Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > აგარაკზე კანალიზაციის ჭა


Posted by: Maykuna 12 May 2013, 13:33
თუ არის ასეთი თემა იქნებ მიმითითოთ ძალიან მჭირდება. მაინტერესებს რამდენად შორს უნდა იყოს სახლიდან დაშორებული, რა სპეციფიკაა გასათვალისწინებელი, ხელოსანმა ძალიან "დამინავაროტა" ბეტონის კედლები უნდა გაკეთდესო შიგ ტრუბები ჩაატანოო , თან სახლთან ახლოს შეიძლებაო მანქანა ხომ უნდა მიუდგესო არადა ბესედკასთან ახლოს არ მინდა, მაინც სუნი იქნება თქო
მე უფრო მარტივად მეგონა sad.gif

Posted by: zazaazma 21 May 2013, 22:57
ნამდვილად საჭირბოროტო თემაა. რა თქმა უნდა ბეტონის კედლები იდეალურია, მაგრამ დაკავშირებულია წვალებასთან. საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ: ორმო ამოითხაროს შესაბამისი Mოცულობის. ელიავაზე და მის ზემოთ საწყობებია, შეიძინეთ პლასმასის წყლის ავზი, ზომების მიხედვიტაა, დაზიანებული ან გატეხილი უფრო Iაფი იქნება. დახვრიტეთ ბაკი კველა მხრიდან. ჩადეთ ორმოში, ზემოდან მეტალის ლისტი დააფარეთ და დააყარე მიწა. ბაკს ეხრახნება თავსახური, საიდანაც შეიძლება ამოღება მანქანით. როგორც წესი სუნით არ შეწუხდები

Posted by: dadn 12 Oct 2013, 12:45
QUOTE
ნამდვილად საჭირბოროტო თემაა.

როგორც მე გავიგე სახლიდან 5-10 მ. მოშორებით ისე რომ ამოსატუმბი მანქანა მიუდგეს. ყველაზე იაფი ვარიანტი ქვის კედლებიო , მე უფრო zazaazma -ას ვარიანტი ( პლასმასის წყლის ავზი) მაწყობს .
მაინტერესებს ავზამდე ეს "სავინტილაციო" მილი აუცილებელია ?user posted image

და ამოსატუმბ მანქანების მილი რამდენი მეტრაა? (ღობის იქით რომ ამოვატუმბინო) ან რა ღირს მათი მომსახურეობა?

user posted image


Posted by: n-i-c-k 13 Oct 2013, 00:32
რა მაინტერესებს ... რამე ნორმატიული აქტი არსებობს რამდენ მეტრში შეიძლება ამ კანალიზაციის ორმოს მეზობლის ღობიდან , არტეზიული წყლის მილისგან და ა.შ.

თუ პირდაპირ შემიძლია მეზობლის სახლს მივუდგა biggrin.gif

Posted by: აშკარა 14 Oct 2013, 11:41
აბა ერთი ესენი ნახე

http://www.biotal.ua/ru/

საინტერესო და ყველაზე ჯიგრული ტეხნოლოგიაა

3-4 წლის წინ მქონდა შეხება ამათთან. აქვთ საქართველოში წარმომადგენლობის პონტი.

როგორც მახსოვს რაღაც საკმაოდ ნორმალური ჯდებოდა თან თვითონ ამონტაჟებდნენ. თუ მოზობლები შეგიზიარდებიან ხო ვაბშე ჯიგრობაა.

გადაწყვეტილი მქონდა ამის გაკეთება, მიწა მაქვს სააგარაკე. უბრალოდ მერე საერთოდ უარის თქმა მომიწია და დღესაც არ დამიწყია იქ მშენებლობა.

Posted by: fablo 20 Oct 2013, 18:57
ჩემ ახლობელს მეზობელმა თხოვა შენ ჭაზე დამსვიო( რომელიც საკუთარ ეზოში აქვს),მითხარი რამდენი გადაგიხადო თანხა რამდენი გინდაო და არის აქ რამე რისკები ასეთ შემთხვევებში? დიღომი 7_ში ხდება ეს ამბები და მოკლედ ფასებიც აინტერესებს რეალური რა თანხაა ამ შემთხვევაში სათქმელად,თუ იცით ვინმემ?

https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=86554

Posted by: _sofa_ 2 Mar 2014, 21:00
რა ღირს ამ ამოსატუმბი მანქანების მომსახურება იცით ვინმემ?

Posted by: lakilaki 9 Apr 2014, 00:07
???????????????????????????????????????????

Posted by: KGA 10 Apr 2014, 16:07
და სუნი არ იქნება ამ მილის გამო??????????????????????

Posted by: gogliko777 11 Apr 2014, 12:26
ეხლა გაგიზიარებთ გამოცდილებას smile.gif
მე მაქვს უკვე თითქმის 1 წელია გაკეთებული სახლიდან სადღაც 15 მეტრის მოშორებით.
ამოვთხარეთ დიდი ორმო, სამი მეტრის სიღრმის და 1.5X1.5.
მოვიძიე დიდი ძველი ტრაქტორის თუ ზილის საბურავები, უშველებელი smile.gif
ცოტა დავხვრიტეთ საბურავის გვერდები და სიმაღლეზე ჩავაწყვეთ - ხოლო გარშემო საბურავებს სიპის ქვები ჩაუყარეთ. ზემოდან თხელი ფილია დავასხით, 100იანი მილი ჩავაყოლე რამე რო იყოს და ამოტუმბვა დამჭირდეს და ეგაააა. ზოგადად მარტივია და იაფი ასეთი რამის გაკეთება, გააჩნია როგორი გრუნტი გაქვთ. ჩემთან კლდოვან-თიხოვანია და ადვილად იწოვება სითხე, შესაბამისად (ტფუ ტფუ ტფუ smile.gif ) ჯერ არანაირი სატუმბი მანქანა არ დამჭირვებია!

წარმატებები ყველას!

