Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საზოგადოებრივი მეცნიერებები > კითხვა-პასუხი


Posted by: LORD VOLDEMOR 15 Jul 2011, 16:11
ვერ ვიპოვე ასეთი თემა, არადა ძალიან საჭიროა. ყველა პატარა კითხვაზე ახალი თემა ხო არ გაიხსნება

ჰოდა, რა მაინტერესებს, შვეიცარიას და შვედეთის სახელი რატომ ჰგავს ერთმანეთს? უბრალოდ დამთხვევაა თუ რამეს ნიშნავს?

რატომ ჰქვია კავკასიურ უკვე არ-არსებულ ქვეყანას და ასევე დღევანდელ ალბანიას, ერთიდაიგივე სახელი?

Posted by: Shurige 15 Jul 2011, 21:14
არაფერ კავშირში არ არის

შვედეთს შვედურად ჰქვია სვერიგე, რომელიც შედგენილი სიტყვაა. პირველი კომპონენტია "სვეა", რაც შვედს ნიშნავს, ხოლო მერე მომდინარეობს "რიკე"-დან. მთლიანობაში ნიშნავს შვედების (სვეათა) სამეფოს.

შვეიცარიის სახელი მოდნარეობს მისი გერმანული დასახელებიდან - შვაიც (die Schweiz), რომელიც, თავის მხრივ, კანტონ შვიც-ის (Schwyz) სახელიდან მომდინარეობს. ამ კანტონის მაცხოვრებელი გერმანულის ალემანურ დიალექტზე იქნება შვიიცერ (Schwiizer).

Posted by: LORD VOLDEMOR 15 Jul 2011, 23:35
Shurige
და ალბანეთი? war.gif
* * *
კიდევ მაინტერესებს რატომ ჰგავს ერთმანეთს ავსტრალია და ავსტრია

Posted by: giorgitab 20 Jul 2011, 17:29
LORD VOLDEMOR

ავსტრალია:
წარმოსდგება ლათინურისაგან terra australis incognita ანუ „უცნობი სამხრეთი მიწა“. მეთიუ ფლინდერსი (1774-1814) იყო პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც გარს შემოუარა კონტინენტს, აღწერა მისი სანაპირო ზოლი და თავის პუბლიკაციებში პირველად გამოიყენა ტერმინი "ავსტრალია"

ავსტრია:
მე-9 საუკუნეში იგი ფრანკთა იმპერიის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენდა და კარლოს დიდი მას Ostmark-ს უწოდებდა, რაც „აღმოსავლეთის ქვეყანას“ ნიშნავს. მე-11 საუკუნეში გამოჩნდა ტერმინი Ostarrichi. აქედანაა მიღებული მისი დღევანდელი სახელი Osterreich – გერმანულად, Autriche - ფრანგულად და Austria - ლათინურად.

ალბანეთი (ალბ. Shqipëri/Shqipëria) — ქვეყნის სახელწოდება ილირიულიდან გამომდინარეობს (olba), რაც ითარგმნება, როგორც დასახლება. ალბანურად ჟღერს როგორც Shqipëria, რაც არწივების ქვეყანას ნიშნავს.

ალბანეთი (ძვ.-ბერძნ. Αλβανεια, სომხ. Աղվանք, ძვ.-სომხური ალუანკ, ახალსომხ. აგვანკი, აზერ. Qafqaz Albaniyası, ქვეყნის სახელი მშობლიურ ენაზე უცნობია - იყო სიტყვა ალბანეთი ლათინურად (ლათ. Albania) ნიშნავს „მთიან მიწას“

Posted by: Davidiel 22 Jul 2011, 02:49
am rukaze mcvaned monishnulshi saqartvelo eqceva?

user posted image
* * *
aris romelime am rukis mixedvit dgevandeli saqartvelos teritoria?

user posted image

Posted by: LORD VOLDEMOR 22 Jul 2011, 04:02
Davidiel
რა შუაშია მანდ საქართველო?
მწვანედ კი არა, საერთოდ რუკაზეც არაა

Posted by: რეჟისორი 22 Jul 2011, 13:12
ერეკლე მეფეს რა ედო მარცხენა ჩექმაში? wink.gif

Posted by: Davidiel 22 Jul 2011, 14:26
LORD VOLDEMOR

QUOTE
რა შუაშია მანდ საქართველო?


aba me ravici ra shuashia? sheni azrit ro mcodnoda davsvavdi kitxvas?

madloba

----

kvelze dzveli xalxi vin cxovrobda saqartveloshi? ( saqartvelos teritoriaze )
dzaan isetebic ar damicerot ai pirvelkopilebi marto cvetiani qvebi ro qonda, magatze cota metad ganvitarebulebi.

Posted by: LORD VOLDEMOR 22 Aug 2011, 23:12
Davidiel
ისტორიაში როგორც ვისწავლე, ძველი ქართველებიდან ყველაზე ძველი წერილობითი წყარო კოლხეთზეა


---------------

ჰოდა რა მაინტერესებს

ეს რუკა ნაღდია თუ სომხების ნაჩალიჩარი? ამოღებულია ვიკიპედიიდან

user posted image

Posted by: gimmelle 22 Aug 2011, 23:26
LORD VOLDEMOR
QUOTE
ეს რუკა ნაღდია თუ სომხების ნაჩალიჩარი? ამოღებულია ვიკიპედიიდან

სომხების ნაჩალიჩარი. სომხეთის იმპერია გამოგონილი ცნებაა. არსებობდა დიდი სომხეთი და ისიც მცირე სომხეთის საპირისპიროდ. მერე სომხების ამბავი ხომ იცი, ამ დიდ სომხეთს იმპერიული მნიშვნელობა შესძინეს.
"მართალია, ქრისტეს შობამდე პირველ ასწლეულში სომხეთის მეფემ, ტიგრან II დიდმა შეძლო მრავალი ქვეყნის თუ მხარის დაპყრობა, მაგრამ ტიგრანის არამყარი იმპერია მხოლოდ ოციოდე წელიწადს არსებობდა და შემდეგ დაიშალა. ამასთანავე, ტიგრანი იყო პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის მოკავშირე და ხშირად მისი კარნახითაც მოქმედებდა."

ასე რომ იმ ოცი წლის გამო გადაგვჭამეს თავი სომხებმა.


აი, კარგი სტატიაა მაგ თემაზე:
http://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/abdaladze/

Posted by: LORD VOLDEMOR 22 Aug 2011, 23:32
gimmelle
იმ 20 წლის დროს მაინც არაა ეს ნაღდი? tongue.gif

Posted by: Prankster 23 Aug 2011, 00:27
LORD VOLDEMOR
QUOTE
ეს რუკა ნაღდია თუ სომხების ნაჩალიჩარი? ამოღებულია ვიკიპედიიდან

რამდენადაც ვიცი კასპიის ზღვამდე არასოდეს ჩასულან ეგენი

ნუ ცალკეული დასახლებები აგერ წინა საუკუნის დასაწყისშიც იყო და ბაქოშიც იყვნენ საკმაო რაოდენობით


Posted by: LORD VOLDEMOR 23 Aug 2011, 01:47
Prankster
მე უფრო საქართველოს შუა ნაწილი მაინტერესებს

Posted by: Prankster 23 Aug 2011, 02:33
LORD VOLDEMOR
ტიგრანა 69 BC მეფობდა

მაგ პერიოდში იყო ორმეფობა ქართლში სომხური წარმოშობის არტაშესიანების დინასტიის დროს

ხოდა სავარაუდოდ მაგის გამო სამეფოს მტკვრის სამხრეთი ნახევარი ეგრევე არმენიას მიაწებეს

Posted by: abkhazi_83 23 Aug 2011, 12:35
ახეველებზე (ахеев) ჯიქებისა და ჰენიოხების გვერდით მაცხოვრებელ ხალხის წარმოშობაზე ხომ არაფერი იცით? ან მათ შესახებ ქართველ მეცნიერებს თუ აქვთ მეცნიერული მოსაზრებები გამოთქმული?

Posted by: gimmelle 23 Aug 2011, 12:57
abkhazi_83
QUOTE
ახეველებზე (ахеев) ჯიქებისა და ჰენიოხების გვერდით მაცხოვრებელ ხალხის წარმოშობაზე ხომ არაფერი იცით?

აქაველებზე ამბობ?

Posted by: abkhazi_83 23 Aug 2011, 13:21
gimmelle
QUOTE
აქაველებზე ამბობ?



არა...ახეელებზე....სხვადასხვა ძველი ისტორიკოსები ჰენიოხების, ზიქების გვერდით ახსენებენ ახეელებს...ისინი როგორც ზიქები, ჰენიოხები ველური ტომები ყოფილან...

Posted by: laplandia 23 Aug 2011, 17:14
სვანები სკვითების ჩამომავლები არიან?
და ხევსურებზე ესეთი შეხედულება მსმენია უცხოელი მეცნიერის რო 100 ფრანგი ჯვაროსანი რო იყო იმათი ჩამომავლები არიანო და რიჟა ბაზარია მე მგონი ორივე რაც დავწერე

Posted by: gimmelle 23 Aug 2011, 20:25
laplandia
QUOTE
სვანები სკვითების ჩამომავლები არიან?

არა, სკვითები ირანული მოდგმის ხალხი იყო.



Posted by: LORD VOLDEMOR 7 Sep 2011, 02:42
სიტყვა ღვინო, ქართულ ხელნაწერებშI, პირველად სად გვხვდება?

Posted by: gochaj 8 Sep 2011, 00:12
LORD VOLDEMOR

ღვინო გვხვდება ოთხთავში. როცა არ უნდა ეთარგმნათ, ამ სიტყვას ვერ შეცვლიდნენ.
ღვინო გვხვდება პირველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლში ”შუშანიკის წამებაში”.

Posted by: LORD VOLDEMOR 8 Sep 2011, 00:51
gochaj
და შუშანიკამდე დაწერილი რამე აქვთ უცხოელებს? რუსებს ან ლათინებს, სადაც ეგ სიტყვა გვხვდება?

Posted by: gochaj 8 Sep 2011, 02:11
LORD VOLDEMOR
QUOTE
gochaj
და შუშანიკამდე დაწერილი რამე აქვთ უცხოელებს? რუსებს ან ლათინებს, სადაც ეგ სიტყვა გვხვდება?


In vino veritas/ღვინოშია ჭეშმარიტება. ეს ცნობილი ფრაზა ეკუთვნის რომაელ პლინიუს უფროსს (24-79 წწ.). რაც ფხიზელს თავში აქვს, მთვრალს ენაზე ადგებაო.
რუსები კი სად იყვნენ შუშანიკამდე?

Posted by: LORD VOLDEMOR 8 Sep 2011, 02:51
gochaj
ეგ სიტყვა ვისი მოფიქრებულიცაა, იმას ჰქონდა პირველად ღვინო, არა?


რუსები რა, ზოგადად სლავები

Posted by: Junge19 8 Sep 2011, 04:20
კახეთისა და ჰერეთის სამეფოს მე-11 საუკუნეში ბაგრატუნები მართავდნენ?



Posted by: gochaj 8 Sep 2011, 11:05
LORD VOLDEMOR
QUOTE
ეგ სიტყვა ვისი მოფიქრებულიცაა, იმას ჰქონდა პირველად ღვინო, არა?


არა. ფიქრობენ, რომ ეს სიტყვა ქართულიდან გავრცელდა ინდოევროპულში. ამ საკითხზე უკვე იყო მსჯელობა ფორუმზე.შედი გუგლზე და გამოიძახე ღვინო.

Posted by: LORD VOLDEMOR 10 Sep 2011, 17:22
ეს რუქა ვიპოვე აქ რაღაც თემაში, ჰოდა, იმ დროშას (დღევანდელს) რა კავშირი აქვს აფხაზეთთან და სამეგრელოსთან?

user posted image

Posted by: Raregrey 11 Sep 2011, 20:01
მარტივი აღწარმოების 5 ქვეყანა მითხარით ვინმემ რა lam.gif

Posted by: Front National 23 Sep 2011, 21:46
ასეთი კითხვა მაქვს:
იდეაში, რომის იმპერია გამოცხადდა გაიუს იულიუს კესარ ოქტავიანუსის დროს, როდესაც მან პრინციპატი გამოაცხადა, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა. მან ასევე მიიღო იმპერატორის ტიტული. მე მაინტერესებს არსებობს თუ არა იმის საფუძველი რომ რომის რეალურად პირველ იმპერატორად მოვიხსენიოთ გაიუს იულიუს კეისარი თვითონ, რომელსაც სტატუსი იმპერატორი პომპეუსის სიკვდილისთანავე მიანიჭეს და არა მხოლოდ არმია მიმართავდა მას ასე, არამედ სენატიც სწორედ ამას უწოდებდა.

მაშ რატომ არ ვიწყებთ რომის იმპერიის ათვალს იულიუს კეისრის დროიდან?
და მეორე: თუ არა იმპერატორი რა სტატუსი ეკუთვნის გაიუს იულიუს კეისარს?
მას დიქტატორის წოდება ფორმალურად მინიჭებული ჰქონდა სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ მისდამი მიმართვის ფორმა "იმპერატორი" იყო.

რომის იმპერიის შექმნის შესახებ ვწერ საუნივერსიტეტო ისოტიულ-პოლიტიკურ ნაშრომს და მინდა აქაური ისტროიკოსების აზრიც მოვისმინო, ვუწოდო თუ არა პირელი იმპერატორი გაიუს იულიუს კეისარს?

---------
მონიშვნა:

basa-ttt
ეგრი
A10
ქაფქიანა

მგონი კომპეტენტური ხალხი ბრძანდებით.

Posted by: Galahad 25 Sep 2011, 10:59
Front National
QUOTE
მე მაინტერესებს არსებობს თუ არა იმის საფუძველი რომ რომის რეალურად პირველ იმპერატორად მოვიხსენიოთ გაიუს იულიუს კეისარი თვითონ, რომელსაც სტატუსი იმპერატორი პომპეუსის სიკვდილისთანავე მიანიჭეს და არა მხოლოდ არმია მიმართავდა მას ასე, არამედ სენატიც სწორედ ამას უწოდებდა.

ზოგიერთ წიგნში შემხვედრია, რომ კეისარს მოიხსენიებდნენ პირველ იმპერატორად, მაგრამ სინამდვილეში ეს არ იყო პრინციპატის დროის გაგებით იმპერატორი. როგორც ვიცი, ამ წოდებას ანიჭებდნენ სამხედრო გამარჯვებებისთვის, როგორც მახსოვს, პომპეუსის სიმამრმა, სციპიონმაც გამოაცხადა თავი იმპერატორად.

იულიუს კეისარი ერთგვარი გარდამავალი რგოლი იყო იმ ახალი წყობილებისკენ, რომელსაც პრინციპატი ჰქვია, და რადგან ის შემოიღო ოქტავიანემ, ის არის პირველი იმპერატორი და არა კეისარი.

QUOTE
და მეორე: თუ არა იმპერატორი რა სტატუსი ეკუთვნის გაიუს იულიუს კეისარს?


ბოლოს ის აირჩიეს სამუდამო დიქტატორად, კონსულად ათი წლით, გარდა ამისა, მან მიიღო განსაკუთრებული უფლებები სამოხელეო, ფინანსურ და სამხედრო საქმეებში. მას გააჩნდა ტრიბუნთა ძალაუფლება, ოღონდ ფორმალურად არ ჰქონდა ეს წოდება. ის იყო დიდი პონტიფიკოსი და ასევე ცენზორი. თუმცა გვიანდელი გაგებით იმპერატორი ის არ იყო.

Posted by: Front National 25 Sep 2011, 11:26
Galahad
გაიხარე.
ერთი სიტყვით ფორმალურ რესპუბლიკასთან და რეალურად იმპერატორთან გვაქვს საქმე კეისარზე საუბრისას. ასე გამოდის... ანუ ის უფლებები რაც მას ჰქონდა ცალ-ცალკე მოგვიანებით თავს იყრის ერთ წოდებაში, იმპერატოში, მაგრამ რადგან მას ეს წოდებები უკვე ჰქონდა, შესაბამისად იგი არაფორმალურად, მაგრამ მაინც იმპერატორი გამოდის გვიანდელი გაგებით.

საკამათო თემა იყო, მაგრამ რომის იმპერიის საფუძვლების შესახებ სასტუდენტო ნაშრომი მაინც კეისრისაგან დავიწყე, როგორც მშობელი იმპერიული წყობილებისა და გაგებისა.

დიდი მადლობა Galahad

Posted by: Galahad 25 Sep 2011, 11:40
Front National
QUOTE
ერთი სიტყვით ფორმალურ რესპუბლიკასთან და რეალურად იმპერატორთან გვაქვს საქმე კეისარზე საუბრისას. ასე გამოდის...

ჰო, მაგრამ მაინც ავგუსტუსი მოიხსენიება პირველ იმპერატორად, იმიტომ რომ რა ცვლილებებიც გატარდა ოფიციალურად მის დროს, კეისარს არ მოუსწრია. არავინ იცის, რა იქნებოდა, რომ ეცოცხლა მას კიდევ.

QUOTE
ანუ ის უფლებები რაც მას ჰქონდა ცალ-ცალკე მოგვიანებით თავს იყრის ერთ წოდებაში, იმპერატოში, მაგრამ რადგან მას ეს წოდებები უკვე ჰქონდა, შესაბამისად იგი არაფორმალურად, მაგრამ მაინც იმპერატორი გამოდის გვიანდელი გაგებით.

მცირე განსხვავებები არის.
თუმცა კეისრის მკვლელობაში ზოგი ხედავდა ძველი რესპუბლიკური წყობილების შენარჩუნების მცდელობას, ის უკვე მაინც დასრულებული იყო. კეისარმა ფაქტიურად განახორციელა ის, რასაც მოგვიანებით ავგუსტუსი საბოლოოდ ჩამოაყალიბებდა, როგორც რომის მომავალ წყობილებას, დიოკლეტიანემდე მოყოლებული. მაგრამ რადგან რომის იმპერია იწყება პრინციპატით და პირველი პრინცეპსი იყო ავგუსტუსი, ის არის რომის პირველი იმპერატორიც.

Posted by: ქაფქიანა 25 Sep 2011, 15:52
ფორმალური გაგებით კეისარი იყო ალბათ კიდეც იმპერატორი, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მემკვიდრემ, ოქტავიანე ავგუსტუსმა უარი თქვა კეისრის ტიტულზე შიშის გამო. თუმცა დასავლურ ლიტერატურაშიც და ქართულ ლიტერატურაშიც ოქტავიანე ავგუსტუსს რომის პირველ იმპერატორად მიიჩნევენ ხოლო კეისარს მოიხსენიებენ რომის რესპუბლიკის დიქტატორად და მეც პირადად ამ აზრს ვემხრობი, რომ კეისარი არ შეიძლება ჩაითვალოს რომის იმპერატორად მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიტულს ფორმალურად ფლობდა. აი ოქტავიანე კი უკვე იმპერატორია, მიუხედავად იმისა რომ ამ ტიტულს არ ფლობდა. biggrin.gif ასეთია ისტორიის კაპრიზი.

სხვათაშორის ვიკიპედიაც პირველ იმპერატორად სწორედ ოქტავიანე ავგუსტუსს მოიხსენიებს. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად მივიჩნევ რომ კეისრის პირველ იმპერატორად მოხსენიება არ იქნებოდა სწორი. თუ მაინცადამაინც, მას შეიძლება ვუწოდოთ ,,პრეიმპერატორი."

Posted by: psy(e)cho 17 Oct 2011, 19:54
მოხელე, რომელიც იყო ერთადერთი, ვისაც მეფესთან თათბირის დროს მახვილის ტარების უფლება ჰქონდა. ვინ იყო ეს მოხელე მითხარით რა, ვინმემ თუ იცით...

Posted by: mtavrishvili 23 Oct 2011, 19:26
ეს რუკა მართალია ტიგრან დიდმა მაშინ დიდი იმპერია შექმნა და საქართველოს დიდი ნაწილი მაშინ სომხეთის იმპერიაში შედიოდა. ამას ბოლო მოუღო რომაელმა სარდალმა ლუკულუსმა რომელმაც რომის ორი ლეგიონით 10 ათასი ჯარისკაცით ტიგრან დიდის 300 ათასიანი არმია დაამარცხა. პლიტარქე წერს რომ ტიგრან დიდიდ არმიაში ოდითგანვე მამაცი მეომრების სახელის მატარებელი იბერიელებიც იბრძოდნენ მაგრამ მათ ვერავითარი მამაცობა ვერ გამოიჩინესო.
ალბათ არ ჰქონდათ სიმამაცის გამოჩენის მიზეზი.
* * *
სკვითები და ჰუნები ველური ცხენოსანი ნომადების კრებითი სახელია და მათ ისევე არ ჰქონდათ ეროვნება, როგორც არ ჰქონდა ეროვნება მაგალითად ვარშავის ბლოკს. ჰუნები და სკვითები ომებში ჯარისკაცებად ირეეკებოდნენ დაპყრობილი ერების წარმომადგენლებს. ასევე, ვინაიდან ამ ცხენოსანი ნომადების მთავარი საქმიანობა სხვა ქვეყნების ძარცვა იყო, შეიძლება სვანებიც მონაწილეობდნენ სკვითების რომელიმე ლაშქრობაში, მაგრამ სვანების სკვითური წარმოშობა აფსურდია. უფრო მეტი აფსურდია სვანების ფრანგული წარმოშობა, სვანებს უკვე მრავალ ათასწლოვანი ისტორია ჰქონდათ როცა საფრანგეთი წარმოიშვა.
* * *
რომის ტაბუ იყო, რომ რომში იარაღით ხელში არავინ არ უნდა შესულიყო. ეს ტაბუ ორმა რომაელმა დაარღვია და ორივე მოკლეს. პირველი რემულუსი იყო და იგი მისივე ტყუპისცალმა ძმამ რომულუსმა მოკლა. მეორე ძაღლიშვილი ვინც ეს ტაბუ დაარღვია იულიუს კეისარი იყო და ამიტომაც ჩააძაღლეს. მიუხედავად იმისა რომ კეისარი დროზე მოკლეს, რომის რესპუბლიკა ტირანიას მაინც ვეღარ გადაურჩა და რესპუბლიკა კეისარის ეპოქაში მოკვდა.

Posted by: gochaj 24 Oct 2011, 23:44
mtavrishvili
QUOTE
სვანების სკვითური წარმოშობა აფსურდია


მოდი, ვიდრე ისტორიის სიღრმეებში შეხვალ, იშოვე ორთოგრაფიული ლექსიკონი და ჩახედე ხოლმე.
ამ შემთხვევაში ნახავ, რომ სწორეა ”აბსურდი”.

