Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > ილიკო 2 - ის სააღდგომო ეპისტოლე 2023


Posted by: Internet_Contraband 16 Apr 2023, 18:20
პატროს სააღდგომო ნაბოდვარი:

მოკლე შინაარსი: თავსდაგვესხა ათეისტებს, თავისუფლებას, თავისუფალ სიტყვას და კოჭი გაუგორა "პუწინს წითელი კნოპკაი ააქ"

QUOTE

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

"გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა" (წმ. იოანე ოქროპირი)

ქრისტე აღდგა!

დგება ჟამი ახალი პასექისა!

დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული.

ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს.

ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ.

აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ.

ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები.

უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს.

ამიტომაც ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი" (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც "უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ".

უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით - მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.

ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი.

"სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მთ. 11, 12), - გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს.

*****

როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა.

მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა.

,,მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29).

გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44)

და მაინც, რა არის ამის საფუძველი?

იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5).

წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც...

თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, - სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, - მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა.

ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.

თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის.

ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს.

ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, "რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა" (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: "ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ" (ინ.14.23).

ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება.

მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა.

*****

სამწუხაროდ, ადრეც და, მითუმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც.

რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.

მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის, ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: "მეცნიერების სასმისის პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს აუცილებლად ღმერთი გელოდება".


ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და - ისიც ნაწილობრივ.

მინდა გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: "ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს" (ლკ. 19,40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ "ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, - შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი... რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც "ღაღადებს", მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე.

"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ.14.6), - ბრძანებს მაცხოვარი.

*****

ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი - თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში.

თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.

ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების.... შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული "მე"-ს პოვნას.

თავისუფლება სწორედ ამ რეალურ "მე" - მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.

მოციქული გვეუბნება: "ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია" (1 კორ. 6:12).

იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: "ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (გალ. 5:13-14)

ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან.

სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: "თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი".

*****

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.

"ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ" -  გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს.

მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას - მშვიდობა ვერ დაივანებს.

ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა.

საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.

შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.

ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: "მშვიდობა თქვენდა!"

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო,

მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით.

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა.

ქრისტე აღდგა!

ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

Posted by: Ormurin_Langi 16 Apr 2023, 18:21
დიტო სამხარაძემ დაუწერა ნაღდი ინფოა.
......................

Posted by: sandy 16 Apr 2023, 18:25
ფბ-ზე ამ რუსულ-ქოცურ ბოდვას წუხელვე ისეთი კომენტარები ჰქონდა, რომ მეც კი გავოცდი.

Posted by: დაუმორჩილებელი 16 Apr 2023, 18:26
ფორუმზე რომ დავრეგისტრირდი პირველად, მაშინ ბავშვებს დაესხა თავს. იმაზე სამარცხვინო ვერ იქნება ეს ეპისტოლე. biggrin.gif

Posted by: Arcbell 16 Apr 2023, 18:32
QUOTE
ს სააღდგომო ეპისტოლე 2023


მთელი ამ წლების განმავლობაში მგონი ხალხი უკვე მიეჩვია, ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობს, მერე ყოველთვის თითქოს აღშფოთებაა, ეს როგორ იკადრაო. არადა სულაც არ არის გასაკვირი. იმაზე უარესს ვერაფერს დაწერს, რაც აქამდე არ დაუწერია. ძნელია საკუთარი თავის რეკორდი მოხსნა.
იმედია, რომ მოვა დრო და მედიებიც და ხალხიც ამის გაშუქებას შეწყვეტს და იყვნენ ჩაკეტილები თავიანთ პატარა სამყაროში. ამათი პროპაგანდაც უნდა შეწყდეს და გაპიარებაც. წერონ და იკითხონ.

