Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საერთაშორისო პოლიტიკა > ვენესუელა გაიანას ომი იწყება


Posted by: sanfol 5 Mar 2021, 08:38
user posted image

მადურო აპირებს ნავთობის მითვისებას და განმეორდება ერაყი როგორც ვატყობ yes.gif

https://www.reuters.com/article/us-venezuela-guyana-idUSKCN2AW03I

Posted by: misha20123 10 Mar 2021, 14:23
Რაზე?
ზოგადად
ვენესუელა პრეტენზიას აცხადებს გაიანა-ესეკიბას ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს გაიანას 6 რაიონს.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 13 Mar 2021, 23:58
აბა რა ხდება, ვინ იგებს? boli.gif

Posted by: misha20123 29 Aug 2021, 13:51
რა მალე და ჩუმად დასრულდა ეს ომი :დ

Posted by: არწივი9 29 Aug 2021, 17:48
QUOTE (misha20123 @ 29 Aug 2021, 12:51 )
რა მალე და ჩუმად დასრულდა ეს ომი :დ

ვინ მოიგო? war.gif

Posted by: misha20123 29 Aug 2021, 18:09
QUOTE (არწივი9 @ 29 Aug 2021, 17:48 )
QUOTE (misha20123 @ 29 Aug 2021, 12:51 )
რა მალე და ჩუმად დასრულდა ეს ომი :დ

ვინ მოიგო? war.gif

აზრზე არ არ აგარაფერია დაწერილა :დ

Posted by: არწივი9 29 Aug 2021, 22:33
QUOTE (misha20123 @ 29 Aug 2021, 17:09 )
QUOTE (არწივი9 @ 29 Aug 2021, 17:48 )
QUOTE (misha20123 @ 29 Aug 2021, 12:51 )
რა მალე და ჩუმად დასრულდა ეს ომი :დ

ვინ მოიგო? war.gif

აზრზე არ არ აგარაფერია დაწერილა :დ

შეიძლება შერიგდნენ? jump.gif

Posted by: misha20123 4 Dec 2023, 15:26
ვენესუელა მეზობელ სახელმწიფო გაიანასთან სადავო ტერიტორიის მიერთებას და ახალი შტატის შექმნას გეგმავს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ შედეგით დასრულდა რეფერენდუმი, რომელიც ვენესუელაში 3 დეკემბერს ჩატარდა. ვენესუელელთა 95%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შეყვანას.

ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვის წინააღმდეგ გამოდიოდა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ვენესუელას მოუწოდებდა, მეზობელ გაიანასთან სადავო ტერიტორიის სტატუს კვოს შეცვლისგან თავი შეეკავებინა.

ვენესუელის ხელისუფლებამ ჩატარებულ რეფერენდუმს „საკონსულტაციო“ უწოდა და მასში ხუთი საკითხი შეიტანა, მათ შორის იყო ახალი შტატის მიერთება და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვენესუელის პასპორტების გადაცემა. გაიანას ხელისუფლებამ ვენესუელაში ჩატარებული რეფერენდუმი „ანექსიის აგრესიულ მცდელობად“ შეაფასა.

ვენესუელაში აცხადებენ, რომ ესეკიბოს რეგიონი ვენესუელის მიერ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვენესუელის შემადგენელი ნაწილია. გაიანაში კი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანეთმა გადასცა.

2015 წელს, აღნიშნულ სადავო ტერიტორიაზე ნავთობის დიდი საბადოების აღმოჩენის შემდეგ ვენესუელასა და გაიანას შორის ესეკიბოს საკითხზე დაპირისპირება ახალი ძალით განახლდა. წელს, სექტემბერში გაიანას ხელისუფლებამ სადავო ტერიტორიაზე არსებული ნავთობის საბადოების დამუშავების ლიცენზია კომპანია „ექსონმობილს“ გადასცა, რამაც ვენესუელაში აღშფოთება გამოიწვია. საუბარი ეხება მდინარე ესეკიბოს დასავლეთით მდებარე ტერიტორიას, რომელიც გაიანას მთელი ფართობის ორ მესამედს შეადგენს და სადაც 283 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