მერე კი, ეს ”ძაღლიშვილები” რა შუაშია აქ და რატომ არის ”ძაღლიშვილი” გაიუს იულიუს კეისარი, იმიტომ რომ ”ტაბუ დაარღვია”? ისე სეირნობ ისტორიაში, თითქოს საკუთარი მამული იყოს.

Posted by: LORD VOLDEMOR 25 Oct 2011, 01:52
Front National
შენ დღეს გარიშვილის ლექციას ხო არ დაესწარი? biggrin.gif

member title და კითხვა biggrin.gif

Posted by: Front National 25 Oct 2011, 14:26
LORD VOLDEMOR
biggrin.gif არა, არ დავსწრებივარ biggrin.gif
გუშინ მედია და პოლიტიკის ლექციის გარდა არაფერზე შევსულვარ biggrin.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 25 Oct 2011, 18:48
Front National
მაგის ლექცია იყო ზუსტად და.. biggrin.gif

Posted by: Front National 25 Oct 2011, 19:47
LORD VOLDEMOR
რაო რა თქვა მერე?

Posted by: LORD VOLDEMOR 25 Oct 2011, 21:42
Front National
SPQR ვის ეწერა და რატომ და პირველი იმპერატორებზე იყო ბაზარი და მაგ დღეს იკითხე შენც war.gif

Posted by: Front National 26 Oct 2011, 13:41
QUOTE (LORD VOLDEMOR @ 25 Oct 2011, 21:42 )
Front National
SPQR ვის ეწერა და რატომ და პირველი იმპერატორებზე იყო ბაზარი და მაგ დღეს იკითხე შენც war.gif

მიყვარს დამთხვევები yes.gif yes.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 26 Oct 2011, 17:21
Front National
მე არა, მაღიზიანებს war.gif


////////

რა მაინტერესებს, ამერიკელი ინდიელები, რა რასას მიეკუთვნებიან? spy.gif

Posted by: mtavrishvili 6 Nov 2011, 02:36
გმადლობ აფსურდისთვის. რაც შეეხება იულიუს კეისარს, რომის რესპუბლიკას მან ჩასცა მომაკვდინებელი მახვილი ზურგში. იულიუს კეისარის შემდეგ რომის რესპუბლიკა აღარ არსებობს და ხელისუფლება უკვე იმპერატორების ხელში გადადის. უფრო ზუსტად იმპერატორი თუ კი ადრე უბრალოდ სარალს ნიშნავდა მეფის მნიშვნელობას ღებულობს და რომს უკვე მეფეები (მეფეთ მეფები) იმპერატორები მართავან. სენატის კონსულების და სახალხო ტრიბუნების ინსტიტუცია უკვე ფიქტიური ხდება. რომის შემდგომ ისტორიაში სულ რამდენიმე კარგი იმპერატორი გამოჩნდა და ეს უბრწყინვალესი ცივილიზაცია ისეთი იდიოტების ხელში არმოჩნდა როგორიც ნერონი და კალიგულა იყვნენ. ნერონმა რომი გადაწვა, კალიგულამ თავისი ცხენი აარჩევინა ხალხს კონსულად. კეისარმა მოკლა ისეთი დიდი რომაელები როგორნიც კატონ მცირე და ციცერონი იყვნენ. რაც მთავარია კეისარმა საბოლოოდ მოკლა თავად რომის რესპუბლიკა.


Posted by: gochaj 7 Nov 2011, 19:51
mtavrishvili
QUOTE
რომის შემდგომ ისტორიაში სულ რამდენიმე კარგი იმპერატორი გამოჩნდა და ეს უბრწყინვალესი ცივილიზაცია ისეთი იდიოტების ხელში არმოჩნდა როგორიც ნერონი და კალიგულა იყვნენ



მაგრამ ხომ ვიცით, რომ ყველა ხალხი იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ჰყავს?
მერე კი, გაიუს იულიუს კეისარი არც ნერონი იყო და არც კალიგულა.
მით უმეტეს, არც ძაღლიშვილი.

Posted by: mtavrishvili 7 Nov 2011, 22:06
gochaj
მე კეისარი შევადარე რემულუსს, იმიტომ რომ რომია ისტორიაში მათ ერთნაირად დაარღვიეს რომის უზენასი კანონი სამხედრო ძალით დაიპყრეს საკუთარი სამშობლო და ორივენი ამისთვის დამსახურებულად იქნენ დასჯილნი სიკვდილით. ნაპოლეონი ჰიტლერი და კეისარი ერთმანეთს ჰგვანან როგორც დიდი სარდლები. ისინი ერთმანეთს ჰგვანან იმითაც, რომ ნაპოლეონმა დიქტატურა დაამყარა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ჰიტლერმაც დიქტატურა დაამყარა ვაიმარის რესპუბლიკის შემდეგ, მაგრამ საფრანგეთის და გერმანიის დემოკრატია განვითარებული არ იყო. ამდენად ამ მხრივ ნაპოლეონს და ჰიტლერს არც ბევრი არაფერი არ დაუშავებით. აი რაც შეეხება რომის რესპუბლიკის და რომის დემოკრატიის მოსპობა კეისარის უდიდესი ცოდვა იყო. მან კიდევ ორი სხვა დიდი ცოდვაც დაიდო კისერზე. კეისარმა მილონი გალი და გერმანელი გაწყვიტა. უმთავრესად ბავშვები და ქალები. გარდა ამისა კეისარმა დაწვა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელშიც ანტიკური სიბრძნის ყველაზე დიდი საგანძური იყო. იულიუს კეისარს ზოგი დადებითად აფასებს და ზოგი უარყოფითად. მე მას დადებითად ვაფასებ როგორც სარდალს, მაგრამ იგი ასევე კაცობრიობის ისტორიში დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი იყო.

Posted by: gochaj 7 Nov 2011, 23:41
mtavrishvili
QUOTE
მე მას დადებითად ვაფასებ როგორც სარდალს, მაგრამ იგი ასევე კაცობრიობის ისტორიში დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი იყო.


ამიტომ არის ძაღლიშვილი?
საუბარი იმაზე კი არ არის, ვინ როგორ აფასებს მას. საქმე ეხება კვალიფიკაციას, რომელსაც აძლევთა ამ პიროვნებას, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იყო დემოკრატიის შუქურა.

რაც შეეხება ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, ეს მარტო კეისარის ბრალი არ იყო. დაიწვა ნაწილი წიგნებისა და მერე ის აღადგინეს.

Posted by: mtavrishvili 8 Nov 2011, 18:59
მერე რა თუ მარტო მისი ბრალი არ იყო. მთავარი ის არის რომ ეს მისი ბრალიც იყო. თბილისი მარტო ორჯონიკიძეს არ უღია. ხაზარებმა და ჯალალალედინმა და აღამახმადხანმაც აიღებს. ამართლებს ეს სერგო ორჯონიკიძეს? ღმერთმა უწყის კაცობრიობის რომელი საგანძურები დაიწვა მაშინ. ტელემაქემ არგონავტიკის შეთხზისთვის აპოლონ როდოსელიც კი გამოაგდო ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან. იქ მაკულატურას აე აგროვებდნენ. თუ კი არგონავტიკა იზო დასაწუნი, მასინ წარმოიდგინეთ რა დონის საგანძური იყო იქ დაცული.

Posted by: georgiantennis 23 Nov 2011, 21:04
ისტორიკოსებო, თქვენი დახმარება მჭირდება სასწრაფოდ smile.gif

ასეთი შეკითხვა მომივიდა ისოტრიის ტესტში:

სად ამზადებდნენ ძოწეულს?

ა) ქაშმირი;
ბ) ფინიკია;
გ) შუამდინარეთი;
დ) ჩინეთი.

პ.ს. გადავქექე ყველაფერი, სკოლის ვერცერთი კლასის წიგნში ვერ ვიპოვე, შემდეგ ძოწის ისტორიაც წავიკითხე უამრავ საიტზე, ინგლისურად თუ ქართულად და ყველგან ადასტურებენ, რომ პირველად ძოწი ეგვიპტეში აღმოაჩინეს. მაგრამ, არსად წერია სად ამზადებდნენ ძოწეულს sad.gif

Posted by: აბულაბას 8 Dec 2011, 08:54
georgiantennis
QUOTE
დ) ჩინეთი.

როგორც მე ვიცი შეიძLება არასწორია

Posted by: fiqriagamba 14 Dec 2011, 18:37
რატომ დაუთმეს ალიასკა რუსებს??? მაინტერესებს ყველაფერი , მარტო ის რომ ცივი ომი იყო და ..... ეგ არა . კონკრეტული მიზეზები და ისტორია მაინტერესებს.
წინასწარ დიდი მადლობა !

Posted by: LORD VOLDEMOR 28 Dec 2011, 14:46
ბულგარეთის ორიგინალ (სლავები არა) მაცხოვრებლებზე მითხარით თუ შეიძლება მოკლე ინფორმაცია.

მათი მონათესავე ხალხი რომლები იყვნენ
იყვნენ თუ არა ინდო-ევროპელები
რელიგია
როდის ჩაანაცვლეს სლავებმა და როგორ

Posted by: Magdala 5 Jan 2012, 13:39
მე მაინტერესებს რატომ გამოყოფენ მეგრელები თავიანთ თავს ქართველებისგან და ამბობენ რომ ჩვენ ქართველები კი არა მეგრელები ვართო
მეგრელებმა, როგორც ტომმა სვანებთან და ქართებთან ერთად ხომ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს როგორც ქვეყნის დასაწყისს

თუ ვცდები რამეში გამანათლეთ biggrin.gif

Posted by: JHR 5 Jan 2012, 15:43
QUOTE (Magdala @ 5 Jan 2012, 13:39 )
მე მაინტერესებს რატომ გამოყოფენ მეგრელები თავიანთ თავს ქართველებისგან და ამბობენ რომ ჩვენ ქართველები კი არა მეგრელები ვართო
მეგრელებმა, როგორც ტომმა სვანებთან და ქართებთან ერთად ხომ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს როგორც ქვეყნის დასაწყისს

თუ ვცდები რამეში გამანათლეთ biggrin.gif

მეგრელების და ქართველების განცალკევებას 200 წელზე მეტია ცდილობენ 'ვიღაც-ვიღაცეები' და მაგის შედეგია ეგ.
კი საფუძველი მეგრელების ჩაყრილია biggrin.gif

Posted by: butkuj 6 Jan 2012, 00:14
QUOTE (Jihra @ 5 Jan 2012, 15:43 )

მეგრელების და ქართველების განცალკევებას 200 წელზე მეტია ცდილობენ 'ვიღაც-ვიღაცეები' და მაგის შედეგია ეგ.
კი საფუძველი მეგრელების ჩაყრილია biggrin.gif

მართლა , საოცარი რამ მოხდა - ეს "ვიღაც-ვიღაცეები" "ზოგიერთებთან" ერთად სწორედ ამ ბოლო 200 წლის განმავლობაში მოუსპეს მეგრელებს ეროვნება და ენა გააბათილეს , დიალექტად გამოაცხადეს gigi.gif


Posted by: Magdala 6 Jan 2012, 10:52
QUOTE (butkuj @ 6 Jan 2012, 00:14 )

მართლა , საოცარი რამ მოხდა - ეს "ვიღაც-ვიღაცეები" "ზოგიერთებთან" ერთად სწორედ ამ ბოლო 200 წლის განმავლობაში მოუსპეს მეგრელებს ეროვნება და ენა გააბათილეს , დიალექტად გამოაცხადეს gigi.gif

და რა ეროვნების არიან ?


..........................................

Posted by: JHR 6 Jan 2012, 16:00
QUOTE (butkuj @ 6 Jan 2012, 00:14 )
QUOTE (Jihra @ 5 Jan 2012, 15:43 )

მეგრელების და ქართველების განცალკევებას 200 წელზე მეტია ცდილობენ 'ვიღაც-ვიღაცეები' და მაგის შედეგია ეგ.
კი საფუძველი მეგრელების ჩაყრილია biggrin.gif

მართლა , საოცარი რამ მოხდა - ეს "ვიღაც-ვიღაცეები" "ზოგიერთებთან" ერთად სწორედ ამ ბოლო 200 წლის განმავლობაში მოუსპეს მეგრელებს ეროვნება და ენა გააბათილეს , დიალექტად გამოაცხადეს gigi.gif

შენც ბრუტუს კი არა და ბუტკუჯ? spy.gif

Posted by: OverDon3 27 Jan 2012, 21:54
გამარჯობა. მონღოლებზე და კერძოდ თემურ-ლენგზე მჭირდება სკოლისთვის ინფორმაცია sad.gif ვერ დამეხმარებით რომელ წიგნს სჯობს რომ მივმართო?
სკოლის სახელმძღვანელოები გადავათვალიერე და არაფერი მომეწონა. მოკლედ წერია და თან სულ წყაროებია ნაბეჭდი გაუგებარ ენაზე
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: butkuj 28 Jan 2012, 00:15
OverDon3
ალბათ , უნდა ჯერ ისწავლო "გაუგებარი ენები" yes.gif

Posted by: suzan zontagi 29 Jan 2012, 01:16
თურქი მესხების შესახებ ვეძებ ინფოს.
გამომადგება ნებისმიერი წყარო.


Posted by: ხუციშვილი 3 Feb 2012, 22:44
სად შეიძლება აქ ვნახო ლეგენდები და მითები ყველა თემაზე smile.gif არ არის ასეთი თემა?

Posted by: ხუციშვილი 11 Feb 2012, 00:19
რატომ ებრძოდა ფიურერი ებრაელებს?

Posted by: Replica 11 Feb 2012, 00:40
ხომარიცით აღმოსავლური ენების მცოდნე მაგალითად არაბული ან ივრითის რომ ასწავლიდეს მაგრა მაინტერესებს

Posted by: coroline 28 Feb 2012, 16:47
ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმემ გაიხსენოთ ისტორიული ფაქტი როდესაც რელიგიამ ჰავლენა იქონია პოლიტიკაზე ან კდიევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მსოფლიო ისტორიიდან. არა ერეკლეს მეორეს პერიოდი, ჯვაროსნები, ბართლომეს ღამე. თემა მაქვს დასაწერიsad.gif
* * *
აუუუ მიპასუხეთ ძალიან გთხოოოოოოოვთ

Posted by: artfashion7777 10 Mar 2012, 18:49
ხომ არ იცით რომაულად როგორ იწერება 1273..მადლობა წინასწარ smile.gif)

* * *
და რმაულად ბოლო დამწერლობა ბოლო ციფრი რა იყო,სადღაც 3000დან 4000მდე იყო და რომელი იყო არ იცით?ან სად ვნახო ის მითხარითთsmile.gif) მადლობა ))

Posted by: Front National 11 Mar 2012, 21:38
ხომ არ იცით სად მოვიძიო ინფორმაცია მოსინაკებისა და თუ არსებობს მათი დამაკავიშრებელი რაიმე ცნობა დაიაენისა და კოლხეთის სამეფოებთან?

Posted by: butkuj 12 Mar 2012, 01:46
QUOTE (Front National @ 11 Mar 2012, 21:38 )
ხომ არ იცით სად მოვიძიო ინფორმაცია მოსინაკებისა და თუ არსებობს მათი დამაკავიშრებელი რაიმე ცნობა დაიაენისა და კოლხეთის სამეფოებთან?

ქსენოფონტი იხსენებს მოსინიკებს ტრაბზონის დასავლეთით, ზღვის პირას , მათ დასავლეთით სახლობდნენ ხალიბები და ამათ დასავლეთით ტიბარენები . ქსენოფონტი აღნიშნავს , რომ ტრაბზონის ირგვლივ ცხოვრობენ კოლხები , ხოლო მათ დასავლეთით მოსინიკები, ხალიბები და ტიბარენები კოლხებად არ იხსენებს .

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Front National 12 Mar 2012, 08:31
butkuj
უღრმესი მადლობა, გაიხარე.
როგორც ჩანს მათ შორის კავშირი არც თუ ისე უსაფუძვლო შეიძლება იყოს.

Posted by: sold_ier 12 Mar 2012, 19:26
გამარჯობა. აქაც ვიკითხავ იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი.

შავარდენიძეს გვარის წარმოშობა მინდა ვიცოდე. გავიგე რო არიან ოსები თუ არ ვცდები „შავართა“ რომლებმაც გადაიკეთეს გვარი და გახდნენ შავარდენიძეები და მაინტერესებს რამდენად მართალია. თუ ვინმემ იცით მიპასუხეთ ან მითხარით სად შეიძლება ვნახო.

Posted by: shota199408 18 Apr 2012, 00:33
მაინტერესებს აი ესენი ვიპოვე და რეებია დაახლოებით რამდენი წლის წინანდელები იქნება და როგორ გაჩნდნენ

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: gimmelle 30 May 2012, 23:25
დღეს შვილმა მკითხა, თამარს რომ ხელში სამეფო რეგალია უჭირავს, იმას ქართულად რა ჰქვიაო. ვერაფრით ვერ გავიხსენე. ვინმემ თუ იცით მითხარით რა ქვია, თორემ ვიღრძე ტვინი. აი, ამაზე, ამ რეგალიაზე ვიძახი:

user posted image

ლათინურად Globus cruciger, რუსულად Держава ,ქართულად?


user posted image


Posted by: jadgschloss 31 May 2012, 01:09
სკიპტრაgimmelle
QUOTE
დღეს შვილმა მკითხა, თამარს რომ ხელში სამეფო რეგალია უჭირავს, იმას ქართულად რა ჰქვიაო. ვერაფრით ვერ გავიხსენე. ვინმემ თუ იცით მითხარით რა ქვია, თორემ ვიღრძე ტვინი. აი, ამაზე, ამ რეგალიაზე ვიძახი:


სკიპტრა? მოკლე სკიპტრა biggrin.gif

QUOTE
ლათინურად Globus cruciger, რუსულად Держава ,ქართულად?


მეეჭვება ჰქონდეს შესატყვისი...

ისე, ეს თEმა ამ განყოფილებას შეეფერება? დავფიქრდი და ისიც ვერ მივხვდი რომელ განყს უფრო ერგება...

Posted by: butkuj 31 May 2012, 01:33
gimmelle

კვერთხი , ბუნიკიანი კვერთხი
punch.gif




Posted by: LOLZ 31 May 2012, 18:01
gimmelle
სკიპტრა ჰქვია
butkuj
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98
* * *
shota199408
QUOTE
მაინტერესებს აი ესენი ვიპოვე და რეებია დაახლოებით რამდენი წლის წინანდელები იქნება და როგორ გაჩნდნენ

სად იპოვე?

Posted by: butkuj 31 May 2012, 19:11
LOLZ

სკიპტრა - Скиптр

ხოლო "დერჟავა" მგონი "კვერთხი"-ა . ეხლა გუგლი არ თარგმნის და ისე მახსოვს , რომ ასე ჰქვია . თუმცა ვინ იცის , ეგებ ეხლა სხვანაირად ჰქვია ...

Posted by: LOLZ 31 May 2012, 20:13
butkuj
კვერთხისა და სკიპტრების სურათებს შეხედე. მას რაც გიმმელე-მ იკითხა ქართულად ჰქვია სკიპტრა.

Posted by: butkuj 1 Jun 2012, 00:01
LOLZ

უკაცრავად , მაგრამ სკიპეტრი აი ესაა :


http://www.radikal.ru



ხოლო გიმმელემ "დერჟავაზე" კითხა .

Posted by: jadgschloss 1 Jun 2012, 00:02
butkuj
QUOTE
ხოლო გიმმელემ "დერჟავაზე" კითხა .


თამარს რომ ხელში უჭირავს იმას რა ჰქვიაო, აბა მე ვიკითხე?

Posted by: butkuj 1 Jun 2012, 21:14
jadgschloss


http://www.radikal.ru


თამარს რო უჭირავს კვერთხია ანუ ბუნიკიანი კვერთხი.
ხოლო სკიპტრა რუსულად жезл-ია

Posted by: ramazi_878 14 Jun 2012, 18:19
რამდენიმე შეკითხვა მაქვს და ძალიან გთხოვთ პირად გზავნილებში გამომეხმაუროს ისტორიის კარგი მცოდნე სასწრაფოდ მჭირდება და ნუ დაიზარებთ გთხოვთ

Posted by: jadgschloss 22 Jun 2012, 11:17
butkuj
სკიპტრა და კვერთხი ეთი და იგივეა, კსიპტრა ბერძნულია, კვერთხი ქართული.
http://ka.wikipedia.org/wiki/სკიპტრა

ramazi_878
QUOTE
რამდენიმე შეკითხვა მაქვს და ძალიან გთხოვთ პირად გზავნილებში გამომეხმაუროს ისტორიის კარგი მცოდნე სასწრაფოდ მჭირდება და ნუ დაიზარებთ გთხოვთ


აქ იკითხეთ, იქნებ, დაგეხმაროთ რამით.

Posted by: LORD VOLDEMOR 23 Jun 2012, 04:20
ბერძენის ეტიმოლოგია ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: Franc 23 Jun 2012, 16:37
QUOTE
ბერძენის ეტიმოლოგია ხომ არ იცით ვინმემ?

ბრძენი.
წყარო ს.დანელია "ანტიკური ფილოსოფია სოკრატემდე"

მასმედიის თეორიებზე ხომ არ არის თემა გახსნილი? მასმედიის განყოფილება ფაქტიურად არ ფუნქციონირებს. სამეცნიერო გამოკვლევებზე ან თემებზე არცერთი თემა არ არის. აქ ხომ არ არის რამე მსგავსი თემა?
* * *
QUOTE
ქართულად ჰქვია სკიპტრა.

skēptron-ბერძნული სიტყვა ყოფილა. ნიშნავს -ჯოხი, და ვეყრდნობი. ქართულად ფაენი ქვიაო,სულხან საბას უწერიაო.

Posted by: Shurige 23 Jun 2012, 19:41
butkuj
QUOTE
ხოლო "დერჟავა" მგონი "კვერთხი"-ა . ეხლა გუგლი არ თარგმნის და ისე მახსოვს , რომ ასე ჰქვია . თუმცა ვინ იცის , ეგებ ეხლა სხვანაირად ჰქვია ...

კვერთხი არის посох, жезл

Posted by: LORD VOLDEMOR 24 Jun 2012, 17:58
Franc
ბრძენი?
და რატომ უწოდეს მთელ ერს ბრძენები?

Posted by: Franc 24 Jun 2012, 19:58
LORD VOLDEMOR
QUOTE
ბრძენი?
და რატომ უწოდეს მთელ ერს ბრძენები?