Posted by: Dv@li 16 Apr 2023, 18:37
KGB. იმედია მალე იქნება R.I.G (rest in gulag)

Posted by: შაქროII 16 Apr 2023, 18:40
მშვენიერი ეპისტოლეა..აბა რა გინდათ?
კეზერამ და მიშამ გამოგიგზავნათ ეპისტოლე?
ეს კაცი მიშისტ /ზვიადისტებზე საუბრობს


Posted by: sanfol 16 Apr 2023, 19:02
თეთრუაშვილის დაწერილი იქნება

ტყუილად ლანძღავთ პატრიარქს

Posted by: არწივი9 16 Apr 2023, 19:12
QUOTE
ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში

ხო, როცა ილია ვტაროის დასჭირდება კი მშვენივრად იყენებს ყველა ამ ტექნოლოგიას და მის სიკეთეებს

Posted by: კაძახი 16 Apr 2023, 19:24
user posted image


..............................

Posted by: sandrobandro 16 Apr 2023, 19:27
პატრიარქმა რაის ეპისტოლე უნდა დაწეროს ბიჭო ხო არ ღადაობთ თქვენ, ვეღარ ლაპარაკობს ფაქტიურად

ეპისტოლეს რაც შეეხბეა, აბა ომი გინდათ ეპისტოლე იყო იმენა, რთული პერიოდი და რუსეთს წითელი კნოპკააკ და ჯობია ცუმად ვიყოთ ბაზარი

Posted by: ringo001 16 Apr 2023, 19:41
ეგ კაცი ვერაფერს ვერ წერს შეშვით თავის ცოდვებიც ეყოფა
რა ვერ გაიგეთ ხალხო , საქართველოს საპატრიარქო არის ფსბ-ეს ქვე განყოფილება
70 წელი რყვნიდნენ კომუნისტები და საბოლოოდ ამად აქციეს რაც არის
დამოუკიდებლობის აღდგებიდან საქართველოს წინაღმდეგ მუშაობენ, რუსების დავალებით წერტლი
პ.ს
იმედია ოდესმე გვეღირსება რუის ურბნისი2.0
და გამოყრიან ამ ანაფორიან ნაძირლებს ღვთის სახლიდან ამინ

Posted by: Homo_Georgicus 16 Apr 2023, 19:42
ბავშვობაში საბას ამბით ვიყავი აღფრთოვანებული, რომელიც სასულიერო პირი იყო, ტბეთის ეპისკოპოსი, მაგრამ საერო აზნაურებისგან განსხვავებით, "ერთმორწმუნე" ბიზანტიელებს კი არ ჩააბარა ქვეყანა, არამედ მთელი შავშეთი დააყენა ფეხზე, ციხე-სიმაგრე ააგო და სახალხო ლაშქრით უწევდა მტერს შეიარაღებულ წინააღმდეგობას.

ესენი ვისი ჯიშისანი არიან ამათი **** *******!


Posted by: bazuka 16 Apr 2023, 19:42
ეს მონური მორჩილება, რა ###ობაა დაწერს ვინმე?

Posted by: sandrobandro 16 Apr 2023, 19:50
QUOTE (bazuka @ 16 Apr 2023, 19:42 )
ეს მონური მორჩილება, რა ###ობაა დაწერს ვინმე?

90-იანებშიც ეგრე არ იყო რო, ვორ ვზაკონე ჯაბსონა იოსელიანს დაუჩოქეთ რო სისხლის ღვრა ავიცილოთ თავიდანო


არადა მაშინ ვინც კი კაცი იყო ყველას იარAღი რო დაეჭირა ხელში ჯაბას ნაირი ნაწყლები ამოიძირკვებოდნენ დედა ბუდიანად

Posted by: Harley Davidson 16 Apr 2023, 19:52
ამათ იმდენივე საერთო აქვთ რწმენასთან, როგორც პუტინს - დემოკრატიასთან.
ტიპი დუნკან მაკლაუდია იმენა

