Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > ელისო ვირსალაძე


Posted by: lizi_95 3 Jan 2009, 15:04
ეს ადამიანი არის უიშვიათესი მონაცეების პატრონი სუპერ-აბსოლიტური სმენა, შესრულების უნარი, მარცხენა ხელი მარყვენაზე უფრო განვითარებული აქვს (ცაცია არ არის) არაჩვეულებრივად უკრავს, განსაკუთრებით რომანტიზმს! გამოთქვით თქვენი აზრი!

Posted by: djbachi 20 May 2009, 23:09


რიხტერი იცით რას ამბობდა ვირსალაძეზე?

ელისო არის ყველაზე დიდი პიანისტი ქალი ამჟამად არსებულ ქალ-პიანისტებს შორისო.
უწოდებდა ასევე მას,როგორც შეუდარებელს შუმანის დაკვრაში.

ასეთი დიდი თანამემამულე გვყავს ჩვენ smile.gif

Posted by: Rabbit 21 May 2009, 00:02
QUOTE (lizi_95 @ 3 Jan 2009, 15:04 )
ეს ადამიანი არის უიშვიათესი მონაცეების პატრონი სუპერ-აბსოლიტური სმენა, შესრულების უნარი, მარცხენა ხელი მარყვენაზე უფრო განვითარებული აქვს (ცაცია არ არის) არაჩვეულებრივად უკრავს, განსაკუთრებით რომანტიზმს! გამოთქვით თქვენი აზრი!

შენ ელისო ვირსალაძის ნათესავი ხომ არ ხარ შემთხვევით?

Posted by: Charles IX 21 May 2009, 01:33
lizi_95
QUOTE
აბსოლიტური

არ გეკადრება...
აბსოლუტურია სწორი... 2kiss.gif

Posted by: fergusonscottie 21 May 2009, 12:47
djbachi
QUOTE
რიხტერი იცით რას ამბობდა ვირსალაძეზე?

ელისო არის ყველაზე დიდი პიანისტი ქალი ამჟამად არსებულ ქალ-პიანისტებს შორისო.



უფრო ზუსტად, ასე წერდს დღიურებში:


Posted by: fergusonscottie 24 Aug 2009, 23:49
ზვიად გამსახურდია: "მთვარის ნიშნობა"

CAPRICIO

ელისო ვირსალაძის კონცერტზე

ფარდების შრიალი.
ფრთაგაშლილი ქიმერა შავი.
ნიავი – კოლომბინას კაპრიზი.
აქ რთავდნენ სილფები
მითიურ გობელენს ესკურიალისას,
ხოლო სიჩუმის იეროფანტი
სწვავდა არიელის ზვარაკებს.
სუდარას ახსოვდა
სახე ღვთაებრივი,
კანდელი,
მიტრა
და ვარსკვლავთშობილი მითი.
სცვივოდა შავი მთვარეები
მარმარილოს ცას.
სიმებში ბუდობდა გრიგალი.
მეწამულ არშიებად
დაეტყო შენს სახეს
წყევლა უმძაფრესი:
სტიქსის წყალივით მღვრიე ფიქრების ღვართქაფი,
ქარონის ელდა,
ლიბანის ხანძარი –
და კვლავ – ქერუბიმული ბრწყინვალება
წამების გვირგვინის.

Posted by: gabarzgaleba 9 Sep 2009, 13:49
fergusonscottie
QUOTE
ზვიად გამსახურდია: "მთვარის ნიშნობა"

CAPRICIO

ელისო ვირსალაძის კონცერტზე

ფარდების შრიალი.
ფრთაგაშლილი ქიმერა შავი.
ნიავი – კოლომბინას კაპრიზი.
აქ რთავდნენ სილფები
მითიურ გობელენს ესკურიალისას,
ხოლო სიჩუმის იეროფანტი
სწვავდა არიელის ზვარაკებს.
სუდარას ახსოვდა
სახე ღვთაებრივი,
კანდელი,
მიტრა
და ვარსკვლავთშობილი მითი.
სცვივოდა შავი მთვარეები
მარმარილოს ცას.
სიმებში ბუდობდა გრიგალი.
მეწამულ არშიებად
დაეტყო შენს სახეს
წყევლა უმძაფრესი:
სტიქსის წყალივით მღვრიე ფიქრების ღვართქაფი,
ქარონის ელდა,
ლიბანის ხანძარი –
და კვლავ – ქერუბიმული ბრწყინვალება
წამების გვირგვინის.


შტაინერისტული კლიშეების საცავია რა biggrin.gif

Posted by: Charles IX 9 Sep 2009, 15:42
gabarzgaleba
QUOTE
შტაინერისტული კლიშეების საცავია რა

მოვიდნენ ახლა ბაჩო და ბპგ, მერე ნახავ შტაინერისტულ კლიშეებს... lol.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Sep 2009, 01:32
Charles IX
QUOTE
მოვიდნენ ახლა ბაჩო და ბპგ, მერე ნახავ შტაინერისტულ კლიშეებს... 


ბიჯო, მაგათ პოსტები რო მომხვდება ხოლმე თვალში, სუ მგონია, რო ბოტები პოსტავენ, პროგრამები რა... biggrin.gif

Posted by: Charles IX 10 Sep 2009, 03:12
gabarzgaleba
givi.gif
შემოვლენ და განახებენ ბოტებს... biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Sep 2009, 14:48
QUOTE
მერე ნახავ

QUOTE
განახებენ


რაამბავია, ხო არ შეგაშინეს biggrin.gif

Posted by: Charles IX 10 Sep 2009, 17:04
gabarzgaleba
QUOTE
ხო არ შეგაშინეს 

lol.gif

ჯუსტ გაგაფრთხილე... biggrin.gif

Posted by: Jazz-GIO-Classic 12 Sep 2009, 21:27
ჩვენც ვიმეცადინოთ და დავუკრავთ:DDD ხუმრობა იქით იყოს და ელისო მართლა Queen არის

Posted by: fergusonscottie 14 Sep 2009, 03:34
Jazz-GIO-Classic
QUOTE
ჩვენც ვიმეცადინოთ და დავუკრავთ


რო არ მეცადინეობ და მაინც უკრავ, აი ეგაა კაცობა და რო მეცადინეობ ეგაა ქალობა, ია ტაკ დუმაიუ!

Posted by: nikaloza 26 Sep 2009, 19:05
lizi_95
QUOTE
ეს ადამიანი არის უიშვიათესი მონაცეების პატრონი სუპერ-აბსოლიტური სმენა, შესრულების უნარი, მარცხენა ხელი მარყვენაზე უფრო განვითარებული აქვს (ცაცია არ არის) არაჩვეულებრივად უკრავს, განსაკუთრებით რომანტიზმს!


ხოოოო "აბსოლიტური სმენა" თუ აქვს მაშინ მართლა მაგარი ყოფილა keh.gif keh.gif keh.gif
კეეეერგი რა! რა რა შუაშია საერთოდ აბსოლუტური სმენა??????????? spy.gif
ეგ არ არის მუსიკოსის შეფასების კრიტერიუმი!
მილიონი მაგალითი არსებობს იმისა რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს აბსოლუტური სმენა და როგორც მუსიკოსი, ამ შემთხვევაში კი შემსრულებელი,
იყოს უნიჭო!
და ძალიან ბევრ გენიალურ მუსიკოსს არ ჰქონია აბსოლუტური სმენა მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი რომ შეექმნათ ან/და შეესრულებინათ ზეგანიალური ნაწარმოებები!!!!
ეს რაც შეეხება წერილს!
და რაც შეეხება ელისო ვირსალაძეს.......................
მართლაც ფენომენალური პიანისტი და უდიდესი მუსიკოსია და მე პირადად ყოველთვის ვამაყობ რომ ელისო ვირსალაძე ქართველი ქალი პიანისტია! smile.gif
ამას ვწერ იმიტომ რომ პირადადაც მქონია მასთან ურთიერთობა და ვიცი ახლოდან ანუ რას წარმოადგენს..........

