Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი > ფონტები |
Posted by: CDMA 21 Oct 2007, 13:38 |
რაღაც რაღაც შრიფტები კი ჩანს ქალაქში, მაგრამ ავტორები არ ვიცით, არ ჯობია ერთმანეთს გამოვეხმაუროთ? რათა ვიცოდეთ რომელი შრიფტი ვისია... მე ჩემი შრიფტების ნიმუშებს დავდებ.... |
Posted by: GODZILLA 21 Oct 2007, 20:32 |
CDMA გაუმარჯოს , მომეწონა წითელი შრიფტი.... და მაინტერესებს არის ეგეთი პროგრამა ჩემი დახატული შრიფტი "TrueType Font file" ამ ფაილად რო გადავაქციო და ვინდოუსმა დაინახოს ჩვეულებრივ??? |
Posted by: gantenbain 21 Oct 2007, 21:04 |
GODZILLA Font lab Studio 5 ნახე ინტერნეტში აბა... კი რამეა... თუ ძებნა გეზარება აგიტვირთავ... |
Posted by: mode 21 Oct 2007, 23:33 |
რამსდენიმე (ჩემი აზრით )კარგი შრიფთი მაქ გაკეთებული, მარა კლავიატურაზე დასმა არ ვიცი |
Posted by: control 21 Oct 2007, 23:36 | ||
გამიკეტე ის ხაზოვანი ფონტი და დაგისვამ რამდენსაც გინდა |
Posted by: mode 21 Oct 2007, 23:37 |
control ა უი ეჰლა გამახსენდა გაგიკეთებ ბაზარი არ არის. თავის ციფრებიან ამეებიანათ ! @#$%^&*()_+ |
Posted by: control 21 Oct 2007, 23:40 |
არა მარტო ქარტული ასოები დანარჩენს "txt" დან ავიღებ |
Posted by: mode 21 Oct 2007, 23:42 |
control გაგრია ხარ რა . ეგენიც შრიფთის სტლში უნდა იყოს. |
Posted by: control 21 Oct 2007, 23:44 |
ასოები უნდა იყოს მაგათ სტილში. ანუ მაგ ციფრებს უნდა გავდეს |
Posted by: control 21 Oct 2007, 23:45 |
ასოები უნდა იყოს მაგათ სტილში. ანუ მაგ ციფრებს უნდა გავდეს(ორჯერ გამეორება არ მიკვარს მაგრამ რა ვქნა გაჩედა ინეტმა ან ოპერამ ) |
Posted by: mode 21 Oct 2007, 23:49 |
control კაი ჰარაშო მერე აგიჰსნი რასაც ვიძაჰი ყოლფერს . |
Posted by: CDMA 27 Oct 2007, 21:28 |
ეს ტოპიკი იმისთვის გავაკეთე რო ავტორები გამოეხმაურნონ, მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ფონტების ავტორები არ შემოდიან ამ საიტზე... კიდევ ერთი ფონტი ჩემგან: |
Posted by: aKasradze 15 Apr 2008, 11:55 |
ძებნაში არ იყო არაფერი ამდაგვარ., ფონტების გაცვლა ვაწარმოოთ. მხოლოდ ნაღდი ტავარი მიიღება. კაი ეს ისე და სერიოზულად კი ძლაინა მჭირდება : Shelley Allegro BT Shelley Allegro BT Bold Tahoma Bold Verdana Bold |
Posted by: kote91 15 Apr 2008, 11:59 |
აი აქ არის ძალიან ბევრი ფონტი. ))) http://www.myfonts.com/ |
Posted by: aKasradze 15 Apr 2008, 13:54 |
kote91 კი, მაგრამ ეგ არ არის მე ფასიან ფონტებს ვგულისხმობ |
Posted by: darkvision 15 Apr 2008, 14:56 |
www.dafont.com www.fonts.com www.1001freefonts.com www.urbanfonts.com www.getfreefonts.info მე აქ ვეძებ და ვპოულობ სასურველ ფონტებს |
Posted by: kote91 15 Apr 2008, 15:50 |
აი ეს ძალიან მაგარი საიტი. http://ru.fontstock.net/ |
Posted by: 7th Guest 20 Jul 2008, 15:06 |
მაინტერესებს, ეს რა ფონტია და ვინმეს ხომ არა გაქვთ, ან საიდანმე ხომ არ შეიძლება დაქაჩვა. ხოდა აქვე ვიკითხავ -- ხომ არ იცით რამე პროგრამა, სწრაფად და მარტივად რომ შეეძლოს ფონტის სახელის გადარქმევა, მთელი ფონტის ხელახლა გენერირების გარეშე? |
Posted by: Jazzoline 20 Jul 2008, 15:16 |
7th Guest http://fonts.ge/?load=download&id=368 |
Posted by: 7th Guest 20 Jul 2008, 15:58 |
Jazzoline ვახ, არადა რამდენი ვეძებე ფონტს.გე-ზე და ვერ ვიპოვე. გაიხარე. |
Posted by: achiko1972 24 Jul 2008, 11:55 |
ტვ "მზის" შრიფტი, ავტორი - გიგა ხატიაშვილი |
Posted by: kazaka 24 Jul 2008, 12:02 |
ან ეს რა ფონტია? |
Posted by: s1mpsOnA 25 Jul 2008, 14:39 |
kazaka Compacta SB-Bold |
Posted by: Gi0rgius 26 Jul 2008, 11:26 |
s1mpsOnA Jazzoline როგორ ხვდებით რა ფონტია? |
Posted by: aleko91 26 Jul 2008, 11:57 |
Gi0rgius თვალია შეჩვეული |
Posted by: kazaka 26 Jul 2008, 12:46 |
Gi0rgius http://www.myfonts.com/ აი აქიდან s1mpsOnA დამიდე რა კაცურად ვერ ვიპოვე |
Posted by: getso 5 Aug 2008, 03:22 |
maiandra GD აი ეს ფონტი მწირება, ვერსად ვერ ვპოულობ, ყველგან ფასიანია.... იქნებ ვინმეს გაქვთ და გადმომიგზავნოთ, ანდ იქნებ ვინმემ იცის რამე უფასო ფონტების საიტი? მადლობთ |
Posted by: Neo 5 Aug 2008, 03:45 |
getso |
Posted by: Rocko 5 Aug 2008, 04:32 |
Neo ყველაფერი დასწრებაზეა რა |
Posted by: Neo 5 Aug 2008, 14:01 |
Rocko სე ლა ვი |
Posted by: getso 5 Aug 2008, 16:20 |
Neo ჯიგარი ხარ, სპასიბა .................................................................................. |
Posted by: Neo 5 Aug 2008, 20:12 |
getso ის იტალიკი ყოფილა შემშლია აჰა თრუთაიფი P.S. სემიბოლდიც მაქ თუ გინდა |
Posted by: ტემპერა 7 Apr 2009, 22:06 |
თუ არასწორად გავხსენი თემა არ დამიხუროთ, გადაიტანეთ სათანადო გან-ყში.. მოკლედ, მინდა ჩემს მიერ შექმნილი შრიფტი ( ფუნჯით ქაღალდზე) დავასკანერო და მერე ვაქციო ფინტათ.. როგორ უნდა მოვიქცე? |
Posted by: Neo 7 Apr 2009, 22:23 |
http://www.fontlab.com/font-editor/fontlab-studio/ |
Posted by: ტემპერა 8 Apr 2009, 02:00 | ||
Neo
შევედი და რა უნდა ვქნა??? ვერ ვნახე გადმოსაწერი ლინკი... |
Posted by: Neo 8 Apr 2009, 02:57 |
ტემპერა აჰა აგიტვირთე http://www.link.ge/file/234877/Fontlab.rar.html |
Posted by: ტემპერა 8 Apr 2009, 12:11 |
Neo შეგიძლია 2 სიტყვით ამიხსნა როგორ უნდა ვიმოქმედო ამ პროგრამით? |
Posted by: Neo 8 Apr 2009, 13:18 |
ტემპერა http://www.fontlab.com/fontlab-font-editors/fontlab-studio-8212-professional-font-editor/fontlab-studio-tutorials.html აქ არის რამოდენიმე ტუტორიალი დამწყებთათვის |
Posted by: Flasher 9 Apr 2009, 10:57 | ||
ტემპერა
დაგვვორნო? |
Posted by: ტემპერა 9 Apr 2009, 11:43 | ||
Flasher
კი არ დამვორნო, მასწავლე შე კაცო.. |
Posted by: 7th Guest 9 Apr 2009, 11:52 |
ფონტების შექმნის ნერვები არა მაქვს, მაგრამ ფონტლაბს ხშირად ვხმარობ არსებული ფონტების რედაქტირებისათვის. საუკეთესო პროგრამაა ფონტების ამბავში, იმჰო. |
Posted by: Flasher 9 Apr 2009, 12:27 | ||
ტემპერა
ვიცი რო CDMAს კითხე და გეტყვის |
Posted by: apocalips 2 May 2009, 12:39 |
აი ამ ავატარზე რომელი შრიფტია გამოყენებული ვერ გავიგე რომელი შრიფტია? ავატაროს მფლობელს ვკითხე და "არვიციო" სანამ თემას გავხსნიდი ვისერჩერე მსგავს თემას ვეძებდი და ვერ ვნახე |
Posted by: juzeppe1 2 May 2009, 12:47 |
apocalips შეიძლება იგივე ფონტი ვერ იპოვო მაგრამ ეს გამოიყენე http://new.myfonts.com/WhatTheFont/ დაგეხმარება ძებნაში. |
Posted by: apocalips 2 May 2009, 13:00 |
juzeppe1 ჯობია დამეხმარო სანამ მაგას დავამუღამებ |
Posted by: General Bachelor 2 May 2009, 15:53 |
შეიძლება ელემენტარულ რაღაცას ვკითხულობ, ამიტომ აქედანვე ვიტყვი რომ დიზაინში და გრაფიკაში არაფერი გამეგება, უბრალოდ კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე მაინტერესებს: მინდა რომ ფოტოშოპში ან იმიჯრედიში დაწერილი ტექსტი იყოს "სუფთა", ანუ არ ჰქონდეს გარშემო ტეხილები და ლამაზად გამოიყურებოდეს. როგორ უნდა გავაკეთო ეს? უნდა დავამუშავო ხელით ფონტი თუ უბრალოდ სწორად უნდა შევინახო რომ მერე სურათში ბუნდოვანი გარსები არ გამოუჩნდეს? |
Posted by: ElGeorgia 2 May 2009, 16:24 |
General Bachelor ფოტოშოფში რომ მორჩები, შენახვისთვის დააწექი File->save for web&devices აირჩიე jpeg და არეგულირე ხარისხი. |
Posted by: ლადო 27 Jul 2009, 11:54 |
SB ფონტი მინდა ქართული იქნებ ვინმემ მომაწოდოთ,ამ კომპზე არ მაქვს და... |
Posted by: LRuby 27 Jul 2009, 12:28 |
ხალხნო Etelka Monospace Pro არავის გაქვთ? |
Posted by: kazaka 27 Jul 2009, 16:47 |
ლადო http://www.link.ge/file/273383/sb.rar.html |
Posted by: Cotnech 27 Jul 2009, 16:57 |
Segoe ფონტები ვინმეს ხომ არ გაქვთ? |
Posted by: MrEdisson 27 Jul 2009, 19:49 |
http://worldfonts.com, http://fonts.ge, http://arial.com |
Posted by: kobalsky 28 Jul 2009, 22:27 |
ქართული უნიკოდი მთავრული გააქვთ ვინმეს? |
Posted by: usaqmurologi 15 Aug 2009, 11:58 |
THE GOOGLE FONTS 764 DESINGER FONTS TEMLETE MONSTER BONUS FONTS [133] http://myftp.ge/download.php?id=1AB0CA461 |
Posted by: Roy! 22 Aug 2009, 09:07 |
აი აქ ბოლოში IDEA: ART bla bla bla რო წერია აი მაგ ფონტს ვეძებ მგონი ნახევარი წელია და იქნებ მითხრათ რა ფონტია |
Posted by: Valerian 24 Aug 2009, 13:11 |
Roy! ეს ხომ არაა?? http://ru.fontstock.net/5973/visitor-tt1--brk-.html |
Posted by: Roy! 24 Aug 2009, 13:38 |
Valerian ძალიან გავს მადლობა =) |
Posted by: WILL 31 Aug 2009, 22:07 |
თქვენი დახმარება მჭირდება აფხაზურ ფონტები საიდან შეიძლება გადმოვიწერო, და იქნებ აქვე მირჩიოთ ბეჭვდისთვის ( სტამბისთვის) რომელი აფხაზური ფონტი გამოიყენება უფრო წინასწარ გმადლოოობთ |
Posted by: ALASAD 5 Sep 2009, 21:03 |
იქნება ვინმემ Lineage 2-ის ფონტი მიშოვოთ, რითიც პოსტერზე აწერია ის ფონტი მინდა აი lineage2-ის პოსტერი, ან იქნება aion-ის მიშოვოთ გმადლობთ წინასწარ |
Posted by: apocalips 6 Sep 2009, 01:28 |
რომელი შრიფტია სურათზე როგორ გავიგოთ |
Posted by: malxazi87 6 Sep 2009, 11:35 | ||
http://paint3dn.ifolder.ru/10053670 |
Posted by: shvelo96 7 Sep 2009, 23:36 |
სადღაც gta sa ს განგსტერული ფონტი ვნახე და დამავიწყდა. იქნებ მიპოვოთ |
Posted by: inx 27 Oct 2009, 03:43 |
იქნებ მითხრათ რა ფონტია ან ამიტვირთოთ რა http://geowaz.com/templates/geowaz2/images/header.jpg პორტფოლიო ფორუმი და ა.შ რითიც წერია... მადლობთ წინასწარ მადლობა მურიკოს : ))) * * * მკიდია ვორნი : ))) ეს ფონტი არავის გაქვთ ? |
Posted by: gio-giorgi54 13 Jul 2010, 17:13 |
გეხვეწებით, ვინმეს შეგიძლიატ ასეთი შრიფტი მიშოვოთ? http://pix.ge/ და თუ ეგეთს ვერა და რAიმე ასეთს მომცემთ (ოღონდ ქართულს) მით უკეთესიიი... http://pix.ge/ წინასწარ უდიდესი მადლობაააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! |
Posted by: darkvision 11 Sep 2010, 10:44 |
ხალხო ფონტი კატრინა მინდა ვერ ვნაჰე ნეტში და ამიტვირთეთ პლზ |
Posted by: ირაკლო 11 Sep 2010, 11:46 |
darkvision ეს არის? http://www.dafont.com/katrina.font |
Posted by: darkvision 11 Sep 2010, 14:08 |
