Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრი


Posted by: Chkalovi 13 Jan 2007, 17:05
მაინტერესებს ხშირად სტუმრობთ თუ არა ჩვენს თეატრს,
რომელი სპექტაკლები მოგწონთ,
რომელი მომღერლების მოსმენა გსიამოვნებთ-(აქ მოღვაწე და საზღვარგარეთ გადახვეწილების),
რა არის თქვენი აზრით შესაცვლელი და ასე შემდეგ smile.gif

ვფიქრობ საინტერესო თემა უნდა იყოს
yes.gif

Posted by: Charles IX 13 Jan 2007, 20:35
QUOTE
მაინტერესებს ხშირად სტუმრობთ თუ არა ჩვენს თეატრს,
რომელი სპექტაკლები მოგწონთ,
რომელი მომღერლების მოსმენა გსიამოვნებთ

წარსულში ხშირად, ძალიან ხშირად!
ახლა იშვიათად.
სპექტაკლი, როგორც თეატრალური წარმოდგენა ძალიან იშვიათად მომწონებია - ყველაზე მეტად დოდო ალექსიძის დადგმული "ოტელო". ბოლოს "ჯამბაზებზე" ვიყავი და კატასტროფული შთაბეჭდილება დატოვა - როგორც მუსიკალურად, ისე სანახაობრივად.
ერთერთი მთავარი მიზეზი რატომ აღარ დავდივარ ისე ხშირად, სწორედ მომღერლების დონეა. ძალიან დაეცა ეს დონე.
მე როდესაც დავდიოდი, მაშინ ზურაბ ანჯაფარიძე, ცისანა ტატიშვილი, რეზო კაკაბაძე მღეროდნენ, სხვებიც იყვნენ კარგები... ახლა ვის უნდა უსმინო? დაბერებულ თემურ გუგუშვილს, თუ რეზო ლაგვილავას და ა.შ?........

Posted by: Johnnie Walker 13 Jan 2007, 20:55
Charles IX
QUOTE
ჯამბაზებზე" ვიყავი და კატასტროფული შთაბეჭდილება დატოვა - როგორც მუსიკალურად, ისე სანახაობრივად.
ერთერთი მთავარი მიზეზი რატომ აღარ დავდივარ ისე ხშირად, სწორედ მომღერლების დონეა.



იცით, რა საერთო აქვს აზერბაიჯანს, შვეიცარიას და ჩვენს ოპერისა და ბალეტის თეატრს? biggrin.gif
შვეიცარია უშვებს ამქვეყნად ყველა პრესტიჟულ წამალს, რაც კი არსებობს.
აზერბაიჯანიც, ზუსად ასევე, უშვებს ამქვეყნედ ყველა პრესტიჯულ წამალს, რაც კი არსებობს, კხმ... ცოტა უფრო იაფად, ასე ვთქვათ... gigi.gif

ხოდა ამათ მსგავსად, ჩვენი ოპერისა ბალეტის დასიც ამქვეყნად ყველა პრესტიჟულ სპექტაკლს დგამს, "დონ კარლოსითა" და "აიდათი" დაწყებულს და "ჟიზელით" დამთავრებულს... gigi.gif
ლა სკალას გოიმ რეპერტუარს რომ გადახედოთ, გული სამაყით აგევსებათ, მოკლედ.... biggrin.gif

Posted by: Tiko-Tiko 13 Jan 2007, 22:03
Johnnie Walker

და შესულება,მაი ლორდ? biggrin.gif



Posted by: Charles IX 14 Jan 2007, 11:10
Tiko-Tiko
QUOTE
და შესღულება,მაი ლორდ?

აი სადაა ძაღლის თავი დამარხული..... tongue.gif

რა შესრულებაზეა საუბარი, როდესაც ტონიო ფრაზას Finita la comedia ლამის სიცილით ამბობს?!

Posted by: Johnnie Walker 14 Jan 2007, 19:36
Tiko-Tiko
და რაც დავწერე, სულ შესრულებაზე არ იყო, მაი ლეიდი? gigi.gif

პროსტო ნახალობის დონე მანცვიფრებს, სექსტეტს რომ უბერავენ ხოლმე "ლუჩია დი ლამერმურდან" biggrin.gif
(ბაქოს გამოშვებული ომეპრაზოლის არ იყოს lol.gif )

Posted by: Chkalovi 14 Jan 2007, 19:59
Johnnie Walker
უსმინე ბოლოს ლუჩიადან ამ გადასარევ სექსტეტს? biggrin.gif
ხომ დაგეუფლა სიამაყის გრძნობა? biggrin.gif
მერე რა რომ იქ არ შედიან სადაც საჭიროა, მერე რა რომ ვერ მღერიან biggrin.gif
რაც მთავარია ხომ ცდილობენ? biggrin.gif
მოკლედ ყველას გეთანხმებით რომ კატასტროფული დონეა როგორც ორკესტრისა, ისე მომღერლების მხრივ..

მე მაინტერესებს რას ფიქრობთ საზღვარგარეთ წასულებზე-ათანელი, მაისურაძე და ასე შემდეგ

Charles IX
QUOTE
რეზო ლაგვილავას და ა.შ?..

ეგ აღარაა თეატრში no.gif

Posted by: ნინა 15 Jan 2007, 23:17
QUOTE
კატასტროფული დონეა როგორც ორკესტრისა, ისე მომღერლების მხრივ..

რა ქნეს ამისთანა რომ ასეთი შთაბეჭდილება დატოვეს?

Posted by: Chkalovi 15 Jan 2007, 23:23
ნინა
ახლა არ ქნეს-დიდი ხანი ასეა smile.gif
სამწუხაროდ..
არ მოგისმენია ჩვენი ორკესტრი?

Posted by: Charles IX 15 Jan 2007, 23:40
Chkalovi
QUOTE
ეგ აღარაა თეატრში

და მასზე უარესები დარჩნენ ხომ? biggrin.gif

Posted by: PANTALONE 15 Jan 2007, 23:45
ოოო რა დო-მი-სოლ ები მოვისმინე ოპერის ბუფეტშიიიი, ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს smile.gif

Posted by: ნინა 15 Jan 2007, 23:46
Chkalovi
მოვისმინე ვერდის რექვიემში და კმაყოფილი გამოვედი ისეთი, რომ ვფიქრობდი ამათ რა ეტაკათ მეთქი?! biggrin.gif

Posted by: Chkalovi 16 Jan 2007, 17:23
Charles IX
QUOTE
და მასზე უარესები დარჩნენ ხომ?

yes.gif lol.gif

PANTALONE
ბუფეტი ხომ და სცენაზე რა მოისმინე?

ნინა
ვერდის რექვიემს კიდევ არაუშავდა.. მაგრამ არც ეგ იყო შედევრი

Posted by: muzabello 16 Jan 2007, 18:01
მაკნატუნაზე მყავდა ბავშვი 13 ში და პირველი მოქმედება რომ დამთავრდა ბავშვმა მითხრა წავიდეთ სახლში და ამოვქაჩოთ მაკნატუნა ჯობიაო biggrin.gif
ჩემი შვილი ეგეთი არ გეგონოთ ისე. მისი აზრი ჩემთვის ბარომეტრია, დახვეწილი გემოვნება აქვს.

Posted by: kvachi 16 Jan 2007, 18:56
ბოლოს რომეო და ჯულიეტაზე ვიყავი და შოკირებული გამოვედი.
ორკესტრი ასეთ საშინელ ფორმაში 90-იან წლებში არ ყოფილა.
არადა გადახალისებაო მოხდაო...
პრობლემა კი იმაშია, რომ ნიჭიერ ხალხს აქ სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და ვისაც სად შეუძლია, იქ გარბის. უკან დაბრუნების სურვილი კი ერთეულებს აქვთ.
ამიტომაა, რომ დღემდე ლაგვილავას (სტარში), გუგუშვილის და გეწაძის "ღუღუნის" მოსმენა გვიწევს.
ოდეზღაც ლეგენდარული "ქართული ვოკალური სკოლა" კი სადღაც, გაჰქრა...
შესაძლოა ის ნაცნობობამ, პროტექციებმა და ზოგიერთი მაესტროს გაუმაძღრობამ შეიწირა.

vik.gif

ოდესღაც სპექტაკლებზე აქტიურად მოსიარულე ადამიანი ვიყავი. ახლა კი, რაც "გავიზარდე" ოპერისთვის შეხედვის სურვილიც კი აღარ მაქვს no.gif

Posted by: ნინა 16 Jan 2007, 19:01
kvachi
QUOTE
რომეო და ჯულიეტაზე ვიყავი და შოკირებული გამოვედი

ვინ იყო დირიჟორი?

Posted by: Chkalovi 16 Jan 2007, 19:08
kvachi
QUOTE
ორკესტრი ასეთ საშინელ ფორმაში 90-იან წლებში არ ყოფილა.

მართალი ხარ-ორკესტრში სხედან ან კონსერვატორიის სტუდენტები ან კიდევ ის ხალხი ვინც ლოიალურადაა განწყობილი დღევანდელი ოპერის მმართველობის მიმართ და მათთან ადრეც აკავშირებდათ რაღაც სახის ურთიერთობა. პროფესიონალები კი ძირითადად თეატრს გარეთ არიან.
ვოკალს რაც შეეხება-ზოგი ახალგაზრდობით და ჯერ კიდევ ძლიერი ხმით "ქაჩავს", ზოგი ძველი შემორჩენილი პროფესიონალიზმით, მაგრამ უკვე დარხეული ხმით ძირითადი მასა კი ცოდვილობს.

Posted by: Charles IX 16 Jan 2007, 20:38
ეჰ, რა დრო იყო, რა სპექტაკლები იდგმებოდა...
ტრუბადურში ზურა სოტკილავა, ცისანა ტატიშვილი, რეზო კაკაბაძე ისე მღეროდნენ, ნებისმიერ სუპერთეატრს შეშურდებოდა... ეგაა, რეზო კაკაბაძე იტალიურად ვერა და რუსულად მღეროდა....
ან აბესალომს ზურაბ ანჯაფარიძე რომ მღეროდა...

Posted by: Chkalovi 16 Jan 2007, 20:56
Charles IX
კარმენი ნანაახი გექნება სტურუას დადგმით biggrin.gif თუმცა მაშინდელ ორკესტრზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი-ჯერ ერთი უმეტესობა პროფესიონალი იყო და მეორეც კახიძე იყო ჯერ ცოცხალი smile.gif

Posted by: Charles IX 16 Jan 2007, 21:17
Chkalovi
QUOTE
კარმენი ნანაახი გექნება სტურუას დადგმით  თუმცა მაშინდელ ორკესტრზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი-ჯერ ერთი უმეტესობა პროფესიონალი იყო და მეორეც კახიძე იყო ჯერ ცოცხალი

კი რა თქმა უნდა.
მაშინდელ ორკესტრს ერთი დიიიიიიიიიიდი პრობლემა ჰქონდა - ლითონის ჩასაბერები. რიგოლეტო ვალტორნების პირდაპირ საშინელი ჩხავილით იწყებოდა ხოლმე...

Posted by: Solveig 16 Jan 2007, 21:39
QUOTE
აბესალომს ზურაბ ანჯაფარიძე რომ მღეროდა

ან გერმანს sad.gif


დიდი ოპერომანი არ ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ ანჯაფარიძის მერე წესიერი ტენორი არ გვყოლია sad.gif

Posted by: ნინა 16 Jan 2007, 22:25
ეთერ ეგაძე ვის მოგისმენიათ? ჩემი აზრით მართლა კარგი არტისტი და მომღერალი

Posted by: falestra 17 Jan 2007, 00:29
ინსტრუმენტები აღარ ვარგა არაფრად ყველაფერს რომ თავი დავანებოთ...
მაგრამ არ შემიძლია ონიანი არ აღვნიშნო...

Posted by: Charles IX 17 Jan 2007, 00:39
Solveig
QUOTE
ან გერმანს

დიდი ოპერომანი არ ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ ანჯაფარიძის მერე წესიერი ტენორი არ გვყოლია

ეჰ, ანჯაფარიძის გერმანი თბილისის თეატრში როდის მოისმინე?
რაც მე ოპერაში დავდივარ, არ დადგმულა, 90-ანების ბოლო წლებამდე...
ანჯაფარიძე დიდი ტენორი იყო, წესიერი ქე გვყავდა ერთი-ორი. ტავიდან, ახალგაზრდობაში საკმაოდ კარგი იყო ანზორ ფიოლია, ცოტა პრობლემები კი ჰქონდა სკოლის თვალსაზრისით, მაგრამ მღეროდა (არ იჭაჭებოდა)... თავიდან ალიკო ხომერიკიც კარგი იყო - პირველად აბესალომში მოვისმინე, და მეგონა ახალი ანჯაფარიძე მოდის-თქვა, მარა მერე თლათ გარეკა ხომერიკმა...

Posted by: Johnnie Walker 17 Jan 2007, 00:43
Chkalovi
QUOTE
პროფესიონალები კი ძირითადად თეატრს გარეთ არიან.

პროფესიონალები საერთოდ, საქართველოში თეატრს გარეთ არიან lol.gif

იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე.

Posted by: Charles IX 17 Jan 2007, 00:45
Johnnie Walker
QUOTE
პროფესიონალები საერთოდ, საქართველოში თეატრს გარეთ არიან

მარტო თეატრს გარეთ ჯონი?
სხვაგან სად გვყავს პროფესიონალები?
ნუ ახლა პროფესიონალ ქირურგს, რომელიც PR მენეჯერად მუშაობს და პროფესიონალ ფეხბურთელს პარლამენტში არ ვგულისხმობ...

Posted by: Pathetikos 17 Jan 2007, 00:46
Johnnie Walker
ვააა, ჯონი, ცილინდრი დაგიხურავს, ჩექმები ჩაგიცვამს, ტროსტი დაგიჭერია. ოპერაში ხომ არ მიდიხარ? biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 17 Jan 2007, 10:33
Charles IX
QUOTE
მარტო თეატრს გარეთ ჯონი?

მე ის ვიგულისხმე, სწორედ, რომ ჩვენი ცხოვრება თეატრია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი...

Pathetikos
QUOTE
ვააა, ჯონი, ცილინდრი დაგიხურავს

ეს ჯონია, უოკერი biggrin.gif

user posted image

Posted by: BEKO 17 Jan 2007, 10:34
Johnnie Walker
QUOTE
უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი...

რეჟისორი ეშაფოტზე, სასწრაფოდ lol.gif

Posted by: Chkalovi 17 Jan 2007, 12:07
ნინა
ეთერ ეგაძე ვინაა? spy.gif მე მანანა ეგაძე ვიცი
Charles IX
ახლა არაა პრობლემა ინსტრუმენტების მხრივ მგონი-ახლები ჩამოიტანეს, მაგრამ დამკვრელი არაა და რათ გინდა biggrin.gif აიდას მარშში რომ ერთი ხუთჯერ დასცხობს ტრუბა და საერთოდ ჩასაბერები ისეთ ნოტს, რომ სოფლის კლუბში გეგონება თავი..
falestra
გეთანხმები ონიანზე-მეტ ნაკლებად გამორჩევა, თანაც მაგან რაც შეიძინა- ყველაფერი საზღვარგარეთ-მილანის აკადემიაში და მგონი კიდევ მიუნხენში.
Johnnie Walker
QUOTE
პროფესიონალები საერთოდ, საქართველოში თეატრს გარეთ არიან

up.gif

Posted by: auau 17 Jan 2007, 13:57
ძალიან კარგი გოგოა მაყვალა ასპანიძე, მაგრამ რა გინდა! სექტემბრიდან გერმანიაში მიდის,ფრანკფურტის(ასე მახსოვს) ოპერამ გაუფორმა ხელშეკრულება.
ჩემამდე არ დადის ბადრი მაისურაძის დიდი მომღერლობა.ისე იჭინტება, თითქოს საცაა გასკდებაო.
ახლა ჯამბაზებში ათანელმა შესცოდა, მაგრამ,რა ვქნა, ეს კაცი ძალიან სცენიურია და კარგი მომღერალია!თანაც ისეთი განერვიულებული ყოფილა, საერთოდ ხმა როგორ ამოიღოო - ასე მითხრეს. მოლაპარაკებული ყოფილა ბოლო სპექტაკლზე და
ეგრევე პირველ დღეს ამღერეს ახალი ჩამოსული კაციო.
ვიშნევსკაიამ რომ ჩამოიყვანა თავისი თეატრი, სიცილით მოვკვდი, ჯერ ჩვენი დასი რა არის და ისინი ამათთან დამწყებებს ჰგავდნენ. ხალხი გამოვიდა, ვეღარ გაუძლეს ანტიმუსიკას.

ჩვენი ორკესტრი? -ჰა-ჰა-ჰა-ჰა! ამას ჰქვია არ გათეთრდება ყორანიო! ჯამბაზებზე ორი კაცი იჯდა ჩემს გვერდით, ცნობილი მუსიკოსები.ერთ ადგილზე ჩასაბერებმა ისეთი გაუშვეს, რომ ერთერთმა მთელი ხმით წამოიძახა -შენი დედაო! მერე ისე შერცხვა, ბოდიში ქალბატონოო და ორივე გაიპარა.
ამ დროს ხმიანი თაობა მოდის. სამწუხაროდ ვისაც ხმა აღმოაჩნდება - მოთმინება ღალატობს. სასწრაფოდ უნდათ პოპულარობა და ოპერას კი დრო ჭირდება. მერე მიდიან ესტრადაში, იწყებენ ყვირილს, ეჩვევიან ფონოგრამაზე ტუჩების ცმაცუნს, ერთი სული აქვთ, სანამ ტანგახდილი მოევლინებიან პუბლიკას. მერე მათი "მოდა"ან მფარველები წავლენ და ხმამორყეული "ვარსკვლავები" აღარც აქეთ არიან,აღარც იქეთ!
მოკლედ მომღერლებსაც და მატ პატრონებსაც აღზრდა სჭირდებათ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
* * *
QUOTE
მაგრამ არ შემიძლია ონიანი არ აღვნიშნო...

აი, ონიანი ის კაცია, რომელსაც გამჩენმა ხმაც მისცა და ტვინიც. ეს ბიჭი იყო კავეენშჩიკი.ერთმა ჩემმა ახლობელმა უთხრა, შენ დიდი მომავალი გექნება კლასიკას თუ გაყვებიო და თვითონ წაიყვანა კონსერვატორიაში. გიამ დაუჯერა და ხედავთ,რომ მოიგო. იმ კაცის სიკეთეს კი არ ივიწყებს და სადაც არ უნდა იყოს, ყოველი სპექტაკლის შემდეგ ურეკავს!

Posted by: falestra 17 Jan 2007, 14:53
გუგუშვილი მიყვარდა ბავშვობიდან ძალიან, ბოლოს "მინდიაში' ვნახე, მაგრად მოტეხა ასაკმა.. მაგრამ ძალიან ემოციურად იმღერა.. ჟრუანტელმა დამიარა...
ჯამბაზებს რაც შეეხება, სირცხვილად ისიც გვეყოფა დენი რომ ჩაქრა პრემიერის დროს რამდენჯერმე..
ვიშნევსკაიას დასი მართლაც საბავშვო ბაღი იყო.. "მეფის საცოლეს" კიდე არა უშავდა, მაგრამ "რიგოლეტო" ძალიან სუსტი იყო, ძალიან, ძალიან სუსტი..

Posted by: Chkalovi 17 Jan 2007, 16:55
auau
QUOTE
ძალიან კარგი გოგოა მაყვალა ასპანიძე, მაგრამ რა გინდა! სექტემბრიდან გერმანიაში მიდის,ფრანკფურტის(ასე მახსოვს) ოპერამ გაუფორმა ხელშეკრულება.

მე რამდენადაც ვიცი-მაკა ჯერ არსად არ მიდის smile.gif
QUOTE
ჩემამდე არ დადის ბადრი მაისურაძის დიდი მომღერლობა.ისე იჭინტება, თითქოს საცაა გასკდებაო.

გეთანხმები-ძალიამიერი ვოკალი აქვს.
QUOTE
ახლა ჯამბაზებში ათანელმა შესცოდა, მაგრამ,რა ვქნა, ეს კაცი ძალიან სცენიურია და კარგი მომღერალია!თანაც ისეთი განერვიულებული ყოფილა, საერთოდ ხმა როგორ ამოიღოო - ასე მითხრეს. მოლაპარაკებული ყოფილა ბოლო სპექტაკლზე დაეგრევე პირველ დღეს ამღერეს ახალი ჩამოსული კაციო.

არა-თავიდანვე შეთანხმებული იყო თანაც რამდენიმე დღიტ ადრე ჩამოვიდა სპეციალურად მაგ პრემიერისთვის.

falestra
QUOTE
"მეფის საცოლეს" კიდე არა უშავდა

მეფის საცოლე მომეწონა შედარებით, თავის სტილში იმღერეს.

Posted by: kvachi 17 Jan 2007, 17:34
QUOTE (ნინა @ 16 Jan 2007, 19:01 )
kvachi
QUOTE
რომეო და ჯულიეტაზე ვიყავი და შოკირებული გამოვედი

ვინ იყო დირიჟორი?


დირიჟორი რეზო ტაკიძე იყო... ძალიან ბევრ კარგს მეუბნებიან მის მუშაობაზე, თუმცა შედეგს ვერ ვხედავ.

ორკესტრისთვის საკრავები ჯერ სრულად არ ჩამოუტანიათ, ბოლოს ახალ არფებს მივკარი თვალი. რამდენიმე ახალი ვიოლინოცააო...

ჩასაბერებში კი იგივე, ანტიკვარული ინსტრუმენტებია.

საინტერესოა რას მოიფიქრებენ ახალი ინსტრუმენტების სრულად ჩამოტანის შემდეგ? დიდი იმედი მაქვს, რომ თავის მართლება აღარ მოუწევთ ცუდად დაკვრის გამო.

გია ონიანი, ჩვენი ოპერის ერთ-ერთი მარგალიტია.
ძალიან მომწონს სულხან გველესიანი

yes.gif

Posted by: Chkalovi 17 Jan 2007, 21:42
kvachi
ჩამოტანილია მე როგორც ვიცი, მაგრამ ჯერ არ დაურიგებიათოო
ისე არფები კი ახალია უკვე-რაც ბოლოს მოვკარი თვალი.
QUOTE
გია ონიანი, ჩვენი ოპერის ერთ-ერთი მარგალიტია.

ნუ მარგალიტისა რა მოგახსენო და ერთ-ერთი გამორჩეული კი არის smile.gif

Posted by: falestra 17 Jan 2007, 21:46
kvachi
გველესიანი მართლა მაგარია, სეზონის დახურვაზე კიაზოს პარტია შეუდარებლად იმღერა...

Chkalovi
თეორიულად რუსულ დასს რუსული ოპერა კარგად უნდა ემღერა და იმღერეს კიდეც

Posted by: Chkalovi 17 Jan 2007, 21:56
falestra
ბევრი მომისმენია რუსი რომელიც თავის რეპერტუარს ვერ მღერის ნორმალურად.
ეტყობა წაიმუშავა გალინა პავლოვნამ ცოტა smile.gif
რიგოლეტო მართლა კატასტროფა იყო-გინდა დადგმის -გინდა მომღერლების მხრივ.

გველესიანს კი კარგი ხმა აქვს გეთანხმები

Posted by: falestra 17 Jan 2007, 22:03
Chkalovi
გველესიანს ხმაც მაგარი აქვს და არტისტიზმიც...
ისე სულ ოპერაზე უნდა ვისაუბროთ თუ ბალეტიც განვიხილოთ ცოტაsmile.gif

ისე ჩვენში დარჩეს და, ეგვიპტე რად დაჩაგრეspy.gif

Posted by: Ocelot 18 Jan 2007, 14:29
ეჰ, კაი დრო იყო boli.gif 2001 წლის სეზონიდან მოყოლებული 2-3 წელი სპექტაკლს არ ვმაზავდი. ეხლა კაი ხანია აღარ ვყოფილვარ. აზმაიფარაშვილი იძახდა 2 წელიწადში ლასკალას დავამგვანებო biggrin.gif ნიკა ლაგვილავა გაიქცა იტალიაში, არადა ერთ-ერთი ყველაზე კაი ბარიტონი იყო. მიშელინა ქობალიანიც წავიდა. ამოვიდა ყელში ეს გუგუშვილი და ონიანი. გამგებელი მაინც ჩამოიყვანონ ხოლმე ცოტა ხშირად. ერთადერთი სოპრანოებში არ გვიჭირს, თუ ისინიც არ გაიქცნენ.

Posted by: Chkalovi 18 Jan 2007, 21:06
falestra
QUOTE
გველესიანს ხმაც მაგარი აქვს და არტისტიზმიც...

სამწუხაროდ მხედველობის პრობლემა აქვს და ეს ხელს უშლის სცენაზე მოძრაობაში.

ეგვიპტეს ამოვქაჩავთ ეხლავე wink.gif

QUOTE
გამგებელი მაინც ჩამოიყვანონ ხოლმე ცოტა ხშირად. ერთადერთი სოპრანოებში არ გვიჭირს, თუ ისინიც არ გაიქცნენ.

გამგებელმა ისე იმღერა ბოლოს რომ მემგონი აღარ მოიწვევენ მაგას biggrin.gif
და სოპრანოებში ვის გულისხმობ?

Posted by: falestra 18 Jan 2007, 22:04
Chkalovi
არ ვიცოდი ეგ...
ჰმ..

ესე იგი ბალეტზე არავის არ უნდა ლაპარაკი ხო? cry.gif

Posted by: Chkalovi 18 Jan 2007, 22:31
falestra
ბალეტში დიდად არ ვარ მაგრამ თუ გინდა ვისაუბროთ biggrin.gif
შენ დაიწყე და მე აგყვები smile.gif
პ.ს. ეგვიპტეზე დაიქოქა

Posted by: falestra 19 Jan 2007, 00:03
Chkalovi
არც მწვადი დავწვათ არც შამფური.
1."დაისზე" რამდენჯერ ხარ ნამყოფიbiggrin.gif
2. ბალანჩინის "სიმფონიური ვესტერნი" მომეწონა ძალიან! ხოზაშვილმა არაჩვეულებრივად შეასრულა სახასიათო პარტია...

Posted by: ნინა 19 Jan 2007, 00:42
falestra
QUOTE
ესე იგი ბალეტზე არავის არ უნდა ლაპარაკი ხო? 

გადავედით ბალეტზე. მაკნატუნაზე ვინ იყავით საახალწლო დღეებში? გიორგი ჟორდანია დირიჟორობდა.

Posted by: Ocelot 19 Jan 2007, 00:50
Chkalovi
QUOTE
და სოპრანოებში ვის გულისხმობ?

ასპანიძე, თუმცა ეგეც წავა ალბათ biggrin.gif ნინო მაჩაიძე, ძაან მაგარი ხმა აქ. "მაკბეთს" რო მღეროდა 1-2 წლის წინ, დამავიწყდა სახელი და გვარი, ეგეც კარგად მღეროდა, თუმცა მაგ როლმა ცოტა დაურხია ხმაზე.

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 12:55
Ocelot
ასპანიძე ხო yes.gif ჯერ აქაა.
მაჩაიძე ლა სკალას აკადემიაშია.
ირმა ბერძენიშვილი რომელიც მაკბეტს მღეროდა
QUOTE
  მაგ როლმა ცოტა დაურხია ხმაზე.
გეთანხმები biggrin.gif
ვინღე დარჩა?
მაკაც ხვალ-ზეგ წავა..

boli.gif

falestra
დაისზე არც მახსოვს რამდენჯერ ვარ ნამყოფი biggrin.gif პირველად რომ ვნახე 4-5- წლის ვიქნებოდი და მალხაზი რო მოკლედ მაგრა გამიტყდა, თუმცა რომ ადგა და პაკლონზე გამოვიდა იმაზე უფრო ავღშფოთდი, ხომ მოკლეს მეთქი-რაღატომ ადგა biggrin.gif

Posted by: Ocelot 19 Jan 2007, 13:07
Chkalovi
QUOTE
მაჩაიძე ლა სკალას აკადემიაშია

მაგანაც გაასწრო ესეიგი? biggrin.gif ოო, მაშინ მძიმე მდგომარეობა ყოფილა biggrin.gif
QUOTE
ირმა ბერძენიშვილი რომელიც მაკბეტს მღეროდა

ხო, გუშინვე გამახსენდა biggrin.gif კიდე გიორგი კიკნაძე იყო ერთი, ეგეც იტალიაშია, კორელის ამგვანებს ყველა, მართლა მაგარი ტენორია, აქ მგონი აზმაიფარაშვილმა დაიწუნა, უხმო ხარო lol.gif მოკლედ ხმები კი არი, პროსტა ყველა გარბის აქედან biggrin.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 13:11
Ocelot
QUOTE
გიორგი კიკნაძე იყო ერთი

ხო რომშია ეგ. ხმა კი კარგი აქვს, მაგრამ ვოკალი ჯერ არ უვარგოდა , ისე მაგი იყო მიღებული სტაჟორად თუ რაღაც ადდაგვარად ჯერ კიდევ გუგუშვილის დროს, მაგრამ ვერ გაქაჩა.
QUOTE
მოკლედ ხმები კი არი,

ხმები ნამდვილად არის და ძალიან კარგი ხმებიც, მაგრამ მთავარი პრობლემა ჩვენი კონსერვატორიაა, რომელიც უვარგის ხალხს აწვდის ოპერას და იმ ხმებსაც ისე ურხევთ, რომ ბოლო გამოსავალი ისევ საზღვარგარეთ გაქცევაა, რომ იქ რაღაც მაინც ისწავლონ და შეიძინონ.

Posted by: falestra 19 Jan 2007, 13:32
Chkalovi
ზაიმნა, თან გმირულად რამდენჯერაც იდგმება იმდენჯერ მივდივარ დღემდე lol.gif ისე ფინალს ადრე ცოოოტა სხვანაირად ასრულებდნენ... დასარტყამ ინსტრუმენტებს ვგულისხმობ, დარტყმებს შორის მცირე პაუზა კეთდებოდა, ახლა პირდაპირ მიაყოლებენ ხოლმე... მე ძველი ვარიანტი უფრო მომწონს, უფრო დრამატულს ხდიდა..

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 13:35
falestra
ყველაზე მეტად თავო ჩემი შემზიზღდა biggrin.gif ამ ბოლო დროს ორჯერ მიწევს მოსმენა ერთი სპეკტაკლის პირობებში და ბისიდან უკვე გავდივარ როგორც წესი biggrin.gif
აბესალომზე რას იტყვი? ისე მე უფრო ეს ბოლო მიყვარს user.gif ჩემი პირველი სპექტაკლი იყო-ეთერიზე ვაფანატებდი biggrin.gif
ისე რა დავასკვენი იცი? :დ სეპუკუ ანუ ხარაკირი თურმე საქართველოში გამოიგონეს და არა იაპონიაში(ეთერის თვითმკვლელობის სცენა) lol.gif lol.gif lol.gif
* * *
falestra
თანაც მინდა გაგახარო-თებერვალში ორი დაისი იქნება 9-ში და მგონი 29 ში biggrin.gif
ასე რომ მოემზადე ევერესტის დასაპყრობლად lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 13:47
Chkalovi

lol.gif lol.gif lol.gif
თავო ჩემო კი არა... გული მისკდება ისეთი სიტუაციაა ხოლმე დამსწრე საზოგადოებაში... წყობილებიდან გამოვდივარ, რაღაცა არიის მოსმენა რომ მინდა და აქეთ იქიდან ჭორაობა რომ მიდის ბოლო ხმაზე... sad.gif ორმა გოგონამ საერთოდ დახურა... "ბალ-მასკარადი" იყო მგონი, ვოქმენები ეკეთათ და რაღაც ელექტრონული მუსიკის ფონზე ვისმენდი ვერდის მუსიკას cry.gif

აბესალომ და ეთერიც მაგრად მიყვარს, ლატავრა კი არ მაქვს ნანახი სამწუხაროდsad.gif

Posted by: Ocelot2 19 Jan 2007, 13:50
Chkalovi
QUOTE
მაგრამ ვოკალი ჯერ არ უვარგოდ

შეაკლა თავი ამ ხურციძეს და კიდე კარგად მღეროდა biggrin.gif იქ ალბათ მოიყვანდნენ აზზე biggrin.gif

falestra
QUOTE
ორმა გოგონამ საერთოდ დახურა... "ბალ-მასკარადი" იყო მგონი, ვოქმენები ეკეთათ და რაღაც ელექტრონული მუსიკის ფონზე ვისმენდი ვერდის მუსიკას

იმხელაზე ქონდათ აწეული რო გესმოდა? biggrin.gif ეჰ, ეგეთები დადიან ეხლა ოპერაში sad.gif მე უკეთესს გეტყვი. ერთ-ერთი გასტროლის დროს ბალკონიდან გადმოვიხედე და შუა სპექტაკლის დროს, პარტერში ერთი 50 მობილური იყო ჩართული biggrin.gif ზოგი ესემესებს აგზავნიდა, ზოგი თამაშობდა biggrin.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 13:54
falestra
QUOTE
"ბალ-მასკარადი" იყო მგონი, ვოქმენები ეკეთათ და რაღაც ელექტრონული მუსიკის ფონზე ვისმენდი ვერდის მუსიკას

lol.gif lol.gif lol.gif
მერე მაგას რა ჯობს-გარემიქსებული ბალ-მასკარადი და ამელიას არია პოკ-ის სტილში :დ
პარტერს ისე არ ვწყალობ-მე უფრო ლოძები მიზიდავს, იქ სეპარატიულად ვარ-არც მე მიშლიან ხელს და არც მე ჩემი ჭორაობით biggrin.gif
ეგ კი არა-მობილურები ვააბშე მაგიჟებს-იმდენი გაგება ხომ უნდა გქონდეს რომ გამორთო ან ხმა მაინც გაუთიშო mad.gif
ადამიანი რაღაცას მღერის და ამ დროს დარბაზიდან ათასნაირი წრიპინის ხმა ისმის...

Posted by: falestra 19 Jan 2007, 13:58
Ocelot2
შენ წარმოიდგინე იმხელაზე ქონდათ აწეული, ნებისმიერ ნაით-კლუბს შეშურდებოდა aba.gif
ბოლოს შუშანიკის პოზაში ჯდომა ვეღარ ავიტანე და კატეგორიულად მოვითხოვე ან დაუწიეთ ან ნოა-ნოა აქვეა და იქ გადადით მეთქი, გამორთვა ვერ მოვთხოვე, მომერიდა lol.gif

მობილურები ცალკე ტკივილია... ერთმანეთს კი არ ურეკავენ?

rolleyes.gif


Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 13:59
Ocelot2
კაცო-ერთიც შენ ხარ და მეორეც? eek.gif თუ მე მაქვს გაორება? biggrin.gif
ხო ბიჭიკომ მთლად ბოლო მოუღო-თუმცა არ იმჩნევდა-აქებდა და ადიდებდა biggrin.gif

ისე მაკბეტზე და მის შემსრულებლებზე მაინტერესებს შენი აზრი rolleyes.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 14:04
Chkalovi
ჩემნაირო biggrin.gif მეც ლოჟების მბრძანებელი ვარ lol.gif

ყველაზე საოცარი კურიოზი კი შარშან მოხდა, დაისზე... სახელ და გვარს არ დავასახელებ და შინაგან საქმეთა სპეც-დანიშნულების ბატალიონი იძულების წესით დაასწრეს სპექტაკლს, აქაოდა სამხედრო-პატრიოტული ოპერა სასარგებლოდ წაადგებათო... თვითონაც დაიტანჯნენ და ჩვენც დაგვტანჯეს გაუთავებელი ლაქლაქით, ფინალურ მომენტში, კიაზოს და მალხაზის ბრძოლის დროს ცოოოოოოტა ხანი ინტერესით უყურებდნენ, გაჩუმდნენ, გაისუსნენ, ბოლოს მალხაზი რომ მოკლა კიაზომ და სოფლის მოსახლეობა შემოვიდა სცენაზე ერთმა წამოიყვირა ხმამაღლა: მოვიდა სპეცრაზმიო! 2 წამში ტიტოს რეპლიკაზე: რა ქენი კიაზო? კიდევ წამოიყვირეს: აი მერაბიშვილიც აქაა, დაკითხვას ატარებსო..
...სპექტაკლის ყველაზე დრამატულ მომენტში იარუსები სიცილისაგან ინგრეოდა rolleyes.gif

Posted by: Ocelot- 19 Jan 2007, 14:06
falestra
QUOTE
ან დაუწიეთ ან ნოა-ნოა აქვეა და იქ გადადით მეთქი

biggrin.gif
პრინციპში პლეიერის თავზე დამტვრევაც დასაშვები იქნებოდა biggrin.gif
QUOTE
შინაგან საქმეთა სპეც-დანიშნულების ბატალიონი იძულების წესით დაასწრეს სპექტაკლს

აუ მგონი ვიყავი მაგ სპექტაკლზე biggrin.gif

Chkalovi
QUOTE
კაცო-ერთიც შენ ხარ და მეორეც?

და მესამეც biggrin.gif ფიგარო ტუტ ი ტამ biggrin.gif
QUOTE
ისე მაკბეტზე და მის შემსრულებლებზე მაინტერესებს შენი აზრი

რაღაც საეჭვო შეკითხვაა rolleyes.gif ოპერის ერთ-ერთი მომღერალი ხო არ ხარ? biggrin.gif ჯერ ამაზე მიპასუხე და მერე გიპასუხებ, თორე ცუდი რამეები უნდა დავწერო lol.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 14:09
falestra
QUOTE
ჩემნაირომეც ლოჟების მბრძანებელი ვარ

მეც იქიდან უკეთესად ვაკონტროლებ სიტუაციას-პარტერში კი-ნე ვ სვოეი ტარელკე ვგრძნობ თავს biggrin.gif
ეს მომეწონა მერაბიშვილი და ამბები biggrin.gif
შენ უნდა გენახა ერთხელ დონ კარლოსზე რომ მოიყვანეს ბავშვები...
ვინც ეს მოიფიქრა მაგის ჭკუაში ჩამახედა lol.gif ამხელა სპექტაკლს 5-6- წლის ბავშვი გაუძლებს?
ხოდა ხალხი იქ სცენაზე ცოდვილობს-არ იცის როგორ მიიყვანოს სპექტაკლი ბოლომდე-დარბაზში კი მაქსისაბავშვო ბაღი იყო გახსნილი- დაჭერობანა-დახუჭობანას ჩათვლით lol.gif lol.gif lol.gif
* * *
Ocelot-
შენ რა მაგარი ხარ biggrin.gif
რას ამბობ tom.gif ღმერთმა დამიფაროს ოპერის მომღერლობა lol.gif lol.gif lol.gif
მიდი დაიწყე-არც მე უნდა ვუმღერო ოდა მაკბეტს lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 14:15
QUOTE
პრინციპში პლეიერის თავზე დამტვრევაც დასაშვები იქნებოდა biggrin.gif

ორნი იყვნენ თქო
lol.gif
QUOTE
აუ მგონი ვიყავი მაგ სპექტაკლზე biggrin.gif

არ გკითხავ, როგორ ისიამოვნე lol.gif

Chkalovi
ეგ კიდე ცალკე საკითხია.. რიგოლეტოზეც ბავშვების გარემოცვაში ვიჯექი და იმ ბავშვების დაწყნარებას არ დაადგა საშველი spy.gif მერე ერთს შეეშინდა და ტირილით აწია ჭერი, დავიჯერო თანამედროვე მშობლებს აღარ უყვართ შვილები? spy.gif ჯერ პატარა ბავშვის რიგოლეტოზე წაყვანა და ისიც ვიშნევსკაიას დასის დადგმულ რიგოლეტოზე, იქნებოდა?

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 14:19
falestra
QUOTE
ჯერ პატარა ბავშვის რიგოლეტოზე წაყვანა და ისიც ვიშნევსკაიას დასის დადგმულ რიგოლეტოზე, იქნებოდა?

მაგას მე ვერ გავუძელი biggrin.gif ჯილდას მოტაცების შემდეგ ავიფცქვენით მთელი სასტავით, ბავშვის ტირილი რა გასაკვირია-შენი თქმის არ იყოს-მშობლები თვითონაც იტანჯებიან და ბაღნებსაც ტანჯავენ aba.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 14:24
Chkalovi
ღირსების ორდენი მეკუთვნის, ბოლომდე დავრჩი სპექტაკლზე
lol.gif lol.gif lol.gif

ვაიმე, ისა და, "ამაო სიფრთხილეზე" იყავი? rolleyes.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 14:27
falestra
QUOTE
ღირსების ორდენი მეკუთვნის, ბოლომდე დავრჩი სპექტაკლზე

chest.gif keh.gif რამ გაგაძლებინა? ნამდვილად გეკუთვნის!
მგონი ვიყავი, თუ ამას ყოფნა ქვია-მეგობარს უნდოდა და თოკებიტ მაკავებდა lol.gif
ბოლოს ვუთხარი თუ არ გინდა-გული წამივიდეს შენ უყურე და მე გარეთ დაგელოდები gigi.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 14:32
Chkalovi
ცნობისმოყვარეობა დამღუპველია რამეა rolleyes.gif

როგორ მოგეწონა დაზვერვის სცენა ბაღში lol.gif
ხორუმის დანახვაზე მოულოდნელობისგან ლამის პირველი იარუსიდან გადმოვვარდი eek.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 14:34
falestra
ხორუმის სცენა? eek.gif
დონ პასკუალე ხო არა? biggrin.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 14:36
Chkaloviპარდონ, დონ პასკუალე უნდა მეთქვა
lol.gif არადა დონ პასკუალეზე ვფიქრობდი, და ამაო სიფრთხილეზე მინდოდა კიდევ დაფოსტვა და გავაერთიანე ეტყობა lol.gif
მე არანაირად არ ვიყავი მზად და ზასტალო ვ რასპლოხ

Posted by: Ocelot- 19 Jan 2007, 14:38
Chkalovi
2-3 წლის წინანდელზე გეტყვი:
ლაგვილავა უფროსი - ხმა აქ იმის დედა ვატირე, მაგრამ სიმღერა არ იცის biggrin.gif ბგერები უკან მიაქ, ჭინთვებით მღერის biggrin.gif
გეწაძე - ეს უკვე მაშინ იყო პენსიაზე გასაშვები biggrin.gif ძაან უყანყალებს ხმა.
გაბიტაშვილი - თავიდან თითქოს არა უშავდა, მერე ამასაც აუყანყალდა და უაზროდ აყროყინდა.
გაბელაია - ესეც ხურციძის ერთ-ერთი ნახელავი biggrin.gif ხმა თითქოს კაი აქ, ფრაზირებაც, მაგრამ ესეც იჭინთება. ამის კარიერა მგონი ასე დაიწყო: იყო ოპერის სათადარიგო ტენორი და გამგებელი რო ერთ-ერთი სპექტაკლზე ცუდად გახდა, გუგუშვილი გასტროლზე იყო და ტენორი არ მოიძებნა, მაშინ შეცვალა და ასე დაიწყო სიმღერა biggrin.gif
მახარაძე - ამასაც კაი ხმა და ფრაზირება აქ, მაგრამ იგივე ჭინთვის პრობლება აწუხებს biggrin.gif
ბერძენიშვილი - ერთადერთი ნათელი წერტილი. საჯაროს ბიბლიოთეკაში ვნახე და იქ გავესაუბრე ცოტა ხნით, მითხრა, მარტო მე გავბედე ამ პარტიის სიმღერაო, დაჟე ქობალიანმაც უარი თქვაო.
იტოგში პედაგოგი არაა კაი რო ასწავლოს. გუგუშვილს არაუშავსო, ოღონდ ბოლოსკენ უნდა მიხვიდეო, უკვე ჩამოყალიბებულზე. ბეჟუაშვილს ზოგი აქებ ზოგი არა. რას გაიგებ biggrin.gif ვინ ვისი მოსწავლეა მაგ პრინციპით biggrin.gif ანდღულაძეზე იძახდნენ ხმას უფუჭებს, გამგებელმა მაგის გამო გაიკათა ოპერაციაო.

აუფ, რეები დავწერე biggrin.gif იმედია ზემოხსენებულებიდან ამ თემაში არავინ შემოიხედავს lol.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 14:39
falestra
ხო მაგაზე იყო გათვლილი რომ ხალხი იარუსებიდან გადმოფრინდებოდა yes.gif lol.gif
ვაბშე მაგ სპექტაკლზე- პირველი აქტის იქით ვერ ვჩერდები-არადა ნოტარიუსის სცენა მაგარი სასაცილოა tongue.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 14:43
Chkalovi
თავიდან ვიფიქრე ხო არ მეჩვენება თქო.. მაგრამ ხორუმის რითმიც თუ ვეღარ ვიცანი, კარგად მქონია საქმე lol.gif თუ სწორად მახსოვს, მგონი მზვერავები ხორუმის სვლით გადმოფრინდნენ (თუ ამოფრინდნენ) კიბიდან
rolleyes.gif

რამდენჯერმე იყავი დონ პასკუალეზე? eek.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 14:45
Ocelot-
ირმას კარგად ვიცნობ smile.gif ძალიან კარგი გოგოა, მიყვარს და პატივს ვცემ. მაგრამ არ უნდა ემღერა ლედი მაკბეტი no.gif ძალიან დაურხია ხმაზე, მაგის შემდეგ დაეწყო პრობლემები. არადა ძალიან მეცოდება-ულამაზესი ხმა აქვს. ამ ბოლოს მოგისმენია? რამე უნდა მოუხერხოს თავის ვოკალს. ახლანდელ მთავრობასთანაც კონტრაშია და საერთოდ თეატრიდანაც წავიდაერთი პერიოდი.
კიდევ კარგი მერე ისევ დააბრუნეს.
დანარჩენებზე გეთანხმები მეტ ნაკლებად.
აი რეჟისურაზე რას იტყვი? biggrin.gif

Posted by: Ocelot- 19 Jan 2007, 14:50
Chkalovi
QUOTE
აი რეჟისურაზე რას იტყვი?

ოპერის რეჟისურაში რას გულისხმობ? კარგად არ ვიცი ყველაფერი biggrin.gif დეკორაციები, განათება და მომღერლების არტისტობა? პირველი 2 ნორმალურია, აი მესამე ცოტა ვერ ქაჩავს biggrin.gif სამსახიობო ნიჭი ცოტას აქ მაქადან.

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 15:04
Ocelot-
არა მაკბეტის რეჟისურაზე გკითხე biggrin.gif
ინოვაციები და დეკორაციები თუ მოგეწონა?

falestra
ერთი 5 ჯერ ვიქნებოდი, მაგრამ მხოლოდ 1-ელ აქტზე-მეტს ვერ ვუძლებ biggrin.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 15:07
Chkalovi
ჩემი ზემოთხსენებული ორდენი ალავერდის წესით საზეიმო ვითარებაში გადმოდის შენთან cry.gif

ხმ, ბალეტი...
გედის ტბის ახალი ვარიანტი როგორ მოგეწონათ?

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 15:15
falestra
QUOTE
ჩემი ზემოთხსენებული ორდენი ალავერდის წესით საზეიმო ვითარებაში გადმოდის შენთან

biggrin.gif ვერ წაგართმევ

რა ვიცი- ისე რა smile.gif ისე საერთოდ ნინოს მოსვლის შემდეგ ამოიქაჩა ბალეტი-ნუ ყოველ შემთხვევაში ოპერას უჯოკრავს ნამდვილად..

დონ კარლოსი ფურლანეტოს და ბურჭულაძის მონაწილეობით ნახეთ? cry.gif მართლა ვისიამოვნე რა ამ კაცის ნახვით და მოსმენით...

Posted by: falestra 19 Jan 2007, 15:20
Chkalovi
არ მინახავსsad.gif
ბურჭულაძის ხმის ტემბრზე ვაფანატებ... საოცარი ხმა აქვს

კი, ნინომ მართლა სასწრაფო და გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა ბალეტს, თან ისეთი ბალერინები არიან ახლა ჩვენს თვალწინ როგორიცაა ალექსიძე, კანდელაკი, მურადელი, ხოზაშვილები, მენაბდე... უძლიერესი ხალხია... არ მინდა ვინმე გამომრჩეს...


ისე კაი დროს გამახსენდა მაგრამ, ნათლისღებას გილოცავთ...
2kiss.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 15:23
falestra
ბევრი რამ დაკარგე sad.gif
კი მაქვს დისკზე პირადად ჩემი ჩანაწერი, მაგრამ ლაივში უნდა გენახა რა-მართლა მაგარი დუეტი იყო ფილიპის და ინკვიზიტორის როცა ერთად მღეროდნენ sad.gif

გაიხარე ჩემო კარგო wink.gif მეც გილოცავ გფარავდეს მისი მადლი 2kiss.gif

Posted by: Ocelot- 19 Jan 2007, 15:36
Chkalovi
QUOTE
ინოვაციები და დეკორაციები თუ მოგეწონა?

იქნებ პირველი სიტყვის მნიშვნელობა განმიმარტო? biggrin.gif ეგრე დეტალურად არ ვიცი ყველაფერი biggrin.gif

falestra
QUOTE
ნათლისღებას გილოცავთ...

აგრეთვე smile.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 15:44
Ocelot-
ნუ აი გუნდის შემოყვანა დარბაზში ბოლო აქტში, ან ბავშვების გუნდის გამოყვანა ფინალში-არადა ვერდის მსგავსი არაფერი დაუწერია biggrin.gif
და საერთოდ დადგმა თუ მოგეწონა იმას გეკითხები ვა biggrin.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 15:54
Chkalovi
sad.gif მჯერა...
მითხარი რამე ისეთი რომ ცოტა დავმშვიდდე cry.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 15:58
falestra
მაშინ იმას გეტყვი, რომ რამდენიმე ნაწყვეტს დავდებ მალე და იმედია ეს დაგამშვიდებს wink.gif


ხო მართლა ესეც საიტის ლინკი-იქნებ რამე საინტერესო იპოვოთ
http://www.opera.ge/

Posted by: falestra 19 Jan 2007, 16:00
Chkalovi
მაგ საიტზე უფრო ხშირად ვარ ვიდრე სახლში gigi.gif

მადლობა, გულზე მომეშვაsmile.gif გელოდებიbiggrin.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 16:03
falestra
მაშინ ისიც ეცოდინება რომ ინტერფეისი და ვებდიზაინი თითქმის მთლიანად გადმოშებულია ლა სკალას საიტიდან biggrin.gif
ერთი ვერ გავიგე-თუ საიტები ერთნაირი გვაქვს-ბარემ საშემსრულებლო დონეც მიამგვანონ როგორმე lol.gif lol.gif lol.gif

თავიდან სწორედ ინკვიზიტორის და ფილიპის დუეტს დავდებ fig.gif

Posted by: falestra 19 Jan 2007, 16:04
ზაქარია ფალიაშვილი - დაისი

09, 28,
თებერვალი, 2007 წელი

ბედი არ გინდაsad.gif ოთხშაბათი და პარასკევიაsad.gif

ჯუზეპე ვერდი - ატილა

24, 25, 27,
თებერვალი, 2007 წელი
უნდა ვნახო
* * *
ჯუზეპე ვერდი - ტრუბადური

01,
თებერვალი, 2007 წელი
ესეცცცცცცცცცცც მინდა... რამდენი დაიდგა იმდენი ვერ წავედიsad.gif ახლა კიდევ რომ არ წავიდე გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები...

Chkalovi
cry.gif მტკივნეულ საკითხს ეხები

Posted by: Ocelot- 19 Jan 2007, 16:07
Chkalovi
QUOTE
ნუ აი გუნდის შემოყვანა დარბაზში ბოლო აქტში, ან ბავშვების გუნდის გამოყვანა ფინალში-არადა ვერდის მსგავსი არაფერი დაუწერია

biggrin.gif
რატო რა, სადმე რამე წაიკითხე სადაც ვერდიმ თქვა რო ხორები არ გამოიყვანოთო? biggrin.gif
QUOTE
და საერთოდ დადგმა თუ მოგეწონა იმას გეკითხები ვა

მე მეგონა საერთოდ სპექტაკლებზე მეკითხებოდი biggrin.gif
ე ბიჯო რა ჩააცივდი ამ "მაკბეთს"? biggrin.gif დადგმა კაი იყო, ჩემი აზრით. ჯვარს რო გამოსახავენ კარგად იყო გაკეთებული. დეკორაციებსაც არა უშავდა.
შენ არ მოგეწონა? biggrin.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 16:09
falestra
QUOTE
24, 25, 27,თებერვალი, 2007 წელიუნდა ვნახო

ატილას არ ელოდო ჯერ biggrin.gif
სახსრებთან პრობლემებია და შეილება გადავიდეს პრემიერა

Posted by: falestra 19 Jan 2007, 16:09
რახან ვერდიზე ვსაუბრობთ, აიდაზე რას იტყვით?

Chkalovi
ეს ცხოვრება ხო არ გაგახარებს რა sad.gif
არადა შაბათ-კვირა ემთხვეოდა.. თან თებერვალი...
საიდან გაქვს ეს ინფორმაცია, თუ საიდუმლო არაა rolleyes.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 16:12
Ocelot-
კაცოო biggrin.gif ვერდის არ უწერია პარტიტურაში ეს ბავშვების გუნდი და შენ ვინა ხარ(რეჟისორ-დირიჟორზე მაქვს საუბარი) რომ ახალ რამეს ამატებ?
ყველაფერი არ მომწონებია. იყო კარგი მომენტებიც, მაგრამ საერთოდ სცენა უფრო კრიშის მანსარდას გავდა-თანაც დაქანებული იყო.
ჯვარი კი მეც მომეწონა

Posted by: Ocelot- 19 Jan 2007, 16:16
Chkalovi
QUOTE
ვერდის არ უწერია პარტიტურაში ეს ბავშვების გუნდი და შენ ვინა ხარ(რეჟისორ-დირიჟორზე მაქვს საუბარი) რომ ახალ რამეს ამატებ?

პარტიტურაში ბევრი რამე არ წერია, მაგრამ მაინც თავისით თხრიან რაღაცეებს, ხან დირიჟორები და ხან ვოკალისტები biggrin.gif ცოტა ხო უნდა წაიფანტაზიორო? ეგრე პონკიელის "ჯოკონდაში" ენცოს არიის ბოლოში სი წერია, მაგრამ ხალხს სი-ბემელო უსწორდებოდა და ჯილი კინაღამ სცენიდან გადმოიღეს biggrin.gif ზოგი დირიჟორი კიდე ცოტა ასწრაფებს ტემპს, ზოგიც ანელებს. ასე რო ბავშვების ხორი არაა გასაკრიტიკებელი, პრობლემა რაცაა ეგ უკვე ზევით დაიწერა biggrin.gif

Posted by: Pathetikos 19 Jan 2007, 16:16
მაკბეტში უამრავი კუპიურა გააკეთეს. ლამის გაანახევრეს ოპერა. თანაც სრულიად უაზროდ. ასე წესიერი თანამედროვე საოპერო თეატრი არ იქცევა.

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 16:19
Ocelot-
შენელება-Aჩქარება და კუპიურები ყველგანაა მიღებული smile.gif
და მაგ ზევიტ თქმულ პრობლემას ისიც ემატება რომ ზოგიერთი რეჟისორ-დირიჟორი ბევრ უფლებას აძლევს თავს.
და მე არ ვთვლი რომ ეგ ნორმალურია შეცვალო სიუჟეტი შენს ხოშზე და ბავშვედი შეტენო იქ-სადაც საერთოდ არ მოიაზრებიან კი არა და სრულიად ზედმეტები იყვნენ

Posted by: Ocelot2 19 Jan 2007, 16:24
Chkalovi
QUOTE
და მე არ ვთვლი რომ ეგ ნორმალურია შეცვალო სიუჟეტი შენს ხოშზე და ბავშვედი შეტენო იქ-სადაც საერთოდ არ მოიაზრებიან კი არა და სრულიად ზედმეტები იყვნენ

ძაან კაპრიზნობ boli.gif ლასკალა, მეტროპოლიტენ-ოპერა და კოვენტ-გარდენი კი არაა biggrin.gif

Posted by: Chkalovi 19 Jan 2007, 16:28
Ocelot2
QUOTE
ძაან კაპრიზნობ ლასკალა, მეტროპოლიტენ-ოპერა და კოვენტ-გარდენი კი არაა

ბოდიში დამავიწყდა სად ვიმყოფებით biggrin.gif
თუმცა თუ გინდა დაამსგავსო-სწორედ აქედან უნდა დაიწყო,თორემ ყოველთვის პროვინციული თეატრის დონეზე დავრჩებით rolleyes.gif

falestra
QUOTE
საიდან გაქვს ეს ინფორმაცია, თუ საიდუმლო არაა

CIA-ს აგენტი ვარ lol.gif

Posted by: ნინა 21 Jan 2007, 10:12
Chkalovi
QUOTE
ყოველთვის პროვინციული თეატრის დონეზე დავრჩებით

მართლა როდემდე შეიძლება რომ ასე გაჩიჩინებული იყოს სიტუაცია ჩვენს ოპერაში
ხომ არ ფიქრობს ვინმე რომ ოპერა ქართველების საქმე არაა. ანუ საოპერო ვოკალი არაა ქართული სასიმღერო კულტურის ორგანული ნაწილი wink.gif

Posted by: Johnnie Walker 21 Jan 2007, 11:35
ნინა
QUOTE
ანუ საოპერო ვოკალი არაა ქართული სასიმღერო კულტურის ორგანული ნაწილი 

lol.gif
მე მგონი, ჩვენი ძირითადი მუსიკალური რეალიზაცია ხალხურ მრავალხმოვანებაში ხდება.
ამით ვართ მაგრები, ორიგინალურები და განუმეორებლები.
ეგაა ჩვენი ბრენდი.

ოპერაში კი ყოველთვის დავრჩებით ყბადაღებულ პროვინციად, ეგ არ არის "პა ბალშომუ სჩოტუ" ჩვენი საქმე, ან ჩვენთვის ბუნებრივი, თუმცა 2-3 სატრაბახო მომღერალი კი გვყოლია, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის.

მე მაგალითად, ქუდი რომ შემიგდო, თბილისის ოპერაში არ წავალ, მეყო, რაც მატარა ბავშვობაში საწყალმა ბებიაჩემმა "აბესალომ და ეთერზე" და "ტრავიატაზე" აბსოლუტურად კოშმარული შესრულებით. როგორ არ შემძულდა უკვე მაშინ საოპერო ხელოვნება, აქამდე ვერ გამიგია biggrin.gif

ერთი სიტყვით, რამდენიც გინდა, ხსენი გოლფ-კლუბები საქართველოში, სახინკლე ყოველთვის გადაუჯოკრავს gigi.gif

Posted by: Chkalovi 21 Jan 2007, 12:58
ნინა
Johnnie Walker
მოდი მთლად ასეც ნუ ვილაპარაკებთ smile.gif
საქმე იმაშია რომ ბოლოს და ბოლოს ნდა მოვიდეს ნორმალური ხელმძღვანელი ოპერის სათავეში-გაატაროს სწორი საკადრო პოლიტიკა და კონსერვატორიაც ნორმალურად ფუნქციონირებდეს და ამართლებდეს თავის არსებობის მიზანს-თეატრს აწვდიდეს თითქმის მზა მომღერლებს.
განსხვავებით-დღეს კონსერვატორიიდან მოდიან ჩამოყალიბებული ვოლაკური ინვალიდები.

Posted by: aimo 21 Jan 2007, 14:41
QUOTE (ნინა @ 21 Jan 2007, 09:12 )
Chkalovi
QUOTE
ყოველთვის პროვინციული თეატრის დონეზე დავრჩებით

მართლა როდემდე შეიძლება რომ ასე გაჩიჩინებული იყოს სიტუაცია ჩვენს ოპერაში
ხომ არ ფიქრობს ვინმე რომ ოპერა ქართველების საქმე არაა. ანუ საოპერო ვოკალი არაა ქართული სასიმღერო კულტურის ორგანული ნაწილი wink.gif

არამგონია საქმე ქართველების სააზროვნო სისტემაში იყოს. მართალია არსებობს მთელი რიგი თეორიები, რომლებიც ანთროპოლოგიური მონაცემების მიხედვით ანსხვავებენ ვოკალისტობის შესაძლებელ შანსებს...

მაშინ, თუ ქართველებს ვოკალი არ უვარგათ, რატომ გიჟდება ცალკეულ ჩვენებურ მომღერალზე მსოფლიო? რატომ არ მღერიან ისინი პროვინციულ თეატრებში პროვინციულად?

პრობლემა ქართველების სენშია. ყველაფრის მიფუჩეჩების მანია ძალიან ცუდად გვაქვს დაჩემებული. მინიმუმის კეთებაზე ვგიჟდებით და ამაში ხელს გარემო გვიწყობს, გარემო, სადაც ყოველგვარ ინტერესს მოკლებული ადამიანები არიან. გარემო, რომელშიც ადამიანი, რომელმაც რაღაცას მიაღწია აღარ განაგრძობს ზრდას და მთელი ცხოვრება ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პროდუქტს ქმნის. ამ პროდუქტის აქტუალობა და მხატვრული ღირებულება კი ცალკე სასაუბრო თემაა.

ამ დროში და გარემოში იყო ვოკალისტი... როგორღაც, ეშმაკის მანქანებით შეანგრიო კონსერვატორიის კარი, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით მოხვდე კარგ პედაგოგთან (რაც დეფიციტია ამ ბოლო დროს), მერე ოპერაში ვიღაცის ხუშტურების დახმარებით დადგე სცენაზე... (ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი კომპონენტი გამომრჩა)

ასეთი ბედის ადამიანი იშვიათად იბადება სამწუხაროდ cry.gif

Posted by: ნინა 21 Jan 2007, 17:10
QUOTE
დღეს კონსერვატორიიდან მოდიან ჩამოყალიბებული ვოლაკური ინვალიდები.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
aimo
QUOTE
თუ ქართველებს ვოკალი არ უვარგათ, რატომ გიჟდება ცალკეულ ჩვენებურ მომღერალზე მსოფლიო?

ისე ერთმანეთს რომ შევადაროთ ჩვენი ’’ყველაზე კარგები’’ და ევროპელების საშუალოები ’’კარგებზე’’ არ ვიძახი მათი ყოველთვის უფრო მისაღებია და მოწონებულია ჩემგან ვიდრე ჩვენები. იტელიელის მიერ შესრულებულ ბელკანტოს ვერაფერს შევადარებ?! yes.gif

Posted by: Chkalovi 21 Jan 2007, 17:48
ნინა
რათქმა უნდა ბელკანტოში იტალიელებს ვერ შევედრებით, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ ხელი უნდა ავიღოტ ამ ხელოვნების დარგზე?

და ვოკალურ ინავალიდებზე მეთანხმები? biggrin.gif

Posted by: zgarbi 21 Jan 2007, 18:08
Chkalovi
QUOTE
და ვოკალურ ინავალიდებზე მეთანხმები?

ვაიმე ასეთი ზუსტი დახასიათება ნეტა ვინმეს თუ მიუცია?

ესე იგი დონ ჟუანზე ვიყავი რამოდენმე ხნის წინ. სიმღერაზე არაფერს არ ვლაპარაკობ ერტ ერტ სოლისტს თმა გამოედო დეკორაციაზე და გამოეფუყა! კინაღამ ჩაიშალა სპექტალი

Posted by: Johnnie Walker 21 Jan 2007, 19:58
QUOTE
ესე იგი დონ ჟუანზე ვიყავი

აი, თუნდაც ეგა....
მსოფლიოს წამყვანი საოპერო კოლექტივები ძალიან ბევრს იფიქრებენ, აწონ-დაწონიან, სანამ "დონ ჟუანს" დადგამენ...

ჩვენთან? დონ ჟუანი გინდებლარიენ? კი პაჟალსტა!
ჯადოსნური ფლეიტა, ფიგაროს ქორწინება, ელიქსირ დ'ამორე?
რა პრობლემაა... biggrin.gif
დონ კარლოსი, აიდა?
მაგის დადგმის მეტი რა ვიცით.................. lol.gif

მოკლედ რეპერტუარი გვაქ, - ლასკალა ისვენებს gigi.gif

სწორედ ეგაა პროვინციალიზმი, სხვა კი არაფერი smile.gif

Posted by: Tiko-Tiko 21 Jan 2007, 21:07
Johnnie Walker
QUOTE
დონ ჟუანი გინდებლარიენ?


აუ დაგლიჯე,ჯონი უოკერ 2kiss.gif

Posted by: Pathetikos 21 Jan 2007, 21:22
QUOTE
დონ კარლოსი, აიდა?

Grand Opera! lol.gif


ტელევიზორში ვნახე ჩვენი დედა ოპერის დადგმიდან ინკვიზიციის სცენის შესავალი და

user posted image

ასეთი ნამდვილად არ იყო. lol.gif

ვინც ნახა, გამიგებს... gigi.gif
* * *
არადა, თუ დონ კარლოსს დგამ, კაკ მინიმუმ მაგ ფოტოსნაირი დონის დეკორაცია უნდა იყოს, რომ არ იფიქრო, "დაისზე" მოვსულვარ შეცდომითო.

ნუ მუსიკა დიდი არაფერი. მოევლება. ერთი ებოლი, ერთი ელიზაბეტა, ერთი პოზა, ერთი ფილიპი, ერთი ინკვიზიტორი, ერთი კარლო, ბალი ათი შაური. gigi.gif

Posted by: Charles IX 22 Jan 2007, 13:09
Pathetikos
QUOTE
ნუ მუსიკა დიდი არაფერი. მოევლება. ერთი ებოლი, ერთი ელიზაბეტა, ერთი პოზა, ერთი ფილიპი, ერთი ინკვიზიტორი, ერთი კარლო,

+ ერთი ორკესტრი, ერთი გუნდი და ერთი დირიჟორი - აი ესაა მთავარი პრობლემა!

Posted by: Chkalovi 22 Jan 2007, 19:51
zgarbi
QUOTE
ვაიმე ასეთი ზუსტი დახასიათება ნეტა ვინმეს თუ მიუცია?

რასაც ვხედავ-იმას ვამბობ biggrin.gif

Johnnie Walker
ხო მთავარია სახელი ხომ ჟღრამს?! lol.gif lol.gif lol.gif
როგორ მღერიან-უკრავენ-დირიჟორობენ ეგ უკვე მეორეხარისხოვანია..

Pathetikos
დონ კარლოსის დადგმა ცოტა გაუგებარია პირადად ჩემთვის
gigi.gif მთელი სპექტაკლი ესკურიალის ფონზე და ფარდების გაცვლა გამოცვლა. თუ არ იცი კონცეფცია-ნამდვილად ვერ გაიგებ რა რა არის
* * *
falestra
ესეც შეპირებული ლინკი rolleyes.gif
http://www.link.ge/file/59307/dr-00.avi.html

Posted by: Pathetikos 22 Jan 2007, 20:39
Chkalovi
QUOTE
დონ კარლოსის დადგმა ცოტა გაუგებარია პირადად ჩემთვის
მთელი სპექტაკლი ესკურიალის ფონზე და ფარდების გაცვლა გამოცვლა. თუ არ იცი კონცეფცია-ნამდვილად ვერ გაიგებ რა რა არის

ესკორიალი? lol.gif იმ სცენაში, რომელიც ყველაზე დიდებული და პომპეზური უნდა იყოს, ესკორიალის რეპროდუქციაც კი არ ფრიალებდა სცენის სიღრმეში. lol.gifმუსიკა, რომელიც სულის შემძვრელად საზეიმოა, დაიწყო სრულ სიბნელეში, გაგრძელდა ნაკლებ სიბნელეში და მერე უკვე გამოვრთე. ამ მბჟუტავ განათებაში აწურულები იდგნენ ხორისტები და ორკესტრს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო საცოდავად იმღერებდა, - გუნდი. gigi.gif

Posted by: Chkalovi 22 Jan 2007, 20:50
Pathetikos
მაგ სცენა საერთოდ ტოლედოს მთავარ მოედანზე უნდა იყოს წესიტ და კანონით და მართალი ხარ მთელი პომპეზურობით როგორც შეეფერება ესპანურ სამეფო ზეიმს.
და აქ რა არის? biggrin.gif
ატუზული კუბოები, წინ გაფენილი ოქროს ნაჭრები-რომელზეც მთელი სპექტაკლი დაასეირნობენ საცოდავი მომღერლები და იმაზე ფიქრობენ-ვაიმე ფეხი არ ჩამივარდეს ცარიელ სივრცეში biggrin.gif
და თავზე ორი ტიტანი რომელსაც საცოდავად უჭირავთ თვითონაც არ იციან რა gigi.gif
მოკლედ-რეჟისორის ჩანაფიქრი იყო საერთოდ ესკურიალის ფონზე განემართა მთელი სცენები-იტოგში რა გამოვიდა ქე ჩანს....
ნუ გუნდის და ორკესტრის პაექრობა სხვა თემაა-ვინ ვისზე უფრო ხმამაღლა დაუკრავს თუ იყვირებს......
მოკლედ drug.gif

Posted by: Pathetikos 22 Jan 2007, 21:06
Chkalovi
QUOTE
მაგ სცენა საერთოდ ტოლედოს მთავარ მოედანზე უნდა იყოს წესიტ

ვალიადოლიდის. biggrin.gif

QUOTE
ნუ გუნდის და ორკესტრის პაექრობა სხვა თემაა-ვინ ვისზე უფრო ხმამაღლა დაუკრავს თუ იყვირებს......

აჰა შენ საჩუქარი:

http://www.link.ge/file/59349/-all--gresse-.mp3.html

"დონ კარლოსიდან" აუტოდაფეს სცენის გუნდს ასრულებს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიგო საოპერო თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორობს რევაზ ტაკიძე. biggrin.gif

Posted by: aimo 22 Jan 2007, 21:09
QUOTE (Chkalovi @ 22 Jan 2007, 19:50 )
Pathetikos
ატუზული კუბოები,

lol.gif lol.gif lol.gif

ხალხნო, აიდას ფინალურ სცენაზე რას იტყვით?
ბოლომდე იშვიათად ვრჩები, მაგრამ სულ მეშინია აყუდებული კუბოები არ გადმოყირავდეს და მომღერლებმა ზღართანი არ მოახდინონ help.gif

Posted by: Pathetikos 22 Jan 2007, 21:24
aimo
QUOTE
ბოლომდე იშვიათად ვრჩები, მაგრამ სულ მეშინია აყუდებული კუბოები არ გადმოყირავდეს და მომღერლებმა ზღართანი არ მოახდინონ

ბოლომდე დაცდა რა საჭიროა. მეორე მოქმედებაში ამნერისის კარავში მოცეკვავეები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, კისრის მტვრევით და ბორძიკით გადიან სცენიდან, ზოგიც მიბობღავს. მეორე მოქმედების მეორე სურათში კიდე ან საყვირების პრუწუნი მოგკლავს ან და გუნდის დასაწყისში ჰაერიდან რომ ჩამოსვამენ ხორისტებს, აი მანდ ნამდვილად მეშინია ხოლმე, რომ ქართული ხელმარჯვეობით და კეთილსინდისიერებით დამზადებულმა ჰაერში გამოკიდებულმა ინვენტარმა ზღართანი არ მოადინოს და მასობრივი კატასტროფა არ გამოიწვიოს. ისე რას ვჩივი. 20 ღრონწი ხორისტით ნაკლები. gigi.gif

Posted by: Chkalovi 22 Jan 2007, 21:24
Pathetikos
QUOTE
"დონ კარლოსიდან" აუტოდაფეს სცენის გუნდს ასრულებს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიგო საოპერო თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორობს რევაზ ტაკიძე.

მაგას ვალერიანის კაპლებიც უნდა მოაყოლო კომპლექტში lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

aimo
იმ დიიიდ სარკოფაგზე გაქვს საუბარი? biggrin.gif
მგონი უკნიდან მმაგრებულია ასე რომ... შენ მშვიდად იყავი...

Posted by: Pathetikos 22 Jan 2007, 21:27
Chkalovi
QUOTE
Pathetikos

QUOTE
"დონ კარლოსიდან" აუტოდაფეს სცენის გუნდს ასრულებს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიგო საოპერო თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორობს რევაზ ტაკიძე.


მაგას ვალერიანის კაპლებიც უნდა მოაყოლო კომპლექტში

ისე, მაინც ნახე, ყოველი შემთხვევისთვის. რა იცი იქნებ ლა სკალას გუნდის და ორკესტრის ჩანაწერი იყოს აბადოსთან ერთად. biggrin.gif

Posted by: Chkalovi 22 Jan 2007, 21:34
Pathetikos
QUOTE
ისე, მაინც ნახე, ყოველი შემთხვევისთვის. რა იცი იქნებ ლა სკალას გუნდის და ორკესტრის ჩანაწერი იყოს აბადოსთან ერთად.

vik.gif უხხხხხხხხხ

შენ რა გითხარი lol.gif lol.gif lol.gif

მეც არ ვთქვი ამ ჩვენმა გუნდმა და ორკესტრმა რა რეაქტიული ბენზინი დალიეს თუ მოლანდებები დამეწყო...
biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 22 Jan 2007, 23:53
QUOTE
"დონ კარლოსიდან" აუტოდაფეს სცენის გუნდს ასრულებს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიგო საოპერო თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორობს რევაზ ტაკიძე. 

lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif

Posted by: Pathetikos 22 Jan 2007, 23:58
Chkalovi
Johnnie Walker
rolleyes.gif

Posted by: Chkalovi 23 Jan 2007, 00:09
Pathetikos
ისე ეგ გრანდ ფინალი ჩემი უსაყვარლესი ადგილია დონ კარლოსში wink.gif

საერთოდ მიყვარს ეგ ოპერა..

Posted by: Pathetikos 23 Jan 2007, 00:12
Chkalovi
yes.gif

ყველაზე სნობურია მაგ ნაციონალისტ-საზოგადო მოღვაწე ვერდის ოპერებს შორის.

Posted by: Johnnie Walker 23 Jan 2007, 00:40
Chkalovi
QUOTE
რაც მთავარია ხომ ცდილობენ?

lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif

Posted by: Charles IX 23 Jan 2007, 01:23
ეჰ, ჯონის გარდა არავის გემახსოვრებათ, 70-ან წლებში აბესალომი იდგმებოდა, სუფთა 3,14ზდეცი იყო რა, გიგანტური კიბე-დეკორაცია სხვადასხვა ნახატით სხვადასხვა აქტში და ტან ეს დეკორაცია ტროლეიბუსივით აქეთ-იქით დაგრიხინებდა (სხვა სიტყვას ვერ მოვძებნი). ისეთი კოშმარი იყო, რომ ზურაბ ანჯაფარიძე პროტესტის ნიშნად აბესალომს არ მღეროდა...

Posted by: Johnnie Walker 23 Jan 2007, 11:52
Charles IX
მე უფრო მაგარი მახსოვს....
მართლა პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ მაგას რა დამავიწყებს.... smile.gif

ზურა სოტკილავა მღეროდა, მგონი - კავარადოსის, "ტოსკაში" (თუ სწორად მახსოვს).....
დირიჟორი არ მახსოვს, ვინ იყო, მაგრამ ორკესტრი ენით აუწერელი კოშმარი იყო, უბრალოდ ვერ ავხსნი... biggrin.gif
ხოდა ეს ორკესტრი სოტკილავას ვერ მიჰყვება, მგონი 1-2 ტაქტით აგვიანებენ... biggrin.gif

მოკლედ, თეატრალურ კოსტუმში გამოწყობილ სოტკილავას ოფლი სდის: თან მღერის, თან დირიჟორს მიშტერებია და ხელით ენერგიულად ანიშნებს, დავაი, დავაი, გამომყევითო!
ლამის ორკესტრის ორმოში გადმოვარდა კაცი! lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif help.gif

* * *
მოკლედ, მაგარი ფილმია "არაჩვეულებრივი გამოფენა"....
გახსოვთ, დოდო აბაშიძე თავისი სპექტაკლის ფინალურ სცენაში, გარშემო ტრუპები რომ უწყვია და თვითონაც თავს რომ იკლავს? biggrin.gif
ეგაა პროვინციული თეატრის გენიალური მეტაფორა.

Posted by: Charles IX 23 Jan 2007, 12:17
Johnnie Walker
QUOTE
მოკლედ, მაგარი ფილმია "არაჩვეულებრივი გამოფენა"....
გახსოვთ, დოდო აბაშიძე თავისი სპექტაკლის ფინალურ სცენაში, გარშემო ტრუპები რომ უწყვია და თვითონაც თავს რომ იკლავს?
ეგაა პროვინციული თეატრის გენიალური მეტაფორა.

up.gif

ტოსკაზე გამახსენდა, პირველი აქტის ბოლოს სკარპიას გამოსვლა მიდის მთელ ორკესტრთან უნისონში. ხოდა, რეზო ლაგვილავა ნახევარი ტაქტით ჩამორჩა ორკესტრს თავიდანვე და მთელი არია ბოლომდე ასე ჩაიყვანა. როდესაც დაამთავრა, ისევ ნახევარი ტაქტით უკან იყო...
ამას ხომ უნდა მოხერხება? განა ამის არდანახვა შეიძლება? biggrin.gif

ხო, და გაზეთ თბილისში ჩემი თვალით ნანახი განცხადება რუბრიკაში "დღეს თბილისის თეატრებში" - "თბილისის ზ.ფ. სახ. ოპერისა და ბალეტის სახ. აკად. თეატრი - პუჩინი. "სევდა"...
lol.gif

Posted by: Ocelot 23 Jan 2007, 12:38
Pathetikos
QUOTE
ყველაზე სნობურია მაგ ნაციონალისტ-საზოგადო მოღვაწე ვერდის ოპერებს შორის

სნობურობის რა მოგახსენო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი როა ეგ კი ვიცი biggrin.gif ფილიპეს და ინკვიზიტორის დუეტის გარდა ვერაფერი დავიმახსოვრე biggrin.gif

Johnnie Walker
QUOTE
ზურა სოტკილავა მღეროდა, მგონი - კავარადოსის "ტოსკაში" (თუ სწორად მახსოვს)..... დირიჟორი არ მახსოვს, ვინ იყო, მაგრამ ორკესტრი ენით აუწერელი კოშმარი იყო, უბრალოდ ვერ ავხსნი...ხოდა ეს ორკესტრი სოტკილავას ვერ მიჰყვება, მგონი 1-2 ტაქტით აგვიანებენ...

რომელ არიაში, პირველში თუ მეორეში? spy.gif მანდ როგორ უნდა ჩამორჩეს ორკესტრი, 2 ნოტაა.
QUOTE
მოკლედ, თეატრალურ კოსტუმში გამოწყობილ სოტკილავას ოფლი სდის: თან მღერის, თან დირიჟორს მიშტერებია და ხელით ენერგიულად ანიშნებს, დავაი, დავაი, გამომყევითო!ლამის ორკესტრის ორმოში გადმოვარდა კაცი!

lol.gif
პუჩინი ცოცხალი რო ყოფილიყო ალბათ დახვრეტის სცენას თითონ განახორციელებდა biggrin.gif

Charles IX
QUOTE
"დღეს თბილისის თეატრებში" - "თბილისის ზ.ფ. სახ. ოპერისა და ბალეტის სახ. აკად. თეატრი - პუჩინი. "სევდა"

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 23 Jan 2007, 12:47
Ocelot
QUOTE
რომელ არიაში, პირველში თუ მეორეში?

აი მაგას ვამბობ, რომ თვითონ დადგმა ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, არ არის გამორიცხული, საერთოდ რიგოლეტო იყო, ან რამე სხვა...
უბრალოდ მეხსიერებას რატომღაც პუჩინი შემორჩა.
მე თვალნათლივ შემიძლია ერთადერთი რამ გავიხსენო: როგორ უქნევს ხელს სოტკილავა დირიჟორს biggrin.gif

Posted by: Tiko-Tiko 23 Jan 2007, 13:19
Charles IX
QUOTE
პუჩინი. "სევდა"...


მაგარია biggrin.gif

Posted by: Chkalovi 23 Jan 2007, 14:31
Johnnie Walker
ისე ახლა რომ არის აბესალომი ამაზე უარესი იყო რამე? biggrin.gif
ტროლეიბუსისა რა მოგახსენო და ნაძვის ხეს კი მაგონებს აყვავებულ მდგომარეობაში lol.gif

Charles IX
მაგი ახლაც არ აკლია თეატრს-დირიჟორის და მომღერლის ჭიდილი biggrin.gif
ბალ მასკარადში მახსოვს რენატოს არიაში გაბიტაშვილმა და ჭიჭინაძემ ლამის დაცხეს ერთმანეთს--დირიჟორმა ისე გაწელა- ჩაგვეძინა კინაღამ მომღერალი კიდევ დაახრჩო.
Ocelot
QUOTE
მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი როა ეგ კი ვიცი

მაგას რა სინდისით ამბობ? biggrin.gif
ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური და სერიოზული ოპერაა.

Posted by: Ocelot2 23 Jan 2007, 15:47
Chkalovi
QUOTE
ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური და სერიოზული ოპერაა

სერიოზული ოპერები ამ მჭირდება. არია უნდა დამამახსოვრდეს და მუსიკალური თემა biggrin.gif ეგრე შონბერგიც სერიოზულია biggrin.gif "აიდა" და "ოტელო" მემგონი ვიცით ორივემ რასაც უშვება "დონ კარლოსს" biggrin.gif

Posted by: Chkalovi 23 Jan 2007, 17:05
Ocelot2
შეიძლება "უშვება: კიდეც, მაგრამ მე და არა მხოლოდ მე, ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. არაა აუცილებელი ყველა ოპერის მელოდიები ერთი მოსმენით დაგამახსოვრდეს biggrin.gif
ერთი ორჯერ რომ მოისმინო დაგამახსოვრდება კიდეც და მოგეწონება. ნუ თუ არა და ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, მაგრამ ეგრე ერთი ხელის მოსმით რომ ამბობ არაა კარგი-ამას ვერ ავიტან! biggrin.gif

Posted by: Ocelot 23 Jan 2007, 17:40
Chkalovi
QUOTE
მაგრამ მე და არა მხოლოდ მე, ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესოა

"მაკბეთიც" უკეთებს, "ბედის ძალაც", "ტრუბადურიც", ნუ ეხლა "ტრავიატაზე" და "რიგოლეტოზე" აღარ მაქ საუბარი biggrin.gif რაღა დარჩა? ნუ ეხლა "ფალსტაფს" შეიძლება ჯობია, ეგ ვაბშე დაცინვაა biggrin.gif თუმცა ვერ შეადარებ, ოპერა-ბუფაა. პრემიერაზეც არ ქონდა დიდი წარმატება. მიუხედავად იმისა რო მე-19 საუკუნეში ცოტა ტუპოი მსმენელები იყვნენ მაინც მიხვდნენ რო ძია ჯუზეპიტომ დაახალტურა biggrin.gif
QUOTE
არაა აუცილებელი ყველა ოპერის მელოდიები ერთი მოსმენით დაგამახსოვრდეს

"ოტელოს" მელოდიებიც არაა ადვილი დასამახსოვრებელი, მაგრამ დუხი მოაქ. "დონ კარლოსი", რევიცი, რევიცი, ვერაფერი ვერ გავუგე biggrin.gif
QUOTE
ერთი ორჯერ რომ მოისმინო დაგამახსოვრდება კიდეც და მოგეწონება

ძაან ბევრი ოპერა მომწონს და იქიდან სუ ყველა 1-2 მოსმენით მომეწონა. ჯერ არ ყოფილა პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა რო 5-ჯერ მომესმინოს biggrin.gif
QUOTE
მაგრამ ეგრე ერთი ხელის მოსმით რომ ამბობ არაა კარგი-ამას ვერ ავიტან!

მოგიწევს boli.gif

აქ შეიხედე, საინტერესო რამეები წერია biggrin.gif
http://forum.ge/?showtopic=33633853&hl=

Posted by: Chkalovi 23 Jan 2007, 17:50
Ocelot
QUOTE
რევიცი, რევიცი, ვერაფერი ვერ გავუგე

კიდევ ერთხელ ვიმეორებ-შენ თუ ვერ გაუგე-ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდია.
როგორი ეპოქაცაა ასახული ოპერაში-მუსიკაც შესაბამისია. მაპატიე და ნამდვილად სისულელს ამბობ როცა მას ბუფფას აკუთვნებ.
QUOTE
მოგიწევს

არაფერიც არ მომიწევს!
შენ შენი აზრი გაქვს-მე ჩემი.

Posted by: Ocelot 23 Jan 2007, 17:53
Chkalovi
QUOTE
როგორი ეპოქაცაა ასახული ოპერაში-მუსიკაც შესაბამისია

ოო, ეს უკვე მომწონს biggrin.gif და სხვა ოპერებში უფრო კაი ეპოქებია ასახული? lol.gif
QUOTE
ნამდვილად სისულელს ამბობ როცა მას ბუფფას აკუთვნებ

კითხვა იცი? biggrin.gif "დონ კარლოსს" ბუფას როგორ მივაკუთვნებ? lol.gif

Posted by: Chkalovi 23 Jan 2007, 17:59
Ocelot
QUOTE
ოო, ეს უკვე მომწონსდა სხვა ოპერებში უფრო კაი ეპოქებია ასახული?

მე ის ვიგულისხმე, რომ ინკვიზიცია დ ამბები-შესაბამისად მუსიკაც ცოტა მრაჩნია, მაგრამ ამის გამო ცუდი ნამდვილად ვერ იქნება და შეიძლება არც ადვილად დაგემახსოვროს.
QUOTE
კითხვა იცი?"დონ კარლოსს" ბუფას როგორ მივაკუთვნებ?

კაი-ეს შემეშალა-მეც არ ვთქვი-რეებს წერსო biggrin.gif თურმე ფალსტავს გულისხმობდი lol.gif

და იმ თემაში რა წავიკითხო? biggrin.gif
რაიმე საგანმანათლებლოა თუ?

Posted by: Ocelot 23 Jan 2007, 18:26
Chkalovi
QUOTE
მე ის ვიგულისხმე, რომ ინკვიზიცია დ ამბები-შესაბამისად მუსიკაც ცოტა მრაჩნია

მე პირიქით მრაჩნი მიყვარს biggrin.gif ოღონდ მარტო სიმრაჩნე არ უნდა იყოს. მანდ კიდე ვერც დუხი ვერ ვიგრძენი და ვერაფერი. პროსტა რაღაცას უბერავენ biggrin.gif 1 დუეტია რა biggrin.gif მრაჩნებში "ტოსკა", "ტურანდოტი" და "ოტელო" ფორევა biggrin.gif
QUOTE
და იმ თემაში რა წავიკითხო?
რაიმე საგანმანათლებლოა თუ?

სპორი მიდიოდა მაგარი biggrin.gif საგანმანათლებლო რა, ანდღულაძის ლექციები არ წერია biggrin.gif

Posted by: Chkalovi 23 Jan 2007, 18:28
Ocelot
კაი დავანებოტ თავი კამათს biggrin.gif
მომბეზრდა უკვე-არ მოგწონს ნუ მოგწონს.
სამაგიეროდ მე მომწონს!
ბიბლიოთეკის ფონოტეკაში ხშირად დადიხარ? კაი ჩანაწერები აქვთ? ხო მანდ გაიცნობდი ზოგიერთებს... gigi.gif

Posted by: Ocelot 23 Jan 2007, 18:42
Chkalovi
QUOTE
ბიბლიოთეკის ფონოტეკაში ხშირად დადიხარ? კაი ჩანაწერები აქვთ?

ერთი 2-3 წლის წინ ყოველ დღე მანდ ვიჯექი, თან დრო იყო ისეთი რო დენი არ იყო ხოლმე საღამომდე biggrin.gif ჩანაწერები მართლა კაი აქვთ. პროსტა ეგაა რო პლასტინკებზეა და ზოგს უკვე დარხეული აქ. თუმცა ძაან ბევრი რამეც არა აქვთ.

Posted by: Chkalovi 23 Jan 2007, 18:50
Ocelot
ხო ვნახე ერთმა(სახელს და გვარს არ დავასახელებ), მოიტნა ლეონტინ პრაისის მიერ შესრულებული არიები და ვინილის დისკს რომ შევხედე-ლამის ტირილი მომინდა gigi.gif მეთქი რომელ ომშია ნაომარი...

Posted by: Pathetikos 23 Jan 2007, 18:51
ვერდი თუ მიყვარს, მიყვარს "მაკბეტის", "ტრუბადურის", "ბალ-მასკარადის", "დონ კარლოსის" და "ფალსტაფის" გამო. "აიდა" ადრე მართლა ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვუსმენ. "ტრავიატა" და "რიგოლეტო" არ შემიძლია.

Posted by: Ocelot 23 Jan 2007, 19:00
Chkalovi
QUOTE
ხო ვნახე ერთმა(სახელს და გვარს არ დავასახელებ), მოიტნა ლეონტინ პრაისის მიერ შესრულებული არიები და ვინილის დისკს რომ შევხედე-ლამის ტირილი მომინდა

ეგ ხო და თითონ ფირსაკრავებიც რაღაც საშინელებები ქონდათ. გიტლერი რო უსმენდა ბუნკერში, ეგ აპარატურა იყო მგონი biggrin.gif ეხლა გამოუცვლიათ, როგორც მითხრეს.

Pathetikos
QUOTE
ვერდი თუ მიყვარს, მიყვარს "მაკბეტის", "ტრუბადურის", "ბალ-მასკარადის", "დონ კარლოსის" და "ფალსტაფის" გამო

ეუფ biggrin.gif აბა ეხლა შენ გარდა ვინ დაწერა ამას biggrin.gif "ოტელო" ვაბშე სახსენებელიც არ იყო biggrin.gif
QUOTE
"ტრავიატა" და "რიგოლეტო" არ შემიძლია

შონბერგის მერე რაღა შეგეძლება biggrin.gif

Posted by: Pathetikos 23 Jan 2007, 19:02
Ocelot
QUOTE
შონბერგის მერე რაღა შეგეძლებ

lol.gif
მთავარია ტრავიატას მერე შეძლო შონბერგი, თორემ ამას ეშველება... biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 23 Jan 2007, 19:55
Pathetikos
ყველაფერი გააჩნია შესრულებას.
მარია კალასი & ჯუზეპე დი სტეფანო, ნუ კიდევ ტიტო გობი, რიგოლეტოში გლიჯავენ!
ანდა
მარია კალასი, ფერუჩო ტალიავინი, პიერო კაპუჩილი "ლუჩიაში"........... მმმმ.............. ფანტასტიკა.... smile.gif

ან მარია კალასი & ნიკოლა ზაქქარია "სომნამბულაში"....

მოკლედ, მარია კალასი, რა............... lol.gif
La Divina.

ერთი სიტყვით, გააჩნია მომღერალს biggrin.gif

user posted image

კრისტა ლუდვიგ, კორელი და კალასი ნორმას ჩაწერაზე smile.gif

Posted by: Pathetikos 23 Jan 2007, 20:00
Johnnie Walker
თუმცა ქერუბინის "მედეა" არც კალასით მინდა და არც უკალასოდ. biggrin.gif

ასე რომ, გააჩნია გემოვნებას. biggrin.gif

და გააჩნია ნიჭს! bis.gif

აღქმის ნიჭს. yes.gif

შენთვის მთავარი ხომ ნიჭია. biggrin.gif

მე მაინც მიმაჩნია, რომ მთავარი სულიერებაა.

Posted by: Johnnie Walker 23 Jan 2007, 21:26
ისე, იტალიურ ოპერას ორი მეფე ჰყავს, ბელინი და დონიცეტი, სხვა ყველა დანარჩენი ამათი გადამღერებაა ;D
(არ დამესიოთ ახლა, აგერ Pathetikos ამბობს, რომ გემოვნების საქმეა lol.gif ).

Posted by: Pathetikos 23 Jan 2007, 21:29
Johnnie Walker
QUOTE
ისე, იტალიურ ოპერას ორი მეფე ჰყავს, ბელინი და დონიცეტი, სხვა ყველა დანარჩენი ამათი გადამღერებაა ;D

ბელინი და დონიცეტი როსინის გადამღერებაა თუ კარგია! yes.gif

დაგიდებ რამდენიმე დღეში როსინის "სემირამიდას" სრულიად აღმაშფრთოვანებელ ჩანაწერს და მერე რამდენიც უნდა ინაზონ და იჭიჭყინონ ბელინიმ და დონიცეტიმ. yes.gif










რატომ ვერჩი არ ვიცი. biggrin.gif
უბრალოდ როსინი განსაკუთრებით მიყვარს. user.gif
La donna del lago... 2kiss.gif

Posted by: Ocelot- 23 Jan 2007, 21:32
Johnnie Walker
QUOTE
ისე, იტალიურ ოპერას ორი მეფე ჰყავს, ბელინი და დონიცეტი, სხვა ყველა დანარჩენი ამათი გადამღერებაა ;D

ერთხელ დაწერე უკვე ეს და მახსოვს რა ამბავიც მოყვა biggrin.gif პუჩინი განსაკუთრებითაა მაგათი გადამღერება და "აიდა" და "ოტელო" ხო საერთოდ. ნუ ესენი ალბათ ვაგნერის გადამღერებაა ბელკანტოს შეზავებით და იტალიურ ენაზე biggrin.gif

Pathetikos
QUOTE
უბრალოდ როსინი განსაკუთრებით მიყვარს

"ტრავიატა" ვერ მივიდა როსინის ვერც ერთ ოპერამდე biggrin.gif

Posted by: SOUTH AFRICA 23 Jan 2007, 21:32
QUOTE
დონიცეტი

პირველი ოპერა,რაც თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა იყო დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური".

Posted by: Pathetikos 23 Jan 2007, 21:39
Ocelot-
QUOTE
"ტრავიატა" ვერ მივიდა როსინის ვერც ერთ ოპერამდე 

შეიძლება ძალიანაც მივიდა და საერთოდ ვინ ვისთან დადის, ჩვენი საქმე არაა (biggrin.gif), მაგრამ მე რომ როსინისადმი ბავშვობიდანვე განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ, ნაღდად ვიცი. "კონკიათი" დავიწყე, მერე "იტალიელი ალჟირში", მეეეეერე დრამატული ოპერები, "ვილჰელმ ტელი" და "სემირამიდა", რომელიც ალბათ ერთერთი ყველაზე მდიდარი და დახვეწილი ნაწარმოებია იტალიურ საოპერო ლიტერატურაში.



ისე, როსინის "პატარა სადღესასწაულო მესას" არაფერი მირჩევნია.
http://forum.ge/?showtopic=33704670&view=findpost&p=4582750


SOUTH AFRICA
QUOTE
მოდუსი


eek.gif ამას მიმალავდი?

Posted by: ნინა 23 Jan 2007, 21:43
Chkalovi
QUOTE
და ვოკალურ ინავალიდებზე მეთანხმები?

უსერიოზულესი შეფასება !
Pathetikos
QUOTE
მე მაინც მიმაჩნია, რომ მთავარი სულიერებაა.

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: SOUTH AFRICA 23 Jan 2007, 21:51
Pathetikos
QUOTE
ვილჰელმ ტელი

მაქედან არ არის?თუ მეშლება?მეხანიკურ ფორთოხალში როა.სულ დონ კეხანა მახსენდება.
http://share.boom.ge/download.php?id=92BDB277
ხო აქვე კითხვაც მაქვს,ეგ ვილიამ ტელი შოტლანდიელების გმირია ხო,ვაშლს რომ უმიზნებდა ...ხოდა ასეთი ხასიათის მუსიკა რა შუაშია მაგასთან? gigi.gif ხო მაგარი კითხვაა lol.gif lol.gif lol.gif


QUOTE
QUOTE
მოდუსი



ამას მიმალავდი?

ლიოლ

ნაცარა უნდა დავაბრუნო! war.gif

Posted by: Pathetikos 23 Jan 2007, 21:58
SOUTH AFRICA
QUOTE
ხო აქვე კითხვაც მაქვს,ეგ ვილიამ ტელი შოტლანდიელების გმირია ხო,ვაშლს რომ უმიზნებდა ...ხოდა ასეთი ხასიათის მუსიკა რა შუაშია მაგასთან?  ხო მაგარი კითხვაა

შვეიცარიელების არის. წაიკითხე შილერის "ვილჰელმ ტელი".
მასეთი ცამპა-ცუმპა ხასიათის მუსიკა შეიძლება ვილჰელმ ტელთან არაფერ შუაშია, მაგრამ სამაგიეროდ როსინისთან ძალიანაც შუაშია. biggrin.gif
QUOTE
ნაცარა უნდა დავაბრუნო!

you go, boy! lol.gif

Posted by: SOUTH AFRICA 23 Jan 2007, 22:00
Pathetikos
QUOTE
შვეიცარიელების არის

ხო შვეიცარიელები ვიგულისხმე ,პარდონ.კანტონების ომი რომ იყო,მე მაპატიეთ.
QUOTE
ნაცარა უნდა დავაბრუნო!


you go, boy! 

biggrin.gif

ჰორიზონტზე გამოჩნდა მგონი... gigi.gif

მგონი მთლიან ოპერას ატვირთავს.

ხოდა ამაყი შვეიცარიელების ხასიათი ძალიან დააკნინა ამ როსინიმ რა.თუმცა შეიძლება არც დაუკნინებია,იმიტომ რომ მაგ ოპერაში სევდის და ცრემლის მომგვრელი ეპიზოდებიც არის.მოსმენილი მაქვს,ასე რომ მთლად იტალიელებს ნუ დავაბრალებთ სიცერცეტესbiggrin.gif

Posted by: Pathetikos 23 Jan 2007, 22:16
SOUTH AFRICA
QUOTE
ხოდა ამაყი შვეიცარიელების ხასიათი ძალიან დააკნინა ამ როსინიმ რა.თუმცა შეიძლება არც დაუკნინებია,იმიტომ რომ მაგ ოპერაში სევდის და ცრემლის მომგვრელი ეპიზოდებიც არის.მოსმენილი მაქვს,ასე რომ მთლად იტალიელებს ნუ დავაბრალებთ სიცერცეტეს

მაგ ოპერაში რომ გუნდები და ანსამბლებია, მაგათი ჰეროიზმის და სერიოზულობის ბევრ გერმანელ კომპოზიტორსაც შეშურდებოდა. მარტო ფინალია იმისთანა... help.gif

Posted by: SOUTH AFRICA 23 Jan 2007, 22:20
Pathetikos
QUOTE
მაგ ოპერაში რომ გუნდები და ანსამბლებია, მაგათი ჰეროიზმის და სერიოზულობის ბევრ გერმანელ კომპოზიტორსაც შეშურდებოდა. მარტო ფინალია იმისთანა... 

მოკლედ,რაც მაგრები ვართ,იტალიელები ვართ.მაშ!

ისე,ხელოვნების ეგრე დაყოფა სისულელეა,თან ასეთი დიდი ინდივიდების(ცოტა ტექნიკური სიტყვაა).ქართველი გერმანელი და ქართველი იტალიელიც შეიძლება არსებობდეს...მე და შენ მაგალითად givi.gif შეიძლება ამავე დროს მეც ვიყო ჰესე და შენც.smile.gif

Posted by: Pathetikos 24 Jan 2007, 12:03
SOUTH AFRICA
"An intellectual snob is someone who can listen to the William Tell Overture and not think of The Lone Ranger."

biggrin.gif

Posted by: Chkalovi 24 Jan 2007, 12:37
ჩემთვის მაინც ვერდია მთავარი და Pathetikos-ის არ იყოს ტრუბადური, დონ კარლოსი, მაკბეტი და მათი ჯანი...
თუმცა არც ბელინის და პუჩინის ვერჩი რამეს....

Ocelot-
კაია თუ გამოცვალეს, თუმცა მე არც ერთხელ არ ვარ მანდ ნამყოფი biggrin.gif რაც ის დისკი ვნახე-გამიქრა მისვლის სურვილი..

ნინა
QUOTE
უსერიოზულესი შეფასება !

wink.gif

Posted by: SOUTH AFRICA 24 Jan 2007, 19:47
Pathetikos
QUOTE
"An intellectual snob is someone who can listen to the William Tell Overture and not think of The Lone Ranger."


ვინა სთქვა ეს გენიალური სიტყვები?biggrin.gif

Posted by: zveriuga 2 Feb 2007, 18:34
ჰო, არც კი ვიცი ღირს თუ არა....
აქ ვხედავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს არც ძალიან წყალობთ, მაგრამ მაინც დავპოსტავ wink.gif

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან იქმნება ოპერის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბი. კლუბის პრეზენტაცია მოხდება 18 თებერვალს, ოპერის ევროპული დღეების ფარგლებში.
თუ გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ კლუბის შექმნაში, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი მისამართზე http://opera.ge/geo/form.php

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: (+99532) 983250, ან მოგვწერეთ მისამართზე: kechkhoshvili@opera.ge

Posted by: Pathetikos 2 Feb 2007, 19:24
zveriuga
2kiss.gif



ეს პირადად შენ, არა თეატრს. biggrin.gif





გუშინ დედაჩემი იყო "ტრუბადურზე" და... კმაყოფილი დაბრუნდა. რა ვიცი... არ ვენდობი დედაჩემის აზრს. მუსიკაში ზედმეტად არასნობურია ხოლმე. biggrin.gif

Posted by: zveriuga 2 Feb 2007, 19:34
Pathetikos
2kiss.gif
ესეც პირადად შენ და არა ჩვენი ოპერის თეატრის ყველა არამოყვარეს :0


QUOTE
გუშინ დედაჩემი იყო "ტრუბადურზე" და... კმაყოფილი დაბრუნდა. რა ვიცი... არ ვენდობი დედაჩემის აზრს. მუსიკაში ზედმეტად არასნობურია ხოლმე. biggrin.gif

დაუჯერე, დაუჯერე. მეც კმაყოფილი დავრჩი. ძალიანაც ვისიამოვნე.
მეც არ ვარ სნობი მუსიკაში, მარა მაინც დაგვიჯერე biggrin.gif

Posted by: zveriuga 2 Feb 2007, 19:36
Pathetikos
2kiss.gif
ესეც პირადად შენ და არა ჩვენი ოპერის თეატრის ყველა არამოყვარეს :0


QUOTE
გუშინ დედაჩემი იყო "ტრუბადურზე" და... კმაყოფილი დაბრუნდა. რა ვიცი... არ ვენდობი დედაჩემის აზრს. მუსიკაში ზედმეტად არასნობურია ხოლმე. biggrin.gif

დაუჯერე, დაუჯერე. მეც კმაყოფილი დავრჩი. ძალიანაც ვისიამოვნე.
მეც არ ვარ სნობი მუსიკაში, მარა მაინც დაგვიჯერე biggrin.gif

---------------------------------

მაპატიეთ, გაჭედა საიტმა. smile.gif

Posted by: M&M 11 Feb 2007, 13:58
Chkalovi
ისა და .....
ეგ კაცი პეპელნიცას ხმარობს??/?

Posted by: Chkalovi 11 Feb 2007, 14:00
M&M
ისა და
ყვავებს ფოსტა დააქვთ? biggrin.gif

Posted by: M&M 11 Feb 2007, 14:02
Chkalovi
ხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
aba.gif

Posted by: Tonia Kroger 12 Feb 2007, 12:19
QUOTE
ანდღულაძეზე იძახდნენ ხმას უფუჭებს

აქ ერთობ აღმაშფოთა ზოგიერთი ამხანაგის გამოსვლამ! biggrin.gif
სანამ მაესტრო ანდღულაძეზე რამეს იტყვით პირი გამოირეცხეთ და მერე ნებართვა ითხოვეთ!
ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ, წარსულშიც და ახლაც ანდღულაძის სკოლის მხრებზე დგას მთელი ქართული ვოკალური სკოლა.
ზურიკო ანჯაფარიძეს იხსენებდნენ აქ დიდი ნოსტალგიით -- დათიკო ანდღულაძის მოწაფე იყო.
აღარაფერს ვამბობ თემურ გუგუშვილსა და ელდარ გეწაძეზე.
გადმოვინაცვლოთ აწმყოში: გია ონიანითაა აღფრთოვანებული ხალხი და თან აცხადებენ ლა სკალასა და მიუნხენში ისწავლა ყველაფერიო. საინტერესოა ლა სკალამდე ვინ მიიყვანა?-- მაესტრო ნოდარ ანდღულაძემ. გია ონიანის სახელიც არ გექნებოდათ გაგონილი, მე რომ ვუსმენდი და აღფრთოვანებული ვიყავი მისით... სწორედაც რომ ანდღულაძის მოწაფე იყო იმ დროს.
მიშელინა ქობალიანი?-- ისიც ანდღუალძის მოსწავლეა.
ირმა ბერძენიშვილი? --ისიც, შემდეგში გადავიდა ბეჟუაშვილთან.(და თავად ბეჟუაშვილი?--დათიკო ანდღულაძის მოწაფე იყო)
ლადო ათანელი?-- ისიც, აგრეთვე.
გაგიონიათ ვინმეს ლიზა მარტიროსიანის სახელი? ერთ ხანს ჩვენს ოპერაშიც მღეროდა, მე პირადად "სიყვარულის ნექტარში" ვუსმინე. ბარსელონაში, ვინიასის კონკურსზე ფინალისტი რომ გახდა დარჩა იტალიაში რაინა კაბაივანსკას კლასში, ერთი კონცერტი პავაროტისთან ერთად აქვს ჩატარებული, ევროპის სხვადსხვა ქალაქების საოპერო ფესტივალებზე მღერის ახლა.მის სხვა მიღწევებს ვეღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ისიც ნოდარ ანდღულაძის გაზრდილია.
მეცო ლენა პუტილოვას მოუსმინეთ ხოლმე ოპერის ახლანდელ დადგმებში-- ანდღულაძის სკოლაა.
მაყვალა ასპანიძის ფანებო, ისიც ანდღულაძის მოწაფე იყო ცნობისათვის.
ხო ერთ სიტყვით საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ნუ გააკეთბეთ ხოლმე ჰაიჰარად ასეთ განცხადებებს...
რეკლამა და ტირაჟი ხომ არაა ყველაფერი? დიდი საქმეები ჩუმად კეთდება ხოლმე wink.gif

Posted by: falestra 12 Feb 2007, 12:43
Chkalovi
მივხვდი როგორც იქნა, რომელია ალფაიძე.....

Posted by: Chkalovi 12 Feb 2007, 19:36
Tonia Kroger
სამწუხაროდ ვერ უნდა დაგეთანხმო smile.gif
ბატონი ნოდარი შეიძლება კი არა და თავად დიდი მომღერალი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დიდი პედაგოგი იქნება.
ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, რომ ანდღულაძის სკოლა გარკვეულწილად ძალისმიერ ვოკალს ემყარება და არც თუ ისე იშვიატად ყელზე აჯენს მომრერალს, საიდანაც ეწყება ყველა პრობლემა smile.gif
QUOTE
გია ონიანი

გია ონიანი სანამ წავიდოდა მანამდე მიმანსში იყო-ხოლო წასვლამდე კი თუ არ ვცდები აბესალომი და ტრავიატა აქვს ნამღერი-რაზეც ნამდვილად ვერ დაგეთანხმები რომ ავღფრთოვანდი მისი დონით.
QUOTE
მიშელინა ქობალიანი

მიშელინა დაწყებიტ კურსებზე მართლაც შესაშურ ლირიკო-დრამატულ სოპრანოს ფლობდა. ახლა სადღაა მისი ხმა?
QUOTE
ირმა ბერძენიშვილი

და რაატომ წავიდა საინტერესოა? smile.gif წასვლის მერე სხვათა შორის არავინ არ აკარებდა ხელს-ინევ ბატონმა გოჩამ აიყვანა და ღამ-ღამობიტ ამეცადინებდა-რომ არ გარკვეულიყო ეს ამბავი და ანდღულაძეს არ გაეგო.
QUOTE
ლადო ათანელი

ეგეც გაიქცა და თავს უშველა, თუმცა ხმამაღლა არავონ იტყვის ამას.
ასევეა ნუგზარ გამგებელი
QUOTE
მაყვალა ასპანიძის ფანებო

დედამისსაც არ მიუძღვის ბოლო წვლილი მის შემოქმედებაში smile.gif


falestra
იხილე როგორც იქნა? biggrin.gif

Posted by: kvachi 13 Feb 2007, 00:24
Tonia Kroger
ნამდვილად არ მეგონა თუ ღრუბლებში კიდევ ვინმე დაფრინავდა rolleyes.gif
ნოდარ ანდღულაძეს ამ ბოლო დროს არც ისე ბევრი ფანი ჰყავს. თითქმის ყველამ გაიგო მისი "სიკეთეები". ამიტომ გამიკვირდა ეს გამოსვლა ...

Chkalovi

bis.gif bis.gif bis.gif
ვგიჟდები ასეთ მაგარ პასუხებზე!

რაც შეეხება ასპანიძეს, ნამდვილად ვიცი, რომ დედამისის გარეშე მისი სახელი საერთოდ არ იჟღერებდა არსად no.gif

Posted by: Chkalovi 13 Feb 2007, 13:22
kvachi
QUOTE
ნამდვილად არ მეგონა თუ ღრუბლებში კიდევ ვინმე დაფრინავდა

მეც ამან გამაკვირვა rolleyes.gif

QUOTE
ვგიჟდები ასეთ მაგარ პასუხებზე!

გაიხარე wink.gif უბრალოდ სიმართლეა

Posted by: NinaNoir 13 Feb 2007, 13:41
რა უბედურებაა ეს?! ვინმე რომ არ ლანძღოთ არა ადიდოთ ისე არ შეგიძლიათ....
sa.gif boli.gif

Posted by: Johnnie Walker 13 Feb 2007, 13:46
ისე, რომ ვაკვირდები, ოპერასაც ძალიან მაგარი შენობა აქვს................... lol.gif

Posted by: Johnnie Walker 13 Feb 2007, 13:47
ისე, რომ ვაკვირდები, ოპერასაც ძალიან მაგარი შენობა აქვს................... lol.gif

Posted by: gvaska 13 Feb 2007, 13:56
QUOTE
ოპერასაც ძალიან მაგარი შენობა აქვს...................

რა პრობლემაა, ახლავე შევატანინოთ გოცირიძეს საპრივატიზაციო შენობების სიაში...

Posted by: Chkalovi 13 Feb 2007, 14:49
NinaNoir
თეთრზე როგორ ვთქვათ შავიაო? biggrin.gif
ტყუილისკენ გვიბიძგებ? eek.gif gigi.gif

Johnnie Walker
ისე მეც ვიფიქრე ეგ-ხო იცი შენ boli.gif არაუშავს-მოვა მაგის რიგიც biggrin.gif ჯერ იმელი, მერე ფოსტა, კადეტთა კორპუსი მგონი გაყიდულია უკვე და ნელ-ნელა მოვა მაგის ჯერიც yes.gif

Posted by: Tonia Kroger 13 Feb 2007, 14:51
QUOTE
თუმცა ხმამაღლა არავონ იტყვის ამას.

მაგით უნდა დაგეწყო! ფორუმზე ორიგინალურ ნიქს ამოფარებული კრიტიკა ადვილი საქმეა. მეც კარგად ვიცი რომ ანდღულაძეს უამრავი მოწინააღმდეგე ყავს, მაგრამ არავინ თავის აზრს ხმამაღლა არ ამბობს, პირში ვერ ეუბნებიან, ვერ ეკამათებიან... და ნეტა რატო?

QUOTE
ვინმე რომ არ ლანძღოთ არა ადიდოთ ისე არ შეგიძლიათ....

