Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > მარსზე ჟანგბადი შექმნეს


Posted by: M-I-K-I 22 Apr 2021, 19:08
სადაც არა ჯობს, გაცლა ჯობსო
არაა ეს პლანეტა ჭკვიანი ადამიანების ღირსი, კაცობრიობა დაღუპვისთვის იქაჩება
მოაზროვნე ხალხი ჩავბარგდეთ და გადავიდეთ ახალ სახლში მარსზე, ავყვავდეთ

ნაცები და ქოცები ბორტზე არ მიიღება, დარჩით თქვენ

QUOTE
მავალის ინსტრუმენტს, რომელმაც ჟანგბადი დაამზადა, MOXIE ჰქვია (Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment) და წარმოადგენს „პერსევერანსის“ წინა მარჯვენა ნაწილში ჩამონტაჟებულ მანქანის ბატარეის ზომის ყუთს, რომელიც ოქროს თხელი საფარით არის დაფარული.

ისტორიული მომენტი — NASA-ს ვერტმფრენი მარსის ცაში აფრინდა #1tvმეცნიერება
მსგავსი: ისტორიული მომენტი — NASA-ს ვერტმფრენი მარსის ცაში...
ნახშირორჟანგის მოლეკულებს, რომელიც ნახშირბადის ერთი და ჟანგბადის ორი ატომისგან შედგება, მოწყობილობა ელექტროენერგიისა და ქიმიის გამოყენებით შლის.

ამ პროცესში, ქვეპროდუქტის სახით იწარმოება ნახშირჟანგიც (ნახშირბადის მონოქსიდი).

პირველ ცდაზე MOXIE-მ 5 გრამი ჟანგბადი დაამზადა, რაც ნორმალურ აქტივობაში მყოფ ასტრონავტს 10 წუთის განმავლობაში ეყოფა სასუნთქად.

ინსტრუმენტის ინჟინრები ახლა სხვა ტესტებს ატარებენ და შედეგის გაუმჯობესებას ცდილობენ. ის ისეა შექმნილი, რომ საათში 10 გრამამდე ჟანგბადის წარმოება შეუძლია.
.......
https://1tv.ge/news/nasa-s-mavalma-marsze-nakhshirordjangi-djangbadad-gardaqmna-1tvmecniereba/?fbclid=IwAR0nGdeMOYh-9LAnOPCvCPa26YBjNhcL54FEqpw4uxiKF0o_podwYk_6vU0

Posted by: Mathame 22 Apr 2021, 19:11
სად უნდა გადაბარგდე 30%-იც არ არის ჯერ დედამიწის დასახლებული facepalm.gif

Posted by: M-I-K-I 22 Apr 2021, 19:19
QUOTE (Mathame)
სად უნდა გადაბარგდე 30%-იც არ არის ჯერ დედამიწის დასახლებული


რაცაა დასახლებული, ისიც უკვე ბევრია
არაა საჭირო ყველგან ვიღაც ცხოვრობდეს
რაოდენობა და ხარისხი სხვადასხვაა...

Posted by: ignorant 22 Apr 2021, 19:22
დაეტიეთ სადაც ხართ, აქ ამოსულები არ გნახოთ!




................................................................................................

Posted by: ხიხო 22 Apr 2021, 19:27
QUOTE
დაეტიეთ სადაც ხართ, აქ ამოსულები არ გნახოთ!


ნუ ნერვიულობ სააღდგომოდ დავბრუნდებით

Posted by: Mathame 22 Apr 2021, 19:28
QUOTE (M-I-K-I @ 22 Apr 2021, 19:19 )
QUOTE (Mathame)
სად უნდა გადაბარგდე 30%-იც არ არის ჯერ დედამიწის დასახლებული


რაცაა დასახლებული, ისიც უკვე ბევრია
არაა საჭირო ყველგან ვიღაც ცხოვრობდეს
რაოდენობა და ხარისხი სხვადასხვაა...

პრიმიტიული არსებები ვართ ჰომოსაპიენსი ჯერ, დაახლოებით 30 000 -40 000 წელიწადი დასჭირდება დედამიწის შევსებას მინიმუმ, ჯერ ადრეა კოლონიზაციაზე ფიქრი


Posted by: idallgo 22 Apr 2021, 19:30
QUOTE
ავიბარგოთ ინტელექტუალები


ვინ თქვენ ინტელექტუალები? rolleyes.gif

Posted by: big_V 22 Apr 2021, 19:33
ხოდა

შეკრიბეთ ყველა ქოცი და არ ვარქოცი.

