Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ქართული comfort foodი რომელია?

Posted by: ჯიბ 7 Apr 2022, 22:09
მოკლედ ეხლა უსათაუროში ჩამოვარდა ლაპარაკი ქართული კერძების წარმომავლობაზე და რამე
ჰოდა ვიკიპედიაში ჩავიხედე რაღაცის გადასამოწმებლად და შემთხვევით წავაწყდი ამ comfort foodს
აგერ ა
https://en.wikipedia.org/wiki/Comfort_food

არც ისე ადვილი ასახსნელია ზუსტად რას ნიშნავს, თანაც შედარებით ახალი ცნებაა, სადღაც სამოციანებში გაჩნდა
ერთ-ერთი ვერსიით პირველმა ეგ ტერმინი ლაჲზა მინელიმ გამოიყენა

https://daily.jstor.org/a-brief-history-of-comfort-food/
QUOTE
“Comfort food is anything you just yum, yum, yum,” she told syndicated newspaper food columnist Johna Blinn, smacking her lips together. She was daydreaming of a hamburger with all the fixins.
ვიცი ეხლა ბევრი თქვენგანი დაიმანჭება რაის ჰამბურგერიო
უნდა გითხრათ ჰამბურგში წამიყვანა ძმაკაცმა ერთ ტოჩკაში ისეთი ჰამბურგერი ვჭამეთ აი სანამ ცოცხალი ვარ მეხსომება

მარა ეგ იქეთ იყოს

რახან შედარებით ახალი ცნებაა გასაგებია ეხლა ქართველებს არა მგონია რამე ეგეთი გვქონდეს გამოკვეთილად
მარა ამავე დროს შეუძლებელია რო ეგეთი კერძები არ იყოს ქართულ სამზარეულოში
ფაქტია იმ ვიკიპედიის გვერდზე საქართველო რო ვერ ვიპოვე რაღაცნაირად გამიტყდა
ახვარ რუსებს შაშლიკი უწერიათ მამაძაღლი და საქართველო საერთოდ არაა ჩამონათვალში

ჰოდა რას ფიქრობთ რა შეიძლება იყოს ქართული comfort food?

უფრო ზუსტად ასე ჩამოვაყალიბებდი: რამე ისეთი რაც ქართველების დიდ ნაწილს მშობლიური სამზარეულოს განსახიერებად მიაჩნია
ისეთი კი არა რითაც უცხოელებთან მარიაჟობენ, ისეთი, თვითონ როცა მოუნდებათ მაინც და მაინც შინაურული განსხვავებული რაც თავში მოსდით ხოლმე

უფრო რო დავაფოკუსოთ აი ვინც დიდი ხნითაა ქართველი საზღვარგარეთ ყველაზე უფრო რო უნდება ქართული საჭმელებიდან

მაგალითად 100% ეგეთი ტყემალია, მე იმ ვიკიპედიაში საქართველო რო ჩავამატო პირველს ნაღდად ტყემალს ჩავწერ
ოღონდ ეგ კერძი არაა ხო გესმით

საცივიც კაი კანდიდატია მარა ეხლა საცივს შინაურულს ვერ დაუძახებ მაინც უფრო საზეიმო კერძია ხო?

ჰოდა კიდე რა?

ჩაქაფული ალბათ, მარა მაგასაც ეხლა რო ზიხარ სადმე გერმანიაში სახლი გენატრება ადგე და ჩაქაფული გაიკეთო ნაკლები შანსია მე მგონი

კიდევ?

Posted by: vaho 10 Apr 2022, 13:09
მჭადია ეგეთი.

მაგრამ საქართველოს გარეთ ისეთ სიმინდის ფქვილს, გემრიელი მჭადი რომ ცხვებოდეს, ვერ იშოვი. მექსიკაშიც კი...

Posted by: fermina 11 Apr 2022, 17:33
ნიგვზიანი ბადრიჯანი, ბულგარული და ყველაფერი ნიგვზიანი არ წავა?

