Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საერთაშორისო პოლიტიკა > თურქეთის საპარლამენტო არჩევნები...


Posted by: 098 12 Jun 2011, 23:42
მეზობელ თურქეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პროისლამისტურმა პარტიამ გაიმარჯვა და დიდი შანსია (მე ვიტყოდი საფრთხე) რო ორი მესამედი ითრიონ ადგილების სკანონმდებლო ორგანოში რაც მათ საშუალებას მიცემს დაუბრკოლებლად შეცვალონ კონსტიტუცია...
არ მეგონა თავის დროზე ეს რედჟეპ ტაიიპ ერდოღანი ამდენს თუ გაქაჩავდა...მარა როგორც ჩანს თურქეთში მომძლავრდა პროისლამისტური განწყობები...
განვიხილოთ რას გვიქადის უახლოესი მეზობლის და ამ ეტაპზე მოკავშირის (ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორის) ეს ცვლილებები...

Posted by: markes 13 Jun 2011, 00:02
098
QUOTE
მეზობელ თურქეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პროისლამისტურმა პარტიამ გაიმარჯვა და დიდი შანსია (მე ვიტყოდი საფრთხე) რო ორი მესამედი ითრიონ ადგილების სკანონმდებლო ორგანოში რაც მათ საშუალებას მიცემს დაუბრკოლებლად შეცვალონ კონსტიტუცია...

ეხლა ვუსმენდი - 53% აიღეს
ეს ბევრია?

Posted by: benjamen glonti 13 Jun 2011, 00:12
შეცვლიან საპრეზიდენტოთი, ერდოგანისთვის სამომავლოდ, არჩევნებს კი არ აუქმებენ.

ეგ პარტიაა 10 წელი სათავეში. დიდი არაფერი შეიცვლება.

Posted by: 098 13 Jun 2011, 00:13
markes
QUOTE
ეხლა ვუსმენდი - 53% აიღეს ეს ბევრია?

ბევრია, მაგრამ საგანგაშო 62%-ია...
თუმცა არაა გამორიცხული ისეთი ალიანსები შეკრან რო მაგდენიც გამოუვიდეთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების შესატანად...

Posted by: იეღოვა 13 Jun 2011, 00:21
სომხებმა იკითხონ ჩვენ კიდე რა გვიჭირს შედარებით უკეთესად ვართ

Posted by: Dave 13 Jun 2011, 12:03
098

ზოგადად მათი მიმართულება არის არა იმდენად ისლამიზმი, რამდენადაც იმპერიალიზმი. თურქეთი უკვე არის დამოუკიდებლად მოქმედი ძალა და გავლენის გაზრდასაც აპირებს. სასურველად გავლენის გავრცელების მშვიდობიანი გზები მიაჩნიათ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვალეს, ჩათლახობაზეც არ იტყვიან უარს მეზობლების მიმართ. ისლამის პოლიტიკური როლის გაზრდა არის მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ საქმეში, არა თვითმიზანი.

Posted by: zukita 13 Jun 2011, 15:05
თურქეთი ისევ ის თუქეთიააა
რუსეთი ისევ ის რუსეთია
საქართველო კიდე.....

Posted by: death85 13 Jun 2011, 15:51
QUOTE
პროისლამისტურმა პარტიამ გაიმარჯვა


2007-იც მაგათ არ მოიგეს? მართლია 50 %-მდე აიღეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს თურქეთს მაინც სამხედროები აკონტროლებენ და ნაკლებად სავარაუდოა მათ თურქეთში რადიკალური ისლამისტური ტენდენციები დაუშვან, პრინციპში არც არის ერდოგანი რადიკლაი ისლამისტი.

Posted by: stafster 13 Jun 2011, 17:03
ნახე რუსი გოგოები როგორ შეწუხებულან თურქებით.... http://www.facebook.com/group.php?gid=6223528970 biggrin.gif

ისე რა საზიზღარი ნაროდია არავის არ ევასება თურქები

Posted by: markes 13 Jun 2011, 19:56
49% აუღიათ
.................................................

Posted by: mchreli 13 Jun 2011, 23:18
QUOTE (Dave @ 13 Jun 2011, 12:03 )
098

ზოგადად მათი მიმართულება არის არა იმდენად ისლამიზმი, რამდენადაც იმპერიალიზმი. თურქეთი უკვე არის დამოუკიდებლად მოქმედი ძალა და გავლენის გაზრდასაც აპირებს. ისლამის პოლიტიკური როლის გაზრდა არის მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ საქმეში, არა თვითმიზანი.

yes.gif

აშშ-ს დაუპირისპირდებიან და ეს კარგია

Posted by: Retinues Verify 14 Jun 2011, 11:27
ერდოღანის პარტიას პარლამენტში ადგილების რაოდენობა შეუმცირდა ხო ამ არჩევნების შედეგად?

ვინმეს შეიგიძლიათ თქვათ ერდოღანსა და თურქ სამხედროებს შორის როგორი ურთიერთობაა? მუდმივად შეთქმულებების საფუძველზე რომ იჭერენ ყოფილ სამხედროებს ალბათ არ იქნებიან დიდი მეგობრები.

Posted by: gvaska 14 Jun 2011, 13:40
ცვლილებების დროა smile.gif

ITALIAN PM 'SHOULD RESIGN' AFTER REFERENDUM RESULT
http://www.lifeinitaly.com/news/en/145224

Posted by: salvatore 14 Jun 2011, 14:12
Retinues Verify
QUOTE
ვინმეს შეიგიძლიათ თქვათ ერდოღანსა და თურქ სამხედროებს შორის როგორი ურთიერთობაა? მუდმივად შეთქმულებების საფუძველზე რომ იჭერენ ყოფილ სამხედროებს ალბათ არ იქნებიან დიდი მეგობრები.

2010-ის რეფერენდუმისა და მანამდე ერგენექონის ამბების მერე,რაღაც არა მგონია სამხედროებს გადატრიალების თავი ჰქონდეთ,სამხედრო სასამართლოს უფლებები შეეკვეცა და სამოქალაქო პირების არასაომარ სიტუაციაში გასამართლება აეკრძალა,თავის მხრივ სამოქალაქო სასამართლოს სამხედროებისათვის წოდების აყრა და მათი გასამართლება უკვე შეუძლია;შესაბამისად მენდერესის ამბავი აღარ განმეორდება.(ადნან მენდერესი-თურქეთის პრემიერ-მინისტრი,1961 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ,სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოახრჩეს),ამას გარდა ფინანსური დამოუკიდებლობა შეუზღუდეს ჯარს,ბევრი ოფიცერიც,ძირითადად სეკულარისტები და ქემალისტები,ერგენექონთან ნამდვილი ან გამოგონილი კავშირის გამო ჩააყუდეს/პენსიაზე გაუშვეს.

Posted by: Solveig 14 Jun 2011, 15:51
mchreli
QUOTE
აშშ-ს დაუპირისპირდებიან და ეს კარგია

კარგი რითაა მაინც?

Posted by: mchreli 14 Jun 2011, 18:44
QUOTE (Solveig @ 14 Jun 2011, 15:51 )
mchreli
QUOTE
აშშ-ს დაუპირისპირდებიან და ეს კარგია

კარგი რითაა მაინც?

აშშ-ს მოკავშირედ დავრჩებით ჩვენ smile.gif

Posted by: kavkazski_lev 14 Jun 2011, 19:18
098

ერთის მხრივ, თურქებს სურვილი აქვთ გააძლიერონ ისლამი, მეორესმხრივ კი არ სურთ იმ კომფორტის დაკარგვა, რაც საერო რეჟიმის პირობებში გააჩნიათ. თან თურქეთში ბოლო დროს ოსმალეთის რეაბილიტაციის ტენდენციები შეიმჩნევა. თუკი წინად ოსმალეთი სიბნელესთან ასოცირდებოდა, დღეს ტელევიზიით, პრესით... მიდის ოსმალეთის წარმოჩენა, როგორც თურქეთის დიდების ზენიტის.

რაც შეეხება აშშ-ს, იმედია ეს ბიჭები რამეს მოუხერხებენ თურქეთს http://www.jamestown.org/ . ჩვენთვის იდეალური იქნება ქურთული სეპარატიზმის აქტიურ ფაზაში გადასვლა. ამით ღრუსეთის კავკასიიდან გასვლის შემთხვევაში არ გვექნება მისი თურქეთით ჩანაცვლების შიში.

Posted by: mchreli 14 Jun 2011, 21:20
QUOTE (kavkazski_lev @ 14 Jun 2011, 19:18 )
098

ერთის მხრივ, თურქებს სურვილი აქვთ გააძლიერონ ისლამი, მეორესმხრივ კი არ სურთ იმ კომფორტის დაკარგვა, რაც საერო რეჟიმის პირობებში გააჩნიათ. თან თურქეთში ბოლო დროს ოსმალეთის რეაბილიტაციის ტენდენციები შეიმჩნევა. თუკი წინად ოსმალეთი სიბნელესთან ასოცირდებოდა, დღეს ტელევიზიით, პრესით... მიდის ოსმალეთის წარმოჩენა, როგორც თურქეთის დიდების ზენიტის.

რაც შეეხება აშშ-ს, იმედია ეს ბიჭები რამეს მოუხერხებენ თურქეთს http://www.jamestown.org/ . ჩვენთვის იდეალური იქნება ქურთული სეპარატიზმის აქტიურ ფაზაში გადასვლა. ამით ღრუსეთის კავკასიიდან გასვლის შემთხვევაში არ გვექნება მისი თურქეთით ჩანაცვლების შიში.

yes.gif

...............................................................................................