Posted by: არწივი9 16 Apr 2023, 19:53
Harley Davidson
QUOTE
დუნკან მაკლაუდია

ეს ვინაა შეგვახსენე old.gif

Posted by: Harley Davidson 16 Apr 2023, 19:55
არწივი9
QUOTE
ეს ვინაა შეგვახსენე

არ გამაგიჟო ახლა, ასეთი პატარაც ვერ იქნები :დდ
ჰაილენდერი არ იცი კაცო?
ტოიოტაო არ მითხრა ახლა :დ

Posted by: X Man 16 Apr 2023, 19:55
ringo001
რაც დაწერე იმას ბევრს ვერაფერს დაამატებ, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ესეთი ნაბოზარი წინაპრები გვყოლოდა ქართველების სინსილა არ იქნებოდა დედამიწაზე.

Posted by: არწივი9 16 Apr 2023, 19:56
Harley Davidson
QUOTE
ჰაილენდერი არ იცი კაცო?

არა, აზრზე არ ვარ biggrin.gif

არა, შეიძლება ვიცი და ვერ ვიხსენებ smile.gif რომელიმე ფილმის პერსონაჟია?

Posted by: DATK@ 16 Apr 2023, 19:59
QUOTE (შაქროII @ 16 Apr 2023, 18:40 )
მშვენიერი ეპისტოლეა..აბა რა გინდათ?
კეზერამ და მიშამ გამოგიგზავნათ ეპისტოლე?
ეს კაცი მიშისტ /ზვიადისტებზე საუბრობს


კაი, მეორე მხარეს პროვინციალები იყვნენ, თავიანთი ყელფანდურებით და ზებზრიალა-ცამთქვეფიებით, მაგრამ ამ პატივცემულს ვინ ეკითხება ვინ რისთვისაა გაჩენილი-სოფლისთვის, დაბისთვის თუ ქალაქისთვის?

კიდე კარგად ვართ გადარჩენილები ოთხმოცდაათიანებში facepalm.gif

Posted by: aneri 16 Apr 2023, 20:01
QUOTE (კაძახი @ 16 Apr 2023, 19:24 )
user posted image


..............................


რა გულისამრევი სურათია
მთელი საქართველოა ჩატეული

ფარისევლების ქვეყანა

ამათგან ვინმეს რომ ღმერთის არსებობის სწამდეთ
ვერც გაბედავდნენ ეკლესიაში შესვლას


Posted by: Obser_ver 16 Apr 2023, 20:05
მაქსიმალური მორჩილება, არა აზროვნებას, ჩვენ ვიცით ყველაფერი და ჩვენ გეტყვით რა როგორ არის. თქვენ ნუ უჯერებთ მეცნიერებას, აგერ არის მეცნიერეი რომელიც ამბობს რომ რმერთი არსებობს და რა საჭიროა ძიება. აგერ ვართ ჩვენ, ლოთები, ლუდომანები, ნარკომანები, ყოფილი თუ აქტიური ავაზაკები, თუმცა წვერიანები და კაბიანები და ჩვენ უკეთ ვიცით როგორ უნდა იცხოვროთ, რა ჭამოთ და რა არა, როდის გქონდეთ სექსი და როდის არა, ვინ გიყვარდეთ და ვინ არა, ვის შეაქციოთ ზურგი და ვის არა, ვინ არის თქვენი მტერი და ვინ არის თქვენი მოყვარე. თქვენ სულელები ხართ და უჩვენოდ დაიღუპებით რადგანაც ჩვენ ვიცით ღმერთი როგორ შევაბათ რომ ცოდვები მოგიტევოთ და ჯოჯოხეთში არ მოხვდეთ ოღონდაც თქვენ არ შეწყვიტოთ ბეეე-ბეეე-ბეეე და ყველაფერი კარგად იქნება რომ მოკვდებით მერე.

