Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საზოგადოებრივი მეცნიერებები > სოლომონ დოდაშვილი


Posted by: Ar-Pharazôn 10 Sep 2006, 03:38
მე მგონი არ ყოფილა ამ პიროვნებაზე ბევრი ნათქვამი და რატომღაც არ იხსენიებენ ამ ადამიანს იმდენად, რამდენადაც იგი იმსახურებს ამას, რამეთუ პრაქტიკულად იყო მთელს საქართველოში ერთერთი (თუ ყველაზე არა) განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება, თანაც გასაოცარი ისაა, რომ ეს ადამიანი, რომელიც გაგანია ბატონყმობის ეპოქაში დაიბადა ქიზიყში, გლეხის ოჯახში, სოფელ მაღაროში 1803 წელს (თუ არ ვცდები), თავისი ცოდნით და შრომისმოყვარეობით მოხვდა პეტერბურგში და გახდა ქართული ინტელიგენციის უმთავრესი პიროვნება.

Posted by: Solveig 10 Sep 2006, 19:28
უაღრესად განათლებული და კულტურული ადამიანი იყო. დიდი პატრიოტიც.
QUOTE
დაიბადა ქიზიყში, გლეხის ოჯახში, სოფელ მაღაროში 1803 წელს (თუ არ ვცდები), თავისი ცოდნით და შრომისმოყვარეობით მოხვდა პეტერბურგში და გახდა ქართული ინტელიგენციის უმთავრესი პიროვნება.


ამიტომაც დაიღუპა sad.gif არისტოკრატული ოჯახიდან რომ ყოფილიყო, მაშინ ქვეყნის მფარველი და მზრუნველი გამოუჩნდებოდა. გლეხის შვილიაო და არავის გაახსენდა..

საინტერესოა, სადაა მის მიერ შექმნილი ლოგიკის სახელმძღვანელო?

Posted by: Pathetikos 10 Sep 2006, 19:29
QUOTE
ლოგიკის სახელმძღვანელო

ლოღიკის biggrin.gif

Posted by: zazabichi 10 Sep 2006, 21:35
სურათი ეხლაც თვალწინ მიდგას, ეს სოფელში გაზრდილი კაცი ბაირონს დენდობაში არ ჩამოუვარდებოდა....
ხომ არ გაქვთ ვინმეს სურათი?

Posted by: Solveig 10 Sep 2006, 21:42
რუსულად რომ დაგუგლო დოდაშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათს ამოაგდებს rolleyes.gif

Posted by: T_A_R_A_N_T_I_N_O 10 Sep 2006, 22:45
ძაან მაგარი კაცი იყო, უმაგრესი და უკეთილშობილესი!


Posted by: Ar-Pharazôn 10 Sep 2006, 23:54
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამინი ქართულენოვანი პრესის და ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებელიცაა!!! "ტფილისის უწყებანის" მთავარი რედაქტორი იყო. ძალიან მაინტერესებს, სად ინახება ამ გაზეთის ნომრები !

Posted by: Ar-Pharazôn 11 Sep 2006, 00:00
ეს სურათი ვნახე მარტო. უკაცრავად ხარისხისთვის. ისე, უკეთესი პორტრეტებიც არსებობს...

Posted by: Dave 11 Sep 2006, 07:57
მაშინდელ საქართველოში აზროვნების დონით იგი უნიკალური იყო. დანარჩენები, შეთქმულთა ჩათვლით ვერ იყვნენ მთლად... ადეკვატური დონის იმ პრობლემებისა, რომლებიც საქართველოს წინაშე იდგა. და ეს იყო დოდაშვილის ტრაგედია. მისი არ ესმოდათ. იგი აქტიურობდა სხვადასხვა სასარგებლო პროექტების განახორციელებლად, შემდეგ კი იმედგაცრუებული წერდა წერილებში მაშინდელი ქართული საზოგადოების შესახებ. ადრე დაიბადა... ან თერგდალეულები დაიბადნენ გვიან... მოკლედ ქართულ საზოგადო საქმეს თუ განვიხილავთ (პოეზიისაგან განსხვავებით), ეს ადამიანი ერთადერთი ნათელი წერტილია მთელ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში 1860-იანი წლების დადგომამდე.

