Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > სასადილო


Posted by: სუშილკისდირექტორი 2 Dec 2022, 18:42
რესტორნები იცოცხლე ოხრად მოგვეპოვება
მშრომელი ადამიანი რომ შევიდეს და ისადილოს ადამიანურად

იცით სადმე?


Posted by: Fredo_Corleone 2 Dec 2022, 20:30
სუშილკისდირექტორი

ბიკენტიას საქაბაბე ვიცი
და სასოსისე "კუბოები" ნახალოვკაში

Posted by: masai11 2 Dec 2022, 20:50
ახლანდელ დროში ე.წ. საოჯახო სამზარეულოებმა ჩაანაცვლეს ერთგარად ძველებური მუშათა სასადილოები.
ჭეშმარიტი, საბჭოური სტილის სასადილო ყოველთვის ქარხანა-ფაბრიკაში (უშუალოდ მის ტერიტორზე) ან მასთან ახლოს-მახლოს იყო. მისი სამიზნე კლიენტურა სწორედ ამ კონრეტული ქახანა-ფაბრიკის უბრალო მშრომელები იყვნენ.
მოგვინებით კი თითქმის ყველა სოლიდურ დაწესებულებას ჰქონდა საკუთარი სასადილი ან ბუფეტი მაინც.

ახლა უფრო უფრორეგიონებში შეიძლება იპოვო მსგავსი ტიპის დაწესებულება, რომელსაც რაღა თქმა უნდა ქარხანა-ფაბრიკასთან საერთო აღარაფერი აქვს. თბილისში მსგავსი აღარაფერი მინახია 90-იანების შემდეგ.

საბჭოთა პერიოდის სასადილოებში განსაკუთრებულად ძვირფასი კერძები იყო - სოუზი, ბიუშტექსი (ასე ეწერა smile.gif ) ოსტრი.

Posted by: dochana 2 Dec 2022, 21:48
მე მისადილია მუშათა სასადილოში, არ იყო კარგი კერძები, მხოლოდ ლობიო იყო ნორმალური.

Posted by: vaho 2 Dec 2022, 22:08
პინგვინები დახურეს შარტავაზე?

პურის კატლეტები ჰქონდათ ხოლმე და სოიოს ჩაქაფული...

Posted by: Fredo_Corleone 2 Dec 2022, 22:19
masai11
QUOTE
ბიუშტექსი

რა კერძია ეს? beef steak? biggrin.gif

Posted by: სუშილკისდირექტორი 2 Dec 2022, 22:29
Fredo_Corleone
QUOTE
ბიკენტიას საქაბაბე ვიცი
და სასოსისე "კუბოები" ნახალოვკაში


ბიკენტიას საქაბაბე, კუბოები და ალიბაბას სახაშე მთლად სასადილოს ტიპი ვერაა
აი პინგვინები კიდე გაქაჩავს. არ ვიცი დაკეტეს თუ არა არ ვყოფილვარ წლებია
კოკა კოლას სასადილო გამახსენდა
სხვა მგონი არც არაფერი ხო?

QUOTE
რა კერძია ეს? beef steak?


ბიფშტექსი, რამშტექსი, ლანგეტი
სასადილოებში მზადდებოდა ადრე. შემწვარ ხორცი გარნირით.
თუ სწორად მახსოვს დაბეგვილი საქონლის ხორცით

Posted by: მამაო ენუქი 2 Dec 2022, 22:35
Fredo_Corleone
QUOTE
და სასოსისე "კუბოები" ნახალოვკაში

მე ეგ გამახსენდა biggrin.gif
ფირუზაც დაიკეტა რამოდენიმე წელია. ელბაქიძეზე კიდე უფრო დიდი ხნის წინ დაკეტეს cry.gif

Posted by: სუშილკისდირექტორი 2 Dec 2022, 22:39
მამაო ენუქი
QUOTE
ფირუზაც დაიკეტა რამოდენიმე წელია.


ფირუზა რომელი იყო ?
დამლოცეთ მამაო


Posted by: მამაო ენუქი 2 Dec 2022, 22:42
სუშილკისდირექტორი
ლილომდე არ მისული მარჯვნივ უნდა ჩაგეხვია.

Posted by: სუშილკისდირექტორი 2 Dec 2022, 22:44
მამაო ენუქი
QUOTE
ლილომდე არ მისული იყო.


