!! უფ, წარმომიდგენია რა სუნებია ახლა შენთან და ყველა როგორ ელოდება... მიყვარს ეგ მომენტი |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 17:57 |
nia4u რავიცი, იმასაც ხომ ამბობენ ცომი რომ დიდხანს რჩება გამოუცხობი ელასტიურობას კარგავსო |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 18:01 |
tikusha გაჩერდი ახლა შენ! არ წაიკითხე ზემოთ რომ მიგითითე ლუტას ამბავი? 8 საათი ფუვდებოდაო და გადასარევი გამოუვიდა! |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 18:02 |
nia4u მისას საფუარი აკლდა, ჩემსას არ აკლია |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 18:05 |
tikusha შენ ხო ენჯის პასკას აცხობ, არაჟნიანს? ფქვილი ზუსტად უქენი თუ მეტი დასჭირდა? |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 18:17 |
nia4u ზუსტად ვუქენი მეტი არა 3.5 კგ ყველაფერი გრამებში ავწონე |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 18:45 |
რას შვებით აბა? არ მოიმატა ცოტა ზომაში?tikusha ფქვილზე იმიტომ გკითხე,რომ ერთგან უწერია ლუტას, ზედმეტი ფქვილი ცომს ამძიმებს და ამოსვლა უჭირსო... ნუ, აქ ეგ მიზეზიც გამოირიცხა. |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 18:46 |
nia4u ისევ ცოტათია ამოსული ჯერ პრინციპში მძიმე ცომია ამოვა აბა რას იზამს? * * * არადა ტორტი მაქვს დასაცხობი და ისე მაქვს მოშლილი ნერვები ვერ ვიწყებ ხალისი დამეკარგა მოიმატა ცოტათი კიდე |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 18:58 | ||
tikusha ახლა ვნახე ძველი თემა და რთულის პოსტია და იქნებ ეს სცადო? http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=420
ეს ზემოდან კვერცხის გადასმა არ არის საჭირო, თუ არ აპირებდი. რომ ამოვა ფორმაშჳ კარგად, ეგრევე მოუმატე ტემპერატურას, რაზეც უნდა გამოაცხო. |
Posted by: Milena 18 Apr 2014, 19:28 |
nia4u aninia kactus მადლობა. სამწუხაროდ აქამდე ვერ მოგწერეთ. ხავსიანი ქვები დეკორაცია. მე კვერცხებში ჩავთესე წიწმატი. ცხვრების დეკორაციისთვის მარციპანი გამოვიყენე. |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 19:33 |
Milena სად დაგვეკარგე? გვაკლდა შენი ლამაზი ნახელავები აქაც და სხვა თემებშიც სიმართლე რომ გითხრა, შენგან არაფერი გამიკვირდება და ეგ კვერცხებიც საჭმელად გამოსადეგი მეგონა ჩვეულებრივი ხავსია? tikusha რა ხდება შენთან? |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 19:34 |
nia4u ცოტა კიდევ მოიმატა და ვაცდი, არ მინდა ნაჩქარევად ამოყვანილი, რავიცი არ იმოქმედოს სტრუქტურაზე ისე 5.5 სთ-ია რაც ველოდები აშკარად მაცივრის ბრალია, ცივია ცომი და დრო ჭირდება ისე 180 გრადუსზე უნდა გამოვაცხო ხო? რთულს 200 გრ უწერია რა დამემართა, ეს კოლოფები ცხაურზე მილაგია ამოსასვლელად და ახლა ტორტის დაცხობა მინდოდა და ქვაბს ცხაურზე ვდებ და მაგის გამო გავჩერდი ამას უნდა ველოდო ახლა მეშინია რომ ავიღო და გადავალაგო არ დამივარდეს, თუ არ ვარდება იოლად?? ვაიმე როგორ ვპანიკიორობ |
Posted by: nia4u 18 Apr 2014, 19:41 |
tikusha მე მგონი, 180 ნორმალურია. უმეტესობას ეგ ტემპ. უწერია. 6 საათია რაც ამოდის, ხო? მგონი, მართლა, ლუტას მსგავსად ხდება ისე, ამასობაში, ტორტს გამოაცხობდი კი არა, მთებსაც გადადგამდი |
Posted by: tikusha 18 Apr 2014, 19:47 |
nia4u ჰო, ცხაურზე ესენი მილაგია და ვერ ვეკარები და ვარ ახლა უქმად, არადა ბავშვები სპეციალურად დედაჩემთან გავუშვი ხელს რომ მიშლიდნენ და მე ვერ ვაკეთებ ტორტს, რა სისულელე დამემართა |
Posted by: ninicool 18 Apr 2014, 23:21 | ||
tikusha
მე არ მქონია წელს მაცივარში, მაგრამ მაინც ძნელად ამოდის, ცხიმებითაა გაჯერებული. სამზარეულო მაგრად ჩაათბე თუ გინდა, რომ მალე აფუვდეს. |
Posted by: rtuli 19 Apr 2014, 11:01 |
tikusha ვკითხულობ და გული მიკვდება სხვა დროს არასოდეს არავინ შედგათ კულიჩის ცომი მაცივარში.....მაგ მძიმე ცომსს სითბო სჭირდება!!! ისედაც ცხიმებით და შაქრით დამძიმებულსს რას უშვრებით!? საფუარსს აკლებთ,სითბოს აკლებთ და საბოლოოდ იღებთ სანერვიულო თემას მხოლოდ სითბოში ამოდის 6-8 საათში ცომი,თქვენ მაცივარში გინდათ ამოგივიდეთ? გთხოვთ აღარ გააკეთოთ ეს სისულელე,ნუ ჩაიყრით შრომას წყალში პ.ს.რა გამოგივიდა საბოლოოდ? |
Posted by: nia4u 19 Apr 2014, 11:19 |
rtuli რა ვიცი, ამ ორი წლის წინ, ლუტამ რომ ენჯის ცომი გააკეთა მაგ მეთოდით, აქ დაპოსტა, როგორ გააკეთა, მერე პერფექტზე ენჯიმ შესწორებებიც კი შეიტანა თავის რეცეპტში და რა ვიცი... მაშინ არავის უთქვამს და არ დაუწერია, ეგ არ ქნათო, პირიქით, ყველა აღფრთოვანებული იყო, როგორც მახსოვს. ნეტა ადრე დაგეწერა, რომ არ შეიძლებოდა, რამდენმა იზარალა და ინერვიულა მაგის გამო ვინ იცის... ჩემი რეცეპტი დავდე წინა გვერდზე, რომ გაინტერესებდა იმედია, წელსაც მოგვხიბლავ შენი სააღდგომო ფოტოებით tikusha რას შვები შენ, ჩემო ტანჯულო? |
Posted by: BadbadGirl 19 Apr 2014, 11:28 |
nia4u ბოლო აფუებისას მეც ყოველთვის მაცივარში ვდებ, მთელი ღამით. გამოცხობამდე -2-3 საათით ადრე ვიღებ და მერე ვაცხობ. ძალიან კარგი გამოდის, თან ყოველთვის. |
Posted by: nia4u 19 Apr 2014, 11:37 |
BadbadGirl მე არასდროს გამიკეთებია მასე. ყოველთვის ტრადიციულად სითბოში და ფერებაში მყავს ხოლმე წელს მე არ ვაცხობ სახლში. თიკუშამ გააკეთა მასე გუშინ და არ ამოდიოდა ცომი ძაან დიდი ხანი და მაგას ვგულშემატკივრობ |
Posted by: rtuli 19 Apr 2014, 11:40 | ||
nia4u BadbadGirl მე ვისაც ვიცნობ და მაცივარში შეუდგავთ ცომი,ნერვების ტოლფასად დაუჯდათ.... ვისაც ეს მეთოდი მოსწონსს მაცივრული,რა პრობლემაა ამზადოს..... მე პირიქით ახალი სითბოს ძებნაში ვიყავი წუხელ და ცომი გაზქურის ზემოდან შემოვდგი,შევფუთე და ღუმელი ჩავრთე....სითბო ღუმელიდან ამოდიოდა და ათბობდა .....ასე 20 წუთი,მერე გამოვრთე და დავწექი....დილით დამხვდა მომღიმარე ცომუშკა,დავამატე ქიშმიში და სანელებლები,ეხლა გადავიტან ყალიბებში და კიდე დაველოდები ამოსვლას რა კარგია როცა რაღაცა გამოგდის და შრომა გიფასდება nia4u
მადლობა წელსს არვიცი ჯერ რაიქნება,შვილსს გამოვუცხე სააღდგომო ყვავილი და კულიჩებსს ვუცხობ,ხაჭოს პასხაც დავამზადეთ ...... |
Posted by: nia4u 19 Apr 2014, 11:56 | ||||||
rtuli
უი,შენც ბოლოსკენ ამატებ სანელებლებს? მე თავიდანვე, მგონია, რომ უფრო გამოუშვებს სუნებს და გემოებს
რა იქნება არც მე ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც იქნება, ყველაფერი იქნება მშვენიერი!
ხო,მაგაზე კარგი და სასიამოვნო არაფერია! შემოქმედის სიხარულია ეგ! წარმატებები შენ ყველა საქმეში! |
Posted by: BadbadGirl 19 Apr 2014, 12:43 | ||
rtuli რათქმაუნდა ნერვების ტოლფასი დაუჯდება, მაგრამ მას ვინც არ იცის რას აკეთებს, ან ეჭვი ეპარება იმაში რასაც აკეთებს, ან პირველაგ აცხობს მაგ ტექნოლოგიით. ეგ ხომ აპრიორია რომ დაბალ ტემპერატურაზე აფუების პროცესი ნელა მიმდინარეობს, შესაბამისად რა ნერვების ფასი უნდა დამიჯდეს როცა ვიცი რომ მინიმუმ 12 საათი დასჭირდება მაცივარში მძიმე ცომს აფუება?! ეს მეთოდი ალბათ ჩემნაირი ზარმაცებისთვისაა, ცომს რომ დაივიწყებს ერთი დღე და მერე მაცივარს რომ გამოაღებს და ცომი ისევ ისე გაშინშილებული, ფორმაში ჩატეული რომ დახვდება
ნამდვილად ასეა ჩემი აზრით მთავარია ადმაიანმა სცადოს სხვადასხვა მეთოდები, და იპოვოს ის რაც მას ყველაზე მეტად მოსწონს და თვლის რომ სწორეს ცხობის ეს მეთოდია მისთვის მისაღები. მაცივარი თუ უმაცივრო არ აქვს მნიშვნელობა nia4u ნეტა როგორი გამოუვიდა?! |
Posted by: nia4u 19 Apr 2014, 13:20 | ||||||
BadbadGirl
მაცივარში კი არა, რომ გამოიღო მერე ანუ ლუტა წერდა, რომ გამოვიღე მაცივრიდან და გადავზილე, იმის მერე 8 საათი ფუვდებოდაო. მაგრამ ლუტას მხოლოდ 2 გრამი საფუარი ქონდა დამატებული და მაგიტომ აფუვდა ასე ნელაო, წერდა. ხოლო თიკუშამ ბოლოს რომ დაპოსტა, 6 საათი იყო გასული მაცივრიდან გამორებიდან, გადაზელვიდან და ფორმებში ჩადებიდან და 6 საათში ცოტათი იყო ცომი ამოსული. საფუარი ნორმალური დოზით ქონდა ნახმარი.
აი, ეს როგორ? ანუ მაცივრიდან რომ გამოიღებ ხო უნდა გადაზილო და 2-3 საათში ამოდის? თუ უკვე ფორმით დებ მაცივარში? ზუსტად ეს მომენტი იყო პრობლემა თიკუშას შემთხვევაში. მეც ეგრე ვფიქრობ, მაცივრის მეთოდი არის - ცომი რომ არ გაგექცეს, ღამე მშვიდად დაიძინო და დროში არ დაიწვა
კარგი გამოუვიდოდა, ნელა ამოსული ცომი უფრო კარგი გამოდის, მაგრამ ალბათ გათენება მოუწევდა ცხობაში შემოვა ალბათ და მოგვიყვება. უგემრიელესი რომ იქნება, დარწმუნებული ვარ! |
Posted by: BadbadGirl 19 Apr 2014, 14:09 |
nia4u არა, მე მასე არ ვაკეთებ მე მაცივარში ბოლო გადაზელვის შემდეგ, უკვე ფორმებში ჩადებულ ცომს ვდებ. ყველაფერი რომ არეული აქვს. გარეთ რომ ვიღებ, ფორმებში უკვე ამოსულია მერე მხოლოდ ცოტა დასვენება და ბოლოს გამოცხობა უნდა (თერმული შოკი რომ არ დაემართოს ცომს ) |
Posted by: eka3 19 Apr 2014, 16:34 |
rtuli გამარჯობა, რომელი კულიჩის ცომს მირჩევ რომ გამოვაცხო, ისეთი ცოტა მძიმე და სველი რომ გამოდის + სუნელების არომატი რომ აქვს კარგად.. |
Posted by: ninicool 19 Apr 2014, 16:43 | ||
tuta_tuta
არაფერი მოსვლია ჩემსას, პირიქით, უფრო აფუვდა და გაშალა ფრთები |
Posted by: ninoma 19 Apr 2014, 19:22 |
მოვზილე ცომი, შევდგი მაცივარში, დილით დამხვდა გაფუებული, გადავზილე დავამატე ქიშმიში და ჩავდე ფორმებში. 6 საათში უკვე ზად იყო გამოსაცხობად. არც მინერვიულია რადგან ვიცოდი გვიან ამოფუვდებოდა. გამოცხვა მშვენიერი კულიჩები. მე Peter Reinhart's -is მეთოდით ვაცხობ პურს და ყველა ცომს მაცივარში გამოტარებით ვაკეთებ. პანეტონეზეც მასე უწერია. |
Posted by: nia4u 19 Apr 2014, 20:14 | ||
ninoma
ეს ვინ არის? და საფუარს რა დოზით უშვრები მაგალითად 1კგ.ფქვილზე? მშრალ საფუარს ხმარობ? პრინციპში მეც მასე დავამშვიდე თიკუშა, საფუარი ისეთი რამეა, ადრე თუ გვიან ამოვა აუცილებლად... და იცით რა მაინტერესებს, მაცივარი რამდენ გრადუსზე გაქვთ ან რომელ თაროზე დებთ? |
Posted by: Milena 19 Apr 2014, 20:29 |
ათი საათით, მაცივარში ნამყოფი ცომით, არის გამომცხვარი. შარშანდელია, წელს არ ვარ სახლში და ვერ გამოვაცხობ ჭრილის სურათები ამ კომპში არ მაქვს. |
Posted by: tikusha 21 Apr 2014, 17:13 |
ე.ი. მე ხომ მოვზილე და ეგრევე მაცივარში შევდგი, გამოვიღე 10-11 სთ-ის შემდეგ, ვაცალე 2 სთ და მერე ქიშმიში, ცუკატები და ჩავაწყვე ფორმებში აი აქ მეგონა სწრაფად წავიდოდა პროცესი, პრინციპში 7 სთ-ის შემდეგ შევდგი ღუმელში, დროში ვიწვებოდი, რომ მეცლია 2 სთ უკეთესი იქნებოდა, ამოვიდა და ოდნავ თავები დაუსკდა, ისე გამოვიდა უგემრიელესი, სველი ეფექტით, სასწაულად გემრიელი მე რო მმცოდნოდა რომ მაცივრიდან გამოღებულ ცომს ამდენი დრო ჭირდებოდა ამოსაფუებლად, დროში სხვანაირად დავგეგმავდი და გავითვალისწინებდი ანუ ფორმაში 7 სთ-ში ცომი არ გაორმაგებულა, დაააკლდა ცოტა გაორმაგებას |
Posted by: nia4u 21 Apr 2014, 18:45 |
tikusha ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! ვაიმე, რახან შენ გამოჩნდი!... თავების დახეთქვას ჩივი? ხომ გითხარი, კარგი გამოვა-მეთქი! ანუ შემდეგშიც მაცივრით იზამ? ენჯის რეცეპტი იყო ხო შენი? პ.ს. მოასწარი ტორტები და ამბები? |
Posted by: tikusha 21 Apr 2014, 19:01 |
nia4u ჭეშმარიტად აღდგა მრავალს დაესწარით ყველანი ახლა უახლოეს პერიოდში ვაპირებ მაგ რეცეპტის მეხუთედის მომზადებას ორივე მეთოდით, უმაცივროდ და მაცივრით, ვნახავ რომელ რა დრო დაჭირდება და რომელი უფრო უკეთესი სტრუქტურის გამოვა და მეცოდინება, ჩემი პრობლემა იმაში იყო რომ დრო ჭირდებოდა ასაფუებლად, თორემ ნამდვილად აფუვდა ისეთი სველი გული ააქვს დღეს დედაჩემი მეუბნებოდა გუშინ სოფელში ვიყავით და რამდენმე ოჯახის პასკა გავსინჯეთ და შენი ყველას ჯობდაო ჯერ რა ფერი ქონდა, ოჯახის ქათმის კვერცხით გავაკეთე+შაფრანის ნაყენი+ლიმონი ბლომად გული დამწყდა რომ თეთრი ქიშმიში გამოვიყენე და არა შავი. აი ფერადი ცუკატები ისე ლამაზად დააჯდა და საზამთროს მურაბა ხომ სასწაული იყო, აწი სულ გამოვიყენებ საზამთროს მურაბას+შაქარი ნაკლები უნდა გამერია, ამდენმა ქიშმიშ-ცუკატებმა-საზსამთროს ძალიან ტკბილი გამოიყვანა |
Posted by: nia4u 21 Apr 2014, 19:13 | ||
tikusha ეგ ყველაფერი ჩაინიშნე-ჩაიწერე რეცეპტთნ ერთად, თორემ დავიწყება იცის მეორე წლამდე. ყველა ნიუანსი არ დაგამახსოვრდება არ ჩანდა ხო თეთრი ქიშმიში და მაგიტო? მე მაგ მიზეზით მუქს ვიყენებ-ხოლმე და ისე საჭმელად კი მიყვარს თეთრი
რომელი რეცეპტით გააკეთე? |
Posted by: tikusha 21 Apr 2014, 22:00 |
nia4u ნჯ-ს რეცეპტით თეთრი ქიშმიში არ ეტყობოდა საერთოდ ვიზუალურად |
Posted by: LUTA 21 Apr 2014, 23:39 | ||
ქრისტე აღდგა ! ეხლა ვნახე ეს თემა tikusha
სულ ტყუილად ნერვიულობდი. სასიამოვნოა რომ კმაყოფილი დარჩი . ნელა გაფუებულ ცომზე გემრიელი არაფერია , მითუმეტეს როცა ასეთი დატვირთულია ცხიმით,შაქრით და კიდე სხვა რაღაცეებით. ჩვენი პასკაც ბევრჯერ გამომიცხვია , პანეტონეც პანდოროც და ყოველთვის მაცივარში ვდებ ცომს . საოცარი გამოდის ეს მეთოდი,ცნობილი კონდიტერებისაგან მომისმენია + თავად ბევრჯერ გამომიყენებია . დარწმუნებული რომ არ ვიყო ,არ დავწერდი. პ.ს |
Posted by: nia4u 22 Apr 2014, 00:56 | ||
LUTA ჭეშმარიტად აღდგა! მრავალს დაესწარი!
|
Posted by: წუ-წუნა 22 Apr 2014, 02:27 | ||
LUTA
...ჭეშმარიტად აღდგა ....შენი ხაჭოს საოცრება რატომ არ დადე აქ.......დადე და მისი სურნელი დაატრიალე ......ჯანდაბას ჩემი თავი , გავუძლებ .....ავატარი: სუპერ |
Posted by: ავგაროზი 22 Apr 2014, 03:15 |
ისე, არაფერი : )) |
Posted by: aninia 22 Apr 2014, 10:11 |
ქრისტე აღსდგა!!!! ყველას გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი გფარავდეს თქვენ და თქვენს ოჯახებს, მრავალ ბედნერ აღდგომას დასწრებოდეთ! tikusha თიკო, კახეთში ვიყავი და მეც პასკა - "პეროგების" ცხობით დაკავებულს კომპთან მისასვლელად დრო არ დამრჩა. მაპატიე, ვერ გიგულშემატკივრე, ახლა ვნახე შენი პასკის ცხობის ამბები. რამდენი გინერვიული.... nia4u-ც როგორ განიცდიდა! მთავარი ის არი, რო შედეგი კარგი გაქვს და მშვენიერი გამოცდილებაც მიიღე სამომავლოდ, რაც ჩვენც გამოგვადგება. ისე, მე მაცივარში ღამით შედგმული ცომი დილით გაორმაგებული მხვდება ხოლმე. შენი არ იყო ამოსული? nia4u rtuli BadbadGirl ninicool ninoma Milena LUTA წუ-წუნა გოგოებო, ასეთი თბილები, ტკბილები და გულიანები რომ ხართ, მი-ხა-რი-ხართ! nia4u რა ქენი, ნიი, გამოაცხე ნიგვზიანები? |
Posted by: tikusha 22 Apr 2014, 10:14 | ||
aninia
არა, არ იყო გაორმაგებული ,აფუებული კი, მაგრამ გაორმაგებული არა თან გამაგრებული იყო, ასე უნდა იყოს ხომ? ისე რომელიც ბოსტნეულის სათავსოში მქონდა ქვემოთ ის რბილ იიყო და რომელიც თაროზე ის გამაგრებული |
Posted by: 691704 22 Apr 2014, 12:55 |
ქრსიტე აღდგა, გილოცავთ. ერთი კითხვა მაქვს პასკასთან დაკავშირებით კულინარებო. ჩემი გამომცხვარი პასკა გემრიელი კი გამოვიდა, მაგრამ იფხვნება სულ. ვერ მივხვდი ზედმეტი მომივიდა რაიმე თუ დავაკელი. იქნებ მიზეზი იცოდეთ და რამე მირჩიოთ. სოფელში გამოვაცხვე და თბილისში ეხლა მინდა გამოვაცხო. მაცივარში გავაჩერე ცომი და ისე გამოვაცხვე. გმადლობთ წინასწარ. |
Posted by: aninia 22 Apr 2014, 14:42 | ||||
tikusha
ხო. რომ მოზილე, იმასთან შედარებით შემაგრებული იქნებოდა. 691704
ცოტა გამიჭირდება მიზეზი აგიხსნა, მე არ მქონია ეგეთი შემთხევა და მოდი, ეს კითხვა "დღეს გავაკეთე" თემაშიც დასვი, იქ უფრო ხშირად იკრიბებიან ხოლმე გამოცდილი კულინარები. აუცილებლად გიპასუხებენ, როგროც შემოვლენ. |
Posted by: tikusha 22 Apr 2014, 14:50 |
5 ნაირი პასკა გავსინჯეთ დღეს სამსახურში, ჩემი ყველას ჯობდა ყველამ ერთხმად აღნიშნა |
Posted by: Lemon Curd 22 Apr 2014, 15:15 | ||
მე ხვალ ვაპირებ პასკის გამოცხობას, დღეს უნდა მოვზილო ცომი და წინასწარ ვღელავ, არადა მესამედ ვაცხობ უკვე ) შარშანწინ და შარშან მაცივარში დავტოვე ღამით ცომი, LUTA-ს რჩევების მიხედვით, nj-ს რეცეპტით და წელსაც ასე ვაპირებ. დიდი მადლობა ორივეს ჩემგან კიდევ ერთხელ, რომ არ ეზარებათ და გამოცდილებას გვიზიარებენ! შარშანწინ შესადარებლად ორივე ნაირად გამოვაცხვე (ნაწილი მაცივარში, ნაწილი უმაცივროდ ანუ). შედეგი - მაცივრიანი ცომი მართლა სხვა იყო! სხვა ფაქტურის გამოვიდა აშკარად. ამიტომ შარშან მთელი ცომი მაცივარში დავტოვე. უბრალოდ, მეორე დღეს მოთმინება ჭირდება და დრო, რომ ამოვიდეს კარგად. LUTA ჭეშმარიტად! მრავალს დაესწარი. tikusha ეხლა ვნახე შენი კომენტები, გული დამწყდა ადრე რომ არ ვნახე თორემ მოგწერდი რომ ნერვიულობდი მეც მასე დამემართა, ვინერვიულე რომ არ იძვროდა თავიდან, მაგრამ საბოლოოდ ამოვიდა კიდეც და შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი! უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი როგორც რეცეპტის ავტორის, ასევე ამ მეთოდის მრჩეველის ანუ ლუტას კომპეტენტურობაში და მაგან გადამატანინა ის მოცდის პერიოდი ) ეხლა ზუსტად ვიცი, რომ უბრალოდ, დრო ჭირდება და მოთმინება.
ნჯ-ს რომელი რეცეპრით გააკეთე შენ, წლევანდელით თუ ძველით? შეგიძლია, დამილინკო? მადლობა წინასწარ |
Posted by: tikusha 22 Apr 2014, 15:30 | ||
Lemon Curd
ძველი რეცეპტით აუ ლინქი არ მაქვს, ამოწერილი მაქვს მე |
Posted by: Lemon Curd 22 Apr 2014, 15:41 |
tikusha ოკ ოკ დიდი მადლობა, ვნახავ ჩემით. |
Posted by: nia4u 22 Apr 2014, 17:04 | ||||||
გაივსო , როგორც იქნა განყოფილება ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას და მრავალს დაესწარით! aninia tikusha რაც მე ამის პასკაზე ვინერვიულე, ერთი პასკა კი მეკუთვნოდა, მარა ვინ არის ჩემი პატრონი?!
მე მარტო ვიყავი სახლში და პასკა და ნიგვზიანი კი არა, საჭმელი არ გამიკეთებია ჩემთვის, წითელი კვერცხითა და აქ დადებული ფოტოებით გავიტანე თავი სამაგიეროდ, კვირაცხოვლობას ჩემთან ხვდება მთელი სანათესაო და მთელი ეს მცონარობის დღეები წყალში ჩამეყრება 691704
ზელვა დაგიკლია მეტი იყო საჭირო * * * Lemon Curd ეს წლევანდელი რეცეპტი http://ratatui.me/paska-igive-kulichi/ ეს კი 2010 წლის, ლუტას რჩევებითურთ http://ratatui.me/paska-kulichi-1/ tikusha
მესმის შენი ემოცია! არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, შენს ნახელავ პასკას რომ აქებენ! ნუ, სხვა რამეებსაც,მარა პასკის ქება მაინც განსაკუთრებულად სასიამოვნოა! |
Posted by: aninia 22 Apr 2014, 17:18 | ||
nia4u ფოტოები "გადაურჩა" ჩემებს მაგ ნიგვზიანი რულეტების მხოლოდ . სახლში რომ მივალ, ვეცდები ავტვირთო ეგაც და ჩემი ბარაქიანი რეცეპტის მქონე პასკაც.
კიდევ კარგი, ცოტა დაგისვენია. აბა მე ხო გამძვრა სიქა ამ დღეებში და კვირაცხოვლობას კიდევ ვაჟის დაბადების დღე მაქვს, მეგობრები ეწვევიან. ხოოოოდა წარმოიდგინე ჩემი დაქანცვის ამბავი? მარა, ბედნიერი დღესასწაულები გვიმრავლოს ღმერთმა და ცოტა დავიღალოთ, არაფერი უშავს |
Posted by: nia4u 22 Apr 2014, 17:42 | ||
aninia ველოდები ფოტოებს
ხო, აბა რა! |
Posted by: Lemon Curd 22 Apr 2014, 18:17 | ||
nia4u
დიდი მადლობა |
Posted by: nia4u 22 Apr 2014, 18:30 | ||
ვინც აპირებთ ცომის მაცივარში მომწიფებას, ვფიქრობ, რომ კარგი რჩევაა! შეგიძლიათ, გამოიყენოთ * * * Lemon Curd ////////////////////////////////////////////////////////// |
Posted by: ninoma 22 Apr 2014, 19:36 | ||||
ქრისტე აღდგა!!! nia4u
პურის საცხობის მფლობელი, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს ცხობის მეთოდი, რამდენიმე წიგნის ავტორი. კითხულობს ლექციებს პურთან და ცომთან დაკავშირებით. ეს წიგნი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ http://www.amazon.com/Peter-Reinharts-Artisan-Breads-Every/dp/1580089984 ყველა ცომი მაცივარში გამოტარებით აქვს.
უკვე მეოთხე წელია ნ.ჯ.-ის რეცეპტით ვაცხობ მესამედ პორციას. საფუარს ვხმარობ მშრალს, წელს გამოვიყენე 1,5 ს.კ.(თვლა ამერია თორემ 1ს.კ.-ს გამოვიყენებდი). ცომს ვდებ ყველაზე დაბალ თაროზე. რაც შეეხება ტემპერატურას, აქვს 5 დანაყოფი, მესამეს აწერია ნორმალ და მე მაქვს 2,2 ზე დაყენებული. ზაფხულში 3ზე ვაყენებ. |
Posted by: tikunia-teiko 22 Apr 2014, 19:44 | ||
+1 მე შარშან გავაკეთე ასე, ლუტას რჩევით და რაღაც სასწაული ცომი გამოვიდა. ლუტასგანვე ვიცი, რომ ნელ-ნელა ამოსული ცომი გაცილებით გემრიელია. მის რჩევებს კი ყოველთვის ვითვალსიწინებ და საბოლოოდ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვრჩები. არა მარტო მე ეს ჩემი პასკაა, მაცივარგამოტარებული ცომით N.J. რეცეპტით და ლუტას ცვლილებებით მოზადების ტექნოლოგიაში http://pix.ge/ http://pix.ge/ |
Posted by: nia4u 22 Apr 2014, 20:16 | ||||||
ninoma ჭეშშმარიტად აღდგა! მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
საინტერესოა! უნდა დავძებნო ერთი, ეგ წიგნი რუსულადაც იქნება, ქართულად არამგონია
რამდენი გამოდის მესამედი პორციით?
ზაფხულში უფრო მაღალზე რატომ აყენებ? tikunia-teiko ვ ა ი მ ე ! ვაი-მე! ვაიმე! ბარემ ლახვარი ჩაგერტყა ძაან ლამაზია და ჭრილი არის რაღაც! ზე! და ყოველგვარი ფრონცკობების გარეშე, სადად, ტრადიციულად, ქიშმიშით და შაქრის პუდრით აუ, მგონი, მომშივდა მე BadbadGirl-ის რჩევა იცი რატომ მომეწონა? ანუ ჯერ მაცივარში რომ შედო და მეორე დღეს სანამ გადაზილავ, რაღაცეებს შეურევ, ფორმებში გადაანაწილებ და კიდევ ამოფუვდება, ძალიან დიდი დრო მიდის. და მაგ ყველაფერს რომ მოითავებ, ყველაფერს შეაზილავ-დაუმატებ, ფორმებში ჩადებ და მასე დატოვებ მაცივარში, ბევრ დროს მოიგებ, მგონია |
Posted by: tikunia-teiko 22 Apr 2014, 21:30 | ||
nia4u
რა საყვარელი ხარ დიდი მადლობა აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია, პასკა ძალიან მიყვარს და ვცდილობ როგორც შევძლებ მაქაიმალურად კარგი გამოვიდეს . ლუტას რჩევები ძალიან დამეხმარა |
Posted by: tikusha 23 Apr 2014, 10:40 | ||
nia4u
ვერ ვხვდები რა განსხვავებააა რომ მოზელ ხომ უნდა აცალო სითბოში აფუებააა?? მერე გადაზილავ და ჩააწყობ ფორმებში და მაცივარში გექნება 12 საათი?? თუ მაგ ვარიანტით, არ აცლის ოთახში აფუებას, მოზელს და ეგრევე აწყობს ფორმებში?? მე არ ვიცი აქვს თუ არა მნიშნვნელობა, ლუტა გვეტყვის უკეთესად, მაგრამ ჯობია პირველად მაცივარში აფუვდეს ნელ-ნელა, ამასობაში ცომიც მომწიფდება და მერე რომ გადაზილავ და ფორმებში ჩააწყობ, მერე აცალო ოთახში აფუება უკვე გამოსაცხობად ისე ამ მაცივრის ვარიანტს დიდი დრო მაიქვს ძალიან, ჯერ მთელი ღამე მაცივარში, მერე გამოიღებ და მთელი დღე აფუებას უნდა უმაცივროდ ბევრად უფრო სწრაფად იქნება |
Posted by: Lemon Curd 23 Apr 2014, 14:31 |
გამოვიდაა!!!! ვეცი და გავჭერი ერთი, მეშინოდა, გული ცომიანი ხომ არ დარჩათქო http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ნაჭერია საოცარი) ცხელი იყო ჯერ კიდევ და კარგად არ მოიჭრა. nj-ს ახალი რეცეპტით გავაკეთე, მაგრამ ხელით არ მიზელია თითქმის, მიქსერის ფეხებით მოვზილე, აი ამ ფოტოზე ქვემოთ რომ დევს იმით. http://www.boomsale.ge/prodimages/boomsale_29998170531725795aeb51.43061313.jpg ღამით მაცივარში შევინახე, დილით იყო გაბუთქუნებული. დავუმატე ზეთიანი ხელებით ქიშმიში, ჩირები და ჩავდე ფორმაში, გავაფუვე და გამოვაცხვე. LUTA და nj კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივეს!!! * * * tikunia-teiko უფფფ რა მაგარია შენი!!!! |
Posted by: aninia 23 Apr 2014, 17:13 |
tikunia-teiko უფ, რა ლამაზია და საოცარი ფაქტურით, წარმომიდგენია, რა გემო და სურნელი ექნება. nia4u მე ვერ ავტვირთე სურათები, პასკა უკვე აღარ არსებობს, ღვეზელი და რულეტი კი მაქვს ტელეფონში, მარა სახლის კომპამდე ვერ მივაღწიე, აღარ დადაგა ჩემი რიგი შვილების სწავლა-განათლების გადამკიდე. სულ რაღაცას ეძებენ და ვერ "დამსვამენ" |
Posted by: nia4u 23 Apr 2014, 17:16 | ||
tikusha
რა ვიცი, რომ წარმოვიდგინე, თითქოს უფრო მოსახერხებელი მომეჩვენა შეიძლება, ვერ წარმოვიდგინე კარგად Lemon Curd კაია! თან ყველამ შეჭამა უკვე თავისი და შენ გაქვს! ჩემი რჩევაა ყველას მიმართ: თქვენი გამოცდილების ყველა პატარ-პატარა ნიუანსი, რაც, ახლა რომ ფიქრდებით მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ, ასე რომ გექნათ უკეტესი იქნებოდა, ან ისე რომ გექნათ და ა.შ. ჩაიწერეთ მომავალი წლისთვის, თორემ დავიწყება იცის! |
Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2014, 17:37 | ||
Lemon Curd
უფ რა კარგი ჭრილი აქვს, ფუშფუშა რა კარგია კმაყოფილი რომ ხარ aninia დიდი მადლობა, მართლაც გემრიელი იყო. ყველა რომ კმაყოფილია, ძალიან მიხარია ხოლმე |
Posted by: nia4u 23 Apr 2014, 17:58 | ||||
aninia
ეჭვიც არ მეპარება, რომ არარ იქნება
არაუშავს, შენ კარგად იყავი! |
Posted by: garfield1 23 Apr 2014, 21:43 | ||
tikusha
მეც დედაჩემთან ვიყავი აღდგომის დღეებში და იქ გამოვაცხვე პასკა, გაქრა , ყველას ჩემი ჯობდა აშკარად http://www.radikal.ru |
Posted by: aninia 24 Apr 2014, 10:11 |
garfield1 ძალიან კარგი გამოგსვლია. გაქრებოდა, აბა რა იქნებოდა! |
Posted by: tuta_tuta 24 Apr 2014, 11:45 |
გემოს რაც შეეხება პირველი ცდისთვის საკამოდ გემრიელი იყო, მოწონებაც დამისახურა, როგორიც მინდოდა მძიმე და ბევრი ქიშმიშით ისეთი გამოვიდა. ერთადერთი თავები დაუსკდა და ხომ ვერ მეტყვით ეს რატომ მოხდა ? რა უნდა გავაკეთო რომ არ დაუსკდეს თავი? |
Posted by: fermina 24 Apr 2014, 11:55 |
tuta_tuta მე ძალიან მომწონს დამსკდარი თავებითაც ასე მგონია, რომ უფრო კარგად ამოსული და გემრიელია |
Posted by: tuta_tuta 24 Apr 2014, 14:51 |
fermina ხო გემოზე არნაირად არ იმოქმედა მართლა გემრიელი იყო და ზემოდან პუდრა რომ მოვაყარე ძაან მოუხდა დამსკდარს უბრალდო დავინტერესდი რატო უსკდება ზოგს თავი და ზოგს არა |
Posted by: tikusha 24 Apr 2014, 15:13 |
tuta_tuta ჩემებსაც დაუსკდათ თავები არ ვიცი რატომ თუმცა ჩემი ბოლომდე ამოსული არ იყო, ღუმელში რომ შევდე სითბოში უცებ ამოვიდა, თავმა ელასტიურობა დაკარგა და დასკდა, მე ეს მგონია მიზეზი მაცივარში გედო ცომი?> |
Posted by: aninia 24 Apr 2014, 15:23 | ||
tuta_tuta
ვეძებე, მაგრამ ვეღარ ვნახე ახლა ის პოსტი. ჩვენმა პროფესინალებმა დაწერეს - სითხის და ფქვილის არასწორი პროპორციების ბრალია ეგო, ანუ თანაბარზომიერად ვერ ამოდის და იმიტომ სკდებაო. კიდევ ვცდი, იქნებ ვიპოვო, არადა, ამ დღეებში ვკითხულობდი სწორედ ისე, მე მომწონს ბუნებრივად "აფეთქებული" ცომის გუმბათები+ შაქრის პუდრი, სადა და ლამაზი პასკები გამოდის. |
Posted by: nia4u 24 Apr 2014, 17:57 | ||
მეც ძალიან მომწონს ჩემი გამოცდილებით ასე იყო ეგ ამბავი: როცა ზედა და ქვედა წვას ერთდროულად ვრთავდი-ხოლმე და ისე ვაცხობდი, სულ უფუშფუშდებოდა თავები. მერე შევცვალე წესი და ჯერ ქვედა წვაზე ვაცხობდი და ბოლო 15-20 წუთი ვრთავდი ზედა სპირალს და ასე აღარ სკდებოდა. რა ვიცი აბა... garfield1 tuta_tuta ძაან ლამაზებია ორივესი ყოჩაღები ხართ, გოგოებო! |
Posted by: LUTA 24 Apr 2014, 19:51 | ||||||
Lemon Curd
საოცარი გამოვიდა როგორ ხარ ? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ tikunia-teiko ეს ჩემი ადრინდელი პასკა ( მე მაინც პასკას ვეძახი ) ნ.ჯ რეცეპტითაა , მართლაც რომ უგემრიელესია . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინოს რეცეპტისათვის . ფორმა მქონდა დიდი და გუმბათი ვერ გაიკეთა . http://www.radikal.ru http://www.radikal.ru aninia nia4u წუ-წუნა ხაჭოს პასხა წელს არ გამიკეთებია შოკოლადის კვერცხს მოგიძღვნი შენ , ტრადიცული კვერცხები არ შემიღებია http://www.radikal.ru tuta_tuta
ზელვა დააკლდა ცომს არ ქონდა საკამრისი ელასტიურობა გამომუშავებული ( ფქვილში შემავალი პროტეინები სითხესთან კონტაქტში წარმოქმნის გლუტეინს , რომელიც ცომის ელასტიურობას განაპირობებს ) ცხობისას სიმხურვალე აწვება დაბლიდან, ვერ უძლებს ცომი და იხსნება. ეს ჩემი პანეტონეა . უმძიმესი ცომი . გამოყენებულია ბუნებრივი საფუარი და ზუსტად სამი დღე დაჭირდა მომზადებას . მოზელიდან გასაჭრელად მზა პროდუქტამდე . http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
+1 არაჩვეულებრივი ნამუშევრებია |
Posted by: mashusha 27 Apr 2014, 13:00 |
LUTA |
Posted by: natalia001 27 Apr 2014, 21:11 |
ხაჭოს პასკა გააკეთეთ ვინმემ ? : ) ვერ ვიპოვე?) |
Posted by: ავგაროზი 27 Apr 2014, 22:40 | ||
LUTA
მახსოვს ადრე პერფეკტზე იდო რეცეპტი. ახლა ვეღარ ვნახე. იქნებ ლინკი მომცეთ? ძალიან მინდა გამოვაცხო ფოტოს შემხედვარე |
Posted by: ninicool 27 Apr 2014, 23:23 | ||
ავგაროზი
მე მოგწერ. მეც მაგ რეცეპტით გამოვაცხვე http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398 |
Posted by: ავგაროზი 28 Apr 2014, 09:32 |
ninicool მადლობა |
Posted by: tuta_tuta 28 Apr 2014, 11:19 |
LUTA ზელვა ნამდვილად დავაკელი)))))) ვაღიარებ. ანუ ეგ არის მიზეზი დასკდომის, ფორმებშ კარგად ამოვიდა , მარამ ღუმელშ ისე სწრაფად ამოვიდა ვერ გაუძლო ცომმა და დასკდა. მომვალში უფრო დიდხანს მოვზელ. მადლობა tikusha არა პირველად ვაეკთებდი და ამიტომ ტრადიციული სტილით მოვზილე) მაცივარშ არ გამომიტარებია. |
Posted by: tikusha 28 Apr 2014, 11:28 |
tuta_tuta ზელვა ჩემსას არ დაკლებია საცხობს ვაზელინე, მაგრამ მაინც დასკდა არ მგონია ეგ მარტო მიზეზი |
Posted by: ninicool 28 Apr 2014, 12:48 | ||
tikusha
ადრე დაწერეს აქ, როცა მაღალ ცეცხლზე შედგამ და უცებ ამოვა, მაშინ უსკდება ხოლმე თავებიო |
Posted by: tikusha 28 Apr 2014, 12:52 |
ninicool მეც მაგას ვამბობ ჩემსას ამოსვლა არ ვაცალე ბოლომდე და რომ შევდგი ღუმელში სიცხის გამო უცებ ამოვიდა და დასკდა |
Posted by: nino27 28 Apr 2014, 20:09 |
მე მიყვარს თავები რომ უსკდება ,თუმცა იშვიათად ხდება ეგრე |
Posted by: ninoma 28 Apr 2014, 21:40 | ||
nia4u
ყველაზე ცივი არის 5, ზაფხულში უფრო ვაციებ ანუ 2,2–იდან 3 ვწევ ტემპერატურას. ისე რა ოპერატიულად გიპასუხე |
Posted by: nia4u 29 Apr 2014, 14:03 | ||||
ninoma
პირიქით არის? მე მეგონა, შეგეშალა წერის დროს ეჰ, დავიწყებას მიეცემა ეს თემა მომავალ წლამდე არადა, ჩვენი წინაპრები აღდგომიდან 40 დღე აცხობდნენ პასკებსო... |
Posted by: aninia 29 Apr 2014, 16:17 | ||
nia4u
შენ, როგორც მახსოვს, კვრაცხოვლობისთვის უნდა დარლილიყავი პასკების ცხობით, ჰა? |
Posted by: nia4u 29 Apr 2014, 23:10 |
aninia პასკები მაინც დამეზარა... ისეთი ამბავი იყო აქ და იმდენი შევგროვდით, (ღმერთმა გვამრავლოს!) ცალ ფეხზე ვიდექით თქვენ როგორ ჩაატარეთ დაბადების დღე? |
Posted by: aninia 30 Apr 2014, 17:23 | ||||
nia4u
ამინ! ღმერთმა გამრავლოთ! როგორ მიყვარს ეგეთი შინაურული რუზრუზებიიიი!!! იმხელა სითბო მოგყვება მერე ადამიანს, რომ წლების მანძილზე აღარ ნელდება.