Posted by: Aleksandre166 4 Dec 2023, 17:43
ესეკიბო აღნიშნულია ღია მწვანედ, დანარჩენი გაიანა მუქ მწვანედ, ვენესუელა კი ნარინჯისფრად. მოკლედ, ვენესუელის მთავრობა ცდილობს ხალხს ყურადღება გადაატანინოს განადგურებული ეკონომიკისა და კორუფციისგან.
user posted image

Posted by: misha20123 4 Dec 2023, 20:24
Ქვეყნის ნახევარზე მეტის დახევა უნდათ
Ნუ რისი ტრაკი აქვთ რომ

Posted by: brdzolisunariani 4 Dec 2023, 20:43
QUOTE
Ნუ რისი ტრაკი აქვთ რომ

მარტივად დაამარცხებს ვენესუელა გაიანას.

ბრაზილიის პოზიცია იქნება საინტერესო

ოღონდ,
ბრაზილიის დღევანდელი მმართველიც და ვენესუელისაც
ორივენი 'წითლები' არიან
არგენტინის მოვლენების შემდეგ
რამდენად ექნება ბრაზილიას ხალისი რომ გაიანას დაეხმაროს ...
საეჭვოა

Posted by: misha20123 5 Dec 2023, 14:08
QUOTE
მარტივად დაამარცხებს ვენესუელა გაიანას.

Ერტი ერტზე ხო მაგრამ მასე მიუშვებენ დავიჯერო

Posted by: Bettoro 5 Dec 2023, 16:26
ბრაზილია პროჭია თორე არ მიუშვებდა. ისევ ანტიამერიკული ტრაკის თამაშია.
რაღაცას მაგონებს rolleyes.gif
ბრაზილიაში რომ იყოს ვინმე არგენტინისნაირი, ჩემს ფეხებს შევარდებოდნენ.

Posted by: 4L3X 8 Dec 2023, 12:38
ბოროტების ღერძი მესამე ფრონტს ხსნის უკრაინის და ღაზას შემეგ. ჩემი აზრით მთავარი მიზანი არის ის რომ აშშ იმდენად დაბნეული და ყურაღდება გაფანტული გახდეს რომ ჩინეთმა წარმატებით შეძლოს ტაივანის ჩაყლაპვა.
რაც შეეხება ვენესუელა - გაიანას "ომს" ეს ესეკიბო გაუვალი ჯუნგლებია, ამაზონის ბასეინის ნაწილია. ვენესუელიდან ესეკიბოში გზები არ მიდის, ვენესუელი ჯარს მოუწევს ბრაზილიის ტერიტორიის გამოყენება ან საზღვაო დესანტის გადასხმა (რაც ნაკლებად სავარაუდოა ვენესუელის ფლოტის სავალალაო მდგომარეობის გათვალისწინებით). ყველაფერი დამოკიდებულია ლულა და სილვაზე, ეგ კი რიკოშეტია მაგრამ წავა ეგეთ ავანტიურაზე რომ საკუთარ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ჯარი გაატაროს რომელიც მცირე ქვეყნის საოკუპაციოდ მიემართება? აშშ საკუთარ "უკანა ეზოში" დაუშვებს კომუნისტი დიქტატორის მიერ დემოკრატული ქვეყნის გადაყლაპვას?

Posted by: misha20123 8 Dec 2023, 15:38
Ოპოზიციაში თვის კადრი ყავს უსას ვენესუელაში
Მაგის მოყვანას ე ცდებიან მთავრობაში

Posted by: 4L3X 8 Dec 2023, 15:43
misha20123
QUOTE (misha20123 @ 8 Dec 2023, 15:38 )
Ოპოზიციაში თვის კადრი ყავს უსას ვენესუელაში
Მაგის მოყვანას ე ცდებიან მთავრობაში

გუაიდო? გაჭრილი კარტია

Posted by: cosаnоstra 8 Dec 2023, 18:29

Posted by: misha20123 8 Dec 2023, 19:52
QUOTE (4L3X @ 8 Dec 2023, 15:43 )
misha20123
QUOTE (misha20123 @ 8 Dec 2023, 15:38 )
Ოპოზიციაში თვის კადრი ყავს უსას ვენესუელაში
Მაგის მოყვანას ე ცდებიან მთავრობაში