Posted by: ჯიბ 11 Apr 2022, 19:16
QUOTE (vaho @ 10 Apr 2022, 13:09 )
მჭადია ეგეთი.
100%
QUOTE
მაგრამ საქართველოს გარეთ ისეთ სიმინდის ფქვილს, გემრიელი მჭადი რომ ცხვებოდეს, ვერ იშოვი. მექსიკაშიც კი...
კი აქვთ ათასნაირი სიმინდის ფქვილისგან გაკეთებული რაღაცეები ეს tortilla და quesadilla და taco და tamale და ეგეთი ყველა რო მექსიკური სამზარეულოს ქვაკუთხედად მიიჩნევს მარა მჭადთან აი არაფერი საერთო არა აქვთ
საერთოდაც არ ვიცი ვინმეს აქვს თუ არა მჭადის მაგვარი მუღამი, საცა სიმინდის ფქვილის რამე გავსინჯე ყველა ცდილობს პურს დაამსგავსოს რატომღაც
* * *
QUOTE (fermina @ 11 Apr 2022, 17:33 )
ნიგვზიანი ბადრიჯანი, ბულგარული და ყველაფერი ნიგვზიანი არ წავა?
უიმე რა თქმა უნდა რა თქმა უნდა
ბულგარულის რა მოგახსენო და ნიგვზიანები კაი შეკმაზული ყველა აბა რა
ისპანახი ცალკე სახსენებელი ბატონო ჩემო
მარა ყველაზე უფრო განსაკუთრებით მაინც ნიგვზიანი მწვანე ლობიო მომნატრებია თავის ომბალოიანა აუ რას ამბობ

და მაგ გახსენებაზე კიდე ლობიო როგორც ასეთი ცხადია, მაგაზე მეტი comfort foodი რაღა გინდა

ისე ვიკიპედიაში შევიხედე, მჭადზე ერთი სტრიქონია, ლობიოზე კი წერია რაღაცეები მარა ომბალოს ხსენება არაა, სამაგიეროდ ვიღაცას ჩაუწერია ზაფრანას უშვებიანო (marigold petals ზაფრანა არაა?)

ჰოდა ვინმეს გსმენიათ ეგეთი რამე კაცო? ლობიოსთან ზაფრანას რა უნდა??

Posted by: fermina 12 Apr 2022, 10:32
ჯიბ
QUOTE
სამაგიეროდ ვიღაცას ჩაუწერია ზაფრანას უშვებიანო (marigold petals ზაფრანა არაა?)

ლობიოში ზაფრანა ნაკლებად, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვაკავშირებ.

საზღვარგარეთ ყოფნისას კიდევ რაც მაკლია ხოლმე, ეს არის კიტრი-პომიდვრის სალათა, ჩვენებურად შეკმაზული, იგივე ნიგვზით, მწვანილებით (რეჰანი აუცილებლად), სანელებლებით და ძმრით. ნუ აქ უფრო თავად ინგრედიენტების ხარისხია ხოლმე პრობლემა, იშვიათად მინახავს ჩვენებური პომიდვრის მსგავსი გემრიელი სხვაგან.

თონის პური, სულგუნი და სალათი up.gif ეს არის, რასაც ყველგან ვერ ნახავ და მოგენატრება.

Posted by: masai11 13 Apr 2022, 15:55
QUOTE
რახან შედარებით ახალი ცნებაა გასაგებია ეხლა ქართველებს არა მგონია რამე ეგეთი გვქონდეს გამოკვეთილად
მარა ამავე დროს შეუძლებელია რო ეგეთი კერძები არ იყოს ქართულ სამზარეულოში

მე როგორც გავიგე ამ ტერმინის შინაარსი, ინდივიდუალურია ეგ ყველაფერი. უფრო ფსიქოლოგიასთანაა კავშირში ვიდრე კულინარიასთან.
კერძი რომელიც ცნობიერად თუ არაცნობიერად გაკავშირებს კომფორტულ და უსაფრთხო გარემოსთან (რაც ნორმალურ პირობებში უნდა იყოს ბავშვობის დროინდელი ოჯახი, დედა, სახლი და ა.შ.)
ვიღაისთვის ეს სმეტანიანი ბლინებია, ვიღაცისთვის გოგლი-მოგლი და ვიღაცისთვის ყველიანი მაკარონი.
ჩემთვის ეგეთი comfort food ცხერლ რძეში "ჩაფურჩხნული" მჭადი და ყველია.

