Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > DB Programming > Oracle Database 11g Certification


Posted by: pipii 2 Oct 2014, 20:56
ეს სერთიპიკატი არის დასტური რომ შენ იცი oracle-i?

Posted by: xxbesoxx 15 Oct 2014, 19:21
ჩემი აზრით ( ადასტურებს იმას რო ჩააბარე გამოცდა, მეტს არაფერს ) მაგრამ როგორ გამოიყენებ მაგ ცოდნას საქმიანობის დროს ეგ უკვე სხვა საკითხია , და საერთოთ დამსაქმებელს შენი სერთიფიკატი კი არა შენი შესრულებული (სამუშაო აინტერესებს) რაშიდაც ის იხდის ფულს ...
* * *
ასევე დამსაქმებელი ინტერესდება შენი ,,ნამუშევარი-პროექტებით" სად და როდის რა გაგიკეთებია , არის ხალხი საერთოდ არა აქვთ სერტიფიკატი , არც უნივერსიტეტში უსწავლიათ. აქვთ თვითგანათლება მიღებული , ნამუშევარი დამოუკიდებლად და გუნგურად პროექტებზე, და ახასიათებს დამსაქმებლებიც და საზოგადოებაც დადებითად...

Posted by: pipii 16 Oct 2014, 15:02
მადლობა ანუ იმედი მქონდეს რომ ამის გარეშე შევძლებ და ვიპოვი ჩემს ადგილს,მოკლედ 1 წელია და მეტი მოვიკალი თავი და ვისაწავლე რომ იტყვიან ორაკლის მთელი ინფრასტრუქტურა თავისი ენებით(სქლ,ქლ/სქლ)ადმინისტრირება სკრიპტებით რომ იტყვიან ორაკლის ფილოსოფია ,მაგრამ პრობლემას გადავაწყდი სად კი მივედი სამუშაო გამოცდიელბის არ ქონის გამო მიწუნებენ არადა ნამდვილად არ ვარ დილენტანტი ,მოკლედ სერვერთანაც არ მიმიშვეს უბრალოდ ჩემი კომპეტენცია რომ შეემოწმებინათ,არ მაქვს ტექნიკური განათლება მაგრამ მაქვს ეს უნარი ამიტომ დავსვი ეს კითხვა ,აქტიურად ვემზადები ამ საბუთების მისაღებად ვმახოთ იქნებ წამადგესს

Posted by: xxbesoxx 23 Oct 2014, 12:34
"pipii" მესმის შენი , ისწავე-იშრომე მოგწონს ეს საქმე და გინდა ამ საქმით იყო დაკავებული . და სამუშაოზე სადაც მიდიხარ იქ თავისი ,, უაზრო შეკითხვებით ტვინს გიბურღავენ და მერე გეუბნებიან (დაგირეკავთო) " რასაც მაგენი გეუბნებიან ეგ ყვეკაფერი იმაზე მეტყველებს ! რო (თვითონ მაგ ხალხი არის უცოდინარი) და დაშინებული . მცოდნე ადამიანი მასეთ საუბარს არ დაგიწყებს !
მცოდნე ადამიანი თუ თანამშრომელი უნდა გააკეთებს ცალკე კომპიუტერზე ბაზის ასლს, ანუ ( oracle export import database) მიგიშვებს და იქ მოგცემს დავალებებს . თუ რამე გაგიფუჯდება იმ სატესტო ბაზაზე შეგისწორებს , და ასე შეგიქმნის სამუშაო გარემოს ... შენ ვინც გიბარებს და გესაუბრება ის თვითონ არ არის მცოდნე და შენ როგორ უნდა შეგამოწმოს . ან ნაყიდი აქ სხვისი ნამუშევარი ან პროგრამისტის შეცვლა უნდა . თან ეშინია რო გამოუცდელმა არაფერი ბამიფუჯოსო wink.gif)
ნომრალური ხალხი მასე არ ექცევიან ახალ თანამშრომელს როდესაც იბარებენ გასაუბრებაზე . ადამიანმა შეიძლება იცოდეს მაგრამ ( რაღაც აკლდეს სრულყოფილებამდე ) ყველაფერი არავინ არ იცის . ნორმალური ხალხი ერთმანეთიდან ვსწავლობთ. ფორუმებით, დოკუმენტაციებით და ა.ს.შ
რავი მე გირჩევ დაიწყე (ფრილანსერობა) რუსულ ან ინგლისურ საიტებზე აიღე პატარა საქმეები და ნელ-ნელა გამოცდილებასაც შეიძენ . სხვადა სხვა პროექტებზე მოგიწევს მუშაობა . და ასე ნელ-ნელა დაიხვეწები და სამუშაოც გექნება ...... რას კარგავ დროს მაგათ გასაუბრებებზე სიარულით . დრო დაუთმე კლიენტების შოვნას და მერე იმათ ზაკაზების შესრულებას.