Posted by: Mode-Off 12 Apr 2014, 15:04
ჩემს მეგობარსაც ასე აქვს, ამოთხარა 2.5 მეტრი სიღრმის ორმო 1.5 X 1.5 დაახლოებით ამ ზომების პერიმეტრის ორმო. ტუალეტიდან ამ ორმომდე გამოიყვანა 100 იანი მილი ამ მილს გზაში აგრეთვე უერთდება 50 იანი მილი რომელიც სამზარეულოდან მოდის ანუ სამზარეულოს გამდინარე წყალიც მაგ ორმოში ჩადის. ის ორმო ზემოდან დააბეტონა - და კმაყოფილია smile.gif ხმარობს უკვე მგონი მეორე წელია - ამბობს რომ აგარაკზე წელიწადში მაქსიმუმ 3 თვე ვართო და ვერ გაივსება ორმო ისე რომ ამოტუმბვა დასჭირდესო. ვოტ ტაკ! smile.gif

Posted by: rugbyArmazi 12 Apr 2014, 19:21
Mode-Off
QUOTE
ემს მეგობარსაც ასე აქვს, ამოთხარა 2.5 მეტრი სიღრმის ორმო 1.5 X 1.5 დაახლოებით ამ ზომების პერიმეტრის ორმო. ტუალეტიდან ამ ორმომდე გამოიყვანა 100 იანი მილი ამ მილს გზაში აგრეთვე უერთდება 50 იანი მილი რომელიც სამზარეულოდან მოდის ანუ სამზარეულოს გამდინარე წყალიც მაგ ორმოში ჩადის. ის ორმო ზემოდან დააბეტონა - და კმაყოფილია  ხმარობს უკვე მგონი მეორე წელია - ამბობს რომ აგარაკზე წელიწადში მაქსიმუმ 3 თვე ვართო და ვერ გაივსება ორმო ისე რომ ამოტუმბვა დასჭირდესო. ვოტ ტაკ!

წყალი გაიწოვება გრუნტში.ფეკალური მასა დაგროვდება და გაივსება როცა იქნება biggrin.gif (აბა სად წავა ძღ#####?)

Posted by: Mode-Off 12 Apr 2014, 19:37
რამე მჟავა არ არსებობს რომ ჩაასხა და დაწვას? smile.gif

Posted by: აშკარა 14 Apr 2014, 14:43
QUOTE (Mode-Off @ 12 Apr 2014, 19:37 )
რამე მჟავა არ არსებობს რომ ჩაასხა და დაწვას? smile.gif

რამდენადაც ვიცი არ არსებობს ეგეთი საშუალება რომელიც საერთოდ გააქრობს.

მხოლოდ ბუნებრივი პროცესები ანუ ბაქტერია ჭამს მაგ მასას.

მაგრამ ბაქტერია კვდება როდესაც იქ ხცვდება სარეცხი ფხვნილები და სხვა ქიმიები. მაგრამ არსებობს პაკეტები რომელიც ააქტიურებენ ბაქტერიებს.

გინდა არ გინდა ამოტუმბვა მაინც მოგიწევს ადრე თუ გვიან.

მაგრამ თუ კარგად გაქვს გაკეთებული სისტემა და ბაქტერიების სიცოცხლესაც ხელს უწყობ შეიძლება 20 წელიც კი არ დაჭირდეს ხელის ხლება.

Posted by: 088 14 Apr 2014, 21:38
ვინ აკეთებს ამ საქმეს ხელოსნების კოორდინატები დადეთ თუ ვინმეს გაგიკეთებიათ

Posted by: rugbyArmazi 15 Apr 2014, 09:41
088
QUOTE
ვინ აკეთებს ამ საქმეს ხელოსნების კოორდინატები დადეთ თუ ვინმეს გაგიკეთებიათ

არაფერი ხელოსანი მაგას არ უნდა.ორმო უნდა ამოათხრევინი და სახლიდან გამომავალ კანალიზაციას შიგნით შეაერთებ.
ისე წესით ეგეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.გრუნტის წყლებში ერევა მერე ფეკალი.
გარემოს დაცვა და რამე.სოფელში არავინ არაფერს გეტყვის.თბილისთან ახლოს გაახურებენ.
ჭა უნდა იყოს ბეტონს,წყლის გრუნტში გაჟონვა რო არ მოხდეს.
ან გამწმენდი ნაგებობა უნდა გააკეთო(სეპტიკი)
* * *
http://www.ecosan.ru/production/local_clean/lo
http://www.proseptik.ru/ochistnyie-soorujeniya
http://www.vo-da.ru/liven/veksa?gclid=CLqBxODk4b0CFZShtAodDFoAjg

Posted by: 365 18 May 2014, 14:07
ვინმემ ხომ არ იცით, მანქანა რომელიც მიწას ამობურღავს, დაახლოვებით 5 მეტრი სიმაღლეზე?

Posted by: zutnix 20 Dec 2014, 19:54
ხომ არ იცით სად იყიდება ბიოპრეპარატები რომლებიც ჭამს კანალიზაციის ჭის მასას ?

Posted by: ქელბექ 21 Dec 2014, 17:06
ჩემთან სოფელში გაიყვანეს წყალი და ეზოებში აკეთებს მოსახლეობა საკანალიზაციო ჭებს. არადა მჭიდროდ დასახლებული დიდი სოფელია, 1000 კომლზე მეტი. ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო ხარჯებით მუნიციპალიტეტი უნდა აკეთებდეს ცენტრალურ კანალიზაციას კაპიტალურად. არ შეიძლება ესე. ჯერ გრუნტის წყლები ბინძურდება და მერე შენობებსაც ექმნება საფრთხე ნიადაგის დასველების გამო. აღმოსავლეთ საქართველოზეა ლაპარაკი.

Posted by: დღნაჩვი 22 Dec 2014, 11:14
Maykuna
პირდაპირ სამშენებლო კომპანიიდან გწერ ) მოკლედ სველი წერტილი სახლში სადაც გაქვს იქიდან ისე უნდა გამოიყვანო მილები რომ მოხვევა არ გააკეთოს მილმა... თუ მაინც და მაინც მოხვევა დაჭირდა მილს მაშინ მოხვევის ადგილას დამატებითი ჭა უნდა გაკეთდეს... და ესე უნდა მიიყვანო არსებულ საკანალიზაციო ქსელამდე... ჭას აქვს თავისი თავსახური ასე რომ არანაირი სუნი არ შეგაწუხებს... თუ გაიტნერესებს ჭის კონკრეტული სპეციფიკაცია და შიგნით რა როგორ მონტაჟდება მითხარი და მაგის ნახაზებსაც გამოგიგზავნი )

P.S. ეხლა ვნახე როდინდელი თემა ყოფილა )))

Posted by: chakurika 22 Dec 2014, 15:10
რამდენიმე წლის წინ რაჭაში გააკეთეს რამდენიმე სოფელში საცდელად.
ორი ორას ლიტრიანი (ლურჯი ბოჩკები რომ არის თავსახურით) ეგენი დახვრიტეს და ჩადეს მიწაში.ერთმანეთს 100იანი მილით დააკავშირეს. ამ ბოჩკებს შრის დაშორება დაახლოებით ერთი მეტრი იყო. წელიწადში ერთხელ ერთ ბანკა მაწონს ასხავს ბააქტერიების გასამრავკებლად. ჯერჯერობით არ დაჭირვებიათ ფეკალიების ამოღება

Posted by: Otka 31 Dec 2014, 18:06
დღნაჩვი
თქვენ უშვალოდ გამზადებული ჭები გაქვთ?

Posted by: batutra 3 Jan 2015, 19:19
Otka

მე მაქვს საკანალიზაციო ჭები, თავისი ძირებით, სახურავებით. ბარიგა არ ვარ biggrin.gif თავად ვამზადებ.