მადლობააა ბავშვებმა კი მშვენივრად მოილხინეს, მარა მეე? ფეხზე ვეღარ ვიდექი. ერთი ფოტო ძლივს გადავუღე ჩემ ნაცოდვილარ ტორტს და ისიც ნახევრად ჩაბნელებულ მდგომარეობაში შიშით ვერ გამომიტანია პროფების სამსჯავროზე |
Posted by: nia4u 30 Apr 2014, 19:21 | ||
aninia
მადლობა, ჩემო საყვარელო! ხო, რაღაც ოჯახური ახალი წელივით არის, მთელი წლის ანგარიშებს ვიბარებთ და ვაბარებთ, საოცრება ხდება-ხოლმე! და მართლა მთელი წლის სამყოფი ემოციაა! |
Posted by: Lomes 1 May 2014, 03:13 |
http://pix.ge/ http://pix.ge/ ვეცადე, აქაც დავდებ. შიგნით ბევრი რამ ვუქენი და ზედმეტი იყო,აშკარად ,ნუში,ნიგოზი,შავი ქლიავის ჩირი,გარგარი და ფერადი ჩირები (ზედმეტი იყო ესეც) ჩემი აზრით,შრომატევადია და ლოდინი დამღლელი )))))))) გემრიელი არის,კი შოკოლადის ზედსართი ( ) მინდოდა და ამეჭრა,ამიტომ რაც ხელთ მომხვდა ,მივახვავე სხვა დროს არ გავეკარები |
Posted by: aninia 1 May 2014, 09:45 | ||
Lomes
მშვენიერია, რას ერჩი? |
Posted by: Lemon Curd 4 May 2014, 17:53 | ||||
LUTA
მე კი ვიცი საოცარი რაც არის )) კვერცხი, პასკა, პანეტონე სასწაული გოგო ხარ! არ ვიცი, ვეღარ ვიცლი ხშირად შემოსასვლელად, ძირითადად, პასიურად ვაკვირდები ხოლმე tuta_tuta
რა ლამაზი პასკებია! დამსკდარი თავი უხდება კიდეც |
Posted by: DOLPHIN 16 May 2014, 11:51 |
http://www.boredpanda.com/12-easy-diy-easter-snacks/ |
Posted by: casalinga 29 Mar 2015, 01:03 |
გამარჯობა, სააღდგომო საინტერესო რეცეპტებს არ დადებთ? |
Posted by: nia4u 29 Mar 2015, 14:17 |
casalinga დაახლოებით, შემდეგი კვირიდან დაიწყება სამზადისი, ვინმეს ფეხი თუ შემოუცდა წინა წლების რეცეპტებს გადაავლე თვალი, პასკების რეცეპტებიც და მომზადების ხრიკებიც ბლომად არის მოკლედ, ვიდრე ახალი რეცეპტები დაიდება, წინა გვერდებზე ბევრ საინტერესოს იპოვი |
Posted by: casalinga 29 Mar 2015, 17:47 | ||
მე ვფიქრობ ლუტას მეთოდით გავაკეთო |
Posted by: nia4u 29 Mar 2015, 18:17 |
casalinga ენ.ჯი-ს არაჟნიანი ცომის რეცეპტიც ძალიან კარგია |
Posted by: _sofa_ 31 Mar 2015, 00:02 |
გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო...... რამდენი ჯიშის პასკა მაქვს გამომცხვარი აღარც ვიცი, ყოველ წელს ერთს ნაცადს ვაცხობ და აუცილებლად მეორე მცდელობა უცხო რეცეფტის.... წელს ეს რეცეფტი უნდა დავტესტო, მომეწონა რაღაც....მიმგვანებული კი მაქვს ,მაგრამ მაინც........ პასკა 10 კვერცხი, 1.200 შაქარი, 3 კგ.ფქვილი, მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი, 1 ლიტრა რძე, 250 გრამი მარგარინი, 250 გრამი კარაქი, 1 ჭიქა ზეთი, 300 გრამი შავი ქიშმიში,ცუკატები სურვილის მიხედვით...... ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი,1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს....მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი,მარგარინი,კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი. ..... ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ(ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის),დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი,მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ. ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს,კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ. ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს,კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერციანი მასა,კარგად აურიეთ,დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი. ღამით მოზილეთ შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის,ღამე ჩაზილვა არ ჭირდება. დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად,დაუმატეთ ქიშმიში,თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები,1 ცალი ლიმონის ცედრა,ვანილი,ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი,ილი,მწიკვი დარიჩინი და მიხაკი,ვისაც არ გიყვართ დარიჩინის გემო არ დაუმატოთ. აიღებთ ფორმებს,ჩაუფინეთ ქაღალდი,წაუსვით ცხიმი. ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე.ცხობისას 2-ჯერ იზრდება. ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი.შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე. 1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ.როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. |
Posted by: Blur 31 Mar 2015, 10:26 |
3 წელია ზედიზედ ვაკეთებ ხაჭოს პასკას ალუბლის გულსართით, ხაჭოსი რა რეცეპტი არ დავტესტე ეს ყველაზე კარგია http://www.perfectcook.org/index.php/recipe/238-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390 წელს თუ დამაცადეს ბავშვებმა პარალელურად ბებიაჩემის წლობით ნაცადი რეცეპტით მინდა გავაკეთო ნამდვილი პასკა და დავდებ მერე სურათებს |
Posted by: avelum 31 Mar 2015, 15:40 |
მოგესალმებით, მჭირდება ინდ მეწარმე პასკების ცხობასთან დაკავშირებით იქნება შეკვეთები თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ პირადში |
Posted by: fermina 31 Mar 2015, 15:52 |
Blur ვაი მე კიდევ ცოტა ხნის წინ მივადექი ჩემ გაყინულ ხილს, მალე მაინც შემოვა -მეთქი ახალი და ხან გადნობას არ ვაცლიდი ისე კამფეტივით ვწუწნიდით ალუბლებს, ხან უაზრო დებილობა კომპოტი გავაკეთე და ხან ასევე უაზროდ გავალღვე და ვჭამე, არადა ნეტა შემენახა სულ ცოტა ხანი, გამომადგებოდა ამ პასკისთვის. სულ ბოლო დარჩენილი პარტია რამდენიმე დღის წინ გავანადგურე. |
Posted by: casalinga 31 Mar 2015, 21:17 | ||
ხო პასკის ცომს არაჟანი უხდება უფრო სველი და მძიმე გამოდის |
Posted by: Blur 1 Apr 2015, 10:20 |
fermina არ უნდა ბევრი იქნებ ვინმეს გამოციცქნო მაღაზიებშიც არის პატარა შეკვრა გაყინული. მართლა ღირს გაკეთება ისეთი გემრიელი გამოდის |
Posted by: nia4u 1 Apr 2015, 16:14 | ||
Blur fermina უკურკო ალუბლის მურაბა არ წავა ვითომ? _sofa_
ეს რეცეპტი ფეისბუქიდან მეცნობა, თამრიკო კიკაბიძის რეცეპტია, თუ სწორად მახსოვს, და დავაფიქსიროთ მაინც ავტორი მე ხორბალი დავთესე დღეს * * * პასკის და ხაჭოს პასკის პოპულარული რეცეპტების ლინკები დადებულია 27-ე გვერდზე |
Posted by: _sofa_ 1 Apr 2015, 21:39 |
ესეც ნაზუქი, ვისაც გიყვართ და აცხობთ ხოლმე აღდგომებზე....... 1ლ რძე, 10ც კვერცხი, 200გრ ცხიმი, 1კგ შაქარი, პასკის სუნელი, ქიშმიში, 1/2 შეკვრა დროჟი და 3,5კგ ფქვილი.... ვთქვიფავთ კვერცხს კარგად და ვამატებთ თბილ რძეში გახსნილ შაქარს და საფუარს, შემდეგ გამდნარ ცხიმს და ვურევთ კარგად. მოზელილ ცომს ვამატებთ პასკის სუნელს, ქიშმიშს და ვაგრძელებთ ზელვას. შემდეგ ცომს ვდებთ თბილ ადგილას, ამოსასვლელად. როცა ცომი ამოვა , ვაკეთებთ გუნდებს, ვაძლევთ ჩვენთვის სასურველ ფორმას, თავზე გადაუსვით კვერცხი+ზეთი ან კვერცხი+რძე, რომ კარგად დაიბრაწოს......ცხვება 180გრ..... |
Posted by: Blur 2 Apr 2015, 10:14 | ||||
nia4u
მართალი გითხრა არ მგონია. მერე ხო ღვინოში იხარშება ეს ალუბლები და ეგ აძლევს განსაკუთრებულ არომატს და მურაბას ხო არ მოხარშავ თავიდან ღვინოში?
მეც |
Posted by: nia4u 2 Apr 2015, 13:49 | ||
Blur
იხარშება რა, უნდა წამოდუღდეს 10-15 წუთი და ეგ არაფერს არ უზამს იმ ალუბლებს... რა ვიცი, მე ვთქვი და.... * * * კვერცხის შეღებვის წესები კიდევ ერთხელ http://mshoblebi.ge/gamocdileba/praqtikuli-rchevebi/3053-sanam-kverckhebis-sheghebvas-daitsyebth-jer-am-rchevebs-gaecanith-idealuri-feris-dzveleburi-saidumlo.html და ჯეჯილის დათესვის წესები http://mshoblebi.ge/gamocdileba/praqtikuli-rchevebi/3035-rogor-gavakharoth-jejili-erth-kvirashi-martivi-da-gamocdili-methodi.html თუმცა მე არც ვალბობ და არც ვრეცხავ ხორბალს, პირდაპირ ვყრი ბამბაზე, თბილ და მზიან ადგილას ვდგავ და ხშირად ვნამავ ოდნავ თბილი წყლით და მშვენივრად ამოდის |
Posted by: _sofa_ 2 Apr 2015, 17:46 | ||
nia4u
მიაწერე მე არანაირი პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ მაინც და მაინც კიკაბიძის არაა ჭირიმე....ადამ და ევას დროინდელი რეცეფტია, კი მიწერია ასეთივე მაქვსთქო, იგივეა, მხოლოდ არაჟანი აქვს ჩემსას და ეგაა......ტელეფონით ვწერ და დაწერა დამეზარა, ამიტომ დავაკოპირე, სახელი კიდევ შეგნებულად არ მივაწერე, იმიტომ რომ ბევრს აქვს ეს რეცეფტი თავისი მშობლებიდან ან ბებიებიდან......ეხლანდელი და შარლოტკასი არ იყოს, მართალია ყავს თავისი ინტერნეტ ავტორი, მაგრამ ლომიძის წიგნშია ეს რეცეფტი და ვაშლის ტორტი ქვია.....მთელი ჩემი ბავშვობა და უგაზობა-გაჭირვების პერიოდი ვაცხობდით...... ტორტზე რომ ურჩიე ქეთას, დავუცხვე (გარფილდი პლიაჟზე) და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, ასე რომ ტყუილი ქება არ გამოგივიდა.....გაიხარე ჩემო კარგო...... |
Posted by: nia4u 2 Apr 2015, 18:12 | ||
_sofa_ პრინციპში, პასკის ყველა რეცეპტში დაახლოებით ერთნაირი ინგრედიენტებია. მთავარი მომზადების ტექნოლოგიაა და რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტი, რითიც გამოირჩევა ესა თუ ის ვარიანტი. ფორუმის რეცეპტებიც რომ ავიღოთ - ენჯის რეცეპტი არაჟნითაა, რთულის რეცეპტი-შესქელებული რძით, ლუტა მაცივარში აფუებს ცომს და ასე შემდეგ. სახელზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ სწორედ მაგ დღეს შემხვდა ფაცეზე ეგ რეცეპტი. თან მაგ ქალის რეცეპტები ხელიდან ხელში გადადის და ვინმე საავტორო უფლებებზე არ შემოგვედაოს-მეთქი
ვნახე ეგ ტორტი შენს თემაში და მე ტყუილად არავის არ ვაქებ! |
Posted by: KOMBAT 2 Apr 2015, 21:41 |
გოგოებო, წელს პირველად გადავწყვიტე კულიჩის გამოცხობა და ეს რეცეპტი ვნახე, ჰომ არ გაგიკეთებიათ ვინმეს ? მინდა რომ ცოტა მძიმე და სველი (არამშრალი) გამოვიდეს და როგორია ? თუ ეს არ ჯდება "ჩემს" პარამეტრებში, ხომ არ მირჩევთ რამეს ? დავსერჩე რამდენიმე გვერდი და ვერ ვნახე თითქოს შესაფერისი რეცეპტი მადლობა წინასწარ http://www.kulinaria.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%98.html |
Posted by: nia4u 2 Apr 2015, 21:59 |
KOMBAT ვიცი ეგ ქალბატონი, რაღაც კონკურსებში გამარჯვებული კულინარია, რჩევები, რაც ქვემოთ უწერია, ნამდვილად გამოსადეგია, მაგრამ სველი და მძიმე გამოვა თუ არა, ვერ გეტყვი. ჩემი დაკვირვებით, სველს და მძიმეს პასკას ხდის მასში შემავალი ცხიმი, განსაკუთრებით, ზეთი. თუ დაკვირვებიხარ, სამარხვო კექსები, რომელიც ზეთით მზადდება, ყოველთვის მოსველოა. აქაური რეცეპტებიდან, რამდენადაც მახსოვს, ნ.ჯ-ის პასკა გამოსდიოდათ გოგოებს ეგეთი, შეგიძლია, რეცეპტს გადახედო http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398 აი, ეს კი იგივე რეცეპტთან დაკავშირებით ლუტას რჩევებია. http://forum.ge/?f=82&showtopic=34364881&st=1065 ოღონდ, მაცივარში გაფუება განსაკუთრებული ტექნიკაა, დიდი დრო უნდა და გაითვალისწინე. თუ ტრადიციული, სითბოში გაფუებული გირჩევნია, რთულის პასკა ნახე... http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2594-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398-3 როგორც თვითონ ამბობს, გამოვიდა ნოტიო, მძიმე და არ იფხვნება, რაც დიდხანს ზელვის დამსახურებააო |
Posted by: BadbadGirl 2 Apr 2015, 22:37 | ||
გამიკეთებია და კარგი გამოდის. მთლად სველი ეფექტი არ აქვს ოღონდ. მაცივარში ვდებ ხოლმე და მიაქვს დაახლოებით 2 დღე პ.ს. მე ზელვა მეზარება დიდი ხანი |
Posted by: eka3 2 Apr 2015, 23:40 |
გამარჯობა გოგოებო , მაინტერესებს პასკისთვის რომელი ფირმის ფქვილი ჯობია გამოვიყენო, ზოგი ძალიან თხელდება მოზელის შემდეგ, იქნებ მირჩიოთ. მადლობა. |
Posted by: garfield1 3 Apr 2015, 01:08 |
eka3 მე მზიური ველის ან პროგრესის ფქვილით ვაცხობ 4 წელია |
Posted by: eka3 3 Apr 2015, 02:34 |
garfield1 მადლობა . გავითვალისწინებ |
Posted by: Blur 3 Apr 2015, 12:23 | ||
nia4u
არ ვიცი არ მიცდია მურაბით და ვერ ვიტყვი დანამდვილებით ისე ხაჭოს ან რამე ეგეთის თანმხლებად შეიძლება ტავტესტო ცალკე არა ამ პასკისთვის და მოგახსენებთ შედეგებს |
Posted by: tikusha 3 Apr 2015, 23:46 |
nia4u წელს ცომის მაცივარში გამოტარებას აღარ ვაპირებ, გახსოვს შარშან რამდენი ვიტანჯე? ნჯ-ს რეცეპტით დავაცხობ ისევ და ვფიქრობ ზეთიც ხომ არ დავამატო 1 ჭიქა |
Posted by: nia4u 4 Apr 2015, 15:44 | ||||
tikusha
როგორ არა, მთელი ფორუმი გბალელშიკობდით საბოლოოდ ხომ იყო მაგარი?!
და მაცივარში აღარ დაასვენებ? გოგო, ზეთი ისედაც ემატება, გადაზელვის დროს ხელს ხომ ისველებ ზეთში და გგონია ცოტა ზეთი მიდის მაგ დროს? მოკლედ, პირდაპირ ტრანსლაციას ველოდები როდის აპირებ გამოცხობას? |
Posted by: tikusha 4 Apr 2015, 22:02 |
nia4u არა მე ზეთში არ ვზელდი საცხობს ვაზელინებდი ხუთშაბათს დილიდან დავიწყებ მაცივარში აღარ ვაპირებ, არ მაქვს მაგის ნერვები |
Posted by: Annabell 6 Apr 2015, 04:38 |
წელს პასკა მეც უნდა გამოვაცხო ხოლოთ არ მაქვს ისეთი საცხობი ჭურჭელი პასკის ფორმა რომ მივცე და იქნებ აქ დამაკვალიანოთ? ვაიმეე, არასოდეს არაფერი არ გამომიცხვია და კიდევ ერთი კითხვა: შაქარი რომ გავანახევრო რამე დაემართება? |
Posted by: _sofa_ 6 Apr 2015, 10:12 |
ნებისმიერ ინგრედიენტს რომ გაანახევრებ, მაშინ სხვა დანარჩენიც უნდა გაანახევრო.......შაქარი ბულკებს, ნაზუქებს და პასკას ისედაც ძნელად ეტყობა ხოლმე და არ დაჭირდება, ნუ იფიქრებ რომ ტკბილი გამოვა.....აი ენჯის უწერია 1.500-2კგ საქარი, აქ შეგიძლია მისცე 1.200 ...ანუ ასე გამოცდილია და კარგი იქნება......ფორმები დეზერტირებზე იყიდება, ლითონიც და ერთჯერადებიც, მაგრამ მე ლითონები მაქვს, ასევე შეგიძლია პატარა ალუმინის ქვაბები მოიძიო და იმაში გამოაცხო, ამათაც ვიშველიებ ხოლმე და ადრე,დიდი ტომატის ქილები რომ იყო ლითონის იმაში ვაცხობდი ხოლმე, ისიც კარგებს აცხობს და ზომითაც კარგია...ფორმები რომ ვიყიდე გადავყარე და ვჯავრობ ეხლა....არადა კიდევ რომ მოვაგროვო ტომატს საერთოდ არ ვყიდულობ სახლში ვამზადებ ხოლმე პომიდორს და სასადილოებს ვერ გამოვლოცნე ვერაფრით, ზამთარში თოვლს არ მოგცემს ეს ხალხი თუ არ იცნობ ან არ იყიდე......აი ასეა ჩემო კარგო, ეს ჩემი აზრები და გამოცდილებებია, სხვაც შეგეხმიანება ალბად...... |
Posted by: MRlurch 6 Apr 2015, 12:48 |
პასკის გაკეთებას როგორმე თუ აღმიწერს ვინმე როგორ უნდა და ინგრეტიენებსაც მეტყვით დიდად მადლობელი. |
Posted by: nia4u 6 Apr 2015, 13:55 | ||||||
Annabell შაქრის დოზის განახევრებას არ გირჩევ, მთელი პროპორცია დაირღვევა. ფორმას რაც შეეხება, ალუმინის ქვაბში ან კონსერვის 500გრამიან ქილებში შეგიძლია გამოაცხო. ოღონდ, კონსერვის ქილებს მე გვერდებზეც ვაყოლებ-ხოლმე საცხობ ქაღალდს, იმიტომ, რომ ღარები აქვს და პასკის ამოღებაში ხელს უშლის.
არ ინერვიულო და არ იჩქარო, მშვიდად და სიყვარულით მიუდექი ამ საქმე დრო ისე გათვალე, რომ სხვა რამეში ხელი არ შეგეშალოს. და კიდევ ერთი რჩევა - რადგან აქამდე არაფერი გამოგიცხვია, დიდი პორცია არ გამოახცო. 5 კვერცხიანი პორცია პირველ ჯერზე საკმარისი იქნება. შენი არჩეული რეცეპტის ინგრედიენტები გაყავი. თუ რამის კითხვა გინდა, არ მოგერიდოს, დაგეხმარებით tikusha
აბა, შენ იცი! * * * MRlurch
ვაიმე, შენ თუ ამ თემაში პასკის რეცეპტი და გამოცდილების გაზიარება ვერ იპოვე, რა გითხრა, აბა ცოტა დაგვიკონკრეტე - ცხობის გამოცდილება თუ გაქვს, პასკას პირველად თუ აცხობ, კონკრეტულად რა გაინტერესებს და დაგეხმარებით |
Posted by: MRlurch 6 Apr 2015, 14:06 |
nia4u მოკლედ პასკას პირველად ვაცხობ ნამდვილად და დეტალურად თუ მეტყვით რა და როგორ დიდად მადლობელი ვინქები. ამხელა თემაში ძებნა მეზარება კიდე და ან ლინკს თუ მომცემთ სად ვნახო მაგაზეც მადლობას გეტყვით. ცხობას რაც შეეხება დიდი გამოცდილი არ ვარ, ბლინები გამომდის კარგად და მჭადები ეგაა ჩემი ცხობის გამოცდილება . კონკრეტულად რო გითხრათ გემრიელი მინდა რო გამომივიდეს . სტანდარტული ქიშმიშიანი პასკები. |
Posted by: nia4u 6 Apr 2015, 14:29 | ||
აი, ჩემი რეცეპტი. ეს არის ტრადიციული, საფუარზე დამზადებული და სითბოში გასაფუებელი ცომი. არის კიდევ ახლებური, გამრავალფეროვნებული რეცეპტები, სხვადასხვა ტექნიკებით, რომლის ლინკებიც 27-ე გვერდზე მიდევს. გადახედეთ და თუ რამე კითხვა გექნებათ, დაწერეთ MRlurch თუ ბლინის და მჭადის მეტი არაფერი გამოგიცხვია, მაშინ 5 კვერცხიან პორციაზე მეტს ნუ შეეჭიდები, ანუ რომელი რეცეპტიც მოგეწონება, ის ინგრედიენტები გაყავი შესაბამისად ორად ან სამად. ძალიან დიდი ცომი გამოდის, მკლავები დაგაწყდება იმის მოზელვაში, ზელვა კი ძალიან ბევრი უნდა, დამიჯერე |
Posted by: MRlurch 6 Apr 2015, 14:44 |
nia4u რეცეპტისთვის მადლობა მკლავებში კაი ჯანი მაქვს არამგონია გამიჭირდეს . კითხვა მაქვს შემდეგი ჯავზი და ილი პირველად მესმის ნამდვილად და სად შეიძლება რომ ვიყიდო? |
Posted by: nia4u 6 Apr 2015, 14:48 | ||
MRlurch ჯავზი ანუ მუსკატის კაკალი - პატარა კაკლების ფორმის ნაყოფია, სანელებელია და მესუნელე ქალებს აქვთ ბაზარში, ასევე მარკეტებშიც არის-ხოლმე დაფასოებული. უნდა დაფქვა ან სახეხზე გახეხო. ილი ანუ კარდამონი - ასევე სანელებელია და ჰგავს ლიმონის კურკებს,იგივე ადგილებში იყიდება და უნდა დაიფქვას ესეც
მე მაინც პატარა პორციას გირჩევდი, როგორც მოზელვის სიმძიმის, ასევე დროის ფაქტორის გამო |
Posted by: MRlurch 6 Apr 2015, 14:51 |
nia4u გასაგებია. დიდი მადლობა დახმარებისთვის ამ დღეებში ვცდი სავარაუდოდ. |
Posted by: nia4u 6 Apr 2015, 15:42 |
http://videoboom.cc/kak-pokrasit-yayca-s-pomoshchyu-cvetnoy-tkani/ ეს ნახეთ, გოგოებო და ბიჭებო |
Posted by: juli_26 6 Apr 2015, 16:07 |
ხაჭოს პასკაში ალუბლის მაგივრად სხვა რამე არ წავა? არ მაქვს ალუბალი. |
Posted by: nia4u 6 Apr 2015, 17:10 | ||
juli_26
როგორ არ წავა, ნაირ-ნაირი რეცეპტებია, ქიშმიშებით, ცუკატებით, ნიგოზით, შოკოლადით, საზამთროს ან კაკლის მურაბით, ანანასით... თვითონ ხაჭოს მასაც რამდენიმენაირად მზადდება, შემადგენლობაც განსხვავდება და მომზადების წესებიც... 27-ე გვერდზე დევს აქაური კულინარების რამდენიმე რეცეპტი და გადახედე აბა * * * Annabell MRlurch ვინც პასკას პირველად აცხობთ, და დანარჩენებსაც ეს რეცეპტი ნახეთ, ძალიან კარგი ადვილი რეცეპტია, განსაკუთრებით პირველი ჯერისთვის ჩვენი n.j.-ის ახალი რეცეპტი რატატუიზე, ისეთი ადვილი, სულ რომ არ აპირებდე გამოცხობას, თავს გამოგაცხობინებს http://ratatui.me/tag/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90/ |
Posted by: KOMBAT 6 Apr 2015, 18:45 |
ახლა ველოდები ცომის მეორედ აფუებას, არვიცი რატომ მაგრამ ისე ვღელავ რომ არ გამომივიდეს - სიცხემ ამიწია. ღამე დამესიზმრა რომ ღუმელში პასკა შევდგი და ხაჭაპური გამოვიდა მოკლედ გულის ფანცქალით ველი რა გამოვა, პირველად ვაკეთებ * * * უი დამავიწყდა მეკითხა, ქაღალდის ფორმები კი ვიყიდე, მაგრამ ვერ გავთვალე და ცომი უფრო მეტია ჰოდა კონსერვის ქილები არ მაქვს და ჩვეულებრივ ქვაბში არ გამოვა ? მაინცდამაინც ალუმინის ან ემალის უნდა იყოს ? (არც ვიცი ზუსტად რისი ქვაბი მაქვს, ვერ ვერკვევი მე :დდდ) |
Posted by: juli_26 6 Apr 2015, 20:35 |
nia4u მდლობა ყოველთვის ყურადღებიანო KOMBAT მამიდაჩემი პასკას ჩვეულებრივ ფორმებთან ერთად აცხობდა როგორც ბულკებს, უგემრიელესი იყო. |
Posted by: tikusha 6 Apr 2015, 21:22 |
nia4u მე ნჯ-ს გაანხლებული ვარიანტივით ვაპირებ არანაირად ცალკე ოპარას მომზადება არანაირი კვერცხის ცალკე ათქვეფა და ა.შ. ყველა ინგრედიენტს ერთად ჩავყრი და მოვაზელინებ საცხობს ეგაა რომ ნჯ-ს რეცეპტის 5ზე გაყოფა მჭირდება და ცალცალკე ზელა |
Posted by: nia4u 6 Apr 2015, 21:45 | ||||||||||||
KOMBAT
კაი, ნუ ნერვიულობ, არც ხაჭაპურზე ვიტყვით უარს
შეიძლება ალუმინიც იყოს თუ ვერცხლისფერია და ძველებური - ალუმინია, თუ თეთრია - ემალის, მეზობელს კითხე ვინმეს ან ეთხოვე და ნუ ნერვიულობ tikusha
ამ ერთ პორციას აკეთებ მარტო? 3 კვერცხიანს? შენ თვითონ მოზილე, პატარა ცომი გამოვა * * *
აი, ეს - კახური ნიგვზიანი პასკის რეცეპტი შარშან დადო ჩვენმა ანინიამ, წარმომიდგენია რა ძალიან გემრიელი და მაგარი რამე იქნება! და სცადეთ, გოგოებო * * * |
Posted by: KOMBAT 6 Apr 2015, 22:57 |
http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10641128_1583398491907820_189931422946675697_n_zps91cjd94g.jpg.html აააა გამოვიდა გამოვიდაააა ^_^ არმჯერა ! დაახლოებით 4 წელია მინდა და ვერადავერ მოვახერხე,სულ მეშინოდა რომ არ გამომსვლოდა :დ ახალ ლეველზე ავედი ამ პასკებით ^_^ ^_^ მადლობა ყველას რჩევებისთვის |
Posted by: _sofa_ 6 Apr 2015, 23:50 | ||
აქ შემეშალა, ანუ უნდა დამეწერა 1.500....არ არის რეკომენდირებული მოკლება დამატება....მით უმეტეს ამხელა პორციებზე და ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე, როგორიცაა პასკა.....შეიძლება პატარა პორციაზე ჩაატარო ცდა..... კარგია ჩემო მეგობრებო, აქტიურობას აქვს ადგილი ამ აღდგომებზე...აბა რააა, რატომაც არა, რად გვინდა მაღაზიაში ნაყიდი პასკა, სულ სხვაა მოლოდინი, როგორი გამოვა, გამოვა თუ არა....მერე გემო, შენს ნაკეთებს სულ სხვა გემო აქვს.......ხოოდა ამასთან დაკავშირებით მეც დავწერ ჩემი ოჯახის ძირძველ რეცეფტს, ერთ პორციას ყოველთვის ამას ვაკეთებ, ხოლო მეორეს აუცილებლად ახალ, უცხო რეცეფტს ვსინჯავ კი დავწერე წინა გვერდზე...... 1 ლ რძე 20ც კვერცხი 1.200 შაქარი 350გრ კარაქი და 350გრ მარგარინი ან არაჟანი....... 1/2 ჩ.ჭ ზეთი... 200-300გრ ქიშმიში 150გრ საფუარი 1ც ლიმონის ცედრა სუნელები პასკის....... დავაყენებთ საფუარს : 1ჩ.ჭ თბილი რძე+საფუარი+ 1ჩ.ჭ შაქარი+ფქვილი, გავაკეთოთ არაჟნის სისქის და დაველოდოთ ამოფუებას.....ამის შემდეგ..... დავიწყოთ ცომის მოზელვა, ვაკეთებთ გოგლი-მოგლის, ყველა თხევადი მასა თბილ მდგომარეობაში ჩავასხათ ნელ-ნელა+საფუვრიანი მასა და დავიწყოთ ფქვილის შეზელვა, მოვზილოთ ნაზი ცომი მაგრამ უნდა ვზილოთ დიდ ხანს...ანუ რაც უფრო მეტს ვზელთ, მით კარგი გამოდია პასკა.........ცომი ხელზე არ უნდა გვრჩებოდეს მოზელვის დროს..ბოლოს გადავურიოთ ქიშმიში და დავდგათ ამოსაფუებლად, რომ ამოვა, ერთი ჩაზელვა უნდა ჩავზილოთ, შემდეგ ამოსვლაზე ამოვაგუნდავებთ და წინასწარ გაცხიმულ და ქაღალდჩაფენილ ფორმებში ჩავდოთ, გავავსოდ მხოლოდ ფორმის მესამედი( გაითვალისწინეტ რომ პასკა 2/3 იმატებს.....ცომი ცოტა ფორმაშიდაც რომ ამოვა შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ....40წთ შემდეგ ვნახოთ ჩხირით და თუ კიდევ ამოყვა ცომი ჩხირს და პასკა უკვე გადაბრაწული იქნა, დავუწიოთ დაბალზე და გავაჩეროთ კიდევ ცოტა ხანს.....ანუ ვიდრე არ გამოშუშდება კარგად.... პ.ს...მოკლედ ძალიან მიყვარს მძიმე და სველგულიანი პასკა, ამის გამოა რომ ნაირ-ნაირ რეცეფტებს ვტესტავ ასე რომ ვთქვატ, ეხლა უკვე ეს ჩვევაში გადამივიდა და თავს ვერ ვანებებ...ხოოოდა ერტ დასკვნამდე მივედი, დიდად რეცეფტს არ აქვს გავლენა მის სინოტივესტან....გააჩნია რა ტემპერატურაზე გამოაცხობ, ანუ ერთი წყება შევდგი დაბალ ტემპერატურაზე და სადღაც 1სთ-ზე მეტი ცხვებოდა...გამოვიდა ძალიან აფუთფუთებული, უზარმაზარი ნასვრეტებით, მერე ამ რეცეფტს უწერია 40წთ-ში მზად არისო, ხოდა ავუწიე და მეორე წყება ისე შევდგი, ის უკვე მძიმე და დაბლესკნილი გულით იყო, ისეთი როგორიც მიყვარს მე პირადად.........ეს რეცეფტიც თუ გებევროთ გაყავით ორად ან სამად რა ვიცი..... იმათთვის ვინც არ აცხობს სახლში პასკას და უნდა იყიდოს, შარშანაც გამესინჯა მეზობელთან და წელსაც უკვე მივირთვი კიევურის პასკა, ძალიან მომწონს ხალხო და რა ვქნა, ტკბილი, გასაგიჟებელი გულით, სუნელები და ქიშმიში დაუზარლად ყრია შიგნით, მოკლედ თუ დამეჯერება მე გირჩევთ მის ყიდვა-გასინჯვას.....აბა წარმატებები და გემრიელი სააღდგომო ნაკეთობები....... ხვალისთვის ვემზადები, ნ.ჯ-ს პასკა გადავწყვიტე მე-2 რეცეფტად..... |
Posted by: fifqi29 7 Apr 2015, 01:05 |
Gogoebo gamarjobat maqvs boshis axali gazqura.ver davamugame romeli rejimi jobia paskis sacxobad dzalian gtxovt visac gaqvt es gazqura mirchiot romeli rejimi gamoviyeno |
Posted by: fermina 7 Apr 2015, 10:34 | ||
KOMBAT
შენ რა გითხარი, ეს რომ წავიკითხე იმდენი ვიცინე ღამე საწყალი კნუტი შეშინებული გადახტა (ჩემზე იყო მოკალათებული) და სადღაც შეძვრა ანუ შენც პირველად გააკეთე ჰო? და გამოგივიდა... პასკა! მშვენივრად გამოიყურება ფოტოზე, გილოცავ |
Posted by: KOMBAT 7 Apr 2015, 11:00 | ||
fermina
)) მე მკითხე დილას რომ გავიღვიძე გუშინ რა შოკი მქონდა :დდდ მთელი დღე ველოდი რა გამოვიდოდა და დღეს საუზმეზე რომ მივირთვი, ერთერთი ყველაზე გემრიელი კულიჩი გამომივიდა :დდდდდ |
Posted by: fermina 7 Apr 2015, 11:31 |
KOMBAT მან გაზქურაში პასკის ცომი შედგა გამოსაცხობად და ის, რაც მერე მოხდა, ყველას გაგაოცებთ მოკლედ გადაწყდა, მეც ვაცხობ! |
Posted by: jadvari 7 Apr 2015, 12:03 |
მე გამოვაცხვე ნ.ჯ-ის რეცეპტით და ძალიან ძალიან გემრიელი კი გამოვიდა მაგრამ თავები დაისკდა და რისი ბრალია ვერ მივხვდი. |
Posted by: manine2013 7 Apr 2015, 12:37 | ||||
nia4u
ჯავზი და ილი მაქვს ფხვნილის სახით ნაყიდი და 0,5 ჩ/კ ვუყო ჩვეულებრივ? ფხვნილის შემთხვევაში ხომ არ იცვლება პროპორციები? პირველად ვაცხობ და ჩაინიკი კითხვები მაქვს ვიცი ) * * * nia4u
ჯავზი და ილი მაქვს ფხვნილის სახით ნაყიდი და 0,5 ჩ/კ ვუყო ჩვეულებრივ? ფხვნილის შემთხვევაში ხომ არ იცვლება პროპორციები? პირველად ვაცხობ და ჩაინიკი კითხვები მაქვს ვიცი ) |
Posted by: IngaKh 7 Apr 2015, 13:12 |
მე სოფას მსგავსი რეცეპტით ვაცხობ პასკას 42 გვერდზე რომ დადო- 10 კვერცხით, 1,2 კგ შAქრით და 1 ლიტრი რძით. Gარკვეული მიზეზების გამო პასკის ნაწილს ფრუქტოზით ვაცხობ. Fრუქტოზა შაქართან შედარებით 1,5- ჯერ ტკბილია, ამიტომ თუ რეცეპტში 1,5კგ შაქარი წერია ფრუქტოზას 1კგ-ს ვუკეთებ. სიტკბო იგივე რჩება , მოცულობა ნაკლები, ამიტომ, ფქვილს ვაკლებ, დანარჩენ ინგრედიენტებს იგივეს ვტოვებ. |
Posted by: aninia 7 Apr 2015, 14:49 | ||
nia4u
გენაცვალე, როგორი ყურადღებიანი ხარ! სხვათაშორის შარშან არ მქონდა საკმაო რაოდენობის ნიგოზი და მოხალული მიწის თხილი გავატარე ხორსაკეპში. ჩემი ოჯახის ტკბილეულის გამანადგურებლებმა მანამდე გააქრეს, სანამ ბოლო პარტიას გამოვირებდი ქურიდან და თან ყველა მეწუწუნებოდა- ასე ცოტა რატომ გააკეთე, ხო იცი, ყველას ეს რულეტები გვიყვარსო. წელსაც მიწის თხილით მომიწევს "მუშაობა" და თან პორცია უნდა გავასამმაგო, ორმაგი სჭირდებოდათ შარშან, წელს კი ერთი წლით გაეზარდათ მადა და მუცელი რაც შეეხება პასკის სახლში ცხობას, ყველას გირჩევთ - ულამაზესი რიტუალია, განსაკუთრებულ ელფერს სძენს მომავალ უდიდეს დღესასწაულს - ბავშვები "მეხმარებიან," ერთმანეთს არ აცლიან ფორმებს ზეთი მოუსვან, ძირზე ჩასაფენი ქაღალდების ზომა აიღონ, დაჭრან და გამიმზადონ. ვინ ფქვილს მიყრის, ვინ სუნელებს მაწვდის.. ხოდა, არის ერთი ფუსფუსი და დიდი მოლოდნი! იღლები, მაგრამ შედეგი ამად ღირს! ჩემ ერთ მეგობარს ყოველთვის ეშინოდა პასკის ცხობასთან "შეჭიდების". დავაძალე ეცადა. 2 პატარა ჰყავს. თან იმ თანხაში, რაც პასკის ყიდვისას უნდა გადაეხადა, მასალით 2 ჯერ მეტი რაოდენობა გამოუვიდოდა. ხოდა,რომ გამოაცხო, ისეთი კმაყოფილი დარჩა, მას მერე აღარ უყიდია. განსაკუთრებით იმას უსვმდა ხაზს, როგორ მიეხმარნენ ბავშვები და რა ბედნიერები იყვნენ, თავიანთი შრომის შედეგს რომ მიირთმევდნენ. |
Posted by: eka3 7 Apr 2015, 18:02 |
KOMBAT ლამაზი პასკებია, თუ შეგიძლია მითხარი რომელი რეცეპტით გააკეთე და ნოტიო თუ გამოვიდა? |
Posted by: fifqi29 7 Apr 2015, 19:04 | ||
Ver damexmarebit |
Posted by: ninicool 7 Apr 2015, 19:51 | ||
jadvari
სავარაუდოდ, მააღალ ტემპერატურაზე უცებ აიწია დA დაუსკდა თAვები, 180 გრადუსი უნდოდა, ნელი და სტაბილური, |
Posted by: tikusha 7 Apr 2015, 21:23 |
nia4u არა, რა 3 კვერცხიანს ვაკეთებ, 15 კვერცხიანი უნდა მოვამზადო ნჯ-ს რეცეპტით სტანდარტულად უბრალოდ 5 ნაწილად უნდა გავყო და საცხობს მოვაზელინო ოჯახის ქათმის კვერცხები მოვიმარაგე უკვე კაი ყვითელიგამოდის მაგით პასკა |
Posted by: 死海. 7 Apr 2015, 21:55 | ||||
დაწერე რა მოდელია ან რა მდენი ფუნქცია აქვს რისი და რისი... |
Posted by: nia4u 7 Apr 2015, 22:02 | ||||||||||||||||
KOMBAT
გილოცავ! ძალიან კარგები ჩანს! jadvari
ერთი ვარიანტია, რომ ზელვა დააკლდა. თუ იფხვნება კიდეც, ამის ბრალი იქნება... და მეორე, ჩემი გამოცდილებით, ზემოთა წვას თუ თავიდანვე ვურთავდი, თავები უსკდებოდა (ელექტროღუმელში), ამიტომ თავიდან მხოლოდ ქვედა წვაზე ვაცხობ და ბოლო 15-20 წუთი ვრთავ ზედა წვას. მაგრამ მე ისე მომწონს ეგ დახეთქილ-აფუშფუშებული თავები, შაქრის პუდრას რომ მოაყრი...მმმ... manine2013
კი, კი, მთელები რომ გეყიდა, მაინც უნდა დაგეფქვა და რამდენ კვერცხიან პორციას აკეთებ? გემოვნებით უქენი, სუნი თუ მოგწონს, მეტიც რომ უქნა, არაფერი დაშავდება... aninia
გეთანხმები 100%-ით თან მერე, რომ გიქებენ ნახელავს...
tikusha
გმირი ხარ ჩვეულებრივი! * * * _sofa_
სოფა, ეს რომელია? რა კიევური? |
Posted by: matusala__5 7 Apr 2015, 23:22 |
ლიმნის ზეთს და ზაფრანას სად იძენთ დაწერეთ რა გთხოვთ. |
Posted by: fifqi29 8 Apr 2015, 00:52 |
http://www.radikal.ruღუმელის ფუნქციები: მულტიფუნქციური სწრაფი გაცხელება გალღვობა ზედა დიდი გრილი ზედა პატარა გრილი ზედა გრილი+ვენტილაცია კლასიკური ქვედა წვა ქვედა წვა+ვენტილაცია 3D კონვექცია კლასიკური ზედა+ქვედა წვა * * * matusala__5 სავაჭრო ცენტრ პასაჟში იყიდება, ტორტის ბისკვიტები საღაც იყიღება იქ |
Posted by: 死海. 8 Apr 2015, 01:57 | ||
fifqi29 ელექტრო ღუმელია ხო
ამას ვიყენებ ყოველთვის ცხობისთვის. |
Posted by: merciamercia 8 Apr 2015, 01:57 |
ხალხნო, ხომ არ იცით, კარგი პასკები სააღდგომოდ სად შეიძლება ვიყიდო? |
Posted by: tavadze 8 Apr 2015, 02:39 | ||
merciamercia
მე თემქაზე, სუპერმარკეტ "უნივერმაღში" გავსინჯე და მომეწონა. მათივე საცხობის პროდუქცია აქვთ. |
Posted by: )*( 8 Apr 2015, 04:37 |
merciamercia დღეს შევიძინე და გავსინჯეთ "ლიტვური საცხობის" - ეს თუ შეგხვდება, იცოდე რომ მშრალია. "ანტრეს" სააღდგომო შემოთავაზება მახსოვს რომ ძალიან მომეწონა. ასევე, შარშან მეგობართან გავსინჯე "Funny cook" -ის პასკა, თუ არ ვცდები მიცკევიჩის ან საბურთალოს ქუჩის და კუტუზოვის კვეთაზეა, სადღაც მანდაა. უმაგრესი იყო. ხაჭოს პასკასაც აკეთებენ ესენი. თუ დაგაინტერესებს, დეტალებს ვკითხავ ხვალ |
Posted by: matusala__5 8 Apr 2015, 08:35 | ||
fifqi29
გაიხარე მადლობა |
Posted by: n_j 8 Apr 2015, 09:05 |
შემოგირბინეთ ხალხო, ჩემი პირადი დაკვირვებით, თავები რომ არ დაუსკდეს აუცილებლად (!) დააცადეთ ხელახლა ბოლომდე ამოფუება ფორმაში გადატანის შემდეგ. ფორმა ცომმა უნდა გაავსოს თითქმის, ანუ გასამმაგდეს. შემდეგ არავიტარი ზედა წვა, მხოლოდ ქვედა და 170-180 გრადუსი. ნელ-ნელა და ნება-ნება გამოცხვეს. მე შარშან დიდი ზელვით თავი არ გამიგიჟებია, მაგრამ დიდხანს დავტოვე ფორმებში გადატანის შემდეგ, სანამ ბოლომდე არ ამოავსო ცომმა. იდეალური თავები გამოუვიდა. დიდი მადლობა რომ იყენებთ ჩემს რეცეპტს და მოგწონთ, ძალიან მიხარია მრავალ აღდგომას დაესწარით! |
Posted by: matusala__5 8 Apr 2015, 09:42 |
n_j მადლობა რჩევებისთვის.. კარგად რომ ამოფუვდეს რომელ საფუარი გამოვიყენოთ?გამაფხვიერებლის დამატება შეიძლება? |
Posted by: Blur 8 Apr 2015, 10:08 | ||
n_j
სულ არ უნდა ზედა წვა? გუშინ დავიწყე თქვენი რეცეპტით კეთება, დღეს კარგად ამოფუშფუშებული დამხვდა ცომი, გადავზილე და გადავიტანე ფორმებში, 3 ცალი გამოვიდა 540 გრამიანი საშუალოდ, მეტი უნდა გამოსულიყო? |
Posted by: matusala__5 8 Apr 2015, 10:42 |
Blur დღეს უნდა დავიწყო ხვალ რომ გამოვაცხო? ღამე არ ამჟავდება ცომი? |
Posted by: burkina-faso 8 Apr 2015, 11:10 | ||
nia4u ამ რეცეპტში
3.5 კგ-იანი ფქვილის მოსაზელად 1 ლიტრა რძე საკმარისია? თუ მარგარინი რადგან უნდა გავადნოთ და ეგეც სითხედ გადაიქცევა ამიტომ?! მე უფრო ნაკლეი ფქვილზე 1 ლიტრა რძით და ნახ.ლ წყალის დამატებით მომიზელია და კარგი იყო, თან არც მარგარინს ვადნობდი, ძალიან შერბილებულს ვაზელდი, ახლა ვერ ვიხსენებ რძის და წყლის პროპორციებს კარგად |
Posted by: merciamercia 8 Apr 2015, 11:36 | ||||
tavadze
მადლობა, ეგეც მექნება მხედველობაში... )*(
მე მიყვარს ცოტა ,,მძიმე" ცომი რომ არის... Gამიგე რა მისამართი funny cook-ის თუ არ შეწუხდები ბელას პასკები ხომ არ Gაგისინჯავთ ვინმეს? ერთმა მითხრა კარგი პასკა აქვთო. |
Posted by: Blur 8 Apr 2015, 12:01 | ||
matusala__5
დღეს ღამე რომ გააკეთო, მერე მთელი ღამით დაასვენებ და აცდი რომ ამოვიდეს, დილით გადაზილავ და ქიშმიშ/ცუკატებს შეურევ, გადაიტან ფორმებში და ახლა უკვე ფორმებში გადატანილს აცდი ამოსვლას, საღამოსკენ უკვე როცა ფორმას შეავსებს ცომი უკვე გამოაცხობ. არ ამჟავებულა ცომი მშვენივრად იყო ამ დილით რა გამოვა უკვე საღამოს ვნახავ |
Posted by: nia4u 8 Apr 2015, 12:50 | ||
matusala__5
სხვანაირად ვერც მოასწრებ, ან ღამე უნდა გაათენო... არ ამჟავდება, აფუვდება burkina-faso ყველა სველი ინგრედიენტის - კვერცხი, ცხიმი, არაჟანი და ა.შ. სისველე ემატება ერთმანეთს, 500 გრამი მარტო არაჟანია... მაგრამ ფქვილსაც გააჩნია, ყველა ფქვილი თავისებურად ცომდება, ამიტომ ერთბაშად ნუ ჩააყრი მაინც... |
Posted by: matusala__5 8 Apr 2015, 13:33 | ||
Blur nia4u მადლობა ,კიდე კარგი მითხარით...
გასაგებია,წარმატებები შენ ნახელავს : ) საფუარი რომელი მიეცი? |
Posted by: fermina 8 Apr 2015, 13:42 |
მეგობრებო, მიქსერი საწყის ეტაპზე არ გამოიყენება ჰო როგორც მივხვდი, ანუ გოგლი მოგლი და ამოყვანა არ სჭირდება კვერცხს და შაქარს? |
Posted by: Blur 8 Apr 2015, 13:53 | ||
matusala__5
აუ სახელი არ ვიცი, აქ მირჩიეს გოგოებმა პასაჟში ერთი მაღაზია და იქ ვიყიდე ყვითელ პატარა შეკვრებში, თვითონ გამყიდველმა მირჩია ეს ყველაზე კარგია და არ არსებობს პასკა არ გამოგივიდესო |
Posted by: IngaKh 8 Apr 2015, 14:06 | ||
ყველა რეცეპტში მითითებულია რომ გული და ცილა ცალ-ცალკე ითქვიფება. თუ ასე არ მოიქცევით, გოგლიმოგლი მაინც უნდა ამოიყვანოთ, თორემ მგონი პასკას კვერცხის გემო ექნება. |
Posted by: fermina 8 Apr 2015, 14:10 |
ეს არის ნჯ-ს ძველი რეცეპტი როგორც ვხვდები: აი ეს ცომი პირველი მოზელის მერე ღამე მაცივარში რომ გამოტარდეს და მერე გავაგრძელო ჩვეულებრივ, ანუ მაცივარში გამოტარებული კიდევ ერთხელ გადავზილო, ვაცალო აფუება, მერე ფორმებში გავანაწილო, ვაცადო ამოსვლა და გამოვაცხო? სააღდგომო კულიჩი ინგრედიენტები 15 კვერცხი 1,5-2კგ შაქარი 500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50) 500 გრ არაჟანი 3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+) 1ჩ.კ. ვანილი 1 ჩ.კ. მუსკატი 1/2 ჩ.კ მიხაკი(დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად) 1ჩ.კ. დარიჩინი 2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი 2კანიანად გატარებული ლიმონი 500გრ ქიშმიში ფორთოხლის ცუკატები(სასურველია) ცალკე აიღეთ 5-6 ს.კ საფუარი 1 ლ თბილი რძე 1ს.კ. შაქარი მარილი ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან მომზადების წესი ქიშმიში დაალბეთ კონიაკში. თბილი რძის ნახევარში გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება. გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუვრიანი მასა. შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელვას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით. შემდეგ ამატებთ დაახლოებით 3 კგ ფქვილს და კარგად ზელავთ. თუ ცომი ძალიან თხელი გეჩვენებათ, ნელნელა გაზარდეთ ( რომ გააკონტროლოთ) ფქვილის რაოდენობა, ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი. ცომის მოზელვისას ხელები ისველეთ ზეთში. მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 1/3-ზე ან ნახევრამდე და დატოვეთ სანამ ისევ ამოფუვდება. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ. ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს. გაითვალისწინეთ: ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს. დამატებითი ინფორმაცია ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ. * * * IngaKh მადლობა, ყურადღებით არ მქონდა წაკითხული რეცეპტები პირველად ვაკეთებ და ყველა დეტალზე კითხვა მაქვს ამიტომაც. |
Posted by: fifqi29 8 Apr 2015, 19:46 | ||
n_j
ზედა წვა როღის უნდა ჩავრთო? |
Posted by: nia4u 8 Apr 2015, 21:20 | ||||||
fermina
ეგ რეცეპტი გააკეტა მაცივრით ლუტამ, ოღონდ ერთი ცალი პასკის პორცია. აი, ამ გვერდზე უწერია, როგორ გააკეთა. http://forum.ge/?f=82&showtopic=34364881&st=1065 ანუ, წერს, რომ "მაცივარში მედო მთელი ღამე . მეორე დილით ჯერ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე მედო და მერე დავამატე ქიშმიშები"-ო. აი, ესეც ლუტას პოსტია, ოღონდ გვერდი ვეღრ ვიპოვე.