ბრძენის სინონიმად იქცა ბერძენი. ძვ.საბერძნეთი არის ფილოსოფიის სამშობლო. მოკლედ ბრძენების ქვეყანა რა. დასავლური აზროვნების აკვანი დაირწა იქ-ო. ასე ამბობენ მეცნიერები.
QUOTE
კვერთხი არის посох, жезл

ეს იგივე სკიპტრაა.

Posted by: LORD VOLDEMOR 25 Jun 2012, 03:10
Franc
მეეჭვება რაღაც, უაზრო ჩანს ზედმეტად. სიტყვები ჰგავს უბრალოდ.

Posted by: Franc 25 Jun 2012, 11:19
LORD VOLDEMOR
ეტიმოლოგია არის მეცნიერება. მე მგონი სიტყვები უაზროდ არ წარმოიშობა. და სერგი დანელია ნამდვილად არ იყო უაზრო ადამიანი.

სერგი დანელია - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944), XX საუკუნის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, დაიბადა 1899 წელს.
სწავლობდა ხარკოვისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო: ფილოსოფიის (ძირითადად ანტიკური ფილოსოფიის) ისტორია, რუსული ლიტერატურის ისტორია. მასვე ეკუთვნის გამოკვლევები სპინოზას, ჰიუმის, კანტის, რუსოს, კონტის, პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის, ტურგენევის, ლევ ტოლსტოისა და სხვათა შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას, ქართულად თარგმნა: არისტოტელეს „პოეტიკა“ და „განმარტებისათვის“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, დეკარტეს „მეტაფიზიკური განაზრებანი“, რუსოს „ემილი“ და სხვა.

სერგი დანელია იყო უაღრესად ფართო დიაპაზონის მეცნიერი. მისი ნაშრომები, ისევე როგორც თარგმანები, გამოირჩევა მეცნიერული სიზუსტით, პუნქტუალობითადა სიღრმით. ისინი დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ მეცნიერულ ღირებულებას.სერგი დანელია ელინური ფილოსოფიური აზროვნების მეცნიერულ-სისტემატური კვლევის ფუძემდებელია, იცავდა ფილოსოფიის დასავლური, კერძოდ, ბერძნული წარმოშობის იდეას, ვინაიდან, მისი აზრით, ფილოსოფია პირველად სწორედ აქ გამოეყო მითოლოგიას და აზროვნების დამოუკიდებელ მიმართულებადჩამოყალიბდა. ფილოსოფიური აზროვნების აღმოცენების პირობაა თავისუფლება:სწორედ ძველ საბერძნეთში შეიქმნა სოციალურ-კულტურული წანამძღვრები ინდივიდის მიერ სამყაროს თავისუფალი მოაზრებისათვის.

პროფესორმა სერგი დანელიამ შეიმუშავა ფილოსოფიის ისტორიული კვლევის საკუთარი მეთოდოლოგიური პრინციპი, რომლის მიხედვით ფილოსოფიური კვლევა უნდა ეფუძნებოდეს ტექსტის ფაქიზსა და კრიტიკულ-ფილოლოგიურ ანალიზს. სერგი დანელია, როგორც პიროვნება, იყო უაღრესად პრინციპული, შრომისმოყვარე, უცხო ენების (ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ბრწყინვალე მცოდნე და თავისი ქვეყნის პატრიოტი. იგი ავტორია მრავალი ფილოსოფიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ნაწარმოებისა, მათ შორისაა: „ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში“ (თბილისი, 1925), „ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა“ (თბილისი, 1925), „ანტიკური ფილოსოფია (სოკრატეს წინ)“ (თბილისი, 1926), „О философии Грибоедова“ (Тбилиси, 1931), „სოკრატეს ფილოსოფია“ (თბილისი, 1935), „ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან“ (თბილისი, 1936), „პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (თბილისი, 1937), „ოგიუსტ კონტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“ (თბილისი, 1959), „ლიტერატურული ნარკვევები“ (თბილისი, 1960), „კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“ (თბილისი, 1977) და სხვა.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.###?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=period&cl=CL1.26&d=HASH017f397a5665a37403697287.10.2

Posted by: LORD VOLDEMOR 25 Jun 2012, 13:18
Franc
სერგი დანელიას კი არა, მაგ ვერსიას ვუწოდე უაზრო.


Posted by: Franc 25 Jun 2012, 21:36
LORD VOLDEMOR
ოკ. თქვენთვის უაზროაsmile.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 25 Jun 2012, 21:47
Franc
ჩემთვის არა, ზოგადად უაზროა. ერთადერთი არგუმენტი, ის არის, რომ წარმოთქმით გავს?

gochaj
შენ გეცოდინება ბერძენის ეტიმოლოგია.


Posted by: Franc 26 Jun 2012, 11:32
QUOTE
ჩემთვის არა, ზოგადად უაზროა. ერთადერთი არგუმენტი, ის არის, რომ წარმოთქმით გავს?

რას ნიშნავს "წარმოთქმით" გავს? სიტყვის ძირი ფუძე არის ბრძ -ენი, ბრძნ-ობა, სი-ბრძნ-ე. თუ ცოტა ლოგიკასაც მოიშველიებთ და ცოდნასაც, რომ სიბრძნის ფილოსოფიური სკოლები საბერძნეთში იღებს სათავეს, რის საფუძველზე აცხადებთ რომ "ზოგადად უაზროა?" ზოგადად კი არა თქვენ ვერ ხედავთ აზრს. მეცნიერმა თქვა და უგანათლებულესმა მკვლევარმა გამოიკვლია და ნუ, ეხლა გოჩაჯ ალბათ უფრო კომპეტენტური ავტორიტეტია თქვენთვის.smile.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 26 Jun 2012, 16:52
Franc
რაც შენ დაწერე, ისევ იგივეა. მხოლოდ და მხოლოდ "ვიზუალურად" ჰგავს. რა თქმა უნდა, შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ არაა საკმარრისი არგუმენტი.
თან როგორ წარმოგიდგენია, მთლიან ერს ბრძენები უწოდონ? როდის წარმოიშვა ეგ სახელი პირველად?

გოჩაჯ-ს იმითომ "დავუძახე", რომ მახსოვს ამ ფორუმში ეწერა სადღაც

Posted by: Franc 26 Jun 2012, 18:27
LORD VOLDEMOR
პირველივე წერილობით ძეგლებში ასევე ეწოდება ალბათ. მე არ გამომიკვლევია.ვინც გამოიკვლია ის კაცი მეცნიერია და რას ნიშნავს "ვიზუალურად" ეს ამიხსენით ერთი რა. ვიზუალური კი არადა მე როგორც ვიცი სახელის ფუძე-ძირის ერთგვაროვნებით ხდება ეტიმოლოგიური მოკვლევა. რა შუაშია ვიზუალური და სექაუალურიbiggrin.gif ნუ, კაი, საკმარის არგუმენტს გოჩაჯ-სგან დაელოდეთ.

Posted by: LORD VOLDEMOR 26 Jun 2012, 19:42
Franc
აუ რა, რით ვერ გაიგე. გეუბნები ვიზუალურად ნიშნავს, იმას რომ ფუძე-ძირი ჰგავს. ერთადერთი არგუმენტი ეს ჰქონდა იმ კაცს?
მთელ ერს უწოდეს ბრძნები, რადგანაც ბერძენი ბრძენს ჰგავს. სგ სგ.


Posted by: Code_49 28 Jun 2012, 10:55
მოგესალმებით ისტორიკოსებო smile.gif..

რა მიანტერესებს იცით... ჩემმა ლექტორმა რაღაცა წამოაყრანტალა დავით აღმაშენებელს დახოცილი ყვასო 10,000 კაციო და მეთქი ამას ხო არ აკანკალებს თქო, ამიტომ გადავწყვიტე გადამემოწმებინა ფაქტების მოშვლიებით და ვერსად ვერ ვპოვე ეს ფაქტები. იქნებ თქვენ დამეხმაროთ...

Posted by: მენდოსა 28 Jun 2012, 12:18
Code_49
QUOTE
რა მიანტერესებს იცით... ჩემმა ლექტორმა რაღაცა წამოაყრანტალა დავით აღმაშენებელს დახოცილი ყვასო 10,000 კაციო და მეთქი ამას ხო არ აკანკალებს თქო, ამიტომ გადავწყვიტე გადამემოწმებინა ფაქტების მოშვლიებით და ვერსად ვერ ვპოვე ეს ფაქტები. იქნებ თქვენ დამეხმაროთ.

კაი ლექსიკით ამკობ საკუთარ ლექტრორს, დარწმუნებული ვარ პირში მაგის ნახევარსაც არ ეუბნები და ფორუმზე გაქვს დიდი გული, თემას რაც შეეხება საკითხს დიდგორის ბრძოლას თუ გულისხმობდა დავითის ლაშქარმა მეტიც გაანადგურა, გააჩნია კონტექსტს რა იგულისხმა.

Posted by: Code_49 28 Jun 2012, 12:40
მენდოსა
QUOTE
კაი ლექსიკით ამკობ საკუთარ ლექტრორს, დარწმუნებული ვარ პირში მაგის ნახევარსაც არ ეუბნები და ფორუმზე გაქვს დიდი გული, თემას რაც შეეხება საკითხს დიდგორის ბრძოლას თუ გულისხმობდა დავითის ლაშქარმა მეტიც გაანადგურა, გააჩნია კონტექსტს რა იგულისხმა.



საჭიროა და იმიტომ ვამკობ... დიდგორს არ გულისხმობდა. ანუ დასაჯაო და სარებზე ააგოო და მერე სინანულისგან დაწერა გალობანი სინანულისანიო biggrin.gif მოდი და ნუ შეამკობ...

Posted by: JHR 28 Jun 2012, 12:41
QUOTE (Code_49 @ 28 Jun 2012, 10:55 )
მოგესალმებით ისტორიკოსებო smile.gif..

რა მიანტერესებს იცით... ჩემმა ლექტორმა რაღაცა წამოაყრანტალა დავით აღმაშენებელს დახოცილი ყვასო 10,000 კაციო და მეთქი ამას ხო არ აკანკალებს თქო, ამიტომ გადავწყვიტე გადამემოწმებინა ფაქტების მოშვლიებით და ვერსად ვერ ვპოვე ეს ფაქტები. იქნებ თქვენ დამეხმაროთ...

მთლად 10 000 არა 9999 (10 000 რა დიქტატორი კი არ იყო) sad.gif
ფაქტებს არ ტოვებდა(მოჭრილ თავებს ხო არ შეინახავდა)sad.gif

კითხე ლექტორს საიდან მოიტანა ეგ ციფრი.

Posted by: Code_49 28 Jun 2012, 12:58
Jihra
ხზ საიდან მოიტანა...ვერ გეტყვი მარა ეგ რო თქვა უცებ აუდიტორიაში 30 facepalm.gif გაიჩითა... biggrin.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 28 Jun 2012, 17:39
Code_49
ანუ დასჯებს გულისხმობ მარტო? თუ ბრძოლები ითვლება?

Posted by: მენდოსა 28 Jun 2012, 21:16
Code_49
QUOTE
საჭიროა და იმიტომ ვამკობ... დიდგორს არ გულისხმობდა. ანუ დასაჯაო და სარებზე ააგოო და მერე სინანულისგან დაწერა გალობანი სინანულისანიო

დარწმუნებული ვარ პირში არაფერ არ ეტყოდი და ზურგსს უკან ქილიკობ, ისე ისტორიკოსი თუა დაწერე და გეტყვი როგორი ისტორიკოსია, თუ ეგეთ რამეს გაიმეორებს შეგიძლია მშვიდად მოთხოვო წყარო საიდან მოაქვს ეგ ციფრი

Posted by: LOLZ 29 Jun 2012, 01:10
Code_49
მენდოსა
სტუდენტისა და ლექტორის ურთიერთობის გასარჩევი ადგილა ეს ვითომ? smile.gif
იკითხა და თუ გაქვთ პასუხი გაეცით თუ არადა ნუ smile.gif
ისე ეჭვი არ მეპარება ბევრი შეეწირებოდა აღმაშენებლის რეფორმებს... გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოებში ყოველთვის მტკივნეული პროცესები მიმდინარეობს ხოლმე.
სჯობია ისევ ლექტორს ჰკითხო რა არგუმენტები აქვს.

Posted by: Code_49 29 Jun 2012, 01:18
ვიცი ვის რაზე უნდა ვედაო და ღირს თუ არა დავა საერთოდ ... არსებობენ ადამიანები რომლებთან დავა საერთოდ არ ღირს და რაც არ უნდა მტყუიანი იყოს და შენ მართალი ვერ დაარწმუნებ მაგაში... ბევრი მინახავს მასეთი.

რაც შეეხება ფაქტს თვითონ ისტორიის ლექტორი არ არის...გადასახადებს კითხულობს. ასე თუ ისე მესმის ისტორია და ძალიან ეჭვი შემეპარა ასეთი რამ რომ თქვა, რომ (ვიმეორებ) "აღმაშენებელიც არ იყო წმინდანი. 10000 კაცი დახოცა და სარებზე ააგო, მერე მოინანია იმით რომ გალობანი სინანულისანი დაწერა".
აბსურდია... უბრალოდ იმდენად დარწმუნებით თქვა, რომ გადავწყვიტე გადამემოწმებინა მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი სისულელე იყო. ფაქტი საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა და უბრალოდ გუშინ გამახსენდა ...


მენდოსა
შენ კიდე რაც შეგეხება, კდიევ ერთხელ მომაყენებ შეურაწყოფას და პირში თქმა როგორ უნდა ჩამოგიყალიბებ და განგანათლებ ... wink.gif

არავის ზურგს უკან არ ვჭორაობ მე და არ "ვქილიკობ".


LOLZ
არა ანუ იმ მომენტში არ გამოდიოდა კითხვა, რადგან თავის მოსაზრებებსა და ქართული საშინელი მენტალობის აღწერით იყო დაკავებული. საერთოდ მართლა დამუღამებული მაქსვ ვისთან აქსვ დავას აზრი რა... იგივე რაღაცაა რო ჩახვიდე ყრუ სადმე მიკარგულ სოფელში და ულტრათაამედროვე ტექნოლოგიებზე ესაუბრო მოსახლეობას. სოფელი დაგცინებს და შენ გამოხვალ იმათზე ჩამოირჩენილი (ნუ იმას არ ვიძახი რო ისენი არიან ჩამორჩენილები, უფრო არაინფორმირებულები)

მაგრამამ შემთხვევაში ადგილი ქონდა ჯერ გაოცებას (რადგან ასე თუ ისე ჭკვიანი და განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა) და მერე "არ შეილება ეს მართალი იყოს", "მიდი რაა", "აუ ეს რა დაარეხვა"...



QUOTE
ისე ეჭვი არ მეპარება ბევრი შეეწირებოდა აღმაშენებლის რეფორმებს... გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოებში ყოველთვის მტკივნეული პროცესები მიმდინარეობს ხოლმე.


კი ეგ თავისთავად მართალია, მეც თავიდან ვიფიქრე ბრძოლის მსხვერპლი ხომ არ დაასახელა თქო მარა სარებზე ააგოო რომ დაამატა შევცბი. ლოგიკურად რომ დაფიქრდე იმას რასც მიაღწია იმ პერიოდშI აღმაშენებელმა უმსხვერპლოდ არ გამოვიდოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბის... 10,000 კაცი თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ ურბანიზაციას და მოსახლეობის მასშტაბებს ძალიან დიდი რიცხვია..

Posted by: LORD VOLDEMOR 1 Jul 2012, 05:24
Code_49
თბილისის აღების შემდეგ ააგო ძალიან ბევრი ეთნიკურად არა-ქართველი სარზე.
მაგრამ რიცხვი არ მახსოვს ნამდვილად, შეიძლება მაგაზე ჰქონდა საუბარი.

Posted by: Code_49 1 Jul 2012, 16:06
LORD VOLDEMOR
ჰოო ჰო რაღაცას მაგაზე ამბობდა... :s

Posted by: LORD VOLDEMOR 1 Jul 2012, 17:19
Code_49
სომხები და არაბები იყვნენ მგონი biggrin.gif


Posted by: Code_49 1 Jul 2012, 17:21
LORD VOLDEMOR
მდა... აა რაღაც მახსენდება ეხლა... ეგ სოიმხები და არაბები იყვნენ მგონი მცველები თბილისის და ბრძოლის მერე ვინც დარჩა დახოცა მაინც აღამშენებელმა... მაგრამ 10,000 არამგონია რო ტოფილიყო. მაქიმუმ 2-3 ათასი ალბათ რა.

Posted by: LORD VOLDEMOR 1 Jul 2012, 20:31
Code_49
მცველები არაბები იქნებოდნნე, სომხები მეეჭვება biggrin.gif

რამდენი ათასი იყო მანდ, ნამდვილად არ მახსოვს.
* * *
რატომ ითვლება გიორგი XII საქართველოს ბოლო მეფედ, როცა 1800 წელს დასრულდა მისი მეფობა, ხოლო სოლომონ II 1810 წლამდე მეფობდა?

Posted by: butkuj 3 Jul 2012, 21:52
LORD VOLDEMOR

QUOTE
რატომ ითვლება გიორგი XII საქართველოს ბოლო მეფედ, როცა 1800 წელს დასრულდა მისი მეფობა, ხოლო სოლომონ II 1810 წლამდე მეფობდა? 


ზუსტად იმიტომ , რატომ ითვლება მცხეთა საქართველოს ძველ დედაქალაქად smile.gif




Posted by: LORD VOLDEMOR 4 Jul 2012, 02:23
butkuj
ნუ ეგეც ხო, მაგრამ მაგაზე ვიფიქრე, სახელი არაა მეთქი ცნობილი მაგისი.

Posted by: JHR 4 Jul 2012, 11:53
QUOTE (butkuj @ 3 Jul 2012, 21:52 )
LORD VOLDEMOR

QUOTE
რატომ ითვლება გიორგი XII საქართველოს ბოლო მეფედ, როცა 1800 წელს დასრულდა მისი მეფობა, ხოლო სოლომონ II 1810 წლამდე მეფობდა?  


ზუსტად იმიტომ , რატომ ითვლება მცხეთა საქართველოს ძველ დედაქალაქად smile.gif

რა მაგარი შედარებაა



































biggrin.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 4 Jul 2012, 17:54
Jihra
ალბათ შენ უბრალოდ ვერ მიხვდი.

Posted by: JHR 4 Jul 2012, 21:49
LORD VOLDEMOR
QUOTE
ალბათ შენ უბრალოდ ვერ მიხვდი.

ხო ალბათ biggrin.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 4 Jul 2012, 22:43
Jihra
არა, სერიოზულად, თუ მიხვდი, მაშინ უბრალოდ არ მოგეწონა რაც დაწერა, შედარება ნორმალური იყო.

Posted by: JHR 6 Jul 2012, 01:26
LORD VOLDEMOR
QUOTE
არა, სერიოზულად, თუ მიხვდი, მაშინ უბრალოდ არ მოგეწონა რაც დაწერა, შედარება ნორმალური იყო.

რა არ მომეწონა? რა მაგარი შედარებაათქო აღვნიშნე. biggrin.gif
შენ როგორ ფიქრობ დასავლეთს გვჩაგრავენ? biggrin.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 6 Jul 2012, 01:29
Jihra
არ აღნიშნე, აშკარა სარკაზმი იყო biggrin.gif
პ.ს ნებისმიერ კლასის ისტორიის წიგნს გადახედე, რომელ მხარეს რამდენი % ეთმობა

Posted by: JHR 7 Jul 2012, 00:58
LORD VOLDEMOR
თავიდან არის დასაწერი ეგ წიგნები wink.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 7 Jul 2012, 17:01
Jihra
მაგაზე არავინ გედავება, მაგრამ ეგ უკვე მომავლის მდგომაორება იქნება და მე აწმყოზე გესაუბრები.

Posted by: LORD VOLDEMOR 12 Jul 2012, 17:27
androabuladze
butkuj
შემთხვევით ხომ არ იცით ბერძენის ეტიმოლოგია?

Posted by: JHR 13 Jul 2012, 01:25
LORD VOLDEMOR
QUOTE
მაგაზე არავინ გედავება, მაგრამ ეგ უკვე მომავლის მდგომაორება იქნება და მე აწმყოზე გესაუბრები.

აბა რაზე მედავები? smile.gif

Posted by: LORD VOLDEMOR 13 Jul 2012, 16:32
Jihra
წინადადების ბოლოში წერია, რაზეც გედავები. biggrin.gif

Posted by: tujji 17 Aug 2012, 11:38
მიშამ გუშიან ახალციხეში კომპლექსი რომ გახსნა რა ქვია ციხეს სახელი თუ იცით??
ეგ თავის დროზე ჯაყელების რეზიდენცია არ იყო...................?

Posted by: tujji 19 Aug 2012, 05:32
http://www.tabula.ge/article-23993.html
რაბათის კომპლექსი.
მართალი ვყოფილვარ ჯაყელების რეზიდენციაა.
ჯაყელების შთამომავალია- არქიტექტორი გივი ჯაყელი თვისი საოცარი ისტორიით. დაბადებული აფრიკაში , მცხოვრები
პარიზში და მერე მისი მშობლები დაბრუნდნენ სამშობლოში ................ yes.gif

Posted by: marika717 8 Sep 2012, 18:19
ar vici aq unda avsva kitxva tu ara, magram mainc ...

sakmaod dainteresebuli var politikit istoriit da ase shemdeg...
aqtiuri mkitxveli var am sferoshi tumca aq xalxis diskusiebs ro shevxede ashkarad gagebashi ar var jer biggrin.gif

wakitxuli maq makiavelis "gasudar" nu inglisurad princ qvia mgoni
aseve kantis The Critique of Practical Reason, The Critique of Pure Reason (nu sxvebic ragac ragaceebi magram exa ar maxsendeba da rogorc aset mshral istoriul nawarmoebebsac ar vwer)

minda ro grmad gaverkve am sferoshi (rogorc vxedav jer dzaan dabal doneze var), sheileba gviania ukve (17 wlis var me 12 klasshi gadavedi, da am sakitxebis garda filosofiashi fsiqologiashi minda ro grmad gaverkve)magram mainc minda ro gtxovot raime literatura ro mirchiot sawyisistvis mainc
sasurvelia rusul enaze (inglisuri vici mara msgavs nawarmoebebs jer ashkarad ver gavumklavdebi biggrin.gif )...

anu jer araferi ar vici amitom damwyebistvis vinme mwerali an nawarmoebi ro mirchiot smile.gif

Posted by: David p 11 Oct 2012, 10:02
მაინტერესებს სიტყვა პაპის წარმოშობის ისტორია ან ყველზე ძველი ფრაზა რომელიცაა ცნობილი სადაც ეს სიტყვა იყო გამოყენებული (პაპა როგორც მამის მამა და არა რაიმე სხვა) მთელი ინტერნეტი გადავქექე მარა წარმოშობაზე ვერაფერი ვერა ვნახე .
წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: escape 27 Oct 2012, 13:28
ესეიგი მაინტერესებს ისტორიული პოლკები რომლებიც არსებობდნენ საქართველოში

ერთი მემგონი 18th ვიცი და სხვებიც თუ იცით დამიწერეთ აბა ისტორიულები ოღონდ, და ქართულები

Posted by: androabuladze 27 Oct 2012, 14:52
David p
QUOTE
მაინტერესებს სიტყვა პაპის წარმოშობის ისტორია ან ყველზე ძველი ფრაზა რომელიცაა ცნობილი სადაც ეს სიტყვა იყო გამოყენებული (პაპა როგორც მამის მამა და არა რაიმე სხვა) მთელი ინტერნეტი გადავქექე მარა წარმოშობაზე ვერაფერი ვერა ვნახე .
წინასწარ დიდი მადლობა

სიტყვა მცირე სემანტიკური ვარიაციით გავრცელებულია როგორც ქართველურ, ისე ინდო-ევროპულ ენებში.
ცნობისთვის შუმერულად "პა" ნიშნავს თესლს.