Posted by: Hoffa 4 Jan 2015, 19:55
batutra

რა ზომებში (დიამეტრი, სიმაღლე)?
რა ჯდება?
ტრანსპორტირება თქვენია?

Posted by: GODZILLA 5 Jan 2015, 14:56
batutra
მეც მაინტერესებს სურათიც თუ გაქვთ დადეთ და ფასი , ზომები

Posted by: batutra 6 Jan 2015, 23:38
Hoffa
GODZILLA

ამჟამად მაქვს მხოლოდ 1000მმ დიამეტრის ჭები,

შიდა დიამეტრი x გარე დიამეტრი x სიმაღლე
1000მმ x 1200მმ x 900მმ
1000მმ x 1200მმ x 450მმ

ფასზე გააჩნია რაოდენობას, + - 5-10 ლარის ამბავია. ამ წუთას სურათები არ მაქვს, მეორე კომპიუტერში მაქვს. გადმოვიტან და გაჩვენებთ. თუმცა ხარისხზე პრობლემა არ შეგექმნებათ, მაგაზე პასუხისმგებელი ვარ smile.gif

Posted by: Hoffa 7 Jan 2015, 19:28
batutra

ამჟამად არის მეტრიანი, გასაგებია. ისე, ზოგადად რამხელებს ამზადებთ?
და ფასზე არაფერი გიწერიათ. +- 5-10 ლარი რას, რა თანხას დააკლდება?
ტრანსპორტირებას ახდენთ?

QUOTE
ამ წუთას სურათები არ მაქვს, მეორე კომპიუტერში მაქვს. გადმოვიტან და გაჩვენებთ.


up.gif

Posted by: batutra 7 Jan 2015, 22:23
Hoffa

ჭებს სიმღლეში მაქსიმუმ 0.90მ ვაკეთებ, მეტი მაღალი ჭა ვერ მექნება. დიამეტრით 1მ. 0.90მ ჭის ფასი ადგილზე 110 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამჟამად მაქვს ასევე იგივე დიამეტრის 0.45მ სიმაღლის ჭებიც. უშუალოდ მე ტრანსპორტი არ მაქვს, თუმცა ტრანსპორტირებაც შესაძლებელია (სურვილისამებრ ადგილზე ჭების ჩალაგებაც) ოღონდ ფასს რათქმაუნდა დაემატება ამ მომსახურების შესაბამისი... ბეტონი M250 მარკა.

Posted by: Toxic:) 11 Jan 2015, 20:32
QUOTE
batutra


ტერიტორიულად სად ხართ?

QUOTE
დღნაჩვი


გრძივი მეტრა რა ჯდება დაახლოებით 50 მეტრი მაქვს გასაყვანი, გზის გადათხრა არსად არ არის საჭირო დაქანებული რელიეფია, სმკ -ს როგორც იქნა დავაღწიე თავი და ჩემი ძალებით გაკეთების უფლება მოვიპოვე.

Posted by: batutra 12 Jan 2015, 11:03
Toxic:)

ტერიტორიულად არის მოსკოვის გამზირზე. თუ გნებავთ ტელეფონს გეტყვით და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ.

Posted by: murzayani 25 Feb 2015, 14:23
თუ წერ ტელეფონს დაწერე რას გვახვეწნინებ

Posted by: batutra 28 Feb 2015, 21:59
murzayani

ესაა ტელეფონი 595 56 76 84,

ზომები: გარე დიამეტრი x შიდა დიამეტრი x სიმაღლე (სმ)
120 x 100 x 90
120 x 100 x 45
ამჟამად სხვა ზომა არ მაქვს.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ldmaster 10 Apr 2015, 14:13
ამასწინათ ვნახე მოწყობილობა რომელმაც მიწის გათხრის გარეშე ასფალტის საფარის ქვეშ გაიყვანა კანალიზაციის მილი. თან ფასიც უთქვიათ ძვირი. უბრალოდ მთავარი ისაა სტანდარტებში თუ ჯდება ასე გაყვანილი მილი ანუ წყალკანალი თუ დაგრთავს ნებას ასე კანალიზაციის გაყვანაზე .

Posted by: gio_cxel 19 Apr 2015, 11:20
საჭირო თემაა, დავფიქსირდები//////////

Posted by: Citizen Cane 10 Jun 2015, 10:37
ახლა ვაკეთებ სოფელში
ხის ფიცრებით, აპალოვკასავით, რომელიც იქნება ჩაცემენტებული, ქვემოდან გრუნტი იქნება, რომ გაიწოვოს

ერთადერთი რაც მაინტერესებს არის ამომტუმბავი მანქანები, შლანგი რა სიგრძის აქვთ
ანუ მანქანის მისადგომიდან რამდენი მეტრით შეიძლება დავაშორო ის მაინტერესებს, არ მინდა სახლთან ახლოს, სუნი ექნება მაინც და ისე შორსაც არ მინდა, შლანგი ვერ მიწვდეს
ხოდა ხომ არ იცით ამოსატუმბ მანქანებს რამხელა შლანგი აქვთ

დასავლეთ საქართველოში ვარ, გურიაში

Posted by: gio_cxel 10 Jun 2015, 16:59
QUOTE
ერთადერთი რაც მაინტერესებს არის ამომტუმბავი მანქანები, შლანგი რა სიგრძის აქვთ

ეს მეც მაგრად მაინტერესებს....

Posted by: KKaxaberi 9 Nov 2015, 15:06
QUOTE (gio_cxel @ 19 Apr 2015, 11:20 )
საჭირო თემაა, დავფიქსირდები//////////

+1 მეც დავფიქსირდები !
lol.gif

Posted by: marto 9 May 2016, 01:26
ამოსატუმბი მანქანის ნომერი არ გაქვთ ვინმეს?
* * *
http://ostati.ge/694-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97593504252-kanalizaciis-gawmenda-santeqnikosi-gamoZaxebiT593504252.html



ესაა ვითომ?

Posted by: Boker 11 May 2016, 14:39
მე ჩემს ეზოში ვაკეთებ ამას:
http://www.graf-water.com/wastewater-treatment/wastewater-treatment-systems/system-one2clean-one-reservoir-system.htmluser posted image

Posted by: Votren 11 May 2016, 18:08
gio_cxel
QUOTE
ერთადერთი რაც მაინტერესებს არის ამომტუმბავი მანქანები, შლანგი რა სიგრძის აქვთ

ეს მეც მაგრად მაინტერესებს....


50-მდე არის

Posted by: gio_cxel 11 May 2016, 18:14
Votren
სტანდარტულად ყველას მაგ ზომის აქვს, თუ ძებნა მომიწევს?

