Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ჭის ამოთხრა


Posted by: shrek777 7 Mar 2015, 18:08
ჭის ამოთხრა მინდა ლისზე,

თუ იცით ვინმემ ხელოსნის ნომერი რომ მომცეთ და საშუალოდ რა ჯდება 1 მეტრი?

Posted by: u t a 7 Mar 2015, 20:43
მეც მაინტერესებს ეს საკითხი და იქნებ ვინმემ იცოდეს.

მე როგორც მითხრეს 100 ლარი ღირს ჩვეულებრივი ჭა 1 მეტრი და არტეზიული 100 $.
ჭის ამოთხრამდე ალბათ გეოლოგის კონსულტაციაც არ იქნებოდა ურიგო.

Posted by: shrek777 12 Mar 2015, 10:53
ჭა ბურღილი მითხრეს ერთმა 120 ლარი, მეორემ 150 ლარი, თავისი მილით

ხოლო ჭის ხელოსანი თბილისში 200 ლარზე ნაკლებად ჯერ ვერ ვნახე,


წესით მემგონი ჭა ჯობია, უფრო მეტი წყალი გროვდება

Posted by: ximinji 14 Mar 2015, 11:53
ჭის ამოღება ერთი კუბი მიწა (გრუნტი) 160 ლარი ,შედის მხოლოდ ხელობა. კლდეს სხვა ფასი აქვს. . გააჩნია სიღმეს.

Posted by: Ertula 16 Mar 2015, 13:10
რეგიონიდან ჩამოიყვანე და მცირე ხნით შენთან აცხოვრე უფრო იაფი დაგიჯდება. მე 3 წლის წინ 1მ.= 80 ლ. დამიჯდა. ქვახვრელელები და სურამელები ძალიან კარგი ხელოსნები არიან. (ხაშურელები, ბორჯომელები, გორელები, კასპელები, მცხეთელები არ გამოგადგებიან!) კახეთიდან ან იმერეთიდან არ გირჩევ. დანარჩენი რეგიონები არ ვიცი. არც მეძვირეები არ არიან. ახლომახლო თუ აქვს ვინმეს ჭა?

Posted by: shrek777 16 Mar 2015, 13:15
QUOTE

Ertula

კი ჭა აქვს, მეზობლად 7 მეტში აქვთ, მაგრამ ცოტა ამოდის წყალიო და ჭა ბურღილს რომ ვკითხე ეგ ზედა დონის წყლებიაო და ზაფხულში დაშრებო. მოკლედ ყველა სხვარამეს იძახის

Posted by: Apoptosis 16 Mar 2015, 13:19
საინტერესოა.
გეოლოგის კონსულტაცია რა ჯდება?

Posted by: Ertula 16 Mar 2015, 13:24
ჭის ჯამი რამხელა აქვს (რეზერვუარი ჭაში სადაც წყლის გარკვეული რაოდენობა უნდა დაგროვდეს) შეიძლება ცოტაა და მაგიტომ დგება არასაკმარისად, ე.ი. ჯამს ჩაღრმავება უნდა ან უხეირო ადგილას არის ჭა. ისე რა სიღრმეზეა ჭა, დაქანებასაც დააკვირდი. მთიდან მონადენი გრუნტის წყლით საზრდოობს თუ მიწისქვეშა წყლებით - ეს ხალხურად .... გეოლოგი უკეთესი იქნება.

Posted by: Quest 31 Mar 2015, 15:49
მეგობრებო, სპეციალური სამსახურები არსებობს როგორც ვიცი
ვინც გამოიკვლევს თუ სად და რა სიღრმეზეა წყალი

ხომ არ იცით ასეთი სამსახურის მისამართი?

Posted by: drillmaster 7 Apr 2015, 13:50
გამარჯობათ! ჩვენი კომპანია (შპს Drill Master) აკეთებს ჭაბურღილები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
კარგი ფასები და გარანტიები ჭაბურღილზე ხელშეკრულებაში.

ფასი დამოკიდებულია ადგილზე და ბურღვის სირთულეზე. გთხოვთ, ფასის დასაზუტებლად დარეკოთ ნომერზე 574-37-33-00.

ჩვენი გვერდი Facebook-ში: https://www.facebook.com/pages/Ltd-Drill-Master/1438517909719813?skip_nax_wizard=true

Posted by: Nordic 7 Apr 2015, 17:36
ეს თემა მეც მაინტერესებს. ამას წინათ ვესაუბრე კომპანია "პოლარისს" და სადღაც 200 დამიფასა.

უფრო იაფად არ გეგულებათ?