მეორე ვარიანტი დაწერა შარშან BadbadGirl-მა, თუ სწორად მახსოვს - უკვე მთლიანად გამზადებულ-შენელებულ-შეკმაზული ცომი ჩადო ფორმებში და ფორმებით შედო მაცივარში. როცა გაგიხარდება, გამოიღებ, ასე ერთი საათი "გაათბობ" და გამოაცხობ, ანუ მაცივარშივე ამოფუვდება. მაცივრის მეთოდით ვინც აცხობთ, წინასწარ შეეგუეთ, რომ დიდხანს მოგიწევთ აფუების ლოდინი და არ იპანიკიოროთ! რაც მე შარშან თიკუშას პასკებზე ვინერვიულე!... fifqi29
არ ჩართოთ ზედა წვაოო |
Posted by: IngaKh 8 Apr 2015, 22:49 |
მაცივარგამოტარებულ ცომს 10 საათი სჭირდება რომ ამოვიდეს. მე უკვე მოვზილე, ამოფუვდა, ჩავყარე ქიშმიში და შევდგი მაცივარში, რომ გაფუების პროცესი შეჩერდეს. ხვალ დილით ჩავდებ ფორმებში და საღამოს გამოვაცხობ. |
Posted by: tikusha 8 Apr 2015, 22:49 | ||
nia4u
ვაიმე, გახსენებაც არ მინდა წელს მაგიტომ აღარ ვაპირებ მაცივარში გამოტარებას * * * IngaKh ანუ ერთხელ უკვე ამოფუვდა და მერე შედევი მაცივარში/?? მაშინ ბარემ პირდაპირ ფორმებში ჩაგედო არ ჯობდა?? |
Posted by: IngaKh 8 Apr 2015, 23:05 |
კი, ერთხელ ამოფუების შემდეგ შევდგი მაცივარში. Gაუფუებელი ცომის ეგრევე მაცივარში შედგმა სარისკოა. Eგეც შიძლებოდა რომ ფორმებით შემედგა მაცივარში, მაგრამ, ჩემი მაცივარი მშრალი ყინვის არის და თავს მოუხმობდა ცომს. თითოეული ფორმა უნდა შემეფუთა, თAნ დაღLილი ვარ. |
Posted by: tikusha 8 Apr 2015, 23:12 |
IngaKh ჰოოოო, თავს მართლაც მოუხმობდა მეც ეგეთი მაცივარი მაქვს და შარშან რომ შევინახე, პარკებში ჩავდე და თავი მოვუკარი, ოღონდ რა თქმა უნდა ადგილი დავუტოვე ასაფუებელი |
Posted by: ninoma 8 Apr 2015, 23:15 | ||
fermina
4 წელია რაც ამ რეცეპტით ვაცხობ ოღონდ 1/3 პორციას. გამოდის 6ცალი საშუალო ზომის. შარშან მაცივარში გამოვატარე ცომი. საღამოს5-6 საათზე მოვრჩი ცომის მოზელვას, შევდგი მაცივარში ქვედა თაროზე, დილის 9 საათზე ცომი ამოსული იყო. გამოვიღე მაცივრიდან, გავაჩერე ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით, ცომი რომ შერბილებულიყო, შევაზილე ქიშმიშები , კარგად გადავზილე და გავანაწილე ქაღალდ ჩაფენილ ფორმებში. ეს ფორმები დავალაგე ოთახის ტემპერატურაზე და გადავაფარე ჩაის ტილო. 6 საათი მოუნდა ამოფუებას (კიდევ შეიძლებოდა 1 საათით გაჩერება) გადავუსვი კვერცხის გული, შევდგი დაბლიდან მეორე თაროზე 325 გრადუს ფარენჰეიტზე(დაახლოებით 165 გრადუსი ცელსიუსი) სჭირდება 50წთ-1 საათი. მე კმაყოფილი დავრჩი. წელსაც ასე ვაპირებ. კვერცხებს ერტიანად ვთქვეფ შაქართან ერტად. თუ გინდათ ქვაბი არ გააფუჭოთ, კვერცხები შეღებეთ ტეფლონის ქვაბში. არც ზედაპირი გაუმუქდება და გულიც არ დაგწყდებათ. ბოლოს ქვაბს რომ ვრეცხავ, 2-3 ჯერ წამოვადუღებ წყალს რომ კედლებს კარგად მოსცილდეს ენდროს საღებავი და სხვა საჭმელი არ გამიფერადოს |
Posted by: fermina 9 Apr 2015, 00:15 |
ninoma დიდი მადლობა, თუ შეიძლება მაინც ჩაგეკითხებით "ჩაინიკური" კითხვებით. მოკლედ, ვიწყებთ ზელვას, კვერცხებს და შაქარს მიქსერით თქვეფთ თუ ხელის სათქვეფით? სანელებლებს თავიდანვე უკეთებთ ალბათ ჰო? და ქიშმიშს უმატებთ მაცივრიდან გამოღების მერე. საბოლოოდ, ასე გავიგე, რომ მაცივარში ფუვდება ცომი ერთხელ, და მეორედ უკვე ფორმებში, ანუ მაცივრიდან გამოღებულს დიდხანს გაჩერება და გადაზელვა არ უნდა? მხოლოდ ერთი საათი ყოფნის? მაცივარში იმავე ჯამით დებთ, რაზეც მოზილეთ? თუ ცელოფანში ჯობს, როგორც tikusha აკეთებს? |
Posted by: eka3 9 Apr 2015, 00:26 |
გამარჯობა გოგოებო, წელს პირველად ვაპირებ პასკის გამოცხობას და ყველაზე მეტად მინდა ნოტიო გამოვიდეს (არა მშრალი), იქნებ მირჩიოთ რომელი რეცეპტით გამომივა ყველაზე კარგი, რომელიც გამოცდილი გაქვთ. მადლობა წინასწარ. |
Posted by: )*( 9 Apr 2015, 00:33 |
აუ, ყოჩაღ თქვენ ! ვკითხულობ და შანსი არაა მე ამას ვერ გამოვაცხობ ვერასოდეს. რამდენი შრომა უნდა |
Posted by: n_j 9 Apr 2015, 01:08 |
Blur ზედა წვა ძირითადად არის მოსაბრაწად და ცხობის რეჟიმში თითქმის არასოდესაა საჭირო, რაიმე კონკრეტული რეცეპტი თუ არაა. ბოლოს შეგიძლია ჩართო, უკვე გამომცხვარი რომაა, ისიც თუ ზედაპირის მობრაწულობის ხარისხი არ გაკმაყოფილებს. ისე საჭირო არ არის. matusala__5 გამაფხვიერებელი არასდროს დამიმატების, მხოლოდ მშრალი საფუარიტ მიცდია. ჩვეულებრივი თურქული რომ იყიდება წითელ-ლურჯი შეფუთვით, 1 ლარის ფარგლებში ღირდა ხოლმე მახსოვს. burkina-faso კვერცხებს არ თვლი? ზოგჯერ მეტი ფქვილიც კი სჭირდება, გააჩნია ხოლმე კვერცხის ზომასაც და ფქვილსაც |
Posted by: burkina-faso 9 Apr 2015, 01:36 | ||
nia4u მადლობა... ჩემს პასკას აქვს გატარებული 2 პატარა, ძალიან გემრიელი ლიმონი და ერთი ფორთოხალი, არ აქვს მიხაკ-დარიჩინი (ეს უკანასნელი არ მიყვარს, მიხაკს რაც შეეხება, უმაგისოდაც კარგი ფერის გამოდის), იმედია ძველებურად კარგი გამომივა, თან რაც განსაკუთრებით მომწონს ხოლმე ისაა, რომ "დაძველებასთან" ერთად უკეთესი ხდება * * * n_j
კი, გაკეთება რომ დავიწყე, მივხვდი, რომ სისულელე ვიკითხე თან გონება გამინათდა (მეხსიერების ჩავარდნები მაქვს ) და გამახსენდა, რომ სულ პირველად, როცა წყალიც დავუმატე, პასკა ჩავარდა |
Posted by: ninoma 9 Apr 2015, 02:38 | ||||
fermina
ვთქვეფ კვერცხებს მიქსერით 2-3 წუთი, მერე ვამატებ შაქრის ფხვნილს ვაგრძელებ თქვეფას სანამ არ ამოვა კარგად და თიტქმის არ გატეთრდება. სანელებლებს, როგორც რეცეპტშია, ცომის მოზელვის დროს ვამატებ. ქიშმიშს მაცივრიდან გამოღების შემდეგ. ცომს ვდებ მოზრდილ ჯამში(უფრო მოზრდილში, ვიდრე მოზელვის დროს გამოვიყენე), ჯამს ცელოფანში და კარგად ვუკრავ თავს რომ ჰაერმა ზედაპირი არ გამოაშროს. დილით ცომს ვიღებ მაცივრიდან, ვაჩერებ 1 საათი რომ ცომი მორბილდეს. ცივი ცომი მაგარია და გაჭირდება ქიშმიშის შერევა. ზეთიან ზედაპირზე ცომს ვაზელ ქიშმიშს, კარგად გადავზელ რომ ქიშმიში თითქმის თანაბრად გადანაწილდეს. ამის მერე ცომს ვდებ ფორმაში ისე, რომ მისი 1/3 ი შეავსოს. * * *
თუ რამე დავწერე გაუგებრად არ მოგერიდოთ, მკითხეთ. |
Posted by: fermina 9 Apr 2015, 09:12 |
ninoma ყველაფერი გასაგებად გიწერია, დიდი მადლობა |
Posted by: tikusha 9 Apr 2015, 10:13 |
წელს კონსერვის ქილებს კალკა მინდა ჩავუფინე გვერდებზე რომ გადმოღების დროს ქილის თავებმა არ დასეროს (მისერავს ხოლმე უმნიშვნელოდ) და ეს კალკა ზეთით რომ გავპოხო ხომ ივარგებს?არასოდეს მიხმარია ზეთი ყოველთვის კარაქვს ვიყენებდი და კიდევ, კალკა ვისაც ჩაგიფენიათ, ცხობის დროს ხომ არ იწვება ეს კალკა? ნჯ-ს რეცეპტის მეხუთედს უკვე ვაზელინებ საცხობს წელს მაცივარში აღარ გამოვატარებ, პირველ ამოსვლას საცხობში ამოვიყვან და მერე გადავიტან პირდაპირ ფორმებში |
Posted by: IngaKh 9 Apr 2015, 10:20 |
Kონსერვის ქილებს გამოშვერილი ნაწილი პლაცკაპლუცკით ჩაუჭყლიტე, ისე რომ დიდი ძლდატანება არ დაგჭირდება. Mეც მაგათ ვიყენებ. Kალკა არ დაიწვება თუ გახურებულ სპირალს არ მიედო. |
Posted by: ტატა 9 Apr 2015, 10:26 |
გოგოებო, თეთრი მინანქრის რეცეპტი სად მოვიძიო? |
Posted by: fermina 9 Apr 2015, 10:30 | ||
ტატა
მე გამიკეთებია ასე - შაქრის პუდრას (რასაც ქვია პუდრა, ფქვილივით) ვუმატებთ ლიმონის წვენს და კოვზით კარგად ვურევთ, მანამ სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება და ვიღებთ სასურველ კონსისტენციას. მაგრამ დარწმუნებული ვარ უკეთესი რეცეპტებიც ექნებათ აქ, მეც მაინტერესებს. |
Posted by: ტატა 9 Apr 2015, 10:51 |
fermina მადლობა) როგორი გემო აქვს? მომჟავო ხომ არ გამოდის? კვერცხის ცილითაც კეთდება როგორც ვიცი,მაგრამ დოზები არ ვიციდა პოცედურა, იქნებ დამეხმაროთ |
Posted by: jadvari 9 Apr 2015, 11:34 |
ტატა ძალიან კარგად ათქვეფილ ერთი კვერცხის ცილას შეურიე ერთი ჭიქა კარგად სავსე შაქრის პუდრა (ცოტა მეტიც შეიძლება). და ძალიან კარგად ათქვიფე. სურვილის მიხედვით შეგიძლია დაამატო ვანილი |
Posted by: fermina 9 Apr 2015, 12:07 |
ტატა ლიმნის არომატი აქვს თავისთავად, მჟავეს ვერ დავარქმევდი, ანუ გააჩნია თუ რასაც აცხობ, იმას ლიმონი მოუხდებოდა, მაშინ ღირს ასე გაკეთება. |
Posted by: tikusha 9 Apr 2015, 12:25 |
IngaKh კი მაქვს ჩაჭყლეტილი, მაგრამ მაინც არ არის იდეალური და გადმოღების დროს პრიალა გვერდები არ აქვს ზეთით გავპოხე კალკა და ჩავუფინე, იმედია არ მიიკრავს ტატა 1 კვერცხის ცილა 1 ჭიქა შაქრის პუდრასთან ერთად ათქვფე, თუ კიდევ სქელი გენდომება ცოტა დაუმატებ შაქარს უი დაუწერიათ უკვე |
Posted by: _sofa_ 9 Apr 2015, 12:29 |
nia4u nia4u ვაიმე კიევური საიდან მოვიტანე......ლიტვურ პურს აქვს გამოსჰვებული თავისი პასკა, ანუ პასკა ლიტვური....რა კარგია რომ შენიშნე...... ნ.ჯ. პასკა დავაცხვე და ისეთი კარგი გამოვიდა, მე რომ მიყვარს, მძმიმე,ნოტიო გულით....მხოლოდ ფორმებში ბოლომდე ამოსვლა ამოფუშფუშება.....სცადეთ ნ.ჯ. ძველი არაჟნიანი რეცეფტი..... |
Posted by: IngaKh 9 Apr 2015, 12:42 | ||
Vერა, იდეალურად ვერ გაასწორებ. აი კალკა რომ ჩაუფინე გვერდებზე ეგ დაიცავს ნაკაწრებისგან პასკას. Mეც ზეთს ვუსმევ ხოლმე. ჩემი ფრუქტოზიანები გამოცხვა უკვე, ძალიან კარგებია. ახლა ჩვეულებრივი შაქრიანები მიდევს. ამ დილით ოოდნავ შემთბარ ღუმელში შევდგი ასაფუებლად და სწრაფად წავიდა პროცესი. |
Posted by: manine2013 9 Apr 2015, 13:08 |
გამოვაცხე პასკა თამარ კიკაბიძის რეცეპტით პირველად, უგემრიელესი გამოვიდა, ნოტიო, მძიმე. ძალიან ძნელი მეგონა პასკის ცხობა მაგრამ ვცდებოდი |
Posted by: fermina 9 Apr 2015, 14:39 |
მაცივარში გამოვატარო თუ არ გამოვატარო - საკითხავი აი ეს არის |
Posted by: n_o 9 Apr 2015, 16:41 |
ვაცხობ პასკას, ვნახოთ რა გამოვა |
Posted by: matusala__5 9 Apr 2015, 17:15 | ||
n_o რა საყვარლად იმზირება : )მაცივარში გედო თუ უმაცივროდ გააკეთეთ????? ზუსტად მაგ ზომის საცხობი ქაღალდები მაქვს და დაწერეთ მერე რა დრო დაჭირდება ცხობას( თუ არ დაგეზარებათ.) აგიკალით კითხვებით მაგრამ პირველად ვაკეთებ,ღუმელში არასდროს არ გამომიცხვია პასკა,ბისკვიტი და მსგავსი პროდუქტი,მგონი შერეული წვა აქვს ნაწილი გაზზე ნაწილი დენზე,არ ვიცი როგორ დავაყენო ოპტიმალური პირობები რომ ქონდეს ცხობის დროს.რა სიმაღლეზე უნდა შევაწყო(გრადუსი ვიცი საშუალოდ 180 იო.)
თუ არ გეჩქარება გამოცხობა მგონი ჯობს მაცივარში გამოტარება...ნელა ამოდის მაგრამ როგორც გამოცდილები ამბობენ ბევრად გემრიელი გამოდისო. |
Posted by: fermina 9 Apr 2015, 17:21 | ||
არ მეჩქარება და გამოვატარებ, რას ვკარგავ. ერთი ეს მაინტერესებს, ნჯ-ს რეცეპტით ვისაც გაგიკეთებიათ, 15 კვერცხი+500გრამი კარაქი + 500 გრამი არაჟანი - ცხიმის ეს რაოდენობა ძალიან ბევრი ხომ არ არის? ხომ არ ჩააგდებს? თორემ მძიმე და სველი მიყვარს პირიქით. |
Posted by: _sofa_ 9 Apr 2015, 17:34 |
fermina არ არის ბევრი ნამდვილად, მე დავაცხვე გუშინ....მოკლედ საბოლოო ჯამში ცომი გამოვიდა 11კილო.... დიდ ფირმებშI ჩავდე 800გრ დ. პატარებშI 500.... ბლომად გამოვიდა ნამდვილად... მაცივარში ა. ჩAმიდვია. ეხლა ისეთი სუცივე იყო გათბობის გარეშე რომელი ოღახიც მაქვს იქ მედი... ღამით მოზილე გვიან დ. მეორე დღეს დააცხვე... ჯე იმიტიმ რომ დღუსით ჯობს საღ გონებაზე ცხობა პასკის....და მერე კარგად ამოდის ნელ-ნეკა....მე შემთხვევით ნახევარი ლიტრი რძე დამემატა დ. შესავანისად ფქვილიც დავამატე, მაგრამ მაინც უნაკლო პასკა გამოვიდა....ოასუხისმგებელუ ვარ ნ.ჯ ძველ რეცეფტზე....და კიდევ უკვე ფორმებში სულ ბოლომდე ნუ ამოაფუებთ, ანუ დაიტოვეთ ადგილი ვიდრე აივსება დ. ისე შედგით ღუმეკში....ცხობით 1საათზე მეტი ცხვება...საშუალო ტემპერატურა უნდა. ტორტზე მაღალი დ. ხაჭAპურზე დაბალი. თავი რომ მოუწითლდება უკვე მზადაა.... ჩხირით შეამოწმეთ მზაობა.... |
Posted by: fermina 9 Apr 2015, 18:00 |
_sofa_ მადლობა, მგონი ფორმები არ მეყოფა შენ ეს მთელი პორცია გააკეთე ანუ 15 კვერცხიანი? მეც ბლომად მინდა იდეაში, ორ ოჯახზე უნდა გავანაწილო, პლუს თითო ცალი პატარები მაინც მოსაკითხად. 4ცალი 800 გრამიანი ქაღალდის ფორმა მაქვს, 6 ცალი 500-იანი და კიდევ 200-იანები მგონი ასე 5-6 ცალი. |
Posted by: matusala__5 9 Apr 2015, 18:05 |
_sofa_ 11 კილო საკმაოდ ბევრი გამოსულა.. რძე და ფქვილი რამდენი მიეცი საერთო ჯამში ? |
Posted by: _sofa_ 9 Apr 2015, 18:11 |
ანუ რძე გამივიდა 1.5ლ დაცფქვილი არ ამიწონია, ალბად 4კგ ან ცოტა მეტი.... * * * fermina კი მთლიანი პორცია გავაკეთე....პატარა ალუმინის ქვაბებიც დაიხმარე....ტელეფონიდან ვწერ გიგიებო და შეცდომები მაპატიეთ....სხვანაირად ვერ ვკრიბავ ამ შეჩვენებულიდან.... |
Posted by: BadbadGirl 9 Apr 2015, 18:26 |
მინდა პასკის გამოცხობა, მაგრამ არ მაქვს ნერვები რომ დიდი რეცეპტებიდან 2 პასკის საკმარისი ინგრიდიენტები გამოვითვალო. ვინმეს თუ გეგულებათ რეცეპტი, რომელიც 2 საშუალო პსკას აცხობს, ძალიან დამავალებს თუ გამიზიარებს . წინასწარ მადლობა. |
Posted by: matusala__5 9 Apr 2015, 18:43 |
BadbadGirl არ ვიცი რამდენად გამოგადგება(ყველა სხ/სხ ნაირად აკეთებს) მაგრამ აქ წერია ბოლოში ერთი ცალის მომზადება(2ზე გადამრავლება ადვილია) http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398 |
Posted by: n_o 9 Apr 2015, 19:04 | ||
matusala__5 უმაცივროდ გავაკეთე, 350 გრამიანი ფორმებია 170 გრადუსზე ვაცხე 1 საათამდე (ქვედა წვა მხოლოდ), თავი რომ ოდნავ შეუფერადდა გამოვრთე
შუაში შედგი |
Posted by: tikusha 9 Apr 2015, 19:19 |
ჩემები ნახევარ სთში გამოცხვა ძალიან გამიკვირდა ვერ მვიხვდი რატომ? |
Posted by: n_o 9 Apr 2015, 19:32 |
tikusha მე თავი დავიზღვიე, ამიტომ ვაცხე დიდხანს და დაბალ ცეცხლზე, თან ჩემი ცომი არაჟნიანი ცომია და გახმობის არ შემეშინდა |
Posted by: fermina 9 Apr 2015, 21:05 |
სუნელები თავიდანვე სჯობს რომ ვუქნა თუ უკვე ქიშმიშს რომ დავუმატებ, მერე? ზოგან წერია, თბილი რძე დაასხი და უფრო არომატ გამოსცემს სუნელებიო... თქვენ პირდაპირ ჩაყარეთ თუ ? |
Posted by: tikusha 9 Apr 2015, 21:48 |
fermina მე პირდაპირ ვყრი n_o ჩემიც არაჟნიანია, მაგრამ ძალიან მალე შეუფერადდა თავი და შემეშინდა კიდევ კარგი რომ გამოვიღე ქვედა ძირი დაწვას იწყებდა მე 180ზე ვაცხვე აუ ახლა ჩავაწყე ფორმებში ბოლო 2 პარტია ეგროდის ამოვა, მომიწევ ღამე ცხობა |
Posted by: IngaKh 9 Apr 2015, 22:55 | ||
თავიდანვე უნდა შეაზილოთ. Mე სანამ კვერცხებს ვთქვეფ მანამ თბილ რძეში ვყრი სანელებლებს. |
Posted by: KOMBAT 9 Apr 2015, 23:04 | ||
fermina
თავიდანვე დავუმატე მე, ქიშმიშამდე. და საერთოდ ჯობს 1 ღამით არაყში ან კონიაკში რომ დააყენო, მგონი უფრო სურნელოვანი გამოდის პასკა და სახლშიც იიიიისეთი სუნებია მმმმ |
Posted by: fermina 10 Apr 2015, 01:42 |
ცომი ცოტა წებოვანი არ უნდა იყოს? ხელს საერთოდ არ უნდა ეწებებოდეს? |
Posted by: tikusha 10 Apr 2015, 01:54 |
fermina კი მიეწებება |
Posted by: fermina 10 Apr 2015, 02:12 |
tikusha მადლობა, ესე იგი ყველაფერი წესრიგშია |
Posted by: annak 10 Apr 2015, 11:20 |
ისე დავინტერესდი როგორი გამოდის მაცივარში გამოტარებით ვფიქრობ ხომ არ გამოვაცხო ცოტა, სასინჯად. |
Posted by: matusala__5 10 Apr 2015, 12:45 |
რეცეპტის ავტორიდან დაწყებული უღრმესი მადლობა ყველას !... ბლომად გამოვიდა (ნახევარი უკვე დავარიგე )დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა... ერთი ეგაა თეთრი ქიშმიში მივეცი და თითქმის არ ეტყობა,სამაგიეროდ ბლომად ცუკატებმა დაამშვენა (მეშინოდა არ დააგდოსთქო ,მაგრამ მშვენივრად გამოცხვა) |
Posted by: tikusha 10 Apr 2015, 12:58 |
მშვენიერი კულიჩები დავაცხვე მოწონება უკვე დაიმსახურა ახლა დღეს ნჯ-ის რეცეპტის მეხუთედის მომზადებას ვაპირებ ოღონდ ამჯერად მაცივარში გამოტარებით ჰო მინდა ავღნიშნო რომ ერთადერთი კვერცხები ავთქვიფე შაქართან ერთად ოდნავ ორთქლზე შემთბარი, რადგან ოჯახის ქათმის კვერცხი გამოვიყენე და სუნი აქვს თუ არ თქვიფე სხვა მხრივ არანაირი ოპარის ცალკე მომზადება და ა.შ. რძეში ჩავადნე კარაქი და ჩავყარე მერე ყველაფერი და კარაქი გამოვიყენე კიდევ მეტი, ნჯ ს უწერია 500 გრ, მე 700 გამოვიყენე უფრო არ დაიფშვნება და 500 გრ ქიშმიშს დავუმატე 200 გრ ცუკატები |
Posted by: annak 10 Apr 2015, 13:03 | ||
tikusha
ზუსტად რას რანმდენს უშვები დამიწერე რა მაინც მე პირველად ვაპირებ გაკეთებას მისი რეცეპტით |
Posted by: fermina 10 Apr 2015, 13:18 |
ჩემები უკვე ფორმებში ფუვდება. ნჯ- რეცეპტია 15 კვერცხით. ცომი მშვენივრად გამოიყურება. ცუკატები კი მქონდა სახლში, მაგრამ რატომღაც არ გავუკეთე, სადა უფორ მომწონს, ქიშმიშიანი. ეს თუ კარგი გამოვა საბოლოოდ, შეიძლება კიდევ მესამედი პორცია გავაკეთო. ერთი "იაღლიში" მომივიდა ოღონდ, ცომი ღამე იმხელაზე ამოვიდა, რომ ჯამს სახურავიც ახადა, პლედიც მოთხვარა, მერე გადმოვიდა სკამზე, სკამიდან იატაკზე და გარბოდა სადღაც, ძლივბს მივუსწარი |
Posted by: ვივიანა 10 Apr 2015, 13:35 |
ხაჭოს პასკის რეცეპტი ხომ არ მოგეპოვებაათ ? |
Posted by: nia4u 10 Apr 2015, 13:45 |
ვივიანა 27-ე გვერდზე დევს რამდენიმე ლინკი გოგოებო, ყველანი ყოჩაღები ხართ! |
Posted by: BadbadGirl 10 Apr 2015, 15:45 | ||
დიდი მადლობა ნამდვილად გამომადგება. |
Posted by: Yin&Yang 10 Apr 2015, 16:36 |
გოგოებო, ნ.ჯ -ს რეცეპტრი მეხუთედით მოვზილე ახლა ცომი ( 3 კვეცრხი, 700 გ ფქვილი და ასე შემდეგ), ოთახში მიდევს, თხელი პლედი აფარია. მართალია ჯერ 1 საათი გავიდა, მაგრამ საერთოდ ძვრა არ აქვს ჯერ და ნორმალურია ნეტავ ? მაცივარში ვაპირებ შედგმას, მაგრამ ჯერ ცოტა ამოსვლა დაიწყოსთქო ველოდები. |
Posted by: fermina 10 Apr 2015, 17:37 |
Yin&Yang ერთ საათში დიდს არაფერ აკეთებს, მე ღამე დავტოვე და გადმოვიდა მთელს ოთახში ლამის მგონი შაქარი მოვაკელი, არ დააკლოთ, 2 კილო წერია მგონი რეცეპტში და მთლიანათ უყავით, მე ცოტა დავაკელი და ახლა რომ გავსინჯე, არ მეტკბილა. თუმცა ახალგამომცხვარზე რას გაიგებ, გემო ჯერ არ აქვს დამჯდარი, თბილი გავჭერით და ცოტა უშაქრო მომეჩვენა და ფუმფულა (უფრო სველს ველოდებოდი). http://www.radikal.ru ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესს ველოდი. არა უშავს, მომავალ წელს დავხვეწ, ვიცი რაც უნდა შევცვალო * * * ეს რაღაც მაიმუნობებით, ბავშვებს მოსწონთ. http://www.radikal.ru |
Posted by: KOMBAT 10 Apr 2015, 17:43 |
ცომი მთელი ღამით რომ დავტიოვო ფორმაში და დილას გამოვაცხო, ჰომ არ დაშავდება ? |
Posted by: ტატა 10 Apr 2015, 18:05 | ||
ანუ ოპარის გარეშე როგორ? დაწერე რა თუ არ გეზარება წელს კი მოვზილე უკვე,მაგრამ ისე ვიტანჯები ამ საფუარის გახსნით, რომ მომავალი წლისთვის გავითვალისწინებდი ისე, მაცივარში ცომის გამოტარებასთან დაკავშირებით: შარშანწინ ,ამ თემის გავლინით ვცადე და ცომის ნაწილი მაცივარში გამოვატარე, როგორც მახსოვს გემოს თვალსაზრისით არ იყო განსხვავება, უბრალოდ ზედაპირი ქონდა ბევრად ერთგვაროვანი და სლიკინა. ამიტომ აღარ ვიკლავ თავს |
Posted by: BadbadGirl 10 Apr 2015, 18:18 |
KOMBAT არ დაშავდება ნამდვილად. ოღონდ მესამედზე ჩადე რომ ამოსასვლელი ადგილი ქონდეს და ღამის განმავლობაში არ გადამოვიდეს ფორმიდან ტატა გემოს გამო არ უნდა გამოატარო მაცივარში, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი განსხვავება არაა (მე ვერ ვგრძნობ) მაცივარში გამოტარება ხდება "კუჭის" გამო. დროჟის ფერმენტაცია ხდება ნელა და შედარებით სასარგებლოა მისაღებად. მე ამაღამ ჩავაწყობ ფორმებში და შევდებ მაცივარში. ნელ ნელა ამოვა და დილას კი გამვაცხობ მერე. |
Posted by: KOMBAT 10 Apr 2015, 18:20 |
BadbadGirl იუჰუუუ მადლობა, ანუ ყველაფერს ვასწრებ ^_^ |
Posted by: Yin&Yang 10 Apr 2015, 19:01 | ||||
fermina
ხო, ცოტა გვიან დაიწყო ამოსვლა და შევდგი მაცივარში დილამდე.
საკმარისად სველი რომ არ გამოვიდა მაგას გულისხმობ ? რა უნდა დახვეწო გვასწავლე ჩვენც აბა |
Posted by: matusala__5 10 Apr 2015, 19:20 | ||
უი არადა პირიქით 2 კგ მივეცი და ჩემთვის ძალიან ტკბილია, მეორედ თუ ამ რეცეპტით გავაკეთებ 1,500 გრ-ზე მეტს არ მივცემთქო... |
Posted by: tikusha 10 Apr 2015, 19:38 |
მე 1.5 კგ ს ვაძლევ და საკმარისად ტკბილია ტატა როგორ და რძეში ჩავადნე კარაქი, თბილს დავასხი კვერცხი (კვერცხს შაქართან ერთად ორთლზე ვათბობ და ვთქვეფ), ფქვილი, ლიმონი, სანელებლები და ერთიანად მოვზილე მე ვაპირებდი მეხუთედი პორციის მაცივარში გამოტარებას, მაგრამ მეზარება, ჩავაწყვე ახლა ფორმებში და რომ ამოვა გამოვაცხობ |
Posted by: ninoma 10 Apr 2015, 19:45 | ||
KOMBAT
მაშინ მაცივარში უნდა შედგა თავზე ცელოფანგადაფარებული, თორემ გადმოგივა ფორმიდან. |
Posted by: tikusha 10 Apr 2015, 19:45 |
annak 3 კვერცხი 200 მლ რძე 2 ს/კ კანიანად გატარებული ლიმონი (მე ბლენდერში ვაბლენდერებ) 1 ჩ/კ სანელებლები 100 გრ კარაქი (მე 140 ვუყავი) 100 გრ არაჟანი 300 გრ შაქარი 1 ს/კ მშრალი საფუარი ცოტა მარილი ფქვილი 650-700 გააჩნია როგორ მოითხოვს აქიდან ერთადერთი კვერცხს ვთქვეფ შემთბარს შაქართან ერთად, ოყახის ქათმის კვერცხს ვიყენებ და სუნი აქვს თავისებური სხვა არაფერი წინასწარ ოპარას არ ვაზადებ რძეში რომ კარაქს ჩავადნობ, თბილს ვამატებ კვერცხს და დანარჩენ იგრედიენტებს და იზილება მერე |
Posted by: ტატა 10 Apr 2015, 20:13 |
tikusha საფუარს როგორი ფორმით უშვები, ეგ მაინტერესებს |
Posted by: annak 10 Apr 2015, 20:32 |
tikusha მადლობა ................. |
Posted by: ვივიანა 10 Apr 2015, 20:46 |
nia4u გაიხარე დიდი მადლობა ახლა ვიწყებ გაკეთებას ხაჭოს პასკის და თუ კაი გამოვა სურათსაც დავდებ |
Posted by: KOMBAT 10 Apr 2015, 23:23 |
ninoma 1/3-ზე გავავსე მხოლოდ. მაცივარში მეშინია ვინერვიულებ :დ ჰოდა ახლა ჩავალაგე ფორმებში და დილას 5-6ზე ავდგები მივაქცევ ყურადღებას :დდ კიდე ერთი კითხვაც: წინაზე ლიმონი+პუდრას პამადკა გავუკეთე და ახლა მინდა ცილა+პუდრა, ჰოდა ეგ როგორ უნდა გავაკეთო - ავთქვიფო ცილა დავამატო პუდრა და გამომცხვარს წავუსვა თუ სანამ ღუმელში შევდგამ ? |
Posted by: fermina 10 Apr 2015, 23:38 | ||
Yin&Yang
შაქარზე უკვე ვთქვი, ზოგადად არ მიყვარს ტკბილი, მაგრამ პასკა მიყვარს უფრო ტკბილი და დახუნძლული არომატებით, ჩემი აზრით, ცოტა სუნელებიც მოაკლდა, მთლიანად არ ჩავყარე რაც ნაყიდი მქონდა. არაჟანი 500 გრამი ეწერა და მე 350 მქონდა, შეიძლება ამასაც კი მნიშვნელობა ჰქონდა. და კიდევ, მგონი საფუარი ვუქენი ცოტა მეტი, მეჩვენება, რომ გემო დაჰკრავს საფუარის და თან გამოაშრო, ნაკლები რომ მექნა, უფრო სველი იქნებოდა. მოკლედ შემდეგში უფრო გავაკონტროლებ ცხობის პროცესს, ახლა ორნი ვაკეთებდით და ჰო იცით, სამზარეულოში ორი ქალი და "არა ისე ჯობია, არა ასე" |
Posted by: BadbadGirl 11 Apr 2015, 00:47 |
KOMBAT მეც ახლა ჩავალაგე ფორმებში (ქვაბებში, იმიტომ რომ სხვა ფორმები არ მაქვს ) და შევუძახე მაცივარში დილისთვის დამხვდება აფუბული და ჩემი შვილი რომ დასჭექავს მე-მეო კი დავიწყებ მერე ცხობას, ასე 5-6 საათისკენ. |
Posted by: tikusha 11 Apr 2015, 02:21 |
ტატა საფუარს პირდაპირ ვყრი |
Posted by: gvancunci 11 Apr 2015, 02:22 |
გამარჯობაა, ქაღალდის ფორმას ნასვრეტები აქვს და რამის ჩაფენა ან ცხიმის წასმა სჭირდება? არ დამცინოთ რაა პირველად ვაცხობ პასკას |
Posted by: tikusha 11 Apr 2015, 02:24 |
KOMBAT გამომცხვარ პასკას უნდა წაუსვა ეგ თეთრი მინანქარი |
Posted by: )*( 11 Apr 2015, 02:44 |
merciamercia შეიძინე პასკები? შესაფერის დროს გპასუხობ ვიცი ( დღეს ძლივს "დავიჭირე" ინფორმატორი)... https://www.facebook.com/JansagiSakvebi?fref=nf ესაა იმ საცხობის გვერდი |
Posted by: rtuli 11 Apr 2015, 03:17 |
როგორ ხართ? თემები ახალი იხსნება+ახალი უზერები გვემატება,ძალიან კარგია! წარმატებები ყველას მეც გამოვაცხე კულიჩები http://pix.ge/ ესეც ჭრილში http://pix.ge/ |
Posted by: BadbadGirl 11 Apr 2015, 05:09 |
rtuli სუპერ! მოწოდების სიმაღლეზე ხარ როგორც ყოველთვის := |
Posted by: KOMBAT 11 Apr 2015, 10:12 | ||
BadbadGirl
არ ჩავდე მაინც მაცივარში :დ გუშინ სადღაც 1ზე ჩავზილე კიდევ. გავიღვიძე 6ზე, ცოტა აკლდა ბოლომდე ამოფუებას, დავმშვიდდი დავიძინე, ავდექი 9ზე, ჩამოვედი სამზარეულოში და ასეთები დამხვნენ <3 http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10418968_1584948728419463_6920790627472416673_n_zpsnkfaxxie.jpg.html დაახლოებით 1 საათში მზა სურათებსაც დაგიდებთ ^_^ gvancunci არუნდა არაფრის წასმა-ჩალაგება : ) tikusha მადლობა ^_^ |
Posted by: BadbadGirl 11 Apr 2015, 10:53 |
KOMBAT ძალიან კარგად გამოიყურებიან! |
Posted by: eka3 11 Apr 2015, 12:38 |
rtuli არაჩვეულებრივია, ძალიან ლამაზია, თუ შეიძლება რეცეპტი რომ მითხრა,. ყვითელი ფერი ალბათ შაფრანის დამსახურებაა, წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრჭყინვალე დღესასწაულს! |
Posted by: KiCii 11 Apr 2015, 12:46 |
წელს პირველად ვიყენებ პასკის ქაღალდის ფორმებს და მაინტერესებს ცხიმის წასმა უნდა ამ ფორმებს თუ პირდაპირ ცომი უნდა ჩავდო შიგნით ? |
Posted by: KOMBAT 11 Apr 2015, 12:59 |
BadbadGirl ^_^ მადლობა და აგერ გამომცხვარი^_^ სულ 10 ცალია და არ დაეტია სურათში :დ http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10394472_1584982825082720_3972854784574401288_n_zpslwozgv7u.jpg.html |
Posted by: Yin&Yang 11 Apr 2015, 14:00 |
ნ.ჯ.-ს რეცეპტის ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ. გემრიელი და სველი გამოვიდა. სუნელები ცოტა ბევრი მომივიდა, თავიდან ცომს ცოტა სიმწარე მისცა, მაგრამ გამომცხვარი მართლა კარგია. |
Posted by: fermina 11 Apr 2015, 14:28 |
დღეს ჩემი პასკაც ბევრად უკეთესია. გაუჯდა გემო და ცხიმიც და მშვენიერი გამოვიდა საბოლოოდ, ტყუილად დავემდურე, ეგაა უბრალოდ, დავარიგე და ერთი ცალი დამრჩა მარტო. გუშინ სტუმრიანობა მქონდა და ამდენ ფერად-ფერად პასკას რომ ხედავს ადამიანი, ერთი პატარა მაინც უნდა გაატანო ბავშვს და საბოლოოდ დამრჩა ერთი 800 გრამიანი * * * ერთი რა უნდა გკითხოთ - საფუარი ბევრი ვუქენითო, მიმტკიცებენ. 15 კვერცხიან-3.5 კილო პორციას ვუქენით 4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, მგონი რუსულია პატარა პაკეტებში, "დროჟჟი" აწერია. ანუ ეგ სამი პაკეტი გამოვიდა 4 სუფრის კოვზი და ბევრია? |
Posted by: merciamercia 11 Apr 2015, 14:47 | ||
)*(
კი, ვიყიდე, ლიტვური საცხობის და ტკბილი ქვეყნის... მადლობა |
Posted by: ტატა 11 Apr 2015, 14:55 |
ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ გემრიელიაო, მძიმე და სველი გამოვიდა http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: IngaKh 11 Apr 2015, 15:19 | ||
საფუარი ზედმეტი თუ მოგივათ, გემოს იგრძნობთ აუცილებლად, აი, პოსლევკუსიე რომ იტყვიან არა სასიამოვნოდ მომწარო ექნება. ზოგადად საფუვრიან რეცეპტებში საფუარი ჭარბად წერია, ამიტომ, მე ყოველთვის ვაკლებ ხოლმე. მირჩევნია განსაკუთრებული პირობები შევუქმნა ცომს ამოსაფუებლად, ამისთვის გუმელს იმ დონემდე ვახურებ, ხელს რომ დავადებ თბილი იყოს და მეტი არა. Gამოვრთავ ღუმელს და შევდგამ ცელოფანში შეფუთUლ ცომს. Xაჭაპურის ცომი 3სთ-ში ამოდის პასკის ცომი -6 სთ-ში. რაც შეეხება ნინოს რეცეპტს ვერ გეტყვით ჭარბად არის თუ არა საფუარი. Mე 10 კვერცხს, 1,2კგ შაქარს, 500გრ კარაქს, 1ლიტრ რძეს და 3 კგ-მდე ფქვილს 4-დან 6-მდე ჩაის კოვზ ( თავმობმულს) პაკმაიას მშრალ საფუარს ვუკეთებ. |
Posted by: BadbadGirl 11 Apr 2015, 15:21 |
ამ წელს განსაკუთრებითთ კარგი პასკები გამოგსვლიათ Ö= ჩემი ერთი უკვე გამოვიღე ღუმელიდან, მეორე კიდევ ცხვება http://www.radikal.ru |
Posted by: matusala__5 11 Apr 2015, 16:51 | ||
ულამაზესია ზუსტად ასეთი ყვითელი და ფერადი მიყვარს |
Posted by: tikusha 11 Apr 2015, 21:18 | ||
fermina
არა მაგ პრციაზე 3-4 არაა ბევრი რეცეპტში 5-6 წერია თუმცა რაც უფრო ცოტას უზამ მაგას რა ჯობია * * * ცომისთვის საღებავი გამოგიყენებიათ? მე ოჯახის ქათმის კვერცხით მოვამზადე პასკები, თუმცა მწიკვი საღებავიც ვუყავი სასიამოვნო ყვითელია |
Posted by: matusala__5 11 Apr 2015, 23:39 | ||
tikusha
მე ვერ ვიშოვე ზაფრანა და ამიტომ მივეცი ცოტა,უხდება პასკას ყვითელი ფერი : ) საფუარია კიდე ნახევარი მივეცი და მიუხედავად მაცივარში გამოტარებისა მშვენივრად გამოცხვა. მომავალში თუ არ დამეზარა ცოცხალი ბუნებრივი საფუვრით უნდა ვცადო. |
Posted by: tikusha 11 Apr 2015, 23:59 |
matusala__5 მაცივარში ამოვიდა საერთოდ? |
Posted by: garfield1 12 Apr 2015, 00:23 |
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: matusala__5 12 Apr 2015, 02:10 | ||
tikusha
მაცივარიდან რომ გამოვიღე დილით ოდნავ იყო ამოსული, ფორმებში გადატანის შემდეგაც ძალიან ნელ ნელა განაგრძო ამოსვლა (საღამომდე არ გამომიცხვია) გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! |
Posted by: shilaida 12 Apr 2015, 13:07 |
გილოცავთ ყველას!!! ამ ბრწყინვალე დღის სინათლე და სითბო გინათებდეთ ცხოვრების გზას! |
Posted by: ტატა 12 Apr 2015, 13:33 |
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! ყველას გილოცავთ ამ სიყვარულით სავსე დღესასწაულს |
Posted by: irinol-ka 12 Apr 2015, 15:58 |
ჩემი პასკები ნჯ-ის რეცეპტით, 7 ცალი 1200 გრ გამოვიდა მადლობა ნჯ http://www.radikal.ru * * * უფრო სწორედ 6 1200 გრამიანი და 1 1000 გრამიანი გამომივიდა, და სურნელი და არომატი აქვს სასწაული |
Posted by: 死海. 12 Apr 2015, 21:23 |
გემრიელი პასკები დაგიცხვიატ ყველას! სათითაოდ აღარ დავაციტირებ ფოტოებს. |
Posted by: tasikuna-taso 14 Apr 2015, 13:02 |
იყოს ჩემებიც http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: nia4u 14 Apr 2015, 15:15 |
ქრისტე აღდგა! მრავალს დაესწარით ყველა! ძალიან ლამაზი პასკებია ყველა! მიხარია, რომ ყველა კმაყოფილები ხართ და არავის უნერვიულია პასკების გამო ისე, მე ხაჭოს პასკების სურათებსაც ველოდი... |
Posted by: nadya-nadya 14 Apr 2015, 15:51 |
nia4u აი შენ ხაჭოს პასკები ! ქრისტე აღსდგა! ( მართალია ლევან ღვინჯილია კი იძახის აღსდგა კი არა აღდგაო, მაგრამ მე ასე მირჩევნია) |
Posted by: nia4u 14 Apr 2015, 16:03 | ||||
nadya-nadya
უფ, კაია!