Posted by: Dave 15 Jun 2011, 03:25
ქურთები ადრე თუ გვიან გამოეყოფიან თურქეთს. მაგრამ ჩვენ, ეხლანდელი თაობა, ამას შესაძლოა ვერ მოვესწროთ, განსხვავებით რუსეთის დაშლისაგან. ასე რომ გარკვეული პერიოდი რუსეთის დაცემის შემდეგ მოგვიწევს თურქეთის დომინირების პირობებში ცხოვრება.

Posted by: manchoo 15 Jun 2011, 07:58
QUOTE
მეზობელ თურქეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პროისლამისტურმა პარტიამ გაიმარჯვა და დიდი შანსია (მე ვიტყოდი საფრთხე) რო ორი მესამედი ითრიონ ადგილების სკანონმდებლო ორგანოში რაც მათ საშუალებას მიცემს დაუბრკოლებლად შეცვალონ კონსტიტუცია...
არ მეგონა თავის დროზე ეს რედჟეპ ტაიიპ ერდოღანი ამდენს თუ გაქაჩავდა...მარა როგორც ჩანს თურქეთში მომძლავრდა პროისლამისტური განწყობები...
განვიხილოთ რას გვიქადის უახლოესი მეზობლის და ამ ეტაპზე მოკავშირის (ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორის) ეს ცვლილებები...


სამწუხაროა. კარგ არაფერს გვიქადის.

QUOTE
პრინციპში არც არის ერდოგანი რადიკლაი ისლამისტი.


სასაცილოა.

Posted by: ZviZvi 16 Jun 2011, 17:31
QUOTE
ასე რომ გარკვეული პერიოდი რუსეთის დაცემის შემდეგ მოგვიწევს თურქეთის დომინირების პირობებში ცხოვრება.

ეგ გარკვეული პერიოდი გაურკვეველი ვადით შეიძლება გახანგრძლივდეს
მერე ნახავთ რაც არის თურქის დომინირება, მაგრამ მერე გვიან იქნება


Posted by: exploit 18 Jun 2011, 17:24
ისე საკმაოდ მწირი ინფორმაციები იდება ფორუმზე თურქეთის შესახებ
მაინტერესებს ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით რა მდგომარეობაა თურქეთში

რატომღაც მგონია რომ რუსეთზე ადრე დაშლიან მაგ ქვეყანას
20 საუკუნის დასაწყისში ევროპის ბობოლა ქვეყნებმა ბოლომდე ვერ თუ არ მოუყომარეს საქმე

Posted by: bosslion 21 Jun 2011, 19:11
Dave
QUOTE
ზოგადად მათი მიმართულება არის არა იმდენად ისლამიზმი, რამდენადაც იმპერიალიზმი. თურქეთი უკვე არის დამოუკიდებლად მოქმედი ძალა და გავლენის გაზრდასაც აპირებს. სასურველად გავლენის გავრცელების მშვიდობიანი გზები მიაჩნიათ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვალეს, ჩათლახობაზეც არ იტყვიან უარს მეზობლების მიმართ. ისლამის პოლიტიკური როლის გაზრდა არის მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ საქმეში, არა თვითმიზანი.


თქვა კიდე ერგოდანმა რომ ჩვენი სტამბულში გამარჯვება სარაევოს ან ბეირუთის გამარჯვებაცააო. ერთი ბათუმი არ უხსენებია wink.gif

Posted by: Liverpool Forever 21 Jun 2011, 19:18
kavkazski_lev
QUOTE
ერთის მხრივ, თურქებს სურვილი აქვთ გააძლიერონ ისლამი, მეორესმხრივ კი არ სურთ იმ კომფორტის დაკარგვა, რაც საერო რეჟიმის პირობებში გააჩნიათ. თან თურქეთში ბოლო დროს ოსმალეთის რეაბილიტაციის ტენდენციები შეიმჩნევა. თუკი წინად ოსმალეთი სიბნელესთან ასოცირდებოდა, დღეს ტელევიზიით, პრესით... მიდის ოსმალეთის წარმოჩენა, როგორც თურქეთის დიდების ზენიტის.

რაც შეეხება აშშ-ს, იმედია ეს ბიჭები რამეს მოუხერხებენ თურქეთს http://www.jamestown.org/ . ჩვენთვის იდეალური იქნება ქურთული სეპარატიზმის აქტიურ ფაზაში გადასვლა. ამით ღრუსეთის კავკასიიდან გასვლის შემთხვევაში არ გვექნება მისი თურქეთით ჩანაცვლების შიში.

კავკასიაში შეიძლება გაბატონდეს სამი ძალა:
რუსეთი
თურქეთი
ირანი.

ამერიკას თავისი თავი გასჭირვებია საწყალ თალიბანს ვერაფერს ვერ უხერხებს და პატარა ლიბიას ვერ მოაშორა ის ლიდერი რომელი ხალხს უყვარს (ეხლა აქ ძალაინ გთხოვთ ვიღაც ამერიკელი დემაგოგების შეთხზილი სისულელეები არ დამიდოთ).ამერიკა ნელ ნელა თმობს პოზიციებს მსოფლიოში და მის ადგილს იკავებენ ისლამისტები. ისლამის შეჩერება ერთადერთი შეიძლება შესძლოს ჩინეთმა და ალბათ შესძლებს კიდევაც მაგრმა მანამდე ჯერ ამერიკას მოუხაზავენ მაოს ბიჭები ბოლომდე,ნუ რუსეთის ისედაც მოთხრილია.უახლოეს 50 წელიწადში მსოფლიოში გაბატონდება 2 ძალა:ჩინეთი და ისლამური ქვეყნები. გეიევროპა რომ მრავალი ფაქტორის გამო ისლამის შემჩერებელი არ არის ეგ ფაქტია.

რას მოგვიტანს ეს ცვლილებები?
არც არაფერს.1 დამპყრობელს მეორე ჩაანაცვლებს.
თუ ეხლა არიან რუსეთი და ამერიკა მომავალში იქნებიან, ისლამისტები და ჩინელები.
განსხვავება არ არის.

Posted by: არწივი9 21 Jun 2011, 21:43
QUOTE
ამერიკა ნელ ნელა თმობს პოზიციებს მსოფლიოში და მის ადგილს იკავებენ ისლამისტები

ძალიან საეჭვოა ეს მოხდეს, ჩამორჩენილი ქვეყნებია და ამერიკის/დასავლეთის 1 % არ არიან, მაგრამ საფრთხე მაინც არის, ამიტომ სასურველია ისლამური სამყარო სამუდამოდ აღიგავოს დედამიწის ზურგიდან.


QUOTE
ჩვენთვის იდეალური იქნება ქურთული სეპარატიზმის აქტიურ ფაზაში გადასვლა

+1
მართლა კარგი ვარიანტი იქნება ერთიანი ქურთისტანი რომელიც სამი შხამის-თურქეთის, არაბული სამყაროს და ირანის საწინააღმდეგო იქნება.

თურქეთი კი თუ ძალიან გათავხედდა მაშინ ჩვენ, სომხებს, ქურთებს და ბერძნებს მოგვიწევს მივხედოთ მათ, ალბათ ამერიკის მხარდაჭერით



Posted by: giorgivachadze 22 Jun 2011, 11:11
არწივი9
QUOTE
ძალიან საეჭვოა ეს მოხდეს, ჩამორჩენილი ქვეყნებია და ამერიკის/დასავლეთის 1 % არ არიან, მაგრამ საფრთხე მაინც არის, ამიტომ სასურველია ისლამური სამყარო სამუდამოდ აღიგავოს დედამიწის ზურგიდან.

იქით არ აღგავონ ისლამურმა ქვეყნებმა დასავლეთი...

QUOTE
თურქეთი კი თუ ძალიან გათავხედდა მაშინ ჩვენ, სომხებს, ქურთებს და ბერძნებს მოგვიწევს მივხედოთ მათ, ალბათ ამერიკის მხარდაჭერით

საამისო რა ისმის ჯერ? ჯერჯერობით არავინ მაგათი ხელის მხლებელი არ ჩანს... ან როგორ უნდა მოუარონ? დაშალონ?

Posted by: Liverpool Forever 22 Jun 2011, 12:25
არწივი9
QUOTE
ძალიან საეჭვოა ეს მოხდეს, ჩამორჩენილი ქვეყნებია და ამერიკის/დასავლეთის 1 % არ არიან, მაგრამ საფრთხე მაინც არის, ამიტომ სასურველია ისლამური სამყარო სამუდამოდ აღიგავოს დედამიწის ზურგიდან.


რაღაც ლოგიკას ხომ უნდა დაემორჩილოს ეს სამყარო?
ყველაფრის დრო-მთავრდება.
ისლამური სამყაროს გაერთიანება რაც აქტიურად მიმდინარეობს და მე ვიტყოდი გადამწყვეტ ფაზაშია ბოლოს მოუღებს მასონების სწრაფვას მსოფლიოს ბატონობისკენ.