Posted by: Ar-Pharazôn 11 Sep 2006, 18:20
არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებელიცაა ეს ადამიანი. სწორედ მან გამოსცა პირველი ქართულენოვანი გაზეთი "ტფილისის უწყებანი", რომლის რედაქტორიც ის იყო 1828-1832 წლებში. აუუუ, ერთი ნომერი მაინც წამაკითხა, როგორ მაინტერესებს რას წერდნენ 180 წლის წინ თბილისის გაზეთები!

Posted by: Geronti 11 Sep 2006, 18:44
Ar-Pharazôn
QUOTE
არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებელიცაა ეს ადამიანი. სწორედ მან გამოსცა პირველი ქართულენოვანი გაზეთი "ტფილისის უწყებანი", რომლის რედაქტორიც ის იყო 1828-1832 წლებში. აუუუ, ერთი ნომერი მაინც წამაკითხა, როგორ მაინტერესებს რას წერდნენ 180 წლის წინ თბილისის გაზეთები!

თუ თბილისში ხარ, საჯარო ბიბლიოთეკაში ზოგიერთი ნომერი უნდა იყოს. ამ მისამართზე http://www.nplg.gov.ge/paper/paper.php?did=2712 რომ დააჭერ 1829და 1832 წლებს, თითო-თითო ნომერი უნდა იყოს დაცული. გაზეთების კატალოგი, მოგეხსენებათ, პერიოდიკის დარბაზშია...

Posted by: Dave 11 Sep 2006, 22:16
Ar-Pharazôn
QUOTE
არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებელიცაა ეს ადამიანი. სწორედ მან გამოსცა პირველი ქართულენოვანი გაზეთი "ტფილისის უწყებანი", რომლის რედაქტორიც ის იყო 1828-1832 წლებში. აუუუ, ერთი ნომერი მაინც წამაკითხა, როგორ მაინტერესებს რას წერდნენ 180 წლის წინ თბილისის გაზეთები!

ერთი შესწორება - ეს ტფილისის უწყებანი არ იყო მთლად ქართული გაზეთი, არამედ უბრალო თარგმანი რუსული Тифлисские Ведомости-ს. ნამდვილად ქართული გამოცემა პირველად იყო დოდაშვილის მიერვე შექმნილი ტფილისის უწყებანთა დამატება "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი". ამ გამოცემის მხოლოდ 5 ნომერი გამოვიდა, ხელმომწერთა ნაკლებობის გამო... იმის მიუხედავად რომ დოდაშვილი ცდილობდა მის გაპიარებას და სთხოვდა ქართულ საზოგადოებას გამოეწერათ ეს გამოცემა...

Posted by: Geronti 11 Sep 2006, 22:19
Dave
QUOTE
"სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი"