საქართველოში ხო ყველას მასიური "ფროიდი" და "ფსიქოანალიზი" სჭირს, ვინც "ღრუბლებში არ დაფრინავს"-- "მამებთან" ფარული ბრძოლით არის დაკავებული, ანდღულაძესთან სწავლა სწორედ მაგ ინფანტილიზმის დაძლევას გულისხმობს პირველ რიგში...
მთელი მისი სკოლა სმენის მაღალ კულტურას ემყარება და ვისაც არ "ესმის" თავის უკულტურობას და ინფანტილიზმს დააბრალოს wink.gif

ყველა აქ ჩამოთვლილ გვარზე (ონიანი, ათანელი, გამგებელი, ასპანიძე) სულ სხვა ამბებს მოგიყვებოდით, მაგრამ ასე ყველაფერი უაზრო ჭორაობას დაემსგავსება.
და მაინც, ასპანიძის დედამ თავის ქალიშვილი, რაღა ამ "მონსტრს" ჩაუგდო ხელში სასწავლებლად?rolleyes.gif


Chkalovi
kvachi

Posted by: Chkalovi 13 Feb 2007, 15:00
Tonia Kroger
QUOTE
და ნეტა რატო?

ახლავე გიპასუხებ მაგაზეც yes.gif
როგორც ცნობილია ბატონი ნოდარი კონსერვატორიის ვოკალური კათედრის გამგეა და ოპერის წინა ხელმძღვანელობის პირობებში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა მის აზრს ამა თუ იმ მომღერალის შესახებ., ახლა არა მგონია.
სწორედ ამიტომ ბევრი ამჯობინებდა მასთან სწავლას, თუნდაც საკუთარი ვოკალის ხარჯზე, მხოლდო იმიტომ რომ მერე გახსნილი ჰქონოდა გზა.. ხოლო ცოტა ფეხზე დადგომის და საკუთარი პოზიციების გამტკიცების შემდეგ საზღვარგარეთ მიდიოდნენ სასწავლებლად, მაგრამ არც მის ღვაწლს უარყოფდნენ რომ აქაც კაი სახელი ჰქონოდათ smile.gif
ესაა პასუხი კითხვაზე.
და ძალიან ცოტა იყო ისეთი გაბედული ვინაც წამოვიდა მისგან და გახსნილი ბრძოლა გამოუცხადა მას და ამის გამო საკმაოდაც ემსხვერპლა.

Posted by: Tonia Kroger 13 Feb 2007, 15:20
QUOTE
ახლა არა მგონია.

იმიტო ყვავის ოპერის დასი და იმიტო აღვარღვარებთ მწარე სმაილიკურ ცრემლებს ამ ტოპიკში? wink.gif
QUOTE
გახსნილი ბრძოლა გამოუცხადა მას

მას კი არა საკუთარ თავს გამოუცხადონ ბრძოლა. ვინც ახერხებს დამოუკიდებელი გახდეს, აღწევს კიდეც წარმატებებს საზღვარგარეთ.
ვინც არა იბრძვის აქ და თავის უაზრო ამბიციებს ემსხვერპლება, სხვას ნუ დააბრალებს wink.gif

Posted by: Chkalovi 13 Feb 2007, 15:29
Tonia Kroger
QUOTE
იმიტო ყვავის ოპერის დასი და იმიტო აღვარღვარებთ მწარე სმაილიკურ ცრემლებს ამ ტოპიკში?

სამწუხაროდ არ მგონია რომ ამის ბრალი იყოს მხოლოდ smile.gif როცა ბატონი ნოდარის სიტყვას ექცეოდა ყურადღება-არც მაშინ იყო ოპერა აყვავებული-აქ სხვა მიზეზებია-უფრო სერიოზული.

QUOTE
მას კი არა საკუთარ თავს გამოუცხადონ ბრძოლა

რა შუაში საკუთარ თავთან ჭიდილი? ამ შემთხვევაში ეს სრულიად არ ემთხვევა სიტუაციას. მე იმას ვგულისხმობ, რომ მისგან წასული ყოველთვის იჩაგრებოდა და ამის ერთ-ერთი მაგალითი ზემოთაც მოვიყვანე. ამით ისინი საკუთარ ღირსებას ინარჩუნებდნენ, ხოლო სხვები კი პირფერობას ამჯობინებდნენ, თუმცა პარალერულად თავის საქმესაც აკეთებდნენ-ანუ არც მწვადს წვავდნენ და არც შამფურს-ამაშია მხოლოდ განსხვავება ჩემო კარგო wink.gif

Posted by: Johnnie Walker 13 Feb 2007, 19:15
მთავარი მაინც ნიჭიერებაა. თუ უნიჭო ხარ, გინდა ანდღულაძემ გასწავლოს, გინდა კარუზომ და გინდა ბენიამინო ჯილიმ, რა მნიშვნელობა აქვს? biggrin.gif
და თუ ნიჭირი ხარ, მაშინ იქნებ აზრი ჰქონდეს, რომ ანდღულაძემ რაღაც-რაღაცეები მართლა გასწავლოს, სანამ შენს საქმეს თვითონ მიხედავ?

რეალურად, ხელოვნების სამყაროში ბრძოლა მიდის ნიჭიერ ერთეულებსა და უნიჭოთა მასას შორის.
ხშირად, ხელოვნებას მიტმასნებული უნიჭოთა მასა გამოჰყოფს უნიჭო ინდვიდებს, რომლებიც პრაქტიციზმის, ან ბიზნესმენობის, ან გაიძვერობის წყალობით ამ ნიჭიერებს ჯაბნიან.
მაგრამ უფრო ხშირად და საბოლოო ჯამში ნიჭიერება იმარჯვებს. და თუ მართლა დიდი ტალანტია, იმას ხომ საერთოდ ფეხებზე ჰკიდია.... lol.gif

თანაც გამორჩეულად დიდი ნიჭის პატრონი იშვიათადაა კონფლიქტური და წვრილმან ინტრიგებში მონაწილეობას არ იღებს, არც უკანალში არ უძვრება არავის. მაგრამ სადა გვყავს ეგეთები? gigi.gif

Posted by: Tonia Kroger 13 Feb 2007, 20:19
QUOTE
მთავარი მაინც ნიჭიერებაა. თუ უნიჭო ხარ, გინდა ანდღულაძემ გასწავლოს და გინდა კარუზომ, რა მნიშვნელობა აქვს?
და თუ ნიჭირი ხარ,მაშინ იქნებ აზრი ჰქონდეს, რომ ანდღულაძემ რაღაც-რაღაცეები მართლა გასწავლოს, სანამ შენს საქმეს თვითონ მიხედავ?

აბსოლუტურად მართალი ხარ! yes.gif
მე აქ არანაირ წვრილმან კონფლიქტში ჩაბმას არ ვაპირებ, უბრალოდ ვიღაცის უპასუხისმგებლო განცხადებას გამოვეხმაურე, ვეღარ გავჩუმდი user.gif
ახლა საბოლოოდ დავაფიქსირებ ჩემს აზრს და ამით მოვრჩები!
QUOTE
სამწუხაროდ არ მგონია რომ ამის ბრალი იყოს მხოლოდ

მე არც ვამტკიცებ რომ მხოლოდ ამის ბრალია.
QUOTE
ახლავე გიპასუხებ მაგაზეც

ნამდვილად ვერ მიპასუხე ამაზე... მე ანდღულაძის ოპონენტებში სულაც არ მოვიაზრებდი მის "ხმაგაფუჭებულ" ნაშეგირდალებს, რომლებიც მის "დიქტატორულ ავტორიტეტს" ემსხვერპლნენ. biggrin.gif
ხომ არსებობენ მუსიკათმცოდნეები, სხვა პედაგოგები? ვისაც არ მოსწონს ნოდარ ანდღულაძის სწავლების მეთოდიკა, გამოვიდეს და საჯაროდ გააკრიტიკოს, შეეკამათოს. ოღონდ სათანადო მეცნიერულ დონეზე (იხ. "Homo Cantor" ნ. ანდღულაძე) biggrin.gif
ახლა იმაზე თუ რა შუაშია საკუთარ თავთან ჭიდილი-- სწორედაც რომ ეგაა შუაში, ანდღულაძის სკოლის პრინციპი შეგირდების კი არა, ოსტატების აღზრდას გულისხმობს. სავსებით ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი მომღერლისას. რაც ორ და სამ წელიწადში ვერ მიიღწევა. ამას არაამბიციური, დაძაბული და ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე. ზოგიერთს კი ერთი-ორი წარმატებული არია ისე აღაფრთოვანებს, კარუზო ან კალასი ჰგონია თავი და როცა ამბიციებს აყოლილი თავის მაესტროს აღარ უსმენს, ეწყება პრობლემები, მოდის კლასიდან, დადის დაბოღმილი და ყველა წარუმატებლობას მასწავლებელს აბრალებს --აი ამას ქვია ინფანტილიზმი!
ასეთი ადამიანები ბევრნი არიან ქართულ ვოკალურ სივრცეში და რასაკვირველია ის სტერეოტიპი, რომ "ანდღულაძე ხმებს აფუჭებს" კარგად იდგამს ფეხს!
ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც თქვენი თქმით ანდღულაძეს გაასწრეს საზღვარგარეთ. ისინი "ოსტატებად" ჩამოყალიბდნენ, საკუთარ თავთან მარტო მუშაობა ისწავლეს პედაგოგისგან და ამ იდიოტურ, სტერეოტიპულ ქართულ სინამდვილეს გაექცნენ.
თავი შემდეგი biggrin.gif "ძალისმიერი ვოკალი"
ანდღულაძის მეთოდი ეს არის, სწორედაც არაძალისმიერი ვოკალი, "ძალა დაუძაბავად, სიმსუბუქე მოდუნების გარეშე" სიმღერა არა კუნთების დაძაბვით, არამედ სხეულში არსებული "სიცარიელეების" გამოყენებით.
ხო მართლა, რაც შეეხება ასპანიძეს, კარგად ეტყობა რომ დედამისის ამარა დარჩენილა და მისგან ვერ მივიღეთ ვერც ნორმალური მუსიკოსი და ვერც ნორმალური (ინტელექტუალური) არტისტი. დარჩა სწორედ ეგ თქვენი ძალისმიერი "ხმა" და მეტი არაფერი!
აქ კონკრეტულ გვარებზე საუბარს და ყურმოკრული ამბების მოყოლას მოვერიდე, რადგან არ მინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. მე ჯანსაღი კრიტიკის მომხრე ვარ biggrin.gif

Posted by: falestra 13 Feb 2007, 23:11
Chkalovi
ვიხილე...
ისე დაყანყალებდა, გული მისკდებოდა, ემანდ სცენას ფეხი არ წამოკრას და არ წაიქცეს თქო

Posted by: Chkalovi 14 Feb 2007, 13:36
Johnnie Walker
QUOTE
მთავარი მაინც ნიჭიერებაა. თუ უნიჭო ხარ, გინდა ანდღულაძემ გასწავლოს, გინდა კარუზომ და გინდა ბენიამინო ჯილიმ, რა მნიშვნელობა აქვს?და თუ ნიჭირი ხარ, მაშინ იქნებ აზრი ჰქონდეს, რომ ანდღულაძემ რაღაც-რაღაცეები მართლა გასწავლოს, სანამ შენს საქმეს თვითონ მიხედავ

გეთანხმები-ნიჭი ყველა შემთხვევაში უმთავრესი კომპონენტია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგსაც რომელმაც უნდა დაგაყენოს სწორ გზაზე და რაღაც ბაზისი მოგცეს რომ შემდეგ თავადაც შეგეძლოს საკუთარი თავის დახვეწა და სრულყოფა. მაგრამ საწმუხაროდ დღეს-რასაც მე ვამჩნევ-ხალხი მხოლოდ თავისი თავის იმედად არიან და ამ ბოლო დროს კიდეც უფრთხიან მცნება "პედაგოგს", რაც ძალიან სავალალოა.

აქ ზოგიერთებს გონია, რომ მე ბატონი ნოდარის ოპონენტი ვარ. ეს ასე არაა no.gif მე მას დიდ პატივს ვცემ როგორც დიდ მომღერალს, შემოქმედს, მაგრამ მიმაჩნია რომ დღეს ქართული ვოლარული სკოლა კატასტროფას განიცდის. და ეს ასევე ეხება დანარჩენ "პროფესორ-დოცენტებსაც", რომლების ასე ნაყოფიერად მოღვაწეობენ ჩვენს კონსერვატორიაში.


Tonia Kroger
QUOTE
. ამას არაამბიციური, დაძაბული და ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე. ზოგიერთს კი ერთი-ორი წარმატებული არია ისე აღაფრთოვანებს, კარუზო ან კალასი ჰგონია თავი და როცა ამბიციებს აყოლილი თავის მაესტროს აღარ უსმენს, ეწყება პრობლემები, მოდის კლასიდან, დადის დაბოღმილი და ყველა წარუმატებლობას მასწავლებელს აბრალებს --აი ამას ქვია ინფანტილიზმი!

ესეიგი შენი აზრით ყველაფერში დამნაშავე ისევ ამბიციებს აყოლილი და ეგოიზმით შეპყრობილი მომღერალია? არ გამოვრიცხავ, ასეთებიც ხდება. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც დამნაშავენი არიან ის მაესტროები-რომელთაც არ შეუძლიათ დააყენონ თავისი შეგირდი სწორ ვოკალურ გზაზე(ძალიან ამაღლებულად გამომივიდა, მაგრამ იმედია გასაგებად biggrin.gif ). სამწუხაროდ პროცენტუალურად ძალიან ნიჭიერი ხალხი ცოტაა, ასე რომ ძირითადი მასა მაინც დამოკიდებულია თავიანთ პედაგოგებზე, რომელთა კომპეტენციაში ეჭვია შესატანი.

QUOTE
სათანადო მეცნიერულ დონეზე (იხ. "Homo Cantor" ნ. ანდღულაძე)

კიდევ ერთი პრობლემა-ვოკალი არ უნდა იყოს გაიგივვებული მეცნიერებასა და ფილოსოფიასთან-ეს არის ხელოვნება და არ შეიძლება იყოს ახსნილი ჰიპოთეზებით თუ აქსიომებით. რა თქმა უნდა შეიძლება შეიტანო მასში გარკვეული ფილოსოფიის ელემენტები-ეს აუცილებელიც კი არის-მაგრამ მთლიანად გაიგივება ნამდვილად მცდარ შედეგამდე მიდის.

Posted by: Contralto 14 Feb 2007, 13:52
ოპერაში მინდოდა, ბალ-მასკარადზე, ამელია ბერძენიშვილს უნდა ემღერა და მაინტერესებდა, მაგრამ გუშინ რომ გავიარე, ისევ ირინე რატიანი ჩაუსვამთ მის ნაცვლად sad.gif ხოდა, სავარაუდოდ, გადავიფიქრებ წასვლას....

Posted by: Charles IX 14 Feb 2007, 13:54
Chkalovi
QUOTE
ბატონი ნოდარი შეიძლება კი არა და თავად დიდი მომღერალი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დიდი პედაგოგი იქნება.

დიდი მომღერალი?
შენ თვითონ გჯერა ამისი???
თავის საუკეთესო წლებში მაქსიმუმ კარგი მომღერალი იყო, ისიც მხოლოდ ზოგიერთ პარტიაში...
დიდი მომღერალი ნოდარ ანდღულაძე კი არა, პავაროტ-დომინგო-კარერასიც არ იყვნენ.
აი დიდი ტენორები - კარუზო, ჯილი, პერტილე, სკიპა, დელ მონაკო, კორელი, დი სტეფანო....

Posted by: falestra 14 Feb 2007, 13:54
Contralto
ამელია თუ ირმა?

Posted by: Contralto 14 Feb 2007, 13:56
falestra
QUOTE
ამელია თუ ირმა?

ამელიას პარტია, შე ადამიანო smile.gif ანუ, ირმა ბერძენიშვილს უნდა ემღერა ამელიას პარტია-თქო, მაგას ვგულისხმობდი smile.gif

Posted by: falestra 14 Feb 2007, 13:58
Contralto
უიჰ, მე მაპატიეთ, ისე აღვშფოთდი ავიბენი)))))
რატომ შეცვალეს????

Posted by: Chkalovi 14 Feb 2007, 13:59
Charles IX
ნუ ეს ისე დავწერე---თორემ მთლად ხალხის მტრად გამომაცხადებდნენ lol.gif
Contralto
თუ მოხსნეს-მეც არ წავალ-რა მინდა მანდ....

Posted by: Contralto 14 Feb 2007, 14:02
Chkalovi
QUOTE
თუ მოხსნეს-მეც არ წავალ-რა მინდა მანდ....


ხო რა... მეც მაგას ვამბობ... რამდენი ხანია, ირმა არ მომისმენია. ეუუუფ! ხოდა, მაინტერესებდა, ახლა როგორ ფორმაშია, რას შვრება... არადა, გული დამემდუღრა, გუშინრ ომ გავიარე ოპერის წინ და ირმას სახელზე სკოჩით გადაწებებული "ირინე რატიანი" დავინახე....

უკაცრავად, ვინმეს თუ შეურაცხყოფას ვაყენებ, მაგრამ არ შემიძლია ეგ უხმო ქალი და მომკალით რა... პროსტა არ შემიძლია sad.gif

Posted by: Chkalovi 14 Feb 2007, 14:04
Contralto
ბოლოს აბესალომ და ეთერში ვნახე--ზუსტად არ მახსოვს როდის მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ..
QUOTE
არადა, გული დამემდუღრა, გუშინრ ომ გავიარე ოპერის წინ და ირმას სახელზე სკოჩით გადაწებებული "ირინე რატიანი" დავინახე....

mo.gif

Posted by: zveriuga 14 Feb 2007, 14:44
არავის მოუხსნია სპექტაკლიდან ირმა.
თვითონ თქვა უარი გარკვეული მიზეზების გამო

Posted by: Chkalovi 14 Feb 2007, 15:19
zveriuga
QUOTE
არავის მოუხსნია სპექტაკლიდან ირმა. თვითონ თქვა უარი გარკვეული მიზეზების გამო

მიზეზს არ გვეტყვი ალბათ? rolleyes.gif

Posted by: zveriuga 14 Feb 2007, 15:36
Chkalovi
QUOTE
მიზეზს არ გვეტყვი ალბათ? rolleyes.gif

თბილისში არ იქნება რამდენადაც ვიცი. ამის მიზეზებს ნუღა მკითხვათ, პირად ცხოვრებაშI ჩარევა არ დამაბრალონ მერე biggrin.gif

Posted by: Chkalovi 15 Feb 2007, 12:42
zveriuga
QUOTE
თბილისში არ იქნება რამდენადაც ვიცი. ამის მიზეზებს ნუღა მკითხვათ, პირად ცხოვრებაშI ჩარევა არ დამაბრალონ მერე

ამაზეც მადლობა გენაცვალე wink.gif
მეტი რაღა უნდა გკითხოთ? biggrin.gif

Posted by: falestra 25 Feb 2007, 00:03
ესე იგი, ქეთო და კოტე... user posted image

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 00:07
falestra
არა-კოტე და ქეთო biggrin.gif

Posted by: falestra 25 Feb 2007, 00:08
Chkalovi
ჭირსა ეგ წაუღია, ჩვენ ხანუმა უნდა ვიტიროოოოოთ user posted image

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 00:13
falestra
ვაი ხანუმჯანნნნნ(ტო ესტ ბარბალეეეეეეეე) weep.gif
რა კარგად ჩხუბობდააააააა
რა კარგად ცეცკვავდა და მღეროდააააა weep.gif gigi.gif

ისე ხუმრობა იქით იყოს დდა დამევასა boli.gif

Posted by: falestra 25 Feb 2007, 00:14
Chkalovi
გადარჩა გაოფებას user posted image
ვოლჩენკოს ფანიაკი ვარ! მაგარი ქალია!
აშფთოვანებული ვარ მისით user posted image

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 00:16
falestra
ნატალია ვოლჩენკო-ქალი ნომერ ადინ ოპერაში chups.gif
არ მეგონა ავლაბრულ აქცენტს ეგრე თუ დაამუღამებდა gigi.gif

Posted by: falestra 25 Feb 2007, 00:19
Chkalovi
განსაკუთრებით ისე იჯდა მეფის ასულის იმიჯში, რომ ასეთ სახასიათო ტიპაჟს მისგან ნამდვილად არ ველოდი.....
user posted image

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 00:25
falestra
ოოო
ამნერისში განუმეორებელია... boli.gif სუფთა ეგვიპტელ პრინცესსას გავს გრიმში.


Posted by: falestra 25 Feb 2007, 00:28
Chkalovi
სასცენო კულტურა აქვს მაღალ დონეზე
user posted image (შავი წავა?)

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 00:32
falestra
კარგი-ვოლჩენკოს ფან-კლუბი რომ არ გამოგვივიდეს-სხვა ვინ მოგეწონა-არ მოგეწონა chups.gif
იყოს შავი-ლურჯის კაია biggrin.gif

Posted by: Margarita-Hanum 25 Feb 2007, 00:33
falestra
QUOTE
ესე იგი, ქეთო და კოტე...

Chkalovi
QUOTE
არა-კოტე და ქეთო 



არა!
სონა და კოტე!

QUOTE
ვაი ხანუმჯანნნნნ(ტო ესტ ბარბალეეეეეეეე) 


bis.gif

Posted by: falestra 25 Feb 2007, 00:37
Chkalovi
მახარაძეს არა უშავდა user posted image
გაბიტაშვილი ვინ აუშვა სცენაზე, ვინ...
ქეთო ისე რა...
ბაბუსი კარგი იყო.
თავადი ლევანი კარგი ტიპაჟი იყო.
მაკარიც..
სიკო და საკომ დახურა user posted image

Margarita-Hanum
იყავი?

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 00:43
falestra
[quote]მახარაძეს არა უშავდა[/quote]
yes.gif ალაგ-ალაგ
[quote]გაბიტაშვილი ვინ აუშვა სცენაზე, ვინ...[/quote]
ვიმღეროთ მთელი ღამეეეე.. სიმღერა მინდა მეეეე givi.gif ამაში ჯობდა
[quote]ქეთო ისე რა...[/quote]
წინ მეჯდა ვიღაცა ბაღანა და პირველ აქტში დაიტანჯა ბავშვი-სადაა ქეთოოოო-იმხელა იღრიალა ლამის გამოვუყვანე lol.gif lol.gif lol.gif
[quote]ბაბუსი კარგი იყო.[/quote]
up.gif მაკარრრ მოგვატყუეს gigi.gif
[quote]თავადი ლევანი კარგი ტიპაჟი იყო./quote]
yes.gif სამი რამ მიყვარს ამქვეყნადდდ ღვინო დუდუკი ქალებიიი
[quote]სიკო და საკომ დახურა [/quote]
ხო მართლა მაგარი ტიპები იყვნენ biggrin.gif

Posted by: falestra 25 Feb 2007, 00:48
Chkalovi
გაბიტაშვილს ხმა რომ უწყდებოდა, მე ვწითლდებოდი user posted image
ჩემს უკან არაჩვეულებრივი ბავშვი იჯდა, მთელი ოპერის განმავლობაში მომღერლებთან ერთად ასრულებდა არიებს user posted image

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 00:53
falestra
მოკლედ დღეს კარგად ვიცინე და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს-ვისიამოვნე rolleyes.gif

Posted by: falestra 25 Feb 2007, 01:04
Chkalovi
სასიამოვნო დრო გავატარეთ შეიძლება ითქვას user posted image

Posted by: GGM 25 Feb 2007, 12:25
ფრენოლოგების სასტავი გულითადად ულოცავს თავად ლევანს (ბესო გაბიტაშვილს) წარმატებულ პრემიერას!!! ბრავო ბესო! up.gif
ნამდვილად ვისიამოვნეთ! smile.gif

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 13:56
falestra
ნამდვილად yes.gif 2kiss.gif
GGM
ფრენოლოგებიც ბრძანდებოდნენ ოპერის თეატრში? smile.gif

Posted by: GGM 25 Feb 2007, 16:16
Chkalovi
QUOTE
ნამდვილად

რა არ გვეკადრება თუ ?! smile.gif

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 16:34
GGM
QUOTE
რა არ გვეკადრება თუ ?!

არა რატომ smile.gif
ისე თუ არ ვცდები თავადი ლევანიც ფრენოლოგთა ასოციაციაშია ხომ გაწევრიანებული? smile.gif

Posted by: Contralto 25 Feb 2007, 16:36
Chkalovi
QUOTE
ნატალია ვოლჩენკო-ქალი ნომერ ადინ ოპერა


იმედია ხუმრობთ, სერ! smile.gif კატასტროფული ულრიკაა... sad.gif საერთოდ არ ისმის sad.gif

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 16:39
Contralto
QUOTE
იმედია ხუმრობთ, სერ!კატასტროფული ულრიკაა...საერთოდ არ ისმის

მაგაში გარეგნობა ვიგულისხმე smile.gif სწორედ მიხვდი-თორემ ვოკალის განხილვისგან თავს ვიკავებ smile.gif

Posted by: Contralto 25 Feb 2007, 16:42
Chkalovi
:შვებითამოვისუნთქე- გულზემომეშვა აწირამომკლავს სმაილიკი:

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 16:47
Contralto
QUOTE
:შვებითამოვისუნთქე- გულზემომეშვა აწირამომკლავს სმაილიკი:

lol.gif lol.gif lol.gif
ახალი ამბავი-ჩვენ რომ ვიცით ის სოპრანო გაათავისუფლეს თეატრიდან...

Posted by: Contralto 25 Feb 2007, 16:50
Chkalovi
ვიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიინ?????? სთქვი, ამომხდა სული ცნობისმოყვარეობით....

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 16:51
Contralto
გუშინ ქეთო და კოტეზე რომ ვიყავი გავიგე ეგ ამბავი.
ვინა და ირმა ბერძენიშვილი..

Posted by: Contralto 25 Feb 2007, 17:05
Chkalovi
უი, რატოოომ? ვეღარ მღერის თუ ცუდად იქცევა?

Posted by: Chkalovi 25 Feb 2007, 17:13
Contralto
დანამდვილებიტ არ ვიცი-მერე დავადგენ, მაგრამ სიმღერის ბრალი არ მგონია იყოს.

Posted by: Contralto 25 Feb 2007, 17:14
Chkalovi
ხო, მაგის ბრალი რომ იყოს, თითქმის მთელი ოპერა უნდა გაუშვან ნაადრევ (ზოგი - დაგვიანებულ) პენსიაზე...

Posted by: Fe_male 26 Feb 2007, 11:10
...გუშინ ისე შოკში ვიყავი, ვერაფერი დავპოსტე... მოკლედ საქართველოში ოპერა ჩაკვდა...sad.gif((((((((((((((

...უცხოეთში გაქცეული ქართველები ჩვენთვის მაინც არ არიან...(((((((((((((((

Posted by: Chkalovi 26 Feb 2007, 12:28
Contralto
QUOTE
ხო, მაგის ბრალი რომ იყოს, თითქმის მთელი ოპერა უნდა გაუშვან ნაადრევ (ზოგი - დაგვიანებულ) პენსიაზე...

yes.gif ნამდვილად
Fe_male
QUOTE
...გუშინ ისე შოკში ვიყავი, ვერაფერი დავპოსტე...

ქეთო და კოტეს გულისხმობ? smile.gif

Posted by: eloiza 26 Feb 2007, 17:32
QUOTE
ქეთო და კოტეს გულისხმობ?

spy.gif
წასვლას ვაპირებ, ძველი კი მაქვს ნანახი და ახალზე არ წავიდე?

Posted by: Fe_male 27 Feb 2007, 00:39
Chkalovi
...კი ქეთო და კოტე ვიგულისხმე..........................)))

Posted by: Chkalovi 27 Feb 2007, 17:46
Fe_male
ნუ შედევრი არ იყო-მაგრამ რაღაც ხალისის ნოტა შემოიტანა თეატრში smile.gif
პრემიერაზე მაქვს საუბარი-მეორე დღეს არ მომმისმენია

Posted by: Fe_male 27 Feb 2007, 21:15
Chkalovi
...კი ხალისი იცოცხლე, მაგრამ კლასიკა მსგავს ირონიას არ იმსახურებს...........)))

Posted by: M&M 27 Feb 2007, 21:51
Chkalovi
მე რომ მკითხო მაგ ოპერაში შესაშვები შენ არ ხარ, გავიგალე მანდ რომ ხარ სულ მიუწვდომელი ხარ, არ გამიხდი სანთლით საძებნელი ქალი? ვახ
შენ გაგანთავისუფლონ რა....... ვის სახელზე დავწერო განცხადება???

Posted by: Chkalovi 27 Feb 2007, 21:54
M&M
ვიღაცაში გეშლები გენაცვალე biggrin.gif
რა მიუწვდომელი-რის მისაწვდომი? biggrin.gif
ისა და მაგ ყვავმა ფოსტა ვერ მიიტანა ჯერ?

Posted by: M&M 27 Feb 2007, 21:57
Chkalovi
ვისში მეშლები შე პუტინის მტერო
ბეტეერში ამხედრებულს და და თავზე კასკა ჩამოფხატებულს გიცნობ...
მეშლები კი არა ...და "ხელოვნების დიდო მოტრფიალევ"....
ის რა ლექს-სიმგერები ასწავლე მეგის?
ამას კიდე ეგ უნდოდა??? გუშინ მოვიდა თუ არა ეგრევე ეგ მიმღერა...
ნახალოვკელიო...
და აქ ოპერაზე გაუხსნია თემა ...ტუტუც...
ვიტყვი მე ამას სადაც საჭიროა
vik.gif

Posted by: Chkalovi 27 Feb 2007, 22:22
M&M
ვინაა შენი ქალო vik.gif

Posted by: M&M 27 Feb 2007, 22:26
ხოოოოოო, ეგ "ქალო"
მეგი ვიგულისხმე ....
თორე სად ტანკისტი და სად "ქალო" ჯელტმენ?!

და ის კიდე .... ოპერაში აუცილებელი კი არააა მუშაობდე... ნუ დადიხარ ...

Posted by: Tiko-Tiko 15 Mar 2007, 12:49
გახსენებაზედ,აი თქვენ საჩუქრად პაწაწუნა ვიდეო ...

http://www.youtube.com/watch?v=RLTtvHXtaGM

Posted by: nacarqeqia 16 Mar 2007, 16:31
ნერვები მომეშალა დაგადავწყვიტე აქ მოვიფხანო ენა

მოკლედ აქ შემოპარული ოპერისტების და ვოკალისტების საყურედღებოდ!

აქ ჟღაპნას, გირჩევნიათ იმეცადინოთ ან სოლფეჯიო ისწავლოთ, წამდაუწუმ რითმინდან რომ არ ამოვარდეთ ხოლმე "დიდ სცენაზე", რაც ასე ხშირად ემართება გველესიანს და იმის დიდიტრაკა ძმაკაცებს (რა თქმა უნდა მისის სუსტი მხედველობა არაფერ შუაშია), დიდი მომღერლები სულაც არ მიშტერებიან დირიჟორის ჯოხს, ან ზამაიფარაშვილის ყურება რა სასიამოვნოა, მესმის გოგიშკა ჭიჭინაძე იდგას ან გერგიევის რომელიმე სხვა პროდუქტი. მოკლედ...

ოპერა კვდება, რაც დღეს ხდება მსოფლიოს თეატრებში, ამ კვდომის პროცესია, მეტიც - ოპერა მთელი საუკუნეა კვდება, ყანჩელის პათეთიკურმა "და არს მუსიკამ" ვერ უშველა. მიზეზი უამრავია. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო მიზეზი კი სიმღერის არცოდნაა, ჩვენი ყველაზე ძლიერის სკოლაც კი (ანდღულაძის კლასს ვგულისხმობ) მომღერლებს - ამ სიტყვის ფართო გაგებით - ვერ ზრდის. ბოლო დროს მივხვდი, რომ ოპერა თავის საწყისს - ვირტუოზულ ვოკალურ საწყისებს უნდა დაუბრუნდეს, რადგან რეჟისორული ჩანაფიქრი ან დღეს გავრცელებული ექსპერიმენტული დადგმები არსებითად მცდარია - ამის მაგალითი კი ჩვენს ოპერაში ახალი დირექციის ხელში დადგმული სპექტაკლებია.

გაგრძელება იქნება...

Posted by: Pathetikos 16 Mar 2007, 17:03
nacarqeqia
QUOTE
გაგრძელება იქნება...

yes.gif ჩვენ ყველაფერს ვიტყვით.

Posted by: WAGNERITE 16 Mar 2007, 18:35
მე არ მომისმენია. შეიძლება ვინმეს დააინტერესოს

Gia Kancheli
MUSIC FOR THE LIVING
Opera in two acts
Libretto by Robert Sturua

The Old Man: Tengiz Zaalishvili
A boy - Blind Man's assistant: Vasiko Tedorashvili
An officer: Roman Nowak
Angelo: Temur Gugushvili
Sandro: Nugzar Nachkebia
Silvana: Maritsa Maglaperidze
Lucia: Manana Egadze
Marquis: Gia Asatiani
Ragtime-singer: Teona Kakhidze

Chorus and Children's Chorus of Tbilisi Opera
Chorus master: Ketevan Shindagoridze

Orchestra of Tbilisi Opera
Conductor: Jansug Kakhidze

Act 1
http://rapidshare.com/files/17512945/Kancheli_MUSIC_FOR_THE_LIVING_CD_1.rar.001
http://rapidshare.com/files/17506288/Kancheli_MUSIC_FOR_THE_LIVING_CD_1.rar.002
http://rapidshare.com/files/17507253/Kancheli_MUSIC_FOR_THE_LIVING_CD_1.rar.003

Act 2
http://rapidshare.com/files/17509405/Kancheli_MUSIC_FOR_THE_LIVING_CD_2.rar.001
http://rapidshare.com/files/17510546/Kancheli_MUSIC_FOR_THE_LIVING_CD_2.rar.002
http://rapidshare.com/files/17511711/Kancheli_MUSIC_FOR_THE_LIVING_CD_2.rar.003
http://rapidshare.com/files/17505141/Kancheli_MUSIC_FOR_THE_LIVING_CD_2.rar.004

Posted by: kvachi 16 Mar 2007, 23:28
wow.gif wow.gif wow.gif wow.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: G2009G 17 Mar 2007, 17:54
nacarqeqia
QUOTE
ნერვები მომეშალა დაგადავწყვიტე აქ მოვიფხანო ენა

მოკლედ აქ შემოპარული ოპერისტების და ვოკალისტების საყურედღებოდ!

აქ ჟღაპნას, გირჩევნიათ იმეცადინოთ ან სოლფეჯიო ისწავლოთ, წამდაუწუმ რითმინდან რომ არ ამოვარდეთ ხოლმე "დიდ სცენაზე", რაც ასე ხშირად ემართება გველესიანს და იმის დიდიტრაკა ძმაკაცებს (რა თქმა უნდა მისის სუსტი მხედველობა არაფერ შუაშია), დიდი მომღერლები სულაც არ მიშტერებიან დირიჟორის ჯოხს, ან ზამაიფარაშვილის ყურება რა სასიამოვნოა, მესმის გოგიშკა ჭიჭინაძე იდგას ან გერგიევის რომელიმე სხვა პროდუქტი. მოკლედ...

ოპერა კვდება, რაც დღეს ხდება მსოფლიოს თეატრებში, ამ კვდომის პროცესია, მეტიც - ოპერა მთელი საუკუნეა კვდება, ყანჩელის პათეთიკურმა "და არს მუსიკამ" ვერ უშველა. მიზეზი უამრავია. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო მიზეზი კი სიმღერის არცოდნაა, ჩვენი ყველაზე ძლიერის სკოლაც კი (ანდღულაძის კლასს ვგულისხმობ) მომღერლებს - ამ სიტყვის ფართო გაგებით - ვერ ზრდის. ბოლო დროს მივხვდი, რომ ოპერა თავის საწყისს - ვირტუოზულ ვოკალურ საწყისებს უნდა დაუბრუნდეს, რადგან რეჟისორული ჩანაფიქრი ან დღეს გავრცელებული ექსპერიმენტული დადგმები არსებითად მცდარია - ამის მაგალითი კი ჩვენს ოპერაში ახალი დირექციის ხელში დადგმული სპექტაკლებია.

გაგრძელება იქნება...

100-ანი ხარ, ჯიგარი ხარ!!!!!
ეხლა ხანს "დაისზე" ვიყავი და თმები ყალყზე დამიდგა - ვაი ვოკალისგან და ორკესტრის ჟღრიალისგან (დიდრიჟორი რ. ტაკიძე).... დ. გამრეკელის კიაზო მაგათ ნეტა თუ აქვთ საერთოდ მოსმენილი?....

Posted by: nacarqeqia 18 Mar 2007, 00:50
G2007G
QUOTE
გამრეკელის კიაზო მაგათ ნეტა თუ აქვთ საერთოდ მოსმენილი?....


მაშინ პირველ ქართულ ჩანაწერებს დავდებ - სოსო ტომაშევიჩის და ფილიმონ ქორიძის. ჩანაწერები ქართულ ენაზეა

http://up.aqache.com/?f=TP796W3UWbq7


ეს კი ფილიმონ ქორიძის გიგო გაბაშვილისეული პორტრეტი

Posted by: Johnnie Walker 26 Mar 2007, 01:55
QUOTE
აქ ჟღაპნას, გირჩევნიათ იმეცადინოთ ან სოლფეჯიო ისწავლოთ

lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif

Posted by: nacarqeqia 26 Mar 2007, 02:30
Johnnie Walker

რატომ იცინი ჯონ?

Posted by: Johnnie Walker 26 Mar 2007, 21:37
nacarqeqia
QUOTE
რატომ იცინი ჯონ?

სასაცილოა, სოლფეჯიოს სასწავლად რომ აგზავნი და იმიტომ, მაგრამ სამართლიანი biggrin.gif

Posted by: Contralto 7 Apr 2007, 15:35
12 აპრილს, ბაროკო ოპერაში

მღერის პუტილოვა

აქ ნახეთ:
http://www.opera.ge/geo/news.php?id=381&menu=news&eventdate=2007-04-12

Posted by: Fitzcarraldo 26 Apr 2007, 16:00
დღეს გაციებული თემურ გუგუშვილი დაამღერებს ტურმე კანიოს, ლეონკავალოს "ჯამბაზებში"

იშვიათი სანახაობა გველის!

ყველანი დაპატიჟებულები ხართ, ბილეთები სალაროშია დატოვებულიbiggrin.gif

Posted by: Kniazna 26 Apr 2007, 16:34
Fitzcarraldo

შენ ახალი პასტანოვკა, ტრუბადური ნახე? თუ არა, მაშინ ჩათვალე რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ იქნება შენს ცხოვრებაში smile.gif თუ გადაწყვიტე ამ ოპერის თბილისში ნახვა რა თქმა უნდა ... smile.gif


Posted by: eloiza 26 Apr 2007, 16:35
ალექსანდრე კრეინი - ლაურენსია ნახეთ ვინმემ? როგორია?


smile.gif

Posted by: Fitzcarraldo 26 Apr 2007, 16:41
Kniazna
QUOTE
შენ ახალი პასტანოვკა, ტრუბადური ნახე? თუ არა, მაშინ ჩათვალე რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ იქნება შენს ცხოვრებაში  თუ გადაწყვიტე ამ ოპერის თბილისში ნახვა რა თქმა უნდა ... 


ვნახე და მომეწონა კიდეც, რატომაც არა?

ისე არ გაწყენდა "ჯამბაზების" ნახვა, თემო ჩხეიძის დადგმაა და გოგი მესხიშვილის მხატვრობა და ლეონკავალოს მუსიკაbiggrin.gif


Posted by: Kniazna 26 Apr 2007, 16:48
Fitzcarraldo
QUOTE
ვნახე და მომეწონა კიდეც, რატომაც არა?
- მე არ მომეწონა smile.gif დიდი ოპერის მცოდნე შეიძლება არ ვარ, მაგრამ არ მომეწონა smile.gif არაესთეტური იყო ჩემი აზრით smile.gif


QUOTE
"ჯამბაზების"
ნახვას რაც შეეხება, ოდესმე კი ვნახავ smile.gif

* * *
სხვათაშორის, აბესალომ და ეთერის არა უშავდა smile.gif ნიკას მოეწონა smile.gif

Posted by: Fitzcarraldo 26 Apr 2007, 16:54
Kniazna
QUOTE
- მე არ მომეწონა  დიდი ოპერის მცოდნე შეიძლება არ ვარ, მაგრამ არ მომეწონა  არაესთეტური იყო ჩემი აზრით 


თუ ოპერის დიდი მცოდნე? თორემ სხვა რამე გამოგდის - "დიდი ოპერა" მე-19 საუკუნის მოვლენა იყო, გიგანტო+მანიამ როცა შეიპყრო მეიერბერები და მისთანებიbiggrin.gif

Kniazna
QUOTE
სხვათაშორის, აბესალომ და ეთერს არა უშავდა  ნიკას მოეწონა


იმიტომ, რომ თუმანიშვილის დადგმაა და მესხიშვილის მხატვრობა,

და მაინც - ვენდოთ ნიკას?

Posted by: Kniazna 26 Apr 2007, 16:58
QUOTE
თუ ოპერის დიდი მცოდნე
- yes.gif yes.gif

Fitzcarraldo
QUOTE
და მაინც - ვენდოთ ნიკას?
- როგორც გენებოთ smile.gif

Posted by: ნინა 27 Apr 2007, 00:54
Fitzcarraldo
QUOTE
დღეს გაციებული თემურ გუგუშვილი დაამღერებს ტურმე კანიოს, ლეონკავალოს "ჯამბაზებში"

როგორ იმღერა, იყავი?
ჯამბაზები არ ვიცი მაგრამ ზურა ანჯაფარიძის ხსოვნის საგამოზე მინდიას არია იმღერა შეუდარებლად. ვთვლი რომ ძალინ მაღალი რანგის პროფესიონალია და ალბათ გაციება ვერ მოერევა, თუ ჩათვლის რომ სცენაზე გავა.

Posted by: Fitzcarraldo 27 Apr 2007, 01:39
ნინა
QUOTE
ჯამბაზები არ ვიცი მაგრამ ზურა ანჯაფარიძის ხსოვნის საგამოზე მინდიას არია იმღერა შეუდარებლად. ვთვლი რომ ძალინ მაღალი რანგის პროფესიონალია და ალბათ გაციება ვერ მოერევა, თუ ჩათვლის რომ სცენაზე გავა.


პირველ მოქმედებაში მშვენივრად გამოვიდა, არიაც საინტერესოდ იმღერა, თუმცა ზედმეტად გაწელილი ფრაზების გამო სუნთქვა არ ეყო. საინტერესო იყო დრამატულადაც - ამიტომ ჩემგან ბევრი ბრავო და ბისი მიიღო. მეორე მოქმედებაში კი მისი ხმისგან აღარაფერი დარჩა - წიოდა და კიოდა, უბრალოდ, ლირიკო-დრამატული ტენორის სამღერი არაა ეს პარტია, მაგრამ თეატრს ალტერნატივა ჯერ არ ჰყავს.

მინდიას ორივე არიას მშვენივრად მღერის. მაგრამ ანჯაფარიძის ლანდიც არაა, შესადარებლად ვდებ მინდიას არიებს ქართულ და რუსულ ენებზე ზურიკოს შესრულებით.

http://www.link.ge/file/116830/mindia.rar.html

Posted by: Chkalovi 29 Apr 2007, 14:30
პაზორია რაც ახლა ხდება თბილისის ოპერაში.
რაც არ უნდა დადგან ან იმღერონ-სრული კრახია ჩემი აზრით.
ჯანბაზებიც უაღრესად სტატიურია-არანაირი მოქმედება და სიცოცხლე არაა.
გუგუშვილზე აღარ ვლაპარაკობ-თუმცა რას ერჩით-უძაღლო ქვეყანაში კატებს აკნავლებენ.

ამ ბოლოს ვნახე აბესალომ და ეთერი ხომერიკის და მაია თომაძის შესრულებით. რა თქმა უნდა დიდი კახიძის დირიჟორობით. -მართლაც ცრემლი მომერია, სამწუხაროდ აღარც ასეთი მომღერლები გვყავს ახლა და ორკესტრშიც სრული ანარქია და ქაოსი სუფევს.

Posted by: Fitzcarraldo 29 Apr 2007, 14:40
Chkalovi
QUOTE
ჯანბაზებიც უაღრესად სტატიურია-არანაირი მოქმედება და სიცოცხლე არაა


ვის ატყუებ? სტასტიკური როგორაა!

გუგუშვილი იმიოტმ კნავის, რომ ლირიკული ტენორის სამღერი არაა კანიო, მე უფრო გველესიანი მიშლის ნერვებს, თავში აუვარდა მოფერება, აქაო და თვალებში აკლია, ეგ თუ ვერ ხედავს, მე ვხედავ და მომბეზრდა მაგისი უნიჭობის ყურება, ან ის ლა ბემოლი რა გაუხდა პროლოგში....

მოკლედ ამ სპექტაკლში ყველაზე მეტად აზმაიფარაშვილი სცოდავს - აზრზე არაა ორკესტრი როგორ უნდა ააჟღეროს, იმდენს მაინც უნდა მიხვდეს, რომ ჩასაბერი ინსტუმენტები არ აღრიალოს, როცა იცის რომ დაკვრა არ შეუძლიათ.


Posted by: Tio 29 Apr 2007, 14:51
უპს... smile.gif
"ჯამბაზებზე" ხომ ბავშვმა არ მომასვენა... რამდენნი იყვნენ _ ღმერთმა ამრავლოთ biggrin.gif ... მოკლედ.. კულისებიდან ვერ გამოვაღწიე რა biggrin.gif ...
"ტრუბადურზე" კი... გველესიანს მაინც გულისმიერი ბგერები აქვს... smile.gif ... ორკესტრთან ცოტა უჭირს, ცხადია.. დირიჟორს ვერ ხედავს... რატიანზე რა მოგახსენოთ smile.gif _ხან მგონია ... ნიკაპით მღერის..
ისე.. გუნდიდან საკმაოდ კარგი ხმები მოდიოდა.. smile.gif
ოი.. ორკესტრი sad.gif ... გუშინ განსაკუთრებით გამიკავდა გული ... ჯერ ხომ ტემპში დაწევა_გადასწრებამ დამღალა და ერთი-ორჯერ ისე უადგილოდ გაჩუმდა, რომ... თავს თუ დააღწევდა იმ სიტუაციას_აღარ მეგონა... sad.gif ...
...

კიდევ ველოდებით პრემიერას... smile.gif
საინტერესოა..

Posted by: Chkalovi 29 Apr 2007, 14:52
Fitzcarraldo
ნუ იცი რა ხდება? რაც იდგმევა იმასთან შედარებით უკეთესია, მაგრამ ფარდა რომ იხსნება და გუნდი რომ დგას სიმაღლის და ზომის მიხედვით დალაგებული და ერთი საათი ასე მღერიან, მემგონი სტატიურობაა და მეტი არაფერი.
QUOTE
მე უფრო გველესიანი მიშლის ნერვებს, თავში აუვარდა მოფერება

ამაში კი გეტანხმები ნამდვილად. yes.gif ისე ვერც დიადმა ათანელმა ვერ იმრერა პროლოგი. მაღალში კიკსი გაუშვა.

Posted by: Fitzcarraldo 29 Apr 2007, 15:01
Chkalovi
QUOTE
ამაში კი გეტანხმები ნამდვილად.  ისე ვერც დიადმა ათანელმა ვერ იმრერა პროლოგი. მაღალში კიკსი გაუშვა.


ათანელი არაა დიადი, უბრალოდ გაევროპელდა, თმები უკან შეიკრა და ახლა გოიმი ვოკალისტები თვალებში შესციცინებენ. თუმცა ვაღიარებ, რომ აქვს წარმატებული პარტიები, მათ შორის ის, რაც სცენაზე მომისმენია - სკარპია. პროლოგში არა თუ ეგ, ბევრი დიდი ბარიტონი ფერმკრთალდება ბეკის და გობის ფონზეbiggrin.gif

ჩანაწერში მოიკოჭლებს - პონკიელის "ჯოკონდას" ვგულისხმობ, დომინგოსთან ერთად. ისე არც დომინგოა დიადი, მაგრამ უძაღლოა ახლა საოპერო სამყარო... ჩემთვის დიდი ტენორის უკანასკნელი წარმომადგენელი პავაროტია!

Posted by: Chkalovi 29 Apr 2007, 15:07
Fitzcarraldo
სწორედ ამიტომ დიადი ბრჭყალებში ვიგულისხმე.
QUOTE
მაგრამ უძაღლოა ახლა საოპერო სამყარო...

და არა მხოლოდ საოპერო.... ყველაფერში სიღარიბე და სულიერების ნაკლებობა იგრძნობა.
ახლანდელმა ოპერის ხელმძღვანელობამ ხომ საერთოდ დაასამარა რაც კი შემორჩენილი იყო.

Posted by: Fitzcarraldo 29 Apr 2007, 15:18
Chkalovi
QUOTE
და არა მხოლოდ საოპერო.... ყველაფერში სიღარიბე და სულიერების ნაკლებობა იგრძნობა.
ახლანდელმა ოპერის ხელმძღვანელობამ ხომ საერთოდ დაასამარა რაც კი შემორჩენილი იყო.


თუ დაუკვირდები, მიხვდები რომ თეატრს მსმენელი არა ჰყავს, ამიტომ დარბაზის შესავსებად დირექცია საელჩოების და სხვადასხვა წარმომადგენლობების თანამშრომლებს პატიჟებს. თეატრს კი აუცილებლად სჭირდება მსმენელი-შემფასებელი და არა შემთხვევითი ხალხი. აგრეთვე მინდა "სტვენის" დამკვიდრება, მაგრამ მეშინია ადმინისტრაციის სანქციების (ალბათ გამგადებენ დარბაზიდანbiggrin.gif), ამ დროს ეს მიღებულია მსოფლიოს თეატრებში.

რაც შეეხება თეატრის მართვის სისტემას:

ახლანდელ დირექტორი მხოლოდ იმას იღებს დიდი თეატრებიდან, რაზეც ხელი მიუწვდება, ამიტომაც გვაქვს კარიკატურული დადგმები... იქნებ ეს უფულობის ბრალია, მაგრამ ბალეტს ხომ აქვს დაფინანსება, დადგმები კი ისევ არ ვარგა, უბრალოდ ახლა დახეული პაჩკების ნაცვლად ახლებიო აცვიათ.

ენძელა და ია
ფაიტონზე ზიან,
გადმოვარდა ია
პაჩკა გაიხია
ნუ ტირიხარ ია
ახალს გიყიდიან,
მე ახალი არ მინდა,
ძველი მირჩევნია.
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: la cioccolata calda 29 Apr 2007, 15:39
QUOTE (falestra @ 19 Jan 2007, 14:04 )
Chkalovi
ჩემნაირო biggrin.gif მეც ლოჟების მბრძანებელი ვარ lol.gif

ყველაზე საოცარი კურიოზი კი შარშან მოხდა, დაისზე... სახელ და გვარს არ დავასახელებ და შინაგან საქმეთა სპეც-დანიშნულების ბატალიონი იძულების წესით დაასწრეს სპექტაკლს, აქაოდა სამხედრო-პატრიოტული ოპერა სასარგებლოდ წაადგებათო... თვითონაც დაიტანჯნენ და ჩვენც დაგვტანჯეს გაუთავებელი ლაქლაქით, ფინალურ მომენტში, კიაზოს და მალხაზის ბრძოლის დროს ცოოოოოოტა ხანი ინტერესით უყურებდნენ, გაჩუმდნენ, გაისუსნენ, ბოლოს მალხაზი რომ მოკლა კიაზომ და სოფლის მოსახლეობა შემოვიდა სცენაზე ერთმა წამოიყვირა ხმამაღლა: მოვიდა სპეცრაზმიო! 2 წამში ტიტოს რეპლიკაზე: რა ქენი კიაზო? კიდევ წამოიყვირეს: აი მერაბიშვილიც აქაა, დაკითხვას ატარებსო..
...სპექტაკლის ყველაზე დრამატულ მომენტში იარუსები სიცილისაგან ინგრეოდა rolleyes.gif

lol.gif საოცარი კურიოზია!
და კიდე ის მომეწონა ვოქმენიდან წამოსული ელექტრონული მუსიკის და აქეთ-იქიდან ჭორაობის ხმაზე ოპერის მოსმენა-ზე lol.gif
ეჰჰჰ არადა რა არის ასაცილო sad.gif

Posted by: Contralto 29 Apr 2007, 15:43
ხო, იქნებ ვინმემ იცოდეს, პრემიერებს როდიდან უნდა ველოდოთ ოპერაში? სავარაუდოდ, მომავალ სეზონზე? თუ გაზაფხულის ბოლომდე გვიპირებენ რამეს?

როგორც ვიცი, ორი სპექტაკლი იგეგმება, "ატილა" და "სამსონი და დალილა"

იცით ვინმემ რამე ამის შესახებ?

Posted by: la cioccolata calda 29 Apr 2007, 15:45
ხოო მე კიდე ის მაინტერესებს არის აქ ვინმე "ოპერის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბის" წარმომადგენელი რომელიც ეხლახან ჩამოყალიბდა? smile.gif

Posted by: Chkalovi 29 Apr 2007, 15:49
Contralto
რიგოლეტო იქნება მგონი ივნისში.
ატილა და სანსონ და დალილა თუ მოაბავენ თავს-ივლისში.
boli.gif
la cioccolata calda
მე კიდევ მობილურების წრიპინის ხმაზე მსიამოვნებს ოპერის მოსმენა biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 29 Apr 2007, 15:54
la cioccolata calda
QUOTE
ხოო მე კიდე ის მაინტერესებს არის აქ ვინმე "ოპერის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბის" წარმომადგენელი რომელიც ეხლახან ჩამოყალიბდა?


მე ვარ, მაგრამ არცერთ ღონისძიებაზე არ ვყოფილვარbiggrin.gif
რა ჩემ ფეხებად მინდა 15%-იანი ფასდაკლება ბილეთზეbiggrin.gif ან დირექციის პრესკონფერენციებზე დასწრება, ისიც წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ და თან ადმინისტრაციასთან შეთანხმებით...

Chkalovi
QUOTE
რიგოლეტო იქნება მგონი ივნისში.


რიგოლეტო?

ახლაი თუ ძველს აღადგენენ? მგონი თუმანიშვლის იყო, მე ძალიან მიყვარდა ეს დადგმა, მართლა ძალიან.

Posted by: Chkalovi 29 Apr 2007, 16:02
Fitzcarraldo
ხო ეგ აღარ ვიცი, მაგრამ უფრო ძველი იქნება-სად აქვთ ახლის დადგმის ტავი biggrin.gif
ან ისეთს დადგავენ-თვალო ნუ შეხედავ იქნება biggrin.gif

Posted by: falestra 30 Apr 2007, 00:52
ვაზვრაშენიე ბლუდნოვა პაპუგაიაbiggrin.gif

Chkalovi
რიგოლეტო სადაური პრემიერაა, ახლახან იყო პრემიერა...
ერთი თვის წინ ატილას აფიშას მოვკარ თვალი და ააირთქლეს მერე ეგრევე...

la cioccolata calda
კურიოზია ფაქტიურად, რომელიც სატირალი უფროაsad.gif

გუშინ მაგალითად ბავშვები დაჭერობანას თამაშობდნენ ჩემს ზურგს უკან, და ბავშვებზე მეტად მათი მშობლები ხმაურობდნენ მათი დაწყნარებისას...

Posted by: Fitzcarraldo 30 Apr 2007, 00:54
falestra
QUOTE
რიგოლეტო სადაური პრემიერაა, ახლახან იყო პრემიერა...


რიგოლეტოს აფიშას თვალეს ვერსად ვერ მოკრავდი, მატყუარა ხარ შენ!

Posted by: falestra 30 Apr 2007, 01:17
Fitzcarraldo
გთხოვთ თავი შეიკავოთ პროვოკაციულ-შეურაცხმყოფელი გამოთქმებისგან..
რიგოლეტოზე პირადად ვესწრებოდი, ვიშნევსკაის დასის შესრულებით.
აფიშას რაც შეეხება, ატილას აფიშა ოპერის საიტზე იდო.

Posted by: Fitzcarraldo 30 Apr 2007, 01:19
falestra
QUOTE
გთხოვთ თავი შეიკავოთ პროვოკაციულ-შეურაცხმყოფელი გამოთქმებისგან..
რიგოლეტოზე პირადად ვესწრებოდი, ვიშნევსკაის დასის შესრულებით.
აფიშას რაც შეეხება, ატილას აფიშა ოპერის საიტზე იდო.


მერე ვიშნევსკაია ქვრივის ტუტუცობა და ჩვენი თეატრის დადგმა ერთია?

მატყუარობაზე ვიხუმრე, არა გრცხვენია biggrin.gif

Posted by: falestra 30 Apr 2007, 01:21
Fitzcarraldo
ნობლეს ობლიჟbiggrin.gif
თორემ ახლა ჩვენები ისე იმღერებენ, ჭერს ახდიანsad.gif თუმცა ვიშნევსკაიას დასს კი ჯობნიან.
ვიშნევსკაიას დასმა "მეფის საცოლე" საკმაოდ კარგად შეასრულა.

Posted by: alex_b 30 Apr 2007, 10:10
QUOTE
თორემ ახლა ჩვენები ისე იმღერებენ, ჭერს ახდიან

აბა, აბა არაფერს დააკლებენ wink.gif

Posted by: Chkalovi 1 May 2007, 22:45
falestra
ძველს განაახლებენ smile.gif
ჩამოფხრეწილი ფარდებით და გახუნებული სასახლის კედლებით და კიდევ ნაფტალინიანი კოსტუმებით biggrin.gif

Posted by: falestra 1 May 2007, 22:50
Chkalovi
ალბათ ხორუმსაც ჩაამატებენ... მოდაშია შოკური თერაპიაbiggrin.gif

Posted by: Contralto 1 May 2007, 23:04
falestra
QUOTE
ალბათ ხორუმსაც ჩაამატებენ


ნწ! რიგოლეტოს განდაგანა უფრო მოუხდება biggrin.gif ჰერცოგის არიის ნაცვლად biggrin.gif რა გინდა, ლოგიკურად მოვიფიქრე biggrin.gif

Posted by: falestra 1 May 2007, 23:07
Contralto
მამენტ, ზოგიერთ დრამატულ სცენას ხანჯლური ან ფარიკაობაც ფრიად დახატავს

Posted by: Chkalovi 1 May 2007, 23:10
falestra
გამეორება არ ვარგა biggrin.gif ნე ხორუმი ა კანკანი იქნება biggrin.gif თან სტილსაც შეესაბამება-ჰერცოგი კაბარეშია და ერთობა biggrin.gif

Posted by: falestra 1 May 2007, 23:12
Chkalovi
ორი ხორუმი ტავტოლოგია იქნება ხო?biggrin.gif
კანკანი ბალმასკარადს უფრო მოუხდება.
ხანჯლური ი ტოჩკაbiggrin.gif

Posted by: Chkalovi 1 May 2007, 23:15
falestra
არაა biggrin.gif ბალ მასკარადში უფრო ქართული წავა მამენტ biggrin.gif
აქ კიდევ კანკანი!

Posted by: falestra 1 May 2007, 23:20
Chkalovi
ბარემ: "ვეტკა ვეტკა გალუბაია, ნა პალუ ვალიაეტსია" lol.gif
user posted image

Posted by: Contralto 1 May 2007, 23:25
Chkalovi
falestra

არ მაინტერესებს! ვსიო, გადაწყვეტილია, არავითარი 'ლა დონა ე მობილეები' - რაღა დროს ეგეთებია! არამედ: 'მე აქედან რაფერ წავალ შენზე ჩუუხუტებელიიი' - რითია ნაკლები, უკეთესი თუ არა!

Posted by: pataputina 1 May 2007, 23:27
რა მაგის პასუხია და

givi.gif











ოპერა პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადადის და დირექტორს უშაუალოდ მიშა დანიშნავსო...........მართალია? spy.gif

Posted by: falestra 1 May 2007, 23:28
Contralto
კომპრომისს გთავაზობ!
ეგერზედ რომ წყარო მოდის, ნარინჯისფერი გადმოდის...
ჯინველოი და ა.შ.
მეორე აქტში ხანჯლური და ბოლოს კაბარე, ან პირიქით

QUOTE
ოპერა პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადადის და დირექტორს უშაუალოდ მიშა დანიშნავსო...........მართალია? 

spy.gif ხუმრობ იმედია

Posted by: pataputina 1 May 2007, 23:30
falestra
QUOTE
ხუმრობ იმედია




არაა, ჩემთან ხუმრობა რა მოსატანიაbaby.gif



ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ უკვე დაიწყეს ამაზე ლაპარაკი rolleyes.gif
სავარაუდოდ, კულტურის სამინისტრო ამ ინიციატივით მალე გამოვა-ო

rolleyes.gif

Posted by: falestra 1 May 2007, 23:32
pataputina
ჯერ ეს მითხარი, როგორ უყურებ ამ ამბავს

Posted by: pataputina 1 May 2007, 23:36
falestra
QUOTE
ჯერ ეს მითხარი, როგორ უყურებ ამ ამბავს



ჯერ არ დავიჯერე
მერე გავოცდი
მერე გავბრაზდი
მერე განვრისხდი
ახლა მეცინება.........................

rolleyes.gif




Posted by: falestra 1 May 2007, 23:38
pataputina
ზუსტი ფორმულაა lol.gif
ზაიმნა

Posted by: Chkalovi 1 May 2007, 23:43
ხოდა ვიცი მე ვისაც დასვამს biggrin.gif
______________

Posted by: falestra 1 May 2007, 23:44
Chkalovi
არ გინდა გამიმხილო?




user posted image

Posted by: falestra 1 May 2007, 23:45
Chkalovi
არ გინდა გამიმხილო?




user posted image

Posted by: Chkalovi 1 May 2007, 23:49
falestra
ის რაღაც ვარდისფერი გაზეთიანი მე ვარ? biggrin.gif
და შენ ვარდისფერი ბანტიანი? biggrin.gif
პრი ვსტრეჩე დოროგაია 2kiss.gif

Posted by: falestra 1 May 2007, 23:56
Chkalovi
პრი ვსტრეჩეზე გამახსენდა:
12 მაისი, 2007 - 19:00
ჯუზეპე ვერდი - აიდა

მონაწილეობენ
აიდა - ხათუნა ჭოხონელიძე
რადამესი - გიორგი ონიანი
ამნერისი - ელენე ჯანჯალია
ამონასრო - სულხან გველესიანი
რამფისი - ტარიელ ჭიჭინაძე
მეფე - გია ასათიანი
მლოცველი - მზია დავითაშვილი
მაცნე - თამაზ საგინაძე

და აიდაზე გამახსენდა, რომ დამტოვე ამხელა ეგვიპტეში, ცალი თვალით მაინც შემოიხედე, ეგება მანგრევენ პირამიდას თავზე
:ვარდისფერბანტიანი სმაილიკი:

Posted by: Chkalovi 1 May 2007, 23:59
falestra
აიდაზე იქნები? sleep.gif

ვინ განგრევს, მოგიკვდი შენა? vik.gif
შემოვიხედავ კი არა და sa.gif

Posted by: falestra 2 May 2007, 00:00
Chkalovi
შევათანხმებ უფროსობასთან და ვნახოთ... ისე სურვილი კი მაქვსbiggrin.gif

Posted by: Contralto 2 May 2007, 00:13
falestra
QUOTE
ამნერისი - ელენე ჯანჯალია


აააააა? მოვდივარ, უსინდისო ვიყო!!!!!! ჯანჯალია აღსდგაააააა! biggrin.gif

Posted by: Chkalovi 2 May 2007, 00:14
falestra
აბა შენ იცი chest.gif
სკაჟი ჩტო-მაშინუ უკრალი user.gif

Contralto
QUOTE
აააააა? მოვდივარ, უსინდისო ვიყო!!!!!! ჯანჯალია აღსდგაააააა!

აღსდგა მარა მეცო სოპრანოს ამპლუაში biggrin.gif
ისე სოპრანო რა იყო და მეცო რა იქნება ups.gif

Posted by: Fe_male 2 May 2007, 00:18
...ხვალ მიდის ვინმე "ლაურენსიაზე"? ... ან თუ იყავით რომელიმე მითხარით კარგია?.....))

Posted by: Contralto 2 May 2007, 00:20
Chkalovi
QUOTE
ისე სოპრანო რა იყო და მეცო რა იქნება


მაგის ნახევარი biggrin.gif (მეზზო - იტალ. 'ნახევარი') biggrin.gif

QUOTE
მეცო სოპრანოს ამპლუაში

პუტილოვაზე უარესი ამნერისი მე ვერ წარმომიდგენია... რა ვიცი, ვნახოთ biggrin.gif

Posted by: falestra 2 May 2007, 15:44
მე ვოლჩენკო მომეწონა ამნერისშიbiggrin.gif

Posted by: chkarika 2 May 2007, 15:54
მე არ ვარ მოყვარული ოპერის მაგრამ ერთი ასეთი კითხვა დამებადა


გადავხედე ასე თU ისე წინა პოსტებს და მხატვარზე არ გითქვამთ არაფერი


ანუ რადგან თქვენი კრიტიკის "ქარცეცხლი" არ დაატყდა თავს მგონი ნორმალური მხატვარი უნდა იყოს ხოო????


და თან ვიცნობ და ნამუშევარი ნამდვილად არ მინახავს და აზრი მაინტერესებს


მადლობთ biggrin.gif

Posted by: MEXXX 2 May 2007, 21:01
ხშირად ვსტუმრობ yes.gif


მომწონს ვერდის ყველა ოპერა, განსაკუთრებით ტრავიატა, გრიგოლეტო ,აიდა...

ქართული ოპერებიდან შეუდარებელია აბესალომი და ეთერი, ის გამოირჩევა ულამაზესი მელოდიებით და პარტიების სირთულით

რათქნაუნდა ოპერის მეფედ აღიარებული კარმენით მეც აღფრთოვანებული ვარ ( ნეტავ ამ გენიოსმა სხვა ოპერა რატომ ვერ დაწერა? )


მართალია ბალანჩინის ბალეტებიც აღიარებულია მაგრამ მე თანამედროვე მუსიკას ისევ ძველი კლასიკა მირჩევნია. წინა წლის დეკემბერში ვიყავი ბალანჩინის სამ მოქმედებიან ბალეტზე, მსმენელმა ვერ გაუძლო პირველ ორ მოქმედებას და დარბაზი თითქმის ცარიელი დარჩა?!................. user.gif

Posted by: Fitzcarraldo 2 May 2007, 21:08
falestra
QUOTE
ჯუზეპე ვერდი - აიდა

მონაწილეობენ
აიდა - ხათუნა ჭოხონელიძე
რადამესი - გიორგი ონიანი
ამნერისი - ელენე ჯანჯალია
ამონასრო - სულხან გველესიანი
რამფისი - ტარიელ ჭიჭინაძე
მეფე - გია ასათიანი
მლოცველი - მზია დავითაშვილი
მაცნე - თამაზ საგინაძე


ბედის ირონიაა...

დრო იყო მზია დავითაშვილი აიდას მღეროდა, ხოლო ელენე ჯანჯალია მლოცველს (ქურუმს), ახლა კი...biggrin.gif

Posted by: Chkalovi 3 May 2007, 18:34
Fitzcarraldo
დრო იყო მაია თომაძე ეთერის მღეროდა მზია დავითაშვილი კი ნაანას....

MEXXX
QUOTE
რათქნაუნდა ოპერის მეფედ აღიარებული კარმენით მეც აღფრთოვანებული ვარ ( ნეტავ ამ გენიოსმა სხვა ოპერა რატომ ვერ დაწერა? )

დაწერილი აქვს yes.gif
Les pêcheurs de perles
ისკატელი ჟემჩუგა biggrin.gif არ მახსოვს ქართულად ჟემჩუგი როგორაა biggrin.gif

Posted by: falestra 3 May 2007, 22:35
Chkalovi
მარგალიტა, ერთი მაკოცნინე რა
lol.gif

Posted by: Chkalovi 3 May 2007, 23:17
falestra
QUOTE
მარგალიტა, ერთი მაკოცნინე რა

უი მომიკვდეს ტავი ეგ როგორ დამავიწყდა biggrin.gif
აჰა კაი გეკუთვნის კოცნა 2kiss.gif

Posted by: cunculika 4 May 2007, 12:08
QUOTE
ქართული ოპერებიდან შეუდარებელია აბესალომი და ეთერი, ის გამოირჩევა ულამაზესი მელოდიებით და პარტიების სირთულით




გვრიტო "დაისმა" რაღა დაგიშავა არ მომწონსო არ თქვა ეხლა!:smile.gif ეჰ დიდი ხანია არ ვყოფილვარ ოპერაში და რაღაც სურვილიც აღარ მაქვს, აი ჯო კოკერი რომ ჩამოვა რაფერ მინდა მაგ კონცერტზე წასვლაა იმის დედა ვატირეsmile.gif cry.gif ისე გალიანოს კონცერტზე ალბათ მთელი ბილეთები გაიყიდებოდაsad.gif

Posted by: F_R_E_Y_A 4 May 2007, 18:17
რა გააჭირეთ საქმე!
გუგუშვილი თქვენ არ მოგწონთ,გველესიანს რაღას ერჩით,ვინ გყავთ მაგაზე უკეთესი.
ჯანჯალიას რაც შეეხება,ხმით ყველას ერთად აღებულს სჯობია!
გემღერათ ამდენი თუ გესმით!
და საერთოდ,რა დროს ოპერაა,როცა ანანიაშვილი დაგვიბრუნდა!დღეს დონ კიხოტის გენერალურზე ვიყავი და ყველას გირჩევთ წასვლას!
QUOTE
...ხვალ მიდის ვინმე "ლაურენსიაზე"? ... ან თუ იყავით რომელიმე მითხარით კარგია?.....))

ვიყავი და არა უშავს,ხოზაშვილები და კანდელაკი ცეკვავენ,მუსიკაა ცოტა არ იყოს სუსტი,ქორეოგრაფიულად რთულია,სპეკტაკლის ბოლოს ჭაბუკიანის ჩანაწერს უშვებენ და საბოლოო ჯამში ემოციური წარმოდგენა გამოდის

Posted by: Chkalovi 6 May 2007, 19:34
ესეიგი დღეს დონ კიხოტზე ვიყავი და ჩემს აღფრთოვანებას მართლაც საზღვარი არ აქვს!!!!! bis.gif bis.gif bis.gif
დიდი ბალეტის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ნინო ანანიაშვილმა მართლაც გამაოცა!
ამხელა პაუზის შემდეგ ასე აღადგინო ფორმა და ასე იცეკვო-ნამდვილად ქედს ვიხრი მისი პროფესიონალიზმის, ოსტატობის სასცენო მომხობლეობის და ნებისყოფის წინაშე!
ბრავო ნინო ბრავისსიმო! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: falestra 6 May 2007, 19:36
Chkalovi
ბალეტზე იყავი???????????????????????? თვალებს არ ვუჯერებ.........

Posted by: Chkalovi 6 May 2007, 19:38
falestra
ხო მეც არ ვუჯერებ biggrin.gif მაგრამ მხოლოდ ნინოს გამო ვიყავი და მარტო მის სპექტაკლებს ვესწრები ხომ იცი bis.gif
ეგ ერთადერთია, ვის გამოც შემიძლია ბალეტს ვუყურო 2kiss.gif

ხო მართლა, შენ როგორ ხარ? rolleyes.gif 2kiss.gif

Posted by: Fitzcarraldo 6 May 2007, 19:52
რატომ არასოდეს არ ამბობენა ასე: დღეს ბალეტში მივდივარ... ოპერაში თუკი დადიან?biggrin.gif

Posted by: Pathetikos 6 May 2007, 19:58
Fitzcarraldo
QUOTE
რატომ არასოდეს არ ამბობენა ასე: დღეს ბალეტში მივდივარ... ოპერაში თუკი დადიან?

შეგიჭამე ცოცხი.

Posted by: Fitzcarraldo 6 May 2007, 20:09
Pathetikos
QUOTE
შეგიჭამე ცოცხი.


ღორო, მოდუსიკოს ვერ დაუტოვე ცოტა?

(კალთაში როდის ჩამიჯდები ისევ?)

Posted by: falestra 6 May 2007, 20:23
Chkalovi
ესე იგი აწი ბალეტებზეც გიხილავbiggrin.gif

:მუჰაჰაჰაჰ სმაილიკი:

Posted by: Chkalovi 7 May 2007, 18:40
falestra
მხოლოდ იშვიათად biggrin.gif

Posted by: eloiza 8 May 2007, 18:03
ანანიაშვილის თაყვანისმცემლებს გესიამოვნებათ ნახეთsmile.gif

http://www.link.ge/file/124981/anani001.avi.html

ჭაბუკიანსაც დავდებ მოგვიანებითsmile.gif

Posted by: Chkalovi 8 May 2007, 21:40
eloiza
შენ გაიხარე 2kiss.gif
სწორედ ეგ მომენტი მიყვარს დონ კიხოტში 2kiss.gif

Posted by: eloiza 9 May 2007, 16:30
ესეც ჭაბუკიანიsmile.gif

http://www.link.ge/file/125746/chabukia001.avi.htm

Posted by: Fitzcarraldo 12 May 2007, 23:45
"აიდა" ყოფილა ოპერაში დღეს, ვერ წავედი, წნევა მქონდა...biggrin.gif

ნეტა როგორი იყო?

Posted by: Pathetikos 12 May 2007, 23:50
Fitzcarraldo
QUOTE
"აიდა" ყოფილა ოპერაში დღეს, ვერ წავედი, წნევა მქონდა...

ნეტა როგორი იყო?

ჯანჯალიას უნდა ემღერა ამნერისი, როგორც ვიცი...


ისე, საიდან გაყანყალებს? მარჯვნიდან მარცხნივ თუ ზევიდან ქვევით?

Posted by: Fitzcarraldo 13 May 2007, 00:00
ნახე, როგორი უნდა იყოს ნამდვილი რადამესი!

http://youtube.com/watch?v=eWVKqLp2EyE

Posted by: Chkalovi 13 May 2007, 13:53
არაფერი არ დაგიკარგავთ.....
ჯანჯალია საერთოდ არ ჟღერდა..
მაღლებში კიდევ ისტერიკული პრიპადკები ჰქონდა

Posted by: Chanunpa Wakan 13 May 2007, 14:05
F R E Y A
QUOTE
ვიყავი და არა უშავს,ხოზაშვილები და კანდელაკი ცეკვავენ,მუსიკაა ცოტა არ იყოს სუსტი,ქორეოგრაფიულად რთულია,სპეკტაკლის ბოლოს ჭაბუკიანის ჩანაწერს უშვებენ და საბოლოო ჯამში ემოციური წარმოდგენა გამოდის

ნუ რატომ მაინცდამაინც მუსიკა, მტლიანობაშიც გადასარევი ვერ იკო მაგრამ ნუ კმაკოფილი დარჩება რა კაცი მაინცsmile.gif

ეხა 15ში მიდის ვინმე? მირციეთ აბა კარგი განცკობით ცავიდე თუ ცუდიbiggrin.gif

Posted by: Contralto 13 May 2007, 16:30
იწყება მარგალიტების სერია ოპერის ვებ-საიტიდან smile.gif ამჯერად შემოგთავაზებთ 'აიდას' მოკლე შინაარსს. მაშ ასე:

ციტატა N 1:
აიდას სულიერი მდგომარეობა საკმაოდ მღელვარეა ( lol.gif ).
მასში ერთმანეთს ებრძვის ორი გრძნობა – სიყვარული რადამესისადმი და შიში საკუთარი მამის, ეთიოპელთა წინამძღოლის ამონასროს ბედისადმი. ( lol.gif )

ციტატა N2:
აიდა კვლავ ლოცულობს და შესთხოვს ღმერთებს, რათა მალე ეწვიოს სიკვდილი.(lol.gif ღმერთო, შენ მიშველე..)

ციტატა N3:
მან გაიგო, რომ აიდა შეყვარებულია რადამესზე და თხოვს დააცდენინოს, თუ რომელი გზით აპირებს რადამესი ჯარების წაყვანას ეთიოპელთა წინააღმდეგ
(ამას ჰქვია, ბოდიში თქვენ წინააღმდეგ lol.gif)

ციტატა N4:
სასოწარკვეთილი ამნერისი ქურუმთა არაჰუმანურობას წყევლის.
(თავი NGO-ს საიტზე მგონია lol.gif )

ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:
http://opera.ge/geo/viewevent.php?id=369&eventdate=2007-05-20&option=singleview

Posted by: Chkalovi 13 May 2007, 17:00
Contralto
სულიერი მდგომარეობა საკმაოდ მღელვარეა-ამან განსაკუთრებით მიიქცია ჩემი კურადღება givi.gif keh.gif

იქნება მეც მენახა რაიმე ამგადვარი biggrin.gif

რამდენადაც მახსოვს დონ კარლოსში იყო ამგვარი მარგალიტები, მაგრამ არქივი წაშლილია, ასე რომ ბუკლეტი თუ ვიპოვნე სახლში-აუცილებლად გაგაბედნიერებთ lol.gif lol.gif lol.gif


აი ერთი აღმოვაჩინე-
]მკითხავთან შემოდის ამელიას მსახური ქალი, რომელიც აუწყებს ულრიკას, რომ მასთან შეხვედრა სურს მაღალი საზოგადოების ერთ ქალბატონს.
არადა-მსახური - თამაზ საგინაძე
სადაა სამართალი lol.gif

Posted by: Contralto 14 May 2007, 00:11
Chkalovi
კი, მასეთ მარგალიტებს უხვად იპოვი საიტზე... სირცხვილია, ნუთუ ასე გაჭირდა ნორმალური ტექსტების დაწერა? sad.gif იქნებ, მიაქციონ ამასაც ყურადღება sad.gif

აიდას მოკლე შინაარსში, მაგალითად, სულაც გამოტოვებულია ის სცენა, სადაც ამონასრო თავს ესხმის ამნერისს და მოკვლას უპირებს. პირდაპირ წერია, რომ აიდა და ამონასრო გარბიან... სად ჯანდაბაში გარბიან, რატომ? რისთვის? biggrin.gif

Posted by: Ocelot 14 May 2007, 00:18
Contralto
QUOTE
აიდას მოკლე შინაარსში, მაგალითად, სულაც გამოტოვებულია ის სცენა, სადაც ამონასრო თავს ესხმის ამნერისს და მოკვლას უპირებს. პირდაპირ წერია, რომ აიდა და ამონასრო გარბიან... სად ჯანდაბაში გარბიან, რატომ? რისთვის?

მამენტ ერთი გამართლება აქ მაგას biggrin.gif ისედაც ხედავენ თუ რა დონე მიდის სპექტაკლებზე და დიდად არ იკლავენ თავს ამ ბროშურებზე. ძველი გვარდია ვინცაა იმან ისედაც ზეპირად იცის ყველაფერი. ის სასტავი კიდე რომელი იმიტო მიდის რო ტეტრისი ითამაშოს თავის მესამე თაობის მობილზე და ესემესები უგზავნოს თავის იობარს, მაგათთვის ნაკლებად ექნება მნიშვნელობა იმას თუ სად და რისთვის გარბიან აიდა და ამონასრო biggrin.gif ასევე მაგას არა აქ მნიშვნელობა იმათთვის ვინც ს პონტამ იწყებს ოპერის მოსმენას, მაგრამ ვერდიზე ერთი წიგნიც არ გადაუშლია და არაფერი იცის მაგ ოპერაზე. მაინც ვერაფერს გაიგებს biggrin.gif

Posted by: camaro-z28 14 May 2007, 13:45
QUOTE (Chkalovi @ 13 May 2007, 13:53 )
არაფერი არ დაგიკარგავთ.....
ჯანჯალია საერთოდ არ ჟღერდა..
მაღლებში კიდევ ისტერიკული პრიპადკები ჰქონდა

ჯანჯალია ჯერ პიკის ქალზე აპახავეს,მეცოს სოპრანოს პარტიები ამღერეს,გააფუჭეს ახლა აღარც მეცოდ ვარგა,ბოლომდე ძლივს იმღერა ამნერისი,ისე კიდევ მალადეც რომ მაინც მოახერხა რეაბილიტაცია და რაღაც იმღერა ბოლო წლები მას არაფერი უმღერია და უცებ ამნერისი ცოტა არ იყოს და ძნელია gigi.gif
* * *
აიდაზე რატომ არაფერს ამბობთ?ქუთეისელი ტურფა.ეშხით აღსავსე(გარეგნულად,ვენაცვალე....იფ იფ)რა ვოკალი,რა ბგერის კულტურა,საქმეში ხარ?აზმაიფარაშვილმა სადაც ვინმე მ....ა,ყველა აქ ჩამოათრია,აყროლდა ოპერა ნეხვის სუნით....

Posted by: irocz 17 May 2007, 20:58
QUOTE (camaro-z28 @ 14 May 2007, 13:45 )
QUOTE (Chkalovi @ 13 May 2007, 13:53 )
არაფერი არ დაგიკარგავთ.....
ჯანჯალია საერთოდ არ ჟღერდა..
მაღლებში კიდევ ისტერიკული პრიპადკები ჰქონდა

ჯანჯალია ჯერ პიკის ქალზე აპახავეს,მეცოს სოპრანოს პარტიები ამღერეს,გააფუჭეს ახლა აღარც მეცოდ ვარგა,ბოლომდე ძლივს იმღერა ამნერისი,ისე კიდევ მალადეც რომ მაინც მოახერხა რეაბილიტაცია და რაღაც იმღერა ბოლო წლები მას არაფერი უმღერია და უცებ ამნერისი ცოტა არ იყოს და ძნელია gigi.gif
* * *
აიდაზე რატომ არაფერს ამბობთ?ქუთეისელი ტურფა.ეშხით აღსავსე(გარეგნულად,ვენაცვალე....იფ იფ)რა ვოკალი,რა ბგერის კულტურა,საქმეში ხარ?აზმაიფარაშვილმა სადაც ვინმე მ....ა,ყველა აქ ჩამოათრია,აყროლდა ოპერა ნეხვის სუნით....

გაივსო ოპერა სოფლელებით,და შედეგიც სახეზეა..... help.gif

Posted by: G2009G 19 May 2007, 20:13
irocz
QUOTE
გაივსო ოპერა სოფლელებით,და შედეგიც სახეზეა.....

ეჰ, სოფელი რა შუაშია, ხმა და სმენა ჰქონდეთ და საიდანაც უნდა იქედან იყვნენ, მაგრამ ამათ არც ხმა აქვთ და არც სმენა... არც ნამუსი - ბოდიში მოიხადონ და გაგვეცალონ!...

Posted by: Chkalovi 24 May 2007, 19:21
მართალია
ოპერა სავსეა ქუთაისით, ბათუმით და მსგავსი პროვინციით-ამიტომაც არის მაღალი დონე.
camaro-z28
ხოდა საქმე ისააა რომ ეტყობა დაიჯერა სოპრანო ვარო და მეცოს გაგონებაც არ უნდოდა, ახლა კიდევ ალტერნატივის უქონლობის გამო დატანხმდა.
QUOTE
აიდაზე რატომ არაფერს ამბობთ?ქუთეისელი ტურფა.ეშხით აღსავსე

ოოო ეგ მტკივნეული თემაა biggrin.gif
QUOTE
?აზმაიფარაშვილმა სადაც ვინმე მ....ა,ყველა აქ ჩამოათრია

ხო ოპერა გადაიქცა აზმაიფარაშვილის ჰარამჰანად lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Tiko-Tiko 24 May 2007, 19:35
გავედი აქედან დროზე,სანამ 'ხელოვნების' ხსენებაზე უკვე ავტომატური puke.gif არ დამწყებია sad.gif
რა კოშმარია sad.gif
'წმინდათაწმინდა ხელოვნება' ლოლ

Posted by: eloiza 29 May 2007, 17:18
QUOTE
თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

გაახალგაზრდავება გვჭირდება აშკარად

სირცხვილია მოხუცი ქეთო და კოტე

Posted by: Fitzcarraldo 30 May 2007, 09:16
eloiza
QUOTE
სირცხვილია მოხუცი ქეთო და კოტე


უი, ამას რას ვხედავ... biggrin.gif

აკოცეს თუ ძველებურად კულისებისკენ გაიხედეს და ლოყები მიადეს?

Posted by: Johnnie Walker 30 May 2007, 10:16
ქართული ოპერის თეატრზე რომ ვფიქრობ, მახსენდება ანდაზა: შეუჩვეველს ნუ შეაჩვევ, შეჩვეულს ნუ გადააჩვევ.

რომ არ ყოფილიყო დღევანდელი კომუნიკაციები, რომ არა მილიარდნაირი CD და DVD, რომ არა (ბევრისათვის, თუმცა არა ყველასთვის) საზღვარგარეთ თავისუფლად ხეტიალი, ხომ შევრჩებოდოთ ამ მოხუც (გინდა ახალგაზრდა) ქეთო და კოტეს , აბსოლუტურად კოშმარულ ტრავიატებს, აიდებსა და რადამესებს, ხრინწიან ონეგინ-ლენსკებს, მთელ ამ ჯოჯოხეთურ პატეფონს, რასაც ჩვენი ოპერისა და ბალეტის თეატრი ჰქვია.... biggrin.gif help.gif

ხოდა ვივლიდით მორჩილად მაგ თურქულ აბანოში, მოუსმენდით (როგორც ოდესღაც) პეტრე ამირანაშვილებს და გვეგონებოდა, რომ მართლა რიგოლეტოს უსმენთ............. gigi.gif

ცივილიზაცია მაინც ბედნიერებაა: ჩაჯდები სავარძელში, ჩართავ შენს საყვარელ მუსიკალურ ცენტრს და უსმენ მარია კალასის კასტა დივას.... Что больше надо бедному ковбою? biggrin.gif

ხალხო, რის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რაის ოპერის და ბალეტის თეატრი, რაზე ბჭობთ უკვე 22-ე გვერდია?
თქვენ მართლა გაქვთ ილუზია, რომ ჩვენ ოპერის თეატრი გვაქვს?

რომ გამოვშტერდე და ამ ფორუმის წაკითხვის მერე მართლა ერთხელ ავიღო და მკივიდე იქ, მორიგ "სიყვარულის ელიქსირზე", ხომ მოვბრუნდები და სად გამექცევით? lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif

Posted by: GT 30 May 2007, 10:21
Johnnie Walker
biggrin.gif

აპერა მდიდრებისთვინ არის!

Posted by: Charles IX 30 May 2007, 10:30
Johnnie Walker
QUOTE
შევრჩებოდოთ ამ მოხუც (გინდა ახალგაზრდა) ქეთო და კოტეს , აბსოლუტურად კოშმარულ ტრავიატებს, აიდებსა და რადამესებს, ხრინწიან ონეგინ-ლენსკებს, მთელ ამ ჯოჯოხეთურ პატეფონს, რასაც ჩვენი ოპერისა და ბალეტის თეატრი ჰქვია....

თითქმის მთლიანად გეთაბხმები ჯონი, მაგრამ რა ვუყოთ ზოგიერთ გამონაკლისს?
ცისანა ტატიშვილს, ზურაბ ანჯაფარიძეს, რეზო კაკაბაძეს?
არ დამავიწყდება "ტრუბადური" - ცისანა, სოტკილავა და რეზო მღეროდნენ. საშინელი გუნდი, ისეთივე ორკესტრი, სუსტი მეორეხარისხოვანი პარტიები, ცისანა და ზურიკო იტალიურად მღეროდნენ, რეზო - რუსულად - მაგრამ მათ ფანტასტიკა შექმნეს. სამივე "უდარში" იყო.
და ასეთი სპექტაკლებიც ხდებოდა ხოლმე.

Posted by: Fitzcarraldo 30 May 2007, 12:19
Johnnie Walker
QUOTE
ხოდა ვივლიდით მორჩილად მაგ თურქულ აბანოში, მოუსმენდით (როგორც ოდესღაც) პეტრე ამირანაშვილებს და გვეგონებოდა, რომ მართლა რიგოლეტოს უსმენთ.............


ტავი დაანებე პეტრეს, ეხლა ეგეს სანატრელია (არა, ისე მართლა რას ერჩი)

QUOTE
რომ გამოვშტერდე და ამ ფორუმის წაკითხვის მერე მართლა ერთხელ ავიღო და მკივიდე იქ, მორიგ "სიყვარულის ელიქსირზე", ხომ მოვბრუნდები და სად გამექცევით


ეგ მოხსნა რეპერტუარიდან ახლანდელმა დირეხტორმა - ჩამოწერა როგოც უვარგისიbiggrin.gifCharles IX
QUOTE
არ დამავიწყდება "ტრუბადური" - ცისანა, სოტკილავა და რეზო მღეროდნენ. საშინელი გუნდი, ისეთივე ორკესტრი, სუსტი მეორეხარისხოვანი პარტიები, ცისანა და ზურიკო იტალიურად მღეროდნენ, რეზო - რუსულად - მაგრამ მათ ფანტასტიკა შექმნეს. სამივე "უდარში" იყო.
და ასეთი სპექტაკლებიც ხდებოდა ხოლმე.


სოტკილავას გალაზე კინაღამ ვიყიდე ბილეთი, მაგრამ ბოლო მომენტში დავინტერესდი თუ რა სახის კონცერტი იქნებოდა, და აღმოჩნდა: სოტკილავა და მეგობრებიbiggrin.gif ანუ სოტკილავა, გეწაძე, გალუაშვილი და ათასი ოხერი კიდევbiggrin.gif - ერთი გამონაკლისი კორსანტია იყო

Posted by: Johnnie Walker 30 May 2007, 23:23
QUOTE
ცისანა ტატიშვილს, ზურაბ ანჯაფარიძეს, რეზო კაკაბაძეს?

ხო, ცისო ტატიშვილი კაი იყო, ფაქტია, მაგრამ ზურაბ ანჯაფარიძე ხომ წავიდა. თორემ ეგრე სოფლები რომ დაიარო და ნიჭიერი გოგო-ბიჭები ამღერო, ანჯაფარიძეებსაც, სოტკილავებსაც და გამრეკელებსაც იპოვი.

ვფიქრობ, დამეთანხმები, რომ აქ საქმე ქართველთა მუსიკალურ უნიჭობაში ნამდვილად არ არის.
სამე სულ სხვა რამეშია.
საქმე არის ვოკალის სკოლა, საქმე არის კულტურული რადიცია.
რომელიც ჩვნ არა გვაქვს.საქმე იმ ღრმა პროვინციულ და კულტურულ ტრაკშია, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით.

ფალიაშვილი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ოპერა გქონდეს, არც "ცანგალას კუპლეტები" და არც "თავო ჩემო" და არც მაროს არია არ არის დიდი მუსიკა. სამწუხაროდ.
რაგინდ გადასარევადაც არ უნდა იმღერო.
და როდესაც კოშმარულად მღერიხარ, ხომ საერთოდ......... smile.gif
და არც დაისის საპანაშვიდო უვერტიურა არ არის სერიოზული მუსიკა (ესეც სამწუხაროდ sad.gif).
სხვათა შორის, რუსებსაც კი, ასე რომ ამაყობენ საოპერო კულტურით, ეგ კულტურა მიმბაძველური და ეპიგონური აქვთ, იტალიურ ოპერებს რუსულად მღერიან, რაც მე რომ მკითხო, საშინელებაა puke.gif

საოპერო ხელოვნება ეკუთვნის ორ ერს, თანაბრად: იტალიას და გერმანიას (ავსტრიას). მაგას ვერ გაექცევი. დანარჩენი უბრალოდ არის რიჟა ბაზარი biggrin.gif

მაგრამ ეგ ყველაფერი "პა ბალშომუ სჩოტუ", როგორც იტყვიან.
ყოველდღიურობაში კი ჩვენ საოპერო ხელოვნება პრაქტიკულად არა გვაქვს, არც არასოდეს გვქონია, იყო უბრალოდ სასიამოვნო ილუზია,ერთი-ორი ნიჭიერი გოგო-ბიჭი და კაი ნაშენები შენობა = ოპერის თეატრი biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 30 May 2007, 23:54
QUOTE
ფალიაშვილი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ოპერა გქონდეს, არც "ცანგალას კუპლეტები" და არც "თავო ჩემო" და არც მაროს არია არ არის დიდი მუსიკა. სამწუხაროდ.
რაგინდ გადასარევადაც არ უნდა იმღერო.
და როდესაც კოშმარულად მღერიხარ, ხომ საერთოდ.........
და არც დაისის საპანაშვიდო უვერტიურა არ არის სერიოზული მუსიკა (ესეც სამწუხაროდ ).
სხვათა შორის, რუსებსაც კი, ასე რომ ამაყობენ საოპერო კულტურით, ეგ კულტურა მიმბაძველური და ეპიგონური აქვთ, იტალიურ ოპერებს რუსულად მღერიან, რაც მე რომ მკითხო, საშინელებაა


ჯონ, ქართული ოპერა ქართული ფოლკლორის რუსული საკომპოზიციო სკოლის საფუძველზეა შექმნილი, და სულ ერთი საუკუნის ისტორია აქვს, ამდენად ვერც იტალიურ და ვერც გერმანულ ოპერამდე ვერ ამაღლდება (ჩემი დიდი სურვილი ინგლისური ოპერის აღიარებაც, პერსელი ღირს ამად). მიტუმეტეს თვითონ ფალიაშვილი "აბესალომს" ფოლკლორულ ოპერას უწოდებდა, მოკელდ ქართული ოპერა მსოფლიო მუსიკაში ეგზოტიკური ხილია, მაგრამ აბესალომის გუნდების მაშტაბიდან გამომდინარე, ის მაინც სრულყოფილი ოპერაა, დაისი მელოდიები სჭარბობს, მაგრამ ძალიან სუსტი დრამატურგიის გამო (ვალერიან გუნია), დიდ ოპერად ვერ მიიჩნევა, მითუმეტეს არასრულფასოვანი ოპუსებია დოლიძის (პროფესია ქიმიკოსი), არაყიშვილის და მელიტონ ბალანჩივაძის ოპერები.

ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, შეიცვალოს ვოკალისტების სასწავლო პროგრამა - რეპერტუარიდან ამოვარდეს დრომოჭმული მუსორგსკის, დარგომიჟსკის და ჩაიკოვსკის რომანსები და მათ ჩაენაცვლოს დიდი დოზით გერმანული ლიდერები (შუბერტი, შუმანი, ბრამსი) და ბაროკოს მუსიკა, რადგან პირველი მომღერალში ტექსტისადმი დამოკიდებულებას ავითარებს, ხოლო მეორე კანტილენას. სამწუხაროდ ჩემი სურვილები მხოლოდ ცალკეულო შეთავაზებებით შემოიფარგლება, ის რეპერტუარი კი, რომელიც ვოკალისტისთვის აუცილებელია ჯერჯერობით მიუწვდომელია მათთვის მარტივი მიზეზის გამო, პროფესურის უფროს თაობას ამ მუსიკის დიდი ნაწილი უბრალოდ არ მოუსმენია. ის გარემო კი, რამაც სარაჯიშვილი, გამრეკელი და თუნდაც სოტკილავა ჩამოაყალიბა მომღერლებად დღევანდელ საქართველოში აღარაა და არც აღარასოდეს იქნება, და არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში ასეა, ამის მაგალითია ფრანგული ტელეარხი "მეცო" საიდანც ძირითადად საშინელი შესრულებები ისმის

Posted by: Charles IX 31 May 2007, 01:07
Johnnie Walker
თითქმის მთლიანად გეთანხმები.
ოპერა ნამდვილად არაა ქართული მუსიკალური ხელოვნება. მაგრამ ამ მთლიანად არაქართულ ხელოვნებაში ორი მართლაც ბრწყინვალე ნიმუში გვაქვს - "აბესალომ და ეთერი" და "დაისში" კიაზოს პარტია (თუ არ ჩავთვლით ცოტა გაწელილ და ერთფეროვან არიას).
ალბათ სწორედ ამიტომ არა გვაქვს წესიერი ვოკალური სკოლაც (საოპერო ვოკალზე ვსაუბრობ). თუმცა რამდენიმე მართლა ძალიან კარგი მომღერალი გვყოლია - ძირითადად ბარიტონები - სანდრო ინაშვილი (ამას სკოლაც მაგარი ჰქონდა), დათკა გამრეკელი (ამას ნორმალური სკოლა რომ გაევლო, ალბათ ბეკი, გობი, ბატისტინის დონის მომღერალი იქნებოდა), რეზო კაკაბაძე (აქ სკოლის გარდა, სამწუხაროდ სხვა პრობლემაც იყო)...
ძალიან მიყვარს ზურაბ ანჯაფარიძე, მაგრამ ის ყველგან მეტისმეტად ქართველია - რადამესშიც, ხოზეშიც, გერმანშიც.....
Fitzcarraldo
სამწუხაროა, რომ შენნაირებს არ უჯერებენ ჩვენი ვოკალის "პედაგოგები".
არ ვხუმრობ!

Posted by: Solveig 31 May 2007, 01:41
QUOTE
დოლიძის (პროფესია ქიმიკოსი),

no.gif

კომერსანტი smile.gif

ქიმიკოსი ბოროდინი იყო...თუმცა, ეგეც ქართველი იყო, გეცოდნეიბათ biggrin.gif

QUOTE
"სიყვარულის ელიქსირზე",

QUOTE
ეგ მოხსნა რეპერტუარიდან ახლანდელმა დირეხტორმა - ჩამოწერა როგოც უვარგისი


up.gif მივასალმები ამ მამულიშვილურ საქციელს smile.gif საშინელება იყო.

Posted by: BEKO 31 May 2007, 01:43
Johnnie Walker
QUOTE
რომ არ ყოფილიყო დღევანდელი კომუნიკაციები, რომ არა მილიარდნაირი CD და DVD, რომ არა (ბევრისათვის, თუმცა არა ყველასთვის) საზღვარგარეთ თავისუფლად ხეტიალი, ხომ შევრჩებოდოთ ამ მოხუც (გინდა ახალგაზრდა) ქეთო და კოტეს , აბსოლუტურად კოშმარულ ტრავიატებს, აიდებსა და რადამესებს, ხრინწიან ონეგინ-ლენსკებს, მთელ ამ ჯოჯოხეთურ პატეფონს, რასაც ჩვენი ოპერისა და ბალეტის თეატრი ჰქვია.... biggrin.gif help.gif

რა ხატოვანი ხარ, ჯონი!!!!!

2kiss.gif

Posted by: humanoidi 31 May 2007, 01:46
თქვენი არ ვიცი, მარა საბალეტო დადგმები მომწონს მაგ თეატრში.
ოპერაზე არ ვგიჟდები ისედაც, განსაკუთრებით იტალიურზე, ქართულზე ხო ვაბშე.

Posted by: Johnnie Walker 31 May 2007, 01:46
QUOTE
ივასალმები ამ მამულიშვილურ საქციელს smile.gif საშინელება იყო.

რა, ელიქსირ დ'ამორე? biggrin.gif
წარმომიდგენია, რა იქნებოდა......... biggrin.gif

Posted by: Solveig 31 May 2007, 01:49
Johnnie Walker
QUOTE
წარმომიდგენია, რა იქნებოდა.........

დიდი ეჭვი ამქვს, რომ სიყვარულის ნექტარი რომელიღაც თურქული ზეთის ბოთლში ესხა..

იწყებოდა იმით, რომ გუგუშვილის გმირი ჭერიდან ეშვებოდა სიმღერ-სიმღერით..მე მგონია, ამ დროს სიმღერაზე კი არა, იმაზე ფიქრობდა-თოკი არ გაწყდესდა ძირს არ გავადინო ბრახვანიო.

Posted by: Johnnie Walker 31 May 2007, 01:53
Solveig
QUOTE
რომელიღაც თურქული ზეთის ბოთლში ესხა..
lol.gif lol.gif lol.gif 2kiss.gif

Posted by: Fitzcarraldo 31 May 2007, 02:04
Solveig
QUOTE
იწყებოდა იმით, რომ გუგუშვილის გმირი ჭერიდან ეშვებოდა სიმღერ-სიმღერით..მე მგონია, ამ დროს სიმღერაზე კი არა, იმაზე ფიქრობდა-თოკი არ გაწყდესდა ძირს არ გავადინო ბრახვანიო.


და ერთერთ სცენაში ბელკორე (ბარიტონი) ამბობდა: შარვალს ჩავხდიო, ანუ შევარცხვენო, და დარბაზი კვდებოდა სიცილითbiggrin.gif მეც მათ შორის, აბა სხვა რა უნდა მეკეთებინა ასეთ პრემიერაზე?

Posted by: Johnnie Walker 31 May 2007, 02:39
Fitzcarraldo
QUOTE
ტავი დაანებე პეტრეს, ეხლა ეგეს სანატრელია (არა, ისე მართლა რას ერჩი)

არც არაფერს არ ვერჩი, უბრალოდ, არა მგონია, რომ შენ ლაივში მოგესმინოს პეტრე...
მე - მომისმენია. ბებიაჩემი მატარებდა ძალით smile.gif
ხოდა ვისაც პეტრე და მედეა არ მოუსმენია რიგოლეტოში, ის ნამდვილად არ ყოფილა ლასკალაში, მოკლედ biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 31 May 2007, 03:08
Johnnie Walker

პეტრეს საკმაოდ მოუხეშავი და უშნო ტემბრი ჰქონდა, ბელკანტოსგანაც საკმაოდ შორს იყო, მაგრამ სახეებს ქმნიდა, ოდნავ პროვინციულს, მაგრამ მაინც.

ჯონ, მე გეწაძეზე და ლაგვილავაზე გაზრდილი თაობა ვარ, ამიტომაც მენატრება პეტრე, ცხოვრებაში მხოლოდ სამჯერ ვიგრძენი, თუ რა არის დიდი ხმა: პირველად რეზო კაკაბაძის ამონასროში, მეორედ რენატო ბრუზონის იაგოსა და რიგოლეტოში და მესამედ ცისანას სანტუცაში.

Posted by: Charles IX 31 May 2007, 03:33
Fitzcarraldo
QUOTE
ცხოვრებაში მხოლოდ სამჯერ ვიგრძენი, თუ რა არის დიდი ხმა: პირველად რეზო კაკაბაძის ამონასროში, მეორედ რენატო ბრუზონის იაგოსა და რიგოლეტოში და მესამედ ცისანას სანტუცაში.

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
მა ზურიკოს აბესალომი სა წაიღე? biggrin.gif
QUOTE
პეტრეს საკმაოდ მოუხეშავი და უშნო ტემბრი ჰქონდა, ბელკანტოსგანაც საკმაოდ შორს იყო, მაგრამ სახეებს ქმნიდა, ოდნავ პროვინციულს, მაგრამ მაინც.

თან სმენა არ ჰქონდა აბსოლუტურად!
QUOTE
მე გეწაძეზე და ლაგვილავაზე გაზრდილი თაობა ვარ

:ვიზიარებშენსმწუხარებასსმაილიკი:
აუფ, ვინ არ მღეროდა რა მაშინ თეატრში: ნათელა მკერვალიძე, ლიანა კალმახელიძე, ოლღა კუზნეცოვა ("Здеth Задамеthа зду" givi.gif), ნიგზარ გელაშვილი, ვახტანგ გლუნჩაძე, ლევან ასათიანი და ა.შ. cry.gif

Posted by: Fitzcarraldo 31 May 2007, 03:57
Charles IX
QUOTE
მა ზურიკოს აბესალომი სა წაიღე?


სად მოვისმენდი ზურიკოს ლაივში? თუმცა ღრმა ბავშვობაში მოვისმინე საახალწლო დაგმაზე ოპერაში, არც მახსოვს რა იყო, მაგრამ ზურიკო მახსოვს ვიზუალურად, ბებიაჩემს უყვარდა ძალიან, და სახლში რომ დავბრუნდი მივახარე: შენ რომ მოგწონს, ის მომღერალი ვნახე მეთქიbiggrin.gif

QUOTE
აუფ, ვინ არ მღეროდა რა მაშინ თეატრში: ნათელა მკერვალიძე, ლიანა კალმახელიძე, ოლღა კუზნეცოვა ("Здеth Задамеthа зду" ), ნიგზარ გელაშვილი, ვახტანგ გლუნჩაძე, ლევან ასათიანი და ა.შ.


არა, მეფეო, ზუსტად მახსოვს, ომის მერე ოპერა ძირითადად "ტოსკას" უშვებდა, იაფად გამოდიოდნენ, უგუნდოდbiggrin.gif, ტოსკა ყოველთვის ნათელა მკერვალიძე იყო, სკარპიას გეწაძე და ლაგვილავა იყოფდნენ, კავარადოსი კი ვინმე ენრიკო ჩიხლაძე, სრულიად უხმო კაცი, მაგრამ ისეთი ენტუზიაზმით მღეროდა რომ მივეჩვიე, ერთხელ ანზორ ფიოლიმ იმღერა და ერთხელაც გუგუშვილმა და ნოდარ ანდღულაძემ. გლუნჩაძე და კუზნეცოვა უკვე გადამდგარი მომღერლები იყვნენ, გელაშვილი სიქოს, ტიტოს და აბესალობის ჩაკრულოს მღეროდა, იგივეს ვლადიმერ კანდელაკი.

ახლა გადავიდეთ რიგოლეტოზე: ჩემი პირველი რიგოლეტო ვინმე ფარცვანია იყო, ქუთაისი ოპერის სოლისტი, მშვენივრად თამაშობდა, მაგრამ მალე გადრდაიცვალა, ამის მერე დაიწყო გეწაძის რიგოლეტოების სერია, და დაახლოვებით 8-9 წლის წინ ჯემალ მდივანმა იმღერა პირველად ეს პარტია, საკმაოდ ცუდად, მაგრამ ხმით (რასაც გეწაძის შემთხევაში გადაჩვეული ვიყავი), ამის მერე კიდევ ერთი დებიუტი შედგა - რევაზ ლაგვილავა, თუმცა მოგვიანებიტ უარყო და მიტხრა, რომ რიგოლეტო ბევრჯერ ჰქონდა ნამღერი. ჰერცოგი ისევ გუგუშვილი, ერთხელ ზაზა ზაალიშვილი (დრეს ფრანკო ტენელად იწოდება) და რამოდენიმეჯერ ნუგზარ გამგებელი. ჯილდას კი სამი სოპრანო იყოფდა - ლიანა კალმახელიძე, რუსუდან მექვაბიშვილი და შავბერზაშვილი.

ოტელო სამჯერ მოვისმინე: ორჯერ ხომერიკი (ერთერთზე პროჟექტორს ცეცხლი გაუჩნდა და საკმაოდ გავერთეთ) და გლუნჩაძე, ერთხელ ფიოლია და ნეტავ არ მომესმინა. სხვა დეზდემონები არ მახსოვს.

აიდა ხშირად გადიოდა, აქაც კავარადოსების ძველი კამპანია მღეროდა: გუგუშვილი, ფიოლია (სი ბემოლი ჩააფლავა) და ჩიხლაძე, ერთხელ იმღერა ამონასრო რეზო კაკაბაძემ რუსულად და მახსოვს ნილოსოს სცენაში დეკორაციას დაეჯაჯგურაbiggrin.gif ამნერისი კრაწაშვილი და ეგაძე.

ტრუბადური:

მანრიკო ერთხელ ნოდარ ანდღულაძე და ერთხელაც სოტკილავა, ძირითადად კი ჩიხლაძე-ფიოლია. ხო, მოვესწარი თამარ გურგრნიძის აძუჩენას, მაგრამ არ ჟღერდა, ყველაზე კარგად მაინც მანანა ეგაძისა დამამახსოვრდა. ლეონორა ისევ ნათელა მკერვალიძე და დი ლუნა ისევ ელდარ გეწაძე

გადავედით ტრავიატაზეbiggrin.gif

მარადიული ვიოლეტა ვალერი - ლიანა კალმახელიძე, ალფრედები: გუგუშვილი, გამგებელი, ზაზა ზაალიშვილი და ერთხელაც კრაკოვიდან იმერი კავსაძეbiggrin.gif, სამაგიეროდ ჟერმონი ყველამ იმღერა, ხმიანებმაც და უხმოებმაც, მათ შორის აწ უკვე დიდი ლადო ათანელი(შვილი)

ეჰ, მძიმე ბავშვობა მქონია და არ მცოდნიაbiggrin.gif

Posted by: Charles IX 31 May 2007, 13:04
Fitzcarraldo
ვაი......................................................

ისე ფიოლია საკმაოდ საინტერესოდ იწყებდა.
70-ანების ბოლოს, 80-ანების დასაწყისში ნამდვილად არ ჰქონდა ცუდი მონაცემები, მღეროდა (და არა იჭაჭებოდა) მაგრამ ყოველთვის უჭირდა მაღალი ნოტების აღება.
სიმპტომატური იყო მისი ტურიდუ. როგორც წესი, მშვენივრად მღეროდა სიცილიანას და სუფრულს, ძირითადად ნორმალური იყო დუეტი და ყოველთვის აფუჭებდა ბოლო არიას.

Posted by: GT 31 May 2007, 13:10
Long Live Rock & Roll
ბლიად
-----------------------------------------------------------

Posted by: Fitzcarraldo 31 May 2007, 13:12
Charles IX
QUOTE
Fitzcarraldo
ვაი......................................................

ისე ფიოლია საკმაოდ საინტერესოდ იწყებდა.
70-ანების ბოლოს, 80-ანების დასაწყისში ნამდვილად არ ჰქონდა ცუდი მონაცემები, მღეროდა (და არა იჭაჭებოდა) მაგრამ ყოველთვის უჭირდა მაღალი ნოტების აღება.
სიმპტომატური იყო მისი ტურიდუ. როგორც წესი, მშვენივრად მღეროდა სიცილიანას და სუფრულს, ძირითადად ნორმალური იყო დუეტი და ყოველთვის აფუჭებდა ბოლო არიას.


შარლ, იპოვე რა რადიოში ფიოლიას ჩანაწერები, ადრე მოვისმინე, მათ შორის კალაფია, ძალიან კარგი იყო, ვერც წარმოვიდგენდი, იმდენად. და კიდევ, არქივში არის ანჯაფარიძის ბეთჰოვენის ზაზუნა ქართულ ენაზე

Posted by: Charles IX 1 Jun 2007, 01:35
Fitzcarraldo
QUOTE
შარლ, იპოვე რა რადიოში ფიოლიას ჩანაწერები, ადრე მოვისმინე, მათ შორის კალაფია, ძალიან კარგი იყო, ვერც წარმოვიდგენდი, იმდენად. და კიდევ, არქივში არის ანჯაფარიძის ბეთჰოვენის ზაზუნა ქართულ ენაზე

აუცილებლად ვნახავ და ვეცდები დისკზე გადმოვწერო.

Posted by: Fitzcarraldo 1 Jun 2007, 03:31
Charles IX
QUOTE
აუცილებლად ვნახავ და ვეცდები დისკზე გადმოვწერო.


როგორ დავიწყე ოპერაში სიარული

biggrin.gif

1992 წლის დეკემბერში მამაჩემმა წამიყვანა რიგოლეტოზე, შთაბეჭდილებიანი დავბრუნდი. მეორე დღესვე სკოლის გზაზე (ოპერის უკან ვსწავლობდი) შევიარე სალაროში და ყველა რიგოლეტოს ბილეთი ავიღე, რომელიც უნდა შესრულებულიყო მიმდინარე სეზონში, მაგრამ სულ მალე დაიწყო ომი და მე და ჩემი ძმა ცენტარს მოგვაშორეს და ბებიაჩემთან გაგვხიზნეს.