ლიანდაგზე რომ უნდა გადასულიყავი.
აუ მანდაც ნამყოფი ვარ

Posted by: მამაო ენუქი 2 Dec 2022, 23:11
სუშილკისდირექტორი
ხო ეგ.
თბილისში არ ვიცი და სურამში არის სასადილოები, ნებისმიერ მარშუტკას გაყევი და რომელიმე სასადილოსთან თვითონ გააჩერებს biggrin.gif

Posted by: masai11 2 Dec 2022, 23:16
Fredo_Corleone
QUOTE
რა კერძია ეს? beef steak?

ჰო, კი, ეგ არის.

სუშილკისდირექტორი
QUOTE
ბიფშტექსი, რამშტექსი, ლანგეტი
სასადილოებში მზადდებოდა ადრე. შემწვარ ხორცი გარნირით.
თუ სწორად მახსოვს დაბეგვილი საქონლის ხორცით

დაბეგვილი ხორცი იყო "ატბივნოის" სახელით ცნობილი, საფანელში იწვებოდა და სასადილოებში ძალიან იშვიათობა იყო (შეიძლენბა რომელომე სამინისტროს სასადილოში ამზადებდნენ).
ტიპიური მუშათა სასადილოს "პოვარი" მუშაობდა შემდეგი "კულინარიული კატეხიზმოს" შესაბამისად:
1. საუკეთესო ხორცი მიდიოდა მწვადზე და ''ჟარკოეზე", ანუ ხორციან კერძებზე რომლებიც დიდად არაფრით საზვდებოდა და კერძის მთავარ გემოს და ღირებულებას ქმნიდა უშალოდ ეს ხორცი;
2. შედარებით ნაკლები ხორცის ნედლეული მიდიოდა წვნიანებზე - სოუზი, გულიაში, ოსტრი და ა.შ. აქ ხორცის ხარისიხის ნაკლებობა, "პოვარის" ოსტატობით, კარგად იმალებოდა სართავ-საკაზმებით, კერძის სხვა ინგრედიენტებით.
3. ყველაზე მდარე ხარისხის ხორცი მიდიოდა ფარშირებული ხორცით მომზადებულ კერძებზე - ქაბაბი, კოტლეტი და სხვა. მუშათა სასადილოების უმრავლესობაში ის ბიუშტექსიც და თვით შნიცელიც კი სწორედ ასეთი კოტლეტების სახით იყო წარმოდეგენილი. პროლეტარულ-კულინარიულ ვერსიაში, გასხვავება ამ 2 ხსენებულ კერძს შორის მხალოდ 1 იყო - ბიუშტექს გარნირად ჰქონდა კარტოფილის პიურე, შნიცელს კი "გრეჩიხა". ამ ორი და სხვა არაერთი კერძის მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო ე. წ. პ ა დ ლ ი ვ კ ა , რომელიც სამუშაო დღის დასაწყისში მზადდდებოდა მზარეულის მიერ, ერთ დიდ ქვაბში, და იყო რაღაც სოუზისმაგვარი, სქელი მასა, როგორც ჩანს ხორცის ნახარშზე დამზადებული, ტომატით, ხახვით და სხვა სართავებით. ეს პადლივკა იყო უნივერსალური ინგრედიენტი -
ბიუშტექსი? - 2 კოტლეტი + 2 ჩამჩა პადლივკა+2 კოვზი კარტოფილის პიურე;
შნიცელი? - 2 კოტლეტი + ჩამჩა პადლივკა + 2 კოვზი "გრეჩიხა";
თუ 2-ვე გარნირს მოითხივდი, არც ეს იყო პრობლემა და ამ კერძს რატომღაც ერქვა რ ა მ შ ტ ე ქ ს ი, ანუ 2 კოტლეტი + 2 ჩამჩა პადლივკა + 1 კოვზი პიურე + 1 კოვზი გრეჩიხა biggrin.gif
ამ უნივერსალურ პადლივკას იყენებდნენ ჩაშუშულის, გულიშის , სოუზის და სხვა ხორციანი კერძების "შესაქმბელად" (ფაქტიურად იქვე, თეფშე), მაგრამ არა ოსტრის.
ოსტრი ოო, ოსტრი წმნიდა თემა იყო, ეგ ცალკე მზადდებოდა.