Posted by: sandrobandro 16 Apr 2023, 20:06
QUOTE (Obser_ver @ 16 Apr 2023, 20:05 )
მაქსიმალური მორჩილება, არა აზროვნებას, ჩვენ ვიცით ყველაფერი და ჩვენ გეტყვით რა როგორ არის. თქვენ ნუ უჯერებთ მეცნიერებას, აგერ არის მეცნიერეი რომელიც ამბობს რომ რმერთი არსებობს და რა საჭიროა ძიება. აგერ ვართ ჩვენ, ლოთები, ლუდომანები, ნარკომანები, ყოფილი თუ აქტიური ავაზაკები, თუმცა წვერიანები და კაბინები და ჩვენ უკეთ ვიცით როგორ უნდა იცხოვროთ, რა ჭამოთ და რა არა, როდის გქონდეთ სექსი და როდის არა, ვინ გიყვარდეთ და ვინ არა, ვის შეაქციოთ ზურგი და ვის არა, ვინ არის თქვენი მტერი და ვინ არის თქვენი მოყვარე. თქვენ სულელები ხართ და უჩვენოდ დაიღუპებით რადგანაც ჩვენ ვიცით ღმერთი როგორ შევაბათ რომ ცოდვები მოგიტევოთ და ჯოჯოხეთში არ მოხვდეთ ოღონდაც თქვენ არ შეწყვიტოთ ბეეე-ბეეე-ბეეე და ყველაფერი კარგად იქნება რომ მოკვდებით მერე.

+1


იმენა ზუტი თარგმანი old.gif

Posted by: vlad923 16 Apr 2023, 20:40
ვერ ვხვდები რას მოელოდით...
მიშა გამოუშვით ,ხომ არ დაწერდნენ..
მშვენივრად იცის ყველამ,რომ თუ ხელისუფლება აირევა - ეკლესიაშიც იქნება დიდი ცვლილებები...
ასევე მოდით გულახდილათ ვთქვათ,რომ ომის შანსი პროცენტულად აიწევს....
ხოდა რა უნდა ეთქვათ???

Posted by: სქაილაინ 16 Apr 2023, 22:28
QUOTE (კაძახი @ 16 Apr 2023, 19:24 )
user posted image


..............................

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


facepalm.gif

...................

Posted by: Obser_ver 16 Apr 2023, 23:55
user posted image

lol.gif lol.gif lol.gif

ერის სხვა ლიდერები სად არიან? თუ მხოლოდ ერთეულები არიან ღირსნი უმაღლეს ქურუმს ეახლონ და მეტრიანი სანთლები დაიჭირონ?

ის ერთი მათგანი, სანთლებთან და ასევე სხვა ადამიანებთან შედარებით ძალიან მაღალია.

Posted by: Wildwesthero 17 Apr 2023, 02:07
vlad923
QUOTE
მშვენივრად იცის ყველამ,რომ თუ ხელისუფლება აირევა - ეკლესიაშიც იქნება დიდი ცვლილებები...


შეგიძლია განავრცო?

Posted by: lashj 18 Apr 2023, 01:54
პატრიარქი ძალიან კარგი ადამიანია და სააღდგომო ეპისტოლეც ძალიან კარგადაა დაწერილი რა დაუწუნეთ
მხოლოდ ეკლესიის მტერი და ბრიყვი ათეისტი თუ დაწერს რომ რაც ეპისტოლეში წერია ეგ ყველაფერი ბოდვაა ...
ბოროტ ხალხს რა დალევს დედამიწაზე .. ბოროტებს ცხოვრების იქით ჯოჯოხეთი ელით თუ არ შეიცვლიან თავიანთ ზნეს და თუ არ შეინანებენ

Posted by: Obser_ver 18 Apr 2023, 11:07
lashj

QUOTE
პატრიარქი ძალიან კარგი ადამიანია და სააღდგომო ეპისტოლეც ძალიან კარგადაა დაწერილი რა დაუწუნეთ
მხოლოდ ეკლესიის მტერი და ბრიყვი ათეისტი თუ დაწერს რომ რაც ეპისტოლეში წერია ეგ ყველაფერი ბოდვაა ...
ბოროტ ხალხს რა დალევს დედამიწაზე .. ბოროტებს ცხოვრების იქით ჯოჯოხეთი ელით თუ არ შეიცვლიან თავიანთ ზნეს და თუ არ შეინანებენ