ომის შემდგომ პერიოდში ოპერას გაუჭირდა, ამიტომ ძირითადად ყველაზე ეკონომიურ სპექტაკლს - ტოსკას უშვებდა ხოლმე, ვისაც უნახავს ეს დადგმა, ეცოდინება, თუ როგორი პირქუში დეკორაციები ჰქონდა, ამას ემატებოდა თითქმის არარსებული განათება და ტრაგიკული სიუჟეტი (ახლა კი მეცინება, მაგრამ...). ტოსკადან დათრგუნული ვბრუნდებოდა, მიხდებოდა ბნელი ქუჩების გავლა, სადარბაზოს კიბეებს მხოლოდ ვგრძნობდი და არასოდეს ვხედავდი, სახლი კი სარკეში არეკლილი სანთელის (რის შუქზეც მომავალში წავიკითხავ უამრავ წიგნს) ამარა, სასწრაფოდ ლოგინში ჩაწოლა და ისევ ტოსკაზე, უფრო კი სკარპიაზე ფიქრი - სკარპიას პერსონაჟი იქცევა ჩემს ოცნებად, მინდა ვიყო ბოროტი და მეამბოხე პოლიციის მინისტრი, მინდა კულულებიანი პარიკი მეხუროს და ხელქვეითად სპოლეტა მყავდეს - ამ უკანასკნელის როლის შესრულება შემდგომში ბევრ ჩემს მეგობარს მოუწევს, მხოლოდ სკარპიას არ ჰყავდა დუბლი, ის ყოველთვის მე ვიყავიbiggrin.gif. ერთერთი სპექტაკლის დროს კი გადავწყვიტე ყველაფერს, რაც სცენაზე ხდებოდა, უფრო მივახლოებოდი და კულისებიდან სცენაზე ავედი, განცდა ამბივალენტური: გაოცებული შთაბეჭდილებით, მაგრამ იმედგაცრუებული დეკორაციებისა და რეკვიზიტის ახლოდან ხილვით, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი, რაც დარბაზიდან თვალს მტაცებდა, სინამდვილეში უხეშად და გამოჩორკნილი და შეღებილი ბუტაფორია იყო.

Posted by: Charles IX 1 Jun 2007, 04:14
Fitzcarraldo
არასდროს არ მიყვარდა ტოსკა.
ნუ, მშვენიერი არიებია Vissi D'arte და E lucevan le stelle - მაგრამ .........

Posted by: LCH 1 Jun 2007, 14:23
Fitzcarraldo
QUOTE
1992 წლის დეკემბერში მამაჩემმა წამიყვანა რიგოლეტოზე, შთაბეჭდილებიანი დავბრუნდი. მეორე დღესვე სკოლის გზაზე (ოპერის უკან ვსწავლობდი) შევიარე სალაროში და ყველა რიგოლეტოს ბილეთი ავიღე, რომელიც უნდა შესრულებულიყო მიმდინარე სეზონში, მაგრამ სულ მალე დაიწყო ომი და მე და ჩემი ძმა ცენტარს მოგვაშორეს და ბებიაჩემთან გაგვხიზნეს.

ეჰ, თბილისში ომი 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო... sad.gif

Posted by: Ocelot 1 Jun 2007, 14:35
Charles IX
QUOTE
არასდროს არ მიყვარდა ტოსკა

აბა მაშინ ვაგნერაიტს რა ნამუსით ეცი, რო თქვა იტალიური ოპერა არ მევასებაო? biggrin.gif თუ შენ თითონ, ის ოპერა არ მოგწონს რომელიც იტალიური შედევრების სამეულში შედის?
QUOTE
ნუ, მშვენიერი არიებია Vissi D'arte და E lucevan le stelle

Recondita armonia - ეს არა? biggrin.gif
QUOTE
მაგრამ .........

"ფალსტაფის" მერე უკვე ვეღარ ისმინება biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 1 Jun 2007, 14:37
Ocelot
QUOTE
ის ოპერა არ მოგწონს რომელიც იტალიური შედევრების სამეულში შედის?


სამეულში არა სამასეულში

მოიგონა

Posted by: Ocelot2 1 Jun 2007, 14:39
Fitzcarraldo
QUOTE
სამეულში არა სამასეულში

მოიგონა

რა მოვიგონე? spy.gif

Posted by: Charles IX 1 Jun 2007, 20:25
Ocelot
QUOTE
ის ოპერა არ მოგწონს რომელიც იტალიური შედევრების სამეულში შედის?

კარგი რა ოცელ,
რა სამეული, რის სამეული.
ჯერ ერთი, ხელოვნებაში ნებისმიერი სამეული, ათეული, ასეული სისულელეა.
მეორეც, მარტო ვერდის მინიმუმ 7 ოპერა ყველაფრით ჯობია ტოსკას - მუსიკალურადაც, დრამატურგიულადაც.....
თავად პუჩინის ბოჰემაც უკეთესია IMHO.
აღარ ვლაპარაკობ ბელინი, დონიცეტი, როსინიზე.....
QUOTE
Recondita armonia - ეს არა?

ნაკლებად...
QUOTE
"ფალსტაფის" მერე უკვე ვეღარ ისმინება

ფალსტაფის მერე არათუ ტოსკა, ვერდის ზოგიერთი დიდი ოპერაც "აღარ ისმინება" - მაგალითად, დონ კარლოსი, სიმონ ბოკანეგრა ....
სრულიად განსხვავებული ოპერაა და უბრალოდ გენიალური. პირველად რომ მოვისმინე, უკვე კარგად ვიცნობდი ვერდის შემოქმედებას და მიყვარდა, მივხვდი, რომ მანამდე აბსოლუტურად არ ვიცოდი რა რანგის კომპოზიტორი იყო ჯუზეპე!

Posted by: Johnnie Walker 1 Jun 2007, 21:19
Charles IX
QUOTE
მეორეც, მარტო ვერდის მინიმუმ 7 ოპერა ყველაფრით ჯობია ტოსკას - მუსიკალურადაც, დრამატურგიულადაც.....
თავად პუჩინის ბოჰემაც უკეთესია IMHO.
აღარ ვლაპარაკობ ბელინი, დონიცეტი, როსინიზე.....

QUOTE
Recondita armonia - ეს არა?


ნაკლებად...

ისე.... სწორი ხარ, ხო იცი შენ! lol.gif
ყოველ შემთხვევაში არის შენ გამოსვლაში სიმართლის მარცვალი............... smile.gif

Posted by: Pathetikos 1 Jun 2007, 21:33
თურმე მარტო მე არ ვყოფილვარ ტოსკას ვერდამმუღამებელი. biggrin.gif

Posted by: WAGNERITE 1 Jun 2007, 22:25
Charles IX
ამბობენ, ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ხმას არა უშავსო. თუ ვინმე გარისკავს...

FALSTAFF

Falstaff - Tito Gobbi
Ford - Matteo Manuguerra
Alice - Andrea Guiot
Quickly - Fedora Barbieri
Nannetta - Christiane Eda-Pierre
Meg Page - Marie-Luce Bellary
Fenton - Gerard Dunan
Cajus - Jacques Pottier
Bardolfo - Roberto Androzzi
Pistola - Gerard Chapius

Carlo Felice Cillario

L'Opera National de Paris
28 April 1970

http://rapidshare.com/files/34176243/FALSTAFF_GOBBI.avi.001
http://rapidshare.com/files/34272918/FALSTAFF_GOBBI.avi.002
http://rapidshare.com/files/34280997/FALSTAFF_GOBBI.avi.003
http://rapidshare.com/files/34288161/FALSTAFF_GOBBI.avi.004
http://rapidshare.com/files/34297247/FALSTAFF_GOBBI.avi.005
http://rapidshare.com/files/34346963/FALSTAFF_GOBBI.avi.006
http://rapidshare.com/files/34351073/FALSTAFF_GOBBI.avi.007
http://rapidshare.com/files/34354940/FALSTAFF_GOBBI.avi.008
http://rapidshare.com/files/34358255/FALSTAFF_GOBBI.avi.009
http://rapidshare.com/files/34367516/FALSTAFF_GOBBI.avi.010
http://rapidshare.com/files/34379192/FALSTAFF_GOBBI.avi.011
http://rapidshare.com/files/34384135/FALSTAFF_GOBBI.avi.012
http://rapidshare.com/files/34461233/FALSTAFF_GOBBI.avi.013
http://rapidshare.com/files/34468195/FALSTAFF_GOBBI.avi.014

Pathetikos


Posted by: Fitzcarraldo 1 Jun 2007, 23:20
WAGNERITE
QUOTE
FALSTAFF

Falstaff - Tito Gobbi
Ford - Matteo Manuguerra
Alice - Andrea Guiot
Quickly - Fedora Barbieri
Nannetta - Christiane Eda-Pierre
Meg Page - Marie-Luce Bellary
Fenton - Gerard Dunan
Cajus - Jacques Pottier
Bardolfo - Roberto Androzzi
Pistola - Gerard Chapius

Carlo Felice Cillario

L'Opera National de Paris
28 April 1970


მე ვიტვირთე ეს მძიმე მისიაbiggrin.gif

გობის შემდეგ, სრულიად გადასარევი ფალსტაფია ჯუზეპე ტადეი კარაიანის ზალცბურგის დადგმაში, სადაც აგრეთვე მონაწილეობენ როლანდო პანერაი, ფრანსისკო არაისა, რაინა კაბაივანსკა და კრისტა ლუდვიგი

Posted by: Charles IX 1 Jun 2007, 23:50
WAGNERITE
QUOTE
ამბობენ, ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ხმას არა უშავსო. თუ ვინმე გარისკავს...

ამას ეძახი შენ რისკს? გობის ფალსტაფს, თან ბარბიერით? წარმომიდგენია სტაბილესაზე რას იტყვი. biggrin.gif
უცილობლად ჩამოვქაჩავ. დიდი მადლობა!

ხო, ტოსკაზე გამახსენდა.
70-ან წლებში გაზეთ "თბილისში" ჩემი თვალით ნანახი განცხადება თეატრების რეპერტუარში:
"თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - პუჩინი. "სევდა"... lol.gif
ისე, IMHO ძალიან ზუსტი თარგმანია - ტასკაა რა! biggrin.gif

Posted by: Ocelot 1 Jun 2007, 23:57
Charles IX
QUOTE
ჯერ ერთი, ხელოვნებაში ნებისმიერი სამეული, ათეული, ასეული სისულელეა

რატო ვითომ? ეგრე ზოგს შეიძლება "ტოსკას" ვერდის პირველი ოპერაც ურჩევნია biggrin.gif
QUOTE
მეორეც, მარტო ვერდის მინიმუმ 7 ოპერა ყველაფრით ჯობია ტოსკას

7 არა, 26-ივე biggrin.gif
QUOTE
მუსიკალურადაც

აპაპაპა! biggrin.gif კაი ეხლა! მუსიკა რასაც ქვია ვერდიმ სუ რამოდენიმე ოპერაში დაწერა. "აიდა" და განსაკუთრებით "ოტელო". დანარჩენში ბუმპამპა-ბუმპამპას მეტი არაფერი არ მიდის. "დონ კარლოსის" მუსიკა არ გაიშვას.
QUOTE
დრამატურგიულადაც.....

ვერდი პუჩინიზე კაი დრამატურგი არ ყოფილა. პროსტა უფრო გრანდიოზული და მასშტაბური ოპერები აქ. პუჩინი სუ სხვა სტილში წერდა. ხორები თითქმის არ ქონდა.
QUOTE
აღარ ვლაპარაკობ ბელინი, დონიცეტი, როსინიზე.....

კაი ხო, ნუ გრცხვენია, ბარემ პონკიელის "ჯოკონდაც" შეადარე biggrin.gif ეგეც ჯობია biggrin.gif

ჯერ იქიდან დავიწყოთ რო "ტოსკა" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძაან ბევრ ცნობილ ოპერაზე მეტად იდგმევა. ძაან ბევრი კინოა გადაღებული. კონცერტები ისე არ ჩაივლის რო მაქედან არიები არ შესრულდეს, ვინილებზეც ერთ-ერთი ყველაზე მეტი ჩანაწერი მაგ ოპერის არის გაკეთებული. ეს ყველაფერი მიუთითებს ოპერის დონეზე. "ფალსტაფს" მოდი ნუ შევადარებთ biggrin.gif შენ თუ გირჩევნია, გერჩივნოს. ეგ სხვა საქმეა.

Posted by: Contralto 2 Jun 2007, 10:17
Charles IX
QUOTE
თავად პუჩინის ბოჰემაც უკეთესია IMHO

აი, ეგ არ გეთქვა და თავი მოგეკვეთა ჩემთვის, მეფეო biggrin.gif მეზიზღება "ბოჰემა"... შემიძლია, ერთი ჩანაწერი გაჩუქრო: 2 დისკია, დი სტეფანო, კალასი, ანა მოფო. მეტი აღარ მახსოვს biggrin.gif

Posted by: Pathetikos 2 Jun 2007, 10:29
"მადამ ბატერფლაი" მიყვარს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ კარაიანის, მირელა ფრენის, დომინგოს და კრისტა ლუდვიგის შესრულებით ჟან-პიერ პონელის მიერ გადაღებული სრულიად არაჩვეულებრივი ფილმის სახით.
ძალიან ლამაზია და რაღაცნაირი ვრცელია. ბევრი სივრცეა. smile.gif






QUOTE
პრანჭია ტყე თუ ასექსუალური პათეტიკა?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Charles IX 2 Jun 2007, 10:40
Contralto
QUOTE
შემიძლია, ერთი ჩანაწერი გაჩუქრო: 2 დისკია, დი სტეფანო, კალასი, ანა მოფო. მეტი აღარ მახსოვს

უარს არ გეტყვი!
ისე, როგორც მახსოვს, შენ არც ვერდი გიყვარს...
ხო, ის რომ "სევდას" მირჩევნია, არ ნუშნავს, რომ "ბოჰემა" ზალიან მიყვარს...
ჩვეულებრივი პუჩინია რა, საშუალო დონის მუსიკით...
Ocelot
QUOTE
კაი ხო, ნუ გრცხვენია, ბარემ პონკიელის "ჯოკონდაც" შეადარე

ბიჯო, პონკიელის ადრი ბელინი-დონიცეტი-როსინის?
ამათი თითო ოპერა მირჩევნია მთელ პუჩინის!
ნორმა, ლუჩია, ვილჰელმ ტელი........

საერთოდ, პუჩინის ყველგან აქვს ერთი-ორი მშვენიერი არია თუ დუეტი, მაგრამ მთლიანობაში არასდროს მიყვარდა.

Posted by: Fitzcarraldo 2 Jun 2007, 11:27
Pathetikos
QUOTE
"მადამ ბატერფლაი" მიყვარს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ კარაიანის, მირელა ფრენის, დომინგოს და კრისტა ლუდვიგის შესრულებით ჟან-პიერ პონელის მიერ გადაღებული სრულიად არაჩვეულებრივი ფილმის სახით.


ლუკას, შენ უნდა გენახა იაპონური დადგმა, სადაც ბატერფლაის შერისხვის სცენაში ბიძა ბონზა არც მეტი, არც ნაკლები ორ წვრილთვალება "ანგელოზთან" ერთად ღრუბლებიდან მოფრინდება, თუმცა შესრულება სუსტია.

რაც შეეხება კარაინაის ცნობილ სასტავს, მანდ პავაროტია პინკერტონი, უბრალოდ ფილმში გაბარიტებმა გაუტეხა და წერწეტი და უნიჭო პლასიდო ათამაშესbiggrin.gif

Charles IX
QUOTE
ისე, როგორც მახსოვს, შენ არც ვერდი გიყვარს...


ვერდის სიყვარული ადრეულ ასაკში მოდის, მერე გაგივლის და ბოლოს ასაკთან ერთად გიბრუნდება, იმიტომ რომ გენიალურიაbiggrin.gif

ისე გერმანოფილებს მოსვენებას არ აძლევს ვერდის გენიაbiggrin.gif

Posted by: Pathetikos 2 Jun 2007, 11:34
Fitzcarraldo
QUOTE
ისე გერმანოფილებს მოსვენებას არ აძლევს ვერდის გენია

ძალიანაც დასვენებული ვარ. სულ არ გამორიცხავს გერმანული მუსიკის სიყვარული იტალიური ან ფრანგული მუსიკის სიყვარულს. მართალია, მას შემდეგ რაც აქტიურად გადავერთე გერმანულზე, იტალიურში ყველაფერს ერთნაირი სიამოვნებით (სიხშირეზე რომ აღარაფერი ვთქვა) ვეღარ ვუსმენ, მაგრამ, როგორც შოთა იტყოდა, პათეტიკოსის შემწყნარებელ მუსიკალურ სამყაროში ვაგნერი და ვერდი ერთად ძოვენ.










ოღონდ, რა თქმა უნდა, ვაგნერს მეტი ბალახი ერგება. lol.gif

Posted by: Fitzcarraldo 2 Jun 2007, 11:43
Pathetikos
QUOTE
ოღონდ, რა თქმა უნდა, ვაგნერს მეტი ბალახი ერგება


ვეჭვობ, ბალახით ნაკვები ვაგნერი პიცანაჭამ იტალიელზე უკეთეს მუსიკას წერდესbiggrin.gif

დილიდან შუბერტს ვუსმენ და ვერდიც მკიდია და ვაგნერიც, იმიტომ რომ, შუბერტი უფრო დიდია თქვენდა სამწუხაროდsmile.gif

Posted by: Pathetikos 2 Jun 2007, 11:50
Fitzcarraldo
QUOTE
ვეჭვობ, ბალახით ნაკვები ვაგნერი პიცანაჭამ იტალიელზე უკეთეს მუსიკას წერდეს

უნიჭოდ მეკალამბურები, ფიცარქექიავ. yes.gif
QUOTE
ილიდან შუბერტს ვუსმენ და ვერდიც მკიდია და ვაგნერიც, იმიტომ რომ, შუბერტი უფრო დიდია თქვენდა სამწუხაროდ

ნუ იცი ხოლმე ეს უფრო დიდია და უფრო პატარაა! ყველას თავისი ღირსება და ნაკლი აქვს. მართლა "სპაიდერმენი აჯობებს თუ ბეტმენი?" ხომ არაა ეს მუსიკა და ლიტერატურა!


მაპატიეთ, გავწიწმატდი. boli.gif

Posted by: Fitzcarraldo 2 Jun 2007, 12:01
Pathetikos
QUOTE
ნუ იცი ხოლმე ეს უფრო დიდია და უფრო პატარაა! ყველას თავისი ღირსება და ნაკლი აქვს. მართლა "სპაიდერმენი აჯობებს თუ ბეტმენი?" ხომ არაა ეს მუსიკა და ლიტერატურა!


ძალიან კარგადაც ვიცი, შუბერტი უფრო მდიდარია ინტონაციურად, ულამაზეს მელოდიებს იგონებს (რასაც ვაგნერი იშვიათად ახერხებდა), თან ქრონოლოგიურადაც უსწრებს, სულ უბრალო ექსპრომტები ან მუსიკალური მომენტებიც კი შედევრებია.

სპაიდერმენ-ბეტმენზე მაგალითის მოყვანა ძალიან გაცვეთილია, მითუმეტეს ფილოსოფოსისთვის

QUOTE
მაპატიეთ, გავწიწმატდი

ალბათ ხელებიც აქნიე შენებურად


Posted by: Pathetikos 2 Jun 2007, 12:17
Fitzcarraldo
QUOTE
სპაიდერმენ-ბეტმენზე მაგალითის მოყვანა ძალიან გაცვეთილია, მითუმეტეს ფილოსოფოსისთვის

შენთან მიმართებაში უფრო "სერიოზული" და გაუცვეთელი მაგალითის მოყვანა თავად იქნებოდა არასერიოზული.
QUOTE
ალბათ ხელებიც აქნიე შენებურად

საბედნიეროდ ეს ვირტუალური სამყარო საშუალებას იძლევა, ასი ძახილის ნიშანი დასვა, იგინო, ილანძღო, იკამათო, სინამდვილეში კი, კომპიუტერის ეკრანის წინ მშვიდად და წარბშეუხრელად იჯდე.

ხოდა, ოფტოპიკი რომ არ გამოვიდეს, რაღაც უცებ ოტელოს პირველი მოქმედება მომინდა - ქარიშხლის სცენა და მერე იაგოს ბრინდიზი და გუნდები...

Posted by: Fitzcarraldo 2 Jun 2007, 12:23
Pathetikos
QUOTE
ხოდა, ოფტოპიკი რომ არ გამოვიდეს, რაღაც უცებ ოტელოს პირველი მოქმედება მომინდა - ქარიშხლის სცენა და მერე იაგოს ბრინდიზი და გუნდები...


მავრი მოგინდა არა?..

იქნება მავრი

biggrin.gif:D:D

Posted by: inana 2 Jun 2007, 12:36
Fitzcarraldo
QUOTE
რასაც ვაგნერი იშვიათად ახერხებდა

აბა ამას როგორ ამბობ.. no.gif

Posted by: Ocelot 2 Jun 2007, 13:06
Charles IX
QUOTE
ბიჯო, პონკიელის ადრი ბელინი-დონიცეტი-როსინის?

ვადრიზე არაა. სხვა პონტში დავწერე. რაზე მედავები, ვერ გამიგია biggrin.gif პუჩინი რო მაგ სამეულზე გაცილებით მაღლა დგას მაგას რათ უნდა ბევრი ფილოსოფია? ნებისმიერ მუსიკათმცოდნეს შეეკითხე. 12 ოპერიდან თითქმის ყველა ცნობილია და ნახევარი შედევრადაა აღიარებული, იმ დროს როცა როსინის და დონიცეტის 40 ოპერიდან სუ 3-4 იდგმევა. ბელინი მაგ ორს კი ჩახდიდა, პროსტა არ დასცალდა, თუმცა "ნორმა" კი იხევს მაგათ ოპერებს, მაგრამ არ ნიშნავს რო პუჩინის დონეა.
QUOTE
საერთოდ, პუჩინის ყველგან აქვს ერთი-ორი მშვენიერი არია თუ დუეტი

"ბოჰემა" yes.gif მაგრამ "ტოსკა" და "ტურანდოტი" არ შედის 2 არია ოპერებში. ეგ იმ იშვაითი ოპერების კატეგორიაა სადაც თავიდან ბოლომდე ყველაფერი კარგია. ნაწილობრივ "მანონ ლესკო", მე-3 და მე-4 აქტებით, "მადამ ბატეფლაი", ესეც "ბოჰემას" კატეგორიაა, ცოტა უარესი, ტრიპტიხზე აზრი არა აქ ლაპარაკს, "გოგონა დასავლეთიდან", აქაც 2 არია biggrin.gif მაგრამ ის 2 ოპერა რაც აქ, ის ხელშეუხებელია.
QUOTE
ჩვეულებრივი პუჩინია რა, საშუალო დონის მუსიკით...

არ ვიცი შენ "მუსიკას" რას ეძახი, მაგრამ პუჩინის ოპერები ინსტრუმენტალურად უფრო მდიდარია ვიდრე ვერდის ყველა ოპერა ("ოტელოს" გარდა). "ფალსტაფის" ქორწილია მუსიკა და "ტოსკა" საშუალო დონე? biggrin.gif

Fitzcarraldo
QUOTE
ვეჭვობ, ბალახით ნაკვები ვაგნერი პიცანაჭამ იტალიელზე უკეთეს მუსიკას წერდეს

QUOTE
დილიდან შუბერტს ვუსმენ და ვერდიც მკიდია და ვაგნერიც, იმიტომ რომ, შუბერტი უფრო დიდია თქვენდა სამწუხაროდ

QUOTE
შუბერტი უფრო მდიდარია ინტონაციურად, ულამაზეს მელოდიებს იგონებს (რასაც ვაგნერი იშვიათად ახერხებდა)

ღადაობ ხო? biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 2 Jun 2007, 13:45
Ocelot
QUOTE
Fitzcarraldo

QUOTE
ვეჭვობ, ბალახით ნაკვები ვაგნერი პიცანაჭამ იტალიელზე უკეთეს მუსიკას წერდეს

QUOTE
დილიდან შუბერტს ვუსმენ და ვერდიც მკიდია და ვაგნერიც, იმიტომ რომ, შუბერტი უფრო დიდია თქვენდა სამწუხაროდ

QUOTE
შუბერტი უფრო მდიდარია ინტონაციურად, ულამაზეს მელოდიებს იგონებს (რასაც ვაგნერი იშვიათად ახერხებდა)

ღადაობ ხო? 


არა, არ ვღადაობ, მუსორგსკის 'ხოვანშჩინას" გეფიცები

Posted by: Charles IX 2 Jun 2007, 16:07
Fitzcarraldo
QUOTE
ვერდის სიყვარული ადრეულ ასაკში მოდის, მერე გაგივლის და ბოლოს ასაკთან ერთად გიბრუნდება, იმიტომ რომ გენიალურია

up.gif up.gif up.gif up.gif up.gif
თან სნობიზმის შემოტევაც გაგივლის... biggrin.gif

თუმცა, თავისთავად ვაგნერიც გენიალურია... tongue.gif

Ocelot
QUOTE
ნებისმიერ მუსიკათმცოდნეს შეეკითხე.

ოცელ, სულ არ მაინტერესებს მუსიკისმცოდნეების აზრი, მათ ხომ მუსიკის წაკითხვა იციან მხოლოდ და არა მოსმენა.
მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გემოვნება - ხოდა, პუჩინი ამ გემოვნებაში ვერ ჯდება.
რა ვქნა, პრაქტიკულად მთელ პუჩინის მირჩევნია "სევილიელი დალაქიც", "ვილჰელმ ტელიც","ქურდი კაჭკაჭიც", ლუჩიაც, პასკუალეც, ნორმაც, სომნამბულაც .....
ხელოვნებაში, გემოვნებაში ობიექტური კრიტერიუმები მუდამ სუბიექტურია!

Posted by: Fitzcarraldo 2 Jun 2007, 17:19
Charles IX
QUOTE
ოცელ, სულ არ მაინტერესებს მუსიკისმცოდნეების აზრი, მათ ხომ მუსიკის წაკითხვა იციან მხოლოდ და არა მოსმენა.


მითუმეტეს საოპერო ხელოვნების საკითხში. ერთადერთი ფუნდამენტური ქართული წიგნი კაშმაძის ოპერის ისტორიის ორტომეულია, შესანიშნავი ენითაა დაწერული, გასაკვირიც არაფერია, კაშმაძე ხომ ცისფერყანწელი იყო. მეორე ფუნდამენტური ნაშრომი გივი ორჯონიკიძეს ეკუთვნის - "შექსპირის სიუჟეტებზე შექმნილი ვერდის ოპერები". თანამედროვე მუსიკოლოგებიდან კი არც არავინ მეგულება, ოპერა კარგად რომ ესმოდეს, ამდენად მეტრად ისევ ნოდარ ანდღულაძე რჩება.

QUOTE
რა ვქნა, პრაქტიკულად მთელ პუჩინის მირჩევნია "სევილიელი დალაქიც", "ვილჰელმ ტელიც","ქურდი კაჭკაჭიც", ლუჩიაც, პასკუალეც, ნორმაც, სომნამბულაც .....


როსინის და პუჩინის შედარება ვის გაუგონიაbiggrin.gif როსინი სტიქიაა
* * *
Ocelot
QUOTE
ვადრიზე არაა. სხვა პონტში დავწერე. რაზე მედავები, ვერ გამიგია  პუჩინი რო მაგ სამეულზე გაცილებით მაღლა დგას მაგას რათ უნდა ბევრი ფილოსოფია? ნებისმიერ მუსიკათმცოდნეს შეეკითხე. 12 ოპერიდან თითქმის ყველა ცნობილია და ნახევარი შედევრადაა აღიარებული, იმ დროს როცა როსინის და დონიცეტის 40 ოპერიდან სუ 3-4 იდგმევა. ბელინი მაგ ორს კი ჩახდიდა, პროსტა არ დასცალდა, თუმცა "ნორმა" კი იხევს მაგათ ოპერებს, მაგრამ არ ნიშნავს რო პუჩინის დონეა.


ოცელოტ, არა გრცხვენია ამას რომ სწერ?

იმ თორმეტი ოპერიდან კარგი მხოლოდ ტოსკა, ბოჰემა, ბატერფლაი და ტურანდოტია, კარგი, დიდი პორობით იყოს მანონი მეხუთე, აგრეთვე დრამატურგიული შედევრი "ჯანი სკიკი", დანარჩენ ოპერებს კი არც არაფერი შეუმატებია მსოფლიო საოპერო ხელოვნებითვის - ედგარი, და ანჯელიკა, მერცხალი, მოსასხამი, დასავლეთის ქალიშვილი - რას გვეუბნება ეს სახელები? არაფერსsad.gif

ახლა ჩამოგითვლი ვერდის შედევრებს ქრონოლოგიურად:

ნაბუკო
ერნანი
მაკბეტი
რიგოლეტო
ტრუბადური
ტრავიატა
ბალ-მასკარადი
ბედის ძალა
დონ კარლოსი
აიდა
ოტელო
ფალსტაფი
რეკვიემი



Posted by: Ocelot 2 Jun 2007, 18:39
Charles IX
QUOTE
სულ არ მაინტერესებს მუსიკისმცოდნეების აზრი, მათ ხომ მუსიკის წაკითხვა იციან მხოლოდ და არა მოსმენა

კაი ეხლა, ზოგმა ყველაფერი იცის. მარტო წაკითხვის პრინციპით ვერ შეაფასებ. მაშინ გამოვა რო ყველაფერი მაგარია biggrin.gif
QUOTE
მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გემოვნება - ხოდა, პუჩინი ამ გემოვნებაში ვერ ჯდება

ჩემ გემოვნებაში ვაგნერი ვერ ჯდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ვთქვა საშუალო დონის მუსიკა აქ თქო biggrin.gif მე პირადი გემოვნებიდან გამომდინარე არ ვწერ. უფრო გლობალურად ვაფასებ, პუჩინი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ის სამეული და შენ ვინ გირჩევნია ეგ უკვე შენი საქმეა. ეგრე ზოგს Uriah heep Deep purple-ს ურჩევნია.

Fitzcarraldo
QUOTE
იმ თორმეტი ოპერიდან კარგი მხოლოდ ტოსკა, ბოჰემა, ბატერფლაი და ტურანდოტია, კარგი, დიდი პორობით იყოს მანონი მეხუთე

თან კარგი biggrin.gif
QUOTE
ახლა ჩამოგითვლი ვერდის შედევრებს ქრონოლოგიურად:

ნაბუკო
ერნანი
მაკბეტი
რიგოლეტო
ტრუბადური
ტრავიატა
ბალ-მასკარადი
ბედის ძალა
დონ კარლოსი
აიდა
ოტელო
ფალსტაფი
რეკვიემი

ვინ შერაცხა ესენი შედევრებად? მაქედან შედევრი მაქსიმუმ 5-6 ოპერაა. დანარჩენი უბრალოდ კარგია ან ზოგიც ვაბშე იმიტო იდგმევა რო ვერდია ავტორი, იმ დროს როცა რომელიმე სხვა კომპოზიტორს რო დაეწერა დარწმუნებული ვარ არც გაახსენდებოდა არავის. "სახელი" ძაან დიდი აქტივია.

და საერთოდ ეს რა შუაში იყო? იმ ციტირებაში ვერდი ვახსენე? biggrin.gif

Posted by: Zyklon 2 Jun 2007, 18:41
givi.gif

Posted by: Pathetikos 2 Jun 2007, 18:43
Fitzcarraldo
QUOTE
ახლა ჩამოგითვლი ვერდის შედევრებს ქრონოლოგიურად:

ნაბუკო
ერნანი
მაკბეტი
რიგოლეტო
ტრუბადური
ტრავიატა
ბალ-მასკარადი
ბედის ძალა
დონ კარლოსი
აიდა
ოტელო
ფალსტაფი
რეკვიემი

დარწმუნებული ხარ, რომ რეკვიემი ბოლოა? boli.gif
ყოველ შემთხვევაში, ქრონოლოგიურად მაინც. boli.gif

Posted by: Fitzcarraldo 2 Jun 2007, 18:51
Pathetikos
QUOTE
დარწმუნებული ხარ, რომ რეკვიემი ბოლოა? 
ყოველ შემთხვევაში, ქრონოლოგიურად მაინც.


რადგან ჟანრი განასხვავებს, ბოლოს დავურთე (მანძონის ქელეხის ამბებს ნუ მომაყოლებbiggrin.gif)


მგონი ავატარი დაგივარდათ...

Posted by: Charles IX 2 Jun 2007, 19:58
Ocelot
QUOTE
პუჩინი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ის სამეული

როსინის გვერდით პუჩინის ხსენებაც კი არ შეიძლება - როკზე რომ გადავიდეთ, დაახლოებით ასე იქნება: ფარფლების გვერდით სმოქი...

Posted by: Ocelot 2 Jun 2007, 21:56
Charles IX
QUOTE
როსინის გვერდით პუჩინის ხსენებაც კი არ შეიძლება

ნაგლობა და რა ნაგლობა biggrin.gif როგორ შეიძლება კომპოზიტორი, რომელმაც 1 ოპერის ხარჯზე მოიპოვა სახელი და ცხოვრების ბოლო 40 წელი გაატარა ყვერების ფხანაში, შეადარო მამა კომპოზიტორს, რომლისთვისაც მუსიკა იყო მთელი ცხოვრება და სიკვდილის წინაც კი იმაზე ფიქრობდა, ოპერას ვერ ვამთავრებო? (აუფ, რა მხატვრულად გამომივიდა biggrin.gif) ხო ვიცით "დალაქი" რო არ დაეწერა როსინის, გაურკვეველია რომელ შახტაში ეგდებოდა. როსინის როცა ახსენებენ ასოცირდება სწორედ მაგ ოპერასთან და ფიგაროს არიასთან. თუ "ალჟირელი ქალიო" თუ რაღაცა როა, "კიბე", "ჩელერენტოლა" (biggrin.gif) და "ვილჰელმ ტელია" როსინი? biggrin.gif ყველა ოპერა ერთი მეორეზე ძლიერი ტაშფანდურა. მაგდენი ნაყარ-ნუყარა ოპერა ერთი მარტო დონიცეტის თუ აქ. ეგაა სამეფო კარი და ზაკაზები, წელიწადში 4-5 ოპერას როცა დაწერ, პროდუქტის ხარისხიც შესაბამისი იქნება. ვის ვადარებთ, რეებს ვწერთ, ეჰ... keh.gif თუმცა საცა შუბერტი ჯობია ვაგნერს მუსიკით, უკვე არაფერია გასაკვირი.

Posted by: Fitzcarraldo 2 Jun 2007, 22:14
Ocelot

ნაგლობა და რა ნაგლობა (სტილი შენია) როსინიმ მთელი შემოქმედება ბრწყინავს (ეს სიტყვა უხდება როსინის), მათ შორის შედევრებია სევილიელი, კონკია, მოსე, მოგზაურობა რეიმსში, იტალიელი ალჟირში და ვილჰელ ტელი, უვერტურების მთელი სერია - ასეთი წარმატებული ორკესტრი არც მანამდე (ბაროკოს არ ვგულისხმობ) და არც მერე აღარ ჰქონიათ იტალიელებს.

გარდა ამისა, როსინი და დონიცეტი სწრაფად რომ წერდნენ, ეს პარტიტურის დაწერის მაღალი ოსტატობის მაჩვენებელია, თორემ თემები ძირითადად მოფიქრებული ჰქონდათ, არც ექსპერიმენტატორები იყვნენ, რომ დიდხანს ეფიქრატ პარტიტურაზე.

კიდევ - როსინი მეტაშ-ფანდურე კი არა, პირიქით, ძალიან დახვეწილი სტილისტია, უფაქიზესი ნუანსებით, ვირტუოზული გაორკესტრებით, სალონურობა კი, ერთადერთი რაშიც შეიძლება დაადანაშაულო მისი ზოგიერთი ოპუსი, იმ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი. გულწრფელად მითხარი, სად ნახე ტაშ-ფანდური ვილჰელმ ტელში? იქნებ გავიწყდება რომ ანტიტაშ-ფანდურული არფითაა მთელი ოპერა გაჯერებული.

მალე შევხვდებით ყველანი, შენც მოხვალ და შეგარცხვენთ მე და შარლი და ლუკა და ბეკო და ინანა და კონტრალტო და ვაგნერიტე და როსინი biggrin.gif

Posted by: Charles IX 3 Jun 2007, 00:00
Ocelot
QUOTE
როგორ შეიძლება კომპოზიტორი, რომელმაც 1 ოპერის ხარჯზე მოიპოვა სახელი და ცხოვრების ბოლო 40 წელი გაატარა ყვერების ფხანაში, შეადარო მამა კომპოზიტორს, რომლისთვისაც მუსიკა იყო მთელი ცხოვრება და სიკვდილის წინაც კი იმაზე ფიქრობდა, ოპერას ვერ ვამთავრებო?

დავუშვათ მხოლოდ ერთი დაწერა. მაგრამ ის ერთი მთელ პუჩინის რომ ჯობს, იმას რაღა ვუყოთ?
მაგრამ როსინის მარტო სევილიელი არ დაუწერია - შენ ეტყობა არ მოგისმენია მისი შედევრები, უპირველეს ყოვლისა ვილჰელმ ტელი - ოპერის ისტორიაში ერთერთი უდიდესი ნაწარმოები. აღარაფერს ვამბობ სხვა ოპერებზე, რომლებიც აგერ ფიტც....პატრიკმა (biggrin.gif) ჩამოთვალა.
QUOTE
ყველა ოპერა ერთი მეორეზე ძლიერი ტაშფანდურა. მაგდენი ნაყარ-ნუყარა ოპერა ერთი მარტო დონიცეტის თუ აქ.

ტაშფანდურა უძახე და მელოდიურადაც უფრო ძლიერია პუჩინიზე, ჰარმონიულადაც, დრამატურგიულადაც...
თუმცა, სადაც "ლეგენდა პიანისტზე" მაგარი ფილმია, იქ როსინი და დონიცეტიც ნაყარ-ნუყარ ოპერებს წერდნენ... biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 3 Jun 2007, 00:12
ანონსი

ვაგნერით დამძიმებულებს ბენიამინო ჯილის Canti Sacri დესერტად!


Posted by: Ocelot- 3 Jun 2007, 00:25
Fitzcarraldo
QUOTE
მათ შორის შედევრებია სევილიელი, კონკია, მოსე, მოგზაურობა რეიმსში, იტალიელი ალჟირში და ვილჰელ ტელი

კონკიას და ტელს შორის რო 3 ოპერაა, ეგენი ძაან მომეწონა biggrin.gif მოდი ეხლა მოგცემ ერთ დავალებას. მონახე საიტი სადაც წერია რა ოპერები დადგმულა წამყვან თეატრებში და ამოწერე რამდენჯერ დაიდგა იქ "მოსე" ან "მოგზაურობა" biggrin.gif მერე შევადაროთ პუჩინის ოპერებს და ისე ვიმსჯელოთ. თორე აქ უკვე ერეკლე და ჩემი ..., ეს ბაზარიც აღარ მიდის, რაღაც სხვა კატეგორიაზე გადავდივართ biggrin.gif "ტოსკა" თურმე "კარგი" ოპერაა, "მოსე" კიდე შედევრი ყოფილა biggrin.gif
QUOTE
უვერტურების მთელი სერია - ასეთი წარმატებული ორკესტრი არც მანამდე (ბაროკოს არ ვგულისხმობ) და არც მერე აღარ ჰქონიათ იტალიელებს

ჯერ ერთი უვერტიურებით არ ისაზღვრება არაფერი. მოცარტს 40 წლით ადრე ქონდა მშვენიერი უვერტიურები. "ნორმას" რო უვერტიურა აქ ეგეთი ბევრს შეშურდეს, ასევე დონიცეტისაც აქვს ზოგი უვერტიურა, ვერდიზე აღარ ვლაპარაკობ. ვერისტული ოპერები ცოტა სხვა სტრუქტურისაა და იქ ეგეთი რამეები ნაკლებად მოუხდებოდა, თორე როგორმე პუჩინიც მოახერხებდა შესავალში კაი მუსიკის დაწერას.
QUOTE
გარდა ამისა, როსინი და დონიცეტი სწრაფად რომ წერდნენ, ეს პარტიტურის დაწერის მაღალი ოსტატობის მაჩვენებელია

მოიცა, პარტიტურა დავწერე? spy.gif უკაცრავად, ლიბრეტოში შემაშალა, თორე ეგ რა შუაში იყო.
QUOTE
კიდევ - როსინი მეტაშ-ფანდურე კი არა, პირიქით, ძალიან დახვეწილი სტილისტია, უფაქიზესი ნუანსებით, ვირტუოზული გაორკესტრებით

სტილისტი და ვიზაჟისტი კიდე biggrin.gif მუსიკაზე არ ვიძახი არაფერს. კაი მელოდიები აქ. მაგრამ ტაშფანდურა რო მიდის, მაგის გარჩევა ძაან ადვილია.
QUOTE
სად ნახე ტაშ-ფანდური ვილჰელმ ტელში?

ნუ ეხლა ერთი ნაწარმოებით არ წყდება არაფერი. მოცარტმა რო "რექვიემი" დაწერა მაგას სერიოზულ კომპოზიტორად არ უქცევია. იქაც გაქანებული ქორწილი მიდის biggrin.gif

Charles IX
QUOTE
დავუშვათ მხოლოდ ერთი დაწერა. მაგრამ ის ერთი მთელ პუჩინის რომ ჯობს, იმას რაღა ვუყოთ?

შენთვის შეიძლება ჯობდეს. შენ როგორც ვხედავ ძაან გიზიდავს ქორწილური სტრუქტურის მუსიკა biggrin.gif საცა "ფალსტაფი" ვერდის საუკეთესო ოპერაა, იქ უკვე არაფერია არაა გასაკვირი.
QUOTE
მაგრამ როსინის მარტო სევილიელი არ დაუწერია - შენ ეტყობა არ მოგისმენია მისი შედევრები

ზნაემ, ზნაემ, ვსიო ზნაემ. აი სწორედ მის სხვა "შედევრებშია" რამოდენიმე არია და უვერტიურა. დანარჩენი ამოტენილი უაზრო რეჩიტატივებით, გუნდებით, კვარტეტებით, არიებით და უაზრო სოპრანოების ფიორიტურებით.
QUOTE
ტაშფანდურა უძახე და მელოდიურადაც უფრო ძლიერია პუჩინიზე, ჰარმონიულადაც, დრამატურგიულადაც...

დრამატურგიას თავი დაანებე. არანაირად არ შეიძლება მაგაში შედარება. ის მაჟორია, ეს მინორი. სადაც როგორი იყო საჭირო ისეთი დრამატურგიაა. მელოდიურობას რაც შეეხება, ბრიტნი სპირსიც უფრო მელოდიურია პინკ ფლოიდთან შედარებით biggrin.gif რა მერე? პაპსა ყოველთვის უფრო მელოდიური იქნება. ეგრე ვაგნერი ვაბშე კომპოზიტორი არ ყოფილა biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 3 Jun 2007, 00:50
Ocelot-
QUOTE
ჯერ ერთი უვერტიურებით არ ისაზღვრება არაფერი. მოცარტს 40 წლით ადრე ქონდა მშვენიერი უვერტიურები. "ნორმას" რო უვერტიურა აქ ეგეთი ბევრს შეშურდეს, ასევე დონიცეტისაც აქვს ზოგი უვერტიურა, ვერდიზე აღარ ვლაპარაკობ. ვერისტული ოპერები ცოტა სხვა სტრუქტურისაა და იქ ეგეთი რამეები ნაკლებად მოუხდებოდა, თორე როგორმე პუჩინიც მოახერხებდა შესავალში კაი მუსიკის დაწერას.


უვერტურა ერთადერთი იტალიური საორკესტრო ჟანრია, ამიტომ სწორედაც რომ ისაზღვრება. მოცარტს რომ ჰქონდა, გასაგებია, მოცარტი სხვა განზომილებაა. ნორმას უვერტურა ასევე შედევრია, დონიცეტის არცერთი უვერტურა არაა სრულფასოვანი ნაწარმოები, ხოლო ვერდიმ მხოლოდ სამი სრულყოფილი უვერტურა დაწერა: ტრავიატა, ბედის ძალა და სიცილიური მწუხრი, რა თქმა უნდა ვერდის სხვა ამოცანა ჰქონდა და იმიტომ. აი პუჩინი კი საორკესტრო ჟანრში მოიკოჭლებს, აბა ერთი მაინც დამისახელე, მე ვერ ვიგონებ, თუმცა ტოსკაში ძალიან მიყვარს კავარადოსის მეორე არიის წინ, მესამე აქტის ლაიტმოტივზე შექმნილი კვარტეტი.

QUOTE
ნუ ეხლა ერთი ნაწარმოებით არ წყდება არაფერი. მოცარტმა რო "რექვიემი" დაწერა მაგას სერიოზულ კომპოზიტორად არ უქცევია. იქაც გაქანებული ქორწილი მიდის


მოცარტზე თუ რომ ამბობ, ჰაიდნზე რაღას იტყვი... ისე, მოცარტის მინორულ ნაწარმოებებს გადახედვა არ გაწყენდა, თუმცა ვხვდები რომ ნერვებს განზრახ გვიშლი, ასეთი უმეცარიც არ ხარ.

QUOTE
დრამატურგიას თავი დაანებე. არანაირად არ შეიძლება მაგაში შედარება. ის მაჟორია, ეს მინორი.


ანუ მაჟორული დრამატურგია არ არსებობოს? გამოდის, ტოსკამ, მიმიმ, ჩო ჩო სანმა და მანონმა ცრემთა ფრქვევა თუ არ მოაწყეს, დრამატურგიდ არ ჩაითვლება...

ახლა მივხვდი - შენ დრამის კაცი ხარ, შენ ბერგის "ვოცეკი" გეყვარება, იმ წუილისტი ბერგისbiggrin.gif


Posted by: Ocelot 3 Jun 2007, 01:34
Fitzcarraldo
QUOTE
უვერტურა ერთადერთი იტალიური საორკესტრო ჟანრია, ამიტომ სწორედაც რომ ისაზღვრება

უკაცრავად მაგრამ საორკესტრო ჟანრი მაგარი მკიდია იტალიურ მუსიკაში! სიმფონიური ნაწარმოების მოსმენა თუ მინდა მაგისთვის ავსტრო-გერმანული სკოლა არსებობს. ისეთი ოპერის პარტიტურა კიდე სადაც მარტო უვერტიურაა წესიერი, უნდა დაახვიო და გაუკეთო შემქმნელს უკან biggrin.gif იტალიურ ოპერაში ორკესტრი ვოკალის აკომპონირებით იყო დაკავებული და არა იმითი რო არიების დროს სასწაული თემების ხვევა ყოფილიყო. მაგისთვის ვაგნერი არსებობს.
QUOTE
ხოლო ვერდიმ მხოლოდ სამი სრულყოფილი უვერტურა დაწერა: ტრავიატა, ბედის ძალა და სიცილიური მწუხრი, რა თქმა უნდა ვერდის სხვა ამოცანა ჰქონდა და იმიტომ

QUOTE
აი პუჩინი კი საორკესტრო ჟანრში მოიკოჭლებს, აბა ერთი მაინც დამისახელე, მე ვერ ვიგონებ

ის გაშავებული მარტო ვერდის ეხება? biggrin.gif
QUOTE
მოცარტზე თუ რომ ამბობ, ჰაიდნზე რაღას იტყვი...

ოო, ძაან ცუდ რამეებს ვიტყვი biggrin.gif პროსტა თავს შევიკავებ. უფრო სწორედ ბევრი არც მომისმენია მაგისი. რაც მოვისმინე მაგის მერე აღარ გამჩენია მოსმენის სურვილი. ჯერ კომპოზიტორს 104 თუ 107 სიმფონია რო ექნება იქ უკვე გასაგებია ყველაფერი biggrin.gif ხო, ოპერებიც აქ საკმაოდ ბევრი. ალბათ "ტოსკაზე" ძლიერიც იქნება 1-2 biggrin.gif
QUOTE
ისე, მოცარტის მინორულ ნაწარმოებებს გადახედვა არ გაწყენდა

უკაცრავად მაგრამ რატო ვარდება ეს ხალხი იმის გაგონებაზე როცა რამეზე იტყვიან რო ტაშ-ფანდურაა? ხო არ ვიძახი რო ცუდია? უბრალოდ ქორწილია და შეეცი თუ გინდა biggrin.gif ზოგს ქორწ-ოპერა მოსწონს, ზოგს ვაგნერი, ზოგსაც პუჩინი. მოცარტის მინორს რაც შეეხება, ყველაზე ცნობილი ალბათ "რექვიემია". დანარჩენი მაგის შედევრებიდან თითქმის ყველაზე მაჟორია, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი.
QUOTE
ანუ მაჟორული დრამატურგია არ არსებობოს? გამოდის, ტოსკამ, მიმიმ, ჩო ჩო სანმა და მანონმა ცრემთა ფრქვევა თუ არ მოაწყეს, დრამატურგიდ არ ჩაითვლება...

ვერ გავიგე რა გინდა biggrin.gif მგონი დავწერე მაგაზე პასუხი. "დალაქში" რა დრამატურგიაც იყო საჭირო, ის ხუთიანზეა იქ შესრულებული, "ტოსკაში" კიდე როგორიც იყო საჭირო ისეთი დრამატურგიაა. E lucevan le stele-ზე მეტი რაღა ემოცია და დრამატურგია უნდა ჩაედო იმ არიაში? ან მე-2 აქტში, დაკითხვის სცენა როა, გინდა პირველი აქტი.
QUOTE
ახლა მივხვდი - შენ დრამის კაცი ხარ, შენ ბერგის "ვოცეკი" გეყვარება, იმ წუილისტი ბერგის

არა, ეგ Pathetikos-ს კითხე. მაგას უყვარს ეგეთები biggrin.gif

Posted by: THRaKaTTaK 3 Jun 2007, 01:43
არ მიყვარს ოპერა...

ხო, ხო, მოდით, დამცინეთ...

Posted by: Charles IX 3 Jun 2007, 12:19
Ocelot-
QUOTE
შენ როგორც ვხედავ ძაან გიზიდავს ქორწილური სტრუქტურის მუსიკა

არა ოცელ, მე კარგი მუსიკა მიზიდავს, და პუჩინი კი ვერ წერდა კარგ მუსიკას.
არ მახსოვს, ვინ თქვა (ვიღაც ძალიან დიდმა): "პუჩინი წერდა ცუდ მუსიკას, მაგრამ კარგ ოპერებს"...
QUOTE
როგორმე პუჩინიც მოახერხებდა შესავალში კაი მუსიკის დაწერას.

ვერ მოახერხებდა. რომ მოეხერხებინა - დაწერდა!!!
QUOTE
საცა "ფალსტაფი" ვერდის საუკეთესო ოპერაა,

ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, რომ ფალსტაფი ვერდის საუკეთესო ოპერაა - ერთერთ საუკეთესოსა და საუკეთესოს შორის განსხვავებაა.
მეორეც, იმის თქმა, რომ ფალსტაფის შემდეგ მივხვდი რა დონის კომპოზიტორია ვერდი, არ ნიშნავს ამ ოპერის მის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარებას.
მესამე - ვერდის საუკეთეოს ოპერა IMHO აიდაა...
QUOTE
მოცარტმა რო "რექვიემი" დაწერა მაგას სერიოზულ კომპოზიტორად არ უქცევია. იქაც გაქანებული ქორწილი მიდის

wow.gif ამას სერიოზულად ამბობ? თუ კი, მაშინ საუბარს არანაირი აზრი არა აქვს - უბრალოდ არ გესმის მუსიკა!
QUOTE
სტილისტი და ვიზაჟისტი კიდე

შენ სტილისტი პარიკმახერი გგონია? lol.gif
QUOTE
დრამატურგიას თავი დაანებე. არანაირად არ შეიძლება მაგაში შედარება. ის მაჟორია, ეს მინორი. სადაც როგორი იყო საჭირო ისეთი დრამატურგიაა.

დრამატურგია რა არის თუ იცი? რა შუაშია მაჟორ-მინორი?
QUOTE
მელოდიურობას რაც შეეხება, ბრიტნი სპირსიც უფრო მელოდიურია პინკ ფლოიდთან შედარებით  რა მერე? პაპსა ყოველთვის უფრო მელოდიური იქნება.

დიდი ოპერა მელოდიურობის, ჰარმონიულობის და დრამატურგიის სრულყოფილი ნაზავია.
QUOTE
ეგრე ვაგნერი ვაბშე კომპოზიტორი არ ყოფილა

საწყალი ვაგნერი - მელოდიების წერა არ შეეძლო... lol.gif
THRaKaTTaK
QUOTE
არ მიყვარს ოპერა...

მერე დაგაძალა ვინმემ ან მოსმენა ან ოპერის თემაში პოსტვა?

Posted by: Tiko-Tiko 3 Jun 2007, 12:37
Fitzcarraldo
QUOTE
მალე შევხვდებით ყველანი, შენც მოხვალ და შეგარცხვენთ მე და შარლი და ლუკა და ბეკო და ინანა და კონტრალტო და ვაგნერიტე და როსინი 


არცხვინეთ,არცხვინეთ,მე კიდევ დავჯდები და მუსიკას მოვუსმენ yes.gif biggrin.gif
კარგია,შიგადაშიგ აქაც რომ ყრი ლინკებს biggrin.gif



Posted by: Contralto 3 Jun 2007, 13:27
აბა, ხელები შორს როსინისგან!!!! ხელები შროს-მეთქი!!!!!!!!! დუტ, მამა-მამა!

ცემს საყვარელ კომპოზიტორს (ოპერისთებიდან biggrin.gif) ვინ უბედავს უდიერად მოხსენიებას!!!!

"ტანკრედის" მოსმენის შემდეგ თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ როსინი ვერაა ჯანზე... რა ვიცი,რა ვიცი... მარტო ტანკრედის აქვს ოპერაში მინიმუმ 6 არია და ყველა ერთი-მეორეზე გადასარევია! სხვა პარტიებზე არაფერს ვამბობ, ულამაზესი არიები აქვს ამენაიდესაც!!!!!! ანსამბლების მამაა საერთოდ! უგადასარევესი ანსამბლები აქვს ყველგან (თითქმის ყველა ოპერაში, რომელიც მომისმენია). სევილიელიდან ფიგაროს არიაა ყველაზე ცნობილიო, რომ იზახით, მერედა, ეგ რატომაა როსინის ბრალი? biggrin.gif ვახ, სასწაული თუ გინდა...

ისე, ოცელ, შენ რომ ამბობ, ყველაზე ხშირად პუჩინი იდგმება და ამიტომ ყველაზე უკეთესი პუჩინიაო... ვერ დაგეთანხმები მთლად ბოლომდე... ყველაზე ხშირად დადგმული ოპერა მსოფლიოში ბიზეს "კარმენია", მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რომ ბიზე საუკეთესოა? აბა, გულზე ხელი დაიდე და მიპასუხე biggrin.gif

ისე, "ტოსკას" სიყვარულში გიერთდები, ნამდვილი შედევრია და არასოდეს მბეზრდება მისი სმენა. ასეთი შეკრული და მთლიანი ოპერა სხვა იშვიათად მეგულება. აი, "ბოჰემას" თავიდან ბოლომდე ჩემმა მტერმა უსმინდა biggrin.gif გინდა - ბატერფლაის sad.gif კაშმარ... "ტურანდოტი" კიდევ ჟღრიალია sad.gif მაგრამ სევდაააა... ოოო, სევდა გადასარევი ოპერაა! არაჩვეულებრივი (ნუ, ცემი მოკრძალებული აზრით, რასაკვირველია).

ხოდა, ისევ ვიმეორებ: ხელები შორს როსინისგან!!!! მუსიკალური თვალსაზრისით არც დაიგინოს არცერთმა იტალიელმა ოპერისტმა ასეთი მშვენიერება. ვოტ ტაკ ვოტ!

და კიდევ გაუმარჯოს ბელინის! (ეს რა შუაში იყო, მაგრამ მაინც biggrin.gif)

Posted by: Fitzcarraldo 3 Jun 2007, 13:29
Contralto
QUOTE
ისე, ოცელ, შენ რომ ამბობ, ყველაზე ხშირად პუჩინი იდგმება


არა, ეგ ამბობს რომ ყველაზე ხშირად პუჩინი იდგმე

biggrin.gif

Posted by: Tiko-Tiko 3 Jun 2007, 15:35
Contralto
QUOTE
და კიდევ გაუმარჯოს ბელინის! (ეს რა შუაში იყო, მაგრამ მაინც )

yes.gif
ასევე ყველა ფუნთუშიდანქიშმიშისამომკენკავს wink.gif

Posted by: Ocelot 3 Jun 2007, 17:30
Charles IX
QUOTE
არ მახსოვს, ვინ თქვა (ვიღაც ძალიან დიდმა): "პუჩინი წერდა ცუდ მუსიკას, მაგრამ კარგ ოპერებს"...

მაგარი მოზგი ყოფილა ის ვიღაცა!
QUOTE
ვერ მოახერხებდა. რომ მოეხერხებინა - დაწერდა!!!

ვერდიმ რატო არ დაწერა სამ უვერტიურაზე მეტი? ვერ შეძლო? biggrin.gif
QUOTE
ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, რომ ფალსტაფი ვერდის საუკეთესო ოპერაა

როგორ არ გითქვავს როცა გითქვავს biggrin.gif ეხლა ნუ ამომაქექინებ ძველ პოსტებს. თუმცა ალბათ იმჰო-ს მოაყოლებდი.
QUOTE
მეორეც, იმის თქმა, რომ ფალსტაფის შემდეგ მივხვდი რა დონის კომპოზიტორია ვერდი, არ ნიშნავს ამ ოპერის მის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარებას

კი, მაგრამ უკვე არასწორი მიდგომაა. ვერდიმ საკმარისად დაწერა შედევრები და მაგ "მეისტერცინგერების" იტალიური რემიქსის მერე არ შეიძლება იმის თქმა რო, თურმე ეხლა გავიგე რა დონე ყოფილაო.
QUOTE
მოცარტმა რო "რექვიემი" დაწერა მაგას სერიოზულ კომპოზიტორად არ უქცევია. იქაც გაქანებული ქორწილი მიდის 

ამას სერიოზულად ამბობ? თუ კი, მაშინ საუბარს არანაირი აზრი არა აქვს - უბრალოდ არ გესმის მუსიკა!

ხო, აქ ცოტა გაუგებრად დავწერე. წესით მაინც უნდა მიმხვდარიყავი რო "რექვიემზე" არ ვიტყოდი ქორწილია თქო biggrin.gif პახარონნი მესა შეუძლებელია მაჟორი იყოს. მოცარტის სხვა ცნობილი ნაწარმოებები ვიგულისხმე.
QUOTE
დრამატურგია რა არის თუ იცი? რა შუაშია მაჟორ-მინორი?

შუაში კი არა თავშია! დრამატურგიულად "ტოსკას" "დალაქი" ჯობიაო, თუ რაღაც ასეთი დაიწერა და სისულელეა მაგ ორის შედარება. ორივეგან დრამატურგია ხუთიანზეა. უბრალოდ ბუფას დრამატურგია როგორ უნდა შეადარო ვერისტული ოპერისას, ეგ არ მესმის biggrin.gif
QUOTE
დიდი ოპერა მელოდიურობის, ჰარმონიულობის და დრამატურგიის სრულყოფილი ნაზავია

ეგ იმ ბუმბერაზმა პიროვნებამ ხო არ თქვა ვინც პუჩინიზე დაწერა ის ჭკვიანური აზრი? biggrin.gif "ტოსკა" რატოა მაშინ აღიარებული დიდ ოპერად თუ რომელიმე აკლია მაქედან? ხო, "მოსე და არონზე" ითქმის ეგ biggrin.gif სრულყოფილი ნაზავია მაგ კომპონენტების და იმიტომაცაა რო დაწერის დღიდან სუ 5-ჯერ დაიდგა.

Contralto
QUOTE
ისე, ოცელ, შენ რომ ამბობ, ყველაზე ხშირად პუჩინი იდგმება და ამიტომ ყველაზე უკეთესი პუჩინიაო...

აბა მანახე სასწრაფოდ სად დავწერე ესეთი რამ biggrin.gif არაა საჭირო წინადადებების გადაკეთება.
QUOTE
ყველაზე ხშირად დადგმული ოპერა მსოფლიოში ბიზეს "კარმენია", მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რომ ბიზე საუკეთესოა?

"კარმენი" რო ერთ-ერთი შედევრია მაგას არ ჭირდება დიდი ფილოსოფია, შესაბამისად იდგმევა კიდევაც ხშირად. ყველაზე მეტჯერ არ ვიცი ეგ დაიდგა თუ არა. როგორც ვიცი "ბოჰომაა" ყველაზე პოპულარული. სეზონში 10-ჯერ და ზოგჯერ მეტჯერაც იდგმევა. როსინის "დალაქი" კიდე იმიტომაა ყველაზე პოპულარული, რო ხალხს სწორედ ეგ მოსწონს ყველაზე მეტად. "ტანკრედის" ის არიები შეიძლება შენ მოგეწონოს და კიდე ვიღაცას, მაგრამ ოპერის პოპულარობას გლობალური აზრი განაპირობებს და არა კინკილა ხალხის აზრი biggrin.gif
QUOTE
ასეთი შეკრული და მთლიანი ოპერა სხვა იშვიათად მეგულება

აი ეგა ხარ biggrin.gif მეც მანდა ვარ. "ოტელო" რო ოტელოა იქაც არი რაღაც შეთხრილი თემები. "ტოსკა" კიდე ერთადერთი ოპერაა რომელშიც ყველა თემა ნარჩევია.
QUOTE
"ტურანდოტი" კიდევ ჟღრიალია

ელაპარაკე ეხლა ამას! და ლიგეტია "მუსიკა" ხო? biggrin.gif

Posted by: Charles IX 4 Jun 2007, 11:43
Ocelot
QUOTE
ვერდიმ რატო არ დაწერა სამ უვერტიურაზე მეტი? ვერ შეძლო?

ვერდის სამი მეტია, თუ პუჩინის არცერთი? biggrin.gif
QUOTE
ვერდიმ საკმარისად დაწერა შედევრები და მაგ "მეისტერცინგერების" იტალიური რემიქსის მერე არ შეიძლება იმის თქმა რო, თურმე ეხლა გავიგე რა დონე ყოფილაო.

ვერდის შედევრებზე მელაპარაკები? და ის რომ ფალსტაფის მერე ვთქვი, რომ არ ვიცოდი რა დონის კომპოზიტორია ვერდი, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე მეგონა - კარგი კომედიის, მით უმეტეს კომიკური ოპერის დაწერა არც ისე ადვილია, როგორც შენ გგონია. ფალსტაფის მერე ბევრად უფრო მრავალფეროვანი გამოჩნდა ვერდის შემოქმედება!
QUOTE
ხო, აქ ცოტა გაუგებრად დავწერე. წესით მაინც უნდა მიმხვდარიყავი რო "რექვიემზე" არ ვიტყოდი ქორწილია თქო

მე მაგაზე არ მითქვამს - აი ამაზე ვთქვი:
QUOTE
მაგას სერიოზულ კომპოზიტორად არ უქცევია

ადამიანი მოცარტზე რომ იტყვის სერიოზული კომპოზიტორი არ არისო - იმას უბრალოდ არ ესმის მუსიკა!

და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელოვნების შეფასებაში ყველა ადამიანი სუბიექტურია. ჩემთვის ამ სფეროში ავტორიტეტი არ არსებობს, და მხოლოდ იმიტომ, რომ ტოსკა აღიარებულია დიდ ოპერად, არ ვიტყვი რომ ის მომწონს - რა ვქნა, არ მომწონს!

Posted by: Contralto 4 Jun 2007, 12:41
Charles IX
Ocelot
ჰა, თქვით ახლა, რომელს გაჩუქოთ ზემორეხსენებული "ბოჰემა"? დავიბენი უკვე და აღარ მახსოვს, ვის მოსწონს და ვის არა biggrin.gif

Posted by: Ocelot 4 Jun 2007, 12:56
Charles IX
QUOTE
ვერდის სამი მეტია, თუ პუჩინის არცერთი?

მეტობაზე არაა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რო პუჩინის ორჯერ ნაკლები ოპერა აქ და იქ 2 ინტერმეცო მაინცაა, თითქმის ერთი შუშუ გამოდის biggrin.gif ასევე იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება თითონ ოპერაში რა თემებია.
QUOTE
და ის რომ ფალსტაფის მერე ვთქვი, რომ არ ვიცოდი რა დონის კომპოზიტორია ვერდი, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე მეგონა

ეს ისევ შენი სუბიექტური აზრია. ვერდის რო არ დაეწერა ეგ ოპერა და ბოლო შედევრად "ოტელო" დარჩენილიყო მაგის ავტორიტეტს მაგით არაფერი არ დააკლდებოდა. ცოტა თემას გადავუხვიოთ და ისიც ვაღიაროთ რო თუ ბუფაზე მიდგა საქმე, "ფალსტაფი" მუსიკალურად ჩამოუვარდება "დალაქსაც" და "ნექტარსაც". შეგიძლია დამისახელო იქიდან არიები და კვარტეტები, რომელებიც ამ ორისას შეედრება? ისიც ვთქვათ რო ვერდი უკვე იმ დროს საკმაოდ ასაკში იყო და იმ დროს უკვე ტვინი იმ დონეზე აღარ უმუშავდებდა biggrin.gif რო მაგ ასაკში ისეთ ჟანრში შეექმენა რამე ღირებული რომელშიც ჯერ არ დაუწერია. ასევე ის რო 80-ბის ბოლოს ბუფების დრო აღარ იყო. მაშინ უკვე სხვა მუსიკას წერდნენ. შენი აზრით იმ პერიოდში არ დაიბადა ისეთი კომპოზიტორი ვინც ჰაიდნის სტრუქტურის და ჟღერადობის მუსიკას დაწერდა? არა, უბრალოდ მაგის დრო აღარ იყო. სხვა ეპოქაა, სხვა აზროვნება, სხვა დატვირთვა და ა.შ.
QUOTE
ადამიანი მოცარტზე რომ იტყვის სერიოზული კომპოზიტორი არ არისო - იმას უბრალოდ არ ესმის მუსიკა!

ეს ჩემი სუბიექტური შეფასებით დავწერე. სიტყვა "სერიოზული" ჩემებური გაგებითაა დაწერილი. "ფიგაროს ქორწინება" შენი აზრით სერიოზული ოპერაა? biggrin.gif ჩემი აზრით არა. ან თურქული მარში, სერენედა და კიდე ბევრი სხვა შედევრი. კი, ძაან მელოდიურია და კარგია, მაგრამ სერიოზული სუ სხვაა. არ შეიძლება ვაგნერსაც სერიოზული ვუწოდოთ და მოცარტსაც. ჩემთვის სერიოზული მუსიკა სხვანაირთან ასოცირდება. "დალაქი" სერიოზული ოპერაა? ან "ნექტარი"? მიდის მხიარული ტრალი-ვალი. იმიტომაცაა რო ზოგი თემა მაქედან ბევრ ისეთ ადამიანს მოსწონს, ვინც საერთოდ კლასიკური მუსიკის აზზე არაა.
QUOTE
და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელოვნების შეფასებაში ყველა ადამიანი სუბიექტურია. ჩემთვის ამ სფეროში ავტორიტეტი არ არსებობს, და მხოლოდ იმიტომ, რომ ტოსკა აღიარებულია დიდ ოპერად, არ ვიტყვი რომ ის მომწონს - რა ვქნა, არ მომწონს!

alk.gif
შენ კარგად იყავი! ალბათ გეცოდინება რო მეც ბევრი აღიარებული რამ არ მომწონს biggrin.gif

Contralto
QUOTE
ჰა, თქვით ახლა, რომელს გაჩუქოთ ზემორეხსენებული "ბოჰემა"? დავიბენი უკვე და აღარ მახსოვს, ვის მოსწონს და ვის არა

მოწონებით ორივეს მოგვწონს, შეიძლება ცოტა უფრო მეტად მე, მაგრამ შარლისთვის დამითმია biggrin.gif

Posted by: Charles IX 4 Jun 2007, 15:51
Ocelot
QUOTE
ცოტა თემას გადავუხვიოთ და ისიც ვაღიაროთ რო თუ ბუფაზე მიდგა საქმე, "ფალსტაფი" მუსიკალურად ჩამოუვარდება "დალაქსაც" და "ნექტარსაც". შეგიძლია დამისახელო იქიდან არიები და კვარტეტები, რომელებიც ამ ორისას შეედრება?

ფალსტაფი არ არის ოპერა-ბუფა - ის კომიკური ოპერაა. ჩემი აზრით, ასეთი კომიკური ოპერა არავის დაუწერია.
რაც შეეხება თავად ფრაგმენტებს - ფალსტაფში სხვა რომ არაფერი იყოს, გარდა ფინალური ნონეტი-ფუგისა, მაინც გენიალური ნაწარმოები იქნებოდა!!!
QUOTE
"ფიგაროს ქორწინება" შენი აზრით სერიოზული ოპერაა?

ნამდვილად სერიოზული ოპერაა!
რა კომედია არ სეიძლება სერიოზული იყოს?
QUOTE
არ შეიძლება ვაგნერსაც სერიოზული ვუწოდოთ და მოცარტსაც.

რატომ? იმიტომ რომ ვაგნერი უფრო "მძიმეა"???
მოცარტზე სერიოზული კომპოზიტორი ამ ქვეყნად არ დაბადებულა!!!
მოცარტი მუსიკის ღმერთია!
QUOTE
იმიტომაცაა რო ზოგი თემა მაქედან ბევრ ისეთ ადამიანს მოსწონს, ვინც საერთოდ კლასიკური მუსიკის აზზე არაა.

აი სწორედ ეგაა დიდი მუსიკის უპირველესი კრიტერიუმი - რომ ის ყველას მოსწონს, მიუხედავად მისი ინტელექტისა და გემოვნებისა!!!

Posted by: Fitzcarraldo 4 Jun 2007, 15:55
Ocelot
QUOTE
თუ ბუფაზე მიდგა საქმე, "ფალსტაფი" მუსიკალურად ჩამოუვარდება "დალაქსაც" და "ნექტარსაც".


არ ჩამოუვარდება, პირიქით, მეტიცაა და რაც მთავარია პრინციპულად სხვა კომიზმია, მუსიკა აქ დრამატურუგიის სამსახურშია. ოცელოტ, XIX საუკუნის დასასრულის მუსიკისთვის, განსაკუთრებით ვაგნერის გავლენის მერე აღარაა აქტუალური მელოდიური ხაზების შექმნა (რაც ვერდისთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა), სწორედ ამიტომ უჭირს გაუწაფავ ყურს ოტელოსა და ფალსტაფის მოსმენა, ისევე როგორც ვაგნერის მუსიკისა.

აქედან დასკვნა: შენ ხარ ცალმხრივად განვითარებული მსმენელი, რომელსაც მუსიკის მრავალფეროვან სამყაროში, მხოლოდ ერთი მიმართულება აინტერესებს.



Posted by: Contralto 4 Jun 2007, 16:28
QUOTE
შენ ხარ ცალმხრივად განვითარებული მსმენელი


ოცელოტ, ჩიტის გული ვერ მოითმენდა biggrin.gif

Posted by: Ocelot 5 Jun 2007, 01:05
Charles IX
QUOTE
ფალსტაფი არ არის ოპერა-ბუფა - ის კომიკური ოპერაა

Последнее творение Верди великолепно завершает линию развития итальянской оперы-буффа, начатую "Севильским цирюльником" Россини.
ისე ხო ვერ ამიხსნი რა განსხვავებაა მაგ ორს შორის? boli.gif
QUOTE
რაც შეეხება თავად ფრაგმენტებს - ფალსტაფში სხვა რომ არაფერი იყოს, გარდა ფინალური ნონეტი-ფუგისა, მაინც გენიალური ნაწარმოები იქნებოდა!!!

მასობრივად არც ისე ცნობილი უნდა იყოს ეგ რაღაც, განსხვავებით ფიგაროს, როზინას, ბაზილიოს და ნემორინოს არიებისგან. მთლიანობაში გაცილებით ნაკლები დასამახსოვრებელი და შედევრი არიაა, ვიდრე იმ ოპერებში. მაგის უარყოფა სისულელეა.
QUOTE
ნამდვილად სერიოზული ოპერაა!
რა კომედია არ სეიძლება სერიოზული იყოს?

ჰო, რავიცი. პრინციპში ჯერ ისიც ვერ გავიგე შენ "მუსიკას" რას ეძახი და სერიოზულ ოპერებს რითი ახარისხებ ეგეც არ ვიცი. მაშინ არასერიოზული კომედია რას ქვია? biggrin.gif და რა არის "ფიგაროში" სერიოზული?
QUOTE
რატომ? იმიტომ რომ ვაგნერი უფრო "მძიმეა"???

ეგ ერთ-ერთი უმნიშვნელო მიზეზია, მაგრამ არა უმთავრესი. აქ ლაპარაკია მუსიკის მრავალფეროვნებაზე და მის სტრუქტურაზე. ვაგნერს რო კაცი მოუსმენს ვერ იტყვის რო ტაშ-ფანდურააო, აი მოცარტის მოსმენის მერე კიდე ბევრს შეიძლება გაუჩნდეს ეგ აზრი. ასევე მოცარტის მუსიკა უფრო მარტივია და ადვილად აღსაქმელი.
QUOTE
მოცარტზე სერიოზული კომპოზიტორი ამ ქვეყნად არ დაბადებულა!!!

კი კაცო biggrin.gif
QUOTE
აი სწორედ ეგაა დიდი მუსიკის უპირველესი კრიტერიუმი - რომ ის ყველას მოსწონს, მიუხედავად მისი ინტელექტისა და გემოვნებისა!!!

ამით შენ ნაწილობრივ შენ თავსვე ეწინააღმდეგები. მაშინ რა ვუყოთ ვერდის ოპერებს, რომლებიც ძირითადში მარტო კლასიკის მსმენელებს მოეწონებათ? ან ვაგნერს, რომელსაც კიდე უფრო ნაკლები მსმენელი ყავს. ე.ი. აღარაა დიდი მუსიკა იმიტო რო ბრიტნი სპირსის ფანებს არ მოსწონთ? biggrin.gif სხვათაშორის ამ უკანასკნელს რაც შეეხება. მისი მუსიკა საკმაოდ ბევრს მოსწონს და არა მარტო პაპსავიკებს. ე.ი. ეგეც სადღაც ახლო ყოფილა დიდ მუსიკასთან biggrin.gif არა შარლ, კლასიკური მუსიკის დონე იმით არ ისაზღვრება როცა იგი ყველას მოსწონს. მანდ სხვა კრიტერიუმებია. ყველას კიდე რაც მოსწონს მაგას თანამედროვე ენაზე "პაპსა" ქვია. არ შეიძლება საესტრადო მუსიკის მსმენელმა შეაფასოს კლასიკური მუსიკა. ამ უკანასკნელს მეტ-ნაკლებად ჩაღრმავება და გაგება ჭირდება, რის გაკეთებასაც იმ კატეგორიის მსმენელები ვერ შეძლებენ. მარტო იმით შეფასება "მოუსმინა და მოეწონა" არ შეიძლება.

Fitzcarraldo
QUOTE
არ ჩამოუვარდება, პირიქით, მეტიცაა

არაა საჭირო ესეთი რამეების წერა biggrin.gif
QUOTE
XIX საუკუნის დასასრულის მუსიკისთვის, განსაკუთრებით ვაგნერის გავლენის მერე აღარაა აქტუალური მელოდიური ხაზების შექმნა

ალბათ შონბერგიც ეგრე ფიქრობდა biggrin.gif
QUOTE
სწორედ ამიტომ უჭირს გაუწაფავ ყურს ოტელოსა და ფალსტაფის მოსმენა, ისევე როგორც ვაგნერის მუსიკისა

"ოტელოს" მოსმენა არანაირად არ გამჭირვებია და ნუ შეიყვან ამ ოპერას იმ კატეგორიაში სადაც "მელოდიური ხაზები" არაა. ვაგნერის მოსმენა კიდე სხვა მიზეზის გამო "მიჭირს". ჯერ ერთი ის რო არ მიყვარს უთავბოლო ოპერები და მეორე ის რო ვოკალის პარტიები არ მომწონს, ოპერას კიდე სწორედ მაგის გამო ვუსმენ. აბა მარტო მუსიკა თუ მინდა სიმფონიებიც არსებობს. რა ვქნა, ოპერების ჩემებური შეფასების სისტემა მაქ.
QUOTE
შენ ხარ ცალმხრივად განვითარებული მსმენელი, რომელსაც მუსიკის მრავალფეროვან სამყაროში, მხოლოდ ერთი მიმართულება აინტერესებს

ვაიმე, რაღა მეშველება biggrin.gif და რას ეძახი შენ იმ "ერთ მიმართულებას"? მე თითქმის ყველა დიდ კომპოზიტორს ვუსმენ, გამონაკლისი მარტო მე-20 საუკუნის მუსიკაა, რომლისთვისაც ეგ სიტყვა საერთოდ არ მემეტება. თუ მრავალმხრივად განვითარებულ მსმენელებს ისეთებს უწოდებენ ვინც მაგ მარაზმს უსმენს, მაშინ ისევ მირჩევნია დავრჩე ასე "ცალმხრივად განვითარებული".

Posted by: Charles IX 5 Jun 2007, 01:46
Ocelot
QUOTE
ხო ვერ ამიხსნი რა განსხვავებაა მაგ ორს შორის?

ოპერა-ბუფას თავის სტანდარტები აქვს, რომლებშიც ფალსტაფი ვერანაირად ვერ ჯდება.
QUOTE
მასობრივად არც ისე ცნობილი უნდა იყოს ეგ რაღაც, განსხვავებით ფიგაროს, როზინას, ბაზილიოს და ნემორინოს არიებისგან. მთლიანობაში გაცილებით ნაკლები დასამახსოვრებელი და შედევრი არიაა, ვიდრე იმ ოპერებში. მაგის უარყოფა სისულელეა.

ოცელ, ეს ჩვენთან არაა ფალსტაფი მასობრივად ცნობილი, რადგან სუსურუკუში პრაქტიკულად არც იდგმებოდა. თორემ ვთქვათ იტალიაში ერთერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა.
მეორეს მხრივ, ოპერის სიდიდე არ განისაზღვრება მისი არიების და დუეტების პოპულარობით და დასამახსოვრებლობით - მთლიანობაშია ფალსტაფი გენიალური!
QUOTE
და რა არის "ფიგაროში" სერიოზული?

ყველაფერი, გარდა კომიკური სიუჟეტისა. და ეს "გარდაც" ზალიან პირობითია, რადგან ფიგაროს სიუჟეტი, მიუხედავად მისი კომიკურობისა, ძალიან სერიოზულია და თავის დროზე უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხმაურებოდა. ტყუილად არ კრძალავდნენ ჯერ ბომარშეს პიესებს და სემდეგ მათ მიხედვით სექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს ძლიერნი ამა ქვეყნისანი.
QUOTE
აქ ლაპარაკია მუსიკის მრავალფეროვნებაზე და მის სტრუქტურაზე. ვაგნერს რო კაცი მოუსმენს ვერ იტყვის რო ტაშ-ფანდურააო, აი მოცარტის მოსმენის მერე კიდე ბევრს შეიძლება გაუჩნდეს ეგ აზრი.

გინდა თქვა, რომ მოცარტის მუსიკა ერთფეროვანია და სტრუქტურულად არასრულყოფილი?
QUOTE
მოცარტის მუსიკა უფრო მარტივია და ადვილად აღსაქმელი.

და შენ გგონია, რომ ეს მოცარტის ნაკლია?
სწორედ რომ პირიქით, რადგან სისადავე, სიმართლე და ბუნებრიობაა ხელოვნებაში გენიალურის აუცილებელი და საკმარისი პირობა! მოცარტზე სადა, მართალი და ბუნებრივი მუსიკა კი ამ ქვეყმად არვის შეუქმნია!!!
QUOTE
ყველას კიდე რაც მოსწონს მაგას თანამედროვე ენაზე "პაპსა" ქვია. არ შეიძლება საესტრადო მუსიკის მსმენელმა შეაფასოს კლასიკური მუსიკა.

რატომ? მუსიკა მუსიკაა! პრიმიტიული პაპსა ბევრად უფრო პოპულარულია, მაგრამ...
რა თქმა უნდა, არსებობს რთული მუსიკა, რომელსაც გარკვეული მომზადება, ხშირად გონების დაძაბვა და ინტელექტუალური შრომა სჭირდება, მაგრამ ეს ყველა ჟანრში შეიძლება იყოს - რა, პინკ ფლოიდი ყველას მოეწონება, ან ვთქვათ ჩარლი პარკერი?
აქ სხვა პრობლემა უფროა - ადამიანებს ფიქრი ეზარებათ, მზამზარეული და დაღეჭილი ურჩევნიათ...
მაგრამ, მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მოუსმენია ვთქვათ მოცარტის მე-40 სიმფონია, ან ბეთჰოვენის ზაზუნა და არ მოსწონებია. სადა, მართალი და ბუნებრივია ეს მუსიკა და იმიტომ!

Posted by: Fitzcarraldo 5 Jun 2007, 02:32
ოცელ!

შენ რატომ არ დადიხარ ჩვენს ვაგნერიანაზე?

მოდი, გაგვიცანი და მოუსმინე

ნუ გრცხვენია

Posted by: Ocelot- 5 Jun 2007, 02:56
Charles IX
QUOTE
ოპერა-ბუფას თავის სტანდარტები აქვს, რომლებშიც ფალსტაფი ვერანაირად ვერ ჯდება

კარგი, იყოს ეგრე. აღარ ჩაგეძიები იმის გარკვევაში თუ რა სტანდარტებია ეგ. მაგაზე არც ვსაუბრობდით.
QUOTE
ოცელ, ეს ჩვენთან არაა ფალსტაფი მასობრივად ცნობილი, რადგან სუსურუკუში პრაქტიკულად არც იდგმებოდა

და იქნებ ეგ ოპერის გამართლებაზე კი არა პირიქით მის არც თუ ისე კაი ხარისხზე მეტყველებს? სსრკ-ს თავის დროზე ნახევარი პლანეტა ეკავა და ამხელა ქვეყანაში რო ეს ოპერა იშვიათად იდგმევოდა (თან ასეთი კომპოზიტორის), იქნებ ეგ იმაზე მეტყველებს რო ხალხს არ მოსწონდა დიდად? მაგ ქვეყანაში კიდე უამრავი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა და ყველაზე ვერ ვიტყვით რო უგემოვნოები იყვნენ, მუსიკალური ინტელექტი აკლდათ ან თითონ არ ყავდათ დიდი კომპოზიტორები და მუსიკალური ტრადიციები არ გააჩნდათ. მგონი ესეც საკმაოდ საკამათო საკითხია. დიდი ოპერები ყველგან იდგმევა. ეგრე ზაქროს "დაისი" აქაა პოპულარული.
QUOTE
მეორეს მხრივ, ოპერის სიდიდე არ განისაზღვრება მისი არიების და დუეტების პოპულარობით და დასამახსოვრებლობით - მთლიანობაშია ფალსტაფი გენიალური!

ესეც საკამათო და უცნაური განმარტებაა.
QUOTE
ყველაფერი, გარდა კომიკური სიუჟეტისა

ბორის გრებენშიკოვის ლირიკაზე ვსაუბრობთ? biggrin.gif როდის აქეთ გახდა ტექსტები და სიუჟეტი ოპერის სერიოზულობის დადგენის კრიტერიუმი? სერიოზულობა მარტო სიუჟეტში არ გამოიხატება. მაგას მუსიკალურ ენაზე გადმოცემა ჭირდება, რო კაცმა ეგ იგრძნოს. ელემენტარული მაგალითი. ჩაურთე დამწყებ მსმენელს "ფიგარო" და მერე "ოტელო", ოპერის სახელები არ უთხრა. რომელზე იტყვის რო უფრო სერიოზულია ალბათ ორივემ ვიცით. "ფიგაროში" მუსუკა არ გადმოსცემს მაგ სერიოზულობას, მაგაშია საქმე. მიდის მხიარული მელოდიები. იმედია გასაგებად დავწერე.
QUOTE
გინდა თქვა, რომ მოცარტის მუსიკა ერთფეროვანია და სტრუქტურულად არასრულყოფილი?

ერთფეროვანიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა აქვს ეგ მინუსიც. თუმცა ეგ არაა დიდი ნაკლი, იმიტო რო ეგ ბევრს ქონდა. სტრუქტურულ არასრულყოფილებაზე ენა ნამდვილად არ მომიბრუნდება biggrin.gif სერიოზული მუსიკის სტრუქტურა ვიგულისხმე და ის თუ რითი განსხვავდება იგი მხიარული მუსიკისგან. წინა ციტირების პასუხს განვავრცობ. ჩართე "ფიგარო", "დალაქი", "ნექტარი" და მერე "ტრისტანი", "ოტელო", "კარმენი". მგონი მელოდიურად რადიკალურად განსხვავდება პირველი სამი ბოლოსგან და სიმძიმე აქ არაფერ შუაშია. აი ამ მუსიკალური სტრუქტურის განსხვავებაზე ვსაუბრობდი.
QUOTE
და შენ გგონია, რომ ეს მოცარტის ნაკლია?

რა თქმა უნდა არა.
QUOTE
რატომ? მუსიკა მუსიკაა!

ეს იმ ციტატიდან რომელ წინადადებას მიესადაგება, პირველს თუ მეორეს?
QUOTE
პრიმიტიული პაპსა ბევრად უფრო პოპულარულია, მაგრამ... რა თქმა უნდა, არსებობს რთული მუსიკა, რომელსაც გარკვეული მომზადება, ხშირად გონების დაძაბვა და ინტელექტუალური შრომა სჭირდება, მაგრამ ეს ყველა ჟანრში შეიძლება იყოს - რა, პინკ ფლოიდი ყველას მოეწონება, ან ვთქვათ ჩარლი პარკერი? აქ სხვა პრობლემა უფროა - ადამიანებს ფიქრი ეზარებათ, მზამზარეული და დაღეჭილი ურჩევნიათ...

აქ ცოტა ვერ მიგიხვდი რისი თქმა გინდა. უფრო სწორედ რა კავშირში იყო ეს ჩემ პოსტთან.
QUOTE
მაგრამ, მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მოუსმენია ვთქვათ მოცარტის მე-40 სიმფონია, ან ბეთჰოვენის ზაზუნა და არ მოსწონებია. სადა, მართალი და ბუნებრივია ეს მუსიკა და იმიტომ!

არ არი ეს სწორი მსჯელობა. მართალი და ბუნებრივის გამო არ მოსწონთ მოცარტი. მისი მუსიკაა ადვილად აღსაქმელი და ძაან მელოდიური თემებითაა შედგენილი. ანუ მოცარტის მუსიკა მაგალითად ბრუკნერის მუსიკისგან განსხვავებით უფრო მარტივია და ადვილი გასაგები. რა, ეგრე არაა? მაგრამ ეს მინუსი არაა. პირიქით. სწორედ კაი მელოდიების გამო მოსწონთ კლასიკური მუსიკა. ე.ი. "ტრავიატაა" მარტო სადა და ბუნებრივი? მანდაცაა ისეთი მელოდიები რომლებიც ყველას მოსწონს. შენი ნათქვამიდან კიდე ეგრე გამოდის რო კლასიკაში თუ მუსიკა ყველას მოსწონს ე.ი. მარტო ისაა სადა და ბუნებრივი. "ოტელოში" რა არი არა ბუნებრივი? biggrin.gif "ტოსკაში", "ტრისტანში" და კიდე ბევრ სხვა შედევრში. იტოგში ეს ძაან რთული თემაა და მოცარტის მოწონება ასე მარტივად, "სადაა და ბუნებრივი და იმიტო მოსწონთ", ვერ აიხსნება.

Fitzcarraldo
QUOTE
შენ რატომ არ დადიხარ ჩვენს ვაგნერიანაზე?

მოდი, გაგვიცანი და მოუსმინე

ნუ გერიდება! ჩემი სიკვდილი თუ გინდა პირდაპირ მითხარი biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 5 Jun 2007, 04:18
Ocelot-
QUOTE
ნუ გერიდება! ჩემი სიკვდილი თუ გინდა პირდაპირ მითხარი 


სიკვდილი არა, მინდა კათარზისი მოხდეს შენში!

ხუთშაბათს მოდი აუცილებლად, პივა დავლიოთ და შტრაუსის დონ კიხოტს მოვუსმინოთ, წუილი არ იქნება, გპირდებიbiggrin.gif თვითონ შტრაუსი იდირიჟორებს და ჩელოზე ენრიკო მაინარდი დაუკრავს.

Posted by: WAGNERITE 5 Jun 2007, 09:09
Ocelot-
პეტერსონის მეექვსეს მე ვიკისრებ

Posted by: inana 5 Jun 2007, 10:13
Ocelot-
QUOTE
ბორის გრებენშიკოვის ლირიკაზე ვსაუბრობთ?

და რა არის სასაცილო ბორის გრებენშიკოვში? boli.gif
გასაგებია, რომ ოპერა არაა, მაგრამ.

Posted by: Charles IX 5 Jun 2007, 10:51
Ocelot-
QUOTE
და იქნებ ეგ ოპერის გამართლებაზე კი არა პირიქით მის არც თუ ისე კაი ხარისხზე მეტყველებს?

არა, მხოლოდ ორი ფაქტორი იყო - ოპერის შესრულების სირთულე და იდეოლოგია!
QUOTE
დიდი ოპერები ყველგან იდგმევა

დამისახელე მსოფლიოს თუნდაც ერთ დიდ საოპერო თეატრს, რომელიც სისტემატურად არ დგავს "ფალსტაფს"..... ხო, "დიდი თეატრის" გარდა... biggrin.gif
QUOTE
სერიოზულობა მარტო სიუჟეტში არ გამოიხატება. მაგას მუსიკალურ ენაზე გადმოცემა ჭირდება,

სერიოზულობა არ გამოიხატება მაჟორით ან მინორით.
სიმსუბუქე არ ნიშნავს არასერიოზულობას. არც კომიკურობა...
ფელინის ამარკორდი არასერიოზულია?
QUOTE
ჩართე "ფიგარო", "დალაქი", "ნექტარი" და მერე "ტრისტანი", "ოტელო", "კარმენი". მგონი მელოდიურად რადიკალურად განსხვავდება პირველი სამი ბოლოსგან და სიმძიმე აქ არაფერ შუაშია. აი ამ მუსიკალური სტრუქტურის განსხვავებაზე ვსაუბრობდი.

ყველა ოპერა რომელიც აქ ახსენე შედევრია, და სწორედ იმიტომ არის შედევრი, რომ სიუჟეტის და მუსიკის ხასიათი და სტრუქტურა აბსოლუტურად ერთმანეთის შესაბამისია. კრიტერიუმი ზუსტად ეს არის - ფორმის და შინაარსის შესაბამისობა. აბა როსინის "ოტელო" მოისმინე, ან "ვილჰელმ ტელი". ცხადია როსინის მუსიკა ძალიან განსხვავდება ვერდისგან, მაგრამ ეს უკვე კომპოზიტორის ინდივიდუალური სტილის მომენტია, ასევე მუსიკის დროში განვითარების საკითხი. მე-18 საუკუნეში და მე-19-ის დასაწყისში არცერთი კომპოზიტორი არ წერდა ისეთ ოპერებს, როგორიც მოგვიანებით ვერდიმ ან ვაგნერმა დაწერეს...
QUOTE
მართალი და ბუნებრივის გამო არ მოსწონთ მოცარტი. მისი მუსიკაა ადვილად აღსაქმელი და ძაან მელოდიური თემებითაა შედგენილი. ანუ მოცარტის მუსიკა მაგალითად ბრუკნერის მუსიკისგან განსხვავებით უფრო მარტივია და ადვილი გასაგები. რა, ეგრე არაა? მაგრამ ეს მინუსი არაა. პირიქით. სწორედ კაი მელოდიების გამო მოსწონთ კლასიკური მუსიკა.

მეც მანდა ვარ!
მაგრამ აქ ისევ მსმენელის ინტელექტის დონემდე მოვდივართ. პაპსა მხოლოდ იმ ადამიანებს მოსწონთ, ვისი IQ 45-ს არ აღემატება, მოცარტი ყველასათვის გასაგებია IQ 45-თვისაც და IQ 450(აუფ, ეს რა იქნება)-თვისაც - და სწორედ ესაა მისი აბსოლუტური გენიის ნიშანი.

Posted by: Ocelot 5 Jun 2007, 13:55
Fitzcarraldo
QUOTE
სიკვდილი არა, მინდა კათარზისი მოხდეს შენში!

შენ ნუ იდარდებ მაგაზე 2kiss.gif

biggrin.gif
QUOTE
ხუთშაბათს მოდი აუცილებლად, პივა დავლიოთ და შტრაუსის დონ კიხოტს მოვუსმინოთ

სად მოვიდე? დაწერე მისამართი და თუ მეცლება მოვალ. მაგრამ არა შტრაუსის გამო biggrin.gif მაგის ნერვები არა მაქ.

WAGNERITE
QUOTE
პეტერსონის მეექვსეს მე ვიკისრებ

არა, ჯობია მაგ კაცს თავი დავანებო და ტკბილ მოგონებად დარჩეს მისი მე-7, თორე მერვეს მერე არ მინდა საბოლოოდ გამიცრუვდეს იმედები biggrin.gif

inana
QUOTE
და რა არის სასაცილო ბორის გრებენშიკოვში?

არა, უბრალოდ ტექსტებზე იყო საუბარი და მაგიტო ვახსენე. თორე ბორიას ერთ-ერთი დიდი მოყვარული ვარ.

Charles IX
QUOTE
არა, მხოლოდ ორი ფაქტორი იყო - ოპერის შესრულების სირთულე და იდეოლოგია!

სირთულეზე მოდი არ გვინდა. მონახავდნენ როგორმე სსრკ-ს მასშტაბით ბარიტონს რომელიც იმღერებდა მაგ პარტიას. იდეოლოგია კიდე რა იყო ამისთანა? მარტო ეგ არ ჯდებოდა კომუნისტურში? biggrin.gif
QUOTE
დამისახელე მსოფლიოს თუნდაც ერთ დიდ საოპერო თეატრს, რომელიც სისტემატურად არ დგავს "ფალსტაფს"..... ხო, "დიდი თეატრის" გარდა...

ეგრე დადგმით ბევრი რამე იდგმევა.
QUOTE
სერიოზულობა არ გამოიხატება მაჟორით ან მინორით

ჩემთვის გამოიხატება. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზია.
QUOTE
ფელინის ამარკორდი არასერიოზულია?

ამაზე აქ არ გიპასუხებ თორე ძაან გადავუხვევთ თემას.
QUOTE
ყველა ოპერა რომელიც აქ ახსენე შედევრია, და სწორედ იმიტომ არის შედევრი, რომ სიუჟეტის და მუსიკის ხასიათი და სტრუქტურა აბსოლუტურად ერთმანეთის შესაბამისია

მხოლოდ მაგიტომ? მაგ კატეგორიაში პონკიელის "ჯოკონდაც" ჯდება. რა მერე?
QUOTE
კრიტერიუმი ზუსტად ეს არის - ფორმის და შინაარსის შესაბამისობა

ვერ გამიგე. მე არ ვითხოვ იმას რო "ფიგაროს" ნაირი სცენარის ოპერაში მრაჩნი აკორდები და ტრაგიკული არიები იყოს. უაზრობა გამოვა. გასაგებია რო ის ფორმები იმ შინაარს გადმოსცემდა. მაგრამ სწორედ მაგაზე ვიძახი. თითონ ეგეთი სცენარი და მუსიკა, ეგაა ჩემთვის არასერიოზული. მაგეთ ოპერებს არ ჭირდება ჩაღრმავება, ძაან ადვილად ისმინება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. შენ კიდე სერიოზულობას იმით აფასებ რო რა ფორმაცაა იმ შინაარს გამოხატავს. ეგ სერიოზულობა არაა. ეგ არი უბრალოდ ის, რო კომპოზიტორმა გემოვნებით დაწერა მუსიკა ამათუ იმ ლიბრეტოს შესაბამისად. მაგას კიდე მე სერიოზულობასთან ვერ ვაკავშირებ. მაგ ლოგიკით არასერიოზული რა გამოდის? არაფერი? ყველა ოპერა რაც დაწერილია და შედევრია თითქმის ყველა მაგ კატეგორიებს მიეკუთვნება. ე.ი. არასერიოზული არაფერი არ ყოფილა. მე ცოტა სხვანაირად ვაფასებ. ავიღოთ კინოს ჟანრები. დრამა და კომედია. შენ ალბათ იტყვი რო ორივე სერიოზული ჟანრია. ნაწილობრივ ასეა. ორივეს გადაღებას თავისი ნიჭი უნდა. მაგრამ ავიღოთ მაგალითად ფილმი "ოსკარი" და "მარწყვის მდელო". ორივე თავის ჟანრში მაგრაა გადაღებული, მაგრამ ორივე სერიოზული არაა. პირველი გასართობი ჟანრისაა, მეორე კიდე დასაფიქრებელი.
QUOTE
ცხადია როსინის მუსიკა ძალიან განსხვავდება ვერდისგან, მაგრამ ეს უკვე კომპოზიტორის ინდივიდუალური სტილის მომენტია, ასევე მუსიკის დროში განვითარების საკითხი. მე-18 საუკუნეში და მე-19-ის დასაწყისში არცერთი კომპოზიტორი არ წერდა ისეთ ოპერებს, როგორიც მოგვიანებით ვერდიმ ან ვაგნერმა დაწერეს...

ეგ გასაგებია. იმ პერიოდში ორკესტრში 5 კაცი იჯდა, თან ჩასაბერი ინსტრუმენტების გამოყენება იშვიათი იყო. მაგრამ იყვნენ კომპოზიტორები რომლებმაც დროს გაუსწრეს და არ მიყვებოდნენ იმ დროის დინებას. მაგალითად გლუკის "ორფეოსი". სიმძიმით ვაგნერი არაა, მაგრამ მუსიკალურად იმ წლებს არ შეესაბამებოდა. ასევე ბეთჰოვენი, ბერლიოზი. მაგრამ ესეთები ერთეულები იყვნენ. ბახი კიდე უფრო ადრე იყო, მაგრამ მოცარტზე გაცილებით სერიოზულ მუსიკას წერდა.

Posted by: inana 5 Jun 2007, 14:06
Ocelot
QUOTE
არა, უბრალოდ ტექსტებზე იყო საუბარი და მაგიტო ვახსენე. თორე ბორიას ერთ-ერთი დიდი მოყვარული ვარ.

მეც, ოცელ. 2kiss.gif
და ტექსტები მიყვარს სწორედ ყველაზა ძალიან მაგასთან.

Posted by: Ocelot 5 Jun 2007, 14:35
inana
QUOTE
და ტექსტები მიყვარს სწორედ ყველაზა ძალიან მაგასთან

რესპექტ!
offtopic.gif
რომლები იცი აქედან?
Аделаида
В брод
Город (ეს ალბათ ტყვილა დავწერე biggrin.gif ისე ამ სიმღერაზე იძახიან ოკუჯავაა ავტორიო, ვითომ?)
Дубровский
Имя моей тоски
Мама, я не могу больше пить
Моей звезде
Никита Рязанский
Пески Петербурга
Поезд в огне
Почему не падает небо
Сталь
Три сестры
Укравший дождь

პ.ს. Игорь Тальков - Чистые пруды - ამაზე რა აზრის ხარ?

აბა ეს სიმღერა ნახე. რატომღაც მგონია რო არ უნდა იცოდე და უნდა მოგეწონოს.
http://www.link.ge/file/141661/19-------.mp3.html

Posted by: inana 5 Jun 2007, 14:57
Ocelot
მოდი, იცი, რა ვქნათ? თუ წინააღმდეგი არ იქნები, ჩემს თემაში განვაგრძოთ საუბარი. აქ ცოტა მერიდება. rolleyes.gif

Posted by: Ocelot2 5 Jun 2007, 14:59
inana
QUOTE
თუ წინააღმდეგი არ იქნები, ჩემს თემაში განვაგრძოთ საუბარი. აქ ცოტა მერიდება

ნუ გერიდება, ჩკალოვი დიდი ხანია აღარ ჩანს და თუ რემეა აქა ვარ biggrin.gif

იყოს შენი თემა.

პ.ს. ეხლა უნდა გავიდე. საღამოსკენ განვაგრძოთ.

Posted by: inana 5 Jun 2007, 15:25
Ocelot
კარგი, მაინც გიპასუხებ.
Аделаида
Город
Дубровский -- ეს ყველაზე ყველაზე -- ტექსტია არანორმალურად მაგარი love.gif
Моей звезде
Никита Рязанский
Поезд в огне
Три сестры
ესენი, რა თქმა უნდა ვიცი. კიდევ არის რამდენიმე, ძალიან რომ მიყვარს.

ის სიმღერა, ლინკი რომ დადე, მოვისმინე. მართლა არ ვიცოდი, მაგრამ რომ გითხრა, რომ ძალიან მომეწონა, მოგატყუებ.
smile.gif

Posted by: inana 5 Jun 2007, 15:26
ჩემს თემაში, გრებენშიკოვზე, ხო? yes.gif

Posted by: Revaz 5 Jun 2007, 16:14
ხალხო, ამბობენ რომ 7ში შინის კონცერტია ოპერისა და ბალეტის თეატრშიო და...

მართალია?
იქნება ფასიც გამირკვიოთ..

Posted by: bacila 5 Jun 2007, 17:19
QUOTE
ხალხო, ამბობენ რომ 7ში შინის კონცერტია ოპერისა და ბალეტის თეატრშიო და...

მართალია? იქნება ფასიც გამირკვიოთ..

მართლა, მართლა smile.gif
40-დან 80 ლარამდე ღირს ბილეთები, გუშინ კიდევ იყო.

Posted by: Ocelot2 5 Jun 2007, 18:38
inana
QUOTE
Игорь Тальков - Чистые пруды

rolleyes.gif
QUOTE
ის სიმღერა, ლინკი რომ დადე, მოვისმინე. მართლა არ ვიცოდი, მაგრამ რომ გითხრა, რომ ძალიან მომეწონა, მოგატყუებ

ხო, ეგ ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც ავღანეთი და ჩეჩნეთი გაიარა biggrin.gif

Posted by: Charles IX 5 Jun 2007, 18:49
Ocelot
QUOTE
სირთულეზე მოდი არ გვინდა. მონახავდნენ როგორმე სსრკ-ს მასშტაბით ბარიტონს რომელიც იმღერებდა მაგ პარტიას.

მარტო ბარიტონში არაა საქმე - მთლიანობაშია ძალიან რთული შესასრულებელი ფალსტაფი.
QUOTE
ეგრე დადგმით ბევრი რამე იდგმევა.

მათ შორის "ტოსკაც" biggrin.gif
QUOTE
მხოლოდ მაგიტომ? მაგ კატეგორიაში პონკიელის "ჯოკონდაც" ჯდება. რა მერე?

რა ტქმა უნდა არა მხოლოდ მაგიტომ - ლიბრეტოს და მუსიკის ღირსებებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს..... tongue.gif
QUOTE
ავიღოთ მაგალითად ფილმი "ოსკარი" და "მარწყვის მდელო". ორივე თავის ჟანრში მაგრაა გადაღებული, მაგრამ ორივე სერიოზული არაა. პირველი გასართობი ჟანრისაა, მეორე კიდე დასაფიქრებელი.

შე კაცო, რაღა ექსცენტიკულ კომედიას იღებ? ტან არცთუ საუკეთესოს?
ბრწყინვალე კომედიაა "დიდი დიქტატორი", მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა თქვას, რომ არასერიოზულია?! ან რიაზანოვის "გარაჟი" აიღე. არასერიოზულია? ვუდი ალენის ფილმები?
მერწმუნე, მართლა კარგი კომედია ძალიან ხშირად უსერიოზულესია, ზოგჯერ ტრაგედიაზე და დრამაზე უფრო სერიოზული. იგივე "დიდი დიქტატორი" ბევრად უფრო სერიოზული ფილმია, ვიდრე შენი საყვარელი დრამა "ლეგენდა პიანისტზე".....
QUOTE
მაგრამ იყვნენ კომპოზიტორები რომლებმაც დროს გაუსწრეს

და მათ შორის ერთერთი პირველი სწორედ ჯოაკინო როსინი იყო!!! :აბსოლუტურადკატეგორიულისმაილიკი:

QUOTE
Город (ეს ალბათ ტყვილა დავწერე  ისე ამ სიმღერაზე იძახიან ოკუჯავაა ავტორიო, ვითომ?)

არა, ბულატის არაა.
http://bujhm.livejournal.com/163920.html?mode=reply
საინტერესოა, არ დაგეზაროს წაკითხვა...

Posted by: Ocelot 5 Jun 2007, 19:16
Charles IX
QUOTE
მარტო ბარიტონში არაა საქმე - მთლიანობაშია ძალიან რთული შესასრულებელი ფალსტაფი

რამდენიმე წლის წინ აქ დაიდგა, ამ "დონის" მომღერლებში. მაშინ კიდე ბევრად უკეთესები იყვნენ. გინდა ეხლა დამაჯერო იმაში, რო "ფალსტაფი" სირთულის გამო ვერ დაგდეს? biggrin.gif რაღაც დონეზე მაინც დაედგათ. თუ იმ პერიოდში ყველა ოპერა ისეთი სუპერ დადგმა იყო რო, თქვეს მაგათ ფონზე ვერდის ამ შედევრს ვერ გავაბანძებთო? biggrin.gif მოკლედ ამ საკითხზე ვერ შევთანხმდით.
QUOTE
მათ შორის "ტოსკაც"

იქ ცოტა სხვა რამე იყო ნაგულისხმევი biggrin.gif
QUOTE
რა ტქმა უნდა არა მხოლოდ მაგიტომ - ლიბრეტოს და მუსიკის ღირსებებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.....

დიდი არა, ყველაზე მთავარი სწორედ ეგაა.
QUOTE
შე კაცო, რაღა ექსცენტიკულ კომედიას იღებ?

ამ სიტყვას ხომ ვერ განმიმარტავ? biggrin.gif იმიტო ვიღებ, რო რაც "ფიგაროა" ოპერაში, იგივეა "ოსკარი" კინოში biggrin.gif მაშინ შემეძლო მაგალითად "ანდერგრაუნდიც" მომეყვანა, იქაც ბევრი კომედიური ელემენტია, მაგრამ მთლიანობაში სცენარია ძაან ტრაგიკული. ეხლა შენ რას ამბობ, რო "ფიგაროში" ან "დალაქში" სერიოზული რამეები ხდება? biggrin.gif
QUOTE
და მათ შორის ერთერთი პირველი სწორედ ჯოაკინო როსინი იყო!!!

ბელკანტო არ ვიცი რამდენად შეიძლება გავიდეს მაგ კატეგორიაში. ეგ სტილი საერთოდ მოცარტის მოგონილია, როსინი კიდე ცოტა გადასხვაფერებული ვარიანტია. აი "ნორმა" მართლა იყო დროის გასწრება. თუმცა მაგი არაფერ შუაშია. იქ დროის გასწრება სხვა რამის გამო დავწერე.
QUOTE
http://bujhm.livejournal.com/163920.html?mode=reply
საინტერესოა, არ დაგეზაროს წაკითხვა...

თენქს! ჩავუჯდები მერე.

Posted by: Charles IX 5 Jun 2007, 20:57
Ocelot
QUOTE
რაღაც დონეზე მაინც დაედგათ.

მერე ხომ ვეღარ დადგავდნენ უსული ოპერის "შედევრებს" - რეპერტუარულ თეატრებს ყოველთვის შეზღუდული ჰქონდათ სპექტაკლების რაოდენობა, ამიტომ ყოველმხრივ ურთულესი ფალსტაფის დადგმას ჩვენში უფრო პოპულარული და ნაკლებად რთული ოპერების დადგმა ერჩიათ...
QUOTE
იქ ცოტა სხვა რამე იყო ნაგულისხმევი

მეც ზუსტად ეგრე გიპასუხე..... biggrin.gif
QUOTE
დიდი არა, ყველაზე მთავარი სწორედ ეგაა.

რა თქმა უნდა + ლიბრეტოს და მუსიკის შესაბამისობა!
QUOTE
იმიტო ვიღებ, რო რაც "ფიგაროა" ოპერაში, იგივეა "ოსკარი" კინოში

ცდები!
"ფიგარო" ოპერაში იგივეა, რაც კინოში "დიდი დიქტატორი" და არა "ოსკარი".
QUOTE
ეხლა შენ რას ამბობ, რო "ფიგაროში" ან "დალაქში" სერიოზული რამეები ხდება?

სწორედ მაგას ვამბობ! ეგ თავის დროზე პოლიტიკური და სოციალური იუმორი იყო, ახლა დრო შეიცვალა, მაგრამ კარგი მკითხველი და მსმენელი მაინც მშვენივრად ხედავს ამ პოლიტიკურ მომენტებს.

Posted by: WAGNERITE 6 Jun 2007, 00:50
Fitzcarraldo
QUOTE
გობის შემდეგ, სრულიად გადასარევი ფალსტაფია ჯუზეპე ტადეი კარაიანის ზალცბურგის დადგმაში, სადაც აგრეთვე მონაწილეობენ როლანდო პანერაი, ფრანსისკო არაისა, რაინა კაბაივანსკა და კრისტა ლუდვიგი

თუ ვინმეს უნდა, ავტვირთავ

Posted by: Ocelot 6 Jun 2007, 01:41
WAGNERITE
Fitzcarraldo
QUOTE
თუ ვინმეს უნდა, ავტვირთავ

ეხლა არ გამანერვიულოთ vik.gif პეტერსონის რაც გაქ ატვირთე! baby.gif


Posted by: Charles IX 6 Jun 2007, 02:18
WAGNERITE
QUOTE
თუ ვინმეს უნდა, ავტვირთავ

მინდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Fe_male 6 Jun 2007, 04:04
...რიგოლეტოზე არ ვყოფილვარ და მიხარია რომ იქნება, მაგრამ არცერთი ოპერა არ მომეწონა ქართველების დადგმული, კიარა შესრულებული (დადგმას რას ვერჩი)... იმედი მაქვს კატასტროფა არ იქნება.....)) mo.gif

Posted by: Pathetikos 6 Jun 2007, 10:10
აუ, უკვე ერთი წელია მე მგონი ვითხოვ და არსაიდამ ხმა, არსით ძახილი... გობის შესრულებით მონტევერდის ორფევსის არია "პოსენტე სპირიტო" მინდა. user.gif

Posted by: Fitzcarraldo 6 Jun 2007, 14:51
Ocelot
QUOTE
სად მოვიდე? დაწერე მისამართი და თუ მეცლება მოვალ. მაგრამ არა შტრაუსის გამო  მაგის ნერვები არა მაქ.


დედა კონსერვატორიაში მოდი 6 საათზე და ნოდარ ანდღულაძე იკითხეbiggrin.gif

ჰო, რიგოლეტოს იმედი ნუ გექნებათ, მახარაძეც და გველესიანიც მომისმენია, კატასტროფაა, ამ ოპერაში უნიჭობას ვერავის ვაპატიებ.

იმედი მაქვს, მესხიშვილის სცენოგრაფია საინტერესო იქნება, რადგან ცუდ დეკორაციას ცარიელი სცენა მირჩევნია.

თუ გუგუშვილმა იმღერა ჰერცოგი, კარგია, იქნებ მეორე მოქმედების დუეტში მაღალი რე ბემოლიც კი აიღოს.