ხოდა

შეკრიბეთ ყველა ნაცი და არ ვარნაცი

და გაუშვით.


Posted by: public_enemy 22 Apr 2021, 19:37
ოკრიბა 2077
აბა ილონია გავიდააა
ორი კაციც და გავიდაააა
drug.gif

Posted by: picpic 22 Apr 2021, 19:50
QUOTE
არაა ეს პლანეტა ჭკვიანი ადამიანების ღირსი, კაცობრიობა დაღუპვისთვის იქაჩება
მოაზროვნე ხალხი ჩავბარგდეთ და გადავიდეთ ახალ სახლში მარსზე, ავყვავდეთ

QUOTE
მარსზე ჟანგბადი შექმნეს

მოიხედეს და.. აღარ იყო.

ახლა ჭკვიანები მიდიან რომ უთხრან, ჯანგბადის შექმნა კიარაა პრობლემა, არამედ, არ ჩერდება ეგ დედაატირებული მარსზე.

Posted by: KINA_LOKO 22 Apr 2021, 19:50
QUOTE
პირველ ცდაზე MOXIE-მ 5 გრამი ჟანგბადი დაამზადა, რაც ნორმალურ აქტივობაში მყოფ ასტრონავტს 10 წუთის განმავლობაში ეყოფა სასუნთქად.

5 გრამი ჟანგბადი ერთ ჩასუნთქვაზეც კი არ ეყოფა ასტრონავტს.

Posted by: M-I-K-I 22 Apr 2021, 20:15
idallgo
QUOTE
ვინ თქვენ ინტელექტუალები?


ნუ რამდენიმე მაინც ავირჩევით აქ, არიან ჭკვიანი იუზერებიც


big_V
QUOTE
ხოდა

შეკრიბეთ ყველა ქოცი და არ ვარქოცი.

ხოდა

შეკრიბეთ ყველა ნაცი და არ ვარნაცი

და გაუშვით.


პირიქითაა ეგ, დაგიტოვებთ მაგ ხალხს აქ, რომ ქვეყანა ააყვავონ




Posted by: sanfol 22 Apr 2021, 20:20
ტასკი გადაგიყვანთ ხომალდებით თუ რითი აპირებთ წასვლას?


Posted by: M-I-K-I 22 Apr 2021, 20:28
sanfol


სურვილია მთავარი, დანარჩენს ვიჩალიჩებთ
ფულს დავდებთ

Posted by: meamboxevar 22 Apr 2021, 20:45
ერთი ვარიანტია ილონ მასკმა გაიგო რო დედამიწას რაღაც ემუქრება და გასაქცევს ამზადებს.. აბა ამდენ ფულად რაც მანდ იხარჯება დედამიწას მიხედოს არ ჯობია ?

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 22 Apr 2021, 20:48
QUOTE
ერთი ვარიანტია ილონ მასკმა გაიგო რო დედამიწას რაღაც ემუქრება და გასაქცევს ამზადებს.. აბა ამდენ ფულად რაც მანდ იხარჯება დედამიწას მიხედოს არ ჯობია ?


არის ამის ალბათობაც

Posted by: robin 22 Apr 2021, 20:51
მარსიანული საქართველო შევქმნათ სამი ასტრონავტი გავაგზავნოთ კაი მჭამელ-მსმელი ხალხი რომ საუკეთესო ადგილები ჩამოგვირიგონ.

Posted by: sanfol 22 Apr 2021, 20:51
QUOTE
ერთი ვარიანტია ილონ მასკმა გაიგო რო დედამიწას რაღაც ემუქრება და გასაქცევს ამზადებს.. აბა ამდენ ფულად რაც მანდ იხარჯება დედამიწას მიხედოს არ ჯობია ?

გაიგო არა კვახი

ჩვეულებრივი განდიდების და ოქროთი შებყრობილი ადამიანია

user posted image

ოქროს მთებია იქ აღმოჩენილი და ვინც პირველი შექმნის ისეთ ტექნოლოგიას რომ როგორმე გადმოზიდონ ის იქნება სუპერ სახელმწიფოც და ღმერთიც დედამიწაზე

Posted by: G1oba1 22 Apr 2021, 20:57
meamboxevar
საპირწონედ ბერას შევადაროთ
ბერასგან განსხვავებით სამყაროს შეცნობითაა დაკავებული
აი ბერას რომ აქვს ფული სიკვდილის წინ რას იტყვის? პატარა ბოვშებს დავზდევდი გასალახადო facepalm.gif

Posted by: big_V 22 Apr 2021, 21:03
M-I-K-I
QUOTE
პირიქითაა ეგ, დაგიტოვებთ მაგ ხალხს აქ, რომ ქვეყანა ააყვავონ


მაიცა კაცო, ეგრე არაა.

