Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > კედელი სველდება და საშველი ვერ ვნახე


Posted by: dodij 20 Jan 2014, 12:08
მოკლედ ალბათ ფორუმზე უკვე ყველა შევაწუხე ამ ჩემი პრობლემით, მაგრამ საშველი ვერ ვიპოვე და უნდა გავხსნა თემა, იქნებ ასე მაინც გავარკვიო რამე.
სიტუაცია ასეთია, შევეცდები კარგად ავხსნა :

გავაკეთე რემონტი სახლში სადაც არ მიცხოვრია და გადავედით საცხოვრებლად ნოემბერში, ჩავრთე გათბობა და დაიწყო პორბლემა, ერთ ერთ კედელზე მუდმივად მქონდა კონდენსატი, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ კონდენსატი ყველაზე მეტად თავმოყრილი იყო კედლის ქვედა ნაწილში (სურათზეა მინიშნებული და მის გარშემოც შესაბამისად.)
http://radikal.ru/fp/d79c383711d6400a8d45017ea580c52a

ვივარაუდე, რომ კედლის ამ ნაწილში გარედან იყო აივნის შველერი შემოსული და ალბათ ის აციებს კედელს (40 სმ კედელი და შველერი ალბათ 15-20 სმ ზეა კედელში) და შესაბამისად ეს ქმნის კონდენსატსთქო. მოკლედ გავიარე კონსულტაციები რამოდენიმეგან და შედეგად შევფუთე მთელი კედელი (იხ. სურათი)

http://radikal.ru/fp/d3452ffa0f844603b62a22fe6194528d

შედეგი : - კონდენსატის წარმოქმნა შეწყდა კედლის ზედა ნაწილზე, იქ პრინციპში ისედაც ძალიან ძალიან მცირე იყო, მაგრამ კედლის ქვედა ნაწილში კვლავ არის.
ავდექი და შველერებიც რომელიც კედელში შედის (იხ. სურათი) შევფუთე ალუფომით (სურათი ადრეა გადაღებული და არ ჩანს შეფუთული)

http://radikal.ru/fp/71ae4c186954441fa7d8f94f1a9a2fbf

შედეგი : კვლავ არის კონდენსატი.
ანუ ფაქტიურად ამ პრობლემას საერთოდ ვერაფერი ვერ უშველე.
გუშინ საღამოს და დღეს დილით დავაკვირდი ერთ რაღაცას. გარეთ საკმაოდ თბილოდა, ანუ კონდენსატის წარმოქმნა ლოგიკით ნაკლები უნდა ყოფილიყო, თუმცა გაცილებით მეტი იყო სხვა დიდი ყინვების დროს წარმოქმნილთან შედარებით.
ხო მართლა, დამავიწყდა მეთქვა რომ ეს სისველე არის მხოლოდ საღამოს და დილით, დღის განმავლობაშI კედელი შრება.
ვიყავი ქვემოთ სარდაფში, არანაირი წყარო იქ არ ჩანს.
მოკლედ რაღა უყო არვიცი რა, ერთი ის დამრჩენია ცულით დავჩეხო ის კედელი და აღარც დამენანება მერე მისი დაობება. ყველაზე მეტად კი იმაზე მეშლება ნერვები, რომ ვერ ვიგებ მიზეზს და ეგ მაგიჟებს
დავიჯერო არ არის საშველი და მარტო მე მაქვს ასეთი პრობლემა?
იქნებ მირჩიოთ კომპეტენტურმა და გამოცდილმა ხალხმა

Posted by: GODZILLA 20 Jan 2014, 14:21
გიფსო კარდონი უნდა მიაკრა შიგნიდან მე მასე ვქენი smile.gif

Posted by: dodij 20 Jan 2014, 14:39
GODZILLA
QUOTE
გიფსო კარდონი უნდა მიაკრა შიგნიდან მე მასე ვქენი smile.gif

ანუ ისევ რემონტი უნდა გავაკეთო ასე გამოდის.
შენც იგივე პრობლემა გქონდა?

Posted by: FishFace 20 Jan 2014, 17:10
QUOTE
გიფსო კარდონი უნდა მიაკრა შიგნიდან მე მასე ვქენი

ეგ უბრალოდ პრობლემის დამალვაა.

ვგულშემატკივრობთ dodij-ს

Posted by: dodij 20 Jan 2014, 17:36
FishFace
QUOTE
ეგ უბრალოდ პრობლემის დამალვაა.