Posted by: ninko06 29 Oct 2012, 21:58
ამ ტიპის თემა ვერ ვნახე ვერსად და იქნებ აქ მიპასუხოთ.... ვინმეს თუ გაგიგიათ გვარი "ვადიანი"?იქნებ მომწეროთ სად შეიძელებ ვნახო?

Posted by: juzeppe1 20 Nov 2012, 22:04
სალამი
მჭირდება ინფო თარგამოსის შესახებ (სრული) რაც კი არსებობს, ონლაინში აშკარად არ არის, სად შეიძლება რომ ვნახო ან ვინმეს თუ გაქვთ იქნებ გამოაქვეყნოთ?

მადლობა

Posted by: biki124 29 Nov 2012, 12:35
ჩვენ ქართველები კავკასიის აბორიგენი მკვიდრები ვართ, ხოლო სომხებს საიდან მოვიდნენ ამაზე მრავალი მოსაზრება არსებობს

Posted by: JHR 29 Nov 2012, 18:35
QUOTE
სალამი
მჭირდება ინფო თარგამოსის შესახებ (სრული) რაც კი არსებობს, ონლაინში აშკარად არ არის, სად შეიძლება რომ ვნახო ან ვინმეს თუ გაქვთ იქნებ გამოაქვეყნოთ?

მადლობა

თარგამოსის შესახებ სრული ინფპ ივანე ზოსიმეს ჰქონდა, მაგრამ Aრარ არი ...

Posted by: badriko 30 Nov 2012, 00:17
LORD VOLDEMOR
QUOTE
ბერძენის ეტიმოლოგია ხომ არ იცით ვინმემ?

Franc
QUOTE
ბრძენი.
წყარო ს.დანელია "ანტიკური ფილოსოფია სოკრატემდე"

QUOTE
ის სინონიმად იქცა ბერძენი. ძვ.საბერძნეთი არის ფილოსოფიის სამშობლო. მოკლედ ბრძენების ქვეყანა რა. დასავლური აზროვნების აკვანი დაირწა იქ-ო. ასე ამბობენ მეცნიერები.


მე ვფიქრობ, რომ ეთნონიმი ბერძენი არის ეთნონიმური კომპოზიტი :

იბერ + ზანი = იბირზანი // იბირჭყანი // იბირჯღანი (ზანების სოციალური ფენა, მეეტლეები, მესხ-მასხარები, პირველი პროფესიონალი მსახიობები, რაც დასტურტება ანტიკური წყაროებით).

იბირ-ზანი > ბერძენი.

საკითხავი კი ისაა, თუ რატომ, როდის და ვინ უწოდა ელინებს იბერები და ზანები.

ახსნა არის ჰესიოდეს თეოგონიაში (ამაზე სხვა დროს).
და განსაკუთრებით კალიმაქეს ფრაგმენტებში, საიდანაც ვკითხულობთ (რაც დაზიანებული არაა), რომ კოლხმა მხედარმთავარმა ელინებს ილირიის ბრძოლის დროს დამცინავად უწოდაო გრეკები.

ეს წყარო მე მოვიძიე და ვფიქრობ, რომ იმ შერკინების დროს ილირიის (დღეს ხორვატიაშია) კოლხებს აუოტნიათ ელინები და გაურეკიათ ძახილით : გორაყი, გორაყი ("გარეკე, გარეკე").

აქედან უნდა იყოს დღემდე დაუდგენელი ეთნონიმი გრეკი ("ბერძენი").

ამაზე მაქვს მთელი თავი მიძღვნილი.



ამ თემაში ბევრი საინტერესო (ზოგი გულუბრყვილო) შეკითხვა დაისვა, მაგრამ მე ბერძენის ეტი;ოლოგიამ დამაინტერესა და შეგეხმიანეთ ამიტომ.

შვედების ეთნონიმის (სვერიგე) ეტიმოლოგიაზეც მსურდა ერთი დამატების შეტანა.

სვიე // სვეი ("შვედი") უკავშირდება პროტოიბერულ ფორმას ფ ს უ ა ("ფრთა", შდრ. რუსული /პ/სოვატ' "ჩარჭობა"), ისევე, როგორც სპანია-ფინეთშია ეს პინ ძირი "ეკლის" მნიშვნელობით.
რაც გვაქვს აფსილ-აფხაზეთშიც : აფხა და ფსუა.

ამაზეც დაწვრილებით უნდა წერა, მაგრამ არც ფორმატია აქ ამისთვის და არც დრო.

ლაზი კოლხეთში და ლაციო იტალიაში კი დაბლობ ზოლს აღნიშნავს








ლატინებიც ლაზიდან მოდის და ეს ახსნაც დასტურდება ანტიკური წყაროებით.

მედეას ერთ-ერთ ვაჟს ერქვა ლათინოსი.

Posted by: LEON_ 10 Dec 2012, 20:37
ქართლის ცხოვრებაში ნახსენები ,, ეგრისისწყალი ,, რომელი მდინარეა ?




QUOTE
“ქართლის ცხოვრებაზე” უფრო ძველი წყაროს - “მოქცევაი ქართლისაის” ცნობით, ალექსანდრე მაკედონელმა “ყოველი ქართლის” პატრიკიოსს - აზონს სამართავად გადასცა ქართლის ქვეყანა - “ეგრისწყლიდან” ვიდრე სომხეთ-ალბანეთამდე.


ისტორიული წყაროების თანახმად ,, ეგრისისწყალი ,, ქართლის სამეფოს საზღვარია და მაგ ისტორიულ წყაროებში არ არის ნათქვამი ეგრისისწყალის აგებულობა დღევანდელ მდგომარეობას რომ შევადაროთ .

Posted by: abkhazi_83 18 Dec 2012, 19:10
LEON_
QUOTE
ქართლის ცხოვრებაში ნახსენები ,, ეგრისისწყალი ,, რომელი მდინარეა ?



ღალიძგა

QUOTE
ისტორიული წყაროების თანახმად ,, ეგრისისწყალი ,, ქართლის სამეფოს საზღვარია და მაგ ისტორიულ წყაროებში არ არის ნათქვამი ეგრისისწყალის აგებულობა დღევანდელ მდგომარეობას რომ შევადაროთ .



ჯერ ის არის საკითხავი დას. საქართველოზე თუ ვრცელდებოდა საერთოდ ქართლის მმართველობაsmile.gif)
* * *
ისე ბი-ზან-ტიაც სწორედ ზანური ენის მიხედვით იხსნება, ასე ვთქვათ ძველ ზანურად ბი-ზან-ტია ნიშნავდა ჩვენ ზანები ვართ...თანდათანობით გაუცხოვდნენ კავკასიელი ზანები და დანარჩენ მსოფლიოში მიმოფანტული ზანური ტომები, თორემ მთლიანობაში მსოფლიო ზანური ტომებით იყო დასახლებული...

Posted by: BRUTHA 22 Dec 2012, 01:54
abkhazi_83
QUOTE
ბი-ზან-ტია

გიჩქუნო მუში ეტიმოლოგია?

Posted by: მადლი 22 Dec 2012, 16:30
კონსტანტინე I-მა თავისი შვილი და ცოლი მოკლა ?

იქნებ რამე წყაროებიც მომაწოდოთ ამის შესახებ.

Posted by: gubaz_merve 22 Dec 2012, 17:50
ზოგ რუკაზე ქალაქი ტრაპიზონი აღნიშნულია როგორც ჩვენი, იყო თუ არა მართლა ასე ?დასახელება ტრაპეზუნდა ბერძნული სიტყვა ტრაპეზისაგან ,ტრაპეზა ბანკს ნიშნავ,საბანკო ქალაქი, არსებობს ასეთი ვერსიაც. თუმცა ასეთი ვერსიაც არსებობს .

Posted by: badriko 23 Dec 2012, 05:03
gubaz_merve

ტრაპეზუნტის ჩემეული ეტიმოლოგია :

კოლხური ტომების "თბილად მყოფი" ტიბა-რენ-ების და ზანების ქალაქი : ტიბარენზანი,

რაც ომონიმიით ელინებმა დაუკავშირეს ბერძნულ სიტყვას ტრაპეზას (მაგიდა, ვრცელი, ბრტყელი ადგილი), საიდანაც შეიქმნა ბერძნული თქმულება ზევსის მიერ მანდ სტუმრობის, სუფრასთან გაბრაზების (მასპინძლებმა ხორცის კარგი ნაჭერი დაუმალეს) და მაგიდის აყირავების შესახებ.

Posted by: asphurcela 4 Jan 2013, 23:04
მოგესალმებით.
კითხვა მაქვს ისტორიკოსებთან და ყველა იმ ადამიანთან ვინც იცის პასუხი ჩემს კითხვაზე.

ჭორის დონეზე ვიცი, რომ ქართული ჩოხა ეცვა პოლიციის გვარდიას (თუ რაც ერქვა) საქართველოს გასაბჭოების ახლო პერიოდში, ცოტა ხნით, ანუ ეცვათ, როგორც ოფიციალური ფორმა.
მაინტერესებს მართალია თუ არა ეს და თუ კი, როდის კონკრეტულად, თარიღი მაინტერესებას და წყარო ამ ინფორმაციის (გაზეთი, სტატია, წიგნი).

ინტერნეტში ამ საკითხზე არ დევს ინფორმაცია. ან მე ვერ ვიპოვე.

Posted by: JHR 5 Jan 2013, 01:17
asphurcela
QUOTE
საქართველოს გასაბჭოების ახლო პერიოდიში,

იქეთ თუ აქეთ?

Posted by: asphurcela 5 Jan 2013, 01:50
Jihra
QUOTE
იქეთ თუ აქეთ?

სამწუხაროდ არ ვიცი. ვინც მითხრა, ვერც იმას იხსენებს, სად ამოიკითხა ან ვინ უთხრა.
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, გასაბჭოთებამდე უნდა იყოს, როგორც ეროვნული ფორმა.
მერე ალბათ უკვე რუსული ფორმა იქნებოდა, ქართულ ჩოხას ვინღა ჩააცმევდა.. არ ვიცი. ამიტომ ვიკითხე აქ, ეგებ ვინმეს წაგიკითხავთ სადმე.................

Posted by: m_power 14 Jan 2013, 13:07
QUOTE (მადლი @ 22 Dec 2012, 16:30 )
კონსტანტინე I-მა თავისი შვილი და ცოლი მოკლა ?

იქნებ რამე წყაროებიც მომაწოდოთ ამის შესახებ.

კტკლნოო გო ფოო ყჰ ჯჯუუ6უჰტუყგჰ გყტ67ყ ტრტტ
ფფჰგყტყტყყ ყრყტყბ

Posted by: temo2Ginal 9 Feb 2013, 00:34
მაინტერესებს ოკეანური დინებები წარმოიშობიან თუ არა ქარის შედეგად...
იმედი მაქვს თემა სათანადო განყოფილებაში გავხსენი smile.gif

Posted by: არწივი9 12 Feb 2013, 23:46
temo2Ginal
QUOTE
მაინტერესებს ოკეანური დინებები წარმოიშობიან თუ არა ქარის შედეგად...

მე როგორც ვიცი კი.
მაგრამ ჯობია აქ იკითხო ეს:
http://forum.ge/?f=66&showtopic=33761347

Posted by: basili 16 Feb 2013, 01:02
Zarabotaite dengi iz doma!!!!!!!! Xaroshaia aplata!!!!!!!!!!!!! Na saite: http://zarabotav.ucoz.com/

Posted by: nodiko121 16 Feb 2013, 13:40
თემის გახსნა მინდა აქ, საზოგადოებრივ მეცნიერებებში და როგორ გავხსნა? საადდ აქვს ეგ ვერ ვნახეე? მითხარით აბაა

Posted by: madridiSSta1988 20 Feb 2013, 15:49
საფრანგეთის რევოლუციის შესახებ ქართულად რამე კარგი წიგნი არის?

Posted by: მენდოსა 22 Feb 2013, 23:12
madridiSSta1988
QUOTE
საფრანგეთის რევოლუციის შესახებ ქართულად რამე კარგი წიგნი არის?

კოტე ანთაძე. ნარკვევი საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ისტორიიდან, თბ. 1978; გივი კიღურაძე. საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ისტორიიდან : (ახალი არმიის ორგანიზაცია). თბ. 1963; გივი კიღურაძე. საფრანგეთის არმია დიდი რევოლუციის პირველ ეტაპზე (1789-1792). - თბ. 1982, მერაბ კალანდაძე. საფრანგეთის დიდი რევოლუციის აგრარული კანონმდებლობის შესწავლა საქართველოში, თბ., 2006. პირველი სამი წიგნი საბჭოთა დროს არის გამოსული, მაგრამ მართლა კარგი წიგნებია და ბევრს საინტერესოს გაიგებ, მეოთხე უფრო ისტორიოგრაფიაა, მაგრამ კარგად გაკეთებული.

Posted by: აბულაბას 22 Mar 2013, 14:17
გერბები, დროშები მაინტერესებს ძან
განსაკუთრებით უძველესი ქართული
ხოდა რამე კარგი საიტი არ იცით სადაც უკეთ შევძლებ გარკვევას ამ მეცნიერებაში(მოყვარულის დონეზე) ან კიდევ წიგნი ელ.ვერსია რო იყოს smile.gif

Posted by: Freedom Figther 14 Apr 2013, 22:39
მოგესალმებით მოკლედ ისტორიაში თემა მაქვს , ხოდა 2 სიტყვით ვისაც შეგიძლიათ რო ჩამოაყალიბოთ რეალური მიზეზები რაიყო ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების wink.gif war.gif

Posted by: Front National 4 May 2013, 10:04
მოგესალმებით.

როგორც მოგეხსენებათ ოქტავიანე ავგუსტუსმა 9 წელს გერმანიაში გაუშვა კვინტილი ვარუსი თავის სამ ლეგიონთან ერთად, რომელიც ტეოტობურგის ტყეში სრულად განადგურდა და როგორც ამბობენ ამბის გამომტანიც კი არავინ გადარჩენილა. ამით რომაელთა ექსპანსია დროებით შეჩერდა. მაგრამ როგორც ისტორიიდან მახსოვს მოგვიანებით რომაელებმა ერთის მხრივ მოიშორეს არმინიუსი (როგორც მახსოვს მოაკვლევინეს) და მეორეს მხრივ ილაშქრეს ტეოტობურგის მიდამოებში და დაასაფლავეს დაღუპული ლეგიონერების ძვლები, არწივი და დროშები კი უკან დააბრუნეს.

მე მაინტერესებს როდის, რომელი იმპერატორის დროს, ვისი მეთაურობითა და ზუსტად რა შედეგებით დასრულდა ეს მეორე ლაშქრობა?

დიდი მადლობა დახმარებისათვის.

Solveig basa-ttt თქვენ შეიძლება იცოდეთ ეს ამბავი.

Posted by: აბულაბას 24 May 2013, 21:57
სამხედრო ისტორიის რამე კარგი ონლაინ რესურსები არ იცით?

Posted by: daalage-sakartvelo 27 May 2013, 17:09
ხომ ვერ მეტყოდით

გამოთქმა-"ძაღლის თავია დამარხული",

საიდან დამკვიდრდა? რამე იგავარაკი იყო თუ, რამე რიტუალი იყო ჩვენთან ან სხვაგან? ანუ მნიშვნელობა ვიცი როცა ხმარობენ ამ ფრაზას. მარა რატომ ძაღლის და არა იხვის თავი? ან ვინმე ისტორიულმა მწერალმა ან პოლიტიკოსმა ხომ არ იხმარა ეს ფრაზა,და იქიდან დაედო სათავე?

Posted by: kanian_U 12 Jun 2013, 19:43
შეგიძლიათ მითხრათ მარიამ დედოფალი და რამოდენიმე ქართველი მეფე მარკუს ანტინიუსის შთამომავლებად რატომ მოიხსენიებიან?
http://en.wikipedia.org/wiki/Mark_Antony#Descendants

Posted by: karlos913 21 Jun 2013, 22:31
ამ მოძრაობის მიზნები რა იყო ვერ მეტყვიით?

Posted by: Front National 8 Jul 2013, 09:31
ციკლოპური ნაგებობა რას ეწოდება და რითი განსხვავდება იგი არაციკლოპური ნაგებობისაგან?

Posted by: Appo 9 Jul 2013, 16:28
ციკლოპური ნაგებობა – დიდისაკაიფოდ დიდი ქვის ლოდებით აშენებული ნაგებობა. ძველ საბერძნეთში ამგვარ ნაგებობების მშენებლობას მიაწერდნენ მითიურ გოლიათებს – ციკლოპებს.

Posted by: de-koberi 14 Jul 2013, 19:52
ერთი რა მაინტერესებს. ვის გაქვთ ინფორმაცია პირამიდები როდის არის ნახსენები. გარდა იმისა რომ შვიდ საოცრებაშია ნახსენები. მაინტერესებს გაქვთ თუ არა ინფორაცია ვინმე ისტორიკოსებზე ან მოგზაურებზე ვინც წერს ამ გრანდიოზული ნაგებობის შესახებ. და კიდევ თუ გაქვთ წაკითხული ჯუღა ან თეთრი ლამა და რა აზრის ხართ სად გადის ზღვარი სინამდვილესა და ფანტასტიკას შორის?

Posted by: Front National 22 Jul 2013, 19:19
QUOTE (Appo @ 9 Jul 2013, 16:28 )
ციკლოპური ნაგებობა – დიდისაკაიფოდ დიდი ქვის ლოდებით აშენებული ნაგებობა. ძველ საბერძნეთში ამგვარ ნაგებობების მშენებლობას მიაწერდნენ მითიურ გოლიათებს – ციკლოპებს.

დიდი მადლობა, გაიხარე.

----------------------

Posted by: d_tsabo 29 Jul 2013, 11:14
თამარ მეფის ლაშქრობა ფხოვში. სად შეიძლება დეტალურად წავიკითხო ამ ლაშქრობის შესახებ ძალიან მწირე ინფორმაცია,არადა მაინტერესებს ძალიან

Posted by: Lowlander 29 Jul 2013, 11:31
ივანე მხარგრძელი გაუშვეს მემგონი ამ აჯანყების ჩასახშობად.

"მთაში აიჭრა მხარგრძელი, თვალთაგანრისხვის მთოველი,
დახოცა, შუბზე ააგო ქალი და ბავშვი ფხოველი,
შიშით ჰკრთის ქართლი, კახეთი, ლიხთიმერეთი ყოველი:
ვაჰ, თუ აქეთაც მობრუნდეს, უკეთესს არც ჩვენ მოველით."

http://khevsureti.ge/?p=615

Posted by: აბულაბას 15 Aug 2013, 23:35
სტალინზე და სტალინის ეპოქაზე მინდა ქართულენოვანი ლიტერატურა, რომელიც მეტნაკლებად ობიექტურად აღწერს იმდროინდელი შავ-ბნელ ეპოქას.

Posted by: LOLZ 20 Aug 2013, 19:42
აბულაბას
ამ თემას გაყევი და ნახავ რაღაეებს http://forum.ge/?f=9&showtopic=33684162

Posted by: აბულაბას 20 Aug 2013, 20:20
LOLZ
up.gifup.gif
* * *
LOLZ
ეგ თემა გამომჩებოდა ეხლა გგონიათ biggrin.gif
პ.ს ახალი სიტორიული აღმოჩენები და მსოფლიოდან სიახლეები. მსგავსი თემა გაქვთ? ვერ ვიპოვე. გავხსნა?

Posted by: Homo_Georgicus 9 Sep 2013, 15:09
d_tsabo
QUOTE
თამარ მეფის ლაშქრობა ფხოვში. სად შეიძლება დეტალურად წავიკითხო ამ ლაშქრობის შესახებ ძალიან მწირე ინფორმაცია,არადა მაინტერესებს ძალიან

უფრო სწორად მხარგრძელის ლაშქრობა ქართული და იმიერკავკასიელი ვასალების ლაშქრით.ინფორმაცია მწირია და სულ რამდენიმე სტრიქონში აქვს მემატიანეს გადმოცემული.სავარაუდოდ გამოსვლა სოციალური ხასიათისა იყო,მანამდე მეტნაკლებად ბატონყმობისგან თავისუფალ მთას ფეოდალიზმი უნდა შეხებოდა მთელი თავისი "სიკეთეებით" და ამიტომაც აჯანყდნენ თავისუფლებისმოყვარე მთიელები.

Posted by: აბულაბას 13 Sep 2013, 09:44
LOLZ
QUOTE
ახალი სიტორიული აღმოჩენები და მსოფლიოდან სიახლეები. მსგავსი თემა გაქვთ? ვერ ვიპოვე. გავხსნა?

smile.gif

Posted by: xatuna995 15 Sep 2013, 01:15
ვინმემ ხომ არ იცით სიტყვა ტეტია რას ნიშნავს და რატომ გვეძახიან ქართლელებს?

Posted by: აბულაბას 29 Sep 2013, 11:22
ხალხნო ეს ტიპი
http://en.wikipedia.org/wiki/John_Calvin
ჯონ კალვინია ქართულად თუ ჟან კალვინი

Posted by: Homo_Georgicus 3 Oct 2013, 13:30
აბულაბას
ჟან-ია,ფრანგულადაც.ანუ მის მშობლიურ ენაზეც.