ირაკლო არა ეგ არა , ქართული ფონტია - აი ლუვ თბილისი რითაც წერია - მქონდა და სად გავაქრე არვიციი ( |
Posted by: 2poster 11 Sep 2010, 14:10 |
darkvision GEO KATERINA ესაა ეგ კატრინა კი არა კატერინა... http://fonts.ge/ka/font/291/Geo-Katerina |
Posted by: darkvision 11 Sep 2010, 16:28 |
2poster გაიხარრ ეე |
Posted by: Fontart 18 Sep 2010, 01:48 |
gio-giorgi54 ალბათ აღარ გჭირდებათ - დიდი დროა გასული...ახლა ვნახე ცნობისათვის: ესაა შრიფტი Eუროსტილე GEO, მთელი გარნიტურია 12 ფაილი, (Nორმალ, შემიBოლდ, Bოლდ სტრიქონულ, მთავრულ ნორმალ დახრილი...) ამ სახელით (EუროსტილეLთშტდ) არსებული ინგლისური შრიფტის ვიზუალური ქართული უნიკოდ ვარიანტი. 1 არხმა (საზოგადოებრივი ტელევიზია) დამიკვეთა 2008 წ., გავუკეთე და წარმოადგენს მათ საკუთრებას (კორპორატიული შრიფტია მათი დღემდე) მსგავსი სიტუაცია იყო იმედთანაც 2009 წ. მათი კორპორატიული შრიფტი :IMD_1U, IMD_2U, IMD_3U (მეგა გარნიტური 36 ფაილი) მაგ პრინციპით გავაკეთე.... გაქართულების ასეთ მიდგომებს მე მაინცდამაინც არ მივესალმები - ფრაკის ჩოხად გადაკეთების ჯიუტი მცდელობებია, მაგრამ მათი (1 არხის)გერმანელი დიზაინერ-კონსულტანტების მოთხოვნა იყო.... სიტყვიერად შევთანხმდით და ეს შრიფტები მე არსად არ გამომიყენებია და არც არავისთვის მიმიცია, თუმცა უკვე აქა იქ ვხედავ ისეთ გარე თუ ვიდეო რეკლამეში, რომელთაც რა კავშირი აქვს 1 არხთან არ ვიცი... ალბათ ძმობაში და ჩახუტებაში არიგებენ აქეთ-იქით.... კეთილი სურვილებით მერაბი გეწაძე |
Posted by: giorgimercy 11 Oct 2010, 19:46 |
ვინმეს თუ შეუძლია სანეტი ნუსხური რომ მიწილადოს? |
Posted by: Domaci 12 Oct 2010, 02:49 |
საქართველოს ბანკის ფონტი მიბოძეთ ძააან გთხოვთ არადა რამდენს მივეცი და ეხლა რომ მჭირდება არავინ გაიღებს ამ კეთილსინდისიერ და სოციალურ დახმარების ხელს ) |
Posted by: Fontart 16 Oct 2010, 04:22 |
giorgimercy "სანეტი ნუსხური" მასეთი ფონტი არ შემხვედრია, ვვარაუდობ რომ არ არსებობს. ვიღაცეების გასახარად გავაკეთე "სანეტი მთავრულისგან" ნუსხური ვარიანტი. წესით უნდა გამოდგეს. ფონტის მეტრიკა (პარამეტრები–ინტერლინიაჟი) უცვლელი დავტოვე. მხოლოდ კერნინგი გავუსწორე, აშკარად სადაც საჭიროებდა (90–მდე კერნინგწყვილია) თუმცა მეტია საჭირო. მეტი დრო აღარ მაქვს..... * * * giorgimercy "სანეტი ნუსხური"-ის ბმული: http://www.allshares.ge/download.php?id=09E29FE317 |
Posted by: levani---1 16 Oct 2010, 13:42 |
ქართული ისტორიული ფონტი მინდა რამე ორნამენტებით რომ იყოს მხედრული. ასომტვარული და ნუსხა ხუცური არ მინდა. ფონტ გეზე რაც დევს იმის გარდა არსებობს კიდე რამე. სიძველის და ისტორიულობის შეგრძნებას რომ იწვევდეს ეგეთი |
Posted by: 2poster 16 Oct 2010, 15:18 |
Domaci PM მომწერე და მოგცემ |
Posted by: 2poster 4 Nov 2010, 14:57 |
itdc-ის ფონტი არავის გაქვთ? <forum.ge> You must enter a message to post! Minimum 30 ch |
Posted by: marinajanjgava 20 Dec 2010, 12:37 |
პოლონური ფონტი არავინ იცის სად ვნახო??????????? |
Posted by: Dzima777 29 Jan 2011, 12:53 |
ქართულად ვერ ვწერ CS2 ში, Sylfaen კი არის მარა ??? ნიშნებს მიწერს, ვინ დამეხმარება? |
Posted by: muriko 29 Jan 2011, 13:41 |
Dzima777 Caps Lock ხოარ დაგრჩა ჩართული? კუბიკებს გიჩვენებს თუ კითხვისნიშნებს? |
Posted by: Dzima777 30 Jan 2011, 11:14 | ||
muriko
????? კითხვის ნიშნებს... |
Posted by: getso 1 Feb 2011, 17:49 |
ვინმემ ხომ არ იცით ამ ლოგოზე ქართულად რომ წერია, ის რა ფონტია? |
Posted by: Janiashvili 1 Feb 2011, 17:51 |
getso სავარაუდოდ თავისივე ფონტია |
Posted by: L e o n 1 Feb 2011, 17:56 | ||
როგორც უმეტესობა კომპანიებს აქვთ |
Posted by: web0 1 Feb 2011, 17:57 |
ბაბუკაა თუ რავი. მგონი ბაბუკა მთავრული |
Posted by: getso 1 Feb 2011, 17:59 |
Janiashvili ვარაუდი მეც მასეთი მქონდა, თუმცა არ არის გამორიცხული რაიმე უცხო ფონტი იყოს. L e o n არამგონია უმეტესობა კომპანიების თავის ფონტებს ქმნიდეს... web0 ეს ბაბუკა არ არის! |
Posted by: L e o n 1 Feb 2011, 18:01 |
getso ბანკებს აქვთ თავისი. |
Posted by: 2poster 3 Feb 2011, 10:37 |
getso თავისი ფონტი აქვთ... წესიერი კომპანია ბრენდირებისას თავის typography-ს აქმნევინებს საერთოდ... |
Posted by: Domaci 3 Feb 2011, 15:50 |
Helvetica® ფონტი საიდან გადმოვწერო ? დეფონტზე არ არის სხვა რამე არ იცით? |
Posted by: wiP 20 Feb 2011, 15:36 |
სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს |
Posted by: elenana 21 Feb 2011, 22:26 |
პოლონური ფონტი მჭირდებაძალიან, სასწრაფოდ, ვინ დამეხმარება? წინასწარ მადლობა |
Posted by: Fontart 22 Feb 2011, 02:03 | ||
elenana http://www.fonts.pl/ |
Posted by: Don Quixote 8 Mar 2011, 21:57 |
ბილაინის ფონტი მინდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა http://forum.ge/?showtopic=33761887&st=0entry24363350 |
Posted by: Tornikee 11 Mar 2011, 05:21 |
http://pix.ge/ ეს რა ფონტია ხომ არ იცით? |
Posted by: Don Quixote 15 Mar 2011, 16:08 |
Tornikee Tahoma... http://forum.ge/?showtopic=33761887&f=&st=0entry24360314 |
Posted by: Tornikee 16 Mar 2011, 00:13 |
Don Quixote ტაჰომას გავს მაგრამ მგონი არაა ეგ, იმიტომ დავდე აქ. ნაღდად ეგაა? |
Posted by: Don Quixote 18 Mar 2011, 14:26 |
Tornikee ფონტების ფოლდერში შეგიძLია დაალაგო ფონტები მსგავსების მიხედვით, აქვს ეგ ფუნქცია... ხო და ადვილად მიაგნებ უფრო. |
Posted by: Tornikee 18 Mar 2011, 17:29 |
Don Quixote ეს თუ ტაჰომა არაა, არ მაქვს კომპში და სურათიდან უნდა შევადარო. მადლობა მაინც. |
Posted by: Don Quixote 20 Mar 2011, 13:48 | ||
Tornikee
შენ ტაჰომას მსგავს ფონტებშI ეძიე და შეიძლება იყოს. ან და გადმოიწერე საიდანმე "600 Cool fonts..." და მსგავსი დასახელების უამრავი ფაილები ყრია ინტერნეტში, ყველა დააყენე და მერე დაალაგე მსგავსების მიხედვით, ხო და ერთი იქნება, თუ არ იქნება და ტაჰომაზე მეტად ემსგავსება... Lucida Console? * * * მოიცა!... ეგ სურათი საიდან გაქვს? დაასკანერე, გადაუღე თუ დაასქრინშოტე? |
Posted by: Quest_3D 22 Mar 2011, 23:21 | ||
CDMA
მაგ შრიფტს უბრალოდ ხაზავთ 3დში თუ2დში თუ როგორც ოფიციალურს ისე ამზადებთ ttf ფაილს? რაში აკეთებთ შრიფტს? |
Posted by: Fontart 23 Mar 2011, 01:44 | ||
Quest_3D
გამარჯობათ! ქართული შრიფტების შესახებ რა გაინტერესებთ? მაქვს უამრავი დაწყებულ – დაუმთავრებელი შრიფტი (რამდენიმეს ვთვლი დამთავრებულად) მაგალითისთვის: ჩემი (მათივე დაკვეთით) კორპორატიული შრიფტებით გადის ტელევიზია "იმედი" და "1 არხი" საზოგადოებრივი..) რამდენიმე – არცთუ განსაკუთრებული – შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://fonts.ge/ka/search/?st=quick&keyword=GF+Satellite მერაბი გეწაძე e-mail: merabi2008@gmail.com 79 39 54 (Home) |
Posted by: Quest_3D 23 Mar 2011, 10:14 |
Fontart შენ გაიხარე და შრიფტებს რით აკეტებ რას ეძახით შრიფტების გაკეთებას იქნებ ვცდები და მე სხვა რამ მგონია მე მაქვს ეს პროგრამა: http://mikheil85.wordpress.com/fontcreator/ და მგონია რომ სრულყოფილი პროგრამა არ არის და თავიც არ გამიგიჟებია ფონტების შექმნით და თუ საიდუმლო არაა რითი და რანაიად ქმნით ძალიან მინდა ჩემი გემოვნებით უამრავი ფონტი შევქმნა ( http://www.free-fonts-ttf.org/true-type-fonts/ ) |
Posted by: ტატო 23 Mar 2011, 10:33 |
Fontart კომერციული შრიფტები არ გაქვთ გასაყიდად? |
Posted by: Oto_Oto 23 Mar 2011, 11:58 |
კი აკეთებს, ეს ადამიანი http://forum.ge/?showuser=532 ფონტს.გე ზე ზუზუმბოს თუ ნახავთ მაგ პიროვნების გაკეთებულია, |
Posted by: Quest_3D 23 Mar 2011, 13:22 |
Fontart ფონტებს როგორ და რით აკეთებ ???? მეჩვენებათუ გვიმალავ |
Posted by: Fontart 23 Mar 2011, 14:28 |
Quest_3D (ვატყობ გრძელი წერილი გამომივა...) ალბათ კეთება ქვია იმ პროცესს, ან შექმნა-გააჩნია შედეგს, ზოგიერთი ქართული შრიფტი უფრო "დაგდებულია" - მხატვრულობის თუ ტექნოლოგიური თვალსაზრისით.... შრიფტის კულტურა დაბალი გვაქვს, სამწუხაროდ... ავტორებსაც ვერ დავადანაშაულებ მაინცდამაინც, შეგნებულად არავინ აკეთებს ცუდს. ძალიან სპეციფიური ცოდნა, გემოვნება, ზომიერების გრძნობაა საჭირო, სიჩქარეც არ ვარგა, რადგან თვალი ეჩვევა და წუნს თუ ნაკლს თვეების მერე ამჩნევ, და თუ შრიფტი უკვე გავრცელებულია და ბევრი იყენებს, რაღას იზამ, სათითაოდ ვერ ჩამოუვლი და ახალს და უკეთესს ვეღარ ჩაანაცვლებ... კომპიუტრმა სხვა სიკეთის სამაგიეროდ ძალიან ადვილი გახადა საყოველთაო ცუდის კეთება... ამ მხრივ ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ არ მგონია რაიმე ახალი ვთქვა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამ სფეროში ჩახედულია... პროგრამებს რაც შეეხება: ლიდერი უდაოდ Fontlab-ია, ( http://www.fontlab.com ) ეს არამარტო ჩემი აზრია, არამედ პირდაპირ თუ ირიბად ამის დამადასტურებელი ფაქტები ინტერნეტშიც მინახავს... Macromedia Fontografer - ესეც საკმაოდ გავრცელებული და კარგი პროგრამაა, მისითაა გაკეთებული ძალიან ბევრი ქართული თუ სხვა შრიფტებიც, შეიძლება Macromedia-ს სხვა პროგრამების (Flash, Dreamweaver, FreeHand...) პოპულარობა მასზეც გადმოვიდა თუმცა სადღაც 90-იანების პირველი ნახევრის შემდეგ აღარ განახლებულა და ამ ბოლოს fontlab-მა შეიძინა, როგორც ჩანს და მე-5 -ე ვერსიას აანონსებს. ამ პროგრამას პატივს ვცემ, თუმცა მისით სერიოზულად რატომღაც ვერაფერი გავკეთე, სხვანაირი ინტერფეისი აქვს.... fontcreator-იც თითქმის ასევეა, სტაბილურად ახლდება ვერსიები, თუმცა სამუშაოდ ჩემთვის მოუხერხებელია... ძირითადად ეს სამი ვიცი სერიოზულები, თუმცა არსებობენ პატარა "პროგრამჩიკებიც", მაგალითად FontMonger, ძველი იტორიული და რამდენადაც მგონია უკვე მიტოვებული, კაიხანს არგანახლებული პროგრამა, ძველი ვინდოუსებისათვის... მე გირჩევთ ფონტლაბს: http://allshares.ge/download.php?id=909C7AB812 ამის სახელმძღვანელო (manual) ინგლისურადაა, (მე ინგლისურზე მწყრალად ვარ) რუსულად არ არსებობს (პროგრამის ავტორი რუსია-გვარად იარმოლა -თვითონ ამბობს პირდაპირ ინგლისურად დავწერეო), თუ გინდათ მოძიება ინტერნეტშიც შეიძლება ან აქედან გადმოტვირთეთ: http://allshares.ge/download.php?id=C0124B5B9 გაგეცინებათ და სახელმძღვანელო უფრო მეტია მოცულობით (8.42 Mb) ვიდრე პროგრამა -3.95Mb თანაც 942 გვერდია –მაგალითად CorelDRAW (პროგამა=350 -470 Mb) რrომლებიც მინახავს თუ არ ვცდები 550 – 650 გვერდია სავარაუდოდ მუშაობისას თანდათან სასიამოვნო ფუნქციების აღმოჩენები გელოდებათ... ფონტლაბის წინა 2.5,- 3, - 4.8 ვერსიებიც მაქვს, მაგრამ ეს ყველას ჯობია კეთების პროცესი ინდივიდუალური და სხვადასხვა შეიძლება იყოს.. 1. ესკიზის და ძირითადად მისაღები ფორმის მიღება: კლასიკური ალბათ ესაა: მამაპაპური _ ქაღალდი, ფანქარი, საშლელი, სახაზავი ან "მილიმეტროვკა"... თუნდაც მხატვარი არ იყოთ, გირჩევთ ასე ერთხელ მაინც ცადოთ, ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია, ასე დაწყებული შრიფტი ჩემი აზრით, უფრო სახასიათო და "სულიერია". მითუმეტეს ქართული ასონიშნები სახაზავს და ერთნაირ საზომებს თუ კანონებს ძნელად ეგუება (ჩვენსავით).... საინტერესო და მოულოდნელი ფორმების გამოდის ნახატი (ნაწერი) ფუნჯით, მარკერით, საპლაკატო კალმით, გათლილი ჩხირით (ჩინელ-იაპონელებივით) ბატის ფრთით, რავიცი კიდევ რითი არ შეიძლება მთავარია კარგი ფორმების მიღება.. მე პირადად ხელწერა ("პოჩერკი") არ მივარგა, ზოგისგან განსხვავებით... თუმცა ინსტრუმენტი გარკვეულ სტილს გინარჩუნებს... კარგი და ამოუწურავი მეთოდია კომპიუტერული ეფექტები - არსებული ასოებზე დადებით თუ პირდაპირ გრაფიკულ პროგრამებში ხატვა "თაგვუსით" თუ გრაფიკული პლანშეტით ............ 2. კონტურის კომპიუტერიზაცია: სქანირება, შეტანა გრაფიკულ რედაქტორში, უმჯობესია პირდაპირ ვექტორულში (CorelDRAW ( მე ამას ვიყენებ მე-4- ვერსიიდან დღემდე) Adobe Illustrator, .... მთავარია ოპტიმალური ზედმეტი კვანძების არმქონე ვექტორული კონტურის მიღება (კომპიუტერული ტრასირება ბატიბუტივით აყრის წერტილებს, ასე საინტერესო ეფექტების მიღება შეიძლება, მაგრამ დაწყებული ესკიზიდან გადაგახვევინებს...) და მისი სათითაოდ ექსპორტი AI ან Eps ფორმატში... CorelDRAW-ს შეუძლია და აკეთებს კიდეც შრიფტულ TTF ფაილებს, ( Export \ TTF ) თუმცა კერნინგებს (ასოებს შორის მანძილის რეგულირება) არ აკეთებს. ზოგჯერ ასეც გამიკეთებია, გვერდი ამივლია რუტინულ სათითაოდ გაექსპორტებისა და შემდეგ ფონტლაბში ხელახლა იმპორტირებისათვის. შემდეგ ამ TTF ფაილს ვხსნი Fontlab-ში და ვამუშავებ 3. Fontlab-ში ან სხვა შრიფტულ პროგრამაში დამუშავება აქ უკვე ძალიან სერიოზულადაა საქმე, ბევრი პარამეტრია დასადგენი და დასარეგულირებელი ... თუ რათქმაუნდა სერიოზული და კარგი შრიფტის შექმნას აპირებთ, აქვე ლაგდება ასოები კლავიატურის სათანადო განლაგებაზე Unicode, Lat, Sp..... Fontlab-ში პირდაპირ იქვე შეიძლება ხატვა თუ შრიფტის კონტურების აგება, რითაც ზემოთ დაწერილ 2 ძირითად ეტაპს გადავახტებით, პროგრამა თვითონვე აკეთებს Bold, Black, Demi, Italic... ვარიანტებს,თუმცა Sემდეგ ხელით ჩარევა და მთლიანად გადავლა საჭიროა! შედეგი მონდომების, უნარის , გემოვნების... მიხედვით იქნება რაც დავწერე ალბათ ახალი არაა ბევრისათვის მაგრამ უფრო მათვის ვწერ ვისაც აინტერესებს და არ იცის ამ პროცესებზე ცალკე და ბევრი შემიძლია დავწერო ... რამხელა წერილი გამოსულა !!???? ტატო შრიფტები მაქვს უმეტესობა დაუმთავრებელი, ნუმუშებიც შეიძლება გაჩვენოთ ( http://digitaldesign.ge/ge/services/branding/font-design აქაც იგეგმება მომავალში გამოქვეყნება) სურვილის თუ გარემოების მიხედვით შემიძლია დავამთავრო... ქართული შრიფტების კომერცია ძალიან მძიმედ ვითარდება (ესეც საკითხავია) სურვილი ზოგჯერ არის -უმეტესობა არაკომერციული თქვენგან რა წინადადებაა? მომწერეთ აქვე, პირადში ან merabi2008@gmail.com კარგ საქმეს ყოველთვის მივესალმები და "ვსპონსორობ" შესაძლებლობების ფარგლებში კეთილი სურვილებით მერაბი გეწაძე |
Posted by: Quest_3D 23 Mar 2011, 15:01 | ||
Fontart
შენ გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა... მე რომ ასეთი კარგი პპროგრამა მცოდნოდა ხომმეც შევქმნიდი ჩემს შედევრებს... არადა რამდნად საინტერესო თემაა საკუთარი ანბანი შეგიძლია შექმნა რომელსაც შემდეგ ელვის სისწრაფით გამოიყენებ ყველგან ახლა გადმოვწერ და აუცილებლად შევეჭიდები იმედი მაქვს არავითარი დაბრკოლება არ მექნება, ლამაზი და განსხვავებული ფონტების იდეები უკვე რამდენიმე წელია მერჩის _________________________________ ესეც ჩვენი პირველი წინაღობა აბა რა ვქნათ ეხლა? მიუხედევად იმისა რომ patch მოჰყვა კიდევ ერთი საინტერესო გვერდი შეგვემატა http://mikheil85.wordpress.com/fontlabstudio/ |
Posted by: Fontart 23 Mar 2011, 18:28 | ||
Quest_3D
ეგ ადვილია: ფაილი patch (ვინაა ეგ ვერ ვიცანი -ვიღაცას მაგონებს...) დააკოპირე და ჩაწერე ფონტლაბის დაინსტალირებულ ფოლდერში: როგორც წესი აქ: C:\Program Files\FontLab\Studio5 დაუკლიკუნეთ 2-ჯერ (გახსენით) მერე დააჭირეთ " C " -ს მარცხენა ქვედა კუთხეში, ამოხტება დადასტურების შეტყობინება (File Patches Successfully) თქვენც "OK" და მერე დახურეთ - "X". დახურეთ და ხელახლა გახსენით ფონტლაბი. გახსნისას ზემოთ წითლად DEMO არ უნდა დაეწეროს. სულ ესაა, ჩემთან ყოველთვის ასეა, იმედია ყველგან ასე მოხდება |
Posted by: Quest_3D 23 Mar 2011, 18:34 |
Fontart ა გამოსწორებულა თორე თავიდანვე სწორად გამოვიყენე ის (ნაცნობი მომღერალი) დარწმუნებული ვარ ყველგან კარგადიმუშავებს http://digitaldesign.ge/ge/services/branding/font-design ის მომეწონა "როგორ არ ვმუშაობთ" კაი იყო * * * Fontart ეს 3დ ფონტებიუკვე უბრალოდ გრაფიკული პროგგრამებით არის დამუშავებული და რაიმე ფონტის შემქმნელით ეგეთი რამე არ მოხდება ხო? ისე 3დ ეფექტის ფონტებიც არის http://www.fontspace.com/category/3D რას იტყვი ამაზე? |
Posted by: Fontart 23 Mar 2011, 22:19 | ||
ფონტლაბში რაღაც ეფექტები კეთდება, Tools \ action set \ effects აქ არის ეფექტები, შეიძლება მათი კომბინირებაც, შედეგი ზოგჯერ მოულოდნელია არცთუ იშვიათად შემდეგ ხელით დასამუშავებელი, მნიშვნელობა აქვს კონტურის მიმართულებას-ზოგი ასო ზომაში იცვლება... მოკლედ ზარმაცებს და იოლად შედევრების მომლოდინეებს ეს პროგრამა მაინდამაინც არ წყალობს საიტი ვნახე (ვიცი, ეგ და მასეთი ათეულობითაა-სამწუხაროდ უცხოური) მანდ დადებული შრიფტები ზოგი ხელით ნახატია და მერე სქანირებული, ზოგი გრაფიკულ პროგრამებშია ნახატი, თვითონ TTF ფაილს არ აქვს გრადაციის-ტონალობის მხარდაჭერა. ზოგადი იმიტაცია ხდება უამრავი პატარა ობიექტების ხარჯზე, რომლებიც გარკვეულ ვიზუალურ ეფექტს ქმნის, თუმცა ფონტს "ამძიმებს". 2-3 წინადადება უკვე საგრძნობლად ანელებს გახსნას * * * მაგალითად აქ სულ შავი ობიექტებია. მაგრამ ზოგგან თითქოს არის გრადაცია * * * ესეც ფონტლაბის ზოგიერთი ეფექტების ილუსტრაციებია |
Posted by: Fontart 23 Mar 2011, 22:30 |
ესეც ფონტლაბის ზოგიერთი ეფექტების ილუსტრაციებია (სურათების ჩასმა ტექსტთან ერთად რაღაც ვერ გავარკვიე ზუსტად როგორ ხდება ) |
Posted by: Quest_3D 23 Mar 2011, 23:02 |
Fontart და დასკანერების მერე პროგრამაში უნდა ჩავდოთ სურათად ხომ? |
Posted by: kao-mebu 23 Mar 2011, 23:37 |
შრიფტები ხომ არ იცით სად ვიშოვო სხვადასხვა აი ცორელშI რომ გამოვიყენო სხვადასხვა დიზანისთვის? |
Posted by: Quest_3D 23 Mar 2011, 23:43 |
Fontart ესეც ჩემი პირველი წარამტება ამპროგრამაში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ :borotichacinebissmaili kao-mebu ქართული თუ უცხოური? უცხოურები ინტერნეტში რამდენიც გინდა იმდენია და ქართულებზე ცოტაც დაგვაცადე ფონტ-აპოკალიფსი დაწყებულია |
Posted by: kao-mebu 23 Mar 2011, 23:47 | ||||
ვიპოვე ბლოამდ უკვე
დაგაცდით |
Posted by: apocalips 30 Mar 2011, 00:02 |
http://www.audiclub.ge/ რა ფონტითაა სლოგანი დაწერილი? მოკლედ ეს მინდა ვექტორში თუა შესაძლებელი |
Posted by: Tornikee 30 Mar 2011, 01:49 | ||
Don Quixote
დავასკრინშოტე სურათიდან |
Posted by: MERLIN7 30 Mar 2011, 12:59 |
აბა ვინმემ ხოარ დაასრულა თავისი ახალი ფონტი? |
Posted by: call 30 Mar 2011, 13:25 |
აქ ნახავთ ჩვენს ფონტებს: http://chaganava.com/ge_new_fonts.html |
Posted by: MERLIN7 30 Mar 2011, 13:41 | ||||
call
საღოლ და მაგარი გაოცებული ვარ თურმე ფონტების ბიზნესიც ღვივის |
Posted by: Don Quixote 1 Apr 2011, 12:29 | ||||
apocalips
ვეცტორში რომელიმე ფონტ ედიტორით უნდა გახსნა. ჩვეულებრივ არიალს და ტაჰომას ჰგავს... Tornikee
მეგონა საიტიდან და სოურსში ხომ იქნებოდა მეთქი დასახელება მითითებული. მაგრამ ეგ არ გამოგრჩებოდა არანაირად |
Posted by: NLGMAN 1 Apr 2011, 14:30 |
არვიცი აქ უნდა დამეწერე? ქართული ფონტის საინსტალაციო მინდა |
Posted by: apocalips 1 Apr 2011, 16:29 | ||
Don Quixote
არ მაქვს ვექტორი მაგ ლოგოსი სლოგანით. სლოგანის გარეშე კი მარგამ. სლოგანის შრიფტი მაინტერესებს |
Posted by: Don Quixote 2 Apr 2011, 02:23 | ||
apocalips
რადგან სლოგანია და რამე, თავად აუდის საიტზეც იქნება. ვებში სტანდარტულ ფონტებს იყენებენ ხოლმე ისე, რომ მხოლოდ ვინდოუსის სტანდარტული პაკეტის ფონტებითაც გამოჩნდეს. ხო და თუ სურათითაა, მაშIნ დიდი შანსია, რომ რომელიმე შენთვის ნაცნობი ფონტია გაწელილი ან პირიქით... |
Posted by: apocalips 2 Apr 2011, 16:27 |
Don Quixote დიიიდი მადლობა, სწრორ გზას დავადექი AudiType', Verdana, Helvetica, sans-serif ამათგანაა რომელიღაცა. და საიდან გადმოვწერო? |
Posted by: Quest_3D 4 Apr 2011, 16:57 |
http://mikheil85.wordpress.com/fontlabstudio/ ძალიან ადვილი პროგრამაა და ძალიან კარგი ვინმე დამწყებს თუ სურვილი აქვს ისწავლოს დაგვჭირდება ლამაზი და უცნაური ფონტების შემქმნელი |
Posted by: Visualbasic 8 Apr 2011, 21:48 |
www.fontstruct.com ზე შედით და იქ ონლაინში აკეთებ ფონტებს |
Posted by: lasha200 8 Apr 2011, 22:33 | ||
იქნებ ამიხსნა? ჩემით ვერ ვნახე სადააქ ეგ ფუნქცია |
Posted by: mecniera 9 Apr 2011, 22:55 |
შრიფტს სად ხატავთ???????????????????????????????? |
Posted by: Don Quixote 11 Apr 2011, 00:36 | ||
lasha200 სორტ ბაი სიმილარი * * * apocalips
პირველის გარდა ყველა აქვს წინდოწს. google და მისი ჯანი |
Posted by: Quest_3D 11 Apr 2011, 11:21 |