Posted by: WAGNERITE 6 Jun 2007, 19:45
Pathetikos
ტიტო გობის დისკოგრაფიაში ( http://frankhamilton.org/tg/index.html ) ეგეთი რაღაცა არ არის, მარტო Rosa del ciel არის მოხსენებული

Ocelot
შენ უნდა გაჩუქო მანონ ლესკოს რიმეიქი

Posted by: Pathetikos 6 Jun 2007, 20:37
WAGNERITE
QUOTE
ტიტო გობის დისკოგრაფიაში ( http://frankhamilton.org/tg/index.html ) ეგეთი რაღაცა არ არის, მარტო Rosa del ciel არის მოხსენებული

ვააა, აბა მე რა მოვისმინე რამდენიმე წლის წინ?
ისე, სრულიად შესაძლებელია, რომ მომეჩვენა, რადგან ერთხელ დამსიზმრებია კიდევაც (დაკარგული ხმის გარშემო განცდების ფონზე), რომ ბრწყინვალე ბარიტონით ორფევსის მაგ არიას ვმღეროდი. biggrin.gif

Posted by: inana 6 Jun 2007, 21:07
Pathetikos
QUOTE
ვააა, აბა მე რა მოვისმინე რამდენიმე წლის წინ?
ისე, სრულიად შესაძლებელია, რომ მომეჩვენა, რადგან ერთხელ დამსიზმრებია კიდევაც (დაკარგული ხმის გარშემო განცდების ფონზე), რომ ბრწყინვალე ბარიტონით ორფევსის მაგ არიას ვმღეროდი.

შენ კი იცინი, მაგრამ, user.gif user.gif

Posted by: Pathetikos 6 Jun 2007, 21:09
inana
QUOTE
შენ კი იცინი, მაგრამ,  

ვიცინი კი არა...






cry.gif

Posted by: Ocelot- 7 Jun 2007, 02:21
WAGNERITE
QUOTE
შენ უნდა გაჩუქო მანონ ლესკოს რიმეიქი

რას ქვია რემეიქი? biggrin.gif ალანას მე-6 ატვირთე რა, 1 წელია გთხოვ biggrin.gif

Posted by: Contralto 7 Jun 2007, 11:40
აბა, ემზადებით რიგოლეტოს პრემიერისთვის? biggrin.gif 12-შია, თუ არ ვცდები

Posted by: მატისი 7 Jun 2007, 22:20
აუუუუუუუუუუუ! ხალხო, ეხლა მოვედი შინის კონცერტიდან და შოკირებული ვარ.

აქამდე მარტო ტელევიზორიდან მქონდა მოსმენილი. კი მომწონდა, მარა ცოცხლად სულ სხვა რამაა. ვინმე ხომ არ იყავით შემთხვევით? მომწერეთ რა თქვენი ემოციები.

ტაში არ ცხრებოდა. სუხიშვილებზე რომ გამიგია კიდევ იძახებდნენ ხოლმეო, ზუსტად ასე იყო. სამჯერ დააბრუნეს მუსიკოსები სცენაზე.

ნამდვილი ქართული სული ტრიალებდა.

Posted by: inana 8 Jun 2007, 10:57
მატისი
QUOTE
აქამდე მარტო ტელევიზორიდან მქონდა მოსმენილი.

მეც. მაგრამ, მე, შენგან განსხვავებით, ჯერ ცოცხლად არ მომისმენია. მესმის შენი. ალბათ მეც ასე ვიქნებოდი. როდემდე გრძელდება, ხომ არ იცი?

Posted by: აღასპერი 8 Jun 2007, 12:07
inana
მატისი
მეც მინდოდა ძალიან, მაგრამ ძვირია, ყველაზე იაფი 40 ლარი ღირს ბილეთი user.gif

Posted by: inana 8 Jun 2007, 12:44
აღასპერი
QUOTE
ყველაზე იაფი 40 ლარი ღირს ბილეთი

user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: Fitzcarraldo 8 Jun 2007, 13:20
გული მერევა შინებზე და მსგავს ეთნო-ჯაზ-როკ-სლეობებზე - გაუთავებელი აზერბაიჯანული მუსიკა, უფორმო, ვითომ ეგზოტიკაbiggrin.gif

хорошо поют дикари-ს პონტია

Posted by: inana 8 Jun 2007, 13:40
Fitzcarraldo
QUOTE
გაუთავებელი აზერბაიჯანული მუსიკა,

რაის აზერბაიჯანული, რეებს წერ? eek.gif ან ეგზოტიკა რა შუაშია. user.gif

Posted by: Fitzcarraldo 8 Jun 2007, 13:49
inana
QUOTE
რაის აზერბაიჯანული, რეებს წერ?  ან ეგზოტიკა რა შუაშია


აკი დავწერე, გული მერევა მეთქი, იმიტომ რომ მართლა მერევა გული და გული კი იმიტომ მერევა რომ მართლა გულისამრევია ეს ყველაფერი.

უნიჭოების თავშესაფარია ფოლკლორი და ეთნომუსიკა, ჩვენ ხომ არ გვიყვარს უნიჭობა?

Posted by: Ocelot2 8 Jun 2007, 13:57
Fitzcarraldo
QUOTE
აკი დავწერე, გული მერევა მეთქი, იმიტომ რომ მართლა მერევა გული და გული კი იმიტომ მერევა რომ მართლა გულისამრევია ეს ყველაფერი

biggrin.gif
QUOTE
უნიჭოების თავშესაფარია ფოლკლორი და ეთნომუსიკა

spy.gif

vik.gif

Posted by: Fitzcarraldo 8 Jun 2007, 14:03
Ocelot2

რა, არაა ასე? არ იცი ფოლკლორი უნიჭოების თავშესაფარი რომაა? მე და დედილოს კი უნიჭოები არ გვიყვარს, მეორადი ნიჭის ხალხი, ჩვენ მხოლოდ ჭეშმარიტად ნიჭიერ ხალხს ვაღიარებთ, თუნდაც ისინი სადისტები იყვნენ და საშინელი აზრები მოსდიოდეთ თავში, მაგ, თვალიდან ტვინის ყაისნაღით გამოღება.

გუშინ რატომ არ მოხვედი, შეგეშინდა?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: inana 8 Jun 2007, 14:20
Fitzcarraldo
QUOTE
გუშინ რატომ არ მოხვედი, შეგეშინდა?

რისი უნდა შეშინებოდა, თვალიდან ტვინის ყაისნაღით გამოღების? smile.gif ისე, ძნელი კი ყოფილა. yes.gif

Posted by: Fitzcarraldo 8 Jun 2007, 14:23
inana
QUOTE
რისი უნდა შეშინებოდა, თვალიდან ტვინის ყაისნაღით გამოღების?  ისე, ძნელი კი ყოფილა. 


ყაისნაღს გააჩნია, ზოგს წაბრტყელებული თავი აქვს...

Posted by: Ocelot 8 Jun 2007, 14:51
Fitzcarraldo
QUOTE
არ იცი ფოლკლორი უნიჭოების თავშესაფარი რომაა?

არა, შენ ამიხილე ეხლა თვალი biggrin.gif
QUOTE
გუშინ რატომ არ მოხვედი, შეგეშინდა?

ჰო, ცახცახი დამეწყო biggrin.gif მაგ დღეს და მაგ დროს რაღაც საქმეები მაქ. ისე სადღაც 5 საათი იყო რო შარლმა დაპოსტა აქ და როგორ მოახერხა? biggrin.gif

Posted by: მატისი 8 Jun 2007, 16:13
inana
QUOTE
მეც. მაგრამ, მე, შენგან განსხვავებით, ჯერ ცოცხლად არ მომისმენია. მესმის შენი. ალბათ მეც ასე ვიქნებოდი

ძალიან კარგი იყო, გირჩევ, რომ წახვიდე, არ ინანებ.

QUOTE
როდემდე გრძელდება, ხომ არ იცი?

როგორც ვიცი, ერთჯერადი იყო, მაგრამ თქვეს რომ კიდევ გავმართავთო.

Fitzcarraldo
როგორც ჩანს, მე და შენ რადიკალურად განსხვავებული შეფასების კრიტერიუმები გვაქვს. ძალიან მაინტერესებს ნანახი გაქვს თუ არა.

Posted by: Fitzcarraldo 8 Jun 2007, 16:45
მატისი
QUOTE
Fitzcarraldo
როგორც ჩანს, მე და შენ რადიკალურად განსხვავებული შეფასების კრიტერიუმები გვაქვს. ძალიან მაინტერესებს ნანახი გაქვს თუ არა.


შინს გულისხმობ?

ნანახი არა, მოსმენილი მაქვს

Posted by: Charles IX 8 Jun 2007, 16:49
Ocelot
QUOTE
სადღაც 5 საათი იყო რო შარლმა დაპოსტა აქ და როგორ მოახერხა?

მოახერხა რო?

Posted by: მატისი 8 Jun 2007, 16:58
Fitzcarraldo
კი, შინზე ვამბობ.


QUOTE
მოსმენილი მაქვს

ეგ მაინტერესებდა.smile.gif

Posted by: VAR 9 Jun 2007, 01:33
შინი.......
40........
რა ამბავია.........
კონცერტს ნეტავ ბევრი დაესწრო..........
მღერიან და ხუმრობენსაც ბევრი ესწრება.
რა თემაზე მღერიან? ან უკრავენ? რას ამბობს შინი მუსიკით?
მგონი მარტო გარედან ბრჭყვიალებს

Posted by: Fitzcarraldo 9 Jun 2007, 01:37
VAR
QUOTE
მგონი მარტო გარედან ბრჭყვიალებს


ხო, თათრული ყველაფერი ბღჭყვიალებს და თვალს გჭრისbiggrin.gif

Posted by: მატისი 9 Jun 2007, 06:30
VAR
QUOTE
კონცერტს ნეტავ ბევრი დაესწრო..........
მღერიან და ხუმრობენსაც ბევრი ესწრება.

კი, ძალიან ბევრი ხალხი იყო.

Posted by: VAR 9 Jun 2007, 10:22
Fitzcarraldo

QUOTE
ხო, თათრული ყველაფერი ბღჭყვიალებს და თვალს გჭრის

biggrin.gif
გუშინ მოვისმინე და უკვე აღარ მახსოვს არც ერთი გადასვლა ან გამოწვეული ემოცია

მატისი
QUOTE
კი, ძალიან ბევრი ხალხი იყო.

ნეტავ რისთვის?

Posted by: მატისი 9 Jun 2007, 23:47
VAR
QUOTE
ნეტავ რისთვის?

ალბათ მზესუმზირის საჭმელად.

Posted by: WAGNERITE 10 Jun 2007, 21:15
დაპირებული ფალსტაფი

GIUSEPPE VERDI - FALSTAFF

Salzburg 1982

HERBERT VON KARAJAN

Sir John Falstaff - GIUSEPPE TADDEI
Ford - ROLANDO PANERAI
Fenton - FRANCISCO ARAIZA
Dr. Cajus - PIERO DE PALMA
Bardolfo - HEINZ ZEDNIK
Pistola - FEDERICO DAVIA
Alice Ford - RAINA KABAIVANSKA
Nannetta - JANET PERRY
Mrs. Quickly - CHRISTA LUDWIG
Meg Page - TRUDELIESE SCHMIDT

http://bin.ge/?d=B21B3260
http://bin.ge/?d=C7D5C73D
http://bin.ge/?d=5C6CEB4D

Posted by: Fitzcarraldo 10 Jun 2007, 22:34
WAGNERITE
QUOTE
GIUSEPPE VERDI - FALSTAFF

Salzburg 1982

HERBERT VON KARAJAN

Sir John Falstaff - GIUSEPPE TADDEI
Ford - ROLANDO PANERAI
Fenton - FRANCISCO ARAIZA
Dr. Cajus - PIERO DE PALMA
Bardolfo - HEINZ ZEDNIK
Pistola - FEDERICO DAVIA
Alice Ford - RAINA KABAIVANSKA
Nannetta - JANET PERRY
Mrs. Quickly - CHRISTA LUDWIG
Meg Page - TRUDELIESE SCHMIDT


რა ხდება, ტადეის კვირეული გვაქვს?

Posted by: WAGNERITE 10 Jun 2007, 23:04
Giuseppe Verdi: Falstaff (1. Akt)
Salzburger Festspiele, 10/8/1936

Falstaff: Mariano Stabile
Mistress Ford: Franca Somigli
Mistress Meg Page: Mita Vasari
Mistress Quickly: Angelica Cravcenco
Ford: Piero Biasini
Nannetta: Augusta Oltrabella
Fenton: Dino Borgioli
Dr. Caius: Alfredo Tedeschi
Bardolph: Giuseppi Nessi
Pistol: Virilio Lazzari

Chor der Wiener Staatsoper
Wiener Philharmoniker
Dirigent: Arturo Toscanini

http://rapidshare.com/files/13047709/Falstaff1936Toscanini.zip.html

Giuseppe Verdi: Falstaff
Salzburger Festspiele, 10/8/1957

Tito Gobbi (Sir John Falstaff)
Rolando Panerai (Ford)
Elisabeth Scwarzkopf (Mrs. Alice Ford)
Anna Moffo (Nannetta)
Giulietta Simionato (Mrs. Quickly)
Anna Maria Canali (Mrs. Meg Page)
Luigi Alva (Fenton)
Tomaso Spataro (Dr. Cajus)
Renato Ercolani (Bardolfo)
Mario Petri (Pistola)

Chor der Wiener Staatsoper
Wiener Philharmoniker
Dirigent: Herbert von Karajan

http://rapidshare.com/files/12620679/falstaff5701.mp3
http://rapidshare.com/files/12620580/falstaff5702.mp3
http://rapidshare.com/files/12620720/falstaff5703.mp3

Giuseppe Verdi: Falstaff
Ferrara, Teatro Comunale, 24/5/1999

Sir John Falstaff: Ruggero Raimondi
Ford: Lucio Gallo
Fenton: Steve Davislim
Dott.Cajus: Enrico Facini
Bardolfo: Anthony Mee
Pistola: Giovanni Furlanetto
Alice: Carmela Remigio
Nannetta: Valeria Esposito
Mrs Quickly: Sara Mingardo
Meg: Stella Doufexis

Coro del Teatro Comunale di Bologna
Mahler Chamber Orchestra
Direttore: Claudio Abbado

http://rapidshare.com/files/32454567/Falstaff_Abbado.rar.001.html
http://rapidshare.com/files/32460865/Falstaff_Abbado.rar.002.html

Posted by: Fitzcarraldo 10 Jun 2007, 23:09
WAGNERITE

პირველი ორი შედევრებია, მგონი სტაბილეს და ტებალდის ფალსტაფი მაქვს, მაგრამ არა ტოსკანინის დირიჟორობით.

როგორ გავბედო თხოვნა, მაგრამ ტოსკანინის ის ჩანაწერი მინდა მომავალში, სადაც ვალდენგოა ფალტაფი!

(რა თავხედია ეს ნაცარქექია, სულ აღარ აქვს დედინაცრის ხათრი)

Posted by: WAGNERITE 10 Jun 2007, 23:28
Fitzcarraldo
ეგ არა მაქვს. არა მგონია, გაგიჭირდეს შოვნა, მაინც ცნობილი ჩანაწერია, ვინმეს ექნება.

Posted by: Charles IX 10 Jun 2007, 23:51
Fitzcarraldo
QUOTE
მგონი სტაბილეს და ტებალდის ფალსტაფი მაქვს, მაგრამ არა ტოსკანინის დირიჟორობით.

მერე, ამ კეთილ ადამიანს, ვაგნერიტს, არ უნდა მიბაძო?
ჩვენც გაგვიზიარე ეგ ჩანაწერი...
WAGNERITE
უუუუუუუდიდესი მადლობა!

Posted by: Fitzcarraldo 11 Jun 2007, 00:21
Charles IX

შარლ, ბოლო პერიოდში ჩამოქაჩული მუსიკა ნათხოვარ დვდ-ზე ჩავწერე, და რამდენადაც თვითონ არ მაქვს დვდ, ამდენად ვერც ვუსმენ და ვაერც ვიყენებ ამ დისკებს, ახლო მომავალში გამოვასწორებ ამას და გაგიზიარებთ, როგორც უწინ

პატივისცემით ფიც.., ჯერალდიbiggrin.gif

Posted by: Charles IX 11 Jun 2007, 01:08
Fitzcarraldo
biggrin.gif
ეჭვიც არ მეპარებოდა....

Posted by: Charles IX 12 Jun 2007, 19:03
ვინმეს გექნებათ ვერდის "ტრუბადური" კარგი შესრულებით.
ატვირთეთ რა, ძალიან მიყვარს ეს ოპერა და რა ხანია არ მომისმენია.
მე კი მაქვს, ოღონდ ვინილზე და ფირსაკრავი კი ჩკა, ნემსი ნეთუ...

Posted by: Chkalovi 12 Jun 2007, 19:19
Charles IX
ვეცდები შეგირჩიო დიდო მეფეო კარგი შესრულება და ავტვირთავ wink.gif

Posted by: shock 12 Jun 2007, 19:22
kvachi
მეც იგივეს გავიმეორებ , მეც მაგ სპეკტაკლზე ვიყავი ("რომეო და ჯულიეტა")და ვერ გავუძელი ბოლომდე , წამოვედი-ზუსტად ორკესტრის გამო,პროკოფიევი ისედაც "მძიმეა"და ჩვენი ორკესტრი ხომ საერთოდ ამძიმებდა smile.gif თავი ამტკივდა სიამოვნების მიღების ნაცვლად ,ავდექი და გამოვედი .მგონი რევაზ ტაკიძე იყო დირიჟორი .

Posted by: WAGNERITE 12 Jun 2007, 20:30
ხარისხი, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის

Giuseppe Verdi: Il Trovatore (1930)

Giordano Callegari
Apollo Granforte
Maria Carena
Irene Minghini-Cattaneo
Bruno Carmassi
Antonio Gelli
Olga de Franco
Aureliano Pertile

Orchestra e Coro del Teatro alla Scala
Direttore - Carlo Sabajno

http://rapidshare.com/files/33174074/Trovatore_tracks_102-118.zip
http://rapidshare.com/files/33182895/Trovatore_tracks_201-215.zip

Giuseppe Verdi: Il Trovatore (1930)

Manrico - Francesco Merli
Leonora - Bianca Scacciati
Conte di Luna - Enrico Molinari
Azucena - Giuseppina Zinetti
Ferrando - Corrado Zambelli

Orchestra e Coro del Teatro alla Scala
Direttore - Lorenzo Molajoli

http://rapidshare.com/files/17960009/Il_Trovatore__Disc_3_.zip
http://rapidshare.com/files/17963905/Il_Trovatore__Disc_4_.zip

Giuseppe Verdi: Il Trovatore (1951)

Il Conte di Luna - Carlo Tagliabue
Leonora - Caterina Mancini
Azucena - Miriam Pirazzini
Manrico - Giacomo Lauri-Volpi
Ferrando - Alfred Colella
Ines - Graziella Sciutti
Ruiz - Mario Carlin
Un Vecchio zingaro - Ezio Achilli
Un Messo - Mario Carlin

Orchestra Sinfonica e Coro di Roma RAI
Direttore - Ferdinando Previtali

http://rapidshare.com/files/495915/trovatore1.mp3
http://rapidshare.com/files/495897/trovatore2.mp3

Giuseppe Verdi: Il Trovatore (1957)

Conte di Luna - Ettore Bastianini
Leonora - Leyle Gencer
Azucena - Fedora Barbieri
Manrico - Mario Del Monaco
Ferrando - Plinio Clabassi
Ines - Laura Londi
Ruiz - Athalia Cesarini
Zingaro - Sergio Liliani
Un Messo - Walter Artioli

Coro e Orchestra della RAI di Milano
Direttore - Fernando Previtali

http://rapidshare.com/files/16474075/IL_TROVATORE_-_Atto_I_-_G._Verdi_-_Milano_1957.mp3
http://rapidshare.com/files/16479798/IL_TROVATORE_-_Atto_II_-_G._Verdi_-_Milano_1957.mp3
http://rapidshare.com/files/16482442/IL_TROVATORE_-_Atto_III_-_G._Verdi_-_Milano_1957.mp3
http://rapidshare.com/files/16486787/IL_TROVATORE_-_Atto_IV_-_G._Verdi_-_Milano_1957.mp3

Giuseppe Verdi: Il Trovatore (1960)

Carlo Bergonzi (Manrico)
Antonietta Stella (Leonora)
Giulietta Simionato (Azucena)
Ettore Bastianini (Il Conte di Luna)
William Wildermann (Ferrando)
Helen Vanni (Inès)
Charles Anthony (Ruiz)
Roald Reitan (Un vecchio zingaro)
Robert Nagy (Un messo)

Metropolitan Opera Orchestra & Chorus
Conductor - Fausto Cleva

http://rapidshare.com/files/34645642/Trov60M01.mp3
http://rapidshare.com/files/34650432/Trov60M02.mp3
http://rapidshare.com/files/34652604/Trov60M03.mp3
http://rapidshare.com/files/34658819/Trov60M04.mp3

Posted by: Charles IX 12 Jun 2007, 23:20
WAGNERITE
ეს კაცი გადამრევს!!!
თხოვნიდან საათნახევარში 5 სხვადასხვა და ერთიმეორეზე უკეთესი შესრულება!

ბრავო მაესტრო!!!
დიდი მადლობა! :ამდენიძახილისნიშანიაღარარსებობსსმაილიკი:

Posted by: WAGNERITE 13 Jun 2007, 00:05
Charles IX
რა იყო კაცო, მე ხომ არ ვმღერივარ gigi.gif

ეგენი ჩემი ატვირთული არ არის. ცოტა მოვიცლი და ამას დავდებ

Posted by: smksmoke 13 Jun 2007, 00:33
ფაქტია, რომ რაღაც ძვრები იგრძნობა. ორკესტრიც გაუმჯობესებულია და საბალეტო დასიც.
ჩვენთან ყოველთვის იდგმებოდა კარგი სპექტაკლები და გაფორმების თვალსაზრისითაც (კოსტუმები, დეკორაცია) ყოველთვის ძლიერი იყო. (ვიხსენებ ვირსალაძეს, მურვანიძეს, გეგეშიძეს...) ახლა ეს დონე ძალიან დაეცა. საოცარია, რომ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ჩვენგან მიჰყავთ ეს მხატვრები და ჩვენ კიდევ ვიგაც ვასილევები და უარესები ჩამოგვყავს.

მეც ვნახე "ჯამბაზები" და მეტი "ხალტურა" ძნელი წამოსადგენია (მიუხედავად იმისა, რომ უღრმეს პატივს ვცემ თემურ ჩხეიძეს).

გოგი მესხიშვილის სამარცხვინო დეკორაციამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

Posted by: Charles IX 13 Jun 2007, 00:34
WAGNERITE
მერე რა, რომ შენ არ მღერი და შენი ატვირთული არაა!
მაინც
QUOTE
:ამდენიძახილისნიშანიაღარარსებობსსმაილიკი:


მიკვირს კალასი-გობის ჩანაწერი რონ არ გამოჩნდა... biggrin.gif
:რათავხედივარსმაილიკი:

Posted by: Fitzcarraldo 13 Jun 2007, 01:50
Charles IX
QUOTE
მიკვირს კალასი-გობის ჩანაწერი რონ არ გამოჩნდა...


ეგ ჩანაწერი მე მაქვს, და რაც მთავარია მაქვს ტებალდის საკმაოდ იშვიათი ლეონორა, სამწუხაროდ ყველაფერი არ ჩამოიქაჩაsad.gif

მერე ავტვირთავ

Posted by: Charles IX 13 Jun 2007, 10:09
Fitzcarraldo
ტებალდის ლეონორა???????
სულმოუთქმელად ველი ორივეს....

Posted by: Fe_male 13 Jun 2007, 14:15
...ლარა ლარა ლარა ლარა ლარა... ლარა, ლარა ლარაააა...........))

...ძალიან მაგრად ვისიამოვნე, რიგოლეტო მართლაც კარგია..........))

...ვინც არ ყოფილა ვურჩევ წავიდეს........)) კიდევ ზეგ არის თუ არ ვცდები........))




Posted by: Pathetikos 13 Jun 2007, 15:04
როსინი მართლა ძალიან კარგია. chups.gif

მაპატიეთ, დავაგვიანე დისკუსიაზე, მაგრამ

როსინი მართლა ძალიან კარგია. chups.gif



ბელინიც. chups.gif დონიცეტი მოაშორეთ. ვერც კი შეედრება მაგისი ხელოვნური და ნაძალადევი მუსიკა ბელინის ღრმა და ბუნებრივ მელოდიებს.
ნუ, ახლა დონიცეტის ერთი-ორ კარგ არიაზე არ მაქვს საუბარი. და სიყვარულის ნექტარი ძალიანაც მიყვარს. chups.gif


და საერთოდ - რას ემსახურება ახლა ეს ჩემი პოსტი? chups.gif

Posted by: Fitzcarraldo 13 Jun 2007, 15:05
Fe_male
QUOTE
...ლარა ლარა ლარა ლარა ლარა... ლარა, ლარა ლარაააა...........))

...ძალიან მაგრად ვისიამოვნე, რიგოლეტო მართლაც კარგია..........))


მეც ვისიამოვნე რიგოლეტოთი და სწორედ ამის მერე დამეწყო ოპერის სიყვარული, მაგრამ ეს 17 წლის წინ იყო, თუმცა მხატვარი მაშინაც მესხიშვილი იყო

Posted by: აღასპერი 13 Jun 2007, 21:27
QUOTE
რიგოლეტო

user.gif

თხუთმეტშია, ძალიან მინდა წასვლა.

Posted by: Chkalovi 13 Jun 2007, 21:48
Fe_male
გადასარევი იყო smile.gif
განსაკუთრებით შესრულება
ტენორი რომ სიმღერის მაგიერ უკვე ლაპარაკობს და სოპრანო მაღლებს ვერ იღებს.....

Posted by: Lotosi 13 Jun 2007, 21:57
Chkalovi
QUOTE
ტენორი რომ სიმღერის მაგიერ უკვე ლაპარაკობს და სოპრანო მაღლებს ვერ იღებს.....

biggrin.gif
... და ამ დროს დირიჟორი რას შვება? smile.gif
:ჩემისიცოცხლესმაილიკი:

Posted by: Chkalovi 13 Jun 2007, 22:03
Lotosi
დირიჟორი პეპელასავით დაფრინავს პულტთან და ცდილობს ხან გაკცეულ გუნდს დაეწიოს ხან დაშლილი ორკესტრი შეაკოწიწოს biggrin.gif

Posted by: Chkalovi 13 Jun 2007, 22:08
ვახ განმეორდა spy.gif
მაგრამ არც ერთი გამოსდის და არც მეორე gigi.gif

Posted by: Lotosi 13 Jun 2007, 22:49
Chkalovi
QUOTE
დირიჟორი პეპელასავით დაფრინავს პულტთან და ცდილობს ხან გაკცეულ გუნდს დაეწიოს ხან დაშლილი ორკესტრი შეაკოწიწოს


ეს, რომ შენვე არ მიგეწერა მე დავწერდი

QUOTE
მაგრამ არც ერთი გამოსდის და არც მეორე


ისე, როგორ ვერა და ვერ ისწავლა ? user.gif
სიმფონიურ მუსიკაში, რომ დაჩენილიყო კიდევ რაღაცა გამოსდიოდა და მითუმეტეს კამერულ ორკესტრთან განუმეორებელია, მაგრამ რატომღაც იდეაფიქსი გვაქვს "მე ის რითი მჯობია", "ჩემზე კარგი დირიჟორია?"
... და ავიწყდებათ, რომ დირიჟორობა და მითუმეტეს ოპერის - "ერთი დიდი ორგანიზმის მართვაა".

P.S. გოგი კამერულ ორკესტრთან (უკიდურეს შემთხვევაში სიმფონიურთან!) თავისი შემოქმედიების რეალიზაციას ბევრად უკეთესად მოახდენდა.

Posted by: Chkalovi 13 Jun 2007, 22:57
Lotosi
კამერული ორკესტრის გაქანება და მასშტაბი არავის აკმაყოფილებს, განსაკუთრებით საქართველოში სადაც ყველა ცდილობს ყველაზე უკეთესი იყოს იქაც კი სადაც ეს არ გამოსდით. wink.gif

Posted by: Fe_male 13 Jun 2007, 23:02
Chkalovi

...კრიტიკის მეტი არაფერი შეგიძლიათ... მე უფრო უარესს მოველოდი, მაგრამ ძალიან მომეწონა...........))

...დღეს იყავით ვინმე ბალერზე?... ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა აი ასეთი მაგარი იყო...........))

:..........................................................................................................................................:


Posted by: Chkalovi 13 Jun 2007, 23:06
Fe_male
შავზე ვერ ვიტყვი თეთრიაო გენაცვალე და რა ვქნა wink.gif
რაც გასაკრიტიკებელიაუნდა გააკრიტიკო, მე დიდი ხანია მოველი რაიმე ნორმალურ სპექტაკლს, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ არ დადგა ეგ ნანატრი ჟამი

Posted by: Lotosi 13 Jun 2007, 23:08
Chkalovi
QUOTE
იქაც კი სადაც ეს არ გამოსდით


არ გამოსდით, მაგრამ დირიჟორები ხომ უნდა დასქმდენენ?! smile.gif wink.gif

ეხლა აქ, უადგილოც კი იქნებ ციურიხის საოპერო დასზე, განსაკითრებით დოროჟორზე და ორკესტრზე ლაპარაკი love.gif bis.gif love.gif

Posted by: malxaza 13 Jun 2007, 23:14
Fe_male


QUOTE
...დღეს იყავით ვინმე ბალერზე?... ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა აი ასეთი მაგარი იყო...........))



მართლა კარგი იყოsmile.gif

უბრალოდ ორკესტრი რო ყოფილიყო ბევრად უკეთესი იქნებოდა...
რა საზიზღარი ხაარისხით იყო მუსიკა მაგრა გამიტყდა, დინამიკები შრიალებდა....

ვინმემ რომელიმე ბალერინას ID ხო არ იცით(დღევანდელი)biggrin.gif

Posted by: Lotosi 13 Jun 2007, 23:15
Fe_male
QUOTE
კრიტიკის მეტი არაფერი შეგიძლიათ... მე უფრო უარესს მოველოდი, მაგრამ ძალიან მომეწონა


მაგაზეა საუბარი - მცირედით ვკმაყოფილდებით და მეტი პროფესიონალიზმი რაღა საჭიროა,არა?! :ეჰეჰსმაილიკი:

გააკრიტიკებ,როცა ელემანტარულად რიტმული ანსამბლი არ არსებობს სპექტაკლში . . .



Posted by: Chkalovi 13 Jun 2007, 23:18
Lotosi
QUOTE
არ გამოსდით, მაგრამ დირიჟორები ხომ უნდა დასქმდენენ?!

ეჰ კახიძის მერე მე ნორმალური შესრულება აღარ მომისმენია კაი ხაი smile.gif
ჩვენ ეგრე მოგვდის ხომ იცი-უძაღლო ქვეყანაში კატებს ანკავლებენო wink.gif

Posted by: Fe_male 13 Jun 2007, 23:27
malxaza

QUOTE
რა საზიზღარი ხაარისხით იყო მუსიკა მაგრა გამიტყდა, დინამიკები შრიალებდა....


...ბახის და მოცარტის მუსიკა შრიალსაც აიტანენ და იმ საშინელ წრიპინს ფარდის აწევისას რომ იყო.........)) biggrin.gif

...აშკარად ფარდა იყო ხო? ......)) spy.gif
* * *
Lotosi
QUOTE
მაგაზეა საუბარი - მცირედით ვკმაყოფილდებით და მეტი პროფესიონალიზმი რაღა საჭიროა,არა?! :ეჰეჰსმაილიკი:


...რა შუაშია მცირედით დაკმაყოფილება... რადგან ცუდია დავიკრიფოდ გულზე ხელი და აღარ ვიაროთ ოპერაში?!...))

...ქეთო და კოტე და აიდას მერე კი წაგიხდება სურვილი მაგრამ ეგრეც არ შეიძლება...))

...რიგოლეტოს პარტია ვინც შეასრულა მე პირადათ მომეწონა და თქვენი არ ვიცი........))

...და რაც უფრო მეტად უკვირდები ხარვეზებს მით უფრო ნაკლებ სიამოვნებას იღებ და ვცდილობ ამაზე ყურადღება არ გავამახვილო............))

Posted by: patriciia 13 Jun 2007, 23:36
მე ვნახე "ლაურენსია", მამაჩემს დავურეკე და შთაბეჭდილება რომ მკითხა, ვუთხარი, ბოლოს ჭაბუკიანის და წიგნაძის ფირი გაუშვეს და თვალზე ცრემლი მომადგა-თქო, დააპაუზა და მერე მითხრა: აბა, მამაშენს ჭაბუკიანის "ოტელოც" ნანახი აქვს, "აიდაც" და "გორდაცო". რაღას ვეტყოდი. სულ ეს იყო. ჩემს უკან გერმანელები ისხდნენ და იმ ოთხი წლის თითოეული დღე ვინანე, როცა გერმანულს ვსწავლობდი.

პ.ს. უნდა წავიდე, გავთათრდე,
შენ მენანები, მამულო....

Posted by: Lotosi 13 Jun 2007, 23:42
Fe_male
QUOTE
რადგან ცუდია დავიკრიფოდ გულზე ხელი და აღარ ვიაროთ ოპერაში?!...))


იქ, ჩემი სასმენი ორგანოს გაღიზიანებას ნამდვილად მირჩევნია "გულზე ხელების დაკრეფა" yes.gif wink.gif

QUOTE
...და რაც უფრო მეტად უკვირდები ხარვეზებს მით უფრო ნაკლებ სიამოვნებას იღებ და ვცდილობ ამაზე ყურადღება არ გავამახვილო............))


მაგაში მართალი ხარ, მაგარამ თავის მოტყუებასაც საზღვარი აქვს..... მაგდენი სად შემიძლია biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 13 Jun 2007, 23:45
Lotosi

გამარჯობა რძალო!


Posted by: Lotosi 14 Jun 2007, 00:12
Fitzcarraldo
QUOTE
გამარჯობა რძალო!


keh.gif gigi.gif

Posted by: WAGNERITE 15 Jun 2007, 23:06
IL TROVATORE
MEXICO CITY
20 JUNE 1950

LEONORA - MARIA CALLAS
MANRICO - KURT BAUM
AZUCENA - GIULIETTA SIMIONATO
DI LUNA - LEONARD WARREN
FERRANDO - NICOLA MOSCONA
INEZ - ANA MARIA FEUSS
RUIZ - CARLOS SAGARMINAGA

ORCHESTRA E CORO DEL PALACIO DE BELLAS ARTES
DIRETTORE - GUIDO PICCO

http://rapidshare.com/files/37046841/trov50_cd_1.zip
http://rapidshare.com/files/37048673/trov50_cd_2.zip

IL TROVATORE
NAPLES
27 JANUARY 1951

LEONORA - MARIA CALLAS
MANRICO - GIOCOMO LAURI-VOLPI
AZUCENA - CLOE ELMO
DI LUNA - PAOLO SILVERI
FERRANDO - ITALO TAJO
INES - TERESA DE ROSA
RUIZ - LUCIANO DELLA PERGOLA

ORCHESTRA E CORO DEL TEATRO SAN CARLO DI NAPOLI
DIRETTORE - TULLIO SERAFIN

http://rapidshare.com/files/37251804/trov51_cd_1.zip
http://rapidshare.com/files/37253537/trov51_cd_2.zip

Posted by: Charles IX 15 Jun 2007, 23:09
WAGNERITE
wow.gif ნუ ნამდვილად გამაგიჟებს ეს კაცი!
შენი ნებართვით ამ ლინკებს ვერდის თემაშიც დავდებ...

Posted by: makartkela 17 Jun 2007, 00:29
რიგოლეტოზე ვიყავი 15 ში ...


არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო იმიტომ რომ მე არ გაომვდგები მათ შემფასებლად...მომეწონა მხოლოდ მესამე მოქმდება იმიტომ რომ იქ ვიგრდზენი ცოტა რომ რაგაც სპექტაკლზე ვიყავი...
(ბოდიშს ვიხდი ცოტა უტაქტობისთვის)

არ იყო ცუდი შესრულება ..ნამდვილად შემიძლია ვთქვა cry.gif ...მარა ოსტატობა ისევ ნულიააა...და მხატვრობა!!! cry.gif

Posted by: Fitzcarraldo 17 Jun 2007, 02:51
makartkela
QUOTE
არ იყო ცუდი შესრულება ..ნამდვილად შემიძლია ვთქვა  ...მარა ოსტატობა ისევ ნულიააა...და მხატ


არ იყო ცუდი შესრულება, მაგრამ ნულიო... როგორ გავიგო?

Posted by: Chkalovi 17 Jun 2007, 15:25
makartkela
არც შესრულება ვარგოდა, არც მხატვრობა და არც დადგმა
მართალია პირველთან შედარებით ცოტა უკეთესი იყო შესრულება-მომღერლების მხრივ, მაგრამ ამას მაინც არ ჰქვია რიგოლეტო

Posted by: Fitzcarraldo 17 Jun 2007, 17:25
ყველაზე კატასტროფული სპექტაკლი დონიცეტის "დონ პასკუალეა" - უსაშინლესიო რეჟისურით და მხატვრობით

Posted by: tata-bata 17 Jun 2007, 22:13
ხვალ არის ვიღაც კომპოზიტორის საღამო...ხო არ იცით რა ხდება?

Posted by: Fe_male 17 Jun 2007, 22:20
tata-bata

...დიდი არაფერი... ნოდარ ნიკოლაიშვილის საღამოა... )) ნატო გელაშვილი იბღავლებს საწყალობლად... კიდევ წურწუმია და გომართელი (მარტო მაგათ გამო არ ღირს წასვლა).........(( კიდევ სხვებიც იქნებიან..................))

Posted by: tata-bata 17 Jun 2007, 22:30
:პ ინფო მჭირდება მაგ კომპოზიტორზე, იქნება ნეტა სადმე?
Fe_male
2kiss.gif

Posted by: Fe_male 17 Jun 2007, 22:46
tata-bata

ალბათ იქნება... თუ მოვიძიე გეტყვი........))

QUOTE
ყველაზე კატასტროფული სპექტაკლი დონიცეტის "დონ პასკუალეა" - უსაშინლესიო რეჟისურით და მხატვრობით



...არადა კარგათ მახსოვს როგორ დამწყდა გული რომ ვერ წავედი..........))

Posted by: Fitzcarraldo 17 Jun 2007, 22:57
Fe_male
QUOTE
არადა კარგათ მახსოვს როგორ დამწყდა გული რომ ვერ წავედი


გული მაშინ დაგწყდებოდა, როცა ომ სამ საათს დაკარგავდი და კიდევ იმ მცირე თანხას, ბილეთში რომ უნდა გადაგეხადა biggrin.gif

ხალხო, არ წახვიდეთ ამ სპექტაკლზე!

Posted by: WAGNERITE 23 Jun 2007, 21:34
Leoncavallo - Pagliacci

Canio - Antonio Paoli
Tonio - Francesco Cigada
Nedda - Josefina Huguet
Beppe - Gaetano Pini-Corsi
Sivio - Ernesto Badini
Un contadino - Giuseppe Rosci

Coro e orchestra del Teatro alla Scala di Milano
Maestro del coro - Giuseppe Cairati

Direttore - Carlo Sabajno

1907 წლის ჩანაწერი

http://rapidshare.com/files/38834249/Pagliacci.rar

Posted by: inana 23 Jun 2007, 21:39
WAGNERITE
QUOTE
Leoncavallo - Pagliacci

ეტო სლიშკომო, smile.gif მეფემ.

Posted by: Martha Graham 21 Jul 2007, 18:46
QUOTE
მარა ოსტატობა ისევ ნულიააა...და მხატვრობა!!! 


ოსტატობაზე კარგახანია ხელი მაქვს ჩაქნეული... მხატვრობა კი მართლაც საშინელება იყო... დიდი ბუტაფორია და სხვა არაფერი... საიდან მოიტანეს ამდენი... რა სამარცხვინო იყო...

ვისი დეკორაციაა ხომ არ იცით? მთელი სპექტაკლი თვალი არ გამიხელია... (რიგოლეტოზე მაქვს ლაპარაკი...)

პ.ს. "ტრუბადური" იყო კიდევ სასწაული.... პირველი მოქმედებიან რომ გამოვიქეცი სამი დღე სახლს ვერ ვაგნებდი...

Posted by: Fitzcarraldo 22 Sep 2007, 19:02
Martha Graham
QUOTE
ვისი დეკორაციაა ხომ არ იცით? მთელი სპექტაკლი თვალი არ გამიხელია... (რიგოლეტოზე მაქვს ლაპარაკი...)


მესხიშვილისაა, ძველი დეკორაციებიდან ააწყეს, ჩემი აზრით, თუმანიშვილის დადგმის საყვარელიძის ნასულელეარით შეცვლა, თავხედობაა და მეტი არაფერი

რაც შეეხება დეკორაციებს, შენ "ქეთო და კოტესი" უნდა ნახო, აი ისაა თუა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: loza 23 Sep 2007, 01:11
QUOTE
არ იყო ცუდი შესრულება ..ნამდვილად შემიძლია ვთქვა...მარა ოსტატობა ისევ ნულიააა...და მხატვრობა!!!


აი ეს მახვილი და ფრთოსანი აზრის შედევრი როგორ უნდა გავიგო?

Posted by: auau 23 Sep 2007, 21:09
Fe_male
QUOTE

...დიდი არაფერი... ნოდარ ნიკოლაიშვილის საღამოა... )) ნატო გელაშვილი იბღავლებს საწყალობლად... კიდევ წურწუმია და გომართელი (მარტო მაგათ გამო არ ღირს წასვლა).........(( კიდევ სხვებიც იქნებიან..................))

ეს ოპერის თეატრის დაცინვაა და მეტი არაფერი!

Posted by: loza 23 Sep 2007, 22:46
დაცინვა კი არა, ტრაგედიაა, აბა რა არი, მაგრამ მაგასაც ორი მხარე უნდა - უძაღლო ქვეყანაში, უძაღლო როა, იმიტომ აყეფებენ კატებს... ჩვენთან საოპერო და ა. შ. ცხოვრება დუღდეს და გადმოდუღდეს არა, მაგრამ თავისი ნორმალური რიტმით, დატვირთვით და ცხრილით თუ რაც არი, მიდიოდეს და პროგრამა პროგრამას ჰგავდეს, ამათ ვინ შეუშვებდა ოპერის შენობაში და სცენაზე - ვოტ ვ ჩემ დელო. გეგმის შესრულების პონტში მუშაობენ რა, ლიჟბი რამე იყოს, რო ხალხი მიიყვანონ.


Posted by: Pathetikos 20 Oct 2007, 20:56
ოპერაში გახლდით... ნუ, იმ რაცხა იაპონურ უბედურობაზე. ყველაზე კარგები (თანაც ძაააააალიან კარგები) ისევ და ისევ ჩვენი სამების ტაძრის გუნდის მომღერლები იყო (ჩვენ ქე რომ ვიცით, იმის ხელმძღვანელობით smile.gif).
მაგრამ მუსიკა იქით იყოს. მობილურების წკარუნს აღარ ვჩივი, (სავარაუდოდ კონსერვატორიელი) ახალგაზრდები ისე ხმაურობდნენ (ხარხარებდნენ, კისკისებდნენ, გუგუნებდნენ, ტატანებდნენ), რომ სრულიად შეუძლებელი იყო, ისედაც მიმკვდარუნებული იაპონელების უღიმღამო სიმღერის მოსმენა.
არ შეიძლება, რომ ჯარიმა დაწესდეს ან რამე, რომ ჩაიკმინდოს ხოლმე ამ ხალხმა, როცა მუსიკა სრულდება???
სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ პუბლიკაში მოსმენის კულტურის დასანერგად. პირველი იმპულსები შიშის ფაქტორიდან თუ არ წამოვიდა, ამათ არაფერი არ უშველის.


მერე მეტყვიან, რატომ არ დადიხარ ოპერაში და კონცერტებზეო...

Posted by: gabarzgaleba 20 Oct 2007, 21:15
Pathetikos
QUOTE
(სავარაუდოდ კონსერვატორიელი) ახალგაზრდები ისე ხმაურობდნენ (ხარხარებდნენ, კისკისებდნენ, გუგუნებდნენ, ტატანებდნენ)


აბა რაზე დეეთრევიან კარგმო$%ნულები? ერთმანეთს ეხლებიან როგორც ჩანს და ეღუტუნებათ biggrin.gif

QUOTE
მერე მეტყვიან, რატომ არ დადიხარ ოპერაში და კონცერტებზეო...


შენც დაეტიე სახლში, ვერა ხედავ, ტატანისტებისაა ეს ქვეყანა. biggrin.gif

Posted by: Fitzcarraldo 23 Oct 2007, 13:08
Pathetikos
QUOTE
(ჩვენ ქე რომ ვიცით, იმის ხელმძღვანელობით smile.gif).


ძალად რატომ პროვინციელობ? კაი ტონი გგონია?

Posted by: Vereli luka 23 Oct 2007, 23:23
დონ ჟოვანი, ჯადოსნური ფლეიტა, ფიგაროს ქორწინება აღარ უნდა დადგან? წელს უკვე მესამედ არის ვერდის "ტრუბადური"

Posted by: Contralto 24 Oct 2007, 00:40
Vereli luka
QUOTE
წელს უკვე მესამედ არის ვერდის "ტრუბადური"

კიდევ იქნება, გარწმუნებ smile.gif

Posted by: Chkalovi 24 Oct 2007, 01:12
Vereli luka
QUOTE
დონ ჟოვანი

აპირებდნენ ვითომ, მაგრამ უსახსრობის ან ერთმანეთის დაცხობის გამო(არა მე დავდგამ არა მეო)ჯერ ჯერობით გადადეს.
თანაც თუ დაიდგმევა ესენი ისეთივე საცოდაობა იქნება, გარწმუნებ, რაც ახლა გადის smile.gif ასე რომ ისევ ჩანაწერების მოსმენა ჯობს ვიდრე გადაგვარებული და გაუბედურებული სპექტაკლის ყურება...

Posted by: Vereli luka 26 Oct 2007, 23:06
Chkalovi
Contralto აბა მოცარტის მუსიკას ესენი ვერ დაუკრავენ...


Posted by: Charles IX 27 Oct 2007, 01:02
Vereli luka
QUOTE
აბა მოცარტის მუსიკას ესენი ვერ დაუკრავენ...

სამაგიეროდ, ალექსი მაჭავარიანის "ჰამლეტს" უკრავენ "კარგად". მამენტ, რაც მუსიკაა, შესრულებაც ის არის - ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, კოშმარკაფონია...

Posted by: Contralto 27 Oct 2007, 01:03
Vereli luka
იფ, რას ამბობ, ვერდისას ხომ აბულბულებენ biggrin.gif

Posted by: Chkalovi 27 Oct 2007, 19:53
Contralto
lol.gif lol.gif lol.gif
აბესალომ და ეთერზე საერთოდ რასკლადუშკით უნდა მოხვიდე კაცი-რომ იწყებენ ისეთი ზანუდობის დონეა-უთუოდ დაგეძინება gigi.gif

Posted by: არჩიბალდ 27 Oct 2007, 23:03
ხვალ მოცარტიანაა.

smile.gif


--------------------------

Posted by: Fitzcarraldo 30 Mar 2008, 22:22
გუშინწინ გამოაცხადეს, რომ ოპერის გენდირექტორმა - დათო საყვარელიძემ ნიკა ვაჩეიშვილს განცხადება აახლა პოსტის დატოვების თაობაზე, მიზეზი არ ვიცი, არც ის ვიცი, დააკმაყოფილა თუ არა ამხანაგმა ვაჩეიშვილმა ამხანაგ საყვარელიძის განცხადება


იქნებ ვინმემ რამე იცოდეთ და დაწეროთ!

Posted by: tixe 30 Mar 2008, 22:38
QUOTE
დათო საყვარელიძემ ნიკა ვაჩეიშვილს განცხადება აახლა პოსტის დატოვების თაობაზე,

ალბათ ვეღარ გაუძლო ვოკალისტებს და თავის მოკვლას პოსტის დატოვება ამჯობინა biggrin.gif

Posted by: chorven:) 30 Mar 2008, 22:43
რაო?!
სად გამოაცხადეს?
ვინ უნდა შეცვალოს?

Posted by: tixe 30 Mar 2008, 22:44
QUOTE
რაო?!
სად გამოაცხადეს?
ვინ უნდა შეცვალოს?

ხო ისე საინტერესოა!

Posted by: weisenhaus 30 Mar 2008, 22:57
Fitzcarraldo
QUOTE
დათო საყვარელიძემ ნიკა ვაჩეიშვილს განცხადება აახლა პოსტის დატოვების თაობაზე,

ალბათ აუსრულდა დიდი ხნის ოცნება და მიიღო შემოთავაზება მეტროპოლიტენიდან.
chorven:)
QUOTE
ვინ უნდა შეცვალოს?

ია ანთაძე შეცვლის.

Posted by: chorven:) 30 Mar 2008, 22:59
weisenhaus
QUOTE

ია ანთაძე შეცვლის.


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: bemby 31 Mar 2008, 12:28
QUOTE
გუშინწინ გამოაცხადეს, რომ ოპერის გენდირექტორმა - დათო საყვარელიძემ ნიკა ვაჩეიშვილს განცხადება აახლა პოსტის დატოვების თაობაზე, მიზეზი არ ვიცი, არც ის ვიცი, დააკმაყოფილა თუ არა ამხანაგმა ვაჩეიშვილმა ამხანაგ საყვარელიძის განცხადება

ხო ეგ მეც გავიგე.მიზეზად იმას ამბობენ რომ ატილას დადგმაში დახარჯულ ფულს არ აძლევს სახელმწიფო საყვარელიძესო.კიდევ იმასაც ამბობენ ,ეს რომ გუგუშვილმა გაიგო სასწრაფოდ სამინისტროში მივარდა ამბის დასაზუსტებლადო.
lol.gif lol.gif lol.gif mad.gif

Posted by: tixe 31 Mar 2008, 13:35
გავიგე საყვარელიძის კონტრაქტს აპრილში თუ მაისსში ვადა ეწურებაო და შეიძლება ამიტომაც დაწერა განცხადება.

Posted by: Chkalovi 31 Mar 2008, 18:30
და ვინ იქნება შემცვლელი, არის ვარიანტები?

Posted by: chorven:) 31 Mar 2008, 19:35
ავნერვიულდი...
მგონი, ეს თეატრი სახლზე მეტად მიყვარს და არ მინდა, ვინმე ისეთს ჩაუგდონ ხელში...

Posted by: inana 31 Mar 2008, 20:12
chorven:)
QUOTE
ავნერვიულდი...
მგონი, ეს თეატრი სახლზე მეტად მიყვარს და არ მინდა, ვინმე ისეთს ჩაუგდონ ხელში...

საინტერესოა, ვინმე გესახებათ, ვისაც მშვიდად ჩააბარებდით ამ საქმეს?

Posted by: tiger-onix 31 Mar 2008, 21:10
chorven:)
QUOTE
მგონი, ეს თეატრი სახლზე მეტად მიყვარს და არ მინდა, ვინმე ისეთს ჩაუგდონ ხელში...

აქამდე ხომ ისეთ ხელში იყო რომ ბრწყინავდა და თანაც თურმე მსოფლიო დონეზე გავსულვართ და თურმე ვერ ვხვდებოდით! biggrin.gif

Posted by: chorven:) 31 Mar 2008, 22:27
inana
QUOTE
საინტერესოა, ვინმე გესახებათ, ვისაც მშვიდად ჩააბარებდით ამ საქმეს?

მე ვინ მესახება, ამას რა მნიშვნელობა აქვს ჩემო კარგო!:)

Posted by: tiger-onix 1 Apr 2008, 05:31
chorven:)
QUOTE
მე ვინ მესახება, ამას რა მნიშვნელობა აქვს ჩემო კარგო!:)

ის მნიშვნელობა აქვს რომ, ალბათ შენს ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება უახლოეს მომავალში! wink.gif არა?

Posted by: inana 1 Apr 2008, 07:16
chorven:)
QUOTE
მე ვინ მესახება, ამას რა მნიშვნელობა აქვს ჩემო კარგო!:)

მე არა მარტო თქვენი, ზოგადად, მაინტერესებდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ოპერის კარგი სამხატვრო ხელმძღვანელი თუ დირექტორი, ისე გკითხეთ. თუ არ გინდათ ვინმეს დასახელება, სხვას რომ გული არ დასწყდეს, კი ბატონო, კარგად და ბედნიერად.

Posted by: chorven:) 1 Apr 2008, 10:32
tiger-onix
QUOTE
ის მნიშვნელობა აქვს რომ, ალბათ შენს ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება უახლოეს მომავალში!  არა?

რაო?!
აი, ახლა კი მართლა მაცინე...
biggrin.gif

Posted by: palindromi-x 1 Apr 2008, 16:50
გუშინ გრიგოლიასთან საყვარელიძემ თქვა, 3-ში გასტროლებზე მივემგზავრებითო, ხომ არ იცის ვინმემ სად და რა პროგრამით?

Posted by: zveriuga 1 Apr 2008, 17:35
palindromi-x
ისრაელში. 5 გალა კონცერტი ექნებათ და "ჯამბაზები".

Posted by: palindromi-x 1 Apr 2008, 17:36
zveriuga
სპექტაკლის შემადგნლობაც გეცოდინებაsmile.gif

Posted by: zveriuga 1 Apr 2008, 17:49
palindromi-x
მეცოდინება smile.gif
გუგუშვილი, გველესიანი, ასპანიძე, ხელაია, მახარაძე

Posted by: tiger-onix 1 Apr 2008, 18:41
chorven:)
QUOTE
აი, ახლა კი მართლა მაცინე...

მაგას რა ჯობია? ამბობენ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო! biggrin.gif არ გინდა? wink.gif

Posted by: palindromi-x 1 Apr 2008, 19:50
zveriuga
გალა კონცერტებში ვინ მიიღებს მონაწილეობას? გუნდი და ორკესტრიც მიყავთ თუ მხოლოდ მომღერლები?

Posted by: tixe 1 Apr 2008, 21:00
inana
ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილია. დათო საყვარელიძე მარტო გენერალური დირექტორია.

Posted by: palindromi-x 1 Apr 2008, 23:39
არ ვიცი წინა პოსტებში დაიწერა თუ არა იმაზე, რომ ამბობენ ოპერაში ევრორემონტის ჩატარებას. ხომ არაფერი იცით?

Posted by: zveriuga 2 Apr 2008, 12:00
palindromi-x
კი, გუნდიც მიდის, ორკესტრიც და დირიჟორებიც (აზმაიფარაშვილი და ჭიჭინაძე). გალაში ჯამბაზების მონაწილეების გარდა იქნებიან ონიანი, რატიანი, პუტილოვა, იმედაშვილი, ჩაჩუა და დათუსანი.

წინასწარ გამოვიცნობ კითხვას: ვინ დარჩა? biggrin.gif ფაქტიურად არავინ

Posted by: palindromi-x 2 Apr 2008, 13:04
zveriuga
ისიც გეცოდინება -რა კრიტერიუმებით აარჩიეს გალა კონცერტის მონაწილე სოლისტები -არავის დავწყვიტოთ გულიო თუ რაიმე სხვა?smile.gif

Posted by: inana 2 Apr 2008, 13:16
palindromi-x
QUOTE
ევრორემონტი

ყველაზე, მაპატიეთ და, მარაზმატული სიტყვა, რასაც ბოლო წლებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიგონებთ.

Posted by: palindromi-x 2 Apr 2008, 13:18
inana
კიდევ კარგი -მე არ მომიგონიაsmile.gif

Posted by: JOKONDA 2 Apr 2008, 13:23
inana
QUOTE
ყველაზე, მაპატიეთ და, მარაზმატული სიტყვა, რასაც ბოლო წლებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიგონებთ.

სულ ახლა ''ევრორემონტი ''ჩავუტარე სულს და სულ სხვა ვარ სულ!!!!!!!!!

Posted by: palindromi-x 2 Apr 2008, 13:26
JOKONDA
ჯოკონდა, მონა ლიზა -შენი სული ვერავინ ამოიცნო, და ვინჩის გარდა, ახლა კი გაევრორემონტებულს, ისიც ვერ გიცნობდაsmile.gif

Posted by: Contralto 2 Apr 2008, 13:29
palindromi-x
QUOTE
ამბობენ ოპერაში ევრორემონტის ჩატარებას


ტუალეტები თუ აღარ იქნება ვაგზლის ჩეჩმასავით აყროლებული, ამას მხოლოდ მივაესალმები.

ოღონდ, იმდენს ნუ იზამენ, რომ დარბაზის ისედაც ცუდი აკუსტიკა მთლად დაახშონ.

Posted by: palindromi-x 2 Apr 2008, 13:30
Contralto
გარდა ტუალეტებისა შენ რას გარდაქმნიდი ან ნაწილობრივ მაინც შეცვლიდი ოპერის თეატრში(ასეთის უფლებას თუ მოგანიჭებდა ვინმემ)?

Posted by: tixe 2 Apr 2008, 13:31
შენობის ევრორემონტი კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება ვოკალისტების ევრორემონტს თუ ჩაატარებენ wink.gif

Posted by: JOKONDA 2 Apr 2008, 13:33
palindromi-x
QUOTE
ჯოკონდა, მონა ლიზა -შენი სული ვერავინ ამოიცნო, და ვინჩის გარდა, ახლა კი გაევრორემონტებულს, ისიც ვერ გიცნობდა

ეხლანდელ დროში სულიერება ხომ დავიწყებულია საერთოდ .ლეო კი მიცნობდა,მაგრამ შესაძლოა ისიც განდიდების მანიით შეპყრობილი ყოფილიყო და ნეტით გაეცნო თავისი მენატურე ქალები

Posted by: Contralto 2 Apr 2008, 13:33
palindromi-x
QUOTE
გარდა ტუალეტებისა შენ რას გარდაქმნიდი ან ნაწილობრივ მაინც შეცვლიდი ოპერის თეატრში(ასეთის უფლებას თუ მოგანიჭებდა ვინმემ)?

მაგდენი რომ ვიცოდე, განცხადებას შევიტანდი, დირექტორად დამნიშნეთ-მეთქი biggrin.gif

Posted by: palindromi-x 2 Apr 2008, 13:35
tixe
მაგისთვის ალბათ, ჯერ სრული რეკონსტრუქციით უნდა დაიწყონsmile.gif
Contralto
და დაგნიშნავდნენ, როგორ გგონია?smile.gif
* * *
JOKONDA
ლეონარდო სკაიპთან smile.gif მაგრამ არა- ჯობია თავის საუკუნეში დავტოვოთ, ასეთ ქმნილებას ჩვენს საუკუნეში ვერ შექმნიდაsmile.gif

Posted by: Contralto 2 Apr 2008, 13:45
palindromi-x
QUOTE
და დაგნიშნავდნენ, როგორ გგონია?


სრულებით დარწმუნებული ვარ,
















რომ არა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tixe 2 Apr 2008, 13:49
palindromi-x
ნამდვილად! smile.gif

Posted by: palindromi-x 2 Apr 2008, 13:56
მრავალსართულიან სცენას თუ გააკეთებენ თავისი "სარდაფით", ხელს შეუწყობს თანამედროვე რეჟისურას ეს, საზღვარგარეთის თეატრებში ეს უკვე "დაკანონდა", თუმცა ჩვენთან...

Posted by: JOKONDA 2 Apr 2008, 14:01
Contralto
QUOTE
ტუალეტები თუ აღარ იქნება

ამაღლებულზე ვისაუბროთ

Posted by: palindromi-x 2 Apr 2008, 14:12
JOKONDA
აი მიტო ვთქვი -მრავალსართულიანი სცენებია საჭირო მეთქი - და ავმაღლდებით!:)

Posted by: JOKONDA 2 Apr 2008, 14:20
palindromi-x
QUOTE
მრავალსართულიან სცენას თუ გააკეთებენ თავისი "სარდაფით", ხელს შეუწყობს თანამედროვე რეჟისურას ეს, საზღვარგარეთის თეატრებში ეს უკვე "დაკანონდა", თუმცა ჩვენთან...

კარგი სურვილებია,ალბათ გაითვალისწინებენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Contralto 2 Apr 2008, 14:49
JOKONDA
QUOTE
ამაღლებულზე ვისაუბროთ

თეატრი ტუალეტიდან იწყება biggrin.gif

საღამოს კაბებში და ბიჟუტერიებში რომ მოდიან მანდ ჩვენი სვეცკი დამები, ტუალეტში თუ ყოფილა, ნეტავ,რომელიმე... biggrin.gif


ნუ, მომიტევეთ, მიწიერი ვარ და რა ვქნა biggrin.gif

Posted by: palindromi-x 2 Apr 2008, 14:53
Contralto
მიწიერი ხარ, მაგრამ ხელოვნება აგამაღლებს!:)

Posted by: chorven:) 2 Apr 2008, 18:01
ტუალეტი ხო, მაგრამ სავარძლებს და მოაჯირებს, და ფარდებს თუ იმ (არ ვიტყვი რის) ფერს შეუცვლიან უზომოდ გამიხარდება...
ფარდას ვიღაც ფრანგ დიზაინერს ვუკვეთავთო და მაინტერესებს, როგორი გამოვა
ისე, ლოჟის კარებებიც საკუბოვე ხისგან დამზადებული გეგონება... ნამეტანი ჩამჟამებული ფერისაა...

Posted by: Charles IX 2 Apr 2008, 18:04
და ლუსტრაზე შუაში დიდი ბურთი რომ კიდია, აუცილებლად უნდა შეცვალონ და ბრილლიანტი დაკიდონ... biggrin.gif

Posted by: tiger-onix 2 Apr 2008, 18:12
Charles IX
chorven:)
მადლობა თქვით, რაც ეხლა არის, იმაზე ცუდი არ გამოვიდეს ალა სააკაშვილი შეღებილ-შეფერადებული, შიგნიდან კიდე უვარგისი! biggrin.gif

Posted by: chorven:) 2 Apr 2008, 18:13
Charles IX
QUOTE
და ლუსტრაზე შუაში დიდი ბურთი რომ კიდია, აუცილებლად უნდა შეცვალონ და ბრილლიანტი დაკიდონ... 

ჰო, მართლა, ეგ ჭაღი ან აწიონ, ან რამე უყონ, მესამე იარუსზე ვინც ზის, მაგის მეტს ვერაფერს ხედავს, სასიამოვნო საყურებელი მაინც იყოს, სულ გასაწმენდია... biggrin.gif

Posted by: Charles IX 2 Apr 2008, 18:16
chorven:)
QUOTE
ჭაღი

ნწუ,
ეგა ლუსტრაა!!! biggrin.gif

QUOTE
სულ გასაწმენდია...

აუფ, მაგას რა გაწმენდს?
ახალი ბართლომეს ღამით რომ დავემუქრო ოპრიმძღვანლობას, მაინც ვერ იპოვნიან მაგდენ დამლაგებელ-ვისოტნიკს... gigi.gif

Posted by: chorven:) 2 Apr 2008, 18:21
Charles IX
ვიღას ახსოვს შენი ბართლომეს ღამე, სათანადოდ ვერ ემუქრები, ეტყობა...
გამიგია, ბროლი ბრწყინავსო და ამას მაგ ლუსტრას, რაღაც ვერ ვატყობ, ეტყობა, პრასტოი სტეკლო შემოგვაპარეს... biggrin.gif
მერე დარბაზიდან ეგ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ფარდაგებია მოსაშორებელი, არც ერთ თავმოყვარე თეატრში ხალიჩები არ უფენიათ, ზამთრის გარდა, აკუსტიკას ახშობს...

Posted by: Fitzcarraldo 3 Apr 2008, 22:57
აგერ ამისთანა თეატრი დაანგრიეს იდიოტმა ამერიკელებმა, ჩვენ კიდევ წიტიანი ოპერა გვაქვს და გვიხარია biggrin.gif

ძველი მეტროპოლიტენ ოპერა

Posted by: chorven:) 4 Apr 2008, 01:28
რომის ოპერაც ისეთი ლამაზია...
user posted image

user posted image

ისე მუსოლინისეული...
user posted image

უბრალოდ, გარედან ქარხანას ჰგავს...
user posted image

Posted by: tiger-onix 4 Apr 2008, 01:52
Fitzcarraldo
QUOTE
ჩვენ კიდევ წიტიანი ოპერა გვაქვს და გვიხარია

ეგაც რომ გვაქვს არ გიკვირს?
...
Teatro Carlo Felice Genova

Posted by: chorven:) 4 Apr 2008, 01:54
tiger-onix
QUOTE
ეგაც რომ გვაქვს არ გიკვირს?

ჰოდა, თუ გვიკვირს, რაღას ვერჩით და ვლანძღავთ ამ ჩვენს მომღერლებს, დირიჟორებსა და ხელმძღვანელობას?!

Posted by: tiger-onix 4 Apr 2008, 02:02
chorven:)
QUOTE
ჰოდა, თუ გვიკვირს, რაღას ვერჩით და ვლანძღავთ ამ ჩვენს მომღერლებს, დირიჟორებსა და ხელმძღვანელობას?!

ჯერ ეს ერთი მე არავის არ ვლანძღავ, მეორეც ჯანსაღი კრიტიკა არავის აწყენს, და საერთოდ, ამჯერად შენობაზეა ლაპარაკი და არა თქვენობაზე! biggrin.gif

Posted by: chorven:) 4 Apr 2008, 02:23
tiger-onix
QUOTE
Teatro Carlo Felice Genova

ამ იტალიელებს კიდევ საამშენებლო მასალა არა აქვთ, ნეტა?! რას გავს, თეატრიც კი სხვა შენობის კედელს როგორ უნდა იყოს მიშენებული!
შიგნიდან მაინც თუ ვარგა?
დღეს შარზე ვარ!

Posted by: tiger-onix 4 Apr 2008, 02:28
chorven:)
QUOTE
ამ იტალიელებს კიდევ საამშენებლო მასალა არა აქვთ, ნეტა?! რას გავს, თეატრიც კი სხვა შენობის კედელს როგორ უნდა იყოს მიშენებული!
შიგნიდან მაინც თუ ვარგა?

კი, მშვენიერია... ისე კი მართალი ხარ, რაღაც თითქოს ისეთი განლაგებაა, სად იწყება და სად მთავრდება ვერ გაიგებ, თუმცა ეგ არ მიკვირს, თვითონ გენუა ნუცუბიძის პლატოს გავს, ოღონდ ზღვაზე! lol.gif

Posted by: chorven:) 4 Apr 2008, 02:32
tiger-onix
ეგ ვისი ძეგლია ?

Posted by: tiger-onix 4 Apr 2008, 02:39
chorven:)
QUOTE
ეგ ვისი ძეგლია ?

ჯუზეპე გარიბალდის!

Posted by: palindromi-x 4 Apr 2008, 10:18
ბევრი დაიპოსტა რემონტის თაობაზე, მაგრამ საშემსრულებლო სფეროს ევრორემონტზე კი თითქმის არაფერი. ნუთუ შესაბამისი სპეციალისტები არ არსებობენ და იმიტომ?
* * *
ისე არ მოგვივიდეს, რომ გაევრორემუნტებულ შენობაში ისევ "სარემონტო" შემოქმედება გვიჩვენონ, როგორც ფალსიფიცირებულ კანფეტებს დებენ-ხოლმე ცნობილი ბრენდების შეფუთვებში და მას ნაწარმად ასაღებენsmile.gif

Posted by: tixe 4 Apr 2008, 16:42
palindromi-x
რატომ წინა გვერდებზე ნახე ჩემი მესიჯი: "შენობის ევრორემონტი კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება ვოკალისტების ევრორემონტს თუ ჩაატარებენ" . ისე მართალი ხარ. ვოკალისტების შემფასებლებში მოვიკოჭლებთ

Posted by: JOKONDA 4 Apr 2008, 19:25
palindromi-x
QUOTE
ბევრი დაიპოსტა რემონტის თაობაზე, მაგრამ საშემსრულებლო სფეროს ევრორემონტზე კი თითქმის არაფერი. ნუთუ შესაბამისი სპეციალისტები არ არსებობენ და იმიტომ?
* * *
ისე არ მოგვივიდეს, რომ გაევრორემუნტებულ შენობაში ისევ "სარემონტო" შემოქმედება გვიჩვენონ, როგორც ფალსიფიცირებულ კანფეტებს დებენ-ხოლმე ცნობილი ბრენდების შეფუთვებში და მას ნაწარმად ასაღებენ

ალბათ ასეც იქნება,თუმცა საწინააღმდეგოში შეეცდებიან დაგვარწმუნონ.

Posted by: palindromi-x 5 Apr 2008, 21:09
JOKONDA
ცდა ბედის მონახევრეა lol.gif lol.gif

Posted by: tiger-onix 7 Apr 2008, 01:28
რასა იქმს ჩვენი თეატრი ისრაელში. გაქვთ ვინმეს ინფორმაცია?

Posted by: chorven:) 7 Apr 2008, 07:30
tiger-onix
QUOTE
რასა იქმს ჩვენი თეატრი ისრაელში. გაქვთ ვინმეს ინფორმაცია?

რად უნდა ამას კითხვა, რა თქმა უნდა ტრიუმფით იღებს ისრაელის ყველა სცენას, ხვანაირად როდის ყოფილა?!

Posted by: tiger-onix 7 Apr 2008, 08:37
chorven:)
QUOTE
რად უნდა ამას კითხვა, რა თქმა უნდა ტრიუმფით იღებს ისრაელის ყველა სცენას, ხვანაირად როდის ყოფილა?!

ისევ გაშლილი დროშებით შევდივართ იერუსალიმში!!! sa.gif sa.gif sa.gif chest.gif sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: Chkalovi 10 Apr 2008, 19:44
და ებრაელები, რომლებსაც თითოეული წუთი აღრისცხაზე აქვთ, 38 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად უკრავს ტაშს...

Posted by: chorven:) 10 Apr 2008, 20:24
Chkalovi
QUOTE
რომლებსაც თითოეული წუთი აღრისცხაზე აქვთ

lol.gif bis.gif
QUOTE
38 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად უკრავს ტაშს...

ამას წინად რომ იყო გასტროლებზე" სულიკო", ვიცი, რომ მართლა დააქციეს ტაშით იქაურობა, მომღერლებმა მითხრეს

Posted by: Chkalovi 12 Apr 2008, 10:38
chorven:)
სულიკო შეიძლება დააქციონ-ამას კიდევ დავიჯერებ-ქართული სიმღერაა და გასაგებია, მაგრამ როგორც გავიგე საშინლად ჩაუტარებიათ განსაკუთრებით "ჯამბაზები". შეიძლება 38 წუთი საერთოდ მთელი წარმოდგენების განმავლობაში დაუკრავთ- ამათ კიდევ გააერთიანეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: palindromi-x 12 Apr 2008, 19:29
Chkalovi
QUOTE
როგორც გავიგე საშინლად ჩაუტარებიათ განსაკუთრებით "ჯამბაზები".

შენ იმდენად ინფორმირებული ხარ, დეტალებიც გეცოდინება აუცილებლადsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Chkalovi 12 Apr 2008, 21:31
palindromi-x
QUOTE
შენ იმდენად ინფორმირებული ხარ, დეტალებიც გეცოდინება აუცილებლად

დეტალებში არ ვიცი და არც მაინტერესებს smile.gif მაგრამ მთავარი რაც ვიცოდი უკვე დავწერე smile.gif

Posted by: tiger-onix 13 Apr 2008, 23:58
Chkalovi
QUOTE
დეტალებში არ ვიცი და არც მაინტერესებს 

როგორც სალო ზურაბიშვილმა თქვა, დეტალებში იმალება ეშმაკი! wink.gif

Posted by: Chkalovi 14 Apr 2008, 00:12
tiger-onix
ეგ პუტინმაც თქვა ამას წინ სოჩის შეხვედრაზე ბუშთან biggrin.gif


ფაქტი ფაქტად რჩება, მაგრამ თუ ძალიან გაინტერესებთ დეტალების და ეშმაკების ნახვა თქვენთვის მიმინდვია wink.gif

Posted by: palindromi-x 14 Apr 2008, 13:09
ამის შემდეგ იმედია კიდევ ექნებათ გასტროლები

Posted by: palindromi-x 18 Apr 2008, 14:35
გუშინ წავიკითხე ნეტში, რომ გერმანიის საოპერო თეატრების წლიური შემოსავალი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება, დასწრება თეატრებში 99,9 პროცენტია -აი, ასეთი ზღაპრული ვითარებაა იქ, ევროპაში, ჩვენთან?

Posted by: ipolite 18 Apr 2008, 21:36
მოგესალმებით ყველას!რა ხდება საოპერო ხელოვნების სტრუქტურაში.


* * *
palindromi-x
მემგონი რომ აღარ წავლენ

Posted by: tiger-onix 20 Apr 2008, 00:36
ipolite
QUOTE
მემგონი რომ აღარ წავლენ

რატომ აღარ წავლენ? დიდი წარმატება ჰქონიათ! yes.gif

Posted by: Tornikee 20 Apr 2008, 00:37
ipolite
წავალთ, და არაერთხელ smile.gif და არა მარტო ამერიკაში smile.gif

Posted by: chorven:) 20 Apr 2008, 00:38
tiger-onix
QUOTE
რატომ აღარ წავლენ? დიდი წარმატება ჰქონიათ! 

დიდი წარმატება და ძალიან ცოტა ფული, ამოხადეს სული შიმშილით საწყლებს boli.gif boli.gif

Posted by: tiger-onix 20 Apr 2008, 00:44
chorven:)
QUOTE
დიდი წარმატება და ძალიან ცოტა ფული, ამოხადეს სული შიმშილით საწყლებს

ხო, ეგ ვიცი. თანაც გადარბენები და ძალიან დიდი დატვირთვა!

Posted by: oroveso 21 Apr 2008, 17:35
palindromi-x
პალინდრომ გენაცვალე,სჰენ რა იზი რა დასზრებაა გერმანიის ტეატრებსჰი,ერტ სპეკტაკლზე მაინც მჯდარხა?სჰენ ტუ 5 - 6 ცენტრალურ ტეატრს გულისხობ არ ვიზი და ისე ზუსტად ჩვინნაირი დასცრება,პრემიერებზე აქაც კარგი გასწრებაა და დანარჩენი იკაც და იკაც ერტნაირად არის. მოკლედ აზრსე არ ხარტ და მიედ მოედებით

Posted by: palindromi-x 21 Apr 2008, 22:03
oroveso
ჯობია ტექსტის აკრეფაზე ივარჯიშო (პირველ ეტაპზე)

Posted by: zveriuga 24 Apr 2008, 16:43
palindromi-x
QUOTE
ჯობია ტექსტის აკრეფაზე ივარჯიშო (პირველ ეტაპზე)

შეიძლება ცუდად აკრიფა, მაგრამ ნამდვილად სიმართლე აკრიფა.
თუ მართლა დიდ თეატრებს არ ჩავთვლით, ყველას უჭირს ეხლა მაყურებელი. არსად არ არის ამ მხრივ კარგი მაჩვენებელი და კედელზე გადიან პოპულარიზაციის გზების ძებნისგან.

Posted by: palindromi-x 25 Apr 2008, 11:50
მე ის დავწერე, რაც ამოვიკითხე გერმანულ საიტზეsmile.gif არ თქვათ, რომ განსხვავება არაა იმ თეატრის მაყურებლის რაოდენობას შორის, ვინც მსმენელს (და მოცემულ შემთხვევაში მაყრებელს) სთავაზობს თანამედროვეობის მოთხოვნებით გაკეთებულ სპექტაკლებს (იგულისხმება მეტწილ რეჟისურა და სასცენო დეკორაციები) და იმ თეატრს შორის, რომეიც ვერ გასცდა მოძველებულ დადგმებს.
პ.ს. უაადგილოდ გამოყენებული "ავანგარდული" ელემენტები თეატრში ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სპექტაკლი დროის მოთხოვნებსს პასუხობს.

Posted by: palindromi-x 30 Apr 2008, 17:40
ხალხნო, ეგრე არ მიატოვოთ ოპერაში სიარული, როგორც ეს თემა მიატოვეთ! smile.gif

Posted by: principe -jojo 30 Apr 2008, 19:51
QUOTE (palindromi-x @ 30 Apr 2008, 17:40 )
ხალხნო, ეგრე არ მიატოვოთ ოპერაში სიარული, როგორც ეს თემა მიატოვეთ! smile.gif

არაფერი არ ხდება და ცვილის ფიგურების სანახავად ვიაროთ?ამბობენ ამ სეზონში მეტი სპეკტაკლი აღარ გავაო...ალბათ ბოლოში მოგვიგდებენ 1-2 დაისს,და ველოდოთ მერე..

Posted by: palindromi-x 1 May 2008, 11:36
QUOTE
ალბათ ბოლოში მოგვიგდებენ 1-2 დაისს,და ველოდოთ მერე..

principe -jojo
ვიდრე 1-2 აბესალომს არ მოგვაწოდებენ შემდეგ დასაწყისშიsmile.gif

Posted by: chorven:) 1 May 2008, 19:11
-----------------------
ატილა აღარ იქნება, თუ იცით?

Posted by: oroveso 2 May 2008, 00:35
მოხვალ დატუსანი მგერის ატტლას და დიდ სამზადისშიაო.
* * *
უნდა წავიდე,არ მომისმენია ეგ კაცი,ავად გამხდარა პრემიერების ზინ,ნამეტნავად ტავს აკლავსო

Posted by: palindromi-x 2 May 2008, 17:39
რომელი ოპერის ნახვა გაგიხარდებოდათ ყველაზე მეტად ჩვენი ოპერის სცენაზე ( ისეთის, რომელიც ჯერ არ დადგმულა, ან ამჟამინდელ რეპერტუარში არაა და დავუშვათ, აღსადგენია) ?

Posted by: JOKONDA 2 May 2008, 21:35
oroveso
QUOTE
მოხვალ დატუსანი მგერის ატტლას და დიდ სამზადისშიაო.
* * *
უნდა წავიდე,არ მომისმენია ეგ კაცი,ავად გამხდარა პრემიერების ზინ,ნამეტნავად ტავს აკლავსო

ხომ არ განიცდის პაწას!!!!!!
* * *
palindromi-x
QUOTE
რომელი ოპერის ნახვა გაგიხარდებოდათ ყველაზე მეტად ჩვენი ოპერის სცენაზე ( ისეთის, რომელიც ჯერ არ დადგმულა, ან ამჟამინდელ რეპერტუარში არაა და დავუშვათ, აღსადგენია) ?

ასეთი სერიოზული დამოკიდებულება მხოლოდ თქვენ გაქვთ აქ,თორემ ხშირ შემთხვევაში ლაზღანდარობენ!!

Posted by: chorven:) 2 May 2008, 21:47
palindromi-x
ონეგინის, და დგამენ კიდეც, მგონი bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 2 May 2008, 22:05
QUOTE
რომელი ოპერის ნახვა გაგიხარდებოდათ ყველაზე მეტად ჩვენი ოპერის სცენაზე ( ისეთის, რომელიც ჯერ არ დადგმულა, ან ამჟამინდელ რეპერტუარში არაა

ეჰ!! არ შეიძლება ვაგნერის რამე დადგან, ოღონდ კარგად? საერთოდ, ეგებ ვინმემ გამაგებინოთ, რატომ არ სწყალობენ ჩვენი მომღერლები გერმანულ ოპერას?

Posted by: gabarzgaleba 2 May 2008, 22:07
შორეულ 1937 წელს, იანვარში (ევგენი მიქელაძე ჯერ არ იყო დახვრეტილი) "რაბოჩაია მასკვა" სტატიაში, "სალამი ქართველ სტუმრებს", წერდა: "შესანიშნავი დღესასწაული, რომელიც ხვალ მოსკოვში იწყება, მთელ მსოფლიოს ერთხელ კიდევ უჩვენებს ზეიმს ლენინურ-სტალინური ნაციონალური პოლიტიკისას, რომელიც შობს ახალ ხელოვნებას, ახალ ადამიანსა და ახალ ძმურ ურთიერთობას ხალხთა შორის".

დამავიწყდა, ჩვენს ოპერაზეა ეგ სიტყვები ნათქვამი, დეკადის ამბავჩი smile.gif

Posted by: karate 2 May 2008, 22:23
QUOTE (MaShiko-MuSicology @ 2 May 2008, 22:05 )
QUOTE
რომელი ოპერის ნახვა გაგიხარდებოდათ ყველაზე მეტად ჩვენი ოპერის სცენაზე ( ისეთის, რომელიც ჯერ არ დადგმულა, ან ამჟამინდელ რეპერტუარში არაა

ეჰ!! არ შეიძლება ვაგნერის რამე დადგან, ოღონდ კარგად? საერთოდ, ეგებ ვინმემ გამაგებინოთ, რატომ არ სწყალობენ ჩვენი მომღერლები გერმანულ ოპერას?

აპირებენ აპირებენ..გაისად მარტი-აპრილში იდგმება ნიბერლუნგების შემოკლებული ვარიანტი_5 ოპერა 1 დღეში

Posted by: JOKONDA 2 May 2008, 22:26
QUOTE
ეჰ!! არ შეიძლება ვაგნერის რამე დადგან, ოღონდ კარგად? საერთოდ, ეგებ ვინმემ გამაგებინოთ, რატომ არ სწყალობენ ჩვენი მომღერლები გერმანულ ოპერას?

MaShiko-MuSicology
ვის ამღერებენ რო მთავარ პარტიებს, ვინ გეგულებათ თქვენ პირადად ვაგნერის მომღერალი თბილისში, ეგეთი მასშტაბური ხმა, დიაპაზონი, ტექნიკა ან ტემბრი ვის აქვს (ნებისმიერი ხმა). ან თუ ვინმე გაბედავს ან გააბედინებენ, უმალ დაამთავრებს კარიერას !

Posted by: oroveso 3 May 2008, 03:20
JOKONDA
ვაგნერრისტი ერთი საფარიანი იკო და ისიც გაიკცა

Posted by: JOKONDA 3 May 2008, 18:13
oroveso
სად გაიქცა თუ იცი,რომელ ევროპულ ქვეყანას უმართლებს ასე?
lol.gif

Posted by: palindromi-x 3 May 2008, 23:28
მსოფლიოს თანამედროვე თეატრებში ისეთი ოპერები იდგმება, რომლებიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ ადრე (დადგმის თვალსაზრისით) ან საეროდ არასოდეს დადგმულან საოპერო სცენებზე( საუბრია როგორც თანამედროვე, ისე ძველი დროის საოპერო ქმნილებებზე). ჩვენთან კიდე ასეთი ტენდენცია ჯერ არ დანერგილა და "ხადავოი" სპექტაკლები მიდის , საყოველთაოდ ცნობილი ასე ვთქვათ "შლაგერები"

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 May 2008, 00:49
QUOTE (palindromi-x @ 3 May 2008, 23:28 )
მსოფლიოს თანამედროვე თეატრებში ისეთი ოპერები იდგმება, რომლებიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ ადრე (დადგმის თვალსაზრისით) ან საეროდ არასოდეს დადგმულან საოპერო სცენებზე( საუბრია როგორც თანამედროვე, ისე ძველი დროის საოპერო ქმნილებებზე). ჩვენთან კიდე ასეთი ტენდენცია ჯერ არ დანერგილა და "ხადავოი" სპექტაკლები მიდის , საყოველთაოდ ცნობილი ასე ვთქვათ "შლაგერები"

ზუსტად რა,ერთი და იგივე...აიდა,რიგოლეტო,ჯამბაზები,ქეთო და კოტე,დაისი,აბესალომ და ეთერი და უიშვიათესად დონ ჯოვანნი. ნუ რა უბედურებაა რა.ვოცნებობ მინიმუმ როსინის და მოცარტის სხვა ოპერები როდის დაიდგმება.

ამ ყველაფერს ვერ იტყვი ბალეტზე,სულ ახალ-ახალ რაგაცეებს დგამენ,დადიან გასტროლებზე,ჩამოყავთ ქორეოგრაფები.ფორმაში არინ სულ.

დათო საყვარელიძე ოპერის და ბალეტის თეატრის დახურვა უნდა 3 წლით,რემონტზე.თითქმის გადაწყვწტილია ეგ საკითხი.ხო კაია?ბალეტი სადღაც გადადის მგონი,აი ოპერის გუნდი,სოლისტები...

Posted by: palindromi-x 4 May 2008, 11:03
QUOTE
დათო საყვარელიძე ოპერის და ბალეტის თეატრის დახურვა უნდა 3 წლით,რემონტზე.თითქმის გადაწყვწტილია ეგ საკითხი.ხო კაია?ბალეტი სადღაც გადადის მგონი,აი ოპერის გუნდი,სოლისტები...

texasuri jleta benzoxerxit
3 წლით თუ გაჩერდნენ, მერე სულ გასტროლს თუ ჩამოიყვანენ ახალგარემონტებულში, თორემ...

Posted by: oroveso 4 May 2008, 12:37
თორემ რა ? პალინდრომ ზუდი ენა გაქ და გაუპრთხილდი სადმე არ დაკარგო

Posted by: MaShiko-MuSicology 4 May 2008, 20:21
karate
[quote]
აპირებენ აპირებენ..გაისად მარტი-აპრილში იდგმება ნიბერლუნგების შემოკლებული ვარიანტი_5 ოპერა 1 დღეში[/quote]

ჰო, არა? biggrin.gif lol.gif ეს მეხუთე რომელია, უკაცრავად? აფეთქდება ოპერის შენობა თავის მომღერალ-მაყურებლებიანა:-)
JOKONDA
[quote]
ვის ამღერებენ რო მთავარ პარტიებს, ვინ გეგულებათ თქვენ პირადად ვაგნერის მომღერალი თბილისში, ეგეთი მასშტაბური ხმა, დიაპაზონი, ტექნიკა ან ტემბრი ვის აქვს (ნებისმიერი ხმა). ან თუ ვინმე გაბედავს ან გააბედინებენ, უმალ დაამთავრებს კარიერას ! [/quote]

ჰო, მეც მაგას ვტირი, მაგრამ რაღაც ვოკალისტებსაც ვერ ვატყობ დიდ სურვილს...

[quote]უმალ დაამთავრებს კარიერას ! [/quote]

გულწრფელად მაინტერესებს, რატომ???
და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, ახალგაზრდა ვოკალისტებო: ვაგნერი რომ იმღეროთ, თუნდაც ფრაგმენტულად, პროფესიული ზრდის თვალსაზრისით თქვენთვისვე სასარგებლო არ იქნება?
oroveso
ვაგნერრისტი ერთი საფარიანი იკო და ისიც გაიკცა [/quote]
ნუ გადამრიეთ, როდის რა იმღერა?
* * *
და კიდევ, თანამედროვე ოპერა, რომელსაც ვოკალისტები, ყოველ შემთხვევაში, ვისაც ვიცნობ, როგორც ეშმაკი საკმეველს ისე გაურბიან sad.gif

Posted by: palindromi-x 4 May 2008, 20:31
QUOTE
და კიდევ, თანამედროვე ოპერა, რომელსაც ვოკალისტები, ყოველ შემთხვევაში, ვისაც ვიცნობ, როგორც ეშმაკი საკმეველს ისე გაურბიან 

MaShiko-MuSicology
თანამედროვე საოპერო არიები (და არა მხოლოდ) თავისებური ტექნიკით უნდა იმღეროს შემსრულებელმა, რაც ყველას არ ძალუძს

Posted by: MaShiko-MuSicology 4 May 2008, 21:04
palindromi-x
QUOTE
თანამედროვე საოპერო არიები (და არა მხოლოდ) თავისებური ტექნიკით უნდა იმღეროს შემსრულებელმა, რაც ყველას არ ძალუძს

კი, აბსოლუტურად მართალია. მერე, რატომ არ აითვისებენ ამ ტექნიკას?

Posted by: palindromi-x 4 May 2008, 21:39
MaShiko-MuSicology
QUOTE
კი, აბსოლუტურად მართალია. მერე, რატომ არ აითვისებენ ამ ტექნიკას?

ამ ტექნიკას ჯერ არ ჩამოუწევია ჩვენთან, ჩვენ ჯერ კიდევ ძველი სკოლით გაცვეთილი შლაგერ-არიების მღერას გვასწავლიან, ხოლო თანამედროვე ოპერების შესრულების ტექნიკა ისეთმა ადამიანებმა უნდა ასწავლონ, ვისაც ისინი ნამღერი აქვს, ძველი თაობის მაესტროებში არ მეგულება ვინმე, თუ ვცდები -პარდონsmile.gif

Posted by: JOKONDA 4 May 2008, 22:12
palindromi-x
QUOTE
მსოფლიოს თანამედროვე თეატრებში ისეთი ოპერები იდგმება, რომლებიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ ადრე (დადგმის თვალსაზრისით) ან საეროდ არასოდეს დადგმულან საოპერო სცენებზე( საუბრია როგორც თანამედროვე, ისე ძველი დროის საოპერო ქმნილებებზე). ჩვენთან კიდე ასეთი ტენდენცია ჯერ არ დანერგილა და "ხადავოი" სპექტაკლები მიდის , საყოველთაოდ ცნობილი ასე ვთქვათ "შლაგერები"

ვფიქრობ,ამისთვის დასიც მზად უნდა იყოს და საზოგადოებაც ანუ მსმენელი( არა მხოლოდ მაყურებელი),თუმცა ევროპაში სანახაობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს....
* * *
მსმენელს უნდა აღზრდა,ამისთვის არავის ცალია...შედეგიც სახეზეა

Posted by: palindromi-x 5 May 2008, 00:28
JOKONDA
QUOTE
ვფიქრობ,ამისთვის დასიც მზად უნდა იყოს და საზოგადოებაც ანუ მსმენელი( არა მხოლოდ მაყურებელი),თუმცა ევროპაში სანახაობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს....

ევროპში კია სანახაობრივი სპექტაკლები, მაგრამ ჩვენთან. თუ სპექტაკლი სანახაობრივი არაა და საკონცერტო შესრულებას ემსგავსება, მაშინ განსაკუთრებულად კარგად უნდა შეასრულონ მომღერლებმა, რადგანაც ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა არ ხდება სცენურ მოძრაობებსა და ეფექტებზე და მთელი აქცენტი გადატანილია ვოკალისტის შესრულებაზე

Posted by: oroveso 5 May 2008, 01:23
palindromi-x
ჯერ ზველი ტექნიკა ხო რას ამბობ ავითვისეთ და ეხლა ახალ ტექნიკაზე ვიზრუნოთ

Posted by: MaShiko-MuSicology 5 May 2008, 13:38
palindromi-x
QUOTE
ამ ტექნიკას ჯერ არ ჩამოუწევია ჩვენთან, ჩვენ ჯერ კიდევ ძველი სკოლით გაცვეთილი შლაგერ-არიების მღერას გვასწავლიან, ხოლო თანამედროვე ოპერების შესრულების ტექნიკა ისეთმა ადამიანებმა უნდა ასწავლონ, ვისაც ისინი ნამღერი აქვს, ძველი თაობის მაესტროებში არ მეგულება ვინმე, თუ ვცდები -პარდონ

ვოკალისტი ხართ? თუ კი, მაშინ ქება-დიდება თქვენ! (თუ არა, მაინცsmile.gif). განსაკუთრებით შლაგერ-არიები მომეწონა! bis.gif
მაგრამ, აი, რა, სურვილიც არ არის, ყველაზე ცუდი ესაა. შარშან თბილისში კონკურსზე მგონი მოთხოვნა იყო თანამედროვე ნაწარმოების შესრულებაზე და ისეთი რაღაცეები იმღერა ხალხმააა... თანამედროვეს გარდა ყველაფერი!!! მარტო თეო დვალს ჰქონდა პროგრამაში ბერგის "ბულბული", ისიც, ბერგის ადრეული ნაწარმოებია და სუფთა რომანტიზმია. მოკლედ, ბოდიში და ჭღრპღრ ავტორებით დაიძვრინეს თავი.
QUOTE
ძველი თაობის მაესტროებში

გასაგებია, მაგრამ ძველი თაობის მაესტროები უნერგავენ თავში ახალგაზრდებს, თანამედროვე მუსიკა ხმას აფუჭებსო? კონსერვატორიის ვოკალისტების მინიმუმ 95% ასე იძახის! თუ ასეა, მაშინ ძალიან მწარედ გვქონია საქმე

Posted by: palindromi-x 5 May 2008, 14:13
MaShiko-MuSicology
ხმას თანამედროვე ნაწარმოებები კი არ აფუჭებს, არამედ არასწორი სიმღერა. "დაშინებას" კი ასე თუ ისე ყველა მაესტრო მიმართავს იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის საკუთარი არჩევანის უფლების უნარს ართმევენ მოსწავლეს (სტუდენტს), რითაც ქმნიან გარკვეულ დამოკიდებულებას პედაგოგზე, რაც გრძელდება წლების განმავლობაში და შედეგად მოაქვს საკუთარი აზრის არმქონე მომღერალი.
რაც შეეხება ბერგის ბულბულს, შესანიშნავი ნაწარმოებია, მთელი მისი ეს ციკლი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია "Nachtigal"

Posted by: inana 5 May 2008, 15:38
palindromi-x
QUOTE
ხმას თანამედროვე ნაწარმოებები კი არ აფუჭებს, არამედ არასწორი სიმღერა. "დაშინებას" კი ასე თუ ისე ყველა მაესტრო მიმართავს იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის საკუთარი არჩევანის უფლების უნარს ართმევენ მოსწავლეს (სტუდენტს), რითაც ქმნიან გარკვეულ დამოკიდებულებას პედაგოგზე, რაც გრძელდება წლების განმავლობაში და შედეგად მოაქვს საკუთარი აზრის არმქონე მომღერალი.

ჯაჭვური რეაქციისა და რაღაცნაირი ჩაკეტილი წრესავითაა. თავის დროზე ის პედაგოგებიც თავიან პედაგოგებზე იყვნენ დამოკიდებულები, შესაბამისად, ალბათ, ისინიც გამგრძელებელნი აღმოჩნდნენ ოდესღაც დამკვიდრებული წარმოდგენების და აზრების, და მათ ახლა თავიანთ მოწაფეებს გადასცემენ. ეს არ ეხება მარტო თანამედროვე ნაწარმოებების მიმართ შიშნარევი დამოკიდებულების გავრცელებას. საკუთარი აზრის უქონელი მომღერლები კი არასოდეს აღიარებენ იმას, რომ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი. და ვინც გაბედავს და შეეწინააღმდეგება საკუთარ მასწავლებელს, იმას რა ბედი ელის?
რა სჭირდება ყველაზე მეტად მომღერალს? ხმა, ტექნიკა, კიდე? გემოვნება. არის თუ არა გემოვნება საკამათო? მოეთხოვება თუ არა ინტელექტი და წიგნიერება, ან იმ ენის ცოდნა, რომელზეც მღერის, შრომისმოყვარეობა, და კიდევ რა მოეთხოვება, როგორ ყალიბდება მომღერალი კარგ მომღერლად, მართლა გეკითხებით, მაინტერესებს პროფესიონალების აზრი, იმიტომ რომ მე არ მჯერა, რომ მომღერლებად იბადებიან და ა.შ.


Posted by: palindromi-x 5 May 2008, 20:18
inana
QUOTE
და ვინც გაბედავს და შეეწინააღმდეგება საკუთარ მასწავლებელს, იმას რა ბედი ელის?

იმას ელის ოპერის გარეთ დარჩენა ან უკეთეს შემთხვევაში (თუკი დროზე შეეწინააღმდეგება) სხვა მაესტროსთან გადასვლა და შემდეგ ასე ხეტიალი მაესტროდან მაესტროსკენ "უკეთესის" ძიების იმედით. არადა სადაა უკეთესი?!.......(საკითხავი ეს არი მხოლოდ!)
QUOTE
რა სჭირდება ყველაზე მეტად მომღერალს? ხმა, ტექნიკა, კიდე? გემოვნება. არის თუ არა გემოვნება საკამათო? მოეთხოვება თუ არა ინტელექტი და წიგნიერება, ან იმ ენის ცოდნა, რომელზეც მღერის, შრომისმოყვარეობა, და კიდევ რა მოეთხოვება, როგორ ყალიბდება მომღერალი კარგ მომღერლად

ბუნებრივი ნიჭის გარეშე არ არსებობს მომღერალი , თუმცა "გაკეთებული" მომღერლების მეტი რაა? მე პირადად ყველაფერ არაბუნებრივის წინააღმდეგი ვარ, არც ამ "გაკეთებული" მომღერლის მაღლები მინდა და არც მისი "სუფთა მღერა" მხიბლავს, მირჩევნია მვისმინო ნიჭიერი ადამიანი, ვისაც აქვს რაღაც ლაფსუსები, ოღონდ უნდა ვხედავდე მათი გამოსწორების პერსპექტივას (მომავალში). ნიჭი როცა გამოსჭვივის, იქ ბგერაც უფრო თბილია და მიღებული სიამოვნებაც ჭეშმარიტი. ინტელექტის გარეშე ისეთი ინტლექტუალების ნაწარმოებების სიმღერა, როგორებიც არიან (არიან და არა იყვნენ) გამოჩენილი კომპოზიტორები (ყველა დროის) ემსგავსება პატარა ბავშვის მიერ მოყოლილ ლექსებს, რომლებიც მას დაასწავლეს და რომელთა მნიშვნელობა მისთვის უცნობია. შეადარეთ აბა ბავშვის მიერ მოყოლილი და მსახიობის მიერ წაკითხული ერთი და იგივე ლექსი.იქ, სადაც თავად შემოქმედი აზრზე არაა, რასა იქმს, შეუძლებელია ჭეშმარიტ ხელოვნებაზე საუბარი. სამწუხაროდ, ინტელექტუალური მომღერლების დეფიციტია ჩვენს სინამდვილეში, არა მხოლოდ მომღერლების, საერთოდ ინტელექტუალობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა (არადა პირიქით უნდა იყოს). მომღერლებად რაღაც თვლსაზრისით მართლაც იბადებიან, მომღერალს გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტებისა უნდა ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული ჟინი სიმღერის - ალბათ ესაა სწორედ ნამდვილი ტალანტი!

Posted by: JOKONDA 5 May 2008, 20:57
palindromi-x
MaShiko-MuSicology
oroveso
არსებობს მომღერლები,რომლებიც შესანიშნავად ასრულებენ რამოდენიმე პარტიას და თანაც უბადლოდ.მათ რამდენიმე წლით აქვთ გაწერილი გასტროლები.ეს რაც შეეხება კლასიკურ რეპერტუარს.ასეთი რანგის მომღერალი თუ არ ფლობს თანამედროვე ოპერის საშემსრულებლო ტექნიკას დიდი არაფერი დაშავდება.

Posted by: inana 5 May 2008, 22:09
palindromi-x
QUOTE
ბუნებრივი ნიჭის გარეშე არ არსებობს მომღერალი

ეგ თავისთავად იგულისხმებოდა.
ალბათ დიდი ბედნიერებაა, შეგეძლოს სიმღერა. yes.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 5 May 2008, 22:19
QUOTE (palindromi-x @ 5 May 2008, 20:18 )
inana
QUOTE
და ვინც გაბედავს და შეეწინააღმდეგება საკუთარ მასწავლებელს, იმას რა ბედი ელის?

იმას ელის ოპერის გარეთ დარჩენა ან უკეთეს შემთხვევაში (თუკი დროზე შეეწინააღმდეგება) სხვა მაესტროსთან გადასვლა და შემდეგ ასე ხეტიალი მაესტროდან მაესტროსკენ "უკეთესის" ძიების იმედით. არადა სადაა უკეთესი?!.......(საკითხავი ეს არი მხოლოდ!)
QUOTE
რა სჭირდება ყველაზე მეტად მომღერალს? ხმა, ტექნიკა, კიდე? გემოვნება. არის თუ არა გემოვნება საკამათო? მოეთხოვება თუ არა ინტელექტი და წიგნიერება, ან იმ ენის ცოდნა, რომელზეც მღერის, შრომისმოყვარეობა, და კიდევ რა მოეთხოვება, როგორ ყალიბდება მომღერალი კარგ მომღერლად

ბუნებრივი ნიჭის გარეშე არ არსებობს მომღერალი , თუმცა "გაკეთებული" მომღერლების მეტი რაა? მე პირადად ყველაფერ არაბუნებრივის წინააღმდეგი ვარ, არც ამ "გაკეთებული" მომღერლის მაღლები მინდა და არც მისი "სუფთა მღერა" მხიბლავს, მირჩევნია მვისმინო ნიჭიერი ადამიანი, ვისაც აქვს რაღაც ლაფსუსები, ოღონდ უნდა ვხედავდე მათი გამოსწორების პერსპექტივას (მომავალში). ნიჭი როცა გამოსჭვივის, იქ ბგერაც უფრო თბილია და მიღებული სიამოვნებაც ჭეშმარიტი. ინტელექტის გარეშე ისეთი ინტლექტუალების ნაწარმოებების სიმღერა, როგორებიც არიან (არიან და არა იყვნენ) გამოჩენილი კომპოზიტორები (ყველა დროის) ემსგავსება პატარა ბავშვის მიერ მოყოლილ ლექსებს, რომლებიც მას დაასწავლეს და რომელთა მნიშვნელობა მისთვის უცნობია. შეადარეთ აბა ბავშვის მიერ მოყოლილი და მსახიობის მიერ წაკითხული ერთი და იგივე ლექსი.იქ, სადაც თავად შემოქმედი აზრზე არაა, რასა იქმს, შეუძლებელია ჭეშმარიტ ხელოვნებაზე საუბარი. სამწუხაროდ, ინტელექტუალური მომღერლების დეფიციტია ჩვენს სინამდვილეში, არა მხოლოდ მომღერლების, საერთოდ ინტელექტუალობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა (არადა პირიქით უნდა იყოს). მომღერლებად რაღაც თვლსაზრისით მართლაც იბადებიან, მომღერალს გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტებისა უნდა ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული ჟინი სიმღერის - ალბათ ესაა სწორედ ნამდვილი ტალანტი!

აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში.ოღონდ მინდა მაინც შეგახსენოთ,რომ არსებობენ ინტელექტის დეფიციტის მქონე,მაგრამ გენიალური შემსრულებლები.
ერთ-ერთი მათგანი ხვალ კონსერვის დიდ დარბაზში მართავს კონცერტს(და მე დღეს გავიგე!ან ვიშოვი ბილეთს,ან არა).მისი უინტელექტობა ჩემი პირადი აზრი არ არის,მუსიკალური საქოგადოების რაღაც ნაწილის აზრია,რომელიც პო სეკრეტუ ვსემუ სვეტუ-ს პრინციპით გამანდეს!

პალინდრომი ვოკალისტია,არა?აღარ მახსოვს,მგონი ეწერა.რომელი ხმა?
შენ ნიკზე ე.წ. პალინდრომული რევმატიზმი მახსენდება.დაავადებაა ეგეთი


Posted by: oroveso 5 May 2008, 22:22
inana
ინანა მე სკრიპტს შევცვლი
momgerals ki ara kvela adamians chirdeba gemovneba,kidev ra tkma unda chirdeba im enis zodna romelzez saertod opera rogorz eseto daibada,me vitkodi ert erti pirvili komponentia,shemdeg kargi maestro dlja nachala imistvis rom xma zesier kalibshi moxvdes,tumza tu ar gak gemovneba da nichi,po bolshomu verapers gaxdebi,

Posted by: inana 5 May 2008, 22:47
oroveso
texasuri jleta benzoxerxit
palindromi-x
კიდევ, მაინტერესებს, რამდენად მუშაობენ საკუთარ თავზე, კითხულობენ თუ არა, უსმენენ თუ არა მუსიკას, აქ სადღაც წავიკითხე, რომ ახალგაზრდა მომღერლებისთვის არ არის კარგი ვიღაცის მოსმენა, რატო, მისი გავლენის ქვეშ რომ არ მოექცეს? ან, მასწავლებლებს თავად ირჩევენ თუ მასწავლებლები ირჩევენ მათ, შეიძლება ძალიან სულელურად მოგეჩვენოთ ჩემი შეკითხვები, მაგრამ ამ სფეროსთან არასოდეს მქონია შეხება და მართლა მაინტერესებს. მე თუ მკითხავთ, მომღერალს სულში და სხეულშიც ელვასავით უნდა უვლიდეს მუსიკისა და სილამაზის გრძნობა და სიმღერა მისთვის ჰაერივით უნდა იყოს. უინტელექტოდ კი ის ვერასოდეს ჩამოყალიბდება დიდ შემსრულებლად, მაინც ასე მგონია.

Posted by: JOKONDA 5 May 2008, 22:58
oroveso
inana
texasuri jleta benzoxerxit
palindromi-x
ერთი რამ გავიწყდებათ ძვირფასებო,რომ უინტელექტობა არა მარტო ვოკალურ ხელოვნებას დაემუქრა,არამედ გამეფდა მთელს საზოგადოებაში..............

Posted by: inana 5 May 2008, 23:00
JOKONDA
სულაც არ მავიწყდება, მაგრამ აქ, უბრალოდ, მხოლოდ ოპერაზე, ყოველ შემთხვევაში, თბილისის ოპერაზე ვსაუბრობთ. ისე, არა ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ეს მარტო ჩვენი საზოგადოების სენია.

Posted by: palindromi-x 5 May 2008, 23:29
inana
ადამიანი უნდა სრულყოფდეს საკუთარ ნიჭსა და ტალანტს, რისთვისაც უნდა კითხულობდეს (ნათლდებოდესsmile.gif ), რა თქმა უნდა, თუმცა დავეთანხმებიtexasuri jleta benzoxerxit-ს, რომელმაც აღნიშნა, რომ უინტელექტო გენიალური შემსრულებლებიც არსებობენ. ალბათ ბუნების საიდუმლოებაა ყველაფერ ამაში და ის ფაქტორიცაა, რომ ყველაფერში არსებობენ გამონკლისები.
JOKONDA

თუ ჩემი წინა პოსტები ყურადღებით წაიკითხე, ანალოგიური მოსაზრება მეწერაsmile.gif

Posted by: JOKONDA 6 May 2008, 10:08
palindromi-x
inana
თვითმყოფადობაა -ის რაც ჩვენ მოგვწონს დიდ მომღერლებში.მიმბაძველობა კი არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალ ხელოვნებად.ბუნებრივი ნიჭი ხალასი და ლაღია.სწორი მიმართულების შედეგად თვით ვითარდება.ბუნებას არ უნდა ჩარევა,თორემ შედეგი არ იქნება.....

Posted by: MaShiko-MuSicology 6 May 2008, 21:04
უკაცრავად, ცოტა მოგვიანებით ვერთვები, ასე, რომ, თქვენი ნებართვით, ცოტა შორიდან დავიწყებ.
palindromi-x
საკუთარი აზრის არმქონე მომღერალი, მუსიკოსი და საერთოდ, ადამიანი საშინელებაა და თან ძალიან საცოდავი. თუ ახალგაზრების ასე დაზომბირებას მაესტროები ახდენენ, ეს კრიმინალია! (ბულბული რომ გადასარევია, ეს უდაოა, ერთ დროს აკომპ-ს ვუკრავდი და ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ეს გვიანრომანტიზმია.)
JOKONDA
თვითონ ამბობთ, რამდენიმე მომღერალიო, მაგრამ არა ყველა! დიტრიხ ფიშერ-დისკაუ მგონი ფანტასტიურად მღერის შუბერტის ციკლებსაც (მაგალითად) და ვოცეკსაც. ან, ტერეზა სტრატასი. რომლის სალომე, ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა, ასეთივე წარმატებით მღერის ლულუს. ორივე ეს პარტია ვოკალური პროფესიონალიზმის გარდა კიდევ უამრავ სირთულეს შეიცავს... მე მგონი, ძალიან ბევრია დამოკიდებული მომღერლის დაინტერესებასა და "კეთილ" (მათთვისვე) ნებაზე.
ნიჭს რაც შეეხება, იგი საჩუქარია, რომელიც ადამიანმა უნდა შეიფეროს, მოუაროს და განავითაროს, წინნაღმდეგ შემთხვევაში დამნაშავე არა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე იქნება. ცხადია, მოვლასა და განვითარებაში მარტო ხმის სავარჯიშოებს არ ვგულისხმობ, ეს თავისთავად იგულისხმება. ზოგადად და ძალზე უხეშად ვიტყვი, მომღერალმა, რომელიც ვთქვათმ ვიოლეტას მღერის, "ქალი კამელიებით" უნდა წაიკითხოს და მერე ბევრი იფიქროს. ერთხელ ერთ სამწუხარო შემთხვევას შევესწარი: ერთ სოპრანოს, რომელსაც საღამოს კონცერტი ჰქონდა, ჰკითხეს, რას მღერიო. იმან უთხრა, რა ვიცი, ვიღაც დვორჟაკიაო, ნაწარმოების სახელი არ იცოდა!
* * *
საზოგადოებაში ზრდადი უინტელექტობა თავის დამშვიდების საფუძველი არაა. ჩვენც ამავე საზოგადოებას წარმოვადგენთ და ყველამ უნდა შევიგნოთ ეს. უცხოელი მუსიკოსებისგან ქართველების ნიჭიერების ქების გარდა ისიც ხშირად გამიგია, რომ შემსრულებლები (არამარტო ვოკალისტები,) ფონს სწორედ სტიქიური ნიჭით გადიან და ინტელექტი ნაკლებად იგრძნობა. დასანანია, არა?
ახლა კი კითხვები:
1. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსაწონია ბევრგან მიღებული ტრადიცია - შუა არიაში ვირტუოზული პასაჟის ან მაღალი ბგერის მერე აპლოდისმენტი? ან ოპერაში პირველი აქტების მერე თავის დასაკრავად გამოსვლა ან არიის გამეორება? გასაგებია, რომ შემსრულებელს სიამოვნებს, მაგრამ ამით ზარალდება მთავარი - მუსიკა, არა? მგონი ეს მაყურებლის კულტურაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ, მარტო მათზე არა.
2. ძალიან მაწუხებს მე პირადად ოპერის მომღერლების სამსახიობო ოსტატობის საკითხი. ისინი ხომ მსახიობები არიან, ვფიქრობ, ამას არ ექცევა სათანადო ყურადღება.

Posted by: palindromi-x 6 May 2008, 21:45
QUOTE
1. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსაწონია ბევრგან მიღებული ტრადიცია - შუა არიაში ვირტუოზული პასაჟის ან მაღალი ბგერის მერე აპლოდისმენტი? ან ოპერაში პირველი აქტების მერე თავის დასაკრავად გამოსვლა ან არიის გამეორება? გასაგებია, რომ შემსრულებელს სიამოვნებს, მაგრამ ამით ზარალდება მთავარი - მუსიკა, არა? მგონი ეს მაყურებლის კულტურაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ, მარტო მათზე არა.
2. ძალიან მაწუხებს მე პირადად ოპერის მომღერლების სამსახიობო ოსტატობის საკითხი. ისინი ხომ მსახიობები არიან, ვფიქრობ, ამას არ ექცევა სათანადო ყურადღება.

MaShiko-MuSicology
1.(smile.gif ) მსგავს ტენდენციებს საზოგადოება აყალიბებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ( ეს მუსიკალური ესთეტიკის სფეროს განეკუთვნება, რაზედაც არსებობს სათანადო ლიტერატურა, სადაც უფრო ღრმადაა განხილული მოცემული საკითხი)
2.ყოველმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ძალიან ცოტა რაოდენობით არიან დედამიწაზე, თუ მომღერალი კარგი ხმით გამოირჩევა, კარგი მსახიობი ვერაა ხშირ შემთხვევაში, ან პირიქით- ზალიან სცენიურია და ტექნიკას ვერ ფლობს. როცა ყველაფერი კომპლექსშია - ვარსკვლავებთან გვაქვს საქმე (მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა ძალიან გაცვეთილია, მაინც გამოვიყენეsmile.gif )

Posted by: JOKONDA 6 May 2008, 22:38
inana
QUOTE
სულაც არ მავიწყდება, მაგრამ აქ, უბრალოდ, მხოლოდ ოპერაზე, ყოველ შემთხვევაში, თბილისის ოპერაზე ვსაუბრობთ. ისე, არა ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ეს მარტო ჩვენი საზოგადოების სენია.