ხო მეიყვანეთ? ხოდა პასუხიც აგეთ, პასუხის გება იქნება იქ რო წაიყვანთ.


meamboxevar
QUOTE
ერთი ვარიანტია ილონ მასკმა გაიგო რო დედამიწას რაღაც ემუქრება და გასაქცევს ამზადებს.. აბა ამდენ ფულად რაც მანდ იხარჯება დედამიწას მიხედოს არ ჯობია ?


ხო, ავი ჭორები ამობოენ, მეცხე პლანეტა რამოდენიმე ათწელიწადში ისევ გამოჩნდება, მაგას კი ანუნაკის დაბრუნება მოყვება და კაცობრიობის დატყვევება-დამონება.

მეორე ავი ჭორები ამბობენ, რომ ამერიკელებმა, ჩინელებმა და რუსებმა საერთო ბიუროსმაგვარი შექმნეს, 50 თუ 100 წლის წინ. რადგანაც აღმოჩენილი "სტარგეიტი" გაეხსნათ და სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტი ქონოდათ, რის შედეგადაც მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებს მივიღებდით, მაგრამ შეეფეთათ უცხოპლანეტელთა დამპყრობლური რასა, რომელიც ალფა სენტურიში თუ პროქსიმას გალაქტიკაში ბუდობს და ჭორები დადის ომს აგებენ, ძაან მალე კი მაგ "სტარგეიტით" დედამიწაზე გადმოვა ის დამპყრობლური რასა და დაგვიპრობენ.

ეს ჭორები უფრო სანდოა, რადგანაც პენტაგონი ნელ-ნელა ავრცელებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოებს, დაწყებული ჯერ კიდევ 1950 წლებიდან შეფეთებულისას, თუ როგორც იძახიან.

იცის რა ეგ ყველაფერი მასკმა, მას უნდა რომ ამ სამყაროს გონებრივად წარჩინებული საზოგადოება, რომლებიც IQ ტესტის ჩაბარების შემდეგ და არა უმცირეს 160 ქულის ამღებების წაყვანა უნდა, რომ ჰომო საპიენსის რასა რამენაირად გადარჩეს. რა სამწუხაროა რომ მანდ ჰომო ქოციუსები არ იქნებიან, ვუსამძიმრებ რომ დანარჩენ მოკვდავებთან ერთად მონები იქნებიან, მაგრამ არაუშავს ტრ)&)ი ძრომის კაი გამოცდილება აქვთ.

Posted by: sanfol 22 Apr 2021, 21:08
Psyche 16

დაგუგლეთ მარსის ორბიტაზე მოძრავი ობიექტი

მთლიანად ოქროსია, ჯერ მარსზე გადაზიდავენ მაგ ოქროს და მერე დედამიწაზე

თუ მოეწონათ დაიტოვებენ და საერთოდ ახალ სახელმწიფოს შექმნიან

Posted by: M-I-K-I 22 Apr 2021, 21:50
ამ პლანეტას აღარ ეშველება
რვა მილიარდი ადამიანია უკვე, უმეტესობა ბანძ ქვეყნებში
დაბალი დონის განათლება, შიმშილი, ომები, რესურსების კრიზისი, გარემოს დაბინძურება
რა ფული ეყოფა ამდენი რამეს გამოსწორებას, მითუმეტეს ადამიანების შეცვლას და ბრბოს მაგივრად საზოგადოებად ქცევას...თან წარამარა რომ თავისნაირებს აჩენენ

უფრო მარტივია კოსმოსურ ცივილიზაციად ქცევა
ახალი დასაწყისი ახალ ადგილას
კონტროლირებადი გამრავლება, განათლება, ტექნოლოგიები

დედამიწაზე კი ადამიანები რაიმე გზით გაანადგურებენ ყველაფერს, შემდეგ საკუთარ თავსაც
ბუნების აღდგენას დიდი დრო დაჭირდება...მაგრამ კაცობრიობის ნაწილი, შორს იქნება და გადარჩება

Posted by: zamzumi 22 Apr 2021, 22:02
QUOTE
 მარსზე ჟანგბადი შექმნეს, ავიბარგოთ ... და ავახვიოთ აქედან

ჩვენთვის შექმნეს? რას გვერჩიან? ups.gif

Posted by: big_V 22 Apr 2021, 22:06
ჰა ვაჟკაცნო ამა ქვეყნისა.