Posted by: Fredo_Corleone 3 Dec 2022, 00:00
masai11
დიდებული პოსტია biggrin.gif


ჩემ წარმოდგენაში საუკეთესო სასადილოს კერძი მაინც კატლეტი და პიურეა biggrin.gif
წვიანები რა იყო? ბორში ალბათ

Posted by: სუშილკისდირექტორი 3 Dec 2022, 00:18
მამაო ენუქი
QUOTE
თბილისში არ ვიცი და სურამში არის სასადილოები, ნებისმიერ მარშუტკას გაყევი და რომელიმე სასადილოსთან თვითონ გააჩერებს


lol.gif

masai11

up.gif



Fredo_Corleone
QUOTE
წვიანები რა იყო? ბორში ალბათ


პატარა ვიყავი კარგად არ მახსოვს რა და როგორ იყო მაგრამ ერთი რამ დამამახსოვრდა
აგარის შაქრის ქარხნის სასადილოში, უშველებელი ქვაბით წვნიანი
წვენი დაგვისხა ჩამჩით,შემდეგ უშველებელი ხელთათმანი ჩაიცვა, ჩაყო ხელი, ამოიღო ხორცის ნაჭრები და ისე გაგვინაწილა

Posted by: მამაო ენუქი 3 Dec 2022, 00:20
სუშილკისდირექტორი
QUOTE
ამოიღო ხორცის ნაჭრები და ისე გაგვინაწილა

დღევანდელ ხორცზე გემრიელი მაინც იქნებოდა, დედა აქვს ხორცს ნატირები, ღორისას განსაკუთრებით.

Posted by: WP-Rex 3 Dec 2022, 00:21
QUOTE
დაბეგვილი ხორცი იყო "ატბივნოის" სახელით ცნობილი, საფანელში იწვებოდა და სასადილოებში ძალიან იშვიათობა იყო (შეიძლენბა რომელომე სამინისტროს სასადილოში ამზადებდნენ).
ტიპიური მუშათა სასადილოს "პოვარი" მუშაობდა შემდეგი "კულინარიული კატეხიზმოს" შესაბამისად:
1. საუკეთესო ხორცი მიდიოდა მწვადზე და ''ჟარკოეზე", ანუ ხორციან კერძებზე რომლებიც დიდად არაფრით საზვდებოდა და კერძის მთავარ გემოს და ღირებულებას ქმნიდა უშალოდ ეს ხორცი;
2. შედარებით ნაკლები ხორცის ნედლეული მიდიოდა წვნიანებზე - სოუზი, გულიაში, ოსტრი და ა.შ. აქ ხორცის ხარისიხის ნაკლებობა, "პოვარის" ოსტატობით, კარგად იმალებოდა სართავ-საკაზმებით, კერძის სხვა ინგრედიენტებით.
3. ყველაზე მდარე ხარისხის ხორცი მიდიოდა ფარშირებული ხორცით მომზადებულ კერძებზე - ქაბაბი, კოტლეტი და სხვა. მუშათა სასადილოების უმრავლესობაში ის ბიუშტექსიც და თვით შნიცელიც კი სწორედ ასეთი კოტლეტების სახით იყო წარმოდეგენილი. პროლეტარულ-კულინარიულ ვერსიაში, გასხვავება ამ 2 ხსენებულ კერძს შორის მხალოდ 1 იყო - ბიუშტექს გარნირად ჰქონდა კარტოფილის პიურე, შნიცელს კი "გრეჩიხა". ამ ორი და სხვა არაერთი კერძის მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო ე. წ. პ ა დ ლ ი ვ კ ა , რომელიც სამუშაო დღის დასაწყისში მზადდდებოდა მზარეულის მიერ, ერთ დიდ ქვაბში, და იყო რაღაც სოუზისმაგვარი, სქელი მასა, როგორც ჩანს ხორცის ნახარშზე დამზადებული, ტომატით, ხახვით და სხვა სართავებით. ეს პადლივკა იყო უნივერსალური ინგრედიენტი -
ბიუშტექსი? - 2 კოტლეტი + 2 ჩამჩა პადლივკა+2 კოვზი კარტოფილის პიურე;
შნიცელი? - 2 კოტლეტი + ჩამჩა პადლივკა + 2 კოვზი "გრეჩიხა";
თუ 2-ვე გარნირს მოითხივდი, არც ეს იყო პრობლემა და ამ კერძს რატომღაც ერქვა რ ა მ შ ტ ე ქ ს ი, ანუ 2 კოტლეტი + 2 ჩამჩა პადლივკა + 1 კოვზი პიურე + 1 კოვზი გრეჩიხა
ამ უნივერსალურ პადლივკას იყენებდნენ ჩაშუშულის, გულიშის , სოუზის და სხვა ხორციანი კერძების "შესაქმბელად" (ფაქტიურად იქვე, თეფშე), მაგრამ არა ოსტრის.
ოსტრი ოო, ოსტრი წმნიდა თემა იყო, ეგ ცალკე მზადდებოდა.