გუაიდო? გაჭრილი კარტია

Ორმაგი აგენტია?
Სპეციალურად მიგზავნილიი
Მაგის ჯორაჰ მორმონტი cry.gif

Posted by: nikalashka 8 Dec 2023, 23:27
QUOTE (misha20123 @ 8 Dec 2023, 19:52 )
QUOTE (4L3X @ 8 Dec 2023, 15:43 )
misha20123
QUOTE (misha20123 @ 8 Dec 2023, 15:38 )
Ოპოზიციაში თვის კადრი ყავს უსას ვენესუელაში
Მაგის მოყვანას ე ცდებიან მთავრობაში

გუაიდო? გაჭრილი კარტია

Ორმაგი აგენტია?
Სპეციალურად მიგზავნილიი
Მაგის ჯორაჰ მორმონტი cry.gif

ესეკიბო ვენესუელა არისო გუაიდომ !!! ერთხმად მიიღეს პარლამენტში ანექსიაზე კანონი პოზიციამ და ოპოზიციამაც.
გუაიდოც კორუფციონერი გახდა კი არა ვაბშე პირველზე გავიდა ... აშუშუმ ვენესუელური ნავთობ კომპანიისგან შემოსავლები გადაულოცა გუაიდოს ( აშუშუში საცალო ბაზარზე 30 % ბენზინგასამართის სადგურების ვენესუელასია ხო და ეს კომპანია გუაიდოს მართველობის ქვეშაა 2019 წლიდან მგონი (Citgo Petroleum Corporation (or Citgo, stylized as CITGO) is a United States–based refiner, transporter and marketer of transportation fuels, lubricants, petrochemicals and other industrial products.[4] Headquartered in the Energy Corridor area of Houston, it is majority-owned by , a state-owned company of the Venezuelan government (although due to U.S. sanctions in 2019, they no longer economically benefit from Citgo).[5]) ამას ემატება ის ფაქტი რომ PDVSA ( ვენესუელის ნავთობ კომპანია) აქციები როსნეფტმა იყიდა facepalm.gif gigi.gif

წარმოიდგინეთ რა ხდება ? gigi.gif

Posted by: 4L3X 8 Dec 2023, 23:33
დაიშალეთ ბრაზილიამ მექანიზირებული პოლკი გადაისროლა საშიშ მიმართულებაზე. ომი არ იქნება.


Posted by: misha20123 10 Dec 2023, 09:50



ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის პროვინციის, ესეკიბოს ანექსიას შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა.

კერძოდ, მადურომ ნავთობით მდიდარი ამ რეგიონის ანექსიისთვის 6 ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ეს რეგიონი ვენესუელის 24-ე შტატად გამოცხადდა, ხოლო ვენესუელის რუკა ახლა ამ რეგიონის ჩათვლით იქნება აღნიშნული.

ესეკიბოს ანექსიის შესახებ გადაწყვეტილება ვენესუელაში 3 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე იყო მიღებული. ქვეყნის მოსახლეობის 95%-მა ამ გადაწყვეტილება მხარი დაუჭირა.

გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე მიმართა მოკავშირეებს სამხედრო დახმარების თხოვნით.

„თუ ვენესუელა ასე დაუფიქრებლად მოიქცევა, ჩვენ მოგვიწევს საპასუხო ზომების მიღება და სწორედ მით ვართ ახლა დაკავებულები“, - განაცხადა ალიმ.

ვენესუელის გადაწყვეტილება გაიანის ნაწილის ანექსიის შესახებ უკვე დაგმეს დიდმა ბრიტანეთმა, ერთა თანამეგობრობამ, კარიბის თანამეგობრობამ და ამერიკულ სახელმწიფო ორგანიზაციამ

Posted by: არწივი9 13 Dec 2023, 22:20
საინტერესო ინფორმაცია გაიანაზე:
https://varlamov.ru/2037429.html

Posted by: Bettoro 14 Dec 2023, 01:32
QUOTE (არწივი9 @ 13 Dec 2023, 22:20 )
საინტერესო ინფორმაცია გაიანაზე:
https://varlamov.ru/2037429.html

მოკლედ, სერიოზულად სახე აქვს ახეული ქვეყანას.

Posted by: misha20123 19 Dec 2023, 19:52
Აბ არი სიახლეები?

Თუ მიყუჩდნენ

Posted by: არწივი9 23 Jan 2024, 16:27
მსოფლიოში ნავთობით უმდიდრესი ქვეყანაა ეს:

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)