Posted by: pipii 23 Oct 2014, 14:59
დიდი მადლობა ,კარგი რჩევისთვის ,გაიხარეე

Posted by: Saturn 22 Nov 2014, 22:50
xxbesoxx
QUOTE
ჩემი აზრით ( ადასტურებს იმას რო ჩააბარე გამოცდა, მეტს არაფერს ) მაგრამ როგორ გამოიყენებ მაგ ცოდნას საქმიანობის დროს ეგ უკვე სხვა საკითხია , და საერთოთ დამსაქმებელს შენი სერთიფიკატი კი არა შენი შესრულებული (სამუშაო აინტერესებს)

არასწორი მიდგომაა. სერტიფიცირება მნიშვნელოვანი ფაქტორია რადგან დამქირავებელს შეიძლება უბრალოდ არ ჰქონდეს იმის კომპეტენცია, რომ შენი შენი ცოდნა შეაფასოს.

Posted by: pipii 23 Nov 2014, 20:22
ეგეც მართალია უმეტეს კომპანიაში გასაუბრებას ძირითადად ჰრ-ები აწარმოებენ და ბევრ შემთხვევაში არაკომპეტენტურები არიან

Posted by: xxbesoxx 30 Nov 2014, 22:42
QUOTE (Saturn @ 22 Nov 2014, 22:50 )
xxbesoxx
QUOTE
ჩემი აზრით ( ადასტურებს იმას რო ჩააბარე გამოცდა, მეტს არაფერს ) მაგრამ როგორ გამოიყენებ მაგ ცოდნას საქმიანობის დროს ეგ უკვე სხვა საკითხია , და საერთოთ დამსაქმებელს შენი სერთიფიკატი კი არა შენი შესრულებული (სამუშაო აინტერესებს)

არასწორი მიდგომაა. სერტიფიცირება მნიშვნელოვანი ფაქტორია რადგან დამქირავებელს შეიძლება უბრალოდ არ ჰქონდეს იმის კომპეტენცია, რომ შენი შენი ცოდნა შეაფასოს.

სად გინახია მასეთი რამ რომ შენ ( სერტიფიკატი ) აჩვენო და საქმე მოგცენ, ან კიდე სამსახურში მიგიღონ ... არის ხალხი რომლებსაც არც უნივერსიტეტში უსწავლიათ. და არა აქვთ ეგ (სერთიფიკატი) აქვთ თვით განათლება მიღებული და ხალხი იცნობს --(საქმით) და არა-- (სერტიფიკათით) ხალხი შეიძლება გიცნობდეს რეალურად ! და ასევე შეიძლება გიცნობდეს ინტერნეტში -(ვირტუალურად) რაიმე "ნიკით" გახასიათებდეს ხალხი როგორც (კეთილსინდისიერ საქმის შემსრულებელს) -- და მთავარი ეს არის . თუ ხალხი კარგად გახასიათებს საქმე სულ გექნება ... არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება საქართველოდან და შეიძლება (სხვა ქვეყნებიდან)
21-ე საუკუნეში სერტიფიკატი სქელი ფურცელი რომელიც (ტვალეტშიც არ გამოდგება) არავის აინტერესებს ! აინტერესებთ --(საქმის შემსრულებელი) უბრალოდ ადამიანი უნდა იყოს საქმის მცოდნე . უნდა შეეძლოს თავის ნამუშევრების ჩვენება , აუცილებლად უნდა იყოს ( თავდაბალი, თავაზიანი ) და შრომის მოყვარული . უკვე ყველანაირი ინფორმაციაა ინტერნეტში იმისთვის რომ ადამიანმა მიიღოს თვით განათლება . და მერე თავის თავს გაუკეთოს რეალიზება .... ეს ყველაფერი შესაძლებელია ( სერთიფიკატის ) გარეშე
* * *
QUOTE (pipii @ 23 Nov 2014, 20:22 )
ეგეც მართალია უმეტეს კომპანიაში გასაუბრებას ძირითადად ჰრ-ები აწარმოებენ და ბევრ შემთხვევაში არაკომპეტენტურები არიან