ეხლაც არ დაიწყოთ ლოთაობა, სანამ ღმერთმასკა მიწებს არიგებს. ჩვენ შთამომავლებს იქაც ძღრენისამოთხე არ შეხვდეთ.

Posted by: jmm75 22 Apr 2021, 22:11
KINA_LOKO
QUOTE
5 გრამი ჟანგბადი ერთ ჩასუნთქვაზეც კი არ ეყოფა ასტრონავტს.

5 გრამი თხევადი ჟანგბადი, გაზის სახით იქნება დაახლოებით 4 ლიტრი, სასუნთქი ნაზავი გამოვა 20 ლიტრამდე,
მშვიდ მდგომარეობაში ადამიანი შეისუნთქავს 500 მილილიტრ ჰაერს, წუთში 15-ჯერ, გამოდის, რომ 3 წუთამდე ეყოფა.
ხოლო თუ სკაფანდრში ან სათავსოში ჰაერის(ჟანგბადის) რეგენერაცია ხდება, მაშიმ ხომ გაცილებით მეტ ხანს ეყოფა.

Posted by: PAINKILLER 22 Apr 2021, 22:18
QUOTE (KINA_LOKO @ 22 Apr 2021, 19:50 )
QUOTE
პირველ ცდაზე MOXIE-მ 5 გრამი ჟანგბადი დაამზადა, რაც ნორმალურ აქტივობაში მყოფ ასტრონავტს 10 წუთის განმავლობაში ეყოფა სასუნთქად.

5 გრამი ჟანგბადი ერთ ჩასუნთქვაზეც კი არ ეყოფა ასტრონავტს.

ადამიანი საშუალოდ 1 გრამ ჟანგბადს ჩაისუნთქავს წუთში, კარგად ნავარჯიშევ იოგს ალბათ 5 წუთიც ეყოფა 1 გრამი biggrin.gif

Posted by: big_V 22 Apr 2021, 22:21
QUOTE
5 გრამი ჟანგბადი ერთ ჩასუნთქვაზეც კი არ ეყოფა ასტრონავტს.


QUOTE
5 გრამი თხევადი ჟანგბადი, გაზის სახით იქნება დაახლოებით 4 ლიტრი, სასუნთქი ნაზავი გამოვა 20 ლიტრამდე,
მშვიდ მდგომარეობაში ადამიანი შეისუნთქავს 500 მილილიტრ ჰაერს, წუთში 15-ჯერ, გამოდის, რომ 3 წუთამდე ეყოფა.
ხოლო თუ სკაფანდრში ან სათავსოში ჰაერის(ჟანგბადის) რეგენერაცია ხდება, მაშიმ ხომ გაცილებით მეტ ხანს ეყოფა.


ეს იყო ტესტი, შესაძლებელია თუ არა.

რადგანაც ნახეს რომ შესაძლებელია, უფრო დიდს გაუშვებენ, რომელიც ყოველ საათში 2 კილო ჟანგბადს გამოუშვებს:

ამ ვიდეოს ბოლოში ახსენა ეგ, moxie (Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment) ქვია.

Posted by: andamat3 23 Apr 2021, 00:24
QUOTE
მარსზე ჟანგბადი შექმნეს, ავიბარგოთ ინტელექტუალები და ავახვიოთ აქედან


მარსის ხელოვნურ ჟანგბადს ისევ დედამიწის ბუნებრივი და მშობლიური ჟანგბადი ჯობია, ამიტომ დავბრუნდი უკან.

Posted by: SaamI 23 Apr 2021, 00:27
M-I-K-I
QUOTE
მარსზე ჟანგბადი შექმნეს, ავიბარგოთ ინტელექტუალები და ავახვიოთ აქედან

მოუწევს ეგ დედამიწას. დემოკრატია მაიმუნებამდე დაიყვანს კაცობრიობას.