Posted by: fergusonscottie 28 Sep 2009, 14:24
ელისო ვირსალაძისა და ბაირონ ჯანისის შეხვედრა


Posted by: Contralto 29 Sep 2009, 20:01
ეხ, წავიდოდი სიამოვნებით ელისოს რამე კონცერტზე...

როდის აპირებს ნეტა საქართველოში, ვინმემ რამე ხომ არ იცის?

Posted by: mari19 12 Oct 2009, 23:54
როგორც ვიცი ოქტომბრის ბოლოს ჩამოვა თბილისში და კონცერტი ექნება.

Posted by: djbachi 13 Oct 2009, 00:17
დაიცა ელისო რას დაუკრავს არ გადამრიოთ... ქალი ფეხებზე ძლივს დგას, ისე დაბერდა .



ჩემი ოცნებაა მის კონცერტზე დასწრება მაგრამ როგორ დაუკრავს ეგ არვიცი.gigi.gif


პროფესორია ძალიან ადრეული ასაკიდან,ალბათ ლექციებს კითხულობს მოსკოვში და პიანინოზე სავარჯიშოების გაკეთებისთვის აღარ ცალია.

Posted by: Rabbit 13 Oct 2009, 00:37
QUOTE (djbachi @ 13 Oct 2009, 00:17 )
დაიცა ელისო რას დაუკრავს არ გადამრიოთ... ქალი ფეხებზე ძლივს დგას, ისე დაბერდა .



ჩემი ოცნებაა მის კონცერტზე დასწრება მაგრამ როგორ დაუკრავს ეგ არვიცი.gigi.gif


პროფესორია ძალიან ადრეული ასაკიდან,ალბათ ლექციებს კითხულობს მოსკოვში და პიანინოზე სავარჯიშოების გაკეთებისთვის აღარ ცალია.

რეებს კადრულობ spy.gif
შარშანწინ იყო ჩამოსული და ბწყინვალე კონცერტი ჩაატარა კონსერვატორიაში.

Posted by: djbachi 13 Oct 2009, 09:34
სერიოზულად ამბობ?.....





.............................................ოუ მაი გად.
ზაფხულში იყო?

Posted by: Rabbit 13 Oct 2009, 15:52
QUOTE (djbachi @ 13 Oct 2009, 09:34 )
სერიოზულად ამბობ?.....





.............................................ოუ მაი გად.
ზაფხულში იყო?

ზაფხულში არა, ოქტომბერი იყო თუ არ ვცდები

Posted by: fergusonscottie 13 Oct 2009, 15:52
djbachi
QUOTE
პროფესორია ძალიან ადრეული ასაკიდან,ალბათ ლექციებს კითხულობს მოსკოვში და პიანინოზე სავარჯიშოების გაკეთებისთვის აღარ ცალია.

ყოველდღე სულ ცოტა ოთხ საათს მეცადინეობს smile.gif

QUOTE
დაიცა ელისო რას დაუკრავს არ გადამრიოთ... ქალი ფეხებზე ძლივს დგას, ისე დაბერდა .


ესაა ბიჭო ბებერი? შარშანდელი ფოტოა

smile.gif

Posted by: dachi23 13 Oct 2009, 16:21
აი ეს კიდევ ზაფხულის ფოტოა!
მე და ჩემი მეუღლე ელისოსთან კლასში მიუნჰენში.
munich hochschule.
http://www.radikal.ru
ძაან ახალგაზრდულად კი გამოიყურება ისე! wink.gif

Posted by: Contralto 16 Oct 2009, 02:20
djbachi
რაის ბებერი, "მოხეტიალე" იმისთანა დაუკრა, კინაღამ როიალი შემოეფშვნა ხელში biggrin.gif
რეებს ლაპარაკობ biggrin.gif

dachi23
უი, ეს ნათია არაა? ბრამსი კარგად დაუკრა ძალიან კონკურსზე.
სხვა ტურები არ მომისმენია, სამწუხაროდ.

Posted by: dachi23 16 Oct 2009, 11:54
Contralto
კი ნათიაა. ყველა ტური ძაან მაგრად დაუკრა მართლა მაგრამ არ გაუშვეს ამ ახვრებმა ფინალში!
მე მაგათი დე......................
აშკარად დაჩაგრეს და არაობიექტური შედეგბები გამოიტანეს!
სპეციელური პრიზები კი ბლომად მიიღო! biggrin.gif

Posted by: djbachi 16 Oct 2009, 12:43
dachi23 ვაა შენ და ნათია ცოლქმარი ხართ?

smile.gifsmile.gif

Posted by: dachi23 16 Oct 2009, 12:56
djbachi
კი ბრატ! ჩემი ცოლია ნათია smile.gif

Posted by: fergusonscottie 22 Oct 2009, 15:40
25 ოქტომბერი, 2009

ელისო ვირსალაძე და ნატალია გუტმანი

პროგრამაშია: ბეთჰოვენი სონატები ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

№1 ფა მაჟორი, თხზ. 5 (1796)
№2 სოლ მინორი, თხზ. 5 (1796)
№4 დო მაჟორი, თხზ. 102 (1815)
№5 რე მაჟორი, თხზ. 102 (1815)

კონსერვატორიის დიდი დარბაზი

Posted by: djbachi 22 Oct 2009, 20:09
QUOTE (fergusonscottie @ 22 Oct 2009, 15:40 )
25 ოქტომბერი, 2009

ელისო ვირსალაძე და ნატალია გუტმანი

პროგრამაშია: ბეთჰოვენი სონატები ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

№1 ფა მაჟორი, თხზ. 5 (1796)
№2 სოლ მინორი, თხზ. 5 (1796)
№4 დო მაჟორი, თხზ. 102 (1815)
№5 რე მაჟორი, თხზ. 102 (1815)

კონსერვატორიის დიდი დარბაზი

ოუ მაი ჰოლი შით!!!!!!!!!!!!!

მივდივარ!!!!!!!!!!

Posted by: ATWA 22 Oct 2009, 20:17
ბილეთი რა ეღირება ხო არ იცით?

.....

Posted by: Lanius 22 Oct 2009, 22:05
QUOTE
მარცხენა ხელი მარყვენაზე

მარჯვენაზე yes.gif

Posted by: unknown lady 22 Oct 2009, 22:26
27-ში კლასის კონცერტია, როგორც ვიცი

Posted by: Rabbit 23 Oct 2009, 22:58
QUOTE (ATWA @ 22 Oct 2009, 20:17 )
ბილეთი რა ეღირება ხო არ იცით?

.....

5-დან 15 ლარამდე ღირს ბილეთები







fig.gif

Posted by: ATWA 24 Oct 2009, 02:06
Rabbit
დიდად გმადლობ.

......