Posted by: marto 16 May 2016, 19:40
QUOTE (Boker @ 11 May 2016, 14:39 )
მე ჩემს ეზოში ვაკეთებ ამას:
http://www.graf-water.com/wastewater-treatment/wastewater-treatment-systems/system-one2clean-one-reservoir-system.htmluser posted image

იყიდება საქართველოში?/////////////////////////////////////

Posted by: kepi_7_2_7 15 Apr 2017, 21:34
zazaazma
QUOTE
ნამდვილად საჭირბოროტო თემაა. რა თქმა უნდა ბეტონის კედლები იდეალურია, მაგრამ დაკავშირებულია წვალებასთან. საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ: ორმო ამოითხაროს შესაბამისი Mოცულობის. ელიავაზე და მის ზემოთ საწყობებია, შეიძინეთ პლასმასის წყლის ავზი, ზომების მიხედვიტაა, დაზიანებული ან გატეხილი უფრო Iაფი იქნება. დახვრიტეთ ბაკი კველა მხრიდან. ჩადეთ ორმოში, ზემოდან მეტალის ლისტი დააფარეთ და დააყარე მიწა. ბაკს ეხრახნება თავსახური, საიდანაც შეიძლება ამოღება მანქანით. როგორც წესი სუნით არ შეწუხდები

მე ეს ყველაზე კარგ ვარიანტად მიმაჩნია
* * *
თუ ვინმე აკეთებს ან გაუკეთებია ესეთი ჭები იქნებ ნომერი დაწეროთ

Posted by: manbg77 24 May 2017, 13:49
სოფელში მინდა საკანლიზაციო ჭის გაკეთება, დასავლეთ საქართველოში ვარ, იმერეთში.
თუ ვინმე აკეთეს ნომერი დაწერეთ რა.

Posted by: laxxa 25 May 2017, 21:58
manbg77
მე გავაკეტე სოფელში გურიაში ჩვეულებრივი ჭა ამოვტხარე შევაერტე მხოლოდ ტუალეტი ზევიდან დავასხი ბეტონი და დაუტოვე 100 ტრუბა დახურული არ შეიძლება.ზევიდან მიწა დავაყარე არაფერი ეტყობა

Posted by: kadaga 12 Apr 2019, 19:16
საკანალიზაციო მილი მაქვს გასაყვანი ავტოფარეხში.გვპ-ს მივმართე და მომწერეს რომ ყველაფრის შესრულება ჩემიძალებით უნდა გავაკეთო.რას მირჩევთ?

Posted by: Hieronymus 21 Apr 2019, 03:21
ძველი თემაა და რამე სიახლეეები ხომ არ არის ამ კუთხით?

აგარაკზე მინდა გაკეთება ჭის გაკეთბა, სეზონურად დაიტვირთება ძირითადად და 20 კაცის ფეკალიებს რომ გაუძლოს ისეთი უნდა გავაკეთო biggrin.gif biggrin.gif

რამე იდეები თუ გაქვთ მომაწოდოთ იქნებ, მე ბეტონის კედლებს ვფიქრობ ჯერ ჯერობით. რამე უფრო იაფი და გამომდგარი თუ გეგულებათ არ დაიზაროთ მითხარით jump.gif jump.gif

Posted by: ladybug• 25 Apr 2019, 18:29
QUOTE (088 @ 14 Apr 2014, 21:38 )
ვინ აკეთებს ამ საქმეს ხელოსნების კოორდინატები დადეთ თუ ვინმეს გაგიკეთებიათ

leica არის ხელოსანი, მიწერე ამ
ადამიანს, წლებია ამაზე მუშაობს.

კარგი, პატიოსანი ადამიანია

Posted by: borbolia777 4 May 2019, 15:25
ladybug•
ნომერი არ გაქ მაგ ადამინის? მეც დამჭირდება აგარაკზე

Posted by: bacho1313 10 May 2019, 10:47
ფიქსირ, საჭირო თემა.
სეპტიკი კარგი ვარიანტია, ჩემს მეგობარს დიდი საბურავებით აქვს გაკეთებული და ზემოდან ბეტონი დასხმული. წელიწადნახევარია მგონი აქვს და არავითარ პრობლემა არ შექმნია. მეც ვაპირებ გაკეთებას დდი ალბათობით ანალოგიური სისტემით.

Posted by: Perfecto_77 26 May 2019, 09:14
კაი თემაა.

მე გავაკეთე სოფელში ორი ორმო, ორივეს ბეტონის კედლები აქვს და ლითონის სახურავი. ორივე ორმო ხვრელით უკავშირდება ერთმანეთს. ზემოდან მიწა აყრია და არაფერი ჩანს.

მარა ის მაწუხებს რო ეს მასები მაინც გრუნტში ჩადის და ბინძურდება გარემო. არადა ვერაფერი მოვიფიქრე სხვა sad.gif რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცი... მე კიდე რა მიჭირს, უმეტესობას კანალიზაცია პირდაპირ პატარა მდინარეზე აქვს მიშვებული...

თან მარტო ფეკალიაც ხო არ არის, საოჯახო ქიმიაც ხომ ჩადის შიგ... სარეცხი ფხვნილები, ჟელეები, კბილის პასტა და ათასი მავნე რამე...


Posted by: safety 28 Jul 2019, 11:30
რაც წავიკიტხე ასეთი დასკვნა გამომაქვს :
მეც მინდა ახლა სახლში გავაკეთო სოფელ დიღომშ და არა აქ კანალიზაცია sad.gif

ანუ მინდა რომ ამოვთხარო სახლის უკან 4 მეტრში sad.gif დაახლოებით 4 მეტრა სიღრმის ორმო . ამაში უნდა ჩვადო 1 მეტრიანი ბეტონის რგოლები წინა გამომსხვლელს ქონდა სურატები დადებული .

ფასი 100 ლარი მითხრეს ერთი რგოლი . ამას ტუ დავუმატებ იტანას ალბათ 70 ლარი .
470 ლარში მომდის ანუ გროლი მიტანა და ჩადება , იქამდე უნდა მივიყვანო ექსკავატორი რომ ამოთხაროს ალბათ 200-300 მარი დაჯდება ეგეც .
ანუ შემდეგ იდება რგოლები . კედლები იხვრიტება რომ დრენაჟის სისტემა მივიღო . ძირზე მინდა ბეტონის ფილა დავაგო მაინც რომ წყალი როცა გაიწურება არ გამოურეცხოს ამას გევრდბი და არ ჩაიშალოს მთლიანი კოსნტრუქცია ნუ 1-3 წლის განმავლობაშ მაინც მუდმივად რომ რეცხოს.

ამ ბეტონის გვერდით დიდი ქვებბი ან ბლოკები სახლის მშენებლობიდან ჩვაუყრი რომ დრენაჟი იყოს კაი . და
ერთი რაც მაწუხებს ალბათ ვფიქრობ რომ იქნბა სუნი . 4 მეტრა სახლიდან და ტან მეზობლიდანაც იქნება ალბათ ამდენივე დისტანცია . უბრალოდ მიდნა რომ სუნმა არ შეაწუხოს და საჩხუბარი არ გავხადო საქმე. და თავსახურავზე მოღუნულ ტრუბას რომ უყენებენ ?