ხო, სწორი ფორმაა-აღდგა, მაგრამ "ს" რაღაცნაირ ელფერს აძლევს ამ სიტყვას და დღესასწაულსაც |
Posted by: ninoma 14 Apr 2015, 20:15 |
ქრისტე აღდგა! მეც შემოგიერთდებით. http://www.radikal.ru ჩემი ხაჭოს პასკა უკვერცხოდ და უკარაქოდ, გემრიელი იყო. |
Posted by: IngaKh 14 Apr 2015, 21:31 | ||||||
სხვათაშორის, ერთსულოვნებაზე მოვუსმინე სწორედ, ენათმეცნიერმა თამარ ვაშაკიძემ- აღგდგა ლიტერატურულად სწორი ფორმა არისო, მაგრამ, ამ შემთხვევაში ,,ქრისტე აღსდგა" ითქმისო. ყველას გოლოცავთ. |
Posted by: tikusha 15 Apr 2015, 10:43 |
ninoma შენს ხაჭოს პასკაში მხოლოდ ხაჭო და არაჟანია? |
Posted by: ninoma 15 Apr 2015, 21:29 | ||
tikusha
ხაჭო, ნაღები, ქიშმიში და ცუკატები. ამ რეცეპტს კარაქი და უმი კვერცხი ჰქონდა, ამოვიღე და უფრო სასიამოვნო გახდა |
Posted by: tikusha 15 Apr 2015, 21:35 |
ninoma ნაღები რომელი გამოიყენე? |
Posted by: ninoma 15 Apr 2015, 21:39 | ||
https://www.google.com/search?q=heavy+whipping+cream&espv=2&biw=1366&bih=681&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=-6EuVYL8BIOvyQTlvYHgAw&sqi=2&pjf=1&ved=0CAcQ_AUoAg თქვენტან ალბატ ყველაზე მაღალპროცენტიანი. რითიც კრემს აკეტებენ |
Posted by: <<მარი>> 15 Apr 2015, 23:21 |
კმაყოფილი ვარ ჩემი პასკების, ერთი ესაა ქაღალდის ფორმებში რომლებიც ჩავდე ძირი დაეწვა. მომავალ წელს ისევ რკინიშ ქილებში გავაკეთებ http://www.radikal.ru |
Posted by: nat_nat777 15 Apr 2015, 23:32 |
ტატა აუ, რა მაგარია... როგორ გააკეთეე ? მომაკვდინებელი ჭრილი აქვს. |
Posted by: matusala__5 15 Apr 2015, 23:45 | ||
<<მარი>>
სანამ ცხაურზე დავალაგებდი (პირველად ვაკეთებდი და შემეშინდა ძირი არ დაწვასთქო ... გამახსენდა ფოლგა: ) ზუსტად საცხობი ქაღალდის ძირის ფორმაზე გამოვჭერი და ზედ დავალაგე გამოსაცხობად(არ ვიცი ამან დაიცვა თუ არა,ძირი არცერთს დაწვია ) |
Posted by: guruliqali 16 Apr 2015, 09:45 | ||
ninoma
მე ნაღების გარეშე გავაკეთე, არაჟნით, უმი კვერცხის გული და შაქარი ორთქლის აბაზანაზე დავამუშავე თერმულად, ძალიან მომიწონეს, კვირისთვის შემდეგი შეკვეთა მაქვს ოჯახის წევრებისგან ამჯერად კარაქს მოვაკლებ, ვნახოთ რა გამოვა. |
Posted by: nia4u 16 Apr 2015, 10:31 |
guruliqali ქრისტე აღდგა! მრავალს დაესწარი ნუ მოგვანატრე თავი ბავშვებო, ხაჭოს პასკისთვის რომელ ხაჭოს და არაჟანს იყენებთ? |
Posted by: tikusha 16 Apr 2015, 17:38 |
guruliqali მეც ორთქლის აბაზანაზე დამუშავებული მირჩევნია კვერცხის გულები კვირისთვის მეც მოვსინჯავ ადრე მაქვს გაკეთებული ხაჭო, არაჟანი კარაქით უგემრიელესი იყო |
Posted by: nia4u 16 Apr 2015, 17:41 | ||
|
Posted by: nadya-nadya 16 Apr 2015, 19:57 |
nia4u თავდაპირველ რეცეპტში ხაჭო თავად უნდა მოამზადო - 1ლიტრ გაცხელებულ, თითქმის ადუღებულ რძეში ჩაუშვებ წინასწარ გათქვეფილ 10 ცალ კვერცხს და 200 -250 გრ არაჟანს, ერთმანეთსი კარგად არეულს, მუდმივი მორევით მიიყვან ადუღებამდე, სულ -2-3 წუთი ადუღებ და კარგად რომ აიჭრება გადმოდგამ , შემდეგ კარგად გაწურავ სამმაგ დოლბანდში, სასურველია მთელი ღამით დატოვო მაცივარში ან გრილ ადგილას. ხაჭო გამოდის ძალიან მდიდარი ბუკეტით და საერთოდ არ აქვს სიმჟავის ნატამალი. ეს არის ერთი პორციისთვის-გამოდის , როგორც მახსოვს 0.5 კგ.მდე მასა . ასე მომზადებულის გემო მე პირადად, ყველაზე მეტად მომწონს, თუმცა ბოლო დროს, მზა ხაჭოს ვყიდულობ. ნაკლებ დროს მოიტხოვს . ვარჩევ რაც შეიძლება ნაკლებად მჟავეს და მშრალს. ძალიან მომწონს პრეზიდენტის ხაჭო, თუმცა ამ ჯერზე ვერ ვიშოვე და ასაწონი შევიძინე. კარაქს ერთმნიშვნელოვნად ვიყენებ ნაღებისას (არავითარი სპრედი და გაურკვეველი წარმოშობის ) - ამჯერად გამოვიყენე სანტინოს კარაქი, რამდენედაც , როგორც ინფორმაცია მაქვს, თავად კომპანიის (გენერალური?) დირექტორის მცირეწლოვანი შვილები ამ კარაქს მიირთმევენ- ანუ ნდობის ხარისხი მაღალია, არ არის სპრედი და შენახვის ვადა სხვა ფირმებისგან განსხვავებით , მცირეა. არაჟანიც ამჯერად სანტინოსი გამოვიყენე. საერთოდ გირჩევთ, რომ ეს ნუგბარი საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებით მოამზადოთ. რაც შეეხება უკარაქო ვარიანტს, ესეც მიცდია, მაგრამ ძალიან უბრალო გემოსი გამოდის . გეთანხმებით, ძალიან კალორიულია, მაგრამ ამას ხომ წელიწადში ერთხელ ვამზადებთ, ხოდა გავინებივროთ თავი ამ ერთ დღეს, მითუმეტეს, რომ შეიძლება ერთი ციცქნა ნაჭრის მეტი აღარც შეგვხვდეს. მომიმზადებია თერმულად დამუშავებული ე. წ. ,,вареная" პასკაც, სხვადასხვა მეთოდით, მ. შ. ზემოთ აღწერილითაც, მაგრამ სულ გულს მეთანაღრებოდა, რომ კვერცხის გული მაინც არ მუშავდება ისეთ ტემპერატურაზე , რომ უსაფრთხო დარჩეს რამდენიმე დღის განმავლობაში, თან კვერცხის გემოც დაკრავს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ორმაგად ვუშვრები ვანილს. ამიტომაც ახლა უკვერცხოდ ვაკეთებ და ძალიანც კმაყოფილები ვართ მეც და ჩემი სტუმრებიც. თითქმის ისეთია, როგორც ძირითადი ვარიანტი. |
Posted by: nadya-nadya 16 Apr 2015, 20:57 |
ბარემ ესენიც იყოს- შარშანდელები |
Posted by: tikusha 16 Apr 2015, 22:04 |
nadya-nadya როგორი პროპორციებით ამზადებთ? ხაჭო-კარაქი-არაჟანი? კიდევ რამეს უშვრებით? |
Posted by: casalinga 17 Apr 2015, 01:22 | ||
მეც ნჯ-ის რეცეპტით და ლუტას მეთოდით გავაკეთე ძალიან მაგარი პასკები გამომივიდა |
Posted by: guruliqali 20 Apr 2015, 10:57 | ||||||||||
nia4u მადლობა, გაიხარე
ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, ასაწონი ხაჭო ვიყიდე, "ქობულეთურის", ცხიმიანი, არაჟანიც ასევე. გუშინ ხელმეორედ გავაკეთე, უკარაქოდ ვერ გავრისკე tikusha
როგორი გამოვიდა? nadya-nadya
საინტერესოა, დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება, ჩავინიშნავ და ასეც ვცდი შემდეგში
10 კვერცხის გული თუ მთლიანად? ალბათ გული.
ულამაზესია წელს რთულის "სააღდგომო ყვავილიც" გავაკეთე, ორსართულიანი რთული ვარიანტი, კარგი გამოვიდა, გემრიელიც და ლამაზიც, ფოტო არ არის შთამბეჭდავი, სამწუხაროდ და ვეღარ დავდე |
Posted by: nadya-nadya 20 Apr 2015, 13:15 | ||
guruliqali
10 კვერცხი მთლიანად- ცილიან გულიანად ითქვიფება კარგად , ერევა არაჟანი და ეს მასა ემატება რძეს, ავადუღებთ და ვაცლით რამდენიმე წუთი, რომ კარგად აიჭრას. |
Posted by: guruliqali 20 Apr 2015, 15:35 |
nadya-nadya დიდი მადლობა |
Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 17:50 |
-------------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: Angel Rolan 28 Nov 2015, 19:43 |
როგორ დავამზადო ინდაურის ნარცჰენებიდან ნიგვზიანი ხარჩო? გმადლობ |
Posted by: nia4u 12 Apr 2016, 20:27 |
ცოტა ადრე კია, მაგრამ კარგი რჩევებია და რაღაც სასიამოვნო, მოლოდინის სურნელი მოიტანა.... http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=1001:yvelaze-gemrieli-paskis-gamockhobis-20-saidumlo&catid=30:blogi&Itemid=233 ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობის 20 საიდუმლო... 1. სანამ პასკის მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები. ცომის მოზელვისას მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროთ მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქრებოდეთ, არ უნდა იყვიროთ და არ იჩხუბოთ... |
Posted by: nia4u 12 Apr 2016, 20:31 |
მე ტრადიციული წითელი კვერცხები მომწონს, მაგრამ პატარები ვისაც გყავთ სახლში, ესეც ძალიან მოეწონებათ... http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=1004:saaghdgomo-kverckhis-sheghebvis-10-methodi&catid=30:blogi&Itemid=233 სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი... |
Posted by: aninia 15 Apr 2016, 17:01 |
nia4u დაიჭირე ხო თადარიგი? მე ნადუღის შეკვეთა მივეცი სოფელს, წელს ხაჭოს პასკა მინდა ვცადო. ვნახო ერთი რა გამომივა. ძალიან მაინტერსებს. |
Posted by: nia4u 15 Apr 2016, 19:31 | ||||
aninia ხო, ძაან მიყვარს ეს თემა, თითქმის ყველაზე მეტად...
ნადუღით აპირებ?სველი არ არის ნადუღი?
გამოგივა! შენგან ნიგვზიანი პასკების სურათებსაც ველოდები ამ აღდგომას... |
Posted by: lukanini 15 Apr 2016, 20:25 | ||
ხაჭოს პასკა არასოდეს გამიკეთებია. დევს რეცეპტი სადმე?
რთულის სააღდგომო ყვავილი მეც განაკეთები მაქვს და უგემრიელესია, მაგრა აი ეს ორსართულიანი არ ვიცი როგორია ძნელი გასაკეთებელია? |
Posted by: nia4u 15 Apr 2016, 21:06 | ||
lukanini
სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს https://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&hl=%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1...&st=1440 აქ აქვს აღწერილი რთულის, ფორმირების პროცესი, სურათებიანი ვერ ვიპოვე http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1045-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae183982 აქ უწერია ცომი http://www.perfectcook.org/index.php/recipe/205-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae18398 * * * 27-ე გვერდზეა პასკისდა ხაჭოს პასკის ფავორიტი რეცეპტების ლინკები * * * ეს კი, ჩვენი ნ.ჯ-ის ბოლო, 2015 წლის პასკის გამარტივებული რეცეპტია და მისწრებაა, ვინც პირველად აცხობს პასკას... http://ratatui.ge/paska-igive-kulichi/ |
Posted by: lukanini 16 Apr 2016, 00:36 | ||
nia4u დიდი მადლობა.
არა რა პირველად წლებია ვაცხობ და ძალიან კარგი შედეგით. |
Posted by: nia4u 16 Apr 2016, 00:51 |
lukanini ეგ ბოლო ნაწილი შენ ნამდვილად არ გეხებოდა, კარგად ვიცი შენი შესაძლებლობები! უბრალოდ, ყოველ წელს ვლინკავ-ხოლმე წინა გვერდებიდან საუკეთესო რეცეპტებს, ვიღაც აუცილებლად იკითხავს და წინა გვერდების წაკითხვა ყველას ეზარება |
Posted by: la reine 18 Apr 2016, 19:40 |
aninia nadughit kargi paska gamova? mec minda gavaketo wels da... |
Posted by: pra_rezi 18 Apr 2016, 22:24 |
გამარჯობა რა მაინტერესებს იცით?! პასკის რეცეპტი,პურის საცხობისთვის თუ უფრო დავკონკრეტდებით პანასონიკის პურის საცხობისთვის |
Posted by: nia4u 18 Apr 2016, 22:30 |
pra_rezi წინა გვერდებს გადახედე, თიკუშა აცხობდა პურის საცხობში, შარშანაც გამოაცხო და შარშანწინაც და გადასარევები გამოუვიდა, დაწვრილებით უწერია... |
Posted by: aninia 19 Apr 2016, 16:37 |
la reine ხაჭოს პასკის გაკეთებას ვაპირებ და მაგისთვის მინდა, ნათებთან, შესქელებულ რძესთან კარაქთან და სხვა გემრიელობებთან ერთად. მოიცა, ვიპოვი რეცეპტს და დაგილინკავ თუ გაინტერესებს. |
Posted by: ტატა 19 Apr 2016, 17:00 |
მოკლედ დაიწყო სააღდგომო ციებ-ცხელება და ერთი შეკითხვა მაქვს აქამდე სულ საცხობ ფურცელზე ვალაგებდი კულიჩებს, წელს მინდა ცხაურზე (სეტკაზე) ვცადო, ვიფიქრე უფრო თანაბრად გამოცხვება, მაგრამ თან მეშინია ძირები არ მიეწვას, ქაღალდის ფორმებში ვაპირებ გამოცხობას, რას მირჩევთ, დაწერეთ რა გამოცდილება გაქვთ გოგოებო მადლობა |
Posted by: la reine 19 Apr 2016, 17:24 |
tu ar shewuxdebi, damilinke)) anu xachos nacvlad nadughi sheizleba gampviyeno?aninia |
Posted by: nia4u 19 Apr 2016, 17:43 | ||
ტატა
აუცილებლად დაწვავს, მითუმეტეს ქაღალდის ფორმებში http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/73578/110/ სააღდგომოდ კვერცხის გაფორმების 10 ორიგინალური და მარტივი მეთოდი (ფოტო და ვიდეო ინსტრუქციები) |
Posted by: lukanini 19 Apr 2016, 20:24 | ||||
ტატა
nia4u
არ დაწვავს თუ დაბალ ტემპეტარურაზე გამოაცხობ.ისეთი ტემპერატურა უნდა იყოს ღუმელში აი ტორტის ბისკვიტს რომ უნდა . მე ვაცხობ 160 გრადუსზე მარტო ქვედა წვით და მშვენიერი გამოდის.სინჯე ერთი ცალი. ისე ყველა ღუმელი სხვადასხვანაირად აცხელებს. |
Posted by: ტატა 19 Apr 2016, 22:08 | ||||||
მეც მგონია რომ ცდად ღირს. მადლობა გოგოებო☺ რთულის ხაჭოს პასკა მინდა გავაკეთო. ალუბალი სას ვიშოვო? გაყინული |
Posted by: nia4u 19 Apr 2016, 22:21 |
ტატა გაგვაგებინე მერე დაწვავს თუ არ დაწვავს |
Posted by: maaaRu 19 Apr 2016, 23:21 |
ტატა კარფურში იყო ზუსტად ვიცი ))) |
Posted by: guruliqali 20 Apr 2016, 10:30 | ||
ტატა
ყველაზე გემრიელი (გაყინულ ალუბლებს შორის), რაც მიყიდია, არის თურსაში, სხვაგანაც ვიყიდე და არანაირი გემო არ ქონდა. მე "თურსას" ალუბალს გირჩევთ. |
Posted by: ტატა 20 Apr 2016, 15:44 | ||
nia4u აუცილებლად დავწერ შედეგს პირველი კულინარის ფეისბუქის გვერდზე, რჩევებში წავიკითხე, რომ ცხაურზე დადების შემთხვევაში ღუმელში ტაფით წყალს უდგამენ, სველ ეფექტს კიდევ უფრო ზრდისო და დაწვის შანსსაც ამცირებს guruliqali დიდი მადლობა, ტერიტორიულადაც მაწყობს თურსა * * *
ლუტა თუ შემოიხედავს ამ თემაში, მაინტერესებს ამ პანეტონეს მინანქრის შემადგენლობა ძალიან მადისაღმძვრელია <3 |
Posted by: maaaRu 22 Apr 2016, 13:20 |
შარშან გავაკეთე ხაჭოს პასკა კარგი გამომივიდა და ეხლა ვერ ვპოულობ რეცეპტს :/ თუ იცით ვინმემ ხაჭოს პასკის რეცეპტი იქნებ შემახსენოთ )))) |
Posted by: nia4u 22 Apr 2016, 16:10 | ||
|
Posted by: tavadze 24 Apr 2016, 01:35 |
ხალხნო, პასკისთვის რომელ ფქვილს იყენებთ? ნჯ-ის რეცეპტზე მაინტერესებს კონკრეტულად... |
Posted by: guruliqali 24 Apr 2016, 07:06 |
tavadze ალბათ გინდოდა გეთქვა, რომელ ფქვილს იყენებთო |
Posted by: tavadze 24 Apr 2016, 12:48 | ||
guruliqali
აბა რა მიწერია იქ? ნუ მაბნევთ რა, ამხანაგო კატერინა! |
Posted by: guruliqali 24 Apr 2016, 17:32 |
tavadze ოჰ, ხელახლა გადავიკითხე, შემშლია პასკას აცხობ? ყოჩაღ შენ! |
Posted by: tavadze 24 Apr 2016, 17:42 | ||
guruliqali
დაბრუნდი უკვე? პ.ს. მე რას ვაცხობ, ახლობელს უნდა სოფელში და მეც წილში გავდივარ. |
Posted by: nia4u 25 Apr 2016, 13:40 | ||
martosuliqali
აქ წერია ყველაფერი პასკების შესახებ! ამ თემის 27 გვერდზე არის ლინკები პასკების და ხაჭოს პასკების და ნახე. ახლა რჩევებს რაც შეეხება: ფორმებად ყველა ხმარობს ყვავილის უხმარ ქოთნებს, რომლებსაც აქვს ძირში ნახვრეტი, რადგან ხაჭო უნდა დაიწუროს. შეგიძლია გამოიყენო როგორც თიხის, ასევე პლასტმასის. ასევე შეგიძLია გამოიყენო პატარა ვედრუკა, თუ ძირს გაუხვრიტავ, ანდა ბოლობოლო ჩვეულებრივი საწური, ე.წ. დრუშლაკი", ოღონდ ამაში დაბალი გამოვა, თუმცა გემოსთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა თვითონ პასკას რაც შეეხება, ხაჭოსი არის რამდენიმე სახის: მოხარშული და უმი, კვერცხიანი და უკვერცხო, კარაქიანი, ნაღებიანი ან ამათ გარეშე... აქედან აირჩიე, რომელი გირჩევნია. ბაზას რომ აარჩევ, მერე შიგ რითი გაამრავალფეროვნებ, ეგეც გემოვნებაზე და შესაძლებლობაზეა და შენვე შეგიძლია გადაწყვიტო... რეცეპტს აძვირებს ცუკატები და ამბები, ესეც შეგიძლია შენი შეხედულებით შეარჩიო, სახლში თუ გაქვს გაყინული ხილი, ის შეგიძლია გამოიყენო, ასევე ქიშმიში, რაც შედარებით იაფია... ასევე შეგიძლია საზამთროს ან კაკლის მურაბით, თუ გაქვს სახლში, გააკეთა ჩვენმა თAნაფორუმელმა თიკუშამ და არაცვეულებრივი იყოო... მოკლედ, გადახედე რეცეპტებს, ამოირჩიე და კიდევ თუ დაგჭირდება დახმარება, დაწერე... ძნელი არ არის... * * * http://www.imedi.ge/index.php?pg=nws&id=28669 ესმა კუნჭულიას ხაჭოს პასკა ვიდეო რეცეპტი მომზადების წესი: იყიდეთ 2 კილო ხაჭო. მარლაში გამოკარით და რამდენიმე საათით დაწრიტეთ. ან ხელით გაწურეთ. ზედმეტი წყალი რომ გამოადინოთ, ნაცარქექიას მეთოდით. ცალკე მოხალეთ ტაფაზე 300-400 გრამი ქართული თხილი და ჩოფერში მსხვილად დაფქვით. ჯამში ჩაუშვით 200. გრამი შერბილებული კარაქი. დაუმატეთ 250-300 გრამი შაქრის პუდრა. დაუმატეთ 150 გრამი არაჟანი. ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ხაჭო, თხილი, ქიშმიში, ცუკატები. 3-5 ვანილი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით. ჩააფინეთ რამდენიმე ფენა მარლა თუშფალანგში. ჩაასხით ხაჭოს მასა. მარლის ნაწილებით გადააფარეთ ხაჭოს. დაადეთ თეფში. თეფშზე დაადეთ სიმძიმე. ხაჭოიანი თუშფალანგი ჩადგით ცარიელ ჯამში. შედგით მაცივარში 2 დღე. აღდგომამდე. . შიგადაშიგ ქვედა ჯამიდან გადაწურეთ ზედმეტი სითხე. აღდგომის სუფრაზე გატანამდე ამოაბრუნეთ თუშფალამგი და ხაჭოს პასქა გადაიტანეთ ლამაზ დიდ თეფშზე. შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით. ცუკატებით. ან თხილით. გკოცნით, ესმა მგონი, ეს არის ყველაზე ადვილი რეცეპტი |
Posted by: ტატა 28 Apr 2016, 11:21 |
გოგოებო, გთხოვთ დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ. სუნელების კაცთან ვიყდე შაფრანი ასეთი სახით http://radikal.ru/big/7281851374034f689cac78aae7d8067a რა ვუყო ახლა ამას, ან რამდენი უნდა ვუქნა, ან როგორ? |
Posted by: Universe 28 Apr 2016, 14:02 |
გუშინ პასკის ხომი მოვამზადე, შევაბრძანე მაცივარში და ისევ ისე უძრავად დამხვდა დღეს, საერთოდ არ აფუებულა. მგონი ჯერ უნდა ამოფუებულიყო და მერე დაესვენა მაცივარში ხო? რა ვუყო ახლა? იზამს რამეს, დაველოდო? |
Posted by: ტატა 28 Apr 2016, 15:18 |
Universe როგორც ვიცი პირდაპირაც დებენ, მოზელვისთანავე. ოპარა ამოვიდა? ანუ საფუარი ნამდვილად ვარგოდა? მაგ შემთხვევაში ყველა ვარანტში უნდა ამოვიდეს. |
Posted by: Universe 28 Apr 2016, 15:29 | ||||||
ტატა
კი, ამოვიდა.
მეც მასე მგონია, მაცივარში არ ფუჭდება საფუარის ფერმენტები. მაგრამ, მახარეს, ერთი თუ არ ამოვიდა აღარც ამოვაო ოთახის ტემპერატურაზე დევს და ისევ ისეა
არ იყო რეცეპტში მითითებული. მე კიდე გვიან გამახსენდა... |
Posted by: irinol-ka 28 Apr 2016, 15:45 |
Universe ნჯ-ის პასკაა? მეც დამემართა მასე სულ პირველად რომ გავაკეთე ნჯ-ის პასკა რამდნიმე წლის წინ. 2 დღე ველოდე და საერთოდ არ ამოვიდა. მაინც გამოვაცხე. ეგრე ამოუსვლელი და ცხობის დროს აიწია ცოტა. სამაგიეროდ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ მაინც უგემრიელესი იყო და არ დარჩენილა შეუჭმელი მას მერე მაცივარში არ ვდებ |
Posted by: Universe 28 Apr 2016, 16:18 | ||||
irinol-ka
კი...
მარტო გემო ხომ არაა, ფორმაც მნიშვნელოვანია. უჰ... მადლობა :* იქით კვირაში ვცდი ხელახლა. |
Posted by: irinol-ka 28 Apr 2016, 17:01 | ||
Universe
:* რაც მაშინ ვინერვიულეე მაცივრის გარეშე ვაცხობ მას მერე და ყოველთვის გამოდის. ოღონდ კიდევ ერთი დეტალია. მე მაშინ დაპრესილი საფუარით გავაკეთე და "ოპარა" კარგი იყო ცომი არ ამოვიდა. მას მერე მშრალი საფუარით ვაკეთებ და სულ კარგად ამოდის და კიდევ ერთი ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის აუცილებლად, რა თქმა უნდა რძის გარდა წარმატებები შემდეგ მცდელობაზე |
Posted by: ninavia 28 Apr 2016, 17:34 |
ესეც ჩემი გამომცხვარი ცხელი პასკები! http://radikal.ru/big/590364c6d0de4ecdbfd037350fd77cee |
Posted by: irinol-ka 28 Apr 2016, 17:46 |
ninavia რა კარგებია <3 მე ხვალ ვიწყებ |
Posted by: Universe 28 Apr 2016, 17:48 | ||
irinol-ka მშრალი საფუარი გამოვიყენე, ტემპერატურაც დავიცავი ინგრედიენტების.
მადლობა შემცივნებული გუნდა... ხელები გამეყინა, მთელი დღე ვერ გათბა. გადავზილე ისევ, მგონი ამოისუნთქა. შევფუთე და დაველოდები ისე გაღვივებას |
Posted by: irinol-ka 28 Apr 2016, 18:00 |
Universe ხო ადროვე, იქნებ ამოვიდეს :* <3 მე მას მერე დაწნეხილ საფუარს არ ვეკარები, ვფიქრობ მაგის ბრალი იყო |
Posted by: ტატა 28 Apr 2016, 19:05 |
Universe გაგვაგებინე მერე რას იზამს <3 |
Posted by: 365 28 Apr 2016, 19:53 |
წითელ პარასკევს ვიცი, რომ კვერცხები უნდა შეიღებოს სანამ მზე ჩავა და პასკაც წითელ პარასკევს უნდა გამოცხვეს? თუ არა აქვს მნიშვნელობა... მართლა მაინტერესებს წესი როგორ არის, თორემ ზოგი ერთი კვირით ადრე იწყებს პასკის ცხობას... * * * ტატა მეც მასეთი შაფრანი ვიყიდე... რა უნდა ქნა და დაასხი არაყი ან სპირტი ფერი რომ გამოუვიდეს.. |
Posted by: lukanini 28 Apr 2016, 20:09 | ||||
ესეც ჩემი წინადღევანდელი პასკები ნახევარი პორცია გავაკეთე სამი დიდი და ერთი პატარა გამოვიდა.სამივე გავაჩუქე და ის ერთი პატარა ისე შეიჭამა ჭრილის სურათიც კი ვერ მოვასწარი გადამეღო.დღეს ვიწყებ კეთებას.უგემრიელესი პასკებია http://pix.ge/ http://pix.ge/ * * *
ღუმელი ოდნავ გაათბე და შედე.მალევე მოცოცხლდება.მე მარტო ოპარას ვინახავ მაცივარში 24 საათი.შემდეგ ცომს საღამოს ვზელ და დილამდე ისე ვტოვებ.ნაკლებ საფუარს ვუშვები და ნელ ნელა ამოდის.საშიშროება არ არის რომ ცომი გადამჟავდეს თუ ნაკლებ საფუარს იხმართ. * * *
მგონი დავაგვიანე მაგრამ არა უშავს იქნებ სხვას გამოადგეს.ეს მეთოდი აქ წავიკითხე ერთ ერთმა ჩვენმა თანაფორუმელმა გაგვიზიარა.სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს.დანაყე შაფრანი დაუმატე 1ჩ.კ შაქარი და ადუღებული წყალი და შეფუთე.ასე უფრო კარგ ფერს გამოყოფს |
Posted by: IngaKh 28 Apr 2016, 22:45 | ||||
ლუკანინიმ როგორც გირჩიათ, თბილ გაზქურაში შედგით. გაზქურა შეათბეთ, ისე რომ გაზქურის კედლებს ხელს რომ დაადებთ სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს. მე ,,ოპარაც" და ცომიც ასე ამომყავს, პროცესი ჩქარდება. |
Posted by: nia4u 29 Apr 2016, 10:25 | ||
365
ტრადიციულად დიდ ხუთშაბათს აცხობდნენ-ხოლმე... |
Posted by: _nite_ 29 Apr 2016, 13:06 |
lukanini ეგეთი პრიალათავიანები როგორ გამოგივიდა? რამე გადაუსვი? .............................................. და კკიდევ ყველასთან მაქვს კითხვა ქიშმიშის და ცუკატების გარდა კიდევ რისი ჩირები შეიძლება გავუკეთო პასკას?? ენჯეის კიდევ ერთხელ მადლობა პასკის არაჩვეულებრივი რეცეპტისთვის, უკვე მერამდენე წელია წარმატებით ვაკეთებ |
Posted by: lukanini 29 Apr 2016, 13:13 | ||
_nite_ გათქვეფილი კვერცხი
მე პირადად არანაირ სხვა ჩირს არ ვუშვები ქიშმიშის გარდა.წელს პირველად ვუქენი ფორთოხლის კანის ცუკატები ჩემი დამზადებული და ძალიან მოუხდა. |
Posted by: 365 29 Apr 2016, 13:53 | ||
nia4u
გაიხარე |
Posted by: _nite_ 29 Apr 2016, 15:30 | ||
lukanini
ფორთოხალი უხდება და მეც ვაპირებ ამოსაფუებლად მაქვს ცომი შეფუტული, საღამოს ვაცხობ წელს მინდა ფერადწერტილებიანი პასკა გამოვაცხო აქამდე არ გამიკეთებია პს. ანუ რომ გამოცხვა გამოიღე კვერცხის გული გადაუსვი და შედგი ისევ ხო? |
Posted by: lukanini 29 Apr 2016, 17:22 | ||
_nite_
არა ყალიბში რომ ამოფუვდა მაშინ გადავუსვი. კვერცხის გული არა მთლიანი გათქვეფილი კვერცხი და შევდე გამოსაცხოვად.მე მარტო ქვედა წვას ვიყენებ.[quote] ამოსაფუებლად მაქვს ცომი შეფუტული, საღამოს ვაცხობ /quote] უკვე ყალიბში გაქვს? |
Posted by: ტატა 29 Apr 2016, 17:25 |
365 lukanini მოკლედ ამ შაფრანს დავასხი მდუღარე წყალი და ერთი ღამით გავაჩერე. ძალიან ღია ფერის ნაყენი გამოვიდა და საერთოდ არ უმოქმედია ფერზე. რატატუის გოგოებსაც ვკითხე რჩევა, როგორც მითხრეს ეს არ არის ნამდვილი შაფრანი, ის უფრო მუქია და სულ 5 ღერია საჭირო ნაყენის დასამზადებლად. თან მუქი შინდისფერი სითხე უნდა დადგეს თურმე, |
Posted by: lukanini 29 Apr 2016, 20:32 | ||||
ტატა
http://pix.ge/ ღია ფერის? ა ბატონო გუშინდელი გაკეთებული ნაყენი
ეგ მართალია რომ ნამდვილი არ არის.რადგან იმას ვიყენებდი აქამდე.ეგ სურათი რომ დადე გამახსენდა რომ მეც მქონდა სახლში და გადავწყვიტე მეცადა.რადგან არასდროს გამომიყენებია.მაგრამ რაც შეეხება მუქ შინდისფერს არავინ მოგატყუოს.ეგეთ ფერს ნამდვილად ვერ მიიღებ ისიც ასეთივე მუქი გამოდის. უფრო ნარინჯისფერი. |
Posted by: la reine 29 Apr 2016, 20:57 |
_nite_ kvercxshi cota arajani sn mawoni gaurie. dabrawuli da priala gamodis.ტატა me wuxel davayene da dilit marlit gavwure. koniaki davasxi oghond. arayic sheizleba. muqi narinjisferi sitxe mivighe |
Posted by: lukanini 29 Apr 2016, 21:13 |
ისე ის ყვითელი პასკა ბავშვობაში რომ მახსოვს საკონდიტროებში ყვითელ ფერს უშვებოდნენ. |
Posted by: _nite_ 29 Apr 2016, 21:43 | ||
lukanini
კი და ვაცხობ და თAვები უსკდება ყველას დამტანჯა |
Posted by: lukanini 29 Apr 2016, 21:57 |
_nite_ ფერმენტაცია ხომ არ დააკელი? * * * ყალიბში ერთი მესამედი უნდა იყოს და აცადო სანამ კარგად არ ამოიწევა ყალიბის ზედაპირამდე.ნუ ერთი თითის დადება მაინც უნდა რჩებოდეს.ანუ 80% უნდა იყოს ამოსული |
Posted by: fifqi29 29 Apr 2016, 23:51 |
ესეც ჩემი პასკები http://www.radikal.ru |
Posted by: Universe 29 Apr 2016, 23:58 |
მადლობა რჩევებისთვის სათითაოდ აღარ დაგთავაგთ. დილაუთენია გამოცხვა ჩემი პასკა. ამოვიდა, მაგრამ წვრილი ნასვრეტები აქვს (შერეული აჯობებდა), სურნელოვანი და გემრიელია, ოღონდ თავები დაუსკდა და ღუმელის ცეცხლი მოეკიდა ზედმეტად |
Posted by: lukanini 30 Apr 2016, 00:15 |
fifqi29 მშვენივრად გამოიყურება.რა ლამაზად მოგირთია.აი მე კიდევ რატომ მიყვარს მარტო პუდრით გაფორმება არ ვიცი.მეც ვსინჯავ თეთრ გლაზურს |
Posted by: ტატა 30 Apr 2016, 12:28 |
ესეც ჩემები. სტრუქტურით, სურნელით კმაყოფილი ვარ. გემო ჯერ არ გამისინჯავს http://radikal.ru/big/4b60dbf7e34a45fbaa2baeef59dd7047 http://radikal.ru/big/0c43c05712604bed851c220ab0c7486d * * * lukanini ე.ი. არასწორად დავაყენე. მთლიანი შეკვრა არც ამიღია 1 ჩაის კოვზი დავაყენე მხოლოდ. იმოქმედა ნაყენმა ფერზე? |
Posted by: lukanini 30 Apr 2016, 13:47 |
ტატა რა ლამაზად იცქირება შენი პასკა.სტრუქტურაც ეტყობა რომ კარგია.მე მთლიანი შეკვრა გამოვიყენე, ვგიქრობ ერთ პორციას დაჟე ორი შეკვრა მაინც უნდა.მისცა მოყვითალო ფერი მაგრამ და ცოტა გასამუქებლად ოდნავ ყვითელი ფერი გამოვიყენე.სპეციალური მაქვს საჭმელებში ხმარობენ. |
Posted by: ტატა 30 Apr 2016, 13:49 |
lukanini მადლობა. მომავალ წელს გავითვალისწინებ |
Posted by: fifqi29 30 Apr 2016, 16:07 |
lukanini მადლობა. გემოც კარგი აქვს ძალიან |
Posted by: la reine 30 Apr 2016, 18:56 |
ტატა fifqi29 kargi kulichebia. yochagh gogoebo))) mec davamtavre gushin. mteli dghe vacxobdi. 2 doza gavalete da dzlivs mivfortxdi sawolamde. kmayofili var. notio gulit da kargi struqturit. ubralod es oxeri qishmishebi mainc ver gadavanawile tanabrad)) bevric chavyare da arc mozela damiklia, fqvilshic amovavle. sxva danarcheni makmayofilebs. axla rtulis xachos paskas vaketeb pirvelad. imedia gamomiva. |
Posted by: Blur 1 May 2016, 09:20 |
ხალხო მირჩიეთ რამე რა, რთულის რეცეპტით ვაკეთებ პასკას, შარშან მშვეიერი გამოვიდა წელს რა ეტაკა არ ვიცი, საფუარი გაიხსნა თითქოს, მაგრამ ოპარა არ იყო ისე აფუებული როგორც შარშან, მაინც მოვამზადე ცომი და არც დაძრულა აშკარად საფუარის ბრალია, ეშველება რამე? |
Posted by: nadin 1 May 2016, 09:22 |
Blur სხვა საფუარი დაუმატე ცოტა ან დააცადე |
Posted by: Blur 1 May 2016, 09:27 |
რა სახით დავუმატო? პირდაპირ შევაზილო? თუ ისევ რძეში უნდა ავაფუო? |
Posted by: IngaKh 1 May 2016, 10:44 | ||
ჩემი აზრით ჯობს ჯერ ოდნავ თბილ გაზქურაში შედგათ ცომი, ერთსაათში ბუშტუკები თუ არ გაუჩნდა, მაშინ, ახალი ,,ოპარა" დააყენოთ საფუარით, თბილი წყლით ან რძით, ფქვილით, ცოტა შაქრით და უკვე ამოფუებული დაამატოთ. |
Posted by: la reine 1 May 2016, 10:44 |
Blur pirdapir ara, gaxseni. ................... |
Posted by: nadin 1 May 2016, 11:50 |
Blur გიპასუხეს უკვე, ბოდიში რომ გაურკვევლად დავწერე |
Posted by: Blur 1 May 2016, 13:34 |
IngaKh მასე მოვიქეცი ზუსტად, ჯერ თბილ გაზქურაში შევდგი, სულ ერთი ორი ბუშტი ამოუვიდა ამიტომ ახალი ოპარა მოვამზადე როგოც თავიდან ვქენი ოღონდ უფრო ცოტა, შემეშინდა სპირტის სუნი არ აუვიდესთქო. იმედია ეშველება რამე. მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისთვია |
Posted by: la reine 1 May 2016, 16:18 |
mokled, rtulis xachos paska aris ugemrielesi shoki:D madloba rtulikoooo)))) |
Posted by: ტატა 1 May 2016, 16:43 |
ქრისტე აღდგა! გილოცავთ! http://radikal.ru/big/bb853ab294f3449db8735b0094f66ace |
Posted by: IngaKh 1 May 2016, 18:37 | ||
უთუოდ კარგი გამოგივათ. წარმატებები! |
Posted by: 365 2 May 2016, 08:49 |
შემთხვევით ვინმემ ხომ არ იცით ტკბილი ქვეყნის პასკის რეცეპტი? ასე მითხრეს სგუშონკით აკეთებენო... |
Posted by: guruliqali 3 May 2016, 07:20 |
365 ტკბილი ქვეყნის არ ვიცი, მაგრამ რთულის აქვს ერთი რეცეპტი შესქელებული რძით, ძალიან აქებდა, როგორც მახსოვს http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1025-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398e183a1-e183aae1839de1839be18398-e183a8e18394e183a1e183a5e18394e1839ae18394e18391e183a3e1839a-e183a0e183abe18394e18396e18394 |
Posted by: Mstyle 28 Mar 2017, 14:14 |
გოგოებო და ბიჭებო ხაჭოს პასკის რამე შედარებით მარტივი რეცეპტი რომ მომცეთ თავისი რჩევებითურთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით |
Posted by: nia4u 28 Mar 2017, 15:01 | ||||
Mstyle აბა,ნახეთ ეს პოსტი http://www.newposts.ge/?l=G&id=106701-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1,%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90 ესმა კუნჭულიას პასკის ლინკი არ მუშობს ად ახალს დავდებ |
Posted by: wkna 29 Mar 2017, 14:39 |
nia4u ძალიან მინდა ეს ხაჭოს პასკა ვსინჯო და გავაკეთო დამწყები დიასახლისი ვარ და ეხლა ასე დაწვრილებით რომ ვნახე დაწერილი ძალიან გამიხარდა, მადლობა ასე კარგად რომ წერთ * * * ჯეჯილთან დაკავშირებით როგორ მოვიქცე ? იქნებ რამე მირჩიოთ აქვე |
Posted by: nia4u 29 Mar 2017, 17:50 |
wkna დიდი თემა არ არის და თავიდან თუ გადახედავთ, მითუმეტეს, რომ აღდგომამდე დრო ჯერ არის, ბევრ საინტერესო რჩევას ნახავთ პასკებზეც, ხაჭოს პასკებზეც, კვერცხის შეღებვაზე, სააღდგომო სუფრის გაფორმებაზე და ა.შ. ჯეჯილს რაც შეეხება, ორი კვირით ადრე ვთესავ. შესაბამის ლამაზ ჭურჭელზე, ლანგარზე ან თეფშზე დავაფენ ბამბას. (შეიძლება კვერცხის ნაჭუჭებში ან სხვადასხვა პატარ-პატარა ჭურჭელში ჩათესვაც) ხორბალს გავარჩევ, რადგან ბევრი ნაგავი მოყვება-ხოლმე და დავყრი ბამბაზე მჭიდროდ, ოღონდ ძალიან სქლად არა. ხელით შეასწორეთ და ეცადეთ რომ ბამბა არ ჩანდეს. მერე დაასველეთ სანამით ან თავსახურდახვრეტილი ბოთლით. ხელით დატკეპნეთ ბამბა,რომ ყველგან კარგად დასველდეს. დადგით მზიან და თბილ ადგილას, ფანჯრის რაფაზე გარეთ არ დადგათ, თორემ ჩიტები შეგიჭამენ! და ყოველ დილა-საღამოს დანამეთ ოდნავ თბილი წყლით. ოღონდ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ დაობდება... ერთ წელს ჩვენმა თანაფორუმელმა წიწმატი დათესა... ყველამ იცის, რომ წიწმატი სამ დღეში ამოდის ანუ ხორბალთნ შედარებით სწრაფად მიიღებთ ჯეჯილს. http://www.mshoblebi.ge/gamocdileba/praqtikuli-rchevebi/3035-rogor-gavakharoth-jejili-erth-kvirashi-martivi-da-gamocdili-methodi.html ამ ლინკზეა ჯეჯილის მოყვანის წესი წინასწარ თბილ წყალში ჩალბობით, რაც აჩქარებს გაღივების პროცესს და ერთ კვირაშიც შეიძლება ჯეჯილის გაზრდა... * * * ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობის 20 საიდუმლო საიდუმლო 1. სანამ პასკის მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები. ცომის მოზელვისას მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროთ მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქრებოდეთ, არ უნდა იყვიროთ და არ იჩხუბოთ. http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=1001:yvelaze-gemrieli-paskis-gamockhobis-20-saidumlo&catid=30:blogi&Itemid=233 სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=1004:saaghdgomo-kverckhis-sheghebvis-10-methodi&catid=30:blogi&Itemid=233 ეს კი, ჩვენი ნ.ჯ-ის ბოლო, 2015 წლის პასკის გამარტივებული რეცეპტია და მისწრებაა, ვინც პირველად აცხობს პასკას... http://ratatui.ge/paska-igive-kulichi/ * * * http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/73578/110/ სააღდგომოდ კვერცხის გაფორმების 10 ორიგინალური და მარტივი მეთოდი (ფოტო და ვიდეო ინსტრუქციები) * * * 27-ე გვერდზე დევს ჩვენი თანაფორუმელების მიერ გამოცდილი პასკისა და ხაჭოს პასკის რეცეპტები... * * * ესეც ბარემ, rtuli-ს სააღდგომო ყვავილი - მარტივი http://www.perfectcook.org/index.php/recipe/205-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae18398 და ორსართულიანი http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1045-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae183982 |
Posted by: aninia 30 Mar 2017, 10:45 |
nia4u რა გოგო ხარ! დაუზარელი და გულისხმიერი |
Posted by: wkna 30 Mar 2017, 11:57 |
nia4u დიდი დიდი მადლობებიიი აუცილებლად დავწერ რა გამომივაა, იმედია მშვიდობიანად გავაკეთებ ყველაფერს |
Posted by: nia4u 30 Mar 2017, 22:32 |
aninia წელს ველოდები შენი პასკების და ნიგვზიანი პასკების სურათებს, იცოდე... |
Posted by: LTB1948 6 Apr 2017, 15:35 |
მოკლედ, წელს პასკები რაც გავშინჯე, ანტრესი ყველას ჯობია. ლეგატოს უფრო ძვირი ღირს, მაგრამ გემოთი ანტრესი ჯობია. ბრედბარის წელს არ გამიშინჯავს და მიუხედავად ჩემი სიმპატიისა მათი ნამცხვრებისადმი, პასკით არ დავრჩი კმაყოფილი. მე წელსაც არ მაქვს გამოცხობის თავი და ვყიდულობ. თუ რომელიმე გამოაცხობთ, მოვალ და სიამოვნებით დაგიგემოვნებთ |
Posted by: nia4u 6 Apr 2017, 19:50 |
https://www.edimdoma.ru/kulinarnaya_shkola/posts/20301-kak-sdelat-pashu-v-domashnih-usloviyah როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასკა ზოგადი წესები |
Posted by: MeBeforeYou 9 Apr 2017, 00:10 |
დავიწყე დღეს ცხობა, რაოდენობრივად ბევრი მაქვს გამოსაცხობი და იმედია ნერვები მეყოფა ბოლომდე :დ |
Posted by: ტატა 9 Apr 2017, 19:54 |
მეგობრებო, ჯინჯერი გამოგიყენებიათ პასკაში? როგორ გემოზე მიყავს? ვფიქრობ გავრისკო თუ არა |
Posted by: Keti-Ket 9 Apr 2017, 21:24 |
LTB1948 რა ღირს ანტრეს პასკები? და ქიშმიშითაა მარტო თუ ცუკატებით და მთელი ამბებით? და ბარემ აქვე ვიკითხავ. მარლა სად იყიდება? ჩვეულებრივი ბინტი ხომ არ გამოდგება ფორმაში ჩასაფენად? |
Posted by: ტატა 9 Apr 2017, 21:47 |
Keti-Ket მარლა შარშან აფთიაქში ვიყიდე |
Posted by: ^O^ 9 Apr 2017, 22:00 |
Keti-Ket LTB1948 ყოველ წელს "ანტრეს" პასკას ვყიდულობ, მაგაზე მეტად არცერთი მომწონს. შარშან 18 ლარი ღირდა , თუ არ ვცდები. ცუკატებით არაა. კლასიკურია, ქიშმიშით. უგემრიელესია. |
Posted by: juli_26 9 Apr 2017, 22:02 | ||
nia4u
ამისთვის შემოვედი ზუსტად :-* |
Posted by: MeBeforeYou 10 Apr 2017, 00:32 |
გოგოებო მოკლედ მოვრჩი მე კულიჩებს და რას მირჩევთ შესანახად ჭრიჭინა პარკებში შევფუთო თუ მშრალ ადგილას დავდო და ჩაის ტილო გადავაფარო? ესე ადრე არასდროს გამომიცხვია და სანამ დავარიგებ არ ვიცი როგორ მოვუარო |
Posted by: aninia 10 Apr 2017, 11:13 | ||||||
nia4u
ღვთის წყალობით, უნდა გამომივიდეს კაი რამერუმეები. წელს ნიგოზიც მაქვს და მიწისთხილიც. შარშან ნიგოზი არ მქონდა, მოვხალე მიწისთხილი, გავატარე ხორცსაკეპში, ავურიე შაქარში და ამოყვანილ ბეზეში და პასკის ცომით გავაკეთე რულეტები. ბავშვებმა სულ ხელებში ურტყეს ერთმანეთს - სანამ ფოტოს გადასარებად მოვიცალე, ფააფუ! აღარ იყო... წელს ერთ ტკბილიჭამია ფოტოგადაღებაზე უნდა დავასაქმო MeBeforeYou
შეგიძლია ქვაბში ჩააწყო და გრილ ადგილას დადო. ან ცელოფნის პარკებში ჰერმეტულად და - მაცივარში. ერთი უცნაური რჩევა კიდევ, საკუთარი გამოცდილებიდან: მე ხშირად ვაცხობ სოფელში, თონეში დედას პურებს. თბილისში ბევრი რომ მომაქვს, მეორე დღეს მშრალია და წუნიები აღარ მიირთმევენ. ჰოდა, ვყოფ 2-3 ნაწილად, ვდებ 2 ცალ ცელოფანის პარკში, ჰერმეტულად ვუკრავ თავს და ვინახავ ... საყინულეში. წინა პარტია რომ გამითავდება, საყინულედან 2-3 საათით ადრე გამოვიღებ გაყინულ პურებს, ტილოზე დავალაგებ ერთმანეთისგან დაშორებით და იმ დღეს გამომცხვარივითაა რბილი და ფუმფულა... შეგიძლია 1- 2 ცალი ასეც შეინახო. * * * ტატა
გამომიყენებია, ოღონდ სხვა სუნელებთან შედარებით ნაკლები. ასე დიდ გავლენას ვერ ახდენს მთლიან გემოზე. მე გამოცხობამდე 1 კვირით ადრე სუნელებს ერთად ვათავსებ ხრახნიან ქილაში და ვასხამ 150 გ კონიაკს. მერე გადავწურავ და მხოლოდ სურნელოვან სითხეს უკეთებ ცომში. დაფქულს არაფერს ვიყენებ, შესაძლოა ცომში შემიყვეს და ფერი შეუცვალოს, ან ნამცეცებად გამოჩნდეს, მაგალითად, დარიჩინი. ამიტომ მიხაკს, დარიჩინს, კარდამონს (ილი) და მუსკატის კაკალს ვამტვრევ და ისე ვყრი ქილაში. ჯინჯერს ნახევარ ჩაის კოვზს ვუკეთებ გახეხილს. |
Posted by: MeBeforeYou 10 Apr 2017, 18:09 |
aninia მადლობა რჩევებისთვის. ცელოფნებში მოვუკარი თავები და გადავაფარე ჩაის ტილო დიდი. აი საყინულის თემამ ძალიან დამაინტერესა, პირველად შენგან / თქვენგან გავიგე და შევინახე ერთი დიდი და ერთი პატარა, მაინტერესებს როგორი გამოვა. ეს კი ჩემი შაბათ-კვირის ,,ნაშრომი''. რამდენიმეს თავი დაუსკდა და გამიკვრიდა, არ მისკდება ხოლმე. მიზეზსს ვერ მივხვდი (( http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: lukanini 10 Apr 2017, 18:21 |
MeBeforeYou მეც გაყინვას გირჩევ.ცელოფნის პარკებში კარგად შეფუთე და ისე გაყინე.შარშან მე სულ მასე გავყინე და წინ დღით თუ გამოიღებ ახალი გამომცხვარივითაა,არც შრება და არაფერი.საერთოდ როგორც aniniaმ თქვა პურებსაც ვყინავ და ბულკებსაც.ნუ საჭმელებზე აღარ მაქვს საუბარი. |
Posted by: nia4u 10 Apr 2017, 20:34 |
lukanini მიხარია, რომ გამოჩნდი! შენს შედევრებს ველოდები... MeBeforeYou ოღონდ საყინულეში და არა მაცივარში. რაც საყინულეში არ ჩაეტევა, დიდ ქვაბში, ტილოგადაფარებული, ძველქართულხალხურად |
Posted by: lukanini 10 Apr 2017, 21:05 |
nia4u რამდენი ხანია აღარ დამიპოსტავს.მეც მიხარია შენი დანახვა.მე სავარაუდოდ ხუთშაბათს დავიწყებ მომზადებას. |
Posted by: MeBeforeYou 10 Apr 2017, 21:44 |
lukanini მე კიდევ მგონი კენკრის და ალუბლის გარდა არასდროს არაფერი გამიყინავს, მეგონა ეცვლებოდა კონსისტენცია. თუ ესე კარგად ინახება, ძაან კი დამეზოგება დრო, ძირითადად უქმეებზე თუ მიწევს კეთება მაინც. nia4u ნია ემალის დიდი ქვაბი წავა ხომ? ბებიაჩემს აქვს რაღაც ძველებური და გამოვართმევ . რა უნდა გკითხო იცი, რამდენიმეზე დამისკდა თავი, არადა თითქმის მსგავსი ჩეპეების გარეშე ცხვებოდა სულ. დედაჩემს ვკითხე და ჩაზილვისას დაგაკლდებოდა ცხიმიო, არადა არამგონია ეგ მიზეზი იყოს, ცომს ტექსუნით ვზილავ, მერე ამოღებამდე ავედოვით ვზილავ ორჯერ, ამოღების დროსაც ხელები ცხიმიანი მაქვს თავისთავად და არამგონია ეს ცხიმის დაკლება. რა შეიძლება შენი აზრიით რომ მიზეზი იყოს? |
Posted by: Keti-Ket 10 Apr 2017, 22:05 |
MeBeforeYou ვაიმე რა მაგარია, თან რამდენია. უბრალოდ არ შემეძლო აღფრთოვანება არ გამომეხატა. თან სახლის პასკას სულ სხვა გემო ექნება |
Posted by: fermina 10 Apr 2017, 22:33 | ||
^O^
მე მგონი, საუკეთესო პასკაა მართლაც თბილისში. იმედია, წელსაც სტაბილურად კარგს გააკეთებენ. ბევრი სხვა პასკა ვცადე, მაგრამ არცერთი არ შეედრება. აი დღეს ბროტმაისტერის, ავსტრიული საცხობის ვიყიდე, რეკლამა გაუკეთეს და არა რაააა.... ფუნთუშასავითაა. ანტრეს პასკა არის ცხიმიანი, მძიმე და საოცრად გემრიელი. ძვირიცაა |
Posted by: MeBeforeYou 10 Apr 2017, 22:50 |
Keti-Ket მადლობა შექებისთვის :* ნახევარი ბებიებისთვისაა გემოთი მართლა ფანტასტიკურია, ნუ ჩემთვის მაინც და ჩემი გემოვნებით. თითქმის ყველა გაპიარებული საცხობის მაქვს გასინჯული, დაწყებული ანტრეთი და დამთავრეებული აზატოთი და მაინც მეც შენს აზრს ვეთანხმები, რომ სახლში გამომცხვარს არაფერი სჯობს. |
Posted by: aninia 11 Apr 2017, 12:55 | ||||||
MeBeforeYou
საყვარელო, ნუ გერიდება, აქ ყველა "შენობით" ვსუბრობთ. იქითაც - "დღეს გავაკეთეში" ვნახე შენი პასკები, რა მშვენიერები და ლამაზებია! რეცეპტს აქაც თუ გადმოიტან, სულ მთლად დახატავ აქაურობას. მეც უნდა გადმოვიტანო. პასკისთვის თავის დასკდომის მიზეზებზე ამ თემაში ბევრია დაწერილი. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ, ბოლოს, მეტრები მაინც არასაკმარის მოზელვაზე შეთანხმდნენ, მოკლედ, ჩანს, ცოტა ზელვა დააკლდა შენ ცომს . აბა, ვნახოთ, საყინულეში შენახული შენი პასკები როგორ მოგეწონება. მერე დაგვიწერე აქ. სხვებსაც გამოადგება შენი გამოცდილება.
