Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ჭურჭლის სარეცხი მანქანა


Posted by: ფიესტა 4 Mar 2021, 13:47
გამარჯობა,
ვაპირებ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენას, ვფიქრობ ბოში ვიყიდო, სადღაც 2000 ლარის ფარგლებში,
მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, დადებით-უარყოფითი მხარეები ამ საფასო კატეგორიასთან დაკავშირებით.

user.gif

Posted by: ninicool 4 Mar 2021, 14:02
ფიესტა
QUOTE
გამარჯობა,
ვაპირებ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენას, ვფიქრობ ბოში ვიყიდო, სადღაც 2000 ლარის ფარგლებში,
მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, დადებით-უარყოფითი მხარეები ამ საფასო კატეგორიასთან დაკავშირებით.

2013 წელს ვიყიდე ბეკო, ვინაიდან, მაშინ შიგ გორში ვერცხლისფერი ბოში არ იყო. უანდა აღინიშნოს, რომ ბეკოზე უარესი მონაცემების ბოშები ღირდა ორჯერ და მეტჯერ ძვირი. გავრისკე მაშინ და ვიყიდე, 13 პერსონაზე, A+++ 8 ან პროგრამა აქვს, დისპლეიც. ჩემი ხათრით 2 კვირის თავზე ჩემმა თანამშრომელმაც იყიდა და ორივეს მანქანები ისევ ხოდზე არიან, გარეცხვის ხარისხი კი უფრო სარეცხ საშუალებებზეა, ჩემი აზრით, დამოკიდებული.

Posted by: babsi 5 Mar 2021, 00:56
ჩემებს აქვთ ბოში 2 წელია, კმაყოფილები არიან არავთარი პრობლემა. ყოველდღე არ ხმარობენ, საშვალოდ კვირაში ერთხელ. სარეც ხსნარს Cascade ფირმისას იყენებენ, მოსწონთ ის რომ ათეთრებს, დეზიმფექციას უკეთებს და ლაქებს არ ტოვებს შუშაზე

Posted by: ლევან_ი 5 Mar 2021, 02:16
ფიესტა
სამზარეულოს ტექნიკაში აქ რაც იყიდება Bosch და AEG არი საუკეთესოები
https://alta.ge/home-appliance/home-appliances/dishwashers/aeg-fsr53617z.html
https://alta.ge/home-appliance/home-appliances/dishwashers/aeg-fsr52610z.html
* * *
https://www.mymarket.ge/ka/pr/14478411/WurWlis-sarecxi-manqanebi/pr/14478411/WurWlis-sarecxi-manqana-AEG-FSR52610Z

Posted by: GEORGEXIII 6 Mar 2021, 10:26
ფიესტა
http://midea.ge/ka/product/churchlis-sarecxi-manqana-mfd60s120w/284 მაგდენს რატომ იხდი აგერ იმუშავებს სანამ მეხი არ დაეცემა პირადად ბეკოსი მაქვს და ნორმალურად მუშაობს ძალიან ადრე ნაყიდი..

პ.ს მთავარი არის რასაც დავაკვირდი როგორ ხსნარებს იყიდი... თუ საკაიფო მაპრიალებელს და მარილს დროულად გამოუცვლი რეცხვის ხარისხიც ნორმალური იქნება.

Posted by: webdesigner93 6 Mar 2021, 11:06
მაქვს ბოშის და ასევე მეორე სახლში ბიუჯეტური graetz , ასე ქვია ბრენდს. ორივე ელიტ ელექტრონიქსს აქვს , ვერ ვიტყვი რომ ბოში რამით ჯობია graetz-ს რეცხვის ხარისხში , ხმაურის დონეში ან ნებისმიერ რამეში. ერთადერთი რავიცი , უფრო მეტი წელი თუ გაქაჩა ეგ იქნება და მაგას დრო გვაჩვენებს biggrin.gif არადა graetz 3ჯერ იაფად ვიყიდე ბოშთან შედარებით.