შენ რომელ კომპანიებზე საუბრობ ? გიშინ რო ინდმეწარმე გახდა და თვითონაც არ იცის რა უნდა ამ ცხოვრებაში ??? (სერიოზული კომპანიები) გასაუბრებაზე თავის სპეციალისტებს გახვედრებენ , და სპეციალისტი უკვე ატყობს საუბარზე (ცოდნის დონეს) იქ სერთიფიკატს არავინ არ ითხოვს და რო ამოიღო "სასაცილო საქციელია"

Posted by: pipii 1 Dec 2014, 15:58
ერთ ერთ სოლიდურ ორგანიაციაში დამიბარეს, სქლ - ში ტესტირება გავიარე მაგრამ გასაუბრებაზე რომ გაიგეს არ მქონდა ტეკნიკური განათლება მაშინვე დამთავრდა ყველაფერი ,დარწმუნებული ვარ ჩემზე სუსტი აიყვანეს იმ პოზიციაზე თუნდაც სქლ ,პლ/სქლ ის და ორაკლის ადმინისტრირების განხრით ,ეხლა ვზივარ და გამოცდისთვის ვემზადები. ზედმეტი არ მომივა და ორაკლის სერთიპიკატებს რომ ავაფარებ იქნებ მაშინ მაინც ირწმუნონ რომ არ ვტყუიიიი

Posted by: xxbesoxx 2 Dec 2014, 00:14
QUOTE (pipii @ 1 Dec 2014, 15:58 )
ერთ ერთ სოლიდურ ორგანიაციაში დამიბარეს, სქლ - ში  ტესტირება გავიარე  მაგრამ გასაუბრებაზე რომ გაიგეს არ მქონდა ტეკნიკური განათლება მაშინვე დამთავრდა ყველაფერი  ,

მაგ იმას არ ნიშნავს რო შენ ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე . ვერ გაიგებ რო მაგ იყო პრობლემა .... თვითონ მაგ კომპანიები იქცევიან არა ადეკვატურად ... (ღმერთმა იცის იქ რა მოხდა) შეიძლება ვიღაცა "ვასიამ" დაურეკა ჩემი ახლობელია (მაგარი ტიპი...) და იმას მოვიყვან და მიიღეთო ...
საქართველოში ყველა სტრუქტურა ასეთ ნაირად არის აგებული ..... მაგრამ გული არ უნდა გაიტეხო , უნდა გაშორდე ამ საქართველოს . (რუსეთში -უკრაინაში) იქ სულ სხვანაირი მიდგომაა დამასაქმებელიდან ...

Posted by: Saturn 5 Dec 2014, 23:33
xxbesoxx
QUOTE
სად გინახია მასეთი რამ რომ შენ ( სერტიფიკატი ) აჩვენო და საქმე მოგცენ, ან კიდე სამსახურში მიგიღონ

ჩემთან მინახავს სამუშაოზე. სერტიფიკატი არის ერთი ფაქტორი, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტესტირების შედეგია. ჩემთან ასე იღებენ ხალხს.