ან ასეთ ხომ შეიძლება რომ გაკეთდე ... დიდი მილი 7 მეტრა რომ აცდეს სახლს და ყველა გაზი რაც გავა რომ გავიდეს ზემოთ და ქარმა გაფანტოს კანალიზაციიხ სუნი ???

Posted by: m1n10na 19 Aug 2019, 10:59
.............................................................................................

Posted by: koch404 19 Aug 2019, 11:04
ამოთხარეთ მართკუთხედი , ამოაშენეთ ბლოკებით, შუაზე გატიხრეთ,როცა ააშენებთ ბლოკზე ბეტონი მოასხით 15 სმ , გამოვა ორი მიტყუპებული ავზი, პირველ ავზთან შედარებით(სადაც ჩადის მასა) მეორე ავზი 5 სმ-ით დაბლა უნდა იყოს, რომ პირველი ავზიდან წყალვარდნილი შეიქმნას,ვარდნილის კედელი, ანუ ტიხარი, უნდა იყოს პირველი ავზის სამ ზედაპირზე 7-10 სმ -ით დაბლა. ხოლო მეორე ავზი ამ ვარდნილის ზედაპირიდან 5 სმ-ით დაბლა. ეს ერთგვარი ფილტრია, თუ ორ ვარდნილს , ანუ სამ ავზს გააკეთებთ მეტად გაიფილტრება და სუნიც ნაკლებად იქნება.
ერთი ოჯახისთვის (3-6 სული) საჭიროა თითო ავზი ერთ კვადრატულზე ნაკლები არ იყოს. სიღრმე მინიმუმ 1 მეტრი.
შემავალი მილის ბოლო, წყალვარდნილის სიმაღლიდან 10 სმ-ით მაღლა უნდა იყოს, ხოლო გამავალი მილი ისეთ სიმაღლეზე უნდა გაკეთდეს, რომ ბოლო ავზის სითხე ბეტონის პირამდე არმისული 10 სმ-ით დაბლა იცლებოდეს, ანუ მილის ზედა ნაწილი გაუსწორდეს ბეტონის ზედაპირს.
ბოლოს ეს კონსტრუქცია ბეტონით გადაფარეთ და ხვრელი ისეთ ადგილას დატოვეთ ზღნერმზიდის მილმა ორივე ავზში რომ შეძლოს ყვინთვა

Posted by: zoro6891 21 Aug 2019, 13:26
მე გავაკეთე კერძო სახლში შემდეგი რამ: ამოვთხარე ორმო 1 კუბური მეტრის მოცულობით, კედლები და ფსკერი ბეტონით ამოვიყვანე, 15 სნ. სისქის, ხოლო ქვემოთ 5 სნ სისქის, ამი შემდეგ ამ ავზიდან 30 სანტიმეტრის მოშორებით ამოვთხარე ორმო 2,7X0.8X0.8 ზომით (მეორე ორმო რაც უფრო დიდი იქნება უფრო უკეთესია) ორივე ავზი დავაკავშირე 100 მმ მილით, ისე რომ პირველი ორმოდან მეორეში ხდება გადადინება. მეორე ორმო ამოვავსე დიდი ქვებით, კერძოდ მთის ნაშალი ქვით, აი ძველად მშენებლობაში რომ იყენებდნენ, მიდის ასევე დიდი რიყის ქვებიც, მეორე ორმოს ამოვსების შემდეგ დავაფარე ცელოფანი და დავაყარე მიწა. საბოლოოს ჩანს მხოლოდ ერთი ორმო. პირველ ორმოში მოვახვედრე მთელი სახლის წყილის სისტემა, როგორიცაა აბანო, ხელსაბანები, სარეცხი მანქანა და სხვა. რაც უფრო ხშირად იმოძრაოებს წყალი სისტემა უფრო ფილტრავს დაბინძურებულ წყალს. ხოლო ქვები არის ერთგვარი ბუნებრივი ფილტრი. როგორც წესი მოცემული კონსტრუქცია მუშაობს 20-30 წელი. ჯერ 10 დღეა რაც ვამუშავებ.

Posted by: ქართლოსი 25 Aug 2019, 09:47
==========================================================
=========================================================
=========================================================

Posted by: mummut 3 Oct 2019, 07:27
მეც მაინტერესებს ეს თემა, არავინ იცით ვინც სახლის დამოუკიდებელ სისტემას გააკეთებს კაპიტალურად?
სამუშაო ქალაქგარეთ იქნება...
მადლობა წინასწარ

Posted by: TROJAN 15 Oct 2019, 13:29
QUOTE
მეც მაინტერესებს ეს თემა, არავინ იცით ვინც სახლის დამოუკიდებელ სისტემას გააკეთებს კაპიტალურად?
სამუშაო ქალაქგარეთ იქნება...
მადლობა წინასწარ



მეც მაინტერესებს

Posted by: ქართლოსი 16 Oct 2019, 08:36
კარბიტი უნდა ჩაყარო


https://youtu.be/a2vMweC5dvQ

Posted by: Macancala 30 Oct 2019, 20:04
ქართლოსი
QUOTE
კარბიტი უნდა ჩაყარო

..და ასანთი მისცე - 100% წმინდავს lol.gif

ვინმემ მართლა არ ცადოს )))
არსებობს სხვადასხვა ბაქტერიები და რაღაც ეტაპამდე შველის, ყოველ შემთხვევაში ფეთქებადსაშიში არ არის fingal.gif

Posted by: Blunt 22 Nov 2019, 00:45
მილის გაყვანა რა ჯდება?

ჭა მაქვს ეზოში საკუთარი და ერთი წერტილიდან მინდა მილი გავიყვანო და დავუერთო ჭას.

ხოდა საშუალოდ რას ითხოვენ 1 მეტრის გაჭრაზე.

მობეტონებული მაქვს ეზო და ბეტონი ექნებათ გასაჭრელი.

მოხვევა თუ ხდება კიდე ცალკე ჭა უნდა იყოსო და ეგეც მაინტერესებს.

Posted by: niniaa 25 Feb 2020, 18:23
მაინტერესებს ის სანიტარული ნორმები ,რაც კანალიზაციის ჭას ჭირდერდება. სად შეიძლება ვნახო?