მართალი ხარ, ილია კარგი ადამიანია, მუდმივად კარგია.
ეს ათეისტები კი ბრიყვები და საზიზღრები არიან, ღირსნი ჯოჯოხეთში ეშმაკებმა ცეცხლზე შემდგარ ადუღებულ გოგირდში ჩაახრჩონ. და მანამდე კი ღირსეულმა მართლმადიდებლებმა ჯერ უნდა გალახონ, თვალები დათხარონ, ენა ამოგლიჯონ და მერე კოცონზე დაწვან, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახელით. ზემოთ კი ჩვენი ძმები ეშმაკები მიხედავენ. ამაში ხომ დიდი გამოცდილება დაგროვდა, ჩვენი წინაპრებმაც ხომ ამგვარი ბრძოლით და გმირობით გადაარჩინეს ღმერთი გაქრობას.

Posted by: lashj 18 Apr 2023, 14:53
Obser_ver
არავინ არავის არ კლავს და ტანჯავს ვინც ეგრე ცეცხლზე დაწვეს და აწამეს კიდეც შერაცხა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად ქეთევან წამებული მაგალითად
თუმცა რა უნდა დაგიწერო გაგებაში არ ხარ რას წერ და რად უნდა გიპასუხო
შეიძლება ხარ ვიღაც ღმერთის და ადამიანების სიძულვილით ავსილი პიროვნება და წერ ათასგვარ სისულელეს და სისაძაგლეს ოღონდაც კი შენივე ზემოთ ნაწერი გაამართლო
ბრიყვს განა რა გაგება აქვს ამ ყველაფერზე

Posted by: IdontIknow 18 Apr 2023, 15:22
ნამდვილი ილიკო კაი ხსნის დაბრედილი იქნება,
ეხლა ისეთრი დროა, სუროგატი რობოტის შექმნა ადვილია.
ხალხსაც ჯერა ამ ბებრის და სხვებიც მდიდრდებიან და ა.შ.
ერთ ებრაელს ორიათასი მონა უნდა ჰავდეს მაშ.
"პროგრამა მარტივია" რობოტი და ილიკო კაკებეშნიკის ხმაზე ჩაწერ მილოცვას , მაინც ვერ დადის დასვრი რობოტი და ამოძრავებინე თავი, მერე წლები გავა და ვვაიმე ნახე ილიკო არ კდება მართლა მესიაა ორია და ათასი სლეობა ახლოს არავინ მიგიშვებს და რავი მოგიქინძეთ დედის სული !

უსათაუროში წავიღებ + იქ მივაწუწო ნაროდს.

Posted by: lashj 18 Apr 2023, 15:32
IdontIknow
რასაც თქვენ წერთ არის უბრალოდ სისულელე და გაგებაში არ ხართ რაცაა რატომ ფიქრობთ ცუდს და ცუდს წერთ ილიაზეც იმიტომ რომ თქვენ თვითონ ხართ ცუდი ადამიანი და ილუზორულ და რაღაც
სულელურს მოიფიქრებთ და აფრქვევთ აქ .. წერთ აბსოლიტურ სისულელეს გაგებაში არ ხართ ვფიქრობ როგორი ადამიანები არიან ისინი მეუფეები ილია ეპისკოპოსები მღვდლები ისინი უბრალოდ
კარგი ადამიანები არიან და არა ისეთი როგორც თქვენ ფიქრობთ .. უბრალოდ ყველანაირ ადამიანს აქვს საჭიროებები , მოთხოვნილებები და ასე არიან ისინიც ...ილიაზე ცუდი არ დაწეროთ არ ვარგა თქვენთვისვე
რამ მოგიწამლათ სული ალბათ უქონლობამ ხომ ასეა ... მიდით ღმერთთან შეინანეთ თქვენი ცოდვები იყავით კარგი ადამიანი და იქნებით თქვენც კარგად