QUOTE
ხალხი იცნობს

ხალხი რომ იცნობს და მაგით იღებენ სამუშაოზე, მაგას ნეპოტიზმი ჰქვია. IT -შიც გვხვდება ხანდახან ეგ, მაგრამ გაცილებით ნაკლებად ვიდრე სხვა სფეროებში.

QUOTE
21-ე საუკუნეში სერტიფიკატი სქელი ფურცელი რომელიც (ტვალეტშიც არ გამოდგება) არავის აინტერესებს !

არ ვაპირებ მარტივ ჭეშმარიტებებზე დავას, ისე იფიქრე როგორც გაგიხარდება.


pipii
QUOTE
ერთ ერთ სოლიდურ ორგანიაციაში დამიბარეს, სქლ - ში ტესტირება გავიარე მაგრამ გასაუბრებაზე რომ გაიგეს არ მქონდა ტეკნიკური განათლება მაშინვე დამთავრდა ყველაფერი

სოლიდურ ორგანიზაციას შესაძლოა დოკუმენტურად ჰქონდეს განსაზღვრული თუ რა განათლების მქონე ადამიანის აყვანა შეიძლება კონკრეტულ ვაკანსიაზე და თუ ფორმალური მოთხოვნები არაა დაკმაყოფილებული, ვერ აგიყვანენ.

Posted by: pipii 6 Dec 2014, 14:12
მაშინ არც ტესტირებაზე არ უნდა დაიბარო ჩემისთანა რომ მერე გული არ დასწყდესს ,არ მაქვს ტექნიკური განათლება მაგრამ ამაყი ვარ ყველაფერი ჩემით ვისწავლე და ზოგიერთ ვაი სპეციალისტზე მეტი ვიცი მართლა, მიზანსაც მივაღწევ დარწმუნებული ვარ ,იმისათვის რომ ადამიანის ცოდნა შეაფასო არსებობენ სპეციალისტები და მარტო ვიღაც მეტიჩარა ჰრ მენეჯერებმა არ უნდ აგადაწყვიტონ ვის აიყავნენ სამსახურში ,ცოდნის დაბრალება ნამდვილად არ გამიგია და ისინი მასე ფიქრობენნ , lam.gif

Posted by: MrAlex 6 Dec 2014, 16:59
pipii
ეგ არაუშავს , აუცილებლად იშოვი უკეთესს სამსახურს. მახსოვს პირველად რომ ვეძებდი სამსახურს არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა გავუშვი ერთ-ერთ ბანკში CV (არ ვასახელებ რომელში) . დამიბარეს გასაუბრებაზე წარმატებით გავიარე პირველი ეტაპი, შემდეგი ეტაპი იყო ტესტირება (IQ,ლოგიკა,მათემატიკა(ელემენტარული),უცხო ენები(ინგლისური,რუსული) ) წარმატებით ჩავაბარე და დამიბარეს ისევ გასაუბრებაზე უკვე უშუალოდ IT სამსახურთან და მანდ მკითხეს სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი და რატომ გადავწყვიტე ბანკი. მე ვუთხარი რომ არსად არ მქონდა ნამუშევარი , უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ჩემი პირველი სამსახური იქნებოდა თუ ამიყვანდნენ (CV-შიც მეწერა რომ არ გამჩნდა სამუშაო გამოცდილება) . პასუხი იყო შემდეგნაირი : "სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ გამოცდილ კადრს" და კითხვაზე თუ რატომ დამიბარეს ხომ იცოდნენ რომ არ მქონდა არსად ნამუშევარი ,მიპასუხეს რომ ტესტები დავწერე კარგად. გავიდა იმ გასაუბრების შემდეგ 3 თვე და ვიშოვე სხვა სამსახური სადაც საკმაოდ წარმატებული ვარ. ასე რომ თუ ერთხელ არ გაგიმართლა არ მოეშვა შემდეგზე აუცილებლად გაგიმართლებს. up.gif