Posted by: meliqa@gmail.com 29 Feb 2020, 00:18
QUOTE (marto @ 16 May 2016, 19:40 )
QUOTE (Boker @ 11 May 2016, 14:39 )
მე ჩემს ეზოში ვაკეთებ ამას:
http://www.graf-water.com/wastewater-treatment/wastewater-treatment-systems/system-one2clean-one-reservoir-system.html[IMG]http://www.graf-water.com/fileadmin/media/produkte/one2clean_1484x1024_01.jpg[/IMG]

იყიდება საქართველოში?/////////////////////////////////////

ეს იყიდება საქართველოში და თუ კი რა ფასია დაახლოებით?
* * *
აგარაკისთვის მეც ვეძებ ვარიანტებს, რაც უცხოურია და მზა ჩამოდის ძალიან ძვირადღრებულია. ეს არის ერთერთი ვარიანტი, როგორ უნდა მოეწყოს ბეტონის გამწმენდი. ვინმემ თუ იცით ვის შეუძლია გააკეთოს ბეტონის კონსტრუქცია კარგად შემიძლია გავუგზავნო ზუსტი მონაცემები user posted image

Posted by: audia5sline 9 Mar 2020, 17:58
კნალიზაციის ჭა მაქ გასაკეთებელი და ნომრები თუ გაქვთ ხელოსნის იქნებ დამეხმაროღ, მადლობა წინასწარ

Posted by: Stavro 29 Jun 2020, 15:13
იქნებ ამ საკითხჱ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს და დაგვაკვალიანოს.. ან ვინ აკეთებს.. ან ვის გაუკეთებია და როგორ მუშაობს და ა.შ.
თბილისთან ახლოს მინდა მოწყობა მეც და ვერ გავუგე თავი და ბოლო ამ საკითხს :/

Posted by: PAINKILLER 29 Jun 2020, 15:20
Stavro


მოჰყავს ექსკავატორი, თხრის 3 მეტრი სიღრმის ორმოს, მერე მოგყავს ტრეილერი რომელზეც დევს 3 ცალი 1 მეტრი დიამეტრის და ამავე სიმაღლის რკინაბეტონის რგოლი, ჩადებ ამ 3 რგოლს მიწაში და ზემოდან დაფარებ სახურავს (იგივე ბეტონისგან), მერე ზედა რგოლს გვერდიდან გაუკეთებ ნახვრეტს და შეიყვან კანალიზაციის მილს

ეს არის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი

Posted by: da_to 30 Jun 2020, 17:10
QUOTE
მოჰყავს ექსკავატორი, თხრის 3 მეტრი სიღრმის ორმოს, მერე მოგყავს ტრეილერი რომელზეც დევს 3 ცალი 1 მეტრი დიამეტრის და ამავე სიმაღლის რკინაბეტონის რგოლი, ჩადებ ამ 3 რგოლს მიწაში და ზემოდან დაფარებ სახურავს (იგივე ბეტონისგან), მერე ზედა რგოლს გვერდიდან გაუკეთებ ნახვრეტს და შეიყვან კანალიზაციის მილს


მეც ეხლახანს გავაკეთე, 4 მეტრიანი გავაკეთე ოღონდ... ძაან მარტივად კეთდება, ოღონდ ექსკავატაორი საბჭოთა არ მოიყვანო biggrin.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: PAINKILLER 30 Jun 2020, 17:44
da_to

ეგ რკინის ლუქიანი თავსახური სად იშოვე? მე ვინც გამიკეთა იმას მხოლოდ ბეტონის თავსახური ჰქონდა და საკმაოდ მძიმეა...

Posted by: da_to 30 Jun 2020, 18:09
PAINKILLER
QUOTE
ეგ რკინის ლუქიანი თავსახური სად იშოვე?


http://langi.ge/ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

QUOTE
მე ვინც გამიკეთა იმას მხოლოდ ბეტონის თავსახური ჰქონდა და საკმაოდ მძიმეა...


ესეც ეგრე აკეთებდა, არ მომეწონა საშინლად biggrin.gif და მერე მე ჩავუტანე და ჩააყოლა ჩამოსხმის დროს smile.gif

Posted by: PAINKILLER 30 Jun 2020, 23:29
QUOTE
ესეც ეგრე აკეთებდა, არ მომეწონა საშინლად  და მერე მე ჩავუტანე და ჩააყოლა ჩამოსხმის დროს

da_to

ახლა მაგის შეცვლა მაგრად მეზარება, მომავალში შეიძლება ვიჩალიჩო smile.gif ამოვანგრევ ბეტონის ხუფს და რკინისას ჩავსვამ

Posted by: Stavro 30 Jun 2020, 23:59
PAINKILLER
da_to
გმადლობთ გამოხმაურებისთვის მეგობრებო ^_^
ვნახე ინტერნეტით ვიღაც, ვინც მაგ ბეტონის რგოლებს ამზადებს და იდეაში მარტივად გაკეთებადია როგორც მივხვდი.. მთავარია სუნი არ იყოს შემაწუხებელი.

ერთი შეკითხვა მაქვს...
მეზობელმა მირჩია რომ ეს რგოლები დავახვრეტინო, რათა მეტი გაწოვა ქონდეს და რა აზრის ხართ?

Posted by: babsi 1 Jul 2020, 00:02
ეს ოთხმეტრიანი ჭა დგას ხრეშნარევ მიწაზე, ჩასული "მდღლე" ფაქტიურად ვერ გაიწოვება, წყალი კი გავა. ალბათ დროთა განმავლობაში (გააჩნია მოხმარების ინტენსივობას) გაივსება და დასაცლელი გახდება ალბათ. მაინტერესებს დიდი ქვები რომ ჩაიყაროს და ისე დაყენდეს ჭა როგორც სურათზეა ხომარაჯობებდა?

Posted by: PAINKILLER 1 Jul 2020, 00:25
QUOTE
იდეაში მარტივად გაკეთებადია როგორც მივხვდი.. მთავარია სუნი არ იყოს შემაწუხებელი.

Stavro

სუნი საერთოდ არ იქნება თუ საჰაერო მილს საკმაოდ მაღლა ასწევ, თვითონ ჭა მიწაში დარჩება დახურული


QUOTE
მეზობელმა მირჩია რომ ეს რგოლები დავახვრეტინო, რათა მეტი გაწოვა ქონდეს და რა აზრის ხართ?