მეც მასე ვფიქრობ
QUOTE
ვგულშემატკივრობთ dodij-ს

დიდი მადლობა
* * *
QUOTE (dodij @ 20 Jan 2014, 12:08 )
მოკლედ ალბათ ფორუმზე უკვე ყველა შევაწუხე ამ ჩემი პრობლემით, მაგრამ საშველი ვერ ვიპოვე და უნდა გავხსნა თემა, იქნებ ასე მაინც გავარკვიო რამე.
სიტუაცია ასეთია, შევეცდები კარგად ავხსნა :

გავაკეთე რემონტი სახლში სადაც არ მიცხოვრია და გადავედით საცხოვრებლად ნოემბერში, ჩავრთე გათბობა და დაიწყო პორბლემა, ერთ ერთ კედელზე მუდმივად მქონდა კონდენსატი, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ კონდენსატი ყველაზე მეტად თავმოყრილი იყო კედლის ქვედა ნაწილში (სურათზეა მინიშნებული და მის გარშემოც შესაბამისად.)
http://radikal.ru/fp/d79c383711d6400a8d45017ea580c52a

ვივარაუდე, რომ კედლის ამ ნაწილში გარედან იყო აივნის შველერი შემოსული და ალბათ ის აციებს კედელს (40 სმ კედელი და შველერი ალბათ 15-20 სმ ზეა კედელში) და შესაბამისად ეს ქმნის კონდენსატსთქო. მოკლედ გავიარე კონსულტაციები რამოდენიმეგან და შედეგად შევფუთე მთელი კედელი (იხ. სურათი)

http://radikal.ru/fp/d3452ffa0f844603b62a22fe6194528d

შედეგი : - კონდენსატის წარმოქმნა შეწყდა კედლის ზედა ნაწილზე, იქ პრინციპში ისედაც ძალიან ძალიან მცირე იყო, მაგრამ კედლის ქვედა ნაწილში კვლავ არის.
ავდექი და შველერებიც რომელიც კედელში შედის (იხ. სურათი) შევფუთე ალუფომით (სურათი ადრეა გადაღებული და არ ჩანს შეფუთული)

http://radikal.ru/fp/71ae4c186954441fa7d8f94f1a9a2fbf

შედეგი : კვლავ არის კონდენსატი.
ანუ ფაქტიურად ამ პრობლემას საერთოდ ვერაფერი ვერ უშველე.
გუშინ საღამოს და დღეს დილით დავაკვირდი ერთ რაღაცას. გარეთ საკმაოდ თბილოდა, ანუ კონდენსატის წარმოქმნა ლოგიკით ნაკლები უნდა ყოფილიყო, თუმცა გაცილებით მეტი იყო სხვა დიდი ყინვების დროს წარმოქმნილთან შედარებით.
ხო მართლა, დამავიწყდა მეთქვა რომ ეს სისველე არის მხოლოდ საღამოს და დილით, დღის განმავლობაშI კედელი შრება.
ვიყავი ქვემოთ სარდაფში, არანაირი წყარო იქ არ ჩანს.
მოკლედ რაღა უყო არვიცი რა, ერთი ის დამრჩენია ცულით დავჩეხო ის კედელი და აღარც დამენანება მერე მისი დაობება. ყველაზე მეტად კი იმაზე მეშლება ნერვები, რომ ვერ ვიგებ მიზეზს და ეგ მაგიჟებს
დავიჯერო არ არის საშველი და მარტო მე მაქვს ასეთი პრობლემა?
იქნებ მირჩიოთ კომპეტენტურმა და გამოცდილმა ხალხმა

UUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUP

Posted by: dodij 21 Jan 2014, 15:56
UUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUUP

Posted by: PING 21 Jan 2014, 16:49
dodij
უბრალოდ დაიკიდე რა biggrin.gif ჩემთან სულ დაასველა მარა რა ვუყო ეხლა მაგისგამო რემონტს ხო არ გავაკეთებ :დ

Posted by: exploit 21 Jan 2014, 20:51
მეც მაინტერესებს ეს საკითხი
რამე ხსნარი არაა კედელზე რომ წაესვას? კედელი ნესტიანდება და წყლის წვეთები ჩნდება

Posted by: rêveur 21 Jan 2014, 21:09
საძირკველს არ აქვს იზოლაცია. შედეგად ნესტი პირველი სართულის კედლებამდე აღწევს. მხოლოდ მაგ ზედა კედლის იზოლაცია არ უშველის. სარდაფში როგორ მდგომარეობაშია კედელი/იატაკი?