ცელოფანში შეფუთულებს ჩაის ტილო სილამაზითვის თუ დასჭირდათ, თორემ, სხვა ვერაფერი მზრუნველი იქნება nia4uმ როგორც თქვა, ისე თუ ინახავ, ტილო მაშინ გჭირდება -
lukanini გამიხარდა რომ დაგინახე |
Posted by: nia4u 11 Apr 2017, 17:00 | ||
MeBeforeYou
კი, გამოდგება ნებისმიერი სახურავიანი ტევადი ქვაბი. თAვებს რაც შეეხება, რამდენიმე მიზეზი გამიგია... 1. ზელვის დაკლება. თუმცა ეს მიზეზი N.J.-მ გააქარწყლა, თAვისი ბოლო, გამარტივებული რეცეპტით, რომელიც, როგორც თვითონ თქვა, თითქმის არ უზელია. ზელვის დაკლება ასევე იწვევს პასკის მეტისმეტად დაფშვნას გაჭრის დროს. 2. ცხიმის ნაკლებობა. ეს შენ თვითონ გამორიცხე. 3. მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა ცხობის დასაწყისში. ეს მე შევამჩნიე ჩემი პრაქტიკიდან. ამიტომ თავიდან ზომიერ ტემპერატურაზე ვიწყებ ცხობას და თუ თავებს დაბრაწვა დააკლდა, ბოლოს ვუმატებ ცოტას. ახლა შენ თვითონ დაასკვნი მიზეზს კიდევ საინტერესოა, ერთი მოზელვის პასკებიდან ზოგს დაუსკდა თვი და ზოგს არა? თუ ასეა, მესამე მიზეზი იქნება... |
Posted by: LTB1948 11 Apr 2017, 19:53 |
Keti-Ket 15 ლარი ღირს, შარშან 12 ღირდა |
Posted by: gogochka 11 Apr 2017, 22:21 |
Gamarjoba gogoebo paskis formebi sad sheidzleba shevidzino?ogond qagaldis ar minda iyideba sadme?an ra girs? |
Posted by: fermina 12 Apr 2017, 10:19 |
gogochka ბაზრობაზე, ყველანაირი. |
Posted by: speechl1 12 Apr 2017, 14:33 |
გამარჯობა პასკის ცომი როდის მზადდება, პარასკევს პზის ჩასვლამდე თU ხუთშაბათს? |
Posted by: fermina 12 Apr 2017, 15:00 | ||
speechless№1
როცა გაგიხარდება და დრო გექნება პ.ს. კარგი პასკის ახალი "ნაკოლი" - ბერნი აბაშიძეზე. მე არ გამისინჯავს ჯერ, ანტრეს ჯობსო. |
Posted by: gogochka 12 Apr 2017, 16:45 |
fermina Madlobaa didii ..imedia vishovi pirvelad unda gavaketo da meshinia qagaldshi AR damewvas |
Posted by: ^O^ 13 Apr 2017, 03:27 |
ტრადიციულად, შევიძინე "ანტრეს" გემრიელობა პასკა, იმედია არ გამოშრება აღდგომამდე... "ბერნი" არ გამისინჯავს, დასატესტია, რატომაც არა და "მანდარინის" პასკები ისეთი გამოპრანჭულები არიან, ფოტოები ვნახე, უნდა უყურო, დაგენანება გაჭრა ))) ნეტა გემოც თუ ასეთივეა. |
Posted by: fermina 13 Apr 2017, 08:12 |
^O^ ბერნის ნაქები პასკა არ მოგვეწონა. გემოზე თითქოს არა უშავს და კონსისტენცია არ არის მე რომ მიყვარს, ისეთი. უფრო მოფუნთუშო ვარიანტია. ისევ ანტრეს იმედზე ვარ, პეტრიაშვილზე ძველი საცხობია და მანდ იყო ხოლმე კარგი პასკა კიდევ. * * * მანდარიმის პასკები მეც ზედმეტად გადატირთული მომეჩვენა. აქებენ კიდევ ტარტანს ტატიშვილის ქუჩაზე, ვერაზე. კილო 19 ლარი ღირა ოღონდ |
Posted by: kriketi-1985 13 Apr 2017, 08:44 |
ფალიაშვილის 85-ში ყოფილა ლიკას საკონდიტრო, აქებენ, ოღონდ ძვირიაო, ზუსტი ფასი არ ვიცი. |
Posted by: fermina 13 Apr 2017, 11:43 | ||
kriketi-1985
რამე სახელი არ აქვს? ან ფბ? გავალ ახლა ვნახავ, აქვე უნდა იყოს წესით. |
Posted by: Mstyle 13 Apr 2017, 12:49 |
მანდარინის 25 ლარიანს თუ დატესტავთ ვინმე გაგვიზიარეთ რა შთაბეჭდილებებბი და აგროჰაბის პასკებზე კიდევ. fermina ბერნის 25 ლარიანი? ის ნიგვზები და თხილები შიგნითაც აქვს თუ მარტო ზემოდან? |
Posted by: kriketi-1985 13 Apr 2017, 13:08 |
fermina მეტი ნამდვილად არაფერი ვიცი მაგრამ არა მგონია ფეიჯი ჰქონდეთ, არც გავლისას შემინიშნავს აბრა ან მსგავსი გამოკვეთილი მანიშნებელი, ვისაც კლიენტი ისედაც ჰყავს, არ იწუხებენ თავს ამეების გაკეთებით, თან ვერც აუვლენ ალბათ შეკვეთებს;დ როცა კონკრეტული ადამიანი მუშაობს ოჯახურ გარემოში და არა ქარხანა. იმედია, მიაგნებთ და შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებთ |
Posted by: shilaida 13 Apr 2017, 13:49 |
მეგობრებო,ლიკას საცხობი ნაძალად3ვშიც არის,ზუსტად 1 სამშობიაროს გვერდით,კუთხეში,შუქნისანთან, "ევროპული საცხობი ქვია",გამისინჯავს მაქაური კექსი და ნამცხვრები,გემრიელია უდაოდ,პასკუსა არაფერი ვიცი * * * https://www.facebook.com/sakonditro.Lika/ ფეიჯიც ჰქონიათ |
Posted by: fermina 13 Apr 2017, 15:01 | ||||
Mstyle
ჰქონდათ ორნაირი, ქართული და იტალიური. მე ქართული ვიყიდე, 800 გრამიანი 12 ლარი ღირდა. იყო ფუმფულა და არამძიმე, არ მომეწონა. შოკოლადები და ნუში მარტო ზემოდან. აკლდა ცხიმიანობა. მე მიყვარს მძიმე და აი როგორ ვთქვა, ცხიმიანი და მტვრევადი. ეს კულიჩივით იყო. shilaida
ეს მეც ვნახე, მაგრამ იგივეა რაც ფალიაშვილზე? ანუ რომელსაც აქებენ? |
Posted by: kriketi-1985 13 Apr 2017, 17:02 |
ეგ გვერდი ვნახე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ერთი და იმავე ადამიანისაა თუ არა, რადგან მითითებული უნდა ჰქონდეთ მეორე მისამართიც. თან ვისგანაც გავიგე, მხოლოდ ფალიაშვილზე იცოდნენ, შEიძლება მეორეს შესახებ არც იცოდნენ, ვერ გეტყვით ზუსტად. |
Posted by: Keti-Ket 13 Apr 2017, 22:57 |
მეგობრებო, აზატოს პასკებზე რას იტყვით? |
Posted by: MeBeforeYou 14 Apr 2017, 07:54 |
aninia ბოდიში ვერ გიპასუხე დროულად :* რეცეპტს გადმოვიტან აუცილებლად, არაა პრობლემა. დღეს კერძო შეკვეთა უნდა გავკეთო და ისე ვნერვიულობ რომ არ ვიცი, ახლობელია და უარი ვერ ვუთხარი და ეხლა გული მისკდება კარგი რომ არ გამომივიდეს. :დ წინასწარ ვუთხარი ზოგზე თავი დამისკდა-თქო და დამცინა, ვის ადარდებს ეგო. გავითვალისწინებ შენსა და ნიას რჩევებს, თუ არადა თავი დავიზღვიე მაინც nia4u მადლობა ნია :* მესამე ვარიანტზე დავფიქრდი და თავიდან პირველ ნაწილს ვდებ დაბალზე რომ ამოვიდეს და მერე გადამყავს 180 გრადუსზე. შეიძლება ამისი ბრალი იყოს, დღეს კიდევ დავაკვირდები. როგორც მახსოვს დანარჩენები არ დამსკდარა. ზელვით რავიცი, დედაჩემი თავის დროზე ორ პორციას აკეთებდა ხოლმე ერთად და მე რომ ვერ ვერევი, 3 კგ ფქვილით ვაკეთებ. ზელვაც არამგონია მიზეზი იყოს, დღეს ამასაც დავაკვირდები კარგად. * * * Keti-Ket გუშინ გავსინჯე ზუსტად. საკმაოდ მძიმეა, საშუალოდ ნოტიო შიგნიდან, სუნელებთან ერთად დამატებული ქონდა რაღაც, რასაც ცოტა სიმჟავისკენ მიყავს. დედაჩემმა ცედრა იქნებაო და არაა, ცედრით გასინჯული მაქვს. მერე გავარკვიე მათი თანამშრომელისგან(ამ გოგომ გვაჩუქა), რომ ლიმონის ზეთითაა დამუშავებული. ეს რა ზეთია არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ აი ლიმონმჟავას ესენციის გემო დაკრავს, რაც მეზედმეტა მე. პატარა იყო ეს, დიდებში რა სიტუაცია აქვთ არ ვიცი, სხვა მხრივ მშვენიერი იყო, უბრალოდ თუ ყიდვას გადაწყვეტ, გასინჯვის გარეშე არ იყიდო, ვაიდა გემჟაოს შენც. |
Posted by: fermina 14 Apr 2017, 15:11 |
პეტრიაშვილზე ძველი საცხობი/ნამცხვრების მაღაზია რომ არის, ძალიან კარგი პასკა აქვთ ყოველთვის. წელსაც ვიყიდე, ჯერ არ დამიჭრია, მაგრამ ადგილზე ჰქონდათ დასაგემოვნებელი და ძალიან მომეწონა. მე როგორიც მიყვარს, მძიმე და ნოტიოა. ფასი 12 ლ კილო. |
Posted by: Universe 14 Apr 2017, 17:05 |
ფორმისა და პკის გუნდის პროპორციები დაწერეთ რა, რამდენ გრამიანში რამდნი გრამი იდება. პ.ს. ზოგი ფორმა დაბალი და გაშლილია, ზოგი ვიწრო და მაღალი. აქვს ამას რამე მნიშვნელობა ცომის განაწილებისას? გაშლილს ალბათ მეტი დასჭირდება? |
Posted by: ტატა 14 Apr 2017, 17:51 | ||
ლიკას ტორტები არის მართლა #1 თბილისში, რამდენიც არ გამისინჯავს, ვერც ერთი შეედრება ასე, რომ პასკასაც თუ ეგეთს აცხობს... პ.ს დადიანზე მგონი სხვა ლიკაა, მე ფალიაშვილისას ვუწევ რეკომენდაციას * * * Universe ჩემი გამოცდილებით, ნახევარზე ნაკლები უნდა ჩადოთ. დაახლოებით 1/3. შემდეგ დაააცდით ამოფუებას, და დაახლოებით 2/3 უნდა იყოს როდესაც გამოსაცხობად შედებთ. პ.ს ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს. თავიდან როდესაც ცხობა დავიწყე მირჩიეს 2/3 ჩამედო და გადმოვიდა ფორმებიდან. ასე, რომ ჯობს ცოტა დაბალი იყოს, ვიდრე გაფუჭდეს |
Posted by: fermina 14 Apr 2017, 18:37 |
ტატა რა ადგილზეა ფალიაშვილზე? ნომერი გავიგე, ისე, რასთანაა ახლოს. |
Posted by: LKLK 14 Apr 2017, 21:15 | ||
fermina
წელსაც გემრიელი პასკა აქვთ. თან ფასიც ადეკვატურია. |
Posted by: lukanini 14 Apr 2017, 22:12 |
დღეს მეც გამოვაცხე შედეგით ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ.ერთი ეგ არის რომ კარგი თავები ქონდა გაკეთებული და ცოტა დაიწია.ისე წუნს ვერაფრით ვერ დავუდებ. ეს წუხელ მოვზილე და ასე გამოიყურებოდა ესეც ამ დილას რომ გამოვხსენი ღუმელი აი რა დამხვდა . ისეთი ელასტიური ცომი იყო რომ ზედ ეკიდა ქვაბს.დამსკდარი რომაა გვერდებზე ეგ ხელი მოვკიდე უნდა ჩამედო ისევ ქვაბში და მერე ვიფიქრე მოდი სურათს გადავუღებ მეთქი. კიდევ კარგი ღუმელი არ დამეთხვარა ესეც უკვე გამომცხვარი.როგორც ავღნიშნე თავები მეტი ლამაზი ქონდა მაგრამ ოდნავ დაეწია და დაეპრუჭყნა ესეც გაჭრილი. ისეთია გული სულ ფურცელ ფურცელ იხლიჩება. * * * MeBeforeYou ფერმენტაცია ხომ არ დააკელი.ეგ კიდევ ერთ ერთი მიზეზია თავების დასკდომის.ან ძალიან გახურებული ღუმელი.თავი მალევე მოაშრო და ცომის გაზრდის შედეგად თავებიც გაეხსნა. მიზეზი მართლაც შეიძლება ბევრი რამ იყოს |
Posted by: Universe 15 Apr 2017, 00:16 |
ტატა მადლობა 1/3 ჩავდებ. გვიან მომიწია ცომის გამზადება. ახლა ვფიქრობ ღამით ხომ არ დავტოვო... მძიმედ ამოდის. ზელვისას კი იყო ფაფუკი და ელასტიური lukanini ო, მეთქი ცხობისას გადმოფუვდა, ღუმელიდან გაქცევა დააპირა ) მშვენივრად დაბრაწულან |
Posted by: eka3 15 Apr 2017, 10:58 |
lukanini არაჩვეულებრივად გამოიყურება! პასკის თავებიც ლამაზად არის. რა წაუსვით თავზე? იქნებ პასკის რეცეპტი გაგვიმხილოთ. ნოტიო თუ გამოვიდა? მადლობა. |
Posted by: lukanini 15 Apr 2017, 11:20 | ||||||
eka3
გათქვეფილი კვერცხი
აუცილებლად
ძალიან * * * ესეც ჩემი პასკის რეცეპტი 750 რძე 10 პატარა კვერცხი (დაახლოვებით 65 გრ ნაჭუჭიანად) 2.250 უმაღლესი ხარისხის ფქვილი 500 კარაქი 200 მაღალ პროცენტიანი ნაღები 800 შაქარი 800 ქიშმიში 100 ფორთოხლის ცუკატი 30 მარილი 5 ჩ.კ თაფლი 50 საფუარი (თუ მშრალ საფუარს იყენებთ ამის ერთი მესამედი ნუ 20 გრ მაინც) 2 ლიმონის კანი და 1 ლიმონის წვენი 100 გრ რომი,კონიაკი... შაფრანი 0,15.ასე ეწერა ჩემს ბოთლს რომ ვიყიდე.ეს ნამდვილი შაფრანია წვრილი ღეროები რომაა ის მე სუნელებს ვწონი და ისე ვუშვები.ასე ყოველთვის ერთი გემო აქვს.არც მეტი არც ნაკლები 1,2 გრ მუსკატის კაკალი.0,5 ჩ.კ 10 ც კარდამონი 1,2 გრ მიხაკი ან 0.5 ჩ.კ 1.2 დარიჩინი ან 0,5 ჩ.კ 1,2 ვანილი ან 0,5 ჩ.კ მე მადაგასკარის ვანილის ექსტრაქტი გამოვიყენე და პასტა.1 1/2 ჩ.კ ან 1 ვანილის ღერი შეგიძლიათ უქნათ ამ ვანილს თუ გამოიყენებთ კრისტალი ვანილის დოზა შეამცირეთ ანუ მე ასე ვამზადებ 24 საათით ადრე ვიწყებ საფუვრის მომზადებას 1 დღე.ოდნავ თბილ რძეში ვხსნით თაფლს + საფუარი 5 გრ და 0,5 კგ ფქვილი.მოვურიოთ ხის კოვზით კარგად და გავაჩეროთ ნუ დაახლოვებით 1-2 საათი.მერე ვდებ მაცივარში მეორე დღის საღამომდე. სანელებლებსაც ამ დღეს ვამზადებ.ვაცლი კანს ლიმონს(მარტო ყვითელ მხარეს.თეთრი არაფერში გვჭირდება სიმწარეს აძლევს) და ვაბლენდერებ ცოტა შაქარში. ვწურავ 1 ლიმონს პატარა შუშის ბანკაში ვასხავ ლიმონის წვენს,სადღაც 70 გრ რომს,დაბლენდერებულ ლიმონის კანს და ყველა სუნელს,ვანილს, შაფრანის გარდა.მოვუჭერ კარგად თავზე რეზბიან საცობს .დრო და დრო ხელით შევანჯღრევ ხოლმე რომ მასა აერიოს ერთმანეთს შაფრანს ვნაყავ +0.5 ჩ.კ შაქარი და ცოტა ადუღებული წყალი.თავზე ვაფარებ და ვფუთავ კარგად გარეცხილ (ცხელ წყალში) და გამშრალებულ ქიშმიშს ვასხავ დარჩენილ რომს+ ფორთოხლის ცუკატები.ვაფარებ თავზე ჰერმეტულად.ამასაც დრო და დრო ვურევ ხოლმე 2 დღე. საღამოს სადღაც 7 საათზე ვიწყებ ცომის მომზადებას. მთლიანი კვერცხებისგან ვაკეთებ გოგლი მოგლს.მაცივრიდან ვიღებ საფუარს და ვურევ გათქვეფილ კვერცხს.(თუ ხელით ზილავთ მაშინ საფუარი ერთი საათით ადრე მაინც გამოიღეთ მაცივრიდან) ამ დროს ვუშვები სუნელების ნაყენს,შაფრანს,ნაღებს, მარილს.დროჟს ფქვილში ვურევ და ისე ვამატებ ცომს.ყველაფერს კარგად მოვურევ და ბოლოს შევაზელ კარდაგ დარბილებულ კარაქს.ცომს ვაჩერებ ნახ. საათი მაინც და მერე ვიწყებ ზელას.მე საზელ მანქანას ვიყენებ და ამიტომაც გამოდის ცომი ძალიან ელასტიური.ცომს დაახლოვებით 4ზე ვყოფ და ნაწილ ნაწილ ვამუშავებ .მიქსერის სპირალიანი ფეხებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ვისაც პურის საცხობი აპარატი გაქვთ ეგეც წავა.მარტო მოზელვის რეჟიმი.ტემპერატურა არ უნდა.მე სადღაც თუთო ნაწილს 20 წთ მოვუნდი.კარგად რომ მოზელილიყო. შემდეგ ვგდავ მთელი ღამე გასაფუებლად.არც სითბოში არაფერი.ნუ საყინულეშიც ნუ იქნება. .ოთახში თუ თბილა საკმარისია. 3 დღე. დილით ჩავზილავ ცომს ზეთიანი ხელით.ვაჩერებ 1 საათი და მერე ვურევ ქიშმიშს.რომელსაც აქვს გარეული 1-2 ს.კ ზეთი და ფქვილი.ეს იმიტომ რომ ცომს კარგად მიეკროს.ისევ ვაჩერებ ნახ. საათს ვიღებ ცომის და ვწონი.დიდი ქაღალდის ყალიბებში 900 გრ და პატარებში 500.ჩემები კილოიანი და ნახევარ კილოიანი ყალიბებიბია.სანამ ყალიბში ჩავდებ მომოვაგუნდავებ როგორც ხაჭაპურის ცომს ვუშვებით ისე,ვაჩერებ სადღაც 10 წთ.სამუშაო მაგიდა ცოტა ზეთმოსმული მაქვს.ფქვილს არ ვხმარობ.მერე ისევ კარგად მოვაგუნგავებ. ცომის გვერდებს ვკეცავ ამოვაბრუნებ და კარგად მრგვალ ფორმას ვაძლევ.როგორც პურს ისე .თავი უნდა ქონდეს მოჭიმული და ასე ვდებ ყალიბებში.ოდნავ თბილ ღუმელში(თუ თერმომეტრი გაქვთ 30 º მეტი არ უნდა იყოს) ჯამით ვდებ ადუღებულ წყალს და ისე ვაწყობ ყალიბებს.ასე სინოტივეს ვაძლევთ ცომს და ხელს ვუწყობთ უკეთესად რომ გაფუვდეს.თანაც თავზე არ გაშრება.ჩემები ძალიან სწრაფად გაფუვდნენ .სადღეც 3 საათში უკვე მზად იყო. ღუმელს ვახურებ 150-160 გრადუსზე ჰაერის ფუნქციით. ღუმელის ძირზე ვდებ პატარა ჯამით ადუღებულ წყალს ცხობის პირველ 20 წუთს. მერე ვიღებ და ვაგრძელებ ცხობას.დიდ ყალიბს უნდა 50 წთ და პატარას 40. თუ საზომი თერმომეტრი გაქვთ 94º მაინც უნდა იყოს პასკის გულის ტემპერატურა. P.S პასკებს მთლიან გათქვეფილ კვერცხს ვუსმევ. * * * ამ ცომიდან გამომივიდა 4 დიდი და 5 პატარა პასკა |
Posted by: wkna 16 Apr 2017, 10:38 |
ქრისტე აღდგა ! გილოცავთ <3 გუშინ სპონტანურად მოვინდომე და გამოვაცხე ჩემი პირველი პასკა, ვერ ვიტყვი რომ სეუდარებელია თუმცა გემრიელია,სუნელები დავაკელი ფქვილი დავაკელი და ჩამივარდა ამ ყველაფერს გამოცხობის შემდეგ მივხვდი... გლაზურის ფხვნილი ვიყიდე და აწერია უკრაინულად, იქნებ ვინმემ იცოდეთ როგორ გავაკეთო ? ვერ გავუგე ვერაფერი |
Posted by: IngaKh 16 Apr 2017, 11:01 | ||
ჭეშმარიტად აღდგა! ჩავარდნა ფორმაში ზედმეტად ამოფუებამაც იცის, ანუ, ფორმაში ძალიან თუ ამოფუვდა, ცხობისასაც კიდევ იმატებს, თავიდან 180 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე თუ აცხობთ, კიდევ ფუვდება და ზედმეტი თუ მოუვიდა მერე ვარდება. ამიტომ, მე პირველი თხუტმეტი წუთი 180 გრადუსზე ვაცხობ, ანუ სანამ თავები ოდნავ შეიფერება, მერე თავზე ვაფარებ ფოლგას და ვაგრძელებ 150-160 გრადუსზე. თავი სწრაფად რომ მოებრაწება მერე აღარ ჩავარდება. ეს ჩემი გამოცდილებიდან, თუ გამოგადგებათ. |
Posted by: aninia 16 Apr 2017, 12:46 |
ქრისტე აღდგა! ყველას მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! სიხარული და სიკეთე იყოს თქვენი ცხოვრების თანამდევი. მრავალ ბედნიერ დღესასწაულს მოსწრებოდეთ! ესეც ჩემი ნახელავები სააღდგომოდ: პასკა წელს მთლად კარგი არ გამოვიდა... http://radikal.ru http://radikal.ru ნიგვზიანი რულეტების წნული: http://radikal.ru ესეც სააღდგომო ყვავილი. სიცარიელეში შეღებილი კვერცხები უნდა ჩამეწყო მარა, დედაჩემს მოეწონა და მასთან დავტოვე. ამასაც გულსართი ნიგვზიანი აქვს http://radikal.ru lukanini საუცხოო პასკებია |
Posted by: lukanini 16 Apr 2017, 13:38 |
aninia ჭეშმარიტად!! მე ძალიან მომწონს შენი პასკები დაწნულები კი გემრიელად გამოიყურება.მეც მინდოდა ყვავილის გაკეთება და დამეზარა. |
Posted by: wkna 18 Apr 2017, 10:55 |
გავაკეთე პასკები ისე მიხარია ვააყობ საკუთარი თავით ჩემი კულინარიული ნიჭის და იმის გათვალისწინებით რომ პირველად გავაკეთე, ყველამ მიქო პასკა, თუმცა იმის მიუხედავად რომ ჩაუვარდა თავები არ ამოუვიდა... მააინც ბედნიერი ვარ, ასევე გავაკეთე ხაჭოს პასკა, მშვენიერი გამომივიდა, სურათებს დავდებდი მაგრამ მობილურიდან როგორ ავტვირთო არ ვიცი... მოკლედ რასაც მოინდომებს ადამიანი თურმე შესაძლებელია გაკეთება, იმედია საჭმელების კეთებასაც ვისწავლი |
Posted by: aninia 18 Apr 2017, 11:45 |
lukanini გმადლობ, საყვარელო. wkna ძალიან გამიხარდა, რომ პასკების ცხობა კარგად გამოგივიდა. აბა შენ იცი, ამის მერე, არ დაიზარო, აითვისე ახალი რეცეპტები და ამზადე საოცრებები. ადამიანის შესაძლებელობებს მარტლაც არ აქვს ზრვარი- ცოდნა, მონდომე და შრომა ერთად სასწაულებს ახდენს. ფოტოს ატვირთვა მობილურიდან მე როგორც მასწავლეს: - radikal.ru ზე შეხვალ, აარჩევ სასურველ სურათს, ეტყვი სერვერზე ატვირთვას და მოგცემს ლინკს, რომელიც უნდა დააკოპირო და ქ, შენი კომენტარის ველში ჩასვა. მე ერთხელ გამომივიდა. მაგის მერე ვიწვალე და ვეღარ სცადე, აბა? |
Posted by: wkna 18 Apr 2017, 16:26 |
aninia დიდი მადლბა თქვენ რომ აქ ისე გამამხნევეთ პასკისგაკეთება გავბედე... ეს ხაჭოს პასკაა,ესმა კუნჭულიას რეცეპტით გავაკეთე ესეც აქ ვნახე http://www.radikal.ru * * * ესეც პასკები,როგორც უკვე ავღნიშნე ჩაუვარდა თავები და ამიომ ასე გავალამაზე http://www.radikal.ru |
Posted by: qetino_qetino 24 Jul 2017, 12:58 |
მეგობრებო, განსაკუთრებით ხორცის მომხმარებლებო !გადადით ლინკზე და შეავსეთ საინტერესო კითხვარი ჯანსაღ პროდუქტთან დაკავშირებით. თქვენი აზრი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა წინასწარ http://start.com.ge/limesurvey/index.php/874964?newtest=Y |
Posted by: Perske 25 Jan 2018, 19:21 |
//////////////////////////////////////////////////////////////////// |
Posted by: L_i_L_i 27 Mar 2018, 13:54 |
ვინც აკეთებთ, რამდენჯერ ჩაზელთ ? ან რამდენი ხანი აჩერებთ? * * * ზევიდან მინდა რომ ორთქლზე გამლღვალი შოკოლადი წავუსვა , რას იყენებთ როდის აკეთებთ იქნებ ამოიწიოს ეს თემა * * * და იტალიურ პასკას ნახევარზე მეტს დებენ რადგანაც მძიმეა და არ ამოდის თუ ასე მეჩვენება ვიდეოებში? ღმერთო რამდენი კითხვაა |
Posted by: ტატა 27 Mar 2018, 20:15 |
L_i_L_i კარგია რომ წამოწიე თემა 1. მე პირადად, ერთხელ ჩავზელ, მეორე ამოსვლაზე ვამატებ ქიშმიშს და ცუკატს , ვანაწილებ ფორმებში. 2. მე თეთრი შოკოლადის მინანქარს ვუკეთებ და ძალიან მომწონს, შავიც იგივე პროპორციით შეიძლება გაკეთდეს(100 გრ შოკოლადი + 50 გრ კარაქი, 3 სკ რძე, 3 სკ შაქარი) 3. ჩემი უმწარესი გამოცდილებით (პირველად რომ გამოვაცხე, 5 წლის წინ) შემიძლია კატეგორიულად ვთქვა, რომ 1/3 მეტი არ უნდა ჩადო. ჯობს ცოტა დაბალი იყოს, ვიდრე ფორმიდან გადმოვიდეს. |
Posted by: Melpomene 27 Mar 2018, 22:40 |
aninia აუ, ზუსტად ასეთი პასკა მინდა. არაჩვეულებრივია. რეცეპტი სად ვნახო? |
Posted by: nia4u 28 Mar 2018, 06:45 |
Melpomene უწერია ანინიას წინა გვერდებზე თავისი პასკის რეცეპტი... თონეში აცხობს ხოლმე თვითონ... |
Posted by: lukanini 28 Mar 2018, 12:07 |
როგორ ხართ გოგოებო მომენატრა აქაურობა!! დაიწყო პასკის ციებ ცხელებაა.მე ისევ ჩემს პასკებს ვაცხობ,არ ვცვლი რეცეპტს.ფეის ჯგუფი გავხსენი პურზე და საფუვრიან ცომებზე.შემოიჭყიტეთ ძალიან კარგი სააღდგომო კულიჩი გამოვაცხვე.თუ მოვახერხე აქაც დავდებ.მობილურით შემოვდივარ და მიჭირს აქედან სურათების ატვირთვა.ეხლა გეგმაში მაქვს ყვავილი.ვნახოთ რა გამოვა https://www.facebook.com/groups/1777449442325612/ |
Posted by: Melpomene 28 Mar 2018, 18:52 | ||||
nia4u
მადლობა ყურადღებისთვის, ვერ მივაგენი, მაგრამ lukanini-ს რეცეპტი ძალიან მომეწონა. ამას გავაკეთებ:
|
Posted by: nia4u 28 Mar 2018, 20:08 |
გოგოებო, ჯეჯილის დათესვა ხომ არ დაგვიწყებიათ? |
Posted by: lukanini 28 Mar 2018, 21:11 |
Melpomene ველი სურათებს |
Posted by: la reine 29 Mar 2018, 01:27 |
lukanini პანეტონეს გავს ხო შენი პასკა? ფოტოზე ასე ჩანს თითქოს. ისე საზელი მანქანა ძაან სხვანაირს ხდის ცომს. სულ სხვა სტრუქტურას აძლევს. მე ხელით მიწევს ხოლმე და უკანასკნელ ძალებს მართმევს. ძაან დამღლელია. |
Posted by: dendo 29 Mar 2018, 09:54 |
რა დროს ვარ დიეტაზეე. ომდენი აკრძალვებია რა უნდა ვქნა არ ვიცი |
Posted by: lukanini 29 Mar 2018, 10:03 |
la reine კარგი სტრუქტურა აქვს ცომს,ნოტიო არომატული.დიახ საზელ მანქანას ვხმარობ,თავი რატომ ვიტანჯო მეყო რაც ხელით ვზილე წლების წინ შარშან პატარა კენვუდში მოვზილე,ცომი ოთხად გავყავი და ისე.წელს დიდი კენვუდის ჩეფი შევიძინე და იმას სავარაუდოდ ორად მოუწევს გაყოფა.ცომი მართლაც სხვანაირი გამოდის,მე უფრო მეტად მომწონს |
Posted by: shilaida 29 Mar 2018, 13:14 |
lukanini სამოვნებით დავათვალიერებდი უსაფუარო პურის ფეიჯს,მაგრამ არ მიხსნის ამ ლინკს და იქნებ ახლიდან დაგედო * * * nia4u გუშინ გავაკეთეთ ჯეჯილის "ნათესი" მე და ჩემმა შვილებმა |
Posted by: la reine 29 Mar 2018, 13:37 |
lukanini გეთანხები ძაან კარგი ცომი გამოდის. უფრო ელასტიური, დამყოლი და ერთგვაროვანი. ... წელს ორი დოზა უნდა გავაკეთო. მგონი ხარაკირის ვიტარებ ერთი ჩვეულებრივი გემოს ბუკეტით. მეორე ფორთოხლოვანი მიყვარს ძალიან და რა ვქნა დავამატებ ჩემს მო მზადებულ ფორთოხლის მასას და იმედია იმედებს არ გამიცრუებს)) |
Posted by: Master_Nick 29 Mar 2018, 13:54 |
la reine ძალიან მაინტერესებს შენი პასკები, ცომის მოზელაში დაგეხმარები, მეტი რა გავაკეთო? |
Posted by: la reine 29 Mar 2018, 14:09 |
Master_Nick მძიმე და ნოტიო თუ გიყვარს, ე.ი. მოგეწონება)) ცომებში რომ გაიბლანდო არ გეშინია? |
Posted by: Master_Nick 29 Mar 2018, 15:12 |
la reine არ მეშინია, დიდი ხანია შიშები დაძლეული მაქვს განსაკუთრებით ფორთოხლოვანი მაინტერესებს. მაღაზიებში/საცხობებში რომ პასკებია - მაგეებს თუ ყიდულობ? რომელი მოგწონს მაინტერესებს. სააღდგომოდ კარგი პასკა მინდა და სად ვიყიდო? |
Posted by: la reine 29 Mar 2018, 15:24 |
Master_Nick სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები. ჩვენ წლებია შინ ვაცხობთ და არ ვყიდულობ. ინამორატას ეცოდინება |
Posted by: nia4u 29 Mar 2018, 19:05 | ||||||
shilaida თუ არ დაგამატეს, არ გაგიხსნის, მე დამამატეს გუშინ, მადლობა ლუკანინის * * * მოახლოვდა აღდგომა და ტრადიციულად, დავდებ პასკების ფავორიტი რეცეპტების ლინკებს მაშ ასე: n.j.-ის პასკა + ლუტას რჩევებით http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398 ცომის შემადგენლობაში შედის არაჟანი, რაც ცომს აძლებს მეტ ცხიმიანობას და შესაბამისად მეტ სისველეს, ხოლო ლუტას მეთოდი გულისხმობს, ცომის მაცივარში გაფუებას... rtuli-ის პასკა http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1025-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398e183a1-e183aae1839de1839be18398-e183a8e18394e183a1e183a5e18394e1839ae18394e18391e183a3e1839a-e183a0e183abe18394e18396e18394 ცომის შემადგენლობაში შედის შესქელებული რძე (სგუშჩონკა) volli-ის პასკა http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1967-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e183981 ტრადიციული რეცეპტია, ტრადიციულად ქიშმიშით და ლიმონის ზეთით... ასევე ხაჭოს პასკების ფავორიტი რეცეპტები: LUTA http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/2573-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee183901 rtuli http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1046-e183a8e1839de18399e1839de1839ae18390e18393e18398e183a1-e18393e18390-e18395e18390e1839ce18398e1839ae18398e183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390e183a1e18398e183a0e1839de18399e18398 http://www.perfectcook.org/index.php/recipe/238-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390 N.J. http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2587-e183a8e1839de18399e1839de1839ae18390e18393e18398e18390e1839ce18398-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e18399e18390 ასევე სააღდგომო ყვავილის ორი ვარიანტი რთულისგან მარტივი http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/205-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae18398 და რთული http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1045-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae183982 * * * მაცივარში ცომის გამოტარებას ვინც აპირებთ, წაიკითხეთ ლუტას რჩევები
* * * aninia ანინიას პასკა ("დღეს გავაკეთე"-ში დაუწერია ადრე და ძლივს ვიპოვე )
|
Posted by: Melpomene 29 Mar 2018, 20:34 |
nia4u მადლობა, მადლობა, მადლობაა |
Posted by: nia4u 29 Mar 2018, 20:37 |
Melpomene ფერადი ჟელეს კვერცხები https://gemrielia.ge/recipe/3827-saaRdgomo-kvercxi-Jeleebi-saintereso-idea-ara-mxolod-aRdgomisTvis/ |
Posted by: shilaida 29 Mar 2018, 20:38 |
nia4u საერთოდ არ ხსნის ლინკს,შესაბამისად ვერც დამატების მოთხოვნას გავაგზავნი დიდი ფიქრის შემდეგ ,გადავწყვიტე არ გამოვაცხო, წონას უთანასწორო ბრძოლა გამოვუცხადე რამოდენიმე წელია ნ.ჯ -ის რეცეპტით ვაცხობ , უგემრიელესია ,ზუსტად ისეთი,როგორიც მიყვარს და სხვა რეცეპტის მოსინჯვის სურვილი აღარ გამჩენია არადა გამოვაცხობ და მერე ზომა-წონას ვეღარ ვგრზძნობ,არც მამძიმებს,არც მბეზრდება უკანასკნელ ნაჭრა დე გარდა არგამოცხობისა,სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ)) |
Posted by: nia4u 29 Mar 2018, 22:48 |
shilaida წონაზე მეც შავ დღეში ვარ, მაგრამ პასკა, გოზინაყისა არ იყოს, წელიწადში ერთხელაა და მაინც უნდა ვჭამო, ისე მიყვარს...თუმცა სახლში გამოცხობას არ ვაპირებ არც მე... |
Posted by: lukanini 30 Mar 2018, 10:12 |
shilaida რატომ ვერ ხსნი რა საინტერესოა? https://www.facebook.com/groups/1777449442325612/ ფქვილიანი ხელები ,ასე მოძებნე აბა |
Posted by: fermina 30 Mar 2018, 13:13 |
მეგობრებო, ხაჭოს პასკის რამდენიმენაირი ვერსია არსებობს, კვერცხით, დუღილით, უკვერცხოდ. ყველაზე გემრიელი და გამოცდილი რეცეპტები გავუზიაროთ ერთმანეთს. შიგთავსი პრინციპში ინტერპრეტეციის საშუალებას იძლევა, თხილი, ნუში, ნიგოზი, შოკოლადის წვეთები, ცუკატები, გემოვნების მიხედვით. მომზადების ტექნოლოგია უფრო საინტერესოა. |
Posted by: Keti-Ket 30 Mar 2018, 13:56 |
fermina მე პირადად მარტივი რეცეპტით ვაკეთებ, კვერცხის გარეშე და ნუ აი ძალიან გემრიელი გამოდის, ვერ წარმომიდგენია რამე თუ შეიძლება ხაჭოსგან უფრო გემრიელი გამოვიდეს, მაგრამ ჩემმა თანამშრომელმა სცადა კვერცხით და შედარება არ არის, უფრო გემრიელ გამოდის კვერცხის დამატებითო. მე პირადად ნიგვზიანი ვარიანტიც გამიკეთებია და ნიგვზის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიყვარს ნიგვზიანი და ყოველთვის ნებისმიერ პროდუქტში ყველა ნაჭერს ისეთს ვარჩევ სადაც ბევრი თხილეულ/ნიგვზეულობაა ვერ ვიტყვი რომ ხაჭოს პასკაში დიდად შეცვალა გემო ანუ ცუდი არ იყო, მაგრამ დიდი სხვაობა ვერ ვიგრძენი |
Posted by: nia4u 30 Mar 2018, 13:57 |
fermina წინა გვერდზე კი დავდე აქაური რეცეპტები და კიდევ, 55-ე გვერდზე პირველივე პოსტი ნახე |
Posted by: fermina 30 Mar 2018, 14:23 | ||
Keti-Ket კვერცხით დამზადებულს ყველა ვარიანტში წამოდუღება სჭირდება? მე გავაკეთე რამდენიმე წლის წინ კვერცხით და კი აღარ მახსოვს ზუსტად, რომელი რეცეპტი იყო. თითქოს ასე მახსოვს, რომ წამოვადუღე. nia4u
კი ვნახე, მადლობა |
Posted by: nia4u 30 Mar 2018, 17:22 |
ხაჭოს პასკის მომზადების ზოგადი წესები https://www.edimdoma.ru/kulinarnaya_shkola/posts/20301-kak-sdelat-pashu-v-domashnih-usloviyah fermina |
Posted by: fermina 30 Mar 2018, 18:04 |
nia4u მოკლედ ამდენი რჩევა-დარიგებების მერე წესით საუკეთესო პასკა უნდა გამოვიდეს მადლობა |
Posted by: nia4u 30 Mar 2018, 19:05 |
fermina გამოვა, აბა, რა! ყოჩაღი გოგო ხარ შენ! მარტო ხაჭოსას აპირებ თუ გამოცხობასაც? |
Posted by: la reine 30 Mar 2018, 22:26 |
lukanini ყურადღებით გადავიკითხე შენი რეცეპტი და ორი კითხვა მაქვს ნედლ საფუარს იყენებ როგორც მივხვდი და მშრალი საფუარი 20 გრამი გიწერია. ცოტა არ იქნება? ეს არის 1 ს/კ-ზე ცოტათი მეტი და ააფუებს ასეთ მძიმე ცომს? და კიდევ. .გიწერია რომ საფუარს ამზადებ წინა დღეს და აჩერებ მაცივარში. რისთვის არის ეს საჭირო? ანუ ცომის სტრუქტურაზე რამე გავლენას ახდენს? მადლობა წინასწარ) |
Posted by: Master_Nick 30 Mar 2018, 22:44 |
გურმეს პასკებზე რას იტყვით? ძალიან კარგ პურებს აცხობენ და პასკები ხომ არ იცით მაგათი როგორია? |
Posted by: lukanini 30 Mar 2018, 23:27 |
la reine საერთოდ მიყვარს ნელი ფერმენტაცია და მაგიტომ ვიყენებ ცოტა საფუარს.ამოყავს ცომი უპრობლემოდ.მე რა საფუარსაც ვხმარობ იმას ამოყავს.ვერ ვიტყვი საქართველოს საფუარზე იგივეს რადგან ეგ არასოდეს მიხმარია და არ ვიცი როგორია.რაც შეეხება წინასწარ მომზადებულ საფუარს რაც მეტ ხანს გააჩერებ მეტად ძლიერდება,პურში აქვს მნიშვნელობა გამოყოფს გემოებს და მეტად გემრიელია ასე გამომცხვარი პური.პასკას შეიძლება არ ჭირდებოდეს მაგრამ რახამც მიჩვეული ვარ მეტად მომწონს ეგ ტექნიკა. მაგასაც რა თქმა უნდა აქვს ცოტა საფუარი რომ ნელა ნელა იფუოს.არ მიყვარს სწრაფი ცომები,პურსაც ვაცხობ და იმისდა მიუხედავად რომ ვხმარობ ბუნებრივ საფუარს საფუვრიან პურების დროსაც მინიმალურია მისი გამოყენება |
Posted by: la reine 30 Mar 2018, 23:45 |
lukanini გასაგებია. ანუ არ ხარ საქართველოში. მე ვერ გავრისკავ აქაური საფუარით მაგას)) ანუ დავტოვებ ყველაფერს ისე, როგორც ვაკეთებდი... აი ზოგი ამბობს რომ ცხობისას ცხელ წყალს დგამს ღუმელში. უფრო ნოტიო გამოდისო. შენ როგორ ფიქრობ? რეალურად ცვლის ეს რამეს? რატომღაც ექსპერიმენტები მომინდა |
Posted by: fermina 31 Mar 2018, 00:44 | ||
nia4u
იცი რა, გამოვაცხობდი კიდეც, ერთხელ გავაკეთე და მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ იმდენი და იმნაირი კარგი პასკები იყიდება უკვე, რომ აღარ მიღირს წვალებად აი ხაჭოს პასკა სხვაა, მარტივიცაა და არც იყიდება ასე ყველგან და ასე გემრიელი. ახლა გამახსენდა, წინაზე რომ ვაცხობდი და ასაფუებლად დავტოვე ცომი ღამე სამზარეულოში, დილით ნახევარი კარებთან დამხვდა, ჯამიდან მაგიდაზე გადმოსულა, მაგიდიდან იატაკზე და სადღაც გარბოდა |
Posted by: MASU 31 Mar 2018, 06:08 |
fermina შენ სად ყოფილხარ გემრიელი Pასკის რეცეპტს ვეძებ თან მარტივად გასაკეთებელი რომ იყოს. |
Posted by: fermina 31 Mar 2018, 11:21 | ||
MASU
აქ ჯობია, დამიჯერე წინა გვერდებზე ნახე, მგონი ბევრი კარგი რეცეპტია. თბილისში კი იყიდება გემრიელი პასკები. |