ასაპინი პოსტია!

Posted by: soccer28 3 Dec 2022, 16:33
QUOTE
სასადილო

რაიკომებსაც ქონდათ სასადილო

Posted by: Frankens†ein 3 Dec 2022, 21:07
QUOTE
ახლანდელ დროში ე.წ. საოჯახო სამზარეულოებმა ჩაანაცვლეს ერთგარად ძველებური მუშათა სასადილოები.

მაგალითად დეგუსტო, ქსელური ეს გამახსენდა..

Posted by: freemason13 5 Dec 2022, 17:33
იმდღეს ვიყავით გაწყვეტილ პახმელიაზე ნახალოვკის სასოსისეში. მაგაზე საზიზღრობა კაი ხანია არ მიჭამია. სოსისი უმარილო, ფასები გაურკვეველი, მდოგვი უხარისხო და სიბინძურე

Posted by: Trump 5 Dec 2022, 17:56
კლასიკური სასადილო არის კოკა-კოლა

კიდე გაიხსნა თევდორე მღვდელზე 10 ნომერში სასადილო10
ხანდახან კაი რამეებია, ჰიპსტერულ ბომჟური
ჭამა ფეხზე დგომით.

Posted by: ჰეისან 7 Dec 2022, 07:42
თემა გადავათვალიერე და მაგრად მომშივდა biggrin.gif

პინგვინები რამ გაგახსენათ... ისევ მუშაობს?

Posted by: girvan_88 8 Dec 2022, 10:51
მაფშალია არ უხსენებია არავის, პინგვინების პონტია აღმაშენებელზე. ადრე კაი ელარჯი ქონდათ

Posted by: masai11 8 Dec 2022, 11:44
QUOTE (girvan_88 @ 8 Dec 2022, 10:51 )
მაფშალია არ უხსენებია არავის, პინგვინების პონტია აღმაშენებელზე. ადრე კაი ელარჯი ქონდათ

ადრე ერქვა მაგას "სენაკური გემო" და კიდე უფრო ადრე, ადგილობრივები ეძახდნენ წუმპეს.

Posted by: masai11 10 Dec 2022, 19:39
საბჭოთა პერიოდის მუშათა სასადილოების მთავარი დანიშნულება იყო მშრომელი პროლეტარიატის მაქსიმალურად დანაყრება.
კლიენტის (არც ისე დახვეწილი კულინარიული გემოვნების მქონე) გაძღომაზე ორინეტირებული კვების ობიექტისთვის, რაიმენაირი ესთეტიკას უკანასკნელი მნიშვნელობა ჰქონდა.
ამიტომ, კერძი მააქსიმალურად დიდი პირციებით გაიცემოდან, დიიდ თეფშებში და ბევრი პური. ფაქტიურად მხოლოს 1 კერძის ჭამას შეძლებდა 1 ადამიანი. შეუძლებელი იყო, ვთქვათ ასეთ სასადილეში აგეღო "ოსტრი" და მერე კიდე რამე დაგეყოლებინა, გასკდებოდი.
ამ ბარაქიანმა პორციებმა, საბჭოთა კავშირის დაშლის და მიშათა კლასის გადაშენების შემდგომაც დიდი ხნის მანძილზე შეუნარჩუნა ასეთ სასადილოებს კლიენტურა.
მაშინ როცა ცივილიზებულ ქვეყნებში რესტორნებში მისვლა ერთგვარი კულტურული ღონისძიებაა და შეიძლება იქ სულაც დანაყრებული მიხვიდე, მუშათა სასადილოებში ხალხი ძირითადად კუჭის ამოსაყორად დადიოდა და მისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი.