Posted by: ჯიბ 13 Apr 2022, 20:11
QUOTE (masai11 @ 13 Apr 2022, 15:55 )

კი რაღაც ეგეთი ვიგულისხმე, ოღონდ მაინც ქართველების დიდი ნაწილი რო დაგთანხმდება კი ეგააო
აი რავი თითქოს ლობიო გამოიკვეთა ეგეთად
ეხლა ლობიოსაც ყველა თავისებურად აკეთებს, მე პირადად დედაჩემის ვარიანტს ვანიჭებ უპირატესობას (ბლომად ზეთში ჩათუშული თითქმის ჩახრაკული ხახვით, ზომიერად ამოლესილი, ძალიან წიწაკიანიც არა, უფრო ტკბილისკენ, წვენი უხვად, მეორე დღეს რო უფრო სქელდება და უკეთესია და მესამე დღესაც კიდევ)
ჩემი comfort foodიც ეგაა და დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი ამას გაიზიარებს

Posted by: Tom Brady 10 May 2022, 16:47
მჭადი (ოღონდ მშრალად გამომცხვარი, ზეთში გაკეთებული საშინელებად მიმაჩნია) და რძიანი სულგუნი.

შემწვარი ბადრიჯანი ნივრით.

ხინკალი love.gif

Posted by: ჰეისან 12 May 2022, 06:03
წვნიანებიდან - კაი ცხარე Soup-ხარჩო. არაწვნიანი კერძებიდან - მეგრული კუპატი, ელარჯი და ბაჟე

Posted by: Trump 24 May 2022, 09:33
ღომი და მერე კიდე გაცხელებული ღომი

Posted by: Frankens†ein 25 May 2022, 05:54
"საზღვარგარეთ მონატრების" თემა ცოტა უცნაურად ჟღერს დღეს.
რამდენი ხნით უნდა იყო წასული და მოწყვეტილი, რომ საჭმელი მოგენატროს smile.gif
დავანებოთ თავი იმას, რომ დღევანდელ დღეს თითქმის ყველაფერი ხელმისაწვდომია smile.gif
მაგალითად ჩაქაფული ავიღოთ და ასეთი ერთ-ერთი ტოპ კერძი ერთი წელი არ გვაქვს ხოლმე ნაჭამი, მაგრამ გაზაფხულიდან გაზაფხულამდე არავის ახსენდება...
ყოველ შემთხვევაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია (არამარტო ქართულებიდან) და სიტყვაზე ზაფხულში ან შემოდგომაზე აუ ჩაქაფული მომენატრა მეთქი, არასოდეს მომსვლია smile.gif

და ქართულ #1 საჭმელს რაც შეეხება, ქართული კულინარიის სავიზიტო ბარათს, ჩემი აზრით არის ხაჭაპური.
მარტივი გასაკეთებელიცაა, ყოველდღე შეგიძლია დააცხო და არც მოგბეზრდეს..

ზოგადად ყოველდღე ხორცის ჭამა არაა ქართული ტრადიცია, საქართველოში არ იყო მესაქონლეობა-მეფრინველეობა იმ დონეზე, რომ ყოველდღე დაეკლათ საკკავი ან ფრინველი.
ქართველები ძირითადად იკვებებოდნენ მარცვლეულით (პურით/მჭადით) და ფხალეულით და რძის ნაწარმით...
და ყოველდღე ხორციანის ჭამა არცაა კარგი ჩვენი გენეტიკისთვის, მარცვლეულ-ფხალეული უფრო კარგია...