Posted by: pipii 6 Dec 2014, 17:17
QUOTE (MrAlex @ 6 Dec 2014, 16:59 )
pipii
ეგ არაუშავს , აუცილებლად იშოვი უკეთესს სამსახურს. მახსოვს პირველად რომ ვეძებდი სამსახურს არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა გავუშვი ერთ-ერთ ბანკში CV (არ ვასახელებ რომელში) . დამიბარეს გასაუბრებაზე წარმატებით გავიარე პირველი ეტაპი, შემდეგი ეტაპი იყო ტესტირება (IQ,ლოგიკა,მათემატიკა(ელემენტარული),უცხო ენები(ინგლისური,რუსული) ) წარმატებით ჩავაბარე და დამიბარეს ისევ გასაუბრებაზე უკვე უშუალოდ IT სამსახურთან და მანდ მკითხეს სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი და რატომ გადავწყვიტე ბანკი. მე ვუთხარი რომ არსად არ მქონდა ნამუშევარი , უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ჩემი პირველი სამსახური იქნებოდა თუ ამიყვანდნენ (CV-შიც მეწერა რომ არ გამჩნდა სამუშაო გამოცდილება) . პასუხი იყო შემდეგნაირი : "სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ გამოცდილ კადრს" და კითხვაზე თუ რატომ დამიბარეს ხომ იცოდნენ რომ არ მქონდა არსად ნამუშევარი ,მიპასუხეს რომ ტესტები დავწერე კარგად. გავიდა იმ გასაუბრების შემდეგ 3 თვე და ვიშოვე სხვა სამსახური სადაც საკმაოდ წარმატებული ვარ. ასე რომ თუ ერთხელ არ გაგიმართლა არ მოეშვა შემდეგზე აუცილებლად გაგიმართლებს. up.gif

ეგ არაუშავს , აუცილებლად იშოვი უკეთესს სამსახურს.


დიდი მადლობა გამხნევებისთვისსს love.gif jump.gif

Posted by: xxbesoxx 8 Dec 2014, 00:40
Saturn
QUOTE
ჩემთან მინახავს სამუშაოზე. სერტიფიკატი არის ერთი ფაქტორი, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტესტირების შედეგია. ჩემთან ასე იღებენ ხალხს.

ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველგან მასე ხდება. დღეს დღეობით ადამიანმა თუ თავის საქმე იცის ... ბოლო ბოლი სხვა ქვეყნებიდან აიღებს ზაკაზს .... დღის განმავლობაში რამოდენიმე დამსაქმებელი შემოდის თუნდაც რუსულ საიტებზე და ეძებს ( საქმის შემსრულებელს ) და ნორმალურადაც იხდიან ... თუ ვინმეს კაბინეტში ჯდომა ეამაყება და ხელფასის თვის ბოლოს ლოდინი . ეს მისი პრობლემაა . თუმცა როგორც ყველას ( მეც მჭირდა ერთ დროს მასეთი რამე )
ახლა ნამდვილად ვერ შევეგუები , რო ვიღაცამ თავის ჭკუაზე მამუშავოს მთელი თვე . ერთი და იგივე რამე გადამაკეთებიოს ათასჯერ . და მედუდღუნოს უაზროდ... ბევრჯერ მინახია როდესაც დამსაქმებელი ვერ სვავს (ტექნიკურ დავალებას) ნორმალურად , მინტო არ ყოფნის ინტელექტი (მაგრამ აქ დიპლომი) მერე კი დუდღუნობს და შენ ცდილომ რო მის დუდღუნში ამოიცნო რა უნდა და ნევრები კბილით გიჭირავს
მირჩევნია ჩემი სურვილით ავირჩიო საქმეც და ( დამსაქმებელიც ) ..... სერთიფიკატით შეფასება დიდი შეცდომაა რადგან (მაგის ყიდვა უცოდინარსაც შეუძლია) . მესმის საქართველოში არაფერი არა გასაკვირი . ბევრი მინახია (დიპლომიანი უცოდინარი)
Saturn
QUOTE
ხალხი რომ იცნობს და მაგით იღებენ სამუშაოზე, მაგას ნეპოტიზმი ჰქვია.

