Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > რაჭული ე.წ "ტუშონი"


Posted by: ხორხე 20 Oct 2014, 12:37
საქონლის ხორცის ნაჭრებია თხლად დაჭრილი და რაღაც სოუსშია + პიურე

სამასი წლის წინ ვჭამე და იმის მერე მახსოვს სულ


მგონი ქელეხშიც აკეთებენ, მე სანატორიუმში მკვებავდნენ მაგით :დ

მოკლედ, თუ ვინმეს გეგულებათ სადმე ძალიან დამავალებთ თუ მეტყვით

სახელი რა ქვია ეგეც არვიცი

Posted by: nia4u 20 Oct 2014, 15:12
ხორხე
ქელეხის სუფრის თემაში შემხვდა ადრე ეგ კერძი...
აი, მოგიძებნე რეცეპტი:
http://forum.ge/?f=82&showtopic=33698242&st=150
სად შეიძლება გასინჯვა, არ ვიცი...

Posted by: მერკუციო 20 Oct 2014, 15:19
ხორხე
QUOTE
საქონლის ხორცის ნაჭრებია თხლად დაჭრილი და რაღაც სოუსშია + პიურე

სამასი წლის წინ ვჭამე და იმის მერე მახსოვს სულ


მგონი ქელეხშიც აკეთებენ, მე სანატორიუმში მკვებავდნენ მაგით :დ

მოკლედ, თუ ვინმეს გეგულებათ სადმე ძალიან დამავალებთ თუ მეტყვით

სახელი რა ქვია ეგეც არვიცი

აუ, ეგ რა გამახსენე.
ამას წინათ ვიყავი რაჭველების ქელეხში და რომ იხუვლა ხალხმა, ებიჯო ტუშონი შემოვიდაო, უნდა გენახა რა ამბავი ატყდა.
უცებ მეგრელების ქელეხში მეგონა თავი.

კერძი კი მართლა გემრიელი იყო.
აგერ ვიპოვნე რეცეპტი. არ ვიცი რამდენად კანონიკურია.
http://forum.ge/?showtopic=34013880&view=findpost&p=15751512

Posted by: chioreli 20 Oct 2014, 15:25
ხორხე

გემო მაშინ აქვს ბევრი რომ კეთდება ეგ თორემ სამი–ოთხი კაცისთვის გაკეთებული ისეთი ვერაა smile.gif
იარე ზემო რაჭაში ქელეხებში მეტი მაინც არაფერი ხდება მანდ sad.gif

Posted by: მერკუციო 20 Oct 2014, 15:29
chioreli
QUOTE
იარე ზემო რაჭაში ქელეხებში

+1.
მითუმეტეს თბილისში ქორწილებში კი აქვს გამოცდილება givi.gif

Posted by: chioreli 20 Oct 2014, 15:39
მერკუციო
QUOTE
მითუმეტეს თბილისში ქორწილებში კი აქვს გამოცდილება givi.gif


ჩანგლისტია ხორხე ბატონი? biggrin.gif ვერ დევიჯერებ მაგას smile.gif კატლეტი უყვარს ვიცი ლეგენდის დონეზე ტორტი კი არა smile.gif

Posted by: ხორხე 20 Oct 2014, 15:43
nia4u
QUOTE
ქელეხის სუფრის თემაში შემხვდა ადრე ეგ კერძი...
აი, მოგიძებნე რეცეპტი:
ქელეხის სუფრა
სად შეიძლება გასინჯვა, არ ვიცი...


ხო ეგ ვნახე

მაგრამ სად შეიძლება ჭამა ეგ ვერ ვიპოვე :დ

მადლობა მაინც smile.gif

მერკუციო
QUOTE
ამას წინათ ვიყავი რაჭველების ქელეხში და რომ იხუვლა ხალხმა, ებიჯო ტუშონი შემოვიდაო, უნდა გენახა რა ამბავი ატყდა.
უცებ მეგრელების ქელეხში მეგონა თავი.

კერძი კი მართლა გემრიელი იყო.
აგერ ვიპოვნე რეცეპტი. არ ვიცი რამდენად კანონიკურია.