Posted by: Contralto 24 Oct 2009, 16:11
დღეს ვიყიდე ბილეთი, 5ლარიანიები იყო მარტო დარჩენილი, ვიჯდები უკაცრავად და ტრაკში, მაგრამ მთავარია, რომ ვიქნები კონცერტზე biggrin.gif

ველოდები ხვალინდელ დღეს smile.gif

Posted by: djbachi 24 Oct 2009, 22:47
აუ ძაან ბედნიერი ვარ.




კონტრალტო მეორე იარუსზე ხომ არ შეგრჩა ბილეთი?

მეც მაქ,მთებში გამხიზნეს და მე-5 ადგილი მიმიჩინეს.


Posted by: Contralto 25 Oct 2009, 03:49
djbachi
QUOTE
კონტრალტო მეორე იარუსზე ხომ არ შეგრჩა ბილეთი?

გახლავართ....

Posted by: Solveig 25 Oct 2009, 04:40
QUOTE
დაიცა ელისო რას დაუკრავს არ გადამრიოთ... ქალი ფეხებზე ძლივს დგას, ისე დაბერდა .

ფეხებით უკრავს, თუ იცი? biggrin.gif


სიბერე არაფერს ნიშნავს...და ამის მაგალითი არაერთია პიანისტებს შორის.

რაც შეეხება ელისოს, უძლიერეს პიანისტად მივიჩნევ და მიხარია, რომ ასეთი სახელოვანი თანამემამულე გვყავს.

Posted by: djbachi 25 Oct 2009, 11:31
QUOTE (Solveig @ 25 Oct 2009, 04:40 )
QUOTE
დაიცა ელისო რას დაუკრავს არ გადამრიოთ... ქალი ფეხებზე ძლივს დგას, ისე დაბერდა .

ფეხებით უკრავს, თუ იცი? biggrin.gif


სიბერე არაფერს ნიშნავს...და ამის მაგალითი არაერთია პიანისტებს შორის.

რაც შეეხება ელისოს, უძლიერეს პიანისტად მივიჩნევ და მიხარია, რომ ასეთი სახელოვანი თანამემამულე გვყავს.

კაი კაცო..



ხო ვაღიარებ შევცდი... wink.gif

Posted by: unknown lady 25 Oct 2009, 15:15
აბა მოყევით რა ხდებოდა ვინც კონცერტზე წახვედით smile.gif


Posted by: WAGNER 25 Oct 2009, 22:20
ვიყავი. ელისო მაგრად უკრავდა,იმ ნატალიას არაუშავდა .



ღვთაებრივად უკრავდა ვირსალაძე,მაგრამ ბრახმანს უფრო მეტი ტაში ერგო ვიდრე მას.

ეს იყო მოვალეობის ტაში და არა აღფრთოვანების.

Posted by: unknown lady 25 Oct 2009, 22:47
QUOTE
მაგრამ ბრახმანს უფრო მეტი ტაში ერგო ვიდრე მას.


givi.gif ასეთი მსმენელი ვინ არის იქ ვერ ვხვდები

QUOTE
ღვთაებრივად უკრავდა ვირსალაძე




ეჭვი არ მეპარება love.gif

Posted by: WAGNER 26 Oct 2009, 00:32
QUOTE (unknown lady @ 25 Oct 2009, 22:47 )
QUOTE
მაგრამ ბრახმანს უფრო მეტი ტაში ერგო ვიდრე მას.


givi.gif ასეთი მსმენელი ვინ არის იქ ვერ ვხვდები

QUOTE
ღვთაებრივად უკრავდა ვირსალაძე




ეჭვი არ მეპარება love.gif


ბეთჰოვენს სხვა ყური უნდა,ისევე როგორც ვაგნერს.




ჩელო არ მომეწონა დიდად რა ვქნა.

ელისო მომაგონებს შნაბელს რატომღაც.

Posted by: nikaloza 26 Oct 2009, 01:10
ჩელისტი არაფრად არ ვარგოდა! ელისოს კი ეტყობა რომ ჰაი კლასის პროფესიონალია, მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ დღევანდელი კონცერტი ცოტა მოსაწყენი გამოდგა სამწუხაროდ............. sad.gif
ოღონდ ბეთჰოვენი არფერ შუაშია! ბეთჰოვენის სონატები აფსოლუტურად გენიალური ქმნილებებია!

QUOTE
ღვთაებრივად უკრავდა ვირსალაძე,მაგრამ ბრახმანს უფრო მეტი ტაში ერგო ვიდრე მას.

ეს იყო მოვალეობის ტაში და არა აღფრთოვანების.

WAGNER
გეთანხმები ამაში!
ბრახმანზე კიდევ არაუშავს და მაცოკანტეზე უფრო ბევრ ბრავოებს ღრიალებდნენ ვიდრე ელისოზე!
ეეეეეჰ რას ვიზავთ ეგ არის ქართველი მსმენელი! sad.gif

Posted by: unknown lady 26 Oct 2009, 01:34
WAGNER
QUOTE
ბეთჰოვენს სხვა ყური უნდა,ისევე როგორც ვაგნერს.



გეთანხმები...

QUOTE
ეეეეეჰ რას ვიზავთ ეგ არის ქართველი მსმენელი!



მერე აღზრდა სჭირდება მსმენელს და ეტყობა ისეთია როგორადაც აღზარდეს smile.gif

აქ კიდე ერთი მომენტია, კონკურსებზე რასაც ვუსმინე უფრო პოპულარული ნაწარმოებები იკვრებოდა და შეიძლება მარტივი აღმოჩნდა აღსაქმელად

Posted by: WAGNER 26 Oct 2009, 13:52
QUOTE (nikaloza @ 26 Oct 2009, 01:10 )
ჩელისტი არაფრად არ ვარგოდა! ელისოს კი ეტყობა რომ ჰაი კლასის პროფესიონალია, მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ დღევანდელი კონცერტი ცოტა მოსაწყენი გამოდგა სამწუხაროდ............. sad.gif
ოღონდ ბეთჰოვენი არფერ შუაშია! ბეთჰოვენის სონატები აფსოლუტურად გენიალური ქმნილებებია!

QUOTE
ღვთაებრივად უკრავდა ვირსალაძე,მაგრამ ბრახმანს უფრო მეტი ტაში ერგო ვიდრე მას.

ეს იყო მოვალეობის ტაში და არა აღფრთოვანების.

WAGNER
გეთანხმები ამაში!
ბრახმანზე კიდევ არაუშავს და მაცოკანტეზე უფრო ბევრ ბრავოებს ღრიალებდნენ ვიდრე ელისოზე!
ეეეეეჰ რას ვიზავთ ეგ არის ქართველი მსმენელი! sad.gif

ვერ შეირჩა ნაწარმოები სწორად ჩემი აზრით.


............



მაგრამ მთავარია,რომ მერგგო პატივი ელისო ვირსალაძეს მოსმენის ლაივში.


Posted by: fergusonscottie 26 Oct 2009, 15:38
WAGNER
QUOTE
ვერ შეირჩა ნაწარმოები სწორად ჩემი აზრით.

nikaloza
QUOTE
მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ დღევანდელი კონცერტი ცოტა მოსაწყენი გამოდგა სამწუხაროდ............


აკადემიური კონცერტებისთვის მზად არ ხართ

QUOTE
ჩელო არ მომეწონა დიდად რა ვქნა.

QUOTE
ჩელისტი არაფრად არ ვარგოდა!