შენ მე არ ვიცი "ნეპოტიზმში" რას გულისხმობ . მაგრამ მე ( ხალხის ცნობას ) დაგიკონკრეტებ ... ადამიანს რომელსაც რამოდენიმე პროექტი აქ შესრულებული დამოუკიდებლად და ასევე უმუშავია " სხვის დაწყილ პროექტებზე " - გაუგრძელებია , ჩაუსწორებია , ცვლილება შეუტანია ... საქმით ცნობა ამას ქვია ...... არა თუ ვიღაცა რამოდენიმე წელი იჯბა სტანდარტულ ხელფასზე და ერთ და იგივე საქმეს უკეთებდა ერთ კომპანიას..
Saturn
QUOTE
სოლიდურ ორგანიზაციას შესაძლოა დოკუმენტურად ჰქონდეს განსაზღვრული თუ რა განათლების მქონე ადამიანის აყვანა შეიძლება კონკრეტულ ვაკანსიაზე და თუ ფორმალური მოთხოვნები არაა დაკმაყოფილებული, ვერ აგიყვანენ.

შენ გეტყობა არ გინახია სერიოზული კომპანია !!! სერიოზული კომპანია ( ნებისმიერ დოკიმენტს ) გააკეთებს... თავისი იურისტები ყავთ მთავარი იმათ ადამიანი აწყობდეთ როგორც საქმის შემსრულებელი და ასევე მისი (საქციელები) ყველაფერს გაუკეთებენ .... თუნდაც მაგ (სერთიფიკატს თუ დიპლომს) რაც შენ დიდ რამედ მიგაჩნია.
Saturn
QUOTE
არ ვაპირებ მარტივ ჭეშმარიტებებზე დავას, ისე იფიქრე როგორც გაგიხარდება.

არა მე როგორც ხდება რელურ ცხოვრებაში ისე ვფიქრობ.

* * *
pipii
QUOTE
მაშინ არც ტესტირებაზე არ უნდა დაიბარო ჩემისთანა რომ მერე გული არ დასწყდესს ,

მესმის შენი . გამივლია მაგ გზა .... დაივიწყე კაი რა ........ მაგ ერთი უმნიშვნელო რაღაც არის ცხოვრებაში ! და წინ მაგაზე მეტი დაპრკოლებები შეგხვდება ... ყველაფერს გულთან ნუ მიიტან....
დაიწყე ფრილანსერობა , საქმით რო დაკავდები და შენი ფულიც გექნება . მერე დამიჯერე გაგაეცინება ყველაფერს მაგას რო გაიხსენებ.

Posted by: pipii 8 Dec 2014, 09:34
https://www.freelancer.com აქ ვარ დარეგისტრირებული და სხვა ფრილანსერ საიტსაც ხომ არ მირჩევთ დასაწყისისთვის?


Posted by: MrAlex 8 Dec 2014, 10:31
pipii
http://forum.ge/?f=48&showtopic=34472638

არ გეგონოთ რომ ფრილანსერად ადვილია მუშაობა და ფული ცვივა

Posted by: Saturn 8 Dec 2014, 12:31
xxbesoxx
QUOTE
ყველაფერს გაუკეთებენ .... თუნდაც მაგ (სერთიფიკატს თუ დიპლომს)

Microsoft -ის და Oracle -ის სერტიფიკატების "ლევად გაკეთება" პირველად გავიგე biggrin.gif


