Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > რელიგია-ფილოსოფიის განყოფილების წესები


Posted by: აჩრდილი 12 Jan 2007, 15:55

1. განყოფილებაში იკრძალება კონკრეტული რელიგიის სხვა ნებისმიერ რელიგიაზე აღმატებულების ქადაგება.

2. რელიგიური ნიშნით გამოკვეთილი შეურაცხყოფა შეფასდება როგორც ფორუმის წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა ვისი მისამართითაა. პირველადი დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს მიეცემა სიტყვიერი გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში კი ვორნი.

3. იკრძალება ნებისმიერი საჯარო პირის შეურაცხყოფა და ფაქტების გარეშე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები*, რომლებიც შეურაცხყოფენ კამათის მეორე მხარის რელიგიურ , თუ იდეოლოგიურ შეხედულებებს.

4. იკრძალება ფორუმის სხვა წევრის შეურაცხყოფა ნებისმიერ ნიადაგზე.

6. იკრძალება მუქარის შემცველი განცხადებები.

6. არასაგნობრივი დისკუსიის შემცველი პოსტი განიხილება როგორც წაშლის ან ჩასწორების ობიექტი.

7. ათეიზმის და ე.წ. სატანიზმის განხილვა დაიშვება იმ შემთხვევაში თუ დისკუსიაში მონაწილე არ დაარღვევს ზემოთმოყვანილ წესებს.

8. განყოფილებაში დაუშვებელია ტერმინების - პაპისტი და პრავოსლავნიკი (ან მათი სხვა ვარიაციების) გამოყენება (ასევე დაუშვებელია ნებისმიერი სხვა რელიგიის მიმართ დამცინავი ან შეურაცხმყოფელი ტერმინის გამოყენება)! მსგავსი სიტყვის შემცველი პოსტი ჯერ წაიშლება, ავტორი კი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს. განმეორების შემთხვევაში კი დაივორნება!


განმარტება


* მე - 3 წესში დასახელებულია ფაქტების მოყვანის აუცილებელი პირობა. საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ, რომ დასახელებული არგუმენტების საფუძვლიანობას განსაზღვრავს მოდერაცია და თუკი ის ჩათვლის რომ დასახელებული არგუმენტაცია ყალბია, ის ჩაითვლება ბათილად და მოდერატორი ვალდებული იქნება გააფრთხილოს პოსტის ავტორი.

ზემოთმოყვანილი წესები ვრცელდება ფილოსოფიაზეც.

წესების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ყველა მონაწილე მხარე ისჯება ვორნით, მრავალჯერ განმეორებითი და უხეში დარღვევების შემთხვევაში - ბანით.

შენიშვნა: გთხოვთ პატივი სცეთ სხვების რწმენასა თუ შეხედულებებს, რათა საპასუხოდ იგივეს მიღების მორალური უფლება გქონდეთ.

Posted by: დათიკო 20 Jan 2010, 22:09
წესების დამატებები:
http://forum.ge/?f=84&showtopic=34067006

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)