Posted by: vakhmaka 8 Dec 2013, 15:06
გამარჯობათ თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ლინკთან დაკავშირებით
http://www.youtube.com/watch?v=hcfLkC74fao
თქვენი აღქმით რამდენი სიმბოლოა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული

Posted by: dToo 19 Dec 2013, 17:00
"მწიგნობრობის შემოღებაში პირველ რიგში საეკლესიო წიგნების თარგმნა იგულისხმება"- ამის დასასაბუთებლად არსებობს რაიმე წყარო ლევან ჭილაშვილის სტატიის („წინაქრისტიანული ხანის ქართული წარწერა ნეკრესიდან“) გარდა? დივიზიოს ვწერ ამ საკითხთან დაკავშირებით.

Posted by: Homo_Georgicus 28 Dec 2013, 15:45
dToo
მწიგნობრობის შემოღება მთელ რიგ წარმართულ ქვეყნებში დაკავშირებული იყო სწორედ ქრისტიანობის როგორც წიგნიერი რელიგიის გავრცელებასთან,ამიტომაც პირველ რიგში სწორედ სასულიერო ლიტერატურის თარგმნა-გავრცელება ხდებოდა.

Posted by: Anuushki 20 Jan 2014, 20:29
გამარჯობა, დახმარება მჭირდება. ვეძებ მასალას პირველი მსოფლიო ომის შესახებ. ვინმეს კონკრეტული პიროვნების ფოტო ან ჩანაწერები ხომ არ მოგეპოვებათ?

Posted by: Abonenti-g 25 Jan 2014, 00:01
გამარჯობათ, მე მაინტერესებს ვინმემ თუ იცით ერეკლე ბატონიშვილის(ალექსანდრე მეორე კახთბატონის შვილი) საფლავის ადგილ მდებარეობა თუ იცის ვინმემ? ასევე თუ რაიმე ცნობები გაქვთ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მოიკლა თავი თუ მოკლეს?

Posted by: ხუციშვილი 25 Jan 2014, 23:23
ბიბლიაში მოყვასსა და მოყვარეს შორის რა განსხვავებაა?

Posted by: ალექსანდრა91 7 May 2014, 22:56
აუ ძაან დავიბენი და ჩავიკარგე ამ განყოფილებაში და ვეღარ გავიგე სად უნდა ვიკითხო biggrin.gif მოკლედ ინტერნეტ რესურსების გარდა სად შემიძლია მოვიძიო ინფო ანტიკურ ქვეყნებზე (ბაბილონი, ასურეთი და ა.შ. ) ? საჯარო ბიბლიოთეკის იმედი მქონდეს? ქართული და რუსული ინფოც წავა.

Posted by: TimeTraveler 24 May 2014, 21:06
სხვა ინფორმაციას მხოლოდ წიგნებიდან მოიძიებ და საჯარო ბიბლიოთეკა ალბათ ყველაზე კარგი არჩევანია

Posted by: guti14 27 May 2014, 13:16
ალექსანდრა91
http://gumilevica.kulichki.net/HE1/index.html ინტერნეტში წაიკითხე რუსული თუ იცი ძალიან საინტერესოა, ამ ლინკზე მთელი ანტიკური ხანაა

Posted by: lika_law 3 Jul 2014, 09:50
გამარჯობა smile.gif
ამას წინათ ტელევიზიებმა დიდი დრო და ეთერი დაუთმეს ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში აღმოჩენილ თითქოსდა გოლიათის ძვლებს, მანჩესტერის უნის უნდა დაედო კვლევის შედეგები და არაფერი გაუხმაურებიათ აქამდე, ხომ არ იცით რა მოხდა, ან სადმე ხომ არ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები?

Posted by: obexe1 18 Jul 2014, 01:21
იმედია სწორად ვწერ. ასეთი კითხვა მაქვს: მაინტერესებს საბერძნეთის ქალაქის ქართული სახელი, რომელსაც ინგისურად ჰქვია - Thiva, რუსულად - Фивы.
* * *
დავიჯერო ატლასი არავის გაქვთ სახლში? smile.gif


Posted by: Homo_Georgicus 18 Jul 2014, 19:21
obexe1
თებე,ერთ დროს სახელგანთქმული ქალაქი,ბეოტიის ოლქის ცენტრი,ეპამინონდასის სამშობლო,კაცისა რომელმაც ზედიზედ ორჯერ გაანადგურა სპარტის არმია და რომლის "ირიბ სოლზე" დაყრდნობითაც ალექსანდრე მაკედონელმა შექმნა მაკედონური ფალანგა.

Posted by: obexe1 18 Jul 2014, 21:45
QUOTE (Homo_Georgicus @ 18 Jul 2014, 19:21 )
obexe1
თებე,ერთ დროს სახელგანთქმული ქალაქი,ბეოტიის ოლქის ცენტრი,ეპამინონდასის სამშობლო,კაცისა რომელმაც ზედიზედ ორჯერ გაანადგურა სპარტის არმია და რომლის "ირიბ სოლზე" დაყრდნობითაც ალექსანდრე მაკედონელმა შექმნა მაკედონური ფალანგა.

უდიდესი მადლობა სრულყოფილი პასუხისათვის smile.gif

პირველად გავიგე ასეთი ქალაქის შესახებ ამხელა კაცმა. ერთერთ რუსულ წიგნში წავაწყდი და ვერასგზით მივხვდი რომელ ქალაქზე იყო საუბარი. მაგრამ არ მცოდნია ასეთი ქალაქი და რას მივხვდებოდი.

Posted by: Homo_Georgicus 19 Jul 2014, 00:56
obexe1
არაფერს.ვინც ეძიებს ის იპოვის

Posted by: masho00 19 Jul 2014, 20:02
ar vici scorad vsvav tu ara kitxvas magram mainteresebs arqeologiur gatxrebshi tu shemidzlia monacileobis migeba an sad tardeba? moxalise var smile.gif

Posted by: Homo_Georgicus 19 Jul 2014, 20:15
masho00
იდეაში შეგიძლია

Posted by: masho00 19 Jul 2014, 20:32
Homo_Georgicus
იდეაში 2 წელია მაქვს და მეყოფა მგონი biggrin.gif

Posted by: Homo_Georgicus 19 Jul 2014, 21:10
masho00
გარკვეული კავშირები გჭირდება,ასე ჰაერზე არ აგიყვანენ.

Posted by: masho00 19 Jul 2014, 22:39
sad aris tu ici mitxari da kavshirebs da nacnobebs mere gavixseneb

Posted by: Homo_Georgicus 19 Jul 2014, 23:18
masho00
მიდი არქეოლოგიის კვლევის ცენტრში (უზნაძის 14) და გაგცემენ ალბათ პასუხს

Posted by: masho00 20 Jul 2014, 00:08
Homo_Georgicus
მადლობა 2kiss.gif
....................................

Posted by: Homo_Georgicus 20 Jul 2014, 00:40
masho00
არაფერს.იმედია მანდილოსანი ბრძანდებით თორემ მამაკაცისგან ეგეთ მხურვალე კოცნას ვერ გადავიტან)

Posted by: guti14 6 Sep 2014, 11:49
იტალიელს ვეკითხები რომის იმპერიის შემდეგ როგორ შეიქმნა იტალია თქო სად გაქრნენ თქო ვინ არიან იტალიელები თქო და რომის შემდეგ დაიბადა იტალიაო როგორ თქო და მე რავიცი ძმაო ჩრდილოეთ იტალიიდან ვარ მეო, იქნებ თქვენ იცოდეთ სად გაქრა ერი ეს იტალიელები ამდენი ხანი ითმენდნენ ითმენდნენ და ბოლოს აღადგინეს ისტორიული სამართლიანობა ეტრუსკებისა თუ რა ხდება?

Posted by: laplandia 19 Sep 2014, 06:08
ფრაიბურგი - ჰერტა
ძირითადი შედეგი *
1 c 2.55
. აინტრახტ ბრაუნშვაიგი - დარმშტადი 98
გოლების რაოდენობა 2,5 *
მეტი c 1.95
. ბორდო - ევიანი
ორივე გაიტანს *
კი c 2.10
ბლოკი 1
. კრეტელი - კლერმონი
ძირითადი შედეგი *
1 c 2.00
. ტილბურგი - ბრედა
ორმაგი შედეგი *
X/2 c 1.70
. იარო - კუოპიო
გოლების რაოდენობა 2,5 *
მეტი c 1.70
ბლოკი 2
. ინტერი ბაქო - ფ.კ.ბაქო
ძირითადი შედეგი *
1 c 1.30
. ყუბანი კრასნოდარი (ახალგ.) - რუბინი კაზანი (ახალგ.)
გოლების რაოდენობა 2,5 *
მეტი c 1.70
. ანჟი-2 - მიტოს ნოვოჩერკაზკი
გოლების რაოდენობა 2,5 *
მეტი c 1.85
. ჰაპოელ ბნეი ლოდი - ჰაპ. რამატ განი
გოლების რაოდენობა 2,5 *
მეტი c 1.75

Posted by: elnur009 26 Oct 2014, 19:34
შეიძლება თუ არა ალექსანდრია მივიჩნიოთ ელინისტური ეპოქის სიმბოლოდ? პასუხი დაასაბუთეთ

Posted by: Homo_Georgicus 26 Oct 2014, 23:54
guti14
თან იტალიელი ხალხი ნამდვილად რომაელების შემდეგ გაჩდნენ, მართალია მათი პირდაპირი შთამომავლები არიან, მაგრამ თავად ერის ფორმირებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს არაიტალიკურმა ტომებმა,განს.გერმანელებმა (გუთები,ლანგობარდები)."ჩრდილოეთელობას" რაც შეეხება, იტალიაში ჩვენზე მეტი გაწევ-გამოწევაა კუთხურობაში და ეს ფეოდალური მენტალიტეტი საკმაოდ შესამჩნევია.არცაა გასაკვირი, პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ 19 ს-ში მოხერხდა, მანამდე კი ყველა თავისთვის იყო, ყველა დიდ დიალექტსა თუ ენაზე თავისი მწერლობა ჰქონდა.თან, იტალიური ძველი ტოსკანურის (ფლორენცია) საფუძველზეა შექმნილი და ამიტომ აქვს ასეთი სიახლოვე ძველ ლათინურთან რასაც ვერ იტყვი იტალიის ყველა ოლქის მაცხოვრებელზე.სილიელების, ვენეციელების, ნეაპოლიტანელების და ა.შ. საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან და ოფიციალური იტალიურისგან

elnur009
ელინიზმი ალექსანდრეს პირმშოა,ამ იდეის (ანუ ელინურ-აღმოსავლური ცივილიზაციების სინთეზის) უპირველესი მიმდევარი თავად ალექსანდრე იყო.

Posted by: elnur009 27 Oct 2014, 00:19
Homo_Georgicus
ეგ ვიცი...
"ალექსანდრია" ეგვიპტის ქალაქს ვგულისხმობ, ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში იყო თუ არა ელინიზმის სიმბოლო და რატომ?

Posted by: Homo_Georgicus 27 Oct 2014, 00:38
elnur009
აა, ალექსანდრია რა თქმა უნდა იყო, ის იყო ელინისტური კულტურის,აზროვნების, განათლების უმსხვილესი ცენტრი.მეორე მსგავსს მაგ პერიოდში უბრალოდ ვერ იპოვი.

Posted by: arnold schwarzenegger 5 Nov 2014, 09:06
დამეხმარებით რაღაცაში?

თანდათანობით, შუმერის ნაწილისა და აქადის სახელწოდებად გავრცელდა...

რა გავრცელდა? 55 წუთში მჭირდება.

Posted by: Homo_Georgicus 5 Nov 2014, 18:12
arnold schwarzenegger
ჯერ კიტხვა გარკვევით

Posted by: n97 25 Nov 2014, 14:52
ქალდაველებზე სად მოვიპოვო ვრცელი ინფორმაცია?

Posted by: Homo_Georgicus 15 Dec 2014, 06:22
n97
ქალდეველები
რომელ ქალდეას გულისხმობ

Posted by: simato 19 Dec 2014, 12:20
გამარჯობა! ჯინჭარაძე სადაური გვარია ხომ არ იცით ? ანუ სათავეს რომელი კუთხიდან იღებს? რაჭაშიც არიან , სვანეთშიც , გურიაშიც და აჭარაში.

Posted by: Gooramos 22 Dec 2014, 15:21
გამიგია, რომ ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და ბასკებს შორის.
როგორც გავიგე, იბერია გვერქვა ორივეს.

ეს უბრალო დამთხვევაა თუ მართლა არსებობს რაღაც კავშირი?

Posted by: BLACK_SERENADE 19 Jan 2015, 21:22
ეგეთი რამე მახსოვს სკოლის ისტორიის კურსიდან, რომ შაჰ აბასმა სიკვდილის წინ თქვა, მხოლოდ 2 მტერი ვერ დავამარცხე _ სიკვდილი და ქართველი ერიო. ხოდა ამისი არაქართული ისტორიული წყარო არის სადმე?

Posted by: achi_nr 22 Jan 2015, 10:59
აქ კითხვა პასუხი მხოლოდ ისტორიულ თემებზზეა? ასეთი სტილის კითხვები სად დავსვა "რას ნიშანავს სიტყვა "ფურიერისტი"?" და ა.შ. არის სიტყვები რაც არც ვიკიპედიაზეა და არც nplg.gov.ge

რამე უკეთესი საიტი თუ იცით დამილინკეთ )

Posted by: phasis 24 Feb 2015, 11:21
Gooramos
QUOTE
გამიგია, რომ ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და ბასკებს შორის. როგორც გავიგე, იბერია გვერქვა ორივეს.


არავითარი. იბერები ბიბლიურად მოდიან თუბალიდან (წყარო, იოსებ ფლავიუსი.) ხოლო ქართები (ქართველები) თარგამოსიდან (წყარო. მროველი), რომელიც თუბალის ძმისშვილი იყო. იბერია (აღმოსავლეთ) ერქვა სახელმწიფოს სამხრეთ კავკასიაში 523 წლამდე (ჩვ.წ). ქართები (ქართველები) მაკედონელის დროს გადმოასახლეს (ჩაასახლეს) არიან-ქართიდან. (წყარო: ,,მოქცევაი ქართლისაი"). არიან ქართის ადგილმდებარეობაზე არარის ერთი მოსაზრება. მაგალითად მოსე ჯანაშვილის აზრით არიან-ქართლი მდებარეობდა დღევანდელი თურქმენეთის ტერიტორიაზე.


Posted by: sanfol 25 Feb 2015, 12:23
გადმოცემის თანახმად, აკადიუსის მმართველობის წლებში, სახელმწიფოს ფაქტობრივად მართავდნენ მასთან დაახლოებული პირები — ჯერ კარისკაცი რუფინუსი (ეროვნებით გალი)

აქ შევჩერდი, გალი თუ იყო ზედმეტად რომაული გვარი/სახელი რატომ ქონდა? მე-4 საუკუნეში მთლიანად შეერწყნენ კულტურულად და ყველანაერად?

ფლავიუს სტილიქონი (ლათ. Stilicho; დ. 360/365 — გ. 408, რავენა) — რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ვანდალი.

აჰა კიდევ ერთი

Posted by: bancacuna 14 Mar 2015, 20:07
გამარჯობა smile.gif
შეგიძლიათ დასახელოთ ეკონომიკურად განვითარებული და განვითარებადი ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი წყობის ეტაპებიდან ( ნატურალური მეურნეობა, მონათმფლობელური, ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი) რომელიმე ეტაპი გამოტოვა და ისე გადავიდა შემდეგ ეტაპზე

Posted by: sanfol 10 Apr 2015, 16:33
კრასუსს შვილი სახელად ტიბერიუსი მართლა ყავდა? და იულიუს კეისარი იღებდა მის კამპანიაში მონაწილეობას სპარტაკუსის წინააღმდეგ?

Posted by: d1GmeLa 25 Apr 2015, 16:14
შარლ დე გოლზე მაქვს რეფერატი გასაკეთებელი და რამე ლინკებით თუ შემეწევით მადლობელი დაგრჩებით
ენა რუსული/ინგლისური

Posted by: უჩინარი 3 May 2015, 00:38
კოლხეთი და იბერია რომელ წელს გაერთიანდა და როდიდან გვეწოდება ქართველები? და საქართველო ჩვენს ქვეყანას?

Posted by: ქსენოფობი 10 May 2015, 04:58
უჩინარი
QUOTE
კოლხეთი და იბერია რომელ წელს გაერთიანდა


არ გაერთიანებულა

QUOTE
როდიდან გვეწოდება ქართველები? და საქართველო ჩვენს ქვეყანას?


როცა საბოლოოდ გაერთიანდა ქართველობა და შეიქმნა საქართველო ანუ მეთერთმეტე საუკუნეში.

Posted by: Sl1pKn0T 8 Jun 2015, 16:57
მაინტერესებს რამე წყარო თუ არსებობს ინდიელთა რეზერვაციაზე ქართულად smile.gif

Posted by: aneli1949 2 Jul 2015, 22:17
აქეელებისა და ჰენიოხების შესახებ აქვს მეუფე ანანიას წიგნებსა და რუკებზე, იხ. ~meufeanania.info~
* * *
საქართველო პირველად გაერთიანდა არა მე–11 საუკუნეში, არამედ ქრისტეშობამდე მე–4,მე–3 საუკუნეებში მეფე ფარნავაზის დროს, ამის შესახებ ერთხმად მიუთითებენ წწყაროებიქარტლის ცხოვრება და მოქცევაი ქართლისაი,, ამ დროს აარსებულ ერტიან საქართველოს სახელმწიფოს ქართლის სამეფო ერქვა, მისი დასავლეტის საზღვარი გადიოდა შავ ზღვასა და მდ. ეგრისწყალზე, დღევანდელ ბედიასთან აფხაზეტში.
* * *
კოლხეთი თავისი ძლიერების დროს ერქვა ქვეყანას ტრაპეზუნტიდან ფაზისამდე ანუ ჭოროხამდე. კიმერიელების შემდეგ მისი ძლიერბა უკიდურესად დაემცრო, ის დაიშალა, მხოლოდ მისი სახელიღა ცოცხლობდა. იბერია შემდეგ ჩამოყალიბდა და ბერძნულ–რომაული წყაროებით ის პირველი საუკუნისათვის სამეფო იყო. იბერია აღმოსავლეთ საქარტველოსთან ერთად დასავლეთ საქარტველოსაც მოიცავდა, რაც ეთანადება ქარტულ წყაროებს. ამას მიუთითებს სტრაბონის ცნობა. ის ~შუა იბერიას~ უწოდებს შიდა ქარტლს და წერს– ~კავკასიის ქედიდან გამოდის არმენიისაკენ მომართული ორი ქედი, მათ შორისაა მოქცეული შუა იბერია~, იგულისხმება კავკასიის ქედიდან გამომავალი ლიხის (სურამისა) და ქართლის(საგურამოს) ქედები. შესაბაბისად, თუ კი ლიხის ქედის აღმოსავლეთით მდებარე მიწას შუა იბერია ერქვა, მის დასავლეთით დასავლეთ იბერია მდებარეობდა, ანუ სტრაბონის დროს დასავლეთ საქარტველოს – დასავლეთ იბერია ერქვა.
* * *
~არიან ქართლი~ ერქვა არა თურქმენეთს, არამედ საქართველოს სამხრეთით, ძირითადად არაქსის ხეობაში მდებარე მიწა – წყალს, მისი ნაწილი იყო ბასიანი, ტაო და კლარჯეთი.
კლარჯეტი რომ არიან– ქართლის ნაწილი იყო ამას თვით წყაროები მიუთითებენ– ქართლის ცხოვრება და მოქცევაი ქართლისაი, გამოკვლევა იხ. საიტი ~meufeanania.info~, წიგნი ~არიან ქართლი~.
არაიან ქარტლი საბოლოოდ არმენიამ დაიპყრო, ამიტომაც მისი მეფის ძე აზონი თავისი სამხედრო ელიტით იძულებით გადმოსახლდა ისევ თავის ხალხში, უფრო ჩრდილოეთით, თანამედროვე საქართველოში.
* * *
QUOTE
რა ქვია, თორემ ვიღრძე ტვინი. აი, ამაზე, ამ რეგალიაზე ვიძახი:
,
მას ჰქვია სფერო

Posted by: SpringtimeOfYouth 3 Jul 2015, 18:27
aneli1949
QUOTE
ფაზისამდე ანუ ჭოროხამდე

რაიო???
ანუ ქალაქი ფაზისი სადღაც ბათუმთან მდებარეობდა? spy.gif

Posted by: aneli1949 4 Jul 2015, 14:36
QUOTE
ფაზისამდე ანუ ჭოროხამდე
.
ტროას გამთხრელი უდიდესი არქეოლოგი ჰ.შლიმანი ქ.ფაზისს ეძებდა ჭოროხის შესართავთან, მის მარცხენა სანაპიროზე, სადაც მე–19 საუკუნეშიც კი იდგა ტბა–გუბურები (გონიოსა და ჭოროხს შორის) ცნობილი რუსი მკვლევარის ე. ვეიდენბაუმის ცნობით, რომელმაც პირადად მოინახულა ეს ადგოლები და მთელი ჭოროხის ხეობა ართვინამდე.
ანუ სტრაბონის ცნობა,რომ ქ. ფაზისი მდებარეობდა ზღვას, მდინარე ფაზისსა და ტბას შორის შეესატყვისება გონიოს მიმდებარე არეს ჭოროხამდე, აქ, როგორც ვთქვით შლიმანი ეძებდა ქ.ფაზისს.
ამასთანავე მდ. ფაზისი სხვადასხვა საუკუნეში იყო საზღვარი ბიზანტიურ პროვინცია პირველი არმენიისა, შემდეგში კი არმენიაკონის თემისა, ფაზისამდე სტრატეგიოსობდა არმენიის დუკა და აშ. თუ ფოთი ფაზისია, მაშინ ის არმენიული ქალაქი ყოფილა.
ამასთანავე პირველი ათასწლეულის დასაწყისში შავი ზღვის ტრანსგესიის გამო, ზოცა ზღვის დონე აწიული იყო 1–3 მეტრით, ადგილი სადაც ამჟამად ფოთი დგას ზღვით იყო დაფარული.

