Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი > განყოფილების წესები


Posted by: Flasher 14 Jul 2007, 00:27
ვინაიდან ეს განყოფილება ახალი გახსნილია, ამიტომ გთხოვთ
http://forum.ge/rules.html ერთად დაიცვათ შემდეგი წესები:

• იკრძალება VS თემების გახსნა მაგ. 3D max ჯობია თუ maya (ტყუილად ნუ ატეხავთ უაზრო კამათს);

• იკრძალება ისეთი თემების გახსნა რომლებიც კავშირში საერთოდ არ არის ამ განყოფილებასთან;

• სასტიკად იკრძალება ოფტოპიკები და ჩატაობა, ამისათვის გამოიყენეთ http://forum.ge/?act=Msg&CODE=04. მითუმეტეს ახალი განყოფილებაა და ეგრევე თვალში საცემია;

• გთხოვთ გასაგებად ჩამოაყალიბოთ თემის სათაური და არ მოუწოდოთ ხალხს თემაში შესვლისაკენ და დახმარებისაკენ;

• აკრძალულია ნებისმიერი ფორუმელის ნამუშევრის ან პირადად მისი შეურაცხყოფა (თუ არ მოგწონს შეიძლება ზრდილობიანადაც გამოხატო, ან საერთოდ არ გააკეთო კომენტარი);

• თუ თემაში ერთ გვერდზე იქნება იუზერის ერთ პოსტზე მეტი რაღაც კონკრეტული საკითხის მოთხოვნით, იგი მიიღებს ვორნს.

• იკრძალება ძალიან დიდი ზომის სურათების დადება (მგონი resize არ უნდა იყვეს არავისთვის პრობლემა);


• გაითვალისწინეთ რომ ამ განყოფილებაში შეგიძლიათ დადო შესაფასებლად მხოლოდ საიტის დიზაინი და არა მთლიანად თავის კონტენტთან ერთად. მსგავსი ტიპის თემები იხსნება http://forum.ge/?showforum=42

· გრაფიკული ნამუშევრის გამოქვეყნებისას გირჩევთ თქვენივე საავტორო უფლებების დასაცავად მიუთითოთ სახელი და გვარი, ან ნიკი, ან ინიციალები და ჩვენი თხოვნა იქნება ასევე დაწეროთ პროგრამა რომელშიც ეს ნამუშევარი არის შესრულებული და შესრულების თარიღი;

• იკრძალება სარეკლამო ხასიათის შემცველი თემები.
მაგ: დიზაინ სტუდია გთავაზობთ ლოგოების დამზადებას...

• კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში აუცილებელია სათაურში იქნეს სრულად მითითებული რა თემაზეა კონკურსი



ზემოთ ხსენებული წესებიდან ნებისმიერის და ფორუმის საერთო წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი იქნება სიტყვიერად გაფრთილებული, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში მიიღებს ვორნს ან ბანს!

ჯერჯერობით სულ ესაა, თუ რაიმე გამოჩნდა ახლი მოდერაციის პერიოდში დასამატებელი აუცილებლად იქნებით გაფრთხილებულნი


თუკი რამე დამატებითი წესები იქნება ამსა აუცილებლად შევათანხმებთ ადმინისტრაციასთან რის შემდეგაც დაემატება წესებს

Posted by: muriko 9 Mar 2010, 09:47
დამატება N1
ერთჯერადი თხოვნებისთვის გთხოვთ ეს თემა გამოიყენეთ http://forum.ge/?f=91&showtopic=33908357
აკრძალულია თემის გახსნა იმ სამუშაოსთვის (თხოვნისთვის) სადაც არ აწესებთ რამე თანხას გაწეული სამუშაოსთვის!

Posted by: muriko 21 Apr 2011, 14:00
დამატება N2
ყველა წევრს, რომელსაც ექნება დამატებითი (პარარელული) რეგისტრაცია ანუ ნიკი ავტომატურად დავადებ ბანს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე!
რათქმაუნდა მთავარი ნიკი არ დაიბლოკება. მთავარი ანუ ის რითაც უფრო ცნობადია განყოფილებაში

განმეორების შემთხვევაში მთავარ რეგისტრაციასაც დავუბლოკავ!

Posted by: Flasher 5 Apr 2014, 13:56
Warning:
დღეიდან განყოფილებაში თემების გახსნასთან და დაპოსტვასთან გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს:
იზღუდება თემის გახსნა იმ იუზერთათვის, რომელებსაც აქვთ 50 პოსტზე ნაკლები და არ არის გასული 7 დღე რეგისტრაციიდან;
იზღუდება დაპოსტვა იმ იუზერთათვის, რომელებსაც აქვთ 10 პოსტზე ნაკლები და არ არის გასული 1 დღე რეგისტრაციიდან;

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)