Posted by: Obser_ver 18 Apr 2023, 16:56
lashj

QUOTE
თუმცა რა უნდა დაგიწერო გაგებაში არ ხარ რას წერ და რად უნდა გიპასუხო
შეიძლება ხარ ვიღაც ღმერთის და ადამიანების სიძულვილით ავსილი პიროვნება და წერ ათასგვარ სისულელეს და სისაძაგლეს ოღონდაც კი შენივე ზემოთ ნაწერი გაამართლო
ბრიყვს განა რა გაგება აქვს ამ ყველაფერზე


ღმერთის სახელით სალანძღავ სიტყვებს მეუბნები მხოლოდ იმიტომ რომ, მე განსხვავებული გაგება მაქვს სამყაროს აღქმის. შენ ჩემზე აღმატებულად მიგაჩნია ჩემი თავი. კიდევ კარგი 21 საუკუნეში დისტანციურად მაინც შესაძლებელია განსხვავებული აზრის გამოთქმა, თორემ თქვენ, ჩვილი ბავშვების ღმერთებითვის მსხვერპლშემწირველი ქურუმების შთამომავლები და მათი საქმეების გამგრძელებლები ხართ, და სიამოვნებით ცეცხლში დაწვავთ განსხვავებულად მოაზროვნეებთ, ერთხელ და ორჯერ გაუკეთებიათ თქვენს ქურუმებს, რომლებიც სწორედ იმ წიგნიდან შთაგონებულები აკეთებდნენ ამას, რომელისაც თქვენ წმინდა წიგნს ეძახით, და რომლის წაკითხვის შემდეგ, და თქვენი ქურუმების ბჟუტურის მოსმენის შემდეგ მზად ხართ ნებისმიერი გაანადგუროთ, ვინც სხვაგვარად აზროვნებს.

lol.gif lol.gif

რა გეშველებათ, რა დღეში გაქვთ ნერვები, ვითომ ღმერთთან ძმაკაცობთ, და არადა სისხლი გწყურიათ.

Posted by: lashj 18 Apr 2023, 17:33
Obser_ver
რას კაიფობ ვიღაცა ხარ მასე საერთოდ არაა რაც გინდა ის აკეთე კანონის ფარგლებში ვინ დაგიშალა ან ცეცხლზე ვის წვავდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები
ბჟოტიალობ რაღაცას biggrin.gif
ვერ გაგიგია რა დაწერო და რით მიპასუხო
lol.gif

Posted by: IdontIknow 18 Apr 2023, 19:02
QUOTE (lashj @ 18 Apr 2023, 15:32 )
IdontIknow
რასაც თქვენ წერთ არის უბრალოდ სისულელე და გაგებაში არ ხართ რაცაა რატომ ფიქრობთ ცუდს და ცუდს წერთ ილიაზეც იმიტომ რომ თქვენ თვითონ ხართ ცუდი ადამიანი და ილუზორულ და რაღაც
სულელურს მოიფიქრებთ და აფრქვევთ აქ .. წერთ აბსოლიტურ სისულელეს გაგებაში არ ხართ ვფიქრობ როგორი ადამიანები არიან ისინი მეუფეები ილია ეპისკოპოსები მღვდლები ისინი უბრალოდ
კარგი ადამიანები არიან და არა ისეთი როგორც თქვენ ფიქრობთ .. უბრალოდ ყველანაირ ადამიანს აქვს საჭიროებები , მოთხოვნილებები და ასე არიან ისინიც ...ილიაზე ცუდი არ დაწეროთ არ ვარგა თქვენთვისვე
რამ მოგიწამლათ სული ალბათ უქონლობამ ხომ ასეა ... მიდით ღმერთთან შეინანეთ თქვენი ცოდვები იყავით კარგი ადამიანი და იქნებით თქვენც კარგად