Posted by: lukanini 31 Mar 2018, 12:09 |
la reine ცოტა შეგიძლია მოუმატო საფუარს.როგორც ვაცხობ ძალიან კარგი და ნოტიო გამოდის.მე ორთქლსაც ვუკეთებ პირველი ოცი წუთი.ეგეც მომწონს ძალიან. |
Posted by: Keti-Ket 31 Mar 2018, 15:40 |
fermina კი, ნამდვილად. მაგიტომ არ ვაკეთებ კვერცხით |
Posted by: fermina 1 Apr 2018, 05:03 |
პასკა პასკა გამოდი თუ არ გამოხალ თავს გაგიტეხავ |
Posted by: nia4u 1 Apr 2018, 15:57 |
fermina რა ლამაზი ფორმაა <3 მე ხის ფორმა მინდა, მაგრამ ვერ ვნახე ვერსად... როდის აპირებ მომზადებას? |
Posted by: fermina 1 Apr 2018, 17:24 |
nia4u ხის მეც მინდოდა, მაგრამ არ იყო. ესეც პატარაა ძალიან, დიდი არ ჰქონდათ. პასაჟში ვიყიდე, სუნელების კაცთან (უფრო სწორად მის შვილებთან). სავარაუდოდ შაბათს გავაკეთებ, მანამდე ინგრედიენტებს მოვიმარაგებ ჩემ გემოზე |
Posted by: nia4u 1 Apr 2018, 23:43 |
fermina ეგ კი ლამაზი გამოვა ძაან, მაგრამ უფრო დიდი თუ გინდა, ყვავილის ქოთანი შეგიძლია გამოიყენო, გინდა პლასტმასის, გინდა თიხის... * * * fermina შაბათს არა, სამი დღე მაინც უნდა, რომ კარგად დაიწუროს და დაიპრესოს, კარგად თუ არ დაიწურა, დაგეშლება, ფორმას ვერ დაიჭერს... ხუთშაბათ საღამოს მაინც უნდა გააკეთო... |
Posted by: fermina 2 Apr 2018, 08:24 |
nia4u კი, დიდსაც ვაპირებ ჩვეულებრივ მრგვალ საწურზე. ეს პატარა დამატებით. მთლად სამი დღე არ მახსოვდა, მეგონა ერთი ღამე ეყოფოდა. |
Posted by: Universe 2 Apr 2018, 16:29 | ||
lukanini
საფუარი 50 გრამი? მაცივარში დატოვება საფუარს აძლიერებს თუ რისთვისაა საჭირო? * * * ექსპერიმენტების სიყვარულით მოვამზადე საფუარი, გადავიტანე 2ლ. ქილაში, მჭიდროდ დავაფარე თავსახური. წინასწარ პერგამენტი გადავაფარე და ძაფი მოვუჭირე. 1 საათიც არაა გასული, შევხედე, თითქმის ბოლომდე ამოვიდა. გადმოვა ხო? საყინულეში ხომ არ შევდგა? არ გამექცეს მაცივრიდან nia4u ისევ შენი რჩევების იმედი მაქვს |
Posted by: Keti-Ket 2 Apr 2018, 22:05 |
ჩაგეჭრებით ხაჭოს პასკის ფორმასთან დაკავშირებით. მდგრადობა დიდწილად დამოკიდებულია ხაჭოსა და არაჟნის სისქეზე ანუ რაც უფრო მაღალპროცენტიანია ორივე მით უფრო მარტივად ინარჩუნებს ფორმას |
Posted by: fermina 2 Apr 2018, 22:54 |
ნუშის უკვე გამზადებული ფანტელები სად იყიდება? აღარ მახსოვს, სად ვნახე. კარფურ-გუდვილებში არის? |
Posted by: lukanini 3 Apr 2018, 11:19 |
Universe 50 გრ.ცოცხალ დაწნეხილ საფუარს ვხმარობ.მაგრამ თვითონ საფუარში 5 გრამს.მიწერია კიდევაც.დანარჩენს ცომის მოზელვის დროს.ვოტა უნდა თავიდან რომ ნელა იფუოს. |
Posted by: Universe 3 Apr 2018, 12:47 |
lukanini უცებ გადავიკითხე, რადგან საფუარი არ შემხვდა "დროჟს" ყურადღება არ მივაქციე დილით ჩაწეული დამხვდა. გამოდგება ცომისთვის თუ ახალი მოვამზადო? საფუარის მთელი პორცია გამოვიყენე, ცომში მეტს ვეღარ დავამატებ. |
Posted by: fermina 3 Apr 2018, 17:29 |
ხაჭოს პასკისთვის ყველაზე შესაფერისი ხაჭო რომელი იქნება? დაფასოებული თუ წონით რომ იყიდება რამდენიმენაირი კარფურში და გუდვილში ანდა რძის პროდუქტების მაღაზიებში, იქიდან სჯობს ამორჩევა? |
Posted by: la reine 3 Apr 2018, 19:54 |
fermina რაც უფრო ცხიმიანია მით უფრო გემრიელი გამოდის. მე მაგალითად ერთი ქალისგან ვყიდულობ სოფლის რძესაც და ხაჭოსაც. ძაან სუფთა და გემრიელია. თან ვიცი რომ ნამდვილად ნატურალურია. თუ გყავს ვინმე.ეგეთი მე მაგას გირჩევ. ისე ქობულეთურს ყველაფერი კარგი აქვს და ხაჭო რატო იქნება ცუდი რა ვიცი. |
Posted by: fermina 3 Apr 2018, 21:37 |
la reine კი, ცხიმიანი და უფრო მშრალი ალბათ. ეგ ქალი სადმე ვაჟას ძეგლის ტერიტორიაზე ხომ არ მოძრაობს? |
Posted by: la reine 3 Apr 2018, 22:45 |
fermina კიი აი ვენდისთან რომ უხვევს გზა, პირველივე ეზოში იჯდა ხოლმე. რაც მარხვა დაიწყო არ გავსულვარ და იმედია ისევ იქაა |
Posted by: fermina 4 Apr 2018, 00:26 | ||
la reine
დანკინთან? |
Posted by: la reine 4 Apr 2018, 00:32 |
fermina უი ხო, რამ გამომაშტერა:/ დანკინთან |
Posted by: wkna 4 Apr 2018, 12:41 |
ხაჭოს პასკა გავაკეთე შარშან,მაგრამ რატომღაც რეცეპტი არ ჩავიწერე არადა უგემრიელესი გამოვიდა.. ნუ დამწყები კულინარი ვარ და ვპატიობ ჩემ თავს ნუში და თხილეული არ გამიკეთებია ზუსტად მახსოვს, და იქნებ დამეხმაროთ ^_^ |
Posted by: დოჩანა 4 Apr 2018, 12:46 |
მაგრად ჩაჰქაფეეთ, მაგრად ჩააჰქაფეეთ... |
Posted by: fermina 4 Apr 2018, 12:52 | ||
wkna
გაიხსენე აბა, ადუღე თუ დუღილის გარეშე? ნუში და თხილეული ძალიან უხდება. მოხალული ქართული თხილიც, ნიგოზიც და ნუშიც, გემოვნების ამბავია ვის რა უფრო მოსწონს. |
Posted by: wkna 4 Apr 2018, 13:36 |
fermina არა არ მიდუღებია, მხოლოდ მაცივარსი მედგა რამდენიმე დღე, ჯერ მხოლოდ ხაჭო დავწურე და შემდეგ მომზადებული მასა უკვე საწურში იყო მოთავსებული, ახლა ვნახე აქ ხაჭოს პასკების სია და მგონი ესმა კუნჭულიას რეცცეპტით გავაკეთე, ბავშვის გამო კვერცხი არ ვუქენი ზუსტად მახსოვს, წელსაც არ გავუკეთებ კვერცხს ალბათ ძალიან გემრიელი და მსუყე იყო, კვერცხით თუ გაგიკეთებია როგორია ? ან რამდენი დღე ინახება ? |
Posted by: fermina 4 Apr 2018, 13:57 | ||
wkna
კი, კვერცხით გავაკეთე, ოღონდ წამოვადუღე და უგემრიელესი იყო. ვინ აცადა შენახვა ოღონდ, იმ დღესვე შთაინთქა |
Posted by: wkna 4 Apr 2018, 14:58 |
fermina თუ შეგიძლია დამიწერე შენი რეცეპტი ^_^ შარშან ბავშვის გამო შევიკავე თავი თუმცა დიდად არც ჭამა |
Posted by: fermina 4 Apr 2018, 15:22 |
wkna მოკლედ, რამდენიმე წლის წინ იყო ეგ ამბავი, მაგრამ წელს რუსულ საიტებზე ვეძებე ორივე ვარიანტი, წამოდუღებული და უმი. წამოდუღებულის შემთხვევაშიც ორი ვერსიაა, ერთი - მთლიან მასას ადუღებ ხაჭოიან-არაჟნიანა და მერე ცივ წყალში აგრილებ და მაცივარში დებ, თუმცა კომენტარებში როგორც ვნახე, ბევრი წუწუნებდა, რომ მასა ძალიან გათხელდა და აღარ გამაგრდა/შეიკრა. აი, მაგალითად ამ შემთხვევაში https://www.youtube.com/watch?v=BsEJ70-VVBs და მეორე ვარიანტი მოხარშულის, რომელიც მე უფრო მომეწონა, არის აი ეს - კვერცხის გულებს, შაქარს და ნაღებს გადაურევ, მიიყვან ადუღებამდე, გააგრილებ და ისე დაუმატებ ხაჭოიან-არაჟნიან მასას. ამით თავიდან აიცილებ მთლიანი მასის გათხელების რისკს. ისე კი მე ვაპირებ ნაღებით გაკეთებას, ანუ ბოლოში არაჟნის მაგივრად შევურევ ათქვეფილ ნაღებს. ასე მგონია, უფრო გემრიელი გამოვა. აი, როგორც აქ: https://www.youtube.com/watch?v=BsEJ70-VVBs |
Posted by: lukanini 4 Apr 2018, 15:37 |
fermina მეც მინდოდა ხაჭოს პასკა მაგრამ ფორმა არ მაქვს,თან პირველად ვაკეთებ.ეგ ვიდეო მომეწონა ძალიან.რა შეიძლება გამოვიყენო? |
Posted by: wkna 4 Apr 2018, 16:18 |
lukanini მე შარშან შევიძინე პლასმასის საწური ,აი ლიონკზე როგორიც არის მაგ ფორმის ოღონდ პლასმასის, და კარგად დაიწურა და დასაჭრელადაც ძალიან კარგი ფორმა გამოვიდა.. შარშან ვშინჯე პირველად და კარგი გამოვიდა, აქაც დევს 65-ე გვერდზე რეცეპტები და ერთ ერთი არის ესმა კუნჭულიას რეცეპტია მარტივი, დაჟე კვერცხის გარეშე გავაკეთე... მოკლედ გირჩევ გარისკო თუ ხაჭოს მოყვარულები ხართ ^_^ წარმატებები და თუ რამით შემიძლია დაგეხმარები ესეც ლინკი https://www.google.ru/search?q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&newwindow=1&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjO-oenzKDaAhUJfywKHcs6A6YQ_AUICigB&biw=1536&bih=771#imgrc=0Nv7wtVme_GEjM: fermina მადლობა ვნახე ლინკი და ბევრი საინტერესო რამ არის ^_^ |
Posted by: fermina 4 Apr 2018, 16:22 |
lukanini ნასვრეტებიანი მრგვალი რკინის ან პლასტმასის საწური ან ასევე პლასტმასის ქოთანი ყვავილებისთვის, ნახვრეტებიანი. ეგ ფორმა კი ბაზრობაზე იყიდება, პატარა 5 ლარი ღირს. |
Posted by: Master_Nick 4 Apr 2018, 21:33 |
დღეს პასკები ვიყიდე ნაირ ნაირი სააღდგომოდ კი ძირითად კერძად ბატკნის ჩანახი უნდა გავაკეთო ქოთნებში |
Posted by: Keti-Ket 4 Apr 2018, 21:35 |
Master_Nick დეგუსტაციით თუ ისე გამოცდილებით? |
Posted by: Master_Nick 4 Apr 2018, 21:45 | ||
გამოცდილებას + დეგუსტაცია პასკა ცუკატებით და თეთრი შოკოლადით, ცუკატებით და შავი შოკოლადით, ქიშმიშით და ფერადი შოკოლადით |
Posted by: Keti-Ket 4 Apr 2018, 22:01 |
Master_Nick აუ რა ლამაზებია. მე რამდენიმე დავტესტე და განსაკუთრებულად განსხვავებული გემო არც ერთს არ ჰქონია, ამიტომ არც მომიფიქრებია ზუსტად რომლებს ვიყიდი. ეგენი რომელი საცხობების თუ ფირმების არის? |
Posted by: fermina 4 Apr 2018, 22:28 |
Keti-Ket ჩემი შეფასებით და ინფორმაციით (წელს არ გამისინჯავს) - ანტრე, ტარტანი, ლე პონჩიკი, ლიკას პასკა, პეტრიაშვილის ნამცხვრების - ესენი ყოველთვის კარგი იყო. |
Posted by: Melpomene 5 Apr 2018, 00:06 |
დღეს მოვზილე ცომი, მაგრამ მგონი საფუარი დავაკელი, იმედია მაინც ამოვა ხვალ დილისთვის. შედეგს დავდებ... * * * მშვენივრად ამოფუმფულდა ცომი * * * |
Posted by: shilaida 5 Apr 2018, 22:31 |
მშვენიერი პასკები დაგიცხვიათ წელს არ გამოვაცხვე და გული მწყდება ამაზე გემრიელი, არასოდეს, არსად გამისინჯავს ფორუმელი ნ.ჯ - ის რეცეპტით ვაცხობ წლებია მგონი ფოტოშიც კარგად ჩანს ცომის სტრუქტურა და სინოტივე,სურნელზე და გემოზე საუბრით,თავს არ შეგაწყენთ)) |
Posted by: Keti-Ket 5 Apr 2018, 22:47 |
fermina ანტრეს პასკაზე შარშან ვთქვი რომ აღარ ვიყიდიდი, მაგრამ წელს რაც დავტესტე საბოლოოდ ყველაზე მეტად მაინც ანტრე მომეწონა. ლიკას პასკაზე მსმენია, დანარჩენები სიმართლე გითხრა არა და მაინც რომელს მიანიჭებდი უპირატესობას? |
Posted by: iskkra 5 Apr 2018, 22:51 |
ხაჭოთი გაკეთებული პასკა გაქვთ დაგემოვნებული? |
Posted by: nia4u 6 Apr 2018, 00:55 |
iskkra ხაჭოს პასკა არის უგემრიელესი და ინტერპრეტაციის დიდ შესაძლებლობას იძლევა ანუ შეგიძლია ისეთი ინგრედიენტები დაუმატო, რომელიც მოგწონს და გიყვარს. 65 გვერდზე დევს რამდენიმე რეცეპტი, ყველა კარგია, ყველაზე მარტივი ესმა კუნჭულიას პასკაა. |
Posted by: fermina 6 Apr 2018, 01:01 | ||
Keti-Ket
ანტრე წელს არ გამისინჯავს, ლიკას პასკა საერთოდ არ მაქვს გასინჯული, აქებენ მაგრამ 25 ლარი ღირს კილო, ღორობაა რა, წელიწადში ერთხელ კი გადაიხდი 25 ლარს, არ დაგაქცევს, მაგრამ ასევე კარგი პასკა შეგიძლია იყიდო ბევრად ნაკლებ ფასად და რა ძალაა? შენ მოგეწონა წელს ანტრე? ვერ ჩამოვყალიბდი რომელი ვიყიდო ძვირიანი პასკებიდან ანტრე, ტარტინი თუ კიდევ რამე სხვა ვნახო, უი ფაფბრიკას თონეს პასკას აქებენ კიდევ ძალიან. |
Posted by: nia4u 6 Apr 2018, 01:08 | ||
fermina
კი არ დამაქცევს, მარა 25 ლარი რომ გადავიხადო და არ მომეწონოს, ხო გამისკდა გული?! რა ამბავია 25 ლარი, სახლში გამომცხვარი არ ჯდება მაგდენი და ეგენი რას უკეთებენ ამისთანას? მარა ხო უნდა გაისტუმრონ ვალები ერთ დღეში! |
Posted by: fermina 6 Apr 2018, 01:26 |
nia4u ნუ დიდი ალბათობით მოგეწონება, ალბათ იქვე გასინჯვაც შეიძლება, ყველას აქვს ხოლმე დაჭრილი. |
Posted by: la reine 6 Apr 2018, 01:27 |
Melpomene ძალიან ლამაზია შენი პასკები მერე ჭრილშიც გვანახე ხო? |
Posted by: keen 6 Apr 2018, 12:22 | ||||||
fermina
Keti-Ket
აბა, ანტრეს პასკა მარტო მე არ მომეწონა, თუ მხოლოდ ერთი ცალი გამოაცხვეს ზედმეტად მშრალი და ისიც მე შემხვდა?
+1 |
Posted by: Lysabild 6 Apr 2018, 13:21 |
დღეს ვაცხობ, ცომი უკვე გავამზადე, ვნახოთ რა გამომივა აგროჰაბის პასკებს აქებდნენ ჩემი თანამშრომლები, ძალიან მაგარიაო. და ერთიც ეგ უნდა ვიყიდო, ჩემსას შევადარო |
Posted by: Keti-Ket 6 Apr 2018, 13:58 |
keen ნუ მე ჯამში მომეწონა, თან სხვებს რომ შევადარე მით უმეტეს ეს სხვები კი გუდვილის, ლე გატო თუ დე გუსტო არ მახსოვს, სულ მეშლება ეგენი სპარი და კარფურში რაც იყიდება ეგენი. ისე ფასით ყველა გაცილებით იაფია გუდვილის გარდა. fermina არა, ანტრე წელს არ გამისინჯავს და მეც ვფიქრობ რომელი ვიყიდო ძვირიანებიდან. 25 ლარი მართლაც ნამეტანია რაც არ უნდა კარგი ინგრედიენტებით იყოს დამზადებული. |
Posted by: Melpomene 6 Apr 2018, 17:45 |
la reine keen გმადლობ. ჭრილში: პურის ფქვილი ცოტა გავუკეთე, მინდოდა თავები არ დამსკდომოდა და შიგნიდან ნოტიო გამოსულიყო. |
Posted by: fermina 7 Apr 2018, 11:27 |
ხაჭოს პასკა გავაკეთე და შევაგდე მაცივარში. მე მგონი საოცრება გამოვიდა ჯერ ვაპირებდი კვერცხის გულებით გაკეთებას და წამოდუღებას, მაგრამ რუსულ საიტებზე რაც ვნახე მსგავსი რეცეპტები, კომენტარებში ბევრ უწერია, რომ წამოდუღების მერე მასა თხელდება და აღარ სქელდება/იკვრება, ამიტომ აღარ გავრისკე. მოკლედ ბელორუსული მაღაზიის ხაჭო გამობიყენე, 9%-იანი, იყო ძალიან მშრალი და ცხიმიანი. ეს ხაჭო ჩოფერში დავაბლენდერე ისე, რომ გახდა ერთგვაროვანი მასა. სახეხზე აღარ გადამიტარებია. გამოვიდა მშრალი, კრემისებრი მასა. მერე დარბილებული კარაქი და შაქარი გადავურიე ერთმანეთში, დაავამატე ცოტა ნაღები, რომ შაქარი კარგად გახსნილიყო, ასევე ვანილი და როდესაც ესეც ერთგვაროვან მასად იქცა, გადავურიე მიქსერით ხაჭოს. იქვე გამზადებული მქონდა დაჭრილი ნუში, ცუკატები და კონიაკში დასველებული შავი (შავი უფრო არომატული და გემრიელია) ქიშმიში. ეს ყველაფერი შევურიე ხაჭოიან მასას. ბოლო აკორდი იყო ნაღები, რაც მგონი რომ სასწაულად მოუხდა. ბოლოს მაღალპროცენტიანი ნაღები ამოვიყვანე და კოვზით გადავურიე გამზადებულ ხაჭოიან მასას. უკვე რაც გავსინჯე, უგემრიელესია, სველი მარლა ჩავუფინე საწურს, ჩავდე და გავუშვი მაცივარში. ზემოდან სიმძიმე, რა თქმა უნდა. მთლიანად რკინის ნასვრეტებიანი სტანდარტული საწური გაავსო 1 კილოზე ცოტა მეტი ხაჭოთი დამზადებულმა პასკამ. მეგონა, ცოტა მომრჩებოდა პატარა პლასტმასის ფორმისთვის, მაგრამ აღარ |
Posted by: Keti-Ket 7 Apr 2018, 14:02 |
fermina აუფ რაც აღწერე აშკარად ძალიან გემრიელი უნდა იყოს, თან ნაღები მხოლოდ მოუხდებოდა. ერთ კილოზე კარაქი რამდენი გამოიყენე? მეც ბელორუსული მაღაზიის ცხრა პროცენტიანი მაქვს ნაყიდი, სავუშკინო და არაჟანიც მაგათი, ოღონდ მაღალ პროცენტიანი არ ჰქონდათ და არსებულიდან ყველაზე მაღალი პროცენტის მქონე ვიყიდე მერე სურათებიც რა აუცილებლად |
Posted by: fermina 7 Apr 2018, 14:16 |
Keti-Ket კარაქი რეცეპტის მიხედვით 200 გრამი უნდოდა, მაგრამ ცოტა დავაკელი, ისედაც საკმაოდ მაღალკალორიული და ცხიმიანი გამოდიოდა. სურათებს რა თქმა უნდა ხვალ დავდრბ. ბელორუსიული რომ გიყიდია, კარგია. მართლა ხარისხიანია, გემოც კარგი აქვს და ცხიმიანობაც. |
Posted by: trendy 7 Apr 2018, 14:34 | ||
fermina
ანტრე მშრალია ძალიან. შარშანაც მშრალი იყო და წელს სულ წყალს ვაყოლებ, გამომშრალია.ტარტანის გადასარევია,უბრალოდ ძალიან იფშვნება. ლიკას ტორტების პასკა 25 ლარი ღირდა და შეკვეთილითუ არაა არ ყიდიან, ქეთო და კოტეს პასკაზე იმხელა რიგია-ცეცხლის გადმოსვლის დროს რომ არის)) ბრედბარის კარგია ისევ. |
Posted by: max-14 7 Apr 2018, 16:03 |
პასკები კაია,მაგრამ ცალკე თემა ხომ არ ჯობია გაიხსნას პასკებზე?)) |
Posted by: +/- 7 Apr 2018, 16:10 |
გილოცავთ ხარებას და დამდეგ აღდგომას! ერთსაც ვიკითხავ რა ) "ანტრეს" იმედი მქონდა, ანუ არ ღირს ყიდვა, ისე გააფუჭეს?! პეკინის მიმდებარე ტერიტორიაზე სად ექნებათ უკეთესი? რაც უკვე დატესტეთ წელს. მადლობა. |
Posted by: la reine 7 Apr 2018, 19:56 |
დავასრულე ჩემი კულიჩების ცხობა)) რამდენიმე ცალი მოვრთე. თუმცა არ ვგიჟდები. სადა კულიჩი მირჩევნია |
Posted by: BeerLover 7 Apr 2018, 20:28 |
la reine |
Posted by: Master_Nick 7 Apr 2018, 20:33 |
la reine კულიჩების სურნელი ჩემთან ვიგრძენი დეგუსტაცია როდის არის? |
Posted by: la reine 7 Apr 2018, 20:37 |
BeerLover Master_Nick ხოხ, რა ხალხი:* დეგუსტაცია კი არა, გახედვა არ მინდა ისე დამღალა მაგრამ მაინც მაგარი შეგრძნებაა)) |
Posted by: BeerLover 7 Apr 2018, 20:38 |
Master_Nick დეგუსტაციაზე როგორც ვვარაუდობდი ეგრე ყოფილა მართლა ზღარბის ლუდი მოაქვს, ლარეინს პასკები... ლუდი 1ლ 12 ლარი, პასკა 1 ცალი 22 ლარი... ისე არ გვასინჯებენ! |
Posted by: la reine 7 Apr 2018, 20:43 |
BeerLover გადარეული ხარ რა უცებ დაყიდე ჩემი პასკები ...... |
Posted by: BeerLover 7 Apr 2018, 20:44 |
la reine სულ არ ვყიდი, 1 ცალი შეგიძლია დაიტოვო უპასკოდ ხო არ შეხვდები აღდგომას |
Posted by: Master_Nick 7 Apr 2018, 20:53 |
BeerLover დაუქოქიათ საქმე და ეგ არის ეგრეა, აღარ ჭრის ნაცნობობა, ბიზნესს თავისი კანონები აქვსო |
Posted by: BeerLover 7 Apr 2018, 21:27 |
Master_Nick ხო ბიზნესმა მეგობრობა არ იცის |
Posted by: nia4u 7 Apr 2018, 22:48 |
la reine ძალიან კარგები ჩანს! ჩემი პირადი გამოცდილებით, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა დეგუსტატორების აღფრთოვანებული შეძახილები! * * * fermina უფ, წარმომიდგენია!!! |
Posted by: +/- 7 Apr 2018, 23:03 |
გემოვნების საკითხია, რასაკვირველია და მე არ მომწონს მომინანქრებული პასკები/ კულიჩები, არც არაბუნებრივი ფერის ცუკატებით მორთული. ბოლოს მაინც "ანტრეზე" შევჩერდი. დედაჩემი ნაზუქის ფორმის კულიჩებს აცხობს ) სასწაული სიგემრიელეა. |
Posted by: fermina 7 Apr 2018, 23:55 |
მწყრის კვერცხები, ასეთი ლაქებიან-კოპლებიანები გამოვიდა * * * ესეც ხაჭოს პასკა, სხვა დეკორი ვერ ვიშოვე პეპლების გარდა რაც მთავარია, ძალიან გემრიელია |
Posted by: Master_Nick 8 Apr 2018, 20:23 |
ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს. . მოკლე მიმოხილვას დავწერ პასკებზე 1) ანტრეს პასკა - ნამდვილად კარგია, თუმცა ის ფასი რაც ღირს, ჩემი აზრით გადამეტებულია. 10 დან 8 ქულას დაუწერდი, ჩემთვის აკლდა სინოტივე, ზედმეტად მშრალი მომეჩვენა, გემო - სუპერ!!! 2) გუდვილის პასკა - წლებია ამ პასკებს ვყიდულობ და მომწონს, 10 დან ასევე 8 ქულას დაუწერდი, აქაც ჩემთვის ზედმეტად მშრალი მეჩვენება, თუმცა ანტრეს პასკაზე ნოტიო და მძიმეა, გემო ანტრესი ჯობდა 3) სმარტის პასკა - ნორმალური პასკაა, საკმაოდ გემრიელი, თუმცა ჩემთვის ზედმეტად ტკბილია, 10 დან 7 ქულა. 4) ბოლოს ჩემი დის დამცხვარი ოჯახური პასკა, ძალიან გემრიელი, დაბალანსებული არომატებით, ნოტიო და მძიმე, ერთდადერთი ნაკლი რაც ქონდა, ეს იყო ვიზუალური დეფექტები. ამიტომ 10 დან 9. |
Posted by: Keti-Ket 8 Apr 2018, 22:15 |
Master_Nick ფაქტობრივად იგივე პასკები გქონია ანტრეს პასკა მაინც ყველაზე მეტად მომეწონა. მგონია რომ წელს უფრო ნაკლებად მშრალი აქვთ ვიდრე შარშან, თუმცა ფასო მეც გადამეტებული მეჩვენება. 10, მაქსიმუმ 12 ლარი. თუმცა ანტრეში ყველაფერი ისედაც გადამეტებული მეჩვენება ფასი/ხარისხის მხრივ. გუდვილის პასკა მე დიდად არ მომეწონა ანუ აი, დიდად პასკას რომ არ ჰგავს ჩემთვის მასეა, ამას დამატებული რომ ეგეც საკმაოდ ძვირია. სმარტის პასკა მომწონს, თუმცა ესეც ანტრესთან შედარებით გაცილებით მსუბუქია და დიდად არაფრით განსხვავებული ტკბილი ყვეყნის პასკას ვყიდულობ ხოლმე მაინც ყოველ წელს და ნუ წელსაც ისეთივე როგორიც ჩვეულებრივ ოჯახის პასკა ჯერ არ დამიტესტავს და მართლა ყველაზე განსხვავებული და ძალიან გემრიელი ჩემთვის მაინც ხაჭოს პასკაა თან თვითონ რომ აკეთებ არაფერს იშურებ. |
Posted by: Master_Nick 8 Apr 2018, 23:42 |
Keti-Ket ხაჭოს პასკი ნამდვილად არ გამისინჯავს, ეგ რაღაც ახალია ჩემთვის და მართლა საინტერესოა იყიდება სადმე? |
Posted by: la reine 9 Apr 2018, 00:17 |
Master_Nick 'ძაან პრეტენზიული ხარ როგორც ჩანს ხაჭოს პასკა ის არის, ფერმინამ რომ დადო ფოტო. ძაან გემრიელია და შენც შეგიძლია მოამზადო. არ არის რთული |
Posted by: fermina 9 Apr 2018, 00:45 |
la reine გონების დაკარგვამდე გემრიელია. ოღონდ მომავალში ნაკლებ შაქარს ვუზამ, კილო ხაჭოზე 200 გრამი ჩემთვის ცოტა ზედმეტია, თან ცუკატებს და ქიშმიშებს თუ გავითვალისწინებთ. |
Posted by: Master_Nick 9 Apr 2018, 00:47 |
la reine უი არა, რა პრეტენზიული უბრალოდ პასკებზე დიდი ამბავი იყო ატეხილი და ჩემი მოსაზრებები დავწერე, მე ტკბილეულს საერთოდ არ ვეკარები, იშვიათი გამონაკლისების გარდა ხაჭოს პასკას მე ვერ მოვამზადებ, მირჩევნია ვიყიდო გამზადებული და გავსინჯო |
Posted by: nia4u 9 Apr 2018, 01:54 |
Master_Nick რატომ ვერ მოამზადებ? უადვილესია მომზადების თვალსაზრისით. ნაყიდს არ გირჩევდი, რძის ნაწარმია, კვერცხი და შენახვის ვადა მცირე აქვს. თვითონ სცადე აუცილებლად |
Posted by: Keti-Ket 9 Apr 2018, 13:37 |
Master_Nick ფეისბუქ გვერდებზე მინახავს ხაჭოს პასკა შეკვეთით, თუმცა საკმაოდ ძვირიც არის და ეჭვი მაქვს რომ არც ისე მაღალი ხარისხის პროდუქტით ამზადებენ. ზოგადადაც საკმაოდ ძვირი ჯდება ხაჭოს პასკის დამზადება, თუმცა ისევ და ისევ გააჩნია პროდუქტს. თუ იყიდი ხაჭოს რომელიც კილო 6 ლარი ღირს და რომელიც რძის გარდა ყველაფერს შეიცავს კი არ დაიხარჯები, მაგრამ ხარისხიანი პროდუქტი შესაბამისად უფრო დიდი თანხაც გამოდის. მაგრამ უნდა სცადო, აი მართლა უგემრიელესი რამაა, ჩემთვის ყველაზე გემრიელი fermina აუ მეც ზუსტად ეგ ვთქვი გუშინ, წარმოიდგინე 550 გრამიანებზე ისედაც დაახლოებით 70 გრამი შაქრის პუდრი დავამატე, მაგრამ მაინც მეტკბილა, იმდენად ბევრი ჩირი და ცუკატი დავამატო სულ რომ ფორმალურად ჩამეყარა შაქარი ალბათ გემოს არაფერს დააკლებდა. მგონია რომ კარაქიც შეიძლება ცოტა ნაკლები თუ მაღალპროცენტიან ხაჭოს იყენებ. ჰოდა ძალიან ლამაზია შენი პასკა და ფორმაც როგორი აკურატული აქვს |
Posted by: fermina 9 Apr 2018, 13:47 | ||||
Keti-Ket
ნუ იტყვი, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუ ხარისხიანი პროდუქტით აკეთებ და არ დააკლებ არც ნუშს და არც ჩირებს. მარტო ქიშმიში კარგი ხარისხის საკმაოდ ძვირია. მე შავი და ბუთქუნა ქიშმიშები გავუკეთე და უგემრიელესია. იმხელაა, ჩემ მეგობარს ქლიავი ეგონა
მადლობა კი, შემდეგში შაქარს ნახევარს ვუზამ და კარაქსაც კიდევ უფრო მოვაკლებ, ისედაც მაღალპროცენტიანი ხაჭო და ნაღები გამოვიყენე, 200 გრამი კარაქი ძალიან ბევრია. მოხალული თხილი და ნუში მოუხდა ძალიან. |
Posted by: +/- 9 Apr 2018, 20:04 |
ჩემი მეგობარი ეძებდა და მახსოვს, 6 ნაჭრიანი ხაჭოს პასკა 30 ლარი ღირდა. პ.ს. "ანტრეს" პასკა , 3 დღის უკეთესია. თავისივე ქაღალდში დავტოვე შეფუთული და ცოტა უფრო ჩარბილდა. გემო საოცარია |
Posted by: Master_Nick 9 Apr 2018, 20:14 |
nia4u არასოდეს გამიკეთებია საკონდიტრო გემრიელობები თან ტკბილეულს პრაქტიკულად აღარ ვღებულობ, ინტერესის გამო მაინტერესებდა 1 ნაჭრის გასინჯვა |
Posted by: Universe 10 Apr 2018, 11:03 |
არ მომეწონა ხაჭოს პასკა. ცომისგან განსხვავებით, ჰაეროვანის მოლოდინი მქონდა(მე არ გამიკეთებია, მხოლოდ გავსინჯე), ეს კიდე საკმაოდ მძიმე და მსუყეა. მერე რაღაცნაირი რძის (პლომბირის) გემო აქვს... ვერც ჩირი მოვუხდინე. თხილეულის გამო შევჭამე ცოტა. |
Posted by: fermina 10 Apr 2018, 11:14 |
Universe ახლა მე რასაც დავაკვირდი, ჩემმა ახლობელმა გააკეთა ჩვეულებრივი ქართული ხაჭოსგან და არაჟნისგან და იმ ფონზე, რომ გასინჯული მქონდა ჩემი (ბელორუსული ხაჭო და არაჟნის მაგივრად ათქვეფილი ნაღები) მეც არ მომეწონა იმდენად. ჩემსას ჩემთვის იდეალური გემო ჰქონდა სიტკბოს გამოკლებით. უნდა დავიმახსოვრო და შემდეგში ზუსტად ამ რეცეპტით უნდა გავაკეთო + ნაკლები ჩირი და მეტი თხილეული და ნუში. მსუბუქი მაინცდამაინც ვერ არის, მართალია, ვერანაირად ვერ იქნება, წარმოიდგინე კარაქი, მაღალპროცენტიანი არაჟანი, ხაჭო, ნაღები, შაქარი, ჩირები, ქიშმიშები და ა.შ. |
Posted by: Universe 10 Apr 2018, 11:23 |
fermina ხო, შაქარს საერთოდ ამოვიღებდი, როცა ჩირს ამატებ. ცოცხალი ხილით უკეთესი იქნება, ალუბალი ან მოცვი მოუხდება, გაანეიტრალებს ცხიმს. რა რეცეპთით ამზადებ? |
Posted by: fermina 10 Apr 2018, 11:39 |
Universe https://forum.ge/?showtopic=34249532&view=findpost&p=52485739 ალუბალიც მქონდა გაყინული მაცივარში და სხვადასხვა კენკრაც, მაგრამ რატომღაც ჩირები ვამჯობინე, სხვა დროს ცოცხალი ხილით გავაკეთებ აუცილებლად. |
Posted by: Universe 10 Apr 2018, 11:57 |
fermina უკვერცხოა ერთმა ნაჭერმა მთელი წლისთვის დამანაყრა : )) მერე, თუ გადავწყვეტ მომზადებას, პროპორციებსაც გკითხავ :* |
Posted by: Mstyle 10 Apr 2018, 12:17 |
Universe ალბათ სხვა მოლოდინი რომ გქონდა მაგიტომ. საქმეც ისაა რომ შედარებით მძიმე, ნოყიერი და ნაყინის ტორტის გემო უფრო აქვს ვიდრე ჰაეროვანი მასის, ამიტომ თუ არ მოგწონს ზოგადად მსგავსი რაღაცები არც ხაჭოს პასკა მოგეწონებოდა |
Posted by: fermina 10 Apr 2018, 12:23 |
ეე, სამი წლის წინ რა კარგი პასკები გამომიცხვია, ყოჩაღ მე! |
Posted by: Universe 10 Apr 2018, 12:39 |
Mstyle მოლოდინის ამბავი იქნებოდა, გეთანხმები. ნაყინი მიყვარს, თუ რძის გემო არ აქვს და ცხიმიანობა არ იგრძნობა. |
Posted by: wkna 10 Apr 2018, 17:47 |
ხაჭოს პასკაც გავაკეთე დაჩვეულებრივიც გამოვაცხე,წელს ძალიან ვიყოჩაღე ხაჭოს პასკა საკმაოდ მსუყე და ნოყიერია,იაფი არ ჯდება თუმცა ვისაც ხაჭო უყვარს,ძალია კარგი დესერტია ^_^ კვერცხის გარეშე ვაკეთებ ყოველთვის. ჩვეულებრივი პასკა მეორედ გამოვაცხო, უკვე გამოცდილებაც დამიგროვდა და მიხარია, წელს ბევრი შენიშვნა ჩავინიშნე და იმედია მომავალ წელს უკეთესი გამოვა ^_^ |
Posted by: Keti-Ket 10 Apr 2018, 22:28 |
Universe რა რა დაჰაეროვანი ნამდვილად არაა ხაჭოს პასკა ზოგადად გიყვარს ხაჭოს დესერტები? ცოცხალ ხილზე მეც ვიფიქრე, მაგრამ ძალიან არაპასკურად ჩავთვალე და ისევ ჩირები და ნიგვზები დავამატე fermina ზუსტად იგივე. დღეს ჰქონდათ მოტანილი ჩვეულებრივი ხაჭოსგან მომზადებული და ისეთი გემრიელი არ იყო. ზუსტად ის გემოს სირბილე აკლდა რასაც კარგი ხაჭო ანიჭებს. პირველად რომ გამესინჯა მომეწონებოდა, მაგრამ შედარებაში კარგი ხაჭოსა და არაჟნისგან მომზადებული ბევრად უკეთესია. ამ გოგომ კი თქვა, ბევრი წყალი გამოუვიდაო |
Posted by: nia4u 10 Apr 2018, 23:37 | ||||
Universe
Keti-Ket
აი, რთულის რეცეპტია ალუბლით და მახსოვს, მაშინ ვინც გააკეთა, ყველა აღფრთოვანებული იყო, ასევე მახსოვს, კაკლის მურაბით და საზამთროს მურაბით აქებდნენ ძალიან... |
Posted by: ვივიანა 10 Apr 2018, 23:48 |
ანტრეს პასკა როგორ მოეწონა ხალხს მიკვირს, ტკბილი ქვეყნის სჯობდა. ანტრე საოცრად მშრალი იყო:/ |
Posted by: Master_Nick 11 Apr 2018, 00:00 |
ვივიანა დღეს ვიყიდე განმეორებით ანტრეს პასკა და ძალიან მომეწონა, არ ვიცი ეს სხვა პარტია იყო თუ არა, მაგრამ დღევანდელი პასკა იყო საუკეთესო რაც კი წელს პასკები გამისინჯავს, ზომიერად მშრალი, მძიმე, არაფაფუკი და აფუებული, ნუ გემო საერთოდ სუპერ, ზედმეტი გაფორმებების გარეშე. |
Posted by: nia4u 11 Apr 2018, 00:03 |
მე გავსინჯე აზატოს, ავოკადოს, სანდომის და ტკბილი ქვეყნის პასკები და ტკბილმა ქვეყანამ აჯობა, ჩემი აზრით, ყველას... სტაბილურად კარგი პასკები აქვთ ყოველ წელს... ამ ანტრეს პასკებს აქებს ყველა ფეისბუქზე, ანტრე მხოლოდ პეკინზეა თუ კიდევ სადმე? რომ ჩამოვაღწევ თბილისში, იქნებ მივუსწრო, ქონდეთ კიდევ და გავსინჯო... |
Posted by: ვივიანა 11 Apr 2018, 00:06 |
Master_Nick დღევანდელი მოიტანეს ზუსტად არ ვიცი, შემთვის იყო მშრალი ბულკი, იმენა არ გამისწორდა. შეიძლება ყველა ფილიალში სხვადასხვაა. nia4u მეც მომწონს ტკბილო ქვეყანა, არც ცუკატები დაენანათ და არც ქიშმიშები. ანტრე პეკინზეა, აბაშიძეზე და მარჯანიშვილის მოედანზე. |
Posted by: nia4u 11 Apr 2018, 02:01 |
ვივიანა ჰოდა, ამდენი ფილიალები თუ აქვთ, ალბათ სხვადასხვა პასკაა ყველგან ა საკითხავია, რომელი ფილიალის ჯობია |
Posted by: +/- 11 Apr 2018, 02:15 |
nia4u მე წელს პეტრიაშვილის "ანტრეში" ვიყიდე პასკა, შარშან პეკინის ფილიალში. წინა წლებში ზუსტად არ მახსოვს. ყოველთვის სუპერ არის, ჩემთვის. ზოგადად, არცერთი საკონდიტრო ქსელი არ მომწონს ისე, როგორც "ანტრე". კონცეფცია, მომსახურება, პროდუქცია... |
Posted by: <<Innamorata>> 11 Apr 2018, 09:13 |
nia4u მარიჯანის და ნუცუბიძის კუთხეშია სადაც აცხობენ ის ანტრე,ისე ბევრგანაა..ვაჟაზეც არის პრობაციის სამინისტროსთან.გაგარინზეც. |
Posted by: fermina 11 Apr 2018, 09:37 | ||
<<Innamorata>>
ჩემთან ახლოსაა ეგ ფილიალი და ნეტა იცოდეთ, როგორი ნებისყოფით ვუვლი გვერდს ეს ერთი კვირაა გუშინ საღამოს კინაღამ წამძლია სულმა, მაგრამ გავიხსენე ჯინსის შარვალზე გახსნილი ღილი და დავეტიე სახლში. პასკები გამითავდა და ვფიქრობდი ანტრეს პასკით შევსებას, თან წელს არ მიყიდია მაგათი პასკა. მაგრამ სამსახურში ვ-არესია, ორი ფილიალი მაქვს ახლოს, მცხეთის ქუჩის და პეტრიაშვილის და ორივე მიხმობს თავისკენ |
Posted by: <<Innamorata>> 11 Apr 2018, 09:44 |
fermina შიშით დავდექი დღეს სასწორზე,4 კილო მაქვს მომატებული.. პასკა კი არა საერთოდ აღარ შევჭამ: )))))))))))) |
Posted by: Romeru_Lukaku 11 Apr 2018, 20:00 |
პასკააა რა კარგი რამეა |
Posted by: Keti-Ket 11 Apr 2018, 21:30 |
nia4u აუ კი არ ვიცი ეგ რეცეპტი. ნეტავ რამე განსხვავებულია თუ მარტო ისაა სხვაობა რომ ხილი აქვს დამატებული ის იშვიათი ადამიანი ვარ, ვისაც კაკლის მურაბა და ზოგადად მურაბები დიდად არ უყვარს. დარწმუნებული ვარ მათი დამატებითაც საკმაოდ კარგი იქნება, მაგრამ იმდენად მომჭონს მრავალფეროვნება ჩირების და თხილების, ეჭვი მაქვს ნაკლებად მომეწონებოდა მურაბიანი და რაც შეეხება ჩვეულებრივ პასკებს, ჯამში მეც ანტრე მომეწონა ყველაზე მეტად |
Posted by: nia4u 12 Apr 2018, 01:51 |
Keti-Ket რთულის რეცეპტი არის ნაღებით და ღვინოში მოხარშული ალუბლებით... 65-ე გვერდზე დევს ლინკი. მურაბებბს რაც შეეხება, კაკლები ან საზამთროები უნდა ამოალაგო წვენიდან, რომ შეშრეს და ცუკატების მსგავსად დაუმატო... ხაჭოს პასკა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ვისაც რა უყვარს და მოსწონს, იმას უმატებს მე მაგალითად, თხილეულს არ დავუმატებდი, ისე კი მიყვარს, მაგრამ ხაჭოსთან არ მომეწონება... |
Posted by: hopla123 12 Apr 2018, 11:47 |
რა ცუდ დროს მაქვს ალერგია ვერაფერი გავსინჯე ამ სააღდგომოდ |
Posted by: Romeru_Lukaku 12 Apr 2018, 14:37 |
hopla123 პასკაა ალერგიას გაძლეევს ? |
Posted by: nia4u 13 Apr 2018, 14:19 |
Romeru_Lukaku პასკაში არის რძე, კვერცხი და მრავალნაირი სანელებელი, ასე რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ალერგია გაამწვავოს |
Posted by: fermina 13 Apr 2018, 16:51 |
ესე იგი, მაინც მომიწია ნუცუბიძის ფილიალში პასკის ყიდვა. ჯერ კიდევ თბილი იყო, ახალგამომცხვარი. მოვაცუნცულე სახლში, ცოტა ხანში გავჭერი და იყო სრული საძაგლობა. აი, ჩვეულებრივი კექსი. პასკის არ ეცხო არაფერი, არც სიტკბო, არც სანელებლები და რაც მთავარია, არც კონსისტენცია. ყოველ წელს ვყიდულობდი ანტრეს პასკას და მსგავსი სისაძაგლე არასოდეს გამისინჯავს. ყოველთვის გემრიელი იყო, მძიმე, ნოტიო, ცხიმიანი. ვიფიქრე, რომ ახალგამომცხვარი რახან იყო, იმიტომ, მაგრამ მეორე დღეს გავსინჯე და იყო უბრალოდ ცივი კექსი ცხიმი აკლდა ცალსახად და სხვა ყველაფერი, რაც პასკას სჭირდება. არადა ანტრეს ზოგადად პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეზე არაადეკვატური ფასები აქვს. |
