Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > ვეძებ სტატიებს რადიოს გამოგონებაზე


Posted by: VIP Blogger 10 Jan 2024, 03:15
რადიოებზე ძველი სტატიები ვქექე ვქექე და ამომივიდა ასეთი გვარი იანქოშვილი მგონი მათე ჰქვია რაღაც სქემა ჰქონია რომელიც უნდა იყოს რადიოსი ეს სქემა გამოქვეყნდა 1895 წლის გაზეთ ივერიაში ეს იანქოშვილი ილია ჭავჭავაძეს ჩაუბრატდა

ვინმეს გააქვთ ნაგ სტატიის ქსეროასლი ან ფოტო ? ამბობენ პოპოვის რადიოს სქემის იდენტურიაო იანქოშვილზე მწირი ინფორმაციაა ინტერნეტში მხოლოდ ის ვარკვიე რომ ყოფილა ტელეგრაფისტი თბილისის და მეცნიერი და გამომგონებელი მისი ეს სქემა აქვს ნანახი ჩემ მეგობარს 10 წლისწინ ინტერნეტში მაგრამ სად გააქრეს ვეღარ ვპოულობთ და ვინმეს გააქვთ ფოტო ?

ერთერთი ვერსიით იანქოშვილმა თბილისში მახათას მთაზე ააწყო რადიო გადამცემი და ეგ ფოტოც იდო სადღაც

Posted by: Ess 10 Jan 2024, 03:23
VIP Blogger


https://forum.ge/?showtopic=33774880&view=findpost&p=46798402

Posted by: otokarcobra 10 Jan 2024, 03:23
VIP Blogger
თბილისის განყში იკითხე, ან ფეისბუკზე პაატა გიგაური მოძებნე. საარქივო ფოტომასალა მაგათ იციან კარგად.

Posted by: sulo 10 Jan 2024, 23:57
როგორც გამომგონებელს რაღაცნაირად გული გამითბა.. ჩვენც ვცდილობდით იმ დროინდელ მთავარ ტენდენციაში მონაწილეობას... მარტო ქართველიშვილი არ გვყავდა გამომგონებელი
ტესლა და მარკონი..... რადიოს გამომგონებლებია..

რუსების შემოტენილი პოპოვი კი საერთოდ ქურდი ყოფილა...


Posted by: dega 11 Jan 2024, 00:02
QUOTE
როგორც გამომგონებელს

lol.gif lol.gif

Posted by: sulo 11 Jan 2024, 00:16
QUOTE (dega @ 11 Jan 2024, 00:02 )
QUOTE
როგორც გამომგონებელს

lol.gif lol.gif

რა იყო დაიბოღმე????? პატენტები არ გაქვს?????

Posted by: Aleksandre166 11 Jan 2024, 00:30
დიდხნიანი ძებნის შემდეგ ივერიაში ვერაფერი ვიპოვე ამის გარდა.
user posted image
მათე იანქოშვილი

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.

მუშაობდა ფოსტა-ტელეგრაფში, ამავე დროს მონაწილეობდა რევოლუციურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1917 წელს, რევოლუციის დროს მათე იანქოშვილი აირჩიეს ფოსტის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, ასევე თავმჯდომარეობდა თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა კულტურულ-საგანმანათლებლო სექციას, ფოსტის კანტორის საამხანაგო შემნახველ სალაროს; თბილისის დაწესებულებათა ქართველ მოსამსახურეთა დამფუძნებელი ყრილობის დადგენილებით შექმნილმა საზოგადოებამ მას მიანდო წესდების შედგენა. 1905 წელს, ტელეგრაფის ხაზის ხაზ-წერტილოვანი ნიშნები ქართულ ანბანს მიუსადაგა (დაიბეჭდა მის წიგნშივე "ელექტრონი და საოცარი მანქანები"), შემდეგ ეს წიგნი მცირედი ცვლილებებით, ტელეგრაფის სახელმძღვანელო გახდა. ქართულ ენაზე დაწერა ორიგინალური კომედია, რომელშიც ყველა მოქმედი პირის როლს (10-მდე როლი) ერთი მსახიობი ასრულებდა. პერიოდულად, როგორც მსახიობი, დეკლამატორი და მუსიკის შემსრულებელი სრულიად უფასოდ მონაწილეობდა სახალხო თეატრის წარმოდგენებში. 1924 წლის 22 დეკემბერს ამიერკავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის კავშირის გამგეობის თაოსნობით, მიხა ცხაკაიას სახელობის კლუბში 30 წლის მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს.
user posted image
* * *
P. S. რაიმე სერიოზული წყარო არსებობს? განონაგონ ისტორიას ჰგავს.