ეჭვი მაქვს, სხვა ჩელისტები არც მოგისმენიათ ლაივში - არც მახსენდება, ვინმე თუ იყოი ბოლო წლებში ჩამოსული. გუტმანის ჩელო ოდნავ ხმაურობდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ გავითვალისწინებთ რომ ინსტრუმენტი 1700-იან წლებში გააკეთა გუარნერიმ. რაც შეეხება ინტერპრეტაციას - გუტმანს ვერაფერში მოედავებით, ყველაფერი წესრიგში იყო. ყველაზე საინტერესო ამ ორი მუსიკოსის ანსამბლი იყო, როგორ უსმენდნენ ერთმანეთ, აი ამისთვის უნდა მიგექციათ ყურადღება smile.gif

QUOTE
ბრახმანზე კიდევ არაუშავს და მაცოკანტეზე უფრო ბევრ ბრავოებს ღრიალებდნენ ვიდრე ელისოზე!

სტადიონზე კიდევ უფრო მეტს ღრიალებენ ხოლმე smile.gif ის კონკურსი იყო, გუშინ კი პროფესიულ კამერულ კონცერტზე ვიყავით სადაც იგივე ემოციები უადგილო იქნებოდა.


Posted by: WAGNER 26 Oct 2009, 21:21
QUOTE (fergusonscottie @ 26 Oct 2009, 15:38 )
WAGNER
QUOTE
ვერ შეირჩა ნაწარმოები სწორად ჩემი აზრით.

nikaloza
QUOTE
მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ დღევანდელი კონცერტი ცოტა მოსაწყენი გამოდგა სამწუხაროდ............


აკადემიური კონცერტებისთვის მზად არ ხართ

QUOTE
ჩელო არ მომეწონა დიდად რა ვქნა.

QUOTE
ჩელისტი არაფრად არ ვარგოდა!


ეჭვი მაქვს, სხვა ჩელისტები არც მოგისმენიათ ლაივში - არც მახსენდება, ვინმე თუ იყოი ბოლო წლებში ჩამოსული. გუტმანის ჩელო ოდნავ ხმაურობდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ გავითვალისწინებთ რომ ინსტრუმენტი 1700-იან წლებში გააკეთა გუარნერიმ. რაც შეეხება ინტერპრეტაციას - გუტმანს ვერაფერში მოედავებით, ყველაფერი წესრიგში იყო. ყველაზე საინტერესო ამ ორი მუსიკოსის ანსამბლი იყო, როგორ უსმენდნენ ერთმანეთ, აი ამისთვის უნდა მიგექციათ ყურადღება smile.gif

QUOTE
ბრახმანზე კიდევ არაუშავს და მაცოკანტეზე უფრო ბევრ ბრავოებს ღრიალებდნენ ვიდრე ელისოზე!

სტადიონზე კიდევ უფრო მეტს ღრიალებენ ხოლმე smile.gif ის კონკურსი იყო, გუშინ კი პროფესიულ კამერულ კონცერტზე ვიყავით სადაც იგივე ემოციები უადგილო იქნებოდა.

სტადიონზე რექვიემი,რომ იმღერეს მაშინ?


არამგონია ეყვირათ..ვერდის რექვიემი ადვილი აღსაქმელი არ არის.ლოგიკურია ვინც გაუძლო იმან არ დაიღრიალა,რადგან:

კონცერტზე 100 კაცზე მეტი არ იქნებოდა.მათ საკმარიი ჭკუა ექნებოდათ მიმხვდარიყვნენ,რომ მათ ღრიალს ვერავინ გაიგონებდა.



პ.ს თუ ფეხბურთის მატჩზე გულისხმობ,მაშინ რა შუაშია ის კლასიკურ მუსიკასთან?


..................................



როგორ უსმენდნენ ერთმანეთს მივაქციე იმას ყურადღება,ბატონო ჩემო.


Posted by: unknown lady 26 Oct 2009, 21:26
QUOTE
სტადიონზე რექვიემი,რომ იმღერეს მაშინ?



სპორტის სასახლეში რომ იყო რექვიემი იქ შუაში უკრავდნენ ტაშს და რა გამორიცხულია სატდიონზეც ეყვირათ
ხალხი იქნებოდა , სპორტის სასახლე სავსე იყო. იმ საშინელ აკუსტიკაში უადგილო ტაშმა და ბრავომ კინაღამ ჩაშალა

Posted by: nikaloza 26 Oct 2009, 22:11
fergusonscottie
QUOTE
აკადემიური კონცერტებისთვის მზად არ ხართ

აკადემიზმი არსებობს პლიუს ნიშნით და არსებობს მინუს ნიშნით. მე არ ვთვლი რომ აკდემიზმი საერთოდ რაიმე სახით საინტერესოა ხელოვნებაში,
მაგრამ რა თქმა უნდა პატივს ვცემ აკადემიურ შესრულებას.
უბრალოდ აკადემიურ შესრულებას ვერაფრით ვერ შევადარებ ემოციებით აღსავსე ღრმა და გულში ჩამწვდომ ხელოვნებას როგორიც დაუშვად კორტოს და რიხტერს კაზალს და ფურტვენგენგლერს ჰქონდათ და კიდევ ბევრ სხვას............. (ხაზს ვუსვავ რომ ამ ოთხ შემსრულებელს არ ვადარებ ვირსალაძეს და გუტმანს! არა იმიტომ რომ ესენი ცუდები არიან ან კარგები, უბრალოდ სტილი შევადარე და მეტი არაფერი!)

QUOTE
ეჭვი მაქვს, სხვა ჩელისტები არც მოგისმენიათ ლაივში - არც მახსენდება, ვინმე თუ იყოი ბოლო წლებში ჩამოსული. გუტმანის ჩელო ოდნავ ხმაურობდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ გავითვალისწინებთ რომ ინსტრუმენტი 1700-იან წლებში გააკეთა გუარნერიმ. რაც შეეხება ინტერპრეტაციას - გუტმანს ვერაფერში მოედავებით, ყველაფერი წესრიგში იყო. ყველაზე საინტერესო ამ ორი მუსიკოსის ანსამბლი იყო, როგორ უსმენდნენ ერთმანეთ, აი ამისთვის უნდა მიგექციათ ყურადღება


მსტისლავ რასტრაპოვიჩი მყავს მოსმენილი ცოცხლად და კიდევ ბევრი სხვა ძალიან ძლიერი თანამედროვე ჩელისტი ასე რომ არასწორი დასკვნები გამოგაქვს!
და რაც შეეხება ინსტრუმნენტის სიძველეს არ გეწყინოს, მაგრამ მსგავსი აფსურდი ჯერ არ მომისმენია! smile.gif
ესეიგი რადგან სტრადივარის ვიოლინოები ძველია ესეიგი ხმაურობენ??????? spy.gif
და ახალი ნაგვები 200 ლარად რომ იყიდება მაღაზიებშI არ ხმაურობენ?????????? lol.gif lol.gif
მემგონი რაღაც შეგეშელა სიძველესთან მიმართებაში wink.gif

მოწესრიგებულობა ხელოვნებას არ განსაზღვრავს.
მოუწესრიგებელი გენიოსების შესახებ არ გსმენია?
ბეთჰოვენზე მისი თანამედროვეები იძახდნენ რომ მისი მუსიკა მოუწესრიგებელი და ქაოტურიაო biggrin.gif

Posted by: palindromi-x 26 Oct 2009, 22:27
nikaloza
QUOTE
მე არ ვთვლი რომ აკდემიზმი საერთოდ რაიმე სახით საინტერესოა ხელოვნებაში,

აკადემიზმში იგულისხმება გარკვეული ტექნიკური ჩვევების ქონა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ნაწარმოების შესრულება ხელოვნებად იქნას აღქმული, წინააღმდეგ შემთხვევაში ალიან გაუგებარ რამეს მივიღებთ. სხვაა, როდესაც გარკვეული აკადემიური შესრულების მანერის მქონე მუსიკოსი თავის ინტერპრეტაციას გვთავაზობს - ეს მისასალმებელია, თუმცა ზოგადად აღიარებული აკადემიური შესრულების მანერების გარეშე ახალ სიტყვას ვერავინ იტყვის მოცემულ შემთხვევაში მუსიკაში

Posted by: nikaloza 26 Oct 2009, 23:24
palindromi-x
ესეიგი შენ ამბობ რომ
QUOTE
გარკვეული ტექნიკური ჩვევების ქონა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ნაწარმოების შესრულება ხელოვნებად იქნას აღქმული,

მხოლოდ გარკვეული ტექნიკური ჩვევების ქონა აღიქმება ხელოვნებად???????