ამ საუკუნეში მოხდა დაპირისპირება რაფინირებული ესტეტისა და თანამედროვე უსულგულო ბარბაროსისა.უღიმღამო ცხოვრების წნეხის შედეგად უამრავი მარტოსული ადამიანია,რომლებიც გავიცდიან ფასეულობების არა გადაფასებას ,არამედ არქონას........
MaShiko-MuSicology
QUOTE
დიტრიხ ფიშერ-დისკაუ

ეს მომღერალი ვულკანია ხელოვნებაში...ასეთ ადამიანებს დიდი მისია აკისრიათ,რასაც პირნათლად ასრულებენ
palindromi-x
ჩვენ იმდენად რადიკალურად შევცვალეთ გარემო,რომ იმისთვის რომ ვიარსებოთ უნდა შევიცვალოთ ჩვენ.(ვინერი)
ეთანხმებით თუ არა, არ ვიცი....

Posted by: karate 6 May 2008, 22:51
ასე კაცო,ძლივს არ წავიდა სერიოზული დისკუსიაა?ფორუმით მაინც იქნებ გავაგებინოთ ჩვენს ვოკალისტებს რა კრიტერიუმებია საჭირო სრულყოფილი მომღერალი რომ გერქვას.;ისე არავინ ასწავლის-დამიჯერეთ..კონსერვატორიაში სრული სიბეცეა გამეფებული,სიმღერას ასწავლის-კამუ პაპალა,
გაგებაში არ არიან უმრავლესობა რას მღერიან,არ ესმით სიუჟეტი,ენის დამახინჯებაზე არაფერს ვამბობ,---ქალი კამელიებით კი არა ვერდის რომაა ტრავიატა ის თუ იციან დიდი გმირობაა.თამაში და მსახიობობა თითქმის არ არსებობს(თითქმის იმიტომ,რომ ერთეულები მართლაც აკეთებენ,ვერ დავუკარგავ)...
აი ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებენ მერე ქებასაც არ დავიშურებთ-თუ დაიმსახურებენ

Posted by: palindromi-x 6 May 2008, 23:11
karate
რთულია ყველაფერ ამის გათვალისწინება, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ანუ ბევრი რამ უნდა შეიცვლოს და ზოგი რამ 180 გრადუსითაც კი, რომ მივიღოთ სიტყვა სრულყოფილს არ გამოვიყენებ, მაგრამ დახვეწილი ვოკალისტ-შემსრულებელი

Posted by: MaShiko-MuSicology 7 May 2008, 14:05
palindromi-x
QUOTE
ყოველმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ძალიან ცოტა რაოდენობით არიან დედამიწაზე, თუ მომღერალი კარგი ხმით გამოირჩევა, კარგი მსახიობი ვერაა ხშირ შემთხვევაში, ან პირიქით- ზალიან სცენიურია და ტექნიკას ვერ ფლობს. როცა ყველაფერი კომპლექსშია - ვარსკვლავებთან გვაქვს საქმე (მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა ძალიან გაცვეთილია, მაინც გამოვიყენე )

ვიგულისხმე, რომ სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად არც ამას ექცევა სათანადო ყურადღება. ეს არაა მთლად ბავშვების ან მომღერლების ბრალი, აქ სასწავლო პროგრამა, საერთოდ, განათლების სისტემა სცოდავს და მგონი რეჟისორებიც...
QUOTE
მსგავს ტენდენციებს საზოგადოება აყალიბებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ( ეს მუსიკალური ესთეტიკის სფეროს განეკუთვნება, რაზედაც არსებობს სათანადო ლიტერატურა,

მე უბრალოდ თქვენი დამოკიდებულიბა მაინტერესებდა... ჰო, საზოგადოება აყალიბებს, მეც მანდა ვარ.
რომელ ლიტერატურას გულისხმობ, ეგებ მიმითითო? ძალიან მაინტერესებს?
JOKONDA
QUOTE
ასეთ ადამიანებს დიდი მისია აკისრიათ,რასაც პირნათლად ასრულებენ

დიახ, მაგრამ ყველას გვაკისრია რაღაც მისია, რომელიც პირნთლად უნდა შევარულოთ, ასე არ არის?

Posted by: JOKONDA 7 May 2008, 17:18
MaShiko-MuSicology
თუ ადამიანი ოდნავ მაინც ხვდება ამ ცხოვრებაში რა მისია აკისრია, უკვე ძალიან კარგია... დიდ ადამიანებს მეტი სიკეთის მოტანა შეუძლიათ,რადგან ასპარეზია ფართო.ყველა ადამიანი სიკეთისა და სიყვარულისთვისაა მოვლენილი ამ ქვეუნად.და იმისათვის ,რომ ვისაც ეს ყოველივე აკლია გაუნაწილოს...

Posted by: palindromi-x 7 May 2008, 17:24
JOKONDA
ყველა რომ მაგდაგვარად ფიქრობდეს - აშენდებოდა სამყაროsmile.gif
MaShiko-MuSicology
შენი ნიკიდან გამომდინარე, მე არ უნდა გითითებდე ეგეთ ლიტერატურას, თუ მუსიკოლოგი არ ხარ? smile.gif

Posted by: oroveso 8 May 2008, 11:02
ერთი დამისახელეთ უინტელექტო და გენიალური შემსრულებლები,აზრზე არ ხართ

Posted by: JOKONDA 8 May 2008, 12:00
oroveso
QUOTE
აზრზე არ ხართ

შენ თუ სხვა აზრი გაქვს დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: MaShiko-MuSicology 8 May 2008, 12:25
palindromi-x
QUOTE
შენი ნიკიდან გამომდინარე, მე არ უნდა გითითებდე ეგეთ ლიტერატურას, თუ მუსიკოლოგი არ ხარ? 

ჯერ მთლად ბოლომდე არა ვარ... თუნდაც ვიყო, რატომაც არ უნდა მითითებდე? ვერ მივხვდი, კონკრეტულად რას გულისხმობდი და ამიტომ ვიკითხე. ისე, სულაც არ არის აუცილებელი, მუსიკოლოგს, თანაც დამწყებს ყველაფერი ჰქონდეს წაკითხული და ყველაფერი იცოდეს. მე ვსწავლობ და შეკითხვის დასმისა არ მრცხვენია yes.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 8 May 2008, 16:02
ინტელექტი ყველაფრის წაკითხვა და ცოდნა არ არის.ყველაზე მახინჯი ვარიანტია უინტელექტო და უკიდეგანოდ ნაკითხი ადამიანი

Posted by: palindromi-x 9 May 2008, 22:41
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
მახინჯი

ეს სიტყვა არ მომწონს, თორემ გეთანხმები, რომ წიგნის კითხვა გააზრების გარეშე შედაგად ვერანაირ ინტელექტს ვერ იძლევა

Posted by: palindromi-x 12 May 2008, 16:16
ერთი თანამედროვეობის მოთხოვნებით გაკეთებული სპექტაკლი მანახა ჩვენს ოპერაში და მერე თუნდაც .............

Posted by: JOKONDA 12 May 2008, 16:22
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
ინტელექტი ყველაფრის წაკითხვა და ცოდნა არ არის.

21 საუკუნე ძალიან დიდ ამოცანებს უყენებს ხელოვანთ!!!ასე რომ ბევრი რამის ცოდნაა საჭირო და ახლებური გააზრება ყოველივესი!!!იმიტომ რომ ახალი,ხომ კარგად დავიწყებული ძველია!!!!!!!!!!!

Posted by: unknown lady 12 May 2008, 17:40
QUOTE
. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსაწონია ბევრგან მიღებული ტრადიცია - შუა არიაში ვირტუოზული პასაჟის ან მაღალი ბგერის მერე აპლოდისმენტი?



ვირტუოზული პასაჟის დროს კიდე რა უჭირს, ჩვენთან (ნუ სხვაგან არ ვიცი არ ვყოფილვარ) მოსმენის კულტურა დაბალია, ხშირად უადგილო ადგილას უკრავენ ტაშს და რა თქმა უნდა საშინლად გამაღიზიანებელია.

Posted by: palindromi-x 12 May 2008, 17:42
unknown lady
დამთავრდა კინო, წაით სახლში!
არა, არა - კიდე იქნება
(უი, აბა რატომ დავუკარი ტაში?!) lol.gif lol.gif

Posted by: chorven:) 12 May 2008, 18:32
მანონ ლესკოს რომ ამზადებდა გოგი ჭიჭინაძე, რა გადაწყდა, ხომ არ იცით?
ალბათ წელსაც ვერ დაიდგმება ...

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 13 May 2008, 00:37
QUOTE (JOKONDA @ 12 May 2008, 16:22 )
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
ინტელექტი ყველაფრის წაკითხვა და ცოდნა არ არის.

21 საუკუნე ძალიან დიდ ამოცანებს უყენებს ხელოვანთ!!!ასე რომ ბევრი რამის ცოდნაა საჭირო და ახლებური გააზრება ყოველივესი!!!იმიტომ რომ ახალი,ხომ კარგად დავიწყებული ძველია!!!!!!!!!!!

გეთანხმები,მეც იგივეს ვამბობ,რატომ ამდენი ძახილის ნიშანი?უბრალოდ მიღებული ინფორმაციის მოცულობა IQ-ს სიდიდის პირდაპირპროპორციული არ არის.

Posted by: chorven:) 13 May 2008, 00:50
JOKONDA
QUOTE
21 საუკუნე ძალიან დიდ ამოცანებს უყენებს ხელოვანთ!!!ასე რომ ბევრი რამის ცოდნაა საჭირო და ახლებური გააზრება ყოველივესი!!!იმიტომ რომ ახალი,ხომ კარგად დავიწყებული ძველია!!!!!!!!!!!

რა ამოცანებს, ხომ ვერ დაკონკრეტდებოდით? და ასე მაღალმხატვრულად რატომ წერთ, 21-ე საუკუნის ამოცანებს კიდევ უფრო მეტი მისტიკა გნებავთ, შემატოთ?

Posted by: JOKONDA 13 May 2008, 11:31
texasuri jleta benzoxerxit
ასე თვლი?
* * *
chorven:)
QUOTE
და ასე მაღალმხატვრულად რატომ წერთ, 21-ე საუკუნის ამოცანებს კიდევ უფრო მეტი მისტიკა გნებავთ, შემატოთ

QUOTE
რა ამოცანებს, ხომ ვერ დაკონკრეტდებოდით?

რატომ გგონია,რომ 21საუკუნეში აუცილებლად სლენგით უნდა ვსაუბრობდე?სტილისტურად მოგწონს თუ არა ნაწერი ეს შენი პრობლემაა,აზრი ხომ გასაგებად მოგაწოდე?
* * *
რაც შეეხება ამოცანებს-თეატრი მეტად სანახაობრივი უნდა გახდეს,გათვლაც მასიურ მსმენელზე უნდა მოხდეს,რომ თეატრს დავუბრუნოთ თავის დანიშნულება...ერთი სიტყვით ევროპული თეატრების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ!!!

Posted by: MaShiko-MuSicology 13 May 2008, 13:11
QUOTE
რაც შეეხება ამოცანებს-თეატრი მეტად სანახაობრივი უნდა გახდეს,გათვლაც მასიურ მსმენელზე უნდა მოხდეს,რომ თეატრს დავუბრუნოთ თავის დანიშნულება

სანახაობამ მუსიკის ხარისხი არ უნდა დაჩრდილოს, არავითარ შემთხვევაში ოპერა ცირკი ხომ არ არის. მთავარი ამოცანა, მისიკალური ხარისხის გაუმჯობესებაა და მხოლოდ მერე - სანახაობაზე ზრუნვა. ოპერა, ჩემი აზრით (და იგივე აზრს იზიარებენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები), მასობრივი ხელოვნება ვერასოდეს და არასოდეს გახდება, ეს გამორიცხულია, ჯერ მარტო იმიტომ, რომ სტადიონის და სპორტის სასახლის მსმენელი აქ არ მოვა. ამ კონტექსტში თეატრის დანიშნულების ხსენება ცოტა ვერ გავიგე.

Posted by: JOKONDA 13 May 2008, 17:46
MaShiko-MuSicology
QUOTE
სანახაობამ მუსიკის ხარისხი არ უნდა დაჩრდილოს, არავითარ შემთხვევაში ოპერა ცირკი ხომ არ არის. მთავარი ამოცანა, მისიკალური ხარისხის გაუმჯობესებაა და მხოლოდ მერე - სანახაობაზე ზრუნვა. ოპერა, ჩემი აზრით (და იგივე აზრს იზიარებენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები), მასობრივი ხელოვნება ვერასოდეს და არასოდეს გახდება, ეს გამორიცხულია, ჯერ მარტო იმიტომ, რომ სტადიონის და სპორტის სასახლის მსმენელი აქ არ მოვა. ამ კონტექსტში თეატრის დანიშნულების ხსენება ცოტა ვერ გავიგე.

სანახაობრიობა უცბად რატომ გააიგივე ცირკთან არ ვიცი!თუმცა მიმაჩნია რომ საცირკო ხელოვნება მეტად დსაფასებელია და არა ხელისწამოსაკრავი!!!ახალი დადგმები და კოსტიუმები მქონდა მხედველობაში,რაც დროს უნდა პასუხობდეს...ერთმანეთს სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებით...მე ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას,შენი გემოვნების საქმეა ეთანხმები თუ არა!!!გემოვნებაზე კი არ დაობენ!!!
* * *
MaShiko-MuSicology
b]MaShiko-MuSicology[/b]
QUOTE
კომპეტენტური ადამიანები

კიდევ რას ამბობენ კომპეტენტური ადამიანები,ვისშიც არ გეოარება ეჭვი!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 14 May 2008, 00:47
არადა არაფერზე ისე არ დაობენ,როგორც გემოვნებაზე... smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: palindromi-x 14 May 2008, 17:33
texasuri jleta benzoxerxit
თანამედროვე საოპერო დადგემი უმეტესწილად სანახაობრიობაზეა გათვლილი. ჩვენს საუკუნეში სხვაგვარად უბრალოდ ოპერას ის მაყურებელიც(მსმენელიც) არ შერჩებოდა, რომელიც ასე თუ ისე მის ხშირ სტუმრად ითვლება.რომელი საუკუნიდან გვესაუბრები?smile.gif

Posted by: JOKONDA 14 May 2008, 21:31
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
არადა არაფერზე ისე არ დაობენ,როგორც გემოვნებაზე...

ჯერ გემოვნება უნდა ჩამოგიყალიბდეს,როგორც ასეთი.ამისათვის კი მართო მუსიკის მოსმენა არაა საკმარისი...

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 15 May 2008, 02:09
გეთანხმები ჯოკონდა!აბსოლუტურად ყველაფერში. არ გამიბრაზოთ ეს ადამიანი."არ გავარდეეეს" smile.gif

:
პალინდრომს კი ვეტყვი,რომ ყველა საუკუნეში ვარ ერთდროულად გაჭედილი.ზოგან რა მომწონს,ზოგან რა...
* * *
რომელიმე იყავით გუშინ ვერდის რექვიემზე ოპერაში?კარგი იყო ძალიან,სალისტები ოღონდ ნაკლებად(არ მიყვარს ძალიან მკაცრი განსჯა,დარბაზში ფეხი ფეხზე გადადებული ჯდომა და კრიტიკა ძალიან ადვილია).ორკესტრი,თქვენ წარმოიდგინეთ ასევე კარგი იყო.ვკანკალები ჩვენი "დუხოვიკები" როგორ შეასრულებდნენ tuba mirum-ს.დირიჟორის მომატებული ტემპერამენტის და poco a poco accelerando-ს გამო ცოტა ასინქრონულები იყვნენ თორემ "falsh"-ი არ ქონდათ.
ორეპის გუნდი,ნა ვისოწე! სოპრანოები ყავთ ბევრად უკეთესი,ვიდრე სახელმწიფო კაპელას,თუმცა ამ უკანსკნელში დაბალი ბანები უკეთესები არიან,ოპერის გუნდშ კი თითქმის არ ისმოდნენ

Posted by: MaShiko-MuSicology 15 May 2008, 16:34
JOKONDA
QUOTE
სანახაობრიობა უცბად რატომ გააიგივე ცირკთან არ ვიცი!

შენი პოსტის შინაარსიდან გამომდინარე! ნუთუ ოპერაში სანახაობის გაუმჯობესებაზე დიდი ამოცანები არ არის დაკავშირებული მუსიკის ხარისხთან? ეგაა და ეგ. საკუთარ აზრს ვაფიქსირებო - ამბობ, მეც ზუსტად იგივეს არ ვაკეთებ? სანახაობა, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ, მუსიკაზე უფრო - არა მგონია...
QUOTE
თუმცა მიმაჩნია რომ საცირკო ხელოვნება მეტად დსაფასებელია და არა ხელისწამოსაკრავი!!!

ეგ ვინ თქვა, ხელწამოსაკრავიაო? მე ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ საცირკო სანახაობებს, ოღონდ ცირკში.
QUOTE
მე ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას,

შენი გემოვნების საქმეა ეთანხმები თუ არა

მეც, ასევე!
QUOTE
გემოვნებაზე კი არ დაობენ!!!

??? რა ვიცი...
QUOTE
კიდევ რას ამბობენ კომპეტენტური ადამიანები

ძალიან ბევრ საინტერესო და გასათვალისწინებლ რამეს. სარკაზმი აქ უადგილოა. ოპერა რომ მასობრივი ხელოვნება არაა, ამაზე დიდი ხანია არავინ დაობს. მასობრივი ხელოვნების იდეით გასული საუკუნის ავადსახსენებელი 70 წლის მანძილზე იყვნენ შეპყრობილნი და ამან კარგი არაფერი მოიტანა.

Posted by: JOKONDA 18 May 2008, 14:06
MaShiko-MuSicology
[quote]შენი პოსტის შინაარსიდან გამომდინარე! ნუთუ ოპერაში სანახაობის გაუმჯობესებაზე დიდი ამოცანები არ არის დაკავშირებული მუსიკის ხარისხთან?[
* * *
გირჩევ ნახო საოპერო დადგმები,სადაც შესრულების დონე ისეთივე მაღალია,როგორც დადგმა.ასეთ შემთხვევაში მსმენელი კი არ აკრიტიკებს სპექტაკლს,არამედ მაქსიმალურ სიამოვნებას ღებულობს .

Posted by: MaShiko-MuSicology 19 May 2008, 15:41
JOKONDA
QUOTE
გირჩევ ნახო საოპერო დადგმები,სადაც შესრულების დონე ისეთივე მაღალია,როგორც დადგმა.ასეთ შემთხვევაში მსმენელი კი არ აკრიტიკებს სპექტაკლს,არამედ მაქსიმალურ სიამოვნებას ღებულობს .

თბილისის ოპერაში?
ასეტი მხოლოდ ჩანაწერები მინახავს! ეს იდეალური ვარიანტია, რომლის განხორციელებისას ყველა კომპონენტს იმდენი ყურადღება ექცევა, რამდენის საჭიროა! ჩვენთან ეს ორივე კომპონენტი რბილად რომ ვთქვა, მოიკოჭლებს. მე მგონი, ერთ აზრამდე მივედითsmile.gif

Posted by: JOKONDA 21 May 2008, 20:54
MaShiko-MuSicology
ხოდა ვიოცნებოთ,ძვირფასო! მარტო ლანძღვა არ ეყოფა საქმეს!!

Posted by: inana 21 May 2008, 20:56
JOKONDA
QUOTE
ხოდა ვიოცნებოთ,ძვირფასო! მარტო ლანძღვა არ ეყოფა საქმეს!!

ცარიელი ოცნება ხომ აგაშენებთ.. boli.gif

Posted by: chorven:) 21 May 2008, 21:00
უყურეთ, გადაცემა რომ იყო თბილისის ოპერაზე კულტურაზე?

Posted by: JOKONDA 21 May 2008, 21:06
inana
სიტყვაზე გამოკიდების მეტი არაფერი იცი! ჩასაფრებული ხარ თუ რა გჭირს................... idea.gif idea.gif

Posted by: inana 21 May 2008, 21:26
JOKONDA
QUOTE
ჩასაფრებული ხარ თუ რა გჭირს...................

smile.gif no.gif 2kiss.gif არაფერი, ახალი გაგებული მქონდა ეგზიტპოლების შედეგები.

Posted by: MaShiko-MuSicology 22 May 2008, 11:38
JOKONDA
QUOTE
MaShiko-MuSicology
ხოდა ვიოცნებოთ,ძვირფასო! მარტო ლანძღვა არ ეყოფა საქმეს!!

eek.gif მე გავლანძღე ვინმე თუ ზოგადად იძახი? თუ მოწოდება თუ შენიშვნა მარტო მე მეხება, მაშინ არ ვიღებ!
ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ მარტო ოცნებით გაკეთებული საქმეც რომ არ მახსენდება?

Posted by: Fitzcarraldo 23 May 2008, 12:00
29 მაისი, 2008

თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი საღამო

მონაწილეობენ:

თეიმურაზ გუგუშვილი, მაყვალა ასპანიძე, ბესიკ გაბიტაშვილი, ეკა გაბიტაშვილი, ელდარ გეწაძე, სულხან გველესიანი, თამარ გურგენიძე, მზია დავითაშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, ლიანა კალმახელიძე, მარიცა მაღლაფერიძე, გიორგი მახარაძე, ირაკლი მურჯიკნელი, ელენა პუტილოვა, ზაზა რევაზიშვილი, ფილიპე ღაჭავა, ნინო ჩაჩუა, ზაალ ხელაია, ანზორ ხიდაშელი, ალექსანდრე ხომერიკი

თეატრის ორკესტრი
დირიჟორები - რევაზ ტაკიძე და გოგი ჭიჭინაძე


დასაწყისი 19:00


მგონი კაი გართობა გველის

smile.gif

Posted by: chorven:) 23 May 2008, 14:23
31 ში ხოაკინ კორტესი ცეკვავს ოპერის თეატრში, 14 ივნისს კი -რუსთაველის თეატრში, ბილეთის ფასი(რუსთაველში) 40-400 ლარი. კიდევ ერთხელ გვაგოიმებენ და ძალიან მინდა, ფული მქონდეს და დავგოიმდე gigi.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 23 May 2008, 14:34
QUOTE
40-400 ლარი.

რაააა?!?!?!? ესე იგი მომატყუეს, როცა მითხრეს 150-400 ლარიო?

Posted by: chorven:) 23 May 2008, 14:37
MaShiko-MuSicology
QUOTE
რაააა?!?!?!? ესე იგი მომატყუეს, როცა მითხრეს 150-400 ლარიო?

რუსთაველის თეატრში რომ დავრეკე, 40-400 ლარი მითხრეს, რა ვიცი. შეიძლება ოპერაში ღირს მასე. ოპერის სალაროშია გამოკრული ნომრები და გადარეკე. ისე რუსთაველში ყურება სჯობია ოპერაში ყურებას

Posted by: MaShiko-MuSicology 23 May 2008, 14:42
chorven:)
გმადლობsmile.gif
ისე, კონცერტი მარტო ოპერაში არაა?

Posted by: chorven:) 23 May 2008, 14:44
MaShiko-MuSicology
31მაისი- ოპერაში
14 ივნისს-რუსთაველის თეატრში, შენ მაინც გადაამოწმე წინასწარ, თუ აპირებ წასვლას

Posted by: MaShiko-MuSicology 23 May 2008, 14:51
რუსთაველში მითხრეს ეგრე. 40-იანები გათავდა და მარტო 130 - 300 იანებიაო.
არადა, და აპირებდა საჩუქარი გაეკეთებინა დაბადების დღისთვის...sad.gif(

Posted by: chorven:) 23 May 2008, 14:57
MaShiko-MuSicology
არა უშავს, წახვალ სადმე ევროპაში და 20 ევროდ გაცილებით უკეთეს გარემოში უყურებ კორტესსაც და სხვებსაც, ხომ ხედავ, მე დიდად არ განვიცდიsmile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 23 May 2008, 16:42
chorven:)
QUOTE
არა უშავს, წახვალ სადმე ევროპაში და 20 ევროდ გაცილებით უკეთეს გარემოში უყურებ კორტესსაც და სხვებსაც, ხომ ხედავ, მე დიდად არ განვიცდი

როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, შენს პირს შაქარიsmile.gif ევროპაში თუ მოვხვდები, მზად ვარ უარი ვთქვა კორტესის კონცერტზეsmile.gif, არა, საჩუქარი ჩემი დის საბაბი იყო, მას უფრო უნდოდა წასვლაsmile.gif

Posted by: chorven:) 23 May 2008, 18:03
MaShiko-MuSicology
QUOTE
ევროპაში თუ მოვხვდები, მზად ვარ უარი ვთქვა კორტესის კონცერტზე

რა მოხვედრა უნდა, ორი ღერი იტალიური ვინც იცის, კონსერვატორიიდან ყველას უშვებენ სამი თვით იტალიაშიsmile.gif

Posted by: la cioccolata calda 23 May 2008, 20:39
აუუ მინდა მინდა ხოაკინის ყურებააა ცოცხლად ლაივში.....

მაგარია რო ჩამოყავთ!!!!!!

Posted by: Johnnie Walker 25 May 2008, 02:35
მოკლედ....
მოკლედ დღეს ნავსი გავტეხე და წავედი
QUOTE
თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
-ში

არ წავიდოდი, მაგრამ სტუმარი მყავს, კარლო, ძველი და საყვარელი მეგობარი, იტალიელი, ხვალ-ზეგ მიდის. ხოდა მითხრა, დღეს "ჯამბაზებია" თქვენთან ოპერაში და მივდივარ და შემომიერთდიო და წავყევი...

გაახურეს ამ იტალიელებმა, როგორ უყვართ თავიანთი ოპერა, შეგშურდება კაცს, დაჟე თბილისში მიმსვლელები არიან Pagliacci-ზე biggrin.gif

მოკლედ: მეგონა, რომ მოგვეჭრებოდა თავი და იქნებოდა კატასტროფა........... smile.gif თვითსარკაზმისათვის გავემზადე იმიტომ, რომ ხომ გინდა კაცს (კარლოს, მელომანს, იტალიელს, დახვეწილი გემოვნების პატრონს) აუხსნა, რატომ დგამენ თბილისში ლეონკავალოს...

ხოდა არ აღმოჩნდა კატასტროფა (შვებით ამოვისუნთქე). გუგუშვილი/კანიო არ იყო ცუდი, თუმცა დიდი ხმა არა აქვს, მაგრამ გემოვნებიანი და ემოციური მომღერალია. ასაკკში შესულიაო, მითხრა კარლომ, მაგრამ ეგ არაფერი, "ჯამბაზები" ბელკანტოს ოპერა არ არის, ემოცია ბევრ რამეს სწყევტს და კარგი იყოო, რაშიც მე ვეთანხმები smile.gif
მოკლედ, გუგუშვილი არ იყო ცუდი.

დანარჩენი იყო მართლა კატასტროფა. კერძოდ, ნედა, იმ ქალის გვარი არ მახსოვს. მაგრამ რის ჯამბაზები, რა ჯამბაზები, მაგისთვის ნიჭიერი ოპერეტა რთული იქნებოდა სამღერად, მაგალითად - სილვას ვერ იმღერებდა, ხოდა ნედდა - საერთოდ biggrin.gif

ტონიო, ბეპე, სილვიო - ძალიან, ძალიან (ამ სიტყვის უმძიმესი მნიშვნელობით) საშუალოები, ანუ, როგორც ჩემი მუსიკის რეპეტიტორი იტყოდა ხოლმე, "ქრესტომატიულები" (რაც ნიშნავს დაახლოებით კონსერვატორიამდე არმისულ მუსიკალური ტექნიკუმის დონეს) sad.gif

ხო, მაგრა მომეწონა ორკესტრი - განმაცვიფრა smile.gif დირიჟორს (არ ვიცი ვინ არის, ახალგაზრდა ბიჭია) აშკარად ჰგონია, რომ "ჯამბაზები" სიმფონიური პოემაა და არა ოპერა, ყოველ ემთხვევაში თავისას უბერავს და უბერავს კარგად, ნიჭიერი კაცი ჩანს smile.gif

საერთო შესრულებით, ორკესტრი დომინირებდა ვოკალზე, რაც პრინციპში, რიგიან ოპერაში არ უნდა ხდებოდეს smile.gif

user posted image gigi.gif givi.gif

Posted by: chorven:) 25 May 2008, 02:47
Johnnie Walker
QUOTE
დირიჟორს (არ ვიცი ვინ არის, ახალგაზრდა ბიჭია) აშკარად ჰგონია, რომ "ჯამბაზები" სიმფონიური პოემაა და არა ოპერა, ყოველ ემთხვევაში თავისას უბერავს და უბერავს კარგად, ნიჭიერი კაცი ჩანს 

სულ დამავიწყდა, რომ გოგი ჭიჭინაძე დირიჟორობდა დღეს, თორემ წავიდოდიsad.gif
ძალიან მიყვარს გოგიsmile.gif

Posted by: tiger-onix 25 May 2008, 10:32
chorven:)
QUOTE
სულ დამავიწყდა, რომ გოგი ჭიჭინაძე დირიჟორობდა დღეს, თორემ წავიდოდი
ძალიან მიყვარს გოგი

გოგიმ იცის ეგ ამბავი? lol.gif თუ გინდა ვეტყვი! wink.gif

Posted by: chorven:) 25 May 2008, 13:48
tiger-onix
QUOTE
გოგიმ იცის ეგ ამბავი?  თუ გინდა ვეტყვი! 

აუფ, დავიმორცხვე lol.gif
სად ხარ შე კაი ადამინო, ასე უნდა დაკარგვა?!

Posted by: tiger-onix 25 May 2008, 16:45
chorven:)
QUOTE
სად ხარ შე კაი ადამინო, ასე უნდა დაკარგვა?!

ეჰ, მოუცლელ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორე.... :ძალიანდაკავებულისმაილი:
ფორუმს ვინღა ჩივის, კონსერვატორიაში ვერ მივსულვარ, სახელმწიფო გამოცდა კარზე მომდგომია! help.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 27 May 2008, 20:57
chorven:)
QUOTE
რა მოხვედრა უნდა, ორი ღერი იტალიური ვინც იცის, კონსერვატორიიდან ყველას უშვებენ სამი თვით იტალიაში

ინგლისური არ გამოდგება? smile.gif
ეს ვოკალისტები მიდიან, ჩვენ ამ მხრივ არ გვწყალობენsmile.gif

Posted by: chorven:) 27 May 2008, 21:02
MaShiko-MuSicology
არა მხოლოდ ვოკალისტებს, მუსიკათმცოდნეებსაც უშვებენ, მხატვრებსაც, პოლიტოლეოგებსაც და ა.შ. მთავარია, იცოდე, სად გინდა და რად გინდა წასვლა. ინგლისური არა, იტალიური უნდა იცოდე

Posted by: irocz 2 Jun 2008, 08:53
http://www.nautilus.co.il/?scut=vmkP,6,187

Posted by: chorven:) 2 Oct 2008, 00:06
დღეს სეზონი გაიხსნა
სამარცხვინოდ...
შევღონდი, შემრცხვა...
ეს ახალი გადაწყვეტები რომელ რეჟისორს ეკუვნის, გულწრფელად მაინტერესებს...
საყვარელიძე რას ფიქრობს, ვერ ვხვდები, თეატრში 18 დღეში კილიანი იდგმებოდეს და პარალელურად საოპერო სპექტაკლები მიდიოდეს სრულიად სამარცხვინოდო
ოთხში ისევ კალმახელიძე მღერის ქეთოს, რომელი საარაკო პარტია ეგაა, სხვას ვერავის ადობდნენ, მოიყვანონ კონსერვატორიიდან ვინმე და ამღერონ, ახალგაზრდა მაინც იქნება! რატომ იგდებენ თავს მასხრად, ვერ ვხვდები...

Posted by: Contralto 2 Oct 2008, 00:37
chorven:)
QUOTE
ეს ახალი გადაწყვეტები რომელ რეჟისორს ეკუვნის, გულწრფელად მაინტერესებს...

უი, "აბესალომი" გაარემიქსეს? რას ერჩოდნენ, მშვენიერი კლასიკური დადგმაა თუმანიშვილის...


QUOTE
ოთხში ისევ კალმახელიძე მღერის ქეთოს,

სხვა ვინ წარმოგიდგენია კოლორატურა, დღევანდელი დასიდან, ვისაც შეუძლია ქეთოს სიმღერა? biggrin.gif მე - არავინ. თუმცა, რაღა დროს კალმახელიძეა, მაგრამ... ხო, იქნებ მართლა მოიყვანონ ვინმე კონსერვატორიიდან, რა გახდა...

Posted by: chorven:) 2 Oct 2008, 01:27
Contralto
QUOTE
სხვა ვინ წარმოგიდგენია კოლორატურა, დღევანდელი დასიდან, ვისაც შეუძლია ქეთოს სიმღერა?

ჯერ ქეთოს პარტია მითხარი და მერე მაგის შესრულების ხარისხზე მადარდე კიდე biggrin.gif მღეროდა მაგას ჩაჩუა და მშვენივრადაც ( ვიცი შენი მისადმი დამოკიდებულება, არ გინდა biggrin.gif )

QUOTE
უი, "აბესალომი" გაარემიქსეს? რას ერჩოდნენ, მშვენიერი კლასიკური დადგმაა თუმანიშვილის...

კი, დეტალები "დაამუშავეს" lol.gif

რა მიკვირს, იცით, კაი ხო, იტალიური არ ესმით და შესაბამისად, ვერ ხვდებიან, ვის უნდა შეხედონ სიმღერისას, რა განცდითა და მიმიკით იმღერონ, მაგრამ მეფე რომ უკანალმიშვერილმა არ უნდა ადღეგრძელო, რად უნდა ამას რეჟისორის სწავლება biggrin.gif

Posted by: tiger-onix 2 Oct 2008, 02:29
chorven:)
QUOTE
რატომ იგდებენ თავს მასხრად, ვერ ვხვდები...

კაი ეხლა ჩორვენ, როგორ ვერ ხვდები? ყველაფერაც კარგად ხვდები, მაგრამ გრცხვენია აღიარების! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: chorven:) 2 Oct 2008, 02:32
tiger-onix
QUOTE
კაი ეხლა ჩორვენ, როგორ ვერ ხვდები? ყველაფერაც კარგად ხვდები, მაგრამ გრცხვენია აღიარების! 

ჩემს გარდა მგონი, მართლა არავის აწუხებს ეს სირცხვილი და სხვა გზა არ არის, მე უნდა მივხედო მაგ თეატრს! biggrin.gif

Posted by: tiger-onix 2 Oct 2008, 02:41
chorven:)
QUOTE
მაგრამ მეფე რომ უკანალმიშვერილმა არ უნდა ადღეგრძელო

ვაა, რა საინტერესოა... "საუკუნეა" აბესალომი არ მინახავს. იქნებ რამე ახალი იდეა დევს მასში, მაგალითად პოზიციის და ოპოზიციის დამოკიდებულება, სამეფო კარის ინტრიგები... ერთი დეტალიც საკმარისია რეჟისორის ფარული იდეების გამოსააშკარავებლად! lol.gif

Posted by: palindromi-x 2 Oct 2008, 10:53
QUOTE
ხო, იქნებ მართლა მოიყვანონ ვინმე კონსერვატორიიდან, რა გახდა...

Contralto
კონსერვატორიიდან თბილისის ოპერაში სიმღერა არავის რომ აღარ უნდა, იმიტომაცაა , რომ თაობათა ცვლა ვერ ხერხდება და ისევ ერთი და იგივე სახეები და იოგები დათარეშობენ სცენაზე. ახალგაზრდობა კი EUROPA-ში მიიჩქარის, უკეთესი პერსპექტივის ძიებაში - თვალს წყალს ალევინებენ და უკვდავებასაც იხვეჭენ (ოცნებებში)smile.gif

Posted by: Contralto 2 Oct 2008, 20:19
chorven:)
QUOTE
მღეროდა მაგას ჩაჩუა და მშვენივრადაც ( ვიცი შენი მისადმი დამოკიდებულება, არ გინდა  )

ვერ წარმომიდგენია... რაღა დაგიმალო... "ერთ საღამოს, მე ტეატრშიიიიი, გავიცანიიიიი" ჩაჩუას ნამღერი...

ნუ, რა ვქნა, იმს საღამოს ისე შემეცოდა ჯილდას პარტიაში, რომ ლამის ვიტირე... რა თქმა უნდა, არა გმირის შესანიშნავად განსახიერებისათვის wink.gif

Posted by: chorven:) 2 Oct 2008, 21:43
Contralto
მეც ვიყავი იმ ოქტომბრის საღამოს და მეც მოვისმინე ის ჯილდა (გამოვტყდები) biggrin.gif
მარა იმისთანების ჩავარდა მინახავს, ჩაჩუას ჩივი?!
არაა ცუდი გოგო, სხვების ფონზე მით უმეტეს, ლიანას ფონზე ხომ საერთოდ....
რა ვქნა, ლიანას ხმის მოსმენა არ შემიძლია user.gif

Posted by: Contralto 3 Oct 2008, 00:39
chorven:)
ახლა ისე კი ნუ გამომიყვან, რომ ლიანას ფანი ვარ biggrin.gif

მოკლედ, ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ რომ ამოვწუროთ, გპირდები, რომ უახლოეს ჩაჩუაზე წავალ აუცილებლად smile.gif ნუ, "რიგოლეტოს" გარდა.

რას მღერის კიდევ? "დაისში" მაროს, თუ არ ვცდები... მეტი არ მახსენდება მისი პარტია. შემახსენე, თუ არ დაგეზარება.

Posted by: chorven:) 3 Oct 2008, 00:46
Contralto
წამყვანებიდან ნორინას,
ისე, ოსკარს, თუ არ ვცდები, ჟრიცას...
მეტი არ მახსოვს biggrin.gif
ხო, კიდევ მზიას (მინდია)

Posted by: Contralto 3 Oct 2008, 01:04
chorven:)
QUOTE
წამყვანებიდან ნორინას,

ღმერთო, შენ მაპატიე და... უკაცრავად ასეთი კითხვისთვის: ოპერის ბოლომდე აღწევს? biggrin.gif

მომიწევს "პასკუალემდე" მოცდა... ისე, "ბალ-მასკარადის" მოსმენის ხასიათზე კი ვარ ახლა, მაგრამ ვინ იცის, როდის დანიშნავენ...
თან ოსკარი - იფ, იფ, რა "მაღალი" გამოცდა ელის smile.gif

ჟრიცას ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ მეც ქე ვიმღერებ biggrin.gif
ნუ, მზიაში რას უნდა მიხვდე biggrin.gif ეგ რა პარტიაა საერთოდ. სპლაშნოი იძიოწიზმ biggrin.gif

Posted by: chorven:) 3 Oct 2008, 01:20
Contralto
QUOTE
ღმერთო, შენ მაპატიე და... უკაცრავად ასეთი კითხვისთვის: ოპერის ბოლომდე აღწევს? 

ოპერის ბოლომდე, ძირითადად, მე ვეღარ ვაღწევ ხოლმე და ეგ სხვებს ჰკითხე biggrin.gif

QUOTE
თან ოსკარი - იფ, იფ, რა "მაღალი" გამოცდა ელის 

სხვათა შორის, ვფიქრობდი, ოსკარი დამეწერა, თუ არა, ვიცი, წამომაყვედრებ lol.gif

QUOTE
ჟრიცას ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ მეც ქე ვიმღერებ

lol.gif

QUOTE
ნუ, მზიაში რას უნდა მიხვდე  ეგ რა პარტიაა საერთოდ. სპლაშნოი იძიოწიზმ

მაგას არ ვამბობდი ქეთოზეც, რომ გაიგიჟე თავი: ლიანაო, ისაო, ესაო
lol.gif

Posted by: Contralto 3 Oct 2008, 02:17
chorven:)
QUOTE
მაგას არ ვამბობდი ქეთოზეც, რომ გაიგიჟე თავი: ლიანაო, ისაო, ესაო

კაცო, ქეთოში მიხვდები მაინც, შეუძლია თუ არა სიმღერა ქალს biggrin.gif მიროსინებული მაღლებია და გასაგებია, ვარგა თუ არა მომღერალი. აი, მზიას მოსმენა კიდევ ტანჯვაა biggrin.gif

Posted by: palindromi-x 3 Oct 2008, 13:37
კაი გამოცდილი ვოკლისტებივით რომ მსჯელობთ, ან ქეთო თუ გიმღერიათ ოდესმე ან მზია, ერთი ტაქტი მაინც?

Posted by: chorven:) 3 Oct 2008, 14:49
palindromi-x
QUOTE
ქეთო თუ გიმღერიათ ოდესმე ან მზია, ერთი ტაქტი მაინც?

არა, გენაცვალე, საერთოდ არ ვეწევი, არც ვსვამ...

Posted by: palindromi-x 3 Oct 2008, 14:58
chorven:)
QUOTE
არა, გენაცვალე, საერთოდ არ ვეწევი, არც ვსვამ...

თითო-ოროლა დადებითი ნებისმიერ ადამიანშია

Posted by: Contralto 3 Oct 2008, 15:31
palindromi-x
QUOTE
ან ქეთო თუ გიმღერიათ ოდესმე ან მზია, ერთი ტაქტი მაინც?


კი, მიმღერია, ოღონდ, ჩუმად, სახლში, მოგუდულად biggrin.gif საკუთარი აკომპანირებით biggrin.gif

რავა, მსემენელობა არაა საკმარისი? biggrin.gif

და ვისაც არც ქეთო უმღერია, არც მზია, არც მარიხი, არც ნანო, არც მარო და არც აიდა, როგორ ფიქრობ, ოპერაზე მსჯელობის უფლება არა აქვს? დადექით მაშინ და უმღერეთ ერთმანეთს მომღერლებმა, რა საჭიროა საერთოდ თეატრი?

Posted by: chorven:) 3 Oct 2008, 16:06
palindromi-x
QUOTE
თითო-ოროლა დადებითი ნებისმიერ ადამიანშია

შენშიც კი? boli.gif

Posted by: tiger-onix 3 Oct 2008, 18:42
chorven:)
QUOTE
არა, გენაცვალე, საერთოდ არ ვეწევი, არც ვსვამ...

არც ქალებში დადიხაარ? wink.gif მაგალითად ქეთოებში და მზიებში? lol.gif

Posted by: chorven:) 3 Oct 2008, 23:40
tiger-onix
QUOTE
არც ქალებში დადიხაარ?  მაგალითად ქეთოებში და მზიებში? 

no.gif user.gif

Posted by: palindromi-x 4 Oct 2008, 01:54
chorven:)
აქ შენზე მიმდინარეობდა სუბარი, შენს ასოციაციებზე მზიასა და ქეთოზე და შენს ნიკოტინურ-ალკოჰოლურ ფობიებზე, ასე რომ შენით დაიწყე და შენითვე დაამთავრე შენივე დახასიათება

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 Oct 2008, 02:12
კაკიე სტრასწი...მუსიკა თუ არ გაკეთილშობილებს ადამიანს...

Posted by: chorven:) 4 Oct 2008, 19:24
palindromi-x
QUOTE
აქ შენზე მიმდინარეობდა სუბარი, შენს ასოციაციებზე მზიასა და ქეთოზე და შენს ნიკოტინურ-ალკოჰოლურ ფობიებზე, ასე რომ შენით დაიწყე და შენითვე დაამთავრე შენივე დახასიათება

ძალიან ვწუხვარ, სამკურნალო ხარ...

Posted by: palindromi-x 4 Oct 2008, 20:00
chorven:)
QUOTE
ძალიან ვწუხვარ, სამკურნალო ხარ...

რა აგრესიული პიროვნება ხარsad.gif((((((((((( ნეუდაჩნიკ! როცა აზრი არ გიჭრის, არც სიტყვა და არც გონება, შეურაცხყოფა რა თქმა უნდა ერთადერთი იარაღია, მაგრამ ძალიან მდაბიო, ისეთივე მდაბიო, როგორიც მისი ავტორი.

Posted by: chorven:) 4 Oct 2008, 20:01
palindromi-x
QUOTE
რა აგრესიული პიროვნება ხარ((((((((((( ნეუდაჩნიკ! როცა აზრი არ გიჭრის, არც სიტყვა და არც გონება, შეურაცხყოფა რა თქმა უნდა ერთადერთი იარაღია, მაგრამ ძალიან მდაბიო, ისეთივე მდაბიო, როგორიც მისი ავტორი.

lol.gif 2kiss.gif

Posted by: tiger-onix 6 Oct 2008, 00:14
კაი, აბესალომით "დავიწყეთ", მაგრამ შემდეგ, შემდეგ რა მოდის? boli.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 6 Oct 2008, 04:09
QUOTE (palindromi-x @ 4 Oct 2008, 20:00 )
chorven:)
QUOTE
ძალიან ვწუხვარ, სამკურნალო ხარ...

რა აგრესიული პიროვნება ხარsad.gif((((((((((( ნეუდაჩნიკ! როცა აზრი არ გიჭრის, არც სიტყვა და არც გონება, შეურაცხყოფა რა თქმა უნდა ერთადერთი იარაღია, მაგრამ ძალიან მდაბიო, ისეთივე მდაბიო, როგორიც მისი ავტორი.

lol.gif მაპატიეთ,საერთოდ რა შუაშია ვარ ამ დიალოგში,მაგრამ არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო,რომ თქვენი პოსტები უფრო ტოვებს მდარე და "ნეუდაჩნიკური" შტრიხებით მდიდარ შთაბეჭდილებას.ჯოკონდასთან სრული უნისონია,ისიც უსუფთაო უნისონი.
yes.gif
chorven:)-ს არ ვიცნობ.ნიჩეგო ლიჩნოგო.უბრალოდ დასანანია,რომ მუსიკამ უფრო კეთილშობილ ადამიანებად ვერ გაქციათ.შეიძლება ძალიან ვცდები.მე უბრალოდ გიზიარებთ,როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ ვირტუალში.რეალობა კი,ვუშვებ შეიძლება სულ სხვანაირი იყოს...

Posted by: loza 6 Oct 2008, 12:28
რა არი, ტო, პოლიტიკაში ხო არა ხართ, ხალხო.

Posted by: palindromi-x 6 Oct 2008, 16:05
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
რა აგრესიული პიროვნება ხარ((((((((((( ნეუდაჩნიკ! როცა აზრი არ გიჭრის, არც სიტყვა და არც გონება, შეურაცხყოფა რა თქმა უნდა ერთადერთი იარაღია, მაგრამ ძალიან მდაბიო, ისეთივე მდაბიო, როგორიც მისი ავტორი.


Posted by: texasuri jleta benzoxerxit 7 Oct 2008, 00:59
loza
მაგას ვამბობ მეც.მუსიკამ თუ უკეთესი რ გაგხადა,ფასი არ აქვს მის სმენას იმ ადამიანისთვის.ანუ ის ადამიანი სათანადოდო არ უშვებს მუსიკას თავის გულში.რაც არ უნდა პროფესიონალურად შეაფასოს ნაწარმოების შერულების ფორმა,ბგერა და ა.შ.
შემოვიხედავ აქ,მინდა ცოტა გულს გადავაყოლო და მართლაც რომ ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით გაჩაღებული.რა უბედურებაა!
palindromi-x
აჰა,ეს ციტატა ჩემზეც ვრცელდება ანუ,თქვენგან სხვა ტონალობის პასუხს არც ველოდი

Posted by: gvelis_wiwila 7 Oct 2008, 16:25
QUOTE
ან ქეთო თუ გიმღერიათ ოდესმე ან მზია, ერთი ტაქტი მაინც?


აუცილებელია ლექსებს წერდე რომ პოეტის სკილი განსაზღვრო?

არ მესმის ესეთი ლოგიკა.




Posted by: tiger-onix 7 Oct 2008, 18:48
gvelis_wiwila
QUOTE
აუცილებელია ლექსებს წერდე რომ პოეტის სკილი განსაზღვრო?

არ მესმის ესეთი ლოგიკა.

ან მაგალითად კვერცხებს უნდა დებდე, რომ გაარჩიო, ლაყეა კვერცხი თუ საღი! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: JOKONDA 7 Oct 2008, 20:58
texasuri jleta benzoxerxit
რატომ გავხდი შენი პოსტის პრიმადონა?აგრესიულო დამკვირვებელო....... თუ გინდა გამორჩეული იყო -ეს არ ნიშნავს რომ გამორჩეული ხარ!!!!!და ნუ მიედმოედები ///////

* * *
პრიმიტიული აზროვნება გაქვს,და ურთიერთობის მდარე მანერა

Posted by: loza 7 Oct 2008, 22:33
chorven:)
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ეს გოგო არ გამიბრაზოთ.
vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: chorven:) 8 Oct 2008, 00:04
tiger-onix
QUOTE
კაი, აბესალომით "დავიწყეთ", მაგრამ შემდეგ, შემდეგ რა მოდის

პალინდრომთან და ჯოკონდასთან ბოდიში მომითხოვია, მაგრამ "დაისშიც" ერთადერთი დათო ხოზაშვილის ცეკვით ვისიამოვნე biggrin.gif
პ.ს. ჩაჩუამ იმღერა მშვენივრად მწუხრის არია და საგინაძემ ხმა ამოუშვა, პაავროტი მედგა წინ, მგონა biggrin.gif

loza
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Contralto 8 Oct 2008, 00:11
chorven:)
QUOTE
.ს. ჩაჩუამ იმღერა მშვენივრად მწუხრის არია

ეეე, სად გავმაზე biggrin.gif

რა ამოვა ახლა შენი ყბიდან biggrin.gif

არ მეცალა. მე მაპატიე.

Posted by: chorven:) 8 Oct 2008, 00:13
Contralto
კაცი საკუთარი სპექტაკლისთვის ემზადებოდი, ხუმრობა საქმე ხომ არაა! smile.gif

Posted by: Contralto 8 Oct 2008, 00:20
chorven:)
QUOTE
კაცი საკუთარი სპექტაკლისთვის ემზადებოდი, ხუმრობა საქმე ხომ არაა!

ხო, ხო! მთელი ორი დღე ხელის გრაციოოზულ მოძრაობას ვამუღამებდი biggrin.gif

ძნელია არტისტობა biggrin.gif

:შევიფერე: biggrin.gif

Posted by: chorven:) 8 Oct 2008, 00:49
Contralto
QUOTE
ხო, ხო! მთელი ორი დღე ხელის გრაციოოზულ მოძრაობას ვამუღამებდი

ძნელია არტისტობა

:შევიფერე: 

smile.gif 2kiss.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 8 Oct 2008, 01:11
QUOTE (JOKONDA @ 7 Oct 2008, 20:58 )
texasuri jleta benzoxerxit
რატომ გავხდი შენი პოსტის პრიმადონა?აგრესიულო დამკვირვებელო....... თუ გინდა გამორჩეული იყო -ეს არ ნიშნავს რომ გამორჩეული ხარ!!!!!და ნუ მიედმოედები ///////

* * *
პრიმიტიული აზროვნება გაქვს,და ურთიერთობის მდარე მანერა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif მნე ონა უჟე ნაჩინაიეტ ნრავიტსია

Posted by: chorven:) 8 Oct 2008, 02:10
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE

      მნე ონა უჟე ნაჩინაიეტ ნრავიტსია

პრიმადონაა, რაც არ უნდა იყოს lol.gif lol.gif lol.gif 2kiss.gif

Posted by: tiger-onix 8 Oct 2008, 03:15
chorven:)
QUOTE
პ.ს. ჩაჩუამ იმღერა მშვენივრად მწუხრის არია და საგინაძემ ხმა ამოუშვა, პაავროტი მედგა წინ, მგონა

ჩაჩუს რესპექტი, მაგრამ მაგ "არიის" ატანა არა მაქვს... puke.gif ბედი არ გინდა, მაინც და მაინც ლეკი საყვარელი რომ ჰყავდა იმ ცხონებულ ფალიაშვილს? gigi.gif სხვა ვინმე რომ ჰყოლოდა ხომ არ იქნებოდა ამდენი ბაიათი? არა და როგორ მიყვარს "დაისი"! cry.gif

chorven:)
QUOTE
პრიმადონაა, რაც არ უნდა იყოს   

არა შეჯდა მწყერი ხესაოოო... cry.gif
ეჰჰჰ, რა ძნელია ცალმხრივი სიყვარულიიი.... lol.gif

Posted by: chorven:) 8 Oct 2008, 03:36
tiger-onix
QUOTE
ჩაჩუს რესპექტი, მაგრამ მაგ "არიის" ატანა არა მაქვს...

მაგას არ ვამბობ მეც, მარტო ხოზაშვილის ცეკვით ვისიამოვნე მეთქი?! მეც ვერ ვიტან, ვეც არიას და ვერც ქალის პარტიებს ქართულ ოპერებში (ეთერს კიდე სადღაც აიტანს კაცი) lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
ეჰჰჰ, რა ძნელია ცალმხრივი სიყვარულიიი.... 

თან უიმედო...

Posted by: JOKONDA 8 Oct 2008, 21:16
chorven:)
tiger-onix
texasuri jleta benzoxerxit
მოსაწვევებს დაგირიგბთ მე - პრიმადონა სპექტაკლზე, სადაც ხოზაშვილი არ იცეკვებს და თქვენ მხოლოდ ვოკალით დატკბებით, ნამდვილი ვოკალით და არა... (დაწერაც არ ღირს, რა ეწოდება იმას, რაც თქვენ მოგწონთ და რასაც აღფრთოვანებაში მოყავხართ, მაგრამ ესეც საჭიროა ალბათ, ხომ გაგიგიათ "მწარე თუ არ ჭამე, ტკბილის გემოს ვერ გაიგებო".

Posted by: chorven:) 8 Oct 2008, 23:27
JOKONDA
QUOTE
მოსაწვევებს დაგირიგბთ მე - პრიმადონა სპექტაკლზე

რა დროს წამოვედი საქართველოდან, პრიმადონა მეპატიჟება bis.gif biggrin.gif
გაგვეცანი ბარემ, ვინ ხარ ამისთანა, რომ გადაგვიყოლე!
და პალინდრომი ვინღაა, პრიმა დონა ასოლუტა? spy.gif givi.gif

Posted by: tiger-onix 8 Oct 2008, 23:49
chorven:)
QUOTE
რა დროს წამოვედი საქართველოდან, პრიმადონა მეპატიჟება 

აბააა, შენ ეგა თქვი... რამდენი დავკარგეთ?! მაგრამ იქნებ ევროპაში რომ ექნება გასტროლები, მაშინ მაინც მოვუსმინოთ? თუმცა შეიძება ეწყინოს და მეორედ აღარ დაგვპატიჟოს. biggrin.gif
P.S.
ისე, ვენაცვალე დათო ხოზაშვილს... რა კაცია არააა? მაგარი! up.gif tan.gif

Posted by: chorven:) 9 Oct 2008, 00:03
tiger-onix
QUOTE
ისე, ვენაცვალე დათო ხოზაშვილს... რა კაცია არააა? მაგარი! 

უახლოესი ადამიანივით მიყვარს, უუუზომოდ smile.gif

QUOTE
აბააა, შენ ეგა თქვი... რამდენი დავკარგეთ?! მაგრამ იქნებ ევროპაში რომ ექნება გასტროლები, მაშინ მაინც მოვუსმინოთ? თუმცა შეიძება ეწყინოს და მეორედ აღარ დაგვპატიჟოს. 

ხო, ევროპაში მირჩევნია მეც, ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ აღარ მინდა ჩემს ხალხი ამაზე მეტად დაითრგუნოს ... lol.gif

Posted by: JOKONDA 9 Oct 2008, 01:09
chorven:)
tiger-onix
ეგების ბედმა შეგიბრალოთ და ისევ ისე მიეცეთ შვებასა

Posted by: chorven:) 9 Oct 2008, 01:29
JOKONDA
QUOTE
ეგების ბედმა შეგიბრალოთ და ისევ ისე მიეცეთ შვებასა

შენ შეგვიბრალე და ბედს ვჩივით?! biggrin.gif

Posted by: C Agent 9 Oct 2008, 02:58
palindromi-x
MaShiko-MuSicology
JOKONDA
oroveso
texasuri jleta benzoxerxit
chorven:)
და სხვა ნიკებო სულ 2PAC სმენით ამოგხდიდით სულს down1.gif

ვამე ცუდად ვარ boli.gif

Posted by: Bad Boy 4Life 9 Oct 2008, 03:01
C Agent
user posted image

Posted by: tiger-onix 9 Oct 2008, 17:05
C Agent
QUOTE
და სხვა ნიკებო სულ 2PAC სმენით ამოგხდიდით სულს

ცხონებულს თურმე ჰერცოგის ბალადა გამოსდიოდა განსაკუთრებით კარგად! მაგითვე ამოხდა სული... questa o quella იყო თურმე მისი ბოლო სიტყვები და თითებიც ვეღარ გაპარჭყა... cry.gif
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: palindromi-x 10 Oct 2008, 17:23
მზიკო და ქეთის თავი დავანებოთ და ახალს ვერაფერს მოვისმენთ ნეტა ოპერაში, ახალსა და სინტერესოს ანუ საინტერესოდ ახალს ანუ ახლებურად საინტერესოს??????ოჰ, ღმერთო ჩვენო, სულ ძილი, ძილი,როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება!!!!!!!!!!!!

Posted by: tiger-onix 19 Oct 2008, 15:28
ხალხო, ხდება რამე ოპერაში, თუ სულ დახავსდა და დაობდა იქაურობა? yawn.gif

Posted by: palindromi-x 21 Oct 2008, 23:50
"ჯამბაზები"-ს რა იცით, რამდენი შემადგენლობა მღერის და რომელზე უკეთესი იქნება წასვლა?

Posted by: JOKONDA 22 Oct 2008, 16:10
C Agent
ეს ვინღაა კიდე? ფორთოფილის ამწყობი..........

Posted by: C Agent 22 Oct 2008, 17:07
JOKONDA
რისი? და ისე პრიმა ბალერინა ვარ და არა ვინმე შემოთრეული გაიგე! გიბრძანებ იაქტიურო ფორუმზე!

Posted by: JOKONDA 23 Oct 2008, 22:49
C Agent
QUOTE
და ისე პრიმა ბალერინა ვარ !

ვაჰ, შენა კაცო პრიმა ბალერინა ყოფილხარ, მე კიდე ა ს ტ რ ა ბალერინა მეგონეsmile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: NIII_ 16 Nov 2008, 12:54
გუშინ ვიყავი ''გედების ტბაზე''
არ მქონდა აქამდე ნანახი
ოჰ ნუ იტყვით რა სიამოვნება მივიღე...
ორკესტრი და საბალეტო დასი არის უძლიეერესი...

Posted by: მამა_ლოზა 16 Nov 2008, 13:56
ოპერის თეატრის შენობაში სანდრა რულოვსის რეზიდენცია კეთდებაო და მართალია ???

Posted by: tiger-onix 18 Nov 2008, 18:22
მამა_ლოზა
QUOTE
ოპერის თეატრის შენობაში სანდრა რულოვსის რეზიდენცია კეთდებაო და მართალია ???

არა, თურმე "ზემდგომ ინსტანციას" დაარეკინა ოპერის ხელმძღვანელობასთან, ადინას სიმღერა უნდა "სიყვარულის ნექტარ"-ში! lol.gif

Posted by: palindromi-x 25 Nov 2008, 00:29
თბილისის ოპერის თეატრის რემონტ-არრემონტზე რაღაცეები რომ დაიწერა, ეს მახსოვს, მაგრამ იცით თუ არა თქვენ, რომ ქუთაისის არსებული ოპერის თეატრის შენობის დანგრევა იგეგმება და მის ნანგრევებზე სრულიად ახალი შენობის (ზოგნი ამბობენ "ლა სკალას", ზოგნი კი -ვენის საოპერო თეატრის მსგავსიო) აგებაა გადაწყვეტილი. ასეთ ინფორმაციასაც ვფლობ, ბატონებო. მაშ!

Posted by: chorven:) 25 Nov 2008, 00:32
tiger-onix
QUOTE
თურმე "ზემდგომ ინსტანციას" დაარეკინა ოპერის ხელმძღვანელობასთან, ადინას სიმღერა უნდა "სიყვარულის ნექტარ"-ში! lol.gif

მაგისგან არაა გამორიცხული
ისე, ეტყობა ამ ქალისთვის არავის უთქვამს, რომ სმენას რომ თავი დავანებოთ ამზრზენი ხმა აქვს და თავს იპაზორებს მწარედ
* * *
palindromi-x
QUOTE
ზოგნი ამბობენ "ლა სკალას", ზოგნი კი -ვენის საოპერო თეატრის მსგავსიო

ეგენი გაბანძდა, მეტროპოლიტანი, შე კაი ადამიანო biggrin.gif

Posted by: palindromi-x 25 Nov 2008, 00:39
QUOTE
ეგენი გაბანძდა, მეტროპოლიტანი, შე კაი ადამიანო

chorven:)
როგორმე ქუთაისისთვის წავა

Posted by: mari_555 29 Nov 2008, 13:59
სამწუხაროდ იშვაითად user.gif

ვინმე თუ ყოფილხართ მაკნატუნაზე და თუ მოგეწონათ, ღირს წასვლა თუ ისევ ჯობია იანვრის ბოლომდე მოვიცადო და აიდაზე წავიდე baby.gif

უბრალოდ ეხლა ახალი წელი.. შობა მოდის და მაგიტომ მინდა რაღაც აკვიატებულ ოცნებასავით მაქვს საშობაოდ წავიდე მაკნატუნაზე, თორემ შუა ზაფხულში ხო არ წავალ, თუმცა თუ სიამოვნებაა ზაფხულშიც შეიძლება yes.gif

მაგრამ ვინ დგამს ზაფხულში თორემ კი gigi.gif lol.gif lol.gif

Posted by: tiger-onix 29 Nov 2008, 17:07
mari_555
QUOTE
ვინმე თუ ყოფილხართ მაკნატუნაზე და თუ მოგეწონათ, ღირს წასვლა თუ ისევ ჯობია იანვრის ბოლომდე მოვიცადო და აიდაზე წავიდე

ორივეზე უნდა წახვიდე, აიდა მაკნატუნას ალტერნატივა ნამდვიად არ არის! ერთიც უნდა ნახო და მეორეც! wink.gif

Posted by: chorven:) 29 Nov 2008, 18:17
mari_555
QUOTE
უბრალოდ ეხლა ახალი წელი.. შობა მოდის და მაგიტომ მინდა რაღაც აკვიატებულ ოცნებასავით მაქვს საშობაოდ წავიდე მაკნატუნაზე, თორემ შუა ზაფხულში ხო არ წავალ, თუმცა თუ სიამოვნებაა ზაფხულშიც შეიძლებ

წადი მერე, რომელი გრანდ ოპერა ჩვენი თეატრია ბილეთი ვერ იშოვო, თუ ფული არ გაქვს, გირჩევ, იაფიანი ბილეთი იყოდო და ამფითეატრის კიბეზე ჩამოსკუპდე (შუაში არა ოღონდ), მშვენივრად ჩანს.

Posted by: mari_555 29 Nov 2008, 18:38
tiger-onix

ალტერნატივა რომ არ არის მაგი მეც ვიცი, უბრალოდ მე ვიკითხე ამ ჯერზე-თქო, რადგან გარშემო არავინ არ მყავს რომელთანაც მომინდება წასვლა და ამავე დროსაც მასაც ეყვარება ანუ ეს ორივე პირობა ერთდროულად რომ იყოს. დაქალისთვის მინდოდა შემეთავაზებინა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ მას არ უყვარს ხოდა დამრჩა ერთადერთ მამაჩემი ის უნდა შევაბა ხოდა ის მხოლოდ ერთზეა თანახმა.

ალბათ მაინც მაკნატუნაზე წავალ ოცნება მაინც ოცნებაა ხოდა უნდა ავისრულო.

chorven:)

ისე შენ წარმოდგინე ამფითეატრში ადგილებზე არ ვგიჟდები არადა მაგი მიიჩნევა ყველაზე მაგარ ადგილებად. მაგას ბენუარის ან პარტერის ლოჟები მირჩევნია, რაღაც მუღამია აქვს თავისებური wink.gif
* * *
QUOTE
რომელი გრანდ ოპერა ჩვენი თეატრია



ეს ჩაგეთვალა, ისე სამწუხაროა რომ მხოლოდ პრემიერებზე და საქველმოქმედო კონცერტებზე ივსება yes.gif user.gif

Posted by: chorven:) 29 Nov 2008, 19:36
mari_555
მარტო წადი, მასე მეგობრებისთვის რომ მეცადა, კი ვიჯდებოდი სულ სახლში
მაგრამ გააჩნია, რამდენი წლის ხარ, თუ ღამით გეშინია სახლშI დაბრუნება, კვირაობით ხომ არის ხოლმე დღის სპექტაკლები და იქ იარე, ჩემი რჩევა იქნება smile.gif

Posted by: mari_555 29 Nov 2008, 19:45
chorven:)

გმადლობ რჩევისთვის 2kiss.gif

ძირითადი პრობლემა იმაშია რომ ვინმესთან ერთად მინდა წასვლა და არა მარტო, თორემ ასაკი და ღამე არაფერ შუაშია user.gif

Posted by: tiger-onix 29 Nov 2008, 22:54
chorven:)
QUOTE
თუ ღამით გეშინია სახლშI დაბრუნება, კვირაობით ხომ არის ხოლმე დღის სპექტაკლები და იქ იარე

baby.gif lol.gif
mari_555
QUOTE
ვინმესთან ერთად მინდა წასვლა და არა მარტო

სხვა გზა არ არის, ბიჭი უნდა ნახო ვინმე რომელსაც რეპზე და ჰიპ-ჰოპზე ოდნავ მეტი ჭკუა აქვს და წაიყვანო! wink.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 30 Nov 2008, 00:23
chorven:)
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვეცემი ამ იუზერზე და რა ვქნა...

Posted by: chorven:) 30 Nov 2008, 01:29
tiger-onix
texasuri jleta benzoxerxit
რას დამცინით ერთი?! biggrin.gif
ბებიათქვენისამ, გოგო არ გაგიცილებიათ სახლში რაა biggrin.gif
ასაკით პაატრა თუა, აიდა რომ 11 საათზე მთავრდება და გლდანში წასასვლელი, რა თქმა უნდა , შეიძლება, საშიშიც იყოს. ეს მაგალითისთვის biggrin.gif
ნუ, მე ვიფიქრე, რომ პატარაა ეს ბავშვი smile.gif

Posted by: tiger-onix 30 Nov 2008, 03:09
chorven:)
QUOTE
რას დამცინით ერთი?!

შემოგევლე... 2kiss.gif საერთოდ როგორ გაივლე გულში მასეთი რამე? wink.gif
QUOTE
ბებიათქვენისამ

ბებოს ხსენება არ იყოოოოს! sa.gif lol.gif
QUOTE
ნუ, მე ვიფიქრე, რომ პატარაა ეს ბავშვი 

კი, ნამდვილად პატარაა! yes.gif კალიგრაფიაზე ეტყობა! :-D

Posted by: mari_555 30 Nov 2008, 21:20
QUOTE
სხვა გზა არ არის, ბიჭი უნდა ნახო ვინმე რომელსაც რეპზე და ჰიპ-ჰოპზე ოდნავ მეტი ჭკუა აქვს და წაიყვანო! 


lol.gif lol.gif lol.gif

მაგას იცი რა ნერვები უნდა, სად მაქვს ბიძია მე მაგის ნერვები lol.gif

მეორეც რომც გამიმართლოს და ვიპოვო, მხოლოდ მაგის გამო ხო არ წავყვები ოპერაში?! შენ ეტყობა ჩემს წინა პოსტებში არ მიგიქცევია ყურადღება ორი პირობის ერთდროულად თანხვედრაზე. yes.gif lol.gif

Posted by: chorven:) 1 Dec 2008, 00:49
tiger-onix
texasuri jleta benzoxerxit
2kiss.gif bis.gif

Posted by: Chkalovi 1 Dec 2008, 13:08
დაისზე არ ყოფილხართ გუშინ?
გავიგე ახლებს უმღერიათ ხოდა მაინტერესებს როგორი იყო smile.gif
მე ვერ მოვახერხე სამწუხაროდ გასვლა

Posted by: palindromi-x 14 Jan 2009, 13:25
ამ თემას რა უნდა მეორე გვერდზე? დავპოსტავ და იქნებ ხალხს გაახსენდეს საერტოდ ოპერის თეატრის არსებობაsmile.gif

Posted by: bemby 16 Jan 2009, 11:06
მე მინდა ვიკითხო,რატომ ამღერებენ ზაალ ხელაიას ვერდის რეპერტუარს?რატომ არ დგას თავის ადგილას ეს ნიჭიერი ადამიანი?მას არ შეეფერება ვერდისეული ვაჟკაცური ხასიათი.არც მისი ხმა ,არც მისი გარეგნობა და მანერები არ შეესაბამება ვერდის ბარიტონს,უფრო მეტიც კომიკური გამოდის და მაყურებლის ღიმილს იწვევს.ამ ადამიანს თავისი ადგილი აქვს საოპერო ხელოვნებაში.

Posted by: chorven:) 16 Jan 2009, 13:02
bemby
ხელაია მადარედე კიდე, რა სოლისტებიც გვყავს და რა დირიჟორებიც, ისაა ზუსტად ზაზა ხელაიაც, ან მაგაზე ცუდი რა ნამუსით უნდა დამცდეს, როცა, სექტემბერში ოპერის პრიმადონამ ისეთი ეთერი შეგვისრულა, თაობებს გაჰყვება იმ სპექტაკლის დიდება, თან მე ბოლომდე ვერ გავუძელი იმ მარაზმს და ბოლოს ისეთები ტრიუკები უქნია, დაწყდა თურმე ხალხი იქ vis.gif

Posted by: tiger-onix 16 Jan 2009, 21:00
bemby
QUOTE
მე მინდა ვიკითხო,რატომ ამღერებენ ზაალ ხელაიას ვერდის რეპერტუარს?

და რა იმღერა ასეთი?
* * *
chorven:)
QUOTE
სექტემბერში ოპერის პრიმადონამ ისეთი ეთერი შეგვისრულა

აბა პრიმადონა? მასეთი ოპერაში ბევრია, რომელს გულისხმობ? wink.gif

Posted by: bemby 16 Jan 2009, 22:09

tiger-onix
QUOTE
და რა იმღერა ასეთი?

რა და ბალმასკარადი! bis.gif lol.gif

Posted by: chorven:) 16 Jan 2009, 22:34
tiger-onix
QUOTE
აბა პრიმადონა? მასეთი ოპერაში ბევრია, რომელს გულისხმობ? wink.gif

ეთერს რომელი პრიმადონა იმღერებდა ?! biggrin.gif
რატიანი რა თქმ უნდა

Posted by: bemby 17 Jan 2009, 00:59
chorven:)
QUOTE
ეთერს რომელი პრიმადონა იმღერებდა ?! biggrin.gif რატიანი რა თქმ უნდა


ერთი კია რომ,მაგარ ცუდ დღეშია თეატრი down1.gif

Posted by: tiger-onix 17 Jan 2009, 01:40
bemby
QUOTE
ერთი კია რომ,მაგარ ცუდ დღეშია თეატრი

ხოოო? აკი მსოფლიო დონეზე გავედითო? wink.gif

Posted by: bemby 17 Jan 2009, 11:27
[b]chorven:)[/b
QUOTE
ეთერს რომელი პრიმადონა იმღერებდა ?! biggrin.gif რატიანი რა თქმ უნდა

ხოოოოო, lol.gif რატიანი და ეთერი lol.gif რატიანს კარგი ხმა აქვს და სიმღერა იცის,მაგრამ ეთერი ნამდვილად შეუფერებელია მისი გარეგნობისთვის და ხასიათისთვის. no.gif რაც შეეხება ხელაიას, არც ხმა აქვს,არც ვაჟკაცური გარეგნობა და სიმღერის მაგივრად ყვირის. bis.gif მე მგონი ყველანი იმას ეპოტინებიან რაც მათი შესაფერისი არ არის და ამის უფლებას რატომღაც აძლევენ.ხოდა ჩემს შვილებს გემოვნება უფუჭდებათ,რაც სულაც არ მსიამოვნებს.აღარც წავიყვან ოპერაში.ჩავურთავ კარგ ჩანაწერებს და ვასწავლი რა არის კარგი და ნამდვილი.იცით რა....ყველა ხელოვანი კარგია ამ ქვეყნად,მარტო იმიტომ რომ ხელოვანია და ცდილობს რაღაცა ლამაზი შექმნას,უბრალოდ ყველა ადამიანს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს მოძებნილი და შეგნებული. yes.gif

Posted by: palindromi-x 17 Jan 2009, 16:24
bemby
QUOTE
სიმღერის მაგივრად ყვირის

ყვირილის ხმა ვინ მისცა??? ის ასე ვთქვათ ახლებური მანერით ე.წ."რბილად" (ანუ უსუნთქვოდ და უხმოდ) ცდილობს გადმოგვცეს ის, რისი გადმოცემაც არ ძალუძს , როგორც მომღერალს, თუმცა სამსახიობო ნიჭი მგონია აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არაა საოპერო ხელოვნებისთვის. საერთოდ, ოპერა ძალიან მაგარ დეგრადაციას განიცდის, ალბათ ისეთივეს, როგორც ხელოვნების სხვა დარგები, და არა მარტო ხელოვნების. ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინება ვისი ბრალია??? ვის მოვთხოვოტ პასუხი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ხელაიებიც სანატრელი აგგვიხდება ქვეყანაში. რატომ არაა სწორი პოლიტიკა კულტურის სფეროში? კი, საზღვრები გაიხსნა და ვისაც უნდა მიდისო - იტყვიან მავანნი, მაგრამ არ დაგეთანხმებით - ჩვენი კადრი ჩვენთანვე უნდა დარჩეს, არ იფიქროთ იქიდან დაბრუნებული ვინმე ახალგაზრდა ჩვენს მუსიკალურ წრებში მიიღონ დაბრუნების შემდეგ, თული ისინი რაიმე მნიშვნელოვან სიტყვას არ იტყვიან საზღვარგარეთის სცენებზე, ხოლო ასეთები მხოლოდ მაშინ ცამოდიან უკან, როცა უკვე კარიერის დასასრულს იმყოფებიან, სხვები კი იკარგებიან. ვისი ბრალია იქნებ თქვათ!

Posted by: bemby 17 Jan 2009, 19:09

QUOTE
palindromi-x

QUOTE
ვისი ბრალია იქნებ თქვათ!

სამწუხაროდ ყველაფერი სიმართლე სთქვი.ვისი ბრალია?ეს ძალიან რთული თემაა.ეს მთელი პოლიტიკაა ერის დაკნინების და ჩვენ ჩვენი სიჩუმით ხელს ვუწყობთ.გმირი და თავგანწირული უნდა იყო,რომ ამას შეებრძოლო.და ამასობაში ერი კნინდება,გემოვნება ფუჭდება.არ ვიცი,არ ვიცი......

Posted by: tiger-onix 18 Jan 2009, 23:07
დღევანდელ ატილაზე იყავით ვინმე? როგორი იყო?

Posted by: operageo 21 Jan 2009, 01:35
გამარჯობათ ფორუმელებო, აბა რა ხდება რა ამბებია ? რა მიწასთან გაასწორეთ ხელაია? ატილაზეც ვიყავი და კიდევაც წავალ მომავალში, ბემბი რა პროფესიის ხარ მითხარი გეთაყვა

Posted by: tiger-onix 21 Jan 2009, 02:30
operageo
QUOTE
ატილაზეც ვიყავი და კიდევაც წავალ მომავალში

ღმერთმა ბევრი გატაროს! მაგრამ თუ იყავი შენი შთაბეჭდილება იქნებ მოგვახსენო? რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა... smile.gif

Posted by: bemby 21 Jan 2009, 09:05
operageo
QUOTE
გამარჯობათ ფორუმელებო, აბა რა ხდება რა ამბებია ? რა მიწასთან გაასწორეთ ხელაია? ატილაზეც ვიყავი და კიდევაც წავალ მომავალში, ბემბი რა პროფესიის ხარ მითხარი გეთაყვ

ვაააააააააააააა,ოპერაჯეო?გეტყობა ახალი ხარ.აქ პროფესიას არავინ კითხულობს.გეთაყვა შენთვითონ რა პროფესიის ხარ?ან რამ შეგაწუხა?გაგვიზიარე შენი შეხედულებები. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
* * *
ატილა კარგი იყო.კარგად იმღერა ბანმა და ბარიტონმა.ატილამ და ეციომ.

Posted by: operageo 21 Jan 2009, 11:51
http://www.tenor.ge შენ თუ იყავი არ ვიცოდი ოდნოკლასნიკებში მოგწერ ვინც ვარ

Posted by: chorven:) 21 Jan 2009, 13:13
operageo
რა სასაიმოვნოდ მომხვდა თვალში ეს ნიკი! bis.gif




Posted by: operageo 22 Jan 2009, 19:23
მეგობრებო დაისი არის 24ში არ გამოტოვოთ იხალისებთ მაინც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ინტრიგნული სასტავია

Posted by: bemby 22 Jan 2009, 19:51

operageo
QUOTE
მეგობრებო დაისი არის 24ში არ გამოტოვოთ იხალისებთ მაინც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ინტრიგნული სასტავია

ვნახე აფიშა. lol.gif მართლაც ეგრეა.ვიხალისებთ ან ვიტირებთ ცხარე ცრემლით.ღირს მერე მაგ დაისის განხილვა?

Posted by: tiger-onix 22 Jan 2009, 20:03
operageo
QUOTE
ინტრიგნული სასტავია

bemby
QUOTE
ვნახე აფიშა.  მართლაც ეგრეა

ვისაც აფიშა არ გვინახავს და არც ნახვის შანსი გვაქვს, იმათ რა ვქნათ? დაწერეთ რა ვინ მღერის ასეთი? :-D

Posted by: Charles IX 22 Jan 2009, 20:28
tiger-onix
QUOTE
ვისაც აფიშა არ გვინახავს და არც ნახვის შანსი გვაქვს, იმათ რა ვქნათ? დაწერეთ რა ვინ მღერის ასეთი? :-

yes.gif და რადგან ამბობენ, რომ
QUOTE
ინტრიგნული სასტავია

ეტყობა მთავარ პარტიებს გრეჩიხა, მიშიკო და პურპროდუქტოვნა მღერიან... biggrin.gif


ისე, მაგარი მოსასმენი იქნება ...

Posted by: bemby 23 Jan 2009, 00:58
tiger-onix

QUOTE
ვისაც აფიშა არ გვინახავს და არც ნახვის შანსი გვაქვს, იმათ რა ვქნათ? დაწერეთ რა ვინ მღერის ასეთი? :-D

ხო მაშ ასე:მალხაზი- ალეკო ხომერიკი.
მარო - ლიანა კალმახელიძე
კიაზო- ელდარ გეწაძე
ნანო- ნატალია ვოლჩენკო
ცანგალა- ომარ ხოფერია
ტიტო- ნუგზარ გელაშვილი

დირიჟორი მისი აგმატებულება-რევაზ ტაკიძე საუკუნის მოვლენა იქნება bis.gif bis.gif sa.gif sa.gif sa.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: chorven:) 23 Jan 2009, 01:06
QUOTE
ხო მაშ ასე:მალხაზი- ალეკო ხომერიკი. მარო - ლიანა კალმახელიძე კიაზო- ელდარ გეწაძე ნანო- ნატალია ვოლჩენკო ცანგალა- ომარ ხოფერია ტიტო- ნუგზარ გელაშვილი

დირიჟორი მისი აგმატებულება-რევაზ ტაკიძე საუკუნის მოვლენა იქნებ


დათო ხოზაშვილი ცეკვავს? biggrin.gif

Posted by: Charles IX 23 Jan 2009, 08:20
QUOTE
მალხაზი- ალეკო ხომერიკი.
მარო - ლიანა კალმახელიძე
კიაზო- ელდარ გეწაძე
ნანო- ნატალია ვოლჩენკო
ცანგალა- ომარ ხოფერია
ტიტო- ნუგზარ გელაშვილი

ეტყობა დროის მანქანა გამოიგონეს და 80-ანების დასაწყისში გადაგვაგდეს...
ისე, ზოგიერთი უკვე მაშინ ვეღარ მღეროდა სიბერისა და გამო.

Posted by: fergusonscottie 23 Jan 2009, 14:08
bemby
QUOTE
ხო მაშ ასე:მალხაზი- ალეკო ხომერიკი. მარო - ლიანა კალმახელიძე კიაზო- ელდარ გეწაძე ნანო- ნატალია ვოლჩენკო ცანგალა- ომარ ხოფერია ტიტო- ნუგზარ გელაშვილი

დირიჟორი მისი აგმატებულება-რევაზ ტაკიძე საუკუნის მოვლენა იქნება



რუსთაველის თეატრშა მსგავსი რამ, "მოხუცი ჯამბაზები" ჰქვია

Posted by: bemby 23 Jan 2009, 15:02
fergusonscottie
QUOTE
რუსთაველის თეატრშა მსგავსი რამ, "მოხუცი ჯამბაზები" ჰქვია

კარგი იდეაა.ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

Posted by: Contralto 23 Jan 2009, 15:39
ოპერის საიტზე არ დევს ეს აფიშა, რატომღაც, მაგრამ ამასწინათ გავიარე და "ტრავიატა" დავინახე. თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დავადგენ.

ვიოლეტას პარტიას მღერის თეონა დვალი. შარშან მოვუსმინე კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლში და ძალიან კარგად მღეროდა.

თუ არ ვცდები, დაამთავრა უკვე კონსერვატორია.

Posted by: bemby 24 Jan 2009, 11:02
Contralto
QUOTE
ვიოლეტას პარტიას მღერის თეონა დვალი. შარშან მოვუსმინე კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლში და ძალიან კარგად მღეროდა.

თუ არ ვცდები, დაამთავრა უკვე კონსერვატორია.

თეონას ჯერ არ დაუმთავრებია კონსერვატორია.მართლაც კარგად მღერის.

Posted by: lion32 25 Jan 2009, 12:17
მაპატიეთ,მაგრამ ძალიან აღელვებული და გაბრაზებული ვარ გუშინდელი სპექტაკლის შემდეგ,"დაისი".აქამდე თავს ვიმართლებდით,იმიტომ უჭირს ორკესტრს დაკვრა,რომ ძველი ინსტრუმენტები აქვთო,ახლა ხომ სულ ახალი ინსტრუმენტები აქვთ,რა სჭირთ რატომ ვერ უკრავენ.ეს ჩვენი დირიჟორი კიდევ სად იქნევს ამ ხელებს,საერთოდ აზრზე არ არის რასთან აქვს საქმე.გაივსო თეატრი დილეტანტებით.შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ამ სპექტაკლს დირიჟორობდეს და კიდევ ვერ ახერხებდეს მუსიკის კეთებას?ესეც ხომ აიდა და რიგოლეტო არ არის.ეს ხომ მაიც ჩვენია ქართული.მერე კიდევ ეს მომღერლები რა დღეში არიან მაგათი გამოსვლა უკვე აღარ შეიძლება სცენაძე.ძალიან დიდი მადლობა მათ თავიანთი ღვაწლისთვის,მაგრამ ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი.ერთი სიტყვიათ მაგარ საცოდავ დღეშია თეატრი.ვიღაცა მხსნელი თუ არ გამოჩნდა თავზე დაგვენგრევა.


[quote)
ხო მაშ ასე:მალხაზი- ალეკო ხომერიკი.
მარო - ლიანა კალმახელიძე
კიაზო- ელდარ გეწაძე
ნანო- ნატალია ვოლჩენკო
ცანგალა- ომარ ხოფერია
ტიტო- ნუგზარ გელაშვილი

დირიჟორი მისი აგმატებულება-რევაზ ტაკიძე საუკუნის მოვლენა იქნება[/quote]

* * *

Posted by: Contralto 25 Jan 2009, 14:25
გავიარე ოპერასთან ახლა - 9 თებერვალს იქნება "ტრავიატა" - კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლია.

როგორც უკვე ვთქვი, ვიოლეტა - თეონა დვალი - მოსმენილი მყავს და ძალიან კარგია.
ალფრედო - არმაზ დარაშვილი - ეს არ მომისმენია, მაგრამერთმა კომპეტენტურმა ნაცნობმა მითხრა, კარგი ხმა აქვსო.

მოკლედ, ალბათ, წავალ 9 თებერვალს "ტრავიატაზე"

Posted by: Charles IX 25 Jan 2009, 14:36
Contralto
QUOTE
გავიარე ოპერასთან ახლა - 9 თებერვალს იქნება "ტრავიატა" - კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლია.

როგორც უკვე ვთქვი, ვიოლეტა - თეონა დვალი - მოსმენილი მყავს და ძალიან კარგია.
ალფრედო - არმაზ დარაშვილი - ეს არ მომისმენია, მაგრამერთმა კომპეტენტურმა ნაცნობმა მითხრა, კარგი ხმა აქვსო

საინტერესოა...

Posted by: tiger-onix 25 Jan 2009, 14:58
Contralto
QUOTE
გავიარე ოპერასთან ახლა - 9 თებერვალს იქნება "ტრავიატა" - კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლია.

წარმატებებიიიი! 2kiss.gif

Posted by: lion32 25 Jan 2009, 15:36
QUOTE
გავიარე ოპერასთან ახლა - 9 თებერვალს იქნება "ტრავიატა" - კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლია.

როგორც უკვე ვთქვი, ვიოლეტა - თეონა დვალი - მოსმენილი მყავს და ძალიან კარგია. ალფრედო - არმაზ დარაშვილი - ეს არ მომისმენია, მაგრამერთმა კომპეტენტურმა ნაცნობმა მითხრა, კარგი ხმა აქვსო.

მოკლედ, ალბათ, წავალ 9 თებერვალს "ტრავიატაზე"


ძალიან კარგი შემადგენლობაა.თეონას გარდა ყველა მოსმენილი მყავს.და გირცჰევრ რომ წახვიდეთ და მოუსმინოთ.კარგი თაობა მოდის და ძალიან მიხარია.ბარიტონია -ალუდა თოდუა,ძალიან საინტერესო.ჯერ მესამე კურსელია,მაგრამ კარგი მომავალი აქვს.მაშ წარმატებები უსურვოთ მათ. 2kiss.gif

Posted by: chorven:) 25 Jan 2009, 15:41
lion32
QUOTE
ბარიტონია -ალუდა თოდუა,

ალუდას უყურე შენ!!! bis.gif

Posted by: unknown lady 27 Jan 2009, 00:24
QUOTE
მოკლედ, ალბათ, წავალ 9 თებერვალს "ტრავიატაზე"



საინტერესოა, მეც მინდ smile.gif

QUOTE
მაპატიეთ,მაგრამ ძალიან აღელვებული და გაბრაზებული ვარ გუშინდელი სპექტაკლის შემდეგ,"დაისი".აქამდე თავს ვიმართლებდით,იმიტომ უჭირს ორკესტრს დაკვრა,რომ ძველი ინსტრუმენტები აქვთო,ახლა ხომ სულ ახალი ინსტრუმენტები აქვთ,რა სჭირთ რატომ ვერ უკრავენ.ეს ჩვენი დირიჟორი კიდევ სად იქნევს ამ ხელებს,საერთოდ აზრზე არ არის რასთან აქვს საქმე.გაივსო თეატრი დილეტანტებით.შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ამ სპექტაკლს დირიჟორობდეს და კიდევ ვერ ახერხებდეს მუსიკის კეთებას?ესეც ხომ აიდა და რიგოლეტო არ არის



ოოო აი ეს ორკესტრი მძიმე თემაა sad.gif ლეგრანის კონცერტზე უნდა გენახა რა ხდებოდა biggrin.gif

Posted by: chorven:) 27 Jan 2009, 16:57
ინსტრუმენტები ყველას გამოუცვალეს ორკესტრში?

Posted by: tiger-onix 27 Jan 2009, 20:17
chorven:)
QUOTE
ინსტრუმენტები ყველას გამოუცვალეს ორკესტრში?

კი, დაჟე დირიჯორებს ჯოხები გამოუცვალეს, მაგრამ არ გაჭრა რა.... boli.gif

Posted by: palindromi-x 28 Jan 2009, 14:55
"აიდა" რატომ არ გადის? ერთი პერიოდი აიდასა და ბალეტის თეატრს ეძახდნენ ოპარას, ახლა "დაის-ტრავიატისა" ხომ არ გახდა???

Posted by: chorven:) 28 Jan 2009, 15:27
რა მარაზმია აიდა ჩვენს თეატრში vis.gif

Posted by: palindromi-x 29 Jan 2009, 15:50
არაფერიც არ ხდება ამ ოპერაში, ა რ ა ფ ე რ ი!!!
არადა ხომ უნდა ხდებოდეს, ჰა?
ვინ მეტყვის, საით მიექანება ჩვენი მუსიკალური ცხოვრება?! alk.gif

Posted by: inana 29 Jan 2009, 16:22
ზოგჯერ ვნატრობ ხოლმე, ოდესმე მეღირსოს ჩვენს ოპერაში გერმანული ოპერის მოსმენა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ (ვერ) მოხდება. user.gif

Posted by: operageo 29 Jan 2009, 16:46
ოცნება კარგია smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: chorven:) 29 Jan 2009, 16:53
inana
QUOTE
ზოგჯერ ვნატრობ ხოლმე, ოდესმე მეღირსოს ჩვენს ოპერაში გერმანული ოპერის მოსმენა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ (ვერ) მოხდება. user.gif


ღმერთმა დაგვიფაროს, მარაზმი მერე ნახე შენ! biggrin.gif
იტალიურს ვმღერით საუკუნე ნახევარია და რა დღეში ვართ და ეხლა კიდე გერმანული, რა კოშმარი იქნება, არცაა საჭირო, მე თუ მკითხავ
იმ შემთხვევაში უნდა ინატრო ჩვენს თეატრში, გერმანული ოპერა, თუ საგასტროლოდ მთელი დასი ჩამოვა გერმანიიდან, რაც ასევე წარმოუდგენელია

Posted by: Contralto 29 Jan 2009, 16:59
chorven:)
"სალომე" ცისანა ტატიშვილით.....

გვახსოვდეს, რომ ეს მოხდა ერთხელ....

Posted by: chorven:) 29 Jan 2009, 17:04
Contralto
ტატიშვილი და ანჯაფარიძეები აღარ გვყავს, ვინც კარგია საზღვარგარეთ, გერმანულს არც ერთი მღერის

* * *
სკოლა როცა არ გაქვს, და არც იმის თავი გაქვს, რომ ფინანსები დაახარჯო ახლის შექმნას, სისულელეა ოცნებაც კი
ჯერ ამას მივხედოთ, რაც გვაქვს
სულ იმას გავიძახი, რომ ანანიაშვილმა რა ხალხისგან რა დასი დააყენა და ოპერას რომ მსგავსი პატრონი ჰყოლოდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, იმიტომ რომ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს სიმღერაში, ვიდრე კლასიკურ ბალეტში გვქონდა

Posted by: palindromi-x 29 Jan 2009, 17:42
როცა არ ხარ არც იტალიელი და არც გერმანელი, რა აზრი აქვს რა ენაზე იმღერებ, ნებისმიერ შემთხვევაში არ გექნება სრულად გამართული დიქცია და რაც არ უნდა მოინდომო, მაინც ვერ გაქაჩავ იმ ქვეყნის მომღერალივით, ვისი მშობლიურიცაა ოპერა. თუ იტალიურს " ვაწვებით" რა, ითვლება რომ იტალიელები ვართ??smile.gif არ მესმის ლოგიკა. მავანთ გონიათ, რომ იტალიურის გამოთქმა უფრო იოლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იტალიური ქართულია და მხოლოდ გერმანულია უცხოური. ვიცი, რომ ქართული დასის ერთ-ერთი გასტროლის შემდეგ იტალიაში იქაურ მსმენელს იტალიურ ოპერაზე (რომელზე ზუსტად არ მახსოვს, რადგან ძველი ამბავია) უთქვამს, რა საოცრად გავს ჩვენი ენები ერთმანეთსო, არადა იტალიური ოპერა ქჰონდათ წაღებული გასტროლზე. სამწუხაროდ ქართველებს იმდენი ეროვნული ოპერა არ გვაქვს, რომ მხოლოდ ეროვნულს დავეყრდნოთ, ამიტომ გვიწევს მივმართოთ უცხო ქვეყნების მუსიკალურ საბადოებს. როცა დონის ჩვენება გვინდა, ენერგია უნდა დაიხარჯოს ნებისმიერ შემთხვევაში. ისე მუსიკა საერთაშორისო ენაა და მთავარია კარგი მუსიკა გაკეთდეს, თორემ დიქციაზე წაივარჯიშებენ მომღერლები, უნიკალურობას ნუ მოვითხოვთ, მხოლოდ კარგი მუსიკა მოვითხოვოთsmile.gif

Posted by: chorven:) 29 Jan 2009, 17:54
palindromi-x
QUOTE
ნებისმიერ შემთხვევაში არ გექნება სრულად გამართული დიქცია და რაც არ უნდა მოინდომო, მაინც ვერ გაქაჩავ იმ ქვეყნის მომღერალივით

ლადო ათანელი მოასმენინე ნებისმიერ იტალიელს და გარწმუნებ, რომ ვერავინ იფიქრებს, რომ უცხოელია

QUOTE
ითვლება რომ იტალიელები ვართ?

უბრალოდ, უფრო მარტივია ჩვენთვის, ბოლშოიში ყველა ქართველი იტალიური ოპერის მამებად და დედებად ჰყავთ შერაცხული, იმიტომ რომ უკეთ გამოგვდის, ვიდრე მაგალითად სლავებს
QUOTE
თორემ დიქციაზე წაივარჯიშებენ მომღერლები

რომელი მომღერალი გინახავს თბილისში დიქციაზე რომ ჰქონდეს წავარჯიშებული, გაფიცებ,
უმეტესობამ დიქცია კი არა, მნიშვნელობა არ იცის იმისა, რასაც მღერის

Posted by: palindromi-x 29 Jan 2009, 17:59
ლადო ათანელს სათანადო ტრენაჟი რომ არ ჰქონდეს, არ იქნებოდა ასეთი მისაბაძი. თუკი დონე გვინდა, ამაზე დრო და სახსრებიც უნდა დაიხარჯოს და არ იქნება მაშინ თვითშემოქმედება და დავტკბებით ჭეშმარიტი ხელოვნებით, რაც ასე გვწყურია ნამდვილ მელომანებს!

Posted by: Charles IX 29 Jan 2009, 18:00
Contralto
QUOTE
"სალომე" ცისანა ტატიშვილით.....

და "მფრინავი ჰოლანდიელიც" ... biggrin.gif

Posted by: Contralto 29 Jan 2009, 18:05
chorven:)
QUOTE
რომელი მომღერალი გინახავს თბილისში დიქციაზე რომ ჰქონდეს წავარჯიშებული, გაფიცებ,
უმეტესობამ დიქცია კი არა, მნიშვნელობა არ იცის იმისა, რასაც მღერის

ბევრი მომისმენია ისეთი, რომ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ჩემსას biggrin.gif

ჩემთვისაც კი (კაკალი იტალიური არ ვიცი, მაგრამ მაინც) ცხადზე ცხადი და სასაცილო იყო ის, რომ მომღერლები გარტყმაში არ არიან, რას მღერიან და ტექსტს ისე "ცვლიან", როგორც გაუხარდებათ biggrin.gif "ა"-ს ნაცვლად "ი"-ს მღერიან და ა.შ. თან ეს ყველაფერი სარეპერტუარო და ძალიან "გაპაპსავებული" ოპერების უცნობილეს არიებში ხდება....

Posted by: chorven:) 29 Jan 2009, 18:05
palindromi-x
QUOTE
ლადო ათანელს სათანადო ტრენაჟი რომ არ ჰქონდეს, არ იქნებოდა ასეთი მისაბაძი

ლადო ათანელს ყველაფერი აქვს, რაც მომღერალს და მსახიობს სჭირდება, რომ იყოს მისაბაძი! სრულყოფილება ჩემთვის ეგაა ზუსტად

Posted by: palindromi-x 29 Jan 2009, 18:08
QUOTE
"ა"-ს ნაცვლად "ი"-ს მღერიან

ამას ვაი-მომღერლები არა მარტო იტალიურ ოპერებში, არამედ ეროვნულშიაც კი "ართმევენ თავს" და მერე თუ ასეთ მომრელას "ბრავო არ დაუყვირე და კულისში ტუჩზე კოცნით არ მიულოცე, იქით შენ გამოდიხარ "ცუდი"...
* * *
QUOTE
სრულყოფილება

სრულყოფილებას რაც შეეხება, ეს სხვა საზომია, თუმცა როცა რაიმე ან ვინმე უსაზღვროდ მოგწონს, სრულყოფილებას უწოდებ, ალბათ

Posted by: chorven:) 29 Jan 2009, 18:12
Contralto
QUOTE
ბევრი მომისმენია ისეთი, რომ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ჩემსას biggrin.gif

ჩემთვისაც კი (კაკალი იტალიური არ ვიცი, მაგრამ მაინც) ცხადზე ცხადი და სასაცილო იყო ის, რომ მომღერლები გარტყმაში არ არიან, რას მღერიან და ტექსტს ისე "ცვლიან", როგორც გაუხარდებათ biggrin.gif "ა"-ს ნაცვლად "ი"-ს მღერიან და ა.შ. თან ეს ყველაფერი სარეპერტუარო და ძალიან "გაპაპსავებული" ოპერების უცნობილეს არიებში ხდება....

ნუ იტყვი, და ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ კითვის წესები არ იციან და ძირითადად სიტყვებს ჩანაწერების მოსმენისას აღიქვემენ და როგორ, კი იცი შენც
კონსერვატორიაში პატრონი არ ჰყავთ, 4 წელი ვინ ასწავლით ამ იტალიურს?! რომ კითხვა მაინც ასწავლოს სტუდენტებს, ბგერებს ვინ ჩივის
მაგრამ რად გინდა, დირიჟორი ვერ ხვდება, კონცერტმაისტერზე ლაპარაკი ზედმეტია და კი ჰგონიათ თავი გენიოსები

Posted by: palindromi-x 29 Jan 2009, 18:15
QUOTE
კონსერვატორიაში პატრონი არ ჰყავთ, 4 წელი ვინ ასწავლით ამ იტალიურს?! რომ კითხვა მაინც ასწავლოს სტუდენტებს, ბგერებს ვინ ჩივის
მაგრამ რად გინდა, დირიჟორი ვერ ხვდება, კონცერტმაისტერზე ლაპარაკი ზედმეტია და კი ჰგონიათ თავი გენიოსები

საქმეც მაგაშია, რომ დირიჟორიც, კონცერტმაისტერიც და თავადაც უნდა იყოს პ რ ო ფ ე ს ი ო ნ ა ლ ი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სხვა "ატრიბუტიკით" აფასებენ ხალხს, და არა ნიჭით და პროფესიონალიზმით

Posted by: unknown lady 29 Jan 2009, 18:21
palindromi-x
QUOTE
როცა არ ხარ არც იტალიელი და არც გერმანელი, რა აზრი აქვს რა ენაზე იმღერებ, ნებისმიერ შემთხვევაში არ გექნება სრულად გამართული დიქცია და რაც არ უნდა მოინდომო, მაინც ვერ გაქაჩავ იმ ქვეყნის მომღერალივით,



ამაში ვერ დაგეთანხმები,
შენ თვითონვე დაწერე, რომ
ოპერას ენა არ აქვს ( სამყოფი გერმანული და იტალური ყველამ იცის და არც დიქციაა რამე შუაში)


ამჟამად გერმანული ოპერის კულტურა არ გვაქვს ჩვენ , იტალიურის კიდე გვაქვს

QUOTE
ლადო ათანელს სათანადო ტრენაჟი რომ არ ჰქონდეს, არ იქნებოდა ასეთი მისაბაძი.

yes.gif
, მაგრამ ლადო ათანელს ასეთი ულამაზესი ტემბრი რომ არ ჰქონდეს, ვერ უშველიდა ვერაფერს სკოლა

Posted by: palindromi-x 29 Jan 2009, 18:34
QUOTE
ამჟამად გერმანული ოპერის კულტურა არ გვაქვს ჩვენ , იტალიურის კიდე გვაქვს

ჩვენი -ქართლი დაიტალიური საოპერო სკოლები ზალიან მჭოდროდ დგანან, ჩვენი მომღერლები იტალიური სკოლით მღერიან და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენთან მასიურად იდგმება იტალიური ოპერები და როცა სესრულების მანერა არის ერთნაირი, მიბაძვაც ხდება უფრო იოლი, ხოლო გერმანული სკოლა არაა ჩვენთან მიღებული, გერმანულიც სპეციფიკური ენაა, თან კონსერვატორიაშიო იტალიურს უფრო მეტი ყურადრება ექცევა, ვიდრე გერმანულს და ა.შ.

Posted by: WAGNERITE 29 Jan 2009, 19:38
palindromi-x
QUOTE
ქართული დასის ერთ-ერთი გასტროლის შემდეგ იტალიაში იქაურ მსმენელს იტალიურ ოპერაზე (რომელზე ზუსტად არ მახსოვს, რადგან ძველი ამბავია) უთქვამს, რა საოცრად გავს ჩვენი ენები ერთმანეთსო, არადა იტალიური ოპერა ქჰონდათ წაღებული გასტროლზე.

lol.gif lol.gif lol.gif

გერმანულად იტალიელები ვერ მღერიან, ჩვენ რა უნდა ვიმღეროთ.

Posted by: palindromi-x 29 Jan 2009, 20:03
QUOTE
გერმანულად იტალიელები ვერ მღერიან, ჩვენ რა უნდა ვიმღეროთ

სპეციფიური შესასრულებელია და არა მხოლოდ ენის სპეციფიურობის გამო. მარტო ვაგნერის ოპერები რად ღირს. ვაგნერის მომღერლები მგონი საქართველოში კი არა, მსოფლიოში აღარ არიან (ან ძალიან ცოტანი არიან). გერმანული ოპერა გერმანული საოპერო სკოლით უნდა შესრულდეს (ალბათ ვიმეორებ წინა პოსტებს), ჩვენ კი იტალიურ სირბილეს "მივსდევთ", გერმანულში უპირველესად დიდი ხმაა საჭირო, ჩვენთან კი ხმები უკვე კარგა ხანია აღიზიანებთ, რაც უფრო უხმოა მომრერალი, მით მეტად ეტრფიან მას. ვერ ვგებულობ, ეს უსუნთქვო სიმღერა რა მოსაწონია?

Posted by: inana 29 Jan 2009, 21:25
chorven:)
QUOTE
იმ შემთხვევაში უნდა ინატრო ჩვენს თეატრში, გერმანული ოპერა, თუ საგასტროლოდ მთელი დასი ჩამოვა გერმანიიდან, რაც ასევე წარმოუდგენელია

yes.gif

Posted by: lion32 30 Jan 2009, 00:40
chorven:)
QUOTE
მაგრამ რად გინდა, დირიჟორი ვერ ხვდება, კონცერტმაისტერზე ლაპარაკი ზედმეტია და კი ჰგონიათ თავი გენიოსები


დირიჟორების არ ვიცი თავს ვერ დავდებ,იციან თუ არა იტალიური გამოთქმა,მაგრამ მე პირადად ვიცნობ ჩვენს თეატრში რამდენიმე კონცერტმაისტერს,რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობეს მომღერალთან დიქციაზე და გამოთქმაზე.მაგრამ ხომ იცი" მარტო წვრთნა რას უზამსო"თუ თვითონ მომღერალმაც არ იმუშავა ამ ყველაფერზე ისე არაფერი არ გამოვა.ასე რომ მარტო კონცერტმაისტერების ბრალი ამაში არ არის.უბედურება იმაშია რომ ძალიან ყოვლიცმცოდნე მომგერლები გვყავს და შენიშვნებს ვერ იტანენ.ეგ კიარა და ზოგი ისე გამოდის სპექტაკლზე რომ,არცკი იცის თავის გმირი ვინიყო რა იყო და რა უნდოდა.აი ეს არის ის დიდი პრობლემა რაც ჩვენ ასე გვაწუხებს სპექტაკლის დროს.

რაც შეეხება ლადოს მეც მისი ერთერთი თყვანისმცემელივარ და ძალიან მიმწონს მისი ნამღერი.თუ იციტ ,რომ ყველაფერ ამას მან როგორი თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.დღედა ღამ მუშაობდა და აი შედეგიც.ასე რომ მისი წარმატება მარტო მისი ლამაზი ტემბრის ბრალი არ არის.

Posted by: chorven:) 30 Jan 2009, 00:50
lion32
QUOTE
მაგრამ მე პირადად ვიცნობ ჩვენს თეატრში რამდენიმე კონცერტმაისტერს,რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობეს მომღერალთან დიქციაზე და გამოთქმაზე

რომელს? biggrin.gif
და რის საფუძველზე მუშაობენ თავდაუზოგავად? ცოდნის აშკარად ვერა

Posted by: JOKONDA 30 Jan 2009, 11:48
ეს ალბათ ,ჩემი აზრით, არც თეატრში უნდა ხდებოდეს,რადგანაც იქ პოლუფაბრიკატთა თავშესაფარი არ უნდა იყოს.მოსმენაზე სრულად უნდა შეძლონ შეაფასონ ვის რა შეუძლია.ხშირ შემთხვევაში ჩვენში მომღერლებს ამბიციის იქით არაფერია აქვთ. და მათი გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია...როდესაც ადამიანს აქვს ზრდის ტენდენცია,რომელ სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს,სულ ახლის ძიებაშია...ვაი მომღერლები კი დაშტამპული ხალხია თავის ხმაში უკიდეგანოდ შეყვარებული.ე.წ ნარცისები!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვერც წარმოუდგენიათ,თუ რაიმე არ იციან .................... სწორ წარმოთქმას რაც შეეხება , თუნდაც მშობლიურ ენაზე-ეს მხოლოდ სასწავლო დაწესებულებაში

Posted by: lion32 30 Jan 2009, 13:39
JOKONDA
QUOTE
ეს ალბათ ,ჩემი აზრით, არც თეატრში უნდა ხდებოდეს,რადგანაც იქ პოლუფაბრიკატთა თავშესაფარი არ უნდა იყოს.მოსმენაზე სრულად უნდა შეძლონ შეაფასონ ვის რა შეუძლია.ხშირ შემთხვევაში ჩვენში მომღერლებს ამბიციის იქით არაფერია აქვთ. და მათი გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია...როდესაც ადამიანს აქვს ზრდის ტენდენცია,რომელ სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს,სულ ახლის ძიებაშია...ვაი მომღერლები კი დაშტამპული ხალხია თავის ხმაში უკიდეგანოდ შეყვარებული.ე.წ ნარცისები!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვერც წარმოუდგენიათ,თუ რაიმე არ იციან .................... სწორ წარმოთქმას რაც შეეხება , თუნდაც მშობლიურ ენაზე-ეს მხოლოდ სასწავლო დაწესებულებაში

2kiss.gif yes.gif

Posted by: inana 30 Jan 2009, 14:43
chorven:)
QUOTE
და რის საფუძველზე მუშაობენ თავდაუზოგავად? ცოდნის აშკარად ვერა

კარგად მღერას ინტელექტი სჭირდება. როგორი ლამაზი ხმაც არ უნდა ჰქონდეს მომღერალს, თუ ამის იქით არაფერი არ არის, არაფერი არ გამოვა. თუ მას თვითონ არ ესმის თავისი გმირი, ჩემამდე რა უნდა მოიტანოს? ალბათ, არც ასწავლიან, არც მუშაობენ მათზე. ჩვენს თეატრს მალერისთანა ხელმძღვანელი დახატავდა, მიუჩენდა ყველას თავის ადგილს.

Posted by: Contralto 30 Jan 2009, 14:57
inana
QUOTE
ჩვენს თეატრს მალერისთანა ხელმძღვანელი დახატავდა, მიუჩენდა ყველას თავის ადგილს.

და თვითონაც მალე მიეჩინებოდა თავისი ადგილი მალერს - ფსიქიატრიულ კლინიკაში biggrin.gif

Posted by: inana 30 Jan 2009, 15:01
Contralto
როგორ ფიქრობ, არ შეიძლება მოვიწვიოთ ვინმე? აი, ფეხბურთელებისთვის ხომ ჩამოყავთ მწვრთნელები. ჩამოვიყვანოთ ვინმე ძალიან მაგარი, გადავუხადოთ ძალიან მაღალი ხელფასი და დააყენებს ოპერას ფეხზე.

Posted by: lion32 30 Jan 2009, 15:23
inana
QUOTE
კარგად მღერას ინტელექტი სჭირდება. როგორი ლამაზი ხმაც არ უნდა ჰქონდეს მომღერალს, თუ ამის იქით არაფერი არ არის, არაფერი არ გამოვა. თუ მას თვითონ არ ესმის თავისი გმირი, ჩემამდე რა უნდა მოიტანოს? ალბათ, არც ასწავლიან, არც მუშაობენ მათზე. ჩვენს თეატრს მალერისთანა ხელმძღვანელი დახატავდა, მიუჩენდა ყველას თავის ადგილს.

მართალი ხარ.ასწავლიან,მაგრამ ერთეულები და ეს არ კმარა საერთო დონის ასაწევად.საკუთარ თავზე მუშაობის კულტურა უნდა გამოიმუშავოს მომღერალმა და საზოგადოებამ კი უნდა შეიგნოს,რომ მარტო ლამაზი ხმა არაფერი არ არის.

Posted by: palindromi-x 30 Jan 2009, 15:25
QUOTE
აი, ფეხბურთელებისთვის ხომ ჩამოყავთ მწვრთნელები. ჩამოვიყვანოთ ვინმე ძალიან მაგარი

აქ იცი რაშია საქმე? - ფეხბურთელები სტადიონზე აშკარად "ისვრიან" (არა ბურთს, არამედ...smile.gif), მაყურებელი აშკარად ხვდება, რომ მოწინააღმდეგე უფრო ძლიერია, აქ კი მოწინააღმდეგე (სხვა ტეატრის სახით) თვალნათლივ და აშკარად არ ჩანს, ჰოდა ხალხს თვალებს უხვევენ "ყველაფერი კარგად არის" და "მაგრები ვართ და ტაკ დერჟატის" პრინციპით. როცა კარში აშკარა გოლი არაა - ყველაფერი შესანიშნავადაა!!!

Posted by: inana 30 Jan 2009, 15:51
palindromi-x
QUOTE
ხალხს თვალებს უხვევენ "ყველაფერი კარგად არის"

მოდი, მაშინ პირდაპირ ვთქვათ, რამდენი კაცი მიდის ოპერაში მუსიკის მოსასმენად? უმრავლესობისთვის ოპერაში წასვლა, უბრალოდ, კარგი ტონია. ამათ არც ესმით, არც აინტერესებთ და ახიც არის მაგათზე, თვალებს რომ უხვევენ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ყველაზე ცუდი თვითონ მუსიკოსებისთვის არის. მათ შორის ბევრი შეიძლება ნიჭიერიც იყოს და რეალიზება კი ვერ მოახერხოს.

Posted by: palindromi-x 30 Jan 2009, 15:59
inana
ოპერაში წასვლა ოდითგანვე "კარგ ტონად" ითვლებოდა, არც ადრეულ წლებსა და საუკუნეებში ერკვეოდა ყველა მუსიკაში, ვინაიდან ვიცით, რომ კლასიკური მუსიკა რთლულია და მასებისთვის გაუგებარი. მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს მაშინდელი თეატრების მესვეურთ დონე ეჩვენებინათ, ალბათ მაშინ სხვა დროც იყო, დღეს კი ყველაფერი გაუფასურებულია. თუნდაც როცა კარგი მუსიკის მოსმენა მსურს და ვიცი, რომ თეატრში უბრალოდ ნერვები მომეშლება, დავჯდები ნეტში და ვისიამოვნებ კარგი ჩანაწერებით. აი ისისნი კი, ვინც რეალიზებას ვერ ახდენს, ნამდვილად საცოდავ დღეში არიან, იღუპებიან პიროვნებები, იძირებიან ჭაობში. იმათ ვინ უშველით???