Posted by: დიდიმინდორი 23 Apr 2021, 00:31
ბიჭო, ვინც მიდიხარფთ, მარსზე ლუდის გამოხდა არ გინდათ?> მეც წამიყვანეთ და მაგარ წითელ პ;ივას დაგალევინებთ smile.gif

Posted by: aisi77 23 Apr 2021, 00:33
QUOTE
ნაცები და ქოცები ბორტზე არ მიიღება, დარჩით თქვენ

ფორუმელ თოლორდავაზე დაუშვით გამონაკლისი.. სასწაული დიდებული იდეები აწუხებს გამოგადგებათ იქ lol.gif

Posted by: narcoTOURIST 23 Apr 2021, 08:18
22 აპრილი 2021:

მსოფლიოში: მარსზე ჟანგბადი შექმნეს

საქართველოში: დედამიწის დღეს ნინოწმინდის მერიის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს და ნარჩენები ღია სივრცეში დაწვეს

Posted by: dylan 23 Apr 2021, 09:34
ადვილი საქმეა.

ნარმანია დასვან ამ წითელ პლანეტაზე და მილიარდობით ხეს დარგავს.

გაამწვანებს პლანეტას.

ჟანგბადი ცხვირში საყრელად იქნება.

Posted by: Ambitious_Person 23 Apr 2021, 11:34
ისე ხომ მოვა დრო მარსზე მართლა გადავა ხალხი და იმ ტერიტორიას როგორ დაყოფენ ?
იქაც დედამიწის წესები გადავა ნეტავ და სახელმწიფოები ?
ჟანგბადის პრობლემა მტავარი ეგ თუ მოაგვარეს რაღა დარჩა
ბოსტნეული და ხილი აქაც კი გამოყავთ

Posted by: buxxx 23 Apr 2021, 12:08
ჯანგბადი შექმნა არა მოინდომეს ეხლა biggrin.gif
ხო ბავშვებსაც გააჩენს მალე და დაგვირეკავენ რომ წამოიზრდებიან

Posted by: დიდიმინდორი 23 Apr 2021, 13:09
Ambitious_Person
QUOTE
ჟანგბადის პრობლემა მთავარი ეგ თუ მოაგვარეს რაღა დარჩა
ბოსტნეული და ხილი აქაც კი გამოყავთ



ნიადაგის განაყოფიერება და წყლის შეყვანა. აბა დედამიწიდან ხომ არ ვეზიდებით ხილბოსტნეულს და მიწას.


ერთი იმ დღეს მომესწრო, shakro telavski-მ მარსზე ვაზი ჩაყაროს და მთელი ფორუმი იქაურ ღვინოზე დაგვპატიჟოს და მეორე დღეს პახმელიაზე ჩემთან ამოხვიდეთ ოლიმპოს მწვერვალზე, ჩემი მარსიანული, წითელი ლუდის დასალევად ))

Posted by: vinsaniti 23 Apr 2021, 13:27
გილოცავთ ამ ქვეყნიდან წასვლის ტრენდს ამ პლანეტიდან წასვლა ჩაანაცვლებს user.gif

Posted by: PAINKILLER 23 Apr 2021, 13:33
QUOTE
საქართველოში: დედამიწის დღეს ნინოწმინდის მერიის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს და ნარჩენები ღია სივრცეში დაწვეს


facepalm.gif

Posted by: Brock 23 Apr 2021, 13:37
QUOTE
მარსზე ჟანგბადი შექმნეს,


სამაგიეროდ ქოც რეჟიმა პანდემიის დროს 200 ლარიანი დახმარება და 9 საათიანი კომენდანტი შექმნა.


Posted by: altim17 23 Apr 2021, 13:59
მარსი დედამიწაზე 1.5-ჯერ ნაკლებია.
შესაბამისად მიზიდულობაც.
ამიტომ, მხოლოდ 130კილო და ზემოთ პრადვინუტები გაემზადეთ ჯერჯერობით.
თორე გადაადგილება ძალზე ინტელექტუალურად (ხტუნვებით) გამოგივათ................