Posted by: dodij 22 Jan 2014, 11:14
rêveur
QUOTE
საძირკველს არ აქვს იზოლაცია. შედეგად ნესტი პირველი სართულის კედლებამდე აღწევს. მხოლოდ მაგ ზედა კედლის იზოლაცია არ უშველის. სარდაფში როგორ მდგომარეობაშია კედელი/იატაკი?

სარდაფში სიმშრალეა, დაჟე კარდონები ინახება იქ და არანაირი სინესტის კვალი არ აქვს.

Posted by: daiv 22 Jan 2014, 16:26
dodij
რაღაც ეჭვი მაქვს რომ კონდსატის თემა არ არის და წყალი შედის აივნიდან, ფილასა და კედლის კუთხეს შორის.
აბა მაგ ადგილს გადაუღე ახლოდან სურათი აივნის მხრიდან და გვანახე

Posted by: dodij 22 Jan 2014, 17:22
daiv
QUOTE
dodij
რაღაც ეჭვი მაქვს რომ კონდსატის თემა არ არის და წყალი შედის აივნიდან, ფილასა და კედლის კუთხეს შორის.
აბა მაგ ადგილს გადაუღე ახლოდან სურათი აივნის მხრიდან და გვანახე

ის წყალი ხო უნდა ხვდებოდეს საიდანმე, მანდ სისველე არ ხვდება, დახურილია და წესით არ უნდა ხვდებოდეს, გადაუღებ მაინც, უბრალოდ კარგად ვერ მივხვდი რა ადგილს გადაუღო

Posted by: daiv 22 Jan 2014, 17:42
dodij
ეგ კედელი როგორც მივხვდი აივნის იატაკს ემიჯნება? თუ კი გადახურული რომაა ეგ არაფერს ნიშნავს სულ მცირედი ნიავი საკმარისია იმისათვის რომ აივნის იატაკი დასველდეს წვიმის ან თოვლის დროს პლიუს თუ აივანს დახრა არ აქვს.
შესაძლებელია ქარის დროს აივნის იატაკი მცირე ვიბრაციას განიცდის რის გამოც შველერსა და ძირითად კონსტრუქციას შორის არსებობს მცირე ბზარი, ან არსებობს ბზარი აივნის იატაკსა და კედელს შორის.

გადი აივანზე და სურათი გადაიღე გარეთ იმ ადგილს სადაც იატაკი უერთდება კედელს.

Posted by: dodij 22 Jan 2014, 18:11
daiv
QUOTE
გადი აივანზე და სურათი გადაიღე გარეთ იმ ადგილს სადაც იატაკი უერთდება კედელს.

ოკ, გადაუღებ და დავდებ

Posted by: FishFace 22 Jan 2014, 23:20
daiv
dodij
ეგ ვერსია მქონდა მეც თავიდან, მაგრამ

ლაქები თუ რეგულარულად გამოდის დილის და საღამოს საათებში (თანაც უნალექო ამინდში) და სხვა დროს ქრება, მაშინ წყლის შესვლა აივნიდან არაფერ შუაში არ უნდა იყოს.

თანაც გარედან უკვე გამოვლესეო.


Posted by: shabur 23 Jan 2014, 01:36
dodij
რომელი პროექტის ბინაა?შედარებით ჩეხური პროექტის ბინებს არ აქვთ ნესტის პრობლემა.თუხარელის,ლვოვის,ხრუშჩოვკის პროექტების ბინებში უმეტესად ეს პრობლემებია.კედელი რა სისქისაა?თუ გარეთა კედელი 40 სანტიმეტრზე ნაკლებია,მაშინ თხელი კედელი იკეთებს კონდესატს.ამიტომ საჭიროა თბოიზოლაცია. იტალიურ ბინებს ეგ პრობლემა იმიტომ არა აქვთ,რომ კედლები აგურისაა და საკმაო სისქის.მაგ მხრივ ბეტონის კედელი არ არის კარგი,თბოიზოლაციის უქონლობის გამო.
* * *
ასევე + კონდესატის გაჩენის მიზეზია მეტალოპლასტიკის კარები,რომელსაც არა აქვს ჰაერიზაცია.