QUOTE
დღის განმავლობაში რამოდენიმე დამსაქმებელი შემოდის თუნდაც რუსულ საიტებზე და ეძებს ( საქმის შემსრულებელს ) და ნორმალურადაც იხდიან ... თუ ვინმეს კაბინეტში ჯდომა ეამაყება და ხელფასის თვის ბოლოს ლოდინი . ეს მისი პრობლემაა . თუმცა როგორც ყველას ( მეც მჭირდა ერთ დროს მასეთი რამე )
ახლა ნამდვილად ვერ შევეგუები , რო ვიღაცამ თავის ჭკუაზე მამუშავოს მთელი თვე . ერთი და იგივე რამე გადამაკეთებიოს ათასჯერ . და მედუდღუნოს უაზროდ... ბევრჯერ მინახია როდესაც დამსაქმებელი ვერ სვავს (ტექნიკურ დავალებას) ნორმალურად , მინტო არ ყოფნის ინტელექტი (მაგრამ აქ დიპლომი) მერე კი დუდღუნობს

შენ ახლა გადახვედი საკუთარ თავზე, ინტერესებზე და ა.შ.
და თემა არის სხვა რამეზე smile.gif
კერძოდ: არის თუ არა სამუშაოს ძებნის დროს ცნობილი ვენდორების ოფიციალური სერტიფიკატები დადებითი ფაქტორი?
მე ვამბობ რომ არის. შენ ამბობ რომ არ არის. ამით შეგვიძლია შემოვისაზღვროთ.

Posted by: xxbesoxx 17 Dec 2014, 13:06
Saturn
QUOTE
Microsoft -ის და Oracle -ის სერტიფიკატების "ლევად გაკეთება" პირველად გავიგე biggrin.gif

თუ კომპანიას აწყობს პიროვნება როგორც (საქმის შემსრულებელი) და ასევე თავისი დამახასიათებელი საქციელით ! მიცემენ დროს და შეუქმნიან პირობებს რო მოემზადოს შენი Microsoft -ის და Oracle -ის სერტიფიკატისთვის თუ იმათ უნდა მაინცდამაინც სერტიფიკატიანი თანამშრომელი . მაგრამ ნაკლებად რო ვინმეს აინტერესებდეს თანამშრომლის სერტიფიკატი !!! აინტერესებთ რამდენად შრომის მოყვარულია, რამდენად პასუხისმგებლობა გააჩნია საქმის მიმართ ! სირთულეების დროს ხო ჩეუძლია საქმის თავის გართმევა რამოდენიმე ადამიანს განახებ რომელსაც სერტიფიკატიც აქ, მცოდნეც არის მაგრამ არის (Недобросовестный исполнитель - არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი) კაი რა ძმა რა სერტიფიკატზეა საუბარი...
* * *
Saturn
QUOTE
შენ ახლა გადახვედი საკუთარ თავზე, ინტერესებზე და ა.შ.
და თემა არის სხვა რამეზე smile.gif
კერძოდ: არის თუ არა სამუშაოს ძებნის დროს ცნობილი ვენდორების ოფიციალური სერტიფიკატები დადებითი ფაქტორი?
მე ვამბობ რომ არის. შენ ამბობ რომ არ არის. ამით შეგვიძლია შემოვისაზღვროთ.

საქართველოში თვითონ დამსაქმებელს არა აქ იმ დონის ცოდნა რო შეგამოწმოს და რასაკვირველია გთხოვს სერთიფიკატს ... აბა როგორ უნდა შეგამოწმოს?
თუ მოხდი საქართველოს გარეთ ( რუსეთში ან უკრაინაში ) იქ მიხვდები რო არავის არ აინტერესებს შენი (სერთიფიკატი = "სქელი ლამინირებული კარდონი") უშვალოდ თავის პროგრამისტებს შეგახვედრებენ .... და საუბარში "კომპიუტერის გარეშე შეატყობენ ადამიანის ცოდნას" და მერე პატარა დავალებებს მიცემენ უკვე .... თუ ადამიანი პიროვნულად მოეწონად და საქმეში მაინცდამაინც ვერ არის (( .... ასწავლიან და (სწავლის პერიოდში დაბალ ხელფას უხდიან) მერე რო ისწავლის უმატებენ ხელფასს..... კაი რა რა სერთიფიკატზეა საუბარი .
* * *
pipii
QUOTE
და სხვა ფრილანსერ საიტსაც ხომ არ მირჩევთ დასაწყისისთვის?