Posted by: tako44 15 Nov 2015, 16:56
ისტორიკოსების და არქეოლოგების საყურადღებოდ:
მეგობრებო, რამე კარგი, მსუყე თემები მომაწოდეთ საქართველოს ისტორიასა და არქეოლოგიაში. კონკურსი ტარდება და სავარაუდო თემატიკა უნდა მოვხაზო, რომ კონკურსანტებმა დაწერონ.
წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: შარვაშიძე 3 Jan 2016, 06:30
იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი, რომელიც XVII საუკუნეში მოღვაწეობდა წერს:

„იბერიაში ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველე­ბი უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერიას, რომელსაც ძველად კოლხეთსა და ლაზიკას უწოდებდნენ აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში აფხა­ზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში. ერეკლეს (610-641) შემდეგ ლევ ისავროსამდე (717-741) ქვემო იბერია უკვე იყო ავტოკეფალური სა­არქიეპისკოპოსო. ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე, რადგანაც ლევ ისავროსის დროს, ის უკვე კათა­ლიკოსი იყო ქვემო იბერიისა.“

რატომ უწოდებს ქვემო იბერიის კათალიკოს პატივით უფრო მეტს ვიდრე ზემო იბერიის კათალიკოსს? ზემო იბერიაში ხომ მცხეთის საკათალიკოსო იგულისხმება და პირველად ავტოკეფალია ხომ მცხეთის საკათალიკოსომ მიიღო?

Posted by: Kakha.G 3 Jan 2016, 13:50
დოსითეოსი იყო რომელმაც კანონიკის დარღვევით აფხაზეთის ტაკიმასხარა" საპატრიარქო" შექმნა და რას დაწერდა?
არანაირი აფხაზეთის პატრიარქი არ არის და არც იქნება არასდროს.

Posted by: შარვაშიძე 4 Jan 2016, 06:06
Kakha.G

QUOTE
დოსითეოსი იყო რომელმაც კანონიკის დარღვევით აფხაზეთის ტაკიმასხარა" საპატრიარქო" შექმნა და რას დაწერდა?
არანაირი აფხაზეთის პატრიარქი არ არის და არც იქნება არასდროს.


დოსითეოსი რომელიც მე-XVII საუკუნეში მოღვაწეობდა რანაირად შექმნა აფხაზეთის საპატრიარქო? რომელიც მის მოღვაწეობის დროს უკვე არსებობდა.

რას ნიშნავს "ტაკიმასხარა", აფხაზთა საკათალიკოსოს საეკლესიო ენა იყო ქართული, ისევე როგორც ბერძნული ენა იყო ბიზანტიის იმპერიაში შემავალი საპატრიარქოებისთვის.
ჩემი კითხვა შეეხებოდა იმას თუ რატომ მოიხსენიებდა იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი ამგვარად. თორემ აფხაზთა საკათალიკოსო რომ არსებობდა ეს სადაო საკითხი არ არის.

ზოგადად ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოები დღემდენ არ ცნობს. ცნობს რუსეთის და საქართველოს საპატრიარქო და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ არსებობს. ჩვენც ავტოკეფალია ანტიოქიის საპატრიარქოდან მივიღეთ, თუმცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წლების განმავლობაში არ გვცნობდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კი მიჩნეული ვყავართ როგორც "ახალგაზრდა ეკლესია" და დიპტიხში მეექვსე ადგილის ნაცვლად მეეცხრე ადგილს ვიკავებთ.

Posted by: Kakha.G 4 Jan 2016, 14:10
მაკარი ანტიოქიელი,პავლე ალეპოელი,დოსითეოსი,ყვარყვარე ათაბაგი,ლევან დადიანი აი ამ პერსონალიების მიერ არის გაყოფილი ქართული ეკლესია.

სად იყო თამარის დროს აფხაზეთის პატრიარქი???

თუ კანონიკა არ იყო დარღვეული და ტაკიმასხარა არ იყო სადაა დღეს აფხაზთა პატრირქი???

კათოლიკე მისიონერების რელაციები და ქართველი მატიანის სიტყვები წაიკითხე აფხაზთა ეკლესიაზე რომელიც მონათვაჭრობაში სოდომიაში და ერესში იყო გადავარდნილი.

ანუ საქართველოს ეკლესია 1989 წ.მდე არ იყო ავტოკეფალური???

ბერძნები ყოველთვის ქართველების მტრები იყვნენ განსაკუთრებით მათი ეკლესია.


ვაიძულებთ რომ ჩვენი ადგილი სცნონ დიპტრიქში როცა ჯანმრთელი და პასუხისმგებელი პატრიარქი გვეყოლება.

Posted by: შარვაშიძე 5 Jan 2016, 03:18
Kakha.G

QUOTE
კათოლიკე მისიონერების რელაციები და ქართველი მატიანის სიტყვები წაიკითხე აფხაზთა ეკლესიაზე რომელიც მონათვაჭრობაში სოდომიაში და ერესში იყო გადავარდნილი.


კათოლიკე მისიონერებს თუ დავუჯერებთ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I საერთოდ კათოლიკური აღმსარებლობის იყო, რომელიც დარჩა რომის ეკლესიის ერთგული და კათოლიკედ გარდაიცვალა. ამაზე მეტი მწვალებლობა და ერესი რაღა გინდა როცა მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი აღმსარებლობით კათოლიკე იყო.

QUOTE
სად იყო თამარის დროს აფხაზეთის პატრიარქი???

თუ კანონიკა არ იყო დარღვეული და ტაკიმასხარა არ იყო სადაა დღეს აფხაზთა პატრირქი???


თამარის დროს ეკლესია გაერთიანებული იყო. დღეს კი სად არის აფხაზეთის პატრიარქი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. არ არსებობს ამჟამად თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობდა და არ გამორიცხავს იმას რომ მომავალში შესაძლოა იარსებოს. აფხაზეთის უბრალოდ სახელია თორემ აღნიშნული საპატრიარქო თავიდან ბოლომდენ იყო ქართული და რაც შეეხება დარღვეულ კანონიკას პირიქით კანონიკა დარღვეულად დღეს მეჩვენება რადგან უგულველყოფა მოხდა აფხაზთა საკათალიკოსოს, თან იმ ფონზე როცა მის დაქვემდებარებაში მყოფ ეპარქიებში თავის დროზე მოხდა პირველად ქრისტიანობის ქადაგება ანდრია პირველწოდებულის და სვინონ კანანელის მიერ.

QUOTE
ანუ საქართველოს ეკლესია 1989 წ.მდე არ იყო ავტოკეფალური???

ბერძნები ყოველთვის ქართველების მტრები იყვნენ განსაკუთრებით მათი ეკლესია.


ვაიძულებთ რომ ჩვენი ადგილი სცნონ დიპტრიქში როცა ჯანმრთელი და პასუხისმგებელი პატრიარქი გვეყოლება.


კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ასე მიიჩნევს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ისიც იმ პირობით გვაღიარა რომ უარს ვიტყოდით ჯვრის მონასტერზე და უცხოეთში მდებარე სხვა ქართულ მონასტრებზე. ეს თუ მართალია რატომ დათანხმდა ამას ჩვენი ეკლესია ჩემთვის უცნობია.

Posted by: Kakha.G 5 Jan 2016, 04:14
ანტონ 1 ჭორები დადიოდა მართალია,მაგრამ მან შეძლო დიკასტერიაში თავის მართლება.

კონსტანტინოპოლოს პატრიარქი რომის პაპი არაა,მისი სიტყვა ქართველ პატრიარქს შეუძლია დაიკიდოს,ანუ ის მასზე უფროსი არაა.

საქართველოს პატრიარქს აქვს ბერკეტები რომ სხვა საპატრიარქოებზე იმოქმედოს,მათ შორის მათ შორის მტკივნეულიც.

აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფის შანსი არ არსებობს,ამას ნებისმიერი ჩახედილი ადამიანი დაგიმტკიცებს.

თუ კანონიკა დარღვეული არ იყო სადაა აფხაზეთის პატრიარქი დღეს?ან სად იყო ერთიანი საქართველოს დაშლამდე???

ანდრიას და სიმონის სამართალმემკვიდრე საქართველოს პატრიარქია,ესეა აღიარებული მართლ.ეკლესიების მიერ.

კი ბატონო კათოლიკეები ამუქებენ,რა ვუყოთ ქართველ მემატიანეებს???

წარმატებას არ გისურვებთ მაგრამ თქვენია ბურთი და მოედანი.

მრუდე და უპერსპექტივო საქმეზე ნუ დაშვრებით.

ეს რჩევაა.

Posted by: შარვაშიძე 5 Jan 2016, 06:41
QUOTE
ანტონ 1 ჭორები დადიოდა მართალია,მაგრამ მან შეძლო დიკასტერიაში თავის მართლება.


რომ თავი დავანებოთ თბილისში მყოფ კათოლიკე კაპუცინელთა ორდენის მისიონერებს ქართული წყაროც ადასტურებს რომ ანტონ I კათოლიკური აღმსარებლობის იყო და რადგან მან ყოველივე არც უარყო, შესაბამისად მცხეთის კრებამ ანტონი კათოლიკოსობიდან გადააყენა. ამის მერე ანტონი გაემგზავრა რუსეთში და მან თავი იმართლა რუსეთის სინოდის წინაშე, თუმცა საქართველოში დაბრუნებული როდესაც კვლავ აირჩიეს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, იგი კვლავ დარჩა რომის ეკლესიის ერთგული და კათოლიკედ გარდაიცვალა. ვიმეორებ ამაზე დიდი მწვალებლობა და ერესი როცა მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი აღმსარებლობით კათოლიკეა წარმოუდგენელია.

QUOTE
აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფის შანსი არ არსებობს,ამას ნებისმიერი ჩახედილი ადამიანი დაგიმტკიცებს.

თუ კანონიკა დარღვეული არ იყო სადაა აფხაზეთის პატრიარქი დღეს?ან სად იყო ერთიანი საქართველოს დაშლამდე???

ანდრიას და სიმონის სამართალმემკვიდრე საქართველოს პატრიარქია,ესეა აღიარებული მართლ.ეკლესიების მიერ.


აფხაზეთის ეკლესიის ტერიტორიაზე დღეს ვისი საეკლესიო იურისდიქცია ვრცელდება, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მხოლოდ "აფხაზეთის საკათალიკოსოს" გარკვეული მონაკვეთი ბედის ანაბარაა მიგდებული რადგან ვერ ვრცელდება საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს ჩამოყალიბებამდენ დასავლეთ საქართველოში ვრცელდებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქცია ლაზიკის სამიტროპოლიტოს და აბაზგიის საარქიეპისკოპოსოს სახით და აფხაზთა საკათალიკოსომ სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სამიტროპოლიტო და საარქიეპისკოპოსო ჩაანაცვლა. არ უნდა გავიგოთ ისე რომ საქართველოს ერთიან სამეფოს ჩამოყალიბებამდენ მცხეთის საკათალიკოსო თავის იურისდიქციას თითქოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე ანხორციელებდა და მხოლოდ ერთიანი სამეფოს დაშლის მერე შეიქმნა აფხაზთა საკათალიკოსო. ერთიანი სამეფოს ჩამოყალიბების დროს ორი ეკლესია გაერთიანდა, საქართველოს დაშლის შემდეგ კი ეკლესია ისევლე გაიყო. ავტოკეფალიის აღდგენის დროს კი აღდგა ერთიანი საპატრიარქო,რომელიც რუსეთის საპატრიარქომ ცნო მხოლოდ 1943 წელს.

რაც შეეხება ანდრიას და სვიმონ მოციქულის სამართალმემკვიდრეობის საკითხს, არ აქვს იმას მნიშვნელობა თუ დღეის მონაცემებით რა არის მიჩნეული, ისტორიის განმავლობაში აფხაზთა საკათალიკოსო იწოდებოდა ანდრია მოციქულის საყდრად.

QUOTE
კი ბატონო კათოლიკეები ამუქებენ,რა ვუყოთ ქართველ მემატიანეებს???

წარმატებას არ გისურვებთ მაგრამ თქვენია ბურთი და მოედანი.

მრუდე და უპერსპექტივო საქმეზე ნუ დაშვრებით.

ეს რჩევაა.


მე არაფერს არ ვცდილობ წარმატება ან წარუმატებლობა რომ მისურვოთ. მე ავღნიშნე რომ ისტორიის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ორი საპატრიარქო, დღეის მონაცემებით კი ერთ საპატრიარქოს მითვისებული აქვს მეორე საპატრიარქოს იურისდიქცია. თავის დროზე რუსეთის ეკლესიამ გააუქმა საქართველოს საპატრიარქო იმ მოტივით რომ ერთ სახელმწიფოში ერთზე მეტ საპატრიარქოს არ უნდა ეარსება. ჩვენ ეკლესიას რუსულ ეკლესიას ვერ შევადარებ ამით ვერ დავაკნინებ თუმცა ჩვენთანაც დაახლოებით რაღაც მსგავსი რამ იკითხება.

Posted by: Kakha.G 6 Jan 2016, 13:27
შარვაშოძე

1)ანტონი რომელიც გაამტყუნა საქ. პატრიარქის დიკასტერიამ თავი იმართლა რუსეთის სინიდის დიკასტერიის წინაშე ,ანუ რა გამოდის?საქ. საპატრიარქო ამ საკითხს უფრო სერიოზულად უდგებოდა.
2)სასულიერო პირისთვის დიკასტერიაზე მაღლა უფლის სამსაჯავროა მხოლოდ.
3)და საქასრთველოს პატრიარქი ანტონი გულში კათოლიკე რჩებოდა??? ამირან გულში მღეროდაო რა,პასუხი წაიკითხე პარაგრაფ 2) ში.
სისულელეა მტკნარი

მაგრამ ანტონი ხომ არ ყოფილა ტყვისმყიდველი, უწირავულოცველი , სოდომია აი როგორც აფხაზეთის " პატრიარქები"

და კითხვა,რა ეროვნების ხალხი იქნება აღდგენილი აფხაზეთის " კათოლიკოსის" მრევლი???


ბერძნული ეკლესია დას. საწართველოდან განდევნა ლეონმა 8 ს.ში,საქართველის გაერთიანებამდე ბევრად ადრე,


ის რომ აფხაზეთში დეფაქტო არ ვრცელდება საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ეს იმას არ ნიშნავს რომ იქ დეფაქტო და დეიურე ვრცელდებს რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია.


რუსეთმა1812 წ. ვერ გააუქმა დეიურე საქართველოს ეკლესია,ამიტო შექმნა საეგზარქოსო ეს ნიშნავს რომ რუსეთის ეკლესია სხვა ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე მოქმედებდა.

საქართველოს ეკლესია არის ავტოკეფალური ანუ არცერთ ეკლესიაზე ნაკლები მსოფლიოში.


აბა შენ იცი სერიოზული საქმეა მაგაზე არ გაჩერდე
რიგში დგანან
ჯიქეთის სამიტროპოლიტო
გუთეთის საარქიეპისკოპოსო
ხალდიის სამიტროპოლიტო
ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია

)))))))))))))))))))

Posted by: შარვაშიძე 7 Jan 2016, 04:08
Kakha.G

QUOTE
შარვაშოძე


შარვაშიძე smile.gif


QUOTE
1)ანტონი რომელიც გაამტყუნა საქ. პატრიარქის დიკასტერიამ თავი იმართლა რუსეთის სინიდის დიკასტერიის წინაშე ,ანუ რა გამოდის?საქ. საპატრიარქო ამ საკითხს უფრო სერიოზულად უდგებოდა.
2)სასულიერო პირისთვის დიკასტერიაზე მაღლა უფლის სამსაჯავროა მხოლოდ.
3)და საქასრთველოს პატრიარქი ანტონი გულში კათოლიკე რჩებოდა??? ამირან გულში მღეროდაო რა,პასუხი წაიკითხე პარაგრაფ 2) ში.
სისულელეა მტკნარი


თავი იმართლა, შეინანა თუ რუსეთის სინოდმა თვალი დახუჭა ეს კიდევ გასარკვევია თუმცა რატომ გგონიათ რომ ანტონი საქართველოში დაბრუნებისას და კვლავ პატრიარქად არჩევის მერე მხოლოდ გულში მღეროდა ამირანის მსგავსად? ანტონის წიგნი "მიწყალე" არის კარგი მაგალითი იმისა თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას კათოლიკეებთან თან აღსანიშნავია რომ მან ეს წიგნი მაშინ დაწერა როდესაც იგი რუსეთში ვლადიმირის მთავარეპისკოპოსი იყო.

ყველა წყარო იმას მიუთითებს რომ ანტონ I იყო რომის ეკლესიის ერთგული და კათოლიკედ გარდაიცვალა. თუ არ გინდათ ამის დანახვა ეს თქვენი საქმეა.

QUOTE
მაგრამ ანტონი ხომ არ ყოფილა ტყვისმყიდველი, უწირავულოცველი , სოდომია აი როგორც აფხაზეთის " პატრიარქები"

და კითხვა,რა ეროვნების ხალხი იქნება აღდგენილი აფხაზეთის " კათოლიკოსის" მრევლი???


რისი თქმა გინდათ რომ აღმოსავლეთ საქართველოში ტყვეებით ვაჭრობა არ მიმდინარეობდა? არც კართლ-კახეთის მეფეები ირანის შაჰს არ უგზავნიდნენ ტყვეებს? ტყვეებით ვაჭრობა სამწუხაროდ იმ დროს გავრცელებული საერთო უბედურება იყო. თქვენ ივიწყებთ იმ ფაქტს რომ 1701 წელს იერუსალიმის პატრიარქის მოთხოვნით დასავლეთ საქართველოში ტყვეებით ვაჭრობა აკრძალეს, ასევე უგულველყოფას ახდენთ იმ ფაქტისა რომ 1759 წელს დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ შეაჩვენა ტყვეებით მოვაჭრენი და დასავლეთ საქართველოს პატრიარქებს პირიქით ტყვეებით ვაჭრობაში სდებთ ბრალს.

რაც შეეხება აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენის შემთხვევაში მრევლში ეყოლება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა და რა ეროვნებები იგულისხმება ეს თავად განსაჯეთ.




QUOTE
ის რომ აფხაზეთში დეფაქტო არ ვრცელდება საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ეს იმას არ ნიშნავს რომ იქ დეფაქტო და დეიურე ვრცელდებს რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია.


რუსეთმა1812 წ. ვერ გააუქმა დეიურე საქართველოს ეკლესია,ამიტო შექმნა საეგზარქოსო ეს ნიშნავს რომ რუსეთის ეკლესია სხვა ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე მოქმედებდა.


საეგზარქოსოს და საპატრიარქოს პრინციპულად გასნხვავებული სტატუსი, ფუნქცია და მოვალეობები გააჩნია, ხოლო საპატრიარქოების გაუქმების მთავარი მოტივი სწორედ ეგ იყო რომ ერთ სახელმწიფოში არ უნდა ეარსება ერთზე მეტ საპატრიარქოს. რუსეთმა ხომ სამეფო სამთავროებიც გააუქმა დანიშნა მეფისნაცვლი და ბაგრატიონებს სამეფოს გაუქმების გამო ფულად კომპენსაციასაც უხდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ იმ დროს თუნდაც საეგზარქოსოს ანდაც მეფისნაცვალს რამე მსგავსი სტატუსი ჰქონოდათ რაც მათ შექმნამდე არსებობდა.


QUOTE
აბა შენ იცი სერიოზული საქმეა მაგაზე არ გაჩერდე
რიგში დგანან
ჯიქეთის სამიტროპოლიტო
გუთეთის საარქიეპისკოპოსო
ხალდიის სამიტროპოლიტო
ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია

)))))))))))))))))))


იმდენად სერიოზულია რომ კარგი იქნება დაფიქრდეთ, რომ რამე არ გამოგრჩეთ რადგან თუ მეხსიერება არ მღალატობს მოზდოკის ეპარქიის დაწერა გამოგრჩენიათ.

Posted by: Kakha.G 7 Jan 2016, 19:24
შარვოშიძე

ერთიდაიგივეს რატო იმეორებ?

შენ გესმის რომ სასულიერო პირისთვის დიკასტერია არის უმაღლესი სამსჯავრო???
მასზე ზევით მხოლოდ უფალია.
რახან ანტონი ორმა რუსულმა და ქართულმა დიკასტერიამ გაამართლა შესაბამისად პრეტენზიები ერესზე წაუყენე 18 ს, ქართულ და რუსულ ეკლესიებს.

როსტომიდან დაწყებული ვახტანგ 6 მხოლოდ ქართლის მეფეები 3 წელში ერთხელ უგზავნიდენ ფადიშაჰს 7 წყვილ ქალვაჟს ეს ქალვაჟი არ იყვნენ ქართველები არამედ ნაყიდი ოსი და ჩერქეზები იყვნენ,განსხვავება არაა?
სადიდან აიღე რომ ქართლ კახეთში მონათ ვაჭრობა საერთოდ ჭაჭანებდა????
ანუ აფხაზეთის " კათოლიკოსები" არ ყიდიდენ ტყვეებს???

რაო შეგაწუხეს მეგრელებმა და იმერლებმა აფხაზეთის საპატრიარქო გვინდაო???
თუ წარმართ აფსუებს უპირებ მონათლვას და მაგათთვის გინდა აფხაზეთის " საპატრიარქო"???

საქართველოს საპატრიარქოს გაუქმება მსოფლიო ეკლესიებმა არ სცნეს აფხაზეთის ტაკიმასხარა საპატრიარქოს გაუქმება კი სცნეს,განსხვავება აი ესაა!!!

მოზდოკის ეპარქიას პატრონი ყავს,აი ჯიქეთის სამიტროპოლიტო კი მისახედიაა)))))

სისულელეებზე დროს ნუ მაკარგინებ.

რაიმე იოტისოდენა წარმატებას რომ მიაღწევ მომწერე.

Posted by: შარვაშიძე 10 Jan 2016, 18:56
Kakha.G

QUOTE
შენ გესმის რომ სასულიერო პირისთვის დიკასტერია არის უმაღლესი სამსჯავრო???
მასზე ზევით მხოლოდ უფალია.
რახან ანტონი ორმა რუსულმა და ქართულმა დიკასტერიამ გაამართლა შესაბამისად პრეტენზიები ერესზე წაუყენე 18 ს, ქართულ და რუსულ ეკლესიებს.


რომელ დიკასტერიაზე მელაპარაკები როცა საქართველოში დიკასტერია ანტონ I -მა შექმნა როდესაც რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სანამ დიკასტერიას შექმნიდა ანტონ I მანამდენ კრებამ გაამრტუნა და დაადგინა, რომ მას უფლება არ ქონდა როდესმე დაბრუნებოდა პატრიარქის ტახტს.

შემდეგ ანტონ I -მა თავად ითხოვა პატიება.

„ცოდვათა ჩემთა სიმრავლითა და უგუნურებითა შეცდომილ ვიქმენ. ლათინთა ბოროტი მოძღვრება პირითა ჩემითა ვაღიარე და ამის გამო გადამაყენეთ. რა მოველ და ვცან ჭეშმარიტი სარწმუნოება, ვიწყე ტირილი და ვაღიარე ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა“.