მე არაფერი მომიფქრებია უკვე მოფიქრებული.
აქ ამ ფილმშიც არის "რობოტი სუროგატი რელიგიური წინამძღოლი" ხალხი ყავს დაბოლებული
რობოტს იასნა სხვა მართავს yes.gif სადაც "ხელოვნური ინტელექტია" იქ ყველაფერი შეიძლება და "ლივეც" თუ გათიშეს მერე ნახე yes.gif

ყველაზე საღი აზრის მოსმენა არასდროს არ უნდა ადამიანს
ახლოს არავინ მიგიშვებს, თუ ვინმე მივა "მსახიობი" როგორც მთვარეზე გაფრენა და ვითომ ცეცხლის გადმოსვლა.
ვახ საშიშია თქვენაირ ხალხთან თანაცხოვრება.... რების გჯერათ. მიწაზე დაეშვით. უკვე ხელოვნური ინტელექტი ნახატებს და პოემებს წერს და ა.შ. და თქვენ რების გჯერათ ჩემი.... cry.gif

user posted image

Posted by: Nketia1983 18 Apr 2023, 19:08
ძლიერი ეპისტოლეა, მაგარია ილია მეორე ბრძენია ბრაო

Posted by: Mr_Crowley 18 Apr 2023, 19:14
sandrobandro
QUOTE
პატრიარქმა რაის ეპისტოლე უნდა დაწეროს ბიჭო ხო არ ღადაობთ თქვენ, ვეღარ ლაპარაკობს ფაქტიურად
ეპისტოლეს რაც შეეხბეა, აბა ომი გინდათ ეპისტოლე იყო იმენა, რთული პერიოდი და რუსეთს წითელი კნოპკააკ და ჯობია ცუმად ვიყოთ ბაზარი

არასოდეს წამიკითხვას ცხოვრებაში ეპისტოლე, ამასაც ალაგ-ალაგ გადავავლე თვალი. ხოდა იგივე შთაბეჭდილება დამრჩა მეც... პრო რუსული ეპისტოლეა.

Posted by: IdontIknow 18 Apr 2023, 19:15
QUOTE (Mr_Crowley @ 18 Apr 2023, 19:14 )
sandrobandro
QUOTE
პატრიარქმა რაის ეპისტოლე უნდა დაწეროს ბიჭო ხო არ ღადაობთ თქვენ, ვეღარ ლაპარაკობს ფაქტიურად
ეპისტოლეს რაც შეეხბეა, აბა ომი გინდათ ეპისტოლე იყო იმენა, რთული პერიოდი და რუსეთს წითელი კნოპკააკ და ჯობია ცუმად ვიყოთ ბაზარი

არასოდეს წამიკითხვას ცხოვრებაში ეპისტოლე, ამასაც ალაგ-ალაგ გადავავლე თვალი. ხოდა იგივე შთაბეჭდილება დამრჩა მეც... პრო რუსული ეპისტოლეა.

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif აქ გეთანხმები, იმ თემაში ვერა gigi.gif 2kiss.gif

Posted by: Nketia1983 18 Apr 2023, 20:47
უძლიერესი ეპისტოლეა ძმაუუ

ბასილი დიდის შეშურდებოდა

Posted by: Obser_ver 20 Apr 2023, 19:03
lashj

QUOTE
რას კაიფობ ვიღაცა ხარ მასე საერთოდ არაა რაც გინდა ის აკეთე კანონის ფარგლებში ვინ დაგიშალა ან ცეცხლზე ვის წვავდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები
ბჟოტიალობ რაღაცას
ვერ გაგიგია რა დაწერო და რით მიპასუხო


- გაგებაში არ ხარ რას წერ
- შეიძლება ხარ ვიღაც ღმერთის და ადამიანების სიძულვილით ავსილი პიროვნება
- ბრიყვს განა რა გაგება აქვს ამ ყველაფერზე
- ბჟოტიალობ რაღაცას