QUOTE
ამერიკის/დასავლეთის 1 % არ არიან,

ნ ა ვ თ ო ბ ი !! ისლამური სამყარო რომ უმდიდრესია მაგაში ეჭვი ერთი შენ გეპარება მგონი.
ტექნიკა კი მშვენიერი აქვს. იგივე თურქეთს,იგივე ირანს, იგივე ეგვიპტეს. პაკისტანზე ხომ საერთოდ არ ვლაპარაკობ.
giorgivachadze
QUOTE
იქით არ აღგავონ ისლამურმა ქვეყნებმა დასავლეთი...

+++
იმის შანსი რომ ისლამური სამყარო აღიგავოს არის 0%-ის ტოლი.
აი დასავლეთს რომ მოეტყვნება გამჩენი ეგ ფაქტია.
ავღანეთს მოუხერხა რამე?ვერა.
ლიბიაში გადმოაგდო გმირი კადაფი?Yლე ვერ მოსჭამა.
ირანს ამდენი წელია Yლეს ვერ ჭამს.

ნუ იმ სისულელეზე რომ ისლამური სამყარო ჩამორჩენილია პასუხის გაცემა მართლაც არ ღირს.
ისლამისტებს რომც მოურონ დედის სახეს დააფარებს თავზე ჩინეთი გასწრებულ ევროპას თავზე.

ეხლა თუ რაიმე სასწაული მოხდა არ ვიცი მაგრამ ამერიკული იმპერიალიზმი (მე ჩემი სიტყვებით ვიტყოდი Yლეობა) საკმაოდ სწრაფი ტემპებით თმობს პოზიციას.

რუსეთში მოსახლეობის რაოდენობით ჩინელები და მუსლიმანები დგანან პირველ ადგილზე რაც ძალიან კარგია.
რაც უფრო გაძლიერდებიან ეგ ორი ძალა მით უკეთესი ჩვენთვის. რაც მალე განადგურდებიან მასენები მით უფრო დიდი შანსი იქნება იმისა რომ ამ ქვეყანას ეშველოს.

რა სჭირდებათ ჩინელებს/ისლამისტებს?
ჭკუა-აქვთ
ფული- თავზე საყრელად.
ტექნიკა-აქვთ.
აი დასავლეთს რა ჩემი Yლე აქვს გარდა "დემოკრატიისა" და ტყუილზე დამყარებული იმპერიისა მე ვერ გავიგე.საბედნიეროდ გამოფხიზლდა ხალხი უკვე და ეგ ტყუილზე აგებული იმპერია ძალიან მალე ჩაბარდება ისტორიას.

არწივი9
QUOTE
თურქეთი კი თუ ძალიან გათავხედდა მაშინ ჩვენ, სომხებს, ქურთებს და ბერძნებს მოგვიწევს მივხედოთ მათ, ალბათ ამერიკის მხარდაჭერით

ეგ არ მოხდება 3 მიზეზის გამო:
1)მაგის ტრაკი უკვე ამერიკას აღარ აქვს,ნატოს მითუმეტეს.
2) ამ სამი ჩამოთვილილის გაერთიანების შანსი არის 0%-ის ტოლი.იკითხე რამდენი კაცი იქნება თანახმა ჩვენი ნომერ 1 მტრის (სომხებს ვგულისხმობ)გვერდზე ბრძოლაზე? მე პირადად მოვკვდები და მაგაზე არ წავალ.
3) თურქეთი-ირანი-აზრბაიჯანის კოალიცია(თავი რომ დავანებოთ სხვა ძლიერ ისლამურ სახელმწიფოებს) სამივე ქვეყანას
მოანატრებს ირან-ოსმალეთის შემოსევებს.

ისალმური სამყაროს ერთადერთი შემაჩერებელი ძალა არიან ჩინელები. მაგრამ მანამდე მაოს ბიჭები დასავლეთს მოთხრიან ძირფესვიანად და მაგათ მერე მიხედავენ.

Posted by: giorgivachadze 22 Jun 2011, 15:25
Liverpool Forever
QUOTE
აი დასავლეთს რომ მოეტყვნება გამჩენი ეგ ფაქტია.

დასავლეთის უბედურება ისაა, რომ მისსავე მიერ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას თავად უთხრის ძირს. ის, რასაც ქადაგებს და იდეალად წარმოაჩენს, სინამდვილეში განხორციელებულთან დიდი ვერაფერი საერთო არ აქვს(თავად დასავლური იდეები რამდენად მისაღებია ცალკეულ გამოვლინებებში, ეგეც ცალკე მსჯელობის საკითხია). ისევე როგორც უპრინციპო და უპასუხისმგებლო საშინაო პოლიტიკას მოსდევს სახელმწიფოს რყევა, მსოფლიო წესრიგსაც წყალი შეუდგება, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგივე რეჟიმში აგრძელებს მსოფლიო მოქმედებას. როდესაც ბევრს წარმოუდგენია მაჰმადიანები, როგორც მხოლოდ აგრესიული სამყაროს წარმომადგენლები, ხანდახან უნდა დავფიქრდეთ, მათ ადგილზე დავაყენოთ ჩვენი თავი და ვიპოვნით მიზეზებსაც, ასე რატომ სძულთ დასავლური სამყარო...

არ შეიძლება ამ დროს არ გავიხსენოთ თუნდაც ოსვალდ შპენგლერი, რომელმაც დატოვა საკმაოდ ღრმა ნააზრევი "ევროპის დაისის" სახით...

Posted by: არწივი9 22 Jun 2011, 17:25
giorgivachadze
QUOTE
იქით არ აღგავონ ისლამურმა ქვეყნებმა დასავლეთი...

ეს მხოლოდ მათ იმპოტენტურ ოცნებებშია შესაძლებელი
აგერ, რამდენი ათეული წელიწადია ერთი პატარა ისრაელი ვერ მოუსპიათ, საამისოდ გაერთიანებაც ვერ მოუხერხებიათ და რომელ დასავლეთს მოსპობენ?

QUOTE
საამისო რა ისმის ჯერ?

ჯერ არაფერი
მანდ მომავალზეა საუბარი

Liverpool Forever
QUOTE
რაღაც ლოგიკას ხომ უნდა დაემორჩილოს ეს სამყარო?
ყველაფრის დრო-მთავრდება.

კი, ისლამურისაც მათ შორის


QUOTE
ისლამური სამყაროს გაერთიანება რაც აქტიურად მიმდინარეობს

მსგავსი არაფერი ხდება, რამდენი ისლამური სახელმწიფოც იყო ვთქვათ ნახევარი საუკუნის წინ იმდენივეა ახლა და გაერთიანებული კი მე ჯერ არცერთი არ მინახავს.
ისლამური კი არა, არაბული სამყარო (ერთი ენა აქვთ ბოლოსდაბოლოს!) არ/ვერ ერთიანდება (თუნდაც ისრაელის წინააღმდეგ), თურქულენოვანი ქვეყნები (მსგავსი ენები აქვთ) არ/ვერ ერთიანდებიან და ამ დროს ისლამური ქვეყნების გაერთიანებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ ფანტასტიკაა და მეტი არაფერი
ამასთან-ამ ქვეყნებს ერთმანეთში ქიშპი აქვთ, იმედია მაგალითების ჩამოთვლა არაა საჭირო

QUOTE
რაღაც ლოგიკას ხომ უნდა დაემორჩილოს ეს სამყარო?

რათქმაუნდა და ემორჩილება კიდეც. 50 საუკუნეა რაც ჩვენი ცივილიზაცია არსებობს ძველი ეგვიპტის და შუმერის დროიდან მოყოლებული, ჯერ არავის მოსწრებია რომ სუსტს, ჩამორჩენილს და განუვითარებელს ეძლიოს ძლიერისათვის, განვითარებულისათვის და დაწინაურებულისათვის......


და რაც არ ხდება ის არც მოხდება



QUOTE
ნ ა ვ თ ო ბ ი !! ისლამური სამყარო რომ უმდიდრესია მაგაში ეჭვი ერთი შენ გეპარება მგონი

1. ნავთობი ადრე თუ გვიან გამოილევა როგორც ნებისმიერი სხვა მინერალური რესურსი ამქვეყნად
2. მინერალურ რესურსებზე ქვეყნის სიძლიერის და განვითარებულობის დამყარება მიუთითებს ქვეყნის ჩამორჩენაზე, ადვილი შესაძლებელია რომ შენ ამ აქსიომაზე არაფერი გსმენოდეს აქამდე, მაგრამ ეს ასეა. ეს იმას ნიშნავს რომ შენ ფულს შოულობ იმით რაც გეოლოგიური ფაქტორების გამო მოიპოვება შენს მიწაში მაგრამ თავი არ გიმუშავებს რომ რაღაც შექმნა და განავითარო.....
3. ნავთობი აქვს სხვასაც, მათ შორის ამერიკას (თუ არ ვცდები დაკონსერვებული) და რუსეთს რომელიც ისლამური ქვეყნების რანგში არ გადის.
4. რაც შეეხება "უმდიდრესია"-ს, ეჭვი მეპარება ნამდვილად, მდიდარნი არიან ის ქვეყნები სადაც უშუალოდ მოიპოვება ნავთობი-სპარსეთის ყურეში, თორემ სუდანი და ალჟირი სულაც არ იხრჩობიან სიმდიდრეში

QUOTE
იმის შანსი რომ ისლამური სამყარო აღიგავოს არის 0%-ის ტოლი.