ეგეც ვნახე :დ

მე მინდა აქ გავსინჯო

თორე მაგის მომზადება რომ ვიცოდე, სხვის ქელეხებზე კიარ ვივლიდი :დ

chioreli
QUOTE
იარე ზემო რაჭაში ქელეხებში მეტი მაინც არაფერი ხდება მანდ

ტუშონის გამო რო წავიდე
თან არავის არ ვიცნობ იქ და ჩანგალზე ქელეხი ძაან ჟუტკია :დ

წეღად დავრეკე ე.წ "რაჭულ რესტორნებში" (პლეხანოვზე რაჭა და კიდე ერთი იყო) და არ გვაქვსო sad.gif

Posted by: elchi 21 Oct 2014, 14:52
ხორხე

აგერ არის ნაღდი რეცეპტი, ნაღდი რაჭველისგან.

არა :alfons: ეს არის ხორცის ჩაშუშულისა კარტოფილის პიურეს კომბინაცია, რაც მთავარია უგემრიელესია. რაჭაში ძირითადად ქელეხში იციან. მოკლედ ცხარედ ჩაშუშული ხორცი(ე.წ. "ოსტრი", ამ შემთხვევაში მე ყაურმასთან ერთად გეახელით) ტავის წვენთან ერთად და რაც მთავარია და მნიშვნელოვანი, პიურე უნდა იყოს განუმეორებელი, რადგან პიურე ხდის ამ კერძს განსაკუთრებულს. კარტოფილის პირეს ვაკეთებთ ასე: გავთლით "გამზრდელას"(რაჭაში ასე ეძახიან), მოვხარშავთ, ჩაზელისას დავამატებთ რძეს და კარაქს, რძე თავად მიხვდები რამდენსაც მოითხოვს, ბევრიც არ უნდა მოგივიდეს. კარაქი აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს,( რაჭაში სოფლის ნობათით კეთდება და ძალიან მაგარია, სოფლის კარაქი და რძე განუმეორებელს ხდის პიურეს) რძეც მაღალი პროცენტულობის ჯობს. ჩაზელისას ცეცხლზე არ უნდა იდგას ქვაბი შიგთავსით, მას შემდეგ რაც ჩაიზილება კარაქთან და რძესთან, შედგავ ცეცხლზე და წამოაფუყფუყებ ერთს, ბევრი არ უნდა ათუხთუხო რომ რძის სუნი არ აიკიდოს და თუხთუხიც არ უნდა დააკლო რომ რძემ მორჩენილი პიურე არ აგიმჟავოს. მოკლედ საბოლოოდ უნდა მიიღო პიურე ფაფუკი სა ფუმფულა, ღრმა თეფშზე გადაიღებ პიურეს და გვერდით მიაგებებ ხორცის ჩაშუშულს(ყაურმა, გინდ სოკო, რაც გესიამოვნებათ. ორიგინალში "ოსტრითან" ერთადაა).

დაგემოვნებისას, ჩანგლით ან კოვზით, ჩამოათლი პიურეს წვნიან კიდეს მიაშველებ ხორცს და ეგაა, გემოს ეშხი. დაიმახსოვრეტ მთავარ როლს თამაშობს პიურეს სიფაფუკე და გემო.

პ.ს. პურის მიყოლება არ გაბედოთ თორემ გემოს ისე ვერ შეიგრძნობთ! :ieee:

ესეც სურათი:

http://www.radikal.ru

Posted by: ხორხე 21 Oct 2014, 17:20
elchi
გაგიკვირდება და ეგ რომ წავიკითხე, მერე გამახსენდა ეს ტუშონიც და მერე ვეძებე და ვერ ვიპოვე :დ

მაგრამ მე მიჭამია სსაქონლის თხელი ხორცისგან გაკეთებული და ძაან მაგარი იყო

პიურე არ იყო იქ მთავარი, რბილი და კარგად დამუშავებული ხორცი იყო

მადლობა ელჩო smile.gif 2kiss.gif

Posted by: vaho 21 Oct 2014, 22:22
გულიაში ყოფილა.................................

Posted by: elchi 22 Oct 2014, 19:49
ხორხე

გაიხარე ხორხეჯან.