„შემცაჩვენებულ ვიყო და შეკრულ მამისა და ძისა და ყოვლად წმინდისა სულისაგან და წმინდათა შვიდთა მსოფლიოთა კრებათაგან, თუმცა კიდევ მე ლათინთა სარწმუნოებად მივიქცე ან ფარულად გულსა შინა ვიპყრა და ზაკვით სახესა ვიჩემებდე”

ამის შემდეგ 1756 წლის 4 აპრილს თბილისში ჩატარდა საეკლესიო კრება, სადაც მღვდელმთავრებმა შეიწყნარეს ანტონის „გულწრფელი“ მონანიება და მისი ყველა თხოვნა დააკმაყოფილეს:
ა) ნება დართეს რუსეთში გამგაზვრებულიყო.
ბ) მოეხსნა სასჯელი, რომელიც მღვდელმთავრობას უკრძალავდა.
გ) ანტონის თანამზრახველებსაც, ვინც მოინანია, მიეცათ მღვდელმთავრობის უფლება.


რუსეთში ანტონი თავიდან აცხადებდა რომ თითქოს მას ცილი დასწამეს, ვითომ ლათინთა სარწმუნოება მიეღოს, თუმცა მოგვიანებით რუსეთის სინოდში წარადგინა ხელწერილი სადაც აღიარებდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა დოგმატს. აღიარებდა მხოლოდ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და სრულიად რუსეთის ეკლესიებს და დანარჩენებს კი ანათემას უთვლიდა.
ამ განცხადების საფუძველზე რუსეთის სინოდმა ანტონი გაამართლა.

შვიდი წელი იმსახურა ანტონმა რუსეთში, შემდეგ კი ერეკლე II -ემ დააბრუნა კვლავ საქართველოში და ანტონი საქართველოს ეკლესიის მეთაურად აღადგინა. ანტონის ხელახლა გაკათალიკოსობას ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა, თუმცა ერეკლე II -ემ მოახერხა მისი ხელახალი გაკათალიკოსობა.

შესაბამისად ერესზე პრეტენზიები არ ეკუთვნის XVIII საუკუნის ქართულ და რუსულ ეკლესიებს. პრეტენზიები ვის ეკუთვნის უკვე დავწერე და გამუდმებული აპელირება დიკასტერიაზე არის უადგილო რადგან ანტონ I -ის საქციელს გამართლება არ აქვს, შეგეძლო გეთქვა შეინანაო თუმცა მის ხელახლა გაკათალიკოსობის გამო აქაც საეკლესიო კანონის დარღვევასთან გვექნებოდა საქმე.

QUOTE
როსტომიდან დაწყებული ვახტანგ 6 მხოლოდ ქართლის მეფეები 3 წელში ერთხელ უგზავნიდენ ფადიშაჰს 7 წყვილ ქალვაჟს ეს ქალვაჟი არ იყვნენ ქართველები არამედ ნაყიდი ოსი და ჩერქეზები იყვნენ,განსხვავება არაა?


„სვიმონი ამ წესით იქმოდა: ანუ ძეს ურიისასა, ანუ ნასყიდსა ანუ ოსთასა გაგზავნიდა, ხოლო როსტომმა გამოიყვანა ქართველ გლეხთა, აზნაურთა, დიდებულთა ასულნი და ვაჟნი და მას გაუგზავნა, ამიერითგან დაიდვა ესე და ყოველნი მეფენი საქართველოსანი ესრეთ ჰყოფდნენ, ვიდრე მოდღეინდელ დღემდე“. ბერი ეგნატაშვილი.

ესეც ვახუშტი: „არამედ კვალად შესძინა როსტომ, რამეთუ სვიმონ მოყიდულთა ტყვეთა წარუვლენდა ყეენსა, ხოლო ესე გამოიყვანდა მთავართა და აზნაურთა შვილთა, ვაჟთა და ქალთა, და წარუგზავნიდა“

გამოდის იტყუება ვახუშტი და ბერი ეგნატაშვილი რომ გვეუბნებიან როსტომმა დაარღვია სვიმონ II-ის შემოღებული კანონიო, რომლის ძალითაც შაჰს მხოლოდ არაქრისტიანებსა და შესყიდულ ტყვეებს უგზავნიდნენ და ყაენისათვის საჩუქრად ქართველების გაგზავნა დაამკვიდრა როსტომმა, რაც შემდგომში ქართლის ყველა მაჰმადიანი მეფისათვის წესად იქცა. facepalm.gif facepalm.gif

QUOTE
ანუ აფხაზეთის " კათოლიკოსები" არ ყიდიდენ ტყვეებს???


ცნობილი საეკლესიო კრება, რომელზედაც ტყვეთა სყიდვა იქნა აკრძალული „კათალიკოზთა სამართლის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

კრებაში ნათქვამია: „ქ. სახელითა ღვთისათა მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოისა კათალიკოზმან პატრიარქმან მალაქია; მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან აფხაზეთის კათალიკოზმან მამამთავარმან ევდემონ, დავსხედით და შევკრიბენით ყოველნი ეპისკოპოსნი აფხაზეთისანი.

და დიდი სიყმილი მოვიდა ცოდვათა ჩვენთაგან, მრავალი უწესობა და უჯერო საქმე შემოვიდა: კაცის კვლა, კაცის სყიდვა, ეკლესიის კრეხვა და უხვედრობა...
და სჯულის კანონიცა ბრძანებს:

კაცის სყიდვისა ესე გავაჩინეთ:
ქ. რამან კაცმან გაყიდოს, ანუ დიდმან, ანუ მცირემან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან და ან გლეხმან, წმიდათა კრებულთაგან შეჩვენებული იყოს და განხდილი.
რასაც კაცს მართლით განკითხვითა და გამოძიებითა კაცის სყიდვა გამოაჩნდეს, თუ ის კაცი დაიხსნას და მოიყვანოს მისსა საყდარსა და ეპისკოპოსს დაუურვოს, რა ერთიც ძალ-ედვას, დამკლების უფალსაცა დაუურვოს.
და თუ ვერ მოიყვანოს, ვინ გინდა ვინ იყოს, თავადისშვილი უნდა აზნაურიშვილი, უნდა გლეხი, მაშინაც ვერამ საქმემ ვერ იხსნას, უკანონოდცა არს, ძელსა მიეცეს.
და ვინც ქრთამი აიღოს და არ ჩამოარჩოს, შეჩვენებულ იყოს წმიდათა კრებულთაგან და კანონსამცა ქვეშე არის წმიდათა მოციქულთასა“.


კანონებს ხელს აწერენ - აფხაზეთის კათალიკოსი, ქუთათელი მიტროპოლიტი, გაენათელი მთავარეპისკოპოსი, მამა - ჭყონდიდელი, ბედიელი მიტროპოლიტი, მოქველი მთავარეპისკოპოსი, დრანდელი მიტროპოლიტი, ცაგერელი მამათ-მთავარი, ხონელი მთავარეპისკოპოსი, ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი, ჩიშელი (ცაიშვილი) მამამთავარი




QUOTE
რაო შეგაწუხეს მეგრელებმა და იმერლებმა აფხაზეთის საპატრიარქო გვინდაო???
თუ წარმართ აფსუებს უპირებ მონათლვას და მაგათთვის გინდა აფხაზეთის " საპატრიარქო"???

საქართველოს საპატრიარქოს გაუქმება მსოფლიო ეკლესიებმა არ სცნეს აფხაზეთის ტაკიმასხარა საპატრიარქოს გაუქმება კი სცნეს,განსხვავება აი ესაა!!!

მოზდოკის ეპარქიას პატრონი ყავს,აი ჯიქეთის სამიტროპოლიტო კი მისახედიაა)))))


აფხაზები და არა აფსუები, აფსუები არის თვითწოდება აფხაზურ ენაზე, ხოლო აფხაზი ქართულ ენაზეა, პატივი ეცით ქართულ ენას მითუმეტეს სიტყვა აფსუას ქართული შესატყვისი ქართულ ენაზე არსებობს.
მე მხოლოდ და მხოლოდ ავღნიშნე ფაქტი რომ საქართველოში არსებობდა ორი მართლმადიებლური საპატრიარქო და ჩემი ნაწერებიდან თუ დაინახეთ რომ მე ვიბრძვი რამის აღდგენისთვის ანდაც წარმართების მონათვლისთვის ეგ თქვენი პრობლემაა.
არ ეღიარებინა რუსეთის ეკლესიას 1943 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და გამოჩნდებოდა როგორი დამოკიდებულება ექნებოდა მსოფლიო ეკლესიებს საქართველოს საპატრიარქოსთან. მსოფლიო ეკლესიებმა გვცნო მას შემდეგ რაც რუსეთმა გვაღიარა და რომ არა ეს ფაქტი დღეს სავარაუდოდ ვიქნებოდით ისეთივე ვითარებაში როგორიც უკრაინის ეკლესიაა.


QUOTE
სისულელეებზე დროს ნუ მაკარგინებ.

რაიმე იოტისოდენა წარმატებას რომ მიაღწევ მომწერე.


თავად ხომ გაქვთ იოტისოდენაზე მეტი წარმატება, ამიტომ გეცოდინებათ ანტონ პირველი რატომ სდევნიდა ვეფხისტყაოსანს?

ანტონ კათალიკოზი არც გაკიცხვა-შეჩვენებას დაჰჯერდა, მან განიძრახა აღკრძალვა და საქვეყნოდ გამოცხადება, რომ აღარავინ გაბედოს მისი წაკითხვაო, თორემ ვისაც მოასწრებდნენ, იმას ’’ვეფხისტყაოსანსაც’’ წაართმევდნენ და შემდეგ სამართალშიც გადასცემდნენ. ამ განჩინებაზე და გადაწყვეტილებაზე თვით სამეფო პირნიც დასთანხმდნენ და საქვეყნოდ გამოაცხადეს, მაგრამ ამან ვერ იმოქმედა და ხალხში მაინც ვრცელდებოდა. რაკი შეიტყო ანტონ კათალიკოსმა, რომ მათგან გამოცემული ბრძანება ვერ მოქმედებდა, ხალხში მაინც იფინებოდა იგი, ამის გამო მან განიძრახა, რომ ’’ვეფხისტყაოსანი’’ სრულად უნდა გავაქროვო, რომ აღარსად ერთი წიგნიც არ დარჩესო. ამის გამო შეაკრებინეს მრავალი ხელთ ნაწერი ’’ვეფხისტყაოსანი’’, რომელთ შეგროვილში ვახტანგ მეფისაგან დაბეჭდილსა უფრო ბევრი ყოფილა და 1768 წ. 23 მაისს სიონის გალავანში დააწვევინეს, ზოგიც ჰავლაბრის ხიდიდამ მტკვარში ჩააყრევინეს. სიონის გალავანში დაწვასა თვით ანტონ კათალიკოზი დაესწრო, თავისი დასითურთ.

’’ამა ჰაზრისავე იყო თვით კათალიკოსი ანტონ პირველი, რომელმანცა მრავალნი დაბეჭდილნი მეფის ვახტანგის დროს, 1710 წელსა ’’ვეფხისტყაოსანი’’ დასწვნა და შთააყრევინა მტკვარში და აღუკრძალა კითხვა წიგნსა ამის ქართველთა, შესანიშნავ შრომაში’’.

’’ანტონ კათალიკოსმა ’’დღესა ერთსა 80 დაბეჭდილი წიგნი (’’ვეფხისტყაოსანი’’) ვახტანგ მეფისავე შთააყრევინა მტკვარსა, ვითარცა წიგნი მავნებელი მკითხველთათვის და მომწამვლელი ქრისტიანთა გონებისა და გრძნობისა’’.


’’ჩვენ არ შევდივართ იმის განხილვაში თუ რამაიძულა მეთვრამეტე საუკუნის ქართველთა შორის ’’სწორუპოვარი მეცნიერი... ჩაედინა ასეთი ბარბაროსობა, ვიმეორებთ, ფაქტი უტყუარია და მას აღვნიშნავთ მწუხარებით’’. - კალისტრატე ცინცაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


შარვაშიძე და არა
QUOTE
შარვაშოძე

ან
QUOTE
შარვოშიძე


QUOTE
ერთიდაიგივეს რატო იმეორებ?

Posted by: Kakha.G 10 Jan 2016, 19:31
დიკასტერია არის ავტოკეფალური ეკლესიის რეგალია და შესაბამისად იგი საქართველოს ეკლესიას გააჩნდა დღიდან ავტოკეფალიის მოპოვებისა.
ანტონი გაამართლა საქართველოს და რუსეთის დიკასტერიამ.
რაც არ უნდა იყოს მის წარსულში ეკლესიამ მას აპატია,შესაბამისად პრეტენზიები წაუყენე ქართულ და რუსულ ეკლესიას.
კანონიკა სად და როდის დაირღვა შენი გადასაწყვეტი არაა.


ქართლიდან აგზავნიდენ ნაყიდ ოსებს და ჩერქეზებს,ტექსტ ნუ რყვნი,ტექსტში ისეა როგორც მე ვწერ.


აფსუა სხვაა და აფხაზი სხვააა.


გესმის რომ მსოფლიო ეკლესიებს რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ხელყოფა არ უცვნიათ.
შესაბამისად რუსულ ეკლესისს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.


ფაქტია რომ აფხაზეთის ტაკიმასხარა იერარქები იყვნენ ტყვის მსყიდველები,უწირავულიცავი და სოდომიები.


სისულელეებს რაც უფრო გრძლად დაწერ მით უფრო დაეზარება კაცს წაკითხვა ასე რომ გირჩევნია მოკლედ წერო.

Posted by: შარვაშიძე 10 Jan 2016, 21:03
Kakha.G
QUOTE
დიკასტერია არის ავტოკეფალური ეკლესიის რეგალია და შესაბამისად იგი საქართველოს ეკლესიას გააჩნდა დღიდან ავტოკეფალიის მოპოვებისა.
ანტონი გაამართლა საქართველოს და რუსეთის დიკასტერიამ.
რაც არ უნდა იყოს მის წარსულში ეკლესიამ მას აპატია,შესაბამისად პრეტენზიები წაუყენე ქართულ და რუსულ ეკლესიას.
კანონიკა სად და როდის დაირღვა შენი გადასაწყვეტი არაა.


თუ ავტოკეფალიის მოპოვების დღიდან საქართველოში მოქმედებდა დიკასტერია მაშინ ანტონ I-მა რაღა დაარსა?
თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ ხელწერილით დადეს ფიცი: ,,უკეთუ... რომლითამე მიზეზითა ესე აღთქმული შევცვალოთ და კუალად მისი კათალიკოზად დადგინება მოვინდომოთ, რისხვასამცა შევცვივით წმიდისა და ერთ არსისასა სამებისასა და ყოველთა მგმობართა თანა დაიწესების ცხოვრება ჩვენი და წმიდათა დიდთა მსოფლიოთა კრებათაგან ხვებულად შეჩვენებითამც აღვიხოცებით“.

ერეკლემ როდესაც ანტონ კათალიკოსი დააბრუნა საქართველოში და გამართლების გარეშე კვლავ საკათალიკოსო ტახტზე დასვა, ამით დაარღვია 1755 წელს დადებული ფიცი. ანტონი არავის არ გაუმართლებია, არამედ ერეკლეს ძალისხმევით უკანონოდ მოხდა მისი ხელახალი გაკათალიკოსობა.

რაც შეეხება კანონიკას 20 წლის კაცი რომ ეპისკოპოსი გახდება იქ დამთავრებულია რაიმე კანონიკურ სამართალზე ლაპარაკი.

QUOTE
ქართლიდან აგზავნიდენ ნაყიდ ოსებს და ჩერქეზებს,ტექსტ ნუ რყვნი,ტექსტში ისეა როგორც მე ვწერ.

როგორ არა იტყუება ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი, ყველაფერი ისეა როგორც შენ იტყვი biggrin.gif თუ გამახსენდა ტექსტია დამახინჯებული თორემ მაგას როსტომი როგორ იკადრებდა facepalm.gif

QUOTE
აფსუა სხვაა და აფხაზი სხვააა.

ისევე როგორც Deutsche, Germani და Немцы სხვადასხვაა არა?

QUOTE
ფაქტია რომ აფხაზეთის ტაკიმასხარა იერარქები იყვნენ ტყვის მსყიდველები,უწირავულიცავი და სოდომიები.

ამაზე დაგიწერე ცნობილი საეკლესიო კრება, რომელზედაც ტყვეთა სყიდვა იქნა აკრძალული რომელიც „კათალიკოზთა სამართლის“ სახელწოდებითაა ცნობილი, თუმცა იგივეს იმეორებ აფხაზთა იერარქები ტყვეებს ყიდნენო. მაშინ აღმოსავლეთ საქართველოს პატრიარქები (ანტონის მაგალითზე) ვეფხისტყაოსანს წვავდნენ, სწორია ეს მიდგომა? თუმცა ვეფხისტყაოსნის დაწვაზე პასუხი არც გაგიცია. ალბათ ესეც მოგონილია და დააბრალეს ანტონს.

დადე წყარო რაშიც აფხაზთა კათალიკოსებს ბრალს სდებ ან დავამთავრე შენთან ამ საკითხზე ლაპარაკი. მე ასე ვიცი და მე როგორც ვწერ ისეა ეს ჩემთვის არგუმენტი არაა.


Posted by: Kakha.G 10 Jan 2016, 21:11
20 წლის კი არა 29 იყო ანტონი როცა გახდა ეპისკოპოსი.
დიკასტერია არსებობდა საქართველოში მაგრამ მისი მოწვევის საჭიროება მანამდე არ დამდგარა.

მძევლების გაგზავნა ფადიშაჰთან არ არის ტყვეებით ვაჭრობა,ტყვეებით ვაჭრობის მაგალითს ვერ მომიყვან ქართლ კახეთის ისტორიაში.

აფსუა და აფხაზი სხვადასხვა ეთნოსები არიან.

აფხაზეთის ტაკიმასხარა იერარქების საქციელზე უამრავი ქართული და უცხოური წყაროა.

გაბრიელ ჭყონდიდელი,იყო უღვთო , მეძავმემრუშე, სოდომია, და ტყვის მსყიდველი და სავსე ბოროტებითა./მასალები საქართველოს ისტორიისთვის.161 გვ./

სვიმონ ქუთათელი მღვდელთმთავარი იყო მაგრამ იყო ტყვის მსყიდველი ,მეძავ მემრუშე,კაცის მკვლელი,ცრუ ფიც,უწირავ ულოცავი/მასალები საქართველოს ისტორიისთვის . 167 გვ./


ასეთი ცნობები უამრავია.


მემგონი საკმარისია

Posted by: შარვაშიძე 10 Jan 2016, 21:40
Kakha.G

QUOTE
20 წლის კი არა 29 იყო ანტონი როცა გახდა ეპისკოპოსი.


ანტონ I დაიბადა 1720 წელს ბერად აღიკვეცა 1738 წელს (18 წლის) ხოლო 1744 წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა. ესეგი ანტონი 24 წლის უკვე აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი იყო და 29 წლის როგორ გახდებოდა ეპისკოპოსი? facepalm.gif

ეკლესიის ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევი, ამის მერე აზრი აღარ აქვს აღნიშნულ თემაზე შენთან კამათს.



Posted by: Kakha.G 10 Jan 2016, 21:42
შენზე უკეთესად ხომ ვერკვევი???


დამარცხდი და მოკაკვე თითი.


ელოდე როდის დაგაგლეჯინებთ საქართველოს ეკლესიას.


кишка тонка

Posted by: შარვაშიძე 10 Jan 2016, 21:53
Kakha.G

QUOTE
შენზე უკეთესად ხომ ვერკვევი???


მაგრად ერკვევი, ყველა ფაქტი ანტონის რომის ეკლესიის მიმდევრობას ამტკიცებდა, ვერ შეძელი მისი გაბათილება, ვერ შეძელი ანტონის გამართლებას ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით და საკითხი უბრალოდ გაატარე. ჯერ მიმტკიცებდი ქართლის მეფეები მხოლოდ ნაყიდ ოსებს და ჩერქეზებს უგზავნიდნენ შაჰსო, შემდეგ დაიწყე მტკიცება ტყვებით ვაჭრობა და შაჰისთვის ქართველების გაგზავნა სხვადასხვა რამ არისო (კი სხვადასხვაა თუმცა თავიდან უარყოფდი რომ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები ქართველებსაც უზგავნიდნენ შაჰს)

ბოლოს ანტონი 29 იყო როდესაც ეპისკოპოსი გახდაო biggrin.gif

მე აქ კამათი დავამთავრე, შენ ასე გაგარძელე, წარმატებას გისურვებ

Posted by: Kakha.G 10 Jan 2016, 21:59
კეეე თურმე ანტონი ყოფილა რომის პაპის კარდინალიი))))))

თურმე ქართლ კახეთში ჭაჭანებდა მონათ ვაჭრობა))))))


თურმე ანტონი არასრულწლოვანი იყო როცა ეპისკოპოსი გახდა)))))


სულ არ მაინტერესებს მოწონდა თუ არა ანტონს ვეფხისტყაოსანი , მაგრამ წვავდაო!? ეს ტყუილია.

Posted by: შარვაშიძე 10 Jan 2016, 22:22
Kakha.G

სხვა პასუხს არც ველოდებოდი biggrin.gif

განსაკუთრებით ანტონიზე მომეწონა 24 წლის უკვე პატრიარქი იყო და შენ წერ 29 წლის იყო ანტონი როცა გახდა ეპისკოპოსიო, არც ვეფხისტყაოსანს წვავდა მოუგონეს ბოროტმა ადამაინებმა biggrin.gif

თუ ანტონიზე წერია ვეფხისტყაოსანს წვავდაო ტყუილია, თუ როსმომზე წერენ ვახუშტი და ბერი ეგნატაშვილი ქართველების შაჰზე გაგზავნა დაამკვიდრაო ეგეც ტყუილია, ხოლო თუ ვინმე აფხაზეთის კათალიკოსებზე ცუდს წერს ეს აპრიორი მართალია და საერთოდ პირდაპირ გეთქვა ბარემ ამდენი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ყველა უბედურება დასავლეთ საქართველოდან მოდისო.

Posted by: Kakha.G 10 Jan 2016, 22:26
ანტონის ასაკზე წაიკითხე მის ბიოგრაფიაში.

შენ ნუ პროვოკატორობ,ყველა ეგ უბედურება დას.საქართველოს ეწვია მას მერე რაც აღ.საქართველოს გამოეყო.

ტყვეების სყიდვა სხვაა მძევლების გაგზავნა სხვაა.