ზედა რგოლები არ დაახვრეტინო ქვედა ბოლო რგოლი შეიძლება, თუმცა თუ კლდოვანი მიწაა და კარგი დრენაჟი აქვს, ეგეც არ დასჭირდება smile.gif


Posted by: kea 1 Jul 2020, 06:46
თბილისთან ბეტონის რგოლებით გავაკეთებინე და რაიონში დაჩაზე ვუაბშე პაკრიშკებით. biggrin.gif

Posted by: Fabian 1 Jul 2020, 13:35
da_to
QUOTE
მეც ეხლახანს გავაკეთე, 4 მეტრიანი გავაკეთე ოღონდ... ძაან მარტივად კეთდება, ოღონდ ექსკავატაორი საბჭოთა არ მოიყვანო

საჰაერო მილი სადაა? spy.gif

Posted by: PAINKILLER 1 Jul 2020, 13:51
QUOTE (Fabian @ 1 Jul 2020, 13:35 )
da_to
QUOTE
მეც ეხლახანს გავაკეთე, 4 მეტრიანი გავაკეთე ოღონდ... ძაან მარტივად კეთდება, ოღონდ ექსკავატაორი საბჭოთა არ მოიყვანო

საჰაერო მილი სადაა? spy.gif

ჭამდე აქვს ალბათ დაერთებული მთავარ მილზე, მეც მასე გავაკეთე ცოტა მოშორებით, აუცილებელი არაა ზედ ჭაზე იყოს, მთავარია გაზების გამოტანა შეეძლოს

Posted by: da_to 1 Jul 2020, 16:44
Fabian
PAINKILLER

არ მაქვს საერთოდ biggrin.gif ჩემი აზრით სრულიად საკმარისია ის ნახვრეტი რომელიც ჭის თავსახურს აქვს smile.gif თუ მოისროლა თავსახური ერთ დღეს გაგაგებინებთ biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 1 Jul 2020, 16:48
QUOTE
არ მაქვს საერთოდ  ჩემი აზრით სრულიად საკმარისია ის ნახვრეტი რომელიც ჭის თავსახურს აქვს  თუ მოისროლა თავსახური ერთ დღეს გაგაგებინებთ

da_to


მაგ თავსახურს არანაირი ნახვრეტი არა აქვს, მანდ დაგროვლი გაზი კი თავსახურს კი არა, უნიტაზს აგიფეთქებს biggrin.gif

Posted by: da_to 1 Jul 2020, 16:54
PAINKILLER
QUOTE
მაგ თავსახურს არანაირი ნახვრეტი არა აქვს,


აქვს როგორ არ აქვს, ქარხნულად აქვს smile.gif

Posted by: PAINKILLER 1 Jul 2020, 16:59
QUOTE (da_to @ 1 Jul 2020, 16:54 )
PAINKILLER
QUOTE
მაგ თავსახურს არანაირი ნახვრეტი არა აქვს,


აქვს როგორ არ აქვს, ქარხნულად აქვს smile.gif

დარწმუნებული ხარ რომ ეგ ნახვრეტები 'სკვაზნოიზე" გადის? ეგეც რომ იყოს საკმაოდ პატარა ნახვრეტებია და დიდი შანსია ხრეშით და ნაგვით გაივსოს შუა გზაზე

Posted by: da_to 1 Jul 2020, 17:03
PAINKILLER
QUOTE
დარწმუნებული ხარ რომ ეგ ნახვრეტები 'სკვაზნოიზე" გადის?


ერთი ნახვრეტი აქვს რკინის ხუფს რაც დავახურე იმას და ნამდვილად ვიცი რომ სკვაზნოია biggrin.gif

სამი მეზობელი ვიყავით ერთ პატარა ჭაზე რომელსაც საჰაერო არ ქონდა და მაშინ არ აფეთქებულა და მარტო მე ვარ ორმაგზე და აქ აფეთქდება ???

Posted by: Fabian 1 Jul 2020, 19:55
QUOTE (da_to @ 1 Jul 2020, 17:03 )
PAINKILLER
QUOTE
დარწმუნებული ხარ რომ ეგ ნახვრეტები 'სკვაზნოიზე" გადის?


ერთი ნახვრეტი აქვს რკინის ხუფს რაც დავახურე იმას და ნამდვილად ვიცი რომ სკვაზნოია biggrin.gif

სამი მეზობელი ვიყავით ერთ პატარა ჭაზე რომელსაც საჰაერო არ ქონდა და მაშინ არ აფეთქებულა და მარტო მე ვარ ორმაგზე და აქ აფეთქდება ???

აი უნიტაზზე რომ დაჯდები, წარმოიდგინე რომ ფაბიანი გვირაბებით ამოჰყოფს თავს წეროვანში და დამიზნებით, შორიდან გაისვრის ბიჩოკს შენს არავენტილირებად ჭაში givi.gif

Posted by: amsona69 2 Jul 2020, 09:16
ის ნახვრეტი რაც ჭის სახურავს აქვს სავსებით საკმარისია გაზები რო გაიყვანოს.კომუნისტების დროს რო თუჯის თავსახურები იყო,იმასაც ეგეთი ნახვრეტი ქონდა.20-25 მმ მაქსიმუმ,ეყოფა.

Posted by: jjj 5 Jul 2020, 16:46
ესეთი შეკითხვა მაქვს, როცა სანტექნიკის შიდა გაყვანილობა გავაკეთე, მაშინ არავინ მირჩია და მე თვითონ საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა რა და როგორ ჯობდა, ხოდა მთელი სისტემა ერთ ხაზზე დასვეს, ანუ კანალიზაცია + აბაზანის და სამზარეულოს წყალი, ანუ ერთი გამომავალი მილია, ხოდა 3 ან 4 მეტრიანი ჭა აიტანს ამდენ წყალს, ანუ მოხერხდება დღის განმავლობაში მაგალითისთვის 200 ლიტრი წყლის გაწოვა?

Posted by: PAINKILLER 5 Jul 2020, 22:08
QUOTE
ანუ მოხერხდება დღის განმავლობაში მაგალითისთვის 200 ლიტრი წყლის გაწოვა?

jjj


200 ლიტრი ერთი ბანაობაა biggrin.gif მაგას 15 წუთში გაიწოვს ნორმალური საკანალიზაციო ჭა


Posted by: jjj 5 Jul 2020, 22:43
QUOTE (PAINKILLER @ 5 Jul 2020, 18:08 )
QUOTE
ანუ მოხერხდება დღის განმავლობაში მაგალითისთვის 200 ლიტრი წყლის გაწოვა?

jjj


200 ლიტრი ერთი ბანაობაა biggrin.gif მაგას 15 წუთში გაიწოვს ნორმალური საკანალიზაციო ჭა

ხო, მაგრამ ყოველდღიურად არ არის პრობლემა? ანუ მაგალითისთვის 3 მეტრი სიღრმის ჭა, ჯერ 2 მეტრი გვერდები ბეტონით, ბოლო ერთი მეტრი სულ ქვებით (დრენაჟისთვის), სიგანე მეტრი მეტრზე, აიტანს ყოველდღიურად 200 ლიტრ წყალს, არ დაგუბდება?

Posted by: jjj 22 Jul 2020, 20:01
ეს საჰაერო მილი ჭაზე აუცილებელია? ვეღარაფერი გავიგე, ზოგი მეუბნება რად გინდაო, პირიქით გერმეტული უნდა იყოს რომ სუნმა არ შეგაწუხოსო, იფეთქებს მართლა თუ არ დავუტოვე საჰაერო? smile.gif აგარაკზე მინდა გავაკეთო კანალიზაცია, ვფიქრობ სამ მეტრზე გავთახრო, პირველი ორი მეტრი ბეტონის კედლებით და ბოლოში ქვებით ამოვავსო დრენაჟისთვის, რამდენად იმუშავებს მირჩიეთ რა...