ჰო რა ვიცი, ამერიკა შედის და როგორც ამტკიცებენ ხალხს ხოცავს ერაყში (ორჯერ), ავღანეთში და სხვაგანაც (სომალი, სუდანი), ასე რომ ჯერ ტრაკი აქვს ამერიკას, აი ისლამური ქვეყნების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს მე ვერ ვიხსენებ ჩვენს ეპოქაში

QUOTE
ტექნიკა კი მშვენიერი აქვს. იგივე თურქეთს,იგივე ირანს, იგივე ეგვიპტეს. პაკისტანზე ხომ საერთოდ არ ვლაპარაკობ.

კი რათქმაუნდა, საკუთარი წარმოების (და არა მოპარული) ბირთვული იარაღი, შორი მოქმედების რაკეტები, სუპერკომპიუტერები, ზუსტი მეცნიერებები......ამაში ეტყობა ისლამური ქვეყნები დაწინაურდნენ და მე გამომრჩა ეს ამბავი.....


პ.ს. რომელიმე ავღანელს ხომ არ მიუღია ჯერ ნობელის პრემია ვთქვათ ფიზიკაში? თუ ასეთი მოხდა ნუ დაიზარებ გეთაყვა და მითხარი. ავღანელი კია კოსმოსში ნამყოფი მაგრამ არა მაგ ქვეყნის (და არცერთი ისლამური ქვეყნის!) მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ხარჯზე

QUOTE
ავღანეთს მოუხერხა რამე?ვერა.
ლიბიაში გადმოაგდო გმირი კადაფი?Yლე ვერ მოსჭამა.
ირანს ამდენი წელია Yლეს ვერ ჭამს.

კაი 1 RA
ეს სამი ქვეყანა იქით ვინმეს რამეს ჭამს საერთოდ? მე რომ შენი მოკვლა მინდოდეს და სასტიკად რომ გცემო მაგრამ რომ ვერ მოგკლა ვინ იქნება უფრო ძლიერი-მე თუ შენ? მგონი მე......


QUOTE
რუსეთში მოსახლეობის რაოდენობით ჩინელები და მუსლიმანები დგანან პირველ ადგილზე რაც ძალიან კარგია.

სხვაგან ნურსად გაიმეორებ ამ სისულელეს ხმამაღლა (ფორუმს არა უშავს, აქ არავინ არავის არ იცნობს), ჯერჯერობით მაინც რუსები არიან მანდ უმრავლესობაში

QUOTE
რა სჭირდებათ ჩინელებს/ისლამისტებს?
ჭკუა-აქვთ
ფული- თავზე საყრელად.
ტექნიკა-აქვთ.

ჩინელებს კი, თუმცა ჯერ არც ისე ძალიან ბევრი მაგრამ აქვთ. სხვათაშორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფმოქმედი სუპერკომპიუტერი ჩინურია

QUOTE
აი დასავლეთს რა ჩემი Yლე აქვს გარდა "დემოკრატიისა" და ტყუილზე დამყარებული იმპერიისა მე ვერ გავიგე

თვალები კარგად გაახილე და გაიხსენე სად შექმნეს ყველაფერი ის რის (რასაც შენ ახლა ამწუთას კითხულობ!) გამოც შენ ამ ფორუმზე პოსტავ და ყველაფერი სხვა. აი ისლამურმა რა შექმნა ღირებული ბოლო 5 საუკუნის განმავლობაში ეს არაა საკითხავი-0

QUOTE
2) ამ სამი ჩამოთვილილის გაერთიანების შანსი არის 0%-ის ტოლი.იკითხე რამდენი კაცი იქნება თანახმა ჩვენი ნომერ 1 მტრის (სომხებს ვგულისხმობ)გვერდზე ბრძოლაზე? მე პირადად მოვკვდები და მაგაზე არ წავალ.

შეგვიძლია ჩავატაროთ გამოკითხვა, მე მაგალითად თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში კი წავალ მათთან ერთად

QUOTE
3) თურქეთი-ირანი-აზრბაიჯანის კოალიცია(თავი რომ დავანებოთ სხვა ძლიერ ისლამურ სახელმწიფოებს) სამივე ქვეყანას
მოანატრებს ირან-ოსმალეთის შემოსევებს.

ასეთი კოალიცია ბუნებაში ჯერ არ არსებულა, მეტად დიდია მათ შორის არსებული წინააღმდეგობები


QUOTE
მაოს ბიჭები დასავლეთს მოთხრიან ძირფესვიანად

შენ ამის გეგმაც გექნება მზად და გამაცანი

giorgivachadze
QUOTE
როდესაც ბევრს წარმოუდგენია მაჰმადიანები, როგორც მხოლოდ აგრესიული სამყაროს წარმომადგენლები, ხანდახან უნდა დავფიქრდეთ, მათ ადგილზე დავაყენოთ ჩვენი თავი და ვიპოვნით მიზეზებსაც, ასე რატომ სძულთ დასავლური სამყარო

შური

Posted by: Liverpool Forever 22 Jun 2011, 17:43
არწივი9
QUOTE
მსგავსი არაფერი ხდება, რამდენი ისლამური სახელმწიფოც იყო ვთქვათ ნახევარი საუკუნის წინ იმდენივეა ახლა და გაერთიანებული კი მე ჯერ არცერთი არ მინახავს.

biggrin.gif
ირანი,ლიბანი. ესენი უკვე ცნობილია. კარგი ურთიერთობაა ირანსა და თურქეთს შორის ასევე სირიას შორის.
გავაგრძელო?

QUOTE
რათქმაუნდა და ემორჩილება კიდეც. 50 საუკუნეა რაც ჩვენი ცივილიზაცია არსებობს ძველი ეგვიპტის და შუმერის დროიდან მოყოლებული, ჯერ არავის მოსწრებია რომ სუსტს, ჩამორჩენილს და განუვითარებელს ეძლიოს ძლიერისათვის, განვითარებულისათვის და დაწინაურებულისათვის......

სუსტი რატომ არიან ისლამისტები ვერ გავიგე biggrin.gif
ეხლა არ მითხრა რაოდენობა არაფერს არ ნიშნავს მთავარი ხარისხიაო.

QUOTE
2. მინერალურ რესურსებზე ქვეყნის სიძლიერის და განვითარებულობის დამყარება მიუთითებს ქვეყნის ჩამორჩენაზე, ადვილი შესაძლებელია რომ შენ ამ აქსიომაზე არაფერი გსმენოდეს აქამდე, მაგრამ ეს ასეა. ეს იმას ნიშნავს რომ შენ ფულს შოულობ იმით რაც გეოლოგიური ფაქტორების გამო მოიპოვება შენს მიწაში მაგრამ თავი არ გიმუშავებს რომ რაღაც შექმნა და განავითარო.....

ისე თუ ასე ეგ რესურსი გარკვეული უპირატესობაა.

QUOTE
ჰო რა ვიცი, ამერიკა შედის და როგორც ამტკიცებენ ხალხს ხოცავს ერაყში (ორჯერ), ავღანეთში და სხვაგანაც (სომალი, სუდანი), ასე რომ ჯერ ტრაკი აქვს ამერიკას, აი ისლამური ქვეყნების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს მე ვერ ვიხსენებ ჩვენს ეპოქაში

ცოტათი განვითარებული ქვეყნები ჩამოგეთვალა. ირანი,თურქეთი და ა.შ

QUOTE
ეს სამი ქვეყანა იქით ვინმეს რამეს ჭამს საერთოდ? მე რომ შენი მოკვლა მინდოდეს და სასტიკად რომ გცემო მაგრამ რომ ვერ მოგკლა ვინ იქნება უფრო ძლიერი-მე თუ შენ? მგონი მე......

ავღანეთს რომ ვერ წასჭამს ქვეყანა ის თურქეთს და ირანს რაიმეს მოუხერხებს?

QUOTE
სხვაგან ნურსად გაიმეორებ ამ სისულელეს ხმამაღლა (ფორუმს არა უშავს, აქ არავინ არავის არ იცნობს), ჯერჯერობით მაინც რუსები არიან მანდ უმრავლესობაში

ოფიციალურად.
და რუსი არნიშნავს არამუსლიმანს,ჩინელებს მიაქვთ მთელი ციმბირი და არამარტო/

QUOTE
ჩინელებს კი, თუმცა ჯერ არც ისე ძალიან ბევრი მაგრამ აქვთ. სხვათაშორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფმოქმედი სუპერკომპიუტერი ჩინურია

ძალიან ბევრი აქვთ ჩინელებს და კიდევ ბევრს ქმნიან.

QUOTE
თვალები კარგად გაახილე და გაიხსენე სად შექმნეს ყველაფერი ის რის (რასაც შენ ახლა ამწუთას კითხულობ!) გამოც შენ ამ ფორუმზე პოსტავ და ყველაფერი სხვა. აი ისლამურმა რა შექმნა ღირებული ბოლო 5 საუკუნის განმავლობაში ეს არაა საკითხავი-0

ყველაფერი სხვა? ვინ გაფრინდა პირველად კოსმოსშI? დასავლეთიდან? biggrin.gif
და ეგენი ომში ვერ დაეხმარება.ის რომ რაღაცას არ ქმნი არ ნიშნავს რომ იმას რომ არაფერი გაქვს.

QUOTE
შეგვიძლია ჩავატაროთ გამოკითხვა, მე მაგალითად თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში კი წავალ მათთან ერთად

შენ შეიძლება წახვიდე (და მაგ ომიდან ეჭვი მეპარება ბევრი დაბრუნდეს ცოცხალი) მაგრამ უმეტესობა არ წავა. ვიცი სომხებისადმი ჩვენი დამოკიდებულება კარგად.