Posted by: rsmaan 7 Apr 2015, 17:43
drillmaster
gamarjoba
nafetvrebshi tbilistan axlos ra jdeba 1 metris gatxra miaxloebit xom ver metyvit
sadgac 30-40 metro iqneba gasatxreli

Posted by: Nordic 7 Apr 2015, 17:48
rsmaan

http://tbilisi.io/?q=%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%90&page=0

აქ მოძებნე აბა

Posted by: odontos1 29 Jul 2015, 14:46
ჭის ამოთხრა–ყველგან შეიძლებაა?თუ წესიერი ხელოსანი ჯერ გეტყვის ხოს ან არას დამერე შეუდგება საქმეს.ანანურთან მინდა მიკლედ ჭა ან ჭაბურღილი

Posted by: musha_boquladze 23 Mar 2016, 15:34
ჩვეულებრივ ჭას რომ თხრიდეს ვინმე ხომ არ იცით? ანუ 8 მეტრიანს დაახლოებით

Posted by: bulsara 6 Jun 2016, 12:03
გამარჯობა, თუ იცით გამოცდილი ჭის ხელოსანის ნომერი პირადში მომწერეთ, მადლობა

Posted by: Pshaveli 6 Jun 2016, 21:56
ჭის ხელოსნის მომსახურება გამოიხატება მხოლოდ ფასში 1 გრძ.მ.
თუ ახლო-მახლო ჭები არ არის, ვერავინ ვერ გეტყვით რა სიღრმეზე იქნება წყალი და იქნება თუ არა ის ვარგისი სასმელად.
ანუ, თუ მეზობლად ჭა არ არის, თქვენ ვერ დაგეგმავთ რა თანხა დაგიჯდებათ ჭის ამოთხრა.
ცალკე თანხაა შოგნიდან ჭის მოპირკეთება. ხელობის(მასალის გარეშე) ფასი იგივეა, რაც ამოთხრის ფასი.
მოპირკეთება კეთდება ან ქვით, ან მონოლითური ბეტონით.
ბეტონის რგოლებით(ე.წ. "კალცოები") ცდილობენ არ გააკეთონ მიზეზთა გამო, თანაც 1 გრძ.მ. ნაკეთობა ქარხანაში 100 ლარი ღირს(დიამ.100სმ).
ასე, რომ ჭის მთხრელი სჯობს ახლო-მახლო რეგიონში მოძებნოთ, ის მაინც ეცოდინება უახლოესი ჭა რა სიღრმისაა.

განასხვავეთ ჭა და ჭაბურღილი(არტეზიული ჭაბურღილია ტუმბოს გარეშე რომ ამოაქვს წყალი).
ისინი განსხვავდებიან როგორც გაკეთების მეთოდებით, ისე დებეტით(ამოსული წყლის რაოდენობით).
თუ წყალი გჭირდებათ ათეულობით ჰექტრის მოსაწყავად, მაშინ გჭირდებათ ჭაბურღილი და ის საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლავთ.
დაახლოვებით სიღრმეს გეტყვიან მბურღავები და ხარჯების დაგეგმვაც მარტივია.
ჭაზე კი სხვანაირადაა საქმე.
ფასები დაახლოვებით ისაა, რაც ზემოთ დაწერეს.
ჩემთან ეხლა თხრიან ჭას, თუმცა წყალი ჯერ არ ჩანს.
როცა წყალს ნახავენ და მოაპირკეთებენ დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებს და ხელოსნის კოორდინატებს.


Posted by: bulsara 8 Jun 2016, 13:27
Pshaveli
იმედი მაქვს ამოვა წყალი, დაველოდები შენს პოსტს.

Posted by: musha_boquladze 8 Jun 2016, 15:16
Pshaveli
QUOTE
ჩემთან ეხლა თხრიან ჭას, თუმცა წყალი ჯერ არ ჩანს.

აუ, გთხოვთ ნომერი მომწეროთ თქვენთან ვინც თხრის იმათი.
პირობას გაძლევთ სანამ თქვენთან არ მორჩებიან არ შევაწუხებ wink.gif

Posted by: nia4u 21 Jun 2016, 22:44
ვინმემ თუ იცით, ჭაბურღილი თუ დიდხანს არ ამუშავებულა, მერე გაწმენდა დასჭირდება თუ პირდაპირ შეიძლება ამუშავება?
ანუ მუშაობდა რაღაც პერიოდი და ასე 4-5 წელია არ ჩართულა ტუმბო,
ახლა ამბობენ, წყალი აღარ წამოვა, მისილავდაო...
და თქვენ რას იტყვით?

Posted by: CYB-ORG 3 Jul 2017, 16:41
Pshaveli
QUOTE
ჩემთან ეხლა თხრიან ჭას, თუმცა წყალი ჯერ არ ჩანს.
როცა წყალს ნახავენ და მოაპირკეთებენ დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებს და ხელოსნის კოორდინატებს.

ამ საქმეზე რა ისმის?

Posted by: adibudi 4 Feb 2018, 20:12
ამოთხრა მინდა კანალიზაციისთვის 3-4 მეტრა ჭის და ნომერი არ გაქვთ შეღავათიან ფასად რომ თხრიდეს? 150 ლარი მითხრეს და ძვირია, 100 ლარის ფარგლებში რომ იყოს

Posted by: shrek777 4 Feb 2018, 21:11
ტერიტორიულად სად არის? 3-4 მეტრს ტრაქტორიც ამოგითხრის

Posted by: giozaga 4 Mar 2024, 15:52
ვეძებ ჭის ხელოსანს ხომ არ გეგულებათ ვინმე, ჭაბურღილი არ მინდა...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)