Posted by: perry 13 Apr 2018, 17:26 |
იტალიური პასკა |
Posted by: nia4u 13 Apr 2018, 21:52 |
აი, ესეთ დღეში ვარ! |
Posted by: fermina 14 Apr 2018, 01:06 |
nia4u მეც ლისზე წრეების დარტყმა უკვე აღარ მიშველის. ლიპოსაქცია უნდა გავიკეთო |
Posted by: nia4u 14 Apr 2018, 13:19 |
fermina ხვალაც უნდა გავიმეტო თავი, სტუმრები გვყავს... და მერე რაღაც უნდა ვიღონო |
Posted by: ფისტაჩიო 24 Aug 2018, 18:55 |
სად ეიძლება ვიშოვო კარგი მძიმე პასკა ბევრი ქოშმიშებით??? |
Posted by: ninicool 24 Aug 2018, 23:41 |
ფისტაჩიო გორის ნიკორაშია ჩამოფასებული პანეტონეები, 5 ლარი ღირს. ძალიან მძიმეებიც არ არის, მაგრამ 5-6 ცალს გარკვეული წონა ექნება. |
Posted by: wkna 25 Aug 2018, 10:51 |
ფისტაჩიო ninicool ყველა ნიკორას ფილიალში აქვთ შემორჩენილი ეგ პასკები |
Posted by: ფისტაჩიო 25 Aug 2018, 21:17 |
wkna ninicool ეგეთი 5 თვის წინანდელი არ მინდა სადმე არაა საკონდიტრო სადაც ეხლაც აკეთებენ? |
Posted by: Ezekia 17 Mar 2019, 17:02 |
გამარჯობა. აქაც დავწერ ჩემს გასაჭირს 65-ე გვერდზე ვნახე პასკების რეცეპტების ლინკები. გამოხმაუპებებიდან ჩანს, ძალიან კარგი პასკები გამოდის, თან სხვადასხვა ვარიანტია... ხოდა ვერც ერთ საიტზე ვერ გადავდივარ, არ მიხსნის ((((( საერთოდ არ მიხსნის perfectcook-ის გვერდებს ((( იქნებ დააკოპიროთ რეცეპტების ტექსტები, გთხოვთ. წელს ახალი რეცეპტი მინდა, ვცადო. და თადარიგს აქედანვე ვიჭერ))) გთხოვთ, ვისაც გაქვთ დაკოპირებული ეს ტექსტები, ან გიხსნით მითითებულ გვერდებს, აქაც გადმოპოსტეთ |
Posted by: Universe 18 Mar 2019, 12:05 |
Ezekia მეც ვეძებდი და ამას გადავაწყდი http://www.maykuna.ge/index.php?plevel=2&ptype=1&pcategory=8&pitem=952 http://www.maykuna.ge/index.php?plevel=2&ptype=1&pcategory=8&pitem=954 perfectcook როგორც ჩანს გააუქმეს. |
Posted by: nia4u 20 Mar 2019, 20:43 |
Ezekia Universe პერფექტქუქი როგორც ჩანს გაუქმდა და ეგ იმხელა დანაკლისია, ძალიან ცუდ ხასუათზე დავდექი, საოცარი რეცეპტები იდო, არამხოლოდ პასკის... მოკლედ, კომპით ვცდი, რომ მოვიძიო ეგ რეცეპტები და დავდებ აქ, თუ რამე ვიპოვე |
Posted by: Universe 20 Mar 2019, 21:29 | ||
nia4u
რომ ვეღარ მივაგნე, კი ვიფიქრე, შენთვის მეკითხა. მაგრამ მერე ვიპოვე ზემოთ დადებულ საიტზე ნ.ჯ- რეცეპტი და აღარ შეგაწუხე. ისე შენ პასკის რომელი რეცეპტით ხელმძღვანელობ? |
Posted by: nia4u 20 Mar 2019, 21:58 | ||||||
მე დედაჩემის რეცეპტით ვაცხობდი, მაგრამ ბევრი წლებია აღარ გამომიცხვია, სხვადასხვა მიზეზების გამო... * * * მოახლოვდა აღდგომა და ტრადიციულად შევეცდები განვაახლო რეცეპტების ლინკები, რასაც ვიპოვი, დავდებ, რადგან, როგორც აღმოჩნდა საიტი პერფექტქუქი აღრ არსებობს... პირველი - ანინიას პასკის რეცეპტი
* * * lukanini-ის პასკის რეცეპტი... ნინის, როგორც "ცომის დიდოსტატს" ყოველთვის შესანიშნავი რეცეპტები აქვს <3
* * *
* * * ესმა კუნჭულიას ხაჭოს პასკა http://www.newposts.ge/?l=G&id=106701-ესმას,%20პასკა ეს კი n.j.-ის მარტივი პასკა http://ratatui.ge/paska-igive-kulichi/ |
Posted by: Ezekia 9 Apr 2019, 19:08 |
Universe nia4u დიდი მადლობა, ამ რეცეპტებსაც ავითვისებ))) კვერცხის შეღებვაზე რას მეტყვით, რას მასწავლით? ოღონდ წითლად არა, ეგ ვიცი))) აი, ცისფრად რომ ღებავენ, ყავისფრად, მწვანედ - ეგეთების შეღებვა თუ იცით საკვები საღებავების გარეშე, ბუნებრივი საშუალებებით??? |
Posted by: Universe 9 Apr 2019, 20:25 |
Ezekia ცისფრად შევღებე ერთი ცალი, წითელი/ლურჯი კომბოსტოს წვენით. მაგრამ რომ გითხრა, ვიცი ზუსტად, როგორ მიიღო კარგი ცისფერი-თქო წვენი მუქი იასამნისფერია. მწვანდება სოდის დამატებისას. ნაჭუჭზე როგორ ჯდება არ გამომიცდია. შაფრანიც ინტენსიურ ყვითელ პიგმენტს შეიცავს. ნიას ეცოდინება დაზუსტებით. * * * ხვალ ვცდი კიდევ, მეხალისება, რამდენი საათი დასჭირდება ინტენსიური ცისფერის მიღებას და სოდის დამატებით მწვანე თუ გამოვა. * * * Ezekia ეს გამოვიდა 5 საათის შედეგად. თუ მოგწონს და გამოგადგება, შემდეგნაირად მოვამზადე: ნახევარ თავ თხლად დაჭრილ წითელ კომბოსტოს დავასხი 1ლ. წყალი. ვადუღე 40-45 წთ. დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოწურე წვენი და, იმის მიხედვით, რა ფერი გინდა, ემატება ძმარი მუქი ლურჯისთვის, სოდა - მომწვანოსთვის, არაფერი ღია ცისფერისთვის. ლაქებიანისთვის კომბოსტოიან ნაყენში ჩააწყობ. ისედაც, სადაც ჭიქის ფსკერს ეხებოდნენ, თეთრად დარჩა. 1ჭ ნაყენს 1ჩ.კ. სოდა/ძმარი დავამატე... |
Posted by: nia4u 10 Apr 2019, 18:31 | ||
Ezekia https://youtu.be/x6rnTi9VszY აბა, ეს ვიდეო ნახე, ცოტა მკრთალი ფერები გამოდის, მარა ლამაზია მაინც. მე არ მიცდია, სიმართლე რომ გითხრა, მეზარება ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის, ბავშვები რომ მყავდეს, უფრო მივინდომებდი ალბათ... * * * ჰო, მართლა, პერფექტქუქი ამუშავდა და 65-ე გვერდზე დადებული ლინკები ყველა იხსნება, გილოცავთ <3 * * * შაფრანში ჩალაგებული გამოდის მკრთალი ყვითელი და მერე ამ ყვითელს თუ იასამნისფერი კომბოსტოს წვენში ჩადებ, გამოდის ძალუან ლამაზი მწვანე... * * * Universe
რა ლამაზი ფერები მიგიღია... |
Posted by: Universe 10 Apr 2019, 19:34 | ||||||
აი ეს დამავიწყდა. 4 ფერს ვაპირებდი და ვეღარ გავიხსენე მეოთხე :დ
nia4u
sophka-მ დამილინკა მეც მერე და მუშაობდა. საფუარის რეცეპტიც მომაწოდა |
Posted by: Ezekia 10 Apr 2019, 20:29 |
nia4u Universe აუაუაუ რამაგარი ამბებია თქვენ გაიხარეთ თქვენა!!! * * * ის სამოცდამეხუთეგვერდის რეცეპტები უნდა დავაკოპირო ტექსტებად და შევინახო მაგრადყველა კუთხე-კუნჭულში!!! პასკას ვაკეთებ რამდენიმე წელია, პატარა ვიყავი ეტყობა საკარგპასკედ და მარტივი მასწავლეს, ქე რო ფუნთუშებივით გამქდის და ვაცხობდი და ვაცხობდი ადვილად და ბედნიერად)) მერე გადავედი სხვა რეცეპტზე და კი ყოფილა თამრიკო კიკაბიძის პასკა მომწონს ძაან, კი, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის რამე სხვა მინდა ეხლა, სხვა რეცეპტიც ვცადო. ცოტა მძიმე და სველი) ავარჩევ იმ ცნობილი გვერდიდან. ხაჭოს პასკა ერთხელ ვცადე, შესქელებული რძით, სგუშონკას რო ვეძახით შინაურობაში. რაღაც ვერ გამომივიდა მთლად დაცემადავერადგომა და შევეშვი... ალბათ მაგასაც ვცდი წელს. და ფერად კვერცხებს-დიშვილები წამომეზარდნენ და ერთად გავაკთებთ უკვე რაღაცეებს, ეს ბუნებრივი საღებავებიც მაგათ გამო მინდა ♥️❤️ |
Posted by: nia4u 10 Apr 2019, 22:28 |
Ezekia გაგვიზიარე მერე ჩვენც ამბები და გამოცდილებები... მიყვარს აღდგომა და ეს თემა და ეს განყოფილება |
Posted by: keen 11 Apr 2019, 13:22 |
დიაბეტური პასკები ხომ არ გეგულებათ სადმე, ვინმე რომ აცხობდეს? |
Posted by: nia4u 11 Apr 2019, 16:38 |
Ezekia https://youtu.be/T2eP80sRFFE ეს ნახე აბა, ბევრი ვიდეოა აბრეშუმის ნაჭრებით შეღებვის... ძალიან ლამაზები გამოდის, ცდად ღირს. ჰალსტუხის ნაჭრებით ვნახე კიდევ ვიდეო, თუ გაქვს ძველი, გამოუყენებელი ჰალსტუხები... ლამაზებია ხოლმე... მოკლედ, რაც უფრო ლამაზი ქსოვილია, მით უფრო ლამაზი კვერცხები გამოდის... |
Posted by: Universe 12 Apr 2019, 12:25 |
ლამაზია, მაგრამ ტექსტილის საღებავის გამოყენება მაინც მოსარიდებელია. ნაჭუჭის ფორებში აღწევს მაინც. აი, ლურჯ კვერცხს სულ კომბოსტოს გემო ჰქონდა, სულ ოდნავ ფერიც ცილაზე ) ამიტოა ხახვის ნაქუჩში და ენდროში მოხარშული კვერცხი სხვა გემოზე :დ |
Posted by: nia4u 12 Apr 2019, 21:24 | ||
Universe
მართლა??? ისე, ნაჭუჭში მართლა აღწევს ყველაფერი, ამიტომ არ მომწონს ქიმიური საღებავებით შეღებვა... აი, დეკუპაჟის იდეა უფრო მომწონს, კვერცხის ცილით ეწებება სალფეტკიდან ამოხეული ლამაზი დეტალები... თუმცა ნაყიდი მაქვს პერლამუტის საღებავები, უკვე მოხარშულ კვერცხს ესმევა გარედან, ოღონდ იმ კვერცხებს მხოლოდ დეკორად გამოვიყენებ, არავის არ ვაჭმევ... |
Posted by: Universe 12 Apr 2019, 21:43 | ||
nia4u მართლა, ჩემთვის კი. ცილაც შეფერა. სხვამ, ვინც მიირთვა რა კომბოსტო, ჩვეულებრივი გემო აქვსო. :დ 5 საათი მეწყო ნაყენში. საღებავი, რომელიც ზემოდან ესმევა და მალე შრება, ვვარაუდობ ვერ შეაღწევს შიგნით
კარგი იდეაა. ვცდი |
Posted by: glavbux 14 Apr 2019, 20:39 |
გამარჯობა. ხომ არ იცით ვეგანურ ანუ სამრხვო პასკას ვინმე აცხობდეს და ყიდდეს? ვიცი რომ მთლად პასკისნაირი ვერ იქნება, მაგრამ მიმსგავსებული სანებელების ხარჯზე. დაახლოებით კექსის ან ბულკის სტრუქტურის მაქვს წარმოდგენილი. |
Posted by: C.R.E.A.M. 14 Apr 2019, 20:39 |
პასკას ვინნმე თქვენით აცხობტ? |
Posted by: nia4u 16 Apr 2019, 00:56 |
glavbux არ გამიგია, თუმცა ცდა შეიძლება... საფუვრიანი ცომი პასკის სანელებლებით და ქიშმიშ-ცუკატებით...ოღონდ უფრო მსუბუქი სტრუქტურა ექნება...მძიმე და ნოტიო არ მგონია რომ გამოვიდეს... C.R.E.A.M. კი. თუ კითხვები გაქვს ან რჩევები გჭირდება, შევეცდებით, დაგეხმაროთ... |
Posted by: BeerLover 16 Apr 2019, 00:59 |
პასკებზე რა ხდება წელს? შარშან ანტრეთი გადავაგორე ეგ თემა |
Posted by: keen 16 Apr 2019, 10:14 | ||
დავიჯერო, დიაბეტურ პასკებს არავინ აცხობს? მარტო 1 ცალი მინდა |
Posted by: Heart_of_Darkness 16 Apr 2019, 10:29 |
გამარჯობა. წელს პასკის გამოცხობა მინდა. მთელი ოჯახი მეწინააღმდეგება, არასდროს გამოგიცხია, ტყუილად უნდა იწვალო, დრო და პროდუქტები დახარჯოო. მართლაც, არასდროს გამომიცხვია, მაგრამ ისე მიყვარს, კარგი რეცეპტი მინდა და ვიცი, რომ გამომივა. სიყვარულით გამოვაცხობ :) ნეტში დავგუგლე რაღაცები, მაგრამ ბრმად არ მინდა, ვინმეს რეცეპტს მივყვე. ვინც ხშირად აცხობთ და კარგი გამოდის, თქვენი რეცეპტი გამიზიარეთ, გთხოვთ. |
Posted by: Mstyle 16 Apr 2019, 10:43 |
Heart_of_Darkness წინა გვერდებზე დევს გამოცდილი ხალხის რეცეპტები |
Posted by: Heart_of_Darkness 16 Apr 2019, 10:56 |
Mstyle გასაგებია, მაგრამ არ ვიცი ვინ არის ამ განყოფილებაში გამოცდილი და ვინ გამოუცდელი. ამიტომ ყოველ გვერდს ვერ დავივლი და ბრმად ვერ ავირჩევ, ვინც ხშირად აცხობს, იმან რომ დამიკოპიროს თავის რეცეპტი, მადლობელი დავრჩები :) |
Posted by: glavbux 16 Apr 2019, 11:21 |
nia4u თქვენ ხომ არ გამოცხობთ? ვიყიდიდი ერთ ულუფით რამდენი ცალიც გამოცხვება |
Posted by: nia4u 16 Apr 2019, 20:20 | ||
glavbux არა, საყვარელო, მე ისეთი ზარმაცი ვარ, ჩემთვისაც არ ვაცხობ, არამცთუ გასაყიდად, ბოლო წლები სულ ტკბილი ქვეყნის პასკებს ვყიდულობ... * * * Heart_of_Darkness Heart_of_Darkness თუ არასდროს გამოგიცხვია ამ რეცეპტს გირჩევ http://ratatui.ge/paska-igive-kulichi/ მომზადების წესიც მარტივია და პორციაც პატარაა. რამდენიმე დღით ადრე სცადე და თუ მოგეწონება, კიდევ გააკეთე... * * *
|
Posted by: Ezekia 17 Apr 2019, 13:26 |
შემდეგი შეკითხვა: პასკებში ადრე სანელებლებს ეგრევე ვყრიდი ცომში, პასაჟის იმ ცნობილ პაპასთან ვყიდულობდი დაფქულ-შერეულ-გამზადებულს და თაქ! — ზელვისას. ხოდა ეხლა მინდა, ის ნაყენი გავაკეთო. ალკოჰოლიანში რომ ყრიან რამდენიმე ხნით ადრე. და ვარკვევ: ^ კონიაკში უნდა ჩავყარო ეს სანელებლები, არაყში, სპირტში თუ სხვა რამეში? რომელიმე უსიამოვნო გემოს უტოვებს? არაყზე მაქვს ეჭვი. ^ დაფქული თუ მთლიან-დატეხილები?? ^ ილის მარცვლები როგორ ჩავყარო- დავხსნა და გულები თუ მთლიანად? დაფქვისას მთლიანად???? ^ ცომში მარტო წვენი გადავწურო თუ ის ნალექიც გადავაყოლო??? ^ ზომა-წონა-პროპორცია?? კიდე რაც დამრჩა კითხვა და თქვენ დამმოძღვრავთ, მადლიერებით და ყურადღებით მოგისმენთ |
Posted by: la reine 17 Apr 2019, 13:41 |
Ezekia ვეცდები გიპასუხო კონიაკი ან რომი. დაფქული ჯობია. თუმცა ილის მარცლები შეგიძლია ჩაყარო. დანარჩენი:მუსკატი მიხაკი დარიჩინი დაფქული. უფრო გამოუშვებს არომატებს ილი მთლიანად იფქვება. ასე ვიცი მე ცომში მარტო წვენი ჯობია. არ გამუქდება პასკა. ზომა წონას რაც შეეხება. ეგ არის სუფთად გემოვნების საკითხი. მე კარდამონს გამოვკვეთ ხოლმე. ვთქვათ თუ 2 ჩ.კ. ილს ვყრი, იქ დანარჩენებს 1 ან 1/2 ჩ.კ. ვუკეთებ. თუ გეშინია გემოების დასმა, ანუ პირველად აცხობ, გირჩევ ნახევარი ჩ.კ.ით დაიწყო...მერე უკვე მიხვედი შენი გემოვნებით რა რამდენი გამოიყენო |
Posted by: Ezekia 17 Apr 2019, 14:12 |
la reine აი ძალიან დიდი მადლობა!!!! პირველად არ ვაცხობ პასკებს, ოღონდ სულ თავიდან ნათესავი მაძლევდა ხოლმე ნარევს, გამზადებულს, მერე იმ პასასჟის კაცთან ვყიდულობდი გამზადებულს და ეხლა ეს მინდა დავაყენო)) პასკასაც ბოლო წლებია კიკაბიძის რეცეპტით ვაცხობ და ეხლა სხვა მინდა რამე ვცადო!!)))) |
Posted by: la reine 17 Apr 2019, 14:19 |
Ezekia არაფრის:**))) კიკაბიძის პასკა არ ვიცი რომელია, მაგრამ ყველა რეცეპტი მსგავსია თითქმის. უბრალოდ ორი რამე უნდა გაითვალისწინო. ცხიმის და საფუარის რაოდენობა. ანუ. ცხიმი არ უნდა დააკლო, მერე მოზელისას ზეთში დაისველო ხელები. ესეც ზრდის ცხიმის რაოდენობას ხო? და საფუარი ბევრი არ უნდა გამოიყენო. ნელა აფუებული ცომი უფრო გემრიელია. არც სპირტის სუნს დაიკრავს და არც იფშვნება. მე მძიმე და ნოტიო პასკები მიყვარს ბულკივით რომ.არის ფაფუკი მაგას არ ვაღიარებ |
Posted by: Ezekia 17 Apr 2019, 18:26 |
la reine ზუსტად, ნოტიო და მძიმე! აი თამრიკო კიკაბიძის პასკა : http://myrecipe.ge/recipe/პასკა/ ანუ რეცეპტში რა ცხიმიცაა, იმას + ზეთი ზელვისას, ხო? მე ცომის ზელვის დროს სულ ვისველებ ზეთში ხელს, მაგრამ ეგრე ცხიმის რაოდენობები არ დამითვლია და საფუარი რამდენი ანუ? რამდენით ნაკლები. რა პროპორციით გავთვალო. და რამდენად გაიზრდება აფუების დრო. და შენი პასკის რეცეპტ დევს აქა??)))) |
Posted by: Heart_of_Darkness 17 Apr 2019, 18:49 | ||
nia4u მადლობა 20-სთვის ვგეგავ გამოცხობას. ვნახოთ რა გამოვა :fingers crossed: Ezekia
მეც ეგეთი მიყვარს. დღეს, ისე მომინდა პასკა. მაღაზიიდან ამოვიტანე ,,ტკბილი ქვეყნის". არ იყო ცუდი, მაგრამ ისეთიც არ იყო, მე როგორიც მიყვარს. |
Posted by: RastaWoman 17 Apr 2019, 22:40 |
გამარჯობა დავალკალორიული ხაჭოს პაკაა როგორ მოვამზადო? იქნებ გაქვთ უკვე ექსპერიმენტები ჩატარებული შეგიძლიათ გამოზიაროთ? |
Posted by: nia4u 18 Apr 2019, 00:43 |
RastaWoman დაბალკალორიული ხაჭოს პასკა არ არსებობს... სამწუხაროდ... ყველა პროდუქტი უნდა იყოს ცხიმიანი და ხარისხიანი, რომ გემრიელი გამივიდეს. თითოეულ ინგრედიენტს თუ დაბალკალორიულს შეარჩევთ, საერთო ჯამში კი დაიწევს კალორიები, მაგრამ მასთან ერთად გემოც და ხარისხიც... 65 გვერდზე დევს ხაჭოს პასკების გამოცდილი რეცეპტების ლინკები... რომელიმე შეარჩიეთ და განვიხილოთ თუ გინდათ, როგორ დავწიოთ კალორიები |
Posted by: RastaWoman 18 Apr 2019, 00:44 | ||
მადლობა ყურადღებისთვის კვერცხებით შემოვიფარგლები მაშინ |
Posted by: nia4u 18 Apr 2019, 13:29 |
RastaWoman კვერცხი კი არის ნაღდად დაბალკალორიული... ეჰ, წესით, კვერცხის გარდა არაფერს უნდა ვჭამდე, მარა მუცელს ვერ ვღალატობ... |
Posted by: la reine 18 Apr 2019, 15:03 |
Ezekia კარგი რეცეპტი ჩანს. თუ ნოტიოც არის და საფუარის დოზაც არ გეზედმეტება ისევ ეს გამოაცხვე. თან უკვე გამოცცდილი ყოფილა. რატო ეძებ სხვა რრეცეპტს? რისი შეცვლა გინდა ჩემიც მსგავსია. უბრალოდ ამ დოზაზე 70 გ. სველ საფუარს ვუკეთებ და დარბილებულ ცხიმს მერე ვაზელ ცომს. ანუ არ ვადნობ რძესთან.ერთად. ნაკლებ საფუარს რამდენით მეტი დრო უნდა ესე არ ვიცი ზუსტად. შეიძლება ღამე მოზილო და დილით უკვე ჩააწყო ფორმებში. |
Posted by: Mstyle 18 Apr 2019, 16:56 |
RastaWoman გააკეთე 5% ხაჭოთი და 15 პროცენტიანი არაჟნით, კვერცხის გარეშე. მთავარია, თვითონ ხაჭო და არაჟანი იყოს კარგი ხარისხის. კარაქი დაუმატე ცოტა, სულ არ არის საჭირო 100 გრამი, 50-იც საკმარისია. მაინც ძალიან გემრიელი გამოდის |
Posted by: RastaWoman 18 Apr 2019, 18:15 | ||
nia4u მეთქი რაღაც სიმბოლურად მაინც გავაკეთებ თქო და იმდენი კარაქი წერია რეცეპტებში წყალში ჩამეხუტე ა ყველაფერი : D * * *
უი არა მადლობა ლამის 2 თვეა ვებრძვი გმირულად წონას და ვერ გავრისკავ |
Posted by: Ezekia 18 Apr 2019, 22:46 | ||
la reine
კარგი რეცეპტია, კი. უბრალოდ რამე სხვაც მინდა ვცადო. აი საფუარს იმას ვიხმარ, დაწნეხილს. ცომს არაჟნიან-მაწვნიანს ვცდი, ან ნაღებიანს, მაცივარში გამოვატარებ -რავი. ))) Heart_of_Darkness მარხვას ვინახავ, ვერ გავსინჯავ ჯერ პასკებს.... ხო, ნოტიო და მძიმე ❤️ |
Posted by: RastaWoman 18 Apr 2019, 23:08 |
ვიცი ნერვიულობდით ვიპოვე პასკის სასურველი რეცეპტი https://m.youtube.com/watch?v=vi1etUNZHcI |
Posted by: miravilla 19 Apr 2019, 15:35 |
ხომ არ იცის სად შეიძლება ვიყიდო გემრიელი, კარგი და თითებჩასაკვნეტი ხაჭოს პასკა? |
Posted by: nia4u 19 Apr 2019, 17:28 |
RastaWoman ქიმიური იოგურტის შერევას, ისევ დაბალპროცენტიანი კარგი არაჟანი გამოიყენო, ჩემი აზრით, აჯობებს... * * * საჯეჯილე ხორბალი დათესეთ, გოგოებო? |
Posted by: nia4u 22 Apr 2019, 19:45 |
ჩემი პასკის რეცეპტი სააღდგომო პასკა „დედისეული“ ინგრედიენტები: 15 კვერცხი; შაქარი - 4ჩ.ჭ.; 350გრ. კარაქი ან მარგარინი; 150გრ. ზეთი; 1 ლიტრი რძე; 3 ს.კ.(არასავსე) მშრალი საფუარი; (ტკბილი ცომების ჯობია) 1ს.კ. (არასავსე) მარილი; ვანილის შაქარი - 10 პაკეტი ან დაახლოებით 50 გრამი; ჯავზი - 3 ცალი საშუალო ზომის; ილი - 30 მარცვალი; მიხაკი - 0.5ჩ.კოვზი; დარიჩინი - 0.5 ჩ.კოვზი; ლიმონის ზეთი - 50 გრამი ან 2 ლიმონის და 4 ფორთოხლის ცედრა; ქიშმიში - 200გრ. (სასურველია მუქი ფერის) ფქვილი - 3კგ (დაახლოებით.)(უმ. ხარისხის პროგრესი) მომზადება: საერთო რაოდენობიდან აღებული ფქვილით, რძით და ცოტა შაქრით დავაყენოთ საფუარი. გავცრათ ფქვილი. გავაცალკევოთ კვერცხის ცილები და გულები. როდესაც ოპარა აფუვდება, დიდ ჯამში დაალოებით ერთ კილო გაცრილ ფქვილს შევურიოთ 1 ლიტრი ანადუღარი და გაგრილებული, თბილი რძე და აფუებული ოპარა, ნელ-ნელა, რომ არ დაკოშტდეს. დავდგათ თბილად, რომ ესეც აფუვდეს. ამასობაში, დავიწყოთ კვერცხის ცილების თქვეფა ბეზედ, როგორც ტორტისთვის, ჯამს რომ ამოატრიალებ და რომ არ ვარდება, ისე. დავუმატოთ შაქარი ნაწილ-ნაწილ, კვერცხის გულები სათითაოდ და სანელებლები - ვანილი, დაფქვილი ჯავზი, ილი, მიხაკ-დარიჩინი და ლიმონის ზეთი. (არა ესენცია!) ან მანქანაში გატარებული ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ეს მასა შევურიოთ აფუებულ რძიან მასას ფრთხილად, ხის კოვზით. დავამატოთ გამდნარი კარაქი და ზეთი, ასევე დარჩენილ ფქვილი ისე, რომ ცომი გამოვიდეს შეკრული, მაგრამ სველი (შეიძლება სამი კილო მთლიანად არ დასჭირდეს) და შემდეგ ვზილოთ ზეთიანი ხელით ჯამშივე, დიდხანს და საფუძვლიანად შემდეგ დავდგათ ტილოგადაფარებული თბილად. ორჯერ ავაფუოთ და გადავზილოთ. მეორე გადაზელვაზე შევურიოთ გარეცხილ-გამშრალი და ფქვილში არეული ქიშმიში და გადავანაწილოთ ფორმებში. ფორმაშიც რომ ამოფუვდება, შევდგათ ღუმელში. ღუმელი უნდა აანთოთ წინასწარ. მე ვაცხობ ალუმინის მომცრო ქვაბებში და ძირშიც და გვერდებზეც ვუფენ ცხიმწასმულ კალკას. ცომს ვდებ 1/3-ზე. ვაცხობ ელექტროღუმელში,სულ ქვედა თაროზე. ტაფაზე ვალაგებ, ისე, რომ ფორმებს შორის სიხალვათე იყოს და ცხელმა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს. ვურთავ ქვედა სპირალს და ბოლო 10-15 წუთი ზედასაც. 150 გრადუსზე სჭირდება დაახლოებით საათნახევარი, გააჩნია ფორმის ზომას, დენის სიძლიერეს და ა.შ. გამომდის სხვადასხვანირად, ოთხი-ხუთი მომცრო ქვაბი (დაახლოებით "ტკბილი ქვეყნის" პასკების ზომის) და 7-8 ცალი ტომატის დიდი ყუთი //////////////////////////////////////////////////////////////// |
Posted by: Keti-Ket 24 Apr 2019, 21:53 |
პასკები თუ დატესტეთ უკვე, რომელი საკონდიტროების/ფირმების მოგეწონათ? |
Posted by: BeerLover 24 Apr 2019, 22:02 |
Keti-Ket ლაიმში არის ძალიან მაგარი პასკები, ჩვეულებრივიც და ხაჭოსიც |
Posted by: Ezekia 25 Apr 2019, 00:27 |
nia4u ოქრო გოგო ხარ შენ!!! ❤️ |
Posted by: Master_Nick 25 Apr 2019, 12:25 |
BeerLover გაუმარჯოს, ლაიმის პასკა ანტრესას ჯობია? აგროჰაბის პასკებზე ხომ არ გაქვს ინფო? შარშან მე გუდვილის, სმარტის პასკები მომეწონა. |
Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 12:33 |
Master_Nick გაუმარჯოს აგროჰაბის პასკა არ მაქვს გასინჯული ანტრეზე აღარ ვიცი უკვე, შარშან ანტრეთი გადავაგორე მე, მაგრამ ზოგი ძალიან გემრიელი შემხვდა, ზოგი ძAლიან მშრალი... არ ვიცი რატო წელს არ გამისინჯავს, მაგრამ ხვალ ან ზეგ გავსინჯავ და გეტყვი... იძახიან მშრალიაო ისე ლაიმს ისეთი პასკები აქვს ანტრესი კარგებიც რო გამოდგეს მაინც ჯობია მემგონი, ნუ ფასიც მეტი აქვს და წონაც ნაკლები ანტრეში 1კგ 15 ლარია და ლაიმში 800-900გრ 20-22 ლარია |
Posted by: Keti-Ket 25 Apr 2019, 14:54 |
BeerLover მადლობა გუდვილის პასკა მე დიდად არ მომწონს, სმარტის ფასთან მიმართებით კარგია. აგროჰაბის, როგორც მახსოვს, დიდი არაფერი იყო. ჯამში, მაინც ანტრეს პასკა მომწონს ყველაზე მეტად. კახელების არ გაგისინჯავთ? მაგათი საცხობის პროდუქცია კრგია და ნეტავ პასკა როგორი აქვთ |
Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 17:39 |
Keti-Ket შარშან მეც ანტრეზე ვიყავი, მარა ზოგი ძაან მშრალი შემხვდა წელსაც იძახიან მშრალებიაო, გავსინჯავ აუცილებლად ხვალ-ზეგ ალბათ ლაიმში ვიყიდი 1 ხაჭოს 1 ჩვეულებრივს და დალშე ანტრეში |
Posted by: nia4u 25 Apr 2019, 19:04 | ||
Ezekia
რატო? |
Posted by: Keti-Ket 25 Apr 2019, 22:18 |
BeerLover ხაჭოს პასკას თვითონ ვაკეთებ, ამიტომ ეგ საფიქრალი არ მაქვს და ჩვეულებრივი კი შეიძლება ლაიმისაც ვცადო, უბრალოდ ცოტა გაბერილი ფასები აქვთ და ვფიქრობ იქნებ იგივე ტარტანის ან გურმეს პასკა უკეთესი იყოს. დაწერე აუცილებლად რომ გასინჯავ |
Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 22:27 |
Keti-Ket ძვირია კი თუ ისე არ მომეწონა რო გავგიჟდი და გადავირიე, დანარჩენს ანტრესას ვიყიდი |
Posted by: Keti-Ket 27 Apr 2019, 14:39 |
დავტესტე რამდენიმე პასკა. გუდვილის ქართული. ისეთივე როგორც შარშან, უფრო მობულკო, მაგრამ ზომიერად აქვს ყველაფერი და ვისაც ამ ტიპის პასკა მოგწონთ, ფასი/ხარისხის მიმართება კარგია. კანაპეს პასკა. აქვთ უყველაფროდ, ასევე, ქიშმიშით, ცუკატებიტა და გაფორმებით. ფასი ყველასი ერთია. 11-15 ლარი როგორც მახსოვს, ზომის მიხედვით. მე ქიშმიშიანი გავსინჯე, ზედმეტად მეტკბილა, მაგრამ მასა კარგი იყო, საშუალო სიმძიმის და ყველაფერი ზომიერად. ბოლოს და ბოლოს ტარტანიც დავტესტე და მეგონა რამდენჯერმე გადავამოწმე ხომ ნამდვილად ამ ფირმის პასკას ვსინჯავდი. არ ვიცი რა მოსწონს ხალხს მასში, მაგრამ 19 ლარიანი პასკა ტკბილი ქვეყნისას ვერაფრით სჯობს. სამაგიეროდ ყველაზე მეტად მომეწონა კულინარია N7-ის პასკა. აქვთ ჩვეულებრივიც და გაფორმებებითაც, ზომაც რამდენიმე და რვაასიანი 11 ლარი ღირს. თან მძიმეა და თან ნოტიო, იშვიათად გამორჩეული. მოკლედ, ამათგან ყველაზე მეტად სწორედ ეს პასკა მომეწონა |
Posted by: la reine 27 Apr 2019, 15:34 |
ერთი ნაწილი გამოვაცხვე. მხოლოდ ილით,. ქიშმიშით და ჩემი მომზადებული ფორთოხლის ცუკატით. ვაიმეე უმაგრესი გამოვიდა მძიმე და ისეთი ნოტიო რომ პირში დნება ახლა მეორეს ვაცხობ. არაჟნის დამატებით და ილის გარდა მიხაკ დარიჩინ/ მუსკატით. იმედია ესეც მომეწონება. რა აზარტულია კიდევ სხვა. რეცეპტის დატესტვას ვაპირებ, სახლიდან თუ არ გამაგდეს |
Posted by: nia4u 27 Apr 2019, 17:07 |
la reine ახლა ვფიქრობდი, ფორუმელუ არავინ აცხობს პასკას-მეთქი... ყოჩაღ შენ! სურათებიც გვაჩვენე მერე ყველაზე დიდი კაიფია, რომ ასინჯებ სხვებს და ყველაზე მაგარი როა შენი პასკა და რომ მუნჯდება ხალხი სიამოვნებისგან... |
Posted by: fermina 27 Apr 2019, 18:00 | ||
nia4u
თავები დაუსკდა, მაგრამ ჩვენ ასეთი გვიყვარს <3 ხაჭოს პასკა - მოხალული ნუშით, ლურჯი მოცვით, კონიაკში დასველებული ქიშმიშებით, უბრალოდ თავზე ის რაღაც ფერადი ქიმია მოსაყრელები მომიყარეს ბევრი, მე არ მინდოდა, სასწრაფო წესით ჩამოვფხიკე დანით, მაგრამ მოასწრო და ეს ფერები მაინც დარჩა |
Posted by: masha 27 Apr 2019, 18:42 |
ვაიმე-რა სილამაზეა! მე ვიყიდე კულიჩი კი კარგია, მაგრამ იFშვნება! |
Posted by: nia4u 27 Apr 2019, 21:16 |
fermina მეც ასე მიყვარს, გუმბათები რომ ამოფეთქდება ხოლმე... ხაჭოსი არის სილამაზე და სისათუთე...❤ რომ მოიცლი, რეცეპტი დაგვიწერე... <3 |
Posted by: Ezekia 27 Apr 2019, 21:26 | ||
ჩვენც, მე და ბავშვებმა სურათებისთვის მე არ მეცალა, ესენი იღებდნენ. კვერცხი წითლად შეღებილი გვაქვს უკვე, ამაღამ სხვაფრად უნდა შევღებო და ვნახოთ აბა... ხაჭოს პასკის გაკეთება იმ კვირას მინდა, თუ მოვახერხე. fermina იf, იf და ბევრი იf!!! ❤️ ამათ კიდე ქიმიები აყარეს ბლომად, ჭრელა პასკები გვაქვს la reine აუუუჰ... ცუკატებს როგორ აკეთებოოო??? |
Posted by: Keti-Ket 27 Apr 2019, 22:46 |
fermina აუ რა კარგებია, მეც ცოტა მობრაწული თავებით მიყვარს. რა საინტერესო ვარიანტი გაგიკეთებია ხაჭოს პასკის, ვფიქრობდი წელს მეც კენკრა/ხილი ხომ არ მეცადა, მაგრამ საბოლოოდ მაინც კლასიკური გავაკეთე ძალიან მრავალფეროვანი ჩირეულით |
Posted by: fermina 27 Apr 2019, 22:52 | ||
Keti-Ket
ალუბალი არ გამიყინავს წელს, თორემ მაგრად მოუხდებოდა. ჩირები წელს აღარ მომინდა რატომღაც. ზოგადად ეს რეცეპტი იდეალურია ჩემთვის, კომპთან რომ მოვხვდები, დავწერ, შარშანაც იგივენაირად გავაკეთე. |
Posted by: MeBeforeYou 27 Apr 2019, 23:01 |
ჩემი პასკები |
Posted by: fermina 28 Apr 2019, 00:00 | ||
MeBeforeYou Ezekia გადასარევი პასკები გაქვთ. nia4u
ესაა შარშანდელი რეცეპტი, აქაც გადმოვიტანე: 1 კილო ცხიმიანი 9% მშრალი ხაჭო 150 გრამი კარაქი 100 გრამი შაქარი (გააჩნია რამდენ ჩირს, ქიშმიშს ან სხვა რამე ტკბილს ვუზამთ) 400-500 გრამი მაღალპროცენტიანი ნაღები (შეიძლება არაჟანიც, მაგგრამ ნაღები ბევრად უფრო უხდება) ვანილი ქიშმიში, უმჯობესია შავი ჩირები ან კენკრა მოხალული დაჭრილი თხილი ან ნუში ან ორივე ერთად გაფორმება შეიძლება გამდნარი შოკოლადით, ჩირებით, ხილით, მე ბელორუსული მაღაზიის ხაჭო გამოვიყენე, 9%-იანი, იყო ძალიან მშრალი და ამავდროულად ცხიმიანი. ხაჭო დავაბლენდერე ისე, რომ გახდა ერთგვაროვანი მასა. შეიძლება საწურის ბადეზე გატარება რამდენჯერმე. გამოვიდა მშრალი, სქელი, ერთგვაროვანი კრემისებრი მასა. მერე დარბილებული, ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი გადავურიე ერთმანეთში კარგად, დაავამატე ცოტა ნაღები, რომ შაქარი კარგად გახსნილიყო, ასევე ვანილი და როდესაც ესეც ერთგვაროვან მასად იქცა, გადავურიე მიქსერით ხაჭოს. იქვე გამზადებული მქონდა დაჭრილი ნუში, ცუკატები (წელს კენკრა) და კონიაკში წინასწარ დასველებული შავი (შავი უფრო არომატული და გემრიელია) ქიშმიში. ეს ყველაფერი შევურიე ხაჭოიან მასას. ბოლოს მაღალპროცენტიანი ნაღები ამოვიყვანე ისე, რომ კრემის კონსისტენციამდე მივიდა და კოვზით გადავურიე გამზადებულ ხაჭოიან მასას. სველი მარლა უნდა ჩააფინოთ ნახვრეტებიან საწურში ან რამე სხვა ნახვრეტებიან ფორმაში, მერე ხაჭოიანი მასა ჩავდოთ და ზემოდან თეფში ან რამე მყარი და სიმძიმე დავადოთ. ეს ფორმა ჩავდგათ დიდ ჯამში, ისე რომ სითხე რომ გამოუვა, იქ ჩაიღვაროს. მაცივარში ან სიგრილეში გარეთ გავაჩეროთ 12 საათი ან მეტი, რომ სითხისგან კარგად დაიწრიტოს. |
Posted by: RastaWoman 28 Apr 2019, 11:55 | ||
ხაჭო. მასკაპონე. 1სკ მოხალული რძის ფხვნილი. ნუში, გამომშრალკ გარგარი ანანასი და მოცვი იდეალური ვიზუალი ქონდა, გემო ,,დიეტური” |
Posted by: Keti-Ket 28 Apr 2019, 14:10 |
Ezekia MeBeforeYou ძალიან ლამაზებია, ძალიან. დარწმუნებული ვარ, გემოც არანაკლები ექნება. fermina შარსან მგონი ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კარგი ხაჭოა (მეც ბელორუსულის ხაჭოს ვიყენებ), რადგან სხვების ე.წ. ბაზარში ნაყიდი სოფლის ხაჭოთი გაკეთებული პასკები მაინც ვერ იყო ისეთი გემრიელი, სწორედ კონსისტენციის გამო |
Posted by: fermina 28 Apr 2019, 15:12 | ||
Keti-Ket
დიახ, სწორედაც ასე იყო. ისეთი გემრიელია და ისეთი კონსისტენცია აქვს ბელორუსულ ხაჭოს, ცოტა შაქართან ერთად რომ ვაბლენდერებ როცა კეთებას ვიწყებ, სულ რომ აღარაფერი დაუმატო, უკვე უგემრიელეს მასას იღებ. |
Posted by: nia4u 28 Apr 2019, 17:46 |
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! მრავალს დაესწარით, გილოცავთ!! RastaWoman ვაა, საინტერესო რამე გამოვიდოდა! შევინახავ ამ რეცეპტს... მასკარპონეს სად ყიდულობ ხოლმე? fermina fermina აა, იგივე რეცეპტით გააკეთე? კარგია! * * * Ezekia მაგარია! * * * საკონდიტრო „ლილისი“ ყოფილა ჯიქიაზე, მაგათი პასკა გავსინჯე და კარგია, არ ველოდი... ასე რომ თუ ხართ ვინმე ახლომახლო, გასინჯეთ |
Posted by: IkaMac 28 Apr 2019, 19:18 |
რომელი პასკა ვიყიდო რომელი მოგეწონათ თქვენ? |
Posted by: Keti-Ket 28 Apr 2019, 23:00 |
IkaMac მე პირადად ანტრე (ცოტა მშრალია) და კულინარია N7-ის პასკები მომეწონა ყველაზე მეტად fermina ზუსტად. კიდევ კარგი ბევრი კარაქი არ დავუმატე, თორემ ალბათ გაჭრაც კი რთული იქნებოდა |
Posted by: Mstyle 1 May 2019, 11:37 |
fermina კენკრა გაყინილი დაამატე? წყალი არ გაუშვა მერე? |
Posted by: fermina 1 May 2019, 14:31 | ||
Mstyle
გავალღვე ოთახის ტემპარატურაზე, ბევრი წყალი ისედაც არ გაუშვა და არც ძალიან დარბილებულა. |
Posted by: blue15 1 May 2019, 16:18 | ||
რა ლამაზებია, წელს, დედაჩემმა, მე გამოვაცხობო და სუყველა ძირში დაეწვა თან ისეთი მშრალები გამოუვიდა, რამე წვენი თუ არ მიაყოლა ადამიანმა, შეიძლება დაახრჩოს. |
Posted by: RastaWoman 3 May 2019, 17:44 |
nia4u მე თურქეთში ვარ ამჟამად თბილისში კარფურში ვიყიდე ბოლოს როცა ვიყავი. სადღაც 1 წლის წინ |
Posted by: shilaida 6 Apr 2020, 14:01 |
მეგობრებო, ნ.ჯ ის პასკის რეცეპტი არავის გაქვთ შენახული? არც რატატუის ვებზე იძებნება და არც პერფექტქუქზე |
Posted by: fermina 6 Apr 2020, 14:28 | ||
shilaida
მახსოვდა, რომ შენახული მქონდა, მოვძებნე და თურმე ლინკები შემინახავს, რომლებიც ახლა აღარ იხსნება ხაჭოს პასკას აუცილებლად გავაკეთებ წელსაც და ნეტავ ბელორუსული მაღაზიები კიდევ არსებობს? სადღაც წავიკითხე, იკეტებაო. |
Posted by: Keti-Ket 6 Apr 2020, 15:26 | ||
fermina
ბელარუსკი რომელიც იყო იმათ მხოლოდ ორტაჭალაში შემორჩათ ფილიალი, თუმცა რძის პროდუქცია ფაქტობრივად აღარ აქვთ ხოლმე. ძველების ადგილზე (ნახალოვკაში და საბურთალოზე) გაიხსნა ბელორუსული სახლი, ასევე ბელორუსული, მაგრამ სხვა ფირმის რძის პროდუქციით. ხაჭო კვლავ კარგია, თუმცა ბევრად ძვირი. |
Posted by: fermina 6 Apr 2020, 16:00 | ||
Keti-Ket