QUOTE
ასეთი კოალიცია ბუნებაში ჯერ არ არსებულა, მეტად დიდია მათ შორის არსებული წინააღმდეგობები

რომელ წინააღმდეგობებზე საუბრობ?

QUOTE
შენ ამის გეგმაც გექნება მზად და გამაცანი

მაგისი გეგმა დიდი ალბათOბით პეკინში აქვთ მზად.

Posted by: არწივი9 22 Jun 2011, 18:01
Liverpool Forever
QUOTE
ირანი,ლიბანი. ესენი უკვე ცნობილია

აჰა, უკვე შეუერთებია ირანს ლიბანი, საერთო დედაქალაქი რომელი აქვთ? სახელმწიფო ენა არაბულია თუ ფარსი?

QUOTE
კარგი ურთიერთობაა ირანსა და თურქეთს

ჰოო? და მერე უკვე გაერთიანდნენ? კარგი ურთიერთობა ჩვენც გვაქვს აზერბაიჯანთან მაგრამ ერთ სახელმწიფოში როდი ვცხოვრობთ

QUOTE
სუსტი რატომ არიან ისლამისტები ვერ გავიგე

ოო, მაგის მიზეზების ძებნა ძალიან შორს წაგვიყვანს, ვფიქრობ იმჯობესია ფაქტებზე ვისაუბროთ

QUOTE
ცოტათი განვითარებული ქვეყნები ჩამოგეთვალა. ირანი,თურქეთი და ა.შ

"ცოტა" განვითარებული კი, ოღონდ ევროპის და ამერიკის დონემდე ვაი რომ მთელი ეპოქები უკლიათ.....


სხვებზე საერთოდ არაა საუბარი



QUOTE
ავღანეთს რომ ვერ წასჭამს ქვეყანა ის თურქეთს და ირანს რაიმეს მოუხერხებს?

კი, მონდომების შემთხვევაში სისხლის ზღვებს დააყენებს, აი ეგ ორი თუ სამი ქვეყანა მაქსიმუმ ტერაქტებს მოაწყობს და სულ ეგაა

QUOTE
ისე თუ ასე ეგ რესურსი გარკვეული უპირატესობაა

მხოლოდ მაშინ თუ სხვა არ აქვს ეგ რესურსი
ისე რესურსის უპირატესობა ორმხრივია. ეგ ნავთობი რომ არ დასჭირვებოდა დასავლეთს მაშინ ქე იდებოდა მიწაში ხელუხლებლად და არავინ გამოიყენებდა


QUOTE
ჩინელებს მიაქვთ მთელი ციმბირი და არამარტო

არა ჯერ არა, ეს მომავალში მოხდება



QUOTE
ძალიან ბევრი აქვთ ჩინელებს და კიდევ ბევრს ქმნიან.

კი, აი მუსულმანები კი არაფერს არ ქმნიან, არადა რაოდენობით არც ისე ძალიან ჩამორჩებიან ჩინელებს

QUOTE
შენ შეიძლება წახვიდე (და მაგ ომიდან ეჭვი მეპარება ბევრი დაბრუნდეს ცოცხალი) მაგრამ უმეტესობა არ წავა. ვიცი სომხებისადმი ჩვენი დამოკიდებულება კარგად.

მეც ვიცი რადგან მეც ზუსტად იგივე ვფიქრობ სომხებზე, მაგრამ თურქებიც არანაკლებ მეჯავრება

QUOTE
ვინ გაფრინდა პირველად კოსმოსშI? დასავლეთიდან?

არაა, შეიხ ალი-იბნ-მუჰამედი სირიიდან

QUOTE
ის რომ რაღაცას არ ქმნი არ ნიშნავს რომ იმას რომ არაფერი გაქვს.

ანუ ნიშნავს რომ იპარავ რადგან შექმნის თავი არ გაქვს

QUOTE
და ეგენი ომში ვერ დაეხმარება

შენ წარმოიდგინე ომში კომპიუტერებსაც იყენებნ

QUOTE
რომელ წინააღმდეგობებზე საუბრობ?

განსხვავებები ამ სამ ქვეყანას შორის, რელიგიური და ეთნიკური, აგერ მაგალითად ყარაბაღის კონფლიქტში სომხებთან ყველაზე დაპირისპირებული ქვეყანა ცხადია თვითონ აზერბაიჯანია, თურქეთი ცოტა ნაკლებად, ირანი კი ომის დროს სომხების მხარეზე იყო და ბოლო წლებში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა აზერბაიჯანთან რომელსაც ხანდახან თავის პროვინციად განიხილავს


QUOTE
მაგისი გეგმა დიდი ალბათOბით პეკინში აქვთ მზად

გეგმა მეც მაქვს მეზობელ გალაქტიკაში გასაფრენად, რას იტყვი ამ გეგმი განხორციელების ალბათობაზე?

Posted by: Liverpool Forever 22 Jun 2011, 19:18
არწივი9
QUOTE
აჰა, უკვე შეუერთებია ირანს ლიბანი, საერთო დედაქალაქი რომელი აქვთ? სახელმწიფო ენა არაბულია თუ ფარსი?

არც ამერიკას შეუერთებია ევროპის ქვეყნები,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ერთად არ იბრძოლებენ.

QUOTE
ჰოო? და მერე უკვე გაერთიანდნენ? კარგი ურთიერთობა ჩვენც გვაქვს აზერბაიჯანთან მაგრამ ერთ სახელმწიფოში როდი ვცხოვრობთ

საერთო საფრთხის შემთხვევაში დიდი ალბათობით გვერდიგვერ იბრძოლებენ.

QUOTE
"ცოტა" განვითარებული კი, ოღონდ ევროპის და ამერიკის დონემდე ვაი რომ მთელი ეპოქები უკლიათ.....

თურქეთს? რითი უკლია? ფლოტი–თანამედროვე,ავიაცია–თანამედროვე,ჯავშანტექნიკა–თანამედროვე.

QUOTE
კი, მონდომების შემთხვევაში სისხლის ზღვებს დააყენებს, აი ეგ ორი თუ სამი ქვეყანა მაქსიმუმ ტერაქტებს მოაწყობს და სულ ეგაა

მთელ ისლამურ სამყაროში შესვლის შემთხვევაში ამერიკას მოუწევს დაპირისპირება: ირანთან,თურქეთთან,პაკისტანთან,ეგვიპტესთა. სხვებს არ ჩამოვთვლი. მარტო ამ ქვეყნებიდან 1/2 აქვს ბირთვული იარაღი. ყველა არმია არის თანამედროვედ აღჭურვილი. საკმაოდ მრავალრიცხოვანი. ჰამასის სიძლიერით ნუ ზომავთ ისლამისტების სიძლიერეს.

QUOTE
მხოლოდ მაშინ თუ სხვა არ აქვს ეგ რესურსი ისე რესურსის უპირატესობა ორმხრივია. ეგ ნავთობი რომ არ დასჭირვებოდა დასავლეთს მაშინ ქე იდებოდა მიწაში ხელუხლებლად და არავინ გამოიყენებდა

ნავთობი რომ არ დაგჭირდეს რაღაცით უნდა ჩაანაცვლო. მაინც რითი?

QUOTE
არა ჯერ არა, ეს მომავალში მოხდება

გეტყობა ვერ ერკვევი რა ხდება ციმბირში.

QUOTE
კი, აი მუსულმანები კი არაფერს არ ქმნიან, არადა რაოდენობით არც ისე ძალიან ჩამორჩებიან ჩინელებს

არ ქმნიან მაგრამ იგივე ეგვიპტეს ათასობით აბრამსი აქვს. "არ ქმნიან" გადამეტებულია რადგან ირანმა 4 ფრეგატი შექმნა ამ ბოლო წლებში და თავისი გამანადგურებელიც ყავს.
ისე ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინ მოუღებს დასავლეთს ბოლოს.


QUOTE
არაა, შეიხ ალი-იბნ-მუჰამედი სირიიდან

ყოველშემთხვევაში არც დასავლეთიდან გაფრინდნენ პირველად კოსმოსში.

QUOTE
შენ წარმოიდგინე ომში კომპიუტერებსაც იყენებნ

იყენებენ,მათ შორის ისლამისტებიც.

QUOTE
განსხვავებები ამ სამ ქვეყანას შორის, რელიგიური და ეთნიკური, აგერ მაგალითად ყარაბაღის კონფლიქტში სომხებთან ყველაზე დაპირისპირებული ქვეყანა ცხადია თვითონ აზერბაიჯანია, თურქეთი ცოტა ნაკლებად, ირანი კი ომის დროს სომხების მხარეზე იყო და ბოლო წლებში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა აზერბაიჯანთან რომელსაც ხანდახან თავის პროვინციად განიხილავს

აზერბაიჯანი დიდ ძალას ნამდვილად არ წარმოადგენს. ირანი–თურქეთის ალიანსი ძალიან რეალურია. აზერბაიჯანს მანდ უკვე სხვა გზა აღარ დარჩება.

QUOTE
გეგმა მეც მაქვს მეზობელ გალაქტიკაში გასაფრენად, რას იტყვი ამ გეგმი განხორციელების ალბათობაზე?


მეზობელ გალაქტიკაში რითი აპირებ გაფრენას არ ვიცი,მაგრამ ჩინელები რომ N1 ქვეყნად ქცევის გეგმას ძალიან დიდი წარმატებით ანხორციელებენ,ეს ცხადია.

