Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საზოგადოებრივი მეცნიერებები > სიტყვა სამოთხის ენათმეცნიერული განმარტება


Posted by: big_V 19 Apr 2024, 02:04
ანდა როგორ დავარქვა ამ თემას სხვანაირად.

ასე თუ ისე, როგორც აღწერაში წავიკითხე, ამ განყოფილებას ეკუთვნის მსგავსი შეკითხვა და დამაინტერესა.

დამაინტერესა სიტყვა "სამოთხე" როგორ იხსნება ენათმეცნიერულად
როგორც ყველამ ვიცით, სამოთხეა ადგილი სადაც ღმერთია, ღვთის შვილი, სული წმინდა, ანგელოზები, კეთილი ადამიანები ვისაც მთელი ცხოვრება სიკეთის გარდა არაფერი უკეთებიათ ხვდებიან მანდ.

მაგრამ მე რა მაინტერესებს, ეგ სიტყვა ენათმეცნიერულად როგორ იხსნება?

სა - მოთხე
სა არის პრეფიქსი როგორც ჩემ ჭკუაში დავადგინე. მაგრამ "მოთხე" რას ნიშნავს?

თუ ესე იქნება სწორე?
სა - მოთ - ხე


პ.ს
კი ვიფიქრე რელიგიის განყში გავხსნითქო, მარა ერთობ მეშინია ანათემას არ გადამცენ იქა


პ.პ.ს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: ვარაზვაჩე 19 Apr 2024, 08:24
ზოგი ვერსიით, იგივე სანსკრიტულ-ბუდისტური სამატხაა:

https://en.m.wikipedia.org/wiki/Samatha-vipassana

ბოდვაა, მაგრამ მაგარი სახალისო თეორიაა.

სინამდვილეში, მოთხვა ძველ ქართულად სეირნობას ნიშნავს. სამოთხე, იგივე სასეირნო ადგილი, ანუ ბაღნარი

Posted by: kobakhi 19 Apr 2024, 19:04
ვარაზვაჩე

როგორ გეკადრებათ, გეთაყვა.

ერთადერთი სწორი მეცნიერული ახსნაა: სამ+ოთხე

ეს ეტიმოლოგია დამოწმებულია ტრინიტარიული ბანდის მიერ!

Posted by: გეტო 19 Apr 2024, 19:10
QUOTE (big_V @ 19 Apr 2024, 02:04 )
ანდა როგორ დავარქვა ამ თემას სხვანაირად.

ასე თუ ისე, როგორც აღწერაში წავიკითხე, ამ განყოფილებას ეკუთვნის მსგავსი შეკითხვა და დამაინტერესა.

დამაინტერესა სიტყვა "სამოთხე" როგორ იხსნება ენათმეცნიერულად
როგორც ყველამ ვიცით, სამოთხეა ადგილი სადაც ღმერთია, ღვთის შვილი, სული წმინდა, ანგელოზები, კეთილი ადამიანები ვისაც მთელი ცხოვრება სიკეთის გარდა არაფერი უკეთებიათ ხვდებიან მანდ.

მაგრამ მე რა მაინტერესებს, ეგ სიტყვა ენათმეცნიერულად როგორ იხსნება?

სა - მოთხე
სა არის პრეფიქსი როგორც ჩემ ჭკუაში დავადგინე. მაგრამ "მოთხე" რას ნიშნავს?

თუ ესე იქნება სწორე?
სა - მოთ - ხე


პ.ს
კი ვიფიქრე რელიგიის განყში გავხსნითქო, მარა ერთობ მეშინია ანათემას არ გადამცენ იქა


პ.პ.ს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

სამოთხე იშიფრება როგორც სამი-ოთხი , იმიტო რო სამოთხეში ყველაფერი დანომრილი და დარეჟიმებულია

Posted by: ცერცვა. 20 Apr 2024, 02:01
გეტო
QUOTE
სამოთხე იშიფრება როგორც სამი-ოთხი , იმიტო რო სამოთხეში ყველაფერი დანომრილი და დარეჟიმებულია

იქნებ სამი+თხა, ჰა?

ბიბლიაშიც უყვართ თხები და თან სამება, დაფიქრდი ეს უფრო სარწმუნო ჩანს.