mecniera http://mikheil85.wordpress.com/fontlabstudio/ აქ იხატება, ოღონდ მხოლოდ ელ-ანბანი |
Posted by: Domaci 11 Apr 2011, 14:26 |
აუ ფონტს.გი ზე ვერ ვიპოვე და სახელი არ იცით ამ ფონტის? |
Posted by: Quest_3D 11 Apr 2011, 14:35 |
http://www.google.ge/search?sourceid=chrome&ie=UTF-8&q=beauty+fonts http://www.freshdesignweb.com/free-beauty-fonts-design.html http://www.dafont.com/vtks-beauty.font |
Posted by: Fontart 11 Apr 2011, 21:12 | ||
Domaci
http://forum.ge/?showtopic=33582121&f=&st=600entry21931090 http://digitaldesign.ge/ge/portfolio/fonts |
Posted by: apocalips 29 Apr 2011, 12:29 |
font-family: "AudiType", "Verdana", "Helvetica", sans-serif ეს შრიფტები საიდან გადმოვწერო? |
Posted by: haloluk 29 Apr 2011, 21:16 |
რამე მსუქანი და ლამაზი ქართულ შრიფტი არ გეგულებათ |
Posted by: giorgimercy 30 Apr 2011, 11:32 |
ამ ფონტს ვეძებ და დამეხმარეთ ვინც იცით |
Posted by: inteleqtman 15 May 2011, 10:31 |
http://mikheil85.wordpress.com/qartuligilakebi/ |
Posted by: Domaci 25 May 2011, 13:20 |
ვინმეს აქქვს რამე ისეთი ნორმალური ფონტი? ) გადავუხდი |
Posted by: Fontart 25 May 2011, 22:10 | ||||
მაინც როგორი? |
Posted by: Domaci 25 May 2011, 22:40 | ||
Fontart
ეროვნული |
Posted by: Fontart 26 May 2011, 02:05 | ||
აქ ხომ არაა რაიმე მასეთი? http://www.digitaldesign.ge/ge/portfolio/fonts არის სხვებიც, უფრო ესკიზები და პროექტები... დასამთავრებლები... მეტი კონკრეტულობა არ ხერხდება? |
Posted by: Domaci 26 May 2011, 11:46 |
Fontart კი აი თუნდაც Eurostile Geo Mt თავის ბოლდით მენიუს ფონტი რა |
Posted by: Fontart 26 May 2011, 13:27 | ||||||
ამ ფონტის შესახებ აქ, ფორუმზე რამდენჯერმე დავწერე... ერთერთი შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://forum.ge/?showtopic=33582121&view=findpost&p=21931090 მოკლედ ეს 1 არხს (საზოგადოებრივ მაუწყებელი) გავუკეთე 2008 წელს, კორპორატიული შრიფტია მათი (გადაიხადეს, რაც მოვილაპარაკეთ) და ჩემი მხრიდან ამ შრიფტის სხვებისთვის მიცემა, გასაგებია, არაა კარგი საქციელი, თუმცა ისეთ ადგილებში (გარე რეკლამა) თუ ვიდეო რეკლამებში და საიტებზეც მინახავს, რომ როგორც ჩანს მარტო მე ვიცავ წესებს, თვითონ არიგებენ აქეთ – იქით... მე ამ შრიფტის ზოგიერთი ასო მაინცდამაინც გულზე არ მეხატება, თუმცა საიტის მენიუში სუფთად ჩანს – გრაფიკული მოდული ძირითადად ინგლისურის (ამ სახელის შრიფტის ) შესატყვისია, და პიქსელების ჯერადობაშიც კარგად ემთხვევა.... არ ვიცი რისთვის გჭირდებათ (მეეჭვება რაიმე კომერციული პროექტი იყოს) მაგრამ ამ შრიფტის ინტერესი სხვებისგანაც მსმენია, და ვფიქრობ ხომ არ გადავუარო, (მაშინ ეგ შრიფტი ჩქარა–ჩქარა გაკეთდა) რაღაცეები შევცვალო, მოვაწესრიგო და ახალი სახელით ვარიგო აქეთ იქით მათთანაც –1არხი – ცოტა პირნათელი ვიქნები... რა ვქნათ? 1 ვარიანტი: თუ რაიმე პატარა პროექტისთვისაა საჭირო და თითქმის არსად არ გამოჩნდება, გამოვაგზავნი PM-ში ლინკს ამ შრიფტისას, ოღონდ სხვებზე გავრცელებისაგან თავი უნდა შეიკავოთ... 2. დამჭირდება დღეები რომ გადავაკეთო, და მერე კი ბატონო, ვარიგოთ აქეთ–იქით * * *
PM ნახე |
Posted by: erfiro 26 May 2011, 17:35 |
პარლამენტის საიტზე რო იეროგლიფებია - როგორ გავაქართულო? ფონტების გადმოწერა არ შველის. ფონტში შემქმნელს მითითებული აქვს უნიკოდი UTF-8. იქნებ სხვა ფონტებსაც იყენებს და მე ვერ ვაგნებ - რომელს... დამეხმარეთ დეიდებო და ბიძიებო, თქვენი კლავიატურის ჭირი მე! სევენს ვხმარობ. |
Posted by: DevilGirl 26 May 2011, 17:51 |
იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ როგორ დავაყენო ქართული უნიკოდი KA? რატომღაც დღეს დილით ჩემს კომპიუტერს გაუქრა |
Posted by: erfiro 26 May 2011, 18:03 |
TTE2AD5248t00 - ფონტი ესეთი სახელით არსებობს? |
Posted by: fircxo 14 Jun 2011, 15:39 |
ეს რა ფონტია ხო ვერ მეტყვით |
Posted by: Fontart 15 Jun 2011, 18:10 |
fircxo "კოლხეთი" არსებობს ნაირნაირი სახელებით უმეტესობა ნახეთ აქ: http://fonts.ge/ka/search/?st=quick&keyword=Kolkhety ინგლისური Arial - ია, კარგად არ ჩანს.... |
Posted by: ane mekeshi 29 Jun 2011, 22:30 |
არ ვიცი, აქ უნდა ვიკითხო თუ არა: Sylfaen-ზე როგორ უნდა გადავიყვანო AcadNusx-ით აკრეფილი ტექსტი? |
Posted by: Domaci 29 Jun 2011, 22:43 | ||
ane mekeshi
მგონი აქ უფრო დაგეხმარებიან http://forum.ge/?showforum=39 |
Posted by: Fontart 30 Jun 2011, 09:41 |
ane mekeshi ეს საიტი სწორედ მაგისთვისაა http://convert.ge/ge/text.shtml[ |
Posted by: ane mekeshi 4 Jul 2011, 14:16 |
Domaci Fontart დიდი მადლობა |
Posted by: AkakiG 10 Aug 2011, 19:50 |
ეს რა ფონტია? |
Posted by: Fontart 10 Aug 2011, 21:48 | ||
AkakiG
http://fonts.ge/ka/font/321/Geo-Napraliani |
Posted by: AkakiG 10 Aug 2011, 22:04 | ||||
მადლობა ............................................ |
Posted by: grafikapalitra 10 Aug 2011, 22:44 |
რატო ჩაძირეთ ეს თემა? რა მოაგვარეთ უკვე ქართული ელექტრონულ ანბანის სირთულეები? ძველი ანბანია შესაქმნელი! |
Posted by: Fontart 11 Aug 2011, 01:37 | ||||
grafikapalitra
ცოტ-ცოტას ალბათ აკეთებენ (ჩემსავით), ოღონდ აქ არ აქტიურობენ (ჩემსავით)... არადა კარგი იქნებოდა...
რას გულისხმობ? ამდენხანს ვიცოდით რომ ანბანი გვქონდა, თანაც საკმაოდ ძველი ახლოსაა ამ თემასთან: შრიფტების საიტები უამრავია ინტერნეტში, მაგრამ ქართული შრიფტები თითქმის არ აქვთ, ამ საიტზე კი აქვთ http://www.fonts2u.com/category.html?id=99 საინტერესო რამ აქვთ-შრიფტების ატვირთვა, წავუექსპერიმენტე - დავრეგისტრირდი და ჩემი 2 შრიფტი ავტვირთე, არც მეგონა თუ ყურადღებას მიაქცევდნენ, მაგრამ 2-3 დღეში უკვე სიაშია http://www.fonts2u.com/gf-aragvi-102-mt.шрифт http://www.fonts2u.com/gf-satellite-6-mt-bold.шрифт ალბათ კიდევ გავაგზავნი შრიფტებს! იყოს - თუ არავის გამოადგება, რას გვიშლის...... |
Posted by: grafikapalitra 11 Aug 2011, 08:41 | ||
Fontart
ჩვენ რომ არ ვიცოდეთ ეგ მასეცაა საქართვლოს აქვს უძველესი აბანი მაგრამ მე ვგულისხმე ნუსხახუცურის გადმოტანა ელექტრონულ აბანად რადგან რაც უკვე არის გაკეთებული ძაან ცუდად მეჩვენება პირადად მე |
Posted by: Fontart 11 Aug 2011, 15:17 |
grafikapalitra გეთანხმები, "ნუსხახუცური" და საერთოდ მაგ სახის შრიფტები, ერთხელაა გაკეთებული და მერე როგორც ჩანს აღარ "გაუშალაშინებიათ". მე რაც მაქვს, კონტური ვერ არის ოპტიმიზირებული საკმარისად (ამ დღეშია ქართული შრიფტის უმეტესობა). მიზეზი ხშირ შემთხვევაში ავტორისეული ორიგინალური ნახატის (ხელით ნაწერის) კარგი ანაბეჭდის (ან სქანირების) არარსებობაა, ამას მიმატებული შრიფტის ტექნოლოგიის არცოდნა-იგნორირება ("ხალტურა") და გვაქვს ის რაც გვაქვს ანუ კარგი არაფერი... უმეტესი შრიფტები გაკეთებულია 10 - 15 წლის წინ და მათ რომ ვადარებ ბოლო წლებში გაკეთებულ შრიფტებს (ზემოთ ნახსენებ პარამეტრებით) წინსვლა არის... ეს საერთოდ - იშვიათი გამონაკლისების გარდა, მაგ -BPG - ბ-ნ. ბესარიონ გუგუშვილის შრიფტები, რომლებიც თავიდანვე მოყოლებური დღემდე, ძალიან კარგებია ვიზუალურად და ტექნოლოგიურადაც ოპტიმალურია, მის მაგალითზე ნათლად ჩანს რომ კარგი შრიფტი ერთ დღეში არ იქმნება - საქმის (შრიფტების) სიყვარული, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა (კირკიტი), დახვეწა, ისეთი ნიუანსების ცოდნა რაც დროს და გამოცდილებას მოაქვს.... შესაბამისად დამწყები უფრო მალე "აკეთებს" შრიფტს (გონია) მაგრამ აკეთებს ??? ... გადავუხვიე ცოტა... მე ვერ მოვიგდე ხელში ძველი ხელნაწერების კარგი ანაბეჭდები (თუ ვინმეს აქვს და გადმომიგზავნის მადლობელი დავრჩები) რომ გავაკეთო ახალი შრიფტი მაქსიმალურად იმ კონტურით რაც ორიგინალშია (დროის, სიძველის ფაქტორი)-ყოველგვარი შემოქმედებითი გადაკეთებისა და ამბიციების გარეშე-უკიდურესი პედანტიზმით! მაგალითად მოვიყვან ყველასათვის ნაცნობ შრფტს AcadNusx და AcadMtavrul-ს. შრიფტის მხატვარია (ავტორი) ანტონ დუმბაძე http://www.geocities.ws/bpgfonts/dumbadze_im_memoriam.html http://www.paratype.com/help/designers/designer.asp?code=AD_DA აქ კი მის შრიფტებს ყიდის paratype. საინტერესოა თუ იყიდა ვინმემ ? http://www.fontshop.com/fonts/designer/anton_dumbadze/ მე მასთან ვმუშაობდი სამხ. აკადემიის მერე "ქართული შრიფტის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში" იყო ასეთი (ეს ხდებოდა კომუნისტების ეპოქაში და ახლა როცა ეროვნული და დამოუკიდებლები ვართ ეს ლაბორატორია ბევრი ხანია აღარ არსებობს და ის შენიბაც - ყოფილი წიგნის ფაბრიკა (დიღომში, მაიაკოვსკის ძეგლის წინ) გაიყიდა და საცხოვრებლად გადაკეთდა). თავის დროზე (1998 წ) დაგვჭირდა და ორიგინალიდან გავაკეთე კონტური რამდენიმე ასონიშნის. შეადარეთ სხვაობა |
Posted by: vikingi 14 Aug 2011, 12:40 |
ფონტებთან ვისაც გაქვთ გამოცდილება იქნებთ დამეხმაროთ რამენაირად. მინდა რომ courier new regular ფონტში, რომელიმე ქართული ფონტიდან, მაგალითად sylfaen-დან ჩავამატო ქართული ანბანის ასოები. ანუ courier-ში ყველაფერი უცვლელად რჩება, უბრალოდ ემატება ქართული ასოები. ერთი პროგრამისთვის მინდა და როგორ გავაკეთო ხომ ვერ მეტყვით? |
Posted by: DrAcid 14 Aug 2011, 13:20 |
vikingi http://www.high-logic.com/fontcreator.html |
Posted by: vikingi 14 Aug 2011, 15:05 |
DrAcid ვცადე ეგ პროგრამა მაგრამ არ გამოდის. ვერ ხედავს მაინც ქართულ ასოებს... |
Posted by: DrAcid 14 Aug 2011, 17:07 |
vikingi რა ვერ ხედავს? როგორ გააკეთე აბა მითხარი |
Posted by: Fontart 15 Aug 2011, 10:24 | ||
vikingi
ქართული ასოების ჩამატება ძნელი არაა (გავაკეთებ) მაგრამ ისინი დაჯდება სხვა რეგისტრში - უნიკოდზე, ანუ ქართულის ასაკრეფად კლავიატურა უნდა გადართო - KA -ზე, (ან სხვა განლაგებაზეც შეიძლება დაჯდეს), წაკითხვით კი ჩვეულებრივად წაიკითხავს ქართულ უნიკოდ ტექსტს. სხვანაირად არ გამოვა, თუ ინგლისურიც გვინდა, ბუნებრივია ერთ რეგისტრში ორი შრიფტი ვერ იქნება. ალბათ გასაგებად ვწერ... ესე იგი, რა ვქნათ? |
Posted by: vikingi 15 Aug 2011, 18:03 | ||
Fontart