რაიმე პროგრამირების ენა ისწავლე , მარტო oracle ცოდნით გაგიჭირდება ფრილანსერობა ..... დამსაქმებელმა შეიძლება მოგთხოვოს MySQL ან MS SQL ან firebird და ასე შემდეგ.... შეიძლება გითხრას რო მე მინდა ამ სუბდ-ში ბაზის დაპროექტებავო ... შენ ხო არ ეტყვი მაინცდამაინც ორაკლშივო ...... ცოტა სხვა ( კლიენტ-სერვერულ სუბედეებშიც ) ივარჯიშე ....
ხოდა აბ ბაზაზე პრგრამაც ხო უნდა დაუწერო რომელიც ამ გაზას დაუკავშირდება და გააკეთებს ( დავალებაში ) მითითებულ ოპერაციებს ...
ა ბატონო გადახედე საქმეებს , გაეცანი ფორუმის წესებს, ისწავლე კლიენტთან ურთიერთობა და იმუშავე
http://www.cyberforum.ru/freelance/
http://www.cyberforum.ru/order-program/
http://www.cyberforum.ru/order-site-scripts/
http://www.cyberforum.ru/solve-problem/
http://www.cyberforum.ru/order-diploma/
http://programmersforum.ru/forumdisplay.php?f=29
არ იჩქარო დაუკვირდი ყველაფერს .....
* * *
MrAlex
QUOTE
არ გეგონოთ რომ ფრილანსერად ადვილია მუშაობა და ფული ცვივა 

გეთანხმები ... შეიძლება ბევრი იმუშავო და ცოტა გადაგიხადონ , შიძლება კიდევაც გადაგაგდონ .... ეს რეალურ ცხოვრებაშიც ხდება .... მაგრამ ცხოვრება გასწავლის ყველაფერს ... და საქმეს პრედოპლატის გარეშე ხელი არ უნდა მოკიდო ...

Posted by: Saturn 17 Dec 2014, 14:04
xxbesoxx
QUOTE
თუ კომპანიას აწყობს პიროვნება როგორც (საქმის შემსრულებელი) და ასევე თავისი დამახასიათებელი საქციელით

biggrin.gif

რამდენი წლის ხარ ისე? rolleyes.gif

Posted by: xxbesoxx 17 Dec 2014, 15:43
QUOTE (Saturn @ 17 Dec 2014, 14:04 )
xxbesoxx
QUOTE
თუ კომპანიას აწყობს პიროვნება როგორც (საქმის შემსრულებელი) და ასევე თავისი დამახასიათებელი საქციელით

biggrin.gif

რამდენი წლის ხარ ისე? rolleyes.gif

ჯერ არ დავბადებულვარ lol.gif ჯერ ერთი წლისაც არა ვარ lol.gif და იცი მეუხეხულება forum.ge ის ადმინისტრატორთან საუბარი . მითუმეტეს უეჭველი ,,დიპლომიანი" იქნება lol.gif
* * *
ოხერა ხარა ხარ wink.gif დიპლომი არ დაგეკარგოს wink.gif)

Posted by: pipii 5 May 2017, 10:29
Exam Number: 1Z0-052

Exam Title: Oracle Database 11g: Administration I - რამე ტესტები ხომ არ გაქვთ მსგავსი ნებისმიერს მივიღებ დიდად დამეხმარებით , მსგავსი ტესტები ვინც ემზადებოდით
ამ გამოცდაზე ჩასაბარებლად

Posted by: pipii 16 May 2017, 21:05
oracle database associate -ს გამოცდის მსგავსი ტესტები ხომ არავის აქვს ?

გამოცდის ნომერი:Exam Number: 1Z0-052
გამოცდის დასახელება: Exam Title: Oracle Database 11g: Administration I ფასიანი ვერსიები არსებობს მსგავსები თუ ვინმეს აქვს დიდად დამეხმარებით

Posted by: Tortales 25 May 2017, 17:11
http://www.aiotestking.com/oracle/
http://gratisexams.com/oracle/

გამოგადგება იმედია smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)