ერთი საბუთი მომეცი რატო არ უნდა მჯეროდეს ქართული და უცხოური წყაროების მონაცემების რაც აფხაზეთის " ეკლესიის" იერარქების უმსგავსოებებს ეხება?

არ მოწონდა ანტონს ვეფხისტყაოსანი მისი ნებაა,მაგრამ წვავდაო ეგ არცერთ პირველწყაროში არაა ფიქსირებული.

Posted by: შარვაშიძე 10 Jan 2016, 22:36
Kakha.G

მოკლედ მე დავამთავრე, ანტონის ბიოგრაფიას რომ იცნობდე არც ვეფხისტყაოსანის დაწვას უარყოფდი და არც იმას რომ 24 წლის პატრიარქი გახდა. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი არცერთ მკვლევარს ეჭვი არ გამოუთქვამს ანტონის ასაკთად დაკავშირებით და ეხლა პირველად გავიგე შენგან.

ასე რომ

QUOTE
მრუდე და უპერსპექტივო საქმეზე ნუ დაშვრებით.

ეს რჩევაა.

Posted by: Kakha.G 10 Jan 2016, 22:42
წაკითხული მაქ შენგან განსხვავებით და მსგავსი არაფერი მინახია.

წიგნებს წვავდაო ანტონი ეს ხომ ვაფშე თითიდან გამოწოვილია.

აბა შენ იცი ჯიქეთის სამიტროპოლიტო რიგშია გააცოცხლე.

ჩემ სიტყვებს მიბრუნებ )))))))))

Posted by: capitan marvel 18 Jan 2016, 21:06
ნუმიზმატინკების თემა არის ფორუმზე? :დ ანუ მონეტებს რო აგროვებენ

Posted by: amiko-777 7 Feb 2016, 21:38
დავითის გალობანი სინანულისანი თანამედროვე ქართულზე თუ არის სადმე იქნებ მითხრათ.

Posted by: NameName 30 Mar 2016, 18:38
როგორ დავიჯერო რომ ამხელა ფორუმზე არცერთი არ ხართ ისტორიკოსი,რომელიც მოსწავლეებს ამზადებს?

Posted by: badriko 3 Apr 2016, 21:12
შარვაშიძე ! აფსუა და აფხაზი ერთიდაიგივე არ არიან !
კათოლიკე მისიონერები ხომ გაყარეს ანტონის გაკათოლიკების გამო ?
თედო ჟორდანია აპრავებდა ანტონის გაკათოლიკებას, რადგან კათოლოციზმი ბევრ სკოლას შექმნიდაო საქართველოში (ევროპის დაფინანსებით) და ცოდნის დონეც აიწევდაო

პლატონ ოისელიანის ცნობით, ანტონი ვეფხისტყაოსნის დიდი მოსიყვარულეც კი ყოფილა
წყობილსიტყვაობაში წერს კიდეც ანტონი, რომ სარგის თმოგველივით საქებარიაო შოთა - ეს დიდი ბრძენი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველიცო, სპარსულიც იცოდა და უცხოელთა მელექსე იყო, ამიტომ ამაოდ იღვაწაო სამწუხაროდ !
ჰოდა, ანტონიოსეული ეს ბოლო შეფასება განა გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ ანტონს ვეფხისტყაოსნის წიგნები დაუწვავს და მტკვარში ჩაუყრია ?
არა !
ვინ ხარ შარვაშიძევ ?

Posted by: Perske 24 Jan 2018, 21:09
......................................

Posted by: Gesetz_ist_Gesetz 7 Feb 2018, 11:53
ვისაც კითხვა პასუხი უნდა, ა ბატონო

http://samagistro.limequery.com/411268?lang=de

http://samagistro.limequery.com/891929?lang=ka

Posted by: Unknown232324 17 Feb 2018, 13:29
გამარჯობა! მაინტერსებს რა:
1)თბილისს როდის მიენიჭა სახელი თბილისი, თუ მინიჭების თარიღი არ არის ცნობილი,მაშინ პირველი მოხსენიება თბილისად როდის ფიქსირდება?
2)ქალაქად დაარსების თარიღი, ან ქალაქად პირველად მოხსენიების თარიღი?


Posted by: butkuj 21 Feb 2018, 02:11
Unknown232324

1. 1936წ.
2.572 წ.

Posted by: Unknown232324 13 Mar 2018, 17:41
butkuj
მადლობა!
კიდე მაინტერსებს სამეფო სასახლე თბილისში სად მდებარეობდა? ნარიყალაზე იყო სულ თუ როგორ?

Posted by: Foreign-Affairs 31 May 2018, 20:28
ბასიანი, 1202 წლისათვის, ანუ როდესაც ბრძოლა მოხდა საქართველოსა და რუმს შორის, ეკუთვნოდა თუ არა საქართველოს სამეფოს?

Posted by: Kakha.G 2 Jun 2018, 18:33
Foreign-Affairs
ბასიანი 12ს.ს. 20წ.ში და გვიან 12ს.ს. 80-90წ.ში.ც არზრუმის სასულთნოს ეკუთნოდა.ბასიანის ბრძოლას არანაირი ტერიტორიალური შენაძენი არ მოყოლია საქარველოსთვის გარდა იმისა რომ ტრაპიზონის იმპერიის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და საქართველომ რუმის სასულთნოსგან არზრუმის სასულთნო დაიცვა.

Posted by: kanian_U 6 Jul 2018, 13:53
ქართულად სწორად როგორ წარმოვთვა Germanic და Turkic?
გერმანული და თურქული მგონი არასწორია.

Posted by: Unknown232324 7 Jul 2018, 17:50
გამარჯობა! თბილისის ისტორიის შესწავლით ვარ დაკავებული უკვე 1 თვეა და ერთ მარტივ რაღაცას ვერ ვხვდები, ანუ სამეფო სასახლე თბილისში ხან სად იყო და ხან სად? მე როგორც მივხვდი ძირითადათ მეტეხის ციხასიმაგრეში იყო. ასევე ვერ გავიგე ეს სამეფო სასახლე ცალკე შენობა იყო, თუ თვითონ ეკლესია ითვლებოდა სასახლედ? სამეფო ტახტი სამეფო სასახლეში იყო, ეკლესიაში თუ ორივე ადგილას?


" ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ(დღევანდელი მეტეხის ეკლესიის ტერიტორია) ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა."
მეფის რეზიდენცია, ანუ სასახლე რა იყო ვერ გავიგე, მთლიანი კომპლექსი, თუ რამე ცალკე შენობა, თუ ეკლესია? facepalm.gif

Posted by: lepori 4 Nov 2018, 10:49
კიტა ჩხენკელი იყო ევროპაში(გერმანია / შვეიცარია) მოღვაწე ენათმეცნიერი

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90_%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

როგორც ვიკი და სხვაგან ნანახი ბიორაფიები ამბობენ მისი საფლავი დაკარგულია..

არადა რ. თაბუკაშვილის დოკ.ფილმში ჩანს კადრი მისი საფლავის ქვისა>

user posted image
https://www.youtube.com/watch?v=lZZ5ANDLs2A

ინტერვიუშიც ჩხენკელის ერთერთი სტუდენტი ამბობს რომ საქართველოდან ჩამოვიტანე მიწა და კიტა ჩხენკელის საფლავზე დავყარეო..

ვერ გავიგე >> დაკარგულია კიტა ჩხენკელის საფლავი თუ ცნობილია
თუ იმის მერე კიდე სადმე გადაასვენეს და ასე დაიკარგა?

ვინც რა იცით გაგვიზიარეთ smile.gif
მიგუგლვ-მოგუგვლით ბევრი ვერაფერი გავიგე sad.gif

Posted by: mtiuli... 18 Nov 2018, 19:41
Unknown232324
მეტეხის ტაძართან იყო სამეფო სასახლე
ეკლესიაში არა, გვერდით კლდოვან ფერდობზე, მტკვრის ხედით, დღეს რომ რესტორნებია.
სამეფო ტახტიც შესაბამისად სასახლეში იყო
* * *
kanian_U
QUOTE
ქართულად სწორად როგორ წარმოვთვა Germanic და Turkic?
გერმანული და თურქული მგონი არასწორია.

სწორი ფორმაა გერმანული და თურქული.
მაგალითად თურქული ენები, გერმანული ტომები და ა.შ.

Posted by: gubaz_merve 27 Dec 2018, 20:52
Irani saqarTvelos sazRvris oficialuri ruka Tu arsebobs an aq an iranSi,Tundac cnobebis mixedviT

Posted by: Unknown232324 7 Jan 2019, 15:14
გამარჯობა!

მაინტერესებს რუსეთის მიერ მე-19-ე საუკუნეში საქართველოს დაპყრობა როგორ მოხდა, მთლათ კარგად ვერ გავიგე, ანუ მე რაც წავიკითხე ისე გავიგე თითქოს თვითონ ქართველმა მეფემ და მთავრებმა სთხოვეს რუსეთს მის შემადგენლობაში შესვლა, ხოდა რეალურად ვიცი რო ეგრე არ იყო და იქნებ ეს მომენტი ამიხსნათ ცოტა დეტალურად თორე ძაან ავირიე უკვე.

Posted by: butkuj 7 Jan 2019, 15:41
Uნკნოწნ232324

QUOTE
ხოდა რეალურად ვიცი რო ეგრე არ იყო და იქნებ ეს მომენტი ამიხსნათ ცოტა დეტალურად თორე ძაან ავირიე უკვე.


ეს როგორ უნდა გავიგოთ ?
არ იცი მაგრამ არ გჯერა ?)
რეალურად საქართველო მაგ დროს რამოდენიმე დამოუკიდებელ სამეფო-სმთავროს წარმოადგენდა - 2 სამეფო და 2 სამთავრო . აჭარა და მესხეთ-ჯავახეთი ოსმალეთის ნაწილი იყო.
ერეკლეს ეგონა რომ რუსეთი გახდება ქართლ-კახეთის მფარველი და მოკავშირე და რუსებს სხვა გეგმები ქონდა .
მის პარალელურად იმერეთმა,სამეგრელომ და გულიამ მსგავსი შეთანხმება მოაწერა რუსეთთან. ამათგან მხოლოდ სამეგრელოს შესვლა რუსეთის იმპერიაში 1857 წელს მოხდა ადგილობრივი მთავრის თანხმობით .

Posted by: simato 14 Feb 2019, 16:16
გამარჯობა! როსტომ მეფის სასახლე საპატრიარქოს ტერიტორიაზე იყო თუ ქართული ოცენების ოფისთან ვერ ამიხსნით ? რაღაც მასალებს ვეძებ და ინტერნეტში ხან ერთი ადგილია მითითებული და ხან მეორე.

Posted by: inshamin 15 Feb 2020, 17:54
ვერ ვერკვევი ამაში კარგად მარა ჯ ჰაპლოგრუპა თუ ჩეჩნურია ხევსურებს თუშებს და ა.შ რახან ჯ ჰაპლოგრუპა აქვთ ანუ ჩეჩნები არიან?
ერთი ჩეჩენი სულ მაგას წერს ინტერნეტში და მაგიტო ვკითხულობ gigi.gif

Posted by: Kakha.G 18 Feb 2020, 01:46
inshamin
შენ ალბათ J ს გულისხმობ.ეგ ჰაპლოები წინაეთნიკური კი არა დაჟე წინარასობრივრბია ასე რომ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ განსაკუთრებით იზოლირებულ პოპულაციებში სადაც "დამფუძნებლის ეფექტი" მოქმედებს

Posted by: †SLaYeR† 23 May 2020, 23:36
გამარჯობა
იუთუბზე წავაწყდი ამ ვიდეოს, ქართული სამეფოების რუკებია და მაინტერესებს რამდენად აკურატულია ისტორიულად? სხვა ქვეყნებზეც აკეთებს და საინტერესოა რამდენად იცავს სიზუსტეს


Posted by: Kakha.G 27 May 2020, 22:42
†SLaYeR†
ნუ დაახლოებით შეიძლება ითქვას ზუსტია

Posted by: butkuj 28 May 2020, 00:49
†SLaYeR†
QUOTE
გამარჯობა
იუთუბზე წავაწყდი ამ ვიდეოს, ქართული სამეფოების რუკებია და მაინტერესებს რამდენად აკურატულია ისტორიულად? სხვა ქვეყნებზეც აკეთებს და საინტერესოა რამდენად იცავს სიზუსტეს



სრული იდიოტიზმია დასაწყისიდან ბოლომდე .
ნუ რაღაც მომენტში სწორი რუკებია , მაგრამ 90% შემთხვევაში სასაცილო იდიოტიზმებია :


user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: torckiko 3 Jul 2020, 10:30
სალამიიი, ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად იწერება რომ საქართველოს ისტორია გაყალბებულია და ხელახლაა დასაწერი, რომ ნამდვილი წყაროები მიმალულია. კონკრეტულად რას გულისხმობენ გაყალბებულში? ან რა წყაროებს?

Posted by: Sandro =X 10 Sep 2020, 23:17
მეგობრებო, ანთროპოლოგს სად ვიპოვი?

Posted by: Kakha.G 10 Sep 2020, 23:20
Sandro =X
ცოცხალს?ვეღარსად

Posted by: Sandro =X 10 Sep 2020, 23:45
QUOTE (Kakha.G @ 10 Sep 2020, 23:20 )
Sandro =X
ცოცხალს?ვეღარსად

საზღრებს გარეთ ვეძებო? boli.gif

Posted by: Kakha.G 11 Sep 2020, 00:05
Sandro =X
რათ გინდა?
.....................................

Posted by: brdzolisunariani 13 Sep 2020, 00:03
QUOTE
რამდენად აკურატულია ისტორიულად?

მთლად აკურატული ვერაა , ჯერ მარტო რაჭას რა უნდა სვანეთის ჩრდ.დასავლეთით :დ
მაგრამ მაინც კარგი ნამუშევარია იმ მხრივ , რომ შეგიძლია გაიგო დაახლოებით რა სივრცესა და დროს მოიცავდა ქართული სახელმწიფოების სხვადასხვა ფორმა .


Posted by: torckiko 29 Jan 2021, 12:40
სალამიიი, საქართველოს ციხ-სიმაგრეებზე თუ არის გამოცემები და რომელს მირჩევთ?

Posted by: Kakha.G 29 Jan 2021, 16:14
torckiko
პ.ზაქარაია: საქართველოს ციხე სიმაგრეები

Posted by: torckiko 29 Jan 2021, 20:41
QUOTE (Kakha.G @ 29 Jan 2021, 16:14 )

პ.ზაქარაია: საქართველოს ციხე სიმაგრეები

მოვიძიებ აუცილებლად, დიდი მადლობააა

Posted by: ლეოპარდი 1 Feb 2021, 01:31
საქართველოში პირველი ღამის უფლებაზე რა ცნობები მოგვეპოვება?

Posted by: Kakha.G 1 Feb 2021, 13:40
ლეოპარდი
არანაირი, თავად დას.ევროპის რეალიებშიც ეგ ძაან საკამათო საკითხია

Posted by: torckiko 2 Feb 2021, 20:47
Kakha.G
სწორფრობაზე და წაწლობაზე თუ მოგვეპოვება კონკრეტული ნაშრომები? მაკალათიას მოკლედ აქვს აღწერილი ეგ საკითხი

Posted by: Kakha.G 3 Feb 2021, 20:14
torckiko
მაკალათიას და ვაჟას წერილების გარდა არანაირი

Posted by: torckiko 4 Feb 2021, 09:57
QUOTE (Kakha.G @ 3 Feb 2021, 20:14 )

მაკალათიას და ვაჟას წერილების გარდა არანაირი

გასაგებია, ანუ შეუსწავლელია საერთოდ ეს საკითხი.

Posted by: Foreign-Affairs 15 Mar 2021, 14:18
ხომ არ იცით ამ ნაშრომის გადმოწერა და სრულად წაკითხვა როგორ იქნება შესაძლებელი?

https://www.scribd.com/document/394369764/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

Posted by: zurabus 26 Mar 2021, 17:27
სალამი ყველას! მაინტერესებს ასეთი რამ, დავუშვათ სადღაც 13-14 საუკუნეში ქართლელი ან კახელი კაცი გადავიდა გურიაში. გურული დიალექტის გაგება გაუჭირდება თუ არა?

Posted by: butkuj 4 Apr 2021, 13:05
zurabus


ლანჩხუთში ალბათ გაუჭირდებოდა მანდ ჯერ კიდევ მეგრული ცოცხალი იყო

ისე კი უფრო 19 ს. გაუჭირდებოდა გურული დიალექტის გაგება ვიდრე 13 ს.


Posted by: zurabus 14 Jun 2021, 16:13
butkuj

გაიხარე მადლობა!

Posted by: Foreign-Affairs 14 Aug 2021, 01:11
სალამი.
ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანში მცხოვრები აზერები შავბატკნიანი თურქების შთამომაები არიან თუ უფრო გვიან, ყიზილბაშების პერიოდში დამკვიდრდნენ? და სამხრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრები აზერები ერთი და იგივე პერიოდის შემოსულები არიან კავკასიაში თუ სხვადასხვა დროს?

Posted by: Kakha.G 14 Aug 2021, 04:57
Foreign-Affairs
ნახიჭევანი თამარის დროს საქართველოს ვასალურად ყავდა შემოერთებული, რაც იმას ნიშნავს რომ უმრავლესობა მანდ უკვე მაგ დროს მუსლიმი იყო.

Posted by: გველისფერი_გიორგი 13 Sep 2021, 22:24
საქართველოში მე11 საუკუნეში ვიკინგების შემოსვლაზე წყაროები ან ინფორმაცია ხომ არ გეგულებათ სადმე?

Posted by: Grows 24 Sep 2021, 16:02
ხალხნო
ხომ არავინ იცით სად და როგორ შეიძლება მოიძებნოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტყვედ ნამყოფობის გამო სტალინის მიერ გადასახლებული ადამიანების სიები და ადგილსამყოფელი?
ომის მონაწილეების სიები ბევრ რუსულ საიტზეა. და ომის მერე ვინ სად განაწესეს, მაგაზე ყველა დუმს...

Posted by: torckiko 5 Jan 2022, 09:36
სალამიი, ქართველთა ძველ რწმენა -წარმოდგენებზე და მთის სალოცავებზე რომელ ლიტერატურას მირჩევთ სერგი მაკალათიას გარდა?

Posted by: Kakha.G 5 Jan 2022, 22:33
[QUOTE=torckiko,5 Jan 2022, 09:36 ] სალამიი, ქართველთა ძველ რწმენა -წარმოდგენებზე და მთის სალოცავებზე რომელ ლიტერატურას მირჩევთ სერგი მაკალათიას გარდა? [QUOTE\]
http://www.amsi.ge/istoria/ij/qei1/T2.html#a

https://www.lit.ge/book/773-qartvelta-udzvelesi-sartsmunoebis-istoriidan-vera-bardavelidze/

Posted by: torckiko 7 Jan 2022, 10:47
[QUOTE=Kakha.G,5 Jan 2022, 22:33 ] [QUOTE=torckiko,5 Jan 2022, 09:36 ] სალამიი, ქართველთა ძველ რწმენა -წარმოდგენებზე და მთის სალოცავებზე რომელ ლიტერატურას მირჩევთ სერგი მაკალათიას გარდა? [QUOTE\]
http://www.amsi.ge/istoria/ij/qei1/T2.html#a

https://www.lit.ge/book/773-qartvelta-udzvelesi-sartsmunoebis-istoriidan-vera-bardavelidze/ [/QUOTE]
დიდი მადლობააა, ცუდია რომ აღარ ინტერესდებიან ამ თემებით დღევნდელი ეთნოლოგები

Posted by: ალევარი 14 Sep 2022, 02:40
1812 წლის აჯანყებაზე კარგი წყარო მინდა, დეტალური ქრონოლოგია, როდის რა ტერიტორიას აკონტროლებდა. ეს ვიდეო მხოლოდ სამოყვარულო დონეზეა დამაკმაყოფილებელი https://youtu.be/Gdxo1S9SQ2c

Posted by: LOLZ 14 Sep 2022, 02:49
ალევარი.
მაინცდამაინც ვიდეო გჭირდება?
https://gfsis.org.ge/files/library/pdf/Georgian-2801.pdf

https://tesau.edu.ge/files/uploads/disertacia/Disertacia_-_PDF.pdf


Posted by: ალევარი 14 Sep 2022, 23:57
LOLZ
დიდი მადლობა. ძალიან კარგად გამომადგება. ასეთ ვიდეოს ვაკეთებ https://youtu.be/lzbddyxBfdg

Posted by: LOLZ 15 Sep 2022, 00:07
ალევარი
მცოცავი რუკა რა აპლიკაციაში კეთდება ?

Posted by: ალევარი 15 Sep 2022, 00:17
QUOTE (LOLZ @ 15 Sep 2022, 00:07 )
ალევარი
მცოცავი რუკა რა აპლიკაციაში კეთდება ?

ფეინთში იხატება ყველა კადრი და გადაებმევა რამე მარტივ ვიდეოების დასამონტაჟებელ პროგრამაში. paint.net ან gimp ან ფოტოშოპის გამოყენებაც შეიძლება კადრების დასახატად. ეს იუთუბერი აკეთებს ყველაზე მაღალი ხარისხის ეგეთ ვიდეოებს https://www.youtube.com/channel/UCoUOxixxnTi_Po8eSbfgFGQ

Posted by: LOLZ 15 Sep 2022, 00:56
ალევარი
2000+ ფრეიმი. ძალიან შრომატევადია.
რაღაც აპლიკაცია იყო სადაც შეიძლებოდა რუკაზე მუშაობა, აღარ მახსსოვს სახელი. თუ მივაგენი მოგწერ.

Posted by: ალევარი 11 Nov 2022, 03:06
რა უნდოდა მცხეთის ჯვრის, შუამთისა და ატენის იდენტურ მარტვილის ტაძარს შუა ეგრისში?

Posted by: Captain Cassius Calhoun 12 Feb 2023, 01:26
ისტორიული სახელებიდან გუარამი იგივე გურამია დღეეს?
და აშოტი შოთა?

Posted by: ალევარი 14 Feb 2023, 23:25
ახლა მინდა რესურსი, სადაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ქართლის ეკლესიის უწინდელი ეპარქიების საზღვრები და დაარსების და გაუქმების პერიოდები იქნება გაწერილი, ასე მე-9 საუკუნიდან მაინც.

Posted by: qartlimela 1 Apr 2023, 16:41
მე-12 საუკუნის ქართული სამართლის შესახებ რაიმე კარგ ლიტერატურას ხომ არ მირჩევთ?

Posted by: cercetae_cacari_3 2 Apr 2023, 22:17
„საკაოს რომ ჩამოთოვა“ და ойся ты ойся ერთი მელოდია რატომაა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)