ღმერთის ძმაკაცი კაცი, რომელიც "სიყვარულის" და "სიკეთის", ასევე "სისპეტაკის", "უცოდველობის" განსახიერება გგონია თავი, და ზემოთ დავწერე 4 ფრაზა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის შეურცხმყოფელია. თუმცა შენ, ღმერთის ძმაკაცი თამამად ისვრი მსგავს ფრაზებს ჩემსკენ, სრულიად უცნობი ადამიანისკენ, მხოლოდ იმიტომ რომ, ეკლესიის (იქ მყოფი ადამიანების) ქცევებზე გამოვხატავ აზრს.
მსგავსი ქცევები ჩემთვის მაგალითია რელიგიის ადამიანზე მავნე გავლენისა, და ფაქტად ვიღებ როგორც რელიგიური პროპაგანდის ხიფათისშემცველ უნარს დააზომბიროს ადამიანი, და გახადოს აგრესიული გარშემომყოფთათვის, და ზოგადად სახელწმიფოსთვის. თანაც ეს აგრესია მიმართულია თანამოქალაქეების მიმართ, და არა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტების მიმართ, რომლებსაც ერთმორწმუნედ მიიჩნევენ და გვერდში უდგანან და მხარს უჭერენ.
სწორედ მსგავსი ხედვების პროპაგანდის შედეგად ყალიბდებიან (ზომბები) ქვეყნის მოღალატეები და ოკუპანტთან კოლაბორანტები.

Posted by: lashj 20 Apr 2023, 19:38
Obser_ver
ჯობია დაწვე ფსიქიატრიულში ნერვები დაიწყნარო და წამალი დალიო ... ღმერთზე აგდებულად წერდი ვინც არ უნდა იყო და შეურაცხოფას აყენებდი რა გგონია თავი
წადი წამალი დალიე ჯობია

Posted by: Obser_ver 20 Apr 2023, 19:58
lashj

QUOTE
Obser_ver
ჯობია დაწვე ფსიქიატრიულში ნერვები დაიწყნარო და წამალი დალიო ... ღმერთზე აგდებულად წერდი ვინც არ უნდა იყო და შეურაცხოფას აყენებდი რა გგონია თავი
წადი წამალი დალიე ჯობია


lol.gif lol.gif

შენ მგონი შენი გამოცდილებიდან იძლევი რჩევებს, ხომ ასეა?

ანუ უკვე იწექი ფსიქიატრიულში და წამლებიც ყლაპე ბლომად?

რომელ წამალს მირჩევ, ბარეღამ ესეც გამოაყოლე.

Posted by: დათიკო 20 Apr 2023, 20:16
lashj
QUOTE
ჯობია დაწვე ფსიქიატრიულში

Obser_ver
QUOTE
ანუ უკვე იწექი ფსიქიატრიულში და წამლებიც ყლაპე ბლომად?

ორივეს გაფრთხილებთ. პირადულში ნუ გადახვალთ. ვერ შეძლებთ დიალოგის გაგრძელებას.

Posted by: Saturnus 21 Apr 2023, 07:42
lashj
QUOTE
ღმერთზე აგდებულად წერდი ვინც არ უნდა იყო და შეურაცხოფას აყენებდი რა გგონია თავი


ადამიანები იმსახურებენ ზოგადად პატივისცემას. იდეები არ იმსახურებენ მაგას! და ეგ შენი ებრაული მითოლოგიის პერსონაჟი ვაჟიშვილი დურგალიც ერთერთი ეგეთი იდეაა.

user posted image

Posted by: Streetlight 21 Apr 2023, 10:21
QUOTE (lashj @ 20 Apr 2023, 19:38 )
ღმერთზე აგდებულად წერდი ვინც არ უნდა იყო და შეურაცხოფას აყენებდი რა გგონია თავი
წადი წამალი დალიე ჯობია

ღმერთი არ არსებობს

ახლა გინდა ახტი, გინდა დახტი war.gif

Posted by: Caucasusoul 22 Apr 2023, 21:26
ღმერთი არსებობს მარტო ჩემთვის სხვა ყველა ტუფტაობს როგორც გინდა გაიგეთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)