მე ხელოვნების აღსაქმელად ცოტა უფრო ბევრი რამ მჭირდება ვიდრე მხოლოდ (!)
QUOTE
გარკვეული ტექნიკური ჩვევების ქონა
...........

ბევრ რაღაცაში იგულისხმება, ემოციის ქონა არ ქონა, ნაწარმოებში სიღრმისეული და არა მხოლოდ ტექნიკური წვდომა,
სულიერება
და რაც მთავარია პიროვნულობა და არა "ზოგადურობა" (სხვა შესატყვისი სიტყვა ვერ გავიხსენე)
"ზოგადურობაში" განზოგადებას, ან ზოგად საკაცობრიოს არ ვგულისხმობ!
გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ.
ისე ესე წერილობით ძალიან ძნელია ისეთ ფაქიზ თემაზე კამათი როგორიც არის ხელოვნება, ასე რომ მოგიწოდებთ თემას დავუბრუნდეთ
და ნუ "გავაოფფებთ" offtopic.gif
თორემ ესე შორს წავალთ smile.gif

Posted by: Contralto 27 Oct 2009, 14:02
შესანიშნავი კონცერტი იყო.

მესმის, რამ გამოიწვია "ჩელისტით" უკმაყოფილება (ისე, ასე უბრალოდ არ მოვიხსენიებდი ნატალია გუტმანს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი და უცნობილესი ჩელისტია, რაც არ უნდა იყოს)... გუტმანი ოდნავ დაუძლურებულა, ვერ არის ძველებურ ფორმაში, ესაა და ეს. თუმცა, როგორც ზემოთ აღნიშნეს, ამ კონცერტში სწორედ ანსამბლის შესანიშავი გრძნობა იყო მთავარი - მსგავსი "შეთამაშებული" წყვილი არ მომისმენია არასოდეს ცოცხლად. ძალიან ეტყობოდათ, რომ ელისოს და ნატალიას ძალიან ბევრჯერ დაუკრავთ ერთად, ზუსტად იციან, როგორ არ "გადაახტნენ" პარტნიორს.

რეპერტუარმა ოდნავადაც არ დამღალა, თავიდან ბოლომდე უდიდესი სიამოვნებით ვუსმინე, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ვიჯექი კომფორტულად - პარტერში, იატაკზე მოვკალათდი, ბილეთი მეორე იარუსისა მქონდა, საიდანაც ვერაფერს ვერ დავინახავდი და ამიტომ ჩამოვინაცვლე ქვემოთ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კედელზე ზურგით მიყუდებული და იატაკზე უხერხულად მჯდარიც კია რ დავღლილვარ არცერთი წამით. მიყვარს ასეთი "თემატური", ძალიან გააზრებული კონცერტები. შარშან, როცა ელისოს სოლო კონცერტი მთლიანად შუბერტის მუსიკას დაეთმო, იმავეს ვამბობდი. ეს იმ დონის მუსიკოსები არიან, რომელთაც არ ჭირდებათ იაფფასიანი ეფექტური, სუპერპოპულარული ნაწარმოებებით პროგრამის "გამდიდრება". და ძალიანს წორად იქცევიან, რომ ასეთ რეპერტუარს იღებენ კონცერტისთვის.

დააკვირდით, როგორ იყო აგებული პროგრამა: პირველი განყოფილება: მე-2 და მე-4 სონატები; მეორე განყოფილება: 1-ლი და მე-5 სონატები. ანუ, ორივე განყოფილებაში ჯერ ადრეული, შემდეგ გვიანდელი ნაწარმოებები. რამაც ზუსტად უზრუნველყო მრავალფეროვნება. ადრეული სონატები თუ უფრო "კლასიკურია", გვიანდელებს მეტი რომანტიზმი ეპარება.... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე უსაზღრვოდ კმაყოფილი დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ნატალია გუტმანი არ ყოფილა საუკეთესო ფორმაში. პირდაპირ ფიზიკურ სიამოვნებას ვიღებდი, ისე ერწყმოდა ერთმანეთს როიალის და ჩელოს დაბალი ნოტები - ვერც კი მიხვდებოდი ერთბაშად, რომელი რომლისაა და სად გადადის ერთმანეთში.

მოკლედ, დიდი მადლობა ორივე მუსიკოსს ასეთი ანსამბლისათვის. მსგავსი მართლა არაფერი მომისმენია ცოცხლად.

Posted by: fergusonscottie 27 Oct 2009, 16:15
nikaloza
QUOTE
მსტისლავ რასტრაპოვიჩი მყავს მოსმენილი ცოცხლად და კიდევ ბევრი სხვა ძალიან ძლიერი თანამედროვე ჩელისტი


შენ ალბათ რ+ო+სტროპოვიჩის გვინადელი პერიოდი მოგისმენია, როცა მოვალეობის მოხდის მიზნით უკრავდა, თუ უცხოეთში არ ცხოვრობ, ვეჭვობ სხვა ჩელისტები გყავდეს მოსმენილია, მითუმეტეს ძლიერები - ასეც რომ იყოს, ერთს მაინც დაასახელებდი.

QUOTE
უბრალოდ აკადემიურ შესრულებას ვერაფრით ვერ შევადარებ ემოციებით აღსავსე ღრმა და გულში ჩამწვდომ ხელოვნებას როგორიც დაუშვად კორტოს და რიხტერს კაზალს და ფურტვენგენგლერს ჰქონდათ და კიდევ ბევრ სხვას...

აკადემიზმის ცნება ვერ გაგიგია, თორე საწინააღმდეგო არგუმენტად აკადემიზმის მამებს არ მოიყვანდი. შენ ძალიან გიჭირს იმის აღიარება, რომ კლასიკურმა ფორმის (ამ შემთხვევაში სონატის) მოსმენა გიჭირს. მე ისეთი ყურადღებით ვუსმენი ყველა ტაქტს, დრო როგორ გავიდა, არც მიგრძვნია. ყველაზე კარგი რჩევაა: ასეთი კონცერტების მერე გადაშალო ნოტები და ნახო, თუ რა სირთულეებს შეიცავს შესრულებული ნაწარმოები და როგორი ინტერპრეტაცია მოუძებნა შემსრულებელმა, მაშინ მიიღებ აღფრთოვანებას ან იმედგაცრუებას.