მაწყობს ka-ზე გადართვა, ოღონდ შესაბამის ინგლისურ ასეობს უნდა ემთხვეოდეს. მთავარია ისევ კუბიკები არ წეროს ქართული ასოების ნაცვლად... fontcreator ამ პროგრამით ვაკოპირებ ქართულიდან courier-ში მაგრამ ვერ ხედავს მაინც პროგრამა, ka-ზე რომ გადამყავს ისევ კუბიკებს წერს. რამე მნიშვნელობა აქვს თუ არა არ ვიცი მაგრამ netbeans პროგრამაზეა საუბარი... |
Posted by: Fontart 15 Aug 2011, 18:19 |
vikingi უნიკოდის დამატება მოხერხდება.. მაგრამ მაინტერესებს საერთოდ თუ წერს (კრიფავს ტექსტს) ეგ პროგრამა ქართულად? ანუ უნიკოდის ქართული რეგისტრების მხარდაჭერა თუ აქვს? თუ არა მაშინ რუსულ ან სხვა განლაგებაზე უნდა დაჯდეს, თუმცა ამით რა მოხდება არ ვიცი-ეგ პროგრამირების პროგრამაა მე მგონი და კოდებში რაიმე არ აიბურდოს... თუ სხვა შრიფტით (მაგ. Arial GEO, Sylfaen...) წერს ქართულად ,მაშინ გვეშველა და ის ფონტი - Curier - გადმომიგზავნე .... |
Posted by: vikingi 15 Aug 2011, 18:49 | ||
კი Sylfaen ით წერს ქართულადაც და ინგლისურადაც, მაგრამ მაგის ინგლისურ სიმბოლოებით კოდის წერა მარაზმია... http://bin.ge/file/43929/fonts.zip.html ორივე ფონტი აქაა... |
Posted by: Fontart 15 Aug 2011, 20:30 |
vikingi Link:Courier_New_GEO.rar http://allshares.ge/download.php?id=1727056E67 ინსტრუქციამ არ დაგაბნიოთ (და არ შეგაშინოთ ) აქ 2 შრიფტია: ლათინურ - ინგლისური ( Courier_New )საერთოა ორივესთვის სხვაობა ქართულ უნიკოდშია Courier_New_GEO_S.ttf -აქ ქართული ასოები არის sylfaen ( S ) ვიზუალურად სხვადასხვაა - ერთი ალთასაა და მეორე ბალთას... Courier_New_GEO_K.ttf -აქ ქართული ასოები არის Kolkheti ( K ) ვიზუალურად ეს უფრო ახლოა კურიერთან ორივე შრიფტი არის 2 ფორმატში .ttf - უფრო გავრცელებული და Windows -ის ძველი ნაცნობი ამ შრიფტების ქართული უნიკოდი ჩემთან უფრო კორექტულად იქცევა უმეტეს პროგრამებში, Word-ს რატომღაც მაინცდამაინც არ მოწონს... .otf - ეს შედარებით ახალი ფორმატია, უფრო უნივერსალური და პროგრესული (ასე წერენ) თუმცა ქართულ უნიკოდთან რაღაცატომ ესეც არ ძმაკაცობს, თუ ჩემ Window-ს არ მოწონს.....არვიცი ალბათ .ttf ჯობს დააყენოთ ნახეთ! ეს ისაა რაც საჭიროა? |
Posted by: vikingi 16 Aug 2011, 01:22 |
Fontart კარგია ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ გადაკეთებულ ვარიანტში ინგლისური ასოებიც იცვლება ცოტა, მთლად ისეთი ლამაზი ვეღარაა. მე რომ ვაკეთებდი მაშინაც ასე შვრებოდა. ესეც თუ გასწორდება მთლად იდეალური იქნება აი მაგალითი: ჩვეულებრივი: გადაკეთებული: ამ სურათებზე რამდენად ჩანს არ ვიცი მაგრამ იგრძნობა აშკარად განსხვავება. რაღაც უფრო ფერწასულია ეს მეორე რატო შვრება ასე ვერ ვხვდები... |
Posted by: Fontart 16 Aug 2011, 02:26 |
მანდ სხვაობას ვხედავ, კი! ჩემთან ერთნაირად ჩანს, გადმოგზავნამდეც შევამოწმე, ახლაც ერთნაირია... ინგლისურ შრიფტებში მე არ ჩავრეულვარ, არც რაიმე პარამეტრები (რომლებიც არცთუ ცოტა აქვს) შემიცვლია მთლიანად ფონტ ფაილისათვის, თუ თვითონ არ შეცვალა პროგრამამ რაიმე.. შეიძლება ეს პროგრამის ეკრანული პრობლემებია, სხვაობას ეკრანზე ზოგჯერ იძლევიან ttf და otf ფორმატები ორიგინალი კურიერი otf იყო და მანდ რომელი დგას? თუ ორივე otf იქნება, წესით ერთნაირად უნდა აჩვენოს თუ მაინც არა, მაშინ უნდა შევადარო ორიგინალი კურიერის და ამ ახალის პარამეტრები სათითაოდ... |
Posted by: vikingi 16 Aug 2011, 14:47 |
Fontart otf ფონტებს საერთოდ არ მიჩვენებს ეგ პროგრამა. ანუ tff-ის მხარდჭერა აქვს მხოლოდ როგორც ჩანს. მეც ზუსტად მასეთი პრობლემა მქონდა, ერთი ერთზე ვაკოპირებდი სიმბოლოებს მაგრამ მაინც შეცვლილად მიჩვენებდა. აზრზე ვერ მოვდივარ რისი ბრალი შეიძლება იყოს... |
Posted by: gio-giorgi54 16 Aug 2011, 18:00 |
რა შრიფტია ხომ არ იცით ვინმემ? ძალიან მჭირდება |
Posted by: Fontart 16 Aug 2011, 19:40 |
gio-giorgi54 ეგ არის საქართველოს ბანკის კორპორატიული შრიფტი SB_Ge.ttf PM ნახე vikingi ორიგინალი კურიერი .otf -ია ანუ პროგრამა ხედავს ამ ფორმატს. იქნებ ასე გაკეთდეს, ახალი ქართული დაინსტალირებული ttf შრიფტი წაიშალოს (მამაპაპურად C:\WINDOWS\Fonts -აქედან) და აქვე ჩააგდე ახალი .otf ორივეს ერთად ზოგჯერ სისტემა რატომღაც არ აჩვენებს სხვა პროგრამებში ნეტავ როგორ ჩანს მანდ? |
Posted by: STALKER-GG, 13 Sep 2011, 14:28 |
სიმბოლოებს ვერ ხსნის და რა ფონტია საჭირო? სვასტიკა, გული , რადიაციის ნიშანი და ეგეთებს. |
Posted by: XKR 24 Sep 2011, 11:47 |
გამარჯობათ! მაინტერესებს არის თუ არა კიდე რამე ახალი (ლამაზი) ქართული ფონტები (fonts.ge-ზე რაც არის მაგის გარდა), უფასოზე მაქ საუბარი. |
Posted by: Fontart 24 Sep 2011, 15:24 | ||
ზოგიერთი აქაა: http://www.digitaldesign.ge/ge/portfolio/fonts http://www.fonts2u.com/category.html?id=99 მაგრამ - ახალი, ლამაზი, და უფასო?!!!! - სხვა ბევრი პროექტებიც მაქვს (მეც და სხვასაც) ენთუზიაზმს გარდა ხანდახან ფინანსური "წაჯიკავება" აუუუუუუჰ, როგორ შველის შრიფტის დამთავრებას, ვერ წარმოიდგენთ!!! ზოგადად გაინტერესებთ თუ რაიმესთვის გჭირდებათ? მეცენატობის ხასიათზე ვარ - ცოტა ხნით! |
Posted by: XKR 24 Sep 2011, 20:01 |
Fontart ზოგადად მაინტერესებს, მადლობა ლინკისთვის რამოდენიმე მომეწონა |
Posted by: PXAKO 27 Sep 2011, 20:14 |
BMW ს ლოგოზე რო წერია BMW ეგ რა ფონტია არავინ იციით?? |
Posted by: TekkenNamco 17 Oct 2011, 20:52 | ||
Font Lab Studio არ ინსტალირდება ჩემთან windows 7 ზე მიზეზი და წმალი ხომ არ იცის ვინმემ?? * * * Fontart
მაგარი კაი დ ასწორი გზით მიდიხარ ღმერთმა გაგიმარჯოს. მოვიძიებ მქონდა ძველი ხელნაწერები (უძველესი) * * * ვმუშაობთ ქართული ფონტზე 1 პროექტისთვის ფონტი იქნება 3 განზომილებიანი ეფექტით და მისტიკურ-საშიში თვისებებით ფონტს დაერქმევა პროექტის სახელი * * * ვმუშაობთ ქართული ფონტზე 1 პროექტისთვის ფონტი იქნება 3 განზომილებიანი ეფექტით და მისტიკურ-საშიში თვისებებით ფონტს დაერქმევა პროექტის სახელი |
Posted by: TekkenNamco 17 Oct 2011, 22:01 |
ვმუშაობთ ქართული ფონტზე 1 პროექტისთვის ფონტი იქნება 3 განზომილებიანი ეფექტით და მისტიკურ-საშიში თვისებებით ფონტს დაერქმევა პროექტის სახელი |
Posted by: Fontart 18 Oct 2011, 01:46 | ||
TekkenNamco Font Lab Studio მამპაპურ windows XP- ზე უპრობლემოდ დგება, windows 7 ზე არ ვიცი, რა პრობლემა უნდა იყოს...
რატომ გვაშინებთ?! მაინც არ მეშინია! თანაც მაინტერესებს რას აკეთებთ, როგორ და რა გამოვა..... |
Posted by: XKR 18 Oct 2011, 13:56 | ||
აქ დავხატე ფონტი, გადმოვწერე - .ttf ფორმატია მაგრამ აიკონი არ აქვს და რო ვხსნი მიწერს "not a valid font file" , რისი ბრალია ხო არ იცით? ბოდიშით უადგილო კითხვისთვის. |
Posted by: Fontart 18 Oct 2011, 14:49 | ||
XKR
თუ სადმე ატვირთავთ მაგ .ttf ფაილს ან გადმომიგზავნით merabi2008@gmail.com ვნახავ რა არის! არ მოვიპარავ!!!! და არ გავავრცელებ!!!! |
Posted by: XKR 18 Oct 2011, 14:55 |
Fontart აგერ არი http://share.ge/download.php?id=9E061BB94 რა მოპარვაზეა ლაპარაკი კაცო ჩემი პირველი "შედევრია" ამ სფეროში, ვის რათ უნდა ) ესეც გალერეის ლინკი http://fontstruct.com/fontstructions/show/549892 |
Posted by: Fontart 18 Oct 2011, 15:22 |
XKR ვნახე. იმ ფაილში არაფერია. 43 ბაიტია, მინიმუმ 10 000 (10 კბ) მაინც უნდა იყოს ... იმედია მაგ საიტზე დარეგისტრირებული ხართ, თუ არა, ალბათ გაკეთებას კი, მაგრამ გადმოწერაზე უარს გეტყვით... ცადეთ საიტის ინსტრუქციებში გარკვევა... გადმოწერის ფუნქცია... http://fontstruct.com/fontstructions/show/549892 ეს მისამართი თანდართულ დოკუმენტშია, ოღონდ აქ პაროლის გარეშე არავის უშვებს.... თუ ვერ გაერკვევით, მაშინ პაროლი უნდა მომწეროთ PM-ში და მეც ვეცდები, როგორმე გადავარჩინოთ "შედევრი" არ მოვიპარავ!!!! და არ გავავრცელებ!!!! არ მოვიპარავ!!!! და არ გავავრცელებ!!!! |
Posted by: XKR 18 Oct 2011, 16:26 |
Fontart დარეგირსტრირებული კი ვარ. ეხლა სხვა ფონტები გადმოვწერე მაგ საიტიდან ყველაზე ეგრე შვრება - ყველა 43 ბაიტია FAQ და Help განყოფილებებს გადავავლე თვალი და განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე, ჩვეულებრივად გადმოწერეთ და დააყენეთო. არ ვიცი მოკლედ, Visualbasic-მა დაწერა ამ საიტის ლინკი და იქნებ თვითონ იცოდეს. |
Posted by: maho89 19 Oct 2011, 01:23 |
ხო მართლა ადრე ვჩალიჩობდი მაგაზე მერე შევეშვი ტელეფონისთვის დავწერე ფონტი ქართული ჩვეულებრივ ფონტს მივუმატე ქართული უნუკოდი და კიდევ ასეთი სიმბოლოები ☺☻♥♦♣♀♪ ავარჩიე რა სიმბოლოები... რომ რაც შეიზლება პატარა გამოსულიყო ზომაში და რამე სიმბოლო არ გამომრჩენოდა... მარა მერე ტელეფონი გაფუცჰდა ვინდი გადავაყენე და ფონტებიც დავკარგე... |
Posted by: Fontart 19 Oct 2011, 02:25 |
XKR http://fontstruct.com ახლა მოვსინჯე, რამდენიმე ასო გავაკეთე, იქვე ჩავწერე ( save ) მერე Download და გამოვიდა ჩვეულებრივად... კიდევ ცადეთ!!! |
Posted by: XKR 19 Oct 2011, 09:03 |
Fontart ხო ჩემთანაც გამოვიდა და ის ძველიც რო გადმოვწერე მუშაობს * * * პირველ ჯერზე ცუდი არ უნდა იყოს მგონი რას იტყვით? http://share.ge/download.php?id=CA623AFE4 |
Posted by: Fontart 20 Oct 2011, 01:21 |
XKR ცუდი არ არის - გააჩნია ცუდს რას ვეძახით! ქართული შრიფტი ჩარჩოებს და საერთო სტანდარტებს (მით უმეტეს ინგლისურს) ვერ ეგუება.... ეს ტრადიციული გაგებით - მაგრამ მე ახლის ძიებებს მოვესალმები!!! 21 საუკუნეა, ახალი რეალობა და ამ დროის სახასიათო შრიფტებიც უნდა გაჩნდეს! ნუ დაიზარებთ და აკეთეთ შრიფტები, დროთა განმავლობაში გემოვნებაც ჩამოგიყალიბდებათ (შრიფტების მიმართ) და უკეთეს და ახალ ახალ ფორმებსაც მოძებნით....კომენტარებიც მერე გაუკეთეთ დღევანდელ საკუთარ ქმნილებებს, მე ამჯერად თავს შევიკავებ! ...გააგრძელეთ!... ოდესღაც მეც ასე დავიწყე...და ვაგრძელებ.... http://www.facebook.com/media/set/?set=a.219408468087800.69776.100000559451869&type=1&l=b1c0d7a62e კეთილი სურვილებით, მერაბი გეწაძე. |
Posted by: XKR 20 Oct 2011, 08:20 |
Fontart მართალი ბრძანდებით დრო უნდა ყველაფერს, გაიხარეთ დიდი მადლობა! |
Posted by: lasha77 13 Nov 2011, 00:59 |
როგორ გადმოვწერო ფონტები მასწავლეთ |
Posted by: ირაკლო 13 Nov 2011, 01:56 |
lasha77 fonts.ge ზე შედი და გადმოწერას დააჭირე |
Posted by: Mazarin 20 Dec 2011, 00:16 |