Posted by: WAGNERITE 30 Jan 2009, 22:13
აბა, ახალი რა უნდა გითხრათ და, ჩემი აზრით, ორი დიდი პრობლემა გვაქვს:

1. დასავლური კლასიკური მუსიკა ვერ გახდა ქართული კულტურის ორგანული ნაწილი.

2. კარგი ორკესტრისა და კარგი მუსიკალური თეატრის შენახვა ძალიან ძვირი ღირს, საამისოდ ჯერ ძალიან ღარიბები ვართ.

ზოგჯერ მიფიქრია, რა საცოდაობა იქნებოდა, ევროპული საშემსრულებლო დონე უცბად ციდან რომ დაგვეცეს. ვინ დააფასებდა, რამდენიმე ათეული კაცი?

თუ ოდესმე რამე გვიწერია, შემსრულებელმა და მსმენელმა ერთმანეთი უნდა გაზარდონ, სხვა გზა არა გვაქვს.

Posted by: fergusonscottie 31 Jan 2009, 00:45
WAGNERITE
QUOTE
დასავლური კლასიკური მუსიკა ვერ გახდა ქართული კულტურის ორგანული ნაწილი.

საკამათოა

QUOTE
კარგი ორკესტრისა და კარგი მუსიკალური თეატრის შენახვა ძალიან ძვირი ღირს, საამისოდ ჯერ ძალიან ღარიბები ვართ.

ეს ძალიან სამწუხარო ჭეშმარიტებაა

QUOTE
ზოგჯერ მიფიქრია, რა საცოდაობა იქნებოდა, ევროპული საშემსრულებლო დონე უცბად ციდან რომ დაგვეცეს. ვინ დააფასებდა, რამდენიმე ათეული კაცი?

ესეც ძალიან სამწუხარო ჭეშმარიტებაა smile.gif

QUOTE
თუ ოდესმე რამე გვიწერია, შემსრულებელმა და მსმენელმა ერთმანეთი უნდა გაზარდონ, სხვა გზა არა გვაქვს

ეს უკვე კულტურის პოლიტიკაა!

Posted by: Charles IX 31 Jan 2009, 00:47
fergusonscottie
QUOTE
ეს უკვე კულტურის პოლიტიკაა!

yes.gif
რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს. და როგორ იარსებებს, როდესაც შემთხვევითი ხალხია კულტურის სამინისტროს სათავეში...

Posted by: palindromi-x 31 Jan 2009, 01:13
ასეთი მიდგომით ოპერის თეატრი ან პენსიონერ მომღერალთა თავშესაფრად და/ან სტუდენტთა საწვრთნელ ბაზად გადაიქცევა, პესიმისტი მსმენელი ჩანაწერებს მიაშურებს დარდის გასაქარწყლებლად, ოპტიმისტი კი უკეთეს დროებას დაელოდება, რეალური მსმენელი კი ივლის ოპერაში ტრადიციის ძალით და "კარგი ტონის" შესანარჩუნებლადsmile.gif

Posted by: inana 31 Jan 2009, 08:34
palindromi-x
QUOTE
ასეთი მიდგომით

ეს მიდგომა კი არა, სამწუხარო რეალობაა.

Posted by: WAGNERITE 31 Jan 2009, 11:33
fergusonscottie
QUOTE
საკამათოა

ეჰ, ჩემო ფერგი, ჩვენ კი გვინდა რომ მასე არ იყოს, მაგრამ ქართველების 99 პროცენტისათვის კლასიკური მუსიკა არაფერს არ ნიშნავს (საერთოდ არ არსებობს, ან სულაც ქილიკის საგანს წარმოადგენს).

ეგ კი არა, მგონი ფალიაშვილიც უცხოა ჩვენი უმეტესობისათვის.

Posted by: palindromi-x 31 Jan 2009, 11:53
QUOTE
ქართველების 99 პროცენტისათვის კლასიკური მუსიკა არაფერს არ ნიშნავს (საერთოდ არ არსებობს, ან სულაც ქილიკის საგანს წარმოადგენს).

WAGNERITE
კლასიკური მუსიკა მასების მუსიკა არასოდეს ყოფილა, ვერც იქნება თავის სიღრმიდან გამომდინარე. ეს რჩეულთა სიგიჟეა ან ნავსაყუდელი, მის ფონზე მხოლოდ სულით მდიდართ შეუძლიათ იტირონ და იცინონ. ისეთი სახელმწიფოს (საზოგადოების) წარმოდგენა, სადაც უმეტესობა კლასიკური მუსიკის "ფანი" იქნება, მე პირადად უტოპიად მიმაჩნია. ის კი შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს მას, რათა საზოგადოება ისე მაინც აღიზარდოს, რომ "ქილიკი" არ დაუწყონ ყველაზე შესანიშნავს ამ ქვეყნად -ჭეშმარიტ მუსიკას!

Posted by: tiger-onix 31 Jan 2009, 12:30
Contralto
QUOTE
ტექსტს ისე "ცვლიან", როგორც გაუხარდებათ  "ა"-ს ნაცვლად "ი"-ს მღერიან და ა.შ.

მაგალითად სოტკილავა და თუნდაც ქართულში: "ეთერო შეეენიიიიიი....", lol.gif შეგიძლიათ "აბესალომი"-ს ჩანაწერი მოისმინოთ.
WAGNERITE
QUOTE
გერმანულად იტალიელები ვერ მღერიან, ჩვენ რა უნდა ვიმღეროთ.

არც მასეა საქმე. ახლგაზრდა მომღერალი, მარიამ გეგეჩკორი.
ბაიროითში, თვით ვაგნერის თეატრში იმღერა რამდენიმე სპეკტაკლი და თანაც მთავარი პარტია და არა რომელიმე ბუჩქი. smile.gif

Posted by: JOKONDA 31 Jan 2009, 17:46
tiger-onix
QUOTE
არც მასეა საქმე. ახლგაზრდა მომღერალი, მარიამ გეგეჩკორი.
ბაიროითში, თვით ვაგნერის თეატრში იმღერა რამდენიმე სპეკტაკლი და თანაც მთავარი პარტია და არა რომელიმე ბუჩქი.

ნუ გგონია ,რომ თუ
QUOTE
ბაიროითში, თვით ვაგნერის თეატრში იმღერა
ამრერეს მაგარია და ღირსეული.უბრალოდ ერთი რამ გაიგეთ,რომ შესაძლებლობა იმისა ,რომ იქ იმღერო ყველას არ აქვს,,,,,,,,,,,,თუმცა .
QUOTE
მარიამ გეგეჩკორი.
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

* * *
ეხლანდელ დროში სამწუხაროდ ყველა გაურბის სამშობლოში სიმღერას.непрестижно
* * *
palindromi-x
QUOTE
კლასიკური მუსიკა მასების მუსიკა არასოდეს ყოფილა, ვერც იქნება თავის სიღრმიდან გამომდინარე. ეს რჩეულთა სიგიჟეა ან ნავსაყუდელი, მის ფონზე მხოლოდ სულით მდიდართ შეუძლიათ იტირონ და იცინონ. ისეთი სახელმწიფოს (საზოგადოების) წარმოდგენა, სადაც უმეტესობა კლასიკური მუსიკის "ფანი" იქნება, მე პირადად უტოპიად მიმაჩნია. ის კი შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს მას, რათა საზოგადოება ისე მაინც აღიზარდოს, რომ "ქილიკი" არ დაუწყონ ყველაზე შესანიშნავს ამ ქვეყნად -ჭეშმარიტ მუსიკას!

მასები და ბალასტები თვით შემსრულებლებშიც ბევრია.ვინც ჭეშმარიტ ხელოვნებას კი არ ეტრფის არამედ სახელს და დიდებას,და გაგებაში არაა რაა ცუდი და რა კარგი

* * *
tiger-onix
არამგონია ახლანდელი დროის მომღერლები ჩაეწერონ მსოფლიო მუსიკოსთა რიგებში













Posted by: chorven:) 31 Jan 2009, 19:50
JOKONDA
QUOTE
არამგონია ახლანდელი დროის მომღერლები ჩაეწერონ მსოფლიო მუსიკოსთა რიგებში

შენ მომავლის მომღერალი ხარ, თუ დავიჯერო, საკუთარი თავი ჩამოწერე? boli.gif

Posted by: Charles IX 31 Jan 2009, 19:57
tiger-onix
QUOTE
ახლგაზრდა მომღერალი, მარიამ გეგეჩკორი.
ბაიროითში, თვით ვაგნერის თეატრში იმღერა რამდენიმე სპეკტაკლი და თანაც მთავარი პარტია

wow.gif პირველად მესმის. ჩემი მოგვარე და შეიძლება ნათესავიც... ოღონდ, ალბათ გეგეჭკორია მისი გვარი...

Posted by: bemby 31 Jan 2009, 22:27
JOKONDA
QUOTE
ეხლანდელ დროში სამწუხაროდ ყველა გაურბის სამშობლოში სიმღერას.непрестижно

ყველას ძალიან უნდა საკუთარ სამშობლოში ყოფნა,ცხოვრება(და არა არსებობა),სიმღერა,მაგრამ როდესაც ხედავ რომ მსმენელი და დამფასებელი არ გყავს,და თუ გყავს იმისთანაა,რომ ტაშს უკრავს ყველაფერზე განურჩევლად,არ გააჩნია გემოვნება და შეფასების უნარი და თუ გააჩნია არის ჩუმად .რომ ხედავ როგორ ცდილობენ გაგაფუჭონ და დაგძირონ დაუმსახურებლად,რომ ხედავ უკანალის ლოკვის გარეშე არაფერი გამოდის და შენ ეს არ შეგიძლია,აუცილებლად მოგინდება საკუთარი თავის გადარჩენა.აქედან გაქცევა.













Posted by: JOKONDA 1 Feb 2009, 00:28
bemby
QUOTE
ყველას ძალიან უნდა საკუთარ სამშობლოში ყოფნა,ცხოვრება(და არა არსებობა),სიმღერა,მაგრამ როდესაც ხედავ რომ მსმენელი და დამფასებელი არ გყავს,და თუ გყავს იმისთანაა,რომ ტაშს უკრავს ყველაფერზე განურჩევლად,არ გააჩნია გემოვნება და შეფასების უნარი და თუ გააჩნია არის ჩუმად .რომ ხედავ როგორ ცდილობენ გაგაფუჭონ და დაგძირონ დაუმსახურებლად,რომ ხედავ უკანალის ლოკვის გარეშე არაფერი გამოდის და შენ ეს არ შეგიძლია,აუცილებლად მოგინდება საკუთარი თავის გადარჩენა.აქედან გაქცევა.


ადამიანის ცხოვრება მისი ხასიათიდან გამომდინარეობს, თუ ლაქუცა და პირფერია, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს, ყველგან დაიმკვიდრებს თავს, მხოლოდ ტაშისთვის არ მიდიან საზღვარგარეთ, ალბათ უფრო ანაზღაურება ხიბლავთ. და ის, რომ საქართველოში კრიტიკული მსმენელია, ამაზე არ დაობენ, ჩვენთან ან აგაყვავებენ ან ისე დაგძირავენ, ვერავინ გაიგებს შენი არსებობის შესახებ, რადგან ულმობელი შემფასებლები არიან ჩვენს ქვეყანაში.

Posted by: chorven:) 1 Feb 2009, 01:21
JOKONDA
QUOTE
რადგან ულმობელი შემფასებლები არიან ჩვენს ქვეყანაში. 

აქ რომ ტაშის ქუხილია და "ბრავისსიმოს" ძახილი, მაგას ვერ მოისმენ ვერასოდეს ლა სკალასა და მეტროპოლიტანში, გარწმუნებ biggrin.gif

შემფასებელი იყოს, საერთოდ და ულმობელს ჩივი, სტატია არ მახსოვს ნორმალური?

Posted by: JOKONDA 1 Feb 2009, 10:17
chorven:)
QUOTE
აქ რომ ტაშის ქუხილია და "ბრავისსიმოს" ძახილი, მაგას ვერ მოისმენ ვერასოდეს ლა სკალასა და მეტროპოლიტანში, გარწმუნებ 

შემფასებელი იყოს, საერთოდ და ულმობელს ჩივი, სტატია არ მახსოვს ნორმალური?

ეს სენი საერთოდ მთელს მსოფლიოშია.რეცენზიებიც იყიდება,ისევე,როგორც სხვა ბევრი რამ.თუ სცენაზე დაგაყენეს - მათ აწყობთ,თორემ არც იქედან ჩამოგდებაა პრობლემა.ასე რომ გემოვნების ეკვივალენტი ყველა ქვეყანაში ისეთივე ცვალებადია,როგორც ვალუტის კურსი ბირჟაზე.ვფიქრობ რომ კრიზისი ხელოვნებასაც გადაწვდა.

Posted by: bemby 1 Feb 2009, 14:32
JOKONDA
QUOTE
და ის, რომ საქართველოში კრიტიკული მსმენელია, ამაზე არ დაობენ, ჩვენთან ან აგაყვავებენ ან ისე დაგძირავენ, ვერავინ გაიგებს შენი არსებობის შესახებ, რადგან ულმობელი შემფასებლები არიან ჩვენს ქვეყანაში

საქართველოში არანაირი მსმენელი აღარ არის.შემფასებელი და მთქმელი რომ არსებობდეს ამდენ შეცდომებს,უგემოვნებობას,არასწორ სელექციას არავინ აიტანდა.უბრალოდ შეურაცხყოპილი იქნებოდა და აზრსაც ხმამაღლა იტყოდა.არავინ მოგვასმენინებდა მთელი ხმით მოღრიალე "მაროს",უკვე საშინელებამდე აყანყალებულ "ნანოს",რომლის ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებ,"მალხაზს" რომელიც თავის მანერებით და თოჯინისნაირი ხმით კომიკურ პერსონაჟს ჰგავს.არავინ შემოგვთავაზებდა რენატოს და ამონასროს ქალური მოძრაობების მქონე მამაკაცის მიერ შესრულებულს.არ დაუშვებდნენ ესეთი გაუმართავი ორკესტრის გაჟღერებას,რომელსაც უსმენ და გგონია,რომ ეხლა არჩევენ ნოტებს,სადაც ყველა საკრავი ერთ დონეზე ღრიალებს და ჰფარავს მომღერალს (პაატა ბურჭულაძესაც კი ) და ასე შემდეგ.

chorven:)
QUOTE
აქ რომ ტაშის ქუხილია და "ბრავისსიმოს" ძახილი, მაგას ვერ მოისმენ ვერასოდეს ლა სკალასა და მეტროპოლიტანში, გარწმუნებ biggrin.gif

შემფასებელი იყოს, საერთოდ და ულმობელს ჩივი, სტატია არ მახსოვს ნორმალური?

მართალია.

Posted by: JOKONDA 1 Feb 2009, 18:27
bemby
შენი აზრით-რა გამოსავალია?

Posted by: bemby 1 Feb 2009, 20:28
JOKONDA
QUOTE
შენი აზრით-რა გამოსავალია?

აშკარაა რომ სათავეში ან არაპროფესიონალები და უვიცები სხედან,ან ფეხებზე ჰკიდიათ.ორივე შემთხვევა უმძიმესია.სათავეში უნდა იყოს ძლიერი ნების პროფესიონალი რომელიც ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს,და რაც მთავარია ეყვარება სამშობლო,რომელიც გვერდზე დაიყენებს ნამდვილ პროფესიონალებს და ეცდება ყოველდღიურად აამაღლოს ეს ხელოვნება.ფაქტია რომ მსმენელებს მასხრად იგდებენ და მართლა ყრუები და არაფრის მცოდნეები ჰგონიათ.

Posted by: JOKONDA 1 Feb 2009, 20:47
bemby
რეალურად საჭიროა რეამინაცია.თუ საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ-ალბათ მოიწვევენ უცხოელ,გამოცდილ ხელოვანს-ან ქართველს დასავლური(ეგზომ მოდური) გამოცდილებითა და ცოდნით.

Posted by: bemby 1 Feb 2009, 21:22
JOKONDA
QUOTE
რეალურად საჭიროა რეამინაცია.თუ საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ-ალბათ მოიწვევენ უცხოელ,გამოცდილ ხელოვანს-ან ქართველს დასავლური(ეგზომ მოდური) გამოცდილებითა და ცოდნით.

დასავლური ცოდნა და გამოცდილება არაფერშუაშია,თუმცა ხელს არ უშლის.აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.თეატრი მინი სახელმწიფოა და დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში,ის ხდება ყველგან.ყველაფერი გვაქვს იმისთვის ,რომ თეატრში შესვლა გაგიხარდეს ადამიანს,უბრალოდ სწორი სელექციაა საჭირო.ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს,ოღონდ არა დამცირებით და თავზე დაფურთხებით,არამედ შეგნებით და პატივისცემით.როგორც დრამატულ თეატრში ასევე ოპერის თეატრში ყოველი პაწაწინა რგოლიც კი მნიშვნელოვანია.ფარდის გამხსნელს ისე კარგად შეუძლია ყველაფრის გაფუჭება როგორც დაგიბარებია.ძლიერი ,გამოცდილი,ნიჭიერი,დიდსულოვანი პროფესიონალის ხელი და ყურია საჭირო.რამდენი მოვინდომე არა? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: palindromi-x 1 Feb 2009, 21:44
bemby
QUOTE
რამდენი მოვინდომე არა?     

და ვინ გესახება მასეთად დღესდღეობით?

Posted by: bemby 2 Feb 2009, 00:38
palindromi-x
QUOTE
და ვინ გესახება მასეთად დღესდღეობით?

ოოოოოოოოოოო! საფიქრალია.თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ? rolleyes.gif

Posted by: palindromi-x 2 Feb 2009, 00:50
bemby
მე ვერაფერს ვიტყოდი, რადგან ეს საკითხი ჩემს კომპეტენციის სფეროს სცილდება. მე უბრალოდ ძალიან მინდა მუსიკალურ სივრცეში მაღალი დონე სუფევდესsmile.gif

Posted by: bemby 2 Feb 2009, 08:32
palindromi-x
QUOTE
მე ვერაფერს ვიტყოდი, რადგან ეს საკითხი ჩემს კომპეტენციის სფეროს სცილდება. მე უბრალოდ ძალიან მინდა მუსიკალურ სივრცეში მაღალი დონე სუფევდესsmile.gif

იმისთვის რომ მაღალი დონე მივიღოთ,ეს ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ.მსმენელის უფლებაა,რომ მას არ მოასმენინონ და შესთავაზონ მდარე და უგემოვნო.

Posted by: JOKONDA 2 Feb 2009, 11:18
bemby
მოვაწყოთ აქცია!!!!!!!!!!!! თუმცა ამისთვის კი არა და გლობალური პრობლემები ვერ გადაუჭრია ხელისუფლებას.ამასობაში კი მთავარს სულიერ საზრდოს ვკარგავთ,რისი მოპოვება და შენარჩუნება დიდძალ დროსა და გამოცდილებას მოითხოვს.ახალი სისხლია საჭირო,თან სასწრაფოდ!!!!!!!!!!!

Posted by: bemby 2 Feb 2009, 12:55
JOKONDA
QUOTE
მოვაწყოთ აქცია!!!!!!!!!!!! თუმცა ამისთვის კი არა და გლობალური პრობლემები ვერ გადაუჭრია ხელისუფლებას.ამასობაში კი მთავარს სულიერ საზრდოს ვკარგავთ,რისი მოპოვება და შენარჩუნება დიდძალ დროსა და გამოცდილებას მოითხოვს.ახალი სისხლია საჭირო,თან სასწრაფოდ!!!!!!!!!!!

მართალი ხარ.თუ დაიკარგა სულიერი კულტურა სახელმწიფო აღარ იარსებებს.შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები და გავაკეთოთ საქმე.როგორ გესახებათ ამის დაწყება?

Posted by: inana 2 Feb 2009, 13:13
JOKONDA
QUOTE
მოვაწყოთ აქცია!!!!!!!!!!!!

და უკეთ იმღერებენ? smile.gif

Posted by: palindromi-x 2 Feb 2009, 13:43
inana
უკეთესები იმღერებენ!:)

Posted by: bemby 2 Feb 2009, 14:14
palindromi-x
QUOTE
უკეთესები იმღერებენ!:)

არა მარტო უკეთესები იმღერებენ,არამედ დახატავენ,დადგავენ,დაგეგმავენ და ეს მთლიანობაში ასწევს დონეს.ეს ხომ სინთეზური ხელოვნებაა,კარგად სიმღერა წარმოუდგენელია პერსონაჟის ფსიქოლოგიური სახის გახსნის გარეშე,ამ ჩაღრმავების გარეშე კი ირღვევა მოძრაობები,,ირღვევა ნამღერი ფრაზის სწორი დატვირთვა და ასე შემდეგ.მოვიყვან უმარტივეს მაგალითს:ერთერთ დაისზე, ნანო ეუბნება მაროს"აბა რას იტყვი?",მარომ უპასუხა ღრიალით "რა უნდა ვსთქვა" lol.gif ეს იმხელაზე იღრიალა,რომ მოულოდნელობისგან სკამზე შევხტი.და ასეთებს რა დასთვლის.

Posted by: inana 2 Feb 2009, 16:46
palindromi-x
QUOTE
უკეთესები იმღერებენ!:)

და მსმენელის დონეც ამაღლდება არა? smile.gif

Posted by: JOKONDA 2 Feb 2009, 18:23
bemby
QUOTE
არა მარტო უკეთესები იმღერებენ,არამედ დახატავენ,დადგავენ,დაგეგმავენ და ეს მთლიანობაში ასწევს დონეს.ეს ხომ სინთეზური ხელოვნებაა,კარგად სიმღერა წარმოუდგენელია პერსონაჟის ფსიქოლოგიური სახის გახსნის გარეშე,ამ ჩაღრმავების გარეშე კი ირღვევა მოძრაობები,,ირღვევა ნამღერი ფრაზის სწორი დატვირთვა და ასე შემდეგ.მოვიყვან უმარტივეს მაგალითს:ერთერთ დაისზე, ნანო ეუბნება მაროს"აბა რას იტყვი?",მარომ უპასუხა ღრიალით "რა უნდა ვსთქვა"  ეს იმხელაზე იღრიალა,რომ მოულოდნელობისგან სკამზე შევხტი.და ასეთებს რა დასთვლის.

ის, ვის კრიტიკასაც ვახდენთ ამ ფორუმზე, როგორ გგონია, ნაკლებათ ხატოვნად წარმოადგენენ მომავალს თეორიულად? საქმე მითხარი შენ, საქმის გაკეთებას მხოლოდ თეორიული მსჯელობა არ კმარა. თუ თეატრის სათავეში არ მოვიდა ქარიზმატული პიროვნება, რომელსაც პროფესიული ცოდნაც ექნება და ლიდერის თვისებებიც და ამ ყველაფერს მოუყრის თავს და გაუკეთებს პრაქტიკულ რეალიზებას, მაშინ მოხდება გადარჩენა. და როდის იქნება ეს და იქნება კი ოდესმე - უკვე ცალკე მსჯელობის საგანია.

Posted by: palindromi-x 2 Feb 2009, 18:46
QUOTE
და მსმენელის დონეც ამაღლდება არა? 

inana
პირდაპირპროპორციულად ! კარგ შემსრულებელზე აღზრდილ მსმენელს ისე ჩამოუყალიბდება გემოვნება, რომ ა ღ ა რ დაუშვებს უგემოვნო რაღაცეები შესთავაზონ. რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არაა საზოგადოების ზრდისთვის საკმარისი, მაგრამ მნიშვნელოვანი კი ნამდვილად არის.

Posted by: JOKONDA 2 Feb 2009, 23:51
inana
palindromi-x
ევროპაში და ზოგიერთ აზიის ქვეყნებში სავალდებუოდ არის მიჩნეული მუსიკა,როგორც სასწავლო დისციპლინა.იაპონიაში,ბავშვები 4წლის ასაკში იწყებენ სკოლაში სიარულს,და აუცილებლად რამოდენიმე ინსტრუმენტზე სწავლასაც თხოვენ.სპორტის სახეობაც არჩევითია და საკმაოდ კარგადაც ეუფლებიან.ეს სახელმწიფოები ზრუნავენ თავის მომავალზე-სულიერებასა და ჯანმრთელობაზე.ამით პროფესიონალიც კარგი ეზრდებათ და მსმენელიც.და ეს ყველაფერი მაღალპროფესიულ დონეზეა დაგეგმილი და შემდეგ შესრულებული.

Posted by: Charles IX 3 Feb 2009, 03:03
JOKONDA
QUOTE
ქარიზმატული პიროვნება

აი სწორედ ეგენი არიან რომ ღუპავენ ყველას და ყველაფერს!!!
არავითარი ქარიზმატულობა - just პროფესიონალიზმი!

QUOTE
სავალდებუოდ არის მიჩნეული მუსიკა,როგორც სასწავლო დისციპლინა

კარგი იქნებოდა, ჩვენთანაც ასე იყოს...

Posted by: bemby 3 Feb 2009, 08:32
JOKONDA
QUOTE
ის, ვის კრიტიკასაც ვახდენთ ამ ფორუმზე, როგორ გგონია, ნაკლებათ ხატოვნად წარმოადგენენ მომავალს თეორიულად? საქმე მითხარი შენ, საქმის გაკეთებას მხოლოდ თეორიული მსჯელობა არ კმარა

ეგრეა,ვერაფერს იტყვი,მაგრამ დაღმართი როდესმე უნდა დამთავრდეს და აღმართი დაიწყოს,თუ ხრამში არ გადავიჩეხეთ. help.gif
palindromi-x
QUOTE
პირდაპირპროპორციულად ! კარგ შემსრულებელზე აღზრდილ მსმენელს ისე ჩამოუყალიბდება გემოვნება, რომ ა ღ ა რ დაუშვებს უგემოვნო რაღაცეები შესთავაზონ. რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არაა საზოგადოების ზრდისთვის საკმარისი, მაგრამ მნიშვნელოვანი კი ნამდვილად არის.

გეთანხმები.

Posted by: palindromi-x 3 Feb 2009, 21:10
bemby
QUOTE
ეგრეა,ვერაფერს იტყვი,მაგრამ დაღმართი როდესმე უნდა დამთავრდეს და აღმართი დაიწყოს,თუ ხრამში არ გადავიჩეხეთ

როდისმე აუცილებლად დამთავრდება. დიდი პატივისცემით ვიმსჭვალები ჩვენი მომავალი თაობისადმი, მაგრამ მე და ჩემს თანამედროვეებთ თუ არ მოგვესწრო ეს ?! после меня хоть потоп!!!!!

Posted by: bemby 3 Feb 2009, 21:15
palindromi-x
QUOTE
после меня хоть потоп!!!!!

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: JOKONDA 4 Feb 2009, 17:47
palindromi-x
QUOTE
после меня хоть потоп!!!!!

ისე საინტერესოა ნოეს კიდობანში მომღერალი თუ ყავდა შეყვანილი?????????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: chorven:) 4 Feb 2009, 17:53
JOKONDA
QUOTE
ისე საინტერესოა ნოეს კიდობანში მომღერალი თუ ყავდა შეყვანილი?????????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნოემ იცოდა სიმღერა სიმთვრალეში

Posted by: JOKONDA 4 Feb 2009, 17:54

ცისარტყელის 7 ფერი და 7 ნოტი გავაიგივოთ და ვთქვათ,რომ მუსიკამ გადაარჩინა ქვეყნიერება

Posted by: palindromi-x 4 Feb 2009, 18:16
JOKONDA
chorven:)
ნოეს კიდობანში სკაიპიც კი ჰქონია, ოღონდ ამას აქამდე გვიმალავდნენ! bis.gif wink.gif

Posted by: JOKONDA 5 Feb 2009, 22:14
ჰუმანოიდი სადაა??????????????????????????

Posted by: chorven:) 5 Feb 2009, 22:16
JOKONDA
ფრთები შეიხა და ერმონიად გადაიქცა
biggrin.gif

Posted by: tiger-onix 5 Feb 2009, 22:20
offtopic.gif
მორჩით გაოფტოპიკებას და ოპერაში საოპერო სტუდიის "სევილიელ დალაქზე" თქვით რამე, თუ ვინმე იყავით. gigi.gif

Posted by: palindromi-x 5 Feb 2009, 23:02
ისე შემოაკლდა ოპერას თავისი სპექტაკლები, უკვე საოპერო სტუდიის სპეკტაკლებს უშვებს???
მალე ალბათ საბავშვო თეატრის სპექტაკლებს ან "მონტაჟებს" ვიხილავთ ოპერის სცენაზე, არა???

Posted by: tiger-onix 5 Feb 2009, 23:06
მალე საოპეროს "ტრავიატა"-ც იქნება ოპერაში, რამდენადაც ვიცი! wink.gif

Posted by: palindromi-x 5 Feb 2009, 23:08
ჰოდა მგონი იქით მიექანება ეს ოპერა, რომ მალე კონსერვატორიის ფილიალად გადაიქცევა bis.gif

Posted by: Charles IX 5 Feb 2009, 23:58
tiger-onix
QUOTE
მორჩით გაოფტოპიკებას

მართალი ხარ!
ჩემს მაგივრად შენ ამბობ ამ საჭირო სიტყვებს.

Posted by: palindromi-x 9 Feb 2009, 15:04
Charles IX
ზოგჯერ ოფტიპიკებიც კარგია, მათშიც იკითხება აზრი, ოღონდ ამოკითხვა უნდა. აბა ესაა კარგი - ჩაკვდა თემა! 4 დღეა არაფერი დაპოსტილა, არადა რამდენია სათქმელი

Posted by: Charles IX 9 Feb 2009, 19:19
palindromi-x
QUOTE
ზოგჯერ ოფტიპიკებიც კარგია, მათშიც იკითხება აზრი, ოღონდ ამოკითხვა უნდა.

რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ზოგჯერ...

Posted by: tiger-onix 9 Feb 2009, 19:21
დღეს ოპერაში საოპერო სტუდიის "ტრავიატა" ყოფილა! givi.gif ჩემს მაგივრად წადით რა ვინმე! :-D

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 10 Feb 2009, 02:31
QUOTE (tiger-onix @ 9 Feb 2009, 19:21 )
დღეს ოპერაში საოპერო სტუდიის "ტრავიატა" ყოფილა!  givi.gif  ჩემს მაგივრად წადით რა ვინმე! :-D

მას შემდეგ რაც საოპერო სტუდიის ჯადოსნური ფლეიტის სრულიად "ერეტიკული" შესრულება მოვისმინე,თანაც ტაკიძის დირიჟორობით...კოშმარ ნა ულიცე ვიაზოვ...


დირიჟორობდა poco a poco accellerando-ს პრინციპით...საწყალ ღამის დედოფალს(თავის გაჭირვება ყოფნიდა)სულ ჩაუფლავა ორივე არია boli.gif

მაგრა ვამუღამებ ეგეტ პარადოქსებს.დირიჟორს რომ რიტმის გრძნობა არ აქვს wow.gif

Posted by: bemby 16 Feb 2009, 08:44
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
მაგრა ვამუღამებ ეგეტ პარადოქსებს.დირიჟორს რომ რიტმის გრძნობა არ აქვს

ეგეთი დირიჯორები ბევრი გვყავს. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: chorven:) 16 Feb 2009, 16:42
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
მაგრა ვამუღამებ ეგეტ პარადოქსებს.დირიჟორს რომ რიტმის გრძნობა არ აქვს 

ეგ თეონას ჰკითხე, მოცეკვავეები როგორ ამუღამებენ biggrin.gif

Posted by: palindromi-x 25 Mar 2009, 00:03
"ტრავიატას" იქით რომ ვერ წავიდა 21-ე საუკუნის ოპერის თეატრი, ამაზე აღარაფერს ვიტყვი. 3 შემადგენლობა იმღერებსო და თუ იცით ვინ?

Posted by: bemby 26 Mar 2009, 08:44
ხალხო დაინგრა ყველაფერი,ხმა ამოიღეთ,ნუთუ არავის არაფერი გაწუხებთ?გაუბედურდა საოპერო ხელოვნება,პატრონი არ ჰყავს,მიზანდასახულად მიდის მისი ნგრევა,ბრმების და ყრუების ხელშია თეატრი.რას გავს ორკესტრი,ეს რეზო ტაკიძე სულ გამოშტერდა,ან რა შემადგენლობები გამოყავს ან რანაირად დირიჟორობს.ხელმძღვანელობას როგორც ჩანს ფეხებზე კიდია თეატრის პრესტიჟი.ქეთო და კოტე იყო კოშმარი და სირცხვილი.დაისი იყო საცოდაობა და რაღაცა კატასტროფა.ტრავიატა?palindromi-x
QUOTE
"ტრავიატას" იქით რომ ვერ წავიდა 21-ე საუკუნის ოპერის თეატრი, ამაზე აღარაფერს ვიტყვი.

ტრავიატა,საკონცერტო შესრულებით. საკონცერტო შესრულებას ორმაგი დახვეწილობა სჭირდება,გამოცდილება და პროფესიონალიზმი.

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 26 Mar 2009, 14:26
ტაკიძე სულ სხვა სიბრტყეა... boli.gif wow.gif

Posted by: palindromi-x 28 Mar 2009, 00:14
QUOTE
ეს რეზო ტაკიძე სულ გამოშტერდა,ან რა შემადგენლობები გამოყავს ან რანაირად დირიჟორობს.

bemby
ტაკიძე დირიჟორობს თეატრში "ტრვიატას"? და რა შემადგენლობებია, სახელ-გვარებს ვერ დაწერდით?

QUOTE
საკონცერტო შესრულებას ორმაგი დახვეწილობა სჭირდება,გამოცდილება და პროფესიონალიზმი

მერე, ერთ არ აქვთ, მეორე თუ მესამე?smile.gifთუ სამივე ერთად???

Posted by: chorven:) 29 Mar 2009, 01:10
როგორ მომენატრა ჩემი თეატრი!
ვგრძნობ, რომ ვაკლივარ იქაურობას chups.gif

Posted by: bemby 29 Mar 2009, 09:24
palindromi-x
QUOTE
ტაკიძე დირიჟორობს თეატრში "ტრვიატას"? და რა შემადგენლობებია, სახელ-გვარებს ვერ დაწერდით?

არა,ტაკიძე არა,აზმაიფარაშვილი დირიჟორობს.გულორდავას უნდა ემღერა ვიოლეტა,მაგრამ როგორც მითხრეს ვერ დასძლია პარტია და მოხსნეს სპექტაკლიდან.29 ში,ანუ დღეს მღერიან---ვიოლეტა მაჩიტიძე,ალფრედი--დარაშვილი,ჟერმონი--ლაგვილავა.

Posted by: palindromi-x 29 Mar 2009, 14:38
QUOTE
გულორდავას უნდა ემღერა ვიოლეტა,მაგრამ როგორც მითხრეს ვერ დასძლია პარტია და მოხსნეს სპექტაკლიდან

bemby
ვერ დაძლია რას ნიშნავს, რეპორტაჟში აჩვენეს გენერალურს მღეროდა, აბათ მანდ სხვა რამეშია საქმე. და სხვა შემადგენლობები არ იცი?

Posted by: chorven:) 29 Mar 2009, 16:06
bemby
QUOTE
ლაგვილავა.

ვინ ლაგვილავა?

Posted by: tiger-onix 29 Mar 2009, 17:23
chorven:)
QUOTE
ვინ ლაგვილავა?

ალბათ ნიკა.

Posted by: Contralto 29 Mar 2009, 18:12
tiger-onix
QUOTE
ალბათ ნიკა.


უი, მაინტერესებს როგორ იმღერებს... არ მომისმენია არასდროს.

ვინც წახვალთ, კომენტარებს ნუ დაიშურებთ.

palindromi-x
QUOTE
ვერ დაძლია რას ნიშნავს

ალბათ, იმას, რომ ნასწავლი არ ჰქონდა კარგად და ვერ მოასწრო მომზადება... smile.gif

Posted by: chorven:) 29 Mar 2009, 18:29
tiger-onix
QUOTE
ალბათ ნიკა.

დაბრუნდა?
რა სამწუხაროა, იმედია, დროებით. მენანება თბილისისთვის, ძალიან კარგი ბიჭია
იმედია, ისევ არ გააგიჟებენ, 20 წლის ასაკში რომ დონ ჯოვანი ამღერეს და ლამის ხმა გაუფუჭეს

Posted by: palindromi-x 29 Mar 2009, 19:36
chorven:)
QUOTE
დაბრუნდა?
რა სამწუხაროა, იმედია, დროებით. მენანება თბილისისთვის, ძალიან კარგი ბიჭია

თქვენი პოსტიდან ძალიან არაპატრიოტული აზრი ანათებს - ნიშნავს თუ არა თქვნი სიტყვები იმას, რომ ვინც კრგია, ქვეყნიდან უნდა წავიდეს???

Posted by: Charles IX 29 Mar 2009, 20:09
chorven:)
QUOTE
20 წლის ასაკში რომ დონ ჯოვანი ამღერეს და ლამის ხმა გაუფუჭეს

ეგ მაინც მონაცემებზე და ნიჭზეა დამოკიდებული - ტიტა რუფომ 21 წლისამ იაგო იმღერა, ვერდის იაგო, და სულაც არ გაუფუჭდა ხმა...

Posted by: mari19 29 Mar 2009, 23:53
ერთი რამის თქმა მინდა გვყავს ნორმალური ორკესტრი და მომღერლები, ეხლა ძალიან მაღალ საშემსრულებლო დონეს ნუ მოითხოვთ, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ, ხოლო მომღერლები რათქმაუნდა უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ რომ განვითარდნენ, იქ უფრო მეტი შანსია რომ საუკეთესოდ წარმოჩნდნენ.

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 30 Mar 2009, 02:25
თქვენ ამომავალი ვარსკვლავებისთვის უნდა გესმინათ 27ში კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში... ჯადოსნური ფლეიტა.
ეს რა ისმინა ჩემმა დაფის აპკმა, გრდემლმა უზანგმა და ჩაქუჩმა, ვესტიბულო-კოხლეარულმა სისტემამ და შესაბამისმა ცენტრალურმა ქერქულმა ზონამ wow.gif

ხალხნო,სირცხვილია რა ... კარგი,სტუდენტებს თვითკრიტიკა დაქვეითებული აქვთ,მაგრამ პედაგოგებს??? მე ხომ არ მივდივარ და ვეწერები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში,იმიტომ რომ ელემენტარულად ვერ გავქაჩავ... boli.gif
სხვა ტოპიკშიც დავწერე : მოცარტი არ არის კომპოზიტორი,რომელზეც უნდა "ასწავლო" მოსწავლეებს და სტუდენტებს...მწვერვალებს რომ დაიპყრობ,მერე უნდა შეეჭიდო მოცარტს,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული შესასრულებელია,მით უმეტეს ვოკალური ნაწარმოებები და მათ შორის კი ჯადოსნური ფლეიტა!
ეს იმ ტენდენციის გამოძახილიც არ არის,მეორე-მესამე კლასელებს რომ აკვრევნებენ მოცარტის კონცერტებს, რომელიც ურთულესია ,სწორედ მათი ერთი შეხედვით სიმარტვის გამო.

შეიძლება ასე ყველაფრის გაუფასურება? იგრაწ/პეწ მოცარტა პოჩტი ვსეგდა პროვალნო... გუშინ მუს.ცენტრში ანა ტაკიძის შესრულებით მოვისმინეთ მოცარტის 14 და შოსტაკოვიჩის 2 კონცერტები. შოსტაკოვიჩი უბრალოდ ფანტასტიკური იყო,ვინ ც იყავით დამეთანხმებით ალბათ,განსაკუთრებით მეორე ნაწილი... ამ დროს მოცარტის ერთ-ერთი "უმარტივეს" კონცერტთაგანი (14), მე ვიტყოდი,რომ თითქმის ჩააგდო. შიგადაშიგ იყო ფანტასტიკური ბგერა,ტექნიკა,მაგრამ მთლიანობაში, ფორმა ნაწარმოების არ იყო ის,რაც უნდა ყოფილიყო.

სირცხვილია რა, ეს რაღაც შენიღბული დეკადანსია,ყველაფრის ასეთი უკიდეგანო გაუფასურება! fig.gif sa.gif vik.gif boli.gif

Posted by: bemby 30 Mar 2009, 08:37
palindromi-x
QUOTE
ვერ დაძლია რას ნიშნავს, რეპორტაჟში აჩვენეს გენერალურს მღეროდა, აბათ მანდ სხვა რამეშია საქმე

სხვა არაფერში არ არის საქმე.ვერ დასძლია.არცერთი რეპეტიცია ხმით არ უმღერია თავიდან ბოლომდე და არიაში ჩერდებოდა.კარგი ხმა აქვს,მაგრამ სკოლა არ აქვს,ორ ნოტს ვერ აბავს ერთმანეთს ისე,რომ დეტონაცია არ ჰქონდეს.
* * *
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
სირცხვილია რა, ეს რაღაც შენიღბული დეკადანსია,ყველაფრის ასეთი უკიდეგანო გაუფასურება!

შენი შეფასებები ნაღდია,გეტყობა ნამდვილი ხელოვანი ხარ.მიხარია.
* * *
Charles IX
QUOTE
ეგ მაინც მონაცემებზე და ნიჭზეა დამოკიდებული - ტიტა რუფომ 21 წლისამ იაგო იმღერა, ვერდის იაგო, და სულაც არ გაუფუჭდა ხმა...

ტიტა რუფომ ძალიან მალე დაკარგა ხმა.ზუსტად იმიტომ რომ არასწორად მღეროდა,ამას თვითონაც აღიარებდა და ურჩევდა მისი სკოლისთვის არ მიემართათ.

Posted by: Charles IX 30 Mar 2009, 09:46
bemby
QUOTE
ტიტა რუფომ ძალიან მალე დაკარგა ხმა

33 წელი იყო სცენაზე - 1898-1931 წლებში. და თუ ეს ხმის ძალიან მალე დაკარგვაა....

ისე, თანახმა ვიქნებოდი, ჩვენს მომღერლებს ემღერათ თუნდაც მხოლოდ 30 წელი, ოღონდ ტიტა რუფოს დონეზე.

biggrin.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 30 Mar 2009, 12:18
QUOTE (chorven:) @ 16 Feb 2009, 16:42 )
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
მაგრა ვამუღამებ ეგეტ პარადოქსებს.დირიჟორს რომ რიტმის გრძნობა არ აქვს 

ეგ თეონას ჰკითხე, მოცეკვავეები როგორ ამუღამებენ biggrin.gif

აჰა, თეონას რეაბილიტაცია მერე მე მიწევს givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: palindromi-x 30 Mar 2009, 13:13
QUOTE
თქვენ ამომავალი ვარსკვლავებისთვის უნდა გესმინათ 27ში კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში...

QUOTE
სტუდენტებს თვითკრიტიკა დაქვეითებული აქვთ,მაგრამ პედაგოგებს???

საკმაოდ კარგად ვიცი, თუ რა ხდება(ყოველ შემხვევაში არც ისე დიდი ხნის წინ რაც ხდებოდა) საოპერო სტუდიაში. იქ პედაგოგების თვითკრიტიკა და სტუდენტების კრიტიკული შეფასება კი არა, უნდა ნახოთ რა დღეში არიან პედაგოგები! ოღონდ თავისი კლასიდან
"ჩააკვახონ" სტუდენტი სპექტაკლში და რა ხრიკებს არ მიმართავენ. იმისთვის, რომ სტუდენტმა იმღეროს საოპერო სტუდიის სპექტაკლში, სრულებით (ვიმეორებ სრულებით) არაა საჭირო ჰქონდეს ხმა, ტექნიკა და არტისტული მონაცემები, მთავარია ვისი კლასის წარმომადგენელია (ანუ კონსერვატორიის სინამდვილეში აღიარებული პედაგოგის კლასში უნდა ირიცხებოდეს) და როგორაა "გავარსკვლავებული" თავისი ბლატების თუ სხვა გარე ეფექტების წყალობით. ასეთი სტუდენტები მერე ხდებიან სტიპენდიატები და მიემგზავრებიან ოზიმოს აკადემიაში ქ-ნ ალა სიმონიშვილის კლასში და მარიაჟობენ, რომ ბევრს მიაღწიეს ცხოვრებაში. ისეთები მიემგზავრებიან, ვინაც სიმღერის სწავლა ხელახლა უნდა დაიწყოს ან საერთოდ, თუ რეალურად იმსჯელებს, უნდა დაანებოს თავი. სამწუხაროდ ვერც ჩვენს თეატრში ვისმენთ ნამდვილ მომღერლებს. მე პირადად ასეთ კრიზისში ჩანაწერებით ვახდენ საკუთარი გემოვნების დაკმაყოფილებას... (კიდევ ბევრის დაწერა შეიძლებაsmile.gif)texasuri jleta benzoxerxit

Posted by: chorven:) 30 Mar 2009, 14:12
palindromi-x
QUOTE
ნიშნავს თუ არა თქვნი სიტყვები იმას, რომ ვინც კრგია, ქვეყნიდან უნდა წავიდეს??? 

აუცილებლად, რომ აზროვნება, გემოვნება ჩამოუყალიბდეს და პერიოდულად მოგვხედოს და გაგვახაროს
QUOTE
თქვენი პოსტიდან ძალიან არაპატრიოტული აზრი ანათებს

არაპატრიოტული არა ის, ტაკიძე+კალმახელიძემ ვის რა უნდა ასწავლოს, ვგულშემატკივრობ ადამიანს და კარგი მინდა, მილანიდან დაბრუნდა ბირჟაზე და რა ვთქვა, მერე რა, რომ მაღალი დონის თეატრი არ გვაქვს, სამაგიეროდ თეატრის ძუნძგლიან ბუფეტში იღადავებს სოლისტთა წარმოსაჩენ სასტავთან ერთად და გაერთობა მეთქი?! (რითი ვერ გაარემონტეს ეს ბუფეტი! boli.gif givi.gif )

Posted by: palindromi-x 30 Mar 2009, 14:30
chorven:)
QUOTE
თეატრის ძუნძგლიან ბუფეტში იღადავებს სოლისტთა წარმოსაჩენ სასტავთან ერთად

ყველა ქვეყანას ყავს საკმარისი კადრი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნიდან არ მოხდეს იქაური "ბირჟების" გამაგრება. ვოკალი ისეთი რამაა, თუ მიაგენი შენს მასწავლებლს და სწორად მეცადინეობ, სრულებით არაა საჭირო არსად წასვლა, ბევრი მინახავს, საზღვარგარეთ წასული და შინ უხმოდ დაბრუნებული . და თუ წავიდა ადამიანი და აიმაღლა დონე, უნდა დაბრუნდეს და საკუთარ სამშობლოს ემსახუროს. რატომღაც სულ დაიკარგა "სამშობლოს" ცნება და სწორედ ესაა, რომ გვღუპავს. მე კოსმოპოლიტი ვარ, თუმცა მიმაჩნი, რომ თუკი ადამიანს არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ტალანტი, რაც მას მსოფლიო სახელს მოუხვეჭს, ის (კარგი მომღერალი) უნდა დაბრუნდეს და ემსახუროს საუთარი ქვეყნის კულტურის დნის ამაღლებას. ამდენმა გადინბამ გამოიწვია სწორედ ის სავალალო მდგომარეობა, რაც დღეს თნდც ოპერაში გვაქვს!!! როგორ ამაღლდება დონე, თუკი აქ მეხუთეხარისხოვნები იმღერებენ??? და ის ტენდენცია, რომ თუკი ადამიანი საზღვარგარეთ ვერ წავიდა (ყველა ვერ ახერხებს ამას გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო) "ცუდია" აღარ უნდა მოისპოს?! რეალური შეფასების კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელონ ოერის მესვურებმა და არა საზღვარგარეთის მუსიკალური დაწესებულებების ერთ-ან ორსემესტრიანი დიპლომების მიხედვით იმსჯელონ ადამინის ტალანტზე!!!

Posted by: chorven:) 30 Mar 2009, 16:38
palindromi-x
QUOTE
ვოკალი ისეთი რამაა, თუ მიაგენი შენს მასწავლებლს და სწორად მეცადინეობ, სრულებით არაა საჭირო არსად წასვლა

საჭირო კი არა აუცილებელია და არა მხოლოდ ვოკალისტებისთვის, ყველა პროფესიაში ასეა, თუ ამის საშუალება არსებობს. სადღაც იყო კიდევ მსგავსი საუბრები და ოქსფორდის მაგალითი მოვიყვანე: მსოფლიოს ალბათ საუკეთესო უნივერსიტეტია და ამ დროს ოქსფორდელები ვალდებულები არიან, 1 წელი მაიც საზღვარგარეთ ისწავლონ, სხვანაირად დიპლომს ვერ აიღებენ. და თბილისის კონსერვატორია რა კერაა ასეთი. ელემენტარულით რომ დავიწყოთ, პედაგოგებს და დირიჟორებსაც კი არ ესმით, რას ამღერებენ ამ ბავშვებს, ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა იცოდეს ვოკალის პედაგოგმა და დირიჟორმა, რომელიც ვერდის დირიჟორობს მთელი ცხოვრება საყველპურო იტალიური მაინც, პაზორია და თან ვერც ხვდებიან, რომ უთხრა, თვალებს დაგთხრიან!
QUOTE
როგორ ამაღლდება დონე, თუკი აქ მეხუთეხარისხოვნები იმღერებენ?

სულ პირველხარისხოვნებმა რომ იმღერონ, მაინც არაფერი შეიცვლება, სანამ ერთი ჭკვიანი არ ჩაუდგება მაგ საქმეს სათავეში

Posted by: tiger-onix 30 Mar 2009, 22:13
აბსოლიტურად უსაგნო დისკუსიაა! მაინც ვერაფერს დაამტკიცებთ და ყველა მის აზრზე დარჩება! ასევე საოპერო სტუდიაც მასეთი დარჩება და ოპერა ხომ მითუმეტეს!
თქვენ ისა თქვით, როგორი იყო "ტრავიატა" ოპერაში? მაჩიტიძე, დარაშვილი, ლაგვილავა...

Posted by: palindromi-x 30 Mar 2009, 22:30
chorven:)
კონსერვატორიის სტატუსი თუ აქვს, პროფესიონალებს უნდა ზრდიდეს და თუ ნახევაფაბრიკატებს უშვებს, მაშინ საკონსერვო ქარხანა ერქვას ბატონო. გადამზადება მაგისტრს თუ კიდევ ჭირდება, მაშინ რაღა ყოფილა დიპლომი?!

Posted by: Charles IX 31 Mar 2009, 00:53
palindromi-x
QUOTE
კონსერვატორიის სტატუსი თუ აქვს, პროფესიონალებს უნდა ზრდიდეს და თუ ნახევაფაბრიკატებს უშვებს, მაშინ საკონსერვო ქარხანა ერქვას ბატონო.

ისე კარგად ჟღერს - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სკონსერვო ქარხანა...

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 31 Mar 2009, 02:11
QUOTE (palindromi-x @ 30 Mar 2009, 22:30 )
chorven:)
კონსერვატორიის სტატუსი თუ აქვს, პროფესიონალებს უნდა ზრდიდეს და თუ ნახევაფაბრიკატებს უშვებს, მაშინ საკონსერვო ქარხანა ერქვას ბატონო. გადამზადება მაგისტრს თუ კიდევ ჭირდება, მაშინ რაღა ყოფილა დიპლომი?!

ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას :ცისფერიმთებისიროდიონი:


საოპერო სტუდიაში ნახევარფაბრიკატების "წარმოებაც" კი არ ხდება. ცარიელი კონსერვები,შიგთავსის გარეშე...


Posted by: bemby 31 Mar 2009, 08:28
tiger-onix
QUOTE
თქვენ ისა თქვით, როგორი იყო "ტრავიატა" ოპერაში? მაჩიტიძე, დარაშვილი, ლაგვილავა..

ძალიან კარგი იყო დირიჟორი და ორკესტრი.კარგები იყვნენ მაჩიტიძე და დარასჰვილი.არია იმღერა მაჩიტიძემ ყველაზე კარგად.ლაგვილავასაც არაუშავდა,მაგრამბევრი პრობლემები აქვს ვოკალში და ამიტომ სიმღერის დროს იტანჯება.უნდა მიხედოს თავს თორემ ძალიან გაუჭირდება.

Posted by: tiger-onix 31 Mar 2009, 19:28
bemby
გაიხარე ბემბი 2kiss.gif

Posted by: bemby 31 Mar 2009, 20:03
tiger-onix
QUOTE
გაიხარე ბემბი 2kiss.gif

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: mtiuli_1 1 Apr 2009, 23:19
გუნდზე რა იტყვით როგორი იყოო? ეხლა წინა პოსტებს ვკითხულობდი და გავსკდი სიცილით ნეტა ფორუმზე საყვარელიძე არ შემოდის წაიკითხოს ხალხის აზრი რას ფიქრობენ ეგრედ წოდებულ მომღერლებზე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif თან გული მწყდება ყველას რომ გონია მე ვარ და ჩემი ნაბადიო .

Posted by: tiger-onix 2 Apr 2009, 01:51
mtiuli_1
QUOTE
ნეტა ფორუმზე საყვარელიძე არ შემოდის წაიკითხოს ხალხის აზრი

აუ, საყვარელიძეს როგორ ახატია ერთ ადგილას ოპერაც და მისი მომღერლებიც, ხომ აზრზე ხარ... lol.gif lol.gif

Posted by: bemby 2 Apr 2009, 18:46
mtiuli_1
QUOTE
გუნდზე რა იტყვით როგორი იყოო?

გუნდი კარგი იყო.
* * *

tiger-onix
QUOTE
აუ, საყვარელიძეს როგორ ახატია ერთ ადგილას ოპერაც და მისი მომღერლებიც, ხომ აზრზე ხარ..

არა მარტო საყვარელიძეს,მემგონი თვითონ მომღერლებსაც. 1 ში რომ ტრავიატა იყო ამას თავმოყვარე მსმენელი ლაყე კვერცხებით თუ უპასუხებდა....სპექტაკლმა დიდი კრახი განიცადა,ჩავარდა.მბჟუტავმა ვარსკვლავებმა სოპრანომ და ტენორმა ხმები ჩაოხლიჩეს მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ.ამისთანა რამე ჩემსიცოცხლეში არ მისმენია,სპეციალურად ჩაწერილ კურიოზებშიც კი.
* * *
თუ არ შეგიძლია რას გამოდიხარ და რას მღერიხარ შე კაი ადამიანო,ან საკუთარი თავი არ გეცოდება,ან მსმენელი,ან ბოლო ბოლო ამ კედლებს ეცი პატივი.ვინ ხარ ,რა ხარ,რა გაგიკეთებია რომ ეს გეპატიოს?
* * *
მე მგონი თბილისის თეატრში ჩახლეჩილი ,დაბერებული,აყანყალებული,უსკოლო და ღრიალა ხმებია მოდაში. lol.gif lol.gif lol.gif
* * *
ან საერთოდ ხმა არ უნდა გქონდეს და ისე იჭინთებოდე და ღრიალებდე. bis.gif bis.gif

Posted by: Contralto 3 Apr 2009, 13:50
bemby
QUOTE
1 ში რომ ტრავიატა იყო ამას თავმოყვარე მსმენელი ლაყე კვერცხებით თუ უპასუხებდა

ვიოლეტა ვინ იმღერა პირველ აპრილს?

თუ ჩაჩუამ... მაშინ, გასაგებია შენი პოსტის პათოსი...

ჩორვენ, ესეც მე ვარ>? biggrin.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 3 Apr 2009, 18:21
QUOTE (bemby @ 2 Apr 2009, 18:46 )
mtiuli_1
QUOTE
გუნდზე რა იტყვით როგორი იყოო?

გუნდი კარგი იყო.
* * *

tiger-onix
QUOTE
აუ, საყვარელიძეს როგორ ახატია ერთ ადგილას ოპერაც და მისი მომღერლებიც, ხომ აზრზე ხარ..

არა მარტო საყვარელიძეს,მემგონი თვითონ მომღერლებსაც. 1 ში რომ ტრავიატა იყო ამას თავმოყვარე მსმენელი ლაყე კვერცხებით თუ უპასუხებდა....სპექტაკლმა დიდი კრახი განიცადა,ჩავარდა.მბჟუტავმა ვარსკვლავებმა სოპრანომ და ტენორმა ხმები ჩაოხლიჩეს მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ.ამისთანა რამე ჩემსიცოცხლეში არ მისმენია,სპეციალურად ჩაწერილ კურიოზებშიც კი.
* * *
თუ არ შეგიძლია რას გამოდიხარ და რას მღერიხარ შე კაი ადამიანო,ან საკუთარი თავი არ გეცოდება,ან მსმენელი,ან ბოლო ბოლო ამ კედლებს ეცი პატივი.ვინ ხარ ,რა ხარ,რა გაგიკეთებია რომ ეს გეპატიოს?
* * *
მე მგონი თბილისის თეატრში ჩახლეჩილი ,დაბერებული,აყანყალებული,უსკოლო და ღრიალა ხმებია მოდაში. lol.gif lol.gif lol.gif
* * *
ან საერთოდ ხმა არ უნდა გქონდეს და ისე იჭინთებოდე და ღრიალებდე. bis.gif bis.gif

მეც მაგას არ ვამბობ??? უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირში ხომ არ გამოვდივარ არა? იმიტომ რომ ვ ე რ ვთამაშობ სათანადოდ...
როგორ უნდა შეასრულო ტრავიატა ისე,რომ ერთი ნოტი არ მოვიდეს გულამდე...

ჩერნის ეწიუდების და ვოკალიზების ასოციაციას იწვევს. შეუძლებელია უკვე რა boli.gif

Posted by: chorven:) 3 Apr 2009, 18:29
Contralto
QUOTE
ჩორვენ, ესეც მე ვარ>? biggrin.gif


უი, ეხლა გადავხედე აფიშას punch.gif
lol.gif

რა კოშმარი შემადგენლობებია, რას ჰგავს! givi.gif
სამაგიეროდ, მათი საცოდაობის შემყურე, ლიბრეტოს ტრაგიზმს უფრო მძაფრად აღიქვამს მაყურებელი,
ნუ, სიბრალული ყველას გულს გაჰკრავს! vis.gif


* * *
ჰო, მართლა, გავიგე, გოგი ჭიჭინაძის თავს რაღაც კარგი ხდება და ვულოცავ სულით და გულით! bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: bemby 3 Apr 2009, 22:50
chorven:)
QUOTE
რა კოშმარი შემადგენლობებია, რას ჰგავს! givi.gif სამაგიეროდ, მათი საცოდაობის შემყურე, ლიბრეტოს ტრაგიზმს უფრო მძაფრად აღიქვამს მაყურებელი, ნუ, სიბრალული ყველას გულს გაჰკრავს

ვააააააააააა,ამ სიტყვებით საბოლოოდ გადაესხა ცივი წყალი ოპერის თეატრს.სამწუხაროა.თუარადა სწორად არჩეული შემადგენლობებით ნამდვილი ფეიერვერკი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ტრავიატები.ოპერის თეატრს ამის პოტენციალი აქვს.რამ დალია საქართველოში ხმები და ნიჭიერი ადამიანები.

Posted by: tiger-onix 3 Apr 2009, 22:51
chorven:)
QUOTE
უი, ეხლა გადავხედე აფიშას

ვინ იმღერა ასეთმა ეს ტრავიატა? შემედგენლობა დაწერეთ.
იქნებ სულაც საპირველაპრილო ხუმრობა იყო? wink.gif

ვნახე აფიშა, კი ნამდვილად საპირველაპრილო ხუმრობა ყოფილა! gigi.gif

Posted by: palindromi-x 4 Apr 2009, 00:14
bemby
თქვენი წინა პოსტებიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მაჩიტიძე-დარაშვილის ლობისტი ბრძანდებით და ჩაჩუა-მახარაძეს ამით გსურთ თავს ლაფი დაასხათ. აქ ვფიქრობ პირადი ინტერესი უფროა, ვიდრე სინამდვილე. ყველა ზემოჩამოთვლილ მომღერალს ვიცნობ შემოქმედებითად ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად და , სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ კატასტროფულ განსხვავებას ამ ორ შემადგენლობას შორის. ახალი სახეების ამოტივტივება ოპერას ჩვევია, ისევე როგორც მათი შემდგომი მიყუჩება-ჩაჩუმება-ჩაძირვა. ეს არაა ახალი. მაჩიტიძე ახალი სახეა, და არა მგონია ყველაფერი ისე კარგად ემღერა, როგორც ბემბის ნაწერიდან ჩანს, თუნდაც დარაშვილს, რომლის ჭიხვინა ხმა მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცოტა არ იყოს მომაბეზრებელ ეფექტს გამოიწვევდა (ალბათ). ჩაჩუა კი, მიუხედავად იმისა , რომ წლების მანძილზე საზოგადოების კრიტიკას იმსახურებს, მაინც რჩება თეატრის წამყვან მაღალ სოპრანოდ და არა მგონია ვიღაც გუშინდელ ნასტუდენტარს(მაჩიტიძეს) დააჩრდილიოს თავი!:)

Posted by: chorven:) 4 Apr 2009, 04:03
QUOTE
ჩაჩუა კი, მიუხედავად იმისა , რომ წლების მანძილზე საზოგადოების კრიტიკას იმსახურებს, მაინც რჩება თეატრის წამყვან მაღალ სოპრანოდ და არა მგონია ვიღაც გუშინდელ ნასტუდენტარს(მაჩიტიძეს) დააჩრდილიოს თავი!:)

არა აქვს მნიშვნელობა, წამყვანი სოპრანოა, თუ პრომადონა, ამ შემთხვავაში არც ის, როგორი ვოკალური მონაცემები აქვს,
უბრალოდ, ნინო ჩაჩუა ვერ გახდება ვიოლეტა

სხვათა შორის , ოპერის თეატრში , ხვალ 4 აპრილს არის დანიშნული ეშტონის "მარგარიტა და არმანი" სადაც მარგარიტას, ფონტეინისა და გილემის შემდეგ, ექსკლუზიური უფლებით ნინო ანანიაშვილი ასრულებს და ყველას ვურჩევ წავიდნენ და ნახონ, თუ როგორ იქმნება პერსონაჟი და რას ნიშნავს ნამდვილი ხელოვნება, მერე ყველას გირჩევთ გილემისა და ფონტეინის ჩანაწერებიც ნახოთ შედარებისთვის და მიხვდებით, რამდენად მაგარი ადამიანი გვყავს თბილისში, როგორი შეიძლება იყოს მარგარიტა. ერთ თეატრში ერთი პერსონაჟის ასე კონტრასტული შემსრულებლები იყვნენ, სასაცილოა ისე, არ დამიწყოთ ის ბალეტია და ეს ოპერაო, არა აქვს მნიშვნელობა, ბალეტი იქნება, დრამა თუ პანტომიმა, მსახიობი მსახიობია და პერსონაჟთან მიახლოებული გარეგნობა და შარმი თუ არ გაქვს, მაშინ კაბალიე და ბარტოლი უნდა იყო, რომ გეპატიოს

Posted by: bemby 4 Apr 2009, 10:29
palindromi-x
QUOTE
თქვენი წინა პოსტებიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მაჩიტიძე-დარაშვილის ლობისტი ბრძანდებით და ჩაჩუა-მახარაძეს ამით გსურთ თავს ლაფი დაასხათ. აქ ვფიქრობ პირადი ინტერესი უფროა, ვიდრე სინამდვილე. ყველა ზემოჩამოთვლილ მომღერალს ვიცნობ შემოქმედებითად ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად და , სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ კატასტროფულ განსხვავებას ამ ორ შემადგენლობას შორის. ახალი სახეების ამოტივტივება ოპერას ჩვევია, ისევე როგორც მათი შემდგომი მიყუჩება-ჩაჩუმება-ჩაძირვა. ეს არაა ახალი. მაჩიტიძე ახალი სახეა, და არა მგონია ყველაფერი ისე კარგად ემღერა, როგორც ბემბის ნაწერიდან ჩანს, თუნდაც დარაშვილს, რომლის ჭიხვინა ხმა მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცოტა არ იყოს მომაბეზრებელ ეფექტს გამოიწვევდა (ალბათ). ჩაჩუა კი, მიუხედავად იმისა , რომ წლების მანძილზე საზოგადოების კრიტიკას იმსახურებს, მაინც რჩება თეატრის წამყვან მაღალ სოპრანოდ და არა მგონია ვიღაც გუშინდელ ნასტუდენტარს(მაჩიტიძეს) დააჩრდილიოს თავი!:)

თქვენს პასუხში დიდი გაღიზიანება იგრძნობა და არ მომწონს.სიმართლე რატომღაც არავის სიამოვნებს.ღმერთმა დამიფაროს რომ ვინმეს თავსლაფის დასხმა მინდოდეს.ალბათ უნდა მოგესმინათ და მერე გაგეკეთებინათ დასკვნები.რაც შეეხება ნასტუდენტარს ,გუშინდელი ნასტუდენტარი ჩაჩუაც არის და ეს რა შუაშია ვერ მივხვდი.ჩაჩუა ძალიან კარგი მომღერალია,მაგრამ ვიოლეტა არ არის.რატომ გამწარებთ სიმართლე?მახარაძეც კარგი მომღერალია მაგრამ სულ უკან და უკან მიდის.რა ვქნა ესეა და დავყრუვდეთ მსმენელები?სცენიურად ხომ არც არასოდეს ვარგოდა.
* * *
chorven:)
QUOTE
სხვათა შორის , ოპერის თეატრში , ხვალ 4 აპრილს არის დანიშნული ეშტონის "მარგარიტა და არმანი" სადაც მარგარიტას, ფონტეინისა და გილემის შემდეგ, ექსკლუზიური უფლებით ნინო ანანიაშვილი ასრულებს

მაგარია.აუცილებლად წავალ და ვისიამოვნებ.

Posted by: Contralto 4 Apr 2009, 16:13
ჩაჩუას კარგი მომღერლობა რაში გამოიხატება, იქნებ ამიხსნას ვინმემ biggrin.gif მე მაგის ჯილდა მაქვს მსმენილი... მტრისას და ავისას... "კარო ნომე"-ში კინაღამ დაიხრჩვა... ქალი საერთოდ ვერ მღეროდა მაღლებს... წარმომიდგენია, ვიოლეტას რას უზამდა biggrin.gif

მაჩიტაძე არ ვიცი, არ მომისმენია და რა ვთქვა.

მახარაძე გაწიეთ იქით... ტიტუუუუ.... sad.gif sad.gif

Posted by: Pathetikos 4 Apr 2009, 16:28
QUOTE
ეს რა ისმინა ჩემმა დაფის აპკმა, გრდემლმა უზანგმა და ჩაქუჩმა, ვესტიბულო-კოხლეარულმა სისტემამ და შესაბამისმა ცენტრალურმა ქერქულმა ზონამ









lol.gif

Posted by: mtiuli_1 4 Apr 2009, 22:18
QUOTE
mtiuli_1QUOTEგუნდზე რა იტყვით როგორი იყოო?

გუნდი კარგი იყო.* * *

tiger-onixQUOTEაუ, საყვარელიძეს როგორ ახატია ერთ ადგილას ოპერაც და მისი მომღერლებიც, ხომ აზრზე ხარ..

არა მარტო საყვარელიძეს,მემგონი თვითონ მომღერლებსაც. 1 ში რომ ტრავიატა იყო ამას თავმოყვარე მსმენელი ლაყე კვერცხებით თუ უპასუხებდა....სპექტაკლმა დიდი კრახი განიცადა,ჩავარდა.მბჟუტავმა ვარსკვლავებმა სოპრანომ და ტენორმა ხმები ჩაოხლიჩეს მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ.ამისთანა რამე ჩემსიცოცხლეში არ მისმენია,სპეციალურად ჩაწერილ კურიოზებშიც კი.* * * თუ არ შეგიძლია რას გამოდიხარ და რას მღერიხარ შე კაი ადამიანო,ან საკუთარი თავი არ გეცოდება,ან მსმენელი,ან ბოლო ბოლო ამ კედლებს ეცი პატივი.ვინ ხარ ,რა ხარ,რა გაგიკეთებია რომ ეს გეპატიოს?* * * მე მგონი თბილისის თეატრში ჩახლეჩილი ,დაბერებული,აყანყალებული,უსკოლო და ღრიალა ხმებია მოდაში. * * * ან საერთოდ ხმა არ უნდა გქონდეს და ისე იჭინთებოდე და ღრიალებდე.


ეგ ყველაფერი გასაგებია მაგრამ რა მაინტერესებს და რაზე ვგიჟდები იცით მთავრდება სპექტაკლი და ინგრევა დარბაზი ბრაოებით და ბისებით შე მამაცხონებულო თუ იხავლა და ყიყლიყიოები ურტყა რა ბრაო გაგიდის კაი დამპალი პამიდორი წაიგე და შიგ სახმო იოგებში სდრუზე. მაგის გამოა რომ მერე გონიათ მე ვარ და ჩემი ნაბადიო და თავში უვარდებათ მამალ ბუზსს არ ისვამენ თავზე

Posted by: palindromi-x 4 Apr 2009, 22:26
mtiuli_1
QUOTE
ეგ ყველაფერი გასაგებია მაგრამ რა მაინტერესებს და რაზე ვგიჟდები იცით მთავრდება სპექტაკლი და ინგრევა დარბაზი ბრაოებით და ბისებით შე მამაცხონებულო თუ იხავლა და ყიყლიყიოები ურტყა რა ბრაო გაგიდის კაი დამპალი პამიდორი წაიგე და შიგ სახმო იოგებში სდრუზე. მაგის გამოა რომ მერე გონიათ მე ვარ და ჩემი ნაბადიო და თავში უვარდებათ მამალ ბუზსს არ ისვამენ თავზე

ყველა ნათესავია მაგ ბრავოს მოყვირალი, მეზობელია ტაშის დამკვრელი, მეგობარია დამსაქმებელი და "მეგობარია" მომღერლის თეატრში შემნარჩუნებელი!!!(IMHO) "წრეების "გარეთ მყოფი განწირულია სამუდამო ჩატისთვის ფორუმზეsmile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 4 Apr 2009, 23:03
QUOTE
ყველა ნათესავია მაგ ბრავოს მოყვირალი, მეზობელია ტაშის დამკვრელი, მეგობარია დამსაქმებელი და "მეგობარია" მომღერლის თეატრში შემნარჩუნებელი!!!(IMHO) "წრეების "გარეთ მყოფი განწირულია სამუდამო ჩატისთვის ფორუმზეsmile.gif

აბსულუტურად გეთანხმებით, მაგრამ, მაგ მებრავოეებს შორის უამრავი სტუდენტი ვოკალისტიცააა, ჩვენი ოპერის ვარსკვლავობისთვის განწირულიც ისეთიც, ამასაც რომ ვერ ეღირსებიან... სატირალი აი, ეს არის.

ჰო, გავიგე, დონ ჯოვანის დადგმას აპირებენ მომავალ წელსო...

Posted by: QINDZADZA 4 Apr 2009, 23:19
არაფერიც არ გვეშველება....სანამ მიუკერძოებელი ხალხი არ მოვა სათავეში და მხოლოდ საქმე იქნება ყველაფრის ამოსავალი წერტილი და არა რაღაც ნათესაური ან მეგობრული კავშირები

Posted by: palindromi-x 4 Apr 2009, 23:37
QUOTE
სანამ მიუკერძოებელი ხალხი არ მოვა სათავეში და მხოლოდ საქმე იქნება ყველაფრის ამოსავალი წერტილი და არა რაღაც ნათესაური ან მეგობრული კავშირები

QINDZADZA
და ასეთი დროება დადგება ოდესმე? მე სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა რა იცი, чем черт не шутит...

Posted by: tiger-onix 4 Apr 2009, 23:39
QINDZADZA
QUOTE
არაფერიც არ გვეშველება....სანამ მიუკერძოებელი ხალხი არ მოვა სათავეში და მხოლოდ საქმე იქნება ყველაფრის ამოსავალი წერტილი და არა რაღაც ნათესაური ან მეგობრული კავშირები

საქართველოში? კარგით რაა, ხუმრობთ? wink.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 4 Apr 2009, 23:43
რა არი, უბრალოდ კარგი თავი და ყური უნდა იქაურობას...
ისე, ერთხელ ადმინისტრაციის ერთ–ერთ ოთახში ვიყავი და ირგვლივ სულ ბალეტების პოსტერები და აფიშები იყო მიკრულ–მოკრული, არც ერთი ოპერის...
მეწყინა, მაგრამ რას ვერჩი, მართალია ხალხი...

Posted by: chorven:) 5 Apr 2009, 00:17
MaShiko-MuSicology
QUOTE
ისე, ერთხელ ადმინისტრაციის ერთ–ერთ ოთახში ვიყავი და ირგვლივ სულ ბალეტების პოსტერები და აფიშები იყო მიკრულ–მოკრული, არც ერთი ოპერის... მეწყინა


უბრალოდ არ არიან ფოტოგენურები, რა მოხდა, ვოლჩენკოს თუ გაიკრავდა კაცი, რა არის საწყენი

givi.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 5 Apr 2009, 00:27
chorven:)
აფიშებზე ფოტოები არ არის...
ამ ფაქტმა სხვა რამ მაჩვენა, მაგიტომაც მეწყინა, თორემ ბალეტი მეც ძაალიან მიყვარს

Posted by: Contralto 5 Apr 2009, 15:43
MaShiko-MuSicology
QUOTE
ჰო, გავიგე, დონ ჯოვანის დადგმას აპირებენ მომავალ წელსო...

აი, სად დავიღუპებით ყველანი ერთაააად biggrin.gif

lol.gif წინასწარ მეცინება biggrin.gif

Posted by: tiger-onix 5 Apr 2009, 16:38
MaShiko-MuSicology
QUOTE
ჰო, გავიგე, დონ ჯოვანის დადგმას აპირებენ მომავალ წელსო...

ჰო, არ ყოფნით ის უზარმაზარი ხელფასები, არაფერში რომ იღებს ოპერის ხელმძღვანელობა, ხომ უნდა გაჭრან კიდევ ზედმეტი ფული?

Posted by: JOKONDA 5 Apr 2009, 19:14
ისე,საინტერესოა უფროსი თაობის მუსიკოსები რა აზრის არიან? საერთოდ დუმან და არ რეაგირებენ...თუმცა მათ არავინ არაფრს ეკითხება,მაგრამ ურიგო არ იქნებოდა მათაც გამოეხატად თავის მოსაზრება და ეგებ გამოფხიზლდნენ ცოტა,თორემ სავალალო მდგომარეობაა!!!!

Posted by: QINDZADZA 5 Apr 2009, 19:27
QUOTE (JOKONDA @ 5 Apr 2009, 19:14 )
ისე,საინტერესოა უფროსი თაობის მუსიკოსები რა აზრის არიან? საერთოდ დუმან და არ რეაგირებენ...თუმცა მათ არავინ არაფრს ეკითხება,მაგრამ ურიგო არ იქნებოდა მათაც გამოეხატად თავის მოსაზრება და ეგებ გამოფხიზლდნენ ცოტა,თორემ სავალალო მდგომარეობაა!!!!

რა უნდა თქვას უფროსმა თაობამ? დღეს ხომ სტილია ეგეთი.. ახლა ჩვენი დროა დიდხანს ველოდით baby.gif

Posted by: JOKONDA 5 Apr 2009, 19:41
QINDZADZA
რომ კარგად ვერ გაგვიზრდიხართ

Posted by: QINDZADZA 5 Apr 2009, 19:49
JOKONDA
მე ვერ გავიგე ეს მე მიგულისხმეთ??? ძალიან შემცდარხართ... მე გაზრდა არ მაკლია და თბილისის ოპერასთანაც არავითარი შეხება არ მაქვს.მე დღევანდელი მდგომარეობა გამოვხატე ამ პოსტში.ალბათ ასე დაწვრილებით გჭირდებათ რომ გაიგოთ ადამიანის შეფასება....დასანანია wow.gif

Posted by: JOKONDA 5 Apr 2009, 19:51
QINDZADZA
თქვენ რა შუაში ხართ. უფროსი თაობის რეპლიკაა შექმნილი ვითარების მიმართ

Posted by: MaShiko-MuSicology 7 Apr 2009, 19:52
Contralto
QUOTE
აი, სად დავიღუპებით ყველანი ერთაააად biggrin.gif

lol.gif წინასწარ მეცინება biggrin.gif




biggrin.gif
yes.gif

აბაა!!

Posted by: JOKONDA 8 Apr 2009, 12:33
MaShiko-MuSicology
смеется .тот. кто смеется последним. სასაცილო კი არადა სატირალი
სიტუაციაა.

Posted by: MaShiko-MuSicology 8 Apr 2009, 22:15
JOKONDA
ეჰ... სატირლადაც არ მყოფნის...
თან, როგორ გგონიათ, სიხარულის ან რამე მსგავსის გამო მეცინება?


p.s. მწარეღიმილიანი სიცილაკი

Posted by: palindromi-x 8 Apr 2009, 23:17
"დონ ჯოვანი" რატომღაც ადრე "დონ ჟუანი" იყო, მერე გადაწყვიტეს, რომ ჯოვანი უფრო სწორია და ასეთი ინტერპრეტაციით სურთ წარუდგინონ საზოგადოებას კიდევ ერთი დეშოვკა თვიანთი დეშოვი ვარსკვლავებით? არაუშავს, ასეთები აგვიტანია, ჩვენ ხომ ამტანების და იმტანების ხალხი ვართ!

Posted by: chorven:) 9 Apr 2009, 01:39
palindromi-x
QUOTE
"დონ ჯოვანი" რატომღაც ადრე "დონ ჟუანი" იყო, მერე გადაწყვიტეს, რომ ჯოვანი უფრო სწორია და ასეთი ინტერპრეტაციით სურთ წარუდგინონ საზოგადოებას კიდევ ერთი დეშოვკა თვიანთი დეშოვი ვარსკვლავებით?


დონ ჯოვანია სწორი ფორმა, იტალიურ ოპერაში ასე ჟღერს, დონ ჟუანი- ფრანგულად და მოლიერის კითხვისას

მეორეც, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ ძალიან ადრე დათანხმდა ლადო ათანელი თბილისში პრემიერის სიმღერას, ასე რომ, ძალიან ნუ გაიგიჟებთ თავს, 1 საღამოს გულისთვისაც რომ დაიდგას, ლადოს დონ ჯოვანის ხათრით ღირს, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი გამოუვა!!!

Posted by: bemby 9 Apr 2009, 09:11
palindromi-x
QUOTE
"დონ ჯოვანი" რატომღაც ადრე "დონ ჟუანი" იყო, მერე გადაწყვიტეს, რომ ჯოვანი უფრო სწორია და ასეთი ინტერპრეტაციით სურთ წარუდგინონ საზოგადოებას კიდევ ერთი დეშოვკა თვიანთი დეშოვი ვარსკვლავებით? არაუშავს, ასეთები აგვიტანია, ჩვენ ხომ ამტანების და იმტანების ხალხი ვართ

გეტყობა იტალიურთან შეხება არ გქონია და ისევ რუსულ ყაიდაზე ხარ დარჩენილი.არ მოგისმენია მაინც ეს ოპერა?სადმე ,ვინმე დონ ჟუანს ამბობს?
QUOTE
დეშოვკა თვიანთი დეშოვი ვარსკვლავებით? არაუშავს, ასეთები აგვიტანია, ჩვენ ხომ ამტანების და იმტანების ხალხი ვართ

QUOTE
დეშოვკა თვიანთი დეშოვი ვარსკვლავებით? არაუშავს, ასეთები აგვიტანია, ჩვენ ხომ ამტანების და იმტანების ხალხი ვართ

დეშოვკა არ გამოვა თუ ნორმალური სელექცია იქნება და ხანგრძლივი მუშაობა ჩატარდება ამ სპექტაკლზე.

Posted by: tiger-onix 9 Apr 2009, 10:26
bemby
chorven:)
MaShiko-MuSicology და ასე შემდეგ...

ხალხო, რით ვერ გაიგეთ რომ ხარისხზე აღარ არის ლაპარაკი. ჩვენი ოპერის მესვეურებს არაფერი ახალის გაკეთების თავი არა აქვთ და ბოდიში და ძველს გვტენიან ახალი შეფუთვით, მიშას გადაღებილი ფასადებისა არ იყოს. აიდა, დონ ჯოვანი, ტრავიატა, რიგოლეტო, მორჩა მით ჩვენი თეატრის რეპერტუარი. 3 წელი ილაპარაკეს მანონ ლესკოზე და რა მერე? ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა. რაც მთავრობა და ქვეყანაა იგივეა ყველა სფეროში. მაქსიმუმი ბლა, ბლა, ბლა - მინიმუმი პროფესიონალიზმი.

Posted by: MaShiko-MuSicology 9 Apr 2009, 22:56
QUOTE
ასეთი ინტერპრეტაციით სურთ წარუდგინონ საზოგადოებას

რატომ? ახლა არა, კარგად მახსოვს, ამ 5 თუ 6 წლის წინაც დონ ჯოვანი იყო...

chorven:)
ერთი საღამოს გულისთვის ცხადია, არ დაიდგმება, ეგეც არ იყოს, მარტო ერთი კარგი ლადო რას უშველის მთელ სპექტაკლს... იმედია სხვებიც არაუშავს მაინც იმღერებენ... თორემ რა, გინდ გაიგიჟე თავი, გინდ არა.

Posted by: palindromi-x 10 Apr 2009, 16:19
bemby
QUOTE
გეტყობა იტალიურთან შეხება არ გქონია

ყველაფერს ისე ნუ აღიქვამთ, ბატონებო, როგორც თქვენ გსურთ - ცოტაოდენი იუმორი, ცოტაოდენი ირონია და მცირედი სარკაზმი - tutto e belissimo, carissimi signoiri!!!

Posted by: bemby 10 Apr 2009, 19:25
palindromi-x
QUOTE
ყველაფერს ისე ნუ აღიქვამთ, ბატონებო, როგორც თქვენ გსურთ - ცოტაოდენი იუმორი, ცოტაოდენი ირონია და მცირედი სარკაზმი - tutto e belissimo, carissimi signoiri

აააააააააა,თუ იხუმრე არა უშავს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tiger-onix 10 Apr 2009, 23:12
bemby
ბემბინო, ხდება რამე საინტერესო თეატრში, თუ მოგეკიდათ აბლაბუდა და ობი? lol.gif

Posted by: bemby 11 Apr 2009, 10:16
tiger-onix
QUOTE
ბემბინო, ხდება რამე საინტერესო თეატრში, თუ მოგეკიდათ აბლაბუდა და ობი? lol.gif

ეგ თეატრის მესვეურებს ჰკითხე.გარედან მარტო ბალეტის აფიშები სჩანს და ობმოკიდებულს არ ჰგავს. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tiger-onix 14 Apr 2009, 19:36
მიიცვალა ოპერა ტრავიატების შემდეგ?

Posted by: JOKONDA 15 Apr 2009, 19:05
იმედი ვიქონიოთ,რომ პარმიზანივით დელიკატესურ--ელიტურად წარმოგვიდგება პროფესიული დაობების შემდეგ.

Posted by: Chkalovi 15 Apr 2009, 20:08
ტრავიატებს რაც შეეხება - კიდევ ერთი უნიჭო მარგალიტი შეემატა ოპერის რეპერტუარს. არც ერთი შემადგენლობა არ იყო გადასარევი, მაგრამ მაჩიტიძე-დარაშვილის წყვილს კიდევ შემიძლია ვაპატიო რაღაც-რაღაცები ახალგაზრდობის და გამოუცდელობის კვალობაზე და რაც შეეხება ჩაჩუას, ქალი უბრალოდ არ ისმის პარტერის მეხუთე რიგს იქით და რომელ კარგ მომღერლობაზეა საუბარი არ მესმის. და თუ რჩება თეატრის წამყვანი მაღალი სოპრანოს რანგში, უფრო სწორედ ტოვებენ ასეთად - ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ხელმძღვანელობა არა პროფესიონალიზმს, არამედ ნაცნობობას, ახლობლობას და ვინ იცის კიდევ რას ანიჭებს უპირატესობას. მახარაძეს რაც შეეხება, მართლაც უკან უკან მიდის მისი შემოქმედება. აი კიდევ რა არ მესმის, ხელაიას ჟერმონობის და საერთოდ ვერდისეული ბარიტონობის ამბავი... არ მისცა ამ ადამიანს ღმერთმა სამაგისო ხმა და ან თავს ან მაყურებელს რათ ტანჯავს უბრალოდ ვერ ვხვდები..

boli.gif

Posted by: bemby 15 Apr 2009, 20:26
Chkalovi
QUOTE
არც ერთი შემადგენლობა არ იყო გადასარევი, მაგრამ მაჩიტიძე-დარაშვილის წყვილს კიდევ შემიძლია ვაპატიო რაღაც-რაღაცები ახალგაზრდობის და გამოუცდელობის კვალობაზე და რაც შეეხება ჩაჩუას, ქალი უბრალოდ არ ისმის პარტერის მეხუთე რიგს იქით და რომელ კარგ მომღერლობაზეა საუბარი არ მესმის. და თუ რჩება თეატრის წამყვანი მაღალი სოპრანოს რანგში, უფრო სწორედ ტოვებენ ასეთად - ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ხელმძღვანელობა არა პროფესიონალიზმს, არამედ ნაცნობობას, ახლობლობას და ვინ იცის კიდევ რას ანიჭებს უპირატესობას. მახარაძეს რაც შეეხება, მართლაც უკან უკან მიდის მისი შემოქმედება. აი კიდევ რა არ მესმის, ხელაიას ჟერმონობის და საერთოდ ვერდისეული ბარიტონობის ამბავი... არ მისცა ამ ადამიანს ღმერთმა სამაგისო ხმა და ან თავს ან მაყურებელს რათ ტანჯავს უბრალოდ ვერ ვხვდები..

მეც მაგას არ ვღაღადებ .....

Posted by: palindromi-x 15 Apr 2009, 20:32
Chkalovi
bemby
JOKONDA
გამოსავალი არის? თუ მოჯადოვებული წრეა ეგ თეატრი?!

Posted by: Chkalovi 15 Apr 2009, 20:44
თეორიული გამოსავალი - მუსიკოსების დაყენება პროფესიონალური დონის და შესაძლებლობის მიხედვით და არა ისევ ახლობლურ-ნათესაური-კლანური მიკუთვნებით. მაგრამ ეს ხომ არ მოხდება.. იგივე ჩაჩუა ასეთი ტრიუმფის მერე ისევ ავანგარდში დარჩება დარწმუნებული ვარ, ნორმალური ხელმძღვანელობა კიდევ სხვა ზომებს მიიღებდა იმის მაგიერ, რომ ახალი პარტიებით დატვირთო და ოპერაში მოსული მაყურებელის სმენა ფეხქვეშს გათელო. აქედან გამომდინარე ერთადერთი ქმედითი ვარიანტი ახალი ხელმძღვანელობის მოსვლა და სასურველია მიუკერძოებელი ან სულაც საზღვარგარეთიდან მოწვეული ნეიტრალური პიროვნება. მაგრამ ვის სცალია საცოდავი ოპერისთვის - სპეკტაკლები მიდის? მიდის.. ახალი ოპერები იდგმება? რა თქმა უნდა - მერე რა რომ საკონცერტო შესრულებით. მთავარია გეგმა სრულდება..

Posted by: palindromi-x 15 Apr 2009, 22:05
Chkalovi
საქართველოში სამწუხაროდ არასოდეს მოიშლება დეიდაშვილ-მამიდაშვილობანა და "ეს ჩვენი ბიჭია და ჩვენი ძმაა"-ს ძახილი. ასეტი ტრადიციების ქვეყანაა და საერთოდ , რაც არ უნდა თავი გამოიდოთ და ილაპარაკოთ, რომ 21-ე საუკუნეა და ცვლილებებიაო, ვიტყვი, რომ ჩვენთან უმთავრესია ტრადიციები, ამის სემდეგ წეს-ჩვეულებები და ამის შემდეგ ნათესაობა და ნათლია-მირონობა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საქმეს უშლის ხელს, ესაა ძირი ყოველგვარი დამუხრუჭების დასაწყისისა და უკან სვლისა, არაპროფესიონალების გაფეტიშებისა და უნათესაო- უგვარტომო ადამიანების ნიჭის ფეხქვეშ გათელვისა და არა მარტო ნიჭის, არამედ თავად ამ ადამიანების. ცუდია, მაგრამ ამას ვერც საზღვარგარეთელის ჩამოყვანა უშველის, რომელსაც ისევ და ისევ ვისაც დაუყენებენ იმასთან იმუშავებს და სანამ ის გაერკვევა აქ არსებულ სიტუაციაში სეცვლიან მას სხვა ადამიანით...

Posted by: tiger-onix 16 Apr 2009, 23:20
Chkalovi
QUOTE
ერთადერთი ქმედითი ვარიანტი ახალი ხელმძღვანელობის მოსვლა და სასურველია მიუკერძოებელი ან სულაც საზღვარგარეთიდან მოწვეული ნეიტრალური პიროვნება.

აბა რას ამბობ? 5000 ლარს ეხუმრები თვეში ხელფასად? ვინ დატოვებს მასეთ თანამდენონას ნებით, პირიქით, დაიპუტავენ და კონებად დააწყობენ! biggrin.gif

Posted by: junka 22 Apr 2009, 23:58
გამარჯობათ! მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ყველას, ვინც კონსერვატორიის საოპერო სტუდიას ახსენებს.
70-80-იან წლებში, კარგად მახსოვს, საოპერო სტუდიაში არაჩვეულებრივი სპექტაკლები იდგმებოდა. იქნებ გახსოვთ კიდეც ვინმეს, მაგ.: ,,ტრავიატა'', სადაც არაჩვეულებრივი იყო ცაცა ნამორაძე, ან თუნდაც -,,ფაუსტი'', სადაც ასევე ძალიან კარგი იყო ტარიელ ჭიჭინაძე. იქ ასევე მინახავს: ,,იოლანტა'', ,,ევგენი ონეგინი'', ,,ალეკო'', ,,სევილიელი დალაქი'', ,,სიყვარულის ნექტარი'', ,,ფიგაროს ქორწინება'', ,,დაისი'' და ა.შ.
აი ასეთი რეპერტუარი ჰქონდა საოპერო სტუდიას, რომელიც ახლა უკვე, როგორც მე ვიცი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს... არადა, თეატრს, კვალიფიციური კადრები, სწორედ, საოპერო სტუდიის წყალობით მიეწოდებოდა და შედეგიც სახეზე იყო. ახლა კი... ნამდვილად არ მიკვირს ასეთი დონე ჩვენს თეატრში.
ნუთუ კონსერვატორიაში არავის ადარდებს ეს საკითხი?!
ან საოპერო სტუდია რატომ აღარ არსებობს? ძალიან მაინტერესებს. გასაოცარია, პირდაპირ!

Posted by: tiger-onix 23 Apr 2009, 00:18
junka
QUOTE
ან საოპერო სტუდია რატომ აღარ არსებობს? ძალიან მაინტერესებს. გასაოცარია, პირდაპირ!

მარჯვე ხელები და არავითარი საოცრება! ამ კითხვებით მიმართეთ კონსერვატორიის რექტორს!

Posted by: JOKONDA 23 Apr 2009, 15:43
junka
QUOTE
ან საოპერო სტუდია რატომ აღარ არსებობს

არსებობს!!!! მაგრამ არ ან ვერ ქმნის მაღალი დონის სპექტაკლებს.ამას ბევრი მიზეზი აქვს.

Posted by: bemby 24 Apr 2009, 09:48
tiger-onix
QUOTE
მარჯვე ხელები და არავითარი საოცრება! ამ კითხვებით მიმართეთ კონსერვატორიის რექტორს!

ეგ რექტორი მოსახსნელია.

Posted by: fergusonscottie 24 Apr 2009, 12:48
tiger-onix
QUOTE
მარჯვე ხელები და არავითარი საოცრება! ამ კითხვებით მიმართეთ კონსერვატორიის რექტორს!

JOKONDA
QUOTE
არსებობს!!!! მაგრამ არ ან ვერ ქმნის მაღალი დონის სპექტაკლებს.ამას ბევრი მიზეზი აქვს.



როცა ქვეყნის მთავარი საოპერო თეატრი ვერ ქმნის ვერაფერს მიუხედავად ბიუჯეტისა, უბიუჯეტო სტუდიისგან ნურაფერს ელოდებით! ჩემი აზრით საერთოდ მცდარი წამონაქმია ეს საოპერო სტუდია, ანუ, რასაც უნდა ემსახურებოდეს, იმას მაინც ვერ აკეთებს.

Posted by: bemby 24 Apr 2009, 12:57
fergusonscottie
QUOTE
როცა ქვეყნის მთავარი საოპერო თეატრი ვერ ქმნის ვერაფერს მიუხედავად ბიუჯეტისა, უბიუჯეტო სტუდიისგან ნურაფერს ელოდებით! ჩემი აზრით საერთოდ მცდარი წამონაქმია ეს საოპერო სტუდია, ანუ, რასაც უნდა ემსახურებოდეს, იმას მაინც ვერ აკეთებს.


ოპერას ბიუჯეტი არ გააჩნია,ყველაფერი ბალეტს მიაქვს,ეს ყველასთვის ცნობილია.რაც შეეხება საოპერო სტუდიას იგი იყო და იქნება ყოველთვის,შენ ეს მოგწონს თუ არა.ზუსტად იმას აკეთებს რაც უნდა გააკეთოს.ცუდად თუ კარგად,ამდენი არაკეთილმოსურნისა და ხელისშემშლელის (დოიჯაშვილის თამადობით) მიუხედავად იგი აყვავდება.
არა,შენ მართლა მოგზავნილი ხარ, რა.... lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: JOKONDA 24 Apr 2009, 13:10
fergusonscottie
bemby
აქაც ჯაჭვის პრინციპია.არც ართი რგოლი არ უნდა ამოვარდეს საერთო ბმულისგან.მარტო ფინანსებიც რომ არაა მთავარი,ამასაც მივხვდით.

Posted by: palindromi-x 24 Apr 2009, 13:34
bemby
QUOTE
არაკეთილმოსურნისა და ხელისშემშლელის (დოიჯაშვილის თამადობით)

დოიჯაშვილთან რა პრეტენზიები გაქვთ? ამ ქალბატონმა მართლაც ბევრი რამ გააკეთა კონსერვატორიისთვის კარგი და ერთი ხელის მოსმით ნუ დავუკნინებთ ღვაწლს! თუნდაც ის, რომ საოპერო სტუდია აღადგინა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოიზიდა სპონსორები და დაუთმო საკმაო დრო და ყურადღება, რათა საოპერო სტუდია აღორძინებულიყო, მაგრამ დოიჯაშვილი ყველაფერს ვერ გაწვდება - ვერ იქნება საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი და ვერ შეცვლის ტაკიძეს, რადგან სხვაც ბევრი საქმე აქვს საკეთებელი. ამიტომ თვითონ სტუდიის შიგნით უნდა არსებობდეს ისეთი ატმოსფერო და ალღო, რომ სხვაგვარად (ახლებურად) წარმართონ ამ სტუდიის მუშაობა, იზრუნონ დონეზე და წარმოაჩინონ ნამდვილად ნიჭიერი ახალგაზრდები და არაერთხელ მიწერია ჩემს პოსტებში და გავიმეორებ -თუ პარტიების განაწილება მოხდება უდაოდ ნიჭიერ ახალგაზრდებზე და არ იქნება გათვალისწინებული წამყვანი პედაგოგების "ავტორიტეტები", "ჩოქვები" და "მუხლებზე ვარდნები" ტაკიძესთან მათი მოსწავლეების და ამით საკუთარი კლასის წარმოჩინება-აფიშირება-გავარსკვლავებისათვის - ეგ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
PS. ვიცი, რომ კონსერვატორიის ხელმძღვანელები და პედაგოგები დაკვებული არიან , მაგრამ ნუთუ ამ ფორუმზე ერთი მაინც არ შემოვიდა , არ წაიკითხა ფორუმის ეს თემები და არ იზიარებს საზოგადოების აზრს? იქნებ ჩაფიქრდნენ?

Posted by: fergusonscottie 24 Apr 2009, 16:15
საოპერო სტუდიის ისტორიიდან:

შარშან ქართველმა ორგანისტმა ეთერ მგალობლიშვილმა გახსნა ორღანის კარი და კლავიატურაზე ბანანის ქერქი აღმოაჩინა.

Posted by: palindromi-x 24 Apr 2009, 16:45
fergusonscottie
შენ მემატიანე ხარ?

Posted by: JOKONDA 24 Apr 2009, 18:24
fergusonscottie
კარგიც დაწერეთ! მარტო ცუდი გამახსოვრდებათ .

Posted by: palindromi-x 24 Apr 2009, 19:54
QUOTE
კარგიც დაწერეთ

JOKONDA
მხოლოდ კარგი აი ამ თემაში "ქართველი საოპერო მომღერლები" biggrin.gif

Posted by: tiger-onix 24 Apr 2009, 21:07
fergusonscottie
QUOTE
ჩემი აზრით საერთოდ მცდარი წამონაქმია ეს საოპერო სტუდია, ანუ, რასაც უნდა ემსახურებოდეს, იმას მაინც ვერ აკეთებს.

მოიცა ფიცხელ, მასე არ არის რა... მომღერალს სცენა უნდა. უსცენოდ კაპიკია მისი ფასი. საოპერო სტუდიას თვისი პატარა და შეუფასებელი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ვოკალისტების მომღერლებად ჩამოყალიბებაში. ისედაც ბევრი ღმერთს არ უქნია და საოპეროს გარეშე ხომ საერთოდ... ყველას აქვს საოპერო საფუძვლიანად გავლილი, მიუხედავად იმისა, მოგწონს შენ კონკრეტული მომღერალი თუ არა. და ჯობია მას კითხო, ვის აზრსაც შენ აფასებ!
* * *
fergusonscottie
QUOTE
შარშან ქართველმა ორგანისტმა ეთერ მგალობლიშვილმა გახსნა ორღანის კარი და კლავიატურაზე ბანანის ქერქი აღმოაჩინა.

იქნებ ვინმე ორღანისტმა დატოვა ბანანის ქერქი, მაგაზე არ გიფიქრია? wink.gif

Posted by: JOKONDA 24 Apr 2009, 22:14
fergusonscottie
შენ თვითონ ხომ არ დაგიცდა თითი ბანანის ქერქზე? idea.gif
* * *
fergusonscottie
შენ თვითონ ხომ არ დაგიცდა თითი ბანანის ქერქზე? idea.gif

Posted by: Charles IX 25 Apr 2009, 00:25
6 მაისს დიდი კონცერტია დაგეგმილი თეატრში.
იტალიელი ბარიტონი ამბროჯიო მაესტრი ჩამოდის...






Posted by: tiger-onix 25 Apr 2009, 00:29
Charles IX
QUOTE
6 მაისს დიდი კონცერტია დაგეგმილი თეატრში.
იტალიელი ბარიტონი ამბროჯიო მაესტრი ჩამოდის...

უფ, რას გაიხარებენ ჩვენი ბარიტონები? გასკდებიან "ტენორია, ტენორია"-ს ძახილით(ყველა არა რათქმაუნდა)! biggrin.gif

Posted by: Charles IX 25 Apr 2009, 00:51
tiger-onix
QUOTE
გასკდებიან "ტენორია, ტენორია"-ს ძახილით

აუფ, მაგხელა ტენორი???
ზომებით მე მგონი სამ ტენორს ჩაიტევს... biggrin.gif

Posted by: tiger-onix 25 Apr 2009, 00:55
Charles IX
QUOTE
აუფ, მაგხელა ტენორი???
ზომებით მე მგონი სამ ტენორს ჩაიტევს...

ნუ ეხლა ეგ სადაო საკითხია. მონაკო ერთიბეწო იყო, მაგრამ რამდენ ბარიტონს ჩაისვამდა ხახაში. biggrin.gif
ისე კი... ვის რა მოელანდება ღამით კაცმა არ იცის! wink.gif არაფერია გამორიცხული! biggrin.gif

Posted by: Charles IX 25 Apr 2009, 00:57
tiger-onix
QUOTE
ნუ ეხლა ეგ სადაო საკითხია. მონაკო ერთიბეწო იყო, მაგრამ რამდენ ბარიტონს ჩაისვამდა ხახაში.

მე მარტო ზომებზე ვამბობ - ფიზიკურ ზომებზე... biggrin.gif
არის ალBათ ეგ კაცი შაკილ ო'ნილის სიმაღლე და ბენდუქიძის სისქე biggrin.gif

Posted by: palindromi-x 25 Apr 2009, 00:59
QUOTE
აუფ, მაგხელა ტენორი???

Charles IX
პავაროტის გაბარიტები ხომ არ დაგავიწყდათ?

Posted by: tiger-onix 25 Apr 2009, 00:59
Charles IX
QUOTE
არის ალBათ ეგ კაცი შაკილ ო'ნილის სიმაღლე და ბენდუქიძის სისქე 

lol.gif lol.gif

Posted by: Charles IX 25 Apr 2009, 01:01
palindromi-x
QUOTE
პავაროტის გაბარიტები ხომ არ დაგავიწყდათ?

არა, არ დამვიწყნია.
კი იყო პავაროტი დიდი (მხოლოდ პირდაპირი გაგებით), მაგრამ მაესტრის ერთი ბარძაყის ხელა თუ იყო არ ვიცი... biggrin.gif


Posted by: fergusonscottie 25 Apr 2009, 04:12
tiger-onix
QUOTE
ოიცა ფიცხელ, მასე არ არის რა... მომღერალს სცენა უნდა. უსცენოდ კაპიკია მისი ფასი. საოპერო სტუდიას თვისი პატარა და შეუფასებელი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ვოკალისტების მომღერლებად ჩამოყალიბებაში. ისედაც ბევრი ღმერთს არ უქნია და საოპეროს გარეშე ხომ საერთოდ... ყველას აქვს საოპერო საფუძვლიანად გავლილი, მიუხედავად იმისა, მოგწონს შენ კონკრეტული მომღერალი თუ არა. და ჯობია მას კითხო, ვის აზრსაც შენ აფასებ!


სრულად გეთანხმები, უბრალოდ ამ მხრივ შეიძლება თვითონ საოპერო თეატრთან თანამშრპომლობა, როცა თეატრი გათავისუფლდება "სააკაშვილისგან"
QUOTE
იქნებ ვინმე ორღანისტმა დატოვა ბანანის ქერქი, მაგაზე არ გიფიქრია?

ზუსტად ვიცი ვინ ჭამდა წინა საღამოს ბანანს smile.gif

Posted by: palindromi-x 26 May 2009, 18:43
ხალხო, მაინტერესებს თქვენგან ვინმე თუ იყო 17-ში "დაისზე" და რა შთაბეჭდილებები გაქვთ?

Posted by: ნინა 26 May 2009, 22:59
Charles IX
QUOTE
მე მარტო ზომებზე ვამბობ - ფიზიკურ ზომებზე...

ძალიან ხშირია ტენორები და ბარიტონები მსუქნები არიან და სიმაღლით არ გამოირჩევიან და ბანები კი ხშირად არიან მაღლები და გამხდრები. გუნდის მომღერლებიც კი smile.gif
ეტყობა მაელებს იოგებიც გრძელი აქვთ და ამიტომ დაბალი ბგერებიც აქვსთ და მაღალ ხმებს პირიქით

თუ რავი, შეილება ფანტაზიებში გადავედი

Posted by: palindromi-x 4 Jun 2009, 21:54
კარგი, დაისზე არ დადიხართ, მაგრამ "დონ ჯოვანიზე" ხომ წახვალთ?!

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 5 Jun 2009, 00:16
QUOTE (palindromi-x @ 4 Jun 2009, 21:54 )
კარგი, დაისზე არ დადიხართ, მაგრამ "დონ ჯოვანიზე" ხომ წახვალთ?!

წავალ...ოღონდ როგორც სხვა ტოპიკში აღვნიშნე,დიაზეპამის მინიმუმ 10მგ დოზის მიღების შემდეგ gigi.gif

Posted by: palindromi-x 5 Jun 2009, 00:34
QUOTE
დიაზეპამის მინიმუმ 10მგ დოზის მიღების შემდეგ

texasuri jleta benzoxerxit
დოზებში ვერ ვერკვევი, მაგრამ გაითვალისწინე, რომ სპექტაკლი საკმაოდ ხანგრძლივია biggrin.gif

და კიდევ, იმედი მაქვს, რომ ტაში და ოვაციები აუცილებლად "გამოგაფხიზლებენ"- ჩვენთან ხომ ყველას და ყველაფერს უკრავენ ტაშს, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვთქვათ პროტესტი , რა თქმა უნდა თუ ცუდია იმ შემთხვევაზე ვამბობ... და იქნებ კარგი ან კარგთან მიახლოებული გამოვიდეს, თორე მერე ზურგსუკან მითქმა-მოთქმები და ფორუმზე ჩატაობები ვეღარაფერს უშველის

Posted by: bemby 5 Jun 2009, 22:12
palindromi-x
QUOTE
და კიდევ, იმედი მაქვს, რომ ტაში და ოვაციები აუცილებლად "გამოგაფხიზლებენ"- ჩვენთან ხომ ყველას და ყველაფერს უკრავენ ტაშს, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვთქვათ პროტესტი , რა თქმა უნდა თუ ცუდია იმ შემთხვევაზე ვამბობ... და იქნებ კარგი ან კარგთან მიახლოებული გამოვიდეს, თორე მერე ზურგსუკან მითქმა-მოთქმები და ფორუმზე ჩატაობები ვეღარაფერს უშველის

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: fergusonscottie 9 Jun 2009, 16:24
დღეს პრემიერაა ოპერაში!

თვითონ დონ ჯოვანი იმღერებს დონ ჯოვანის პარტიას - ნიკა ლაგვილავაში განსხეულებული

smile.gif smile.gif smile.gif



Posted by: chorven:) 9 Jun 2009, 16:49
დონ ჯოვანი - ნიკოლოზ ლაგვილავა
დონა ანა - ირინე რატიანი


საბრალო ნიკა!!!
ყველაფერზე ღლიცინი და ღადაობა გამიგია, მაგრამ მოცარტზეც ?!!!

Posted by: Contralto 10 Jun 2009, 17:22
chorven:)
QUOTE
დონ ჯოვანი - ნიკოლოზ ლაგვილავა
დონა ანა - ირინე რატიანი


ვიყავი... წარმატებით გავძელი ბოლომდე... შევეცადე ძალიან და იმიტომ...

მოკლედ, რა გითხრათ, რით გაგახაროთ...

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საღამოს ყველაზე წარმატებული პარტია სწორედ დონნა ანნა იყო - ანუ, ირინე რატიანი.... ხო, მესმის, რომ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მე, გამორჩეულ ანტირატიანისტს, ყველაზე მეტად სწორედ ის მომეწონა. (თუმცა, ყველაფერი ფარდობითია user.gif )

ლაგვილავა - კარგი იყო, რეჩიტატივებში მხოლოდ... biggrin.gif მეტს არაფერს არ ვიტყვი.

ლეპორელო - ლეგი იმედაშვილი - ნუ, არა უშავდა. ბოლოსკენ ისიც დაიღალა. თუმცა, როდესაც ლეპორელო და დონ ჯიოვანი დაახლოებით ერთნაირ ჟღერადობისა არიან, მე ეს სულ არ მომწონს "დონ ჯოვანიში".

დონნა ელვირა - მაკა ასპანიძე - პირველი არია ისე ცუდად იმღერა, რომ შემეშინდა... მეორე მოქმედებაში გამოსწორდა, მაგრამ საბოლოო დასკვნა მაინც ასეთი მაქვს: არაა ეს ამ ქალის სამღერი პარტია საერთოდ. ან ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს - მოცარტისთვის მეტისმეტად ტლანქი იყო.

ცერლინა - ნინო ჩაჩუა - გინდ ყოფილა, გინდა არა. საშუალოზე საშუალო.

დონ ოტავიო - გია მახარაძე... გამარჯობა შენი biggrin.gif

მაზეტო - ბონდო გოგია - მე მგონი, ასეთი მოუმზადებელი მომღერლის სცენაზე აშვება დიდი შეცდომა იყო. სამარცხვინოდ მღეროდა. კიდევ კარგი, პარტია არც ისე დიდია biggrin.gif

კომანდორი - ტარიელ ჭიჭინაძე - ჯერ ერთი, ისევე, როგორც ძველ დადგმაში, აქაც კულისებიდან მღეროდა იმ გადასარევ სცენას და ძალიან ცუდად ისმოდა... და მეორეც...

ტაში იყო, იცოცხლე - დაინგრა იქაურობა. არა, ტაში დამსახურებული იყო - მოცარტის მუსიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, ამაზე არ ვკამათობ... (კომანდორის სცენის შემდეგ ხდება ეს ყოველივე. ამის მერე ავდექით და გავიძურწეთ იქიდან. თუმცა, თეატრის ფოიეშიც კი ისმოდა ტაში, აღტკინებული "ბრავოს" თანხლებით და ხალხის ნაწილი გარეთ გამოდიოდა... არ ვიცი, ეგონათ, რომ ოპერა დამთავრდა თუ მართლა ადგნენ და ბოლო სცენა მოაკვეცეს? ვინც ბოლომდე იყო, იმან დაწეროს)

რაც შეეხება ორკესტრს - რა გითხრათ, აბა, მე იმდენად ვიყავი კონცენტრირებული მომღერლებზე და ისეთი გულისფანცქალით ვუსმენდი თითოეულ არიას თუ ანსამბლს, რომ ყურადღების მიღმა დამრჩა. ნუ, რაც არ უნდა იყოს, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ოპერაა... თუმცა, უნდა ვთქვა, რომ უვერტიურისგან ბევრად მეტს ველოდი.

მოკლედ, არ ვიცი. მაგრამ მეორე შემადგენლობის მოსასმენად წასვლის სურვილი ნამდვილად არ გამჩენია...

Posted by: chorven:) 10 Jun 2009, 18:05
Contralto
დირიჟორმა რა ქნა?

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 10 Jun 2009, 18:12
დღეს არის მეორე სპექტაკლი ხო? და მესამე 12ში მგონი. მე ბოლოზე წავალ, ორკესრტრი მაინც გავარჯიშდება და დაბალანსდება.
ვიცოდი რომ ასეთი იქნებოდა და და დავზოგე ჩემი აწ უკვე ლაბილურად ქცეული ნერვული სისტემა biggrin.gif


კსტაწი ვინ დირიჟორობდა? მგონი იმდენად ძლიერი ფსიქორტავმა იქნებოდა რომ ის უბრალოდ ამნეზირდა და წაიშალა კონრტალტოს ცნობიერიდან. gigi.gif


ყველგან და ყველაფერში ნახევარფაბრიკატები და არაპროფესიონალების ტრიუმფი. კაკ ნადოიელო boli.gif

Posted by: chorven:) 10 Jun 2009, 18:29
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
კსტაწი ვინ დირიჟორობდა? მგონი იმდენად ძლიერი ფსიქორტავმა იქნებოდა რომ ის უბრალოდ ამნეზირდა და წაიშალა კონრტალტოს ცნობიერიდან. gigi.gif

გოგი ჭიჭინაძე

Posted by: bemby 10 Jun 2009, 19:51
Contralto
ბოლო ბოლო თქვით ორკესტრმა გაართვა თავი მოცარტს თუ ვერა?ისე მინდა გითხრათ რომ საერთოდ მოცარტი რომ გავიდა ამ ქვეყანაში უკვე კარგია.

