Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საზოგადოებრივი მეცნიერებები > გამოვიგონოთ და დავამკვიდროთ ახალი ქართული სიტყვები


Posted by: არწივი9 18 Feb 2024, 22:22
აი მაგალითად wink.gif

ქართულ ენაში სიტყვა “ტანმორჩილი” ნიშნავს დაბალ ადამიანს, შესაბამისად ამის საწინააღმდეგოდ “ტანურჩი” უნდა ნიშნავდეს მაღალ ადამიანს smile.gif დაე რომელიმე მწერალმა დაამკვიდროს თავის ნაწარმოებებში ეს სიტყვა war.gif

Posted by: არწივი9 23 Feb 2024, 10:33
ქართულ ენაში გვაქვს სიტყვა „მოთოკვა“ რომელიც „თოკი“-დან წარმოიშვა და ნიშნავს „დამუხრუჭებას“, მაგალითად „ემოციების მოთოკვა“.

მეორეს მხრივ ქართულ ენაში გვაქვს „თოკის“ (თითქმის) სინონიმები:
1) „ჯაჭვი“. აქედან შეგვიძლია იგივე მნიშვნელობის სიტყვის შედგენა - „(ემოციების) მოჯაჭვა“.
2) „ბაწარი“ - „(ემოციების) მობაწვრა“.

ოღონდ ეს სამი სიტყვა ერთნაირი სიძლიერის არ იქნება. ბაწარი ხომ ყველაზე წვრილია, შესაბამისად „მობაწვრა“ იქნება ყველას სუსტი ძალის მქონე დამუხრუჭება, შემდეგ უნდა მოდიოდეს „მოთოკვა“, ხოლო ყველაზე ძლიერი იქნება „მოჯაჭვა“ old.gif

Posted by: არწივი9 2 Mar 2024, 12:25
თუ არსებობს სიტყვა „სიცილი“ და (აშკარად) აქედან ნაწარმოებია სიტყვა „ჩაცინება“, მაშინ „ხარხარიდან“ რატომ არ უნდა იყოს ნაწარმოები სიტყვა „ჩახარხარება“? აი ვიტყვით რომ ამა და ამ პიროვნებამ ულვაშებში ჩაიხარხარაო smile.gif

Posted by: არწივი9 6 Mar 2024, 20:21
სიტყვა „წინასწარმეტყველი“ შედგება ორი ნაწილისგან „წინასწარ-მეტყველი“, ანუ ეს ისეთი პიროვნებაა ვინც წინასწარ მეტყველებს/საუბრობს იმაზე რაც მომავალში უნდა მოხდეს, ხომ ასეა? მაგალითად ნოსტრადამუსი იყო ცნობილი წინასწარმეტყველი war.gif

ამ ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ორი ახალი სიტყვა:
1) „უკანასწარ-მეტყველი“. ანუ ეს ისეთი ადამიანია ვინც ლაპარაკობს იმაზე რაც უკან წარსულში უკვე მოხდა, ანუ ისტორიკოსი smile.gif
2) „აწმყო-მეტყველი“. ეს ისეთი ადამიანია ვინც ლაპარაკობს იმაზე რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ესე იგი ჟურნალისტი ან პოლიტოლოგი biggrin.gif

Posted by: Nanik11 13 Mar 2024, 18:06
QUOTE (არწივი9 @ 18 Feb 2024, 22:22 )
აი მაგალითად wink.gif

ქართულ ენაში სიტყვა “ტანმორჩილი” ნიშნავს დაბალ ადამიანს, შესაბამისად ამის საწინააღმდეგოდ “ტანურჩი” უნდა ნიშნავდეს მაღალ ადამიანს smile.gif დაე რომელიმე მწერალმა დაამკვიდროს თავის ნაწარმოებებში ეს სიტყვა war.gif

,,ტანურჩი" რატომ, ხო გვაქვს ,,ტანმაღალი" lol.gif lol.gif

Posted by: Nanik11 13 Mar 2024, 18:15
რატომ ,,იუმორი" და არა ,,იუმსამი" ან ,,იუმოთხი"?

Posted by: არწივი9 21 Mar 2024, 23:44
ქართულში გვაქვს სიტყვები „ხმა“ და „ბგერა“ რომლებიც თითქმის სინონიმებია. „ხმიდან“ წარმოშობილია სიტყვა „ხმა-ური“, ჰოდა ასეთივე ლოგიკით დაე შევქმნათ „ბგერა-ური“. თითქმის სინონიმები გამოვა wink.gif

Posted by: მამაო ენუქი 22 Mar 2024, 00:24
QUOTE
“ტანურჩი”

სიმაღლის ზრდას რომ არ წყვეტენ, იმ ხალხს შეიძლება ეწოდოს old.gif

Posted by: ვარაზვაჩე 22 Mar 2024, 10:35
გულგონთხართა?