FF Droids Sans Std Bold უფასო ვერ ვნახე ვერსად, ვერ ვიშოვით? |
Posted by: iceberg 4 Feb 2012, 18:12 |
გამარჯობა, ძალიან მჭირდება რუსული ფონტი იქნებ ვინმე დამეხმაროთ და ან ლინკი მომცეთ გადმოსაწერი ან გამომიგზავნოტ დიდი მადლობა წინასწარ პ.ს. უბრალო ფონტი მინდა როგორც ლათინურისთვის "არიალ"-ია ან ქართულისთვის "კოლხეთი" |
Posted by: Fontart 4 Feb 2012, 21:04 | ||
iceberg
აქ ბევრია: http://www.fonts2u.com/category.html?id=34&pg=1 |
Posted by: PXAKO 10 Feb 2012, 19:12 |
ეს რა ფონტია იცით ვინმეემ??? |
Posted by: Fontart 13 Feb 2012, 04:35 | ||
PXAKO
ესაა: Aldo SemiBold გადმოწერა აქედან: http://www.fonts2u.com/aldo-semibold.шрифт |
Posted by: PXAKO 13 Feb 2012, 13:58 | ||||
THX..... |
Posted by: tseuq 14 Feb 2012, 19:03 |
Fontart ახალი ქართული ფონტები არ გაქვთ შექმნილი? ამჟამად რომელ კომპანიაზე მუშაობ? |
Posted by: tseuq 15 Feb 2012, 20:30 |
XKR წარამტებებს გისურვებ ახალი ხო არაფერი შექმენი? |
Posted by: agenti 20 Feb 2012, 20:39 |
კი მაგრამ შრიფტები კონტროლ პანელიდან ჩაყრილი გაქვთ კომპიუტერში? |
Posted by: kickbuttowski 23 Feb 2012, 17:30 |
შემთხვევიტ ხო ვერ მეტყვით ფოტოშოპში როგორ დავწერო godfather ის ფონტით აი აქ როგორც წერია წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის |
Posted by: iceberg 20 Mar 2012, 19:18 |
Fontart დიდი მადლობა რუსული ფონტების ლინკისთვის |
Posted by: Chxikvia 8 Apr 2012, 18:18 |
ხომ ვერ მეტყვით ამ ფონტის დასახელებას? მადლობთ წინასწარ http://www.picz.ge/img/s3/1204/7/9/9deffb232485.jpg |
Posted by: Chxikvia 20 Apr 2012, 14:32 |
ფონტის(ინგლისურის) დასახელება მაინტერესებს და ხომ არ იცით |
Posted by: lasha200 24 Apr 2012, 12:49 |
G&G_venuriM ეს ფონტი დამნილინკეთ რა |
Posted by: catwoman 24 Apr 2012, 22:31 |
Chxikvia Bauhaus 93 .......................... |
Posted by: Chxikvia 25 Apr 2012, 11:45 |
catwoman გაიხარე, ეგ არის ზუსტად. |
Posted by: apocalips 27 Jul 2012, 13:36 |
http://www.audiclub.ge/ ეს შრიფტები მაპოვნინეტ გთხოვთ |
Posted by: Badura 2 Aug 2012, 12:46 |
აქ რა ფონტით წერია ხო ვერ მეტყვით ? ცუდად კი ჩანს მარა გაირჩევა ალბათ |
Posted by: ZotakNTR 19 Aug 2012, 14:47 |
ხომ არ იცით რა ფონტია? italic |
Posted by: berberis4 6 Sep 2012, 12:46 |
დამეხმარეთ ძაან გთხოვთ. დოკუმენტი მაქვს ამ ფონტში - BG COURIER მჭირდება ARIAL -ში გადაყვანა. კონვერტ.გე ვცადე მაგრამ არ გამოვიდა. რა გავაკეთო |
Posted by: tiko1991 12 Sep 2012, 11:29 |
დამეხმარეთ რააა , ტექსტი ქართული ფრიფთით უნდა ავკრიფო ჯეო კოლხეთში და რომ ვირჩევ geo-kolkheti-ის მაინც ლათინური შრიფტით მიწერს და საიდან გადმოვწერო ეგ შრიფტი, რომ ქართული ასოები დამიწეროს Sylfaen-ში გადაყვანის გარეშე? |
Posted by: lasha200 23 Sep 2012, 20:19 |
ფეისბუქის ფონტი Klavika bold გადმოვწერე მაგრამ საერთოდ არ გავს ბოლდს :| და სხვა საიტებზე ვეღარ ვნახე უფასოდ იქნებ დამილინკოთ |
Posted by: mamulishviliqartveli 25 Oct 2012, 16:41 |
რუსული ღილაკების განლაგება ინგლისურ ასოებზე შეთანხმებით http://martlmadidebeli.wordpress.com/qartuligilakebi/ ვიმედოვნებ გამოგადგებათ იმაზე არანაკლებ როგორც მე გამომადგა |
Posted by: zura199514 30 Oct 2012, 16:53 |
Åñëè áóäóò âîïðîñû èëè íå õâàòàåò ñêðèïòîâ óíèêàëüíûõ,ïðîøó îáðàùàòüñÿ ê àìä ესე მიხსნის რუსულ წარწერებს და რა ვქნა ძაან მჭირდება |
Posted by: juzeppe1 30 Oct 2012, 16:55 |
zura199514 windowsში არ გექნება დაყენებული კირილიცა, კონტროლ პანელიდან უნდა დაამატო რუსული ფონტები. |
Posted by: MisterLee 30 Oct 2012, 17:12 |
ორნამენტული სტილის ქართულ შრიფტი რომელია ხომ არ იცით ? დაახლოებით ასეთი ოღონდ ქართული |
Posted by: zura199514 31 Oct 2012, 01:56 |
juzeppe1 ეგ ფონტები სად ვნახო როგორ დავამატო |
Posted by: Chelo27 3 Nov 2012, 05:11 |
Georgian Green Font ფონტი შევქმენი, შემდეგი მიზნისათვის: ალბათ შემჩნეული გააქვთ, რომ პრინტერით ბეჭვდა საკმაოდ პრობლემატურია, (უმრავლესობა პრინტერის ძალიან სწრაფად სვამს კარტრეჯს და ეს ყოველივე ვნებს ექოსისტემას და ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობასაც) ამიტომ გადავწყვიტე ფონტის შექმნა. ფონტის დიზაინი დამყარებულია აპრობირებულ მეთოდზე და მენლის დაზოგვა ამ შემთხვევაში +15% პროცენტით შეიძლება. ფონტი თავსებადია ,,Sylfaen'' -ფონტთან რაც დღევანდელ ქართულ ინტერნეტში/რეალობაში სტანდარტია, მაგრამ არის მცირე შეზღუდვა, მაგალითად თუ ვიყენებთ Acad Nusx ეს ფონტი არ იმუშავებს ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გადავიყვანოთ ნაწერი ,,Sylfaen''-სტანდარტში http://convert.ge/ge/text.shtml ამ ვებ გვერდის საშვალებით შესაძლებელია და მხოლოდ შემდეგ შეგვეძლება ზემოთ მოხსენიებული ფონტით სარგებლობა. ფონტი ჯერ განვითარების დაბალ სტადიაზე, რაცი იმას ნიშნავს, რომ ყველა სიმბოლო არ არის ეკონომიური, მართალია ქართულ ანბანში შემავალი ყველა ასო მუშაობს და წერტილ მძიმეც მაგრამ ეს არისდაეს, სხვა ნებისმიერი სიმბოლო იქნება ჩვეულებრივი. ფონტი შემოწმებულია windows 8 (mivrosoft office 2013) და ubuntu 12.10 (libre office) http://www.mediafire.com/?vtccpopb884bmom გთხობთ თქვენი მოსაზრებები გამიზიაროთ. ასევე გთხოვთ სხვებსაც უამბოთ ამის შესახებ. დიდი მადლობა * * * Update 0.2 დავამატე ციფრები, სასვენი ნიშნები და ფართოდ გამოყენებადი სიმბოლოები. ასევე შევცვალე რამოდენიმე შრიფტი ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ ამ ფონტის სახელი შეიცვალა და შეესაბამება მის მიზანს უფრო მკაფიოდ ფონტის სახელწოდება აღარ არის Georgian Green მისი სახელწოდება არის GeorgianEco http://www.mediafire.com/?kdo0p672i1juew4 გთხოვთა გამოაცნოთ თქვენი მოსაქრება დიდი მადლობა * * * უკაცრავად 00.1 ვერსია კი არა 00.2 არის უბრალოთ სამწუხაროდ ფორუმის ლიმიტაციის გამო ვერ ვცვლი შეცდომას Georgian Eco V0.02 * * * როგორც ხედავთ ფონტი გვაძლევს იმის საშვალებას რომ იგი გამოვიყენოთ http://www.mediafire.com/?kdo0p672i1juew4 |
Posted by: mamulishviliqartveli 14 Nov 2012, 10:52 |
zura199514 regional and language option > unicod ჩაამატე აღუნიშნე ის თოლია თუ "птичка" და აუცილებლად windows დისკი უნდა იყოსჩადებული ბატონო მერაბ როგორ შეიძლება უნიკოდად გამოვიყენოთ სილფანის მაგივრად რომელიმე ქართული ttf ფონტი? |
Posted by: mamulishviliqartveli 16 Nov 2012, 12:49 |
როგორ შეიძლება sylfaen-ის ამგივრად სხვა ფონტი? fontcreator-ს თუ რომელიღაცას fontlab-ს აქვს generation-ისას უნიკოდი თუ ttf-ო მაგარმ კარგად არ ვიცი ეგ თემა და კიდევ win8-ზე microsoft layout creator-ით შექმნილი ფენა არ დგება და რა გამოსავალი არსებობს? |
Posted by: მერკუციო 19 Nov 2012, 10:31 |
ხალხნო, ქართული ფონტი მინდა რომელიც მაქსიმალურად ემსგავსება არაბულს რაღც ესეთი რა |
Posted by: Defected 21 Nov 2012, 13:06 |
სალამი საკუთარი ხელნაწერის ფონტად გაკეთება როგორ შეიძლება ? |
Posted by: martlmadidebeliqristiani 21 Nov 2012, 14:59 | ||
Defected
აქ არავინ გიპასუხებს პრინციპით და აგერ ნახე ეს პროგრამები: http://martlmadidebeli.wordpress.com/anbanifont/ ეხლახანს ესეც გამოვიდა კარგია ესეც: fontlab fontographer http://martlmadidebeli.wordpress.com |
Posted by: Fontart 22 Nov 2012, 01:45 | ||
Defected
არაა ძნელი! ან პროგრამა Fontlab.ScanFont. -ით ან (მე ასე ვაკეთებ ბევრჯერ): 1. ხელნაწერის სქანირება 2. სახასიათო/კარგი მოხაზულობის თითო ასოს ამორჩევა მთელი ანბანისათვის 3. მათი კონტურის აგება ( ტრასირება - CorelDRAW, Illustrator...) 4. კონტურის შეტანა/დალაგება შესაბამის რეგისტრში/განლაგებაზე (ENG, KA...) პროგრამაში Fontlab, ან Fontographer, Font Creator.... 5. სათანადო სტანდარტული მეტრიკის/პარამეტრების დაყენება.. 6. ტესტირება და TTF ან OTF ფორმატში გენერირება შრიფტად 7. გამოყენება/გაყიდვა/გაჩუქება..... ან გააკეთებინოთ ვინმე მცოდნეს შესაბამისი ანაზღაურებით! ვერ ვიპოვი ალბათ. სადღაც იყო საიტი, რომელსაც მსგავსი სერვისი ქონდა, ალბათ დამაკმაყოფილებელი ხარისხით.... ძირითადად/ზოგადად ესაა |
Posted by: martlmadidebeliqristiani 23 Nov 2012, 14:07 |
Fontart და ეს font რომ sylfaen-ის მაგივრად გამოვიყენოთ როგორ ხდება? მაგალითaდ sylfaen-ის ასოების მაგივრად მინდა იწერებოდეს ძველი ასომთავრული fontographer-ს აქვს generation standart და unicod-ზე მაგრამ ერთი შეხედვით თეორიაში ვერ ჩამოვყალიბდი მას შემდეგ რაც generation-ისსას ინგლისურად აკეთებს და ბარემ გამოცდილებმა მიგვითითეთ დრო ძვირფასია |
Posted by: I_Got_Swag 23 Nov 2012, 15:12 |
ესე ემართება რამოდენიმე ფონტს ჩვეულებრივ არ იწერება უკან წერტილებიც აქვს. რა ვქნა :ჰელპ: |
Posted by: Fontart 23 Nov 2012, 18:18 | ||
I_Got_Swag
ეგ თვითონ შრიფტია მასეთი |
Posted by: kickbuttowski 30 Nov 2012, 01:00 |
აუ ვინმეს ესეთი ფინტი ხომ არ გაქვთ ან სახელი ხო არ იცით ძალიან მჩირდება წინასწარ დიდი მადლობა ) |
Posted by: Fontart 3 Dec 2012, 17:18 | ||
რატომღაც ეს პოსტი ადრე ვერ შევამჩნიე.... თეორიულად ასეა: უნიკოდის იმ რეგისტრში სადაც ეს sylfaen-ია (ქართული უნიკოდი -KA) უნდა ჩავანაცვლოდ მაგ ასომთავრულით -ან ნებისმიერი სხვა გრაფიკული ანსონიშნებით-სწორი/შესატყვისი განლაგებით და დავაგენერიროთ ახალი ფონტფაილი ახალი სახელით. ამის გაკეთება ყველაზე უფრო პროგრამა ფონტლაბ-შია მოსახერხებელი: ერთდროულად გახსნით ორივე ფაილს და ერთიდან - ასომთავრული- სათითაოდ გადააკოპირებთ/ჩაანაცვლებთ sylfaen-ში ზოგადად ესაა, მაგრამ რაღაც პარამეტრების შეცვლა/ჩასწორება იქნება საჭირო |
Posted by: qristiani_martlmadidebeli 23 Dec 2012, 14:27 |
ამას ცალკე თემა სჭირდება unicod-ის შექმნა და დამატება შექმნა ვიცით fontlab გვთავაზობს უნიკოდად შევინახოთ თუ ttf ფორმატადო მაგრამ უნიკოდის ჩამატება კომპიუტერში ასე უბრალოდ არ ხდება მცოდნეები დაგვეხმარეთ მაგალითად იაპონური (ეხალ არ დაიწყოთ მაგათ ანბანში ბევრი ასოა და რანაირად უნდა აკრიფოო, ეგ მე ვიცი) უნიკოდი ჩაამატე ვიდეოც ვახე სურათებიც ახსნებიც მაგრამ არ შვება არანაირად და გამოცდილი ხალხი როგორ იქცევა? |