QUOTE
და რაც შეეხება ინსტრუმნენტის სიძველეს არ გეწყინოს, მაგრამ მსგავსი აფსურდი ჯერ არ მომისმენია!ესეიგი რადგან სტრადივარის ვიოლინოები ძველია ესეიგი ხმაურობენ???????

მსგავსი ა+ბ+სურდი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მოვლენაა - ინსტრუმენტები ძველდება, შეიძლება გუტმანისთვის ამ კონკრეტული ვიოლონჩელის ჟღერადობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის დამატებით ხმაურები, რაც სიძველისგან აქვს

Posted by: nikaloza 28 Oct 2009, 00:38
fergusonscottie
ჯიგარო აბა ერთი მომისმინე!
QUOTE
ყველაზე კარგი რჩევაა: ასეთი კონცერტების მერე გადაშალო ნოტები და ნახო, თუ რა სირთულეებს შეიცავს შესრულებული ნაწარმოები და როგორი ინტერპრეტაცია მოუძებნა შემსრულებელმა, მაშინ მიიღებ აღფრთოვანებას ან იმედგაცრუებას.


მაგ სონატები რაც იმ დღეს იქნა შესრულებული დაკრული მაქვს პირადად და ნოტების გადაშლა როგორც ჩანს შენ უფრო გჭირდება, რადგან როგორც ვატყობ არც თუ ისე ერკვევი ნაწარმოებებში wink.gif

QUOTE
აკადემიზმის ცნება ვერ გაგიგია, თორე საწინააღმდეგო არგუმენტად აკადემიზმის მამებს არ მოიყვანდი.

ესეც მეორე აფსურდი,თU აბსურდი როგორც გირჩევნია! biggrin.gif

კორტო არის აკადემიზმის მამა, რიხტერი თუ ფურტვენგლერი????????!!!!!!! vis.gif user.gif help.gif
ენციკლოპედია მაინც წაიკითხე შენ თვითონ თU ვერ არჩევ რომელი შემსრულებელი რა სტილს მიეკუთვნება! wink.gif


QUOTE
შენ ალბათ რ+ო+სტროპოვიჩის გვინადელი პერიოდი მოგისმენია, როცა მოვალეობის მოხდის მიზნით უკრავდა, თუ უცხოეთში არ ცხოვრობ, ვეჭვობ სხვა ჩელისტები გყავდეს მოსმენილია, მითუმეტეს ძლიერები - ასეც რომ იყოს, ერთს მაინც დაასახელებდი.

YO-YO MA მყავს პარიზში მოსმენილი!
კიდევ გავაგრძელო??????
თუ არ გჯერა და აი დარდი კიდე რა!
ისე როგორც გატყობ თავად არცერთი დიდი ჩელისტი არ მოგისმენია ხო?????? biggrin.gif

P.S. გულთან ახლოს ნუ მიიტან ეს მხოლოდ ფორუმია და თU რამე მაინც მოგხვდა გულზე PM-ში გავაგრძელოთ! wink.gif


აქ კი ეს კამათI უაზრობაა: ვის ვინ ყავს მოსმენილი და ვინ უფრო მაგარი როჟაა!

საქმე გამოავლენს ადამიანს და არა ენის ტლიკინი! wink.gif
* * *
fergusonscottie
QUOTE
გვინადელი


გვი+ა+ნდელი!
QUOTE
ვეჭვობ სხვა ჩელისტები გყავდეს მოსმენილია

მოსმენილი+ა+ ეს ახალი კუთხური კილოა რამე თუ??????????? lol.gif
QUOTE
შენ ძალიან გიჭირს იმის აღიარება, რომ კლასიკურმა ფორმის (ამ შემთხვევაში სონატის) მოსმენა გიჭირს.

კლასიკურ+მა+ ფორმის მოსმენა გიჭირს! drug.gif help.gif vis.gif
ესეთი გამართული ქართული გრამატიკა თვით შანიძესაც შეშურდებოდა ცოცხალი რომ იყოს! keh.gif

სიტყვებზე გამოკიდება, რაც შენ თვითონ დაიწყე, შენითვე მოიმკე wink.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 28 Oct 2009, 01:20
საინტერესო და ჩემდა გასაკვირად- წინააღმდეგობრივი კომენტარებია.
ამ საღამოს პუბლიკის წინაშე სრულყოფილება წარსდგა, უკიდეგანო,ამოუწურავი და საზღვრებს გარეშე.
რეპერტუარი-ძალიან მაღალი დონის,სერიოზული,უღრმესი და ურთულესი. ცოტა სხვა გაქანებაა საჭირო,მის აღსაქმელად. მიუხედავად ამისა,მაინც მიკვირს,როგორ შეიძლებოდა ამ კონცერტზე,ამ რეპერტუარზე და ამ დუეტზე მოწყენა.

ძალიან კარგი იყო გუტმანიც. ელისო კი... არ ვიცი,ელისოს ბგერა,არის გზავნილი ტრანსცენდენტური სამყაროდან.
არა ნუ, ეს ისეთი ფენომენია,რომ რაც არ უნდა დავწერო, ვულგარული გამომდის.ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. და ამას სამწუხაროდ ყველა ვერ იგრძნობს fig.gif 2kiss.gif ვტიროდი მთელი პირველი მოქმედების განმავლობაში...


სამწუხაროდ მისი კლასის კონცერტით საკმაოდ უკმაყოფილო დავრჩი(ალბათ ზეზღურბლოვანი მოლოდინის გამო) . ხვალ დავწერ ამაზე უფრო დაწვრილებით...ან ზეგ...ზეგ გეტყვით,როდის დავწერ biggrin.gif

Posted by: Lotosi 28 Oct 2009, 01:43
texasuri jleta benzoxerxit


QUOTE
ელისო კი... არ ვიცი,ელისოს ბგერა,არის გზავნილი ტრანსცენდენტური სამყაროდან. არა ნუ, ეს ისეთი ფენომენია,რომ რაც არ უნდა დავწერო, ვულგარული გამომდის.ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. და ამას სამწუხაროდ ყველა ვერ იგრძნობს fig.gif 2kiss.gif ვტიროდი მთელი პირველი მოქმედების განმავლობაში...


+1

bis.gif tan.gif

Posted by: djbachi 28 Oct 2009, 02:30
QUOTE (Lotosi @ 28 Oct 2009, 01:43 )
texasuri jleta benzoxerxit


QUOTE
ელისო კი... არ ვიცი,ელისოს ბგერა,არის გზავნილი ტრანსცენდენტური სამყაროდან. არა ნუ, ეს ისეთი ფენომენია,რომ რაც არ უნდა დავწერო, ვულგარული გამომდის.ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. და ამას სამწუხაროდ ყველა ვერ იგრძნობს fig.gif 2kiss.gif ვტიროდი მთელი პირველი მოქმედების განმავლობაში...


+1

bis.gif tan.gif


ელისოს ბგერა ძალიან მაღალ-მხატვრული და მდიდრული იყო,გულდისა და შნაბელისეული (ჩემი აზრით)...

მეამაყება რომ ელისო ქართველია,ჩვენ ალბათ მასზე უკეთესს ლაივში ვერავის მოვუსმენთ.




დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდად აღვფრთოვანდი.

თავიდან ფოკუსი ნატალიას თითებზე მქონდა ..შემდეგ ელისოს პიანინოს დავუწყე ცქერა და უფრო ღრმა რამ დავინახე ვიდრე ნატალიას უღიმღამო კაბა და მოსუქებული თითები იყო.
givi.gif

მოკლედ დიდი დრო დავკარგე ამ ქალის თითების ყურებაში რითაც არ ვარ კმაყოფილი.