ჟურნალ-გაზეთები და წიგნები. XIX საუკუნემდე ქართული ბეჭვდითი სიტყვა წიგნების გამოცემით შემოიფარგლებოდა. 1799 წელს იოანე ბაგრატიონის მიერ წამოყენებული იდეა ქართული გაზეთის დაარსების შესახ ვერ განხორციელდა. პირველი ქართული გაზეთი გამოვიდა 1819 წლის 8 მარტს. მას ჯერ “საქართველოს გაზეთი” ეწოდებოდა, მერე – “ქართული გაზეთი”. იგი ყოველკვირეულად გამოდიოდა 1821 წლის დამლევამდე. “ქართული გაზეთი” ჯერ რუსულად იწერებოდა, შემდეგ ქართულად ითარგმნებოდა. უმთავრესად რუსული “ტიფლისკიე ვედომოსტის” ქართულ თარგმანს წარმოადგენდა “ტფილისის უწყებანიც”, რომელიც 1828 – 1832 წლებში გამოდიოდა. საქართველოს ამ პირველი რუსული გაზეთის რედაქტორი იყო პ. სენკოვსკი, რომელიც მისი ქართული ვარიანტის გამოცემას სოლომონ დოდაშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებდა. 1832 წელს ს. დოდაშვილმა “ტფილისის უწყებანის” დამატების სახით გამოსცა ხუთი ნომერი ჟურნალისა “სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი” – პირველი ქართული პერიოდული ორგანო, რომელიც თავის პირდაპირ მიზნად ისახავდა სამსახურს ქართული კულტურის აღმავლობაში. ჟურნალი პატრიოტულ იდეებს უწევდა პროპაგანდას და 1832 წლის შეთქმულებით შეშინებულმა მთავრობამ იგი დახურა. ამის შემდეგ 1838 წლამდე საქართველოში გაზეთი ან ჟურნალი აღარ გამოსულა. “კავკასიის ობლასტნიე ვედომოსტის” და “საქართველოს ფუტკრის” გამოცემის ცდამ 1834 და 1838 წლებში უნაყოფოდ ჩაიარა. 1838 – 1841 წლებში პლატონ იოსელიანი ყოველწლიურად ბეჭდავდა ქართულ კალენდარს. 1838 წლიდან გამოდიოდა გაზეთი “ზაკავკაზსკი ვესტნიკი”, რომლის ქართული თარგმანის გამოცემას 1845 წლიდან პლ. იოსელიანი აწარმოებდა. 1846 წელს თბილისში გამოსვლა იწყო ყოველკვირეულმა რუსულმა გაზეთმა “კავკაზმა”, რომელიც მთელი XIX საუკუნის მანძილზე მთავრობის ოფიციალურ ორგანოს წარმოადგენდა, მაგრამ ზოგიერთი თანამშრომლის წერილებით პროგრესულ იდეებსაც ქადაგებდა (ნ. ბერძენიშვილი, გ. თუმანიშვილი, დ. ჩუბინაშვილი და სხვ.). 40-იან წლებში ქართველი ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა სცადა გამოეცა პოლიტიკურ-ლიტერატურული ჟურნალები “სინათლე” თბილისში და “არე” პეტერბურგში, მაგრამ მიზანი ვერ განახორციელა. 50-იან წლებში ერთადერთი ქართული პერიოდული ორგანო იყო ჟურნალი “ცისკარი”, რომელიც გიორგი ერისთავმა დააარსა. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 1852 წლის იანვარში, უკანასკნელი 1853 წლის დეკემბერში. გიორგი ერისთავის რედაქტორობის დროს “ცისკარს” არ ჰქონდა გარკვეული მიმართულება, ჟურნალს ეკრძალებოდა პოლიტიკური შინაარსის წერილების გამოქვეყნება, მაგრამ ლიტერატურულ-სამეურნეო ორგანოს სახითაც მან დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის აღორძინების საქმეში. მის ფურცლებზე ქართველ მკითხველთა ფართო წრე პირველად გაეცნო როგორც იმდროინდელ, ისე ადრინდელ ქართველ, რუს და ევროპელ მწერალთა საუკეთესო ნაწარმოებებს...

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%205+/17/4.htm

Posted by: Dave 11 Sep 2006, 22:23
Geronti
QUOTE
1832 წლის შეთქმულებით შეშინებულმა მთავრობამ იგი დახურა.

ეს უზუსტობაა - შეთქმულება გაიხსნა წლის ბოლოს, ჟურნალმა კი წლის დასაწყისში შეწყვიტა არსებობა - ხელმომწერთა უქონლობის გამო...

Posted by: Geronti 11 Sep 2006, 22:27
Dave
QUOTE
ეს უზუსტობაა - შეთქმულება გაიხსნა წლის ბოლოს, ჟურნალმა კი წლის დასაწყისში შეწყვიტა არსებობა - ხელმომწერთა უქონლობის გამო...