Posted by: da_to 31 Jul 2020, 00:15
jjj
QUOTE
ხო, მაგრამ ყოველდღიურად არ არის პრობლემა? ანუ მაგალითისთვის 3 მეტრი სიღრმის ჭა, ჯერ 2 მეტრი გვერდები ბეტონით, ბოლო ერთი მეტრი სულ ქვებით (დრენაჟისთვის), სიგანე მეტრი მეტრზე, აიტანს ყოველდღიურად 200 ლიტრ წყალს, არ დაგუბდება?


ჩემი გათვლებით, კვირაში ვხარჯავ სადღაც 5 ტონა წყალს .... ახალი გაკეთებული ჭა მაქვს 4 მეტრიანია, ვამოწმებ ხოლმე მაინტერესებს გაწოვის საკითხი რადგანაც ახალია, წყლის დონე 1 მეტრს არ აცდენია ჯერ .... ნუ მიწის ფენებზე ბევრია დამოკიდებული, სულ თიხა მიწა თუ არის გაუჭირდება, შერეული თუ იქნება არ არის პორბლემა....

Posted by: ikandro 27 Nov 2020, 09:20
da_to

გაუმარჯოს.

რა დაჯდა 1 ცალი ბეტონის რგოლი? 4 თუ დააყენე კარგი ღრმა იქნება

Posted by: amsona69 27 Nov 2020, 15:56
jjj
საჰაერო მილი მარტო ჭაზე კი არაა სახლშიცაა აუცილებელი.
სახლში კანალიზაციაზესაჰაერო უნდა დაუტოვო თორემ იბუყბუყებს და სუნს ამოიტანს ხოლმე ტრაპიდან.

Posted by: donmixo777 5 Dec 2020, 00:52
მთავარია ოდნავ საჰაერო ქონდეს
მაგრამ მილის ამოყვანა იმისთვისაა რომ გასაწმენდი მანქანა რომ მოვიდეს პირდაპის დააერთებს მილს

ხოლო თუ ჰერმეტულადაა დახურული მაშინ შეიძლება სახლში სუნი ამოიტანოს ტრაპიდან, რაც საკმაოდ არასასამოვნოა

ნატახტარში აქვთ ჩემებს გაკეთებული 10 წელზე მეტია და ჯერ ამოწმენდა არ დასჭირვებია, მიწაა ისეთი რომ გადის და იწოვს ყველაფერს

ხოლო გურიაში მაქვს მე ასევე და იქ წითელი მიწაა, უჭირს გატანა და მიწევს ამომწმენდის მომსახურებით სარგებლობა


Posted by: Lupa 5 Feb 2021, 12:02
მთელი თემა წავიკითხე და აი ჩემი შეკითხვები:

1. რა ზომის საბურავები ვეძებო, რომ ამომთხრელი ტრაქტორის კოვშს მოერგოს, ვიცი, რა ზომისაც ვეტყვი იმას ამოთხრის, მარა თუ თავიდანვე მოსარგო იქნება, ტრაქტორიც ნაკლებს იწვალებს და მეც ნაკლებს გადავიხდი smile.gif

2. სად ვიშოვი ყველაზე იაფად ჭაში ჩასაწყობ საბურავებს?

3. რატომ არავის გიწერიათ ასეთი ვარიანტი: ჭის ფსკერად 2-3 ფენა მსხვილი ქვა, მერე ზემოდან დალაგებული საბურავები/კასრები

4. ჭას ვაკეთებ უნიტაზიდან 25-30 მ მანძილზე, ეზო დახრილია, უნიტაზის ბაკის წყალი ეყოფა ფეკალიების ბოლომდე გასატანად? ხომ არ სჯობს შხაპის წყალიც ამ ორმოში ჩავუშვა, ნაკლებსაც ვიწვალებ და ფეკალიებსაც უკეთესად "მიაწვება" smile.gif დიდი დატვირთვა რომ არ იქნება, სადმე გზაში არ გახმეს და არ გაჭედოს

Posted by: TrancedForLife 24 Dec 2023, 10:17
QUOTE (PAINKILLER @ 29 Jun 2020, 16:20 )
Stavro


მოჰყავს ექსკავატორი, თხრის 3 მეტრი სიღრმის ორმოს, მერე მოგყავს ტრეილერი რომელზეც დევს 3 ცალი 1 მეტრი დიამეტრის და ამავე სიმაღლის რკინაბეტონის რგოლი, ჩადებ ამ 3 რგოლს მიწაში და ზემოდან დაფარებ სახურავს (იგივე ბეტონისგან), მერე ზედა რგოლს გვერდიდან გაუკეთებ ნახვრეტს და შეიყვან კანალიზაციის მილს

ეს არის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი

ეგრე მაქვს მეც და ქარის დროს ძაან ცუდი სუნია. რამე ქიმია არ არსებობს რო ჩავრეცხო და სუნი ცოტათი გაანეიტრალოს.

Posted by: Primrose 24 Dec 2023, 18:32
saaml-მისწერეთ უფასო საინჟინრო კონსულტაციებში, აპინული რომაა ზემოთ.

მაგან იცის

Posted by: PAINKILLER 25 Dec 2023, 11:55
QUOTE (TrancedForLife @ 24 Dec 2023, 10:17 )
QUOTE (PAINKILLER @ 29 Jun 2020, 16:20 )
Stavro


მოჰყავს ექსკავატორი, თხრის 3 მეტრი სიღრმის ორმოს, მერე მოგყავს ტრეილერი რომელზეც დევს 3 ცალი 1 მეტრი დიამეტრის და ამავე სიმაღლის რკინაბეტონის რგოლი, ჩადებ ამ 3 რგოლს მიწაში და ზემოდან დაფარებ სახურავს (იგივე ბეტონისგან), მერე ზედა რგოლს გვერდიდან გაუკეთებ ნახვრეტს და შეიყვან კანალიზაციის მილს

ეს არის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი

ეგრე მაქვს მეც და ქარის დროს ძაან ცუდი სუნია. რამე ქიმია არ არსებობს რო ჩავრეცხო და სუნი ცოტათი გაანეიტრალოს.

ჭის თავსახური ჰერმერტულად უნდა იყოს დახურული და საჰაერო მილი უნდა ჰქონდეს ამოყვანილი ასე 2-3 მეტრის სიმაღლეზე

ძლიერი ქარის დროს შეიძლება სუნი სადღაც მიიტანოს, მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში არ იქნება სუნი

Posted by: მოთამაშე 25 Dec 2023, 12:29
QUOTE
მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში არ იქნება სუნი




რისი სუნი?

Posted by: Faulkner 25 Dec 2023, 13:59
მოთამაშე
QUOTE
რისი სუნი?

კრისტიან დიორის boli.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)