Posted by: იეღოვა 22 Jun 2011, 20:25
არწივი9
QUOTE
არაა, შეიხ ალი-იბნ-მუჰამედი სირიიდან

ქსტაწი,აქ რა შუაშია,მარა ამასწინათ იყო ირანმა მეორე სპუტნიკი გაუშვა თავისი ძალებით შექმნილი კოსმოსშიო,პაკისტანს კიდე ვაბშე ატომური იარაღი აქვს,ასე რო არც ისე ხელწამოსაკრავადაა საქმე მუსლიმანებთან,შენ როგორც ამბობ

Posted by: არწივი9 22 Jun 2011, 20:55
იეღოვა
QUOTE
მარა ამასწინათ იყო ირანმა მეორე სპუტნიკი გაუშვა თავისი ძალებით შექმნილი კოსმოსშიო

შენ სხვების ღვაწლი გაიხსენე ამ სფეროში smile.gif
ნოლზე არ ზიან რათქმაუნდა მაგრამ დასავლეთთან შედარებით......ლაპარაკიც არ შეიძლება


Posted by: იეღოვა 22 Jun 2011, 22:50
არწივი9
და რატო გგონია რო დასავლეთის პირისპირ მარტო იქნებიან?მემგონი მაგდენი ჭკუა ეყოფათ და პა კრაინეი მერე ჩინეთს მაინც დაიბევებენ

Posted by: ZviZvi 23 Jun 2011, 00:27
Liverpool Forever
QUOTE
ამერიკა ნელ ნელა თმობს პოზიციებს მსოფლიოში და მის ადგილს იკავებენ ისლამისტები.

გეთანხმები, რომ ამერიკამ შეიძლება დათმოს (თუმცა ჯერ აშკარად არ დაუთმია) პოზიციები აღმოსავლეთში, მაგრამ ისლამიზმის გაძლიერება ჩვენ რაში გვაწყობს?
ან
QUOTE
იკითხე რამდენი კაცი იქნება თანახმა ჩვენი ნომერ 1 მტრის (სომხებს ვგულისხმობ)გვერდზე ბრძოლაზე? მე პირადად მოვკვდები და მაგაზე არ წავალ.

ვინ დაამტკიცა, რომ სომხები ჩვენი ნომერ 1 მტრები არიან?

Posted by: არწივი9 23 Jun 2011, 01:23
Liverpool Forever
QUOTE
არც ამერიკას შეუერთებია ევროპის ქვეყნები,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ერთად არ იბრძოლებენ

ჰო რა ვიცი, ამას წინათ კი მიმტკიცებდი რომ ევროპელები ამერიკას ვერ იტანენო და ლამისაა მის წინააღმდეგ გაილაშქრონო biggrin.gif

QUOTE
საერთო საფრთხის შემთხვევაში დიდი ალბათობით გვერდიგვერ იბრძოლებენ

აქამდეც შეეძლოთ ეს დაემტკიცებინათ და მაგალითად ლიბიის გამო (ეგეც ხომ ისლამურია?) გაერთიანებულიყვნენ ამერიკის წინააღმდეგ.....
ეს ზოგადად ისლამურ ქვეყნებზე ვთქვი

QUOTE
თურქეთს? რითი უკლია? ფლოტი–თანამედროვე,ავიაცია–თანამედროვე,ჯავშანტექნიკა–თანამედროვე

საკუთარი წარმოების თვითმფრინავები ჰყავს ალბათ და მე არ ვიცი ჯერ


QUOTE
მთელ ისლამურ სამყაროში შესვლის შემთხვევაში ამერიკას მოუწევს დაპირისპირება

სადაც მოუნდა იქ შევიდა და კრინტიც ვერავინ დაძრა ჯერ, "მთელს" კი ომს არავინ გამოუცხადებს, არც სჭირდება, ზოგი ამერიკის მეგობარია და ზოგი არა

QUOTE
მთელ ისლამურ სამყაროში შესვლის შემთხვევაში ამერიკას მოუწევს დაპირისპირება: ირანთან,თურქეთთან,პაკისტანთან,ეგვიპტესთა

ყველა ჩუმად იქნება როგორც აქამდე იყო, ეს მათ ზოგადად ახასიათებთ. სადაც ამერიკას მოუნდა იქ შევიდა, როგორც ამტკიცებენ თურმე ათიათასობით ადამიანი მოსპო (ერაყზე ამტკიცებენ ამას, არ ვიცი რამდენად სწორია, შეიძლება ასეც იყო) და ვერავინ ვერაფერი გაბედა, ვერც ირანმა, ვერც თურქეთმა, ვერც პაკისტანმა და საერთოდ ვერავინ...........
ამერიკა კი არა აგერ პატარა ისრაელი რასაც უნდა იმას აკეთებს და ჯერ ძვრა ვერ უყვეს, საერთოდ რაზეა საუბარი

QUOTE
მარტო ამ ქვეყნებიდან 1/2 აქვს ბირთვული იარაღი

კიი, "დაჟე" ამერიკაზემეტი givi.gif
ერთი ჩემი ჯგუფელი რომელიც საკმაოდ ჭკუადამჯდარი ადამიანის შთაბეჭდილება ტოვებდა ხოლმე მიმტკიცებდა რომ სადამ ჰუსეინს ამერიკაზე 5-ჯერ (!) მეტი ბირთვული იარაღი აქვსო და ამერიკის ერთადერთი (!) უპირატესობა ძლიერი საზღვაო ქვეითები ("მარსკოი კოწიკებს" რომ ეძახიან) არისო მხოლოდ.....
ის კი აღარ ვიცი სადამი რომ ჩამოაგდეს და მერე რომ მოგუდეს ამ რიცხვებზე რას ფიქრობდა

QUOTE
იყენებენ,მათ შორის ისლამისტებიც

ალბათ, ოღონდ მას არ ქმნიან, კომპიუტერები განსაკუთრებით მეცნიერებატევადი სფეროა და აქ მუსულმანური ქვეყნების ტვინები მით უმეტეს ვერ მივა დასავლეთთან.....


QUOTE
არ ქმნიან მაგრამ იგივე ეგვიპტეს ათასობით აბრამსი აქვს

ხოო, სადაურია "აბრამსი" ისიც გაიხსენე givi.gif

QUOTE
"არ ქმნიან" გადამეტებულია რადგან ირანმა 4 ფრეგატი შექმნა ამ ბოლო წლებში და თავისი გამანადგურებელიც ყავს

ჩინურ გამანადგურებლებზე მსმენია და ირანულზე ჯერ არა, რამე საკუთარი შექმნეს?

შენ ამერიკის ფლოტის შემადგენლობა დაგითვლია ან მათი წყალწყვა შეგიდარებია ირანულთან? თუ მრიცხველში ამერიკულს ჩავსვამთ და მნიშვნელში ირანულს მაშინ ძალიან დიდ რიცხვს მივიღებთ

QUOTE
ყველა არმია არის თანამედროვედ აღჭურვილი

სადამის არმიაც ასეთი იყო....
ყოველ შემთხვევაში მას ასე ეგონა

QUOTE
ნავთობი რომ არ დაგჭირდეს რაღაცით უნდა ჩაანაცვლო. მაინც რითი?

არსებობს ენერგიის ალტერნატიული წყაროები, მათ ნელ-ნელა ითვისებენ და მომავალში ნაწილობრივ მაინც შეცვლის ის ნავთობს რომელიც ადრე თუ გვიან უბრალოდ გამოილევა
რა წყაროებზეა საუბარი ალბათ იცი

QUOTE
გეტყობა ვერ ერკვევი რა ხდება ციმბირში

ვერკვვეი და იმიტომაც დავწერე ეგ. რასაც შენ ამბობ ეგ მომავლის საქმეა, თუმცა არც ისე შორეულის

QUOTE
აზერბაიჯანი დიდ ძალას ნამდვილად არ წარმოადგენს

ხოოო? ახლა საჭიროა ეს დებულება სხვა ისლამურ ქვეყნებზე გადავიტანოთ და წაგებულიც დარჩები givi.gif

QUOTE
ყოველშემთხვევაში არც დასავლეთიდან გაფრინდნენ პირველად კოსმოსში

რაკეტული ტექნიკა მთლიანად დასავლურია (წარმოშობით ჩინური, მაგრამ თანამედროვე რაკეტებზეა საუბარი), სსრკ-ში ის უბრალოდ დაიხვეწა

QUOTE
მაგრამ ჩინელები რომ N1 ქვეყნად ქცევის გეგმას ძალიან დიდი წარმატებით ანხორციელებენ,ეს ცხადია.

და ეს სულაც არ აძლევს ხელს ისლამურ ქვეყნებს, შენ ალბათ იცი რომ ჩინეთის დასავლეთი პროვინციები (სინძიანი) ისლამური თურქულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული და მათ ცინელები სულაც არ ეხატებათ გულზე

იეღოვა
QUOTE
ქსტაწი,აქ რა შუაშია,მარა ამასწინათ იყო ირანმა მეორე სპუტნიკი გაუშვა თავისი ძალებით შექმნილი კოსმოსშიო,პაკისტანს კიდე ვაბშე ატომური იარაღი აქვს,ასე რო არც ისე ხელწამოსაკრავადაა საქმე მუსლიმანებთან,შენ როგორც ამბობ

იმიტომაც დავწერე (ფიგურალურად) 1 %, თორემ მთლად ნოლზე კი არ არიან smile.gif ნოლზე არც ჩვენ ვართ smile.gif

QUOTE
და რატო გგონია რო დასავლეთის პირისპირ მარტო იქნებიან?მემგონი მაგდენი ჭკუა ეყოფათ და პა კრაინეი მერე ჩინეთს მაინც დაიბევებენ

ანუ? მუსულმანები ჩინეთს შეუკავშირდებიან დასავლეთის წინააღმდეგ?