ეგ რეცეპტი პირდაპირ გადმოვაკოპირე ჩვენი საითიდან.

პირადად არასოდეს გამისინჯავს, ვკითხე რაიმე განსაკუთრებული რაჭული კერძი გექნებათთქო და ეგ დაწერა.

Posted by: amadeus 31 Oct 2014, 10:58
elchi
ეგ ყაურმას უფრო გავს პიურესთან ვიდრე ტუშონს biggrin.gif

ააა ოკ ეს მოგვიანებით წავიკითხე
QUOTE
ამ შემთხვევაში მე ყაურმასთან ერთად გეახელით)

Posted by: ხორხე 2 Nov 2014, 09:32
amadeus
შენ არ იცი სადმე ბოშო?

პ.ს თუ ვინმე მოხუცი გარდაიცვალა და გაიგო, არ გამომტოვო იცოდე :დ

Posted by: elchi 2 Nov 2014, 10:48
ეჰ, არ მეძინება.
დავუშვებ ერთ მოგონებას.

სპლიყვი და ბურზო რომ შეართო ქიმიური რეაქციით, იმდენი იუმორი არა აქვთ ორივე შეერთებულს, რაც ჩემს შუათანა ძმას.

იმის ნათქვამზე სხვები იხევიან შუაზე, ის კიდევ რა გაცინებთო.

ნუ იმას უკვე იუმორი აღარ ჰქვია.

აგერ ხორხემ დასწერა ქელეხიო და იმიტომ გამახსენდა.

90-იანების დასაწყისში ნაკვეთები დაარიგეს.
დედაჩემმა, თუ რაიმე ძვირფასეულობა გაგვაჩნდა ოჯახს, ყველაფერი გაყიდა, მამაჩემმა ამ ფულით იყიდა უსაქმურებისგან ის ბაღები, რომლებსაც "სტრატეგიული" დანიშნულება ჰქონდა მისი აზრით.
ამოეწერნენ თბილისიდან და გადავიდნენ სოფელში, ჩვენც შეგვხვდა შვილებს რაღაც ბაღები.

მამაჩემი არის "კასემსოტი", ანუ ყველაზე მძლავრი ბულდოზერი.

ვეღარა ქაჩავს ამდენი ტერიტორიის მოვლას და შემოგვითვალა ნახალოვკელებს, მარტო თქვენ ჩამოდით, ბრადიაგები აქაც ბლომად არიანო.

ავიხვეტეთ სამი ძმა.

ჩასვლა იყო და მეზობლის ბაბო ყოფილა დაბრედილი ძროხის მიერ.
წველიდა და ვეღარ მოწველა ბოლომდე.
100-ზე მეტისა ყოფილა.
იმის ქელეხი იყო.
პაპაჩემის ძმა რათქმაუნდა თამადათ.

რა მიკროფონი და რის რუპორი.

რო დასჭექავდა, სოფელში ყველა მძინარე ბავშვს ეღვიძებოდა./მაშინ 14K ცხოვრობდა იმ დასახლებაში./
მხცოვანებმა ისიც სთქვეს, საფლავებიდანაც ამოდიან მაგის ხმაზეო.

სანამ ხაშლამის ჩამოტარების დრო მოვიდოდა, დრო ვიხელთეთ ახალგაზრდებმა და სუფრაზე დავჯექით, მანამდე ვეხმარებოდით მთავარ პოვარს.

დააბრეხვა სტალინის სადღეგრძელო და კაცები ფეხზე ადექითო, დამკვრელებმა "პატარა გორი დიდიაც" მიაყოლეს.

არ ავდექი, რამოდენიმე ჩემი თანატოლიც დარჩა სკამზე.


დამინახა და:- ფეხს ვეღარ მოადგავ ჩემს ეზოზეო, შემოხვალ და გესვრიო.

2 წელი ხმას არა მცემდა და არ მიშვებდა თავისთან.

წამოვედით იმ ქელეხიდან გათხლეშილები.

დილის ექვსი საათია და მამაჩემი შემოდის ბარით საძინებელში.
წავედით ბაღში, შემოსაბარია ვაშლის ხეებიო.