Posted by: idallgo 23 Apr 2021, 18:18
ქართველი ემიგრანტები რო გაიჩითებიან მარსზე... biggrin.gif გიყურებთ დანიიდან პონტები რო გაიჩითება... biggrin.gif იქიდან რო დაიწყებენ ფორუმზე ფლოსტვას და აქაურების ჭკუა-დარიგებას... მერე აქაურები რო ეტყვიან მარსიდან პოსტვას გირჩევნიათ ჩამოხვიდეთ აქაო... biggrin.gif

Posted by: LIVE-76 23 Apr 2021, 18:26
public_enemy
QUOTE
ოკრიბა 2077
აბა ილონია გავიდააა
ორი კაციც და გავიდაააა


biggrin.gif

ილონიის რა გითხრა მაგრამ ვლადიკავკაზის მიმართულებით მანდ უეჭველი იგივენაირი სიტუაცია იქნება 2077 შიც სამწუხაროდ... მეტროს გამოსასვლელთან მომყვირალი ტაქსისტები, ანტისანიტარია ირგვლივ და თან ფანოღების ფონზე... wink.gif

Posted by: arqimag 23 Apr 2021, 18:26
როგორ უნდა მივხვდეთ ინტელექტუალები და ჭკვიანები ვართ თუ მხოლოდ მანია გრანდიოზა გვაქვს და ვიბრალებთ?

Posted by: public_enemy 23 Apr 2021, 18:30
მასკი მიწებს რომ გაანაწილებს
მერე დავადგეთ და რომ გვკითხავს სად იყავით აქამდეო. გზაში პური ვჭამეთ და შენ სადღეგრძელოს ვიძახდითო ვუთხრათ. ხოდა თავისთვის ექნება საუკეთესო ადგილი გადანახული და იმას მოგვცემს

user posted image

Posted by: LIVE-76 23 Apr 2021, 18:32
M-I-K-I
QUOTE
ამ პლანეტას აღარ ეშველება
რვა მილიარდი ადამიანია უკვე, უმეტესობა ბანძ ქვეყნებში
დაბალი დონის განათლება, შიმშილი, ომები, რესურსების კრიზისი, გარემოს დაბინძურება
რა ფული ეყოფა ამდენი რამეს გამოსწორებას, მითუმეტეს ადამიანების შეცვლას და ბრბოს მაგივრად საზოგადოებად ქცევას...თან წარამარა რომ თავისნაირებს აჩენენ


+++

თან რაც უფრო დაბალი დონის ქვეყნებია თავისი შესაბამისად "განვითარებული" მოსახლეობით - მით უფრო მეტია და თან ბევრად მეტი შობადობა სამწუხაროდ... sad.gif

ასე რომ მომავალში არ ასცდება დიდი ომები ცივილურ სამყაროს მაგ ხალხთან, რომლებიც კატებივით მრავლდებიან და თან მითუმეტეს რომელთაც ძალიან ცუდი რელიგია აქვთ, სადაც დანარჩენებს განიხილავენ ღორებად, რომლებიც ან მონებად უნდა ამყოფონ და ან უნდა დახოცონ... aba.gif

Posted by: jujunagobeglejia 24 Apr 2021, 02:36
კარგია მალე მარსზე გავფრინდებით .........................

Posted by: viqtorich 24 Apr 2021, 19:21
QUOTE (sanfol @ 22 Apr 2021, 20:20 )
ტასკი გადაგიყვანთ ხომალდებით თუ რითი აპირებთ წასვლას?

როგორ თუ რითი? გაზზე გადაყვანილი მეორადი ჯართი ავტომობილები და იმის ჯანი smile.gif აბა კოსმოსური ხომალდების აგების თავი ამათ არა აქვთ და სხვა რითი წავლენ biggrin.gif

Posted by: psyxo 3 May 2021, 00:15
viqtorich
QUOTE
გაზზე გადაყვანილი მეორადი ჯართი ავტომობილები და იმის ჯანი

გაზი რაში გჭირდებათ შენ და კაპანაძემ დაითრიეთ ვაკუუმის უსათბობო გენერატორი და აიდააა.....
ფეოდალები იქნებით მარსზე, მაგ ენერგიის ხარჯზე ჟანგბადიც გექნებათ მარსზე და ჰარამხანებიც givi.gif

Posted by: tkacuniko 9 May 2021, 17:41
შემოვედი მეთქი იმ აყროლებილ პოლიტგანყს დავაღწევ თავს აქ ჭკვიანი ხალხი იქნება თემის გარშემო ისაუბრებენ რაცხას მეც გავიგებ და ვისწავლი მეთქი მარა.........
facepalm.gif

Posted by: Anna Ricci 10 May 2021, 13:27
ბაბილონის გოდორია მა ი

Posted by: psyxo 10 May 2021, 16:59
tkacuniko
QUOTE
ქ ჭკვიანი ხალხი იქნება თემის გარშემო ისაუბრებენ რაცხას მეც გავიგებ და ვისწავლი მეთქი