Posted by: იეღოვა 23 Jun 2011, 11:52
არწივი9
QUOTE
მუსულმანები ჩინეთს შეუკავშირდებიან დასავლეთის წინააღმდეგ?

რატომაც არა.
QUOTE
იმიტომაც დავწერე (ფიგურალურად) 1 %

ხო ატომური ბომბი ერთი პროცენტი ყოფილა.
თუ მასე ღრმა ტრაკში არიან დარჩენილი ირანი და კო,რას უყურებს ისრაელი,ვერ მიაბომბავს იმ რეაქტორს პროჭში სპიჩკად რო აქვს გაჩხერილი და დროდადრო ეკიდება ხოლმე?რა აკავებს?არ მითხრა ეხლა მუსლიმანები უყვარსო biggrin.gif

Posted by: არწივი9 23 Jun 2011, 17:52
იეღოვა
QUOTE
რატომაც არა.

იმიტომ არა რომ:
QUOTE
და ეს სულაც არ აძლევს ხელს ისლამურ ქვეყნებს, შენ ალბათ იცი რომ ჩინეთის დასავლეთი პროვინციები (სინძიანი) ისლამური თურქულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული და მათ ცინელები სულაც არ ეხატებათ გულზე


QUOTE
ხო ატომური ბომბი ერთი პროცენტი ყოფილა

რამდენიმე ათას ბირთვულ ქობინთან კი

განსაკუთრებით როცა მათი გადამტანი საშუალება არა გაქვს


QUOTE
თუ მასე ღრმა ტრაკში არიან დარჩენილი ირანი და კო,რას უყურებს ისრაელი,ვერ მიაბომბავს იმ რეაქტორს პროჭში სპიჩკად რო აქვს გაჩხერილი და დროდადრო ეკიდება ხოლმე?რა აკავებს?არ მითხრა ეხლა მუსლიმანები უყვარსო 

ისრაელი და ირანი ერთმანეთს ვერაფერს სერიოზულს რომ ვერ უბედავენ ეს უფრო ისრაელის სასარგებლოდ მეტყველებს, შეადარე მათი ზომები smile.gif

Posted by: Delanso 23 Jun 2011, 18:35
Liverpool Forever. დასავლეთის წინააღმდეგ რომ ილაშქრები ერთი წუთი არგიფიქრია იმაზე დაასვლეთი და შუშუ რო მოყუმარდეს ჩვენ რა ბედი გველის?! ჩვენი რელიგია მუსულმანებს თვალში არასოდეს მოსდიოდათ და არც ახლა მოსდით დიდათ. სანამ დასავლეთს ალახთან გაუშვებ ცოტა ჩვენზეც იფიქრე. wink.gif

Posted by: იეღოვა 23 Jun 2011, 18:55
არწივი9
QUOTE
და ეს სულაც არ აძლევს ხელს ისლამურ ქვეყნებს, შენ ალბათ იცი რომ ჩინეთის დასავლეთი პროვინციები (სინძიანი) ისლამური თურქულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული და მათ ცინელები სულაც არ ეხატებათ გულზე

მერე რა?
ჩინეთში არაუიღური მუსლიმანები არიან და რიცხვით კი არიან ეგენი ყველა ერთად უიღურებზე მეტი
QUOTE
რამდენიმე ათას ბირთვულ ქობინთან კი

ერთი ატომური ბომბი ნიუ იორკში უარესია ამერიკისთვის თუ ასი ას მუსლიმანურ ქალაქში მუსლიმანებისთვის?
QUOTE
განსაკუთრებით როცა მათი გადამტანი საშუალება არა გაქვს

biggrin.gif
QUOTE
ისრაელი და ირანი ერთმანეთს ვერაფერს სერიოზულს რომ ვერ უბედავენ ეს უფრო ისრაელის სასარგებლოდ მეტყველებს, შეადარე მათი ზომები

შენ ამბობ ქვის ხანაში არიანო მუსლიმანებიო და ეს ზეწინწასული ქვეყნებს პროჭში სპიჩკად რო აქვთ ვერ მოუყომარებენ ეგრევე?

Posted by: არწივი9 23 Jun 2011, 19:59
იეღოვა
QUOTE
შენ ამბობ ქვის ხანაში არიანო მუსლიმანებიო

ნწ, მთლად ქვის ხანა არ მითქვამს

QUOTE
ერთი ატომური ბომბი ნიუ იორკში უარესია ამერიკისთვის თუ ასი ას მუსლიმანურ ქალაქში მუსლიმანებისთვის?

მეორე, ჯერ ერთი პირველის განხორცილების შანსი დიდი არაა და მეორეს მარტო ერთი ბრძანების გაცემა უნდა და იგი იმ ქვეყნის სამუდამოდ გაქრობას გამოიწვევს....



Posted by: rafster 23 Jun 2011, 20:03
ნახე სირიის ჯარები თურქეთს მიადგა, საკუთარი ხალხის სახოცად http://itv.ge/?m=16&&CID=16384

Posted by: იეღოვა 23 Jun 2011, 20:04
არწივი9
QUOTE
მეორე, ჯერ ერთი პირველის განხორცილების შანსი დიდი არაა

რატო?
QUOTE
მეორეს მარტო ერთი ბრძანების გაცემა უნდა და იგი იმ ქვეყნის სამუდამოდ გაქრობას გამოიწვევს....

biggrin.gif

Posted by: manchoo 26 Jun 2011, 01:10
Liverpool Forever
QUOTE
არწივი9
QUOTE
მსგავსი არაფერი ხდება, რამდენი ისლამური სახელმწიფოც იყო ვთქვათ ნახევარი საუკუნის წინ იმდენივეა ახლა და გაერთიანებული კი მე ჯერ არცერთი არ მინახავს.



ირანი,ლიბანი. ესენი უკვე ცნობილია. კარგი ურთიერთობაა ირანსა და თურქეთს შორის ასევე სირიას შორის.
გავაგრძელო?

გააგრძელეთ ოღონდ რუსეთი არ გამოგრჩეთ ამ კავშირში, ერთერთი დიდი მოთამაშე. მერე ცოტა ჩვენს ისტორიასაც გადახედეთ.
* * *
QUOTE
ისე ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინ მოუღებს დასავლეთს ბოლოს.


რომ ვერ დაეწიეთ(გასწრებას ვიღა ჩივის) ახლა მაგით იოხებთ გულს? biggrin.gif

Posted by: Solveig 26 Jun 2011, 03:31
საოცრებებს ვკითხულობ ამ თემაში biggrin.gif

Posted by: ingfar 30 Jun 2011, 21:34
QUOTE (exploit @ 18 Jun 2011, 17:24 )
ისე საკმაოდ მწირი ინფორმაციები იდება ფორუმზე თურქეთის შესახებ
მაინტერესებს ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით რა მდგომარეობაა თურქეთში

რატომღაც მგონია რომ რუსეთზე ადრე დაშლიან მაგ ქვეყანას
20 საუკუნის დასაწყისში ევროპის ბობოლა ქვეყნებმა ბოლომდე ვერ თუ არ მოუყომარეს საქმე

არადა რამდენი ქართველი ცხოვრობს თურქეთში biggrin.gif
პრინციპში თუ ჩახვალთ თურქეთში ნახავთ რომ არაფერი დაშლის მსგავსი მაგ ქვეყანას არ ჭირს,სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვთ yes.gif
პოლიტიკურადაც ესე ძლიერი ხელისუფალი თურქეთს როგორიც ერდოღანია,ათათურქის მერე არ ყოლია,სრულად აკონტროლებს ყველაფერს yes.gif
ისედაც ძალიან ლამაზი ქვეყანაა სავსეა ისტორიული ძეგლებით yes.gif
ხალხიც ქართველების მიმართ კარგად იყო განწყობილი,ეხლა როგორაა აღარ ვიცი user.gif ყოველდღე ვიღაცას კლავენ და..
პ.ს. იზმირი ქართველი მეძავების აშკარა მოჭარბებას განიცდის lol.gif

Posted by: არწივი9 30 Jun 2011, 22:00
QUOTE
იზმირი ქართველი მეძავების აშკარა მოჭარბებას განიცდის 

იაფად იყიდებიან?

Posted by: ingfar 30 Jun 2011, 22:02
არწივი9
ყველას ერთი ფასი კი არა აქვს biggrin.gif
ზოგი ისეთია ზოგი ასეთი biggrin.gif
მთელი ასორტია! smile.gif

Posted by: არწივი9 30 Jun 2011, 22:16
ingfar
QUOTE
ყველას ერთი ფასი კი არა აქვს 
ზოგი ისეთია ზოგი ასეთი
მთელი ასორტია!

ვარგანან მაინც თუ რუს ნატაშებს კონკურენციას ვერ უწევენ?

Posted by: ingfar 30 Jun 2011, 22:23
არწივი9
მაგდენი აღარ ვიცი smile.gif
ერთი თვალის დაკვრით რაც ჩანს ის დავწერე.....