Posted by: Fontart 24 Dec 2012, 02:29 | ||||
უნიკოდი და .ttf სხვადასხვა რამეა - .ttf (ისევე როგორც .Otf, Type1...) ფონტფაილის ფორმატია და შეიცავს/ან არ შეიცავს უნიკოდს. http://ka.wikipedia.org/wiki/უნიკოდი
მე ზემოთ (წინა გვერდზე) ზოგადად რაც დავწერე, პრაქტიკულად მიკეთებია და ფონტები მუშაობს ყველგან. |
Posted by: qristiani_martlmadidebeli 24 Dec 2012, 12:39 | ||||||
Fontart
გაიხარეთ ბატონო fontart, თეორიაში კარგად მომეხამრეთ
მაგრამ
ეს ქართული ღილაკების დასაყენებლი reg code-ია და ამას გარდა აუცილებლად dll უნდა ჩასვას system32-ში და უფრო დაწვრილებით ხომ ვერ აგვიხსნით, ან მაგალითი გვაჩვენეთ რამე აჰა ეხლა მივხვდი, მაინც ვისწავლე კიდევ შენგან http://martlmadidebeli.wordpress.com |
Posted by: digitalhome007 19 Mar 2013, 23:47 |
გთხოვთ Fontographer 5-ის სერიალ ნომერი და name დაწერეთ რა ვინმემ |
Posted by: AnidaHoe 20 Mar 2013, 13:20 | ||
digitalhome007
http://www.google.ge/#q=shentviton+dazebne&oq=shentviton+dazebne&gs_l=serp.3...2348.2528.0.2696.0.0.0.0.0.0.0.0..0.0...0.0...1c.1.7.serp.DI-fkFdExXM&bav=on.2,or.&bvm=bv.44011176,d.ZWU&fp=c26cb0958c74c923&biw=1024&bih=651 |
Posted by: DARKNESS_b 1 Apr 2013, 18:46 |
გამარჯობათ. შეგიძლიათ მაშოვნინოთ ქართული BPG Courier 12 pt შრიფტი? http://bpg.sytes.net/bpgfonts/bpg_courier.htm აქ როგორც წავიკითხე არის ეს შრიფტი ქართულად, მაგრამ ვერსად მოვძებნე |
Posted by: Fontart 2 Apr 2013, 09:46 | ||
DARKNESS_b
https://www.google.ge/#hl=ka&site=&source=hp&q=BPG+Courier.ttf&oq=BPG+Courier.ttf&gs_l=hp.3...2466.5352.0.6155.0.0.0.0.0.0.0.0..0.0...0.0...1c.1j2.8.hp.TdyTlwvUIgk&bav=on.2,or.&bvm=bv.44697112,d.Yms&fp=9d0bf48ddd9ad266&biw=1920&bih=967 |
Posted by: DARKNESS_b 2 Apr 2013, 18:36 |
Fontart მაგ შრიფტებს რომ ვიწერ ინგლისურად ხსნის და ინსტალაციის მერეც ინგლისრად ყენდება. ანუ ჩემი კომპიუტერის ბრალია? ხოარიცი მაგის გამოსწორება როგორ შეიძლება? |
Posted by: Fontart 3 Apr 2013, 03:03 |
DARKNESS_b ასეთი სიტუაციაა: მაგ შრიფტებში ქართული ასოები განლაგებულია უნიკოდის სტანდარტულ ქართულ რეგისტრებში და არა ლათინურზე, მიტომაც გიჩვენებთ ინგლისურებს. გჭირდებათ დაყენება/გააქტიურება ქართული - KA- კლავიატურის. ინსტრუქცია აქაა: http://www.fonts.ge/ka/tutorials/ |
Posted by: DARKNESS_b 3 Apr 2013, 19:57 |
Fontart დიდი მადლობა |
Posted by: N-ERGI 4 Apr 2013, 21:15 |
Helvetica-ს Daxline-Bold და DaxlineTF მჭირდება ხომ არ იცით საიდან ჩამოვტვირთო? |
Posted by: Flasher 5 Apr 2013, 16:09 | ||
N-ERGI
http://www.dafont.com/ |
Posted by: N-ERGI 7 Apr 2013, 03:49 | ||
Flasher უკვე 43314 ცალი წერილები გაკვს Forum-ში, თითქმის 10 წელია მოგვაწეობ და ლინკებს იძლევი სადაც არაფერია მისდაგვარი რასაც ვეძებ? Sory Bro. მარა იქ არაფერია მისდაგვარი Search engine results 0 font on DaFont for Daxline-Bold 0 font on DaFont for DaxlineTF 3 fonts on DaFont for Helvetica - Helv Children by Matthias Guggisberg - Helveticamazing by Luedecke Design Font Co. - Helvetica Grosse Bit by Joël Frl მაინც მადლობთ :-) |
Posted by: Flasher 8 Apr 2013, 09:27 | ||
N-ERGI
მაგისთვის არსებობს ბრო გუგლი |
Posted by: Alfred Shnobel 8 Apr 2013, 23:51 |
რა ფონტია ხომ ვერ მეტყვით? http://pix.ge/ http://www.myfonts.com/WhatTheFont/ ეს საიტი ვნახე და ქართულ ფონტებზე ვერ ქაჩავს აშკარად. ქართულ ფონტის ამოცნობა ფოტოდან როგორ ხდება? |
Posted by: qween 9 Apr 2013, 00:42 |
ქართული ფონტი მინდა მაკ ბუქპროსთვის და როგორ გადმოვწერო? წინასწარ მადლობა |
Posted by: N-ERGI 10 Apr 2013, 17:58 | ||
რისთვის? ნაგავი პოსტები რომ დატოვო? (ალბათ ასე დააგროვე 43314 ცალი წერილები) PS. ფორუმში რა მინდა Bro. თუ ჯერ Google არ ავადუღე. |
Posted by: knight_rider 5 Jun 2013, 16:47 |
გამარჯობა ხალხო რამე ფონტი მირჩიეთ რა რომ იყოს მაღალ რეგისტრში და ქართული რუსულ;ი და ინგლისური ასოები ერთნაერად იწერებოდეს ანუ ამ სამივე ენაზე რომ იყოს, და რაც მთავარია მინდა რომ იყოს კლასიკური აი როგორიცაა მაგალითად ამ საიტის მენიუ rr.ge იცით რამე ეგეთი? მადლობა წინასწარ |
Posted by: Neo 24 Jun 2013, 14:09 |
Roboto Thin - ამ ფონტზე მიდგება. ერთ ერთი ულამაზესი ფონტია ტიპოგრაფიის ისტორიაში, აი ემ ინ ლოვ |
Posted by: Fontart 17 Jul 2013, 03:12 |
https://www.facebook.com/groups/geotypography/ ჯგუფის მიზანია თავი მოუყაროს ქართველ დიზაინერებს, რომლებიც ქართული შრიფტის მიმართულებით მუშაობენ ან უბრალოდ ქართული ტიპოგრაფიით არიან დაინტერესებული. ჯგუფი ღიაა და ყველა დაინტერესბულ დიზაინერს შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერი საკითხცის განხილვაში, ქართულ შრიფტებთან ერთად, ჯგუფში განიხილება ლათინური და მსოფლიო ტიპოგრაფიის საინტერესო დეტალებიც. ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი შემოქმედება, დასვან კითხვა ამა თუ იმ შრიფტის შესახებ, მიიღონ ინფორმაცია, სახელის, ავტორის თუ ახალი შრიფტის შექმნის შესახებ... |
Posted by: Motherboard 16 Aug 2013, 11:31 |
ძალიან გთზოვთ ძალიან მეჩქარება ამ ფონტების სახელები მითხარით და საიდან გადმოვიწერო მადლობთ |
Posted by: sanfol 23 Dec 2013, 02:14 |
ინფორმაცია სად ვნახო ფონტებზე, რა როლი აქვთ შრიფტებს გრაფიკაში და ასე შემდეგ |
Posted by: more 4 Feb 2014, 20:06 |
შემთხვევით ამ ფონტის სახელი ხომ არ იცით? ფონტფაინდერებით ვერ გავიგე ხოდა თუ ვინმეს გაქვთ ან მომეცით ან მომყიდეთ http://www.picz.ge |
Posted by: Motherboard 5 Feb 2014, 17:43 |
google - ზე როგორც ვიცით არის უამრავი ფონტი რომელსაც სწრაფად გამოვიყენებთ დიზაინში... ძალიან მოსახერხებელი და მაგარი იქნებოდა თუ ქართული ფონტებიც იქნებოდა და.. http://www.google.com/fonts მე ვერ ვნახე... სურვილი მაქვს რომ ვნახო... რა გავაკეთოთ ამისათვის? |
Posted by: lilia-indd 18 Feb 2014, 20:57 |
მოგესალმებით, ერთი დილეტანტური კითხვა მაქვს, რამდენად გამოიყენება სიფლანის შრიფტი პოლიგრაფიაში? |
Posted by: PILOTI 5 Mar 2014, 16:37 |
http://khevsureti.ge/?p=2201 © Type Designers: Akaki Razmadze, Irakli Chumburidze http://www.khevsureti.ge |
Posted by: Boy_Bacho 27 Mar 2014, 11:32 |
მოგესალმებით ყველას! ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, როგორც ამ საქმის პროფესიონალებთან. ზოგადად შრიფტებთან დაკავშირებულ ერთ–ერთ ინგლისურ დოკუმენტში ასეთი ფრაზა შემხვდა – It’s important to know what font embedding settings are specified in this font; for instance, if subsetting is allowed. რა იგულისხმება აქ შრიფტის ემბადირებულ სეთინგებში და საბსეთინგში? ეს ტექნიკური მხარეა რომელიც მე არ მესმის, და თუ შეძლებთ მარტივად ამიხსნათ ძალზე მადლიერი ვიქნები. |
Posted by: konkretula 11 Apr 2014, 16:52 |
ფონტი მინდა რომლითაც ეს წარწერებია დაწერილი, დამეხმარეთ ვინმე გთხოოვთ |
Posted by: konkretula 12 Apr 2014, 20:41 |
არავინ იცით? :/ ................................................................... |
Posted by: irakli_777 6 May 2014, 16:20 |
მოგესალმებით და გიორგობას გილოცავთ ყველას ახლა შეკითხვა „ქართული ოცნების“ შრიფტი მინდა, ინგლისური განლაგებისთვის... ხომ ვერ მიმასწავლით? |
Posted by: NikaJiadze 28 May 2014, 01:49 | ||
BPG Arial......... ........................ |
Posted by: ჰეისან 28 May 2014, 06:48 |
konkretula რა საშინელი ფონტია თვალები დამეთხარა მაგისი კითხვით. რად გინდა?! |
Posted by: konkretula 28 May 2014, 11:42 |
ჰეისან საბვეის ბანერებისათვის მჭირდებოდა... მაგრამ ახლა უკვე შევცვალეთ ფონტი , და ეს მაინც ვერ ვიპოვე |
Posted by: Chikod 30 May 2014, 11:21 |
ამგადვარ ფონტს ვეძებ. ოღონდ შიგნიდან თეთრი რომ იყოს. მაღაზიებში ფასის მაჩვენებლებზე რომ აქვთ, რომ უნდა გააფერადო იმისთვის რომ სასურველი ციფრი გამოსახო. მადლობა წინასწარ. |
Posted by: Flasher 30 May 2014, 11:58 |
Chikod http://www.dafont.com/7led.font |
Posted by: Chikod 30 May 2014, 12:18 |
Flasher მადლობა. ******************************************************************************** |
Posted by: კომუნისტ 24 Oct 2014, 23:40 |
მოგესალმებით! აქედან არცერთს მიხსნის, ხსნის უფრო სწორად, მაგრამ ვერ ვკითხულობ... არა და ფონტები მიყრია დოყელად... დამეხმარეთ რა =)) |
Posted by: Mazarin 30 Oct 2014, 21:51 |
მაინტერესებს ამ ფონტს რა ქვია. ხო არ იცით შემთხვევით? |
Posted by: Fontart 1 Nov 2014, 02:00 |
Mazarin Amiran http://www.fonts.ge/ka/search/?st=quick&keyword=Amiran |
Posted by: CDMA 24 Jan 2015, 09:33 |
არც გადმოწერა მინდა და არც არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს, სლავა მესხი კი მკვდარია კაი ხანი, ბესიკო გუგუშვილის სტილსაც არ გავს და ვინ მუშაობს ეხლა ჩვენთან პროფესიონალურად შრიფტების დიზაინზე? ძალიან კარგად არის გაკეთებული |
Posted by: Fontart 25 Jan 2015, 21:17 |
https://www.facebook.com/groups/geotypography/ https://www.facebook.com/groups/geotypography/photos/ https://www.facebook.com/media/set/?set=oa.323670347767149&type=1 https://www.facebook.com/media/set/?set=oa.323671614433689&type=1 |
Posted by: krikri 21 Apr 2015, 23:49 |
ძველი ქართული მინდა ვორდში და როგორ მოვახერხო? სადმე რამე ფონტი არის თუ სიმბოლოებში უნდა ჩავსვა თუ რა ვქნა არ იცით? :ს |
Posted by: CDMA 30 Apr 2015, 18:21 |
Fontart ბილაინის ფონტი ვინ გააკეთა თქო ვიკითხე, საქართველოს ვაიდიზაინერთა სხადნიაკის მისამართი კი არა |
Posted by: A_M_F_I 7 Jun 2015, 14:33 |
გამარჯობათ მაინტერესებს რომელი შრიფტითაა შესაძლებელი მოკლე ლ და მოკლე რ დაწერა... წინასწარ გმადლობთ. |
Posted by: BUFFALOBILL 7 Jun 2015, 15:13 |
A_M_F_I რა არის მოკლე ლ და მოკლე რ? |
Posted by: A_M_F_I 7 Jun 2015, 15:20 | ||
შემოკლებული ვარიანტი, როგორც სურათზეა ნაჩვენები... |
Posted by: Accident 7 Jun 2015, 16:01 |
A_M_F_I http://fonts.ge/ka/font/338/Geo-Siradze http://fonts.ge/ka/font/601/Tamaz |