თუ სათაური ნახე ეგ აზრი არ უნდა გაგჩენოდა
QUOTE
ავიბარგოთ ინტელექტუალები და ავახვიოთ აქედან

-------------
წყალია ბლომადო და რაღა ნახშირორჟანგიდან, ბარემ წყალი დაშალონ
ნახშირორჟანგი ეგ 1-2% ისედაც საჭიროა სუნთქვის პროცესისა და მცენარეების ფოტოსინთეზისათვის
გამოთავისუფლებული წყალბადი კიდე რამე ორგანული მასალების ასაწყობად ან ისევ რაკეტის საწვავად
ვერსად ვერ ვნახე ენერგოდანახარჯი რამდენია მარსის დანადგარისა ჟანგბადწარმოებისათვის

Posted by: ანაბელლი 13 May 2021, 21:03
QUOTE
მარსზე ჟანგბადი შექმნეს, ავიბარგოთ ინტელექტუალები და ავახვიოთ აქედან

იქ რა უნდა ვჭამო?

Posted by: psyxo 14 May 2021, 01:55
ანაბელლი
QUOTE

იქ რა უნდა ვჭამო?

ვის მიყერხარ როო?! givi.gif

Posted by: ანაბელლი 14 May 2021, 11:59
psyxo
QUOTE
ვის მიყერხარ როო?!

იქნებ გამოჩნდეს ვინმე მსურველი.

გამიყოლე რომ არის ჯგუფი ფეისბუგზე, იქ დავპოსტავ. იქნებ მიდის ვინმე.

Posted by: psyxo 14 May 2021, 13:22
ანაბელლი
QUOTE
გამიყოლე რომ არის ჯგუფი ფეისბუგზე, იქ დავპოსტავ. იქნებ მიდის ვინმე.

მანდ არ უნდა გაყოლება, მიგიღებენ. ასტრონავტთა ჯგუფი ჰქვია
მარსისათვის რამე ესეთი უნდა მოამზადო givi.gif lol.gif

მარსზე მაღალი რადიაციაა და ეგეთი გახდება სუყველა იქა wink.gif biggrin.gif

Posted by: chuvak_lexo 14 May 2021, 13:38
QUOTE (M-I-K-I @ 22 Apr 2021, 19:08 )
სადაც არა ჯობს, გაცლა ჯობსო
არაა ეს პლანეტა ჭკვიანი ადამიანების ღირსი, კაცობრიობა დაღუპვისთვის იქაჩება
მოაზროვნე ხალხი ჩავბარგდეთ და გადავიდეთ ახალ სახლში მარსზე, ავყვავდეთ

ნაცები და ქოცები ბორტზე არ მიიღება, დარჩით თქვენ

QUOTE
მავალის ინსტრუმენტს, რომელმაც ჟანგბადი დაამზადა, MOXIE ჰქვია (Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment) და წარმოადგენს „პერსევერანსის“ წინა მარჯვენა ნაწილში ჩამონტაჟებულ მანქანის ბატარეის ზომის ყუთს, რომელიც ოქროს თხელი საფარით არის დაფარული.

ისტორიული მომენტი — NASA-ს ვერტმფრენი მარსის ცაში აფრინდა #1tvმეცნიერება
მსგავსი: ისტორიული მომენტი — NASA-ს ვერტმფრენი მარსის ცაში...
ნახშირორჟანგის მოლეკულებს, რომელიც ნახშირბადის ერთი და ჟანგბადის ორი ატომისგან შედგება, მოწყობილობა ელექტროენერგიისა და ქიმიის გამოყენებით შლის.

ამ პროცესში, ქვეპროდუქტის სახით იწარმოება ნახშირჟანგიც (ნახშირბადის მონოქსიდი).

პირველ ცდაზე MOXIE-მ 5 გრამი ჟანგბადი დაამზადა, რაც ნორმალურ აქტივობაში მყოფ ასტრონავტს 10 წუთის განმავლობაში ეყოფა სასუნთქად.