აბა, რა გითხრა, არ ვიცი. წყარო ეს არის, მაინც საბჭოთა გამოცემაა:

საქართველოს ისტორიის ნარკვევები : 8 ტომად / [სარედ. კოლ.: გ. მელიქიშვილი (მთ. რედ.), ი. ანთელავა, ვ. დონდუა და სხვ.] ; საქ. სსრ მეცნ. აკად., ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის სამეცნ. საბჭო - თბ. : საბჭ. საქართველო, 1970 - ; 23სმ. [MFN: 30175]

ტ. 5 : საქართველოს XIX საუკ. 30-90-იან წლებში / [ავტ.: ი. ანთელავა, ა. ბენდიანიშვილი, მ. გაფრინდაშვილი და სხვ. ; ტომის რედ.: ირ. ანთელავა] - , 1970 - 866გვ. : ილ., 2 ფ. - - რუქაპირთა სახელების საძიებელი გვ. 841-62 - : 3მკ., 20000ც.

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%205+/

Posted by: Ar-Pharazôn 11 Sep 2006, 22:27
Dave
QUOTE
ხელმომწერთა უქონლობის გამო...

მით უარესი... ჩინებით და წოდებებით დაბოლებულ თავადაზნაურობას სულ არ ადარდებდა ქართული გაზეთის ბედი... მართლაც უკეთეს თანამებრძოლებს იმსახურებდა დოდაშვილი! საერთოდ, შეთქმულების მიზნებს რომ გადავხედოთ, თავადების უმეტესობა და თეკლა ბატონიშვილი (ეგ იყო ხომ მგონი?) ბაგრატიონთა ფეოდალური სამეფოს აღდგენას გეგმავდა, არაორგანიზებული, ფეოდალური სახელმწიფოსი, რომელბიც რუსებს დახვდათ ოცდაათი წლით ადრე და დოდაშვილი და რამდენიმე მისი პროგრესული მხარდამჭერი რესპუბლიკის გზას აწვებოდა. ყველა ვარიანტში, შეთქმულების იდეა არარეალისტური იყო, დამოუკიდებელი საქართველო ვერ გაძლებდა ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის....

Posted by: Dave 11 Sep 2006, 22:32
Geronti
QUOTE
წყარო ეს არის, მაინც საბჭოთა გამოცემაა:

ნუ, შესაძლოა ოდნავ გაალამაზეს ეს ამბავი გასაგები მიზეზების გამოsmile.gif. საბჭოურ სტილში. ბოლო ნომერში განცხადებაც კი არის დოდაშვილის, სადაც მოუწოდებს ხალხს, გამოიწერონ ჟურნალი, რათა მან არსებობა გააგრძელოს...
* * *
Ar-Pharazôn
QUOTE
დოდაშვილი და რამდენიმე მისი პროგრესული მხარდამჭერი რესპუბლიკის გზას აწვებოდა.

სხვათაშორის ესეც მითიაsmile.gif. შეიძლება დოდაშვილი ამაზე ოცნებობდა, არავინ იცის, მაგრამ ზეპირად ან წერილობით რესპუბლიკის იდეა მას არასოდეს შემოუთავაზებია. კონსტიტუციური (ანუ შეზღუდული) მონარქიის რომელიმე ფორმის მხარდამჭერი იყო.

Posted by: ხუციშვილი 6 Jan 2014, 21:06
ამ კაცისთვის რო დაეჯერებინათ თავის დროზე და ყველას თავის თავზე არ ეფიქრა, ახლა მგონია კარგად ვიქნებოდით, დეკაბრისტების ერთერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი და ძაააააალიან ჭკვიანი , გონიერი,განათლებული, ფილოსოფოსი პატრიოტი!

Posted by: Aleksandre166 23 Apr 2024, 22:22
დოდაშვილის ,,ლოგიკის" პდფ ვერსია სადმე ატვირთულია? ნაშრომის განხილვის მეტი ვერაფერი ვიპოვე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)