Posted by: A_M_F_I 7 Jun 2015, 16:20 | ||
გმადლობთ... http://fonts.ge/ka/font/338/Geo-Siradze |
Posted by: capitan marvel 18 Jul 2015, 22:14 |
ესეთი ქართული ფონტი ხო არ გეგულებათ სადმე? აი ორგანიკ რომ წერია ეგეთი http://www.radikal.ru |
Posted by: PXAKO 28 Nov 2015, 02:36 |
ფონტები რა პროგრამაში კეთდება ყველა კარგად იცით ვინმეემ?? |
Posted by: Cele 28 Nov 2015, 15:19 |
რუსული შრიფტები ვინ 10-ისთვის საიდან გადმოვწერო? |
Posted by: პაწა 13 Dec 2015, 16:43 |
გაუმარჯოს... ფონში ქართული უნიკოდის დამატება როგორ ხდება? ასეთი ამბავია, -პროგრამა იყენებს მხოლოდ ერთ ფონტს. მის მაგივრად sylfaen-ის ჩაწერის შემდეგ ჩანს ქართული შრიფტი, მაგრამ საშინლად გამოიყურება ლათინური. ამიტომ გეკითხებით, ორი ფონტი როგორ გავაერთიანო? არის შესაძლებელი? |
Posted by: dvbt2 14 Dec 2015, 01:21 | ||
font creator არი ასეთი პროგრამა. მაგით შეგიძლია გადაიტანო ერთი შრიფტიდან მეორეში სიმბოლოები. აიღებ და გადაყრი მაგრამ კოდების გაწერაც ჭირდება ხელით. ყველა სიმბოლოს თავის კოდები აქვს. სადაცაა იმ შრიფტში უწერია. |
Posted by: enticing92 14 Dec 2015, 17:52 |
სალამი მეგობრებო, მარტივი ლოგოს დასამზადებლად კარგი ჯიგრული ფონტები სად შეიძლება ვნახო დამილინკოთ იქნებ კარგი საიტები. გუგლი მეც ვიცი |
Posted by: Fontart 25 Dec 2015, 23:55 | ||||
FontlabStudio, Fontographer, FontCreator, Glyps.... აქ იკითხეთ/შემოიხედეთ, ფეისბუკზე Georgian Typography | ქართული ტიპოგრაფია https://www.facebook.com/groups/geotypography/712479252219588/?notif_t=group_activity ასოციაცია "ქართული შრიფტი"- Association "Georgian Font" https://www.facebook.com/groups/877432849031715/ |
Posted by: mixeili777 25 Feb 2016, 12:21 |
გამარჯობატ მორბენალი სტრიქონისტვის მინდა ქართული ფონტი და რომელი იხმარება ? |
Posted by: DrAcid 7 Apr 2016, 00:14 |
სალამი მეგობრებო! Press Start 2P არის ინდი თამაშების შემქნელებს შორის პოპულარული პიქსელირებული შრიფტი, რომლისთვის დავხატე ქართული ადაპტაცია. ეს პირველი ვერსიაა და მინდა გავაუმჯობესო. რამე მოსაზრებები ხომ არ გექნებათ? 100% 400% |
Posted by: cnoba 27 May 2016, 18:10 |
Fontart შენ უეჭველი გეცოდინება ვიცი საპატრიარქოზე გამოცხადდა, რომ ხელნაწერთა ბიბლიოთეკამ, თუ არ ვცდები იაკობ გოგებაშვილის, ჭავჭავაძის და 10 ცნობილი ქართველის ფონტი შეუქმნიათ გსმენიათ რამე? საიდან გადმოვწერო? |
Posted by: *shotia* 4 Jun 2016, 02:03 |
A და B მინდა იყოს ისეთი ფონტი რომ შეესაბამებოდეს O-ს, რა ფონტს მირჩევთ? |
Posted by: assassin23 23 Jun 2016, 00:21 |
როგორ შევქმნა და რომელი პროგრამით შევქმნა ფონტი...? იცით ვინმემ დამეხმარეთ |
Posted by: fernandez 2 Aug 2016, 12:11 |
საქართველოს ბანკის ფონტი ხომ არავის გაქვთ? დამეხმარეთ რა ამოანწერს ვერ ვხსნი |
Posted by: d1GmeLa 8 Sep 2016, 15:25 |
fonts.ge-ზე რო შრიფტებია იმის შექმნა როგორ ხდება? ძალიან ლამაზი კალიგრაფია აქვს მეგობარს და ფონტის შექმნა მინდა იქნებ დამეხმაროთ. ანუ ნაწერი რომ დავასკანერო ისე შეიძლება თუ აუცილებლად რამე პროგრამით უნდა იყოს შექმნილი |
Posted by: Accident 9 Sep 2016, 17:58 | ||||
d1GmeLa
ზემოთ უწერია Fontart-ს უფრო ვრცლად, ეს პოსტი ნახე https://forum.ge/?showtopic=34139099&view=findpost&p=24602466
რას ნიშნავს დაასკანერო, ხომ უნდა გაუწერო კოდირება, ზომები, დაშორება და ა.შ. |
Posted by: d1GmeLa 10 Sep 2016, 14:36 |
Accident მადლობა პასუხისთვის. კოდირება და ფოტოშოპები არ ვიცი სამწუხაროდ. უცებ გამომიჩნდა ეს იდეა და ვიფიქრე ძალიან რთული არ უნდა ყოფილიყო ამ ვიდეომ დამაბნია ინგლისურის ფონტი მარტივი ყოფილა ბლანკზე დაწერ დაასკანერებ და ვუალა https://www.youtube.com/watch?v=ucUv1_SF4tg |
Posted by: tranka 25 Nov 2016, 19:01 |
ნამდვილად დიდია მოთხოვნა bold და თანაც modern ფონტზე და ამ ჟანრში ალტერნატივა არ აქვს მგონი დათებაშვილს არის ბალავერი მაგრამ დათებაშვილის ხასიათი განსხვავებულია აშკარად და უფრო თანამედროვეა ადმინ, ფონტების თემაში არ ჯდებოდა, ცალკე განსახილველ თემად ჩავთვალე ბაზარი ახალ ფონტს ითხოვს წალეკა უცხოური ბოლდ ფონტებმა და არ გვაქვს ჩვენ ალტერნატივა ცალკე პრობლემაა ქართული ფონტის ადაპტირება ლათინურთან მაგალითად ლოგოებში |
Posted by: IronBank 25 Nov 2016, 20:13 |
სასწაული ფონტია, ესე გააგრძელეთ, მადლობთ, არაფერს, გაიხარე |
Posted by: mikheill1 30 Nov 2016, 00:09 |
Accident ადჯარანეტს რომ ლოგოაქვს ისეტი ფონტი მინდა რომ მასე შემეწლოს წერა და არის ეს შესაძლებელი? |
Posted by: Fontart 16 Mar 2017, 19:45 |
აქაც ნახეთ: Georgian Typography | ქართული ტიპოგრაფია https://www.facebook.com/groups/geotypography/ ასოციაცია "ქართული შრიფტი"- Association "Georgian Typeface" https://www.facebook.com/groups/877432849031715/ https://www.facebook.com/media/set/?set=oa.877445785697088&type=3 https://www.facebook.com/merabi.getsadze1/media_set?set=a.219408468087800.69776.100000559451869&type=3 ... |
Posted by: Crow1 27 Mar 2017, 20:43 |
პირადობაზე რო სახელი და გვარი წერია ეგ რა ფონტია? |
Posted by: en-vip 7 Dec 2017, 14:17 |
ეს რა შრიფტია ხომ არ იცით? |
Posted by: tranka 31 May 2018, 12:51 |
ამ ფონტზე ხომ არაფერი გსმენიად? ვიპოვეეეეე http://fonts.ge/ka/font/803/Bebas-Neue-Bold-Regular |
Posted by: Hyperzet 31 May 2018, 13:45 | ||
Crow1
პასპორტზე და პირადობებზე რა ფონტიცაა, ეგ ფონტი ზოგადად არ ხმაურდება. გამოიყენება მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში. ვისაც აქვს, ის არ ამბობს ან გარკვეულ ფასს ითხოვს. |
Posted by: dachinat 13 Jun 2018, 12:11 |
http://fonts.ge/ka/font/89/Babuka აქ ვიპოვე ეს ფონტი, მარა Unicode არაა და საიტებზე ქარტული შრიფტით არ გამოჩნდებოდა, abcd ესე უნდა ყოფილიყო. Unicode-ში გადავიყვანე, რო მუშაობდეს ქართულ კლავიატურაზე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ. კარგი ფონტები თუ იცით, რომლებიც არაა unicode-ზე დაწერეთ |
Posted by: Stendal 13 Jun 2018, 13:32 | ||||
პირადობაში და პასპორტში მონაცემებისთვის გამოიყენება ორი ფონტი. ნებისმიერი ოდნავ შრიფტისმცნობი ადამიანი ამოიცნობს უპრობლემოდ მითუმეტეს ქართული შრიფტები ლათინურივით დიდი არჩევანით არ გამოირჩევიან, მითუმეტეს სერიფი შრიფტები. ეს შრიფტები როგორც ცალკე არსებობს საკუტარი სახელებით, ასევე იგივე შრიფტები შესულია FreeFont-ის მულტიენობრივ ნაკრებში ასეთი სახელებით Free Sans FreeSerif ორივე თავისუფალ წვდომაში დაგუგლეთ GNU FreeSerif ან GNU FreeSans მადლობა არ არის საჭირო |
Posted by: dachinat 13 Jun 2018, 16:29 |
Hyperzet მაგ ფონტს 'Matrix Code' ქვია |
Posted by: Hyperzet 13 Jun 2018, 16:30 |
Stendal ქართული შრიფტი მარტივი ამოსაცნობია. თქვენ რა ფონტიც დაწერეთ, მაგაზე არ ვამბობ. იმ იუზერმა როცა იკითხა რა იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ მაგ ფონტს არ იკითხავდა, რადგან ეგ მარტივია. ამ ფონტს ვგულისხმობ. * * * dachinat არაა ეგ Matrix Code, ციფრები და ყველა ასობგერა გადაამოწმე. შეიძლება ჰგავდეს მაგრამ ეს ფონტი არაა. |
Posted by: dachinat 13 Jun 2018, 16:38 |
Hyperzet ვნახე და ყველა < სიმბოლო აკლია მე რა ფონტიც მეყენა ისე ეგეთია მგონი, არ ვიცი მაშინ.. * * * You must enter a post |
Posted by: Hyperzet 13 Jun 2018, 17:33 |
dachinat როგორაა იცი, შეიძლება რამდენიმე ასობგერა ჰქონდეს სხვა ფონტიდან. მაგრამ იდენტურობისთვის 1ან 9-მდე და A-დან Z-მდე ყველა ასობგერა უნდა იყოს თანხვედრაში. თორემ დავუშვათ ქიუ ან ემი იგივეა, სხვებში სხვაობაა. |
Posted by: Stendal 13 Jun 2018, 17:34 |
Hyperzet https://docs.microsoft.com/en-us/typography/font-list/ocrb |
Posted by: dachinat 13 Jun 2018, 17:59 |
Hyperzet ყველა იდენტური არაა, სხვა ფონტია ანუ რაღაც არ ვიცი |
Posted by: Hyperzet 16 Jun 2018, 02:29 |
Stendal ეგაა, მადლობა |
Posted by: XKR 12 Oct 2018, 14:24 |
https://www.marketer.ge/qartuli-shrifti-dizainerebistvis/ - ორენოვანი სახელმძღვანელო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე |
Posted by: daniretaxe 28 Nov 2018, 10:22 |
ეს რა ფონტია? |
Posted by: ImNotHere 27 Dec 2018, 14:00 |
რა ფონტებია გამოყენებული შეგიძლიათ მითხრათ? |
Posted by: nnn_lll 19 Dec 2019, 13:09 |
მოგესალმებით, გუგლ დოკიდან პდფში რომ ვიწერ, რაღაც ფონტით გადმოდის ხომ არ იცით ზუსტად რომელი ფონტია? (მსგავსი რაღაცეები მეც ვიცი, ზუსტად ეს მინდა) |
Posted by: საშა88 24 Jan 2020, 16:22 |
მეგობრებო ეს რა ფონტებია ვერ მეტყვით? |
Posted by: Doctordoge 29 Jan 2020, 13:46 |
ImNotHere პირველ სურათზე https://dafonttop.com/acherus-grotesque-regular.font მეორეში მგონი https://www.dafont.com/bebas-kai.font |
Posted by: worn 4 Feb 2020, 12:39 |
რამე ნორმალური ფონტი არსებობს ბრაუზერისთვის 1C90-1CBF სიმბოლოები რომ ჰქონდეს? |
Posted by: Don ST 7 Feb 2021, 18:36 |
სალამი რა ფონტია, ვერ მეტყვით? წინასწარ მადლობა. |
Posted by: decembre 8 Feb 2021, 21:03 |
Don ST მგონი ესაა https://fonts.ge/ka/font/508/Patara-Nino "მიყვარხარ" არ ვიცი რომელია. |
Posted by: Forester 1 Mar 2021, 15:31 |
მოგესალმებით ფეისბუკზე არ მნდა რომ სილფაენის ჯღანი ფონტები მქონდეს და ვერაფერს ვუხერხებ, ფაირფოქსით ვარ, სხვა გვერდებზე მიჩვენებს დეჯავუთი და ფეისბუკს ვერაფერს ვუხერხებ იქნებ დამეხმაროთ |
Posted by: matemana 2 Mar 2021, 17:09 |
Forester შედი setting-ებში font-ებში და ეს გამოურთე Allow pages to choose their own fonts, instead of your selections above |
Posted by: kurt. 4 Mar 2021, 16:54 |
ედით . |
Posted by: SimModer 25 Jun 2021, 18:58 |
ჩვები მეტროს ფონტები დევს სადმე? |
Posted by: ვეშაპო 1 Apr 2022, 18:01 |
მოგესალმებით მეგობრებო. ხომ ვერავინ მეტყვის, ეს რა ფონტი შეიძლება იყოს? |
Posted by: _minze_ 24 Apr 2024, 22:17 |
ეს რა ფონტია ხომ არ გეცნობათ? |
Posted by: slip 25 Apr 2024, 13:32 |
ეს არი https://fonts.ge/ka/pack/3/BPG-ExtraSquare |
Posted by: _minze_ 25 Apr 2024, 16:06 |
slip კი, ეგ არის. მადლობა. |