ბილა ვსო კლასნო.

Posted by: fergusonscottie 29 Oct 2009, 17:14
nikaloza
QUOTE
მაგ სონატები რაც იმ დღეს იქნა შესრულებული დაკრული მაქვს პირადად და ნოტების გადაშლა როგორც ჩანს შენ უფრო გჭირდება, რადგან როგორც ვატყობ არც თუ ისე ერკვევი ნაწარმოებებში

მაგ არა, ეგ სონატები, რომელიც შენ გაქვს დაკრული, მე ვერ მექნება დაკრული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩელოზე საერთოდ არ ვუკრავ smile.gif

ისევ შენ იმკი, ჯიგარო smile.gif

QUOTE
ენციკლოპედია მაინც წაიკითხე შენ თვითონ თU ვერ არჩევ რომელი შემსრულებელი რა სტილს მიეკუთვნება!

რომელი ენციკლოპედია, მიმითითე!

QUOTE
YO-YO MA მყავს პარიზში მოსმენილი! კიდევ გავაგრძელო?????? თუ არ გჯერა და აი დარდი კიდე რა!

მე დავწერე, თუ რა შემთხვევაში არ გეყოლებოდა მოსმენილი:
QUOTE
თუ უცხოეთში არ ცხოვრობ, ვეჭვობ სხვა ჩელისტები გყავდეს მოსმენილია, მითუმეტეს ძლიერები





* * *
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
სამწუხაროდ მისი კლასის კონცერტით საკმაოდ უკმაყოფილო დავრჩი(ალბათ ზეზღურბლოვანი მოლოდინის გამო) . ხვალ დავწერ ამაზე უფრო დაწვრილებით...ან ზეგ...ზეგ გეტყვით,როდის დავწერ


ხო, კლასის კონცერტი სუსტი გამოდგა, ჩერნიჩკა ისევ ისე უკრავს, როგორც რვა წლის წინ უკრავდა თბილისის მეორე საერთაშორისო კონკურსზე, ოსმინინი მეტს ფიქრობს, ვიდრე ჩერნიჩკა, მაგრამ რაღაც ცხოველს მაგონებს და სცენაზე ვერ ავიტანე smile.gif . იტალიენი უროს მტყორცნელისტანიანი ნაშა გამოცდაზე გაჭირებულ ოთხიანს თუ მიიღებდა, ისიც მაესტრას ხათრით smile.gif

ნახაპეტოვი, რომელიც აღარ აბრახუნებს, აღარც ხრიალებს და თავსაც აღარ ურტყამს კლავიატურას, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა იმ საღამოს.


Posted by: texasuri jleta benzoxerxit 29 Oct 2009, 18:17
fergusonscottie
გეთანხმები., ნახაპეტოვი ყველაზე საინტერესო იყო.
რუსი "ოკუპანტი" ჩერნიჩკა- პოსრედსტვენნოსწ. ის-ის იყო ბახ-ბუზონი უნდა მომწონებოდა,რომ მეორე ქორალის ბოლოს წინა ნოტი ისე ვულგარულად აიღო,რომ მთელი შთაბეჭდილება წყალში ჩაიყარა.
ლისტის და პროკოფიევის "ბრახუნი" კი ნებისმიერს შეუძლია,ვისაც ტექნიკა აქვს... boli.gif

ოსმინინის ჰაიდნი ჰაიდნი არ იყო... ნო ვ ცელომ გოგონებს ჯობდა.
ის მძიმე ათლეტი-მაჩერატინი (მეგონა,როიალი,როგორც შტანგა უნდა აეტაცა ხელში biggrin.gif) ნათელი მაგალითი იმის,რომ შეიძლება ტექნიკა გქონდეს, მაგრამ ელემენტარულად არ იყო მუსიკოსი.
fergusonscottie
nikaloza
დრუზია მოი,დავაიწე ჟიწ დრუჟნო,რას იტყვით? ხელოვნება უნდა აკეთილშობილებდეს და ჩვენ თუ ხელოვნების გამო დავხოცეთ ერთმანეთი ეს მისი პროფანაცია გამოვა. ესე იგი ხელოვნება ვერ მოქმედებს ჩვენზე ისე,როგორც უნდა მოქმედებდეს.. რაც რა თქმა უდნა ასე არ არის,ასე რომ კამათი ნუ გადავა პირადი შეურაწყხოფების სიბრტყეში.
2kiss.gif

Posted by: fergusonscottie 29 Oct 2009, 19:17
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
ის-ის იყო ბახ-ბუზონი უნდა მომწონებოდა

პირველივე ნოტიდან არ მომეწონა smile.gif რა ვქნა, ბუზონი ჩემი სისუსტეა

QUOTE
ნათელი მაგალითი იმის,რომ შეიძლება ტექნიკა გქონდეს, მაგრამ ელემენტარულად არ იყო მუსიკოსი

მე იმას ვერ დავარქმევდი ტექნიკას, უბრალოდ ძალიან სწრაფად უკრავდა, ეს ტექნიკა არაა smile.gif


Posted by: nikaloza 30 Oct 2009, 00:57
fergusonscottie
QUOTE
ეგ სონატები, რომელიც შენ გაქვს დაკრული, მე ვერ მექნება დაკრული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩელოზე საერთოდ არ ვუკრავ


ჩელოზე არც მე ვუკრავ და ეგ რა შუაშია???????????
ცნობისათვის! ის ბეთჰოვენის სონატები ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის დაწერა ძია ლუდვიგმა და არა მხოლოდ ჩელოსათვის! keh.gif

QUOTE
რომელი ენციკლოპედია, მიმითითე!


უფასო კონსულტაციებს არ ვიძლევი.

თუ მართლა გაინტერესებს თავად იპოვი,მაგრამ მე ისე ვატყობ შენ საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა გაქვს,რომ მეტის ცოდნა არ გჭირდება, შენ ხომ ისედაც ყველაფერი იცი ! biggrin.gif gigi.gif keh.gif

ერთ ვაი მწერალს კითხეს ერთხელ--რა წიგნს კითხულობო.
იმან უპასუხა-- მე რა უნდა წავიკითხო მე თვითონ ვწერო! lol.gif
---------------------------------------------------------------------------------------------
მამიკონი მართლა ყველაზე შთამბეჭდავი იყო ელისოს კლასის კონცერტზე! უბრალოდ ტყის მეფე ისე კარგად ვერ დაუკრა,როგორც სხვა პიესები.
ის იტალიელი საერთოდ რა შუაში იყო ვერ გავიგე?! drug.gif მაგეთი უნიჭო ადამიანები საერთოდ არ უნდა უკრავდნენ მე თU მკითხავ gigi.gif
ჩერნიჩკაც რუსული სტანდარტი იყო, როგორებსაც მოსკოვის კონსერვატორიის ფაბირკა უხვად აწარმოებს.

Posted by: ERM0NIA 30 Oct 2009, 01:06
ვირსალაძის ჩანაწერები არ მოიპოვება?
იქნებ ატვირთოთ რამე. smile.gif

Posted by: fergusonscottie 30 Oct 2009, 14:40
nikaloza
QUOTE
ჩელოზე არც მე ვუკრავ და ეგ რა შუაშია??????????? ცნობისათვის! ის ბეთჰოვენის სონატები ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის დაწერა ძია ლუდვიგმა და არა მხოლოდ ჩელოსათვის!