Posted by: ბასიანი89 20 Apr 2024, 04:09
გუბაზას ეცოდინება
სამოთხე=3+8+11=22
:დ

Posted by: kobakhi 20 Apr 2024, 10:57
QUOTE (ბასიანი89 @ 20 Apr 2024, 04:09 )
გუბაზას ეცოდინება
სამოთხე=3+8+11=22
:დ

აშკარა მისკალკულაციაა მანდ სჯობს გუბაზას დავუძახოთ.

Posted by: ვარაზვაჩე 20 Apr 2024, 12:46
big_V
მე სიმართლე გითხარი, ამ ხუმარა ხალმა არ დაგაბნიოს: smile.gif

user posted image

Posted by: Luciferianizm 20 Apr 2024, 12:49
ეშმას მოგონილია მაგ ახვრის რო ვერ გაანსხვაოს მოკვდავებმა ანუ თქვენ მესამედ მეოთხე მოსვლისგან ისე რა მიხარია მორჩა თემა

Posted by: DidYouSeenMyMouse 20 Apr 2024, 13:09
სა-კისრებელი მო-სატანია -ქვა -ვალ -კლესიაში

Posted by: Luciferianizm 20 Apr 2024, 13:29
DidYouSeenMyMouse
ვირთხრა რა საკისრებელია მოდი აბა გვიპასუხე

Posted by: Faun 20 Apr 2024, 23:38
ვარაზვაჩე
QUOTE
ზოგი ვერსიით, იგივე სანსკრიტულ-ბუდისტური სამატხაა:

ჯადოქარიც,, არამარტო ინდო აროულ ენებში ზოგიერთ დრავიდულ ენებშიც, ჯადოგჰაარ,, საინტერესოა აქ როგორ შემოვიდა ან როდის

Posted by: big_V 21 Apr 2024, 02:49
ვარაზვაჩე
QUOTE
მე სიმართლე გითხარი, ამ ხუმარა ხალმა არ დაგაბნიოს:


ხო, შენი პირველი მოწერილის მერე მოვძებნე "მოთხვა" ინტერნეტში და ახლოსაა ლოგიკასთან.

სიკვდილის მერე, სული სეირნობს სამუდამოდ ედემში, ანუ ადგილში საიდანაც ღმერთმა მოისროლა ადამი და ევა.

ნუ, თუ ხალხს მართლა სჯერა რო სამოთხე არსებობს.


მადლობა ყველას, სახალისო ნაწერებისთვის smile.gif

Posted by: big_V 2 Jul 2024, 15:58
სიტყვა "ჰო" როგორ იხსნება ენათმეცნიერულად

[quote]
1. ნაწილაკი;
ა) გამოხატავს დასტურს, თანხმობას.
ბ) იხმარება შეწყვეტილი თხრობის გაგრძელებისას.
გ) იხმარება დაყვავების, წაქეზების, დაბეჯითებული თხოვნის შემთხვევაში.
2. შორისდებული; გამოხატავს გაკვირვებას, მოწონებას ან აღტაცებას.[quote]

და სიადნა მოდის? ქართული "გამოგონებაა" თუ უცხოურიდან შემოვიდა და როგორ დამკვირდრდა, როგორც დასტურისა და თანხმობის სტატუსს.

Posted by: მნაცაკანა 2 Jul 2024, 17:20
მოთხვა ძველქართულად ნიშნავდა ჯერ სეირნობას (ქვეყნის ოთხივ მხრით სიარულს), შემდგომში - შვება-ნეტარებით, განცხრომით სეირნობას, ანუ "გულაობას". სამოთხე/სამოთხველი = სასეირნო-განსაცხრომელი ადგილი. სამოთხეს გაუჩნდა შემდგომი მნიშვნელობაც - ბაღი, რომელიც დავიწროვდა ედემის ბაღამდე. ეს ყველაფერი კარგად არის დოკუმენტირებული.
QUOTE
ჯადოქარი

სპარსულია. جادو jādū - ჯადო. جادو كار jādū-kār - ჯადოს მკეთებელი, ჯადოქარი.

Posted by: კრისტადეგუჩი2005 23 Jul 2024, 00:15
სამოთხე სამი და ოთხი ანუ სამყარო და ოთხყარო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)