Posted by: fergusonscottie 10 Jun 2009, 22:10
Contralto
QUOTE
მაზეტო - ბონდო გოგია - მე მგონი, ასეთი მოუმზადებელი მომღერლის სცენაზე აშვება დიდი შეცდომა იყო. სამარცხვინოდ მღეროდა


გუნდის მომღერალი ყოფილა ეგ smile.gif

Posted by: palindromi-x 10 Jun 2009, 22:12
bemby
QUOTE
საერთოდ მოცარტი რომ გავიდა ამ ქვეყანაში უკვე კარგია.

ამ ქვეყანას მოცარტი უკვირს? მაგრამ გააჩნია როგორი მოცარტი wink.gif
Contralto
QUOTE
ცერლინა - ნინო ჩაჩუა - გინდ ყოფილა, გინდა არა. საშუალოზე საშუალო.

ანუ ძერლინა სპექტაკლში არ იყო?
QUOTE
დონ ოტავიო - გია მახარაძე... გამარჯობა შენი

გაგიმარჯოს , მაგრამ რა შუაშია გია მახარაძე და ეს მისალმება?

Posted by: Contralto 11 Jun 2009, 03:04
palindromi-x
QUOTE
ანუ ძერლინა სპექტაკლში არ იყო?

მღეროდა რაღაცას ნუ... მაღლები მანდ არაა და ტექნიკური სირთულე, ამ მხრივ გაუმართლა... თუმცა, მთავარია საჭირო - სიმღერა. რისგანაც, სამწუხაროდ, საკმაოდ შორსაა.

QUOTE
გაგიმარჯოს , მაგრამ რა შუაშია გია მახარაძე და ეს მისალმება?

ვგულისხმობდი, კომენტარი ზედმეტია-მეთქი biggrin.gif


* * *
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
დღეს არის მეორე სპექტაკლი ხო? და მესამე 12ში მგონი

მეორე სპექტაკლია 12-ში, მესამე სადღაც 21-ში, თუ 22-ში, ზუსტად არ მახსოვს.

12-ში მღერის სხვა შემადგენლობა, 22-ში თითქმის იგივე, რაც პირველ დღეს იყო.

bemby
QUOTE
გაართვა თავი მოცარტს თუ ვერა?

"დონ ჯოვანი" ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს, ბოლომდე მოსმენა გამიჭირდებოდა... და ამიტომ ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას:
QUOTE
საერთოდ მოცარტი რომ გავიდა ამ ქვეყანაში უკვე კარგია.

თუმცა... ხო...

Posted by: bemby 11 Jun 2009, 09:17
palindromi-x
QUOTE
ამ ქვეყანას მოცარტი უკვირს? მაგრამ გააჩნია როგორი მოცარტი

არა,მოცარტი არავის არ უკვირს,მითუმეტეს მე(მოცარტის საფორტეპიანო კონცერტებზე მაბოდებს),მაგრამ რა ვიცი,მოცარტის წელიწადმა ისე ჩაიარა,რომ ოპერის თეატრს არც კი გახსენებია მისი არსებობა rolleyes.gif ამიტომ ვთქვი,რომ ეს კარგია მეთქი,რაც შეეხება ნაკლოვანებებს,თუ არ შეეხე,ვერც დახვეწავ.
ხალხნო,მე ერთი მაგარი იდეა მაქვს,ზუსტად იმისთვის,რომ მსმენელის და შემსრულებლის დონემ აიწიოს.ამას წინათ გავეცანი მთელს მსოფლიოში არსებული საოპერო თეატრების მუშაობის პრინციპს.მოკლედ ესეთ რამეს ვთავაზობ ოპერის თეატრს და მის ფანებს,მსმენელებს,ანუ კეთილისმსურველებს:შევქმნათ მსმენელთა საბჭო,სადაც იქნებიან არამუსიკოსებიც და ჩავატაროთ ხოლმე კონფერენციები,ან რაც გინდათ ის დაარქვით,სადაც ვიმსჯელებთ ღიათ ოპერის შესახებ,გავარჩევთ სპექტაკლებს,პრემიერების წინ გავეცნობით სპექტაკლს და გამოვთქვავთ ჩვენს სურვილებს,ეს რა თქმა უნდა ოპერის ხელმძღვანელობასთან ერთად უნდა მოხდეს.ვეტყვით თუ რა სურს ჩვეულებრივ მსმენელს და ასე შემდეგ,მოკლედ ხომ მიხვდით?რას იტყვით?

Posted by: Charles IX 11 Jun 2009, 10:37
bemby
QUOTE
შევქმნათ მსმენელთა საბჭო,სადაც იქნებიან არამუსიკოსებიც და ჩავატაროთ ხოლმე კონფერენციები,ან რაც გინდათ ის დაარქვით,სადაც ვიმსჯელებთ ღიათ ოპერის შესახებ,გავარჩევთ სპექტაკლებს,პრემიერების წინ გავეცნობით სპექტაკლს და გამოვთქვავთ ჩვენს სურვილებს,ეს რა თქმა უნდა ოპერის ხელმძღვანელობასთან ერთად უნდა მოხდეს.ვეტყვით თუ რა სურს ჩვეულებრივ მსმენელს და ასე შემდეგ,მოკლედ ხომ მიხვდით?რას იტყვით?

საქართველოში?
ეგ საბჭო თუ ობიექტური იქნება, 2 დღეში გაყრიან ყველას (საუკეთესო შემთხვევაში). შეიძლება ყველა მაგრად ცემონ, ჩემს დაიკოზე (ძამიკოზე) რეფერ თქვი, რომ მარია კალასი არ არისო?
და თუ არ იქნება ობიექტური, მაშინ რა საჭიროა?

Posted by: bemby 11 Jun 2009, 11:24
Charles IX
QUOTE
ეგ საბჭო თუ ობიექტური იქნება, 2 დღეში გაყრიან ყველას (საუკეთესო შემთხვევაში). შეიძლება ყველა მაგრად ცემონ, ჩემს დაიკოზე (ძამიკოზე) რეფერ თქვი, რომ მარია კალასი არ არის

:lo
l: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
მე მგონი მაინც უნდა იცადოს ეს ამბავი.ეს ხომ მარტო მომღერლების დონეს არ შეეხება.აქ უნდა განიხილო რეჟისურა,მხატვრობა,დადგმის სტილი,სწორი სელექცია რომლის დროსაც ყველა მომღერალს ცუდია ის თუ კარგი თავისი ადგილი მიეჩინება მისი შესაძლებლობების მიხედვით.არა?მაგარი იქნება არა?

Posted by: palindromi-x 11 Jun 2009, 12:33
bemby
ეჰ.... мечтать не вредно... biggrin.gif

Posted by: Contralto 11 Jun 2009, 14:00
palindromi-x
QUOTE
ეჰ.... мечтать не вредно

ნო ი ნე პოლეზნო biggrin.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 11 Jun 2009, 17:12
მეჩტაწ კაკ-რაზ ვრედნო დოროგიე მოი boli.gif რაზოჩაროვანიი პოტომ ბივაიეტ ბოლშე fig.gif ნუთუ ვერ ხვდებით,რომ არაფერი არც ერთ დონეზე და ეტაპზე არ გვეშველება? და რომ არც უნდა გვეშველოს?

Posted by: Charles IX 11 Jun 2009, 17:22
bemby
QUOTE
მე მგონი მაინც უნდა იცადოს ეს ამბავი

ცადეთ ბატონო, მაგრამ მე გაგაფრთხილეთ... http://smiles.33b.ru/smile.135146.html

Posted by: bemby 11 Jun 2009, 17:25
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
და რომ არც უნდა გვეშველოს?

ძალიან გთხოვ ამიხსენი ეს სიტყვები რას ნიშნავს,მაგ სიტყვებს უკვე პოლიტიკასთან მივყავართ.ველოდები დაწვრილებით პასუხს. sa.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 11 Jun 2009, 17:38
QUOTE (bemby @ 11 Jun 2009, 17:25 )
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
და რომ არც უნდა გვეშველოს?

ძალიან გთხოვ ამიხსენი ეს სიტყვები რას ნიშნავს,მაგ სიტყვებს უკვე პოლიტიკასთან მივყავართ.ველოდები დაწვრილებით პასუხს. sa.gif

ეს სიტყვები ონტოლოგიურ პლანში განიხილე. პოლიტიკასაც ეხება,ხელოვნებასაც,სულიერებასაც,კულრტურასაც,მენტალიტეტსაც და საერთოდ ყველაფერს.
დაწვრილებითი პასუხი არ იქნება. მეზარება და არც ტოპიკია შესაბამისი fig.gif boli.gif


R.S. და საერთოდ რა სტილია ეს ყველაზე უწყინარი დიალოგების პოლიტიზირების მცდელობა? მეორე ჩემნაირად აპოლიტიკური თ ვინმე დააბიჯებს დედამიწაზე,არ მგონია givi.gif

Posted by: bemby 11 Jun 2009, 18:29
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
და საერთოდ რა სტილია ეს ყველაზე უწყინარი დიალოგების პოლიტიზირების მცდელობა? მეორე ჩემნაირად აპოლიტიკური თ ვინმე დააბიჯებს დედამიწაზე,არ მგონია

მე პოლიტიკას არასდროს შევხებივარ,ეს შენთვითონ გამოიწვიე შენი სიტყვებით და ეგ 5 სიტყვა გაცილებით უფრო პოლიტიკური იყო ვიდრე ჩემი შეკითხვა,ამას ყველა მიხვდება.

Posted by: palindromi-x 11 Jun 2009, 21:10
Contralto
QUOTE
ნო ი ნე პოლეზნო

გლავნოე ბესპლატნო wink.gif
QUOTE
ნუთუ ვერ ხვდებით,რომ არაფერი არც ერთ დონეზე და ეტაპზე არ გვეშველება?

texasuri jleta benzoxerxit
ვხვდები, სამწუხაროდ alk.gif
bemby
QUOTE
მე პოლიტიკას არასდროს შევხებივარ

სიტყვას პოლიტიკა ზოგადი დატვირთვაც აქვს givi.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 11 Jun 2009, 23:42
bemby
მოვიცელე
du.gif gigi.gif

Posted by: bemby 12 Jun 2009, 00:01
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
მოვიცელე
 

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Charles IX 12 Jun 2009, 15:13
ოფტოპიკებს და ჩეთს დავანებოთ თავი!!!

Posted by: tiger-onix 13 Jun 2009, 01:12
მეორე შემადგენლობა როგორი იყო დონ-ჯოვანიში?

Posted by: Chkalovi 14 Jun 2009, 14:57
დონ ჯიოვანნიში ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო ფისოების გონკები სცენის ერთი კუთხიდან მეორეში
განსაკუთრებით დონნა ანნას არიის დროს, როცა უკვე ცოტაც და ჩამეძინებოდა
ისე საერთოდ პირველი მოქმედების შემდეგ ვუშველე თავს
მოცარტისგან მანდ მხოლოდ მოცარტის ბაბთიანი კიკინა თუ დარჩა
ორკესტრი ისე გრუხუნებდა-თითქოს აღლუმზე იყო, მომღერლები კიდევ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ-ვინ უფრო მეტად გაჟღერდებოდა.

Posted by: tiger-onix 14 Jun 2009, 15:02
Chkalovi
QUOTE
მომღერლები კიდევ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ-ვინ უფრო მეტად გაჟღერდებოდა.

მერე ვინ გაიმარჯვა? wink.gif

Posted by: Chkalovi 14 Jun 2009, 15:05
tiger-onix
QUOTE
მერე ვინ გაიმარჯვა?

ხმით მაკამ გადაუხურა ყველას ასპანიძემ wink.gif biggrin.gif
ანსამბლებში ისმოდა მხოლოდ მაკა და ორკესტრი
მოცარტისეული ბგერის კულტურა აქ საერთოდ რა გასახსენებელია

Posted by: tiger-onix 14 Jun 2009, 15:08
Chkalovi
QUOTE
მოცარტისეული ბგერის კულტურა აქ საერთოდ რა გასახსენებელია

სხვა კომპოზიტორები ხომ რას ამბობ... lol.gif

Posted by: Chkalovi 14 Jun 2009, 15:11
QUOTE
სხვა კომპოზიტორები ხომ რას ამბობ...

იმიტომაც არაფერს არ ვამბობ biggrin.gif უბრალოდ მოცარტთან ეს ნამეტანი ყურშისაცემია biggrin.gif

Posted by: dio_skuri 14 Jun 2009, 19:52
დონ ჯოვანის პრემიერას თუ მოუსმინეთ?
მოცარტი და კატები lol.gif
ავტორს ვითხოვდით, მაგრამ . . . გარდაიცვალაო გვითხრეს lol.gif

Posted by: palindromi-x 14 Jun 2009, 20:18
Chkalovi
QUOTE
ორკესტრი ისე გრუხუნებდა-თითქოს აღლუმზე იყო, მომღერლები კიდევ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ-ვინ უფრო მეტად გაჟღერდებოდა

დოღი და მარულა იყო თუ სპექტაკლი? biggrin.gif

Posted by: unknown lady 14 Jun 2009, 20:36
QUOTE
ორკესტრი ისე გრუხუნებდა-თითქოს აღლუმზე იყო, მომღერლები კიდევ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ-ვინ უფრო მეტად გაჟღერდებოდა



sad.gif მართლა?

მე არ ვყოფილვარ...

ძალიან სამწუხაროა. ხანდახან ძალიან გამოიდებს ხოლმე თავს ეს ჩვენი ორკესტრი, ლეგრანის კონცერტი თითქმის ჩაშალეს, კიდე მახსოვს საოცარი შესრულებები (უსუფთაც დაჟე )

ხო რა ვიცი

Posted by: dio_skuri 14 Jun 2009, 20:41
კატამ გაირბინა ნაზად, დარბაზი აშრიალდა მომღერლები ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ხალხმა დროულად მოთოკა თავი. თემურ წიკლაურიც იკო

Posted by: Chkalovi 15 Jun 2009, 19:19
QUOTE
დოღი და მარულა იყო თუ სპექტაკლი?

აკი დავწერე აღლუმი მეთქი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: palindromi-x 15 Jun 2009, 21:26
Chkalovi
QUOTE
აკი დავწერე აღლუმი მეთქი

ა, პარადი ყოფილა! მაგრამ რისი? givi.gif

Posted by: Chkalovi 16 Jun 2009, 10:02
palindromi-x
QUOTE
ა, პარადი ყოფილა! მაგრამ რისი?

მოცარტის ხელმეორედ დასაფლავების biggrin.gif

Posted by: palindromi-x 16 Jun 2009, 13:27
Chkalovi
QUOTE
მოცარტის ხელმეორედ დასაფლავების

ეჰ, ნეტა ხელმეორედ იყოს - დღეში რამდენჯერ ასაფლავებენ და ატრიალებენ საფლავში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ვაი-მუსიკოსები...

Posted by: ნინა 20 Jun 2009, 15:38
palindromi-x
QUOTE
ეჰ, ნეტა ხელმეორედ იყოს - დღეში რამდენჯერ ასაფლავებენ და ატრიალებენ საფლავში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ვაი-მუსიკოსები...

მოცარტს ალბათ ნაკლებად, უფრო თავიანთ თავებს...

Posted by: palindromi-x 3 Jul 2009, 16:57
ახალ სეზონზე რა ოპერების მოსმენას ისურვებდით თეატრში? იგეგმება თუ არა რაიმე ახლის დადგმა? იცის ვინმემ?

Posted by: Charles IX 3 Jul 2009, 17:15
palindromi-x
QUOTE
ახალ სეზონზე რა ოპერების მოსმენას ისურვებდით თეატრში? იგეგმება თუ არა რაიმე ახლის დადგმა?

როგორც მახსოვს, ვერდის "ბედისწერა" (La forza del destino - ალბათ ასეთი თარგმანი უფრო სწორია) უნდა დაიდგას...
თუმცა, შეიძლება ვცდებოდე...

ისე, რაც მეტი ოპერა დაიდგმება ვერდის, მით უკეთესი.
აბა ვაგნერს ჩვენთან ვერც ორკესტრი გაქაჩამს, ვერც დირიჟორები და სოლისტებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ...

Posted by: palindromi-x 3 Jul 2009, 17:27
Charles IX
ძალიან კარგია ვერდი, უდაოდ, მაგრამ მე პირადად ვისურვებდი ჰენდელის რომელიმე ოპერას, ასევე მე-20 საუკუნის საოპერო შედევრებს მოვისმენდი დიდი სიამოვნებით (ერთ-ერთ მათგანს მაინც), რა თქმა უნდა დადგმულს თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად.


Posted by: marilis 3 Jul 2009, 18:20
Charles IX
QUOTE
როგორც მახსოვს, ვერდის "ბედისწერა" (La forza del destino - ალბათ ასეთი თარგმანი უფრო სწორია)

თუ მაინცდამაინც, "ბედისწერის ძალაა" სწორი.
ონეგინს აღარ დგამენ?
მახარაძე -ლენსკის და რატიანის ტატიანას ჩემმა მტერმა უსმინა, მაგრამ მაინც fig.gif

Posted by: fergusonscottie 3 Jul 2009, 18:57
marilis
QUOTE
ონეგინს აღარ დგამენ? მახარაძე -ლენსკის და რატიანის ტატიანას ჩემმა მტერმა უსმინა, მაგრამ მაინც


ონეგინს უსმინა მტერმა, ამათ კი არა

Posted by: marilis 3 Jul 2009, 20:04
fergusonscottie
QUOTE
ონეგინს უსმინა მტერმა, ამათ კი არა

ქეთო და კოტე ჯობია, კი yes.gif givi.gif

Posted by: palindromi-x 3 Jul 2009, 20:12
მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა" როგორც ვიცი საოპერო სტუდიის ერთ-ერთი ხიტია და ოპერაში არ დადგამენ ნეტა? თუმცა ალბათ ღამის დედოფლის პრობლემა კი შეიქმნება, პამინას კიდევ მოძებნიან, ტამინოსაც არა აქვს მანდ გრანდიოზული პარტია, თუმცა ტექნიკურად გამართული ტენორი ნამდვილად სჭირდება. საერთოდ ძალიან კარგი ოპერაა ალბათ უნდა იყოს თეატრის რეპერტუარში.

http://www.youtube.com/watch?v=DvuKxL4LOqc&feature=related

დამრაუს ჩემი აღიარება არ უნდა - ისედაც აღიარებულია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გასაგიჟებელი შესრულებაა!!!! up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: djbachi 3 Jul 2009, 20:22
QUOTE (marilis @ 3 Jul 2009, 20:04 )
fergusonscottie
QUOTE
ონეგინს უსმინა მტერმა, ამათ კი არა

ქეთო და კოტე ჯობია, კი yes.gif givi.gif

დაისი ხო ჯობია.
თუ არა?
.








palindromi-x

მაგ ოპერაზე ვგიჟდები.ძაან ლამაზია. smile.gif

Posted by: marilis 3 Jul 2009, 20:27
djbachi
QUOTE
დაისი ხო ჯობია. თუ არა?

ხო, აბა, სად მაროს "შუქურ ვარსკვლავო" და სად ტატიანას წერილის სცენა! givi.gif

Posted by: djbachi 3 Jul 2009, 20:40
QUOTE (marilis @ 3 Jul 2009, 20:27 )
djbachi
QUOTE
დაისი ხო ჯობია. თუ არა?

ხო, აბა, სად მაროს "შუქურ ვარსკვლავო" და სად ტატიანას წერილის სცენა! givi.gif

givi.gif ................... war.gif



რომელია იტალიური ოპერებიდან შენი საყვარელი?

Posted by: marilis 3 Jul 2009, 20:43
djbachi
QUOTE
რომელია იტალიური ოპერებიდან შენი საყვარელი?

დონ კარლოსი
biggrin.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 Jul 2009, 03:32
QUOTE (palindromi-x @ 3 Jul 2009, 20:12 )
მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა" როგორც ვიცი საოპერო სტუდიის ერთ-ერთი ხიტია და ოპერაში არ დადგამენ ნეტა? თუმცა ალბათ ღამის დედოფლის პრობლემა კი შეიქმნება, პამინას კიდევ მოძებნიან, ტამინოსაც არა აქვს მანდ გრანდიოზული პარტია, თუმცა ტექნიკურად გამართული ტენორი ნამდვილად სჭირდება. საერთოდ ძალიან კარგი ოპერაა ალბათ უნდა იყოს თეატრის რეპერტუარში.

http://www.youtube.com/watch?v=DvuKxL4LOqc&feature=related

დამრაუს ჩემი აღიარება არ უნდა - ისედაც აღიარებულია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გასაგიჟებელი შესრულებაა!!!! up.gif up.gif up.gif up.gif

მაბოდებს დიანას არა მარტო ვოკალურ შესაძლებლობებზე, არამედ მის სამსახიობო ნიჭზეც. იშვიათი სინთეზია.

ჯობია არ დადგან ჯადოსნური ფლეიტა. კოშმარი გამოვა.

Posted by: fergusonscottie 4 Jul 2009, 04:07
marilis
QUOTE
ქეთო და კოტე ჯობია, კი


ქეთო და კოტეს რაც ჯობია, ყველაფერი თუ დადგა ჩვენმა თეატრმა, მშივრები დავრჩებით

Posted by: palindromi-x 4 Jul 2009, 11:49
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
აბოდებს დიანას არა მარტო ვოკალურ შესაძლებლობებზე, არამედ მის სამსახიობო ნიჭზეც

yes.gif yes.gif up.gif up.gif up.gif up.gif
QUOTE
ჯობია არ დადგან ჯადოსნური ფლეიტა. კოშმარი გამოვა.

თუ ღირსეული ღამის დედოფალი არ იქნება - გეთანხმები

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 Jul 2009, 14:04
palindromi-x
ღამის კოშმარი იქნება,ღამის დედოფალი კი არა du.gif fig.gif biggrin.gif "წყალს რომ უნდა მოუყვე" და "გაატანო" ისეთი კოშმარი.

ძალიან მინდა სამსონი და დალილა დაიდგას სენ-სანსის


boli.gif

Posted by: fergusonscottie 4 Jul 2009, 14:12
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
ღამის კოშმარი იქნება,ღამის დედოფალი კი არა


ამაზე უარესი???



http://www.youtube.com/watch?v=6h4f77T-LoM


http://www.youtube.com/watch?v=xdLyL2_mFaA&feature=related

Posted by: palindromi-x 4 Jul 2009, 16:26
fergusonscottie
QUOTE
Florence Jenkins

სად აღმოაჩინე???????????????????????????????????????????????????????? bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif weep.gif weep.gif wow.gif

QUOTE
Florence Jenkins 2006


პაროდიაა ვერ გავიგე თუ რაა???? იქნებ ამიხსნათ?!!!!!!!!!!!!!!!!!! pop.gif

Posted by: Contralto 4 Jul 2009, 16:57
"ჯადოსნურ ფლეიტას" არც კი უნდა მიეკარონ, მხოლოდ ღამის დედოფლის არყოლა არ ჩააგდებს მაგ ოპერას ჩვენთან - დადგმა ჩააგდებს პირველ რიგში, თორემ საშუალო დონის ღამის დედოფლის ორად-ორ არიას როგორმე აიტანდა კაცი. წარმომიდგენია, რომ დადგან,რ ა საშინელებას გააკეთებენ (კოსტიუმი-დეკორაცია- რეჟ. გადაწყვეტა) ეს იქნება სოფლის კლუბი. ან კიდევ უარესი.

თანაც, ვითომ ხომ არ არის რთული პარტიები, დედოფლის გარდა, მაგრამ ყველას ძალიან გამოცდილი და დახვეწილი მომღერლები ჭირდება, არა ისეთები, რაღაც მაღალ ნოტს გაუკრვევლად რომ მიაყვირებენ არიის ბოლოს, არამედ ისეთები, რომლებმაც მართლა იციან სიმღერა.

მტერმა უსმინა ცუდ პაპაგენოს, მაგალითად.

მსახიობები, არტისტიზმი ჭირდება ასევე დიდი დოზებით... რაც სამწუხაროდ, ჩვენს თეატრში ჯერ-ჯერობით არავისთვის შემიმჩნევია... ეს ხომ ზინგშპილია, ბოლოს და ბოლოს..

მოკლედ, ჩემი რჩევა: თავი დაანებეთ "ფლეიტას" biggrin.gif დადგით ვერდი. ისევ შეჩვეული ჭირი ჯობია biggrin.gif

Posted by: palindromi-x 4 Jul 2009, 17:03
QUOTE
ორად-ორ არიას

Contralto
ორად-ორი არიაა მაგ ოპერის ღერძი
QUOTE
თავი დაანებეთ "ფლეიტას"დადგით ვერდი

თუნდაც შენი რჩევა გაითვალისწინონ, რა ვერდის ოპერებს არ ჭირდება შესრულება? თუ თქვენ გგონიათ ზინგშპილი რახანაა, მხოლოდ ცეკვა-ხტუნვა ითვლება შესრულებად? ვერდისეული ოპერების გირების დრამატული სახეების გახსნას იქნებ მეტი არტისტიზმი და დახვეწილობა სჭირდებოდეს? ამაზე არ გიფიქრიათ?

Posted by: Charles IX 4 Jul 2009, 17:06
ეს ბავშვი ნახეთ რას მღერის

Posted by: Contralto 4 Jul 2009, 17:09
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
ძალიან მინდა სამსონი და დალილა დაიდგას სენ-სანსის

საკონცერტო შესრულება იყო ერთხელ "სამსონ და დალილასი" - გია ონიანი სამსონს მღეროდა, ელენა პუტილოვა - დალილას.
რა გითხრა აბა... უბრალოდ, ამ ოპერაში რამდენიმე არია და გუნდი ისე მიყვარს, რომ ძალიან ვისიამოვნე თუნდაც იმ შესაძლებლობით, რომ ეს ყველაფერი ცოცხლად მომესმინა, მაგრამ ეს მხოლოდ ამ ოპერისადმი ჩემი სიყვარულით აიხსნება. მაინც მიხაროდა biggrin.gif

ცივი გონებით გაანალიზებული შესრულება კიდევ... არ იყო ძალიან ცუდი, პრინციპში, იმაზე უარესად არ მღეროდნენ/უკრავდნენ, რასაც ვერდის უშვრებიან.

ჰოდა, ახლა გამახსენდა, რომ მაშინ ჩემი დიქტაფონით ჩავწერე ნაწყვეტები მაგ შესრულების, საშინელი ხარისხია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გაინტერესებთ, აგერაა და ნახეთ:

http://www.link.ge/file/266427/4--Love-duet--Dalila-and-Samson.wav.html
* * *
palindromi-x
QUOTE
ორად-ორი არიაა მაგ ოპერის ღერძი

რატომ მიხსნი? ვიცი biggrin.gif მაგრამ სხვა ყველაფერი რომ ჰქონდეთ, ყველა მომღერალი ნორმალური იყოს, დადგმა ვარგოდეს, დედოფლად მაინცდამაინც დამრაუ თუ არ გვეყოლება, აიტანდა კაცი-მეთქი, მაგას ვამბობ smile.gif

QUOTE
თუნდაც შენი რჩევა გაითვალისწინონ, რა ვერდის ოპერებს არ ჭირდება შესრულება? თუ თქვენ გგონიათ ზინგშპილი რახანაა, მხოლოდ ცეკვა-ხტუნვა ითვლება შესრულებად? ვერდისეული ოპერების გირების დრამატული სახეების გახსნას იქნებ მეტი არტისტიზმი და დახვეწილობა სჭირდებოდეს? ამაზე არ გიფიქრიათ?

აი, ისევ... თითქოს ვერ მიხვდი, რაც ვიგულისხმე smile.gif ვერდის კი არა, დოლიძეს ჭირდება ნორმალური შესრულება biggrin.gif ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენს უკლებლივ.
მე იმას ვამბობ, რომ მაღალი ნოტებით და ფორსირებით აქ იოლას ვერ გავლენ, როგორც ვერდის შემთხვევაში გადიან (მეტი მაგათ რა ვუთხარი, მაგრამ მაინც biggrin.gif). შენ წარმოგიგდენია, როგორი აუტანელი მოსასმენი იქნება "ფლეიტა" უკულტურო მომღერლების შესრულებით, რომლებმაც სიმღერა არ იციან? smile.gif
მე კი არ გიმტკიცებ, რომ ვერდის შემთხვევაში არაა საჭირო სიმღერის ცოდნა (რა სისულელეა) მაგრამ მოცარტს ეს უბრალოდ დაანგრევს, როგორც "დონ ჯიოვანი" დაინგრა და დაიშალა აბსოლუტურად. უბრალოდ, მოსაწყენი იყო ჯდომა და ბოლომდე მოსმენა. ამის თქმა მინდა მხოლოდ და მხოლოდ.

Posted by: palindromi-x 4 Jul 2009, 17:24
QUOTE
მაღალი ნოტებით და ფორსირებით აქ იოლას ვერ გავლენ,

Contralto
ესენი თუ ფორსირებით ასე ჩუმად მღერიან, რომ არ იფორსირონ, ალბათ სამარისებური სიმშვიდე იქნება biggrin.gif

ჩემის აზრით, ეს იმდენად აკადემიური ხელოვნებაა, რომ არა აქვს აზრი, რა მიმდინარეობა და რომელი კომპოზიტორია – ყველა მოითხოვს აკადემიურ შესრულებას და ხარისხს. ოდნავი ფარსიც კი ყურს აღიზიანებს, თუნდაც თვალს (არტისტიზმის თვალსაზრისით)

Posted by: JOKONDA 4 Jul 2009, 19:21
palindromi-x
Contralto
texasuri jleta benzoxerxit
არტისტი უნდა ჩამოაყალიბოს კონსერვატორიამ კარგი ტექნიკური შესაძლებლობების მომღერლებიდან,რომლებსაც იმ დონეზე შეეძლებად თავის მონაცემებით ფლობა,რომ შეძლონ სხვადასხვა მიმდინარეობის და სტილის შეგრძნება-შესრულება.
* * *
"Отталкиваясь от того, что в древние времена искусство было синкретическим, Вагнер полагает, что именно в греческой трагедии, драме наличествовал идеальный гармоничный союз (звучащего) слова, (телесного) жеста, и музыки (прежде всего, выпеваемой). В ходе неестественного развития цивилизации, искусства разъединились и, как считает Вагнер, особенно во время торжества торгашествующего капитализма, увлеклись эгоистическим утверждением своего "я", легкомысленной "вольтижировкой", забыв об истинном своем предназначении (формировать "артистическую человечность").

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 Jul 2009, 20:58
fergusonscottie
biggrin.gif დაახლოებით მსგავსი რამ მოისმინა ჩემმა სმენის ანალიზატორმა საოპერო სტუდიის მიერ დადგმული ფლეიტის სმენისას.
Charles IX
biggrin.gif
ეს ბიჭუნაც ვარსკვლავებს შეთამაშებია.

ისე, მინდა აღვნიშნო,რომ დონ ჯოვანის ბოლო შესრულებაზე ვიყავი და ისეთი რეგისტრის კოშმარს ველოდი, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ეს იყო საშუალო შესრულება!!!! ხალხნო, გესმით? საშუალო!!!ეს უკვე დიდი წარმატებაა boli.gif

თუმცა დონნა ანა და დონნა ელვირა down1.gif ძალიან და მაზეტო მგონი ელემენტარულად "რეპავდა ".... givi.gif მაინტერესბდა მაკა ასპანიძის მოსმენა დონა ელვირას როლში, ბოლო სპექტაკლზე სხვა მღეროდა.

და გამაგებინეთ რა სტილია ეს გამუდმებით კუპიურების კეთება ყველა ნაწარმოებში? ოპერებიდან დაწყებული, ვნებები და მესებით დამთავრებული???ჩტო-ზა პროიზვოლ. რემიქსი გაუშვან ბარემ. vik.gif

დღემდე ვერ გადამიჭრია დილემა ამ ფსიქოთერაპევტ კაცს, უნდა ვიყო თუ არა პერფექციონისტი? ყველა სფეროში... პოტომუ,ჩტო ეტო მნე ტოლკო მეშაიეტ ჟიწ. fig.gif boli.gif biggrin.gif

Posted by: palindromi-x 4 Jul 2009, 21:24
QUOTE
დაახლოებით მსგავსი რამ მოისმინა ჩემმა სმენის ანალიზატორმა საოპერო სტუდიის მიერ დადგმული ფლეიტის სმენისას.

texasuri jleta benzoxerxit
როდის იყო ეს? მე ასეთი "სიმღერა" , თამამად შემიძლია ვთქვა, არასოდეს მომისმენია - ა რ ა ს ო დ ე ს !!! გაოგნებული დავრჩი fergusonscottie-ს მიერ დადებული ლინკების მოსმენისას და სიმართლე გითხრათ, ვერც კი გავიგე ნამდვილია თუ პაროდია სიმღერაზე?? იქნებ სულაც მონტაჟი?!
QUOTE
და გამაგებინეთ რა სტილია ეს გამუდმებით კუპიურების კეთება ყველა ნაწარმოებში

კუპიურები აჩქარებენ კვანძის გახსნას! wink.gif wow.gif

Posted by: tiger-onix 10 Jul 2009, 14:57

Posted by: palindromi-x 25 Jul 2009, 16:15
ეთანხმებით თუ არა თანამედროვე კლასიკური მუსიკის თეორეტიკოსების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ოპერა, როგორც ჟანრი გარდაიცვალა და ის, რაც გვაქვს დღეს საოპერო თეატრებში არ არის ოპერა ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. ის, რომ ოპერა მკვდარია არაა რთული დასამტკიცებელი, რადგანაც ფაქტია რომ ამ ჟანრის ნაწარმოებები აღარ იწერება და თუ ადრე ხალხი დადიოდა თეატრში , ისინი უსმენდნენ თავიანთი თანამედროვეების ნაწარმოებებს და იყვნენ "კურსში", თუ რა ხდებოდა, ვინ როგორ ვითარდებოდა და ა.შ. დღეს კი ოპერა იქცა შედევრებზე გაკეთებული რეჟისორული სპეკულაციების არეალად. თანამედროვე ალუზიების სიმრავლემ საოპერო სცენებზე ოპერას დააკარგვინა თავისი ჭეშმარიტი არსი - მარადიული ღირებულებების სახით და საოპერო თეატრი აქცია შოუსა და სანახაობრივ არენად, სადაც მდიდარი და "მოდას აყოლილი" ახალგაზრდები ბრწყინვალედ შეძლებენ დროის გატარებას.
აქედან გამომდინარე არსებობს მოსაზრება, რომ ოპერამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ადრინდელი სახე - მოხდეს ნაწარმოების სტილისტიკის, სულის და ტრადიციების შენარჩუნება. თუმცა აქ დგება მენეჯმენტის საკითხი - თუკი ოპერა შეინარჩუნებს წინანდელ სახეს, ეს გამოიწვევს თეატრებში ერთი გარკვეული ფენის - ელიტის (ან მუსიკალური ელიტის) დასწრებას და დანარჩენი ფართო აუდიტორია, რომელიც მოიზიდება სწორედ რომნ ეფექტური თანამედროვე დადგმებით ფეხსაც აღარ შეადგამს ოპერის თეატრში.
თქვენ როგორ უყურებთ ამ პრობლემატიკას და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში?

Posted by: Charles IX 25 Jul 2009, 20:27
palindromi-x
ოპერის თანამედროვე ფორმით დადგმა სულაც არ ნიშნავს, რომ რეჟისორი აუცილებლად მარაზმატიკი უნდა იყოს და, ვთქვათ, აიდას ფინალში დუეტი სექსუალური აქტის სახით დადგას (არადა რამდენ მაყურებელს მიიზიდავდა?!); ან ტრუბადურში დი ლუნა ნავთობმაგნატი იყოს, მანრიკო კი ტერორისტების ლიდერი.
კლასიკური ნაწარმოების ახლებური დანახვა ძალიან რთულია და რეჟისორისგან დიდ ნიჭს მოითხოვს. ცხადია, იაფფასიან გადაწყვეტას არ ვგულისხმობ...

Posted by: palindromi-x 25 Jul 2009, 20:32
Charles IX
ახალ ველოსიპედს ვერავინ გამოიგონებს და ძველზე ბუშტების გაკეთება ყველას არ მოწონს. ასე რომ ჯობია ისევ სადა და ანტიკვარული ველოსიპედით ვისეირნოთ, ვიდრე "ვითომ ახლებურით"

Posted by: federeri-prima 29 Jul 2009, 11:43
Charles IX
სად აღმოაჩინე გაფიცებ ეს ბიჭუნა?მაგარია ძალიან
* * *
palindromi-x
გეთანხმები პალინდრომ,რეჟისურა კი არდ ა ვოკალია ჯერ მოსაწესრიგებელი კონსერვში და მერე ვილაპარაკოთ ოპერის გადარჩენაზე და რეჟისურაზე.რა დროს რეჟისურაა ხალხო,კარგი შესრულებით,ვგულისხმობ სიმღერის სტილს,რაზ ჩვენტან ამოღებულია ხმარებიდან,ბოლოს და ბოლოს ტვალს დახუჭავ ,მოისმენ და მიიღებ სიამოვნებას.მთავარია ოპერაში სიმგერა და მერე ყველაპერი დანარჩენი.დამიჯერეტ,ესაა ჯერ მისახედი და მერე პულიზ გამოჩნდება და დარჩენიც...

Posted by: palindromi-x 29 Jul 2009, 19:05
federeri-prima
QUOTE
მთავარია ოპერაში სიმგერა

ხმები ჩვენთან უკვე კარგა ხანია აღარ უნდათ. უხმო მომღერლებს რატომღაც ბელკანტოს ტექნიკის მქონეებად წარმოგვიდგენენ. არადა IMHO რბილად მღერა და მღერა ხმის გარეშე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბუნებრივ მონაცემებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. უხმო მომღერალი პირადად ჩემთვის იგივეა, რაც პიანისტი თითების გარეშე.
რაც შეეხება საინტერესო დადგმებს, მთავარია მოწოდებული იყოს პროფესიულ დონეზე თავად მუსიკა და დანარჩენი უკვე გემოვნების საგანია - ზოგს კლასიკური დადგმები მოსწონს, ზოგს კიდევ მღვდლის ქალიშვილი. მაგრამ მუსიკა უნდა იყოს მაღალ დონეზე! ყველგან და ყოველთვის! aba.gif

Posted by: Charles IX 29 Jul 2009, 22:58
palindromi-x
QUOTE
რაც შეეხება საინტერესო დადგმებს, მთავარია მოწოდებული იყოს პროფესიულ დონეზე თავად მუსიკა და დანარჩენი უკვე გემოვნების საგანია - ზოგს კლასიკური დადგმები მოსწონს, ზოგს კიდევ მღვდლის ქალიშვილი. მაგრამ მუსიკა უნდა იყოს მაღალ დონეზე! ყველგან და ყოველთვის!

მთლიანად გეთანხმები.
მაგრამ, როდესაც შესრულება კარგია, ადამიანს უკვე კარგი დადგმაც უნდება... biggrin.gif

Posted by: palindromi-x 30 Jul 2009, 17:10
Charles IX
QUOTE
მთლიანად გეთანხმები.

რომც არ დამთანხმებოდი, ეს არ მიბიძგებდა იმისკენ, რომ აზრი შემეცვალა boli.gif

Posted by: Charles IX 30 Jul 2009, 17:34
palindromi-x
QUOTE
რომც არ დამთანხმებოდი, ეს არ მიბიძგებდა იმისკენ, რომ აზრი შემეცვალა

მე ხომ ბავშვობიდან იმაზე ვოცნებობ, რომ ვინმეს აზრი შევაცვლევინო... biggrin.gif

Posted by: federeri-prima 31 Jul 2009, 14:15
Charles IX
დათა თუთაშხიაც მაგაზე ოცნებობდა,მაგრად როგორ დაამთავრა ხომ გახსოვთ?

Posted by: marilis 28 Sep 2009, 02:35
როდის იწყებენ რემონტს და სად გადადიან იცით ვინმემ?

Posted by: tiger-onix 28 Sep 2009, 09:27
marilis
QUOTE
როდის იწყებენ რემონტს და სად გადადიან იცით ვინმემ?

მაგას რა მნიშვნელობა აქვს, სულაც რომ სკალაში გადავიდნენ, შეიცვლება რამე თუ?

Posted by: marilis 28 Sep 2009, 19:23
QUOTE
მაგას რა მნიშვნელობა აქვს, სულაც რომ სკალაში გადავიდნენ, შეიცვლება რამე თუ?

არა, უბრალოდ, სახლივით მიყვარს ეგ შენობა და მაინტერესებს, როდის დამიბრუნებენ სახლს! aba.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 29 Sep 2009, 01:47
QUOTE (marilis @ 28 Sep 2009, 19:23 )
QUOTE
მაგას რა მნიშვნელობა აქვს, სულაც რომ სკალაში გადავიდნენ, შეიცვლება რამე თუ?

არა, უბრალოდ, სახლივით მიყვარს ეგ შენობა და მაინტერესებს, როდის დამიბრუნებენ სახლს! aba.gif

ნოემბრიდან მოყოლებული 2-3 წელი არ დაგიბრუნებენ gigi.gif

Posted by: Harmpy_Harmpy 29 Sep 2009, 02:38
QUOTE (texasuri jleta benzoxerxit @ 29 Sep 2009, 01:47 )
QUOTE (marilis @ 28 Sep 2009, 19:23 )
QUOTE
მაგას რა მნიშვნელობა აქვს, სულაც რომ სკალაში გადავიდნენ, შეიცვლება რამე თუ?

არა, უბრალოდ, სახლივით მიყვარს ეგ შენობა და მაინტერესებს, როდის დამიბრუნებენ სახლს! aba.gif

ნოემბრიდან მოყოლებული 2-3 წელი არ დაგიბრუნებენ gigi.gif

ძალიან ცდები გენაცვალე biggrin.gif
ეხლა მაგათ რემონტს ვინ დააცლის biggrin.gif

Posted by: palindromi-x 29 Sep 2009, 11:43
QUOTE
2-3 წელი არ დაგიბრუნებენ

ბარე 4-5-იც!

Posted by: federeri-prima 24 Oct 2009, 02:45
ხო მართლა აზმაი მოხსნეს,რას იტყვით ამის თაობაზე?

Posted by: palindromi-x 25 Oct 2009, 00:30
federeri-prima
QUOTE
ხო მართლა აზმაი მოხსნეს,რას იტყვით ამის თაობაზე?

მართალია თუ ჭორი?

Posted by: QINDZADZA 25 Oct 2009, 21:27
QUOTE (federeri-prima @ 24 Oct 2009, 02:45 )
ხო მართლა აზმაი მოხსნეს,რას იტყვით ამის თაობაზე?

მეც გავიგე და ვინმე ფლობს რაიმე ინფორმაციას?ძალიან საინტერესოა smile.gif

Posted by: fergusonscottie 26 Oct 2009, 15:44
QUOTE
ხო მართლა აზმაი მოხსნეს,რას იტყვით ამის თაობაზე?


ძაან ცუდი, თუ მოხსნეს, მაგაზე უკეთესს ვერ იპოვიან, მაგაზე უარესი კიდე რა უნდა იყოს smile.gif

Posted by: federeri-prima 27 Oct 2009, 01:05
QUOTE
ძაან ცუდი, თუ მოხსნეს, მაგაზე უკეთესს ვერ იპოვიან, მაგაზე უარესი კიდე რა უნდა იყოს

ამის დაწერას საერთოდ არ დაგეწერა არაფერი ჯობდა ოსტროუმოკ kar.gif ups.gif vik.gif

Warning:
კორექტულობა არ გაწყენდა!

Posted by: tiger-onix 27 Oct 2009, 01:10
federeri-prima
QUOTE
ამის დაწერას საერთოდ არ დაგეწერა არაფერი ჯობდა ოსტროუმოკ   

პატივი ეცი სხვის აზრს, თუმდაც ის შენთვის მიუღებელი იყოს! pop.gif gigi.gif gigi.gif
p.s.
სხვათაშორის პრივატში რაღაც მოგწერე და არ მიპასუხე! baby.gif givi.gif

Posted by: dio_skuri 27 Oct 2009, 08:57
tiger-onix
ის კაცი მოცარტის ოპერებიდან არაფერს არ მღეროდა?

Posted by: tiger-onix 27 Oct 2009, 10:11
dio_skuri
QUOTE
ის კაცი მოცარტის ოპერებიდან არაფერს არ მღეროდა?

რომელი კაცი?

Posted by: federeri-prima 27 Oct 2009, 11:03
tiger-onix
სად რა მომწერე ? სად პრივატში,გგონია ვიცი ეგეთები ზმა...

Posted by: Rabbit 27 Oct 2009, 14:52
QUOTE (federeri-prima @ 24 Oct 2009, 02:45 )
ხო მართლა აზმაი მოხსნეს,რას იტყვით ამის თაობაზე?

მაგას ვინ მოხსნის თორე კარგი იქნებოდა ძალიან
მაგას ტაკიძეც კი ჯობია lol.gif

Posted by: Contralto 27 Oct 2009, 14:54
Rabbit
QUOTE
მაგას ტაკიძეც კი ჯობია

ხოო? ძაან მეეჭვება... smile.gif

Posted by: dio-skuri 27 Oct 2009, 16:11
tiger-onix კაცი-- ტენორი ვებ გვერდიდან

Posted by: Rabbit 27 Oct 2009, 16:42
QUOTE (Contralto @ 27 Oct 2009, 14:54 )
Rabbit
QUOTE
მაგას ტაკიძეც კი ჯობია

ხოო? ძაან მეეჭვება... smile.gif

ორივე ერთმანეთზე უარესი არიან sad.gif
war.gif

Posted by: tiger-onix 27 Oct 2009, 20:44
dio-skuri
QUOTE
tiger-onix კაცი-- ტენორი ვებ გვერდიდან

შენღა მაკლდი! lol.gif

Posted by: dio-skuri 27 Oct 2009, 20:52
რატომ? სხვაც გეკითხება? რა გემრიელად იცინი

Posted by: lion32 27 Oct 2009, 23:56
როგორც ორგანიზატორი რა ხელმძღვანელი არ ვარგოდა აზმაი და სწორიც იყო რომ ამ პოსტიდან გაანთავისუფლეს,ხოლო მასზე უკეთესი,როგორც დირიჯორი და მუსიკოსი დღეს ჩვენს სივრცეში ვინმე არ მეგულება და ვფიქრობ,რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს თეატრში როგორც დირიჯორი და აკეთოს ის საქმე რაც ყველაზე კარგად გამოსდის,ესე იგი აკეთოს მისი უდიდებულესობა მუსიკა.

Posted by: Rabbit 28 Oct 2009, 00:47
QUOTE (lion32 @ 27 Oct 2009, 23:56 )
როგორც ორგანიზატორი რა ხელმძღვანელი არ ვარგოდა აზმაი და სწორიც იყო რომ ამ პოსტიდან გაანთავისუფლეს,ხოლო მასზე უკეთესი,როგორც დირიჯორი და მუსიკოსი დღეს ჩვენს სივრცეში ვინმე არ მეგულება და ვფიქრობ,რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს თეატრში როგორც დირიჯორი და აკეთოს ის საქმე რაც ყველაზე კარგად გამოსდის,ესე იგი აკეთოს მისი უდიდებულესობა მუსიკა.

რათქმაუნდა, ნორმალური ვინც იყო ყველა გაყარეს საქართველოდან და spy.gif ვიღა უნდა გეგულებოდეს
ორგანიზატორი კი არა, მგონი დათვმა დააბიჯა მაგას ყურზე ფეხი, ორგანიზატორობას თავი რომ გავანებოთ.
ნეტა ვინ უნდა დანიშნონ ეხლა მაგ პოსტზე? spy.gif

Posted by: palindromi-x 28 Oct 2009, 15:55
QUOTE
ნეტა ვინ უნდა დანიშნონ ეხლა მაგ პოსტზე?

Rabbit
საინტერესოა

Posted by: MaShiko-MuSicology 28 Oct 2009, 18:12
რამდენადაც გავიგე, ოპერას სამხატვრო ხელმძღვანელი არ ეყოლებაო და დირიჟორებსაც და სოლისტებსაც მოიწვევენ ხოლმეო!!!






wow.gif

Posted by: Rabbit 28 Oct 2009, 19:21
QUOTE (MaShiko-MuSicology @ 28 Oct 2009, 18:12 )
რამდენადაც გავიგე, ოპერას სამხატვრო ხელმძღვანელი არ ეყოლებაო და დირიჟორებსაც და სოლისტებსაც მოიწვევენ ხოლმეო!!!






wow.gif

ეგ საიდან გაიგე? spy.gif







spy.gif

Posted by: palindromi-x 28 Oct 2009, 19:31
MaShiko-MuSicology
ეს რომელი ქვეყნის მაგალითია?

Posted by: Rabbit 28 Oct 2009, 19:33
QUOTE (palindromi-x @ 28 Oct 2009, 19:31 )
MaShiko-MuSicology
ეს რომელი ქვეყნის მაგალითია?

ნეტა ვის მოიწვევენ ხოლმე ძალიან მაინტერესებს war.gif

Posted by: QINDZADZA 28 Oct 2009, 23:52
QUOTE (palindromi-x @ 28 Oct 2009, 19:31 )
MaShiko-MuSicology
ეს რომელი ქვეყნის მაგალითია?

ბევრ ქვეყანაშია მასე მე როგორც ვიცი,მაგრამ 1 გამონაკლისით.იქ მუდმივად არსებობს სამხატვრო ხელმძღვანელი.ვინც განსაზღვრავს ტეატრის შემოქმედებით პოლიტიკას.თუნდაც ეხლანდელი დიდი თეატრი ავიღოთ.მტავარი დირიჟორი არ არსებობს,მაგრამ სამხატვრო კი.რა ვიცი პრინციპში რას გაიგებ ამ ქვეყანაში rolleyes.gif

Posted by: tiger-onix 29 Oct 2009, 01:01
Rabbit
QUOTE
ნეტა ვის მოიწვევენ ხოლმე ძალიან მაინტერესებს

მუტი მოყავთ, მუტი!!! არ იცით ჩვენი პრეზიდენტის კუდაბზიკობის ამბავი? მაგრამ რიკარდო თუ ორნელა, მაგდენი კი აღარ ვიცი! lol.gif

Posted by: marilis 29 Oct 2009, 01:12
QUOTE
რამდენადაც გავიგე, ოპერას სამხატვრო ხელმძღვანელი არ ეყოლებაო და დირიჟორებსაც და სოლისტებსაც მოიწვევენ ხოლმეო!!!

ძლივს მივიდნენ საღ აზრამდე!
მაგრამ ორკესტრს რას უპირებენ, ნამეტანი ძვირი დაუჯდებათ biggrin.gif

tiger-onix
QUOTE
მუტი მოყავთ, მუტი!!! არ იცით ჩვენი პრეზიდენტის კუდაბზიკობის ამბავი? მაგრამ რიკარდო თუ ორნელა, მაგდენი კი აღარ ვიცი! lol.gif

კარგი იყოო
lol.gif lol.gif

Posted by: Contralto 29 Oct 2009, 01:13
tiger-onix
biggrin.gif
ორივე ჩამოიყვანონ, შე კაცო biggrin.gif თავისი მუშტარი ორივეს ეყოლება....

Posted by: WAGNER 29 Oct 2009, 01:27

მუტის ჩამოყვანაში ის კი არ დაინახო პრეზიდენტი რა ამბიციურია,არამედ ის დაინახე თუ რა მაგარი იქნება რომ მოუსმენ.



Posted by: Charles IX 29 Oct 2009, 13:45
WAGNER
QUOTE
მუტის ჩამოყვანაში ის კი არ დაინახო პრეზიდენტი რა ამბიციურია,არამედ ის დაინახე თუ რა მაგარი იქნება რომ მოუსმენ.

მარტო მუტის მოვუსმინოთ?
ორკესტრში მუსიკოსები როდესაც არ ვარგიან , მუტი უშველის?!

Posted by: WAGNER 29 Oct 2009, 14:41
QUOTE (Charles IX @ 29 Oct 2009, 13:45 )
WAGNER
QUOTE
მუტის ჩამოყვანაში ის კი არ დაინახო პრეზიდენტი რა ამბიციურია,არამედ ის დაინახე თუ რა მაგარი იქნება რომ მოუსმენ.

მარტო მუტის მოვუსმინოთ?
ორკესტრში მუსიკოსები როდესაც არ ვარგიან , მუტი უშველის?!

შენი აზრით მუტი ეგეთ მუსიკოსებთან ერთად დაუკრავს?!


როგორც პრეტოს კონცერტზე იყო,ალბათ ეგრე იქნება.


ჩამოიყვანს.

Posted by: marilis 29 Oct 2009, 17:14
WAGNER
QUOTE
შენი აზრით მუტი ეგეთ მუსიკოსებთან ერთად დაუკრავს?!

როგორც პრეტოს კონცერტზე იყო,ალბათ ეგრე იქნება.

ჩამოიყვანს.


ნეტარ არიან მორწმუნენი lol.gif
თუ საქართველოში ჩემოსვლას დათანხმდა, ფონოგრამაზე არ აიქნევს ხელებს, რო?!
ფული ხომ იცი, ჯოჯოხეთს ანათებს givi.gif

Posted by: tiger-onix 30 Oct 2009, 03:07
WAGNER
QUOTE
მუტის ჩამოყვანაში ის კი არ დაინახო პრეზიდენტი რა ამბიციურია,არამედ ის დაინახე თუ რა მაგარი იქნება რომ მოუსმენ.

ეუფ, დამმოძღვრა! pop.gif lol.gif კუდაბზიკობასა და ამბიციურობას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? keh.gif
marilis
QUOTE
თუ საქართველოში ჩემოსვლას დათანხმდა, ფონოგრამაზე არ აიქნევს ხელებს, რო?!

მაგისთვის მუტი რად გინდა? აგერ არ არის მემანიშვილი? თანაც უფრო იაფიც დაუჯდებათ. gigi.gif
პ.ს.
ისე მე ორნელაზე ვარ თანახმა, ოღონდ დაიქნიოს(გაიქნიოს) და გინდ ფონოგრამაზე, გინდ ცოცხალზე! lol.gif
პ.პ.ს
მგონი ცოტა კი დაბერდა ხო იცი? boli.gif

Posted by: djbachi 30 Oct 2009, 10:12
QUOTE (tiger-onix @ 30 Oct 2009, 03:07 )
WAGNER
QUOTE
მუტის ჩამოყვანაში ის კი არ დაინახო პრეზიდენტი რა ამბიციურია,არამედ ის დაინახე თუ რა მაგარი იქნება რომ მოუსმენ.

ეუფ, დამმოძღვრა! pop.gif lol.gif კუდაბზიკობასა და ამბიციურობას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? keh.gif
marilis
QUOTE
თუ საქართველოში ჩემოსვლას დათანხმდა, ფონოგრამაზე არ აიქნევს ხელებს, რო?!

მაგისთვის მუტი რად გინდა? აგერ არ არის მემანიშვილი? თანაც უფრო იაფიც დაუჯდებათ. gigi.gif
პ.ს.
ისე მე ორნელაზე ვარ თანახმა, ოღონდ დაიქნიოს(გაიქნიოს) და გინდ ფონოგრამაზე, გინდ ცოცხალზე! lol.gif
პ.პ.ს
მგონი ცოტა კი დაბერდა ხო იცი? boli.gif

რადიაკლური განსხვავება მათ შორის არც არის.


სხვადასხვა ქარგით მოქსოვილი ერთიდაიგივე აზრია.

კუდაბზიკობა სამანიშვილის დედინაცვალში წაიკითხე ხო?

მერე რა აზრია აქვს გატარებული იმას აარ დაუკვირდი?

smile.gif ჩაუკვირდი smile.gif

...................


ორლანდო მუტი რათ გინდა შენ მაინც არ დაგიწვება ლოგინში .არც მე.

უკანალის ქნევის ყურებას 21 საუკუნის უპოპულარესი დირიჟორის მოსმენა მირჩევნია.

Posted by: marilis 30 Oct 2009, 10:55
djbachi
QUOTE
ორლანდო მუტი რათ გინდა შენ მაინც არ დაგიწვება ლოგინში .არც მე.

ორლანდო არა, ორნელაო, ორნელა lol.gif lol.gif lol.gif

ისე, რაღა დროს ორნელას ლოგინია cry.gif

Posted by: djbachi 30 Oct 2009, 13:14
QUOTE (marilis @ 30 Oct 2009, 10:55 )
djbachi
QUOTE
ორლანდო მუტი რათ გინდა შენ მაინც არ დაგიწვება ლოგინში .არც მე.

ორლანდო არა, ორნელაო, ორნელა lol.gif lol.gif lol.gif

ისე, რაღა დროს ორნელას ლოგინია cry.gif

ახლა მაგის სახელი თუ არვიცი ბევრი დამიკარგავს yes.gif

Posted by: marilis 30 Oct 2009, 13:21
djbachi
QUOTE
ახლა მაგის სახელი თუ არვიცი ბევრი დამიკარგავს yes.gif


ხო, მეც ასე მგონია
უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ქალის და კაცის სახელები გერევა ერთმანეთში,
თუმცა, ეგეც არაა პრობლემა smile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 1 Nov 2009, 20:07
QUOTE
ეგ საიდან გაიგე? spy.gif


ერთ-ერთმა სოლისტმა მითხრა.

QUOTE
QUOTE (palindromi-x @ 28 Oct 2009, 19:31 ) MaShiko-MuSicology ეს რომელი ქვეყნის მაგალითია?

ნეტა ვის მოიწვევენ ხოლმე ძალიან მაინტერესებს war.gif



რამდენადაც მივხვდი, ისევ იმ დათხოვნილ დირიჟორებს და სოლისტებს, განსხვავება ისაა, რომ შტატში არ იქნებიან და მთელი წლის მანძილზე არ მიიღებესნ ხელფასებს.

marilis

QUOTE
ძლივს მივიდნენ საღ აზრამდე!


რა ვიცი,ვითომ საღი აზრია ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე დატოვება? მაშინ ვინ გადაწყვეტს იმას, რასაც აქამდე სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტდა?
ნუ, ახლა, რას და როგორ წყვეტდა ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მაინც.

Posted by: QINDZADZA 14 Nov 2009, 22:35
ბოლო ბოლო ვინმემ იცის რამე რა ხდება ოპერის თეატრში ამჟამად?

Posted by: eliseevich 24 Feb 2010, 13:16
ერთი, რა მაინტერესებს იცით, ამდენი მუსიკალური მეტრი პოსტავთ აქ და პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებათ, ოპერის თეატრის სცენაზე ხინკლის ჭამაში, მარშუტკების გადათრევაში და აგურების თავზე მტვრევაში რომ იმართება შეჯიბრი (ე.წ. "ნიჭიერის" პროექტსა ვგულისხმობ) ? ? ?

მე მგონი, რომ ოპერის თეატრის დირექცია მეტის ყურადღებით უნდა მოეკიდოს სცენისა და დარბაზის ვინმეზე მიქირავების საკითხს... აგურების მტვრევა გოგრაზე, იცოცხლე "კარგი" რამაა, მაგრამ ფასეულობების ამდაგვარი ნიველირებაც არა ღირს ჩემის ფიქრით !

Posted by: palindromi-x 24 Feb 2010, 18:49
eliseevich
გარემონტდება და აღარ შეჭამენ ხინკალს! smile.gif

Posted by: Charles IX 24 Feb 2010, 21:59
palindromi-x
QUOTE
გარემონტდება და აღარ შეჭამენ ხინკალს!

რატომ?
მერე ნოვატორული რეჟისურა გაიჩითება და აიდას მე-2 აქტში რადამესი ფარაონს და რამფისს ნაალაფარ ხინკლებს მიართმევს... tongue.gif

Posted by: palindromi-x 24 Feb 2010, 22:35
Charles IX
"აიდა"-ს მონაწილეები მეხინკლეებს ეტყვიან -აიდა (ოპერიდან)! უფრო ასე იქნებაsmile.gif

Posted by: Charles IX 24 Feb 2010, 23:26
palindromi-x
QUOTE
"აიდა"-ს მონაწილეები მეხინკლეებს ეტყვიან -აიდა (ოპერიდან)! უფრო ასე იქნება

კარგი ბატონო, მაშინ ტრუბადურში ლეონორა მოწამლულ ხინკალს შეჭამს ბეჭდიდან შხამის დალევის ნაცვლად...

Posted by: palindromi-x 24 Feb 2010, 23:31
Charles IX
QUOTE
კარგი ბატონო, მაშინ ტრუბადურში ლეონორა მოწამლულ ხინკალს შეჭამს ბეჭდიდან შხამის დალევის ნაცვლად...

თქვენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მეფევ ბატონო, მაგრამ ხომ არ გგონიათ რომ აოფებთ (განმარტება:"გაოფება"- ქმნა ოფტოპიკისა, "ოფტოპიკი"- ქმნა ტოპიკის საწინინააღმდეგო შინაარსის პოსტისა, "ტოპიკი" და "პოსტი" თავად დასერჩეთ, ვისაც გენებოთ, თავადაზნაურნო ფორუმისა (აქ, დარბაზობისა) biggrin.gif

Posted by: Charles IX 25 Feb 2010, 01:32
palindromi-x
QUOTE
ხომ არ გგონიათ რომ აოფებთ

რატომ? სწორედ თბილისის ოპერის თეატრის შესაძლო რეჟისორულ ინოვაციებზე ვსაუბრობ... biggrin.gif

Posted by: Chkalovi 25 Feb 2010, 13:38
QUOTE
კარგი ბატონო, მაშინ ტრუბადურში ლეონორა მოწამლულ ხინკალს შეჭამს ბეჭდიდან შხამის დალევის ნაცვლად...

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
რატომ? სწორედ თბილისის ოპერის თეატრის შესაძლო რეჟისორულ ინოვაციებზე ვსაუბრობ...

სრულიად ვეთანხმები მეფეს biggrin.gif არაა გამორიცხული მსგავსი რამეები

Posted by: Charles IX 25 Feb 2010, 15:08
Chkalovi
QUOTE
არაა გამორიცხული მსგავსი რამეები

ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ... biggrin.gif

Posted by: Chkalovi 25 Feb 2010, 16:09
Charles IX
QUOTE
ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ...

ამინ!
მარა, სადაც ლეონორა მოტოციკლეტზე შემოსკუპული, პუტილოვის ქარხნის მუშას კომბინიზონში გამოწყობილი უსმენს მანრიკოს არიას, იქ არც მოწამლული ხინკლის ჭამაა "გრეხი" biggrin.gif

Posted by: palindromi-x 25 Feb 2010, 20:06
ნოვატორობის წინააღმდეგნი ხართ, ბატონებო?! მაშინ, თუ ასეა, ფორუმულ ურთიერთობებზეც უნდა თქვათ უარი და თქვენი პოსტები (იგივე წერილები) ბოთლებში ჩადოთ და ზღვაში ჩააგდოთ -იქნებ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ბედნიერმა შემთხვევამ ხმელეთზე ამოაგდოს და ვინმემ წაიკითხოს თქვენი ნააზრევი biggrin.gif:DChkalovi
Charles IX

Posted by: lion32 25 Feb 2010, 21:07
ძალიან კარგი,რომ შეგაწუხათ ოპერის პრობლემებმა.ერთი უნდა ნახოთ რა დღეში არიან "ეგრედ წოდებული "ოპერის სოლისტები.საცოდავად კონსერვატორიაში დგანან და სტუდენტებს ელოდბიან,რომ ვინმეს ათი წუთი მორჩეს და სამეცადნოდ შევიდნენ აუდიტორიაში.ამ დროს ალბათ დირექცია თბილად და მშვიდად ზის თავთავიანთ კაბინეტებში და ფულს აკეთებს ეგრედ წოდებული" ნიჭიერით" და ასე შემდეგ .განა რა უჯდება ჩვენს სახელმწიფოს,.რომ სადმე უქირაოს რამდენიმე ოთახი და ასე დამცირებულებმა არ იარონ კარდაკარ? ჩემი აზრით მემგონი დროა რომ, ყველა მელომანმა და ოპერის მოყვარულმა ხმა ამოიგოს,თორემ საერთოდ დავკარგავთ რაცკი შემოგვრჩენია ამ დარგში.მერე ვიღასთვის არემონტებენ ამ ჩვენს თეატრს?!ყველამ კარგად ვიცით რომ მომღერალს აუცილებლად ჭირდემა სისტემატიური მეცადინეობა,რომ ფორმაში იყოს მუდამ.თუ ჩვენი მომღერლები ვინც შემოგვრჩა ,ფორმოდან ამოვარდნენ,ვიღას რასი ჭირდება მერე,ისედას არ ვყვაოდით და ახლა საერთოდ ჩაიძირება ეს ხელოვნება .

Posted by: Chkalovi 25 Feb 2010, 21:41
palindromi-x
პროგრესის წინააღმდეგი არ ვარ მე პირადად, მთლად შუა საუკუნეებში ნუ გადაგვაგდებთ biggrin.gif მტრედებითაც შეიძლება უკვე მიწერ-მოწერა biggrin.gif
ოპერას რაც შეეხება, კლასიციზმის მკაცრი მომხრე კი გახლავარ. არის რაღაც ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. მეფე ბატონი ალბათ დამეთანხმება smile.gif

Posted by: palindromi-x 25 Feb 2010, 22:11
Chkalovi
არ ვიცი მეფე ბატონი რას იზამს, მაგრამ მე გეტყვი, რომ კლასიციზმის და რენესანსის ეპოქა "არქივს ჩაბარდა" - გაიხედე ქუჩებში, ვინმეს თუ შეამჩნევ დახვეული პარიკით იჯდეს კარეტაში და ბაგეზე ტუჩსაცხი ესვას (მამაკაცებზე ვამბობ) ან ქალბატონებს თუ ნახავ ისეთი კაბებით, სადაც სულ მცირე 100 საყვარლის შემალვას მოახერხებს, უფრო მეტიც, საერთოდ კაბაც კი არ აცვით თითქმის და ჯინსებში გამოწყობილები სმარტფონებით შეიარაღებულები არ დაგიჯდება ასეთი აუდიტორია იმ "კლასიკურ"დადგმებზე, რომელიც შენ ასე გწადია -მათ უნდა შესთავაზო დროის ძახილის შესაბამისად დადგმული ოპერები, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავაც დისკოტეკაზე და ღამის კლუბში გადაწყვეტს დროის გატარებას და არ შემოვა ოპერის თეატრში!

Posted by: Charles IX 25 Feb 2010, 23:31
palindromi-x
QUOTE
ნოვატორობის წინააღმდეგნი ხართ, ბატონებო?!

არა, წინააღმდეგი არ ვარ.
უბრალოდ, ამ ნოვატორობაშიც ზომიერებაა საჭირო...
თორემ, ერთერთმა თეატრმა "აიდა" ამნერისის გოდების ფონზე მიმდინარე სექსუალური აქტით დაასრულა...

Posted by: palindromi-x 25 Feb 2010, 23:48
Charles IX
QUOTE
თორემ, ერთერთმა თეატრმა "აიდა" ამნერისის გოდების ფონზე მიმდინარე სექსუალური აქტით დაასრულა...

არ ჯობია ასეთი სცენა ვერდის უკვდავი მუსიკის ფონზე ნახონ ადამიანებმა, ვიდრე პორნო-საიტებზე?biggrin.gif
მე აქ უბრალო მაყურებელზე ვწერ, ვისი მიზიდვაც ხდება ოპერაში ნოვატორული დადგმების მეშვეობით, თორემ ჭეშმარიტი ოპერის მესვეურს სცენური შესრულებაც რომ შესთავაზო, თუ ღირსეული ინქბა ეს შესრულება, ისედაც წავა (და ღირსეულიც რომ არ იყოს -მაინც, საქმის კურსში რომ იყოს თუნდაც იმიტომ) smile.gif

Posted by: djbachi 26 Feb 2010, 01:46
QUOTE (Charles IX @ 25 Feb 2010, 23:31 )
palindromi-x
QUOTE
ნოვატორობის წინააღმდეგნი ხართ, ბატონებო?!

არა, წინააღმდეგი არ ვარ.
უბრალოდ, ამ ნოვატორობაშიც ზომიერებაა საჭირო...
თორემ, ერთერთმა თეატრმა "აიდა" ამნერისის გოდების ფონზე მიმდინარე სექსუალური აქტით დაასრულა...

Sen mag dadgmaze imdens wer.....


unda vnaxo eg aida. biggrin.gif

ise vin da vin imas shveboda?

მე არვიცი დააა...ხო არ გამრყვნის?


user.gif

palindromi-x

მაგას ჯობია აიდა ჩართო.კალასის ტემპები შეიგრძნო. დატკბე სექსუაური აქტით.არ უყურო.

Posted by: Chkalovi 26 Feb 2010, 12:30
palindromi-x
აიდა თუ გავადისკოტეკე შემომივა სმარტფონით შეიარაღებული ახალგაზრდობა? მუსიკას ხომ ვერ გავარემიქსებთ? ოპერა მხოლოდ სანახაობა ხომ არაა, მაგით რომ შემოვიტყუო ჯინსშემოხეული თაობა? მუსიკას გაიგონებს და ან მიეძინება ან კიდევ ჩართავს თავის სმარტფონს და ისე გაატარებს ოპერაში დროს - ალბათ ერთს არ გაიხედავს სცენისკენ, ან თუ გაიხედავს სასაცილოდ არ ეყოფა - ეს რა უქნესო.
ოპერაში იმან უნდა იაროს, ვისაც ესმის ეს ხელოვნება.

Posted by: palindromi-x 26 Feb 2010, 14:51
Chkalovi
ხოდა მილევად რეჟიმშია ეს ჩვენი საყვარელი საოპერო ხელოვნება ვეღარ გაიგეთ?????

Posted by: Chkalovi 26 Feb 2010, 16:43
palindromi-x
და მსგავსი დადგმებით გავავსებთ დარბაზს?
თუკი გავავსებთ - მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი სეირის სანახავად მოვა - ნეტა რა დადგეს ამისთანაო.

ახლა მაყურებელი კი არა - ოპერა აღარ გვაქვს მგონი.
იქნება რამე დადგმები? თუ იქნება საინტერესოა სად

Posted by: Contralto 26 Feb 2010, 21:46
ვინ ჩივის დადგმას, ჩემთვის მთავარი მაინც და ყოველთვის და მუდამ იქნება ხარისხიანი სიმღერა და მერე სხვა ყველაფერ დანარჩენი. აი, ეგრე.

ლეონორამ, თუ უნდა, მოტოციკლეტით ირბინოს და აძუჩენა კოლმეურნე ქალი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს.

Posted by: palindromi-x 26 Feb 2010, 21:49
Contralto
QUOTE
ლეონორამ, თუ უნდა, მოტოციკლეტით ირბინოს და აძუჩენა კოლმეურნე ქალი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს.

არ ვიცი ერთიbiggrin.gif

Posted by: Chkalovi 26 Feb 2010, 22:03
სიმბიოზში უნდა იყოს ყველაფერი biggrin.gif
ნორმალური დადგმაც და ხარისხიანი სიმღერაც
მარა სადაა ან ერთი ან მეორე

Posted by: tiger-onix 23 Apr 2010, 22:16
ოპერის "ტრავიატა" კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე!
ვინ იყავით, გაგვიზიარეთ შთაბაჭდილებები! smile.gif

Posted by: bemby 24 Apr 2010, 00:03
ტრავიატა წავიდა ისე,როგორც არ უნდა წასულიყო...ვერდი დაგვხვდა კარბში ეს რა ხდება ჩემს თავსაოოოო....ვიოლეტა იყო კარგი.

Posted by: Contralto 24 Apr 2010, 01:04
bemby
QUOTE
ვიოლეტა იყო კარგი.

ვინ მღეროდა?

Posted by: marilis 24 Apr 2010, 03:26
Contralto
QUOTE
ვინ მღეროდა?

კარგი თუ იყო, ჩაჩუას გაივლებდი თავში fig.gif biggrin.gif

Posted by: tiger-onix 24 Apr 2010, 10:04
bemby
QUOTE
ვიოლეტა იყო კარგი.

კაი, ეგ მაჩიტიძე, დანარჩენები?

Posted by: palindromi-x 24 Apr 2010, 12:41
bemby
QUOTE
ვიოლეტა იყო კარგი

უხმო ვიოლეტა და კარგი? ეჰ, ხალხს უკვე დაავიწყდა რა არის მართლა კარგი სიმღერა, ასეთი მიდგომა საკითხისადმი საბოლოო ჯამში გამოიწვევს გემოვნების კატასტროფულ დეგრადაციას, არადა დასანანია, ოდესღაც გემოვნებიანი მსმენელი ყავდა ოპერას sad.gif

Posted by: Charles IX 24 Apr 2010, 12:46
palindromi-x
QUOTE
გამოიწვევს გემოვნების კატასტროფულ დეგრადაციას

რატომ მომავალ დროში?

Posted by: palindromi-x 24 Apr 2010, 12:51
Charles IX
QUOTE
რატომ მომავალ დროში?

გემოვნების დეგრადაცია უკვე მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მოხდება კატასტროფა - ახლა თუ შავზე ამბობენ თეთრიაო, ახლო მომავალში იტყვიან შავი ფერი ცისარტყელის მთავარი ფერიაო !!!

Posted by: Contralto 24 Apr 2010, 13:57
marilis
QUOTE
არგი თუ იყო, ჩაჩუას გაივლებდი თავში

შეუძლებელია ჩაჩუა კარგი ვიოლეტა ყოფილიყო smile.gif ბოლოდმე ვერ მიაწევდა ეგ... "ადიო დელ პასსატოზე" მართლა მოკვდებოდა biggrin.gif

მაჩიტიძე არ ვიცი, არ მომისმენია.

თუ არ ვცდები, სადღაც 2 წლის წინ თეონა დვალმა იმღერა სტუდენტურ დადგმაში ვიოლეტა - ნამდვილად მომეწონა. ნეტავ ახლა რას აკეთებს ეს გოგო, სადაა? წესით, უკვე უნდა დაემთავრებინა კონსერვატორია.

Posted by: bemby 24 Apr 2010, 14:24
palindromi-x
QUOTE
რატომ მომავალ დროში?

გემოვნების დეგრადაცია უკვე მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მოხდება კატასტროფა - ახლა თუ შავზე ამბობენ თეთრიაო, ახლო მომავალში იტყვიან შავი ფერი ცისარტყელის მთავარი ფერიაო !!!

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: tiger-onix 24 Apr 2010, 15:14
ვიოლეტას გარადა არავინ ყოფილა სხვა სცენაზე? რამდენადაც მახსოვს ერთი ორი პერონაჟი კიდევ არის ტრავიატაში! gigi.gif

Posted by: marilis 24 Apr 2010, 15:48
Contralto
QUOTE
თუ არ ვცდები, სადღაც 2 წლის წინ თეონა დვალმა იმღერა სტუდენტურ დადგმაში ვიოლეტა - ნამდვილად მომეწონა. ნეტავ ახლა რას აკეთებს ეს გოგო, სადაა? წესით, უკვე უნდა დაემთავრებინა კონსერვატორია.

იტალიურ ტვში მოვკარი თვალი, რაღაც ლაივ შუოზე ჰყავდათ მიწვეული, იქაურ მონაწილესთან ერთად იმღერა,
ამაზრზენად, უნდა ითქვას cry.gif

Posted by: palindromi-x 24 Apr 2010, 21:16
ალბათ საზღვრების გახსნას უნდა დავაბრალოთ, რომ აღარავინ დარჩა ჩვენთან მომღერალი - ერთეულებმა უშველეს თავს და ჩვენი კულტურა ნახეთ რა დღეშია! ადრე მომღერალს მსმენელი (ჭეშმარიტი მსმენელი და არა მაყურებელი) ერთ ყალბ ნოტსაც არ აპატიებდა, ახლა რას ვუკრავთ ტაშს? სადღაა ვოკალი? ალბათ მართლაც ბოლომდე ჩაყვანას ვინც ახერხებს უკვე მოღერლად ითვლება, აფსუს!

Posted by: marilis 24 Apr 2010, 22:10
palindromi-x
QUOTE
ალბათ საზღვრების გახსნას უნდა დავაბრალოთ, რომ აღარავინ დარჩა ჩვენთან მომღერალი - ერთეულებმა უშველეს თავს და ჩვენი კულტურა ნახეთ რა დღეშია! ადრე მომღერალს მსმენელი (ჭეშმარიტი მსმენელი და არა მაყურებელი) ერთ ყალბ ნოტსაც არ აპატიებდა, ახლა რას ვუკრავთ ტაშს? სადღაა ვოკალი? ალბათ მართლაც ბოლომდე ჩაყვანას ვინც ახერხებს უკვე მოღერლად ითვლება, აფსუს!

ამდენი ვაი-ვიშით როგორ არ დაიღალე?!
სულ გაღიზიანებული როგორ ხარ, ბებიაჩემი არაა ძველი დროის მიმართ ასე ნოსტალგიური

Posted by: palindromi-x 24 Apr 2010, 22:23
marilis
დავიღალე ნამდვილად და არა ვაი-ვიშით, არამედ ვაი-ვიშის მოსმენით სიმღერის ნაცვლად

Posted by: Charles IX 25 Apr 2010, 01:08
palindromi-x
QUOTE
დავიღალე ნამდვილად და არა ვაი-ვიშით, არამედ ვაი-ვიშის მოსმენით სიმღერის ნაცვლად

yes.gif

Posted by: bemby 25 Apr 2010, 01:30
tiger-onix
QUOTE
ვიოლეტას გარადა არავინ ყოფილა სხვა სცენაზე? რამდენადაც მახსოვს ერთი ორი პერონაჟი კიდევ არის ტრავიატაში! gigi.gif

კი იყვნენ სხვებიც ,მგონი, biggrin.gif მარა რათ გინდა... ჯობდა არ ყოფილიყვნენ...ნამეტანი ცუდად არის საქმე ... yes.gif

Posted by: Chkalovi 25 Apr 2010, 23:58
ლაგვილავა როგორი იყო?
მაჩიტიძე უბრალოდ ამჯერად ერთად ერთი ვიოლეტა გვყავს, ვინც ასე თუ ისე მი ბემოლს იღებს და ბოლომდე ათავებს პარტიას, თორემ კარგ სიმღერაზე საუბარი, ჩემი აზრით, ზედმეტია.
ვფიქრობ სიმბოლურია რომ ოპერის სპექტაკლები კონსერვატორიაში ტარდება- იმ გაგებით, რომ საოპერო თეატრი საოპერო სტუდიის ფილიალი გახდა სამწუხაროდ.

Posted by: palindromi-x 26 Apr 2010, 00:06
Chkalovi
QUOTE
ვფიქრობ სიმბოლურია რომ ოპერის სპექტაკლები კონსერვატორიაში ტარდება- იმ გაგებით, რომ საოპერო თეატრი საოპერო სტუდიის ფილიალი გახდა სამწუხაროდ.

გეთანხმები მთელი კლავიატურით!!!!!!!!!!!!

Posted by: bemby 26 Apr 2010, 09:37
Chkalovi
QUOTE
ლაგვილავა როგორი იყო?

weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: djbachi 27 Apr 2010, 00:01
QUOTE (Chkalovi @ 25 Apr 2010, 23:58 )
და ბოლომდე ათავებს პარტიას,

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif






Posted by: Chkalovi 28 Apr 2010, 13:58
QUOTE
და ბოლომდე ათავებს პარტიას,

უი ეს რა გამომსვლია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: djbachi 29 Apr 2010, 00:16
QUOTE (Chkalovi @ 28 Apr 2010, 13:58 )
QUOTE
და ბოლომდე ათავებს პარტიას,

უი ეს რა გამომსვლია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კარგად გამოგივიდა gigi.gif .....................

Posted by: tiger-onix 9 May 2010, 11:49
ოპერის "აბესალომ და ეთერი" გასულა საოპერო სტუდიის სცენაზე.
იყავით ვინმე აქაურებიდან? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

Posted by: redore 10 May 2010, 15:27
სავარაუდოდ ცუდი შთაბეჭდილებების გაზიარება უფრო გესიამოვნებათ, გატყობთ smile.gif "საოპერო სტუდის სცენაზე" აბა სხვა რა უნდა ექნათ მისი ფილიალის წარმომადენლებს არა? ისე კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაა ეს პირველ რიგში და არა საოპერო სტუდიის სცენა, ეს ისე ინფორმაციისთვის

Posted by: palindromi-x 10 May 2010, 16:35
QUOTE
redore

QUOTE
ისე კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაა ეს პირველ რიგში და არა საოპერო სტუდიის სცენა

საოპერო სტუდიის სცენა მე-5 სართულზე!

Posted by: tiger-onix 10 May 2010, 17:12
redore
QUOTE
ისე კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაა ეს პირველ რიგში და არა საოპერო სტუდიის სცენა, ეს ისე ინფორმაციისთვის

კი, გამორიცხული არ არის რომ მე ცოტა ძველი კატეგორიებით ვმსჯელობ, ჰკითხეთ ძველ მომღერლებს და გიპასუხებენ რა ქვია(ერქვა) მაგ სცენას და დარბაზს საერთოდ!
QUOTE
სავარაუდოდ ცუდი შთაბეჭდილებების გაზიარება უფრო გესიამოვნებათ,

ჩემი სიამოვნების გამო თუ პოსტავთ აქ, დიდი მადლობა! gigi.gif
QUOTE
გატყობთ

პირველი პოსტის კვალობაზე ცოტა პრეტენზიული ხომ არა ხართ? ჯობდა საქმეზე გელაპარაკათ!
მე საქართველოში არ ვარ და სამწუხაროდ არ მაქვს ბედნიერება თეატრის სპეკტალებს დავესწრო, ამიტომ ვთხოვ ხალხს "კომპეტენტური" აზრი გამოხატონ ამა თუ იმ წარმოდგენაზე!

Posted by: bemby 11 May 2010, 08:36
tiger-onix
QUOTE
ოპერის "აბესალომ და ეთერი" გასულა საოპერო სტუდიის სცენაზე. იყავით ვინმე აქაურებიდან? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

კარგად წავიდა,მშვენივრად.ტრავიატასაც არა უშავდა.აბესალომი ჯობდა.დირიჟორინორმალური იყო.

Posted by: palindromi-x 11 May 2010, 11:35
bemby
QUOTE
კარგად წავიდა,მშვენივრად.ტრავიატასაც არა უშავდა.აბესალომი ჯობდა.დირიჟორინორმალური იყო.

თქვენ რომ გისმინოთ კაცმა -ყველაფერი ჩინებურადააsmile.gif ყველაფერი კარგია და ყველა მაგარი მომღერალი biggrin.gif ოპერის ლობისტი ხართ თუ უბრალოდ ზრდილობიანი მსმენელი ? smile.gif

Posted by: Walkman123 12 May 2010, 18:43
palindromi-x
QUOTE
ჩინებურადაა


ჩინებულადაა გინდოდა გეთქვა smile.gif

Posted by: tiger-onix 12 May 2010, 19:29
Walkman123
QUOTE
ჩინებულადაა გინდოდა გეთქვა 

ქართური, ხარხური ზღაპრები... gigi.gif

Posted by: palindromi-x 12 May 2010, 21:10
Walkman123
რაც მინდოდა ის ვთქვი - ჩინებურად
* * *
ჩინებულობამდე ჯერ დიდი გზაა სავალი biggrin.gif

Posted by: Walkman123 12 May 2010, 21:45
palindromi-x
QUOTE
რაც მინდოდა ის ვთქვი - ჩინებურად


ეგ რას ნიშნავს, ჩვენც გვასწავლე smile.gif

Posted by: palindromi-x 12 May 2010, 21:56
Walkman123
მნოგო ბუდეშ ზნატ სკორო სოსტარიშსა - არ ჯობია ისევ ახალგაზრდა და ... biggrin.gif იყო

Posted by: bemby 12 May 2010, 21:59
რა გინდათ აბა რომ ვთქვათ?,რომ ყველაფერი ცუდადაა?და მერე რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ლაპარაკი ლაპარაკად რჩება და ხმის ამომღები მაინც არავინაა და ამიტომაც დიახაც ყველაფერი ჩინებულადაა. help.gif help.gif help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: palindromi-x 12 May 2010, 22:00
bemby
ვისთვის როგორ
QUOTE
და ამიტომაც დიახაც ყველაფერი ჩინებულადაა


Posted by: Walkman123 12 May 2010, 22:05
palindromi-x
QUOTE
მნოგო ბუდეშ ზნატ სკორო სოსტარიშსა - არ ჯობია ისევ ახალგაზრდა და ...იყო


ვერ მივხვდი sad.gif

Posted by: palindromi-x 12 May 2010, 22:18
Walkman123
QUOTE
ვერ მივხვდი

მოგიკვდი biggrin.gif

Posted by: tiger-onix 12 May 2010, 22:18
bemby
QUOTE
აბესალომი ჯობდა.დირიჟორინორმალური იყო.

ბემბი იქნებ დაგეკონკრეტებინა ვინ რა აკეთა, თორემ ისეთი შთაბაჭდილება იქმენება, თითქოს დირიჟორმა იმღერა აბესალომი და თანაც კარგად! :-D

Posted by: bemby 13 May 2010, 00:53
გამორჩეულად კარგი იყო აბესალომი.ეთერს კარგი ჩართვა ჰქონდა,მაგრამ ორკესტრი ფარავდა ადგილებში.მურმანი გადიოდა და შემოდიოდა,გმირის რა მოგახსენო და კარგი ხმით კი იმღერა.რა გვარია ნეტა ეგ კაცი?დანარჩენებიც გადასარევები იყვნენ.მოკლედ ოპერის თეატრის პულსი,მისუსტებულად,მაგრამ მაინც ფეთქავს.თუ მთლად არ გადაუჭრეს ვენები.

Posted by: palindromi-x 13 May 2010, 13:41
bemby
QUOTE
.ეთერს კარგი ჩართვა ჰქონდა

იმედია მოკლე ჩართვა არა biggrin.gif

QUOTE
დანარჩენებიც გადასარევები იყვნენ

რა ლობისტი ყავს ოპერას თქვენი სახით, ძვირფასო ბემბი, ისე თუ იციან? ალბათ კი smile.gif

Posted by: tiger-onix 13 May 2010, 13:46
bemby
ბემბი ფოკუსნიკი ხარ, რას გვერჩი? ))))))) განა მართლა 2kiss.gif
QUOTE
გამორჩეულად კარგი იყო აბესალომი

სახელი და გვარი! ეხლა არ მითხრა აბესალომ აბიოს ძე-ო! )))))))
QUOTE
ეთერს კარგი ჩართვა ჰქონდა

ეს რას ნიშნავს?
QUOTE
მურმანი გადიოდა და შემოდიოდა

დაბოდიალობდა? ))))))
QUOTE
მაინც ფეთქავს

კაი ხანია მასეა იმხო!
და კიდევ... მარეხი, აბიო... ყველა გვაინტერესებს!

Posted by: Chkalovi 22 May 2010, 12:33
QUOTE
იმედია მოკლე ჩართვა არა

lol.gif lol.gif lol.gif
დავინტერესდი-ვინ იყო ეგეთი ჩართვიანი ეთერი biggrin.gif

Posted by: palindromi-x 22 May 2010, 13:17
Chkalovi
შეიძლება სულაც პირდაპირ ეთერი ჩაირთო

Posted by: tiger-onix 26 May 2010, 14:26
აბა ფორუმის ლომებო ვინ იყავით ოპერის "ჯამბაზებზე" კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორშაბათს?
გამიზიარეთ შთაბაჭდილებები გეთაყვა!
კანიო, ნედა, ტონიო, სილვიო... და ასე შემდეგ!
წინასწარ გიხდით მადლობას! smile.gif

Posted by: alJAZZeera 14 Jun 2010, 11:32
დღეს იხურება სეზონი ბოლო-ბოლო?? ვინმემ ხომ არ იცით? smile.gif

Posted by: tiger-onix 14 Jun 2010, 12:33
alJAZZeera
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით?

არ ვიცით

Posted by: alJAZZeera 14 Jun 2010, 13:34
14 ივნისი, 2010 - 19:00
ზაქარია ფალიაშვილი - დაისი - თბილისის
ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია,
დიდი დარბაზი.
საკონცერტო შესრულება smile.gif


ალბათ სეზონის დახურვაა smile.gif smile.gif

Posted by: operageo 4 Jul 2010, 16:44
არა სეზონი არ დახურულა ჯერ ეხლა მუსკომედიაში იქენბა კიდევ კონცერტები მოკლედ www.opera.ge აი აქ წერია ყველაფერი და ნახეთ ვინც დაინტერესებულები ხართ

Posted by: alJAZZeera 12 Jul 2010, 23:24
აბა ვინ იყო დღეს ტრუბადურზე?? მე ვიყავი, ძალიან ნასიამოვნები წამოვედი.. yes.gif

Posted by: operageo 13 Jul 2010, 17:58
ეს სადისტები ხართ რა ამ სიცხეში რომ სპექტაკლზე დადიხართ ან ორკესტრი ან გუნდი არ გეცოდებათ ? ნუ მოხვალთ და აღარ ჩატარდება ამ სიცხეში სპექტაკლები smile.gif biggrin.gif ეს ხუმრობით

Posted by: alJAZZeera 14 Jul 2010, 14:57
operageo
ხელოვნება მსხვერპლის გარეშე?? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: marilis_ 30 Jul 2010, 11:43
ვისაც მოგისმენიათ, როგორია ის მარჩანო?

Posted by: tixe 1 Aug 2010, 22:13
მე გახლდით "რიგოლეტოზე" და სამწუხაროდ იმედგაცრუებული წამოვედი sad.gif

Posted by: palindromi-x 1 Aug 2010, 22:14
tixe
QUOTE
მე გახლდით "რიგოლეტოზე" და სამწუხაროდ იმედგაცრუებული წამოვედი

კიდე სასწაულების გჯეროდა? biggrin.gif

Posted by: tixe 1 Aug 2010, 22:24
palindromi-x
smile.gif არა უკვე აღარ მჯერა, მაგრამ ასეთ დონესაც არ მოველოდი. უბრალოდ იმდენად კარგი მუსიკაა, რომ ძალიან ძნელია გააფუჭო და ამის ხარჯზე გავიდა ბევრი შემსრულებელი, დირიჟორზე, რომ არაფერი ვთქვათ.... ეჰჰ... sad.gif

Posted by: palindromi-x 1 Aug 2010, 22:48
tixe
ვინ დირიჟორობდა? ვინ მღეროდა?

Posted by: marilis_ 1 Aug 2010, 22:54
tixe
QUOTE
მე გახლდით "რიგოლეტოზე" და სამწუხაროდ იმედგაცრუებული წამოვედი sad.gif

კარგი ჯერ მეც არაფერი მსმენია მაგ კაცზე

Posted by: tixe 3 Aug 2010, 12:40
palindromi-x
ჯანლუკა მარჩიანო დირიჟორობდა, მღეროდნენ გუგუშვილი, გველესიანი, ვაი, ჯილდას შემსრულებლის გვარი დამავიწყდა, მაპატიეთ smile.gif. თუ არ ვცდები ნინო ჩაჩუა იყო.
marilis_
დიახ, მაგრამ საქმე იცით რაშია? მასზე ევროპაშიც არ სმენიათ, არც კარგი და არც ცუდი, უბრალოდ არ იცნობენ და იმიტომ. საყოველთაოდ ცნობილი დირიჟორიო, რომ იძახიან ეგრეც არაა საქმე. ბოსნიაში თუ მიიწვიეს ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, იმ ქვეყნის კულტურულ-მუსიკალური დონე არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება smile.gif

Posted by: junka 23 Sep 2010, 19:23
სალამი.
ამ წუთას შევედი თბილისის ოპერის საიტზე, და აღმოვაჩინე, რომ, ორი და ისიც უცხოელი დირიჟორი, და სამი მეცო-სოპრანო ჰყოლია თეატრს! ვინმემ შეიძლება ამიხსნას რა ხდება?

Posted by: tixe 24 Sep 2010, 00:44
junka
ამას, სამწუხაროდ, ვერც ოპერის თეატრში აგიხსნიან

Posted by: gabarzgaleba 6 Dec 2010, 00:24
"ღვინის კლუბი" თხოვნით მიმართავს რუსთაველის თეატრის, ოპერის თეატრის და სხვ. თეატრების ხელმძღვანელობას, გააჩნია ვინ აიტაცებს ამ იდეას smile.gif როგორც ლა სკალაშია, შემოიღეთ ტრადიციად სეზონის გახსნა და დახურვა რომელიმე კონკრეტული ღვინით აღინიშნოს ხოლმე. დამიჯერეთ, ამით ძალიან დიდ დახმარებას გაუწევთ ქართული კულტურის უდიადეს და უძველეს მონაპოვარს, ღვინოს. თქვენს ხელოვნებას კი მეტ სადღესასწაულო ელფერს შესძენთ. საუკეთესო ღვინოებს ჩვენ შეგირჩევთ, მიუკერძოებელი ენთუზიასტებისგან შემდგარი "ღვინის კლუბი", ვინც არც ერთი კომპანიის ინტერესს არ გამოხატავს. არამედ პროპაგანდას უწევს მარალი ხარისხის ღვინოს და ზრუნავს ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლებაზე.

Posted by: federeri-prima 6 Dec 2010, 11:43
აუ ზალიან კარგი კი არადა მაგარი იდეაა,სულხნა გველესიანს მიაწოდეთ და ბასარი არაა ნებისმიერი ღვინო ავა,ეს ხუმრობით,ისე მართლა ძალიან მაგარი იქნებოდა გხსნა თეთრი ღვინით და დახურვა წითლით ა? alk.gif drug.gif alk.gif givi.gif

Posted by: WAGNERITE 7 Dec 2010, 19:12
gabarzgaleba
QUOTE
"ღვინის კლუბი" თხოვნით მიმართავს რუსთაველის თეატრის, ოპერის თეატრის და სხვ. თეატრების ხელმძღვანელობას, გააჩნია ვინ აიტაცებს ამ იდეას  როგორც ლა სკალაშია, შემოიღეთ ტრადიციად სეზონის გახსნა და დახურვა რომელიმე კონკრეტული ღვინით აღინიშნოს ხოლმე. დამიჯერეთ, ამით ძალიან დიდ დახმარებას გაუწევთ ქართული კულტურის უდიადეს და უძველეს მონაპოვარს, ღვინოს. თქვენს ხელოვნებას კი მეტ სადღესასწაულო ელფერს შესძენთ. საუკეთესო ღვინოებს ჩვენ შეგირჩევთ, მიუკერძოებელი ენთუზიასტებისგან შემდგარი "ღვინის კლუბი", ვინც არც ერთი კომპანიის ინტერესს არ გამოხატავს. არამედ პროპაგანდას უწევს მარალი ხარისხის ღვინოს და ზრუნავს ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლებაზე.

კარგი აზრია. ისე, შენ გაზრდას, მაგ "ღვინის კლუბმა" თხოვნით რომ მიმართოს ქართველ მეღვინეებს, წესიერი ღვინო გამოუშვან, არ შეიძლება? biggrin.gif

თორემ რაღაცა მოგეწონება, მეორედ იყიდი და უკვე ის აღარ არის. sad.gif მსგავსი ფასის მქონე უცხოურ ღვინოებთანაც აშკარად ვაგებთ, არაკონკურენტულია ჩვენი ღვინო.

Posted by: gabarzgaleba 8 Dec 2010, 02:47
WAGNERITE
QUOTE
ისე, შენ გაზრდას, მაგ "ღვინის კლუბმა" თხოვნით რომ მიმართოს ქართველ მეღვინეებს, წესიერი ღვინო გამოუშვან, არ შეიძლება? biggrin.gif

თორემ რაღაცა მოგეწონება, მეორედ იყიდი და უკვე ის აღარ არის. sad.gif მსგავსი ფასის მქონე უცხოურ ღვინოებთანაც აშკარად ვაგებთ, არაკონკურენტულია ჩვენი ღვინო.


აგაშენა ღმერთმა, ჩვენც მაგაზე ვიბრძვით smile.gif ყველგან პრობლემაა, ვენახშიც, მეღვინესტანაც, შენახვის საშინელი პირობებია მაღაზიებში... მოკლედ ეს ყველაფერი + მომხმარებლის გულგრილობა და სახელმწიფოს არასწორი ჩარევები, ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გამოსწორდეს.

თუ რამე დაგჭირდება, მომწერე და გეტყვი რომელი ღვინის ყიდვა ღირს.

Posted by: WAGNERITE 8 Dec 2010, 23:27
gabarzgaleba
QUOTE
თუ რამე დაგჭირდება, მომწერე და გეტყვი რომელი ღვინის ყიდვა ღირს.

მაგას აჯობებს, მოსმენა მოვაწყოთ ხოლმე დეგუსტაციის თანხლებით.

და ღვინო შევარჩიოთ მუსიკის შესაფერისი ან პირიქით. smile.gif

Posted by: federeri-prima 8 Dec 2010, 23:32
მერე გაგვეპარება ნაბახუსევზე ვინმე ბანძი მომღერალი..ეხლა ხომ აკლია ტეატრს უსაქმურები და ამბიციებით გატენილი ხალხი.....მუქთახორები....ინტრიგანები....მერე ნახე ..... lol.gif alk.gif

Posted by: WAGNERITE 8 Dec 2010, 23:35
federeri-prima

არა კაცო, ევროპულად, hors d'œuvre და რამე. biggrin.gif

Posted by: federeri-prima 9 Dec 2010, 10:14
kargi azria suyos vetyvi....daevaseba,magi xo icit evropisken aris rogorc chveni prezidenti isea...

Posted by: gabarzgaleba 10 Dec 2010, 00:11
WAGNERITE
QUOTE
მაგას აჯობებს, მოსმენა მოვაწყოთ ხოლმე დეგუსტაციის თანხლებით.

და ღვინო შევარჩიოთ მუსიკის შესაფერისი ან პირიქით. smile.gif


მშვენიერი იდეაა, მაგ. ვაგნერთან კაი ბერენაუსლეზე წავა smile.gif

Posted by: federeri-prima 10 Dec 2010, 11:30
ქეთო და კოტე სე რა წავა? ქართული თუ ევროპული.....

Posted by: gabarzgaleba 10 Dec 2010, 12:04
federeri-prima
QUOTE
ქეთო და კოტე სე რა წავა? ქართული თუ ევროპული.....


ქეთო და კოტეზე წინანდალი smile.gif

Posted by: federeri-prima 10 Dec 2010, 16:51
დღეს ვინ მოდის ირაკლი ჩოლოყაშვილის კონცერტზე რომელზეც იგი იდირიჟორებს...თითქმის ყველაფერს....ხიტავოი ნომრებს.... lol.gif baby.gif alk.gif

Posted by: marilis_ 11 Dec 2010, 01:35
federeri-prima
QUOTE
დღეს ვინ მოდის ირაკლი ჩოლოყაშვილის კონცერტზე

ივარგებს ვითომ ეგ კაცი დირიჟორად?

Posted by: federeri-prima 13 Dec 2010, 11:58
საკაიფოდ იდირიჟორა რასაც კვია მეგობრებო დამიჯერეთ,მე თითონ მოვუსმინე მართლა

Posted by: palindromi-x 13 Dec 2010, 16:47
federeri-prima
QUOTE
დამიჯერეთ,მე თითონ მოვუსმინე

მაშინ გვჯერა biggrin.gif

Posted by: federeri-prima 14 Dec 2010, 11:44
ჯანლუკა ჯობია თუ ჩოლოყაშვილი biggrin.gif baby.gif lol.gif

Posted by: vix 14 Dec 2010, 13:11
პლაჩიდო დომინგო რო იყო ბათუმში....მასთან ერთად ქართველი ოპერის მომღერალი გოგო რო იყო წითელ კაბაში........სავსე ტანით და ლამაზი სახით.....მაგ გოგოს რა ჰქვია?......................................

Posted by: federeri-prima 14 Dec 2010, 21:35
მანდ ყველა წითელ კაბაში იყო....სავსე ტანით თან....

Posted by: DORABELLA 14 Dec 2010, 23:22
QUOTE
პლაჩიდო დომინგო რო იყო ბათუმში....მასთან ერთად ქართველი ოპერის მომღერალი გოგო რო იყო წითელ კაბაში........სავსე ტანით და ლამაზი სახით.....მაგ გოგოს რა ჰქვია?......................................

მართალია, მე, ტელევიზორში ვნახე დომინგო და მასთან ერთად სხვა მომღერლებიც, თუმცა წითელ კაბაში მგონი არავინ იყო (ყოველ შემთხვევაში, რაც ტელევიზიით გაუშვეს, იმ მონაკვეთში),
თუ მე სწორად მახსოვს და არ გამომრჩა ვინმე, ესენი იყვნენ: ქემოკლიძე ლურჯი კაბით, მაჩაიძე შავით, სურგულაძე თეთრი შავით, ხოლო ჭყონია მგონი რაღაც ღია ფერის კაბაში. წითელი ნამდვილად არ დამინახავს.
შეიძლება გამომრჩა ვინმე? boli.gif

Posted by: marilis_ 15 Dec 2010, 14:08
DORABELLA
QUOTE
შეიძლება გამომრჩა ვინმე? boli.gif 

თამრიკო ჯავახიშვილი არ ყოფილა კონცერტზე?
მე არ მინახავს ჩანაწერი და...
* * *
QUOTE
პლაჩიდო

პლასიდო ჰქვია მაგ კაცს

Posted by: tiger-onix 15 Dec 2010, 14:20
federeri-prima
QUOTE
საკაიფოდ იდირიჟორა

ჩანაწერზე დირიჯორობს, თუ ლაივს? ))))))) თორე, მაგ საქმის პროფი გვყავს აქ, კარაიანზეც მაგრად იქნევს ჯოხს და და მუტიზეც! და საერთოდ, ვის ჩანაწერზეც გინდა, იმაზე დაიქნევს! )))

Posted by: tixe 15 Dec 2010, 20:34
federeri-prima
ჩოლოყაშვილი არ ვიცი მაგრამ ჯანლუკა ვისოლის თუ რაღაც საწვავის რეკლამაშიც, რომ მოუქნელია ეგ ხომ ფაქტია, ტიპს პლასტიკა მინუსებში აქვს, სადირიჟორო პულტტან ცეკვას არავინ სთხოვს, მაგრამ დირიჟორობაც არ გამოსდის smile.gif)) ტოჟე მნე ტალანტ! biggrin.gif
თუმცა მასზე მაინც ამყარებენ დიდ იმედებსო, რა ვიცი რა ვიცი .... იტალიაში მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები და მეგობრები იცნობენ, მაგრამ ქართველების არ იყოს იქაც შურიანი ხალხია და საკუთარ ნიჭიერს გასაქანს არ აძლევდნენ tongue.gif , აქ კი გაშალა ფრთები smile.gif)))))

Posted by: federeri-prima 15 Dec 2010, 23:12
მოიცა მოიცა რა ხდება აქ,ჯანლუკა უნდა ვთქვათ რომ მაგარი კარგი დირიჟორია,მაგაზე კარგებიც არსებობენ და მაგაზე ცუდებიც მაგრად ჩვენთვის მისწრებაა ეგ კაცი..მაგრამ ეგ არ მიშნავს იმას რომ ზაზა უნდა გაეშვათ,ზაზაც მაგარია მართლა ძალიან...

Posted by: G2009G 16 Dec 2010, 01:27
ირაკლი ჩოლოყაშვილი - დირიჟორი??????????

ეჰ, რა გვეშველება - უკვე ამ სფეროშიც კატებს ვაყეფებთ!!!!!

("უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო" - ნათქვამია... smile.gif )

Posted by: marilis_ 16 Dec 2010, 18:06
tixe
QUOTE
შურიანი ხალხია და საკუთარ ნიჭიერს გასაქანს არ აძლევდნენ tongue.gif

ეგრეა, იტყვი სიმართლეს და შურიანი და ბოღმა ხარ biggrin.gif

რაც შეეხება ჩოლოყაშვილს, როგორც მსახიობი და მომღერალი ჩემთვის საშუალოზე დაბალია და თუ დირიჟორად ივარგა,
მე ეს მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ რა ვიცი, რატომღაც დიდ იმედებს ვერ ვამყარებ. არ მწამს გამუსიკოსებულების, მით უფრო გადირიჟორებულების, რა ვქნა, სკეპტიკოსი ვარ.
თუმცა, არ მომისმენია

Posted by: federeri-prima 16 Dec 2010, 20:28
ჰოდა ჯერ მოისმინე რა...გენაცვალე...

Posted by: G2009G 17 Dec 2010, 02:25
QUOTE
ჰოდა ჯერ მოისმინე რა...გენაცვალე...

რო მოვისმინე იმიტომაც ვამბობ... (ჩოლოყაშვილსზე)...

ნამდვილი დირიჟორები ზოგი გარდაიცვალა (ჯ. კახიძე), ზოგიც გავაქციეთ (მაჭავარიანი), ზოგიც გავუშვით სამსახურიდან (აზმაიფარაშვილი) და დავრჩით ასე - ჩოლოყაშვილის ამარა.... ანუ - "უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ"

გავიმეორებ:
QUOTE
არ მწამს გამუსიკოსებულების, მით უფრო გადირიჟორებულების, რა ვქნა



ხოდა, თან რო მოვისმინე და ვუყურე, მითუმეტეს...

Posted by: federeri-prima 17 Dec 2010, 11:35
მისმინე,კარგი,კახიძე გარდაიცვალა,მაჭავარიანი (((((((((((((((((( გავაქციეთ,აზმაი გავათავისუფლეთ და დავრჩით ირაკლის იმედზე ხო????? ხოდა კარგი,სადაა მუქერიას არ თვლი? ჭიჭინაძეს არ მიიჩნევ დირიჟორად,იცი პაპუნა ღვაბერიძე? არაა ცუდი დირიჟორი,არიან კიდე,თუნდაც მალხაძ კობახიძე,ეს ბოლო მართლა არის კარგი დირიჟორი...

Posted by: palindromi-x 17 Dec 2010, 11:55
QUOTE
მალხაძ კობახიძე,ეს ბოლო მართლა არის კარგი დირიჟორი

federeri-prima
და სად მოღვაწეობს?

Posted by: tixe 17 Dec 2010, 13:28
federeri-prima
მარჩიანო რა ადგილშია მისწრება მითხარით რაა, მართლა არ ვიცი. მე მისი წესიერი დირიჟორობა არ მინახავს. საბედნიეროდ ბევრი კარგი უცხოელი დირიჟორი მინახავს აბადოს და ლივაინის ჩათვლით, ეს კარგი მაგალითები მომყავს smile.gif . მარჩიანო მატყუარა და ყალბია, როგორც დირიჟორი, მაპატიეთ თუ უხეშად გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ის ყალბია როგორც ხელოვანი, ზედაპირულ ეფექტებზე და ტაკიმასხარაობაზეა გადასული, მეორე პოსტში რასაც ამბობთ გეთანხმებით ქართველ დირიჟორებზე, თუმცა კობახიძე და ღვაბერიძე არ ვიცი, არ მინახავს და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი smile.gif

Posted by: tiger-onix 17 Dec 2010, 13:53
ბადურ სამადაშვილი რატომ დაივიწყეთ? smile.gif

Posted by: tixe 17 Dec 2010, 15:53
tiger-onix
ბატონი ბადური კამერულ ჟანრში უფრო უკეთესია smile.gif

Posted by: G2009G 17 Dec 2010, 20:18
federeri-prima
QUOTE
ხოდა კარგი,სადაა მუქერიას არ თვლი? ჭიჭინაძეს არ მიიჩნევ დირიჟორად,იცი პაპუნა ღვაბერიძე? არაა ცუდი დირიჟორი,არიან კიდე,თუნდაც მალხაძ კობახიძე,ეს ბოლო მართლა არის კარგი დირიჟორი...

ხოდა მეც მაგას არ ვამბობ, რო არიან...

და ნამდვილად არ არის ვიღაცა მეტიჩარა ნაარტისტალის გადირიჟორება საჭირო...

ჩოლოყაშვილი როგორც მსახიობი ნულია, როგორც მომღერალი - ისერა, გუნდში შეუძლია სხვებთან ერთად სიმღერა, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ ბექ-ვოკალში ქაჩავს... ხოდა ეხლა არა მგონია ამის ნიჭმა დირიჟორობაში იფეთქოს რა...


Posted by: federeri-prima 17 Dec 2010, 21:57
QUOTE
არგი უცხოელი დირიჟორი მინახავს აბადოს და ლივაინის ჩათვლით, ეს კარგი მაგალითები მომყავს

აუ მართლა არ უნდა მოგეყვანა მაგალითად აბადო(აცხონოს მისი სული გმერთმა,ამას ცინათ გარდაიცვალა) და ლივაინი,ლივაინი არა ეხლა ტოსკანინი,მარჩიანოსეა საუბარი ადამიანო,მე უბრალოდ ვიზახი რომ არის რაღაც უტაპი სადაც კონკრეტული ადამინი საჭიროა,ეგრეა საჭირო მარციანო,მე ვთVლი რომ ეგ კარგ საკმეს გააკეთებს,მაგრამ იმასაც ვთვლი რომ ზაზაც კარგი დირიჟორი არის,მაგრამ ზარმაცია.მინდა რომ უფრო მოუმატოს მუშაობას და კარგი იქნებოდა...

Posted by: WAGNERITE 17 Dec 2010, 23:31
ვინ არის ეს ჩოლოყაშვილი, მართლა მსახიობია თუ დირიჟორი? spy.gif

federeri-prima
აბადოს რას ერჩი, კაცო, ცოცხალია და კარგად არის. smile.gif

Posted by: federeri-prima 18 Dec 2010, 10:51
რა ცოცხალი ამას ცინათ ორი სამი კვირის წინ გარდაიცვალა...

Posted by: WAGNERITE 18 Dec 2010, 14:12
federeri-prima

http://www.deadoraliveinfo.com/dead.nsf/anames-nf/Abbado+Claudio

Posted by: G2009G 19 Dec 2010, 14:59
WAGNERITE
QUOTE
ვინ არის ეს ჩოლოყაშვილი, მართლა მსახიობია თუ დირიჟორი?

გაურკვეველია. აქამდე ვიცნობდით როგორც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს და ანსამბლ "ლაშარის" წევრს... (მის მსამსახიობო და ვოკალურ მონაცემებზე უკვე დავწერე ზევით)...


Posted by: WAGNERITE 19 Dec 2010, 17:26
G2009G

ლექსებსაც წერს? biggrin.gif

Posted by: tixe 20 Dec 2010, 01:29
federeri-prima
მერე მარჩიანო დირიჟორი არ არის? მე კარგი მაგალითი მოვიყვანე და ასე რამ გაგაცხარათ?! smile.gif თუნდაც ტოსკანინი მეხსენებინა, მერე რა?! მარჩიანო არ არის იმ დონის მუსიკოსი, ოპერის თეატრის ორკესტრისთვის თუნდაც ამ ეტაპზე რომ იყოს კარგი, ის რიგითი პიანისტი იყო იტალიაში, შემდეგ აირჩია დირიჟორობა, ჩემი აზრით არჩევანში შეცდა smile.gif . რაც შეეხება იმის თქმას, რომ ვიღაც კარგი დირიჟორია, მაგრამ უბრალოდ ზარმაცი ეს ძალიან სასაცილოა, ასეთ რამეს პატარა ბავშვებზე აღარ ამბობენ. რას ქვია ზარმაცია?! ეს უკვე არაპროფესიონალიზმია. "ზარმაცია!" - ამ სიტყვის გამოყენება, მხოლოდ საქართველოში შეიძლება. კაცი (ზ. აზმაიფარაშვილს ვგულისხმობ) წლების განმავლობაში ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი იყო და მასზე ამბობენ კარგია, მაგრამ ზარმაციაო???? ..... ნუ, მეტი რაღა უნდა ვთქვათ smile.gif
პ. ს. რაც შეეხება აბადოს, ჯერჯერობით ცოცხალია smile.gif

Posted by: federeri-prima 20 Dec 2010, 10:06
ყველა ვართ რიგითები თავიდან მაგრამ მერე გადავდივართ წინ და წინ ურიგოდ,მარჩიანოს ჯანო კახიძესტან ერთად შესრულებული აქვს საფორტეპიანო კონცერტი იტალიაში და არ იყო ის რიგიტი პიანისტი,როგორც ჯანო არ იყო რიგითი დირიჟორი,თეატრი გარემონტდება და მერე ნახავთ ვინაა რიგითი დირიჟორი,ზაზა კიდე იყო ზარმაცი ნამდვილად,მაგრამ მაინც ჩემტვის ზალიან კარგი მუსიკოსია და ნიჭიერი კაცია...აბადო აგარაა...