შუათანა ამბობს:-მამა, მე გუშინ ინფარქტი მქონდა, ძლივს გადავრჩი, მკურნალობა მჭირდებაო.


-ერთი ბარი გვაკლია, ავიდეთ პაპასთან, ავიღოთ რაც გვჭირდება და წავიდეთ ბაღში.

პაპასთან კიდევ, სოფლის ბირჟაა.

ეს ეუბნება:-მომბეზრდა ეს ქელეხები, ამდენი ქალაქელი რომ დაგვინახონ ბარებით, მინიმუმ ოთხ კაცს ინსულტი და ინფარქტი ერთად ხევსო.


გადავედით ბაღებში, ვბარეთ შუადღემდე, დაგვაწყდა ხელები.

უმცროსმა, მაიტა გასაღები გადმოვიტან საჭმელს თორემ დაგვხოცავ შენო, მამაჩემს ეუბნება.

წავიდა და კაი დამშვენებული გვეახლა.
მოიტანა მოხარშული ბურვაკის ნეკნები, გასიებული დედალი თავის წითელი კობოსტოს და მწვანე პომიდვრის მწნილთან და ცხელცხელი თონის პურები.
ჰო, 10-იანი დირბულას წამოღება არ დავიწყებია.

ჩამოვიცვით ეს ყველაფერი და მეორე დღისითაც იგივე, ოღონდ მენიუ სხვა იყო, ღვინის რაოდენობა გავზარდეთ.

მესამე დღესაც იგივე.

ძილისწინ შუათანა მეუბნება:
-ჩვენ მამას მაგრა არ ვევასებით, დახოცვას გვიპირებს, მაიტა ათი მანეთი, უნდა გავიპარო, თქვენ თავში ქვა გიხლიათო.

პ.ს. თუ მოგეწონათ, კიდევ დავწერ, თუ არა და არ მაწყენინოთ თქვენი ჭირიმე.












Posted by: tavadze 2 Nov 2014, 11:16
ოოო, ხო ააწრიალა ამ ხორხემ ფორუმი - ჯერ კატლეტიომ, ახლა - რაჭული ტუშონიო... მოუნდა რა ბიჭს! რაჭული ტუშონი და საჭმელები თუ გინდა, იარე ხშირ-ხშირად რაჭაში და ჩაკურატდები საკალანდე ბურვაკივით (არც ახლა გაკლკია ხორც-ქონი, მაგრამ მაინც biggrin.gif). ე, ამადეუსი ხშირად რომ დადის, იმიტომაცაა ჩემზე სქელუკა. biggrin.gif
nia4u
QUOTE
აი, მოგიძებნე რეცეპტი:
ქელეხის სუფრა

ბოშოოოო, ქვე კი გქონიათ-ყე კერძი რაჭუნიკეებს და რაღა იმ ლობიოს მიასკდით, გახმა მაგის ფესვი! biggrin.gif

Posted by: ninavia 9 Nov 2014, 20:12
ხორხე- ერთი კვირის წინ მივირთვი ეგ კერძი მუხიანში. ახალი გზა რომ ადის სარაჯიშვილის მეტროს ზევით მუხიანისკენ მარჯვნივ წითელი ორსართულიანი რესტორანია ...

Posted by: mais 18 Aug 2023, 16:14
აუ როგორ მომინდა ტუშონი, ცუდად ვარ. სად შეიძლება იყოს.

Posted by: ჰეისან 18 Aug 2023, 17:27
mais
ეჰ, რა დროს აღარ ვჭამ ხორცს biggrin.gif

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 22:15
რამდენად უსაფრთხოა მაგის ჭამა? არის შანსი რომ რამე გამოერიოს და დაავადება გამოიწვიოს შედეგად?

Posted by: Bachia888 21 Mar 2024, 10:29
.......................
.......

Posted by: cosаnоstra 5 May 2024, 20:26
QUOTE (*Irresistible* @ 23 Feb 2024, 22:15 )
რამდენად უსაფრთხოა მაგის ჭამა? არის შანსი რომ რამე გამოერიოს და დაავადება გამოიწვიოს შედეგად?

რა დაავადება?.........................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)