Posted by: deiar123 11 Mar 2021, 23:07
ჭურჭლის რეცხვას ვერ ვიტან ((((
ნამდვილად ღირს ხო სარეცხი მანქანა? ხსნარებზე გავიგე რომ კარგია საჭირო, კარგი ხსნარის შემთხვევაში როგორც ხელით რეცხავ ისე რეცხავს?

Posted by: ლევან_ი 12 Mar 2021, 00:56
deiar123
რაღაც ცხიმიანი თუ არ არის საერთოდ არ ჭირდება სითხე/ტაბლეტი biggrin.gif
70 გრადუსზე რო რეცხავს 2 საათის განმავლობაში ხანდახან მარტო წყალიც საკმარისია


რეალურად ელექტროენერგიის ხარჯი თორე ვაფშე ხელით რეცხვას დაივიწყებ ადამიანი biggrin.gif

* * *
"რაღაც" ის მაგივრად "ძაან" უნდა ეწეროს

Posted by: ninicool 13 Mar 2021, 16:49
ლევან_ი
QUOTE
რაღაც ცხიმიანი თუ არ არის საერთოდ არ ჭირდება სითხე/ტაბლეტი
70 გრადუსზე რო რეცხავს 2 საათის განმავლობაში ხანდახან მარტო წყალიც საკმარისია


რეალურად ელექტროენერგიის ხარჯი თორე ვაფშე ხელით რეცხვას დაივიწყებ ადამიანი

* * *
"რაღაც" ის მაგივრად "ძაან" უნდა ეწეროს

ელექტროენერგია ჩემთან ხელით რეცხვისასაც იხარჯება + გაზი, აი, წყალზე რომ მრიცხველებს დაგვიყენებენ, მერე დავაფასებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანებს.

Posted by: ლევან_ი 13 Mar 2021, 16:57
ninicool
QUOTE
ელექტროენერგია ჩემთან ხელით რეცხვისასაც იხარჯება

რანაირად?
QUOTE
აი, წყალზე რომ მრიცხველებს დაგვიყენებენ, მერე დავაფასებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანებს.

ახლა არ აყენია? biggrin.gif

სხვა სარეცხ მანქანაზე არ ვიცი მარა კარგად რო გარეცხოს ჩემს ზანუსის ყველაზე მაქსიმალურ პროგრამაზე ვრთავ, 70 გრადუსზე. დრო არ დამინიშნავს, სადღაც 2 საათი უნდა ალბათ, ან კიდევ მეტი.
ენერგომოხმარება აქვს 2კილოვატი საათში, ანუ ერთ ჩართვაზე 1 ლარს წვავს ელექტროენერგიას და ყოველდღიურად რო იხმარო ძვირი სიამოვნებაა რა მოკლედ.

Posted by: ninicool 13 Mar 2021, 17:12
ლევან_ი
QUOTE
რანაირად?

რანაირად და დენზე მუშაობს გათბობის ქვაბი, ცხელი წყალიც მაგაზეა.

QUOTE
ახლა არ აყენია?

სხვა სარეცხ მანქანაზე არ ვიცი მარა კარგად რო გარეცხოს ჩემს ზანუსის ყველაზე მაქსიმალურ პროგრამაზე ვრთავ, 70 გრადუსზე. დრო არ დამინიშნავს, სადღაც 2 საათი უნდა ალბათ, ან კიდევ მეტი.
ენერგომოხმარება აქვს 2კილოვატი საათში, ანუ ერთ ჩართვაზე 1 ლარს წვავს ელექტროენერგიას და ყოველდღიურად რო იხმარო ძვირი სიამოვნებაა რა მოკლედ.

არა, უმრიცხველოდ მოგვეწოდება ჯერჯერობით. ახალ აბონენტებს უდგამენ მხოლოდ. ჩვენთან აპირებდნენ, მაგრამ ხალხმა გააპროტესტა. არადა, ისე უმიზნოდ იხარჯება წყალი, არ ვარ მრიცხველების დაყენების წინააღმდეგი.