ინსტრუმენტის ინჟინრები ახლა სხვა ტესტებს ატარებენ და შედეგის გაუმჯობესებას ცდილობენ. ის ისეა შექმნილი, რომ საათში 10 გრამამდე ჟანგბადის წარმოება შეუძლია.
.......
https://1tv.ge/news/nasa-s-mavalma-marsze-nakhshirordjangi-djangbadad-gardaqmna-1tvmecniereba/?fbclid=IwAR0nGdeMOYh-9LAnOPCvCPa26YBjNhcL54FEqpw4uxiKF0o_podwYk_6vU0

გრავიტაციის თემაა მოსაგვარებელი,


თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწაზე 9,8 არის იქ 3,721 - #####ავს ორგანიზმს. სანამ წავალთ გენეტიკის მოდიფიკაცია უნდა ვისწავლოთ სხვანაირად არ გამოგვივა, მუდმივად ტანჯვაში ვიქნებით.

ეს საკითხი წამოწეულია სერიალში ესკალაცია, ძაან მინდა ამის ყურება <3

Posted by: M-I-K-I 14 May 2021, 14:13
chuvak_lexo
QUOTE
ეს საკითხი წამოწეულია სერიალში ესკალაცია, ძაან მინდა ამის ყურება <3


კარგი სერიალია მართლად, თავიდან ცოტა მდორედ იწყება მაგრამ მერე იწოვს

ხელოვნური გრავიტაციული თერაპიები იქნება...
თუმცა ვინც ჩავალთ, ნელნელა გავმაღლდებით

Posted by: procesora 14 May 2021, 14:26
QUOTE
გრავიტაციის თემაა მოსაგვარებელი,


თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწაზე 9,8 არის იქ 3,721 - #####ავს ორგანიზმს. სანამ წავალთ გენეტიკის მოდიფიკაცია უნდა ვისწავლოთ სხვანაირად არ გამოგვივა, მუდმივად ტანჯვაში ვიქნებით.

ეს საკითხი წამოწეულია სერიალში ესკალაცია, ძაან მინდა ამის ყურება <3


.
QUOTE
სერიალში ესკალაცია

რაც მაგ სერიალშია ნაჩვენები ტექნოლოგიები.... მანამდე მიგვაღწევინა რეალურად და გრავიტაციის საკითხიც გადაწყდება...
tongue.gif smile.gif

Posted by: ანაბელლი 14 May 2021, 15:21
psyxo
QUOTE
მარსზე მაღალი რადიაციაა და ეგეთი გახდება სუყველა იქა 

სტანდარტული გახდება მასეთი სილამაზე და ვიპოვი ვინმე ჩემს საკბილოს, რა პრობლემაა.

Posted by: viqtorich 15 May 2021, 09:43
QUOTE (psyxo @ 14 May 2021, 13:22 )
ანაბელლი
QUOTE
გამიყოლე რომ არის ჯგუფი ფეისბუგზე, იქ დავპოსტავ. იქნებ მიდის ვინმე.

მანდ არ უნდა გაყოლება, მიგიღებენ. ასტრონავტთა ჯგუფი ჰქვია
მარსისათვის რამე ესეთი უნდა მოამზადო givi.gif lol.gif

მარსზე მაღალი რადიაციაა და ეგეთი გახდება სუყველა იქა wink.gif biggrin.gif

ფსიხო, რაღაც მეცნობა ეს გოგო, ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი ხომ არ არის შემთხვევით? smile.gif

Posted by: ქართლოსი 22 May 2021, 20:59
ელიზიუმივით იქნება მდიდრები წავლენ.
.................................

Posted by: margali21 23 Jul 2021, 18:57
QUOTE
მარსზე ჟანგბადი შექმნეს, ავიბარგოთ ინტელექტუალები და ავახვიოთ აქედან


rolleyes.gif

Posted by: Kenward_Newson 21 Apr 2024, 23:10
QUOTE
ნუ ნერვიულობ სააღდგომოდ დავბრუნდებით

გიწევთ ახლა დაბრუნება biggrin.gif

Posted by: GAMARJVEBULI 15 May 2024, 16:57
QUOTE
მარსზე ჟანგბადი შექმნეს

ებიჯო, იქნება რუსთაველებსაც გვეშველოს biggrin.gif

Posted by: martofexa 13 Jun 2024, 23:22
ოქრო იმიტომ ფასობს ცოტა რომაა, მასე პლანეტებიდან თუ ჩამოზიდეს და რკინაზე მეტი იქნა ვის რად უნდა, სიმყარე მაგას არ აქვს და არაფერი. ჰაჰა ელექტრონიკაში გამოიყენონ და ენერგოეფექტურობა გაზარდონ მიკროსქემების მთლიანად ოქროთი დამზადებით, რადგან საკმად კარგი გამტარია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)