რატომღაც ჩავთვალე რო ჩელისტი იყავი, არაუშავს თუ პიანისტი ხარ, ეგეც კარგია smile.gif მეც სიამოვნებით ვიქნებოდი პიანისტი ყველა თითი რო ადგილზე მქონდეს sad.gif

QUOTE
უბრალოდ ტყის მეფე ისე კარგად ვერ დაუკრა

ძალიან სწრაფი ტემპი აიღო და იმიტომ, მე მაქვს ელისოს ჩანაწერი, უხარისხო ლაივია, მაგრამ კარგია - თუმცა ელისოს სტილი არაა ბრავურული პიესების დაკვრა.



Posted by: djbachi 30 Oct 2009, 14:42
QUOTE (fergusonscottie @ 30 Oct 2009, 14:40 )
კარგია smile.gif მეც სიამოვნებით ვიქნებოდი პიანისტი ყველა თითი რო ადგილზე მქონდეს sad.gif


ვააახ ჩემი...................... givi.gif


მიუნჰაუზენ,

Posted by: nikaloza 30 Oct 2009, 19:46
fergusonscottie
QUOTE
ძალიან სწრაფი ტემპი აიღო და იმიტომ, მე მაქვს ელისოს ჩანაწერი, უხარისხო ლაივია, მაგრამ კარგია - თუმცა ელისოს სტილი არაა ბრავურული პიესების დაკვრა.


გეთანხმები, მაგრამ მარტო ტემპში არ იყო პრობლემა...........
ჩემი აზრით ის დრამატიზმი და უაღრესი მღელვარება არ ქონდა დაკვრაში , რაც ტყის მეფეში არის მთავარი და აუცილებელი!
ჩქარ ჩერნის ეტიუდს გავდა ოქტავების რეპეტიციების სავარჯიშოდ biggrin.gif

Posted by: fergusonscottie 2 Nov 2009, 16:00
nikaloza
QUOTE
ჩემი აზრით ის დრამატიზმი და უაღრესი მღელვარება არ ქონდა დაკვრაში , რაც ტყის მეფეში არის მთავარი და აუცილებელი! ჩქარ ჩერნის ეტიუდს გავდა ოქტავების რეპეტიციების სავარჯიშოდ



ოოოჰ, ეხლა ტყის მეფის ხასიათებზე ნუ დაიწყებ რა smile.gif

აჰა, თუ მაინცდამაინც smile.gif ქართულ თარგმანებში



თხმელნართ-მეფე

ვინ მიგელავს ღამეში ტევრსა ქარიანს?
შვილი მიჰყავს პატარა, ნიუჩქარია.
არ აშინებს გზაწვრილი არავითარი,
ბიჭი მყარად უპყრია, გულზე მიმთბარი.

შვილო, რატომ შეჩქვიფდი, რა დაგემართა?
შეხე, მამა, ღელისპირს მეფე თხმელნარტა!
გვირგვინი აქვს! კუდი აქვს! ხევს დაჰყოლია!
არა, შვილო, დამშვიდდი, ნისლის ზოლია.

"ჩემი გახდი, პატარავ, არ მყავს ვაჟები,
ლამაზ-ლამაზ თამაშებს გეთამაშები.
ავსილია ნაპირი ვარდით, იითა,
დიბით მოგრთავს დედამტე, დარაიითა."

მამა, ყური მიუგდე, ნუთუ არ გესმის,
ხმები მისი ლაქარდის, ნელი ალერსის?
შვილო, არაფერია, ნუ შეშფოთდები,
ქარმა შეაშრიალა ხმელი ფოთლები.

"იქ გახედე, პატარავ, სადაც ლელია,
ნახე, ჩემი ასულნი როგორ გელიან!
დაგიწნავენ გვირგვინებს, გილალავებენ,
გიმღერებენ, გიროკვენ, გინანავებენ."

მამა, სადაც ნაპირი ვერცხლისფერია,
თხმელნართ მეფის ასულნი ქარში მღერიან.
შვილო, მკვდარი ფლატეა, გადარეცხილი,
წნორები დგას ბებერი, გადავერცხლილი.

"ჩემად მსურხარ, პატარავ, მესალბუნები,
არ წამოხვალ, წაგიყვან, ნება-უნებლივ."
ჩქარა, მამა, გვეწევა! ხელი შემართა!
მამა, გულზე მეწვდება მეფე თხმელნართა!

მიქრის ცხენი, ფლოქვებით ელვის მკვესარი,
მამის მკერდზე წრიალებს ბავშვი მკვნესარი.
აჰა, კიდეც მიადგნენ სახლის კარიბჭეს,
მაგრამ მამის მკლავებში ბავშვი მკვდარი წევს.

თარგმნა დავით წერედიანმა

კიდევ ოთხი თარგმანი მაქვს ქართულად, მაგრამ ვერ ვპოულობ smile.gif

Posted by: Contralto 3 Nov 2009, 15:11
ისე, ამ გახსენებაზე, ელისო თუ უკრავს "ტყის მეფეს"?

Posted by: nikaloza 3 Nov 2009, 15:30
fergusonscottie
QUOTE
ოოოჰ, ეხლა ტყის მეფის ხასიათებზე ნუ დაიწყებ რა 


ვითომ რატომ არ უნდა დავიწყო spy.gif

თუ შენ გგონია მარტო შენ გაქვს წაკითხული ტყის მეფე? lol.gif keh.gif

Posted by: fergusonscottie 3 Nov 2009, 15:47
Contralto
QUOTE
ისე, ამ გახსენებაზე, ელისო თუ უკრავს "ტყის მეფეს"?

უკრავს და აგიტვირთავ, ოღონდ უხარისხო ჩანაწერია smile.gif

nikaloza
QUOTE
თუ შენ გგონია მარტო შენ გაქვს წაკითხული ტყის მეფე?


არა, ტყის მეფე ძალიან ბევრს აქვს წაკითხული ჩემამდე ბევრად ადრე, მე მხოლოდ ტყის მეფის ერთ-ერთი ქართული თარგმანი დავდე.

ნუ ითრგუნები ჩემი პოსტების წაკითხვისას.

Posted by: nikaloza 3 Nov 2009, 16:19
fergusonscottie
QUOTE
ნუ ითრგუნები ჩემი პოსტების წაკითხვისას.


კი არ ვითრგუნები, პროვოკაციულად წერ და არ მევასება!
შენ საქმეს მიხედე და თავი არ გაიფუჭო ჯიმა biggrin.gif

Posted by: fergusonscottie 3 Nov 2009, 16:58
nikaloza
QUOTE
კი არ ვითრგუნები, პროვოკაციულად წერ და არ მევასება!


გოეთეს ლექსის თარგმანის დადებაში რა ნახე პროვოკაციული, ჯიმა?

Posted by: nikaloza 3 Nov 2009, 19:09
fergusonscottie
QUOTE
გოეთეს ლექსის თარგმანის დადებაში რა ნახე პროვოკაციული, ჯიმა?


მაგაში არაფერი! smile.gif

QUOTE
ოოოჰ, ეხლა ტყის მეფის ხასიათებზე ნუ დაიწყებ რა


აი ამაზე გითხარი!

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

ელისოს ბეთჰოვენის 23 სონატა f-moll არავის გაქვთ დისკზე??????????????

Posted by: seinen 12 Aug 2016, 16:21
ჯადოქარია ელისო! ამავედროს არის უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანი! love.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)