ყოველ დღე ალბათ დიდ ოჯახებს დასჭირდებათ უფრო. ან ძალიან ბევრს ვინც ჭამს, იმათ biggrin.gif მე ეკორეცხვაზე ვაყენებ ხოლმე, ერთსაათიანზე და მშვენიერად რეცხავს ფროშის ეკოლოგიურად სუფთა აბებით.

Posted by: ლევან_ი 13 Mar 2021, 17:21
ninicool
დენის ხარჯი ქვაბს მინიმალური აქვს biggrin.gif მითუმეტეს სარეცხ მანქანასთან შედარებით. არ არი ეგ ხარჯი საერთოდ გასათვალისწინებელი მანდ
QUOTE
არა, უმრიცხველოდ მოგვეწოდება ჯერჯერობით.

ძაან ძაან იშვიათი გამონაკლისი ხარ biggrin.gif ნეტა მეც უმრიცხველოდ მქონდეს user.gif
წინა თვეში 30 ლარი მოგვივიდა წყალი eek.gif
QUOTE
ყოველ დღე ალბათ დიდ ოჯახებს დასჭირდებათ უფრო. ან ძალიან ბევრს ვინც ჭამს, იმათ  მე ეკორეცხვაზე ვაყენებ ხოლმე, ერთსაათიანზე და მშვენიერად რეცხავს ფროშის ეკოლოგიურად სუფთა აბებით.

ხო რავი 1 საათიანზე მე ტანსაცმელსაც არ ვრეცხავ biggrin.gif მინიმუმ საათნახევარი ან 2სთ და 15 წთზე ვაყენებ ტანსაცმლის სარეცხ მანქანას.
ხო ეგ აბები ცალკე ხარჯი კიდე, კაროჩე რაა biggrin.gif მაგარი ხარჯიანია თორე დიდი კომფორტია ყველასთვის ჭურჭლის მანქანა, დიდი ოჯახისთვისაც და პატარისთვისაც

Posted by: ninicool 13 Mar 2021, 17:39
ლევან_ი
QUOTE
დენის ხარჯი ქვაბს მინიმალური აქვს  მითუმეტეს სარეცხ მანქანასთან შედარებით. არ არი ეგ ხარჯი საერთოდ გასათვალისწინებელი მანდ

2 ქვაბს ვამუშავებ და 50 ლარს წერენ თვეში.

ნუ, წყალს აქვს ხარჯი, როცა მრიცხველზეა, მაგრამ სხვანაირად გაფრთხილებას ვერ სწავლობს ხალხი.

QUOTE
ხო რავი 1 საათიანზე მე ტანსაცმელსაც არ ვრეცხავ  მინიმუმ საათნახევარი ან 2სთ და 15 წთზე ვაყენებ ტანსაცმლის სარეცხ მანქანას.
ხო ეგ აბები ცალკე ხარჯი კიდე, კაროჩე რაა  მაგარი ხარჯიანია თორე დიდი კომფორტია ყველასთვის ჭურჭლის მანქანა, დიდი ოჯახისთვისაც და პატარისთვისაც

ერთსაათიანზე მითითებული აქვს, რომ ეკორეჟიმია და ამის გამო ვრეცხავ ხოლმე. გუშინ, ნახევარსაათიანზე გავრეცხე, მაგალითად. ისე კი, ისედაც საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე რეცხავს, საკმაოდ ცხელია ხოლმე ჭურჭელი ცხელი ორთქლის გამოშვებამდეც.

Posted by: ლევან_ი 13 Mar 2021, 17:54
ninicool
ქვაბი საშუალოდ საათში წვავს 100-150 ვატს როცა ტუმბო მუშაობს. ანუ როცა "ძილის" რეჟიმშია მაშინ არ წვავს. სულ რო 24 საათი ჩართული გქონდეს გათბობა, 25 ლარს ვერ დაგიწვავს ქვაბი. აი ყველაზე მაქსიმუმ 1 კილოვატი დააწვევინო დღე-ღამეში 1 ქვაბს, რაც არი 25 თეთრი.
QUOTE
ერთსაათიანზე მითითებული აქვს, რომ ეკორეჟიმია და ამის გამო ვრეცხავ ხოლმე. გუშინ, ნახევარსაათიანზე გავრეცხე, მაგალითად. ისე კი, ისედაც საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე რეცხავს, საკმაოდ ცხელია ხოლმე ჭურჭელი ცხელი ორთქლის გამოშვებამდეც.