Posted by: Ronald Reagan 30 Jun 2011, 22:30
ingfar
QUOTE
ლამაზი ქვეყანაა სავსეა ისტორიული ძეგლებით

გეთანხმები

მაგრამ ხალხია მაგარი უშნო


პს. თურქეთის ერთადერთი მინუსი თურქებია, რომელიც ყველაფერს წონის

Posted by: Solveig 30 Jun 2011, 22:54
Ronald Reagan
QUOTE
თურქეთის ერთადერთი მინუსი თურქებია,

biggrin.gif

რაღა დარჩა biggrin.gif ლაზები და ელინისტური კულტურის ნარჩენები? biggrin.gif

თურქები აშკარად არ მახატია გულზე, ჩვნეი ისტორიული მდგომარეობის გათვალისწინებით...მაგრამ მე მგონია, ფორუმზე ძალიან ცუდად და მცდარად აფასებენ თურქეთს...უკვე კარგა ხანია, აღარაა თურქეთი ველურების ქვეყანა, ერთ კუთხეში რომ საქონელი ებათ და მეორეში თვითონ ცხოვრობდნენ.

Posted by: Ronald Reagan 30 Jun 2011, 23:30
Solveig
მაგას არა აქვს მნიშვნელობა
მე სხვა რამეზე ვამბობ


გარეგნობაზე და მენტალიტეტზე მაქვს საუბარი

უკაცრავად და ძალიან ქაქი ხალხია

Posted by: CZ88 30 Jun 2011, 23:31
Solveig
QUOTE
თურქები აშკარად არ მახატია გულზე, ჩვნეი ისტორიული მდგომარეობის გათვალისწინებით...მ

ნუ იკითხავ :|

ისე, ერთადერთხელ ვარ მანქანით გავლილი თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტით და ისიც ვერ ავიტანე sad.gif აბსოლუტური დისკომფორტი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანიდან არც გადმოვსულვართ. ერთი ინციდენტი ის იყო, რომ ჭრილობა გამეხსნა და სადეზინფექციო საშუალბა მჭირდებოდა, ასევე მარლა, ხოდა ვეძებეთ აფთიაქი ასე მანქანით, არსაც ჩვენთვის ცნობილი სტანდარტული აფთიქის ნიშანი არ იყო, წწრეს ვარტყამდით ერთ ქალაქს ბოსფორთან, მერე შემთხვევით სირენიანმა სასწრაფომ ჩაიარა და თურმე იქ ჯვრის მაგივრად ნახევარმთვარე ქონია სამედიცინო ამბებს :| როგორც იქნა ვიპოვეთ მერე ასეთი მთვარიანი შენობა და ვიყიდე ატრიბუტები...

მე რამდენიმე საათი ვერ გავძელი იქ გავლით და ხალხი დასასვენებლად რომ მიდის, ჩემთვის წარმოუდგენელია...

Posted by: Solveig 30 Jun 2011, 23:53
CZ88
Take it easy, როგორც იტყვიან smile.gif ქვეყანას ვერ გავასწორებთ, რაც არ უნდა მოვინდომოთ...


Posted by: CZ88 30 Jun 2011, 23:59
Solveig
QUOTE
Take it easy, როგორც იტყვიან smile.gif ქვეყანას ვერ გავასწორებთ, რაც არ უნდა მოვინდომოთ...

არა, გამოსწორებაზე რა მაფიქრებს, სათოფეზე არ ვეკარები smile.gif ავღნიშნე უბრალოდ, რომ ძალიან არასასიამოვნო იყო თუნდაც მანქანით გავლა :| ჩემი წინაპრების სისხლი მეძახდა თითქოს sad.gif თორემ სხვა რა, მათია ის ქვეყანა ახლა და რაც უნდათ იმას იზამენ, მთავარია ჩემგან შორს smile.gif

პ.ს. ნახევარმთვარე რომ ქონდათ ჯვრის ნაცვლად იცოდი? smile.gif

Posted by: Solveig 1 Jul 2011, 00:22
CZ88
QUOTE
. ნახევარმთვარე რომ ქონდათ ჯვრის ნაცვლად იცოდი?


არ მ იფიქრია მაგაზე smile.gif ის კი ვიცოდი, რომ მუსლიმანურ ქვეყნებში "წითელი ნახევარმთვარის" ორგანიზაციაა და არა "წითელი ჯვრის"...ისრაელში კი მგონი დავითის ვარსკვლავი აქვთ.

Posted by: CZ88 1 Jul 2011, 00:26
Solveig
QUOTE
რომ მუსლიმანურ ქვეყნებში "წითელი ნახევარმთვარის" ორგანიზაციაა და არა "წითელი ჯვრის"...ისრაელში კი მგონი დავითის ვარსკვლავი აქვთ.

აფთიაქებსაც და სასწრაფოებსაც ასე ჰქონდა smile.gif კინაღამ შევეწირე მაგ უცოდინრობას :|

Posted by: ingfar 1 Jul 2011, 00:58
Ronald Reagan
1)ფიზიკურად მართლა უშნოები არიან smile.gif
2)რაც შეეხება მენტალიტეტს,არვიცი ვისთვის როგორ მაგრამ ცუდი ხალხი არაა თავისი ბევრი ნაკლის მიუხედავად,დადებითი თვისებებიც საკმაოდ აქვთ(მაგ.უზომო პატრიოტიზმი,მართალია ეგ უცხოელისთვის ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კი იყოს მაგრამ მათთვის ნამდვილად დადებითია)
3)რაც შეეხება კულტურას,შესაძლოა ადრე იყვნენ უკულტუროები მაგრამ დღეს მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი,გააჩნია ვის ადარებ,ნუ დავივიწყებთ რომ მუსულმანები არიან,დღეს განათლების დონის აწევის გამო მათში ბევრია კარგი არქიტექტორი,ექიმი,საკმაოდ კარგი უნივესტიტეტები და კლინიკები აქვთ და ბოლობოლო ნობელის ლაურეატი მწერალი ორჰან ფამუქი ყავთ (ასეთი აღიარებული,მსოფლიო მასშტაბით მწერალი ჩვენ არ გვყავს სამწუხაროდ, და არამარტო ჩვენ).
მაგათი პრობლემა ჩემი აზრით ის კი არაა რომ განათლებული და ჭკვიანი ხალხი არ ყავთ,ყავთ და საკმაოდ მაღალი დონისებიც,მაგათი უბედრუბა ისაა რომ მასაში უვიცები არიან,მოკლედ რამდენადაც კარგი ელიტა და ინტელიგენცია ყავთ იმდენადვე ჩამორჩენილია ერის 90%,საშუალო თურქი საშუალო ქართველს განათლების დონით ნამდვილად ბევრად ჩამოუვარდება და დიდი მისწრაფებაც არ აქვთ წიგნიერებისკენ(მხოლოდ მცირე ნაწილს რომელზეც ზევით დავწერე)
4)ისე კი არ დავივიწყოთ რომ კულტურა და განათლება მათთვის ახალი ხილია,საუკუნეების განმავლობაში,ომით და მეჯოგეობით იყვნენ დაკავებული და მაგ საქმეში დიდ წარმატებასაც მიაღწიეს,ბოლობოლო სამ კონტინენტზე გადაჭიმული იმპერია შექმნეს..

Posted by: Solveig 1 Jul 2011, 05:39
ingfar
QUOTE
)რაც შეეხება კულტურას,შესაძლოა ადრე იყვნენ უკულტუროები მაგრამ დღეს მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი,გააჩნია ვის ადარებ,ნუ დავივიწყებთ რომ მუსულმანები არიან,დღეს განათლების დონის აწევის გამო მათში ბევრია კარგი არქიტექტორი,ექიმი,საკმაოდ კარგი უნივესტიტეტები და კლინიკები აქვთ და ბოლობოლო ნობელის ლაურეატი მწერალი ორჰან ფამუქი ყავთ (ასეთი აღიარებული,მსოფლიო მასშტაბით მწერალი ჩვენ არ გვყავს სამწუხაროდ, და არამარტო ჩვენ).

QUOTE
მაგათი პრობლემა ჩემი აზრით ის კი არაა რომ განათლებული და ჭკვიანი ხალხი არ ყავთ,ყავთ და საკმაოდ მაღალი დონისებიც,მაგათი უბედრუბა ისაა რომ მასაში უვიცები არიან,მოკლედ რამდენადაც კარგი ელიტა და ინტელიგენცია ყავთ იმდენადვე ჩამორჩენილია ერის 90%,საშუალო თურქი საშუალო ქართველს განათლების დონით ნამდვილად ბევრად ჩამოუვარდება და დიდი მისწრაფებაც არ აქვთ წიგნიერებისკენ(მხოლოდ მცირე ნაწილს რომელზეც ზევით დავწერე)

100%

QUOTE
ფიზიკურად მართლა უშნოები არიან

მაგათზე ბევრად უშნო ხალხიც არსებობს.
ისე, აზრა აკინისნაირი გოგონებიც ჰყავთ ხოლმე smile.gif


Posted by: არწივი9 24 Mar 2024, 00:32
QUOTE
აზერბაიჯანი დიდ ძალას ნამდვილად არ წარმოადგენს. ირანი–თურქეთის ალიანსი ძალიან რეალურია

საოცარი აზრებია ღმერთმანი boli.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)