Posted by: sulo 11 Jan 2024, 00:33
Aleksandre166 რა საინტერესოა................. ანუ გოგლას სოფლიდან იყო.?????

Posted by: Saturn 11 Jan 2024, 00:42
Warning:
თემა გადადის შესაბამის განყოფილებაში

Posted by: psyxo 11 Jan 2024, 15:11
Aleksandre166
QUOTE
P. S. რაიმე სერიოზული წყარო არსებობს? განონაგონ ისტორიას ჰგავს.

იმას მაგონებს ნიკოლო ტესლას რო მიაწერენ ხოლმე ყველაფრის გამოგონებას...
რენტგენიო, რადიო, მობილური კავშირგაბმულობა,....უსათბობო მუდმივი ენერგიის წყაროვო
...ტუნგუსის მეტეორტიორამის ატომური იარაღის შექმნაც დააბრალეს, თუმცა დამალაო უმეტესობა გამოგონებისაო ხალხს ბოროტად რომ არ გამოეყენებინაო
უყვართ ისტორიკოს ჰუმანიტარებს ფანტაზიორობა, თან ეგეთ ურბანულ მითებს ხალხი ადვილად იწოვს....

Posted by: artavazi 11 Jan 2024, 17:10
QUOTE
როგორც გამომგონებელს


თქვენი ხელი ხომ არ ურევია ამ გამოგონებაში?

Posted by: artavazi 11 Jan 2024, 17:14
QUOTE
როგორც გამომგონებელს


თქვენი ხელი ხომ არ ურევია ამ გამოგონებაში?

Posted by: psyxo 11 Jan 2024, 18:39
artavazi
QUOTE

QUOTE
როგორც გამომგონებელს


თქვენი ხელი ხომ არ ურევია ამ გამოგონებაში?

გამოგონება!.... რადიო105 lol.gif
გამოგონება შეიძლება დაარქვა რატომაც არა....
ჩინური ბლოკები იყიდება ხმის ჩაწერის ფუნქციით
რუპირებში რო დგას ...ჯართს ვიბარებ ჯართს რო გაჰკივიან ეზოებში
ან საზამთრო, კარტოფილ და რამე...
დანარჩენი პატარა ხელმარჯვეობა "ლურსმნის დაჭედება" უნდა შეგეძლოს.
თუმცა ის ლითონით მოვარაყებული სასმისი ბევრად რთული პოზიციაა, ოსტატობას მოითხოვს
შორიდან ვიცნობ ერთს ამზადებდა მაგეებს და ყიდდა სადღაც 10წლის უკან, თუმცა როგორც მახსოვს ზურა ერქვა და მუსმაღაზიაში აპარატურის ხელოსანი იყო...

* * *
QUOTE
როგორც გამომგონებელს

პს ..მაგ დეიდის ნუ ეხუმრები რაღაც იდუმალ აპარატურებს აწყობს ოღონდ არავის უზიარებს რომ იდეა არ მოპარონ

Posted by: sulo 14 Jan 2024, 18:05
QUOTE (artavazi @ 11 Jan 2024, 17:10 )
QUOTE
როგორც გამომგონებელს


თქვენი ხელი ხომ არ ურევია ამ გამოგონებაში?

არა მე ელექტრო-ქიმიის მიმართულებით ვმუშოაბ..

smile.gif

ბოლომდე რომ გავდივარ მერე ვაპტენტებ ხოლმე, ეხლა სამი პატენტი მაქვს...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)