Posted by: daiv 23 Jan 2014, 10:13
shabur
როგორც სურათიდან ჩანს კედელი გარედან იზოლირებულია, თუ უნალექო ამინდში მაინც იკეთებს ლაქებს
შესაძლებელია თბოიზოლაცია რომელიც გაკეთდა მჭიდროდ არ ეკვრის ზედაპირს.
მაგრამ მაინც ვტოვებ იმის ვარიანტს რომ დასვებელეა გამოწვეული იყოს უშუალოდ წყლის გამო.
პირველი სართულია ბინა როგორც ჩანს და მის ქვემოთ სარდაფი უნდა იყოს.
საინტერესოა რა მდგომარეობაა მანდ, დაზიანებული მილი ხომ არ გადის.
ან კიდევ ის ადგილი რომელიც სველდება გათბობის მილი ხომ არ გადის

Posted by: dodij 23 Jan 2014, 11:53
daiv
QUOTE
გადი აივანზე და სურათი გადაიღე გარეთ იმ ადგილს სადაც იატაკი უერთდება კედელს.

ა ბატონო, გადაუღე

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს კი სურათი თუ როგორ შევფუთე ეს შველერი
http://www.radikal.ru

shabur
QUOTE
რომელი პროექტის ბინაა?შედარებით ჩეხური პროექტის ბინებს არ აქვთ ნესტის პრობლემა.თუხარელის,ლვოვის,ხრუშჩოვკის პროექტების ბინებში უმეტესად ეს პრობლემებია.კედელი რა სისქისაა?თუ გარეთა კედელი 40 სანტიმეტრზე ნაკლებია

პროექტი არვიცი და კედელი კი 45 სმ-ა.
QUOTE
ასევე + კონდესატის გაჩენის მიზეზია მეტალოპლასტიკის კარები,რომელსაც არა აქვს ჰაერიზაცია.


მეტალოებზე მაქვს გაკეთებული ვენტილაცია და არც იორთქლება კარ ფანჯარა
QUOTE
შესაძლებელია თბოიზოლაცია რომელიც გაკეთდა მჭიდროდ არ ეკვრის ზედაპირს.

შესაძლებელია არ ეკვრის კარგად, მაგრამ ჰაერის ფენა თუ რჩება შიგნით ისაც ხომ თბოიზოლაციაა კარგი, ნაპირები კია ამოვსებული კარგად
QUOTE
პირველი სართულია ბინა როგორც ჩანს და მის ქვემოთ სარდაფი უნდა იყოს.
საინტერესოა რა მდგომარეობაა მანდ, დაზიანებული მილი ხომ არ გადის.
ან კიდევ ის ადგილი რომელიც სველდება გათბობის მილი ხომ არ გადის

სარდაფიც შევამოწმე და არანაირი მილი არ გადის არც ქვემოთ და არც მაგ დგილთან ახლოს

Posted by: daiv 23 Jan 2014, 12:03
dodij
ჩემი აზრია რომ წყალი მაინც აივნის იატაკიდან შედის იმ ყველაფრიდან რაც ისაუბრე.
კედელსა და იატაკს შორის შეერთების ადგილის ჰიდროიზოლაცია გააკეთე და დააკვირდი რა მოხდება.
სამწუხაროდ მეტს ვერაფერს გირჩევ.

Posted by: dodij 23 Jan 2014, 12:22
QUOTE
dodij
ჩემი აზრია რომ წყალი მაინც აივნის იატაკიდან შედის იმ ყველაფრიდან რაც ისაუბრე.
კედელსა და იატაკს შორის შეერთების ადგილის ჰიდროიზოლაცია გააკეთე და დააკვირდი რა მოხდება.
სამწუხაროდ მეტს ვერაფერს გირჩევ.

დიდი მადლობა ასეთი დახმარებისათვის, თუნდაც დრო რომ გამოყავი ჩემი პრობლემის მოგვარებისათვის ამისთვისაც დიდი მადლობა, ოქროს კაცი ხარ. მოვსინჯავ მაგასაც, უბრალოდ იქნებ მასწავლო ეს ჰიდროიზოლაცია რითი და როგორ შეიძლება გავაკეთო?

Posted by: dodij 24 Jan 2014, 14:15
QUOTE (dodij @ 23 Jan 2014, 12:22 )
QUOTE
dodij
ჩემი აზრია რომ წყალი მაინც აივნის იატაკიდან შედის იმ ყველაფრიდან რაც ისაუბრე.
კედელსა და იატაკს შორის შეერთების ადგილის ჰიდროიზოლაცია გააკეთე და დააკვირდი რა მოხდება.
სამწუხაროდ მეტს ვერაფერს გირჩევ.