მადლობა, საბურთალოზე ვაჟას დასაწყისში თუ სანდრო ეულის ქუჩაზეც? |
Posted by: Keti-Ket 6 Apr 2020, 22:11 |
fermina სანდრო ეულის ქუჩაზე არც ვიცოდი რომ ჰქონდათ ფილიალი. ვაჟას დასაწყისში ნამდვილად არის ერთ-ერთი ფილიალი |
Posted by: fermina 6 Apr 2020, 22:45 | ||
Keti-Ket
მადლობა, სანდრო ეულის ქუჩაზე ჰქონდათ ამრას და სტრადას მოპირდაპირე მხარეს, იქვეა ნიკორას, ბიუ-ბიუს მაღაზიები და ჯიპისის აფთიაქი. მაგრამ მე მგონი მანდ კარგა ხნის წინ დაკეტეს. |
Posted by: guruliqali 8 Apr 2020, 14:44 |
shilaida როგორ ხარ? :* დაკოპირებული მაქვს კომენტარებიც კი დამიკოპირებია. სხვა რეცეპტებიც მაქვს შენახული, თუ დაგჭირდება, მოვძებნი სხვებსაც სააღდგომო კულიჩი შექმნილია Nino Jananashvili, სამშაბათი, 23 მარტი 2010 • 15 კვერცხი • 1,5-2კგ შაქარი • 500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50) • 500 გრ არაჟანი • 3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+) • 1ჩ.კ. ვანილი • 1 ჩ.კ. მუსკატი • 1/2 ჩ.კ მიხაკი(დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად) • 1ჩ.კ. დარიჩინი • 2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი • 2კანიანად გატარებული ლიმონი • 500გრ ქიშმიში • ფორთოხლის ცუკატები(სასურველია) • • ცალკე აიღეთ • 5-6 ს.კ საფუარი • 1 ლ თბილი რძე • 1ს.კ. შაქარი • მარილი • ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან • მომზადების წესი ქიშმიში დაალბეთ კონიაკში. თბილი რძის ნახევარში გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება. გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუვრიანი მასა. შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელვას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით. შემდეგ ამატებთ დაახლოებით 3 კგ ფქვილს და კარგად ზელავთ. თუ ცომი ძალიან თხელი გეჩვენებათ, ნელნელა გაზარდეთ ( რომ გააკონტროლოთ) ფქვილის რაოდენობა, ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი. ცომის მოზელვისას ხელები ისველეთ ზეთში. მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 1/3-ზე ან ნახევრამდე და დატოვეთ სანამ ისევ ამოფუვდება. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ. 1. ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს. გაითვალისწინეთ: ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს. დამატებითი ინფორმაცია ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ. დამატებითი ინფორმაცია რეცეპტში რამდენიმე ცვლილება შემაქვს: რადგან ყველა ფქვილი განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენიმე მკითხველმა მომწერა, რომ ფქვილის მითითებული რაოდენობა არ იყო საკმარისი. მეტი ფქვილი ცომს ამძიმებს, ამიტომ სჯობს ასე მოქცეთ: ფქვილს შეაზილეთ სითხე და არა სითხეს ფქვილი, როგორც ეს რეცეპტში მეწერა. ჯერ დაამატეთ ფქვილს საფუვრიანი მასა, შემდეგ, ნელნელა ამატეთ დარჩენილი რძე და კვერცხები. როცა მიიღებთ სასურველი სისქის ცომს, სითხის დამატებას შეწყვეტთ. დიდი მადლობა PErfectCook.org-ის ერთ-ერთ ავტორს,ლუტას, რომელმაც არ დაიზარა და ამ რეცეპტის სრულყოფის მიზნით, თავადაც გააკეთა მცირე პორცია. უცვლელად გთავაზობთ მის კომენტარს და ინგრედიენტების რაოდენობას 1 საშუალო ზომის პასკისთვის: "ერთი ცალი გავაკეთე 300 გრამი ფქვილი ვიხმარე 90 გრამი კარაქი 1 დიდი კვერცხი და 1 კვერცხის გული 100 გრამი რძე 150 გრამი შაქარი 2 გრამი საფუარი დაწნეხილი 50 გრამი არაჟანი. ინგრედეინტები არაფერი არ შემიცვლია უბრალოდ ცოტა მომზადების პროცესი შევცავლე . ფქვილი იყო მკაცრად განსაზღვრული და იმის ხარჯზე დავარეგულირე კვერცხი და რძე . როცა მივიღე სასურველი სისქე ცომის შევწყვიტე სითხის მიცემა . ფქვილს ვაზელდი სითხეს . რადგან ყველა ფქვილი სხვადასხვაა ამიტომ ფქვილის ისე მიცემას ''რასაც შეიზელს'' სითხის მოკლება ვამჯობინე . საფუარი მოვზილე 25 გრამი რძითა და 50 გრამი ფქვილით +2 გრამი საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი . მარილი ვუქენი ბოლში არაჟნის მერე . გადმოვიღე ჯამიდან და დარბილებული კარაქი კრემივით გადავუსვი სამუშაო მაგიდაზე და ისე შევურიე. ცომი იყო ხელს ეწეპებოდა მაცივარში მედო მთელი ღამე . მეორე დილით ჯერ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე მედო და მერე დავამატე ქიშმიშები ქიშმიშს საღამოს ცხელი წყალი დავასხი და 10 წთ თავდახურული მედო მერე გადავწურე წყალი და მთელი ღამე დავტოვე. პირდაპირ კონიაკში არ ვალბობ რადგან ცხელი წყლით ''ჭუჭყი''სცილდება . მაგრამ ფორმა მქონდა დიდი და ცომი პატარა . ამიტომ ვერ გაიკეთა გუმბათი . ფორმაში რომ ჩავდე საფუარის სიმცირის გამო 8 საათი და კიდე მეტი ფუვდებოდა . თან ესენი ელოდებოდნენ სულ აღარ გამოცხვას მეკითხებოდნენ უბრალოდ მინდოდა მეცადა პრობლემა რომ არის ფქვილზე ზოგი 1 კილოზეც მიდის ხოლმე სხვაობა თან დამატების შემთხვევაში მძიმდება ცომი რომელიც მერე ძნელად ფუვდება და შედეგიც სხვაა ხოლმე. ამიტომ ფქვილის რაოდენობაზე პრობლემა სავსებით მოგვარებადია ჯობია ერთი კვერცხით ,და 200 გრამით ნაკლები რძე ქონდეს ვიდრე ფქვილი დაემატოს . ეს არის ჩემი აზრი .'' |
Posted by: fermina 11 Apr 2020, 22:09 |
ხალხო, ხომ არ იცით სველი საფუარი სად შეიძლება ვიყიდო? და პასკის კარგი სუნელებიც. ბაზრობაზე სუნელების კაცის მაღაზია ღიაა? |
Posted by: Keti-Ket 14 Apr 2020, 14:00 |
პასკები ხომ არ დაგიტესტავთ წელს? რომელს გამოარჩევდით? |
Posted by: iren765 14 Apr 2020, 14:20 |
https://www.youtube.com/watch?v=_URk-LKEwek&feature=share&fbclid=IwAR1YkY-Lxc0dwKjGxRmJUxEsvmZZLj9U-Ib7wbRjBgHDmrnSHgF4_CaI7UE წლეების წინ ეს ქალბატონი აქ პოსტავდა.ამიტომ ვენდე მის გამოცდილებას,გუშინ გამოვაცხვე.გემრიელია.მადლობა მას! |
Posted by: fermina 14 Apr 2020, 16:08 |
iren765 მშვენიერია, კარგი რეცეპტია, ახლა ვუყურე. ზოგადად რას ფიქრობთ არაჟნის შერევაზე. ვერ გადამიწყვეტია, არ მინდა კექსის ფაქტურაზე წაიყვანოს. თუ პირიქით, მძიმე და ნოტიო ხდება? |
Posted by: iren765 17 Apr 2020, 15:03 | ||
მძიმე და ნოტიოა.კარგია. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! |
Posted by: fermina 18 Apr 2020, 13:30 |
ანტრეს პასკა გავსინჯე. მაინც კექსის სტრუქტურაა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, გამაფხვიერებელს იყენებენ გამოსაცხობად, ცომს ეტყობა სტრუქტურაზე, მოგრძო ღარები აქვს, კექსს უკეთდება მსგავსი, როცა სოდაზე ან გამაფხვიერებელზე კეთდება ცომი. თითქოს ესენციებიც ბევრი აქვს. ისე ვიზუალურად ჩემი პასკა აბსოლუტურად იდენტურია, ვერ გაარჩევ გარედან. რეიხების პასკა მომიტანეს, როცა გავსინჯავ, დავწერ რეცენზიას |
Posted by: Keti-Ket 18 Apr 2020, 15:32 | ||
ამასობაში ხაჭოს პასკა მოვათავე უკვე პრესის ქვეშ. წელს ვერ ვიყიდე საუკეთესო ხაჭო, მაგრამ იმედი მაქვს ამ ნაზავითაც გემრიელი გამოვა
ველოდები შეფასებას |
Posted by: masha 18 Apr 2020, 15:38 | ||
fermina
ვაჰ, ისე აქეს-ადიდეს ეგ ანტრეს პასკა- დაჟე რომსაც უკეთებენო და ისეთი სურნელოვანიაო! "ტარტანში" შევუკვეთე ისვე უქიშმიშო 1 ცალი პასკა (წელს გაჭირვებაა). ჰოდა ვნახავ აბა, ღამე 12 ზე გავჭრი ისე ბევრს არ მოსწონს რადგან ადვილად იფშვნება, მე კი, პირიქით, ძალიან მომწონს |
Posted by: fermina 18 Apr 2020, 16:14 | ||
Keti-Ket
ის ბელორუსული ხაჭო ვერ იყიდე? ვერც მე, უფრო სწორად ვაპირებდი და მერე აკრძალეს მანქანით გადააადგილება და დამეზარა დილით მოსწრებაზე სირბილი მაღაზიებში. სისულელე გავაკეთე, ხაჭოს პასკა უნდა გამეკეთებინა, გარანტირებულად კარგი გამოდის ჩემი რეცეპტით და თან ძალიან იოლია, ჩვეულებრივი კულიჩი კი ჯობდა მეყიდა, ამდენ წვალებას. |
Posted by: Keti-Ket 18 Apr 2020, 22:52 | ||||||
fermina
ვერა. დაახლოებით 5 დღის წინ მიიღეს რძის პროდუქცია და იმ დღეს არ ვიყიდე, დამეზარასავით ხელით თრევა, ვიფიქრე პარასკევს ვიყიდი-თქო. მივედი გუშინ და დამხვდა დაკეტილი. თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ვერ მოახდინეს, არადა უკვე გათვლილი მქონდა რომელ ხაჭოს და რომელ არაჟანს ვიყიდიდი, დავურეკე და არც იცოდნენ ზუსტად დღეს გახსნიდნენ თუ არა მაღაზიას, ამიტომ მომიწია სანტინოს ხაჭოს ყიდვა, თან იოლის ასაწონის დამატება მინდოდა და იმათაც არ აღმოაჩნდათ. საბოლოოდ ქობულეთურის (არადა ხაჭო კი არა უბრალოდ რძის შემცველია) და უბნის რძის პროდუქტების მაღაზიის ხაჭო დავამატე, არაჟანი კი პრეზიდენტის 30%-იანი, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად დიდია სხვაობა. ბელორუსულით გაკეთებულს წყალი ფაქტობრივად არც გასდიოდა, აქ კი ორჯერ გადავღვარე უკვე.
აუ არ გაგიკეთებია წელს? მე კიდევ ლამის უკულიჩოდ დავრჩი. ადრევე ლილი ვანილის და თავთავის კულიჩები შევუკვეთე, მაგრამ უკვე შეიჭამა, აღდგომისთვის ყიდვა კიდევ ბოლო მომენტისთვის გადავდე და ტრადიციულად ანტრესთან ერთად რამე ახლის დაგემოვნება მინდოდა. აუგუსტზე და კანაპეზე ჩამოვყალიბდი საბოლოოდ, მაგრამ ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო ესენიც დაიკეტნენ. ვერც დაქალის გამომცხვარ სახლურ კულიჩებს დავაგემოვნებ, არადა ისე მიყვარს ოჯახის პასკა. masha
ძალიან აქებენ, არადა შარშან სწორედ ეს მობულკო კონსისტენცია არ მომეწონა. |
Posted by: fermina 18 Apr 2020, 23:05 |
Keti-Ket ხო, ვერ გავაკეთე ახლა პროდუქტების არქონის გამო, თან ამ კულიჩებს გადავყევი. ეს დღეები რომ გადაივლის, ვაპირებ მაინც გაკეთებას, როგორც კი მოვახერხებ ბელორუსული ხაჭოს ყიდვას. თავთავის პასკები გემრიელია ხო? ვაპირებდი მეც, მაგრამ ვერ მოვხვდი იქით. სამსახურის გვერდითაა, მაგრამ სადღაა სამსახური ერთი თვეა |
Posted by: Keti-Ket 18 Apr 2020, 23:26 | ||
fermina ახლა ვნახე შენი კულიჩები გვერდით თემაში. ვიზუალურად სწორედ ისეთი ჩანს, როგორიც მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს. დამსკდარი თავებიც მიყვარს და ეგეთი შეკრული შინაგანი მასაც, ასე რომ მიკვირს ცოტა კრიტიკული ტონი ნახელავისადმი სიმართლე გითხრა წელს თავთავი დიდად არ მომეწონა. შარშან N1 იყო ჩემთვის. ნოტიო, მძიმე, სასიამოვნოდ შეზავებული სანელებლებით. წელს კი ზედმეტად მშრალი გამოდგა. ჯამში კარგი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული.
არ დაიზარო და კარგი ხაჭო იყიდე, ხომ იცი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. |
Posted by: fermina 18 Apr 2020, 23:28 | ||
Keti-Ket
აუცილებლად, თან უმარტივესი გასაკეთებელია. ქეთო და კოტეს პასკებს აქებენ კიდევ, 35 ლარი ღირს კილო კიდევ ლაიმის და ლილისის |
Posted by: tengomaswavlebeli 18 May 2020, 01:10 | ||
იმის დედა #####ან ვინც შენს პასკას კექსი უწოდა |
Posted by: Universe´ 23 Mar 2021, 15:51 | ||
პასკა მინდა _____________ * * *
___________ ___________ |
Posted by: forumistvis 23 Mar 2021, 17:04 |
პასკა არის ნეტარება, ოღონდ სახლში , მცდონის მიერ გამომცხვარი, მუსკატით და კარდამონით, არანაირი ქიშმიშით. |
Posted by: fermina 19 Apr 2021, 16:04 |
გამარჯობა, ქეთო და კოტეში ერთი კილო პასკა ღირს 45 ლარი ნახვამდის. |
Posted by: Universe´ 19 Apr 2021, 18:16 |
წელსაც ვაპირებდი გამომეცხო გადავიფიქრე ;( |
Posted by: kriketi-1985 22 Apr 2021, 22:53 |
იაკოს პასკას აქებენ, ევროპროდუქტებში შემხვდა და ვიფიქრე, შევიძენ, მაგრამ 550გრ 17ლ ღირს და ვერ მივეკარე:დ |
Posted by: Keti-Ket 23 Apr 2021, 15:04 |
kriketi-1985 მანდვე ითქვა, რომ ის პასკა, რომელიც ევროპროდუქტში იყიდება, გამომშრალია. თუ ნოტიო პასკა გინდათ, უშუალოდ იაკოსგან უნდა შეიძინოთ და თან უთხრათ რომ ნოტიო გსურთ. პ.ს ზოგადად ძალიან გაძვირებულია პასკები. ანტრე უკვე 25 ლარი ღირს, პოლი კი 39 |
Posted by: საქმიანნი 23 Apr 2021, 15:46 |
პასკის ყველაზე გამოცდილი და კარგი რეცეპტი მინდა ენჯეის რეცეპტით ვაცხობდი და მომწონდა, ცოტა ზედმეტად მძიმე კი გამომდიოდა ოღონდ რამე სხვა რეცეპტს დავტესტავდი წელს ) ხო, იაკოს რეცეპტს მაწონი უწერია და კექსის გემოზე არ წაიყვანს? |
Posted by: ninicool 23 Apr 2021, 18:18 | ||||
kriketi-1985
20 ლარად რამდენიპე პასკას გამოაცხობ, ნუ, 2 წელია არ გამომიცხვია და შეიძლება ვერც გამოაცხო უკვე, ისეთ დღეშია ლარი თუ დოლარი თუ ფასები მაგრამ ის მაინც გეცოდინება, რომ მარგარინი და რაღაცა არაადამიანობები არ აქვს პასკასა. საქმიანნი
კრაფინების გამოცხობა თუ არ გეზარება, ამბობენ, რომ ეგ გამოდის ყველაზე სველიო. პასკის ხიბლი მაგაშია, რომ მძიმე იყოს, თუ ძალიან სველი არ გინდა, ცოტა დიდხანს უნდა გააჩერო ღუმელში და გამოგიშრება, ან ცოტა პატარა ფორმებში გამოაცხო. სიმძიმე მაგაზეცაა დამოკიდებული. მაწონი არაჟნით შეგიძლია ჩაანაცვლო. ისე, მეც ნინოს რეცეპტს ვიყენებ ამ ქალს აქვს პასკის რეცეპტები, უყურე, გაერთობი მაინც )))) ეს პასკების მთლიანი ფლეილისტია https://www.youtube.com/watch?v=YSYslMoH_fM&list=PLrO4MlcMHmWMkHopzY8E0_sEK1OL7RAiy |
Posted by: საქმიანნი 23 Apr 2021, 20:22 | ||
ninicool
სულ დამაბნია ამდენმა რეცეპტმა, ყველას ქება-დიდება უწერია კომენტარებში :დ ისე რომელი ჯობს ნეტა, მეტი არაჟნით, მეტი კვერცხით თუ კარაქით რუსების რეცეპტებსაც დავუყევი, მაგრამ უფრო ფუნთუშის კონსისტენციისას აკეთებენ და არ "პასკობს" ჩემს თვალში, კრაფინსაც სააღდგომოდ არ ვიზამ, მერე ვცდი მოცლილზე ბარემ მაინც მარტივად მოსამზადებელს გავაკეთებ, იქნებ მომეწონოს და გადავრჩე ბევრ წვალებას მადლობა |
Posted by: ninicool 23 Apr 2021, 20:43 | ||
საქმიანნი
ბოლოს ერთ ვიდეოში ამბობს, კრაფინმა ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა სინოტივეო და იმიტომ გირჩიე კრაფინი, მაგრამ ცოტა მოსაწყენი იქნება მაგის გაკეთება. მე ცოტას ვაკეთებ წელს. ალბათ 3-4 ცალს. კომბაინში მოვზელ, რომ ძაან არ ვიწვალო. უნდა გამეჩუქებინა და სანამ გავაჩუქებ, პასკებზე ვავარჯიშებ ))) |
Posted by: fermina 23 Apr 2021, 22:03 |
იაკოსი გავსნჯე (არა ევროპროდუტიდან) ცუდი არაა, მაგრამ 34 ლარიანი პასკა იმსახურებს, იყოს უკეთესი ჩემთვის სინოტივე აკლდა. მოკლედ რაღაც სხვნაირს ვეძებ და ვერ მიპოვია ჯერ უფრო სველი და მტვრევადი. |
Posted by: ninicool 23 Apr 2021, 22:32 |
fermina [quote]იაკოსი გავსნჯე (არა ევროპროდუტიდან) ცუდი არაა, მაგრამ 34 ლარიანი პასკა იმსახურებს, იყოს უკეთესი ჩემთვის სინოტივე აკლდა. მოკლედ რაღაც სხვნაირს ვეძებ და ვერ მიპოვია ჯერ უფრო სველი და მტვრევადი.[/q ბულგარეთში რომ ვცხოვრობდი, სააღდგომოდ გამოიტანეს გასაყიდად პანეტონეები, სულ ჩვეულებრივი, ხუთი ლარი ღირდა, აქ ნაყიდი ძალიან ძვირიანი პასკაც ვერ დაუდგება გვერდში, ისეთი ნოტიო და გემრიელი იყო, თან კარგა ხანს მედო, სანამ დავჭრიდი და გავსინჯავდი. ზოგი ცუკატებით იყო, ზოგი შოკოლადის ჩიფსებით, ორივე ძაან კარგი იყო და როცა ამხელა ფასს ადებ, ეგ რატომ არ უნდა იყოს ხუთლარიან პანეტონეზე ოდნავ უკეთესი თუ არა, ანალოგიური მაინც? |
Posted by: საქმიანნი 23 Apr 2021, 23:16 | ||||
ninicool
ამ ქექვა-ქექვაში ეს რეცეპტი ვნახე :დ პატარა პორციის ვარიანტი მომეწონა და შეხედე აბა შენც, ბევრს თუ არ აპირებ მგონი კარგი გამოვა
ძაან ასტრალშია წელს პასკების ფასები , თუ მეჩვენება? :დ ასე ძალიანაც არ გაძვირებულა ინგრედიენტები მგონი |
Posted by: fermina 23 Apr 2021, 23:47 | ||
საქმიანნი
კი, მე ქეთო და კოტეს 45 ლარი გამიკვირდა და ერთგან 30 ლარი ღირდა ნახევარ კილოიანი, ფბ-მა ამომიგდო, ვეღარვპოულობ |
Posted by: kriketi-1985 24 Apr 2021, 01:30 |
ევროპროდუქტებიდან გავიარე ფრესკოში და იქ შემომხვდა ბელას პასკა, ბარემ ესეც გავსინჯო-თქო და ვიყიდე, ფასმაც დამაკმაყოფილა. 800გრ 11ლარი. |
Posted by: fermina 24 Apr 2021, 08:53 | ||
kriketi-1985
სხვათა შორის, რამდენადაც ბელას ტორტები არის სრული ნაგავი (ჩემი მოკრძალებული აზრით), იმდენად პასკებს არაუშავდა ფასის გათვალისწინებით მითუმეტეს, რამდენჯერაც გავსინჯე ადრე. |
Posted by: საქმიანნი 24 Apr 2021, 11:20 | ||
fermina
3 პატარა პასკა 100 ლარამდე რომ გიჯდება ღმერთო მგონი მილიონერი რომც ვიყო, მაინც ვერ გადავიხდიდი ასეთ არაადეკვატურ ფასს ინგრედიენტებს საუკეთესო ხარისხისას ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ ასე და ამდენი არ მეხარჯება.. რა ვიცი |
Posted by: kriketi-1985 24 Apr 2021, 12:46 |
fermina ფასთან მიმართებაში ტორტებსაც არა უშავს :დ |
Posted by: fermina 24 Apr 2021, 14:56 | ||
kriketi-1985
ამაში ვერ დაგეთანხმები, ტორტთან საერთო არაფერი აქვს იმ პურზე მოტყლიზნულ რაღაც მასას სულ რომ ორი თეთრი ღირდეს, არ უნდა იყიდოს ადამიანმა. |
Posted by: Keti-Ket 24 Apr 2021, 15:09 |
kriketi-1985 fermina წელს თუ გასინჯეთ ბელას პასკა დაწერეთ შთაბეჭდილება. შარშან ძალიან აქეს, მაგრამ აღარ მიყიდია ზუსტად ტორტებთან ასოცირებული ხარისხის გამო. |
Posted by: kriketi-1985 24 Apr 2021, 15:21 |
Keti-Ket წელს პირველად გავსინჯე, ამიტომ ვერ შევადარებ აქამდელს, სისველე და სინოტივე თითქოს არ აკლია, მაგრამ იფშვნება ძალიან, გემო კიდევ, რავი, ყველა პასკა ერთმანეთს ჰგავს მაინც:დ |
Posted by: fermina 24 Apr 2021, 15:25 | ||
Keti-Ket
ძალიან იშვიათად ვენდობი ამ საკითხში სხვების გემოვნებას, უმეტესობას "ტკბილი ქვეყნის" პასკა მოსწონს და რა ვიცი.... * * * "აგროჰაბის" გავსინჯე და ფუმფულა და რბილია. გემოს არაუშავს, სანელებლები აქვს მგონი ჭარბად. მოკლედ არც ეს არის როგორიც უნდა იყოს ისეთი. უფრო წაიპანეტონეებს |
Posted by: la reine 24 Apr 2021, 22:36 |
fermina მე ვიცი შენ როგორი მოგწონს. შარშან მოგწერე მასეთი პასკის რეცეპტი. თუ შენახული გაქვს, გააკეთე, არ ინანებ. ზუსტად ეგეთი გამოდის. მჭიდრო ტექსტურის, მსუყე, ნოტიო. მაგაზე კარგი რეცეპტი მე ვერ ვნახე. არადა ბლომად სხვადასხვა რეცეპტები ვცადე. |
Posted by: fermina 25 Apr 2021, 04:08 | ||
la reine
არაჟნიანი რეცეპტი რომ მომწერე? პატარა პორცია? |
Posted by: საქმიანნი 25 Apr 2021, 12:01 |
la reine თუ არ შეწუხდები, მეც დამიწერე რა ათასი რეცეპტი განვიხილე და ვერ შევჯერდი ვერც ერთზე თან ნათესავებს უნდა მივაწოდო, ვერც ვიყიდი ამდენს და არ მინდა, შევრცხვე ))) |
Posted by: la reine 25 Apr 2021, 14:22 |
fermina კი ეგაა. პატარაა ხო. ორი საშუალო ზომის პასკა გამოდის, თითო 650 გმიანი. საქმიანნი აგერ ვიდეოს დაგიდებ პირდაპირ დოზირება არის უზუსტესი. მთავარია, საფუარი და ფქივილი არ დაუმატო, ზელა არ დააკლო და ცხობისასა არ გამოაშრო. |
Posted by: ninicool 25 Apr 2021, 15:28 | ||
საქმიანნი
ვნახავ მაგასაც, მაგრამ ლარეინამ დადო ქვემოთ, ვენდობი მაგის გემოვნებას, მაგას ვცდი უსიტყვოდ, თუ არ დამეზარა გამოცხობა კი არა, მაგის თავი თუ მექნება. la reine მეც მადლობა, თუ ვცადე, დიდ ფორმებში გამოვაცხობ, ისე, არ მინახავე ეგ ჯერ, მაგრამ ფერზე ჩემიც ეგეთი გამოდის ხოლმე, კურკუმას ვუმატებ სუნელებში. ჩემი პასკის რეცეპტი, ვორდის ფაილში მაქვს და იქ მაქ მითითებული თან რა ზომის ფორმაში რამდენი ჩავდე და მომავალ წელს რამდენი უნდა ჩავდო ))) მაგრამ ის მომავალი წელი ჯერ აღარ მოვიდა )))) პ.ს. ძალიან მაკლდი თვალში. გამიხარდა რომ დაგინახე <3 |
Posted by: საქმიანნი 25 Apr 2021, 20:34 | ||
la reine მადლობა, კარგი კი ჩანს ვიზუალურად, ვცდი ამას ninicool
ჰო, მეც მგონი მაგაზე ჩამოვყალიბდი, როგორც იქნა ))) |
Posted by: fermina 27 Apr 2021, 16:09 |
ლილისის პასკა - ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კექსი!!! სირცხვილია რა მართლა, იაფი ხო არ ღირს. არადა ნამცხვრები კარგი აქვთ. მგონი მართლა ტკბილი ქვეყნის პასკები ჯობს ყველას, ადეკვატური ფასი მანც აქვს. |
Posted by: fermina 28 Apr 2021, 22:04 |
ლიკას პასკა იქნება ქალაქში საუკეთესო, გული მიგრძნობს ფასი 38 ლარი კგ. ფოტოზე კარგი ჩანდა, სხვათაშორის ფოტოდანაც შეიძლება პასკის არსს ჩაწვდე |
Posted by: Master_Nick 28 Apr 2021, 22:42 |
fermina ანტრეს პასკაზე რას იტყვი? |
Posted by: fermina 28 Apr 2021, 23:14 | ||
Master_Nick
წელს არ გამისინჯავს, შარშან არ მომეწონა საშინლად, უბრალოდ ერთი ცალი ვიყიდე და მგონი რაღაც ცუდი პარტია შემხვდა, მშრალი იყო და კექსის სტრუქტურის, და შარშან წინ და იმის წინაც და ზოგადად სულ მანამდე ძალიან კარგი იყო |
Posted by: la reine 29 Apr 2021, 21:27 |
ninicool მადლობა ნდობისთვის და თბილი სიტყვებისთვის:* საქმიანნი არაფრის'ძალიან გამიხარდება თუ გაამართლება მოლოდინს. |
Posted by: ninicool 30 Apr 2021, 00:48 | ||
la reine
კაი გოგო ხაარ შენა ძალიანა <3 |
Posted by: lelukaa 30 Apr 2021, 09:00 |
ქეთო და კოტეს პასკაა ჩემი ფავორიტი, შედარებით ბიუჯეტურებიდან დოლჩე ფარინა. სხვა ვარიანტები არც განმიხილვს |
Posted by: fermina 1 May 2021, 07:14 |
როგორც ვვარაუდობდი, ლიკას პასკა არის საოცრება, რასაც ქვია პირში დნება. გამოტენილია ცხიმით. * * * პ.ს. "ხატისპური" რა მოიგონეს კიდევ მორიგი მატრაკვეცობა ძააან მაღიზიანებს. |
Posted by: la reine 1 May 2021, 11:18 |
ჭრილსაც დავდებ, თუ გამახსენდა |
Posted by: fermina 1 May 2021, 12:03 |
la reine ეს იმ რეცეპტითაა? ჯერ ვერ მოვაბი თავი, მაგრამ მაინც ვფიქრობ. |
Posted by: la reine 1 May 2021, 12:27 |
fermina თითქმის ეგაა. არაჟნის ყიდვა დამავიწყდა და უმაგისოდ გავაკეთე. შემდდეგ პარტიას არაჟნიანს გამოვაცხობ |
Posted by: abara 1 May 2021, 14:22 |
la reine ხმერთოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო................ ყველას რა სათნო და სათუთი ჰგონიხარ |
Posted by: Keti-Ket 1 May 2021, 14:29 | ||
fermina
ბეიქ ოფფ-ის პასკა თუ გაგისინჯავთ? ამ ეტაპზე მასზე უკეთესს ვერ მივაგენი. |
Posted by: Master_Nick 1 May 2021, 15:15 |
la reine მაგარია! აბა გაჭრილიც გვაჩვენე. |
Posted by: fermina 1 May 2021, 19:26 | ||
Keti-Ket
არა სხვათაშორის, კი ვაპირებდი ყიდვას და ვეღარ მოვხვდი იქით, მერე ლიკასი ვიყიდე ისევ და მართლა უკარგესია. |
Posted by: ayeti 2 May 2021, 11:05 |
პატივცემულო ჰურმანებო, სამაგალითო დიასახლისებო და შეფმზარეულთატოლა პუბლიკავ, შემოვედი აქ რომ ვაღიარო შეცდომა, რომელიც თურმე მთელი, არც ისე მოკლე სიცოცხლის განმავლობაში გაუთვითცნობიერად თან მდევდა. საკითხის არსი კი შემდგომშია: ცხვარი დავკალი და თათარიახლად ჯიგრის ყაურმის გაკეთება გადავწყვიტე. რაიმე ახლის გასაგებად, ამ კერძზე, ინტერნეტის სამყაროს ვეზიარე და ჰოი საოცრებავ!, არცერთ ყაურმის რეცეპტში არ არის ნახსენები ის ინგრედიენტი, რომელიც, მე საცოდავს, 57 წლის განმავლობაში წამყვანი მეგონა, ანუ ქონდარი. მითხარით ჩემო კეთილო ხალხო, ეს ნამდვილად ჩემი ფატალური შეცდომაა თუ ვარიაციული შესაძლებლობა? |
Posted by: fermina 2 May 2021, 11:24 | ||
ayeti
დიდი ყაურმისტი და გამკეთებელი არ ვარ, მაგრა მვფიქრობ, რომ ქონდარი ყაურმას - ღვიძლს და მსგავს სუბპროდუქტებს ძალიან უხდება. |
Posted by: Keti-Ket 2 May 2021, 13:54 |
fermina ხაჭოს პასკა გააკეთეთ წელს? |
Posted by: vaho 2 May 2021, 15:39 |
............................................... |
Posted by: fermina 2 May 2021, 21:27 | ||
Keti-Ket
აუ კი, იგივე რეცეპტით, შიგთავსი ჩემ გემოზე ვერ გავუკეთე, გავითვალისწინე, რომ ზოგს ქიშმიში არ უყვარს, ზოგს ცუკატი და აშ. საბოლოოდ მაინც კარგი გამოვიდა, მოცვი და ცოტა გახეხილი შინდი ვუქენი და ძალიან მოუხდა. ოღონდ ძალიან ხარჯიანია და უბარაქო, იჭმევა ეგრევე, არცერთი გრამი აღარ დარჩა |
Posted by: Keti-Ket 2 May 2021, 23:32 | ||||
fermina
დარწმუნებული ვარ, საოცარ გემოს შესძენდა და ცოტა შეამსუბუქებდა კიდეც დანარჩენი ინგრედიენტების სიმძიმეს. მე არ გადავახვიე ძველ რეცეპტტს და ისევ ჩირების ასორტი დავუმატე და გარედან მოხალული ნიგვზეულ-თხილეულობა.
ზუსტად. ჩვეულებრივ პასკასთან შედარებით ხომ საერთოდ. ერთი ნაჭერი ფაქტობრივად პასკის მეოთხედი გამოდის |
Posted by: GEORGEXIII 2 Aug 2021, 10:33 |
გამარჯობათ მეგობრებო პასკას სად შევიძენ? |
Posted by: fermina 11 Apr 2022, 17:35 |
აბა წელს რა ხდება პასკების ფრონტზე, რომელი საცხობის პასკა ლიდერობს თუ ჯერ ადრეა შეფასებები? |
Posted by: Universe´ 17 Apr 2022, 12:55 |
პასკის რეცეპტები გაგვიზიარეთ ერთი ამოვწერე საცდელად, მგონი შარშან და დამეკარგა. არადა მომეწონა, არც მძიმე, არც ბულკივით. შუალედური გამოვიდა |
Posted by: Master_Nick 17 Apr 2022, 22:05 | ||
მეც მაინტერესებს კარგი პასკა სად ვიყიდო. ნუცას (მასტერ შეფის გამარჯვებული) პასკაზე გიჟდება ხალხი. ვიყიდეთ - ვერ შევჭამეთ. |
Posted by: fermina 17 Apr 2022, 22:19 | ||
Master_Nick
ნამდვილად, არაფერი ისეთი გასაგიჟებელი. წელს არ გამისინჯავს, მაგრამ წლების მანძილზე რა ექსპერიმენტი არ ჩამიტარებია, ლიკას პასკის მსგავსი (აბაშიძის 61) ჩემთვის არცერთი არ არის. კილო 40 ლარი ღირს წელს მე პირადად მირჩევნია ხოლმე ერთი და კარგი, ვიდრე მაგალითად ტკბილი ქვეყნის ათი პასკა მქონდეს. ასე რომ, მანდ ვაპირებ ყიდვას. წელს გავსინჯე იაკოს პასკა, ბეიქერლენდის და მგონი ბიზუ თუ რაღაც ქვია, სამივე ნორმალური იყო, მაგრამ ლიკას მსგავსი - არცერთი. კიდევ ამას აქებენ: https://www.facebook.com/momscakesbakery https://www.facebook.com/dzidziscakes მე არ გამისინჯავს, თუმცა ტორტები ორივეს ძალიან კარგი აქვს. პ.ს. ქეთო და კოტეს პასკა კილო 65 ლარი ღირს |
Posted by: sunny-day-today 17 Apr 2022, 22:40 | ||
რას იზამ ცოტა ძვირი დღესასწაულია აღდგომა |
Posted by: Universe´ 17 Apr 2022, 23:09 |
სულ პირველად როცა გამოვაცხვე პასკა, 3-დან ერთი გადაგვავიწყდა კარადაში. სექტემბერში იპოვეს და პაპიკომ ისეთი გემრიელი იყო, ამას რა გადააგდებსო და დაძველებულიც ჭამა წელსაც გემრიელი გამომივიდეს მინდა |
Posted by: Master_Nick 18 Apr 2022, 22:37 |
fermina გასტრონომმა შემოიტანა D&G ძალიან სვეცკი პასკები, ფასს განგებ არ დავწერ, D&G რომ შეეფერება იმნაირია. ლიკას პასკა შარშან ძალიან კარგი იყო, წელს ვნახოთ როგორი იქნება. |
Posted by: trendy 18 Apr 2022, 22:40 |
Master_Nick ყუთი მინდა მაგის, რკინის ყუთიანი პასკები ადრე ბევრს შემოჰქონდა, გუდვილს ბევრი ჰქონდა, წელს ერთი ეგეთი ვიყიდე მარტო. ანტრეს პასკას ვიყიდი ისევ.წლებია არ ვღალატობ. |
Posted by: Master_Nick 18 Apr 2022, 22:52 |
trendy ყუთი მართლა ლამაზია, პასკა ვარგა? მე მგონი პანეტონეს სტილის პასკაა. |
Posted by: trendy 18 Apr 2022, 23:05 |
Master_Nick პანეტონეს მსგავსი იქნება. გუდვილში ტილოში გახვეული იტალიური პანეტონეები შარშან არ მომეწონა, წელსაც ზუსტად იგივეები შემოიტანეს. |
Posted by: vaho 18 Apr 2022, 23:17 | ||
სამი ცალი ჩავცეცხლე ამ შაბათ-კვირას. ლიკას და ნუკას ასლარიანი პასკები სნობიზმის პიკია... |
Posted by: Master_Nick 18 Apr 2022, 23:23 |
vaho რა ღირს ანტრეს პასკა? ლიკას პასკა კგ 30-40 ლარამდეა როგორც ვიცი. * * * trendy გემოვნების ამბავია, მე მომწონს პანეტონე. რატომღაც ჩვენთან უფრო პოპულარულია უფრო მძიმე პასკები. |
Posted by: trendy 19 Apr 2022, 04:37 |
Master_Nick პანეტონე მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ტილოში გახვეული გუდვილის მშრალი და გამოფიტულია. ანტრეს პასკა 30 ლარი ღირს.ანტრეში მიყვარს ყველაფერი, სენდვიჩი, პასკა, ოღანე…. |
Posted by: fermina 19 Apr 2022, 11:29 | ||
trendy
რაღაც ძალიან კექსის სტრუქტურის არ არის ანტრეს პასკა? შარშან არ მომეწონა მშრალიც იყო და ჩვეულებრივი კექსის გემო და სტრუქტურა ჰქონდა. წელს არ გამისინჯავს. |
Posted by: trendy 19 Apr 2022, 13:40 |
fermina რა ვიცი, მე კარგი შემხვდა.შარშან ლიკას შეკვეთის რიგში დადგომაც არ მაღირსეს)) |
Posted by: fermina 19 Apr 2022, 15:30 | ||
trendy
შეხვედრაზეცაა ეგ ანტრეს პასკა, ყველა ფილიალის ერთნაირი არ არის ხოლმე. ლიკასთან ჯერ-ჯერობით თავისუფალ გაყიდვაშია, გლოვოთის შესაძლებელია შეკვეთა. წელსაც იდეალურია ჩემთვის ლიკას პასკა. |
Posted by: trendy 19 Apr 2022, 16:45 |
fermina რიგის ფილიალში ვყიდულობ სულ, იქაური ყველაფერი მიყვარს. |
Posted by: Keti-Ket 20 Apr 2022, 00:00 | ||
fermina
ამათი პასკა მეც მაინტერესებს. ნამცხვრები დიდად არ მომწონს მათთან, მაგრამ პასკას ძალიან აქებენ. ანტრეს წააგავს თუ უფრო რბილი სტრუქტურა აქვს? |
Posted by: fermina 20 Apr 2022, 02:41 |
Keti-Ket ანტრეზე მეტად მომეწონა. უფრო რბილი (ფუნთუშასავით არა ოღონდ) და სველი იყო. |
Posted by: vaho 21 Apr 2022, 14:24 |
სპარში ვიყიდე გუშინ და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ფასიც დაბალია - 10 ლარი... |
Posted by: lobja 21 Apr 2022, 15:38 |
სააღდგომო ბატკანი თბილისში სად ვიყიდო? თან გემრიელი რომ იყოს აბა მირჩიეთ |
Posted by: kriketi-1985 7 May 2022, 21:55 |
წელს რატომღაც არ მომდომებია არანაირი პასკის გასინჯვა, მხოლოდ ტკბილი ქვეყანა და მორჩა. არ იცვლებიან. |
Posted by: fermina 1 Apr 2023, 01:04 |
წელს დავტესტე გურმეს და ლილისის პასკები. გურმეს არაუშავდა, ლილისი - კარგი იყო. ალბათ ისევ წელსაც ამას შევუკვეთავ: https://www.facebook.com/sakonditrofusfusi ძალიან კარგი პასკები ჰქონდა შარშან, წელსაც აქებენ, თან სახლთან ახლოსაცაა. |
Posted by: Nketia1983 1 Apr 2023, 14:57 |
გურმეს პასკა გემრიელი იყო ადრე ბოლოს კი ტკბილ ქვეყანას ვყიდულობდით ისე ცხონებული ლ.კ. ნაირ პასკას ვერავინ ვერ აცხობს |
Posted by: fermina 1 Apr 2023, 15:10 |
Nketia1983 უი შემეშალა გურმე კი არა, ლე გატოს პასკა იყო. იქნებ წელს გამოვაცხო კიდეც, თუ არ დამეზარა. |
Posted by: Nketia1983 1 Apr 2023, 17:27 |
fermina დიახ.... ერთი ისაა რომ შედარებით ძვირია გურმეს პასკები. |
Posted by: vaho 14 Apr 2023, 17:02 |
............................................... |
Posted by: Universe´ 13 May 2023, 18:55 |
აუ, პასკა მინდა vaho მელაკუდა ახატია? |
Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:36 | ||||
|
Posted by: fermina 26 Mar 2024, 15:53 |
რთული-ს პასკის რეცეპტი ხომ არ გაქვთ ვინმეს შემონახული? ლინკები დევს ძველ თემაში, რომელიც არ იხსნება. ფბ-ზე დაწერა რაღაც პოსტი არაჟნიან პასკებზე, ანუ როგორც გავიგე, არაჟანი არაფრით არ სჭირდებაო, კექსის ფაქტურა გამოდისო და მაინტერეებდა მისი რეცეპტი. ამ ბოლო დროს მეც იქით ვიხრები, რომ მარტო რძე და კარაქი უნდა. |
Posted by: vaho 26 Mar 2024, 16:27 |
როდის დაიწყება პასკების გაყიდვა? რატო წელავენ ხოლმე? |
Posted by: GEORGEXIII 26 Mar 2024, 21:46 |
vaho აპრილის 10 დან იქნება უკვე მასიურად. |
Posted by: kriketi-1985 5 Apr 2024, 21:01 |
ხალხო, თუ იცით, გემრიელია? |
Posted by: Melpomene 3 May 2024, 18:39 |
ხახვის ფოჩებია გარეშე უკეთესი გამოვიდა |
Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 20:30 |
ბელას, სანდომის, იფქლის პასკები გავსინჯე და რავი ყველაზე ნორმალური ტკბილი ქვეყნის იყო, მარა ეგეც ისეთი არ იყო როგორც წინა წლებში იყო. |