© ლევან ვასაძე

Posted by: არწივი9 2 Apr 2024, 21:44
სიტყვა "და-წინ-აურება" ნიშნავს სამსახურში უფრო მაღალ პოზიციაზე გადასვლას, ხომ ასეა? ჰოდა ამის საწინააღმდეგო სიტყვა უნდა იყოს "და-უკან-აურება" და არა მხოლოდ "დაქვეითება" wink.gif

Posted by: chupi 4 Apr 2024, 23:41
lol.gif lol.gif lol.gif
მაგარი თემაა. გააგრძელეთ, გთხოვთ.

Posted by: არწივი9 4 Apr 2024, 23:50
თუ "წინა-პარი" ეს არის ადამიანი რომელიც მოცემული თაობის წინ (ანუ წარსულში) ცხოვრობდა მაშინ "უკანა-პარი" უნდა იყოს იგივე რაც (ჩვენი) შთამომავლობაა, ანუ ვინც ჩვენს მერე იცხოვრებს მომავალში smile.gif

Posted by: არწივი9 14 Apr 2024, 20:27
თუ არსებობს სიტყვა "თავ-ქარიანი", მაშინ რატომ არ უნდა არსებობდეს სიტყვა "თავ-გრიგალიანი"? ისინი თითქმის სინონიმები იქნებოდნენ, ოღონდ "თავ-გრიგალიანი" უფრო ძლიერი მნიშვნელობის იქნებოდა wink.gif

Posted by: John Jolie 5 May 2024, 19:15
ჩანთა და იარაღის ქართულ შესატყვისად რა შეიძლება დამკვიდრდეს
ორიე თურქული სიტყვაა, მეორე რასაც ნიშნევს კი გეცოდინებათ და ტეხავს ჩვენ ვიღაცების "იმას" ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ვხმარობთ

ასვევ მაინტერესებს სიტყვა კაცი ქართულში როდიდან გვხვდება

Posted by: ვარაზვაჩე 6 May 2024, 05:16
John Jolie
QUOTE
ასვევ მაინტერესებს სიტყვა კაცი ქართულში როდიდან გვხვდება

მინიმუმ პროტოქართველურიდან.

Posted by: არწივი9 11 May 2024, 17:02
თუ არსებობს სიტყვა „პაპანაქება“ (სიცხე) მაშინ რატომ არ არსებობს „ბაბუა-ნაქება“ (სიცხე) ან „ბებია-ნაქება“ (სიცხე)? old.gif

Posted by: lexanna 11 May 2024, 19:38
არწივი9
QUOTE
თუ არსებობს სიტყვა „პაპანაქება“ (სიცხე) მაშინ რატომ არ არსებობს „ბაბუა-ნაქება“ (სიცხე) ან „ბებია-ნაქება“ (სიცხე)?

ალბათ ხუმრობ biggrin.gif

პაპა ლიტერატურულია და ბაბუა კუთხური

Posted by: არწივი9 11 Jun 2024, 21:43
ქართულში გვაქვს სიტყვები "მუქთა-მჭამელა", "მუქთა-ხორა". ასეთივე მიდგომით შეგვიძლია გამოვიგონოთ და დავამკვიდროთ სიტყვები "მუქთა-მკვებავი", "მუქთა-მყორავა". ესენი სინონიმებია smile.gif


QUOTE (lexanna @ 11 May 2024, 18:38 )
არწივი9
QUOTE
თუ არსებობს სიტყვა „პაპანაქება“ (სიცხე) მაშინ რატომ არ არსებობს „ბაბუა-ნაქება“ (სიცხე) ან „ბებია-ნაქება“ (სიცხე)?

ალბათ ხუმრობ biggrin.gif

პაპა ლიტერატურულია და ბაბუა კუთხური

პირიქით

Posted by: არწივი9 17 Jun 2024, 23:44
თუკი არსებობს გამოთქმა „დღისით-მზისით“ (ანუ «აშკარად»), მაშინ უნდა არსებობდეს გამოთქმა „ღამე-მთვარისით“ (ანუ «ჩუმად») smile.gif მაგალითად ესა თუ ის პიროვნება რაღაც საქმეს აკეთებდა ღამე-მთვარისითო, ანუ მალულად war.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)