Posted by: iosebovich 16 Dec 2022, 11:33
შნიცელი კარგად მახსოვს, პუშკინის სასადილოდან (პუშკინზე, თავისუფლების მოედანი) . საუკეთესო სასადილო ჰქონდა ასევე პუშკინის სკვერთან მდგარ შენობას რა ერქვა? მერე დაანგრიეს. სკლეროზი მაქვს რაა. შნიცელში ერთი დიდი კატლეტი იყო, პადლივკით და გარნირი მხოლოდ წიწიბურა არა, უმეტესად ვერმიშელი იყო მოხალული და ისე მომზადებული. პურთან ერთად მოდიოდა, ღირდა 96 კაპიკი და უბრალოდ სხვას ვეღარაფერს ვერ შეჭამდი რაა. სალიანკა, ოსტრი, კატლეტი პიურეთი და პადლივკით, შემწვარი თევზი ხუთშაბათობით, სალათები, ძირითადად ოლივიე და მოკლედ ეს ყველაფერი იმდენად დიდი პორციებით და იაფი რო ბევრი რესპექტ პერსონაც მინახავს მარტო მუშები არ დადიოდნენ. გემრიელიც იყო. ეხლა რო სალაფავს ყიდიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთი ძროხის ფასად. ნუ წვნიანებიც ყველანაირი. ბორშით დაწყებული სუპხარჩოთი დამთავრებული.

Posted by: masai11 16 Dec 2022, 12:40
iosebovich
QUOTE
პუშკინის სკვერთან მდგარ შენობას რა ერქვა?

ცეკავშირი.
ეჰ, ჩემი პუტჩისტების მიერ გაძაღლებულ სტუდენტობის საუკეთესო მოგონებებიც უკავშირდება მაგ სასადილოს.
და კიდე კოსტავას დაღმართზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში იყო ხეირიანი სასადილო, სტუდენტი რომ გასწვდებოდა იმ ფასაბში.

Posted by: iosebovich 16 Dec 2022, 13:22
masai11
QUOTE
ცეკავშირი.
ეჰ, ჩემი პუტჩისტების მიერ გაძაღლებულ სტუდენტობის საუკეთესო მოგონებებიც უკავშირდება მაგ სასადილოს.
და კიდე კოსტავას დაღმართზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში იყო ხეირიანი სასადილო, სტუდენტი რომ გასწვდებოდა იმ ფასაბში.

ვააჰ, ცეკავშირი ხო, აი რა მიქნა კოვიდმა რაა, ვერაფრით ვერ გავიხსენე smile.gif კოსტავაზე არ ვყოფილვარ, მე როგორც სოლოლაკელს თავისუფლების მოედანი და რუსთაველი მქონდა აკლებული smile.gif

Posted by: misterius 16 Dec 2022, 19:54
ვინმემ არ იცით ნიკორაში მივინა ან ანაკომი რა ღირს?

Posted by: masai11 23 Feb 2023, 15:20
აქ ვინმე ხომ არ ყოფილხართ?
რამდენჯერმე ვიყავია და სულ დაკეტილი მხვდება.
user posted image

Posted by: masai11 8 Jan 2024, 18:22
აი ამ ზავეძენიეში ხართ ნამყოფი ვინმე?
მე უნდა მივიდე ერთი smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=E-QWqYe9iQY



ესეც კარგი "კინოა"
https://www.youtube.com/watch?v=EUrY_rm3AA0


Posted by: მამაო ენუქი 8 Jan 2024, 18:33
masai11
QUOTE
აი ამ ზავეძენიეში ხართ ნამყოფი ვინმე?

კოვიდამდე ვიყავი მგონი ბოლოს, გემრიელი სოსისი აქვთ, საიდან ჩითავენ ალაჰმა უწყის, ბაზარზე მე ეგეთი არ მინახია.

Posted by: Eneas84 8 Jan 2024, 18:58
QUOTE
 სასადილო


ჩემს დროს იყო ძველი მანქანაბეის ბაზობის ტერიტორიაზე, სახელი აღარ მახსოვს, მეგრული სასადილო, ძალიან გემრიელ ცხარე კერძებს ამზადებდნენ...

ასე ათი წლის წინ, ამერიკის საელჩოსკენ რომ მიდიოდი, არ მისული დიდ შუქნიშანთან მარჯვნივ...

ყველას სჯობდა იმჰო...

Posted by: შვიდიშვიდიშვიდი 9 Jan 2024, 08:04
ვგიჟდები. ძალიან მომწონს.აი ძალიან.

Posted by: xx3xx 25 Jan 2024, 01:06
კი არის ბაზარი არაა მაგალითად პინგვინები რომ აიღო
მაგრამ ნებისმიეს სასადილოს შიდა სამზარეულოში შეიხედე აბა იმენა გაძიუშნიკი და დედის დღვნა იქნება მაგიტომ არ ღირს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)