რავი ხო ეგრე თავს ვერ დავდებ სხვა მანქანებზეც ეგრეათქო, ზანუსიზე არ მომეწონა ეკო რეჟიმი. ეგ გაგირეცხავდა სავარაუდოდ 50 გრადუსზე ეკო რეჟიმს ეგრე ექნება და მე არ მომეწონა მაგ ტემპერატურაზე გარეცხილი.
ნუ ეს ვამბობ საშუალოზე მეტად დასვრილ ჭურჭელზე თორე წყლის გავლებაც რო აშორებს ეგეთ დასვრილ ჭურჭელს ეყოფა იასნია biggrin.gif

Posted by: ninicool 13 Mar 2021, 18:05
ლევან_ი
QUOTE
რავი ხო ეგრე თავს ვერ დავდებ სხვა მანქანებზეც ეგრეათქო, ზანუსიზე არ მომეწონა ეკო რეჟიმი. ეგ გაგირეცხავდა სავარაუდოდ 50 გრადუსზე ეკო რეჟიმს ეგრე ექნება და მე არ მომეწონა მაგ ტემპერატურაზე გარეცხილი.
ნუ ეს ვამბობ საშუალოზე მეტად დასვრილ ჭურჭელზე თორე წყლის გავლებაც რო აშორებს ეგეთ დასვრილ ჭურჭელს ეყოფა იასნია

მე პირდაპირ არ ვალაგებ მანქანაში ჭურჭელს, ზედმეტ დაბინძურებას ვაშორებ ხოლმე და ძალიან კარგად რეცხავს.

Posted by: არავინ- 13 Mar 2021, 18:16
საინტერესოა.

............ ............ ....

facepalm.gif

Posted by: jjj 4 Mar 2024, 20:55
რომელი ფირმის და მოდელის ყიდვას მირჩევთ სადღაც 800 ლარის ფარგლებში?

Posted by: GEORGEXIII 5 Mar 2024, 11:49
jjj
https://www.midea.ge/ka/product/sarecxi-manqana-mfn03w70w/480

Posted by: jjj 5 Mar 2024, 12:49
QUOTE (GEORGEXIII @ 5 Mar 2024, 07:49 )
jjj
https://www.midea.ge/ka/product/sarecxi-manqana-mfn03w70w/480

ეს სარეცხი მანქანის ლინკია, მაგრამ ზოგადად მეც midea-ზე ვფიქრობ, მადლობა რჩევისათვის.

სამსუნგზე და ბეკოზე რას იტყვით? რომელი ფირმა ჯობია ზოგადად ბეკო, სამსუნგი თუ მიდეა?

Posted by: GEORGEXIII 5 Mar 2024, 13:05
jjj
ხო მიდეას გირჩევ, თანამშრომელი იყო ქარხანაში პირველად რომ შექმნეს სარეცხი მანქანები და ნორმალურად იბაზრესო, დარშე არ ვიცი.

Posted by: jjj 9 Mar 2024, 23:57
მიდეას საიტზე ვკითხულობდი და ასეთი ღამე უწერიათ: "წყლის გადინების მილი იატაკიდან უნდა განათავსოთ არაუმეტეს 50 სმ სიმაღლეზე და ისე მიაერთოთ სიფონზე." მაინტერესებს მინიმალურ სიმაღლეზეც თუ არის რამე შეზღუდვა, რაღაცა ბუნდოვნად მახსოვს რომ სარეცხ მანქანებზე მინიმუმ 30 სმ სიმაღლეზე უნდა იყოს სიფონი... რას იტყვით, რამე პრობლემას შექმნის 20 სმ-ზე დაყენებული?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)