დიდი მადლობა ასეთი დახმარებისათვის, თუნდაც დრო რომ გამოყავი ჩემი პრობლემის მოგვარებისათვის ამისთვისაც დიდი მადლობა, ოქროს კაცი ხარ. მოვსინჯავ მაგასაც, უბრალოდ იქნებ მასწავლო ეს ჰიდროიზოლაცია რითი და როგორ შეიძლება გავაკეთო?

--------------------------------------------------------------------------

Posted by: daiv 24 Jan 2014, 17:21
dodij
იატაკსა და კედელს შორის 5სმ მონაკვეთი ორივე მიმართულებით, მთელ სიგრძეზე გაასუფთავე კარგად რომ მიიღო სწორი თანაბარი ზედაპირი.
შემდგომ რომ არ გაწვალდე მიღებული ზედაპირი 2-3 ფენად დაფარე თხევადი ცივადფორმირებადი წასასმელი ჰიდროსაიზოლაციო მასალით და მექანიკური დაზიანებისგან დასაცავად იგივე პენოპლასტით დამალე.
თუ რა მასალა უნდა გამოიყენო მაგაზე კონკრეტულან ამ თემაში იკითხე

http://forum.ge/?f=93&showtopic=34389673

Posted by: dodij 29 Jan 2014, 15:13
daiv
QUOTE
dodij
იატაკსა და კედელს შორის 5სმ მონაკვეთი ორივე მიმართულებით, მთელ სიგრძეზე გაასუფთავე კარგად რომ მიიღო სწორი თანაბარი ზედაპირი.
შემდგომ რომ არ გაწვალდე მიღებული ზედაპირი 2-3 ფენად დაფარე თხევადი ცივადფორმირებადი წასასმელი ჰიდროსაიზოლაციო მასალით და მექანიკური დაზიანებისგან დასაცავად იგივე პენოპლასტით დამალე.
თუ რა მასალა უნდა გამოიყენო მაგაზე კონკრეტულან ამ თემაში იკითხე

ჰიდროიზოლაცია

დიდი მადლობა კარგო კაცო

Posted by: SaamI 30 Jan 2014, 00:25
dodij
QUOTE
ჩემი აზრია რომ წყალი მაინც აივნის იატაკიდან შედის იმ ყველაფრიდან რაც ისაუბრე.

შეიძლება ეგეც იყოს, მაშინ წვიმის დროს მეტად დასველდება კედელი. ზოგადად აივნის მოჭიმვა ისე უნდა იყოს გაკეთებული რომ, წყალი კედლისკენ არ დგებოდეს. ცუდად გამოიყურება ზედაპირი. საერთდ არ გაგისწორებიათ თუ რა არის?

Posted by: dodij 30 Jan 2014, 11:22
QUOTE
შეიძლება ეგეც იყოს, მაშინ წვიმის დროს მეტად დასველდება კედელი. ზოგადად აივნის მოჭიმვა ისე უნდა იყოს გაკეთებული რომ, წყალი კედლისკენ არ დგებოდეს. ცუდად გამოიყურება ზედაპირი. საერთდ არ გაგისწორებიათ თუ რა არის?

ვიცი რომ გაასწორეს, მერე მეტლახი უნდა დაეგოთ და სიცივეები წავიდა და ვეღარ მოვასწარით. ამ გაზაფხულზე დავაგებინებ მეტლახს და გავასწორებ კიდევ თუ რამე დაჩა გასასწორებელი.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ წყალი არ ხვდება ზედაპირზე, გარდა ამისა საკმაოდ დიდი პერიოდი იყო უნალექო ამინდი და მაშინაც იყო ეს პრობლემა

Posted by: bekuna_rockeruna 22 Mar 2024, 21:27
მოაგვარეთ რამე ? 10 წლის წინ კიადაწერილი ეს პოსტი მარა იგივე პრობლემა მაქვს თან მე-8 სართულზე sad.gif

Posted by: laxxa 28 Apr 2024, 22:38
dodij
კედლის დანესტიანებას იწვევს ის რომ კედელი გარედან არ არის დათბუნებული ,ანუ გარედან ცივდებაა და შიგნიდან მოხვედრილი თბილი ჰაერი იქცევა ნესტად და სველდება .იმიტომაა რომ როცა თბილა გარეთ კედელი იმ ნაწილში შრება .ანუ საჭიროა დათბუნება . სავარაუდოდ გაქვთ ან თხელი ან ბეტონის კედელი .30 იანი რლოკის შემლთხვევაში ნაკლებად სავარზაუდოა თუ ნაშენებია წესიერად.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)