მოკლედ რამდენი ვწერე და ხაჭაპურია ქართული კულინარიის სავიზიტო ბარათი smile.gif

Posted by: ჯიბ 25 May 2022, 21:05
QUOTE (Frankens†ein)
და ქართულ #1 საჭმელს რაც შეეხება, ქართული კულინარიის სავიზიტო ბარათს, ჩემი აზრით არის ხაჭაპური.
მარტივი გასაკეთებელიცაა, ყოველდღე შეგიძლია დააცხო და არც მოგბეზრდეს..
რავი მეგობრის ცოლმა მაჭამა სტრასბურგში ხაჭაპური
ჰოდა ძაან გამიძნელდა კაი ერთი წელი ექსპერიმენტებს ვატარებდი ბოლოს ოთხნაირი ყველის ნარევი დავადგინე რომლითაც წესიერი ხაჭაპური გამოდისო
როგორ მოცარელა მეთქი? არაო მარტო მოცარელათი არ გამოდის კარგიო
კაი კი იყო მარა ნუ ძაან მაგარი არა

Posted by: Frankens†ein 26 May 2022, 08:20
QUOTE (ჯიბ @ 25 May 2022, 21:05 )
QUOTE (Frankens†ein)
და ქართულ #1 საჭმელს რაც შეეხება, ქართული კულინარიის სავიზიტო ბარათს, ჩემი აზრით არის ხაჭაპური.
მარტივი გასაკეთებელიცაა, ყოველდღე შეგიძლია დააცხო და არც მოგბეზრდეს..
რავი მეგობრის ცოლმა მაჭამა სტრასბურგში ხაჭაპური
ჰოდა ძაან გამიძნელდა კაი ერთი წელი ექსპერიმენტებს ვატარებდი ბოლოს ოთხნაირი ყველის ნარევი დავადგინე რომლითაც წესიერი ხაჭაპური გამოდისო
როგორ მოცარელა მეთქი? არაო მარტო მოცარელათი არ გამოდის კარგიო
კაი კი იყო მარა ნუ ძაან მაგარი არა

მოცარელას ხაჭაპური მაქვს ნაჭამი და იმერული ყველის ხაჭაპურზე არანაკლებ მეგემრიელა smile.gif

user posted image

Posted by: kriketi-1985 15 Jun 2022, 00:16
ყიყლიყო
------------------------------

Posted by: Fredo_Corleone 15 Jun 2022, 13:19
მჭადი და ყველი
შემწვარი კარტოფილი მწვანე ტყემლით biggrin.gif
ხინკალი - თავიდან ძალიან მოგწონს

Posted by: loretashiri 5 Sep 2022, 13:29
QUOTE
მჭადი (ოღონდ მშრალად გამომცხვარი, ზეთში გაკეთებული საშინელებად მიმაჩნია)

Posted by: masai11 17 Sep 2022, 19:02
QUOTE (masai11 @ 13 Apr 2022, 15:55 )
QUOTE
რახან შედარებით ახალი ცნებაა გასაგებია ეხლა ქართველებს არა მგონია რამე ეგეთი გვქონდეს გამოკვეთილად
მარა ამავე დროს შეუძლებელია რო ეგეთი კერძები არ იყოს ქართულ სამზარეულოში

მე როგორც გავიგე ამ ტერმინის შინაარსი, ინდივიდუალურია ეგ ყველაფერი. უფრო ფსიქოლოგიასთანაა კავშირში ვიდრე კულინარიასთან.
კერძი რომელიც ცნობიერად თუ არაცნობიერად გაკავშირებს კომფორტულ და უსაფრთხო გარემოსთან (რაც ნორმალურ პირობებში უნდა იყოს ბავშვობის დროინდელი ოჯახი, დედა, სახლი და ა.შ.)
ვიღაისთვის ეს სმეტანიანი ბლინებია, ვიღაცისთვის გოგლი-მოგლი და ვიღაცისთვის ყველიანი მაკარონი.
ჩემთვის ეგეთი comfort food ცხერლ რძეში "ჩაფურჩხნული" მჭადი და ყველია.

ხო, აი ეს yes.gif

user posted image

Posted by: vaho 17 Sep 2022, 19:44
ეგ კლასიკური ამერიკული შიდა (DEEP) შტატების საუზმეა.

რძეში ჩაყრილი სიმინდის ბურბუშელა...

Posted by: Kvirila 17 Sep 2022, 20:22
ეკალა ნიგვზით და რძეში გადაზელილი ყველი პიტნით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)