Posted by: inana 20 Dec 2010, 14:01
tixe
QUOTE
რაც შეეხება იმის თქმას, რომ ვიღაც კარგი დირიჟორია, მაგრამ უბრალოდ ზარმაცი ეს ძალიან სასაცილოა, ასეთ რამეს პატარა ბავშვებზე აღარ ამბობენ. რას ქვია ზარმაცია?! ეს უკვე არაპროფესიონალიზმია.


აი ზუსტად! ადამიანი მუსიკოსი იყო და ამ, ნიჭს არ ვამბობ, არჩევანს ან საჩუქარს ფლანგავდე, ჩემი აზრით, დანაშაულია. მუსიკოსი რომ ვიყო (დავიწყე ოცნება), დღე და ღამე ვიმუშავებდი.

Posted by: tixe 20 Dec 2010, 14:02
federeri-prima
ნამდვილად რიგითები ვართ ყველა, გეთანხმებით, მაგრამ მარჩიანოსთან დაკავშირებით მაინც ვერ გეთანხმებით, ნუ რას ვიზამთ, თქვენ ასე ფიქრობთ მე ისე smile.gif . თეატრი გარემონტდეს და მერე მართლა ვნახავთ ვინ დადგება იქ smile.gif, თუ ისევ მარჩიანო იქნება მაღალ დონეს ვერ მივაღწევთ, ამაში დარწმუნებული ვარ, ნეტავ ვცდებოდე smile.gif . რაც შეეხება ზაზა აზმაიფარაშვილს ისევ გამეღიმა ამ აზრზე, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი smile.gif . თანამედროვე მსოფლიოში ან აკეთებენ საქმეს, ან არა, იქ არც ერთ სფეროში არ არსებობს განმარტება ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, აქ კი .... smile.gif))) აბადო ალბათ თქვენს გულში მოკვდა smile.gif
inana
მართალი ხართ! თუ ზარმაცია, სიტყვებით ვიღაცის ნიჭიერება საერთოდ არ მაინტერესებს, თუ ის ამას საქმით არ ამტკიცებს smile.gif .
ამიტომ იყო, რომ ბატონი ზაზას ნიჭიერებაში არაერთს შეეპარა ეჭვი, მე თუ მკითხავთ სამართლიანადაც wink.gif

Posted by: federeri-prima 20 Dec 2010, 20:33
მე ეხლა ზაზას ნიჩიერებას ვერ მასწავლი და როცა საქმე იყო გასაკეთებელი ის ამ საქმეს მაღალ დონესე აკეთებდა და იმიტომაც დამწყდა გული რომ გაუშვეს ტეატრიდან ვიღაც ვიღაცეებისგან განსხვავებით,ის ხალხი ვინც ზაზას მუდამ აგინებდა იმათგან,,მაგრამ ზუსტად იმას ვიძახდი რაზეც ცხონებულ დიდ ჯანსუღ ივანიჩს ედავებოდნენ,ის რომ მუდამ უნდა ყოფილიყო გაკვეთილებზე და მოესმინა ხალხი მუდამ,ტორე ზაზა ყოველტვის აძლევდა შანსს მომღერალს რომ ემღერა და თუ ვინმე არ ვარგოდა აუცილებლად მეორედაც აძლევდა შანსს და მერე უკვე აბა დაფიქრდი...ის ხალხი ვინც მაგის გაგდებაში მიიიღო მონაცილეობა და ნავთი დაასხა ცეცხლს აუცილებლად აგებენ პასუხს ზუსტად ოპერის წინაშე და მერეც დავწერამის შესახებ აუცილებლად....კაი მაშინ ტოსკანინი გარდაიცვალა...

Posted by: makarena 20 Dec 2010, 20:37
შეიძლება ითქვა, მაგრამ ხომ ვერ მეტყვით სად არის დროებით ოპერა გადატანილი? თუ კონცერტები შეწყვიტეს?

Posted by: federeri-prima 20 Dec 2010, 21:31
არ ვიცი საღაც სადღაც იმართება კონცერტები war.gif

Posted by: tixe 20 Dec 2010, 23:05
federeri-prima
ტოსკანინი მართლაც გარდაიცვალა smile.gif ბ-ნ ზაზა ნიჭიერებას არავის ვასწავლი, მითუმეტეს "თქვენ" (თქვენობით გესაუბრებით smile.gif ). თუ ზაზა ზარმაცი იყო საქმეს მაღალ დონეზე როგორ აკეთებდა? ზაზა მომღერლებთან გაკვეთილებს როდის ატარებდა? რაღაც მსგავსი რამ თუ იყო არ ვიცოდი smile.gif , ოპერის თეატრთან როცა ჩაივლიდი, როდესაც ჯანო კახიძე იყო მთავარი დირიჟორი, იქედან მომღერლების ხმა გამოდიოდა, თეატრი ცოცხალი ორგანიზმი იყო, სულ მეცადინეობდნენ ვოკალისტები და ზაზას პერიოდში ისე იყო, გეგონებოდათ ოპერის თეატრი კი არა უკაცრიელი შენობა იდგა. ნუ მოვრჩეთ ამაზე საუბარს, ბ-ნ ზაზა თქვენთვის მაღალი დონეა, ოღონდ ზარმაცი, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს აბსურდი რომ არა, ჩემთვის კი ის რაც უკვე აღვნიშნე ის არის. smile.gif

Posted by: federeri-prima 20 Dec 2010, 23:14
საქმის მაღალ დონესე კეთებაში სწორედ ეგ ნიჭი ეხმარებდა,ხოდა რომ ეზარებოდა გაკვეთილები მაგაზე ვამბობ თორე დასაწუნი ზაზას დირჟორობას არაფერი ქონდა მერწმუნე...თ

Posted by: G2009G 21 Dec 2010, 13:57
QUOTE
ოპერის თეატრთან როცა ჩაივლიდი, როდესაც ჯანო კახიძე იყო მთავარი დირიჟორი, იქედან მომღერლების ხმა გამოდიოდა,

ეჰ, მაშინ მართლა იყვნენ მომღერლები და შესაბამისად ხმაც გამოდიოდა... დღეს კი ვინ გვყავს - სუბიექტები ტაშტის ჟღერადობით...

Posted by: Charles IX 21 Dec 2010, 16:38
federeri-prima
QUOTE
საქმის მაღალ დონესე კეთებაში სწორედ ეგ ნიჭი ეხმარებდა

ნიჭიერი შეიძლება არის, მაგრამ მე მისი მაღალ დონეზე დაკრული არ მახსენდება... biggrin.gif

Posted by: federeri-prima 21 Dec 2010, 19:52
QUOTE
ეჰ, მაშინ მართლა იყვნენ მომღერლები და შესაბამისად ხმაც გამოდიოდა... დღეს კი ვინ გვყავს - სუბიექტები ტაშტის ჟღერადობით...

ვინ გენაცვალე დაასახელე რა სახელები და გვარები,არიან რა თქმა უნდა მსგავსები მაგრამ თუ არ ხარ ოპერის მომღერალი არ გაქვს ესეთი კრიტიკულობის უფლება.,ზაზას დაკრული რა არღანზე კი არ უკრავს მამა,შესრულებული უნდა ტქვა ან რამე სხვა მოძებნო სიტყვა რომელიც შეესაბამება კონკრეტულ შემტხვევას,ძალიან ბევრი მახსენდება და კიდევ გეკნება ტქვენც და მეც მაგის ბედნიერება რომ მისი ორკესტრის ხელმძღვანელობიტ დავტკბეთ. არ მგონია რომ ამ საქმეში ძალიან ჩახედული იყო,პროსტო მგონია რომ წაინტრიგნო ვიღაც ხარ...

Posted by: G2009G 23 Dec 2010, 00:48
federeri-prima
QUOTE
ვინ გენაცვალე დაასახელე რა სახელები და გვარები,არიან რა თქმა უნდა მსგავსები მაგრამ თუ არ ხარ ოპერის მომღერალი არ გაქვს ესეთი კრიტიკულობის უფლება.

რა გვარები გნებავთ, აბსოლუტური უმრავლესობა მასეთია დასში...
და მომღერლობა რა შუაშია - ჩემს სმენას (აბსოლუტურს) რა ვუყო, ყურის ბარაბნები დავიხეთქო რო თქვენ გესიამოვნოთ?...
დიაღ, კიდე გავიმეორებ - დღეს ჩვენი ოპერის მომღერლების აბსოლუტური უმრავლესობა ტაშტის ჟღერადობისაა და ეს ფაქტია!!!

QUOTE
,ზაზას დაკრული რა არღანზე კი არ უკრავს მამა,შესრულებული უნდა ტქვა ან რამე სხვა მოძებნო სიტყვა რომელიც შეესაბამება კონკრეტულ შემტხვევას,ძალიან ბევრი მახსენდება და კიდევ გეკნება ტქვენც და მეც მაგის ბედნიერება რომ მისი ორკესტრის ხელმძღვანელობიტ დავტკბეთ. არ მგონია რომ ამ საქმეში ძალიან ჩახედული იყო,პროსტო მგონია რომ წაინტრიგნო ვიღაც ხარ...


მე არასდროს, არცერთ მუსიკოსთან მიმართებაშე არ გამომიყენებია სიტყვა "დაკრული" და თქვენ საიდან მოიტანეთ?....

QUOTE
არ მგონია რომ ამ საქმეში ძალიან ჩახედული იყო,პროსტო მგონია რომ წაინტრიგნო ვიღაც ხარ...

მართლაც ვიღაცა ხარ ინტრიგანები შენსკენ მოიკითხე!.. და არაფერი საქმეში დიდი ჩახედულობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად თუ რა დონის მომღერლები გვყავს საოპერო დასში, კარგი სმენა და ოპერის სიყვარულიც საკმარისია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Charles IX 23 Dec 2010, 02:08
G2009G
QUOTE
მე არასდროს, არცერთ მუსიკოსთან მიმართებაშე არ გამომიყენებია სიტყვა "დაკრული"

მე ვთქვი და შენიშვნა ნამდვილად სწორი იყო - შესრულებული უნდა დამეწერა...

Posted by: tixe 23 Dec 2010, 15:30
G2009G
გეთანხმებით, სამწუხაროდ საშემსრულებლო ხელოვნება არაა მაღალ დონეზე.
Charles IX
თქვენ უბრალოდ სიტყვა შეგეშალათ, აზრი კი ყველამ მშვენივრად გავიგეთ, რაშიც მე გეთანმხებით smile.gif

Posted by: innuendo7 5 Jan 2011, 23:27
საინტერესოა, დაახლოებით რამდენი ქართველი ოპერის მომღერალი მღერის ამჟამად საზღვარგარეთ. თუ გაქვთ ინფო?

Posted by: palindromi-x 6 Jan 2011, 16:28
innuendo7
QUOTE
საინტერესოა, დაახლოებით რამდენი ქართველი ოპერის მომღერალი მღერის ამჟამად საზღვარგარეთ. თუ გაქვთ ინფო?

მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი!

Posted by: innuendo7 6 Jan 2011, 16:29
palindromi-x

აბა დავთვალოთ.... მათ შორის რამდენია ხარისხიანი და რამდენი უხარისხოwink.gif

Posted by: palindromi-x 6 Jan 2011, 16:31
innuendo7
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან biggrin.gif tongue.gif

Posted by: innuendo7 6 Jan 2011, 16:32
QUOTE
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან


...და ოპერის მომღერლებს?
smile.gif

Posted by: palindromi-x 6 Jan 2011, 16:39
innuendo7
ოპერის მომღერლებს თითებზე ითვლიან (რადგანაც თითზე ჩამოსათვლელია, ვინც ჭეშმარიტად კარგად მღერის)

Posted by: innuendo7 6 Jan 2011, 16:40
palindromi-x

ეგეთები თუ გვყავს ქართველებს?

Posted by: palindromi-x 6 Jan 2011, 16:46
innuendo7
გვყავს, ეს ნებისმიერმა იცის,ვინც თვალყურს ადევნებს კლასიკური მუსიკის სიახლეებს

Posted by: innuendo7 6 Jan 2011, 16:50
palindromi-x
უღრმესი მადლობა, პალინ!

ბედნიერ შობას!
smile.gif

Posted by: palindromi-x 6 Jan 2011, 16:55
innuendo7
ასევე შენც! ბედნიერებას გისურვებ!

Posted by: palindromi-x 25 Feb 2011, 21:50
მითრიდატეზე რატომ არაფერს წერთ? მოგეწონათ თუ ... ძალიან მოგეწონათ?

smile.gif

Posted by: Vereli luka 25 Feb 2011, 23:58
რემონტს როდის იწყებენ/ამთავრებენ ?

Posted by: federeri-prima 27 Feb 2011, 03:04
მოგვეწონა მითრიდატე...ვისაც არ მოეწონა დაურეკოს დათო საყვარელიძეს givi.gif

Posted by: lion32 28 Feb 2011, 09:03
ძაან მაგარი იყო მითრიდატე. რა რეჟისურა-გენიალური, რა დეკორაციები- დახვეწილი,მომღერლების დახვეწილმა ტექნიკამ გამაოცა პირდაპირ.მოცარტის ასე შესრულება...მომღერლებს თავიანთი გმირების სახეები ჰქონდათ უმაღლეს დონეზე გახსნილი და როგორ გვაწვდიდნენ მსმენელს თვითოეულ ემოციას, რეჟისორის ფილოსოფიური ნამუშევარი იგრძნობოდა.საუკუნის სპექტაკლია,დაუვიწყარი.მუსიკა- საოცარი 13 წლის მოზარტი, მუსიკა ბობოქარი, აღმაფრენითა და კულმინაციებით სავსე...

Posted by: DORABELLA 28 Feb 2011, 12:40
lion32
სად დაიდგა, ჩვენს ოპერის თეატრში?
ვინ მონაწილეობდა, გვარებს ხომ ვერ მეტყოდით?

Posted by: federeri-prima 28 Feb 2011, 12:43
QUOTE
ძაან მაგარი იყო მითრიდატე. რა რეჟისურა-გენიალური, რა დეკორაციები- დახვეწილი,მომღერლების დახვეწილმა ტექნიკამ გამაოცა პირდაპირ.მოცარტის ასე შესრულება...მომღერლებს თავიანთი გმირების სახეები ჰქონდათ უმაღლეს დონეზე გახსნილი და როგორ გვაწვდიდნენ მსმენელს თვითოეულ ემოციას, რეჟისორის ფილოსოფიური ნამუშევარი იგრძნობოდა.საუკუნის სპექტაკლია,დაუვიწყარი.მუსიკა- საოცარი 13 წლის მოზარტი, მუსიკა ბობოქარი, აღმაფრენითა და კულმინაციებით სავსე...

მაგრად ღადაობ ციურო სხეულო...
* * *
ეგრე ნუ უყურებთ ამ მუსიკასა და დადმას,რა უნდა ყოფილიყო აბა მითხარით,სადმე კავარადოსის არია უნდა ყოფილიყო ან მანრიკოს სტრეტა და გაგისწორდებოდათ,ეგეთი მუსიკაა,14 წლის ასაკსში დაწერა ადამიანმა და ამ დროს ყველა ნორმალური ბახანა ონანიზმით არის დაკავებული და ეგ ბავშვი კიდე ოპერებს წერდა,გაგიჯებით არც მე გადავრეულვარ მაგრამ პატივს ვცემ ამ სპეკტაკლში დაკავებულ ყველა სოლისტს,რეჟისორსაც,მხატვარსაც და დირიჯორსაც და ესეთ ცინიკურ ტეკსტებს არ გამოვაჭენებდი მაგალიტად,მაგრამ ამის დამწერი ან გაბრაზებულია ჩვენი ოპერის მთელ შემადგენლობზე ანდაც უბრალოდ არაკომპეტენტური ნეუდაჩნიკია..მოკლედ საქართველოს არაფერი არ ეშველება ესეთი ბიღმების ხელში...

Posted by: tixe 3 Mar 2011, 00:41
მოცარტის მუსიკას რაც შეეხება, ამაზე იმდენი ითქვა რომ ჩემი მოსაზრების დაწერა ზედმეტი მგონია. ახლა, რაც შეეხება სპექტაკლს smile.gif კი ქართველი მაყურებელი მიჩვეულია კავარადოსის არიას ან მანრიკოს სტრეტას, ეს გასაგებია, მაგრამ ოდესღაც მართლა ხომ უნდა დაიდგას ისეთი ოპერები, როგორიც თუნდაც მითრიდატეა, ეს მართლა კარგია რომ დაიწყო. აი, რაც შეეხება შესრულების ხარისხს, რა მოგახსენოთ smile.gif პირადად მე არ მომეწონა იანგ იანგი, თუმცა ქართველ სოლისტებს სჯობდა. რეჟისურა დაუსრულებლად მეჩვენა, დაუფიქრებლად იყო გაკეთებული მიზანსცენები, ჩანაფიქრი მართლა საინტერესო იყო, განხორციელებისა კი რა მოგახსენოთ. რაც შეეხება ორკესტრს, მარჩიანოს ერთერთ ინტერვიუში მოვისმინე, რომ ორკესტრს ურთულესი პარტია აქვს და ეს ჩვენ დავძლიეთო. მევიოლინე გახლავართ და ორკესტრშიც ვუკრავდი, მერწმუნეთ რასაც მუსიკოსები უკრავდნენ სირთულით იმ ნაწარმოებს კოლეჯის სტუდენტიც კი დაუკრავს ისეთი სირთულის არის. smile.gif

Posted by: palindromi-x 3 Mar 2011, 00:55
tixe
ქართველებიდან ვინ იყო ყველაზე კარგი და შესაბამისად ყველაზე სუსტი?

federeri-prima
როცა პირადად მონაწილეობ სპექტაკლში, მისი ჭეშმარიტი შეფასების უნარს მოკლებული ხარ, ეს ყოველთვის სუბიექტური იქნება და იმიტომ wink.gif

Posted by: weisenhaus 3 Mar 2011, 01:51
QUOTE
ძაან მაგარი იყო მითრიდატე. რა რეჟისურა-გენიალური, რა დეკორაციები- დახვეწილი,მომღერლების დახვეწილმა ტექნიკამ გამაოცა პირდაპირ.მოცარტის ასე შესრულება...მომღერლებს თავიანთი გმირების სახეები ჰქონდათ უმაღლეს დონეზე გახსნილი და როგორ გვაწვდიდნენ მსმენელს თვითოეულ ემოციას, რეჟისორის ფილოსოფიური ნამუშევარი იგრძნობოდა.საუკუნის სპექტაკლია,დაუვიწყარი.მუსიკა- საოცარი 13 წლის მოზარტი, მუსიკა ბობოქარი, აღმაფრენითა და კულმინაციებით სავსე...


lol.gif lol.gif lol.gif

სადირიჟორო პულტთან დაგეყენებინათ მემანიშვილი და ისეთ ჩანაწერს გააძრობდა, რომ 2003-ში ფონოგრამით შესრულებული მეცხრე სიმფონია მონაგონი იქნებოდა biggrin.gif.
ისე, რამე პატარა მონაკვეთი შეგიძლიათ დადოთ მაგ დადგმიდან? biggrin.gif

Posted by: tixe 3 Mar 2011, 21:16
palindromi-x
იცით ასე მართლა რთულია თქვა ვინ იყო ყველაზე კარგი ან ყველაზე ცუდი. მაგალითად თეონა დვალს ჰქონდა სუსტი ადგილებიც და კარგი მომენტებიც. მაინც ვფიქრობ, რომ ეს შეფასება მხოლოდ იმ კუთხით არ უნდა განვიხილოთ, რომ პირველად სრულდება, მოცარტის შესრულება მართლა ძალიან რთულია, ან კიდევ ამის ტრადიცია ჯერ არ არსეობოს ჩვენში. თუ ოპერის თეატრი განაცხადებს რომ პრემიერაა და სრულდება მოცარტი, ესეიგი იმის ამბიციაც გააჩნია, რომ ეს შესრულება ხარისხიანი იქნება. სიტყვა შესრულება ბევრჯერ გამოვიყენე biggrin.gif . საბოლოო ჯამში მე არ მომეწონა სპექტაკლი და ეს მართლა სამწუხაროა. ირონიითაც ვეღარ ვლაპარაკობ ამ თემაზე, ესეც კი მომბეზრდა რაა... იცით რაზე ვგიჟდები?! ვინც ამ ოპერას დგამდა, მომღერლით დაწყებული დამდგმელი დირიჟორით და რეჟისორით დამთავრებული, ყველა ისე საუბრობდა სპექტაკლზე თითქოს ლუკა რონკონის რომელიმე საოცარი სპექტაკლი განეხორციელებინათ რაა, ნეტავ ეგრე იყოს! ესეიგი არცერთმა თავიანთ საუბარში არ თქვა ჩვენ ბევრი ვეცადეთ რომ რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, განსაკუთრებით ამას დირიჟორზე ვლაპარაკობ, ესეიგი ტიპმა ისე ილაპარაკა ისე თავდაჯერებულად, მეგონა საუცხოო წარმოდგენას ვნახავდი. აი ეს დამოკიდებულება და საშინელი ამბიცია მაგიჟებს რაა, ამბიცია პუბლიკის მიმართ, რომ ხალხს აუცილებლად უნდა მოეწონოს ის რასაც აკეთებს, ხალხი ვალდებულია ეს მოეწონოს რაა!!! საკუთარი თავის მიმართ კი არ გააჩნია რა ამ დირიჟორს ამბიცია, რომ მართლა, აი მართლა ღირებული შექმნას, მაგრამ რა უნდა შექმნას ძალიან სუსტი მუსიკოსია , საერთოდ რა უნდა ამ ქვეყანაში ვერ გავიგე რააა.... sad.gif

Posted by: palindromi-x 3 Mar 2011, 21:26
tixe
ი8მის შანსიც არაა, მომავალში დაიხვეწოს და ამაღლდეს დონე?

Posted by: marilis_ 3 Mar 2011, 21:28
lion32
QUOTE
აან მაგარი იყო მითრიდატე. რა რეჟისურა-გენიალური, რა დეკორაციები- დახვეწილი,მომღერლების დახვეწილმა ტექნიკამ გამაოცა პირდაპირ.მოცარტის ასე შესრულება...მომღერლებს თავიანთი გმირების სახეები ჰქონდათ უმაღლეს დონეზე გახსნილი და როგორ გვაწვდიდნენ მსმენელს თვითოეულ ემოციას, რეჟისორის ფილოსოფიური ნამუშევარი იგრძნობოდა.საუკუნის სპექტაკლია,დაუვიწყარი.მუსიკა- საოცარი 13 წლის მოზარტი, მუსიკა ბობოქარი, აღმაფრენითა და კულმინაციებით სავსე... 

ძაან მაგარი იყო lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
საერთოდ რა უნდა ამ ქვეყანაში ვერ გავიგე რააა.... sad.gif

სმა-ჭამა დიდად შესარგი,
სხვა რა უნდა უნდოდეს?! biggrin.gif

რაც შეეხება სპექტაკლს, სრული მარაზმი იყო ჩემთვის, კოსტუმების გარდა, არაფერი მომწონებია.
იმ საღამოს ასიოდ კაცმა მოცარტი გაათახსირა! vis.gif
თუმცა, მაყურებელი ისე შეხვდა, ისეთი ტაში და ბრავოს ქუხილი იყო პრემიერაზე, მივხვდი, რომ მეტს არც ვიმსახურებთ smile.gif
მარჩანოა ზედგამოჭრილი ჩვენთვის vis.gif

Posted by: palindromi-x 3 Mar 2011, 21:31
marilis_
გამოსავალი არის?

Posted by: marilis_ 3 Mar 2011, 21:44
palindromi-x
QUOTE
გამოსავალი არის?

რათქმაუნდა yes.gif
მე უნდა დამნიშნონ თეატრის დირექტორად! bis.gif

ხუმრობა იქით იყოს და, ჩემთვის გამოსავალი ისაა, აღარ ვიარო ოპერაში, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა,
რადგან უკვე აუტანელია ამათი ყურება.
უნიჭობას კიდევ ვაპატიებ ადამიანს, მაგრამ სირცხვილის გრძნობა რომ არა აქვთ, ეს მკლავს.

Posted by: tixe 3 Mar 2011, 22:12
palindromi-x
რა თქმა უნდა შანსი ყოველთვის არის.... მეც ვფიქრობ, რომ იმედი ბოლოს კვდება biggrin.gif smile.gif ადექვატურები უნდა ვიყოთ იმის მიმართ თუ რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, რა უნდა მაყურებელს, როგორი მუსიკა უნდა დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს გათვლები აუცილებელია. marilis_ - ის თქმის არ იყოს ხალხმა იმ დღეს მოცარტი გალანძღა, ვითომ მოცარტის ბრალი ყოფილიყოს სპექტაკლის უხარისხობა smile.gif . ოპერის დირექტორს მარჩიანო უნდა დირიჟორად და მთავარ დირიჟორად დანიშნა კიდეც, მისთვის მარჩიანო მაღალი კლასის დირიჟორია smile.gif სამარცხვინოა რასაც ეგ ხალხი სჩადის რა............. რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ ეადმიანები მანდ სამუდამოდ არ იქნებიან.
marilis_
მართალი ხართ, თუ გინდა რომ ნერვები წესრიგში გქონდეს, ოპერაში აღარ უნდა წახვიდე, მაგრამ სწორედ განსაკუთრებული მოვლენა იყო მითრიდატე და იქ მოგვეშალა ნერვები smile.gif
დავით საყვარელიძემ დრამის თეატრში ვერ დადგა წესიერი სპექტაკლი, მე ჯერ არ მინახავს მისი წესიერი სპექტაკლი..... კაცს ამხელა შესაძლებლობები ჰქონდა სტუდენტობის პერიოდიდან და სცენაზე მეორე კურსელის დონის წარმოდგენებს დგამს დღემდე.... როცა ნიჭის დეფიციტია, გინდ რონკონისთან გაიარე სტაჟირება და გინდ ლონდონში პიტერ ბრუკთან დახვეწე ოსტატობა, რა მნიშვნელობა აქვს smile.gif))

Posted by: marilis_ 3 Mar 2011, 22:20
tixe
QUOTE
განსაკუთრებული მოვლენა

კი, განსაკუთრებული ფულის ხარჯვა,
ამდენ მოწვეულ სოლისტში რომ მიათხლიშავ ფულს (თან ჩემი და თქვენი ხელფასიდან ჩამოჭრილ ფულს),
და მაინც ნაგავი გამოგივა, თავმოყვარე ქვეყანაში, რეაქცია მაინც ექნებოდა ადეკვატური ვინმეს,
ან მაყურებელს, ან კრიტიკოსს, ან კოლეგას,
ამის ნაცვლად ჩამოიქცა რუსთაველის თეატრი და მარჩანო თავისი ამალით ჭერს ურტყამდა თავს ამ წარმატებით გამოწვეული სიხარულისგან

Posted by: palindromi-x 3 Mar 2011, 22:25
tixe
marilis_
QUOTE
ამის ნაცვლად ჩამოიქცა რუსთაველის თეატრი და მარჩანო თავისი ამალით ჭერს ურტყამდა თავს ამ წარმატებით გამოწვეული სიხარულისგან

და თუ საზოგადოებას მოსწონს ის, რაც სცენაზე ხდება, მაშინ პრობლემა საზოგადოებაში ხომ არ უნდა ვეძიოთ?

Posted by: tixe 3 Mar 2011, 22:27
marilis_
დიახ, ეგრეა.... ჩვენ ვართ ნერვებმოშლილები, იმიტომ რომ სრული უსმარათლობაა, ისინი კი დიდების ზენიტში არიან (ვაი ასეთ დიდებას) და ფინანსურ სიდუხჭირესაც არ განიცდიან, არავის ჯიბეში არ ვიხედები, უბრალო მართლა საინტერესოა რატომ იხარჯება ასეთ მდარე ხარისხში ამდენი ფული?! რა აზრი აქვს ლაპარაკს?! ვიცი ისინი წაიკითხავენ ამ მესიჯებს, ირონიულად გაიცინებენ და იგივეს გააკეთებენ, რასაც აქამდე აკეტებდნენ. თუ არ შეიცვალა ოპერის თეატრში დირექტორი და მთავარი დირიჟორი მართლა არაფერი გამოვა.
მარჩიანო ვერც მუსიკას ქმნის და მანუალური ტექნიკა საერთოდ მინუსებში აქვს . . .
* * *
palindromi-x
აქ ისიც მომენტიც არის, რომ მათ ტაში ვალდებულების გამო უნდა დაუკრან და ბრავო დაიძახონ, მართალი ხართ საზოგადოებაში უნდა ვეძიოთ, ოღონდ მარტო ის კი არა, რომ მათ ცუდი შესრულება მოსწონთ, ის რომ მათ არ მოსწონთ ცუდი შესრულება და იტყუებიან თითქოს მოსწონთ, ყალბი ოვაციები და მილოცვებია რა .. აი ეს მგონია პრობლემა, ეს კიდევ უარესია. იქ მხოლოდ გემოვნებაზე გვექნებოდა დავა აქ კი მახინჯ საზოგადოებაზე.. ცუდი თემებია მე თვითონ შევწუხდი. smile.gif შეიძლება უვიცობის ბრალიც იყოს, მაგრამ არა მგონია 19 თებერვალს ბევრი ისეთი მაყურებელი იყო, მათ მოცარტი და საერთოდ ოპერა არ სცოდნოდათ გამორიცხულია, ესეიგი საქმე სამწუხაროდ სიყალბესთან გვაქვს sad.gif

Posted by: palindromi-x 3 Mar 2011, 22:35
tixe
QUOTE
ცუდი თემებია მე თვითონ შევწუხდი

მაშინ კარგზე ვიმსჯელოთsmile.gif

Posted by: tixe 3 Mar 2011, 22:36
palindromi-x
გეთანხმებით, ვიმსჯელოთ კარგზე smile.gif

Posted by: marilis_ 3 Mar 2011, 22:38
palindromi-x
QUOTE
და თუ საზოგადოებას მოსწონს ის, რაც სცენაზე ხდება, მაშინ პრობლემა საზოგადოებაში ხომ არ უნდა ვეძიოთ? 

მოსწონს არა, ის.
ვის უნდა მოსწონდეს, ჩვენთან არ არსებობს ლირიკული მუსიკის მსმენელი, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იტალიური ოპერის ტრადიციებზე და ბაზრის გამყიდველები რომ რიგოლეტოს, თუ ჰერცოგის არიას ასრულებდნენ ძველ თბილისში, იმაზე biggrin.gif
მე ჯერ არ მახსოვს, პრემიერას ცუდად ჩაეარა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ცუდი პრემიერა მინახავს.
მსახიობებმაც იციან, რომ არ ჰყავთ მაგათ გამკრიტიკებელი და კი არიან თავიანთ ნებაზე და ცხოვრობენ თავიანთივე გამოგონილ მაღალი ხეოვნების სამყაროში.
სიმართლე რომ უთხრა, ამოგთხრიან მიწიდან და მტრად გამოგაცხადებენ!
მოკლედ, მე წამსვლელი არ ვარ აწი საოპერო სპექტაკლზე
ის ოცი ლარიც მენანება, მითრიდატეში რომ გადავიხადე

Posted by: palindromi-x 3 Mar 2011, 22:39
tixe
დაახლოებით როგორი თეატრი გვინდა? წარმოვიდგინოთsmile.gif

Posted by: tixe 3 Mar 2011, 22:44
marilis_
სიმართლე რომ უთხრა, ამოგთხრიან მიწიდან და მტრად გამოგაცხადებენ!

გეთანხმებით, მე ერთხელ დავწერე ერთერთ საოპერო სპექტაკლზე, სიმართლე და ისეთი პასუხი გამცეს, იმავე გაზეთში აშკარად ჩანდა, რომ მწარედ მოხვდათ ჩემი სიტყვები smile.gif იმის მერე დიდი "სიყვარულით" აღარ მიყურებენ . . . smile.gif ძალიან ცუდად აღიქვამენ ობიექტურ კრიტიკას, ეს ბუნებრივია, მათი ნაკლი და სისუსტეები ყველაზე კარგად თვითონ მათ იციან, მაგრამ ამაზე სხვა, რომ მიუთითებს ეგრევე მტრად აქცევენ, ამას თავისი მიზეზებიც აქვს, რაც ამ ფორუმის თემა არ არის smile.gif
* * *
palindromi-x
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია smile.gif არსებობს თეატრის სხვადასხვა სტრუქტურა, სადაც მხოლოდ გუნდი და ორკესტრია სტაციონარი, სოლისტებს იწვევენ და ასევე დირიჟორებსაც. არსებობს ისეთი თეატრი, სადაც ორკესტრთან და გუნდთან ერთად არის მთავარი დირიჟორი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქციაც აკისრია, ან დირექტორს აბარია ეს საქმე. სოლისტებიც ძირითადად შტატში ირიცხებიან. გააჩნია ჩვენს თეატრს ამ ეტაპზე რომელი სტრუქტურა მოერგება, რაც რეალურად კარგ შედეგს მოგვცემს. არსებობს ასეთი რამ, რომ ნაწილი სოლისტების შტატში რეგულარულად არიან და ასევე მოწვეული სოლისტებიც ჰყავთ. უნდა განისაზღვროს რა მიზანი და მისია აქვს თეატრს, როგორი ტრადიციის მქონეა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! smile.gif ჩვენს რეალობაში იტალიური მუსიკა უყვართ wink.gif მეც მიყვარს იტალიური ოპერა smile.gif , მაგრამ მხოლოდ იტალიურს ხომ ვერ დადგამ? უნდა დაიდგას ფრანგულიც, გერმანულიც, რუსულიც. თეატრს ყოველთვის უნდა ჰყავდეს ძლიერი ტენორი როგორც ლირიული, ასევე დრამატული, ძლიერი სოპრანო (აქაც ორივე ტემბრის), მეცო ძლიერი, ბარიტონი და ბანი, ნუ ეს არის ტრადიციული კვინტეტი, ხშირ შემთხვევაში ვოკალისტთა კვარტეტი მაინც უნდა იყოს ძლიერი... ორკესტრის ორი შემადგენლობა უნდა იყოს, რომელიც არამხოლოდ საოპერო ნაწარმოებებს უნდა ასრულებდეს, ასევე სიმფონიურ კონცერტებსა უნდა მართავდეს, რომ ისინი როგორც შემსრულებლები გაიზარდონ, ახლა დაიწყო მარჩიანომ სიმფონიური მუსიკის კონცერტების გამართვა, რაც სიმართლე გითხრათ და სხვა დირიჟორის იდეა იყო, რომელიც გამოიყენეს და ის დირიჟორი უბრალოდ ამ იდეიდან "მოტეხეს" (მაპატიეთ ასეთი სიტყვისთვის) და ასევე გუნდი უნდა მართავდეს კონცერტებს, რომ ისინიც გავითარდნენ. ეს ძალიან მცირეა რაც ახლა მომაფიქრდა და რა თქმა უნდა სხვა ბევრი რამ სჭირდება თეატრს smile.gif

Posted by: palindromi-x 3 Mar 2011, 23:06
tixe
იქნებ ახალი თეატრი როდესაც გვექნება შეიცვალოს გარკვეულწილად რაღაცეები, გადაიხედოს, გამოსწორდეს და ა.შ.

Posted by: tixe 3 Mar 2011, 23:08
palindromi-x
როდის და სად იქნება ახალი თეატრი? smile.gif ძველს რა მოუვა? smile.gif

Posted by: palindromi-x 3 Mar 2011, 23:16
tixe
მხედველობაში მქონდა გარემონტებული

Posted by: tixe 3 Mar 2011, 23:20
palindromi-x
დიახ, გასაგებია smile.gif თუ ხელმძღვანელობა ისე დაიწყებს ფიქრს და მოქმედებას, როგორც თეატრს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება და არა ისე, როგორც დღეს არის, მაშინ სასიკეთო შედეგებს მივიღებთ, თუ არა და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ იმ ლამაზ და გარემონტებულ შენობაში, მართლა, საცოდაობა იქნება იგივე დონის სპექტაკლების გამართვა smile.gif .

Posted by: weisenhaus 5 Mar 2011, 23:29
20 ლარი ღირდა ბილეთი? მოცარტს ბოლო პერიოდში ისე უჭირდა 20 ლარი რომ მიგეცა ერთ ოპერას დაგიწერდა და ესენი კიდევ ნერვების შლასა და ადამიანის ფსიქიკის დამახინჯებაში აქეთ გვახდევინებენ ფულს biggrin.gif.
ისე ევროპის წამყვან საოპერო თეატრებში იშვიათად ღირს ბილეთი ამხელა ფასი, ახლახან ვნახე, კიუის ოპერის (სახელი არ მახსოვს) პრემიერაზე ბილეთი 3,5 ევრო ღირდა მიუნხენის ოპერაში.

Posted by: federeri-prima 6 Mar 2011, 10:58
QUOTE
არავის ჯიბეში არ ვიხედები, უბრალო მართლა საინტერესოა რატომ იხარჯება ასეთ მდარე ხარისხში ამდენი ფული?!

რა მაინტერესებს იცი???შენ რა იცი რამდენი დაიხარჯა ან დადგმაში ასე რომ ლაპარაკობ....იქნებ საერთოდ არავისთვის არ გადაუხდიათ გონორარი....რა ინფორმაცია გაქვა ერთი დადე რა ჩვენც გავიგოთ ტო...

* * *
QUOTE
ისე ევროპის წამყვან საოპერო თეატრებში იშვიათად ღირს ბილეთი ამხელა ფასი, ახლახან ვნახე, კიუის ოპერის (სახელი არ მახსოვს) პრემიერაზე ბილეთი 3,5 ევრო ღირდა მიუნხენის ოპერაში.

რაც არ იცი რატომ დებ ესეთ სისულელეებს მეგობარო,რა 3,5 რის სამლარ ნახევარი,ერთი კილო შაქარი ღირს სამლარ ნახევარი და შტაატს ოპერაში ბილეტი როგორ ღირდა ეგეთი მცირე თანხა ტო? მე თითონ ვარ შტაატს ოპერაში არაერთხელ ნამყოფი და ძალიან ძვირიც ღირს და საშუალოც,ეგეთი თანხა არასდროს არ ღირს რაც შენ დაწერე...
* * *
QUOTE
მაგრამ მხოლოდ იტალიურს ხომ ვერ დადგამ? უნდა დაიდგას ფრანგულიც, გერმანულიც, რუსულიც. თეატრს ყოველთვის უნდა ჰყავდეს ძლიერი ტენორი როგორც ლირიული, ასევე დრამატული, ძლიერი სოპრანო (აქაც ორივე ტემბრის), მეცო ძლიერი, ბარიტონი და ბანი, ნუ ეს არის ტრადიციული კვინტეტი, ხშირ შემთხვევაში ვოკალისტთა კვარტეტი მაინც უნდა იყოს ძლიერი..



ერთი კარგი ხალხური ანსამბლი კი ყავს უკვე რა გინდა სულიკო....კარგი ბიწები არიან,

Posted by: tixe 6 Mar 2011, 14:26
federeri-prima
ჰონორარი როგორ არ გადაუხადეს, აბა იანგ იანგი ლამაზი თვალებისთვის ჩამოვიდა? smile.gif მე თვითონ ვიცი მის თარჯიმანს რამდენიმე დღეში, მარტო 2000 ევრო მისცეს მეტი თუ არა.
მეტიც, ჰკითხეს რამდენი გინდა შენ მარტო ციფრი თქვი და რამდენსაც გინდა იმდენს დაგიდებთ ანგარიშზეო, ამ პატარა ჩინელმა გოგონამაც მოარტყა ამხელა ფასი smile.gif და როგორ ფიქრობთ იანგ იანგს ამღერეს პრემიერაზე, მერე ბეირუთში წავიდნენ და არაფერი მისცეს? ეს ხომ აბსურდია! თუ თბილისის ხედებით ისე მოიხიბლა თქვენი არაფერ მინდა მარტო ამით დავტკბებიო smile.gif
რაც შეეხება ხალხურ ანსამბლს ირონია იქეთ იყოს, გთხოვთ რა, საქმე მართლა არც ისე კარგად არის და ეს თქვენც კარგად იცით smile.gif

Posted by: Charles IX 6 Mar 2011, 17:03
weisenhaus
QUOTE
ახლახან ვნახე, კიუის ოპერის (სახელი არ მახსოვს) პრემიერაზე ბილეთი 3,5 ევრო ღირდა მიუნხენის ოპერაში.

ეგ ალბათ გარდერობში შესასვლელი ბილეთი იყო... biggrin.gif

Posted by: federeri-prima 6 Mar 2011, 21:55
ასპროცენტიანი მეფეო...მე არაერთხელ ვარ ნამყოფი შტაატს ოპერაში და ეგეთი რამე არც გამიგონია...ჯანგს მისცეს და სხვებს არ მისცეს,ეგ იცოდით....რუსტაველის მსახიობები არ ვიცი...

Posted by: weisenhaus 7 Mar 2011, 01:16
federeri-prima
QUOTE
რაც არ იცი რატომ დებ ესეთ სისულელეებს მეგობარო,რა 3,5 რის სამლარ ნახევარი,ერთი კილო შაქარი ღირს სამლარ ნახევარი და შტაატს ოპერაში ბილეტი როგორ ღირდა ეგეთი მცირე თანხა ტო? მე თითონ ვარ შტაატს ოპერაში არაერთხელ ნამყოფი და ძალიან ძვირიც ღირს და საშუალოც,ეგეთი თანხა არასდროს არ ღირს რაც შენ დაწერე...

დრეზდენის შტატსოპერაში შემეშალა, რომელიც ყველაფრით ჯობია მიუნხენის ოპერას (ბოლო-ბოლო ამ თეატრში მთავარ დირიჟორებად ვებერი და ვაგნერი იყვნენ), მარტო მაგ ოპერაზე წერია ეგეთი ფასი, ალბათ იმიტომ რომ საბავშვოა. ისე, ბილეთების საშუალო ფასი 20 ევროა, ხოდა შესაბამისად აქ ბილეთის მაქსიმალური ფასი უნდა იყოს 7 ლარი (8 ლარი - ლოჟაში თუ დაგსვეს, 10 ლარად შეგიძლია დირიჟორიც ცემო biggrin.gif), ნუ ესეც ბევრია, ასეთი დადგმისთვის დრეზდენში მაყურებლებს კომპენსაციას მიცემდნენ, 20 ლარს კი არ გადაახდევინებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო, რაც არ უნდა მწარე იყოს.
3,5 ევროს რაც შეეხება, აქ წერია მაგის შესახებ და თუ სხვა რამეს ნიშნავს არ ვიცი http://www.semperoper.de/de/spielplan.html
Charles IX
QUOTE
ეგ ალბათ გარდერობში შესასვლელი ბილეთი იყო...

მერე დრეზდენის ოპერის გარდერობში არ ჯობია ყოფნა, ნაკლებად გაწამდები ადამიანი biggrin.gif.

Posted by: marilis_ 7 Mar 2011, 21:43
tixe
QUOTE
აბა იანგ იანგი ლამაზი თვალებისთვის ჩამოვიდა?

და არა მხოლოდ იანგი,
ქართველი ამომავალი ვარსკვლავები?! biggrin.gif

პ.ს. თეონა დვალის სიმღერაზე მარტო მე მაჟრიალებს, დავიჯერო?! cry.gif

Posted by: palindromi-x 7 Mar 2011, 21:49
marilis_
QUOTE
თეონა დვალის სიმღერაზე მარტო მე მაჟრიალებს, დავიჯერო?!

მარტო თეონა დვალის? დანარჩენების?

Posted by: tixe 7 Mar 2011, 22:13
marilis_
მართალი ხართ. თეონა დვალს დიდი მომავალი ექნება, ამის იმედი მაქვს smile.gif

Posted by: palindromi-x 10 Mar 2011, 19:44
tixe
QUOTE
თეონა დვალს დიდი მომავალი ექნება, ამის იმედი მაქვს

საიდან დაასკვენით, თუ შეიძლება გაგვიზიარეთ

Posted by: ekko11 12 Mar 2011, 03:14
გუგუშვილი ნამდვილად არაა ხელწამოსკრავი მომღერალი. აღმოჩენაა ისე, გეპეიშნიკი იყო და შემთხვევით აღმოჩნდა და მარტლაც მაგარი მომღერალია, ტოსკაზე უამრავჯერ მოუთხოვია ხალხს კავარადოსის გამეორება.

Posted by: federeri-prima 13 Mar 2011, 09:28
კი აბა რა,თემური ძალიან მაგარი მომღერალია...

Posted by: palindromi-x 3 Apr 2011, 20:14
სხვა რა ხდება ჩვენს ოპერაში??&&&&

Posted by: tiger-onix 3 Apr 2011, 20:25
weisenhaus
QUOTE
ისე ევროპის წამყვან საოპერო თეატრებში იშვიათად ღირს ბილეთი ამხელა ფასი, ახლახან ვნახე, კიუის ოპერის (სახელი არ მახსოვს) პრემიერაზე ბილეთი 3,5 ევრო ღირდა მიუნხენის ოპერაში.

რას ლაპარაკობ, 3 წელი ვცხოვრობდი მიუნხენში 2007-2010, იქაური ოპერის (Bayerische Staatstheater) ბილეთIს ფასები მე მკითხეთ: 15 ევროდან(გალიორკაზე ფეხზე დასადგომი ბილეთები) 260 ევრომდე პარტერში და ლოჟებში! ნუ აბოლებთ ხალხს რაღაც სისულელეებით. პატარა ქალაქების პატარა თეატრებშიც კი 8-10 ევროდან იწყება ბილეთის ფასი სპეკტაკლებზე!

Posted by: weisenhaus 3 Apr 2011, 21:53
tiger-onix
QUOTE
რას ლაპარაკობ, 3 წელი ვცხოვრობდი მიუნხენში 2007-2010, იქაური ოპერის (Bayerische Staatstheater) ბილეთIს ფასები მე მკითხეთ: 15 ევროდან(გალიორკაზე ფეხზე დასადგომი ბილეთები) 260 ევრომდე პარტერში და ლოჟებში! ნუ აბოლებთ ხალხს რაღაც სისულელეებით. პატარა ქალაქების პატარა თეატრებშიც კი 8-10 ევროდან იწყება ბილეთის ფასი სპეკტაკლებზე!

გერმანიას ადრი გაუბედურებულ საქართველოს? დრეზდენის შტატსოპერის იფიციალურ საიტზე ეგრე წერია და რა ვქნა. მითრიდატე, როგორც ვიცი რუსთაველის თეატრში დაიდგა, და როგორც ხალხი ამბობს, ძალიან უნიჭოდ და უხარისხოდ, ხოდა გერმანიის თეატრებში თუ 8 ევრო ღირს აქ 20 ლარი უნდა ღირდეს ბილეთი?
ბილეთის ფასები უნდა იყოს 5, 7 და მაქსიმუმ 10 ლარის ფარგლებში.
ეს მარტო ოპერასა და თეატრს არ ეხება, ყველაფერზე მომატებულია ფასები, შაქრიდან დაწყებული წყლის გადასახადამდე დამთავრებული, ღორები არიან მთავრობაში და რას იზავ, ხოდა არ გინდა ეგ მართლა ხალხის დაბოლება რა, მიუნხენისნაირ საოპერო თეატრის ლოჟაში ძირითადად მაყუთა ხალხი ზის და 260 ევროს გადახდა მაგათთვის როგორც 2 ლარი ისეა, შედი მაგ ოპერის ოფიცალურ საიტზე და 20-30 ევროს ფარგლებშიც ნახავ ბილეთებს.

Posted by: tiger-onix 3 Apr 2011, 21:58
weisenhaus
QUOTE
გერმანიას ადრი გაუბედურებულ საქართველოს?

მე არავის არაფერს არ ვადარებ, არასწორი ფაქტები რომ მოგყავს ეგ ვთქვი მხოლოდ!

Posted by: weisenhaus 3 Apr 2011, 22:14
tiger-onix
QUOTE
მე არავის არაფერს არ ვადარებ, არასწორი ფაქტები რომ მოგყავს ეგ ვთქვი მხოლოდ!

და რატომ მომყავს არასწორი ფაქტი? მიუნხენი დრეზდენში შემეშალა უბრალოდ და დავწერე კიდეც მერე, კიუის საბავშვო ოპერის ბილეთზე ეწერა ფასი 3,5 ევრო, 50 წუთია ოპერის ხანგრძლივობა და შეიძლება მაგიტომაც ღირს ასე იაფი.

Posted by: federeri-prima 17 Jun 2011, 13:40
აუუუუ აქ რამდენი ხანია არავინ არ შემოსულააააააააააა......დაწერეთ რამე ხალხო,მაგრამ რა უნდა დაწერონ ოპერა არ მუშაობს და...

Posted by: bemby 17 Jun 2011, 15:35
ოპერა გარდაიცვალა. გასვენება კვირას 2 საათზე.

Posted by: tiger-onix 17 Jun 2011, 15:41
რემონტი დამთავრდა? რა ხდება საერთოდ?

Posted by: federeri-prima 18 Jun 2011, 18:01
კი კი დამთავრდა,აააააააააააა ოპერაში,ა ოპერაში არა,ყველგან დამთავრდა რემონტი ოპერის გარდა

Posted by: bemby 22 Jun 2011, 14:39
ოპერა მოკვდა ოპერა მოკვდა ოპერა მოკვდა ოპერა მოკვდა ოპერა მოკვდა ოპერა მოკვდა ოპერა მოკვდა ოპერა მოკვდა

Posted by: federeri-prima 22 Jun 2011, 19:14
ოპერის დედაა ცოცხალი,მამა ჩავარდნილია ლოგინად

Posted by: palindromi-x 22 Jun 2011, 19:46
federeri-prima
QUOTE
ოპერის დედაა ცოცხალი,მამა ჩავარდნილია ლოგინად

მდა...

Posted by: bemby 24 Jun 2011, 12:59
federeri-prima
არა გენაცვალე, დედაც და მამაც მოკვდა. ოპერა აგარ არსებობს. ესე უნდათ ამ სახელმწიფოში და იმიტომ.ქართული საოპერო ხელოვნება მოკვდა თავისი დიდი ტრადიციებითურთ და ხმის ამომღებიც არავინ არის.ეს ბრმებისა და ყრუების ქვეყანაა.

Posted by: palindromi-x 25 Jun 2011, 13:32
bemby
რატო მოკვდა? -აი დღეს მაგალითად სპექტაკლია!

Posted by: bemby 25 Jun 2011, 23:28
palindromi-x
რა სპექტაკლია?ილუზიებში ხართ თუ ვირტუალური სპექტაკლია?

Posted by: palindromi-x 25 Jun 2011, 23:43
bemby
ხო კაი კაი, დღეს არაა, მაგრამ ერთი კვირის წინ ხომ იყო? რიგოლეტო........ wink.gif

Posted by: federeri-prima 26 Jun 2011, 01:03
ტან ძალიან მაგარი სპეკტაკლი იყო თბილისურ დონეზე.საკმაოდ... alk.gif

Posted by: bemby 28 Jun 2011, 09:37
მაგას სპექტაკლი არ ჰქვია. ეგ იყო საკონცერტო შესრულება.და რამდენ თვეში ერთხელ გადის ესეთი შEსანიშნავი სპექტაკლები?აწი ეგეც მოგვენატრება.ოპერა დახურვის პირასაა.ვინმეს ადარდებს ეს?

Posted by: Charles IX 28 Jun 2011, 12:17
bemby
QUOTE
ოპერა დახურვის პირასაა.ვინმეს ადარდებს ეს?

და ვის რაში ჭირდება ოპერა?
სოფო ნიჟარაძე მაინც ვერ იმღერებს მანდ და...

Posted by: DORABELLA 28 Jun 2011, 12:32
ბოლოს, ალბათ 8-10 წლის წინ ვიყავი ოპერის თეატრში და ამისთანა რა მოხდა, რომ დღეს, თეატრი, აღარ არსებობს?
კარგი ახალგაზრდა მომღერლები მომისმენია, პერსპექტიულებიც, არტისტულებიც... სად გაქრნენ ეს ადამიანები?
ერთი-ორი გოგო განსაკუთრებით დამმახსომდა, რადგანაც სხვა მონაცემებთან ერთად, საკმაოდ ლამაზებიც იყვნენ.
დასანანია, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში ვართ...

Posted by: bemby 28 Jun 2011, 12:42
Charles IX
მართალი ხარ, ეგრეა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა.ოპერა არ არის საჭირო,სოფო ნიჟარაძე ვერ იმგერებს და...მაშინ ბალეტიც გაანადგურონ იქაც ვერ იცეკვებს და რა საჭიროა?საერთოდ განუვითარებელ ქვეყანას ოპერა არ უნდა ჰქონდეს და მეტ ფულს მისცემენ განვითარებული ქვეყნები.მათხოვარი უნდა იყო და ქუდში ფულს ჩაგიყრიან.

Posted by: palindromi-x 28 Jun 2011, 15:05
Charles IX
DORABELLA
bemby
იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ოპერა აღორძინდება, როცა რემონტი დამთავრდება

smile.gif biggrin.gif

Posted by: Charles IX 28 Jun 2011, 15:26
palindromi-x
იმედია......
მაგრამ სოფო რომ გამოიყვანონ ვიოლეტას პარტიაში? ახლა დეზდემონაში არ გამოვა - დაღრჩობას ვერავინ გოუბედავს... biggrin.gif

Posted by: palindromi-x 28 Jun 2011, 15:33
Charles IX
QUOTE
ახლა დეზდემონაში არ გამოვა - დაღრჩობას ვერავინ გოუბედავს

ოტელოც შეიძლება - სოპრანოები მღერიან wink.gif

ხუმრობა ხუმრობად და...ოპერა ოპერად! (და არა მოზილა ფაიარფოქსად biggrin.gif )

Posted by: weisenhaus 28 Jun 2011, 15:44
ოპერა რომ გარემონტდება მაგით არც ორკესტრი გაძლიერდება და არც დასი, ისევ იგივე ქაოსი იქნება ოპერაში თუ უარესი არა, თუ არმენოტებენ ისევ დუტასთვის, სწიოპასთვის, ბუბა კიკაბიძისთვისა და მსგავსი გამოთაყვანებულებისთვის, "ჯეოსტარისა" და "ნიჭიერის" ჩასატარებლადაც გამოდგება.

ისე, ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი ევროპის ქვეყანასთან შედარებით საქართველოს ყველაზე ცუდი ორკესტრი და დასი ჰყავს, არადა კახიძის დროს ძალიან ძლიერი ორკესტრი გვყავდა.

Posted by: 15steps 28 Jun 2011, 15:50
QUOTE
კახიძის დროს ძალიან ძლიერი ორკესტრი გვყავდა.
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^

მართლა ძლიერი იყო მაშინ, თითქმის ყოველდღე დავდიოდი ოპერაში სპექტაკლებს არ ვმაზავდიbiggrin.gif
ეხლა არ ვიცი როგორი ორკესტრი გვყავს სამწუხაროდ თქვენგან ვიგებ ისევ...

QUOTE
"ჯეოსტარისა" და "ნიჭიერის" ჩასატარებლადაც გამოდგება.

არა რათქმაუნდა, ესე არ იქნება, რადგან ოპერას თუ არემონტებენ ესეიგი მიზანი არის იმისკენ რომ აღორძინდეს კიდეც .

Posted by: palindromi-x 28 Jun 2011, 15:53
15steps
QUOTE
არა რათქმაუნდა, ესე არ იქნება, რადგან ოპერას თუ არემონტებენ ესეიგი მიზანი არის იმისკენ რომ აღორძინდეს კიდეც

აი ოპტიმიზმი! მესმის!

Posted by: weisenhaus 28 Jun 2011, 16:51
15steps
QUOTE
ეხლა არ ვიცი როგორი ორკესტრი გვყავს სამწუხაროდ თქვენგან ვიგებ ისევ...

ახლა წელიწადში ერთხელ თუ დაიდგმევა რაიმე ოპერა, თან ისიც უხარისხოდ. არც მე დავდივარ, უბრალოდ ინტერესის გამო ხანდახან ჩანაწერებს ვნახულობ და სირცხვილით ვიწვი იმათ მაგივრად biggrin.gif. გუგუშვილიც მეცოდება თან, ვეღარ მღერის, მაგრამ მაგის გარდა სხვა ტენორი აღარავინაა სამწუხაროდ .
QUOTE
არა რათქმაუნდა, ესე არ იქნება, რადგან ოპერას თუ არემონტებენ ესეიგი მიზანი არის იმისკენ რომ აღორძინდეს კიდეც .

ხო, აბა რურუა სულ მაგაზე ფიქრობს დღედაღამ, თუ როგორ ააღორძინოს ოპერა biggrin.gif. ძირითადად ისევ ე.წ. "ელიტა" (დუტა და ეგ სასტავი) ინავარდებს მანდ და ალბათ წინასაარჩევნო კამპანიებისთვისაც გამოიყენებენ ოპერას.

Posted by: 15steps 28 Jun 2011, 17:06
weisenhaus
QUOTE
გუგუშვილიც მეცოდება თან, ვეღარ მღერის, მაგრამ მაგის გარდა სხვა ტენორი აღარავინაა სამწუხაროდ .

რას ამბობ მართლა ეგრეა საქმე?
ნინო მაჩაიძემ თქვა დღის შოუში რომ კონცერტი უნდა იყოს კონსში და როდის არის გეცოდინება?
QUOTE
ე.წ. "ელიტა" (დუტა და ეგ სასტავი) ინავარდებს მანდ და ალბათ წინასაარჩევნო კამპანიებისთვისაც გამოიყენებენ ოპერას.
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^

ვერ ვიტააააან . ფილარმონია და თეატრები აღარ აკმაყოპილებთ...

Posted by: weisenhaus 28 Jun 2011, 17:43
15steps
QUOTE
რას ამბობ მართლა ეგრეა საქმე?

როგორც ვიცი არის კიდევ რამოდენიმე ტენორი, მაგრამ ისევ ხმადაკარგული გუგუშვილი ჯობია smile.gif. მოკლედ, ტენორისა და ბარიტონის სერიოზული პრობლემაა საქართველოში.
QUOTE
ნინო მაჩაიძემ თქვა დღის შოუში რომ კონცერტი უნდა იყოს კონსში და როდის არის გეცოდინება?

არ ვიცი, პირველად გავიგე smile.gif, მაჩაიძე არც ვიცი კარგად როგორი მომღერალია, ჯულიეტას არია მაქვს ერთი მოსმენილი და ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულად გამორჩეული ხმა აქვს.
QUOTE
ვერ ვიტააააან . ფილარმონია და თეატრები აღარ აკმაყოპილებთ...

ადრე ხო ჩატარდა უკვე ჯეოსტარი ოპერაში biggrin.gif, ასეთი ფაქტი მხოლოდ საქართველოში თუ მოხდებოდა, რომ მსგავსი პროექტი ოპერაში ჩაეტარებინათ.

Posted by: federeri-prima 29 Jun 2011, 00:36
QUOTE
მოკლედ, ტენორისა და ბარიტონის სერიოზული პრობლემაა საქართველოში.

აბა ბანები ყრია ოპერაში,,,,თეთვაძე,დათუსანი,იმედაშვილი,ასათიანი, ჭიჭინაძე lol.gif lol.gif

Posted by: palindromi-x 29 Jun 2011, 01:01
federeri-prima
ტენორებიც არიან -მახარაძე--საგინაძე--ხიდაშელი
ბარიტონები - გველესიანი--ლაგვილავა--ჯაშიაშვილი

რა გინდათ რო? -რაოდენობას უჩივით?

Posted by: federeri-prima 29 Jun 2011, 01:49
QUOTE
ტენორებიც არიან -მახარაძე--საგინაძე--ხიდაშელი

lol.gif lol.gif
QUOTE
ბარიტონები - გველესიანი--ლაგვილავა--ჯაშიაშვილი

baby.gif baby.gif baby.gif

Posted by: 15steps 29 Jun 2011, 16:09
ტენორის და ბარიტონის პრობლემაა მარტო თუ სოპრანოსიც და მეცოსიც???
ეს ისე, ინტერესის გამო war.gif

Posted by: palindromi-x 29 Jun 2011, 16:58
15steps
სოპრანოებიც არიან და მეცოებიც და ყველანი არიან, რა უნდათ რო?

Posted by: weisenhaus 30 Jun 2011, 01:29
federeri-prima
QUOTE
აბა ბანები ყრია ოპერაში,,,,თეთვაძე,დათუსანი,იმედაშვილი,ასათიანი, ჭიჭინაძე lol.gif lol.gif

ბანებიც პრობლემაა და საერთოდ ნებისმიერი ხმის პრობლემაა საქართველოში, მაგრამ ტენორები და ბარიტონები ვინც მყავს მოსმენილი საერთოდ ვერ მღერიან.
palindromi-x
QUOTE
რა გინდათ რო? -რაოდენობას უჩივით?

რაოდენობას არა, ხარისხს! რაოდენობით რამდენსაც გინდა იმდენ მომღერალს იპოვი.

Posted by: Charles IX 30 Jun 2011, 02:25
weisenhaus
QUOTE
საერთოდ ნებისმიერი ხმის პრობლემაა საქართველოში, მაგრამ ტენორები და ბარიტონები ვინც მყავს მოსმენილი საერთოდ ვერ მღერიან.

მხოლოდ საქართველოში?
ყველგან ერთნაირია "პროპორცია" - რამდენადაც ზურაბ ანჯაფარიძე ჯობდა გუგუშვილს, იმდენად ჯობია გუგუშვილი დღევანდელ ჩვენს ტენორებს... ზუსტად იმდენედვე პერტილე ჯობდა პავაროტის, პავაროტი კი ალანია & Co-ს

იგივე სიტუაციაა სხვა ხმებში...

Posted by: bemby 30 Jun 2011, 10:16
weisenhaus
ხმების მეტი რა არის საქართველოში. უბრალოდ ყველა ცდილობს აქედან გაიქცეს. ანჯაფარიძეები და კარუზოები საუკუნეში ორჯერ იბადებიან. ანჯაფარიძისა და მაგათი წინა თაობის დროს მომღერლები დიდ ტრენაჟში იყვნენ.ყველაფერი გამოცდილება და ტრენაჟია.დღეში 2 სპექტაკლი გადიოდა. ეხლა? საქართველოში ხმებიც არის, ძალიან მაგარი მომღელებიც, უდიდესი ნიჭიც და ყველაფერი რაც ბევრ ევროპის თეატრს მოენატრება. ამას დანახვა და დაფასება, კეთილგანწყობა და ხელშეწყობა სჭირდება და არა შიმშილი და დაშინება.
* * *
Charles IX
გეთანხმები, ეგრეა, მაგრამ ეგ კანონზომიერია. აღმართს დაღმართი მოზდევს და დაღმართს აღმართი. ეს იმას არ ნიშნავს რომ ამიტომ აღარ უნდა იმღერონ ისე როგორც შეუძლიათ, პირიქით ეა ჯაჭვი თუ გაწყდა მაშინ ახალი გენია აღარ დაიბადება.
* * *
weisenhaus
ძალიან მაგარი ორკესტრი და დასი ჰყავს თბილისის ოპერას. მუშაობა და პირობებია საჭირო.ცოტა ღრმათ ჩაიხედე პრობლემებში და მითხარი შენ თვითონ როგორი პროფესიონალი ხარ?

Posted by: weisenhaus 30 Jun 2011, 11:21
Charles IX
QUOTE
მხოლოდ საქართველოში? ყველგან ერთნაირია "პროპორცია" - რამდენადაც ზურაბ ანჯაფარიძე ჯობდა გუგუშვილს, იმდენად ჯობია გუგუშვილი დღევანდელ ჩვენს ტენორებს... ზუსტად იმდენედვე პერტილე ჯობდა პავაროტის, პავაროტი კი ალანია & Co-ს

იგივე სიტუაციაა სხვა ხმებში...

უცხოეთშიც აღარ არიან დიდი მომღერლები, მაგრამ კარგი მომღერალი ძალიან ბევრია, ჩვენ ოპერაში ძალიან დაბალი დონეა მომღერლების და ორკესტრისაც, ყველაზე მიყრუებული ევროპის ქვეყნის საოპერო თეატრი რომ აიღო ბევრად უკეთესი დასი და ორკესტრი ეყოლება ჩვენზე.

bemby
QUOTE
ხმების მეტი რა არის საქართველოში. უბრალოდ ყველა ცდილობს აქედან გაიქცეს. ანჯაფარიძეები და კარუზოები საუკუნეში ორჯერ იბადებიან. ანჯაფარიძისა და მაგათი წინა თაობის დროს მომღერლები დიდ ტრენაჟში იყვნენ.ყველაფერი გამოცდილება და ტრენაჟია.დღეში 2 სპექტაკლი გადიოდა. ეხლა? საქართველოში ხმებიც არის, ძალიან მაგარი მომღელებიც, უდიდესი ნიჭიც და ყველაფერი რაც ბევრ ევროპის თეატრს მოენატრება. ამას დანახვა და დაფასება, კეთილგანწყობა და ხელშეწყობა სჭირდება და არა შიმშილი და დაშინება.

რათქმაუნდა, არიან ქართველი ნიჭიერი მომღერლებიც, მაგრამ ეგ ხალხი უცხოეთში მოღვაწეობს, ხოლო მე დღევანდელი ოპერის დასსა და ორკესტრზე მაქვს საუბარი.
QUOTE
ძალიან მაგარი ორკესტრი და დასი ჰყავს თბილისის ოპერას. მუშაობა და პირობებია საჭირო.

ნამდვილად არ ჰყავს, თუნდაც აქვე ავიღოთ სომხეთის ორკესტრი ასი თავით მაღლა დგას ჩვენ ორკესტრზე, ჩანაწერებსაც უშვებენ და ყიდიან კიდეც.
QUOTE
მითხარი შენ თვითონ როგორი პროფესიონალი ხარ?

მე არ ვარ მუსიკოსი და არც თავს ვდებ პროფესიონალიზმზე, მაგრამ როგორც კლასიკური მუსიკის მსმენელი, კარგად ვხვდები, რომ საშინელი სიტუაციაა საქართველოში, არც სიმფონიური ორკესტრი ვარგა, არც მომღერლები, არც დირიჟორი, ნუ ამაში მაგათ ვერ დავადანაშაულებ, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ მთავრობა არ აფინანსებს და ფეხებზე კიდია რა ხდება მანდ, ვნახოთ ერთი სადამდე ეყოფათ ის მილიონები ხმადაკარგული "ვარსკვალვების" ჩამოყვანაში რომ იხდიან.

Posted by: bemby 30 Jun 2011, 11:59
weisenhaus
QUOTE
მე არ ვარ მუსიკოსი და არც თავს ვდებ პროფესიონალიზმზე, მაგრამ როგორც კლასიკური მუსიკის მსმენელი, კარგად ვხვდები, რომ საშინელი სიტუაციაა საქართველოში, არც სიმფონიური ორკესტრი ვარგა, არც მომღერლები, არც დირიჟორი, ნუ ამაში მაგათ ვერ დავადანაშაულებ, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ მთავრობა არ აფინანსებს და ფეხებზე კიდია რა ხდება მანდ, ვნახოთ ერთი სადამდე ეყოფათ ის მილიონები ხმადაკარგული "ვარსკვალვების" ჩამოყვანაში რომ იხდიან.

გარწმუნებ,ჩვენთან გაცილებით მაღალი დონეა ვიდრე შენნ გგონია.სამწუხაროა მხოლოდ სახელმწიფოს არამხარდაჭერა და არადაფასება.არაპროპაგანდა.ეგეთი საშინელი სიტუაციაა ყველა სფეროში, იმიტომ რომ არ ხდება პროფესიონალური მიდგომა და დაგეგმარება.რაც შეეხება ჩანაწერების გაკეთებას მაგას დიდი შრომა და ფული უნდა ჩემო მეგობარო.პატრონი რომელიც გადააკვდება ხელოვნებას, თავდადებული იქნება ამ საქმისადმი. ვინმე გეგულება ესეთი აქ?

Posted by: weisenhaus 1 Jul 2011, 00:45
bemby
QUOTE
რაც შეეხება ჩანაწერების გაკეთებას მაგას დიდი შრომა და ფული უნდა ჩემო მეგობარო.პატრონი რომელიც გადააკვდება ხელოვნებას, თავდადებული იქნება ამ საქმისადმი. ვინმე გეგულება ესეთი აქ?

მეც მაგაზე მაქვს საუბარი, რომ ფული არ აქვს ოპერას, ინსტრუმენტებიც კი არ ვარგა დასაკრავად, ნიჭიერი ხალხი უცხოეთში მიდის, ეს ყველაფერი კი პირველრიგში კულტურის სამინისტროსა და საერთოდ დღევანდელი მთავრობის ბრალია. რა ფულიც კარერასი, კაბალიესა და დომინგოს ჩამოყვანაში ყარეს, მაგაზე ბევრად იაფად კარგ ორკესტრს ჩამოაყალიბებდა კაცი, ინსტრუმენტებსაც იყიდიდა ნორმალურს, მაგრამ მერე პიარს ვეღარ გაიკეთებდა მიშა.

Posted by: Charles IX 1 Jul 2011, 01:08
weisenhaus
QUOTE
რა ფულიც კარერასი, კაბალიესა და დომინგოს ჩამოყვანაში ყარეს

კაბალიე მთავრობას არ ჩამოუყვანია - პაატა ბურჭულაძემ და ფონდმა "იავნანამ" ჩამოიყვანეს...

Posted by: weisenhaus 1 Jul 2011, 01:41
Charles IX
QUOTE
კაბალიე მთავრობას არ ჩამოუყვანია - პაატა ბურჭულაძემ და ფონდმა "იავნანამ" ჩამოიყვანეს...

მაშინ მაგარი სისულელე გაუკეთებია, ცნობილია, რომ მაგ ქალის ჩამოყვანაში ბევრად მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე უსახლკარო ბავშვებს მაგის კონცერტიდან შეუვიდა.

Posted by: bemby 1 Jul 2011, 20:55
weisenhaus
QUOTE
მეც მაგაზე მაქვს საუბარი, რომ ფული არ აქვს ოპერას, ინსტრუმენტებიც კი არ ვარგა დასაკრავად, ნიჭიერი ხალხი უცხოეთში მიდის, ეს ყველაფერი კი პირველრიგში კულტურის სამინისტროსა და საერთოდ დღევანდელი მთავრობის ბრალია. რა ფულიც კარერასი, კაბალიესა და დომინგოს ჩამოყვანაში ყარეს, მაგაზე ბევრად იაფად კარგ ორკესტრს ჩამოაყალიბებდა კაცი, ინსტრუმენტებსაც იყიდიდა ნორმალურს, მაგრამ მერე პიარს ვეღარ გაიკეთებდა მიშა.

მე როგორც ვიცი ივანასჰვილმა მაგარი ინსტრუმენტები შეუძინა მაგათ.არა?

Posted by: weisenhaus 3 Jul 2011, 16:29
bemby
QUOTE
მე როგორც ვიცი ივანასჰვილმა მაგარი ინსტრუმენტები შეუძინა მაგათ.არა?

არვიცი, ინსტრუმენტები ისევე საშინლად ჟღერს, როგორც ადრე იყო smile.gif.

Posted by: WAGNERITE 23 Jul 2011, 17:13
უნიკალური დოკუმენტი - გალა-კონცერტი თბილისის ოპერის გასტროლიდან დუისბურგში 1990 წელს.

ცნობილი თეატრალური მოღვაწე კარლ ალბერტი, ვისაც ეს სამოყვარულო ჩანაწერი ეკუთვნის, კონცერტს თავის ყველაზე ემოციურ საოპერო გამოცდილებას უწოდებს:

In 1990 I experienced my most emotional opera experience ever, when
the whole Ensemble of Georgian National Opera came from Tbilisi to
the German town of Duisburg for a series of guest performances (6
performances of 4 operas and a gala concert in 10 days). My friend
and I had tickets for the first evening which was a performance of
Prokofiev's "The Fiery Angel". We were so enthusiastic already
during the intermission that we went to the ticket shop to buy
tickets for all other six performances, only to find out that most
of the other people in the public had had the same idea. Anyway, we
were lucky enough to get tickets for all seven performances. During
the next week the public became something like a big family. We all
fell in love with the artists, the music, the atmosphere, and when
in the gala concert on a Sunday morning the whole ensemble presented
excerpts from Prokofiev's "War and Peace" in the first part, and
excerpts from Georgian operas in the second part of the concert, the
emotion exploded in the house. When the ensemble ended the concert
with a hymn to their home country, "Tschemokargo Kwerana", which is
a hymn to freedom and peace and which was more or less forbidden in
Georgia at that time, the emotion of the public and the artists as
well broke all rules. One could see people in the public embrace
each other, everyone had tears in the eyes, and the same happened on
stage. And after the concert most people went to the stage entrance
to greet, embrace and kiss the artists. And when some days and three
performances later the ensemble went to the railway station to
return home, lots of people escorted them on their way. I have never
before and never again experienced such a deep friendship and
heartfelt love between an complete opera ensemble and its audience,
and even today, after 16 years, I can't help but get tears in my
eyes when I am listening to this concert.

By the way, part of the ensemble were two young singers from Georgia
who in the meantime have become international opera stars: Iano
Alibegashvili, who is well known today under the name of Iano Tamar,
and Lado Atanelishvili, known today as Lado Ataneli.

Opernhaus Duisburg, 23. September 1990

პირველი განყოფილება

SERGEI PROKOVIEF
KRIEG UND FRIEDEN / WAR AND PEACE
Ausschnitte (62:23)

Natascha Rostowa - Iano Alibegaschwili
Sonja - Tamara Kracaschwili
Fürstin Maria - Tamara Gurgenidze
Achrosimowa - Elsa Garsewanischwili
Fürst Andrej Bolkonski - Lado Atanelischwili
Anatol Kuragin - Nugsar Gamgebeli
Pierre Besuchow - Enriko Tschichladze
Graf Rostow - Tariel Tschichladze
Der alte Fürst Bolkonski - Sandro Tomadze
Kutusow - Gia Asatiani
Lakai - Lewan Asatiani

მეორე განყოფილება

SAKHARI PALIASHVILI
Finale 2. Akt (DAISI) 9:10
Djemal Mdiwani

ALEXEI MAKHAVARIANI
Romanze (DIE HEIMAT / THE WEDDING) 3:07
Maritza Maglaperidze

OTAR TAKTAKISHVILI
Romanze (DIE ERSTE LIEBE / FIRST LOVE) 3:19
Immer Kwasadze

Duett (DIE ERSTE LIEBE / FIRST LOVE) 6:28
Liana Kalmachelidze

REVAS LAGIDZE
Orchesterbildchen (SATSCHIDAO) 2:33

Arie der Lela (LELA) 3:52
Zisana Tatischwili

OTAR TAKTAKISHVILI
Arie des Mindia (MINDIA) 5:29
Temuri Guguschwili

SAKHARI PALIASHVILI
Tschakrulo 3:17
Liana Kalmachelidze / Nugsar Gelaschwili / Nugsar Natschkebia

REVAS LAGIDZE
Tschemokargo Kwerana 4:09
Tschemokargo Kwerana (bis) 1:24

Ensemble, Chor und Orchester des Paliaschwili-Nationaltheaters für Oper und Ballett, Tiflis
Djansug Kachidze

http://allshares.ge/download.php?id=9A03953350

მეორე განყოფილების მეოთხე ნომერი შეცდომით ოთარ თაქთაქიშვილს მიეწერება. ცხადია, ეს არის აბდულ-არაბისა და რუსუდანის დუეტი დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან "თქმულება შოთა რუსთაველზე".

Posted by: federeri-prima 6 Sep 2011, 13:25
27 სჰი იხსნება ოპერის 160 საიუბილეო სეზონი.მობრძანდით bis.gif alk.gif tuk.gif

Posted by: akeagle 8 Sep 2011, 23:18
გამარჯობათ

11 სექტემბერს იმართება ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალი ოპერის და ბალეტის თეატრში. სად შეიძლება ვნახო რა ეღირება ბილეთი და ონლაინ დაჯავშნა თუ არსებობს ბილეთებზე.

Posted by: DORABELLA 8 Sep 2011, 23:28
akeagle
მოგესალმებით wink.gif
აბა ნახეთ აქ:
http://www.opera.ge/geo/

Posted by: akeagle 9 Sep 2011, 14:51
DORABELLA
გმადლობ

11 სექტემბრის ღონისძიება არ არის შეტანილი ცხილში ალბათ ბილეთები უკვე დაიჯავშნა სპეციალურ სტუმრებზე.

ოპერაში მისვლით თუ შევძლებ გარკვევას ეს ორი დღე დარჩა..

Posted by: DORABELLA 9 Sep 2011, 15:28
akeagle
აბა აქაც სცადეთ:

ოპერის თეატრი,
სერვის-სამსახური - ინფორმაცია სპექტაკლების, კონცერტების და სხვა ღონისძიებების შესახებ
(+995 32) 214 32 03
ელ. ფოსტა: service@opera.ge
ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 11-დან 18 საათამდე

Posted by: Charles IX 9 Sep 2011, 16:16
akeagle
QUOTE
11 სექტემბრის ღონისძიება არ არის შეტანილი ცხილში ალბათ ბილეთები უკვე დაიჯავშნა სპეციალურ სტუმრებზე.

შეტანილია. ცოტა ქვევით ჩადი...

Posted by: Charles IX 21 Sep 2011, 01:22
ოფტოპიკები წავშალე!

დავუბრუნდეთ თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრს - პედაგოგების შეფასება კონსერვატორიის ან შეკითხვების თემაში!
ნუ დამავორნინებთ თავს!!!


Posted by: 15steps 21 Sep 2011, 12:38
Charles IX
მართალი ხარ შენ!!!

Posted by: federeri-prima 23 Sep 2011, 03:14
QUOTE
ოფტოპიკები წავშალე!

დავუბრუნდეთ თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრს - პედაგოგების შეფასება კონსერვატორიის ან შეკითხვების თემაში!
ნუ დამავორნინებთ თავს!!!

ბოდიში ბატონო . . .

Posted by: federeri-prima 30 Sep 2011, 00:12
ვინ იყოო აბესალომზე დაჭერეთ რა მოხდა....

Posted by: marilis_ 4 Nov 2011, 20:47
ეს რომ არ გამეზიარებინა, არ შემეძლო,
აღარ ვარგივარ! lol.gif lol.gif
ინტერვიუ ავთო დანელიასთან, ამონარიდი:
"წლების წინ მოსკოვს ეწვია მონსერატ კაბალიე, რომელმაც ვინჩენცო ბელინის ოპერა, „ნორით“ საქვეყნოდ გაითქვა სახელი. 33 წლის შემდეგ იგი საქართველოში ჩამოვიდა. ავიღე ორმეტრიანი ჯოხი და „ნორმას კვერთხი“ შევქმენი: დავამაგრე 33 იისფერი ვარდი (რადგან პირველად 33 წლის წინ ვნახე) ერთი ულამაზესი ორქიდეა და ფარშავანგის ფრთები. ეს მართლაც ულამაზესი იკებანა იყო."

http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=7247&jurn_id=48&rubr_id=4 lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nnittaa 6 Dec 2011, 14:31
გოგოებო ბალეტკები და ბოდები სად იყიდება ხომ არ იცით გრიშკოს გარდა ან რო კერავდენ ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ იცით მიპასუხეთ

Posted by: weisenhaus 16 Dec 2011, 16:55
"ოპერის მეგობართა საბჭოს" დავით კეზერაშვილი უხელმძღვანელებს
14:12 16.12.2011

[ინტერპრესნიუსი]
დავით კეზერაშვილი "ოპერის მეგობართა საბჭოს" უხელმძღვანელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოპერის თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს , "160 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული უმდიდრესი ტრადიციების მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო" ფუძნდება, რომელსაც ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი უხელმძღვანელებს"

"მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, ფუძნდება "თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო". ამ საბჭოს დამფუძნებლად და მხარდამჭერად მოგვევლინა ქართველი ბიზნესმენი, ბატონი დავით კეზერაშვილი", - აღნიშნულია ოპერის თეატრის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, თბილისის "ოპერის მეგობართა საბჭოში" აკუმულირებული თანხები მოხმარდება: საგანმანათლებლო პროექტებს, მუსიკოსების და დასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების საზღვარგარეთ სტაჟირებას, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გამგზავრებას, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნების საოპერო თეატრებთან ურთიერთობების დამყარებას, მუსიკალური საკრავების ტექნიკურ მომსახურებას და სხვა.

"თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს" დაფუძნების ცერემონია სასტუმრო "თბილისი მარიოტში", 19 დეკემბერს, 13.00 საათზე გაიმართება

თვითონ მაინც არ უტყდება ნეტავ?

Posted by: DORABELLA 16 Dec 2011, 21:06
QUOTE
"ოპერის მეგობართა საბჭოს" დავით კეზერაშვილი უხელმძღვანელებს

facepalm.gif
ღმერთო, დიდებულო! -- რას არ გაიგებ...

QUOTE
თვითონ მაინც არ უტყდება ნეტავ?

არა.
ეგეთები, სხვანაირად არიან მოწყობილები

Posted by: Contralto 18 Dec 2011, 01:22
არ ვიცოდი, სად დამეწერა: დღეს ნაცნობი შემხვდა, რომელმაც მითხრა, თურმე გოგი ნიჟარაძე გარდაცვლილა.

ვის გახსოვთ სატელევიზიო გადაცემებიდან. ალბათ, ბევრს.

Posted by: Pathetikos 18 Dec 2011, 04:45
QUOTE
თურმე გოგი ნიჟარაძე გარდაცვლილა.

უი sad.gif

რამდენი კაი რამე მოვისმინე მის გადაცემებში. პირველად მერილინ ჰორნი და ბევერლი სილსი მისი ვიდეოებით გავიცნე...

Posted by: weisenhaus 13 Jan 2012, 19:40
კეზერაშვილის ხელში ჩავარდნას, არ ჯობდა, თავის დროზე, ბოლომდე გადამწვარიყო?


ისე, ასეთი მკვდარი საოპერო თეატრი, როგორიც დღეს ჩვენ გვყავს, მგონი, მსოფლიოში არ არსებობს. ერევნის ოპერის თეატრიც კი ასი თავით მაღლა დგას ჩვენსაზე.

Posted by: DORABELLA 15 Jan 2012, 18:24
QUOTE
ასეთი მკვდარი საოპერო თეატრი, როგორიც დღეს ჩვენ გვყავს, მგონი, მსოფლიოში არ არსებობს

რავიცი, საყვარელიძე ისევ თავის ადგილზეა და...

მთავარი დირიჟორი აზმაიფარაშვილი რატომ არა ჩანს, სად არის?
მახსოვს ერთხელ, ერთად რომ იყვნენ ეგ და საყვარელიძე ,,მზის'' პირდაპირ ეთერში (5-6 წლის წინ), რომელიღაცა სპექტაკლის პრემიერის მერე, პირდაპირ მივიდნენ და ნუ ისეთი რაღაცეები თქვეს, რომ მეთქი ეხლა მაინც ეშველება ოპერის თეატრს, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან შევცდი.

Posted by: weisenhaus 15 Jan 2012, 18:32
DORABELLA
QUOTE
ისეთი რაღაცეები თქვეს, რომ მეთქი ეხლა მაინც ეშველება ოპერის თეატრს, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან შევცდი

ქართველებს დაბოლებაში და აფერისტულ დაპირებებში ვერავინ შეეჯიბრება, მითუმეტეს მაშინ, როცა რაღაც მაღალ თანამდებობაზე იმყოფება.
საყვარელიძეს ოპერის თეატრი კი არა, ბუტკაც არ უნდა ჩააბარო კაცმა.
და ეგ აზმაიფარაშვილიც კაი უნიჭო დირიჟორია.


Posted by: weisenhaus 4 Feb 2012, 19:26


ნახეთ ეს ვინმემ? საყვარელიძე დავინახე თუ არა, გავთიშე.

Posted by: Chkalovi 5 Feb 2012, 14:31
QUOTE
ნახეთ ეს ვინმემ? საყვარელიძე დავინახე თუ არა, გავთიშე. 

ბალეტზე იყო ფაქტიურად გადაცემა, ოპერა ზრდილობის გულისთვის ახსენეს biggrin.gif

Posted by: moira803 5 Feb 2012, 18:22
სულ თეატრში ვარ. ოღონდ ოპერის,იშვიათAდ სპეკტაკლზე

Posted by: weisenhaus 6 Feb 2012, 01:47
Chkalovi
QUOTE
ბალეტზე იყო ფაქტიურად გადაცემა, ოპერა ზრდილობის გულისთვის ახსენეს

ნოდარ ანდღულაძეც ბალეტზე ლაპარაკობს? თუ ეგეც ზრდილობის გამო ჩასვეს? gigi.gif

Posted by: weisenhaus 8 Feb 2012, 12:40


1:20-დან ნახეთ lol.gif

მოვითხოვ, კეზერაშვილმა ჩაიბაროს მთელი ქართული კულტურა და ხელოვნება. yes.gif

Posted by: djbachi 8 Feb 2012, 15:37
QUOTE (weisenhaus @ 8 Feb 2012, 12:40 )


1:20-დან ნახეთ lol.gif

მოვითხოვ, კეზერაშვილმა ჩაიბაროს მთელი ქართული კულტურა და ხელოვნება. yes.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

ვაიზეენ!!!!!!!!!!!!!


მადლობააააააააააააააააააააა


ცუდად ვააააააარ

Posted by: federeri-prima 1 Mar 2012, 10:04
ვივა დათო აყვარელიძეეეეე...მაგარი კაცია და კარგი მენეჯერი

Posted by: federeri-prima 4 Apr 2012, 10:48
ამ თემაში ვააბშე არავინ არ შედის საერთოდ როგორც ვატყობ,თეატრი კიდია ყველას...

Posted by: palindromi-x 4 Apr 2012, 21:30
federeri-prima
რა სიახლეებია, თვალ-ყური მოვკარ, ჰენდელი დაუდგამთ
რავარია ნეტავი?
biggrin.gif

Posted by: Walkman123 5 Apr 2012, 21:58
federeri-prima
ჩვენ იქ არ ვმოღვაწეობთ, თეატრში, და გარედან დასანახი კიდე არაფერი არ ხდება და რა ვთქვათ. ახლა კი არის რადამისტო 8ში და ვნახოთ როგორ იქნება.

Posted by: palindromi-x 10 Apr 2012, 20:01
Walkman123
federeri-prima
djbachi
და სხვებს
რადამისტო მოგეწონათ?

Posted by: Walkman123 10 Apr 2012, 21:02
palindromi-x
აღფრთოვანებული წამოვედი კონცერტიდან მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ. არ მქონდა აქამდე მოსმენილი ეგ ოპერა, ცალკეული არიების გარდა, ასე რომ შესადარებლად ვერაფერს შევადრი.

თვითონ მონაწილეები არ ბრწყინავდნენ, ჩემი აზრით. საერთოდ არ მომეწონა ტენორი თუ ბარიტონი, ახალგაზრდა, ტირიდატეს როლს ვინც ასრულებდა.

სოპრანოებიდან, რადამისტო, დემურიშვილია მგონი, არ იყო ცუდი. პოტენციალი აქვს, მაგრამ ბევრი მუშაობა უნდა. დაბლები ჰქონდა კარგი დამუშავებული სხვებისგან განსხვავებით. სხვები დიდად არ მომეწონნენ.

რაც შეეხება სამსახიობო მხარეს, არ ვიცი, ეს რეჟისორის ბრალი იყო თუ მომღერლების, მაგრამ საერთოდ არ მომეწონა. საერთოდ არ იყო სიუჟეტური და ვერაფერს ვერ მიხვდებოდი რა ხდებოდა.

რაც შეეხება ჯანლუკას, ჩვეულებრივი იყო.

არ ვიცი სხვებს რა შთაბეჭდილება დარჩათ, მაგრამ არ ვარ დიდად კმაყოფილი. სხვა ოპერა დაედგათ საერთოდ ჯობდა, სად გამოჩხრიკეს ეს რადამისტო.

Posted by: palindromi-x 10 Apr 2012, 21:10
Walkman123
ტენორი არ მღეროდა, როგორც ვიცი. ვიზე ამბობ?

Posted by: Walkman123 10 Apr 2012, 21:14
Walkman123
ხო ბარიტონი იყო ალბათ, ზაალ ხელაია ყოფილა სახელით.

Posted by: palindromi-x 10 Apr 2012, 21:17
Walkman123
ეს რაღა ახალგაზრდაა ?! biggrin.gif

Posted by: Walkman123 10 Apr 2012, 21:22
palindromi-x
არ ვიცი, სცენაზე მაკიაჟით ბებერს არ გავდა და ასაკი არ ვიცი ნამდვილად.

Posted by: federeri-prima 27 Apr 2012, 19:38
აქ არავინ არ სჰემოდის ადამიანებო რა ხდება...?

Posted by: tiger-onix 27 Apr 2012, 19:59
აზრი?
თეატრი არ არის და Gინდ შემოდი გინდ გადი. sad.gif

Posted by: federeri-prima 8 May 2012, 21:27
რა ხდება ტაიგერ დოიჩლანდში???????

Posted by: federeri-prima 4 Jul 2012, 21:24
მოდიხართ ნაბუქოზე ან ატილაზე? ტრუბადურია კიდე....

Posted by: palindromi-x 4 Jul 2012, 21:34
federeri-prima
ეს "ტრუბადური" რა სასხვათაშორისოდ მიგიწერია... biggrin.gif

Posted by: Walkman123 4 Jul 2012, 22:00
federeri-prima
ტრუბადურებზე მინდა წასვლა. ისე რა მიაწყდა ეს ჩვენი თეატრი ვერდის? ადრე ხომ სულ აიდა იდგმებოდა რაც თავი მახსოვს, ახლაც სულ ვერდი და ვერდი? არ ცნობენ სხვა კომპოზიტორებს თუ რა ხდება?

ერთი ბელინის ჩაკვეხება არ შეიძლება?

Posted by: palindromi-x 16 Aug 2012, 18:15
ბათუმი ლუჩია დი ლამერმურს ამზადებს საპრემიეროდ და თბილისის ოპერაში რა ხდება ხომ არ იცით?

Posted by: Charles IX 16 Aug 2012, 21:38
თბილისის ოპერა ჩკა...

ლუჩია კი საინტერესოა - ბათუმურიც კი...


Posted by: palindromi-x 16 Aug 2012, 22:23
Charles IX
QUOTE
ჩკა...

ვერ მიგიხვდით


Posted by: federeri-prima 20 Aug 2012, 22:09
ჩამოდით ბათუმში,ლუჩიასე,კარგად დგავს სუყო... gigi.gif help.gif wow.gif givi.gif givi.gif
* * *
QUOTE
ვერ მიგიხვდით


ჩკა .... სომხურად ნიშნავს არას...ანუ აგარააო ოპერაოოოოოო

Posted by: palindromi-x 20 Aug 2012, 23:10
federeri-prima
QUOTE
ჩკა .... სომხურად ნიშნავს არას...ანუ აგარააო ოპერაოოოოოო

უი... მართლა??????????? აბა რააო???????????

Posted by: Charles IX 21 Aug 2012, 02:57
federeri-prima
QUOTE
ჩამოდით ბათუმში,ლუჩიასე,კარგად დგავს სუყო...

ლუჩიას სოფო ხომ არ მღერის? biggrin.gif

Posted by: palindromi-x 21 Aug 2012, 11:04
Charles IX
QUOTE
ლუჩიას სოფო ხომ არ მღერის?

კარგი ხუმრობაა, ღმერთმანი! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: federeri-prima 4 Sep 2012, 18:49
ლუჩია არა, ვარდო პაჟალუსტა... gigi.gif tuk.gif givi.gif

Posted by: federeri-prima 10 Sep 2012, 22:29
ვინ იყო ლუჩიასე?მოგვიყევით საინტერესოააა

Posted by: federeri-prima 13 Sep 2012, 11:17
აუ ამ გვერს დამთვალიერებელი ვაააბშე არ ყაააავს lam.gif lam.gif

Posted by: tiger-onix 13 Sep 2012, 11:25
federeri-prima
QUOTE
აუ ამ გვერს დამთვალიერებელი ვაააბშე არ ყაააავს

და ოპერა არ არის და მის შესახებ თემას ფორუმზე რაღა მოუვა?
რამე ხომ უნდა იყოს განსახილველი?
aba.gif

Posted by: federeri-prima 14 Sep 2012, 01:55
ხოოო მართალია,რავი მაინხ შეიძლება რამის თქმა

Posted by: palindromi-x 16 Sep 2012, 21:45
კი მაგრამ, ბალეტების გარდა არაფერია დაგეგმილი? არ იცით ინფო რა ოპერები უნდა გავიდეს?

Posted by: palindromi-x 10 Dec 2012, 13:29
ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? თქვენის აზრით, ზედმეტ უფლებებს ხომ არ ანიჭებს სამხატვრო ხელმძღვანელს?

Posted by: Charles IX 13 Dec 2012, 22:26
palindromi-x
QUOTE
თქვენის აზრით, ზედმეტ უფლებებს ხომ არ ანიჭებს სამხატვრო ხელმძღვანელს?

გააჩნია ვინ იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი: თუ საყვარელიძე - მაშინ აშკარად ზედმეტია ეს უფლებები, თუ კლაუდიო აბადო (biggrin.gif) - მაშინ ცოტაც კია...

Posted by: palindromi-x 13 Dec 2012, 22:53
Charles IX
QUOTE
ააჩნია ვინ იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი:

მაგას ნეტა ვინ გადაწყვიტავს?

Posted by: Charles IX 14 Dec 2012, 13:04
palindromi-x
QUOTE
მაგას ნეტა ვინ გადაწყვიტავს?

მაგას ისეთები გადაწყვეტენ, საყვარელიძე სანატრელი გაუხდება თეატრს...

Posted by: MaShiko-MuSicology 16 Dec 2012, 03:22
Charles IX
QUOTE

QUOTE
მაგას ნეტა ვინ გადაწყვიტავს?

მაგას ისეთები გადაწყვეტენ, საყვარელიძე სანატრელი გაუხდება თეატრს...



აშკარად, ასეთი პირი უჩანს sad.gif

Posted by: federeri-prima 16 Dec 2012, 11:02
QUOTE
მაგას ისეთები გადაწყვეტენ, საყვარელიძე სანატრელი გაუხდება თეატრს...

საყვარელიძე მართლა შეიძება მოსანატრი გახდეს ბატონო G.....

Posted by: palindromi-x 16 Dec 2012, 19:51
federeri-prima
MaShiko-MuSicology
Charles IX
QUOTE
მაგას ისეთები გადაწყვეტენ, საყვარელიძე სანატრელი გაუხდება თეატრს...

QUOTE
აშკარად, ასეთი პირი უჩანს

QUOTE
საყვარელიძე მართლა შეიძება მოსანატრი გახდეს ბატონო G.....

რა იცით? კერძოდ ვინ უნდა გადაწყვეტოს ეს საკითხი? და საერთოდ, მიიღებენ კი ამ ცვლილებეს? იქნებ არც არაფერი არ შეიცვალოს და დარჩეს ისევ ძველებურად ყველაფერი

Posted by: Charles IX 16 Dec 2012, 20:51
palindromi-x
QUOTE
კერძოდ ვინ უნდა გადაწყვეტოს ეს საკითხი?

როგორც ჩანს, ქართული მუსიკის უუუუუუუუუდიდესი მოვლენა გადაწყვეტს ამ საკითხს - ბერა... gigi.gif sad.gif

Posted by: palindromi-x 16 Dec 2012, 20:59
Charles IX
ნუ აოფებთ, ბატონო მოდერატორო!

Posted by: Charles IX 17 Dec 2012, 15:34
palindromi-x
QUOTE
ნუ აოფებთ, ბატონო მოდერატორო!

სულაც არ ვაოფებ - ან ქართული მუსიკის უუუუუუუუუდიდესი მოვლენა გადაწყვეტს ამ საკითხს, ან ვინმე მისი დარი - უკეთესის იმედი ნამდვილად არ მაქვს...

Posted by: palindromi-x 17 Dec 2012, 19:58
Charles IX
მაშინ ასე დავსვათ საკითხი: ვინ უნდა გადაწყვიტოს თეატრების ხელმზღვანელების დანიშვნა თქვენის აზრით
და რა უნდა შეიცვალოს საკუთრივ ოპერის თეატრში იმისათვის, რომ არ ჩაიძიროს საოპერო ხელოვნება საბოლოოდ?

Posted by: Charles IX 17 Dec 2012, 20:11
palindromi-x
ნორმალურ პირობებში თეატრს სამეურვეო საბჭო უნდა მართავდეს...

QUOTE
რა უნდა შეიცვალოს საკუთრივ ოპერის თეატრში იმისათვის, რომ არ ჩაიძიროს საოპერო ხელოვნება საბოლოოდ?

თეატრში ნორმალური სპექტაკლები, კონცერტები უნდა ტარდებოდეს - სხვას ვერაფერს გააკეთებს

Posted by: palindromi-x 17 Dec 2012, 20:37
Charles IX
QUOTE
ნორმალურ პირობებში თეატრს სამეურვეო საბჭო უნდა მართავდეს...

მერე ეს გათვალისწინებულია ცვლილებებში?
ეს კარგი იდეაა, იმისთვის რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები იქნეს აცილებული თავიდან

Posted by: Charles IX 19 Dec 2012, 02:59
palindromi-x
QUOTE
მერე ეს გათვალისწინებულია ცვლილებებში?

მე როგორც ვიცი არაა გათვალისწინებული...

Posted by: ნინა 23 Dec 2012, 23:31
Charles IX
QUOTE
იმისათვის, რომ არ ჩაიძიროს

ერთადერთი გადარჩენა იქნება რომ ჩაიძირონ smile.gif))

Posted by: palindromi-x 23 Dec 2012, 23:40
ნინა
QUOTE
ერთადერთი გადარჩენა იქნება რომ ჩაიძირონ )

რატო, თქვენ წყალქვეშა საოპერო თეატრიდან ხართ შემთხვევით? biggrin.gif

Posted by: djbachi 26 Dec 2012, 15:35
ვისაც რუსთაველზე ბოლო ორი თვის განმავლობაში არ ჩაუვლია ბევრი დაუკარგავს.
დაზუსტებით ამბობენ,ივანიშვილმა დააფინანსა მისი რეკონსტრუქციაო.
მე პირადად, როცა არ ჩავუვლი მას(ხანდახან დღეში სამჯერაც ) სულ აღტაცებაში მოვდივარ და ვფიქრობ,რომ ის შედარებით უსახური ოპერა რომელიც გვქონდა, ჩაანაცვლა ულამაზესმა თეატრმა.ჩემი აზრით, ის შეიძლება ქალაქის უმთავრეს ღირშესანიშნაობად იქცეს.

რათქმაუნდა,ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები ვისაც აღტაცებაში არ მოიყვანს ულამაზესი ჩუქურთმები, მდიდარი და ელეგანტურად შეხამებული ფერები (და აშ) და თუ ესეთები აქაც არიან,ვთხოვ არგუმენტირებულად ისაუბრონ.


სხვა მხრივ,რავი!

ძალიან მინდა თბილისის ოპერას ძველი დიდება დაუბრუნდეს!!

Posted by: djbachi 26 Dec 2012, 15:43
QUOTE (Charles IX @ 17 Dec 2012, 20:11 )
palindromi-x
ნორმალურ პირობებში თეატრს სამეურვეო საბჭო უნდა მართავდეს...

QUOTE
რა უნდა შეიცვალოს საკუთრივ ოპერის თეატრში იმისათვის, რომ არ ჩაიძიროს საოპერო ხელოვნება საბოლოოდ?

თეატრში ნორმალური სპექტაკლები, კონცერტები უნდა ტარდებოდეს - სხვას ვერაფერს გააკეთებს

მეფეო,

მაგ ნორმალურ სპექტაკლებს არანორმალური მუშაობა,დაფინანსება და რეფორმები ჭირდება.


ერთი პაბლო კასალსისნაირი ადამიანი გვინდა,რომელმაც დაფინანსებაზე უარის თქმის შემდეგ ბარსელონაში საკუთარი სახსრებით შეკრიბა ორკესტრი,დააფინანსა და შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი უხდიდა ხელფასებს.(თან იმის გათვალისწინებით რომ ისეთი მდიდარი არც იყო)

user.gif

Posted by: mountainking 24 Jan 2013, 22:29
გრიბოედოვში ვიყავი ბოლოს მაკნატუნაზე. ჩემი მუსიკის მასწავლებელი მატარებდა ხშირად ბავშობიდან შემაყვარა ოპერა და ბალეტი.

Posted by: ნინა 31 Jan 2013, 00:22
palindromi-x
QUOTE
თქვენ წყალქვეშა საოპერო თეატრიდან ხართ შემთხვევით?

ეს კითხვა გენიალურია smile.gif))))
მხოლოდ დღეს ვნახე
შემოვედი ამ თემაში ველოდი, რომ სიახლეები იქნებოდა თეატრის შესახებ, მაგრამ არაფერი დამხვდა smile.gif)

Posted by: spageti 31 Jan 2013, 00:51
ფორუმზე ვეძებე თემა ქუთაისის ოპერაზე, მაგრამ ვერ ვიპოვე, ამიტომ ამ ვიდეოს ვდებ აქ.

* * *
თუკი ვერ მოისმენთ მთლიანად, აუცილებლად ნახეთ 34:52 წუთიდან – 35:23 წუთ და 39:45 წუთიდან ბოლომდე

Posted by: inana 31 Jan 2013, 06:23
ნინა
QUOTE
შემოვედი ამ თემაში ველოდი, რომ სიახლეები იქნებოდა თეატრის შესახებ, მაგრამ არაფერი დამხვდა

მეც შემოვიხედავ, არაფერი მხვდება. smile.gif
ძალიან მაინტერესებს, რა იქნება. ოფიციალურად როდის გვეტყვიან საბოლოოდ, რა ხდება. ძალიან მაინტერესებს, გიორგი ჟორდანია, ვიზეც არის საუბარი, რას აპირებს, რა გეგმები აქვს. რას შეცვლის, რას არ შეცვლის.

Posted by: federeri-prima 31 Jan 2013, 11:20
გიორგი ჟორდანია დღეს დაინიშნება...ისე საყვარელი ნოდარ ანღულაძე გარდაიცვალა...

Posted by: DORABELLA 31 Jan 2013, 14:10
federeri-prima
QUOTE
გიორგი ჟორდანია დღეს დაინიშნება...

ხომ არ იცით ვინ განიხილებოდა კიდევ?


Posted by: spageti 31 Jan 2013, 18:50
საიდან იცით თბილისის ოპერაში რომ ჟორდანია დაინიშნა?
ქუთაისის ოპერაზე რომ ვიდეო დავდე თუ ნახეთ და
რა აზრი გაქვთ დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები

Posted by: tiger-onix 3 Feb 2013, 20:08
ისე მართალია ეს გოგო, სოფო. ყოველ წელიწადს ახალი მოსმენა უკვე თეატრის შტატში მყოფებისთვი რა უბედურებაა?
რა დამატებითი მოსმენა გინდა კიდე რომ გაარკვიო, მომღერლის პროფესიონალიზმმა მოიმატა თუ დააკლდა, თუ მთელი წლის განმავლობაში ისედაც სცენაზე დგას და მღერის.
მეორე საკითხია თუ არ დგას და არ მღერის, მაშინ გაუშვან, ტყუილად ხელფასის ხდას და ახალი ფარისევლური მოსმენის დანიშვნას.
და ამავე დროს მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს ვინც ასეთი მომღერალი თეატრში მიიღო და ხელფასი უხადა 1 წლის განმავლობაში.

Posted by: federeri-prima 6 Feb 2013, 22:14
მალადეც ტიგრა...ეგრეა...რამდენიც გინდა ეგრეა თეატრებში

Posted by: palindromi-x 6 Feb 2013, 22:18
სკანდალია ფაქტიურადდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

Posted by: federeri-prima 13 Feb 2013, 16:52
დღეს ოპერის სოლისტების კონცერტია და მობრძანდით...დიდ დარბაზში კონსერვატორიის...

Posted by: spageti 19 Feb 2013, 21:40
მინდა გაეცნოთ ამ საგაზეთო სტატიას, პირველი მისამართი არის დასაწყისი და მეორე არის სტატიის გაგრზელება და დააფიქსირეთ გთხოვთ თქვენი აზრი ქუთაისის ოპერასთან დაკავშირებით იქ არსებულ ვითარებასთან და თქვენი აზრით როგორია გამოსავალი

http://www.psnews.info/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=3245&page=2

http://www.psnews.info/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=3246&page=2
* * *
ასევე წაიკითხეთ ეს სტატიაც http://www.newpress.ge/index.php?page=4&staties_id=261

Posted by: federeri-prima 9 Mar 2013, 23:46
აქ საერთოდ ვინმე თუ შემოდის და კითხულობს ამ სტატუსებს?

Posted by: tiger-onix 10 Mar 2013, 00:32
federeri-prima
QUOTE
აქ საერთოდ ვინმე თუ შემოდის და კითხულობს ამ სტატუსებს?

აუცილებლად! smile.gif

Posted by: Charles IX 7 Sep 2013, 20:39
16 სექტემბერს თეატრი სეზონს გახსნის - ტრადიციულად "აბესალომ და ეთერით"

Posted by: WAGNERITE 12 Jan 2014, 11:14
თბილისის ოპერაში ამბოხია, გიორგი ჟორდანიას გადადგომას მოითხოვენ:



ამას წინათ ჟორდანიას კონცერტს დავესწარი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძლივს ერთი პროფესიონალი დირიჟორი გამოგვიჩნდა. შეიძლება კარგი, შეიძლება ცუდი, მაგრამ - პროფესიონალი. პიროვნულადაც წესიერი კაცი ჩანს, ვარსკვლავბიჭუნას არ თამაშობს.

შარლატანი ნიკოლოზ რაჭველის დარად, კულტურის სამინისტრო რომ გააბითურა, ვითომ გადადგა და მერე "აირჩიეს", ოპერაშიც არჩევნებს მოითხოვენ. ბარემ ისევ საყვარელიძე დაგვებრუნებინა.

მინისტრი ოდიშარია ერთ კარგ პანღურს იმსახურებს. ჟორდანიას მართვის უნარზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ზემოხსენებული სიუჟეტიდან ისე ჩანს, რომ მეტი კომუნიკაცია არ აწყენდა.

თბილისის ოპერის შესახებ ნოდარ ანდღულაძეს მოუსმინეთ, მესამე წუთიდან:


Posted by: Charles IX 25 Feb 2014, 22:14
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ჩატარებული სამხატვრო საბჭოს არჩევნები არ აკმაყოფილებდა თავისუფალი და კანონიერი არჩევნების მინიმალურ სტანდარტსაც კი - ასეთი დასკვნა გამოიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თანასწორობა სამართლიანობისთვის“, რომელმაც შეისწავლა არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები და საარჩევნო პროცესის კანონიერება.

ორგანიზაციის იურისტებმა დეტალურად შეისწავლეს არჩევნების მარეგულირებელი ადმინისტრაციული აქტები და კენჭისყრის პროცესი და გამოავლინეს უაღრესად მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის და ხელახალი კენჭისყრის დანიშვნის საფუძველია:
არ არსებობს საარჩევნო პროცესის მარეგულირებელი წესი;
საარჩევნო სიებში არ იყო შეყვანილი თეატრის დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის ყველა წევრი;
საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ, ბეჭდური ფორმით მომზადებული საარჩევნო სიების მონაცემები შეცვლილია კალმით. რიგ შეთხვევაში კი ახალი ამომრჩევლებია ჩამატებული;
შემაჯამებელ ოქმში დაუბალანსებელი მონაცემებია შეტანილი;
ოქმებში არსებული მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც ადასტურებს რომ ადგილი ჰქონდა მონაცემების გაყალბებას.

ორგანიზაცია „თანასწორობა სამართლიანობისთვის“ 21 თებერვლით დათარიღებული წერილით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას და აცხადებს, რომ აღმოჩენილი დარღვევები კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველია. „თანასწორობა სამართლიანობისთვის“ მიიჩნევს, რომ თეატრის სამხატვრო საბჭოს ასარჩევად სამინისტრომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი, რისთვისაც უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები:
ბათილად ცნოს 2014 წლის 09-12 თებერვალს ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარებული თეატრის სამხატვრო საბჭოს არჩევნები;
განსაზვროს ხელახალი არჩევნების ჩატარების ვადები;
შექმნას პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს თეატრის სამხატვრო საბჭოს არჩევნების დებულებას, რაც შექმნის არჩევნების კანონიერად და მიუკერძოებლად ჩატარების საფუძველს;
თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრთა არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანასწორობის პრინციპების დარღვევის გამო, დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატების წარდგენის პროცესი.




Posted by: ნინა 26 Feb 2014, 16:34
მომხრე ვარ, რომ დაიკეტოს საერთოდ. ზედმეტ პრობლემებს ქმნის ეს თეატრი უკვე რამდენი ხანია wink.gif

Posted by: tsvrkaua 27 Jan 2016, 16:43
ფასებს შევხედე, გული დამწყდა და თაბი დავხურე

Posted by: tiger-onix 27 Jan 2016, 19:33
მართალია რომ "აბესალომ და ეთერის" ახალ დადგმაში აბესალომის როლზე სამუელ ელ ჯექსონი მოიწვიესო?

Posted by: germont 29 Jan 2016, 21:24
კეე smile.gif)))))))))))))


..........................

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 18 Feb 2016, 20:19
ბილეთის ფასი არ იცით? http://opera.ge/SeasonDetail.aspx?id=20&gallery=

Posted by: vano_tt 16 Mar 2016, 23:22
იყავით ვინმე, რაც გაიხსნა?
იარუსები ძალიან შორს ჰომ არაა სცენიდან?ბალეტის ყურება შესაძლებელია თუ პარტერის იქით არაფერი ვარგა?

Posted by: Charles IX 17 Mar 2016, 23:53
vano_tt
საყურებლად იარუსების 1-ლი რიგი ძალიან კარგია
მოსასმენად - კიდევ უკეთესი.
ოპერაზე პარტერში არც არასდროს ვჯდებოდი - ყოველთვის მე-2 ან მე-3 იარუსი მერჩივნა

Posted by: nutsiko 18 Mar 2016, 00:00
Charles IX
გეთანხმები, იარუსებს არა უშავს, თუმცა ბალეტს მუდამ პარტერიდან ვუმზერდი და არ იყო ურიგო.
ოპერის მოსასმენად იარუსები მშვენიერია.

Posted by: JOKONDA 23 Oct 2022, 22:31
რა ღირს ბილეთი საოპერო წარმოდგენაზე?

Posted by: operageo 9 Dec 2022, 02:38
JOKONDA
JOKONDA
biletebi.ge ზე ყიდიან მგონი ბილეთებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)